You are on page 1of 29

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივ ,, ხაშმის“ წესდება

(შეთანხმება)

1
სტრუქტურა:

თავი I ზოგადი დებულებანი -------------------------------------------------------------4


მუხლი 1 სახელწოდება, ადგილმდებარეობა, მიზანი ------------------------------------- 4

მუხლი 2 სამართლებრივი სტატუსი ---------------------------------------------------4


მუხლი 3 კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები-------------------------- 4

მუხლი 4 კოოპერატივის საქმიანობის საგანი-----------------------------------------------5

თავი II წევრობა --------------------------------------------------------------------------------5

მუხლი 5 კოოპერატივის წევრად მიღება ----------------------------------------------------5

მუხლი 6 წევრთა (მეპაიეთა) რეესტრი ------------------------------------------------------ 7

მუხლი 7 წევრის უფლებები და მოვალეობები ---------------------------------------------7

მუხლი 71 ასოცირებული წევრის უფლებები და მოვალეობები---------------------------8

მუხლი 8 წევრობის შეწყვეტის საფუძვლები -----------------------------------------------10

მუხლი 9 წევრობიდან ნებაყოფლობითი გასვლა ------------------------------------------10

მუხლი 10 პაის გადაცემა სხვა პირზე -------------------------------------------------------11

მუხლი 11 კოოპერატივის წევრის გარიცხვა ------------------------------------------------11

მუხლი 12 წევრობის შეწყვეტა პირის გარდაცვალების შემთხვევაში -------------------14

მუხლი 13წევრის კოოპერატივის ლიკვიდაცისას წევრობის შეწყვეტა ----------------- 14

თავი IIIსასოფლო–სამეურნეო კოოპერატივ „ხაშმის” მართვა -------------------15

მუხლი 14 კოოპერატივის მართვის სტრუქტურა ------------------------------------------15

მუხლი 15 კოოპერატივის საერთო კრება ---------------------------------------------------15

2
მუხლი 16 კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა და ქვორუმი ------------------------16

მუხლი 17 გამგეობა ----------------------------------------------------------------------------18

მუხლი 18 გამგეობის თავჯდომარე -------------------------------------------------------- 20

თავი IV სასოფლო-სამეურნე კოოპერატივ „ხაშმის“ ქონება----------------------21

მუხლი 19 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხაშმის“ქონება-----------------21

მუხლი 191 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხაშმის“წევრთა შენატანები-21

მუხლი 20 ქონებრივი სახით შეტანილი პაის შეფსება ------------------------------------23

მუხლი 21 დამატებითი საპაიო შენატანი --------------------------------------------------23

თავი V კოოპერატივის ფონდები-------------------------------------------------------------24

მუხლი 22 კოოპერატივის ფონდები --------------------------------------------------------24

მუხლი 23 საპაიო ფონდი ---------------------------------------------------------------------24

მუხლი 24სავალდებულო სარეზერვო ფონდი --------------------------------------------24

მუხლი 25 მიზნობრივი ფონდი --------------------------------------------------------------24

თავი VI ქონებრივი პასუხისმგებლობა და წლიური ანგარიშები -----------------------25

მუხლი 26 ქონებრივი პასუხისმგებლობა---------------------------------------------------25

მუხლი 27 წლიური ანგარიში ----------------------------------------------------------------26

თავი VII კოოპერატივის შემოსავლების განაწილება -------------------------------------27

მუხლი 28 კოოპერატივის შემოსავლების და მოგების განაწილება ---------------------27

თავი VIII კოოპერატივის ლიკვიდაცია ----------------------------------------------------28

მუხლი 29 კოოპერატივის ლიკვიდაცია ----------------------------------------------------28

3
თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1 სახელწოდება, ადგილმდებარეობა, მიზანი

1.1 რეგისტრირებული კოოპერატივი „ხაშმი“(შემდეგში ტექსტში კოოპერატივი),


დაფუძნებული ნებაყოფლობით საწყისებზე დამფუძნებელთა საერთო კრების
გადაწყვეტილების საფუძველზე ( ოქმი №1 .25 აპრილი 2019 წ.).

1.2 კოოპერატივის იურიდიული მისამართია საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფ.


ხაშმი ელ. ფოსტა: parunashvili.lali@gmail.com

1.3 კოოპერატივის სახელწოდება ინგლისურად „xashmi“

1.4 კოოპერატივის მიზანია ურთიერთდახმარების, ეკონომიკური თანამშრომლობისა


და საერთო მეურნეობის წარმოების საფუძვლები წევრთა შემოსავლების ზრდა.

მუხლი 2 სამართლებრივი სტატუსი

2.1 კოოპერატივი წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილ


კოოპერატივის სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიულ პირს, რომელიც
მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის, ,,სასოფლო -
სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, საქართველოს სხვა ნორმატიული
სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე.

2.2 კოოპერატივი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო


(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

მუხლი 3 კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

3.1 კოოპერატივი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითად პრინციპებზე


დაყრდნობით:

3.1.1. ნებაყოფლობითი წევრობა

4
3.1.2 დემოკრატიული მართვა-კოპერატივის წევრებს, მიუხედავად მათი
ეკონომიკური მონაწილეობისა და ქონებრივი შენატანების აქვთ თანაბარი ხმის
უფლება ,,ერთი წევრი ერთი ხმა“

3.2.2. წევრთა ეკონომიკური მონაწილეობა.

მუხლი 4 კოოპერატივის საქმიანობის საგანი

4.1.1. მევენახეობა, წარმოება ,გადამუშავება რეალიზაცია.

4.1.2. საკვები პროდუქტების წარმოება.

4.1.3. სხვა საქმიანობა რომელიც თანხვედრაში მოდის საქართველოს კანონთან


,,სასოფლო- სამეურნეო კოპერატივების“ შესახებ.

თავი II წევრობა

მუხლი 5 კოოპერატივის წევრად მიღება

5.1 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“

წევრები შეიძლება იყვნენ მეპაიე და ასოცირებული წევრები.

5.2.მეპაიე წევრები:

5.2.1 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს, სასოფლო


სამეურნეო კოოპერატივ„ხაშმის“

წესდების მოთხოვნებს, ფლობს პაის ამ წესდებით დადგენილი წესით,მონაწილეობს


კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

5.2.2. სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც იზიარებს


სასოფლოსამეურნეოკოოპერატივ„ხაშმის“

წესდების მოთხოვნებს.

5.3.ასოცირებული წევრები:

5.3.1. 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის უცხო ქვეყნის


მოქალაქე),რომელსაც საქართველოს კანონის ,,სასოფლო-სამეურნეო

5
კოოპერატივების შესახებ“გამომდინარე და საერთო კრების გადაწყვეტილების
საფუძველზე საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის
შენატანი.

5.3.2. იურიდიული პირი (მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული


იურიდიული პირი),რომელსაც საქართველოს კანონის ,,სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების შესახებ“ გამომდინარე და საერთო კრების გადაწყვეტილების
საფუძველზე საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის
შენატანი.

5.4. კოოპერატივის წევრობის (ასოცირებული წევრობის) კანდიდატის წევრად მიღება


ხდება მისი განცხადების საფუძველზე.

5.5. გამგეობის თავმჯდომარე განიხილავს კოოპერატივის წევრად (ასოცირებულ


წევრად) მისაღები კანდიდატის განცხადებას და საკითხი გააქვს კოოპერატივის
გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. გამგეობა ხმათა უბრალო
უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღება ან მიღებაზე უარის
თქმის შესახებ.

5.6. კოოპერატივში შემსვლელი კანდიდატის წევრად (ასოცირებულ წევრად) მიღების


გადაწყვეტილება და მისი კოოპერატივიში გაწევრიანების პირობები უნდა აისახოს
გამგეობის სხდომის ოქმში.

5.7. კოოპერატივის წევრობის კანდიდატს, რომელსაც გამგეობამ უარი გამოუცხადა


წევრად მიღებაზე, უფლება აქვს განმეორებით მიმართოს კოოპერატივის გამგეობას
განცხადებით, თუ აღარ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

5.6 კოოპერატივის გამგეობის გადაწყვეტილება პირს კოოპერატივის წევრად


(ასოცირებულ წევრად) მიღების შესახებ განიხილება და დასტურდება კოოპერატივის
წევრთა საერთო კრების მიერ.

5.7 კოოპერატივის გამგეობის მიერ პირის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილების


გამოტანიდან საერთო კრების მიერ მის დამტკიცებამდე, ამ პირს გააჩნია იგივე
უფლებები და მოვალეობები, როგორც კოოპერატივის სხვა წევრებს. კოოპერატივის

ახალ წევრის (წევრების,ასოცირებული წევრის) მიღება უნდა აისახოს კოოპერატივის


წევრთა (მეპაიეთა) რესტრში აღნიშვნით ,,წინასწარი რეგისტრაცია“.

6
5.8 პირის კოოპერატივში გაწევრიანებას ადგენს კოოპერატივის საერთო კრება.

5.9 კოოპერატივის წევრებზე (ასაოცირებულ წევრზე) გაიცემა წევრობის


დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმასაც ადგენს გამგეობა.

მუხლი 6 წევრთა (მეპაიეთა) რეესტრი

6.1 კოოპერატივის გამგეობა აწარმოებს მეპაიეთა რეესტრს.

6.2 კოოპერატივის წევრთა რეესტრი წარმოადგენს წევრთა მონაცემების ერთიანი


აღრიცხვის მიზნით შექმნილ მეპაიეთა და ასოცირებულ წევრთა მონაცემების ბაზას.

6.3 რეესტრი შედგება ორი ნაწილისაგან მეპაიეთა რეესტრი და ასოცირებულ წევრთა


რეესტრი.

6.4 მეპაიეთა და ასოცირებულ წევრთა რეესტრი წარმოება ხდება, ,,სასოფლო-


სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამიმნისტროს 2016 წლის 2თებერვლის №2-16
ბრძანების შეასაბამისად

6.4 კოოპერატივის წევრს უფლება აქვს გაეცნოს მეპაიეთა რეესტრს ასევე მოითხოვოს
მის შესახებ არსებული მონაცემების ამონაწრი, გამგეობა, შესაბამისი მოთხოვნის
შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს წევრის მიერ მეპაიეთა რეესტრის
გაცნობა ანდა ამონაწერის გაკეთება.

6.5 საერთო კრების თანხმობით ანდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევაში


მესამე პირს უფლება აქვს გაეცნოს მეპაიეთა რეესტრში დაცული მონაცემებს. ამ
მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საერთო კრების მიერ დადგნილ
ფარგლებში.

მუხლი 7 წევრის უფლებები და მოვალეობები

7.1 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივ„ხაშმის“

წევრის უფლებები.

7.1.1 მონაწილეობა მიიღოს კოოპერატივის მართვაში კოოპერატივის წევრთა საერთო


კრებაზე ხმის უფლებით, პრინციპით ,,ერთი წევრი ერთი ხმა“.

7.1.2 აირჩიოს და არჩეულ იქნას კოოპერატივის მართველ ორგანოში.

7
7.1.3 კოოპერატივის მართველი ორგანოებიდან მიიღოს სრული ინფორმაცია
კოოპერატივის საქმიანობის შესახებ.

7.1.4 ისარგებლოს კოოპერატივის მომსახურებით:

7.1.5 მიიღოს მოგება და დივიდენდები ამ წესდებით დადგენილი წესით.

7.1.6 მოითხოვოს კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმება ან აუდიტი.


თუ განაცხადებას ამ მოთხოვნაზე ხელს აწერს კოოპერატივის წევრთა არ ნაკლებ
40%-ისა.

7.1.7 კოოპერატივიდან გასვლის ან კოოპერატივში მისი წევრობის შეწყვეტის სხვა


შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულადი, ქონებრივი ან ფასიანი
ქაღალდების სახით ამ წესდებით დადგენილი წესით.

7.1.8 კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღოს


ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან შესაბამისი
წილი.

7.1.9 კოოპერატივის მმართველი ორგანოების მიერ წესდების ან საქართველოს


კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს.

7.1.10 გაეცნოს მეპაიეთა რეესტრის მონაცემებს.

7.1.11 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

7.2 კოოპერატივის წევრების ვალდებულებებია:

7.2.1 დაიცვას კოოპერატივის წესდება.

7.2.2 შეასრულოს კოოპერატივის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები.

7.2.3 შეავსოს საპაიო შენატანები კოოპერატივის საერთო კრების მიერ დადგენილი


წესდების შესაბამისად.

7.2. 4 მიიღოს მონაწილეობა კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

7.2.5 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

8
7.3 კოოპერატივისა და მის წევრებს შორის დამატებითი ურთიერთვალდებულებები
აისახება მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება ფორმდება
წერილობითი ფორმით და მას ამზადებს გამგეობა. კოოპერატივის მხრიდან
ხელშეკრულებას ხელს აწერს გამგეობის თავჯდომარე, ხოლო კოოპერატივსა და
გამგეობის თავჯდომარეს როგორც წევრს შორის დადებული ხელშეკრულებაზე
ხელმოწერის უფლებამოსილება აქვს გამგეობის თავჯდომარის მოადგილეს ან
საერთო კრების მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.

მუხლი 71 ასოცირებული წევრის უფლებები და მოვალეობები

I.ასოცირებული წევრი უფლებამოსილია:

ა.მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;

ბ.არჩეული იქნეს კოოპერატივის გამგეობაში;

გ.კოოპერატივის გამგეობისგან მიიღოს სრული ინფორმაცია კოოპერატივის


საქმიანობის შესახებ;

დ.ისარგებლოს კოოპერატივის მომსახურეობით;

ე.მოითხოვოს საკუთარი ხარჯით კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო


შემოწმება ან/და აუდიტის ჩატარება;

ვ.მიიღოს დივიდენდი კოოპერატივის მოგებიდან

ზ.კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში


დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების
სახით საქართველოს კანონის ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“
გამომდინარე და კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული
წესით;

თ.სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“


რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, კოოპერატივის ვალდებულების
დაფარვის შემდეგ კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული
წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს
დივიდენდი საქართველოს კანონის ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“

9
გამომდინარე და კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული
წესით;

ი.გაეცნოს კოოპერატივის წევრთარეესტრის მონაცემებს;

კ.ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო სამეურნეო


კოოპერატივი „ხაშმის“-ის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

II.სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი,,ხაშმის“ ასოცირებული წევრი ვალდებულია


ა.დაიცვას საქართველოს კანონის ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“დასასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ წესდებით დადგენილი წესები;

ბ.განახორციელოს ასოცირებული წევრის შენატანი სასოფლო სამეურნეო


კოოპერატივი ,,ხაშმის“-ის საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და
კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

გ.შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და კოოპერატივის წესდებით


გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

მუხლი 8 წევრობის შეწყვეტის საფუძვლები

8.1 კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები.

8.1.1 წევრობიდან ნებაყოფლობით გასვლა.

8.1.2 წევრის კოოპერატივიდან გარიცხვა.

8.1.3 პაის სხვა პირზე გადაცემა.

8.1.4 წევრის გარდაცვალება.

8.1.5 კოოპერატივის ლიკვიდაცია.

მუხლი 9 წევრობიდან ნებაყოფლობით გასვლა

9.1 კოოპერატივის წევრი უფლებამოსილია გავიდეს კოოპრატივის წევრობიდან და


დაიბრუნოს კუთვნილი პაი. განცხადება კოოპერატივიდან გასვლისა და პაის
დაბრუნების თაობაზე გადაეცემა კოოპერატივის გამგეობას კოოპერატივიდან
გასვლამდე 12 თვით ადრე.

10
9.2 გამგეობის მიერ წევრის კოოპერატივიდან გასვლის თაობაზე განცხადება მიიღება
ამ პირის წევრად მიღებიდან 2 წლის შემდეგ. განცხადება კოოპერატივიდან გასვლის
შესახებ უნდა გაკეთდეს წერილობით.

9.3 კოოპერატივიდან გასვლისას წევრთან საბოლო ანგარიშსწორება ხდება გასვლის


დღისთვის ბალანსის საფუძველზე, თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო
წლის განმავლობაში, მაშინ საბალანსო ანგარიშსწორება ხდება ბოლო ბალანსის
საფუძველზე.

9.4 კოოპერატივიდან გასვლისას წევრს მის მიერ კოოპერატივში პაის სახით


შეტანილი უძრავი და ან მოძრავი ქონება და სხვა კუთვნილ აქტივები გადაეცემა
გასვლიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში .

9.5 გამსვლელს კოოპერატივის რეზერვებისა და სხვა ქონების მიმართ არ აქვს


მოთხოვნის უფლება.

9.6 თუ კოოპერატივის წევრის კოპერატივიდან გასვლის დროს კოოპერატივის


წევრების პაის მოცულობა შემცირებულია, მან კოოპერატივიდან თავისი წილი უნდა
გაიტანოს პაის შემცირებული ოდენობის შესაბამისად.

9.7 თუ წევრის გასვლის დროს საბოლოო ანგარიშსწორებისას დგინდება, რომ


კოოპერატივის ვალების დასაფარავად საკმარისი არ არის მთელი ქონება,
რეზერვებისა და აქტივების ჩათვლით, მაშინ კოოპერატივიდან გასულმა წევრმა
ზარალის ასანაზღაურებელად კოპერატივს უნდა გადაუხადოს ფულადი თანხა
საპაიო ფონდში მისი წილის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს მისი პაის
ოდენობისა.

9.8 თუ წევრობიდან გამოსვლის შესახებ განცხადების წარდგინებიდან საბოლოო


ანგარიშსწორებამდე გამოვლინდა ამ წევრის ბრალეული

ქმედებითკოოპერატივისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და კოოპერატივში მისი


კუთვნილი პაი ანდა სხვა აქტივები საკმარისი არა ზიანის ასანაზღაურებლად, წევრი
სამოქალაქო კანომდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს პირადი ქონებით.

მუხლი 10 პაის გადაცემა სხვა პირზე

10.1 კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს სამეურნეო წლის განმავლობაში


თავისი პაი წერილობით შეთანხმების საფუძველზე გადასცეს სხვა პირს და ამით

11
გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუ პრეცენტენტი
მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი.

10.2 კოოპერატივის წევრის მიერ თავისი კუთვნილ პაის არაწევრ პირზე გადაცემის
შემთხვევაში, აუცილებელია საერთო კრების თანხმობა.

10.3 პაის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტანილი კოოპერატივის მეპაიეთა


რეესტრში.

მუხლი 11 კოოპერატივის წევრის გარიცხვა

11.1 კოოპერატივის წევრის გარიცხვის საფუძვლებია:

11.1.1 ამ წესდების მოთხოვნების და კოოპერატივის მმართველობითი ორგანოების


მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

11.1.2 ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რითაც კონკურენციას უწევს


კოოპერატივს.

11.1.3 მის მიერ კოოპერატივისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა


ან მითითებულ ვადეში მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობა .

11.1.4 მის მიერ ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ხელყოფს კოოპერატივის


ინტერესებს.

11.2 კოოპერატივის წევრის მიერ ამ წესდების 11.1 პუნქტით განსაზღვრული


საფუძვლების თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში კოოპერატივის
ან გამგეობის ნებისმიერ წევრს შეუძლია წერილობითი განცხადებით (საჩივარით)
მიმართოს გამგეობას წევრის გარიცხვის მოთხოვნით.

11.3 საჩივრის მიღების შემდეგ გამგეობა იწყებს წარმოებას წევრის მიმართ გარიცხვის
საფუძვლის (საფუძვლების) არსებობის თაობაზე, წერილობით აფრთხილებს წევრს
შესაძლო გარიცხვაზე და აცნობებს გარიცხვის მიზეზებ სადაც მოყვანილი უნდა იყოს
ყველა ფაქტი, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ამ წევრის გარიცხვის საკითხი.

11.4 პირის კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე წარმოების დაწყების


შემდეგ წევრს, რომლის მიმართაც არსებობს გარიცხვის საფუძველის თაობაზე
გონივრული ეჭვი, უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება მიაწოდოს გამგეობას.

12
11.5 გამგეობა საჩივრის შეტანიდან 10 დღის ვადაში ხმათა უბრალო უმრავლესობით
შეიმუშავებს დასკვნას წევრის მიმართ გარიცხვის საფუძვლის არსებობის შესახებ.და
უგზავნის მას ამ წევრს, დასკვნაშივე განისაზღვრება საერთო კრებაზე მისი
გასაჩივრების ვადა და შესაძლებლობა; თუ წევრი მითითებულ ვადაში არ
გაასაჩივრებს გამგეობის დასკვნას, იგი დასამტკიცებლად გადაეგზავნება საერთო
კრებას. წევრობიდან გარიცხვა ხდება საერთო კრების მიერ გამგეობის დასკვნის
დამტკიცებისთანავე.

11.6 წევრის მიერ გამგეობის დასკვნის გასაჩივრების შემთხვევაში, საერთო კრება


განიხილავს საჩივარს, გამგეობის დასკვნას და ხმათა უმრავლესობით იღებს
საბოლოო გადაწყვეტილებას წევრის გარიცხვის შესახებ. საერთო კრების მიერ წევრის
გარიცხვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წევრს ეძლევა საშუალება
გამოთქვას თავისი პოზიცია მის მიმართ წაყენებული პრეტენზიების გამო.

11.7 გარიცხულ წევრს გამგეობა 2 (ორი) კვირიან ვადაში უგაზავნის წერილობით


შეტყობნებას მისი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

11.8 თუ საერთო კრებამ კოოპერატივის წევრებიდან გარიცხა წევრი, მაშინ მისი


გარიცხვის თარიღად ჩაითვლება საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების
თარიღი.

11.9 მეპაიეს მიერ კოოპერატივისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ადგენს


კოოპერატივის გამგეობის მიერ შექმნილი კომისია.

11.10 კოოპერატივიდან გარიცხული წევრის მიერ კოოპერატივში შეტანილი პაი და


მისი აქტივები ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას ამ წესდების 9.7 პუნქტის
გათვალისწინებით.

11.11 გარიცხული წევრი კოოპერატივის წინაშე არსებული ვალდებულებისაგან არ


თავისუფლდება, მან ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულოს სრულად.

11.12 გამგეობის მიერ მითითებულ ვადებში კოოპერატივის მიმართ არსებული


ფინანსური დავალიანებების დაუფარაობის სამართებლივი შედეგები განისაზღვრება
ამ წესდებით.

11.13 თუ კოოპერატივიდან გარიცხული პირის არსებული დავალიანებები გამგეობის


გადაწყვეტილებით დაიფარა კოოპერატივში მისი პაის თანხიდან და სხვა მისი
კუთვნილი აქტივებიდან, გაირიცხულ მეპაიეს შეუძლია 2 (ორი) თვის ვადაში
გაასაჩივროს გამგეობის ეს გადაწყვეტილება.

13
11.14 თუ კოოპერატივიდან გარიცხული პირის პაით და სხვა მისი კუთვნილი
აქტივებით მოხდა კოოპერატივის წინაშე არსებული მისი ფინანსური დავალიანების
დაფარვა, რის შედეგადც გარიცხული პირს კოოპერატივში დარჩა აქტივები,
კოოპერატივის გამგეობა ვალდებულია, სამეურნეო წლის დასრულებიდან 6(ექვსი)
თვის განმავლობაში, გარიცხულ პირს დაუბრუნონ კოოპერატივში დარჩენილი მისი
კუთვნილი აქტივები, ხოლო თუ კოოპერატივის წინაშე არსებული მისი ფინანსური
დავალიანებები დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა გარიცხული პირის პაი და სხვა
მისი აქტივები, კოოპერატივი უფლებამოსილია გარიცხულ წევრს მოსთხოვოს
შესასრულებელი ფულადი ვალდებულებების შესრულება, ხოლო შეუსრულებლობის
შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

11.15 თუ კოოპერატივიდან გარიცხულ წევრს არ გააჩნია კოოპერატივის


წინაშეშეუსრულებელი ვალდებულებები, კოოპერატივის გამგეობა ვალდებულია
სამეურნეო წლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში გასცეს პაის შესაბამისი წილის
აქტივები.

მუხლი 12 წევრობის შეწყვეტა პირის გარდაცვალების შემთხვევაში.

12.1 კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას მემკვიიდრეების მიერ სამკვიდროს


მიღების სურვილის შემთხვევაში, კოოპერატივის წევრობასთან ან დაკავშირებულ
პირის უფლებები და მოვალეობები გადადის მემკვიდრეზე.

12.2 გარდაცვლილი წევრის კოოპერატივის წევრობის უფლება წყდება იმ სამეურნეო


წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა

12.3 გარდაცვლილი წევრის რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია განახორციელოს ხმის


უფლება ერთი წარმომადგენლის საშუალებით, ნოტარიულად დამოწმებული
წერილობითიმინდობილობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარუდგინოს
გამგეობას.

12.4 გარდაცვლილი წევრის მემკვიდრე შეიძლება მიღებული იქნას კოოპერატივის


წევრად თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესდების მე-5 მუხლით წევრობისთვის
განსაზღვრულ მოთხოვნებს.

12.5 რამდენიმე მემკვიდრის მიერ კოოპერატივის წევრის სამკვიდროს მიღების


შემთხვევაში წევრობა შეწყდება თუ იგი ამ წესდებით დადგენილ ვადაში არ
გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს.

14
12.6 იმ მემკვიდრეს, რომელიც არ იქნა მიღებული კოოპერატივის წევრად, გადაეცემა
გარდაცვლილი წევრის საპაიო შენატანი და მისი სხვა აქტივები ამ წესდებით
დადგენილი წესით.

მუხლი 13 წევრის კოოპერატივის ლიკვიდაციისას წევრობის შეწყვეტა.

13.1 კოოპერატივის წევრი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაციის


შემთხვევაში, წევრობა წყდება იმ ფინანსური წლის დამთავრებისას, რომლის
განმავლობაში მიღებული იქნა ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება.

თავი III სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ მართვა.

მუხლი 14 კოოპერატივის მართვის სტრუქტურა

14.1 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის’’ მართვის ორგანოებია:

14.1.1 კოოპერატივის საერთო კრება;

14.1.2 კოოპერატივის გამგეობა;

მუხლი 15 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ საერთო კრება.

15.1 კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენს საერთო კრება,


რომელიც დაკომპლექტებულია კოოპერატივის ყველა მეპაიესაგან, ერთ მეპაიეს აქვს
ერთი ხმა.

15.2 კოოპერატივის საერთო კრება.

15.2.1 იღებს კოოპერატივის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები.

15.2.2 ფარული კენჭრისყრით ირჩევს კოოპერატივის გამგეობას, გამგეობის


თავჯდომარეს და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს.

15.2.3 უფლებამოსილია შექმნას საჭიროების მიხედვით სარევიზიო კომისია.

15.2.4 იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პირის კოოპერატივის წევრად მიღების


ანდა გარიცხვის თაობაზე.

15.2.5 განიხილავს და ამტკიცებს გაწეულ საქმიანობაზე გამგეობის და სარევიზიო


კომისიის ანგარიშებს.

15.2.6 განსაზღვრავს კოპერატივიის ფონდების სახეობას და მოცულობას, ადგენს


მათი განკარგვის წესებს.

15
15.2.7 ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს ამტკიცებს მათ დებულებას.

15.2.8 განსაზღვრავს მინიმალურ პაისა და დამატებით საპაიო შენატანების ოდენობას.

15.2.9 განსაზღვრავს კოოპერატივის შემოსავლებსა და მოგების განაწილების წესებს.

15.2.10 განსაზღვრავს გამგეობის (გამგეობის თავჯდომარის, მოადგილის) შრომის


ანაზღაურების, მატერიალური წახალისების ოდენობას სახეებს და ფორმებს.

15.2.11 იღებს გადაწყვეტილებას იურიდიულ პირის დაფუძნების შესახებ;

15.2.12 იღებს გადაწყვეტილებას კოოპერატივის მიერ ქონებრივი ვალდებულებების


აღების შესახებ.

15.2.13 იღებს გადაწყვეტილებას საწევრო და მიზნობრივი გადასახადების შემოღების


შესახებ განსაზღვრავს მათ ოდენობას.

15.2.14 იღებს გადაწყვეტილებას სხვა გაერთიანებებში კოოპერატივის მონაწილეობის


თაობაზე.

15.2.15 იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოების წარმომადგენლების შექმნის შესახებ.

15.2.16 იღებს გადაწყვეტილებას კოოპერატვის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის


შესახებ;

15.2.17 კოოპერატივის ლიკვიდაციის შემთხვევაში განსაზღვრავს კოოპერატივის


ქონების მიმღებ პირებს.

15.2.18 ამტკიცებს კოოპერატივის გამგეობის დებულებას ასევე კოოპერატივის


საქმიანობისაგან გამომდინარე სხვადასხვა პროცედურული ინსტრუქციებს.

15.2.19 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის საქმიანობიდან


გამომდინარე ყველა იმ საკითხზე , რომლებიც პირდაპირ არ შედის გამგეობის
თავმჯდომარის კომპეტენციაში.

15.2.20 ამტკიცებს კოოპერატივის ბიუჯეტს, წლიურ ანგარიშებს და ბალანს.

15.2.21 ამ წესდების 26.6 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში იღებს


გადაწყვეტილებას საპაიო ფონდის შემცირების,სხვა ფონდების მათ შორის
სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენების თაობაზე.

მუხლი 16 კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა და ქვორუმი

16
16.1 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ რიგით საერთო კრების მოწვევა ხდება
წელიწადში ერთხელ, საფინანსო წლის დამთავრების შემდეგ , საერთო კრებაზე
ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა.

16.2 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’ ’ რიგგარეშე საერთო კრება მოწვეული


უნდა იქნას თუ წევრთა 1/10 მაინც მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის
მითითებებით.

16.3 საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთი
ბეჭვდითი ორგანოში გამოქვეყნებით, გამგეობის თავმჯდომარე კოოპერატივის
წევრებს დაზღვეული წერილით, ელ-ფოსტით, ან ტელეფონით, ატყობინებს საერთო
კრების მოწვევის ადგილსა და დროს, დღის წესრიგს და სხვა საორგანიზაციო
საკითხებს. საერთო კრება განსაზღვრავს, თუ რომელ ბეჭვდით ორგანოში უნდა
გამოქვეყნდეს საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება.

16.4 წლიური ბალანსი, კოოპერატივის მდგომარეობის შესახებ გამგეობის


მოხსენებები კრების ჩატარებამდე სულ მცირე 1 (ერთი) კვირით ადრე უნდა
გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მირ განსაზღვრულ სხვა ადგილას,
რათა წევრები გაეცნონ მათ.

16.5 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატება ან ცვლილებების


შეტანა საერთო კრების ჩატარებამდე არა ნაკლებ 3 დღით ადრე, იმ საკითხთა შესახებ,
რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე გადაწყვეტილებები არ
მიიღებაგამონაკლისს წარმოადგენს საკითხი კრების წარმართვის, აგრეთვე რიგგარეშე
საერთო კრების მოწვევის შესახებ.

16.6 საერთო კრება ირჩევს კრების თავმჯდომარეს, სხდომის მდივანს ღია


კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.

16.7 კოოპერატივის საერთო კრება გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება


კოოპერატივის წევრთა, ნახევარზე მეტი თუ წესდებით მოთხოვნათა დაცვით
მოწვეულ საერთო კრებაზე არ გამოცხადდა კოოპერატივის წევრთა ნახევარზე მეტი,
მოწვევა განმეორებით საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილება უნარიანია დამსწრე
წევრთა რაოდენობების მიუხედავად.

16.8 საერთო კრების გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს უჭერს


კოოპერატივის დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობა.

17
16.9 საერთო კრების მუშაობაში კოოპერატივის წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს
პირადად, წარმომადგენელი პირის მეშვეობით, წარმომადგენლობით
უფლებამოსილება დადგენილი უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესით.

16.10 კოოპერატივის წევრს არ აქვს საერთო კრებაზე ხმის უფლება მაშინ, თუ დღის
წესრიგში განსახილველად შეტანილია მისი ან მისი წარმომადგენლის საკითხი.

16.11 გადაწყვეტილება წევრის კოოპერატივიდან გარიცხვის თაობაზე მიიღება


წევრთა სიით შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

16.12 წევრთა სიით შედგენილობის კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება:

16.12.1გადაწყვეტილებას წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მიიღება


წევრთა სიითი შედგენილობის 2/3 თანხმობით).

16.12.2 გადაწყვეტილებას კოოპერატივის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მიზნის


შეცვლის შესახებ ერთხმად.

16.12.3 წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც იზრდებ, წევრის მოვალეობა


კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის
შემოღების შესახებ, საჭირო ხმების 9/10-ის უმრავლესობით.

16.13 კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილებების შესახებ დგება საერთო


კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საერთო კრების თავჯდომარე, კრების მდივანი,
კოოპერატივის საერთო კრების სხდომის ჩატარებასთან და გადაწყვეტილების მიღება
გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედორული ინსტრუქციას ადგენს საერთო
კრება.

მუხლი 17გამგეობა

17.1 გამგეობის წევრების (დირექტორების) რაოდენობას განსაზღვრავს


კოოოპერატივის საერთო კრება. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ გამგეობა
შედგება 3 წევრისაგან (დირექტორების), რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით.
გამგეობა ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

17.2 გამგეობის წევრები უნდა იყვნენ კოოპერატივის წევრები,ასევე ასოცირებული


წევრები, გამონაკლისის შემთხვევაში კოოპერატივის საქმიანობის აუცილებლობიდან
გამომდინარე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ საერთო კრების
გადაწყვეტილებით გამგეობის წევრებად შეიძლება არჩეულნი იქნენ კოოპერატივის
არა წევრი პირები.

18
17.3 გამგეობის წევრები (დირექტორები) საქმიანობას ახორციელებენ დებულების
შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება.

17.4 დირექტორების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება.

17.5 გამგეობის გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად, თუ მას მხარს უჭერს


გამგეობის წევრთა უმრავლესობა.

17.6 გამგეობა:

17.6.1 ხელმძღვანელობს კოოპერატივის აღმასრულებელ საქმიანობას:

17.6.2 ამზადებს მიზნობრივ პროგრამებს, განსაზღვრავს მათი დაფინანსების


წყაროებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკულ განხორციელებას.

17.6.3 იღებს გადაწყვეტილებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.

17.6.4 ასრულებს საერთო კრების გადაწყვეტილებებს.

17.6.5 ამზადებს გადაწყვეტილებას კოოპერატივში, წევრის მიღებისა ან/და გასვლის


შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას.

17.6.6 დებს შრომითი ხელშეკრულებებს და ადგენს შინაგანაწესს.

17.6.7 უზრუნველყოფს კოოპერატივის ქონების დაცვას.

17.6.8 აწარმოვებს კოოპერატივის წევრთა (მეპაიეთა)და საპაიო შენატანების რეესტრს.

17.6.9 იღებს გადაწყვეტილებას კოოპერატივის წევრთა სწავლების და გადამზადების


საკითხებზე.

17.6.10 ადგენს კოოპერატივის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო


კრებას.

17.6.11 საერთო კრებას ყოველწლიურად წარუდგენს კოოპერატივის საქმიანობის


ანგარიშს.

17.7 კოოპერატივის გამგეობის თავჯდომარე და დირექტორები წარმოადგენენ


ხელმძღვანელობა-წარმოდგენილობაზე უფლებამოსილ პირებს მათი კოოპეტენციის
ფარგლებში, დამოუკიდებლად ცალ-ცალკე , რომელთა უფლებამოსილებას
განეკუთვნება წარმოადგინონ კოოპერატივი შეუზღუდავად მესამე პირებთან

19
ურთიერთიერთობაში კოოპერატივი კოოპერატივის საერთო კრების მიერ
დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

17.8 თუ საკითხი შეეხება უაძრავი ქონების განკარგვას და მასთან დაკავშირებულ


სამართებლივ გარიგებაში მონაწილეობის მიღებას საჭირო საერთო კრების თანხმობა.

17.9 მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობისას შესაძლებელია გამგეობის წევრის


უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს.

17.10 იმ შემთხვევაში თუ გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადამდე ადრე წყდება


საერთო კრების გადაწყვეტილებების გარეშე , გამგეობის თავჯდომარემ ერთი თვის
ვადაში უნდა მოითხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა, რათა მოხდეს
გამგეობის ახალი წევრის არჩევა.

17.11გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით,მაგრამ არა ნაკლებ თვეში


ერთხელ.

17.12 გამგეობის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, გამგეობის თავმჯდომრის


უშუალო დავალებით, გამგეობის წევრი დირექტორი უფლებამოსილია შეასრულოს
გამგეობის თავმჯდომარის ფუნქციები:

17.13 გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურენტი კოოპერატივის


მმართველობის ორგანოს წევრი.

17.14 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ გამგეობის წევრებად არჩეულები


არიან:

1. ლალი პარუნაშვილი პ.ნ 01011039213 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი


2. ქეთევანი მელიაშვილი პ.ნ. 36001032206 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს.ხაშმი
3. ლია ქოქრაშვილი პ.ნ 01030031217 თბილისი ბაქოს ქ. 8

მუხლი 18 გამგეობის თავმჯდომარე

18.1 საერთო კრება კოოპერატივის წევრებიდან (ასოცირებული წევრებიდან) 4 წლის


ვადით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს, რომელიც კოოპერატივის წარმოადგენს
ერთპიროვნულად.

20
18.2 კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე წარმართავს გამგეობის მუშაობას და
წესდებით დებულებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული წესის
მიხედვით ახორციელება მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.

18.3 გამგეობის თავმჯდომარე იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომებს ის


ვალდებულია მოწვევის შესახებ სხდომის ჩატარებამდე 5 სამუშაო დღით ადრე
შეატყობინოს გამგეობის წევრებს.

18.4 კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე.

18.4.1 ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას.

18.4.2 ხელმძღვანელობს კოოპერატივის მიმდინარე საქმიანობებს:

18.4.3 იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს, ხელს აწერს გამგეობის


სხდომის ოქმებს.

18.4.4 კოოპერატივის სახელით დებს ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აწარმოებს


მოლაპარაკებებს და გასცემს შიდა მინდობილობებს.

18.4.5 ხსნის კოოპერატივის საბანკო ანგარიშებს და ხელს აწერს საფინანსო


დოკუმენტებს განკარგავს საფინანსო სახსრებს.

18.4.6 მისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ სხვა


ფუნქციებს.

18.5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულია:

ლალი პარუნაშვილი, პ.ნ 01011039213 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი

თავი IV სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხაშმის“ ქონება

მუხლი 19სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ ქონება

19.1 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ ქონება შედგება პაისგან, სასოფლო-


სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებისგან,მიღებული გრანტებისა და სხვა
წყაროებისგან,რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის

21
19.2 კოოპერატივის ქონებას მისი წესდებით დადგენილი უფლებების ფარგლებში
განკარგავენ კოოპერატივის მმართველობის ორგანოები.

მუხლი 191სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის” წევრთა შენატანები:

191.1 კოოპერატივის წევრის მიერ პაის შეტანა ხდება ფულის ან ქონების სახით.

191.2 მეპაიის სავალდებულო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო


პერიოდის დაწყებამდე კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის
შესაბამისად,კოოპერტივის მიერ ამ მეპაიისთვის მომსახურეობის ან/და
მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.

191.3 მეპააიეს უფლება აქვს განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი


სავალდებულო საპაიო შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ,საერთო
კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

191.4 საპაიო შენატანი კოოპერატივის წევრს ანიჭებს:

191.4.1 ხმის უფლება კოოპერატივის საერთო კრებაზე.

191.4.2 კოოპერაციული შემოსავლების მიღების უფლებას:

191.4.3. მოგების მიღების უფლებას კოოპერატივის წმინდა მოგებიდან.

191.5 მინიმალური პაის (ერთი პაის) ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

191.6 კოოპერატივის წევრმა უნდა შეიტანოს საპაიო შენატანის არანაკლებ 50%-ისა


კოოპერატივის სახელმწიფო რეგისტრაციიდან არაუმეტესს 30 კალენდარული დღის
განმავლობაში, საპაიო შენატანის დარანჩენი ნაწილი მათ უნდა დაფარონ გამგეობის
მიერ დადგენილ ვადაში.

191.7 პაის სახით შეტანილი ქონების გატანის პირობები განისაზღვრება


კოოპერატივისა და წევრობის კანდიდატს შორის დადებულ ხელშეკრულებებით.

191.8 ფულადი ან ქონებრივი სახით შეტანილი პაი რეგისტრირდება კოოპერატივის


მეპაიეთა რეესტრში კოოპერატივზე მათი გადაცემის თარიღის მითითებით.

191.9 კოოპერატივზე პაის სახით გადაცემული ქონების ვალდებულებებით


დატვირთვა ხორციელდება კოოპერატივის და წევრებს შორის გაფორმებული
ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

22
191.10 ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება,
ხოლო მისი განხორციელების პირობები,აგრეთვე დივიდენდების გაცემის წესი

განისაზღვრება ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერაატივების შესახებ“საქართველოს


კანონით .

191.11 კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში, კოოპერატივის წევრს


უფლება აქვს დაიბრუნოს მისი პაი ფულადი ან ქონების სახით.მას შემდეგ, რაც ის
დაფარავს კოოოპერატივის წინაშე არსებულ დავალიანებებს.

191.12 პაის დაბრუნების წესი განსაზღვრულია ამ წესდების მე-9-13 მუხლებით.

191.13 კოოპერატივის წევრთა პაის რაოდენობა:

1. ლალი პარუნაშვილი პ.ნ 01011039213 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი


2. ქეთევანი მელიაშვილი პ.ნ. 36001032206 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს.ხაშმი
3. ლია ქოქრაშვილი პ.ნ 01030031217 თბილისი ბაქოს ქ. 8
4. დიმიტრი ნიკოლაშვილი პ.ნ 36001008170 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს. ხაშმი
5. ანანო ყირმელაშვილი პ.ნ 36001051068 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი

მუხლი 20 ქონებრივი სახით შეტანილი პაის შეფასება

20.1 პაის ქონების სახით შეტანისას კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი


წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.

20.2 საერთო კრების გადაწყვეტილებით პაის რაოდენობის დასადგენად ქონების


შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოწვეული ექსპერტის ან აუდიტორის მიერ
ხარჯებს მხარეები ინაწილებენ თანაბრად.

20.3 ქონების ღირებულების შეფასების შესახებ, გამგეობა ადგენს შეფასების ოქმს,


ოქმი უნდა შეიცავდეს ქონების აღწერას, მიზნობრივობას ამ ქონების შემომტანი
წევრის და კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ხელმოწერებს.

20.4 კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის


ნაწილი,რომელიც აღემატება მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის
ღირებულებას,მის დამატებით საპაიო შენატანში აისახება.

23
20.5 კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას ქონების ვალდებულებით
დატვირთვა ან/და გასხვისება მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობის
საფუძველზე ხორციელდება.

მუხლი 21დამატებითი საპაიო შენატანი

21.1 დამატებითი საპაიო შენატანი წარმოადგენს კოოპერატივის საჭიროებიდან


გამომდინარე, წევრის სურვილით განხორციელებულ შენატანს, რომელიც მას აძლევს
კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდების მიღების უფლება.

21.2 კოოპერატივის წევრს შეუძლია შეიტანოს დამატებითი საპაიო შენატანი


მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ სრულად იქნა დაფარული საპაიო შენატანი.

თავი V კოოპერატივის ფონდები

მუხლი 22. კოოპერატივის ფონდები.

22.1 საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად კოოპერატივი ქმნის ფონდებს,


რომელთა სახეობა, მოცულობა, ჩამოყალიბების და განკარგვის წესები
განსაზღვრულია ამ წესდებით.

მუხლი 23 საპაიო ფონდი

23.1 საპაიო ფონდი ფორმირდება წევრთა მიერ პაის სახით შეტანილი ფულის ანდა
ქონებისაგან

23.2 საპაიო ფონდის ოდენობას და განკარგვის წესს განსაზღვრავს კოოპერატივის


საერთო კრება.

მუხლი 24 სავალდებულო სარეზერვო ფონდი

24.1 სავალდებულო სარეზერვო ფონდი ფორმირდება ანარიცხებით კოოპერატივის


შემოსავლებიდან წესდებით განსაზღრული წესით, კანონით ნებადართული სხვა
შემოსავლებიდან და გამოიყენება განსაკუთრებული გარემოებიდაან (ბუნებრივი
კატაკლიზმები, სტიქიური უბედურებები, ავარიები , ხანძარი, ეპიდემიები და ა.შ.)
წარმოქმნილ დანაკარგებისა და შესაძლო ზარალის დასაფარად.

24.2 სავალდებულო სარეზერვო ფონდის შენატანები არ უნდა იყოს სასოფლო-


სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის “ წლიური მოგების 15 %-ზე ნაკლები.

24
24.3 სავალდებულო სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყენების სხვა მიზნებისთვის
ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით.

მუხლი 25 მიზნობრივი ფონდები

25.1 კოოპერატივის ცალკეული პროგრამების ან პროექტების რეალიზაციის მიზნით


კოოპერატივის საერთო კრება ვალდებულია შექმნას სპეციალური მიზნობრივი
ფონდები, რომლებიც ფორმირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის“
წევრთა მიზნობრივი შენატანებიდან და კანონით ნებადართული სხვა
შემოსავლებიდან.

25.2 მიზნობრივი ფონდების ფორმირირების წესსა და მოცულობას განსაზღვრავს


კოოპერატივის საერთო კრება.

25.3 მიზნობრივ ფონდებს განკარგავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“


გამგეობა, საერთო კრების მიერ დადგენა წესით კონკრეტული მიზნების
შესასრულებლად.

თავი VI ქონებრივი პასუხისმგებლობა და წლიური ანგარიშგება

მუხლი 26ქონებრივი პასუხისმგებლობა.

26.1 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმი’’ მის მიერ აღებული ვალდებულებებზე


პასუხს აგებს თავისი ქონებით.

26.2 კოოპერატივი პასუხს არ აგებს მისი წევრების ვალდებულებებზე.

26.3 კოოპერატივის წევრ-კოოპერატივს ვალდებულებების შეუსრულებლობის


შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავისი პაის ფარგლებში.

26.4 კოოპერატივის წევრებს შორის დივიდენდები არ განაწილდება ვიდრე ზარალის


გამო შემცირებული საპაიო ფონდი არ შეივსება.

26.5 იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილებით ზარალის


ან დავალიანები დასაფარად გამოყენებული იქნება კოოპერატივის წევრთა მიერ
დამატებით მოზიდული სახსრები, მათი ოდენობა განისაზღვრება მისი პაის
რაოდენობის პროპორციულად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთო
კრების გადაწყვეტილებით.

25
26.6 თუ ზარალის დასაფარავად წევრების მიერ არ ხდება შესაბამისი დამატებითი
სახსრების მოზიდვა, მისი დასაფარავად არ არის საკმარისი კოოპერატივის
შემოსავლები ან მისი გადატანა შეუძლებელია მომდევნო სამეურნეო წლისთვის,
საერთო კრებაუფლებამოსილია კოოპერატივის ზარალის დაფარვის მიზნად მიიღოს
გადაწყვეტილება.

26.6.1 საპაიო ფონდის შემცირების თაობაზე:

26.6.2 სხვა ფონდების მათ შორის სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენების.

26.6.3 ორივე ღონისძიებების გამოყენებაზე ერთდროულად.

26.7 კოოპერატივისა და წევრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით


განსაზღვრული პაის ოდენობის და ან ზარალის გამო შემცირებული პაის ოდენობის
სრულად შევსება ხდება შემდეგი რესურსებიდან.

26.7.1 კოოპერატივის შემოსავლებიდან;

26.7.დივიდენდებიდან;

26.7.3 კოოპერატივის წმინდა მოგებიდან.

მუხლი 27წლიური ანგარიში.

27.1 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხაშმის“ წლიური ანგარიშის შემოწმებისას


გამოიყენება ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესები.

27.2 კოოპერატივის საერთო კრებას უფლება აქვს შექმნას სარეზერვო კომისია ან/და
მოწვეული აუდიტორის მეშვეობით წარმოადგინოს წლიური ანგარიში.

27.3 აუდიტი მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშის და საქმის წარმოების


პრაქტიკის შემოწმებას.

27.4 ჩვეულებრივ წლიური ანგარიში უნდა შემოწმდეს რევიზიის აქტით, შემოწმება


უნდა განხორციელდეს კოოპერატივის საბუღალტრო ჩანაწერების, გამგეობის
თავჯდომარის მიერ მიღებული განმარტებების, მტკიცებულებების და სამეურნეო
საქმიანობის ანგარიშების მიხედვით.

27.5 აუდიტორმა უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა კოოპერატივის საბუღალტრო


საქმის წარმოება და შედგენილი ბალანსი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

27.6 აუდიტის რევიზიის აქტში უნდა მიეთითოს შემოწმების ადგილი და თარიღი.

26
27.7 დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის აუდიტები
პირადად აგებენ პასუხს.

თავი VII კოოპერატივის შემოსავლების გადანაწილება

მუხლი 28. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ შემოსავლებისა და მოგების


განაწილება.

28.1 სამეურნეო წლის განმავლობაში კოოპერატივის შემოსავლების ნაწილი


ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე კოოპერაციული შემოსავლების სახით
კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში მათი ეკონომიკური მონაწილეობის
პროპორციულად, საერთო კრების მიერ განსაზღვრული წესით.

28.2 სამეურნეო წლის ბოლოს, სახელმწიფო გადასახადების სახელფასო


დავალიანებების სარეზერვო და მიზნობრივი ფონდებზე გასაწევი ანარიცხების, სხვა
აუცილებელი ხარჯების და კანონიერი ვალდებულებების დაფარვისა და ზარალის
გამო შემცირებული საპაიო ფონდების შევსების შემდეგ მოგების ნაწილი , მაგრამ არა
უმეტესი 30%-ისა ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე დივიდენდების სახით.

28.3 კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, ასოცირებულ


წევრებზე (ასეთი წევრების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა:

28.3.1 თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ასოცირებულ წევრსა და კოოპერატივს


შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, განისაზღვრა დივიდენდის ასოცირებული
წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს 1
სამეურნეო წლის განმავლობაში.

28.4 კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული წევრების შემდეგ


გაიცემა კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი საპაიო შენატანების
შესაბამისად.

28.4.1 თუ საერთო კრების გადაწყვეტილებით მეპაიესა და კოპერატივის წევრს შორის


გაფორმებული ხელშეკრულებით, განისაზღვრა დივიდენდის მეპაიის დამატებითი
საპაიო შენატანის პროპორციულად გაცემა,გაცემული დივიდენდის ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის ღირებულების 15%-ს
1 სამეურნეო წლის განმავლობაში.

27
28.5 დივიდენდების დაფარვის შემდეგ, კოოპერატივის წმინდა მოგება ნაწილდება
კოოპერატივის წევრებზე კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში მათი
ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

28.6 კოოპერატივის წევრის მოთხოვნით და საერთო კრების გადაწყვეტილებით,


კოოპერატივის შემოსავლებიდან მისთვის განკუთვნილი მოგებისა და
დივიდენდების ნაწილი შეიძლება მიმართული იქნეს ამ წევრის პაის რაოდენობის
გაზრდისთვის.

თავი VIII კოოპერატივის ლიკვიდაცია

მუხლი 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის“ ლიკვიდაცია.

29.1 კოოპერატივის ლიკვიდაცია ხდება:

29.1.1 კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილებით.

29.1.2 სასამართლოს გადაწყვეტილებით.

29.2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ ლიკვიდაცია წარმოებს კოოპერატივის


საერთო კრების მიერ არჩეული ლიკვიდატორების მიერ, ხოლო სასამართლოს
გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ ორგანოს მიერ დანიშნული
ლიკვიდატორების მიერ.

29.3 ლიკვიდატორების არჩევის (დანიშვნის) შემდეგ, მათზე გადადის კოოპერატივის


მართვის სრული უფლებამოსილება . იგი დანიშვნიდან 3 დღის განმავლობაში ერთ-
ერთ ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში აქვეყნებს ინფორმაციას კოოპერატივის
ლიკვიდაციის შესახებ, სადაც კრედიტორებისთვის მითითებული იქნება ვადა,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ხაშმის’’ მიმართ, საპრეტენზიო განცხადებების
წარმოდგენის თაობაზე.

29.4 ლიკვიდატორები ატარებენ სათანადო მოსამზადებელ და საორგანიზაციო


სამუშაოებს. ადგენენ სალიკვიდაციო ბალანს, რომელსაც წარუდგენენ კოოპერატივის
ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს. სალიკვიდაციო
ბალანსი უნდა დამოწმდდეს აუდიტორების მიერ.

29.5 კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, დარჩენილი ქონება


სახელფასო დავალიანებების დაფარვის, სხვა აუცილებელი ხარჯების გაცემის და

28
მოგების და ზარალის განაწილების შემდეგ, ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე
მათი პაის პროპორციულად.

კოოპერატივ ,,ხაშმის ’’დამფუძნებლები:

1. ლალი პარუნაშვილი პ.ნ 01011039213 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი


2. ქეთევანი მელიაშვილი პ.ნ. 36001032206 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს.ხაშმი
3. ლია ქოქრაშვილი პ.ნ 01030031217 თბილისი ბაქოს ქ. 8
4. დიმიტრი ნიკოლაშვილი პ.ნ 36001008170 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს. ხაშმი
5. ანანო ყირმელაშვილი პ.ნ 36001051068 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ს. ხაშმი

29

You might also like