You are on page 1of 1

19 თებერვალი 2020 წ.

საქართველოს სახალხო დამცველს,


საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელ პირს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)

“ფორსეტი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ღია წყაროს მქონე


ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოებისათვის საინტერესო და აქტუალური
მონაცემების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ვიკვლევთ საქართველოში მომხდარ ფემიციდის სტატისტიკას. გთხოვთ, ფემიციდთან


დაკავშირებით, მოგვაწოდოთ შესაბამისი სტატისტიკა წლების მიხედვით.

ზემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ელექტრონული ფორმატით


(​Excel, csv ან ცხრილის სხვა ფორმატით​) ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:
i.kavtaradze@forset.ge​.

საკონტაქტო პირი ირაკლი ქავთარაძე, მონაცემთა ანალიტიკოსი 558 755 404.

პატივისცემით,
ირაკლი ქავთარაძე

You might also like