You are on page 1of 6

შუალედური გამოცდის ინსტრუქცია

ზოგადი ნაწილი:

- შუალედურ გამოცდას სტუდენტი ასრულებს პორტალზე მითითებულ დროს


- შუალედური გამოცდის შესრულებისთვის (დავალების ატვირთვისთვის
ჩათვლით ) განსაზღვრულია 2 საათი და 30 წუთი
- შუალედური გამოცდისთვის განსაზღვრული დროის შემდეგ (2 საათი და 30
წუთი) სტუდენტი ვეღარ ატვირთავს შესრულებულ საგამოცდო ნაშრომს
- თუ სტუდენტს ერთსა და იმავე დროს (რიცხვი, საათი) ემთხვევა რამდენიმე
გამოცდა, 48 საათით ადრე, კანცელარიული წესით უნდა მიმართოს ბსუ-ს
ადმინისტრაციას (რექტორს) და აცნობოს ხარვეზის შესახებ.
- სტუდენტს შუალედური გამოცდის ბილეთი, აესახება მხოლოდ პორტალზე
განსაზღვრულ თარიღსა და დროს
- დაუშვებელია, შუალედური გამოცდის განმეორებით შესრულება ან აღდგენა

დამატებითი სემესტრის (ვადაგაგრძელებული) სტუდენტებისათვის


შუალედური გამოცდის ჩატარება

სასწავლო კურსის პედაგოგი ცხრილში ჩანიშნული თარიღის და საათის შესაბამისად,


პორტალის მეშვეობით, ვადაგაგრძელებულ სტუდენტს აწვდის შუალედური გამოცდის
ერთ ვარიანტს და განსაზღვრავს დროს (მიღებიდან 2 საათი 30წუთ). საგამოცდო
დროში სტუდენტი ამზადებს პასუხს ბილეთზე და იგივე პრინციპით უბრუნებს
ლექტორს.

ნაშრომის მიწოდება ხდება შემდეგნაირად:


ჩემი წერილები => ახალი წერილი => ადმინისტრაცია => აირჩიეთ ადრესატი (საძიებო
ველში წერთ ლექტორის სახელს და გვარს)
სათაური (სასწავლო კურსის დასახელება - შუალედური გამოცდა)
ტექსტის ველში მიუთითეთ შესრულებული დავალების ვარიანტი
მიამაგრეთ ფაილი (დააჭირეთ ღილაკს Choose File => აირჩიეთ ბილეთი და დააჭირეთ
ღილაკს open)
ოპერაცია სრულდება წერილის გაგზავნით.
სტუდენტი:
I ეტაპი - მენიუს ჩამონათვალში აირჩიეთ ელ. სწავლება

II ეტაპი - იხილეთ შუალედური გამოცდის ცხრილი


III ეტაპი - შუალედური გამოცდის ცხრილი დეტალურად

IV ეტაპი - საგამოცდო ცხრილის შესაბამისად აირჩიეთ სასწავლო კურსი


V ეტაპი - საგამოცდო ცხრილის შესაბამისად აირჩიეთ სასწავლო კურსი

1. აირჩიეთ უშუალოდ თქვენი პრაქტიკული მეცადინეობის ლექტორი


2. მოახდინეთ საგამოცდო ბილეთის გენერაცია (საგამოცდო ბილეთი არ იცვლება)
3. შუალედური გამოცდის დაწყების დრო (შეგიძლიათ ბილეთის გენერაცია)
4. შუალედური გამოცდის დასრულების დრო (მითითებული დროის შემდეგ, ნაშრომის
ატვირთვას ვეღარ შეძლებთ)
VI ეტაპი - დარწმუნდით, რომ კონკრეტული (უშუალოდ თქვენი) პედაგოგის (ლექტორის)
მიერ ატვირთული შუალედური გამოცდის ტესტი შეარჩიეთ
VII ეტაპი - ჩამოტვირთეთ საგამოცდო ბილეთი და შეასრულეთ დავალება

VIII ეტაპი - ატვირთეთ შესრულებული დავალება


1-2. ატვირთეთ დავალება
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი

You might also like