You are on page 1of 5

სალექციო კურსი ,,შესავალი

თანამედროვე აზროვნებაში I

მერი უოლსტონკრაფტი

ელგუჯა დიასამიძე

ფაკულტეტი:ბიზნეს ადმინისტრირება

თათია კეკელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2019
ქალთა უფლებების დაცვა დღესდღეობითაც აქტუალური თემაა, თუმცა მისი
ჩანასახები ჩვენამდეც იყო. ამის ნათელი მაგალითია მერი უოლსტონკრაფტი,
რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი მწერალი, ესეისტი და ფილოსოფოსი
იყო. მის ნაშრომში მთავარი განსახილველი თემა არის ქალთა უფლებები და თუ
როგორ დავიცვათ ის. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, ,,ქალთა უფლებების დაცვა“
,1792 წელს გამოქვეყნდა. ამ ნაშრომის მთავარი აზრი ადამიანის გონებასა და
აზროვნებას ეხება. მერი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა მათ, ვინც ფიქრობდა, რომ
ქალებს აღზრდა-განათლება მხოლოდ არაფორმალურ გარემოში უნდა მიეღოთ. მის
მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა ჟან-ჟაკ-რუსოს ერთ-ერთი ნაწარმოები ,,ემილი“.
მერის კრიტიკა მიმართულია ნაწარმოების იდეოლოგიისკენ, სადაც რუსო ფიქრობს,
რომ ვაჟის აღზრდისას მას ბავშვობაში თავისუფლება უნდა მისცე, რადგან მისი
ბავშვური ცნობისმოყვარეობა წახალისდეს, ხოლო მათი სასწავლო მასალა ზუსტად
და რაციონალურად უნდა შეარჩიო. ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა იწყებს
მეცნიერებებისა და ზოგადი იდეების სწავლას, თუმცა გოგონების შემთხვევაში ეს ასე
არაა. მისი აზრით, გოგონების აღზრდისას მთავარია ისინი კარგ და მოსიყვარულე
ცოლებად და დედებად აღვზარდოთ. ასე რომ ვთქვათ, გოგონები გამოკეტილი უნდა
იყვნენ ოჯახის სფეროში,რადგან ოჯახის გარდა მათთვის არაფერი არსებობს, ხოლო
მამაკაცის თვალსაწიერი სცდება ოჯახს და გადის გარეთ. რუსომ ქალი და
მამაკაცი,როგორც საზოგადოების წევრი, სხვადასხვა მხარეებად აიღო. ქალს მთავარ
მისიად დააკისრა დედობრივი მზრუნველობა და ოჯახზე ზრუნვა, ხოლო მამაკაცის
მხარეს საზოგადოებრივი მოღვაწეობაა. რუსოს აზრით, გოგონებისთვის ზედმეტია
მეცნიერება და რაციონალურობა. რუსო თვლიდა,რომ მამაკაცი გაცილებით უფრო
რაციონალური იყო, ვიდრე- ქალი, ამიტომაც ქალისთვის ამ თვისებების სწავლა
საჭირო არ იყო. ესაა მიზეზი რის გამოც რუსოსეული აღზრდის მოდელი იყო
ერთსქესიანი, რომელიც ერთპიროვნულად მამაკაცისკენ იყო გადახრილი.
მიუხედავად იმისა, რომ მერისთვის რუსო ყოველთვის დიდი ავტორიტეტი იყო და
ბოლომდე ,,იაზრებდა განმანათლებლურ იდეებს, მის ეგალიტარიზმს, თანამედროვე
საზოგადოებრივი ნორმების, როგორც „ხელოვნურის“, არაავთენტურის,
ფარისევლურის მის კრიტიკას. ის იზიარებს განათლების რუსოსეულ ზოგად
თეორიასაც“(უოლსტონკრაფტი,2019 გვ. 238) ამისდამიუხედავად, მერი
ეწინააღმდეგება გოგონათა აღზრდის რუსოსეულ შეხედულებას და ამბობს, რომ
როგორც ბიჭებს სჭირდებათ ბავშვობაში სირბილი და გონებრივი განვითარება,
მსგავსი მოთხოვნები აქვთ გოგონებსაც. მათთვისაც აუცილებელია სახალისო
თამაშები, ფიზიკური განვითარება და ლაღად სირბილი,რომლებიც, რუსოს აზრით,
მხოლოდ ბიჭებისთვისაა მისაღები, გოგონებს ეს არ სჭირდებათ. მერის აზრით კი,
ყველა სულიერისთვისაა აუცილებელი გონების განვითარება. ანუ მერი
ეწინააღმდეგებოდა რუსოსეულ აღზრდის ერთსქესიან მოდელს და ამის ნაცვლად ის
გვთავაზობს ორივე სქესისთვის თანაბარ პირობებს. მერის დამოკიდებულება
გოგონების რაციონალურად აღზრდის შესახებ ტექსტში ბევრ ადგილას მოიძებნება: ,,
პირველი და უმთავრესია მისი მტკიცება, რომ ადამიანში ყველაზე ღირებული მხარე
მისი გონებაა (ესაა ადამიანში ღვთაებრივი) და მას ემყარება ყველა ადამიანური
სათნოება; სწორედ გონების განვითარებაა ადამიანის ცხოვრების საზრისი და
დანიშნულება. შესაბამისად, უაზრობაა ფიქრი, რომ კაცობრიობის ნახევრის აღზრდა
ამ უმთავრესი უნარის განვითარებას უნდა უგულებელყოფდეს ან მეტიც,
თრგუნავდეს მას. არგუმენტაციის ამავე ხაზს მიეკუთვნება უოლსტონკრაფტის
მტკიცებები, რომ სულს, გონებას და ზნეობას სქესი არ აქვს“ (უოლსტონკრაფტი, 2019
გვ. 238) მეორე არგუმენტთან დაკავშირებით,მერი ბევრს მსჯელობს და ამბობს, რომ
რუსოსეული აღზრდის მეთოდი არ არის ეფექტური იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალს
გაუმართლებს და შეხვდება ისეთი ქმარი, რომლის გვერდითაც მას არ სჭირდება
თავისი გონივრული შესაძლებლობების გამოყენება. ის მაინც არ იქნება კარგი ცოლი
და მათი ურთიერთობა მალევე დასრულდება, რადგან მათ მხოლოდ გრძნობებიღა
აკავშირებს და მათი გაქრობის შემდეგ ეს ოჯახიც გაქრება. ხოლო მეორეს მხრივ, როცა
ქალს მხოლოდ განვითარებული აქვს ემოციური მხარე, ის მაინც არ იქნება კარგი
ცოლი ან დედა. თუმცა რა მოხდება მაშინ თუ ქალი არ გათხოვდება ან მალევე
დაქვრივდება ან საერთოდ არ შეხვდა ასეთი გონიერი მეუღლე? ასეთ შემთხვევაში
მერისეული აღზრდა სრულიად შესაბამისია მარტოდ დარჩენილი ქალისთვის და ის
სრულ მზადყოფნაში იქნება, რომ იცხოვროს, მარტომ გაიტანოს თავი, ან აცხოვროს
შვილები და უზრუნველყოს ისინი. უოლსტონკრაფტი, ასევე, აუცილებელად
მიიჩნევს გოგონების აღზრდისას ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვასაც, რის
დასამტიცებლადაც მას მაგალითიც მოჰყავს: ,,ფიზიკური განვითარება პიროვნების
ჰარმონიული განვითარების აუცილებელი ნაწილია“ (უოლსტონკრაფტი, 2019 გვ.238)
თუმცა მის ამ არგუმენტს უფრო საინტერესო მხარეც აქვს,რასაც ქალისათვის
აუცილებელ ქცევის ნორმებს ვუწოდებთ. ამრიგად , მერი უოლსტონკრაფტის
ნაწარმოებში შეგვიძლია წავიკითხოთ , რომ როლი, რომელიც ქალს აკისრია და
რომელიც საზოგადოებამ დააკისრა, ნამდვილად არ არის მარტივი და ძალიან ცოტას
თუ შეუძლია შეასრულოს ის. ასევე, ეს როლი მისთვის ნამდვილად არ არის
იდეალური. საბოლოო ჯამში, მერი უოლსტონკრაფტის ნაშრომის მთავარი აზრი
არის ქალების აღზრდა რაციონალური გზებით, როგორც გონებრივი, ასევე
ფიზიკური განვითარებით და მისი სწორი გამოყენებით,რომელიც სრულიად
ეწინააღმდეგება, როგორც რუსოსეულ ხედვას, ასევე მაშინდელი აღზრდის
მეთოდებს.
ბიბლიოგრაფია:

უოლსტონკრაფტი,მერი.2019. ქალის უფლებების დაცვა. შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში I. 243-273. თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like