Professional Documents
Culture Documents
უტოპიის განცდა
უტოპიის განცდა
შესავალი
ოსკარ უაილდი
გიყურებ
და მირჩევნია შენ გიყურო, ვიდრე სამყაროში არსებულ ყველა პორტრეტს
ერთად აღებულს
როგორც ცხენი
როგორც ჩანს ისინი ყველანი შეცდომით გამოაკლდნენ რაღაც მშვენიერ
გამოცდილებას
მიუხედავად იმისა, რომ კრუიზინგი უტოპიაში მუდმივად ცდილობს უარყოს ის, რასაც მე
„ნეგატიურობის ერთგვარ რომანტიზებას“ ვუწოდებ, ამით უბრალოდ ნეგატიურის
უგულებელყოფას არ ვცდილობ. ნეგატიურის ზოგიერთ თეორიას ცალსახად
მნიშვნელოვან წყაროდ მივიჩნევ კრიტიკულ უტოპიანიზმზე მსჯელობისას. მაგალითად ,
პაოლო ვირნო ძალზე მოხდენილად აღწერს უარყოფის უარყოფას თავის წიგნში
სიმრავლე: ინოვაციასა და უარყოფას შორის. ვირნო ეწინააღმდეგება წინააღმდეგობრივ
ლოგიკას, რომელიც ნეგატიურის ზოგიერთ გამოყენებას ახასიათებს [32] და, ნაცვლად
ამისა, საუბრობს უარყოფაზე, რომელიც ფუნქციონირებს როგორც „შესაძლებლის
მოდალობა“, როგორც „უსასრულობის რეგრესია“ [33]. იგი შესაძლებლობას ხედავს
ნეგატიურ აფექტებში, რომელთა ფორმის შეცვლაც უარყოფის მეშვეობით არის
შესაძლებელი და რომლებიც შეგვიძლია კრიტიკული შესაძლებლობის რეჟიმის
ასამოქმედებლად გამოვიყენოთ. ვირნოს უარყოფის უარყოფის თეორია ეფექტურად
თანხვდება შოშანა ფელმანის რადიკალური ნეგატიურობის თეორიას: „რადიკალური
ნეგატიურობა (ანუ „არას“ თქმა) განეკუთვნება არა უარყოფას, ან ოპოზიციურობას, ან
შესწორებას („ნორმალიზაციას“), ან წინააღმდეგობას (პოზიტიურის და ნეგატიურის ,
ნორმალურის და არანორმალურის, „სერიოზულის“ და „არასერიოზულის“, „სიცხადისა“
და „ბუნდოვანების“ მიმართ) – არამედ, ის კონკრეტულად სკანდალის სფეროა:
არაოპოზიციურობის სკანდალის“ [34]. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კავშირების
უარმყოფელ ქვიარ კრიტიკაში ნეგატიურობის განდიდების წინააღმდეგ ჩემი არგუმენტი
გახლავთ ის, რომ იგი წარმოადგენს წინააღმდეგობის ბინარულ ლოგიკას. რადიკალური
ნეგატიურობა, უარყოფის უარყოფის მსგავსად, გვთავაზობს ნეგატიურობის გაგების ისეთ
რეჟიმს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ქვიარ კავშირების მოწინააღმდეგეთა
შემოთავაზებული ნეგატივისაგან. აქ ნეგატივი იქცევა რესურსად ქვიარ უტოპიანიზმის
კონკრეტული ფორმისთვის.
მოდი, დროებით ბლოხს შევეშვათ და, ნაცვლად ამისა, მარკუზეს პრობლემურ ფიგურასა
და ერთ დროს მის მენტორ ჰაიდეგერს დავუბრუნდეთ. ჩემი ინტერესი მათი
ნაშრომებისადმი (და ამ მიზნით, ბლოხთანაც) მომდინარეობს გერმანული იდეალიზმის
ტრადიციასთან მათი დამოკიდებულებიდან. მარკუზესეული მარქსიზმი ეძებდა
ფილოსოფიურ კონკრეტიკას, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, ეხმიანებოდა
ფენომენოლოგიას, კერძოდ კი, ჰაიდეგერის ინტერესს, ყოფიერებასა და დროში ეპოვა
ფილოსოფიური კონკრეტიკა. აზროვნების ორივე მიმდინარეობა უარყოფდა გერმანული
იდეალიზმის დაბრუნებას აბსტრაქტულობასა და ინტროსპექციასთან. ორივე მათგანი
დაჟინებით ეძებდა პრაქტიკულ ფილოსოფიას, რომელიც სამყაროს ისტორიული
თვალსაზრისით საგულისხმო ახსნას შემოგვთავაზებდა. მარკუზე ჰაიდეგერს, როგორც
ფილოსოფიურ ავტორიტეტს, 1920-იან წლებში დაუბრუნდა ანუ იმ პერიოდში, რომელსაც
გერმანიაში მარქსიზმის კრიზისად მოიხსენიებენ ხოლმე. მაშინ გაბატონებული იყო
სამეცნიერო მარქსიზმი, რომელმაც მარქსისადმი ანტიფილოსოფიურ და მექანიკურ
მიდგომას შეუწყო ხელი. მარკუზესა და ჰაიდეგერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ
გაფუჭდა, რაც მარკუზე ფრანკფურტის სკოლას შეუერთდა, ჰაიდეგერი კი ნაცისტურ
პარტიაში შევიდა 1933 წლის 1-ლ მაისს. მართალია, შეგვიძლია, ჯერ კიდევ 1928 წელს
გამოცემულ ყოფიერებასა და დროში ვიპოვოთ ფილოსოფიური მოდელები, რომლებიც
პოლიტიკურად მაშინაც კი უკვე მემარჯვენე იდეოლოგიას განეკუთვნებოდა , თუმცა
სწორედ ეს ურთიერთმიმართებითი და პოლიტიკური მარცხია ის, რისი განხილვაც მსურს.
მარკუზემ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში დაინახა ახალი გზა, რათა უკეთ აღეწერა
ადამიანის არსებობა. იგი მოხიბლული იყო თავისი მენტორის მიერ დამკვიდრებული
ისტორიულობის (historicity) ცნებით და იმით, თუ რა შეიძლება მოეტანა მას იმ
დროისათვის იძულებითი მარქსიზმისათვის. მოგვიანებით, მარქსის 1844 წლით
დათარიღებული ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი და კონკრეტული ფილოსოფიური
მიდგომა, რომელსაც ისტორიულ მატერიალიზმად ვიცნობთ, ბოლომდე გაცხადდა .
რეტროსპექტივაში მარკუზემ გააანალიზა, რომ ისტორიულობის ფენომენოლოგიური
ვერსია აღარ იყო საჭირო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მძულს ის, რადაც ჰაიდეგერის
ნაწერები იქცა, მას მაინც აღვიქვამ როგორც მარცხს, რომლის ცოდნაც ღირს,
შესაძლებლობას, რომელიც წაბარბაცდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მაინც
შესაძლებელია მისი გადამუშავება განსხვავებული პოლიტიკების სასარგებლოდ და
სამყაროს შესაცნობად. ქვიარ უტოპიანიზმი, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, უბრუნდება
კიდეც მომავლის ჰაიდეგერისეულ ცნებას ყოფიერებასა და დროში, მისგან ითვისებს
ტემპორალობის თეორიის ცალკეულ ასპექტებს. ისტორიულობის ჰაიდეგერისეულ
ვერსიაში, წარსულში ისტორიული არსებობა შესაძლებლობას აძლევს სუბიექტებს, რომ
იმოქმედონ „მომავალი შესაძლებლობების“ გათვალისწინებით. ანალოგიურად ,
ქვიარობას მე წარმოვიდგენ როგორც ტემპორალურ მოწყობას, რომელშიც წარსული
არის შესაძლებლობების ველი, რომლის ფარგლებშიც სუბიექტებს შეუძლიათ ,
იმოქმედონ აწმყოში მომავლის სასარგებლოდ. არის თუ არა ჩემი თეზა სავსებით
არაჯანსაღი, რადგან ის გარკვეულწილად ისტორიულად ეხმიანება პოლიტიკურად
ამჟამად სრულიად მიუღებელ ჰაიდეგერს? მკითხველებმა შესაძლოა მართლაც მოჰკრან
თვალი მარკუზეს გაკიცხულ მენტორს მის გვიანდელ ნაწერებში და ეს პრობლემური
გავლენა მართლაც არის თეორიული ძალის ნაწილი მის მემარცხენე ფილოსოფიაში .
დაეყრდნო ამგვარ წყაროს და საბოლოო ჯამში გამოიყენო ის სხვა პროექტში, ისეთში ,
რომელსაც თავად ავტორი უმალ დაგმობდა, ემსახურება კრიტიკულ მიზნებს – კრიტიკას,
როგორც თვითნებურ არალოიალურობას მენტორისადმი. ამიტომაც ჰაიდეგერი არ არის
თეორიული პროტაგონისტი ჩემს არგუმენტაციაში; უფრო ზუსტად, ის არის
შესაძლებლობა და შემთხვევა, რომ იფიქრო ქვიარობაზე ან ქვიარულად. შედეგად ,
ჰაიდეგერი გამოდის ფილოსოფიური მენტორი და საზიზღარი პოლიტიკური მარცხი .
ამგვარად, სახეზეა ვირტუოზულობისა და მარცხის თემა, რომელსაც მე მეათე თავში
აღვწერ როგორც ქვიარობის გზას.
2. ერნსტ ბლოხი, იმედის პრინციპი, მესამე ტომი, თარგ. Neville Plaice, Stephen Plaice, and
Paul Knight (Cambridge, MA: MIT Press, 1995).
3. იქვე.
4. იქვე, 1:146.
5. ერნსტ ბლოხი, ლიტერატურული ესეები, თარგ. Andrew Joron and others (Stanford, CA:
Stanford University Press, 1998), 341.
7. იქვე, 178-181.
8. ჯილ დოლანი, უტოპია პერფორმანსში: იმედის ძიება თეატრში (Ann Arbor: University of
Michigan Press, 2005).
9. გავინ ბატი, ჩვენ შორის: ქვიარ მხილებანი ნიუ იორკის სახელოვნებო სამყაროში , 1948-
1963 (Durham, NC: Duke University Press, 2005).
13. იქვე.
16. ფრენკ ო’ჰარა, „შენთან ერთად კოკა-კოლას დალევა“, ფრენკ ო’ჰარას ლექსების
კრებულში, რედ. Donald Allen (Berkeley: University of California Press, 1995), გვ. 360.
17. ბლოხი, იმედის პრინციპი, გვ. 339.
19. იქვე.
20. ენდი უორჰოლი, ენდი უორჰოლის ფილოსოფია: A-დან B-მდე და უკან (New York:
Harcourt Brace Jovanovich, 1975), გვ. 100.
23. ჯ.ლ. ოსტინი, როგორ ვიმოქმედოთ სიტყვებით (Cambridge, MA: Harvard University Press,
1962).
24. ჟან ლიუკ ნანსი, მხოლობით სიმრავლედ ყოფნის შესახებ (Stanford, CA: Stanford
University Press, 2000).
25. ლეო ბერსანი, ჰომოები (Cambridge, MA: Harvard University Press, 1995).
30. იქვე.
31. იქვე.
32. პაოლო ვირნო, Multitude: ინოვაციასა და ნეგაციას შორის, თარგ. Isabella Bertoletti, James
Cascaito, and Andrea Casson (New York: Semiotext(e), 2008), განსაკუთრებით გვ. 9-66.
34. შოშანა ფელმანი, მოსაუბრე სხეულის სკანდალი: დონ ჟუანნი ჯ.ლ ოსტინთან ანუ
ცდუნება ორ ენაზე, თარგ. Catherine Porter (Stanford, CA: Stanford University Press, 2003), გვ. 104.
35. ელინ მაილსი, გოგონები ჩელსიდან (New York: Black Sparrow, 1994), გვ. 274.
37. აქ ვიხსენებ დელანის ნოველას შეშლილი (New York: Kasak Books/Masquerade Books,
1994).
38. სემუელ რ. დელანი, ტაიმს სკვერი წითელი, ტაიმს სკვერი ლურჯი (New York: New York
University Press, 1999). დელანის პარადიგმა დეტალურადაა შესწავლილი Ricardo Montez, in
“‘Trade’ Marks: LA2, Keith Haring, and a Queer Economy of Collaboration,” GLQ: A Journal o f
Lesbian and Gay Studies 12, no. 3 (2006): 425-440.
39. მიშელ ფუკო, სექსუალობის ისტორია, ტომი 1: შესავალი, თარგ. Robert Hurley (New York:
Vintage, 1980), 15-50. მართალია, ვერ უარვყოფთ ფუკოს ინოვაციურობას, თუმცა მის
შემდგომი სექსუალობის ისტორიკოსთა ნამუშევრებიც არ უნდა დავივიწყოთ .
42. ლორენ ბერლანტი, „68 თუ რაღაც“, Critical Inquiry 21, no. 1 (1994): გვ. 124-155.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გამოცემები, რომლებიც მის ამ ადრეულ ესეს მოჰყვა :
ამერიკის დედოფალი ვაშინგტონში მიდის: ესეები სქესისა და მოქალაქეობის საკითხზე
(Durham, NC: Duke University Press, 1997); და ქალური საჩივარი: სენტიმენტალობის
დაუსრულებელი ამბავი ამერიკულ კულტურაში (Durham, NC: Duke University Press, 2008).
45. იხ. ჯონათან ფლეტლეი, აფექტური კარტოგრაფირება (Cambridge, MA: Harvard University
Pres, 2008).
KA
მენიუ მენიუ
უტოპიის განცდა
შესავალი
მსოფლიო რუკა, სადაც უტოპია დატანილი არ არის, შესახედადაც არ ღირს
ოსკარ უაილდი
22 ივლისი 2020
უტოპიის განცდა
licence infos
Tweet
Share
ამობეჭდვა
ეს გახლავთ ჩემი განხილვის მთავარი საგანი წიგნში „კრუიზინგი უტოპიაში [1]“, რაზეც
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმანუელ კანტისა და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ
ჰეგელის ნაშრომებიდან წამოსულმა გერმანული იდეალისტური აზროვნებისა და ენის
ტრადიციამ. აზროვნების ამ სკოლის ცალკეული საკითხები უფრო დაწვრილებით არის
განხილული კრიტიკულ ფილოსოფიაში, რომელიც ფრანკფურტის სკოლასთან,
განსაკუთრებით თეოდორ ადორნოსთან, ვალტერ ბენიამინსა და ჰერბერტ მარკუზესთან
ასოცირდება. მარქსისტული ტრადიციის ეს სამი მოაზროვნე შეეცადა, რომ უტოპიურის
სირთულეები გადაეაზრებინა. თუმცა, ხმა და ლოგიკა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს
დგას და რომელიც ჩემს აზრებს ყველაზე მეტად თანხვდება, ფილოსოფოს ერნსტ ბლოხს
ეკუთვნის.
ნაწილობრივ იმის გამო რომ შენს ფორთოხლისფერ პერანგში უფრო ბედნიერ და უფრო
კარგ წმ სებასტიანს ჰგავხარ
ნაწილობრივ იმის გამო რომ მიყვარხარ ნაწილობრივ იმის გამო რომ შენ გიყვარს
იოგურტი
ნიუ-იორკული საღამოს 4 საათის თბილ განათებაში და როცა ისე ვირწევით წინ და უკან
გიყურებ
ისევე როგორც შინ არასდროს ვფიქრობ კიბეებზე ჩამომავალ შიშველ სხეულებზე ანდა
მაშინ მათ არასოდეს ჰყავდათ ისეთი ადამიანი, ვინც ხის ახლომახლოს დადგებოდა მზის
ჩასვლისას
ანდა მარინო მარინის შემთხვევაში როდესაც მას მხედარი ისე ფრთხილად არ შეურჩევია
როგორც ცხენი
როგორც ჩანს ისინი ყველანი შეცდომით გამოაკლდნენ რაღაც მშვენიერ გამოცდილებას
რომელიც ჩემ შემთხვევაში სულაც არ იქნება ამაო და რის გამოც გიყვები ამის შესახებ
[16].
მიუხედავად იმისა, რომ კრუიზინგი უტოპიაში მუდმივად ცდილობს უარყოს ის, რასაც მე
„ნეგატიურობის ერთგვარ რომანტიზებას“ ვუწოდებ, ამით უბრალოდ ნეგატიურის
უგულებელყოფას არ ვცდილობ. ნეგატიურის ზოგიერთ თეორიას ცალსახად
მნიშვნელოვან წყაროდ მივიჩნევ კრიტიკულ უტოპიანიზმზე მსჯელობისას. მაგალითად ,
პაოლო ვირნო ძალზე მოხდენილად აღწერს უარყოფის უარყოფას თავის წიგნში
სიმრავლე: ინოვაციასა და უარყოფას შორის. ვირნო ეწინააღმდეგება წინააღმდეგობრივ
ლოგიკას, რომელიც ნეგატიურის ზოგიერთ გამოყენებას ახასიათებს [32] და , ნაცვლად
ამისა, საუბრობს უარყოფაზე, რომელიც ფუნქციონირებს როგორც „შესაძლებლის
მოდალობა“, როგორც „უსასრულობის რეგრესია“ [33]. იგი შესაძლებლობას ხედავს
ნეგატიურ აფექტებში, რომელთა ფორმის შეცვლაც უარყოფის მეშვეობით არის
შესაძლებელი და რომლებიც შეგვიძლია კრიტიკული შესაძლებლობის რეჟიმის
ასამოქმედებლად გამოვიყენოთ. ვირნოს უარყოფის უარყოფის თეორია ეფექტურად
თანხვდება შოშანა ფელმანის რადიკალური ნეგატიურობის თეორიას: „რადიკალური
ნეგატიურობა (ანუ „არას“ თქმა) განეკუთვნება არა უარყოფას, ან ოპოზიციურობას, ან
შესწორებას („ნორმალიზაციას“), ან წინააღმდეგობას (პოზიტიურის და ნეგატიურის ,
ნორმალურის და არანორმალურის, „სერიოზულის“ და „არასერიოზულის“, „სიცხადისა“
და „ბუნდოვანების“ მიმართ) – არამედ, ის კონკრეტულად სკანდალის სფეროა:
არაოპოზიციურობის სკანდალის“ [34]. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კავშირების
უარმყოფელ ქვიარ კრიტიკაში ნეგატიურობის განდიდების წინააღმდეგ ჩემი არგუმენტი
გახლავთ ის, რომ იგი წარმოადგენს წინააღმდეგობის ბინარულ ლოგიკას. რადიკალური
ნეგატიურობა, უარყოფის უარყოფის მსგავსად, გვთავაზობს ნეგატიურობის გაგების ისეთ
რეჟიმს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ქვიარ კავშირების მოწინააღმდეგეთა
შემოთავაზებული ნეგატივისაგან. აქ ნეგატივი იქცევა რესურსად ქვიარ უტოპიანიზმის
კონკრეტული ფორმისთვის.
ლოგინიდან მიჰყავდა თავისი შოუ. ეს არის ნიჭი, რომელიც არც ისე ბევრ ადამიანს აქვს ,
უმეტესად მორიელებს და იყო კიდეც ის მორიელი. ყოყმანით დაიწყებდი შენი ამბის
მოყოლას, ან თითქოს მულტფილმის გმირივით, რომელმაც უცებ შემოირბინა, როცა
აღმოაჩენდი, რომ გრძელ სანაპიროზე შენს მოკლე გარბენს ის ყურადღებას აღარ
აქცევდა. უიმედო მდგომარეობა იყო. მის ოთახში ყვითელი ფერი უფრო და უფრო
კაშკაშა ხდებოდა, ჰაერი ნაოჭდებოდა, ყელი გიშრებოდა – გრძნობდი, რომ უბრალოდ
იდიოტს ემსგავსებოდი. ისეთი ძლიერი, ისეთი ღრმად პასიური იყო მისი ყურადღება –
ისეთ სივრცეს ქმნიდა შენი პატარა სასოწარკვეთილი სიტყვების გასაჟღერებლად , რომ
როცა ის აღარ იყო, მოგიწია გაჩერებულიყავი და ისევ სიჩუმეში გეფარფატა. შემდეგ ის
დაიწყებდა რაღაცის მოყოლას, ან შენ მოიფიქრებდი რაღაც სხვას, როგორც კი ეს
სიმყიფე, სიცარიელე გაივლიდა. იყო დღეები, როცა ძალიან დიდხანს გიწევდა ჩუმად
ყოფნა. ჯიმი მუსიკასავით იყო და შენც გიწევდა, რომ მუსიკასავით ყოფილიყავი მასთან,
ოღონდ უნდა გაგეაზრებინა, რომ თავის ოთახში დირიჟორი თავად იყო. ის მართავდა
ყვითელ ჰაერს 625-ე ოთახში. გასაოცარი იყო მასთან ერთად ყოფნა. გრანდიოზული და
შთამბეჭდავი. სიჩუმეში ამოიზარდა ძლევამოსილი სურათი, უფრო ბავშვის ანდა ლამაზი
ცხოველის მსგავსი [35].
მოდი, დროებით ბლოხს შევეშვათ და, ნაცვლად ამისა, მარკუზეს პრობლემურ ფიგურასა
და ერთ დროს მის მენტორ ჰაიდეგერს დავუბრუნდეთ. ჩემი ინტერესი მათი
ნაშრომებისადმი (და ამ მიზნით, ბლოხთანაც) მომდინარეობს გერმანული იდეალიზმის
ტრადიციასთან მათი დამოკიდებულებიდან. მარკუზესეული მარქსიზმი ეძებდა
ფილოსოფიურ კონკრეტიკას, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, ეხმიანებოდა
ფენომენოლოგიას, კერძოდ კი, ჰაიდეგერის ინტერესს, ყოფიერებასა და დროში ეპოვა
ფილოსოფიური კონკრეტიკა. აზროვნების ორივე მიმდინარეობა უარყოფდა გერმანული
იდეალიზმის დაბრუნებას აბსტრაქტულობასა და ინტროსპექციასთან. ორივე მათგანი
დაჟინებით ეძებდა პრაქტიკულ ფილოსოფიას, რომელიც სამყაროს ისტორიული
თვალსაზრისით საგულისხმო ახსნას შემოგვთავაზებდა. მარკუზე ჰაიდეგერს, როგორც
ფილოსოფიურ ავტორიტეტს, 1920-იან წლებში დაუბრუნდა ანუ იმ პერიოდში, რომელსაც
გერმანიაში მარქსიზმის კრიზისად მოიხსენიებენ ხოლმე. მაშინ გაბატონებული იყო
სამეცნიერო მარქსიზმი, რომელმაც მარქსისადმი ანტიფილოსოფიურ და მექანიკურ
მიდგომას შეუწყო ხელი. მარკუზესა და ჰაიდეგერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ
გაფუჭდა, რაც მარკუზე ფრანკფურტის სკოლას შეუერთდა, ჰაიდეგერი კი ნაცისტურ
პარტიაში შევიდა 1933 წლის 1-ლ მაისს. მართალია, შეგვიძლია, ჯერ კიდევ 1928 წელს
გამოცემულ ყოფიერებასა და დროში ვიპოვოთ ფილოსოფიური მოდელები, რომლებიც
პოლიტიკურად მაშინაც კი უკვე მემარჯვენე იდეოლოგიას განეკუთვნებოდა , თუმცა
სწორედ ეს ურთიერთმიმართებითი და პოლიტიკური მარცხია ის, რისი განხილვაც მსურს.
მარკუზემ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში დაინახა ახალი გზა, რათა უკეთ აღეწერა
ადამიანის არსებობა. იგი მოხიბლული იყო თავისი მენტორის მიერ დამკვიდრებული
ისტორიულობის (historicity) ცნებით და იმით, თუ რა შეიძლება მოეტანა მას იმ
დროისათვის იძულებითი მარქსიზმისათვის. მოგვიანებით, მარქსის 1844 წლით
დათარიღებული ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი და კონკრეტული ფილოსოფიური
მიდგომა, რომელსაც ისტორიულ მატერიალიზმად ვიცნობთ, ბოლომდე გაცხადდა.
რეტროსპექტივაში მარკუზემ გააანალიზა, რომ ისტორიულობის ფენომენოლოგიური
ვერსია აღარ იყო საჭირო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მძულს ის, რადაც ჰაიდეგერის
ნაწერები იქცა, მას მაინც აღვიქვამ როგორც მარცხს, რომლის ცოდნაც ღირს,
შესაძლებლობას, რომელიც წაბარბაცდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მაინც
შესაძლებელია მისი გადამუშავება განსხვავებული პოლიტიკების სასარგებლოდ და
სამყაროს შესაცნობად. ქვიარ უტოპიანიზმი, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, უბრუნდება
კიდეც მომავლის ჰაიდეგერისეულ ცნებას ყოფიერებასა და დროში , მისგან ითვისებს
ტემპორალობის თეორიის ცალკეულ ასპექტებს. ისტორიულობის ჰაიდეგერისეულ
ვერსიაში, წარსულში ისტორიული არსებობა შესაძლებლობას აძლევს სუბიექტებს, რომ
იმოქმედონ „მომავალი შესაძლებლობების“ გათვალისწინებით. ანალოგიურად,
ქვიარობას მე წარმოვიდგენ როგორც ტემპორალურ მოწყობას, რომელშიც წარსული
არის შესაძლებლობების ველი, რომლის ფარგლებშიც სუბიექტებს შეუძლიათ ,
იმოქმედონ აწმყოში მომავლის სასარგებლოდ. არის თუ არა ჩემი თეზა სავსებით
არაჯანსაღი, რადგან ის გარკვეულწილად ისტორიულად ეხმიანება პოლიტიკურად
ამჟამად სრულიად მიუღებელ ჰაიდეგერს? მკითხველებმა შესაძლოა მართლაც მოჰკრან
თვალი მარკუზეს გაკიცხულ მენტორს მის გვიანდელ ნაწერებში და ეს პრობლემური
გავლენა მართლაც არის თეორიული ძალის ნაწილი მის მემარცხენე ფილოსოფიაში .
დაეყრდნო ამგვარ წყაროს და საბოლოო ჯამში გამოიყენო ის სხვა პროექტში , ისეთში ,
რომელსაც თავად ავტორი უმალ დაგმობდა, ემსახურება კრიტიკულ მიზნებს – კრიტიკას,
როგორც თვითნებურ არალოიალურობას მენტორისადმი. ამიტომაც ჰაიდეგერი არ არის
თეორიული პროტაგონისტი ჩემს არგუმენტაციაში; უფრო ზუსტად, ის არის
შესაძლებლობა და შემთხვევა, რომ იფიქრო ქვიარობაზე ან ქვიარულად. შედეგად ,
ჰაიდეგერი გამოდის ფილოსოფიური მენტორი და საზიზღარი პოლიტიკური მარცხი .
ამგვარად, სახეზეა ვირტუოზულობისა და მარცხის თემა, რომელსაც მე მეათე თავში
აღვწერ როგორც ქვიარობის გზას.
2. ერნსტ ბლოხი, იმედის პრინციპი, მესამე ტომი, თარგ. Neville Plaice, Stephen Plaice, and Paul
Knight (Cambridge, MA: MIT Press, 1995).
3. იქვე.
4. იქვე, 1:146.
5. ერნსტ ბლოხი, ლიტერატურული ესეები, თარგ. Andrew Joron and others (Stanford, CA:
Stanford University Press, 1998), 341.
7. იქვე, 178-181.
8. ჯილ დოლანი, უტოპია პერფორმანსში: იმედის ძიება თეატრში (Ann Arbor: University of
Michigan Press, 2005).
9. გავინ ბატი, ჩვენ შორის: ქვიარ მხილებანი ნიუ იორკის სახელოვნებო სამყაროში , 1948-
1963 (Durham, NC: Duke University Press, 2005).
13. იქვე.
16. ფრენკ ო’ჰარა, „შენთან ერთად კოკა-კოლას დალევა“, ფრენკ ო’ჰარას ლექსების
კრებულში, რედ. Donald Allen (Berkeley: University of California Press, 1995), გვ. 360.
17. ბლოხი, იმედის პრინციპი, გვ. 339.
19. იქვე.
20. ენდი უორჰოლი, ენდი უორჰოლის ფილოსოფია: A-დან B-მდე და უკან (New York:
Harcourt Brace Jovanovich, 1975), გვ. 100.
23. ჯ.ლ. ოსტინი, როგორ ვიმოქმედოთ სიტყვებით (Cambridge, MA: Harvard University Press,
1962).
24. ჟან ლიუკ ნანსი, მხოლობით სიმრავლედ ყოფნის შესახებ (Stanford, CA: Stanford
University Press, 2000).
25. ლეო ბერსანი, ჰომოები (Cambridge, MA: Harvard University Press, 1995).
26. ლი ედელმანი, მომავლის გარეშე: ქვიარ თეორია და სიკვდილის სურვილი (Durham,
NC: Duke University Press, 2004).
30. იქვე.
31. იქვე.
32. პაოლო ვირნო, Multitude: ინოვაციასა და ნეგაციას შორის, თარგ. Isabella Bertoletti, James
Cascaito, and Andrea Casson (New York: Semiotext(e), 2008), განსაკუთრებით გვ. 9-66.
35. ელინ მაილსი, გოგონები ჩელსიდან (New York: Black Sparrow, 1994), გვ. 274.
37. აქ ვიხსენებ დელანის ნოველას შეშლილი (New York: Kasak Books/Masquerade Books,
1994).
38. სემუელ რ. დელანი, ტაიმს სკვერი წითელი, ტაიმს სკვერი ლურჯი (New York: New York
University Press, 1999). დელანის პარადიგმა დეტალურადაა შესწავლილი Ricardo Montez, in
“‘Trade’ Marks: LA2, Keith Haring, and a Queer Economy of Collaboration,” GLQ: A Journal o f
Lesbian and Gay Studies 12, no. 3 (2006): 425-440.
39. მიშელ ფუკო, სექსუალობის ისტორია, ტომი 1: შესავალი, თარგ. Robert Hurley (New York:
Vintage, 1980), 15-50. მართალია, ვერ უარვყოფთ ფუკოს ინოვაციურობას, თუმცა მის
შემდგომი სექსუალობის ისტორიკოსთა ნამუშევრებიც არ უნდა დავივიწყოთ .
42. ლორენ ბერლანტი, „68 თუ რაღაც“, Critical Inquiry 21, no. 1 (1994): გვ. 124-155.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გამოცემები, რომლებიც მის ამ ადრეულ ესეს მოჰყვა :
ამერიკის დედოფალი ვაშინგტონში მიდის: ესეები სქესისა და მოქალაქეობის საკითხზე
(Durham, NC: Duke University Press, 1997); და ქალური საჩივარი: სენტიმენტალობის
დაუსრულებელი ამბავი ამერიკულ კულტურაში (Durham, NC: Duke University Press, 2008).
45. იხ. ჯონათან ფლეტლეი, აფექტური კარტოგრაფირება (Cambridge, MA: Harvard University
Pres, 2008).
[1] კრუიზინგი – მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Cruising, რომელსაც ამ ტექსტში
ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, იგი ნიშნავს მოგზაურობას, ექსპედიციას
რაღაცის შესასწავლად, თუმცა, ეს სიტყვა ინგლისურ ენაში ასევე გამოიყენება
ძირითადად გეი მამაკაცებში გავრცელებული პრაქტიკის აღსაწერად, როდესაც
ერთჯერადი სექსუალური პარტნიორების საძებნელად ადამიანები საჯარო სივრცეებს
(კლუბებს, ბარებს, პარკებს, ტყეებს და ა.შ.) იყენებენ. ქართული ენაში შესაბამისი
კონოტაციის მქონე სიტყვის არარსებობის გამო, სიტყვა არ ვთარგმნეთ [მთარგმ].