You are on page 1of 260

1

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი


https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

ჩაკ პალანიკი

ძილისპირული
2

Contents
ჩაკ პალანიკი ...........................................................................................................................................
1
ძილისპირული...........................................................................................................................................
1 პროლოგი
.................................................................................................................................................... 3 თავი 1
........................................................................................................................................................ 11 თავი
2 ........................................................................................................................................................ 14
თავი 3 ........................................................................................................................................................
18 თავი 4
........................................................................................................................................................ 26 თავი
5 ........................................................................................................................................................ 30
თავი 6 ........................................................................................................................................................
37 თავი 7
........................................................................................................................................................ 42 თავი
8 ........................................................................................................................................................ 48
თავი 9 ........................................................................................................................................................
53 თავი 10
...................................................................................................................................................... 59 თავი
11 ...................................................................................................................................................... 64
თავი 12 ......................................................................................................................................................
67 თავი 13
...................................................................................................................................................... 70 თავი
14 ...................................................................................................................................................... 75
თავი 15 ......................................................................................................................................................
83 თავი 16
...................................................................................................................................................... 91 თავი
17 ...................................................................................................................................................... 95
თავი 18 ....................................................................................................................................................
107 თავი 19
.................................................................................................................................................... 110 თავი
20 .................................................................................................................................................... 118
თავი 21 ....................................................................................................................................................
127 თავი 22
.................................................................................................................................................... 132 თავი
3
23 .................................................................................................................................................... 141
თავი 24 ....................................................................................................................................................
146 თავი 25
.................................................................................................................................................... 153 თავი
26 .................................................................................................................................................... 160
თავი 27 ....................................................................................................................................................
167 თავი 28
.................................................................................................................................................... 170 თავი
29 .................................................................................................................................................... 177
თავი 30 ....................................................................................................................................................
180 თავი 31
.................................................................................................................................................... 186 თავი
32 .................................................................................................................................................... 189
თავი 33 ....................................................................................................................................................
193 თავი 34
.................................................................................................................................................... 200 თავი
35 .................................................................................................................................................... 206
თავი 36 ....................................................................................................................................................
211 თავი 37
.................................................................................................................................................... 220 თავი
38 .................................................................................................................................................... 224
თავი 39 ....................................................................................................................................................
229 თავი 40
.................................................................................................................................................... 236 თავი
41 .................................................................................................................................................... 241
თავი 42 ....................................................................................................................................................
247 თავი 43
.................................................................................................................................................... 251 თავი
44 .................................................................................................................................................... 259

პროლოგი
4

თავიდან ახალი პატრონები ისე იქცევიან, თითქოს სასტუმრო ოთახის


იატაკს არც კი უყურებენ, ყოველ შემთხვევაში, დიდ ყურადღებას არ
აქცევენ. არც მაშინ, როცა პირველად ათვალიერებენ. და არც მაშინ, როცა
ბარგი გადააქვთ. ისინი ოთახებს ზომავენ, განკარგულებებს გასცემენ, თუ
სად დადგან დივანი და პიანინო, ხსნიან ყუთებს და მთელ ამ ფუსფუსში
თითქოს დრო არა აქვთ, რომ სასტუმრო ოთახის იატაკს დახედონ. თავს
აჩვენებენ ასე.
შემდეგ კი, პირველსავე დილას, ქვემო სართულზე ჩადიან და, აჰა, მუხის
თეთრ პარკეტზე ამოკაწრულია წარწერა:
გაეთრიეთ აქედან
ახალ მესაკუთრეთაგან ზოგი თავს ისე აჩვენებს, თითქოს რომელიღაც
მეგობარი გაეხუმრა. სხვები დარწმუნებული არიან, ეს იმის ბრალია, რომ
მებარგულებს გასამრჯელო არ მოუმატეს.
ერთ-ორი ღამის შემდეგ კი ბავშვის ტირილი იწყება –
პატრონის საძინებლის ჩრდილოეთ კედელში. როგორც წესი,
სწორედ მაშინ რეკავენ.
მორიგი ახალი პატრონია ტელეფონთან. ეს სულაც არ უნდა ჩვენს
გმირს, ელენ ჰუვერ ბოილს, თანაც ამ დილას. ისევ ეს ენის ბორძიკით
ლაპარაკი და ქვითინი ტელეფონში.
მას კი ახლა მარტო კიდევ ერთი ფინჯანი ყავა სჭირდება და შინაური
ფრინველის სახელი, რომელიც შვიდი ასოსგან შედგება. იმისათვის, რომ
იცოდეს რა ხდება, მას პოლიციის რადიოსკანერის მოსმენა სჭირდება.
ელენ ბოილი თითებს ატკაცუნებს, ვიდრე კარში მდივანი არ გამოჩნდება.
ჩვენი გმირი ორივე ხელს აფარებს ტელეფონის ყურმილს და თავით
რადიოსკანერისკენ ანიშნებს:
– იქ კოდი ცხრა-თერთმეტია. მდივანი, სახელად
მონა, მხრებს იჩეჩავს და ამბობს:
– ჰოდა რა? ამოწმებს ცნობარში და ამბობს:

– დაწყნარდი. მაღაზიის გაქურდვაა.


მკვლელობები, თვითმკვლელობები, სერიული მკვლელობები,
შემთხვევით გადამეტებული დოზები – ხომ ვერ იჯდები და
დაელოდები, ვიდრე მათ შესახებ ცნობები გაზეთების პირველ
5

გვერდებზე გამოჩნდება, თუ არ გინდა, რომ ვიღაც სხვა შუამავალმა


აგახიოს კლიენტი.
ელენს უნდა, რომ კრესტვუდ-ტერასის №325 სახლის ახალმა მესაკუთრემ
ნახევარი წუთით მაინც მოკეტოს.
რა თქმა უნდა, სასტუმრო ოთახის იატაკზე გამოჩნდა უცვლელი
«გაეთრიეთ». უცნაური ის არის, რომ ბავშვი ტირილს, როგორც წესი,
მხოლოდ მესამე ღამეს იწყებს. ეს ჯერ ილუზიორული გზავნილია,
შემდეგ კი მთელი ღამით ბავშვის გაბმული ტირილი. თუკი პატრონები
მოითმენენ და ერთ კვირას გაძლებენ, მერვე დღეს მაინც აუცილებლად
დარეკავენ – აბაზანას რომ ვავსებდით, წყალში
შეშუპებულდანაოჭებული სახე აირეკლა, თვალების ნაცვლად შავი
ხვრელებითო.
მესამე კვირის დასაწყისში ჩნდება აჩრდილები, რომლებიც სასადილო
ოთახის კედლებზე წრეებს უვლიან, როცა მთელი ოჯახი მაგიდას
შემოუსხდება. ეს ალბათ საბოლოო არ არის, მაგრამ სამ კვირაზე
მეტხანს ჯერ არავის გაუძლია. ელენ ჰუვერ ბოილი ახალ პატრონს
ეუბნება:
– და დარწმუნებული ხართ, რომ სასამართლოში შეძლებთ იმის
დამტკიცებას, რომ ეს სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია?
დაამტკიცებთ, რომ ადრინდელმა პატრონებმა იცოდნენ, იქ რა ხდებოდა?
– ეუბნება ის. – აი, რას გეტყვით, იცით, თქვენ ამ საქმეს წააგებთ, რადგან
ამ სახლის შესახებ ცუდი ხმები გავრცელდება... სხვათა შორის, თქვენივე
ბრალი იქნება... და ნახევარ ფასადაც ვეღარ გაყიდით.
კრესტვუდ-ტერასის ნომერი №325 სულაც არ გახლავთ ცუდი სახლი.
ინგლისელი ტიუდორების სტილშია ნაგები, ახალი სახურავი აქვს,
თანამედროვე მასალებისგან გაკეთებული, ოთხი საძინებელი, სამი
აბაზანა, დამატებით კიდევ ერთი ტუალეტი და საცურაო აუზი. ჩვენს
გმირს კატალოგში ჩახედვაც კი არ სჭირდება. ეს სახლი ექვსჯერ გაყიდა
ბოლო ორი წლის განმავლობაში.
კიდევ ერთი სახლი ეტონ-კორტზე, ტიპური ახალი ინგლისისთვის,
ორსართულიანი ფასადის მხრიდან და ერთსართულიანი უკანა მხრიდან.
ექვსი საწოლი ოთახით, ოთხი აბაზანით. ფიჭვის პანელებით
მოპირკეთებული კიბის ბაქანი. სამზარეულოს კედლებზე სისხლი
მოედინება. ეს სახლი რვაჯერ გაყიდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე.
6

ელენი ახალ მფლობელს ეუბნება:


– სულ ერთი წუთით ხაზზე იყავით, – და წითელ ღილაკს აჭერს თითს.
ელენს დღეს თეთრი კოსტიუმი და თეთრი ფეხსაცმელები აცვია,
თუმცა ქათქათა კი არა, უფრო ისეთი თეთრი, როგორიც სამთო-
სათხილამურო ტრასაა კანადის კურორტ ბანფში, პირადი მანქანით,
დაქირავებული მძღოლით, თოთხმეტი ერთმანეთთან შეხამებული
ჩემოდნით და ნომრით სასტუმრო «ლეიკ-ლუისში». ჩვენი გმირი
კარისკენ ბრუნდება და გასძახის:
– მონა! მთვარის სხივი? – და ოდნავ უფრო ხმამაღლა: – გოგონა-სული? –
ავტოკალამს ოთხად გაკეცილ გაზეთზე აკაკუნებს, რომელიც მაგიდაზე
უდევს და ეკითხება: – ხომ არ იცი მღრღნელი, რომლის სახელიც სამი
ასოსგან შედგება?
რადიოსკანერი ბუყბუყებს, ღრუტუნებს, ყეფს და იმეორებს:
«მიღებულია?» ყოველი სტრიქონის შემდეგ იმეორებს: «მიღებულია?»
ელენ ბოილი ყვირის:
– ეს რა, ყავაა?
ერთი საათის შემდეგ კლიენტთან შესახვედრად მიდის – სახლიუნდა
უჩვენოს. დედოფალ ანას ეპოქის სტილის სახლი. ხუთი საძინებელი,
ცალკე ფრთა სტუმრებისათვის, გაზის ორი ბუხარი და თვითმკვლელის
სახე, ბარბიტურატით რომ მოუკლავს თავი. გვიან ღამით ჩნდება ხოლმე
ქალთა ოთახის სარკეში. შემდეგ – ერთსართულიანი «ფერმერის» სახლი
ორთქლის გათბობით, დიდი სარდაფით და დროდადრო გამეორებული
მოჩვენებითი ბათქაბუთქით – გამოძახილით ორი მკვლელობისა,
რომლებიც ათი წლის წინ მოხდა. ეს ყველაფერი დღიურში აქვს
ჩაწერილი – სქელ რვეულში, რომლის ყდაც წითელ ტყავს მოგაგონებს.
ყველაფერს იმ რვეულში იწერს. ქალი კიდევ ერთ ყლუპ ყავას სვამს და
ამბობს:
– რას ეძახით ამას? შვეიცარიის არმიის მოკოს? ყავას ყავის გემო უნდა
ჰქონდეს. არა? მონა კართან დგება მუცელზე დაწყობილი ხელებით და
ეკითხება:
– რაა? და ელენი ამბობს:

– მინდა, რომ წახვიდე და შეამოწმო... – ფურცლავს კატალოგს, რომელიც


მაგიდაზე უდევს, – აი, №4673, უილმონტ-პლეისი.
7

ჰოლანდიურკოლონიალური სტილის სახლი. სოლარიუმი, ოთხი


საწოლი ოთახი, ორი აბაზანა და მკვლელობა დამამძიმებელ
გარემოებებში.
რადიოსკანერი ტკაცუნებს: «მიღებულია?».
– ჩვეულებრივად გააკეთე, – ეუბნება ელენი. ბარათზე მისამართს წერს და
მონას უწვდის. – იქ ხელი არაფერს ახლო. არ გინდა აბზინდის
ფოთლების დაწვა და ეშმაკეულის განდევნა. მონა იღებს ბარათს,
რომელზეც მისამართი წერია და ეკითხება:
– მხოლოდ ვიბრაციის თვალსაზრისით შევამოწმო სახლი?
ელენი ხელით ჰაერს კვეთს და ეუბნება:
– მე არ მინდა, ეს სულები რომელიმე გვირაბიდან კაშკაშა სინათლისკენ
მიდიოდნენ. მე მინდა, ის გარეკილები აქვე დარჩნენ, ამ ასტრალურ
დონეზე. გმადლობთ. – წინ გადაშლილ გაზეთს ჩასცქერის და ამბობს: –
იმათ, მიცვალებულებს, წინ მთელი მარადისობა აქვთ. შეუძლიათ, ამ
სახლში ორმოცდაათ წელს კიდევ იბორიალონ და ჯაჭვები აჟღარუნონ.
ელენ ჰუვერ ბოილი ტელეფონზე მოციმციმე ნათურას უყურებსდა
ამბობს:
– აღმოჩნდა რამე გუშინ ექვსსაძინებლიან ესპანურ სახლში ?
მონა თვალებს ჭერში აღაპყრობს, ნიკაპს წინ სწევს და მძიმედ ხვნეშის.
შემდეგ შუბლზე ჩამოშლილ თმას უკან იყრის და ამბობს:
– იქ უეჭველად არის ენერგიის ნაკადი. ოღონდ ძალიან სუსტი.
სამაგიეროდ, ქვედა პლანია შესანიშნავი – აბრეშუმის შავი ზონარი ყელზე
ეხვევა და პირის კუთხეში იკარგება. და ჩვენი გმირი ამბობს:
– აბა, დაახვიე მაგ შენი ქვედა პლანიანად.
მას არ სჭირდება შესანიშნავი სახლები, რომლებიც ორმოცდაათ წელში
ერთხელ თუ გაიყიდება. საყვარელმა სახლებმა დაახვიონ მთელი
თავიანთი ცივი ადგილებით, უცნაური ანაორთქლებით და
აფორიაქებული შინაური ცხოველებით. აი, რა სჭირდება და კედელზე
ჩამოდინებული სისხლი. მას სჭირდება ყინულივით ცივი უხილავი
ხელები, რომლებიც ღამღამობით ბავშვებს ლოგინიდან მიათრევენ. მას
სჭირდება ანთებული წითელი თვალები სიბნელეში, კიბის ძირში,
8

სარდაფის შესასვლელთან. და დამთრგუნველი იდუმალების სათანადო


ატმოსფერო.
სახლი ვერანდით ელმ-სტრიტის №521-ში – ოთხი საწოლი ოთახი,
ლითონის ორიგინალური ჭიშკარი და წივილ-კივილი სხვენში.
ნორმანდიული სტილის ვესტონ-ჰეიტსზე: თაღოვანი ფანჯრები,
ბუფეტის ოთახი, კარი ფერადი მინებით და აჩრდილი, დანით
მიყენებული აუარებელი ჭრილობით მეორე სართულის კორიდორში.
სოფლური სტილის სახლი, ლევი-პლეისის №248-ში – ხუთი საძინებელი,
ოთხი აბაზანა, კიდევ
დამატებით ტუალეტი, აგურის პატიო და სისხლის ლაქები, რომლებიც
დროდადრო გამოჩნდება ხოლმე სახლის პატრონის აბაზანის კედლებზე
– სანტექნიკოსის მოწამვლით მკვლელობის გამოძახილი.
უძრავი ქონების აგენტები ასეთ სახლებს «უბედურს» ეძახიან. ისინი ან არ
იყიდება, რადგან არავის უყვარს კლიენტებისთვის მათი ჩვენება და
თანაც ვერც ერთი აგენტი ვერ ბედავს ამ სახლებში მარტო შესვლას, ან,
პირიქით, იყიდება და იყიდება – თანაც ექვს თვეში ერთხელ – რადგან შიგ
ცხოვრება შეუძლებელია. კიდევ ერთი ოცი-ოცდაათი ასეთი სახლი
გაყიდვის ექსკლუზიური უფლებით და ელენი შეძლებს, მოდუნდეს.
გამორთოს რადიოსკანერი. შეწყვიტოს ნეკროლოგებისა და საპოლიციო
ქრონიკების კითხვა მკვლელობებისა და თვითმკვლელობების თემაზე.
შეწყვიტოს მონას გაგზავნა ყველა შესაძლო ვარიანტის შესამოწმებლად.
შეძლებს მოეშვას და იფიქროს ცხენის ჯიშზე, რომელიც ხუთი ასოსგან
შედგება.
– და კიდევ, გთხოვ, ჩემი ნივთები გამოიტანო ქიმწმენდიდან, – ეუბნება
ის, – და კარგი ყავა გააკეთე. – ავტოკალამს მონასკენ იშვერს და ამბობს: –
და კიდევ, ძალიან გთხოვ, აღარ გაიკეთო ეგ შენი რასტამანული
ქლიავობა. ჩვენ ხომ სერიოზული ფირმა გვქვია, რაც არ უნდა იყოს.
მონა აბრეშუმის შავ ზონარს სწევს და პირიდან კვარცის კრისტალს იღებს,
ელვარესა და სველს, სულს უბერავს და ამბობს: – ეს კრისტალია. ჩემმა
შეყვარებულმა, ოისტერმა მაჩუქა. და ელენი ეუბნება:
– ბიჭი გყავს, რომელსაც ოისტერი[1] ჰქვია?
9

მონა პირიდან აგდებს კრისტალს, რომელიც მკერდზე უკონწიალდება და


ამბობს:
– მეუბნება, ეგ შენს დასაცავადააო. ნარინჯისფერ ბლუზაზე სველი ლაქა
აჩნდება მუქად.
– ჰო, და სანამ წახვიდოდე, – ეუბნება ელენი, – ბილთან ან ემილი
ბაროუზთან დამაკავშირე ტელეფონით.
ელენი დაკავების ღილაკს აჭერს ხელს და ეუბნება:
– უკაცრავად, რა.
ეუბნება, რომ აქ შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, ახალი
პატრონი უბრალოდ ხელს მოაწერს დოკუმენტს ფლობის უფლებაზე
უარის შესახებ და წყნარად მიდის, სახლი კი ბანკის პრობლემა ხდება. –
ან, – ამბობს ჩვენი გმირი, – თქვენ მე მაძლევთ მინდობილობას სახლის
გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებაზე. ჩვენ ამას «ჯიბის ლისტინგს»
ვეძახით.
შეიძლება ამ დროს ახალმა პატრონმა თქვას არაო, მაგრამ, როცა აბაზანაში
ჩადგება და წყალში ფეხებს შორის ამ საშინელ სიფათს დაინახავს, როცა
კედლებზე უცნაური ჩრდილები არიალდება, მაშინ კი ჰოს იტყვის.
აქამდე ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ვინმე არ დათანხმებულიყოს.
ახალი პატრონი ყურმილში ეუბნება:
– და თქვენ მყიდველს არაფერს ეტყვით... პრობლემის შესახებ? და ელენი
ამბობს:
– არც კი ამოალაგოთ ბოლომდე, რაც დაგრჩათ. ჩვენ ვიტყვით, რომ თქვენ
უკვე მიემგზავრებით. თუ ვინმე გკითხავთ, უპასუხეთ, რომ სხვა
ქალაქში შემოგთავაზეს სამსახური. უთხარით, რომ ეს სახლი ძალიან
მოგწონთ და გენანებათ მისი გაყიდვა. ის ამბობს:
– სხვა ყველაფერი კი ჩვენ შორის დარჩება. მისაღები ოთახიდან მონა
ყვირის:
– ბილ ბაროუზია მეორე ხაზზე.
რადიოსკანერი ამბობს: «მიღებულია?» ჩვენი გმირი მეორე
ღილაკს აჭერს ხელს და ყურმილში ჩასძახის:
10

– ბილ!
მონას უყურებს და მხოლოდ ტუჩებით წარმოთქვამს: ყავა.
ის თავით ფანჯრისკენ ანიშნებს და ასევე უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით,
მონას ეუბნება, წადი.
სკანერი ამბობს: «მიღებულია?»
ეს იყო ელენ ჰუვერ ბოილი. ჩვენი გმირი. ახლა მკვდარი, მაგრამ მკვდარი
არა. უბრალოდ, ეს გახლდათ კიდევ ერთი დღე მის ცხოვრებაში. ეს იყო
მისი ცხოვრება იქამდე, ვიდრე მე გამოვჩნდებოდი. შეიძლება ეს
სიყვარულის ისტორიაა, შეიძლება არც იყოს. ვნახოთ. მე თვითონაც არ
ვიცი, რამდენად შეიძლება ვენდო საკუთარ თავს.
ეს არის ამბავი ელენ ჰუვერ ბოილისა, რომელიც მუდამ თან მდევს და
მოსვენებას არ მაძლევს. ისე, როგორც რაღაც აკვიატებულ მელოდიას ვერ
იშორებ თავიდან. ამბავი იმისა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ – როგორი უნდა
იყოს ცხოვრება, როგორ იპყრობს რაღაც მთელ ჩვენს არსებას და როგორ
სდევს თან ჩვენი წარსული ჩვენი მომავლის თითოეულ დღეს.
ჰო, სწორედ ასეა. და ეს ყველაფერი ელენ ჰუვერ ბოილია.
ყოველი ჩვენგანი მდევნელიცაა და დევნილიც.

იმ დღეს – ამ ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების ბოლო დღეს – ჩვენი


გმირი ტელეფონის ყურმილში ამბობს:
– ბილ ბაროუზი ბრძანდებით? ეუბნება:
– ემილი მოვიდეს პარალელურ ტელეფონთან. კარგი ამბავი მაქვს.
ეს-ესაა ორივეს შესანიშნავი ახალი სახლი გიპოვეთ. ის წერს სიტყვა
«ცხენს» და ამბობს:
– რამდენადაც ვხვდები, გამყიდველი ძალიან დაინტერესებულია,
სახლი მალე გაიყიდოს.
11

თავი 1

ყოველი ამბის პრობლემა ისაა, რომ მას მხოლოდ მას შემდეგ ვყვებით, რაც
ფაქტი უკვე მომხდარია.
რადიოთი გადმოცემული «ცოცხალი» კომენტარები მოქმედების
ადგილიდან, ჰოუმ რანები და სტრაიკ-აუტებიც[2] კი რამდენიმე წუთით
ჩამორჩება რეალურ მოვლენებს. ტელევიზიით პირდაპირი ტრანსლაციაც
კი ჩამორჩება ორიოდე წამით.
ბგერას და სინათლესაც კი შეზღუდული სიჩქარე აქვს.
ცალკე თემაა თვით მთხრობელი. ვინ, რა, სად, როდის და რატომ. მისი
განწყობა და მიკერძოება. როგორ გვაწვდის იგი ფაქტებს. ჟურნალისტური
ენით რომ ვთქვათ, როგორი გეითკიპერია[3]. მასალის მოწოდების
როგორი უნარი აქვს, რადგან სწორად მოწოდებული მასალა – ეს
ყველაფერია. მოთხრობა მოთხრობაში.
ამ ამბავს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვყვები – ხან ერთ კაფეში და ხან მეორეში. ამ
წიგნს თავებად ვწერ, ყოველთვის ახალ ადგილას – ახალ ქალაქში, ახალ
სოფელში ანდა ავტობუსის გაჩერებაზე, ან კიდევ სადღაც, მინდორში,
კაცმა არ იცის, სად.
ამ ადგილებს ერთი რამ აერთიანებს – სასწაულები. იმ ტიპის სასწაულები,
რომელთა შესახებაც ჩვეულებრივ ბულვარულ გამოცემებში წერენ
ხოლმე, სასწაულებრივ განკურნებებსა და ხილვებზე, რასაც სერიოზულ
პრესაში არც კი ახსენებენ.
ამ კვირაში ეს უელბურნელი წმინდა ქალწულია, ნიუ-მექსიკოს
შტატიდან. წინა კვირაში ზეციდან დაეშვა და სწორედ უელბურნის
მთავარ ქუჩას გადაუფრინა. გრძელ, ორფეროვან – შავ-წითელ – დრედებს
ქარი უფრიალებდა. ფეხები ჭუჭყიანი ჰქონდა. ინდური ბამბის
ქვედაწელი ეცვა ღია და მუქი ყავისფერი და ბრეტელებიანი ჯინსის
ჰალტერ ტოპი. ამის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ ყოველკვირეულ
«World Miracles Report»-ის ბოლო ნომერში – ამერიკის ნებისმიერი
სუპერმარკეტის ყველა სალაროსთან.
და, აი, მე აქა ვარ, ერთი კვირის დაგვიანებით. ყოველთვის ერთი ნაბიჯით
ჩამოვრჩები. მომხდარი ფაქტის შემდეგ.
12

მფრინავ ქალწულს კაშკაშა ვარდისფერი ფრჩხილები ჰქონდა თეთრი


წვეტებით. ფრანგული მანიკიურით, როგორც ზოგიერთმა
თვითმხილველმა უწოდა. თან ჰქონდა ტარაკანების და სხვა მავნე
მწერების საწინააღმდეგო აეროზოლის პატარა ბალონები «შორს ჩვენგან
ხოჭოების» ფირმისა. და ნიუ-მექსიკოს კრიალა ცაზე დაწერა:
შეწყვიტეთ ბავშვების გაჩენა
(Sic)
«შორს ჩვენგან ხოჭოების» ბალონი ჩამოაგდო. სწორედ ახლა ის
ვატიკანისკენ მიაქვთ. ექსპერტიზაზე. შემთხვევის ადგილზე უკვე
მომხდარის ამსახველ ღია ბარათებს ყიდიან. ვიდეოსაც კი.
თითქმის ყველაფერი, რაც იქ შეიძლება იყიდოს კაცმა, მომხდარი ფაქტის
შემდეგაა გაკეთებული. დაჭერილი. მოკვდინებული. და მოხარშული.
სასუვენირო ვიდეოკასეტებზე მფრინავი ქალწული აეროზოლის ბალონს
ანჯღრევს. მთავარ
ქუჩაზე გადაფრენისას ბრბოს ხელს უქნევს. იღლიებში ბალნის ყავისფერი
ბუჩქები უჩანს. ერთი წამით ადრე, ვიდრე ცაზე წერას დაიწყებდეს, ქარი
ქვედაწელს უფრიალებს და ყველა ხედავს, რომ წმინდა ქალწულს
ნიფხავი არ აცვია. ფეხებს შორის სუფთად აქვს გამოპარსული.
ამ პასაჟს პირდაპირ ახლა ვწერ, გზისპირა კაფეში. ვწერ და თან
ნიუმექსიკოს შტატში, უელბურნში მომხდარი სასწაულის
თვითმხილველებს
ვესაუბრები. სერჟანტიც აქ არის, ჩემთან ერთად. გამოჯეკილი
ირლანდიელი პოლიციელი. მაგიდაზე, ჩვენ შორის, ადგილობრივი
გაზეთი დევს, რომლის ზედა გვერდზეც ჩანს განცხადება სამ სვეტად:
ავეჯის მაღაზია «რბილი ადგილის» კლიენტთა საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «თუ თქვენს რბილ ავეჯს შხამიანი ობობები
გაუჩნდა, შეგიძლიათ შეუერთდეთ სხვა, მსგავსი პრობლემის მქონე
პირებს და ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში».
განცხადებაში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელზეც
შეგიძლიათ დარეკოთ, მაგრამ დარეკვას აზრი არა აქვს.
სერჟანტს ყელზე რაღაც უცნაური კანი აქვს. რომ უჩქმიტო, შემდეგ კი
თითები მოაშორო, კანზე ნაჩქმეტი ამობურცული დარჩება. იმისათვის,
13

რომ არ დააჩნდეს, უნდა წავიდეს, სარკე მოძებნოს და ნაჩქმეტი ადგილი


სრესით გაისწოროს.
კაფეს იქით ქუჩა მანქანებითაა სავსე – ხალხი ისევ მოეშურება
ქალაქისაკენ. მუხლს იყრიან და ლოცულობენ, რომ წმინდა ქალწული
ისევ გამოეცხადოს მათ. სერჟანტი უზარმაზარ ხელთათმანებიან ხელებს
ატყუპებს და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ლოცულობდეს. თან ამ დროს
ცალი თვალით ფანჯრისკენ იყურება. რევოლვერის ბუდე გახსნილი აქვს.
იარაღი დატენილია და მზად არის თეფშებზე სავარჯიშო სროლისათვის.
ცაზე წარწერის გაკეთების შემდეგ მფრინავმა ქალწულმა ხალხს
ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა. თითებით მშვიდობის ნიშანი გამოსახა.
ზუსტად ხეების წვერებს გადაუფრინა. ცალი ხელით ქვედაწელი ჰქონდა
ჩაბღუჯული რომ არ ასწეოდა. შავ-წითელი დრედები თავის აქნევით
უკან გადაიყარა, დამშვიდობების ნიშნად ხელი დააქნია და... ამინ. მთების
უკან გაფრინდა, ჰორიზონტს იქით. სულ გაფრინდა.
და მაინც, რასაც გაზეთები წერენ, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო.
მფრინავი მადონა – ეს არ გახლდათ სასწაული.
ეს იყო ჯადოსნობა.
ეს არ არის წმინდანების სასწაული. ეს შავი ჯადოა.
და მე და სერჟანტი აქ იმისთვის კი არა ვართ, რომ სასწაულების მოწმე
გავხდეთ. მე და ის კუდიანებზე ვნადირობთ.
და მაინც, ეს არ არის ამბავი აქ და ახლას შესახებ. მე, სერჟანტი და
მფრინავი ქალწული. ელენ ჰუვერ ბოილი. მე ვწერ იმის შესახებ, თუ
როგორ შევხვდით ერთმანეთს, იმაზე, თუ რამ მოგვიყვანა აქ.

თავი 2

ისინი ერთადერთ კითხვას გისვამენ. სანამ ჟურნალისტიკის სკოლას


დაამთავრებ, ასეთ დავალებას გაძლევენ: წარმოიდგინე, თითქოს
რეპორტიორი ხარ, თითქოს ყოველდღიურ გაზეთში მუშაობ რომელიღაც
დიდ ქალაქში და შობის წინა დღეს რედაქტორი სიკვდილის დეტალების
გამოსაკვლევად გაგზავნის.
ადგილზე ჩადიხარ. პოლიციელები და ექიმები უკვე იქ არიან.
მეზობლები, აბანოს ხალათებით და ფლოსტებით, პირქუში
14

მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთი ბინის კართან შეჯგუფულან. შიგნით,


საშობაო ნაძვის ხესთან, ახალგაზრდა მშობლები ქვითინებენ. მათ
პატარას ნაძვის ხის სათამაშო გადასცდა, ყელში გაეჩხირა და დაიხრჩო.
შენ იწერ ყველაფერს, რაც გჭირდება, ბავშვის სახელს, ასაკს და ეგეთებს
და სასწრაფოდ უკან – უკვე შუაღამე დამდგარა – ნიუსრუმში ბრუნდები,
რათა დილისთვის სტატიის დაწერა მოასწრო გაზეთში დასაბეჭდად.
სტატიას რედაქტორს გადასცემ და ის უარს გეუბნება მასალის
დაბეჭდვაზე, რადგან შენ არ მიუთითე, რა ფერის იყო სათამაშო. წითელი
თუ მწვანე? სათამაშოს ვერ ნახავდი, ის კი არ მოგაფიქრდა, რომ გეკითხა.
სტატია პირდაპირ ითხოვს, რომ პირველ გვერდზე დაიბეჭდოს. და
შენ ასეთი არჩევანის წინაშე დგახარ: დაურეკო მშობლებს და ჰკითხო.
ან არ დაურეკო და სამსახური დაკარგო.
ეს პრესაა. მეოთხე ხელისუფლება. როცა ჟურნალისტიკას ვსწავლობდი,
გამოსაშვებ გამოცდაზე ეთიკაში მხოლოდ ამ შეკითხვას გვისვამდნენ. ეს
არის შეკითხვა ან - ან. მე ვუპასუხე, რომ პოლიციაში დავრეკავდი. ასეთი
რამეები ოქმში უნდა იყოს-მეთქი აღნუსხული. სათამაშოს სურათი
უნდა გადაუღონ, როგორც ნივთმტკიცებას და პოლიეთილენის პაკეტში
დალუქონ. მე არავითარ შემთხვევაში არ დავურეკავდი მშობლებს
ნაშუაღამევს, შობის წინა ღამით. ეთიკაში მივიღე დაბალი, მაგრამ
გამსვლელი ქულა.
ეთიკის ნაცვლად ვისწავლე, ადამიანებისთვის მეთქვა მარტო ის, რის
გაგონებაც მათ სურთ. ვისწავლე ფაქტების წერილობით გადმოცემა და
მივხვდი, რომ რედაქტორები შეიძლება არამზადები იყვნენ.
დღემდე ვერ გამიგია, რას ნიშნავდა ის დავალება. მე ახლა დიდი ქალაქის
ყოველდღიური გაზეთის რეპორტიორი ვარ და არ მჭირდება რამის
წარმოდგენა.
ჩემი პირველი რეალური ბავშვი იყო სექტემბერში ორშაბათ დილას. იქ
არავითარი ნაძვის ხის მორთულობა არ ჩანდა. არც მეზობლები იყვნენ
შეჯგუფული ქალაქგარეთ მდგომი საცხოვრებელი ტრაილერის გარშემო.
ერთი პარამედიკოსი[4] იჯდა მშობლებთან ერთად სამზარეულოში და
მათ სტანდარტულ შეკითხვებს აძლევდა. მეორე პარამედიკოსმა
ბავშვების ოთახში შემიყვანა და საბავშვო საწოლი და ის ყველაფერი
მიჩვენა, რაც ჩვეულებრივ არის ხოლმე საწოლში.
15

სტანდარტული პროცედურა შემდეგ შეკითხვებს მოიცავს: ვინ აღმოაჩინა


მკვდარი ბავშვი? როდის აღმოაჩინეს მკვდარი ბავშვი? ხომ არ
გადაუადგილებიათ ბავშვი მას შემდეგ, რაც მკვდარი ნახეს? როდის ნახეს
ბავშვი ცოცხალი უკანასკნელად? ბავშვი დედის ძუძუთი იკვებებოდა თუ
ხელოვნურ კვებაზე იყო? აბდაუბდა შეკითხვებიაო, იფიქრებ, მაგრამ
ექიმებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ
სტატისტიკისთვის მონაცემები შეაგროვონ და იმედი იქონიონ, რომ
ოდესმე რამე კანონზომიერება გამოიკვეთება.
საბავშვო ოთახი ყვითლად და ცისფრად იყო მოხატული. ფანჯრებზე
ყვავილებიანი ფარდები
ეკიდა. საწოლთან უჯრიანი წნული კომოდი იდგა. იქვე – თეთრი
სარწეველა სავარძელი. საწოლს ზემოთ ყვითელი პლასტმასის
პეპლებიანი სათამაშო კაკილები ეკიდა. წნულ კომოდზე 27-ე გვერდზე
გადაშლილი წიგნი იდო. იატაკზე ლურჯი ნოხი ეფინა. კედელზე ეკიდა
ჩარჩოში ჩასმული ნაქარგი სიტყვებით: «ხუთშაბათს დაბადებული შორს
წავა». ოთახში საბავშვო პუდრის სუნი იდგა.
შეიძლება ეთიკა ვერ ვისწავლე, მაგრამ დეტალებზე ყურადღების
გამახვილება კი დავიწყე. უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს. ყოველი
მათგანი იმსახურებს ყურადღებას.

კომოდზე გადაშლილ წიგნს ერქვა «მსოფლიოს ხალხთა პოემები და


საბავშვო ლექსები». ბიბლიოთეკის წიგნი იყო.
ჩემი რედაქტორი გეგმავდა ხუთი რეპორტაჟისაგან შემდგარ სერიას
ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის შესახებ. ყოველ წელს
შვიდი ათასი ჩვილი კვდება სრულიად აუხსნელი მიზეზით. ყოველი
ათასი ჩვილიდან ორი უბრალოდ იძინებს და აღარ იღვიძებს. ჩემი
რედაქტორი დუნკანი ამ სინდრომს «აკვანში სიკვდილს» ეძახის.
დეტალურად დუნკანის შესახებ: სახე დაკენკილი აქვს მუწუკებით და
ფერიმჭამელებით. ორ
კვირაში ერთხელ, როცა თმის შეჭაღარავებულ ძირებს იღებავს, თავის
კანი უყავისფრდება. მისი კომპიუტერის პაროლია «პაროლი».
ერთადერთი, რაც ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის შესახებ ვიცით,
ის არის, რომ რაიმე კანონზომიერება არ ჩანს. ჩვილების უმეტესობა თავის
საწოლში კვდება შუაღამესა და განთიადს შორის შუალედში. მაგრამ
პატარები მაშინაც კვდებიან, როცა მშობლების გვერდით სძინავთ. და
16

კიდევ მანქანებშიც კვდებიან და საბავშვო ეტლებშიც. ხელებშიც კი


ჩააკვდებიან ხოლმე დედას.
– ჩვილები უამრავ ოჯახში არიან, – თქვა ჩემმა რედაქტორმა. ეს ისეთი
თემაა, რომლის შესახებაც მშობლებს და ბებია-ბაბუებს ძალიან ეშინიათ
წაიკითხონ და იმისაც ეშინიათ, რომ არ წაიკითხონ. სინამდვილეში ჩვენ
ახალს არაფერს დავწერთ. ჩვენი ჩანაფიქრი ის არის, რომ გადმოვცეთ
ამბავი ხუთი ოჯახისა, რომლებმაც ბავშვი დაკარგეს. ვაჩვენოთ, როგორ
უმკლავდებიან ადამიანები ასეთ დანაკარგს და როგორ განაგრძობენ
ცხოვრებას. ჩვილების სიკვდილიანობის ფაქტობრივ მხარესთან
დაკავშირებით არაფერს ახალს არ დავწერთ, მაგრამ ვაჩვენებთ, როგორი
თანაგრძნობის უნარი და სულიერი ძალა აღმოაჩინეს საკუთარ თავში ამ
ადამიანებმა. აი, ამ კუთხით გავაშუქებთ. ასეთ რეპორტაჟებს, რომლებიც
რაღაც მყვირალა საქმეებზე არ არის მიბმული, ჩვენ «რბილ ნიუსს»
ვეძახით. ის «ცხოვრების სტილის» განყოფილებაში წავა ცენტრალურ
თემად.
საილუსტრაციოდ შეიძლება გამოვაქვეყნოთ სურათები მოღიმარი
ჯანმრთელი ბავშვებისა, რომლებიც ახლა გარდაცვლილები არიან.
ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს შეიძლება ყველას შეემთხვეს.
აი, ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა მას. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის კვლევები
ნიუსრუმის დაკვეთით კეთდება. ზაფხულის ბოლო გახლდათ და ახალი
ამბები ჭირდა. ის პერიოდი იდგა, როცა შობადობა თავის წლიურ პიკს
აღწევს.
რედაქტორის იდეა ის გახლდათ, დავკავშირებოდი ექიმებს, რომლებიც
სამედიცინო ექსპერტიზას ატარებენ ჩვილების მოულოდნელი დაღუპვის
შემთხვევაში.
შობას მომხდარი ამბავი, მოქვითინე მშობლები, ნაძვის ხის სათამაშო –
უკვე იმდენი წელია, რეპორტიორად ვმუშაობ, რომ მთელი ეს
იწილობიწილო გადამავიწყდა.
წარმოსახვითი სიტუაცია გამოსაშვებ გამოცდაზე ეთიკაში. ამ თემაზე
შეკითხვებს ჟურნალისტიკის კურსის ბოლოს სვამენ და სწორედ იმიტომ,
რომ მათი დასმა უკვე დაგვიანებულია. სწავლის საფასური უკვე
გადახდილი გაქვს. მხოლოდ წლების შემდეგ
17

მივხვდი, რომ ჩვენ სხვა რამეს გვეკითხებოდნენ: დარწმუნებული ხარ,


რომ ეს სწორედ ის არის, რის გაკეთებაც გინდა ცხოვრებაში ?
18

თავი 3

კედელში დაგუდულად აღწევს დიალოგი, შემდეგ – სიცილი, შემდეგ –


ისევ დიალოგი. სიცილი უმეტესად ორმოცდაათიანი წლების
დასაწყისშია ჩაწერილი. იმ ხალხის უმეტესობა, ვისი სიცილიც ახლა
გესმის, მკვდარია.
ბუმ, ბუმ, ბუმ – ჭერიდან დოლის ბაგუნის ხმა ისმის. რიტმი იცვლება.
დარტყმები სულ უფრო და უფრო ჩქარდება, თითქოს ერთად იყრის თავს,
შემდეგ კი ნელდება, თითქოს იშლება, მაგრამ არ ჩერდება.
ქვემოთ ვიღაც მღერის. უფრო სწორად, კი არ მღერის, სიმღერის
სიტყვებს წამოიღავღავებს ხოლმე. ესენი, ყველა, ის ხალხია, ვისაც
აუცილებლად სჭირდება, გამუდმებით ღრიალებდეს ტელევიზორი. ან
რადიო. ან მაგნიტოფონი. ამ ხალხს სიჩუმის ეშინია. ისინი ჩემი
მეზობლები არიან. ხმაურ-ოჰოლიკები, სიწყნარ-ოფობები. ყოველი
კედლიდან მკვდრების სიცილი აღწევს. ეს ის არის, რასაც ახლა «სახლი,
ტკბილი სახლი» ეწოდება.
ხმაურის ალყა.
სამსახურის შემდეგ მაღაზიაში შევიარე. როცა შევედი, სალაროს დახლს
იქით მდგომმა კაცმა ამომხედა. ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია,
დახლს ქვემოთ ხელი მოაფათურა და იქიდან სქელ ყავისფერ ქაღალდში
გახვეული შეკვრა ამოიღო.
– ორ პაკეტში ჩავდე. ვფიქრობ, მოგეწონებათ, – მითხრა მან.
შეკვრა დახლზე დადო და ალერსიანად გადაუსვა ხელი.
შეკვრა ფეხსაცმლის კოლოფის ნახევრისოდენაა. თინუსის კონსერვის
ქილაზე მსუბუქია.
მან ერთ, მეორე, მესამე ღილაკს დააჭირა ხელი სალაროში.
ფანჯარაში ფასი გამოჩნდა. ას ორმოცდაცხრა დოლარი. მან თქვა: –
თქვენ რომ არ იღელვოთ, ორივე პაკეტს სკოჩი შემოვაკარი.
იმ შემთხვევისთვის, უცებ წვიმა რომ დაწყებულიყო, მან შეკვრა
პოლიეთილენის პარკში ჩადო და მითხრა:
– თუ რამე აკლია, მითხარით. თქვენ ისევ ძველებურად
კოჭლობთ. ფეხის ტკივილმა არ გაგიარათ?
19

მთელი გზა, როცა სახლისაკენ მივდიოდი, პაკეტი შრაშუნებდა.


ყავისფერი ქაღალდი ხელიდან მიცურდებოდა და იჭმუჭნებოდა.
კოჭლობით მივდიოდი და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ის, რაც პაკეტში
იყო, მისი ერთი ბოლოდან მეორეში გორდებოდა.
ჩემთან, სახლში, ხმამაღალი რიტმული მუსიკისაგან ჭერი ზანზარებს.
პანიკური ხმებისგან კედლები ვიბრირებს. ან ძველეგვიპტური წყევლა
ასრულდა, რომელიღაც მუმია გაცოცხლდა და ახლა ცდილობს, ჩემი
კარის მეზობლები დახოცოს, ან კიდევ ისინი ტელევიზორს უყურებენ.
ქვემოთ ვიღაც ღრიალებს, ძაღლი ყეფს, კარი ჯახუნებს, მუსიკა გრიალებს.
აბაზანაში შევდივარ, მაგრამ სინათლეს ვაქრობ. ასე რომ, ვერ ვხედავ,
შეკვრაში რა არის. არ მინდა ვიცოდე რა დევს შიგ. მჭიდრო, სქელ
სიბნელეში კარის ქვეშ, ღრეჩოში პირსახოცს ვჩურთავ. შეკვრა მუხლებზე
მიდევს. უნიტაზზე ვზივარ და ვუსმენ.
ეს არის ის, რასაც ახლა ცივილიზაციას ეძახიან.
ადამიანები, რომლებიც არასოდეს გადააგდებენ ნაგავს მანქანიდან,
ბოლომდე აწეული რადიოთი ჩაგიქროლებენ გვერდით. ადამიანები,
რომლებიც გადაჭედილ რესტორანში არასოდეს მოგაბოლებენ სიგარეტს
სახეში, მობილურ ტელეფონებში ბოლო ხმაზე ღრიალებენ, როცა
ერთმანეთს კაფეში, მაგიდასთან ესაუბრებიან, ისე ყვირიან, გეგონება
ტყეში იყვნენ.
ამ ხალხს, რომელიც არასოდეს გაასხურებს ჰერბიციდებს და
ინსექტიციდებს, რატომღაც სრულიად დასაშვებად მიაჩნია, გარემო
ხმამაღალი მუსიკით დაანაგვიანოს. შოტლანდიური გუდასტვირის
მუსიკით. ჩინური ოპერით. ქანთრით და ფოლკით.
როცა ფანჯრის იქით ჩიტები გალობენ, ეს ნორმალურია, როცა პატსი
კლაინი მღერის – უკვე აღარ.
უსიამოვნოა მანქანების ხმაური. შოპენის საფორტეპიანო კონცერტ რე
მინორისგან მდგომარეობა ოდნავაც არ უმჯობესდება.
მუსიკას ხმას მაღლა უწევ, რომ ხმაური ჩაახშო. მეზობლები უფრო უწევენ,
რომ შენი მუსიკის ხმა გადაფარონ. შენ კიდევ უფრო უწევ. ყველა უფრო
და უფრო დიდ სტერეოსისტემას ყიდულობს. ეს არის გამალებული
შეიარაღება ხმების ომისათვის. მაგრამ ხმის გასამმაგებას გამარჯვება არ
20

მოაქვს. აქ ლაპარაკი არ არის ხმის ხარისხზე. აქ ლაპარაკია ხმის


სიმაღლეზე.
აქ ლაპარაკი არ არის მუსიკაზე. აქ ლაპარაკია გამარჯვებაზე.
შენ შეჯიბრში ერთვები ბასის შემოტანით. შენი მუსიკისაგან მინები
ზრიალებს. მელოდია სულაც არ განაღვლებს. შენ ლექსებს გაჰყვირი.
არანორმატიულ ლექსიკას იყენებ და ყოველ უწმაწურ სიტყვაზე
ხმას უმაღლებ. შენ დომინირებ. სინამდვილეში საქმე ისაა, ვინ უფრო
ძლიერია.
ბნელ სააბაზანოში უნიტაზზე ვზივარ და შეკვრას ერთი ბოლოდან სკოჩს
ვაგლეჯ ფრჩხილებით. შიგ მუყაოს კოლოფია. კვადრატული, გლუვი,
რბილი, გაცრეცილი კიდეებით. კუთხეებიც გაცრეცილი აქვს და შიგნით
ჩაჭყლეტილი. სახურავი ეხდება და კოლოფში ხელებს ვაფათურებ.
თითებით ვგრძნობ – რაღაც უცნაური ფორმის მკვეთრი მოხაზულობის
მაგარი დეტალების ნაკრებია. პაწაწინა კუთხეები, ნაკეცები და
დაკბილული კიდეები. ყველაფერს იატაკზე ვყრი, სიბნელეში. ცარიელ
კოლოფს უკან, ქაღალდის პაკეტში ვაბრუნებ. მაგარი დეტალების ფენებს
შორის თხელი, რბილი ქაღალდის ფურცლებია. ამ ქაღალდებსაც პაკეტში
ვდებ. შემდეგ პაკეტს მუყაოს კოლოფთან ერთად ერთ ბურთად ვჭმუჭნი.
ამ ყველაფერს სიბნელეში ვაკეთებ. ბრმად. რბილ ქაღალდს ვეხები.
თითებით ვგრძნობ მაგარი დეტალების ფენის ჩაზნექილ და ამოზნექილ
ფორმებს.
ჩემ ქვეშ იატაკი და უნიტაზი და სავარძელიც კი ირყევა ცოტათი
მეზობლის მუსიკისაგან.
მინდა ვურჩიო ყველა მშობელს, რომლებმაც პატარა ბავშვი დაკარგეს,
რაიმე ჰობი გაიჩინონ. გაგიკვირდება, ისე სწრაფად შეძლებ
წარსულისთვის კარის მიხურვას. ყველაფრის გაძლება შეიძლება,
ყველაზე საშინელი ტკივილისაც კი. მხოლოდ ისეთი რაღაცის პოვნაა
საჭირო, რაც ყურადღებას გადაგატანინებს. მაგალითად, ხელსაქმე რომ
სცადო, ან ფერადი მინისგან ლამპების გაკეთება.
დეტალები სამზარეულოში მიმაქვს. სინათლეზე ცისფერი, ლურჯი,
ნაცრისფერი და თეთრია. მყიფე, მაგარი პლასტმასა. პაწაწა ნატეხები.
სახურავის ყავარი, დარაბები ფანჯარაზე, პანელები კედლისათვის, პაწაწა
საფეხურები, თაღები და ფანჯრის ჩარჩოები. ჯერ ვერ მიხვდები, ეს რა
21

არის, საცხოვრებელი სახლი თუ საავადმყოფო. პაწაწინა აგურის


კედლები და კარები. სამზარეულოს მაგიდაზე დაწყობილი, ეს შეიძლება
იყოს სკოლის ან ეკლესიის დეტალები. კოლოფზე უნახატოდ,
ინსტრუქციის გარეშე წყალგაყვანილობის ეს პატარა მილები და
მანსარდის ფანჯრები შეიძლება იყოს მასალა რკინიგზის სადგურის ან
ფსიქიატრიული საავადმყოფოსათვის. ფაბრიკის ან ციხისათვის.
მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ააწყობ. ვერასოდეს იქნები
დარწმუნებული, სწორად გააკეთე ეს თუ არა.
პაწაწინა დეტალები, თაღები და საკვამურები ოდნავ თრთიან მუსიკის
ხმაზე, რომელიც ქვემოთ მცხოვრები მეზობლისგან მოისმის.
ეს მუსიკ-ოჰოლიკები. ეს სიწყნარ-ოფობები.
არავის უნდა აღიაროს, რომ ჩვენთვის მუსიკა ნარკოტიკად იქცა. არა, ეს
ხომ შეუძლებელია. მუსიკა, ტელევიზორი და რადიო ნარკოტიკები არ
არის. უბრალოდ, მეტი გვინდა: არხები, უფრო ფართო ეკრანი, მაღლა
აწეული ხმა. უმუსიკოდ და უტელევიზოროდ გაძლება არ შეგვიძლია.
მაგრამ არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნარკოტიკებად იქცა.
ჩვენ ხომ მაშინვე შეგვიძლია მათი გამორთვა, როგორც კი მოვისურვებთ.
ფანჯრის ჩარჩოს აგურის კედელში ვსვამ და ვაწებებ ნამცეცა ფუნჯით,
როგორითაც ფრჩხილებზე ლაქს ისვამენ. ფანჯარა ფრჩხილისოდენაა.
წებოს თმის ლაქის მსგავსი სუნი აქვს. ისეთი, თითქოს ფორთოხლის და
ბენზინის ნარევი იყოს.
აგურების მოხატულობა კედელზე – წვრილი, თითის ანაბეჭდებივით.
მეორე ფანჯარა თავის ადგილს იკავებს და ფუნჯს ისევ წებოში ვყოფ.
მუსიკის ხმა აზანზარებს კედლებს, უვლის მაგიდას, ფანჯრის ჩარჩოს და
ჩემს თითებს.
მათ ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ. მათ ეშინიათ აზრების
კონცენტრირებისა.
ჯორჯ ორუელი ცდებოდა.
დიდი ძმა თვალყურს კი არ გადევნებს, ის ცეკვავს და მღერის, მას
ბოცვრები ამოჰყავს ჯადოსნური ქუდიდან. ყოველთვის, როცა არ გძინავს,
22

დიდი ძმა გართობს, ყურადღებას გიფანტავს, ყველაფერს აკეთებს


იმისათვის, რომ მთლიანად იყო შთანთქმული და არ იფიქრო.
ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმოსახვის უნარი გაგიქროს, და
იქამდე არ მოგეშვება, ვიდრე მას ბრმა ნაწლავივით უსარგებლოდ არ
გიქცევს. დიდი ძმა თვალყურს ადევნებს, რომ შენი ყურადღება
გამუდმებით რაღაცაზე იყოს მიჯაჭვული.
და ეს უარესია, ვიდრე ის, რომ თვალს არ გაშორებდეს. უარესია, როცა
ამდენი ხარახურით
გავსებენ. შენ რას ფიქრობ, უკვე აღარავის ადარდებს. როცა ადამიანს
წარმოსახვა ატროფირებული აქვს, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ღილს ვიხსნი თეთრ პერანგზე და ჰალსტუხს შიგნით ვიჩურთავ, ხელი
რომ არ შემიშალოს. ნიკაპი მკერდზე მაგრად მაქვს მიჭერილი. პინცეტით
პაწაწინა მინებს ვიღებ და ფანჯრის ჩარჩოში ვსვამ. სამართებლით
ფოსტის მარკაზე პატარა ფარდებს ვჭრი პლასტმასისგან. ლურჯი
ფარდები მეორე სართულზე, ყვითელი – პირველზე. ფარდები ზოგან
გადაწეულია, ზოგან – ჩამოფარებული. მე მათ ვაწებებ.
ამქვეყნად უარესი რამეებიც არსებობს, ვიდრე ცოლის და შვილის
სიკვდილი.
მაგალითად, უყურებდე იმას, როგორ გართმევს მათ სამყარო. უყურებდე,
როგორ ბერდება შენი ცოლი. როგორი მოსაწყენი ხდება ცხოვრება
მისთვის. როგორ იგებენ შენი შვილები იმ ყველაფერს, რისგანაც
ცდილობდი, ისინი დაგეცვა. ნარკოტიკები, გაყრა, საყოველთაოდ
მიღებული ნორმები, ავადმყოფობები. მშვენიერი, ნათელი წიგნები,
მუსიკა, ტელევიზია, გასართობები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავს.
სურვილი გიჩნდება, ურჩიო ყველა მშობელს, ვისაც მცირეწლოვანი
შვილი მოუკვდა: განაგრძეთ ცხოვრება. და საკუთარ თავს დააბრალეთ.
მათი მოკვლა არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება შენთვის
საყვარელ ადამიანებს დამართო. უფრო საშინელი რამეებიც არსებობს.
მაგალითად, განზე გადგე და გულგრილად უყურო, როგორ კლავს მათ
სამყარო. უბრალოდ გაზეთები იკითხო. ხშირად ხდება ხოლმე ასე.
სიცილი და მუსიკა ფიქრებს შთანთქავს. მათ ხმაური ახშობს. ყოველი ხმა
ყურადღებას გიფანტავს, ხელს გიშლის აზრების კონცენტრირებაში. წებო
თავს გტკენს.
23

ჩვენი აზრები უკვე ჩვენი აღარ არის, იმიტომ რომ შეუძლებელია საკუთარ
თავში ჩაღრმავება, უბრალოდ დაჯდომა და ფიქრი. ხმაური საიდანღაც
მაინც აუცილებლად აღწევს. მომღერლები ხმის ჩაწყვეტამდე გაჰყვირიან.
მკვდრები იცინიან, მსახიობები ტირიან. ყველა ეს ემოცია –
მცირე დოზებით. ვიღაც აუცილებლად აშხეფებს ჰაერში თავის
განწყობილებას. მაგნიტოფონები მანქანებში ვიღაცების
მწუხარებას, ბოღმასთუ დარდს აფრქვევენ.

ჰოლანდიური კოლონიური სტილის სახლი. ორმოცდათხუთმეტი


ფანჯარა უკუღმა მივაწებე და მათი გადაგდება მომიხდა. ტიუდორების
სტილის ციხესიმაგრე. წყალგაყვანილობის მილები
სხვაგან მივაწებე და პლასტმასის ფრონტონი გავადნე, როცა
ვცდილობდი, ის ქიმიური გამხსნელით დამემაგრებინა.
ეს არ არის რამე ახალი.
ძველ საბერძნეთში მიაჩნდათ, რომ აზრები, რომლებიც ადამიანებს
მოსდით, მათი კი არ არის, არამედ ღმერთებისგანაა გამოგზავნილი. რომ
მათ რჩევას რომელიმე კონკრეტული ღმერთი თუ ქალღმერთი აძლევს.
აპოლონი ეუბნებოდა ადამიანს, მამაცი უნდა იყოო, ათენა ურჩევდა,
სიყვარულის დროაო.
ახლა ადამიანებს არაჟნიანი კარტოფილის ჩიფსის რეკლამა ესმით და მის
საყიდლად გაცვივდებიან. და ამას თავისუფალი ნება ეწოდება.
ძველი ბერძნები პატიოსნები მაინც იყვნენ.
სიმართლე კი უბრალოა, მაშინაც კი, თუ შენ ერთ საღამოს ცოლ-შვილს
ხმამაღლა უკითხავ. ძილისპირულს უკითხავ. დილით შენ იღვიძებ,
ისინი – ვერა. შენ ლოგინში წევხარ, ცოლს მიკრული. ის ჯერ კიდევ
თბილია, მაგრამ უკვე აღარ სუნთქავს. შენი გოგონა არ ტირის. სახლი უკვე
ვიბრირებს ქუჩის ხმაურის, მეზობლის რადიოს ღრიალის, კედელში
ჩატანებული მილებიდან გამომავალი ცხელი ორთქლისაგან. სიმართლე
კი ის არის, რომ ამ დღის დავიწყებაც კი შეიძლება – იმ რამდენიმე წუთს,
როცა სარკესთან დგახარ და ჰალსტუხს ინასკვავ.
ეს ვიცი. ეს ჩემი ცხოვრებაა.
შეიძლება სხვაგან გადახვიდე, ბინა გამოიცვალო, მაგრამ ეს არ კმარა.
რაღაც ჰობი უნდა გაიჩინო, გონება დაკავებული უნდა გქონდეს,
24

რაღაც საქმეში უნდა იყო ჩაფლული. სახელი უნდა გამოიცვალო.


როგორღაც ყველაფერი უნდა შეაკოწიწო. უნდა შექმნა წესრიგი
ქაოსისაგან. ყოველ ჯერზე – ხელახლა, როცა ფეხი არ გტკივა, როცა
ფული გაქვს. საჭიროა, შენი ცხოვრება ორგანიზებული გახადო. ამას
ფსიქოთერაპევტები არ გირჩევენ, მაგრამ შველის.
შემდეგ კარს კედლებზე აწებებ. კედლებს კი – საძირკველზე. პინცეტით
ყველა ღუმლის საკვამურების პაწაწინა ნაჭრებს იღებ და ვიდრე წებო
გაშრება, სახურავს აკეთებ. მერე წყლის პაწაწა მილებს კიდებ. ყველა
დეტალი – ზუსტად. მანსარდის ფანჯრებს სვამ, დარაბებს ამაგრებ.
ტერასას ფორმას აძლევ. მდელოს ალამაზებ. ხეებს რგავ.
ისუნთქავ ფორთოხლის და ბენზინის სუნს, თმის სასხურებლის
სურნელს. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმაზე, რასაც აკეთებ.
საკვამურის მილს სუროს პაწაწა კვირტებს აწებებ. წებოს თხელი ძაფები
თითების წვერებზე გაშრება და თითები ერთმანეთს ეწებება.
საკუთარ თავს ეუბნები, რომ სწორედ ხმაურია ის, რაც სიჩუმეს
განსაზღვრავს. ხმაური რომ არ იყოს, სიჩუმეს არ დავაფასებდით.
ხმაური წესიდან გამონაკლისია. იფიქრე უსაზღვრო, ღია კოსმოსზე,
დაუჯერებლად ცივსა და წყნარზე, სადაც შენი ცოლი და ბავშვი გელიან.
ზეცა მე არ მჭირდება. სიჩუმე – აი, სასურველი ჯილდო. პინცეტს იღებ
და ყვავილებს რგავ საძირკვლის გასწვრივ.
კისერს იგრძელებ და მაგიდაზე იხრები. უკანალი დაჭიმული გაქვს,
ხერხემალი – რკალად მოხრილი. რკალის ზედა ბოლო, თავის ქალის
ძირში, გტკივა.
შესასვლელი კარის წინ აწებებ პაწაწა საფენს «კეთილი იყოს თქვენი
მობრძანება». შიგნით პაწია სანათს კიდებ. კარის გვერდით – საფოსტო
ყუთს. ტერასაზე სულ, სულ პაწაწინა რძის ბოთლებს ალაგებ. იქვე ძალიან
პატარა დაკეცილ გაზეთს დებ.
როცა ყველაფერი მზადაა, ყველაფერი სრულყოფილადაა,
აკურატულადაა, უკვე ძალიან გვიანია. ალბათ ღამის სამი ან ოთხი საათი
იქნება. იმიტომ, რომ ახლა გარშემო სიწყნარეა. იატაკი, ჭერი, კედლები
უკვე აღარ ზანზარებს. მაცივრის ძრავაც კი არ გუგუნებს და ამიტომ
ისმის, როგორ ზუზუნებს ვარვარების ძაფი ელექტრონათურაში. ისმის,
როგორ წიკწიკებს მაჯის საათი. ფანჯრის მინას გარედან პეპელა აწყდება.
ოთახში ისეთი სიცივეა, საკუთარ ამონასუნთქს ხედავ.
25

ბატარეებს ჩართავ და პატარა ბერკეტს გამოსწევ. პატარა ფანჯრებში


სინათლე ინთება. სახლს იატაკზე დგამ და ზედა სინათლეს აქრობ.
სიბნელეში სახლს თავზე ადგახარ. აქედან, ასეთი სიმაღლიდან, ის
უზადო ჩანს. შესანიშნავი სახლია, საიმედო, უსაფრთხო და ბედნიერი.
წითელი აგურით ნაგები კოხტა სახლი. პაწაწინა ფანჯრებიდან
გამომავალი სინათლე მდელობის ყვავილებს ანათებს. ფარდები
კაშკაშებს, ყვითელი ფარდები საბავშვო ოთახში, ლურჯები – ჩვენს
საწოლ ოთახში.
დეტალებზე გულდასმით დაკვირვება მთელის დავიწყების კარგი
საშუალებაა. ტკივილისგან თავის დაღწევა თუ გინდა, წვრილმანებში
უნდა ჩაეფლო. სწორედ ასე უნდა შევხედოთ ღმერთს. თითქოს
ყველაფერი კარგად იყოს.

ახლა კი ფეხსაცმელი გაიხადე და ამ ყველაფერს შიშველი ფეხი დააჭირე.


შემდეგ კიდევ ერთხელ, კიდევ და კიდევ. მერე რა, რომ ძალიან გტკივა.
დამტვრეული მყიფე პლასტმასა და ხე და მინა. დასცხე და დასცხე ფეხი
მთელი ძალით, სანამ ქვემოთ მცხოვრები მეზობელი ჭერზე მუშტების
ბრახუნს არ დაიწყებს.
26

თავი 4

აკვანში სიკვდილის მეორე შემთხვევა: ქალაქის ცენტრის განაპირა დიდ,


ბლოკით ნაშენებ მრავალბინიან სახლში. უბედურება მოსაღამოვებულს
მოხდა. ბავშვი პირდაპირ მაღალ საბავშვო სკამზე ჯდომის დროს
გარდაიცვალა სამზარეულოში. როცა მივედი, ძიძა საწოლ ოთახში
ქვითინებდა. სამზარეულოში ნიჟარა გაურეცხავი ჭურჭლით იყო სავსე.
ნიუსრუმში დაბრუნებულს დუნკანი მეკითხება:
– ცალმაგი ნიჟარაა თუ ორმაგი?
კიდევ ერთი დეტალი დუნკანის შესახებ: როცა ლაპარაკობს, ფურთხებს
ყრის.
– ორმაგი, – ვეუბნები მე, – უჟანგავი ფოლადია, ცალ-ცალკე ონკანებით
ცივი და ცხელი წყლისათვის. ონკანებს ქაშანურის სახელურები აქვს.
გაშხეფების საცმის გარეშე. და დუნკანი ამბობს: – მაცივრის მოდელი?
მისი ნერწყვის პატარა წვეთები მკვეთრ ელექტროშუქზე ციმციმებს.
– «ამანა» – ვამბობ მე.
– კალენდარი აქვთ?
დუნკანის ნერწყვი ხელსა და ლოყაზე მეშხეფება. კონდიციონერი
მუშაობს და ნერწყვი ძალიან ცივად მეჩვენება.
– აქვთ, – ვეუბნები მე, – ახალი ინგლისის ძველებური ქვის წისქვილია
გამოსახული. აი ისეთი, წყლის ბორბლიანი. სადაზღვევო კომპანიის
აგენტის მოტანილი. კალენდარზე აღნიშნული იყო, როდის უნდა
მიეყვანათ ბავშვი პოლიკლინიკაში პედიატრთან. და დედის საშუალო
სკოლის დამამთავრებელი დიპლომის დაცვის დღე. ორივე თარიღი და
ბავშვის ექიმის გვარი ჩაწერილი მაქვს.
და დუნკანი ამბობს:
– აუ, მაგარი ხარ!
მისი ნერწყვი კანსა და ტუჩებზე მაშრება.
სამზარეულოს იატაკზე ნაცრისფერი ლინოლეუმი იყო დაგებული.
სამზარეულოს მოვარდისფრო გარნიტურის ზედაპირი ალაგ-ალაგ
სიგარეტით ამომწვარი. ნიჟარის გვერდით მდგარ მაგიდაზე
27

ბიბლიოთეკის წიგნი იდო. «მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო


ლექსები».

წიგნი დახურული იყო, მაგრამ, როცა ალალბედზე გადავშალე და პირქვე


დავაგდე იმ იმედით, იქნებ იმ გვერდზე გადაიშალოს, სადაც ბოლოს
კითხვა შეწყვიტეს-მეთქი, 27-ე გვერდზე გადაიშალა. ფანქარი ავიღე და
არე მოვნიშნე.
ჩემი რედაქტორი ეშმაკურად ჭუტავს თვალს და თავს ჩემკენ ხრის. და
რომელი საჭმლის ნარჩენები ჩანდა გაურეცხავ თეფშებზე ნიჟარაში?
– სპაგეტის, – ვეუბნები მე, – ტომატის სოუსით. სოუსი სოკოთი და
ნივრით. ნიჟარის ქვეშ ნაგვის კალათა შევამოწმე.
ორასი მილიგრამი მარილი თითო ულუფაზე. ას ორმოცდაათი
კილოკალორია. თვითონაც არ ვიცი, რას ველოდი, რომ ვიპოვიდი.
შეიძლება რამე ისეთს, რაც მიზეზის გაგებაში დამეხმარებოდა.
დუნკანი ამბობს:
– ეს ნახე? – და რესტორნის განყოფილების დღევანდელ ანაწყობს
მიჩვენებს. განცხადება თვალში გხვდება. სამ სვეტადაა და ასოები ექვსი
დუიმის სიმაღლისა იქნება. დიდი ასოებით დაწერილი სათაური
გვამცნობს:
საკლუბო რესტორან «შავი ტყის» კლიენტთა საყურადღებოდ თვით
განცხადებაში კი ნათქვამია: «აღნიშნულ რესტორანში სადილობის
შემდეგ ხომ არ გაგიჩნდათ დაღლილობის ქრონიკული სინდრომი,
რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება? ამ ვირუსმა, რომელიც
საჭმლით გადადის, ნაყოფიერი მუშაობის და ნორმალური ცხოვრების
საშუალება ხომ არ წაგართვათ? თუ ასეა, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ
ტელეფონის ამ ნომერზე
და შეუერთდეთ სხვა მსგავსი პრობლემის მქონე პირებს, იმისათვის, რომ
ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ».
ტელეფონის მითითებული ნომერი რაღაც გაუგებარი გრძელი კოდით
იწყება. როგორც ჩანს, მობილურისა უნდა იყოს.
დუნკანი ამბობს:
– როგორ ფიქრობ, გამოდნება აქედან სტატია?
28

და ფურცელზე მისი ნერწყვის სველი წერტილები ჩნდება.


აქ, რესტორანში, ჩემი პეიჯერი წრიპინებს. პარამედიკოსია.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლიდნენ, რომ ფოტოკამერის


ობიექტივივით უნდა ვიყოთ. განსწავლული, ობიექტური და
მიუკერძოებელი პროფესიონალები. აკურატული და საიმედო,
დაკვირვებული თვალით.
მათ უნდათ, რომ ვიცოდეთ – ჩვენ და ნიუსი სხვადასხვანი ვართ.
მკვლელები და
რეპორტიორები ერთმანეთს გამორიცხავენ. რაზეც არ უნდა წერდე,
საკუთარი თავის შესახებ წერ.
ჩემი მესამე პატარა მიცვალებული ფერმაშია, ქალაქიდან ორი
საათის სავალზე. მეოთხე – კოოპერატიულ სახლში, სავაჭრო
ცენტრის გვერდით. პარამედიკოსს ბავშვის ოთახში შევყავარ და
მეუბნება:
– თქვენ ალბათ ტყუილად გამოგიძახეს.
ეს ჯონ ნეშია. ბავშვს ზეწარს ხდის. პატარა ბიჭი, მეტისმეტად
სრულყოფილი, მეტისმეტად უშფოთველი, მეტისმეტად
თეთრი საიმისოდ, რომ უბრალოდ ეძინოს. ნეში ამბობს:
– თითქმის ექვსი წლისაა.
დეტალები ნეშის შესახებ: ზორბა კაცია, თეთრი უნიფორმა აცვია, თეთრი
მაღალყელიანი
სქელძირიანი ფეხსაცმელები. თმა კინკრიხოზე პატარა პალმასავით
ადგას.
– ჩვენ ჰოლივუდში უნდა ვმუშაობდეთ, – ამბობს ნეში. – ასეთ სუფთა,
უსისხლო სიკვდილში არ არის არც სიმახინჯე, არც ტკივილი. აქ
საპირისპირო პერისტალტიკაც არ არის, როცა აგონიიის დროს საჭმლის
მომნელებელი სისტემა უკუღმა იწყებს მოქმედებას და ადამიანი
ფეკალურ მასას არწყევს. განავალს აღებინებს, – ამბობს ნეში, – და ეს
სიკვდილის ძალიან რეალისტური სცენაა.
აკვანში სიკვდილის შესახებ მიყვება. ეს დაბადებიდან ორიდან ოთხ
თვემდე შუალედში ხდება. საერთოდ სიკვდილის ოთხმოცდაათ
29

პროცენტზე მეტი ექვს თვემდე ჩვილებზე მოდის. მკვლევართა


უმრავლესობა ამბობს, რომ ცხრა თვის შემდეგ სიკვდილი უკვე იშვიათი
გამონაკლისია. ერთი წლის შემდეგ კი ბავშვის სიკვდილის სამედიცინო
დასკვნაში წერენ, რომ მიზეზი «დაუდგენელია». ოჯახში მეორე ასეთი
სიკვდილი მკვლელობად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ
დამტკიცდება.
კოოპერატიული სახლის ბინაში კედლები მწვანედაა მოხატული.
საწოლზე ფლანელის თეთრეულია გადაფარებული, ზედ სკოჩ
ტერიერები ახატია. ბინაში ხვლიკებიანი აკვარიუმის სუნი დგას.
როცა ბავშვს პირზე ბალიშს აჭერენ, სასამართლოს მედიკოსები ასეთ
მკვლელობას «რბილს» უწოდებენ.
ჩემი მეხუთე მკვდარი ბავშვი სასტუმროს ოთახშია. აეროპორტთან.
წიგნი ფერმაშიც იყო და აეროპორტშიც. «პოემები და საბავშვო ლექსები»...
27-ე გვერდზე გადაშლილი. ბიბლიოთეკის იგივე წიგნი არეებზე ჩემ მიერ
ფანქრით გაკეთებული შენიშვნებით. სასტუმროს ოთახში ასეთ წიგნს ვერ
ვპოულობ. ეს ორსაწოლიანი ნომერია. ბავშვი მოკრუნჩხული წევს ერთ
საწოლზე იმ დიდი საწოლის გვერდით, რომელზეც მისი მშობლები
იწვნენ. კედელში ჩაშენებული კარადის თაროზე ფერადი ტელევიზორი
დგას, 36-დუიმიანი «ზენიტი» ორმოცდათექვსმეტი საკაბელო არხით.
პლუს ადგილობრივი ტელევიზიის ოთხი არხი. იატაკზე – ყავისფერი
ნოხი. ფარდები – ყავისფერ და ცისფერყვავილებიანი. სააბაზანოს
იატაკზე
– სველი პირსახოცია სისხლით და მწვანე საპარსი საპნით
დალაქავებული. ვიღაცას ტუალეტი ჩაურეცხავად დაუტოვებია.
საწოლებზე მუქლურჯი გადასაფარებლებია, რომლებსაც
სიგარეტის სუნი ასდის. წიგნები არ ჩანს.
ოფიცერს ვეკითხები, მშობლებს ოთახიდან რამე ხომ არ გაუტანიათმეთქი
და არაო. მაგრამ ვიღაც მოსულა სოციალური სამსახურიდან და
ტანსაცმლიდან ზოგი რამე წაუღია.
– ჰო, – განაგრძობს ის, – და ბიბლიოთეკის რაღაც წიგნები წაიღო.

თავი 5
30

წინა კარი იღება და ზღურბლთან ქალი დგას. ყურთან მობილური


უჭირავს. მე მიღიმის, თუმცა ვიღაც სხვას ელაპარაკება.
– მონა, – ჩასძახის ტელეფონში. – ეს სწრაფად უნდა გაააკეთო. მისტერ
სტრიტორი უკვე მოვიდა.
თავისუფალ ხელს ზემოთ სწევს, მაჯის საათს მიჩვენებს და ყურმილში
ამბობს:
– ხუთი წუთით ადრე მოვიდა. – მეორე ხელი გრძელი, ვარდისფერი
ფრჩხილებით, თეთრად შეღებილი ბოლოებით და პატარა, შავი
მობილური ყურთან თითქმის არ ჩანს მისი თმის კაშკაშა ვარდისფერ
ღრუბლებში.
ღიმილით ეუბნება:
– ნუ ხარ, მონა, ასე დაძაბული. ყავისფერი სპორტული პიჯაკი, ყავისფერი
შარვალი, თეთრი პერანგი. – იღუშება და ტუჩს იბზუებს: – და ლურჯი
ჰალსტუხი.
ტელეფონში განაგრძობს: – შუახნის, ხუთი ფუტი და ათი დუიმი. წონა...
ას სამოცდაათი ფუტი იქნება. თეთრი. წაბლისფერი, მწვანე. – თვალს
მიკრავს და ამბობს: – თმა ცოტა გაჩეჩილი აქვს. პირი დღეს არ გაუპარსავს.
საერთოდ კი საკმაოდ უწყინარი ვინმე ჩანს.
ოდნავ წინ იხრება და მხოლოდ ტუჩებით მეუბნება:
– ჩემი მდივანია.
ტელეფონში კი ამბობს:
– რა?
გვერდზე იწევა და თავისუფალი ხელით მანიშნებს, შემოდიო. თავს
ზემოთ სწევს, ჩემს მზერას იჭერს და ამბობს:
– გმადლობთ, რომ ასე ზრუნავ ჩემზე, მონა, მაგრამ არა მგონია, მისტერ
სტრიტორმა გამაუპატიუროს.
ჩვენ უოკერ-რიჯ-დრაივზე, გარტოლერის მამულში ვიმყოფებით,
ძველებური ინგლისური
სტილით ნაგებ სახლში. რვა საწოლი ოთახი, შვიდი აბაზანა, ოთხი
ბუხარი, სასაუზმე ოთახი, დიდი სასადილო სტუმრების მისაღებად,
პატარა სასადილო, ათას ხუთას კვადრატულფუტიანი სამეჯლისო
31

დარბაზი მეოთხე სართულზე, ცალკე გარაჟი ექვსი მანქანისათვის და


პატარა სასტუმრო სახლი ბაღში. ღია საცურაო აუზი, სახანძრო
სიგნალიზაცია და დაცვის სისტემა.
უოკერ-რიჯ-დრაივი იმ რაიონში მდებარეობს, საიდანაც ნაგავი კვირაში
ხუთჯერ გააქვთ. აქ ცხოვრობს ხალხი, ვისაც შეუძლია შეაფასოს კარგი
სასამართლო პროცესის საფრთხე და როცა მიდიხარ და თავს წარუდგენ,
ისინი გიღიმიან და გეთანხმებიან.
გარტოლერის სახლი ძალიან ლამაზია.
ეს ხალხი სახლში არ შეგიპატიჟებს. ისინი ნახევრად ღია წინკარში
დადგებიან და გიღიმიან. თუკი ჰკითხავ, გეტყვიან, გარტოლერის სახლის
ისტორია არ ვიცით, ეს უბრალოდ სახლიაო.
თუ შეკითხვებს ისევ განაგრძობ, ისინი შენს მხარს ზემოდან უკაცრიელ
ქუჩას გახედავენ, ისევ გაგიცინებენ და გეტყვიან:
– ვერაფრით დაგეხმარებით. ჯობია, მაკლერს დაურეკოთ.
№3465 სახლში უოკერ-რიჯ-როუდზე მოკრძალებული აბრა კიდია:
«ბოილი. უძრავი ქონების გაყიდვა». მიღება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.
სხვა სახლში კარს მიღებს ქალი, რომელსაც მოახლის ფორმა აცვია. მისი
შავი ქვედაწელის უკნიდან ხუთი თუ ექვსი წლის გოგონა იყურება
მორცხვად. მსახური თავს აქნევს და ამბობს, საერთოდ არაფერი ვიციო.
– აგენტს დაურეკეთ, – თქვა მან. – ელენ ბოილი. ტელეფონი იქ არის.
პატარა გოგონამ კი თქვა:
– ის ჯადოქარია.
და მოახლემ კარი მიიხურა.
და აი, ახლა გარტოლერის სახლში ელენ ჰუვერ ბოილი თეთრ, ცარიელ
ოთახებში დააბიჯებს. კედლები ექოს გამოსცემს. ის ისევ მობილურით
ლაპარაკობს. ვარდისფერი მდიდრული თმის ღრუბელი, კარგად
მორგებული ვარდისფერი კოსტიუმი, თეთრი წინდები, ვარდისფერი
ფეხსაცმელები საშუალო ზომის ქუსლებზე, სქელი, ღია ვარდისფერი
პომადა. კაშკაშა ოქროსფერი და ვარდისფერი სამაჯურები ხელებზე
ჟღრიალებენ. ოქროს ძეწკვები, მონეტები და ამულეტები.
32

საშობაო ნაძვის ხის მორთვას ეყოფოდა. დიდი მარგალიტი – ცხენს


რომ დაახრჩობდა, იმოდენა. მობილურში ამბობს:
– ექსეტერ-ჰაუსის ახალი მფლობელებისთვის ხომ არ დაგირეკავს? მათ აქ
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა მოერბინათ შეძრწუნებულებს.
მაღალი, ორმაგი კარის გავლით მომდევნო ოთახში გადის, შემდეგ – იმის
იქით ოთახში.
– ანუ, – ამბობს ის მობილურში, – შენ იმის თქმა გინდა, რომ ისინი იქ არ
ცხოვრობენ?
მაღალი, თაღოვანი ფანჯრები ქვის ტერასებს გადასცქერის. ტერასის იქით
სათიბი მანქანის გაკრეჭილი დაზოლილი მდელობია. იმის იქით აუზია.
ყურმილში ის ამბობს:
– ვინ იხდის მილიონს სახლში იმისთვის, რომ იქ არ იცხოვროს? უავეჯო
და უხალიჩო ოთახში მისი ხმა ხმამაღლა და მკვეთრად ისმის.
თეთრ-ვარდისფერი პატარა ჩანთა ოქროს გრძელი ძეწკვით მხარზე აქვს
გადაკიდებული.
ხუთი ფუტისა და ექვსი დუიმის სიმაღლისაა. ას თვრამეტ ფუნტს იწონის.
ძნელი სათქმელია, რამდენი წლის იქნება. ისეთი გამხდარია, რომ ან
სიკვდილის პირასაა, ან ძალიან მდიდარია. კოსტიუმი რაღაცნაირი,
ავეჯის გადასაკრავი ნასკვებიანი ქსოვილისგანაა შეკერილი და თეთრი
წნული თასმითაა გაწყობილი. მაგრამ კრევეტისფერ-ვარდისფერი კი არ
არის, ხრაშუნა პურზე წასმული, ოხრახუშით და ცოტაოდენი შავი
ხიზილალით მორთული კრევეტის პაშტეტივით ვარდისფერია. მოკლე
პიჯაკი სუსტ წელს მჭიდროდ ეკვრის. განიერი მხრები თითქმის
კვადრატული ჩანს. მოკლე ქვედაწელი მაგრად აქვს შემოჭერილი.
ოქროს უზარმაზარი ღილები. თოჯინას ტანსაცმელი აცვია.
– არა, – ამბობს მობილურში, – მისტერ სტრიტორი აქ არის, ჩემ გვერდით.
– ფანქრით მოხატულ წარბებს ზემოთ სწევს და მე მიყურებს. – ამაოდ
ვკარგავ დროს? – განაგრძობს ის. – იმედი მაქვს, არა.
ღიმილით ყურმილში ამბობს:
– კარგი. ის ახლა ის თავის გადაქნევით მანიშნებს, რომ – არა.
საინტერესოა, რატომ თქვა ჩემზე, შუახნისააო.
33

– სიმართლე გითხრათ, – ვეუბნები, – უძრავი ქონების შეძენას არ ვაპირებ.


კაშკაშა ვარდისფერფრჩხილებიან ორ თითს ჩემკენ იშვერს და
ტუჩებით მეუბნება: – ერთი წუთიც, რა.
ვეუბნები, სინამდვილეში თქვენი სახელი და გვარი ოლქის
გამომძიებლის ოფისში ვიპოვე-მეთქი. ბოლო ოცდახუთი წლის ყველა
სასამართლო-სამედიცინო ოქმი გადავათვალიერე აკვანში სიკვდილთან
დაკავშირებით.
უსმენს, ტელეფონით რას ეუბნებიან და ჩემკენ საერთოდ არ იყურება.
თავისუფალ ხელს პიჯაკის ბორტზე მადებს და მსუბუქად
მიბიძგებს, ოღონდ ხელს არ იღებს. მობილურში კი ამბობს: – და რა
არის პრობლემა? რატომ არ ცხოვრობენ იქ?
ხელზე ახლოდან დავცქერი. ხელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
ოცდაათს კარგა გადაცილებული უნდა იყოს. იქნებ ორმოცსაც. და
მაინც ეს ტაქსიდერმული მოვლილობა, რაც გარკვეული ასაკის შემდეგ
სილამაზედ ითვლება, გარკვეული შემოსავლის შემთხვევაში, მისთვის,
ცოტა არ იყოს, ნაადრევია. კანი აქერცლილი, პროტონიზებული,
დანამული აქვს. და როგორღაც ხელოვნური. თითქოს ძველი,
გახუნებული ავეჯი გააპრიალესო. ვარდისფერგადაკრული,
რესტავრირებული. განახლებული. ის მობილურში ჩაჰყვირის:
– შენ რა, ხუმრობ? რა თქმა უნდა, ვიცი, რას ნიშნავს ასაღებად
გამზადებული. მაგრამ ეს ხომ ისტორიული სახლია!
მხრებს მაღლა სწევს, კისერზე იჭერს და ნელა სწევს დაბლა. შემდეგ
წამიერად იშორებს ყურიდან ტელეფონს, თვალებს ხუჭავს და ოხრავს.
ისევ ისმენს, ტელეფონში რას ეუბნებიან და მისი ფეხები, ვარდისფერ
ფეხსაცმელებსა და თეთრ წინდებში, გაპრიალებული პარკეტის ბნელ
სარკეში უკუღმა ირეკლება. ანარეკლის სიღრმეში მის ქვედაწელს
ქვემოთ ჩრდილი ჩანს. თავისუფალ ხელს შუბლზე იდებს და ამბობს:
– მონა, ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, ეს სახლი დავკარგოთ. თუკი ამ
სახლს გადააკეთებენ, მაშინ შეიძლება ის სამუდამოდ ჩამოიწეროს.
შემდეგ ისევ ჩუმდება და უსმენს.
მე კი მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ლურჯი ჰალსტუხის
ტარება ყავისფერ კოსტიუმთან ერთად. თვალებს ვხრი და მის
მზერას ვიჭერ.
34

– მისის ბოილ, – ვვეუბნები მე, – სადმე პირადად უნდა შეგხვედროდით


და არა თქვენს ოფისში. ეს ჩემი სტატიების სერიას ეხება.
მაგრამ ის ხელს აქნევს. დაკავებულია. ბუხართან მიდის,
ეყრდნობა, თავისუფალ ხელს თაროზე უსვამს და ჩურჩულებს:
– როცა იმ სახლს აიღებენ, მეზობლები ქუჩაში იდგებიან და
სიხარულისგან იტირებენ.
ამ ოთახიდან გასასვლელია კიდევ ერთ თეთრ ოთახში შავი პარკეტით და
თეთრად მოხატულ ჭერზე გაუგებარი გრავიურებით. იქით მხარესაც
კარია. იმის შემდეგ კი ოთახია კედელზე წიგნების თეთრი, ცარიელი
თაროებით.
– მარშ-პროტესტი ხომ არ მოგვეწყო? – ამბობს ის ტელეფონში, –
წერილები დავგზავნოთ გაზეთებში. და ვეუბნები, გაზეთიდან ვარ-
მეთქი.
მისი სუნამოს სუნი – მანქანის სალონის ტყავის, დამჭკნარი ვარდების და
კედრის ქერქის რაღაც ნაზავია.
და ელენ ჰუვერი ეუბნება:
– მონა, ერთი წუთით...
მე მიახლოვდება და ამბობს:
– რა თქვით, მისტერ სტრიტორ? – ის წამწამებს ახამხამებს. ერთხელ,
მეორედ, სწრაფად. იცდის. ცისფერი თვალები აქვს.
– მე გაზეთის რეპორტიორი ვარ.
– ექსეტერ-ჰაუსი ძალიან ლამაზი სახლია. ისტორიული სახლი, რომლის
აღებასაც აპირებენ, – მეუბნება და ტელეფონს ხელს აფარებს. – შვიდი
საწოლი ოთახი, ექვსი ათასი კვადრატული ფუტი. მთელი პირველი
სართული ალუბლის ხის პანელებითაა მოპირკეთებული.
ცარიელ ოთახში ისეთი სიჩუმეა, რომ ტელეფონიდან ხმადაბლა
ნათქვამი ისმის: – ელენ?
ქალი თვალებს ხუჭავს და ამბობს: – სახლი 1935 წელს ააშენეს. – თავს
უკან ხრის და განაგრძობს: – ავტონომიური ორთქლით გათბობა, 2.8 აკრი
ნაკვეთი, კრამიტის სახურავი...
ტელეფონიდან ხმადაბლა ნათქვამი ისმის:
35

– ელენ?
– სათამაშო მოედანი, – ამბობს ის, – ბუფეტი ბარით, სახლის სპორტული
დარბაზი...
– საქმე ის არის, რომ მე ამდენი დრო არა მაქვს. მხოლოდ ის მინდა
ვიცოდე, – ვამბობ მე, – ოდესმე ბავშვი თუ გყოლიათ? – საკუჭნაო
სამზარეულოშია, – ამბობს ის, – პატარა მაცივარი... მე ვეუბნები:
– გყავდათ თუ არა პატარა ვაჟი, რომელიც დაახლოებით ოცი წლის წინ
გარდაიცვალა გაუგებარი მიზეზით?
ის წამწამებს ახამხამებს. ერთხელ, ორჯერ. შემდეგ ამბობს:
– ბოდიში, ვერ გავიგე.
მე მინდა ვიცოდე, უკითხავდა თუ არა ის ხმამაღლა თავის შვილს. ბიჭს
პატრიკი ერქვა. მე
მსურს ვიპოვო და თავი მოვუყარო გარკვეული წიგნის ყველა არსებულ
ეგზემპლარს.
ტელეფონს ყურსა და მხარს შორის იჭერს, თავის თეთრ-ვარდისფერ
პატარა ჩანთას ხსნის და იქიდან წყვილ თეთრ ხელთათმანს იღებს.
ხელთათმანებს იცვამს და ტელეფონში ამბობს:
– მონა!
მინდა ვიცოდე, დღემდე შემორჩა თუ არა მას ის წიგნი. სამწუხაროდ, ვერ
ვეტყვი, რატომ.
ის ამბობს:
– სამწუხაროდ, მისტერ სტრიტორი ვერ დაგვეხმარება. მინდა ვიცოდე,
მის ვაჟს გაკვეთა ჩაუტარეს თუ არა. ის მიღიმის და მხოლოდ ტუჩებით
მეუბნება:
– წადით. ორივე ხელს ზემოთ ვწევ, ხელისგულებით მისკენ და კარისკენ
მივდივარ.

უბრალოდ, მინდა ბოლომდე ვიყო დარწმუნებული, რომ ამ წიგნის ყველა


ეგზემპლარი განადგურებულია.
36

ის კი ამბობს:
– მონა, თუ შეიძლება, პოლიციას დაურეკე.
37

თავი 6

როცა აკვანში სიკვდილთან გვაქვს საქმე, სტანდარტული პროცედურაა


მშობლების დარწმუნება, რომ მათ ბრალი არაფერში მიუძღვით. პატარები
თავიანთ საბნებში არ იგუდებიან. 1945 წელს ჟურნალ «პედიატრიაში»
გამოქვეყნდა სტატია სათაურით «მექანიკური გაგუდვა ჩვილობის
ასაკში», რომელშიც მკვლევრები ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია,
ძუძუთა ბავშვი ლოგინში გაიგუდოს. ახალშობილიც კი, თუ მას პირქვე
დააწვენ ბალიშზე ან ლეიბზე, მაინც მოახერხებს, გადაბრუნდეს და
ამოისუნთქოს. მაშინაც კი, თუ ჩვილი გაციებულია ან გრიპი აქვს, არ
არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ავადმყოფობა შეიძლება
მოულოდნელ სიკვდილთან იყოს დაკავშირებული. ასევე არ არსებობს
არავითარი მტკიცებულება, დყტ-ს – დიფტერიის, ყივანახველის და
ტეტანუსის – აცრების კავშირისა მოულოდნელ სიკვდილთან. ბავშვი
მაშინაც კი შეიძლება მოკვდეს, თუ ეს-ესაა ექიმთან იყო.
ბავშვს კატა არ დააჯდება მკერდზე და სიცოცხლეს არ ამოსწოვს.
ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ არაფერი არ ვიცით.
ნეში, პარამედიკოსი, მეწამულ და წითელ სისხლნაჟღენთებს მიჩვენებს
თითოეული ბავშვის
გვამზე, livor mortis[5] – სადაც დაჟანგული ჰემოგლობინი სხეულის
ყველაზე ქვედა ნაწილებში ილექება. სისხლის ქაფი, რომელიც პირიდან
და ცხვირიდან გადმოდის – ექიმები მას «გამწმენდ წყალს» ეძახიან –
ხრწნის ბუნებრივი კომპონენტია. ისინი, ვინც სასოწარკვეთილი ეძებს
პასუხს, livor mortis-ს, გამწმენდ წყალს და საფენისგან გამოწვეულ
გამონაყარსაც კი აქცევენ ყურადღებას და მშობლებს ბავშვისადმი სასტიკ
დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
მთლიანის დავიწყების კარგი საშუალება ის არის, დეტალებს უფრო
დაჟინებით შეხედო.
ტკივილისგან თავდაღწევის კარგი საშუალება წვრილმანებზე
კონცენტრირებაა. ფაქტებზე. რაც ყველაზე მეტად მიზიდავს
რეპორტიორის პროფესიაში, ეს არის შესაძლებლობა, საკუთარ დღიურს
ამოეფარო. ყველანაირი უბედურება სამუშაოდ აქციო.
წიგნი ბიბლიოთეკაში დააბრუნეს, საბავშვო ლიტერატურის სექციაში და
იცდის. «მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები». 27-ე
38

გვერდზე ლექსია დაბეჭდილი. აფრიკული ხალხური ლექსები, როგორც


წიგნშია ნათქვამი. სულ რვა სტრიქონია და მე მისი გადაწერა არ
მჭირდება. უკვე ჩავიწერე ბლოკნოტში, მაშინ, როცა პირველი
გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე გავედი. გარეუბანში, საცხოვრებელ
ტრაილერში. ფურცელს ვხევ და წიგნს უკან, თაროზე ვდებ. როცა
ნიუსრუმში მივდივარ, დუნკანი მეკითხება:
– როგორ მიდის ჩვილების შესახებ შენი სენსაციური მასალის საქმე? –
მეუბნება: – მინდა, ამ ნომერზე დარეკო და გაარკვიო, რა ხდება. და
«ცხოვრების სტილის» სექციიდან ანაწყობი სვეტის ფურცელს მიწვდის.
განცხადება წითელი ფანქრითაა შემოხაზული.
სამი სვეტია, ექვსი ფუტის სიმაღლის ასოებით.
ფიტნესკლუბ «მწვანე ბორცვების» კლიენტთა საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «თუ სოკოს ინფექცია გადაგედოთ
ტრენაჟორებიდან ან საშხაპეში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ამ
ნომერზე და შეუერთდეთ სხვა, მსგავსი პრობლემის მქონე პირებს,
რათა ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში.» მითითებულ
ნომერზე ვრეკავ და მამაკაცის ხმა მპასუხობს: – დიმერი, დიუკი და
დილერი, იურიდიული მომსახურება.
კაცი მეუბნება: – გვითხარით, თუ შეიძლება, თქვენი სახელი და
მისამართი სააღრიცხვო რეგისტრაციისათვის. შეგიძლიათ აღგვიწეროთ,
როგორი გამონაყარი გაქვთ? რა ზომისაა, რა ადგილზეა. მისი ფერი,
ქსოვილების დაზიანების სიღრმე. ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე.
– აქ რაღაც შეცდომაა, – ვეუბნები მე, – გამონაყარი არა მაქვს.
იმისთვის არ ვრეკავ, რომ სასამართლოში სარჩელი შევიტანო.
სრულიად უმიზეზოდ ელენ ჰუვერ ბოილი მახსენდება.
როცა ვეუბნები, გაზეთის რეპორტიორი ვარ-მეთქი, კაცი მპასუხობს:
– მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ამ სარჩელზე ლაპარაკის უფლება არა გვაქვს,
სანამ ის არ გაფორმდება და სასამართლოს არ გადაეცემა.
ფიტნესკლუბში ვრეკავ, მაგრამ არც იქ იჩენენ საუბრის სურვილს. შემდეგ
რესტორან «ბნელ ტყეში» ვრეკავ წინა განცხადების გამო. ისინიც
სიტყვაძუნწები არიან. ორივე განცხადებაში ერთი და იგივე ტელეფონის
39

ნომერია მითითებული. მობილურის გრძელი კოდით იწყება. ისევ ვკრეფ


ნომერს და კაცის ხმა მეუბნება:
– «დილერი, დუმი და დიუკი. იურიდიული მომსახურება». ყურმილს
ვდებ.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლიდნენ, რომ ყველაზე მთავარი
ფაქტიდან უნდა დაიწყო. ამას «ამოყირავებულ პირამიდას» ეძახიან. ვინ,
რა, სად, როდის და რატომ სტატიის დასაწყისში უნდა იყოს. შემდეგ
ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტები უნდა მოსდევდეს მათი
მნიშვნელობის შემცირების შესაბამისად. ასე რედაქტორს შეუძლია,
ადვილად შეამციროს სტატია საჭირო ზომამდე ისე, რომ არაფერი
არსებითი არ გამოტოვოს.
ყველა უმნიშვნელო დეტალი: საწოლის გადასაფარებლის სუნი, თეფშზე
დარჩენილი საჭმლის სუნი, ნაძვის ხის სათამაშოს ფერი – ყველაფერი ეს,
ჩვეულებრივ, რედაქტორის მაგიდის ქვეშ, ნაგვის კალათაში ხვდება.
ერთადერთი კანონზომიერება, რომელიც ჩვილების სიკვდილიანობასთან
დაკავშირებით შეიძლება დავადგინოთ, არის ის, რომ მათი რაოდენობა
შემოდგომაზე, აცივებისას მატულობს. რედაქტორს სურს, რომ ეს
დაკვირვება პირველსავე სტატიაში გამოჩნდეს. საჭიროა რაღაც ისეთი,
რაც ადამიანებს შიშის გრძნობას აღუძრავს. ხუთი ჩვილი – ხუთი სტატია.
კვირაში ერთხელ კვირის ნომერში. ისე, რომ ადამიანებმა მთელი სერია
წაიკითხონ. ხუთი კვირა ერთმანეთის მიყოლებით, გადაბმულად. ჩვენ
შეგვიძლია დავპირდეთ მკითხველებს, რომ
ჩვილების მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის მიზეზს
შევისწავლით და შევეცდებით, თვალი გავადევნოთ, რა
კანონზომიერებასთან გვექნება საქმე. ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს იმედი
შევუნარჩუნოთ. არის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ცოდნა
ძალაა.
იმათ, ვინც საკვირაო ნომერში განცხადებას აქვეყნებს, ჩვენ გარანტიას
ვაძლევთ, რომ მკითხველთა მასა განცხადებას შეამჩნევს.
გარეთ უკვე აცივდა.
რედაქტორს ვთხოვ, ერთი პატარა დახმარება გამიწიოს.
40

მე მგონი, რაღაც კანონზომიერებას მივაგენი. როგორც ჩანს, ყველა


ამ ბავშვს ღამით ერთი ლექსი ხმამაღლა წაუკითხეს. – ხუთივეს
წაუკითხეს? – მეკითხება რედაქტორი. ვეუბნები, ერთი პატარა
ექსპერიმენტის ჩატარება მინდა-მეთქი. უკვე გვიანია და
ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ორივე დაღლილი ვართ. მის
კაბინეტში ვსხედვართ და ვთხოვ, რომ მომისმინოს.

ეს არის ძველი სიმღერა ცხოველებზე, რომლებიც დასაძინებლად


ემზადებიან. სევდიანი, სენტიმენტალური სიმღერაა და რედაქტორის წინ
მჯდარი, დაჟანგული ჰემოგლობინისგან წამონთებული და გახურებული
სახით ლექსს ვუკითხავ ხმამაღლა დღის განათების კაშკაშა ნათურის
ქვეშ. ჰალსტუხი მოშვებული აქვს, საყელო გახსნილი. თვალებდახუჭული
ზის სავარძლის ზურგს მიყრდნობილი, პირი – ოდნავ გაღებული.
კბილები და ყავის ფინჯანი ერთი და იმავე ლაქებით, ყავისფრით აქვს
მოთხვრილი.
კარგია: მარტონი ვართ და ამბის მოსაყოლად მხოლოდ ერთი წუთი
მჭირდება.
ბოლოს თვალებს ახელს და ამბობს:
– და რა ჩემი ფეხებია ეს ყველაფერი?
დუნკანი. მწვანე თვალები აქვს.
მისი ნერწყვის ცივი წვეთები ჩემს ხელზე ეშვება. მიკრობების პაწაწინა
გადამტანები. სველი საფანტები – ვირუსის გამავრცელებლები.
ყავისფერი, ყავიანი ნერწყვი.
არ ვიცი-მეთქი, ვეუბნები. წიგნებში მას «მიმაძინებელ სიმღერას»
უწოდებენ. ზოგიერთ უძველეს კულტურაში მას ბავშვებს უმღეროდნენ
შიმშილის ან გვალვების დროს. ან როცა ტომი ისე გამრავლდებოდა, რომ
მიწა, რომელზეც ის ცხოვრობდა, აღარ ჰყოფნიდა გამოსაკვებად. მას
უმღეროდნენ ომში დასახიჩრებულ მეომრებს და სასიკვდილოდ
განწირულ ავადმყოფებს – ყველას, ვისთვისაც ჯობდა, რომ
მომკვდარიყო, იმისათვის, რომ ისინი ტკივილის და ტანჯვისაგან
გათავისუფლებულიყვნენ. ეს არის ძილისპირული.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლიდნენ, რომ ფაქტების
შეფასება ჟურნალისტის საქმე არ არის. მან ფაქტები და ინფორმაცია
41

უნდა შეკრიბოს. ის, რაც არის. არც მეტი, არც ნაკლები. ის მიუკერძოებელ
დამკვირვებლად უნდა დარჩეს. ახლა მე ვიცი, რომ შენ ოდესმე, ისე, რომ
არც კი დაფიქრდები, შობის წინა დღეს იმ მშობლებს დაურეკავ. დუნკანი
საათზე იყურება, შემდეგ მე მიყურებს და მეუბნება:
– ჰო, აბა, რა ექსპერიმენტიო?
ხვალ მეცოდინება, არსებობს თუ არა აქ რაიმე კავშირი. მიზეზი და
შედეგი. რეპორტაჟების დაწერა ჩემი საქმეა. 27-ე გვერდს
ქაღალდისმჭრელ მანქანაში ვუშვებ.
ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს დამამტვრევ, აი, სიტყვით კი ვერას
დამაკლებ.
არ მინდა, რამე ვთქვა, ვიდრე ყველაფერი დანამდვილებით არ
მეცოდინება. ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზური სიტუაციაა და ჩემს
რედაქტორს თავს ვერ დავაცინინებ. და ვამბობ:
– ორივეს კარგი დასვენება გვჭირდება, დუნკან. ამაზე ჯობია, დილით
ვილაპარაკოთ.
42

თავი 7

პირველი ფინჯანი ყავის სმას ვამთავრებ, რომ ჰენდერსონი გადის


ნაციონალური ამბების ნიუსრუმიდან. ზოგი თავის პალტოს ავლებს
ხელს და ლიფტისკენ მიიჩქარის. ვიღაც ჟურნალს იღებს და
ტუალეტისკენ მიდის. ვიღაც კომპიუტერში თავჩარგული ზის, ან თავს
ისე აჩვენებს, თითქოს ტელეფონით ლაპარაკობდეს. ჰენდერსონი საერთო
დარბაზის ცენტრში დგას მოშვებული ჰალსტუხით და გახსნილი
საყელოთი და ყვირის:
– დუნკანი სად ჯანდაბაშია?
ის ღრიალებს:
– ნაწყობები უკვე წავიდა ბეჭდვაზე და პირველი გვერდის სხვა მასალები
სადღაა?! ზოგი მხრებს იჩეჩავს. მე ტელეფონის ყურმილს ვიღებ.
დეტალები ჰენდერსონის შესახებ: ღია ფერის თმა აქვს, გვერდზე
გადავარცხნილი. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას თავი გაანება.
ნაციონალური ახალი ამბების მთავარი რედაქტორია.
ყოველთვის ყველაფერი იცის, რაც თოვლს შეეხება. ყველა ქურთუკზე
საღილე მარყუჟი ყოველთვის გარედან დაჰკონწიალებს.
კომპიუტერზე პაროლად «პაროლი» აქვს დაყენებული. ჩემს
მაგიდასთან მოდის და მეუბნება:
– სტრიტორ, მაგ საშინელი ლურჯის გარდა, სხვა ჰალსტუხი არ გაქვს?
ყურმილი ყურთან მაქვს და მხოლოდ ტუჩებით ვეუბნები: ინტერვიუ.
ტელეფონის ციფერბლატს ვეკითხები:
– პირველი ასო ბ –»ბიჭი»?
რა თქმა უნდა, არავისთვის მითქვამს და არც ვეტყვი, რომ დუნკანს ლექსი
წავუკითხე. არ შემიძლია, პოლიციას დავურეკო და ჩემი თეორია გავაცნო.
არ შემიძლია, ელენ ჰუვერ ბოილს ავუხსნა, რატომ ვეკითხები
გარდაცვლილი ვაჟის შესახებ.
საყელო ისე მიჭერს ყელში, რომ ყავას გაჭირვებით ვყლაპავ.
მაშინაც კი, თუ ვინმე დამიჯერებს, პირველი, რასაც მკითხავს, ეს იქნება:
რა ლექსი?
43

გვიჩვენე. დაგვიმტკიცე. საკითხი ასე არ დგას: შეიტყობენ თუ არა


ადამიანები ამ ლექსის შესახებ?

საკითხი დგას ასე: რა დრო დასჭირდება ადამიანთა მოდგმის


გადაშენებას?
ეს არის სიცოცხლის ენერგია და ცივი, სუფთა, იოლი და უსისხლო
სიკვდილი. რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველასთვის.
მყისიერი, უსისხლო, ჰოლივუდური სიკვდილი.
კიდეც რომ არაფერი ვთქვა, კიდევ რამდენი დრო გაივლის, ვიდრე
«მსოფლიოს ხალხთა პოემებს და საბავშვო ლექსებს» სასკოლო
პროგრამაში შეიტანენ? რამდენი დრო უნდა გავიდეს, ვიდრე ლექსს 27-ე
გვერდიდან ორმოცდაათ ბავშვს წაუკითხავენ ძილის წინ?
კიდევ რა დრო გაივლის, ვიდრე მას რადიოთი ათასობით ადამიანს
წაუკითხავენ? ვიდრე ამ სიტყვებს მუსიკას დაადებენ? ვიდრე მას სხვა
ენებზე გადათარგმნიან?
ეშმაკმა დალახვროს! მისი გადათარგმნაც კი არ არის საჭირო. ჩვილები
ხომ ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობენ!
უკვე სამი დღეა, დუნკანი არავის უნახავს. მილერი ფიქრობს, რომ
დუნკანს კლეინმა დაურეკა. კლეინი ფიქრობს, რომ ფილმორმა დაურეკა.
ყველა დარწმუნებულია, რომ დუნკანს ვიღაც სხვამ დაურეკა. მაგრამ
დუნკანთან არავის ულაპარაკია. ის ელექტრონულ ფოსტას არ პასუხობს.
კერათერსი ამბობს, დუნკანს არც კი დაურეკავს, რომ შეეტყობინებინა,
ავად ვარო.
ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთი ფინჯანი ყავის შემდეგ, ჰენდერსონი
ისევ მოდის ჩემთან «მოცალეობის და დასვენების განყოფილებიდან»
ნაწყობით. ფურცელი ისეა დაკეცილი, რომ განცხადება მაშინვე თვალში
გეცეს. განცხადება სამ სვეტად. ექვსი დუიმის სიმაღლისა.
ჰენდერსონი უყურებს, როგორ ვმართავ საათს და როგორ მიმაქვს ყურთან
და მეუბნება:
– ეს ნახე დილის გამოშვებაში?
განცხადებაში ნათქვამია:
44

ავიაკომპანია «რიჯენტ პასიფიკ ეირლაინსის» პირველი კლასის


მგზავრთა საყურადღებოდ
თვით განცხადება კი გვამცნობს: «თქვენ დაგეწყოთ გამელოტება და/ან
ტილები დაგესიათ სალონში სავარძლების გადასაკრავთან, ბალიშებთან
ან საბნებთან შეხების შემდეგ? თუ ასეა, შეგიძლიათ დარეკოთ
მითითებულ ნომერზე და სხვა, მსგავსი პრობლემის მქონე პირებს
შეუერთდეთ, რათა ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში».
ჰენდერსონი მეუბნება:
– შენ ხომ უკვე დარეკე ამის შესახებ? მე ვეუბნები, ახლა მოკეტე და შენ
თვითონ დარეკე-მეთქი. ჰენდერსონი კი ამბობს:

– შენ ხომ ჩვენი მისტერ სპეციალური რეპორტაჟი ხარ. – ის ამბობს: –


ეს ციხე არ არის და მე შენი ძუკნა არა ვარ, რომ მიყვირი. ეს მკლავს.
რეპორტიორი იმის გამო არ ხდები, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია.
რეპორტიორი, ჟურნალისტი ის არის, ვინც ჰყვება. ვისაც ცუდი ახალი
ამბები მოაქვს ჩვენთვის. ინფექციას ავრცელებს. ყველა ხალხისა და
დროის ყველაზე სენსაციურ ახალ ამბავს. ეს შეიძლება მასმედიის
დასასრული აღმოჩნდეს.
მიმაძინებელი სიმღერა ჩვენი საუკუნის – ინფორმაციული
ტექნოლოგიების საუკუნის – შავი ჭირია. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც
ტელევიზორს არ უყურებენ, არ უსმენენ რადიოს, არ დადიან კინოში, არ
დაძვრებიან ინტერნეტში, არ კითხულობენ ჟურნალ-გაზეთებს.
ადამიანებმა ყურები უნდა დაიცონ საცობებით, ისევე, როგორც
პრეზერვატივებით და ხელთათმანებით იცავენ თავს. ადრე დიდად
არავის ეშინოდა უცხოსთან შემთხვევითი სექსის, უფრო ადრე კი –
რწყილის კბენის. ონკანიდან წყლის დალევის. მწერების. აზბესტის.
წარმოიდგინეთ შავი ჭირი, რომელიც სმენით გადაეცემა.
ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს დამამტვრევ, აი, სიტყვით კი ვერას
დამაკლებ.
ახალი სიკვდილი, ეს შავი ჭირი, შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან
მოვიდეს. ლექსიდან. ყურმოკრული განცხადებიდან. ახალი ამბების
ბიულეტენიდან. ქადაგებიდან. ქუჩის მუსიკოსისგან. შეიძლება
სიკვდილი ტელემაღაზიის წამყვანისაგან აიკიდო. მასწავლებლისგან.
45

ინტერნეტის ფაილიდან. დაბადების დღის მოსალოცი ბარათიდან. ბედის


წინასწარმეტყველების ნამცხვრიდან.
მილიონობით ადამიანი ნახავს ტელეშოუს, დილით კი ყველა დაიხოცება,
სარეკლამო რგოლისგან.
წარმოიდგინეთ, რა პანიკა ატყდება.
წარმოიდგინეთ ახალი ბნელი შუა საუკუნეები. პირველად შავმა ჭირმა
ევროპაში ჩინეთიდან ჩააღწია სავაჭრო გზებით. ინფორმაციის მასობრივი
გავრცელების ხანაში ჩვენ ათასობით სხვა გზა გვაქვს გადამდები
სნეულებების გასავრცელებლად.
წარმოიდგინეთ, რომ წიგნები იწვის. და იმავე კოცონზე იწვის ფირები და
ფაილები, ტელევიზორები და რადიომიმღებები. მთელი ბიბლიოთეკები
და წიგნების მაღაზიები გიზგიზებს ცეცხლის ალში ღამით. ხალხი
მიკროტალღურ სარელეო სადგურებს ესხმის თავს. ნაჯახებით
შეიარაღებულები ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს ანადგურებენ.
წარმოიდგინეთ, როგორ აღავლენენ ადამიანები ლოცვებს და გალობენ
ჰიმნებს, რათა ჩაახშონ
ნებისმიერი ბგერა, რომელმაც შეიძლება სიკვდილი მოიტანოს. ისინი
ყურებს თითებით იცობენ და თავს არიდებენ ნებისმიერ სიმღერას ან
სიტყვას, რომელშიც შეიძლება კოდირებული იყოს სიკვდილი – როგორც
ფსიქოპათი მანიაკის მიერ მოწამლული ასპირინის ბოთლში.
და თუ ეს მართლა სიკვდილის ჯადოა, მაგიური ფორმულაა, მაშინ სხვა
ასეთებიც უნდა არსებობდეს. თუკი მე ვიცი 27-ე გვერდის შესახებ, მაშინ
სხვასაც აუცილებლად ეცოდინება. მით უმეტეს, მე სულაც არ გახლავართ
ყველაზე მიხვედრილი ადამიანი ამქვეყნად.
კიდევ რამდენი დრო გაივლის, ვიდრე ვინმე ყურადღებით გაარჩევდეს ამ
მიმაძინებელ სიმღერას და კიდევ ერთ ვარიაციას შეთხზავდეს და მერე
კიდევ და კიდევ? და ყოველი მომდევნო წინაზე უფრო ძლიერი იქნება.
სანამ ოპენჰაიმერმა ატომური ბომბი არ გამოიგონა, არავინ ფიქრობდა,
რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ახლა გვაქვს ატომური ბომბიც,
წყალბადის ბომბიც, ნეიტრონის ბომბიც და მეცნიერები
კვლავინდებურად იღვწიან ახალი სახეობის იარაღის შესაქმნელად. ჩვენ
გვაიძულებენ ახალი, საშინელი პარადიგმის წინაშე დავდგეთ.
46

თუ დუნკანი მოკვდა, ეს აუცილებელი მსხვერპლი იყო. ის ჩემი


ატმოსფერულ-ბირთვული ტესტი გახლდათ. ჩემი სამება. ჩემი ჰიროსიმა.
და მაინც. პალმერი, ასლების განყოფილებიდან, დარწმუნებულია, რომ
დუნკანი დამკაბადონებლებთანაა.
ჯენკინსი, რომელიც დაკაბადონების საამქროში მუშაობს, ამბობს,
დუნკანი ხელოვნების ნიუსრუმში იქნებაო.
ჰავლი, ხელოვნების ნიუსრუმიდან, ამბობს, რომ დუნკანი
ბიბლიოთეკაშია.
შოტი, ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ამბობს, რომ დუნკანი ასლების
განყოფილებაშია.
და აქ ეს მიიჩნევა სიმართლედ.
აეროპორტებში სპეციალური სამსახურები ზრუნავენ მგზავრების
უსაფრთხოებაზე. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა სამყაროში
მიმაძინებელი სიმღერა გაჟონავს: ბიბლიოთეკებში, სკოლებში,
თეატრებსა და წიგნის მაღაზიებში. ყველგან, სადაც ინფორმაცია
გავრცელდება, შეიარაღებული დაცვა იქნება დაყენებული.
რადიო- და ტელეეთერი დაცარიელდება, როგორც საჯარო საცურაო
აუზები ცარიელდება
ხოლმე პოლიომიელიტის ეპიდემიის დროს. მხოლოდ იშვიათად თუ
მოხდება სამთავრობო მიმართვების ტრანსლირება. მხოლოდ
გულდასმით შემოწმებულ ახალ ამბებს და მუსიკას გადმოსცემენ.
ყოველი სახის მუსიკას, წიგნსა და კინოფილმს ჯერ ცხოველებზე ან
მოხალისეებზე გამოცდიან, ვიდრე ისინი მასებისთვის გახდება
ხელმისაწვდომი.
ქირურგის დამცავი ნიღბების ნაცვლად ადამიანები საყურისების ტარებას
დაიწყებენ, უსაფრთხო მუსიკა და ჩიტების გალობა მათ დაამშვიდებს და
მუდმივად დაიცავს. ფულს გადაიხდიან «სუფთა» ახალი ამბებში და
«უსაფრთხო» ინფორმაციასა და გართობაში. წარმოიდგინეთ, რომ
წიგნები, მუსიკა, კინოფილმები საგულდაგულოდ გაიფილტრება და
ჰომოგენიზებას გაივლის, როგორც ახლა ხდება რძის, ხორცის და
სისხლის შემოწმება და სათანადო დამუშავება. საქონელი
სერტიფიცირებული და მოწონებულია. ვარგისია მოხმარებისათვის.
47

ადამიანები სიამოვნებით იტყვიან უარს თავიანთი კულტურის დიდ


ნაწილზე, ოღონდ კი ასი პროცენტით დარწმუნდნენ, რომ ის მცირეოდენი
ნაფლეთები, რომლებიც მათ ყურამდე მიაღწევს, სუფთა და უსაფრთხო
იქნება.
თეთრი ხმაური.
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ყრუ სიჩუმეა. რომელშიც
ნებისმიერი მაღალი და ხანგრძლივი ხმა, საიმისოდ, რომ
მომაკვდინებელი ლექსი დაიტიოს, კანონგარეშედ გამოცხადდება. უკვე
აღარ იქნება არავითარი მოპედები და მოტოციკლები, გაზონის საკრეჭი
მანქანები და რეაქტიული თვითმფრინავები, არავითარი
ელექტრომიქსერები და თმის საშრობი ფენები. სამყარო, რომელშიც
ადამიანებს მოსმენის ეშინიათ, ეშინიათ, რამე ისეთი არ გაიგონონ
მანქანების გუგუნში – გესლიანი სიტყვები, ჩაკარგული ხმამაღალ
მუსიკაში, მეზობლისგან რომ მოისმის.
წარმოიდგინეთ სულ უფრო და უფრო მზარდი წინააღმდეგობა ენისადმი.
არავინ ლაპარაკობს, რადგან მოსმენას ვერავინ ბედავს. ნეტარ არიან
ყრუები, რამეთუ ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.
და უსწავლელები. და მარტომყოფლები. წარმოიდგინეთ განდეგილების
სამყარო.
კიდევ ერთი ფინჯანი ყავაც და გიჟივით გავრბივარ მოსაფსმელად.
ჰენდერსონი, ნაციონალური ამბების განყოფილებიდან,
ტუალეტში ხელების დაბანისას მიჭერს და რაღაცას მეუბნება. ეს
«რაღაც» შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. ხელებს
ელექტროსაშრობით ვიშრობ და ვუყვირი, არ მესმის-მეთქი.
– დუნკანი! – ღრიალებს ჰენდერსონი. წყლის ხმას და საშრობის გუგუნს
ფარავს. ყვირის: – ჩვენ სასტუმრო ოთახის ნომერში ორი მიცვალებული
გვყავს და არ ვიცით, ამის შესახებ ახალ ამბებში გადავცეთ თუ არა.
დუნკანი გვჭირდება, რომ ყველაფერში გაერკვეს. მგონი, სწორედ ეს
თქვა. აქ საშინელი ხმაურია.
სარკეში ვიხედები, ჰალსტუხს ვისწორებ და თითებით თმას ვივარცხნი.
ჰენდერსონის გამოსახულება ჩემ გვერდით ირეკლება. შემიძლია,
მიმაძინებელი სიმღერა ხმამაღლა, ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვა და
ღამით ის უკვე საბოლოოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან. ის და დუნკანი.
მკვდრები.
48

მაგრამ ამის ნაცვლად კითხვას ვუსვამ:


– რა უშავს ლურჯ ჰალსტუხს ყავისფერ პიჯაკზე?

თავი 8

როცა პარამედიკოსი ადგილზე მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო,


რომ თავის საფონდო ბირჟის ბროკერს დაურეკა. ამ პარამედიკოსმა, ჩემმა
მეგობარმა ჯონ ნეშმა, მყისვე შეაფასა სიტუაცია სასტუმრო «პრესმენის»
მე-17F ნომერში და განკარგულება გასცა, ყველა მისი «სტიუარტ ვესტერნ
ტექნოლოჯიზის» აქცია გაეყიდათ.
– ჰო, შეუძლიათ, სამსახურიდან გამომაპანღურონ, – ამბობს ნეში, – მაგრამ
იმ სამი წუთის განმავლობაში, რაც ვრეკავდი, საეჭვოა, საწოლში მყოფი
ორი მიცვალებული უფრო მეტად მომკვდარიყო.
შემდეგი ზარი – ჩემთან და მეკითხება, ხომ არ გექნება ორმოცდაათი
დოლარი საინტერესო დამატებითი ინფორმაციისათვის, რომელიც
ოფიციალურად არ გადაიცემაო. მეუბნება, თუ «სტიუარტვესტერნის»
აქციები გაქვს, სასწრაფოდ მოიშორე თავიდან, შემდეგ კი ასწიე ტრაკი და ,
მესამეზე, საავადმყოფოსთან ახლოს, ბარში დაახვიეო.
– ღმერთო ჩემო, – მეუბნება ნეში ტელეფონით, – ეს ქალი მშვენიერი იყო.
არ ვიცი, ტერნერი იყო თუ არა აქ . ტერნერი ჩემი პარტნიორია. ის
ყურმილს დებს.
ფასიანი ქაღალდების კოტირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
«სტიუარტ ვესტერნის» აქციები უკვე ტუალეტშია ჩაყრილი. ეტყობა,
ახალმა ამბავმა კომპანიის დამაარსებლის, ბეიკერ ლუის სტიუარტისა და
მისი ახალშერთული ცოლის, პენი პრაის სტიუარტის შესახებ უკვე
გაჟონა.
გუშინ, საღამოს შვიდ საათზე, სტიუარტებმა «ჩეზ ჩეფში» ივახშმეს. ასეთი
ამბის გაგება ძნელი არ არის. საკმარისია, სასტუმროს კონსიერჟი
მოქრთამო. იმ ოფიციანტის თქმით, რომელიც მათ მაგიდას
ემსახურებოდა, ერთმა შეუკვეთა რიზოტო ორაგულით, მეორემ – სოკო
«პორტებელო». ქვითარს დახედა და თქვა, რას გაიგებ, რომელმა რომელი
მიირთვაო. ერთი ბოთლი პინო ნუარი დაულევიათ. რომელიღაცამ
დესერტად ჩიზქეიქი დააყოლა. ყავა ორივემ დალია.
49

ცხრა საათზე წვეულებაზე წავიდნენ ჩემბერსის გალერეაში, სადაც,


როგორც თვითმხილველებმა პოლიციას უთხრეს, ისინი ბევრ იქ მყოფს
ესაუბრნენ, მათ შორის გალერეის მეპატრონეს და არქიტექტორს,
რომელიც მათ ახალ სახლს აპროექტებს. ორივემ კიდევ თითო ჭიქა ღვინო
დალია.
თერთმეტის ნახევარზე «პრესმენ ოტელში» დაბრუნდნენ, სადაც
თაფლობის თვეს ატარებდნენ. ნომერ 17F-ში.
ოტელის ოპერატორი ამბობს, თერთმეტის ნახევრიდან თორმეტ
საათამდე შუალედში რამდენჯერმე ტელეფონით დარეკესო. პირველის
თხუთმეტ წუთზე სართულის მორიგეს დაურეკეს და სთხოვეს,
დილით რვა საათზე გაგვაღვიძეო. კლერკი ადასტურებს, რომ მათ
ნომერში დისტანციური მართვა გამოიყენეს პორნოფილმის
შესაკვეთად. მეორე დილით, ცხრა საათზე, მოახლემ ორივე მკვდარი
იპოვა.
– ემბოლიაა, მე თუ მკითხავ, – ამბობს ნეში, – ქალს ყველგან უძვრები,
ჰაერს ჩაბერავ თუ მეტისმეტად მაგრად მოჟიმავ – ყველა შემთხვევაში
მის სისხლძარღვებში ჰაერი შეგყავს და ბუშტულები პირდაპირ მისი
გულისკენ მიდის.
ნეში ზორბა ვინმეა. ვეებერთელა კაცი, თეთრ უნიფორმაზე მძიმე
ქურთუკი აქვს შემოცმული. თავისი განუშორებელი მაღალყელიანი
თეთრი ფეხსაცმელები აცვია, და ბარში რომ შევდივარ, უკვე დახლთან
მელოდება. იდაყვებით დახლზე დაყრდნობილი სენდვიჩს შეექცევა –
ფუნთუშას საქონლის ხორცით, სქლად წასმული მდოგვით და
მაიონეზით. უშაქრო და ურძეო ყავას სვამს. ჭუჭყიანი, გაქონილი თმა
პატარა შავი პალმასავით ადგას კინკრიხოზე.
– და მერე რა?
ვეკითხები, იყო თუ არა მათი ნომერი გაძარცული.
ნეში უბრალოდ ღეჭავს სენდვიჩს. მისი დიდი ქვედა ყბა ნელა
მოძრაობს. ფუნთუშა ორივე ხელით უჭირავს, მაგრამ მის იქით იყურება
– თეფშს დასჩერებია, რომელიც ნაფხვენებით, კამიანი მჟავე კიტრით და
კარტოფილის ჩიფსის ნარჩენებითაა სავსე. ვეკითხები, სასტუმროს
ნომერში რამე უცნაური ხომ არ გიგრძნია-მეთქი. ის ამბობს:
50

– ისინი ხომ ახალდაქორწინებულები იყვნენ და ვფიქრობ, იმ კაცმა ცოლი


ჟიმაობით სიკვდილამდე მიიყვანა, შემდეგ კი თვითონ გულის შეტევა
მოუვიდა. ხუთ დოლარს ჩამოვალ – გაკვეთისას ქალს გულში ჰაერი
აღმოაჩნდება.
ვეკითხები, ტელეფონის მეხსიერებაში სტარ-69[6] ხომ არ შეგიმოწმებია,
რომ გაგეგო, ბოლოს ვინ დაურეკა-მეთქი.
და ნეში ამბობს:
– შეუძლებელი იყო შემოწმება. ოტელის ტელეფონზე.
ვეუბნები, ორმოცდაათ დოლარად რაღაც უფრო მეტი მინდა, ვიდრე შენი
დორბლი მიცვალებულის სხეულზე-მეთქი.
– შენც წამოგივიდოდა დორბლები, – მეუბნება, – აუ, რა ქალი იყო!
ვეკითხები, ყველაფერი ადგილზე თუ დაგხვდათ-მეთქი,
ღირებული ნივთები: საათები, საფულეები, ძვირფასეულობა. ის
ამბობს:
– და ჯერ კიდევ თბილი, საბნის ქვეშ. საკმაოდ თბილი. არავითარი
წინასასიკვდილო აგონია. არაფერი.
დიდი ყბა ნელა აუდ-ჩაუდის. ღეჭვას განაგრძობს და თავის ქვემოთ
დაჟინებით უყურებს რაღაცას, თუმცა კონკრეტულად არაფერს.
– შესაძლებლობა რომ გქონოდა, ლოგინში ჩაგეწვინა შენთვის სასურველი
ქალი, – მეუბნება, –
და დამტკბარიყავი იმ ქალით ყველანაირად, როგორც მოგინდებოდა,
რა, არ იზამდი? ვეუბნები, რასაც შენ ამბობ, ეგ გაუპატიურებაა-მეთქი.
– არ არის, – ამბობს ის, – თუ ქალი მკვდარია, – და კარტოფილის ჩიფსს
ახრაშუნებს, – მე რომ მარტო ვყოფილიყავი, მარტო და რეზინი
მქონოდა... – ამბობს გამოტენილი პირით, – მთავარია, რომ შემდეგ
შემთხვევის ადგილას ჩემი დნმ ვერ აღმოაჩინოს სამედიცინო
ექსპერტმა. შემდეგ სიკვდილის შესახებ ლაპარაკობს.
– არ ჩანს, რომ ის ქალი მოკლული იყოს, – ამბობს ნეში და მიყურებს. ან
კაცი იყოს მოკლული. ქმარს ძალიან მიმზიდველი უკანალი ჰქონდა,
თუკი ეგეთი რამეები გისწორდება. მაგრამ – საერთოდ არავითარი
კვალი, არავითარი livor mortis. არავითარი კანის დაჭიმვა. არაფერი.
51

არ ვიცი, როგორ შეუძლია წყნარად ჭამოს და თან ასეთ


რამეებზე ილაპარაკოს. ის ამბობს:
– ორივე შიშველი. დიდი სველი ლაქა ლეიბზე, ზუსტად მათ შორის.
დიახ, სწორედ
იმასშვრებოდნენ. იმასქნეს და დაიხოცნენ. – ნეში სენდვიჩს ღეჭავს და
ამბობს: – კაცმა რომ თქვას, ის ქალი ყველას სჯობდა იმათგან, ვინც კი
ოდესმე გამიჟიმავს.
ნეშს რომ მიმაძინებელი სიმღერა სცოდნოდა, ამქვეყნად ერთი ქალიც
აღარ დარჩებოდა ცოცხალი. ცოცხალი ან ქალწული.
თუ დუნკანი მკვდარია, იმედი მაქვს, ნეში არ იქნება ის, ვინც გამოძახებას
გამოეხმაურება. შესაძლოა, ახლა მუდამ თან იქონიოს რეზინი. შეიძლება
ისინი აქ ტუალეტების ავტომატებში იყიდება.
რადგან ასეთი დაკვირვებული მზერა აქვს, ვეკითხები, რაიმე სახის
ჩალურჯებები, ნაკბენები, ნანემსარები ხომ არ შეგიმჩნევია-მეთქი.
საერთოდ რამე.
– არაფერი მსგავსი, – მეუბნება ის.
სიკვდილისწინა ჩანაწერი. იქნებ თვითმკვლელობა იყო.
– არა, ამბობს ის. არავითარი ჩანაწერი. ძალმომრეობის არავითარი კვალი.
სიკვდილი სრულიად აუხსნელი მიზეზით.
ნეში სენდვიჩს ხელში ატრიალებს და ბოლოდან გამოჟონილ მდოგვსა და
მაიონეზს ლოკავს.
– გახსოვს ჯეფრი დამერი[7]? – ისევ მდოგვს და მაიონეზს ლოკავს და
ამბობს: – ის ხომ ამდენი ხალხის მოკვლას არ აპირებდა. უბრალოდ
ფიქრობდა, თუ ადამიანს თავის ქალას გაუბურღავ და შიგ მილების
საწმენდ სითხეს ჩაასხამ, შენს სექსზომბიდ იქცევაო. დამერს მხოლოდ
ის უნდოდა, გვერდით ისეთი ვინმე ჰყოლოდა, ვინც მისი მორჩილი
იქნებოდა და არასოდეს მიატოვებდა.
ამრიგად, რას ვიღებ საინტერესოს ორმოცდაათ დოლარად?
– მარტო სახელი ვიცი, – ამბობს ის.
ორ ოცდოლარიანს და ერთ ათდოლარიანს ვაძლევ.
52

ფუნთუშიდან კბილებით ხორცის ნაჭერს ექაჩება. ის ნიკაპზე ეკიდება.


თავს უკან სწევს, პირით ისრუტავს. პირგამოტენილი იღეჭება და ამბობს:
– ჰო, ვიცი, რომ ღორი ვარ, – ამბობს და პირიდან მდოგვის მძაფრი სუნი
ამოსდის. – ორივეს მობილურ ტელეფონზე, – ამბობს ის, – ბოლოს ვინმე
ელენ ჰუვერ ბოილს აქვს დარეკილი. ის ამბობს:
52

– გადაყარე აქციები, როგორც გითხარი?


54
თავი 9

ეს იგივე, «უილიამ და მერის» სარკიანი კომოდია. მუყაოს ბარათზე


წარწერის თანახმად, წინ რომ აქვს მიკრული, ეს შავი, გალაქული ფიჭვია,
მოოქრული ვერცხლით შესრულებული სპარსული სცენის
ინკრუსტაციით. მრგვალი, კონუსური ფეხები და ფრონტონი,
ხვეულებისა და ნიჟარების ფორმის ჩუქურთმებით გაწყობილი.
ნამდვილად იგივე კომოდია. მარჯვნივ შევუხვიეთ, სხვადასხვანაირი
სავარძლებით გამოჭედილი ვიწრო კორიდორი გავიარეთ, შემდეგ ისევ
მარჯვნივ გავუხვიეთ რეგენტობის ეპოქის ბუფეტთან, შემდეგ მარცხნივ –
სამოქალაქო ომის დროინდელ საწოლთან, მაგრამ ისევ იმავე კომოდთან
აღმოვჩნდით.
ელენ ჰუვერ ბოილი თითს ადებს მოოქრულ ვერცხლს, სპარსეთის
სასახლის კარის ჩამუქებულ კაცებსა და ქალებს და ამბობს:
– წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ლაპარაკობთ.
მან მოკლა ბეიკერ და პენი სტიუარტები. ეს მან დაურეკა მათ
მობილურებზე სიკვდილის წინა დღეს. მან წაუკითხა ორივეს
მიმაძინებელი სიმღერა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უბედური ხალხი მე დავხოცე იმით, რომ
ვუმღერე? – მეუბნება ის. დღეს სულ ყვითლებშია გამოწყობილი, თუმცა
თმა ადრინდებულად დიდი და ვარდისფერი აქვს. ყვითელი
ფეხსაცმელები აცვია, მაგრამ ყელზე კვლავ ოქროს ძეწკვი და მძივები
უკეთია. სახეზე პუდრი ზედმეტი მოსვლია და ლოყები უღაჟღაჟებს.
ძალიან სწრაფად გავარკვიე, რომ სახლი ექსეტერ დრაივზე სწორედ
სტიუარტებმა შეიძინეს. მშვენიერი ისტორიული სახლი შვიდი საწოლი
ოთახით და ალუბლის ხის პანელით პირველ სართულზე. ისინი
აპირებდნენ, ეს სახლი დაენგრიათ და ახალი აეშენებინათ. და ამ გეგმამ
ელენ ჰუვერ ბოილი გააშმაგა.
– ო, მისტერ სტრიტორ, – მეუბნება ის. – ნეტა თქვენ თვითონ თუ იცით,
რას ამბობთ!
იმ ადგილიდან, სადაც ვდგავართ, ავეჯის ვიწრო კორიდორი იწყება,
რომელიც რამდენიმე იარდზე გრძელდება ორივე მიმართულებით.
შემდეგ, მოსახვევს იქით, ის ახალ კორიდორებად იტოტება:
55
გვერდიგვერდ მიდგმული ბუფეტები, დაბალი საგნების, სავარძლების,
დივნების და მაგიდების იქით ბიუროებისა და კომოდების რიგი მოჩანს.
შემდეგ ჩამწკრივებულია მაღალი, იატაკზე დასადგმელი საათები,
მომინანქრებული ეკრანები და მეფე გეორგის ეპოქის სეკრეტერები.
მან შემომთავაზა, ერთმანეთს შევხვედროდით აქ, უზარმაზარ, საწყობის
ტიპის ანტიკვარიატის მაღაზიაში, სადაც საუბარში ხელს არავინ
შეგვიშლიდა. ავეჯის ამ ლაბირინთში წრეებზე დავდივართ, ისევ და ისევ
ვაწყდებით «უილიამის და მერის» იმავე სარკიან კომოდს და რეგენტობის
ეპოქის იმავე ბუფეტს. ჩვენ წრეებზე დავდივართ. გზა აგვებნა.
და ელენ ჰუვერ ბოილი მეუბნება:
– კიდევ ვინმესთვის გითქვამთ მკვლელი სიმღერის შესახებ?
– მხოლოდ ჩემს რედაქტორს ვუთხარი.
– და რა გიპასუხათ თქვენმა რედაქტორმა?
– ვფიქრობ, რომ ის ახლა მკვდარია. და ის ამბობს:
– რა უცნაურია. თქვენ ალბათ საშინლად გრძნობთ თავს.
ზემოთ, სხვადასხვა სიმაღლეზე ბროლის ჭაღები კიდია. ყოველი მათგანი
ბინდისფერი და ნაცრისფერია, გაპუდრული პარიკებივით.
შემოცვეთილი მავთულები ბინდისფერ კაუჭებზეა შემოხვეული.
დაჭრილი მავთულები, დამტვერილი, გადამწვარი ნათურები.
თითოეული ჭაღი – კიდევ ერთი არისტოკრატის მოჭრილი თავი,
თავდაყირა ჩამოკიდებული, ყველაფერზე მაღლა – რკალად მოხრილი
ჭერი. დირეები გოფრირებულ ფოლადს იჭერს.
– მომყევით, – მეუბნება ელენ ბოილი. აქ ადვილად შეიძლება გზა აგებნეთ.
დამავიწყდა, რომელ მხარეს უჩნდება ხავსი სავარძელს – სამხრეთის თუ
ჩრდილოეთის.
ორი თითი პირთან მიაქვს, ნერწყვით ისველებს და ხელს ზემოთ სწევს.
როკოკოს ნატიფი ვიტრინები, იაკობინელების დროინდელი წიგნის
კარადები, გოთიკური აღორძინების მაღალი კომოდები – ყველაფერი
მოჩუქურთმებული და გალაქული. ფრანგული პროვინციული
ტანსაცმლის კარადები შემოგვჯარვია გარს. ედუარდიანული კაკლის ხის
ძველებური შემინული კარადები, ვიქტორიანული ტიურმოები მაღალი
სარკეებით, რენესანსის სტილის შიფონერები. წითელი ხე და კაკალი,
56
მუხა და აბანოზი. დედოფალ ანას დროის შიფონერები. ისევ
«ჩიტისთვალა» ნეკერჩხალი, სადაფის ინკრუსტაცია და მოოქრული
ბრინჯაო.
ჩვენი ნაბიჯები ბეტონის იატაკზე ექოს გამოსცემს. ფოლადის სახურავზე
წვიმის შხაპუნი ისმის. და ის მეუბნება:
– არა გაქვთ რაღაც ისეთი შეგრძნება, თითქოს ისტორიაში იყოთ
ჩამარხული?
თეთრ-ყვითელი ჩანთიდან ღია ვარდისფერფრჩხილებიანი ხელით იღებს
გასაღებების აცმას, ხელს უჭერს და ერთი, ყველაზე გრძელი და ბასრი,
თავს ყოფს მის თითებს შორის.
– არ გიფიქრიათ, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ
მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ასი წლის შემდეგ უაზრო გახდება
და აღარავის დასჭირდება? – მეუბნება ის. – თქვენი აზრით, ასი წლის
შემდეგ სტიუარტები საერთოდ ვინმეს გაახსენდება?
მზერა ერთი გაპრიალებული ზედაპირიდან მეორეზე გადააქვს.
მაგიდები, კარადები, კარი – ყოველ მათგანში მისი ანარეკლი დაცურავს.
– ადამიანები კვდებიან, – ამბობს ის, – ადამიანები სახლებს ანგრევენ.
მაგრამ ავეჯი, ლამაზი, მშვენიერი ავეჯი, რჩება. ავეჯი თითოეულ
ჩვენგანზე მეტხანს ძლებს. ის ამბობს:
– ავეჯი – ეს ჩვენი კულტურის ტარაკანებია.
ნაბიჯის შეუნელებლად კაკლის ხის ბუფეტის კედლის გაპრიალებულ
ზედაპირს ფოლადის გასაღებებს უსვამს. ძალიან წყნარ ხმას გამოსცემს,
ისეთს, თითქოს რაღაც მაგარი რაღაც რბილს ჩხაპნიდეს. ნაჩხაპნი ღრმა
გამოდის. ახლა ჩანს, რომ გარეგნული ბრწყინვალების მიღმა იაფი ფიჭვი
იმალება. ის ფაცეტირებული[8] მინისკარიანი გარდერობის წინ ჩერდება.
– აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი თაობის ქალებს ჩაუხედავთ ამ სარკეში, –
მეუბნება ის, – მიიტანდნენ სახლში და ამ სარკის წინ ბერდებოდნენ.
ყველა მკვდარია – ის ახალგაზრდა, მშვენიერი ქალები, გარდერობი კი,
აჰა, აქ არის, ჩვენ წინ დგას და უფრო ღირებულია, ვიდრე ოდესმე. და
გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მაშინ, როცა ახალი იყო. პარაზიტი,
რომელმაც თავის მასპინძელზე მეტხანს გაძლო. დიდი, მსუქანი
მტაცებელი, რომელიც მორიგ ნადავლს ეძებს.
57
– ანტიკვარიატის ამ ლაბირინთში, – ამბობს ის, – უკვე დიდი ხნის წინ
გარდაცვლილი ადამიანების სულები ცხოვრობენ – ყველასი, ვინც კი
ოდესმე ამ ავეჯს ფლობდა. ყველასი, ვინც ისეთი მდიდარი და
წარმატებული იყო, რომ შეეძლო, მისი პატრონი ყოფილიყო. სად არის
ახლა მათი ტალანტი, გონება და სილამაზე? ამ დეკორატიულმა
ხარახურამ უფრო მეტხანს გაძლო. სად არის ახლა ის სიმდიდრე,
წარმატება, საზოგადოებრივი მდგომარეობა – ყველაფერი, რასაც ეს
ავეჯი განასახიერებდა? ყველაფერი გაქრა. ის ამბობს:
– ფართო თვალსაზრისით თუ შეხედავ, განა რამე მნიშვნელობა აქვს,
რისგან დაიხოცნენ სტიუარტები?
ვეკითხები, მიმაძინებელი ჯადოს შესახებ როგორ გაიგეთ-მეთქი. მისი
შვილის, პატრიკის სიკვდილმა ხომ არ მიახვედრა რამეს?
მაგრამ ის სვლას განაგრძობს, თითებს მოჩუქურთმებულ კიდეებზე
მიაცურებს, კრიალა ზედაპირებზე. სარკეებზე ნაკვალევი რჩება.
არ გამჭირვებია იმის დადგენა, თუ როგორ მოკვდა მისი ქმარი. პატრიკის
გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ის ლოგინში იპოვეს მკვდარი.
სხეულზე არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. არც თვითმკვლელის წერილი
დაუტოვებია. სრულიად აუხსნელი მიზეზით. და ელენ ბოილი ამბობს:
– თქვენი რედაქტორი როგორ მოკვდა?
თავისი თეთრ-ყვითელი ჩანთიდან პატარა გაპრიალებულ სახრახნისს და
ბრტყელტუჩას იღებს, ისეთ სუფთას და ფაქიზს, რომ ქირურგიულ
ოპერაციაზეც გამოიყენებს კაცი. მერე შიფონერის მოჩუქურთმებულ
კრიალა კარს აღებს და ამბობს:
– თუ შეიძლება, დამიკავეთ, ისე, რომ არ გაინძრეს.
კარი მიჭირავს, ის კი იქითა მხრიდან ჯახირობს. ორიოდ წამში ჩემს
ფეხებთან, იატაკზე, კარის ურდული და სახელური ეცემა.
ის ყველა სახელურს და ყველა მორთულობას იღებს მოოქრული
ბრინჯაოდან, აგროვებს
ლითონის ყველა დეტალს, გარდა ანჯამისა, და ჩანთაში იდებს. ახლა
გაშიშვლებული კარადა დასახიჩრებული, დაბრმავებული,
კასტრირებული და გატანჯული ჩანს. ვეკითხები, ამას რატომ
აკეთებთ-მეთქი.
58
– იმიტომ, რომ ეს კარადა მომწონს, – ამბობს ის, – მაგრამ არ ვაპირებ, მის
მორიგ მსხვერპლად ვიქცე. კარს ხურავს და თავის ინსტრუმენტებს
ჩანთაში აწყობს.
– უკან დავბრუნდები, როცა გააიაფებენ და იმ ფასს დაადებენ, რამდენიც
მაშინ ღირდა, როცა ახალი იყო. – ამბობს ის. – ძალიან მომწონს, მაგრამ
მხოლოდ ჩემთვის მისაღები პირობებით შევიძენ.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ წინ და კორიდორი ტანსაცმლის საკიდების,
ქუდების თაროების და ქოლგების სადგამების გაუვალ ტყედ იქცევა. მათ
შემდეგ, მოშორებით ტანსაცმლის კარადების ყრუ კედელი ჩანს.
– ელისაბედის ეპოქა, – ამბობს ის და თითოეულ საგანს ეხება. –
ტიუდორი... ისტლეიკი... სტიკლი...
ის მიხსნის, რომ რამდენიმე სხვადასხვა საგნისგან, მაგალითად, სარკისა
და კომოდისგან, შეკრებილ ძველ ავეჯს სპეციალისტები «შეუღლებულს»
ეძახიან. როგორც ანტიკვარიატი, ასეთი ავეჯი რაიმე ფასეულობას არ
წარმოადგენს.
ავეჯს კი, რომელსაც მისი ერთ-ერთი ნაწილის, ვთქვათ, ბუფეტის ქვედა
და ზედა ნაწილის, ორად გაყოფით მივიღებთ და ცალ-ცალკე გავყიდით,
«განქორწინებული» ეწოდება.
– და არც ამ შემთხვევაში ფასობს ასეთი ავეჯი.
მე ვეუბნები, ვცდილობ, ლექსების წიგნის ყველა ეგზემპლარი ვიპოვო,
ჯადოს შესახებ არავინ არაფერი უნდა გაიგოს-მეთქი. იმის შემდეგ, რაც
დუნკანს შეემთხვა, ფიცს ვდებ, რომ ყველა ჩემს ჩანაწერს დავწვავ და
დავივიწყებ, თუკი საერთოდ რაიმე ვიცოდი ამ მიმაძინებელი სიმღერის
შესახებ.
– და დავიწყება რომ ვერ მოახერხოთ, მაშინ? – მეუბნება ის, – რა იქნება
მაშინ, თუ ის სულელურ
სარეკლამო სიმღერასავით აგეკვიატებათ? რა მოხდება, თუკი ის მუდამ
თქვენთან იქნება გატენილი თოფივით, ვიღაცის მოლოდინში, ვინც
გაგაბრაზებთ?
არ გამოვიყენებ.
– მოდი, ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ. ჰიპოთეზურად, რა თქმა
უნდა. აი, მეც თუ ასე ვიფიცებოდი, რომ ამ სიმღერას არასოდეს
59
გამოვიყენებდი? მე. ქალი, რომელმაც, როგორც თქვენ ამბობთ,
შემთხვევით დახოცა თავისი შვილი და ქმარი, ადამიანი, რომელიც
გაწამებულია ამ წყევლის ძალით. და თუკი ისეთმა ადამიანმა, როგორიც
მე ვარ, ბოლოს და ბოლოს, ეს სიმღერა გამოიყენა, რატომ ხართ
დარწმუნებული, რომ თქვენც ასე არ მოიქცევით? მე ვეუბნები,
არასოდეს-მეთქი.
– რა თქმა უნდა, თქვენ ამას არ იზამთ, – ამბობს ის და უხმოდ იცინის.
მარჯვნივ ბრუნდება, სწრაფად უვლის ბიდერმაიერის სტილის საწოლს,
შემდეგ – ისევ მარჯვნივ, არტ-ნუვოს და წამიერად თვალს ეფარება.
ნაბიჯს ვაჩქარებ, რომ წამოვეწიო და ვეუბნები:
– თუ გვინდა, გამოსავალს მივაგნოთ, ვფიქრობ, ერთმანეთის გვერდით
უნდა დავდგეთ.
სწორედ ჩვენ წინ «უილიამ და მერის» სარკიანი კომოდი დგას. შავი,
გალაქული ფიჭვი სპარსული სცენების ინკრუსტაციებით, მოოქრული
ვერცხლით შესრულებული, მრგვალი, კონუსური ფორმის ფეხები და
ფრონტონი, ნიჟარებით და ხვიებით მორთული. სულ უფრო ღრმად
შევყავარ ტრიუმოების და კომოდების, ბიუროების, წიგნის კარადების,
სარწეველა სავარძლების და ტანსაცმლის საკიდების ტევრში და ელენ
ჰუვერ ბოილი მეუბნება, რომ ერთ ამბავს უნდა მომიყვეს.

თავი 10

ნიუსრუმში ყველა ჩუმადაა. ყავის მადუღარასთან თავმოყრილები


ჩურჩულებენ. პირდაღებულები ისმენენ. არავინ ტირის.
ჰენდერსონი ტანსაცმლის საკიდთან მიმარტოხელებს და მეკითხება: –
დარეკე «რიჯენტ-პასიფიკ ეარლაინსში» ტილებთან დაკავშირებით?
ვეუბნები, არავის სურს ამაზე ლაპარაკი, სანამ სააღრიცხვო ფორმა არ
შეივსება-მეთქი. ჰენდერსონი კი ამბობს:
– როგორც კი რამე გახდება ცნობილი, მაშინვე მომახსენე. დუნკანი
მარტო უპასუხისმგებლო კი არ არის. როგორც აღმოჩნდა, მკვდარიცაა.
ღამით, თავის საწოლში გარდაიცვალა. ფიზიკური დაზიანების კვალი
არ ეტყობა. თვითმკვლელის წერილი არ დაუტოვებია. პირველად
სახლის პატრონმა ნახა და პოლიციას დაურეკა.
60
და ვეკითხები, რაიმე ნიშანი ხომ არ არსებობს, რომ სოდომიზებულია?
ჰენდერსონი თავს აქნევს და ამბობს:
– რის ნიშანი? ვინმემ ხომ არ იხმარა უკნიდან?
– ო, არა, ღმერთო ჩემო, არა, – ამბობს ჰენდერსონი. ასეთ რამეს
რატომ მეკითხები?
ვეუბნები, ისე, უბრალოდ-მეთქი.
კიდევ კარგი, დუნკანი მკვდარ სექს-თოჯინად მაინც არ გამოიყენა
ვიღაცამ.
ვეუბნები, თუ ვინმემ მიკითხოს, ბიბლიოთეკაში ვიქნები, რაღაც ფაქტების
შემოწმებაა საჭირო, ბოლო რამდენიმე წლის გაზეთები უნდა
გადავათვალიერო და კიდევ რამდენიმე კოჭი მიკროფილმი ვნახო-მეთქი.
მიმავალს ჰენდერსონი მომძახის:
– დიდი ხნით არ დაიკარგო. ის, რომ დუნკანი გარდაიცვალა,
მკვდარი ბავშვების შესახებ სერიისგან არ გათავისუფლებს.
ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს დამამტვრევ, აი, სიტყვით კი ვერას
დამაკლებ.
მიკროფილმის ყურებისას ასეთ ფაქტს ვაწყდები: 1983 წელს ვენაში,
ავსტრიაში, ოცდასამი წლის მედდამ მორფის მომაკვდინებელი დოზა
მისცა მოხუც ქალს, რომელიც ძალიან იტანჯებოდა და ითხოვდა,
დამეხმარეთ, რომ მოვკვდეო.
სამოცდაჩვიდმეტი წლის პაციენტი გარდაიცვალა, მედდა, ვალტრუდ
ვაგნერი[9] კი მიხვდა, რომ მოსწონდა ძალაუფლება
სიკვდილსიცოცხლეზე.
ეს ყველაფერი აქ არის, მიკროფილმების კოჭზე. შიშველი ფაქტები.
თავიდან ეს მხოლოდ მომაკვდავი პაციენტების დახმარება იყო. ის
უზარმაზარ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც მოხუცები და
უკურნებელი სენით დაავადებულები იწვნენ. იქ მოხვედრილი
ადამიანები სიკვდილს ელოდნენ და იქ რჩებოდნენ სიკვდილის
მოლოდინში. მათ უნდოდათ, მომკვდარიყვნენ. მორფის გარდა,
ვალტრუდ ვაგნერმა კიდევ ერთი საშუალება გამოიგონა, რომელსაც
«წყლით მკურნალობას» ეძახდა. სიკვდილი რომ შეუმსუბუქო, პაციენტს
უბრალოდ
61
ცხვირი უნდა დაუცო. შემდეგ ენას მაგრად დაუჭერ და წყალს ასხამ
ყელში. ნელი და მტანჯველი სიკვდილი იყო, მაგრამ მოხუცების წყლით
სავსე ფილტვები არავის უკვირდა. ეს ხომ ხშირად ხდება. ახალგაზრდა
ქალი საკუთარ თავს «ანგელოზს» უწოდებდა. ყველაფერი ძალიან
ბუნებრივად გამოიყურებოდა.
კეთილშობილურ, გმირულ საქმეს აკეთებდა.
ის ადამიანებს ტანჯვისა და ტკივილისაგან იხსნიდა. ძალიან რბილი,
ყურადღებიანი და მგრძნობიარე იყო. მხოლოდ იმათ ეხმარებოდა, ვინც
თვითონ ითხოვდა სიკვდილს. სიკვდილის ანგელოზი გახლდათ.
1987 წლისთვის საავადმყოფოში უკვე ოთხი «ანგელოზი» იყო, ოთხი
მედდა. ყოველი მათგანი ღამის ცვლაში მუშაობდა. ამ დროს
საავადმყოფოს «სიკვდილის პავილიონს» ეძახდნენ.
ისინი – ეს ოთხი ქალი – უკვე ტანჯვას აღარ უმსუბუქებდნენ
სასიკვდილოდ განწირულებს,
არამედ «წყლით მკურნალობდნენ» მათ, ვინც ხმამაღლა ხვრინავდა ან
ლოგინში იფსამდა, ან წამლის მიღებაზე ამბობდა უარს, ან მედდებს გვიან
ღამით დასვენებაში უშლიდა ხელს. მცირეოდენი საბაბი, გაღიზიანება და
პაციენტი მეორე ღამეს უკვე მკვდარი იყო. ყოველთვის, როცა პაციენტი
რამით უკმაყოფილებას გამოხატავდა, ვალტრუდ ვაგნერი ამბობდა:
– ამას უკვე ნაყიდი აქვს ბილეთი უფლისაკენ. და ყლაპ-ყლუპ,
ყლაპყლუპ, ყლაპ-ყლუპ.
– იმათ, ვინც მანერვიულებდა, – ამბობდა დაკითხვაზე, – პირდაპირ
ზეცაში ვუშვებდით, თავისუფალ საწოლზე.
1989 წელს ერთმა მოხუცმა ქალმა ვაგნერს «ჩვეულებრივი ბოზი» უწოდა
და მას «წყლით მკურნალობა» გამოუწერეს. შემდეგ ანგელოზები
ტავერნაში სვამდნენ, მხიარულობდნენ და მოხუცი ქალის კონვულსიებს
და მისი სახის გამომეტყველებას ბაძავდნენ. მათი საუბარი იმავე
ტავერნაში მჯდარმა ექიმმა გაიგონა შემთხვევით.
ძიებისას გაირკვა, რომ ვენაში «წყლით მკურნალობის» შედეგად თითქმის
სამასი ადამიანი გარდაიცვალა. ვაგნერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს,
დანარჩენ ანგელოზებს კი ნაკლები სასჯელი აკმარეს.
– ჩვენ ვწყვეტდით, ამ ბებრუხანებს ეცოცხლათ თუ მომკვდარიყვნენ,
– თქვა ვაგნერმა სასამართლოზე. – სულერთია, მათი ბილეთები
62
უფლისაკენ დიდი ხნის ვადაგასული იყო. ამბავი, რომელსაც ელენ ჰუვერ
ბოილი მომიყვა, სრული სიმართლეა.
ძალაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად
ხრწნის.
– ასე რომ, მოდუნდი, – მითხრა ელენ ბოილმა, – და სიამოვნება მიიღე.
მან თქვა:
– აბსოლუტურ გახრწნასაც კი თავისი უპირატესობა აქვს. მან თქვა:
– იფიქრე იმათზე, ვინც არ გინდა, რომ შენს ცხოვრებაში იყოს. იფიქრე
ყველა იმ კავშირზე, რომელსაც გაწყვეტდი. შურისძიებაზე. იფიქრე, რა
ადვილი იქნებოდა ეს.
მე კი ნეშზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან. ნეშზე და მის ნათქვამზე,
რომ ყველა ქალი, ყველა,
დამყოლი და ყველაფერზე თანახმა იქნება, სულ ცოტა, რამდენიმე საათს
მაინც, სანამ გაცივებას და გახრწნას დაიწყებს.
– აბა თქვი, – მითხრა მან, – რით იქნება განსხვავებული სასიყვარულო
ურთიერთობის უმეტესობისაგან?
ყველა, უგამონაკლისოდ, შეიძლება გახდეს შენი მომდევნო სექსუალური
ზომბი.
მაგრამ ის, რომ იმ ავსტრიელ მედდას, ელენ ჰუვერ ბოილს და ჯონ ნეშს
თავის ხელში აყვანა არ შეუძლიათ, არ ნიშნავს, რომ მე თავქარიანი,
იმპულსური მკვლელი გავხდები. ჰენდერსონი ბიბლიოთეკის კართან
დგება და ყვირის:
– სტრიტორ, შენ რა, პეიჯერი გამორთე?! ეს-ესაა დაგვირეკეს კიდევ
ერთი მკვდარი ბავშვის შესახებ.
რედაქტორი მოკვდა, გაუმარჯოს რედაქტორს. ძველი ბოსი, ახალი ბოსი, –
არავითარი განსხვავება არ არის.
და მართლაც, ზოგ-ზოგების გარეშე სამყარო გაცილებით უკეთესი
იქნებოდა. დიახ, სამყარო შეიძლება სრულყოფილი გახდეს, თუ აქა-იქ
ცოტათი შეაკეთებ. სახლს ცოტათი მიალაგებ. ცოტა არაბუნებრივად
შეარჩევ. მაგრამ არა, ამ მიმაძინებელ სიმღერას არასოდეს
გამოვიყენებ.
63
ამიერიდან აღარასოდეს.
მაგრამ მაშინაც კი, თუ გამოვიყენებ, ამას შურის საძიებლად არ ვიზამ.
და არც საკუთარი კომფორტისთვის.
და, რა თქმა უნდა, არც სექსუალური მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად.
არა, ამას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების საკეთილდღეოდ ვიზამ.
ჰენდერსონი ღრიალებს:
– სტრიტორ, შენ პირველ კლასში ტილების შესახებ თუ მაინც დარეკე? ან
ფიტნესკლუბში სოკოს
თაობაზე? «ტყის მაღალი ზონის» ხალხს თავი უნდა მოაბეზრო, თორემ
ვერასდროს ვერაფერს მიიღებ.
კორიდორში მივქრივარ საწინააღმდეგო მხარეს და თავში მიმაძინებელი
სიმღერა მიტრიალებს, ვიდრე პალტოს დავტაცებ ხელს და გარეთ
გავრბივარ.
მაგრამ არა. არასოდეს გამოვიყენებ. ნამდვილად არასოდეს. არაფრის
64
თავი 11

ეს ხმაურ-ოჰოლიკები. ეს სიწყნარ-ოფობები.

ბუმ, ბუმ, ბუმ – გუგუნი ჭერს ზემოდან, თითქოს დოლს უკრავდნენ.


კედლებიდან მკვდრების აპლოდისმენტები და ხმამაღალი სიცილი ისმის,
აბაზანაშიც კი, მაშინაც კი, როცა შხაპს იღებ, ისმის მეზობლის რადიოს
ხმა. მაშინაც კი, როცა წყლის ჭავლი პოლიეთილენის ფარდას ეცემა. არა,
შენ ის კი არ გინდა, რომ ყველა მკვდარი იყოს, მაგრამ კარგი იქნებოდა,
აგეშვა ეგ მიმაძინებელი ჯადო და მთელი სამყაროსთვის მიგექსია.
უბრალოდ რომ დატკბე შიშით, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს. როცა
მაღალი ხმა აიკრძალება – ყველანაირი ხმა, რომლის იქითაც შეიძლება
სიკვდილი იმალებოდეს, ყველანაირი მუსიკა და ხმაური, რომლითაც
შეიძლება მომაკვდინებელი ლექსი იყოს შენიღბული – აი, მაშინ
ჩამოვარდება სიჩუმე. სახიფათო და საშინელი, მაგრამ მაინც სიჩუმე.
კაფელის იატაკი ჩემს ფეხის თითებქვეშ რიტმულად ტორტმანებს.
აბაზანის მილები ვიბრირებს ყვირილისგან, რომელიც ქვემოთა
მეზობლისგან ამოდის. ან მფრინავმა დინოზავრმა გაიღვიძა ბირთვული
იარაღის გამოცდისგან და ახლა მეზობლებს ანადგურებს, ან ფილმს
უყურებენ და ტელევიზორისთვის ხმა ბოლომდე აქვთ აწეული.
სამყაროში, სადაც ფიცი საერთოდ არაფერს ნიშნავს, სადაც მოვალეობა
გროშადაც არავის უღირს, სადაც დაპირებებს იმიტომ იძლევიან, რომ არ
შეასრულონ, კარგი იქნებოდა, სიტყვებს უფრო მეტი ძალა და
მნიშვნელობა შეეძინა.
სამყაროში, რომელშიც ყველას ეცოდინება მიმაძინებელი სიმღერა,
ყველგან ხმის ჩამხშობები იდგება. ისე, როგორც ომის დროს, ქუჩაში
პატრული ივლის. ხმაურისაგან დაცვის პატრული. ისინი ხმას იქნებიან
დადარაჯებულნი და ადამიანებს უბრძანებენ მოკეტეთო. ზუსტად ისე,
როგორც მთავრობა ადევნებს თვალყურს ჰაერის და წყლის
დაბინძურების დონეს, ისინი ჩურჩულზე მაღალ ყველა ხმას
დააფიქსირებენ და დამრღვევებს დასჯიან. იფრენენ ვერტმფრენები, რა
თქმა უნდა, სპეციალური ვერტმფრენები, ძრავებით, რომ ხმაურის
გამომცემ ობიექტს მიაგნონ, როგორც ახლა მარიხუანას ეძებენ, ისე.
ადამიანები ფეხაკრეფით ივლიან და უხმო, რეზინისძირიანი
ფეხსაცმელები ეცმებათ. ყველა კარის ჭუჭრუტანასთან ინფორმატორები
იქნებიან მიყურადებულნი.
65
ეს იქნება სახიფათო, საშინელი სამყარო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის
მაინც გახდება შესაძლებელი, რომ ღიაფანჯრებიან ოთახში დაიძინო. და
ეს იქნება სამყარო, რომელშიც თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი დაედება.
ვერ იტყვი, რომ ის უარესი იქნება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი სამყარო
ყურისწამღები მუსიკით და უამრავი ტელევიზორისა და რადიოს
ღრიალით.
როცა დიდი ძმა ჩვენი ტვინების ზედმეტად გადატვირთვას შეწყვეტს,
შეიძლება ადამიანებმა ფიქრი ისწავლონ. შესაძლოა, ჩვენ საკუთარი
გონებით ცხოვრება ვისწავლოთ.
ეს სრულიად უხიფათოა და მე მიმაძინებელი ლექსის პირველ სტრიქონს
წარმოვთქვამ. ჩემს სიტყვებს ვერავინ გაიგონებს და არავინაა, რომ
მოვკლა.
და ელენ ჰუვერ ბოილი მართალია. ლექსი არ დამვიწყებია. პირველი
სიტყვა მეორეს შობს, ყოველი სტრიქონი – მომდევნოს. ჩემი ხმა ისე
გუგუნებს, თითქოს ოპერის სცენაზე ვიყო. სიტყვები ქუხს ბოულინგის
მგორავი ბურთებივით და კაფელის ფილებიდან და ლინოლეუმიდან
მჭექარე ექოდ ირეკლება.
ჩემი მაღალი, საოპერო ხმით წარმოთქმული მიმაძინებელი სიმღერა ისე
სულელურად არ ჟღერს, როგორც იმ საღამოს დუნკანის კაბინეტში. მძიმე,
მდიდრული ხმაა, თვით ბედისწერის
ხმა. ეს ჩემ ზემოთ მცხოვრები იდიოტი მეზობლის ბედისწერაა. ეს მისი
სიცოცხლის დასასრულია ჩემი შესრულებით და მთელ ლექსს ბოლომდე
ვამბობ.
შხაპის ქვეშაც კი ვგრძნობ, როგორ მერხევა თმა უკან, კისერზე. სუნთქვა
მეკვრის.
და – არაფერი.
ზემო სართულზე კვლავინდებურად მუსიკა გუგუნებს. ყოველი მხრიდან
რადიოსა და ტელევიზორის ღრიალია, სროლა, სიცილი, ბომბების
აფეთქება და სირენები. სადღაც ძაღლი ყეფს. ეს არის ის, რაც ჩვენთან
პრაიმ-ტაიმად ითვლება.
წყალს ვკეტავ. თავს ვაქნევ, ფარდას ვწევ და პირსახოცისკენ ვიწვდი ხელს.
და აი, ამ დროს ვხედავ მას. სავენტილაციო მილს.
66
გამწოვს ვენტილაციისათვის, რომელიც ყველა ბინას აერთებს
ერთმანეთთან. ვენტილაცია ყოველთვის ღიაა. მას გამოაქვს ორთქლი
აბაზანიდან, საჭმლის სუნი – სამზარეულოდან. მასში შედის და გამოდის
ხმები. აბაზანის იატაკზე წყალს ვაწურწურებ და ვენტილაციას
შევყურებ. შეიძლება ახლა მთელი სადარბაზო ამოვწყვიტე.
67
თავი 12

ნეში ბარშია, მესამეზე. ხახვის საწებელს ჭამს ხელით. ორ თითს თეფშში


აწობს, შემდეგ მათ პირში იდებს და ისე გულიანად ილოკავს, რომ
ლოყებზე ღრმულები ესახება. თითებს პირიდან იღებს და ისევ
საწებელში ყოფს. ვეკითხები, ეს რა, საუზმეა-მეთქი?
– შენ შეკითხვა გაქვს, – მეუბნება ის. – მაგრამ ჯერ ფული მაჩვენე. – და
თითებს პირში იდებს.
იქვე, დახლთან, ნეშს იქით, წვრილზოლებიან, კარგ კოსტიუმში
გამოწყობილი ბაკენბარდებიანი ახალგაზრდა კაცი დგას. მის გვერდით
გოგონაა. დახლს ქვემო საფეხურზეა შემდგარი, რომ კაცს მისწვდეს და
აკოცოს. კაცი კოქტეილიდან ალუბალს იღებს და პირში იდებს. ქალს
კოცნის. ქალი ღეჭავს. ალბათ იმ ალუბალს. დახლს იქით რადიოთი ისევ
სკოლის საუზმის მენიუს გადმოსცემენ.
ნეში დროდადრო თავს აბრუნებს და მათკენ იყურება. ეს
ის არის, რაც ახლა სიყვარულში გადის.
დახლზე ათდოლარიანს ვდებ.
თვალებით დაჰყურებს. თითები ისევ პირში აქვს. შემდეგ წარბებს ზემოთ
სწევს. ვეკითხები, ჩემს კორპუსში გუშინ ვინმე ხომ არ მომკვდარა-მეთქი.
ჩვიდმეტ ნომერ სახლში და ლუმის პლეისზე. ლუმის პლეისი,
მრავალბინიანი, რვასართულიანი, თირკმლისფერი აგურით ნაგები
სახლი. მეხუთე სართულიდან ხომ არ არის ვინმე? კორიდორის ბოლოში.
ახალგაზრდა ბიჭი. დილააადრიან ჭერზე დიდი ლაქა შევამჩნიე.
ბაკენბარდებიანი ბიჭის მობილური რეკავს.
ნეში პირიდან თითებს იღებს და მოპრუწულ ტუჩებს აწკლაპუნებს. მერე,
თვალებდაელმებული, თითებს ახლოდან ითვალიერებს.
ვეუბნები, ეგ მკვდარი ბიჭი ნარკომანი იყო-მეთქი. ამ სახლის ბევრი
მცხოვრები ჩამოყალიბებული ნარკომანია. ნეშს ვეკითხები, ბინაში სხვაც
ხომ არავინ მომკვდარა-მეთქი. შეიძლება გუშინ ლუმის პლეისში კიდევ
რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
ბაკებარდებიანი ბიჭი გოგონას თმაში ავლებს ხელს და ტუჩებიდან
იშორებს. მეორე ხელით ჯიბიდან მობილურს იღებს და ყურთან მიაქვს.
68
– ალო!
ვეუბნები, თუკი იქ ვინმე მოკვდა, ყველა აუხსნელი მიზეზით-მეთქი.
თითებს ხახვის საწებელში უსვამს და ამბობს:
– შენ იმ სახლში ცხოვრობ? – ჰო, ერთხელ უკვე გითხარი.
ბაკენბარდებიან ბიჭს ისევ თმაში აქვს ხელი წავლებული გოგონასთვის.
ტელეფონით ლაპარაკს განაგრძობს: – არა, ჩემო სიხარულო, – ამბობს ის. –
ახლა სწორედ ექიმის კაბინეტში ვარ და მაინცდამაინც კარგად ვერ არის
საქმე.
გოგონა თვალებს ხუჭავს, თავს უკან სწევს და ცდილობს, თმა
გაითავისუფლოს. ბაკენბარდებიანი ბიჭი კი ამბობს:
– არა, როგორც ჩანს, მეტასტაზებია. – ის ამბობს: – არა, მე კარგად ვარ.
გოგონა თვალებს ახელს. ბიჭი თვალს უკრავს.
გოგონა იღიმება. ბაკენბარდებიანი ბიჭი
ტელეფონში ამბობს: – ჰო, ეს ახლა ძალიან ბევრს
ნიშნავს. მეც მიყვარხარ. მობილურს რთავს და
გოგონას თავისკენ იზიდავს.
ისევ კოცნიან ერთმანეთს.
ნეში დახლიდან ათდოლარიანს იღებს და ჯიბეში იდებს. ამბობს:
– არა, ასეთი არაფერი გამიგონია.
გოგონა საფეხურიდან ცურდება. იცინის. ისევ საფეხურზე დგება და
ეკითხება: – ის გოგო რეკავდა? ბაკენბარდებიანი ბიჭი ამბობს:

– არა.
და ყველაფერი როგორღაც თავისთავად ხდება. უბრალოდ, ვუყურებ
ბაკენბარდებიან ბიჭს და თავში მიმაძინებელი სიმღერა მომდის. სიმღერა,
ჩემი ხმა აბაზანაში, ბედის ხმა – ყველაფერი გამოძახილს პოვებს ჩემში. ეს
რეფლექსივით სწრაფად, დაცემინებასავით სწრაფად ხდება. ნეში ხახვის
სუნად ყარს. მეუბნება: – ცოტა არ იყოს, სასაცილოა, ეს რომ მკითხე.
69
ხახვისსაწებლიან საჩვენებელ თითს პირში იდებს და ილოკავს. დახლთან
მდგარი გოგონა ამბობს:

– მარტი!
ბაკენბარდებიანი ბიჭი კი დახლს ებღაუჭება, მაგრამ ნელ-ნელა
იატაკისკენ მიცოცავს.
ნეში უკან ტრიალდება, რომ შეხედოს.
გოგონა მუხლებზე ეშვება ბიჭის გვერდით, რომელიც ახლა იატაკზე წევს
და ეძახის:
– მარტი!
ფრჩხილებზე ბრჭყვიალა მეწამული ლაქი აქვს წასმული. ბიჭს პირი
მეწამული პომადით აქვს გათხიპნილი.
იქნებ ბიჭი მართლა ავად იყო. იქნებ კოქტეილის ალუბალმა დაახრჩო,
იქნებ მე არ მომიკლავს.
გოგონა თვალებს ჩვენ გვაპყრობს, ჯერ ნეშს უყურებს, შემდეგ – მე. სახეზე
ცრემლები უბრწყინავს. ის ამბობს:
– რომელიმემ ხომ არ იცით, როგორ კეთდება გულის მასაჟი?
ნეში თითებს ისევ ხახვის საწებელში აწობს. მე იატაკზე გართხმულ
გვამზე გადავდივარ, გოგონას გვერდს ვუვლი, პალტოს ვიცვამ და
კარისკენ მივემართები.

თავი 13

ნიუსრუმში ვბრუნდები. უილსონი, საერთაშორისო განყოფილებიდან,


ინტერესდება, დღეს ჰენდერსონი ხომ არ გინახავსო. ბეიკერი,
ლიტერატურის ნიუსრუმიდან, ამბობს, ჰენდერსონმა დარეკა, კარგად
ვარო. მას სახლში დაურეკეს, მაგრამ ყურმილს არავინ იღებს. ოლიფანტი,
სპეციალური რეპორტაჟების განყოფილებიდან, მეუბნება:
– სტრიტორ, ეს ნახე?
და განცხადებას მიჩვენებს:
ფრანგული სალონის კლიენტთა საყურადღებოდ
70
განცხადებაში ნათქვამია: «ადგილობრივ კოსმეტოლოგთან ვიზიტის
შედეგად სახეზე ძლიერი სისხლდენა გქონდათ და ნაწიბურები
დაგრჩათ?».
განცხადებაში ახალი ნომერია მითითებული, რომელიც ადრე არ
მინახავს. როცა ვრეკავ, ქალი მპასუხობს: –»დუგანი, დილერი და დანი,
იურიდიული მომსახურება». ყურმილს ვკიდებ. ოლიფანტი
მაგიდასთან მოდის და მეუბნება: – სანამ აქ ხარ, თქვი რამე კარგი
დუნკანის შესახებ.
ამბობს, სტატიას ვამზადებთ დუნკანის ხსოვნის პატივსაცემად, მისი
ადამიანური და პროფესიონალური ღირსებების შესახებ და ამისთვის
თანამშრომლების თბილი გამოხმაურებები გვჭირდებაო. ვიღაც
ხელოვნების განყოფილებიდან მის პორტრეტს ხატავს საშვის სურათის
მიხედვით, – მხოლოდ გაღიმებულს – ამბობს ოლიფანტი. – გაღიმებულს
და უფრო ადამიანურს.
როცა მესამეზე მდებარე ბარიდან აქეთ მოვდიოდი, გზად ნაბიჯებს
ვითვლიდი. უბრალოდ, გონება რაღაცით რომ მქონოდა დაკავებული. 276
ნაბიჯი დავითვალე, შემდეგ კი ქუჩის კუთხეში ბიჭმა ჩამიარა, რომელსაც
ტყავის შავი ქურთუკი ეცვა და ჩაილაპარაკა: – გამოფხიზლდი, შე პროჭო.
მწვანეა და წადი.
ყველაფერი თავისთავად ხდება, უნებურად, მთქნარებასავით. ბიჭის
ზურგს მივჩერებივარ, შავ ტყავს და თავში მიმაძინებელი სიმღერა
მიტრიალებს.
ის წინ მიდის, ქუჩას კვეთს, ფეხს სწევს, რომ ტროტუარზე შედგას, მაგრამ
ბორდიურის კიდეს სდებს და ძირს იშხლართება. თავს ტროტუარზე
არტყამს. ისეთი ხმაა, თითქოს სამზარეულოს იატაკზე კვერცხი დაეცაო.
მაგრამ მართლა დიდი კვერცხი, დიდი და ტვინით და სისხლით სავსე.
ხელები უღონოდ უდევს სხეულის გასწვრივ. მისი შავი, მაღალყელიანი
ფეხსაცმელების წვერები ტროტუარის კიდეზეა გადმოშვერილი, თხრილს
ზემოთ.
ზედ გადავდივარ და ვითვლი 277, ვითვლი 278, ვითვლი 279...
ნიუსრუმამდე ერთი კვარტალით ადრე ქუჩა ბარიერებითაა
გადაღობილი. ლურჯფორმიანი ოფიცერი თავს აქნევს:
71
– ქუჩის მეორე მხარეს მოგიწევთ გადასვლა, ეს მხარე დაკეტილია. ფილმს
იღებენ და აქ სიარული არ შეიძლება.
ყველაფერი თავისთავად ხდება, უნებლიეთ, კრუნჩხვა რომ დაგივლის,
ისე. პოლიციელის სამკერდე ნიშანს ვუყურებ და ჩემს თავში
მიმაძინებელი სიმღერა იწყებს ჟღერას.
თვალები ეკარკლება, მხოლოდ თეთრი გუგები უჩანს, მისი
ხელთათმანიანი ხელი მკერდისკენ მიიწევს, მუხლები ეკეცება. ეცემა და
ნიკაპს ისე ძლიერად ჩამოჰკრავს ბარიერის ზედა კიდეს, რომ მისი
კბილების რაკარუკი ისმის. პირიდან რაღაც ვარდისფერი უვარდება –
ენის მოკვნეტილი წვერი.
მე ვითვლი 345, ვითვლი 346, ვითვლი 347. ბარიერზე ჯერ ერთი ფეხით
ვაბიჯებ, მერე მეორით და გზას ვაგრძელებ.
გზას ქალი მიღობავს, რომელსაც ხელში პორტატული გადამცემი
უჭირავს. ცდილობს, თავისუფალი ხელი მკლავში ჩამჭიდოს და
შემაჩეროს, მაგრამ ვერ ასწრებს. პირს აღებს, თვალები ეკარკლება.
პირიდან ნერწყვის წვრილი ნაკადი გადმოსდის. ტროტუარზე ეცემა. მის
რაციაში ხმა ისმის: – ჯინ, ჯინ, სადა ხარ? თავში მიმაძინებელი
სიმღერის ბოლო სტრიქონი მიელავს.
მე ვითვლი 359, ვითვლი 360, ვითვლი 361. გზას განვაგრძობ, ადამიანები
კი შემხვედრი
მიმართულებით გამორბიან. ქალი, რომელსაც ყელზე ზონრით
ფოტომეტრი აქვს ჩამოკიდებული, ამბობს:
– გამოიძახა ვინმემ სასწრაფო?
ძონძებში გამოწყობილი ადამიანები, სქლად დადებული გრიმით, ხელში
სასმელი წყლის პატარა, ლურჯი მინის ბოთლებით მაღაზიის ათასნაირი
ხარახურით სავსე ურიკებთან გროვდებიან კაშკაშა პროჟექტორების ქვეშ.
კისრები წაგრძელებული აქვთ, რომ დაინახონ, რა მოხდა. ტროტუარის
გასწვრივ ტრაილერები და ბორბლებიანი სახლები ჩანს. ჰაერში დიზელის
ძრავების სუნი ტრიალებს. მთელი ქუჩა ქაღალდის ყავის ჭიქებითაა
მოფენილი.
მე ვითვლი 378, ვითვლი 379, ვითვლი 380. ბარიერზე ვაბიჯებ და გზას
განვაგრძობ. აღმოჩნდა, რომ ნიუსრუმამდე 412 ნაბიჯია. ლიფტით
72
ავდივარ. ლიფტი, როგორც ყოველთვის, ხალხითაა სავსე. მეხუთე
სართულზე ჩერდება და კიდევ ერთი კაცი ცდილობს, გზა იდაყვებით
გამოიკვლიოს და შიგ შემოეჭეჭყოს.
ყველაფერი თავისთავად ხდება, უნებლიეთ, აი, ისე, როგორც ცივი ოფლი
დაგასხამს. კაბინის სიღრმეში კედელს ვარ მიკრული. ჩემი გონება
მიმაძინებელ სიმღერას ისეთი ძალით აფურთხებს, რომ ჩემი ტუჩები
უხმოდ მოძრაობენ ყოველ სიტყვასთან ერთად.
კაცი ყველას მზერას გვავლებს და ნელა უკან იხევს. ვერ ვასწრებთ
დანახვას, როგორ ეცემა იატაკზე. ლიფტის კარი იკეტება და აღმა სვლას
ვაგრძელებთ.
ნიუსრუმში ჰენდერსონი არ არის. როცა ტელეფონის ნომერს ვკრეფ,
ოლიფანტი მიახლოვდება. დუნკანისადმი მიძღვნილ სტატიას
შემახსენებს. უნდა, რომ მასზე რამე კარგი ვთქვა. ფურცლის ნახევზე
დაწერილ განცხადებას მჩრის. ფრანგული სალონისა და სახეზე
ნაწიბურების თაობაზე. მეკითხება, სად არის ჩემი მომდევნო სტატია
აკვანში სიკვდილზე წერილების სერიიდან.
ტელეფონის ყურმილი ხელში მიჭირავს და ვითვლი 435, ვითვლი 436,
ვითვლი 437. ოლიფანტს ვეუბნები, ნუ გამიხურე-მეთქი.
ქალის ხმა ტელეფონში ამბობს:
– ელენ ბოილი. უძრავი ქონების გაყიდვა. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ოლიფანტი კი მეუბნება:
– ათამდე დათვლა არ გიცდია?
დეტალები ოლიფანტის შესახებ: ძალიან მსუქანია და ხელისგულები
სულ უოფლიანდება. ნაწყობზე, რომელსაც მიწვდის, მისი თითების
ყავისფერი ანაბეჭდებია. კომპიუტერზე პაროლად «პაროლი» უდევს.
მე ვეუბნები, ათს უკვე რა ხანია გავცდი-მეთქი. ტელეფონის
ყურმილში ქალის ხმა ამბობს:
– ალო.
ყურმილს ხელს ვაფარებ და ოლიფანტს ვეუბნები, ქალაქში გრიპის
ეპიდემიაა, ჰენდერსონი შეიძლება ამიტომ არ არის, ახლა შინ მივდივარ,
მაგრამ გპირდები, რომ სტატიას დავწერ და გამოვგზავნი-მეთქი.
ოლიფანტი ტუჩებით მეუბნება:
73
– ოთხ საათამდე გაქვს ვადა.
და თითით თავისი მაჯის საათის ციფერბლატზე აკაკუნებს.
ყურმილში ქალს ვეკითხები, ელენ ჰუვერ ბოილი ოფისში თუ არის-მეთქი.
ვეუბნები, რომ სტრიტორი ვარ და სასწრაფოდ მინდა მასთან
დალაპარაკება. მე ვითვლი 489, ვითვლი 490, ვითვლი 491...
ქალის ხმა ყურმილში მეუბნება:
– იცის, რის შესახებ უნდა ესაუბროთ?
– კი, იცის, – ვეუბნები მე, – მაგრამ თავი ისე უჭირავს, თითქოს არ იცის.
ვეუბნები, უნდა შემაჩეროს, სანამ კიდევ ვინმე არ მომიკლავს-მეთქი.
ოლიფანტი უკან იხევს, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მაცილებს
თვალს და სპეციალური რეპორტაჟების ნიუსრუმში გარბის.
ვითვლი 542, ვითვლი 543...
უძრავი ქონების აგენტის ოფისისკენ მივდივარ და გზად ტაქსის მძღოლს
ვთხოვ, ჩემს სახლთან რამდენიმე წუთით დამელოდოს.
ყავისფერი ლაქა ჭერზე გაზრდილა. საბურავისოდენა იქნება უკვე,
ოღონდ ახლა ხელები და ფეხებიც გამოსხმია.
ტაქსიში ვბრუნდები, ვცდილობ, ღვედი შევიკრა, მაგრამ ძალიან მოკლეა.
მუცელზე მაჭერს და მახსენდება, როგორ ამბობდა ელენ ჰუვერ ბოილი:
«შუახნის. ხუთი ფუტისა და ათი დუიმის სიმაღლის, წონა... ალბათ ას
სამოცდაათი ფუნტი, თეთრი, ყავისფერი, მწვანე. მახსენდება, როგორ
მიკრავდა თვალს ვარდისფერი თმის ბუჩქს ქვემოდან.
ტაქსის მძღოლს აგენტის ოფისის მისამართს ვუსახელებ და ვეუბნები,
როგორიც გინდა, ისეთი სისწრაფით დააწექი, ოღონდ კი ნერვები არ
ამიშალო-მეთქი.
დეტალები ტაქსის შესახებ: ყარს. სავარძლები შავია და წებოვანი. ტაქსია
რა... ვეუბნები, სიბრაზის პრობლემა მაქვს-მეთქი. ტაქსის მძღოლი უკანა
ხედვის სარკეში მიყურებს და მეუბნება:
– ბრაზის კონტროლის რამე კურსი რომ გაგევლოთ? და
ვითვლი 578, ვითვლი 579, ვითვლი 580...
74
75
თავი 14

«არქიტექტურული დაიჯესტის» თანახმად, უნდა იცხოვრო დიდ სახლში,


რომელიც უზარმაზარი ბაღებითა და ცხენების ფერმით იქნება
გარშემორტყმული. «ქალაქს და სოფელს» თუ დავუჯერებთ, სანაპიროზე
უნდა დაისვენო, «ტურიზმის და დასვენების» მიხედვით კი დასვენების
და მოდუნების საუკეთესო საშუალებააა მზიან ხმელთაშუა ზღვაზე
ღუზაჩაშვებული საკუთარი იახტა.
ელენ ბოილის სამაკლერო ოფისის მისაღებში ეს დიდ ახალ ამბად გადის.
პირდაპირ სენსაციად.
ყველა ამ გლამურული ჟურნალის ეგზემპლარები ყავის მაგიდაზე აწყვია.
დგას «ჩესტერფილდის» დივანი კუზიანი საზურგით, რომელსაც
ვარდისფერზოლებიანი აბრეშუმი აქვს გადაკრული. დივნის გვერდით
კიდევ ერთი პატარა მაგიდაა ლომისთათება, მინის ბურთულებზე
შემოჭერილბრჭყალებიანი გრძელი ფეხებით. საინტერესოა, რამდენი
უფურნიტურო, ლითონის სახელურებდაძრობილი, გავერანებული
ავეჯია აქ მოხვედრილი. გროშებად ნაყიდი მოიტანეს აქ და ელენ ჰუვერ
ბოილმა ხელახლა ააწყო.
სრულიად ახალგაზრდა ქალი, ჩემზე ორჯერ უმცროსი, ლუდივიკო
მეთოთხმეტის სტილის მოჩუქურთმებულ მაგიდასთან ზის და
რადიოსაათს დასჩერებია. ფირფიტა მის მაგიდაზე გვაუწყებს: მონა
საბატი. საათის გვერდით სტატიკური ჩამხშობისაგან პოლიციის
სიხშირეზე დაყენებული რადიოსკანერი ტკაცუნებს.
რადიოსაათით რაღაც ტოქშოუს გადმოსცემენ. ხნიერი ქალი უყვირის
ახალგაზრდა ქალს. როგორც ჩემამდე მოღწეული სიტყვებით ვხვდები,
ახალგაზრდა ქალი გაუთხოვარი დაორსულდა და ხნიერი სულ ჩათლახს
და ბოზს ეძახის, სულელ ბოზს, იმის ტვინიც არ გქონდა, ფული
გამომერთმია კაცისთვის, რომელსაც ფეხები გაუშალეო.
მაგიდასთან მჯდომი ქალი, ეს პიროვნება, მონა, რადიოსკანერს თიშავს და
მეუბნება:
– იმედი მაქვს, წინააღმდეგი არა ხართ. მიყვარს ეს შოუ.
ეს მედია-ოჰოლიკები. ეს სიწყნარ-ოფობები.
მოხუცი ქალი ახალგაზრდა ბოზს ეუბნება, ბავშვი გააშვილე, თუ არ
გინდა, ცხოვრება დაგენგრესო. მოხუცი ეუბნება, ჯერ უნდა გაიზარდო,
76
უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის კურსი გაიარო და მერე გათხოვდე,
მანამდე კი არავითარი სექსიო.
მონა საბატი მაგიდის ქვეშიდან ყავისფერ, სქელი ქაღალდის პარკს იღებს
და იქიდან – ფოლგაში გახვეულ რაღაცას. ფოლგას ცალი მხრიდან ხსნის
და ოთახში ნივრისა და გულყვითელას სუნი დგება.
საათის რადიოში კი ორსული ბოზი სულ ტირის და ტირის.
ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს დამამტვრევ, აი სიტყვით კი ვერას
დამაკლებ.
ჟურნალ «ქალაქისა და სოფლის» თანახმად, პირადი მიმოწერა
მაღალხარისხოვან საფოსტო ქაღალდზე უნდა აწარმოო და აუცილებლად
ლამაზი ხელით. «უძრავი ქონების» ახალ ნომერში განცხადებას ვაწყდები:
საცხენოსნო-სპორტულ კომპლექს «ოჩანი ცხენის» კლიენტთა
საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «კანის დაავადება გადაგედოთ ცხენზე
ჯდომისას»? მასში ახალი ნომერია მითითებული, რომელიც
ადრე არ მინახავს. რადიოში მოხუცი ქალი ბოზს ეუბნება,
ტირილი შეწყვიტეო.
დიდი ძმა მღერის და ცეკვავს. ძალდატანებით გკვებავს, რათა შენს
გონებას არასოდეს მოშივდეს ისე, რომ ფიქრი დაიწყოს.
მონა საბატი იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა, ლანჩს ხელებში არწევს და
რადიოსკენ იხრება. ტელეფონი რეკავს და ის ყურმილს იღებს.
– ელენ ბოილი. უძრავი ქონების გაყიდვა. შესაფერისი სახლი – ყველა
დროისათვის. – ის ამბობს: – ვწუხვარ, ოისტერ, აქ სწორედ «ექიმი სარა».
– ის ამბობს: – ცერემონიაზე შევხვდებით ერთმანეთს. რადიოში ხნიერი
ქალი ახალგაზრდას ძუკნას ეძახის.
ჟურნალ «პირველ კლასის» გარეკანი გვაუწყებს: «სიასამური.
გამართლებული მკვლელობა».
ყველაფერი თავისთავად ხდება, უნებლიეთ, ისე, როგორც სლოკინი
აგივარდება. ნახევრად რადიოს ვუსმენ, ნახევრად ვკითხულობ და უცებ
ჩემს გონებაში მიმაძინებელი სიმღერა ჟღერს. რადიოაათიდან მხოლოდ
იმ ბოზის ტირილი ისმის. ტირის და ტირის. ხნიერი ქალის ხმა არ ისმის
77
– სიჩუმეა. სასიამოვნო, დალოცვილი სიჩუმე. სრული სიჩუმე,
მეტისმეტად სრულყოფილი სიჩუმე საიმისოდ, რომ ვინმე ცოცხალი
იყოს დარჩენილი. ახალგაზრდა ბოზი ნელ-ნელა ისუნთქავს და ამბობს:

– ექიმო სარა! – ამბობს ის. – ექიმო სარა, აქა ხართ?


მოდის ღრმა, მჟღერი ხმა, რომელიც ამბობს, რომ სარა ლოვენშტეინის შოუ
ტექნიკური მიზეზით წყდება. ღრმა, მჟღერი ხმა «პატივცემულ
მსმენელებს» ბოდიშს უხდის. რთავენ მსუბუქ, საცეკვაო მუსიკას. ჟურნალ
«მენორ ბორნის « გარეკანზე წერია: «ბრილიანტები ხუნდება». სახეზე
ხელებს ვიფარებ და ვკვნესი.
მონა ლანჩს ფოლგას აცლის და საჭმელს კბეჩს. მერე რადიოს თიშავს და
ამბობს: – უსაქმურები.
ხელის ზურგები და თითები ჟანგისფერ-ყავისფერი ინით აქვს
მოხატული. თითებზე –
ცერებზეც კი – ვერცხლისფერი ბეჭდები აქვს ასხმული. ყელზე –
ვერცხლის უამრავი ძეწკვი, რომლებიც ნარინჯისფერი ტანსაცმლის
ქვეშაა ჩამალული. მკერდზე ქსოვილი გამობერილი აქვს მძიმე
კულონებისგან. ათასობით წითელი და შავი კულული და ნაწნავი მაღლა
კონად აქვს შეკრული. ყურებზე – უზარმაზარი საყურეები –
ვერცხლისფერი ფილიგრანები. თვალები – ქარვისფერი. ფრჩხილებზე –
შავი ლაქი.
ვეკითხები, დიდი ხანია, რაც აქ მუშაობთ-მეთქი?
– თქვენ დედამიწის დროით გულისხმობთ? – მეკითხება ის და მაგიდის
უჯრიდან რბილყდიან წიგნს იღებს, საიდანაც ყვითელ ფლომასტერს
აძვრენს, რომელიც სანიშნედ აქვს და წიგნს შლის. ვეკითხები, მისის
ბოილი ოდესმე პოეზიაზე თუ ლაპარაკობს-მეთქი.
მონა კი მეუბნება:
– ელენი გყავთ მხედველობაში?
– ჰო. საერთოდ, ლექსებს კითხულობს? ხმამაღლა? ყოფილა შემთხვევა,
რომ ოფისიდან ვინმესთვის დაერეკოს და ლექსები წაეკითხოს?
– თუ შეიძლება, სწორად გამიგეთ, – მეუბნება მონა, – მაგრამ მისის ბოილს
ასეთი რამეებისთვის არ სცალია. ის ფულს აკეთებს. თვლა უნდა
დავიწყო. ვითვლი1, ვითვლი 2...
78
– აი, როგორ არის საქმე. – მეუბნება ის, – როცა ქუჩებში საცობებია, მისის
ბოილი მაიძულებს, მასთან ერთად ვიმგზავრო, რომ სამსახურებრივი
ზოლით სარგებლობა შეძლოს. შემდეგ კი მე სახლამდე სამი ავტობუსის
გამოცვლა მჭირდება. გამიგეთ? მე ვითვლი 4, მე ვითვლი 5... ის ამბობს:
– ერთხელ მე და მან კრისტალის ძალის შესახებ დიადი ცოდნა
გავიზიარეთ. თითქოს, ბოლოს და ბოლოს, რაღაც დონეზე
ერთმანეთთან დაკავშირება მოვახერხეთ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეალობაზე
ვლაპარაკობდით.
შემდეგ ფეხზე ვდგები, უკანა ჯიბიდან ქაღალდის ფურცელს ვიღებ, ვშლი,
მის მაგიდასთან მივდივარ და ლექსს ვუჩვენებ. ვეკითხები, ხომ არ
გეცნობათ-მეთქი.
მაგიდაზე, მის წინ გადაშლილ წიგნში ხაზგასმულია ფრაზა: მაგია არის
აუცილებელი ენერგიის მიმართვა ბუნებრივი ცვლილებების მისაღწევად.
ლექსს თვალს ავლებს. თვალები მძივისფერი აქვს. სწორედ კაბის
ამონაჭრის ოდნავ ზემოთ, მარჯვენა ლავიწთან, ვამჩნევ ტატუს – სამ
პაწაწინა შავ ვარსკვლავს. მბრუნავ სკამზე ზის ფეხი ფეხზე გადადებული.
შიშველი ფეხები ჭუჭყიანი აქვს. ორივე ცერზე თითო ვერცხლის ბეჭედი
უკეთია.
– მე ვიცი, ეს რაც არის, – ამბობს ის და ფურცლისკენ ხელს იწვდის.
სანამ მისი თითები მიახლოვდება, ფურცელს სწრაფად ვკეცავ და ისევ
ჯიბეში ვიდებ.
იმ ხელის საჩვენებელ თითს, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერში აქვს, ჩემკენ
იშვერს და მეუბნება:
– მე ვიცი, ეგ რაც არის, მიმაძინებელი ჯადოა. არა?
მაგიდაზე მის წინ გადაშლილ წიგნში ხაზგასმულია: სიკვდილის
საბოლოო პროდუქტი მომავალში ხელახლა დაბადებაა. ალუბლის ხის
გაპრიალებული მაგიდის მეორე მხარეს გრძელი, ღრმა ნაფხაჭნია.
ვეკითხები, მიმაძინებელი ჯადოს შესახებ რა იცით-მეთქი.
– ისინი მსოფლიოს ყველა ხალხის ლიტერატურაში არსებობს, – ამბობს ის
და მხრებს იჩეჩავს, – მაგრამ დაკარგულად ითვლება. – ხელისგულს
ჩემკენ იწვდის და მეუბნება: – კიდევ ერთხელ მაჩვენეთ. და მე
79
ვეკითხები: – როგორ მოქმედებს ისინი? ის თითებს შლის და ღუნავს.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
– არა, – ვეუბნები.
ვეკითხები, როგორ ხდება, რომ ეს მიმაძინებელი ჯადო სხვებს კლავს და
მის წარმომთქმელს კი არა-მეთქი. მონა თავს ოდნავ ხრის ცალ მხარეს
და ამბობს:
– და პისტოლეტი რატომ არ კლავს იმას, ვინც სასხლეტს ხელს
გამოჰკრავს? აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ის ხელებს თავს ზემოთ
სწევს, ერთმანეთს აჭდობს და ჭერისკენ მიმართული ხელისგულებით
იზმორება. ამბობს:
– ის სამზარეულოს წიგნის რეცეპტის მსგავსი არ არის. მის დისექციას
ელექტრონული მიკროსკოპით ვერ შეძლებ.
უსახელოებო კაბა აცვია. იღლიებში ჩვეულებრივი,
თაგვისფერვარდისფერი თმა აქვს.
– მაგრამ როგორ ხდება, – ვეკითხები მე, – რომ ის იმ ადამიანზეც კი
მოქმედებს, რომელსაც შელოცვა არც კი ესმის? – მე რადიოს ვუყურებ. –
რატომ მოქმედებს ის მაშინაც, როცა ხმამაღლაც კი არ წარმოთქვამ?
მონა საბატი ოხრავს. გადაშლილ წიგნს აბრუნებს, ისე, რომ გარეკანი
ზემოთ აღმოჩნდეს და
მაგიდაზე დებს, ყვითელ ფლომასტერს ყურს უკან იჩრის, შემდეგ
მაგიდის უჯრას აღებს, დღიურს და ავტოკალამს იღებს და ამბობს:
– თქვენ არ იცით, ხომ?
დღიურში რაღაცას იწერს და თან ამბობს:
– როცა მე კათოლიკე ვიყავი, მრავალი წლის წინ, შემეძლო «ავე მარია»
შვიდ წამში წამეკითხა. «მამაო ჩვენო» – ცხრა წამში. როცა ამდენ
ეპიტიმიას გადებენ, სწრაფად კითხვას უნებურად სწავლობ. როცა ასე
სწრაფად წარმოთქვამ, სიტყვები უკვე სიტყვები აღარც არის, მაგრამ
ლოცვა მაინც ლოცვად რჩება. ის ამბობს:
– შელოცვა იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენი ზრახვების ფოკუსირება
მოვახდინოთ, – ნელა ლაპარაკობს, თითოეულ სიტყვას გამოკვეთილად
წარმოთქვამს და ჩერდება, თითქოს ელოდება, რომ მე რამეს ვიტყვი.
80
პირდაპირ თვალებში მიყურებს და ამბობს: – თუკი წარმომთქმელის
ზრახვა საკმაოდ ძლიერია, შელოცვის ობიექტი იძინებს, მიუხედავად
იმისა, თუ სად იმყოფება მოცემულ მომენტში.
ის ამბობს, რომ რაც უფრო მეტ ემოციას დებს ადამიანი შელოცვაში, მით
უფრო ძლიერი იქნება ჯადო. მონა საბატი ალმაცერად მიყურებს და
მეუბნება: – ბოლოს როდის იგრძენით თავი მსუბუქად და
ძალდაუტანებლად? თითქმის ორი ათეული წლის წინ, მაგრამ ამას არ
ვეუბნები.
– როგორც გატყობთ, – ამბობს ის, – თქვენ რაღაცით ხართ დათრგუნული.
თანაც გამუდმებით. მრისხანება. წუხილი. საერთოდ რაღაც. – ის წერას
წყვეტს და შლის თავის წიგნს, რომელშიც ფრაზებია ხაზგასმული.
საჭირო გვერდს პოულობს, წამიერად რაღაცას კითხულობს და
მომდევნო გვერდს შლის. – გაწონასწორებულ ადამიანს, – ამბობს ის, –
წყნარ ადამიანს, რომელიც შინაგანად დაძაბული არ არის, იმისათვის,
რომ ვინმე მიაძინოს, სიმღერის ხმამაღლა წაკითხვა მოუწევს. კითხვას
განაგრძობს და მოღუშული ამბობს:
– თუ გსურს, საკუთარი თავის კონტროლი შეძლო, ჯერ შენი შინაგანი
წინააღმდეგობები უნდა დაძლიო. ვეკითხები, ასეთი რამეები თქვენი
წიგნიდან არის-მეთქი?
– უმეტესობა ექიმი სარასგან მოდის, – ამბობს ის.
და მე ვამბობ, რომ მიმაძინებელი სიმღერა ადამიანებს არა მხოლოდ
აძინებს.
– რას გულისხმობთ? – მეკითხება ის.
იმას ვგულისხმობ, რომ ის კლავს. ვეუბნები:
– დარწმუნებული ხართ, რომ ელენ ბოილი არასოდეს გინახავთ წიგნით
«მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები»?
მონა საბატის გაშლილი ხელი მაგიდაზე ეშვება და ფოლგაში გახვეულ
სენდვიჩს იღებს, კბეჩს და რადიოსაათს აჩერდება დაჟინებით. შემდეგ
ამბობს:
– ახლა რადიოთი ეს თქვენ გააკეთეთ? მე თავს ვუქნევ.
თქვენ გაგზავნეთ დოქტორი სარა მომავალ ინკარნაციაში?
81
ვეუბნები, იქნებ ელენ ჰუვერ ბოილს დაურეკოთ მობილურით, მასთან
სალაპარაკო მაქვს-მეთქი. ჩემი პეიჯერი წრიპინებს. მონა კი მეუბნება:
– ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ ელენიც ამ მიმაძინებელ სიმღერას
იყენებს?
პეიჯერზე მესიჯი მეუბნება, რომ სასწრაფოდ ნეშს დავურეკო ძალიან
მნიშვნელოვან საქმეზე.
მე ვეუბნები, რომ არაფრის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ,
დარწმუნებული ვარ, მისის ბოილმა იცის, ეს როგორ გააკეთოს. მე
ვეუბნები, რომ მისი დახმარება მჭირდება, რათა ამის გაკონტროლება
შევძლო. და ასე საკუთარი თავის გაკონტროლება შევძლო.
მონა საბატი წერას წყვეტს და დღიურიდან ფურცელს ხევს. მე მიწვდის,
ხელს ჩვენ შორის, შუაში აჩერებს და მეუბნება:
– თუ თქვენ სერიოზულად ხართ დაინტერესებული, ისწავლოთ, როგორ
აკონტროლოთ ეს ძალა, მოდით ჩვენთან უიკანის ცერემონიაზე. ეს
ძველი წარმართული კულტია. ფურცელს
ცხვირწინ მიქნევს და მეუბნება: – ჩვენ ათასწლოვანი გამოცდილება
გვაქვს მაგიასთან დაკავშირებით. – და რადიოსკანერს რთავს. ფურცელს
ვართმევ, ზედ მისამართი, თარიღი და საათია მითითებული.
რადიოსკანერი ამბობს: – ქვეგანყოფილება ბრავო-ცხრა. უპასუხეთ
გამოძახებას კოდით ცხრა-თოთხმეტი. ლუმის-პლეისი,
ქვეგანყოფილება
5.
– ამ უძველესი ცოდნის მისტიკურ სიღრმეებში ჩასაწვდომად მთელი
ცხოვრებაც კი არ ეყოფა კაცს, – მეუბნება მონა და ისევ სენდვიჩს
უბრუნდება. – და კიდევ, – ამბობს ის, – თქვენი საყვარელი უხორცო
ცხელი კერძი მოიტანეთ. და პოლიციის რადიოსკანერი ამბობს:
მიღებულია?
82
თავი 15

ელენ ჰუვერ ბოილი მკლავზე გადაკიდებული თეთრ-მწვანე ჩანთიდან


ჯერ მობილურს იღებს, შემდეგ – სავიზიტო ბარათს და თითოეულ ციფრს
ამოწმებს. მქრქალ სინათლეში პატარა მწვანე ღილაკები განსაკუთრებით
კაშკაშა ჩანს. კაშკაშა მწვანე ღილაკები ვარდისფერ ფრჩხილებს ზემოთ.
სავიზიტო ბარათს ოქროსფერი კიდეები აქვს.
ტელეფონი ყურთან მიაქვს, ვარდისფერ თმაზე მხრით იბჯენს და
ყურმილში ამბობს:
– ჰო, მე თქვენს მშვენიერ საწყობში ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება,
რომ აქედან გასასვლელი ვიპოვო.
ფირფიტისკენ იხრება, რომელიც მასზე ორჯერ მაღალ გარდერობზეა
მიკრული. ის ტელეფონში ამბობს: – მე... – ფირფიტაზე კითხულობს –
ბრინჯაოსორნამენტებიან არაბესკებით მოოქრულ რობერტ ადამის
ნეოკლასიკური სტილის ტანსაცმლის კარადასთან ვდგავარ. მე
მიყურებს და თვალებს ატრიალებს. ყურმილში ამბობს:
– აწერია ჩვიდმეტი ათასი დოლარი.
მაღალქუსლიან მწვანე ფეხსაცმელებს იხდის და თეთრი წინდებით
პირდაპირ ბეტონის შიშველ იატაკზე დგება. ეს ის თეთრი არ არის, ქვედა
საცვალს რომ მოგაგონებს, უფრო კანს იმ საცვლებქვეშ. წინდები ფეხის
თითებს აპკიანს უჩენს.
კოსტიუმი აცვია, თეძოებზე შემოჭერილი მწვანე ქვედაწელით, რომელიც
ლაიმივით კი არა, უფრო ლაიმის ღვეზლის გულსართივით მწვანეა.
ავოკადოსავით მწვანე არ არის, უფრო ავოკადოს კრემსუპს მოგვაგონებს,
ყინულივით ცივს, ზემოდან ლიმონის სიფრიფანა ნაჭრებით, რომელსაც
სევრის ფაიფურის ყვითელი ღრმა თეფშით მოგართმევენ.
ისეთი მწვანეა, როგორიც ბილიარდის მაგიდაზე გადაკრული მაუდი
ყვითელი ნომერი 1 ბურთულის ქვეშ. სწორედ ყვითელი, და არა წითელი
ნომერი 3 ბურთულის ქვეშ.
ელენ ჰუვერ ბოილს ვეკითხები, კოდი ცხრა-თოთხმეტი რას
ნიშნავსმეთქი.
83
და ის ამბობს: – მკვდარს. გვამს. და მე
ვეუბნები, ასეც ვფიქრობდი-მეთქი. ის
ყურმილში ამბობს:

– ჰო, ახლა კი საით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყვავილოვანი ორნამენტებით


მოჩუქურთმებულ და აბრეშუმის მტვრით დაფარულ Hepplewhite-ის
პალისანდრის ბუფეტთან ახლოს? ყურმილს ხელს აფარებს, ჩემკენ
იხრება და მეუბნება:
– ოჰ, ეს მონა, რომ იცნობდეთ... ძალიან მეეჭვება გრძნეულთა ეს
საკრებულო რამით განსხვავდებოდეს ჰიპებისგან, რომლებიც შიშვლები
ცეკვავენ ბრტყელი ქვის გარშემო.
ახლოდან ვამჩნევ, რომ თმა მთლად ვარდისფერი არ აქვს. კულულები
სხვადასხვა ელფერისაა – ოდნავ ღია, ოდნავ მუქი. თუ უფრო
ყურადღებით დააკვირდება კაცი, ატმისფერი, ვარდისფერი, თითქმის
წითელი ელფერიც კი დაჰკრავს.
ის ყურმილში ამბობს:
– აჰა, გასაგებია. თუკი ატლასის ხის კრომველის სავარძელი შემხვდება
სპილოს ძვლის ორნამენტებით, ესე იგი ძალიან შორს წავსულვარ და
უკან უნდა დავბრუნდე.
მე კი მეუბნება:
– ღმერთო ჩემო, ნეტავ მონასთვის არ გეთქვათ. მონა ახლა თავის
შეყვარებულს მოუყვება და ამას დასასრული აღარ ექნება.
ჩვენ ავეჯის ლაბირინთებში ვართ ჩაკარგული. წითელი ხე. შავი ხე,
ყავისფერი. მოვარაყებული. და სარკეები.
ბრილიანტის ბეჭედს თითზე მეორე ხელს უსვამს. მასიური ქვაა,
კუთხოვანი. ბეჭედს ისე აბრუნებს, რომ ბრილიანტი ხელისგულზე
მაღლდება. ხელისგულით კარადის გაპრიალებულ კარს აწვება. კარზე
ღრმა ნაფხაჭნი რჩება, მარცხნივ მიმანიშნებელი ისრით.
გზას აღნიშნავს. თავის კვალს ტოვებს ისტორიაში. ყურმილში ამბობს:
– დიდი მადლობა. – საუბარს ამთავრებს, მობილურს კეცავს და უკან,
ჩანთაში დებს.
84
ყელზე – მძივები, რომელიღაც მწვანე ქვის. მწვანე მძივებს ოქროსფერი
ენაცვლება. მათ ქვეშაც მძივებია, მარგალიტის. ამ სამკაულებიდან
არასოდეს არც ერთი არ მინახავს. ფეხსაცმელს იცვამს და ამბობს:
– ამიერიდან ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, თქვენ და მონა
ერთმანეთისაგან განცალკევებით იყოთ.
ის ვარდისფერი თმით ყურს იფარავს და მეუბნება:
– გამომყევით.
ხელისგულს მაგიდის ზედაპირს უსვამს – კიდევ ერთ ისარს ხატავს.
კარტის სათამაშო მუხის მაგიდა, შერატონი[10] გასაშლელი ფეხებით და
ასაკეცი სახურავით, როგორც ფირფიტაზე წერია.
ახლა დამახინჯებული. ელენ ჰუვერ ბოილი
წინ მიმიძღვის. მეუბნება:
– ჯობდა, ამ საქმისთვის საერთოდ არ მოგეკიდათ ხელი. – მეუბნება ის, –
თქვენ ეს არ გეხებათ.
იმიტომ, რომ მე რეპორტიორი ვარ, თუკი ის ამას გულისხმობს. იმიტომ,
რომ მე რეპორტიორი ვარ, რომელმაც რაღაც ისეთის გამოძიებას მოჰკიდა
ხელი, რის შესახებაც მსოფლიოს ვერაფერს
ეტყვი. იმიტომ, რომ სარისკოა. იმიტომ, რომ უკეთეს შემთხვევაში მე
ვუაიერი გამოვდივარ, უარესში კი – მტაცებელი.
ის მინისკარიანი დიდი გარდერობის წინ ჩერდება და სარკეში საკუთარ
თავს ვხედავ მის მხარს უკან. ჩანთას ხსნის და პატარა ოქროსფერ ტუბს
იღებს.
– სწორედ მაგას ვგულისხმობ, – ამბობს ის.
ფირფიტაზე წერია, რომ ეს არის ფრანგული ამპირი ეგვიპტურ
მოტივებზე, მრავალფეროვანი ორნამენტით მორთული.
სარკეში ელენ ჰუვერ ბოილი ოქროსფერ ტუბს ატრიალებს, სანამ იქიდან
ვარდისფერი პომადა ამოიზრდება.
და მე მის ზურგს უკან ვამბობ:
– და თუ მე მარტო ჩემი სამსახური არა ვარ?
85
იქნებ არა ვარ მხოლოდ ორგანზომილებიანი მტაცებელი, რომელიც
საინტერესო სიტუაციიდან რაღაც სარგებლის მიღებას ცდილობს?
სრულიად უმიზეზოდ ნეში მახსენდება.

ვეუბნები, იქნებ ეს წიგნი უფრო იმის გამო შევამჩნიე, რომ ადრე


მქონდამეთქი. იქნებ მე ცოლი და ქალიშვილი მყავდა. მაშინ რა, თუ მე ეს
დაწყევლილი ლექსი ერთ ღამეს მათ წავუკითხე, რომ სწრაფად
დაეძინათ? მოდი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ჰიპოთეზურად, რა თქმა
უნდა, რომ მე ისინი მოვკალი. თუ რამე ასეთი ტიპის სარეკომენდაციო
წერილი სჭირდება, ასეთი აღიარება ხომ არ გამოადგება?
ტუჩებს ჭიმავს და პომადას ისვამს – ვარდისფერს ვარდისფერზე.
უფრო ახლოს მივდივარ და ვეკითხები, მისი აზრით, საკმარისად ვარ თუ
არა გატანჯული.
მხრებს ისწორებს. ტუჩებს კუმავს და შემდეგ ნელა ხსნის. ბაგეები
წამიერად ერთმანეთს ეწებება.
ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ისე იტანჯოს, როგორც ელენ ჰუვერ ბოილი
იტანჯა.
ვეუბნები, იქნებ მეც არანაკლები დავკარგე-მეთქი.
პომადის შიგთავსს ქვევით სწევს, უკან, საფულეში აბრუნებს და მე
მიბრუნდება. ჩემ წინ დგას გაბრწყინებული და მშვიდი და
მეუბნება:
– ჰიპოთეზურად თუ ვიტყვით?
გაჭირვებით ვახერხებ, სახეზე ღიმილი გამოვისახო და ვეუბნები, რა თქმა
უნდა-მეთქი.
ხელისგულს სარკიან კარს აჭერს. სარკეზე ღრმა ნაფხაჭნი რჩება –
მარჯვნივ მიმართული ისარი. წინ განაგრძობს სვლას, მაგრამ ნელა. ხელს
აყოლებს ბუფეტებს, ტრიუმოს, კომოდებს, ყველაფერს გასანთლულს და
გაპრიალებულს – მიდის და, რასაც შეეხება, ყველაფერს აოხრებს.
წინ მიმიძღვის და მეკითხება:
– არასდროს გაგჩენიათ კითხვა, საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ლექსი?
– აფრიკული ფოლკლორიდან, – ვეუბნები და ვცდილობ, არ ჩამოვრჩე.
86
– მე წიგნზე გეუბნებით, შელოცვების წიგნზე. – ბიუროს და სერვანტს
უვლის გვერდს და
ფართინგეილის სავარძლებს. – მეუბნება: – გრძნეულები შელოცვების
კრებულს «ჩრდილების წიგნს» უწოდებენ.
«მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები» თერთმეტი წლის
წინ დაიბეჭდა. – ვეუბნები მე. – რაღაც-რაღაცეები გავიკითხე ამის შესახებ.
ტირაჟი ხუთასი ცალი იყო. გამომცემელი, «KinderHaus Press», გაკოტრდა
და მისი ანაწყობი ფორმები და ხელახალი გამოცემის უფლება გადაეცა
ვიღაცას, ვინც ის შეიძინა შემდგენლის სახელითურთ. ავტორშემდგენელი
დაახლოებით სამი წლის წინ უეცრად გარდაიცვალა, ისე, რომ მიზეზი
გაურკვეველი დარჩა. არ ვიცი, საავტორო უფლების საკითხი როგორ
გადაწყდა. შეიძლება ავტორ-შემდგენლის სიკვდილის შემდეგ მისი
გამოცემა ყველას შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ შევძელი გამეგო,
ვის ეკუთვნის ახლა გამოცემის უფლება.
ელენ ჰუვერ ბოილი ადგილზე ირინდება. ბრილიანტებიანი ხელი
ზუსტად განიერი სარკის შუაში ჩერდება. ის ამბობს:
– უფლება ახლა მე მეკუთვნის. ვიცი, მომდევნო კითხვა რაც იქნება,
ამიტომ ახლავე გიპასუხებ. მე ის სამი წლის წინ შევიძინე, ხუთასი
ეგზემპლარიდან სამასის პოვნა მოვახერხე წიგნის დილერების
დახმარებით და ყველა დავწვი. მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მე ვეთანხმები. ჰო, რა თქმა უნდა, მთავარია, მოიძებნოს დანარჩენი
ეგზემპლარები და ამ შავი ჭირის შეჩერება მოხერხდეს. მიღებულ იქნეს
სასწრაფო ზომები სტიქიურ უბედურებასთან საბრძოლველად. ყველაზე
მთავარია, მოვახერხოთ, რომ ის ჩვენ თვითონ დავივიწყოთ. შეიძლება
სწორედ ეს არის ის, რაც მონა საბატსა და მის ჯგუფს შეუძლიათ
გვასწავლონ.
– არ მითხრათ, რომ იმ გრძნეულთა წვეულებაზე დასწრებას აპირებთ. –
მეუბნება ელენი. – რის გაგება შეძელით წიგნის თავდაპირველი
შემდგენლის შესახებ?
ეს იყო ბეზილ ფრენკი, არაფრით გამოირჩეოდა. ძველ მხატვრულ
ტექსტებს აგროვებდა, დიდი ხნის გამოუცემელს ან ისეთებს, საერთოდ
რომ არ გამოცემულა და მათზე საავტორო უფლება არავის ჰქონდა. და
ანთოლოგიებს ადგენდა. შუა საუკუნეების სონეტებს, უხამს ლიმერიკებს,
საბავშვო ლექსებს. რაღაც-რაღაცეებს ძველი, ბუკინისტური წიგნებიდან
87
იღებდა, ზოგ რამეს – ინტერნეტიდან. მაინცდამაინც წუნია არ იყო და
ყველაფერი, რის შოვნაც უფასოდ შეიძლებოდა, თავის კრებულებში
შეჰქონდა.
– მაგრამ კერძოდ ეს ლექსი საიდან აიღო? – ამბობს ის.
არ ვიცი, იქნებ რომელიმე ძველი წიგნიდან, რომელიც შეიძლება ახლაც
გდია სადმე სარდაფში.
– არა, ფრენკის სახლშიარ არის, – ამბობს ელენ ჰუვერ ბოილი. – მთელი
მისი სახლი მე ვიყიდე. თავის ყველაფრიანად, რაც შიგ იყო.
სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ, ვედროში ჯერ კიდევ ნაგავი ეყარა, კარადაში
მისი ტრუსები იყო. წიგნები კი არსად მინახავს. და მე თავისთავად
მიჩნდება კითხვა: ელენს ისიც ხომ არ მოუკლავს?
– მოდი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, – ამბობს ის.– რა თქმა უნდა,
ჰიპოთეზურად. ვთქვათ, ჩემი ქმარი მოვკალი ჩემი ვაჟის მოკვლის
შემდეგ. ნუთუ მე არ გავბრაზდებოდი ვიღაც უპასუხისმგებლო, ხარბ,
ზარმაც, სულელ პლაგიატორზე, რომელმაც ბომბით ააფეთქა ყველა,
ვინც მე მიყვარდა?
ზუსტად ისე, როგორც წმინდად ჰიპოთეზურად მოკლა სტიუარტები.
ის ამბობს:
– დარწმუნებული ვარ, რომ «ჩრდილების წიგნის» ორიგინალური ვერსია
არ გამქრალა. ის სადღაც აქ არის.
ვეთანხმები. ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ და გავანადგუროთ.
და ელენ ჰუვერ ბოილი იღიმება თავისი ვარდისფერი ღიმილით. ის
ამბობს:
– თქვენ ალბათ ხუმრობთ. იყო სიკვდილ-სიცოცხლის გამრიგე, ჯერ კიდევ
არ არის ყველაფერი. ნუთუ არ გაინტერესებთ, კიდევ რა შელოცვებია იმ
წიგნში?
და ეს უცებ ხდება, უნებურად სლოკინი რომ აგივარდება, ისე. მთელი
ჩემი წონა ჯანმრთელ ფეხზე გადამაქვს. ელენ ჰუვერ ბოილს ვუყურებ და
ვეუბნები:
– არა. ის ამბობს:

– იქ შეიძლება მარადიული სიცოცხლის შელოცვა იყოს. და მე ვამბობ:


88
– არა.
და ის ამბობს:
– შეიძლება იქ იყოს შელოცვა, რომლითაც, ვისაც გინდა, თავს შეაყვარებ.
– არა.
და ის ამბობს:
– იქ შეიძლება იყოს შელოცვა, რომლითაც ჩალას ოქროდ აქცევ. არა-
მეთქი, ვეუბნები და ქუსლებზე ვტრიალდები.
– იქ შეიძლება ისეთი შელოცვა იყოს, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობა
დაამყაროს.
არა-მეთქი, ვეუბნები და ვიწრო კორიდორს მივუყვები წიგნის კარადებისა
და გარდერობების ყრუ კედელს შორის. საწერი მაგიდების ბარიკადებსა
და საწოლების კიდეებს შორის – ძველი ავეჯის კანიონებში. ის ჩემს
ზურგს უკან ამბობს:
– შეიძლება იქ იყოს შელოცვა, რომელიც ქვიშას პურებად აქცევს.
კოჭლობით განვაგრძობ სვლას.
და ის მეუბნება:
– საით მიდიხართ? გასვლელი მეორე მხარესაა.
მარჯვნივ ვუხვევ ირლანდიური ფიჭვის მინებიან კარადასთან, რომელსაც
ფრონტონზე ჩუქურთმა აქვს მოტეხილი. შავი ლაქით დაფარულ
ჩიპენდეილის ბიუროსთან მარცხნივ ვუხვევ. ის ჩემს ზურგს და
ყველაფრის უკან ამბობს:
– შეიძლება იქ იყოს შელოცვა, რომელიც ავადმყოფს მოარჩენს, ხეიბარს
განკურნავს.
მოხატულკარნიზიან ბელგიურ სერვანტთან მარჯვნივ ვუხვევ, შემდეგ
მარცხნივ, ედუარდის ეპოქის რომელიღაც კარადასთან ბოჰემიური
მხატვრული მინის კედლით.
და ხმა ჩემ უკან ამბობს:
– შეიძლება იქ არის შელოცვა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ
გაწმენდს გარემოს და მსოფლიოს მიწიერ სამოთხედ აქცევს.
89
იმის საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივარ, რასაც მაგიდაზე
დაფხაჭნილი ისარი აჩვენებს. და ის ჩემს ზურგს უკან ამბობს:
– შეიძლება იქ წერია, როგორ მიიღო ძალიან სუფთა ენერგიის
განუსაზღვრელი რაოდენობა.
როგორ გადაადგილდეწარსულში, რომ ტრაგედიააღკვეთო. რაღაც
ახალი ისწავლო. საინტერესო ადამიანები გაიცნო.
როგორ მიაღწიო იმას, რომ ყველა მდიდარი, ჯანმრთელი და ბედნიერი
იყოს.
შესაძლოა, სულაც არ არის საკმარისი, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება
კოჭლობით სიარულში გავატარო, ცარიელ, მიტოვებულ ბინაში, რომლის
კედლებიც ხმაურისგან ძაგძაგებს.
იმის საწინააღმდეგო მხარეს მივდივარ, რასაც მოქარგულ შირმაზე ისარი
მიჩვენებს.
ჩემი პეიჯერი ისევ წრიპინებს. ისევ ნეშია.
და ის ჩემს ზურგს უკან ამბობს:
– თუ ადამიანის მოსაკლავი შელოცვა არსებობს, შეიძლება მისი
გაცოცხლების შელოცვაც არსებობდეს. იმათი, ვინც შენ მოკალი.
შესაძლოა, ეს ჩემი მეორე შანსი იყოს. ის ჩემს ზურგს უკან ამბობს:
– შესაძლოა, ჯოჯოხეთში იმის გამო კი არ ვხვდებით, რაც
გავაკეთეთ, არამედ იმის გამო, რაც არ გაგვიკეთებია. იმ საქმეების
გამო, რომლებიც ბოლომდე არ მიგვიყვანია.
ჩემი პეიჯერი ისევ წრიპინებს. ნეში მთხოვს, სასწრაფოდ დავურეკო. არ
ვჩერდები, კოჭლობით სიარულს განვაგრძობ.

თავი 16

ამჯერად ნეში დახლთან არ დგას. პატარა მაგიდასთანაა მიმჯდარი ბარის


სიღრმეში. მაგიდაზე სანთელი რომ არ ენთოს, სრულ სიბნელეში
იჯდებოდა. ვეუბნები, გაუმარჯოს, პეიჯერზე შენგან ათასი შეტყობინება
მივიღე-მეთქი. ვეკითხები, რა არის ასეთი მნიშვნელოვანი.
90
მაგიდაზე, ნეშის წინ, გაზეთი დევს. ისეა გადაკეცილი, რომ მაშინვე
თვალში გეცემა სათაური:
საიდუმლოებით მოცულმა ვირუსმა შვიდი ადამიანი შეიწირა
ქვესათაურში ნათქვამია:

ვარაუდობენ, რომ პირველი მსხვერპლია ცნობილი საზოგადო


მოღვაწე და ადგილობრივი გაზეთის პატივცემული რედაქტორი.
რომელი საზოგადო მოღვაწე, ვის გულისხმობენ? უნდა წავიკითხო.
სტატიას ვკითხულობ. დუნკანზე ყოფილა ლაპარაკი. არც კი ვიცოდი, რომ
ლესლის ეძახდნენ. კი მაგრამ, როდის აქეთ გახდა «ცნობილი» და
«საზოგადო მოღვაწე»?
მეტისმეტი ხომ არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ
ჟურნალისტი და მისი რეპორტაჟი ერთმანეთს გამორიცხავს. ნეში
გაზეთზე თითს უკაკუნებს და ამბობს:
– ეს წაიკითხე?
ვეუბნები, დილით რომ გავედი ოფისიდან, მას შემდეგ უკან არ
დავბრუნებულვარ-მეთქი. და, დასწყევლოს ღმერთმა, აკვანში
სიკვდილთან დაკავშირებული შემდეგი რეპორტაჟის გაგზავნაც კი
დამავიწყდა. სტატიას ვკითხულობ და ჩემი სიტყვების ციტირებას
ვაწყდები. ჩემთვის დუნკანი უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე რედაქტორი. ეს
სიტყვები თურმე მე მითქვამს. მეტი, ვიდრე მენტორი. ლესლი დუნკანი
ჩემთვის მამასავით ყოფილა. ეშმაკსაც წაუღია ოლიფანტი თავისი
გაოფლილი ხელებიანად.
ყველაფერი თავისთავად ხდება, სწრაფად, ისე, როგორც სიცივის ჟრჟოლა
დაგივლის მთელ სხეულში. თავში მიმაძინებელი სიმღერა ჟღერს.
მაჯისცემა მიჩქარდება. არ ვიცი, სად არის ახლა ოლიფანტი, მაგრამ
ვხვდები, ახლა რაც ხდება მის თავს: ნელა ცურდება სკამიდან და იატაკზე
ეცემა. წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმა კვლავ გამოსავალს
პოულობს.
რაც უფრო მეტი ხალხიკვდება, მით უფრო მეტადრჩება ყველაფერი ისე,
როგორც იყო.
მაგიდაზე, ნეშის წინ, ქაღალდის თითქმის ცარიელი თეფში დევს
კარტოფილის სალათის ნარჩენებით. ნეში ხელში ქაღალდის ხელსახოცს
91
გრძელ, სქელ გრაგნილად ახვევს, სანთლის ალს ზემოთ მიყურებს და
ამბობს:
– ის ბიჭი შენი სახლიდან გამოვიყვანეთ დღეს, ნაშუადღევს, – ამბობს ის, –
სიკვდილი, სრულიად აუხსნელი მიზეზით, კატების და ტარაკანების
გარემოცვაში. გაკვეთამ არაფერი არ აჩვენა.
ის ბიჭი, რომელიც დილით აქ, ბარში დაეცა, ბაკენბარდებიანი ბიჭი
მობილურით. მედიცინის ექსპერტები გაოგნებული არიან. და კიდევ, სამი
ადამიანი პირდაპირ ქუჩაში მოკვდა. ბარსა და ნიუსრუმის შენობას
შორის.
– და კიდევ ერთი იპოვეს, ნიუსრუმის შენობაში, – ამბობს ნეში, – მაშინ
გარდაიცვალა, როცა ლიფტს ელოდა.
ის ამბობს, მედიცინის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოველი მათგანი
ერთი და იმავე მიზეზით გარდაიცვალაო. რაღაც გაუგებარი ჭირითო, –
ნეში ამბობს.
– თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება
ნარკოტიკებთან იყოს დაკავშირებული. – ამბობს ის. – შეიძლება
სუქცინილჰოლინთან. ან თვითონ გაიკეთეს, ან ვინმემ ძალით გაუკეთა.
ნეირომუსკულარული ბლოკატორი. ისე ადუნებს ადამიანს, რომ მას
აღარ შეუძლია, ნორმალურად ისუნთქოს და ჟანგბადის
უკმარისობისგან კვდება.
დეტალები ბარიკადების უკან მდგარი ქალის შესახებ, რომელსაც ხელში
პორტატიული გადამცემი ეჭირა და ცდილობდა შევეჩერებინე, როცა
კინოგადაღების პავილიონში შევედი. გრძელი შავი თმა და ძუძუების
აბზეკილ კერტებზე მჭიდროდ შემოჭერილი მაისური. ვიწრო ჯინსი და
პატარა, მადისაღმძვრელი ჭიპი. შეიძლება ნეში მოხიბლა. ვთქვათ, როცა
მორგისკენ მიდიოდნენ. კიდევ ერთი გამარჯვება.
არ ვიცი, ნეში რის თქმას აპირებს ჩემთვის, მაგრამ რატომღაც მოსმენის
არავითარი სურვილი არა მაქვს. ის ამბობს:
– მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პოლიცია ცდება.
დაგრაგნილ ხელსახოცს სანთლის თავზე ატარებს. ალი ტოკავს, შავი
კვამლი რგოლებად მიემართება ჭერისაკენ. ალი სწორდება და ნეში
ამბობს:
92
– იმ შემთხვევისთვის, თუ შენ გადაწყვეტ, ისევე იზრუნო ჩემზე, როგორც
სხვებზე იზრუნე, – მეუბნება ის, – იცოდე, რომ უკვე დავწერე წერილი,
რომელშიც ეს ყველაფერი ახსნილი მაქვს და ჩემს მეგობარს დავუტოვე
და ისიც ვუთხარი, როგორ უნდა მოიქცეს, თუ რამე მომივა.
მე ვიღიმები და ვეკითხები, რას გულისხმობ, რა წერილი, რა იცი-მეთქი?
ნეში ხელსახოცის გრაგნილის ბოლოს სანთლის ოდნავ ზემოთ აჩერებს და
ამბობს:
– მე ვიცი, რომ შენ იცოდი მეზობლის სიკვდილის შესახებ. ვიცი, რომ
ბიჭი, რომელიც ამ ბართან
იდგა, მკვდარი დაეცა, როცა შენ მას შეხედე და კიდევ ოთხი ადამიანი
მაშინ მოკვდა, როცა აქედან სამსახურში მიდიოდი და მათ გვერდით
ჩაუარე. ქაღალდის გრაგნილის ბოლო ალისგან ყავისფრდება და ნეში
მეუბნება:
– ვიცი, რომ ეს ჯერ კიდევ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ, ყოველ
შემთხვევაში, უფრო მეტია, ვიდრე ის მონაცემები, რომლებიც პოლიციას
აქვს ამ მომენტისათვის.
ქაღალდის გრაგნილის კიდე ალში ეხვევა, პატარა ალში და ნეში ამბობს:
– დანარჩენს ალბათ შენ უკეთ აუხსნი პოლიციას.
ალი თანდათან უფრო ბრიალებს. ბარში კარგა ბევრი ხალხია და ვინმე
აუცილებლად შეამჩნევს, რომ ნეში ბარში ზის და ქაღალდს წვავს. და
ვინმე აუცილებლად დაურეკავს პოლიციას. ვეუბნები, რაღაცას
ბოდავ-მეთქი. ალი სულ უფრო იკრებს ძალას.
ბარმენი ჩვენს მხარეს იყურება, ნეშის ხელში ქაღალდის გრაგნილი
მოკლდება.
ნეში უბრალოდ ზის და აკვირდება, ალი თანდათან როგორ გამოდის
კონტროლიდან.
მის მხურვალებას ტუჩებით ვგრძნობ, კვამლისგანნელ-ნელა თვალები
მიცრემლდება. ბარმენი ყვირის: – ეი, ჩააქრე ახლავე. ნეშს
ალმოდებული ხელსახოცი თავის ქაღალდის თეფშთან მიაქვს.
მაჯაში ვავლებ ხელს. ფორმის ხალათის მანჟეტზე ყვითელი ლაქა აჩნია –
მდოგვის. კანი მანჟეტის ქვეშ დონდლო და რბილი აქვს. ვეუბნები:
93
– კარგი, ოღონდ შეწყვიტე, კარგი?
ვეუბნები, დამპირდი, რომ არავის არაფერს ეტყვი-მეთქი.
გრაგნილი ჯერ კიდევ იწვის, როცა ნეში ამბობს:
– რა თქმა უნდა. გპირდები.
94
თავი 17

ელენი მიახლოვდება, ხელში ღვინის ჭიქით. ფსკერზე რაღაც წითელი,


სქელი ელავს. ჭიქა თითქმის დაცლილია.
და მონა ეკითხება:
– ეგ სად აიღე?
– ღვინო? – ამბობს ელენი. რომელიღაც სქელი ქურქი აცვია კიდეებში
ყავისფრის და თეთრის სხვადასხვა ტონებით. ქურქი წინ გახსნილი აქვს
და შიგნით ცისფერი კოსტიუმი მოუჩანს. ჭიქას ბოლომდე ცლის და
ამბობს:
– ბუხრის თაროზე. აი, იქ, სადაც ლანგარია ფორთოხლით და ბრინჯაოს
სტატუეტი.
მონა თითებს შავ-წითელ დრედებში იყოფს და ხელებს თავზე მაგრად
იჭერს. ის ამბობს:
– ეს სამსხვერპლოა. – ცარიელ ჭიქაზე ანიშნებს და ამბობს: – შენ ეს-ესაა
ქალღმერთისადმი ჩემი შენაწირი დალიე.
ელენი ცარიელ ჭიქას მონას სჩრის ხელში და ამბობს:
– ჰოდა ახლა ქალღმერთს კიდევ ერთი შესაწირი მიართვი, მაგრამ
ამჯერად ორმაგი ულუფა.
ჩვენ ახლა მონას ბინაში ვართ, სადაც მთელი ავეჯი გასაწევი მინის კარს
მიღმა, პატარა შიდა ეზოშია გატანილი და პოლიეთილენის ლურჯი
აფსკითაა დაფარული. ასე რომ, დიდი სასტუმრო ოთახი, რომელშიც ჩვენ
ახლა ვიმყოფებით, და მისი მომიჯნავე ოთახი სულ ცარიელია. კედლები
და ნოხები ღია ჩალისფერია. ბუხრის თაროზე ლანგარი დგას
ფორთოხლით და ვიღაც მოცეკვავე ინდოელის თითბრის სტატუეტი. იქვე
მიმოფანტულია ყვითელი ზიზილები და ვარდისფერი მიხაკები.
ჩამრთველებზე გამჭვირვალე, განიერი სკოჩია გადაწებებული, ასე რომ,
ძალიანაც რომ გინდოდეს, შუქს ვერ აანთებ. მონას იატაკზე რაღაც
ბრტყელი ქვები დაულაგებია და ზედ სანთლები დაუდგამს. წითელი და
თეთრი სანთლები. ზოგი ანთებულია, ზოგი – არა. ბუხარში ცეცხლი არ
ანთია, შიგაც სანთლები დგას. თეთრი კვამლის სვეტები ზემოთ მიიწევს
საკმევლის არომატული კონუსებიდან, რომლებიც ქვებზეა განლაგებული
სანთლებთან ერთად.
95
ნამდვილი სინათლე მხოლოდ მაშინ გაიელვებს ხოლმე, როცა მონა
მაცივარს ან მიკროტალღურ ღუმელს გამოაღებს.
კედლის იქიდან ცხენების ხვიხვინი და ზარბაზნების გრიალი ისმის. ან
მამაცი, ჯიუტი სამხრეთელი მზეთუნახავი ცდილობს, მოიგერიოს შეტევა
გაერთიანებული არმიისა, რომელიც მეზობლების ბინების გადაწვას
აპირებს, ან ვიღაცის ტელევიზორს ძალიან აქვს ხმა აწეული.
ზედა მეზობლის ბინიდან სახანძრო სირენების გაბმული ხმა ისმის,
მაგრამ ჩვენ ის უნდა უგულებელვყოთ, ვითომ არაფერი გვესმის.
სალტეების ჭრიალი და გასროლის გუგუნი – თავი ისე უნდა მოვაჩვენოთ,
თითქოს ეს ყველაფერი ნორმალურია. ეს ხომ არაფერს ნიშნავს. ეს ხომ
უბრალოდ ტელევიზორის ხმებია. აფეთქებებისგან ჭერი ზანზარებს.
ქალი ვიღაცას ეხვეწება, ნუ გამაუპატიურებო. ეს რეალურად არ ხდება, ეს
მხოლოდ კინოფილმია. ჩვენ ვართ კულტურა, ხუმარა ბიჭუნების
კულტურა, კულტურა, რომელიც მგელი მგელიო, ყვირის.
ეს დრამ-ოჰოლიკები. ეს მშვიდობ-ოფობები.
თითების შავი წვერებით მონა იღებს ღვინის ჭიქას, რომლის კიდე ელენის
ვადისფერი პომადითაა დასვრილი და ფეხშიშველი მიდის
სამზარეულოსკენ. აბანოს თეთრი, ფოჩებიანი ხალათი აცვია.
კარზე ზარი რეკავს.
მონა ჯერ ბუხრის თაროსთან მიდის და ზედ წითელი ღვინით სავსე ჭიქას
დგამს. ის ამბობს:
– უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებთ ჩემი კუდიანის
თანდასწრებით. – და კარს აღებს.
ზღურბლთან დაბალი ქალი დგას შავი პლასტმასის ფართოჩარჩოიანი
სათვალით. სამზარეულოს დალიანდაგებული ხელჯაგები აცვია და
თავსახურიანი ქვაბი უჭირავს.
მე უახლოეს მაღაზიაში ნაყიდი სამნაირი პარკოსნის მზა სალათი
მოვიტანე. ელენმა მაკარონი მოიტანა «ჩეხური სამზარეულოდან».
სათვალიანი ქალი საფენზე იწმენდს ფეხებს კართან. ელენს უყურებს,
შემდეგ მე და ამბობს: – თუთა, შენ სტუმრები გყავს. მონა ხელის
ზურგს საფეთქელზე ირტყამს და ამბობს:
96

თუთა – ეს მე ვარ. ეს ჩემი უიკანური სახელია. თუთა.– ის ამბობს: –


ბეღურავ, ეს მისტერ სტრიტორია.
ბეღურა თავს უქნევს. მონა ამბობს:
– ეს კი ჩემი უფროსია.
– შინშილა, – ამბობს ელენი.
მიკროტალღური ღუმელი წრიპინს იწყებს და მონას ბეღურა
სამზარეულოში მიჰყავს. ელენი ბუხართან მიდის და ღვინოს სვამს. კარზე
რეკავენ. მონა სამზარეულოდან გვიყვირის, გააღეთო.
ამჯერად კართან ახალგაზრდა კაცი დგას გრძელი, ღია ფერის თმით და
წითური თხის წვერით. სპორტული შარვალი და გრძელმკლავიანი
მაისური აცვია. ხელში ყავისფერი მინის თავსახურიანი თიხის ქოთანი
უჭირავს. თავსახურიდან რაღაც წებოვანი, ყავისფერი ლაფი მოჟონავს,
თვითონ სახურავი კი შიგნიდან დაორთქლილია. შემოდის და ქოთანს
მიწვდის. ჩოგბურთის ფეხსაცმელებს იხდის, მაისურს თავს ზემოდან
იძრობს და გრძელი თმა ყოველ მხარეს ცვივა. მაისურს აგდებს
ქოთანზე, რომელიც ხელში მიჭირავს და ჯერ მარცხენა ფეხს იღებს
შარვლის ტოტიდან, შემდეგ – მარჯვენას. შარვალს მე მაჩეჩებს და
თვითონ იქვე დგება, ხელებით ბარძაყებზე, გაშიშვლებული ყლე-
ყვერით. ელენი პალტოს ღილებს იკრავს და დარჩენილ ღვინოს სვამს.
თიხის ქოთანი ძალიან მძიმე და ცხელია. ყავისფერი დამწვარი შაქრის
და ტოფუს თუ ჭუჭყიანი, ოფლიანი შარვლის სუნი ასდის. და მონა
ამბობს:
– ოისტერ! – ის ჩვენ გვერდით დგას. ტანსაცმელს და ქოთანს ხელიდან
მართმევს და ეუბნება: – ოისტერ, ეს მისტერ სტრიტორია. – ის ამბობს: –
იცოდეთ ყველამ, ეს ჩემი შეყვარებულია. ოისტერი.
ბიჭი თვალებიდან თმას იშორებს და მე მიყურებს. მეუბნება:
– თუთა ფიქრობს, რომ თქვენ მიმაძინებელი სიმღერის ტექსტი გაქვთ.
ყლის წვერზე დანაოჭებული ჩუჩა მწვეთავი ვარდისფერი
სტალაქტიტივით უვიწროვდება. შიგ ვერცხლისფერი რგოლი აქვს
გაყრილი.
97


ელენი მზერას მესვრის. იღიმება, მაგრამ კბილები მაგრად აქვს
ერთმანეთზე დაჭერილი.
ის ბიჭი კი, ოისტერი, მონას ხალათის ბორტს ბღუჯავს და ეუბნება:
– რა ჯანდაბად გინდა ამდენი ტანსაცმელი. – მისკენ იხრება და, ქოთანზე
გადახრილი, კოცნის.
– ჩვენ რიტუალს შიშვლები ვასრულებთ, – ამბობს მონა და იატაკს
დასცქერის. ის წითლდება და ქოთნით ელენზე ანიშნებს, – ოისტერ, ეს
მისის ბოილია, ვისთანაც ვმუშაობ.
დეტალები ოისტერს შესახებ: ძალიან ღია ფერის თმა აქვს, აქეთ-იქით
გაფარჩხული, მეხდაცემული ფიჭვის წიწვებივით, სხეული
ახალგაზრდული აქვს. ხელ-ფეხი თითქოს სხვადასხვა სეგმენტისგან
შედგება. მასიური, ძლიერი კუნთები და ვიწრო სახსრები – მუხლები,
იდაყვები და წელი.
ელენი ხელს უწვდის. ოისტერი ხელს ართმევს და ამბობს:
– პერიდოტის ბეჭედი...
და ასეთი, შიშველი და ახალგაზრდა, ელენის ხელს ზევით სწევს და
თავის სახესთან მიაქვს. მზემოკიდებული და დაკუნთული, ელენის
ბეჭედს დაჰყურებს, შემდეგ მზერას მის ხელს აყოლებს და თვალებში
ჩასცქერის. ის ამბობს:
– ასეთი ძლიერი ვნების ქვა ადამიანების უმეტესობის ნებას დათრგუნავს.
– და კოცნის მას.
– ჩვენ რიტუალს შიშვლები ვასრულებთ, – ამბობს მონა, – მაგრამ თქვენ
შეგიძლიათ, არ გაიხადოთ. ანუ გახდა სავალდებულო არ არის. – ის
სამზარეულოსკენ აქნევს თავს და ამბობს: – წამო, ოისტერ. ცოტა
დამეხმარე.
სანამ წავიდოდეს, ოისტერი მე მიბრუნდება და მეუბნება: – ტანსაცმელი
უპატიოსნობის გამოვლენის უმაღლესი ფორმაა. – პირის მხოლოდ
ნახევრით იღიმება, თვალს მიკრავს და ამბობს:
– მშვენიერი ჰალსტუხია, მამი. და მე ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3...
მონას სამზარეულოში წასვლის შემდეგ ელენი მიბრუნდება და ამბობს:
98

– მიჭირს დაჯერება, რომ თქვენ მას ყველაფერი მოუყევით. ნეში ჰყავს

მხედველობაში.

სხვა გზა არ მქონდა. გარდა ამისა, სიმღერის ტექსტს მაინც ვერსად


იპოვის. მე ვუთხარი, ჩემი წიგნი დავწვი-მეთქი. და, საერთოდ, ამ წიგნის
ყველა ეგზემპლარი დავწვი, რომლის ხელში ჩაგდებაც მოვახერხე. მან
არაფერი იცის ელენ ჰუვერ ბოილის ან მონა საბატის შესახებ. ის
ვერასდროს შეძლებს, ეს ინფორმაცია რამეში გამოიყენოს.
დარჩენილი წიგნებიდან კიდევ რამდენიმე ათეული საჯარო
ბიბლიოთეკებში ინახება. იქნებ შევძლოთ მათი პოვნა და 27-ე გვერდის
განადგურება, სანამ წიგნის პირველწყაროს მივაგნებდეთ.
– «ჩრდილების წიგნს», – ამბობს ელენი.
გრიმუარი, როგორც მას გრძნეულები უწოდებენ. შელოცვების წიგნი.
ძალაუფლება მთელ მსოფლიოზე.
კარზე რეკავენ. კიდევ ერთი კაცი შემოდის და განიერ ტრუსს და პერანგს
იხდის. გვეუბნება, ზღარბი მქვიაო. დეტალები ზღარბის შესახებ:
დონდლო კუნთები აქვს მკლავებზე, მკერდზე, უკანალზე. ხელის
ჩამორთმევის მერე ხელისგულზე მოკლე, შავი თმა მრჩება მიკრული,
ზუსტად ისეთი, ბოქვენზე რომ აქვს.
ელენს ხელები ქურქის სახელოებში აქვს შემალული. ბუხართან მიდის,
სამსხვერპლოდან ფორთოხალს იღებს და მის გაფცქვნას იწყებს.
მოდის კაცი, სახელად მაჩვი, რომელსაც მხარზე ცოცხალი თუთიყუში
უზის. მოდის კატაბარდა. მოდის ლობელია. ლაჟვარდისფერი ჩიტი
რეკავს კარზე. შემდეგ ყალთაბანდი. შემდეგ ოსპი მოდის, თუ ვიღაცას
მოჰყავს – ჩემთვის გაუგებარი რჩება. ელენი კიდევ ერთ მსხვერპლად
შესაწირს სვამს. მონა სამზარეულოდან გამოდის ოისტერთან ერთად,
მაგრამ უკვე უხალათოდ.
კორიდორში, კართან, ჭუჭყიანი ტანსაცმლის გროვა რჩება. მარტო მე და
ელენი ვართ ჩაცმულები. სადღაც, ტანსაცმლის გროვაში, მობილური
რეკავს. ბეღურა იხრება და გროვაში იქექება. ძუძუები დაჰკონწიალებს.
99


მხოლოდ პლასტმასის შავჩარჩოიანი სათვალე უკეთია. ტელეფონს
პასუხობს.
– დორმერი, დინგუსი და დიგზი, იურიდიული მომსახურება, – ამბობს
ის, – შეგიძლიათ აღწეროთ, როგორი ქავილი გაქვთ?
ერთი წუთი მჭირდება, რომ მონა ვიცნო ვარცხნილობით და ყელზე
ასხმული უამრავი ძეწკვით. ვცდილობ, თვალები ძალიან არ ვაცეცო
აქეთიქით, მაგრამ მაინც ვამჩნევ, რომ თმა ბოქვენზე
სუფთად აქს გაპარსული. თუ წინიდან შეხედავ, მისი ბარძაყები ორ
იდეალურ ნაღუნს წარმოადგენს, მათ შორის ამოპარსული V-ს ფორმით.
თუ პროფილიდან შეხედავ, მკერდი ოდნავ აქვს აწეული, თითქოს
ცდილობს, მოსაუბრეს ვარდისფერი კერტებით შეეხოსო. თუ უკნიდან
შეხედავ, მისი ზურგი ქვემოთ ორ სოლიდურ დუნდულად იყოფა და მე
ვითვლი 4, ვითვლი 5, ვითვლი 6...
ოისტერს ხელში პლასტმასის თეთრი კოლოფი უჭირავს.
ქალი, სახელად ცხრატყავა, შიშველი, თავზე წაკრული ჩითის
ხილაბანდით, თავის წარსულ სიცოცხლეებზე ლაპარაკობს.
და ელენი ამბობს:
– და განა რეინკარნაცია გარდაუვალის გადავადების კიდევ ერთი
საშუალება არ არის?
ვკითხულობ, როდის უნდა ვჭამოთ-მეთქი.
და მონა ამბობს:
– ღმერთო, თქვენ მთლად მამაჩემივით ხართ. ელენს ვეკითხები, თავს
როგორ იკავებს, რომ აქ ყველას არ ხოცავს. ის ბუხრის თაროდან კიდევ
ერთ ჭიქა ღვინოს იღებს და ამბობს:
– ამათი მოკვლა მადლი იქნებოდა. რომ არ იტანჯონ. – ნახევარს სვამს და
დარჩენილს მე მიწვდის.
საკმეველს ჟასმინის სუნი აქვს და ამ ოთახში ყველაფერი საკმევლის
მსგავს სურნელს აფრქვევს.
100

ოისტერი ოთახის შუაში გამოდის, მუყაოს კოლოფს მაღლა სწევს და


კითხულობს:
– კარგი, ვინ მოიტანა ეს ნაგავი?
ეს ჩემი სალათია, რომელიც სამნაირი პარკოსნისგან შედგება.
მონა კი ეუბნება:
– გთხოვ, ოისტერ, არ გინდა.
ოისტერს მუყაოს კოლოფი მავთულის პატარა სახელურით უჭირავს ორი
თითით. ის ამბობს:
უხორცო საჭმელი ნიშნავს, რომ შიგ ხორცი არ არის. შენ კი, თუ
შეიძლება, გაჩუმდი. ვინ მოიტანა ეს? იღლიაში კაშკაშა ნარინჯისფერი
თმა უჩანს. ბოქვენზეც.
მე ვამბობ, ეს პარკოსნების სალათია-მეთქი.
– რით? – მეკითხება ოისტერი და ყუთს არწევს.
– არაფრით. უყველაფროდ.
ოთახში ისეთი სიწყნარეა, რომ მეზობელი ბინიდან გეტისბერგის
ბრძოლის ხმები ისმის. ზემო ბინაში ვიღაც დეპრესიული გიტარას
აკვნესებს ხალხური მუსიკის მოტივებზე. მსახიობი კივის და ლომი
ღრიალებს, ყუმბარები გუგუნით ცვივა ციდან.
– უორჩესტერშირის სოუსით, – ამბობს ოისტერი, – ეს კი ნიშნავს ანჩოუსს,
ანუ ხორცს. ანუ სისასტიკეს და სიკვდილს. – კოლოფი ცალი ხელით
უჭირავს, მეორით კი მასზე უთითებს და ამბობს: – ახლა ამას უნიტაზში
ჩავუშვებ. მისი ადგილი იქ არის. და მე ვითვლი 7, ვითვლი 8...
ბეღურა ყველას პატარა, მრგვალ ქვებს ურიგებს კალათიდან, რომელსაც
ცალი ხელით დაატარებს. ერთ ცალს მეც მაძლევს. ნაცრისფერი, ცივი ქვაა
და ის ამბობს:
– ხელში დაიჭირეთ და შეეცადეთ, მისი ენერგიის ტალღაზე გადაერთოთ.
რიტუალის ჩასატარებლად ჩვენ ყველა ერთ ტალღაზე უნდა
გადავეწყოთ. ტუალეტიდან წყლის ჩაშვების ხმა მესმის.
101


მაჩვის მხარზე თუთიყუში თავს აქეთ-იქით ატრიალებს და ნისკარტით
მწვანე ბუმბულს იწიწკნის. თავს ხრის, ბუმბულს ნისკარტს ჩაავლებს,
თითქოს კბენსო და მკვეთრად სწევს. ამოგლეჯილი ბუმბულის
ადგილას ტყავზე ღრმულები ჩანს. თუთიყუში მაჩვის მხარზე
გადაფენილ პირსახოცზე ზის, რომ ფეხებით რამეს იყოს ჩაჭიდებული.
უკანა მხარეს პირსახოცი ყვითელი ლაქებითაა დასვრილი – სკინტლით.
თუთიყუში კიდევ ერთ ბუმბულს იგლეჯს და ჭამს. ბეღურა ქვას ელენს
აძლევს და ელენი მას ცისფერ ჩანთაში იდებს.
ღვინის ჭიქას ვართმევ და ერთ ყლუპს ვსვამ. დღეს ნიუსრუმში შევიტყვე,
რომ ლიფტთან გარდაცვლილ ადამიანს, რომელსაც მე სიკვდილი
ვუსურვე, სამი შვილი ჰყავდა, ყველა ექვს წელს ქვემოთ. პოლიციელი,
რომელიც მე მოვკალი, ხანდაზმულ მშობლებს ინახავდა, რომ ისინი
უპატრონოთა სახლში არ წაეყვანათ. მას და მის ცოლს აყვანილი ბავშვი
ჰყავდათ. გარდა ამისა, პოლიციელი ბავშვების ფეხბურთელთა გუნდს
წვრთნიდა. ქალი, რომელსაც პორტატიული გადამცემი ჰქონდა,
ორსულად იყო. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე. ცოტა ღვინოს კიდევ
ვწრუპავ. ვარდისფერი პომადის გემო დაჰკრავს. დღევანდელ გაზეთში
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: ფაიფურის ჭურჭელ Dorsett
Fine China-ს მფლობელთა საყურადღებოდ
შემდეგ ასეთი რამ წერია: «თუ ჭამის შემდეგ გული აგერიათ, ან
კუჭი აგეშალათ, დარეკეთ ტელეფონის მითითებულ ნომერზე».
ოისტერი მეუბნება:
– მალბერი ფიქრობს, რომ ექიმი სარა თქვენ მოკალით, ჩემი აზრით კი
თქვენ საერთოდ ჩემი ფეხები იცით.
მონას უნდა, რომ ბუხრის თაროზე კიდევ ერთი შესაწირავი დადგას,
მაგრამ ელენი ჭიქას ხელიდან ართმევს.
ოისტერი მე მომმართავს:
– თქვენ სიკვდილ-სიცოცხლეზე მხოლოდ მაშინ გაქვთ ძალაუფლება,
როცა მაკდონალდსში ჰამბურგერს უკვეთავთ. – სახე ჩემთან ახლო
მოაქვს და მეუბნება:
– თქვენ ბინძურ ფულს იხდით, ნაჯახი კი ვიღაცას თავს აჭრის.
და მე ვითვლი 9, ვითვლი 10...
102

ბეღურა რაღაც გადაშლილ სახელმძღვანელოს მიჩვენებს. ფურცლებს


თვითონ შლის. შიგ კვერთხებისა და ქოთნების ფოტოებია. სხვადასხვა
ფერისა და ფორმის ვერცხლის ზანზალაკებისა და კვარცის კრისტალების
ფოტოები. აქ არის შავტარიანი სარიტუალო დანები,
სახელად «ათამე». ბეღურა მიჩვენებს ბალახის კონებს, რომლებითაც
ნაკურთხი წყლის მოსხურება შეიძლება. მითითებს გაპრიალებულ
ავგაროზებზე, რომლებმაც უარყოფითი ენერგია უნდა გარდატეხოს.
თეთრტარიან სარიტუალო დანას ბოლინი ჰქვია. კატალოგზე
ჩამოწყობილი ძუძუები ყოველი გვერდის ნახევარს ფარავს.
ოისტერი ჩემ გვერდით დგას. კისერზე კუნთები უთრთის. ორივე ხელი
მომუშტული აქვს. ის მეუბნება:
იცით, ჰოლოკოსტს გადარჩენილთა უმეტესობა ვეგანი რატომ გახდა?
იმიტომ, რომ იმათ იცოდნენ, რას ნიშნავს, როცა ისე გეპყრობიან,
როგორც ცხოველს. მისი სხეულის მხურვალებას ვგრძნობ. ის ამბობს:
– იცით, რომ ინკუბატორებში ყვინჩილებს ცოცხლად მარხავენ და
სასუქად იყენებენ?
ბეღურა წიგნის ფურცვლას განაგრძობს, რაღაცაზე უთითებს და ამბობს:
– თუ ჩვენს ფასებს რიტუალური იარაღების სხვა მომწოდებლების
ფასებს შევადარებთ, მაშინვე ნათელი გახდება, რომ ჩვენთან მორიგება
ყველაზე უკეთ შეიძლება.
მომდევნო შესაწირს ქალღმერთისადმი მე ვსვამ.
ამის შემდეგ სასმისს ელენი ცლის.
ოისტერი ოთახში წრეებს უვლის. ისევ ჩემთან მოდის და მეუბნება:
– იცით თუ არა, რომ ღორების უმეტესობა ჯერ ისევ სისხლისგან
იცლება, როცა მათ მდუღარე, ასორმოცგრადუსიან წყალში ყრიან?
შემდეგ შესაწირს ისევ მე ვსვამ. ღვინოს ჟასმინის საკმევლის გემო აქვს.
დახოცილი ცხოველების გემო.
103


ელენი სამზარეულოში ცარიელი ჭიქით მიდის. ნამდვილი სინათლე
კრთება, როცა ის მაცივარს აღებს და დოქით წითელი ღვინო გამოაქვს.
ოისტერი უკნიდან მიახლოვდება, ნიკაპს მხარზე მადებს და ამბობს:
– ძროხების უმეტესობა მაშინვე არ კვდება, – მეუბნება: – ძროხას
კისერზე მარყუჟს ჩამოაცვამენ და სასაკლაოზე მიათრევენ აბღავლებულს
და ფეხებს ჯერ კიდევ ცოცხალს აჭრიან.
მის ზურგს უკან შიშველი გოგონა, სახელად ზღვის ვარსკვლავი,
მობილურის ზარს პასუხობს. ის ამბობს:
– დული, დონერი და დიუნი – იურიდიული მომსახურება. – ის
ამბობს: – მითხარით, რა ფერისაა თქვენი სოკო?
სააბაზანოდან ჩნდება მაჩვი, მოხრილი, რომ თუთიყუში კარის ღიობს არ
გამოედოს. შიშველი დუნდულების ღარიდან ტუალეტის ქაღალდი
გამოსჩრია. შიშველს კანი გადატყავებულს და ღრმულებიანს მიუგავს.
გაპუტულს. სულ არ მინდა ვიცოდე, აზის თუ არა ჩიტი მხარზე, როცა
ტუალეტში ზის.
და ოთახის შორეულ კუთხეში მონაა.
თუთა.
ცხრატყავასთან ლაყბობს. იცინიან. თავზე სარჭით აზვინული აქვს
შავწითელი დრედები, რომელთა ძირიდანაც პატარა სახე აქვს
გამოშვერილი. თითები მძიმე, წითელმინიანი ბეჭდებით აქვს
დახუნძლული. ყელზე უამრავი ძეწკვი, თილისმა და ავგაროზი და
მკერდზე იაფფასიანი ბიჟუტერია. პატარა გოგონა, რომელიც
დიდქალობანას თამაშობს.
ფეხშიშველი.
იმ ხნისაა, რა ხნისაც ჩემი გოგონა იქნებოდა, ისევ რომ მყავდეს.
ელენი ბარბაცით ბრუნდება ოთახში. ორ თითს ნერწყვით ისველებს,
ოთახს უვლის და საკმევლის კეთილსურნელოვან კონუსებს სველი
თითებით აქრობს. ბუხრის თაროს ეყრდნობა და ღვინის ჭიქა
ვარდისფერ ტუჩებთან მიაქვს. ჭიქის ზემოდან აკვირდება, ოთახში რა
ხდება. უყურებს, როგორ უვლის წრეებს ოისტერი ჩემ გარშემო.
იმდენისაა, რამდენისაც მისი ვაჟი, პატრიკი იქნებოდა.
104

ელენი იმ ხნისაა, რა ხნისაც ახლა ჩემი ცოლი იქნებოდა, ცოლი რომ


მყავდეს. ოისტერი – ეს არის ვაჟი, რომელიც ელენს ეყოლებოდა, ვაჟი
რომ ჰყავდეს.
ჰიპოთეზურად, რა თქმა უნდა.
ეს შეიძლება ჩემი ცხოვრება ყოფილიყო, მე რომ ჩემი ცხოვრება მქონოდა.
ჩემი ცოლი ლოთია და სრულიად გაუცხოებული ჩემგან. ჩემი
ქალიშვილი ოკულტიზმითაა გატაცებული და რაღაც იდიოტურ
რიტუალებს იკვლევს. მას ჩვენ, მშობლები, ვერცხვინებით. მისი
შეყვარებული, ის ცალტვინა ჰიპი, ცდილობს, მე, მამას, წამეჩხუბოს. იქნებ
მაინც შეიძლებოდეს უკან, წარსულში დაბრუნება.
და მკვდრების გაცოცხლება. ძველის და ახლის – ყველა მკვდრის.
შეიძლება ეს ჩემი მეორე შანსია. იქნებ სწორედ ეს არის გზა, რომლითაც
შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება წარმართულიყო.
შინშილას ქურქში გამოწყობილი ელენი თვალს ადევნებს, როგორ იჭამს
თავს თუთიყუში. თვალს ადევნებს ოისტერს.
105

და მონა ყვირის:
– ყველას ვთხოვ მომისმინოს! ყველას! – ის ამბობს: – დროა, შელოცვა
დავიწყოთ. მაგრამ ამისათვის ჩვენ ჯერ წმინდა სივრცე უნდა შევქმნათ.
მეზობელთან სამოქალაქო ომის ვეტერანები კოჭლობით ბრუნდებიან
სახლში – სევდიან მუსიკასთან და «რეკონსტრუქციასთან».
ოისტერი ჩემ გარშემო წრეებს უვლის. ამასობაში ქვა მუჭში უკვე გამითბა.
ვითვლი 11, ვითვლი 12...
მონა საბატი ჩვენთან უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვისაც ხელები
სისხლში არა აქვს გასვრილი. მონა და ელენი და მე, და ოისტერი. ჩვენ
ოთხნი დავადგებით გზას. კიდევ ერთი სრულიად არშემდგარი ოჯახი.
გარეგნულად ყველაფერი რიგზეა – ოჯახი არდადეგებზე მიდის.
არაწმინდა გრაალის საძებნელად.
ასობით ქაღალდის ვეფხვი გზად უნდა მოვკლათ. ასობით ბიბლიოთეკის
გაქურდვა მოგვიწევს. წიგნები უნდა განვაიარაღოთ. მთელი სამყარო
მიმაძინებელი ჯადოსგან უნდა ვიხსნათ.
ლობელია მიხაკს ეუბნება:
– წაიკითხე გაზეთებში იმ ხალხის სიკვდილის ამბავი? წერენ,
ლეგიონერების დაავადებას[11] ჰგავსო, მაგრამ ამას, ჩემი აზრით, შავი
მაგიის სუნი უფრო უდის.
ხელებგაშლილი მონა, რომელსაც იღლიებში ყავისფერი ბეწვები უჩანს, იქ
მყოფთ ოთახის შუაგულში უყრის თავს. ბეღურა თავის წინ გადაშლილ
კატალოგზე უთითებს და ამბობს:
– ეს აუცილებელი მინიმუმია, დაწყებისთვის.
ოისტერი თვალებიდან თმას იშორებს და მხარზე იდაყვით მაწვება.
შემდეგ გარს მივლის და საჩვენებელ თითს მკერდში მაგრად მკრავს, შიგ
ჩემი ლურჯი ჰალსტუხის ცენტრში, მერე მტკივნეულად მაჭერს და
მეუბნება:
– მისმინე, მამი, ერთადერთი მიმაძინებელი, რომელიც შენ იცი, არის:
«კარგად შემწვარი ბიფშტექსი გამიკეთეთ ერთი, გეთაყვა». და მე თვლას
ვწყვეტ.
106

ყველაფერი თავისთავად ხდება, უნებურად, ისე, როგორც კუნთი


შეგიტოკდება. მას მკერდზე ხელს ვადებ და მაგრად ვუბიძგებ. ყველა
ჩუმდება და ჩვენ შემოგვცქერის. და ჩემს თავში მიმაძინებელი ჟღერს.
და მე ისევ მოვკალი. მონას შეყვარებული. ელენის ვაჟი. ოისტერი
ცოტა ხანს გარინდული დგას და თვალებზე ჩამოშლილი ღია ფერის
თმიდან გამომცქერის. მაჩვს მხარიდან თუთიყუში უვარდება.
ოისტერი ხელს სწევს, თითებს ფარჩხავს და მეუბნება:
– მშვიდად, მამი, დაშოშმინდი, – და ბეღურასთან და დანარჩენებთან
ერთად მიდის თუთიყუშის სანახავად, რომელიც მაჩვის ფეხებთან
აგდია მკვდარი და ნახევრად გაპუტული. მაჩვი ფრინველს სანდლის
წვერით ეხება და ეუბნება:
– მამაცო!
ელენს ვუყურებ.
ჩემს ცოლს. აი, ასე, ახლებურად, გარყვნილად. ვიდრე სიკვდილი არ
განგვაშორებს ერთმანეთს.
და თუ ვინმეს მოკვლა შეგიძლია, იქნებ მათი უკან, სიცოცხლეში
დაბრუნებაც შეგეძლოს.
ელენიც მიყურებს. ხელში გათითხნილი, ვარდისფერი ჭიქა უჭირავს.
თავს აქნევს და ამბობს:
– მე არ მიქნია. – სამ თითს ზევით სწევს, ცერი და ნეკი ხელისგულთან
მიაქვს და ამბობს: – გეფიცებით. გრძნეულის პატიოსან სიტყვას
გაძლევთ.

თავი 18

აქ და ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ: ორეგონის შტატის ბიგზ-ჯანქშნის


სადარბაზოსთან ვიმყოფები. მე და სერჟანტი 1-84-ე გზატკეცილის
ნაპირას ვდგავართ, ჩვენი მანქანის გვერდით. იქვე ძველი ქურქი აგდია.
კეტჩუპში ამოთხვრილი ბეწვი ბუზებს იზიდავს. ეს ჩვენი სატყუარაა.
ამ კვირაში ტაბლოიდებში კიდევ ერთ სასწაულზე მსჯელობენ.
მას «გაჭყლეტილი ცხოველების იესოს» უწოდებენ. ბულვარულ
გაზეთებში მას მოიხსენიებენ, როგორც «1-84-ე გზატკეცილის მესიას».
ვიღაც ბიჭი გზატკეცილზე აქეთ-იქით დადის და თუ სადმე მანქანის
107

გაჭყლეტილ მკვდარ ცხოველს ნახავს, შეჩერდება, ხელს დაადებს და –


ამინ. მკვდარი კატა, გაჭყლეტილი ძაღლი, ირემიც კი, ტრაქტორის
მიერ შუაზე გადაჭრილი – ისინი უცებ სუნთქვას იწყებენ და ჰაერს
ყნოსავენ. მოტეხილ თათებზე დგებიან და ჩიტებისგან ამოჩიჩქნილ
თვალებს ახამხამებენ. ეს ვიდეოზეა ჩაწერილი. ფოტოსურათები
ინტერნეტში დევს.
კატა თუ მაჩვზღარბა თუ კოიოტი – ცხოველი დგება, გაჭყლეტილი
ცხოველების იესო კი მის თავს ხელისგულებს შორის იქცევს და ყურში
რაღაცას უჩურჩულებს.
და ძალიან სწრაფად ირემი, ძაღლი თუ ენოტი, რომელიც სულ რაღაც
ორიოდ წუთის წინ გასისხლიანებული ბეწვის და გადამტვრეული
ძვლების გროვა იყო, ყვავების და მატლების საზრდო, ახლა ცოცხალი და
სრულიად ჯანმრთელი გარბის.
მე და სერჟანტი მანქანაში ვსხედვართ. ჩვენგან ძალიან შორს არა, მაგრამ
მაინც კარგა შორს, გზის პირას, პიკაპი ჩერდება. მანქანიდან მოხუცი
გადმოდის, მანქანის უკანა კარს აღებს და იქიდან პლედში გახვეული
რაღაც გადმოაქვს. ცუცქდება და შეკვრას გზის პირას დებს. დილის
პაპანაქებაში გვერდით მანქანები მიქრიან.
მოხუცი პლედს შლის. შიგ მკვდარი ძაღლია. ყავისფერი ბეწვის გროვა.
თითქმის არაფრით განსხვავდება ჩემი ბეწვის ქურქისგან.
სერჟანტი პისტოლეტიდან ვაზნას იღებს, რომელიც ტყვიებითაა სავსე.
ვაზნას თავის ადგილზე აბრუნებს.
მოხუცი მკვდარ ძაღლზე იხრება, ხელისგულებით ცხელ ასფალტზე
ეყრდნობა. მსუბუქი და სატვირთო მანქანები ორივე მიმართულებით
მიქრი-მოქრიან. მოხუცი ლოყას ყავისფერი ბეწვის გროვას უხახუნებს.
დგება და გზატკეცილს გახედ-გამოხედავს. მანქანაში ბრუნდება და
სიგარეტს უკიდებს. ის ელოდება. მე და სერჟანტი ველოდებით.
აი, ჩვენ აქ ვართ. ერთი კვირის დაგვიანებით. ყოველთვის ერთი ნაბიჯით
ჩამორჩენილები. მომხდარი ფაქტის შემდეგ.
პირველები, ვინც «გაჭყლეტილი ცხოველების იესო» ნახა, გზის მუშები
იყვნენ, რომლებმაც ასფალტის დაგების დროს აქედან რამდენიმე მილში
მკვდარი ძაღლი ამოთხარეს მიწიდან. გვამის ტომარაში ჩატენა ვერც კი
მოასწრეს, რომ ავტომობილების გაქირავების სამსახურის მანქანამ
108

დაამუხრუჭა მათთან ახლოს. მასში კაცი და ქალი ისხდნენ. საჭესთან კაცი


იჯდა. ქალი მანქანაში დარჩა, კაცი კი გადმოხტა. მუშებისკენ გაიქცა და
დაუყვირა, დამელოდეთ, თქვენი დახმარება შემიძლიაო.
გვამი უკვე იხრწნებოდა. დამტვრეული ძვლები და მოფუთფუთე
მატლები ბეწვის ტომარაში.
ახალგაზრდა კაცი იყო, ქერათმიანი. ყოველთვის, როცა მანქანა
ჩაიქროლებდა, გრძელ თმას
ქარი უფრიალებდა. წითური თხის წვერი ჰქონდა და თვალებქვეშ ორივე
ლოყაზე მუქი წითელი ნაიარევები აჩნდა. ახალგაზრდამ ხელი ნაგვის
ტომარაში ჩაყო, რომელშიც მკვდარი ძაღლი იყო და თქვა, ეს მკვდარი
სულაც არ არისო.
მუშებმა გაიცინეს და ბარი უკან, ძარაზე ააგდეს.
ტომარა შეინძრა და შიგნიდან კვნესის ხმა გაისმა.
და შემდეგ ყეფა.
და აი, – აქ და ახლა. მე ვწერ ამ სტრიქონებს, მოხუცი კი მანქანაში იცდის,
ქვემოთ, გზასთან, რომელზეც მანქანები მიქრი-მოქრიან. გზატკეცილის
გადაღმა «უნივერსალი» ჩერდება. მთელი ოჯახი გადმოდის, საბარგულს
აღებენ. შიგ მკვდარი წითური კატაა. ცოტა მოშორებით გზის პირას ქალი
და ბავშვი სხედან გასაშლელ სკამებზე და მათ გვერდით ქაღალდის
ხელსახოცზე ზაზუნა წევს.
ცოტა უფრო იქით ხნიერი წყვილი დგას და მზის ქოლგით უჩრდილავს
ინვალიდის ეტლში მჯდარ ახალგაზრდა, გამხდარ ქალს.
მოხუცი, დედა და ბავშვი და ოჯახი და მოხუცი წყვილი – ყველა იმედით
უყურებს მანქანებს, რომლებიც მათ გვერდით მიქრიან.
«გაჭყლეტილი ცხოველების იესო» ყოველ ჯერზე ახალი მანქანით
გამოჩნდება ხოლმე. ხან ორკარიანი მანქანით, ხან ოთხკარიანით, ხან
პიკაპით. ხანდახან მოტოციკლითაც მოდის. ერთხელ გამობმული
საგორავებიანი საცხოვრებელი სახლითაც მოვიდა.
ფოტოებსა და ვიდეოზე ეს ყოველთვის ახალგაზრდა კაცია ღია ფერის
გრძელი თმით, წითური თხის წვერით და ლოყებზე იარებით. ერთი და
იგივე ახალგაზრდა კაცი. მასთან ერთად ყოველთვის მოდის ქალიც,
მაგრამ მანქანაში იცდის თუ სატვირთოში. თუ რაც არის.
109

როცა ამ სტრიქონებს ვწერ, სერჟანტი პისტოლეტის ლულას ჩვენი ბეწვის


ქურქის გროვას უშვერს. კეტჩუპი და ბუზები. ჩვენ მიერ დაგებული მახე.
როგორც ყველა სხვა, ჩვენც აქ სასწაულს ველით. ჩვენ ველით იესოს.
110

თავი 19

მანქანით მივდივართ. ყველაფერი, რაც გარეთ ჩანს, ყვითელია. ყვითელი


ჰორიზონტამდე. მაგრამ ლიმონივით ყვითელი კი არა, უფრო
ჩოგბურთის ბურთივით ყვითელი. აი, როგორც ბურთი ჩანს ჩოგბურთის
ღია მწვანე კორტზე. სამყარო გზატკეცილის ორსავე მხარეს ერთი
ფერისაა.
ყვითელი.
ზვირთდება, ქაფდება ყვითელი ტალღები გვერდით ჩაქროლებული
მანქანების ცხელი ქარისაგან, ღორღიანი გზის პირიდან ყვითელი
ბორცვებისკენ ვრცელდება. ყვითელი. ყვითელი იჭრება მანქანაში. ოთხნი
ვსხედვართ: მე, ელენი, მონა და ოისტერი. ყველანი. კანი და თვალები –
ყველაფერი ყვითელი გვაქვს. დეტალები გარემომცველი სამყაროს
შესახებ: ის ყვითელია.
– Brassica tournefortii – ამბობს ოისტერი, – მაროკოს მდოგვი,
აყვავილებული.
ელენის დიდი მანქანით მივდივართ, რომელშიც ტყავის სუნი დგას.
მანქანას ელენი მართავს. მე გვერდით ვუზივარ, უკან კი ოისტერი და
მონა სხედან. მე და ელენს შორის ადგილზე მისი
საქმიანი დღიური დევს. ტყავის წითელი ყდა სავარძლის ყავისფერ
ტყავზეა მიკრული. ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო
გზების ატლასი. კომპიუტერიდან ამობეჭდილი ჩამონათვალი ყველა იმ
ქალაქისა, რომელთა ბიბლიოთეკებშიც ჩვენთვის საჭირო წიგნი ინახება.
ყვითელ სინათლეში ელენის ყვითელი ჩანთა მწვანე ჩანს.
– რას არ მივცემდი, ინდიელი რომ ვიყო, ამბობს მონა და, მინაზე
შუბლმიყრდნობილი, სარკეში იცქირება. – შავფეხიანების და სიუქსის
ტომში რომ დავბადებულიყავი ორასი წლის წინ... დავბადებულიყავი
თავისუფლად და უბრალოდ, სრულ ჰარმონიაში მეცხოვრა ბუნებასთან.
სამყაროში, რომელშიც ყველაფერი ბუნებრივი იქნებოდა.
მეც მინას ვაყრდნობ თავს და გარეთ ვიყურები, რომ ის ვიგრძნო, რასაც
მონა გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში კონდიციონერი
მუშაობს, მინა ისეთი ცხელია, რომ კანი მეწვის.
111

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ საავტომობილო გზების ატლასში


კალიფორნიის მთელი შტატი ზუსტად ისეთივე ღია ყვითლითაა
შეღებილი. ოისტერი ცხვირს ხმაურით იხოცავს, ქსუტუნებს და
მონას ეუბნება: – არც ერთ ინდიელს არასდროს არუნახავს ეს.

– კოვბოებს არ ჰქონდათ ბორბურა, – ამბობს ის, – ბორბურა, რუსული


ნარშავი, ამერიკაში მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გაჩნდა.
თესლი ევრაზიიდან შემოჰყვა ცხვრის მატყლს. მაროკოს მდოგვის
თესლი შემოიტანეს მიწასან ერთად, რომელსაც იალქნიან გემებზე
ბალასტად იყენებდნენ. ეს ვერცხლისფერი ხეები რუსული
ზეთისხილია, Elaeagnus augustifolia. თეთრი, ფაფუკი ბალახია, ბოცვრის
ყურების მსგავსი და გზისპირებზე იზრდება. Verbascum thapsus.
სამეფო კვერთხი.
დაკრუნჩხული ხეები, რომლებსაც ეს-ესაა გვერდით ჩავუარეთ – Robinia
pseudoacacia – მეჟოლია ფსევდოაკაცია, ანუ თეთრი აკაცია. მუქმწვანე
ბუჩქნარი ღია ყვითელი ყვავილებით. საგველიანი ტყის ცოცხი, Cytisus
scoparius.
– ეს ყველაფერი ბიოლოგიური პანდემიის გამოვლინებაა, – ამბობს ის.
– ეგ მარტო ძველ ჰოლივუდურ ვესტერნებშია, – ამბობს ოისტერი და
გზატკეცილის მიმდებარე ნევადის ბორბურიან, ბანის შვრიელიან და
ათასი სხვა ოხრობიან ველებს გადასცქერის. ის თავს აქნევს და ამბობს:
– არც ერთი არ იყო ადგილობრივი. ესღა დაგვრჩა. – ის ამბობს: – ბუნებაში
ახლა ბუნებრივი თითქმის აღარაფერია.
ოისტერი ჩემი სავარძლის საზურგეს ჰკრავს ფეხს და მეუბნება:
– ე, მამი, რომელია ნევადაში ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთი?
– «რენო» ან «ვეგასი», – ვეუბნები მე.
ოისტერი ფანჯარაში იყურება. არეკლილ სინათლეზე თვალები
ყვითლად უჩანს. ის ამბობს:
– ისიც და ისიც. და «კარსონ სიტი». ეს სამი. და მე ვამბობ:
– ჰო, «კარსონ სიტიც».
– დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ტყეები სავსეა საგველიანი ტყის
ცოცხებით, ფრანგული ტყის ცოცხებით, ინგლისური სუროთი და
ჰიმალაიური მაყვლით, – ამბობს ის. ხეები, რომელთათვის ეს გარემო
112

მშობლიურია, კვდებიან ბოშური ჩრჩილისაგან, რომელიც ამერიკაში


1860 წელს შეიტანა ლეოპოლდ ტრუველომ. მას სურდა, ისინი
აბრეშუმისთვის მოემრავლებინა. უდაბნოები და პრერიები სავსეა
მდოგვით და ბანის შვრიელათი და ევროპის სანაპიროების
ბალახებით.
ოისტერი პერანგის ღილებს იხსნის და მკერდზე რაღაც უჩანს, საფულის
ზომისა, რომელიც თასმით კისერზე აქვს ჩამოკიდებული.
– ჰოპის ტომის ინდიელთა საექიმო ქისაა, – ამბობს ის.
ელენი უკანა ხედვის სარკეში უყურებს. ხელები საჭეზე უდევს. ხელებზე
ხბოს ტყავის მძღოლის ხელთათმანები აქვს შემოტმასნილი. ის ამბობს:
– მშვენიერი რამეა, არა?
ოისტერი პერანგის ღილებს იხსნის. მძივების ქისა მკერდზე ჰკიდია,
ძუძუს კერტებს შორის. მზემოკიდებულ მკერდზე ერთი ღერი თმაც არა
აქვს. ქისა სულ ლურჯი მძივებითაა დაფარული, წითელი ჯვარს თუ არ
ჩავთვლით მის ცენტრში. ყვითელ სინათლეში გარუჯული კანი
ფორთოხლისფრად უჩანს. ღია ფერის თმა თითქოს ცეცხლის ალში აქვს
გახვეული.
– მე თვითონ გავაკეთე, – ამბობს მონა. – დიდი ხანია, ვაკეთებ. თებერვალს
აქეთ.
მონა თავისი შავ-წითელი დრედებით და კრისტალის ყელსაბამით.
ვეკითხები, შენ ჰოპის მოდგმის ინდიელი ხომ არა ხარ-მეთქი.
ოისტერი ქისას ხსნის და შიგ თითებს აფათურებს.
ელენი კი ეუბნება:
– მონა, შენ, საერთოდ, რა, ინდიელი ხარ? შენ, საერთოდ, გაუგებარია, ვინა
ხარ. შენი ნამდვილი გვარი შტაინერია.
– სულ არ არის სავალდებულო, ჰოპი იყო, – ამბობს მონა. – წიგნიდან
გავაკეთე, მოდელის მიხედვით.
– მაშინ მაგას ჰოპისთან სულ არ ჰქონია კავშირი. – ეუბნება ელენი.
მონა კი ამბობს: – არა, ნამდვილია, ზუსტად ისეთია, როგორიც წიგნშია.
– ის ამბობს: – გაჩვენებ. მძივის ქისიდან ოისტერი მობილურს იღებს.
113

– ხალხურ შინამრეწველობაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს


რაღაც განსაკუთრებულ უნარს არ მოითხოვს. ტელევიზიით ნახულობ
გადაცემას, სადაც გიხსნიან, რა როგორ გააკეთო და შენც მაშინვე აკეთებ.
– ამბობს მონა, – და ამ დროს სხვადასხვანაირ უძველეს ენერგიას ეხები.
ოისტერი ანტენას შლის და ნომერსკრეფს. ფრჩხილებში ჭუჭყი ეტყობა.
ელენი მას უკან ხედვის სარკეში აკვირდება.
მონა წინ იხრება და სავარძლის ქვეშიდან ტილოს ზურგჩანთას იღებს,
იქიდან თოკების და ბუმბულების რაღაც მორგვი ამოაქვს. ქათმის
ბუმბულს ჰგავს, ღია სააღდგომო ფერებით ვარდისფრად და ცისფრად
შეღებილს. თასმებზე სპილენძის მონეტები და შავი მინისგან
დამზადებული მძივები ჰკიდია.
– ეს, რასაც მე ვაკეთებ, ნავახოა, სიზმრების დამჭერი. – ის მორგვს ჰაერში
იქნევს, ზოგიერთი თოკი იხსნება და თავისუფალი ბოლოთი ეკიდება.
რამდენიმე მძივი ვარდება ზურგჩანთაში, რომელიც მუხლებზე უდევს.
ვარდისფერი ბუმბული ჰაერში იფანტება და ის ამბობს:
– ვფიქრობ ი-ცზინის მონეტები გამოვიყენო, რომ ენერგეტიკა
გავაძლიერო.
სადღაც ხელჩანთის ქვეშ, ქვედაწელის შიგნით, ბარძაყებს შორის V-ს
ფორმის ამოპარსული უჩანს. მინის მძივები იქით მიგორავს.
ტელეფონში ოისტერი ამბობს:
– დიახ, მე «კარსონ სიტი ტელეგრაფ-სტარის» სარეკლამო განყოფილების
ნომერი მჭირდება. – სახესთან ვარდისფერი ბუმბული უფარფატებს და
სულის შებერვით იცილებს. მონა თავისი შავად შეღებილი
ფრჩხილებით რამდენიმე ნასკვს იღებს და ამბობს:
– უფრო ძნელია, ვიდრე წიგნში ჩანს.
ოისტერს ცალი ხელით ტელეფონი უჭირავს ყურთან, მეორით მძივის
ქისას ისვამს მკერდზე.
მონა ტილოს ჩანთიდან რაღაც წიგნს იღებს და მე მიწვდის წინა
სავარძელზე.
ოისტერი ამჩნევს, რომ ელენი უკანა ხედვის სარკეში თვალს ადევნებს.
თვალს უკრავს და ძუძუს კერტს იწვალებს.
სრულიად უმიზეზოდ მეფე ოიდიპოსი მახსენდება.
114

სადღაც ქამარს ქვემოთ, ზემოთ აღნიშნული ჩუჩის რბილი, ვარდისფერი


სტალაქტიტი ფოლადის პატარა რგოლით აქვს გახვრეტილი. ნუთუ
შეიძლება ელენს ეს უნდოდეს?
– ადრე ფერმერები ბანის შვრიელასთესავდნენ, რადგან ადრე
გაზაფხულზევე სწრაფად ამწვანდებოდა ხოლმე და საქონელს
საბალახო ჰქონდა , – ამბობს ოისტერი და ფანჯრის მიღმა ყვითელ
სამყაროს თავს უქნევს.
ბანის შვრიელათი დათესილი პირველი უბნები ბრიტანეთის კოლუმბიის
სამხრეთით, კანადაში გამოჩნდა 1889 წელს. მაგრამ ხანძრების გამო ის
შორს გავრცელდა. ყოველწლიურად ეს ბალახი თოფისწამალივით შრება
და იმ ადგილებში, სადაც ადრე ხანძარი ათ წელიწადში ერთხელ
ჩნდებოდა, ახლა ყოველწლიურად ჩნდება. ბანის შვრიელა ძალიან მალე
აღიდგენს თავს. მას ცეცხლი უყვარს. ადგილობრივ მცენარეებს, აბზინდას
და ფლოქსს კი – არა. და ყოველ წელს, ხანძრის შემდეგ, ბანის შვრიელა
სულ უფრო მრავლდება, სხვა მცენარეები კი – პირიქით, ცოტავდება.
ირმები და ანტილოპები, რომლებიც იმ სხვა მცენარეებით იკვებებოდნენ,
ან გადაშენდნენ, ანდა სხვა ტერიტორიებზე გადაინაცვლეს. ბოცვრებმაც.
და ქორებმა და ბუებმა, რომლებიც ბოცვრებს ჭამენ. თაგვები შიმშილით
იხოცებიან და შიმშილით იხოცებიან გველებიც, რომლებიც თაგვებით
იკვებებიან.
დღეისათვის ბანის შვრიელა გაბატონებულია უდაბნოში კანადასა და
ნევადას შორის. ის ორი ნებრასკისხელა სივრცეს ფარავს და
ყოველწლიურად ათასობით აკრით ფართოვდება.
მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, – ამბობს ოისტერი, – რომ ბანის
შვრიელა საქონელსაც კი არ უყვარს. მათ ადგილობრივი ბალახი
ურჩევნიათ, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.
მონას წიგნის სათაურია «ამერიკელი ინდიელების გამოყენებითი
ხელოვნება». როცა ვშლი, იქიდან კიდევ მოფრინავს რამდენიმე
ვარდისფერი და ცისფერი ბუმბული.
– იცით, ახლა ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნებაა, მართლა სწორი ხე
ვიპოვო, – ამბობს მონა. – დრედებში ვარდისფერი ბუმბული აქვს
გაჩხერილი – და ტოტემური სვეტი ან რამე ეგეთი გავაკეთო.
115

თუ იქაური ადგილობრივი მცენარეების პერსპექტივიდან შევხედავთ, –


ამბობს ოისტერი, – მაშინ ჯონი ეპლსიდი დედამოტყნული ბიოლოგიური
ტერორისტი იყო.
ის ამბობს, რომ ჯონი ეპლსიდს იმავე წარმატებით შეეძლო, ყვავილის
ინფექცია გაევრცელებინა.
ოისტერი კიდევ ერთ ნომერს კრეფსდა ტელეფონი ყურთან მიაქვს. ის
წინა სავარძლის საზურგეს ფეხს ურტყამს და ამბობს:
– მამი, დედი, რომელია ყველაზე მდიდრული რესტორანი რენოში,
ნევადაში? ელენი მხრებს იჩეჩავს და მე მიყურებს. ის ამბობს:
– სავახშმო კლუბი «უკაცრიელი ცა» ტაჰოეში ძალიან კარგი ადგილია.
ოისტერი მობილურ ტელეფონში ამბობს:
– მინდა, თქვენთან სამსვეტიანი განცხადება განვათავსო. – ის ფანჯარაში
იყურება და ეუბნება: – სამი სვეტი უნდა იყოს, ექვსი დუიმი სიმაღლის.
და სათაური დიდი ასოებით: «სავახშმო კლუბ «უკაცრიელი ცის»
კლიენტთა საყურადღებოდ». განცხადების ტექსტი ასეთია: «მოგიწიათ
საავადმყოფოში დაწოლა საკვებით მწვავე მოწამვლით ხსენებულ
რესტორანში ვახშმობის შემდეგ? თუ ასეა, დარეკეთ ტელეფონის
მითითებულ ნომერზე და შეუერთდით სხვა მსგავსი პრობლემის მქონე
პირებს, რათა ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში».
შემდეგ ოისტერი თავის ტელეფონის ნომერს ეუბნება. ის თავისი საექიმო
ქისიდან იღებს საკრედიტო ბარათს, კითხულობს ნომერს და ასახელებს
თარიღს, სადამდეც ის ძალაში იქნება. სთხოვს, რომ დაურეკონ, როცა
განცხადება აწყობილი იქნება, რათა ტექსტის საბოლოო ვარიანტი მასთან
შეაჯერონ. ამბობს, რომ განცხადება ყოველდღე უნდა გამოქვეყნდეს
რესტორნების განყოფილებაში მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში.
ის ტელეფონს ხურავს და ანტენას კეცავს.
– რამდენი მკვიდრი ამერიკელი დაიღუპა ევროპიდან შემოტანილი
ავადმყოფობით – ყვითელი ცხელებით თუ ყვავილით, – ამბობს
ოისტერი, – და მცენარეებიც ასევე კვდებიან. 1930 წელს წისქვილის
მორების ტვირთით იქ ჰოლანდიიდან გავრცელდა თელადუმას
დაავადება, 1904 წელს კი წაბლის დაავადება. და კიდევ პათოგენური
სოკო, რომელიც წიფლის ხეს ანადგურებს. შიშობენ, რომ აზიური
116

მკაფავი ხოჭოები, რომლებიც ნიუ-იორკში გამოჩნდნენ 1996 წელს, მალე


მთელი ჩრდილოეთ ამერიკის ნეკერჩხალს გაანადგურებენ.
პრერიების ძაღლების პოპულაციის კონტროლისათვის, – ამბობს
ოისტერი, – ფერმერებმა ამ ცხოველების კოლონიას ბუბონის ჭირი
შეჰყარეს და 1930 წლისათვის პრერიის ძაღლების 98 პროცენტი
განადგურდა. ჭირი გავრცელდა და ადგილობრივი მღრღნელების 34
პროცენტი გაანადგურა. და კიდევ, მისგან ყოველწლიურად ასამდე
უიღბლო ადამიანი კვდება. საერთოდ სრულიად უმიზეზოდ თავში
მიმაძინებელი მომდის.
– მე კი, – ამბობს მონა და მას თავის წიგნს ვუბრუნებ, – მე მომწონს
უძველესი ტრადიციები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოგზაურობა ჩემი
სულიერი ძიებების პროცესი იქნება. მე ახალ, ინდიელთა ტრადიციულ
სახელს დავირქმევ და მთლიანად გარდავიქმნები. ოისტერი სიგარეტს
იღებს თავისი ჰოპი-ქისიდან და ამბობს:
– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ მოვწიო? მე ვეუბნები, წინააღმდეგი
ვიქნები-მეთქი.
ელენი კი ეუბნება: – სრულიადაც არა.
ეს ხომ მისი მანქანაა. და მე ვითვლი 1,
ვითვლი 2, ვითვლი 3...
– ის, რასაც ბუნებას ვეძახით, – ამბობს ოისტერი, – არის სამყარო,
რომელსაც ჩვენ ვკლავთ. ყოველი ბაბუაწვერა – ეს არის ბომბი საათის
ჩართული მექანიზმით. ბიოლოგიური მოწამვლა. მშვენიერი, ყვითელი
განადგურება.
– ჩადით პარიზში ან პეკინში, – ამბობს ოისტერი, – ყველგან წააწყდებით
მაკდონალდსის ჰამბურგერს, ცხოვრების პრივილეგირებული ფორმის
ეკოლოგიურ ეკვივალენტს. დედამიწაზე ყველა ადგილი ერთნაირი
გახდა. კუძუ, ზებრა მიდიები, წყლის ჰიაცინტები. შაშვები.
ბურგერკინგები.
ნამდვილს, ადგილობრივს, მკვიდრს – ყველაფერს, რაც უნიკალურია,
განდევნიან.
– და ერთადერთი ბიომრავალფეროვნებაღა დაგვრჩა – «კოკა პეპსის
წინააღმდეგ».
117

ის ამბობს: – ჩვენ ვცდილობთ, სამყარო შევცვალოთ და შეცდომას


შეცდომაზე ვუშვებთ.
ოისტერი ფანჯარაში იყურება, საექიმო ქისიდან პლასტმასის სანთებელას
იღებს, ხელში ანჯღრევს და ხელისგულზე ირტყამს.
წიგნის ვარდისფერ ბუმბულს ვყნოსავ და წარმოვიდგენ, რომ მონას
თმასაც ზუსტად ასეთი სუნი ექნება. ბუმბულს ორ თითს შორის
ვატრიალებ და ოისტერს ვეკითხები, გაზეთში დარეკვა და განცხადების
შეკვეთა რაში გჭირდებოდა-მეთქი.
ოისტერი სიგარეტს უკიდებს. სანთებელას და მობილურს უკან, თავის
საექიმო ჩანთაში აბრუნებს.
– აი, ასე შოულობს ფულს, – ამბობს მონა. – ის თავისი ოცნებების
დამჭერის ხლართებს და ნასკვებს აცალკევებს ერთმანეთისგან.
ნარინჯისფერი ბლუზის შიგნით პატარა, ვარდისფერი კერტები
ებერება. მე ვითვლი 4, ვითვლი 5, ვითვლი 6.
ოისტერს პირით სიგარეტი უჭირავს, ორივე ხელით პერანგის ღილებს
იკრავს, კვამლისგან თვალებს ახამხამებს და ამბობს:
– ჯონ ეპლსიდი გახსოვს?
ელენი კონდინციონერის სახელურს ატრიალებს, სიმძლავრეს
უმატებს. ოისტერი საყელოს ღილს იკრავს და ამბობს: – ჯავრი ნუ
გაქვს, მამი. მე უბრალოდ თესლს ვთესავ. თავისი ყვითელი თვალებით
ყვითელ სამყაროს გაჰყურებს და ამბობს:
– უბრალოდ, ჩემი თაობა ცდილობს, არსებული კულტურა გაანადგუროს
თავისი გადამდები დაავადებების გავრცელებით.

თავი 20

ქალი წინა კარს აღებს. მე და ელენი ზღურბლთან ვდგავართ. ხელში


ელენის უზარმაზარი კოსმეტიკის ჩანთა მიჭირავს. ელენი ქალისკენ
ვარდისფერ, გრძელფრჩხილიან თითს იშვერს და ამბობს:
– თუ თხუთმეტს წუთს დამითმობთ, საკუთარ თავს სრულიად
განახლებულს იხილავთ.
118

დღეს ელენს წითელი კოსტიუმი აცვია, მაგრამ ხენდროსფერი კი არა,


უფრო ბროლის მქრქალ ვაზაში ათქვეფილნაღებიანი ხენდროს მუსივით
წითელი. თმის ვარდისფერი ღრუბლის ქვეშ საყურეები ვარდისფრად და
წითლად ელვარებს.
ქალი ხელებს სამზარეულოს პირსახოცით იწმენდს, შიშველ ფეხებზე
კაცის ყავისფერი მოკასინები აცვია. უფერულ კაბაზე ყვითელი
წიწილებით მოხატული წინსაფარი უკეთია. შუბლიდან თმას ხელის
ზურგით იშორებს. წინსაფარზე წიწილებს ნისკარტით სამზარეულოს
პირსახოცები, კოვზები და ციცხვები უჭირავს. ქალი მეორე კარის
დაჟანგული ბადის იქიდან გვიყურებს და ამბობს:
– დიახ?
ელენი უკან იხედება და მიყურებს. შემდეგ მხარს ზემოდან მონას და
ოისტერს გასცქერის, რომლებიც ბორდიურთან მდგარ ჩვენს მანქანაში
იმალებიან. ოისტერი მობილურ ტელეფონში ჩურჩულებს:
– ფხანა მუდმივია თუ პერიოდული?
ელენ ჰუვერ ბოილი ხელს მკერდზე იდებს. მისი აბრეშუმის ბლუზა
თითქმის აღარ ჩანს ვარდისფერქვებიან და მარგალიტებიან აბურდულ
ძეწკვებში. ის ამბობს:
– მისის პელსონი ბრძანდებით? ჩვენ «ჯადოსნური მაკიაჟიდან» ვართ.
ელენი მომუჭულ ხელს წინ იწვდის და ხელისგულს ქალისკენ
შლის, თითქოს სიტყვებს აქეთ-იქით ფანტავდეს. ის ამბობს:
– მე ბრენდა უილიამსი ვარ. – ხელს უკან იქნევს, თითქოს სიტყვებს მხარს
უკან ისვრის. – ის ამბობს: – ეს ჩემი ქმარია, რობერტ უილიამსი. და დღეს
ჩვენ თქვენთვის საჩუქარი გვაქვს. ქალი კოსმეტიკის ჩანთას უყურებს,
რომელიც ხელში მიჭირავს.
და ელენი ეუბნება: – შეიძლება შემოვიდეთ?
მეგონა, ყველაფერი უფრო ადვილად იქნებოდა.
მთელი ამ მოგზაურობის მიზანი: ბიბლიოთეკაში შედიხარ, წიგნს
თაროდან იღებ, ტუალეტში მიდიხარ, ფურცელს ხევ და უნიტაზში წყალს
უშვებ. მეგონა, ყველგან ასე იქნებოდა ყველაფერი – იოლად და
უბრალოდ.
119

პირველ ორ ბიბლიოთეკაში – არანაირი პრობლემა. მესამეში კი


თაროებზე წიგნები არ აღმოჩნდა. მე და მონა ბიბლიოთეკართან წავედით,
რომ შეგვემოწმებინა. ელენი და ოისტერი მანქანაში იცდიდნენ.
ბიბლიოთეკარი – ბიჭი გრძელი, სწორი, კუდად შეკრული თმათ. ორივე
ყურზე საყურით. პირატის, მარყუჟისებრი რგოლები. უჯრულა
კოსტიუმი აცვია. გვეუბნება, რომ წიგნი – კომპიუტერის მონაცემების
ბაზაში ამოწმებს – ახლა მკითხველს აქვს გატანილი.
– ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, – ეუბნება მონა. – ეგ წიგნი მე
მქონდა გამოტანილი და რაღაც ჩამრჩა მის ფურცლებში.
– ვერაფრით დაგეხმარებით, – ეუბნება ბიჭი. – ვერ გვეტყვით, წიგნი ვისა
აქვს? – ეკითხება მონა. და ის ამბობს:
– უკაცრავად, არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
და მე ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3...
რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ ცოტა ხნით ღმერთად იქცეს, მაგრამ
ჩემთვის ეს სრული სამუშაო დღეა.
მე ვითვლი – 4, ვითვლი – 5.
რამდენიმე წუთის შემდეგ ბიბლიოთეკარის მაგიდასთან მოდის ელენ
ჰუვერ ბოილი. ის
იღიმება, ვიდრე ბიჭი კომპიუტერიდან არ ამოხედავს და მერე
ხელებს შლის. ყოველ თითზე ბეჭდები უბრწყინავს. ელენი კვლავ
იღიმება და ეუბნება:
– ახალგაზრდავ, ჩემმა ქალიშვილმა თქვენი ბიბლიოთეკიდან წიგნი
გამოიტანა და მის ფურცლებში ძველი საოჯახო ფოტო ჩარჩა. – ცერს
საჩვენებელ და შუა თითებს უსვამს და ეუბნება:
– მესმის, რომ აქ თქვენი წესები გაქვთ, მაგრამ შეგიძლიათ, კეთილი საქმე
გააკეთოთ. თანაც ტყუილად არ გვინდა. პატივისცემა ჩვენზე იყოს.
ბიჭი ელენის თითებს უყურებს. სახეზე გარდატეხილი სინათლის
ანაშუქი დასთამაშებს. ის ტუჩებს ილოკავს, შემდეგ უარის ნიშნად თავს
აქნევს და ამბობს, არა, არ მიღირსო. კაცმა, რომელმაც წიგნი წაიღო,
შეიძლება უფროსთან უჩივლოს და მან სამსახური დაკარგოს.
120

– გპირდებით, – ეუბნება ელენი, – რომ თქვენ სამსახურიდან არავინ


გაგათავისუფლებთ.
მე და მონა მანქანაში ვსხედვართ და ვიცდით. მე ვითვლი 27, ვითვლი 28,
ვითვლი 29 და ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო და ბიბლიოთეკაში
ყველა არ დავხოცო და კომპიუტერში მისამართი მე თვითონ მოვძებნო.
ელენი მანქანასთან ქაღალდის ფურცლით ბრუნდება. ის
მძღოლის მხარეს, ჩაწეულ შუშასთან ჩერდება და ამბობს: – კარგი
ახალი ამბავიც მაქვს და ცუდი ახალი ამბავიც.
მონა და ოისტერი მანქანაში უკან არიან წამოწოლილები. ელენის
გამოჩენისას სხდებიან. მე წინ ვზივარ და ვითვლი. მონა კი ამბობს:
– სამი ეგზემპლარი აქვთ და ყველა გატანილია. ელენი საჭესთან ჯდება
და ამბობს:
– მე ვიცი მილიონი საშუალება, როგორ ვიპოვოთ ბითუმად
შემსყიდველები უცნობ ადამიანებს შორის.
ოისტერი თვალებიდან თმას იშორებს და ეუბნება:
– მშვენიერი ნამუშევარია, დედი.
პირველ სახლში ყველაფერი იოლად გამოვიდა. მეორეშიც.
სანამ მესამეში წავიდოდეთ, ელენი თავის კოსმეტიკის ჩანთაში რაღაცას
გულმოდგინედ ეძებს, პომადის მოოქრულ მასრას და პატარა, მბრწყინავ
კოლოფებს იღებს, ვარდისფერ პომადას ხსნის, თვალებს ჭუტავს და
ამბობს:
– ამ ყველაფრის გადაყრა მომიწევს. თუ არ ვცდები, ბოლო ქალს,
რომელიც ამით სარგებლობდა, სირსველი ჰქონდა. მონა უკანა
სავარძლიდან წინ იხრება და ელენს მხარს ზემოდან ეუბნება:
– შენ ეგ მართლა კარგად გამოგდის.
ელენი პატარა, მრგვალ კოლოფებს ხსნის, რომელშიც ქუთუთოების
ჩრდილებია: ყავისფერი, ვარდისფერი და ატმისფერი. ყურადღებით
ათვალიერებს მათ, ყნოსავს და ამბობს:
– მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს.
121

ის უკანა ხედვის სარკეში იხედება და ვარცხნილობას ისწორებს. საათზე


იყურება, საჩვენებელი თითით და ცერით ნიკაპს იჩქმეტს და ამბობს:
– არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ადრე გამყიდველ-კონსულტანტად
ვმუშაობდი კოსმეტიკურ ფირმაში.
მანქანა დაჟანგულ ტრაილერ-სახლთან გვყავს გაჩერებული,
დამჭკნარბალახიან კვადრატულ მოედანზე, რომელზეც
პლასტმასის სათამაშოებია მიმოფანტული. ელენი კოსმეტიკის
ჩანთას ხურავს, მიყურებს და მეუბნება: – მზად ხარ, ისევ სცადო?
უკვე შიგნით, ტრაილერში, ქალს, რომელსაც წინსაფარზე წიწილები
ახატია, ელენი ეუბნება:
– ეს სრულიად უფასოა და თქვენ არა ხართ ვალდებული, რამე იყიდოთ. –
ის ქალს დივნისკენ უბიძგებს და თვითონ პირდაპირ უჯდება, ისე
ახლოს, რომ მათი მუხლები თითქმის ეხება ერთმანეთს და სახეზე
რბილ ფუნჯს უსვამს. ეუბნება:
– ლოყები შეისრუტეთ, გეთაყვა.
ქალს თმაში ავლებს ხელს და თმის კულულს ზემოთ სწევს. ქალს ქერა,
ძირებთან შეყავისფრებული თმა აქვს. ელენი თავისუფალი ხელით
კულულს სწრაფად უსვამს სავარცხელს, თმის გრძელი კულული
მაღლა უჭირავს, უფრო მოკლეებს კი უჩეჩავს. შემდეგ კიდევ ერთ
კულულს ავლებს ხელს და იმავეს აკეთებს. შემდეგ თმას სავარცხლით
ასწორებს, ისე, რომ ქალის თავი ქერა თმის ათქვეფილ ღრუბელს
ემსგავსება. მუქი ძირები საერთოდ არ ჩანს. და მე ვამბობ:
– აი, თურმე როგორ აკეთებ ამას.
ვარცხნილობა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ელენსა აქვს. ოღონდ
ვარდისფერი კი არა, ქერა.
ყავის მაგიდაზე, დივნის წინ ვარდების და შროშანების დიდი თაიგულია,
მაგრამ ყვავილები უკვე დიდი ხანია დამჭკნარა და გაყავისფრებულა.
თაიგული მწვანე მინის ლარნაკში დგას.
ლარნაკის ფსკერზე ცოტაოდენი შავი წყალიღაა დარჩენილი.
სამზარეულოში, სასადილო მაგიდაზეც ყვავილებია, ისინიც დამჭკნარი.
ბლანტ, მყრალ წყალში. იატაკზე, სასტუმრო ოთახის შორეულ კედლამდე,
მთელ სიგრძეზე კიდევ რამდენიმე ყვავილებიანი ლარნაკი დგას.
122

ფერგადასული მწვანე, დანაოჭებული, დამჭკნარი ვარდები და შავი


მიხაკები ობისებრი ნაცრისფრითაა დაფარული. ყოველ თაიგულში
მუყაოს პატარა ბარათია წარწერით: «გულწრფელად თანაგიგრძნობთ».
და ელენი ეუბნება:
– ახლა ხელები აიფარეთ სახეზე. და ქალს თავზე თმის ლაქს უხვად
ასხურებს.
ქალი ოდნავ წინ გადმოხრილი ზის. ხელისგულები სახეზე აქვს
მიჭერილი.
ელენი თავის გაქნევით ტრაილერის შორეული ბოლოსკენ მანიშნებს,
სადაც კიდევ რამდენიმე ოთახია.
და მე მივდივარ.
ის მასკარას ჯაგრისს მასრაში აწობს და ქალს ეუბნება:
– შეიძლება, ჩემმა ქმარმა თქვენი ტუალეტით ისარგებლოს? – ის ამბობს:
ახლა კი ჭერისკენ აიხედეთ, ძვირფასო.
სააბაზანოში გროვებად ყრია ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ფერების მიხედვით
დახარისხებული – თეთრი, მუქი. ვიღაცის ჯინსი და მანქანის ზეთით
დასვრილი პერანგები. პირსახოცები, ზეწრები და ლიფები.
წითელუჯრედებიანი სუფრები. უნიტაზში წყალს ვუშვებ – ხმაურის
ეფექტი რომ შევქმნა.
ბავშვის სახვევები და ტანსაცმელი არ არის.
სასტუმრო ოთახში ქალი, რომელსაც წინსაფარზე წიწილები ახატია, ჯერ
კიდევ მაღლა, ჭერში იყურება, მაგრამ ახლა რაღაც უცნაურად სუნთქავს –
ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გახშირებულად. წინსაფრის ქვეშ მკერდი უთრთის.
ელენი, ქაღალდის ხელსახოცით, გადღაბნილ მაკიაჟს სწმენდს.
ხელსახოცი ჩამოჟონილი ტუშისგან დასველებული და გაშავებულია. და
ელენი ეუბნება:
– გაივლის დრო, რონდა, და თავს უკეთ იგრძნობთ. ახლა ეს არ
გჯერათ, მაგრამ ასე იქნება. – ის კიდევ ერთ ხელსახოცს იღებს: –
მხოლოდ უნდა დაიჯეროთ, რომ ამის გადატანას შეძლებთ, რომ თქვენ
ძლიერი ხართ. იფიქრეთ საკუთარ თავზე, როგორც ძლიერ ქალზე. ის
ამბობს:
123

– თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი ხართ, რონდა. თქვენ უკან,


სკოლაში უნდა დაბრუნდეთ, იმისათვის, რომ პროფესია შეიძინოთ, რომ
ტკივილი ფულად აქციოთ.
რონდას, ქალს, რომელსაც წინსაფარზე წიწილები ახატია, თვალები ისევ
ჭერში აქვს აპყრობილი.
სააბაზანოს უკან ორი საწოლი ოთახია. ერთში წყლის ლეიბიანი საწოლი
დგას, მეორეში – ბავშვის საწოლი, რომელზეც ზიზილას ფორმის
პლასტმასის სათამაშო მობილური დევს. იქვე თეთრი კომოდი დგას.
საწოლი ცარიელია. პლასტმასის პატარა ლეიბი სასთუმლის მხარეს
რულონადაა ახვეული. საწოლთან მდგარ სკამზე წიგნებია ერთმანეთზე
შეწყობილი. «მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები» სულ
ზემოდანაა.
წიგნს გვერდზე ვდებ და ის 27-ე გვერდზე იშლება.
ინგლისური ქინძისთავის წვერს წიგნის ყუის გასწვრივ ვუსვამ მთელ
სიგრძეზე, რომ ფურცლის ამოხევა უფრო მოსახერხებელი იყოს.
ფურცელს ვხევ, ჯიბეში ვიდებ და წიგნს თავის ადგილზე ვდებ.
სასტუმრო ოთახში მთელი კოსმეტიკა იატაკზეა დახვავებული.
ელენს თავისი კოსმეტიკის ჩანთიდან ყალბი ფსკერი ამოუღია. მის
ქვემოთ სამაჯურები და ყელსაბამები, დიდი ბროშები და საყურეები
აწყვია ერთად შეკრული. მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი ქვების
საბადო სინათლის ანაშუქში. ძვირფასეულობა. ელენს ხელში წითელ და
ყვითელქვებიანი გრძელი ყელსაბამი უჭირავს, თითოეული მის
ვარდისფერ ფრჩხილზე უფრო დიდია.
– კარგი ბრილიანტი ისე უნდა იყოს გათრაშული, – ამბობს ელენი, – რომ
წახნაგიდან სინათლემ მის ქვედა ნახევარში ვერ ჩააღწიოს. – ყელსაბამს
ქალს ხელში სჩრის და ეუბნება: – ლალებში... ალუმინის ოქსიდი... უცხო
წინწკლები ქვაში, რომელსაც «რუტილის ჩანართი» ჰქვია, ქვას რბილ,
ვარდისფერ ელფერს სძენს, თუკი იუველირი მას მაღალ ტემპერატურაზე
არ დაამუშავებს.
თუ გინდა, მთელის შესახებ დაივიწყო, ახლოდან დაჟინებით უნდა
უყურო დეტალებს.
124

ორი ქალი ერთმანეთთან ისე ახლო ზის, რომ მუხლებით ერთმანეთს


ეხებიან. და თავებიც – თითქმის. წიწილებიანი ქალი უკვე აღარ ტირის.
მას თვალთან იუველირის გამადიდებელი შუშა აქვს მიტანილი.
მკვდარი ყვავილები გვერდზეა გაწეული და მთელი მაგიდა სავსეა
ელვარე ვარდისფერი და გლუვი ოქროთი, გრილი თეთრი მარგალიტით
და ცისფერი ლაზურიტით. ყვითელი და ნარინჯისფერი ციმციმი.
ვერცხლისფერი და თეთრი ანაშუქები.
ელენს ხელში კვერცხისოდენა მწვანე ქვა უჭირავს. ისეთი კაშკაშაა, რომ
არეკლილ სინათლეში ორივე ქალის სახეს მწვანე ელფერი დაჰკრავს. და
ელენი ეუბნება:
– ეს ხელოვნური ზურმუხტია. ხედავთ, მის შიგნით რაღაც
წინწკლებისმაგვარია. ნამდვილ ქვებში ეს არ არის. და ელენი
ეუბნება:
– დაიმახსოვრეთ. არ მინდა, რომ თქვენც ისე დაიწვათ,
როგორც მე დავიწვი. – ხელს ჩანთაში ყოფს და იქიდან რაღაც
მბრწყინავს და ყვითელს იღებს. – ეს საფირონის ბროშია,
რომელიც ცნობილ კინომსახიობს, ნატაშა ვარენს ეკუთვნოდა. –
შემდეგ ჩანთიდან კულონს იღებს – პატარა ბრილიანტებით
მოჩარჩოებულ ოქროს გულს. – ბერილის ეს შვიდასკარატიანი
ბეჭედი ერთ დროს რუმინეთის დედოფალს, მარიას ეკუთვნოდა.
უკვე ვხვდები, ელენი რასაც იტყვის. ძვირფასეულობის ამ გროვაში,
ამბობს ის, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა სულები ცხოვრობენ,
ყველასი, ვინც კი მას ოდესმე ფლობდა. ყველასი, ვისაც შეეძლო, ასეთი
ფუფუნების უფლება მიეცა საკუთარი თავისათვის. ამ დეკორატიულმა
ნაგავმა უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე მათმა ნიჭმა, გონებამ და
სილამაზემ. სიმდიდრე, წარმატება, საზოგადოებრივი მდგომარეობა –
ყველაფერი, რასაც ეს ძირფასი ქვები განასახიერებდა – სად არის ეს
ყველაფერი?
ერთნაირი ვარცხნილობა, ერთნაირი მაკიაჟი, ერთმანეთისკენ ახლოს
გადახრილები – შეიძლებოდა, დები ყოფილიყვნენ, ან დედა-შვილი. ადრე
და შემდეგ. წარსული და მომავალი.
და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, მაგრამ დანარჩენზე შემდეგ, როცა
მანქანაში დავბრუნდებით.
125

უკან მჯდარი მონა ამბობს: – როგორ არის საქმე, იპოვეთ? ჰო-


მეთქი, ვეუბნები. მაგრამ ეს ამ ქალს უკვე ვეღარაფერს უშველის.

ყველაფერი, რაც მან ჩვენგან მიიღო – ეს არის დიდი თმა და, შესაძლოა,
სირსველი.
ოისტერი მეუბნება:
– აბა, გვაჩვენე, რა სიმღერაა, რისთვის დავეხეტებით აღმა-დაღმა.
და მე ვეუბნები, ვერ ეღირსები-მეთქი. ამოხეულ ფურცელს პირში ვიტენი
და ვღეჭავ. ფეხი საშინლად მტკივა და ფეხსაცმელებს ვიხდი. მე ვღეჭავ
და ვღეჭავ. მონა იძინებს. ოისტერი ფანჯრიდან რაღაც სარეველებს
გადაჰყურებს თხრილებში.
დაღეჭილ ქაღალდს ვყლაპავ და მეც ვიძინებ.
მოგვიანებით მეღვიძება. მანქანაში ვსხედვართ და შემდეგი ქალაქისაკენ
მივდივართ, შემდეგი ბიბლიოთეკისკენ, შეიძლება შემდეგი მაკიაჟისკენ.
ელენს უკვე სამასი მილი გაუვლია.
უკვე თითქმის დაბნელდა. ელენი პირდაპირ წინ იყურება და ამბობს:
– ჩვენს ხარჯებს ვანგარიშობ.
მონა ჯდება და თმაში შეცურებული თითებით თავს იფხანს. შემდეგ
თითს თვალის შიგა კუთხეს აჭერს და წირპლს იშორებს. თითს ჯინსზე
იწმენდს და კითხულობს:
– სად უნდა ვივახშმოთ?
მონას ვეუბნები, ღვედი შეიკარი-მეთქი.
ელენი ფარებს რთავს, ერთ ხელს შლის, თითებს ჭიმავს, ბეჭედს
დაჟინებით დასცქერის და ამბობს:
– როცა «ჩრდილების წიგნს» ვიპოვით, როცა მთელ დედამიწაზე
გავბატონდებით, როცა უკვდავები გავხდებით და ყველა შეგვიყვარებს,
– ამბობს ის, – თქვენ მაინც ჩემი ვალი გექნებათ – ორასი დოლარი
კოსმეტიკისთვის.
რაღაც უცნაურად გამოიყურება. თმა ვერა აქვს წესრიგში. საყურეები.
საყურეები დიდი და ვარდისფერი ქვებით, საფირონებით და ლალით.
აღარ უკეთია.
126
127
თავი 21

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ღამე არ იყო. უბრალოდ, მხოლოდ


ასეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდა. ეს იყო ყოველი ღამე – ვკვეთდით
ნევადას, კალიფორნიას, ტეხასს, არიზონას, ორეგონს, ვაშინგტონს,
აიდაჰოს და მონტანას. ყოველი ღამე ერთნაირია მანქანაში, როცა
გზას ადგახარ. სადაც არ უნდა იყო. სიბნელეში ყველა ადგილი
ერთნაირია.
– ჩემი შვილი, პატრიკი, – ამბობს ელენ ჰუვერ ბოილი, – არ მომკვდარა.
ის გარდაცვლილია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩანაწერი მისი
სიკვდილის შესახებ ოლქის სამედიცინო არქივში. მაგრამ ხმას არ ვიღებ.
ელენი საჭესთან ზის. მონას და ოისტერს მანქანის უკანა სავარძელზე
სძინავთ. სძინავთ თუ ჩვენს საუბარს უსმენენ. მე წინ, ელენის გვერდით
ვზივარ მგზავრის ადგილზე. კართან ვიყუჟები, რომ რაც შეიძლება შორს
ვიყო ელენისგან. ხელები თავქვეშ მაქვს ამოწყობილი. მე იქ ვარ, საიდანაც
შემიძლია, მისი მესმოდეს და არ ვხედავდე.
ელენი კი ლაპარაკობს, ისე, რომ არ მიყურებს. ორივე წინ, ფარებით
განათებულ გზას გავცქერით.
– პატრიკი კონტინუუმის ახალ სამედიცინო ცენტრშია, – ამბობს ის, – და
მჯერა, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდება.
ჩვენ შორის დევს მისი წითელყდიანი დღიური ყოველდღიური
ჩანაწერებისათვის.
ჩრდილოეთ დაკოტის და მინესოტის გადაკვეთისას ელენს ვეკითხები,
მიმაძინებელი ჯადოს შესახებ საიდან შეიტყვეთ-მეთქი.
ვარდისფერ ფრჩხილს რომელიღაც ღილაკს აჭერს, სიჩქარის ავტომატური
რეგულირების სისტემას რთავს, შემდეგ კიდევ რომელიღაც ღილაკს
აჭერს ხელს და შორს ნათების ფარებს ანთებს.
– მე «სკინ ტოუნ კოსმეტიკსში» ვმუშაობდი გამყიდველ-კონსულტანტად,
– ამბობს ის, – კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა იმ ტრაილერს, რომელშიც
ჩვენ ვცხოვრობდით – მე და ჩემი ქმარი.
ქმარი – ჯონ ბოილი. ნანახი მაქვს ჩანაწერი მისი სიკვდილის შესახებ
ოლქის სამედიცინო არქივში.
128
– ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე, როცა პირველი ბავშვი იბადება, –
ამბობს ის, – ხალხს იმდენი სათამაშო და წიგნი მოაქვს... ეს წიგნი არც კი
ვიცი, ვინ აჩუქა. უბრალოდ, ერთ-ერთი წიგნი იყო წიგნების დიდ
გროვაში.
ოლქის სამედიცინო არქივის ჩანაწერების მიხედვით ეს ოცი წლის წინ
მოხდა.
– შენ რომ არ გითხრა, ისედაც მიხვდები, რაც მოხდა, – ამბობს ის, – მაგრამ
ჯონს ყოველთვის ეგონა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო.
პოლიციის დოსიეს ჩანაწერების თანახმად, ექვსი თვის ჩვილის, პატრიკ
რაიმონდ ბოილის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მეზობლებმა
პოლიცია ექვსჯერ გამოიძახეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის
გამო – ხმაურიანი საოჯახო გარჩევები ბოილების ტრაილერში
(ადგილი 175 «ბუენა ნოჩეს» გადასატანი ფურგონების პარკში).
ვისკონსინის და ნებრასკას გადაკვეთისას ელენი მეუბნება:
– მე «სკინ ტოუნ კოსმეტიკსის» ბითუმად შემსყიდველებს ვეძებდი და
უბრალოდ კარდაკარ დავდიოდი, რომ ჩვენი საქონლისთვის რეკლამა
გამეწია. სამსახურში მაშინვე არ დავბრუნებულვარ. ალბათ
წელიწადნახევარი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც პატრიკი... მას
შემდეგ, რაც პატრიკი ვნახეთ იმ დილით.
ელენი მიყვება, როგორ დადიოდა სახლებში და ერთ ახალგაზრდა ქალს
შეხვდა. აი, ისეთს, როგორიც ის არის – წიწილებიანი წინსაფარი რომ
უკეთია. ყველაფერი ისევე იყო. ისეთივე დამჭკნარი ყვავილები,
მორგიდან სახლში მოტანილი. ისეთივე ცარიელი საბავშვო საწოლი.
– ფულს გვარიანად ვშოულობდი მხოლოდ ტონალური კრემებისა და
სახის დამცავი საშუალებების გაყიდვით. – ამბობს ელენი. იღიმება, –
განსაკუთრებით თვის ბოლოს, როცა ფული ილეოდა.
მაშინ, ოცი წლის წინ, ის ქალი იმდენივე ხნის იყო, რამდენისაც თვითონ
ელენი. და სანამ საუბრობდნენ, ქალმა ელენს საბავშვო ოთახი აჩვენა.
აჩვენა ბავშვის ფოტოები. სინტია მური ერქვა. ცალი თვალის უპე
ჩაშავებული ჰქონდა.
– და შევნიშნე, რომ იმათაც ჰქონდათ ის წიგნი, – ამბობს ელენი, –
«მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები».
129
წიგნი იმავე გვერდზე იყო გადაშლილი, საიდანაც ბავშვს უკანასკნელად
წაუკითხეს იმ საღამოს, როცა ის გარდაიცვალა. და ისინი შეეცადნენ,
ყველაფერი ისევე დაეტოვებინათ, როგორც იყო. ლოგინის თეთრეული,
წიგნი – ყველაფერი.
– რა თქმა უნდა, იმათი წიგნიც იმავე გვერდზე იყო გადაშლილი,
რომელზეც ჩვენი. – მეუბნება ელენი.
სახლში ჯონ ბოილი ყოველ საღამოს უამრავ ლუდს სვამდა. აღარ მინდა,
რომ შვილი ვიყოლიოთ, რადგან შენ ვერ გენდობიო, ელენს ეუბნებოდა.
თუ შენ იმასაც ვერ მიხვდი, რა გააკეთე არასწორად, გარისკვად აღარ
ღირსო.
ხელით ტყავის გახურებულ სავარძელს ვეხები და ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს ცოცხალ ადამიანს ვეხებოდე. კოლორადოს, კანზასის და
მისურის რომ ვკვეთთ, ელენი მეუბნება:
– იმ ქალმა, რომელსაც ჩვენსავით ბავშვი გარდაეცვალა... ერთხელ ეზოში
გაყიდვა მოაწყო. მდელოზე დააწყვეს საბავშვო ნივთები და თითოს
ოცდახუთ ცენტად ყიდდნენ. წიგნიც იყო იქ
და ვიყიდე, – ამბობს ელენი, – ეზოში ერთ კაცს ვკითხე, სინტია ამ
ყველაფერს რატომ ყიდის-მეთქი, მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
ოლქის არქივის ჩანაწერების თანახმად, სინტია მურმა წყალსადინარის
საწმენდი სითხე დალია და საყლაპავ მილში შინაგანი სისხლაჩაქცევისა
და დახუთვისგან გარდაიცვალა მისი შვილის აუხსნელი სიკვდილიდან
სამი თვის შემდეგ.
– ჯონს ეშინოდა, რამე გადამდები დაავადება არ იყოსო და პატრიკის
ყველა ნივთი დაწვა, – ამბობს ის. – წიგნი ათ ცენტად ვიყიდე. მახსოვს იმ
დღეს მშვენიერი ამინდი იყო.
პოლიციის დოსიეს ჩანაწერებში ჩანს, რომ მეზობლებმა პოლიცია კიდევ
სამჯერ გამოიძახეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო –
ხმამაღალი ოჯახური დავები ბოილების ტრაილერში (ადგილი 175
«ბუენა ნოჩეს» გადასატანი ფურგონების პარკში). სინტია მურის
თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ კი ჯონ ბოილი
გარდაიცვალა. სრულიად აუხსნელი მიზეზით. გაკვეთის ოქმის
ჩანაწერის თანახმად, შეიძლებოდა ალკოჰოლის კონცენტრაცია მის
სისხლში ძილში სუნთქვის შეჩერების მიზეზი გამხდარიყო. კიდევ ერთი
130
მიზეზი, შესაძლოა, პოზიციური ასფიქსია ყოფილიყო. – უგონოდ
მთვრალი დაწვა საწოლში და ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ
ამოისუნთქა. ასე იყო თუ ისე, სხეულზე არავითარი ნიშანი არ აღმოაჩნდა.
გარდაცვალების მოწმობაში ჩაწერეს: მიზეზი – დაუდგენელი.
ილინოისს, ინდიანას და ოჰაიოს რომ ვკვეთთ ელენი მეუბნება:
– ჯონი განგებ არ მომიკლავს, უბრალოდ მაინტერესებდა, რა
გამოვიდოდა. სწორედ ისე, როგორც მე – დუნკანი.
– მე უბრალოდ ამ თეორიის შემოწმება მინდოდა, – ამბობს ის, – ჯონი
გამუდმებით ამტკიცებდა, პატრიკის სული ჩვენთანააო. და მეც სულ
ვამბობდი, პატრიკი ცოცხალია და ისევ საავადმყოფოშია-მეთქი. – ის
ამბობს: – და ახლაც, ოცი წლის შემდეგ, ექვსი თვის პატრიკი ისევ იქ
არის, საავადმყოფოში.
რა თქმა უნდა, სისულელეს ამბობს, მაგრამ მე ხმას არ ვიღებ. ვერც კი
წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვილი ოც წელს
კომაში ყოფნის შემდეგ.
ოისტერი წარმოვიდგინე, კვების ტუბით და კათეტერით მთელი
დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.
ადამიანებს, რომლებიც გიყვარს, მოკვლაზე უარესიც შეიძლება გაუკეთო.
უკანა სავარძელზე მონა ჯდება, იზმორება. ის ამბობს:
– ძველ საბერძნეთში ყველაზე ძლიერ წყევლას ჩაძირული გემებიდან
ამოღებული ლურსმნებით წერდნენ. ზღვაში დაღუპული
მეზღვაურების დაკრძალვა წესის მიხედვით არ შეიძლებოდა. ძველმა
ბერძნებმა იცოდნენ, რომ მკვდრები, რომლებსაც წესის მიხედვით არ
დაკრძალავდნენ, ყველაზე მოუსვენარი და შფოთიანი სულები
ხდებოდნენ.
ელენი კი ეუბნება:
– მოკეტე.
დასავლეთ ვირჯინიის, პენსილვანიის, ნიუ-იორკის გადაკვეთისას ელენი
ამბობს:
– ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, სულებს ვხედავთო. – ის
ამბობს: – არავითარი სულები არ არსებობს. როცა კვდები, კვდები და
ყველაფერი მთავრდება. არავითარი საიქიო არ არსებობს. ადამიანები,
131
რომლებიც ამტკიცებენ, რომ სულებს ხედავენ, უბრალოდ ცდილობენ,
ყურადღება მიიპყრონ. ვისაც რეინკარნაციის სჯერა, უბრალოდ სურს,
თავისი ცხოვრება სამომავლოდ გადადოს. – ის იღიმება. – მაგრამ მე
გამიმართლა, – ამბობს ის. – ვიპოვე ხერხი, როგორ დავსაჯო ეს
ადამიანები და ვიშოვო ბევრი ფული. მისი მობილური რეკავს. ის
მეუბნება:
– თუ არ გჯერა, რაც პატრიკის შესახებ გითხარი, შემიძლია, ამ თვის
საავადმყოფოს ანგარიში გიჩვენო. მისი ტელეფონი კი ისევ რეკავს.
ყველაფერს ერთად კი არ ყვება, არამედ ნაწილ-ნაწილ, როცა ვერმონტს
ვკვეთთ, როცა ლუიზიანას ვკვეთთ ღამით. შემდეგ არკანზასს და
მისისიპის. როცა პატარა შტატებს ვკვეთთ, ხანდახან ორ-სამს ღამეში.
ტელეფონს იღებს და პასუხობს:
– ელენი გისმენთ. – მე მიყურებს, თვალებს ატრიალებს და ამბობს: –
უხილავი ბავშვი თქვენი საწოლი ოთახის კედელში ჩატანებული?
მთელი ღამე ტირის? მართლა?
დანარჩენს ამ ისტორიის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყობ, როცა
შინ დავბრუნდებით და არქივში მოვიძიებ მასალებს. ელენი
მობილურს მკერდზე იკრავს და ამბობს:
– ჩემი მონათხრობიდან პრესისთვის არაფერი არ არის განკუთვნილი. – ის
ამბობს: – სანამ «ჩრდილების წიგნს» არ ვიპოვით, ვერ შევძლებთ
მომხდარის შეცვლას, შემდეგ კი, როცა ვიპოვით, მოვახერხებ, რომ
პატრიკი სრულიად გამოვაჯანმრთელო.

თავი 22

შუა დასავლეთს მივუყვებით. რადიო რომელიღაც სადგურზეა


დაყენებული და კაცის ხმა ამბობს, რომ ექიმი სარა ლოვენშტაინი
მორალის და იმედის შუქურა გახლდათ თანამედროვე ცხოვრების
უსახურ და უსულო სამყაროში. ექიმი სარა პატიოსანი, უკომპრომისო და
მაღალზნეობრივი ადამიანი გახლდათ და მისთვის მიუღებელი იყო
ყველაფერი, რაც ქცევის მაღალ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. ის
გახლდათ ბასტიონი პირდაპირობისა და ქედუხრელობისა.
პროჟექტორი, რომელიც შორს აშუქებდა და მთელი ამ სამყაროს
ბოროტება სამზეოზე გამოჰქონდა. ექიმი სარა, ამბობს კაცის ხმა,
132
სამარადჟამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და სულებში და ეს იმიტომ, რომ
თვით მისი სული იყო უდრეკი და არ ... ხმა წყდება.
მონა სავარძლის საზურგეზე, ზედ თირკმლებზე მიბრახუნებს და
მეუბნება:
– არ არის საჭირო ისევ... – ის ამბობს: – შენი პირადი პრობლემები
უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე გადაწყვიტო.
ვეუბნები, მორჩი მაგ ბრალდებებს. იქნებ ეს ყველაფერი მზეზე ლაქების
ბრალია-მეთქი.
ეს საუბარ-ოჰოლიკები. ეს მოსმენ-ოფობები.
მიმაძინებელი მიჟღერს თავში და ისე სწრაფად, რომ ვერც კი ვამჩნევ.
უკვე ვიძინებდი. ეტყობა, კიდევ უფრო მეტად ვკარგავ კონტროლს.
შემიძლია, ძილში მოვკლა.
რამდენიმე მილი სიწყნარისა, რადიოჟურნალისტები «მკვდარ ეთერს»
რომ ეძახიან. შემდეგ რადიო ისევ ირთვება და მეორე დიქტორი ამბობს,
რომ ექიმი სარა ლოვენშტაინი იყო მორალური მეტრი, რომლითაც
მილიონობით რადიომსმენელი თავის ცხოვრებას ზომავდა. ის გახლდათ
ელვარე მახვილი მესიისა, გამოგზავნილი იმისათვის, რომ ავის
მსურველები და უწმინდურები განედევნა ტაძრიდან...
და მეორე დიქტორის ხმაც წყდება.
მონა სავარძლის საზურგეზე მიბრაგუნებს და ამბობს:
– ეს სასაცილო არ არის. რადიომქადაგებლები – ესენი ხომ ცოცხალი
ადამიანები არიან.
მე კი ვამბობ: მეარაფერი მიქნია. და
ელენი და ოისტერი ხითხითებენ.
საზურგეზე მიწოლილ მონას გულზე ხელები აქვს დაკრეფილი. ის
ამბობს:
– შენ არანაირი პატივისცემის გრძნობა არ გაგაჩნია. საერთოდ არანაირი.
ძალა, რომელსაც შენ ასე გაუთამამდი, მილიონობით წლისაა.
მონა ოისტერს თმაში ავლებს ხელს და მთელი ძალით უბიძგებს, ისე, რომ
ის კარს ეხეთქება. მონა ამბობს:
133
– და შენც. – ის ეუბნება: – რადიოს დიქტორი ისევე მნიშვნელოვანია,
როგორც ძროხა ან ღორი.
ახლა რადიოთი საცეკვაო მუსიკას გადმოსცემენ. ელენის ტელეფონი
რეკავს. ის მიღების ღილაკს ხელს აჭერს და მობილური ყურთან
მიაქვს. თავით რადიოზე მიანიშნებს და ტუჩების მოძრაობით
მეუბნება: – დაუწიე. ტელეფონში კი ამბობს: – დიახ. – ის ამბობს: – ჰო,
ვიცი, ვინც არის. მითხარით, სად არის ახლა და თან რაც შეიძლება
ზუსტად. მე რადიოს ხმას დაბლა ვუწევ.
ელენი უსმენს და ეუბნება: – არა. – ის ამბობს: – მე მჭირდება
თეთრცისფერი ბრილიანტი. სამოცდათხუთმეტკარატიანი, ფიგურული
დაწახნაგებით, მისტერ დრეშერს დაურეკეთ ჟენევაში. მან ზუსტად იცის,
როგორი მინდა.
მონა სავარძლის ქვეშიდან ზურგჩანთას ათრევს და იქიდან ფერად
ფლომასტერებსა და მუქმწვანე ფარჩის გარეკანიან სქელ რვეულს იღებს.
რვეულს შლის, მუხლებზე იდებს და შიგ რაღაცას იწერს ლურჯი
ფლომასტერით. შემდეგ ლურჯ ფლომასტერს თავს ახურავს და
ყვითელი ფერით განაგრძობს წერას. და ელენი ამბობს:
– არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დაცვა იქნება. ერთ საათში ყველაფერი
გაკეთდება. ტელეფონს რთავს და სავარძელზე, თავის გვერდით აგდებს.
ჩვენს სავარძლებს შორის მისი ყოველდღიური ჩანაწერების რვეული
დევს. ელენი იღებს, შლის და რაღაც სახელს და დღევანდელ რიცხვს
იწერს.
წიგნი, რომელიც მონას აქვს გადაშლილი მუხლებზე, «სარკის წიგნია». ის
ამბობს, რომ ყველა
საკუთარი თავის პატივისმცემელ ჯადოქარს აქვს ასეთი «სარკის წიგნი».
რაღაც დღიურის თუ სამზარეულოს წიგნის მსგავსი, რომელშიც იწერენ
შელოცვებს, რიტუალებს და, საერთოდ, ყველაფერს, რაც
ჯადოქრობასთანაა დაკავშირებული.
– მაგალითად, – ამბობს ის და «სარკის წიგნიდან» კითხულობს: –
დემოკრიტე ამტკიცებდა, რომ შეიძლება ჭექა-ქუხილის გამოწვევა, თუ
ქამელეონის თავს მუხის შეშის ცეცხლში დაწვავ.
134
ის ჩემკენ იხრება და ყურში მეუბნება: – იცი დემოკრიტე?
იმავე ფუძიდანაა მიღებული, საიდანაც «დემოკრატია». და მე
ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3...
– და თუ გინდა, ადამიანს მოაკეტვინო, – ამბობს მონა, – თუ გინდა,
ყბედობა შეაწყვეტინო, უნდა აიღო თევზი და პირში ჩააკერო.
ყურის ტკივილის განსაკურნად, საჭიროა აიღო გარეული ღორის თესლი,
მაშინ, როცა ის ნეზვის საშოდან გადმოედინება.
იუდეველთა მაგიის წიგნში «სეფერ ჰა-რაზიმ» არის ასეთი რიტუალი: –
უნდა მოკლა ჯერ კიდევ თვალაუხელელი შავი ლეკვი, შემდეგ
ფირფიტაზე წყევლა უნდა დაწერო და ლეკვს თავში ჩაუდო. შემდეგ ხახა
უნდა ამოუსანთლო და მისი თავი ჩამალო იმ ადამიანის სახლის
ზღურბლქვეშ, რომლისთვისაც არის ეს წყევლა განკუთვნილი. და ის
ვერასოდეს ვეღარ დაიძინებს.
– თეოფრასტე ამტკიცებს, – კითხულობს მონა,– რომ ტყის ყაყაჩოები
ღამით უნდა დაკრიფო, იმიტომ, რომ თუ ყაყაჩოს კრეფისას კოდალამ
დაგინახა, დაბრმავდები. და თუ კოდალა დაგინახავს, როგორ აჭრი
ყაყაჩოს ფესვებს, მაშინ უკანა ტანი ჩამოგივარდება. და ელენი ამბობს: –
ნეტა თევზი მქონდეს...
მონას აზრით, ადამიანის მოკვლა არ შეიძლება, რადგანაც ეს კაცობრიობას
გაშორებს. მკვლელობა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა
მტერს კლავ. ამიტომ ისე უნდა მოიქცე, რომ მსხვერპლი მტრად აქციო.
ყველანაირი დანაშაული გამართლებულა, როცა მსხვერპლს მტრად აქცევ.
და გარკვეული დროის შემდეგ სამყაროში ყველა შენი მტერი ხდება.
ყოველი ახალიმკვლელობით, – ამბობს მონა, – შენ უფრო და უფრო
უცხოვდები კაცობრიობისგან. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ მთელი
სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული.

– როცა სარა ლოვენშტაინმა თავისი რადიოშოუ დაიწყო, ის თავს არ


ესხმოდა და არ ლანძღავდა იმ ხალხს, რომლებიც მის გადაცემაში
რეკავდნენ, – მას ნაკლები საეთერო დრო ჰქონდა და ნაკლები
აუდიტორია ჰყავდა და, ვფიქრობ, მართლაც სურდა, ადამიანებს
დახმარებოდა.
და ყველაფერი შეიძლება იმის გამო იყო, რომ მას წლების განმავლობაში
ურეკავდნენ ერთსა და იმავე პრობლემებზე: არასასურველი ორსულობა,
გაყრა, ოჯახური კინკლაობა. შეიძლება იმის გამო, რომ აუდიტორია
135
გაეზარდა და მისი გადაცემა პრაიმ-ტაიმში გადაიტანეს, ან, შეიძლება
იმის გამო, რომ უფრო მეტი ფულის შოვნა დაიწყო. შესაძლოა,
ძალაუფლება რყვნის, მაგრამ ის ყოველთვის ასეთი ძუკნა არ იყო.
ერთადერთი გამოსავალი ის არის, ამბობს მონა, რომ საკუთარი
მარცხი აღიარო და მისცე სამყაროს საშუალება, მე და ელენი
დაგვხოცოს ჩვენი დანაშაულების გამო. ან, შეიძლება, ჩვენ თვითონ
მოვიკლათ თავი. ვეკითხები, ეს მორიგი უიკანური სისულელე ხომ არ
არის-მეთქი. და მონა ამბობს:
– არა, სინამდვილეში ეს კარლ მარქსია.
ის ამბობს: – ადამიანის მოკვლის შემდეგ კაცობრიობასთან კავშირის
აღდგენის ერთადერთი გზა არსებობს. – ის წიგნში რაღაცას ეძებს. – არის
ერთადერთი გზა, დაუბრუნდე იმ წერტილს, სადაც სამყარო შურს არ
იძიებს შენზე, სადაც შენ მთლად მარტო არ იქნები.
– თევზი მომეცით, – ამბობს ელენი, – და კიდევ ნემსი და ძაფი. მაგრამ მე
მარტო არა ვარ.
მე ელენი მყავს.
იქნებ სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი სერიული მკვლელი მეწყვილესთან
ერთად სჩადის დანაშაულს. ალბათ სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ
შენ მარტო არა ხარ სამყაროში, რომელიც სავსეა მსხვერპლით და
მტრებით. გასაკვირი არ არის, რომ ვალტრუდ ვაგნერმა, ავსტრიელმა
სიკვდილის ანგელოზმა, დაარწმუნა თავისი მეგობრები, რომ მასთან
ერთად ეხოცათ ადამიანები.
ეს ძალიან ბუნებრივი ჩანს.
მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ.
გარი ლევინგდონს მეწყვილედ თავისი ძმა, თადეუში ჰყავდა, კენეტ
ბიანჩის – ანჯელო ბუონო, ლარი ბიტიიკერს – როი ნორისი, დუგ კლარკს
– კეროლ ბანდი, დევიდ გორს – ფედ უოტერფილდი, გვენ გრეჰემს – კატი
ვუდი, დუგ გრეცლერს – ვილ სტილმენი, ჯო კალინგერს – მისი ვაჟი –
მაიკი, პატ კერნს – დეივ ჰილი, ენდი კოკორალეისს – მისი ძმა ტომი, ლეო
ლეიკს – ჩარლზ ნჯი, ჰენრი ლუკასს – ოტის ტული, ალბერტ ანსელმს –
ჯონ სკალიზე, ალენ მაიკლს – კლიმონ ჯონსონი, დუგ ბემორს – კეიტ
კოსბი, იენ ბრეიდის – მაირა ჰინდლი, ტომ ბრანს – ლეო მეინი, ბენ
ბრუქსს – ფრედ ტრიში, ჯონ ბრაუნს – სემ კეტზი, ბილ ბარკს – ბილ ჰეერი,
136
ერკსინ ბაროუზს – ლარი ტაკლინი, ჯო ბაქსს – მარიონო მაკუ, ბრიუს
ჩაილდს – ჰენრი მაკ-კენი, ელტონ კოლმენს – დები ბრაუნი, ენ ფრენჩს –
თავისი ვაჟი ბილი, ფრენკ გაზენბერგს – თავისი ძმა პიტერი, დელფინ
გონზალესს – თავისი და მარია, ექიმ ტიიტ ჰერმს – ექიმი ტომ ოლგენი,
ამელია საშს – ენი უოტერსი.
ცნობილი სერიული მკვლელების ცამეტი პროცენტი მეწყვილესთან ან
ჯგუფთან ერთად მუშაობდა.
სან კვენტინის სიკვდილმიჯილთა საკანში რენდი, «ტალონებით
მკვლელი», ბრიჯს ეთამაშებოდა დუგ კლარკს, «შებინდების მკვლელს»,
ლარი ბიტეიკერს, მეტსახელად «მარწუხებს» და «შარაგზის მკვლელს»
ბილ ბონინს. საერთო ჯამში ამ ოთხეულზე ას ოცდაექვსი მსხვერპლი
მოდიოდა.
ელენ ჰუვერ ბოილს მე ვყავარ.
– მე მკვლელობების სერიის შეწყვეტა არ შემეძლო, – უთხრა ბონინმა
ერთ ჟურნალისტს, – კვლა თანდათან სულ უფრო და უფრო ადვილი
ხდებოდა……..
იძულებული ვარ, დავეთანხმო. ეს ცუდ ჩვევაში გადადის, რადიოში
აცხადებენ, რომ სარა ლოვენშტაინი სიკეთის ანგელოზი იყო, უბადლო და
შეუდარებელი, ძალის და გავლენის თვალსაზრისით. ღვთის დიდებული
ხელი, ღირსება და სინდისი იმ სამყაროსი, რომელშიც მოუწია ცხოვრებამ.
ცოდვილი და სასტიკი სამყაროსი, სამყაროსი ფარული...
რაც უფრო მეტი ადამიანი კვდება, ყველაფერი მით უფრო ისეთივე რჩება,
როგორიც იყო.
– ჰოდა მიდი და დაამტკიცე, რომმაგარი ხარ, – მეუბნება ოისტერი და
თავით რადიოსკენ მიანიშნებს. ის ამბობს: – ეს გულისამრევი ტიპიც
მოკალი.
მე ვითვლი 37, ვითვლი 38, ვითვლი 39...
მას შემდეგ, რაც სახლიდან გავედით, ლექსების წიგნის შვიდი
ეგზემპლარი გავანადგურეთ. საწყისი ტირაჟი 500 ცალი იყო. ასე რომ, 306
ეგზემპლარის საქმე უკვე გარკვეულია, რჩება 194.
გაზეთებში ეწერა, რომ ტყავისქურთუკიანი ბიჭი, რომელმაც
გადასასვლელზე გვერდით ჩამიქროლა, დონორი იყო და ყოველ თვეში
სისხლს აბარებდა. მან სამი წელი გაატარა საზღვარგარეთ
137
მშვიდობისმყოფელების კორპუსში. ჭებს თხრიდა
კეთროვანებისათვის. ბოტსვანაში თავისი ღვიძლის ნაწილი დაუთმო
გოგონას, რომელიც შხამიანი სოკოთი იყო მოწამლული. ოპერატორად
მუშაობდა ტელეფონზე, როცა საქველმოქმედო კამპანია ჩატარდა
რომელიღაც უკურნებელი სენის წინააღმდეგ (კერძოდ რომლის, არ
მახსოვს). და მაინც, ის სიკვდილს იმსახურებდა. მან ხომ მე პროჭი
მიწოდა.
მან ხომ ხელი მკრა!
გაზეთებში ფოტოა: დედ-მამა ჩემი ზემოთა მეზობლის კუბოს დასტირის.
და ძალიან ხმამაღლა აღრიალებდა სტერეოს.
გაზეთებში წერია, რომ ფოტომოდელი და მანეკენი, სახელად დენი
დ’ტესტრო, ამ დილით თავის ბინაში იპოვეს მკვდარი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოძახებაზე ნეში არ წასულა
გვამის წამოსაღებად.
ოისტერი თავს რადიოსკენ აქნევს და ამბობს: –
მიდი, მამი, მოკალი, თუ არა და მძღნერი იქნები.
სინამდვილეში მთელი ეს სამყარო პროჭებისგან შედგება.
ელენი თავის მობილურს იღებს და ოკლაჰომის და ფლორიდის
ბიბლიოთეკებში რეკავს. ორლანდოში კიდევ ერთი ეგზემპლარი
აღმოჩნდა.
მონა გვიკითხავს, რომ ძველი ბერძნები წყევლის ფირფიტებს
აკეთებდნენ, რომლებსაც ისინი დეფიქსიონებს უწოდებდნენ.
ბერძნები იყენებდნენ კოლოსის – ბრინჯაოს, სანთლის ან თიხისგან
დამზადებულ თოჯინებს და შიგ ლურსმნებს არჭობდნენ ან
ამტვრევდნენ, ასახიჩრებდნენ, თავს და ხელებს აჭრიდნენ. კოლოსის
შიგნით მსხვერპლის თმას დებდნენ ან დახვეულ პაპირუსს, ზედ
დაწერილი წყევლით.
ლუვრში ინახება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ეგვიპტური
ფიგურა. ეს არის გამოსახულება შიშველი ქალისა, რომელსაც ხელ-ფეხი
შეკრული აქვს, თვალებში, ყურებში, მკერდში, ფეხებში, საშოსა და უკანა
ტანში ლურსმნები აქვს ჩარჭობილი. მონა წიგნში ნარინჯისფერი
ფლომასტერით რაღაცას ჩხაპნის და ამბობს:
138
– თქვენ და ელენი ალბათ მოეწონებოდით იმას, ვინც ის ფიგურა გააკეთა.
ფირფიტები, რომლებზეც წყევლა იყო დაწერილი, წარმოადგენდა ტყვიის,
სპილენძის – და ხანდახან თიხის თხელ ფურცელს. ზედ წყევლას
აწერდნენ, ჩაძირული ხომალდებიდან ამოღებული ლურსმნებით
ამოკაწრავდნენ, შემდეგ ფირფიტას მრგვლად დაახვევდნენ და ლურსმანს
გაუყრიდნენ. პირველ სტრიქონს მარცხნიდან მარჯვნივ წერდნენ, მეორეს
– მარჯვნიდან მარცხნივ, მესამეს – მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. თუკი
ამის შესაძლებლობა იყო, შიგნით მსხვერპლის თმას ან მისი ტანსაცმლის
ნაფლეთს ახვევდნენ. შემდეგ ფირფიტას ტბაში, ზღვაში ან ჭაში
აგდებდნენ, რათა ის მიწისქვეშა სამყაროში აღმოჩენილიყო, სადაც მას
დემონები წაიკითხავდნენ და ბრძანებას შეასრულებდნენ.
ელენი ისევ ტელეფონით ლაპარაკობს. წამიერად ტელეფონს მკერდზე
იდებს და ამბობს:
– ეს ინტერნეტით საქონლის შეკვეთას ჰგავს. და მე ვითვლი 346, ვითვლი
347, ვითვლი 348...

– ბერძნულ-რომაულ სალიტერატურო ტრადიციაში, – ამბობს მონა, –


არიან ღამის გრძნეულები და ჯადოქრები და დღის გრძნეულები და
ჯადოქრები – შავები და თეთრები. თეთრი გრძნეულები და ჯადოქრები
კეთილები არიან და მათი ცოდნა ყველასთვის მისაწვდომია, შავი
გრძნეულები და ჯადოქრები კი ბოროტები არიან, ისინი თავიანთ
ცოდნას მალავენ და მთელი ცივილიზაციის განადგურებას აპირებენ.
მონა ამბობს:
– თქვენ ორივენი აშკარად ღამისჯადოქრები ხართ. ეს ის ხალხია,
რომელმაც დემოკრატია და არქიტექტურა მოგვცა, – ამბობს მონა. –
მაგია მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო. საქმიანი ხალხი და ვაჭრები
ერთმანეთს წყევლიდნენ, მეზობლები ერთმანეთს წყევლიდნენ. იმ
სტადიონის გვერდით, რომელზეც პირველი ოლიმპიური თამაშები
ჩატარდა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჭა, რომელიც წყევლიანი
ფირფიტებით იყო სავსე – ათლეტები ათლეტებს წყევლიდნენ. მონა
ამბობს:
– მე არაფერს არ ვიგონებ. ეს სიმართლეა.
შეყვარებულის მისაზიდ შელოცვას ძველი ბერძნები «აგოგეს» ეძახდნენ,
შეყვარებულთან დასაშორებელ წყევლას კი «დიაკოპეს».
139
ელენს ტელეფონი ისევ ყურთან მიაქვს და ამბობს:
– სამზარეულოს კედლებიდან სისხლი გადმოდის? ჰო, რა თქმა უნდა,
თქვენ ასეთ პირობებში არ უნდა ცხოვრობდეთ. ოისტერი თავის
ტელეფონში ამბობს:
– მე მინდა, «მაიამი ტელეგრაფ-ობზერვერში» ფასიანი განცხადება
გამოვაქვეყნო.
და რადიოს ხმა ყველაფერს ფარავს – ფრანგული საყვირების გუნდი
ირთვება. დიქტორი კარგად დაყენებული ხმით ახალ ამბებს კითხულობს
ტელეტაიპის კაკუნის ფონზე.
– ადამიანი, რომელიც, როგორც პოლიცია ვარაუდობს, სამხრეთ ამერიკის
ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის მეთაური იყო, გარდაცვლილი
იპოვეს თავის ბინაში, მაიამიში, – ამბობს დიქტორი, – სავარაუდოდ,
ოცდაცხრამეტი წლის გუსტავ ბრენანი წელიწადში თითქმის სამი
მილიარდი დოლარის კოკაინის გაყიდვას აკონტროლებდა. სიკვდილის
მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მალე გვამის გაკვეთას
აპირებენ... ელენი რადიოს უყურებს და ამბობს:
– გესმით, რას ამბობს? ეს ხომ სასაცილოა! უსმინეთ! – და რადიოს ხმას
მაღლა უწევს.
– ...ბრენანი, – ამბობს დიქტორი, – რომელიც სახლიდან შეიარაღებული
მცველების მთელი
არმიის გარეშე არ გამოდიოდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს
განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მე კი ელენი
მეუბნება: – ისინი რა, დღესაც ტელეტაიპით სარგებლობენ?
მისი ის საუბარი ტელეფონით – თეთრ-ცისფერი ბრილიანტი ... სახელი,
რომელიც მან თავის საქმიან დღიურში ჩაიწერა. გუსტავ ბრენანი.
140
თავი 23

საუკუნეების წინ მეზღვაურები, რომლებიც ხანგრძლივად


მოგზაურობდნენ, ყოველ უკაცრიელ კუნძულზე წყვილ ღორს
ტოვებდნენ. ან წყვილ თხას. როცა შემდეგ ჯერზე იმ კუნძულს
მიადგებოდნენ, იქ ცოცხალი ხორცის მარაგი ხვდებოდათ.
დაუსახლებელი კუნძულები პირველქმნილი, ველური ბუნებით, მაგრამ
უმტაცებლებოდ. იქ იყვნენ ჩიტები, რომლებიც სხვაგან უკვე აღარსად
გვხვდებიან დედამიწაზე. შხამიანი და ეკლიანი მცენარეები იქ არ
ხარობდა. ეს გახლდათ ჭეშმარიტი სამოთხე დედამიწაზე.
როცა მეზღვაურები ასეთ კუნძულს კიდევ ერთხელ მიადგებოდნენ, მათ
იქ ღორების კოლტი თუ თხების არვე ხვდებოდათ.
ოისტერი გვიყვება ამის შესახებ. მეზღვაურები
ამას «ხორცის დათესვას» ეძახდნენ. ოისტერი
ამბობს:
– ეს არაფერს გაგონებთ? მაგალითად, უძველეს ამბავს ადამის და ევას
შესახებ? ის მანქანის შუშიდან იყურება და ამბობს:
– შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი დაბრუნდეს დედამიწაზე
ბარბეკიუს ბევრი სოუსით.
ჰორიზონტამდე გადაწოლილი დიდი ტბის სანაპიროს მივუყვებით. იქ
მხოლოდ ზებრა მიდიები და გველთევზებია, ამბობს ოისტერი. ჰაერში
დამპალი თევზის სუნი ტრიალებს.
მონა სახეზე ორივე ხელით ქერით და ლავანდით გატენილ ბალიშს
იკრავს. ხელის ზურგიდან მოწითალო ყავისფერი მოხატულობა
თითებზე გადადის. წითელი გველები და ერთმანეთში გადახლართული
ლერწები.
ოისტერის მობილური რეკავს. ანტენას მაღლა სწევს, ტელეფონი ყურთან
მიაქვს და ამბობს:
– დიმერი, დეივისი და ჰოუპი. იურიდიული მომსახურება.
თითით ცხვირში იჩხრიკება, შემდეგ თითს იღებს და ყურადღებით
დასცქერის. ტელეფონში ამბობს:
– და ჭამიდან რამდენი ხნის შემდეგ დაგემართათ ფაღარათი?
141
ამჩნევს, რომ მას ვუყურებ და მკერდში თითს მაძგერებს.
ელენი ტელეფონში ლაპარაკობს:
– ადამიანები, რომლებიც იქ ადრე ცხოვრობდნენ, კმაყოფილები იყვნენ. ეს
მშვენიერი სახლია.
ადგილობრივ გაზეთ «ერი რეჯისტერ-სენტინელში», რუბრიკა
«მოცალეობასა და გართობაში» დაბეჭდილია განცხადება: გოლფკლუბ
«სოფლის სახლის» კლიენტთა საყურადღებოდ განცხადებაში ნათქვამია:
«აუზში ბანაობისას დასნებოვნდით სტაფილოკოკით, რომელიც
მკურნალობას არ ექვემდებარება? თუ ასეა, დარეკეთ მითითებულ
ტელეფონის ნომერზე და შეუერთდით სხვა, მსგავსი პრობლემის მქონე
პირებს, რათა ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში».
ოისტერის მობილურის ნომერი თქვენ უკვე იცით.
1870-იან წლებში, ამბობს ოისტერი, ერთმა კაცმა, სახელად სპენსერ
ბრეიდმა, გადაწყვიტა, ღმერთის როლი ეთამაშა. მან ჩათვალა, რომ
პროტეინის ყველაზე იაფი წყარო ამერიკელებისათვის ჩვეულებრივი
კობრი იქნებოდა და ოცი წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა პატარა
კობრებით აავსო. მან რკინიგზის კომპანიების მესვეურები დაარწმუნა,
რომ მემანქანეებს მისი პატარა კობრები წაეღოთ და ყველა წყალსატევში
გაეშვათ, რომელსაც კი მატარებელი ჩაუვლიდა. პატარა კობრების
გადასაზიდად ცხრატონიანი სპეციალური ცისტერნებისთვისაც კი არ
დაიშურა ფული ჩრდილოეთ ამერიკაში.
ელენის მობილური რეკავს და ის ზარს პასუხობს. მისი საქმიანი დღიური
სავარძელზე დევს გადაშლილი. ის ტელეფონში ამბობს:
– და ახლა კონკრეტულად სად იმყოფება მისი სამეფო უდიდებულესობა?
– სახელს დღიურში იწერს დღევანდელი რიცხვის ქვეშ. ტელეფონში
ამბობს: – მისტერ დრეშერს უთხარით, რომ ციტრონისა და ზურმუხტის
კლიფსები მიშოვოს.
სხვა გაზეთში, «კლივლენდ ჰერალდ-მონიტორში», რუბრიკა «ცხოვრების
სტილში» დაბეჭდილია განცხადება:
მოდური ტანსაცმლის მაღაზიების ქსელის მომხმარებელთა
საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «თუ თქვენგენიტალიების ჰერპესით
დაავადდით ზემოხსენებული ქსელის მაღაზიაში ტანსაცმლის
142
გასინჯვისას, დარეკეთ მითითებულ ტელეფონზე და შეუერთდით სხვა,
მსგავსი პრობლემის მქონე პირებს, რათა ერთობლივი სარჩელი
შეიტანოთ სასამართლოში.» და კვლავ იგივე ტელეფონის ნომერი.
ოისტერის ნომერი.
– 1890 წელს, – ამბობს ოისტერი, – კიდევ ერთმა კაცმა გადაწყვიტა,
ღმერთის როლი შეესრულებინა. იუჯინ სკიფელინმა სამოცი Sturnus
vulgaris – ჩვეულებრივი შაშვი – გაუშვა ნიუ-იორკის ცენტრალურ
პარკში. ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს შაშვები სან-ფრანცისკომდე
გავრცელდნენ. ახლა ამერიკაში ორას მილიონზე მეტი შაშვია. და ეს
მხოლოდ იმიტომ, რომ სკიფელინს სურდა, ახალ სამყაროში შექსპირის
ნაწარმოებებში ხსენებულ ყველა ჩიტს ეცხოვრა. ოისტერი თავის
მობილურში ამბობს:
– არა, სერ, თქვენი გვარი, ეს მკაცრად კონფიდენციალური ინფორმაციაა
და მას ვერავინ შეიტყობს.
ელენი ტელეფონით ლაპარაკს ამთავრებს. ხელთათმანიან ხელს
ცხვირპირზე იფარებს და ამბობს: – რისაა ეს საშინელი სუნი? ოისტერი
მობილურს მკერდზე იკრავს და ამბობს:
– მკვდარი ქაშაყის.
– 1921 წელს, როცა არხი ველანდი ხელახლა ააგეს, რათა ნიაგარის
ჩანჩქერის ახლომახლო ნაოსნობისთვის პირობები გაეუმჯობესებინათ,
– ამბობს ოისტერი, – უზარმაზარი ტბები ზღვის სალამურებით გაივსო.
ეს პარაზიტები დიდ თევზებს – ორაგულს და კალმახს, – სისხლს
სწოვდნენ და ხოცავდნენ. როცა მსხვილი მტაცებლები გადაშენდნენ,
პატარა თევზების პოპულაცია მკვეთრად გაიზარდა, დროთა
განმავლობაში მათ პლანქტონი მთლიანად შეჭამეს და შემდეგ
თვითონაც შიმშილით ამოწყდნენ.
– სულელი, ხარბი ქაშაყები, – ამბობს ოისტერი, – სხვა სახეობებს ხომ არ
გაგონებთ? ის ამბობს:
– ან სახეობა ახერხებს, ისწავლოს საკუთარი პოპულაციის ზრდის
კონტროლი, ანდა ისინი გადაშენდებიან სხვადასხვა მიზეზის გამო:
143
შიმშილით, ავადმყოფობით თუ ომებით. ელენის დაგუდული ხმა
პირზე აფარებული ბალიშის ქვეშიდან ისმის: – ნურაფერს ეტყვი
მაგათ. მაინც ვერ გაიგებენ.
ელენი საფულეს ხსნის, რომელიც მის გვერდით, სავარძელზე დევს და
პატარა, პრიალა ცილინდრის ფორმის ნივთს იღებს, აეროზოლის
ბალონს – ჰაერის გამწმენდს. მანქანაში კონდიციონერი სრული
სიმძლავრით მუშაობს. ელენი ჰაერის გამწმენდს ცხვირსახოცზე
ასხურებს და ცხვირთან მიაქვს. შემდეგ მას კონდიციონერის
სავენტილაციო ხვრელს ასხურებს და ამბობს: – ეს მიმაძინებლის
შესახებაა? და მე მოუბრუნებლად ვეუბნები:
– შენ გინდა, ეს სიმღერა შობადობის კონტროლისათვის გამოიყენო?
ოისტერი კი იცინის და ამბობს:
– ჰო, რაღაც ეგეთი. მონა ბალიშს ქვემოთ სწევს და ამბობს:
– ეს გრიმუარის შესახებაა.
ოისტერი თავის ტელეფონზე ნომერს კრეფს და ამბობს:
– თუ ვიპოვით, ის ჩვენი საერთო, საზიარო იქნება. მე კი ვამბობ: – თუ
ვიპოვით, გავანადგურებთ.
– მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც წავიკითხავთ, – ამბობს ელენი.
ოისტერი მობილურში ამბობს:
– ჰო, მე დავიცდი. – ჩვენ კი გვეუბნება: – ეს სიმბოლურია. დასავლეთის
საზოგადოების ძალაუფლების მთელი სტრუქტურა ამ ერთ მანქანაშია.
ოისტერს მიაჩნია, რომ «მამიკოებს», რომელთაც მთელი ძალაუფლება
უპყრიათ, არაფრის შეცვლა არ სურთ.
მე მგულისხმობს. მე ვითვლი 1,
ვითვლი 2, ვითვლი 3... ოისტერი
ამბობს, რომ «დედიკოებს» ძალიან
მცირე ძალაუფლება აქვთ და
უნდათ, ბევრად მეტი ჰქონდეთ.
144
ელენს გულისხმობს. მე ვითვლი 4,
ვითვლი 5, ვითვლი 6...

– ახალგაზრდებს კი, – ამბობს ოისტერი, – ძალიან მცირე, ან საერთოდ


არავითარი ძალაუფლება არ გააჩნიათ, თუმცა ძალიან კი სურთ.
ოისტერი და მონა. და მე ვითვლი 7, ვითვლი 8... ოისტერი კი
ლაპარაკობს და ლაპარაკობს.
ეს სიწყნარ-ოფობები. ეს საუბარ-ოჰოლიკები.
ოისტერი მხოლოდ პირის კუთხით იღიმება და ამბობს:
– ყოველ თაობას სურს, უკანასკნელი იყოს, – ის თავის მობილურში
ამბობს: – ჰო, მინდა, ფასიანი განცხადება განვათავსო თქვენთან. – ის
ამბობს: – ჰო, დავიცდი.
მონას ბალიში ისევ პირთან მიაქვს. ყოველი თითი წითელი გველებით
და ლერწებით აქვს მოხატული მთელ სიგრძეზე. ბანის შვრიელა. ამბობს
ოისტერი. მდოგვი. პუერარია.
კობრი. შაშვები. დათესილი ხორცი.
ოისტერი ფანჯრიდან იყურება და ამბობს:
– არასდროს გიფიქრიათ, რომ ადამი და ევა უბრალოდ ორი სულელი
ლეკვი იყო, რომლებიც ღმერთმა გამორეკა, რადგან გარეთ მოსაქმებაში
არ იყვნენ გაწვრთნილები?
მინას დაბლა სწევს და საშინელი სუნი შემოდის – მკვდარი თევზის
თბილი სიმყრალე. ოისტერი ყვირის, რომ ქარის ხმაური გადაფაროს. ის
ამბობს:
– იქნებ ადამიანები უბრალოდ მოშინაურებული ალიგატორები არიან,
რომლებიც ღმერთმა უნიტაზში ჩარეცხა.

თავი 24

მორიგ ბიბლიოთეკასთან მანქანაში ვიცდი, სანამ ელენი და მონა შიგ


შევლენ და წიგნს მოძებნიან. მანქანაში დარჩენის სურვილი მე თვითონ
გამოვთქვი. სწრაფად ვშლი ელენის დღიურს. თითქმის ყოველი თარიღის
ქვეშ გვარია მიწერილი და ზოგიერთი მეცნობა. ბანანის რომელიღაც
145
რესპუბლიკის პრეზიდენტი ან ცნობილი მაფიოზი. ყველა გვარის ქვეშ
თხელი, წითელი ხაზია გასმული. ბოლო ათ-თორმეტ გვარს ქაღალდის
ნაგლეჯზე ვიწერ. მათ შორის ჩანაწერებია – მათთან შეხვედრის
შეხსენება.
ელენს მშვენიერი კალიგრაფია აქვს, საიუველირო ნაკეთობასავით
სრულყოფილი, ჩამოქნილი ასოები.
ოისტერი უკანა სავარძლიდან თვალს მადევნებს. ზის, თავქვეშ
ხელებამოდებული. შიშველი ფეხები წინა სკამის საზურგეზე აქვს
შემოწყობილი, ისე, რომ ლამის სახეზე მეხება. ერთ ფეხზე, ცერზე
ვერცხლის ბეჭედი უკეთია. ფეხისგულებზე კოჟრები აქვს, ნაცრისფერი,
ჭუჭყიანი, დამსკდარი კოჟრები. ის ამბობს:
– დედის არ მოეწონება, მის პირად საიდუმლო ქაქში რომ იჩხრიკები.
ბოლოდან ვკითხულობ, დღეიდან ადრინდელი ჩანაწერებისკენ. გვარების
და მკვლელობების
სამ წელში მივიკვლევ გზას. კიდევ არის რაღაც, მაგრამ ვხედავ, ელენი და
მონა უკვე მანქანისკენ მოდიან.
ოისტერის ტელეფონი რეკავს და ის პასუხობს:
– დონერი, დილერი და დიუნსი, იურიდიული მომსახურება.
ჩანაწერების უმეტესი ნაწილი წაუკითხავი მრჩება. წლების განმავლობაში
შევსებული გვერდები. დღიურის ბოლოს კი ცარიელი გვერდებია,
რომელთა შევსებაც ელენს მომავალში წლების განმავლობაში მოუწევს.
ელენს ხელში მობილური უჭირავს. მანქანაში შემოსვლისას ტელეფონში
ამბობს:
– არა, მე მჭირდება აკვამარინი საფეხურიანი წახნაგებით, რომელიც
იმპერატორ ზოგუს[12] ეკუთვნოდა. მონა უკან ჯდება და ამბობს:
– ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ? – ის ამბობს: – კიდევ ერთი მიმაძინებელი
ჩაირეცხა უნიტაზში.
ოისტერს წინა სავარძლიდანფეხებიჩამოაქვს და ტელეფონში ამბობს:
– გამონაყარიდან სისხლი მოსდის?
ელენი თითებს ატკაცუნებს და მანიშნებს, საქმიანი დღიური მომაწოდეო.
ტელეფონში კი ამბობს:
146
– ჰო, ორასკარატიანი აკვამარინი. დრეშერს დაურეკეთ ჟენევაში. – ის
დღიურს შლის და დღევანდელი თარიღის ქვეშ გვარს იწერს. მონა
ამბობს:
– მე ვფიქრობდი. – ის ამბობს: – თქვენ როგორ გგონიათ, გრიმუარის
ორიგინალში ფრენის შელოცვა იქნება? მე ფრენას ვისურვებდი. ან
უჩინრად გადაქცევის შელოცვა? – ის ჩანთიდან «სარკის წიგნს» იღებს
და მის ფლომასტერებით გაფერადებას იწყებს. ის ამბობს: – მე მინდა,
ცხოველებთან ლაპარაკიც შემეძლოს, და კიდევ, ტელეკინეზის უნარი
მქონდეს. ხომ იცით, ეს რაც არის... როცა გონების ძალით ნივთების
გადაადგილება შეგიძლია.
ელენი ძრავას რთავს, უკანა ხედვის სარკეში იყურება და ხმამაღლა
ამბობს:
– მე თევზს პირს ვუკერავ.
ის მობილურს და ავტოკალამს საფულეში იდებს. საფულეში კიდევ
პატარა, ნაცრისფერი ქვაა მონას გრძნეულების საღამოდან, ქვა, რომელიც
მას გრძნეულთა საკრებულომ მისცა. როცა ოისტერი შიშველი დადიოდა.
თავისი ვარდისფერი დანაოჭებული ჩუჩის სტალაქტიტით და შიგ
გაყრილი ვერცხლის პატარა რგოლით.
და იმავე საღამოს მონა, თუთა. როგორ იყოფოდა მისი ტრაკი ორ მკვრივ
კრემისფერ ნახევარსფეროდ. და მე ვითვლი – 1, ვითვლი –2, ვითვლი –3...
კიდევ ერთი პატარა ქალაქი. კიდევ ერთი ბიბლიოთეკა. ელენს და მონას
ვთხოვ, მანქანაში დაიცადონ, მე და ოისტერი კი ლექსების წიგნზე
სანადიროდ ბიბლიოთეკაში შევდივართ.
პატარა ქალაქის ბიბლიოთეკა შუადღისას. ბიბლიოთეკარი დგარს იქით
ზის. დიდი მაგიდა, სადაც გაზეთების ბოლო ნომრები აწყვია, მუყაოს
უზარმაზარ საქაღალდეში ჩასმული. დღევანდელი გაზეთების პირველი
სტრიქონები გუსტავ ბრენანს ეძღვნება, გუშინდელი გაზეთებისა კი –
ვიღაც შეშლილ რელიგიურ ლიდერს შუა აღმოსავლეთიდან.
გუშინწინდელისა – ვიღაც პატიმარს, რომლისთვისაც სიკვდილი
მიუსჯიათ და მას აპელაცია შეუტანია.
ელენს ყველა ეს გვარი თავისჩანაწერებში აქვს. ყოველი მათგანის
სიკვდილის თარიღი ჩანაწერების თარიღს ემთხვევა.
147
მაგრამ გაზეთებში რაღაც უარესზეც არის ინფორმაცია. დენი დ’ტესტრო –
დღეს. სამანტა ევიანი – სამი დღის წინ. დოტ ლეინი – ერთი კვირის წინ.
ყველა – ახალგაზრდა, ყველა – ცნობილი მანეკენი და ფოტომოდელი.
ყოველი მათგანი მკვდარი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.
მათზე ადრე – მიმი გონზალესი. მისმა შეყვარებულმა იპოვა მკვდარი
საწოლში. არც მის სხეულზე აღმოჩნდა ძალადობის რაიმე კვალი.
არაფერი ხელჩასაჭიდი. თუმცა დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
ნათქვამია, რომ გაკვეთის შედეგად სხეულზე აღმოჩნდა ნიშნები
სექსუალური კავშირისა, რომელიც მასთან სიკვდილის შემდეგ იქნა
დამყარებული.
ნეში.
ელენი ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე გვეუბნება:
– მშია. რას მოუნდით ამდენ ხანს?
მაგიდაზე, ჩემ გვერდით, გვარების სია მიდევს. იქვე – სტატია გუსტავ
ბრენანის სურათით, ჩემ
წინ – კიდევ ერთი სტატიაა ფოტოთი, ბავშვებზე მონადირე სექსუალური
მანიაკის დასაფლავების შესახებ, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს და
რომლის გვარიც მე ელენის ჩანაწერებში ვნახე.
ელენი თვალის ერთი გადავლებით ყველაფერს ამჩნევს და ამბობს:
– ესე იგი, შენ ახლა იცი.
მაგიდის კიდესთან ჯდება. ქვედაწელი ბარძაყებზე მაგრად ეჭირება. ის
ამბობს:
– შენ გინდოდა, გაგეგო, როგორ უნდა აკონტროლო ეს ძალა... აი, მე
როგორ ვახერხებ ამას.
მთელი საიდუმლო ისაა, რომ ამ საქმის პროფესიონალი უნდა გახდე.
ამბობს ის. თუ რამეს ფულისთვის აკეთებ, ნაკლებად მოსალოდნელია,
რომ იგივე უფასოდ გააკეთო.
– შენ გგონია, მეძავებს არასამუშაო დროს სექსი მოსწონთ? – ამბობს ის. ის

ამბობს:

– შენი აზრით, რატომაა, რომარქიტექტორები და დიზაინერები


ყოველთვის დაუმთავრებელ სახლებში ცხოვრობენ?
148
ის ამბობს: – შენი აზრით, რატომ აქვთ ექიმებს ასეთი ცუდი
ჯანმრთელობა?
ხელის მოძრაობით ბიბლიოთეკის კარზე და მანქანების პარკირების
ადგილზე ანიშნებს. ის ამბობს:
– ერთადერთი მიზეზი იმისა, მონა აქამდე ასჯერ რომ არ მოვკალი, ის
არის, რომ ყოველდღე ვიღაც სხვას ვკლავ და ამისთვის კარგად მიხდიან.
და მე ვეკითხები:
– და რაც შეეხება მონას აზრს? რატომ არ შეიძლება, ძალა სიყვარულით
კონტროლდებოდეს? – როცა ადამიანები ისე ძლიერ გიყვარს, რომ
არავის მოკვლის სურვილი არ გიჩნდება?
– აქ სიყვარული და სიძულვილი არაფერ შუაშია, – ამბობს ელენი. – აქ
კონტროლის საკითხი დგას. ადამიანები ლექსებს იმიტომ ხომ არ
უკითხავენ თავიანთ ბავშვებს, რომ ისინი მოკლან.
მათ უბრალოდ ის უნდათ, რომ ბავშვი დააძინონ. მათ უბრალოდ სურთ,
ბავშვებზე დომინირებდნენ. როგორც არ უნდა გიყვარდეს ვინმე, მაინც
გსურს, რომ შენებურად აკეთოს ყველაფერი.
მაზოხისტი სადისტის პროვოცირებას იწვევს. ყველაზე პასიური
ადამიანიც კი, სინამდვილეში აგრესორია. ჩვენ ყველანი მკვლელები
ვართ. ჩვენი სიცოცხლის ყოველ დღეს უბედურება მოაქვს მცენარეებისა
და ცხოველების და ზოგიერთი ადამიანისთვისაც კი.
სასაკლაოები, ცხოველების ფერმები, ქანცის გამწყვეტი საწარმოები,
– ამბობს ის, – მოგწონს თუ არა, ეს ყველაფერი არსებობს და ფულით
სწორედ ამას ყიდულობ. მე ვეუბნები, გეტყობა, რომ ოისტერს
ხშირად უსმენ-მეთქი.
– მთავარი ის არის, რომ ადამიანებს წინასწარგანზრახვით კლავ. – ელენი
ხელში იღებს გაზეთს, რომელშიც გუსტავ ბრენანის ფოტოა დაბეჭდილი
და მეუბნება:
– შენ წინასწარგანზრახვით კლავ უცხო ადამიანებს, რომ შემთხვევით
შენი ახლობელი არ მოკლა, არ დახოცო ისინი, ვინც გიყვარს.
კონსტრუქციული დესტრუქცია.
ის ამბობს:
– მე დამოუკიდებელი კონტრაქტორი ვარ.
149
საერთაშორისო დაქირავებული მკვლელი, რომელიც
ვეებერთელა ბრილიანტებისთვის მუშაობს. ელენი ამბობს:
– ყოველი მთავრობა ყოველდღე აკეთებს ამას.
– მაგრამ მთავრობა ამას წლების განმავლობაში განსჯის შედეგად და
სათანადო პროცესების დაცვით აკეთებს, – ვეუბნები მე. – ის კარგად
აწონდაწონის, რამდენად სახიფათოა საზოგადოებისათვის დამნაშავე
და აუცილებელია თუ არა მისი დასჯა იმისათვის, რომ ეს მაგალითი
იყოს სხვებისთვის. ან შურს იძიებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი
არასრულყოფილია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს თვითნებობა მაინც
არ არის.
ელენი წამიერად თვალებზე ხელს იფარებს, შემდეგ ხელს იშორებს, მე
მიყურებს და მეუბნება:
– შენი აზრით, ვინ მირეკავს მე ამ პატარა დავალებებით?
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან
ურეკავენ?
– ხანდახან, – ამბობს ის, – მაგრამ ძირითადად სხვა ქვეყნებიდან
მირეკავენ. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მაგრამ მე უსასყიდლოდ
არაფერს ვაკეთებ. ა, ამიტომ ძვირფასეულობა?
– მე ვერ ვიტან ვალუტის გაცვლით კურსზე ვაჭრობას, – ამბობს ის, –
გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა შენ ჭამ, ცხოველი კვდება.
ისევ ოისტერი. მე ვიცი, ახლა რაც არის ჩემი ამოცანა: უნდა ვეცადო, რომ
ესენი გავაცალკევო.
მე ვეუბნები, ეგ სხვა რამაა-მეთქი. ადამიანები ხომ ცხოველებზე მაღლა
დგანან. ცხოველები ხომ იმისთვის არიან ჩვენს პლანეტაზე, რომ
კაცობრიობას ემსახურონ და ადამიანები გამოკვებონ. ადამიანი ხომ
გონიერი, უნიკალური არსებაა და ღმერთმა ჩვენ ცხოველები მოგვცა.
ცხოველები
ჩვენი საკუთრებაა.
– რა თქმა უნდა, – ამბობს ელენი, – ვიცოდი, რომ ამას იტყოდი. შენ
გამარჯვებულების გუნდში ხარ.
მე ვეუბნები, კონსტრუქციული დესტრუქცია ის პასუხი არ არის,
რომელსაც ვეძებდი-მეთქი. და ელენი მეუბნება:
150
– უკაცრავად, მაგრამ ეს ერთადერთი პასუხია, რომელიც მე მაქვს ამ
საკითხთან დაკავშირებით. – ის ამბობს: – მოდი, ეს წიგნი ვიპოვოთ,
გავარჩიოთ, რა როგორ, შემდეგ კი წავიდეთ და ლამაზი ხოხობი
მოვკლათ, რომ გემრიელი ლანჩი მივირთვათ.
ბიბლიოთეკართან მივდივარ და ლექსების წიგნს ვთხოვ. მაგრამ წიგნი
გატანილია. დეტალები ბიბლიოთეკარის შესახებ: გელი ძალიან სქლად
აქვს წასმული ქერა თმაზე, რომელიც თავზე კარავივით ადგას. ღია ფერის
თმა, ფერფლისფერი, თეთრი კულულები. კომპიუტერთან ზის,
სიგარეტის სუნი ასდის. მაღალყელიანი სვიტრი აცვია, რომელზეც
პლასტმასის იარლიყია მიკრული წარწერით «საიმონი».
ვეუბნები, რომ ეს წიგნი აუცილებლად მჭირდება, რომ მის პოვნაზე ბევრი
ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. ის კი ამბობს, ძალიან ცუდია,
რომ ასეაო.
მე ვეუბნები, ვერ მიმიხვდი, რომ ამაზე მხოლოდ შენი სიცოცხლეა-მეთქი
დამოკიდებული.
ბიბლიოთეკარი თითს რომელიღაც ღილაკს აჭერს კლავიატურაზე და
გვეუბნება, პოლიციას ვიძახებო.
– მოიცა, – ეუბნება ელენი და ხელს დგარზე აწყობს. თითებზე
ზურმუხტები, საფირონებით, დაწახნაგებული ვარსკვლავებით და
სტანდარტულწახნაგებიანი შავი ბრილიანტებით საფეხურებად
დაწახნაგებული უბრწყინავს. ის ამბობს: – საიმონ, აირჩიე, რომელიც
მოგწონს.
ბიბლიოთეკარი ზედა ტუჩს ზემოთ სწევს, ისე, რომ ზედა კბილები
უჩნდება. ის თვალს ახამხამებს – ერთხელ, ორჯერ და ამბობს: –
ძვირფასო, ეგ შენი ყალბი ბრილიანტები შეგიძლია, შენთვის შეინახო.
ელენს სახეზე ერთი ნერვიც არ უტოკდება, კვლავინდებურად
იღიმება. ბიბლიოთეკარს თვალები უტრიალდება, ხელებსა და სახეზე
კუნთები უდუნდება და ურბილდება, თავი მკერზე უვარდება,
შუბლით კლავიატურას ეხლება და სკამიდან ნელ-ნელა იატაკისკენ
ცურდება. კონსტრუქციული დესტრუქცია.

ელენი თავის ფასდაუდებელ ხელს იწვდის, რომ მონიტორი თავისკენ


მოაბრუნოს და ამბობს:
151
– ჯანდაბა!
იატაკზე გართხმულ მკვდარ ბიბლიოთეკარს გეგონება სძინავსო.
თმა, რომელზეც გელი სქლად აქვს წასმული, არც კი გასწეწვია. ელენი
მონიტორს უყურებს და ამბობს: – ფანჯარა შეცვალა. პაროლი
მჭირდება.
პრობლემა არ არის. დიდი ძმა ყველას ერთნაირად გვივსებს თავს ათასი
ნაგვით და ხარახურით. ვვარაუდობ, რომ ის თავს ძალიან ჭკვიანად
თვლიდა, ისე, როგორც სხვები თვლიან თავს ძალიან ჭკვიანად. ვეუბნები,
სიტყვა «პაროლი» აკრიფე-მეთქი.

თავი 25

მონა წინდას მხდის. ჩვეულებრივად რომ გამხადოს, მტკივნეული იქნება,


ამიტომ ნელ-ნელა ფეხზე მიგორგლებს. წინდის შიდა მხარე ქერქს
მაცლის. სისხლიანი ფუფხი იატაკზე ცვივა. ფეხი გასივებული მაქვს,
კანის ნაკეცები – დაჭიმული. ფეხი წითელ- და ყვითელლაქებიან ბუშტს
მოაგონებს კაცს. მონა იატაკზე ქვეშ პირსახოცს მიფენს და ფეხზე
სამედიცინო სპირტს მასხამს.
მყისიერად საშინელ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ისე სწრაფად მიყუჩდება,
რომ ვერც კი ვიტყვი, სპირტმა ფეხი დამიმდუღარა თუ გამიყინა.
საწოლზე ვზივარ, მოტელის ნომერში. შარვლის ტოტები მუხლებამდე
მაქვს აკაპიწებული. მონა ჩემ წინაა დაჩოქილი. ხელით ზეწარს ვეჭიდები
და კრიჭას ვკრავ. ზურგი მტკივა. მთელი სხეული დაძაბული მაქვს.
საწოლზე ზეწარი ცივია და ჩემი ოფლითაა გაჟღენთილი.
წვივები თითქმის დაფარული მაქვს გასივებული რბილი ყვითელი
ბებერებით. მკვდარი კანის ფენის ქვეშ თითოეული ბებერას
შიგნით რაღაც შავი და მაგარი მოჩანს. მონა მეუბნება:
– სად იარე, ასეთ დღეში რომ გაქვს ფეხები? ის ოისტერის პლასტმასის
სანთებელაში პინცეტს უყრის.
ვეკითხები, რის შესახებ არის განცხადებები, რომლებსაც ოისტერი
გაზეთებში აქვეყნებს-მეთქი. რომელიმე იურიდიულ ფირმაში მუშაობს?
კანის სოკოს დაავადების გავრცელება და საჭმლით მოწამვლა. ეს
ყველაფერი სერიოზულია?
152
ჩემი ფეხებიდან სასტუმროს პირსახოცზე სისხლისგან
შევარდისფრებული სპირტი წვეთავს. მონა პინცეტს სველ პირსახოცზე
დებს და ოისტერის სანთებელათი ნემსს აცხელებს, მერე თითებით თმა
უკან გადააქვს და რეზინით კეფაზე კუდად ინასკვავს.
– ოისტერი ამას ანტირეკლამას ეძახის, – ამბობს ის. – ხანდახან ფირმები,
რომლებსაც ის თავის რეკლამაში ახსენებს – მართლა მდიდარი და
სოლიდური ფირმები – ფულს უხდიან იმისათვის, რომ ესა თუ ის
რეკლამა აღარ გამოაქვეყნოს. ოისტერი ამბობს, დიდი თანხები,
რომელსაც ფირმები მიხდიან, იმაზე მეტყველებს, რომ ეს განცხადებები
სრული სიმართლეაო.
ფეხი ისე გამისივდა, ფეხსაცმელში აღარ ჩამივა. დილაადრიან მანქანაში
მონას ვთხოვე, ჩემთვის
ფეხზე დაეხედა. ელენი და ოისტერი ახალი კოსმეტიკის საყიდლად
იყვნენ წასულები. გზად აპირებდნენ დიდ ბუკინისტურ მაღაზია «წიგნის
ფარდულში» შეევლოთ და წიგნის სამი ეგზემპლარი გაეუვნებლებინათ.
მე ვეუბნები, ის, რასაც ოისტერი აკეთებს, შანტაჟი და
ცილისწამებაამეთქი.
უკვე თითქმის შუაღამეა. წარმოდგენა არა მაქვს, ელენი და ოისტერი სად
არიან. არ ვიცი და არც მაინტერესებს.
– ის არ ამბობს, რომ ადვოკატია, – მეუბნება მონა, – ის არ ამბობს, რომ
სარჩელებს ადგენს. მას უბრალოდ განცხადებები შეაქვს, სუფთა
ფურცლებს კი სხვები ავსებენ. ოისტერი ამბობს, რომ ის უბრალოდ
ეჭვის მარცვალს თესავს მათ გონებაში.
ის მეუბნება: – ოისტერი ამბობს, სამართლიანი მხოლოდ ესააო. ყველა
რეკლამა ხომ რაღაცას გპირდება, რომ ბედნიერი გაგხადოს.
ახლა, როცა მონა ჩემ წინ მუხლებზე დგას, მე კარგად ვხედავ მის
სვირინგს – სამ შავ ვარსკვლავს ლავიწს ზემოთ. მის ბლუზაში,
კულონებიანი ძეწკვების და ამულეტების სქელი ფარდის მიღმაც ჩანს,
რომ ლიფი არ აცვია და მე ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3. მონა ამბობს:
– გრძნეულთა საკრებულოს სხვა წევრებიც ამას აკეთებენ, მაგრამ ეს
ოისტერის მოფიქრებულია. ის ამბობს, რომ იდეის არსი
ადამიანებისთვის უსაფრთხოების და კომფორტის ილუზიის
გაფანტვაა.
153
ის ნემსით ყვითელ ბებერას ჩხვლეტს და პირსახოცზე რაღაც ვარდება.
პლასტმასის პატარა, ყავისფერი ნაგლეჯი, მყრალი ჩირქით და სისხლით
დაფარული. მონა მას ნემსით ატრიალებს და ყვითელი ჩირქი
პირსახოცზე გადმოდის. ის ნაგლეჯს პინცეტით იჭერს და ამბობს:
– ეს რაღა უბედურებაა? ეს ეკლესიის სამრეკლოა. მე ვამბობ, არ ვიცი-
მეთქი.
მონას პირი ოდნავ გაღებული აქვს. ენა გამოყოფილი. ნერწყვს ძლივს
ყლაპავს, თითქოს ყელზე ჰქონდეს დამდგარი. ცხვირის წინ ხელებს
იქნევს და თვალებს სწრაფად ახამხამებს. ყვითელი
ლორწო საშინლად ყარს. მონა ნემსს პირსახოცზე წმენდს. ცალი ხელით
ჩემი ფეხის ცერი უჭირავს, მეორით კი ნემსს მომდევნო ბებერაში
მარჭობს. ყვითელი ჩირქი პირსახოცზე მოჟონავს. იქვე ეცემა ფაბრიკის
საკვამლე მილის ნახევარი.
მონა მას პინცეტით იღებს და პირსახოცზე წმენდს, თვალებთან ახლოს
მიაქვს, იჭმუხნება და ამბობს:
– არ მეტყვი, რა ხდება?
კიდევ ერთ ბებერას ჩხვლეტს და გარეთ, ჩირქსა და სისხლში, მეჩეთის
ხახვი-გუმბათი ვარდება. მონა ჩემი ფეხიდან პინცეტით სადილის
პაწაწინა თეფშებს იღებს. თეფშის კიდეები წითელი ვარდებითაა
მოხატული.
გარედან სახანძრო სირენის ხმა ისმის.
კიდევ ერთი ბებერა და პირსახოცზე რომელიღაც გეორგის ეპოქის ბანკის
შენობის ფრონტონი ვარდება.
მომდევნო ბებერადან უნივერსიტეტის სახურავის ნაწილი გამოდის.
ოფლად ვარ გაღვრილი. ღრმად ვსუნთქავ. სველ ზეწარს მაგრად
ვბღუჯავ და კბილებს ვაღრჭიალებ. ჭერს შევცქერი და ვამბობ,
მოდელები ტრაგიკულად იღუპებიან. მათ ვიღაც კლავს-მეთქი. მონა
პლასტმასის არმატურის სისხლიან ნაჭერს იღებს. ის ამბობს:
– ფეხებით თელავენ მათ?
და მე ვეუბნები:
– ფოტომოდელები. მანეკენები.
154
ნემსი ფეხისგულში მერჭობა და სატელევიზიო ანტენას ჩხრეკს. პინცეტს
გარგოილი გამოაქვს, შემდეგ პაწაწინა კრამიტები, დარაბები, შიფერი,
წყალსადინარის ნაგლეჯი.
მონა აყროლებულ პირსახოცს კიდეში ჰკიდებს ხელს და ორად კეცავს,
ისე, რომ სუფთა ნაწილი ზემოთ რჩება. ფეხზე ისევ სპირტს მასხამს.
გარედან კვლავ სახანძრო მანქანის სირენის წივილი ისმის. ფარდებზე
წითელი და ლურჯი
სინათლეები ელავს. ფეხი ისე საშინლად მეწვის,
ამოსუნთქვაც კი მიჭირს. ჩვენ მჭირდება, ვამბობ მე.
მე მჭირდება... ჩვენ გვჭირდება…..

ჩვენ გვჭირდება სახლში დაბრუნება, ვამბობ მე, და რაც შეიძლება


სწრაფად. თუ ყველაფერი ისეა, როგორც მე ვფიქრობ, მაშინ უნდა
შევაჩეროთ ადამიანი, რომელიც მიმაძინებელს იყენებს.
მონა პინცეტით პლასტმასის ცისფერ დარაბას იღებს და პირსახოცზე
დებს. შემდეგ საწოლი ოთახის ფარდის ნაკუწს იღებს და ყვითელ ფარდას
ბავშვების ოთახიდან. შემდეგ – მესრის ფრაგმენტს. მერე ფეხზე ისევ
სპირტს მასხამს, იქამდე, ვიდრე სუფთა სპირტი – უსისხლო და უჩირქო –
არ იწყებს პირსახოცზე დენას. მონა ცხვირზე ხელს იფარებს. გარედან
ისევ სახანძრო მანქანების სირენების ხმა ისმის და მონა ამბობს:
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ტელევიზორი რომ ჩავრთო და ვნახო, რა
ხდება?
ჭერს ავყურებ ტუჩებმოკუმული და ვამბობ, არ შეიძლება, ...არ შეიძლება.
ახლა, როცა მარტონი ვართ, მონას ვეუბნები, რომ ელენს არ უნდა
ვენდოთ. მას გრიმუარის ხელში ჩაგდება იმისთვის სურს, რომ მთელი
მსოფლიოს კონტროლი შეძლოს. მე ვამბობ, რომ ძალაუფლების მქონე
ადამიანის განკურნების ერთადერთი საშუალება ისაა, არ მისცე კიდევ
უფრო მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება. ყველაფერი
უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ელენმა «ჩრდილების წიგნის»
ორიგინალი არ ჩაიგდოს ხელში.
და ძალიან ნელა, ისე ნელა, რომ ლამის ვერც კი ვამჩნევ, მოძრაობს თუ
არა, მონას ჩემი ფეხის ცერის ქვეშ სისხლიანი ნახვრეტიდან იონიური
სვეტი ამოაქვს. ისე ნელა, როგორც საათის ისარი მოძრაობს
155
ციფერბლატზე. არ მახსოვს, რის თაღია, მუზეუმის, ეკლესიის თუ
კოლეჯის. მთელი ეს დანგრეული სახლები და ნაგვად ქცეული
დაწესებულებები. ის არქეოლოგი უფროა, ვიდრე ქირურგი. და მონა
ამბობს:
– სასაცილოა.
თაღს პირსახოცზე დებს სხვა დეტალებთან ერთად, მერე კვლავ ჩემს
ფეხზე იხრება, იღუშება და ამბობს:
– ელენიც იმავეს ამბობს შენ შესახებ. ის ამბობს, რომ შენ მხოლოდ ის
გინდა, რომ გრიმუარი გაანადგურო. ის უნდა განადგურდეს. ვერავინ
შეძლებს, ასეთ ძალას გაართვას თავი. ტელევიზიით ხანძრის
ადგილიდან რეპორტაჟს გადმოსცემენ. აგურის სამსართულიანი
სახლის ყველა ფანჯრიდან ცეცხლის ალი იფრქვევა. მეხანძრეები
შლანგებს ასწორებენ და სახლს უშვერენ. შლანგებიდან წყალი მოშხუის
– ქაფიანი და თეთრი. კადრში ახალგაზრდა კაცი ჩანს, მიკროფონით
ხელში, მის ზურგს უკან კი ელენს და ოისტერს თავები ერთმანეთზე
აქვთ მიდებული და ხანძარს შეჰყურებენ. ოისტერს ხელში პარკი
უჭირავს შენაძენით. მისი მეორე ხელი ელენს უჭირავს.

მონა სპირტიან ბოთლს იღებს და სინათლეზე გაჰყურებს – რამდენია


დარჩენილი. ის მეუბნება:
– ყველაზე მეტად ვისურვებდი, ემპათიკური ვყოფილიყავი და
ადამიანები უბრალოდ შეხებით განმეკურნა. – ის ეტიკეტზე წარწერას
კითხულობს და ამბობს: – ელენი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სამყარო
სამოთხედ ვაქციოთ.
საწოლზე ვწევარ იდაყვზე ნახევრად დაყრდნობილი და ვამბობ, რომ
ელენი ადამიანებს ბრილიანტის დიადემებისთვის ხოცავს. აი, როგორი
მხსნელია.
მონა პინცეტს და ნემსს პირსახოცით წმენდს. თეთრ ქსოვილზე წითელი
და ყვითელი ლაქები რჩება. სპირტიანი ბოთლის ყელს ყნოსავს და
ამბობს: – ელენი თვლის, შენ ეს წიგნი მარტო იმისთვის გაინტერესებს,
რომ მის შესახებ გაზეთში სტატია დაწერო. ის ამბობს, როცა ყველა
შელოცვა განადგურდება, მათ შორის მიმაძინებელი შელოცვაც, მაშინ შენ
ყველას ყურებს გამოუჭედავ იმის ძახილით, გმირი ვარო.
156
მე ვამბობ, ბირთვული იარაღი, ქიმიური იარაღი, საშინელებაა. მე ვამბობ,
რომ ბევრი, ვინც მაგიას ფლობს, სულაც არ ისწრაფვის, რომ სამყარო
უკეთესი გახადოს.
მონას ვეუბნები, თუ აქამდე მივა საქმე, შენი დახმარება
დამჭირდებამეთქი.
ვეუბნები, რომ ჩვენ შეიძლება ელენის მოკვლა მოგვიხდეს.
მონა უარის ნიშნად თავს აქნევს მოტელის დასისხლიანებულ ჩვარს
ზემოთ, რომელიც ერთ დროს პირსახოცი იყო და ამბობს:
– გამოდის, მკვლელობაზე შენი პასუხი კიდევ უფრო მეტი მკვლელობაა?
– მხოლოდ ელენის მოკვლაზეა ლაპარაკი, – ვამბობ მე, – და კიდევ ნეშის
მოკვლაზე, თუკი ჩემი ვარაუდი მანეკენების უცნაური სიკვდილის
შესახებ გამართლდა. მას შემდეგ, რაც მათ მოვკლავთ, შევძლებთ,
ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
ტელევიზორში ახალგაზრდა მიკროფონიანი კაცი ამბობს, რომ სამმა
სახანძრო მანქანამ თითქმის გადაკეტა მოძრაობა ცენტრში. ის ამბობს, რომ
ყველა ძალა ხანძრის ჩასაქრობადაა გადასროლილი. ის ამბობს, რომ ეს
ქალაქის ყველა მცხოვრებისათვის საყვარელი მაღაზიაა.
– ოისტერს, – მეუბნება მონა, – «ნორმალურის» შენეული გაგება არ
მოსწონს.
ის, რაც იწვის, ბუკინისტური მაღაზიაა, «წიგნის ფარდული». ელენი
და ოისტერი ეკრანზე უკვე აღარ ჩანან. მონა ამბობს:
– დეტექტიურ რომანებში... აი, როცა დეტექტიურ რომანებს
ვკითხულობთ... ოდესმე გიფიქრია იმაზე, რატომ გვინდა, რომ
დეტექტივმა დამნაშავე გამოააშკარავოს? შესაძლოა, სრულიადაც არა
იმიტომ, რომ ჩვენ შურისძიება ან კიდევ მკვლელობების სერიის
შეწყვეტა გვსურს. იქნებ, რაც ჩვენ სინამდვილეში გვინდა, ის არის, რომ
მკვლელი გამოსწორდეს. დეტექტივი – ეს მკვლელის მხსნელია.
წარმოიდგინე, რომ იესო მოგდევს, რომ დაგიჭიროს და შენი სული
იხსნას. რომ ის მხოლოდ მომთმენი და პასიური ღმერთი კი არ არის,
არამედ შეუპოვარი, აგრესიული მაძებარი. ჩვენ გვსურს, რომ დამნაშავემ
სასამართლოში მოინანიოს. ან მკვლელების საკანში, თავისივე
მსგავსების გარემოცვაში. დეტექტივი – ეს მწყემსია და ჩვენ გვინდა,
ბოროტმოქმედი, გზააბნეული ცხვარი, თავის ფარას დაუბრუნდეს, ჩვენ
157
დაგვიბრუნდეს. ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ ის გვენატრება, ჩვენ გვინდა ის
გულში ჩავიკრათ. მონა ამბობს:
– იქნებ ამიტომაა, რომ ამდენი ქალი მიჰყვება ცოლად ბოროტმოქმედებს,
მკვლელებს. მათ სურთ, ისინი განკურნონ. ვეუბნები, მე არავის
ვენატრები-მეთქი.
მონა თავს აქნევს და ამბობს:
– იცი, რა? შენ და ელენი ძალიან ჰგავხართ ჩემს მშობლებს.
მონა. თუთა. ჩემი ქალიშვილი. ისევ
ლოგინში ვწვები და ვეკითხები: – ეს
როგორ?

მონა ფეხიდან კარის ჩარჩოს მაცლის და ამბობს:


– სწორედ ამ დილით ელენმა მითხრა შენზე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ
მისი მოკვლა მომიწიოსო.
ჩემი პეიჯერი წრიპინებს. უცნობი ნომერია. მატყობინებენ, რომ ეს ძალიან
მნიშვნელოვანია.
მონა ჩემი ფეხის დასისხლიანებული ნახვრეტიდან ფერად მინას იღებს.
ზემოთ სწევს მას ისე, რომ სინათლე მინის ფერად ნამსხვრევში გადის,
პაწაწინა ფანჯარაში იყურება და მეუბნება:
– მე უფრო ოისტერი მაწუხებს. ის ყოველთვის არ ამბობს სიმართლეს.
და ამ დროს კარი იღება. გარედან სირენების ხმა ისმის. ტელევიზორშიც
სირენები წივიან. ფანჯრის ფარდებზე წითელი და ლურჯი ანაშუქები
ელავს. ნომერში ელენი და ოისტერი შემორბიან. იცინიან და სულს ძლივს
ითქვამენ. ოისტერი კოსმეტიკის ჩანთას იქნევს აქეთ-იქით. ელენს ერთ
ხელში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უჭირავს. ორივეს შოტლანდიური
ვისკის და კვამლის სუნი ასდის.

თავი 26 წარმოიდგინეთ შავი ჭირი, რომელიც სმენით

გადადის.
158
ოისტერი მთელი თავისი ეკოლოგიური ბოდვით, ხეების ხვევნით,
ბიოექსპანსიით და სხვა აპოკრიფული სისულელეებით. მისი
ინფორმაციის ვირუსი. ის, რაც ჩემთვის ლამაზი, მწვანე ჯუნგლები იყო,
ტრაგედიად აქცია ინგლისურმა სურომ, რომელიც ახრჩობს და კლავს
ყველა მცენარეს. ლამაზი, მბრწყინავი შავი გუნდი შაშვებისა, რომლებიც
სასიამოვნოდ, მხიარულად გალობენ, იქცნენ მკვლელებად. ისინი ასობით
ადგილობრივი ჯიშის ფრინველის ბუდეს ანადგურებენ.
წარმოიდგინეთ იდეა, რომელიც ისე დაუფლებია თქვენს გონებას,
როგორც ოკუპანტთა არმია დაცემულ ქალაქს.
ჩვენი მანქანის გარეთ ახლა ამერიკაა.
ო, მშვენიერი შაშვებით სავსე ზეცა,
თავყვითელას ქარვისფერ ტალღებს ზემოთ.
ო, მეწამული მთები ვერბენებისა
ბუბონის ჭირმოდებულ ველებს ზემოთ.
ამერიკა.
იდეების ალყა. მთელ სიცოცხლეზე უკანონოდ გაბატონება.
ოისტერს რომ უსმინო, შოკოლადის ნამცხვარზე დასაყოლებელი ჭიქა რძე
უბრალოდ რძე აღარ არის. ძროხებს აიძულებენ, გამუდმებით მაკედ
იყვნენ და მათ ჰორმონებით ჭყეპენ. და, შედეგად, ხბოები, რომლებიც
სულ რაღაც უბადრუკ რამდენიმე თვეს ცოცხლობენ ვიწრო სადგომებში
გამოკეტილები. ხორცის დაბეგვილი კატლეტი იმას ნიშნავს, რომ ღორი
აგონიაში, ფეხით ჩამოკიდებული, სისხლისგან იცლებოდა, სანამ მას, ჯერ
კიდევ ცოცხალს და მოჭყვიტინეს, კატლეტების, შემწვარი ხორცის და
ქონისთვის ნაწილებად ქნიდნენ. მაგრად მოხარშული კვერცხი – ეს
უბედური ქათამია, რომელსაც ფეხები დასახიჩრებული აქვს, რადგან
გამუდმებით ზის ოთხი ოთხზე დუიმიან საქათმეში, სადაც ისეთი
სივიწროვეა, ფრთასაც ვერ გაატოკებს. ასეთ პირობებში ჭკუიდან იშლება,
მაგრამ ნისკარტს ადრევე აჭრიან, რომ თავის მეზობელ და მსგავს
მდგომარეობაში მყოფ ქათამს არ დაესხას თავს. ფრთები საქათმის
კედლებზე ხახუნითა აქვს გაცვეთილი, ნისკარტი მოჭრილი და
კვერცხებს დებს და დებს, სანამ ძვლები კალციუმის ნაკლებობისგან არ
დაეშლება.
159
შემდეგ კიამ უბედურ ქათამს ატრიასთან ერთად სუპში უშვებენ, რადგან
მათ დასახიჩრებულ და დაკაწრულ ხორცს არავინ იყიდის. აქედან
კეთდება ქათმის კატლეტები. ქათმის ნაგეტები.
ოისტერი გამუდმებით ლაპარაკობს ამ თემებზე. ეს მისი ინფორმაციული
ჭირია. ამ დროს მე რადიოს ხმას ვუწევ – რასაც გინდა გადმოსცემდნენ,
ქანთრის თუ ვესტერნს, კალათბურთის მატჩს – ნებისმიერ რაიმეს,
ოღონდ კი ხმამაღალი და ხანგრძლივი იყოს, რომ ისეთი სახის მიღება
შემეძლოს, თითქოს სენდვიჩი, რომელსაც მივირთმევ, უბრალოდ
სენდვიჩია. რომ ცხოველები უბრალოდ ცხოველები არიან. კვერცხი –
უბრალოდ კვერცხი, ყველი უბრალოდ ყველი და არა ახალშობილი ხბოს
ტანჯვა. ჭამა – ეს ჩემი, ადამიანის უფლებაა.
დიდი ძმა მღერის და ცეკვავს, რომ მე არაფერზე ვიფიქრო. ჩემთვისვე
იქნება უკეთესი.
დღევანდელ გაზეთში კიდევ ერთი მანეკენის სიკვდილის ამბავს
იტყობინებიან. იქვე განცხადებაა მოთავსებული:
ძაღლების ფერმა «დაცემული ვარსკვლავის» კლიენტთა საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «თუ ხსენებულ ფერმაში თქვენ მიერ შეძენილი
ძაღლი ცოფით დაავადებული აღმოჩნდა, დარეკეთ მითითებულ
ტელეფონზე და შეუერთდით სხვა, მსგავსი პრობლემის მქონე პირთა
რიგებს, რათა ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში».
მანქანით მივუყვებით ერთ დროს ბუნებრივ ლამაზ ადგილებს და
მივირთმევ საუზმეს, რომელსაც ერთ დროს ჩვეულებრივი კვერცხიანი
სენდვიჩი ერქვა. მაინტერესებს, რატომ უბრალოდ არ იყიდეს ის წიგნი
«წიგნის ფარდულში» ოისტერმა და ელენმა. შეიძლებოდა, უბრალოდ,
მალულად ამოეხიათ ის გვერდი და წიგნები მაღაზიაში დაეტოვებინათ.
ვეუბნები, ჩვენი მოგზაურობის მიზანი ხომ ის არის, რომ ადამიანებმა
წიგნი აღარ დაწვან-მეთქი.
– დამშვიდდი, – მეუბნება ელენი, რომელიც საჭესთან ზის. – იმ
მაღაზიაში სამი ეგზემპლარი ჰქონდათ. საქმე ისაა, რომ არ იცოდნენ –
სად.
და ოისტერი ამბობს:
– იქ თაროები ერთმანეთში ჰქონდათ არეული. – მონას სძინავს, თავი
მის მუხლებზე უდევს და ოისტერი თითებით თმას შავ და წითელ
160
კულულებად უყოფს. – სხვანაირად არ ეძინება, – ამბობს ის, – მარტო ასე
იძინებს. თმაზე ხელი მუდმივად რომ ვუსვა, სულ იძინებს და იძინებს.
სრულიადუმიზეზოდ ჩემი ცოლი მაგონდება. ჩემი ცოლი და ქალიშვილი.
სირენების წივილმა და სახანძრო მანქანების ძრავების გუგუნმა მთელი
ღამე არ დაგვაძინა.
– ის მაღაზია, «წიგნის ფარდული», – ამბობს ელენი, – ვირთხის სოროს
ჰგავდა.
ოისტერი მონას თმაში აწნავს დანგრეული ცივილიზაციის ნამსხვრევებს.
არტეფაქტებს ჩემი ფეხიდან, თაღების, კიბეების და მეხამრიდების
ნატეხებს. ნავახოს სიზმრის დამჭერს უწეწავს და თმაში ი-ცზინის
მონეტებს, მინის მძივებს და თოკებს უწნავს. და სააღდგომო ელფერის
მქონე ცისფერ და ვარდისფერ ფრთებს:.
– მთელი ღამე ვეძებდით, – ამბობს ელენი, – საბავშვო ლიტერატურის
განყოფილებაში ყველა წიგნი შევამოწმეთ. შემდეგ მეცნიერების
განყოფილებაში გადავჩხრიკეთ ყველაფერი. შემდეგ რელიგიის,
ფილოსოფიის, პოეზიის განყოფილებებში ვეძიეთ. ფოლკლორიც
დავათვალიერეთ
და ეთნიკური ლიტერატურაც. მოკლედ, მხატვრულ ლიტერატურაში
არაფერი გამოგვიტოვებია.
ოისტერი ამბობს: – კომპიუტერში, ჩამონათვალში წიგნები იყო, მაგრამ
მაღაზიაში ეტყობა სადღაც გაიბნა.
ამიტომ მათ მთელი მაღაზია დაწვეს. იმ სამი წიგნისთვის. ათობით ათასი
წიგნი დაწვეს, რომ ის სამი უეჭველად განადგურებულიყო.
– სხვა არჩევანი არ გვქონდა, – ამბობს ელენი, – შენც კარგად იცი, რა
სახიფათოა ეს წიგნები.
საერთოდ, სრულიად უმიზეზოდ, სოდომი და გომორი მახსენდება.
მახსენდება, რომ ღმერთი ამ ქალაქებს დაინდობდა, მათში ერთი ადამიანი
მაინც რომ ყოფილიყო კეთილი და უცოდველი.
აქ კი ყველაფერი პირიქით მოხდა. ათეულ ათასობით დაწვეს, რომ სულ
რაღაც სამი არ გადარჩენილიყო.
161
წარმოიდგინეთ ახალი შუა საუკუნეები. წარმოიდგინეთ, რომ წიგნებს
წვავენ და იმ მოგიზგიზე კოცონში ფილმები, აუდიოჩანაწერები,
რადიომიმღებები და ტელევიზორები ცვივა.
და არც კივიცი, ჩვენ ახლა რას ვშვრებით: ვცდილობთ აღვკვეთოთ
მოვლენების ასეთი განვითარება, თუ, პირიქით, ვაახლოებთ მას.
ტელევიზიით გადმოსცეს, რომ ხანძრისას ორი მცველი დაიღუპა.
– სინამდვილეში, ამბობს ელენი, – ისინი ხანძრამდე დიდი ხნით ადრე
იყვნენ გარდაცვლილები. საჭირო იყო, ბენზინი წყნარად მოგვესხა.
ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად ვკლავთ?
წიგნებს იმისთვის ვწვავთ, რომ წიგნები გადავარჩინოთ?
ვსვამ კითხვას, თუ რად იქცევა ჩვენი მოგზაურობა.
– არაფრად არ იქცევა, – ამბობს ოისტერი და მონას თმის კულულს
გახვრეტილ მონეტაში აძვრენს. – მიზნად რაც გვქონდა, იგივე დარჩა –
დიდი ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ის ამბობს:
– შენ, მამი, ის გინდა, რომ სამყაროში ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც
არის და შენ იყო ყველაფრის გამგებელი.
ის ამბობს, რომ ელენსაც სურს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის,
ოღონდ თვითონ უნდა განაგებდეს ყველაფერს. ყოველ თაობას სურს,
უკანასკნელი იყოს. ყოველ თაობას სძულს ახალი მიმართულება
მუსიკაში, რომელიც მას არ ესმის. ჩვენ გვაღიზიანებს და გვაცოფებს, როცა
ვხედავთ, რომ ჩვენი თაობის კულტურა პოზიციებს თმობს და რაღაც
სხვას უთმობს ადგილს, როცა გვესმის, რომ ჩვენს საყვარელ მუსიკას
ლიფტში უკრავენ, როცა ჩვენი რევოლუციის ბალადა ტელერეკლამის
მუსიკალურ ფონად იქცევა, როცა უცებ ვიგებთ, რომ ჩვენი თაობის
ტანსაცმელი და ვარცხნილობა რეტროდ ქცეულა.
– პირადად მე, – ამბობს ოისტერი, – იმის მომხრე ვარ, რომ საერთოდ
ყველაფერი აღიგავოს პირისაგან მიწისა და ყველაფერი ხელახლა
დაიწყოს. და არავინ იყოს ისეთი, ვინც ყველაფერს განაგებს. და ის და
მონა ახალი ადამი და ევა იქნებიან?
– არა, – ამბობს ის და მონას სახიდან თმას უკან უწევს. – ჩვენც უნდა
გავნადგურდეთ.
162
ვეკითხები, ნუთუ ადამიანები ისე გეჯავრება, რომ მზად ხარ, ის ქალიც კი
მოკლა, რომელიც გიყვარს, არ ჯობია, უბრალოდ თავი მოიკლა-მეთქი?
– არა, – ამბობს ოისტერი, – მე ყველა მიყვარს. მცენარეები, ცხოველები,
ადამიანები. მე უბრალოდ არ მჯერა დიდი ტყუილისა, რომ ჩვენ,
ყველას, შეგვიძლია ისე გავნაყოფიერდეთ და გავმრავლდეთ, რომ თავი
არ გავინადგუროთ.
მე ვეუბნები, საკუთარი მოდგმის მოღალატე ხარ-მეთქი.
– მე დედამოტყნული პატრიოტი ვარ, – ამბობს ოისტერი და ფანჯრიდან
იყურება. – ეს მიმაძინებელი ლექსი მართლა ღვთის საჩუქარია.
საერთოდ, როგორ გგონია, რატომ შექმნეს ის? ეს ლექსი მილიონობით
ადამიანს იხსნის ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილის,
ავადმყოფობისა და შიმშილის, მზის რადიაციისა და ომებისაგან.
ყველაფრისაგან, რისკენაც ჩვენ თვითონ მიგვყავს საკუთარი თავი.
– ასე რომ, მზად ხარ, მონაც მოკლა და თავიც მოიკლა? – ვეკითხები, – შენს
მშობლებზე რაღას იტყვი. იმათაც დახოცავ? და პატარა ბავშვებს,
რომლებსაც ჯერ თითქმის არც უცხოვრიათ? და იმ კარგ და კეთილ
ადამიანებს, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის
გასაჯანსაღებლად იბრძვიან და ქუჩებს არ ანაგვიანებენ? და
ვეგეტარიანელებს? შენი აზრით, ისინი უდანაშაულონი არ არიან?
– საქმე ის კი არ არის, ვინ დამნაშავეა და ვინ არა, – ამბობს ის, –
ზნეობრივი თვალსაზრისით, დინოზავრები არც კარგები იყვნენ და არც
ცუდები, მაგრამ გადაშენდნენ.
ზუსტად ადოლფ ჰიტლერივით მსჯელობს. იოსებ
სტალინივით. სერიული მკვლელივით. მასობრივი
მკვლელივით. ოისტერი მონას ფერად მინას აწნავს თმაში და
ამბობს: – მე მინდა ვიყო ის, რისგანაც დინოზავრები
გადაშენდნენ.
და ვამბობ, დინოზავრების გადაშენებაში ღმერთის ხელი ერია-მეთქი.
მე ვამბობ, არ მსურს, თუნდაც კიდევ ერთი მილი გავიარო იმ ადამიანთან
ერთად, რომელიც იმაზე ოცნებობს, მასობრივი მკვლელი გახდეს-მეთქი.
და ოისტერი მეუბნება:
163
– ექიმ სარაზე რაღას იტყვი? დედი, დამეხმარე, გამახსენე, რამდენი
ადამიანი მოკლა უკვე აქ ჩვენმა მამიმ.
და ელენი ამბობს:
– მე ჩემს თევზს პირს ვუკერავ.
ოისტერის სანთებელას გატკაცუნების ხმა მესმის. მისკენ ვბრუნდები და
ვეკითხები:
– მაინცდამაინც ახლა უნდა მოწიო? მე ვცდილობ ვჭამო.
მაგრამ ოისტერს სანთებელას ზემოთ მონას წიგნი «ამერიკელ ინდიელთა
გამოყენებითი ხელოვნება» უჭირავს ყუით და სწრაფად შლის ფურცლებს
ცეცხლის პაწაწინა ალს ზემოთ. შემდეგ ფანჯარას ოდნავ აღებს, წიგნს
გარეთ ყოფს, რომ ქარმა ცეცხლი უფრო ააბრიალოს და მას ქუჩაში ისვრის.
ბანის შვრიელას ცეცხლი უყვარს.
ის ამბობს: – წიგნები შეიძლება ბოროტების მომტანიც აღმოჩნდეს. თუთამ
სულიერი
გასხივოსნების საკუთარ გზას უნდა მიაგნოს.
ელენის მობილური რეკავს. ოისტერის ტელეფონი რეკავს.
მონა ოხრავს და ხელს იწვდენს. თვალები დახუჭული აქვს. ოისტერის
თითები ისევ მონას თმაში დაცურავს. ტელეფონი ისევ რეკავს, მაგრამ
ოისტერი არ პასუხობს. მონა თავს კალთაზე უხახუნებს და ამბობს:
– შესაძლოა გრიმუარში იყოს შელოცვა, რომელიც დედამიწის
მოსახლეობის მეტისმეტად სწრაფ ზრდას შეაჩერებს.
ელენი თავის საქმიან დღიურს შლის და დღევანდელი თარიღის ქვეშ
გვარს წერს. შემდეგ ტელეფონში ამბობს:
– არ შეწუხდეთ ეგზორციზმით. ჩვენ შეგვიძლია, სახლი გასაყიდად
დღესვე დავაბრუნოთ. მონა ამბობს:
– იცით, ჩვენ გვჭირდება, რაღაც უნივერსალური «საყოველთაო
კასტრაციის» ერთგვარი უნივერსალური შელოცვა.
და მე ვკითხულობ: – ნუთუ არავის აწუხებს, რომ სიკვდილის შემდეგ
პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდება?
ოისტერი თავისი საექიმო ქისიდან ტელეფონს იღებს.
164
მისი ტელეფონი რეკავს და რეკავს. ელენი თავის
ტელეფონს მკერდზე იდებს და ამბობს: – მე ერთი
წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მთავრობა უკვე
ეძებს გზებს და საშუალებებს, რათა შეაჩეროს
მოსახლეობის ზრდა. მაგალითად, შესაძლოა, რაიმე
სახის ინფექციური დაავადების გავრცელებას ან
რაღაც ასეთს გეგმავდეს. ოისტერი კი ამბობს:

– იმისათვის, რომ სამყარო ეხსნა, ქრისტე ჯვარზე ოცდათექვსმეტ საათს


ეწამა. – მისი ტელეფონი ისევ რეკავს. – იმავე მიზნისათვის მზად ვარ,
მარადიულად ვიტანჯო ჯოჯოხეთში. მისი ტელეფონი კი ისევ რეკავს
და რეკავს. ელენი მობილურში ამბობს:
– მართლა? თქვენს სამზარეულოში გოგირდის სუნია?
– ჰოდა იფიქრე, ვინ არის უკეთესი მხსნელი, – ამბობს ოისტერი და,
როგორც იქნა, ზარს პასუხობს. ის ტელეფონში ამბობს: – დანბერი,
დანეუეი და დუგანი – იურიდიული მომსახურება...
165
თავი 27

წარმოიდგინე ჩიკაგოს 1871 წლის ხანძარს ექვს თვეს რომ ებობოქრა, სანამ
მას ვინმე შეამჩნევდა. წარმოიდგინე ჯონსტოუნის 1998 წლის
წყალდიდობა ან სან-ფრანცისკოს 1906 წლის მიწისძვრა ექვს თვეს, ერთ
წელს, ორ წელს რომ გაგრძელებულიყო, სანამ ვინმე ყურადღებას
მიაქცევდა.
ხის მასალით მშენებლობა, დედამიწის ქერქის რღვევის ზოლზე
მშენებლობა, დატბორილ ველებზე მშენებლობა – ყოველი ეპოქა თავის
«ბუნებრივ» კატაკლიზმებს ქმნის.
წარმოიდგინე რომელიმე დიდი ქალაქის ცენტრის მუქი მწვანით
დატბორვა. საოფისე და საცხოვრებელი სახლები ამ მწვანეში ეფლობიან.
დუიმ-დუიმობით.
ახლა, აქ და ახლა. ამ სტრიქონებს სიეტლში ვწერ. ერთი დღის, ერთი
კვირის, ერთი წლის დაგვიანებით. ვინ იცის, რამდენი ხნის მერე
მომხდარი ფაქტის შემდეგ. მე და სერჟანტი ისევ კუდიანებზე
ვნადირობთ.
Hedera helixseattle, როგორც ბოტანიკოსები უწოდებენ ინგლისური
სუროს ამ ახალ სახეობას. ერთი კვირა – და ოლიმპიური სტადიონის
გარშემო მწვანე ნარგავები თითქოს ცოტა
წამოიზარდა. სურომ იასამფერა ოდნავ შეავიწროვა. მისი ლერწები
აგურის კედელს მიეკრო და ზემოთ აცოცდა. ეს არავის შეუმჩნევია.
ძალიან მაგრად წვიმდა ამ ბოლო დღეებში.
ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოჩნდა, რომ
საცხოვრებელ კომპლექს «პარკ-სენიორის» სადარბაზოების კარი აღარ
იღებოდა, რადგან ზედ სურო იყო მოდებული. იმავე დღეს თეატრ
«ფრიმონტის» სამხრეთ კედლის სამი ფუტი სისქის აგურები და ბეტონი
ჩამოიქცა და კინაღამ მოვაჭრეებს და მყიდველებს დაეცა. იმავე დღეს
ავტობუსების მიწისქვეშა მოლის ნაწილი ჩაიქცა.
დარწმუნებით ვერავინ იტყვის Hedera helixseattle-მ ფესვები როდის
გაიდგა, მაგრამ შეეცადეთ, თქვენ თვითონ მიხვდეთ.
5 მაისის «სიეტლ-ტაიმსში» გართობისა და მოცალეობის»
განყოფილებაში განცხადებაა გამოქვეყნებული. სამი სვეტის სიგანის:
სუში ბარ «ორაკულის» კლიენტთა საყურადღებოდ
166
მასში ნათქვამია: «სუში ბარში ისადილეთ და დაავადდით ნაწლავის
პარაზიტით, რომელიც ძლიერ ფხანას იწვევს სწორი ნაწლავის
მიდამოებში? თუ ასეა, დარეკეთ მითითებულ ნომერზე და შეუერთდით
სხვა მსგავსი პრობლემის მქონე პირებს, რათა ერთობლივი სარჩელი
შეიტანოთ სასამართლოში». შემდეგ ტელეფონის ნომერია მითითებული.
მე და სერჟანტი ვრეკავთ. უფრო სწორად, მე ვრეკავ, სერჟანტი კი ჩემ
გვერდითაა.
კაცის ხმა მპასუხობს: – დენტონი, დეიმლერი და დიკი.
იურიდიული მომსახურება. და მე ვამბობ:
– ოისტერ! მე ვამბობ: – სად ხარ, შე სირო?

და ის ტელეფონს თიშავს.
აქ და ახლა, მე ამ სტრიქონებს სიეტლში ვწერ, საზოგადოებრივ საქმეთა
დეპარტამენტის შენობასთან ახლოს მდებარე სასაუზმეში. ოფიციანტი მე
და სერჟანტს გვეუბნება:
– ამ სუროს მოკვლა უკვე აღარ შეიძლება. –
ის ყავას გვისხამს. ფანჯრიდან იხედება, მწვანე
კედელს უყურებს, სქლად რომ შემოჰკვრია
ნაცრისფერი სურო. მის გარეშე ქალაქის ეს
ნაწილი საერთოდ დაიშლება.
მცოცავი ყლორტების და ფოთლების ბადეში აგურები ირყევა. ბეტონზე
ბზარები ჩანს. ფანჯრის ჩარჩოები ისეა დაწნეხილი, რომ მინები ვეღარ
უძლებს და იმსხვრევა. კარი არ იღება სიმძიმისგან ჩამოწოლილი
ჩარჩოების გამო. გაბარდნილი სიმწვანის თავზე ჩიტები დაფრენენ,
სუროს მარცვლებს ჭამენ და შემდეგ ყველგან სკინტლავენ. ქუჩები
სიმწვანის კანიონებად იქცა. ასფალტსა და ტროტუარებზე მწვანეა
გადავლილი.
«მწვანე საფრთხე». ასე ეძახიან მას გაზეთებში. მკვლელი ფუტკრების
ეკვივალენტი სურო. სუროს ჯოჯოხეთი.
სიჩუმე, შეუჩერებელი. ცივილიზაციის დასასრულის შენელებული
კადრი.
ოფიციანტი გვიყვება, რომ ყოველთვის, როცა ქალაქის შესაბამისი
სამსახურების წარმომადგენლები სუროს ძირკვავენ, ან წვავენ, ან
შხამქიმიკატებს ასხურებენ – ერთხელ ქალაქში ჯუჯა თხებიც კი გაუშვეს
167
მათ გადასაჭმელად – სურო კიდევ უფრო ღრმად იდგამს ფესვებს და
კიდევ უფრო ვრცელდება. მიწისქვეშა გვირაბებიც კი ჩაიქცა. მის ფესვებს
მიწისქვეშა კაბელები და წყალსადინარის მილებიც გამოჰყავს
მწყობრიდან.

სერჟანტი კვლავ და კვლავ კრეფს სუში ბართან დაკავშირებულ


განცხადებაში მითითებულ ნომერს, მაგრამ არავინ პასუხობს.
ოფიციანტი ფანჯრიდან სუროს ყლორტებს გასცქერის, რომლებიც უკვე
შუა ქუჩამდეა მოღწეული. ერთი კვირის შემდეგ ის უსამსახუროდ
დარჩება.
– ნაციონალურმა არმიამ დახმარება აღგვითქვა, – ამბობს ის.
ის ამბობს: – გავიგე, რომ პორტლენდშიც სურო ყოფილა მოდებული. და
სან-ფრანცისკოშიც. ის ოხრავს და ამბობს: – აშკარაა, რომ ჩვენ ამ ბრძოლას
ვაგებთ.
168
თავი 28

კაცი კარს აღებს და მე და ელენი პარმაღთან ვდგავართ, მე – ნახევარი


ნაბიჯით უკან და მისი კოსმეტიკის ჩანთა მიჭირავს. ელენი საჩვენებელი
თითის გრძელ, ვარდისფერ ფრჩხილს კაცისკენ იშვერს და ამბობს:
– ო, ღმერთო.
ის საქმიან დღიურს იღლიაში იდებს დაეუბნება: – ჩემს ქმარს, – ის ნაბიჯს
უკან დგამს, – ჩემი ქმარი ისურვებდა, რომ თქვენთვის უფალი იესო
ქრისტეს აღთქმა წარმოედგინა.
დღეს ელენს ყვითელი კოსტიუმი აცვია, მაგრამ ბაიასავით ყვითელი კი
არა, ოქროსგან ჩამოსხმული ბაიასავით ყვითელი, ციტრონებით
დამშვენებული, კარლ ფაბერჟეს ნამუშევარი.
კაცს ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს. ფეხსაცმელები არ აცვია, მხოლოდ
წინდები – სქელი, ნაცრისფერი. აბაზანის ხალათი გახსნილი აქვს. ხალათს
შიგნით თეთრი მაისური უჩანს და თეთრი ბოქსერი, რომელსაც პატარა
სარბოლი მანქანები ახატია. ბოთლი პირთან მიაქვს და თავს უკან სწევს.
ბოთლში ბუშტები ბუყბუყებს. პატარა სარბოლ მანქანებს ოვალური
სალტეები აქვთ, წინ გადახრილი. კაცი აბოყინებს და ამბობს:
– ხალხო, თქვენ რა – სერიოზულად?
შავი თმა აქვს, ფრანკენშტეინის დანაოჭებულ შუბლზე გადმოშვებული.
უპეები – ჩამოსივებული, თვით თვალები კი მონადირე
ძაღლივით ნაღვლიანი. ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად.
– მისტერ სერა ბრძანდებით? – ვეუბნები მე. – ჩვენ აქ მოვედით, რომ
უფლის სიყვარული გაგიზიაროთ. კაცი, ტრუსზე პატარა სარბოლი
მანქანებით, იღუშება და ამბობს:
– ჩემი გვარი საიდან იცით? – ალმაცერად მიყურებს და ამბობს: – ბონიმ
ხომ არ გამოგგზავნათ ჩემთან მოსალაპარაკებლად?
ელენი ოდნავ წინ იხრება და სასტუმრო ოთახში იხედება. ჩანთას ხსნის,
წყვილ თეთრ ხელთათმანს იღებს და თითების გაყრას იწყებს.
ხელთათმანებზე პატარა ღილებს იკრავს და ეუბნება:
169
– შეიძლება შემოვიდეთ? გვეგონა, ყველაფერი უფრო ადვილად
იქნებოდა. გეგმა ბ. თუ სახლში მამაკაცია, გეგმა ბ-ს მიხედვით
ვმოქმედებთ.

კაცს, ტრუსზე პატარა სარბოლი მანქანებით, ლუდის ბოთლი კვლავ


პირთან მიაქვს, გაუპარსავ ლოყებს კუმშავს, თავს უკან სწევს და ლუდს
ისრუტავს. ნარჩენს პირში აბუყბუყებს, მერე გვერდზე დგება. – კარგი,
ჯანდაბას, შემოდით და დასხედით. – ცარიელ ბოთლს უყურებს და
ამბობს: – ლუდი ხომ არ მოგიტანოთ?
ჩვენ შევდივართ და ის სამზარეულოსკენ მიდის. ბოთლის გახსნის და
შიშინის ხმა გვესმის.
სასტუმრო ოთახში მხოლოდ გასაშლელი სავარძელი დგას. მუყაოს რძის
ყუთში გადასატანი ტელევიზორი დევს. გასაწევი მინის კარს იქით პატარა
ეზო მოჩანს. ეზოს შორეულ კუთხეში ყვავილების დიდი მწვანე
ლარნაკებია წვიმის წყლით პირთამდე სავსე, გადმოხრილი შავი დამპალი
ყვავილებით, რომლებიც ძირს ცვივა. დამპალი, ყავისფერი ყვავილები შავ
ღეროებზე ნაცრისფერ ხავსმოდებული. ერთ თაიგულს ატლასის შავი
ლენტი აქვს შემოვლებული.
სასტუმრო ოთახის გაცვეთილ ნოხზე დივნის კვალია დარჩენილი,
რომელიც, ეტყობა, აქ იდგა. კომოდის ჩაღრმავებული ნაკვალევი და
სკამების და მაგიდების ფეხებისგან დატოვებული პატარა ჩაღრმავებები.
დიდი, ბრტყელი კვადრატული მოხაზულობა ნოხზე. ნაცნობი
სანახაობაა.
კაცი ტრუსზე სარბოლი მანქანით, ხელის მოძრაობით გასაშლელი
სავარძლისაკენ მიმანიშნებს:
– დასხედით. – ლუდს სვამს და ამბობს: – დასხედით და ვილაპარაკოთ
იმის შესახებ, თუ რა სურს სინამდვილეში ღმერთს ჩვენგან. ბრტყელი
კვადრატი ნოხზე – ბავშვის მანეჟის ნაკვალევი. ვეკითხები, შეიძლება,
ჩემი ცოლი ტუალეტში შევიდეს-მეთქი?
ის თავს გვერდზე ხრის და ელენს უყურებს. თავისუფალი ხელით კეფას
იფხანს და ამბობს:
170
– რა თქმა უნდა. კორიდორის ბოლოს არის. – იმ ხელს აქნევს, რომელშიც
ლუდის ბოთლი უჭირავს.
ელენი ნოხზე დაღვრილ ლუდს უყურებს და ამბობს:
– გმადლობთ. – იღლიიდან საქმიან დღიურს იღებს, მე მაძლევს და
ამბობს: – აი, ბიბლია, ყოველი შემთხვევისთვის. თუ დაგჭირდება,
გამოიყენე.
მისი ყოველდღიური ჩანაწერები, მსხვერპლისსახელებით და
მოჩვენებებიანი სახლების მისამართებით. შესანიშნავია!
იღლიის სითბო ჯერ კიდევ აქვს გამოყოლილი.
ის კორიდორს მიუყვება და უჩინარდება. აბაზანაში ვენტილატორი
ირთვება. სადღაც კარი იკეტება.
– დაჯექი – მეუბნება კაცი ტრუსზე სარბოლი მანქანებით.
მე ვჯდები.
ისე ახლო დგას ჩემთან, რომ საქმიანი დღიურის გადაშლისაც კი მეშინია.
მეშინია, არ დაინახოს, რომ ეს სულაც არ არის ბიბლია. ლუდის და
ოფლის სუნი უდის. სარბოლი მანქანები ზუსტად
ჩემი თვალების დონეზეა. ოვალური სალტეები წინაა გადმოხრილი და
ადამიანს მოეჩვენება, რომ ისინი სწრაფად მიქრიან. კაცი კიდევ ერთ
ყლუპ ლუდს სვამს და მეუბნება:
– ყველაფერი მომიყევი ღმერთის შესახებ.
გასაშლელი სავარძლიდანაც ისეთივე სუნი მოდის, როგორიც კაცისგან.
ოქროსფერი ხავერდი, ჭუჭყისგან გაყავისფერებული საიდაყვეები. ის
თბილია. და მე ვეუბნები, რომ ღმერთი კეთილშობილია,
მაღალზნეობრივია და მისთვის მხოლოდ უკომპრომისო, პატიოსანი
საქციელია მისაღები. ის არის ბასტიონი მაღალი, სამართლიანი
სტანდარტებისა, მოგიზგიზე მახვილია, გამოგზავნილი იმისათვის, რომ
აღკვეთოს უკეთურებანი და ავისმქმნელები განაგდოს ტაძრიდან, …
რომელსაც სამზეოზე გამოაქვს მთელი სამყაროს უკეთურებანი. ღმერთი
მუდამ ჩვენს სულსა და გულში იქნება, რადგან თვით მისი სული ისეთი
ძლიერი და მოუდრეკ...
171
– ბოდვაა ეგ ყველაფერი, – ამბობს კაცი, ზურგს მაქცევს, მინის კარისკენ
მიდის და შიდა ეზოში იყურება. მისი სახე მინაში ირეკლება. მხოლოდ
თვალები და მუქი ჯაგრით დაფარული ლოყები იკარგება ჩრდილში.
კარგი რადიომქადაგებლის ხმით ვამბობ, რომ ღმერთი, ეს – მაღალი
მორალური კრიტერიუმია, რომლითაც მილიონობით ადამიანმა უნდა
გაზომოს თავისი ცხოვრება. ის არის ცეცხლის მახვილი, ჩვენთან
გამოგზავნილი იმისათვის, რომ უკეთურები განდევნოს ტაძრიდან.
– სისულელეა! – უყვირის კაცი თავის გამოსახულებას მინაში. მასში
არეკლილ სახეზე მოჩანს, როგორ ეღვრება ლუდი ნიკაპზე. სასტუმრო
ოთახის კართან ელენი დგას. ცალიხელი პირში უდევს და მოღუნულ
თითს ღეჭავს. მე მიყურებს და მხრებს იჩეჩავს, შემდეგ ისევ კორიდორის
ბინდბუნდში ქრება.
ოქროსფერ ხავერდიან გასაშლელ სავარძელში ვზივარ და ვეუბნები, რომ
ღმერთი სწორუპოვარი ძალაა, ზნეობრივი საფუძველია, სინდისია ჩვენი
სამყაროსი, რომელიც ცოდვებსა და ბოროტებაშია ჩაძირული, სამყაროსი,
რომელშიც ფარუ...
– სისულელეა, – ამბობს კაცი წყნარად, თითქმის ჩურჩულით. ორთქლი,
რომელიც პირიდან გამოსდის, მის გამოსახულებას აბუნდოვნებს.
ჩემკენ ბრუნდება, ლუდის ბოთლიან ხელს მიშვერს და ამბობს: – აბა,
წამიკითხე, სად წერია მაგ შენს ბიბლიაში, რა არის საჭირო, რომ სამყარო
მოწესრიგდეს.
ოდნავ ვშლი ელენის წითელყდიან წიგნაკს და შიგ ვიჭვრიტები.
– ერთი მითხარი, როგორ უნდა დავუმტკიცო პოლიციას, რომ მე არავინ
მომიკლავს. – ამბობს ის.
წიგნაკში წერია რენი ო’ტული და თარიღი, 2 ივნისი. არ ვიცი, ვინ არის,
მაგრამ ის კი ვიცი, რომ უკვე მკვდარია. 10 სექტემბერი – სამარა ამპირსი.
17 აგვისტოს ელენმა გარდნერ-ჰილ-როუდზე მდებარე სახლი გაყიდა.
იმავე დღეს ტონგლეს რესპუბლიკის ტირანი მეფე მოკლა.
– წაიკითხე! – ყვირის სარბოლმანქანებიანი კაცი. ლუდის ქაფი ხელზე
ეღვრება და თითებიდან ნოხზე მოწვეთავს. – წამიკითხე, სად წერია,
რომ შეიძლება ერთ ღამეში დაკარგო ყველაფერი, რაც ძვირფასი იყო
შენთვის და თან ხალხმა ამაში შენ დაგადანაშაულოს.
ისევ ბლოკნოტს ჩავცქერი. კიდევ მკვდრების სახელები.
172
– წაიკითხე, – მეუბნება ის და ისევ ლუდს სვამს. – წაიკითხე, სად წერია,
რომ ცოლს შეუძლია, ქმარი თავიანთი შვილის მკვლელობაში
დაადანაშაულოს და ყველამ მას დაუჯეროს.
საქმიანი დღიურის დასაწყისში ნაწერი ისეა გაფერმკრთალებული, რომ
წაკითხვა თითქმის შეუძლებელია. გაუხეშებული ფურცლები, ბუზების
ნაჯდომი. უფრო ადრე ვიღაცას ფურცლები ამოუხევია.
– მე ღმერთს შევთხოვე, – ამბობს კაცი. ბოთლიან ხელს ჩემკენ იქნევს და
ამბობს: – ღმერთს შევთხოვე, რომ ოჯახი მქონოდა. ეკლესიაში
დავდიოდი.
მე ვეუბნები, რომ, შესაძლოა, თავიდან ღმერთითავს არ ესხმოდა და არ
ლანძღავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ლოცულობდნენ. მე
ვეუბნები, შესაძლოა ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ მრავალი წლის
განმავლობაში მას ამგვარი თხოვნებით მიმართავდნენ არასასურველი
ფეხმძიმობის, ოჯახური დავების, გაყრის შესახებ. შესაძლოა, იმის გამოა,
რომ ღმერთის აუდიტორია გაიზარდა და ახლა მას მეტი ადამიანი
მიმართავს თხოვნით. შესაძლოა, იმის გამოა, რომ ახლა მას მეტი ადამიანი
ადიდებს. შესაძლოა, ძალაუფლება რყვნის. ის ხომ ყოველთვის ასეთი
არამზადა არ იყო.
სარბოლმანქანებიანი კაცი ამბობს:
– მისმინე, – მეუბნება ის, – ორი დღის შემდეგ სასამართლო მაქვს. მათ
უნდა გადაწყვიტონ,
მიმიძღვის თუ არა ბრალი საკუთარი შვილის სიკვდილში. – ის ამბობს:
– ერთი მითხარი, როგორ აპირებს ღმერთი ჩემს გადარჩენას? ერთიანად
ლუდის სუნად ყარს. ის ამბობს:
– ჰო, მითხარი, მითხარი!
მონა ალბათ მაიძულებდა, სიმართლე მეთქვა. რომ ეს ტიპი გადამერჩინა.
რომ საკუთარი თავი და ელენი გადამერჩინა. რომ მთელ დანარჩენ
კაცობრიობას შევერთებოდით. იქნებ ეს კაცი და მისი ცოლიც შეერთდნენ,
მაგრამ მაშინ ლექსი ყველგან გავრცელდება. მილიონობით ხალხი
დაიხოცება, დანარჩენები კი მდუმარე სამყაროში იცხოვრებენ და
მხოლოდ იმას მოუსმენენ, რის მოსმენასაც უსაფრთხოდ ჩათვლიან.
ყურებს დაიხშობენ და დაწვავენ წიგნებს, ფილმებს, მუსიკალურ
ჩანაწერებს.
173
უნიტაზში წყლის ჩაშვების ხმა ისმის. აბაზანაში ვენტილატორი
გამორთეს. კარი იღება.
კაცს ბოთლი პირთან მიაქვს. ჩანს, ბოთლში ლუდი როგორ ქაფდება.
კართან ელენი დგას.
ფეხი საშინლად მტკივა. ვეკითხები, ხომ არ გიფიქრია, რამე ჰობი
აირჩიომეთქი.
ისეთი რამ, რითაც შეძლებს, ციხეში თავი შეიქციოს, თუკი საქმე ციხემდე
მივა.
კონსტრუქციული დესტრუქცია. ელენი ასეთ მსხვერპლს მომიწონებდა.
გაწირო ერთი უდანაშაულო, იმისათვის, რომ მილიონები გადაარჩინო.
აი, საცდელი ცხოველები რომ ავიღოთ. მათი სიკვდილი ხომ
კიბოთი დაავადებულების გადარჩენის საშუალებაა.
სარბოლმანქანებიანი კაცი ამბობს:
– მე მგონი, ჯობია, წახვიდეთ. როცა მანქანისკენ მივდივართ, ელენს
დღიურს ვუწვდი და ვეუბნები:
– აი, შენი ბიბლია. ჩემი პეიჯერი წრიპინებს. უცნობი ნომერია.
თეთრი ხელთათმანები მტვრისგან აქვს გაშავებული. მეუბნება, წიგნიდან
მიმაძინებლის
გვერდი ამოვხიე, პატარა ნაწილებად დავფლითე და საბავშვო ოთახის
ფანჯრიდან გადავყარეო. ახლა წვიმს. ქაღალდი დალპება.
მე ვეუბნები, რომ ეს არ კმარა. ხომ შეიძლება, ვინმე ბავშვმა იპოვოს?
თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ქაღალდი ნაკუწებადაა ქცეული,
ვინმეს შეიძლება მათი შეკოწიწება მოუნდეს. მაგალითად დეტექტივს,
რომელიც ბავშვის მკვლელობის საქმეს იძიებს.
და ელენი ამბობს:
– სამზარეულოში პირდაპირ კოშმარი ხდებოდა.
მანქანით კვარტალს ვუვლით გარს და ვჩერდებით. მონა უკანა
სავარძელზე ზის და რაღაცას იწერს. ოისტერი მობილურით საუბრობს.
ელენი მანქანაში რჩება, მე კი ჩამოვდივარ და ისევ სახლისკენ მივდივარ.
ნაწვიმარ ბალახზე ფეხსაცმელები წყლით მეჟღინთება. ელენმა მითხრა,
174
საბავშვო ოთახი სადაც არის. ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა. ფარდები
არათანაბრადაა ჩამოწეული. ვარდისფერი ფარდები.
დახეული ფურცლის ნაფლეთები ტალახშია მიმოფანტული და მათ
აკრეფას ვიწყებ.
ფარდის მიღმა, ცარიელ ოთახში, კარის გაღების ხმა ისმის. კორიდორიდან
ოთახში ვიღაც შედის და ფანჯრის ქვეშ წელში ვიხრები. კაცის ხელი
ფანჯრის რაფაზე ეშვება. კედელს ვეკვრი. სადღაც მაღლიდან – სადაც მე
უკვე ვეღარაფერს ვხედავ – მამაკაცის ტირილის ხმა ისმის. წვიმა კიდევ
უფრო ძლიერდება.
კაცი გაღებულ ფანჯარასთან დგას ორივე იდაყვით რაფაზე
დაყრდნობილი. ხმამაღლა ქვითინებს. ლუდის სუნი ჩემამდე აღწევს.
გაქცევა არ შეიძლება. არც წელში ბოლომდე გამართვა შეიძლება. ხელებს
ცხვირ-პირზე ვიფარებ და ვცდილობ, ნელ-ნელა გვერდულად ვიარო.
ორიოდ დუიმით თითოეულ ჯერზე. კედელს ზურგით ვარ აკრული.
ყველაფერი თავისთავად ხდება, ისე, როგორც სიცივე აგიტანს უცაბედად
– პირზე მიჭერილ თითებს შორის ვსუნთქავ და მეც ტირილს ვიწყებ.
ძლიერი ქვითინი, გულისრევასავით მძიმე შეგრძნება. მუცლის გვრემა
მაქვს. ჩემი კბილები ჩემს ხელისგულს კბენენ. ხელზე ნერწყვი მეღვრება.
კაცი ქსუტუნებს. წვიმა ძლიერდება. წყლის წვეთები თასმებიდან
ფეხსაცმელებში ჩამდის.
ხელში მიჭირავს ქაღალდის ნაკუწები – ძალაუფლება სიცოცხლესა და
სიკვდილზე. და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჯერ კიდევ არ
შემიძლია.
შეიძლება ჯოჯოხეთში ჩვენ იმის გამო კი არ ვხვდებით, რაც გავაკეთეთ,
არამედ იმის გამო, რაც არ გაგვიკეთებია.
ფეხსაცმელები ცივი წყლით მაქვს სავსე. უცებ ფეხის ტკივილი მიწყდება.
ნერწყვიან და ცრემლიან ხელს ქვემოთ ვწევ, რომ პეიჯერი გამოვრთო.
როცა გრიმუარს ვიპოვით, თუ მასში მკვდრეთით აღდგენის შელოცვა
აღმოჩნდება, შეიძლება ის არც დავწვათ. ყოველ შემთხვევაში – მაშინვე.

თავი 29

პოლიციის ოქმში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი თბილი


იყო ჩემი ცოლი ჯინა იმ დილით, როცა გავიღვიძე. რა თბილი და რბილი
175
იყო, როცა საბნის ქვეშ შევეხე. როგორ მივიწიე მისკენ
ახალგაღვიძებულმა, ის კი ზურგზე გადაბრუნდა და თმა ბალიშზე
გადაეღვარა. თავი მხრისკენ ჰქონდა ოდნავ გადახრილი. მისი დილის
კანს თბილი სურნელი ასდიოდა, ისეთი, როგორიც აქვს მზის სხივს,
რომელიც სუფრაზე დახტის მყუდრო რესტორანში თაფლობის თვეს.
ლურჯი ფარდებიდან ოთახში მზე იჭრებოდა და მის კანს ლურჯად
აჩენდა. და ტუჩებსაც. წამწამების ჩრდილი ლოყებზე ეცემოდა. სახეზე
ძლივს შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა.
ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ ხელი კისერში მოვკიდე, მისი თავი პირით
ჩემკენ შემოვაბრუნე და ტუჩებში ვაკოცე.
ყელი და მხრები მოდუნებული და რბილი ჰქონდა.
თბილ და რბილ ტუჩებში ვკოცნიდი და თან ღამის პერანგს ზევით
ვუწევდი.
ფეხები ოდნავ გაშლილი ჰქონდა და ხელით შევეხე. – შიგნით სველი იყო
და მოდუნებული.
საბნის ქვეშ შევძვერი დახუჭული თვალებით და ენა იქ მოვუსვი, სადაც
ეს-ესაა ჩემი თითები იყო. სველი თითებით რბილი, ვარდისფერი კანის
კიდეები გადავუწიე და ენა კიდევ უფრო ღრმად შევუყავი. ჰაერის ნაკადს
ვისუნთქავდი და გარეთ ვუშვებდი, და ტუჩებით მაგრად ვეკვროდი
ყოველთვის, როცა შესუნთქვა თავის პიკს აღწევდა.
პირველად მოხდა ისე, რომ კატრინს მთელი ღამე ეძინა და საერთოდ არ
უტირია.
პირით ზემოთ ავუყევი და ჯინას მუცელი დავუკოცნე. შემდეგ მკერდი.
ერთი სველი თითი პირში ჩავუყავი, მეორე ხელით კი მის კერტებს
ვეალერსებოდი. მეორე ძუძუს ტუჩებით დავეკონე და ენით ნელა
ვლოკავდი.
ჯინას თავი გვერდზე გადაუგორდა და მე ყურის უკანა მხარე ავულოკე.
მერე ფეხით ფეხები გავუშალე და შევედი.
ძლივს შესამჩნევი ღიმილი ტუჩებზე, ის, თუ როგორ გაეხსნა ტუჩები
ბოლო წამს, თავი კი უფრო ღრმად ჩაეძირა ბალიშში. ისეთი მშვიდი იყო
და აქტიც ისეთი კარგი გამოვიდა. უკანასკნელად ასე კარგი კატრინის
დაბადებამდე იყო.
176
სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ საწოლიდან წამოვდექი და შხაპი
მივიღე. შემდეგ წყნარად ჩავიცვი, საწოლი ოთახიდან ფეხაკრეფით
გავედი და კარი გავიხურე. საბავშვო ოთახში კატრინს საფეთქელზე
ვაკოცე და საფენი მოვსინჯე – გამოცვლა ხომ არ იყო საჭირო. ყვითელი
ფარდებიდან მზის სხივები იჭრებოდა. მისი სათამაშოები და წიგნები.
ბავშვი პირდაპირ სრულყოფილების განსახიერება იყო.
ნეტარებას ვგრძნობდი. მთელ მსოფლიოში არავინ იქნებოდა
ჩემსავით ბედნიერი იმ დილით.
და აი, ახლა, აქ, საჭესთან ვზივარ ელენის მანქანაში, მას კი ჩემ გვერდით
სძინავს. ამაღამ ოჰაიო უნდა გავიაროთ თუ აიოვა თუ აიდაჰო. მონას ჩვენ
უკან სძინავს. ელენის ვარდისფერი თმა ჩემს მხარზეა გადმოღვრილი.
უკანა ხედვის სარკეში მძინარე მონას ვხედავ, მოკუნტულს თავისი
წიგნების და ფერადი ფლომასტერების გარემოცვაში. ოისტერსაც სძინავს.
აი, ასე ვცხოვრობ ახლა. მწუხარებასა და სიხარულში. სიმდიდრესა და
სიღარიბეში.
ის ჩემი უკანასკნელი ბედნიერი დღე იყო. სიმართლე მხოლოდ მაშინ
შევიტყვე, როცა საღამოს სამსახურიდან დავბრუნდი.
ჯინა იმავე პოზაში იწვა.
პოლიციის ოქმში ეს გვამთან სექსუალურ კავშირად
იქნებოდა მოხსენიებული. ნეში მახსენდება.
კატრინიც წყნარად იწვა. თავის ქვედა ნაწილი მუქი წითელი გახდომოდა.
Livor mortis – დაჟანგული ჰემოგლობინი.
მხოლოდ სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გავიგე, რაც
გამიკეთებია.
აქ და ახლა კი ელენის დიდი მანქანის სალონში, ტყავის სუნში – მზე
ესესაა ჰორიზონტს ზემოთ მოექცა. სწორედ ის დროა, მაშინ რომ იყო.
მანქანა ხის ქვეშ დავაყენეთ, მწვანე ქუჩაზე, პატარა, კერძო სახლების
კვარტალში. ხე ყვავილობს და მთელი ღამის განმავლობაში მანქანას
ყვავილების ფურცლები აცვიოდა და ცვარს ეკვროდა. ელენის მანქანა
ვარდისფერია, თითქოს საგამოფენო ეგზემპლარი იყოს, სულ
ყვავილებითაა დაფარული და მე საქარე მინის ყვავილის ფურცლებით
ჯერ კიდევ დაუფარავი პატარა ადგილიდან ვიყურები. ყვავილების
ფურცლების ფენაში დილის სინათლე აღწევს – ვარდისფერი.
177
ვარდისფერი დაჰკრავთ მძინარე ელენს, მონას და ოისტერს.
ჩვენ წინ, ეზოში მოხუცი წყვილი ყვავილების კვალში ჩამდგარი მუშაობს.
კაცი ბიდონს წყლით ავსებს, ქალი მუხლებზე დგას და სარეველებს
ძირკვავს.
პეიჯერს ვრთავ და ის მაშინვე წრიპინს იწყებს.
ელენი ძილში ირხევა და იღვიძებს.
ტელეფონის ნომერი ჩემს პეიჯერზე. არ მეცნობა.
ელენი ჯდება, ნამძინარევ თვალებს ახამხამებს და მე შემომცქერის.
შემდეგ პაწაწინა საათს დაჰყურებს მაჯაზე. ერთ ლოყაზე ზურმუხტის
საყურის დატოვებული ჩაზნექილი წითელი კვალი აჩნია. იმ მხარეზე
ეძინა. ვარდისფერი ფურცლების ფენას უყურებს წინა მინაზე.
ვარდისფერფრჩხილებიან თითებს თმაში იცურებს და თმას იჩეჩავს.
კითხულობს:
– სად ვართ ახლა?
ჯერ კიდევ არის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ ცოდნა ძალაა.
ვეუბნები, წარმოდგენა არა მაქვს-მეთქი.

თავი 30

მონა ჩემს იდაყვთან დგას. პრიალა სარეკლამო ბროშურას სახეზე


მაფარებს და მეუბნება:
– შეიძლება, იქ წავიდეთ? ძალიან გთხოვ. მხოლოდ რამდენიმე საათით.
ძალიან გთხოვ.
ბროშურის ფოტოებზე ადამიანები ამერიკის მთებში ხელებს იქნევენ და
ყვირიან. ადამიანები ელექტრომობილებში, მოედანზე, რომელსაც მთელ
პერიმეტრზე გაცვეთილი საბურავები აქვს შემოვლებული. ადამიანები
ბამბის ნაყინით და ადამიანები კარუსელის ცხენებზე. ადამიანები ეშმაკის
ბორბალზე. გვერდის სულ ზემოთ წარწერა დიდი ასოებით: «სიცილის
ქვეყანა. დასვენება მთელი ოჯახისათვის».
ასო ც-ს და ქ-ს ნაცვლად ოთხი მოცინარი კლოუნის სახეა. დედა. მამა. ვაჟი
და ქალიშვილი.
178
კიდევ ოთხმოცდაოთხი წიგნი უნდა გავაუვნებლოთ. ეს კიდევ მთელ
ქვეყანაში მიმოფანტული რამდენიმე ათეული ბიბლიოთეკაა. და კიდევ
გრიმუარი გვაქვს მოსაძებნი. არიან ადამიანები, რომლებიც მკვდრეთით
უნდა აღვადგინოთ. ან მათი კასტრირება მოვახდინოთ. ან მთელი
კაცობრიობა გავანადგუროთ. გააჩნია, ვის ჰკითხავ. ყველას თავისი
აზრი აქვს. კიდევ რამდენი რამეა გასაკეთებელი, რამდენი რამეა
გამოსასწორებელი. ღმერთს რომ დავუბრუნდეთ, როგორც მონა ამბობს
ხოლმე. უბრალოდ, წონასწორობა არ უნდა დაირღვეს.
კარლ მარქსი იტყოდა, ყველა მცენარე და ცხოველი ჩვენს მტრად უნდა
ვაქციოთ, რათა მათი მოკვლა გავამართლოთო.
დღევანდელი გაზეთები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი მანეკენის ქმარი
მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
ტელეფონის ჯიხურთან ვდგავარ, ბიბლიოთეკის შესასვლელთან,
პატარა ქალაქში. ელენი და ოისტერი ბიბლიოთეკაში არიან შესულები
წიგნის გამოსაშიგნად. ტელეფონში კაცის ხმა ამბობს:
– მკვლელობების გამოძიების განყოფილება. მე ვეკითხები, ვის
ველაპარაკები-მეთქი.

და ხმა მპასუხობს:
– დეტექტივი ბენ დანტონი. მკვლელობების გამოძიების განყოფილება. –
ის ამბობს: – ვის ველაპარაკები?
პოლიციელი დეტექტივი. მონა მას ჩემთვის გამოგზავნილ მხსნელს
დაარქმევდა. მხსნელს, რომელმაც კაცობრიობას უნდა დამაბრუნოს.
ეს ნომერი ჩნდებოდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს
პეიჯერზე. მონა ბროშურას ხელში ატრიალებს და ამბობს:
– ერთი ამას შეხედე.
თმაში წყლის წისქვილების, რადიოკოშკების და რკინიგზის ესტაკადების
ნამტვრევები აქვს ჩაწნული.
ფოტოებზე კლოუნები მოღიმარ ბავშვებს ეხვევიან.
ხელიხელჩაჭიდებული მშობლები პაწაწინა ნავებით
სიყვარულის გვირაბში გადიან. ის ამბობს:
179
– ჰო, გასაგებია, რომ ჩვენი მოგზაურობის მიზანი საქმის კეთებაა, მაგრამ
ეს იმას არ ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ ვიმუშაოთ.
ელენი ბიბლიოთეკიდან გამოდის და კიბეებზე ეშვება. მონა მისკენ
გარბის და ეუბნება:
– ელენ, მისტერ სტრიტორმა თქვა, შეიძლებაო.
ტელეფონი მკერდთან მიმაქვს და ვამბობ, ასეთი რამ არ მითქვამს-მეთქი.
ოისტერი ბიბლიოთეკიდან გამოდის და ელენის უკან დგება, ოდნავ
გვერდით.
მონას ბროშურა ელენის სახესთან მიაქვს და ეუბნება:
– ნახე, როგორ მხიარულობენ!
დეტექტივი ბენ დანტონი ტელეფონით მეუბნება:
– ვის ველაპარაკები?
ცუდი არაფერი იყო სარბოლმანქანებიანი კაცის მსხვერპლად შეწირვაში.
ცუდი არაფერი იყო წინსაფარზე წიწილებიანი ახალგაზრდა ქალის
მსხვერპლად შეწირვაში. არც იმაში, რომ მათ სიმართლე დავუმალეთ.
დაე, იტანჯონ. არაფერია კიდევ ერთი მანეკენის ქვრივის მსხვერპლად
შეწირვა. მაგრამ სულ სხვაა, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება
მილიონების გადასარჩენად.
მე ვეუბნები, სტრიტორი ვარ და თქვენ ჩემს პეიჯერზე დაგირეკავთმეთქი.
– მისტერ სტრიტორ, – ამბობს ის, – ჩვენ გვინდა, რამდენიმე შეკითხვა
დაგისვათ. ჩვენთან ხომ არ შემოივლიდით? მე ვეკითხები, კითხვები
რის შესახებ გაქვთ-მეთქი.
– აჯობებს, თუ პირადად გეტყვით, – მეუბნება ის.
ვეკითხები, საქმე იმ რამდენიმე სიკვდილს ხომ არ ეხება.
– როდის შეძლებთ შემოვლას? – მეკითხება ის.
ვეკითხები, ეს გაურკვეველი მიზეზებით რამდენიმე სიკვდილს
უკავშირდება თუ არა.
– ჯობს ადრე, ვიდრე გვიან, – ამბობს ის.
180
ვეკითხები, ეს იმიტომ, რომ გარდაცვლილთა შორის ჩემ
ზემოთ მცხოვრები მეზობელი და ჩემი სამი თანამშრომელი
იყო? და დანტონი ამბობს:
– ვერ გავიგე.
ვეკითხები, იმიტომ ხომ არა, რომ იმ ქუჩაზე ჩავიარე, რომელზეც
ცოტა ხნით ადრე სამი ადამიანი გარდაიცვალა-მეთქი. და დანტონი
მეუბნება: – ჩემთვის ეს ახალი ამბავია.
მე ვამბობ:
– იმიტომ ხომ არა, რომ ბარში ვიმყოფებოდი, მესამე ავენიუზე სწორედ იმ
დროს, იმ ბაკენბარდებიანი ახალგაზრდის გვერდით, რომელიც
გარდაიცვალა.
– ა, – ამბობს ის, – თქვენ მარტი ლატანზის გულისხმობთ? მე ვამბობ:
– იმიტომ ხომ არა, რომ მანეკენების სხეულებზე სიკვდილის შემდგომი
სექსუალური კავშირის ნიშნებია აღმოჩენილი – ისეთივე ნიშნები,
როგორიცჩემს ცოლსაღმოაჩნდა ოცი წლის წინ? და მე ეჭვიც არ
მეპარება, რომ მათ ექნებათ ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ
ველაპარაკებოდი ბიბლიოთეკარ საიმონს იმ მომენტში, როცა ის
მოულოდნელად გარდაიცვალა.
ტელეფონში მესმის, როგორ წრიპინებს ფანქარი ქაღალდის ფურცელზე.
დეტექტივი ბენ დანტონი სწრაფად იწერს რაღაცას.
მესმის, რომ ვიღაც, მასთან ერთად ოთახში მყოფი, ეუბნება ჩემზე, ხაზზე
გყავდესო.
მე ვეკითხები, სინამდვილეში ეს რაღაც ხრიკი ხომ არ არის, რომ
მე მკვლელობის ბრალდებით დამაპატიმრონ-მეთქი. და
დეტექტივი ბენ დანტონი მეუბნება:
– ჯობია, იქამდე არ მივიდეს საქმე, რომ ორდერი ავიღოთ თქვენს
იძულებით მოსაყვანად.
რაც უფრო მეტი ხალხი კვდება, ყველაფერი უფრო მეტად რჩება
ისეთივე, როგორიც იყო. ვეკითხები:
– ოფიცერო დანტონ, სად შემიძლია თქვენი პოვნა ახლა, მოცემულ
მომენტში?
181
ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს დამამტვრევ, აი, სიტყვით კი ვერას
დამაკლებ. მაგრამ ისევ იქა ვართ. ყველაფერი თავისთავად ხდება.
დაწივლებასავით სწრაფად, მიმაძინებელი თავში მიკრთება და
ტელეფონი უცებ დუმდება.
მე ჩემი მხსნელი მოვკალი. დეტექტივი ბენ დანტონი. და
კაცობრიობას კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდი. კონსტრუქციული
დესტრუქცია.
ოისტერი პლასტმასის სანთებელას ანჯღრევს, ხელისგულზე იკაკუნებს,
შემდეგ მას ელენს აძლევს და უყურებს, როგორ იღებს ის დაკეცილ
ფურცელს თავისი საფულიდან. 27-ე გვერდს ცეცხლს უკიდებს და
თხრილს ზემოთ უჭირავს.
სანამ მონა ბროშურას კითხულობს, ელენს მასთან ცეცხლმოდებული
ფურცელი მიაქვს. ბედნიერი, მოღიმარი ოჯახების ფოტოები ალში ეხვევა.
მონა კივის და ბროშურას ძირს აგდებს. ისევ ალმოდებული ფურცლით
ხელში, ელენი ცეცხლში გახვეულ ოჯახის ფოტოს ფეხს ჰკრავს და
თხრილშიაგდებს. ცეცხლი, რომელიც ხელში უჭირავს, სულ უფრო
გიზგიზებს და კვამლს სიო ჰაერში ფანტავს.
სრულიად უმიზეზოდ ნეში და მისი ცეცხლმოდებული
პატრუქი მახსენდება. ელენი ამბობს:
– მე აქ სამხიარულოდ არა ვარ. – და თავისუფალი ხელით მანქანის
გასაღებს მიწვდის.
და სწორედ ამ დროს ხდება. ოისტერი ელენს უკნიდან კისერში ავლებს
ხელს და ცდილობს წააქციოს. ელენი ხელს ჰაერში ასავსავებს, რომ
წონასწორობა დაიცვას და არ წაიქცეს. ოისტერი მას ცეცხლმოკიდებულ
ფურცელს ხელიდან ჰგლეჯს. მიმაძინებელს.
ელენი ოისტერს ხელიდან უსხლტება და ბეტონის ტროტუარზე
მუხლებზე ეცემა. ძლიერი ტკივილისაგან კივის და ტროტუარიდან
თხრილში ვარდება. მანქანის გასაღები ისევ მომუჭული აქვს.
ოისტერი ალმოდებულდებულ ფურცელს ბარძაყზე ირტყამს, რომ
ცეცხლი ჩააქროს. ფურცელს ორივე ხელით იჭერს და ცდილობს,
სტრიქონები სწრაფად ჩაიკითხოს, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი,
საიდანაც ფურცელს ცეცხლი უკიდია.
182
ფურცელს მხოლოდ მაშინ აგდებს, როცა ორივე ხელზე ალი ედება.
ყვირის: – არა! – და დამწვარ თითებს პირში იდებს.
მონა უკან იხევს. ყურებზე ხელებს იფარებს. თვალები მაგრად აქვს
დახუჭული.
ელენი ხელებსა და მუხლებზე დგას თხრილში. მის გვერდით ბროშურა
იწვის. ოისტერს აჰყურებს. შეიძლება ითქვას, რომ ოისტერს განაჩენი
გამოტანილი აქვს და სიკვდილს ვერ გადაურჩება. ელენს ვარცხნილობა
აშლია, ვარდისფერი თმა თვალებზე აქვს ჩამოშლილი. წინდები –
მუხლებზე დახეული. მუხლები – დასისხლიანებული.
– არ მოკლა! – კივის მონა. – არ მოკლა, ძალიან გთხოვ! არ მოკლა!
ოისტერი მუხლებზე ეცემა და დამწვარ ფურცელს იღებს.
ნელა, ძალიან ნელა, ისე, როგორც საათის ისარი გადაადგილდება
ციფერბლატზე, ელენი ფეხზე დგება. სახე სულ წითელი აქვს. მაგრამ
ბირმული ლალივით წითელი კი არა, არამედ უფრო იმ სისხლივით,
მუხლებიდან რომ სდის.
ოისტერიმუხლებზედგას. ელენი თავზე ადგას. მონას ყურებზე ხელები
აქვს აფარებული, თვალები კი – მაგრად დახუჭული. ოისტერს ხელში
ფერფლად ქცეული ქაღალდი უჭირავს. ელენს სისხლი სდის. ამ სცენას
ტელეფონის ჯიხურიდან ვადევნებ თვალს. ბიბლიოთეკის სახურავიდან
შაშვების გუნდი აფრინდა.
ოისტერი ბოროტი, ბოღმიანი, აგრესიული ვაჟია, რომელიც
ელენს ეყოლებოდა, ვაჟი რომ ჰყოლოდა. ძალაუფლებისკენ
სწრაფვა. ისევე, როგორც ძველად.
– მიდი, – ეუბნება ოისტერი. თავს მაღლა სწევს, რომ ელენის მზერა
დაიჭიროს. ტუჩის კუთხით იცინის და ეუბნება: – შენ ხომ შენი ნამდვილი
შვილი მოკალი. ახლა შეგიძლია, მეც მომკლა.
და ამ დროს ეს ხდება. ელენი მუშტს, რომელშიც გასაღები აქვს
მოქცეული, ოისტერს სახეში ურტყამს. ერთი წამის შემდეგ – კიდევ უფრო
მეტი სისხლი.
კიდევ ერთი იარებიანი პარაზიტი. კიდევ ერთი დასახიჩრებული კარადა.
ელენი ოისტერის დასისხლიანებულ სახეს მზერას სწყვეტს და შაშვების
გუნდს გასცქერის. ფრინველები ერთიმეორის მიყოლებით ძირს ცვივიან.
183
მათი შავი ფრთები ზეთისფერ-ლურჯად მოჩანს. მკვდარი თვალები
მინის შავ მძივებს მიუგავთ. ოისტერს ხელები სახესთან მიაქვს. ორივე
ხელი უსისხლიანდება. ელენი ცაში იყურება. მკვდარი, შავი ჩიტები
ასფალტზე ცვივიან. ჩვენ გარშემო.
კონსტრუქციული დესტრუქცია.

თავი 31

ქალაქიდან დაახლოებით ერთ მილში ელენი მანქანას გზატკეცილის


ნაპირას აჩერებს. საავარიო სიგნალს რთავს. ხელებს დასცქერის საჭეზე.
ხელებს, რომლებზეც ხბოს ტყავის რბილი ხელთათმანები აქვს
შემოჭერილი. ის ამბობს:
– გადადი! საქარე მინაზე წვრილი წვეთები ჩანს. წვიმა იწყება.

– კარგი, – ამბობს ოისტერი და მანქანის კარს ხელის კვრით აღებს. ის


ამბობს: – სწორედ ასე არ ექცევიან ძაღლებს, რომელთა გაწვრთნაც ვერ
შეძლეს?
სახე და ხელები სისხლით აქვს გათხუპნილი. სატანის სახე. მაგარი,
წითელი ქერა თმა შუბლს ზემოთ აქვს აპრეხილი, სატანის რქებივით.
თხის წითური წვერი. მთელს ამ სიწითლეში თეთრი, თეთრი თვალები –
თეთრ დროშასავით თეთრი კი არა, რომელსაც მოწინააღმდეგე
კაპიტულაციის ნიშნად სწევს, არამედ მაგრად მოხარშული კვერცხის
ცილასავით თეთრი, იმ კვერცხისა, დასახიჩრებული ქათამი რომ დებს
ინკუბატორის გალიაში. ტანჯვის, მწუხარებისა და სიკვდილის
მასობრივი წარმოების კვერცხი.
– ადამი და ევაც სწორედ ასე გამოაძევეს ედემის ბაღიდან – ამბობს
ოისტერი. გზატკეცილზე დგას, ღორღის ზოლთან. ფანჯრისკენ იხრება,
მონასკენ, რომელიც მანქანაში ისევ უკან ზის და ეუბნება: – შენ
წამოხვალ, ევა?
აქ საქმე სიყვარულში აღარ არის, ძალაუფლებაშია.
ოისტერის ზურგს უკან მზე ჩადის. იქ რუსული ნარშავები,
შოტლანდიური წნორები და პუერარიებია. მთელი სამყაროს დომხალია
მის ზურგს უკან.
184
და მონა, თმაში ჩაწნული დასავლური ცივილიზაციის ნანგრევებით,
სიზმრების დამჭერის ნატეხებით და ი-ცზინის მონეტებით, დაჰყურებს
თავის შავფრჩხილებიან ხელებს, რომლებიც მუხლებზე უწყვია და
ამბობს:
– ოისტერ, რაც შენ გააკეთე, არ იყო სწორი.
ოისტერი დასისხლიანებულ ხელს მანქანაში ყოფს, მონას უწვდის და
ამბობს:
– თუთა, მიუხედავადმაგ შენი კარგი ზრახვებისა მცენარეების მიმართ, ამ
მოგზაურობიდან არაფერი გამოვა. – ის ამბობს: – წამოდი ჩემთან
ერთად. მონა კბილებს მაგრად აჭერს ერთმანეთს, ოისტერს უყურებს და
ეუბნება:
– შენ გადამიგდე წიგნი ინდიელთა ხელოვნების შესახებ. – ამბობს ის. – მე
ის წიგნი ძალიან მჭირდებოდა. არის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ
სჯერა, რომ ცოდნა ძალაა.
– თუთა, ჩემო თვალის სინათლევ, – ოისტერი თავზე ხელს უსვამს და
მონას თმა სისხლიან ხელზე ეწებება. თმის კულულს ყურს უკან უწევს
და ამბობს: – ის ხომ გულის ამრევი წიგნი იყო.
– კარგი რა, – ამბობს მონა, უკან იწევს და გულხელს იკრეფს.
– კარგი რა, – ამბობს ოისტერი და მანქანის კარს აჯახუნებს. შუშაზე მისი
ხელის სისხლიანი ანაბეჭდი რჩება.
მაღლა აწეული სისხლიანი ხელით ოისტერი მანქანას შორდება, თავს
აქნევს და ამბობს:
– დამივიწყეთ. მე მხოლოდ ღმერთის უბრალო ალიგატორი ვარ,
რომელიც შეგიძლიათ, უნიტაზში ჩარეცხოთ.
ელენს მანქანა ნეიტრალურიდან მოძრაობის რეჟიმში გადაჰყავს.
რომელიღაც ღილაკს აჭერს ხელს და კარი, რომლიდანაც ოისტერი
გადავიდა, იკეტება.
და გარედან, დაგუდულად და გაურკვევლად, ოისტერი ღრიალებს:
– შეგიძლიათ ჩამრეცხოთ, მაგრამ იცოდეთ, მძღნერის ჭამას მაინც არ
მოვეშვები. – ის ყვირის: – მე უბრალოდ გავიზრდები და გავიზრდები.
ელენი მოხვევის ციმციმას რთავს და გზატკეცილზე მოძრაობას იწყებს.
185
– შეგიძლიათ დამივიწყოთ, – ყვირის ოისტერი. ოისტერი თავისი
წითელი, სატანის სახით და დიდი თეთრი კბილებით. ის ყვირის: –
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვარსებობ.
სრულიად უმიზეზოდ პირველი უწყვილო პარკიხვევია მაგონდება,
ფანჯრიდან რომ გაფრინდა მედფორდში, მასაჩუსეტსის შტატში, 1860
წელს.
ელენი საჭიდან ცალ ხელს იღებს, ერთი თითით თვალს ეხება და ხელს
კვლავ საჭეზე დებს. ხელთათმანი უფრო მუქი ყავისფერია. სველი.
უკეთესი თუ უარესი. უფრო მდიდარი თუ უფრო ღარიბი. ესაა მისი
ცხოვრება. მონა ორივე ხელს სახეზე იფარებს და სლუკუნს იწყებს.
ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3... რადიოს ვრთავ.
186
თავი 32

პატარა ქალაქს რუკაზე სტოუნ რივერი ჰქვია. სტოუნრივერი, ნებრასკა.


მაგრამ როცა მე და სერჟანტი ქალაქში შევდივართ, მაჩვენებელ ფარზე
სახელწოდებას ზემოდან გადაწერილი აქვს «შივაპურამი».
ნებრასკა.
მოსახლეობა 17 000.
ქუჩის შუაში, პირდაპირ გამყოფ ხაზზე, თეთრ-ყავისფერი ძროხა
მიაბოტებს. იძულებული ვართ, გვერდი ავუქციოთ. ძროხა უშფოთველად
იცოხნის და ყურსაც არ იბერტყავს.
ქალაქის ცენტრში წითელი აგურით ნაშენები ბინების ორი კვარტალი
დგას. ორი მთავარი ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი ყვითლად ციმციმებს.
შავი ძროხა ლითონის ბოძზე, გაჩერების ნიშანთან, გვერდს იფხანს.
თეთრი ძროხა ფოსტის განყოფილების შენობის ფანჯარაზე მდგარ
ქოთანში კვირისტავას ღეჭავს. კიდევ ერთი ძროხა პოლიციის უბნის
შესასვლელთან წევს ტროტუარზე.
კარის და პაჩულის სუნი დგას. შერიფის მოადგილეს სანდლები აცვია.
შერიფის დამხმარეს, ფოსტალიონს, ოფიციანტ ქალს კაფეში, ბარმენს
ტავერნაში – ყველას შავი წერტილი აქვს თვალებს შორის. ბინდი.[13]
– ღმერთო ჩემო, – ამბობს სერჟანტი. – მთელი ქალაქი ახლა ინდუისტურ
რელიგიას მისდევს.
ყოველკვირეულ ჟურნალ «ფსიქიკის იდუმალებათა ბიულეტენის» ბოლო
ნომრის მიხედვით, ყოველივე ამის მიზეზი მოლაპარაკე ძროხა იუდაა.
სასაკლაოზე მთავარი ოპერაციაა საქონლის შეტყუება ნაფენზე, რომელიც
პირდაპირი გზაა «სიკვდილის საკნისაკენ». ძროხები ფერმებიდან
მიჰყავთ. ისინი დაბნეულები და შეშინებულები არიან. გაჭედილ
სატვირთო მანქანაში საათების თუ დღეების გატარების შემდეგ,
უწყლობისგან გამოფიტულ, უძინარ და გაწამებულ ძროხებს
შემორაგვულ მინდორზე მიერეკებიან სასაკლაოს გვერდით.
ძროხების შიგნით შეყვანის უტყუარი საშუალებაა მათთვის ძროხა-იუდას
მიგზავნა. ამ ძროხას სწორედ ასე ეძახიან. ის სასაკლაოებში ჰყავთ.
187
დასაკლავად განწირულ ძროხებთან მიუშვებენ. მათთან ერთად დადის
მინდორში და სასაკლაოსკენ მიუძღვება დაბნეულ, შეშინებულ ძროხებს,
რომლებიც არსად არ წავლენ, თუ წინ ძროხა-იუდა არ წაუძღვა.
სულ ბოლოს, როცა ნაჯახამდე, დანამდე ან ფოლადის წნელამდე ერთი
ნაბიჯი რჩება, ძროხა იუდა გვერდზე გადის. მას სიცოცხლეს
უნარჩუნებენ, იმისათვის, რომ სიკვდილისკენ ძროხების მორიგი ნახირი
წაიყვანოს. ძროხა-იუდა ამას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში
აკეთებს.
და აი, როგორც «ფსიქიკის იდუმალებათა ბიულეტენი» იუწყება,
სტოუნრივერის ხორცის დამამუშავებელ ქარხანაში ძროხა-იუდა
ერთხელ შეჩერდა.
ის დადგა და სასაკლაოს შესასვლელი გადაკეტა. ამით უარი თქვა,
გვერდზე გამდგარიყო და ნახირი, რომელიც უკან მიჰყვებოდა,
სასიკვდილოდ გაეწირა. სასაკლაოს თანამშრომლების თვალწინ
ძროხაიუდა უკანა ფეხებზე ჩაჯდა, ძაღლებს რომ სჩვევიათ, ისე, ზედ
შესასვლელთან, იქ შეკრებილ ხალხს თავისი ყავისფერი, ძროხული
თვალებით შეხედა და ალაპარაკდა. ძროხა-იუდა ადამიანის ხმით
ალაპარაკდა. მან თქვა:
– შეწყვიტეთ ხორცის ჭამა. ეს ცუდი ჩვევაა.
ახალგაზრდა ქალის მსგავსი ხმა ჰქონდა. მის ზურგს უკან მდგარი
ძროხები იცდიდნენ, ფეხს ინაცვლებდნენ, სიმძიმის ცენტრი ერთი
ფეხიდან მეორეზე გადაჰქონდათ.
სასაკლაოს გაშტერებულმა თანამშრომლებმა პირი დააღეს ისე სწრაფად,
რომ სიგარეტიც კი გამოუვარდათ პირიდან და სისხლიან იატაკზე
დავარდა. ერთ კაცს საღეჭი თამბაქო გადაეყლაპა. ერთმა ქალმა პირზე
ხელი მიიდო და დაიყვირა.
უკანა ფეხებზე ჩამჯდარმა ძროხა-იუდამ წინა ფეხი ასწია, ჩლიქი
სასაკლაოს თანამშრომლებისკენ გაიშვირა და თქვა:
– გზა მოქშისკენ სხვა არსებების ტკივილსა და ტანჯვაზე არ გადის.
მოქშა, როგორც ეს «ფსიქიკის იდუმალებათა ბიულეტენშია»
განმარტებული, სანკრისტზე ცოდვების გამოსყიდვას, რეინკარნაციის
კარმული ციკლის დასასრულს ნიშნავს.
188
ძროხა-იუდა მთელი დღე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ ადამიანებმა
ბუნების სამყარო გაანადგურეს. მან თქვა, რომ ადამიანებმა ცხოველების
ჟლეტა უნდა შეწყვიტონ. დედამიწაზე უნდა შემცირდეს ადამიანების
რაოდენობა, საჭიროა კვოტების სისტემის შემუშავება,
რომლითაც დედამიწაზე ადამიანების პროცენტული თანაფარდობა სხვა
ცხოველებთან შედარებით მკვეთრად შემცირდება. ადამიანებს
შეუძლიათ, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მაგრამ იმ პირობით, რომ
ისინი უმრავლესობაში არ იქნებიან.
ის დიდხანს ლაპარაკობდა. მსმენელებს ერთი სიმღერაც ასწავლა
ჰინდიზე. აიძულა ისინი, გუნდად ემღერათ, თვითონ კი ჩლიქის ქნევით
დირიჟორობდა.
ძროხამ ყველა მათ შეკითხვას უპასუხა სიცოცხლისა და სიკვდილის
შესახებ.
და მერეც ძროხა-იუდა ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.
და კვლავ აქ და ახლა. მე და სერჟანტი აქ ვართ, მომხდარი ფაქტის შემდეგ.
კუდიანებზე მონადირეები. ჩვენ ვაკვირდებით ყოველ ძროხას, რომელიც
ადგილობრივი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნიდან გამოუშვეს.
ცარიელი, წყნარი ქარხანა ქალაქის განაპირას მდებარეობს. ვიღაც კაცი
ბეტონის ნაცრისფერ შენობას ვარდისფრად ღებავს. მისი აშრამად[14]
გადაკეთება სურს. საქონლის გასასუქებელ მოედანზე ბოსტნეული
დაურგავთ.
იმ დღის შემდეგ ძროხა-იუდას ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს. ის ბალახს
ძოვს კერძო ეზოებში.
წყალს ჩიტების გეჯიდან სვამს. ქალაქის მცხოვრებლები მას კისერზე
ზიზილების წნულებს ჰკიდებენ.
– ისინი სხვისი სხეულის დროებით ხელში ჩაგდების შელოცვას იყენებენ,
– ამბობს სერჟანტი. ჩვენ ვჩერდებით და ველოდებით დასაკლავად
ნასუქი უზარმაზარი ღორის ჩავლას, რომელიც ძლივს მოძრაობს ჩვენი
მანქანის წინ. კიდევ რამდენიმე ღორი და ქათამი ფარდულის ქვეშ,
სამეურნეო მაღაზიის წინ დგას.
სხვისი სხეულის დროებით ხელში ჩაგდების შელოცვა საშუალებას
გაძლევს, შენი ცნობიერება სხვა არსების ფიზიკურ სხეულში გადაიტანო.
189
დიდხანს ვუყურებ და ვეკითხები, შენ ის ყვავი არა ხარ, ყვავს რომ უთხრა,
შე შავოო?
– ადამიანებში, ცხოველებში, – ამბობს სერჟანტი, – ნებისმიერ ცოცხალ
არსებაში შეგიძლია შენი ცნობიერების პროეცირება. და მე ვეუბნები,
უფრო დაწვრილებით ამიხსენი-მეთქი.
იმ კაცსვუვლით გვერდს, მომავალი აშრამის შენობას ვარდისფრად რომ
ღებავს. და სერჟანტი მეუბნება:
– მე თუ მკითხავ, რეინკარნაცია გარდაუვალის გადავადების კიდევ ერთი
საშუალებაა.
და მე ვეუბნები, ჰო, ჰო, ჰო, შენ ეგ უკვე ნათქვამი გაქვს.
სერჟანტი ხელს მიწვდის. დანაოჭებულ, დალაქავებულ ხელს და მას ჩემს
ხელს ზემოდან ადებს. ხელის მტევანი ჭაღარა თმით აქვს დაფარული.
თითები გასცივებია – პისტოლეტი დიდხანს ეჭირა ხელში. ხელს მაგრად
მიჭერს და მეუბნება:
– ისევ გიყვარვარ?
და მე მე ვეუბნები, სხვა რაღა დამრჩენია-მეთქი.
190
თავი 33

ხალხის მასა ჩვენ ირგვლივ – ქალები ბრეტელებიანი მაისურებით,


მოშიშვლებული ზურგებით, და კაცები კოვბოურ ქუდებში. ჯოხებზე
ჩამოცმულ კარამელის ვაშლებს მიირთმევენ და ყინულის ბურბუშელას
ქაღალდის კონუსებში. ყველგან მტვერია. ელენს ვიღაც ფეხზე ფეხს
ადგამს. ელენი ფეხს უკან სწევს და ამბობს:
– როგორც ვატყობ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ადამიანს ვკლავ.
მოსაკლავი მაინც მეტი რჩება.
მე ვეუბნები, მოდი, საქმეზე ნუ ვილაპარაკებთ-მეთქი.
მიწა ერთმანეთზე გარდიგარდმო გადადებული შავი, სქელი
კაბელებითაა მოფენილი. შორს, სიბნელეში. იქ, სადაც სინათლე არ
აღწევს, დიზელის ძრავები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
დიზელის, ჩახრაკული საჭმლის, ნარწყევის და შაქრის ფხვნილის სუნი
დგას. ეს ახლა გართობად ითვლება.
ზემოდან ყვირილის ხმა აღწევს. მონას სახე კრთება. ნეონით კაშკაშებს
ატრაქციონის სახელი
«რვაფეხა». ლითონის შავი ნაჭრები მრუდე ჩხირებივით ტრიალებს
ღერძის გარშემო და თან ზევით-ქვევით ადი-ჩამოდის. ყოველი ჩხირის
ბოლოს სკამია და თითოეული მათგანი თავისი საკუთარი ღერძის
გარშემო ბრუნავს. ზემოდან ისევ ყვირილის ხმა აღწევს. შავ-წითელი თმა
ჰაერში ფრიალებს. მონას ამულეტებიანი ვერცხლის ძეწკვი გვერდზე
მოჰქცევია. ორივე ხელით უსაფრთხოების ძელსაა ჩაჭიდებული.
მონას თმიდან სცვივა დასავლური ცივილიზაციის ნარჩენები: კოშკურები
და გოდოლები და საკვამურები. ი-ცზინის მონეტები ტყვიებივით
დაქრიან ჩვენ გვერდით. ელენი უყურებს და ამბობს:
– ეტყობა მონამ ფრენის შელოცვა ჩაიგდო ხელში.
ჩემი პეიჯერი ისევ წრიპინებს. იგივე ნომერია, რომელიც პოლიციის
დეტექტივს ჰქონდა. ახალი მხსნელი უკვე კვალში მიდგას.
რაც უფრო მეტი ხალხი კვდება, ყველაფერი უფრო მეტად რჩება
ისევე, როგორც იყო. პეიჯერი გამოვრთე.
ელენიუყურებს მონას, რომელიც წივის და ამბობს:
191
– ცუდი ამბავია?
მე ვეუბნები, ისეთი არაფერი-მეთქი.
ვარდისფერ მაღალ ქუსლებზე მდგარი ელენი ტალახსა და ნახერხში შავ
კაბელებს ზემოდან აბიჯებს.
ხელს ვუწვდი და ვეუბნები: – მოდი!
ის ჩემს ხელს იღებს და მე აღარ ვუშვებ. ისიც თითქოს არ უნდა იყოს
წინააღმდეგი. ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. კარგია.
რამდენიმე დიდი ბეჭედიღა აქვს დარჩენილი და ეს სულაც არ არის ისე
მტკივნეული, როგორც შეიძლებოდა გევარაუდა.
მბრუნავი კარუსელები ჰაერს ანაგვიანებენ ჩვენ გარშემო.
ბრილიანტისფრად, ზურმუხტისფრად, ლალისფრად, ფირუზისა და
ციტრონისფრად, ნარინჯისფრად და
ქარვისფრად. უამრავ ბოძზე მიმაგრებული დინამიკიდან როკ-მუსიკა
გრიალებს.
ეს როკ-ოჰოლიკები. ეს სიწყნარ-ოფობები.
ელენს ვეკითხები, «ეშმაკის ბორბალზე» ბოლოს როდის იჯექი-მეთქი.
ყველგან ქალები და კაცები, ხელჩაკიდებულები, ერთმანეთს კოცნიან და
ვარდისფერი შაქრის ბამბის ნაჭრებს აჭმევენ. გვერდიგვერდ მიაბიჯებენ.
თითოეულს ერთი ხელი თავისი პარტნიორის შემოჭერილი ჯინსის უკანა
ჯიბეში უდევს. ელენი ბრბოს უყურებს და ამბობს:
– გთხოვ, სწორად გამიგო, მაგრამ როდის გააკეთე ეს უკანასკნელად?
– უკანასკნელად – რა?
– იცი შენ.
– არა ვარ დარწმუნებული, სულ ბოლოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა,
მაგრამ ეს თვრამეტი წლის
წინ იყო. და ელენი იღიმება
და ამბობს: – რა გასაკვირია,
რომ ასე სასაცილოდ
დადიხარ, – ამბობს ის. – მე კი
192
ოცი წლის წინ. მერე ჯონი
გარდაიცვალა.

მიწაზე, ხის ნახერხს და კაბელებს შორის, გაზეთის დაჭმუჭნილი


ფურცელი გდია. ფურცელზე სამსვეტიანი განცხადებაა დაბეჭდილი:
სააგენტო «ელენ ბოილი, უძრავი ქონების გაყიდვის» კლიენტთა
საყურადღებოდ
განცხადებაში ნათქვამია: «თქვენ მოჩვენებებიანი სახლი მოგყიდეს? თუ
ასეა, მაშინ გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის მითითებულ ნომერზე და
მსგავსი პრობლემის მქონე სხვა პირებს შეუერთდეთ, რათა
სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანოთ».
ოისტერის მობილურის ნომერი. და მე ელენს ვეკითხები, ამის შესახებ
რატომ მოუყევი-მეთქი.
ელენი საგაზეთო განცხადებას დაჰყურებს. თავისი ვარდისფერი
ფეხსაცმლით მას ტალახში ასრესს და ამბობს:
– იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ მოვკალი. ის ხანდახან ძალიან
მომხიბლავია.
ტალახში ჩასრესილ გაზეთში განცხადების გვერდით კიდევ ერთი
გარდაცვლილი მოდელის ფოტოა.
ელენი «ეშმაკის ბორბალს» უყურებს, წითელი და თეთრი მოციმციმე
სინათლეებით განათებულ კაბინას და ამბობს:
– ძალიან მაცდურად გამოიყურება.
კაცი ბორბალს აჩერებს. მე და ელენი პლასტმასის წითელ სკამზე
ვსხდებით და კაცი უსაფრთხოების ძელს გვიმაგრებს მუხლების
გასწვრივ. შემდეგ თავის კაბინაში ბრუნდება და ბერკეტს სწევს.
დიზელის ძრავა ირთვება. «ეშმაკის ბორბალი» ტორტმანებს, გეგონება
ახლა საწინააღმდეგო მხარეს დაიძვრებაო და მე და ელენი სიბნელეში
ზევით მივემართებით.
ბნელი ცისკენ მოძრაობისას სადღაც შუა გზაზე ბორბალი უცებ ძაგძაგს
იწყებს და ჩერდება. ჩვენი სავარძლი ირყევა და ელენი სასწრაფოდ
უსაფრთხოების ძელს ეჭიდება. თითიდან ბრილიანტის ბეჭედი სძვრება
და ძირს ეშვება – კაშკაშა სინათლეებსა და ბოძკინტებს, ფერადოვან
193
ციმციმსა და მოღიმარ სახეებს შორის – პირდაპირ ძრავაში, რომელსაც
კბილანები აბრუნებს.
ელენიმას თვალებით აცილებს და ამბობს: – ეს
დაახლოებით ოცდათხუთმეტი ათასი დოლარია.
და მე ვეუბნები, იქნებ არაფერიც არ მოუვიდეს, ეს ხომ
ბრილიანტიამეთქი. ელენი კი ამბობს:
– საქმეც ეგ არის, ბრილიანტები ყველაზე მაგარია იმ მაგარ სხეულებს
შორის, რომლებიც კი ბუნებაში არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ისინი მაინც ტყდება, მუდმივ წნევას და დაწოლას კი უძლებს, მაგრამ
მოულოდნელმა, ძლიერმა და მკვეთრმა დარტყმამ ბრილიანტი
შეიძლება მტვრად აქციოს.
ქვემოთ მონა დგას. ის ნახერხზე გამორბის და პირდაპირ ჩვენ ქვეშ დგება.
ხელებს იქნევს, ადგილზე დახტის და ყვირის:
– უჰუუ! წადი, ელენ!
ბორბალი ტორტმანებს და ისევ იწყებს მოძრაობას. სავარძელი ირყევა და
ელენის საფულე პლასტმასის ზედაპირზე მისრიალებს და ჩავარდნას
აპირებს, მაგრამ ელენი ასწრებს ხელის ჩავლებას. ნაცრისფერი ქვა ისევ
შიგ დევს. ოისტერის კუდიანების კრებულის საჩუქარი. ელენი საფულეს
კი იჭერს, მაგრამ მისი საქმიანი დღიური სკამიდან ცურდება, ჰაერში
იშლება ფურცლების შრიალით და მტვერში ვარდება. მონა გარბის და
იღებს.
ის დღიურს ბარძაყზე ირტყამს, რომ ნახერხი ჩამობერტყოს, შემდეგ
თავს ზემოთ აქნევს იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი რიგზეა. ელენი
ამბობს:
– ღმერთო, კარგად გვიმყოფე მონა. მე ვეუბნები, მონამ მითხრა, რომ
შენ ჩემს მოკვლას გეგმავდი-მეთქი. და ელენი მეკითხება:
– მე კი მითხრა, რომ შენ გინდოდა ჩემი მოკვლა. ჩვენ ერთმანეთს
შევცქერით.
მე ვამბობ:
– ღმერთო, კარგად გვიმყოფე მონა. და ელენი მეუბნება:
194
– კარამელიან სიმინდს მიყიდი?
ქვემოთ, მიწაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვშორდება, მონა
დღიურის ფურცლებს შლის. ყოველდღე – ელენის მსხვერპლთა გვარები.
ფერად, მოციმციმე სინათლეებს იქით შავ ცას შევცქერით. ახლა ცოტათი
ახლოს ვართ ვარსკვლავებთან. მონამ ერთხელ თქვა, ვარსკვლავები
საუკეთესო რამაა, რაც კი ადამიანის
ცხოვრებაში არსებობსო. სხვა მხარეში, სადაც ადამიანები სიკვდილის
შემდეგ მიდიან, ისინი ვარსკვლავებს ვერ ხედავენ.
იფიქრე უსაზღვრო, ღია კოსმოსზე, სასტიკ სიცივესა და სიმშვიდეზე.
ზეცაზე, სადაც ჯილდო ყველაფრისათვის სიმშვიდეა.
ელენს ვეუბნები, რომ სახლში უნდა წავიდე, რადგან რაღაცეები
მოსაწესრიგებელი მაქვს. თანაც მალე უნდა დავბრუნდე, სანამ
მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესებულა-მეთქი.
მკვდარი მანეკენები. ნეში. პოლიციის დეტექტივები და ა. შ. არ ვიცი,
მიმაძინებელი შელოცვა საიდან ჩაიგდო ხელში.
სულ უფრო და უფრო მაღლა მივიწევთ. სულ უფრო შორს და შორს
სუნებისა და დიზელის ძრავას გუგუნისგან. სიცივესა და სიწყნარეში
შევდივართ. მონა, რომელიც დღიურს კითხულობს, სულ უფრო და უფრო
პატარავდება. ბრბო, ხალხის ფული, იდაყვები და კოვბოური ჩექმები –
ყველაფერი პატარავდება. კვების ჯიხურები და გადასატანი ტუალეტების
კაბინები. ყვირილი და როკ-მუსიკა – კიდევ უფრო.
სულ მთლად მწვერვალზე ბორბალი ტორტმანებს და ჩერდება. ჩვენი
კაბინა სულ უფრო და უფრო ნელა ირხევა და ბოლოს ისიც ჩერდება. აქ,
მაღლა, ღამის სიო ელენის ვარდისფერ თმას ელამუნება. ნეონის შუქი,
ცხიმი და ტალახი – აქედან, მაღლიდან, ყველაფერი სრულყოფილად
გეჩვენება. სრულყოფილად, საიმედოდ და უსაფრთხოდ. ბედნიერად.
მუსიკა – უბრალოდ დაგუდული რიტმი – ბუმ, ბუმ, ბუმ.
აი, ასე უნდა ვხედავდეთ ღმერთს.
ელენი მბრუნავ კარუსელს, კაშკაშა ფერად სინათლეებს და წივილკივილს
გადასცქერის და ამბობს:
195
– მიხარია, რომ შენ ჩემზე ყველაფერი შეიტყვე. მე ალბათ სულ მქონდა
იმედი, რომ ამას ვინმე იზამდა. – ამბობს ის. – მიხარია, რომ ეს შენ
აღმოჩნდი.
– შენი ცხოვრება არც ისე ცუდია. – ვამბობ მე, – შენ გაქვს ძვირფასეულობა.
შენ გყავს პატრიკი.
– და მაინც, – ამბობს ის, – კარგია, როცა გყავს ადამიანი, რომელმაც ყველა
შენი საიდუმლო იცის.
დღეს ცისფერი კოსტიუმი აცვია, მაგრამ მეჟოლიას ჩვეულებრივი
კვერცხივით მუქი ცისფერი კი არა, არამედ მეჟოლიას იმ
კვერცხივით ლურჯი, ტყეში რომ პოულობ და სწუხხარ, რომ მისგან
აღარაფერი გამოიჩეკება, რადგან ბარტყი უკვე მკვდარია. შემდეგ კი
ჩიტი მაინც იჩეკება და შენ ახლა იმაზე სწუხხარ, თუ რა ქნა შემდეგ.
ელენი ხელზე ხელს მადებს და ამბობს: – მისტერ სტრიტორ, შენ
სახელი გაქვს?
კარლი. მე ვამბობ, კარლი, კარლ სტრიტორი.
მე ვეკითხები, შუახნის რატომ მიწოდე-
მეთქი. და ელენი იცინის და მეუბნება:
– იმიტომ, რომ ასეცაა. მე და შენ ორივენი შუახნისები ვართ.
ბორბალი კვლავ ირყევა და ჩვენ ქვემოთ ვეშვებით.
და მე ვეუბნები: შენი თვალები. და მე ვეუბნები: ცისფერია.
და ეს არის ჩემი ცხოვრება.
ჩვენ ქვემოთ ჩავდივართ, სულ ბოლომდე, და კაცი უსაფრთხოების ძელს
ზემოთ სწევს. მე ვდგები, ელენს ხელს ვუწვდი და გადმოსვლაში
ვეხმარები. ნახერხი რბილი და ფხვიერია და ჩვენ ბრბოში მივიკვლევთ
გზას, ყოველ ნაბიჯზე ვბარბაცებთ. ერთმანეთისთვის წელზე ხელი
გვაქვს შემოხვეული. მონასთან მივდივართ, რომელიც ისევ საქმიან
დღიურს კითხულობს.
– წავიდეთ, კარამელიანი სიმინდი მოვძებნოთ, – ამბობს ელენი, – კარლი
შეგვპირდა, გიყიდითო.
196
მონას ხელში გადაშლილი დღიური უჭირავს. ზემოთ იხედება, პირი
ცოტათი გაღებული აქვს. თვალებს ახამხამებს – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ,
შემდეგ ოხრავს და ამბობს:
– გრიმუარი, რომელსაც ვეძებთ... – ამბობს ის: – მე მგონი, ვიპოვეთ.
199
198
თავი 34

ზოგი ჯადოქარი შელოცვას რუნებით, საიდუმლო კოდირებული


სიმბოლოებით იწერს. როგორც მონა ამბობს, შელოცვას ზოგჯერ უკუღმა,
მარჯვნიდან მარცხნივ იწერენ, რომ მათი წაკითხვა მხოლოდ სარკეში
იყოს შესაძლებელი. მას სპირალურად იწერენ – ფურცლის ცენტრიდან
იწყებენ და კიდეებისკენ შლიან. შელოცვებს ისე იწერენ, როგორც ძველი
ბერძნები წერდნენ წყევლას ფირფიტებზე: ერთი სტრიქონი – მარცხნიდან
მარჯვნივ, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ, მესამე ისევ მარცხნიდან
მარჯვნივ და ა. შ. წერის ასეთ მეთოდს ისინი «ბუსტროფედონს»
უწოდებდნენ, იმიტომ, რომ ის იმეორებს გუთანში შებმული ხარის
მოძრაობას, რომელიც მინდორზე აქეთ-იქით დადის. არსებობს ჩაწერის
ისეთი მეთოდი, ამბობს მონა, რომელიც გველის მოძრაობას ბაძავს.
თითოეულ სტრიქონს ისე წერენ, თითქოს ისინი სხვადასხვა მხარეს
მიხოხავენ.
ერთადერთი წესი ის არის, რომ შელოცვა გაუგებარი უნდა იყოს. რაც
უფრო იდუმალებით მოცული და გაუგებარი იქნება, მით უფრო ძლიერია
შელოცვა. ჯადოქრებისთვის თვით ეს თავგზის აბნევა და
გასაიდუმლოებაა მაგია. ჯადოქრების და გრძნეულების მფარველს,
ღმერთ-მოგვს, ჰეფესტოსს, გადახლართული ან გადაჯვარედინებული
ფეხებით გამოსახავდნენ.
რაც უფრო მეტია იდუმალი და გაუგებარი შელოცვაში, მით უფრო ძლიერ
ზემოქმედებას ახდენს ის მსხვერპლზე, გონებას ურევს მას, მთლიანად
იპყრობს მის არსებას. მსხვერპლი იბნევა, თავბრუ ეხვევა და
კონცენტრირების უნარს კარგავს.
დიდი ძმის მეთოდებს ჰგავს, ყველა თავისი სიმღერითა და ცეკვით.
ღორღიან გაჩერებაზე, სადღაც შუა გზაზე კარნავალსა და ელენის მანქანას
შორის, მონა საქმიან დღიურს თავს ზემოთ სწევს, ისე, რომ კარნავალის
სინათლეებმა მისი მხოლოდ ერთი ფურცელი გაანათონ. თავიდან
მხოლოდ ის ჩანს, რაც ელენმა იმ დღეს ჩაუწერა: თარიღი, სახელი და
გვარი კაპიტანი ანტონიო კეპელი, და სააგენტოს საქმეებთან
დაკავშირებული შეხვედრების სია. მომდევნო გვერდზე ასოების
მკრთალი მოხაზულობა ჩანს – წითელი სიტყვები, ყვითელი
წინადადებები, ლურჯი აბზაცები – იმისდა მიხედვით, რა ფერის სხივი
ეცემა ფურცელს.
199
– უხილავი მელანი, – ამბობს მონა. გვერდი ისევ სინათლეზე უჭირავს.
ჭვირნიშნებივით მკრთალი. ნაწერი-მოჩვენება.
– ამაზე ყდამ მიმანიშნა, – ამბობს მონა.
მუქი წითელი ტყავის ყდა, თითქმის გაშავებული მუდმივი ხმარებისაგან.
– ეს ადამიანის კანია, – ამბობს მონა.
ელენი ამბობს, ეს წიგნი ბეზილ ფრანკის სახლში ვიპოვე, ძველი წიგნია,
სასიამოვნოდ გამოიყურება, მხოლოდ ეს არის, რომ ცარიელია, სახლთან
ერთად შევიძინე, გარეკანზე შავი ხუთქიმიანი ვარსკვლავიაო.
– პენტაგრამა, – ამბობს მონა. – სანამ წიგნი გახდებოდა, ეს ვიღაცის
ტატუირება იყო. ეს პატარა ხორკლი კი – ის თითით წიგნის ყუას ეხება, –
ძუძუსთავია.
მონა წიგნს ხურავს, ელენს უწვდის და ამბობს: – შეეხე, იგრძენი. ეს
ძველიც კი არ არის, უძველესია.
ელენი ჩანთას ხსნის და ტყავის წყვილ თეთრ ხელთათმანს იღებს,
რომლებსაც მანჟეტებზე ღილები აქვს და ამბობს:
– არა, შენ გეჭიროს. მონა გადაშლილ წიგნს დაჰყურებს და ფურცლებს
შლის. ის ამბობს:
– რომ ვიცოდე, მელნის მაგივრად რას იყენებდნენ, ამის წაკითხვას
შევძლებდი.
თუ ამიაკით ან ძმრით წერდნენ, ამბობს ის, მაშინ წითელი კომბოსტო
უნდა მოხარშო და გვერდი ნახარშით გაწმინდო – მელანი მეწამულად
გადაიქცევა.
თუ სპერმით დაწერეს, მაშინ მისი წაკითხვა ფლუორესცენციული
განათების ქვეშ შეიძლება.
ვეკითხები, ადამიანები შელოცვებს სპერმითაც წერდნენ-მეთქი?
და მონა მეუბნება:
– მხოლოდ ყველაზე ძლიერ შელოცვებს.
თუ სიმინდის სახამებლის ხსნარით წერდნენ, გვერდი იოდით უნდა
გაიწმინდოს.
200
თუ ლიმონის წვენით დაწერეს, ამბობს მონა, გვერდის გათბობაა საჭირო
და მაშინ ასოები გაყავისფრდება.
– აბა, გასინჯე, – ამბობსელენი, – თუ მჟავეა, ესე იგი ლიმონია.
მონა წიგნს მკვეთრი მოძრაობით ხურავს. – ეს შელოცვების წიგნია, ათასი
წლის წიგნი, მუმიფიცირებული კანით აკინძული და, შესაძლოა,
ვიღაცის სპერმით დაწერილი შორეულ წარსულში. – და ელენს ეუბნება:
– შენ თვითონ ალოკე. და ელენი ეუბნება:
– კარგი, მივხვდი, რისი თქმაც გინდა. შეეცადე, სწრაფად წაიკითხო და
თარგმნო. და მონა ამბობს:
– მე ხომ არ მითრევია ის ათი წლის განმავლობაში, მე ხომ არ
გამინადგურებია, მე ხომ არ მიწერია ყველაფრის ზედაპირზე – წიგნი
ორივე ხელით უჭირავს და ელენს აჩეჩებს. – ეს უძველესი წიგნია.
ლათინურ და ძველბერძნულ ენაზეა დაწერილი. პლუს ძველი რუნები,
რომლებიც ახლა დაკარგულია, – ამბობს ის, – დრო დამჭირდება.
– აი, – ელენი ჩანთას ხსნის, ოთხად დაკეცილ ქაღალდს იღებს, მონას
უწვდის და ამბობს: – აი, მიმაძინებლის ეგზემპლარი. ერთმა კაცმა,
ბეზილ ფრანკმა გადათარგმნა.
თუ მას წიგნში მოყვანილ შელოცვას შევადარებთ, შენ შეგიძლია
გამოიყენო, გასაღებად ყველა სხვა შელოცვის იმავე ენაზე
გადასათარგმნად, – ამბობს ის, – როზეტის ქვასავით[15].
და მონა ხელს იწვდის, რომ დაკეცილი ქაღალდი გამოართვას.
მაგრამ მე მას ელენს ხელიდან ვგლეჯ და ვეკითხები, ეს დისკუსია
საერთოდ რატომ წამოვიწყეთ-მეთქი. ვეუბნები, რომ ჩვენი წიგნების
დაწვას ვფიქრობდი. ფურცელს ვშლი. 27-ე გვერდია რომელიღაც
ბიბლიოთეკის წიგნიდან მოპარული. და მე ვამბობ, რომ საჭიროა ამის
შესახებ ვიფიქროთ.
ელენს ვეკითხები, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა, მონას ასე
მოექცემეთქი. ამ შელოცვამ ორივეს დაგვინგრია ცხოვრება. და, გარდა
ამისა, ვამბობ მე, იმას, რაც მონამ იცის, ოისტერიც შეიტყობს.
ელენი თეთრ ხელთათმანებს იცვამს, მანჟეტებზე ღილებს იკრავს, ხელს
მონასკენ იწვდის და ამბობს:
– მომეცი წიგნი.
201
– მე შემიძლია ამის გაკეთება, – ამბობს მონა.
ელენი ხელს იქნევს დაეუბნება:
– არა, ასე აჯობებს. მისტერ სტრიტორი მართალია. ეს წიგნი ყველაფერს
შეცვლის შენს ცხოვრებაში.
ღამის ჰაერი სავსეა სინათლის ფერადი ანაშუქებით და შორიდან
მოღწეული წივილ-კივილით.
და მონა ამბობს:
– არა! – და წიგნს ორივე ხელით მკერდზე იკრავს.
– ხომ ხედავ, – ამბობს ელენი, – უკვე დაიწყო. როცა ძალაუფლებას ფლობ,
თუნდაც მცირეს, მაშინვე მეტის სურვილი გიჩნდება.
მონას ვეუბნები, ელენს წიგნი მიეცი-მეთქი.
მონა ზურგს გვაქცევს და ამბობს:
– ეს წიგნი მე ვიპოვე. და მარტო მე შემიძლია მისი წაკითხვა. თავს ჩემკენ
აბრუნებს, მხარს ზემოდან მიყურებს და ამბობს: – შენ კი... შენ მისი
განადგურება იმიტომ გინდა, რომ შენი გაზეთისთვის რაღაც შეთითხნო
და გაყიდო. შენ გინდა, ყველაფერი გაირკვეს და უსაფრთხო გახდეს,
რომ ამაზე წერა შეიძლებოდეს. და ელენი ეუბნება:
– მონა, საყვარელო, არ გინდა...
მონა თავს აბრუნებს, ელენს მეორე მხარს ზემოდან უყურებს და ეუბნება:
– შენ კი ის გინდა, რომ მთელ სამყაროზე გაბატონდე. შენთვის ფული და
ძალაუფლებაა მთავარი. – მხრებს წინ ხრის, წიგნს თითქოს მთელი
სხეულით ეხვევა, დაჰყურებს მას და ამბობს: – ამ წიგნს მარტო მე
ვაფასებ იმის გამო, რასაც ის წარმოადგენს.
მე ვეუბნები:
– ყური დაუგდე ელენს.
– ეს ჩრდილების წიგნია, – ამბობს მონა. – ნამდვილი ჩრდილების წიგნი.
ის ნამდვილი ჯადოქრის ხელში უნდა იყოს. მომეცით მისი
გადათარგმნის ნება და ყველაფერს გაგიზიარებთ, რის გაგებასაც
შევძლებ. გპირდებით.
202
მიმაძინებლიან ფურცელს ვკეცავ და უკანა ჯიბეში ვიდებ. ნაბიჯს ვდგამ
მონასკენ. ელენს ვუყურებ. ის თავს მიქნევს.
მონა, რომელსაც ჯერაცზურგი აქვს შექცეული, ამბობს:
– მე პატრიკს უკან დავაბრუნებ. – ის ამბობს: – ყველა პატარა ბავშვს უკან
დავაბრუნებ.
უკნიდან წელზე ვხვევ ხელს და ჰაერში ვწევ. მონა წივის, ქუსლებს
წვივებზე მირტყამს, იგრიხება, ცდილობს, ხელიდან დამისხლტეს, თან
წიგნი მაგრად უჭირავს. ხელებს იღლიებში ვუცურებ და თითებით ვეძებ,
სანამ ვეხები მას – ადამიანის მკვდარ კანს. მკვდარი ძუძუსთავები. მონას
ძუძუსთავები. მონა წივის და ფრჩხილებს ხელებში მასობს, რბილ კანში,
ჩემს თითებს შორის. მე მაჯაში ვავლებ ხელს და მკვეთრი მოძრაობით
ხელს ზემოთ ვაწევინებ და ვუგრეხ, სანამ წიგნი ძირს ვარდება. მონა
წიხლებს იქნევს და შემთხვევით ფეხს ჰკრავს. ჩაბნელებულ პარკინგზე,
სადაც შორიდან აღწევს წივილ-კივილი, ამას ვერავინ ამჩნევს.
ეს არის ჩემი ცხოვრება. ეს არის ჩემი ქალიშვილი, რომელსაც, ვიცოდი,
რომ ოდესმე დავკარგავდი. ის ვიღაც შეყვარებულის გამო მიმატოვებდა.
მიმატოვებდა ცუდი მიდრეკილებების გამო, ნარკოტიკების გამო.
რატომღაც ყოველთვის ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ბრძოლა
ძალაუფლებისათვის. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად პროგრესული და
შესანიშნავი მამა გგონია თავი. ოდესღაც ყველაფერი მაინც ასე
მთავრდება.
ადამიანს, რომელიც გიყვარს, უფრო საშინლადაც შეიძლება მოექცე,
ვიდრე მოკლა ის.
წიგნი ღორღზე ეცემა და მის ახლოს მტვრის ბუღი დგება.
ელენს ვუყვირი, წიგნი აიღე-მეთქი.
მონა ხელიდან მისხლტება. მე და ელენი უკან ვიხევთ. ელენს წიგნი
ხელში უჭირავს. მე აქეთ-იქით ვიხედები, ვინმე ხომ არ არის ახლომახლო.
მონა მომუშტული ხელებით ჩვენკენ მოიწევს. მოწითალო შავი თმა
სახეზე ჩამოშლია. ვერცხლის ძეწკვები და ამულეტები თმაში
ჩახლართვია. ნარინჯისფერი კაბა ტანზე მჭიდროდ აქვს შემოტკეცილი.
საყელო ახევია და შიშველი მხარი მოუჩანს. წიხლების ქნევისას
სანდლები
203
გასძვრა და ახლა ფეხშიშველია. გაწეწილ თმაში მისი თვალები
კარნავალის სინათლეებს ირეკლავს. კივილი, შორი მანძილიდან რომ
აღწევს, შეიძლებოდა მისი კივილის ექოც ყოფილიყო, რომელიც ჟღერს და
ჟღერს – სამარადისოდ.
უკეთური გამომეტყველება აქვს. უკეთური ჯადოქარი. გრძნეული.
ბოროტი და მძვინვარე. ის უკვე აღარ არის ჩემი ქალიშვილი. ახლა ის არის
ვიღაც ისეთი, ვისაც ვეღარასოდეს გავუგებ. უცხო. ის კბილებს შორის
ცრის: – მე შემეძლო, მომეკალით. ორივე.
მე თითებით თმას ვივარცხნი. ჰალსტუხს ვისწორებ და პერანგს
შარვალში ვიყოლებ. მე ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3 და ვეუბნები:
არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შენი მოკვლა. მე ვეუბნები, მისის ბოილს
ბოდიში უნდა მოუხადო-მეთქი. ეს ახლა მკაცრ სიყვარულად ითვლება.
ელენი დგას, თეთრხელთათმანიან ხელში წიგნი უჭირავს და მონას
უყურებს.
მონა არაფერს ამბობს.
დიზელის გენერატორების კვამლი, ყვირილი, როკ-მუსიკა და ფერადი
სინათლეები ყველაფერს შვრებიან იმისთვის, რომ სიჩუმე
დაარღვიონ. ვარსკვლავები ღამის ცაზე დუმან. ელენი ჩემკენ
ბრუნდება და ამბობს:
– ყველაფერი რიგზეა. წავედით. – თავისი მანქანის გასაღებს იღებს და მე
მაძლევს. მე და ელენი მონას ზურგს ვაქცევთ და მანქანისკენ მივდივართ,
მაგრამ, როცა უკან ვიხედები, ვხედავ, რომ მონას სახეზე ხელი
აუფარებია და იცინის. ის იცინის.
როცა ხედავს, რომ ვუყურებ, სიცილს წყვეტს, მაგრამ სახეზე ღიმილი აქვს
შერჩენილი.
მე ვეუბნები, სახიდან ეს სულელური ღიმილი მოიშორე, აქ სასაცილო და
სამხიარულო არაფერია-მეთქი.

თავი 35

მანქანა მე მიმყავს. მონა უკან ზის გულზე ხელებდაკრეფილი. ელენს,


რომელიც ჩემ გვერდით ზის, მუხლებზე გადაშლილი გრიმუარი უდევს
204
და დროდადრო მინასთან მიაქვს, რომ ფურცელს სინათლეზე გახედოს.
წინა სავარძელზე, ჩვენ შორის, ელენის ტელეფონი რეკავს.
ელენი ამბობს, სახლში ჯერ კიდევ მაქვს შემორჩენილი მთელი
საცნობარო ლიტერატურა ბეზილ ფრანკის ქონებიდან, მათ შორის
ბერძნული, ლათინური და სანსკრიტული ენის ლექსიკონებიო. იქ არის
წიგნები უძველესი ლურსმული დამწერლობის შესახებ. ყველა მკვდარი
ენის შესახებ. ამ წიგნებიდან რომელიმე შეიძლება გამოადგეს გრიმუარის
თარგმნაში. თუ მიმაძინებელ შელოცვას შიფრის გასაღებად გამოიყენებს,
როგორც როზეტის ქვას, მან შეიძლება ყოველი მათგანის გადათარგმნა
შეძლოს.
ელენის მობილური კი რეკავს და რეკავს.
უკანა ხედვის სარკეში ჩანს, მონა ცხვირში როგორ იჩხრიკება. წვინტლი
გამოაქვს და ჯინსზე იქამდე აგორებს, ვიდრე მაგარ შავ მასად არ
გადაიქცევა. თვალებს ნელა აღაპყრობს ზევით და ელენის კეფაზე აჩერებს
მზერას. ელენის მობილური კი ისევ რეკავს.
მონა წვინტლს წკიპურტით ელენის თმაში გზავნის.
მობილური ისევ რეკავს. ისე, რომ გრიმუარს თვალს არ აშორებს, ელენი
ტელეფონს ხელით ჩემკენ აჩოჩებს, სანამ ის ჩემს ბარძაყს შეეხება და
მეუბნება:
– უთხარი, რომ დაკავებული ვარ.
შესაძლოა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან რეკავენ ახალი
დავალებით. შეიძლება ნებისმიერი მთავრობიდან რეკავდნენ ჯაშუშობის
იდუმალებით მოცულ საქმესთან დაკავშირებით. საჭიროა ვიღაც
ნარკობარონის სასწრაფოდ განეიტრალება, ან ვიღაც კრიმინალის
გაგზავნა უვადო «შვებულებაში».
მონა თავის «სარკის წიგნს» შლის, თავის ჯადოქრის დღიურს და
მასში ფერადი ფლომასტერით რაღაცის წერას იწყებს. მობილურს
ვიღებ. ქალი მელაპარაკება.
შენი კლიენტია, ვეუბნები ელენს. ტელეფონი მკერდთან მიმაქვს.
ამბობს, რომ გუშინ ღამით კიბეებზე მოჭრილი თავი დაგორდა.
გრიმუარისგან თვალმოუცილებლად ელენი ამბობს:
– ეგ ჰოლანდიური კოლონიალური სტილის სახლში იქნებოდა.
205
ხუთსაწოლიან სახლში. ფინეი დრაივზე. – ის ამბობს: – იმ თავმა
ჰოლამდე იგორა, თუ შუა გორვაში გაუჩინარდა? ტელეფონში ქალს
ვეკითხები.
ელენს ვეუბნები: ჰო, სადღაც კიბის შუაში გაუჩინარდა.
საზიზღარი, სისხლიანი თავი ყოფილა ბოროტი ღიმილით.
ტელეფონში ჩემი მოსაუბრე ქალი რაღაცას ამბობს.
– ჩამტვრეული კბილებით, – ვეუბნები ელენს. ძალიან შეწუხებული ხმა
აქვს.
მონა ფლომასტერს ისე მაგრად აწვება, რომ ის ქაღალდზე წრიპინებს.
ელენი, ისე, რომ გრიმუარს თვალს არ აშორებს, ამბობს:
– თუ გაქრა, რაღა პრობლემაა?
ქალი ტელეფონში მეუბნება, რომ ეს ყოველ ღამით ხდება.
– ჰოდა ვინმე ისეთი გამოიძახონ, რომ ეშმაკები განდევნოს. – ამბობს
ელენი. – კიდევ ერთ ფურცელს გასცქერის სინათლეზე და ამბობს:
– უთხარი, რომ მე აქ არა ვარ.
მონა რაღაცას ხატავს თავის «სარკის წიგნში». ნახატზე მეხდაცემული
კაცი და ქალი არიან გამოსახულნი. შემდეგ იგივე კაცი და ქალი, ტანკის
მუხლუხებქვეშ გასრესილი. შემდეგ მათ თვალებიდან სისხლი სდით
და სისხლისგან იცლებიან. ყურებიდან ტვინი გადმოსდით. ქალს
კარგად მომდგარი კოსტიუმი აცვია და უამრავი სამკაულითაა
მორთული. კაცს ლურჯი ჰალსტუხი უკეთია. და მე ვითვლი 1, ვითვლი
2, ვითვლი 3... მონა წიგნიდან ნახატებიან ფურცელს ხევს და პატარა
ნაკუწებად აქცევს.
მობილური ისევ რეკავს და ისევ მე ვპასუხობ.
ტელეფონი მკერდთან მიმაქვს და ელენს ვეუბნები, რომ ვიღაც ბიჭი
რეკავს და ამბობს, შხაპიდან წყლის ნაცვლად სისხლი გადმოდისო. ელენს
გრიმუარი ისევ ფანჯარასთან უჭირავს. ამბობს:
– სახლი ექვსი საწოლი ოთახით. პენდერ კორტზე. და მონა ამბობს:
– პენდერ პლეისზე. პენდერ კორტზე მოჭრილი ხელია, რომელიც ნაგვის
ყუთიდან მოხოხავს. ის მანქანის ფანჯარას ოდნავ აღებს და ნაკუწებად
ქცეულ ნახატს ღრეჩოდან ყრის. ნაკუწებად ქცეულ კაცს და ქალს.
206
– არა, მოჭრილი ხელი პალმ კორნერსზეა, – ამბობს ელენი, – პენდერ
პლეისზე კი დობერმანის აჩრდილი, რომელიც იკბინება.
კაცს ტელეფონით ვეუბნები, თუ შეიძლება, არ გამითიშოთ-მეთქი
და თითს ვაჭერ წითელ, დაკავების ღილაკს. მონა თვალებს
ატრიალებს და ამბობს:
– აჩრდილი, რომელიც იკბინება, ესპანურ სახლშია, მილსტონ-ბულვარზე.
– ის თავის წიგნში რაღაცას იწერს წითელი ფლომასტერით. გვერდის
ცენტრიდან იწყებს და წერას სპირალურად კიდეებისკენ განაგრძობს.
მე ვითვლი – 9, ვითვლი –10, ვითვლი –11... ელენი ფურცელს ცერად

დაჰყურებს, შემდეგ მას მინას ადებს. მეუბნება:

– უთხარი, რომ საქმეებზე ვარ გასული. – თითს მკრთალ სტრიქონებს


აყოლებს და ამბობს:
– იმ ოჯახს, პენდერ-კორტზე, მოზარდი ბავშვები ჰყავს, ხომ? კაცს
ტელეფონში ვეკითხები და ის მიდასტურებს.
ელენი უკან, მონასკენ ბრუნდება, სწორედ იმწამს, როცა მონა კიდევ ერთ
დამრგვალებულ წვინტლს ისვრის მისი თმისკენ და ამბობს:
– მაშინ უთხარი, რომ ადამიანის სისხლით სავსე აბაზანა ყველაზე მცირეა
მის პრობლემებს შორის.
მე ვამბობ, უბრალოდ გზა ხომ არ განვაგრძოთ-მეთქი. შეგვეძლო, კიდევ
რამდენიმე ბიბლიოთეკა შემოგვევლო, რამე საინტერესო გვენახა, ვთქვათ,
კიდევ ერთი კარნავალი, არქიტექტურული ძეგლები. ცოტათი
გავმხიარულებულიყავით, მოვდუნებულიყავით. ჩვენ ოდესღაც ერთი
ოჯახი ვიყავით და ახლაც შეგვიძლია, ერთ ოჯახად ვიქცეთ.
ჰიპოთეზურად რომ ვთქვათ, ჩვენ ხომ ახლაც გვიყვარს ერთმანეთი.
ვეკითხები, ამაზე რას იტყვით-მეთქი.
მონა წინ იხრება და თავიდან ერთ ბღუჯა თმას მგლეჯს. შემდეგ ისევ
იხრება და რამდენიმე ვარდისფერ კულულს ელენს ჰგლეჯს თავიდან.
ელენი წინ, გრიმუარზე იხრება და ამბობს:
– მეტკინა, მონა. მე ვამბობ:
– ჩვენს ოჯახში მე და ჩემი მშობლები თითქმის ყველა დავას პარჩისის[16]
თამაშისას ვწყვეტდით.
207
ვარდისფერ და ყავისფერ თმის კულულებს მონა ახვევს ქაღალდში,
რომელზეც სპირალური ნაწერია.
მონას ვეუბნები, უბრალოდ არ მინდა, ჩემი შეცდომები გაიმეორო-მეთქი.
უკანა ხედვის სარკეში ვუყურებ მას და ვეუბნები, რომ, როცა
დაახლოებით შენი ხნის ვიყავი, მშობლებთან ლაპარაკი შევწყვიტე და
მათ თითქმის ოცი წელი არ დავლაპარაკებივარ.
მონა ინგლისურ ქინძისთავს უყრის ფურცელში, რომელშიც ჩვენი
თმაა გახვეული. ელენის მობილური ისევ რეკავს. ვიღაც კაცია.
ახალგაზრდა კაცი. ეს ოისტერია და სანამ გავუთიშავდე, ასწრებს
მითხრას:
– მამის გაუმარჯოს. აუცილებლად წაიკითხეთ ხვალინდელი გაზეთები. –
ამბობს ის. – იქ
პატარა სიურპრიზი მოგიმზადეთ.
ის ამბობს:
– ახლა კი თუთას დამალაპარაკე. მე ვეუბნები, რომ მას მონა ჰქვია. მონა
საბატი.

– მონა შტაინერი, – ამბობს ელენი და ისევ გრიმუარის ფურცელს


უყურებს სინათლეზე. ცდილობს, საიდუმლო წარწერა წაიკითხოს. და
მონა ამბობს:
– ოისტერია? – უკანა სავარძლიდან წინ იხრება, ხელს იწვდის და
ცდილობს, ტელეფონი წამართვას. – მომეცი საშუალება, დაველაპარაკო.
– ის ყვირის: – ოისტერ, ოისტერ, გრიმუარი ამათა აქვთ.
მონას ვიგერიებ და ვცდილობ, საჭე ცალი ხელით ვმართო. მანქანა
ზიგზაგებით მიდის. ტელეფონს ვთიშავ.
208
თავი 36

ჩემს სახლში, ჭერზე, ლაქის ნაცვლად დიდი, თეთრი ნაკერია. შესასვლელ


კარზე ბინის პატრონის მიერ დატოვებული წერილია მიკრული. ხმაურის
ნაცვლად – სრული სიჩუმე. ნოხი პლასტმასის პატარა ნამსხვრევებით,
კარის ნატეხებით და არმატურითაა მოფენილი. ელექტრონათურებიდან
ვარვარების ძაფების ზუზუნი ისმის. საათის წიკწიკიც კი ისმის.
მაცივარში რძე ამჟავებულა. ამაოდ ჩაიარა ტკივილმა და ტანჯვამ. ყველი
დაობებულა და გალურჯებულა. ჰამბურგერი პლასტმასის კონტეინერში
განაცრისფრებულა. კვერცხები თითქოს ნორმალურად გამოიყურება,
მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. არ შეიძლება იყოს. ამდენ ხანში
შეუძლებელია, არ გაფუჭებულიყო. მთელი ის ძალისხმევა და წვალება,
რაც ამ პროდუქტშია ჩადებული, ნაგავს უნდა შეერიოს. ყველა იმ
საცოდავი ძროხის და ხბოს ტანჯვამ ამაოდ ჩაიარა.
სახლის პატრონის წერილში ნათქვამია, რომ თეთრი ნაკერი ჭერზე
დროებითია. როცა ლაქიდან სისხლის წვეთა შეწყდება, მთელ ჭერს
მოხატავენ. ბატარეები ბოლო სიმძლავრეზეა ჩართული, რომ ლაქა მალე
გამოშრეს. უნიტაზში წყალი ნახევრად აორთქლებულა. მცენარეები
დამჭკნარა. მილიდან დამპლის სუნი მოდის. ჩემს ადრინდელ
ცხოვრებას, ყველაფერს, რასაც ჩემს სახლს ვეძახდი, განავლის სუნი
უდის.
ჭერზე აგოზილი თეთრი ნაკერი ჩემს ოთახში ჩამოღწევის საშუალებას არ
აძლევს იმას, რაც ჩემი მეზობლისაგან დარჩა.
კიდევ ოცდაცხრამეტი აღურიცხავი ეგზემპლარი რჩება წიგნისა,
რომელშიც მიმაძინებელი სიმღერაა. ბიბლიოთეკებში, წიგნის
მაღაზიებში, ვიღაცების სახლებში. გასწიე-გამოსწიე – სულ რამდენიმე
ათეული.
ელენი დღეს თავის ოფისშია. ჩვენ ერთმანეთს სწორედ იქ ვშორდებით.
როცა ვტოვებ, თავის მაგიდასთან ზის ლათინური, ბერძნული,
სანსკრიტული ლექსიკონების გარემოცვაში. ზის, ნაწერს იოდის ხსნარში
დასველებულ ბამბას უსვამს. უჩინარი სიტყვები წითლდება.
წითელი კომბოსტოს წვენში დასველებულ ბამბას სხვა უჩინარ სიტყვებს
უსვამს და ის მეწამული ხდება.
209
შუშის პატარა ბოთლების, ბამბის ტამპონების და ლექსიკონების
გვერდით სახელურიანი ელექტროლამპა დგას. ლამპიდან როზეტამდე
შნურია გაჭიმული.
– ფლუოროსკოპი, – ამბობს ელენი. – ვიქირავე. – რთავს ჩამრთველს,
ფლუოროსკოპს გადაშლილ გრიმუარზე ანათებს და გვერდებს იქამდე
შლის, ვიდრე ერთ-ერთ მათგანზე კაშკაშა ვარდისფერი სიტყვები არ
გამოიკვეთება. ეს სპერმითაა დაწერილი.
ყველა შელოცვა სხვადასხვა ხელითაა ნაწერი.
მონა მისაღებში ზის თავის მაგიდასთან. კარნავალის შემდეგ ერთი
სიტყვაც არ უთქვამს წესიერად. რადიოსკანერი ერთიმეორის მიყოლებით
ამჟღავნებს საგანგებო მნიშვნელობის კოდებს.
ელენი მონას უყვირის:
– დემონს რომელი სიტყვა შეცვლის კარგად? და მონა ამბობს: – ელენ
ჰუვერ ბოილი. ელენი მე მიყურებს და ამბობს:
– დღევანდელი გაზეთი ნახე? – რაღაც წიგნებს ხელით გვერდზე აჩოჩებს.
მათ ქვეშ გაზეთი დევს. მისი პირველი ნაწილის ბოლო გვერდი
მთლიანად განცხადებას უჭირავს. სათაური ასეთი აქვს:
ყურადღება! ასეთი ადამიანი ხომ არ გინახავთ?
გვერდის დიდ ნაწილზე ძველი ფოტოა, ჩემი ქორწილის ფოტო. ოცი წლის
წინანდელი. სურათზე მე და ჯინა ვიცინით. შაბათის რომელიღაც ძველი
ნომრიდანაა აღებული. ინფორმაცია ჩვენი ქორწინების შესახებ. საჯაროდ
მიცემული ფიცი სამუდამო სიყვარულისა და ერთგულებისა. ჩვენი
აღთქმები და დაპირებები. სიტყვების უძველესი ძალა. სანამ სიკვდილი
არ დაგვაშორებს.
ქვემოთ განცხადების ტექსტია: «ამ კაცს პოლიცია დაეძებს, რათა
დაკითხოს ის ამ ბოლო ხანებში მომხდარ რამდენიმე მკვლელობასთან
დაკავშირებით. ორმოცი წლისაა. ხუთი ფუტი და ათი დუიმის
სიმაღლისა. წონა – ას ოთხმოცი ფუნტი. აქვს წაბლისფერი თმა და მწვანე
თვალები. შეიარაღებული არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
უკიდურესად საშიშია.»
კაცი ფოტოზე ახალგაზრდა და უცოდველია. ეს მე არა ვარ. ქალი ახლა
მკვდარია. ორივე მათგანი მოჩვენებაა.
210
ფოტოს ქვეშ მიწერილი აქვს: «თავს კარლ სტრიტორს უწოდებს. ხშირად
უკეთია ლურჯი ჰალსტუხი.
და სულ ბოლოს: თუ იცით, სად იმყოფება ეს ადამიანი, გთხოვთ
დარეკოთ ტელეფონის ნომერზე – 911 და პოლიციას აცნობოთ». არ
ვიცი, ვინ გამოაქვეყნა განცხადება, ოისტერმა თუ პოლიციამ. მე და
ელენი ვდგავართ, სურათს დავყურებთ და მეუბნება:
– შენი ცოლი ძალიან ლამაზი ყოფილა. და მე ვამბობ:
– ჰო, ლამაზი იყო.
ელენის თითებზე, ყვითელ კოსტიუმზე, ჩუქურთმიან ანტიკვარულ
მაგიდაზე – ყველაფერზე
იოდის და წითელი კომბოსტოს ლაქებია. ლაქებს ამიაკის და ძმრის სუნი
ასდის. ელენს ფლუოროსკოპი წიგნს ზემოთ უჭირავს და უძველესი
სპერმით დაწერილ წიგნს კითხულობს.
– მე აქ ფრენის შელოცვა მაქვს, – ამბობს ის. – ერთ-ერთი კი სასიყვარულო
ჯადო უნდა იყოს.
ის შლის ფურცელს, რომელსაც კომბოსტოს გაზების და ამიაკის შარდის
სუნი ასდის. მიმაძინებელი, აი, აქ არის. ზულუს უძველესი ენა.
მონა მისაღებში ტელეფონით ლაპარაკობს.
ელენი მკლავზე მეხება და მსუბუქად მიბიძგებს, რომ მაგიდიდან ხელი
ავიღო.
– უყურე. – ის ხელებს საფეთქლებზე იჭერს და ორივე თვალს ხუჭავს.
მონა მისაღებში ტელეფონით საუბარს ამთავრებს.
მაგიდაზე გადაშლილი გრიმუარი ოდნავ იძვრის, ჯერ მისი ერთი კიდე
იწევა, შემდეგ – მეორე, მოპირდაპირე კუთხეში. წიგნი თავისთავად
იხურება, ისევ იშლება, ისევ იხურება – სულ უფრო და უფრო სწრაფად და
უცებ, მაგიდის ზედაპირს სწყდება და ზემოთ იწევა. ელენს თვალები
ისევ დახუჭული აქვს, მისი ტუჩები მოძრაობს და ჩურჩულით
წარმოთქვამს შელოცვის სიტყვებს. წიგნი ირწევა და ფურცლები
შრიალით იშლება. შავად ბრწყინავს ჭერთან ახლოს.
და რადიოსკანერი შიშინებს და ისმის: – ქვეგანყოფილება ჩვიდმეტი. – ის
ამბობს: – წადით ვიდენ-ავენიუსკენ. 5680, ფირმა «ელენ ბოილი, უძრავი
211
ქონების გაყიდვის» ოფისი. დააკავეთ მამაკაცი საგამოძიებო
დაკითხვისათვის.
გრიმუარი ტკაცანით ეცემა მაგიდაზე. იოდი, ამიაკი, ძმარი,
წითელი კომბოსტოს წვენი მთელ ოთახს ეშხეფება. ქაღალდები და
წიგნები იატაკზე დასრიალებს. ელენი ყვირის:
– მონა!
და მე ვეუბნები:
– ნუ მოკლავ. გთხოვ, ნუ მოკლავ. ელენი თავისი დასვრილი ხელით ჩემს
ხელს ბღუჯავს და ამბობს:
– მე მგონი, ახლა ჯობია, აქედან წახვიდე. – ის ამბობს: – გახსოვს, ჩვენ
პირველად სად შევხვდით ერთმანეთს? – ხმას უდაბლებს და ამბობს: –
ამაღამ ზუსტად იმ ადგილას შევხვდეთ.
ჩემს სახლში ვარ. ავტომოპასუხეზე კასეტა დამთავრებულა. ჩემი
საფოსტო ყუთი გადასახადების ქვითრებით ისეა გაჭედილი, რომ მათი
ამოღება კარაქის დანით მიწევს.
სამზარეულოს მაგიდაზე სავაჭრო ცენტრია – დაუმთავრებელი, ნახევრად
აშენებული. ყუთზე ნახატია, თუმცა უიმისოდაც შეიძლება გაგება, ეს რა
არის, რადგან შენობასთან მანქანების გაჩერებაა. კედლები უკვე
ამოყვანილია. ერთი მხრიდან კარ-ფანჯრებიც ჩასმულია. ფანჯრები –
უკვე შემინული. სახურავის პანელები და გათბობა – დიდი
გამაგრილებელი მოწყობილობები ჯერ ისევ ყუთშია. პლასტმასის პაკეტი
გარემომცველი ლანდშაფტის დეტალებით დალუქულია.
შენობის კედლებს იქიდან არაფერი ისმის. სულ არაფერი. ელენის და
მონას საზოგადოებაში ამდენი კვირის განმავლობაში გზაზე ყოფნის
შემდეგ დამავიწყდა კიდეც სიჩუმე როგორი ოქროა.
ტელევიზორს ვრთავ. რაღაც შავ-თეთრი კომედია გადის ადამიანის
შესახებ, რომელიც გარდაიცვალა და იმ ქვეყნიდან ჯორად დაბრუნდა.
თითქოს მან ვიღაცას რაღაც უნდა ასწავლოს. იმისთვის, რომ თავისი
სული იხსნას. ადამიანის სული ჯორის სხეულში.
ჩემი პეიჯერი წრიპინებს. პოლიცია, ჩემი მხსნელი, ძალით მიმათრევს
გადარჩენისაკენ.
212
პოლიცია თუ ბინის პატრონი. აშკარაა, რომ აქაურობა ერთგვარი
ზედამხედველობის ქვეშაა.
მთელ იატაკზე ხე-ტყის სახერხის გაჭყლეტილი ნამტვრევებია
მიმოფანტული. რკინიგზის სადგურის ნამტვრევები ზედ მიმხმარი
სისხლით. დანგრეული, მიწასთან გასწორებული
სამედიცინოსტომატოლოგიური ოფისი, იავარქმნილი აეროდრომი,
გადათელილი თვითმფრინავის ანგარი. გასისხლიანებული ნამსხვრევები
ყოველივე იმისა, რასაც ასე გულმოდგინედ ვაგროვებდი, ჩემს ფეხქვეშ
ტკაცუნებს. ყოველივე იმისა, რაც ჩემი ნორმალური ცხოვრებიდან დარჩა.
საწოლის გვერდით მდგარ რადიოსაათს ვრთავ. იატაკზე ფეხმორთხმით
ვზივარ და ბენზინგასამართი სადგურების, მორგების, ჰამბურგერების
ჯიხურების და ესპანური მონასტრების ნამსხვრევებს ერთად ვუყრი
თავს. სისხლით და მტვრით დაფარული პატარა ნატეხებისგან გროვებს
ვაკეთებ. და რადიო სვინგს უკრავს. კელტურ ფოლკლორს, გეტოს რეპს და
ინდურ სიტარას. იატაკზე, ჩემ წინ, სანატორიუმების და კინოსტუდიების,
ხორბლის ელევატორების და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების
ნაწილები ყრია. რადიოთი ელექტრონულ ტრანსს, რეგის და ვალსს
გადმოსცემენ. ტაძრები, ციხეები და ჯარის ბარაკები – ყველაფერი ერთ
გროვად.
წებოს და პატარა ფუნჯს ვიღებ და ღუმლის მილებს, მინის სახურავებს,
გუმბათებს და მინარეთებს ერთმანეთთან ვაერთებ. რომაული
აკვედუკები გადადის არტ-დეკოს სტილის პენტჰაუსებში, გადადის
ოპიუმის ბუნაგებში, გადადის ველური დასავლეთის სალუნებში,
გადადის გასართობი პარკების მატარებლებში, გადადის კარნეგის
პროვინციულ ბიბლიოთეკებში, გადადის ფუნდუკებში, გადადის
სალექციო აუდიტორიებში.
ელენის და მონას საზოგადოებაში ამდენი კვირის განმავლობაში გზაში
ყოფნის შემდეგ დამავიწყდა კიდეც, რა დიდი მნიშვნელობა აქვს
სრულყოფილებას.
ჩემს კომპიუტერში აკვანში სიკვდილის თაობაზე უკანასკნელი სტატიის
მონახაზია. ეს ისეთი თემაა, რომლის შესახებაც მშობლებს და
ბებიაბაბუებს ეშინიათ წაიკითხონ და იმისაც ეშინიათ არ წაიკითხონ.
სინამდვილეში ამ თემაზე ახალს ვერაფერს დაწერ. იდეა ის იყო, რომ
მეჩვენებინა, როგორ უძლებენ ადამიანები თავს დამტყდარ უბედურებას.
როგორ განაგრძობენ ამის შემდეგ ცხოვრებას, როგორ სულიერ ძალას და
213
თანაგრძნობის უნარს აღმოაჩენენ საკუთარ თავში. აი, ამ კუთხით
დანახული.
ყველაფერი, რაც ვიცით ჩვილების უცაბედი სიკვდილის შესახებ, ის არის,
რომ რაღაც კანონზომიერება არ ჩანს. ბავშვი დედას შეიძლება ხელში
ჩააკვდეს.
სტატია დაუმთავრებელია.
საკუთარი სიცოცხლის უაზროდ გაფლანგვის საუკეთესო საშუალებაა
ჩანაწერების გაკეთება. ნამდვილი ცხოვრებიდან გაქცევის ყველაზე
ადვილი გზა კი მისი გვერდიდან ყურებაა. დეტალებზე ყურადღების
გამახვილება, რეპორტაჟის მომზადება. განზე გადგომა და არაფერში
მონაწილეობა. დაე, დიდმა ძმამ იმღეროს და იცეკვოს შენს გასართობად.
იყავი რეპორტიორი. დაკვირვებული თვითმხილველი. აუდიტორიის
მადლიერი წევრი.
რადიოში ვალსი გადადის პანკში, გადადის როკში, გადადის რეპში,
გადადის გრიგორიანულ გალობაში, გადადის კამერულ მუსიკაში.
ტელევიზორში ვიღაც გვიჩვენებს, როგორ მოვხარშოთ ორთქლზე
ორაგული. ვიღაც გვიხსნის, რატომ ჩაიძირა «ბისმარკი»[17].
ერთმანეთს ვაწებებ ფანჯრების ჯვაროვან კამარებს, ცილინდრულ
კამარებს და ბრტყელ თაღებს, კიბეებს და ვიტრაჟის ფანჯრებს, ფოლადის
ფურცლებს, ხის ფრონტონებს, იონიურ პილასტრებს.
რადიოდან აფრიკული დოლების და ფრანგული შანსონის ხმა
ისმის. ყველაფერი ერთად შერეული. იატაკზე, ჩემ წინ ჩინური
პაგოდები, მექსიკური ჰასიენდები, კეიპ კოდის კოლონიალური
სახლებია. ყველაფერი კომბინირებულად.
ტელევიზორში გოლფის მოთამაშე ბურთს ფოსოში აგდებს. ვიღაც ქალი
ათი ათას დოლარს იგებს იმისთვის, რომ გეტისბურგის მიმართვის[18]
პირველი სტრიქონი ახსოვს.
ჩემი სულ პირველი სახლი მახსოვს – ოთხსართულიანი, მანსარდით და
ორი კიბით, წინა კიბე ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი, უკანა კი
– მსახურებისათვის. ოთახებში ბატარეებზე მიერთებული ლითონის და
მინის ჭაღები ეკიდა პაწია ნათურებით. სასადილო ოთახში ეგო პარკეტი,
რომლის დაჭრას და ერთმანეთთან შეწებებას ექვსი კვირა დასჭირდა.
მუსიკალურ სალონში კამარიანი ჭერი იყო, რომელიც ჩემმა ცოლმა, ჯინამ
ღრუბლებით და ანგელოზებით მოხატა. ღამეების განმავლობაში
214
რჩებოდა იქ და გვიანობამდე ხატავდა. სასადილო ოთახში ბუხარიც
იდგა, რომელშიც ცეცხლი ღვიოდა მოციმციმე ნათურით განათებული
ფერადი მინის მიღმა. მაგიდაზე თეფშები დავაწყვეთ. ჯინა ხანდახან
დილამდე რჩებოდა – მათ კიდეებზე ვარდებს ახატავდა. ეს იყო მხოლოდ
ჩვენი ღამეები, ურადიოო და უტელევიზორო. კატრინს ეძინა. ეს ღამეები
ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა. ეს იყო ის ორი ბედნიერი
ადამიანი, საქორწილო ფოტოზე. იმ სახლს კატრინისთვის
ვალამაზებდით – მას ორი წელი უსრულდებოდა. ყველაფერი
სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რაღაც ისეთი, ჩვენს ნიჭიერებას და
გემოვნებიანობას რომ დაადასტურებდა. უნდა შეგვექმნა შედევრი,
რომელიც ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებდა.
ფორთოხლის, ბენზინის და წებოს სუნი განავლის სუნთანაა შერეული.
წებოს თხელი ფენა თითის წვერებზე მახმება. თითებზე ფიგურული
ფანჯრები, აივნები და კონდიციონერები მაქვს მიწებებული, პერანგზე კი
ტურნიკეტები, ესკალატორები და ხეები. რადიოს ხმას ვუწევ.
მთელი ჩემი შრომა, მთელი ჩემი სიყვარული, მთელი ჩემი ძალისხმევა და
დრო, მთელი ჩემი ცხოვრება – ყველაფერი ამაო გამოდგა. მე თვითონ
გავანადგურე ყველაფერი, რის იმედიც მქონდა, რომ ჩემზე დიდხანს
გაძლებდა.
იმ საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი და ვნახე, რომ ისინი
გარდაცვლილები იყვნენ, საჭმელი მაცივარში დავტოვე, ტანსაცმელი –
კარადებში. იმ საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, მივხვდი, რაც
ჩავიდინე. ეს პირველი სახლი იყო, რომელიც მე გადავთელე.
მემკვიდრეობა მემკვიდრის გარეშე. პაწაწინა ჭაღები, ცეცხლი მინის იქით
და მოხატული თეფშები. ისინი ლანჩებზე ამეკრო და მთელი გზა
აეროპორტამდე მოფენილი იყო პაწაწინა კარებით, თაროებით, სკამებით
და ფანჯრებით და მთელი გზა სისხლით იყო მორწყული.
და ამის იქით ჩემი კვალი აღარ მიდიოდა.
იატაკზე ვზივარ და ნაწილები აღარ მყოფნის. ყველა კედელი, სახურავი
და მოაჯირი უკვე
თავმოყრილი მაქვს. და ის, რაც ჩემ წინ იატაკზეა მიწებებული, რაღაც
ქაოსია. მასში არაფერია სრულყოფილი და უნაკლო. მაგრამ ეს ის არის,
რაც მე ვუყავი ჩემს ცხოვრებას. არ ვიცი, ეს სწორია თუ მცდარი. ყოველ
შემთხვევაში, რაღაც გენერალურ გეგმას არ მიჰყვება.
215
მარტო ის შემიძლია, იმედი ვიქონიო, რამე მოდელი მაინც გამოჩნდება,
მაგრამ ისიც შეიძლება, ის არასოდეს გამოჩნდეს.
თუ გეგმა არსებობს, შენ მხოლოდ იმას მიიღებ, რის წარმოსახვაც
შეგიძლია. მე კი ყოველთვის რაღაც უფრო მეტის იმედი მქონდა.
რადიოდან ფრანგული საყვირების ხმა ისმის. ტელეტაიპის კაკუნი,
დიქტორი კიდევ ერთი მანეკენის დაღუპვის ამბავს იტყობინება.
ტელევიზორში გარდაცვლილის ფოტოს აჩვენებენ. იღიმება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი შეყვარებული დააპატიმრეს.
გაკვეთამ ისევ აჩვენა, რომ მოკლულთან სექსუალური კავშირი მისი
სიკვდილის შემდეგ დაამყარეს.
ჩემი პეიჯერი ისევ წრიპინებს. ჩემი მორიგი მხსნელის ნომერია.
დარაბებით და კარებით გაწებილი ხელებით ტელეფონს ვიღებ.
წყალსადენის მილებით გაწებილი თითით ვკრეფ ნომერს, რომლის
დავიწყებაც არ შემიძლია.
კაცი მპასუხობს.
და მე ვეუბნები: – მამა. მე ვეუბნები: – ეს მე ვარ, მამა.
ვეუბნები, სად ვცხოვრობ. ვეუბნები სახელს, რომელიც ახლა მქვია.
ვეუბნები, სად ვმუშაობ. ვეუბნები, რომ ვიცი, როგორ გამოიყურება ეს
ყველაფერი. ჯინა და კატრინი გარდაიცვალნენ, მაგრამ მე არაფერ შუაში
ვარ. მე არაფერი ცუდი არ ჩამიდენია. მე უბრალოდ გავიქეცი.
ის ამბობს, რომ იცის. დღევანდელ გაზეთში ქორწილის ფოტო ნახა. მან
იცის, ახლა ვინ ვარ.
რამდენიმე კვირის წინ მანქანით მათ სახლს ჩავუარე. ვეუბნები, შენ და
დედა დაგინახეთ – ბაღში ფუსფუსებდით. მანქანა ცოტა მოშორებით
დავაყენე, ქუჩაში, აყვავებული ალუბლის ქვეშ. ჩემი მანქანა, ელენის
მანქანა, მთლად ვარდის ფურცლებით იყო დაფარული. მე ვეუბნები, რომ
ორივენი – შენც და დედაც – შესანიშნავად გამოიყურებით-მეთქი.
ვეუბნები, რომ მეც მენატრება. რომ მეც მიყვარს. რომ ყველაფერი რიგზე
მაქვს.
ვეუბნები, რომ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვეუბნები, რომ მაინც ყველაფერი
კარგად იქნება.
216
შემდეგ კი უბრალოდ ვუსმენ. ველოდები, როდის შეწყვეტს ტირილს, რომ
ვუთხრა, ძალიან ვწუხვარ-მეთქი.
219
218
თავი 37

გარტოლერის სახლს მთვარის შუქი დანათის. გეორგიანული სტილის


სახლია რვა საძინებელი ოთახით, შვიდი სააბაზანოთი, ოთხი ბუხრით.
ყოველი მათგანი თეთრია და ცარიელი. პრიალა პარკეტზე თითოეული
ნაბიჯი ექოს გამოსცემს. სინათლე არ ანთია. სახლში ბნელა. არც ავეჯია
და არც ნოხები. სახლში სიცივეა.
– აქ, – ამბობს ელენი, – შეგვიძლია, ყველაფერი აქ გავაკეთოთ. ვერავინ
დაგვინახავს. – ის კართან ჩამრთველს აჭერს და ოთახი ნათდება.
ჭერი ზემოთ იწევა, ისე მაღლა, თითქოს ცა იყოს. სინათლე მოდის
ჩამოკიდებული ჭაღიდან, რომელიც მეტეოზონდის ზომისა იქნება.
სინათლე მაღალ ფანჯრებს სარკეებად აქცევს. სინათლე ხის იატაკს ჩვენს
ჩრდილებს ჰფენს ჩვენ უკან. ეს სწორედ ის სამეჯლისო დარბაზია, ათას
ხუთასი კვადრატული ფუტის ზომისა.
მე უკვე სამსახური აღარა მაქვს. მე უკვე პოლიცია მეძებს. ჩემი ბინა ყარს.
ჩემი ფოტო გაზეთში დაბეჭდეს მთელ გვერდზე. მთელი დღე ბუჩქების
უკან გავატარე, შენობის შესასვლელთან ახლო, დაღამების მოლოდინში.
ელენ ჰუვერ ბოილის მოლოდინში, რომელმაც უნდა მითხრას,
რა ჩანაფიქრი აქვს.
ელენს გრიმუარი იღლიაში აქვს ამოჩრილი. წიგნის გვერდებზე
ვარდისფერი და ჟოლოსფერი ლაქებია გადღაბნილი. წიგნს შლის და
შელოცვას მიჩვენებს. ინგლისური თარგმანი შავი ფერით არის
მიწერილი გაუგებარი ორიგინალის ქვეშ. – წარმოთქვი, – მეუბნება
ელენი.
შელოცვა?
– ხმამაღლა წაიკითხე, – ამბობს
ის. და მე ვეკითხები: – მერე ამით
რა მოხდება? და ელენი მეუბნება:
– ოღონდ ჭაღთან ფრთხილად.
ის კითხვას იწყებს, თანაბრად და მონოტონურად. თითქოს ითვლიდეს,
თითქოს ციფრებს წარმოთქვამდეს. კითხვას იწყებს და მისი ჩანთა,
რომელიც მხარზე აქვს გადაკიდებული, ნელა მიიწევს ზემოთ. სულ
219
უფრო და უფრო ზემოთ. აი, ღვედი უკვე დაიჭიმა და ჩანთა ელენის თავს
ზემოთ დაფარფატებს ყვითელი ბუშტივით.
ელენი კითხვას განაგრძობს და ჩემი ჰალსტუხი ჩემ ცხვირწინ
დაფრიალებს, ზემოთ იწევს, თითქოს კალათიდან ლურჯი გველი
ამოდისო. ელენის ქვედაწელიც ზემოთ მიიწევს. ის კაბის კალთას ერთი
ხელით იჭერს და ქვემოთ სწევს, ფეხებს შორის. კითხვას განაგრძობს და
ჩემი თასმები ჰაერში ცეკვავენ. ბრილიანტის და ზურმუხტის საყურეები
ელენის ყურებთან ირხევიან. ბრილიანტის ყელსაბამი მის თვალწინ
იძვრის და თავს ზემოთ ადის, თითქოს ბრილიანტის შარავანდედად
ადგება თავს.
ელენი ქვემოდან ამომყურებს და კითხვას განაგრძობს. იღლიებში
მოჭერას ვგრძნობ. ჩემი ქურთუკი ზემოთ მიიწევს. ელენი სიმაღლეში
იზრდება. მისი თვალები ახლა ჩემს დონეზეა. შემდეგ უკვე ქვემოდან
ზემოთ ავცქერი. ის იატაკს ასცდა, ფეხები ჰაერში კიდია, ფეხის თითები
იატაკისკენაა მიშვერილი. ყვითელი ფეხსაცმელი უვარდება და იატაკზე
ბრახუნით ეცემა. შემდეგ მეორე ფეხსაცმელიც.
ელენი კითხვას განაგრძობს. ხმა კვლავ თანაბარი და მონოტონური აქვს.
ზემოდან დამცქერის და იღიმება.
და უცებ ვგრძნობ, რომ ჩემი ფეხები იატაკს სწყდება. ჯერ ერთი ფეხი.
მეორე ცოტათი ჩამორჩება. და მე ფეხებს ვიქნევ, როგორც ღრმა აუზში,
როცა გინდა, ფეხით ფსკერს შეეხო და ამოცურო. ხელებს წინ ვიშვერ და
იატაკზე ფეხებს ვკრავ. წინ ვყირავდები და აი, ჰაერში ვწევარ, პირქვე,
და სამეჯლისო ოთახის პარკეტის იატაკს, ოთხი, შემდეგ ექვსი ფუტის
სიმაღლიდან დავყურებ, შემდეგ უკვე რვა ფუტის სიმაღლიდან. მე და
ჩემი ჩრდილი ერთმანეთს ვშორდებით. ჩრდილი ქვემოთ რჩება და სულ
უფრო პატარავდება. ელენი მეუბნება: – ფრთხილად, კარლ.
რაღაც ცივი და მყიფე მეხვევა გარს. მჭრელ, მოჟღარუნე ნაწილებს
ვგრძნობ კისრის გარშემო, შემდეგ – თმაში.
– ეგ ჭაღია, კარლ, – მეუბნება ელენი, – ფრთხილად იყავი.
ტრაკი ბროლის მძივებსა და საკიდრებში მაქვს გახვეული. ჟღარუნა,
მოცახცახე რვაფეხა მეხვევა გარს. მინის ცივი მკლავები და
ვითომსანთლები. ხელები და ფეხები ბროლის ჯაჭვებში ჩამეხლართა.
ბროლის დამტვერილი მტევნები, ობობას ქსელი და მკვდარი ობობები.
ცხელი ნათურის მხურვალება სახელოშიც კი ატანს. ძალიან მაღლა ვარ
220
იატაკს ზემოთ. შეშინებული, მინის მკლავს ვეჭიდები და მთელი ეს
კაშკაშა მასა ირწევა და ჟღრიალებს. პატარა, მბრწყინავი ნაწილები ძირს
ცვივა. მე ჭაღის შიგნით ვარ და მასთან ერთად ვირწევი. და ელენი
მეუბნება:
– შეწყვიტე, ასე ხომ ჩამოგლეჯ!
და აი, ის უკვე ჩემ გვერდითაა, მოელვარე, მძივებიანი ბროლის ფარდის
მეორე მხარეს. მისი ტუჩები მოძრაობს და სიტყვებს წყნარად მარცვლავს.
მოჟღრიალე მძივებს ხელით გვერდზე სწევს, მიღიმის და ამბობს:
– დასაწყისისთვის ჩვენ შენ წელში გაგასწორებთ.
წიგნი სადღაც გაიბნა. ელენი ბროლის საკიდრებს ერთ მხარეს სწევს და
უფრო ახლო მოცურავს ჩემთან.
მინის მკლავს ორივე ხელით ვარ ჩაფრენილი. ყოველ ჩემს
გულისცემასთან ერთად მილიონობით პატარა ნაწილი ირხევა და
ჟღრიალებს.
– წარმოიდგინე, რომ წყალქვეშ ხარ, – მეუბნება და ფეხსაცმელზე თასმას
მიხსნის. ფეხსაცმელს მხდის და ქვემოთ ისვრის. დალაქავებული
ხელებით მეორე ფეხსაცმელზეც მიხსნის თასმას და პირველი
ფეხსაცმელი იატაკზე ეცემა ბრაგუნით. – მიდი, – მეუბნება ის და
ხელებს იღლიებქვეშ მიყოფს. – გაიხადე ქურთუკი.
ჭაღიდან ჯერ ქურთუკს ისვრის, შემდეგ ჰალსტუხს. თვითონაც იხდის
ქურთუკს და იატაკზე აგდებს. ჭაღი ჩვენ გარშემო მილიონობით პაწაწინა
ბროლის ცისარტყელათი კაშკაშებს. ასობით პაწია ნათურა სითბოს
ასხივებს და მხურვალე მტვრის სუნს აფრქვევს. ყველაფერი ცახცახებს და
ელავს და მე და ელენი ამ ყველაფრის შუაში ვართ მოქცეული.
ჩვენ თბილ სინათლეში ვლივლივებთ.
ელენის ტუჩები სიტყვებს უხმოდ წარმოთქვამენ და ისეთი შეგრძნება
მაქვს, თითქოს გული თბილი წყლით მევსება.
ელენის საყურეები, მთელი მისი სამკაულები თვალისმომჭრელად
გიზგიზებს. მხოლოდ ბროლის ჟღრიალი ისმის. უკვე თითქმის აღარ
ვირწევით და მე მინის მკლავს ხელს ვუშვებ. ჩვენ გარშემო მილიონობით
პაწაწინა მოციმციმე ვარსკვლავია. ალბათ ღმერთი სწორედ ასე გრძნობს
თავს.
221
და ესეც – ჩემი ცხოვრებაა.
მე ვამბობ, რომ მჭირდება ადგილი, სადაც თავს შევაფარებ. პოლიცია
მეძებს, სახლში დაბრუნება არ შეიძლება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ელენი
ხელს მიწვდის და მეუბნება:
– აი.. ხელს ხელში ვკიდებ. ჩემი ხელი მაგრად უჭირავს. ერთმანეთს
ვკოცნით. კარგია. და ელენი ამბობს:
– ჯერჯერობით შეგიძლია, აქ დარჩე. – ვარდისფერ ფრჩხილს მინის
მოელვარე ბურთულას
უსვამს, რომელიც ისეა დაწახნაგებული, სინათლეს ყოველი
მიმართულებით აფრქვევს. ის ამბობს: – ამას იქით ჩვენთვის
შეუძლებელი არაფერია. საერთოდ არაფერი.
ჩვენ ერთმანეთს ვკოცნით და მისი ფეხის თითები წინდებს ქვემოთ
მიწევენ. ისევ ვკოცნით ერთმანეთს და ბლუზას ვუხსნი. ჩემი წინდები,
მისი ბლუზა, ჩემი პერანგი და მისი კოლგოტი. ზოგი რამ იატაკზე ცვივა,
ზოგი ჭაღზე რჩება ჩამოკიდებული.
ჩემი გასივებული, ინფიცირებული ფეხი, ელენის გადაყვლეფილი,
აქერცლილი მუხლები, მონას თავდასხმის შედეგი. ძალიანაც რომ
მოვინდომოთ, ერთმანეთს ვერაფერს დავუმალავთ.
ოცი წელი გავიდა და აი, ვაკეთებ იმას, რის გაკეთებაც ოცნებაშიც ვერ
წარმომედგინა. და ვამბობ:
– შეყვარებული ვარ.
და ელენი, ასეთი გლუვი და მხურვალე, მოჟღრიალე, კაშკაშა სინათლის
ცენტრში, მიღიმის, თავს უკან აგდებს და ამბობს:
– ეს ასეც იყო ჩაფიქრებული. მიყვარს. მიყვარს. ელენ ჰუვერ ბოილი.
ჩემი შარვალი და მისი ქვედაწელი იატაკზე ეცემა, სადაც უკვე ჩვენი სხვა
ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ყრია. და ბროლის საკიდრები. და
გრიმუარიც იქ არის.

თავი 38

ფირმა «ელენ ბოილი – უძრავი ქონების გაყიდვის» – ოფისის კარი


ჩაკეტილია. ვაკაკუნებ და მონა მინის მეორე მხრიდან ყვირის:
222
– არ ვმუშაობთ!
და მე ვეძახი, კლიენტი არა ვარ-მეთქი.
მონა კომპიუტერთან ზის და რაღაცას ბეჭდავს. კლავიშზე ყოველი
ორისამი დარტყმის შემდეგ თავს ზევით სწევს და ეკრანს უყურებს.
ეკრანზე, გვერდის ზედა ნაწილში დიდი ასოებითაა აკრეფილი:
«რეზიუმე».
რადიოსკანერი აცხადებს კოდს: ცხრა-თორმეტი.
მონა ბეჭდვას განაგრძობს და მეუბნება:
– არ ვიცი, რატომ არ უნდა გიჩივლოთ შეურაცხმყოფელი საქციელის
გამო. მე ვამბობ:
– შეიძლება იმიტომ, რომ ელენის და ჩემ მიმართ კარგადა ხარ
განწყობილი. და მონა ამბობს: – არა, მაგის გამო – არა.

შეიძლება იმიტომ არ ჩაგვიშვას, რომ გრიმუარი სჭირდება.


მონა არაფერს ამბობს. ის სკამზე ბრუნდება და თავის «გლეხური»
ბლუზის ერთ მხარეს ზემოთ იწევს. ნეკნებთან, კანზე და იღლიებქვეშ
მეწამული სისხლაჩაქცევები უჩანს.
მკაცრი სიყვარული.
ელენი თავისი კაბინეტიდან ყვირის:
– სიტყვა «გატანჯულის» სინონიმი რა არის?– მისი მაგიდა გადაშლილი
წიგნებითაა დაფარული. მაგიდის ქვეშ ჩანს, რომ ცალ-ცალი
ფეხსაცმელი აცვია: ერთი – ვარდისფერი, მეორე
– ყვითელი.
აბრეშუმის ვარდისფერი დივანი, მონას ლუდოვიკო XVI-ის დროინდელი
მაგიდა, ჟურნალის პატარა მაგიდა ლომის თათების ფორმის ფეხებით –
ყველაფერი მტვრითაა დაფარული. ყვავილები დამჭკნარია და
გაყავისფერებული. წყალი ლარნაკებში – გაშავებული და აყროლებული.
რადიოსკანერი აცხადებს კოდს სამი-თერთმეტი.
მე ვეუბნები, რომ ვწუხვარ. მისთვის ხელის ჩავლება არ იყო სწორი
საქციელი. შარვლის ტოტებს ზემოთ ვიწევ და წვივებზე მეწამულ
ჩალურჯებებს ვუჩვენებ.
223
– ეგ სხვა რამეა, – ამბობს მონა. – მე თავს ვიცავდი.
ფეხს იატაკზე რამდენჯერმე ვაბაკუნებ და ვამბობ, რომ ფეხი
ბევრად უკეთ მაქვს. ანთებამ გამიარა. მადლობას ვუხდი. და ელენი
ყვირის:
– მონა! რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც აწამეს? ერთი
სიტყვით. მონა ამბობს:
– როცა წასვლას დააპირებ, მეც გამოგყვები გარეთ. შენთან სალაპარაკო
მაქვს.
ელენი წინ გადაშლილ წიგნშია თავჩარგული. ეს ძველებრაული ენის
ლექსიკონია. მის გვერდით კლასიკური ლათინური ენის
სახელმძღვანელო დევს. იმის ქვეშ – არამეული ენის სახელმძღვანელო,
შემდეგ კი – მიმაძინებელზე გადაშლილი წიგნი. მაგიდის გვერდით
ნაგვის კალათა ქაღალდის ყავის ჭიქებითაა სავსე.
მე ვეუბნები:
– გაუმარჯოს!
ელენი თავს მაღლა სწევს. მწვანე პიჯაკის ბორტზე ყავის ლაქა აზის.
ძველებრაული ლექსიკონის გვერდით გრიმუარია გადაშლილი. ელენი
თვალს ახამხამებს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ამბობს:
– მისტერ სტრიტორ.
ვეკითხები, ხომ არ გსურს, გავიდეთ და სადმე ლანჩი მივირთვათ-მეთქი.
ჯონ ნეშთან მომიწევს დაპირისპირება. იმედი მქონდა, რომ რაღაც
გამოსადეგ შელოცვას მასწავლიდა. მაგალითად ისეთს, რომელიც
საშუალებას მომცემდა, უჩინარი გავმხდარიყავი. ან სხვა ადამიანის ნების
დამორჩილებას შემაძლებინებდა. მაშინ იქნებ არც გამხდარიყო საჭირო
მისი მოკვლა. ელენის კაბინეტში შევდივარ, რომ გავიგო, რას თარგმნის.
ელენი გრიმუარს ქაღალდის სუფთა ფურცელს აფარებს და მეუბნება:
– დღეს დაკავებული ვარ. – ხელში ავტოკალამი უჭირავს და იცდის.
თავისუფალი ხელით ლექსიკონს ხურავს. – შენ რა, პოლიციას არ
ემალები? და მე ვეუბნები:
– კინოში ხომ არ წავსულიყავით?
და ის მეუბნება:
224
– ოღონდ ამ შაბათ-კვირას არა.
მე ვეკითხები, სიმფონიური მუსიკის კონცერტისთვის ბილეთები ხომ არ
მეყიდა-მეთქი.
ელენი ხელს აქნევს და ამბობს:
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
მე ვეუბნები:
– კარგია. ესე იგი მივდივართ.
ელენი ავტოკალამს ყურს უკან, ვარდისფერ თმაში იცურებს. ის კიდევ
ერთ წიგნს შლის და მას ძველებრაულ ლექსიკონზე დებს. ერთ თითს
ლექსიკონში რომელიღაც სიტყვას არ აცილებს, თავს ზემოთ სწევს და
ამბობს:
– იმიტომ კი არა, რომ არ მომწონხარ. უბრალოდ, ახლა მართლა არ
მცალია.
გადაშლილი გრიმუარის არეზე, ზედ გადაფარებული ფურცლის
ქვეშ სახელის ამოკითხვა შეიძლება. დღევანდელი მსხვერპლის
სახელი. კარლ სტრიტორი. ელენი გრიმუარს ხურავს და ამბობს:
– შენ ხვდები.
რადიოსკანერი აცხადებს კოდს შვიდი-ორი.
ვეკითხები, ამაღამ გარტოლერის სახლში ჩემთან ხომ არ მოხვალ-
მეთქი. მისი კაბინეტის კართან ვდგავარ და ვეუბნები, რომ ვეღარ
ვითმენ, ისე მინდა კვლავ მასთან ერთად ყოფნა. მჭირდები-მეთქი.
ელენი კი იღიმება და ამბობს:
– ეს ასეც იყო ჩაფიქრებული.
მისაღებში მონა მაჯაში მტაცებს ხელს. თავის ჩანთას მხარზე იკიდებს და
ყვირის:
– ელენ, ლანჩისთვის გავდივარ. – მე კი მეუბნება: – უნდა
მოვილაპარაკოთ, მაგრამ აქ არა.
გარეთ. – კარს აღებს და ქუჩაში გავდივართ.
მანქანების სადგომზე ჩემს მანქანასთან ვდგავართ. მონა თავს აქეთ-იქით
აქნევს და მეკითხება:
225
– გესმის მაინც, რა ხდება შენს თავს?
– მე შეყვარებული ვარ. ასე რომ, მომკალით.
– ელენზე? – მონა ცხვირის წინ თითებს მიტკაცუნებს და მეუბნება:
– შენ შეყვარებული არა ხარ. – ის ოხრავს და მეუბნება: – შენ
სასიყვარულო შელოცვა გაგიგონია ოდესმე?
სრულიად უმიზეზოდ თვალწინ მიდგება, როგორ ხერხავს ნეში
მკვდრებს.
– ელენმა შენი მოსაჯადოებელი შელოცვა იპოვა. – მეუბნება მონა. – შენ
ახლა მისი ხიბლის ქვეშ ხარ. სინამდვილეში შენ ის არ გიყვარს.
– არ მიყვარს? მონა თვალებში მიყურებს და ამბობს:

– როდის იფიქრე უკანასკნელად გრიმუარის დაწვაზე? – ის მიწაზე


მითითებს და მეკითხება: – ეს? რას ეძახი შენ სიყვარულს? ეს უბრალოდ
მისი ხერხია, რომ მორჩილებაში ჰყავდე.
მანქანა გვიახლოვდება და ჩერდება. საჭესთან ოისტერი ზის.
თვალებიდან თმას იშორებს და ჩვენ გვიყურებს. ღია ფერის თმა გაჩეჩილი
აქვს. თითოეულ ლოყაზე ორი პარალელური ღრმა ხაზი აჩნია. მუქი
წითელი საბრძოლო ნაიარევები.

ოისტერის მობილური რეკავს და ის პასუხობს:


– დონალდი, დიმსი და დორნი – იურიდიული მომსახურება.
დიდი ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
მაგრამ მე ელენი მიყვარს.

– არა, – ამბობს მონა. ოისტერს უყურებს. – შენ უბრალოდ გეჩვენება, რომ


გიყვარს. მოგატყუა. მაგრამ ეს სიყვარულია.
– მე ელენს გაცილებით დიდი ხანია ვიცნობ, ვიდრე შენ. – ამბობს მონა.
სახელოს ზემოთ იწევს და მაჯის საათზე იყურება. ეს სიყვარული არ
არის.
ეს ლამაზი, ტკბილი ხიბლია. მაგრამ ის შენ თავის მონად გაქცევს.
226
თავი 39

მეცნიერები ამბობენ, ძველ საბერძნეთში ადამიანებს მიაჩნდათ, რომ


თავიანთი აზრები მათ არ ეკუთვნოდათ. მათი შეხედულებით, აზრებს
ღმერთები ან ქალღმერთები უგზავნიდნენ, როგორც ბრძანებას.
აპოლონი ადამიანებს ეუბნებოდა, მამაცები უნდა იყოთო. ათენა
ამბობდა, შეყვარებული უნდა იყოთო.
ახლა ადამიანები არაჟნიანი კარტოფილის ჩიფსის რეკლამას ისმენენ და
მის საყიდლად გარბიან.
რადიოს, ტელევიზორსა და ელენ ჰუვერ ბოილის ჯადოსნურ ხიბლს
შორის მოქცეულმა, მე უკვე თვითონაც არ ვიცი, რა მინდა სინამდვილეში.
ისიც კი აღარ ვიცი, საკუთარ თავს ვენდობი თუ არა.
იმ ღამით ელენს მანქანით ანტიკვარიატის საწყობში მივყავარ. სწორედ იქ,
სადაც მან იმდენი ავეჯი გააფუჭა. იქ ბნელა, კარი დაკეტილია, მაგრამ
ელენი ბოქლომს ხელს აჭერს, სწრაფად წარმოთქვამს რაღაც ლექსს და
კარი იღება. სიგნალიზაცია არ ირთვება. არაფერი. სიჩუმეა.
ღრმად შევდივართ ძველი ავეჯის ლაბირინთებში. ჩვენ ზემოთ, ჭერში,
გათიშული ჭაღი კიდია. მინის სახურავიდან შენობაში მთვარის შუქი
აღწევს.
– ხომ ხედავ, რა ადვილია, – ამბობს ელენი. – ჩვენ ახლა ყველაფერი
შეგვიძლია.
– არა, – ვაზუსტებ მე, – ეს შენ შეგიძლია ყველაფერი. ელენი მეკითხება:

– ისევ გიყვარვარ?
თუ თვითონ ასე სურს. რა ვიცი. თუ თვითონ ასე ამბობს.
ელენი დაბინდულ ჭაღს, ვარაყისა და ბროლის დაკიდებულ გალიებს
უყურებს და ამბობს:
– სწრაფად ის ხომ არ... არ გინდა?
და მე ვამბობ:
– მე მგონი, არც მაქვს არჩევანი.
უკვე ვეღარც ვარჩევ განსხვავებას, რა მინდა და რა მასწავლეს, რომ უნდა
მინდოდეს.
227
აღარ ვიცი, მართლა რა მინდა და რას მაიძულებენ, რომ მინდოდეს.
მოტყუებით მაიძულებენ.

მე თავისუფალი ნების შესახებ ვლაპარაკობ. გვაქვს თუ არა ჩვენ


თავისუფალი ნება, თუ ღმერთი გვიკარნახებს და გვიწესებს ყველაფერს,
რასაც ვაკეთებთ, ვამბობთ და გვსურს? შეგვიძლია, თავისუფლად
მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ მასმედია და კულტურა
აკონტროლებს ჩვენს სურვილებს და მოქმედებებს დღიდან დაბადებისა?
მართლა მივილტვი, თუ ელენის ჯადოქრული ხიბლის ტყვეობაში
ვიმყოფები?
რეგენტობის ეპოქის დიდსარკიან კაკლის ხის კარადასთან მდგარი ელენი
ჩუქურთმიან ორნამენტს ხელს უსვამს და ამბობს:
– მოდი, უკვდავი გახდი. ჩემთან ერთად.
ამ ავეჯივით – ხანგრძლივი მოგზაურობა სიცოცხლიდან სიცოცხლისაკენ.
ხედავ, რომ ყველა, ვისაც უყვარხარ, კვდება. პარაზიტები. ეს ავეჯი. ელენი
და მე. ჩვენი კულტურის ტარაკანები.
სარკიან კარზე ძველი ნაკაწრია, ელენის ბრილიანტის ბეჭდის ნაკვალევი.
იმ დროის, როცა მას ეს უკვდავი ნაგავი სძულდა.
წარმოიდგინე უკვდავება, როცა ორმოცდაათწლიანი ქორწინებაც კი ერთი
ღამის თავგადასავლად მოგეჩვენება. წარმოიდგინე, როგორ იცვლება
მოდა, ისე სწრაფად, რომ თვალის მიდევნებას ვერ ასწრებ. წარმოიდგინე,
რომ ყოველ მომდევნო საუკუნეში ადამიანების რაოდენობა სულ უფრო
მატულობს და ამასთან ერთად იზრდება მათი სასოწარკვეთაც.
წარმოიდგინე, როგორ იცვლი რელიგიებს და სამსახურებს, საცხოვრებელ
ადგილებს და დიეტას, ვიდრე არც ერთი მათგანი არავითარ
ღირებულებას აღარ წარმოადგენს შენთვის. წარმოიდგინე, როგორ
მოგზაურობ მთელ მსოფლიოში, ვიდრე მისი ყოველი კვადრატული
მეტრი არ მოგწყინდება. წარმოიდგინე, რომ შენი ემოციები, სიყვარული
და სიძულვილი, ჯიბრი და გამარჯვებები კვლავ და კვლავ მეორდება,
ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება ერთ უსაზღვრო მელოდრამატულ
ოპერად არ იქცევა. ყველაფერი მეორდება და მეორდება, ვიდრე
ადამიანების დაბადება და სიკვდილი შენში უკვე არავითარ გრძნობას
აღარ გამოიწვევს და ოდნავაც აღარ აგაღელვებს, ისე, როგორც არავის
აღელვებს დამჭკნარი ყვავილები, რომლებსაც სანაგვეზე ყრიან. ელენს
ვეუბნები, ჩემი აზრით, ჩვენ უკვე უკვდავები ვართ-მეთქი. ის ამბობს:
228
– მე მაქვს ძალა. – ჩანთას ხსნის, ქაღალდის დაკეცილ ფურცელს იღებს,
ხელის გაქნევით შლის და ამბობს: – იცი, როგორ მკითხაობენ სარკით?
მე არ ვიცი, რა ვიცი და რა – არა. მე არ ვიცი, რა არის სიმართლე და რა –
არა. ეჭვი მაქვს, რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი. და ვეუბნები:
– მითხარი.
ელენი ყელიდან აბრეშუმის შარფს იხსნის და სარკის დამტვერილ
ზედაპირს წმენდს. რეგენტობის ეპოქის კაკლის კარადა ზეთისხილის
გამოსახულებითაა მოჩუქურთმებული და, ზედ მიკრული მუყაოს
ბარათზე წარწერის თანახმად, მეორე იმპერიის დროინდელი
ფურნიტურითაა მოვარაყებული. ელენი ამბობს:
– გრძნეულები სარკეზე ზეთს ასხამენ, შელოცვას წარმოთქვამენ და
სარკეში მომავლის წაკითხვა შეუძლიათ.
– მომავალი, – ვამბობ მე, – შესანიშნავია. ბანის შვრიელა. პუერარია.
ნილოსის ქორჭილა.
ახლა მე იმაშიც კი არა ვარ დარწმუნებული, რომ ახლანდელი დროის
წაკითხვა შემიძლია.
ელენს ქაღალდი უჭირავს და კითხულობს. თანაბარი და მონოტონური
ხმით, ისე, როგორც ფრენის შელოცვას კითხულობდა. სულ რამდენიმე
სტრიქონს კითხულობს სწრაფად, შემდეგ ფურცელს ქვემოთ სწევს და
ამბობს:
– სარკევ, სარკევ, გვითხარი, რა დაგვემართება მომავალში, თუ
ერთმანეთი გვეყვარება და ჩვენი ახალი ძალით ვისარგებლებთ?
მისი ახალი ძალით.
– ეს ნაწილი, «სარკევ, სარკევ», მე თვითონ მოვიფიქრე. – ამბობს ელენი.
ხელზე ხელს მკიდებს და მიჭერს, მაგრამ მე ხელის მოჭერით არ ვაძლევ
პასუხს. ის ამბობს:
– ეს ჯერ კიდევ ჩემს ოფისში ვცადე სარკიან საპუდრეში, მაგრამ ეს იგივეა,
ტელევიზორს მიკროსკოპში რომ უყურო.
სარკეში ჩვენი გამოსახულებები მქრქალდება და იდღაბნება, ერთმანეთს
ერწყმის და თანაბრად ნაცრისფერი ხდება.
229
– გვითხარი, – ამბობს ელენი, – გვიჩვენე, როგორი იქნება ჩვენი მომავალი
ერთად.
ნაცრისფერ ზედაპირზე ფორმები იკვეთება. სინათლე და ჩრდილები
ერთად დაცურავს.
– შეხედე, მეუბნება ელენი. – აი, მე და შენ. ისევ ახალგაზრდები ვართ. მე
შემიძლია ამის გაკეთება. შენ ისე გამოიყურები, როგორც იმ გაზეთის
ფოტოზე. შენი ქორწილის ფოტოზე.
გამოსახულება ისეთი ბუნდოვანია, რომ ვერაფერს ვარჩევ.
– შეხედე, – მეუბნება ელენი და ნიკაპით სარკისკენ მანიშნებს, – ჩვენ
მთელ სამყაროს ვმართავთ. ჩვენ ახალ დინასტიას ვუყრით საფუძველს.
«მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერი გვეცოტავება», – მახსენდება ოისტერის
სიტყვები და მისი აზრი ჭარბ მოსახლეობაზე.
ძალაუფლება, ფული, საკვები, სექსი, სიყვარული. ნეტა ოდესმე
ვკმაყოფილდებით იმით, რაც
გვაქვს, თუ რაც უფრო მეტი გვაქვს, კიდევ უფრო მეტის სურვილი
გვიჩნდება?
მომავლის მოძრავ ბურუსში საერთოდ ვერაფერს ვხედავ. ვერაფერს
ვხედავ, გარდა იმისა, რომ წარსული გრძელდება. მეტი პრობლემა, მეტი
ადამიანი, ნაკლები ბიომრავალფეროვნება, მეტი ტანჯვა.
– მე ვხედავ, რომ ჩვენ ერთად ვართ, – ამბობს ელენი, – სამუდამოდ.
მე ვამბობ, თუ შენ ასე გსურს-მეთქი.
და ელენი ამბობს:
– ეს რას ნიშნავს?
და მე ვამბობ, რომ ნიშნავს იმას, რაც თვითონ სურს, რომ ნიშნავდეს. ის
მართავს მარიონეტებს უხილავი ძაფით. ის თესავს თავის პატარა
მარცვლებს. ის ახდენს ჩემს კოლონიზაციას. ოკუპაციას. მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები, კულტურა და, საერთოდ, ყველაფერი
კვერცხებს დებს ჩემს კანქვეშ. დიდი ძმა მავსებს სურვილით,
მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო.
230
მართლა მჭირდება კი დიდი სახლი, სწრაფი მანქანა, ათასობით ლამაზი
სექსუალური პარტნიორი? მართლა მჭირდება ეს ყველაფერი? თუ
უბრალოდ ჩამინერგეს, რომ უნდა მჭირდებოდეს?
მართლა სჯობია ეს რაღაცეები იმას, რაც უკვე მაქვს? თუ ჩამინერგეს, რომ
უკმაყოფილო უნდა ვიყო იმით, რაც მაქვს? ხომ არა ვარ ხიბლის ქვეშ,
რომელიც მაიძულებს დავიჯერო, რომ არასოდეს არაფერია საკმარისი?
სარკეში ნაცრისფერი თრთის და ლივლივებს. ეს შეიძლება ნებისმიერი
რამ იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მელის მომავალში. საბოლოოდ ეს
მაინც იმედების გაცრუება იქნება.
ელენი მეორე ხელში მკიდებს ხელს. ახლა ჩემი ორივე ხელი უჭირავს
ხელებში. ის პირით თავისკენ მაბრუნებს და მეუბნება:
– შემომხედე, – ამბობს ის, – მონამ გითხრა რამე? მე ვეუბნები:
– შენ მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს. აღარ მინდა, რომ ვინმემ
გამომიყენოს. მეყო, რაც გამომიყენეს. ჩვენს თავებს ზემოთ მთვარის
შუქზე ჭაღი ვერცხლისფრად ბზინავს.
– მაინც რა გითხრა მონამ? – მეკითხება ელენი. და მე ვითვლი 1, ვითვლი
2, ვითვლი 3...

– ნუ იზამ ამას, – მეუბნება ელენი, – მე შენ მიყვარხარ. – ხელებს ხელებზე


მიჭერს და ამბობს: – ნუ გამრიყავ. მე ვითვლი 4, ვითვლი 5, ვითვლი 6...
– შენ ზუსტად ჩემი ქმრისნაირი ხარ. – მეუბნება ის, – მე უბრალოდ მინდა,
რომ ბედნიერი იყო.
– ეს ადვილი საქმეა, ვამბობ მე. უბრალოდ «ბედნიერებაზე» შემილოცე.
ასეთი შელოცვა არ არსებობს, ამბობს ელენი. ამისთვის ნარკოტიკებს
იყენებენ.
მე არ მინდა, სამყარო უარესი გახდეს. მინდა შევეცადო, თავი დავაღწიო
იმ ქაოსს, რომელიც ჩვენ უკვე შევქმენით. მოსახლეობის სიჭარბე.
გარემომცველი სამყაროს დაბინძურება. მიმაძინებელი შელოცვები. იმავე
მაგიამ, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, ახლა ის უნდა გამიუმჯობესოს.
სავარაუდოდ.
– და ჩვენ ეს შეგვიძლია, – ამბობს ელენი, – გვაქვს საამისო შელოცვები.
231
შელოცვა, რათა გამოსწორდეს ზიანი სხვა შელოცვით მიყენებული
ზიანისა, რომელიც სხვა შელოცვით მიყენებული ზიანით იყო
გამოწვეული. ცხოვრება კი სულ უფრო ცუდი ხდება, ისეთი საშინელი,
რომ ჩვენ უბრალოდ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება. ეს არის მომავალი,
რომელსაც მე სარკეში ვხედავ.
მისტერ იუჯინ სკიფელინი თავისი შაშვებით, სპენსერ ბეირდი და მისი
კობრი. ისტორიაში მრავალი მაგალითი მოიპოვება იმისა, რომ კარგი
ადამიანები ცდილობდნენ, რაღაც გაეუმჯობესებინათ სამყაროში,
მაგრამ საპირისპირო შედეგს მიაღწიეს. მე მინდა, გრიმუარი დავწვა.
ელენს ვეუბნები, რაც მონამ მითხრა. რომ მან სასიყვარულო ჯადო
გამიკეთა და სიყვარულის უკვდავ მონად მაქცია, სამარადისოდ.
– მონამ მოგატყუა, – მეუბნება ელენი.
მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე, რომ ასეა? რომელს უნდა დავუჯერო?
ნაცრისფერი სარკეში. მომავალი – შეიძლება ახლა ის ნათელი არ არის
ჩემთვის, რადგან ახლა ჩემთვის საერთოდ არაფერი არ არის ნათელი.
ელენი ხელს მიშვებს. ხელს იქნევს რეგენტობის ეპოქის კარადების,
სამოქალაქო ომის დროინდელი მაგიდებისა და იტალიური რენესანსის
სტილის საკიდებისაკენ და ამბობს:
– და თუ რეალობა მხოლოდ ხიბლია, და თუ შენ სინამდვილეში სულაც
არ გსურს ის, რაც გგონია, რომ გსურს... – მას სახე ჩემს სახესთან ახლოს
მოაქვს და მეუბნება:
– თუ შენ თავისუფალი ნება არა გაქვს. თუ შენ ისიც კი არ იცი, რაც იცი,
თუ შენ სინამდვილეში არ გიყვარს ის, ვინც მხოლოდ გგონია, რომ
გიყვარს, მაშინ რაღა გრჩება ისეთი, რისთვისაც შეიძლება იცოცხლო?
არაფერი.
ვართ უბრალოდ ჩვენ. ამ ავეჯის გარემოცვაში.
იფიქრე უსაზღვრო ღია კოსმოსზე, საოცარ სიცივესა და მდუმარებაზე,
სადაც შენი ცოლი და შვილი გელოდებიან.
და მე ვეუბნები, თუ შეიძლება-მეთქი. მე მას ტელეფონს ვთხოვ.
232
სარკეში კვლავ ნაცრისფერი ლივლივებს. ელენი ჩანთას ხსნის,
მობილურს იღებს და მიწვდის. მობილურს თავსახურს ვხდი და 911-ზე
ვრეკავ.
ქალის ხმა მპასუხობს: – პოლიცია, სახანძრო, თუ სასწრაფო
დახმარების მანქანა? მე ვამბობ: – სასწრაფო დახმარების მანქანა. – სად
იმყოფებით? – მეკითხება ხმა ტელეფონში.

და მე იმ ბარის მისამართს ვეუბნები, სადაც მე და ნეში ვხვდებოდით


ერთმანეთს. საავადმყოფოს გვერდით მდებარე ბარის მისამართს.
– გამოძახების მიზეზი?
სპორტული გუნდის ჩირლიდერების ორმოცმა მოცეკვავემ სითბური
დარტყმა მიიღო. ფრენბურთის ქალთა გუნდს სასწრაფოდ სჭირდება
ხელოვნური სუნთქვა «პირით პირში» მეთოდით. მანეკენების
ჯგუფისთვის აუცილებელია მკერდის გამოკვლევის ჩატარება. ვეუბნები,
თუ პარამედიკოსს, ჯონ ნეშს, ნახავთ, სწორედ ის გამოგზავნეთ. და თუ
ნეშს ვერ იპოვით, მაშინ ნუ შეწუხდებით-მეთქი.
ელენი ტელეფონს მართმევს. მე მიყურებს. თვალებს ახამხამებს, ერთხელ,
ორჯერ, სამჯერ, ნელა და ამბობს:
– რა ჩაიფიქრე?
თავისუფლების მისაღწევად ისღა დამრჩენია, რომ ვქნა ის, რის
გაკეთებაც არ მსურს. შევაჩერო ნეში. პოლიციაში წავიდე და ვაღიარო. არ
გავექცე სასჯელს. ამბოხება საკუთარი თავის წინააღმდეგ. აი, რა
მჭირდება მე.
ეს ბედნიერებისკენ ლტოლვის საწინააღმდეგოა. რაღაც ისეთი უნდა ვქნა,
რისაც ყველაზე მეტად მეშინია.

თავი 40

ნეში ჩილის მიირთმევს. ის მესამე ავენიუზე მდებარე ბარის ყველაზე


შორს მდგარ მაგიდასთან ზის. ბარმენი დახლზე თავდამხობილი წევს.
ხელები ჯერ კიდევ ერხევა მაღალი ტაბურეტების ზემოთ. ორი კაცი და
ორი ქალი კაბინის მაგიდაზე წვანან პირქვე დამხობილნი. მათი ნახევრად
დამწვარი სიგარეტები ჯერ კიდევ ბოლავს საფერფლეებში. კიდევ ერთი
კაცი ტუალეტის კართან წევს და ერთი მკვდარი კაცი კი ბილიარდის
233
მაგიდაზეა გაშხლართული. ბილიარდის კია ხელში შერჩენია. ბარის იქით
სამზარეულოა, სადაც რადიოა ჩართული, მაგრამ დინამიკიდან მხოლოდ
ხრიალი ისმის. ვიღაც, გაზინთული წინსაფრით, გრილზე წევს პირქვე
დამხობილი, ჰამბურგერებს შორის. გრილი ტკაცუნებს და ბოლავს.
მკვდარი მზარეულის პირიდან ჭერისკენ მოტკბო, წებოვანი კვამლი ადის.
სანთლები ნეშის მაგიდაზე – ერთადერთი განათებაა.
ნეში მაღლა სწევს თვალებს. ტუჩები წითელი ჩილით აქვს მოთხვრილი.
მეუბნება:
– ვიფიქრე, რომ განმარტოებით საუბარი გინდოდა. ისე, რომ ხელი არავის
შეეშალა.
თავისი თეთრი ფორმა აცვია. მის გვერდით მკვდარი კაცია. ზუსტად
ისეთივე ფორმაში.
– ჩემი პარტნიორი, – ამბობს ნეში და თავის მოძრაობით გვამზე მანიშნებს.
როცა თავს აქნევს, კეფაზე გამონასკვული კუდი, პალმის პატარა ხე,
ოდნავ ირხევა. მისი თეთრი ფორმა მკერდთან ჩილის წითელი
ლაქებითაა მოსვრილი. ნეში ამბობს:
– დიდი ხანია მინდოდა, მისთვის მიმაძინებელი მემღერა.
ჩემ უკან კარი იღება და ბარში კაცი შემოდის. ზღურბლთან ჩერდება და
აქეთ-იქით იყურება. ხელს იქნევს, რომ გარშემო კვამლი გაფანტოს და
ამბობს:
– ეს რა ჯანდაბაა!
მის უკან შემოსასვლელი კარი იხურება.
ნეში თავს ხრის და თითებს გულის ჯიბეში აფათურებს. სოუსისგან
წითელ-ყვითლად დალაქავებულ მუყაოს თეთრ ბარათს იღებს და
ხმამაღლა კითხულობს მიმაძინებელს – თანაბრად და მონოტონურად,
ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანები ითვლიან ხოლმე. სწორედ ისე,
როგორც ელენი.
კართან მდგარი კაცი ირინდება და თვალებს კარკლავს, ისე, რომ
მხოლოდ თეთრი გუგები მოუჩანს. მერე მუხლები ეკეცება და
გვერდულად ეცემა. მე უბრალოდ ვდგავარ და ვუყურებ. ნეში ბარათს
ისევ ჯიბეში იდებს და ამბობს:
234
– აბა, სად ვიყავით? და მე ვეკითხები: – ლექსი სად იპოვე? და ნეში
მეუბნება:

– აბა, თუ მიხვდები. იმ ერთადერთ ადგილზე, სადაც შენ მის


განადგურებას ვერ შეძლებ.
მაგიდიდან ლუდის ბოთლს იღებს, მის გრძელ ყელს ჩემკენ იშვერს და
ამბობს:
– აბა, იფიქრე, – ამბობს ის, – თავს ძალა დაატანე.
– წიგნი «მსოფლიოს ხალხთა პოემები და საბავშვო ლექსები» ყოველთვის
იქ იქნება. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ყველას თვალწინ,
მხოლოდ იმ ერთ ადგილზე, – ამბობს ის. – და იქიდან მას ვერასოდეს
ვერავინ წაიღებს.
სრულიად უმიზეზოდ ბანის შვრიელა მახსენდება. და მდინარის
ორკარედი ნიჟარები და ოისტერი.
ნეში ლუდის ყლუპს სვამს, ბოთლს მაგიდაზე დგამს და ამბობს:
– იფიქრე, თავს ძალა დაატანე. მე ვამბობ:
– მანეკენები, მთელი ეს მკვლელობები... მე ვამბობ: – რასაც შენ აკეთებ,
გაუმართლებელია.
და ნეში ამბობს:
– მნებდები? მან უნდა გაიგოს, რომ სექსი გარდაცვლილ ქალებთან
გაუმართლებელია. ნეში კოვზს იღებს და ამბობს:

– კონგრესის ძველ, კარგ ბიბლიოთეკაში. გადასახადების ხარჯზე რომ


მუშაობს. ჯანდაბა! ის ჩილიან ჯამში კოვზს ყოფს, შემდეგ პირში იდებს
და ამბობს:
– ახლა არ დამიწყო ლექციის კითხვა, რომ ნეკროფილია ბოროტებაა. – ის
ამბობს: – აი, ვინ-ვინ და შენ არ უნდა წამიკითხო ლექცია. – ნეშს პირი
ჩილით აქვს გამოტენილი – კარგად ვიცი, ვინცა ხარ. ლუკმას ყლაპავს
და ამბობს: – შენ ისევ გეძებენ დასაკითხად.
წითელი ჩილით მოთხვრილ ტუჩებს ილოკავს და ამბობს:
235
– შენი ცოლის სიკვდილის მოწმობა ვნახე. – ის იღიმება და ამბობს: –
სიკვდილის შემდეგ სექსუალური კონტაქტის ნიშნები. ნეში ცარიელი
სკამისკენ მიანიშნებს და მე ვჯდები.
– ახლა არ მითხრა, რომ – ის წინ, მაგიდისკენ იხრება და მეუბნება: –
საუკეთესო სექსი არ იყო იმათ შორის, რომელიც კი ოდესმე ცხოვრებაში
გქონია?
და მე ვეუბნები, მოკეტე-მეთქი.
– მე ვერ მომკლავ, – მეუბნება ნეში. ის კრეკერებს ფშვნის, ჩილიან ჯამში
ყრის და ამბობს: – მე და შენ... ჩვენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. და
მე ვეუბნები: ეს სხვა რამეა. ის ხომ ჩემი ცოლი იყო.
– ცოლი იყო თუ არა, – ამბობს ნეში, – მკვდარი მაინც მკვდარია. ამით
არაფერი იცვლება. ეს მაინც ნეკროფილიაა.
ნეში კრეკერებს და წითელ ჩილის ერთმანეთში ურევს კოვზით და
ამბობს:
– ჩემი მოკვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება შენთვის.
ვეუბნები, მოკეტე-მეთქი.
– დაწყნარდი, – მეუბნება ის. – მე არავისთვის არაფერი მითქვამს. – ნეში
ჩილიში ჩამბალ კრეკერს ახრაშუნებს. – ეს ჩემი მხრიდან სისულელე
იქნებოდა. აბა, შენ თვითონ იფიქრე, – კიდევ ერთი კოვზ ჩილის იდებს
პირში, – სულაც არ მინდა, ეს კიდევ ვინმემ შეიტყოს. რაში მჭირდება
კონკურენტები.
არასრულყოფილი და უზნეო. აი, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ. ასე
შორს ღმერთისგან. აი, ასეთ ხალხში ვარ დარჩენილი. ყველა
ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის. მონაც და ელენიც, ნეშიც
და ოისტერიც. ყველას, ვინც მიცნობს, ვეზიზღები. ჩვენ ყველას
გვეზიზღება ერთმანეთი. ჩვენ ყველას გვეშინია ერთმანეთისა. მთელი
სამყარო ჩემი მტერია.
– მე და შენ, – მეუბნება ნეში, – ჩვენ არავის არ უნდა ვენდოთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში.
თუ მონა მართალი იყო, როცა კარლ მარქსის სიტყვებს წარმოთქვამდა,
მაშინ ნეშის მოკვლა ნიშნავს მის გადარჩენას, მის ღმერთთან დაბრუნებას,
მისი ცოდვების გამოსყიდვით კაცობრიობისთვის მის დაბრუნებას.
236
ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება და ნეშის ტუჩები მოძრაობას იწყებენ.
სუნთქვისას ჩილის მძაფრ სუნს მაფრქვევს.
მიმაძინებელს კითხულობს. სიტყვებს ძალდატანებით წარმოთქვამს,
ძაღლის ყეფასავით. ყოველი სიტყვის წარმოთქმას ისეთ ძალას ატანს, რომ
ტუჩებზე ჩილიანი დორბლები ადგება. წითელი ნერწყვის წვეთები
მიფრინავს. ლაპარაკს წყვეტს და თავისი გულის ჯიბეში იყურება. ხელს
იფათურებს ჯიბეში, რომ ბარათი იპოვოს. ორი თითით იღებს და ახლა
იქიდან განაგრძობს კითხვას. ბარათი ისეთი ზინზლიანია, რომ
გასაწმენდად სუფრაზე უსვამს, და ისევ კითხულობს.
სიტყვები მძლავრად, ომახიანად გაისმის. ეს ბედისწერის ხმაა.
მზერა მებინდება, სამყარო ჩემ წინ ნაცრისფერ, მღვრიე მასად იქცევა.
კუნთები მირბილდება და მიგრძელდება, თვალებს ვკარკლავ. მუხლები
მეკეცება.
აი, თურმე როგორი ყოფილა, როცა კვდები. რომ გადარჩე.
მაგრამ ახლა მკვლელობა, ეს უკვე რეფლექსია. ამ გზით ვჭრი მე ყველა
პრობლემას.
მუხლები მეკეცება და იატაკზე სამ თვლაში ვეცემი. ჯერ ტრაკით, შემდეგ
ზურგით, ბოლოს კი თავით.
ყველაფერი თავისთავად ხდება. უნებურად, ისევე, როგორც სიღრმიდან
ამოდის ბოყინი, ცემინება ან მთქნარება. თავში მიმაძინებელი მიკრთება.
მთელი ჩემი შინაგანი გადაუჭრელი მძღნერის დენთის კასრი, რომელიც
დღემდე ვერ მოვიშორე. არასოდეს უმტყუნია.
გადღაბნილი ნაცრისფერი სამყარო ისევ მკაფიო კონტურებს იძენს.
იატაკზე, პირაღმა ვწევარ და გაქონილ ნაცრისფერ კვამლს ავყურებ,
რომელიც ჭერის გასწვრივ მოძრაობს. ისმის, როგორ იწვის ისევ მკვდარი
მზარეულის სახე.
ნეშის თითებიდან ბარათი მაგიდაზე ეცემა. ის თვალებს კარკლავს,
მხრები უცვივდება და სახით პირდაპირ ჩილიან ჯამში ემხობა.
წითელი სოუსი სუფრას ეშხეფება. ნეშის სხეული ნელ-ნელა გვერდზე
იხრება და იატაკზე მოწყვეტით ვარდება ჩემ გვერდით. მისი
დაჭყეტილი თვალები პირდაპირ მე შემომცქერიან. სახე მთლიანად
ჩილითა აქვს მოთხვრილი. კეფაზე განასკვული კუდი – პალმის პატარა
ხე – გაშლილა და შავი თმა ლოყაზე და შუბლზე აქვს ჩამოშლილი.
237
ის გადარჩენილია. მაგრამ მე არა.
წებოვანი კვამლი მაკრავს გარს. გრილი შიშინებს და ტკაცუნებს.
იატაკიდან ნეშის ბარათს ვიღებ და მაგიდაზე მდგარ სანთლის ალთან
მიმაქვს, კვამლზე კვამლს ვუმატებ და უბრალოდ ვუყურებ, როგორ იწვის.
სირენა ირთვება, სახანძრო სიგნალიზაცია, ისეთი ხმამაღალი, რომ
საკუთარი ფიქრებიც კი არ მესმის. თითქოს ოდესმე ვფიქრობდე, თითქოს
ოდესმე შემეძლო ფიქრი. სირენის ხმა მავსებს. დიდი ძმა. ის ჩემს გონებას
იპყრობს, როგორც ჯარი ქალაქს. ჯერჯერობით მე ვზივარ – ველი
პოლიციას, რომელიც გადამარჩენს. ღმერთთან დამაბრუნებს და
კაცობრიობასთან ხელახლა შემაერთებს. სირენის კივილი ყველაფერს
ახშობს და მე ეს მიხარია.

თავი 41

უკვე მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ჩემი უფლებები წამიკითხეს. მას


შემდეგ, რაც ხელბორკილები დამადეს და განყოფილებაში მიმიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ბარში პირველი პატრული შემოვიდა, გვამები დაინახა
და თქვა: «ტკბილი, ტანჯული ქრისტე». მას შემდეგ, რაც პოლიციელმა
ექიმებმა მკვდარი მზარეული გრილიდან გადააგორეს, დამწვარ სახეზე
დახედეს, გული აერიათ და საკუთარ ხელისგულებზე არწყიეს. მას
შემდეგ, რაც მე ერთ ნომერზე დარეკვის უფლება მომცეს და მე ელენს
დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს მოხდა. რომ მე
დაპატიმრებული ვარ. და ელენმა მითხრა:
– არ ინერვიულო, გადაგარჩენ.
მას შემდეგ, რაც თითის ანაბეჭდები ამიღეს და ანფასსა და პროფილში
სურათი გადამიღეს. მას შემდეგ, რაც საფულე, გასაღებები და საათი
ჩამომართვეს. ჩემი ტანსაცმელი, ჩემი სპორტული ქურთუკი და ლურჯი
ჰალსტუხი პოლიეთილენის პარკში ჩადეს, რომელსაც ჩემი გვარი კი არ
ეწერა, არამედ ჩემი, პატიმრის, ნომერი. მას შემდეგ, რაც მე, შიშველი,
ბეტონის ცივ კორიდორში გამატარეს. მას შემდეგ, რაც მარტო დამტოვეს
ხნიერ, ზორბა, ბეისბოლის ხელთათმანებისოდენა ხელებიან კუნთმაგარ
ოფიცერთან. ოთახში, სადაც მაგიდის, ჩემი ტანსაცმლიანი პარკის და
დიდი ქილა ვაზელინის გარდა არაფერი იყო.
238
მას შემდეგ, რაც იმ ჭაღარა, ბებერ კამეჩთან დამტოვეს, მან ლატექსის
ხელთათმანები ჩამოიცვა და მეუბნება:
– გთხოვთ, კედლისკენ შებრუნდით, წინ გადაიხაროთ და ხელებით
დუნდულები გადაიწიოთ.
მე ვამბობ:
– რა?
და ეს მოღუშული გიგანტი ხელთათმნიან ორ თითს ვაზელინიან ქილაში
ყოფს და მეუბნება:
– სხეულის ღრუების ჩხრეკა, – ამბობს ის, – ახლა შებრუნდით.
და მე ვითვლი 1, ვითვლი 2, ვითვლი 3……………...
და კედლისკენ ვბრუნდები. და წინ ვიხრები. და ხელებით დუნდულებს
აქეთ-იქით ვიწევ.
და მე ვითვლი 4, ვითვლი 5, ვითვლი 6...
მე და ჩემი ჩაფლავებული ეთიკა. ისევე, როგორც ვალტრუდ ვაგნერი,
როგორც ჯეფრი დამერი და ტედ ბანდი – მეც სერიული მკვლელი ვარ
და ასე იწყება ჩემი დასჯა. მტკიცებულება ჩემი თავისუფალი ნებისა. ეს
არის ჩემი გზა ხსნისაკენ. პოლიციელს ხრინწიანი ხმა აქვს. სიგარეტის
სუნი ასდის. ის ამბობს:
– სტანდარტული პროცედურაა იმ დაკავებულებისათვის, რომლებიც
განსაკუთრებით საშიშად ითვლებიან. და მე ვითვლი 7, ვითვლი 8,
ვითვლი 9.. და პოლიციელი დუდღუნებს:
– ოდნავ დაჭერას იგრძნობთ. ამიტომ ჯობია მოდუნდეთ.
მე ვითვლი 10, ვითვლი 11,
ვითვლი... და ჯანდაბა. ჯანდაბა!
– მოდუნდით, – მეუბნება პოლიციელი. ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა!
მტკივა, უფრო მეტად მტკივა, ვიდრე მაშინ, როცა მონა გავარვარებულ
პინცეტს მჩრიდა ფეხში. ასე ძალიან მაშინაც არ მტკენია, როცა ფეხს
სამედიცინო სპირტით მბანდა. ფრჩხილებით ვარ ჩაფრენილი ჩემს
დუნდულებს და კბილებს ვაკრაჭუნებ. ფეხებზე ოფლი მდის.
239
შუბლიდანაც ოფლი მდის და ცხვირის წვერიდან იატაკზე წვეთავს.
სუნთქვა მეკვრის. ოფლის წვეთები ჩემს შიშველ ფეხებს შორის ცვივა.
ფეხები ფართოდ მაქვს გაჩაჩხული.
რაღაც მაგარი და ვეებერთელა კიდევ უფრო ღრმად იხრახნება ჩემში და
პოლიციელის საშინელი ხმა ამბობს:
– მოდუნდი, ძმაო.
მე ვითვლი 12, ვითვლი 13...
ხრახნა ჩემ შიგნით წყდება. ის რაღაც მაგარი და ვეებერთელა ნელა
გამოაქვთ, თითქმის ბოლომდე. შემდეგ ისევ ღრმად შემოდიან. ნელა,
როგორც საათის ისარი ციფერბლატზე, შემდეგ კი სულ უფრო სწრაფად.
ვაზელინით გაპოხილი თითები შემოდის ჩემში, გადის და ისევ შემოდის.
და ახლოს ჩემს ყურთან პოლიციელის ხრინწიანი, ბებერი ხმა ამბობს:
– ეი, ძმაო... ის ხომ არ... სწრაფად რომ გვექნა...
მთელი სხეული
მეკრუნჩხება. პოლიციელი კი
მეუბნება: – ბიჭო, როგორ
მოიკრუნჩხე...
და მე ვეუბნები: ოფიცერო, გთხოვთ. თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ.
მე შემიძლია მოგკლათ. გთხოვთ, ნუ იზამთ ამას. პოლიციელი კი
ამბობს:
– მაცადე, თითები გამომაღებინე და ხელბორკილებს მოგხსნი. ეს მე ვარ,
ელენი. ელენი?
– ელენ ჰუვერ ბოილი? აღარ გახსოვს? – მეუბნება პოლიციელი. ორი
ღამის წინ შენ თითქმის იმავეს მიკეთებდი ჭაღში. ელენ? ის რაღაც
უზარმაზარი და მაგარი ისევ ღრმად მაქვს ჩახრახნილი. და პოლიციელი
ამბობს:
– ამას «დროებითი დაუფლების შელოცვა ეწოდება». ეს-ესაა
გადავთარგმნე. სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ. თვითონ ოფიცერიც
აქ არის, მაგრამ ღრმა ქვეცნობიერის მდგომარეობაშია. მისი შოუ ახლა მე
მიმყავს.
240
ტრაკზე ოფიცრის ფეხსაცმლის ცივი, მაგარი ლანჩა მაწვება და
უზარმაზარი თითები მკვეთრი მოძრაობით გადის ჩემგან. იატაკზე,
ჩემს ფეხებს ქვემოთ ოფლის ტბა დგას. ისევ კბილებს ვაკრაჭუნებ და
წელში სწრაფად ვიმართები. ოფიცერი თითებს დაჰყურებს და ამბობს:
– მეგონა, სამუდამოდ დავკარგე-მეთქი. – თითებს ყნოსავს და იჭმუხნება.
– შესანიშნავია, – ვამბობ მე. ღრმად ვსუნთქავ. თვალები დახუჭული მაქვს.
თავიდან ელენი მე მმართავდა, ახლა კი იმაზე უნდა ვიწუხო, რომ
ყველას მართავს ჩემ გარშემო. და პოლიციელი ამბობს:
241


ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მონას სხეულში ვიყავი.
უბრალოდ, რომ შემემოწმებინა, შელოცვა როგორ მოქმედებს. და კიდევ
სამაგიერო რომ გადამეხადა შენი შეშინებისთვის. მე ის ცოტათი
შევცვალე. მის გარეგნობას ვგულისხმობ.
პოლიციელი კვერცხებზე ივლებს ხელს. – რა საოცარია. შენთან ყოფნამ
და ასეთი სახის ურთიერთობამ აღმაგზნო. ერექცია მაქვს. – ამბობს ის. –
მე, რა თქმა უნდა, ქალთმოძულე არა ვარ, მაგრამ ყოველთვის
ვოცნებობდი, პენისი მქონოდა. მე ვეუბნები, ამის მოსმენა არ მსურს-
მეთქი. და ელენი ამბობს. პოლიციელის პირით ამბობს:
– როგორც კი ტაქსიში ჩაგსვამ, ვფიქრობ, ცოტა ხნით კიდევ დავრჩე ამ
კაცის სხეულში და დავანძრიო. ისე, უბრალოდ, ახალი
გამოცდილებისათვის.
და მე ვეუბნები, თუ ამ გზით ცდილობ, თავი შემაყვარო,
არაფერი გამოგივა, ჯობია, რაიმე უკეთესი მოიფიქრო-მეთქი.
პოლიციელს ლოყაზე ცრემლი ჩამოსდის. მის წინ შიშველი
ვდგავარ და ვეუბნები:
– მე შენ არ მინდიხარ. მე შენ არ გენდობი.
– არ შეიძლება, შენ მე გიყვარდე, – მეუბნება პოლიციელი. ელენი
მეუბნება პოლიციელის ხრინწიანი ხმით. – იმიტომ, რომ მე ქალი ვარ და
მეტი ძალა მაქვს, ვიდრე შენ. და მე ვეუბნები:
– ელენ, გააჯვი აქედან. არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. არაფერში არ
მჭირდები. მე მინდა, პასუხი ვაგო ჩემი ჩადენილი დანაშაულებისათვის.
დავიღალე ამ სამყაროს წაბილწვით მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი
ცუდი საქციელი გავამართლო.
პოლიციელი უკვე გულამოსკვნით ტირის. მეორე პოლიციელი შემოდის,
სრულიად ახალგაზრდა. ხნიერ პოლიციელს უყურებს, ცრემლებად რომ
იღვრება და შემდეგ მზერა ჩემზე, შიშვლად მდგარზე, გადმოაქვს.
ახალგაზრდა პოლიციელი ეუბნება:
– აქ ყველაფერი რიგზეა, სერჟანტო?
ყველაფერი მშვენივრადაა, – ამბობს ხნიერი პოლიციელი და ცრემლებს
242


იწმენდს. – ჩვენ აქ მშვენივრად ვატარებთ დროს. – და მხოლოდ ახლაღა
ამჩნევს, რომ თვალები ხელთათმნიანი ხელით ამოიწმინდა, სწორედ იმ
თითებით, ჩემს ტრაკში რომ ჰქონდა შეყოფილი. შეყვირებით იძრობს
ხელთათმანს. საშინლად აჟრჟოლებს და ქაქიან ხელთათმანებს შორს,
ოთახის მეორე ბოლოსკენ ისვრის.
ახალგაზრდა პოლიციელს ვეუბნები, უბრალოდ, ვსაუბრობდით-მეთქი.
მას კი ჩემს ცხვირთან მუშტი მოაქვს და ამბობს:
– შენ კიდე მოკეტე, შე მოტყნულო...
ხნიერი პოლიციელი, სერჟანტი, მაგიდის კიდეზე ჯდება და ფეხზე ფეხს
იდებს. ის ცრემლებს ყლაპავს, შემდეგ თავს უკან აგდებს, თითქოს
გრძელი თმის სახიდან უკან გადაყრა უნდოდეს და ამბობს:
– იცი რა, თუ შენ წინააღმდეგი არა ხარ, მარტო დარჩენას ვისურვებდით.
მე უბრალოდ ჭერს მივჩერებივარ. ახალგაზრდა პოლიციელი ამბობს:
– რა თქმა უნდა, სერჟანტო. და სერჟანტი ქაღალდის ხელსახოცს სტაცებს
ხელს და თვალებს იწმენდს.
და ამ დროს ახალგაზრდა პოლიციელი სწრაფად ბრუნდება ჩემკენ, ყბაში
მავლებს ხელს და
კედელზე მაყუდებს. ფეხებით და ზურგით ბეტონის ცივ კედელს
ვგრძნობ. ახალგაზრდა პოლიციელი თავს უკან მაწევინებს და ყელში
ხელს მიჭერს.
– სერჟანტს არაფერი დაუშავო, – ჩამყვირის ის სახეში, – გაიგე?
სერჟანტი მიყურებს და სუსტი ღიმილით მეუბნება:
– ჰა? ხომ გაიგე, რა გითხრეს? – და ქსუტუნებს.
ახალგაზრდა პოლიციელი ხელს მიშვებს, რომელიც ჩემთვის ყელში
ჰქონდა წაჭერილი, კარისკენ მიდის და ამბობს:
– მე გვერდით ოთახში ვიქნები და თუ რამეში დაგჭირდე, მაშინვე...
– გმადლობთ, – ამბობს სერჟანტი. მეორე პოლიციელს ხელში ეჭიდება,
მაგრად უჭერს და ეუბნება:
243


შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
ახალგაზრდა პოლიციელი ხელიდან ხელს ჰგლეჯს და ოთახიდან გადის.
ელენი ამ კაცის შიგნით რაღაცით იმ ხარახურას ჰგავს, ტელევიზია რომ
გვიტენის თავში. იმას ჰგავს, ბანის შვრიელა რომ დანარჩენ მცენარეებს
ავიწროებს და ყველაფერს ედება. აკვიატებულ მელოდიას, თავში რომ
ჟღერს და ჟღერს. მოჩვენებებიან სახლს. გრიპის ვირუსს. დიდ ძმას, შენს
ყურადღებას რომ იპყრობს.
სერჟანტი, ელენი, მაგიდას შორდება, ხელს იარაღის ბუდეში აფათურებს
და პისტოლეტს იღებს. მას ორივე ხელში იჭერს, მე მიმიზნებს და ამბობს:
– აბა, ამოიღე შენი ტანსაცმელი და ჩაიცვი! – სერჟანტი ქსუტუნებს და
პარკს მაწვდის. – ჩაიცვი, რომ გეუბნები, – მეუბნება ის, – მე აქ შენს
გადასარჩენად ვარ მოსული.
პისტოლეტი ხელში უკანკალებს და სერჟანტი ამბობს:
– მინდა, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდე აქაურობას, რომ წავიდე და
დავანძრიო.
244

თავი 42

ყველგან სიტყვები ერწყმის ერთმანეთს. სიტყვები, ლირიკული


მონოლოგები და დიალოგები იქცევა უზარმაზარ ნაზავად, რომელმაც
შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა, ღვთიური აქტი
უბრალოდ ეთერში გაშვებული ინფორმაციული ნაგვის სწორი
კომბინაცია იყოს. ცუდი სიტყვები ერთმანეთს ეჯახებიან და მიწისძვრას
იწვევენ. ზუსტად ისე, როგორც წვიმის შემლოცველი იწვევს ჭექა-
ქუხილს, სიტყვების სწორმა კომბინაციამ შეიძლება ტორნადო
გამოიწვიოს. ვინ იცის, იქნებ გლობალური დათბობა სარეკლამო
რგოლების კრიტიკული მასით იყოს გამოწვეული. მრავალჯერადი
გამეორება ტელევიზიით იწვევს დამანგრეველ ქარიშხლებს. კიბოს.
შიდსს.
ტაქსიში, გზად «ელენ ბოილი – უძრავი ქონების გაყიდვისაკენ» გაზეთის
სათაურებს და ხელით ნაწერ სარეკლამო განცხადებებს ვათვალიერებ.
ტელეფონის ბოძებზე მიკრული ლიფლეტები მაკულატურის ფოსტას
ერევა. ქუჩის მუსიკოსების სიმღერები – მუზაკის[19] სიმღერებს, ქუჩის
გამყიდველების ყვირილს, რადიოს ხმას.
ჩვენ გაუგებარი სიტყვების ხრიალის მობარბაცე კოშკში ვცხოვრობთ.
სიტყვების მერყევ რეალობაში. ბიომასაში, რომელიც გენეტიკურად
ავადმყოფობაზეა დაპროგრამებული. უბრალო
და ბუნებრივი სამყარო დიდი ხანია განადგურებულია. ახლა ჩვენ
მხოლოდ ენის აბურდულ-დაბურდული სამყაროღა დაგვრჩა.
დიდი ძმა ცეკვავს და მღერის და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვუსმინოთ და
ვუყუროთ. ქვებით და ჯოხით ხელ-ფეხს კი დამამტვრევ, მაგრამ ჩვენი
როლი მარტო ის არის, რომ ყურადღებით ვუყუროთ, ვუსმინოთ და
ველოდოთ ახალ უბედურებას.
ტაქსის სავარძელზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტრაკი ახლაც
გაპოხილი და გადახსნილი მაქვს.
მიმაძინებლის კიდევ ოცდაცამეტი ეგზემპლარია საპოვნელი. კონგრესის
ბიბლიოთეკაში უნდა წავიდეთ. დაწყებული საქმე უნდა დავამთავროთ
და უზრუნველვყოთ, რომ არაფერი მსგავსი აღარ განმეორდეს.
245

საჭიროა, ადამიანები გავაფრთხილოთ. ჩემი ძველი ცხოვრება


დამთავრდა. ეს უკვე ახალი ცხოვრებაა.
ტაქსი შენობასთან ჩერდება. მონა სახლის წინა კართან დგას, ხელში
გასაღებების აცმა უჭირავს
და ერთ-ერთით კარს კეტავს. ის შეიძლება ელენიც იყოს. დაზვინული
შავწითელი თმა უკან აქვს გადავარცხნილი. ყავისფერი კოსტიუმი აცვია,
მაგრამ შოკოლადისფერი ყავისფერი კი არა, უფრო მდიდრული
სასტუმროს რესტორანში ატლასის ბალიშზე მორთმეული თხილიანი
შოკოლადის ტრიუფელისფერი.
მონას ფეხებთან ყუთი დგას, ყუთის თავზე რაღაც წითელი დევს.
წიგნია. გრიმუარი. მანქანების სადგომის გავლით მივდივარ მისკენ და
მონა მეძახის:
– ელენი აქ არ არის.
რადიოსკანერში მესამე ავენიუზე მდებარე ბარში მომხდარ ამბებს
გადმოსცემდნენ. თქვეს, რომ იქ ყველა მკვდარია, – მონა ამბობს, – შენ კი
დაპატიმრებული ხარ. ყუთს თავისი მანქანის საბარგულში დებს და
მეუბნება:
– სულ რაღაც ორიოდე წუთით დაგაგვიანდა. მისის ბოილი ეს-ესაა გაიქცა
ატირებული. სერჟანტი.
ელენის დიდი, ტყავისსუნიანი მანქანა არსად ჩანს.
მონა თავისი ყავისფერი ფეხსაცმლის მაღალ ქუსლებს დაჰყურებს,
კოხტად გამოყვანილ კოსტიუმს, მხრებში ლიპებით და ნაკეცებით –
თოჯინის ტანსაცმელს, ტოპაზის უზარმაზარი ღილებით – თავის მოკლე
ქვედაწელს და მეუბნება:
– არ მკითხო, ეს როგორ მოხდა. – ხელებს მაღლა სწევს. შავი ფრჩხილები
ვარდისფერი ლაქითა აქვს შეღებილი, წვერები კი თეთრით. მეუბნება,
გთხოვთ, გადასცეთ მისის ბოილს, რომ არ მომწონს, როცა ჩემს სხეულს
იტაცებენ და ათას საძაგლობას უშვრებიან. – ის თავის ხეშეშ, გაჩეჩილ
თმაზე, ვარდისფრად შეღებილ ლოყებსა და პომადაზე მითითებს და
მეუბნება: – ეს სტილისტური გაუპატიურების ტოლფასია.
თავისი ვარდისფერფრჩხილებიანი თითებით მონა საბარგულს ხურავს.
ჩემს პერანგზე მითითებს და მეკითხება:
246

– მეგობართან საქმის გარჩევა სისხლიანი გამოდგა?


ვეუბნები, ეს წითელი ლაქები ჩილია-მეთქი.
მე ვამბობ:

– გრიმუარი. მე ის დავინახე. ადამიანის წითელი კანი. ტატუირება –


პენტაგრამა.
– თვითონ მომცა, – მეუბნება მონა. ყავისფერ ჩანთას ხსნის და შიგ ხელს
ყოფს. ის ამბობს: – მითხრა, უკვე აღარ მჭირდებაო. როგორც უკვე ვთქვი,
ძალიან შეწუხებული იყო. ტიროდა.
ვარდისფერფრჩხილებიანი ორი თითით მონა ჩანთიდან დაკეცილ
ქაღალდს იღებს. გრიმუარიდან ამოხეული ფურცელია. ჩემი სახელია
აწერია. ფურცელს მე მიწვდის და ამბობს:
– თავს გაუფრთხილდი. როგორც ვატყობ, ვიღაცას, რომელიღაც
მთავრობაში, ძალიან სურს შენი სიკვდილი. მონა ამბობს:
– როგორც ვატყობ, ელენის სასიყვარულო შელოცვებმა მოულოდნელად
საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო. – ყავისფერ, მაღალქუსლიან
ფეხსაცმელებზე ბარბაცებს და ზურგით მანქანას ეყრდნობა. ამბობს: –
გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ შენ
გადაგარჩინოთ.
უკანა სავარძელზე ოისტერი წევს, გაუნძრევლად და წყნარად, თითქოს
სძინავსო, მაგრამ მეტისმეტად წყნარად საიმისოდ, რომ მხოლოდ
ეძინოს. მისი გაჩეჩილი ქერა თმა სავარძელზეა გაშლილი. ამულეტების
ქისა ჯერ კიდევ კისერზე ჰკიდია. ქისა გახსნილია და იქიდან
სიგარეტები ცვივა. ლოყებზე წითელი ნაიარევი აქვს – ელენის მანქანის
გასაღებისგან. მე ვეკითხები:
– რა, მოკვდა?
და მონა მეუბნება:
– ვერ მოესწრები. არაფერიც არ სჭირს. – ის საჭესთან ჯდება და მანქანას
ქოქავს. – შენ, ჯობია, იჩქარო და ელენი მოძებნო. რამე სასოწარკვეთილი
საქციელი არ ჩაიდინოს. კარს ჯახუნით კეტავს და მანქანას ადგილიდან
ძრავს. მონა შუშას დაბლა სწევს და ყვირის:
247

– სამედიცინო ცენტრი «ახალი კონტინუუმი». – ყვირის და სვლას


განაგრძობს, – იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ არის გვიან!
250
249
თავი 43

პალატა ნომერი 131 სამედიცინო ცენტრ «ახალ კონტინუუმში». იატაკი


ლაპლაპებს. ლინოლეუმს ჩემ ფეხქვეშ ჭახაჭუხი გააქვს, როცა წითელ და
მწვანე, ყვითელ და ცისფერ ნამსხვრევებზე ვაბიჯებ. წითელი წვეთები.
ბრილიანტები და ლალები, ზურმუხტები და საფირონები. იქვე ელენის
ფეხსაცმელები: ერთი – ვარდისფერი, მეორე – ყვითელი. ქუსლები ლამის
ფაფადაა ქცეული. გაფუჭებული ფეხსაცმელები იატაკზე – ზუსტად
ოთახის შუაში.
ელენი ოთახის შორეულ კუთხეში დგას, იქ, სადაც მაგიდის ნათურის
მკრთალი შუქი აღწევს. უჟანგავი ფოლადის რაღაც ყუთზეა გადახრილი.
გაშლილი ხელები ცივ ფოლადზე აქვს შემოხვეული. ლოყა – ყუთის
სახურავზე მიჭერილი.
ჩემ ფეხქვეშ სხვადასხვა ფერის ქვები ხრაშუნებენ და ფეხის ხმაზე ელენი
ჩემკენ ბრუნდება.
ვარდისფერპომადიანი ტუჩები სისხლითა აქვს მოთხვრილი. ყუთის
სახურავზე კოცნის ანაბეჭდია – ვარდისფერი და წითელი. სახურავზე
სარკმელია, მღვრიე ნაცრისფერი მინით, შიგნით კი ვიღაც წევს,
მეტისმეტად სრულყოფილი და თეთრი საიმისოდ, რომ ცოცხალი
იყოს. პატრიკი. ყინვამ ფანჯრის კიდეებზე დნობა დაიწყო და წყალი
შიგნით წვეთავს. და ელენი ამბობს:
– შენ აქ ხარ. – მისი ხმა ყრუდ და გაურკვევლად ისმის. პირიდან
სისხლი გადმოსდის. მის დანახვაზე ფეხის ტკივილი მეწყება.
– კარგადა ვარ, – ვეუბნები მე. და ელენი ამბობს:

– მიხარია.
მისი კოსმეტიკის ჩანთა იატაკზე გდია. სხვადასხვა ფერის ნამსხვრევებს
შორის ოქროს და პლატინის ერთმანეთში ჩახლართული ძეწკვები. ელენი
ამბობს:
– შევეცადე, ყველაზე დიდები დამემსხვრია. – ის ახველებს და ხელი
პირთან მიაქვს. – დანარჩენი შევეცადე დამეღეჭა. – ამბობს ის და
ახველებს, ვიდრე ხელისგული სისხლით და თეთრი ნამსხვრევებით
ევსება.
250
კოსმეტიკის ჩანთის გვერდით მილების საწმენდი სითხის ბოთლია
გადაყირავებული. მის გარშემო მწვანე ტბა დგას.
ელენს ყველა კბილი ჩამსხვრეული აქვს. სისხლიანი ღრმულები უჩანს.
სახით ნაცრისფერ მინას ეკვრის. მისი სუნთქვისაგან მინა იბინდება.
გასისხლიანებულ ხელს ქვედაწელზე იწმენდს.
– არ მინდა, იმას დავუბრუნდე, რაც ადრე იყო, – ამბობს ის, – იმ
ცხოვრებას, რომელიც იქამდე მქონდა, ვიდრე შენ შეგხვდებოდი. – ის
სისხლიან ხელს ისევ ქვედაწელზე იწმენდს. – იმ შემთხვევაშიც კი,
მთელ მსოფლიოზე რომ გავრცელდეს ჩემი ძალაუფლება.
ვეუბნები, სასწრაფოდ შენი საავადმყოფოში წაყვანაა-მეთქი საჭირო.
ელენი კი სისხლიანი ტუჩებით იღიმება და მეუბნება:
– ჩვენ ახლა საავადმყოფოში ვართ. – არაფერი პირადული, – ამბობს
ელენი.
მას უბრალოდ ვიღაც სჭირდებოდა. მაშინაც კი, პატრიკის უკან
დაბრუნება რომ შესძლებოდა, არასოდეს ისურვებდა, რომ მისთვის
ცხოვრება დაენგრია მიმაძინებელი ჯადოს გაზიარებით. მაშინაც კი, ეს
ისევ მარტო დარჩენის მანიშნებელი რომ ყოფილიყო, ის არასოდეს
ისურვებდა, რომ პატრიკი ასეთი ძალის მფლობელი ყოფილიყო.
– შეხედე, – ამბობს ელენი და ნაცრისფერ მინას ვარდისფერი
ფრჩხილებით ეხება. – ის ისეთი კარგია.
ის ნერწყვს ყლაპავს სისხლთან, კბილის ნამტვრევებთან და
ბრილიანტების ნამსხვრევებთან ერთად და სახე საშინლად ემანჭება.
მუცელზე იტაცებს ხელს და ნაცრისფერმინიან ფოლადის ყუთს
ეყრდნობა. პატარა სარკმლიდან სისხლი და გამდნარი ყინულის წყალი
მოწვეთავს.
აკანკალებული ხელით ელენი ჩანთას ხსნის და პომადას იღებს. ტუჩების
გარშემო ისვამს და ვარდისფერი პომადა წითელი ხდება.
ამბობს, კრიოგენული მოწყობილობა გამოვრთე. გამოვრთე
სიგნალიზაცია და სარეზერვო ბატარეაც. მინდა, პატრიკთან ერთად
მოვკვდეო.
მას სურს, რომ ყველაფერი დამთავრდეს. მიმაძინებელი ჯადო.
ძალაუფლება. მარტოობა. მას სურს, გაანადგუროს ყველა
251
ძვირფასეულობა, რომელიც ხალხს ჰგონია, რომ მათ იხსნის, ყველა
ნარჩენი წარსული დიდებისა, რომელიც ნიჭზე, გონიერებასა და
სილამაზეზე დიდხანს გაძლებს. მთელი დეკორატიული ნაგავი,
რომელიც რჩება მას შემდეგ, რაც ნამდვილი მიღწევები და წარმატებები
ნაცარტუტად იქცევა. მას სურს, გაანადგუროს ყველა ლამაზი ნივთი –
პარაზიტები, რომლებიც თავიანთ ადამიან-მასპინძლებზე მეტხანს
ძლებენ.
ჩანთა ხელიდან უვარდება. ნაცრისფერი ქვა ჩანთიდან ვარდება და
იატაკზე მიგორავს. სრულიად უმიზეზოდ ოისტერი მაგონდება.
ელენი აბოყინებს. ჩანთიდან ქაღალდის ხელსახოცს იღებს, პირის ქვეშ
იჭერს და ზედ სისხლს, ნაღველს და ზურმუხტის ნამსხვრევებს
აფურთხებს. პირში, გასისხლიანებულ ღრძილებში, კბილების ადგილას
საფირონების და ნარინჯისფერი ბივრილების ნამსხვრევები მოუჩანს.
სასაზე მეწამული სპინელის ნამსხვრევები აჰკვრია.
ალმასის ფხვნილისგან ენა გაშავებული აქვს. ელენი
იღიმება და ამბობს:
– ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ყოფნა. – დასისხლიანებულ ხელსახოცს
ჭმუჭნის და კოსტიუმის მანჟეტში იდებს. საყურეები, ყელსაბამები,
ბეჭდები – არაფერი აღარ უკეთია.
დეტალები მისი კოსტიუმის შესახებ: რაღაც ფერისაა.
უბრალოდ კოსტიუმია. ძალიან გაფუჭებული. ის ამბობს:
– გთხოვ, უბრალოდ დამიჭირე.
ნაცრისფერ ფანჯარაში სრულყოფილი ჩვილი წევს თეთრი
პოლიეთილენის ბალიშზე მოკუნტული. პირში თითი უდევს.
სრულყოფილი და ფერმკრთალი, ცისფერი ყინულივით.
ელენს ხელს ვხვევ და ის კრთება.
მუხლები ეკეცება და იატაკზე ნელა ვუშვებ. ელენ ჰუვერ ბოილი თვალებს
ხუჭავს. ის მეუბნება:
– გმადლობთ, მისტერ სტრიტორ.
ნაცრისფერ ქვას, მუჭში რომ მიჭირავს, ცივ, ნაცრისფერ მინას ვურტყამ.
ხელებით, საიდანაც სისხლი მდის, პატრიკი ამყავს, ფერმკრთალი და
252
ცივი და მას, ჩემი სისხლით მოთხვრილს, ელენს ვუწვენ ხელებში. მერე
ელენს ვხვევ მკლავებს.
ჩემი სისხლი და მისი სისხლი ახლა ერთმანეთსაა შერეული.
ჩემს მკლავებში მოქცეული ელენი თვალებს ხუჭავს და თავს კალთაზე
მიხახუნებს. ის იღიმება და ამბობს:
– ძალიან უცნაურ დამთხვევად ხომ არ მოგეჩვენა, რომ მონამ გრიმუარი
იპოვა?
ის თვალებს ახელს, ეშმაკურად მიყურებს და ამბობს:
– ძალიან უცნაურად ხომ არ მოგეჩვენა, რომ მთელი ამ მოგზაურობის
განმავლობაში გრიმუარი ჩვენ გვქონდა?
ელენი ჩემს მკლავებში წევს და პატრიკს ხელებში არწევს. და სწორედ ამ
დროს ხდება. ხელებს მაღლა სწევს და ლოყაზე მჩქმეტს. მიყურებს და
პირის მხოლოდ ერთი ნახევრით იღიმება. ეშმაკური ღიმილი, სისხლი და
მწვანე ნაღველი ტუჩებს შორის. თვალს მიკრავს და ამბობს:
– ჩავარდი, მამი? მთელი სხეული ცივი ოფლით მეფარება. ელენი ამბობს:
– ნუთუ მართლა ფიქრობდი, რომ დედი თავს მოიკლავდა შენი
გულისთვის? და თავის იდიოტურ ძვირფასეულობას გაანადგურებდა?
ან ხორცის ამ გაყინულ ნაჭერს გაალღობდა?
ის იცინის. ყელში სისხლი და მილების საწმენდი სითხე უბუყბუყებს. ის
ამბობს:
– ნუთუ შენ მართლა ფიქრობდი, რომ დედი თავისი იდიოტური
ბრილიანტების ღეჭვას დაიწყებდა, იმიტომ რომ შენ ის არ გიყვარს? მე
ვამბობ:
– ოისტერ!
– სხეულში, – ამბობს ელენი, ამბობს ოისტერი ელენის პირით, ელენის
ხმით. – ჰო, ანუ მე მისის ბოილის სხეულში ვარ. თუ გინდა,
დავნაძლევდეთ, რომ შენც ნამყოფი ხარ მის შიგნით.
ელენი პატრიკს მაღლა სწევს. მისი შვილი, ფაიფურის თო-ჯინასავით
ცივი და ლურჯი. გაყინული და მყიფე – მინასავით.
ის მკვდარ ბავშვს ოთახის მეორე ბოლოსკენ ისვრის. ბავშვი ფოლადის
ყუთს ენარცხება, იატაკზე ვარდება და ლინოლეუმზე ბზრიალებს.
253
პატრიკი. ერთი მოყინული ხელი დაცემისას სტყდება. პატრიკი.
ბზრიალა სხეული ყუთის კიდეს ედება და ფეხებიც სტყდება. პატრიკი.
უხელფეხო და ტანი, დამტვრეული თოჯინა, თავით კედელს ეჯახება და
თავიც სტყდება. ელენი თვალს მიკრავს და ამბობს:
– კარგი, რაც არის არის, მამი. თავს ნუ იტყუებ. და მე ვეუბნები: – ჭირსაც
წაუღიხარ.
ოისტერი იპყრობს ელენს, ისე, როგორც ჯარი ქალაქს. როგორც ელენმა
სერჟანტი დაიპყრო. ისე, როგორც წარსული, საინფორმაციო საშუალებები
და თვითონ მსოფლიო გიპყრობს შენ. ელენი ამბობს, ოისტერი ამბობს
ელენის პირით:
– მონამ უკვე დიდი ხანია იცის გრიმუარის შესახებ. რამდენიმე კვირა
იქნება. მას შემდეგ, რაც
დედის საქმიანი დღიური ნახა. მაშინვე მიხვდა ყველაფერს. – ოისტერი
ამბობს: – უბრალოდ, მისი გადათარგმნა ვერ შეძლო.
ოისტერი ამბობს:
– ჩემი საქმე მუსიკაა, მონასი კი... მონას საქმე სიბრიყვეა.
ელენის ხმით ის ამბობს:
– ამ საღამოს მონამ სილამაზის რომელიღაც სალონში გაიღვიძა, მაშინ,
როცა ფრჩხილებს ვარდისფრად უღებავდნენ. – ოისტერი ამბობს: –
ოფისში გაცოფებული დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისის ბოილი
თავის მაგიდაზე იყო პირქვე დამხობილი ერთგვარ კომის მსგავს
მდგომარეობაში. ელენს ჟრჟოლა იტანს და მუცელზე იტაცებს ხელს. ის
ამბობს:
– მაგიდაზე, მისის ბოილის წინ, იდო სხვისი სხეულის დროებით
დაუფლების შელოცვის თარგმანის გვერდზე გადაშლილი გრიმუარი.
როგორც აღმოჩნდა, ყველა შელოცვა გადათარგმნილი ყოფილა. ელენი
ამბობს, ოისტერი ამბობს:
– ღმერთმა დალოცოს დედი და მისი კროსვორდები და თავსატეხები. ის
ხომ სადღაც აქ არის. სატანასავით გაშმაგებული.
ოისტერი ამბობს, ელენის პირით ამბობს:
– დედის მოკითხვა გადაეცი ჩემგან.
254
მყიფე, ლურჯი სტატუეტი, გაყინული ბავშვი – დამტვრეული,
ნამსხვრევებად ქცეული, ძვირფასი ქვების ნამსხვრევებს
შორის. მოტეხილი თითი, მოგლეჯილი ფეხები, გახეთქილი
თავი. მე ვეკითხები:
– ახლა შენ და მონა ყველას დახოცვას აპირებთ, რომ ახალ ადამ და ევად
იქცეთ?
ყოველ თაობას სურს, რომ უკანასკნელი იყოს.
– ყველას დახოცვას არა, – ამბობს ელენი, – ჩვენ ხომ მონები დაგვჭირდება.
ელენის სისხლიანი ხელებით ქვედაწელს ზემოთ უწევს. ლაჯებს შორის
სტაცებს ხელს და ამბობს:
– შენ და დედი უცებ ხომ არ იმასიზამდით, სანამ დაერხეოდეს?
და მე ელენის სხეულს კალთიდან ვიშორებ.
მთელი სხეული მტკივა. ასე ძლიერად არასდროს არაფერი მტკენია.
ფეხიც კი.
ელენი ყვირის, ოდნავ კივის, როცა იატაკზე ცურდება. ცივ ლინოლეუმზე
წვება და იკუნტება ძვირფასი ქვების ნამსხვრევებსა და პატრიკის
ნაწილებს შორის და ამბობს:
– კარლ!
ხელს პირში იდებს და ღრძილებში გაჩხერილ ძვირფასი ქვების
ნამსხვრევებს ისინჯავს. შემდეგ ჩემკენ ბრუნდება და ამბობს:
– კარლ? კარლ, სადა ვარ?
უჟანგავი ფოლადის ყუთს უყურებს, გატეხილ ცისფერ მინას. ჯერ
მხოლოდ პატარა, ცისფერ მკლავს ხედავს, შემდეგ ფეხებს. შემდეგ თავს.
და ამბობს:
– არა!
პირიდან სისხლი მოჩქეფს. ის ყვირის:
– არა! არა! არა!
ჩამსხვრეული კბილების გამო მისი ხმა გაურკვევლად და ყრუდ ისმის. ის
ფერადი ქვების წვეტიან ნამსხვრევებზე დახოხავს და ნაწილებს კრებს.
ქვითინით, მთლად ნაღველსა და სისხლში მოსვრილი, ოთახში, სადაც
255
უკვე სრულიად აუტანელი სუნი დგას, ლურჯ ნამსხვრევებს აგროვებს.
პაწაწინა ხელები და ფეხები, დასახიჩრებული ტანი, გახეთქილი თავი –
ის ყველაფერს გულში იკრავს და კივის:
– ო, პატრიკ! პატი! ის კივის:
– ო, არა. ჩემი პატი. პატ. პატ! არა!
გახეთქილ ლურჯ თავს კოცნის, გულში იკრავს და კითხულობს:
– რა ხდება? კარლ, დამეხმარე! – მე მიყურებს, მაგრამ ამ დროს კრუნჩხვა
უვლის, ორად იკაკვება და მილების გამწმენდი სითხის ცარიელ ბოთლს
ხედავს.
– ღმერთო ჩემო, კარლ, დამეხმარე, – მეუბნება და თავის შვილს ბღუჯავს
და ხელებში არწევს. – ღმერთო ჩემო, მითხარი, თუ შეიძლება, აქ როგორ
აღმოვჩნდი.
ახლოს მივდივარ მასთან, მკლავებს ვხვევ და ვეუბნები: თავიდან ახალი
პატრონები ისე იქცევიან, თითქოს სასტუმრო ოთახის იატაკს არც კი
უყურებენ, ყოველ შემთხვევაში, დიდ ყურადღებას არ აქცევენ. არც მაშინ,
როცა პირველად ათვალიერებენ. და არც მაშინ, როცა ბარგი გადააქვთ.
ისინი ოთახებს ზომავენ, განკარგულებებს გასცემენ, თუ სად დადგან
დივანი და პიანინო, ხსნიან ყუთებს და მთელ ამ ფუსფუსში თითქოს დრო
არა აქვთ, რომ სასტუმრო ოთახის იატაკს დახედონ. თავს აჩვენებენ ასე.
ელენი პატრიკისკენ იხრება. პირიდან სისხლი გადმოსდის, ხელები
უდუნდება და ხელის და ფეხის პატარა თითები იატაკზე ცვივა.
სულ მალე მარტო დავრჩები. ეს არის ჩემი ცხოვრება. და საკუთარ თავს
სიტყვას ვაძლევ, რომ, არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის, ოისტერის
და მონას ვიპოვი. კარგი კი ის არის, რომ ამას მხოლოდ ერთი წუთი
დასჭირდება.
ეს ძველი სიმღერაა ცხოველების შესახებ, რომლებიც დასაძინებლად
წვებიან. სევდიანი, სენტიმენტალური სიმღერაა და სახე მეწვის
დაჟანგული ჰემოგლობინისგან, როცა ლექსს ხმამაღლა ვკითხულობ
ფლუორესცენციული ნათურის ქვეშ, ელენის მოშვებული სხეული
მკლავებში მიჭირავს და ზურგით უჟანგავი ფოლადის ყუთს ვარ
მიყრდნობილი. პატრიკი ჩემი სისხლითაა დაფარული. მისი სისხლითაა
დაფარული. ელენს პირი ოდნავ გაღებული აქვს. მისი მოელვარე კბილები
ნამდვილი ბრილიანტებია.
256
მისი სახელი ელენ ჰუვერ ბოილი იყო. მას ცისფერი თვალები ჰქონდა.
ჩემი საქმე ის არის, რომ დეტალები შევამჩნიო. ვიყო მიუკერძოებელი
დამკვირვებელი. ყოველთვის, ყველაფერში მთავარია კვლევა. ჩემი საქმე
ის არ არის, რომ ვიგრძნო.
ამას მიმაძინებელ სიმღერას ეძახიან. ზოგიერთ ძველ კულტურაში მას
ბავშვებს უმღეროდნენ შიმშილისა და გვალვის დროს. ან მაშინ, როცა
ტომი ისე გამრავლდებოდა, რომ სივრცე, რომელშიც ის ცხოვრობდა, აღარ
კმაროდა მის გამოსაკვებად. მას უმღერდნენ ბრძოლებში დასახიჩრებულ
მეომრებს, მიხრწნილ მოხუცებს და სასიკვდილოდ განწირულებს.
ყველას, ვისთვისაც ჯობდა მომკვდარიყო და ტკივილისა და
ტანჯვისგან გათავისუფლებულიყო. ეს არის ძილისპირული. მე ვამბობ:
– ყველაფერი კარგად იქნება.
ელენს მკლავებს ვხვევ, პატარა ბავშვივით ვარწევ და ვეუბნები:
– ახლა კი დაისვენე. ყველაფერი კარგად იქნება.

თავი 44

ოცი წლის რომ ვიყავი, ქალი, ჯინა დინჯი შევირთე და ვფიქრობდი,


მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ეს არის-მეთქი. ერთი წლის შემდეგ
გოგონა შეგვეძინა, რომელსაც კატრინი დავარქვით და ვფიქრობდი, რომ
ის იყო მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება. შემდეგ ჯინა და კატრინი
გარდაიცვალნენ. და მე გავიქეცი და კარლ სტრიტორი გავხდი. და
ჟურნალისტი გავხდი. და ეს იყო ჩემი ცხოვრება ოცი წლის განმავლობაში.
ამის შემდეგ კი... თუმცა თქვენ ხომ უკვე იცით, ამის შემდეგ რაც მოხდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს მყავდა ელენ ჰუვერ ბოილი გულში ჩაკრული.
შემდეგ კი მხოლოდ მისი სხეული შემრჩა ხელთ. მას უკვე დიდი ხანი იყო,
რაც სისხლი აღარ სდიოდა, მაგრამ პატრიკ ბოილის დამსხვრეული
ნაწილები, რომელსაც ის ჯერ კიდევ არწევდა, ხელში ჩაადნა და
სისხლდენა დაიწყო.
შემდეგ გარედან ნაბიჯების ხმა გაისმა და 131-ე ოთახის კარი გაიღო.
მე ისევ იატაკზე ვზივარ. ელენის და პატრიკის მკვდარ სხეულებს
ვეხვევი. კარი იღება და ჭაღარა, ხნიერი ირლანდიელი პოლიციელი
შემოდის. სერჟანტი.
257
და მე ვვეუბნები: გთხოვთ, გთხოვთ, ციხეში ჩამსვათ. ვაღიარებ, რომ
მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. მე მოვკალი ჩემი ცოლი. მე მოვკალი
ჩემი შვილი. მე ვალტრუდ ვაგნერი ვარ, სიკვდილის ანგელოზი.
მომკალით, რომ ისევ ელენთან ერთად ყოფნა შემეძლოს. და სერჟანტი
ამბობს:
– ჩვენ სწრაფად უნდა წავიდეთ აქედან. – კარიდან ფოლადის ყუთამდე
მიდის, ჯიბიდან დღიურს იღებს, რაღაცას წერს, ფურცელს ხევს და მე
მიწვდის.
დანაოჭებული ხელი მეჭეჭებით და ჭაღარა ბალნით აქვს დაფარული,
ფრჩხილები – სქელი და ყვითელი.
«გთხოვთ მაპატიოთ, რომ მეტის ატანა ვეღარ შევძელი და თავი
მოვიკალი, – წერია ფურცელზე. – მე ჩემს შვილთან მივდივარ. ახლა ჩვენ
ერთად ვართ».
ეს ელენის ხელია. იგივე ხელწერა, რაც მის საქმიან დღიურში მაქვს
ნანახი, გრიმუარში.
ხელმოწერილია. ელენ ჰუვერ ბოილი. ესეც მისი ხელწერაა.
გვამს დავცქერი ჩემს მკლავებში, სისხლს და მწვანე ნარწყევს – მილების
საწმენდ სითხეს, შემდეგ იქ მდგარ სერჟანტს ვუყურებ და ვეკითხები:
– ელენ?
– სხეულში, – მეუბნება სერჟანტი, მეუბნება ელენი, – მაგრამ ჩემს საკუთარ
სხეულში არა, – ამბობს ის და ელენის გვამს უყურებს ჩემს კალთაში.
შემდეგ თავის დანაოჭებულ ხელებს დაჰყურებს და ამბობს:
– ვერ ვიტან მზა კაბებს, მაგრამ, როცა სხვა არჩევანი არ არის, რაც გაქვს,
იმას უნდა დასჯერდე.
და აი, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ახლა ისევ გზაში ვართ.
ხანდახან მეშინია, რომ სერჟანტი სინამდვილეში ოისტერია და თავს
აჩვენებს ელენად, რომელიც სერჟანტის სხეულში ჩასახლდა. როცა მასთან
ვწევარ, ვინც არ უნდა იყოს ის, თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს მონა ვიყო, ან
ჯინა. ასე რომ, საბოლოოდ ყველაფერი წონასწორდება.
მონა საბატის თქმით, ადამიანები, რომლებსაც ჭამა-სმა ძალიან უყვართ,
ჩამოყალიბებული ნარკომანები არიან, ან სექსის მეტი არაფერი ახსოვთ
– სინამდვილეში ეს ადამიანები იმართებიან იმათი სულების მიერ,
258
ვისაც სიცოცხლეში მეტისმეტად უყვარდა ასეთი სიამოვნება და ახლა,
სიკვდილის შემდეგაც კი, არ შეუძლიათ, ამას გადაეჩვიონ. ლოთები და
კლეპტომანები – ყველანი ეშმაკებით და ბოროტი სულებით არიან
შეპყრობილნი. თქვენ კულტურის მედიუმი ხართ. მასპინძელი. ზოგს
ჯერ კიდევ სჯერა, რომ თვითონ განაგებს თავის ცხოვრებას.
თქვენ შეპყრობილი ხართ.
ყოველი ჩვენგანი მდევნელიცაა და დევნილიც.
რაღაც უცხო ყოველთვის ცხოვრობს, სახიერდება ჩვენში, თავს ავლენს
ჩვენი საშუალებით. მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი კარია, საიდანაც
სამყაროში რაღაც უნდა შემოვიდეს.
ბოროტი სული. თეორია. მარკეტინგული კამპანია. პოლიტიკური
სტრატეგია. რელიგიური დოქტრინა.
სერჟანტს სამედიცინო ცენტრიდან საპატრულო მანქანით მივყავარ. ის
ამბობს:
– მათ აქვთ სხვისი სხეულის დროებით დაკავების შელოცვა და ფრენის
შელოცვა. – ის ითვლის და თითოეულ მათგანზე თითს ღუნავს. – მათ
აქვთ მკვდრის გამაცოცხლებელი შელოცვა, მაგრამ ის მხოლოდ
ცხოველებზე მოქმედებს, არ მკითხო რატომ. ელენი ამბობს: – მათ აქვთ
წვიმის მოსაყვანი შელოცვა და შელოცვა მზიანი ამინდისათვის.
ნაყოფიერების შელოცვა, მცენარეების სწრაფად გასაზრდელად...
შელოცვა ცხოველებთან საურთიერთოდ.
სერჟანტი ჩემკენ არ იყურება, თითებს დასცქერის, საჭეზე რომ უდევს და
ამბობს:
– მაგრამ სასიყვარულო შელოცვა არ აქვთ.
ანუ მე ელენი მართლა მიყვარს. შეულოცავად. ქალი კაცის სხეულში. ჩვენ
უკვე ის მხურვალე სექსი აღარ გვაქვს, მაგრამ, როგორც ნეში იტყოდა, რით
განსხვავდება ასეთი ურთიერთობა იმ შეყვარებულთა
ურთიერთობისაგან, რომლებმაც დიდხანს იცხოვრეს ერთად?
მონას და ოისტერს გრიმუარი აქვთ, მაგრამ არ აქვთ მიმაძინებელი. ის
გრიმუარის იმ ფურცელზე იყო, რომელიც მონამ მომცა, სანამ
გაემგზავრებოდა. ფურცელზე,
259
რომლის ქვემოთაც ჩემი გვარი იყო მიწერილი. იქვე, ქვემოთ, კიდევ რაღაც
ეწერა: «მეც მსურს, სამყარო ვიხსნა, მაგრამ არა იმ გზით, რომლითაც
ოისტერი აპირებს». ხელმოწერილია «მონა».
– მათ არ აქვთ მიმაძინებელი, – ამბობს სერჟანტი, ამბობს ელენი. – მაგრამ
მათ აქვთ თავის დასაცავი შელოცვა. თავის დასაცავი შელოცვა?
– მიმაძინებლისგან რომ დაიცვან თავი, – ამბობს სერჟანტი.
– მაგრამ სანერვიულო არაფერია, – ამბობს ის, – მე მაქვს პოლიციელის
სამკერდე ნიშანი, პისტოლეტი და პენისი.
ოისტერის და მონას პოვნა ძნელი არ არის. ამისათვის მხოლოდ ისაა
საჭირო, რომ სასწაულები ეძიო. საოცარი სათაურები გაზეთებში.
ივლისში მიჩიგანის ტბაზე დაინახეს, როგორ გადაჭრა ახალგაზრდა
წყვილმა ტბა ფეხით. გოგომ ბალახს უბრძანა სწრაფად ამოზრდილიყო
თოვლიდან, რათა გადარჩენილიყვნენ ბიზონები, რომლებიც კანადაში
შიმშილით იხოცებოდნენ. ბიჭი, რომელიც დაკარგულ ძაღლებს
ელაპარაკება ცხოველების თავშესაფარში, რომ მათ პატრონის პოვნაში
დაეხმაროს.
საჭიროა ეძიო რაღაც ჯადოსნური. საჭიროა ეძიო წმინდანები.
მფრინავი მადონა. გზაზე მანქანების მიერ გაჭყლეტილი ცხოველების
იესო. სუროს ჯოჯოხეთი. მოლაპარაკე ძროხა-იუდა.
მიმდინარე მოვლენებისა და ფაქტებისთვის თვალყურის დევნება.
კუდიანებზე ნადირობა. ეს ის არ არის, რასაც ფსიქოთერაპევტები
გვირჩევენ, მაგრამ ეს შველის.
მონა და ოისტერი. ძალიან მალე მთელი მსოფლიო მათი კუთვნილება
გახდება. ძალაუფლება გადანაწილდა. მე და ელენი მუდამ გზაში
ვიქნებით მათ ადევნებულნი. წარმოიდგინე, რომ იესო მოგდევს,
ცდილობს დაგიჭიროს და შენი სული იხსნას. რომ ის მხოლოდ პასიური
და მომთმენი ღმერთი კი არ არის, არამედ მონდომებული და აგრესიული
მაძებარიცაა.
რაღაც გაჩხაკუნდა. სერჟანტი იარაღის ბუდეს ხსნის, ისე, როგორც ელენი
ხსნიდა ოდესღაც ჩანთას და პისტოლეტს იღებს.
სერჟანტი ამბობს, ელენი ამბობს, მოკლედ, ვინც არის, ამბობს:
260
– და უბრალოდ, მამაპაპური გზით რომ მოვკლათ?
ახლა ეს არის ჩემი ცხოვრება.

You might also like