You are on page 1of 13

ბედუინი

nefertari
შინაარსი

თავი I. საჰარა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5
თავი II. ფრენა უფრთოდ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15
თავი III. ფრენა ფრთებით. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21
თავი IV. ჰამლეტის გათვლა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32
თავი V. რუკა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 37
თავი VI. წყალი და იმედი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 52
თავი VII. გველების ქორწილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67
თავი VIII. გაქცევა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 80
თავი IX. არაქნიდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 93
თავი X. ეფემერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 103
თავი XI. მდევარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 110
თავი XII. აფთარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 128
თავი XIII. გველის ძალა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 133
თავი XIV. მოძრავი ქვიშა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142
თავი XV. თავს ზევით ძალა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 160
თავი XVI. ჰილალეს სიყვარული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 170
თავი XVII. ლოდის ჩრდილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 181
თავი XVIII. ლურჯი მოჩვენება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 189
თავი XIX. სტუმარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 198
თავი XX. გაცნობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 213
თავი XXI. მგელი და ლომი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 226
თავი XXII. ფენეკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .235
თავი XXIII. სიზმარივით ცხადი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 248
თავი XXIV. ეშმაკის ძაღლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260
თავი XXV. მიწას ჩახუტებულნი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 274
თავი XXVI. „ჯაბალ შაითან“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 292
თავი XXVII. კარაკალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 308
თავი XXVIII. აზავად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 322
თავი XXIX. თეთრი უდაბნოს მზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 334
თავი XXX. ფარაფრა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 348
პროლოგიანი ეპილოგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 361
თავი I
საჰარა

თავზარდამცემად ლამაზი, იდუმალი და ვერაგი ოქროს საჰარა!


იმ ღამეს უდაბნოში ვათენებდით...
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს მეორე დილით დიუ-
ნებზე მოტოციკლებით, კვადროციკლებით, სერფბორდებითა და
დელტაპლანით ქროლა ელოდათ. იცინოდნენ და ემზადებოდნენ,
გამომშრალები, დაღლილები, ბედნიერი სახეებით ისხდნენ ცეცხლის
გარშემო და მომდევნო დილას გეგმავდნენ.
მე მხოლოდ კვადროციკლზე თუ გავბედავდი დაჯდომას...
უბრალოდ, საჰარა მინდოდა... ძალიან მინდოდა.
ეს უდაბნო ოკეანეს ჰგავს – ოქროსტალღებიან, შეჩერებულ ოკე-
ანეს, რომლის ზედაპირზეც სიარული შეიძლება. ოღონდ ერთი რამ
უნდა ინატრო – არ აღელდეს. ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყარო-
ში ათი ადამიანი ისე ვეყარეთ, როგორც საჰარაში ქვიშის მარცვლები.
საჰარა ვერც კი გვამჩნევდა... ჩვენ მისთვის არც კი ვარსებობდით.
ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო.
თბილისიდან პირდაპირი რეისი არ იყო და ეგვიპტეში სტამბო-
ლის გავლით უნდა ჩავსულიყავი. ფრენა ღამით მომიწია. მთელი გზა
ბოინგის ილუმინატორს ვიყავი მიკრული, მაგრამ მარტო მთვარეს
და ვარსკვლავებს ვხედავდი. ღრუბელი ფუმფულა საბანივით ეფა-
რებოდა დედამიწას და არაფერი ჩანდა.

5
კაიროში იქაური დროით ღამის ათ საათზე ჩავფრინდი. ისე ცხე-
ლოდა, ვერც კი დავიჯერე, რომ თბილისში თებერვლის თოვლ-ჭყაპი,
ქარი და ძვალ-რბილში გამჯდარი სიცივე დავტოვე.
ფეშენებელური აეროპორტის მოსაცდელი გაუჩერებლად მოფუს-
ფუსე, ენაჭრელი ადამიანებით უცნაურად ჰგავდა ბაბილონის გო­­
დოლ­ს. ამდენი სხვადასხვა ჯურის ხალხი ერთად არასოდეს მენახა
და, თავბრუდასხმული, ვახოს გამოჩენამდე უილაჯოდ ვყურყუტებდი.
გასასვლელში მისი მაღლა აწეული ხელი რომ დავინახე, დაღლი-
ლობა სულ გადამავიწყდა და ჩემი ბარგი-ბარხანიანად სიხარულით
გავქანდი მისკენ. ვახო, ოცდაათი წლის მხიარულთვალებიანი მცხე-
თელი კაცი, თბილისში უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე კაიროს უნივერსიტეტში გადავიდა,
იქ გახდა არაბული ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი, ამა-
ვდროულად, საქართველოს საელჩოში ბიძაჩემის რეფერენტი და
მარჯვენა ხელი იყო.
გახარებული ბიძაჩემი რამდენიმე დღეს არ მომცილებია, ათას
წვრილმანს მეკითხებოდა, თავადაც უამრავ რამეს მიამბობდა და კაი-
როს მათვალიერებინებდა. მონუსხული შევყურებდი ქვაში დარჩენილ
ისტორიას, გაცოცხლებულ პირამიდებს, ისტორიის სახელმძღვა-
ნელოებში რომ მენახა, დიდ სფინქსს და ნილოსს, ლუქსორის ციხე-­
დარბაზების ნაშალ-ნანგრევებს, იქ, სადაც ბიბლიურ მოსეს ფარაონის
სასახლეში უფლისწულად ზრდიდნენ. თითქოს ათობით საუკუნე უკან
გავიარე და კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებთან დავბრუნდი.
მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ბიძაჩემი სტამბოლში დაგეგმილ
საერ­თაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრა და ჩემი თავი ვახოს ჩააბა-
რა, მან კი ერთ დღესაც, სადილობისას, გამომიცხადა, მავრიტანიაში
საქმეზე მივდივარ და ჩემს დაბრუნებამდე სახლიდან ფეხი არსად
გაადგაო. კარგა ხანს ვეხვეწებოდი, თან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ
სასტიკ უარზე იდგა, მიმტკიცებდა, გზაში გაწვალდები, პატარა თვით­
მფრინავში ჰაერის ტალღის ყოველი დარტყმა საშინლად იგრძნობა
და, ფრენას მიუჩვეველს, გაგიჭირდება მოკლე დროში ორი მიმართუ-
ლებით მგზავრობის ატანა, აზრზე მოსასვლელად მთელი კვირა მაინც
დაგჭირდება და დღეებს დაკარგავ, თანაც მავრიტანიაში სანახავიც

6
არაფერიაო. უკვე იმედიც აღარ მქონდა, მაგრამ სრულიად მოულოდ-
ნელად გამომიცხადა:
– გაემზადე, პატარა ჩანთა ჩაალაგე, თავსაფარი და პასპორტი არ
დაგრჩეს, მსუბუქად ჩაიცვი და შარვალი არ დამანახო, მე ბილეთს
შევუკვეთავ. შენთვის ისეთი სიურპრიზი მაქვს, იქნებ ღირდა კიდეც
შენს აჩემებად, უკან დღესვე უნდა დავბრუნდეთ, ქალაქის დათვა-
ლიერებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გულდასაწყვეტიც არაფერია,
მთავარი სანახაობა სწორედ გზაშია, მანქანაში დაგელოდები, – თვალი
ჩამიკრა და კარისკენ გაემართა.
სიხარულისგან ჩემს პატარა ოთახს ცეკვა-ცეკვით შემოვუარე,
ჩანთა საწოლზე დავაგდე და ყოველ ახალ წრეზე შიგ ტანსაცმელს
ვყრიდი. თეთრი ზედატანი, ნაქსოვი ჟაკეტი, აბრეშუმის დიდი თეთრი
თავშალი, კეპი, მზის სათვალე, ყოველი შემთხვევისთვის – კოსმეტი-
კის პატარა ჩანთა, პასპორტი და დედის ნაჩუქარი, ჩემი განუყრელი
„ტიმბერლენდის“ ფეხსაცმელები ჩანთისკენ ერთმანეთის მიყოლებით
მიფრინავდნენ და შიგნით უჩინარდებოდნენ.
მივფრინავდით პატარა ბოინგით და ილუმინატორიდან ვუცქე-
რდი, როგორ მიცურავდა ჩემ ქვეშ დედამიწა. თვითმფრინავი ჩრდი-
ლოეთი აფრიკის თავზე, ხმელთაშუა ზღვის ნაპირს მიუყვებოდა.
ლიბია, ალჟირი, ტუნისი, მაროკო... – ქალაქები მსხვილი მძივებივით
ასხმულიყვნენ, სოფლები კი წვრილი ბისერივით მიმობნეულიყვნენ
დედამიწაზე.
კარგა ხნის ფრენის შემდეგ თვითმფრინავი გადაიხარა – მარცხნივ
უხვევდა. დედამიწამ ჰორიზონტის ხაზზე ელიფსის ფორმა მიიღო
და ახლა უკვე ჩემი თვალით დავინახე, რომ ის ნამდვილად მრგვალი
და სულისშემძვრელად ლამაზია. მძაფრად ვიგრძენი, რა დიდი უსა-
მართლობაა საზღვრები, კანონები, წესები, რომლებსაც ადამიანე-
ბ­ი იგონებენ თავიანთი ცხოვრების ჩარჩოებში მოსაქცევად. ციდან
სრუ­ლიად ზედმეტი მეჩვენა ადამიანების გამოგონილი ათასგვარი
უც­­ნაურობა, რომლებიც მხოლოდ მიწაზე არსებობს, ცა კი – დიდი,
უსა­­სრულო და ცისფერი სივრცე, სადაც მხოლოდ მზე და მთვარე
ბა­­ტონობენ, თავისუფალია ყოველგვარი საზღვრებისა და კანონების­
გან. ცა ყველასია.

7
– ჩვენ ახლა მავრიტანიის თავზე მივფრინავთ, – გამოაცხადა
რადიოთი კაპიტანმა, – ათ წუთში მარცხენა მხარეს გამოჩნდება
ბუნების იშვიათ საოცრებათაგან ერთ-ერთი – „საჰარის თვალი“.
ის კარგად ჩანს თვითმფრინავის ორივე მხარეს, ამიტომ მგზავრებს
ვთხოვ, ადგილებზე დარჩნენ.
მე თვალებად ვიქეცი და ილუმინატორს ავეკარი. ამგვარი რამ
გაგონილიც კი არ მქონდა.
„საჰარის თვალი“ – ნეტავ რა უნდა იყოს... ან როგორი... რამდენი
რამის დანახვა შეიძლება თურმე ციდან...
კაპიტნის გაფრთხილების მიუხედავად, სალონის მარჯვენა მხრი-
დან ზოგმა მარცხნივ დაიწყო გადმოსვლა. ჩემს ილუმინატორთან არა-
ვინ მოსულა, ზედ ისე მქონდა სახე მიჭყლეტილი, მიხვდნენ, ადგილს
არავის დავუთმობდი.
მალე თვალწინ უცნაური ლანდშაფტი გადამეშალა და უკნიდან
აღფრთოვანების შეძახილები მომესმა...
დედამიწიდან ლურჯად მიმზერდა ადამიანის მარცხენა თვალი.
„წარბით“ შემოსაზღვრული კონტური ზუსტად იმეორებდა ადამიანის
თვალის მოხაზულობას. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მის ფერად
გარსს ლურჯი დაჰკრავდა. თვალის დიამეტრი ორმოცდაათი კილო-
მეტრი იქნებოდა. ციდან ისე ჩანდა, თითქოს ვეებერთელა გუბეში შიგ
ჩავარდნილ მსხვილ წვეთს ტალღები წრიულად გაეშალა და მოძრა-
ობაში ჯადოსნურად გაყინულიყო, მაგრამ, როცა მივუახლოვდით,
კონტურები უფრო გამოიკვეთა და ტერასებად განლაგებული წრეები
გამოჩნდა შუაგულში პატარა წრით, რომელიც გუგას წააგავდა.
აი, თურმე რა იყო ვახოს სიურპრიზი.
– ეს რა არის? რა სასწაულია! როგორ გაჩნდა ეს საოცრება! – მეს-
მოდა აქეთ-იქიდან.
– შემიძლია, ამ ადგილზე ბევრი რამ გიამბოთ. გეოლოგი ვარ, –
ინგლისურად ალაპარაკდა ჩემ უკან მაღალი კაცი.
მის ნათქვამს აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სალონი.
– „საჰარის თვალი“ გეოლოგიაში ცნობილია „რიშატის სტრუქ-
ტურის“ სახელით. ესაა რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი,
რომელიც საჰარის უდაბნოში, მავრიტანიის ქალაქ უადანის ჩრდი-

8
ლოაღმოსავლეთით, ოციოდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილო-
ბრივი ბერბერები ამ ქალაქს „სწავლულთა ქალაქს“ ან „პალმების
ქალაქს“ ეძახიან. ეს ადგილი კოსმონავტებმა აღმოაჩინეს 1965 წელს
და მას „დედამიწიდან კოსმოსში მომზირალი თვალი“ ჰქვია. დიდი
ხნის განმავლობაში ის ასტრონავტებისთვის მთავარი ორიენტირი
იყო საფრენი ორბიტიდან, რადგან უდაბნოს ერთფეროვან სივრცეში
ყველაზე კარგად ის მოჩანს. უწინ მიაჩნდათ, რომ საჰარის თვალი
მეტეორის ჩამოვარდნისას წარმოშობილი კრატერია და პლანეტა
ფაეტონის აფეთქებით გახლეჩილი ნაწილის დედამიწაზე დაცემის
შედეგად გაჩნდა. ვარაუდობდნენ, რომ მაშინდელი კატასტროფების
ჯაჭვმა დიდი ტერიტორია მოიცვა – ტიტიკაკას1 ღრმული ამერიკა-
ში, აღდგომისა2 და კანარის კუნძულები3, „საჰარის თვალი“, ძველი
ახეტატონი,4 იერიქონი, სოდომი, გომორი და მოჰენჯო-დარო5 პაკის­
ტანში. მაგრამ „თვალის“ ფსკერი ბრტყელია და ამიტომ ეს მოსაზრება
არ გამართლდა. არც ვულკანური წარმოშობისა აღმოჩნდა, რადგან
გუმბათი არა აქვს. „თვალის“ ფერადი გარსის რგოლების სილურჯეს
იწვევს ზედ მობნეული ლაზურიტის მოლურჯო-მოიისფრო ქანები,
რომლებიც ხუთასი ან ექვსასი მილიონი წლის უნდა იყოს. მოკლედ,
თვალის წარმოშობის ისტორია დღემდე გაურკვეველია. მაგრამ ამჟა-
მად ერთმა არაბმა გეოლოგმა, რომელიც უდაბნოში უბრალო ბედუ-
ინივით ცხოვრობს და საჰარაში გავრცელებულ ქანებს სწავლობს,
ახალი საინტერესო მეცნიერული ჰიპოთეზა წამოაყენა. მისი აზრით,
„საჰარის თვალი“ დიდი კოსმოსური ელექტრომაგნიტური განმუხ-
ტვის შედეგი უნდა იყოს, ისეთივესი, როგორიც იყო „ტუნგუსის დიდი
აფეთქება“. სწორედ ამ ახალი ვერსიის შესასწავლად მივემგზავრები

ტბა სამხრეთ ამერიკაში, ანდების ზეგანზე, ზღვის დონიდან 3812 მეტრზე.


1

ტბის წყალი არასოდეს იყინება.


კუნძული წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთით. ცნობილია მოა-
2

ის გიგანტური ქანდაკებებით. ეკუთვნის ჩილეს.


არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, ეკუთ-
3

ვნის ესპანეთს.
ქალაქი ძველ ეგვიპტეში
4

ინდის ცივილიზაციის ძველი ქალაქი (ამჟამინდელი პაკისტანის ტერიტო­


5

რიაზ­ე)

9
მავრიტანიაში. „საჰარის თვალის“ გამოსაკვლევად ჩასულ გეოლოგი-
ურ ექსპედიციას ნუაქშოტში უნდა შევუერთდე.
– არადა, როგორ ჰგავს მფრინავი თეფშის დაჯდომის ადგილს.
აფრენისას ალბათ ყველაფერი დაადუღა. ნაპირებიც ისეთი აქვს,
რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ, – გაიცინა ვიღაცამ.
ვახო ჩემი გაოგნებული სახით ტკბებოდა. ჩუმად ვიჯექი და
ვფიქრობდი ძველი ელინების მითზე ფაეტონის შესახებ და იმაზეც,
რომ ამ პლანეტის აფეთქების დრო უცნაურად ემთხვეოდა წარღვნის
დაწყებას. თვალწინ მედგა საჰარის ულამაზესი პეიზაჟი. მტკიცედ
გადავწყვიტე, საჰარის უნახავად ეგვიპტიდან არავითარ შემთხვევაში
არ წავსულიყავი.
რა თქმა უნდა, ბიძაჩემთან საჰარაში გასეირნებაზე ლაპარაკს
აზრი არ ჰქონდა. მას ეს უდაბნო მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე
იდუმალ, ამოუცნობ, მოულოდნელობებით აღსავსე, სახიფათო და
მისტიკურ ადგილად მიაჩნდა. ამიტომ ამ ამბიდან ერთი კვირის
შემდეგ დილაადრიან ჩემს საწოლზე ბარათი დავტოვე და მცირე
საგზლის, ორასი ამერიკული დოლარისა და ერთი ხელი სამოსის
ამარა სახლიდან ხმაურით გაპარვა ვის გაუგია? კაიროს ეროვნული
მუზეუმის წინ შეკრებილ „საფარი-ტურის“ მონაწილეებს შევუერთდი,
ფული ინსტრუქტორს მივაჩეჩე და, სანამ რამეს მეტყოდა, ჯიპში
უკანა სკამზე, ფანჯარასთან მოვიკალათე.
მალე საჰარაში ბედნიერი ვიდექი და სრულ ნეტარებას ვეძლეოდი.
ჩვენი ბანაკი მაღალი დიუნის მოსწორებულ თავზე იყო გაშლილი.
ბიჭები ლუდს – „ბირას“ ითხოვდნენ. ჩვენი გამოცდილი გამყოლი,
მუჰამედი იცინოდა, „ბრანდი“ გირჩევნიათ, კონიაკი, მალე აცივდე-
ბა და გაგათბობთო... ყველა მხიარულობდა. კაცები მაღალ დიუნას
ჩუმ-ჩუმად თვალით ზომავდნენ. დილაადრიან მოტოციკლებით აპი-
რებდნენ ქვიშის მთებიდან დაშვებას... ქვიშა ცხელი იყო, შუადღის
მზისგან გახურებული, შიშველ ფეხისგულზე სასიამოვნოდ რომ
გკბენ­ს, ისეთი.

ერთი ბოთლი წყალი ავიღე, ჩემი ბასრი, ორლესული დანა ბუდი-


ანად გულის ჯიბეში ჩავიცურე, მამისეულ საათზე პატარა კომპასს

10
დავხედე, სიგარეტი და სანთებელა მოვისინჯე და ბანაკს გავერიდე.
– ეჰეი ნი’ლნა! – გამომძახა გამყოლმა, – ჯერ ადრეა, მაგრამ ორ
საათში აცივდება და არ ჩაგეძინოს, – თანაც ხელით მანიშნა, თუ
შეგცივდა, ცეცხლთან გადმოინაცვლეო.
მუჰამედი, ჩვენი გამყოლი, ენას უკიდებდა და ჩემს სახელს ასე
უცნაურად გამოთქვამდა.
– ისმი ნინა1, მუჰამედ! ნინა, ნი-ნა! – მთელი გზა ვუსწორებდი.
– ნი’ლნა, ნი’ლნა! – იმეორებდა ჯიუტად და მაღლა აშვერილი
ცერა თითით მიჩვენებდა, ასე უკეთესიაო.
მართლაც, ჩემი სახელი მისი ენამოკიდებული არაბულით მოფე-
რებასავით ჟღერდა, ჰოდა მოფერებაზე ვინ იტყვის უარს?! თანაც
მთელმა ჯგუფმა მხარი აუბა, ყველა „ნილნას“ მეძახდა და მეც მალევე
დავანებე მუჰამედის წვალებას თავი.
გამყოლს ხელით ვანიშნე, გავიგე-მეთქი და რაკი ჯერ კიდევ
არ ციოდა, ბანაკიდან მოშორებით, დიუნის კალთაზე ყოველი
შემთხვევისთვის წამოღებული ჩადრი გავშალე, ზედ გულაღმა გავწექი
და ცას ავაცქერდი. ცხელი ქვიშა მხრებს და ზურგს სასიამოვნოდ
მიკაწრავდა... ხელისგულებში ნელა ვაგროვებდი და თითებიდან
წვრილ-­წვრილ ნაკადად ვუშვებდი.
ყოველი დიუნის თავი ჰორიზონტი იყო... მეც, ერთ-ერთის თავზე
გაწოლილი, ახლა თავად ვიყავი ჰორიზონტი.
მზე სულ გადაიხარა და უდაბნოს ზღვაში ჩაიძირა... მოსარკულ-
მა ზეცამ უამრავი ვარსკვლავი კოსმოსურ ქვიშასავით მოაფრქვია
ციურ უდაბნოს. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვთან
ერთად, უკუღმა იდო ცაზე; „კუდის“ მხარე ჩემკენ ჰქონდათ მოქცეუ-
ლი... ორიონის თანავარსკვლავედსაც მივაწვდინე მზერა. მახსოვდა,
საქართველოდან როგორ მოჩანდა, ახლა კი ძლივს ვცნობდი. მის
მოხაზულობას თვალით გვიან ვიჭერდი. არაბულ დამწერლობასავით
შებრუნებულად ჩანდა.
ღრმა სიმშვიდეში ჩავიძირე. არაფერი იძვროდა: არც ქვიშა, არც
ვარსკვლავები, არც ჰაერი, არც მე. ბანაკის ჟრიამულიც მინელდა.
კონიაკმა და „ბირამ“ თავისი ქნა. აღარც ცეცხლი ტკაცუნობდა,

1
ნინა მქვია (არაბ.)

11
ჩირაღ­დანივით ჩუმად გიზგიზებდა დიუნის წვერზე. მთვარე ნელ-­
ნელა უფრო კაშკაშა ხდებოდა. სხვანაირი იყო საჰარის ვეებერთელა
მთვარე, სულ სხვანაირი – ნამტირალევი ქალის ჩაშავებული თვალე-
ბით, გაბუტული და მარტოხელა.
– ალ ლეილა ჯამილა! – მომესმა შორიდან გამყოლის ხმა. ლამაზი
ღამეაო – არაბულად ამბობდა.
ნელ-ნელა აგრილდა, თუმცა, ქვიშა ჯერ კიდევ თბილი იყო და
ცეცხლთან დაბრუნებას არ ვჩქარობდი.
საჰარა ნელა იწყებდა ტანგოს კოსმოსთან და სრული ექსტაზის
მოსალოდნელი განცდა არ მტოვებდა.
უეცრად დაგუბებული სიჩუმე ღრმა ამოსუნთქვის ხმამ და რიტმუ-
ლი მოძრაობით აშლილმა ქვიშის ხმაურმა შეარხია. ნირვანიდან
სწრაფად გამოვერკვიე, დანა მოვსინჯე და სიბნელეს მივაყურადე.
არაფერი ჩანდა. ჯერ მხოლოდ ისმოდა... გავირინდე.
არ მომჩვენებია... ხელახლა გაისმა ჩუმი ფრუტუნი და აშლილი
ქვიშის ჩუმი შრიალიც მაშინვე მოსწვდა ჩემს ყურს. გაქცევას ვეღარ
ვასწრებდი, ამიტომ ლოდინი და მზადყოფნა ვარჩიე. მთლად სმენად
ვიქეცი, მუხლებზე წამოვიწიე და დიუნიდან ქვემოთ გადავიხედე.
მთვარის კაშკაშა შუქზე დიუნებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ხეო-
ბაში ამქვეყნად ყველაზე ლამაზად მოყვანილი თავი, ამაყი კისერი
და ძლიერად დაკუნთული მკერდი გამოჩნდა... ყველაფერს ველოდი,
მაგრამ რასაც ვხედავდი, იმას – ნამდვილად არა.

მთვარით განათებულ უდაბნოს ღამეში ველური გრაციოზულო-


ბით მოაბიჯებდა შავი არაბული ბედაური. თეთრი, წვრილი კოჭებით
ქვიშაში ეფლობოდა და ჰაერს მთელი ძალით იყნოსავდა. მაღალ,
მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე დასჭიმვოდა, ძარ-
ღვზე თითების და ტუჩების ჩაყოლება მოგინდებოდა. მისი თვალების
თეთრი სკლერის შუქი მთვარისას ერწყმოდა. შავი, ჩამოშლილი,
ჩანჩქერივით ძუა მიწას ეფინებოდა. ქალის თმასავით ნაზი ფაფარი
მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა. გაოგნებული მივ-
ჩერებოდი უნაკლო ცხოველს. მჯეროდა, რომ ზეციური სამყაროდან
შემთხვევით აღმოჩნდა დედამიწაზე და ახლა უკან დასაბრუნებელ

12
გზას ეძებდა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. უცბად გულმა
მითხრა, რაც ახლა ხდება, „ათას ერთი ღამის“ რომელიღაც ჯადოს-
ნურ ზღაპარს ჰგავსო და ამ ზღაპარში სამუდამოდ დარჩენა მომინდა.
– ჯადარი! ამ ცხენს მთელი საჰარა იცნობს! – ჩაიჩურჩულა მუჰა-
მედმა.
– ულამაზესი ცხოველია...
– ეს ალ ქაბირის ცხენია, – ჩემ გვერდით ჩაიჩოქა გამყოლმა.
– ვერც კი იფიქრებ, რომ ნამდვილია, ნახატს ჰგავს. მარტო როგორ
გამოუშვეს?
– ალბათ რაღაც მოხდა.
– არა მგონია, პატრონს რამე უჭირდეს, ცხენი შეუკაზმავია, გამო-
იქცეოდა, – ვუპასუხე დამტვრეული არაბულით.
– ბედუინი1 და შეკაზმული ცხენი?! ბედუინი ცხენზე კი არ ზის, წევს
და, მის ფაფარში გახვეული, დიდი ალაჰის ლოცვასავით მიფრინავს
უდაბნოს მზისკენ.
– ალ ქაბირი ვინაა?
– ბედუინია, უდაბნოს კაცი. ალჟირის საჰარაში2 მშობლები ჰყავს,
ტიდიკელტიში სახლობენ. თვითონ უდაბნოში ცხოვრობს. ოაზისების
შორიახლოს ჩერდება ხოლმე. აქაურებს არ ჰგავს, უცნაური კაცია.
– უცნაურობაში რას გულისხმობ?
– მისნაირები სიცოცხლეს დიდად არ დაგიდევენ. მათ კონკრეტუ-
ლი მიზანი აქვთ და თუ ეს მიზანი მიუღწეველი ეჩვენებათ, მათთვის
სიცოცხლესაც ფასი ეკარგება. მათ ცხოვრებაში ყველაფერი სხვა –
ოჯახი, ცოლ-შვილი, სიყვარული – მხოლოდ ამ მიზნის დანამატია.
თუმცა, მას არც ცოლი ჰყავს, არც შვილი. მომთაბარეები ამბობენ,
რაღაცას წერსო. რას – არავინ იცის... არავის აჩვენებს. საიდუმლოდ
ინახავს და ემი-კუსიზე ოცნებობს.
– „ემი-კუსი“ რა არის?
– ვეებერთელა კლდოვანი მთაა ტიბესტის მთაგრეხილზე, ჯერ
კიდევ ჩაუმქრალი ვულკანია. ჩადის ტერიტორიაზეა და ყველაზე

1
მომთაბარე არაბი
2
უდაბნოს ნაწილი, რომელიც მოქცეულია ალჟირის სახელმწიფოს ტერიტო-
რიაზე. საჰარა აფრიკის კონტინენტის თერთმეტ ქვეყანაშია გაშლილი.

13
მაღალი ადგილია საჰარაში. ზედ ქვიშაც კი ვერ ჩერდება ქარების
გამო. აი, ამ მთაზე უნდა ასვლა. ეჰ... რამდენი მზეთუნახავი ქალი და
„ფათათ ჯამილა“1 გიჟდება მასზე, ის კი თქვენსავით დიუნის წვერზე
გაწვება და მთელი ღამეები ცას ასცქერის. შეუდარებელი ვაჟკაცი და
ღირსეული ჭაბუკია ალ ქაბირი. ცხენიც საკადრისი ჰყავს, ჯიშიანი.
მთელ საჰარაში ტოლს ვერავინ დაუდებს ვერცერთს. ლეგენდა ჩვე-
ნებურ ბედაურებზე ამ ცხენზეა ზედგამოჭრილი.
– რა ლეგენდა?
– ამბობენ, რომ ერთხელ დიდმა ალაჰმა სამხრეთის თბილი ქარი
დაიჭირა, სული შთაბერა, ცხენად აქცია და უბრძანა, ამიერიდან შენ
გერქმევა არაბული ბედაური, შენი ღირსება შენს ფაფარში მოექცევა,
შენი მეგობარი შენი პატრონი იქნება და გაჯილდოებ დიადი ნიჭით –
უფრთოდ იფრინო. შუბლზე კი ნიშნად თეთრი ვარსკვლავი გექნებაო.
აი, ასე გაჩნდა არაბული ბედაური.
– ეგ ლეგენდა ახლა სინამდვილეს ჰგავს, – ვთქვი ჩუმად.
– ჩვენებურ ბედაურებზე უძველესი დროიდან უამრავი ლეგენდა
არსებობს. ამბობენ, რომ ისინი ქვიშიდან, ღამის ციდან და თავისუ-
ფალი ქარებიდან იბადებიან, უსაზღვრო უდაბნოს შუაგულში ბინად-
რობენ და მათთან შეხვედრა მოკვდავისთვის დიდი გამართლებაა,
ოღონდ ისინი არავის იკარებენ. მათი სახლი უდაბნოა, მათი ბედისწე-
რა კი – თავისუფლება.
– ეს ბედაური მართლა საოცრად ლამაზია და ღირსებით სავსე.
თუმცა, მგონი, შეშინებულია ან ვიღაცას ეძებს.
– შეიძლება რაღაც მოხდა. ბანაკის მიტოვება არ მინდა, მაგრამ ეს
ცხენი... არ მახსოვს, ასეთი რამ ადრე მომხდარიყოს... რამე ხიფათი
არ გვემუქრებოდეს... ნი’ლნა, ბანაკში დაბრუნდი, ყოველი შემთხვე-
ვისთვის პოლონელი ინსტრუქტორი გააღვიძე, ცეცხლი არ ჩააქროს.
მეც მალე მოვალ, – მითხრა მუჰამედმა.
მისი ჩუმი სტვენა დიუნის კალთაზე დაქანდა, მაგრამ ბანაკამდე
ხმას არც კი მიუღწევია. არც უდაბნოს დუმილს დაჰკლებია რამე,
ცხენმა კი მაშინვე გაიგონა. სანამ მუჰამედი დიუნის კალთაზე ქვევით
ცურდებოდა, ჩემკენ მობრუნდა და ქანდაკებასავით გაქვავდა.

ლამაზი გოგო (არაბ.)


1

14

You might also like