You are on page 1of 2

ფინანსური კრიზისის დაწყება

საქართველოს მსგავსად, ეკონომიკური განვითარების სტადიაზე მყოფი ქვეყნებისთვის


მნიშვნელოვანია მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული კრიზისების ანალიზი და
მისი გავლენის შესწავლა. განვითარებულ ქვეყნებში მომხდარი ფინანსური კრიზისების შედეგად
მნიშვნელოვნად იკლებს მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, რის გამოც გლობალურად
მცირდება უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მოცულობა.
კონკრეტულ ქვეყანაზე კრიზისის უარყოფითი ეფექტის გადაცემის მექანიზმიც და გავლენის
სიმძლავრეც დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ამ ქვეყნის ინტერგრაციის
დონესა და ფინანსური სექტორის მოწყვლადობის ხარისხზე. კრიზისის უარყოფითი ეფექტის
გადაცემა ძირითადად ორი არხით, ფინანსური ნაკადებითა და საერთაშორისო ვაჭრობის
გავლით ხდება.
ამა თუ იმ სახის მსოფლიო დონის კრიზისისადმი საქართველოს ტიპის ქვეყანა ძალიან
მგრძნობიარეა. ეკონომისტებისა და ექსპერტების შეფასებით, საქართველო ბოლო 30 წლის
განმავლობაში წარმოებული არამართლგონიერი ეკონომიკური პოლიტიკით მართული ქვეყანაა,
რომელსაც, ფაქტობრივად, მცდარი მაკროეკონომიკური ვექტორი და არასწორი აქცენტები აქვს.
სწორედ ამიტომ ის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, რაც თავისთავად ძალიან ცუდი
ფაქტორია.
2020 წლის პანდემიის შედეგად საგარეო ფაქტორების გაუარესებისთანავე ასი ათასობით
ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, პრობლემები შეექმნა და საქართველოსკენ
მომავალი ფულის ნაკადი შემცირდა. ამ ფაქტორმა კი თავის მხრივ, ეროვნულ ვალუტას შეუქმნა
პრობლემა.
ზოგადმა ეკონომიკურმა პროცესებმა ხელი შეუწყო ფინანსური კრიზისის დასაწყისს.
პანდემიის დაწყებისთანავე უმეტესობა ბანკებმა შეწყვიტა სესხების გაცემა. დაიხურა მცირე
ფინანსური ინსტიტუტები. გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა. მსგავსი
პრობლემაში ძირითადად ის ადამიანები ჩავვარდნენ ვინც ე.წ. ლოქდაუნის დროს ყველაზე
მეტად დაზიანდა. ასევე კომპანიები ვინც ემსახურებოდა ტურიზმის სფეროს (სასტუმროები,
ტურისტული კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, რესტორნები, კაფე ბარები და ასე
შემდეგ) Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასტუმროებსა და რესტორნებზე
გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარია და იმისთვის, რომ ბიზნესმა 1 წლის განმავლობაში
სესხის პროცენტი გადაიხადოს, 115 მლნ ლარია საჭირო.
თუმცა მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, კოვიდ 19 ის დასაწყისში მალევე შეეჩეხნენ ბანკები
ფინანსური კრიზისის, რადგან მათი შემოსავლები პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა. ე.წ.
კომენდანტის სათის პირობებში, აკრძალული ჰქონდათ მუშაობა ყველა საფინანსო და
სავალუტო ორგანიზაციას გარდა ბანკებისა. შესაბამისად მთლიანი ეს რესურსი ბანკებში იყო
გადასროლილი. და მიუხდავად იმისა, რომ მათ შეწყვიტეს სესხების გაცემა, მაინც რეკორდულ
მოგებაზე გავიდნენ. თუმცა ეს იყო დროებითი. გრძელვადიან პერიოდში სიტუაცია იცვლება,
რადგან იზრდება პრობლემური სესხების პორთფელი. დღევანდელი ვითარება საფინანსო
სექტორში, დაბალი პროცენტი, შეზღუდული სესხების გაცემა, დიდი რაოდენობით
ვადაგადაცილებული სესხი. პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში უკვე დაიწყო
ფინანსური კრიზისი.
შემდეგი ეტაპები

საფონდო და უძრავი ქონების ფასების დაწევა, უფრო მეტი სარისკო ინვესტიციები, რადგან
კომპანიები, რომელთან ქტივები გაუფასურდებათ აღარ ფიქრობენ რომ რამე აქვთ დასაკარგი.

შესაბამისად მოხდება ბანკების მიერ სესხების გაცემის გამკაცრება, ნაკლებად გაცემული


სესხები კი გამოიწვევს ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალის შემცირებას.

შემდეგი ფაზა კი არის ფინანსური კრიზისის დასტაბილურება და მდორედ მიმდინარეობა.


ვიდრე არ აღმოიფხვრება. ასეთ დროს ფინანსური ინსტიტუტები თითქმის სრულად შეწყვეტენ
სესხების გაცემას, რაც შეამცირებს ბიზნესში დაკრედიტების რიცხვს, საბოლოო ჯამში კი
გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობების შემცირებას. გლეხი უფრო ცოტას აწარმოებს, საშუალო
სიდიდის კომპანიების უმეტესობა ჩაიძირება, ან შეამცირებს წარმადობას და ა.შ.

სასურველი გამოსავალი

მცირე ან საშუალო ბიზნესს მუდმივად გააჩნია სესხზე წვდომის შეზღუდვები, ხოლო თავად
კომერციული ბანკები მათი სასესხო პოლიტიკიდან გამომდინარე არ იყვნენ ჩართული ქვეყნის
ეკონომიკის განვითარების ხელშწყობაში, ეხლა რამდენად აიღებენ ბანკები ამ როლს ან მისიას, ეს
კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ალტერნატიული გზა იქნებოდა განვითარების ბანკი, რომელიც
საქართველოში არ არსებობს, მისი მთავარი განმასხვავებელი კომერციული ბანკისგან ის არის,
რომ ესეთი ბანკები აუცილებელ მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი და როგორც წესი,
ინვესტიციას აკეთებენ ეკონომიკის იმ სფეროებში, რომელიც შეიძლება იყოს რისკიანი. თუ ასეთ
შემთხვევაში კომერციული ბანკები თავს შეიკავებდნენ, განვითარების ბანკი აქ აიღებდა
ინიციატივას საკუთარ თავზე. მისი უპირატესობა ასევე, როგორც წესი, დაბალპროცენტიანი
სესხების გაცემა, ან თუნდაც გარკვეული რაციონალობის ფარგლებში, სარისკო ბიზნესების
დაფინანსებაა.

You might also like