You are on page 1of 3

პურიტანული მემკვიდრეობა

ამერიკული ლიტერატურა ინდიელი ტომების კულტურის წიაღში აღმოცენებული


ლეგენდების, ზღაპრებისა და ლირიკის ზეპირი გადმოცემებიდან იღებს სათავეს.
არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ამერიკულ ლიტერატურასა და თითქმის
ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას შორის.

ახალმოსახლეებმა ბევრი ისეთი რამ მოიყოლეს თან, რაც იმ ლიტერატურის შექმნაში


დაეხმარათ, რასაც ახლა ვკითხულობთ. მათ თან მოჰყვათ იდეები ისტორიაზე და
სამყაროს მიზანზე. მოიტანეს ენები და, რაც მთავარია, წიგნი.

ამერიკამ არსებობა დაიწყო ევროპული მწერლობით და მერე გაჩნდა მოთხოვნილება


ახალი მწერლობისა, რაც შეესაბამებოდა კონტინენტის სიახლესა და
სიუცხოვეს.ევროპელების მოსვლამდე, ვერასოდეს მოვნიშნავთ თუ ზუსტად საიდან
იწყება ამერიკული მწერლობა და, რა თქმა უნდა, ვერც იმას განვსაზღვრავთ თუ სად
მოწყდა ევროპულ მწერლობას.

როცა პირველი მუდმივი ინგლისური დასახლება მძიმე და საშიშ ვითარებაში


დაფუძნდა ჯეიმსთაუნში, ვირჯინიის შტატში, 1607 წელს, უკვე ჰყავდა თავისი
მემატიანე, კაპიტანი ჯონ სმიტი. იგი პრაქტიკოსი საზღვაო კაპიტანიც იყო და
კოლონიის მხსნელიც. სმიტმა თავისი ამბავი მოკლედ გადმოსცა წიგნში ,,ვირჯინიის .
. . ნამდვილი მდგომარეობა”. წიგნში გაფანტულია ნაწილი ოქროს მითებისა, მაგრამ
ახლებია შექმნილი, რაშიც თვითონაც მონაწილეობს. სმიტი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს რაინდობასა და კეთილშობილებას, თავგადასავლებს,
მისიონერულ ღვაწლს, და მერიკის პოტენციურ სიმდიდრეს; აღწერს
პრაქტიკულობას, გაჭირვებას და საშიშ კონფლიქტს ინდიელებთან. და მაინც, ამბავმა
თუ როგორ გადაარჩინა კეთილშობილმა ინდიელმა პრინცესა პოკაჰონტასმა _ ეს
ამბავი კიდევ უფრო ეგზოტიკურად აღწერა თავის წიგნში ,,საზოგადო ისტორია
ვირჯინიისა”.

პურიტანები იყვნენ ისინი, ვინც, მიზნად ისახავდნენ შეენარჩუნებინათ


სეპარატისტული პროტესტანტული რწმენა, წამოეწყოთ ახალი პროცესი, აეშენებინათ
ქალაქები, დაესახლებინათ ქვეყნები. „პილიგრიმი მამები“ ვირჯინიისაკენ
მოემართებოდნენ, მაგრამ 1620 წელს ქეიპ ქოდს მიადგნენ, რათა პლიმუტის
პლანტაციაზე დაფუძნებულიყვნენ. ისინი სმიტს მიჰყვებოდნენ, მაგრამ
დამოუკიდებლები იყვნენ. ისინი ბევრს წერდნენ და რასაც წერდნენ კიდევ ერთი
დასაწყისი იყო ამერიკული ამბისა, რაც ფორმასა და მნიშვნელობას აძლევდა
ჩანერგვის პროცესს, სოციალურ განვითარებას. პურიტანებისათვის არსებითი იყო
რელიგიური ნარატივი მოგზაურობისა და ხეტიალისა, ღმერთის წინამძღოლობით
უმაღლესი მიზნისა და ათასწლეულის ისტორიის შესაქმნელად. როცა პურიტანები
წერდნენ ახალ სამყაროზე და პურიტანული დიასპორის ალეგორიაზე, ისინი
ბიბლიის ნიმუშს მისდევდნენ. პურიტანები ცდილობდნენ დაეფუძნებინათ
საზოგადოების ახალი წესრიგი.

ბრედფორდი იყო წინამძღოლი იმ განდგომილებისა, ვინც გემ‘მეიფლაუერით’


ჩამოვიდა ამერიკაში. მისი ანგარიში გვიჩვენებს მტკიცე ნებას შეექმნა გამძლე
ჩანაწერი პილიგრიმების მთელი ამბისა - გამომგზავრებისა, მოგზაურობისა,
ჩამოსვლისა, დაფუძნებისა, განვითარებისა და ღვთაებრივი მიზნისადმი მარადიული
ერთგულებისა.ა, ბრედფორდს მიზნად ჰქონდა დასახული თავისი ანგარიში
გადმოეცა „ნათელი სტილით და ერთადერთი ზრუნვით უბრალო სიმართლე დაეცვა
ყველაფერში“. ბრედფორდისათვის ნათელი იყო თუ რას ნიშნავდა უბრალო
სიმართლე, ისევე როგორც ნებისმიერი პურიტანისათვის. უილიამ ბრედფორდის
პლიმუტის პლანტაცია დაჟინებით გვიმეორებს შვილების ნაკლზე, მამების ოცნებეს
რომ გადაუხვიეს. ის მოუწოდებს დაუბრუნდნენ საწყის ხედვას და მიუბრუნდნენ
მონანიებას, იგლოვონ კავშირის გაწყვეტა ღვთაებრივ ნებასა ადამიანურ საქმეებს
შორის.

ახალი კოლონია ისევე აფუძნებდა საკუთარ ლიტერატურულ სტილს, როგორც


სტამბას საჭიროებდა. ასობით დღიური, ქადაგებანი, სასულიერო ნაშრომები,
ისტორიები, საეკლესიო ჩანაწერები მიგვანიშნებენ ღირსშესანიშნავ სასიცოცხლო
უნარზე. ქადაგება მშობლიურ ფორმათაგან მთავარი იყო, და ასევე ცენტრალური
მოვლენა იყო პურიტანული კონგრეგაციის ცხოვრებაში, სადაც მღვდელი წამყვანი
ფიგურა იყო მრევლის სოციალური და რელიგიური შეკავშირებისათვის.
პურიტანული ცხოვრებისათვის ცენტრალური საკითხი იყო პიროვნული შერჩევა
თითოეული ადამიანის წრაფვა ღვთის საქმისადმი, პიროვნული ბედისწერის
ურთიერთობა წინასწარგანზრახულობის მიზანთან.გარდა ისტორიისა და
ქადაგებისა, არსებობდა ჟურნალი, პროვნული ცხოვრების ჩანაწერებისა. თითოეული
ღვთისმოსავი მოსახლისათვის პიროვნული ცხოვრება იყო თეატრი, შინაურული
დრამა, რომელიც ედარებოდა მთელ სათემო ცხოვრებას. ბრედფორდისა და
ვინთორპის მსგავს ჟურნალებში იწყება ამერიკის ისტორია, მისი საზოგადოებრივი
ცხოვრების საწყისები. ამგვარინქმნილებებიდან ჩვენ ვიგებთ პურიატანთა
პიროვნული ბედისწერის შესახებ და რაც დრო გავიდა და სეკულარიზაციამ შეაღწია
კოლონიურ ცხოვრებაში, მათი საშინაო ყოფის შესახებაც შევიტყვეთ ბევრი რამ.

ყოველივე ეს მიგვითიებს, რომ ის ურიცხვი ლიტერატურული გამოხატულებანი, რაც


პურიტანული ეპოქიდან დაგვრჩა, არაა ის, რასაც წარმოსახვით ლიტერატურას
ვუწოდებთ. ისტორია, მატიანე, სამოგზაურო ჩანაწერები, სამეცნიერო დაკვირვებანი,
დღიურები, ქადაგებანი, მედიტაცია თუ ელეგია იყო ძირითადი გამოხატულება
ამერიკული პურიტანული გონებისა. თეატრი იგმობოდა, პოეზია თუმცა
მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული ადგილი ჰქონდა. მაგრამ
ფაქტია, რომ პურიტანული წარმოსახვა კომპლექსური იყო და მიემართებოდა
ბიბლიისაკენ, მაღალ წარმოდგენებამდე ტრანსცენდენტალურისა და
წინასწარგანსაზღვრულისა, რამაც სიტყვის ძალით გზა გაუხსნა ამერიკასა და მის
ახალ დასახლებებს აღმოჩენებისაკენ.

ბიბლიოგრაფია

 პურიტანული მემკვიდრეობა
 John smith. https://argus.iliauni.edu.ge/uploads/189/189549.pdf

You might also like