You are on page 1of 8

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება

„Sueño“
სახლი ბორბლებზე
საგანი : გაყიდვების მენეჯმენტი
კურსი : III
სტუდენტები : • ანი ნიქაბაძე
• მამუკა ბჟალავა
• ლუკა გოგსაძე
პროექტის ხელმძღვანელი : ასოც. პროფ. მაია ახვლედიანი
შინაარსი
 პროექტის აღწერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 3
 პროექტის მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 4
 პროექტისს ამოცანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 4
 მოგება-ზარალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 5
 როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ გაყიდვებს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გვ. 6
 ბიუჯეტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 7
 მოსალოდნელი შედეგები და რისკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გვ. 8
Sueño
Sueño ესპანური სიტყვაა და ნიშნავს ოცნებას. სწორედ ამ სახელწოდებით
ჩამოყალიბდა ინოვაციური პროექტი „Van House“, ანუ სახლი ბორბლებზე. იგი
გათვლილი იქნება ყველასთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და თავგადასავლების
ძიება საყვარელ ადამიანებთან ერთად. იმისთვის, რომ შეიქმნას ზოგადი წარმოდგენა
იმისა თუ რას მოიცავს და განიხილავს ჩვენი პროექტი იხილ. სურ 1.1
სურ 1.1

აღნიშნული პროექტი იქნება მასშტბური და მალევე დაიმკვიდრებს თავის


ადგილს ქართულ და არამარტო ქართულ ბაზარზე. იგი მოიცავს განვითარების
რამდენიმე საფეხურს, რომლებსაც ეტაპობრივად განვიხილავთ. პირველ რიგში
გვინდა განვიხილოთ ის დეტალები, რომელიც დაეხმარება ჩვენს კომპანიას ბრენდად
ჩამოყალიბებაში. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ალტერნატივა
საქართველოში, რაც მისი ჩამოყალიბებიდან განვითარებამდე ამ სფეროს
კონტროლის საშუალებას გვაძლევს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა შეძლოს
და შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი მოგზაურობისას. მის დასაწყებად არ არის
საჭირო დიდი რაოდენობის ფულადი სახსრები, რაც უფრო საინტერესოს ხდის მას.

იმისთვის რომ მაქსიმალურად მორგებული მოდელისთვის მიგვეგნო შევისწავლეთ


სხვადასხვა ქვეყანაში მოცემული ბიზნესის ფუნქციონირების მასშტაბები და
მივედით დასკვნამდე, რომ ქართული ბაზრისთვის სრულიად საკმარისი იქნება თუ
დავიწყებთ სამი მინივენით. თავდაპირველად ეს არ იქნება მოცემული Volkswagen
Bus, რათა მინიმალური დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური მოგება.
პროექტის მიზანი

 სიახლის დანერგვა საქართველოში.


 ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზება.
 კომფორტული მოგზაურობის შექმნა მომხმარებლისთვის.
 ტურისზმის განვითარება
 მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება.

პროექტის ამოცანები:

 ორიგინალური ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნა.


 ტურების ორგანიზება.
 სასიამოვნო გარემოს შექმნა.
 ვაწარმოოთ მაქსიმალური გაყიდვები.
მოგება-ზარალი :

მერსედესის მარკის მინივენის, vito-ს შეძენა და გადაკეთება, როგორც ინტერიერის


ისე ექსტერიერის. მისი საშუალო ღირებულება 7000$ . დასაწყისისთვის საკმარისი
იქნება სამი მსგავსი ტიპის ავტომობილი.

დღიური თვიური
ავტომობილები წლიური
ღირებულება შემოსავალ შემოსავალ
ს რაოდენობა შემოსავალი
ი ი
1   100 3000 36500
2   200 6000 73000
3   300 9000 109500
0.5   50 600 18250
სურ.1.2

მოცემულ გეგმაში ვხედავთ გაყიდვების ყველა შესაძლო ვარიანტს წაუგებლობის


წერტილიდან მაქსიმალურ მოგებამდე.

ვინაიდან ახლად დაწყებული ბიზნესების 80% პირველივე წელს განიცდის


კრახს, რაც არასწორი მენეჯმენტითაა გამოწვეული, მსგავსი პრობლემის თავიდან
ასაცილებლად გამოვიანგარიშეთ ის ზღვარი, რომელზე დაბლაც ჩვენი ბიზნესი
ფუნქციონირებას შეწყვეტს. შეიძლება ითქვას, იმისთვის რომ ბიზნესმა
ფუნქციონირება გააგრძელოს, საკმარისია სამიდან ერთი ავტომობილის გაქირავება
წელიწადში 180 დღით.

რაც შეეხება ფასებს და მათი წარმოქმნის პრინციპებს , პირველ რიგში


გავითვალისწინეთ ქუთაისის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ,
შესაბამისად დავადგინეთ ისეთი ფასები , რაც ხელმისაწვდომი იქნება
მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სეგმენტებს , ჩვენი პროდუქტი გათვლილია დაბალ
და საშუალო ფენებზე , ხოლო განვითარების მაღალ საფეხურზე დააკმაყოფილებს
საზოგადოების ყველა ფენას. ფასები მითითებულია სურ.1.2
როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ გაყიდვებს ?

პირველ რიგში აუცილებელია ძლიერი მარკეტინგული მხარდაჭერა სწორი


რეკლამირების სახით, რომელისთვისაც გამოყენებული იქნება: ფლაერები, ბანერები,
ტელე-რადიო მარკეტინგი, Facebook Page. ხოლო რაც შეეხება გაყიდვებს, ამისთვის
შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც მოიცავს გამყიდველ საიტს ანუ შეკვეთების
გაფორმების გვერდს, რაც გაგვიადვილებს მუშაობის პროცესს. ასევე შევქმნით ჩატ-
ბოტს, იგი დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს სწრაფად და მარტივად მიიღოს
სასურველი ინფორმაცია.

გაზიანი სასმელების მწარმოებელი გიგანტი კომპანია კოკა-კოლას მაგალითი რომ


მოვიყვანოთ, ვნახავთ რომ მოგების ძირითად ნაწილს რეკლამაში ხარჯავს, რისი
წყალობითაც მუდმივად პოპულარული პროდუქტია. ჩვენც ვფიქრობთ რომ
ანალოგიური მეთოდით ვიმოქმედოთ და მოგების სოლიდური ნაწილი დავუთმოთ
რეკლამებს.

რადგან თანამედროვე მსოფლიოში მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი


სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, გადავწყვიტეთ რომ მაქსიმალურად
ვიყოთ კონცენტრირებული Facebook გვერდებზე. კვლევებმა დაადგინეს რომ
ინფორმაციის უმეტესობას ხალხი სწორედ Facebook-ის საშუალებით იგებს.

სერვისული მომსახურების სტრატეგია - სერვისული მომსახურების სტრატეგია


მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე. შევეცდებით გამყიდველი
საიტის, იგივე ვებგვერდის მეშეობით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს
ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის.
ბიუჯეტი

მომსახურების დასახელება საცალო ღირებულება რაოდენობა სულ


GEL GEL
ავტომობილიის ღირებულება 14,500.00 3 43,500.00
GEL GEL
გადაკეთება 5,800.00 3 17,400.00
GEL GEL
მარკეტინგის ხარჯები 700.00 1 700.00
მთლიანი GEL
    ხარჯი 61,600.00
  ყოველთვიუსრი ხარჯები  
მენეჯერი     350
ბუღალტერი     250
პერსონალი 250 2 500
ცვეთის კოეფიციენტი 100 3 300
მთლიანი
    ხარჯი 1400

რაც შეეხება ბიუჯეტს...

გამივიანგარიშეთ ხარჯების ის სრული რაოდენობა, რაც აუცილებელი იქნება


პროექტისთვის ერთი წლის განმავლობაში ერთჯერადი და ყოველთვიური ხარჯების
გათვალისწინებით. პროექტზე გახარჯულ 61,600 ლარს დაემატება პერსონალზე
გათვლილი თანხა ერთი წლის განმავლობაში, რაც სრულად შეადგენს 78.400 ლარს
მოსალოდნელი შედეგები და რისკები

სხვა პროექტებისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ალტერნატივა საქართველოში, რაც მისი


ჩამოყალიბებიდან განვითარებამდე ამ სფეროს კონტროლის საშუალებას გვაძლევს. იდეა
იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა შეძლოს და შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი
მოგზაურობისას.

იარსებებს რისკი იმისა რომ გააკეთონ მსგავსი პროექტი, თუმცა იმ დროისთვის კომპანია
Sueño იქნება ბრენდი, რომლის ჩანაცვლებაც ბაზარზე ძალიან გაუჭირდებათ. ეტაპობრივად
შევქმნით გაყიდვების ისეთ მოდელებს რომლებიც მხოლოდ ჩვენს კომპანიაზე იქნება
მორგებული და მისი ანალოგის შექმნას ფაქტობრივად ვერ შეძლებენ.

ვითანამშრომლებთ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან საზოგადოების


ნდობის მოპოვებაში

You might also like