Professional Documents
Culture Documents
შესავალი
მეცნიერება რელიგია
ენერგიის მუდმივობის კანოანი განმარტავს: ღმერთს არც დასაწყისი აქვს და არც
ბუნებაში ყოველი მოვლენის დროს ენერგია დასასრული. იგი ყოველთვის იყო, არის და
არასოდეს არ ქრება უკვალოდ და არც იქნება. იგი არავის არ შეუქმნია, ვინაიდან
არაფრისგან ჩნდება, არამედ იგი თავადაა ყოველივეს შემოქმედი.
გარდაიქმნება ერთი სახიდან მეორეში ან
უცვლელი რაოდენობით გადაეცემა ერთი
სხეულიდან მეორეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სინათლეს იესო ქრისტეს `ღმერთკაცს~ უწოდებენ
ახასიათებს ორმაგი ბუნება (დუალიზმი). რადგან მას ორი ბუნება აქვს: იგი
სინათლე გარემოში გავრცელების დროს ღმერთიცაა და ადამიანიც. ქრისტე
(უწყვეტი) ტალღის მსგავსად იქცევა, ხოლო განხორციელდა, რათა ადამიანთა ცოდვები
გამოსხივებისა და შთანთქმის დროს _ თავის თავზე აეღო. მან სრულად მიიღო
ნაწილაკების ნაკადის მსგავსად. ადამიანური ბუნება. დროებით კი არ
აღმოჩნდა, რომ დუალიზმი ჩასახლებულა ადამიანის სხეულში, როგორც
დამახასიათებელია არა მარტო ამას ზოგიერთი სექტა ასწავლის, არამედ
სიანათლისთვის, არამედ მატერიის სრულად გაითავისა ადამიანობა და თავის
ნებისმიერი სხვა ფორმისათვისაც. ღვთიურ ბუნებას დაურთო ადამიანურიც.
ძველი აღთქმა
განმარტებები:
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ
ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისაგან მრავლდებიან. მაგრამ
პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა
გაჩნდნენ ქვეყანაზე? – ისინი შექმნა ღმერთმა.
ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა
დედამიწა და მან დაბადა ყოველი სულიერი და უსულო არსება, რასაც კი ქვეყნიერებაზე
ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან შექმნილა და არავისგან დაბადებულა; იგი
ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.
კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალას ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან
შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ფეხებს, მთელ სხეულს ამუშავებს.
უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ
ყოვლისშემძლებელს. მას შეეძლო, ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება:
ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.
პირველ დღეს გაჩენილ ”ცასა და მიწაში” იგულისხმება მთელი სამყარო, უფრო სწორად
პირველყოფილი მასა - ნივთიერება რომლისგანაც შეიქმნა მთელი კოსმოსი. აქვე ნახსენები
”წყალი” მიუთითებს იმაზე, რომ კოსმოსის მასალა იყო ქაოტური ნივთიერება გამდნარ
სითხისებურ მდგომარეობაში. როგორც ჩანს პირველი პლანეტა, რომელიც შექმნა ღმერთმა
იყო დედამიწა.
”სული ღვთისა იძვროდა” ანუ ღმერთი (უფრო სწორად ღვთის მესამე ჰიპოსტასი (სახე,
წევრი) - სული წმიდა) ქმნიდა მომავალ კოსმოსს. გარდა ამისა ზოგიერთი ბიბლიის
განმმარტებელი ”ცაში” გულისხმობს უხილავ სამყაროს - ანგელოზებს. ამ განმარტების
საფუძველს იძლევა ის, რომ ქაოტურობა და უწესრიგობა მიეწერება მხოლოდ ”მიწას” ანუ
ხილულ მსოფლიოს, რითაც ”ცა” გამოყოფილია ”უსახო და უდაბური” მიწისაგან და თითქოს
უპირისპირდება მას თავისი მოწყობილი და მოწესრიგებული ბუნებით.
პირველ დღეს გაჩენილი ნათელი მზის შუქი კი არ იყო (მზე მეოთხე დღეს გააჩინა
ღმერთმა), არამედ თვით ღმერთის გაჩენილი ნათელი.
მეორე დღე; გულუპრყვილო პირველყოფილ ადამიანს ციური ატმოსფერო წარმოედგინა
გარკვეული მყარი სახურავის სახით, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფდა ზეციურ წყალს
მიწაზე არსებული წყალისაგან. ხოლო წვიმის მოვლენას ხსნიდა იმით, რომ დროგამოშვებით
ეს მყარი გარსი ამა თუ იმ ადგილზე იხსნებოდა და ციური წყალი მიწაზე ჩამოედინებოდა.
წმ. მამების აზრით, ბიბლია საუბრობს იმ დროინდელი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე და არ
თვლის საჭიროდ ამ გულუბრყვილო მსოფლმხედველობაში შეიტანოს მეცნიერული
შესწორებები.
თანამედროვე გაგებით კი აქ ალბათ იგულისხმება წყლის ორთქლით გაჯერებული ჰაერი
ანუ დედამიწის ატმოსფერო. ეს ორთქლი ქმნის ღრუბლებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა
ნალექებს. მაგ: წვიმას, სეტყვას, თოვლს.
მესამე დღეს წყალი და მიწა ერთმანეთს გამოეყო, ანუ დედამიწაზე გამოჩნდა კუნძულები
და მატერიკები. წყლებმა წარმოქმნეს ზღვები, ოკეანეები და მდინარეები. იმაზე თუ რა გზით
და რამდენხანს მიმდინარეობდა წყლის მიწისაგან განცალკევების პროცესი, ბიბლია არაფერს
გვეუბნება. ამავე დღეს გამოჩნდა სხვადასხვაგვარი მცენარე. აქ ნათლადაა მითითებული, რომ
მიწის დაფარვა მცენარეებით არ ყოფილა წამიერი აქტი, არამედ შემოქმედის ბრძანებით
მცენარე ”აღმოცენდა.”
მხოლოდ მეოთხე დღეს გამოჩნდნენ ციური სხეულობი, რომელთა საშუალებითაც (მზე
და მთვარე) ადამიანები დროს ითვლიან. გასაგებია, რომ შესაქმის პირველ დღეებს,
რომლებიც წინ უსწრედნენ მზის წარმოშობას, საკმაოდ ძნელია მოვარგოთ დღევანდელი
ჩვეულებრივი ასტრონომიული საზომი მისი 24-საათიანი ხანგრძლივობით, რომელიც
დამოკიდებულია დედამიწის ბრუნვაზე მისი ღერძის გარშემო. ბიბლიიის განმარტებლები
თვლიან, რომ ღმერთი პირველყოფილ ადამიანს, განსაკუთრებულ ხილვაში, უჩვენებს
სამყაროს შექმნის თანმიმდევრობას და თითოეულ ეტაპს, დასრულებულ მოვლენათა ჯგუფს,
უწოდებს ”დღეს.” სინამდვილეში კი სამყაროს შექმნას მთელი ეპოქები დასჭირდა.
მეოთხე-მეხუთე დღეს ღმერთი ქმნის ცხოველთა სამყაროს და ბოლოს - ადამიანს.
ადამინები და ცხოველები თავიდან მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ. ხორცი
ადამიანის საკვებ როციონში ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა.
მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, ამიტომ ამ დღეს - შაბათს*, ადამიანები ისვენებდნენ,
უფრო სწორად ღმერთს უძღვნიდნენ მას (იგულისხმება უფრო მეტი ლოცვა და კეთილი
საქმეების კეთება). ქრისტეს აღდგომის შემდეგ წმინდა დღედ კვირა ითვლება და ყველა
ქრისტიანი ვალდებულია დაიცვას ამ დღის სიწმინდე.
ღვთიური დასვენება გულისხმობს შემოქმედებითი პროცესის შეწყვეტას; ღმერთმა
დაამთავრა შესაქმე და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, მეშვიდე დღე ანუ მეშვიდე
პერიოდი დღემდე გრძელდება. ეს დღე დასრულდება უფლის, იესო ქრისტეს, მეორედ
მოსვლით და დაიწყება მერვე საუკუნო* დღე.
ლექსიკონი:
შაბათი – ებრაულად ნიშნავს დასვენებას.
უფალი – ბატონი, მეპატრონე. მთელი სამყაროს ბატონ-პატრონი ღმერთია, ამიტომაც
უწოდებენ მას უფალს. ასევე ღმერთს ხშირად უწოდებენ მეუფეს (მეფეს), რადგანაც იგია
მთელი სამყაროს ჭეშმარიტი მეფე.
ჭეშმარიტება - სიმართლე
საუკუნო - სამუდამო
ანგელოზები და ეშმაკები
ლექსიკონი:
ლუციფერი - მანათობელი ვარსკვლავი, სინათლის მატარებელი.
ამპარტავნება - სიამაყე, განდიდებისკენ სწრაფვა. მთავარი ვნება (სულის სნეულება).
მადლი - ღვთის მიერ მინიჭებული ნიჭი ანუ ძალა, რომელიც ღვთისგან ეძლევა ადამიანს
ღვთისავე ნება-სურვილის შესასრულებლად.
შერისხვა - დაწყევლა, შეჩვენება.
ადამინის შექმნა
მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. თქვა
ღმერთმა: ”შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. ეპატრონოს თევზებს, ფრინველებს,
პირუტყვს და მთელს დედამიწას.” პირველი კაცის სხეული ღმერთმა მიწის მტვერისაგან
შექმნა და შთაბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა იგი ცოცხალ არსებად.
ღმერთმა პირველ კაცს უწოდა ადამი. რამდენიმე ხნის შემდეგ ღმერთმა გააჩინა ქალიც.
მაგრამ მანამდე უფალმა ღმერთმა ედემის ბაღი გააშენა და იქ დაასახლა ადამი, რათა მას
დაემუშავებინა და დაეცვა იგი. შუაგულ ბაღში იყო ორი ხე: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის
და ბოროტის შეცნობისა.
უფალმა გააფრთხილა ადამი: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა, მხოლოდ კეთილის და
ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო. თქვა
უფალმა: არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს მის შესაფერისს.
მიჰგვარა უფალმა ადამს ყველა ცხოველი და ფრინველი, რომ ენახა, რას დაარქმევდა.
ადამმა ყველა ცხოველსა და ფრინველს დაარქვა სახელი, მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა მისი
შესაფერისი შემწე.
უფალმა ძილქუში მოჰგვარა ადამს. ძილში გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი
ჩაუდო. ნეკნისგან კი შექმნა დედაკაცი და მიუყვანა ადამს. თქვა ადამმა: ”ეს ჩემი ძვალი და
ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდა. დედაკაცი ერქვას მას რაც კაცისგან არის გამოღებული.”
ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად
იქცნენ.
ბოლოს უფალმა* აკურთხა* ორივე და უთხრა: ”გამრავლდით, აავსეთ დედამიწა და
დაეუფლეთ მას.” ადამი და მისი დედაკაცი შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ.
განმარტებები:
ლექსიკონი:
მატერია - ხილული, ნივთიერი საგანი.
კურთხევა – მღვდლის მიერ მორწმუნის დალოცვა რამე საქმეზე. რა ბედნიერნი იყვნენ
ჩვენი წინაპრები, როცა უშუალოდ ღვთისგან ღებულობდნენ კურთხევას.
მცნება - ბრძანება, ”დასაცველი”.
ცოდვით დაცემა*
გველი, უფლის მიერ გაჩენილ ცხოველებს შორის ყველაზე უფრო ცბიერი იყო. და უთხრა
გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
დედაკაცმა მიუგო: სამოთხის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე
დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
უთხრა გველმა დედაკაცს: კი არ მოკვდებით, არამედ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი
შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და გახდებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის
შემცნობელნი.
როცა დაინახა დედაკაცმა, რომ ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო და კარგი იყო
საჭმელად, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის ქმარს და ქმარმაც შეჭამა. აეხილათ
თვალები ორივეს, და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ, შეკერეს ლეღვის ფოთლები და
გაიკეთეს თავისთვის შემოსარტყმელები.
შემდეგ გაიგონეს ღმერთის ხმა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ
ადამიც და მისი ცოლიც უფალს ბაღის ხეებს შორის. დაუძახა ღმერთმა ადამს: ადამ, სადა
ხარ? ადამმა მიუგო: შენი ხმა გავიგონე და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.
უფალმა უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ
აგიკრძალე? ადამმა უპასუხა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც
შევჭამე. უთხრა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინა? დედაკაცმა მიუგო: გველმა შემაცდინა და
მეც შევჭამე.
უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა ცხოველს
შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და
დედაკაცს შორის, შენ თესლსა და მის თესლს შორის; ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს
დაუგესლავ.
დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ, გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ
შვილებს; ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
ხოლო ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა
აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო. ტანჯვით მიიღებდე მისგან
საზრდოს მთელი სიცოცხლე. ნარი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი
საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლისგანაც ხარ
აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი.
ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის
დედა.
გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და ევას ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი.
და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და
ბოროტისა. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, არ შეჭამოს
და არ გახდეს უკვდავი. და განდევნა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან მიწის
დასამუშავებლად, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი
მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
განმარტებები:
ლექსიკონი:
ცოდვა - ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, ანუ ღვთისაგან მოცემული კანონის
დარღვევა.
ცოდვით დაცემა - ცოდვის ჩადენა.
მაცხოვარი - მხსნელი, სიცოცხლის მომცემელი; მაცხოვარია იესო ქრისტე.
აღთქმა - დაპირება.
აღთქმის დადება - პირობის მიცემა, შეპირება.
კაენი და აბელი
განმარტებები:
ეს იყო პირველი მკვლელობა, რომელიც მოხდა ქვეყნის გაჩენის შემდეგ. ძლივს ორი ძმა
დაიბადა ქვეყანაზე და ერთმა მეორე მოკლა. რატომ? იმიტომ, რომ ერთს შეშურდა*, შეეხარბა
მეორის კარგი კაცობა, მისი სათნო-ყოფა ღვთის წინაშე.
ბიბლიის განმმარტებლების მიხედვით მსხვერპლის შეწირვა ასე მოახდინეს: დააგროვეს
ცალ-ცალკე შეშა, დადეს ზედ მსხვერპლი და წაუკიდეს ცეცხლი. კაენის ცეცხლის ბოლო
მიწას გაეკრა, აბელის მსხვერპლის ალი პირდაპირ ზეცას წავიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ
უფალმა მიიღო მსხვერპლი უმცროსი ძმისა, ხოლო უფროსისა კი უარყო. რატომ? იმიტომ,
რომ აბელმა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირავი, კაენის
გული კი ამ დროს უწმინდური და ღვარძლით სავსე იყო.
ღმერთმა კაენი წინდაწინვე გააფრთხილა, რომ ძმა არ მოეკლა. აქედან ჩვენ ვგებულობთ
რომ უფლისთვის ჩვენი ფიქრებიც კი არ არის დაფარული. ასე გვაფრთხილებს ჩვენც ღმერთი,
როცა რომელიმე ცუდ საქმეს ვაპირებით, გული გვიშლის. ეს ღმერთი გვაფრთხილებს, ნუ
ჩაიდენ ცოდვასო და ჩვენც უნდა დავუჯეროთ. კაენი ღმერთმა ამხილა ძმის მკვლელობაში,
ჩვენც ასე გვამხელს ხოლმე ღმერთი, როცა ღმერთის გაფრთხილებას არ მივიღებთ და ცუდ
საქმეს მაინც ჩავიდენთ, გული გვიწუხს, ვერ ვისვენებთ. ეს ღმერთი გვამხილებს ცოდვაში. რა
უნდა ვქნათ მაშინ? უნდა გამოვტყდეთ, რომ ცუდი საქმე ჩავიდინეთ და თან აღთქმა
დავდოთ, რომ აღარ გავიმეორებთ და ვეცდებით სხვა ცუდი საქმეც არ ჩავიდინოთ.
უფალი, სანამ ამხელდა კაენს, კვლავ სინანულისკენ უბიძგებს მას შეკითხვით: „კაენ, სად
არის შენი ძმა?“ მონანიების ნაცვლად კაენი ბრიყვულად პასუხობს: „რა ვიცი, ჩემი ძმის
დარაჯი ხომ არა ვარ!“ ამიტომაც დაისაჯა კაენი და განდევნილ იქნა მამის სახლისაგან.
ასეთი ბოლო მოსდევს უგნურ შურს. გავუფრთხილდეთ, რომ არაფერი შეგვშურდეს
სხვისი. თუ რამე სიკეთე შევამჩნიეთ ვინმეს, ნუკი შეგვეხარბება, არამედ ვეცადოთ, რომ ჩვენც
კარგები ვიყოთ. მოკვლის მაგიერ რომ კაენს აბელის სიკეთისთვის მიებაძა, თვითონაც მალე
გახდებოდა ღვთის სათნო* კაცი და მის მსხვერპლსაც მოწყალებით მიიღებდა ღმერთი. ახლა
კი დაისაჯა იგი. ასე დაისჯება ყოველი ხარბი კაცი, რომელიც მოძმის ცუდს იფიქრებს.
ლექსიკონი:
შური - მწუხარება სხვისი სიკეთისა და სიხარულის გამო.
სათნო - კეთილი; მოსაწონი.
მსხვერპლი - არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და
სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი,
რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით.
მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით.
წარღვნა*
გავიდა დიდი ხანი ქვეყნის გაჩენის შემდეგ, ხალხი გამრავლდა, მაგრამ მალე დაივიწყა
ღმერთი. ამიტომ ქვეყანა გაირყვნა და აივსო უსამართლობით. არავინ დარჩა მართალი და
მორწმუნე, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც სახელად ნოე ერქვა და მისი ოჯახისა. ღმერთმა
უბრძანა ნოეს ექადაგა, რომ ხალხი მოქცეულიყო. ნოემ იქადაგა ასოცი წელიწადი, მაგრამ
ვერაფერი გააწყო. მაშინ ღმერთმა განიზრახა წარღვნით მოესპო შეუნანებელი კაცობრიობა და
უბრძანა ნიეს გაეკეთებინა კიდობანი, ე.ი. დიდი ხომალდი, და შესულიყო შიგ თავისი
ოჯახით და თან შეიყვანა შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა ცხოველები და ფრინველები, ხოლო
ორ-ორი წყვილი - უწმინდური. დაიხურა თუ არა კიდობნის კარები, დაუშვა კოკისპირული
წვიმა და იწვიმა 40 დღე და ღამე. წყალი მიწიდან ამოსკდა, ზღვები და მდინარეები
გადმოვიდა ნაპირებიდან, წყალმა დაფარა უმაღლესი მთის მწვერვალები. ყველა დაიღუპა,
ვინც კი კიდობანს გარეთ დარჩა - ადამიანები და ცხოველები. ეს წარღვნა მთელი დედამიწის
ზურგზე იყო და ამიტომ მსოფლიო წარღვნა ჰქვია.
ორმოცი დღის შემდეგ წვიმამ გადაიღო და წყალმაც კლება იწყო. კიდობანი, რომელიც
აქამდის წყალზე უგზო-უკვლოდ ტივტივებდა, ბოლოს არარატის მთაზე გაჩერდა. ნოე დარჩა
კიდობანში, სანამ დედამიწა არ გაშრა, შემდეგ გამოვიდა კიდობნიდან, ცხოველებიც
გამოუშვა და გამოსვლისთანავე ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა
მიიღო ნოეს მსხვერპლი, გაუმეორა აღთქმა მაცხოვარზე და შეატყობინა, რომ ამის შემდეგ
წარღვნა აღარ იქნება, და ნიშნად ამისა გამოუსახა ცისარტყელა.
ლექსიკონი:
წარღვნა - მსოფლიო წყალდიდობა.
განმარტებები:
ნოე თავისი ოჯახით ღმერთმა წარღვნას გადაარჩინა, იმიტომ, რომ იგი კეთილი კაცი იყო
და ღმერთი უყვარდა. ასევე ჩვენც ყოველი გაჭირვებისაგან დაგვიხსნის ღმერთი, თუ კეთილი
ადამიანები ვიქნებით და მას არ დავივიწყებთ.
ნოეს სამი შვილისაგან წარმოსდგა ყველა ხალხი. ნოეს უფროს შვილს ერქვა სემი,
შუათანას – ქამი, და უმცროსს – იაფეთი. ნოე რომ კიდობნიდან გამოვიდა, მიწის დამუშავება
დაიწყო და ვენახი გააშენა. როცა ვენახმა ნაყოფი გამოიტანა, ღვინო დააყენა, მეტი დალია,
დათვრა და ქოხში შიშველს მიეძინა. მამის ასეთი მდგომარეობა პირველად შუათანა შვილმა -
ქამმა შენიშნა და ძმებს დაცინვით შეატყობინა. მაგრამ სემმა და იაფეთმა ამ დაცინვაში
მონაწილეობა არ მიიღეს, მაშინვე წყნარად შევიდნენ კარავში და ისე დაახურეს მამას
ტანისამოსი, რომ მისი სიტიტვლე არ დაუნახავთ. როცა ნოემ გაიღვიძა და ქამის
უმართებულო საქციელი შეიტყო, მოიხმო სამივე შვილი. შეაჩვენა (დაწყევლა) ქამი და
უთხრა, რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა უკანასკნელი; ხოლო სემი და იაფეთი კი
აკურთხა და იწინასწარმეტყველა, რომ იაფეთის შთამომავალი იქნებოდა უმრავლესი, ხოლო
სემის შთამომავლობიდან მაცხოვარი დაიბადებოდა. ნოეს ლოცვა-კურთხევა გადავიდა სემზე
და იაფეთზე, ქამის შთმომავლობასაც სავსებით შეუსრულდა მისი შეჩვენება.
განმარტებები:
ბაბილონის გოდოლი*
განმარტებები:
ამპარტავნება დიდად მავნებელია ადამიანისათვის. ამპარტავნებამ დაღუპა პირველად
ანგელოზები, ამპარტავნებამ დააკარგვინა ადამს და ევას სამოთხე, ამპარტავნებამ გააბნია და
გააშორა ერთი მეორეს ხალხი და წარმოშვა სხვადასხვა ენა. აქედან ჩანს, რომ ამპარტავანი არ
უყვარს ღმერთს, და სჯის მას, ამიტომ უნდა ვეცადოთ გულში ამპარტავნება ამ შეგვეპაროს,
რომ ღმერთმა ჩვენც არ დაგვსჯის.
ლექსიკონი:
გოდოლი - კოშკი.
გარყვნა - დამახინჯება, შერყვნა.
აბრაამის მოწოდება
ლექსიკონი:
კერპი - წარმართული ღმერთების სკულპტურული გამოსახულება, მათ როგორც
ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ.
აბრაამი სტუმართმოყვარე კაცი იყო. ერთხელ მან სამი მგზავრი დაინახა მომავალი,
მიეგება მათ, მორიდებით მიიწვია კარავში. ჩვეულებისამებრ მგზავრებს ფეხი დაბანეს და
საჭმელი მიართვეს; ტრაპეზის* დროს ერთმა მგზავრმა სარა მოიკითხა და აუწყა აბრაამს:
ერთი წლის შემდეგ ვაჟი გაგიჩნდებაო. ეწოდება. ამ დროს აბრაამს და სარას ჯერ კიდევ
შვილი არ ჰყავდათ და უკვე ღრმად მოხუცებულნი იყვნენ, ამიტომ სარას გულში ჩაეცინა.
მაშინ სტუმარმა თქვა: „რად გაიცინა სარამ და რად გაიფიქრა გულში, სიბერის დროს შვილი
როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რაიმე ძნელი, რისი აღსრულებაც მას არ
შეეძლოს?“
სარამ და აბრაამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც იცოდა, რასაც კაცი გულში
იფიქრებდა, და უწყოდა მომავალი. მაშინ მაშინ ისინი მიხვდნენ თუ ვინ იყვნენ მათი
სტუმრები. ერთი მათგანი იყო თვით უფალი, ორნი - ანგელოზები.
ლექსიკონი:
ტრაპეზი - სუფრა, მაგიდა; სადილი, წვეულება.
სოდომი და გომორი
როცა აბრაამი აცილებდა სტუმრებს, უფალმა გამოუცხადა მას, რომ აპირებდა მეზობელი
ქალაქების - სოდომისა და გომორის განადგურებას, რადგან მისი ცოდვები ზეცას
შემოჰღაღადებენო.
სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მართლაც მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და
საშინლად გარყვნილნი იყვნენ. უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული
და სწორ გზაზე მოქცევა. ხოლო ცოდვანი მათნი ისეთი მძიმენი, რომ მათი ქვეყანაზე დარჩენა
საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა. ამიტომ
უფალმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა ისინი.
აბრაამის ძმისწული სოდომში ცხოვრობდა, ამიტომ აბრაამს შეეშინდა, ისიც სხვებთან
ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალს, დაეფარა უსჯულო ქალაქი, თუ იქ
რამდენიმე მართალი კაცი მაინც იქნებოდა. უფალმა ბოლოს უპასუხა: „არ დავღუპავ ქალაქს
ათი მართალი კაციც რომ იყოსო“.
მაგრამ ქალაქში ლოთის გარდა სხვა მართალი კაცი არ აღმოჩნდა, ამიტომ ანგელოზები
ადამიანის სახით შევიდნენ სოდომში და ლოთი და მისი ოჯახი სასწრაფოდ განარიდეს
იქაურობას, თან უთხრეს: „ჩქარა უშველე თავს. გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ
გაჩერდები ამ მინდორზე, თორემ დაიღუპები! “ ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი
სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებს: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა,
მოედო ქალაქებს და მათ გარშემო არემარეს და მთლად გადაბუგა. შემდეგ გასკდა დედამიწა,
ჩავარდა ძირს და მის ადგილას გაჩნდა საშინელი მტუტე და მწარე ზღვა. ამ ზღვას დაერქვა
სახელად მკვდარი ზღვა, იმიტომ, რომ თვითონ მასშიც და მის გარშემოც ცოცხალი არსება
ძნელი სანახავია.
ლოთის ცოლმა არ აღასრულა ღვთის ბრძანება; წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი
გზაზე გაჩერდა, მიიხედა უკან და თითქო ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც
საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარმარილოს სვეტად.
ისაკს ტყუპი ვაჟი შეეძინა: ესავი და იაკობი. ესავი უფროსი იყო, იაკობი უმცროსი. ესავი
როცა მოიზარდა, მონადირეობა აირჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა
და მწყემსი გახდა.
ესავი იყო ანჩხლი, გულჩქარი და ბრიყვული თვისების. ხოლო იაკობსა ჰქონდა მშვიდი,
ხათრიანი და უწყინარი ხასიათი. პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც
ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი დედას უფრო უყვარდა.
მაშინდელი ჩვეულებით მამის კურთხევა და ორი წილი ქონება უფროსს, ესავს, უნდა
რგებოდა, მაგრამ, ღვთის განაგებით, ისაკმა იაკობი აკურთხა და ამით უფროსობაც მას
მიაკუთვნა. აი როგორ მოხდა ეს:
ერთხელ ესავი დიდი ხნის ნადირობის შემდეგ მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და
მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა. „მოიტა, გამაძღე ერთი, მაგ
შენი შეჭამანდით“, - უთხრა ესავმა იაკობს. „შენი უფროსობა ეხლავე მე დამითმე და ბატონი
ბრძანდები“, - უპასუხა იაკობმა. „რა თავში ვიხლი უფროსობას, როდესაც შიმშილით
ვკვდები“, - მოუფიქრებლად მიუგო ესავმა. ასე წინდაუხედავად დაუთმო მან უფროსობა
უმცროს ძმას და შეჰფიცა კიდეც, რომ თავის დღეში აღარ შეეცილებოდა.
ესავს, როგორც დაუდევარს* კაცსა, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა თავისი
უფროსობის დალოცვა. მაგრამ ეს დალოცვა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს - იაკობს. საქმე
იაკობს გაურიგა რებეკამ, რომელსაც იგი უფროს შვილზე მომეტებულად უყვარდა.
რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვას, ადგა და გაგზავნა იაკობი
მამასთან კურთხევის მისაღებად მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა. ისაკი ამ დროს
ძალიან მოხუცებული იყო და ვეღარ ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დასალოცად, ისაკს ეგონა
ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზე.
ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და, რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი
ყვირილი და ტირილი მორთო და ხვეწნა დაუწყო ისაკს, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა
მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ მოინდომა, რადგანაც იფიქრა:
უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდაო უფროსობა.
ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, რომ მოკვდებოდა თუ არა ისაკი, იაკობს
ერთ დღესაც არ აცოცხლებდა. შეშინებული იაკობი, დედის რჩევით, თავის ბიძა ლაბანთან
გაიქცა ქალდეაში დასამალავად. როცა მიდიოდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე
დაიძინა. ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და
ჩამოდიოდნენ ანგელოზები. ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა უფლისა: მე ვარ
ღმერთი აბრაამისი და ისაკისი, ნუ გეშინია, რადგან მე ვიქნები შენი მფარველი. იმ ქვეყანას,
სადაც ახლა შენ გძინავს, შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ. ამ ჩვენებამ გაამხნევა იაკობი.
როცა გაიღვიძა, ღმერთს მადლობა შესწირა და დამშვიდებული, რომ ძმა ვერაფერს
დააკლებდა, გაუდგა გზას ბიძისაკენ. ბიძასთან იაკობი ოცი წელი დარჩა, ცოლი შეირთო,
დიდძალი სიმდიდრე შეიძინა და მამის სიცოცხლეშივე გადაწყვიტა უკან დაბრუნება. ადგა
და წავიდა მთელი სახლობით, მრავალი მონითა და საქონლით ქანაანის ქვეყანაში. იაკობს
ერთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა, ესავს ისევ ბოროტი
გული ექნება ჩემზეო. მაგრამ უფალმა ერთი მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობს, რომ მას
შიში არაფრისა უნდა ჰქონოდა. იაკობმა გზაზე ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად
იყვნენ, დაეცვათ ყოველივე ბოროტისაგან.
იმედმოცემულმა იაკობმა გაგზავნა ძმასთან რამდენიმე მონა, რომ შეეტყობინებინათ, შენი
ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო. გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი
სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობს, მათ უთხრეს: შენი ძმა ესავი თვითონ მოდის შენთან
დასახვედრად მრავალი შეიარაღებული კაცითო. იაკობმა მოიაზრა, ეჩვენებინა ძმისთვის
თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამით მოეგო მისი გული. საქონელში აარჩია
საუკეთესო, ძვირფასი პირუტყვები და გაუგზავნა ესავს საჩუქრად, მაგრამ იაკობი მაინც
კიდევ იჭვნეულობდა ძმაზე და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად იმ
შემთხვევისათვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას.
ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დიდი მღელვარებითა და შფოთით დაუწყო
ლოდინი ძმასთან შეხვედრას. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა შემდეგი
გასაოცარი გამოცხადებით:
ღამე იყო. იაკობი ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა მასთან
ერთი ვინმე და დაუწყო ჭიდაობა. ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა განთიადმა
მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა იაკობს: ეხლა კი გამიშვი, კმარაო. იაკობმა უპასუხა:
არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებო. მოჭიდავემ მაშინვე ჰკითხა იაკობს სახელი და უთხრა:
„ამის შემდეგ შენი სახელი იქნება ისრაელი* იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს ღმერთთან იჭიდავე,
და, მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ“. ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა.
იაკობმა კარგად შეიტყო, ვინ იყო მასთან მოჭიდავე და ღვთის სიტყვების შემდეგ შიში
სრულიად გაუქრა, - ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებას.
ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდა და ეწოდება
ისრაელი ხალხი. სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს ერთი ძარღვი ფეხისა დაუშავდა და
მთელი სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა.
მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოიდიოდა
მრავალი კაცით. იაკობი რომ მიუახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა შვიდჯერ დაუკრა ძმას
თავი მიწაზე. ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმური სიყვარულით მოეხვია ყელზე, კოცნიდა და
თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვა. ტიროდა თვით
იაკობიც. ასე შერიგდნენ ძმები და იწყეს ბედნიერი ცხოვრება.
ლექსიკონი:
ისრაელი ქართულად ღმერთთან ნაჭიდავებს ნიშნავს.
იაკობის შვილები
ლექსიკონი:
თაყვანისცემა - მოწიწებით თავის დახრა.
იოსები ეგვიპტეში
ლექსიკონი:
ცილისწამება - ადამიანისთვის იმის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია.
ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ჯერ ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს
ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს
მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. მეფემ დაიბარა იოსები და
სიზმარი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე.
მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ
შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს
სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი
ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე
ძროხა - შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან
წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონს მეტად
მოეწონა სიზმრების ახსნა და ჭკუაში მოუვიდა იოსების წინადადება. ამიტომ თქვა: „სად
ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცს, როგორიც შენ ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს
თვით უფალი და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის უფროსად. ყველა შენს სიტყვას
დაემორჩილება და უშენოდ არაფერი გაკეთდება ჩემს საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენი
უფროსი“.
ამის შემდეგ იოსები გახდა მეორე კაცი ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოს. ამ
დროს იგი იყო ოცდაათი წლისა.
ლექსიკონი:
ბარძიმი - სასმისი.
მოსე წინასწარმეტყველი
იაკობის შვილები ძლიერ გამრავლდნენ ეგვიპტეში; ასე რომ მალე მთელი ხალხი შეიქნა,
რომელსაც ისრაელნი დაერქვათ. ისრაელთა უზომო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო
ეგვიპტელები. მათ ეშინოდათ, ვაი თუ ისრაელნი შემთხვევის დროს ჩვენს მტრებს
შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება
სხვადსხვა მძიმე სამუშაოებით, ამასთანავე, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია,
მოეკლა კიდეც ისრაელი, ისრაელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა
ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ერთმა ფარაონმა ბრძანება
გამოსცა, რაც ისრაელთა შორის ვაჟი დაიბადოს, ყველა დაარჩვეთ ან მდინარეში გადაყარეთო.
ამ საშიშარ დროს ერთ ისრაელის ოჯახში ფრიად შესანიშნავი სილამაზის ვაჟი დაიბადა.
დედამ სამი თვე მალა იგი და, რადგან მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაფისულ კალათში
ჩააწვინა და მდინარის პირას დადგა, თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა ფარულად
ყური ეგდო. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე საბანაოდ მეფის ასული ჩამობრძანდა; კალათი
რომ გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ისრაელის ბავშვი იყო, მას შეებრალა
საცოდავად დაგდებული ბავშვი და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა თავისი
საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ თავის დედის
ხელში აღიზარდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ქალიშვილმა სასახლეში მოაყვანინა,
იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსე
სასახლეში იზრდებოდა საუკეთესო მასწავლებლების ხელში და მაშინდელი ეგვიპტის
მთელი მეცნიერება შეისწავლა.
ლტოლვა* ეგვიპტიდან
ლექსიკონი:
ლტოლვა - გაქცევა
მოსეს მოწოდება
ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს
ეგონა, რომ ისინი სრულიად მოისპობოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა
ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე
გამოიხსნა იგი ეგვიპტის მონობისაგან.
ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორენ მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს
ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა მოსეს, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან ასეთი
სიტყვები გაიგონა: „მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული
ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან“. მოსე
მიხვდა, რომ ღმერთი აგზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე დადგა
სხვადსხვა მიზეზების გამო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა
სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუნიშნა.
ისრაელთა მოგზაურობა
განმარტებები:
სჯულის კანონი - საეკლესიო კანონების კრებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიო
საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების, გამორჩეული
ადგილობრივი საეკლესიო კრებების ეპისტოლეებიდან გამოკრებილ საეკლესიო
კანონმდებლობას. პირველი სჯული ათი მცნება იყო; ათი მცნება განმარტებებით ქვემოთ
იქნება მოცემული.
მსაჯულები
ისრაელთ დაისაკუთრეს აღთქმის ქვეყანა. სიკვდილის წინ ისუ ნავემ მოიხმო მათი
თავკაცები. დაარიგა და უთხრა: „უკეთუ თქვენ (ე.ი. ისრაელნი) არ დაივიწყებთ ღმერთს და
მტკიცედ დაიცავთ მის სჯულს, ღმერთი თქვენთა იქნება და მტრები ვერას დაგაკლებენ; და
თუ არა, ღმერთი განეშორება თქვენგან და მტრები ადვილად დაგიმორჩილებენო“. პირველ
ხანებში ისრაელნი მართლაც მტკიცედ იცავდნენ ღვთის სჯულს და მტრის შიშიც არ
ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ხშირად კერპთაყვანისცემას ეძლეოდნენ ხოლმე. ასეთ
შემთხვევებში ისინი მტრებს უცვიოდნენ ხელში, სანამ არ შეინანებდნენ და ღვთის სჯულს არ
დაადგებოდნენ, მაშინ ღმერთი უგზავნიდა მათ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც
ათავისუფლებდნენ მტრებისგან და სიკვდილამდე მართავდნენ ხალხს. ასეთ პირებს
დაერქვათ მსაჯულები, რომელთაგან შესანიშნავი იყვნენ გედეონი, სამსონი და სამოელი.
გედეონმა და სამსონმა რამდენჯერმე გაათავისუფლეს ისრაელნი ფილისტიმელთაგან.
სამოელის შემდეგ ისრაელთ მეზობელ ხალხებს წაბაძეს და მეფეების არჩევა დაიწყეს.
დავითის მეფობა
სოლომონ მეფე
დავითს შემდეგ გამეფდა მისი შვილი სოლომონი. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა
ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ეწარმოებინა რჩეული ხალხის მართვა-
გამგეობა. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა
სოლომონი, როგორიც არავის ჰქონია, არც წინათ და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი
გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. ყველა მეზობელ მეფეებს აკვირვებდა მისი
სიბრძნე და მოდიოდნენ მასთან სამუსაიფოდ.
თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა
ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: „ჩვენ ორივე
ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ
ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ მაგან ძილში თავისი შვილი უცაბედად
მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მან მიითვისაო“. „არა, - ამბობდა მეორე
დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო“. „გასჭერით ბავშვი შუაზე,
ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო“, - ბრძანა მეფემ. „არა მეფევ, - უთხრა
პირველმა, - ნუ გასჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს“. „გასჭერით, - იძახოდა
მეორე, - ნურც ჩემთვის იქნება და ნურც მაგისთვისო“. სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ
დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვიც პირველ
დედაკაცს მიაკუთვნა. სოლომონმა წიგნებიც ბევრი დაწერა; ამ წიგნებში კიდევ უფრო
მომეტებული სიბრძნე გამოიჩინა და ბევრი რამეც თქვა მომავალ მაცხოვარზე. სოლომონმა
გაამშვენა და გააძლიერა ისრაელთა სამეფო. ეხლა მეზობელი მეფეები იმის ფიქრშიღა იყვნენ,
თუ როგორ დამეგობრებოდნენ სოლომონს. მანვე ააშენა ის დიდებული ტაძარი,
რომელზედაც ფიქრობდა დავითი და დიდი ზეიმით გადმოასვენა დავითის ტაძრიდან
აღქმის კიდობანი.
მოხუცობაში სოლომონი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მან ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო
დროს თითონაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით,
რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს
ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით.
სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - რობუამი. ავიდა თუ არა რობუამი
ტახტზე, ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი
დაგვიწესა გადასახდელად), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილი ვიყოთო“. რობუამმა უარი
განუცხადა და უფრო მეტი ხარჯისა და სასჯელის დადებას დაჰპირდა. მაშინ ისრაელთა ათი
ტომი გამოეყო მას ცალკე მეფე დაისვა, დარჩა რობუამის ერთგული ორი ტომი, რომელიც
იერუსალიმში და მის მახლობლად ცხოვრობდა. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა
განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი
საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა
იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს -
ისრაელისა.
ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად.
მეფეს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა
ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი დაიარებით, აი
ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ
თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ
შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ
სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ
ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. მალე
ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი
ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა მალე შეითვისეს ასურელების ზნე-
ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა.
ასი წლის შემდეგ იუდეველების სამეფოც დაემხო. იგი დაიპყრო ბაბილონის მეფემ
ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი, დაწვა სოლომონის ტაძარი და
გადაასახლა იუდეველები ბაბილონში. ასე მოისპო ისრაელთა ორი სამეფო მათი ცოდვებისა
და უსჯულოებისათვის.
როცა ბაბილონის მეფემ იერუსალიმი დააქცია, მაშინ, სხვათა შორის, ტყვედ წაიყვანა
ერთი შესანიშნავი ყმაწვილი დანიელი და სამი მისი ამხანაგი - ანანია, აზარია და მისაილი.
როგორც დიდი გვარისშვილები, ყმაწვილები სასწავლებელში მისცეს და საჭმელ-სასმელს
სასახლიდან აძლევდნენ. ყმაწვილებმა დიდი ნიჭი გამოიჩინეს სწავლაში და მალე
სახელოვნად დაასრულეს სასწავლებელი, თან ღვთის სჯულსაც მტკიცედ იცავდენ, რომ
ნაკერპალი საჭმლით არ შერყვნილიყვნენ, მხოლოდ პურით და მწვანილით იკვებებოდნენ.
სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სახელმწიფო სამსახური უბოძეს ნიჭიერ ყმაწვილებს.
გარდა ამისა დანიელმა სახელი გამოითქვა იმით, რომ მეფეს სიზმარი აუხსნა.
კარისკაცებს შეშურდათ ყმაწვილების ასეთი დაწინაურება და მოინდომეს მათი დაღუპვა.
ერთხელ მეფემ მათი რჩევით მინდორში კერპი დაადგმევინა და ბრძანება გასცა, ყველას
თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი ამ დროს შინ არ იყო და მისმა ამხანაგებმა კი არ შეასრულეს
მეფის ბრძანება. მაშინ იდროვეს მტრებმა და დანიელის ამხანაგები მეფესთან დააბეზღეს.
განრისხდა მეფე და ბრძანა, ურჩები გახურებულ სახმილში ჩაეყარათ. თვით მეფე დაესწრო
მათ დასჯას და მაღლობიდან უყურებდა. სახმილ ისეთი გახურებული იყო, რომ ჯალათებიც
კი ახლოს მისვლისას დაინთქენ. მაგრამ ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა და
სახმილი გაუგრილა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ თვითონ ჩაიხედა სახმილში და გაოცებული
დარჩა, როცა იქ სამი კაცის მაგიერ ოთხი დაინახა და ისიც სრულიად უვნებელი. მეფემ
ბრძანა მათი გამოყვანა. ყრმები სრულიად უვნებელი გამოვიდენ, ისე, რომ თმაც კი არ
შერუჯოდათ. ასეთი სასწაულის შემდეგ მეფემ ბრძანება გასცა არავის შეეგინებინა
იუდეველთა ღმერთი, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა.
წინასწარმეტყველი ესაია
ახალი აღთქმა
მაცხოვრის მოლოდინი
განმარტებები:
იესო - ებრაული სახელია და ნიშნავს მხსნელს, მაცხოვარს.
ქრისტე - ბერძნულად ცხებულს ნიშნავს. ქრისტეს მეფეეებს და მღვდელმთავრებს
უწოდებდნენ, რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე
გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის
წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის
მსხვერპლად მიიტანა.
მოგვთა თაყვანისცემა
მირქმა უფლისა
შობის შემდეგ მეორმოცე დღეს მარიამმა და იოსებმა მიიყვანეს იესო ტაძარში, რათა
ღმრთისათვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი,
კაცი მართალი და კეთილმსახური; ის მოელოდა მაცხოვარს და სულიწმიდა იყო მასზე. მას
სულიწმიდამ წინასწარ უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა უფალს.
სულიწმიდის შთაგონებით ის მოვიდა ტაძარში, აიყვანა ყრმა იესო ხელში და თქვა: „აწ
განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა
ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი
გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა“. იქვე იყო ანა
წინასწარმეტყველი, 84 წლის ქვრივი, რომელიც მუდამ ტაძარში ცხოვრობდა. ისიც მივიდა,
ადიდებდა ღმერთს და მაცხოვარზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი ცხონებას (გამოხსნას)
მოელოდა ღმრთისაგან.
უფლის მირქმას (ხელში აყვანას) ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 15 თებერვალს (ძვ.სტ. 2
თებერვალს).
ლტოლვა ეგვიპტეში
როცა ჰეროდემ გაიგო მოგვების შინ დაბრუნება, განრისხდა და მხედრები გაგზავნა ყველა
ყრმის მოსაწყვეტად ბეთლემსა და მის შემოგარენში, იმ განზრახვით, რომ მათ რიცხვში
ქრისტეც მოხვდებოდა. მხედრებმა იმ დროს მრავალი ყმაწვილი დახოცეს, მაგრამ ვერ
მოასწრეს ქრისტეს მოკვლა, რადგან იოსებმა, ღმრთის ბრძანებით, ჯარისკაცთა მოსვლამდე
ყრმა იესო და მისი დედა წაიყვანა ეგვიპტეში, სადაც ისინი ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ.
როცა ჰეროდე მოკვდა, ღმრთის ბრძანებით, იოსებმა წამოიყვანა იესო და მისი დედა და
დაბრუნდა ქალაქ ნაზარეთში; აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა
სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში,
რომელიც მშვენივრად შეისწავლა. ნაზარეთში იესო ქრისტე ოცდაათ წლამდე ცხოვრობდა,
რის გამოც იწოდებოდა ნაზარეველად.
როცა იესო ქრისტე შობიდან 30 წლისა იყო, მივიდა იოანესთან იორდანეზე, რომ ნათელი
მიეღო (მონათლულიყო) მისგან. იოანემ უთხრა მას: „მე უნდა ნათელ-ვიღო შენგან და შენ
ჩემთან მოდიხარ?“ მაგრამ იესომ უთხრა: „ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე, ეს
არის ღმრთის ნება და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მას“. იოანემ დაუჯერა და ნათელ-სცა მას.
როცა იესო წყლიდან ამოვიდა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა
მასზე მტრედის მსგავსად და ზეციდან ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე
სათნო ვიყავ“. ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე ლოცულობდა და მარხულობდა
უდაბნოში ორმოც დღეს. ამ დროს ეშმაკი ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ ქრისტემ სძლია
მას. ამის შემდეგ იესო ქრისტემ ხალხში ქადაგება დაიწყო.
ერთხელ იესო ქრისტე მთაზე ავიდა სალოცავად და მთელ ღამეს ლოცულობდა. როცა
გათენდა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც
მოციქულები უწოდა. მათი სახელებია: სიმონი, პეტრედ წოდებული და ანდრია, ძმა მისი;
იაკობ და იოანე, ზებედეს ძენი; ფილიპე; ბართლომე; მათე და თომა; იაკობ ალფეს ძე და
ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც
შემდგომ ქრისტეს გამცემელი გახდა.
ქადაგება მთაზე
ერთხელ იესო ქრისტე ქალაქ ნაინს მიდიოდა. მას მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და
მრავალი ხალხი. როცა მიუახლოვდა ქალაქის კარებს, დაინახა, რომ ქალაქიდან
დასამარხავად მკვდარს მოასვენებდნენ; ის იყო ქვრივის ერთადერთი ვაჟი. დედა მწარედ
ტიროდა. იესოს შეეცოდა ის და უთხრა: „ნუ სტირ“. შემდეგ ცხედართან მივიდა.
გამსვენებელნი შეჩერდნენ. მაშინ უფალმა უთხრა: „ჭაბუკო! შენ გეუბნები, აღდეგ!“
მიცვალებული გაცოცხლდა, წამოჯდა და დაიწყო ლაპარაკი. იესომ იგი თავის დედას
გადასცა. ყველანი შეშინდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდი
წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის, ღმერთმა მოხედა ჩვენს ერს“.
ქარიშხლის დაცხრომა
ერთხელ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და გალილეის ზღვით
წავიდა ღადარინელთა ქვეყანაში. ცურვის დროს მან დაიძინა. უეცრად ატყდა ძლიერი ქარი.
ნავი წყლით ივსებოდა. მოწაფეები შეშინდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „უფალო!
ვიღუპებით, გვიშველე!“ იესომ უთხრა მათ: „რად შეშინებულხართ, მცირედმოწრმუნენო?“
მერმე ადგა, შერისხა ქარსა და ზღვას და დადგა დიდი მყუდროება. ყველანი გაკვირდნენ და
ამბობდნენ: „ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?“
ერთხელ იესო ქრისტე ზღვის ნაპირზე ასწავლიდა ხალხს. მასთან მივიდა შესაკრებლის
(სინაგოგის) უფროსი, იაიროსი, მის წინ დავარდა და უთხრა: „ჩემი ასული სიკვდილამდეა
მიწევნილი, მოდი, დასდევი მას ხელი და ის განიკურნება“. იესო წაჰყვა მას. იესოს
მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ხალხში იყო ერთი ქალი, რომელიც 12
წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა: მან მთელი თავისი ქონება ექიმებს გადააგო,
მაგრამ არ განიკურნა. როცა გაიგო იესოს ამბავი, იფიქრა: თუკი შევეხები მის ტანისამოსს,
განვიკურნებიო. ის მივიდა, სარწმუნოებით შეეხო მის ტანისამოსს და მაშინვე განიკურნა.
იესო მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს ტანისამოსს?“ პეტრე მოციქულმა
უთხრა: „მოძღვარო! გარშემო ხალხი გახვევია და გავიწროვებს, შენ კი ამბობ: „ვინ შემეხო
მე?“ იესომ მათ უთხრა: „მე ვიღაც შემეხო, რადგანაც მე ვიგრძენი, რომ ჩემგან ძალა გავიდა“.
ქალი კანკალით მივიდა, დავარდა მის წინ და ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვისაც შეეხო
მას და როგორ განიკურნა მაშინვე. ქრისტემ უთხრა მას: „ასულო! სარწმუნოებამან შენმან
გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით“.
ამ დროს მოვიდა ვიღაცა და იაიროსს უთხრა: „მოკვდა შენი ასული. ნუღარ აწუხებ
მოძღვარს“. მაგრამ იესომ ეს რომ გაიგონა, უთხრა იაიროსს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს
და ასულს ეშველება“. იესო იაიროსის სახლში მივიდა, დაინახა იქ მომტირალნი და
მგოდებელნი და უთხრა მათ: „ნუ სტირთ, გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს“. და
დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. მაშინ იესომ სახლიდან
ყველა დაითხოვა, მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე და ბავშვის დედ-მამა შეიყვანა, შევიდა
იქ, სადაც მკვდარი ესვენა, მოჰკიდა მას ხელი და უთხრა: „ასულო! შენ გეუბნები, ადექი“.
გოგონა ადგა და დაიწყო სიარული. იესომ უბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. მშობლები
გაკვირდნენ, ხოლო იესომ ბრძანა, რომ არავისთვის ეთქვათ ამ შემთხვევის შესახებ.
ერთხელ იესო ქრისტე დიდხანს ასწავლიდა ხალხს გალილეის ტბის იქით, ერთ
უდაბნოში, და განკურნა მრავალი სნეული. როცა საღამომ მოაწია, მოწაფეებმა უთხრეს მას:
„აქ უდაბნო ადგილია და გვიანაა, გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ სოფელში და იყიდონ
საჭმელი“. უფალმა უთხრა: „თქვენ მიეცით საჭმელი“. აქ იყო ერთი ყმაწვილი, რომელსაც
ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდა, იესომ თქვა: „ის ხუთი პური მომართვით აქ“. მოწაფეებმა
მიუტანეს. უფალმა ახედა ზეცას, აკურთხა პურები, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო
მოწაფეებმა დაურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღნენ. შემდეგ იესოს ბრძანებით შეკრიბეს
დანარჩენი ნატეხები და 12 გოდორი აავსეს. იქ ხუთი ათასამდე კაცი იყო დედაკაცებისა და
ბავშვების გარდა. მაშინ ხალხმა თქვა: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, რომელიც
უნდა მოსულიყო ქვეყნად“.
ფერისცვალება
მოწაფეებს რომ არ დაეკარგათ იმის რწმენა, რომ დაინახავდნენ ქრისტეს წამებასა და
სიკვდილს, იესომ აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება. ერთხელ მან წაიყვანა პეტრე,
იაკობი, იოანე და მათთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე სალოცავად. დაღლილობის გამო
მოციქულებს დაეძინათ, ქრისტემ კი ლოცვა დაიწყო. ლოცვის დროს მან ფერი იცვალა: მისი
სახე გაბრწყინდა, როგორც მზე და ტანისამოსი გათეთრდა, როგორც თოვლი. გამოცხადდნენ
მოსე და ელია და ესაუბრებოდნენ ქრისტეს მის წამებასა და სიკვდილზე, რომელიც
მოელოდა იერუსალიმში.
ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა მოციქულები და მათ დაინახეს უფლის დიდება. როცა
წინასწარმეტყველებმა დააპირეს ქრისტესაგან განშორება, პეტრემ უთხრა: „უფალო, კარგია
ჩვენი აქ ყოფნა; თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ელიასთვის“. ამ
დროს ნათელმა ღრუბელმა დაფარა მოწაფეები და მათ მოესმათ ხმა ზეციდან: „ესე არს ძე
ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“. მოციქულები შეშინდნენ და
მიწაზე დაეცნენ. იესო მივიდა, ხელი შეახო მათ და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“. ისინი
ადგნენ და დაინახეს იესო ჩვეულებრივი სახით.
იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ მდიდარნი არ უნდა იყვნენ გულქვანი, არამედ უნდა
ეხმარებოდნენ ღარიბებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემიან სატანჯველს. ეს
დარიგება გამოხატა იგავში მდიდრისა და ღარიბი ლაზარეს შესახებ.
ერთი მდიდარი კაცი იყო. იმოსებოდა პორფირითა და ბისონით (ძვირფასი სამოსლით)
და მთელი დღე ლხინობდა, იყო აგრეთვე გლახაკი, სახელად ლაზარე. ის იწვა მდიდრის
კარებთან დაწყლულებული და სურდა, გამძღარიყო მდიდრის სუფრის ნარჩენებით.
ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ მას. მოკვდა გლახაკი და მისი სული
ანგელოზებმა მიიყვარნეს აბრაამის წიაღში (მართალთა სამყოფელი იმქვეყნად).
მოკვდა მდიდარი და დამარხეს იგი. ჯოჯოხეთში, სატანჯველში მყოფმა აიხედა ზევით,
დაინახა აბრაამი შორს და ლაზარე მის წიაღში და ხმამაღლა დაიძახა: „მამაო აბრაამ!
შემიბრალე მე და გამომიგზავნე ლაზარე, რომ მან დაისველოს თითის წვერი წყალში და
გამიგრილოს ენა, რადგანაც ამ ალში ვიტანჯები“. მაგრამ აბრაამმა უთხრა: „გაიხსენე, რომ შენ
კეთილი სიცოცხლეშივე მიიღე, ლაზარემ კი - ბოროტი. ახლა კი აქ იგი ნუგეშცემულია, შენ კი
იტანჯები. და ამას გარდა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელზეც
გადასვლა შეუძლებელია“. მაშინ მდიდარმა უთხრა: „მაშ, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ
მამაჩემის სახლში, მე ხუთი ძმა მყავს, გააფრთხილოს ისინი, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ
ადგილას“. აბრაამმა უთხრა: „მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი (ანუ აქვთ საღმრთო
წერილის წიგნები), მათი ისმინონ“. მდიდარმა უთხრა: „არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე
მკვდართაგან აღდგება და მივა მათთან, ისინი შეინანებენ“. მაშინ აბრაამმა უთხრა მას: „თუ
მოსესა და წინასწარმეტყველებისას არ დაიჯერებენ, არც მკვდრეთით აღმდგარს
დაუჯერებენ“.
ლექსიკონი:
მეზვერე - გადასახადების ამკრეფი. მეზვერეები, რომლებიც ძირითადად დამპყრობ
რომაელებს ემსახურებოდნენ, ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ.
ფარისეველი - ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენელი. ფარისევლები
გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს
ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო.
ყრმების კურთხევა
ერთხელ დედებს მიჰყავდათ თავიანთი ბავშვები იესო ქრისტესთან, რომ მას დაედო
მათზე ხელი და დაელოცა. მოწაფეები არ უშვებდნენ ბავშვებს. იესო ქრისტემ შენიშნა ეს და
უთხრა მოწაფეებს: „გამოუშვით ყრმები, რომ მოვიდნენ ჩემთან, რამეთუ მაგათთანებისთვის
არის ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღმრთის
სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში“. ამის შემდგომ მან დაადო ხელი და აკურთხა
ისინი.
ლაზარეს აღდგინება
პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ქრისტე კვლავ მივიდა ბეთანიაში და იქიდან წავიდა
იერუსალიმში. მოწაფეებმა მისი ბრძანებით მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. ჩოჩორს
გადააფარეს ტანისამოსი, იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმში. ამასობაში
იერუსალიმში ხმა გავრცელდა, რომ იესო იქ მიდიოდა. ბევრი გამოეგება მას, ადიდებდნენ და
მეფურ პატივს მიაგებდნენ; ხალხი თავიანთ ტანსაცმელს და ხის ტოტებს უფენდა გზაზე და
გალობდა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არ მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა
მაღალთა შინა“.
როცა იესო იერუსალიმში შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა და რომელთაც არ ენახათ,
კითხულობდნენ: „ვინ არის ეს?“ ხალხი ეუბნებოდა მათ: „ეს არის იესო, წინასწარმეტყველი
ნაზარეთიდან“. იესო შევიდა ტაძარში, გამოდევნა იქიდან მოვაჭრეები, განკურნა ბრმები და
კოჭლნი. ბავშვები ტაძარში ხმამაღლა გალობდნენ: „ოსანა ძესა დავითისსა“.
მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი განრისხდნენ და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ
ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „განა თქვენ არასოდეს აღმოგიკითხავთ: პირითა ყრმათა ჩჩვილთა
მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?“ (ფსალმუნი 8, 3) იესო ქრისტემ დატოვა ისინი, გავიდა
ქალაქიდან და დაბრუნდა ბეთანიაში.
იესო ქრისტე ღმერთად ირწმუნა და მისი სწავლა მხოლოდ ზოგიერთმა ისრაელმა მიიღო,
ხალხის უმეტესმა ნაწილმა კი უარყო იგი. ეს უფრო იმიტომ მოხდა, რომ მღვდელმთავარნი
და მწიგნობარნი ემტერებოდნენ მაცხოვარს. რად? იმიტომ, რომ ქრისტე იმათ ცუდ ყოფა-
ქცევას ამხილებდა და მათ ბრმა მწყემსებს უწოდებდა.
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხალხს ეუბნებოდნენ: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესო
დურგლის, იოსების, შვილია და თვითონ კი ღმერთის ძეს უწოდებს თავს; ეს ღვთის
გმობააო“.
რომის იმპერატორის მიერ დანიშნულ იუდეის განმგებელთან, პონტოელ პილატესთან,
სხვა გზით აბეზღებდნენ იესოს: „თავი მეფე დავითის მემკვიდრედ მიაჩნია, უნდა, ხალხი
ააჯანყოს იმპერატორის წინააღმდეგ, რომაელები გარეკოს და თავი ისრაელთა მეფედ
გამოაცხადოსო“.
გაჭრა ამ ორკეცმა დაბეზღებამ. მაშინ მღვდელმთავართ გაბედეს, დაეჭირათ ქრისტე და
სამართალში მიეცათ.
მაცხოვრის დაჭერა მათ იუდამ გაუადვილა. როგორც უკვე ვთქვით, მან გაყიდა თავისი
მოძღვარი და ღმერთი ოცდაათ ვერცხლად, ასწავლა მისი სამყოფელი, ღამით თავს დაასხა
მღვდელმთავრები და მხედრები და დააჭერინა იგი. დღისით დაჭერა ვერ გაბედეს, რადგანაც
ხალხის აჯანყებისა ეშინოდათ. აი როგორ მოხდა ეს ამბავი: იესო ქრისტე სამი მოწაფით -
პეტრეთი, იაკობით და იოანეთურთ შევიდა გეთსამანიის ბაღში; იქ ის წუხდა, სამჯერ მიწაზე
დავარდა და ილოცა: „მამაო, თუ შესაძლებელ არს, ამაცილე მე ეს სასმისი, ხოლო არა
როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“. ანგელოზი გამოეცხადა მას და განაძლიერებდა.
ამ დროს ბაღში შემოვიდა იუდა გამცემელი. მან მოიყვანა ჯარისკაცები და
მღვდელმთავართა მსახურნი და უთხრა მათ: „რომელსაც მე ვეამბორები, ის შეიპყარით“.
მივიდა იესოსთან, აკოცა მას და უთხრა: „გიხაროდენ, მოძღვარო!“ მაშინ მსახურებმა და
ჯარისკაცებმა შეიპყრეს იესო, შეკრეს და წაიყვანეს მღვდელმთავრებთან. ხოლო მისი
მოწაფეები შიშისაგან გაიფანტნენ.
მისცეს მაცხოვარი სამართალში. ქრისტე პირველად მიიყვანეს მღვდელმთავარ ანნასთან,
შემდეგ - კაიაფასთან. აქ გამოცხადდნენ ცრუმოწმეები, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. მაშინ
კაიაფა მღვდელმთავარმა უთხრა მას: „გაფიცებ შენ ღმერთსა ცხოველსა, გვითხარი: შენ ხარ
ქრისტე, ძე ღვთისა?“ იესომ უპასუხა: „მე ვარ. და ამიერიდან იხილავთ ძეს კაცისას,
მჯდომარეს ღმრთის მარჯვნივ, მომავალს ცის ღრუბლებზე“ . ეს რომ გაიგონა, კაიაფამ
შემოიგლიჯა თავისი ტანისამოსი და დაიყვირა: „რაღად გვინდა სხვა მოწმენი? თქვენ
თვითონ გაიგონეთ მისგან ღმრთის გმობა. თქვენ როგორ გგონიათ?“ ყველამ მიუგო: „ის
სიკვდილის ღირსია“. მაშინ მსახურებმა გამოიყვანეს იესო გარეთ და დაუწყეს დაცინვა:
აგინებდნენ მას, სცემდნენ ყვრიმალში, აფურთხებდნენ სახეში, იესო ითმენდა და ჩუმად იყო.
პარასკევ დილით იესო ქრისტე წაიყვანეს პილატესთან, რომ მას სასიკვდილო განაჩენი
დაემტკიცებინა. პილატემ მღვდელმთავრებს ჰკითხა: „რა ბრალს სდებთ ამ კაცს?“ იმათ
მიუგეს: „ის ხალხს რყვნის, თავს მეფეს უწოდებს და ხალხს კეისრისთვის ხარკის მიცემას
უკრძალავს“. პილატემ ჩვენება ჩამოართვა იესოს, მაგრამ ვერაფერი ბრალი ვერ უპოვა და
უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ხალხი მღვდელმთავრების შთაგონებით თხოულობდა მის
სიკვდილს.
პილატემ ბრძანა ეცემათ, ჩაეცმიათ ძოწეული სამოსელი და დაედგათ ეკლის გვრიგვინი,
და ასე ეჩვენებინათ ის იუდეველთათვის. პილატე ფიქრობდა, რომ ასე აღძღავდა მათში
სიბრალულს. მაგრამ ისინი ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ ჩვეულებისამებრ
დღესასწაულზე პილატე ხალხს უნთავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. იმ
დროს დაჭერილი ჰყავდათ ცნობილი პატიმარი ბარაბა. გამგებელმა ხალხს არჩევანი
შესთავაზა იესოსა და ბარაბას შორის, მაგრამ მღვდელმთავრებმა დაარწმუნეს ხალხი ბარაბა
გაენთავისუფლებიათ. ხალხიც აყვირდა: ბარაბა გაგვითავისუფლეო. პილატემ იკითხა,
ქრისტეს რაღა ვუყოთო, ხალხმა მიუგო: „ჯვარს აცვი!“ სულმოკლე პილატემ ხალხის წინ
დაიბანა ხელი და თქვა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისა, თქვენ იხილეთ“. ხალხმა
დაიყვირა: „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა, და შვილთა ჩვენთა ზედა“. მაშინ პილატემ მისცა იესო
ქრისტე იუდეველთ, რომ ჯვარზე ეცვათ იგი.
მაცხოვარი წაიყვანეს გოლგოთას მთაზე. აქ სჯიდნენ ყველა დამნაშავეს. აქვე აღმართეს
დიდი ჯვარი, აიყვენეს ქრისტე და გააკრეს ზედ. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი:
ერთი ქრისტეს მარჯვენით და მეორე – მარცხენით. როცა ჯვარს აცვამდნენ იესოს, იგი
არამცთუ არ წყევლიდა თავის მწვალებლებს, კიდეც ევედრებოდა უფალს მათთვის და
ამბობდა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
შეუბრალებელი მტრები ჯვარზედაც კი არ აძლევდნენ მაცხოვარს მოსვენებას. ისინი
დაცინვით შესძახოდნენ ზევით: „თუ შენ ხარ ძე ღვთისა, ჩამოდი ჯვრიდან და მაშინ
გირწმუნებთ“. თვითონ ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა დაცინვით უთხრა იესოს: „შენ თუ ხარ
ქრისტე, იხსენ შენი თავი და ჩვენცა“. სამაგიეროდ მეორე ავაზაკმა უპასუხა თავის ამხანაგს:
„ღმერთი არა გწამს, რომ მაგას ეუბნები? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ეს კი სრულიად
უბრალოა“.
ეს რომ თქვა, პირი იესოსაკენ მიიბრუნდა და მოწიწებით უთხრა: „მომიხსენე მე, უფალო,
ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.
მაცხოვარმა უპასუხა: „ამინ გეტყვი (ჭეშმარიტად გეუბნები) შენ, დღესვე ჩემთან იქნები
სამოთხეში“.
ჯვრის ახლოს იდგა საშინლად მწუხარე ღვთისმშობელი მარიამი და მდუღარე ცრემლსა
ღვრიდა. მის გვერდით იყვნენ: საყვარელი მოწაფე იესოსი, იოანე, და რამდენიმე
გალილეველი ქალი. მაცხოვარმა გადმოხედა დედას, იოანეზე ანიშნა და უთხრა: „აგერ,
შვილი შენი“. მერმე იოანეს ანიშნა მარიამზე და უთხრა: „აგერ, დედა შენი“.
ამ დღიდან იოანე ზრუნავდა ღვთისმშობელზე, როგორც საკუთარ დედაზე, და თავის
სახლში ჰყავდა, ვიდრე იგი მიიძინებდა.
სამხრობის დრო იქნებოდა, როდესაც იესომ საშინელი ტანჯვის შემდეგ მიაბარა თავისი
ღვთაებრივი სული უფალს. ბოლოს ქრისტემ თქვა: „აღსრულდა!“ მან დახარა თავი და მისცა
თავისი სული მამა ღმერთს.
ქრისტეს ტანჯვის დროს მზე დაბნელდა, მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი (ფარდა) ორად
გაიპო, კლდენი გასკდნენ, საფლავები გაიხსნა და ბევრი მკვდარი აღდგა და ბევრს
გამოეცხადნენ ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ყოველივე ამის მხილველნი იუდეველნი
მკერდზე ხელს იცემდნენ და დაბრუნდნენ შინ; ხოლო ასისთავი, რომელიც ჯვართან იდგა,
შიშით ამბობდა: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო ესე“.
პარასკევ საღამოს პილატეს ნებართვით ქრისტეს ორმა ფარულმა მოწაფემ, იოსებ
არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იესოს სხეული გარდამოხსნენ ჯვრიდან, სცხეს მას
ნელსაცხებელი, შეახვიეს იგი არენაკში (წმინდა ტილოში) და დაასვენეს ახალ საფლავში,
რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი იოსების ბაღში და საფლავზე დაადეს დიდი ლოდი.
შაბათს, დილით ადრე, იუდეველნი მივიდნენ პილატესთან და უთხრეს: „ჩვენ
გავიხსენეთ, რომ იმ მაცდურმა თქვა: სამ დღეში აღვდგებიო. უბრძანე საფლავის დაცვა მესამე
დღემდე, რომ ღამე მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ და არ უთხრან ხალხს, აღდგა
მკვდრეთითო“. პილატე დათანხმდა და საფლავს დაუყენეს მცველები, ხოლო ლოდი
დაბეჭდეს.
როდესაც იესოს სხეული საფლავში განისვენებდა, იგი სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში,
გამოიხსნა იქიდან ყველანი, ვინც კი მის მოსვლას მოელოდა, აიყვანა სამოთხეში და იქ
დაამკვიდრა საუკუნოდ.
ქრისტეს აღდგომა
იესოს ჯვარცმის შემდეგ გაიარა ორმა დღემ და მოატანა მესამემ. უნდა აღსრულებულიყო
წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგებიო“.
კვირას, დღის რიჟრაჟმა რომ მოატანა, უცებ საფლავის დარაჯებმა იგრძნეს მიწისძვრა;
მერმე დაინახეს ფრთიანი სულიერი – ანგელოზი, რომელმაც გადააგორა საფლავიდან ლოდი,
და ბოლოს, იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. დარაჯებს შიშით თავზარი დაეცათ
და მიწაზე მკვდრებივით დაემხნენ, მერმე კი მოსულიერდნენ, გონს მოვიდნენ და გაიქცნენ.
ჯერ არ გათენებულიყო, როცა საფლავთან მოვიდა მარიამ მაგდალინელი,
თაყვანისმცემელი იესოსი და მასზედ მგლოვიარე. აქ მან ნახა, რომ ლოდი საფლავიდან
გადაეგორებინათ და საფლავი ცარიელი იყო, დაიჩოქა საფლავის წინ, მწარედ ატირდა და
როდესაც შიგ ჩაიხედა, იხილა ორი ანგელოზი, თეთრი ტანისამოსით შემოსილი.
ანგელოზებმა ჰკითხეს მარიამს: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის ეძიებ?“
მარიამმა მიუგო: „წაუღიათ უფალი ჩემი და არ ვიცი, სად!“ – ეს რომ თქვა, უკან მიიხედა
და დაინახა იქვე მდგომარე ადამიანი მშვენიერი შეხედულებისა, მეტად ნათელი სახისა, ეს
იყო თვითონ იესო, აღმდგარი მკვდრეთით.
მაგრამ მარიამმა ვერ იცნო. მაშინ მარიამს ჰკითხა იესომ: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის
ეძებ?“
მარიამს ეგონა, მებაღეაო, და უთხრა: „უფალო, თუ შენ აიღე იგი, მითხარ, სად დაასვენე,
და მე წარმოვიღო იგი“.
მაშინ იესომ დაუძახა უწინდელი ხმით: „მარიამ!“
მარიამმა ხმაზედ იმწამსვე იცნო იესო და შესძახა: „მოძღვარო!“ მერმე გაექანა და
უნდოდა, მოხვეოდა მუხლებზე, მაგრამ მაცხოვარმა უთხრა:
„ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამისა ჩემისა თანა. წადი ჩემს ძმებთან და
უთხარი: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა“.
მარიამ მაგდალინელმა საჩქაროდ ახარა იესოს აღდგომა მოწაფეთ და მორწმუნე ქალებს.
ყველანი აივსნენ დიდი სიხარულით, გაეჩქარნენ საფლავისაკენ, ნახეს იგი ცარიელი,
ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა და ადიდებდნენ ღმერთს.
აღდგომა დღეს ქრისტე მარიამ მაგდალინელს გარდა გამოეცხადა ორ მოწაფეს, რომლებიც
მიდიოდნენ ემაოსს, საღამოს კი იერუსალიმში თომას გარდა ყველა მოწაფეს გამოეცხადა.
ერთი კვირის შემდეგ ის კიდევ გამოეცხადა ყველა მოწაფეს, როდესაც მათთან თომაც იყო,
რომელიც ეჭვობდა მის აღდგომას, და რომელსაც მან ნება მისცა, გაესინჯა მისი ხელები და
გვერდი. შემდეგ გამოეცხადა მოწაფეებს გალილეის ტბის ნაპირზე; გამოეცხადა გალილეის
მთაზე ხუთასზე მეტ მორწმუნეს. ის ეცხადებოდა მოციქულებს 40 დღის განმავლობაში და
ასწავლიდა მათ ღვთის სასუფევლის შესახებ.
ქრისტეს ამაღლება
აპოკალიფსი
www.books.interesting.ge - ს მიერ