You are on page 1of 3

1| თამუნა ხიზანიშვილი სასწავლო ლექსების კრებული

დავით გურამიშვილი
დაბადების ადგილი: სოფელი გორის უბანი, საგურამოს თემი.
დაბადების თარიღი: 1705
გარდაცვ. თარიღი: 1 აგვისტო, 1792 (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მირგოროდი, უკრაინა
კატეგორია: მწერალი

სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა.
დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს.
იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-
ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა (მესაწყობეთა
უფროსი) უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ
კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება
გურამიშვილის ბიოგრაფია. გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა
პოლკს. (მოსკოვში საარსდა, როგორც ქართველ ჯარისკაცებისა და ოფიცრების არმია) . მან მამული მიიღო
სამხრეთ უკრაინაში - მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და
პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.როგორც ჩანს, მძიმე
პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები
გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში.
მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი
ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა
საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის
პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია. გურამიშვილის
პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა
აკადემიური გამოცემა. "დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული
თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

1722 წელს ქართლის მეფე ვახტანგ IV-მ ღიად გამოთქვა სურვილი რუსეთის იმპერიასთან მოკავშირეობის შესახებ. ვახტანგი
იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს ირანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებდა და ოსმალების
მიერ მიტაცებულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებსაც დაიბრუნებდა. იგი თვლიდა, რომ რუსეთიდან 5 000-იანი ჯარის
შემოსვლა საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველთა გაერთიანებას ხელს შეუწყობდა. ჯერ კიდევ 1720 წელს პეტრე I და
ვახტანგ VI ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის
შედეგადაც ვახტანგს მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად ქართლის დატოვება და რუსეთში გადასახლება მოუწია, სადაც
მან საფუძველი ჩაუყარა მოსკოვის ქართულ კოლონიას. 1737 წელს ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში
დაბრუნებით იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წლის 25 მარტს მათ შექმნეს ქართველ
ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ ანნა ლეოპოლდოვნას ბრძანებით პოლკად გადაკეთდა,[1] რომლის მეთაურად მამუკა
ირაკლის ძე მუხრანბატონი დანიშნეს. ქართული ჰუსართა პოლკი 17 ოფიცრისა და 70 დაბალი ჩინის მოსამსახურისგან
შესდგებოდა, სადაც ხუთი ესკადრონი შედიოდა და ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. სხვადასხვა დროს
მეთაურებად გვევლინებიან თავადი ამილახვარი და ქაიხოსრო გურიელი. ქართველ ჰუსართა პოლკი 1739 წლიდან
მონაწილეობდა ე.წ. ყირიმის ომში, რომლის მიზანი იყო ოსმალთა შემოტევების შეკავება შავი ზღვისა და ბალკანეთის
მიდამოებიდან. 1741-1742 წლებში ქართველი მეომრები ჩრდილოეთით ფინეთში გადაისროლეს შვედების წინააღმდეგ
საბრძოლველად. პოლკმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შვიდწლიან ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1768-69 წლების ომებში.
ქართველ ჰუსართა ამ სამხედრო შენაერთმა 1776 წლამდე იარსება, მისი წევრებიდან ბევრმა გენერლმა სხვაგან განაგრძო
სამხედრო კარიერა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს
წინააღმდეგ ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა.
2| თამუნა ხიზანიშვილი სასწავლო ლექსების კრებული

სააღდგომოდ
ღვთისმშობლის დატირება
მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები


განარჩიესო, აგატკიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს:


მიგიჩნიესო, ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

----------------- --------------

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე
დაგიტიესო, მოგისიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ


განაბნიესო, გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

---------------- ---------------

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს


მოგახვიესო; სისხლი შეურიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას


გთნიესო, მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

--------------- ---------------

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი


მოგახვიესო!
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს,
გაგათრიესო, ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი
გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
3| თამუნა ხიზანიშვილი სასწავლო ლექსების კრებული

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას
შვენიერსო,
რიესო;
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე,
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი სვი ესო.
მიესო,
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ
უდიერსო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!


განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის
შეარყიესო;
მაგიერსო!
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და
დააფრქვიესო. სულიერსო.

თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ხიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ
ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში
წაგახვიესო: ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ
ჩვენთვის ესო!
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
მცველი შემოგხვიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ
ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ


ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-


მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი


ეშმაკიერსო.

You might also like