You are on page 1of 1

დედამიწის გლობუსი წარმოაჩენს ჩვენი პლანეტის სფეროსებურობას და გვაძლევს

პოლუსებისა და ეკვატორის, კონტინენტების, ოკეანების, ზღვების, მდინარეების,


ტყეების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და მოხაზულობის
წარმოდგენის საშუალებას და გლობუსზე გეოგრაფიული ობიექტები უფრო ნაკლებად
არის დამახინჯებული, ვიდრე რუკაზე.

ყველა გლობუსზე, გეოგრაფიული ობიექტების გარდა, დატანილი არის გრადუსთა


ბადე, რომელიც წარმოადგენს პარალელებისა და მერიდიანების ერთობლიობას .
წარმოსახვითი ღერძი, რომლის ირგვლივაც დედამიწა ბრუნავს, გლობუსზე რეალურ
ღერძად არის წარმოდგენილი. ამ ღერძის თავი და ბოლო, დედამიწის ჩრდილო და
სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსების მდებარეობას ემთხვევა.

გლობუსს შუაზე ეკვატორის ხაზი კვეთს, რომელიც თანაბრად არის დაშორებული


პოლუსებიდან

ეკვატორის პარალელურად გავლებულია პარალელები. მათგან ოთხი: ორი


ტროპიკული და ორი პოლარული წრე, წყვეტილი ხაზებით არის გავლებული.

ეკვატორის პერპენდიკულარულად გატარებულია მერიდიანები , რომლებიც


ერთმანეთს ჩრდ. და სამხ. პოლუსებში კვეთენ.

მერიდიანები და პარალელები ყველა გლობუსზე და რუკაზე არის დატანილი და ისინი


გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად არის საჭირო .

You might also like