You are on page 1of 6

1 ნაწილი

ჩვენი დღევანდელი საპრეზენტაციო თემა საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებს


შეეხება, უფრო კონკრეტულად კი პირველ და მეორე კატეგორიის მქონე აქტივებს. პირველ
რიგში, განვმარტავთ თუ რას წარმოადგენს საკრედიტო რისკი, შემდეგ კი უშუალოდ
გადავალთ ამ ორი კატეგორიის აღწერაზე. საკრედიტო რისკს თამამად შეიძლება ეწოდოს
ბანკების მთავარი რისკი და იგი განიმარტება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობით
ან გაკოტრებით გამოწვეული რისკი, რაც გამოიხატება კრედიტის დაუბრუნებლობაში.
რისკის ხარისხის მიხედვით აქტივების კლასიფიკაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საკითხი , რომლის საშუალებითაც ხდება აქტვების ხარისხის და მისი რისკიანობისადმი
მგრძნობელობის განსაზღვრა. მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში და მათ შორის საქართველოშიც
დამკვირდებულია „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების“ ცნება , რაც გამოიყენება ბანკის
კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისთვის. ეს აქტივებია საკრედიტო და საბაზრო
რისკებით შეწონილი აქტივების ჯამი. პირველი და მეორე კატეგორიის აქტივები, როლებზეც
უნდა ვისაუბროთ ხასიათდება შემდეგი სახით- 1 კატეგორიის აქტივები, 0%-იანი
საკრედიტო რისკით ანუ საკრედიტო კოეფიციენტი 0-ის ტოლია, ესენია, ბანკის ფულადი
სახსრები და პორტფელში მყოფი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ხოლო მეორე
კატეგორიის აქტივები 20%-იანი საკრედიტო რისკით, საკრედიტო კოეფიციენტი 0.2-ის
ტოლი, ესენია გაცემული მოკლევადიანი სესხები , ბანკთაშორისი კრედიტები, ნაყიდი
კომერციული ფასიანი ქაღალდები. უფრო დეტალურად კი თუ რა შედის ამკატეგორიებში
დაგვეხმარა კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ
დებულება, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მიერ. აღნიშნულში ვკითხულობთ, რომ პირველ კატეგორიას მიეკუთვნება:

ა) ბანკში არსებული ნაღდი ფულადი სახსრები ლარებით და „ეგთო-ს” წევრი ქვეყნების


ვალუტით; აქვე უნდა განვმარტო თუ რას ნიშნავს ეგთოს წევრი ქვეყნები- ეს არის
“ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია”, რომელშიც ვხვდებით
კონკრეტულ ქვეყნებს.

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო და მინიმალური რეზერვების


ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები;

გ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ;

დ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია


„ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ;

ე) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი


ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და
გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;

ვ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე ბანკში


დაჯავშნული დეპოზიტებით.
2 ნაწილი

ამრიგად, საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები გაიანგარიშება როგორც


საბალანსო უწყისის აქტივების თითოეული კატეგორია, გამრავლებული ამ კატეგორიის
აქტივების შესაბამის საკრედიტო რისკის კოეფიციენტზე, დამატებული ბალანსგარეშე
ვალდებულებების თითოეული კატეგორია, გამრავლებული შესაბამის კრედიტ-კონვერსიის
კოეფიციენტზე და მიღებული კრედიტ-ექვივალენტური თანხა, გამრავლებული შესაბამის
საკრედიტო რისკის კოეფიციენტზე. აქტივების საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვის
შედეგად მიიღება სხვადასხვა კატეგორიის აქტივი, რომლებიც დაჯგუფებულია მათი რისკის
ხარისხის შესაბამისად. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შეიძლება არსებობდეს
მუხლები, რომლებიც არ ექვემდებარება შეწონვას გაანგარიშების მეთოდოლოგიის თანახმად.

როგორც უკვე ავღნიშნეთ არსებობს საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული მეორე


კატეგორიის აქტივებიც. მიმოვიხილავ თითოეულ მათგანს. ესენია:

1. ნაღდ ფულთან გათანაბრებული დოკუმენტების თანხობრივი მოცულობა ლარებით

და “ეგთო-ს” წევრი ქვეყნების ვალუტით;

2. მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც

გარანტირებულია “ეგთო-ს” წევრი ქვეყნების რეზიდენტი ბანკების მიერ;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით წარმოქმნილი

მოთხოვნები;

4. მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული და გარანტირებული სახაზინო

ვალდებულებებით;

5. მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია საერთაშორისო

საფინანსო ინსტიტუტების მიერ;

6. მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია “ეგთო-ს” წევრი

ქვეყნების რეზიდენტ ბანკებში დაჯავშნული დეპოზიტებით;

7. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების

ზოდები;

8. მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საერთაშორისო

სტანდარტების შესაბამისი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდებით.

საინტერესოა თავად თუ როდის მოხდა აღნიშნული კატეგორიების ჩამოყალიბება. 1988 წელს


საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ კაპიტალის ადეკვატურობის
შეფასებასთან დაკავშირებით შემუშავდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრაქტიკა,
რომელსაც საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები ეწოდა.ეს პრაქტიკა ჩვენს
ქვეყანში მაგალითად 1998 წლიდან გამოიყენება.

3 ნაწილი

მე ვისაუბრებ უშალოდ მეორე კატეგორიის აქტივებიდან უფრო დეტალურად


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით წარმოქმნილ
მოთხოვნებზე. ზოგადად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
(შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები
როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში და ანგარიშსწორებისათვის
მინიჭებული აქვს საბანკო კოდი. მოთხოვნებში შედის:
1. შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი
მონაწილეობით არსებულ საწარმოებს;
2. გახსნას და დახუროს საბანკო დაწესებულებებში სახელმწიფო ხაზინის
ანგარიშები და განსაზღვროს მათი მოქმედების რეჟიმი კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად;
3. განახორციელოს მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვა
და გადანაწილება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე;
4. დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით, მის
განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები გამოიყენოს
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
5. კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების
შესაბამის სამსახურებთან;
6. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოთხოვნას მიეკუთვნება სახელმწიფოს
შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო
დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან
სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და
ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით საკითხის შემსწავლელი
კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
და ბოლოს,
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო
რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო
დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და
დაფარვის გრაფიკის მომზადება და დადებული ხელშეკრულების პირობების
შესრულების მონიტორინგი;

4 ნაწილი
მე ვისაუბრებ პირველი კატეგორიიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო
და მინიმალური რეზერვების ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრებზე; ნიმალური
სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ
ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე (მაგ. ბანკში
განთავსებულ დეპოზიტებზე, ნასესხებ სახსრებზე). უცხოური ვალუტით საშუალო
მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს
უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. საქართველოს ეროვნული
ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საქართველოში ლიცენზირებული კომერციული
ბანკებისა და უცხოეთის ბანკების ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი) აწესებს მინიმალურ
სარეზერვო მოთხოვნებსა და ნორმებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები
წესდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე და ეროვნული ბანკის
მონეტარული ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით. ბანკებმა მინიმალური სარეზერვო
მოთხოვნების შესაბამისი თანხები ამ წესის შესაბამისად უნდა იქონიონ ეროვნულ ბანკში
შესაბამის ანგარიშებზე. სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია
გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო
განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა
შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო
განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა
აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ
უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც. ამჟამად მოქმედი
სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და
25%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე. ამასთან, ნარჩენი ვადიანობების
მიხედვით, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2
წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო
მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები
სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.  აღსანიშნავია, რომ კაპიტალი და
მასთან გათანაბრებული სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან.

5 ნაწილი

ფინანსური კრიზისების მიმართა განსაკუთრებით მგრძნობიარეა საბანკო სისტემა. ამის გამო


კომერციული ბანკისთვის, საერთაშორისო სტანდარტებით რისკების მართვას
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საბანკო სისტემამ სწრაფი ცვლილებები განიცადა
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რასაც შედეგად მოჰყვა საბანკო ოპერაციებთან
დაკავშირებული კომპლექსური რისკების ზრდა. კომერციული ბანკის საკრედიტო
პოლიტიკა საკრედიტო რისკების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანას უნდა
ითვალისწინებდეს. ამავე დროს, რამდენადაც ნაკლებია რისკის დონე, ბუნებრივია, იმდენად
შეიძლება ნაკლები იყოს ბანკის მოგება, რადგანაც ბანკი მაღალ მოგებას, ჩვეულებრივ,
მაღალრისკიანი ოპერაციებიდან ღებულობს. ბანკმა უნდა დაადგინოს მისი ყველა
პროდუქტისა და საქმიანობისათვის დამახასიათებელი საკრედიტო რისკი. ბანკმა ასევე უნდა
გაუწიოს მონიტორინგი საკრედიტო რისკის შესაბამისობას დადგენილ ლიმიტებთან,
რომლის დროსაც ფაქტობრივი საკრედიტო რისკი უნდა შედარდეს საკრედიტო რისკის
მიმართ დაწესებულ ლიმიტებთან. რისკზე წასვლა თავისთავად ნეგატიური ნაბიჯი არ არის
და იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს დამატებითი მოგების. რისკების მართვა
სარგებელობას მოუტანს როგორც საბანკო სისტემას, ისე საბანკო ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირებს. რისკების ეფექტიანად მართვით ბანკის მენეჯმენტს შეუძლია
გააუმჯობესოს აქტივების ღირებულება, მიიღოს ინფორმაცია მომავალში ბანკის შესაძლო
ზარალის შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საფუძველზე გააუმჯობესოს
სისტემური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და პროცესები, გამოიყენოს როგორც
ბანკის მუშაობის შეფასების უფრო ზუსტი ბაზა, ისე შეაფასოს ბანკის შედარებით
კომპლექსური ინსტრუმენტებისა თუ ბიზნესსაქმიანობისათვის დამახასიათებელი რისკები
და შექმნას რისკების მართვის ისეთი ჯანსაღი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანკის
კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს. 6. საბანკო საქმიანობის არსიდან გამომდინარე,
როგორც მოსალოდნელი, ისე მოულოდნელი რისკი არის პოტენციური მოვლენა, რომელმაც
შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ბანკის მოგებასა და კაპიტალზე. იმისათვის, რომ
განხორციელდეს რისკის მართვის პროცესი, ბანკმა, უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა
განსაზღვროს რისკები, აღიაროს და გაერკვეს მისთვის დამახასიათებელ ყველა რისკში,
რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს მის მიერ რაიმე ახალი საქმის განხორციელებისას, მათ
შორის ნებისმიერი რისკი, რომელიც მასთან დაკავშირებულ თუ სხვა მონათესავე საწარმოებს
ახასიათებთ.

საკრედიტო რისკების მართვა განისაზღვრება როგორც ერთ–ერთი სტრატეგია, რომელიც


სრულდება საქმიანობის რეალიზაციისას რისკის პირობებში. თავის საქმიანობაში
ეკონომიკური სუბიექტი არჩევანს აკეთებს- რიკიდან თავის არიდებას, რისკის აღებასა და
რისკის მართვას შორის. საკრედიტო რისკების მართვა თანამედროვე კომერციულ ბანკებში
ხორციელდება ცალკეული სპეციალიზირებული სტრუქტურული ერთეულის ჩარჩოებში. ამ
განყოფილებას ძალიან ხშირად ემსახურება რისკის მართვის დეპარტამენტი, ჩართულნი
არიან ორგანიზაციები და ხდება მათი მართვა და კოორდინაცია, რომელიც უკავშირდება
იდენტიფიკაციას, ანალიზსა და რისკების მინიმიზაციას საბანკო საქმიანობაში

ბოლო ნაწილი

რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებისათვის შესაძლებელი ხდება


აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებული რეიტინგების
გამოყენება (Standard&Poor’s, Moody’s და სხვა), რაც ბანკებს აძლევს დამატებით
შესაძლებლობებს, სანდოობის მეტ ხარისხს მომხმარებლებისა და ინვესტორების თვალში;

ბანკის მიერ მთავარი რისკის, როგორიცაა საკრედიტო რისკი, შეფასებისათვის გამოყენებული


ეს მოდელი შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ბანკის მაგალითზე. „საქართველოს
ბანკი“ თავისი საკრედიტო რისკის ღირებულების განსაზღვრისათვის იყენებს შემდეგ
მონაცემებს : • გაუფასურების ხარჯი კლიენტებზე გაცემულ სესხებზე; • გაუფასურების
ხარჯები ფინანსური იჯარიდან; • გაუფასურების რეზერვი სხვა აქტივებზე და მარაგებზე;

საინტერესოა როგორია თვითეული მაჩვენებლის ხვედრითი წილის მთლიანი საკრედიტო


რისკის ღირებულებაში- საკრედიტო რისკის ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი უკავია
კლიენტებზე გაცემულ სესხებზე გაწული ხარჯების გაუფასურებას. ეს არცაა გასაკვირი,
რადგან ბანკის შემოსავლებშც კლიენტებზე გაცემული სეხებიდან მიღებული შემოსავლები
თამაშობს ყველაზე დიდი როლს და თავად ბაკის საქმიანობის ძირითადი კომპონენტიც რომ
გაცემული სესხებია. საკრედიტო რისკი დინამიკა წლების განმავლობაშ შემდეგნარიად
გამოიყურება (საბაზისო წლად ავიღოთ 2013 წელი). როგორც ცხრილიდან ჩანს საკრედიტო
რისკის დინამიკური მაჩვენებელი წლების განმავლობაში იზრდება.

ამრიგად რამდენადაც საბანკო აქტივები გარკვეული რისკის ქვეშაა, ბანკმა პერიოდულად


უნდა განსაზღვროს აქტივების რისკის ხარისხი და გააჩეროს იგი განსაზღვრულ დონეზე
ბანკის პოლიტიკისა და მოცემულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სწორედ ამ
სახის რისკის განსაზღვრისას გამოიყენება აქტივების სტრუქტურის ანალიზის
შედეგები.აქტივების ხარისხის შეფასება რისკის ხარისხის მიხედვით საჭიროებს აქტივების
არა მხოლოდ მოცულობისა და ხვედრითი წილის ანალიზს, არამედ კრიტიკული და
არასრულფასოვანი აქტივებისა და მათი ცვალებადობის მოცულობების ანალიზს. რომ
შევაჯამოთ რისკის ხარისხის მიხედვით აქტივების კლასიფიკაცია არის ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი საკითხი , რომლის საშუალებითაც ხდება აქტვების ხარისხის და მისი


რისკიანობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა.

You might also like