You are on page 1of 6

საქართველოს ეროვნული ბანკი

მსოფლიოს თთქმის ყველა ქვეყანას აქვს ცენტრალური ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ მათ
შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს, მაინც, ისინი ერთსა და იმავე ფუნქციებს
ასრულებენ, როგორიცაა მათ შორის, ფულის ნიშნების ემისია. ჩვენი ქვეყნისთვისაც, როგორც
სუვერენული სახელმწიფოსთვის, ცენტრალური ბანკი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია,
რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განხროციელებისა და სხვა
მრავალი ფუნქციის შესრულებაზე. ჩვენი დღევანდელი საპრეზენტაციო თემაც სწორედ
საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანებს შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო
ღია ეკონომიკის ქვეყანაა, ამასთან მდებარეობს ისეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ
რეგიონში როგორიც კავკასიაა, მასზე დიდ გავლენას ახდენს მიმდინარე ეკონომიკური
პროცესები, შესაბამისად, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრია თავისი
ამოცანების შესრულება, იგი ითვალისწინებს საერთაშორისო ეკონომიკურ გარემოებებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უმთავრეს ამოცანას
ფასების სტაბილურობის მიღწევა და შემდეგ შენარჩუნება წარმოადგენს. ყოველივე ეს კი
გამოიხატება ინფლაციის დაბალი ზრდის ტემპში, ამასთან ისეთი ზრდის ტემპის
შენარჩუნებაშიც, რომლის პროგნოზირებაც შესაძლებელი იქნება. აღნიშნული ძირითადი
ამოცანის შესრულება კი დამეთანხმებით რთული იქნება, თუკი საქართველოს ეროვნული
ბანკი არ იქნება გამჭვირვალე და თუკი ხელს არ შეუწყობს საქართველოს მდგრად
ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკის როლი რომ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი,
ამაზე მეტყველებს ის მთელი რიგი ამოცანები და ფუნქციები, რომლებიც მას აკისრია. ესენია:

 მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება


 სააგდასახადო სისტემის მართვა და ოპერირება
 ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობა
 საბანკო, მონეტარული თუ საგარეო სტატისტიკის წარმოება
 ამასთან მისი ამოცანაა გაცვლითი კურსის პოლიტიკის შემუშავება და მისი შემდგომი
განხორცილება

ეროვნული ბანკის ამოცანებსა და მათ აღწერაზე საუბარს კიდევ უფრო დეტალურად


ჯგუფის სხვა წევრები გააგრძელებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები

საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია


ორგანულ კანონში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ". სწორედ მუხლი 3
მიუთითებს ნათლად ამის თაობაზე. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი
ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.
იმისათვის რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს თავისი მთავარი ამოცანა-
ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა,
უნდა გაითვალისწინოს, რომ მათზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს, ესენი შეიძლება იყოს მათ
შორის ადამინური და ფიზიკური კაპიტალის ზრდა, ამასთან ისეთი ეკონომიკური
პროცესები, როგორებიცაა ბუმი, რეცესია და პიკი. როდესაც ეკონომიკა მერყეობს, დასაქმებაც
შესაბამისად ნელდება, შედეგად მცირდება სამუშაო ძალის პროდუქტიულობა და
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეროვნული ბანკი ზრუნავს ფასების
სტაბილურობაზე, რათა მოახდინოს რესურსების ეფექტიანი გადანაწილება, შედეგად
უმუშევრობა უნდა შემცირდეს და მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა გაუმჯობესდეს.
რატომ მაინცდამაინც ფასების სტაბილურობა,როგორც ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა?;-
შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა. პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ფასები
არასტაბილურია, ინფლაცია მაღალი და მერყევია, რითაც მცირდება ქვეყანაში ჩადებული
ინვესტიციების რიცხვი, რადგან იქმნება შეხედულება, რომ ასეთ პირობებში ქვეყანა
არასტაბილურია ინვესტიციების განსახორციელებლად. შესაბამისად, ასეთ გაურკვეველ
პირობებში, კომპანია უარს იტყვის ინვესტიციაზე, პროდუქციის წარმოებაზე და
შესაბამისად, დასაქმებაც თავისთავად შემცირდება.

ერთი შეხედვით, როდესაც ვამბობთ, რომ ეროვნული ბანკის უმავრესი ამოცანა ფასების
სტაბილურობა არის, შეიძლება გვეგონოს, რომ ფასები უცვლელი უნდა დარჩეს, ეს
შეუძლებელია, რადგან თანამედროვე საბაზრდო ეკონომიკის პირობებში ფასები მუდმივად
იცვლება. აქ საუბარია იმაზე, რომ ფასები უნდა იცვლებოდეს მცირე მასშტაბით, ანუ
ზომიერი ინფლაციით ანუ ინფლაციის ისეთი დონეა საჭირო, რომ როდესაც შემოსავლების
გრძელვადიანი ზრდა გვექნება, დამყარდება დონე, შემოსავლების გრძელვადიან ზრდასა და
ფასების მატებას შორის ანუ გამოდის, რომ ასეთ დროს მოსახლეობის შემოსავლების ზრდის
ტემპი თუკი გამოვრიცხავთ ფასების ზრდას იქნება მაღალი და ამასთან მდგრადი.

გაცვლითი კურსის პოლიტიკა

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა გაცვლითი


კურსის შემუშავება და მისი განხორციელება, რომელსაც ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ
განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახდენს. ეროვნული ბანკი
არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. ცხადია, რომ
მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი
მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ
ფუნქციასაც, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება
ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და
ინფლაციაზე. საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის ყველაზე
ოპტიმალური რეჟიმი. 

კიდევ უფრო გაიზარდა მოქნილი გაცვლითი კურსის აუცილებლობა მცირე ზომის ღია
ეკონომიკის ქვეყნებისათვის ფინანსური გლობალიზაციის პერიოდში.კაპიტალის
მობილობის ზრდა,ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაცია,მიმდინარე ანგარიშის
ლიბერალიზაცია ბიძგს აძლებს უფრო მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმების
განვითარებისა და გავრცელების პროცესს.

მოქნილი გაცვლითი კურსის პირობებში სავალუტო კრიზისების ალბათობა მცირდება.


აღნიშნული რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის
ინტერვენციების საჭიროება სავალუტო ბაზარზე და მისი წილი სავალუტო ვაჭრობებში.
ახალმა პოლიტიკამ საგრძნობლად გაზარდა კურსის მოკლევადიანი მერყეობა, რაც
სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

1995 წელს მოხდა ლარის გაცვლითი კურსის ფიქსირება აშშ დოლარის მიმართ.
ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი 1998 წლამდე იყო აქტიური.მას შემდეგ
ეროვნულმა ბანკმა მართვადი მცურავი გაცვლითი კურსი აამოქმედა. მცურავი გაცვლითი
კურსი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების
თანაფარდობის საფუძველზე ხდება ლარის კურსის დადგენა აშშ დოლარის მიმართ.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დგინდება ლარის ოფიციალური გაცვლითი
კურსი აშშ დოლარის მიმართ.

სააგდასახადო სისტემის მართვა და ოპერირება

ფინანსური და ფულადი ბაზრების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების ერთ-


ერთი წინაპირობაა ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება სწრაფად, უსაფრთხოდ და
საიმედოდ, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს საგადახდო სისტემაზე. ეს
უკანასკნელი არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვენლოვანი
ნაწილი. სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკი უზრუნველყოფს საგადასახადო სისტემების
სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ორგანიზებას, მათ მართვასა და და ამ სისტემების
ზედამხედველობას.

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო


სამსახურები ახორციელებენ ლარის უნაღდო ანგარიშწორების ოპერაციებს ქვეყნის მაშტაბით
ახორციელებენ. ყოველდღიურად ეროვნული ბანკის ელექტრონული ანგარიშსწორების
სისტების მეშვეობით ასეთი გადარიცხვის რამდენიმე ათეული ათასი ოპერაცია სრულდება.

2007 წლის მონაცემებით, ეროვნული ბანკის ელექტრონული საგადასახადო სისტემის


მეშვეობით 5.1 მლნ ერთეული გადარიცხვა განხორციელდა, ჯამური თანხით 37 მლრდ
ლარი, რაც 2-ჯერ და უფრო მეტად აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს.

საქართველოში დღესდღეობით ფუნქციონირებს ფულადი სახსრების საგადახდო სისტემები


და ფასიანი ქარღლდების ანგარიშსწორების სისტემები(საგადახდო ბარათების საპროცესინგო
სისტემები). ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგადახდო სისტემის - დროის რეალურ რეჟიმში
ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის ოპერატორი ეროვნული ბანკია, რომელიც
უზრუნველყოფს ბანკების, მათი კლიენტების და სამთავრობო გადარიცხვების დამუშავებას
და ანგარიშსწორებას.

საგადახდო სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების


რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი
აქვეყნებს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს.  

მონეტარული პოლიტიკა 

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ


მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა
გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც
აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.საქართველოს
ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე ფასების სტაბილურობად მიიჩნევა წლიური
ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტის ოდენობით, საშუალოვადიან პერიოდში.
ერთობლივი მოთხოვნის მართვით მონეტარული პოლიტიკა აღწევს სასურველ ინფლაციას
საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, ინფლაციაზე, მოთხოვნის გარდა, სხვა, მონეტარული
პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი (ეგზოგენური) ფაქტორებიც ახდენს გავლენას, რის
შედეგადაც, ინფლაცია, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გადაიხაროს მიზნობრივი
მაჩვენებლიდან. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში ასეთი, დროებითი,
გადახრა მიზნობრივი დონიდან დასაშვებია და ეროვნული ბანკი, სხვა განვითარებული
ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად, არ რეაგირებს ინფლაციის ეგზოგენური
ფაქტორებით გამოწვეულ გადახრაზე, იმ შემთხვევაში თუ გადახრა იმდენად ძლიერი არაა ,
რომ გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
 

ეროვნული ბანკის ამოცანა პანდემიის პერიოდში

COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი შედეგები რა თქმა უნდა როგორც მსოფლიოს სხვა


ქვეყნებზე, საქართველოზეც საკმაოდ უარყოფითად აისახა. შესაბამისად, საფინანსო
სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და ამასთან, ეკონომიკის წახალისების
მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ამოცანების შესრულება და
განხორციელება დაეკისრა. მიმოვიხილავ რამდენიმე მნიშვნელოვან მათგანს.
1. დროებითი საზედამხედველო გეგმის განხორციელებით, საქართველოს ეროვნული
ბანკის ამოცანა იყო პოტენციური ზარალების განეიტრალება, რაც გამოიხატებოდა
არსებული კაპიტალისა და ლიკვიდურობის მოთხოვნის შემცირებაში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის
ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება
ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების
ჩართვაც, რაც საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო
რესურსებთან. ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს,
კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს.
3. ეროვნული ბანკი, მიმოქცევიდან შემოსულ ვარგის ბანკნოტებს, მიმოქცევაში
ხელახლა გაშვებამდე, საცავში რამდენიმე კვირის განმავლობაში აყოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ ბანკნოტები/მონეტები ვირუსის გავრცელების უფრო ძლიერი წყაროა, ვიდრე
სხვა ნებისმიერი ზედაპირი, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები
ეხებიან. ცენტრალური ბანკი აკვირდება ქვეყანაში და ასევე, მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენებს და ეცნობა კვლევებს იმის შესახებ, ხდება თუ არა ბანკნოტების/მონეტების 
საშუალებით ვირუსის გავრცელება. ასევე დამატებითი განსაკუთრებული რეჟიმია,
სასაზღვრო და კარანტინში მყოფი რეგიონებისათვის. ამ კუთხით, სებ-ი ახორციელებს
შესაბამის ზომებს, რომ დაიცვას როგორც ეროვნული ბანკის, ასევე, კომერციული
ბანკების თანამშრომლები.
4. საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულმა
ბანკმა აამოქმედა სვოპ ოპერაციები, რითაც სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობას. ამ
ოპერაციების მიზანია სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის
რისკი არ გახდეს ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი. ამასთან,
ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდა
მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ბანკებისთვის
რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია
1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის


ზემოდხსენებული ღონისძიებები მიზანმიმართულია COVID-19 პანდემიის შემდეგ
სწრაფ აღდგენას და ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=754

https://forbes.ge/blog/117/unda-gamoeyos-Tu-ara-saqarTvelos-erovnul-banks-zedamxedvelobis-
funqcia

(n.d.). In საქართველოს ორგანული კანონი.

(n.d.). In მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი. საქართველოს ეროვნული ბანკი.

(n.d.). Retrieved from https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2

(2008). In საქართველოს ეროვნული ბანკი. თბილისი.

You might also like