You are on page 1of 6

თემა 4.

საფინანსო პოლიტიკა - II ნაწილი

ძირითადი საკითხები: სახელმწიფო ხარჯების ძირითადი კატეგორიები და


კლასიფიკაცია; სახელმწიფო დაფინანსების ფორმები; ხარჯების პოლიტიკის
ძირითადი მიზნები, ამოცანები და პრინციპები; სახელმწიფო დაფინანსების
ძირითადი მიმართულებები; სახელმწიფო ვალის დანიშნულება; სახელმწიფო ვალის
პოლიტიკის გატარების პრინციპები; სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ვალი;
სახელმწიფო ვალის მართვის მეთოდები

 გადასახადებისა და სხვა შემოსულობებით ფორმირებული ფონდების


მეშვეობით სახელმწიფო ეწევა ხარჯებს სხვადასხვა საჭიროებების
დასაფინანსებლად.
 ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განასხვავებენ სახელმწიფო ხარჯების 2
მსხვილ კატეგორიას: მიმდინარე და კაპიტალურ დანახარჯებს
 კაპიტალური დანახარჯები ის ხარჯებია, რომელიც უკავშირდება ძირითად
კაპიტალში სახელმწიფო დაბანდებებს - ანუ, ეს ის ხარჯებია, რომლებიც
ზრდიან ან აუმჯობესებენ (რემონტი, განახლება) სახელმწიფო ქონებას, ე.ი.
ზრდიან კაპიტალიზაციას
 სხვაგვარად, სახელმწიფო კაპიტალური ხარჯები, ესაა სახელმწიფო
საინვესტიციო ხარჯები და ხარჯები ინოვაციების დანერგვაზე (ეს
უკანასკნელი იგივეა, რაც განვითარების ხარჯები - ანუ ისეთი ხარჯები,
რომლებიც ემსახურება განვითარებას)
 მიმდინარე ხარჯები ის ხარჯებია, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს
მართვის ორგანოების, უწყებების, საბიუჯეტო დაწესებულებების მიმდინარე
ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფას - სხვაგვარად, სახელმწიფოს
მიმდინარე ხარჯები ესაა სახელმწიფო მოხმარების ხარჯები, ანუ ხარჯები
აპარატის შენახვაზე, ჯარის, პოლიციის, ჯანდაცვის, განათლების და მისთ.
ხარჯები; სოციალური დახმარებები; ეკონომიკის დარგების ხელშეწყობა -
დახმარებები, სუბსიდიები, სუბვენციები; ვალების გასტუმრება
 სახელმწიფო ხარჯების კლასიფიცირება შესაძლებელია რამდენიმე მსხვილ
ჯგუფად:
 სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დაფინანსება;
 სოციალურ-კულტურული ღონისძიებების დაფინანსება;

1
 მეცნიერების ხარჯები;
 თავდაცვისა და წესრიგის უზრუნველყოფის ხარჯები;
 ხელისუფლებისა და მისი შტოების შენახვის ხარჯები
 საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ხარჯები;
 სარეზერვო ფონდების ხარჯები
 სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები
 და სხვა ხარჯების ჯგუფი
 თითოეული ეს ჯგუფი იყოფა ე.წ. „უწყებრივი“ და „მიზნობრივი“ ხარჯების
დანიშნულების (სხვაგვარად უწყებრივი ან მიზნობრივი მუხლების)
მიხედვით.
 უწყებრივი ხარჯები (მუხლები) - გულისხმობს ხარჯების კლასიფიკაციას
სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ იურიდიული პირების
მიხედვით
 მიზნობრივი ხარჯები (მუხლები) - ესაა ამ უწყების მიერ დასახარჯი
ასიგნებების კონკრეტული დანიშნულება, ანუ ხარჯი კონკრეტული პროგრამის
შესასრულებლად.
 ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური
(ფედერალური, რესპუბლიკური ბიუჯეტის) და ადგილობრივი
დანიშნულების (მუნიციპალური ბიუჯეტის) ხარჯებს
 რა ფორმებით გაიღებს სახელმწიფო მის განკარგულებაში არსებულ
(საბიუჯეტო) სახსრებს:
 სხვაგვარად, დაფინანსების რა ფორმებს იყენებს სახელმწიფო:
 საბიუჯეტო ასიგნებების ფორმა - ესაა ფულადი სახსრების გაცემა საბიუჯეტო
ორგანიზაციებისათვის წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად
 სუბვენციის ფორმა - ესაა სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი
თვითმმართველობების ან იურიდიული პირების მიზნობრივი დახმარება
ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბენეფიციარს არ ჰყოფნის საკუთარი
საშუალებები დასახული ამოცანის გადასაწყვეტად; ამასთან, გამოყოფილი
სუბვენციის გამოუყენებელი (აუთვისებელი) თანხა ექვემდებარება
აუციელბელ დაბრუნებას.
 სუბსიდირება ფორმა - ესაა სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციების,
უწყებების, დარგების, იურიდიული თუ ფიზიკური პირების არამიზნობრივი
(დაუკონკრეტებელი) ფულადი დახმარება - ანუ, სუბსიდირება ფაქტობრივად
იგივე, რაც სუბვენცია, ოღონდ ამ თანხის აუთვისებელი ნაწილის დაბრუნება

2
არაა აუცილებელი, არაა საჭირო არც კონკრეტული მიზნით ამ თანხის
გამოყენება - შესაძლებელია მისი ათვისება ზოგადი დანიშნულებითაც.
 დოტაცია - ესაა ფაქტობრივად სუბსიდირება, გამოყოფილი თანხის
გამოყენების პირობების უმნიშვნელო განსხვავებებით
 დაკრედიტება - ესაა სახელმწიფოს მიერ სესხის გაცემა
 მოდით, გავიმეოროთ, რაში მდგომარეობს სახელმწიფო ხარჯების უმთავრესი
მიზანი- ესაა სახელმწიფო საქმიანობის სფეროების უზრუნველყოფა
ფინანსური რესურსებით
 რა ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა უწევს სახელმწიფოს ამ მიზნის
შესრულების პროცესში
 ანუ, რაში მდგომარეობს სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკის უმთავრესი
ამოცანები:
 1. ესაა სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია-რაციონალიზაცია, მათი
კანონისმიერი, ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენება;
 2. ესაა საბიუჯეტო სახსრების კონცენტრაცია ეკონომიკის მაქსიმალურად
ეფექტიან და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან
მიმართულებებსა და დარგებში;
 3. ესაა საბიუჯეტო სახსრების გამოყენების ზედამხედველობის ამაღლება.
 რაში მდგომარეობს სახელმწიფო დაფინანსების ძირითადი პრინციპები:
 ანუ, რა ძირითად პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფო ხარჯვითი
პოლიტიკის გატარებისას, უწყება-ორგანიზაციების თუ სხვა ეკონომიკური
სუბიექტების დაფინანსებისას:
 სახელმწიფო დაფინანსება უნდა ეფუძნებოდეს:
 დაგეგმვის პრინციპს - რაც გულისხმობს მიდგომას, რომლის მიხედვით
ხარჯები უნდა იგეგმებოდეს შესაბამისი დასაბუთებული გეგმებისა და
პროგრამების საფუძველზე; ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო
შემოსავლებს;
 სახსრების მიზნობრიობის პრინციპს - რაც გულისხმობს მიდგომას, რომლის
მიხედვით ხარჯები გაწეული უნდა იქნას იმ დანიშნულებით, რა მიზნითაც
ხდება მათი გამოყოფა-დაგეგმვა
 დაფინანსების კანონთან შესაბამისობის პრინციპს და
 სახსრების დაუბრუნებლობის პრინციპს
 რომელი ძირითადი მიმართულებით იხარჯება სახელმწიფო სახსრები:
 სოციალური მიმართულება - ჯანდაცვა, განათლება, სოც.დაზღვევა,
სოც.უზრუნველყოფა

3
 საგარეო-ეკონომიკური მიმართულება - ხარჯები, რომლებიც ამა თუ იმ
ფორმით ხელს უწყობს სამამულო ფირმას, მის პროდუქციას მოიკიდოს ფეხი
უცხოეთში (კომპანიების სუბსიდიები; ექსპორტის დაკრედიტება;
საერთაშორისო კავშირების ხელშეწყობა და მისთ.)
 ეკონომიკური მიმართულება - საინვესტიციო ხარჯები, ეკონომიკის დარგებისა
და სფეროების დახმარების პროგრამები; სახელმწიფო საწარმოების
დაფინანსება და ა.შ.
 სამხედრო მიმართულება
 სახელმწიფო მართვის (ადმინისტრაციული) მიმართულება - პარლამენტის,
მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პროკურატურის და მისთ.
ხარჯები
 სახელმწიფოს საფინანსო პოლიტიკის შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება
- ესაა სახელმწიფო ვალის პოლიტიკა
 სახელმწიფო შეიძლება გამოდიოდეს მსესხებლის, გამსასხებლის ან
გარანტორის როლში.
 სახელმწიფო ვალის პოლიტიკა, ესაა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ვალის
მართვა - ანუ სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების (ცენტრალური თუ
ადგილობრივი ორგანოების) მიერ მართული ღონისძიებები, დაკავშირებული
კრედიტის აღებასა თუ გაცემასთან, მასზე დარიცხული სარგებლის გაცემასა
თუ მიღებასთან, ვალის ნაწილობრივ თუ სრულად დაფარვასთან, ასევე
დროულად არგადახდასთან დაკავშირებული ჯარიმებისა და მისთ.
გადასახდელების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით
 რისთვის სჭირდება სახელმწიფოს ვალის აღება - მას ეს სჭირდება საბიუჯეტო
დეფიციტს დასაფარავად, ანუ ისეთი სიტუაციის გამოსასწორებლად, როდესაც
გასაწევი ხარჯების მოცულობა აღემატება შემოსავლებს
 ვალი - ყოველთვის მძიმედ აწვება სახელმწიფოს, რადგან დასაბრუნებელია
არა მარტო ნასესხები თანხა, არამედ მისი მომსახურების საფასური (პროცენტი
სესხზე).
 ვის შეუძლია მიმართოს სახელმწიფომ ვალის ასაღებად - უცხოელ ან
სამამულო ეკონომიკურ სუბიექტებს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალი
კლასიფიცირდება სახელმწიფოს საგარეო და სახელმწიფოს საშინაო ვალებად.
 როგორც წესი, საგარეო ვალს სახელმწიფო იღებს უცხოური ქვეყნის
მთავრობებისაგან, უცხოური ბანკებისაგან, უცხოური საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციებისაგან (სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და

4
განვითარების ევროპის თუ მსოფლიო ბანკებიდა სხვა მისთ.), ზოგჯერ
მსხვილი კომპანიებისაგანაც
 საგარეო ვალის არსებობა ქვეყნისათვის - ნორმალური ეკონომიკური
მოვლენაა, თუმცა არსებობს გარკვეული გონივრული ზღვრული მოცულობა ამ
ვალისა (წლიური მშპ-ის 50-60%, ან ექსპორტის 270%, სხვა ინდიკატორებიც
არსებობს ზღვრული ნორმის შეფასებისა, რომელიც განსხვევებულია
სხვადასხვა ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებისათვის), რომელზე
მეტის მოზიდვა ზრდის მისი გადაუხდელობის შესაძლებლობას, ანუ ამცირებს
ქვეყნის კრედიტუნარიანობას, აკნინებს მის საერთაშორისო იმიჯს და ა.შ.
 საგარეო ვალს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები - ნეგატივია ის, რომ
ვალის მომსახურებისთვის გადახდილი სიკეთე (აქტივი, საქონელი,
დოვლათი) ტოვებს ქვეყნის ფარგლებს; საგარეო ვალის ზრდა უფრო მეტად
დამოკიდებულს ხდის ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური
თვალსაზრისით კრედიტორზე; საგარეო ვალის პოზიტივად შეიძლება
დასახელდეს მისი მწარმოებლური ხასიათი - საშინაო ვალისაგან
განსხვავებით, ის ეკონომიკას უფრო მეტად ასტიმულირებს (საშინაო ვალი
კერძო სექტორისთვის სესხს აძვირებს)
 საშინაო ვალს სახელმწიფო იღებს ქვეყნის მოქალაქეებისაგან - მაგალითად,
ობლიგაციების გამოშვების გზით; ასევე ვალი შეიძლება აიღოს ადგილობრივმა
ბიჯეტმა ცენტრალურისაგან და პირიქით
 რითაა კარგი საშინაო ვალი - ესაა ვალი საკუთარი თავისთვის, ამიტომ მისი
მომსახურება რჩება ქვეყანაში; ამ სარგებელს იღებენ რეზიდენტები.
უარყოფითი მხარე საშინაო ვალისა არის ის, რომ შიდა ვალის აღებით
სახელმწიფო უმცირებს კერძო სექტორს ფინანსურ საშუალებებს, შესაბამისად
უმცირებს მეტის შექმნის, წარმოების საშუალებას.
 თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცუდია ის ვალი, რომელიც შეიჭმევა , ანუ ცუდია
ვალი, რომელიც არ იქნება გააზრებულად გამოყენებული
 ხოლო ძალიან კარგია ისეთი ვალი, რომელიც შექმნის დამატებულ
ღირებულებას - რაც უფრო მაღალს, მით უკეთესი
 რომელ პრინციპებს ეფუძნება სახელმწიფო ვალის პოლიტიკა:
 1) კრედიტორების მიმართ აღებული ვალდებულები (ანუ ვალის დაბრუნება)
უპირობოდ უნდა შესრულდეს
 2) სახელმწიფო ვალის სტრუქტურის ოპტიმალურობის პრინციპი (ვალის
მოცულობა, სესხის პროცენტის სიდიდე უნდა იყოს გონივრული,

5
ოპტიმალური, რაც შეიძლება იაფი, ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებთან
შესაბამისი და ა.შ.)
 3) სახელმწიფო ვალი უნდა იყოს გამჭირვალე - ინფორმაცია სახელმწიფო
ვალების შესახებ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის
 როგორ და რა მეთოდებით ხდება ვალის მართვა:
 ვალის რეფინანსირების მეთოდი - ესაა მეთოდი, რომელიც გულისხმობს
სახელმწიფოსათვის აქამდე არსებული ძირითადი ვალისა და პროცენტის
ჩამოწერას ახალი საკრედიტო შეთანხმების ხარჯზე
 რესტრუქტურიზაციის მეთოდი - ესაა ვალის გადავადება
 ვალის კონვერსია - ესაა სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალზე პროცენტის
შემცირების მეთოდი - მაგალითად, ქვეყნებს შორის ერთმანეთის მიმართ
არსებული ვალის განაშთვით; ან ვალის დაქვითვა საექსპორტო პროდუქციით;
ან ქონებით და მისთ.
 განასხვავებენ ასევე კონსოლიდაციის მეთოდს, გადავადებას, უნიფიკაციას და
ჩამოწერას

You might also like