You are on page 1of 3

„ერთხელ საღამოთი“

„სადმე ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს“-


მთხრობელი არისტოკრატია, მაღალი წრის წარმომადგენელი. იგი დახვეწილი მანერებით,
მიხვრა-მოხვრითა და კულტურით გამოირჩევა, ყველა მაღალი წრის წარმომადგენელს კი ეს
თვისება არ გააჩნია. „მკრთალი სალამი და თაიგული ვკადრე“- ახალგაზრდა „დენდი“
მოიხიბლა საოცარი, ნაზი ქმნილების ნახვით და საკმაოდ სასიამოვნო ჟესტით გააცნო თავი
მას. ეს ყმაწვილი კი თავისი გამორჩეულობით სამუდამოდ დარჩენილა ვერონიკას
მეხსიერებაში -„ის დღე ჩემთვის ყვეელაფერი იყო“ (მას შემდეგაც, რაც ის გაბედული ვერკა
გახდა)

„უცხო ქვეყნად მარტოობას გრძნობდე, ნატარება არის რაღაცგვარი“- მთხრობელი მარტო


დარჩა, უცხო მიწაზე, ნაცნობისა და მეგობრების გარეშე. სხვა ქვეყანაში იგი უმიზნოდ,
მარტოსული დადის. ერთადერთი ძველი ნაცნობიც( ვერკა) მისი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა
და „რათქმაუნდა ვერ შემიცნო“. მთხრობელი იხსენებს იმ დროს „როცა ძვირფასს
გადავკრავდი ღვინოს...’’ რადგან ამის ფუფუნება სხვა ქვეყანაში აღარ აქვს და არც მეგობრები
ყავს. იგი თითქოს დაჩაგრულია და მტერთან მარტოს უწევს ბრძოლა. უცხო მიწაზე „დენდი“
დაიჭრა, თუმცა მამაცურად. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ შეცვლილი ვერკას ნახვამ
სულიერად გატეხა იგი -„მკერდში, გულთან გამიარა ტყვიამ“, ტყვია თითქოს ვერონაკაა,
რომელმაც თითქოს იმედები გაუცრუა არისტოკრატს და მთლიანად გარდაისახა.გარკვეული
დროის შემდეგ კი მთხორობელი წარმოჩინდება როგორც-„ ცხოვრებისგან დაღალული
დენდი“, რაც ცხადია მის რთულ ცხოვრებაზე მიანიშნებს.

„ ქალი, ვერონიკა, ლაღი“- ლექსის დასაწყისში მშვენიერი არსება გვეხატება თვალწინ.


ლამაზი, ჩაფიქრებული ქალი, ვერონეზეს ნახატის მსგავსი. „რა წრის იყო-იკითხავდა ვინა?“-
არისტოკრატის შეხედულება ჰქონდა მას იმდენად დახვეწილი იყო (იმის მიუხედავად, რომ
ნამდვილი არისტოკრატი არ იყო) და ადამიანს ეჭვიც არ შეეპარებოდა ამაში. მაგრამ, გადის
დრო და ვერონეზეს ნახატივით ლამაზი ვერონიკა, „გაბედულ კალუგელ ვერკად“ იქცევა.
ნაზი არსება ქრება და მებრძოლი, ქვეყნის დამპყრობელი ხდება იგი. „ერთ ქალს მხარზე
გადაედო ფოფი“-რისი ბრალი უნდა იყოს ასეთი გარდასახვა? ცხადია, ვერონიკა
სოციალისტების იდეებით მოიწამლა, შესაბამისად, შეეცვალა მსოფლმხედველობა და
სისხლიმსმელ ადამიანდ იქცა. საქართველოზე საუბრისას ამბობს რომ „იგი უფრო შეიქმნება
მშვენი, როცა ძალა და უფლება მტკიცე დამყარდება იმ მხარეში ჩვენი“, რითაც თავისი
ცხოვრების მთავარ მიზანს ასახელებს და შესაბამისად, ბოლშევიკების მიზნებიც ნათელი
ხდება. ახალგაზრდა ქალს რატომ უნდა ეწადოს სხვისი ქვეყნის დაპყრობა,სისხლის ღვრა!
მარო მაყაშვილი მის კონტრსტული სახეა, რადგან იგი თავის ქვეყნის დასაცავად და
თავისუფლებისთვის იბრძოდა და გმირულადაც დაეცა რუსეთის ჯართან ბრძოლაში.

ვერონიკას ახალი სახელი, ახალი სტატუსის შესაფერისია-ვერკა. „გაბედული“-ასეთი


ზედმეტსახელი აშკარად დამსახურებულად ერგო მას, თავი გამოუჩენია სოციალისტთა
წრეში, მათთვის თავდადებულ ადამიანად წარმოჩინდა და მათაც მოტივაციისთვის მიანიჭეს
ეს სახელი. თუმცა, ამ მებრძოლ და სისხლის მღვერელ ადამიანში ისევ იყო ის მცირე
ნაპერწკალი, რომელიც მას ისევ ქალად აგრძნობინებდა თავს-„სალამი და ყვავილების კონა
არავისი მახსოვს, ერთის მეტი“

ტექსტის მტავარი სათქმელი არის ის რომ ქვეყანას შორის უტანხმოებამ და


დაპირისპირებამ უდიდესი უფსკრული გააჩინა ორ წრეს , შესაბამისად, ორ ადამიანს შორის .
„შემდეგ მოხდა...პეტროგრადის ხანა“ ყველაფერი აქედან დაიწყო- კლასებს შორის
დაპირისპირება და სიცოცხლისთვის ბრძოლა. მოწინააღმდეგესთან გამოლაპარაკება
პრინციპების დათმობას ნიშნავდა და ამიტომ „ვერ შემიცნო რადგან კლასი კლასის
წინააღმდეგ მიდიდ“. კლასობრივი განსხვავება და მტრობა არ აძლებდა „დენდს“
ვერონიკასთან დალაპარაკების საშუალებას-„მაგრამ გრძნობამშემაჩერა რაღაც, ჩვენ ხომ
ძვირფას გადავკრავდით ღვინოს...“. მათ შორის ხიდი ჩატეხილია, რისი მთავარი
შემოქმედიც, როგორ ვერონიკას გარდასახვის, ტირანული მმართველობაა.

პოეტის სტილი საოცრად დინამიურია, მოქმედებები ერთი მეორეს მოსდევს. ლექსში


მოთხრობილია სამი დღის ამბავი-„მესამე დღე რუხი“. საოცარი ოსტატობით არის ნაჩვენები
ვერონიკა გარდასახვა. მთხრობელის ემოციების გადმოსაცემად პოეტი აგვიღწერს პეიზაშს,
რითაც უკეთ წარმოჩინდება მის გუნაბა-განწყობა-„მე კი ვიდექ წყალთან საღამომდე“. ამ
ეფექტის მისაღწევად კი მწერალი იყენებს ეპითეტებს-„მოწყენილი,მღვრიე ყავახანა“. ასევე
„ნევას ედგა შენისლების ბუნდი“ , „მღვრიე დამდგარიყო ღვარი“- ემოციას უფრო ამძაფრებს.
„ამღვრეულ ბოლში“- „დენდის“ სულიერი მდგომარეობას გამოხატავს მას შედეგ, რაც ვერკა
დაინახა. ტექსტში გვხვდება გაჩუმება, რომელიც წრეებს შორის დაშორებას გამოხატავს-„ჩვენ
ხომ... გადავკრავდით ღვინოს“. „საქართველო ეს ზღაპრული მზეა, უკეთესის ბედისაა
ღირსი“- უკეთეს ბედში ვერკა რუსეთს და მის მმართველობსს გულისხმობს. ამთავითვე,
უნდა აიღნიშნოს, რომ პოეტი პესონაჟს მონოლოგით გვიხატავს და გვაცნობს მის ზრახვებს
და მიზნებს(როცა ძალა და ულება მტკიცე დამყარდება იმ მხარეში ჩვენი). საინტერესოა, რომ
პოეტი ერთხელ მოსმენილ ისტორიას, რომელიც „დაღალულმა დენდმა“უამბო, იმას
მკითხველს აწვდის და უფრო უმძაფრებს წარმოსახვის საშუალებას.

ლექსში იშვიათად გვხვდება რითმა, თითქოს მას არ საჭიროებს, რადგან აქცენტი მის
შინაარსზეა გადატანილი. ლექსს რეფრენად გასდევს ეს სიტვები-„ძვირფასს გადავკრავდი
ღვინოს...“, რითაც პოეტი მუდამ გვახსენებს იმ უფსკრულს, რომელიც ორ კლასს შორის იყო
და აშორებდა, აპირიპირებდა მათ.

You might also like