You are on page 1of 5

შესყიდვის

სამუშაოების/მომსახურების განსახორციელებლად
სამუშაოს დასახელება ტენდერის ნომერი მიმწოდებელი გამოცხადების
გამოყოფილი თანხა
თარიღი
მ/ს გოცირიძის კაპიტალური რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
SPA170010932 30000.00 ლარი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 8/8/2017
შედგენა
მ/ს გოცირიძის კაპიტალური რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
SPA170012239 შპს მდგრადობის ექსპერტი 30000.00 ლარი (სახელშეკრულებო ღირებულება) 7/9/2017
შედგენა

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და


NAT180016990 არ შედგა 2045650.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 26/10/2018
კაპიტალური რემონტის სამუშაოები

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და დასრულდა უარყოფითი


NAT180018490 2045650.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 27/11/2018
კაპიტალური რემონტის სამუშაოები შედეგით

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და


NAT190001138 არ შედგა 2045650.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 18/01/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და


NAT190006710 არ შედგა 2045650.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 3/4/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და


NAT190010044 არ შედგა 2045650.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 21/05/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და
NAT190016226 არ შედგა 2425500.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 15/08/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და
NAT190017684 არ შედგა 2425500.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 6/9/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და
NAT190020074 არ შედგა 2425500.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 20/10/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და
NAT200001960 არ შედგა 3723780.00 ლარი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) 27/10/2019
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
საქართველოში უცხოური 3767808 ლარი სავარაუდო ღირებულება. 3146983.39
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და
NAT200006756 საწარმოს შპს კაიზენის ლარი (სახელშეკრულებო ღირებულება) 3/4/2020
კაპიტალური რემონტის სამუშაოები
ფილიალი - ხელშეკრულება შეწყვეტილია
კომენტარი
N 18926-01 18926-01-3-202109151735
15/09/2021

შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის”


გენერალურ დირექტორს
ბატონ გიორგი შარკოვს

ბატონო გიორგი,

გაცნოებთ, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-სა და საქართველოში უცხოური


საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალს შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებული №0300/31/111
ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალი
აწარმოებდა „მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებს“.
2021 წლის 13 სექტემბერს დასრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მიუხედავად იმისა, რომ
ხელშკერულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე იქნა გახანგძლივებული (ხელშეკრულების მიხედვით
კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა მისი გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში)
საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების
მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 6
თებერვლიდან სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო კონტრაქტორს ერიცხება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების
გამო საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალი არაერთხელ იქნა
გაფრთხილებული წერილობით, რის გამოც მას დაეკისრა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. იმის
გამო, რომ კონტრაქტორის მიმართ ამოიწურა ნდობის რესურსი, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული
საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალისთვის №0300/31/111 ხელშეკრულების
მოქმედების ვადის გაგრძელება და ხელშეკრულება დასრულდა ისე, რომ კონტრაქტორმა ვერ
უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისინებით გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს
საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალის მიმართ გაატარონ მასთან
გაფორმებული №0300/31/111 ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით
გათვალისწინებული ღონისძიებები.

პატივისცემით,

მორის ტერუნაშვილი

სამშენებლო სამსახურის უფროსი


ადმინისტრაცია
LLC Tbilisi Digitally signed by
LLC Tbilisi Transport
Transport Company
Date: 2021.09.20
Company 15:42:56 +04'00'
N 01/5167 5167-01-2-202109211009
21/09/2021

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს


ბატონ ლევან რაზმაძეს

მის: თბილისი 0144, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა №8

ბატონო ლევან,

გიგზავნით მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინებას:


 შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე).
 შესყიდვის რეკვიზიტები: NAT200006756.
 შესყიდვის ობიექტის დასახელება: შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ
„გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები.
 CPV45400000.
 მიმწოდებლის რეკვიზიტები: საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალი;
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406299189; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მიხეილ
გახოკიძის ქ. №49.
 ელ. ფოსტის მისამართი: kavkaz-premier@mail.ru.

შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი:


2020 წლის 18 ივნისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და საქართველოში უცხოური
საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0300/30/111
ხელშეკრულება, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“
რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის
თანახმად მიმწოდებელს სამუშაო უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმების
თარიღიდან 210 (ორას ათი) კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2021 წლის 14 იანვრისა.
2020 წლის 29 დეკემბრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა მიმწოდებლის
წერილობითი მომართვების საფუძველზე განხორციელდა 7-ჯერ და საბოლოოდ ხელშეკრულების
მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 13 სექტემბერი, თუმცა ხელშეკრულება კვლავ
შეუსრულებელია.
საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ვერ უზრუნველყო
ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება. აღსანიშნავია
ისიც, რომ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო საქართველოში უცხოური საწარმოს შპს
„კაიზენი“-ს ფილიალი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით, რის გამოც მას დაეკისრა
გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
2021 წლის 12 სექტემბერს საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალმა მოგვმართა
წერილით (წერილის ნომ: №9511/01 ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში)
ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
იმის გამო, რომ კონტრაქტორის მიმართ ამოიწურა ნდობის რესურსი, მიზანშეწონილად არ იქნა
მიჩნეული საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალისთვის №0300/31/111
ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, 2015 წლის 29 ოქტომბრის „შავი სიის
წარმოების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ №19 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველია ხელშეკრულების
მოქმედების ვადის გასვლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი
შესრულება.

მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები


სრულად არის ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

პატივისცემით,

გიორგი შარკოვი

გენერალური დირექტორი

You might also like