You are on page 1of 3

ოზონდამშლელი ნივთიერებები

ოზონის წარმოქმნა

ოზონი ეს არის გაზი, ჟანგბადის განსაკუთრებული ფორმა, ჰაერში შემავალი ჟანგბადის მოლეკულა
შედგება ორი ატომისაგან O2 , ხოლო ოზონის მოლეკულა შედგება ჟანგბადის სამი ატომისაგან O3. ოზონი მიიღება
მზის სხივების მოქმედებით ჟანგბადის მოლეკულაზე. მზის სხივებში შემავალი ულტრაიისფერი სხივების
ჟანგბადის მოლეკულებთან შეჯახების შედეგად ,ამოიფრქვევა ჟანგბადის ერთი ატომი და უერთდება ჟანგბადის
სხვა მოლეკულას შედეგად მიიღება ოზონის მოლეკულა O3 .
ოზონის შრე მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 20–50 კილომეტრში, სტრატოსფერულ ზონაში,
სადაც კონცენტრირებულია ოზონის მოლეკულათა ყველაზე დიდი რაოდენობა და ქმნის ე.წ ოზონის შრეს. ეს
შრე ვრცელდება მთელი დედამიწის გარშემო და წარმოადგენს სიცოცხლისათვის ზიანის მომტან
ულტრაიისფერი (UV-B) სხივების ფილტრს.

ულტრაიისფერი გამოსხივება

ულტრაიისფერი სხივები არის მაღალი რადიაციის სინათლე, რომელიც სათავეს მზიდან იღებს. ამ
გამოსხივებას უმძიმესი ზეგავლების მოხდენა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
ოზონის შრის მნიშვნელობა - ოზონის შრე დედამიწაზე სასიცოცხლო ფარია. იგი ასრულებს ფილტრის
როლს და იცავს დედამიწას ზიანის მომტანი ულტრაიისფერი (UV-B და UV-C) სხივებისაგან. ოზონის შრეს
დამსახურებულად უწოდებენ „პლანეტის ჯადოსნურ ფარს“.
ცნობილია, რომ მავნე UV-B გამოსხივება იწვევს კანის სიმსივნეს, კანის მელანომას, თვალის კატარაქტას,
გლაუკომას და იმუნური სისტემის დაქვეითებას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.
1970-იან წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე გაფრქვეული ოზონდამშლელი
ნივთიერებები აზიანებენ ოზონის შრეს. ანტარქტიდის თავზე ოზონის კონცენტრაცია პოლარული გაზაფხულის
პერიოდში დაახლოებით 70 %-ით მცირდება. ეს მოვლენა მოიხსენიება ოზონის ხვრელის შექმნის სახელით.
ოზონდამშლელი ნივთიერებები -,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987
წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს
დამოუკიდებელი სახით ან ნარევში.
ოზონდამშლელ ნივთიერებებს ძირითადად წარმოადგენენ ქლორიანი, ბრომიანი და ფტორიანი ნახშირბადები:
ქლორფტორნახშირბადები (CFC), წყალბადქლორფტორნახშირბადები (HCFC), ჰალონები (Halon) და სხვა.

კანონმდებლობა
• ვენის კონვენცია “ოზონის შრის შესახებ”;
• მონრეალის ოქმი “ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ”;
• საქართველოს კანონი “ატმოსფერული ჰაერის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
• „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის
გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი”
ვენის კონვენციისა და მისი მონრეალის ოქმის მიზანია, ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან
ეტაპობრივი ამოღება და მისი სრული შეწყვეტა, ალტერნატიული ნივთიერებებით ჩანაცვლებისა და
ოზონუსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით.
1
საქართველო მიჩნეულია მონრეალის ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაში მყოფ
ქვეყანად.
ვენის კონვენციისა და მონრეალის ოქმის ადმინისტრაციულ აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
 კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვა გაიცემა ყოველი წლის 5
იანვარიდან - 5 თებერვალის ჩათვლით
 ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება მისი
გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე;
 ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად
ითვლება.
ოზონდამშლელი ნივთიერებებისათვის გაცემული ნებართვის მფლობელი ვალდებულია: იმპორტი
განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში და იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას სსიპ - შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი
სანებართვო მოწმობა.

2
„ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა“

1. ნებართვის № 2. იმპორტი 3. ძალაშია:


ექსპორტი
რეექსპორტი
ტრანზიტი
4. ნებართვის მიმღები სუბიექტი (სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი):

5. იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი:

6. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების აღწერილობა (დასახელება, შემადგენლობა, ფიზიკური


აღწერილობა):
7. კოდი ჰარმონიზებული სისტემით:

8. რაოდენობა (ერთეულის მითითებით):

9. ნებართვის გამცემი ორგანო:

10. უფლებამოსილი წარმომადგენელი


(გვარი, სახელი, თანამდებობა):

თარიღი: ხელმოწერა და ოფიციალური ბეჭედი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ”ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“


მონრეალის ოქმის A, B, C (მხოლოდ ერთი ნივთიერება არის კვოტირებული წყალბადქლორფტორნახშირბადი -
22 (HCFC-22) დანარჩენი აკრძალულია) და E დანართებით განსაზღვრულ ოზონდამშლელ ნივთიერებათა
იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი.

საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება


დადგენილებით „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი-”ს შესახებ

შენიშვნა:

 A და B აკრძალულია;
 C - აკრძალულია (1 კვოტირებულია - წყალბადქლორფტორნახშირბადი -ქლორდიფტორმეთანი-
HCFC -22);
 E - აკრძალულია.
3

You might also like