You are on page 1of 28

პოლიტიკის დოკუმენტი

გამოცემა #28 |
იანვარი 2022

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული,


არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს
პოლიტიკის ინსტიტუტი ცდილობს საქართველოში დემოკრატიული
ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური
მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და
ადვოკატირების გზით.

პუბლიკაცია მომზადდა USAID/Georgia-ს მხარდაჭერით. მასში გამოთქმული


მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს
USAID/Georgia-ს შეხედულებებს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და მისი დონორები არ


განსაზღვრავენ და შეიძლება არ ემხრობოდნენ და მხარს არ უჭერდნენ
წინამდებარე ნაშრომში გაკეთებულ დასკვნებს.

დოკუმენტის ციტირების წესი:

სალომე კანდელაკი, ბიძინა ლებანიძე, "წარმატებიდან მარცხამდე: რატომ


განიცადა საქართველომ კრახი პანდემიასთან ბრძოლაში?", პოლიტიკის
დოკუმენტი #28, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, იანვარი 2022.

 
© საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2021
საქართველო, თბილისი 0107, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა 13
ტელ.: +995 599 99 02 12
ელ. ფოსტა: info@gip.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:


www.gip.ge
ავტორების შესახებ

სალომე კანდელაკი ამჟამად არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის


პროექტების კოორდინატორი და უმცროსი ანალიტიკოსი. იგი აგრეთვე გახლავთ
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წელს მან მოიპოვა ცენტრალური
ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი,
შედარებითი პოლიტიკის სპეციალიზაციით. ამასთანავე, იგი ფლობს კიდევ ერთ
მაგისტრის ხარისხს გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა
და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ერთობლივი საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში. მისი გამოცდილების
სფეროა შედარებითი ანალიზები, რომლებიც კონცენტრირდება რელიგიასა და
დემოკრატიაზე, რეგიონალიზმსა და დემოკრატიზაციაზე. მისი კვლევითი
ინტერესები მოიცავს ევროპეიზაციას, გაყინულ კონფლიქტებს, ასევე, სეკულარიზმს
ევროპაში.

მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძე არის საქართველოს პოლიტიკის


ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი, პოსტსადოქტორო მკვლევარი ფრიდრიხ
შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტის სლავური ენების და კავკასიური
კვლევების ინსტიტუტში და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული
პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის ხარისხი მოიპოვა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი – თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში. წარსულში იგი ასევე იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ბრემენის
უნივერსიტეტში, ფრაიბურგის უნივერსიტეტში, ბერლინის ეკონომიკისა და
სამართლის სკოლაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და კონრად
ადენაუერის ფონდში.
სარჩევი

4 მოკლე შინაარსი

5 შესავალი

6 სახელმწიფოს მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ


I ფაზა: ინტერვენციონისტული სახელმწიფოს წარმატება
II ფაზა: სახელმწიფოს უკანდახევა
ვაქცინაციის პროცესის წარუმატებლობა
ზომიერი სოციალურ-ეკონომიკური მართვა

14 საზოგადოებრივი მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ


მოსახლეობა
მედია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
გარე აქტორები

21 დასკვნა

22 რეკომენდაციები

24 გამოყენებული ლიტერატურა
მოკლე შინაარსი

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია მიზეზები, თუ რატომ ვერ


შეძლო საქართველომ ეფექტურად გამკლავებოდა COVID-19-ის პანდემიას. მასში
წამოყენებულია მოსაზრება, რომ საქართველომ გამოავლინა როგორც
სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი მედეგობის დაბალი დონე, რამაც ძირი
გამოუთხარა პანდემიის მართვის უნარიანობას. სახელმწიფო დონეზე, შეზღუდულმა
რესურსებმა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ,
პოლიტიკურმა რადიკალიზაციამ და პოლიტიკური აქტორების ვიწრო პარტიულ-
პოლიტიკურმა დღის წესრიგმა პანდემიის ეპიდემიოლოგიური კუთხით
კატასტროფულად წარუმატებელი მართვა გამოიწვია. თავის მხრივ,
საზოგადოებრივი მედეგობა დააზარალა მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულმა
სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ ვაქცინაციის მიმართ, რაზეც, მართლმადიდებელი
ეკლესიის ორაზროვანი პოზიციის გარდა, გავლენას ახდენდა საზოგადოების
მხრიდან ნდობის დაბალი დონე, პოლარიზებული მედია და მოქალაქეთა
არასაკმარისად განვითარებული უნარები ციფრული წიგნიერების მხრივ.
მიუხედავად შიდა მომზადებულობის დაბალი დონისა, საერთაშორისო
საზოგადოებამ მოახერხა გარკვეულწილად ხელი შეეწყო პანდემიის მიმართ
საქართველოს მედეგობისთვის, COVID-19-ის ვაქცინების საგრძნობი ნაწილის
მიწოდებისა და საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღების და COVID-19-ის
უარყოფითი გავლენების საწინააღმდეგო სოციალური უსაფრთხოების ბადის
მხარდაჭერის გზით.

საკვანძო სიტყვები: COVID-19, საქართველო, ვაქცინაცია, მედეგობა,


მართლმადიდებელი ეკლესია

04
შესავალი

იმის ფონზე, რომ მთელი მსოფლიო COVID-19-ს ებრძვის, ბოლოდროინდელი


პანდემია განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს პატარა განვითარებადი
სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ინსტიტუციური ქმედუნარიანობა,
ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ და ეკონომიკურ-ფინანსური საშუალებები, რათა თავი
დაიცვან პანდემიით გამოწვეული ყველაზე ცუდი შედეგებისგან. ამასთან ერთად,
COVID-19 ზრდის ისეთი არსებული რისკების და გამოწვევების ნეგატიურ ეფექტებს,
როგორებიცაა დაბალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ცუდი
მმართველობა, სამხედრო კონფლიქტები და საზოგადოების გახლეჩა, ისევე
როგორც, სოციალური მარგინალიზაცია, პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. მეორე
მხრივ, პანდემიის კარგი ეპიდემიოლოგიური მართვა საჭიროებს როგორც
სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ძლიერ მედეგობას და მტკიცე პარტნიორობას
საჯარო და კერძო სექტორებს შორის. საქართველოს მაგალითზე კონცენტრირებულ
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში გამოკვლეულია, თუ როგორ შეიძლება
სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ფაქტორთა სხვადასხვა კომბინაციებმა
შეამსუბუქონ ან გაამწვავონ COVID-19-ის ნეგატიური გავლენები. საქართველოს
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მედეგობის სხვადასხვა ასპექტების
გაზომვის გზით, ეტაპობრივად განალიზებულია საქართველოს მიერ საკმაოდ
იმედისმომცემი დასაწყისის შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარების
წარუმატებელი მართვის გამომწვევი მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის ფოკუსში მხოლოდ საქართველოა
მოქცეული, შეიძლება მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა იმ სხვა პატარა
სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც მსგავსი რისკების და გამოწვევების წინაშე
დგანან.

საქართველო წარმოადგენს საინტერესო შემთხვევას, თუ როგორ შეიძლება


სახელმწიფო და საზოგადოებრივი მედეგობა COVID-19-ის პანდემიის მიმართ იყოს
წარმატებულიც და წარუმატებელიც. COVID-19-ის პანდემიის ორწლიანი პერიოდის
განმავლობაში, შავიზღვისპირა ქვეყნის მიერ ეპიდემიოლოგიური ვითარების
მართვა საუკეთესოდან ყველაზე უარესად იქცა. საქართველომ ამბიციურად
დაიწყო: ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მის მიერ COVID-19-ის
წარმატებით შეკავება სამაგალითო გახდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
საწყისი წარმატების უკან მთავრობის მხრიდან სწრაფი და მტკიცე ჩარევა იდგა.
თუმცა, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო, სახელმწიფო
ორგანოებმა მალევე თქვეს უარი შეზღუდვების პოლიტიკაზე და შედეგად მიიღეს
COVID-19-ის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის უდიდესი მაჩვენებლები
მსოფლიოში. მეორე მხრივ, საქართველომ აჩვენა დაბალი საზოგადოებრივი
მედეგობა პანდემიის მიმართ. ქვეყანას ზიანი მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა
სკეპტიციზმმა ვაქცინის მიმართ და საკვანძო სოციალურმა აქტორებმა, მათ შორის,
გავლენიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, ვერ მოახდინეს რაიმე დადებითი
ზეგავლენა COVID-19-თან ბრძოლაში, ვაქცინაციის პროცესის ჩათვლით. მმართველი
და ოპოზიციური პარტიებიც ჩაეფლნენ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში და COVID-19-ის
ეპიდემიოლოგიური კუთხით მართვა უყურადღებოდ დატოვეს.

საერთო ჯამში, საქართველოს შემთხვევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან


სწრაფი და მტკიცე ჩარევა პანდემიის წარმატებული ეპიდემიოლოგიური კუთხით
სამართავად აუცილებელი პირობაა, მაგრამ ეს ასევე წარმოაჩენს
ინტერვენციონისტული სახელმწიფოს ლიმიტს, როდესაც იგი ექცევა პოლიტიკური
05
და სოციალურ-ეკონომიკური დინამიკის გავლენის ქვეშ. პანდემიის უფრო
გვიანდელ ეტაპებზე, სამთავრობო საქმიანობა წარიმართებოდა არა პანდემიის
ეპიდემიოლოგიური დინამიკის, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა და
სოციალურ-ეკონომიკური პოპულიზმის მიხედვით.

სახელმწიფოს მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ

I ფაზა: ინტერვენციონისტული სახელმწიფოს წარმატება

შეგვიძლია, საქართველოს მიერ COVID-19-ის ეპიდემიოლოგიური კუთხით მართვა


უხეშად ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა დაიწყო COVID-19-ის პირველი შემთხვევის
დაფიქსირებიდან და გრძელდებოდა 2020 წლის სექტემბრამდე. ეს იყო ის პერიოდი,
როდესაც ქვეყანას პანდემიის პირველი ტალღა დაატყდა თავს და საქართველოს
წარმატებული მართვის მისაბაძ მოდელად აღიარებდნენ (Washington Times 2020).
პირველი ფაზა ხასიათდებოდა მთავრობის მხრიდან დროული და ძლიერი
ჩარევებით. პირველი ტალღის დროს, ხელისუფლება პანდემიას ძირითადად
ჩაკეტვით, ე. წ. „ლოკდაუნის“ გზით უმკლავდებოდა. საგანგებო მდგომარეობა
პირველად გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა
დაახლოებით 43 იყო (Imedinews 2020). 2020 წლის 31 მარტს დაწესებული იქნა
საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი, რაც მოიცავდა ყველა ტიპის
საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სასწავლო დაწესებულების შეზღუდვას და ღია
და დახურული ბაზრების დახურვას. პანდემიის პირველ ფაზაში მთავრობის
მხრიდან ჩარევისთვის შერჩეული დრო და ხელმისაწვდომი, თუმცა მწირი
რესურსების სწრაფი მობილიზება საქართველოს წარმატების განმაპირობებელ
ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენდა. დაწყებული ჩინეთში
ფრენების შეჩერებიდან, დასრულებული ჩაკეტვისა და კომენდანტის საათის
დაწესებით, საქართველომ დაასწრო არამარტო ევროპის, არამედ აზიის ქვეყნების
უმრავლესობასაც (ლებანიძე 2020). შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის
პირველი ტალღის დროს, ქართველი საზოგადოების 73% ხელისუფლების მიერ
მიღებულ ზომებს დადებითად აფასებდა (NDI 2020). ქართველი მოსახლეობის
უმრავლესობას მიაჩნდა, რომ კრიზისის მართვის წარმატება უმეტესწილად
განპირობებული იყო ხელისუფლებისა და მედიკოსთა მიერ გადადგმული სწორი
ნაბიჯებით, ხოლო 17% მიიჩნევდა, რომ წარმატება მიღწეული იქნა ქართველების
გენეტიკისა და რელიგიის წყალობით (NDI 2020).

ხელისუფლების მიერ პანდემიის მტკიცე მართვით მოპოვებული წარმატება იყო ის,


რომ, რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, COVID-19-ის შემთხვევების
მაჩვენებელები სამაგალითოდ დაბალი იყო (დიაგრამა 1). ამავდროულად,
ზოგიერთი გავლენიანი საზოგადოებრივი აქტორი პანდემიის მიმართ
საქართველოს მედეგობის დამაზიანებელ ფაქტორად იქცა. საზოგადოების ერთი
ნაწილის შეშფოთება გამოწვეული იყო მკაცრი შეზღუდვების მხრივ საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქვეყნის მასშტაბით გამონაკლისის დაშვებით,
როდესაც ეკლესიებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. თუმცა, სამთავრობო
რეგულაციების შესრულების დონე ისედაც საკმაოდ დაბალი იყო და საქართველოს
მოქალაქეების მიერ კომენდანტის საათის და საკარანტინო რეგულაციების
დარღვევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

06

ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ ძლიერი ხელით მართვა საკმარისი იყო COVID-
19-ის პირველი ტალღის დროს პანდემიის მიმართ საქართველოს მედეგობის
ასამაღლებლად. 2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მილიონ
ადამიანზე მხოლოდ 371 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. იმ დროისთვის, იგივე
მაჩვენებელი ათჯერ მაღალი იყო მეზობელ აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში –
თითქმის ორმოცჯერ მაღალი (დიაგრამა 1). საქართველო ასევე მოწინავე იყო ჭარბი
სიკვდილიანობის მაჩვენებლის თავიდან არიდების კუთხითაც (დიაგრამა 2). 2020
წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ყოველ მილიონ ადამიანზე
მხოლოდ 4,77 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული მაშინ, როდესაც იგივე
მაჩვენებელი აზერბაიჯანში 52,34-ს, ხოლო სომხეთში – 296,15-ს შეადგენდა (დიაგრამა
2). რომ შევაჯამოთ, COVID-19-ის პანდემიის პირველ ფაზაში, საქართველოში
ინიციატივა სახელმწიფომ აიღო და სწრაფად და თადარიგიანად მოახდინა ყველა
ხელმისაწვდომი რესურსის მობილიზება და წარმატებით მოახერხა მისი შეკავება
მინიმალურ დონეზე.

დიაგრამა 1: COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა


აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020 წლის თებერვალი-აგვისტოს
პერიოდში (მილიონ ადამიანზე)

წყარო: Our World in Data [ჩვენი მსოფლიო ციფრებში]


07
დიაგრამა 2: COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში
(მილიონ ადამიანზე)

წყარო: Our World in Data [ჩვენი მსოფლიო ციფრებში]

II ფაზა: სახელმწიფოს უკან დახევა

თუ პანდემიის პირველ ფაზაში საქართველოს მიერ COVID-19-თან დაკავშირებულ


ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან გამკლავება სამაგალითო იყო, მეორე ფაზაში
ქვეყნის შედეგები სწრაფად გაუარესდა და რეგიონში მოწინავედან ყველაზე
არაეფექტურ ქვეყნად იქცა. საქართველომ 2020 წლის ზამთარშივე გადაასწრო
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მილიონ ადამიანზე COVID-19-ის
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით (დიაგრამა 3). 2021 წლის
ზაფხულისთვის, საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
პირველ ადგილი დაიკავა მილიონ ადამიანზე COVID-19-ით გამოწვეული
დადასტურებული გარდაცვალების მაჩვენებლით (დიაგრამა 3). შედეგების ასეთი
სწრაფი გაუარესება მრავალი მიზეზით იყო გამოწვეული და მოიცავს ეკონომიკურ,
პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს.

08
უპირველეს ყოვლისა, თავდაპირველი მკაცრი შეზღუდვების და ჩაკეტვების
შედეგად საქართველოს რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა დამატებით
წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეიმუშავა
ეკონომიკის ანტი-კრიზისული გეგმა, ბიზნესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც რეგრესს
განიცდიდა. იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა მეტად არის დამოკიდებული
ტურიზმზე, ხელისუფლებამ „ლოკდაუნი“ მოხსნა და მხოლოდ მსუბუქი შეზღუდვები
დატოვა იმ იმედით, რომ ეკონომიკას ტურიზმი დაასტაბილურებდა (STOP.COV.GE 2021).
თუმცა, ეკონომიკური მსჯელობა მჭიდროდ უკავშირდებოდა და ნაკარნახები იყო
პარტიულ-პოლიტიკური მოსაზრებებით. საქართველოში COVID-19-ის პანდემია
დაემთხვა ორ გადამწყვეტ არჩევნებს და გამუდმებულ პოლიტიკურ კრიზისს, რამაც
მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საქართველოს მედეგობას პანდემიის მიმართ.
2020 წლის შემოდგომაზე რეგულარული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ხოლო
წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ ერთმანეთთან გაცხარებულ შეჯიბრში ჩართული
ხელისუფლების და ოპოზიციის რიგებშიც გადაწონა პანდემიის მიერ გამოწვეული
პრობლემები. 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო
წინასაარჩევნო კამპანია, ხელისუფლება თვალს ხუჭავდა მომატებულ
შემთხვევებზე: შემოდგომის პირველი ორი თვე მთლიანად მიეძღვნა არჩევნებს,
რომლის დროსაც COVID-19-ის შემთხვევები დრამატულად იზრდებოდა.
ხელისუფლებას არჩევნების დასრულებამდე არ დაუწესებია არავითარი შეზღუდვა.
შემდგომში დაწესებული შეზღუდვები დაგვიანებული იყო და ვითარების
სტაბილიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკური კრიზისმა,


რომელიც ამ დრომდე გრძელდება, კიდევ უფრო გაამწვავა COVID-19-ის უარყოფითი
ზეგავლენა. ხსენებულ კრიზისს ახლდა გამუდმებული ბოიკოტები, პიკეტირება და
მიტინგები, რამაც ვაქცინის არარსებობისა და COVID-19-ის ტესტების ნაკლებობის
ფონზე, შესაძლოა ხელი შეუწყო პანდემიის უფრო მეტად გავრცელებას.
ხელისუფლებაც და ოპოზიციური პარტიებიც გაიტაცა თავიანთმა ვიწრო
პოლიტიკურმა დღის წესრიგებმა და ყურადღება პანდემიის მართვიდან
შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე იქნა გადატანილი. პოლიტიკური კრიზისი
გრძელდებოდა 2021 წელსაც და პიკს 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ
ხელისუფლება ალაგ-ალაგ აწესებდა წერტილოვან შეზღუდვებს, მისი სტრატეგია
უმეტესწილად ეთმობოდა პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გავლენების
შემსუბუქებას. მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური მართვა სრულიად
უგულებელყოფილი იქნა. ამის შედეგად, 2021 წლის დეკემბრისთვის საქართველოს
უკვე არათუ გადასწრებული ჰქონდა მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალის
ქვეყნებისთვის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების და სიკვდილიანობის
მაჩვენებლებით (დიაგრამა 3 და 4), არამედ ამ ორივე კატეგორიაში მსოფლიოში
მოწინავე ქვეყნებს შორის ერთი პერიოდი ნომერი პირველიც კი გახდა. თითქმის
სხვა არცერთ ქვეყანას მსოფლიოში არ გამოუვლენია ამგვარი დრამატული
გაუარესება COVID-19-ის მართვის მხრივ.

მმართველი პარტიის მსგავსად, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ოპოზიციაც


არ ყოფილა განსაკუთრებულად აქტიური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ
შორის, არც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიებში და არც
ანტივაქსერული მითების შემცირების კუთხით. პირველი „ლოკდაუნის“ დროს,
ზოგიერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ გადადგმული იქნა

09
გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად, ისინი სოციალურად დაუცველ
ადამიანებს ურიგებდნენ საკვებს და აუცილებელ პროდუქტებს და შექმნეს
დროებითი ქოლ-ცენტრები თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რათა მათ აცრაზე
რეგისტრაციაში დახმარებოდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ
ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში ნიღბები დაარიგა (IPN 2020), მაგრამ ამ პროცესში
არ სრულდებოდა ორმეტრიანი დისტანციის დაცვის რეგულაცია. მეორე მხრივ,
საქართველოს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების პროცესში,
ლიბერტარიანული პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ხშირად გვევლინებოდა, როგორც
მედეგობის დამაზიანებელი ფაქტორი. პარტია ცდილობდა და ცდილობს
სამთავრობო შეზღუდვებისთვის ძირის გამოთხრას კანონმდებლობაში არსებული
ბუნდოვანებების მოძიების მეშვეობით და ეწინააღმდეგებოდა კომენდანტის საათს
და ორგანიზებას უწევდა შეკრებებს, რაც ამ შეკრებების დაჯარიმებით
სრულდებოდა (გირჩი 2021). როგორც მოსალოდნელი იყო, კონსერვატიული და
უკიდურესი მემარჯვენე მოძრაობებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ
ვაქცინაციას, რითაც კიდევ უფრო ამწვავებდნენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

დიაგრამა 3: COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა


აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის
დეკემბრამდე პერიოდში (მილიონ ადამიანზე)

წყარო: Our World in Data [ჩვენი მსოფლიო ციფრებში]


10
მთლიანობაში, პანდემიის ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი
პოლიტიკური ელიტა უფრო კონცენტრირებული იყო მიმდინარე პოლიტიკურ
კრიზისზე, ხოლო პანდემიაზე – ნაკლებად. ოპოზიციური პარტიების მხრიდან
ბოიკოტები და ხშირი მიტინგები, ხოლო ხელისუფლების მიერ ეპიდემიოლოგიური
მართვის პოლიტიკური დღის წესრიგისთვისა და საარჩევნო კამპანიისთვის
დაქვემდებარებამ, ძირი გამოუთხარა საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივ,
ისე საზოგადოებრივ მედეგობას COVID-19-ის პანდემიის მიმართ.

დიაგრამა 4: COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა


აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის
დეკემბრამდე პერიოდში (მილიონ ადამიანზე)

წყარო: Our World in Data [ჩვენი მსოფლიო ციფრებში]


11
ვაქცინაციის პროცესის წარუმატებლობა

მდგომარეობა მსგავსად დრამატულია ეპიდემიოლოგიური მართვის სხვა


ცენტრალური ასპექტის – ვაქცინაციის კუთხითაც. ამაში საქართველო ევროპის
ქვეყნების უმრავლესობას ჩამორჩება. 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით,
მოსახლეობის მხოლოდ 27% იყო ორი დოზით სრულად ვაქცინირებული, რაც
ახლოსაც კი არაა იმ ტემპთან, რომელიც აუცილებელია COVID-19-ით გამოწვეული
ზიანის მნიშვნელოვნად შესამცირებლად. მართალია, ვაქცინაციის მიმართ
ორჭოფული დამოკიდებულება კომპლექსური საკითხია და მას ბევრი სოციალური,
კულტურული და სხვა ფაქტორი ახლავს, ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად
განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებებს
ეკისრებათ.

პასუხისმგებელმა ქართულმა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს იმუნიზაციის


შესახებ ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საზოგადოება
დროულად ვერ წაახალისეს ვაქცინაციისკენ. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო
მეტად დააზიანა ქალაქ ახალციხეში 28 წლის ექთანის ტრაგიკულმა
გარდაცვალებამ, რამაც AstraZeneca-ს ვაქცინაზე რეგისტრაციების მასობრივად
გაუქმება გამოიწვია (Radio Free Europe 2021). ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი
დოზის მიღების შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად დაიღუპა,
რამაც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული ცუდი პირობები და
ვაქცინაციის პროცესისთვის მისი მოუმზადებლობა გამოავლინა. ამ შემთხვევამ
კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის
მიმართ და შედეგად, იმუნიზაციის პროცესი გადატანილი იქნა მხოლოდ სრულად
აღჭურვილ მრავალპროფილიან კლინიკებში, ხოლო უფრო მცირე კლინიკებში
ვაქცინაცია შეწყდა ჩინური და მოგვიანებით, Pfizer-ის ვაქცინების შემოტანამდე.

ხელისუფლების მხრიდან იყო იმუნიზაციისკენ მოსახლეობის წახალისების


რამდენიმე მცდელობა. 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე, ხელისუფლებამ
წამოიწყო 2,8 მილიონ ლარიანი ლატარია, რათა მოქალაქეებს აცრის სტიმული
მისცემოდათ. ინიციატივის განხორციელება დაიწყო 13 სექტემბერს და სრულდება
31 დეკემბერს, ხოლო მის ფარგლებში ვაქცინირებული მოქალაქეები დღიურად
იღებენ 100-დან 500 ლარამდე პრიზებს, ყოველკვირეულად – 1 000, 1 500, 5 000 ან 10 000
ლარს, ხოლო 31 დეკემბერს, საბოლოო პრიზად გათამაშდება 100 000 ლარი (Agenda.ge
2021). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამან ხალხს ვერ მისცა ვაქცინაციის სტიმული – რაც
მარტივად შესამჩნევია ვაქცინაციის სტატისტიკაში. მოსახლეობის ამგვარი
პასიურობის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მათ ხსენებული ლატარიის
რეალურობის არ სჯეროდათ. უფრო წარმატებული გამოდგა ხელისუფლების მიერ
2021 წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული მორიგი ინიციატივა, რომ 2022 წლის 1-ელ
იანვრამდე ვაქცინირებული პენსიონერები საჩუქრად 200 ლარს მიიღებდნენ. 15-21
ნოემბერს, ჯამში 15,217 60 წელს გადაცილებული მოქალაქე აიცრა, რაც წინა
კვირების მაჩვენებელს 38%-ით აღემატება (IPN 2021). შესაძლოა, საჩუქრის სტიმულმა
უკეთ იმიტომ იმუშავა, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში პენსიონერებს საჩუქარი
გარანტირებული ჰქონდათ და სათუო არ იყო. იმუნიზაციის ხელშეწყობის კიდევ
ერთი მცდელობა იყო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) ინიციატივით ქუჩებში პლაკატების განთავსება.
თუმცა, პლაკატები მალე მოიხსნა და ჩანაცვლებული იქნა ოპოზიციის ლიდერების
წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ბანერებით. ეს იყო კიდევ ერთი

12
მაგალითი იმისა, თუ რამდენად მეორეხარისხოვანი იყო პანდემიის წინააღმდეგ
ბრძოლა მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგთან შედარებით.

ზომიერი სოციალურ-ეკონომიკური მართვა

ეპიდემიოლოგიურ მართვასთან ერთად, COVID-19-თან ბრძოლაში მნიშვნელოვანი


ასპექტია სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიაც. საქართველოს ხელისუფლების
მიერ პანდემიის მეორე ფაზაში გატარებული ღონისძიებები ნაკარნახები იყო
პოლიტიკურ პოპულიზმთან გადაჯაჭვული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით.
მაგალითად, 2020 წლის აპრილში, ხელისუფლებამ წარმოადგინა ოთხეტაპიანი
ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა (IDFI 2020). თუმცა, ხსენებული სამოქმედო გეგმები
უმეტესწილად უკავშირდება კორონავირუსის სოციალურ-ეკონომიკურ ზეგავლენას
და არა პანდემიის ეპიდემიოლოგიური კუთხით მართვას.

ამ დროისთვის, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას 2020-2021 წლებისთვის ოთხი


ეტაპი აქვს, რომლის საკვანძო ასპექტებიცაა:

წყარო: საქართველოს მთავრობის 2020-2021 წლის ანტიკრიზისული სამოქმედო


გეგმა. ხელმისაწვდომია: https://stopcov.ge/

13
ცხრილში ნაჩვენებია, რომ ყველაზე ნაკლები თანხა დაიხარჯა ჯანდაცვის სისტემის
გასაძლიერებლად, ხოლო თანხის უდიდესი ნაწილი წარიმართა სოციალურ
პაკეტებში, რასაც პოლიტიკური ექსპერტები და პოლიტიკოსები სხვადასხვაგვარად
ხსნიდნენ. ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ საქართველოს
ხელისუფლების მიერ 2020 წლის მეორე ნახევარში აღმოჩენილი სოციალური
დახმარება იყო პოლიტიკური სვლა, საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩეველთა
მოსასყიდად (TI 2021). მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს მოსყიდვა, ცხადია, რომ
მთავრობამ გაცილებით მეტი ძალისხმევა ჩადო ეკონომიკურ კრიზისთან
ბრძოლაში, ვიდრე COVID-19-ის შემთხვევების განუხრელი ზრდის შეკავებაში.
ანტიკრიზისული გეგმის პირველი ორი ეტაპის განმავლობაში, საქართველოს
ხელისუფლებამ გარკვეულწილად მოახერხა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი
სოციალურ-ეკონომიკური გავლენების შემცირება. NDI-ის მიერ 2021 წლის მარტში
ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტთა 50% მთავრობის ეკონომიკურ გეგმას
ეფექტურად თვლიდა. ამავდროულად, რესპონდენტთა 60%-მა განაცხადა, რომ
მთავრობისგან არ მიუღიათ რაიმე ფინანსური დახმარება, ხოლო იმ რესპოდენტთა
48%-მა, რომელმაც ხსენებული დახმარება მიიღო, განაცხადა, რომ ფინანსური
სოციალური პაკეტის თანხა საკმარისი იყო, ხოლო 52%-ის თანახმად – საერთოდ არ
იყო საკმარისი (NDI 2021).

რომ შევაჯამოთ, მთლიანობაში, პანდემიის ეპიდემიოლოგიური მართვის მხრივ


სახელმწიფოს უკან დახევა და სოციალურ ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის
პრიორიტეტის მინიჭება გამოწვეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური
ფაქტორების კომბინაციით, რამაც სახელმწიფო კატასტროფულ ეპიდემიოლოგიურ
შედეგებამდე მიიყვანა. მაგრამ სახელმწიფო ორგანოების გარდა COVID-19-ის
პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მართვაში სხვა
აქტორებიც მონაწილეობდნენ. თითოეული მათგანის გავლენა გაანალიზებულია
მომდევნო ნაწილში.

საზოგადოებრივი მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ

ქართველმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ COVID-19-ის პანდემიის მიმართ


მომზადებულობისა და მედეგობის დაბალი დონე გამოავლინეს. COVID-19-ის მართვას
ძლიერი დარტყმა მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა სკეპტიციზმმა ვაქცინის
მიმართ და ანტივაქსერულმა სენტიმენტებმა. ვაქცინების ხელმისაწვდომობის
მიუხედავად, საქართველოში ვაქცინაციის ტემპის მაჩვენებელი ერთ-ერთი
ყველაზე დაბალია ევროპაში. მართალია, ვაქცინაციის მიმართ ორჭოფულ
დამოკიდებულებას არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მაგრამ საკვანძო
საზოგადოებრივმა აქტორებმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მხარი არ დაუჭირეს ვაქცინაციის პროცესს. მეორე
მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტი გამოდგა
პანდემიის როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სოციალურ-ეკონომიკური მართვის
კუთხით. ქვემოთ განვიხილავთ არასახელმწიფო და საერთაშორისო აქტორების
გავლენას პანდემიის მიმართ საქართველოს მედეგობაზე.

14
მოსახლეობა

ამ დრომდე, საქართველოს მოსახლეობამ ვაქცინის მიმართ ორჭოფული


დამოკიდებულების მაღალი დონე გამოავლინა, რადგან 2021 წლის დეკემბრის
მდგომარეობით, მხოლოდ 27% იყო ორი დოზით აცრილი(Our World in Data 2021). გარდა
ამისა, 2021 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის
47%-მა განაცხადა, რომ არ აიცრებოდნენ, ხოლო 11% უპასუხა, რომ არ იცოდნენ, რა
ეპასუხათ (NDI 2021). რთულია, გამოვყოთ ის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,
რომელიც ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულების
უკან დგას. ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა მთავრობის და სახელმწიფო
ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა იყოს, რადგანაც, იმავე გამოკითხვის თანახმად,
ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ოპოზიციურად განწყობილ
ამომრჩევლებში გაცილებით მაღალია (48%), ვიდრე მმართველი პარტიის
მხარდამჭერებში (31%). ვაქცინის მიმართ არსებულ ორჭოფულ დამოკიდებულებაში
ბრალი ხელისუფლებასაც მიუძღვის, განსაკუთრებით, სათანადო საინფორმაციო
კამპანიის ჩატარებისა და ანტივაქსერულ პროპაგანდასთან ბრძოლის
მიმართულებით. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა 42% კარგად არ არის
ინფორმირებული ვაქცინაციის პროცესის შესახებ, ხოლო 56%-ს აცრაზე
რეგისტრაციის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია (NDI 2021). პროვაქსერული კამპანიის
არარსებობის ფონზე, ბევრი მოქალაქე ანტივაქსერული პროპაგანდის და
დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. NDI-ის გამოკითხვის თანახმად, იმ
რესპოდენტთა 47%-მა, ვინც ვაქცინაციაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ „არ ენდობა
COVID-19-ის ვაქცინის ხარისხს“ – რაც ეწინააღმდეგება მეცნიერულად
დადასტურებულ ფაქტობრივ ცოდნას, სულ მცირე, Pfizer-ის ვაქცინასთან
მიმართებით, რომელიც საქართველოში ფართოდ არის ხელმისაწვდომი 2021 წლის
ივლისიდან.

ვაქცინის მიმართ ორჭოფულ დამოკიდებულებასთან ერთად, საქართველოს


მოსახლეობის მიერ COVID-19-ის რეგულაციების შესრულების დონეც საკმაოდ
დაბალი იყო. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, COVID-19-თან დაკავშირებული
რეგულაციების დარღვევის გამო დაახლოებით 245 000 მოქალაქე და 344 იურიდიული
პირი იყო დაჯარიმებული და ჯარიმების ჯამური რაოდენობა 76 მილიონ ლარს
უტოლდებოდა, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რთული სოციალურ-
ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით“, ამნისტია გამოაცხადა (Civil.ge 2021).
თუმცა, COVID რეგულაციების გამო ბევრი მოქალაქე დაჯარიმდა და ცალკეულ
შემთხვევებში მოუწიათ მნიშვნელოვანი თანხის გადახდა – 20 ლარიდან 10 000
ლარამდე. საგანგებო მდგომარეობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ადმინისტრაციული დარღვევების 8 737 შემთხვევა გამოავლინა, რომელთა გამოც 8
716 ფიზიკური პირი და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა (Stop.cov.ge 2020).
საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი, – ნიღბის ტარების რეგულაციის შესრულების
დონეც მუდმივად დაბალი იყო. სახელმწიფო ორგანოების თანახმად, 2021 წლის
სექტემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის მხოლოდ 47% ატარებდა ნიღბებს
(Imedinews.ge 2021).

სხვადასხვა რეგულაციების შეუსრულებლობას ახლდა პერიოდული


ანტივაქსერული ქუჩის აქციები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ოპოზიციური
პარტიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი და რელიგიური ჯგუფები (OC Media 2021).

15
მთლიანობაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობისთვის COVID-19 საკმაოდ მეორეხარისხოვან პრობლემად რჩება
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს COVID-19-
ის შემთხვევების და სიკვდილიანობის მხრივ. 2021 წლის ივლისის გამოკითხვაში,
გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაასახელა COVID-19, როგორც უმნიშვნელოვანესი
საკითხი ეროვნულ დონეზე (NDI 2021). ეროვნული დონის საკითხების ტოპ პოზიციებს
იკავებს სამუშაო ადგილები (42%), სიღარიბე (38%) და ინფლაცია (29%) (NDI 2021).
მართალია, გაუგებარი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები
პრიორიტეტს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ანიჭებენ, მაგრამ ბევრი
ქართველი ისეთ მარტივ რეგულაციებსაც არ ასრულებს, რომელსაც მნიშვნელოვანი
სოციალურ-ეკონომიკური უკუეფექტები არ ახლავს – მხედველობაში გვაქვს
ნიღბების ტარების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქართველ
საზოგადოებას აკლია აღმოსავლეთ აზიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი
დისციპლინის და მობილიზაციის მაღალი ხარისხი. ამ კუთხით, ქართველები მეტ
მსგავსებას ამჟღავნებენ დასავლურ საზოგადოებებთან, რაც არცთუ სასარგებლოა
COVID-19-თან ბრძოლაში. მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობა ავლენს
ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების უმაღლეს მაჩვენებელს
ევროპულ ქვეყნებს შორის. ამ ორი ნეგატიური ფაქტორის კომბინაცია
მნიშვნელოვნად უთხრის ძირს საქართველოს საზოგადოებრივ მედეგობას
პანდემიის მიმართ.

მედია

საქართველოში ვაქცინის მიმართ ორჭოფულ დამოკიდებულებას შესაძლოა ხელი


შეუწყო ტრადიციული მედიის პოლარიზაციამ და სოციალური მედიის დრამატულმა
ზრდამ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ წამყვანი ტელეარხები პარტიულ-პოლიტიკური
სარჩულით არიან დაყოფილები, მკაცრად მთავრობის მომხრე და ოპოზიციის
მომხრე ბანაკებად. ხელისუფლების მომხრე და ოპოზიციის მომხრე მედიები
მიდრეკილი არიან, რომ მათ მიერ COVID-19-ის გაშუქება დაუქვემდებარონ
პოლიტიკურ დღის წესრიგებს, რითაც საზოგადოების ყურადღება პანდემიასთან
ბრძოლიდან ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ შიდა დაპირისპირებაზე გადააქვთ.
წამყვან სატელევიზიო არხებთან ერთად არსებობს არაერთი მემარჯვენე და
არალიბერალური სატელევიზიო პლატფორმა, რომლებიც განზრახ ავრცელებდნენ
ანტივაქსერულ მითებს. ზოგიერთი მითის მტკიცებით, ვაქცინები გამოიცდებოდა
„მესამე სამყაროს“ ქვეყნებზე, საქართველოს ჩათვლით, ან თითქოს არსებობს ბილ
გეითსის მიერ დაგეგმილი შეთქმულება, რაც მსოფლიოს მოსახლეობის შემცირების
მიზნით იმპოტენციის გამომწვევი ვაქცინების დარიგებას გულისხმობს (EAP Fakes
2021).

ტრადიციული მედიის პოლარიზაციასა და პოლიტიზაციასთან ერთად,


საქართველოში დრამატულად მოიმატა სოციალური მედიის მოხმარებამ. 2014 წლის
შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სოციალური მედიის, როგორც
ინფორმაციის პირველწყაროს წილი ხუთჯერ გაიზარდა და 2021 წლისთვის
მოსახლეობის 35%-ს მიაღწია (იხილეთ დიაგრამა 5). თუ არსებული ტენდენცია
გაგრძელდება, სოციალურმა მედიამ შესაძლოა მალე გადაუსწროს ტრადიციულ
მედიას, როგორც მოსახლეობის უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარმა
წყარომ. ამ მხრივ, სმარტფონების გავრცელებამ სიტუაცია ძირეულად შეცვალა.

16
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 15 წელს ზემოთ
მოქალაქეების 97,6%-ს ინტერნეტზე წვდომა სმარტფონების მეშვეობით აქვს, ხოლო
95,3%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტ მედია პლატფორმებს სმარტფონების
მეშვეობით მოიხმარდნენ (Geostat 2021). ამავდროულად, საქართველოს
მოსახლეობაში ციფრული წიგნიერება მაინც დაბალია და საქართველოს
მოქალაქეებს უფრო მეტად აქვს შეხება ყალბ ამბებთან და პროპაგანდასთან,
რომლებიც სოციალური მედიის მეშვეობით მარტივად და კონტროლის გარეშე
ვრცელდება (ახვლედიანი 2021).

დიაგრამა 5: სოციალური მედიის დრამატული ზრდა 2014 წლიდან

წყარო: NDI 2021. საზოგადოების განწყობა საქართველოში. 2021 წლის ივლისის


სატელეფონო გამოკითხვის შედეგები. ხელმისაწვდომია: t.ly/kD6U (20 დეკემბერი,
2021 წელი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ძალაუფლება, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიები ფლობენ და გავლენა,


რომელიც საპატრიარქოებს საზოგადოებებზე აქვთ, უზარმაზარია. სხვადასხვა
სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ეკლესიის პოზიციის საჯაროდ
დაფიქსირებას წარსულში არაერთხელ მოუხდენია გავლენა საზოგადოებრივი
აზრის ფორმირებაზე. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიების როლს
პანდემიასთან ბრძოლაში და იმუნიზაციის წახალისებაში დიდი მნიშვნელობა უნდა
ჰქონდეს.

17
თუმცა, მართლმადიდებლური სახელმწიფოების უმრავლესობაში ეკლესიები
პასიურობას ინარჩუნებენ იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერის კუთხით და
შეთქმულების თეორიების გავრცელების ინსტრუმენტადაც კი გვევლინებიან
(Balkaninsight 2021). ამ ქვეყნებში ვაქცინაციის მიმართ წინააღმდეგობა
ვაქცინაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს (ქვემოთ).
აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათი მართლმადიდებლური ქვეყნიდან, იმუნიზაციის
ზოგადი დაბალი ტემპის მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ საბერძნეთი აღმოჩნდა
(სურათი 6).

დიაგრამა 6: COVID-19-ს მიმართ სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილი


(ევროკავშირი და მართლმადიდებელი სახელმწიფოები)

წყარო: Our World in Data [ჩვენი მსოფლიო ციფრებში]

რით შეიძლება ამ ტენდენციის ახსნა? საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის


და ამავდროულად, მსოფლიოში 300 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანის
სულიერი ლიდერი, არის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I, რომელსაც ხშირად
დასავლეთის ახლო მოკავშირედ სახელდება (Papazoglou 2021). საბერძნეთის
ხელისუფლებამ შეზღუდვები საკმაოდ ადრეულ ეტაპზე შემოიღო, რასაც მალევე
დაუჭირა მხარი ბართლომე I-მა. მიუხედავად საბერძნეთში არსებული მძლავრი
ანტივაქსერული მოძრაობისა, სახელმწიფო და ეკლესია ვაქცინაციის კამპანიის
მხარდასაჭერად ჰარმონიულად მოქმედებდნენ. ეკლესია ვაქცინაციის ძირითად
მამოძრავებელ ფაქტორადაც კი იქნა დასახელებული (Kitsantonis 2021).

18
ამის საპირისპიროდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, – ალბათ, მსოფლიოში
ყველაზე გავლენიანი აქტორია მართლმადიდებლურ სამყაროში –
თავდაპირველად „ჰარმონიაში“ იყო სახელმწიფო ორგანოებთან, ხოლო ბოლო
პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებულ რიტორიკაში არათანმიმდევრული გახდა
(Hovorun, 2021). მოლდოვას, სერბეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიებიც არ
აქტიურობენ პანდემიასთან ბრძოლაში და აკვიატებული აქვთ კონსპირაციული
თეორიები, რომ თითქოს ვაქცინა შექმნილია ხალხის გასაკონტროლებლად (Necsutu
2020). ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს მოსაზრება ოფიციალურად
სინოდის მიერ არ ვრცელდება, მაგრამ სამღვდელოების რიტორიკა რამდენადმე
მსგავსია. რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესიები ეწინააღმდეგებიან
სეკულარიზმსა და მოდერნიზაციას, ასევე, ლიბერალურ ღირებულებებსაც,
იმუნიზაციის მიმართ წინააღმდეგობა შეიძლება აიხსნას იმის შიშით, რასაც ისინი
დასავლეთის ბატონობად მიიჩნევენ (Coalson 2013). გარდა ამისა, ასეთი ქვეყნების
მთავრობებს აქვთ მიდრეკილება, დადებითი ურთიერთობა იქონიონ ეკლესიასთან
და ნაკლებად იმპერატიული ტონი გამოიყენონ მაშინაც კი, თუ სასწორზე
მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს.

საქართველოს შემთხვევაში, საპატრიარქო ოფიციალურად ეწინააღმდეგება


სავალდებულო ვაქცინაციას, რასაც იმუნიზაციის პროცესზე შესაძლოა
უარყოფითად აისახოს (Agenda.ge 2021). ამასთანავე, ქართული სამღვდელოების
ნაწილი ღიად არის ჩართული ანტივაქსერულ კამპანიაში. მაგალითად,
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრი სასულიერო პირები სოციალურ
მედიაში ავრცელებენ ანტივაქსერულ ვიდეო მესიჯებს (Mythdetector 2021). არც
ხელისუფლება და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
საპატრიარქო არ იღებენ ხელშესახებ ზომებს იმუნიზაციის წინააღმდეგ მიმართული
მესიჯების გავრცელების შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ სინოდის
ოფიციალური პოზიციაა, რომ ემიჯნება ანტივაქსერულ კამპანიაში ჩართული
სასულიერო პირების კონკრეტულ ჯგუფებს. ამავდროულად, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით
ბუნდოვანი რჩება.

გარე აქტორები

საერთაშორისო საზოგადოებამ საკვანძო როლი შეასრულა პანდემიის დროს


საქართველოს მედეგობის ამაღლებაში. საქართველომ გადამწყვეტი დახმარება
მიიღო COVID-19-ის პანდემიის მართვის ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-
ეკონომიკური მიმართულებითაც. ეპიდემიოლოგიური მართვის კუთხით, COVID-19-ის
ვაქცინების მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოს არა მხოლოდ დასავლელმა
პარტნიორებმა, არამედ ჩინეთმაც მოაწოდა. მაგრამ დასავლეთის დახმარება არ
შემოიფარგლება ვაქცინების მიწოდებით. საერთაშორისო პარტნიორების
დახმარების გარეშე, საქართველო ვერ შეძლებდა კოვიდ-ტესტების მიღებას,
იმუნიზაციის პროცესის დაწყებას, კლინიკების სათანადო ინფრასტრუქტურით
აღჭურვას და საველე ჰოსპიტლების აშენებას.

იმუნიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, საქართველომ ვაქცინების მიღება 2021


წლის მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. 2021 წლის დეკემბერისთვის, ქვეყანას
COVAX-ისგან (AstraZeneca და Pfizer-ი), ჩინეთისგან (Sinovac-ი და Sinopharm-ი), აშშ-სგან

19
(Pfizer- ი) და ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან (AstraZeneca და Pfizer-ი) ვაქცინის ორ
მილიონზე მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ 2021
წლის შემოდგომიდან დასავლური და ჩინური ვაქცინებიც არის ხელმისაწვდომი,
უკანასკნელ ხანებამდე იმუნიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს და 2021
წლის ნოემბრის მიწურულს რამდენიმე ყუთ Pfizer-ს ვადაც კი გაუვიდა.

ცხრილი 1: საქართველოში შემოტანილი ვაქცინის მსხვილი პარტიები [7]

ეპიდემიოლოგიურ დახმარებასთან ერთად, დასავლელმა პარტნიორებმა საკვანძო


როლი შეასრულეს საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-
ეკონომიკური გავლენის შემცირების მხრივაც. ევროკავშირი პირველი იყო,
რომელმაც საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ფინანსური
დახმარება აღმოუჩინა 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში. კერძოდ,
საქართველოს არ აკლდა ევროკავშირისგან ყურადღება და მხარდაჭერა – COVID-19-
ის კრიზისის პირველი ტალღის დროს, ევროკავშირი საქართველოს 427 მილიონი
ევროთი დაეხმარა (GIP 2020). მთლიანობაში, COVID-19-ის პანდემიასთან
გასამკლავებლად ევროკავშირის და „Team Europe-ის“ მიერ საქართველოსთვის
აღმოჩენილი მხარდაჭერის პაკეტი 1,5 მილიარდი ლარისგან შედგებოდა (EU Delegation
to Georgia 2021). ევროკავშირის თანახმად, „ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ
მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ
ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“ (EU Delegation to Georgia 2021).

20
2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ანტიკრიზისული ღონისძიებების
განხორციელების მიზნით, საქართველომ საზღვარგარეთიდან ჯამში 1,44 მილიარდი
ევროს დაფინანსება მიიღო IDFI ივლისი, 2021). 2021 წელს, გრანტებისთვის გაწერილი
6-თვიანი გეგმა შესრულდა 121,3%-ით. ბიუჯეტში შევიდა დაგეგმილზე 44 მილიონი
ლარით მეტი თანხა და ჯამურად შეადგინა 249 მილიონი ლარი, საიდანაც 214
მილიონს უცხოური გრანტები შეადგენდა (TI 2021).

დასკვნა

COVID-19-ის მართვის პროცესში საქართველომ გასაოცარი შემობრუნება განიცადა:


რეგიონში ყველაზე წარმატებულიდან ყველაზე წარუმატებელი ქვეყნისკენ.
ინტერვენციონისტული სახელმწიფოს მიერ საწყის ეტაპზე განმტკიცებული ძლიერი
მედეგობა ძალიან მალე გაანეიტრალა დაბალმა საზოგადოებრივმა მედეგობამ და
სახელმწიფოს მიერ პანდემიის ეპიდემიოლოგიურ მართვაზე უარის თქმამ.

პანდემიის მიმართ მედეგობის ასეთ დრამატულ ვარდნას რამდენიმე მიზეზი


ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, თავდაპირველი ეპიდემიოლოგიური წარმატების
შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პრიორიტეტი მიენიჭებინა სოციალურ-
ეკონომიკური პოლიტიკისთვის და არა პანდემიის ეპიდემიოლოგიური
მართვისთვის, რადგანაც ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყანაში სწრაფად
გროვდებოდა სოციალურ-ეკონომიკური ხარჯები. ამ ცვლილების შედეგი იყო
ლოკდაუნის მოხსნა ეპიდემიოლოგიური რისკის შესამსუბუქებლად ყოველგვარი
სათადარიგო გეგმის გარეშე.

მეორეც, 2020 წლის და 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდებში, სახელმწიფო


ორგანოების, მათ შორის, COVID-19-თან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სამსახურების
ყურადღება გადატანილი იყო პოლიტიკურ საკითხებზე და ძალაუფლებისთვის
ბრძოლაზე. პოლიტიკურმა დაპირისპირებამ იმდენად მწვავე ფორმები მიიღო, რომ
მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც სრულიად ჩამოშორდნენ პანდემიასთან
ბრძოლას. ამის ფონზე, საზოგადოებამ და მედიამ ყურადღება პოლიტიკურ
პოლარიზაციაზე გადაიტანეს და COVID-19-ის ეპიდემიოლოგიური მართვა კიდევ
უფრო ნაკლებად პრიორიტეტული გახდა. ამ ვითარების გათვალისწინებით,
ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და მოუმზადებლობა კიდევ უფრო აშკარა გახდა.

მესამეც, ქართველი საზოგადოება და მოსახლეობა მოწყვლადი აღმოჩნდა


ანტივაქსერული დეზინფორმაციის და ყალბი ამბების მიმართ, რამაც იმუნიზაციის
პროცესის ნელი სტარტი განაპირობა. ჯანდაცვის სექტორის არაეფექტურობა და
გავლენიანი საზოგადოებრივი აქტორების, – უპირველეს ყოვლისა, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის
სურვილის არქონამ კიდევ უფრო გამოუთხარა ძირი იმუნიზაციის პროცესს და
დაასუსტა ქვეყნის მედეგობა პანდემიის მიმართ.

ვაქცინის მიმართ ორჭოფულ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად და


იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა, რომ საქართველო მიყვეს უფრო
წარმატებული ქვეყნების, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითებს,

21
სადაც მთავრობების მიერ დანერგილი იქნა სათანადო შეკავების მექანიზმები
უსაფრთხოების ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის მეშვეობით. საქართველო,
როგორც კიბერ-შეტევების სამიზნე, თავისი მყიფე ეკონომიკით და გამუდმებული
პოლიტიკური კრიზისების ფონზე, მოუმზადებელი და სუსტი აღმოჩნდა
პანდემიასთან საბრძოლველად, რომელსაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა.

რეკომენდაციები

ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს:

·სასურველია, საქართველოს მთავრობამ და მედია-საშუალებებმა


ჩამოაყალიბონ სახელმწიფოსა და მედიას შორის მძლავრი თანამშრომლობის
პლატფორმა, ერთობლივი ძალისხმევით ანტივაქსერული დეზინფორმაციის და
პროპაგანდის შესუსტების მიზნით, რაც ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.
·სასურველი იქნება, პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ მართვასთან ერთად,
საქართველოს ხელისუფლებამ მეტი რესურსი ჩადოს COVID-19-ის
ეპიდემიოლოგიურ მართვაში და ამ მხრივ უფრო თანმიმდევრული იყოს.
სასურველია, რომ ეპიდემიოლოგიური მართვა, მწვანე პასპორტების
ინიციატივის ჩათვლით, მეტად ემყარებოდეს შესაბამის ექსპერტიზას და
ნაკლებად – მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
·სასურველია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს მოხალისეთა
მობილიზება საქართველოს მუნიციპალიტეტებში, რათა გააუმჯობესოს
იმუნიზაციის პროცესის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია, მაგალითად,
ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბუკლეტების დარიგების გზით.
·სასურველი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს მაღალი
ხარისხის FFP2/KN95/N95 ნიღბების შიდა წარმოებას და მათ მოწყვლად
მოსახლეობას დაურიგებს სუბსიდირებულ ფასად.
·სასურველია, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვას მოქალაქეთა ვაქცინაცია
პლატფორმაზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს მოსახლეობის 56%-მა არ იცის, როგორ უნდა დარეგისტრირდეს
აცრაზე.
·სასურველია, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაატარონ სისტემატური
შეხვედრები თავიანთ ამომრჩევლებთან ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის
თაობაზე. მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების დახმარებით, მათ თავიანთ
ამომრჩევლებს უნდა აუხსნან ვაქცინაციის პრინციპი, რამდენად უსაფრთხოა იგი
და რატომ არის იმუნიზაცია მნიშვნელოვანი COVID-19-თან ბრძოლაში.
·ბალტიისპირეთის და სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით, სასურველია, პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა
პარტიებმა წამოაყენონ კანონპროექტი კიბერ-უსაფრთხოების მექანიზმების
გაძლიერების შესახებ, რათა შეკავებული იქნას შეთქმულების თეორიები COVID-
19-ის შესახებ

22
არასახელმწიფო აქტორებს (სამოქალაქო საზოგადოება, მედია,
მართლმადიდებელი ეკლესია):

სასურველია, ქართულმა ტრადიციულმა და სოციალურმა მედია საშუალებებმა


აიღონ თავიანთ ინტერნეტ პლატფორმებზე ყალბი ამბების გაფილტვრის
პასუხისმგებლობა, როგორც ეს ხდება სხვა სახელმწიფოებში, სადაც პანდემიის
შესუსტება შედარებით წარმატებულია, ხაზი გაუსვან მაღალი ვაქცინაციის
მაჩვენებლების მქონე ქვეყნების დადებით მაგალითებს მეტი ყურადღება
დაუთმონ ჰიბრიდულ საფრთხეებს, ყალბი ამბების ამოცნობას და იმუნიზაციის
პროცესის დაჩქარებას.
·სასურველია, საქართველოში არსებულმა სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებმა მეცნიერების, მედიკოსებისა და სასულიერო
წარმომადგენლებისთვის შექმნან პლატფორმა, სადაც ისინი განიხილავენ
საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებას კონსპირაციული თეორიებისთვის
ბოლოს მოღების და ანტივაქსერული პროპაგანდის განიარაღების მიზნით.
·სასურველია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შექმნან
დახმარების ცენტრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავად არ შეუძლიათ
ვაქცინაციაზე თუ მწვანე პასპორტებზე დარეგისტრირება.
·სასურველია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაითავისოს
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გამოიყენოს კონკორდატით
გათვალისწინებული უფლება, რათა დადებითი წვლილი შეიტანოს
პანდემიასთან ბრძოლაში. უმჯობესია, ეკლესიამ უარი თქვას ორაზროვნებაზე და
მიიღოს ვაქცინაციის პროცესი და ამასთანავე, ებრძოლოს მრევლში
გავრცელებულ დაუსაბუთებელ შეთქმულების თეორიებს.

23
გამოყენებული ლიტერატურა
Agenda.ge. September 2021. Georgia starts 2.8 mln GEL lottery to boost Covid-19 vaccination rates. Available
at:https://agenda.ge/en/news/2021/2557 Last accessed: December 1 2021.

Agenda.ge. November 2021. Pensioners to receive 200 GEL pension bonuses if vaccinated before January 1. Available
at:https://agenda.ge/en/news/2021/3479 Last Accessed: December 2 2021.

Agenda.ge.2021. Patriarchate: patriarch’s decision on vaccination shouldn’t be determiner for others. Available
at:https://agenda.ge/en/news/2021/2296 Last accessed: December 2 2021.

Agenda.ge.2021. Lithuania gifts 15,000 Covid-19 vaccines to Georgia. Available at: https://agenda.ge/en/news/2021/1280
Accessed:4 December 2021.

Akhvlediani, Tinatin. 2021. Digital Literacy in times of the Covid-19 in the Eastern Partnership Countries. EaP CSF. Available
at:https://eufordigital.eu/wp-content/uploads/2021/03/Digital-Literacy-in-times-of-the-Covid-19-in-the-Eastern-Partnership-
Countries.pdf?fbclid=IwAR2kFS_wx3JwEmJPD_x34kenMxbi1r8lUyohCznf12-qS3vIGST4mMFp_ug Last accessed: December 13 2021.

Balkaninsight.com. 2021. Religious strain of anti-vax grows in CEE. Available at: https://balkaninsight.com/2021/01/19/religious-
strain-of-anti-vax-grows-in-cee/ Last accessed: December 2021.

Civil.ge March 23, 2021. NDI: Citizens are largely skeptical of the country's exchange rate and vaccination process against Covid-
19.Available at: https://civil.ge/ka/archives/407994 Last accessed: December 2 2021.

Civil.ge. 24May, 2021. PM Unveils Initiative to Waive COVID-Related Penalties. Availableat: https://civil.ge/archives/429054
Lastaccessed: December 1 2021.

Civil.ge. Results of June 2020 survey. Available at: https://civil.ge/wp-content/uploads/2020/07/NDI-Georgia-Poll-


Results_June_2020_Final-Version_ENG.pdf Last accessed: December 1 2021.

CEPS-Centre for European Policy Studies. 2021. EU urged to aid Eastern European neighbours with vaccine supplies. Available
at:https://www.ceps.eu/ceps-news/eu-urged-to-aid-eastern-european-neighbours-with-vaccine-supplies/ Last accessed: December
12021.

Coalson, Robert. 2013. Orthodox Churches Fight Back As Eastern Europe Pushes To Modernize, Secularize Available
at:https://www.rferl.org/a/orthodox-church-stifling-reforms/24997466.html Accessed: 5 December 2021.

EaP Fakes. 2021. Anti-Vaccine narratives in Georgia. Available at: https://crpe.ro/eapfakes/countries/georgia/anti-vaccine-narratives-


in-georgia/ Last accessed: December 9 2021.

Euronews. October 2021. Lithuanian news websites delete public comments to prevent COVID-19 misinformation. Available
at:https://www.euronews.com/2021/10/21/lithuanian-news-websites-delete-public-comments-to-prevent-covid-19-misinformation
Lastaccessed: December 1 2021.

EU Delegation to Georgia.2021. European Union and WHO support Georgia’s efforts to prepare for the mass COVID-19
vaccinationprocess. Available at: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/101527/node/101527_en Accessed: 5 December 2021.

Gegeshidze, Archin & Mirziashvili, Mikheil. 2020. The Orthodox Church in Georgia’s Changing Society. Carnegie Europe. Available
at:https://carnegieeurope.eu/2021/07/23/orthodox-church-in-georgia-s-changing-society-pub-85021 Accessed: 4 December 2021.

Geostat. 2021. Use of information and communication technologies in households. Available


at:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-
shinameurneobebshi Last accessed: December 7 2021.

GIP-Georgian Institute of politics.2020. Informing Ethnic Minorities about the EU funding provided to Georgia during Covid-19
Crisis.Available at: http://gip.ge/informing-ethnic-minorities-about-the-eu-funding-provided-to-georgia-during-covid-19-crisis/ Last
accessed: December 2 2021.

Girchi.2021. Disobedience to the curfew. Available at: https://www.facebook.com/watch/live/?ref=search&v=424571915292130


Lastaccessed: December 2 2021.

24
Hovorun, Cyril. 2021. COVID-19: A Challenge for the Russian Symphony. Berkley Center for Religion, Peace and World Affairs.
Availableat: https://berkleycenter.georgetown.edu/responses/covid-19-a-challenge-for-the-russian-symphonyLast accessed:
December 2 2021.

IDFI. 2020. Overview of the Anti-Crisis Plan. Available at: https://idfi.ge/en/overview_of_the_anti-crisis_plan Last accessed:
December2 2021.

IDFI.2020. Social support vs. elections. Available at: https://idfi.ge/ge/social_aid_vs_elections Last accessed: December 2 2021.

IDFI. July 2021. Monitoring Covid-19 Related Public Spending During the State of Emergency and After - Final Report. Available
at:https://idfi.ge/en/covid-19_related_public_spending_during_the_state_of_emergency_and_after_final_report Last accessed:
December2 2021.

Imedinews.ge. 23 March 2020. State of emergency and curfew have been lifted in Georgia. Available
at:https://imedinews.ge/ge/covid19/143943/saqartveloshi-sagangebo-mdgomareoba-da-komendantis-saati-gauqmdaLast
accessed:December 2, 2021.

Imedinews.ge. 13 September 2021. The rate of wearing a headscarf has slightly increased in Georgia. Available
at:https://imedinews.ge/ge/covid19/217989/saqartveloshi-pirbadis-tarebis-machvenebeli-mtsiredit-gaizarda Last accessed:
December10, 2021.

IPN.2021.ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და


ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე პირბადეები
დაარიგეს.Available at: https://www.interpressnews.ge/ka/article/592170-zugdidis-centralur-bulvarshi-saakashvilis-saprezidento-
bibliotekis-da-nacionaluri-mozraobis-carmomadgenlebis-mier-organizebul-akciaze-pirbadeebi-daariges/Last accessed: December 2
2021.

IPN.2021. Ministry of Health - The number of vaccinations increased by 321% compared to the period before the start of the
incentivemeasure. Available at: https://www.interpressnews.ge/ka/article/684867-jandacvis-saministro-camaxalisebeli-gonisziebis-
dacqebamde-periodtan-shedarebit-acrebis-raodenoba-321-it-gaizarda Last accessed: December 1 2021.

Kitsantonis,Niki. 2021. ‘A gift from God’: Greece enlists the church in its vaccine drive.. Available
at:https://www.nytimes.com/2021/07/23/world/greece-covid-vaccine-orthodox-church.html Last accessed: December 2021.

Lebanidze, Bidzina. 2020. Follow the tiger: to survive Covid-19, Georgia should look to the East. Georgian Institute of Politics
(GIP).Available at: http://gip.ge/follow-the-tiger-to-survive-covid-19-georgia-should-look-to-the-east/MOH-Ministry of Internally
Displaced People from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia.2021. SinovacVaccine Arrives in Georgia.
Available at: https://www.moh.gov.ge/news/5905/ Last Accessed: December 1 2021.

Martens Centre for European Studies. 2021. Vaccinating Eastern Europe. Available
at:https://www.martenscentre.eu/blog/vaccinating-eastern-europe/ Last accessed: December 1 2021.

Necsutu, Madalin. 2020. Moldovan Church Denounces COVID Vaccine as Anti-Christian


Plot.https://balkaninsight.com/2020/05/20/moldovan-church-denounces-covid-vaccine-as-anti-christian-plot/. Available
at:https://balkaninsight.com/2020/05/20/moldovan-church-denounces-covid-vaccine-as-anti-christian-plot/ Accessed: 4
December2021.NDI. July 2021.

Public attitudes in Georgia. Available at: https://caucasusbarometer.org/en/n j2021ge/KNREOPC19V/ Last accessed:December 2


2021.

OC Media. 2021. Anti-lockdown protesters call for end to ‘Canned Georgia’. Available at: https://oc-media.org/anti-lockdown-
protesters-call-for-end-to-canned-georgia/ Last accessed: December 8 2021.Our World in Data. 2021.

Georgia: Coronavirus Pandemic Country Profile. Available at:https://ourworldindata.org/coronavirus/country/georgia Last accessed:


December 2 2021.

Our World in Data. 2021. EaP states: Coronavirus (COVID-19) Deaths. Available at: https://ourworldindata.org/covid-deaths
Lastaccessed: December 20 2021.

Our World in Data. 2021. Coronavirus (COVID-19) Cases. Available at: https://ourworldindata.org/covid-cases Last
accessed:December 20 2021

25
Our World in Data. 2021. Coronavirus (COVID-19) Vaccinations. Available at: https://ourworldindata.org/covid-vaccinations
Lastaccessed: December 20 2021.Papazoglou, S. Andreas. 2021.

Spiritual Health and the COVID-19 Pandemic: Impacts on Orthodox Christianity Devotion Practices,Rituals, and Religious Pilgrimages.
Available at: https://link.springer.com/article/10.1007/s10943-021-01347-x Last accessed:December 2 2021.

Radio Free Europe.2021. The Tragic Death That Hindered Georgia's COVID Vaccination Campaign. Available
at:https://www.rferl.org/a/georgia-covid-death-reaction/31575499.html?
fbclid=IwAR1wynJLEKfe4C_Y7X9OmkNMw9Y3dBm6JdBqjuB7eIt5WcwLg9DWM7Gpdjk Last accessed: December 1 2021.

Radio Liberty. 2021. 3000 Canceled reservations - An Anti-Vaccine Campaign? Available


at:https://www.radiotavisupleba.ge/a/31391982.html Last accessed: December 1 2021.

Stop.cov.ge. 2020. Measures implemented by the government of Georgia against Covid-19-Report. Available
at:https://stopcov.ge/Content/files/COVID_RESPONSE_REPORT__ENG.pdf Last accessed: December 1 2021.

Stop.cov.ge. 2021. Enactment of the Green Passport. Available at: https://stopcov.ge/ka/shezgudvebi Last accessed: December
12021.

Stop.cov.ge. 2021.Anti-Crisis Economic Action Plan. Available at: https://stopcov.ge/ka/Gegma Last accessed: December 2 2021.

The New York Times. 2021. Tracking Coronavirus in Georgia: Latest Map and Case Count. Available
at:https://www.nytimes.com/interactive/2021/us/georgia-covid-cases.html Last accessed: December 2 2021.

TI- Transparency International Georgia. 2021. Brief analysis of the implementation of the state budget for 20 months for 6
months.Available at: https://www.transparency.ge/ge/blog/2021-clis-saxelmcipo-biujetis-6-tvis-shesrulebis-mokle-analizi Last
accessed:December 2021.

TI-Transparency International Georgia. 2021. Joint assessment of the pre-election environment of the 2021 municipal elections
inGeorgia. Available at: https://transparency.ge/en/post/joint-assessment-pre-election-environment-2021-municipal-elections-
georgiaLast accessed: December 10 2021.

The Conversation. 2021. COVID disinformation and extremism are on the rise in New Zealand. What are the risks of it turning violent?
Available at: https://theconversation.com/covid-disinformation-and-extremism-are-on-the-rise-in-new-zealand-what-are-the-risks-of-it-
turning-violent-172049 Last accessed: December 2 2021.

US Embassy in Georgia. July 2021. United States donates 500,000doses of Pfizer Covid-19 vaccine to Georgia. Available
at:https://ge.usembassy.gov/ka/united-states-gifts-500000-doses-of-pfizer-covid-19-vaccine-to-georgia/ Last accessed:
December2021.

Washington Times. 2020. Coronavirus success story: The nation of Georgia. Available
at:https://www.washingtontimes.com/news/2020/apr/22/coronavirus-success-story-the-nation-of-georgia/ Accessed: 5
December2021.

რადიო თავისუფლება. 2021. ბანერებში დაკარგულები როცა არავინ არაფერი იცის? Available
at:https://www.radiotavisupleba.ge/a/31469439.html Last accessed: December 2 2021.

26
www.gip.ge

You might also like