You are on page 1of 2

დეკარტმა შეამჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც ჭეშმარიტად მიიჩნია მცდარი აღმოჩნდა.

ამიტომ აპირებს აღმოაჩინოს ისეთი რამ, რაც მართლაც ჭეშმარიტია. მას არ აქვს დრო,
შეამოწმოს ყველაფერი, ამიტომ აპირებს იმ პრინციპების შერყევას,რაზეც დაშენებულია
მისი აზროვნება.

პირველად ეხება გრძნობებს, რომლებიც შესაძლოა გვატყუებდნენ. გამორიცხული არაა,


რომ სიზმარში ვიყოთ, რადგან როცა სიზმარში ვართ გვგონია, რომ სიცხადეში ვართ,
ამიტომ, გამორიცხული არაა ვცდებოდეთ, ამიტომ ეძებს ისეთ ნიშანს, რომლის
მიხედვითაც ერთმანეთისგან განასხვავებს რეალობასა და სიზმარს.

ისეთი მეცნიერები, რომლებიც რთულ საგნებს იკვლევენ საეჭვოებია. (სირინოზების


მაგალითზე, მათ ხატავენ არსებულის (ხელები, თევზის კუდი, ლაყუჩები, მაგრამ არ
არსებობენ) საშუალებებით, შეერთებით) მაგრამ არითმეტიკა და გეომეტრია და მათი
მსგავსი მეცნიერებები, რომლებიც უმარტივეს საგნებს იკვლევენ, შეიცავენ რაღაც
უეჭველს, მაგალითად, 2+3 ყოველთვის 5ია. ოთხკუთხედს ყოველთვის 4 გვერდი აქვს.

მაგრამ ამ დროს ახსენდება ერთი აზრი: არის ღმერთი, რომელიც ყოვლისშემძლეა, მან ხომ
არ მოაწყო ისე, რომ მუდამ შემცდარიყო ყოველთვის, როცა 2ს 3ს უმატებდა ან
ოთხკუთხედის გვერდებს ითვლიდა? თუ ასეა, ღმერთი კეთილი არ გამოდის, რატომ
მოუნდებოდა ჩემნაირი საცოდავი არსების შექმნა, რომ ვეწვალებინე? არამც და არამც.
(ოღონდ აქ იგულისხმება, რომ ყოველთვისცდება ყველაფერში) მაშინ გამოჩნდებიან
ხალხი, რომლებიც ეჭვს შეიტანენ ერთადერთ და ყოვლისშემძლე ღმერთში. იქნებ ღმერთი
არასრულყოფილია და მე მისი შექმნილიც არასრულყოფილების განსახიერება ვარ და
მუდამ ვცდები, ამის არგუმენტი არ მოიძებნება, ამიტომ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ
რასაც აქამდე ვიჯერებდით შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.

დეკარტი აპირებს ეჭვი შეიტანოს ყველა ისეთ რამეში, რის ჭეშმარიტებაში


დარწმუნებული იყო. ამას სჭირდება დიდი ნებისყოფა, რადგან ძველი შეხედულებები
ერთგვარად ტკბილ სიზმარს გავს, რომლისგანაც თავის დაღწევა რთულია.

დავუშვათ, ყველაფერი, რასაც ვხედავ, რაც მჯერა, მცდარია. ყველაფერი მეთქი! ხომ არ
არსებობს რაიმე ისეთი, რაზეც შემიძლია ვთქვა რომ ის ჭეშმარიტია? ალბათ ის, რომ
არაფერი არ არის ჭეშმარიტი.

შეიძლება არსებობდეს ბოროტი ძალა, რომელიც მინერგავს ამ აზრებს, ან მე ვარ ამ


აზრების ავტორი, მაგრამ მე უკვე დავუშვი, რომ არც ჩემი სხეული არ არსებობს. არსებობს
რაღაც ბოროტი ძალა, რომელიც ცხილობს ჩემს მოტყუებას და სწორედ ამ დროს, როცა მე
ვამბობ ან გონებით ვაცნობიერებ, რომ მე ვარ, მე ვარსებობ, ეს დებულება აუცილებლად
ჭეშმარიტია. (მე ესე გავიაზრე, თუ ბოროტი ძალა ცდილობს დამაჯეროს, მე რაღაცგვარად
ვარსებულვარ, გონების ან სულის სახით, რომელსაც აქვს უნარი დაიჯეროს ან არ
დაიჯეროს, რაც ალბათ მხოლოდ არსებულს შეუძლია).

ყველაფერს შეხედა სხვა თვალით. დაიწყო სულზე ფიქრი. ასევე დაასკვნა, რომ მისი
რაღაც „არსებულის“ განუყოფელი ნაწილია აზროვნება. ის მხოლოდ მაშინ არსებობს და
მაშინ არის, როცა აზროვნებს.

არ არის სწორი, რომ ის საგნები, რომლებიც მგონია, რომ გრძნობით უფრო ადვილად
აღიქმება, უფრო ადვილად აღქმადია, ვიდრე აზროვნებით აღქმული. მაგალითად ცვილის
სანთელი, რომელიც ახლახანს ამოიღეს თაფლიანი სკიდან. სანთლის ფორმა, ფერი,
სიდიდე თვალნათლივია - მყარი, ცივი, იოლად დასამუშავებელი და ა.შ. მას აქვს ყველა
ნიშანი, რომლთა მმიხედვითაც შესაძლებელია საგნის გარკვევის შეცნობა, მაგრამ თუ
მივიტანთ ცეცხლთან ახლოს, სანთელი დაკარგავს თავდაპირველ სახესაც და შეეცვლება
თვისებები, რომლებსაც შეგრძნებით აღვიქვამთ, ამიტომ შეგრძნებით აღქმული საგნები
არ არის სანდო. ეს ყველაფერი თქვა იმიტომ, რომ ადამიანების ფორმის არსებანი
შეიძლება ადამიანების ფორმიანი მანქანები იყვნენ, რომლებსაც აღვიქვამ გრძნობებით,
ამიტომ მათზე დაზუსტებით თქმა რომ არსებობენ არ შემიძლია.

You might also like