You are on page 1of 10

ბიზნესის დაგეგმვა და ადმინისტრირება თანამედროვე ბიზნესში

ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების მიზანი, საგანი და


ობიექტი

დღეისათვის ნებისმიერი ორგანიზაცია (საკუთრების ფორმების, საქმიანობის


მიზნებისა და სფეროების მიუხედავად), იძულებულია მუდმივად ცვალებად და
ურთიერთსაწინააღმდეგო გარემო პირობებში იფუნქციონიროს. ამ მიზეზით უდიდესი
ყურადღება ექცევა ადმინისტრირების სწავლებას, რომელიც საერთაშორისი
საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული დისციპლინაა ბიზნესის
ადმინისტრირების სფეროში. უცხოეთის ცნობილ უნივერსიტეტებში
ადმინისტრირების სასწავლო პროგრამები შემუშავებულია იმ დაშვებით, რომ
სტუდენტები თავიანთი სპეციალობის ეფექტიანი გამოყენებისათვის უნდა ფლობდნენ
მართვის არა მხოლოდ თეორიულ დებულებებს, არამედ სრულად უნდა ჰქონდეთ
ათვისებული პრაქტიკული მართვის უნარ-ჩვევებიც. ბიზნესის განვითარება
წარმოუდგენელია მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენების გარეშე.
ეკონომიკურ ურთიერთობათა პროგრესული განვითარება მმართველობით
ურთიერთობებს უპირველეს ადგილს მიუჩენს ყველა საწარმოო-ეკონომიკურ
ფაქტორთა შორის. მმართველობითი საქმიანობა კი თანამედროვე პირობებში
ნებისმიერი ორგანიზაციის მაღალ ეფექტური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი
პირობაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ ლექციების კურსში შევეცადეთ
ბიზნესი შეგვესწავლა უფრო ფართო- მისი გარემოს, რესურსების, ფაქტორების,
რეალიზაციის მექანიზმის, ეთიკის, ადამიანური ურთიერთობების, მარკეტინგის,
მენეჯმენტის კუთხით.
ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების მიზანია მისცეს სტუდენტებს ცოდნა
ბიზნესში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების, პროცესების, მათი
მახასიათებლების შესახებ. მოამზადოს მომავალი ლიდერები, რომლებიც აღჭურვილი
იქნებიან ბიზნესის წარმოების თანამედროვე ცოდნით, უნარ-ჩვევებით და ექნებათ
საჭირო ღირებულებები იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი ორგანიზაციის
ეფექტური მართვა მისი განვითარების გზაზე.
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში შეზღუდულიცაა და სპეციფიკურიც. ეს
განპირობებულია: პოლიტიკური კატაკლიზმებით, წარმოების დაბალი დონით,
სამეწარმეო კონკურენციის განუვითარებლობით; ბაზრის მექანიზმის
არაეკონომიკური მექანიზმების ფუნქციონირებით; საკანონმდებლო ბაზის
შეუსაბამობით საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებისადმი.
წინამდებარე ლექციების კურსში შევეცადეთ, მსოფლიოში არსებული
მიდგომების იდეების, თეორიების საფუძველზე, აგვეგო ბიზნესის ადმინისტრირების
1
სრულიად ორიგინალური ჩვენს მიერ შეცნობილი, გაანალიზებული და შესწავლილი
კონცეფცია. სტუდენტებს მისი შესწავლის შემდეგ ეცოდინებათ ბიზნესის წარმოების
საზოგადოებრივ პრაქტიკაში კარგად ცნობილი მეთოდებისა და ხერხების ის
არსენალი, რომელიც ქმნის ამ სფეროში კლიმატს, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების
სრული, ობიექტური წარმოჩენით. ჩვენი აზრით ლექციების კურსს აძლიერებს ისიც,
რომ თეორიული მასალა გამყარებულია რეალური სიტუაციები თ და პრაქტიკული
მაგალითებით.
„ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების“ როგორც მეცნიერების შესწავლის
საგანია სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების სახით
წარმოდგენილი საწარმოების სამეწარმეო საქმიანობის სწორი მიმართულებით
წარმართვა.
შესწავლის საგნიდან გამიმდინარე ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების
შესწავლის ობიექტია ფირმის ჩამოყალიბება, ფუნქციონირება-გაფართოება, ბიზნესის
ფინანსური უზრუნველყოფა: წარმოების ორგანიზება: შექმნილი პროდუქციის
რეალიზება: ბიზნესის განახლება.
უმთავრესი ამოცანა დღეისათვის მდგომარეობს საწარმოთა დონეზე
ადმინისტრირების სრულყოფის ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური
პრინციპების გამომუშავება სამეურნეო ცხოვრებაში დანერგვა. თუმცა ეს არ უნდა
წარმოადგენდეს მხოლოდ უცხოეთის მექანიკურ გადმოტანას, არამედ ადგილობრივ
პირობებთან და თანამედროვე სიტუაციებთან მისადაგებული მეურნეობის სისტემის
ახალ მიმართულებათა და მიდგომათა შემოქმედებით ძიებას უნდა ეფუძნებოდეს.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსი საბაზრო ეკონომიკის განვითარება გააძლიერებს
ადმინისტრირების როლს არამარტო მიკრო არამედ მაკროეკონომიკურ სფეროშიც.
ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლა სტუდენტებს სხვადასხვა სიტუაციებში
გარკვევის, მისი რეკომენდაციების გამოყენების და წარმატებული ეკონომიკური
ქმედების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოები და
ორგანიზაციები უკვე აცნობიერებენ თანამედროვე ადმინისტრირების ცოდნის
გამოყენების აუცილებლობას. რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის
გონივრულად წარმართვას ესაჭიროება პროფესიონალიზმი მენეჯმენტისა და
ადმინისტრირების დარგში.
ქვეყანაში ბიზნესის ეფექტურად წარმართვის აუცილებლობამ დღის წესრიგში
დააყენა ადმინისტრირების სწავლების სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოში ადმინისტრირება მართვის თეორიისა და პრაქტიკის ახალი თითქმის
გამოუკვლევი სფეროა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერ კიდევ
გარდაქმნამდე ჩვენს ქვეყანაში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა ე.წ.
ადმინისტრაციულ- მბრძანებლური სისტემა, რომლის ბევრი თვისებაც ემთხვევა
ადმინისტრაციული სკოლის წარმომადგენლობის მიერ .
პრინციპული განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოური პერიოდის
აზროვნება მთლიანად მართვის მეთოდების, როგორც ერთიანი და განუყოფელი

2
სისტემის, კვლევაზეა მიმართული. ამასთან, ცალკეული ორგანიზაციები
განიხილებოდნენ, როგორც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები. ადმინისტრირების
წარმომადგენლები კი, პირიქით ძირითად ყურადღებას უთმობენ მმართველობით
პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობენ მიკროეკონომიკურ დონეზე და ორგანიზაციას
განიხილავდნენ, როგორც დამოუკიდებელ მეურნე სუბიექტს.

ადმინისტრირების ზოგადი ფუნქციები

„ფუნქცია“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს საქმიანობას,


მოვალეობას. როდესაც ენციკლოპედიურ-საცნობარო ლიტერატურაში ფუნქცია
განიმარტება როგორც რაიმეს შესრულება, შესაბამისობა ასახვა და ამავე დროს მუშაობა,
რომელსაც ასრულებს ნებისმიერი სისტემა. ამიტომ ფუნქციას ადმინისტრირებაში
უნდა მიეცეს ისეთი შინაარსი, რომელშიც აისახება სამმართველო ურთიერთობისა და
პროცესისათვის შინაგანად დამახასიათებელი ნიშნები.
ადმინისტრირების ფუნქციები არის ორგანიზაციის მართვის განსაზღვრული,
მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მართვის პროცესის ყველა ელემენტის
ურთიერთ განპირობებულ და ურთიერთ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. მის
საფუძველზე ხდება მართვის სტრუქტურის, მართვის აპარატის სიდიდის, მენეჯერთა
და შემსრულებელთა უფლება-მოვალეობათა დადგენა.
ადმინისტრირების ფუნქციების შესწავლისათვის ყველაზე უფრო ოპტიმალურად
გვესახება მართვის ფუნქციების კლასიფიკაციის წესის გამოყენება, რომელიც ემყარება
ამ ფუნქციების მოქმედების დროს. ამ თვალსაზრისით მართვის ყველა ფუნქცია
შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება თანმიმდევრული
ფუნქციები ,რომლებიც ხორციელდებიან დისკრეტულად ანუ ისინი მეორდებიან
დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ და თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს.
მეორე ჯგუფს ქმნიან უწყვეტი ფუნქციები, რომელთა შესრულებაც ხორციელდება
მუდმივად საწარმოს მართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ადმინისტრირების თანმიმდევრული ფუნქციების მაგალითს წარმოადგენს
ადმინისტრაციული მარკეტინგი, დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია, რეგულირება,
ადმინისტრაციული აღრიცხვა, ადმინისტრაციული კონტროლი და ორგანიზაციის
საქმიანობის შეფასება.
უწყვეტ ფუნქციებს მიეკუთვნება მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება,
კონფლიქტებისა და სტრესების მართვა. ადმინისტრირების თანმიმდევრული და
უწყვეტი ფუნქციები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და თავიანთი
ერთიანობით ქმნიან მმართველობითი საქმიანობის შინაარსს, რომელიც
დიფერენცირებულია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. სწორი ადმინისტრირებისათვის
აუცილებელია განხორციელდეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ისეთი

3
ფუნქციები როგორიცაა მოტივაცია, რეგულირება, ადმინისტრაციული კონტროლი,
ადმინისტრაციული აღრიცხვა, და ადმინისტრაციული ეფექტიანობის შეფასება.

მოტივაცია, როგორც ადმინისტრირების ფუნქცია

ნებისმიერი საწარმოს თუ ორგანიზაციის სწორი ადმინისტრირება გულისხმობს


ისეთი პირობების შექმნას, რომელიც გავლენას მოახდენს ადამიანთა
მოთხოვნილებებზე და საშუალებას აძლევს მას წარმართოს მათი მოთხოვნილებები
ორგანიზაციის საჭირო მიმართულებით, დააინტერესოს მუშაკი აქტიურ და
კეთილსინდისიერ შრომაში, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში და სხვა.
ყოველივე ამ აღნიშნულმა მიიღო „მოტივაციის“ სახელწოდება. როდესაც
ხელმძღვანელი ამბობს: “განზრახული მაქვს ხელქვეითის მოტივირება“, გულისხმობს
შემდეგს: მსურს ხელქვეითმა უკეთ შეასრულოს სამუშაო. სურვილი, დავაინტერესოთ
ხელქვეითები, იგივეა, დავარწმუნოთ ისინი იმუშაონ გაცილებით ნაყოფიერად და
იყვნენ კმაყოფილი თავიანთი საქმიანობით.
რაც მეტი სურვილი ექნებათ მუშაკებს გახდნენ უკეთესნი მით იოლია
მოტივირების პროცესის განხორციელება. ბევრი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ
შესანიშნავ მოტივატორებად შეიძლება ჩაითვალოს თუ მომსახურე პერსონალი
უსიტყვოდ ემორჩილება მის ბრძანებებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი
არაკომპეტენტური ან არასაიმედოა, მცდელობა, აიძულო მოახდინოს ძალთა სრული
კონცენტრირება, უშედეგოდ დასრულდება.
ჭეშმარიტი მოტივირება არის არა ის, გასცეთ ბრძანებები და მიაღწიოთ მათ ზუსტ
შესრულებას, არამედ გამოიწვიოთ ხელქვეითის გულწრფელი სურვილი უკეთ
იმუშაოს, იცოდეს მეტი, სრულყოს საკუთარი უნარ-ჩვევები. ის ამაღლებს შრომის
მწარმოებლურობას, ხდის ადმიანს გაცილებით სანდოს და საიმედოს, მატებს
პასუხისმგებლობას.
ადმინისტრირების პრაქტიკაში არსებობს ეფექტიანი მოტივირების სამი წესი:1.
არასდროს მოსთხოვოთ სხვებს გააკეთონ ის, რასაც თვითონ არ გააკეთებდით. 2.
ხელქვეითთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი. არ დაელოდოთ მათ გეგმურ ანგარიშებს
შესრულებული სამუშაოს შესახებ:
3. წაახალისეთ ხელქვეითები, ისაუბრონ მათი სამუშაოს დადებითი და უარყოფითი
მხარეების შესახებ. თუკი ისინი წინასწარ გაუთვალისწინებელ გარემოებებს უჩივიან,
რომლებიც ხელს უშლიან მათ კონკრეტული დავალების შესრულებაში, ნუ დასწამებთ
დაუდევრობასა და გულგრილობას. მოისმინეთ მათი შენიშვნები და ვიდრე დასკვნებს
გამოიტანდეთ, გულდასმით შეისწავლეთ არსებული სიტუაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს თანამშრომლებზე ზემოქმედების
უნივერსალური მეთოდი, რათა გაუზარდოთ მათ სამუშაოსადმი ინტერესი. ყველა

4
ადამიანი ინდივიდუალურია და აქედან გამომდინარე თითოეულისადმი
ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
კონსულტანტს მენეჯმენტის დარგში ედვარდ ფინი უმცროს თავის წიგნში მოჰყავს
ერთ-ერთი ფირმის მაგალითი, რომელმაც სატელეფონო შეკვეთების აგენტად
დამოუკიდებელი, სავსებით უზრუნველყოფილი ქალბატონი აიყვანა. მალე კომპანიის
ხელმძღვანელობას გაუჩნდა სურვილი გაეთავისუფლებინა იგი სამსახურიდან
დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. მანამდე კი დაინტერესდნენ
მიზეზებით. გაირკვა, რომ ხსენებულ ქალბატონს სამუშაოს სრულყოფის მოტივით
მიზანშეწონილად მიაჩნდა წინ წამოეწია საკუთარი იდეები. ხელმძღვანელებმა მიიღეს
უჩვეულო გადაწყვეტილება. თუკი ეს ქალბატონი მიიღებდა დაკვეთებს ტელეფონით,
ჯილდოს სახით ეძლეოდა უფლება, 15 წუთის განმავლობაში ხელმძღვანელობასთან
ერთად განეხილა საკუთარი იდეები. ძალიან მალე ის შესანიშნავი აგენტი გახდა.
ბევრი დამწყები მენეჯერი ფიქრობს, რომ თანამშრომელთა მოტივირება ძალიან
იოლია. მათ ჰგონიათ, სანამ ხელქვეითებს ღირსეულ ხელფასს უხდიან, ისინი მათი
მორჩილნი იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ფული, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენთვის, მისი, როგორც მოტივირების ძირითადი ფაქტორის როლი, გაზვიადებულია.
დიახ, ფული საქმიანობის მაცოცხლებელი ძალაა მაგრამ სულაც არ წარმოადგენს იმის
გარანტს, რომ ყოველი მუშაკი გამოამჟღავნებს თავის მონდომებას ან თუნდაც
ინტერესს. თუკი თანამშრომელი ფიქრობს: “მართალია, მაღალ ხელფასს მიხდიან,
მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათთვის არაფერს წარმოვადგენ“ -ეს
ნიშნავს, რომ მან დაკარგა სტიმული სამუშაოს მიმართ, რადგან იგრძნო, რომ არ
აფასებენ როგორც პიროვნებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მივცეთ ხელქვეითებს
საშუალება გავლენა იქონიონ მუშაობის მიმდინარეობაზე. ბევრი ადამიანი გრძნობს
უდიდეს მოთხოვნილებას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ
მოვლენებში. ამის გათვალისწინებით თქვენ არამარტო სტიმულს მისცემთ, არამედ
გამოხატავთ პატივისცემას და დაფასებას მათი უნარის მიმართ-თუნდაც ნაწილობრივ
შეასრულონ მმართველობითი ფუნქციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,
რომელიც მართავს ხელქვეითებს, ეს არის გააცნოთ როგორ აპირებთ შეაფასოთ მათი
მუშაობის შედეგები.
ძალიან სასარგებლო მოტივაციური ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ფაქტს, თუკი
სათანადო სერიოზულობით მიიღებთ თქვენი ხელქვეითების და გააკეთებთ
ოპერატიულად გააკეთებთ რეაგირებას მათ რაციონალურ წინადადებებსა და და
სამართლია ჩივილებზე.

რეგულირება
ადმინისტრირების პროცესის განხორციელება დამოკიდებულია ისეთი
ფუნქციის შესრულებაზე როგორიცაა რეგულირება. რეგულირების პროცესის

5
ძირითადი ამოცანაა ორგანიზაციის ფუნქციონირების დადგენილი რეჟიმისაგან
გადახრის დაძლევა.
რეგულირების ფუნქციის განხორციელება შეიძლება მოვახდინოთ ორი
ურთიერთ მოქმედი სისტემის მეშვეობით:
1. თვითრეგულირების სისტემა
2. შეგნებული, მიზანმიმართული რეგულირების სისტემა.
თუ პირველი ქვესისტემის მოქმედება ეფუძნება ორგანიზაციის მუშაკების
ინიციატივას, მეორე ამ დროს წარმოადგენს ხელმძღვანელების სურვილის გამოხატვის
შედეგს. ამ სისტემების გამორჩეული თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ
თვითრეგულირება შეიძლება შეეხოს მხოლოდ გეგმიური დავალებების შესრულების
პროცესს, მაშინ როდესაც მიზანმიმართული, შეგნებული რეგულირება შეიძლება
თავისთავში მოიცავდეს კორექტივების შეტანას თვით საგეგმო დავალებებში და მათი
შესრულების მიმდინარეობაში.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის საქმიანობის თვითრეგულირების
სისტემის ეფექტიანობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კორექტულად
არის ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი. ამ კუთხით დიდ
მნიშვნელობას იძენს მიზნის ხარისხობრივი შეფასება. ამ შემთხვევაში მენეჯერის
მთავარი ამოცანაა განისაზღვროს მიზნის კონსტრუქციულობა თუ დესტრუქციულობა.
კონსტრუქციული (ანუ პოზიტიური) მიზნები ხასიათდება იმით, რომ მათი
მიღწევა ხელს უწყობს ორგანიზაციული სისტემის ყველა ელემენტის კომპლექსურ,
ჰარმონიულ განვითარებას. დესტრუქციული(ნეგატიური) მიზნები, პირიქით
მიმართულია ორგანიზაციის დანაწევრებაზე. ამიტომ ყველა ხელმძღვანელმა თავის
საქმიანობის პროცესში უპირატესობა უნდა მიანიჭოს კონსტრუქციულ მიზნებს.
ორგანიზაციის საქმიანობის რეგულირების შეგნებული, მიზანმიმართული სისტემის
ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს კარგად აწყობილი
უკუკავშირის სისტემა. უკუკავშირის არსებობის საშუალებით მართვის სუბიექტს
შეუძლია ყოველთვის ფლობდეს სრულ და სარწმუნო ინფორმაციას თავისი
მითითებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დროულად შეიტანოს
აუცილებელი კორექტივები, როგორც ფუნქციონირების პროცესში, ასევე საწარმოო
დავალებების შინაარსში.

ადმინისტრაციული კონტროლი

თანამედროვე მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრდა


საკონტროლო საქმიანობის ისეთი ახალი მიმართულება, როგორიცაა კონტროლინგი.
ორგანიზაციის კონტროლინგის სისტემაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება:
ადმინისტრაციული კონტროლი და საშემსრულებლო კონტროლი. ადმინისტრაციული
კონტროლი ეხება ორგანიზაციის მმართველი სისტემის ეფექტიანობისა და მიმდინარე

6
მდგომარეობის შეფასებას. ხოლო საშემსრულებლო კონტროლი გულისხმობს ყველა
სახის საქმიანობის განხორციელებას ორგანიზაციის სამართავი სისტემის
ფუნქციონირების ეფექტიანობისა და მიმდინარე მდგომარეობის შეფასებისათვის.
გარდა ზემოთ აღნიშნული განმარტებებისა ყველაზე უფრო ზოგადი სახით
ადმინისტრაციული კონტროლი წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას, რომელიც
მიმართულია ორგანიზაციის მართვის სისტემის მიერ მართვად ქვესისტემაში
მიმდინარე მდგომარეობისა და მასში მიმდინარე პროცესების განსაზღვრისაკენ და
რომლის მიზანია ფუნქციონირების დადგენილი რეჟიმიდან შესაძლო გადახრების
დადგენა.

ადმინისტრაციული აღრიცხვა

ადმინისტრაციული აღრიცხვა წარმოადგენს დანახარჯებისა და შემოსავლების


ნორმირების, კონტროლისა და ანალიზის კომპლექსური აღრიცხვის სისტემას.
სამეურნეო პროცესებს, რომლებიც შეადგენენ ადმინისტრაციული აღრიცხვის
ობიექტებს, განეკუთვნებიან საქმიანობის შემდეგი სახეობები:
• მომმარაგებელ -დამამზადებელი:
• საწარმოო:
• საფინანსო-გასაღებითი:
• საორგანიზაციო:
ორგანიზაციის ადმინისტრაციული აღრიცხვის სისტემის ძირითად მაჩვენებლებს,
რომლებიც ახასიათებენ აღნიშნული სისტემის მიმდინარე მდგომარეობას, წარმოადგენს
ინფორმაციის მოცულობა, დასახული მიზნები, ამ მიზნების მიღწევის კრიტერიუმები და
საშუალებები, სისტემის ძირითადი ელემენტების შემადგენლობა და მათი
ურთიერთქმედების ხასიათი.
ინფორმაციის მოცულობის მიხედვით განასხვავებენ სისტემატიური და პრობლემური
აღრიცხვის სისტემას. სისტემატიური აღრიცხვა წარმოადგენს წარმოებაზე
დანახარჯების ფინანსურ აღრიცხვას. სისტემატიური აღრიცხვის ელემენტებია:
1. საწარმოო რესურსების შეძენაზე და გამოყენებაზე გაწეული დანახარჯების გაზომვა
და შეფასება.
2. მომარაგების, წარმოებისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი ნატურალურ
განზომილებაში.
3. დანახარჯების დაჯგუფება ცალკეული მუხლების და ელემენტების მიხედვით.
4. შიგა და გარე ანგარიშგება.
პრობლემური აღრიცხვის პროცესში ხორციელდება ინფორმაციის ფორმირება
წარმოების ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული მომზადების შესახებ.
აგრეთვე პროდუქციის ფასისა და რეალიზაციის მოცულობის შესახებ: საწარმოო
მარაგების მართვისა და საწარმოო რესურსების ხარჯვის რაციონალიზაციის თაობაზე.
არსებობს ადმინისტრაციული აღრიცხვის ორი სისტემა:

7
1. მონისტიკური 2. ავტონომიური.
მონისტიკური სისტემა გულისხმობს ადმინისტრაციული აღრიცხვის
ინტეგრირებულ სისტემებს, რომლებიც აერთიანებენ სისტემატურ და პრობლემურ
აღრიცხვას ბუღალტრული
ადმინისტრაციული აღრიცხვის ავტონომიური სისტემები იქმნებიან პრობლემური და
სისტემატიური აღრიცხვის სისტემების განკერძოებული ფორმირების შედეგად.

ადმინისტრირების ეფექტიანობის შეფასება

საწარმოების თუ ორგანიზაციების სწორი ადმინისტრირება გულისხმობს


ორგანიზაციის მართვის სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის შეფასებას. თავის
მხრივ მართვის ეფექტიანობა გულისხმობს მმართველობითი საქმიანობის ერთობლივი
შედეგის შეფარდებას მის მიღწევაზე დახარჯული რესურსების ღირებულებასთან.
მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანობაზე ზემოქმედებას ახდენს მთელი
რიგი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1. ფაქტორები, რომლებიც
პირდაპირ უშუალო ზეგავლენას ახდენენ ადმინისტრირების ეფექტიანობაზე
გახლავთ:
-ორგანიზაციის მმართველობითი პოტენციალი, ანუ ყველა ის რესურსი რომლებსაც
ფლობს მართვის სისტემა.
-მართვის სისტემის შენახვაზე და ფუნქციონირებაზე ერთობლივი დანახარჯების
რაოდენობა.
-მართვის ეფექტი, ანუ ყველა ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის სარგებლის
ერთობლიობა ,რომლებსაც ორგანიზაცია მმართველობითი საქმიანობის
განხორციელების პროცესში იღებს.
2. ფაქტორები, რომლებიც ირიბ გავლენას ახდენენ მართვის სისტემის ეფექტიანობაზე.
ესენია:
-ხელმძღვანელი მუშაკებისა და შემსრულებლების კვალიფიკაცია:
-მმართველობითი მუშაკებით დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ხარისხი.
- შრომით კოლექტივში სოციალურ-ფსიქოლოგიური პირობები.
-ორგანიზაციული კულტურა.

საკონტროლო კითხვები

თემაზე 1. ბიზნესის დაგეგმვა და ადმინისტრირება თანამედროვე ბიზნესში

8
1. რა არის „ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების“ როგორც მეცნიერების
შესწავლის საგანი?
2. რა არის ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების შესწავლის ობიექტი?
3. დღეისათვის რაში მდგომარეობს ბიზნესის დაგეგმვის და ადმინისტრირების
უმთავრესი ამოცანა?
4. რა შინაარსი ეძლევა ფუნქციას ადმინისტრირებაში?
5. რამდენ ჯგუფად იყოფა მართვის ყველა ფუნქცია და დაახასიათეთ ისინი?!
შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება თანმიმდევრული
ფუნქციები ,რომლებიც ხორციელდებიან დისკრეტულად ანუ ისინი მეორდებიან
დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ და თანმიმდევრულად ცვლიან
ერთმანეთს. მეორე ჯგუფს ქმნიან უწყვეტი ფუნქციები, რომელთა შესრულებაც
ხორციელდება მუდმივად საწარმოს მართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
6. ჩამოთვალეთ ადმინისტრირების თანმიმდევრული ფუნქციების მაგალითები:
7. ჩამოთვალეთ უწყვეტი ფუნქციები:
8. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების რომელი ფუნქციები უნდა
განხორციელდეს სწორი ადმინისტრირებისათვის?
9. ჩამოთვალეთ ადმინისტრირების პრაქტიკაში არსებული ეფექტიანი
მოტივირების სამი წესი:
10. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ რომელი ურთიერთ მოქმედი სისტემის
მეშვეობით შეიძლება რეგულირების ფუნქციის განხორციელება?
11. რა თავისებურებით ხასიათდება რეგულირების ფუნქციები?
12. რით ხასიათდება კონსტრუქციული (ანუ პოზიტიური) მიზნები?
13. საითაა მიმართული დესტრუქციული (ნეგატიური) მიზნები?
14. დაახასიათეთ ორგანიზაციის კონტროლინგის სისტემის მიმართულებები:
15. რას წარმოადგენს ზოგადად ადმინისტრაციული კონტროლი?
16. რას წარმოადგენს ადმინისტრაციული აღრიცხვა?
17. ჩამოთვალეთ საქმიანობის სახეობები, რომლებიც შეადგენენ ადმინისტრაციული
აღრიცხვის
ობიექტებს?
18. რა წარმოადგენს ორგანიზაციის ადმინისტრაციული აღრიცხვის სისტემის
ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ახასიათებენ აღნიშნული სისტემის
მიმდინარე მდგომარეობას?
19. ჩამოთვალეთ სისტემატიური აღრიცხვის ელემენტები!
20. რა ხორციელდება პრობლემური აღრიცხვის პროცესში?
21. დაახასიათეთ ადმინისტრაციული აღრიცხვის სისტემები:
22. რამდენ ჯგუფად იყოფა მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანობაზე მოქმედი
ფაქტორები, და დაახასიათეთ ისინი?!

9
10

You might also like