You are on page 1of 5

თავი II.

ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში

თავი II. ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა

სისტემაში

II.1. ინვესტიციების ადგილი და როლი მთლიან შიდა პროდუქტში

ინვესტიციების არსის,მნიშვნელობისა თუ როლის უკეთ გაგების და შესწავლის მიზნით,


მნიძვნელოვანია განხილულ იქნას და განისაზღვროს,თუ რა ადგილი უჭირავს მას მთლიან შიდა
პროდუქტში (მშპ),ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის მატერიალური კეთილ-
დღეობის ამ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელში.
მშპ-ის გაანგარიშების ერთ-ერთი მეთოდის (ორი ხერხიდან:გაანგარიშება წარმოების მოცუ-
ლობის და შემოსავლების მიხედვით) მიხედვით იგი ტოლია პირადი სამომხმარებლო და-
ნახარჯების,სახელმწიფო შესყიდვების,ბიზნესის ინვესტიციური დანახარჯების და საქონლისა
და მომსახურების ექსპორტის ჯამისა.
პირადი სამომხმარებლო დანახარჯები მოიცავენ საოჯახო მეურნეობების დანახარჯებს:
ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე,მიმდინარე მოხმარების საგნებზე,მომსახურების შეძენაზე.
სახელმწიფო შესყიდვები აერთიანებენ ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი
ორგანოების ხარჯებს,დაკავშირებულს სახელმწიფოს მხრიდან საწარმოთა საბოლოო პროდუქცი-
ისა და რესურსების (განსაკუთრებით სამუშაო ძალის) პირდაპირ შესყიდვასთან.
საგარეო ვაჭრობის სალდოსთან დაკავშირებით უნდა ითქვას,რომ მშპ-ს უნდა მიემატოს
ქვეყანაში წარმოებული და ექსპორტირებული პროდუქცია და გამოაკლდეს იმპორტთან დაკავ-
შირებული დანახარჯები. ე.ი. მასში უნდა აისახოს მხოლოდ წმინდა ექსპორტი.
ბიზნესის ინვესტიციური დანახარჯების განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს
ისეთ მნიშვნელოვან ცნებებზე,რომლებიც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევენ ინვესტიციების
არსის ბოლომდე წვდომაში.ასეთებია:
-ერთობლივი და წმინდა ინვესტიციები;
- ინვესტიციური დანახარჯები;
-არაინვესტიციური გარიგებები;
-წმინდა ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა.
ტერმინიდან „ერთობლივი კერძო შიგა ინვესტიციები“, კერძო და შიგა ნიშნავს, რომ
ვიხილავთ მხოლოდ კერძო საწარმოთა დანახარჯებს და რომ ისინი წარმოადგენენ მოცემული
ქვეყნის კომპანიებს. აღნიშნული ტერმინი აერთიანებს:
▪ ყველა ინვესტიციური საქონლის წარმოებას,რომლებიც გამიზნულია მიმდინარე წელს
წარმოების პროცესში მოხმარებული მანქანების,მოწყობილობის და ა.შ. შესაცვლელად;
▪ ეკონომიკაში კაპიტალის მოცულობაზე ნებისმიერ წმინდა დანამატს.
ანუ ცნება „ერთობლივი“ მოიცავს,როგორც ანაზღაურების თანხას,ისე ინვესტიციების მა-
ტებას

24
თავი II. ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში

ტერმინი „წმინდა კერძო შიგა ინვესტიციები“ ახასიათებს მხოლოდ დამატებით ინვესტი-


ციებს,რომელთაც ადგილი ჰქონდათ მიმდინარე წლის განმავლობაში.მათ შორის სხვაობა წარმო-
ადგენს იმ კაპიტალის ღირებულებას,რომელიც გამოყენებულ ან ამორტიზებულ იქნა წარმოების
პროცესში მიმდინარე წლის მშპ-ის მოცულობაში.

მაგალითად: ვთქვათ, წლის განმავლობაში ჩვენმა ეკონომიკამ აწარმოა ინვესტიციური საქონელი


(წარმოების საშუალებები) საერთო ღირებულებით 1 მლრდ. ლარი. მაგრამ მშპ-ის წარმოების პროცესში
ეკონომიკამ მოიხმარა 750 მლნ. ლარის მანქანები და მოწყობილობა. შედეგად, ჩვენმა ეკონომიკამ წინა
წლებში დაგროვილი კაპიტალის ღირებულებას დაუმატა 250 მლნ. ლარი. ე.ი. ერთობლივმა
ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ. ლარი, მაშინ როცა წმინდა ინვესტიციები მხოლოდ 250 მლნ. ლ

არია.
აღსანიშნავია,რომ შექმნილი მშპ ორ ნაწილად იყოფა:ესაა მოხმარება და დაგროვება.ამ უკა-
ნასკნელს მიეკუთვნება ინვესტიციები ანუ ის სახსრები,რომლებსაც ხვალისათვის გადადებენ იმ
მიზნით,რომ მომავალში მეტის მოხმარების საშუალება გვქონდეს.ამასთან,რაც უფრო ნაკლები
იქნება ეს „გადადებული“ სახსრები,მომავალში წარმოების მატებისა და კეთილდღეობის ზრდის
მით უფრო ნაკლები შანსი გვრჩება.თავის მხრივ,აღნიშნული სახსრების „ერთი ნაწილი“ - ეს
მოხმარების საგნებია,რომლებიც მიმდინარე პერიოდში არ გამოიყენება და მარაგად გადაინახება
(ინვესტიციები მარაგში).ინვესტიციების მეორე ნაწილი - ეს ის რესურსებია,რომლებიც მიმართუ-
ლია წარმოების გაფართოებაზე (დაბანდებები შენობებში,ნაგებობებში, მანქანებში).“1
კერძო სექტორის საწარმოები თავიანთი საქმიანობის პროცესში უამრავი სახის და შინაარ-
სის ხარჯებს ეწევიან.საინტერესოა გავარკვიოთ ამ დანახარჯებიდან რომელი შეიძლება ჩავთვა-
ლოთ ინვესტიციურად და რომელი - არაინვესტიციური დანიშნულების ხარჯად.

II.2. ინვესტიციური დანახარჯები და არაინვესტიციური გარიგებები

წინა პარაგრაფში ჩვენ განვიხილეთ ტერმინი „ერთობლივი კერძო შიგა ინვესტიციები“ და


აღვნიშნეთ,რომ იგი დაკავშირებულია მოცემული ქვეყნის საქმიანი წრეების,ფირმების,კომპა-
ნიების ყველა ინვესტიციურ დანახარჯთან.ამ დანახარჯებში თავს იყრის სამი ძირითადი კომპო-
ნენტი:
▪ მეწარმეთა მიერ მანქანების,მოწყობილობა-დანადგარის,ჩარხების და ა.შ. ყველა
საბოლოო შესყიდვა;
▪ ყველა მშენებლობა;
▪ მარაგების ცვლილება;
პირველი კომპონენტი და მეორის ის ნაწილი,რომელიც დაკავშირებულია ახალი ქარხნის,
საამქროს და ა.შ. მშენებლობასთან,ჩვენს მიერ ზემოთ განხილული რეალური ინვესტიციები ანუ
კაპიტალდაბანდებებია. ამიტომ,მათი ჩართვა ინვესტიციურ ხარჯებში,ცხადია,ეჭვს არ იწვევს.
რაც შეეხება საბინაო მშენებლობას,იგი ინვესტიციური დანახარჯების შემადგენლობაში იმ იმზე-
ზის გამო შეგვაქვს,რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ინვესტიციურ საქონელს წარმო-

1 ბასარია რ., მასხია ი., ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, თბ. 1996, გვ. 234

25
თავი II. ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში

ადგენენ,ვინაიდან ისინი შემოსავლის მომტანი აქტივებია (თუნდაც იმიტომ,რომ მათი გაქირა-


ვება ან დაგირავება შეიძლება).
განვიხილოთ მესამე კომპონენტი - მარაგების ცვლილება.ვინაიდან მშპ ზუსტად უნდა
ასახავდეს მოცემულ წელს წარმოების მთლიან მოცულობას,ამიტომ იგი უნდა მოიცავდეს წარ-
მოებული,მაგრამ მიმდინარე წელს არ გაყიდული პროდუქციის (მარაგების ზრდა) საბაზრო ღი-
რებულებას.სამაგიეროდ,მარაგების შემცირება გამოკლებულ უნდა იქნეს მშპ-დან.რადგან,ამ
შემთხვევაში გაყიდული პროდუქციის მოცულობა აღემატება წარმოების მიმდინარე მოცუ-
ლობას. ე.ი. მშპ-ში უნდა აისახოს მხოლოდ მიმდინარე წელს წარმოებული პროდუქცია.
ამრიგად,ჩვენ განვიხილეთ ის კომპონენტები,რომლებსაც ვაერთიანებთ ინვესტიციების
ცნებაში.არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა,თუ რა არ წარმოადგენს ინვესტიციებს. „ე-
კონომიქსის“ ერთ-ერთი პოპულარული გამოცემის ავტორები - კ.რ. მაკკონნელი და ს.ლ. ბრიუ,
ასეთებად მიიჩნევენ ფასიანი ქაღალდების ხელახალ გაყიდვას მეორად ბაზრებზე.აქციისა და
ობლიგაციის ყიდვას ინვესტიციების ეკონომიკური განსაზღვრებიდან გამორიცხავენ იმიტომ,
რომ ასეთი გარიგებები გამოხატავენ მხოლოდ უკვე არსებულ აქტივებზე საკუთრების უფლების
გადაცემას.როგორც ისინი აღნიშნავენ: „ინვესტიციებს წარმოადგენს მშენებლობა ანდა ახალი კა-
პიტალური აქტივების შექმნა.ამგვარი,შემოსავლის მომტანი აქტივების შექმნა და არა არსებულ
კაპიტალურ საქონელზე მოთხოვნილებების გაცვლა აძლევს ბიძგს შემოსავლისა და დასაქმების
გაფართოებას“.1 აქვე გვინდა აღვნიშნოთ,რომ ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ დავეთანხმებით. მარ-
თალია,მეორად ბაზრებზე განხორციელებული საბირჟო ოპერაციები არაფერს მატებს ქვეყნის
მთლიან მატერიალურ დოვლათს (რის გამოც,მათ ვერ მივაკუთვნებთ კაპიტალდაბანდებებს,რე-
ალურ ინვესტიციებს). მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს,რომ ისინი ასევე არაფრის მომტანია
ბირჟის სუბიექტებისათვის.შემოსავლი,რომელიც ასეთი სახით განხორციელებულ დაბანდებებს
მოაქვს,თავისი ბუნებით ინვესტიციური შემოსავლებია.ამიტომ,მსგავსი ოპერაციები უნდა მივა-
კუთნოთ ინვესტიციებს,კონკრეტულად კი,ფინანსურ ინვესტიციებს.
მშპ-ში ინვესტიციების ადგილისა და როლის საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით,მო-
ვიყვანოთ ერთგვარი ფორმულა.თუ პირად სამომხმარებლო დანახარჯებს და სახელმწიფო
შესყიდვებს გავაერთიანებთ ერთ ცნებაში - „მოხმარება“,ხოლო წმინდა ექსპორტს შევცვლით ექ-
სპორტისა და იმპორტის სხვაობით,მივიღებთ:
მშპ = მოხმარება + ინვესტიციები + (ექსპორტს - იმპორტი)
მაგრამ,თუ ტოლობის მარცხენა მხარეს გადავაჯგუფებთ ერთობლივ მიწოდებას,ხოლო მარჯვნივ
ერთობლივ მოთხოვნას,მივიღებთ:
მშპ + იმპორტი = მოხმარება + ინვესტიციები + ექსპორტი
საკითხის განხილვა არ იქნება სრულყოფილი,თუ არ გავაანალიზებთ რა ურთიერთკავშირია
წმინდა ინვესტიციებსა და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას შორის.

II.3. წმინდა ინვესტიციები და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა


თანაფართობა ინვესტიციებსა და ამორტიზაციას (მიმდინარე წელს წარმოების პროცესში
მოხმარებული ქვეყნის კაპიტალის მოცულობა) შორის იმის კარგ ინდიკატორს წარმოადგენს, თუ
როგორ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის ეკონომიკა - ზრდის,დაცემის თუ უძრაობის.

1 Кемпбелл Р. Макконнел, Стенли Л. Брю, Экономикс, Баку 1992, т.1, часть 2, гл.9, стр. 137

26
თავი II. ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში

განვიხილოთ თითოეული მათგანი.


როდესაც ერთობლივი ინვესტიციები აჭარბებენ ამორტიზაციას, ეკონომიკა ზრდას განიც-
დის იმ გაგებით,რომ მისი საწარმოო სიმძლავრეები იზრდება.დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს:
ერთობლივმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ. ლარი, ხოლო მიმდინარე წლის მშპ-ის წარ-
მოებაში მოხმარებულმა ინვესტიციური საქონლის მოცულობამ კი - 850 მლნ. ლარი. ეს ნიშნავს,
რომ წლის ბოლოს,წლის დასაწყისთან შედარებით 150 მლნ, ლარით მეტი ინვესტიციური საქონე-
ლი იქნება.ამ უკანასკნელის მიწოდების ზრდა წარმოადგენს ეკონომიკის საწარმოო სიმძლავ-
რეების ზრდის ძირითად საშუალებას.
უძრაობის ანუ სტატიკური ეკონომიკა გამოხატავს სიტუაციას,რომელშიც ერთობლივი ინ-
ვესტიციები და ამორტიზაცია ერთმანეთის ტოლია.ეს ნიშნავს,რომ ეკონომიკაში იწარმოება ზუს-
ტად იმდენი კაპიტალი,რამდენიც საჭიროა მიმდინარე წლის მშპ-ის წარმოების პროცესში მოხმა-
რებულის შესაცვლელად. ე.ი. ამ დროს წმინდა ინვესტიციები ნულის ტოლია.ეკონომიკა
იმყოფება უძრაობის პერიოდში იმ გაგებით,რომ მისი საწარმოო სიმძლავრეები არ ფართოვდება.
ეკონომიკის სტაგნაციის არახელსაყრელი სიტუაცია წარმოიქმნება მაშინ,როდესაც ერ-
თობლივი ინვესტიციები ამორტიზაციაზე ნაკლებია. ანუ,როდესაც წლის განმავლობაში ეკონო-
მიკაში მეტი კაპიტალი მოიხმარება,ვიდრე იწარმოება. ასეთ პირობებში წმინდა ინვესტიციებს ექ-
ნებათ უარყოფითი ნიშანი,ხოლო ეკონომიკაში მოხდება დეინვესტირება (ინვესტიციათა შემცი-
რება). ისეთ პერიოდში,როდესაც წარმოება და დასაქმება ეცემა,ქვეყანას გააჩნია მეტი საწარმოო
სიმძლავრეები,ვიდრე იგი გამოიყენებს მიმდინარე წარმოებაში. შედეგად,გაცვეთილი კაპიტალის
შეცვლის (ჩანაცვლების) და მით უმეტეს დამატებითი კაპიტალის შექმნის სტიმულები ძალიან
მცირეა ან პრაქტიკულად არ არსებობს.ამორტიზაცია აჭარბებს ერთობლივ ინვესტიციებს,რასაც
იქამდე მივყავართ,რომ წლის ბოლოს კაპიტალის მოცულობა უფრო ნაკლები ხდება,ვიდრე წლის
დასაწყისში იყო.

მოკლე დასკვნები

1. წარმოების მოცულობების მიხედვით გაანაგრიშებული მშპ აერთიანებს პირად სამომხმა-


რებლო დანახარჯებს, სახელმწიფო შესყიდვებს და ექსპორტს;
2. სხვაობა ერთობლივ და წმინდა ინვესტიციებს შორის გვაძლევს კაპიტალის იმ მოცუ-
ლობას, რომელიც გამოყენებულ იქნა წარმოების პროცესში მიმდინარე წელს;
3. რეალური ინვესტიციები აერთიანებენ მეწარმეთა მიერ ინვესტიციური საქონლის შესყიდ-
ვას,ყველა მშენებლობას და მარაგების ცვლილებას;
4. ქვეყანაში შექმნილი მშპ ტოლია მოხმარების,ინვესტიციების და წმინდა ექსპორტის
ჯამისაა;
5. ინვესტიციები შეიძლება წარმოვიდგინოთ,როგორც სხვაობა ერთობლივ მიწოდებას და
მოხმარებას შორის, ანუ: ინვესტიციები = მშპ + წმინდა ექსპორტი - მოხმარება;
6. თანაფარდობა ინვესტიციებსა და ამორტიზაციას შორის წარმოდგენას გვიქმნის იმის შე-
სახებ,ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება პროგრესულ,სტატიკურ თუ რეგრესულ მდგომა-
რეობაში;
7. როდესაც ერთობლივი ინვესტიციები აჭარბებენ ამორტიზაციას,ეკონომიკა ზრდას განიც-
დის;
8. უძრაობის ანუ სტატიკური ეკონომიკა გამოხატავს სიტუაციას,რომელშიც ერთობლივი ინ-
ვესტიციები და ამორტიზაცია ერთმანეთის ტოლია;

27
თავი II. ინვესტიციები ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში

9. ეკონომიკის სტაგნაციის არახელსაყრელი სიტუაცია წარმოიქმნება მაშინ,როდესაც ერ-


თობლივი ინვესტიციები ამორტიზაციაზე ნაკლებია;

საკვანძო ტერმინები

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა ინვესტიციური დანახარჯები


მთლიანი შიდა პროდუქტი არაინვესტიციური გარიგებები
პირადი სამომხმარებლო დანახარჯები წმინდა ექსპორტი
სახელმწიფო შესყიდვები ეკონომიკური ზრდა
ბიზნესის ინვესტიციური დანახარჯები პროგრესირებადი ეკონომიკა
საგარეო ვაჭრობის სალდო სტატიკური ეკონომიკა
ერთობლივი კერძო შიგა ინვესტიციები რეგრესული ეკონომიკა
წმინდა ინვესტიციები

კითხვები და დავალებები

1. დიფერენცირება გაუკეთეთ დანახარჯების ქვემოთ ჩამოთვლილ სახეობებს, პირველ პარაგ-


რაფში მოცემული „პირადი სამომხმარებლო დანახარჯების“ სტრუქტურის შესაბამისად: ქ.
ბოდრუმში (თურქეთის რესპუბლიკა) დასვენება; ავეჯის შეძენა ახალი ოფისისათვის; ახალი
პროექტის პრეზენტაციის მოწყობა; სახელმწიფო ობლიგაციის შეძენა; თანხის შეტანა დეპო-
ზიტზე, შვილის სწავლებისათვის ფულის დაგროვების მიზნით;
2. რომელი არ მიეკუთვნება „ერთობლივ კერძო შიგა ინვესტიციებს“: კომპანია „Wolkswagen“-ის
მიერ სარემონტო მომსახურების ცენტრის დაფუძნება ქ. ქუთაისში; ს/ს „ვაზისას“ (ქ.თერჯოლა)
ფილიალების გახსნა ქ. თელავში და ქ. თელავივში (ისრაელი); ხიდის აშენება მდ. ჭოროხზე,
საქართველო-თურქეთის საზღვარზე;
3. მოიპოვეთ კონკრეტული ციფრები და განსაზღვრეთ რა მდგომარეობაში (პროგრესირებადი,
სტატიკური თუ რეგრესული) იმყოფება საქართველოს ეკონომიკა;

რეკომენდირებული ლიტერატურა

1. ბასარია რ., მესხია ი., ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, თბ., 1996


2. გაბიძაშვილი ბ., სტატისტიკის ზოგადი კურსი, თბ., 2000
3. გაბიძაშვილი ბ., ვირსალაძე ნ., სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკა, ქუთაისი, 2003
4. Кемпбелл Р. Макконнел, Стенли Л. Брю, Экономикс, Баку 1992
5. Курс экономической теории, под. ред. Чепурина М.Н., Киселевой Е.А., Киров 1995

28

You might also like