You are on page 1of 6

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ქართული ენისა და ლიტერატურის
სპეციალობის 3 კურსის 2 ჯგუფის სტუდენტ
ნანა ლიპარტელიანის

ესე თემაზე: ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროთ"

ლექტორი:მანანა ჭიჭინაძე

ქუთაისი

2021
ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროთ"

19 საუკუნის დასასრულისა და 20 საუკუნის დასაწყისის მწერლობაში


განსაკუთრებული სიმძაფრით დასივა შიმშილის,საარსებო ლუკმაპურის
მოპოვებისათვის ბრძოლის პრობლემა.აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას ნიკო
ლორთქიფანიძის პროზაშიც.ამის დასტურად, ,,ტრაგედია უგმიროთ"
(1922წ.)გახსენებაც იკმარებდა.ნაწარმოებში უდიდესი მწერლური ოსტატობითაა
გამოძერწილი ფსიქოლოგიური პორტრეტი საარსებო ლუკმაპურის მაძიებელი და
ყოველმხრივ უმწეო მდგომარეობით გამოკვეთილ ტრაგიკული პიროვნებისა.ამ
პატარა ნოველამ სისავსით მოხაზა უმთავრესი შტრიხები იმ ადამიანის
ცხოვრებისა,რომელიც ყოფითმა ტრაგედიამ ფსიქოლოგიურ შოკში ჩააგდო,მხეცად
აქცია და თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

თვითმკვლელობამდე უფრო მკაცრი სასჯელი რა შეიძლება გამოუტანოს კაცმა


საკუთარ თავს.მაგრამ ნაწარმოებში ნიკო ლორთქიფანიძე ისეთ სიტუაციას ქმნის,რომ
მთავარი პერსონაჟისთვის თვითმკვლელობა სასჯელი კი არა,არამედ ტანჯვისაგან
განთავისუფლებისა და თავდახსნის ერთადერთი გზა.
ნოველის ,,ტრაგედია უგმიროთ" სათაურიდან ვიგებთ ,რომ ეს არის ტრაგიკული
ნაწარმოები რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული გმირი,მაგრამ ნაწარმოების
წაკითხვისთანავე შეიძლება ვთქვათ:რომ ამ ნოველის გმირი შიმშილია.მისი სახით
მწერალმა ადამიანს მოუწყო გამოცდა,მაგრამ შიმშილმა იგი უუნარო გახადა და
დაავიწყა სულიერი ცხოვრება.მას მხოლოდ ცხოველური თვითგადარჩენის
ინსტინქტი ამოძრავებს.რაზეც მოგვაგონდება ილია ჭავჭავაძის ,,კაცია
ადამიანი?!"პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე ,რომელიც სხვაზე არაფერზე ფიქრობს
გარდა ჭამისა, მისთვის მტავარია ხორციელი სიცოცხლე და საერთოდ არ
აინტერესებს სულიერება.განსხვავებით ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებისა
,ლორთქიფანიძის ნოველის გმირი ბოლოს ხვდება თავის დანაშაულს. ,,მე
შევჭამე...ბავშვებს არაფერი ვაჭამე...ღმერთო რა მომივიდა?...სირცხვილი...ხალხს რაღა
ვუთხრა?!.ვაი,თუ დაიხოცენ..."

რატომ არის ნოველის სათაური ტრაგედია უგმიროთ? ნოველას არ ჰყავს


კონკრეტული გმირი.მამა,რომელიც საკუთარ შვილებს არსებობის და გადარჩენის
იმედს ართმევ,არ შეიძლება გმირად ჩაითვალოს.ნოველაში აღწერილი ამბის
,,გმირი"საზოგადოებაა,სადაც დარრვეულია სამართლიანობა.,,ტრაგედია უგმიროთ"
და არა უგმიროდ,ანუ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია ,ეს
საზოგადოების საერთო ტკივილია.ნოველაში განვითარებული მოვლენები მართლაც
რო ტრაგედიაა.იმ პერიოდში გამეფებული შიმშილი ხდება ტრაგედიის მტავარი
მიზეზი.მამა ვერ პატიობს საკუთარ თავს ჩადენილს და იკლავს თავს.ნოველაში
ასახულია ჯერ ხორცის ტკივილი და შემდეგ ამ ტკივილით გამოწვეული სულის
ტკივილი.
საინტერესოა ნოველის დასაწყისი:,,შეუგნებლად დაერიდა ბავშვების
სივილს...უგზო-უკვლოთ მიდიოდა"დასაწყისიდან ვხვდებით ,რომ ეს ადამიანი არ
არის სრულ ჭკუაზე და შიმშილობას ისე გაუბოროტებია ,რომ ბავშვების სივილს
დაერია.ე.ი ბავშვები შიმშილისაგან ისეარიან მისავათებულნი რომ მათ ხმაც არ
შერჩათ.ამდენად ნოველის დასაწყისი უკვე გვამზადებს იმისთვის რომ დასასრული
არც თუ ისე სახარბიელო შეიძლება იყოს.

ნოველის მეორესაინტერესო სახეა ნათლია,რომელმაც მამას და ბავშვებს მისცა


ნახევარი ჯამი ფქვილი,თუმცა გულში ფიქრობს ,რომ ,,მამა "მისი დამბრუნებელი არ
არის.აღსანიშნავია ნათლიას სიტყვები: ,,ნეტა ჩემი რძალი არ
გაიგებდეს.."ბუნებრივია,ასეთი შიმშილობის დროს ,ყველა თვითგადარჩენაზე
(მგლური კანონი)ფიქრობს და სწორედ ,ამიტომაც ეშინია ნათლიას თავისი რძლის.
ბავშვები ფქვილის დანახვაზე ახრიალდნენ.გვაჭმევ?კი შვილო,კი ბიჭო,ეუბნებოდა
ხან ერთს ხან მეორეს.ბავშვებს უთქმელად მოჰქონდათ ფიჩხი ანთებდნენ
ცეცხლს,აწყობდნენ და ასწორებდნენ კეცებს.
მას შემდეგ რაც მამამ ცომი მოზილა,უნდოდა ბავშვები თავიდან მოეშორებინა და
ბიცოლა ეფროსინესთან აგზავნის ოხრახუშზე.
ჭადის სუნმა მამა აიტაცა და კეციდან ჭადი აიღო,გატეხა,გასაგრილებლად დაბერა და
გასასინჯად ლუკმა პირში ჩაიდო.მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა..
მეორე ლუკმა...
სწვავდა ენას და მაინც ჭამდა.
ბავშვები შემოვარდნენ-მომეცი, მამა!-მეც
გადით ,თქვე გასაწყვეტლებო!
ბავშვები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა.იქიდან ბავშვები ეძახდნენ -
მამა,გვაჭამე!ყურადღებას არ აქცევდა.ბავშვების მოტანილი ოხრახუშიც შეჭამა და
წავიდა...გადავიდა ტევრში მიწვა ..კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული
თვალგახილული მთვლემარი. ამასობაში მოაგონდა ბავშვები ღმერთო რა მომივიდა
ხალხს რა ვუთხრა ვაითუ დაიხოცნენ და ბავშვების სანახავად წავიდა.მართალია
მამამ საშინელი ცოდვა ჩაიდინა ,თუმცა ამ ცოდვის სიმძიმეს თავიდან ვერ
აანალიზებს.იგი უმცროს ბავშვთან საუბრის სემდეგ ხვდება მის უზარმაზარ
ცოდვას,რომელიც არა მარტო თვითონ დაიდო არამედ თავის შვილშიც ცოდვა
დაიბადა.მათ ბჟოლის ხესთან ეძინათ თვითნაც მიწვა და ცრემლები
წამოუვიდა.ამასობაში უმცროსს გაეღვიძა და მამას მიაჩერდა.
მამა წყნარად დაიწყო ბავშვმა -რა შვილო ?ნაზათ უპასუხა
მთლად შეჭამე? მამა იქნება ცოტა დაგჩა..მომეცი..მუცელი მტკივა,არ გაგამხელ.
მამას ზლუქუნი წასკდა.პატარა ბავშვსაც გაერვიძა მშია მშიას ძახილით.
მამა ზე წამოიჭრა ეზო გადაირბინა.ვენახში მოხვდა.გავიდა ხეზე,ბაწარი ტოტს
მაგრათ მიაბა,მარყუჟი გააკეთა,გასინჯა კისერზე თუ მომიჭერსო და ... მამამ
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ამდენად,მწერალმა ამ ნოველაში
გადმოგვცა სულიერი დაცემა მზერუნველი მამისა ,უდიდესი ტრაგედია ადამიანების
სულისა ,გვაჩვენა როგორ ანადგურებს ცხოვრების სისასტიკე ,გაჭირვება ზნეობრივ
სიმტკიცეს.აქ გადმოცემულია როგორ ეგოისტურად იქცევიან ადამიანები ყველაზე
კრიტიკულ სიტუაციებშიც კი,სადამდე შეიძლება დასცეს რეალობის დაუნდობლობამ
ადამიანი,რად გადააქციოს და რა გააკეთებინოს...

მნიშვნელოვანია ნოველის ფინალიც ,მეზობელი მხოლოდ იმაზე დარდობს ,რაღა


მაინდამაინც თავის ეზოში მოიკლა თავი და ახლა ბავშვებს ვინ მოუვლის.უნდა
აღინიშნოს ,რომ ასეთი სიდუხჭირის ჟამს ადამიანებს ყოველგვარი ადამიანური
გრძნობა დაკარგული აქვთ და მხოლოდ ეგოისტური ფიქრები ამოძრავებთ.ნათლია
იმაზე ჯავრობდა ბავშვებს ვინ მიხედავდა და არა იმაზე რომ ადამიანმა თავი
მოიკლა და ტრაგედია მოხდა.

ამ ტრაგედიას მართლაც არ ჰყავს კონკრეტული გმირი-ნოველაში აღწერილი ამბის


,,გმირი"მთლიანად საზოგადოებაა,რომელსაც მინიმალური სამართლიანობის
პრინციპისთვის ვერ მიუგნია სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობისას.პიროვნება
ეწირება საზოგადოების არასრულფასოვნებას ანუ კონკრეტული სიცოცხლე წყდება
არაპიროვნული აბსტრაქციის გამო.ამიტომ არის ეს ყველაფერი ტრაგედია
უგმიროთ-ვერც მამა ამაღლდა გმირის სტატუსამდე და ვერც კონკრეტულ
დამნაშავეს იპოვით ,დატრიალებული უბედურების გამო პასუხისმგებლობა რომ
დაეკისროს.

მართალია,ნოველაში ერთი სიტყვაც არ არის თქმულიწყობილებისა და


სახელმწიფოს სამართლიანობა-უსამართლობის შესახებ,მაგრამ ეს ფრაზა,,ამ
შემთხვევის გამო,ვინ იცის რა მოელოდა"-გვაფიქრებინებს რომ ნაწარმოების
პერსონაჟები არა მხოლოდ ეკონომიკურად დუხჭირ ,არამედ უსამართლო ქვეყანაშიც
ცხოვრობენ,არამარტო უპურონი და უფულონი ,არამედ უუფლებონიც არიან,ამიტომ
იყო შეძრწუნებული მეზობელი.მან უდანაშაულო კაცმა არ იცოდა ამ შემთხვევის
გამო რა მოელოდა..(გრიგალაშვილი,2000:56)

რატომ მოიკლა მამამ თავი?როდის შეიძლება პიროვნებამ უარი თქვას საკუთარი


ადამიანური მოვალეობისა და ღირსების შენარჩუნებაზე?ეს ამ ნოველის არსებითი
და უმთავრესი კითხვებია.ჩემი აზრით მამა თავს იკლავს არა იმიტომ რომ
პირველყოფილს,ბნელს,ინსტიქტურს ვერ მოერია.ასე რომ იყოს დანაშაულის
განცდისთანავე მოიკვეთდა სიცოცხლეს გაუბედურებული მშობელი.მაგრამ ასე არ
ხდება ,მაშ რაშია საქმე?საქმის არსების ,,გასაღები"უმცროსი ბავშვის პირველი
რეაქციასა(გაუკვირდა) და სიტყვებშია :,,მამა,ცოტა იქნებ დაგჩა-მომეცი...მუცელი
მტკივა-არ გაგამხელ".
რა გაუკვირდა ბავშვს?ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანის ,ერთადერთი
და უკანასკნელი იმედის,სრულიად მოულოდნელი ცოდვა, ,,ბიოლოგიური
ღალატი"ფსიქოლოგიურად ეს იყო ,,თავშესაფრის" გადაქცევა
,,საშიშროებად",მფარველის წარმოჩენა მოძალადედ.
მთავარი და არსებითი მამის ცოდვამ ბავშვის ცოდვა დაბადა-,,არ გაგამხელო "!
მამას შეეძლო საკუთარი შეცდომის ატანა,მაგრამ ვეღარ გადაძალა ის,რომ შვილის
,,ცოდვაში შესვლის" თუნდაც უნებურ მიზეზად იქცა.მხოლოდ ამის გაცნობიერება
აიძულებს მას თავის მოკვლას.
ფროიდი გამოჰყოფს სუპერეგოს ორ ქვესისტემას-სინდისს და იდეალების
ფორმირებას-ეგო იდეალს. ეგო იდეალი არის ნორმა ან სტანდარტი რომელსაც ეგო
იყენებსსაკუთარი ქცევის შესაფასებლად და რომელსაც უნდა ესწრაფვოდეს.სუპერ
ეგოს უკავშირდება სირცხვილის გრძნობაც,რაც გამოწვეულია ადამიანისთვის
შეუფერებელი საქციელით,რომელიც ნელნელა სიკვდილის ინსტინქტში
გადაიზრდება ,სწორედ პარალელს ვავლებთ ნიკო ლორთქიფანიძის
ნაწარმოებთან,,ტრაგედია უგმიროთ".მიუხედავად იმისა რო ქალის ეგო უფრო
სუსტია -ვიდრე კაცის,მტავარმა პერსონაჟმა იმ სინანულის გამო რომელიც
სიცოცხლის ინსტინქტს ეყრდნობოდა(ამ შემთხვევაში შიმშილს)იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა რომ სიკვდილისაკენ მიდრეკილებამ მას სძლია და თავი ჩამოიხრჩო.ამავე
ნაწარმოებში დაისვა კითხვა-ვინ არის ადამიანი?!ყველა კაცი ადამიანი არის თუარა
ამის შესახებ კითხვა დასვა-ილია ჭავჭავაძემ ,სადაც აღწერილია ისეთი
ქმედებები,რომელსაც ცხოველიც არ ჩადის და ჩნდება კითხვა-კაცია
ადამიანი?!ინსტინქტი მართავს ადამიანს თუ ადამიანი მართავს ინსტინქტს?!თუ
განვიხილავთ ნაწარმოებს ,,პიკნიკი გზის პირას".
ვალენტინის სიტყვებს რომ დავეყრდნოთ გამოდის ინსტიქტი კი არ მართავს
ადამიანს,ადამიანს უნდა რომ მან მართოს...თავისთავად ეს ადამიანის შინაგანი
სამყაროა,რომელიც მის ბუნებას ისე ასახავს როგორც ალკოჰოლი.
,,მართალია ,ყოველთვის შეუძლებელია იყო გმირი,მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე
ადამიანად"-გოეთე.ამ ფრაზასთან დაკავშირებიტ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ
,,ტრაგედია უგიროთა".ავიღოთ ნათლია,მიუხედავად იმისა რომ მას უწირდა ,მამას
ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა,მაგრამ ვერ გახდა ნაწარმოების გმირი -თუმცა იყო
ადამიანი...

მაგრამ ჰქონდა თუარა ნოველის გმირს თვითმკვლელობის მორალური უფლება?აქ


გასათვალისწინებელია ის მხარეც, რაც მას თვითმკვლელობის უფლებას ართმევს.ეს
არის საკუთარი შვილებისადმი ღალატი,ისედაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი
შვილები,რომელთაც მამის გარდა არავინ მოეპოვებათ,მამის სიკვდილის შემდეგ
სრულიად სასოწარმკვეთ მდგომარეობაში ვარდებიან.
აქ უკვე ვაწყდებით ინსტინქტის ყველაზე მძიმე ფორმას-სიკვდილისაკენ
მიდრეკილებას,რომელიც როგორც ფროიდმა თქვა-სიცოცხლის სურვილს
ეწინააღმდეგება,რაც თავის თავზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა.

სხვა საქმეა ,რა უფრო მეტია ამ საქციელში-თვითდასჯა თუ გაქცევა აუტანელი


ვითარებიდან,მაგრამ ეს ნამდვილად არ არის აფექტი.მწერალი თითქმის არაფერს
ამბობს ჩვენ მიერ დასმული კითხვის პასუხად,მაგრამ ნოველის პათოსი მკაფიოდ
გვიცხადებს -არაფერია ისეთი წუთისოფელში,რაც შეიძლება პიროვნულ
პასუხისმგებლობაზე უარის თქმის ნამდვილ მიზეზად იქცეს და ღვთისგან
მონიჭებული ადამიანური ბუნების ღალატი გაამართლოს.პიროვნული ღირსების
საფუძველი ყოველთვის ადამიანშია და არა-მის გარეთ.
გამოყენებული ლიტერატურა:

1.ავთანდილ ნიკოლეიშვილი,20 საუკუნის ქართული ლიტერატურა,2017წ.

2.ანა ტყებუჩავა. საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი ,,ამბიონი",


(23.07.2018წ).

3.გია მურღულია, გამომცემლობა :livejournal.(07.02.2012)

4.შალვა ბერიანიძე ,,თანამედროვე ნარატივი"(12.06.2017წ)

5.ნუცა დოლიძე,ბლოგი,,ელიტა",ადამიანი თუ ინსტინქტი?!(23.08.2016წ)

6.ბერიძე გიული,სიმბოლურ-ალეგოლიური ქვეტექსტები მე-20 საუკუნის 10-30 იანი


წლების,,მინიატურულ პროზაში" (2019წ)

You might also like