You are on page 1of 1

უკან მიდევნებული ლამპარი

იყო ერთი მეფე, მოსამართლე1, მოწყალე2 და მდიდარი ურიცხვი3. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი.
მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: „შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო,
ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს დაურიგე!“

უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველ ას დაავიწყა და კარგად
დაიწყო მეფობა.მაგრამ დღისით ცხენს არ აჯდებოდა, ღამით ამხედრდებოდა, წავიდოდა და ლამპარს
წინ კი არ წაიმძღვარებდა, უკან მიიდევნებდა ხოლმე. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ ვერაფერს
ჰკადრიდნენ. იკითხა ერთ დღეს მამამ შვილის ამბავი: როგორ მეფობსო? ყველაფერი მოახსენეს,
მეფობის ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიდევნება. მოიყვანა მამამ და უთხრა:

შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სლვა გიყვარს, არ ჯობია ლამპარი წინ წაიმძღვანო?

შვილმა მოახსენა:

დღემდე მე ვერა შემოგკადრე, თორემ ამ საქციელით იმის თქმა მინდოდა, უმჯობესი არ არის
სალაროც4 სიცოცხლეშივე წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, შემდეგ გაცემული მას უკან გაცემული
უკან მიდევნებული ლამპარი იქნებაო?

ეამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა:

ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას სჯობსო და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.

1
სამართლიანი
2
მწყალობელი
3
უთვავალი
4
სიმდიდრე,ქონება

You might also like