You are on page 1of 11

1

ინკლუზიური ინსტიტუტების და ნაციონალიზმის მნიშვნელობა ძლიერი


სახელმწიფოს მშენებლობაში: ისრაელის შემთხვევა

ინკლუზიური ინსტიტუტების პარადოქსი ექსტრაქციული


ინსტიტუტების გარემოცვაში

ისრაელის სახელმწიფოს ფენომენი ცნობილია მისი პარადოქსულობით, როგორც


არაბული ჩაკეტილი სამყაროთი გარშემორტყმული პატარა დასავლური, ლიბერალ-
დემოკრატიული სახელმწიფო. საინტერესოა, რამ და როგორ მიიყვანა კონკრეტული
ტერიტორია და ორი ათასწლეულის განმავლობაში გაფანტული ერი ამ კონდიციამდე.
ებრაული სახელმწიფოს სასწაულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების
ახსნა კომპლექსური საკითხია. ერთი მხრივ, ის განპირობებული იყო მუდმივად მიგრაციის
რეჟიმში მცხოვრები მოსახლეობის სპეციფიკით, მეორე მხრივ, დემოკრატიული
ინსტიტუტების არსებობით.

ვეცადოთ, ავხსნათ ეს ფენომენი აჯემოღლუსა და რობინსონის მიერ შემოთავაზებული


ფორმულით, რომელსაც ავითარებენ ნაშრომში „რატომ მარცხდებიან ერები“. ისინი ქვეყნების
წარმატების გასაღებს ეძებენ ამ ქვეყნებში არსებული ინსტიტუტების ხასიათში - მათ
ინკლუზიურობასა ან ექსტრაქციულობაში. სოციუმებმა შეიძლება განავითარონ ან არ
განავითარონ ინკლუზიური ინსტიტუტები გამომდინარე იქიდან, თუ როგორი
ინსტიტუტები ჰქონდათ ისტორიულად და როგორ გარემოებებში უწევდათ არსებობა. ეს
მოსაზრება რთულ სქემას ქმნის ებრაეული ინსტიტუტების ასახსნელად, ვინაიდან მათი
(როგორც ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნებული მიგრანტების, ასევე ადგილობრივი
პალესტინელების) ისტორიული გამოცდილება უკავშირდება მრავალგვარი კულტურის და
პოლიტიკური სისტემის გავლენას.

ებრაელთა „აღთქმულ მიწაზე“ ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე არაერთი


მრავალფეროვანი პროცესი განვითარდა. ეს ტერიტორია, როგორც სამ კონტინენტს შორის
არსებული სტრატეგული მდებარეობა, ყოველთვის იყო მიმზიდველი და აქტიური
მოვლენებით დატვირთული. აქედან გამომდინარე, რთულია, ამ ტერიტორიაზე არსებული
ინსტიტუტების აღწერა და მათი ხასიათის განმაპირობებლი ფაქტორების ძიება -
2

პალესტინის/ისრაელის რეგიონი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ადგილი,


სადაც განვითარდა ადამიანთა საცხოვრებელი, სასოფლო-სამეურნეო თემები და ზოგადად,
ცივილიზაცია. ამ ტერიტორიამ საუკუნეების განმავლობაში არაერთი ჰეგემონი გამოიცვალა.
IV საუკუნეში ის რომის იმპერიის ფარგლებში იყო ქრისტიანობის ცენტრი, შემდგომ
მუსლიმთა დაპყრობების შედეგად მაჰმადიანთა დინასტიის ხელში აღმოჩნდა და ისლამის
ცენტრად იქცა, ამის შემდეგ გამოიარა ჯვაროსნების მცირეხნიანი მმართველობა, ეგვიპტე,
ოსმალეთის იმპერია, საბოლოოდ კი დიდი ბრიტანეთის მანდატი და პალესტინის ბედი
ევროპის გადასაწყვეტი ხდება. ასეთ ცვალებად გარემოში რთული იქნებოდა ნებისმიერი
სახის სტაბილური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, იქნებოდა ეს ექსტრაქციული თუ
ინკლუზიური. შესაბამისად, დაბრუნებულ ებრაელებს დახვდათ მოშლილი პოლიტიკური
ნიადაგი.

საინტერესოა, როგორი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი სახელმწიფოს


წარმოქმნის პროცესში პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობა. შესაძლოა, ეს
უკავშირდებოდეს დიასპორების მიერ ჩამოტანილ იმ ინსტიტუტების გამოცდილებას, რაც
მათ მიიღეს წინამორბედ ქვეყნებში? პოლ კოლიერის თანახმად, მიგრანტებს განვითარებული
ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ სამშობლოში ჩამოაქვთ გამოცდილება და მიგრირებულმა
ებრაელებმა თან ჩაიტანეს დასავლური კულტურა, განათლება, ეთიკა, წეს-ჩვეულებები,
პოლიტიკური გამოცდილება და იდეოლოგია. სანაცვლოდ მათ დახვდათ საკმაოდ
კომპლექსური გარემო. აღსანიშნავია, რომ ევროპიდან დაბრუნებული ებრაელების გარდა,
უდიდესი ნაწილი დაბრუნდა ისლამური ქვეყნებიდან: ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან
და ა.შ. მოსაზრება, რომ ებრაული სახელმწიფო განვითარდა ინკლუზიური ინსტიტუტების
პრინციპით ხალხის მიერ ჩამოტანილი გამოცდილების დამსახურებით, არ არის საკმარისი
სრული სურათის ასახსნელად.

ამ ტერიტორიაზე ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად დასავლეთის ღია


მხარდაჭერა იყო მათი ინტერესების ცხადი დემონსტრაცია. საკმაოდ ცხელ რეგიონში
დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა მნიშვნელოვანი იყო ორ ბანაკად
გაყოფილ მეორე მსოფლიო ომის პოსტ-ეპოქაში. ექსტრაქციული ინსტიტუტები ყალიბდება
მხოლოდ მცირე, პრივილიგირებული ელიტების ხელშესაწყობად. ექსტრაქციულ
ინსტიტუტებში ინტერესის ჯგუფებს არ აქვთ ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი გზები
და ჩნდება პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები. თუკი დასავლეთი არ გამოიჩენდა
3

წონად პოლიტიკურ ნებას, დიდი შანსი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე თუ გვიან,
მიუხედავად მოქალაქეების მისწრაფებებისა, სახელმწიფო ინსტიტუტები
ექსტრაქციულობისაკენ. გადაიხრებოდა და გარემო შთანთქამდა ინკლუზიურობის შექმნის
მცდელობებს. ეს ყველაფერი კი არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნიდა და ჩაშლიდა
რეგიონში დემოკრატიული სატელიტი სახელმწიფოს შექმნის მცდელობას.

უნდა აღინიშნოს, რომ აჯემოღლუ და რობინსონი უგულებელყოფენ გეოგრაფიული და


ეკოლოგიური პირობების როლს მდიდარი სოციუმის ჩამოყალიბებაში. ეს პირობები
შეიძლება გულისხმობდეს დაავადებების გავრცელების ხარისხს, ნიადაგის ნაყოფიერებას და
შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ან ისტორიულ ფასებულობებს,
რომლებიც უბიძგებს მოსახლეობას სოფლის მეურნეობის ან ტექნოლოგიების განვითარებას.
არასწორია გეოგრაფიული ფაქტორების და ინსტიტუტების დიქოტომიის, როგორც
ეკონომიკური ზრდის საფუძვლის, დაკნინება. მართალია, ინდივიდების ეკონომიკური ქცევა
მართულია ინსტიტუტების მიერ, თუმცა ამ ინსტიტუტების ბუნება და ისტორიული
განვითარება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ
მახასიათებლებთან.

აღნიშნული მოსაზრება კარგად ეხმიანება ისრაელის შემთხვევას - ისრაელის ხრიოკი


მიწა გამოუსადეგარი, რთულად ასათვისებელია. აჯემოღლუს და რობინსონის აზრით,
მიუხედავად ამისა, ისრაელმა განავითარა ტექნოლოგიურად განვითარებული თავისუფალი
საბაზრო ეკონომიკა, ძირითად ეკონომიკურ სექტორებად აქცია მაღალტექნოლოგიური და
სამრეწველო წარმოება, ალმასის ინდუსტრია, ფარმაკოლოგია. გეოგრაფიულ ფაქტორებსა და
მიღწეულ სიმდიდრეს შორის ასეთი შეუსაბამობა ამტკიცებს ავტორების მოსაზრებას. თუმცა,
ებრაული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში უდიდესი როლი შეასრულა დიდმა
ბრიტანეთმა, რომელმაც უბიძგა და ჩამოაყალიბდა ეკონომიკურად მზარდ სახელმწიფოდ,
ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტებით. მისი ინტერესები კი საწყის ეტაპზე
ნამდვილად უკავშირდებოდა აღმოსავლეთში ნავთობზე წვდომას და სხვა გეოგრაფიულად
მომგებიან ფაქტორებს.

XX საუკუნეში პალესტინა იყო დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ და სწორედ ამ ქვეყნის


ინტერესების ლობირებითა და ერთა ლიგის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა სუვერენული
სახელმწიფო. რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი არ იყო მოტივირებული ალტრუისტული
მიზნებით და საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. ერთ-ერთი ინტერესი იყო ვაჭრობისთვის
4

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუეცის არხის კონტროლის სურვილი. მეორე იყო


კომუნიკაციების შენარჩუნება ინდოეთთან და მათ აღმოსავლეთ აფრიკის კოლონიებთან.
ასევე, როგორც აღინიშნა, ჰქონდა სურვილი, მიეღო ახლო აღმოსავლეთში ძლიერი ბაზა
ნავთობზე წვდომისთვის. ებრაული სახელმწიფოს საფუძვლად ინკლუზიური პოლიტიკური
და სოციალური ინსტიტუტების შექმნა დიდწილად უკავშირდება გარე მასტიმულირებელ
ფაქტორებს და დასავლურ ზეწოლას, თუმცა, აღსანიშნავია ხალხის როლიც - მათ ჰქონდათ
საკმაოდ ძლიერი მოტივატორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიზნის სახით, რაც
მოგვიანებით გადაიზარდა მძლავრ ნაციონალისტურ მოძრაობაში და დიდი როლი ითამაშა
სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

მუდმივი მიგრაციის გავლენა ებრაელი ერის/სახელმწიფოს


დემოკრატიულ მახასიათებლებზე

იძულებითი თუ ნებაყოფლობითი მიგრაციის ფენომენი, ყოველთვის იყო ებრაელი ერის


თანმდევი და მისი სპეციფიკის განმსაზღვრელი: ეგვიპტიდან გამოსვლით დაწყებული
ჰოლოკოსტით იძულებული მიგრაციით დამთავრებული. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ
წლებში იზრდება ანტი-სემიტისტური განწყობები. ებრაელთა სამშობლოში დაბრუნების
გეგმა სასწრაფოდ უნდა განხორციელებულიყო რეალობაში და დაიწყო დიდი იმიგრაცია,
რომელსაც ,,ალია’’ (სიტყვა-სიტყვით ,,ასვლა’’) ეწოდა. მიგრაციამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო
ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ, კი დიდი როლი ითამაშა
საერთაშორისო გარემოში ადგილის დამკვიდრების პროცესში.

ებრაული სახელმწიფოს ძლიერი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, სხვა


ფაქტორებთან ერთად, შეგვიძლია ავხსნათ მისი უშუალო კავშირებით თითოეულ
ქვეყანასთან. ამ მოსაზრებას ამტკიცებს რობერტ პუტნამის ნაშრომი „E Pluribus Unum:
Diversity and Community In the Twenty-first Century“, რომელშიც ის განიხილავს მიგრაციის
ეფექტებს. ერთ-ერთი ეფექტი სოციალური კაპიტალის შექმნაა. პუტნამი ხაზს უსვამს
სოციალური კავშირების მნიშვნელობას. კავშირები მისთვის არის ძალიან ფასეული რამ.
მიგრაცია ხელს უწყობს ამ კავშირების ჩამოყალიბებას/გაღრმავებას საერთაშორისო დონეზე
და გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედებს გლობალურ სურათზე. როდესაც ერთ ქვეყანას
ჰყავს მეორე ქვეყანაში თავისი დიასპორა, გარკვეულწილად უჩნდება ამ ქვეყანასთან
5

დადებითი ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლობის სტიმულიც და


ვალდებულებაც.

მსოფლიოში გავრცელებული ებრაული დიასპორები თითქმის ყველა დიდ და


განვითარებულ სახელმწიფოში ქმნიან ლობისტურ ჯგუფებს, რომლებიც შემდგომში ამ
სახელმწიფოს მიერ საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ებრაული ინტერესების სადარაჯოზე
დგანან. მიგრანტების შესახებ პოლ კოლიერი ამტკიცებს, რომ დიდი და კულტურულად
განსხვავებული დიასპორები ამცირებს მასპინძელ საზოგადოებებში ნდობისა და
თანამშრომლობის დონეს. ებრაელებს მკაცრად ჰქონდათ შენარჩულებული საკუთარი
კულტურა, რელიგია, ენა, კვების ტრადიცია, წეს-ჩვეულებები. მსოფლიო გაფანტულობამ
უდიდესი სოციალური კაპიტალი და ლობი ჯგუფები დაუგროვა ისრაელს, ერთი მხრივ,
წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, მეორე მხრივ, კი ბიზნეს-
ურთიერთობების გაადვილებისათვის - ებრაული დიასპორები ქმნიდნენ გარკვეულ ძალთა
ცენტრებს მიმღებ ქვეყნებში, ასევე, ისრაელის მიწაზე დაბრუნებულ ებრაელებს
მოჰყვებოდათ არა-ებრაელი ოჯახის წევრები, ისინი ტოვებდნენ ნათესავებს და ახლობლებს
ყოფილ ქვეყანაში და ამგვარად იკვრებოდა დიდი ქსელი, რომელმაც უამრავი ინტერაქცია
გაუადვილა ქვეყანას.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ებრაული ნაციონალიზმის უმთავრესი დებულება და


მიზანი ეყრდნობოდა მიგრაციას. სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი დღიდან კარი ღია
იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომდინარე ებრაული წარმოშობის
მოსახლეობისათვის, რომლებსაც ასევე მოჰყვებოდნენ არა-ებრაელი ოჯახის წევრები,
შესაბამისად, მოსახლეობა დაკომპლექტდა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებით.
ათწლეულების განმავლობაში ეს პოლიტიკა გამკაცრდა, ისევე, როგორც „ებრაელად
განსაზღვრის კრიტერიუმი“. თითქოს თავდაპირველი გაერთიანების იდეამ ამოწურა
საკუთარი როლი და ღია მიგრაციული პოლიტიკა რეალურად გახდა განვითარებადი
ქვეყნებიდან არალეგალი მიგრანტების შემოდინების ბაზისი.

გახდა თუ არა მიგრაცია თანამედროვე ნაციონალიზმის გაღვივების მიზეზი? თუ


რევიზიონიზმი ენდოგენური ფაქტორებით განპირობებული მოვლენაა, რომელიც თანმდევი
იყო დემოკრატიული პროცესების? აღქმებს დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორიოს
პოლიტიკის შეფასებისას - თავდაპირველად ებრაელები ყველა ქვეყანაში ხედავდნენ
საკუთარ დიასპორას და მათი კარი ღია იყო. ათწლეულობით კონოსლიდაციის შემდგომ
6

მათი ნაციონალიზმის შეგრძნება გარდაიქმნა და მეტად „ეგოცენტრული“ გახდა, ერის აღქმა


შევიწროვდა და დავიდა ქვეყნის საზღვრებამდე. გლობალიზაციის პროცესებმა დააჩქარა იმ
ებრაელების ასიმილაცია, რომლებმაც თავის დროზე არ მიმართეს ისრაელს. მათი უდიდესი
ნაწილი სრულიად შეერწყა ადგილობრივ მოსახლეობას ან აგრძელებს ცხოვრებას
დიაპორების სახით.

მიგრაცია ნაციონალიზმის გამაღვივებელ ერთ-ერთ ეგზოგენურ ფაქტორად ითვლება.


ნოდიას მიხედვით, მიუხედავად ამ საგარეო ფაქტორების არსებობისა, მათ არ შეუძლიათ
პოპულიზმის ან ნაციონალიზმის გამოწვევა, აღმოცენება, არამედ მხოლოდ გაძლიერება და
საზრდოობა უკვე არსებულის. თუმცა, განვიხილოთ რა კავშირში იყო/არის მიგრაცია
სიონიზმის ტრანსფორმაციასთან და ასევე, რა როლი შეასრულა ქვეყნის აღმშენებლობის
პროცესში ნაციონალიზმთან და ინკლუზიურ ინსტიტუტებთან ერთად.

სიონისტური მოძრაობის წარმატება და მისი ტრანსფორმაცია

ებრაელი ხალხის მაგალითი ცნობილი პარადოქსია და მტკიცებულებაა იმისა, რომ ერი


სახელმწიფოს გარეშეც არსებობს. XIX საუკუნის II ნახევარი ის პერიოდია, როცა ევროპის
ქვეყნებში თვითგამორკვევა და ნაციონალიზმების წარმოშობა იწყება. ებრაელი ერი არჩევნის
წინაშე იდგა: ადგილობრივებთან ასიმილაცია ან სამშობლოში დაბრუნება, არჩევანი კი
მეორეზე გაკეთდა. ნაციონალიზმი ხშირად გვევლინება ხოლმე წინააღმდეგობრივი
ხასიათით, ოპოზიციონირებს რაიმე ფენომენთან და მისი წარმოშობის ან გაღვივების
მიზეზიც სწორედ საპროტესტო ტალღა არის ხოლმე, რაც სიონიზმის მაგალითზე, პასუხი
იყო ანტი-სემიტიზმზე. ქვეყანაში დაქსაქსულ ებრაეულ დიასპორებს არაფერი საერთო არ
გააჩნდათ, გარდა წარმომავლობის შესახებ მითისა, ერთიანი იდენტობის საკმაოდ ძლიერი
შეგრძნებისა. ამ იდეების ნაკრებმა, რომელიც ერთიან იდეოლოგიად შეკრა თეოდორ
ჰერცლმა, შექმნა თეორიული საფუძველი სუვერენული სახელმწიფოს ფორმირებისთვის.
ნაციონალისტური განწყობების საშუალებით შეიქმნა პოლიტიკური მოძრაობა. ებრაეულ
ნაციონალიზმს სიონიზმი ეწოდა, მისი მოწოდება კი თავიდანვე იყო ერი-სახელმწიფოს
ჩამოყალიბება.

როგორც გია ნოდია აღნიშნავს ნაშრომში „პოსტნაციონალური ილუზიის დასასრული“,


გავრცელებული მიდგომის თანახმად, ნაციონალიზმი არასწორად მიაჩნიათ დროებით
7

მოვლენად, “მომენტის ფენომენად”, რომელიც ჩაივლის და არა ზოგად ტენდენციად. ეს


მოცემულობა დაამტკიცა სიონიზმის განვითარების გზამ. მას ჰქონდა აღმა-დაღმა სვლის
მომენტები, თუმცა ის არ იყო მოკლევადიანი და ამოწურვადი ფენომენი. პირველი ეტაპზე
ნაციონალიზმს ჰქონდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებელი დატვირთვა, მეორე ეტაპზე კი
მნიშვნელოვანია მოცემული ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია რევიზიონისტულ
მიმდინარეობად და თანამედროვე პოლიტიკური პროცესების რიტორიკა, რომელიც
მიუთითებს მკაცრად რეგულირებულ ეროვნულ სახელმწიფოზე, სადაც ერი და ეროვნული
საკითხები უპირველესია, სახელმწიფოში კი იზოლაციონისტური ტენდენციები შეიმჩნევა.
თანამედროვე დღის წესრიგში ისრაელისთვის დგება მილიტარიზმის ზრდა, საზღვრების
გამკაცრების, ეროვნული სიმბოლიკის გაოფიციალურების საკითხი. სიონიზმის
რევიზიონისტული განხრის განვითარება დებატებს წარმოშობს ამ იდეოლოგიის შესახებ და
ჩნდება კითხვა: შესაძლოა თუ არა, რომ ნაციონალიზმი, რომელმაც გააერთიანა ერი და
დამოუკიდებლობა მოუტანა მას, დღეს მისსავე მტრად იქცეს?

სიონიზმის თანამედროვე ხაზის დემონსტრაციისთვის განვიხილოთ 2018 წელს ისრაელის


კნესეტის მიერ გამოცემული დოკუმენტი ,,ძირითადი კანონი: ისრაელი - ებრაელი ხალხის
ეროვნული სახელმწიფო’’:

- ისრაელის მიწა ებრაელთა ისტორიული სამშობლოა, სადაც ის აღმოცენდა. ისრაელი


ეროვნული სახელმწიფოა ებრაელი ხალხისა. ის ღიაა ებრაული იმიგრაციისათვის. ებრაული
ენა, დამწერლობა და კალენდარი ოფიციალურად გამოცხადდა.

მარქსი და ენგელსიდან მოყოლებული 90-იანი წლების ლიბერალებისა და თავისუფალი


ვაჭრობის მხარდამჭერების ჩათვლით ყველა პროგნოზირებდა, რომ ეკონომიკური
გლობალიზაციის ძალა და ბენეფიტი გადაწონიდა და დაძლევდა ერი-სახელმწიფოს ცნებას.
აშკარაა, რომ ებრაულ სახელმწიფოში ნაციონალისტურ განწყობები ღვივდება. მოცემული
დოკუმენტის გამოცემით გადაიდგა მკვეთრი ნაბიჯი ანტი-არაბული განწყობის
გამოსახატად, გამოჩნდა ერი-სახელმწიფოს ცნების პრაქტიკული გამყარებისა და ებრაელთა
გაერთიანების სურვილი. კრიტიკოსთა აზრით, თანამედროვე სიონიზმი ქვეყნის მტრად იქცა
და მისი რადიკალური ფორმებით გამოვლინებამ შესაძლოა ისრაელი განვითარებისკენ
მიმავალი რელსებიდან გადაიყვანოს. ბენიამინ ნეთანიაჰუს (პრემიერ-მინისტრი 1996-1999 და
2009-2021 წლებში) მთავარი პოსტულატები იყო მზარდი მილიტარიზაცია და ლიბერალური
ეკონომიკა. პარტია „ლიკუდის“ წარმატება აიხსნებოდა პოპულისტური ქმედებებით,
8

როგორიცაა სახალხლო ანტიელიტისტური პარტიის პროფილის მორგება. დღეისთვის


გამკაცრებულია სასაზღვრო პოლიტიკა, მკაცრად კონტროლდება თითოეული ტურისტის
ინფორმაცია და ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს არალეგალთა დეპორტაცია,
ამავდროულად კი ისრაელი მიესალმება ყველა ეთნიკურად ებრაელის სამშობლოში
დაბრუნებას.

ჯონათან სფაიერის ნაშრომში ,,ნაციონალიზმის თეორიები: ისრაელის ექსპერიმენტი,


როგორც მაგალითი’’ გაანალიზებულია რამდენიმე მოდერნისტული სკოლის მეცნიერების
ახსნები. აქ ებრაული იდენტობა წარმოჩენილია, როგორც კოლონიზატორთა პროექტის
ბაზისზე კონსტრუირებული ერი-სახელმწიფოს წარმატებული მაგალითი. განხილულია
ილან პაპეს ხედვაც - ის იდენტობას აღწერს, როგორც ადამიანთა თანამედროვე გამოგონებას,
რომელიც იშვა კონფლიქტური ეთნიკური ან კულტურული ინტეგრაციით ან დაშლით,
ნაციონალიზმის წყაროდ კი ხელოვნურად შექმნილ მტრებს ასახელებს, მისთვის ებრაული
ნაციონალიზმი ილუზიურია. ამ მოსაზრებას ეხმიანება ნოდიას მონაკვეთიც, რომლის
თანახმადაც ადამიანის ბუნება თავისთავად არის კონსტრუირებული. ადამიანმები არიან
ფორმირებული სოციალური გავლენით. ამ კომბინაციებმა ერთ დღეს გაგვხადეს
ნაციონალისტები, მეორე დღეს კი განგვკურნავენ ამისგან. ამის დასტურია სიონიზმის
განვითარების გზა, რომელიც ცხადად გვიჩვენებს, რომ შიდა და გარე ფაქტორებზე
რეაგირებით ნაციონალიზმი გარდაიქმნება - სუსტდება ან ძლიერდება.

დასკვნა:

ისრაელი მიგრანტებისგან შემდგარი ქვეყანაა, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოდ


ჩამოყალიბებამდე ორი ათასწლეულის განმავლობაში აბსტრაქტულად არსებობდა
მიგრაციაში მყოფი მოსახლეობის ცნობიერებაში. მუდმივად მიგრაციის რეჟიმში ყოფნამ ამ
ერს თავისი დაღი დაასვა. ებრაელებმა ადგილობრივებისგან განსხვავებით მეტად იცოდნენ
წერა-კითხვა, რადგანაც იუდაიზმმა პირველ საუკუნეში დაწყებითი განათლება
სავალდებულო გახადა ბიჭებისათვის და ებრაელები წიგნიერ ეთნიკურ ჯგუფად აქცია
მსოფლიოში, სადაც დანარჩენი მოსახლეობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ამ
უპირატესობამ ისლამურ იმპერიაში საშალება მისცა ჩართულიყვნენ ურბანულ სფეროებში,
ნაცვლად მეურნეობისა.
9

მოგვიანებით, ევროპაში გადასვლის შემდგომ ადგილობრივი მმართველების მიერ


დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო ებრაელები არ იყვნენ დაკავებულნი
მიწათმოქმედებით, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. ბევრ ქვეყანაში ებრაელებს
ეკრძალებოდათ მიწის ფლობა, ვაჭრობა კი ერთადერთ საქმიანობად რჩებოდა. ამგვარი
გზებით მიგრაციამ განაპირობა ებრაელი ერის და შემდგომში მათი სახელმწიფოს სპეციფიკა
- დამოუკიდებელი ბიზნეს ინტერესების მატარებელი ინდივიდებისათვის, რომლებმაც
თავის თავზე იგემეს ლიბერალური ეკონომიკის სარგებელი, მიუღებელი იქნებოდა
ექსტრაქციული ეკონომიკური ინსტიტუტები. ამასთანავე, მსოფლიოს ყველა კუთხეში
დაგროვებულმა სოციალურმა კაპიტალმა ისრაელს ჩამოუყალიბა უდიდესი ქსელი
ლობისტური ჯგუფების, რომლებიც ადგილობრივად ატარებენ ებრაეულ ინტერესებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დღის წესრიგში ებრაელთათვის დამოუკიდებელი


სახელმწიფოს შექმნის საკითხის დაყენებას მოჰყვა „ალიად“ წოდებული ებრაელთა დიდი
მიგრაცია. განვითარებული ქვეყნებიდან დაბრუნებულმა მიგრანტებმა სამშობლოში ჩაიტანეს
ცოდნა, განათლება, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცდილება, შესაბამისად,
ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის წინაპირობა. ის ფაქტი, რომ მიგრაციის შედეგად
გაფანტული ცხოვრების გამო ებრაელ ერს არ ჰყოლია საერთო ელიტური დაჯგუფება ან
ლიდერების გაერთიანება, თავისთვად უშლიდა ხელს ელიტურ მმართველობას და
ექსტრაქციულო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთისა და ერთა
ლიგის ხელშეწყობით ქვეყანაში სწორედ ინკლუზიური პოლიტიკური, ეკონომიკური და
სოციალური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო, რათა შექმნილიყო ძლიერი სახელმწიფო
ცხელ და სტრატეგიულ რეგიონში დასავლური ინტერესების გასატარებლად.

ებრაული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს ზურგს უმაგრებდა ერთ იდეოლოგიად


შეკრული სიონისტური მოძრაობა. თავდაპირველი ნაციონალიზმი ერის კონსოლიდაციის
მიზნით მოქმედებდა და საკუთარი დანიშნულება საუკეთესოდ შეასრულა. აქ შეიძლება
გაჩნდეს კითხვა, რა იყო გადამწყვეტი წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე -
ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა თუ სწორად წარმართული ნაციონალიზმის
სტრატეგია? ნაციონალიზმი დღეს ხშირად ასოცირდება არა-დემოკრატიულ ცნებასთან და
მისი აღმასვლა დემოკრატიის დაღმასვლის ინდიკატორად მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში,
ნაციონალიზმისა და დემოკრატიული, ინკლუზიური ინსტიტუტების პარალელურმა
დინებამ შედეგად მოგვცა განვითარებული, შეკრული სახელმწიფო ლიბერალური
10

ღირებულებებით. მიუხედავად ამ ორი ცნების წარმატებული კოლაბორაციის მაგალითისა,


ებრაული ნაციონალიზმი, როგორც ,,მედროვე’’ ტენდენცია, ტრანსფორმაციას განიცდის და
ისრაელი მკვეთრად ეროვნულ სახელმწიფოდ ყალიბდება. სახეზე გვაქვს უმკაცრესი
მიგრაციული პოლიტიკა და ნაციონალიზმის იზოლაციონისტური ფორმით გამოვლინების
რისკები. მზარდი მილიტარიზმი და იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილი ტენდენციები
მოასწავებს ისეთი ანტი-გლობალური იდეის გაჩენის პერსპექტივას, როგორიც, მაგალითად,
საფრანგეთში ან ინგლისში გამოვლინდა ევროკავშირთან დამოკიდებულების სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სახელმწიფოს წარმატება დიდწილად დგას


ინკლუზიურ ინსტიტუტებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელთა რელიგიური და საერთო
წარსულზე დაყრდნობილი ნაციონალიზმის ნარატივი არ არის ხელოვნურად
კონსტრუირებული და მას მყარი ისტორიული საფუძველი აქვს, მისით მანიპულირების
გზები კი პოლიტიკოსთა ხელშია.
11

გაჩეჩილაძე რ. (2015) - ,,უძლიერესი პატარათა შორის: ისრაელი’’. საქართველოს


სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

დავითაშვილი ზ. (2003) ,,ნაციონალიზმი და გლობალიზაცია’’ თბილისი,


საქართველო

BASIC LAW: ISRAEL - THE NATION STATE OF THE JEWISH PEOPLE, 2018

Spyer (2005) ,,Theories of Nationalism: The Israel Experience as a Test Case’’ 20(2) Israel
Studies Forum

You might also like