You are on page 1of 89

1 მკითხველთა ლიგა

ლევ ტოლსტოი

ივან ილიჩის სიკვდილი

2 მკითხველთა ლიგა
1

სასამართლოს დიდ შენობაში მელვინსკის საქმესთან დაკავ-


შირებით სხდომაზე შესვენების გამოცხადებისას პროკურორებმა
და სასამართლოს წევრებმა თავი ივან ეგორიჩ შებეკის კაბინეტ-
ში მოიყარეს. საუბარი ყველასთვის ცნობილ კრასოვსკის საქმე-
ზე დაიწყო. ფეოდორ ვასილევიჩი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს
საქმე არაგანსჯადიაო, ხოლო ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა.
ერთადერთი, ვინც კამათში არ ჩართულა, პეტრე ივანოვიჩი იყო,
იჯდა და ახლახან შემოტანილ „ვედომოსტს“ ათვალიერებდა.
– ბატონებო, ივან ილიჩი გარდაიცვალა!
– გარდაიცვალა?!
– აი, წაიკითხეთ! – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა ფეოდორ ვასი-
ლევიჩს და ჯერ ისევ სტამბის სუნით გაჟღენთილი გაზეთი გაუწო-
და.
შავ არშიაში ასეთი განცხადება იყო: „პრასკოვია ფეოდოროვ-
ნა გოლოვინა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს მიმდინარე
1882 წლის ოთხ თებერვალს მწუხარებით აუწყებს საყვარელი
მეუღლის – სასამართლოს პალატის წევრის ივან ილიჩ გოლო-
ვინის გარდაცვალებას. გამოსვენება პარასკევს, ნაშუადღევს“.
ივან ილიჩი, ვინც აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი იყო და
ყველას უყვარდა, უკვე რამდენიმე კვირაა, ავადმყოფობდა – ამ-
ბობდნენ, რაღაც მოურჩენელი სენი სჭირსო... სამსახურში ივან
ილიჩს ჯერ ისევ თავისი თანამდებობა ეკავა, მაგრამ, ვარაუდობ-
დნენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ადგილას შე-
იძლება ალექსეევი დაენიშნათ, ხოლო ალექსეევის ადგილას ან
ვინიკოვი, ან შტაბელი. ამიტომაც, როგორც კი ივან ილიჩის სიკ-
3 მკითხველთა ლიგა
ვდილის ამბავი შეიტყვეს, აზრი, რამაც ამ კაბინეტში თავმოყრი-
ლი თითოეული ბატონის თავში გაიელვა, იყო ის, თუ რა მნიშვნე-
ლობა შეიძლება ჰქონებოდა ივან ილიჩის სიკვდილთან დაკავში-
რებულ გადაადგილებებ-დაწინაურებებს პალატის წევრებისა და
მათი ნათესავებისათვის.
„ახლა ალბათ შტაბელის ან ვინიკოვის ადგილს დავიკავებ. მე
ამას დიდი ხანია მპირდებიან. ამ დაწინაურებით კანცელარიის
გარდა დამატებით კიდევ რვაას მანეთამდე მომიწევს“... – ეს ფე-
ოდორ ვასილევიჩი იყო.
„სასწრაფოდ კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვით-
ხოვო. იმას მაინც ვეღარ იტყვიან, ნათესავებისთვის არაფერს
აკეთებსო“, – ასე პეტრე ივანოვიჩმა გაიფიქრა, ხმამაღლა კი
თქვა:
– რომ ვერ ადგებოდა, მე ეს უკვე ვიცოდი... ეჰ, ძალიან საწყე-
ნია...
– მაინც ისეთი რა ავადმყოფობა სჭირდა?
– ექიმებმა ვერ დაადგინეს, უფრო სწორად, დაადგინეს, ოღო-
ნდ სხვადასხვანაირად, ზოგი იმას ამბობდა, ზოგი ამას... ბოლოს
რომ ვნახე, უკეთესად იყო, მეგონა, გამოკეთდებოდა.
– დღესასწაულების მერე მასთან აღარ ვყოფილვარ, ისე კი,
სულ ვაპირებდი, წავალ, ვნახავ-მეთქი.
– მაინც, რა ქონების პატრონია?
– არ ვიცი, მგონი, ცოლს უნდა ჰქონდეს რაღაც ცოტაოდენი,
თუმცა, ძალიან უმნიშვნელო.
– ახლა უნდა წავიდეთ, მივუსამძიმროთ... ისე, ძალიან შორს
ცხოვრობენ...
– ესე იგი, თქვენგან ძალიან შორს... თქვენგან ხომ ყველაფე-
რი შორია.

4 მკითხველთა ლიგა
– არა, ვერ მპატიობს, მდინარის იქით რომ ვცხოვრობ, – თქვა
პეტრე ივანოვიჩმა, შებეკს გაუღიმა და ლაპარაკი ახლა ქალაქის
მოშორებულ ადგილებზე დაიწყეს.
სამსახურში მოსალოდნელ გადაადგილებებსა და შესაძლო
ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება ივან ილიჩის სიკვდილს
მოჰყოლოდა, ახლო ნაცნობის სიკვდილის ფაქტმა, როგორც ყო-
ველთვის, – მოკვდა ის და არა – მე... მათ გულებში ერთგვარი
სიხარულიც დაბადა...
„როგორია, მოკვდა ის, მე კი, აი, ცოცხალი ვარ!“ – იგრძნო ან
გაიფიქრა თითოეულმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის
ახლო ნაცნობებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა, უნდო-
დათ თუ არა, იმაზეც იფიქრეს, რომ ახლა საჭირო იყო წასულიყ-
ვნენ პანაშვიდზე, მიესამძიმრებინათ ქვრივისთვის და ზრდილო-
ბის ეს მოსაწყენი წესი შეესრულებინათ.
ყველაზე ახლო ერთმანეთთან ფეოდორ ვასილევიჩი და პეტ-
რე ივანოვიჩი გახლდათ.
პეტრე ივანოვიჩი ივან ილიჩთან სამართალმცოდნეობის სას-
წავლებლიდან მეგობრობდა და მის წინაშე თავს ვალდებულად
თვლიდა.
სადილობისას პეტრე ივანოვიჩმა ცოლს ივან ილიჩის გარ-
დაცვალების ამბავი შეატყობინა, ოლქში ცოლისძმის გადმოყვა-
ნის თაობაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა და ისე, რომ არც კი და-
უსვენია, არ წამოწოლილა, ფრაკი ჩაიცვა და მაშინვე ივან ილი-
ჩის სახლისკენ გასწია.
ივან ილიჩის სახლის სადარბაზოსთან კარეტა და ორი მეეტ-
ლე იდგა. წინკარში საკიდართან კედელზე კუბოს ფარჩაგადაკ-
რული, ფუნჯებითა და სირმებით გაწყობილი სახურავი იყო მიყუ-
დებული. იქვე შავებში ჩაცმული ორი მანდილოსანი იდგა და
ქურქებს იხდიდა. ამ ორთაგან ერთი პეტრე ივანოვიჩისათვის
კარგად ნაცნობი ქალბატონი – ივან ილიჩის და იყო, ხოლო მე-
5 მკითხველთა ლიგა
ორე მისთვის სრულიად უცნობი გახლდათ... კიბეზე ზევიდან პეტ-
რე ივანოვიჩის სკოლის ამხანაგი შვარცი ჩამოდიოდა, პეტრე
ივანოვიჩი რომ დაინახა, კიბეზე შეჩერდა და თვალი ისე ჩაუკრა,
თითქოს ეუბნება, ივან ილიჩმა ეს საქმე უდროო დროს წამოიწყო,
თითქოს ახლა მე და შენ მეტი საქმე არა გვქონდესო!
შვარცის ინგლისურ ბაკნებარდებიანი სახეც და ფრაკში გა-
მოწყობილი მისი გამხდარი სხეულიც, როგორც ყოველთვის,
დახვეწილი და ზეიმური იყო, ხოლო სახის გამომეტყველება სე-
რიოზული, რაც მის ფუქსავატ ხასიათს არ ესადაგებოდა, თუმცა
მის სახეს ჩვეული ლაზათი და მიმზიდველობა არც ახლა არ აკ-
ლდა..
ასე პეტრე ივანოვიჩი ფიქრობდა.
ის ორიქალი პეტრე ივანოვიჩმა წინ გაუშვა და თვითონ მათ
უკან ნელა აუყვა კიბეს. შვარცი არ ჩამოსულა ზევიდან და პეტრე
ივანოვიჩი, რა თქმა უნდა, მიხვდა, ასე რატომ მოიქცა: ეტყობა,
უნდა შევთანხმდეთ, ვისტი ამ საღამოს სად ვითამაშოთო, – გა-
იფიქრა... ქალებმა კიბე აიარეს და ქვრივთან ახლოს დადგნენ...
შვარცმა მსხვილი ტუჩები მოკუმა, ორაზროვნად გაიღიმა და –
მიცვალებულის ოთახი მარჯვნივ არისო, – თვალით ანიშნა.
პეტრე ივანოვიჩი შევიდა მიცვალებულის ოთახში, მაგრამ,
როგორც ეს ყოველთვის ხდება, არ იცოდა, როგორ მოქცეული-
ყო. მხოლოდ ის იცოდა, ასეთ დროს პირჯვრისწერა ხელს არასო-
დეს უშლიდა, აი ის კი, მისალმება და თავის დაკვრა ასეთ დროს
საჭირო იყო თუ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა; ბოლოს ამ ორს
შორის საშუალო აირჩია – ოთახში შესვლისას პირჯვარსაც იწერ-
და, ცოტა თავსაც ხრიდა და რამდენადაც ხელების და თავის მოძ-
რაობა ამის საშუალებას აძლევდა, ოთახსაც ათვალიერებდა.
ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი, მგონი, ივან ილიჩის
დისშვილი იყო, პირჯვრის წერით ოთახიდან გავიდა... მოხუცი ქა-
ლი გაუნძრევლად იდგა და ვიღაც უცნაურად წარბაწეული მანდი-
6 მკითხველთა ლიგა
ლოსანი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. სურთუკში გამოწყო-
ბილი მხნე, დაუზარელი დიაკონი, ყოველგვარი წინააღმდეგობ-
რიობის გამომრიცხავი გამომეტყველებით ხმამაღლა რაღაცას
კითხულობდა. ბუფეტის კაცმა გერასიმმა პეტრე ივანოვიჩის წინ
ფრთხილად გაიარა, იატაკზე რაღაც მოაბნია და პეტრე ივანოვიჩ-
მა უცებ ხრწნაშეპარებული გვამის ოდნავი სუნი იგრძნო. ეს კაცი,
ანუ გერასიმი, ივან ილიჩთან მან ბოლო ყოფნის დროს მის კაბი-
ნეტში ნახა. მაშინ ის მესასთუმლის მოვალეობას ასრულებდა და
ივან ილიჩს, ეტყობა, განსაკუთრებულად უყვარდა... პეტრე ივა-
ნოვიჩი პირჯვარს იწერდა და კუბოსა და დიაკვანს შორის კუთხე-
ში მაგიდაზე დაბრძანებული ხატებისკენ თავს ოდნავ ხრიდა. მე-
რე მოეჩვენა, პირჯვარს დიდი ხანია ვიწერო, გაჩერდა, მიცვალე-
ბულს შეხედა და გულდასმით დაათვალიერა.
მიცვალებული ისე იწვა კუბოში, როგორც მიცვალებულები
წვანან – მძიმედ, უგემურად, გაფიჩხებული და კუბოს საფენებში
ჩაკარგული. სასთუმალზე თავი როგორღაც საცოდავად ჰქონდა
წამოწეული, გამელოტებული საფეთქლები ჩავარდნილი, ჩამოგ-
რძელებული ცხვირი, გეგონება, ზედა ტუჩზე აქვს მიბჯენილიო...
მას მერე, რაც ივან ილიჩი ბოლოს ნახა, გაცილებით გამხდარი
და შეცვლილი ეჩვენა, თუმცა, როგორც ყველა მიცვალებულს,
გალამაზებულ, აზრიან სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,
თითქოს გეუბნება, ის, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე და კარ-
გადაც გავაკეთეო... გარდა ამისა, ამ გამომეტყველებაში იყო საყ-
ვედური, იყო შეხსენება ცოცხლებისადმი, რაც პეტრე ივანოვიჩს
სრულიად უადგილო ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ეს საყვედური მას სულაც არ ეხებოდა... მერე რა-
ღაც არ ესიამოვნა, პირჯვარი ერთხელ კიდევ სწრაფად გადაიწე-
რა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა, თუმცა თავისი
ეს საქციელი ზრდილობის წესებთან როგორღაც შეუსაბამო ეჩვე-
ნა... შვარცი წინა ოთახში ელოდა, ფეხები განზე გაედგა და ზურგს
7 მკითხველთა ლიგა
უკან ორივე ხელით თავის ცილინდრს ათამაშებდა. ლაღი, სუფ-
თა, ელეგანტური შვარცის შეხედვაზე პეტრე ივანოვიჩი გამო-
ცოცხლდა, მიხვდა, რომ ის – შვარცი – მაღლა დგას ყოველივე
იმაზე, რაც აქ ხდება, არ ემორჩილება სულის ამ დამამძიმებელ
შთაბეჭდილებას, მარტო მისი გარეგნობაც კი გეუბნება, რომ ივან
ილიჩის პანაშვიდი კრების ჩაშლის მიზეზი ვერ იქნება, რომ არა-
ფერს შეუძლია, ამ საღამოს, როცა ლაქია ოთხ უკურთხებელ სან-
თელს ჩამოდგამს, ხელი შეუშალოს ბანქოს დასტის ხმაურიან
გახსნას და, საერთოდაც, არ არსებობს არავითარი საფუძველი
იმის სავარაუდოდ, თითქოს ამ ინციდენტს შეუძლია, დღევანდე-
ლი საღამოს სასიამოვნოდ გატარების საშუალება არ მოგცეს...
ამ ფიქრში რომ იყო, პეტრე ივანიჩს შვარცმა გვერდით ჩაუარა და
ყურში წასჩურჩულა, ვინტის თამაშში ამ საღამოს ფეოდორ ვასი-
ლევიჩს პარტიაში შეამხანაგებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩ-
ნდა, პეტრე ივანოვიჩს დღეს ვინტის თამაში არ ეწერა... პრასკო-
ვია ფეიდოროვნა, ტანდაბალი, დიდი მცდელობის მიუხედავად,
ძალიან მსუქანი, განსაკუთრებით მხრებიდან ქვემოთ სულ უფრო
სქელი და ფუშფუშა, თავით-ფეხამდე შავებში გამოწყობილი, მაქ-
მანიანი თავსაბურველით და ისევე უცნაურად წარბაწეული, რო-
გორც კუბოს იქითა მხარეს მდგარი ის მანდილოსანი, სხვა ქა-
ლებთან ერთად მოსასვენებლიდან გამოვიდა, ქალები იმ ოთა-
ხის კარამდე მიაცილა, სადაც მიცვალებული ესვენა, თვითონ
კართან გაჩერდა და განაცხადა:
– მობრძანდით, საცაა პანაშვიდი დაიწყება.
შვარცმა თავი როგორღაც გაურკვევლად დააქნია – როგორც
ჩანს, მისი ეს წინადადება არც მიიღო და არც უარყო... მაგრამ
პეტრე ივანოვიჩი პრასკოვია ფეოდოროვნამ იცნო, ამოიოხრა,
ძალიან ახლოს მივიდა, ხელში ხელი მოჰკიდა და ეუბნება:
– ვიცი, ივან ილიჩის ნამდვილი მეგობარი იყავით, – თქვა, შე-
ხედა და მისგან ამ სიტყვების შესაბამის პასუხს დაელოდა.
8 მკითხველთა ლიგა
პეტრე ივანოვიჩმა იცოდა, ისე, როგორც იქ პირჯვრის წერა არ
იყო უადგილო, ისე აქაც ცუდი არ იქნებოდა, ხელი ჩამოერთმია,
ამოეოხრა და – დიახ, რა თქმა უნდაო, – ეთქვა. ცხადია, ასედაც
მოიქცა, რის შემდეგაც იგრძნო, რომ შედეგი სასურველი გამოვი-
და – ამით პრასკოვია ფეოდოროვნაც გულაჩუყებული იყო და
თვითონაც.
– ვიდრე იქ პანაშვიდი არ დაწყებულა, აგერ, შევიდეთ ამ
ოთახში, მინდა დაგელაპარაკოთ, მომეცით ხელი, – უთხრა
ქვრივმა.
პეტრე ივანოვიჩმა ხელი გაუწოდა და ორივემ შიდა ოთახის-
კენ გასწია. შვარცს გვერდი რომ აუარეს, მან მეგობარს – აჰა,
ესეც შენი ვინტიო, – თვალი სევდიანად ჩაუკრა, – თამაშში ვეღარ
შემოხვალთ, იმედი ნუ გექნებათ, თქვენს მაგივრად სხვა პარტნი-
ორს შემოვიყვანთ, ისედაც სულ რაღაც ხუთნი ვართ, ახლა კი
თქვენც მოგვაკლდით! – ეუბნებოდნენ მისი ანცი, მოუსვენარი
თვალები.
პეტრე ივანოვიჩმა კიდევ უფრო ღრმად, უფრო სევდიანად
ამოიოხრა და პრასკოვია ფეოდოროვნამ მადლობის ნიშნად ხე-
ლი ჩამოართვა. შევიდნენ დაბურული ლამპით განათებულ, კედ-
ლებზე ვარდისფერ კრიტონგაკრულ სასტუმრო ოთახში და მაგი-
დასთან დასხდნენ – პარასკოვია ფეოდოროვნა დივანზე დაჯდა,
პეტრე ივანოვიჩი ზამბარებჩაშლილ, ჯდომისგან ფორმადაკარ-
გულ დაბალ პუფზე. ქვრივს უნდოდა, წინასწარ გაეფრთხილები-
ნა, სხვა სკამზე დაჯექითო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ახლან-
დელ მდგომარეობაში ეს უხერხული იყო და გადაიფიქრა... პუფზე
რომ ჯდებოდა, პეტრე ივანოვიჩმა წარმოიდგინა, როგორ რთავ-
და, როგორ ალამაზებდა ამ სასტუმრო ოთახს ივან ილიჩი, რჩე-
ვას როგორ ეკითხებოდა, ეყიდა ეს მწვანეფოთლებიანი, ვარდის-
ფერი კრეტონი თუ არ ეყიდა... სწორედ ამ დროს მაგიდის გვერ-
დით გავლისას (მთელი ოთახი ავეჯით და ნაირ-ნაირი ნივთებით
9 მკითხველთა ლიგა
იყო სავსე) ქვრივმა მანტილიის შავი მაქმანი ჩუქურთმებიანი მა-
გიდის კუთხეს გამოსდო, პეტრე ივანოვიჩმა დასახმარებლად წა-
მოიწია, გათავისუფლებული პუფი აზავთდა, ქვევიდან ჯიკავი და-
უწყო, პეტრე ივანოვიჩი ისევ დაჯდა და აბობოქრებული პუფი
ისევ ჩაწყნარდა. ქვრივი ახლა თავად შეეცადა მაგიდას წამოდე-
ბული მაქმანის მოხსნას, მაგრამ, იმის გამო, რომ მთლიანად ვერ
მოაცილა, პეტრე ივანოვიჩი წამოდგა და პუფი ისევ აჯანყდა, ის
კი არა, ტკაცუნიც დაიწყო... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა,
ქალმა ბატისტის სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ატირდა. სამა-
გიეროდ პეტრე ივანოვიჩი მაქმანის ეპიზოდისა და პუფთან
ბრძოლის შემდეგ იჯდა დამშვიდებული, კოპებშეკრული და მო-
ღუშული... ამ უხერხული მდგომარეობიდან ისინი სოკოლოვმა –
ივან ილიჩის მებუფეტემ გამოიყვნა, რომელმაც პრასკოვია ფე-
ოდოროვნას მოახსენა, რომ სასაფლაოზე მის მიერ მონიშნული
ადგილი ორასი მანეთი ეღირებოდა. ქალმა ტირილი შეწყვიტა,
მსხვერპლის შესაბრალისი გამომეტყველებით პეტრე ივანოვიჩს
შეხედა და ძალიან ცუდად ვარო, – უთხრა ფრანგულად. პეტრე
ივანოვიჩს ხმა არ ამოუღია, რაც იმას ნიშნავდა, ამაში სრულიად
დარწმუნებული გახლავართ, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლე-
ბოდა ყოფილიყოო.
– მოწიეთ, გეთაყვა, – უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნამ დიდ-
სულოვნად პეტრე ივანოვიჩს, მერე ისევ სოკოლოვს მიუბრუნდა
და სასაფლაოზე საუბარი დაუწყო. პეტრე ივანოვიჩი პაპიროსს
ეწეოდა და ესმოდა, მიწის ფასზე ქალი რა დაწვრილებით, გულ-
დაგულ გამოკითხავდა ყველაფერს და ბოლოს იმაზე შეჩერდა,
რომელიც უფრო მისაღებად ჩათვალა. ადგილის ამბავი რომ გა-
არკვია, პრასკოვია ფეოდოვნა ახლა მგალობლების ამბით დაინ-
ტერესდა, მათ შესახებ თადარიგი დაიჭირა და სოკოლოვი წავი-
და.

10 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, – უთხრა პეტრე ივანო-
ვიჩს. მაგიდაზე დაწყობილი ალბომები ცალ მხარეს მიაწყო, მა-
გიდაზე გაბნეულ პაპიროსის ფერფლს დახედა, საფერფლე მი-
უცურა და ჩაილაპარაკა: რომ ამბობენ, მწუხარების დროს მგლო-
ვიარეს პრაქტიკული საქმეების თავი აღარა გვაქვსო, ფარისევ-
ლობად მიმაჩნია. ახლა ეს საქმე არათუ მამშვიდებს, შემიქცევს
კიდევაც, ვინაიდან ამას ისევ მიცვალებულზე ზრუნვის გამო ვაკე-
თებ, – ისე თქვა, თითქოს საცაა უნდა ატირდესო, ცხვირსახოციც
ამოიღო, მაგრამ, გეგონება საკუთარ თავს სძლიაო, თავი გააქ-
ნია და მშვიდად დაიწყო:
– თუმცა მე თქვენთან საქმე მაქვს.
პეტრე ივანოვიჩმა წამოიწია, თავი დაუკრა და პუფის ზამბა-
რებს, რომლებიც მაშინვე ამოქმედდნენ, უფლება არ მისცა, თა-
ვის ნებაზე ამხედრებულიყვნენ.
– ბოლო დღეებში ძალიან იტანჯებოდა, – თქვა ცოტაოდენი
დუმილის შემდეგ პრასკოვია ფეოდოროვნამ.
– ნუთუ ასე ძალიან?!
– დიახ, ძალიან. მხოლოდ ბოლო წუთებში კი არა, ვიდრე გარ-
დაიცვლებოდა, ყვიროდა და ყვიროდა საათობით. სამი დღე და
სამი ღამე პირი არ გაუჩერებია. ეს მართლაც აუტანელი იყო... არ
ვიცი, როგორ გავუძელი, ეს უბედურება როგორ გადავიტანე. მი-
სი ყვირილი სამი კარის იქითაც კი თავზარს გცემდა.
– ნუთუ მთელი ის დრო გონებაზე იყო? – ჰკითხა ისევ პეტრე
ივანოვიჩმა.
– დიახ, – თქვა ჩურჩულით ქალმა, – ბოლო წუთამდე... ვიდრე
მოკვდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე ყველას გამოგვემშვიდო-
ბა, ისიც კი გვითხრა, ვალოდია გაიყვანეთო.
პეტრე ივანოვიჩს ფიქრი იმ გაწამებული ადამიანისკენ გაექცა,
ვისაც იმ დროიდან ასე ახლოს იცნობდა, როცა ის ჯერ ისევ მოწა-
ფე იყო, პატარა, მხიარული ბიჭუნა, ხოლო მერე ასაკოვანი მამა-
11 მკითხველთა ლიგა
კაცი და მისი პარტნიორი... იმის გაცნობიერებამ, ახლა რა ურ-
ცხვად ფარისევლობდნენ თვითონაც და ეს ქალიც, უცებ შეაძრწუ-
ნა, მიცვალებულის სანთელივით გაყვითლებულ შუბლს შეხედა,
შეხედა ლამის ზედა ტუჩს მიჭყლეტილ ცხვირს და შეეშინდა – შე-
ეშინდა საკუთარი თავის გამო – სამი დღე და სამი ღამე გაუსაძ-
ლისად იტანჯო და მოკვდე... ხომ შეიძლება ყოველ წუთს ასეთი
რამ მეც დამემართოსო, – გაიფიქრა და წუთით ისევ შიშმა შეიპ-
ყრო. მაგრამ, მის დასახმარებლად მაშინვე, ისე, რომ თვითონაც
ვერ გაიგო, როგორ გაჩნდა მის თავში ეს ნაცნობი, ჩვეულებრივი
აზრი – მოკვდა ის, და არა მეო... პეტრე ივანიჩს კი სიკვდილი
არათუ არ უნდა, არამედ არ შეიძლება... სიკვდილზე თუ იფიქ-
რებს, უმძიმესი განცდა მოიცავს, ამიტომაც სიკვდილზე ფიქრი
საჭირო არ არის. ამას შვარცის თვალებიც ამბობდნენ... ამგვარი
ფიქრისა და განსჯის შემდეგ პეტრე ივანოვიჩი თანდათან დამ-
შვიდდა და ინტერესით დაუწყო გამოკითხვა ივან ილიჩის სიკვდი-
ლის შესახებ. ყველაფერს ისე დაწვრილებით, ისეთი ინტერესით
გამოკითხავდა, თითქოს სიკვდილი ის თავგადასავალი იყო, რო-
მელიც მხოლოდ ივან ილიჩის თავს შეიძლებოდა ყოფილიყო,
მასთან კი სულაც არაფერი ესაქმებოდა.
ივან ილიჩის მიერ გადატანილ იმ აუტანელ ფიზიკურ ტანჯვაზე
საუბრის შემდეგ (ამ ყველაფერს ასე გამოწვლილვით იმიტომ
ჰკითხავდა, აინტერესებდა, მისმა ამ ტანჯვამ როგორ იმოქმედა
ცოლის ნერვებზე) პრასკოვია ფეოდოროვნამ, ეტყობა, საჭიროდ
ჩათვალა, საქმეზე გადასულიყო.
– აჰ, პეტრე ივანოვიჩ, რომ იცოდეთ, რა მძიმეა, რა ძალიან
მძიმეა, – თქვა მან და ატირდა.
პეტრე ივანოვიჩმა ამოიოხრა, დაელოდა, ცხვირს როდის მო-
იხოცავდა და ბოლოს უთხრა:
– დიახ, რა თქმა უნდა...

12 მკითხველთა ლიგა
მაგრამ, პრასკოვია ფეოდოროვნამ სიტყვის დამთავრება არ
აცალა და ის მთავარი სათქმელი თქვა, რის თქმაც პეტრე ივანო-
ვიჩისათვის უნდოდა, უფრო სწორად, უნდოდა ეკითხა, როგორ
მოქცეულიყო, ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხაზი-
ნიდან ფულის მიღება რომ შესძლებოდა, თან ისეთი სახე მიიღო,
თითქოს ხაზინიდან ფულის მიღებაზე კი არა, რჩევას პენსიის გა-
მო ეკითხებოდა. თუმცა პეტრე ივანოვიჩი მიხვდა, ამ ქალმა ყვე-
ლაფერი თითოეულ წვრილმანებამდე იცოდა, იცოდა ისიც კი,
რაზეც თავად პეტრე ივანოვიჩს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იცოდა
ყველა ის საშუალება, ყველა ის ფანდი, რომლითაც შეეძლო სიკ-
ვდილის ამ მომიზეზებით რაც შეიძლება მეტი ფული გამოეწურა
და გაგებით სწორედ იმის გაგება უნდოდა, რა იყო საჭირო იმი-
სათვის, რათა კიდევ უფრო მეტი წაეგლიჯა ხაზინისათვის. პეტრე
ივანოვიჩი შეეცადა, ქვრივის ამ სურვილის საპასუხოდ რაიმე
ისეთი საშუალება გაეხსენებინა, ერთ ხანს იფიქრა კიდევაც, მაგ-
რამ ვინაიდან ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, რითაც პრასკოვია
ფეოდოროვნას ასიამოვნებდა, ძუნწები არიანო – კიცხვა მთავ-
რობას დაუწყო და ბოლოს დასძინა – მეტის მიღება მგონი შეუძ-
ლებელიაო... პრასკოვია ფეოდოროვნამ ამოიოხრა და ახლა
იმაზე დაიწყო ფიქრი, ამ კაცისგან როგორ გათავისუფლებული-
ყო. პეტრე ივანოვიჩი ამას მიხვდა, პაპიროსი ჩააქრო, წამოდგა,
ხელი ჩამოართვა და წინკარში გავიდა.
იმ სასადილო ოთახში, სადაც ის საათი იყო, რომლის გამოც –
ბრიკაბრაკში1 ვიყიდეო, – ივან ილიჩი მაშინ ასეთი გახარებული
ბრძანდებოდა, პეტრე ივანოვიჩი მღვდელს და პანაშვიდზე მო-
სულ კიდევ რამდენიმე ნაცნობს შეხვდა, ნახა აგრეთვე ივან ილი-
ჩის ქალიშვილი, ვისაც ბავშვობიდან იცნობდა. ისიც თავით ფე-
ხამდე შავებში იყო ჩაცმული და მისი ისედაც წერწეტი წელი შა-

1
ანტიკვარული მაღაზია (ფრ.)
13 მკითხველთა ლიგა
ვებში კიდევ უფრო წერწეტი ჩანდა. ჰქონდა დაღვრემილი, შეუვა-
ლი, თითქმის მკაცრი გამომეტყველება. პეტრე ივანიჩს ისე მი-
ესალმა, გეგონება, რამეში დამნაშავე ყოფილიყოს. ქალიშვი-
ლის უკან იდგა პეტრე ივანოვიჩის ნაცნობი, ძალიან მდიდარი
ახალგაზრდა მამაკაცი – სასამართლოს გამომძიებელი, ვისაც
ისეთივე მკაცრი, შეურაცხმყოფელი გამომეტყველება ჰქონდა და
ვინც, როგორც პეტრე ივანოვიჩს უთხრეს, ამ ქალიშვილის საქ-
მრო იყო... ახალგაზრდებს ის ცივად მიესალმა, უნდოდა იმ
ოთახში გასულიყო, სადაც მიცვალებული ესვენა, რომ კიბის ქვეშ
თვალი უცებ ილიჩის გიმნაზიელ ვაჟიშვილს მოჰკრა. ბიჭი ძალი-
ან ჰგავდა მამას. ეს ის პატარა ივან ილიჩი იყო, როგორიც ის სა-
მართალმცოდნეობის სასწავლებლიდან ახსოვდა. თვალები ნამ-
ტირალევი ჰქონდა, თანაც ისეთი, როგორიც ცამეტ-თოთხმეტი
წლის ბიჭუნებს აქვთ. ბიჭმა პეტრე ივანოვიჩს შეხედა, დაიმორ-
ცხვა, პეტრე ივანოვიჩმა თავი დაუკრა, მიესალმა და მიცვალებუ-
ლის ოთახში შევიდა. დაიწყო პანაშვიდი – სანთლები... კვნესა...
საკმეველი... ქალების ხმამაღალი ქვითინი... ცრემლები... პეტრე
ივანოვიჩი იდგა შუბლშეკრული და მის წინ მდგომთა ფეხებს მის-
ჩერებოდა. მიცვალებულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, არ
მისცემია იქაურობის დამთრგუნველ გავლენას და ოთახიდან
ერთ-ერთი პირველი გავიდა. წინკარში არავინ იყო. უცებ მიცვა-
ლებულის ოთახიდან გერასიმი სწრაფად გამოვიდა, გორად დამ-
დგარ ქურქებს შორის მის ქურქს ძებნა დაუწყო, იპოვა და მიაწო-
და.
– რა იყო, ძმაო გერასიმ? – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა, რათა
რაღაც ეთქვა, – გეცოდება?
– ყველაფერი ღვთის ნებაა, აქ არავინ დარჩება, ყველანი იქ
ვიქნებით... –
თქვა გერასიმმა, თავისი თეთრი, მსხვილი, მამაკაცური კბი-
ლები გამოაჩინა და როგორც მთელი სულითა და გულით საქმე-
14 მკითხველთა ლიგა
ში ჩართულადამიანს სჩვევია, კარი სწრაფად გააღო, მეეტლეს
გასძახა, პეტრე ივანოვიჩი ეტლში ჩასვა და უკან წინკარში ისე
შეხტა, თითქოს იმის ფიქრშია, სასწრაფოდ კიდევ რა მაქვს გასა-
კეთებელიო.
კარბოლატის, მიცვალებულის, საკმევლის მძაფრი სუნის შემ-
დეგ პეტრე ივანოვიჩმა სუფთა, კამკამა ჰაერი ჩაისუნთქა და მო-
ეშვა.
– რას მიბრძანებთ, სად წავიდეთ? – ჰკითხა მეეტლემ.
– ჯერ გვიანი არ არის, ფეოდორ ვასილევიჩთან შევივლი. –
თქვა პეტრე ივანოვიჩმა და ეტლი ადგილიდან დაიძრა. იქ რომ
მივიდა, ზუსტად პირველ რობერს ამთავრებდნენ, ისე რომ, თა-
მაშში მეხუთე კაცად შესვლა სრულიად მოსახერხებელი აღმოჩ-
ნდა.

15 მკითხველთა ლიგა
2

ივან ილიჩის ცხოვრების გზა სრულიად ჩვეულებრივი და უბ-


რალო, მაგრამ ამავე დრო ყველაზე საშინელი იყო.
სასამართლო პალატის წევრი ივან ილიჩი ჯერ მხოლოდ ორ-
მოცდახუთი წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ის იმ ჩინოვნიკის ვა-
ჟიშვილი გახლდათ, ვინც პეტერბურგის სხვადასხვა სამინის-
ტროსა თუ დეპარტამენტში იმგვარ მდგომარეობას მიაღწია, რო-
გორიც ადამიანს იმ გარემოებას უქმნის, როცა, მართალია, აშკა-
რაა, ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ თანამდებობისთვის სრული-
ად გამოუდეგარია, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ხანია მუშაობს,
ჩინი აქვს, სამსახურიდან ვერ უშვებენ და გამოგონილ, ფიქტიურ
თანამდებობებზე ნიშნავენ. მუშაობს ასე ათასობით ადამიანი ამ-
გვარ ფიქტიურ თანამდებობებზე და ცხოვრობს ღრმა სიბერემდე
ბედნიერად.
დიახ, ასეთი გახლდათ ივან ილიჩის მამა – საიდუმლო მრჩე-
ველი, სხვადასხვა არასაჭირო დაწესებულების არასაჭირო წევ-
რი ილია ეფიმოვიჩ გოლოვინი.
ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. ივან ილიჩი შუათანა იყო. უფროსმა
ვაჟმა ზუსტად ისეთი კარიერა გაიკეთა, როგორიც მამამისმა,
ოღონდ სხვა სამინისტროში. თან ძალიან სწრაფად აღწევდა იმ
სამსახურეობრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც ჯამაგირს
ინერციით იღებენ... მესამე ვაჟიშვილი უიღბლო გამოდგა. იმუშა-
ვა უამრავ დაწესებულებასა და თანამდებობაზე, მაგრამ, ვერსად
ივარგა და ბოლოს რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. არც მამას, არც
ძმებს, განსაკუთრებით კი მათ ცოლებს, არათუ არ მოსწონდათ
მასთან ახლობლობა, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ
იყო, მის არსებობასაც კი ივიწყებდნენ. რაც შეეხება ილია ეფიმო-
ვიჩ გოლოვინის ქალიშვილს, ანუ მის მეოთხე შვილს, ის ცოლად
ბარონ გრეფს გაჰყვა, ისეთივე პეტერბურგელ ჩინოვნიკს, როგო-
16 მკითხველთა ლიგა
რიც მისი სიმამრი გახლდათ. სამაგიეროდ, ივან ილიჩი, როგორც
ამბობენ, le phenix de la famille2 იყო. არ იყო ისეთი ცივი და აკუ-
რატული, როგორიც მისი უფროსი ძმა, არც ისეთი მოუხერხებე-
ლი, როგორიც უმცროსი... იყო ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე, წესი-
ერი, სასიამოვნო ადამიანი. იზრდებოდა უმცროს ძმასთან ერ-
თად, მასთან ერთად სწავლობდა სამართალმცოდნეობის სას-
წავლებელში, თუმცა უმცროსი ძმა სასწავლებლის მეხუთე კლა-
სიდან გარიცხეს, ხოლო ივან ილიჩმა სასწავლებელი წარმატე-
ბით დაამთავრა. ის უკვე სასწავლებელშიც ისეთი იყო, როგორიც
მთელ მის შემდგომ ცხოვრებაში – ხალისიანი, კეთილი, გულ-
ღია, თავაზიანი და მკაცრად შემსრულებელი იმისა, რასაც თავის
მოვალეობად თვლიდა. ხოლო მოვალეობად თვლიდა იმ ყველა-
ფერს, რასაც უმაღლესი თანამდებობის ადამიანები თვლიდნენ.
ფარისეველი და ფლიდი არც ყმაწვილობაში ყოფილა, არც მერე,
დავაჟკაცებული. მაგრამ, ბავშვობიდან ისე ისწრაფვოდა მაღალი
საზოგადოების პირთა გაცნობა-დაახლოებისაკენ, როგორც ბუზი
სინათლისკენ. ითვისებდა მათ წესებსა და ცხოვრებაზე მათ შეხე-
დულებებს. მისმა ბავშვურმა და ახალგაზრდულმა გატაცებებმა
ისე ჩაიარა, მასზე მაინცდამაინც დიდი კვალი არ დაუტოვებია.
იყო მგრძნობიარე და თავმომწონე, ხოლო დამამთავრებელ
კლასებში ლიბერალობდა კიდევაც, ოღონდ ყოველთვის იმ გარ-
კვეულ ფარგლებში, რასაც ალბათ ინტუიცია ჰკარნახობდა.
სამართალმცოდნეობაში ზოგჯერ ისეთ ქმედებასაც ჰქონია
ადგილი, რომელიც ადრე საშინელებად წარმოუდგებოდა და
ასეთ დროს საკუთარი თავი სძულდა. მაგრამ მერე და მერე, რო-
ცა ნახა, ასე უმაღლესი თანამდებობის პირები იქცეოდნენ და სუ-
ლაც არაფრად მიაჩნდათ, ეს ყველაფერი დაივიწყა და მისი გახ-
სენებით თავი აღარასოდეს შეუწუხებია.

2
ოჯახის სიამაყე (ფრანგ.)
17 მკითხველთა ლიგა
სამართალმცოდნეობის სასწავლებლის მეათე კლასი რომ
დაამთავრა და მამამ სპეციალური ტანსაცმლისთვის ფული აჩუ-
ქა, შარმეთან ეს ტანსაცმელი შეუკვეთა, ასეთ წარწერიანი –
respice finem3 – პატარა მედალიონი ჩამოიკიდა, პრინცს და აღ-
მზრდელებს გამოემშვიდობა, მეგობრებთან ერთად დონონთან
ისადილა, ყველაზე საუკეთესო მაღაზიებში შეკვეთილი თეთრე-
ულით, სპეცტანსაცმლით, პლედით, საპარსებით და ტუალეტის-
თვის საჭირო ნივთებით სავსე ახალი მოდური ჩემოდნით ხელში,
გუბერნატორის დახმარებით მამის მიერ ნაშოვნ საგანგებო და-
ვალებათა ჩინოვნიკის ადგილის დასაკავებლად პროვინციაში
გაემგზავრა.
ივან ილიჩმა მალე იქ ისეთივე კარგი გარემო შეიქმნა, როგო-
რიც სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ჰქონდა. შრომობ-
და, წინაურდებოდა, აკეთებდა კარიერას და დროს ლაღად, მხი-
არულად, სასიამოვნოდ ატარებდა. იყო წესიერი, პატიოსანი
ახალგაზრდა. უფროსის დავალებით ზოგჯერ მაზრაში უწევდა
წასვლა და, როგორც მაღალი, ისე დაბალი წრის ადამიანებთან
თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. საქმეში ზუსტი, პატიოსანი
და მოუსყიდველი იყო, რითაც ამაყობდა კიდევაც. დავალებებს
კეთილსინდისიერად ასრულებდა, ხოლო განსაკუთრებული
გულმოდგინებით სტაროვერების საქმეს ეკიდებოდა.
მიუხედავად ახალგაზრდობისა, მიუხედავად იმისა, რომ
დროსტარება და გართობა უყვარდა, სამსახურშიძალიან თავშე-
კავებული იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ოფიციალური და მკაცრიც
კი, ხოლო საზოგადოებაში ყოველთვის მხიარული, მახვილგონი-
ერი, კეთილი და ზრდილი. უფროსებს, როგორც კაცებს, ისე ქა-
ლებს, შინაურად მიაჩნდათ და სიყვარულით bon enfant-ს4 ეძახ-
დნენ.

3
გახსოვდეს დასასრული (ლათ.)
4
კარგი ბიჭი (ფრ.)
18 მკითხველთა ლიგა
პროვინციაში ერთ იმ გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერ-
თობა, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ, მოხდენილ სამართალ-
მცოდნეს მოსვენებას არ აძლევდა. ჰყავდა ქუდების ოსტატი ქა-
ლიც. იყო ქეიფები და დროსტარება ჩამოსულ ფლიგელ ადიუტან-
ტებთან, იყო ვახშმის შემდეგ შორ ქუჩაზე გასეირნებები... უფრო-
სებთან პირფერობდა, ცდილობდა, გული არამარტო უფროსები-
სათვის მოეგო, არამედ მათი ცოლებისთვისაც და ამას ისეთ მა-
ღალ დონეზე აკეთებდა, რომ შეუძლებელი იყო მისი საქციელი
ურიგო სიტყვებით მოგეხსენებინა. მის ყველა მოქმედებას მხო-
ლოდ ეს ფრანგული გამონათქვამი თუ მოუხდებოდა – il faut que
jeumesse se passe...5 ყველაფერს სუფთა ხელებით აკეთებდა,
სუფთა პერანგებში გამოწყობილი. საუბრისას იყენებდა ფრან-
გულ გამონათქვამებს, რაც მთავარია, ყველაზე მაღალ საზოგა-
დოებაში და რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი საზოგადოების მო-
წონებით.
ასე იმსახურა ხუთი წელი, მაგრამ დადგა სამსახურის შეცვლის
დრო. რაც მთავარია, გაჩნდა ახალი სასამართლო დაწესებულე-
ბები, სადაც ახალი ადამიანები იყო საჭირო.
ასეთი ახალი ადამიანი იყო ივან ილიჩი.
მალე მას სასამართლოს გამომძიებლის ადგილი შესთავაზეს
და მანაც მიიღო ეს შემოთავაზება. ახალი სამსახური სხვა გუბერ-
ნიაში იყო, რის გამოც იძულებული გახდა, მიეტოვებინა მის ირ-
გვლივ მყოფ ადამიანებთან დამყარებული საუკეთესო ურთიერ-
თობა და ახალ ადგილას დაემყარებინა ახალი ურთიერთობები.
ახალ სამუშაო ადგილზე წასვლისას ივან ილიჩი ამხანაგებმა გა-
აცილეს, თან შეგროვილი ფულით ვერცხლის საპაპიროსე უყი-
დეს.

5
ახალგაზრდამ უნდა იგიჟოს (ფრ.)
19 მკითხველთა ლიგა
ახალ სამსახურშიც ივან ილიჩი ისეთივე comme il faut იყო,
ისეთივე წესიერი, ისევე შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობები
და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთმანეთისაგან გაემიჯნა, ისე-
თივე პატივცემული ყოფილიყო საზოგადოებისაგან, როგორიც
მაშინ, როცა განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებლის თა-
ნამდებობა ეკავა... თავად გამომძიებლის სამსახური ძველთან
შედარებით ივან ილიჩისთვის გაცილებით საინტერესო და მიმ-
ზიდველი აღმოჩნდა. ძველი სამსახურის დროს შერმეროვის ვი-
ცემუნდირში გამოწყობილს სიამოვნებდა მიღების მომლოდინე
აკანკალებული მთხოვნელებისა თუ მოშურნე თანამდებობის
პირთა წინ ამაყად გავლა, უფროსის კაბინეტში თავაღებით შეს-
ვლა, უფროსთან ერთად ჩაის დალევა და პაპიროსის გაბოლება,
თუმცა, უშუალოდ მის საქმიანობასა და თავნებობაზე დამოკიდე-
ბული ადამიანები არც ისე ბევრნი იყვნენ. ასეთები მხოლოდ პო-
ლიციის უფროსები და სტაროვერები გახლდათ, ესეც მაშინ, რო-
ცა მათთან დავალებით აგზავნიდნენ. ცდილობდა, მასზე დამოკი-
დებულ ამ ადამიანებს თავაზიანად მოპყრობდა, თითქმის მეგობ-
რულადაც კი. მოსწონდა, როცა ასეთ ადამიანებს აგრძნობინებ-
და, რომ მას, ვისაც შეეძლო გაესრისა, გაენადგურებინა ისინი,
უბრალოდ, ადამიანურად ექცეოდა. ასეთი ხალხი მაშინ ცოტა
იყო, ახლა კი სასამართლოს გამომძიებელი ივან ილიჩი გრძნობ-
და, ყველაზე თავმომწონე, საკუთარი თავით კმაყოფილი ადამია-
ნები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველანი მის ხელთ
იყვნენ, საკმარისია, სათაურიან ქაღალდზე რამდენიმე სიტყვა
დაეწერა, რომ ამ ამაყ, თავმომწონე, თავისი თავით კმაყოფილ
ადამიანს, როცა მასთან როგორც დამნაშავეს ან როგორც მოწ-
მეს მოიყვანდნენ, თუ ნებას თავად ივან ილიჩი არ დართავდა –
დაჯექიო, იდგებოდა მის წინ ასე გაჭიმული და კითხვებზე პასუხს
ეგრევე ფეხზე მდგომი გასცემდა... თუმცა თავის ამ ძალაუფლე-
ბას ივან ილიჩი ბოროტად არასოდეს იყენებდა, პირიქით, ცდი-
20 მკითხველთა ლიგა
ლობდა, შეემსუბუქებინა მდგომარეობა. ეს ახალი სამსახური
მისთვის სწორედ ამ ძალაუფლებისა და ამ შემსუბუქების სურვი-
ლის გაცნობიერებით იყო საინტერესო. სამსახურში, კერძოდ, გა-
მომძიებლობაში ივან ილიჩმა ძალიან მალე გაითავისა ის ხერხი,
ყურს იქით გაეშვა, თავიდან აეცილებინა ყველაფერი, რაც მის
სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული და
ისეთი სახე მიეცა ყველაზე რთული საქმისათვის, რომლის დრო-
საც ეს საქმე მხოლოდ ზოგადად აისახებოდა ქაღალდზე და რომ-
ლის დროსაც სრულიად გამოირიცხებოდა მისი აზრი და პირადი
შეხედულება და რაც მთავარია, დაცული იქნებოდა ყოველგვარი
საჭირო ფორმალობა. ეს საქმე სრულიად ახალი იყო, ხოლო
თვითონ იმ პირველ ადამიანთაგანი გახლდათ, ვინც 1864 წლის
წესდების დანართი შეიმუშავა.
მას შემდეგ, რაც ივან ილიჩმა სასამართლოს გამომძიებლის
თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, უამრავი ახალი ნაცნობი შე-
იძინა, დაამყარა ახალი კავშირები, სრულიად შეიცვალა ქცევა,
თავდაჭერა, შეიცვალა ტონი. გუბერნიის ხელისუფლებისაგან
თავი შორს ერთგვარი ღირსებით დაიჭირა. აირჩია ყველაზე უკე-
თესი წრე ქალაქში მცხოვრებ მოსამართლეებსა და მდიდარ აზ-
ნაურებს შორის. მიიღო ხელისუფლების მიმართ ოდნავ უკმაყო-
ფილო პიროვნების, ზომიერი ლიბერალისა და ცივილიზებული
მოქალაქის სახე. არ უღალატია ელეგანტური, ძვირფასი ტუალე-
ტისათვის. ახალ თანამდებობაზე წვერს უკვე აღარ იპარსავდა –
დაე, ისე გაზრდილიყო, როგორც უნდოდა და სადამდეც უნდოდა.
ივან ილიჩის ცხოვრება ახალ ქალაქშიც შესანიშნავად აეწყო.
გუბერნატორის წინააღმდეგ ფრონდერულად განწყობილი საზო-
გადოება მეგობრული და ერთსულოვანი გახლდა. მეტი იყო ჯამა-
გირი, მეტი სიამოვნება მოჰქონდა ვისტს, რისი ნიჭიც ჰქონდა და
უნარიც, რათა ხალისით, მხიარულად, გააზრებულად ეთამაშა და
ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩებოდა.
21 მკითხველთა ლიგა
ორი წლის მუშაობის შემდეგ, სწორედ იმ ქალაქში და იმ წრე-
ში, რომელშიც ის ტრიალებდა, შეხვდა თავის მომავალ ცოლს,
ყველაზე მიმზიდველ, ჭკვიან, მომხიბვლელ ქალიშვილს – პრას-
კოვია ფეოდოროვნა მიხელს და სასამართლო საქმეებისგან
დაღლილმა გამომძიებელმა მასთან მსუბუქი ლაღი ურთიერთო-
ბა დაამყარა.
როცა ივან ილიჩი განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი
ბრძანდებოდა, ყოველთვის ბევრს და სიამოვნებით ცეკვავდა,
მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, მხო-
ლოდ იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში თუ იცეკვებდა. თან
მხოლოდ იმ აზრით და განწყობით, საქმე ცეკვაზე თუ მიდგა, შე-
მიძლია დავამტკიცო, რომ სხვებზე უკეთესად ვცეკვავო. პრასკო-
ვია ფეოდოროვნასთან იშვიათად ცეკვავდა. ისიც მაშინ, როცა
წვეულება თითქმის დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა,
პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს სწორედ ცეკვის დროს შეუყ-
ვარდა, თანაც მაშინ, როცა სასამართლოს ახალგაზრდა მოსა-
მართლეს ცოლის შერთვა აზრადაც არ ჰქონია, თუმცა რომ ნახა
ქალიშვილს უყვარდა, ვითომ რატომ არ უნდა შევირთოო, უთხრა
თავის თავს.
პრასკოვია ფეოდოროვნა, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე
გვარის გახლდათ და არც ურიგო შესახედი იყო, ცოტაოდენ ქო-
ნებასაც ფლობდა.
მართალია, ივან ილიჩს შეეძლო, გაცილებით უკეთეს პარტია-
ზე ეფიქრა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. თვითონ კარგი ხელფასი
ჰქონდა, დარწმუნებული იყო, იმასაც ამდენივე შემოსავალი ექ-
ნებოდა. გარდა ამისა, ჰყავდა საუკეთესო ნათესაობა, თვითონაც
ძალიან საყვარელი, წესიერი ქალი იყო. თუმცა იმის თქმა, ივან
ილიჩმა ცოლი სიყვარულით შეირთო, მისი სახით ცხოვრებაზე
თავისი შეხედულების თანამგრძნობ-თანამოზიარე ნახაო, ისე-
თივე უსამართლობა იქნებოდა, როგორც თქმა იმისა, თითქოს ეს
22 მკითხველთა ლიგა
ქალი ცოლად იმიტომ ითხოვა, რომ ეს არჩევანი მისი წრის ხალ-
ხმა მოიწონა. ისე კი სინამდვილეში ცოლად სწორედ ამ ორი მო-
საზრების გამო ითხოვა: ერთი ის, რომ ასეთი ქალის თხოვნით
თავისთვის მეტად კარგ საქმეს გააკეთებდა, მეორეც, კარგი იყო
ის, რომ უმაღლესი თანამდებობის ადამიანები მის ამ არჩევანს
სწორად მიიჩნევდნენ.
ასე შეითრო ცოლი ივან ილიჩმა.
ცოლქმრული ცხოვრების პირველი თვეები ცოლ-ქმარმა სიყ-
ვარულსა და ალერსში გაატარა. შეიძინეს ახალი ავეჯი, ახალი
ჭურჭელი, თეთრეული, ისე, რომ, ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვ-
ნა დაორსულდებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო, იმდენად
კარგად, რომ ივან ილიჩი უკვე იმასაც ფიქრობდა, ცოლის შერ-
თვა არათუ არ შეცვლის ჩემს კარგ, სიამით სავსე ცხოვრებას, ყო-
ველთვის წესრიგიანსა და საზოგადოების მიერ მოწონებულს,
არამედ უფრო სასიამოვნოს გახდისო. მაგრამ, ცოლის ორსუ-
ლობის პირველი თვეებიდან თავი რაღაც ისეთმა იჩინა, ისეთმა
ახალმა, მოულოდნელმა და უსიამოვნომ, რასაც სრულიად არ
ელოდა და რისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო.
ცოლის ყოვლად უმიზეზო, როგორც ივან ილიჩს ეჩვენებოდა,
de gaité de coeur-ის6 გამო, ყოველთვის მოწესრიგებულმა, სი-
ამით სავსე ცხოვრებამ რღვევა იწყო. ქალი ყოველგვარი მიზეზის
გარეშე ეჭვიანობდა, ყველაფერზე შარს სდებდა, უწყობდა უხამს,
უსიამოვნო სცენებს.
თავიდან ივან ილიჩს იმედი ჰქონდა, ამ უსიამოვნებიდან,
ცხოვრებისადმი იმ მსუბუქი, წესიერი დამოკიდებულების მეშ-
ვეობით გათავისუფლდებოდა, რომელსაც ადრე ყოველთვის გა-
მოყავდა მდგომარეობიდან. სცადა, ცოლის ამგვარი განწყობის-
თვის ყურადღება არ მიექცია და ცხოვრებას ისევ ძველებურად

6
ჭირვეულობის (ფრ.)
23 მკითხველთა ლიგა
განაგრძობდა – ბანქოს სათამაშოდ ისევ ისე ეპატიჟებოდა ნაც-
ნობ-მეგობრებს, მაგრამ, ცოლმა ერთხელ უხეში სიტყვების ისე-
თი კორიანტელი დააყენა და ისე ჯიუტად განაგრძობდა მასთან
ჩხუბს, რომ ეტყობა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იქამდე არ
შეჩერებულიყო, ვიდრე არ დაიმორჩილებდა, ანუ არ დაჯდებოდა
სახლში ისიც მასავით მოწყენილი. ყოველივე ამან ივან ილიჩი
დააბნია, მიხვდა, ცოლქმრული ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში
თავის ამ ცოლთან, არათუ ხელს შეუწყობდა, ცხოვრება სიამესა
და სიხარულში გაეტარებინა, არამედ პირიქით. ამიტომაც თავი
მისგან შორს უნდა დაეჭირა და მიაგნო კიდევაც ამის საშუალებას
– მიხვდა, რომ ერთადერთი, რაც პრასკოვია ფეოდოროვნას იმ-
პონირებდა, მისი სამსახური იყო, ამიტომაც, სწორედ ამ სამსახუ-
რის, სამსახურეობრივი მოვალეობების მეშვეობით დაუწყო
ცოლს ბრძოლა და თავისი დამოუკიდებელი სამყარო შეიქმნა.
ბავშვის დაბადება, მისი კვება, ამ კვებასთან დაკავშირებული
ნაირნაირი სიძნელე და წარუმატებლობა, ბავშვისა და დედის
ნამდვილი თუ მოგონილი ავადმყოფობები, რომელიც ყოველივე
ამაში ივან ილიჩის აუცილებელ მონაწილეობას მოითხოვდა და
რომელსაც ვერაფერს უგებდა, ამ ყველაფრიდან თავის დახსნა
და ოჯახისგან საკუთარ სამყაროში თავის შეფარება მისთვის კი-
დევ უფრო აუცილებელი გახდა.
იმისდა მიხედვით, ცოლი რამდენადაც ჭირვეული, გამაღიზია-
ნებელი და მომთხოვნი ხდებოდა, ივან ილიჩსაც საკუთარი ცხოვ-
რების სიმძიმის ცენტრი სულ უფრო მეტად გადაჰქონდა სამსა-
ხურში, რომელიც ახლა კიდევ უფრო შეიყვარა და წინანდელთან
შედარებით კიდევ უფრო პატივმოყვარე გახდა.
დაქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ივან ილიჩი
მიხვდა, ცოლის შერთვა, მართალია, ერთგვარად ხელსაყრელიც
არის, მაგრამ არსებითად ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან, თუ
გინდა ცოლის მიმართ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრუ-
24 მკითხველთა ლიგა
ლო, ანუ წესიერი საზოგადოების მოსაწონი ცხოვრებით იცხოვ-
რო, საჭიროა, როგორც სამსახურის, ისე ოჯახით მიმართაც გარ-
კვეული დამოკიდებულება შეიმუშაოო.
და შეიმუშავა კიდევაც. ოჯახური ცხოვრებიდან ახლა მხო-
ლოდ იმ სიკეთეს მოითხოვდა, რომლის მიცემაც მარტო ცოლს
შეეძლო, როგორიცაა მაგალითად, სახლში მომზადებული ოჯა-
ხური სადილი, ოჯახის დიასახლისობა, ლოგინი და, რაც მთავა-
რია, ზრდილობის იმ გარეგნული ფორმების დაცვა, რომელიც სა-
ზოგადოებრივი აზრის მიხედვით არის განსაზღვრული. დანარ-
ჩენშიც ივან ილიჩი მხოლოდ სასიამოვნოს ეძებდა და თუ იპოვი-
და, ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა. ხოლო შინ მისულს ცო-
ლის ბუზღუნი და წინააღმდეგობა თუ დახვდებოდა, მაშინვე იმ
სამსახურში გარბოდა.
იქ მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც საუკეთესო
მუშაკს, ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც სამი წლის შემდეგ პრო-
კურორის ამხანაგად განაწესეს. ახალი მოვალეობები, ამ მოვა-
ლეობების მნიშვნელობა, იმის უფლება, რომ შეუძლია, ვისაც მო-
ისურვებს, სასამართლოში მოიყვანოს და ციხეში ჩასვას, ის, რომ
ახალ სამსახურში უკვე წარმატება მოიპოვა, ის, რომ სიტყვით თა-
ვისი საჯარო გამოსვლები მოსწონს, ყოველივე ამის გამო კიდევ
უფრო მეტად მიუწევს გული სამსახურისაკენ.
მერე ბავშვები გაჩნდნენ. ცოლი დღითი დღე სულ უფრო ბუზ-
ღუნა და ბრაზიანი ხდებოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების მი-
მართ გამომუშავებული დამოკიდებულის გამო, ივან ილიჩს ყო-
ველივე ამის მიმართ შეუღწევადს ხდიდა.
იმ ქალაქში შვიდი წლის მუშაობის შემდეგ პროკურორად სხვა
გუბერნიაში გადაიყვანეს და ის იქ მთელი თავისი ოჯახით გადა-
ბარგდა. მართალია, ახალ ადგილას წინა სამსახურთან შედარე-
ბით ჯამაგირი მეტი ჰქონდა, მაგრამ ცხოვრება იმ ქალაქში გაცი-
ლებით ძვირი იყო, ამიტომ ფული მაინცდამაინც არ ჰყოფნიდათ
25 მკითხველთა ლიგა
და პრასკოვია ფეოდოროვნას იქაურობა არ მოსწონდა. გარდა
ამისა, მოუკვდათ ორი ბავშვი და ოჯახური ცხოვრება ივან ილი-
ჩისთვის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა.
პრასკოვია ფეოდოროვნა ამ ახალ ადგილას, სახლში ყოველ-
გვარი უსიამოვნების გამო, ქმარს საყვედურობდა. ცოლისა და
ქმრის საუბარში ბევრი რამ, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის
თაობაზე, მრავალ კითხვას ბადებდა. ახსენებდნენ თავიანთ იმ
ჩხუბებს, რომელსაც შეიძლება ამ წუთშიაც ეფეთქა. რჩებოდა
სიყვარულის ის იშვიათი პერიოდები, რომელიც დაეუფლებოდა
ხოლმე ცოლ-ქმარს და რომელიც დიდხანს არ გრძელდებოდა –
ეს ის პატარა კუნძულები იყო, სადაც მხოლოდ ცოტა ხნით თუ და-
უტკბებოდნენ ერთმანეთს და მალე ისევ ურთიერთგაუცხოების,
ერთმანეთის მიმართ გულში ჩამარხული მტრობის მორევში იძი-
რებოდნენ. ამ გაუცხოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო და-
ემწუხრებინა ივან ილიჩი, თუ ჩათვლიდა, რომ ეს წესით არ იყო
განსაზღვრული, რომ არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო. მაგ-
რამ, ახლა უკვე აღიარებდა, რომ ეს არა მხოლოდ ნორმალური
იყო, არამედ ოჯახში მისი ქმედების მიზანიც, ხოლო ქმედების ეს
მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად გაეთა-
ვისუფლებინა თავი ოჯახური უსიამოვნებებისგან და თავისი ქცე-
ვისთვის წესიერების, უწყინრობის ხასიათი მიეცა, რასაც იმით
აღწევდა, რომ სახლში დროს სულ უფრო იშვიათად ატარებდა.
ხოლო როცა იძულებული იყო, რაღაც დრო ოჯახში გაეტარებინა,
ცდილობდა, მისი ყურადღება უფრო სტუმრებისკენ ყოფილიყო
მიმართული და ამით შეემსუბუქებინა მდგომარეობა... მაგრამ
მთავარი მისთვის სამსახური იყო. მთელმა მისმა ცხოვრების მი-
ზანმა და ინტერესმა თავი სამსახურებრივ გარემოში მოიყარა და
ამ ინტერესმა ის მთლიანად შთანთქა... საკუთარი ძალმოსილე-
ბის შეგნება, ის, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველა, ვის განად-
გურებასაც მოისურვებს, სასამართლოში შესვლისას თუ ხელ-
26 მკითხველთა ლიგა
ქვეითებთან შეხვედრისას თავისი ამპარტავანი გარეგნობით თა-
ვი მოიწონოს, როგორც ზემდგომების, ისე ხელქვეითების წინაშე,
რაც მთავარია, თავისი ცოდნით და დიდი დახელოვნებულობით,
რასაც თავადაც კარგად გრძნობდა, გულს სიამით უვსებდა. ამას-
თან, ამხანაგებთან საუბრები, სადილები და ვისტი ახარებდა და
ისე მიედინებოდა მისი ცხოვრება, როგორც თავად ივან ილიჩი
თვლიდა საჭიროდ, ანუ სასიამოვნოდ და მართებულად.
ასე იცხოვრა კიდევ შვიდი წელიწადი. უფროსი ქალიშვილი
უკვე თექვსმეტი წლის იყო. გარდაეცვალათ კიდევ ერთი ბავშვი.
დარჩათ ქალიშვილი და გიმნაზიელი ბიჭუნა – ცოლ-ქმარს შო-
რის ჩხუბის კიდევ ერთი ობიექტი: ივან ილიჩს უნდოდა, ბიჭს სა-
მართალმცოდნეობის სასწავლებელში ესწავლა, თუმცა ქმრის
ჯინაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ ის გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი
იქ კარგად სწავლობდა, შესანიშნავად იზრდებოდა
ქალიშვილი, რომელსაც სახლში ამეცადინებდნენ.

27 მკითხველთა ლიგა
3

ასე გრძელდებოდა ივან ილიჩის ცხოვრება ცოლის შერთვი-


დან ჩვიდმეტი წელიწადი. ახლა ის უკვე ხანში შესული, დიდად გა-
მოცდილი პროკურორი გახლდათ. ვინც იმის გამო, რომ უნივერ-
სიტეტის ქალაქში თავმჯდომარის სასურველი ადგილის დაკავე-
ბას ელოდა, უარი თქვა რომელიღაც სამსახურებრივ გადაადგი-
ლებაზე. მოულოდნელად მოხდა ერთი მეტად არასასიამოვნო
ამბავი, რამაც მისი მშვიდი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უნი-
ვერსიტეტის ქალაქში სასამართლოს თავმჯდომარის ის სასურ-
ველი ადგილი, რასაც ასე ელოდა ივან ილიჩი, გოპემ იყოჩაღა,
წინ გაუსწრო და დაიკავა. ამან ძალიან გააღიზიანა ივან ილიჩი,
გოპესაც ეჩხუბა და თავის უშუალო უფროსებსაც, რის შემდეგაც
უფროსებმა ცივად დაუწყეს ყურება და გვერდი თანამდებობის
შემდგომი განწესების დროსაც აუარეს.
ეს იყო 1880წელი – ყველაზე მძიმე წელიწადი ივან ილიჩის
ცხოვრებაში. ერთი მხრივ აღმოჩნდა, რომ, საცხოვრებლად ხელ-
ფასი არ კმაროდა, გარდა ამისა, ის რომ ყველამ დაივიწყა და მის
მიმართ თავიანთი ეს უმკაცრესი დამოკიდებულება ჩვეულებრივ
ამბად მიაჩნდათ, გულს ძალიან სტკენდა. აღარც თავად მიაჩნდა
მამას შვილის დახმარება თავის მოვალეობად. და აი, ივან ილიჩ-
მა იგრძნო, რომ ყველამ გვერდი უქცია, ვინაიდან მათი აზრით,
სამიათას ხუთას მანეთიანი ხელფასით მისი მდგომარეობა სრუ-
ლიად ნორმალური იყო, ის კი არა, ამით ძალიან ბედნიერიც უნ-
და ყოფილიყო. მაგრამ, იმ უსამართლობის გამო, როგორც მას
ექცეოდნენ, იმის გამო, რომ ცოლი გამუდმებით ებუზღუნებოდა,
იმ ფულისათვის, რომელსაც უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე შემო-
სავალი ამის საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ მან ერთმა იცოდა,
არათუ ბედნიერი, ნორმალური მდგომარეობისგანაც კი ძალიან
შორს იყო.
28 მკითხველთა ლიგა
იმ წელიწადს ჯამაგირს ცოტა რომ დაეზოგა, შვებულება აიღო
და ცოლთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ცოლისძმასთან
სოფელში წავიდა.
იმის გამო, რომ უსამსახუროდ მთელ თავის ცხოვრებაში პირ-
ველად იყო, ივან ილიჩმა სოფელში არა მარტო მოიწყინა, არა-
მედ აუტანელმა კაეშანმა მოიცვა და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვ-
რება შეუძლებელი იყო, რომ აუცილებლად რაღაც გადამწყვეტი
ზომები უნდა მიეღო.
ის ღამე ივან ილიჩმა ტერასაზე უძილოდ გაატარა, რის შემდე-
გაც გადაწყვიტა, პეტერბურგში წასულიყო, იქ სხვა რომელიმე სა-
მინისტროში სამსახურის საშოვნელად რაიმე ეღონა და ის ადა-
მიანები დაესაჯა, რომლებმაც არ დააფასეს, უფრო სწორად, ვერ
შეძლეს მისი დაფასება.
მიუხედავად ცოლის და ცოლისძმის მცდელობისა, წასვლაზე
როგორმე უარი ეთქმევინებინათ, მეორე დღეს მაინც გაემგზავრა
პეტერბურგში.
წავიდა მხოლოდ ერთი მიზნით, ეთხოვა ისეთი სამსახური, სა-
დაც ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირი ექნებოდა. მისთვის ახლა არც
სამინისტროს ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას, რა მიმართულე-
ბის იყო ის სამინისტრო, არც იმას, რა სახის სამუშაო იქნებოდა,
მას მხოლოდ ხუთი ათასმანეთიანი სამსახური სჭირდებოდა, იქ-
ნებოდა ეს კანცელარია, ადმინისტრაცია, ბანკი, იმპერატორ მა-
რიას დაწესებულება თუ საბაჟო, მთავარია, ჯამაგირი ხუთი ათასი
მანეთი ყოფილიყო და იმ სამინისტროდან წამოსულიყო, სადაც
მისი დაფასება ვერ შეძლეს.
და აი, ივან ილიჩის სწორედ ეს გამგზავრება დაგვირგვინდა
სრულიად მოულოდნელი წარმატებით... კურსკში მატარებლის
პირველი კლასის ვაგონში ამოვიდა მისი ნაცნობი ფ. ს. ილინი,
რომელმაც გადასცა კურსკის გუბერნატორის მიერ მოსკოვიდან
მიღებული ახალი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ დღე-დღეზე სა-
29 მკითხველთა ლიგა
მინისტროში დიდი ცვლილებები იწყებოდა – პეტრე ივანიჩის ად-
გილზე ივან სემიონოვიჩი გადაჰყავდათ.
ამ სავარაუდო ცვლილებას, გარდა მთელი რუსეთისა, განსა-
კუთრებული მნიშვნელობა ივან ილიჩისათვის ჰქონდა. როგორც
ჩანს, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან
დაწინაურებული ორივე პიროვნება – პეტრე ივანოვიჩი და ზახარ
ივანოვიჩიც მისი მეგობრები იყვნენ.
როცა აღნიშნული ცნობა მოსკოვში დადასტურდა, ივან ილიჩ-
მა პეტერბურგში ზახარ ივანოვიჩი მოინახულა, რომელიც დაბე-
ჯითებით შეჰპირდა, რომ იუსტიციის თავის ყოფილ სამინისტრო-
ში ივან ილიჩი ადგილს აუცილებლად მიიღებდა.
ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და ივან ილიჩმა სოფელში
ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:
„ზახარი მილერის ადგილას განწესებას მივიღებ პირველსავე
საჯარო გამოცხადების შემდეგ“.
სამუშაო ადგილებზე იმ გადაადგილებების წყალობით ივან
ილიჩი მალე, მართლაც, თავის ძველ სამინისტროში იმ თანამდე-
ბობაზე იქნა დანიშნული, რომლის გამოც თავის ძველ ამხანაგებ-
თან შედარებით მთელი ორი საფეხურით დადგა. გარდა ხუთი
ათასი მანეთი ჯამაგირისა, დაწინაურების კიდევ სამი ათასი მანე-
თი დაენიშნა და როგორც თავისი ძველი მეგობრების, ისე სამი-
ნისტროს მიმართ ყოველგვარი წყენა დაივიწყა, ისე, რომ ივან
ილიჩი ახლა ძალიან ბედნიერი გახლდათ.
სოფელში ისეთი მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა, რო-
გორიც დიდი ხანია აღარავის ენახა. გამხიარულდა პრასკოვია
ფეოდოროვნაც და მალე მათ შორის დროებითი ზავი დამყარდა.
ივან ილიჩი ცოლს დაწვრილებით მოუყვა, პეტერბურგში ყველა-
ნი როგორი პატივისცემით ექცეოდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც
მისი მტრები ბრძანდებიან, პეტერბურგში ყველას ასე ძალიან
რომ უყვარხართ, გვშურსო, როგორ ეპირფერებოდნენ.
30 მკითხველთა ლიგა
პრასკოვია ფეოდოროვნა უსმენდა და არაფერში ეწინააღმდე-
გებოდა – აქაოდა, ყველაფერი მჯერაო! თან ახალ გარემოში
ცხოვრების დასაწყებად გეგმებს აწყობდა, ივან ილიჩიც გახარე-
ბული იყო, მისი და მისი ცოლის გეგმები ერთმანეთს რომ დაემ-
თხვა, სჯეროდა, მისი წაბორძიკებული ცხოვრება ამიერიდან ძვე-
ლებურად ისევ სასიამოვნო იქნებოდა.
ვინაიდან ათ სექტემბერს უკვე თავის ახალ ადგილზე უნდა და-
ეწყო მუშაობა, ივან ილიჩი სოფელში მხოლოდ ცოტა ხნით ჩავი-
და. გარდა ამისა, ახალ ადგილზე სახლის მოსაწყობად პროვინ-
ციიდან ავეჯის გადმოსატანად, უამრავი რაღაცის შესაკვეთად და
საყიდლად დრო იყო საჭირო. ერთი სიტყვით, უნდოდა სახლი ისე
გაელამაზებინა, ისე აეწყო ცხოვრება, როგორც გუნებაში ჰქონდა
გადაწყვეტილი. კიდევ ისე, როგორც ამაზე პრასკოვია ფეოდო-
როვნა ოცნებობდა.
ახლა, როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ასე ზუსტად დაემ-
თხვა მისი და ცოლის სურვილები, თან იმის გამოც, რომ დიდი ხა-
ნია ერთად არ ყოფილან, ისე შეთანხმებულად ცხოვრობდნენ,
როგორც არასდროს, დაოჯახების პირველ წლებშიაც კი. ივან
ილიჩს უნდოდა, ცოლ-შვილი ახლავე წაეყვანა იმ ახალ ადგი-
ლას, მაგრამ დისა და სიძის დაჟინებულით თხოვნის შემდეგ,
რომლებიც ივან ილიჩისა და მისი ოჯახის მიმართ უცებ განსა-
კუთრებულად მოსიყვარულე და ნათესაურები გახდნენ, მოხდა
ისე, რომ ივან ილიჩი იქ მარტო გაემგზავრა.
მთელი იმ დროის განმავლობაში ის მხიარული განწყობა, რო-
მელიც სამსახურებრივი წარმატებისა და ცოლთან დამთბარი
ურთიერთობების გამო დაეუფლა, არ ტოვებდა. მოიძებნა საუც-
ხოო სახლი, ზუსტად ისეთი, როგორზეც ორივე ოცნებობდა – ცო-
ლიც და თვითონაც. ფართო, მაღალჭერიანი მისაღები ოთახები,
მყუდრო, უზარმაზარი კაბინეტი, ოთახები ცოლისა და ქალიშვი-
ლისათვის, საკლასო ოთახი გიმნაზიელი ბიჭუნასთვის, მოკლედ,
31 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი თითქოს მათთვის საგანგებოდ იყო ასე გამზადებუ-
ლი... ბინის მოწყობას ივან ილიჩმა თვითონ მოჰკიდა ხელი, არ-
ჩევდა შპალერებს, ყიდულობდა ავეჯს, განსაკუთრებულად ძვე-
ლებურს – სახლს კომიფლურ იერს აძლევსო. ყიდულობდა ავე-
ჯის ძვირფას გადასაკრავებს და ივსებოდა, ლამაზდებოდა ოთა-
ხები; თანდათან იმ იდეალის სახეს იღებდა, რომელიც მის წარ-
მოსახვაში იყო და რა იდეალიც თავად შეიქმნა. ბინა ჯერ მხო-
ლოდ სანახევროდ იყო მოწყობილი, რომ ოთახების სიმყუდრო-
ვემ და სასიამოვნო გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. იცოდა,
საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბინა კიდევ უფრო კომიფლურ, დახ-
ვეწილ, მდიდრულ სახეს მიიღებდა. დასაძინებლად თვალებს
რომ მილულავდა, წარმოიდგენდა, რა დიდებული იქნებოდა ზა-
ლა, წარმოიდგენდა მისაღებ ოთახს, რომელიც ჯერ ბოლომდე
არ იყო დალაგებული, ბუხარს, ეტაჟერს, ირგვლივ მიმობნეულ
სკამებს, კედლებზე დაკიდებულ ძვირფას თეფშებს, ლანგრებს,
ბრინჯაოს ლამაზ ნაკეთობებს და უკვე თვალწინ ედგა, როგორი
იქნებოდა აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თავ-თავის ადგილს
დაიკავებდა. იმაზე ფიქრი ახარებდა, პაშასა და ლიზანკას, რომ-
ლებმაც ასევე კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი, როგორ
გააოცებდა... ივან ილიჩი განსაკუთრებით იმით იყო კმაყოფილი,
ეს ძველებური ნივთები, რომელიც ყველაფერს აკეთილშობი-
ლებდა, ასე იაფად რომ შეიძინა... სოფელში ოჯახის წევრებს, წე-
რილებში ახალ სახლს, იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში
იყო, განგებ ისე აუწერდა, თითქოს მაინცდამაინც დიდს არაფერს
წარმოადგენდა, რათა შემდეგ გაეოცებინა ისინი. ამან ისე შეიქ-
ცია, ლამის თავისი ახალი სამსახურიც კი დაავიწყა... იჯდა ზოგ-
ჯერ კრებაზე თავჩაღუნული და იმაზე ფიქრობდა, ფარდებისთვის
როგორი კარნიზები დაეყენებინა, ჩვეულებრივი თუ საგანგებოდ
შერჩეული. სახლის მოწყობა-გალამაზებაში ისე იყო ჩართული,
ავეჯს ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე თავისი ხელით გადაად-
32 მკითხველთა ლიგა
გილებდა, თვითონ კიდებდა, თვითონ ცვლიდა ფარდებს – წვა-
ლობდა, თავს წუთითაც არ ზოგავდა. ერთხელაც ავეჯზე შალითე-
ბის გადამკვრელისთვის რომ ეჩვენებინა, ფარდები ლამაზად
როგორ დაეკიდა, ფეხი დაუსხლტა, კიბიდან ჩამოვარდა, მაგრამ,
იმის გამო, რომ ძლიერი და მოქნილი იყო, თავი ადვილად შეიკა-
ვა და მხოლოდ გვერდი ჩამოჰკრა ფანჯრის სახელურს. ამის შემ-
დეგ ცოტა ხანს იავადმყოფა, მაგრამ მალევე გამოკეთდა... მთე-
ლი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ამ გარჯასა და წვალებაში იყო,
ივან ილიჩი თავს ჯანმრთელად და ხალისიანად გრძნობდა. ასე
მგონია, მთელი თხუთმეტი წლით გავახალგაზრდავდიო, – სწერ-
დათ. ეგონა, სახლის საქმეებს სექტემბრამდე მორჩებოდა, თუმ-
ცა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისად
იყო... ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი შესანიშნავად დამ-
თავრდა, რასაც მხოლოდ თვითონ კი არა, ვინც ნახავდა, ყველა
აღნიშნავდა.
სინამდვილეში მისი სახლიც ისეთი იყო, როგორიც ყველა არც
ისე მდიდარი ადამიანის სახლია, ანუ იმათი, რომლებსაც ძალიან
უნდათ მდიდრებს ჰგვანდნენ და ამიტომაც მათი სახლები ერთმა-
ნეთს ჰგავს – ავეჯის გადასაკრავი ძვირფასი აბრეშუმი, შავი ხის
ავეჯი, ყვავილები, უძვირფასესი ფარდაგები, ბრინჯიო – ჩამუქე-
ბულიც და გაპრიალებულიც... ყველაფერი ის, რასაც ამ ტიპის
ადამიანები აკეთებენ, აკეთებენ იმისთვის, რათა რაც შეიძლება
ძალიან ჰგავდნენ ცნობილ ადამიანებს... ივან ილიჩის ეს ახალი
სახლიც ისე ძალიან ჰგავდა იმ სახლებს, ყურადღების მიქცევა-
დაც არ ღირდა. თუმცა თავად ილიჩს თავის სახლიც და ეს თავის
ავეჯიც რაღაცით გამორჩეული, განსაკუთრებული ეგონა. როცა
იგი ოჯახის წევრებს რკინიგზის სადგურში დახვდა, ხოლო იქიდან
თავის განათებულ, მდიდრულად მოწყობილ სახლში მიიყვანა,
როცა ყვავილებით მორთული კარი თეთრ ჰალსტუხში გამოწყო-
ბილმა ლაქიამ გაუღოთ, მერე კი ყველა სასტუმრო ოთახი და კა-
33 მკითხველთა ლიგა
ბინეტი დაათვალიერებინათ, კმაყოფილებისაგან ყველა ერთ სი-
ცილსა და მხიარულებაში იყო, ივან ივანიჩს ყველა აქებდა და
ადიდებდა და ისიც მათ ამ ქებას ისე ისრუტავდა, ისე იყო გახარე-
ბული, რომ პირდაპირ ბრწყინავდა. საღამოს, როცა პრასკოვია
ფეოდოროვნამ ჰკითხა, კიბიდან როგორ ჩამოვარდიო, ივან
ილიჩმა გაიცინა და ცოცხლად წარმოადგინა, კიბიდან როგორ
გადმოფრინდა და ავეჯის გადამკვრელს გული როგორ გაუხეთქა.
– ტყუილად როდი ვარ სპორტსმენი. სხვა ჩემ ადგილას, ალ-
ბათ, სულს გააცხებდა, – თქვა მან სიცილით, – მე კი მხოლოდ,
აი, იმ სახელურს ჩამოვასკდი და გვერდი ვიტკინე. ხელს რომ და-
ვიდებ, მართალია, ცოტა მტკივა, მაგრამ უკვე ნაკლებად, ეგ
არის, ეს ადგილი ოდნავ გალურჯებულია.
ასე დაიწყო მათი ცხოვრება ამ ახალ სახლში, რომელშიც, რო-
გორც ყოველთვის, კარგად რომ გაისაცხოვრისეს, მხოლოდ ერთ
ოთახს ნაკლულობდნენ. ახლანდელი შემოსავლიდან კი მხო-
ლოდ სულ რაღაც ხუთასი მანეთი არ ჰყოფნიდათ, დანარჩენი კი
ყველაფერი შესანიშნავად იყო. განსაკუთრებით თავიდან, როცა
რაღაც-რაღაცებს ჯერ კიდევ ხელის წამოკვრა სჭირდებოდა, ზო-
გიერთი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო – რაღაც უნდა ეყი-
დათ, რაღაც შეეკეთებინათ, რაღაცისთვის ადგილი შეეცვალათ...
მართალია, ცოლი და ქმარი ზოგიერთ რაღაცაზე ბოლომდე ვერ
თანხმდებოდა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდათ, რომ
ჩხუბისთვის არც ერთს ეცალა, არც მეორეს, რითაც ორივე კმა-
ყოფილი გახლდათ. თუმცა საქმე როცა ბოლომდე მიიყვანეს,
როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ცხოვრება თითქოს მო-
საწყენი გახდა, თითქოს რაღაც აკლდათ, მაგრამ, ახალი ნაცნო-
ბები, ახალი ურთიერთობები, ახალ გარემოსთან შეჩვევა-შეგუ-
ება... და ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტში ჩადგა.
ივან ილიჩი დილით სასამართლოში რომ წავიდოდა, სადი-
ლობისას უკვე სახლში იყო. პირველ ხანებში მშვენიერ გუნება-
34 მკითხველთა ლიგა
განწყობაზე ბრძანდებოდა, მართალია, სახლის საქმეების გამო
წვალობდა, იღლებოდა კიდევაც, მაგრამ მხედველობიდან არა-
ფერი რჩებოდა. ზოგჯერ სუფრასა ან რომელიმე ავეჯის აბრეშუ-
მის ძვირფას გადასაკრავზე რაიმე პატარა ლაქაც რომ შეემჩნია,
ანდა ფარდის ზონარს გაწყვეტილს დაინახავდა, ღიზიანდებოდა,
გაპრიალებულ ავეჯზე თითოეული პატარა ნაკაწრიც კი ტკივილს
ჰგვრიდა, ვინაიდან ამ ყველაფერში დიდი შრომა ჰქონდა ჩადე-
ბული... მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ცხოვრება ისე მიედინე-
ბოდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა – ლაღად, მსუბუქად,
მართებულად... ადგებოდა დილით ცხრა საათზე, დალევდა ყა-
ვას, გაზეთს წაიკითხავდა, გამოეწყობოდა თავის ვიცმუნდირში,
წავიდოდა სასამართლოში და იქ უკვე მოექცეოდა იმ მძიმე
უღელქვეშ, რომელშიც მუშაობა უწევდა – მთხოვნელები, ცნობე-
ბი კანცელარიიდან, თავად კანცელარია, კრებები – განმკარგუ-
ლებელი თუ საჯარო და ამ ყველაფრიდან, უნდა შეძლებოდა, უნ-
და გამოერიცხა ის ნედლი და ცხოვრებისეული, რაც ყოველთვის
ხელს უშლის სამსახურებრივი საქმეების სწორ წარმართვას, არ
უნდა ჰქონოდა გარეშე პირებთან ურთიერთობა გარდა სამსახუ-
რებრივისა. მაგალითად, მოდის ადამიანი, ვისაც რაღაცის გაგე-
ბა უნდა, მაგრამ, ვინაიდან ის ადამიანი კერძო პირია, ვერ დაეხ-
მარება იმიტომ, რომ არ შეიძლება. სამაგიეროდ, ისეთი პირი
თუა, ვინც სასამართლოს წევრია და ეს იმ ქაღალდზეა აღნიშნუ-
ლი, რომლის სათაურიც მთავრული ასოებით არის წარმოდგენი-
ლი, ამგვარი ვითარების ფარგლებში ივან ილიჩი აკეთებს ყვე-
ლაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება. ამასთან ერთად იცავს მას-
თან გულითად, ადამიანურ დამოკიდებულებას, იცავს ზრდილო-
ბის წესებს. მაგრამ, როგორც კი დამთავრდება სამსახურებრივი
ურთიერთობა, მთავრდება სხვა ყოველგვარი ურთიერთობაც –
აქ ივან ილიჩს უკვე შეუძლია, ერთმანეთს შეუთავსოს სამსახუ-
რებრივი და პირადი. ამ უნარს ის უმაღლეს დონეზე ფლობს და ეს
35 მკითხველთა ლიგა
თავისი ხანგრძლივი პრაქტიკით და ნიჭით იმ დონემდე აქვს გა-
მომუშავებული, რომ ზოგჯერ ნამდვილი ვირტუოზივით თავს უფ-
ლებას აძლევს, პირადი და სამსახურებრივი ერთმანეთისგან არ
განაცალკევოს, ვინაიდან იცის, როცა დასჭირდება, სამსახურებ-
რივი პირადულისგან განაცალკევოს, ამის ძალას ყოველთვის
გრძნობს და ამას არა მხოლოდ ადვილად და სიამოვნებით აკე-
თებს, არამედ ვირტუოზულადაც... შუალედებში ეწევა, სვამს ჩა-
ის, ცოტას პოლიტიკაზე საუბრობს, ცოტას ზოგად საკითხებზე,
ცოტას ბანქოზე, ყველაზე მეტს განწესებაზე და ბოლოს დაღლი-
ლი, იმ ვირტოუზის განცდით, რომელმაც წარმატებით დაასრულა
ორკესტრის პირველი ვიოლინოს ერთ-ერთი პარტია, წავა სახ-
ლში და შინ მისულს ცოლი და ქალიშვილი ან წვეულებაზე წასუ-
ლები დახვდებიან ან მათთან ვიღაც არის სტუმრად... ვაჟიშვილი
გიმნაზიაშია, რეპეტიტორებთან გაკვეთილებს ამზადებს და რა-
საც გიმნაზიაში ასწავლიან, ყველაფერს გულდასმით სწავლობს.
მოკლედ ყველაფერი შესანიშნავადაა... სტუმრები თუ არ არიან,
სადილის შემდეგ ივან ილიჩი ზოგჯერ წიგნს კითხულობს, განსა-
კუთრებით იმას, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, საღამოს კი მი-
უჯდება საქმიან ქაღალდებს, კიდევ ერთხელ გადახედავს კანო-
ნებს, შეადარებს ჩვენებებს და მიუსადაგებს. ამ დროს ის არც
მოწყენილია, არც მხიარული. თუ მოეწყინება, შეუძლია ვინტი
ითამაშოს, მაგრამ, თუ ვინტი არა, ცოლის გვერდით ჯდომას მარ-
ტო ჯდომა ურჩევნია. ყველაზე მეტად პატარა წვეულებები უყ-
ვარს, რომელზეც მხოლოდ იმ ადამიანებს პატიჟებს, იმ კაცებს და
იმ ქალბატონებს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილე-
ბი უკავიათ და მათთან ისეთი დროსტარება უყვარს, რომელიც
ისევე ჰგავს იმ ადამიანების დროსტარებას, როგორც მისი სას-
ტუმრო ოთახი ჰგავს მათ სასტუმრო ოთახებს...
ერთ საღამოს წვეულებაც ჰქონდა. იმ საღამოს ივან ილიჩი
მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. ყველაფერი ჩინებულად იყო,
36 მკითხველთა ლიგა
რომ არა ცოლთან ტორტისა და კანფეტების გამო ჩხუბი. ცოლს
თავისი გეგმა ჰქონდა, ივან ილიჩი კი მოითხოვდა ტკბილეული იმ
საკონდიტროში ეყიდათ, სადაც ყველაფერი ძვირი იყო, თან
ტორტი რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო. ჩხუბი სწორედ
იმის გამო დაიწყო, რომ კონდიტერმა ტორტში, რომელიც იმდე-
ნად ბევრი იყო, რომ ვერ შეჭამეს და დარჩა, ორმოცდახუთი მა-
ნეთი გამოართვათ. ჩხუბი ისე გამწვავდა, პრასკოვია ფეოდო-
როვნამ ქმარს – გულის გამაწყალებელო ჩერჩეტოო – ესეც კი
უთხრა. ამაზე ივან ილიჩმა თავზე ხელი იტაცა და გაბრაზებულმა
გაყრაზე რაღაც ახსენა... მიუხედავად ამისა, საღამომ მხიარუ-
ლად ჩაიარა. იყო საუკეთესო საზოგადოება. ივან ილიჩმა თავა-
დის ასულ ტრუფონოვასან, იმ ქალის დასთან იცეკვა, ვინც იმ
ცნობილი საზოგადოების დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც
სახელად „წაიღე ჩემი სევდა ერქვა“... სამსახურებრივი წარმატე-
ბით გამოწვეული სიხარული ივან ილიჩს კიდევ უფრო თავდაჯე-
რებულს ხდიდა. სამსახურებრივი სიხარული თავმოყვარეობით
გამოწვეული სიხარული იყო, საზოგადოებრივთან დაკავშირებუ-
ლი სიხარული – პატივმოყვარეობით. და მაინც, ყველაზე დიდ სი-
ხარულს ივან ილიჩი ვინტის თამაშის დროს განიცდიდა. ისიც კი
აღიარა, ყველა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილი-
ყო მის ბედნიერებას მოკლებულ ცხოვრებაში, სიხარულს, რომე-
ლიც ყოველივე ამის წინ სანთელივით ენთო, ვინტის თამაში
ჰგვრიდა, ოღონდ, მყვირალა პარტნიორებთან კი არა, კარგ მო-
თამაშეებთან, თან აუცილებლად მეოთხე უნდა ყოფილიყო (მეხუ-
თეობა არ უყვარდა, ცუდად გამომდისო, თუმცა თავს ისე აჩვენებ-
და, ვითომ ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო),
თამაშს ჭკვიანურად, სერიოზულად მოჰკიდებოდა (ეს მაშინ, რო-
ცა კარგი კარტი მოუვიდოდა), მერე ვახშმად ერთი ჭიქა ღვინო
დაელია, დაწოლილიყო და გემრიელად დაეძინა, განსაკუთრე-
ბით ცოტა ფულიც თუ ექნებოდა მოგებული (ბევრი არა, არ ვარ-
37 მკითხველთა ლიგა
გა). ასეთ დროს ივან ილიჩი ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე
იძინებდა...
აი ასე ცხოვრობდნენ ისინი. მათ ირგვლივ საუკეთესო საზო-
გადოება იკრიბებოდა, იყვნენ როგორც ცნობილი, ასაკოვანი
ადამიანები, ისე ახალგაზრდები.
ნაცნობი მამაკაცების წრეზე ივან ილიჩის ცოლიცა და ქალიშ-
ვილიც ერთი აზრისანი იყვნენ, სამაგიეროდ, ყოველგვარი ურთი-
ერთშეთანხმების გარეშე, გვერდზე სწევდნენ, თავიდან იშორებ-
დნენ იმ ნათესავებსა და ნაცნობებს, ანუ იმ თხუპნიებს, რომლე-
ბიც შემოლაგდებოდნენ მოულონელად ტკბილი, დათაფლული
ლაპარაკ-ლაპარაკით მდიდრულად მოწყობილ, კედლებზე
ძვირფასი იაპონური თეფშებით გალამაზებულ სასტუმრო ოთახ-
ში, მაგრამ მალე ის ფეთხუმი ნათესავ-მეგობრები ისე მოიცილეს
თავიდან, ისე გათავისულდნენ მათგან, რომ მათი ხსენებაც აღარ
იყო. გოლოვინების გვერდით ახლა მხოლოდ საუკეთესო საზო-
გადოება ტრიალებდა. ახალგაზრდა ვაჟები ლიზას ეარშიყებოდ-
ნენ, ლიზას ეარშიყებოდა პეტრიშევიც – დიმიტრი ივანოვიჩ პეტ-
რიშევის ვაჟი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც ივან
ილიჩმა პრასკოვია ფეოდოროვნას ისიც კი უთხრა, ტროიკით
ხომ არ გავისეინოთ, საღამო ხომ არ გავმართოთო... ასე ცხოვ-
რობდნენ, ასე მიედინებოდა მათი ცხოვრება ყოველგვარი ცვლი-
ლებისა და სიახლის გარეშე.

38 მკითხველთა ლიგა
4

ოჯახში ყველა ჯანმრთელი, ყველა საღსალამათი იყო. ის, რომ


ზოგჯერ ივან ილიჩი ამბობდა, პირში უცნაური გემო მაქვს, მარ-
ცხენა მხარეს მუცელში რაღაც უსიამოვნებას ვგრძნობო, არ შე-
იძლებოდა ამისთვის ჯერჯერობით ავადმყოფობა გეწოდებინა.
მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ უსიამოვნო შეგრძნებამ თანდათან
იმატა, მართალია, ტკივილი ჯერ არ დასწყებოდა, მაგრამ იყო
სიმძიმის შეგრძნება, იყო უგუნებობა, რაც დღითი დღე სულ უფ-
რო საგრძნობი ხდებოდა. ივან ილიჩის ამ მდგომარეობამ გო-
ლოვინების ოჯახის ბედნიერ ცხოვრებას ნირი უცვალა. ცოლ-
ქმარი ახლა უფრო ხშირად ჩხუბობდა, მათ შორის ჩამოვარდნი-
ლი სიმშვიდე ნელ-ნელა გაქრა, ერთმანეთთან უკვე ზრდილო-
ბიანი დამოკიდებულებაც კი უჭირდათ. გახშირდა სცენები, დარ-
ჩა მხოლოდ ის პატარა, მცირეოდენი კუნძულები, რომელზეც შე-
ეძლო ცოლსა და ქმარს ერთმანეთს ჩხუბის გარეშე შეხვედროდ-
ნენ.
პრასკოვია ფეოდოროვნას ყველაფრის გაზვიადება უყვარდა,
ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი აქვსო. მე
რომ კარგი ხასიათი არ მქონდეს, ოცი წელიწადი ამას როგორ გა-
ვუძლებდიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩხუბს ახლა ყოველთვის,
მართლაც, ქმარი იწყებდა. წვნიანის ჭამას დაიწყებდა თუ არა,
ხან იმაზე მოსდებდა შარს, ჭურჭელი დაზიანებულიაო, ხან საჭმე-
ლი ვერ იყო ისეთი, ხან ის არ მოსწონდა, ბიჭი მაგიდასთან იდაყ-
ვდაყრდნობილი რატომ იჯდა. ხან თვალში ქალიშვილის თმის
ვარცხნილობა არ მოსდიოდა და მისთვის რომ გეკითხათ, ეს ყვე-
ლაფერი პრასკოვია ფეოდოროვნას ბრალი იყო. თავიდან ცოლი
ეკამათებოდა, უამრავ საწყენ სიტყვას ეუბნებოდა, მაგრამ, ერთი-
ორჯერ ჭამის დაწყებისას ივან ილიჩი ისე გაცოფდა, იფიქრა, მის
ამ ავადმყოფურ მდგომარეობას, ალბათ საჭმელი იწვევსო და
39 მკითხველთა ლიგა
დამშვიდდა, კამათით აღარ ეკამათებოდა, მაგრამ, ცდილობდა,
რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჭამა. ქმრისადმი ამ მორჩი-
ლებას პრასკოვია ფეოდოროვნა თავის დიდ დამსახურებად
თვლიდა. დარწმუნებული იყო, ქმარმა თავისი ცუდი ხასიათით
ცხოვრება გაუუბედურა, რის გამოც საკუთარი თავი ეცოდებოდა
და ქმარი მით უფრო მეტად სძულდა, ის კი არა, ზოგჯერ მისი სიკ-
ვდილიც კი უნდოდა, მაგრამ ხელფასს ვინღა მოიტანსო, – გა-
იფიქრებდა შეშინებული და იმის გამო, რომ მისი ამ მდგომარეო-
ბიდან გამოყვანა სიკვდილსაც არ შეეძლო, თავი ყველაზე უბე-
დურ ქალად მიაჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, მაგ-
რამ მალავდა თავის ამ გაღიზიანებას და ეს ძალიან ცუდ გუნებაზე
აყენებდა.
ერთ-ერთი იმ სცენის შემდეგ,როცა ივან ილიჩი მის მიმართ
განსაკუთრებულად უსამართლო გახლდათ, აუხსნა, რომ ეს მხო-
ლოდ მისი ავადმყოფობის ბრალი იყო. ამაზე პრასკოვია ფეოდო-
როვნამ, ავად თუ ხარ, უნდა იმკურნალოო და სთხოვა, სამკურნა-
ლოდ რომელიმე ცნობილ ექიმთან წასულიყო.
მართლაც, წავიდა ივან ილიჩი. ყველაფერი ისე იყო, როგორც
ელოდა და როგორც ყოველთვის ხდება. ლოდინიც, ექიმის მოჩ-
ვენებითი თავდაჯერებულობაც (რაც მისთვის ძალიან ნაცნობი
იყო, ვინაიდან თვითონაც ასე იქცეოდა სასამართლოში), მოსმე-
ნებიც, წინასწარ მომზადებული შეკითხვებიც, რომლებიც პასუხს
არ საჭიროებდა, ექიმის ზემოქმედების მომხდენი შესახედაობაც,
რომელსაც უნდა შთაეგონებინა, თქვენ მხოლოდ დაგვავალეთ
და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ვინაიდან კარგად ვიცით, ყვე-
ლა ავადმყოფს ერთი წესით, ერთი მანერით როგორ ვუმკურნა-
ლოთო... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სასამართლო-
ში, ის ცნობილი ექიმიც ისე იქცეოდა, თავი ისე ეჭირა, როგორც
თვითონ განსასჯელების წინაშე.

40 მკითხველთა ლიგა
ექიმმა – „ესა და ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ასე
და ასეა, მაგრამ ამის და ამის გამოკვლევის შემდეგ, თუ ეს არ და-
დასტურდა, მაშინ თქვენ შემთხვევაში მოგვიწევს ვივარაუდოთ
ესა და ეს. ხოლო თუ ამას და ამას ვივარაუდებთ, მაშინ...“ ასე შემ-
დეგ და ასე შემდეგ. ივან ილიჩს კი მხოლოდ ერთი რამ აინტერე-
სებდა, იყო თუ არა ან რამდენად იყო საშიში მისი მდგომარეობა?
თუმცა მის ამ უადგილო კითხვებს ექიმი ყურს უკან უშვებდა. ვი-
ნაიდან მისი შეხედულებით, ეს კითხვა უაზრო იყო და განსჯას არ
ექვემდებარებოდა... არსებობდა მხოლოდ აწონ-დაწონის, გან-
ხილვის ალბათობა – იყო ეს ბრმა ნაწლავი, ქრონიკური კატარი
თუ ცდომილი თირკმელი... ივან ილიჩის სიცოცხლის საკითხი
ექიმს ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია, კამათი მხოლოდ ცდო-
მილ თირკმელს და ბრმა ნაწლავს, ანუ იმას შეეხებოდა, ტკივი-
ლის მიზეზი აქედან რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო – თირკმე-
ლი თუ ბრმა ნაწლავი. ეს საკითხი ექიმმა ივან ილიჩისავე თვალ-
წინ ბრწყინვალედ გადაჭრა ბრმა ნაწლავის სასარგებლოდ, თუმ-
ცა თან დასძინა, შარდის ანალიზმა შეიძლება ახალი მამხილებე-
ლი ნიშნები გამოავლინოს, ამიტომაც საქმე მაშინ თავიდან იქნე-
ბა გადასახედიო და სათვალის ზემოდან გამარჯვებულმა ზუსტად
ისე გადმოხედა, როგორც განსასჯელის წინაშე თვითონ ივან
ილიჩი ათასჯერ მაინც მოქცეულა... მთავარი მაინც ის იყო, ექი-
მის ამ დასკვნის მიხედვით, ივან ილიჩი მიხვდა, რომ მისი საქმე
ცუდადაა და მაშინ როცა ის ასე ცუდად არის, ექიმისთვის და სა-
ერთოდ სხვა ყველასათვისაც ეს სულერთია... ამან ივან ილიჩს
გული ატკინა, გააოცა, ექიმის ამგვარი გულგრილობის გამო
ბრაზმა და გულისწყრომამ მოიცვა, საკუთარი თავი შეეცოდა.
წამოდგა, ექიმს ფული მაგიდაზე დაუდო, ამოიოხრა და ეუბნე-
ბა:

41 მკითხველთა ლიგა
– ჩვენ, ავადმყოფები ალბათ ხშირად ვიძლევით უადგილო შე-
კითხვებს. მიუხედავად ამისა, მაინც გეკითხებით, არის თუ არა
საშიში ჩემი ავადმყოფობა?
ექიმმა სათვალიდან ცალი თვალით ისე მკაცრად გადმოხედა,
თითქოს ეუბნებოდა – განსასჯელო, თუ თქვენ ჩემ მიერ დასმული
კითხვების საზღვრებიდან გამოხვალთ, იძულებული ვიქნები,
განკარგულება გავცე, რათა კრებიდან გაგაძევონო და ბოლოს
უთხრა:
– მე უკვე გითხარით, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენს გა-
მოკვლევა გვიჩვენებს, – თქვა და გამომშვიდობების ნიშნად თა-
ვი დაუკრა.
ივან ილიჩი ოთახიდან ნელა გავიდა, მარხილში უხალისოდ
ჩაჯდა და შინისკენ გასწია. მთელი გზა ექიმის ნათქვამ თითოეულ
სიტყვას იხსენებდა, ცდილობდა, ის გაუგებარი სამეცნიერო სიტ-
ყვები ადამიანურ ენაზე ეთარგმნა და – მართლა, ძალიან ცუდად
ვარ თუ ჯერ კიდევ არამიშავსო, – ამოეკითხა თავისი ამ კითხვის
პასუხი. ყველაფერი, რაც ექიმმა თქვა, იმაზე მიანიშნებს, რომ
საქმე ძალიან ცუდად არისო – გაიფიქრა გუნებაში... ქუჩაში ყვე-
ლაფერი სევდიანი ეჩვენა, მეეტლები სევდიანები იყვნენ, სევდია-
ნი იყო სახლები, გამვლელ-გამომვლელები, სევდიანი იყო ჯიხუ-
რები. ეგონა, ამ ყრუ, მოუშუშებელმა ტკივილმა ექიმის გაუგება-
რი სიტყვების, მისი ბუნდოვანი ლაპარაკის შემდეგ გაცილებით
სეროზული სახე მიიღო და საკუთარ ტკივილს ახლა კიდევ უფრო
გულდამძიმებული უსმენდა.
სახლში რომ მივიდა, ცოლს ამ ყველაფრის მოყოლა დაუწყო,
მაგრამ შუა მოყოლაში რომ იყო, შლაპაში გამოპრანჭული მისი
ქალიშვილი შემოვიდა (დედაც და შვილიც, ეტყობა, სადღაც აპი-
რებდნენ წასვლას), ჩამოჯდა, მამას ცოტა ხანს უსმინა, მოსაწყენი
ამბის მოსმენას დიდხანს ვერ გაუძლო და გავიდა. ბოლომდე არ
მოუსმენია არც დედამისს.
42 მკითხველთა ლიგა
– ახლა ძალიან გახარებული ვარ. აბა, შენ იცი, დროზე მიიღე
წამლები... აი ეგ რეცეპტი კი მომეცი, ახლავე გერასიმს აფთიაქში
გავგზავნი, – უთხრა და ისიც ტანსაცმლის გამოსაცვლელად
ოთახიდან გავიდა.
ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა მასთან ოთახში იყო, ივან
ილიჩს სუნთქვა ეკვროდა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფ-
ლად, როცა ის ოთახიდან გავიდა და – ვნახოთ, იქნებ არც ისე ცუ-
დად არის საქმეო, – თქვა ხმამაღლა.
წამლები დალია, შარდის გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ
შეცვლილი დანიშნულებები ბეჯითად შეასრულა. თუმცა,რო-
გორც ამ გამოკვლევაში და იმაშიც, რაც ამ გამოკვლევას უნდა
მოჰყოლოდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და იმის გამო, რომ ექი-
მს ან დაავიწყდა გაფრთხილება, ან დაუმალა რაღაც, იძულებუ-
ლი იყო ისე მოქცეულიყო, როგორც ამას ექიმი გამოკვლევამდე
მოითხოვდა. ხოლო ექიმთან რომ შესულიყო და რჩევა ეკითხა,
მასთან შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამისა, ივან ილიჩი მაინც ზუსტად ასრულებდა ექი-
მის ამ დანიშნულებას და ამან პირველ ხანებში თითქოს ცოტა
შვება მისცა.
მას შემდეგ, რაც ექიმმა მასთან სიარული დაიწყო, ივან ილი-
ჩის მთავარი საქმე და საზრუნავი პირადი ჰიგიენა და ექიმის გა-
მოწერილი წამლების ზუსტი მიღება იყო. ამასთან ერთად უნდა
დაკვირვებოდა, როგორ მოქმედებდა ტკივილი მთელ მის ორგა-
ნიზმზე. ახლა ივან ილიჩი უმეტესად ადამიანის ჯანმრთელობით,
ადამიანების ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზებით იყო დაინ-
ტერესებული. როცა მისი თანდასწრებით ავადმყოფობაზე, სიკ-
ვდილზე, ადამიანის განკურნებაზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთ-
რებით იმ ავადმყოფობაზე, რა ავადმყოფობაც თავად სჭირდა...
მოსმენით ყველას უსმენდა, ყველას ყველაფერს ეკითხებოდა,

43 მკითხველთა ლიგა
თავის განცდებს კი მალავდა – ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა
დაემალა.
მართალია, ტკივილი არ იკლებდა, მაგრამ ივან ილიჩს უნდო-
და შთაეგონებინა საკუთარი თავი, არა, კარგად ვარო და თუ ვინ-
მე ან რაიმე არ გააღიზიანებდა, ახერხებდა კიდევაც თავის მოტ-
ყუებას. თუმცა, როგორც კი ცოლთან უსიამოვნება მოუხდებოდა,
სამსახურში საქმე ისე არ გამოუვიდოდა, როგორც სურდა, ან ბან-
ქოს თამაშისას ცუდი კარტი აღმოაჩნდებოდა, ტკივილს და ავად-
მყოფობას მაშინ მთელი ძალით გრძნობდა. ზოგჯერ მოერეოდა
მთელ ამ უსიამოვნო განცდებს – მანამდე ვიბრძოლებ, მანამდე
დაველოდები, ვიდრე ამ ტკივილზე, ამ ავადმყოფობაზე არ გავი-
მარჯვებ, ვიდრე დიდ შლემს არ დავიმსახურებო. მაგრამ, ყოვე-
ლი მარცხი ახლა წელში ტეხდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა
– „ეს-ესაა გამოჯანმრთელების გზას დავადექი, წამლებმა მოქმე-
დება დაიწყო და აი, ისევ ეს წყეული ტკივილები, რომელიც ასე
მანადგურებს“, – ეუბნებოდა თავის თავს... ბრაზობდა თავის
ავადმყოფობაზე, ბრაზობდა ადამიანებზე, რომლებიც მომაკვდი-
ნებელ უსიამოვნებას აყენებდნენ და გრძნობდა, როგორ ანადგუ-
რებდა ეს ბრაზი, თუმცა თავის შეკავება არ შეეძლო, მაშინ, როცა
მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ძალას როგორ მატებდა მის
ავადმყოფობას ეს ბრაზი, ეს გაღიზიანება ადამიანებსა თუ გარე-
მოზე. საჭირო იყო, ყურს იქით გაეშვა, თვალი აერიდებინა ამ
უსიამოვნებებისათვის, მაშინ, როცა ამის საწინააღმდეგოდ იქცე-
ოდა... მართალია, ამბობდა, ჩემთვის სიმშვიდეა საჭიროო, ყვე-
ლაფერს ყურადღებით აკვირდებოდა, მაგრამ თუ რამ სიმშვიდეს
დაურღვევდა, მაინც ბრაზობდა, მაინც ღიზიანდებოდა. მდგომა-
რეობას ისიც ართულებდა, რომ წიგნებს მედიცინაზე ინტერესით
კითხულობდა და სრულიად უმნიშვნლოზეც კი რჩევას ექიმს
ეკითხებოდა... ავადმყოფობა ისე თანაზომიერად, ისე თანმიმ-
დევრულად უარესდებოდა, დღევანდელ მდგომარეობას გუშინ-
44 მკითხველთა ლიგა
დელს რომ შეადარებდა, განსხვავება იმდენად მცირე იყო, შეეძ-
ლო თავიც კი მოეტყუებინა, მაგრამ დაელაპარაკებოდა ექიმს და
მისთვის უკვე აშკარა იყო, რომ მდგომარეობა არათუ უმჯობეს-
დებოდა, არამედ პირიქით, უარესდებოდა, თანაც ძალიან სწრა-
ფად. მიუხედავად ამისა, ექიმს მაინც გამუდმებით აკითხავდა,
რჩევას ეკითხებოდა.
ამ თვეში უკვე მეორე ცნობილ ექიმთანაც იყო და იმ მეორე
ცნობილმა ექიმმაც თითქმის იგივე უთხრა, რაც პირველმა, თუმ-
ცა ძალიან განსხვავებულად. კითხვებიც ისეთი დაუსვა, რამაც ეჭ-
ვი და შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა... ამის შემდეგ კიდევ ერთ ძა-
ლიან კარგ ექიმს, თავისი მეგობრის მეგობარს მიაკითხა, რო-
მელმაც სრულიად სხვაგვარად წარმოადგინა მისი ავადმყოფობა
და შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ჯანმრთელობას, თუმცა თავისი
კითხვებით და ვარაუდით კიდევ უფრო დააბნია და დააეჭვა.. იყო
ჰომეოპატიც, ვინც ძალიან განსხვავებულად ახსნა მისი ავადმყო-
ფობა და წამლებიც გადასცა, რომელსაც ივან ილიჩი ფარულად
სვამდა, მაგრამ ერთმა კვირამ რომ გაიარა და შვება იოტისოდე-
ნადაც ვერ იგრძნო, რწმენა, როგორც ამ ჰომეოპატის, ისე იმ ორი
ექიმისაც სრულიად დაკარგა და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა...
ერთხელ ერთი მანდილოსანი მოუყვა, ხატებმა ავადმყოფი რო-
გორ განკურნეს. ივან ილიჩი იმ ქალს დიდი ყურადღებით უსმენ-
და და ის, რომ მისი მონაყოლი დაიჯერა, ნუთუ ასე გამოვშტერ-
დიო?! – შეშინებულმა გაიფიქრა... „სისულელეა, არ შეიძლება,
არ უნდა ავყვე ეჭვებს, ერთ ექიმს რომ ავირჩევ, რასაც დამინიშ-
ნავს, რასაც მირჩევს, უნდა დავემორჩილო... ამიერიდან ასედაც
მოვიქცევი, ცუდზე აღარაფერზე ვიფიქრებ. გაზაფხულამდე ბეჯი-
თად ვიმკურნალებ, მერე კი ვნახოთ!..“ ამის თქმა ადვილი იყო,
ხოლო შესრულება თითქმის შეუძლებელი. ტკივილი სულ უფრო
მატულობდა, პირში ისეთი უცნაური გემო ჰქონდა, ასე ეგონა,
იქიდან რაღაც საშინელება მოდიოდა. ამის გამო მადა სრულიად
45 მკითხველთა ლიგა
დაკარგა და თანდათან დასუსტდა. თავის მოტყუებას აზრი აღარ
ჰქონდა – აშკარა იყო, რაღაც უფრო საშინელი, ახალი, რაღაც ძა-
ლიან მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ორგანიზმში და ეს მხოლოდ
მან – ივან ილიჩმა იცოდა. მის ცოლ-შვილს არ ესმოდა მისი, ასე
ეგონათ, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, ეს კი გულს ყველა-
ზე მეტად სტკენდა. შინაურებს, განსაკუთრებით ცოლს და ქალიშ-
ვილს, რომლებსაც სახლში თითქმის ვერ ხედავდა, არათუ არ გა-
ეგებოდათ მისი მდგომარეობა, სწყინდათ, ასეთი მოწყენილი,
ასეთი მომთხოვნი რატომ იყო. მართალია, ხმამაღლა არ ამბობ-
დნენ, მაგრამ, ივან ილიჩი გრძნობდა, რომ ხელს უშლიდა მათ...
ცოლმა მისი ავადმყოფობის მიმართ თავისი დამოკიდებულება
გამოიმუშავა და იმის მიუხედავად, ქმარი რას ამბობდა, ან რას
აკეთებდა, ჯიუტად იდგა თავისაზე.
– იცით, – ეუბნებოდა პრასკოვია ფეოდოროვნა ნაცნობებს, –
ივან ილიჩს არ შეუძლია ისევე ზუსტად დაიცვას ექიმის მიერ და-
ნიშნული მკურნალობა, როგორც ყველა წესიერი ადამიანი უნდა
იცავდეს, – დღეს დალევს წვეთებს, ჭამს იმას, რასაც ექიმის და-
ნიშნულების მიხედვით უნდა ჭამდეს, იძინებს დროზე, ხოლო მე-
ორე დღეს, თვალი მე თუ არ მივადევნე, წამლის დალევაც ავიწ-
ყდება, ზუთხსაც კარგად მიირთმევს და ღამის პირველ საათამდე
ბანქოსაც არხეინად უზის.
– არა, აბა, როდის?! ეს ხომ მხოლოდ ერთხელ იყო, ისიც პეტ-
რე ივანოვიჩთან, – იტყოდა ივან ილიჩი ნაწყენი.
– გუშინ? გუშინ შებეკთან როგორღა მოიქეცი?
– რა უნდა მექნა, სულერთია, მაინც ვერ დავიძინებდი ტკივი-
ლისგან.
– რაც უნდა ყოფილიყო და რისგანაც უნდა ყოფილიყო, ასე
ვერ გამოჯანმრთელდები და ამით ჩვენც გვტანჯავ და გვაწამებ...
როგორც სხვების, ისე თვითონ ივან ილიჩის გამონათქვამე-
ბის მიხედვით, პრასკოვია ფეოდოროვნას დამოკიდებულება
46 მკითხველთა ლიგა
ქმრის ავადმყოფობის მიმართ გარეგნულად ასეთი იყო: „საკუ-
თარ ავადმყოფობაში ივან ილიჩი თვითონ არის დამნაშავე, ხო-
ლო ეს ავადმყოფობა ჩემ მიმართ მოყენებული ერთი დიდი უსია-
მოვნებაა...“ ივან ილიჩი გრძნობდა, პრასკოვია ფეოდოროვნას
ეს მისდაუნებურად გამოსდიოდა, მაგრამ მას ეს სულაც არ ამშვი-
დებდა.
ამჩნევდა, ან შეიძლება ფიქრობდა, რომ მის მიმართ სასამარ-
თლოშიც ზუსტად ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ.
ეგონა, ისე მიყურებენ, როგორც იმ ადამიანს, ვინც სამსახურში
ადგილს მათთვის მალე გაათავისუფლებს... მისი ამ ეჭვიანობის
გამო ამხანაგები უცებ მეგობრულად დაუწყებდნენ ხუმრობას,
თითქოს ის რაღაც შემაძრწუნებელი, შიშის მომგვრელი და გა-
უგონარი, მის სხეულში რომ ჩაიბუდა, სისხლს სწოვს და სადღაც
მიაქანებს, ყველაზე საინტერესო სახუმარო საგანი ყოფილიყოს.
მოვიდოდნენ ამხანაგები ბანქოს სათამაშოდ, მოთელავდნენ
უხმარ, გატკიცინებულ კარტს, გაჭრიდნენ, აურევდნენ, ერთმანე-
თის მიყოლებით დაალაგებდნენ შვიდივე აგურს. უკოზიროდ, –
იტყოდა პარტნიორი და დააფარებდა ხელს ტუზს... რა იყო კიდევ?
იყო ის, რომ მხნეს და მხიარულს უნდოდა დიდი შლემი მოეგო...
მაგრამ ფერდში უცებ იმ სისხლისმწოველ ტკივილს იგრძნობდა,
იგრძნობდა პირში იმ უსიამოვნო გემოს და ის, რომ შეიძლებოდა
ახლა შლემს გაეხარებინა, უცნაურად მოეჩვენებოდა.
უყურებდა მიხაილ მიხაილოვიჩს, პარტნიორს, უყურებდა,
როგორ ურტყამდა სანგვინიკურ ხელს მაგიდას, როგორ იკავებ-
და თავს, კარტს არ ჭრიდა და ივან ილიჩს კარტების მოგროვებით
სიამოვნება რომ მიენიჭებინა, ხელი შორს არ გაეწოდებინა და არ
შეწუხებულიყო, კარტებს მიუცურებდა... „ნუთუ ჰგონია, ისე დავ-
ძაბუნდი, ხელის გაწოდებაც აღარ შემიძლიაო“, – გაიფიქრებდა
ივან ილიჩი, კოზირის აღება დაავიწყდებოდა, თავის თულფს კი-
დევ ერთხელ ზედმეტად ჩამოვიდოდა და წააგებდა შლემს. მაგ-
47 მკითხველთა ლიგა
რამ ყველაზე ცუდი ის არის, ხედავდა, ამ წაგების გამო, როგორ
იტანჯებოდა მიხაილ მიხაილოვიჩი, მაშინ როცა მისთვის ყველა-
ფერი სულერთი გახლდათ, თუმცა მეტად მტკივნეული იყო ფიქრი
იმაზე, თუ რატომ იყო მისთვის ყველაფერი ასე სულერთი.
ხედავენ, ცუდად არის და – თუ დაიღალეთ, შეგვიძლია შევ-
წყვიტოთ თამაში, დაისვენეთო, – ეუბნებიან... „დაისვენოს? არა,
რატომ?! არ არის დაღლილი! ამ ხელს სხვებთან ერთად უსათუ-
ოდ ჩაამთავრებს...“ ყველა მოღუშულია, ხმას არავინ იღებს. ივან
ილიჩი გრძნობს, რომ ასეთი მოწყენილები მის გამო არიან, მაგ-
რამ მათ დასამშვიდებლად არაფერი შეუძლია. სტუმრები ივახ-
შმებენ და წავლენ, თვითონ კი დარჩება აქ მარტო, დარჩება იმ
განცდით, რომ ცხოვრება არა მარტო მისთვის იქცა საწამლავად,
არამედ სხვებსაც უწამლავს სიცოცხლეს და რომ ის საწამლავი
არათუ იკლებს, არამედ სულ უფრო მეტად და მეტად წამლავს მის
ორგანიზმს.
ამ განცდით, ამ ფიზიკური ტკივილით, დაწვება ახლა დასაძი-
ნებლად და მთელ ღამეს თეთრად გაათენებს. დილით ისევ ადგე-
ბა, გამოეწყობა, წავა სასამართლოში და ჩაერთვება ისევ თავის
საქმეში – დაწერს, ილაპარაკებს... თუ არ წავა, მთელი ოცდაოთ-
ხი საათი სახლში თუ იჯდება, ყოველ წუთს და საათს წამებაში გა-
ატარებს... იქნება ასე მარტოდმარტო, სასიკვდილოდ განწირუ-
ლი, გვერდით ერთი ადამიანიც არ ეყოლება, ვინც გაუგებს და ვი-
საც შეეცოდება.

48 მკითხველთა ლიგა
5

ასე გაიარა ორმა თვემ. ახალი წლის წინ ქალაქში მისი ქვის-
ლი ჩამოვიდა და მათ სახლში დაბინავდა. ივან ილიჩი ამ დროს
სამსახურში იყო, პრასკოვია ფეოდოროვნა კი საყიდლებზე გახ-
ლდათ წასული. შინ რომ მოვიდა ივან ილიჩი, თავის კაბინეტში
შესულს იქ ქვისლი დახვდა – ახოვანი, ჯანღონით სავსე სანგვი-
ნიკი. ამ დროს ის ჩემოდანს ხსნიდა, რომ უცებ თავი ასწია, ივან
ილიჩს შეხედა, წამით იყუჩა და მისმა ამ შეხედვამ, მისმა ამ გა-
ოცებულმა მზერამ ივან ილიჩისათვის ყველაფერი ნათელი გახა-
და.
– რა იყო, ძალიან შევიცვალე?
– ჰო... არის რაღაც ცვლილება.
მისი ამ სიტყვების შემდეგ ივან ილიჩმა თავის გარეგნობაზე
საუბარი რამდენჯერაც არ წამოიწყო, ქვისლმა წაუყრუა, საუბარ-
ში არ აჰყვა. მალე პრასკოვია ფეოდოროვნაც მოვიდა და ქვისლი
მასთან შესახვედრად რომ გავიდა, ივან ილიჩმა კარი მაშინვე ჩა-
კეტა, სარკეში რამდენჯერმე ჩაიხედა, ჯერ წინიდან შეათვალიე-
რა თავი, მერე გვერდიდან, მერე ცოლთან ერთად გადაღებული
სურათი აიღო და სარკეში დანახულ თავის თავს შეადარა. ცვლი-
ლება მართლაც უზარმაზარი იყო. ახლა მკლავები გაიშიშვლა
იდაყვებამდე, დაიხედა მკლავებზე, სახელოები ისევ ჩამოიწია,
ატამანზე დაჯდა და სახე ღამესავით ჩაუშავდა.
„არა, არ შეიძლება, საჭირო არ არის, არ არის საჭირო...“ –
უთხრა საკუთარ თავს, წამოხტა, მაგიდასთან მივიდა, საქმიანი
ქაღალდები გაშალა, კითხვა დაიწყო, მაგრამ ვეღარ გააგრძელა,
კარი გააღო და ზალაში გავიდა. სასტუმრო ოთახის კარი მოხუ-
რული იყო. კართან ფეხაკრეფით მივიდა და მიაყურა.
– ტყუილია, ასე არ არის, აჭარბებ, – ამბობდა პრასკოვია ფე-
ოდოროვნა.
49 მკითხველთა ლიგა
– როგორ თუ ვაჭარბებ?! შენ უბრალოდ ვერ ატყობ, მკვდარი-
ვითაა, შეხედე, თვალები როგორი ჩამქრალი აქვს. მაინც რა მო-
უვიდა, რა სჭირს?
– არ ვიცი... ნიკოლაევმა (ეს მეორე ექიმი იყო) რაღაც თქვა,
მაგრამ ვერაფერი გავიგე. ლეშჩეტიცკიმაც რაღაც სრულიად სა-
პირისპირო ილაპარაკა...
ივან ილიჩი გატრიალდა, ისევ თავის ოთახში შევიდა, დაწვა
და ფიქრს მიეცა... „თირკმელი... მოხეტიალე თირკმელი...“ – გა-
ახსენდა ყველაფერი, რასაც ექიმები ამბობდნენ – ის, თუ როგორ
მოსწყდა თირკმელი ადგილს და როგორ მოგზაურობს... მერე
წარმოსახვა დაძაბა, შეეცადა შეეჩერებინა, დაემაგრებინა თავის
ადგილას და – თურმე რა ცოტა რამ ყოფილა ამისთვის საჭიროო
– გაიფიქრა... – არა, ისევ პეტრე ივანოვიჩთან წავალ, ახლავე,
დიახ, ახლავე (პეტრე ივანოვიჩი მისი ის მეგობარი იყო, რომელ-
საც ექიმი მეგობარი ჰყავდა)! – თქვა და და იმავე წუთს დარეკა,
ცხენი შეკაზმეთო, ბრძანა, წასასვლელად მოემზადა.
– ჟეან, სად მიდიხარ? – ჰკითხა ცოლმა. ახლა მას ძალიან სევ-
დიანი და მისთვის სრულიად უჩვეულო კეთილი გამომეტყველე-
ბა ჰქონდა.
ივან ილიჩი გააღიზიანა მისმა ამ კეთილმა გამომეტყველებამ,
შუბლშეკრულმა კუშტად შეხედა და უთხრა:
– პეტრე ივანოვიჩთან!..
მართლაც, წავიდა თავის იმ მეგობართან, ვისაც ექიმი მეგო-
ბარი ჰყავდა და ორივემ იმ მეგობრის მეგობრისკენ გასწია... ექი-
მი სახლში დახვდათ – ივან ილიჩი ექიმს დიდხანს ესაუბრა.
როცა დაწვრილებით გაარჩიეს ის ფიზიკური და ფიზიოლო-
გიური ცვლილებები, რაც ექიმის აზრით, მის ორგანიზმში ხდებო-
და, ივან ილიჩი ყველაფერს მიხვდა:
„ესე იგი, ნაწლავში რაღაც ოინია, რაღაც პატარა ეშმაკობა,
რასაც ადვილად ეშველება, ოღონდ ამისთვის საჭიროა ერთის
50 მკითხველთა ლიგა
ენერგიის გაძლიერება, ხოლო მეორის – მოქმედების შესუსტება,
რის შემდეგაც მოხდება გაწოვა და ყველაფერი თავის ადგილზე
დალაგდება...“ სადილად ივან ილიჩმა სახლში ცოტა დაიგვიანა,
ისადილა, მხიარულად ისაუბრა და ვიდრე კაბინეტში სამუშაოდ
გავიდოდა, იქ კარგა ხანს შეყოვნდა. ბოლოს შევიდა თავის სამუ-
შაო ოთახში და საქმეებს მიუჯდა. კითხულობდა, არჩევდა წაკით-
ხულს, მაგრამ ის მეტად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც გადა-
დებული ჰქონდა, გონებიდან არ ამოსდიოდა და დაამთავრებდა
თუ არა ამ საქმეს, მაშინვე იმას მიუბრუნდებოდა. მერე გაახსენ-
და, რომ ეს „მეტად მნიშვნელოვანი საქმე“ ბრმა ნაწლავი იყო.
მაგრამ, ამაზე ფიქრი აღარ გაუგრძელებია და ჩაის დასალევად
სასტუმრო ოთახში გავიდა. სასტუმრო ოთახში სტუმრები დახ-
ვდნენ, სტუმრებს შორის ახალგაზრდა მოსამართლეც იყო – მისი
ქალიშვილის საქმრო... ლაპარაკობდნენ, ფორტეპიანოზე უკ-
რავდნენ, მღეროდნენ და როგორც პრასკოვია ფეოდოროვნამ
შენიშნა, ივან ილიჩმა ის საღამო სხვებზე მხიარულად გაატარა,
თუმცა წუთიცაც არ დავიწყებია, რომ ბრმა ნაწლავის შესახებ
თავში მეტად მნიშვნელოვანი აზრები უტრიალებდა. თერთმეტი
საათი რომ გახდა, ყველას გამოემშვიდობა, კაბინეტის გვერდი-
თა პატარა ოთახში შევიდა, სადაც მთელი მისი ამ ავადმყოფობის
განმავლობაში მარტოს დღეს პირველად უნდა სძინებოდა. შევი-
და, გაიხადა, ზოლას რომანი აიღო, მაგრამ კითხვას გული ვერ
დაუდო და ფიქრი ისევ თავისი ავადმყოფობისაკენ გაექცა – მის
წარმოსახვაში ხდებოდა მისთვის მეტად სასურველი რამ: ბრმა
ნაწლავი თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა...
„დიახ, ყველაფერი ასეა, მაგრამ საკუთარ თავს უნდა მიეხმარო,
უნდა მიეხმარო ბუნებას, – უთხრა თავის თავს, უცებ წამალი გა-
ახსენდა, წამოდგა, დალია, პირაღმა დაწვა და დააკვირდა, რო-
გორ იმოქმედებდა ის, როგორ გააქრობდა, გაანადგურებდა მის
ტკივილს – მთავარია, დროზე მივიღო წამალი, უსიამოვნებას მო-
51 მკითხველთა ლიგა
ვერიდო... თავს ახლა ცოტა უკეთესად ვგრძნობ, არა, გაცილე-
ბით უკეთესად...“ ამის გაფიქრებაზე ფერდში რამდენჯერმე იჩ-
ქმიტა, მაგრამ არ სტკენია: „არა, ტკივილს ნამდვილად არ
ვგრძნობ, უკეთესად ვარ, ჩემი ბრმა ნაწლავი რჩება, შეიწოვე-
ბა...“ და აი, უცებ ისევ ის ყრუ, ნაცნობი, მოუშუშებელი ტკივილი,
პირშიც ისევ ის აუტანელი გემო და გული ისევ მტკივნეულად
შეეკუმშა, – „ღმერთო, ღმერთო ჩემო! – ჩაილაპარაკა ჩუმად,
თავისთვის, – მტკივა, ალბათ სულ ასე მეტკიება, არასოდეს გა-
მივლის“. უცებ საქმე სხვაგვარად წარმოუდგა: „ბრმა ნაწლავი...
თირკმელი... მაგრამ საქმე ბრმა ნაწლავს და თირკმელს კი არა,
– უთხრა თავის თავს, – სიკვდილს და სიცოცხლეს ეხება... იყო
სიცოცხლე, მაგრამ აღარ არის სიცოცხლე, მიდის, ქრება, მე კი
არ შემიძლია მისი შეჩერება... დიახ, ასეა, თავი რატომ მოვიტ-
ყუო? განა ჩემ გარდა ყველასთვის აშკარა არ არის, რომ ვკვდები,
მაგრამ რამდენ დღესა ან რამდენ კვირაში? აი, ეს არის საკითხა-
ვი. ხომ შეიძლება ახლა, ამ წუთშიაც... იყო სინათლე, ახლა
წყვდიადია... მაშინ აქეთ ვიყავი, ახლა იქით ვარ! მაგრამ საით?
საით იქით?..“ უცებ სიცივემ მოიცვა, სუნთქვა შეეკრა, გული ამო-
ვარდნაზე ჰქონდა.
„როცა მე არ ვიქნები, მაშინ რა იქნება? არაფერი? ჰო, არაფე-
რი... ჰო, მაგრამ, როცა აქ არ ვიქნები, სად ვიქნები?! ნუთუ ეს სიკ-
ვდილია!“ – თქვა და უცებ წამოდგა, უნდოდა, სანთელი აენთო,
აკანკალებული ხელი მოაფათურა, სანთელი შანდლიანად ია-
ტაკზე ხმაურით დაეცა და თავი ისევ ბალიშში წარგო... ეს სიკვდი-
ლია! – ეუბნებოდა თავის თავს და ფართოდ გაღებული თვალე-
ბით სიბნელეს მისჩერებოდა, – მათ კი ეს არ იციან, არ უნდათ
იცოდნენ, მე მათ არ ვეცოდები... აი, ახლაც უკრავენ, მხიარულო-
ბენ (კარს იქიდან ხალხის ჟრიამული, ხმამაღალი მუსიკა და რი-
ტურნელი ისმოდა), მოვკვდები თუ ვიცოცხლებ, მათთვის სუ-
ლერთია... მაგრამ ისინიც დაიხოცებიან, მე მალე, ისინი ცოტა
52 მკითხველთა ლიგა
გვიან... ახლა კი ერთ მხიარულებასა და გართობაში არიან, მხე-
ცები, პირუტყვები!.. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ხომ არ შეიძ-
ლება, ადამიანი ყოველთვის ამ შიშისა და ნერვიულობისათვის
იყო განწირულიო, – გაიფიქრა და წამოდგა:
„რაღაც ისე არ არის. უნდა დავმშვიდდე. უნდა მოვიფიქრო,
ყველაფერი თავიდან უნდა ავწონ-დავწონო...“ მერე დაფიქრდა:
„აი, იწყება ავადმყოფობა, მკერდში რაღაც დარტყმას, რაღაც
ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ იმ დღესაც და მეორე დღესაც
ჯერ ისევ კარგად ვარ. მერე ფერდში ოდნავ თითქოს რაღაც
მღრღნის, ტკივილი თანდათან სულ უფრო მატულობს... მერე
ექიმები, მერე სევდა, გულგატეხილობა და ისევ ექიმები... თანდა-
თან უფსკრულთან მივდივარ, ახლოს სულ ახლოს... დღითიდღე
ძალა მაკლდება, გავხდი, ჩამოვხმი, თვალებში სინათლე აღარა
მაქვს. ეს უკვე სიკვდილია, მე კი ისევ ბრმა ნაწლავზე ვფიქრობ...
ვფიქრობ, როგორ ვუშველო, თავი როგორ მოვირჩინო... დიახ,
ეს სიკვდილია... სიკვდილია?! ნუთუ სიკვდილია?..“ და ისევ უმძი-
მესმა სევდამ მოიცვა. აქოშინებული საწოლთან მდგარ პატარა
ტუმბოს იდაყვით დაეყრდნო, დაიხარა, ასანთს ძებნა დაუწყო,
მაგრამ იმის გამო, რომ ტუმბო მკლავს სტკენდა, გაბრაზებული
მთელი ძალით ჩამოეყრდნო, ტუმბო წაიქცა, თვითონ სასოწარ-
კვეთილი და სუნთქვაშეკრული ზურგზე გადაწვა და სიკვდილს
დაელოდა.
ამ დროს სტუმრები უკვე მიდიოდნენ, პრასკოვია ფეოდოროვ-
ნა აცილებდათ, რომ უცებ რაღაცის დავარდნის ხმა მოესმა და შე-
მოვიდა:
– რა მოხდა, რა დაგემართა?!
– არაფერი, შემთხვევით დამივარდა.
პრასკოვია ფეოდოროვნა გავიდა და სანთელი შემოიტანა.
ივან ილიჩი იწვა იმ ადამიანივით, რამდენიმე ვერსი სირბილით

53 მკითხველთა ლიგა
რომ გამოიარა, მძიმედ, აჩქარებით სუნთქავდა. ის კი იდგა და
გაკვირვებული მისჩერებოდა:
– ჟეან, რა იყო, რა მოგივიდა?
– არა-ფე-რი... დამივარდა! – თქვა და, ნეტავი რას ველაპარა-
კები, სულერთია, ვერ გაიგებსო, – გაიფიქრა.
რა თქმა უნდა, ვერ გაიგო. ტუმბო წამოაყენა, სანთელი აანთო
და იმის გამო, რომ რომელიღაც სტუმარი ქალი უნდა გაეცილე-
ბინა, ოთახიდან სწრაფად გავიდა.
უკან რომ შემობრუნდა, ივან ილიჩი ისევ გულაღმა იწვა და
ჭერს მისჩერებოდა.
– რა იყო, ცუდად ხარ?
– ჰო.
ქალმა თავი გააქნია და სკამზე ჩამოჯდა.
– იცი, ჟეან, ხომ არ აჯობებს, ექიმი ლეშჩეტიცკი მოვიწვიოთ?
ეს ნიშნავდა, ცნობილი ექიმის მოსაყვანად ფული არ დანანე-
ბოდათ. რაზეც ივან ილიჩმა გესლიანად გაიღიმა და საჭირო არ
არისო, – უთხრა.
პრასკოვია ფეოდოროვნა ცოტა ხანს იჯდა, მერე წამოდგა,
ქმართან
მივიდა და შუბლზე აკოცა.
ქმარს ახლა ის მთელი სულითა და გულით სძულდა და დიდი
ძალისხმევა დასჭირდა, ხელი რომ არ ეკრა.
– კარგად იყავი. ღმერთმა ჰქნას, გემრიელად იძინო.
– ჰო, – ჩაილაპარაკა წყნარად ივან ილიჩმა.

54 მკითხველთა ლიგა
6

სასოწარკვეთილებას მიცემული ხედავდა, სიკვდილი კარს


იყო მომდგარი.
იცოდა, მალე მოკვდებოდა, მაგრამ არათუ მიეჩვია ამას, არა-
მედ ამის გაგებაც არ შეეძლო.
„კაი ადამიანია, ადამიანები მოკვდავები არიან. ესე იგი კაი
მოკვდავია“. სილოგიზმის ეს მარგალიტი, რომელიც ივან ილიჩ-
მაკიზევეტერის7 ლოგიკის სახელმძღვანელოდან იცოდა და, ასე
ეგონა, ეს მხოლოდ კაის შეეხებოდა, ვინაიდან კაი ადამიანი იყო,
ადამიანი ზოგადად, მასთან – ივან ილიჩთან კი ამას საერთო სუ-
ლაც არაფერი ჰქონდა, ვინაიდან ის არც კაია და არც ზოგადად
ადამიანი, არამედ სრულიად განსხვავებული ყველა სხვა არსება-
თაგან – ის ვანიაა, დედით, მამით და ვალოდიათი; თავისი სათა-
მაშოებით, მეეტლით, ძიძით, მერე კატენკატით და მთელი თავი-
სი ბავშვური თუ ახალგაზრდული დარდით და სიხარულით... მით-
ხარი, ნიშნავდა რაიმეს კაისთვის ზოლიანი ტყავის ბურთის სუნი,
რომელიც ასე ძალიან უყვარდა ვანიას? ნუთუ კაიც ასე ჰკოცნიდა
ხელზე დედას, კაისთვისაც ასე სასიამოვნოდ გაჰქონდა შარიშუ-
რი დედის აბრეშუმის კაბის კალთებს? ნუთუ ისიც ასე ჯანყდებო-
და ღვეზელების გამო, როგორც თვითონ სამართალმცოდნეობის
სასწავლებელში? ნუთუ კაიც ასე იყო შეყვარებული? ნუთუ კაისაც
შეეძლო ასე გასძღოლოდა კრებებს?
კაი მოკვდავია, დიახ, ის არის მოკვდავი, ის უნდა მოკვდეს, ეს
სწორია. მაგრამ ჩემთვის, ვანიასთვის – მთელი ჩემი აზრებითა
და გრძნობებით, ეს სრულიად სხვა რამეა, ეს შეუძლებელია! შე-

7
იოჰან კიზევეტერი (1766-1819 წწ.) – კანტის მიმდევარი გერმანელი ფილო-
სოფოსი, „ლოგიკის“ ავტორი.
55 მკითხველთა ლიგა
უძლებელია მე – ივან ილიჩი სასიკვდილოდ ვიყო განწირული, ეს
წარმოუდგენელია, ეს საშინელებაა.
თუ მეც ისე უნდა მოვკვდე, როგორც კაი, მე ეს დიდი ხანია მე-
ცოდინებოდა, ამას ჩემი შინაგანი ხმა მეტყოდა, მაშინ, როცა
მსგავსიც არაფერი მიგრძნია... მეც და ჩემ ამხანაგებსაც კარგად
გვესმოდა, რომ ეს სულაც არ იყო ისე, როგორც კაისთან, რომ
ჩვენ ეს სულაც არ გვეხებოდა... ახლა კი, აი, რა ხდება! – ეუბნე-
ბოდა თავის თავს, – არა, არ შეიძლება! ასე არ არის!.. არ შეიძ-
ლება-მეთქი, მაგრამ არის! მაინც რა არის? როგორ გავიგო ეს?“
დიახ, ასეთი იყო მისი განცდები.
დიახ, არ შეეძლო ამის გაგება. ცდილობდა, თავიდან ამოეღო,
მოეშორებინა ეს ცრუ, არასწორი, ავადმყოფური აზრები და სწო-
რი, ჯანსაღი აზრებით შეენაცვლებინა, მაგრამ ისევ მოდიოდა,
ისევ ეუფლებოდა მის სულს და გონებას, ისადგურებდა მის გონე-
ბაში არა როგორც აზრი, არამედ როგორც სინამდვილე.
და ივან ილიჩი მათ ნაცვლად რიგრიგობით უხმობდა სხვა აზ-
რებს იმ იმედით, რომ მათში დასაყრდენს ჰპოვებდა. ცდილობდა,
დაბრუნებოდა აზრის იმ ადრინდელ მდინარებას, რომელიც ფა-
რავდა, წინ ეღობებოდა ფიქრს სიკვდილის შესახებ. მაგრამ უც-
ნაურია, ყველაფერი ის, რაც ადრე მალავდა, რაც ხელს უშლიდა
სიკვდილის გაცნობიერებას, ახლა უკვე აღარ შეეძლო მას ამგვა-
რი ქმედება. ამ ბოლო დროს ივან ილიჩი სულ იმის მცდელობაში
იყო, როგორმე აღედგინა გრძნობების ის ადრინდელი მდინარე-
ბა, გრძნობებისა, რომელიც უარს ამბობდა, უარყოფდა სიკ-
ვდილს... წავალ სამსახურში, საქმით დავკავდები, მე ხომ ამით
ვცოცხლობდიო, – ეტყოდა საკუთარ თავს და წავიდოდა, გადაიყ-
რიდა გულიდან ყოველგვარ ეჭვს და უსიამოვნო ფიქრებს, ჩაერ-
თვებოდა ამხანაგებთან საუბარში, დაჯდებოდა, მოავლებდა ჩვე-
ულებისამებრ დაბნეულ, ფიქრიან მზერას მომლოდინე ადა-
მიანებს, დაეყრდნობოდა გამხდარი მკლავებით მუხის სავარ-
56 მკითხველთა ლიგა
ძლის სახელურებს, გადაიხრებოდა ამხანაგებისკენ, მოიცურებ-
და ქაღალდებს, ამხანაგებს ერთს გადაუჩურჩულებდა, სწრაფად
აიხედავდა, გასწორდებოდა, წარმოთქვამდა ნაცნობ სიტყვებს
და ჩაუჯდებოდა საქმეს.
მაგრამ ტკივილი, რომელსაც სულაც არ აინტერესებდა, საქმე
რა ვითარებაში იყო, დამთავრებული იყო თუ დასამთავრებელი,
დაიწყებდა ფერდქვეშ თავის სისხლისმწოვ ქმედებას, ივან ილი-
ჩი მოუსმენდა, შეეცდებოდა, აღარ ეფიქრა, მაგრამ ტკივილი თა-
ვისას აგრძელებდა, მოვიდოდა, ჩაუჯდებოდა ფერდში, გაშეშდე-
ბოდა ივან ილიჩი ტკივილისგან, ჩაუქრებოდა თვალები და ისევ
ჰკითხავდა თავის თავს – ნუთუ მხოლოდ ეს არის, მხოლოდ ეს
ტკივილია სიმართლეო?.. ამხანაგებიც და ქვეშევრდომებიც ძა-
ლიან შეწუხებულები იყვნენ, უკვირდათ, ასეთი ბრწყინვალე, ასე-
თი გამოცდილი, დახვეწილი მოსამართლე, როგორ ცდებოდა,
როგორ უშვებდა ასეთ შეცდომებს. ის დახვეწილი, გამოცდილი
მოსამართლე კი მხოლოდ თავს გადააქნევდა და შეეცდებოდა,
გონებაზე მოსულიყო, მიიყვანდა ბოლომდე როგორმე კრებას და
წავიდოდა სახლში იმ სევდიანი განწყობით, იმის მწარე გაცნო-
ბიერებით, რომ აღარ შეუძლია სამსახურებრივი საქმეებით ძვე-
ლებურად გადაფაროს ის, რის დაფარვაც ასე ძალიან სწადია... ის
ანუ ის ტკივილი იმიტომ კი არ მიიქცევდა თავისკენ ყურადღებას,
იმიტომ კი არ ახსენებდა თავს, რათა მას – ივან ილიჩს ემოქმედა,
დახმარებოდა რამით საკუთარ თავს, არამედ მხოლოდ იმიტომ,
რომ არ ემოქმედა, არაფერი ეკეთებინა, მისთვის ესმინა და ეტან-
ჯა – აი, რა იყო ყველაზე ცუდი!
ამ მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო, ივან ილიჩი სხვა
შირმებს ეძებდა. გამოჩნდებოდა სხვა შირმები და ცოტა ხანს ჩა-
უყუჩდებოდა ტკივილი, მაგრამ არათუ ქრებოდა, არათუ იკარგე-
ბოდა საბოლოოდ, არამედ, ისე ნათლად, ისე აშკარად წარმოავ-
ლენდა თავს, თითქოს ყველაფერში შეაღწია, თითქოს მთელ ორ-
57 მკითხველთა ლიგა
განიზმს მოედო, ყველა სიძნელე გადალახა და მისი შეჩერება
აღარაფერს შეუძლია.
ამ ბოლო დროს ზოგჯერ ასედაც ხდებოდა – შევიდოდა ივან
ილიჩითავისი ხელით ლამაზად მოწყობილ სასტუმრო ოთახში,
სადაც ის კიბიდან ჩამოვარდა, ოთახში, რომლის მოწყობასაც
ლამის შეეწირა და რა მწარე, თანაც რა სასაცილოა ახლა ამაზე
ფიქრიო, თუმცა ეჭვიც არ ეპარებოდა, მისი ტანჯვა, მისი ეს ავად-
მყოფობა სწორედ იმ კიბიდან ჩამოვარდნის, ტკენის, დაჟეჟილო-
ბის ბრალი იყო... შევიდოდა, დაინახავდა ძვირფას, ლაქით გაპ-
რიალებულ მაგიდას რაღაც ღრმა ნაჭდევი აჩნდა, დიდხანს იფიქ-
რება, დაუწყებდა მიზეზს ძებნას და ბოლოს მიხვდებოდა, მიზეზი
მოჩუქურთმებული ალბომის კუთხეში გაღუნული თუჯიაო, აიღებ-
და თავის მიერ შედგენილ ძვირფას ალბომს, ნახავდა, სურათები
ზოგან გახეული იყო, ზოგან ამოტრიალებული – ჩემი ქალიშვი-
ლიცა და მისი ამხანაგებიც უწესრიგოები არიანო, – გაიფიქრებ-
და ნაწყენი და ყველაფერს დიდი მონდომებით მოიყვანდა წეს-
რიგში.
მერე თავში ის აზრი მოუვიდოდა, ალბომს მთელი ამ
établissement-იანად8 აი, იმ კუთხეში ყვავილებთან გადავიტანო,
ლაქიას დაუძახებდა, მაგრამ მის მაგივრად დასახმარებლად ან
ქალიშვილი შემოვიდოდა, ან ცოლი, რომლებიც არ ეთანხმე-
ბოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ და ისიც ეკამათებოდა, ბრაზობ-
და... მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც კარგად იყო, ვინაი-
დან ახლა „ის“ სულაც არ ახსოვდა, „ის“ აღარ იყო, აღარ ჩანდა.
და აი, როცა იმ ყველაფრის ერთი ადგილიდან მეორე ადგილ-
ზე თავისი ხელით გადაადგილება დაიწყო – მოიცა, გაჩერდი, მა-
გას მოსამსახურეები გააკეთებენო, – უთხრა ცოლმა, რომ უცებ
ივან ილიჩმა დაინახა, როგორ გაკრთა „ის“ შირმის უკან! იმედი

8
მოწყობილობა (ფრ.)
58 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა, გაქრებოდა, შირმა დაიცავდა მისგან და, თავისდაუნებუ-
რად გაყუჩდა, გაირინდა, ყური მიუგდო... მაგრამ ის ისევ იქ იყო,
ისევ ღრღნიდა, ისევ აწამებდა, ისევ მოურიდებლად მოსჩერებო-
და ყვავილებს იქიდან, ივან ილიჩს კი აღარ შეეძლო თავის მოტ-
ყუება... რატომ, რისთვის?!
„ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ სიმართლეა ის, რომ აქ, აი ამ ფარ-
დის გამო ისე ვკვდები, როგორც ომში, როგორც შეტევაზე?! სი-
სულელეა, საშინელებაა! არა, არ შეიძლება, არ არის ეს ასე!.. არ
შეიძლება... მაგრამ არის!..“
შევიდოდა კაბინეტში, დაწვებოდა, დარჩებოდა მასთან მარ-
ტოდმარტო პირისპირ, თავად კი არაფერი შეეძლო, გარდა იმი-
სა, რომ ეყურებინა მისთვის და გაყინულიყო.

59 მკითხველთა ლიგა
7

როგორ მოხდა ეს ივან ილიჩის ავადმყოფობის მესამე თვეს,


თქმა ამისა ძნელია. ხდებოდა ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად,
გაუცნობიერებლად, მაგრამ ხდებოდა ის, რომ იცოდა ცოლმაც,
ქალიშვილმაც, იცოდა მისმა გიმნაზიელმა ვაჟმაც, იცოდნენ მო-
სამსახურეებმაც, ნაცნობ-მეგობრებმაც, იცოდნენ ექიმებმაც,
რაც მთავარია, იცოდა თვითონაც, რომ მისი ეს ავადმყოფობა
მხოლოდ იმით იყო ყველასთვის საინტერესო, როდის გაათავი-
სუფლებდა სასამართლოში ადგილს, როდის გაათავისუფლებდა
მისით შეწუხებულ ადამიანებს და გათავისუფლდებოდა თვითო-
ნაც ამ ტანჯვისგან.
ღამით თითქმის არ ეძინა, ოპიუმსაც უკეთებდნენ, მორფსაც
უშხაპუნებდნენ, მაგრამ ეს იოტისოდენ შვებასაც არ ჰგვრიდა. ის
ყრუ, უთქმელი სევდა, ძილბურანში რომ დაეუფლებოდა, რო-
გორც რაღაც სიახლე, თავიდან ოდნავ თითქოს ამშვიდებდა, მაგ-
რამ ტკივილი მალე კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.
ექიმის რჩევით ივან ილიჩს საკვებს საგანგებოდ ურჩევდნენ
და უმზადებდნენ, მაგრამ ეს საჭმელები მას უგემურზე უგემური
ეჩვენებოდა.
მონელებული საკვებისგან მისი ორგანიზმის გათავისუფლება
სპეციალური მოწყობილობით ხდებოდა, რაც მისთვის ნამდვილი
წამება იყო – სიბინძურე, უხამსობა, აუტანელი სუნი... უფრო მე-
ტად იმის გამო იტანჯებოდა, რომ ამ საქმეში თვითონ კი არა, სხვა
ადამიანები ირჯებოდნენ, მის გასაკეთებელს სხვები აკეთებ-
დნენ... მაგრამ ნუგეშისმცემელი მას სწორედ ამ ყველაზე უსია-
მოვნო საქმეში გამოუჩნდა, ვინაიდან იმ სიბინძურის გასატანად
ყოველთვის ის ადამიანი მოდიოდა, ვისაც სახელად გერასიმი
ერქვა.

60 მკითხველთა ლიგა
ეს იყო სიცოცხლით სავსე, ქალაქური საჭმელ-სასმელით გა-
სუქებული ახალგაზრდა გლეხი, ყოველთვის ხალისიანი, გულ-
ღია და მხიარული. თავიდან ივან ილიჩს რცხვენოდა იმ სუფთა,
რუსულ ყაიდაზე ჩაცმული, უსიამოვნო საქმით დაკავებული
ახალგაზრდა კაცისა და წუხდა, ღელავდა.
ერთხელ, სუდნოდან წამომდგარს შარვლის ასაწევად ძალა
რომ აღარ ეყო, პირდაპირ რბილ სავარძელში ჩაეშვა. იჯდა და
თავის შიშველ, დაძარღვულ ფეხებს შეძრწუნებული დაჰყურებ-
და.
სწორედ ამ დროს დიდი, ბრახუნა ჩექმებით გერასიმი შემოვი-
და და კუპრის სასიამოვნო სუნთან ერთად ზამთრის ცივი, კამკამა
ჰაერის სურნელი შემოიტანა. შემოვიდა ფრთხილად, უხმაუროდ,
ეკეთა ხამი ტილოს სუფთა წინსაფარი, ეცვა ჩითის სუფთა ხალა-
თი, შიშველ, მარჯვე, ღონიერ მკლავებზე სახელოები აკაპიწებუ-
ლი ჰქონდა. ეტყობა, არ უნდოდა შერცხვენოდა ავადმყოფს და
სუდნოსან ისე მივიდა, ივან ილიჩისკენ არც კი გაუხედავს.
– გერასიმ, – დაუძახა ხმადაბლა ივან ილიჩმა.
გერასიმი შეკრთა, ხომ არაფერი შემეშალაო და კეთილი,
ახალგაზრდა, ჯერ ისევ უწვერული სახე ავადმყოფისკენ სწრაფად
მიაბრუნა:
– რას მიბრძანებთ?
– ეს საქმე შენთვის ალბათ ძალიან უსიამოვნოა. მაპატიე, მე
უკვე აღარაფერი შემიძლია.
– რას ბრძანებთ! – თვალები გაუნათდა გერასიმს, საღი, თეთ-
რი, ქათქათა კბილები გამოაჩინა, – რატომ არ უნდა შევწუხდე,
რატომ არ უნდა გავისარჯო, თქვენ ხომ ავად ხართ.
თქვა, თავისი მარჯვე ხელებით გასაკეთებელი საქმე გააკეთა,
ფრთხილი, მსუბუქი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა და ხუთი წუთის
შემდეგ უკან უხმაუროდ შემობრუნდა.
ივან ილიჩი ისევ სავარძელში იჯდა.
61 მკითხველთა ლიგა
– გერასიმ, – უთხრა, როცა მან სუფთა, გარეცხილი სუდნო ად-
გილზე დადგა, – გეთაყვა, დამეხმარე, მოდი, ამაყენე, ადგომა მი-
ჭირს, დიმიტრი კი უკვე გავუშვი.
გერასიმი მივიდა, თავისი ძლიერი მკლავები ისევე მსუბუქად
მოხვია, როგორ მსუბუქადაც დააბიჯებდა და ფრთხილად წამოა-
ყენა. მერე ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელით პანტალონი
აუწია, უნდოდა ლოგინში ჩაეწვინა, მაგრამ ივან ილიჩმა დივანზე
დამსვიო, სთხოვა და გერასიმმა დივანთან თითქმის ხელში აყვა-
ნილი მიიყვანა.
– გმადლობ, რა კარგად, რა მარჯვედ აკეთებ ყველაფერს...
გერასიმმა გაიღიმა, წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ივან
ილიჩს დაენანა მისი გაშვება, ვინაიდან, ეტყობა, თავს კარგად
გრძნობდა მასთან.
– გერასიმ, გეთაყვა, მომიცურე სკამი, არა, ეს არა, აი, ის! ფე-
ხებქვეშ დამიდგი, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ.
გერასიმმა სკამი მოიტანა, უხმაუროდ დადგა, გაასწორა, ფე-
ხები სკამზე დააწყობინა და ივან ილიჩს მოეჩვენა, რომ ამ მდგო-
მარეობაში ცოტა შვება იგრძნო.
– ასე თავს უკეთესად ვგრძნობ, აი, ის ბალიში კი ფეხებქვეშ
დამიდე.
გერასიმმა ბალიში გაასწორა და ფეხებქვეშ დაუდო.
ვიდრე გერასიმს ბალიშის დასადებად მისი ფეხები ხელში ეჭი-
რა, ივან ილიჩმა თავი კიდევ უფრო უკეთესად იგრძნო და ეკით-
ხება:
– გერასიმ, დაკავებული ხარ?
– არა, ბატონო, სულაც არა, – გერასიმმა ბატონებთან ასეთი
ლაპარაკი ქალაქელებისგან ისწავლა.
– გაქვს კიდევ რამე გასაკეთებელი?
– არა, ყველაფერი მოვითავე. დავჭრი ხვალისთვის შეშას და
მორჩა.
62 მკითხველთა ლიგა
– მაშინ დამიჭირე ფეხები ცოტა უფრო მაღლა, შეგიძლია?
– რატომ არ შემიძლია! – გერასიმმა ფეხები ოდნავ აუწია და
ივან ილიჩს მოეჩვენა, რომ ამ მდგომარეობაში ტკივილს თით-
ქმის აღარ გრძნობდა.
– ახლა შეშის საქმე როგორღა იქნება?
– ნუ წუხართ, მოვასწრებ.
ივან ილიჩმა სთხოვა დამჯდარიყო, მისი ფეხები მაღლა, აი,
ასე სჭეროდა და ესაუბრა მასთან...
უცნაურია, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ასე უკეთესად იყო.
ამის შემდეგ დაუძახებდა ზოგჯერ გერასიმს, შეაწყობდა ფე-
ხებს მის მხრებზე და დაუწყებდა ლაპარაკს. გერასიმი ყველა-
ფერს ხალისით, გულიანად აკეთებდა და ეს გულს უჩუყებდა ივან
ილიჩს. სხვების ჯანმრთელობა, ძალა და მხნეობა შეურაცხყოფ-
და, მხოლოდ გერასიმის ჯანმრთელობა არ აღიზიანებდა, არ აღი-
ზიანებდა ის, რომ ასეთი ხალასიანი, სიცოცხლით, ჯანით და ღო-
ნით იყო სავსე. ეს არათუ არ აღიზიანებდა, არამედ ამშვიდებდა
კიდევაც.
ყველაზე დიდი სატანჯველი ივან ილიჩისთვის სიცრუე იყო,
ყველასგან აღიარებული ის სიცრუე – კი არ კვდება, უბრალოდ
ავადაა, მისთვის მხოლოდ სიმშვიდე, მკურნალობაა საჭირო, მე-
რე კი ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო, მაშინ როცა მან – ივან
ილიჩმა კარგად იცოდა, რამდენიც და როგორც არ უნდა ემკურ-
ნალა, რაც არ უნდა ექნა, კარგად აღარასოდეს იქნებოდა, მისი
ბოლო აუტანელი წამება და სიკვდილი იყო... ტანჯავდა ეს სიც-
რუე, ტანჯავდა ის, რომ არავის უნდოდა ეღიარებინა – ყველამ ვი-
ცით, იცის თვითონაც, მაგრამ ვცრუობთ და გვინდა ვაიძულოთ,
რათა იმანაც ამ სიცრუეში იცხოვროსო... სიკვდილის წინ თავ-
სმოხვეული ეს სიცრუე, რომლითაც უნდოდათ გაეუბრალოები-
ნათ სიკვდილის ზეიმური აქტი და ვიზიტების, სადილად მორ-
თმეული ზუთხების დონემდე დაეყვანათ, ივან ილიჩისთვის ნამ-
63 მკითხველთა ლიგა
დვილი სატანჯველი იყო. მაგრამ, უცნაური ის არის, ბევრჯერ,
როცა ისინი მის გამო ასე ოინბაზობდნენ, ერთი სული ჰქონდა,
ეყვირა, კმარა, შეწყვიტეთ, გეყოფათ ტყუილი, თქვენც იცით და
მეც კარგად ვიცი, რომ ვკვდებიო, მაგრამ გამბედაობა ამისთვის
არასოდეს ჰყოფნიდა... ხედავდა, კვდომის ეს შემაძრწუნებელი
აქტი მის ირგვლივ ყველას უბრალო უსიამოვნებამდე, ერთგვარ
უწესობამდეც დაჰყავდათ (მსგავსად იმ ადამიანის საქციელისა,
სასტუმრო ოთახში შესვლისას საზიზღარ სუნს რომ აყენებს), მა-
შინ როცა წესიერებისთვის ივან ილიჩს არასოდეს უღალატია...
იცოდა, არავინ შეიცოდებდა, არავის ჰქონდა სურვილი, მისი
მდგომარეობა გაეგო. ერთადერთი მხოლოდ გერასიმი იყო, ვი-
საც მისი ესმოდა და ეცოდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თავს კარ-
გად მხოლოდ მასთან გრძნობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა
მთელი ღამე ფეხები მის მხრებზე ჰქონდა შეწყობილი, ის კი იჯდა
მშვიდად – თქვენ ამაზე ნუ წუხართ, ივან ილიჩ, გამოძინებას ჯერ
კიდევ მოვასწრებო და წასვლას სულაც არ აპირებდა. ანდა მაშინ,
შენობით რომ დაუწყებდა ლაპარაკს – ნეტავი შენ არ იყო ავად,
თორემ რატომ არ მოგემსახურებიო?.. დიახ, ერთადერთი მხო-
ლოდ გერასიმი არ ტყუოდა, ყველაფრიდან აშკარა იყო, რომ
კარგად ესმოდა, რა ხდებოდა, ეცოდებოდა თავისი გამხდარი, ძა-
ლაგამოლეული ბატონი და ამის დამალვა საჭიროდ არ მიაჩ-
ნდა... ის კი არა, ერთხელ, როცა ივან ილიჩმა უთხრა, საკმარი-
სია, წადი, დაისვენეო, ასე უპასუხა:
– ჩვენც დავიხოცებით, ვითომ თავი რატომ არ უნდა შევიწუ-
ხოთ, – თქვა და ამით აგრძნობინა, რომ სულაც არ უმძიმდა, არ
აწუხებდა ეს შრომა, ვინაიდან ამას მომაკვდავი ადამიანისთვის
აკეთებდა და იმედი ჰქონდა, დრო რომ დადგებოდა, თავს ვინმე
მისთვისაც შეიწუხებდა.
გარდა იმ სიცრუისა, გარდა იმ სიცრუით გამოწვეული გულის
ტკივილისა, ივან ილიჩს ყველაზე მეტად ის ტანჯავდა, გულწრფე-
64 მკითხველთა ლიგა
ლად არავის ვუყვარვარ, არავის ვეცოდებიო. ზოგჯერ იყო წუთე-
ბი, როცა გაუთავებელი ტანჯვის, ტკივილის შემდეგ, როგორადაც
არ უნდა შერცხვენოდა, უნდოდა, ისიც ისევ შესცოდებოდა ვინ-
მეს, ისე მოჰფერებოდა, ისე ეკოცნა და ეტირა, როგორც პატარა,
ავადმყოფ ბავშვს ჰკოცნიან და ეფერებიან. იცოდა, ოჯახის საპა-
ტიო წევრს წვერი უკვე გაჭაღარავებული ჰქონდა და ეს შეუძლე-
ბელი იყო, მაგრამ მაინც უნდოდა, მაინც ენატრებოდა... რაღაც
ამდაგვარს მხოლოდ გერასიმისგან გრძნობდა და მის გვერდით
ყოფნა ამშვიდებდა... აი, ახლაც უნდოდა ეტირათ, მოფერებოდ-
ნენ, ეტირათ მის გამო, მაგრამ, აი, მოდის მისი ამხანაგი შებეკი
და ნაცვლად ამისა, მკაცრ, სერიოზულ, ღრმად მოაზროვნე ადა-
მიანის სახეს იღებს, ისევ საქმეზე უწყებს საუბარს, კასაციურ გა-
დაწყვეტილებაზე თავის აზრს უზიარებს და მტკიცედ იცავს ამ
აზრს... და მაინც, სიცოცხლის ამ ბოლო დღეებს, ყველაზე მეტად,
როგორც მის ირგვლივ გაბატონებული, ისე თავად მასშიც ფეს-
ვგადგმული სიცრუე უწამლავს.

65 მკითხველთა ლიგა
8

დილაა, მაგრამ ამას მხოლოდ იმით ხვდება, რომ წავიდა გე-


რასიმი და მოვიდა პეტრე ლაქია, სანთლები ჩააქრო, ერთი ფარ-
და გაწია და ჩუმად, უხმაუროდ ოთახის დალაგება დაიწყო... დი-
ლა იყო, საღამო, პარასკევი თუ კვირა, ყველაფერი სულერთი
იყო ივან ილიჩისათვის... ერთადერთი სინამდვილე იყო ის დაუს-
რულებელი, ტანჯვის მომგვრელი ტკივილი, გაცნობიერება იმი-
სა, რომ სასიკვდილოდ არის განწირული, მაგრამ ჯერ ცოცხა-
ლია... სინამდვილე ეს თავზარდამცემი, ძრწოლის მომგვრელი,
კარსმომდგარი სიკვდილი და სიცრუეა... მაშ რომელ დღეებზე,
რომელ კვირებსა და საათებზეა ლაპარაკი?
– ხომ არ მიბრძანებთ, ჩაი ხომ არ მოგართვათ? – ჰკითხა პეტ-
რე ლაქიამ.
– არა, – უთხრა და გუნებაში გაიფიქრა:
„ამას უნდა, წესრიგში იყოს აქაურობა, რათა დილით ბატონებ-
მა ჩაი გემრიელად მიირთვან“.
– ხომ არ გინდათ, დივანზე გადახვიდეთ?
„ამას უნდა, დაალაგოს ეს ოთახი, მე კი ხელს ვუშლი“:
– თავი დამანებე...
ლაქიამ ცოტა ხანს კიდევ იტრიალა, ის იყო ოთახი მიალაგ-
მოალაგა, რომ ივან ილიჩმა – მოდიო, ხელი დაუქნია და პეტრე
ლაქია სწრაფად, დაუზარებლად მივიდა:
– რას მიბრძანებთ?
– საათი, საათი მომეცი.
პეტრემ ტუმბოდან საათი აიღო და მიაწოდა.
– ცხრის ნახევარია. ადგნენ უკვე?
– არა, ჯერ არა. ვასილ ივანოვიჩი (ეს ივან ილიჩის ვაჟიშვილი
იყო) გიმნაზიაში წავიდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ბრძანა, თუ
იკითხავდით, გამეღვიძებინა. რას მიბრძანებთ, გავაღვიძო?
66 მკითხველთა ლიგა
– არ არის საჭირო, – თქვა ივან ილიჩმა და ჩაი ხომ არ დავ-
ლიოო, – გაიფიქრა.
პეტრე კარისკენ წავიდა. ივან ილიჩს მარტო დარჩენის შეეშინ-
და, მაგრამ არ იცოდა, რით დაეკავებინა, რომ უცებ წამალი გაახ-
სენდა.
– მომაწოდეთ, – უთხრა, კოვზი აიღო – რა იცი, იქნებ მიშვე-
ლოსო – და წამალი დალია... „არა, არ მიშველის, სისულელეა,
ტყუილია!.. მე უკვე აღარაფრის მჯერა... მაგრამ, ტკივილი!.. ეს
ტკივილი!.. რა იქნება, წუთით... წუთით მაინც მომასვენებდეს“, –
გაიფიქრა ივან ილიჩმა და ამოიკვნესა.
პეტრე მობრუნდა:
– არა, წადი ჩაი მომიტანე.
და პეტრე წავიდა.
მარტო დარჩენილმა ივან ილიჩმა ისევ დაიკვნესა, მაგრამ არა
იმდენად ტკივილის, რაც არ უნდა აუტანელი ყოფილიყო ეს ტკი-
ვილი, არამედ გულსმოწოლილი სევდის გამო. „სულ ერთი და
იგივე... ერთი და იგივე... გრძელი, უსიხარულო, დაუსრულებელი
დღეები და ღამეები... ნეტავი მალე მაინც... მაგრამ, რა? რა მა-
ლე?! სიკვდილი?.. სიბნელე?.. არა! სიბნელე არა! სიკვდილი,
ისევ სიკვდილი!..“
როცა პეტრემ ლანგრით ჩაი შემოიტანა, ივან ილიჩი დიდხანს
უყურებდა დაბნეული, ვერ გაეგო, ვინ იყო და რა უნდოდა. მის ამ
შემოხედვაზე პეტრე შეცბა და ივან ილიჩი უცებ გონს მოეგო:
– ჰო, მართლა, ჩაი. კარგი, დადგი. ოღონდ, დაბანაში დამეხ-
მარე, სუფთა პერანგი ჩამაცვი.
თქვა და პირი სვენებ-სვენებით დაიბანა, კბილები გაიხეხა,
თმა დაივარცხნა, სარკეში ჩაიხედა და ელდა ეცა. განსაკუთრე-
ბით შუბლზე უშნოდ დატკეპნილმა თმამ შეაშფოთა.
პეტრე პერანგს რომ უცვლიდა, იცოდა, შიშველ სხეულზე თუ
დაიხედავდა, კიდევ უფრო შეშფოთდებოდა... პერანგი ჩაიცვა,
67 მკითხველთა ლიგა
პლედში გაეხვია, ჩაის დასალევად სავარძელში ჩაჯდა. წუთით
თითქოს მოეშვა, შვება იგრძნო, მაგრამ ჩაი მოსვა თუ არა, პირში
ისევ ის აუტანელი გემო, ფერდში ისევ ის გაუსაძლისი ტკივილი
იგრძნო, ჩაი ნაძალადევად დალია, დაწვა, ფეხები გაჭიმა, გაიზ-
მორა და პეტრე გაუშვა.
ყველაფერი ძველებურად იყო. ხან წუთით იმედის ნაპერწკა-
ლი გაკრთებოდა, თუმცა აბობოქრდებოდა ისევ სასოწარკვეთი-
ლების მორევი და ისევ სევდა,ისევ ტკივილი... განსაკუთრებით
ახლა, როცა მარტოა... უნდა ვინმეს დაუძახოს, მაგრამ იცის,
სხვებთან თავს კიდევ უფრო უარესად იგრძნობს. იქნებ ისევ მორ-
ფი გაეკეთებინა, იქნებ ცოტა დამშვიდებულიყო... ან იქნებ ექიმს
სთხოვოს, მოიფიქროს რაიმე, თორემ აუტანელია ეს ტკივილი...
ასე გაიარა ორ-სამმა საათმა. წინკარში ზარის ხმა გაისმა. იქ-
ნებ ექიმია? დიახ, ექიმია, მხიარული, მხნე, სუფთად გამოწყობი-
ლი. ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ეუბნება – „აი, თქვენ
რაღაცით შეშინდით, მაგრამ დაგეხმარებით და ყველაფერი კარ-
გად იქნება...“ ექიმმა იცის, მისი ეს გამომეტყველება აქ არ ვარგა,
მაგრამ, ერთხელ რომ მოირგო ეს ნიღაბი, მისი მოხსნა აღარ შე-
უძლია, არ შეუძლია ისე, როგორც იმ ადამიანს, შეხვედრაზე წა-
სავლელად ფრაკში დილიდან რომ გამოეწყო.
ივან ილიჩი რომ დაამშვიდოს, ექიმი ხელებს ენერგიულად
იფშვნეტს:
– მცივა, ხელები გაყინული მაქვს. მაგარი ყინვაა... – თან ისე-
თი გამომეტყველება აქვს, თითქოს გეუბნება, მაცადეთ, ხელებს
ცოტას გავითბობ, მერე კი ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო და
ეუბნება:
– აბა, რას მეტყვით?
ივან ილიჩი გრძნობს, ექიმს უნდა ჰკითხოს, საქმე როგორააო,
მაგრამ იცის, რომ ეს არ შეიძლება და – როგორ გეძინათო? –
ეუბნება.
68 მკითხველთა ლიგა
ის კი ექიმს ისე მისჩერებია, თითქოს თვალებით ეკითხება –
ნუთუ ამ ტყუილის არასოდეს შეგრცხვებაო? – მაგრამ ექიმი ამ
კითხვას ყურს უყრუებს და ივან ილიჩი პასუხობს:
– ისევ ძალიან ცუდად... ტკივილი არ ემორჩილება მკურნა-
ლობას. იქნებ მოგეფიქრებინათ რაიმე?
– თქვენ – ავადმყოფები, ყოველთვის ასეთები ხართ... აი, ხე-
ლები მგონი გამითბა. თავად ყველაზე მოწესრიგებული პრასკო-
ვია ფეოდოროვნაც კი, ხელები ცივი გაქვსო, ვერ მისაყვედურებს.
– გამარჯობა, – ეუბნება ექიმი ივან ილიჩს, ხელს ართმევს, სე-
რიოზულ სახეს იღებს და ახლა უკვე მთელი გულით და სულით
სინჯავს – უსინჯავს პულსს, ტემპერატურას, უსმენს ფილტვებს.
ივან ილიჩმა იცის, რომ ეს ყველაფერი როშვაა, სისულელეა,
ტყუილია, მაგრამ როცა ექიმი მის წინ მუხლებზე დადგება, მისკენ
გადმოიხრება, სერიოზული გამომეტყველებით ყურს ფერდზე ხან
ოდნავ ზევით დაადებს, ხან ოდნავ ქვევით, მასაც ისე ემორჩილე-
ბა, როგორც ზოგჯერ ადვოკატის სიტყვებს, თუმცა კარგად იცის,
ესეც ტყუის, ისინიც ტყუიან და ისიც კარგად იცის, რატომ ტყუიან.
დივანზე მუხლისთავებზე შემდგარმა ექიმმა კიდევ რაღაც ად-
გილას უკაკუნა, მოუსმინა, რომ ამ დროს კარებში პრასკოვია ფე-
ოდოროვნას კაბამ გაიშრიალა და გაიგო, პეტრეს როგორ უსაყ-
ვედურა, ექიმის მოსვლა რატომ არ მოახსენა.
მერე ქმართან მივიდა, აკოცა, მტკიცება დაუწყო, დიდი ხანია,
ამდგარი ვარ, მაგრამ ის, რომ ექიმის მოსვლისას შენთან არ ვი-
ყავი, მხოლოდ რაღაც გაუგებრობის გამო მოხდაო.
ივან ილიჩი უყურებს, თავით-ფეხამდე ახედ-დახედავს, აღი-
ზიანებს მისი თეთრი კანი, მისი ფუმფულა სხეული, თეთრი, მოვ-
ლილი ხელები, პრიალა თმა, სიცოცხლით სავსე თვალების
ბრწყინვა და სძულს მთელი სულითა და გულით, მისი შეხებაც კი
ზარავს.

69 მკითხველთა ლიგა
ამ ქალის დამოკიდებულება, როგორც მის, ისე მისი ავადმყო-
ფობის მიმართაც არაფრით შეცვლილა. ისე, როგორც ექიმს აქვს
გამომუშავებული ერთხელ და სამუდამოდ ავადმყოფისადმი და-
მოკიდებულება, ასეთივე დამოკიდებულება გამოიმუშავა პრას-
კოვია ფეოდოროვნამაც ქმრის ავადმყოფობისადმი, კერძოდ ის,
რომ მისი აზრით, ივან ილიჩი რაღაცას ისე არ აკეთებს, ისე არ
იქცევა, როგორც საჭიროა, ამიტომაც მხოლოდ თვითონ არის
თავის ავადმყოფობაში დამნაშავე... მართალია, ამაზე ქმარს საყ-
ვედურობს კიდევაც სიყვარულით, მაგრამ თავის ამ დამოკიდებუ-
ლებას ვერაფერს უხერხებს:
– აი, ხედავთ, არ გვისმენს, წამალს დროზე არ სვამს. რაც მთა-
ვარია, ისეთ მდგომარეობაში წევს, როგორიც მისთვის საზიანოა
– წოლისას ფეხები ზევით აქვს აწეული!..
და ჰყვება, როგორ აიძულებს მისი ქმარი გერასიმს, იჯდეს და
მისი ფეხები მხრეზე ჰქონდეს შემოწყობილი.
– რა გაეწყობა, ეს ჩვენი ავადმყოფები ზოგჯერ ასეთ სისულე-
ლეებსაც იგონებენ... რას იზამ, სხვა რა გზაა, უნდა ვაპატიოთ! –
თქვა ექიმმა და თბილად გაუღიმა.
ექიმი გასინჯვას რომ მორჩა და წასასვლელად საათს დახედა,
პრასკოვია ფეოდოროვნამ ივან ილიჩს განუცხადა:
– შენ, როგორც გენებოს, მაგრამ ამ საღამოს ცნობილი ექიმი
მოვიწვიე, ის და მიხაილ დანილოვიჩი (ასე ამ ექიმს ერქვა) გაგ-
სინჯავენ და იმსჯელებენ; ოღონდ, წინააღმდეგობა არ გამიწიო,
გეთაყვა, ამას ჩემი გულისთვის ვაკეთებ, – უთხრა ბოლოს ირო-
ნიულად და აგრძნობინა, რომ ამ ყველაფერს თავისთვის კი არა,
მისთვის – ივან ილიჩისათვის აკეთებს, ხოლო ასე იმიტომ ეუბნე-
ბა, რომ უფლება არ მისცეს, უარი უთხრა თხოვნაზე... ივან ილიჩი
კი დუმდა, სახეს მანჭავდა, გრძნობდა, ყველაფერი, რაც მის ირ-
გვლივ ხდებოდა, სიცრუე იყო, მაგრამ ისე იყო დაბნეული, გონე-

70 მკითხველთა ლიგა
ბა ისე ჰქონდა არეული, ვეღარ გაეგო, რა იყო ტყუილი და რა იყო
მართალი.
ისე, კაცმა რომ თქვას, ყველაფერი, რასაც აკეთებდა, აკეთებ-
და მხოლოდ თავისთვის, ქმარს კი ეუბნებოდა, ამას, როგორც
სრულიად წარმოუდგენელს, აკეთებს თავისთვის იმიტომ, რომ
მან – ივან ილიჩმა შებრუნებით გაიგოს.
მართლაც, თორმეტის ნახევარზე მოვიდა ის ცნობილი ექიმი
და ისევ დაიწყო გასინჯვები. მნიშვნელოვან საკითხებზე ივან
ილიჩის თანდასწრებით ილაპარაკეს, ხოლო თირკმელსა და
ბრმა ნაწლავის შესახებ – სხვა ოთახში. კითხვებსაც და პასუხებ-
საც მრავლისმეტყველი სახით წარმოთქვამდნენ და ნაცვლად
რეალურად არსებული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხისა, რომე-
ლიც ახლა მათ წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა
ყოფილიყო, წინ თირკმელისა და ბრმა ნაწლავის საკითხი წამო-
წიეს. მათი აზრით, ეს ორი ორგანო რაღაცას ისე არ აკეთებდა,
როგორც საჭირო იყო და რომელთაც მიხაილ დავიდოვიჩი და ის
ცნობილი ექიმი საცაა თავს დაესხმოდნენ და აიძულებდნენ, ისე
ემოქმედათ, როგორც ჯერარსს.
როცა ცნობილი ექიმი წასვლისას ძალიან სერიოზული, მაგ-
რამ არაუიმედო გამომეტყველებით გამოემშვიდობა და ივან
ილიჩმა იმედით და შიშით თვალებანთებულმა მოკრძალებით
ჰკითხა, იყო თუ არა გამოჯანსაღების თუნდაც ცოტაოდენი იმედი,
ექიმმა – დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა შესაძლებლო-
ბა, რა თქმა უნდა, არისო... ექიმს რომ აცილებდა, სადღა იყო
ივან ილიჩის ის იმედიანი მზერა, ახლა ისე საცოდავად იყურებო-
და, რომ ცნობილი ექიმისთვის ჰონორარის გადასახდელად კა-
ბინეტიდან გასვლისას, ამის შემხედვარე პრასკოვია ფეოდო-
როვნამ იტირა.
ექიმის დამაიმედებელი სიტყვებით გამოწვეული სულიერი
აღმავლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ისევ ეს ოთახი, ისევ ეს
71 მკითხველთა ლიგა
სურათები, ფარდები, შპალერი, ისევ ეს ჭურჭელი და ისევ მისი
ტკივილისგან გაწამებული სხეული... იმის გამო, რომ ივან ილიჩი
სიმწრისგან უკვე კვნესოდა, დასამშვიდებლად ნემსი გაუკეთეს,
როგორც იქნა, ჩათვლიმა.
როცა გაეღვიძა, უკვე შებინდებული იყო. სადილად ბულიონი
მოუტანეს, მაგრამ ცოტაოდენი ძლივს შეჭამა. ყველაფერი ისევ
ისე იყო, საცაა ისევ შავად ჩამოწვებოდა ღამე.
სადილის შემდეგ, შვიდ საათზე, წვეულებაზე წამსვლელივით
გამოწყობილი, სახეშეპუდრული პრასკოვია ფეოდოროვნა
შემოვიდა, მკერდზე კაბა გასკდომაზე ჰქონდა. ამ საღამოს თეატ-
რში ვაპირებ წასვლას, ლოჟა აღებული გვაქვსო, – ქმარს ჯერ კი-
დევ დილით შეახსენა... ივან ილიჩმა ცოლი ასეთი გამოპრანჭუ-
ლი რომ ნახა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მაგრამ, გაახსენ-
და, თეატრში წასვლას და იმ ლოჟის დაკავებას თვითონ დაჟინე-
ბით რომ მოითხოვდა და შეეცადა, წყენა არ შეემჩნია, ვინაიდან,
დარწმუნებული იყო, ბავშვების ესთეტიკური აღზრდისათვის ეს
არა მარტო სასიამოვნო, არამედ აუცილებელიცააო.
პრასკოვია ფეოდოროვნა, ეტყობა, საკუთარი თავით კმაყო-
ფილი ბრძანდებოდა, მაგრამ თავს როგორღაც თითქოს დამნა-
შავედ გრძნობდა... ავადმყოფის გვერდით ჩამოჯდა, როგორ ხა-
რო, ჰკითხა, თუმცა ივან ილიჩი ხედავდა, ცოლმა ეს მხოლოდ
იმიტომ ჰკითხა, რომ ეკითხა და არა იმიტომ, რომ მისი ჯანმრთე-
ლობის ამბავი აინტერესებდა, ვინაიდან, ისედაც კარგად იცოდა,
რომ საკითხავი აქ არაფერი იყო... შემოვიდა თუ არა, ლაპარაკი
მაშინვე იმაზე დაიწყო, რის თქმაც უნდოდა და რაც აწუხებდა. იმა-
ზე, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა, ლოჟა უკვე და-
კავებული რომ არ იყოს. ესეც რომ არა, თეატრში ელენე, მათი
ქალიშვილი ლიზა და პეტრუშევი (მათი ქალიშვილის საქმრო) მი-
დიან და მათი მარტო გაშვება არ უნდა, ამიტომაც იძულებულია,
მათთან ერთად წავიდეს, თორემ აქ ყოფნას და ქმრის გვერდით
72 მკითხველთა ლიგა
ჯდომას რა სჯობია! – თქვა პრასკოვია ფეოდოროვნამ და დასძი-
ნა:
– ჰო, მართლა, შემოსვლა ფედორ პეტროვიჩსაც უნდოდა,
ხომ შეიძლება? ლიზასაც.
– ჰოდა, შემოვიდნენ.
შემოვიდა ახალგაზრდა, ჯერ ისევ ნორჩი, შილიფად ჩაცმული,
მხრებმოშიშვლებული ქალიშვილი... მაშინ, როცა ივან ილიჩს
ასე ტანჯავდა, ასე აწამებდა საკუთარი სხეული, მისი შვილი, მისი
ლიზანკა, რომელიც გარდა იმისა, რომ შეყვარებული იყო, ძალი-
ან ბრაზობდა მამის ავადმყოფობის გამო, რაც ასე ხელს უშლიდა
მის ბედნიერებას.
შემოვიდა ფრაკში გამოწყობილი, à ლა ცაპოულ თმადახვეუ-
ლი ფეოდორ პეტროვიჩიც. გრძელ, დაძარღვულ კისერს დიდი,
თეთრგულისპირიანი საყელო უმშვენებს. აცვია ღონიერ კანჭებ-
ზე მჭიდროდ მომდგარი ძალიან ვიწრო შავი შარვალი, ცალ ხელ-
ზე თეთრი ხელთათმანი. მათთან ერთად შემოიპარა ახალ მუნ-
დირსა და თეთრ ხელთათმანებში გამოპრანჭული, თვალებჩაშა-
ვებული (ამის მიზეზი რა არის, კარგად იცის ივან ილიჩმა) მისი
გიმნაზიელი ბიჭუნა.
მამას ეცოდება თავის ეს პატარა ვაჟიშვილი, მისი შეშინებუ-
ლი, თანაგრძნობით სავსე მზერა გულს სტკენს. ასე ჰგონია, გარ-
და გერასიმისა, ერთადერთი, ვისაც მისი ესმის და ვისაც ებრალე-
ბა, მისი შვილი, მისი პატარა ვასიაა.
ყველანი დასხდნენ და ისევ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპა-
რაკი. ჩამოვარდა სიჩუმე. ლიზამ დედას ბინოკლი მოჰკითხა –
სად დადე, სად წაიღე, რა უყავიო და დედა-შვილს შორის კამათი
დაიწყო.
ფედორ პეტროვიჩმა ივან ილიჩს ჰკითხა, უნახავს თუ არა სარა
ბერნარი? ივან ილიჩმა ჯერ ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა და ბო-
ლოს უპასუხა.
73 მკითხველთა ლიგა
– არა. თქვენ?
– დიახ, Adrienne Lecouvreur-ში.9
– სარა ბერნარი ამასა და ამაში განსაკუთრებულია, – თქვა
პრასკოვია ფეოდოროვნამ, რაზეც ქალიშვილი შეეკამათა... ახ-
ლა მსახიობის მოხდენილობასა და იმაზე დაიწყეს ლაპარაკი,
როგორი გულწრფელი, ნამდვილი და დამაჯერებელია მისი თა-
მაში.
შუა საუბარში რომ იყვნენ, ფეოდორ პეტროვიჩმა უცებ ივან
ილიჩს შეხედა და გაჩუმდა. სხვებმაც შეხედეს და ისინიც გაჩუმ-
დნენ. ივან ილიჩი თვალებანთებული წინ იყურებოდა, ეტყობა,
ბრაზობდა. საჭირო იყო გამოეყვანათ როგორმე მდგომარეობი-
დან, მაგრამ როგორ? უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყვეტილი-
ყო ჩამოვარდნილი სიჩუმე, თუმცა დალაპარაკებას პირველი ვე-
რავინ ბედავდა, ეშინოდათ, ვაითუ ის უწყინარი სიმართლე გამო-
აშკარავებულიყო, რაზეც ყველა ფიქრობდა... ლიზამ პირველმა
დაარღვია სიჩუმე. უნდოდა, დაემალა, არ ეთქვა ის, რაზეც ყველა
ფიქრობდა და რაც ყველას გულში იყო, მაგრამ წამოსცდა:
– თუ უნდა წავიდეთ, უკვე დროა, – თქვა, მამის ნაჩუქარ საათს
დახედა, რაღაც მეტად მნიშვნელოვანზე, რაც მხოლოდ მათთვის
იყო ცნობილი, საქმროს ჩუმად გაუღიმა და კაბის შარიშურით წა-
მოდგა.
წამოდგნენ დანარჩენებიც, ივან ილიჩს გამოემშვიდობნენ და
წავიდნენ. ივან ილიჩს მოეჩვენა, მათი წასვლის შემდეგ თავი
თითქოს უკეთესად იგრძნო – აღარ იყო სიცრუე, სიცრუე მათთან
ერთად წავიდა, მაგრამ დარჩა ტკივილი – ისევ ის ტკივილი, ისევ
ის შიში, რომელიც არც უმძიმებდა მდგომარეობას, არც უიოლებ-
და... და მაინც, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.

9
ფრანგი დრამატურგის – ოგიუსტენ სკრიბის (1791-1861 წწ.) და გაბრიელ
ლეგუვეს (1764-1812 წწ.) დრამა ცნობილი ფრანგი ტრაგიკული მსახიობის –
არიადნა ლეკუვრესის შესახებ.
74 მკითხველთა ლიგა
წუთი წუთს მისდევდა, საათი საათს, შეცვლით კი არაფერი იც-
ვლებოდა. ბოლო ისევ არ ჩანდა, იყო ისევ ის შემაძრწუნებელი,
ისევ ის გარდაუვალი დასასრული.
– დიახ, გამოაგზავნეთ გერასიმი, – უთხრა ივან ილიჩმა პეტ-
რეს.

75 მკითხველთა ლიგა
9

პრასკოვია ფეოდოროვნა თეატრიდან გვიან ღამით დაბრუნ-


და, მართალია, ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, მაგრამ, მისი შე-
მოსვლა ივან ილიჩმა მაინც გაიგო, თვალები გაახილა და მაშინ-
ვე დახუჭა. პრასკოვია ფეოდოროვნას უნდოდა, გაეშვა გერასიმი,
ქმართან თვითონ დარჩენილიყო, თუმცა ივან ილიჩმა თვალები
ისევ გაახილა, ცოლს შეხედა და ეუბნება:
– არა, წადი.
– ძალიან გტკივა?
– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც სულერთია.
– კარგი, მაშინ დალიე ოპიუმი.
ივან ილიჩი დაეთანხმა, წამალი დალია და პრასკოვია ფე-
ოდოროვნა წავიდა.
სამ საათამდე ძილ-ღვიძილში იყო, ეჩვენებოდა, თითქოს შავ,
ვიწრო, ძალიან გრძელ ტომარაში ტენიან, წვალობენ, ცდილო-
ბენ, მაგრამ ბოლომდე ვერა და ვერ ტენიან. ბოლოს მისთვის ეს
თავზარდამცემი, ძრწოლის მომგვრელი ამბავი აუტანელი ტან-
ჯვით მთავრდება: თან ეშინია, თან უნდა ჩავარდეს, ჩაასკდეს ძი-
რამდე, იბრძვის, ეხმარებათ... უცებ ადგილიდან წყდება, ვარდე-
ბა, სწრაფად მიქრის ფსკერისკენ და... იღვიძებს. მის ფეხთით
ლოგინზე ისევ ისე მშვიდად, ისევ ისე მოთმინებით ზის გერასიმი
და თვლემს... თვითონ გამხდარი, გაჩხიკინებულია, წინდებიანი
ფეხები გერასიმის მხრებზე აქვს შეწყობილი... ოთახში ისევ ის
აბაჟურიანი სანთელი ანთია... თვითონ ისევ ისე იტანჯება, ისევ ის
გაუსაძლისი, დაუსრულებელი ტკივილი აწამებს.
– წადი, გერასიმ, – უთხრა ჩურჩულით.
– არა, ვიჯდები.
– წადი, დაისვენე.

76 მკითხველთა ლიგა
ივან ილიჩმა ფეხები ჩამოიღო, გვერდზე გადაბრუნდა, ხელი
თაქვეშ ამოიდო, მანამდე შეიცადა, ვიდრე გერასიმი გვერდითა
ოთახში გავიდოდა, მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და ბავშვივით
ატირდა. ტიროდა თავის უსასოობაზე, თავის მარტოობაზე, ტი-
როდა ადამიანების სისასტიკეზე, სისასტიკეზე ღმერთისა, ტირო-
და იმაზე, ასე რომ მიატოვა ღმერთმა:
– რატომ, რატომ მომექეცი ასე? რატომ ვეწამები, რატომ,
რისთვის?
პასუხს არ ელოდა და ტიროდა, ტიროდა იმაზე, რომ არ იყო
პასუხი და რომ არც შეიძლებოდა ყოფილიყო... მალე ტკივილი
კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, მაგრამ არავის ეძახდა, იწვა გა-
უნძრევლად და თავისთვის ბუტბუტებდა: „კიდევ, კიდევ უფრო
დამცხე, კიდევ უფრო მატკინე, მაგრამ რატომ, რისთვის? რა ვქე-
ნი, რა ჩავიდინე, რა დავაშავე ასეთი? რატომ, რისთვის?“
მერე დამშვიდდა, არა მარტო ტირილი, სუნთქვაც კი შეწყვიტა
და სმენად იქცა – თითქოს სიტყვებს, ხმიერ ლაპარაკს კი არა, გუ-
ლის ხმას უსმენდა, გულიდან წამოსული აზრების მსვლელობას.
– მაინც რა გინდა? – ეს იყო სიტყვებით გახმიანებული პირვე-
ლი აზრი, რომელიც მან გაიგონა და – „რა გინდა, მაინც რა გინ-
დაო?“ – გაუმეორა ხმამ რამდენჯერმე.
და ივან ილიჩი ისევ სმენად იქცა. ისე იყო დაძაბული, უკვე ტკი-
ვილსაც აღარ გრძნობდა.
– იცოცხლო? მაინც როგორ? – ჰკითხა იმავე ხმამ.
– მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ვცხოვრობდი, კარგად, ბედ-
ნიერად.
– როგორ კარგად და ბედნიერად? – ჰკითხა მან ისევ და ივან
ილიჩმა გონებაში თავისი კარგი, ბედნიერი ცხოვრებიდან ყვე-
ლაზე საუკეთესო წუთების გახსენება დაიწყო... მაგრამ, უცნაური
ის იყო, იმ ბედნიერი ცხოვრების სუკეთესო წუთები, ბავშვობაზე
იმ პირველი მოგონების გარდა ახლა ისეთი სულაც აღარ ეჩვენა,
77 მკითხველთა ლიგა
როგორიც მაშინ.მხოლოდ იქ, ბავშვობაში იყო რაღაც ისეთი, რი-
თაც შეიძლებოდა გეცოცხლა... მაგრამ ადამიანი, ვინც ბავშვო-
ბის ის ბედნიერება განიცადა, აღარ იყო, ეს მოგონება მას კი არა,
თითქოს ვიღაც სხვას შეეხებოდა.
როცა ის იწყებოდა, რამაც ის ადამიანი წარმოშვა, ვინც ახ-
ლანდელი ივან ილიჩია, ყველაფერი ის, რაც მაშინ ასეთი სასიხა-
რულო ეჩვენებოდა, ახლა მის თვალწინ ქრებოდა, არარაობად
იქცეოდა, ხშირად სისაძაგლედაც კი.
რაც უფრო შორდებოდა ბავშვობას, რაც უფრო უახლოვდებო-
და დღევანდელობას, მით უფრო საეჭვო და არდასაჯერებელი
იყო მისთვის, რომ კიდევ იქნებოდა რაიმე ისეთი, რაც მის გულს
სიხარულს მოჰგვრიდა. მისი ეს განწყობა სამართალმცოდნეო-
ბის სასწავლებლიდან დაიწყო. თავიდან იქ ჯერ კიდევ იყო ის რა-
ღაც კარგი – იყო სიხარული, მეგობრობა, იყო იმედი, მაგრამ ზე-
და კლასებში ვითარება თანდათან შეიცვალა, იქ უკვე ნაკლებად
იგრძნობოდა ის სილაღე, ის სიხარული, აღარ იყო ის სიამოვნე-
ბის მომგვრელი წუთები... მერე პირველი სამსახური გუბერნა-
ტორთან და ისევ გაჩნდა ბედნიერების წუთები – ეს იყო ქალის
სიყვარული, იმ სიყვარულის გახსენება... მერე ყველაფერი
აირია, კარგი იშვიათად თუ გაკრთებოდა აქა-იქ, ხოლო რაც დრო
გადიოდა, სულ უფრო იშვიათად და იშვიათად...
მერე ცოლის შერთვა – ისე შემთხვევით... იმედგაცრუება, ცო-
ლის პირიდან ამოსული სუნი, მგრძნობელობა, ფარისევლობა,
მკვდარი, სულგაცლილი, უინტერესო სამსახური და გამუდმებუ-
ლი წუხილი ფულზე... ასე გაიარა ერთმა წელმა, ორმა, ათმა, ოც-
მა წელიწადმა, მაგრამ არათუ არ შეცვლილა არაფერი, რაც დრო
გადიოდა, ცხოვრება სულ უფრო უინტერესო, სულ უფრო მოსაწ-
ყენი ხდებოდა... მშვიდად მივაბიჯებდი მთის ძირას, მაგრამ ასე
მეგონა, თითქოს ზევით, მთაზე ავდიოდი. დიახ, ასე იყო... რამდე-
ნადაც საზოგადოების აზრით მთაზე სულ ზევით და ზევით ავდი-
78 მკითხველთა ლიგა
ოდი, იმდენად სულ უფრო სწრაფად ქრებოდა, სწრაფად იფერ-
ფლებოდა სიცოცხლე... და აი, უკვე მთაზე ვარ, მოკვდი!
მაინც, რა არის ეს?! რატომ?! არა, ეს შეუძლებელია! არ შეიძ-
ლება ასეთი უაზრო, ასეთი უხამსი იყოს ცხოვრება. და თუ ის მარ-
თლაც ასეთი უაზრო და უხამსია, მაშ ასე რატომ უნდა ვიტანჯებო-
დე, რატომ უნდა ვკვდებოდე ასეთი წამებით? არა, არ არის... არ
არის რაღაც ისე...
„იქნებ ისე არ ვიცხოვრე, როგორც უნდა მეცხოვრა?“ – გაუ-
ელვა უცებ გონებაში. „ჰო, მაგრამ, როგორ ისე არა, როცა ყვე-
ლაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო?!“ – ეუბნებოდა
თავის თავს, თუმცა უმალ თავიდან იშორებდა სიცოცხლის და
სიკვდილის ამოცანის ამ ერთადერთ ახსნას, როგორც სრულიად
წარმოუდგენელს.
„ახლა რა გინდა? სიცოცხლე? ისეთი სიცოცხლე, როგორი
ცხოვრებითაც სასამართლოში ცხოვრობდი? ისეთი – სასამარ-
თლო მოდისო! – ბოქაული რომ გამოაცხადებდა?“... „სასამარ-
თლო მოდის... სასამართლო მოდის!“ გაიმეორა ივან ილიჩმა გუ-
ნებაში – აი, ესეც შენი სასამართლო!.. ჰო, მაგრამ, მე ხომ დამნა-
შავე არა ვარ! – წამოიძახა ღვარძლიანად, – მაშ რატომ?! რის-
თვის?! რატომ?!. – მერე შეწყვიტა ტირილი, კედლისკენ გადაბ-
რუნდა და – რატომ, რისთვის, რისთვის მთელი ეს საშინელე-
ბაო?! – ისევ მოეძალა ფიქრი.
რამდენსაც არ ფიქრობდა, ვერა და ვერ პოულობდა პასუხს.
მაგრამ როცა მის გონებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე,
ის აზრი გაკრთებოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე –
ივან ილიჩმა, ისე არ ვიცხოვრე, როგორც საჭირო იყოო. მერე გა-
ახსენდებოდა, მთელი სიცოცხლე როგორ წესიერად, როგორ პა-
ტიოსნად იცხოვრა და იმ უცნაურ აზრსაც თავიდან მოიშორებდა.

79 მკითხველთა ლიგა
10

გაიარა კიდევ ორმა კვირამ. იმის გამო, რომ საწოლში წოლა


არ უნდოდა, ახლა დივანზე იწვა – იწვა ყოველთვის კედლისკენ
პირშებრუნებული და მარტო იტანჯებოდა ამ გაუგებელი სატან-
ჯველის გამო, მარტო ფიქრობდა ამ ამოუხსნელ საფიქრალს. „რა
არის ეს, ნუთუ მართლა სიკვდილია?! – ეკითხებოდა თავის თავს
და – დიახ, სიკვდილიაო, – პასუხობდა შინაგანი ხმა. „ჰო, მაგრამ
რატომ? რატომ ვიტანჯები ასე?“ – ახლა ამას ჰკითხავდა და – ისე,
არაფრისთვისო, – უპასუხებდა იგივე ხმა. მერე? მერე რა იყო?..
მერე აღარაფერი იყო...
თავიდან, როცა ეს-ესაა ავადმყოფობა ეწყებოდა, როცა პირ-
ველად წავიდა ექიმთან, მის ცხოვრებას ორი ურთიერთსაწინააღ-
მდეგო, ურთიერთმონაცვლე განწყობა ორად ჰყოფდა. ერთ მხა-
რეს იყო სასოწარკვეთილება, გაუგებარი, შემაძრწუნებელი სიკ-
ვდილის მოლოდინი, მეორე მხარეს – გაზრდილი ინტერესი სა-
კუთარი სხეულის ქმედებაზე... თვალწინ ხან ის მოგზაური თირ-
კმელი ედგა, ხან ბრმა ნაწლავი, რომელმაც დროებით უარი თქვა
თავის მოვალეობაზე და ხან გაუგებარი, თავზარდამცემი სიკვდი-
ლი, რომლისგანაც ვერაფრით გათავისუფლდებოდა.
ეს ორი განწყობა ავადმყოფობის პირველი დღეებიდან ენაც-
ვლებოდა ერთმანეთს, მაგრამ, რაც უფრო მძიმდებოდა, რაც უფ-
რო შორს მიდიოდა ავადმყოფობა, მით უფრო საეჭვო და დაუჯე-
რებელი ხდებოდა მოსაზრება თირკმელის მდგომარეობის შესა-
ხებ, ხოლო უფრო რეალური – კარსმომდგარი სიკვდილის გაც-
ნობიერება.
საკმარისია გაეფიქრა, რა იყოსამი თვის წინ და რა არის ახლა,
გაახსენდებოდა, როგორ მიაბიჯებდა მთის ძირას მძიმე, თანაზო-
მიერი ნაბიჯებით, რათა საბოლოოდ გადასწუროდა დაიმედების
იოტისოდენა შესაძლებლობაც კი.
80 მკითხველთა ლიგა
ამ ბოლო დროს რაც დივნის ზურგისკენ პირშებრუნებული იწ-
ვა, იმ საშინელ მარტოობას განიცდიდა, იმ გაუსაძლის მარტო-
ობას, ხალხმრავალ ქალაქსა თუ მრავალრიცხოვან ნაცნობ-მე-
გობრებსა და ოჯახის წევრებს შორის, რომლის უარესადაც თავს
ზღვის უძირო ფსკერზედაც არ იგრძნობდა, ივან ილიჩი ამ ბოლო
დროს მხოლოდ წარსულის გახსენებით ცხოვრობდა... ერთმანე-
თის მიყოლებით წარმოუდგებოდა გარდასულ დღეთა სურათები,
დაიწყებდა უახლოესი დროით, მივიდოდა შორეულ ბავშვობამდე
და გაჩერდებოდა... გახსენებია კი ივან ილიჩს ის შავი ქლიავის
მურაბა, დღეს დილას საუზმეზე რომ მოუტანეს, მაშინ როცა გუ-
შინდელივით ახსოვს ბავშვობის დროინდელი იმ დამჭკნარი
ფრანგული ქლიავის გემო, რომელიც განსაკუთრებულად მაშინ
იყო გემრიელი, კურკამდე რომ მივიდოდა და ნერწყვით აევსებო-
და პირი... გაახსენდებოდა გადია, ძმა, სათამაშოები, მაგრამ,
არა, ამაზე ფიქრი საჭირო არ არის, მეტისმეტად მტკივნეულიაო
და დაუბრუნდებოდა ისევ ახლანდელს – აი, ღილი დივნის ზურ-
გზე, ხმარებისგან გაუფერულებული ტარსიკონი... სწორედ ამ
ტარსიკონის გამო იყო, ასე რომ იჩხუბეს – ძვირია, გამძლე არ
არისო... მაგრამ, სულ სხვა იყო ეს ჩხუბი ტარსიკონის გამო და
სულ სხვა, მამას პორთფელი რომ დაუხიეს და დასჯილებს დედამ
ჩუმად ღვეზელი მოუტანა... მერე ფიქრი ისევ ბავშვობისკენ გაექ-
ცეოდა, თუმცა ესეც მისთვის მეტისმეტად მტკივნეული იყო და შე-
ეცდებოდა, ფიქრი სხვა რამეზე გადაეტანა.
იმ მოგონებების გვერდით მის გულში მიედინებოდა სხვა მო-
გონებები, მოგონებები იმის შესახებ, როგორ მატულობდა, თან-
დათან როგორ იკრებდა ძალას მისი ავადმყოფობა... იმის შესა-
ხებაც, რომ იქ, იმ შორეულ წარსულში მეტი იყო სიკეთე, მეტი იყო
თავად სიცოცხლე და ორივე – ერთიცა და მეორეც ერთმანეთს
ერწყმოდა... რაც უფრო მატულობს ტკივილი, რაც უფრო მატუ-
ლობს ტანჯვა, ცხოვრება მით უფრო მძიმე და გაუსაძლისი ხდე-
81 მკითხველთა ლიგა
ბაო, – ფიქრობდა. ერთადერთი ნათელი წერტილი იქ, უკან,
ცხოვრების დასაწყისში ანათებდა, მერე თანდათან ყველაფერი
სულ უფრო სწრაფად და სწრაფად ინთქმებოდა სიბნელეში. „მან-
ძილი სიკვდილიდან უკან, კვადრატების უკუპროპორციულია“, –
გაიფიქრა ივან ილიჩმა და ზევიდან ფრენით წამოსული ქვის ეს
ხატი სულში ჩასწვდა, – მზარდი ტკივილით გაჯერებული სიცოც-
ხლე სულ უფრო სწრაფად მიფრინავდა აღსასრულისაკენ ტან-
ჯვით, წამებით. „აი, მივფრინავ...“ შეაკანკალა, შეკრთა, უნდოდა
რაღაც ექნა, ემოქმედა, შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იცოდა,
რომ ამ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა და ყურებით დაღ-
ლილი, მაგრამ არშემძლე იმის არყურების, რაც მის წინ იყო, ისევ
ფართოდ თვალებგახელილი მისჩერებოდა დივნის ზურგს და
ელოდა – ელოდა იმ საშიშ ვარდნას, იმ დაცემას, იმ განადგურე-
ბას... ვიცი, არ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, – ფიქრობდა
იგი გუნებაში, – მაგრამ, ის მაინც გამაგებინა, ასე რატომაა? არა,
არც ეს შეიძლება! ამის ახსნას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ
ვიტყვი, თუ ვაღიარებ, რომ ისე არ ვიცხოვრე, როგორც უნდა მეც-
ხოვრა... თუმცა არც ამის აღიარებას აქვს აზრიო, – ეუბნებოდა
თავის თავს და იხსენებდა, როგორ პატიოსნად იცავდა კანონებს,
რა წესიერად, რა პატიოსნად იცხოვრა... „სწორედ ეს არის დაუშ-
ვებელი, ეს არის შეუძლებელი“, – უთხრა თავის თავს და ტუჩებში
ისე ჩაიცინა, თითქოს ვინმეს შეეძლო, მისი ეს ღიმილი დაენახა
და მოტყუებულიყო, – ეს არ არის ახსნა, ამით ვერაფერს ახსნი!..
ტკივილი... ტანჯვა... სიკვდილი... რატომ?! მაინც რატომ?!

82 მკითხველთა ლიგა
11

ასე გაიარა ორმა კვირამ. და აი, ამ ორ კვირაში მოხდა ის, რაც


ივან ილიჩსა და მის ცოლს – პრასკოვია ფეოდოროვნას ასე ეწა-
დათ – პეტრიშევმა მათ ქალიშვილს – ლიზას ცოლობა სთხოვა.
ეს ამბავი საღამოთი მოხდა. მეორე დღეს, ვიდრე ქმართან შევი-
დოდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ბევრი იფიქრა, აწონ-დაწონა
და გადაწყვიტა, ეს ახალი ამბავი როგორ ეხარებინა ქმრისათვის,
მაგრამ, სწორედ იმ ღამეს ივან ილიჩის ჯანმრთელობის მდგომა-
რეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოთახში რომ შევიდა, ქმარი ისევ
იმ დივანზე იწვა, ოღონდ ზურგისკენ პირშებრუნებული კი არა, იწ-
ვა გულაღმა, გაუნძრევლად და რაღაცას მისჩერებოდა.
პრასკოვია ფეოდოროვნამ წამლებზე დაუწყო ლაპარაკი, მაგ-
რამ ცოლს ისე გადმოხედა, ისეთი ბოღმა, ისეთი გესლი იყო მის
თვალებში, რომ ქალმა დაწყებული სიტყვა ვეღარ დაამთავრა.
– ღვთის გულისთვის, მაცალე მშვიდად მოვკვდე, – უთხრა
ივან ილიჩმა.
პრასკოვია ფეოდოროვნა ის იყო, წასასვლელად წამოდგა,
რომ ქალიშვილი შემოვიდა, მამას მიესალმა, ჰკითხა, როგორ
ხართ, თავს როგორ გრძნობთო, მაგრამ მამამ ქალიშვილსაც ისე
შეხედა, როგორც ცოლს და ცივად უთხრა, რომ მალე ყველა გა-
თავისუფლდებოდა მისგან... არც დედას და არც შვილს ხმა აღარ
ამოუღია, ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ და წავიდნენ.
– ვითომ რა დავაშავეთ,რაში ვართ ჩვენ დამნაშავეები?! – უთ-
ხრა ლიზამ დედას, – თითქოს ჩვენი ბრალი იყოს... მამა მეცოდე-
ბა, მაგრამ ჩვენ ასე რატომ ვიტანჯებით?
მოვიდა ექიმი. კითხვებზე ივან ილიჩი ან „ჰოს“ პასუხობდა, ან
„არას“, თან გაბრაზებული შეჰყურებდა და ბოლოს უთხრა:
– თქვენ კარგად იცით, რომ ვერ მიშველით, თავი დამანებეთ.

83 მკითხველთა ლიგა
– რატომ, ტკივილის შემსუბუქება შეგვიძლია, – თქვა მშრა-
ლად ექიმმა.
– არც ეგ შეგიძლიათ, თავი დამანებეთ...
ექიმი სასტუმრო ოთახში გავიდა, – საქმე ცუდადაა, – უთხრა
პრასკოვია ფეოდოროვნას, – ეს ტანჯვა, რომელიც ნამდვილად
საშინელებაა, როგორმე რომ შეუმსუბუქდეს, მხოლოდ ერთა-
დერთი საშუალებაა – ოპიუმი.
ავადმყოფის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეაო, – ამ-
ბობდა ექიმი და ეს მართლაც ასე იყო, თუმცა ივან ილიჩისთვის
ფიზიკურ ტკივილზე უფრო მძიმე ზნეობრივი ტანჯვა იყო.
მისი ზნეობრივი ტანჯვის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ იმ ღა-
მეს, როცა ის გერასიმის კეთილ, ნამძინარევ, ღაწვმაღალ სახეს
უყურებდა – იქნებ მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრება
„ისეთი“ მართლაც არ იყოო, – გაუელვა უცებ გონებაში.
თავში ახლა ის აზრი მოუვიდა, იქნებ მართალი ის იყო, რაც
ადრე სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდა, ანუ ის, რომ ცხოვრე-
ბა ისე არ განვლო, როგორც საჭირო იყო, როგორც უნდა ეცხოვ-
რა... ახლა იმაზე ფიქრობდა, იქნებ მართალი იმის წინააღმდეგ
მისი ის გაუბედავი მცდელობაა, რასაც უმაღლეს დონეზე მყოფი
ადამიანები საუკეთესოდ მიიჩნევენ, ის ბუნდოვანი განზრახვა,
რასაც მაშინვე უგულებელყოფდა, თავიდან იშორებდა, იქნებ
სწორედ ის იყო ნამდვილი, ხოლო სხვა ყველაფერი – მისი სამ-
სახურიც, მისი ცხოვრების წესიც, მისი ოჯახიც, საზოგადოების და
სამსახურის ინტერესებიც სულაც არ იყო ნამდვილი... ივან ილი-
ჩი შეეცადა დაეცვა, გაემართლებინა საკუთარი თავის წინაშე ეს
ყველაფერი, მაგრამ, უცებ იგრძნო, რომ იმის დაცვა, რის დაცვა-
საც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა, არც ისე ადვილი იყო...
მოკლედ, დასაცავიც აღარაფერი იყო...
„მაგრამ თუ ასეა, – უთხრა თავის თავს, – თუ მე ცხოვრებიდან
იმ შეგნებით მივდივარ, რომ დავღუპე, გავანადგურე ყველაფერი,
84 მკითხველთა ლიგა
რაც მე მოცემული მქონდა, ხოლო ამის გამოსწორება შეუძლებე-
ლია, მაშინ რა უნდა ვქნა, რა გაეწყობა?“ მერე ისევ პირაღმა დაწ-
ვა და მთელი თავისი ცხოვრება ახლებურად გადასინჯა. დილით
ლაქია რომ შემოვიდა, ჯერ მას შეხედა, მერე ცოლს, მერე ქალიშ-
ვილს, მერე ექიმს, თითოეული მათი მოძრაობა, მათ მიერ ნათ-
ქვამი თითოეული სიტყვა იმ სულის შემძვრელ სიმართლეს უდას-
ტურებდა, რომელიც მისთვის ამ ღამით გახდა ნათელი. მათში ის
საკუთარ თავს ხედავდა, ხედავდა ყველაფერ იმას, რითაც იცხოვ-
რა, ხედავდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო ის, არამედ იყო დიდი,
საზარელი სიცრუე, რომელიც სიცოცხლესაც მოიცავდა და სიკ-
ვდილსაც. ამის გაცნობიერება აათმაგებდა მის ფიზიკურ ტანჯვას,
შფოთავდა, კვნესოდა, ტანსაცმელს იგლეჯდა, ეჩვენებოდა, რომ
აღრჩობდა, სულს უხუთავდა ეს ტანსაცმელი და ვერ იტანდა მათ.
დაალევინეს დიდი დოზით ოპიუმი და ძილბურანში მყოფი ცო-
ტა დამშვიდდა, მაგრამ სადილობისას ისევ დაეწყო ძლიერი ტკი-
ვილები. თავისთან ოთახში არავის აჩერებდა, შფოთავდა, აქეთ-
იქით აწყდებოდა.
შემოვიდა პრასკოვია ფეოდოროვნა:
– ჟეან, ძვირფასო, გააკეთე ეს ჩემთვის (ჩემთვის?!). წყენით
არ გაწყენს, თუმცა ხშირად შველის. ეს ხომ ისეთი არაფერია, აი,
ჯანმრთელობისთვის კი...
გაოცებისგან ივან ილიჩს თვალები გაუფართოვდა:
– რაა?! ვეზიარო?! რატომ? არა, არ არის საჭირო! თუმცა...
პრასკოვია ფეოდოროვნა ატირდა:
– ესე იგი, თანახმა ხარ, ჩემო მეგობარო? მაშინ დავუძახებ
ჩვენს მოძღვარს, ის ისეთი საყვარელია.
– კარგი, ასე იყოს, – ჩაილაპარაკა ივან ილიჩმა.
მღვდელი რომ მოვიდა და აზიარა, ზიარების შემდეგ ოდნავ
დამშვიდდა, თითქოს გათავისუფლდა ეჭვებისგან, თითქოს გულ-
ზე მოეშვა, იმედი მიეცა. მერე ფიქრი ისევ ბრმა ნაწლავზე დაიწ-
85 მკითხველთა ლიგა
ყო, იმაზე, თუ როგორ გამოჯანსაღდებოდა, თუმცა ზიარებით მა-
ინც თვალზე ცრემლიანი ეზიარა...
ზიარების შემდეგ რომ აწვენდნენ, წუთით შვება იგრძნო და
ისევ გაუჩნდა სიცოცხლის იმედი. ახლა იმ ოპერაციაზეც კი ფიქ-
რობდა, რომლის გაკეთებასაც ურჩევდნენ – სიცოცხლე... სი-
ცოცხლე მინდაო! – იმეორებდა გუნებაში. მალე პრასკოვია ფე-
ოდოროვნა შემოვიდა, რათა ზიარება მიელოცა ქმრისათვის, ჯერ
რაღაც სრულიად უმნიშვნელოზე დაუწყო ლაპარაკი და ბოლოს
უთხრა:
– ხომ ხარ უკეთესად, ხომ მართლა კარგად ხარ?
– ჰო...
ისე ჩაილაპარაკა ივან ილიჩმა, მისთვის არც კი შეუხედავს.
ცოლის სამოსი, მისი აღნაგობა, მისი სახის გამომეტყველება,
მისი ხმა მხოლოდ ერთს ეუბნებოდა: „არა, ეს ის არ არის. ყველა-
ფერი, რითაც იცხოვრე და ცხოვრობ, სიცრუეა, რომელიც ფარავს
შენგან სიცოცხლესაც და სიკვდილსაც“. ამის გაფიქრებაზე გული
სიძულვილით აევსო, რასაც სულის ამომხდელი ტკივილი დაერ-
თო და მოახლოვებული, გარდაუვალი სიკვდილი მისთვის კიდევ
უფრო აშკარა გახდა... ტანში სცრიდა, ამტვრევდა, სუნთქვა ეკ-
ვროდა, ფერდში ჭვალივით ჩხვლეტდა – ეს რაღაც ახალი იყო.
როცა ზიარებაზე თანხმობის ნიშნად ივან ილიჩმა – კარგი, ასე
იყოსო, – ჩაილაპარაკა, მისი სახის გამომეტყველება შემაძრწუ-
ნებელი იყო. კარგიო – თქვა და უცებ ცოლს სახეში შეხედა, სი-
სუსტის, უძლურების მიუხედავად გულაღმა სწრაფად გადმოტრი-
ალდა და იყვირა:
– წადით, თავი დამანებეთ, წადით, დამტოვეთ.

86 მკითხველთა ლიგა
12

იმ წუთიდან დაიწყო ის სამი უმძიმესი დღე, ის შემზარავი ყვი-


რილი, რომლის მოსმენა ორი კარის იქითაც თავზარს გცემდა და
რომელიც წუთითაც არ შეუწყვეტია... იმ წუთას, როცა ივან ილიჩი
ცოლს პასუხობდა, მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ეს
უკვე დასასრული იყო.
– უუ!.. უუჰ!.. – ყვიროდა სხვადასხვა კილოზე შეუჩერებლივ...
„არ მინდა! არა, არ მინდა!“ – დაიწყებდა ამით და – უუო! – აკ-
ვნესდებოდა.
სიცოცხლის სამი ბოლო დღე ისე წვალობდა, ისე იტანჯებოდა
იმ შავ ტომარაში, რომელშიც უხილავი, დაუძლეველი ძალა ტე-
ნიდა, ისე ეხეთქებოდა აქეთ-იქით, ისე ფართხალებდა, როგორც
ჯალათის ხელში სიკვდილმისჯილი, ვინაიდან იცოდა, თავს ვეღა-
რაფრით იხსნიდა... ყოველ წუთს გრძნობდა, იმ თავგამოდებული
ბრძოლის მიუხედავად სულ უფრო უახლოვდებოდა იმას, რისიც
ასე ეშინოდა, რაც ასე თავზარს სცემდა... გრძნობდა, მისი ამ წა-
მების მიზეზი ის შავი ხვრელი იყო, შიგ ასე ძალისძალად რომ ტე-
ნიდნენ, მაგრამ, კიდევ უფრო ის ტანჯავდა, შიგ რომ ვერა და ვერ
ტენიდნენ და ამაში, რაშიც ხელს იმის აღიარება უშლიდა, რომ მი-
სი ცხოვრება ახლა მშვენიერი იყო. სწორედ ეს აკავებდა, წინ არ
უშვებდა და იტანჯებოდა.
უცებ მკერდზე მთელი ძალით თითქოს რაღაც დააწვა, მერე
ფერდზეც იგრძნო ის მძიმე დაწოლა, სუნთქვა კიდევ უფრო გა-
უჭირდა, მთელი სისწრაფით ხვრელში ჩაასკდა, ხვრელის ფსკერ-
ზე ერთბაშად რაღაცამ ინათა და უცებ თავი ისე იგრძნო, როგორც
მატარებელში, როცა გგონია, წინ მივდივარო, სინამდვილეში კი
მატარებელს უკან-უკან მიყავხარ და ამას მხოლოდ მერეღა ხვდე-
ბი.

87 მკითხველთა ლიგა
„დიახ, ყველაფერი ისე არ იყო... – ჩაილაპარაკა თავისთვის,
– მაგრამ, ამას არაუშავს, ჯერ კიდევ შეიძლება „ამის“ გამოსწო-
რება... ჰო, მაგრამ რა „ამის“? – გაიფიქრა გუნებაში და უცებ გა-
ირინდა.
ეს მოხდა მესამე დღის ბოლოს, სიკვდილამდე ერთი საათი
ადრე. ზუსტად იმ დროს გიმნაზიელი ბიჭუნა მამის ოთახში ფეხაკ-
რეფით შეიპარა და მისი საწოლის წინ გაჩერდა. მომაკვდავი გან-
წირული ხმით ყვიროდა, ხელებს გამწარებული იქნევდა, მისი ხე-
ლი ბიჭს თავში მოხვდა, ბიჭმა ხელში აიღო, დაეკონა და ატირდა.
ეს ის დრო იყო, როცა ივან ილიჩი შავ ხვრელში ჩაასკდა, სი-
ნათლე დაინახა, გონება გაუნათდა, მიხვდა, რომ მისი ცხოვრება
„ის“ არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო და რისი გამოსწორებაც ჯერ
კიდევ შეიძლებოდა. „მაგრამ რა არის „ის“? – ჰკითხა ისევ თავის
თავს და გაირინდა. უცებ იგრძნო, რომ ხელზე ვიღაც კოცნიდა,
თვალები გაახილა, ბიჭს შეხედა და შეეცოდა შვილი... საწოლთან
ახლოს მოდგა პრასკოვია ფეოდოროვნაც, ივან ილიჩმა მასაც შე-
ხედა, დაინახა, როგორ იდგა ნამტირალევი, ღაწვებზე ცრემლშე-
უმშრალი და როგორი სასოწარკვეთილი მისჩერებოდა. ივან
ილიჩს ისიც შეეცოდა და გუნებაში გაიფიქრა:
„ასეა, მე მათ ვტანჯავ. მართალია, ამათ ყველას ვეცოდები,
მაგრამ ჩემი სიკვდილის შემდეგ არათუ კარგად, არამედ ძალიან
კარგად იქნებიან...“ უნდოდა ეს ხმამაღლა, მათ გასაგონად ეთ-
ქვა, მაგრამ ძალა არ ეყო და – თქმა კი არა, მოქმედებაა საჭი-
როო, – გაიფიქრა, თვალით შვილზე მიანიშნა და უთხრა:
– გაიყვანეთ... ცოდოა... შენ კი... – უნდოდა, მაპატიეო, ესეც
ეთქვა, მაგრამ „გაუშვიო“, – მხოლოდ ეს თქვა, თუმცა, იმის სათ-
ქმელად, რისი თქმაც უნდოდა, ძალა არც ახლა ეყო და – ვისაც
უნდა რომ გაიგოს, გაიგებსო, – ხელი ჩაიქნია.
უცებ მისთვის ნათელი გახდა, რომ ის, რაც ასე აწამებდა და
რასაც ვერავინ ამჩნევდა, ხედავს, მისი ორგანიზმის ყოველი ნაკ-
88 მკითხველთა ლიგა
ვთიდან ერთბაშად გამოდის... ორი... ათი... მოკლედ, ყოველი
მხრიდან. „ცოდონი არიან, ისე უნდა მოვიქცე, მათთვის ეს მტკივ-
ნეული არ იყოს, ისინიც გავათავისუფლო ამ ტანჯვისგან, მეც გავ-
თავისუფლდე... რა კარგია, რა ადვილია!.. მაგრამ ტკივილი? სად
არის, რა იქნა, სად წავიდა ტკივილი?! – გაიფიქრა გუნებაში, –
სადა ხარ, რა იქენი, სად წახვედი, ტკივილო?!“
და ისევ მიაყურა:
– ჰო, აი, ისიც!.. რას იზამ, იყოს! რა გაეწყობა!..
„მაგრამ სიკვდილი? სად არის სიკვდილი?!“
ივან ილიჩი ეძებდა შიშს სიკვდილისას, შიშს ადრინდელს,
რომელსაც ასე მიჩვეული იყო და ვერ პოულობდა... სად არის?..
როგორია სიკვდილი? – ეკითხებოდა თავის თავს, მაგრამ აღარ
იყო შიში, ვინაიდან აღარც სიკვდილი იყო.
სიკვდილის მაგივრად იყო სინათლე.
– აი, თურმე რა არის! – თქვა უცებ ხმამაღლა, – რა კარგია, რა
მშვენიერია!..
ეს მხოლოდ ერთი წამი იყო, ერთი მნიშვნელოვანი წამი და ამ
ერთი წამის მნიშვნელობა არ შეცვლილა... სულთმობრძავის
აგონია მის გვერდით მყოფთათვის კიდევ ერთ საათს გაგრძელ-
და. მკერდში რაღაც უთუხთუხებდა, ძალამიხდილი სხეული უთ-
რთოდა... მერე მკერდში იმ ხმაურმა თანდათან
იკლო, ხროტინითაც უკვე აღარ ხროტინებდა.
– მორჩა! – თქვა რომელიღაცამ მის თავთან.
მომაკვდავმა გაიგონა ეს სიტყვა და გაიმეორა გუნებაში:
„მორჩა!.. მორჩა სიკვდილი... სიკვდილი უკვე აღარ არის...“ –
თქვა უხმოდ, თავისთვის.
მერე პირი გააღო, მაგრამ ჰაერი ბოლომდე ვერ ჩაისუნთქა,
გაიზმორა და გარდაიცვალა.

89 მკითხველთა ლიგა

You might also like