You are on page 1of 37

დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვანთა

უფლებები საქართველოში:
არსებული რეგულირება, პრაქტიკა, გამოწვევები
და რეკომენდაციები

თბილის
2022
ავტორი: ლადო ჯავახიშვილი, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის
დამფუძნებელი.

მოწვეული ექსპერტი: თათია ხოჭოლავა, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების


ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებასა და პროექტში მონაწილეობისათვის მადლობას


ვუხდით თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტს ანნა გოგავას.

დოკუმენტი მომზადებულია დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინტიტუტის პროექტის,


„არასრულწლოვან დაზარალებულთა უფლებების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში,
რომელიც ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით. მის შინაარსზე სრულად
პასუხისმგებელია დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი და შესაძლოა, რომ იგი
არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

Ⓒ დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვანთა უფლებები საქართველოში: არსებული


რეგულირება, პრაქტიკა, გამოწვევები და რეკომენდაციები.

ყველა უფლება დაცულია. კვლევის დაბეჭდვა და გამოყენება დაშვებულია მხოლოდ


დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობით.
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................................................... 4
საკანონმდებლო რეგულირება და საერთაშორისო რეკომენდაციები ......................................... 6
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების საკანონმდებლო რეგულირება ................. 7
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ................................................................... 7
ბავშვის უფლებათა კოდექსი .......................................................................................................... 9
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები ........................................ 10
დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო რეკომენდაციები.. 11
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის სისტემის ინსტიტუციური მოწყობა
.............................................................................................................................................................. 13
დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემის ინსტიტუციური განაწილება ........ 14
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ........................................................................... 14
საქართველოს პროკურატურა ...................................................................................................... 17
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ..................................................................................... 21
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ................................................................................................ 25
საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
.......................................................................................................................................................... 28
ძირითადი გამოწვევები და რეკომენდაციები ............................................................................... 30
საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში არსებული გამოწვევები ............................................. 31
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ............................................................................................ 32
კოორდინაცია და ერთიანი მიდგომები ...................................................................................... 32
ბიუროკრატიული და პროცედურული გამოწვევები გამოძიებისა და სასამართლო
განხილვის პროცესში..................................................................................................................... 33
დანაშაულის მსხვერპლის ჩართულობა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში ......................................................................................................................... 34
მსხვერპლის ინდივიდუალური შეფასება, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის
სერვისები ........................................................................................................................................ 35
ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია ......................................................................................... 35
აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც დაზარალებულის უფლება ................................. 36
შესავალი

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა პროექტის - „არასრულწლოვან


დაზარალებულთა უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც
„დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი“ (IDJ) ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის მხარდაჭერით
ახორციელებს. დოკუმენტის მიზანია დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის
სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.

თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაული


მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამ
მიმართულებით გამონაკლისი არც საქართველოა და აუცილებელია ამ გამოწვევას მეტი
ყურადღება დაეთმოს. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით
თითოეული წლის განმავლობაში არაერთი ბავშვი ხდება დანაშაულის მსხვერპლი და
შემსწრე, შესაბამისად, გამართული საკანონმდებლო ბაზის, მჭიდრო უწყებათაშორისი და
სექტორთა შორისი კოორდინაციის, შეფასებისა და სერვისების ეფექტიანი მექანიზმების
გარეშე შეუძლებელია მართლმსაჯულების სისტემამ მოახერხოს მათი საჭიროებების
დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური ძალადობის შემთხვევების გარდა,
დღეს, ქვეყანაში მოსახლეობასა და ბავშვებს ძალადობრივ გარემოში უწევთ ცხოვრება, რაც
კიდევ უფრო მეტად ზრდის ვიქტიმიზაციის, რევიქტიმიზაციისა და მეორეული
ვიქტიმიზაციის რისკებს. აუცილებელი და საჭიროა მართლმსაჯულება მაქსიმალურად იყოს
მორგებული დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებზე და შეეძლოს სწრაფად და ეფექტიანად
უპასუხოს თითოეული სისტემაში მოხვედრილი ბავშვის საჭიროებას.

დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნების საჭიროებების იგნორირება, ან


არაადეკვატური პასუხი ქვეყანას და მართლმსაჯულების სისტემას დააყენებს ისეთი
რისკების პირისპირ, როგორიც არის: გაზრდილი ვიქტიმიზაციის მაჩვენებლები,
შემცირებული შეტყობინებისა და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის
სურვილი, დანაშაულის მსხვერპლთა ნაკლები ჩართულობა მართლმსაჯულების
პროცესებში, ძალადობის მსხვერპლ პირთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის რისკების ზრდა
და სხვა.

საკითხის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ მიუხედავად გადადგმული ნაბიჯების,


გატარებული რეფორმებისა და უწყებების მხრიდან მიღებული გარკვეული ზომებისა,
გატარებული ღონისძიებები და დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის პოლიტიკა
არასაკმარისია თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. ვინაიდან ქვეყანაში არ არის
მკაცრად გამიჯნული სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქცია-მოვალეობები, სრულად
დასახვეწია კოორდინაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და ინფორმაციის მიმოცვლის
მექანიზმები, არ არის შემუშავებული ერთიანი ხედვა და პოლიტიკა, არ ხდება სტატისტიკური
მონაცემების დამუშავება, გამოქვეყნება და ანალიზი, არ არის შემუშავებული და გამართული
მსხვერპლთა საჭიროებების შეფასების მექანიზმები, არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით
ხელმისაწვდომი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი და
გრძელვადიანი სერვისები და პროგრამები.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კარგად ორგანიზებული მართლმსაჯულების


სისტემა, უწყებათა შორის სწორად გადანაწილებული უფლებამოსილებები,
ანგარიშვალდებულება და ამავდროულად სამართალდამცავი, სოციალური
მომსახურებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კოორდინაციის დახვეწილი
მექანიზმები წარმოადგენს დაზარალებულთა უფლებების დაცვის გამართული სისტემის
ფუნქციონირების მთავარ წინაპირობას.

დანაშაულის მსხვერპლთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა უფლებების დაცვა, სხვა მრავალ


ფაქტორთან ერთად, პოლიტიკურ ნებას და სწორი მართვისა მექანიზმებზეა დამოკიდებული.
სწორი მენეჯმენტი, თავისმხრივ, გულისხმობს პასუხისმგებლობების სწორად
გადანაწილებას, კოორდინაციის მექანიზმების დახვეწას და შეფასებაზე დაფუძნებული
საჭირო სერვისების არსებობას. როდესაც ბავშვების აღზრდა ძალადობრივ გარემოში და
ძალადობრივი მეთოდებით ხდება, ვიქტიმიზაციის რისკი მაღალია. აუცილებელია,
შესაბამისი სისტემების რესურსის მობილიზება განხორციელდეს არსებული მექანიზმების
დახვეწის, გაძლიერებისა და ახალი მექანიზმების შემუშავებისათვის. მით უმეტეს, თუ
გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოქმედი ბავშვთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის
უფლებათა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია ქვეყნის სტრატეგიული
პარტნიორების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების უშუალო
ჩართულობით და შეიძლება ითქვას, უმეტესწილად შეესაბამება საერთაშირისოდ
აღიარებულ მოდელებს. არსებული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ
პრობლემა შესაძლებელია საკანონმდებლო ჩარჩოს ნაცვლად, დანაშაულის მსხვერპლი
ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების, როგორც მართლმსაჯულების სისტემის
შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტის პრიორიტიზებაშია, საჯარო ინტერესისა და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის პარალელურად.

დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნისთვის


აუცილებელია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ხარვეზების აღმოსაფხვრელად,
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და
შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
საკანონმდებლო რეგულირება
და
საერთაშორისო რეკომენდაციები
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების საკანონმდებლო
რეგულირება

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით


მუშაობა 2000-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და რეფორმის პირველი, აქტიური ნაბიჯები
2010 წელს გადაიდგა, როდესაც ამოქმედდა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამები.
შემდეგომ ეტაპზე სწორედ მიდგომის წარმატებამ, საერთაშორისო ორგანიზაციების
აქტიურმა ჩართულობამ, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების ნებამ და შესაბამისი
უწყებების მზაობამ შესაძლებელი გახადა რეფორმა ფართომასშტაბიანი გამხდარიყო და
2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსი, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა. მართალია კოდექსი შეიცავს მნიშვნელოვან
დებულებებს დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნების უფლებების დაცვისათვის,
თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მაინც უფრო მეტად ორიენტირებულია იმ
ბავშვების უფლებების დაცვაზე, ვინც დანაშაულს ჩადიან და ხვდებიან მართლმსაჯულების
სისტემაში, ბრალდებულის, განრიდებულისა თუ მსჯავრდებულის სტატუსით. თუმცა, უფრო
საინტერესო ჩანაწერებსა და ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმებს გვთავაზობს ბავშვის
უფლებათა კოდექსი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა და პირდაპირ მითითებას აკეთებს
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებების სპეციალური შეფასების, შესაბამისი
გრძელვადიანი და მოკლევადიანი სერვისების არსებობისა და სხვა მნიშვნელოვან
საკითხებზე. ბუნებრივია მოცემულ საკანონმდებლო აქტებთან ერთად ვხვდებით სხვადასხვა
ტიპის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსაც, რომლებიც ზოგ შემთხვევაში
კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხების პრაქტიკულ რეგულირებას ემსახურება,
დანარჩენ შემთხვევებში - კი სპეციალური მექანიზმებს გვთავაზობს და არეგულირებს ისეთ
საკითხებს, როგორიცაა უწყებათაშორის კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლისა თუ
ბენეფიციართა გადამისამართების საკითხები და სხვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, ცალკე თავს ვხვდებით, რომელიც მოწმე


და დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების რეგულირებას გვთავაზობს.1 ამ თავის
მიხედვით, დაზარალებული და მოწმე ბავშვის უფლებები გათანაბრებულია და
დაზარალებული სარგებლობს მოწმისათვის მინიჭებული ყველა უფლებით და ეკისრება
ყველა მოვალეობა. მნიშვნელოვანია, რომ ამავე კოდექსის 23-ე მუხლით
გათვალისწინებულია მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციის რისკების შესამცირებლად
გარკვეული მექანიზმები, როგორიცაა გამოკითხვის, დაკითხვის და საპროცესო მოქმედებების
დროს კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობის ვალდებულება და
ადვოკატის ყოლის უფლება. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგის ამ პროცესში ჩართვის საკითხი
დამოკიდებულია გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის, სასამრთლო განხილვის ეტაპზე კი
- მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მართალია, ეს მექანიზმი გარკვეულ შემთხვევებში
შესაძლოა პრაქტიკაში უშვებდეს დაზარალებულის უფლებების უგულვებელყოფის
შესაძლებლობას, თუმცა მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს.

მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ადვოკატის მონაწილეობის უფლება და ამ


შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი განსხვავებულ რეგულაციას

1
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თავი II კარი IV.
გვთავაზობს. მართალია, ზემოთ ხსენებული მუხლის შესაბამისად ორივე კატეგორიის
ბავშვის უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით და სახსრებით მოიწვიოს ადვოკატი, თუმცა მე-
15 მუხლის თანახმად დაზარალებულს მინიჭებული აქვს უფასო იურიდიული დახმარების
უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა მსხვერპლის
უფლებების დასაცავად. მსგავს ჩანაწერს ვერ ვხვდებით მოწმე და გამოსაკითხი ბავშვების
შემთხვევაში, სადაც მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში არიან უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით უზრუნველყოფილნი. რაც შესაძლოა გარკვეულ რისკებს ქმნიდეს
არასრულწლოვანი მოწმეების უფლებების დაცვის კუთხით.

რაც შეეხება დანაშაულის მსხვერპლი ბავშვებისათვის მინიჭებულ სხვა უფლებებს, ესენი


არის ბავშვისათვის გასაგები ენით ინფორმაციის მიღების უფლება, თარჯიმნის
მომსახურების მიღების უფლება, კანონიერი და საპროცესო წარმომადგენლის თანხლების
უფლება და საკონსულო დახმარების უფლება. ხოლო არასრულწლოვანი მოწმისა
დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია:
ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების შესახებ, აგრეთვე ბავშვსა და ბრალდებულს
შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიმართ
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის შესახებ, როდის ტოვებს პირი
პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას და არსებობს თუ არა მისი
მხრიდან რაიმე ტიპის საფრთხე. მართალია, ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა
მნიშვნელოვანი იყოს დაზარალებული და მოწმე ბავშვის ან მისი კანონიერი
წარმომადგენელისათვის, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმარისი არაა
იმისათვის, რომ დაზარალებული აქტიურად იყოს ჩართული სისხლის სამართლის საქმეში
და მის აზრსა და საჭიროებებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მართლმსაჯულების
ორგანოებისა თუ მოსამართლისათვის.

დადებით ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს მოწმისა და დაზარალებულის


კოორდინატორის ინსტიტუტის შემოტანა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, რასაც
შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების
დაცვის კუთხით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს შეზღუდვები, რაც შესაძლოა
უარყოფითად მოქმედებდეს უფლებრივი გარანტიების დაცვის კუთხით. მაგალითად, ამ
შემთხვევაშიც, საჭიროებას განსაზღვრავს და გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი და
შესაძლოა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოსაზრება არ იყოს
გაზიარებული, ისევე როგორც პრაქტიკაში ყველა შემთხვევაში არ ხდება სპეციალისტის
ჩართვა და შემთხვეათა წრე შემოფარგლულია შიდა რეკომენდაციებით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ასევე იცნობს მოწმისა და


დაზარალებულის დაცვის ღონისძიებებს, რაც შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი მოწმის ან
დაზარალებულის გამოსახულების და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით,
გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვა; სასამართლო სხდომამდე
ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და
დაკითხვის ვიდეოგადაღება; სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა და
ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანა.

ზემოხსენებული თავის, ცალკე 25-ე მუხლი ეთმობა ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის


შესაძლებლობას და სასამრთლოს მხრიდან ამ საკითხზე განმარტებებს. თუმცა აქაც, ისევე
როგორც ზრდასრული დაზარალებულის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე დავა
სამოქალაქო წესით ხდება და იგი დაკავშირებულია რთულ სამართლებრივ პროცედურებთან,
ფინანსურ ხარჯებთან და თან ახლავს აღსრულების სირთულეები.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის მიმართულებით


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან ერთად დღეს მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობაში ვხვდებით მნიშვნელოვან ჩანაწერებს ბავშვის უფლებათა კოდექსში,
რომელიც ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში დანაშაულის შედეგად
დაზარალებული, მსხვერპლი და მოწმე ბავშვებისთვის ქმნის ჯანმრთელობის დაცვის
მნიშვნელოვან ჩარჩოს. ამ კოდექსის 43-ე მუხლი მიუთითებს, რომ დანაშაულის შედეგად
დაზარალებული, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების, მათ
შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის დაცვა და მათ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ჯანსაღ და ღირსეულ
პირობებში უნდა განხორციელდეს. უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები და მათი
შინაარსი, ფორმა და ხანგრძლივობა ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო
ინტერესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ქმნის
სპეციალურ ჩარჩოს ძალადობისაგან ბავშვთა დასაცავად. აქვე აღნიშნულია, რომ
სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვის დასაცავად მიიღოს
შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები, მათ შორის,
შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერისთვის, ბავშვის
მიმართ ან ბავშვებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციისთვის,
გამოვლენისთვის, მის შესახებ შეტყობინებისთვის, გასაჩივრებისთვის, რეფერირებისა და
გამოძიებისთვის, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვის ფიზიკური და
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და მისი უფლებების აღდგენისთვის საჭირო სხვა
ღონისძიებების განსახორციელებლად.

ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერებს ვხვდებით დანაშაულის შედეგად დაზარალებული,


ძალადობის მსხვერპლის და მოწმის დაცვის, მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის კუთხით.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 61-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას
დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან/და ძალადობის მსხვერპლი ან/და მოწმე
ბავშვისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის, ფიზიკური და ფსიქოსოციალური
რეაბილიტაციის მოკლე და გრძელვადიანი პროგრამები და სერვისები, დამცირებისგან,
ხელახალი ტრავმირებისა და ზიანისგან ბავშვის დაცვის, მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის, გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმები. ხოლო
დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო
მსხვერპლ ბავშვს უფლებას ანიჭებს, სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის,
ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით, როდესაც დამნაშავისგან
ამგვარი ანაზღაურების სწრაფად მიღება შეუძლებელია. ამავე მუხლის თანახმად,
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დანაშაულის შედეგად დაზარალებული და დანაშაულის
მოწმე ბავშვების უფლებების დაცვას და მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება,
აგრეთვე დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის
თავიდან აცილება მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე, საქართველოს
კანონმდებლობის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის,
შესაბამისად. რაც 72-ე მუხლის შესაბამისად, ბავშვების მიმართ მულტიდისციპლინური
მიდგომით უნდა განხორციელდეს ერთ სივრცეში, სოციალური მუშაკების, სასამართლო
ექსპერტების, სამედიცინო ექსპერტების, ფსიქოლოგების, პედიატრების, პოლიციელების,
პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი მონაწილეობით, ამ ბავშვთა განმეორებითი
გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი ითვალისწინებს, ძალადობის მსხვერპლ
ან/და მოწმე ბავშვთან საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა პირის სავალდებულო
სწავლებას/სპეციალიზაციას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, სამწუხაროდ
ამგვარი სტანდარტი ჯერ კიდევ არ შექმნილა და სპეციალიზაციის პროცესიც საკმაოდ
ბუნდოვანია და გაურკვეველი როგორ მიმდინარეობს ამა თუ იმ უწყებაში.

საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსმა გარკვეულწილად შეავსო
ის თავისუფალი სივრცე, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებობდა
დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების ფსიქოსოციალურ და რეაბილიტაციის
საჭიროებებთან მიმართებაში. მაგრამ კოდექსი დღემდე სრულად ამოქმედებული არაა და ამ
ჩანაწერების პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველია.

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან აქტუალურ დოკუმენტს წარმოადგენს ბავშვთა


დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილება. რომლის მიზანიც ძალადობისაგან
ბავშვთა დაცვა და ამ მიზნით კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
დოკუმენტის განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებს შორის ბენეფიციარების
გადამისამართების პროცედურებს და მისი მოქმედება ვრცელდება ცენტრალური
ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შინაგან
საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროებსა და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირების, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, მუნიციპალიტეტის შესაბამის
ქვედანაყოფებზე. როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, მისი მიზანია შექმნას ზემოთ
ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესი, ბავშვზე
ძალადობის შემთხვევაში და უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება რათა ეფექტიანად იყოს
დაცული ბავშვთა უფლებები და საუკეთესო ინტერესები.

აღნიშნული დოკუმენტი ქმნის ბავშვთა დაცვის მიზნით სპეციალურ რეფერირების სისტემას


და უმეტესწილად არეგულირებს ძალადობის შემთხვევის გამოვლენის, არასრულწლოვნის
მდგომარეობის შეფასების, სხვა პასუხისმგებელი უწყებების ინფორმირების, ზოგიერთ
შემთხვევაში თავშესაფარში განთავსებისა და ძალადობის შემთხვევებზე
ზედამხედველობის პროცედურებს.

დოკუმენტი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ჩარჩოს ქმნის შემთხვევების


იდენტიფიცირებისა და გადამისამართების ნაწილში, თუმცა თვალშისაცემია, რომ მასში
მწირია ან საერთოდ არ არის ინფორმაცია რეაბილიტაციისა და ფსიქო-სოციალური
სერვისების, პასუხისმგებელი უწყებებისა და ქვეუწყებების შესახებ, ხოლო მოცემული
ნორმები არეგულირებს მხოლოდ იმწუთიერი რისკების ნეიტრალიზებაზე მიმართულ
სერვისებს, ისეთებს მაგალითად, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა,
თავშესაფარში განთავსება და სხვა. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი შეკითხვები მისი
აღსრულებისა და პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიმართულებით, განსაკუთრებით კი
განათლების სისტემასა და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რაც ცალკე
სიღრმისეული კვლევის საგანია.
დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო
რეკომენდაციები

მართლმსაჯულების სისტემაში დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების უფლებებს


არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არეგულირებს, თუმცა ძირითად დოკუმენტებს
წარმოადგენს:

• გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია2;


• ბავშვთა უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა
პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ;3
• გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
დამატებითი ოქმი ადამიანებით, განსაკუთრებით კი ქალებითა და ბავშვებით
ვაჭრობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ;4
• გაეროს სახელმძღვანელო მითითებები მართლმსაჯულების სისტემაში მოწმე და
მსხვერპლი ბავშვების შესახებ;5
• გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ;6
• ევროპის საბჭოს კონვენცია სქესობრივი ექსპლუატაციისა და სქესობრივი
ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ;7
• ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული
8
მართლმსაჯულების შესახებ;
• ევროკავშირის დირექტივა ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ
ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ;9
• ევროკავშირის დირექტივა ბავშვთა სექსუალური ძალადობის, სექსუალური
ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;10
• ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ;11
• ევროკავშირის დირექტივა დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის, უფლებებისა და
მხარდაჭერის მინიმალური სტანდარტების შესახებ;12

2
United Nations Convention on the Rights of the Child (1989)
3
Optional Protocol to the Convention on the Rights of Child on the sale of children, child
prostitution and child pornography (2000)
4
Protocol to Prevent, Suppress and Punish Trafficking in Persons, Especially Women and
Children, supplementing the United Nations Convention against Transnational Organized
Crime (2000)
5
United Nations Guidelines on justice in matters involving child victims and witnesses of
crime adopted by ECOSOC (2005)
6
United Nations Convention on the Rights of Persons with Disabilities (2006)
7
Council of Europe Convention on the Protection of Children against Sexual Exploitation and
Sexual Abuse (2007)
8
Council of Europe Guidelines on child‑friendly justice (2011)
9
EU Directive 2011/36/EU on preventing and combating trafficking in human beings and
protecting its victims (2011)
10
EU Directive 2011/92/EU on combating the sexual abuse and sexual exploitation of children
and child pornography (2011)
11
Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and
domestic violence (2011)
12
EU Directive 2012/29/EU establishing minimum standards on the rights, support and
protection of victims of crime (2012)
• დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვის მოდელური კანონი და
კომენტარი;13

თითოეული ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების


დაცვის კუთხით, თუმცა განსაკუთრებით გამოსაყოფი ბავშვის უფლებათა კონვენცია,
დაზარალებულთა უფლებების დაცვის დირექტივა, გაეროს სახელმძღვანელო მითითებები
მართლმსაჯულების სისტემაში მოწმე და მსხვერპლი ბავშვების შესახებ და მოდელური
კანონი და მისი კომენტარია. ამ ძირითადი დოკუმენტების კუმულაციური ანალიზით
შესაძლებელია გამოვყოთ დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვისათვის
მნიშვნელოვანი უფლებების ჯგუფები:

• უფლება იყოს მოსმენილი;


• უფლება ინფორმაციაზე;
• დისკრიმინაციის აკრძალვა;
• ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპი;
• იურიდიული დახმარების უფლება;
• ინდივიდუალური შეფასება - ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების
იდენტიფიცირება;
• მსხვერპლთა დაცვის სერვისები;
• უფლება მიიღოს მხარდაჭერა და სერვისები;
• ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
• აღდგენითი მართლმსაჯულების სერვისებით სარგებლობის უფლება;
• დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებები.

13
Justice in Matters involving Child Victims and Witnesses of Crime, Model Law, and Related Commentary
(2009)
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების
უფლებების დაცვის სისტემის
ინსტიტუციური მოწყობა
დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემის ინსტიტუციური
განაწილება

დღევანდელი მოწესრიგებით, დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის


სისტემის მაკოორდინირებელი უწყება გამოკვეთილი არ არის. სხვდასხვა ფუნქციებს
ასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი
ქვედანაყოფები და საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო და მისი აპარატი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების


ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროსთვის ერთ-ერთ
პრიორიტეტულ მიმართულებას, მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვანთა
საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების
ეფექტიანობის ამაღლება წარმოადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად, უწყება სხვდასხვა


ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, 2018 წლიდან, სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომლის შედეგად შეიქმნა და ამოქმედდა
ბავშვზე მორგებული სივრცეები. სივრცე უზრუნველყოფილია არასრულწლოვანის
გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებით და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული
შესასვლელით და მოსაცდელით. მსგავსი გარემოს არსებობა ხელს უწყობს,
სამართალწარმოების ეტაპზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და
ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას. აღსანიშნავია,
რომ 2019 წელს, სამართალწარმოების პროცესში ჩართული მოქალაქეების მხარდაჭერის,
დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას სამინისტროს ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს.
კოორდინატორის ფუნქციას წარმოადგენს სამართალწარმოების პროცესში
მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული
ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის
უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ
სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს არასრულწლოვნებთან, განსაკუთრებით კი
სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციური
მხარდაჭერის მიმართულებით. 2020 წლიდან, ეს სამსახური გაფართოვდა და სამინისტროს
ყველა საპოლიციო დანაყოფი მოიცვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში 2021 წლის 22 ივნისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამინისტროს

14
ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს
მოწოდებულ წერილსა და ამავე წლის 17 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში
უწყების წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
გამომძიებელს მიენიჭა უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე,
საკუთარი გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს კოორდინატორი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის წერილში აღნიშნავს, რომ 2020 წელს,
მათი ინიციატივით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის
სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით,
ამოქმედდა კანონი - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ
პირებს კანონის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან გამოტანილი იქნება
გამამტყუნებელი განაჩენი, მთელი რიგი უფლებები (მათ შორის სასწავლო,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება) ჩამოერთმევათ.
განხორციელებულმა ცვლილებებმა, სამინისტროში, სექსუალური ძალადობისთვის
მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნაც გაითვალისწინა. განხორციელებული
ცვლილებების პარალელურად, 2021 წელს, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და
გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ
ინსტრუქცია მოამზადა, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ცნება, აღნიშნული დანაშაულისთვის მსჯავრდებული
პირის მიმართ უფლებების ჩამორთმევა, მსჯავრდებულის სამინისტროში გამოცხადება,
აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევ პირთა რეესტრის წარმოება და სხვა
რელევანტური საკითხებია განხილული. ასევე, 2022 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით,
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად, სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევის
მმართველები გადაამზადეს, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ
სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა კონტროლის
ღონისძიებების განხორციელებას.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში


არასრულწლოვანთა საქმეების მთავარი სამმართველო შეიქმნა. წერილის თანახმად,
სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური
რესურსით, რაც უზრუნველყოფს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. არასრულწლოვანების საქმეთა
მთავარი სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და
დეტექტივებით, რომლებსაც არაერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. სამმართველო
არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირების მიერ) ჩადენილი
დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობს. ასევე, მის კომპეტენციას მიეკუთვნება
არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე
დროული და ეფექტიანი რეაგირება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს, სამინისტროში


სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო. შესაბამისი
ტრენინგ-პროგრამა ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, „თანასწორობა სახლს“
და შინაგან საქმეთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და
მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის სექსუალური
ძალადობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისთვის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას,
მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების
გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის ეფექტიანი საქმეების
მომზადებას. სასწავლო პროგრამა ასევე ფარავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების,
განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი მსხვერპლების, გამოკითხვის სახელმძღვანელო
წესებს (როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს), მათ შორის, გამომძიებლებს აცნობს
მსხვერპლის გამოკითხვის საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ PEACE მეთოდოლოგიას,
რომელიც არის პოლიციის საგამოძიებო ინტერვიუების (გამოკითხვის) საუკეთესო პრაქტიკის
საფუძველზე შექმნილი, 1990-იანი წლების დასაწყისში ინგლისში შემუშავებული
პროტოკოლი. სქესობრივ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი უკვე გაიარა სამინისტროს
სხვადასხვა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 240-მდე გამომძიებელმა.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრიდან,


ფუნქციონირება დაიწყო ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა ,,ბარნაჰუსი".
მისი მომსახურების მიღება, საწყის ეტაპზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსებულ იმ
საგამოძიებო დანაყოფებს შეუძლიათ, რომლებიც იძიებენ სქესობრივი შინაარსის
დანაშაულებს. ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის სამიზნე ჯგუფს
წარმოადგენს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი და
მომიჯნავე დანაშაულების სავარაუდო მსხვერპლი/დაზარალებული არასრულწლოვნები.
ცენტრის ფუნქციონირების უმთავრესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ბავშვზე
მორგებული მართლმსაჯულების პროცესი და თავიდან იქნას აცილებული სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ მიზნით, შექმნილია ბავშვზე
მორგებული გარემო, კერძოდ, სპეციალური გამოსაკითხი სივრცე და ბავშვთან ჩასატარებელი
საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებისათვის შესაბამისი პირობები, მათ შორის,
სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებელი სპეციალური სამედიცინო ინვენტარით
აღჭურვილი ოთახი.

საინტერესოა ისიც, რომ სამინისტროს ,,შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის
სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ,,გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ” რეკომენდაცია შემუშავდა, რომელიც
სამართალწარმოების პროცესში გამოყენების მიზნით, უწყების ყველა შესაბამისი
წარმომადგენლისთვისაა ხელმისაწვდომი. ხოლო, 2020-2021 წლებში, ნიდერლანდების
საელჩოს პროექტით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან თანამშრომლობით,
სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში ფსიქოლოგის ჩართვისა და ფუნქცია-მოვალეობების
განმსაზღვრელი პროცედურული დოკუმენტი.

უწყების მიერ მოწოდებულ წერილში, აღნიშნულია, რომ სამინისტრო, კანონმდებლობით


გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ახდენს არასრულწლოვნისთვის
სერვისების შეთავაზებას როგორც უშუალოდ სამართალწარმოების პროცესში, ასევე
შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელების დროს. უშუალოდ
სამართალწარმოების პროცესში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
არასრულწლოვანთან საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები ტარდება
კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის და
ფსიქოლოგის მონაწილეობით. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და
გამოკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ამასთან, კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული
მომსახურების უფლებით. სამინისტრო, სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი
საჭიროებების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი
არასრულწლოვნის და მსხვერპლი/დაზარალებული არასრულწლოვნის გადამისამართებას
შესაბამის სერვისებში, როგორებიცაა ,,არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი" და ,,სსიპ
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო". არასრულწლოვანზე მორგებული სერვისის სახეს და განხორციელების ვადებს
უშუალოდ სერვისის მიმწოდებელი უწყება განსაზღვრავს. სერვისის მიმწოდებელი უწყების
მომართვის შემთხვევაში, სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციას უწევს
არასრულწლოვნისთვის შერჩეული სერვისის განხორციელების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების


თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების პარალელურად, ამ
მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის მიზნით, სამინისტრო გეგმავს
სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში
აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებისთვის, კომპლექსურად რთულ შემთხვევას
წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეში განხორციელებული დანაშაულები, რომლის
მსხვერპლიც ხშირად არასრულწლოვნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ
მიმართულებით, აქტიურად მუშაობს რელევანტურ უწყებებთან, რათა მოხდეს პრევენცია იმ
რისკებისა და საფრთხეების, რის წინაშეც შეიძლება ბავშვები აღმოჩნდნენ. აგრეთვე,
აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემისთვის, კანონით აკრძალული
ქმედებების განმახორციელებელ 14 წლამდე პირებთან ეფექტიანი მუშაობის მიზნით,
სამინისტრო შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან
ერთად კოორდინირებულად მუშაობს სერვისების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოთხოვილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე პროექტის გუნდმა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მონაცემები ვერ მიიღო, რადგანაც, მათ მიერ
სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მუხლების და არა სისხლის სამართლის დანაშაულის გარემოებათა ან სისხლის
სამართლის საქმეში არსებული ნებისმიერი სტატუსის მქონე სუბიექტ(ებ)ის (პირები)
მიხედვით.

საქართველოს პროკურატურა15

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პროკურატურა


წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს და ახორციელებს სისხლის
სამართლის საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას. აღნიშნული უფლებამოსილების
ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისთანავე,
პროკურორი იღებს პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას და სისხლის
სამართალწარმოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფს დაზარალებულის უფლებების
დაცვასა და მართლმსაჯულების პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.

წერილის თანახმად, საქართველოს პროკურატურა არასრუწლოვანთა მიმართ


საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს ახორციელებს არასრულწლოვანთა საუკეთესო
ინტერესების შესაბამისად და იმ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების
საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მეორეული
ვიქტიმიზაციისგან დაცვას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა
სისხლის სამართლის საქმეებზე პრიორიტეტულად ერთვებიან მოწმისა და

15
ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს პროკურატურის მიერ 2022 წლის 29 აგვისტოს მოწოდებულ
წერილსა და ამავე წლის 17 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში უწყების
წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
დაზარალებულის კოორდინატორები, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნები
ერთვებიან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში, ხოლო თბილისის მასშტაბით
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული ბავშვები გადამისამართდებიან
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური
მომსახურების ცენტრში, სადაც ბავშვზე მორგებულ გარემოში ტარდება ყველა
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით 2020-2022 წლებში


ბავშვთა მიმართ ყველაზე ხშირად ჩადენილ დანაშაულებს წარმოადგენს: ოჯახში
ძალადობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან ცემა, იძულება ან მუქარა, სატრანსპორტო
დანაშაული და ქურდობა. ხოლო გენდერულ ჭრილში, დანაშაული მსხვერპლი ბავშვებიდან
49% არის ბიჭი, ხოლო 51% გოგონა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ჯანმრთელობის
დაზიანების, ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი 162 ბავშვი გახდა, 2021 წელს - 246,
ხოლო 2022 წლის 7 თვის განმავლობაში 161. ხოლო, 2020 წელს მუქარის (სისხლის
სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი) მსხვერპლი 96 ბავშვი გახდა, 2021 წელს - 129, ხოლო 2022
წლის 7 თვის განმავლობაში - 104. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა მიმართ ჩადენილ
დანაშაულთაგან ყველაზე მეტი ოჯახში ძალადობაა. 2020 წელს ოჯახში ძალადობის
მსხვერპლი 722 ბავშვი გახდა, 2021 წელს - 726, ხოლო 2022 წლის 7 თვის განმავლობაში 399.16

სხვა სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

16
მონაცემებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებით დათვლილ დაზარალებულ
პირთა ჯამი ხშირად აღემატება დაზარალებულ პირთა საერთო მაჩვენებელს, გამომდინარე იქიდან,
რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს (მაგ.: თუ დაზარალებულის მიმართ ჩადენილ იქნა ორი ან
მეტი დანაშაული) დაზარალებული პირის მაჩვენებელი ფიქსირდება თითოეულ მუხლთან
მიმართებით. აღნიშნული მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის შედეგად
დაზარალებულთა, არამედ დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემებს.
17

17
მონაცემებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებით დათვლილ დაზარალებულ
პირთა ჯამი ხშირად აღემატება დაზარალებულ პირთა საერთო მაჩვენებელს, გამომდინარე იქიდან,
რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს (მაგ.: თუ დაზარალებულის მიმართ ჩადენილ იქნა ორი ან
მეტი დანაშაული) დაზარალებული პირის მაჩვენებელი ფიქსირდება თითოეულ მუხლთან
მიმართებით. აღნიშნული მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის შედეგად
დაზარალებულთა, არამედ დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო18

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე


შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის მსხვერპლის ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებზე
სამინისტროს 2 სტრუქტურული ერთეულია პასუხისმგებელი - სსიპ „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ და ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო ხელმძღვანელობს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა


და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედი პროგრამების ფარგლებში, მედიაცია,
როგორც სერვისი, ხელმისაწვდომია არასრულწლოვანი დაზარალებულებისათვის. ეს
პროგრამებია: არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა და აღდგენითი
მართლმსაჯულების საპილოტე პროგრამა − მედიაცია სისხლის სამართალში. მედიაციის
შეთავაზება დაზარალებული ბავშვისათვის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის
ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პროკურორი მიიღებს კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანის განრიდების
წინასწარ გადაწყვეტილებას.

მედიაციის მექანიზმის შესახებ წერილში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა


განრიდების პროგრამებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ მედიაციის პროცესის
ინიცირება და მასში ჩართულობის შეთავაზებაა მხარეებისათვის. მას შემდეგ, რაც
პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული,
პროკურორი არასრულწლოვნის მიმართ განრიდების პროცესის დაწყების შესახებ
დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სააგენტოს, რომელიც ამ
საქმეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს მედიატორს − დამოუკიდებელს, მიუკერძოებელ და
ნეიტრალურ პირს. „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის
პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების
ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016
წლის 1 თებერვლის № 120 ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის
საფუძველზე, მედიატორის საქმიანობა რეგულირებულია „განრიდებისა და მედიაციის
პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის წესისა და სამუშაო დოკუმენტაციის
დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს უფროსის ბრძანებით. მედიაციის პროცესს წარმართავს
დამოუკიდებელი და ნეიტრალური, სათანადოდ მომზადებული პროფესიონალი
მედიატორი. მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს მხარეებს დიალოგის პროცესში, აწარმოოს
მათთან მოლაპარაკებები შესაბამისი ეთიკის წესებისა და კონფიდენციალურობის დაცვით.
მედიაციის პროცესი სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება: მოსამზადებელი, წინა
საკონფერენციო ეტაპი და მედიაციის კონფერენცია. მოსამზადებელ ეტაპზე მედიატორის
ფუნქციაა, სპეციალური უნარ-ჩვევების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროცესის დაწყებას. ამ
ეტაპზე იგი ხვდება დაზარალებულს და აცნობს მას პროგრამის არსს, მიზნებს, პრინციპებს
და უხსნის პროგრამის დადებით მხარეებს, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების საკითხის
მედიაციის პროცესში შეთანხმების შესაძლებლობას. დაზარალებულს განემარტება, რომ
მისი უარი მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.
მედიაციის პროცესის წარმართვა მიმართულია არა მხოლოდ დაზარალებულის ინტერესების

18
ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლის 23 აგვისტოს
მოწოდებულ წერილში აღნიშნულ ინფორმაციას.
დაკმაყოფილებისკენ, არამედ პროცესი დაეხმაროს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს,
გააცნობიეროს თავისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგები და აიღოს
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. წარმატებული მედიაციის დასასრულია სამოქალაქო
ხელშეკრულების ხელმოწერა მედიაციის მხარეთა მიერ, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა
უფლება-მოვალეობებსა და, განრიდება-მედიაციის შემთხვევაში, განრიდების
ღონისძიებებს. მედიაციის მიზანია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული
უთანხმოების, კონფლიქტის ამოწურვა. მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი
მართლმსაჯულების პრინციპებს და ორიენტირებულია ადამიანებზე, დანაშაულთან
შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა
და დაკმაყოფილებაზე. სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში,
მედიაციის პროცესის ინიცირება შესაძლებელია მსჯავრდებული და ყოფილ მსჯავრდებული
პირების საქმეებზე. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ სააგენტოში არ აღირიცხება იმ
დაზარალებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
მედიაციის პროცესში განცხადებით მოთხოვნილი ინდიკატორების შესაბამისად. სააგენტოს
მოწოდებული ინფორმაციის თანახმა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,
ზემოაღნიშნული პროგრამების ფარგლებში მედიაციის სერვისში ჩართვის შეთავაზება ხდება
ყველა დაზარალებული ბავშვისათვის.

რაც შეეხება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, სამინისტრო


აღნიშნავს, რომ ეს მიმართულება, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგთან
ბრძოლა, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს.
საქართველო აქტიურად აგრძელებს ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად
ისახავს სამთავრობო და არასამთავროსო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას,
ამ დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა და
დაზარალებულთათვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას, მათ საფუძვლიან
რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი
და კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად,
2006 წლიდან ინსტიტუციურ დონეზე მოქმედებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში - ტრეფიკინგის საბჭო), რომელსაც ხელმძღვანელობს
იუსტიციის მინისტრი და მასში წარმოდგენილნი არიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და
ამერიკის საელჩო საქართველოში.

მოწოდებული წერილის თანახმად, ტრეფიკინგის საბჭოს განსაკუთრებულ ყურადღებას


უთმობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების, როგორც ტრეფიკინგისა და
ექსპლუატაციის ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს. ამ მიმართულებას მნიშნელოვანი ყურადღება
ექცევა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმებში,
რომლებსაც ტრეფიკინგის საბჭო ამტკიცებს 2 წელიწადში ერთხელ. ამჟამად მოქმედებს
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც
მოიცავს აქტივობებს შემდეგი მიმართულებით: ქუჩაში მცხოვრები და ქუჩაში მომუშავე
ბავშვების იდენტიფიცირება და არასრულწლოვანთათვის ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ქუჩაში მცხოვრები ან/და
ქუჩაში მომუშავე ბავშვების (რომლებიც არ ირიცხებიან სკოლაში) ფორმალურ განათლებაში
ჩართვის ხელშეწყობა; აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის
გაძლიერება; მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი
სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და სხვა.
უწყების ინფორმაციით, გარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმისა,
ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენციისა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზით
ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების რაოდენობის შემცირების მიზნით,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები
ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის
მიზნით ერთიანი სამთავრობო სტრატეგია 2022-2026 წლებისთვის და მისი შესრულების
სამოქმედო გეგმა 2022-2024 წლებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

წერილში აღნიშნულია, რომ მიუსაფარი ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათი


სხვადასხვა სოციალურ თუ სამედიცინო სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით 2016
წლიდან კანონმდებლობაში შემოტანილი იქნა ცნება „მიუსაფარი ბავშვი,“ რომლის
თანახმად, მიუსაფარ ბავშვად ითვლება ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე 18 წლამდე ასაკის
პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე. აღნიშნული დეფინიციის
საკანონმდებლო დონეზე შემუშავებამ საშუალება მისცა სახელმწიფოს, ამ კატეგორიის
ბავშვებს უსასყიდლოდ მოუწესრიგოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, რაც, თავის მხრივ,
მიუსაფარი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისს. ასეთი
ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სსიპ „სოციალური მომსახურების
სააგენტოს“ მიეცა უფლება, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი
ბავშვებისათვის დოკუმენტაციის უსასყიდლოდ გაცემის თხოვნით. აქამდე ამის
შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს ჰქონდათ. საკანონმდებლო
ცვლილებების საფუძველზე 2016 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე 33 მიუსაფარ
ბავშვზე გაიცა 52 დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, 13 ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე
გაიცა 17 დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ასევე, 20 ბავშვზე პირადობის
ელექტრონული მოწმობა, 1 ბავშვზე დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და 15
ბავშვზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი.

წერილის თანახმად, 2016 წლის 12 სექტემბერს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის


(რეფერირების) პროცედურები, ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებისა, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის
№437 დადგენილებით. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებმა
გააფართოვა აღნიშნულ პროცედურებში ჩართული უწყებების წრე, მათ შორის, მონაწილეობა
ეთხოვათ მუნიციპალიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებული და ეფექტიანი
სისტემის ჩამოყალიბების გზით ოჯახში და მის გარეთ ბავშვის დაცვას ყველა ფორმის
ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 14 აპრილს ძალაში


შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის (1000 ლარი)
შესახებ, რომელიც აადვილებს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის პროცედურებს.
აღნიშნული ცვლილების მოქმედება ვრცელდება იმ პირებზეც, მათ შორის
არასრულწლოვნებზე, რომელთაც მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი ცვლილების
მიღებამდე მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებით
იცნობს ორ სტატუსს: ტრეფიკინგის მსხვერპლსა და ტრეფიკინგის დაზარალებულს. პირს
ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი ენიჭება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ, ხოლო პირს
დაზარალებულის სტატუსს ანიჭებს პროკურორი დადგენილების საფუძველზე, სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ტრეფიკინგის მსხვერპლი და
დაზარალებული სარგებლობს ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობით. ორი სტატუსის
არსებობა არის უნიკალური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს, არ დატოვოს ტრეფიკინგით
დაზარალებული არცერთი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათთვის
ხელმისაწვდომი დაცვისა და სახელმწიფო სერვისების მიღმა.

სამინისტრო განმარტავს, რომ 2021 წელს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის


ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო
ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავებული იქნა ტრეფიკინგის სახელმძღვანელო
მობილური ჯგუფებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მუდმივმოქმედი
ჯგუფის წევრებისათვის. სახელმძღვანელო ფარავს არასრუწლოვან მსხვერპლთა
იდენტიფიცირების პროცესში ბავშვებთან მოპყრობისა და ინტერვიურების საკითხებზე.
ახლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესაბამისად ცვლილებები შევიდა ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის კონფიდენციალური საიდენტიფიკაციო
კითხვარის არსებულ დოკუმენტში.

ასევე, იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ მათი ორგანიზებითა და საერთაშორისო


ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება კვალიფიკაციის
ამაღლებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით ერთობლივი
ღონისძიებები.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტრეფიკინგის საბჭოს სამდივნო (საქართველოს


იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) აწარმოებს
ტრეფიკინგის ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა
და ზრუნვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ინტეგრირებული
მონაცემთა ბაზა შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა: მონაცემები სისხლის
სამართლის საქმეების შესახებ − გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის,
სასამართლოში გაგზავნილი საქმეებისა და განაჩენების რაოდენობა სეგრეგირებული
ექსპლუატაციის ფორმის მიხედვით; მონაცემები ბრალდებული და მსჯავრდებული პირების
შესახებ − რაოდენობა, მოქალაქეობა, ასაკი, სქესი, სასჯელის სახე; მონაცემები ტრეფიკინგის
დაზარალებულისა და მსხვერპლის შესახებ − რაოდენობა, მოქალაქეობა, სქესი, ასაკი,
ექსპლუატაციის ფორმა, ზრუნვის სააგენტოს რა სახის სერვისებით ისარგებლა (სამედიცინო,
სამართლებრივი, ფსიქოლოგიური, თავშესაფარი, კომპენსაცია); სისხლის სამართლის
სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარება და საპოლიციო თანამშრომლობა −
ტრეფიკინგის თემაზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შუამდგომლობებისა და
ექსტრადიციების რაოდენობა სეგრეგირებული სახელმწიფოთა მიხედვით. ტრეფიკინგის
დანაშაულის სტატისტიკა ყოველწლიურად ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ
ვებ. გვერდზე.

სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს სულ 3


არასრულწლოვანი იქნა იდენტიფიცირებული, როგორც ტრეფიკინგის დაზარალებული,
სამივე მათგანი იყო ქვეყნის შიგნით და არა ტრანსნაციონალური ტრეფიკინგის შედეგად
დაზარალებული. მათი ასაკი იყო: 9, 12 და 15 წლის, ხოლო სამივეს სქესი იყო მდედრობითი.

ხოლო რაც შეეხება, 2021 წელს, ამ შემთხვევაშიც სულ 3 არასრულწლოვანი იქნა


იდენტიფიცირებული, როგორც ტრეფიკინგის დაზარალებული და სამივე მათგანი იყო
ქვეყნის შიგნით და არა ტრანსნაციონალური ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებული. მათი
ასაკი იყო: 11, 12 და 13 წლის, ხოლო სამივეს სქესი ერთის შემთხვევაში მდედრობითი, ხოლო
ორის შემთხვევაში მამრობითი.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით


ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი/დაზარალებული არასრულწლოვნის
იდენტიფიცირება არ მომხდარა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო19

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და


სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო წარმოადგენს
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირს, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის და
მათზე დამოკიდებული პირებისათვის უზრუნველყოფს შესაბამისი მომსახურების
მიწოდებას.

წერილის თანახმად, სააგენტოს მიზანთაგან ერთ-ერთია: ადამიანით ვაჭრობისა და


ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და
რეაბილიტაცია. სააგენტო მსხვერპლს/დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს სთავაზობს
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრებით
მომსახურებას. 2022 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, სააგენტოს ფარგლებში
ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ხუთი კრიზისული ცენტრი,
კერძოდ, თბილისში, გორში, ქუთაისში მარნეულსა და ოზურგეთში.

კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი არის ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა/


სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) დახმარებისა და
რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურების დაწესებულება, რომლის მიზანია
ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა; მათი
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის,
ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ასევე, სააგენტოს
ფარგლებში ფუნქციონირებს ხუთი თავშესაფარი: თბილისში, გორში, ქუთაისში, სიღნაღსა
და ბათუმში.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო ბენეფიციართათვის


უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას თავშესაფრებსა და კრიზისულ
ცენტრებში: ფსიქო-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია; სამედიცინო მომსახურების
ორგანიზება/მიღება; იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა (სასამართლოში და
სამართალდამცავ უწყებებში წარმომადგენლობა); · თარჯიმნის მომსახურება, საჭიროების
შემთხვევაში; ხელს უწყობს ოჯახში და საზოგადოებაში რეინტეგრაციის განხორციელებას;
საცხოვრებლით უზრუნველყოფა თავშესაფარში (მსხვერპლთათვის/

19
ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის 20 სექტემბერს მოწოდებულ
წერილსა და ამავე წლის 17 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში უწყების
წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
დაზარალებულთათვის/ მათზე დამოკიდებული პირებისთვის საკვებით, ჰიგიენური და სხვა
საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა); საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სავარაუდო
მსხვერპლებისთვის/მათზე დამოკიდებული პირებისთვის საკვებით, ჰიგიენური და სხვა
საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა); კომპენსაცია 1 000 ლარის ოდენობით ტრეფიკინგის
მსხვერპლებისთვის. სოციალურ რეინტეგრაციაში დახმარება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
სოციალური დახმარების ხელმისაწვდომ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის
შესწავლა და სააგენტოს თავშესაფრების ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ინფორმაციის მიწოდება განათლების სერვისებთან დაკავშირებით; სხვადასხვა
უწყებებთან/ექსპერტებთან დაკავშირება, გადამისამართება და კოორდინირებული
მომსახურების უზრუნველყოფა ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე; დასაქმების
ხელშეწყობა. ხოლო, ფსიქოლოგიური დახმარება მოიცავს: ფსიქოლოგის კონსულტაცია და
რეაბილიტაცია; კრიზისული ინტერვენცია, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
ჯგუფური რეაბილიტაცია; სამომავლო მიზნების დაგეგმვაში დახმარება და საკუთარ
ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენა. რაც შეეხება სამედიცინო დახმარებას, მოიცავს:
თავშესაფრებში მცხოვრებ ბენეფიციართა მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების
საჭიროებების დადგენა; სასწრაფო დახმარება; ბენეფიციართა მედიკამენტებით
უზრუნველყოფას. ხოლო იურიდიული დახმარება სამართლებრივი კონსულტაციასა და
წარმომადგენლობა სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ თავშესაფარი ბენეფიციარებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს


უწევს 24 საათიან უფასო მომსახურებას: უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა,
რომელიც შესაბამისობაშია ნორმალურ საცხოვრებელ პირობებთან; საკვები და ტანსაცმელი;
ისეთ პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ხელს უწყობს ოჯახსა და
საზოგადოებაში ინტეგრაციას; არასრულწლოვნებისთვის ფორმალური და არაფორმალური
განათლების მიღებაში მხარდაჭერა; ყველა სხვა აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს
ბენეფიციართა სრულ განვითარებას და სხვა ღონისძიებები, რომელიც განსაზღვრულია
საქართველოს კანონმდებლობით. მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციართა პერსონალური
მონაცემები და თავშესაფრების მისამართები კონფიდენციალურია;

თავშესაფრებში არსებული მომსახურება ასევე მორგებულია არასრულწლოვნებზე, მათი


საჭიროებების გათვალისწინებით. თითოეული ბენეფიციარისთვის შედგენილია
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა. რაც შეეხება კრიზისულ ცენტრს,
იგი არის სავარაუდო მსხვერპლთა და ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქო- სოციალურ
რეაბილიტაციას, იურიდიულ და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. კრიზისული ცენტრი
უზრუნველყოფს სავარაუდო მსხვერპლებს/ადამიანით ვაჭრობით(ტრეფიკინგით)
დაზარალებულებს (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), შემდეგი სერვისებით: 24-
საათიანი საცხოვრებელი(თბილისის კრიზისულ ცენტრში); · ფსიქოლოგიური და სოციალური
რეაბილიტაცია; პირველადი სამედიცინო დახმარების ორგანიზება/მიღება; იურიდიული
დახმარება; თარჯიმნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი


ბავშვები, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განთავსდნენ სახელმწიფო ზრუნვის
სისტემაში: მინდობით აღზრდა ან მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

სამინისტრო აღინიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის 2022


წლის მარტის თვიდან თბილისში ამოქმედდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი,
რომელიც შეესაბამება ბარნაჰუსის მოდელს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის
ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის სამიზნე ჯგუფს სექსუალური
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მსხვერპლი და დაზარალებული ის ბავშვები
წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 1432-ე
მუხლით (თუკი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური
მომსახურების გაწევის იძულებას ან პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას) 1441-ე
მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 და
მე-5 ნაწილებით, 255-ე მუხლის მე-3-7 ნაწილებითა და 2551 და 2552 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების შედეგად მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ზიანი.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალიზებულ


მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას ინტეგრირებული, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში. სააგენტოში
აგრეთვე ფუნქციონირებს 24-საათიანი ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლებისთვის.
ნებისმიერ პირს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე: 116 006 და მიიღოს შესაბამისი
კონსულტაცია კვალიფიცირებული ოპერატორებისგან და აგრეთვე, ინფორმაცია სააგენტოს
სისტემაში არსებულ სერვისებზე.

2017 წლის შემდგომ, სააგენტოს ცხელ ხაზზე არსებული კონსულტაცია, ადამიანით


ვაჭრობის(ტრეფიკინგის), ოჯახური ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალურ
ძალადობაზე, ხელმისაწვდომია 8 ენაზე, კერძოდ: ქართულად, ინგლისურად, რუსულად,
აზერბაიჯანულად, თურქულად, სომხურად, არაბულად და სპარსულად. მომსახურება არის
უფასო და ანონიმური. ზემოაღნიშნული პროგრამების განმახორციელებელია სსიპ
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო; სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფრები) და
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრები; არასრულწლოვნის მიმართ
განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ძალადობის მსხვერპლი
ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო თანამშრომლობს შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ


პროვაიდერ ორგანიზაციებთან, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც საერთაშორისო, ისე
- ადგილობრივი. ზემოაღნიშნული სერვისები არის მუდმივმოქმედი და ფინანსდება
სახელწიფო ბიუჯეტიდან.

იმისათვის რომ ბენეფიციარმა ისარგებლოს სააგენტოს სისტემაში არსებული სერვისებით:


თავშესაფარში მიიღებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლები/დაზარალებულები (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) და ძალადობის
მსხვერპლები/დაზარალებულები (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად); კრიზისული
ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ძალადობის
მსხვერპლს/დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან
ერთად); ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური
მომსახურების ცენტრის სამიზნე ჯგუფს სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი,
მსხვერპლი და დაზარალებული ის ბავშვები წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 1432-ე მუხლით (თუკი ამ მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან
პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას) 1441-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით,
253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 255-ე მუხლის მე-3-7
ნაწილებითა და 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შედეგად
მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ზიანი; ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნებისმიერი
ფორმის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები, საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელია განთავსდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, კერძოდ, მინდობით
აღზრდასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო


საბჭო20

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის


უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო დაზარალებული ბავშვების
უფლებების დაცვისკენ მიმართული მიმდინარე აქტივობების ფარგლებში, სამოქმედო
გეგმის მე-4 ამოცანის საფუძველზე, ახორციელებს წლიურ მონიტორინგს − ბავშვთა მიმართ
ძალადობის პრევენციისა და ძალადობის რეაგირების მიმართულებით სახელმწიფო
პოლიტიკის ფორმირების პროგრესზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელების
მაჩვენებელსა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებაზე. აღნიშნული მონიტორინგის
ფარგლებში მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო: ზედამხედველობას უწევს
საქართველოს მთავრობას შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ბავშვის უფლებათა
კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას − შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა
და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; თანამშრომლობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა რელევანტურ უწყებებთან ტრეფიკინგის
მსხვერპლ ბავშვთა რაოდენობის განსაზღვრისა და დაზარალებულ/მსხვერპლ ბავშვთა
იდენტიფიცირების მექანიზმის ეფექტიანობის შეფასების მიზნით; თანამშრომლობს სსიპ −
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოსთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემის ეფექტიანობის
შეფასებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელების განსაზღვრის მიზნით;
ამზადებს მონიტორინგის ანგარიშს მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

ამავე წერილში აღნიშნულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის შესახებ. კერძოდ,


საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 21 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით
მიიღო „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№1660-VIIIმს-Xმპ) და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1661-VIIIმს-Xმპ) საქართველოს კანონები. შეტანილი
ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის
სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს აქვს უფასო იურიდიული
დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, როგორც სამართლებრივი
დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას
სახელმწიფოს ხარჯზე. ანალოგიური უფლება, ასევე მიენიჭა იმ დაზარალებულს, რომელიც
კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე არის
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება: იურიდიული დახმარების სამსახურისთვის
მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი
შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს. ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ
კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა
შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90
დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500

20
ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს მოწოდებულ
წერილსა და ამავე წლის 17 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში უწყების
წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის
შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში
მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა; პირს აქვს მძიმე
ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ
განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე. წერილში
მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეხება, მათ შორის, არასრულწლოვან
დაზარალებულებს.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი (№07-3/107, 02.09.2021). აღსანიშნავია, რომ პროექტით ხდება არასრულწლოვანის
დამცავი მექანიზმების გათვალისწინება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას. კერძოდ,
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების
საქმეების გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმე საგამოძიებო ექსპერიმენტში
მონაწილეობის მიზნით შეიძლება მიიწვიონ მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში,
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას,
პროკურორის წინასწარი თანხმობით, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასებისას
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ძირითადი გამოწვევები
და რეკომენდაციები
პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში შესწავლილი საკანონმდებლო
ჩანაწერების, პრაქტიკის, საკითხთან დაკავშირებით არსებული კვლევების, სახალხო
დამცველის ანგარიშების, მრგვალ მაგიდაზე, როგორც სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებისა და
პოზიციების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები და რეკომენდაციები
იკვეთება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

• საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში არსებული გამოწვევები;


• მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
• ბიუროკრატიული და პროცედურული გამოწვევები გამოძიებისა და სასამართლო
განხილვის პროცესში;
• დანაშაულის მსხვერპლის ჩართულობა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში;
• კოორდინაცია და ერთიანი მიდგომები;
• მსხვერპლის ინდივიდუალური შეფასება;
• დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის
სერვისები;
• ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
• აღდგენითი მართლმსაჯულება როგორც დაზარალებულის უფლება.

საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში არსებული გამოწვევები

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა, ერთი მხრივ,


საკანონმდებლო აქტების, ხოლო მეორე მხრივ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
ფარგლებში. ძალზე მნიშვნელოვანია, აღმოიფხვრას არსებული ნაკლოვანებები და
დოკუმენტის ფარგლებში ხსენებული თითოეული აქტი მოვიდეს შესაბამისობაში
საერთაშორისო რეკომენდაციებთან.

უპირველეს ყოვლისა, საჭირო და აუცილებელია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების


კოდექსში აისახოს ის დებულებები რომლებიც ზოგადი სახით მოცემულია ბავშვის
უფლებათა კოდექსში. შემდგომ ეტაპზე კი, როგორც ამ ორ საკანონმდებლო აქტში, ასევე
მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, დარეგულირდეს ამ
ჩანაწერების აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები, გაიწეროს კონკრეტული
პასუხისმგებელი უწყებები და შემუშავდეს კონკრეტული პროგრამები და ინსტრუმენტები,
რითიც მოხდება დაზარალებულ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და შესაძლებელი
გახდება შესაბამისი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფსიქო-სოციალური
სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება ბენეფიციარებისათვის. აუცილებელია დაიხვეწოს
და გაჩნდეს ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის, მექანიზმები. დანაშაულის მსხვერპლ
ბავშვებს საკანონმდებლო ჩანაწერებით მიეცეთ საშუალება ისარგებლონ აღდგენითი
მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის სერვისებით და ამასთანავე
გაჩნდეს აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამები, როგორიც შეიძლება იყოს
კონფერენციები, სამშვიდობო წრეები და სხვა. აგრეთვე, საჭიროა გაუმჯობესდეს
დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში ჩართვის მექანიზმები, საკანონმდებლო
დონეზე დარეგულირდეს ბავშვზე მორგებული გარემოს სტანდარტები და პრინციპები და
მეტად იყოს გათვალისწინებული თითოეული დანაშაულის მსხვერპლი ბავშვის უფლება
იყოს მოსმენილი, ხოლო გამოძიებისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები,
საკანონმდებლო მექანიზმების შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
ვალდებული უნდა იყვნენ გაითვალისწინონ ინდივიდუალური დაზარალებულის
მოსაზრებები, საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

მონაცემთა შეგროვება და ანალიზი

ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის და პოლიტიკის


გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, განსაკუთრებით კი ბავშვთა მართლმსაჯულების
შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სტატისტიკური მონაცემების, სოციოლოგიური და
კრიმინოლოგიური კვლევების გათვალისწინებას. თითოეული გადაწყვეტილება, რეფორმა
თუ ნებისმიერი ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ მტკიცებულებებს, სტატისტიკას,
ანალიზს და არა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმღები პირის სუბიექტურ მოსაზრებებს.
ამისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მონაცემთა შეგროვების ერთიანი სისტემა და
სტანდარტი. რადგანაც დღეს არსებული პრაქტიკით უმეტესად საერთოდ არ გროვდება
მონაცემები და იმ უწყებებში კი, სადაც მუშავდება სტატისტიკური ინფორმაცია არაა
განსაზღვრული მეთოდოლოგია, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მონაცემთა შედარება,
ანალიზი და დამუშავება.

საჭიროა და აუცილებელია შეიქმნას ერთიანი მონაცემთა სისტემა, სადაც თითოეული


უწყების მხრიდან, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოხდება ინფორმაციისა და
მონაცემების განთავსება და იგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების
შესაბამისად, იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი როგორც თითოეული უწყების, ასევე
აკადემიური წრეების, დარგის სპეციალისტების, არასამთავრობო სექტორისა და
დაინტერესებული პირებისათვის. ამასთანავე აუცილებელია არსებობდეს პასუხისმგებელი
ორგანო, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული
მონაცემების ანალიზს და შესაბამისი ანგარიშების გამოქვეყნებას, რაც საბოლოო ჯამში
გახდება საფუძველი ამა თუ იმ რეფორმისა და პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისათვის.

კოორდინაცია და ერთიანი მიდგომები

კოორდინაციის მიმართულებით პროექტის ფარგლებში საჭიროებები იკვეთება, როგორც


ინდივიდუალური საქმის წარმოების, აგრეთვე მართვისა და პოლიტიკის განსაზღვრის
მიმართულებითაც.

ერთი მხრივ, დანაშაულის მსხვერპლთა უფლებებისა დაცვის მიზნით და განსაკუთრებით


როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან დაზარალებულებს, უმნიშვნელოვანესია, რომ
უწყებათა შორის არსებობდეს გამართული კოორდინაციის სისტემა. უპირველესად ეს
მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად მოხდეს მსხვერპლის საჭიროებების
იდენტიფიცირება და შემდეგ ეტაპზე უკვე მათი საჭირო სერვისებში გადამისამართება.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მართლმსაჯულების პროცესს, ხშირად თან ახლავ ისეთი
რისკები, როგორიცაა მეორეული ვიქტიმიზაცია, რევიქტიმიზაცია და სხვა. სწორედ ამ
რისკების ნეიტრალიზაციისა და პრევენციისათვის აუცილებელი მულტიგუნდური და
მულტიდისციპლინური მიდგომების გამოყენება და პასუხისმგებელ უწყებათა
კოორდინირებული მუშაობა.

მეორე მხრივ, გარდა ინდივიდუალურ შემთხვევებში გამართული საკოორდინაციო


მექანიზმების საჭიროებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ერთიანი
საკოორდინაციო მექანიზმი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნებისათვის, რომელიც
გააერთიანებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სხვადასხვა უწყებებიდან და
ორგანიზაციებიდან. ამ მექანიზმმა საშუალება უნდა მისცეს დაინტერესებულ მხარეებს,
გაცვალონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შეძლონ სხვადასხვა ტიპის
გამოწვევებზე დისკუსია და სამომავლო განვითარების გზებზე შეთანხმება, აკადემიური
სფეროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
დარგის ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში იკვეთება, რომ მწვავედ დგას უწყებათა შორის ფუნქციებისა და


კომპეტენციების გამიჯვნის, კოორდინაციისა და მულტიდისციპლინური მიდგომების
გამოყენების საკითხი. შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას როგორც პოლიტიკის და
გადაწყვეტილებების მიღების დონეზე ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც
გააერთიანებს ისეთ უწყებებს როგორიც არის: სასამრთლო, სამართალდამცავი უწყებები,
პროკურატურა, პოლიცია, ადვოკატთა კორპუსი, ბავშვზე ზრუნვის ორგანოები, ადგილობრივი
თვითმმართველობა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები და კომისიები, აკადემიური
სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დარგის
ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. ამასთანავე, საჭიროა,
შეიქმნას სპეციალური ჩარჩო და ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმები, რომლის
ფარგლებშიც თითოეული ინდივიდუალური შემთხვევაზე დარეგულირდება თუ როგორ უნდა
მოხდეს ბავშვთა საჭიროებების შეფასება და შემდგომ მათი საჭირო სერვისებში
გადამისამართება.

ბიუროკრატიული და პროცედურული გამოწვევები გამოძიებისა და სასამართლო


განხილვის პროცესში

პროცედურული და ბიუროკრატიული ნაწილი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს


როგორც გამოძიების, ასევე მართლმსაჯულების პროცესში. აუცილებელია, სისტემა
ორიენტირებული იყოს და ითვალისწინებდეს თითოეული დაზარალებულის საჭიროებებს
და სპეციალისტმა შეძლოს სწორი შუალედის პოვნა რათა არც ინდივიდის საჭიროებები
დაზარალდეს და ამავდროულად დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიც. ეს შეეხება როგორც გამოძიების დროს
გამოკითხვის, ასევე სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების, დაკითხვის,
სასამრთლო განხილვისა და სხვა პროცესებს. დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების
შემთხვევაში თითოეული ეს მოქმედება უნდა ჩატარდეს დაზარალებული ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვზე მორგებულ გარემოში და გათვალისწინებული
უნდა იყოს ბავშვის საჭიროებები. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვზე მორგებულ გარემოში, აქ არა
მხოლოდ ფიზიკური გარემო მოიაზრება, არამედ სპეციალისტების კვალიფიკაცია, უნარები,
ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ადაპტირებული სხვდასხვა დოკუმენტები და მასალები,
შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა და სპეციალური პროგრამებიც მოიაზრება.
დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესი აუცილებლად
უნდა მიმდინარეობდეს სპეციალურ, განცალკევებულ სივრცეში, მას არ უნდა ესწრებოდნენ
გარეშე პირები და ამავე სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო სერვისი.
მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის მსხვერპლს ტრავმული გამოცდილების გახსენება და
გამეორება არ უწევდეს რამდენჯერმე, ამისათვის კი საჭიროა, რომ გამოკითხვის პროცესის
აღბეჭდვა ხდებოდეს ვიდეო და აუდიო ტექნიკის გამოყენებით, რათა შემდეგ ეს შემდგომ
გამოყენებული იყოს მტკიცებულების სახით და განსაკუთრებული გარემოებების გარდა
დაზარალებულს არ უნდა ჭირდებოდეს იგივე ინფორმაციის მიცემა სხვადასხვა პირისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულის საგამოძიებო უწყებაში დაბარება არ გახდეს საჭირო
რამდენჯერმე და ეს ხდებოდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც დანაშაულის
მსხვერპლი ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ისევე როგორც მაქსიმალური
ყურადღება უნდა ექცეოდეს მსხვერპლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, რათა გამოძიებისა
და მართლმსაჯულების პროცესი არ გახდეს მეორეული ვიქტიმიზაციის მიზეზი.

საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულებისა და გამოძიების


სისტემა ნაკლებად არის ორიენტირებული ინდივიდუალური პირის ინტერესებზე და
უპირველეს ყოვლისა იგი ითვალისწინებს საერთო საზოგადოებრივი ინტერესებისა და
სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში მსხვერპლის
ინდივიდუალურ საჭიროებებზე წინ სწორედ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესი
დგას, რაც მაღალი რისკის შემცველია, რომ დაზარალებულთა ნდობა და მიმართვიანობა
სისტემის მიმართ იყოს დაბალი, შენარჩუნდეს ლატენტური დანაშაულის მაღალი
მაჩვენებლები და დაზარალდეს ინდივიდის ინტერესი ამ პროცესებში. სწორედ ამიტომ,
აუცილებელია როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე გაუმჯობესდეს
არსებული მექანიზმები და მეტად ორიენტირებული გახდეს თითოეული დაზარალებულის
საჭიროებებზე.

დანაშაულის მსხვერპლის ჩართულობა მასთან დაკავშირებული


გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

არაერთი საერთაშორისო აქტი თუ რეკომენდაცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ დანაშაულის


მსხვერპლთა შემთხვევაში უფლება იყოს მოსმენილი და დაზარალებულის პოზიცია
გათვალისწინებული იყოს მართლმსაჯულების პროცესში ერთ-ერთი ცენტრალური
უფლებაა. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში,
არსებული კონვენციური მართლმსაჯულების სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად
არის ორიენტირებული ინდივიდუალური მსხვერპლის უფლებების და საჭიროებების
დაცვაზე. საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისითაც, დანაშაულის მსხვერპლის უფლებები
თითქმის იგივეა, რაც მოწმის უფლებები, მხოლოდ რამდენიმე განსხვავებული ნორმა
მოქმედებს მსხვერპლთა უფლებების ნაწილში. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოს გენერალურ პროკურატურას აქვს დაზარალებულთა მოსაზრებების და
პოზიციების გათვალისწინების კარგი პრაქტიკა, თუმცა ამას არ აქვს საკანონმდებლო ხასიათი
და მხოლოდ უწყების შიდა რეკომენდაციებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე ძალზე
მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს არსებული და შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომელიც
საშუალებას მისცემს თითოეულ დაზარალებულს მოსმენილი იყოს მართლმსაჯულების
სისტემაში, მათი პოზიციას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებული
სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საჭიროა დაზარალებულის პოზიციას
უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, უფრო მეტად იყოს მოსმენილი როგორც გამოძიების,
ასევე სასამრთლო განხილვებისა და სასჯელის აღსრულების ეტაპზე, ამასთანავე უნდა
არსებობდეს დაზარალებულის მიერ გარკვეული გადაწყვეტილებების გასაჩივრების
მექანიზმებიც.
მსხვერპლის ინდივიდუალური შეფასება, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის
სერვისები

საერთაშორისო რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, დანაშაულის


მსხვერპლი ბავშვის ინდივიდუალური შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად
ინსტრუმენტს დაზარალებულთა უფლებების დაცვის სისტემაში. სწორედ ამ შეფასების
საფუძველზე უნდა ხდებოდეს ერთი მხრივ რევიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის
რისკების, მეორე მხრივ დანაშაულის მსხვერპლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და
რეაბილიტაციის ღონისძიებების საჭიროების გამოკვეთა.

აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით არსებობდეს ერთიანი, უნიფიცირებული სისტემა და


მექანიზმი, რომელიც გააერთიანებს როგორც სამართალდამცავ უწყებებს და ბავშვზე
ზრუნვის სისტემას. მართლმსაჯულების პროცესთან დაზარალებული ბავშვის პირველივე
კონტაქტისთანავე უნდა მოხდეს მყისიერი რისკებისა და გადაუდებელი საჭიროებების
შეფასება და რომლის მიხედვითაც გამოიკვეთება თუ რა კონკრეტული დაცვის
ღონისძიებებია საჭირო დაუყოვნებლივ და არსებობს თუ არა სხვადასხვა სერვისებში
დაუყოვნებლივ გადამისამართების საჭიროება. შემდგომ ეტაპზე კი პირველადი შეფასების
საფუძველზე უნდა დაგიგეგმოს უკვე სიღრმისეული შეფასება სადაც გამოიკვეთება
გრძელვადიანი სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალური პროგრამების საჭიროება.

ამასთანავე, უნდა არსებობდეს მსხვერპლთა რეაბილიტაციის ერთიანი სისტემა, სადაც


იფუნქციონირებს როგორც პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სწრაფი
ინტერვენციის სერვისები, რომლებიც მიმართული იქნება იმწუთიერი რისკების
ნეიტრალიზებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. აგრეთვე უნდა არსებობდეს
გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც მიმართული
იქნება დანაშაულის შედეგად მიყენებული ტრავმის შედეგების გამოსწორებაზე და
შემთხვევის გრძელვადიან პერსპექტივაში მართვაზე, რაც დაფუძნებული უნდა იყოს სწორედ
სიღრმისეული შეფასებით გამოკვეთილ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაზარალებულთათვის ერთ-ერთ ცენტრალურ საჭიროებას


სწორედ ზიანის ანაზღაურება, რესტიტუცია და კომპენსაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია,
რომ საქართველოში მოქმედი სისტემის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების პროცესი საკმაოდ
რთულ და კომპლექსურია, ამასთანავე იგი არც თუ ისე მცირე ფინანსურ რესურსებს
მოითხოვს. გარდა იმისა, რომ დაზარალებულს ზიანის ანაზღაურების მიღების მიზნით უწევს
დროში საკმაოდ გრძელვადიანი პროცესის გავლა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იგი
საერთოდ უშედეგოც აღმოჩნდეს.

დღეს, საქართველოში მოქმედი სისტემით იმისათვის, რომ დაზარალებულ მხარეს ზიანი


აუნაზღაურდეს, პირველ რიგში უნდა დასრულდეს გამოძიების პროცესი, რასაც ხშირად
რამდენიმე თვე ან წელიც კი ჭირდება, შემდეგ უნდა დასრულდეს სასამრთლო განხილვის
ეტაპი და განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს, ამ შემთხვევაშიც რამდენიმე თვე ან წელი
შეიძლება გაგრძელდეს ეს ეტაპი. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი დაზარალებულს ეძლევა
შესაძლებლობა მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოებას და ამ წესით მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე თვე ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე
წელია საჭირო და არც თუ ისე მცირე ფინანსური რესურსი იურიდიული მომსახურების
მისაღებად. დავის დაზარალებულისათვის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში უკვე
იწყება აღსრულების პროცესი, რაც ასევე გრძელ ვადებთან და ბევრ პროცედურასთანაა
დაკავშირებული. საბოლოო ჯამში კი თუ დანაშაულის ჩამდენ პირს არ აქვს ქონება ან
შემოსავლები, შესაძლებელია გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩეს და
დაზარალებულმა საერთოდ ვერ შეძლოს ზიანის ანაზღაურების მიღება.

აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს ზიანის ანაზღაურების ქმედითი, მოქნილი და


დაზარალებულის საჭიროებებზე მორგებული მექანიზმი, რომელიც დაზარალებულის
საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და შესაძლებლობას მისცემს, დროულად და
ეფექტიანად მიიღოს ზიანის ანაზღაურება. ხოლო ისეთ შემთხვევებში, სადაც ეს
შეუძლებელია უნდა არსებობდეს კომპენსაციის მექანიზმები, განსაკუთრებით
არასრულწლოვან დაზარალებულთა შემთხვევებში.

აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც დაზარალებულის უფლება

აღდგენითი მართლმსაჯულება არის ზიანსა და ზიანის რისკზე რეაგირების მიდგომა,


რომელიც გულისხმობს ყველა ჩართული მხარის მიერ საერთო გაგებასა და შეთანხმებამდე
მისვლას. აგრეთვე იმას, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ზიანი ან დამაზიანებელი ქმედება
და აღდგეს სამართლიანობა. აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომის ძალისხმევა
შეიძლება ითქვას, რომ მიმართულია საერთო გაგებასა და პრობლემის გადაჭრაზე, ნაცვლად
მხოლოდ სასჯელზე ორიენტირებული მიდგომისა, რომელსაც არ მოაქვს კონკრეტული
შედეგები.21

აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესი მოიაზრებს, დაზარალებულისა და


დამზარალებლის ნებაყოფლობითი მონაწილეობას, საზოგადოების ჩართულობასა და
მართლმსაჯულების განმახორციელებლების აქტიური თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ
საშუალებას იძლევა კონფლიქტი მოგვარდეს არაძალადობრივი გზით და მას მოჰყვეს ზიანის
ანაზღაურების რეალური შედეგები. სწორედ ამიტომ, აღდგენითი მართლმსაჯულების
პროგრამები პრაქტიკაში შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მატერიალური და მორალური
ზიანის ანაზღაურების საუკეთესო საშუალებად, რომელიც საშუალებას გვაძლევს პროცესში
უშუალოდ და თავად იყოს ჩართული როგორც დაზარალებული, ასევე ზიანის მიმყენებელი
პირი. ამის პრაქტიკულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არაერთ ქვეყანაში წარმატებული
სისხლის სამართლის მედიაციის, კონფერენციების და სამშვიდობოს წრეების მოდელზე
დაფუძნებული პროგრამები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემაში, სისხლის


სამართლის მედიაციის პროგრამების წარმატებული გამოცდილებაა დაგროვილი
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ახლა, უკვე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების
ფოკუსი სწორედ დაზარალებულთა ინტერესებზე ორიენტირდეს და არსებულ
პროგრამებთან ერთად, აღდგენითი მართლმსაჯულების ფილოსოფიაზე დაფუძნებული და
დაზარალებულის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროგრამებიც დაინერგოს. რაც
სახელმწიფოს საშუალებას მისცემს განტვირთოს მართლმსაჯულების სისტემა და
მინიმალური დანახარჯებით, მხარეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და
სწრაფად მიაღწიოს წარმატებულ შედეგებს.

21
ერცენი ი, ჯავახიშვილი ჯ, ჯავახიშვილი ლ, აღდგენითი მართლმსაჯულების სახელმძღვანელო.
თბილისი, ლუვენი, 2020
დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
Institute for Democracy and Justice (IDJ)

You might also like