Professional Documents
Culture Documents
Agreement
Agreement
ფინანსური ხარჯები
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (ს/ნ 204854595, შემდგომში “ბანკი”) (საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული
ბანკი“; მის: თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2) და მეორე მხრივ, მარიამი ცხვედიაშვილი (შემდგომში “კლიენტი”/”მსესხებელი”)
(პირადი ნომერი: 01019072484) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების
(შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის") საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და
კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება ძირითადი
ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების საფუძველზე
წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით
(უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა კლიენტის მიერ ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით
(ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) მისი
დადასტურების (ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გაცხადების) მომენტიდან და იმოქმედებს ამ
ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების
მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა
განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტების მიღების შესახებ და
განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ.
3.4 დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ,
რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
3.5 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის
ელექტრონული, ციფრული და ა.შ.);
3.6 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე
ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის
დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის
ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების
დაყადაღებით/კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ
კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ
პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული
ხელშეკურლების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი
აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ)
ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ
გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის
ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო
ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ)
განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის
მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად
შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის
უფლებამოსილება ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში
შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.7.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით
ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო
განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის
რომელიმე პირობის დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ
პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
3.7.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ
ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ
შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო
განაკვეთის მიხედვით.
3.8 კლიენტი თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების ეფექტური და
შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი,
კლიენტის პერსონალური მონაცემები.
3.9 კლიენტი თანახმაა და ბანკს ანიჭებს უფლებას, მისთვის ბანკის მიერ საჩუქრის გადაცემის/მიწოდების მიზნით (იმ
შემთხვევაში, თუ საკრედიტო პროდუქტის მიღებას თან ახლავს საჩუქარი) და ამ მიზნის განსახორციელებლად
აუცილებელი კლიენტის პერსონალური მონაცემები საჭირო მოცულობით გადასცეს ბანკთან სახელშეკრულებო
ურთიერთობაში მყოფ საკურიერო მომსახურების კომპანიებს (მათ შორის შპს „სითი ექსპრესს“ (ს/ნ 404867541)),
რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის
კონფიდენციალობა. ამასთან, კლიენტი ბანკს ათავისუფლებს წინამდებარე პუნქტის საფუძველზე გაცემული
ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან და აცხადებს უარს ამ პუნქტში აღწერილი ინფორმაციის
ბანკის მიერ გამჟღავნებით ან მესამე პირ(ებ)ისთვის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
3.10 ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს
პრეტენზიით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში,
ასევე ბანკის ვებგვერდზე: www.tbcbank.ge). კლიენტის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1(ერთი) თვე
სათანადო ფორმით შედგენილი წერილობითი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების მომენტიდან. პრეტენზიას
განიხილავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან
დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა
საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა). პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე: www.tbcbank.ge და ტელეფონის ნომერზე: 2272727.
3.11 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული
ნებისმიერი დავა, გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეთა
შორის არსებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1¹ ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან)
გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.12 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე
კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის
დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს /
სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი
თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით:
პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები,
შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი.
ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს
წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა
(პრიორიტეტულობა).
3.13 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან
ნაწილობრივ) დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
სესხის გრაფიკი
გადანაწილე
დასაფარი აუთვისებელი სიცოცხლის
N თარიღი ძირი პროცენტი ბული ბალანსი
თანხა ძირის % დაზღვევა
პროცენტი*
1 25.12.2022 9.36 7.33 0.00 1.96 0.07 92.67
2 25.01.2023 9.35 7.72 0.00 1.57 0.06 84.95
3 25.02.2023 9.34 7.85 0.00 1.44 0.05 77.10
4 25.03.2023 9.33 8.11 0.00 1.18 0.04 68.99
5 25.04.2023 9.33 8.12 0.00 1.17 0.04 60.87
6 25.05.2023 9.33 8.29 0.00 1.00 0.04 52.58
7 25.06.2023 9.32 8.40 0.00 0.89 0.03 44.18
8 25.07.2023 9.32 8.57 0.00 0.72 0.03 35.61
9 25.08.2023 9.31 8.69 0.00 0.60 0.02 26.92
10 25.09.2023 9.31 8.84 0.00 0.45 0.02 18.08
11 25.10.2023 9.30 8.99 0.00 0.30 0.01 9.09
12 25.11.2023 9.25 9.09 0.00 0.15 0.01
*გადანაწილებული პროცენტი - „გადანაწილებული პროცენტის“ ველში მოცემული თანხა წარმოადგენს მხოლოდ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში
დარიცხულ პროცენტს.
სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი პირობები #TBCLI/001/21
გამარჯობა,
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის
პირობების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, დაზღვევის პირობები
და სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. წინამდებარე
დოკუმენტი დაზღვევის პოლისთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების თავსართს.
#TBCLI/001/21 დაზღვევის სრული პირობების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე
http://www.tbcinsurance.ge .
მზღვეველი ორგანიზაციაა: სს "თიბისი დაზღვევა" (ს/კ 405042804)
ანაზღაურების მიმღები (მოსარგებლე) ორგანიზაციაა: სს ''თიბისი ბანკი''
მზღვეველის მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 24ბ
მზღვეველის ცხელი ხაზი / ტელეფონი: (+995 32) 242 22 22
დაზღვევის ხელშეკრულების სახე
წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო
დაზღვევის პირობების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის
შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ''პოლისი'', რომელიც
მასში მითითებულ დაზღვევის პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვან
პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. თქვენ მიერ დაზღვევის
შეძენა გულისხმობს, რომ დაეთანხმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის
პირობებს #TBCLI/001/21.
დაზღვეული რისკები
დაზღვეულის გარდაცვალება, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან
უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა ხელშეკრულებით /
წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დაზღვევის პროცედურით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რა ტერიტორიაზე ვრცელდება დაზღვევა?
სადაზღვევო დაფარვა მოქმედებს მთელ მსოფლიოში.
თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:
სადაზღვევო პრემიის გარდა, რომლის გადახდა მზღვეველისათვის ხდება მოსარგებლის მეშვეობით,
თქვენ არ გაქვთ სხვა ფინანსური ხარჯი.
როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
სს ''თიბისი ბანკის'' მიერ პოლისში მითითებული სესხის გაცემისა და დაზღვეულის მიერ პოლისის
ხელმოწერისთანავე ან დაზღვეულის მიერ პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების
არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი,
ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებისთანავე.
რა არ ანაზღაურდება?
დაზღვეულის გარდაცვალების რისკის დადგომის შემთხვევაში დამდგარი ზარალი მზღვეველის
მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ, ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური
ნივთიერებების ზემოქმედება;
- დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება, თუ გარდაცვალების მომენტში
დაზღვეული იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან
ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალება დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით
და არ გამოიყენება ნივთიერებაზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, სერტიფიცირებული
ექიმის მიერ;
- თვითმკვლელობა და თვითდაზიანება;
- საქართველოს (ან გარდაცვალების ადგილის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის) სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის
მონაწილეობა;
- ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში,
გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი
მონაწილეობა;
- დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი გახდა წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან ირიბად
დაინტერესებული პირის განზრახ ქმედება;
- დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პირებზე,
რომლებიც ფსიქიკურად დაავადდნენ იმ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
რომელზეც არის მიბმული წინამდებარე პირობებით რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის საჭიროებს მუდმივ მოვლას (დახმარებას
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობის შესასრულებლად), მაგრამ ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება პირებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ აღნიშნულ მდგომარეობაში ამ სესხის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელზეც არის მიბმული წინამდებარე პირობებით
რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და
მოტო რბოლა, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში მოგზაურობა, მთაში ველოსიპედებით
მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტის სახეობები, ავიაცია და მასთან დაკავშირებული
სპორტის სახეობები და სხვა;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული
გამოსხივება;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად
აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა;
- თუ დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად იქნა ინფორმაცია
მოწოდებული დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის
შეფასებისას;
- საავიაციო რისკები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული წარმოადგენს რეგულარული
ან ჩარტერული ავიარეისის მგზავრს;
- ავტომობილის მართვა შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე;
- სამედიცინო დანიშნულების არაგონივრული უარყოფა;
- თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, მზღვეველი უფლებას იტოვებს აანაზღაუროს ზარალი
არაუმეტეს 50,000 ლარის ოდენობისა.
უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის რისკის
დადგომის შემთხვევაში, დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ
ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- დაზღვეული გადაადგილდება საჰაერო ხომალდით (რეაქტიული ძრავით ან ძრავის გარეშე),
პლანერით, კოსმოსური ხომალდით ან პარაშუტის მეშვეობით;
- დაზღვეული მართავს საჰაერო ხომალდს ან წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს;
- თვითმკვლელობის მცდელობა ან განზრახ თვითდაზიანება;
- თუ დაზღვეული იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან
ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალება დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით
და არ გამოიყენება ნივთიერებაზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, სერტიფიცირებული
ექიმის მიერ;
- დაზღვეულის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების უმაღლესი სიჩქარის გამოცდაში
მონაწილეობა მძღოლის, შტურმანის ან მგზავრის სტატუსით;
- საქართველოს (ან გარდაცვალების ადგილის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის) სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის
მონაწილეობა;
- ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში,
გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი
მონაწილეობა;
- დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი გახდა წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან ირიბად
დაინტერესებული პირის განზრახ ქმედება;
- დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და
მოტო რბოლა, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში მოგზაურობა, მთაში ველოსიპედებით
მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტის სახეობები წყალზე, ექსტრემალური სპორტის
სახეობები, ავიაცია და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები და სხვა;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული ენერგია,
რადიაცია ან მათი შედეგებით გამოწვეული უბედური შემთხვევა;
- დაზღვეულის მიერ არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსის
ან თვითმკურნალობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება;
- უბედურ შემთხვევას, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი ორგანოების მიერ შეუმოწმებელი
საკვებით ინტოქსიკაციით;
- უბედური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დაზიანებით, შინაგანი
ორგანოებიდან სისხლდენით ან/და ტვინში სისხლის ჩაქცევით;
- ფსიქიკური რეაქციით გამოწვეული პათოლოგიური მოშლილობა, განურჩევლად ფსიქიკური
რეაქციის გამომწვევი მიზეზისა;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად
აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა.
მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი უზრუნველყოს სადაზღვევო დაფარვა, წინამდებარე
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის ზარალის ანაზღაურება ან რაიმე სახის
მომსახურების თუ სარგებლის მიწოდება იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი მოქმედება მზღვეველის
მხრიდან გამოიწვევს იმ სანქციების, აკრძალვების, შეზღუდვების დარღვევას, რომელიც
გამომდინარეობს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებიდან, ვაჭრობის და
ეკონომიკურ სფეროში არსებული სანქციებიდან, ევროკავშირის, საქართველოს და შეერთებული
შტატების კანონებიდან და რეგულაციებიდან (იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედება არ
არღვევს მზღვეველზე გავრცელებად რეგულაციებს ან შიდა კანონმდებლობას).
ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც არ ანაზღაურდება, იხილეთ სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე
მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობების #TBCLI/001/21-ის მე-2 მუხლში.
სადაზღვევო შემთხვევისას:
დაზღვეულის წარმომადგენელი (დაზღვეულის მემკვიდრე) მოსარგებლის მეშვეობით ვალდებულია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადებში, მაგრამ
არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მზღვეველს.
წინამდებარე პოლისი, სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს
დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას
მზღვეველი: სს "თიბისი დაზღვევა"; ს/კ: 405042804, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 24ბ
მოსარგებლე/დაზღვევის აგენტი: სს ''თიბისი ბანკი''; ს/კ 204854595, მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7
დამზღვევი / დაზღვეული / სადაზღვევო თანხები:
- მარიამი ცხვედიაშვილი; პირადი ნომერი: 01019072484; მისამართი: ''საქართველო''; დაზღვეულია სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის მომენტისთვის დაზღვეულს და მოსარგებლეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N
7266064-12292342-ზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-
ზე ტარიფი 0.72%.
სადაზღვევო რისკები:
- გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით
- გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად
- მუდმივი ქმედუუნარობა უბედური შემთხვევის შედეგად
სადაზღვევო პერიოდი: წინამდებარე პოლისის გაცემის თარიღიდან ერთი თვე, რომელიც ექვემდებარება ავტომატურ ყოველთვიურ
განახლებას იგივე ვადით მოსარგებლესა და დამზღვევ(ებ)ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 7266064-
12292342- ით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე
ფრანშიზა: ნულოვანი
დაზღვევის ტერიტორია: მთელი მსოფლიო
სესხის თანხა: 100.00 (ასი) ლარი
სადაზღვევო პრემია: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 7266064-12292342 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის საფასური
გადახდის გრაფიკი: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 7266064-12292342 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად
დაზღვევის პირობები: სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობები N TBCLI/001/21,
რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე: http://www.tbcinsurance.ge
გაცემის თარიღი: 2022 წლის 19 ნოემბერი;
პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ
ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ , რომ გავეცანი და ვეთანხმები სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო
დაზღვევის პირობებს N TBCLI/001/21, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე - www.tbcinsurance.ge. ამასთან, ვადასტურებ რომ ყველა ზემოთ
მოყვანილი ინფორმაცია არის უტყუარი და წარმოადგენს სიმართლეს.
წინამდებარე პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი,
მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ თანახმა ვარ, მზღვეველმა ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს დაზღვევის
და ზარალის დარეგულირების მიზნებისთვის, მათ შორის ნებისმიერი დაწესებულებიდან გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ასევე, თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის
და მზღვეველის პარტნიორი კომპანიებისაგან სხვადასხვა შეღავათებისა და ფასდაკლებების შეთავაზების/მიღების მიზნებისთვის.
პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ
ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ პოლისთან ერთად გავეცანი/გადმომეცა დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი
პირობები, რომელსაც სრულად ვეთანხმები და ვადასტურებ.
სს "თიბისი დაზღვევა"-ს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ, შემდეგ ცხელი ხაზის
ნომერზე (+995 32) 242 22 22
დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ვადაგადაცილების
შემთხვევაში, მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ
არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა.
დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად / შეჩერებულად (ბანკის შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 90
(ოთხმოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია განაახლოს დაზღვევა
(ცალმხრივად აღადგინოს დაზღვევის წინამდებარე პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის მიმართ დაზღვეულის
დავალიანების დაფარვა. თუმცა, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის პერიოდში დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევები.