You are on page 1of 14

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #2105882-12198544 თავსართი

2022 წლის 12 სექტემბერი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული


კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: წლიური 23.90%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 37.77%

ფინანსური ხარჯები

ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანდართული გრაფიკის შესაბამისად


თანხა, პროცენტი, დაზღვევა):

ვადის ბოლოს შენატანი: 66.80 ლარი


სადაზღვევო ხარჯები: 6.07 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის

სიცოცხლის დაზღვევის წლიური 0.72%


საპროცენტო განაკვეთი:
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: 50 ლარი

ანგარიშიდან თანხის გატანის 5.70 ლარი


საკომისიო:

ხელშეკრულების სხვა პირობები

კრედიტის მთლიანი თანხის 1,000.00 (ათასი) ლარი


ოდენობა:

მომხმარებლის მიერ 1213.62 ლარი


გადასახდელი მთლიანი თანხის
ოდენობა:
კრედიტის ვადა: 550 დღე
საკრედიტო ხელშეკრულების ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი
მოქმედების ვადა: ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე
პირგასამტეხლო ერთჯერადად არაუმეტეს 20.00 (ოცი) ლარი ვადაგადაცილების
ვადაგადაცილებისთვის: სრულ აღმოფხვრამდე.
დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული
დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა).
ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ
აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური
მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი
თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
საკომისიო წინსწრებით გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული
დაფარვისთვის: ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და
დაზღვევის თანხის:
0 - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში,
კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%.
2% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას.
მაგრამ არაუმეტეს:
1%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24
თვემდე
0.5%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12
თვემდე
0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე
ნაკლები.

საკომისიო რეფინანსირებისთვის: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე


მიმართული თანხის 2%.
მაგრამ არაუმეტეს:
1%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24
თვემდე
0.5%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12
თვემდე
0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე
ნაკლები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

 ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ


შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება
ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის
შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
 წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება
კლიენტის სასარგებლოდ;
 მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი,
სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
 გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-
გვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2406 406
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2105882-12198544
2022 წლის 12 სექტემბერი

ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (ს/ნ 204854595, შემდგომში “ბანკი”) (საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული
ბანკი“; მის: თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2) და მეორე მხრივ, მანანა ფეზუაშვილი (შემდგომში ''კლიენტი''/''მსესხებელი'')
(პირადი
ნომერი: 01022007640), მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში
''ძირითადი ხელშეკრულების'') საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ამ ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და კლიენტის
მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება
ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების
საფუძველზე წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით
(უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).

2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები

2.1 ძირითადი ხელშეკრულება: საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება

2.2 კრედიტის ტიპი: სამომხმარებლო


2.3 კლიენტი: მანანა ფეზუაშვილი (პირადი ნომერი: 01022007640)
2.4 კრედიტის თანხა: 1,000.00 (ათასი) ლარი

2.5 მომხმარებლის მიერ გადასახდელი 1213.62 ლარი


მთლიანი თანხის ოდენობა:
2.6 კრედიტის ვადა: 550 დღე
2.7 საპროცენტო განაკვეთი: წლიური 23.9%
2.8 საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
2.9 კრედიტის მიზნობრიობა: პირადი
ი ხარჯების ფინანსირება
2.10 კრედიტის გაცემის ფორმა: თანდართული გრაფიკის შესაბამისად
2.11 კრედიტის დაფარვის გრაფიკი: თანდართული გრაფიკის შესაბამისად

2.12 ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადად არაუმეტეს 20.00 (ოცი) ლარი ვადაგადაცილების სრულ
ვადაგადაცილებისთვის: აღმოფხვრამდე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ
აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა
არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ
ოდენობას.
2.13 ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის
ვადაგადაცილებისთვის: (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან,
ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში
დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს
მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
2.14 საკომისიო ვადაზე ადრე (წინსწრებით) გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური
დაფარვისთვის: შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის:
0 - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში,
კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%.
2% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას.
მაგრამ არაუმეტეს:
1%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე
0.5%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე
0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.
2.15 საკომისიო რეფინანსირებისთვის: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული
თანხის 2%.
მაგრამ არაუმეტეს:
1%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე
0.5%-თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე
0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები
2.16 საკომისიო კრედიტის დამტკიცებისთვის:
2.17 საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: 50.00 ლარი
2.18 საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის: აუთვისებელი თანხის 0%
2.19 დამატებითი პირობები: 2.19.1 მსესხებელი აცხადებს თანხმობას კრედიტის მოქმედების
პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.6 პუნქტში
მითითებულ ვადაში ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობებით
უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის
დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე მსესხებლის მიერ შერჩეულ
სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ ამგვარი სადაზღვევო
პოლის(ებ)ით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი.
მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე საფინანსო
პროდუქტის შეთავაზების ეტაპზე ბანკმა მსესხებელს შესთავაზა 3
სადაზღვევო კომპანიის: სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს”
(ს/კ 205023856), სს “თიბისი დაზღვევის” (ს/კ 405042804), სს “სადაზღვევო
კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” (ს/კ 204426674) ალტერნატივა, გააცნო და
მიაწოდა მათი სადაზღვევო პირობები / საინფორმაციო ფურცელი,
რომლიდანაც კლიენტმა აირჩია სს "თიბისი დაზღვევა" (ს/კ 405042804).
მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში გადახდის
გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია/დაზღვევის
მართვის საკომისიო / დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი
გადასახდელი.
დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას,
დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის
ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი
შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის
გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი)
დღისა.
ზემოხსენებული პირობის შესაბამისად, ბანკის მიერ მზღვეველისთვის
(კლიენტის ნაცვლად) სადაზღვევო პრემიის გადახდის შემთხვევაში,
ბანკი უფლებამოსილია კლიენტს (დაზღვეულს) მოსთხოვოს ბანკის მიერ
სადაზღვევო პრემიის სახით მზღვევლისთვის გადახდილი თანხის
ბანკის სასარგებლოდ სრულად გადახდა.
დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად / შეჩერებულად (ბანკის
შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო
პრემიის 90 (ოთხმოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში.
მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია
განაახლოს დაზღვევა (ცალმხრივად აღადგინოს დაზღვევის წინამდებარე
პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის
მიმართ დაზღვეულის დავალიანების დაფარვა. თუმცა, ანაზღაურებას არ
დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის
პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები.
2.19.2სადაზღვევო ანაზღაურების პროცენტული ოდენობა:
მანანა ფეზუაშვილი (პირადი ნომერი: 01022007640) - 100%
2.20 კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 37.77%
2.21 სადაზღვევო ხარჯები: 6.07 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის
2.22 სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო 0.72%
განაკვეთი:
2.23 საკომისიო ინფორმაციის გაცემისთვის: 0.00 ლარი ინფორმაციის გაცემისათვის;
2.24 ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო: 5.70 ლარი
2.25 გასატანი თანხის ოდენობა: 944.30 ლარი

3. სხვა პირობები

3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა კლიენტის მიერ ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების
საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.)
მისი დადასტურების (ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გაცხადების) მომენტიდან და იმოქმედებს ამ
ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების
მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა
განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ და განაცხადი
ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ.
3.4 დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც
უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.5 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული,
ციფრული და ა.შ.);
3.6 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა
დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის
დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით,
საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (თუ კანონმდებლობით
სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით/კლიენტის საბანკო
ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან
ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი
ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება
უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო
პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო
პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ)
ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის
დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა
სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების
ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი. წინამდებარე პუნქტით
გათვალისწინებული ბანკის უფლებამოსილება ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო
განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.7.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე
კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის
ზრდა გამოწვეული იქნება, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის
დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება
ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
3.7.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში
სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი
ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.8 კლიენტი თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების ეფექტური და
შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ -სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის
პერსონალური მონაცემები.
3.9 ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს
პრეტენზიით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე
ბანკის ვებგვერდზე: www.tbcbank.ge). კლიენტის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1 (ერთი) თვე სათანადო
ფორმით შედგენილი წერილობითი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების მომენტიდან. პრეტენზიას განიხილავს სს „თიბისი
ბანკის“მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების
შესახებ კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა).
პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე:
www.tbcbank.ge და ტელეფონის ნომერზე: 2272727.
3.10 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დავა, გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული
დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 268–ე მუხლის 1¹ ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან
დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
3.11 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის
ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე),
ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვოს
ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო,
თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს
ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან /
ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და
ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული
შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა
შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.12 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ)
დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
სესხის გრაფიკი

2022 წლის 12 სექტემბერი


მსესხებელი: მანანა ფეზუაშვილი

(2105882-12198544 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი)

კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი შედგენილია "ლარი"-ში


კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი და დაზღვევა დაიფარება შემდეგი გრაფიკის მიხედვით

დასაფარი აუთვსებელი სიცოცხლ. ქონების ავტო


N თარიღი ძირი პროცენტი ბალანსი
თანხა ძირის % დაზღვევა დაზღვევა დაზღვევა

1 15.10.2022 67.42 45.16 21.61 0.65 0.00 0.00 954.84


2 15.11.2022 67.35 47.39 19.38 0.58 0.00 0.00 907.45
3 15.12.2022 67.31 48.94 17.83 0.54 0.00 0.00 858.51
4 15.01.2023 67.29 49.34 17.43 0.52 0.00 0.00 809.17
5 15.02.2023 67.26 50.34 16.43 0.49 0.00 0.00 758.83
6 15.03.2023 67.19 52.86 13.91 0.42 0.00 0.00 705.97
7 15.04.2023 67.20 52.44 14.33 0.43 0.00 0.00 653.53
8 15.05.2023 67.16 53.93 12.84 0.39 0.00 0.00 599.60
9 15.06.2023 67.14 54.60 12.17 0.37 0.00 0.00 545.00
10 15.07.2023 67.09 56.06 10.71 0.32 0.00 0.00 488.94
11 15.08.2023 67.07 56.85 9.92 0.30 0.00 0.00 432.09
12 15.09.2023 67.03 58.00 8.77 0.26 0.00 0.00 374.09
13 15.10.2023 66.99 59.42 7.35 0.22 0.00 0.00 314.67
14 15.11.2023 66.96 60.38 6.39 0.19 0.00 0.00 254.29
15 15.12.2023 66.92 61.77 5.00 0.15 0.00 0.00 192.52
16 15.01.2024 66.89 62.86 3.91 0.12 0.00 0.00 129.66
17 15.02.2024 66.85 64.14 2.63 0.08 0.00 0.00 65.52
18 15.03.2024 66.80 65.52 1.24 0.04 0.00 0.00

1207.92 1000.00 201.85 0.00 6.07 0.00 0.00


სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი პირობები #TBCLI/001/21
გამარჯობა,
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის პირობების
შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, დაზღვევის პირობები და სადაზღვევო
პოლისი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. წინამდებარე დოკუმენტი დაზღვევის
პოლისთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების თავსართს. #TBCLI/001/21 დაზღვევის
სრული პირობების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე http://www.tbcinsurance.ge .
მზღვეველი ორგანიზაციაა: სს "თიბისი დაზღვევა" (ს/კ 405042804)
ანაზღაურების მიმღები (მოსარგებლე) ორგანიზაციაა: სს ''თიბისი ბანკი''
მზღვეველის მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 24ბ
მზღვეველის ცხელი ხაზი / ტელეფონი: (+995 32) 242 22 22
დაზღვევის ხელშეკრულების სახე
წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო
დაზღვევის პირობების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის
შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ''პოლისი'', რომელიც მასში
მითითებულ დაზღვევის პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებთან
ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. თქვენ მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს,
რომ დაეთანხმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს #TBCLI/001/21.
დაზღვეული რისკები
დაზღვეულის გარდაცვალება, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან
უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა ხელშეკრულებით / წინამდებარე
დოკუმენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დაზღვევის პროცედურით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
რა ტერიტორიაზე ვრცელდება დაზღვევა?
სადაზღვევო დაფარვა მოქმედებს მთელ მსოფლიოში.
თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:
სადაზღვევო პრემიის გარდა, რომლის გადახდა მზღვეველისათვის ხდება მოსარგებლის მეშვეობით,
თქვენ არ გაქვთ სხვა ფინანსური ხარჯი.
როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
სს ''თიბისი ბანკის'' მიერ პოლისში მითითებული სესხის გაცემისა და დაზღვეულის მიერ პოლისის
ხელმოწერისთანავე ან დაზღვეულის მიერ პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების
არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი,
ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებისთანავე.
რა არ ანაზღაურდება?
დაზღვეულის გარდაცვალების რისკის დადგომის შემთხვევაში დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ
ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ, ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური ნივთიერებების
ზემოქმედება;
- დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება, თუ გარდაცვალების მომენტში
დაზღვეული იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან
ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნარკოტიკული
ან ფსიქოტროპული საშუალება დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით და არ გამოიყენება
ნივთიერებაზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, სერტიფიცირებული ექიმის მიერ;
- თვითმკვლელობა და თვითდაზიანება;
- საქართველოს (ან გარდაცვალების ადგილის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის) სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის მონაწილეობა;
- ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში,
გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი
მონაწილეობა;
- დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი გახდა წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან ირიბად
დაინტერესებული პირის განზრახ ქმედება;
- დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც
ფსიქიკურად დაავადდნენ იმ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელზეც არის
მიბმული წინამდებარე პირობებით რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის საჭიროებს მუდმივ მოვლას (დახმარებას
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობის შესასრულებლად), მაგრამ ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება პირებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ აღნიშნულ მდგომარეობაში ამ სესხის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელზეც არის მიბმული წინამდებარე პირობებით
რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და მოტო
რბოლა, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში მოგზაურობა, მთაში ველოსიპედებით მოგზაურობა,
ექსტრემალური სპორტის სახეობები, ავიაცია და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები და
სხვა;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული გამოსხივება;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად აუცილებელი
საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა;
- თუ დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად იქნა ინფორმაცია
მოწოდებული დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის
შეფასებისას;
- საავიაციო რისკები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული წარმოადგენს რეგულარული ან
ჩარტერული ავიარეისის მგზავრს;
- ავტომობილის მართვა შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე;
- სამედიცინო დანიშნულების არაგონივრული უარყოფა;
- თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ გარდაცვალების
მიზეზი უცნობია, მზღვეველი უფლებას იტოვებს აანაზღაუროს ზარალი არაუმეტეს 50,000 ლარის
ოდენობისა.
უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის რისკის დადგომის
შემთხვევაში, დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ
გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- დაზღვეული გადაადგილდება საჰაერო ხომალდით (რეაქტიული ძრავით ან ძრავის გარეშე),
პლანერით, კოსმოსური ხომალდით ან პარაშუტის მეშვეობით;
- დაზღვეული მართავს საჰაერო ხომალდს ან წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს;
- თვითმკვლელობის მცდელობა ან განზრახ თვითდაზიანება;
- თუ დაზღვეული იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან
ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნარკოტიკული
ან ფსიქოტროპული საშუალება დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით და არ გამოიყენება
ნივთიერებაზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, სერტიფიცირებული ექიმის მიერ;
- დაზღვეულის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების უმაღლესი სიჩქარის გამოცდაში
მონაწილეობა მძღოლის, შტურმანის ან მგზავრის სტატუსით;
- საქართველოს (ან გარდაცვალების ადგილის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის) სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის მონაწილეობა;
- ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში,
გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი
მონაწილეობა;
- დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი გახდა წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან ირიბად
დაინტერესებული პირის განზრახ ქმედება;
- დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და მოტო
რბოლა, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში მოგზაურობა, მთაში ველოსიპედებით მოგზაურობა,
ექსტრემალური სპორტის სახეობები წყალზე, ექსტრემალური სპორტის სახეობები, ავიაცია და
მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები და სხვა;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული ენერგია,
რადიაცია ან მათი შედეგებით გამოწვეული უბედური შემთხვევა;
- დაზღვეულის მიერ არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსის ან
თვითმკურნალობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება;
- უბედურ შემთხვევას, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი ორგანოების მიერ შეუმოწმებელი
საკვებით ინტოქსიკაციით;
- უბედური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დაზიანებით, შინაგანი ორგანოებიდან
სისხლდენით ან/და ტვინში სისხლის ჩაქცევით;
- ფსიქიკური რეაქციით გამოწვეული პათოლოგიური მოშლილობა, განურჩევლად ფსიქიკური
რეაქციის გამომწვევი მიზეზისა;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად აუცილებელი
საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა.
მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი უზრუნველყოს სადაზღვევო დაფარვა, წინამდებარე
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის ზარალის ანაზღაურება ან რაიმე სახის
მომსახურების თუ სარგებლის მიწოდება იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი მოქმედება მზღვეველის
მხრიდან გამოიწვევს იმ სანქციების, აკრძალვების, შეზღუდვების დარღვევას, რომელიც გამომდინარეობს:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებიდან, ვაჭრობის და ეკონომიკურ სფეროში
არსებული სანქციებიდან, ევროკავშირის, საქართველოს და შეერთებული შტატების კანონებიდან და
რეგულაციებიდან (იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქმედება არ არღვევს მზღვეველზე
გავრცელებად რეგულაციებს ან შიდა კანონმდებლობას).
ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც არ ანაზღაურდება, იხილეთ სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე
მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობების #TBCLI/001/21-ის მე-2 მუხლში.
სადაზღვევო შემთხვევისას:
დაზღვეულის წარმომადგენელი (დაზღვეულის მემკვიდრე) მოსარგებლის მეშვეობით ვალდებულია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადებში, მაგრამ
არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მზღვეველს.
მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების მოსარგებლის მხრიდან
მიღების შემდეგ გონივრულ ვადებში უზრუნველყოს დაზღვეულის წარმომადგენელთან დაკავშირება და
შემდეგი საბუთების გამოთხოვა:
- დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი მიზეზ(ებ)ი
(ფორმა №IV-106/ს-4);
- დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის-(ფორმა №IV-100/ა, ამონაწერი ავადმყოფობის
ისტორიიდან) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი
სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი აქტი;
- დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის დადგომის შემთხვევაში სასამართლოს ან
შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება პირის ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე
(აღნიშნული საბუთის წარმოდგენა დამზღვევის მიერ აუცილებლობას წარმოადგენს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების ზუსტად
განსაზღვრისათვის აუცილებლად ჩათვლის მის მოთხოვნას) და შესაბამისი სამედიცინო დასკვნა;
- სასესხო ხელშეკრულების ასლი;
- დაზღვეულის პირადობის მოწმობის ასლი.
კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს წინამდებარე
მუხლში ჩამოთვლილი საბუთებისგან განსხვავებული დამატებითი საბუთების წარმოდგენა
კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების ზუსტად დადგენის მიზნით.
დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში - ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მიღების შემდგომ
მზღვეველი 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სს ''თიბისი ბანკზე'' წინამდებარე დაზღვევის
პირობების შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას ან უარს იტყვის ანაზღაურებაზე.
უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის დადგომის
შემთხვევაში (რომელიც დადგინდება უბედური შემთხვევის დადგომიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის
შემდეგ), სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობების 3.2.
პუნქტით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, მზღვეველი 15
(თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სს ''თიბისი ბანკზე'' წინამდებარე დაზღვევის პირობების
შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას ან უარს იტყვის ანაზღაურებაზე.
სადაზღვევო ანაზღაურება
თანხის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი უხდის მოსარგებლეს (სს ''თიბისი ბანკი'') სადაზღვევო
შემთხვევის ანაზღაურებაზე მოთხოვნის (წერილობითი ფორმით) წარდგენის საფუძველზე სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველის მიერ მოსარგებლეზე ყოველთვის
გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორების გზით) სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, ანაზღაურების გაცემის დღეს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი კურსით.
ასანაზღაურებელი თანხის ლიმიტი და დაზღვევის პროცედურა
მაქსიმალური სადაზღვევო თანხა - ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის კონკრეტული
მსესხებლისთვის/თანამსესხებლისთვის (დაზღვეულისთვის) გათვალისწინებული სადაზღვევო
თანხების ჯამი, რომელიც შეადგენს 500,000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში ან
ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად). სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი არ
აანაზღაურებს მაქსიმალურ სადაზღვევო თანხაზე მეტ თანხას, მიუხედავად ამ მომენტისთვის
მსესხებლის/თანამსესხებლის მიმდინარე დარჩენილი საკრედიტო დავალიანებისა (სესხების ძირითადი
თანხების ჯამი);
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი/თანამსესხებელი განეკუთვნება 18-დან 65 წლის ასაკობრივ კატეგორიას
და ამავდროულად სადაზღვევო თანხა ნაკლებია ან შეადგენს 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარს ან მის
ექვივალენტს ლარში ან ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად), მზღვეველის მიერ
მსესხებლის/თანამსესხებლის გარდაცვალების რისკზე დაზღვევა ხორციელდება დაზღვევის პირობებით
#TBCLI/001/21 გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელი დამატებითი
პროცედურების გავლის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი/თანამსესხებელი განეკუთვნება 18-დან 65 წლის ასაკობრივ კატეგორიას
და ამავდროულად სადაზღვევო თანხა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს
ლარში ან ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად), მზღვეველის მიერ მსესხებლის/თანამსესხებლის
გარდაცვალების რისკზე დაზღვევა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
მსესხებელი/თანამსესხებელი, მოსარგებლის მეშვეობით იღებს ვალდებულებას დაზღვევის
გაფორმებამდე წარუდგინოს მზღვეველს მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ შევსებული ჯანმრთელობის
განაცხადი. შევსებული განაცხადის საფუძველზე, მზღვეველის მიერ ხორციელდება რისკის
ინდივიდუალური შეფასება და პრემიის/პირობების განსაზღვრა. მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ
აღნიშნული განაცხადის შევსებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, ან თუ ვერ ხერხდება რისკის
სამედიცინო შეფასება, მსესხებელი/თანამსესხებელი ითვლება დაზღვეულად და სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის შემთხვევაში მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
- სადაზღვევო თანხა მზღვეველის მიერ ანაზღაურდება სრულად, დაზღვეულის გარდაცვალების
მიზეზის მიუხედავად (არსებული გამონაკლისების გათვალისწინებით), თუ გარდაცვალების
მომენტისათვის დაზღვეულის სასესხო ვალდებულება მოსარგებლის მიმართ არ აღემატება 200,000
(ორასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში ან ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად).
- იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების მომენტისათვის დაზღვეულის სასესხო ვალდებულება
მოსარგებლის მიმართ აღემატება 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში ან
ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად), მზღვეველის მიერ გასაცემი ანაზღაურება შეადგენს
ფიქსირებული 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, დაზღვევის პირობების
#TBCLI/001/21 შესაბამისად. დარჩენილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 500,000
(ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, მზღვეველის მიერ მოხდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ გარდაცვალება გამოიწვია უბედურმა შემთხვევამ.
უბედური შემთხვევით გამოწვეული სრული მუდმივი ქმედუუნარობის რისკზე
მსესხებლის/თანამსესხებლის დაზღვევა ხდება შემდეგი პირობებით: 18-55 წლის ასაკის
მსესხებლის/თანამსესხებლის შემთხვევაში მაქსიმალური სადაზღვევო თანხა შეადგენს 100,000 (ასი ათას)
აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ლარში ან ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად), ხოლო 56-65 წლის
ასაკის მსესხებლის/თანამსესხებლის შემთხვევაში, 50,000 (ორმოცდაათი ათას) აშშ დოლარს ან მის
ექვივალენტს ლარში ან ევროში (სესხის ვალუტის შესაბამისად).
თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ასაკი სესხის გაცემის მომენტისათვის მეტია 65 წელზე, მიუხედავად
სადაზღვევო თანხის ოდენობისა, პირის დაზღვევა ხორციელდება მხოლოდ უბედური შემთხვევით
გამოწვეულ გარდაცვალების რისკზე. ამასთან, ანაზღაურდება მსესხებლის/თანამსესხებლის ჯამური
დავალიანების შესაბამისი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის
ექვივალენტი ლარში, პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის მიუხედავად. სესხის გაცემის
მომენტში მსესხებლის/თანამსესხებლის მაქსიმალური შესაძლო ასაკია 70 წელი.
თუ დაზღვეული პირის ასაკი 65 წელზე მეტია, იგი ავტომატურად დაზღვეულია მხოლოდ
გარდაცვალების რისკზე, ხოლო თუ დაზღვეული პირის ასაკი მეტი იქნება 70 წელზე, პირი ავტომატურად
დაზღვეულია მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების რისკზე. აღნიშნული
დაზღვევა მოქმედია 75 წლის ასაკის ჩათვლით.
თუ მოსარგებლესა და დაზღვეულს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში მონაწილეობს
თანამსესხებელი, თანამსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იქნება სესხში მისი წილის პროპორციული
სადაზღვევო თანხის ფარგლებში, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ ანაზღაურდება სადაზღვევო თანხის ის წილი,
რომელიც მითითებული იყო მოცემული თანამსესხებლის შესაბამის პოლისში.
დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის წესი
დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მზღვეველის ინიციატივით, დამზღვევისთვის წინასწარი
შეტყობინების გაგზავნის გარეშე, თუ:
1. მზღვეველის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით ნაკისრი ვალდებულებები სრულადაა
შესრულებული;
2. დაზღვეულს შეუსრულდა 75 წელი, პოლისზე ერთზე მეტი დაზღვეულის არსებობის შემთხვევაში,
შეწყდება სადაზღვევო დაფარვა პოლისში მითითებულ იმ წილზე, რომელ დაზღვეულსაც შეუსრულდა
75 წელი;
დაზღვევის ხელშეკრულება ასევე შეწყდება:
1. დამზღვევის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად
შესრულების შემთხვევაში;
2. დაზღვეულის გარდაცვალებისას, პოლისზე ერთზე მეტი დაზღვეულის არსებობის შემთხვევაში,
შეწყდება სადაზღვევო დაფარვა პოლისში მითითებულ იმ წილზე, რომელი დაზღვეულიც გარდაიცვალა;
3. მოსარგებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, დამზღვევსა და მზღვეველს შორის
გაფორმებული წინასწარი წერილობითი შეთანხმებით;
4. მზღვეველის მიერ მისი საქმიანობის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეწყვეტის შემთხვევაში.
5. მოსარგებლის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევის დავალიანების
არსებობის შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების პირობებისა და მოსარგებლის გადაწყვეტილების
შესაბამისად;
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
მომხმარებელთა უფლებების დაცვა:
დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ,
ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 242 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ
გვერდიდან: http://www.tbcinsurance.ge . ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს
წარმომადგენელთან, მისამართზე:
- ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული;
- ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა #16;
- ქ. ფოთი, აღმაშენებლის #57;
- ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის #37;
- ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას #35;
თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება,
შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მონაცემთა დაცვა:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება. თქვენი
პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:


სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!


საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პოლისი # 2105882-12198544

წინამდებარე პოლისი, სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს
დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას

მზღვეველი: სს "თიბისი დაზღვევა"; ს/კ: 405042804, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 24ბ
მოსარგებლე/დაზღვევის აგენტი: სს ''თიბისი ბანკი''; ს/კ 204854595, მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7
დამზღვევი / დაზღვეული / სადაზღვევო თანხები:
- მანანა ფეზუაშვილი; პირადი ნომერი: 01022007640; მისამართი: ''საქართველო''; დაზღვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტისთვის დაზღვეულს და მოსარგებლეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 2105882-12198544-ზე
თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-ზე ტარიფი 0.72%.
სადაზღვევო რისკები:
- გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით
- გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად
- მუდმივი ქმედუუნარობა უბედური შემთხვევის შედეგად
სადაზღვევო პერიოდი: წინამდებარე პოლისის გაცემის თარიღიდან ერთი თვე, რომელიც ექვემდებარება ავტომატურ ყოველთვიურ
განახლებას იგივე ვადით მოსარგებლესა და დამზღვევ(ებ)ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 2105882-12198544- ით
გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე
ფრანშიზა: ნულოვანი
დაზღვევის ტერიტორია: მთელი მსოფლიო
სესხის თანხა: 1,000.00 (ათასი) ლარი
სადაზღვევო პრემია: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 2105882-12198544 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის საფასური
გადახდის გრაფიკი: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 2105882-12198544 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად
დაზღვევის პირობები: სს თიბისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობები N TBCLI/001/21, რომელიც
განთავსებულია ვებ გვერდზე: http://www.tbcinsurance.ge
გაცემის თარიღი: 2022 წლის 12 სექტემბერი;

პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი,
ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ , რომ გავეცანი და ვეთანხმები სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის
პირობებს N TBCLI/001/21, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე - www.tbcinsurance.ge. ამასთან, ვადასტურებ რომ ყველა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია
არის უტყუარი და წარმოადგენს სიმართლეს.
წინამდებარე პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი,
მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ თანახმა ვარ, მზღვეველმა ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს დაზღვევის და
ზარალის დარეგულირების მიზნებისთვის, მათ შორის ნებისმიერი დაწესებულებიდან გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ასევე, თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და
მზღვეველის პარტნიორი კომპანიებისაგან სხვადასხვა შეღავათებისა და ფასდაკლებების შეთავაზების/მიღების მიზნებისთვის.
პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი,
ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ პოლისთან ერთად გავეცანი/გადმომეცა დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები,
რომელსაც სრულად ვეთანხმები და ვადასტურებ.
სს "თიბისი დაზღვევა"-ს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ, შემდეგ ცხელი ხაზის
ნომერზე (+995 32) 242 22 22
დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ვადაგადაცილების შემთხვევაში,
მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ არაუმეტეს 90
(ოთხმოცდაათი) დღისა.
დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად / შეჩერებულად (ბანკის შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 90 (ოთხმოცდაათი)
დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია განაახლოს დაზღვევა (ცალმხრივად აღადგინოს
დაზღვევის წინამდებარე პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის მიმართ დაზღვეულის დავალიანების დაფარვა. თუმცა,
ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები.

You might also like