Professional Documents
Culture Documents
Agreement
Agreement
ფინანსური ხარჯები
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (ს/ნ 204854595, შემდგომში “ბანკი”) და მეორე მხრივ, ლაშა ქიშმარეია (შემდგომში
“კლიენტი”/”მსესხებელი”) (პირადი ნომერი: 61001038927) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების
შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის") საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და
ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და
კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება ძირითადი
ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების საფუძველზე
წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით
(უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა კლიენტის მიერ ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით
(ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) მისი
დადასტურების (ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გაცხადების) მომენტიდან და იმოქმედებს ამ
ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების
მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა
განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტების მიღების შესახებ და
განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ.
3.4 დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ,
რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
3.5 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის
ელექტრონული, ციფრული და ა.შ.);
3.6 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე
ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის
დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის
ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების
დაყადაღებით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული
ხელშეკურლების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი
აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ)
ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ
გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის
ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო
ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ)
განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის
მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად
შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი.
3.7.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 30 (ოცდაათი)
კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და
საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ
არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
3.7.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ
ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ
შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო
განაკვეთის მიხედვით.
3.8 კლიენტი თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების ეფექტური და
შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი,
კლიენტის პერსონალური მონაცემები.
3.9 კლიენტი თანახმაა და ბანკს ანიჭებს უფლებას, მისთვის ბანკის მიერ საჩუქრის გადაცემის/მიწოდების მიზნით (იმ
შემთხვევაში, თუ საკრედიტო პროდუქტის მიღებას თან ახლავს საჩუქარი) და ამ მიზნის განსახორციელებლად
აუცილებელი კლიენტის პერსონალური მონაცემები საჭირო მოცულობით გადასცეს ბანკთან სახელშეკრულებო
ურთიერთობაში მყოფ საკურიერო მომსახურების კომპანიებს (მათ შორის შპს „სითი ექსპრესს“ (ს/ნ 404867541)),
რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის
კონფიდენციალობა. ამასთან, კლიენტი ბანკს ათავისუფლებს წინამდებარე პუნქტის საფუძველზე გაცემული
ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან და აცხადებს უარს ამ პუნქტში აღწერილი ინფორმაციის
ბანკის მიერ გამჟღავნებით ან მესამე პირ(ებ)ისთვის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
3.10 ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს
პრეტენზიით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში,
ასევე ბანკის ვებგვერდზე: www.tbcbank.ge). კლიენტის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1(ერთი) თვე
სათანადო ფორმით შედგენილი წერილობითი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების მომენტიდან. პრეტენზიას
განიხილავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან
დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა
საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა). პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე: www.tbcbank.ge და ტელეფონის ნომერზე: 2272727.
სესხის გრაფიკი
2020 წლის 11
ოქტომბერი
მსესხებელი: ლაშა ქიშმარეია
(2427371-11131775 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი)
კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი შედგენილია "ლარი"-ში
კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი და დაზღვევა დაიფარება შემდეგი გრაფიკის მიხედვით
სიცოცხლის
N თარიღი დასაფარი თანხა ძირი პროცენტი ბალანსი
დაზღვევა
1 10.11.2020 279.90 229.40 49.32 1.18 1,770.60
2 10.12.2020 279.77 235.06 43.66 1.05 1,535.54
3 10.01.2021 279.66 239.60 39.12 0.94 1,295.94
4 10.02.2021 279.51 245.70 33.02 0.79 1,050.24
5 10.03.2021 279.30 254.55 24.17 0.58 795.69
6 10.04.2021 279.21 258.45 20.27 0.49 537.24
7 10.05.2021 279.04 265.47 13.25 0.32 271.77
8 10.06.2021 278.86 271.77 6.92 0.17
რა არ ანაზღაურდება?
დაზღვეულის გარდაცვალების რისკის დადგომის შემთხვევაში დამდგარი ზარალი მზღვეველის
მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ, ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური
ნივთიერებების ზემოქმედება;
- თვითმკვლელობა და თვითდაზიანება;
- საქართველოს (ან გარდაცვალების ადგილის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის) სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის
მონაწილეობა;
- ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში,
გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი
მონაწილეობა;
- დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი გახდა წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან ირიბად
დაინტერესებული პირის განზრახ ქმედება;
- დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პირებზე,
რომლებიც ფსიქიკურად დაავადდნენ იმ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
რომელზეც არის მიბმული წინამდებარე პირობებით რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის საჭიროებს მუდმივ მოვლას (დახმარებას
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობის შესასრულებლად), მაგრამ ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება პირებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ აღნიშნულ მდგომარეობაში ამ სესხის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელზეც არის მიბმული წინამდებარე პირობებით
რეგულირებადი სიცოცხლის დაზღვევა;
- დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი მაღალი რისკის მატარებელ აქტივობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა, ავტო და
მოტო რბოლა, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში მოგზაურობა, მთაში ველოსიპედებით
მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტის სახეობები წყალზე, ექსტრემალური სპორტის
სახეობები, ავიაცია და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები და სხვა;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული
გამოსხივება;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად
აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა;
- თუ დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად იქნა ინფორმაცია
მოწოდებული დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის
შეფასებისას;
- საავიაციო რისკები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული წარმოადგენს რეგულარული
ან ჩარტერული ავიარეისის მგზავრს;
- ავტომობილის მართვა შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე;
- არაგონივრული უარყოფა სამედიცინო დანიშნულებისა;
- თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, მზღვეველი უფლებას იტოვებს აანაზღაუროს ზარალი
არაუმეტეს 20,000 ლარის ოდენობისა.
უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის რისკის
დადგომის შემთხვევაში, დამდგარი ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ
ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებისგან:
- დაზღვეული გადაადგილდება საჰაერო ხომალდით (რეაქტიული ძრავით ან ძრავის გარეშე),
პლანერით, კოსმოსური ხომალდით ან პარაშუტის მეშვეობით;
- დაზღვეული მართავს საჰაერო ხომალდს ან წარმოადგენს საჰაერო ხომალის ეკიპაჟის წევრს;
- თვითმკვლელობის მცდელობა ან განზრახ თვითდაზიანება;
- დაზღვეულის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების უმაღლესი სიჩქარის გამოცდაში
მონაწილეობა მძღოლის, შტურმანის ან მგზავრის სტატუსით;
- მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული ენერგია,
რადიაცია ან მათ შედეგებით გამოწვეული უბედური შემთხვევა;
- დაზღვეულის მიერ არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსის
ან თვითმკურნალობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება;
- უბედურ შემთხვევას, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი ორგანოების მიერ შეუმოწმებელი
საკვებით ინტოქსიკაციით;
- უბედური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დაზიანებით, შინაგანი
ორგანოებიდან სისხლდენით ან/და ტვინში სისხლის ჩაქცევით;
- ფსიქიკური რეაქციით გამოწვეული პათოლოგიური მოშლილობა, განურჩევლად ფსიქიკური
რეაქციის გამომწვევი მიზეზისა;
- ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის შესაფასებლად
აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა.
ამომწურავი/დეტალური ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც არ ანაზღაურდება, იხილეთ სს
''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის დაზღვევის პირობების #TBCLI/001/19-ის მე-2
მუხლში.
სადაზღვევო შემთხვევისას:
დამზღვევი ან მისი წარმომადგენელი (მემკვიდრე) ვალდებულია სს ''თიბისი ბანკის'' მეშვეობით,
სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია
მზღვეველს.
მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების დამზღვევის/
დამზღვევის წარმომადგენლის/ დაზღვევის მოსარგებლის მხრიდან მიღების შემდეგ გონივრულ
ვადებში უზრუნველყოს დამზღვევთან ან მის წარმომადგენელთან (მემკვიდრესთან) დაკავშირება და
შემდეგი საბუთების გამოთხოვა:
- დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი მიზეზ(ებ)ი
და დაავადების განვითარების სტადიები;
- გარდაცვალების ეპიკრიზის (ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან) ასლი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
- დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში,
შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი აქტი;
- დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის დადგომის შემთხვევაში სასამართლოს ან
შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება პირის ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე
(აღნიშნული საბუთის წარმოდგენა დამზღვევის მიერ აუცილებლობას წარმოადგენს მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების
ზუსტად განსაზღვრისათვის აუცილებლად ჩათვლის მის მოთხოვნას) და შესაბამისი
სამედიცინო დასკვნა;
- სასესხო ხელშეკრულების ასლი;
- დაზღვეულის პირადობის მოწმობის ასლი.
კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს წინამდებარე
მუხლში ჩამოთვლილი საბუთებისგან განსხვავებული დამატებითი საბუთების წარმოდგენა
კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების ზუსტად დადგენის მიზნით.
დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში - ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მიღების
შემდგომ მზღვეველი 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სს ''თიბისი ბანკზე''
წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას ან უარს
იტყვის ანაზღაურებაზე.
უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის სრული მუდმივი ქმედუუნარობის დადგომის
შემთხვევაში (რომელიც დადგინდება უბედური შემთხვევის დადგომიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის
შემდეგ) სს ''თიბისი ბანკის'' სესხზე მიბმული სიცოცხლის დაზღვევის პირობების 3.2. პუნქტით
განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მიღების შემდგომ მზღვეველი 15 (თხუთმეტი)
სამუშაო დღის ვადაში გასცემს სს ''თიბისი ბანკზე'' წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად
განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას ან უარს იტყვის ანაზღაურებაზე.
სადაზღვევო ანაზღაურება
თანხის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი უხდის მოსარგებლეს (სს ''თიბისი ბანკი'') სადაზღვევო
შემთხვევის ანაზღაურებაზე მოთხოვნის (წერილობითი ფორმით) წარდგენის საფუძველზე
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველის მიერ მოსარგებლეზე
ყოველთვის გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორების გზით) სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
ასანაზღაურებელი თანხის ლიმიტი და დაზღვევის პროცედურა
თუ მსესხებელი განეკუთვნება 18-დან 65 წლის ასაკობრივ კატეგორიას და ამავდროულად
სადაზღვევო თანხა ნაკლებია ან შეადგენს 200,000 აშშ დოლარს ან 400,000 ლარს, მზღვეველის მიერ
მსესხებლის/თანამსესხებლის გარდაცვალების რისკზე დაზღვევა ხორციელდება დამატებითი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელი პროცედურების გავლის გარეშე, ხოლო თუ
სადაზღვევო თანხა აღემატება 200,000 აშშ დოლარს ან 400,000 ლარს - სრულ თანხაზე დაზღვევაზე
გადაწყვეტილებას იღებს მზღვეველი მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ ჯანმრთელობის შესახებ
შევსებული კითხვარის საფუძველზე, ხოლო თუ ვერ ხერხდება რისკის სამედიცინო შეფასება,
მსესხებელი ითვლება დაზღვეულად და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში
მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა განხორციელდება შემდეგი პრინციპის
დაცვით:
- თუ გარდაცვალების მომენტისათვის დაზღვეულის სასესხო ვალდებულება დამზღვევის
მიმართ აღემატება 200,000 აშშ დოლარს ან 400,000 ლარს, მზღვეველის მიერ გაიცემა
ანაზღაურება ფიქსირებულად 200,000 აშშ დოლარის ან 400,000 ლარის ოდენობით, ხოლო
დარჩენილი დავალიანების ანაზღაურება მზღვეველის მიერ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ დადასტურდება, რომ გარდაცვალება გამოიწვია უბედურმა შემთხვევამ.
- უბედური შემთხვევით გამოწვეული სრული მუდმივი ქმედუუნარობის რისკზე მსესხებლის
დაზღვევა ხდება შემდეგი პირობებით: 18-55 წლის ასაკის მსესხებლის შემთხვევაში
მაქსიმალური სადაზღვევო თანხა შეადგენს 100,000 (ასი ათას) აშშ დოლარს, ხოლო 56-65 წლის
ასაკის მსესხებლის შემთხვევაში 50,000 (ორმოცდაათი ათას) აშშ დოლარს.
თუ მსესხებლის ასაკი სესხის გაცემის მომენტისათვის მეტია 65 წელზე, მიუხედავად სადაზღვევო
თანხის ოდენობისა, პირის დაზღვევა ხორციელდება მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეულ
გარდაცვალების რისკზე, ამასთან ანაზღაურდება არაუმეტეს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ
დოლარისა პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის მიუხედავად. სესხის გაცემის მომენტში
მსესხებლის მაქსიმალური შესაძლო ასაკია 70 წელი.
თუ დაზღვეული პირის ასაკი 65 წელზე მეტია, იგი ავტომატურად დაზღვეულია მხოლოდ
გარდაცვალების რისკზე, ხოლო თუ დაზღვეული პირის ასაკი მეტი იქნება 70 წელზე, პირი
ავტომატურად დაზღვეულია მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების
რისკზე. აღნიშნული დაზღვევა მოქმედია 75 წლის ასაკის ჩათვლით.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა:
დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ,
ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ
გვერდიდან: www.tbcinsurance.ge ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს
წარმომადგენელთან, მისამართზე:
- ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული;
- ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა #16;
- ქ. ფოთი, აღმაშენებლის #57;
- ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის #37;
- ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას #35;
თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება,
შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მონაცემთა დაცვა:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება. თქვენი
პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.
ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. #3
წინამდებარე პოლისი, საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას
მზღვეველი: სს ''თიბისი დაზღვევა''; ს/კ: 405042804, მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
მოსარგებლე: სს ''თიბისი ბანკი''; ს/კ 204854595, მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7
დამზღვევი / დაზღვეული / სადაზღვევო თანხები:
- ლაშა ქიშმარეია; პირადი ნომერი: 61001038927; მისამართი: ''საქართველო''; დაზღვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტისთვის დაზღვეულს და მოსარგებლეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 2427371-11131775-
ზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-ზე ტარიფი 0.72%.
სადაზღვევო რისკები:
- გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით
- გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად
- მუდმივი ქმედუუნარობა უბედური შემთხვევის შედეგად
სადაზღვევო პერიოდი: წინამდებარე პოლისის გაცემის თარიღიდან ერთი თვე, რომელიც ექვემდებარება ავტომატურ ყოველთვიურ
განახლებას იგივე ვადით მოსარგებლესა და დამზღვევ(ებ)ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 2427371-
11131775- ით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე
ფრანშიზა: ნულოვანი
დაზღვევის ტერიტორია: მთელი მსოფლიო
სესხის თანხა: 2,000.00 (ორიათასი) ლარი
სადაზღვევო პრემია: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 2427371-11131775 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის საფასური
გადახდის გრაფიკი: დამზღვევ(ებ)სა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული N 2427371-11131775 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად
დაზღვევის პირობები: საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები N TBCLI /001/19, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე:
www.tbcinsurance.ge
გაცემის თარიღი: 2020 წლის 11 ოქტომბერი;
პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ
ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ , რომ გავეცანი და ვეთანხმები სს ''თიბისი დაზღვევის'' საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის
პირობებს N TBCLI/001/19, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე - www.tbcinsurance.ge. ამასთან, ვადასტურებ რომ ყველა ზემოთ მოყვანილი
ინფორმაცია არის უტყუარი და წარმოადგენს სიმართლეს.
წინამდებარე პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი,
მობაილ ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ თანახმა ვარ, მზღვეველმა ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს დაზღვევის
და ზარალის დარეგულირების მიზნებისთვის, მათ შორის ნებისმიერი დაწესებულებიდან გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ასევე, თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის
და მზღვეველის პარტნიორი კომპანიებისაგან სხვადასხვა შეღავათებისა და ფასდაკლებების შეთავაზების/მიღების მიზნებისთვის.
პოლისის ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ
ბანკი, ვებგვერდი და სხვ.) დადასტურებით ვაცხადებ, რომ პოლისთან ერთად გავეცანი/გადმომეცა დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი
პირობები, რომელსაც სრულად ვეთანხმები და ვადასტურებ.
სს ''თიბისი დაზღვევას''-ს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ, შემდეგ ცხელი ხაზის
ნომერზე +995 (32) 242 22 22
დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ვადაგადაცილების
შემთხვევაში, მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ
არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა.
დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად / შეჩერებულად (ბანკის შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 90
(ოთხმოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია განაახლოს დაზღვევა
(ცალმხრივად აღადგინოს დაზღვევის წინამდებარე პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის მიმართ დაზღვეულის
დავალიანების დაფარვა. თუმცა, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის პერიოდში დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევები.