You are on page 1of 2

Eyes Wide Shut – Masked Ball

ლაშა უგულავა

ნაწარმოები იწყება fade-ით, middleground სიმებიანი


ინსტრუმენტების გაბმული ნოტით და ლიტავრებით,
27 წამს foreground-ზე იწყება ვოკალი, რომელიც არის
ამოტრიალებული (დარევერსებული) რაც უფრო
მისტიურს ხდის როგორც მელოდიას, ასევე
ჟღერადობას, ყოველ ვოკალის დასრულებულ
პარტიას თან ზდევს ვიოლინოსა და ვიოლის
კონტრაპუნქტი, 1:35 წამს კი სრული სიმებიანი სექცია
აკორდებით აგრძელებს აკომპანირებას,
background-ში მხოლოდ რამოდენიმე ხმა ისმის,
მღვდლის ჯოხის იატაკზე კაკუნი (რომელიც
გარემოსთან შესაბამის რევერბერაციაშია),
ტანსაცმლის შრიალი და საკმევლის ჯაჭვის ჩხრიალი,
მესამე წუთზე ნაწარმოების უფრო დაძაბვის მიზნით
ხდება იმავე სახის ვოკალის ზედდება, ჰარმონია კი
რასაც მხოლოდ სიმებიანი საკრავები უკრავენ უფრო
შემზარავი ხდება, ნაწარმოები ასევე გამორჩევა
დინამიურობით, რაც ამ სიუჟეტს ვიზუალურად არ
ახასიათებს, აუდიო მხარის ეს თვისება
აკომპენსირებს ვიდეოს “სინელეს“ და მის გარეშე
მაყურებლისთვის არაკომფორტული და უინტერესო
იქნებოდა ეს მონაკვეთი.
ვოკალი ამოტრიალებულია რუმინული
საგალობელია, ამ აუდიო ტექნოლოგიური გზით
კომპოზიტორმა Jocelyn Pook-მა ხაზი გაუსვა სიუჟეტის
ანტირელიგიურ და დემონურ ხასიათს, მან
გადაწყვიტა არანჟირება მინიმალისტური
დაეტოვებინა რადგან მისი თქმით სიმებიანი
ინსტრუმენტების გარდა არცერთი საკრავის ბგერის
ტექსტურა მოუხდებოდა ამ კადრებს, მას უნდოდა
რომ მუსიკას უფრო დაემძიმებინა ლოცვა, თუმცა არ
შეეძინა განსაკუთრებული როლი და მთავარ
სიუჟეტის მესიჯად მღვდლის მონოლოგი
დარჩენილიყო.

კომპოზიცია საკმაოდ ნელია, მისი BPM 80-ია,


კადრებიც ნელა მოძრაობს რაც კიდევ უფრო
აერთიანებს ვიზუალურ და მუსიკალურ მხარეს,
ჰარმონიას რაც შეეხება არის გამოყენებული მარტივი
აკორდები, ტონალობა არის ლა მინორი, 1:47 მდე
აკორდულადაც მხოლოდ ლა მინორია, შემდეგ რე
მინორი, ანუ IV საფეხური, შემდეგ I, V, IV, I და ამ
დროს როდესაც მუსიკა განსაკუთრებით იძაბება და
მეორე ხმაც ემატება არანჟირებას, შემოდის სი
ბემოლ მაჟორი, რომელიც არის პატარა სეკუნდა,
ფრიგიული კილო, ამ ხერხით კომპოზიტორმა
მიაღწია მსმენელში იმ ემოციურ ფონს, რომლის
გარეშეც ფილმის ეს სიუჟეტი ეფექტურობას
დაკარგავდა, Jocelyn Pook-მა მარტივად, თუმცა
ძალიან გააზრებულად მოახდინა კადრის
გაცოცხლება, ამიტომაც ფილმის ეს მონაკვეთი არის
გამორჩეულად ემოციური და საინტერესო.

You might also like