You are on page 1of 2

ნიგერია

ნიგერია ოფიციალურად ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა — სახელმწიფო


დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება ბენინი, ჩრდილოეთით — ნიგერი ,
ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩადი და აღმოსავლეთით კამერუნი. მისი სამხრეთ სანაპირო
ზოლი გადის გვინეის ყურეზე, ატლანტის ოკეანეში. ნიგერია მოიცავს 36 შტატს და მისი
დედაქალაქი არის აბუჯა. ნიგერია ოფიციალურად დემოკრატიულ-სეკულარულ ქვეყნად
მიიჩნევა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ნიგერიას მოსახლეობის


მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ზრდადი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. მათი პროგნოზით
ნიგერია არის ერთ-ერთი რვა ქვეყნიდან, რომელთა ერთობლივი რაოდენობა გაიზრდება
მსოფლიო მოსახლეობის ნახევრამდე 2005 წლიდან 2050 წლამდე. ნიგერიის
მოსახლეობის სწრაფ ზრდას აქვს გარკვეული მიზეზები ესენია:

 განათლების დაბალი დონე, რაშიც ასევე შედის ქალის განათლება და მათი


ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც უფრო მეტი იქნება ქალის როლი
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე, რაც უფრო მაღალი იქნება განათლების
დონე მით უფრო ნაკლები იქნება შობადობა.
 რელიგია. იმის გამო რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიგერიაშია მუსულმანია ,
არსებობს ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი. (ერთ ოჯახში-10-12 შვილი)
 მოსახლეობის საშუალო ასაკი. ნიგერიელების თითქმის ნახევარი 14 წლისა ან უფრო
ახალგაზრდაა.
 ქორწინების ასაკი (არასრულწლოვანი ასაკის მქონე გოგონების ქორწინება და
დაორსულება.)

ნიგერიის მოსახლეობის ზრდა ცუდად მოქმედებს ეკონომიკაზე. მიუხედავად


იმისა, რომ ნიგერია მე-7 ადგილზეა ნავთობის ექსპორტით და აქ ბევრი
წიაღისეული მოიპოვება (ქვანახშირი. რკინა და ა. შ.) და ასევე გარკვეულ დონემდე
არის განვითარებული მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა (ძირითდად აქ
მოჰყავთ ლობიო, მანიჰოტი, კაკაოს მარცვლები, არაქისი, სიმინდი, ნესვი, კაუჩუკი,
ბრინჯი, სოიო, პალმის ზეთი და იამისი (კაკაო არის პირველი წამყვანი გაცვლითი
სავალუტო საშუალება ნავთობის შემდეგ, კაკაოს შემდეგ კი კაუჩუკი.)) ის მაინც
ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაშია, რადგანაც მათი ფინანსური საშუალება
ფიზიკურად არ არის საკმარისი იმ რაოდენობის მოსახლეობისათვის, რომელიც
ნიგერიაში ცხოვრობს.

ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში


განათლების აუცილებლობაზე
პრობლემის გადასაჭრელად პირველი და ფაქტიურად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის
განათლების დონის ამაღლება, რის შედეგადაც გაიზრდება ქალის როლი
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაბამისად შემცირდება შობადობა და გაიზრდება
ნიგერიის მოსახლეობის საშუალო ასაკი. ასევე ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს
ქორწინების და ორსულობის ასაკი.

You might also like