You are on page 1of 9

ნიგერია

ნიკა ჭელიძე
რუბრიკა
•შესავალი
•გეოგრაფია
•ადმინისტრაციული დაყოფა, სახელმწიფოს წყობა
•ისტორია
•დემოგრაფია
•შეიარაღებული ძალები
შესავალი
ამ პრეზენტაციაში მიმოვიხილავ ნიგერიის
ფედერაციულ რესპუბლიკას. ვისაუბრებ
მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ნიგერიის
ისტორია, გეოგრაფია, დემოგრაფია და ა.შ. ამ
პრეზენტაციის შემდეგ, მსმენელს(ან მკითხველს)
შეექმნება წარმოდგენა, ნიგერიის სახელმწიფოზე
და გაიგებს მნიშვნელოვან და საინტერესო
ინფორმაციას მასზე.
გეოგრაფია
ნიგერია მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ყურის სანაპიროზე და
მისი ფართობი შეადგენს 923 768 კმ². მისი დედაქალაქია აბუჯა. მას
ჰყავს ოთხი მეზობელი: ბენინი,ნიგერი,ჩადი და კამერუნი. ნიგერია არც
ბუნებრივი რესურსებით არის ღარიბი, მას აქვს მრავალი სასარგებლო
წიაღისეული, მაგალითად: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის
მადანი, კალა, იშვიათი ლითონები და ა.შ.
კლიმატის მხრივ ნიგერია მიეკუთვნება ცხელ ტროპიკულ სარტყლებს,
სადაც გვხვდება კლიმატის ორი ტიპი: ეკვატორული სამხრეთით და
სუბეკვატორული ჩრდილოეთით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნიგერია არც
ისე უხეირო ადგილას არის. მას წყალზე გასასვლელიც აქვს და არც
წიაღისეული არ აკლია. მეზობლებთანაც კარგი ურიერთობა აქვს და მისი
მეზობელი ქვეყნები, მისი მოკავშირეები არიან.
ადმინისტრაციული დაყოფა, სახელმწიფო
წყობა
ნიგერია, ფედერაციული მოწყობის ტიპის საპრეზიდენტო სახელმწიფოა. მას 36 შტატი
გააჩნია და +1 დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიად(დედაქალაქი - აბუჯა). ქვეყანას
მართავს პრეზიდენტი. ქვეყანაში კი მოქმედებს 1999 წელს მიღბული კონსტიტუცია.
პრეზიდენტი ირჩევა, პირდაპირი არჩევნების გზით და არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების
მეთაურიც. ნიგერიას  ორპალატიანი პარლამენტი (ნაციონალური ასამბლეა)გააჩნია,
რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან, აქვს საკანონმდებლო
უფლება. წარმომადგენელთა პალატაში, შედის 360 დეპუტატი, სენატში 109 წევრი.
პარლამენტის არჩევა ხდება პირდაპირი გზით და ფარული ხმის მიცემით. ორივე პალატის
ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. შტატების სათავეში დგას გუბერნატორი, რომელსაც
ირჩევენ 4 წლის ვადით. იმისთვის, რომ ნიგერიის გუბერნატორი გახდე საჭიროა დააგროვო
არანაკლებ 25 % მთლიანი ხმებისა. შტატების გუბერნატორს იცავს იმუნიტეტი. სასამართლო
სისტემა – მოქმედებს უზენაესი სასამართლო, ფედერალური სააპელაციო სასამართლო,
პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლო და ასევე შტატების პირველი ინსტანციის
სასამართლოები. ზოგიერთ შტატებში არსებობს შარიათის ან ჩვეულებრივი სააპელაციო
სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ საქმეებს მუსულმანურ უფლებებთან ან ტრადიციის
ნორმებთან დაკავშირებით.
ისტორია
ნიგერიას საქართველოსავით, საკმაოდ ძველი ისტორია აქვს. მეცნიერებმა
დაადგინეს, რომ ხალხი ნიგერიაში 100,000 წლის წინაც ცხოვრობდა.
ადრეულ პერიოდში, ჩრ. ნიგერიის ნოკის ცივილიზაცია ჰყვაოდა(ძვ.წ 500-
ახ.წ 200). შემდეგ მოხდა, იგბო ხალხის ნრის სამეფოს გაერთიანება X
საუკუნეში. იგი იქამდე არსებობდა, სანამ დაკარგა სუვერენიტეტი და
შეურთდა ბრიტანეთს 1911 წელს. ეს საკმაოდ სტაბილური ერთიანობა იყო.
შემდეგ, XIX-XX საუკუნეში იგი მოექცა ევროპული ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ
და მძვინვარებდა მონათა ვაჭრობა. გერმანიის კანცლერის, ბისმარკის
დახმარებით მოხდა ამ საკითხის გადახედვა და ზოგადად აფრიკის მომავლის
განსჯა. ნიგერიას ჰქონდა სამოქალაქო ომები, 1967-1970 წლებშიც. რისი
საფუძველიც მთავრობის კორუფცია და უკანონობა იყო.
დემოგრაფ
ია ნიგერია საკმაოდ
დემოგრაფიის კუთხით,
მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და საკმაოდ
მრავალფეროვანი, ეთნიკური ჯგუფების კუთხით.
ნიგერიაში მოსახლეობა — 186 053 386
ადამიანს(2016წ.) შეადგენს და აფრიკაში ყველაზე
მეტი მოსახლეობა ჰყავს. ნიგერიაში 500-მდე მეტი
ეთნიკური ჯგუფია, რაც დამეთანხმებით, რომ
საკმაოდ ბევრია. ისინი მშვიდობიანად ცხოვრობენ
ერთმანეთთან.
შეიარაღებული
ძალები
ეგვიპტის შემდეგ, ყველაზე ძლიერი ჯარი აფრიკაში,
ნიგერიას ჰყავს. ნიგერიის ჯარი, ფინანსდება 1,86
მილიარდი დოლარით(2019წ.). ნიგერიის ჯარი შედგება
რამდენიმე შტოსგან, ესაა: ნიგერიის არმია, ნიგერიის
საჰაერო ძალები და ნიგერიის საზღვაო ძალები.
ნიგერიის ჯარს, სამხედრო ტექნიკის მრავალი
მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი,
სამხრეთ აფრიკა და ა.შ. ნიგერიაში ბოლო დროს ფეხი
მოიკიდა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ბოკო
ჰარამმა“. ნიგერიის ჯარს ძირითადად, მათთან უწევთ
გამკლავება, უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

You might also like