You are on page 1of 7

ბრაზილია

ბრაზილია ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკის


კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა . იგი მეხუთე უდიდესი
სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის ისე მოსახლეობის მხრივ. მისი
მოსახლეობა შეადგენს 193 მილიონ ადამიანს ხოლო ფართობი 8 514 877 კმ² უდრის.
ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით ესაზღვრება
ვენესუელა, გაიანა, სურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის
გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–
დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი.
ბრაზილიის მმართველობა

მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა , ეს
ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის,
ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს
დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის
კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა .
დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით , რომელიც
უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით .
1889 წელს ბრაზილია საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების
სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისთვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი
საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია. ამჟამინდელი კონსტიტუცია
ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ
განსაზღვრავს. ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან,

რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.


ბრაზილიის ეკონომიკა

ბრაზილია ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი


რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუა
პერიოდამდე, ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ მთავრობის
ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ცნობილია როგორც განვითარების
„ბრაზილიური მოდელი“, მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ეკონომიკური
პოტენციალის შემდგომი წინსვლა.

ბრაზილიის ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა. საერთო სამრეწველო


პოტენციალით იგი შედის მსოფლიოს 15 დიდ სახელმწიფოს შორის. მრეწველობა
წარმოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.

ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვების (შაქრის


მრეწველობა, ხორცის, თამბაქოს, ზეთსახდელი) და მსუბუქი მრეწველობა.
განვითარებულია ასევე ცემენტისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა .

სოფლის მეურნეობა ბრაზილიის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი


დარგია. იგი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი და
ექსპორტიორი უდიდესი ქვეყანაა. მეურნეობის ამ დარგში, ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობის 30 %-ია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია
მემცენარეობა. წამყვან საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს ყავა , კაკაო, ბამბა , შაქრის
ლერწამი, ბრინჯი და სოიო. ყავის მოყვანით, ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში .
ბრაზილიის ფლორა და ფაუნა

ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით , რომელიც


გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიის მცენარეული საფარი
ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50 000
მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12 000 ენდემურია. ტყეების ჯიშობრივი შემადგენლობის
მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა
ტენიანეკვატორული მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები
(ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან ძირითადად ამაზონის
დასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი .
ცნობილია 4000-ზე მეტი ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობით პალმის ჯიშს, რომელთა
შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება.
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბრაზილიის ცხოველთა სამყარო. აღსანიშნავია :
ბრაზილიური კურდრელი, იაგუარი, პუმა, ბუჩქნარის ძაღლი, ტაპირი, ჭაობის ირემი ,
ბრაზილიური შველი, ანაკონდა, სხვადასხვა სახის თუთიყუში, ჭიანჭველაჭამია , ნიანგი და
ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და ამ მიზნით შექმნილია
ეროვნული პარკები.

ბრაზილიის მოსახლეობა

თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორია ძველად ინდიელებით იყო დასახლებული ,


რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში
ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად
გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი
პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას
იყენებდნენ.

ბრაზილიელი ერი ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რასის — აქ ჩამოსული ევროპული


მოსახლეობის (ძირითადად პორტუგალიელების და იტალიელების), შავკანიანების და
ინდიელი აბორიგენების შერევით. ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა ერთფეროვანია ,
მთელი მოსახლეობის 97% ბრაზილიელია. მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის
მოსახლეობა, ძირითადად ბუნებრივი მატების ხარჯზე. მიგრაციის როლი უმნიშვნელოა .

საინტერესო ფაქტები

1. ამ ქვეყანაში ოფიციალური რელიგია არ არსებობს.


2. დაწყებითი სკოლის ბრაზილიელმა 15 მოსწავლემ უნდა აჩუქოს სარძევე კბილები
კლასის მასწავლებელს.
3. ბრაზილიელი არასოდეს მოდის დროულად.
4. ბრაზილიაში აკრძალულია გოგონების ქუჩაში გაცნობა.
5. ბრაზილიაში მოსახლეობის დაახლოებით 15% -ს არ შეუძლია წერა-კითხვა.
6. ბრაზილიაში ქორწინებამდე წყვილები ხვდებიან მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და
არა უმეტეს 10 წლისა.
7. ბრაზილიაში ნაღდი ფული არ გამოიყენება, მხოლოდ საკრედიტო ბარათებს
იყენებენ.
8. ბრაზილიაში მცხოვრებ მამაკაცებს დაქორწინების უფლება არ აქვთ , თუ მათ 30
წელს არ მიუღწევიათ.
9. ბრაზილიის მთავარი კათოლიკური ეკლესია მიწისქვეშ იმალება.
10. ბრაზილიაში საღამოს გასეირნება საშიში გართობაა, ამიტომ ყველა ღამით
სახლშია.

You might also like