You are on page 1of 4

საქართველოს ფოსტა

1. "საქართველოს ფოსტა" დაარსდა 1995 წელს და მისი მფლობელია საქართველოს


სახელმწიფო. ის დღეისათვის ქვეყნის ლიდერი კომპანიაა საფოსტო
მომსახურების სფეროში. იგი ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებაზე, რაც მას ეხმარება გააუმჯობესოს მომხმარებელთან მომსახურების
ხარისხი და მიწოდების ვადები. ეს კომპანია შევარჩიეთ იმიტომ, რომ ბოლო
წლებში საკმაოდ ბევრი ძირეული ცვლილება გაანხორციელა საოპერაციო
მიმართულებით,რამაც ჩვენი ინტერესი გამოიწვია.
დღესდღეობით საქართველოს ფოსტა ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო
ორგანიზაციაა,რომელსაც ქვეყანაში 81 ფუნქციონირებადი სერვისცენტრი აქვს და
მომხმარებელს სთავაზობს სერვისების მრავალფეროვან არჩევანს.
 ინდუსტრიის მიმოხილვა:
ბაზარზე მას მრავალი კომკურენტი ჰყავს.ერთ-ერთი მათგანია შპს EMG(Express
Mail Georgia).იგი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს,მართალია
საკმაოდ მოკლე დროში მან მოახერხა შეექმნა დახვეწილი გლობალური
საპარტნიორო ქსელი.მაგრამ იგი საქართველოს ფოსტას ჩამორჩება
სერვისცენტრების რაოდენობით,რაც მიგვითითებს იმაზე რომ
მომხმარებელისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.

2.
 კომპანიის მისია:
კომპანიის მისია პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების
დანერგვით მომსახურების უმაღლესი სტანდარტის შექმნაა. 
 ბიზნეს სტრატეგია:
კომპანიის სტრატეგიაა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით
მოიპოვოს მომხმარებლის ლოალურობა.იყოს სანდო პარტნიორი,როგორც
პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ასევე მისი მომხმარებლის მიმართ.იგი
მომსახურების მაღალი ხარისხისა და თითოეული გზავნილის უვნებლად
და დროულად მიტანის გარანტიას იძლევა.
 ძირითადი კომპეტენციები:
საქართველოს ფოსტა საშუალებას იძლევა სერვისცენტრში მისვლის გარეშე
ამანათის, წერილის ან გზავნილის სასურველ ადგილზე მიწოდების. ასევე
მომხმარებელს აქვს მუდმივი წვდომა გზავნილთან დაკავშირებულ
ინფორმაციაზე, რაშიც ეხმარება მობილური აპლიკაცია Georgian Post.
თითოელ გზავნილს აქვს მინიჭებული კოდი, რომლის აპლიკაციაში
შეყვანით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის მიღება თუ სად მდებარეობს
ან რა დროა საჭირო მომხარებელთან მისაწოდებლად.
საქართველოს ფოსტა მომხმარებელს ასევე სთავაზობს ელექტრონულ
პლათფორმას „მალეო“, რომელიც რომელიც გულისხმობს ამერიკის
შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და თურქეთიდან ელექტრონულ
კომერციის გზავნილების მიღების საშუალებას საქართველოში. მისი
მომხარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერ სრულწლოვანი, საქართველოს
მოქალაქე ფიზიკური და იურიდიულ პირი, რომელთაც საშუალება აქვთ
აშშ-ში, საბერძნეთში და თურქეთში შექმნან საკუთარი საფოსტო
მისამართი. შპს „საქართველოს ფოსტა“ კი უზრუნველყოფს ამ მისამართზე
შემოსული ელექტრონული კომერციის გზავნილების ტრანსპორტირებას
საქართველოში და მის ჩაბარებას მომხმარებლისათვის.
 SWOT ანალიზი:

ძლიერი მხარეები: სისუსტეები:


1.81 სერვისცენტრი 1.აპლიკაცია
2.სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი 2.ნელი მიწოდება
3. 3.თანამშრომლების კონტროლი

შესაძლებლობები: საფრთხეები:
1.საფორთის განვითარება 1.კონკურენტების გაძლიერება
2.აპლიკაციის გაუმჯობესება 2.
3.ოფისების დამატება წამყვან ქვეყნებში
4.სერვისცენტრების დამატება

3.
 საქართველოს ფოსტა ანხორციელებს საფოსტო გზავნილების მიღებას,
დამუშავებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის,
ასევე მსოფლიო მასშტაბით 190-ზე მეტ ქვეყანაში. ასევე კომუნალური
მომსახურების გადასახადების მიღებას, ფულადი გზავნილების გაგზავნასა
და სატელეგრაფო მომსახურებას.
 სერვისის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების
იდენტიფიცირება:
 მომხარებლისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მომსახურების
მიღების ხელმისაწვდომობა. საქართველოს ფოსტა კი ყველასთვის
ხელმისაწვდომ სერვის ქმნის. მას 81 მდე ფუნქციური სევრისცენტრი
აქვს.
 დროულობა მომხმარებლისთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს,
რადგან მომხმარებელმა გზავნილი უნდა მიიღოს ზუსტად იმ
დროში რაზეც უთანხმდება კომპანიას, მაგალითად თუ ვიწერ წიგნს
და გამოწერისას მიჩვენებს რომ იგი 3დღეში იქნება დანიშნულ
ადგილას,ზუსტად 3 დღეში უნდა მოვიდეს ის ჩემამდე.
 სიზუსტე რაც გულისხმობს სერვისის, ჩვენ შემთხვაში გზავნილის
მიღებას ან გაგზავანს ზუსტად იმ ადგილას რაც მიუთითა
მომხმარებელმა.
 მომხმარებლისთვის და კომპანიის იმიჯისთვის მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმოადგენს კლიენტისთვის თავაზიანი მომსახურების
შეთავაზება.
 ღირებულების ინდექსი:

საზომი მნიშვნელობა საქართველოს ფოსტა Express Mail


Georgia
მიწოდების 3 4 2
სისწრაფე
ფასი 2 3 4
მომსახურების 1 4 2
ხარისხი
მხარდაჭერა 4 5 3

V საქართველოსფოსტა =( 3 × 4 ) + ( 2 ×3 ) + ( 1 × 4 ) + ( 4 ×5 ) =42
V EMG=( 3 ×2 ) + ( 2 × 4 ) + ( 1 ×2 ) + ( 4 ×3 ) =28

4.
 გზავნილის გაგზავნის პროცესები
5.
6. პრობლემები: თანამშრომლების კონტროლო, აპლიკაცია, ხანგრძლივი პროცესი

უცხო ქვეყანაში გზავნილების გაგზავნა/მიღების დროს.


 აპლიკაცია. საქართველოს ფოსტას არ აქვს ფუნქციონირებადი აპლიკაცია,
რომელიც დაეხმარება მომხმარებელს. ჩვენი აზრით დღევანდელ დღეს, ციფრულ
ეპოქაში, მნიშვნელოვანია კომპანიას ჰქონდეს აპლიკაცია მომხმარებლისთვის,
რადგან მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. აპლიკაცია კი მათ დაეხმარება
სერვისცენტრებში მისვლის გარეშე მოახერხონ კომუნიკაცია კომპანიასთან და
მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ გაგზავნილი ან მათთან გამოგზავნილი
გზავნილთან დაკავშირებით.

You might also like