You are on page 1of 2

მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე

და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო


როცა მოვკვდები უამბე შვილებს
რა გვინახია, რა უნდა ნახონ...

უამბე ყველა ლამაზ ყვავილზე


საკუთარ სურნელს რომ გვაგებებდა
უამბე ზამთარს, არსით გაყინულს
რომ არაფერი არ აღელვებდა.

ყველა ფოთოლზე, ჩამოფრენილზე,


ხისგან სიშორე რომ აყვითლებდა,
ანდაც მიწაზე, მიძინებული
მათი დაფენა რომ აღვიძებდა

თუნდაც ბალახზე, მწვანეზე , ლაღზე,


სიცოცხლის ფერით გაბრწყინებულზე
რად აჯერებდნენ მიწას ცრემლებით
რომ სიყვარულით აწვანან გულზე

არ დაგავიწყდეს წრფელი ღიმილი


უამბე როგორ გადაგვარჩინა,
უბედობის ჟამს ყველაფრით დაღლილს
სულში იარა რომ მომირჩნა

უთხარი კაცზე , ავისმზრახველზე


რომ მან ვერ სძლია თავის სიმცირეს,
არ დაგავიწყდეს, უთხარი ესეც
რომ შეიყვაროს, უწამლოს მის მტერს

ყოველი დილით როცა ადგება


და მკაცრ ბურუსში გაახელს თვალებს,
უმალ წამოხტეს და გაემზადოს
ბედნიერება აბრუნებს ვალებს.

რაც გააჩნია ყველაფერი სხვისია მუდამ, ნასესხებია ისინი მხოლოდ


კარგი ღიმილი, ლამაზი სახე და გრძელი ფეხი
ეს შენიღბვაა და დავაბრუნებთ უდაოდ ბოლოს

და სამწუხაროდ როს ამას მიხვდეს, მას მხოლოდ შერჩეს ცოდვების გუდა


მის სატარებლად ადამიანს ხომ აუცილებლად ძალ-ღნე უნდა
უფლის მადლია ყველაზე დიდი და მას მიჰმადლებს თავის შვილს მუდამ
თუ აქვს ადგილი გულში გადაღლილს, მადლს ხომ უფლისას დატევა უნდა.

ერიდოს ბოროტს, ხორციელს და ანგარებიანს


სულს უპატრონოს და იხილავს კიდევ ერთხელ სამოთხეს მზიანს
სულის გარდა ხომ არ გააჩნია უკვდავების არაფერი სხვა ადამიანს.

უკვდავებაა თავად სიმართლე, წრფელი გრძნობა და სიყვარული


თავდამბლობაა უფლის შობა, მისი ჯვარცმა და სინანული
ვის უძებნია რომ არ ეპოვნოს საგულდაგულოდ გადამალული
სამყაროს განძი, სულის სიმშვიდე და სუფთა გული

და თუ ამაღამ მართლაც მოვკვდები , სამარადჟამოდ დავრაზავ თვალებს


მე მტკიცედ მჯერა მოვხვდები სადმე ჯოჯოთა ცეცხლში, სამოთხის გზაზე
რაც უნდა იყოს, ვინახავ იმედს ისეთ მშვენიერს და ისეთ ლამაზს
როგორიც მზეა , ან თუნდაც მთვარე, ან საერთოდაც რად უნდა დავა

და თუ მოხდა და ამაღამ მოვკვდი , მათი ღიმილი როგორღა ვნახო


რაც უნდა იყოს, უამბე შვილებს, რა გვინახია რა უნდა ნახონ...

You might also like