You are on page 1of 2

5 მიზეზი ამაზონის ახალი ბეჭდების მბრძანებლის სერიალის სანახავად

უკვე 2 კვირა გავიდა რაც ძალაუფლების ბეჭდების ბოლო ეპიზოდი დაემატა


ამაზონის სტრიმინგ პლატფორმას, თუ ისევ არ გადაგიწყვეტია უყურო თუ არა ამ
სერიალს, რამდენიმე მიზეზს შემოგთავაზებ იმის საჩვენებლად რომ გასამაზი არ
არის.

1. ყველასთვის საყვარელი გმირების წარსული.


სერიალში მოქმედება ბეჭდების ტრილოგიამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე
ხდება, თუმცა ჩვენი საყვარელი ელფებისთვის ასაკი მხოლოდ რიცხვებია, თუ
გალადრიელისა და ელრონდის ახალგაზრდობით ხარ დაინტერესებული
სერიალის დიდი ნაწილი სწორედ მათ ეთმობა.

2. არდას ნაცნობი და უცნობი მხარეების ახალი ვიზუალი.


ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია შუახმელეთში ვითარდება, თუმცა 2000
წლის წინ ეს ადგილი საერთოდ არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ბეჭდების
საძმოს დასაწყისში, მორდორი ჯერ მწვანე სამოთხეა, ხოლო არაგორნის
წინაპრები შუახმელეთსა და ვალინორს შორის მდებარე კუნძულ ნუმენროზე
ცხოვრობენ.

3. დიდებული მუსიკალური გაფორმება


შოუს ორი კომპოზიტორი ყავს, ჰოვარდ შორი, რომელსაც მანამდე ბეჭდების
მბრძანებლის ტრილოგიის მუსიკაზე აქვს ნამუშევარი და ბეარ მაკკრეარი,
რომელმაც მოსიარულე მკვდრების კომპოზიციებზე იმუშავა, საუნდტრეკი ამ
სერიალის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომელიც სერიალში განვითარებულ
დრამას კიდევ ერთ ფენას მატებს და დიდებულ ვიზუალურ ეფექტებს
სულისწამრთმევად აქცევს.

4. რაც შეეხება ვიზუალს...


ძალაუფლების ბეჭდების უზარმაზარი (1 მილიარდი) ბიუჯეტი ტყუილად
ნამდვილად არ დახარჯულა, ყველაფერი, დაწყებული კოსტუმებით,
დამთავრებული ხედებით და CGI ეფექტებით უმაღლესი ხარისხის
პროდუქტის შეგრძნებას ტოვებს, პირველივე სერიის დასაწყისი მაყურებელს
უჩვენებს, მასშტაბურობითა და ხარისხით სერიალი ნამდვილად არ ჩამორჩება
ბეჭდების მბრძანებელსა და ჰობიტს.

5. დასასრული რომელიც კიდევ უფრო უკეთეს მომდევნო სეზონს გვპირდება


ბოლო სერიებში ბევრ კითხვას ეცემა პასუხი, თუმცა ეს პასუხები კიდევ უფრო
მეტ კითხვას აჩენს, სპოილერების გარეშე ძნელია პლოტ ტვისტის
ეფექტურობაზე საუბარი, თუმცა სერიალი მოსალოდნელად ნამდვილად არ
განვითარებულა, სცენა მომდევნო სეზონისთვის დალაგებულია და ის იმ
საინტერესო სათავგადასავლო განწყობას გვიქადის, რაც ასე საყვარელია
ბეჭდების მბრძანებლის ფანებისთვის.

You might also like