You are on page 1of 2

ჯანსაღი ცხოვრება და

ორსულები
მოგესალმებით!მე ვარ ქალთა კონსულტაციის ექიმი-გინეკოლოგი დავით
ახალკაცი და ადმინიტრაციისგან ვარ დავალებული,რომ გავაკეთო საინფორმაციო
ბროშურა ახალგაზრდა მომავალი მშობლებისთვის.
ადამიანის რეპროდუქცია ანუ გამრავლება - ეს არის ფიზიოლოგიური ფუნქცია,
რომელიც აუცილებელია ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის
შენარჩუნებისათვის. 
ადამიანის რეპროდუქციული სისტემა შედგება განსხვავებული მორფოლოგიის
მქონე ორი სისტემისაგან, ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემებისაგან.
რეპროდუქციის უნარი მხოლოდ ბიოლოგიურად მომწიფებულ ინდივიდებს აქვთ.
მომწიფების ასაკში (იგივე პუბერტატულ ასაკში) ხდება ორგანიზმის
ფიზიოლოგიური გადაწყობა, რაც გამოვლინდება ფიზიკური და ქიმიური
ცვლილებებით,  რომლებიც იუწყებიან ბიოლოგიური სიმწიფის შესახებ. ვაჟებში
სქესობრივი მომწიფების პროცესში შესამჩნევად იცვლება ტანადობა - მცირდება
ცხიმის რაოდენობა მუცლისა და თეძოების მიდამოში, ფართოვდება ბეჭები,
ქვეითდება ხმის ტემბრი, ჩნდება თმიანობა სახესა და სხეულზე. სპერმატოგენეზი
(სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ბიჭებში შედარებით უფრო გვიან იწყება, ვიდრე
გოგონებში მენსტრუაცია.
გამრავლების ფუნქცია მამაკაცებში გამოიხატება  საკმარისი რაოდენობით
სპერმატოზოიდების გამომუშავებით, რომლებსაც აქვთ ნორმალური მოძრაობის
და მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი. 
გოგონებში მომწიფების ასაკში ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება თეძოსა და
ბარძაყის მიდამოში, სარძევე ჯირკვლების ზრდა,  თმიანობის განვითარება
ბოქვენისა და იღლიის ფოსოს მიდამოებში, ანუ ხდება მეორადი სასქესო ნიშნების
ჩამოყალიბება. მალევე ხდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. ქალის
სასქესო ჯირკვლებში - საკვერცხეებში მწიფდება კვერცხუჯრედი, რომელსაც
უნარი აქვს შეერწყას მამაკაცის სასქესო უჯრედს – სპერმატოზოიდს
და დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს.
გამრავლების პროცესი ადამიანში იწყება ჩასახვის მომენტიდან
(განაყოფიერებიდან), ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედის სპერმატოზოიდის
შეღწევით ქალის სასქესო უჯრედში (კვერცხუჯრედში). ამ ორი უჯრედის
ბირთვების შერწყმით იწყება ახალი ინდივიდის ფორმირება.
ჩასახვის შემთხვევათა თითქმის 98%-ში ხდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედის
განაყოფიერება, რაც განაპირობებს ერთი ნაყოფის განვითარებას. 1,5%-ში
ვითარდებიან ტყუპები, ხოლო 7500 ორსულობიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში
ვითარდება სამ-ნაყოფიანი ორსულობა.
კვერცუჯრედში ხვდება სპერმატოზოიდის მხოლოდ თავი,კუდი კი სწყდება და
კვერცხუჯრედის გარეთ რჩება.განაყოფიერების პროცესში სპერმატოზოიდის
ბირთვი ერწყმის კვერცხუჯრედის ბირთვს.
კვერცუჯრედისა და სპერმატოზოიდის ბირთვი შეიცავენ თითოეული
მშობლიური ინდივიდისა გენეტიკურ ინფორმაციას ამიტომ
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ზიგოტა და მისგან განვითარებული
მომავალი ბავშვი გენეტიკური ინფორმაციის ნახევარს იღებს დედისგან და
ნახევარს მამისგან.
  უნაყოფო – ინფერტილურ პაციენტს სამედიცინო დახმარების გარეშე არ
შეუძლია ჰყავდეს შვილი. პაციენტებს ძირითადად დაქვეითებული აქვთ
შვილოსნობის ფუნქცია, ანუ სუბფერტილურნი არიან.უნაყოფობა პირველადია,
როდესაც ქალს არც ერთი ორსულობა არ ჰქონია, ხოლო თუ ჰქონდა ერთი
ორსულობა მაინც, რომელიც შეწყდა ან დამთავრდა მშობიარობით, ამის შემდეგ კი
ერთი და მეტი წლის განმავლობაში აღარ დგება განმეორებითი ორსულობა, მაშინ
ვსაუბრობთ მეორეულ უშვილობაზე.

უნაყოფობა აგრეთვე შეიძლება დაკავშირებული იყოს სექსოლოგიურ


პრობლემებთან.შესაძლებელია დაისვას აუხსნელი გენეზის უშვილობის
დიაგნოზიც, როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.ეს შეიძლება იყოს
ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება, რის გამოც წყვილს სქესობრივი კონტაქტი
იშვიათად აქვს. აღსანიშნავია ვაგინიზმის პრობლემა. ამ დროს ქალს აქვს
სქესობრივი კონტაქტის შიში, ეწყება საშოს კუნთების უნებლიე სპაზმი, ეს იწვევს
ძლიერ ტკივილს, რის გამოც სქესობრივი კავშირი საერთოდ შეუძლებელი ხდება.

ხელოვნური განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის მეთოდი, რომელსაც


თანამედროვე ლიტერატურაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების
სახელით მოიხსენიებენ. ის, თავის მხრივ, მოიცავს ორ ძირითად მეთოდს –
ხელოვნურ ინსემინაციას და ინ-ვიტრო, იგივე სინჯარაში განაყოფიერებას.

You might also like