You are on page 1of 2

 თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება.

 თუ ერთი მეორეს ბრალს დასდებს და დაამტკიცებს მას, ბრალმდებელი ფულით უნდა დასაჩუქრდეს.

 თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ის მცდარი იყო, მან თორმეტჯერ მეტი უნდა
გადაიხადოს ვიდრე ბრალდებულმა და მოსამართლის უფლებას სამუდამოდ დაჰკარგავს.

 თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, მას მოკლავენ და დამარხავენ რიტუალის გარეშე.

 თუ ვინმე გაპარულ მონას იპოვის და მას პატრონს მოუყვანს, პატრონმა მპოვნელს ორი შეკელი უნდა გადაუხადოს.

 თუ ქურდი მოპარვისას დაიჭირეს, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

 თუ მავანი არხს არ მოუვლის და არხი გაირღვევა, ის ფულზე გაიყიდება, რათა ამ ფულით ანაზღაურდეს წყლით გაფუჭებული
მარცვლეულის საზღაური.

 თუ მავანი მეზობლის სახნავ-სათესს დატბორავს, მაშინ მან უნდა იწვნიოს დანაკლისი.

 თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს,
მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.

 თუ მებაღე საკუთარ საქმეს პირნათლად ვერ შეასრულებს, მან უნდა დაფაროს დანაკლისი ზარალიან წელიწადს მეზობლის მოსავლის
რაოდენობის მიხედვით.

 თუ მავანი ვალში ჩავარდა და მას ვერ იხდის, მაშინ მან საკუთარი თავი, მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი უნდა გაჰყიდოს; სამ
წელიწადში ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

 თუ მავანი ვალის სანაცვლოდ მონას გაჰყიდის, ესეც მისაღებია, დასაშვებია.

 თუ მავანი ქალს შეირთავს, მაგრამ მასთან კავშირი არა აქვს, ამგვარი ქორწინება გაბათილდება.

 თუ გათხოვილი ქალი მრუშობს, ისიც და მისი საყვარელიც უნდა შეიპყრონ და წყალში ჩაყარონ, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი
მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს, როგორც მონას.

 თუ მამაკაცი იძალადებს სხვა კაცის ქალზე , მოძალადეს სიკვდილით დასჯიან, ქალი კი უდანაშაულო იქნება.

 თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს, ხოლო ქალი სახლს მიატოვებს საჭმლის სიუხვის მიუხედავად, ეს ქალი წყალში უნდა გადაიგდოს.

 თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.

 თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული
დაბრუნდეს.

 თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ცოლთან, რომელსაც მისგან შვილები ჰყავს, მაშინ მამაკაცის მიწისა და ფულის ნაწილი ცოლს უნდა
გადაეცეს. როცა შვილები გაიზრდებიან, ცოლი შეიძლება ხელმეორედ გათხოვდეს.

 თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ქალთან, რომელსაც მისგან შვილები არ ჰყავს, მაშინ მამაკაცმა ქალს უნდა დაუბრუნოს მზითევი და
ფული, რომელიც ქალმა მამის ოჯახიდან მოიტანა.

 თუ მამაკაცი ვაჟს იშვილებს და ვაჟი მშვილებლის ოჯახში გაიზრდება, ვაჟის ნამდვილ მშობელს არა აქვს უფლება მისი დაბრუნება
მოითხოვოს.

 თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს, რომლის რანგი მისაზე მაღალია, მაშინ მას 60 როზგი უნდა მოხვდეს საჯაროდ.
 თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს იმავე რანგით, მან ერთი ოქროს მინა უნდა გადაუხადოს.

 თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.

 თუ მამაკაცი ორსულ ქალს გაარტყამს და ამის გამო ქალს მუცელი მოეშლება, მამაკაცმა მას 10 შეკელი უნდა გადაუხადოს.

 თუ მავანი მასზე დაბალი რანგის მამაკაცს გაარტყამს, მაშინ დაზარალებულმა იგივე ზიანი უნდა მიაყენოს მას.

 თუ მშენებელი სახლს ააგებს საგულდაგულოდ, მფლობელმა სახლის ყოველი ზედაპირისთვის მას 2 შეკელი უნდა უზღოს.

 თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.

 თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.

 თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.

 თუ ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს, მას ხელებს მოჰკვეთენ.

 თუ ვაჟიშვილი იტყვის რომ მისი დედა ან მისი მამა მისი მშობელი არაა, მას ენას მოჰკვეთენ.

You might also like