You are on page 1of 447

ემილ ზოლა

ქალთა ბედნიერება

I
სენ-ლაზარის სადგურიდან ფეხით წამოვიდა, შერბურის მატარებლით ამ დილით
ჩამოსულიყო პარიზში ძმებთან ერთად. მთელი ღამე მესამე კლასის ვაგონის
მაგარ სკამზე გაატარეს და სამივე ძალზე დაქანცულიყო. დენიზს ხელი ჩაეკიდა
პატარა პეპესთვის, ხოლო ჟანი უკან მისდევდა. გაფართოებული, დამფრთხალი
თვალებით შეჰყურებდნენ უზარმაზარ პარიზს და გამვლელ-გამომვლელებს
წამდაუწუმ ეკითხებოდნენ, სადაა ლა მიშოდიერის ქუჩაო. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა
მათი ბიძა, მაღაზიის წინ. ოქტომბრის მქრქალი, თბილი დილა იყო და
ვიტრინებში გამოფენილ საქონელს მკვეთრი ელფერი დაჰკრავდა.

სენ-როკის საათმა რვაჯერ ჩამოკრა. პარიზი ნელ-ნელა იღვიძებდა. კანტორის


მოხელეებისა და დუქნებში მიმავალი დიასახლისების გარდა ქუჩაში არავინ იყო.
მაღაზიის შესასვლელთან ორი გამყიდველი ორმაგ კიბეზე შემდგარიყო და შალის
ქსოვილებს კიდებდა, ხოლო ქუჩისკენ ზურგშექცეული ცისფერი აბრეშუმის
ქსოვილს ნაკეცებად ფენდა. კლიენტები ჯერ არსად ჩანდნენ, თანამშრომლებიც
ის იყო მოდიოდნენ, მაგრამ მაღაზია ახალგაღვიძებული სკასავით გუგუნებდა
უკვე.

– დალახვროს ეშმაკმა! – შენიშნა ჟანმა, – სად ეს მაღაზია და სად ვალონისა?! შენი


მაღაზია ასეთი ლამაზი არ იყო!

დენიზმა თავი გადააქნია. იგი ორი წელიწადია მსახურობდა ვალონში. იქაური


დიდი ვაჭრის კორნაის სიახლეების მაღაზია განთქმული იყო, მაგრამ, აი,
შემთხვევით გზაზე წააწყდა ამ მაღაზიას, ამ უზარმაზარ სახლს და ძალზე
აღელდა, გაოცებული ერთ ადგილზე გაქვავდა, ყველაფერი გადაავიწყდა.

1
გაიონის მოედანზე მაღაზიის ერთი კუთხე მოჩანდა მხოლოდ. მოვარაყებულ
ჩარჩოში ჩასმული მაღალი მინის კარი მეორე სართულამდე ადიოდა. ორ
ალეგორიულ ქანდაკებას – სახემოცინარ ქალებს – ყელი მოეღერებინათ და ხელში
გაშლილი აბრა ეჭირათ; აბრაზე ეწერა: «ქალთა ბედნიერება».

ვიტრინები ლარივით გაჭიმულიყო ლა მიშოდიერისა და ნევ-სენტ-ოგუსტენის


ქუჩების გასწვრივ, სადაც კუთხის სახლის გარდა კიდევ ოთხი, ახლახან ნაყიდი
და მოწყობილი სახლი იდგა. ორი მარჯვნივ, ორიც მარცხნივ. დენიზს ასე ეგონა,
ამ ვიტრინებს ბოლო არ აქვსო. მინის კარებსა და მეორე სართულის ფანჯარაში
დახლების მთელი სამყარო მოჩანდა. ზემოთ, აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი
ქალიშვილი ფანქარს თლიდა. იქვე ახლოს, ორი ქალი ხავერდის მანტოებს
კეცავდა.

– «ქალთა ბედნიერება» – ღიმილით წაიკითხა ჟანმა. ამ ლამაზმა ყმაწვილმა უკვე


ვალონში დაამტკიცა, რომ ქალთა გულის მოგება შეეძლო. – კარგად
მოუფიქრებიათ!.. მყიდველების ყურადღებას სწორედ ასეთი რამ მიიპყრობს!..

ფიქრში წასული დენიზი შუა კარის ვიტრინას თვალს ვერ აშორებდა. ღია ცის
ქვეშ, თითქმის ქვაფენილზე, იაფფასიანი საქონელი დაეხვავებინათ და
შეუძლებელი იყო ისე გაევლო ვინმეს, რომ ცდუნებას არ აჰყოლოდა და რაიმე
მაინც არ ეყიდა. ზემოთ, მეორე სართულიდან, შალის, მაუდის, მერინოსის,
შევიოტის, მოლტონის ქსოვილები ჩამოეშვათ და ალმებივით აეფრიალებინათ.
მუქ ნაცრისფერ, ლურჯ ან მუქ მწვანე ფონზე მკვეთრად ჩანდა თეთრი
იარლიყები. გვერდით, შესასვლელის ორივე მხარეს, ბეწვეულის ვიწრო ბანდები
ეკიდა: ნაცრისფერი ციყვის ზურგი, გედის თეთრი ტყავი... ქვემოთ, მაგიდაზე
შექუჩულ ქსოვილებს შორის, ყუთებში ელაგა ტრიკოტაჟი, რომელსაც ჩალის ფასი
ედო; აქვე ნახავდით ხელთათმანებსა და ნაქსოვ ხილაბანდებს, კაპორსა და
ჟილეტებს, ზამთრის ყოველნაირ საქონელს, – ჭრელს, სახეებიანს, ზოლებიანს,
წითელწინწკლებიანს.

დენიზმა თვალი მოჰკრა კუბოკრულ ქსოვილს. მეტრი ქსოვილი ორმოცდახუთი


სანტიმი ღირდა; იქვე იყო ერთ ფრანკად შეფასებული შოტლანდიურა, ხოლო
ხელთათმანებს ხუთი სუ ედო ფასად. უზარმაზარ ბაზრობაზე გეგონებოდათ
თავი. იტყოდით, იმდენი საქონელი დახვავებულა, მაღაზია გამსკდარა და
ზედმეტი საქონელი ქუჩაში გადმოცვენილაო.

2
ძია ბოდიუ ვიღას ახსოვდა! პეპესაც კი თვალები დაეჭყიტა და მაგრად ჩაევლო
ხელი დისთვის. უეცრად მათ ფურგონი მიუახლოვდა და სამივენი იძულებულნი
გახდნენ, მას უკან გაჰყოლოდნენ. ყველა ვიტრინასთან ჩერდებოდნენ.
გამოფენის განლაგება სამივეს აცვიფრებდა: ზემოთ ქოლგები ეწყო ირიბად და
სოფლური ქოხების სახურავებს წააგავდა; ქვემოთ, ლითონის საყრდენებზე,
აბრეშუმის წინდები ჩამოეცვათ, თითქოს წვივებზე შემოუსალტიათო. აქ იყო
ნებისმიერი ფერისა და ხარისხის წინდები: გამჭვირვალე შავი, კუთხეებში
ამოქარგული წითელი, ხორცისფერი, რომლებიც ატლასისებურად იყო ნაქსოვი და
სინაზით ქერა ქალის კანს წააგავდა. ბოლოს, მაუდით გადაკრულ თაროებზე
სიმეტრიულად დაეწყოთ ხელთათმანები ბიზანტიელი ქალწულივით
წაგრძელებული თითებითა და ვიწრო ხელისგულებით... ქალის ჩაუცმელი
მოსართავი მუდამ ასე კოხტად და ნარნარად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე
მეტად უკანასკნელმა ვიტრინამ გააოცა ჩამოსულები. აქ მოფენილ ნაზ, რბილ
აბრეშუმს, ატლასსა და ხავერდს ყვავილთა უფაქიზესი ფერები ედო. სულ უფრო
ზემოთ – ყარაჩივით შავი და აჭრილ რძესავით თეთრი ხავერდი; უფრო ქვემოთ –
ვარდისფერი, ცისფერი ატლასის ქსოვილები ცოცხალ ნაკეცებად ეფინა და ერთობ
მქრქალ ტონებში გადადიოდა. კიდევ უფრო ქვემოთ – ცისარტყელას ფერის
აბრეშუმი თითქოს მარჯვე გამყიდველის ხელში გამოცოცხლებულიყო.
აბრეშუმის პარკის ფორმით დახვეული ქსოვილები ისეთ ლამაზ ნაკეცებად
ეფინა, იტყოდით, ამობურცულ მკერდს ეხვევაო. ვიტრინის ყოველი ტონი,
ყოველი ფერადი ფრაზა მეორისგან ფარული აკომპანემენტით – კრემისფერი
ფულიარის ტალღისებური ბაფთით იყო გამოყოფილი, ხოლო ვიტრინის ორივე
მხარეს ორნაირი აბრეშუმის, «პარიზის ბედნიერების» და «ოქროსფერი კანის»
ზვინი იდგა. ეს აბრეშუმი მხოლოდ ამ მაღაზიაში იყიდებოდა, იშვიათობას
წარმოადგენდა და მალე მთელი გადატრიალება უნდა მოეხდინა სიახლეების
ვაჭრობაში.

– რა შესანიშნავია ეს ფაი! თანაც მხოლოდ ხუთი ფრანკი და სამოცი სანტიმი


ღირს! – წასჩურჩულა «პარიზის ბედნიერებით» მოხიბლულმა დენიზმა.

ჟანს მოსწყინდა დგომა და გამვლელი შეაჩერა:

– მითხარით, გეთაყვა, ლა მიშოდიერის ქუჩა შორსაა?

როცა უთხრეს, მარჯვნივ გაუხვიეთ და პირველი ქუჩა სწორედ ლა მიშოდიერის


იქნებაო, სამივენი უკან გაბრუნდნენ და მაღაზიას შემოუარეს. ლა მიშოდიერის

3
ქუჩაზე დენიზი ქალის ტანსაცმლის ვიტრინამ გააოცა. ვალონში, კორნაის
მაღაზიაში ტანსაცმლის სექციაში მუშაობდა, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ენახა.
ვიტრინის სიღრმეში ბრიუგეს ძვირფასი მაქმანები საკურთხევლის ფარდებივით
ეშვებოდა ფართო ზოლებად, თითქოს თეთრყირმიზა ფრთები გაუშლიაო.
ალანსონური მაქმანი ყვავილწნულივით იკლაკნებოდა: მალინის, ვალანური,
ვენეციური მაქმანები და ბრიუსელის აპლიკაციები თოვლის ცვენას
მოგაგონებდათ.

მარჯვნივ და მარცხნივ მაუდის თოფები სვეტებად აღმართულიყო და ამის გამო


საკურთხეველი კიდევ უფრო თვალუწვდენელი ხდებოდა. მზა ტანსაცმელი
სწორედ აქ გამოეფინათ, ქალთა მოხდენილობის კულტისთვის აღმართულ ამ
სამსხვერპლოში. ცენტრში მონაცრისფრო მელიის ბეწვით გაწყობილი ხავერდის
მანტო ეკიდა. ერთ კუთხეში ციყვის სარჩულზე შეკერილი აბრეშუმის როტონდა
გამოეფინათ. მეორე მხარეს – მამლის ფრთებით ამოქარგული მაუდის პალტო.
აქვე იყო თეთრ სარჩულზე შეკერილი თეთრი ქიშმირის სამეჯლისო მოსასხამი,
რომელიც გედის ბუმბულით თუ აბრეშუმის ყაითანით იყო გაწყობილი. ამ
ვიტრინაში ნახავდით ყოველგვარ ტანსაცმელს, ოცდაცხრა ფრანკად ღირებულ
სამეჯლისო წამოსასხამს თუ ათას რვაას ფრანკად ღირებულ ხავერდის მანტოს.
მანეკენთა მრგვალ მკერდზე ქსოვილები იბურცებოდა, განიერი თეძოები
განსაკუთრებით აჩენდა ვიწრო წელს, იარლიყები კი ქინძისთავებით მიეკრათ
წითელ მოლტონზე.

ვიტრინის ორივე მხარეს სარკეები ისე გაემწკრივებინათ, რომ მანეკენები


განუწყვეტლივ ირეკლებოდნენ, უსასრულოდ მრავლდებოდნენ, ლამაზი
«გასაყიდი ქალებით» ავსებდნენ ქუჩას და მსხვილი ციფრებით დაწერილ ფასებს
ქვეყანას აუწყებდნენ.

– დიდებულია! – წამოიძახა ჟანმა, რომელსაც აღტაცების გამოსახატავად სხვა


სიტყვა ვერ ეპოვა.

გაოცებისგან პირი დაეღო და გაოგნებული იდგა. ქალის მთელი ეს სიმდიდრე ისე


მოსწონდა, რომ ლოყები შეჰფაკვლოდა. ჟანს წმინდა ქალური სილამაზე ჰქონდა,
თითქოს დას წაართვაო იგი. სახის მკრთალი ფერი, მოწითალო ხვეული თმა,
წყლიანი, ნაზი თვალები და ტუჩები. მის გვერდით მდგარი, მოჯადოებული
დენიზი კიდევ უფრო სუსტი ჩანდა ჩამოგრძელებული, დაქანცული სახის,
მსხვილი ტუჩებისა და გაურკვეველი ფერის თმის გამო. თეთრი, მეტისმეტად

4
ქერა პეპე მაგრად ეკვროდა დას, თითქოს ვიტრინის მშვენიერი ქალებით
მოხიბლულსა და დარცხვენილს, ალერსი მოსწყურდაო.

ეს ქერა, ღარიბულ შავ ტანსაცმელში ჩაცმული სამეული – ნაღვლიანი გოგონა,


ლამაზი ყმაწვილი და პატარა ბიჭუნა, ისეთ თავისებურ სანახაობას
წარმოადგენდა და ისეთი მომხიბვლელები იყვნენ, რომ გამვლელები ღიმილით
აყოლებდნენ თვალს.

ქუჩის მეორე მხარეს დუქნის წინ მდგარი მსუქანი, ჭაღარა მამაკაცი ერთხანს
თვალს ვერ აშორებდა ამ სამეულს. მამაკაცს ფართო, ყვითელი სახე ჰქონდა,
აწითლებული თვალები და მოკუმული ბაგეები. ეტყობოდა, «ქალთა
ბედნიერების» ვიტრინებს წონასწორობიდან გამოჰყავდა იგი, ახლა კი გოგონასა
და მისი ძმების გამომეტყველებამ ხომ სულ გააბოროტა. «რას დაუღიათ პირი ამ
გაგრიებს შარლატანების ბალაგანის წინ?» – ფიქრობდა მოხუცი.

– უი, ბიძაჩვენი სულ დაგვავიწყდა! – წამოიძახა უცებ დენიზმა, თითქოს


ძილისგან გამოფხიზლდაო ერთბაშად.

– სწორედ ლა მიშოდიერის ქუჩაზე ვართ, – უპასუხა ჟანმა, – სადღაც აქ უნდა


ცხოვრობდეს.

ირგვლივ მიმოიხედეს და პირდაპირ, მსუქანი მოხუცის თავზე, მწვანე აბრა


შეამჩნიეს გადახუნებული ყვითელი წარწერით: «ძველი ელბეფ – მაუდი და
ფანელი. ბოდიუ, ოშკორნის მემკვიდრე».

ოდესღაც მოწითალო საღებავით შეღებილი სახლი ლუი XIV-ის სტილის ორ დიდ


სასახლეს შორის იყო ჩაჭედილი. ფასადზე სამი ფანჯარა გამოდიოდა. ამ
ოთხკუთხა, უდარაბო ფანჯრებს გადაჯვარედინებული ძელებიანი რკინის
გისოსებიღა ჰქონდა.

დენიზს «ქალთა ბედნიერების» ვიტრინების ბრწყინვალება კვლავ უკიაფებდა


თვალებში და ამიტომაც გაუკვირდა პირველ სართულზე მოთავსებული ამ
დუქნის საცოდავი იერი: დაბალი ჭერი თითქოს გაჭყლეტას უქადდა იქაურობას,
სახლს ნახევარმთვარის ფორმის ფანჯრებიანი მეორე სართული ედგა და ციხეს
წააგავდა. მწვანე ფერის ხის პანელს დროთა განმავლობაში ფისისა და ჟანგმიწის
ფერი დასდებოდა. იგი გარს ერტყმოდა ორ, ღრმა, შავ, დამტვერილ ვიტრინას,

5
სადაც ერთმანეთზე ეყარა ქსოვილის თოფები, ღია კარი ბნელ, ნესტიან სარდაფში
გადიოდა.

– აი, აქაა! – თქვა ჟანმა.

– შევიდეთ, – ერთბაშად გადაწყვიტა დენიზმა, – წამოდით! პეპე, მომყევი!

მაგრამ ნაბიჯი ვერც ერთს გადაედგა, გამბედაობამ ერთბაშად უღალატა სამივეს.


მართალია, როცა მშობლები ციებ-ცხელებისგან ერთ თვეში დაეხოცათ, ძია
ბოდიუმ ძმისწულს მისწერა, თუ ოდესმე პარიზში ჩამოხვალ ბედის საძებნელად,
იმედი გქონდეს, შენთვის ადგილი მუდამ მექნებაო. მაგრამ ამ წერილის მიღების
შემდეგ თითქმის წელიწადი იყო გასული და გოგონა ახლა უკვე ნანობდა, ასე
მოულოდნელად რად წამოვედი ვალონიდან, წინასწარ მაინც გამეფრთხილებინა
ბიძა, თანაც, ძია ბოდიუ არც კი იცნობს ძმისწულებსო. იმის შემდეგ, რაც
ჭაბუკობისას ვალონი დატოვა და მაუდის გამყიდველის, ოშკორნის დუქანში
ნოქრად მოეწყო, ვალონში არც კი გამოჩენილა. შემდეგ სწორედ ამ ოშკორნის
ქალიშვილი შეირთო ცოლად.

– თქვენ ხომ არ ბრძანდებით ბატონი ბოდიუ? – როგორც იქნა, იკითხა დენიზმა


და მსუქან მოხუცს მიუახლოვდა.

– დიახ, მე გახლავართ, – უპასუხა გაოცებულმა მოხუცმა.

დენიზი გაწითლდა და ალუღლუღდა:

– მით უკეთესი! მე დენიზი ვარ, ეს კი ჟანია... აი პეპეც... როგორც ხედავთ, ძია,


ჩვენ ჩამოვედით...

ბოდიუს ენა ჩაუვარდა. დიდრონი, ჩასისხლიანებული თვალები აახამხამა,


ისედაც ნელა მოლაპარაკე იყო და ახლა სულ დაება ენა. ეტყობოდა, ოჯახი,
რომელიც ასე მოულოდნელად დაატყდა თავს, გადავიწყებული ჰყავდა.

– როგორ? რა თქვით? ჩამოვედითო? – წაიბუტბუტა ბოლოს, – თქვენ ხომ


ვალონში იყავით? რატომ ჩამოხვედით იქიდან?

დენიზმა აკანკალებული ხმით უამბო ბიძას თავისი ამბავი: მამამ მთელი


დანაზოგი სამღებროს მოახმარა და მისი გარდაცვალების შემდეგ უსახსროდ
დარჩენილი გოგონა დედის მაგივრობას უწევდა ძმებს. რასაც კორნაის მაღაზიაში
იღებდა, საჭმელში არ ჰყოფნიდათ. მართალია, ჟანი უკვე მუშაობდა

6
დურგალთან, მაგრამ უხელფასოდ. ამ ხელობით გატაცებულ ყმაწვილს უკვე
დაეწყო ხეზე ფიგურების ამოჭრა. ერთხელ სპილოს ძვლის ნაჭერი იპოვა და
რაღაცის თავი გამოეკვეთა. ვიღაც გამვლელმა შეამჩნია თურმე მისი ნახელავი და
ურჩია, ვალონიდან წადი და როგორმე ოსტატთან მოეწყვე პარიზშიო.

– ასე რომ, ძია, ჟანი ხვალვე დაიწყებს შეგირდად მუშაობას, ოსტატი სწავლის
ფულს არ მოსთხოვს. გარდა ამისა, ბინასაც მისცემს და საჭმელსაც, ხოლო მე და
პეპე იოლად გავიტანთ თავს. იმაზე ცუდად მაინც არ ვიქნებით, ვალონში რომ
ვიყავით.

დენიზს კრინტი არ დაუძრავს ჟანის სასიყვარულო თავგადასავალზე, წერილზე,


ერთი დარბაისელი ოჯახის ქალიშვილს რომ მისწერა, არც ღობესთან გამართულ
ხვევნა-კოცნაზე უთქვამს რამე. სწორედ ამ სკანდალმა გადააწყვეტინათ
მშობლიური ქალაქიდან წამოსვლა. დენიზი თან წამოჰყვა პარიზში, რომ
თვალყური ედევნებინა ძმისთვის. ეს დიდი ბავშვი, ასეთი ლამაზი და მხიარული,
უკვე იქცევდა ქალების ყურადღებას და დენიზის გულს დედობრივი შეშფოთება
დაუფლებოდა.

ბოდიუ ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, კვლავ დაუწყო გამოკითხვა ძმისწულს.
როცა მიხვდა, როგორი მზრუნველობით ლაპარაკობდა იგი თავის ძმებზე, მოლბა
და «შენობით» მიმართა:

– გამოდის რომ, მამაშენმა ცარიელზე დაგტოვათ! მე კი დარწმუნებული ვიყავი,


დანაზოგი მაინც ექნებოდა... ეჰ, რამდენჯერ მივწერე, თავი დაანებე მაგ
სამღებროს-მეთქი. ძალიან კეთილი გულის პატრონი იყო, მაგრამ ჭკუა აკლდა.
რაღა გაეწყობა, ბავშვები შენს კისერზე დაუტოვებია და იძულებული ხარ,
არჩინო.

მოხუცს სახე დაუმშვიდდა, თვალებიც აღარ ჰქონდა ისეთი ჩასისხლიანებული,


როგორც «ქალთა ბედნიერების» ცქერისას. ერთბაშად შეამჩნია, რომ დუქნის
შესასვლელთან იდგა და ბავშვებს გზას უღობავდა:

– ეჰ, შემოდით!.. რაკი ჩამოხვედით, სახლშიც შემოდით... ჯობს შინ შეხვიდეთ,


ვიდრე აქ იდგეთ და ამ სულელურ სანახაობას პირდაღებულები უცქერდეთ.

მან გაბოროტებით გადახედა პირდაპირ მოწყობილ ვიტრინას და შემდეგ და-


ძმები დუქანში შეიყვანა.

7
– ელიზაბეთ! ჟენევიევ! – დაუძახა ცოლ-შვილს, – აქ მოდით, სტუმრები
ჩამოგივიდათ!

დუქანში ჩამოწოლილმა სიბნელემ შეაკრთო დენიზი და მისი ძმები. ქუჩის


მკვეთრი შუქით თვალმოჭრილები ისე გაფაციცებით იყურებოდნენ, თითქოს
ბნელ ბუნაგში შესულიყვნენ. ფეხს ფრთხილად ადგამდნენ ამ არასაიმედო
საფეხურებზე და ალღოთი იკვლევდნენ გზას. შემკრთალები ერთმანეთს
ეკვროდნენ: პეპეს ხელი ჩაევლო დენიზის კაბის კალთისთვის, უფროსი ძმა უკან
მოსდევდა. ბოლოს, მოღიმარნი და აკანკალებულები ოთახში შევიდნენ. ძაძებში
ჩაცმული შავი სილუეტი მკვეთრად მოჩანდა კაშკაშა ცის ფონზე, მათი ქერა თმა
კი ოქროსფრად ბრწყინავდა მზის ირიბ სხივებზე.

– შემოდით, შემოდით! – იმეორებდა ბოდიუ. შემდეგ რამდენიმე სიტყვით საქმის


ვითარებაც გააცნო ცოლ-შვილს.

ქალბატონი ბოდიუ ტანმორჩილი, სისხლნაკლული, უფერული ქალი გახლდათ:


უფერული თმა, უფერული თვალები, უფერული ბაგეები... გადაგვარების ეს
ნიშნები უფრო მის ქალიშვილს აჩნდა, გამხდარსა და სიბნელეში დამჭკნარ
ყვავილივით გაცრეცილ გოგონას. მშვენიერი შავი თმა, სქელი და გრძელი, რაღაც
სასწაულით შერჩენოდა ამ სუსტ სხეულს და ერთგვარ ნაღვლიან სიმშვენიერეს
აძლევდა მის გარეგნობას.

– შემობრძანდით! – თქვეს ქალებმა, – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

დენიზი დახლს უკან დასვეს. პეპე მაშინვე აძვრა დის მუხლებზე, ხოლო ჟანი
გვერდით ამოუდგა დას და კედელს მიეყრდნო. სამივენი ნელ-ნელა
დამშვიდდნენ და ოთახს მოავლეს მზერა. თვალი უკვე შეჩვეოდა სიბნელეს და
მთელ დუქანს ნათლად ხედავდნენ. გაბოლილი, დაბალი ჭერი, ხმარებისგან
გაპრიალებული მუხის დახლები, ჩაკეტილი ასწლოვანი კარადები... მაუდისა და
საღებავის სუნი – ქიმიკატების მწკლარტე სუნი – ნესტიანი იატაკის გამო
მკვეთრად იგრძნობოდა. დუქნის სიღრმეში ორი ნოქარი და გამყიდველი ქალი
თეთრი ფანელის თოფებს კეცავდნენ.

– ამ ყმაწვილმა იქნებ მიირთავს რამე? – იკითხა ქალბატონმა ბოდიუმ და პატარა


ბიჭს გაუღიმა.

8
– არა, გმადლობთ, – უპასუხა დენიზმა, – სადგურის კაფეში დავლიეთ ყავა.
დენიზმა შეამჩნია, რომ ჟენევიევი იატაკზე დაგდებულ ფუთას უყურებდა და
უთხრა:

– სკივრი სადგურზე დავტოვე.

იგი გაწითლდა, მიხვდა, ასე მოულოდნელად არ უნდა გამოცხადებოდა


ნათესავებს. როგორც კი მატარებელი ვალონს გასცდა, ბარგი შესანახ კამერაში
დატოვა და ძმები ასაუზმა.

– აბა, ახლა სერიოზულად მოვილაპარაკოთ, – თქვა ერთბაშად ბოდიუმ, –


მართალია, მე თავად მოგწერე ჩამოდი-მეთქი, მაგრამ ეს ერთი წლის წინ იყო,
ჩემო პატარავ... ამ ერთ წელიწადში კი საქმე ცუდად წამივიდა...

მოხუცი შეჩერდა, ამაოდ ცდილობდა აღელვება არ შემჩნეოდა, მაგრამ ხმა მაინც


ჩაუწყდა. ქალბატონმა ბოდიუმ და ჟენევიევიმ მორჩილად დახარეს თავი.

– რასაკვირველია, – განაგრძო ბოდიუმ, – ეს შეფერხება დროებითია, გაივლის,


ეჭვი არ მეპარება, რომ გაივლის... მაგრამ თანამშრომლების შემცირება მომიხდა.
მხოლოდ სამი გამყიდველი მყავს და მეოთხეს ვეღარ დავიქირავებ... ახლა ამის
დრო არაა. ერთი სიტყვით, ჩემო საბრალო გოგონავ, მართალია, დაგპირდი, მაგრამ
სამუშაოზე ვეღარ აგიყვან.

თავზარდაცემული დენიზი გაფითრებული უგდებდა ყურს.

– აქ მუშაობა არც შენ მოგიტანს ხეირს, არც მე.

– თუკი ასეა საქმე, რას იზამთ... – ძლივს ამოიღო ხმა დენიზმა, – ვეცდები, სადმე
სხვაგან მოვეწყო.

ცოლ-ქმარი ბოდიუები ცუდი ადამიანები როდი იყვნენ, მაგრამ როგორც თვითონ


ამბობდნენ, ბედი არ სწყალობდათ. იმ ხანებში, როცა ვაჭრობის საქმეს კარგი პირი
უჩანდა, ხუთი ვაჟი ჰყავდათ გასაზრდელი; სამი მათგანი ოც-ოცი წლის ასაკში
მოუკვდათ. მეოთხე ცუდ გზას დაადგა, მეხუთე, კაპიტანი, კი ცოტა ხნის წინ
მექსიკაში გამგზავრებულიყო. შინ ერთადერთი ქალიშვილი ჟენევიევა დარჩათ.
ოჯახი ისედაც ბევრ ხარჯს მოითხოვდა, ხოლო როცა ბოდიუმ რამბუიეში,
სიმამრის სამშობლოში, დიდი და მოუწყობელი სახლი იყიდა, ამით ხომ სულ
დაიღუპა თავი. ამიტომ, ეს ზედმიწევნით პატიოსანი მოხუცი კომერსანტი
თანდათან უფრო გაავდა და გაბოროტდა.
9
– რასაკვირველია, უნდა გაგეფრთხილებინე, – განაგრძო მან და თან ბრაზი
მოსდიოდა, ეს რა გულქვა ვარო, – უნდა მოგეწერა... მე გიპასუხებდი, ვალონში
დარჩი-მეთქი... როცა მამაშენის გარდაცვალების ამბავი გავიგე, რა მექნა, მოგწერე
ის, რასაც ასეთ შემთხვევაში სწერენ ხოლმე ნათესავებს. შენ კი ადექი და
გაუფრთხილებლად ჩამოხვედი... ამით კი უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდე.

მან თანდათან აუმაღლა ხმას, ეტყობოდა, გულს იფხანდა. ცოლსა და ქალიშვილს


მორჩილად ჩაექინდრათ თავები და ხმას არ იღებდნენ, ისინი არასდროს
ერეოდნენ მის საუბარში. ჟანი გაფითრდა, დენიზმა მკერდზე მიიკრა
შეშინებული პეპე და ორი მსხვილი ცრემლი ღაწვებზე ჩამოუგორდა.

– კეთილი, ძია, – თქვა ბოლოს, – ჩვენ წავალთ.

ბოდიუ ერთბაშად მოვიდა გონს. მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

– გარეთ კი არ გაგდებთ... – წაიბუზღუნა ბოდიუმ, – რაკი ჩამოხვედით, დღეს


ჩვენთან გაათევთ ღამეს... მერე კი ვნახოთ...

მან ცოლ-შვილს გადახედა. ქალბატონი ბოდიუ და ჟენევიევი მაშინვე მიხვდნენ,


რომ სტუმრები უნდა დაებინავებინათ. ყველაფერი ადვილად მოგვარდა: ჟანის
ბედი არავის აწუხებდა, ოსტატი სამუშაოსაც მისცემდა და საცხოვრებელ
კუთხესაც. პეპეს ქალბატონ გრასთან, მოხუც მანდილოსანთან მოაწყობდნენ,
რომელსაც ორტის ქუჩაზე ქვედა სართული ეჭირა და თვეში ორმოც ფრანკად
პატარა ბავშვებს იღებდა თავის პანსიონში. დენიზმა განაცხადა, პირველი თვის
ქირას ახლავე გადავუხდიო. მთავარი იყო, დენიზს სამუშაო ეშოვა და ნათესავებს
ჰკითხა, სადმე ახლოს ხომ არ გეგულებათ ჩემთვის შესაფერისი ადგილიო.

– ვენსარი უნდა ეძებდეს გამყიდველს, – თქვა ჟენევიევიმ.

– ჰო, მართალია, ეძებს... – წამოიძახა ბოდიუმ, – როგორც კი ვისაუზმებთ,


წავიდეთ. ხომ გაგიგონიათ, რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო!

ვიდრე ნათესავები თათბირობდნენ, ერთი მყიდველიც არ შემოსულა. ბნელი


დუქანი კვლავ ცარიელი იყო. მაღაზიის კუთხეში გამყიდველები ჩურჩულებდნენ
და თან რაღაცას ალაგებდნენ. ერთბაშად სამი ქალი შემოვიდა და დენიზიც მარტო
დარჩა. პეპეს აკოცა. გული ეტკინა, როცა გაიფიქრა, ალბათ, მალე უნდა
დავშორდე პატარასო. ალერსის მოყვარულმა პეპემ დის მკლავებში ჩარგო თავი,
მაგრამ ხმა არ ამოუღია. მალე ქალბატონი ბოდიუ და ჟენევიევი დაბრუნდნენ,

10
პეპეს შეხედეს და თქვეს, რა წყნარი ბიჭი ყოფილაო. დენიზმა დაუმოწმა, მუდამ
ასეთი ჩუმია, ოღონდ ალერსი უყვარს კატასავითო.

ქალები ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებით ლაპარაკობდნენ ბავშვებზე, ოჯახზე,


პარიზისა და პროვინციის ცხოვრებაზე. ნათესავები კარგად არ იცნობდნენ
ერთმანეთს და თავს უხერხულად გრძნობდნენ. ჟანი კარის ზღურბლს
მიუახლოვდა, ქუჩის ხმაური იზიდავდა, თანაც ღიმილით ათვალიერებდა დუქნის
წინ გამვლელ ლამაზ გოგონებს.

ათ საათზე მსახური შემოვიდა, საუზმეზე ეპატიჟებოდა ოჯახს. ჩვეულებრივ,


ჯერ ბოდიუ, ჟენევიევი და უფროსი ნოქარი საუზმობდნენ, შემდეგ, თერთმეტ
საათზე ქალბატონი ბოდიუსთვის, მეორე ნოქრისა და გამყიდველი ქალისთვის
შლიდნენ სუფრას.

– აბა, წავიდეთ, ვისაუზმოთ! – მიმართა ძმისწულს მაუდის გამყიდველმა. როცა


დახლის უკან მოთავსებულ ვიწრო სასადილო ოთახში სუფრას მიუსხდნენ,
უფროს ნოქარს გადასძახა:

– კოლომბან!

ახალგაზრდა კაცმა ბოდიში მოიხადა, – ფანელის ნაჭრების დახვევა მინდოდა და


იმიტომ დამაგვიანდაო. ეს იყო 26 წლის ჯმუხი, მსხვილტუჩა ყმაწვილი,
რომელსაც თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.

– მოასწრებ... ყველაფერს თავისი დრო აქვს, – უპასუხა ბოდიუმ, სკამზე


მოხერხებულად მოკალათდა და ნელა, მარჯვედ დაანაწილა ცივად მოხარშული
ხბოს ხორცი პატარ-პატარა ნაჭრებად, შემდეგ ჩამოარიგა და პურიც დაჭრა.
დენიზმა პეპე გვერდით მოისვა. უნდოდა მისთვის ულუფა თავად გადმოეღო,
ტანსაცმელი არ გაითხუპნოსო, მაგრამ ბნელ სასტუმრო ოთახს აეფორიაქებინა:
იქაურობას რომ გადაავლებდა თვალს, სევდა გულს უკუმშავდა. პროვინციაში
ფართო, ნათელ ოთახებს იყო შეჩვეული. აქ კი სასადილო ოთახის ერთადერთი
ფანჯარა პატარა ეზოში გადიოდა, რომელიც ბნელი ბილიკით უერთდებოდა
ქუჩას. ეს ნესტიანი და უსუფთაო ეზო ჭის ფსკერს წააგავდა, სადაც მქრქალი
შუქი ძლივს ატანდა. ზამთრობით ოთახში დილიდან საღამომდე გაზი ენთო,
ხოლო ისეთ ამინდში, როცა შეიძლებოდა შუქი არ აენთოთ, ოთახს უფრო
ნაღვლიანი იერი ეფინებოდა.

11
დენიზმა, როგორც იქნა, თვალი შეაჩვია სიბნელეს და მის თეფშზე დალაგებული
ხორცის ნაჭრები შეამჩნია.

– ოჰო, ამ ყმაწვილს რა კარგი მადა ჰქონია! – შენიშნა ბოდიუმ, როცა დაინახა, რომ
ჟანს უკვე გადაესანსლა ხბოს ხორცის მოზრდილი ნაჭერი, – თუკი მუშაობაში
ისევე მარდია, როგორც ჭამაში, მისგან ნამდვილი მამაკაცი გამოვა... მაგრამ შენ
რატომ არაფერს ჭამ, შვილო? ერთი ეს მითხარი... ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ
კიდეც... გამომიტყდი, ვალონში რატომ არ გათხოვდი?

დენიზმა მაგიდაზე დადო ბაგესთან მიტანილი ჭიქა.

– რას ამბობთ, ძია! მე და გათხოვება?! აბა, დაფიქრდით! ბავშვებს რაღა ვუყო?

ისე უაზროდ მოეჩვენა ბიძის ნათქვამი, რომ სიცილიც კი აუტყდა. გარდა ამისა,
ვინ შეირთავს ტოროლასავით გამხდარ გოგოს, უშნოსა და უმზითვოს? არა,
რასაკვირველია, არასოდეს გათხოვდება... ეს ორი ბავშვიც ეყოფა!

– ცდები, – შეეკამათა ბიძა, – ქალი უმამაკაცოდ არ ვარგა, ვინმე ყოჩაღი ბიჭი რომ
გეშოვა, შენ და შენს ძმებს პარიზის ქუჩებში ასე ბოშებივით სახეტიალოდ არ
გექნებოდათ საქმე.

მსახურმა ღორის ქონზე შემწვარი კარტოფილი შემოიტანა და ბოდიუმ კვლავ


დაიწყო ძუნწად, მაგრამ ზუსტად მისი დანაწილება, შემდეგ ჟენევიევისა და
კოლომბანისკენ გაიშვირა კოვზი და თქვა:

– აი, ამათ, თუ ზამთრის სეზონმა გამიმართლა, გაზაფხულზე ჯვარს დავწერ.

ასეთი იყო ამ ფირმის პატრიარქალური ტრადიცია. მისმა დამაარსებელმა,


არისტიდ ფინემ თავისი ქალიშვილი დეზირე უფროს ნოქარ ოშკორნს მიათხოვა;
მოხუცმა ოშკორნმაც თავისი ქალიშვილი ელიზაბეტი ბოდიუს მიათხოვა,
რომელიც ერთ დროს შვიდიოდე ფრანკით მივიდა ლა მიშოდიერის ქუჩაზე
სამუშაოდ. თავად ბოდიუ აპირებდა ქალიშვილი კოლომბანზე გაეთხოვებინა და
დუქანიც მათთვის გადაეცა, თუკი ვაჭრობის საქმე კარგად წაუვიდოდათ. ეს
ამბავი სამი წლის წინ გადაწყვიტა, მაგრამ პატიოსანი კომერსანტი ჯიუტობდა და
საქმეს აჭიანურებდა. თავად მშვენიერი დუქანი მიეღო და არ უნდოდა ნაკლები
კლიენტურითა და საეჭვო ბალანსით გადაეცა იგი სიძისთვის.

ბოდიუმ კოლომბანი გააცნო სტუმრებს. იგი ქალბატონ ბოდიუს მამის


სამშობლოდან, რამბუიედან ყოფილა, შორეულ ნათესავადაც კი თვლიდნენ
12
თურმე. შრომისმოყვარე ყმაწვილი გამომდგარა, ათი წელიწადი უმუშავია
დუქანში და სამართლიანადაც დაუმსახურებია დაწინაურება. გარდა ამისა, ვინმე
ვიგინდარა კი არ იყო... მამამისი, დარდიმანდი კოლომბანი, მთელ სენ-ე-უაზში
სახელგანთქმული ვეტერინარი გახლდათ, თავისი საქმის კარგი მცოდნე. მაგრამ
დროსტარება ისე უყვარდა, რომ მთელი ქონება გაფლანგა.

– მამამისი, მართალია, ქეიფობს და ქალებს დასდევს, სამაგიეროდ, ღვთის


მადლით, ვაჟიშვილმა აქ, ჩვენთან, ფულის ფასი ისწავლა, – განაცხადა მაუდის
გამყიდველმა.

სანამ ბოდიუ ლაპარაკობდა, დენიზი კოლომბანსა და ჟენევიევს აკვირდებოდა:


ისინი ისე გულგრილად ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, თითქოს ეს საუბარი
მათ არ ეხებოდათ. არც ერთხელ არ გაუღიმიათ, არც გაწითლებულან. მუშაობის
დაწყების პირველივე დღიდან დარწმუნდა ეს ახალგაზრდა კაცი, რომ ოჯახის
სიძე გახდებოდა. მოთმინებით განვლო თავისი კარიერის სხვადასხვა საფეხური:
შეგირდობა, მერე ხელფასიანი გამყიდველი და ბოლოს, ოჯახის ჭირისა და
ლხინის გამზიარებელიც გახდა. ცხოვრება საათივით ჰქონდა აწყობილი და ამ
ქორწინებასაც საქმის სარფიან და სინდისიერ გარიგებად თვლიდა. რაკი იცოდა,
რომ ჟენევიევი დღეს თუ ხვალ მისი ცოლი გახდებოდა, ამიტომაც არ ჰქონდა მისი
ხელში ჩაგდების დიდი სურვილი. ქალიშვილიც შეჩვეოდა იმ აზრს, რომ უნდა
ჰყვარებოდა ეს ახალგაზრდა კაცი და მისთვის ჩვეული თავშეკავებულობითა და
სერიოზულობით უყვარდა კიდეც...

დენიზმა მოვალედ ჩათვალა თავი, აზრი გამოეთქვა და განაცხადა:

– როცა ახალგაზრდებს ერთმანეთი მოსწონთ და თანაც შესაძლებლობა აქვთ...

– დიახ, ბოლო მუდამ ასეთია... – შეაწყვეტინა კოლომბანმა. იგი ნელა ღეჭავდა


ხორცის ნაჭერს და აქამდე კრინტიც არ დაუძრავს.

ჟენევიევი თვალს არ აშორებდა.

– მთავარია, ერთმანეთის ესმოდეთ, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება, – თქვა


მან.

მათი სიყვარული აქ, პარიზის ძველი სახლის ქვემო სართულზე ჩაისახა, რომელიც
სარდაფში გაზრდილ ყვავილს წააგავდა. ამ ათი წლის განმავლობაში ჟენევიევი
მხოლოდ კოლომბანს ხედავდა, მის გვერდით ატარებდა დღეებს, მაუდის ერთსა

13
და იმავე ბარდანებს შორის, ჩაბნელებულ დუქანში. დილით და საღამოს ისინი
ჭასავით გრილ და ვიწრო ოთახში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ალბათ, მინდორში,
ფოთლოვან ხეებს ქვეშაც ვერ მოახერხებდნენ ასე მიმალვას, ასე განმარტოებას...
მხოლოდ ეჭვები და საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში აგრძნობინებდა
ჟენევიევს, რომ კოლომბანის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და სულიერი
სიცარიელისა და მოწყენილობის გამო, რაც ამ ბნელ ბუნაგში ეუფლებოდა ხოლმე
ყოველდღე, სამუდამოდ მიეჯაჭვა ვაჟს.

მიუხედავად ამისა, ჟენევიევი ისეთი თვალებით შესცქეროდა კოლომბანს, რომ


დენიზმა რაღაც შფოთი ამოიკითხა მის მზერაში და სასწრაფოდ დაუმატა:

– სადაც სიყვარულია, იქ ერთმანეთის გაგებაც არის.

ამასობაში ბოდიუ თვალს არ აშორებდა სუფრას, ჭრიდა ყველს და ნათესავების


პატივსაცემად მეორე დესერტიც მოატანინა – მოცხარის მურაბა. ასეთი
გულუხვობა, ეტყობა, კოლომბანს ეუცხოვა. პეპე, რომელიც აქამდე მშვიდად
იჯდა, მურაბის დანახვაზე აცმუკდა. ჟანი ყურადღებით უსმენდა ქორწინების
ამბავს და უთვალთვალებდა ბიძამისს, რომელიც მეტად დუნე, უფერულ
არსებად ჩათვალა და შავყურა, წითელთვალება თეთრ კურდღელს მიამსგავსა.

– ახლა კი გვეყოფა ლაპარაკი, ადგილი სხვებს დავუთმოთ! – განაცხადა მაუდის


გამყიდველმა და სუფრიდან ადგომის ნიშანი მისცა მეინახეებს, – თუ ზოგჯერ
ზედმეტი ნებივრობის უფლებას მისცემ თავს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ
სხვების მოთმინება ბოროტად გამოიყენო.

ახლა ქალბატონი ბოდიუ, მეორე ნოქარი და გამყიდველი ქალი მიუსხდნენ


სუფრას. მარტო დარჩენილი დენიზი დუქნის კართან ჩამოჯდა. უცდიდა, სანამ
ბიძამისი გათავისუფლდებოდა და ვენსართან წაიყვანდა. პეპე ფერხთით
ჩაუცუცქდა და თამაში დაიწყო. ჟანს კვლავ სათვალთვალო პუნქტი ეკავა კარის
ზღურბლთან. დენიზი თითქმის მთელი ერთი საათი ადევნებდა თვალს
ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. ზოგჯერ მყიდველებიც
გამოჩნდებოდნენ: ჯერ ერთი ქალი შემოვიდა, შემდეგ კიდევ ორი. სიძველის
სუნი და სიბნელე ჯერ შერჩენოდა დუქანს, სადაც ადრინდელი თავაზიანი და
უბრალო ვაჭრობა თითქოს დასტიროდა ამ სიცარიელეს. დუქნის ღია კარიდან
დენიზი ქუჩის მეორე მხარეს ხედავდა და აღტაცებით შესცქეროდა «ქალთა
ბედნიერების» ვიტრინებს. მიუხედავად გვიანი შემოდგომისა, წვიმის შემდეგ

14
სითბო იგრძნობოდა. ამ უღიმღამო, თითქოსდა მზის მტვრით სავსე დღეს,
გამოცოცხლებულ დიდ მაღაზიაში ვაჭრობა დუღდა.

დენიზს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მთელი ძალით ამუშავებულ მანქანას


უყურებდა, რომელიც საძირკვლიდან ვიტრინამდე ზანზარებდა. დილით ნანახი
ცივი ვიტრინები გამქრალიყო. ახლა ისინი შინაგანი ცეცხლით გამთბარიყვნენ და
ცახცახებდნენ. ხალხი თვალს ვერ აშორებდა მაღაზიას. გაშმაგებული და ხარბი
ქალები ერთმანეთს აწყდებოდნენ, ხოლო ქუჩაში ატეხილ ვნებათაღელვას
ქსოვილებიც გამოეცოცხლებინა: მოლივლივე მაქმანები დაშვებულ ნაკეცების
მიღმა, საიდუმლოდ ფარავდნენ მაღაზიის სიღრმეს. მაუდის კვადრატული,
სქელი თოფებიც კი ირგვლივ ცდუნებას აფრქვევდა. გამოცოცხლებულ
მანეკენებზე ჩამოცმულ პალტოებს მომრგვალებული ფორმები მიეღოთ, ხოლო
ხავერდის გრძელი მანტო, მოქნილი და თბილი, ისე იბურცებოდა, თითქოს ქალის
მხრებზე მოუხურავთ და მღელვარე მკერდისა და თეძოების თრთოლა
გადასდებიაო.

შენობა ამოძრავებულ მანქანასავით გუგუნებდა. ათასნაირი საქონლით


გაბრუებული მყიდველები დახლებს აწყდებოდნენ, შემდეგ სალაროებისკენ
მირბოდნენ. ყველაფერი მექანიკური სიზუსტით ხდებოდა – გადასაცემი
მექანიზმის ძალითა და ლოგიკით, რომელიც ქალთა მთელ ბრბოს ითრევდა თან.

დენიზს დილიდანვე დაუფლებოდა ცდუნება – ეს უზარმაზარი მაღაზია კიდეც


იზიდავდა და კიდეც აშინებდა. ერთ საათში იქ უფრო მეტი ხალხი შევიდა, ვიდრე
კორნაისთან ნახევარ წელიწადში შედიოდა. დენიზს ძალიან უნდოდა
მოხვედრილიყო ამ მაღაზიაში, მაგრამ ეშინოდა და ამით უფრო უცხოველდებოდა
სურვილი. ბიძამისის დუქანი უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა მასში. ეს
გაყინული ბუნაგი, სადაც ძველებურ ყაიდაზე ვაჭრობდნენ, გაუგებარ
სიძულვილს, ინსტინქტურ ზიზღს ჰგვრიდა, ნაუცბადევი ჩამოსვლა, ნათესავების
თავშეკავებული შეხვედრა, საპყრობილის მსგავს სიბნელეში უფერული საუზმე,
ძველი, სიკვდილის პირას მისული ფირმის ძილისმომგვრელ ატმოსფეროში
ლოდინი – ერთი სიტყვით, დღევანდელ შთაბეჭდილებებში უსიტყვო პროტესტი,
სიცოცხლისადმი და სინათლისადმი სწრაფვა იგრძნობოდა. დენიზს მაინც
«ქალთა ბედნიერებისკენ» გაურბოდა თვალი, თითქოს მას, გამყიდველ ქალს,
სურდა ამ დიდი ვაჭრობის ბრწყინვალებით გამთბარიყო.

15
– აი, ვის არ აკლია მყიდველები! – წამოსცდა ქალს და მაშინვე ინანა. მის უკან
ბოდიუს მთელი ოჯახი იდგა.

ქალბატონ ბოდიუს უკვე ესაუზმა, სუფრიდან ამდგარიყო და ახლა ფერწასული


იდგა და თვალს არ აშორებდა ურჩხულს. თუმცა ბედს დიდი ხანია შერიგებოდა
საბრალო, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს მდებარე უზარმაზარი მაღაზიის დანახვა
მუდამ უტყვ სასოწარკვეთაში აგდებდა და ცრემლს ჰგვრიდა. ჟენევიევი
შეშფოთებული შესცქეროდა კოლომბანს, რომელიც უცნაურ ექსტაზში
გაშეშებულიყო – რა იცოდა, თუ თვალს ადევნებდნენ! იგი უყურებდა მზა
ტანსაცმლის სექციის დახლებთან მდგარ გამყიდველ ქალებს, რომლებიც მეორე
სართულის ფანჯრებიდან მოჩანდნენ.

– ნათქვამია, აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო, – წაიბუზღუნა


ბოდიუმ ღვარძლიანად, – მოთმინება ვიქონიოთ!

აშკარად იგრძნობოდა, მთელი ოჯახი ცდილობდა მოწოლილი ბოღმა როგორმე


ჩაეხშო. თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდათ, თავიანთი გრძნობა ამ ბავშვების
წინაშე გამოემჟღავნებინათ. ბოლოს მაუდის გამყიდველმა თავს ძალა დაატანა
და ეს საძაგელი მაღაზია რომ არ დაენახა, თავი მიაბრუნა.

– აბა, ახლა წავიდეთ ვენსართან, – თქვა მან, – სამუშაოს შოვნა მოსწრებაზეა...


იქნებ ხვალ ვერაფერი ვიშოვოთ.

წასვლის წინ უმცროს ნოქარს დაუბარა, სადგურში წადი და დენიზის სკივრი


მოიტანეო. ქალბატონმა ბოდიუმ, რომელსაც დენიზმა პეპე ჩააბარა, გადაწყვიტა,
ბავშვი მაშინვე წაეყვანა ორტის ქუჩაზე, ქალბატონ გრასთან და მოლაპარაკებოდა
კიდეც. ჟანს პირობა ჩამოართვეს, დუქანს არ მოშორებოდა.

– ვენსარის მაღაზია ათიოდე ნაბიჯზეა აქედან, – უთხრა ბოდიუმ ძმისწულს და


გაიონის ქუჩაზე გავიდა, – იგი მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობს და ჯერჯერობით
კარგადაც აქვს საქმე; რასაკვირველია, სხვებივით მასაც უჭირს, მაგრამ
მოხერხებული და ხელმოჭერილი კაცია და ამიტომაც იოლად გააქვს თავი. თუმცა,
მგონი, რევმატიზმი ისე მოეძალა, რომ აპირებს ვაჭრობას თავი დაანებოს.

ვენსარის მაღაზია ნევ-დე-შანის ქუჩაზე მდებარეობდა. შუაზელის პასაჟთან,


თანამედროვე ფუფუნებით მოწყობილი შენობა სუფთა და ნათელი, მაგრამ
ვიწრო იყო. ვერც საქონლის მრავალფეროვნებით დაიკვეხნიდა მაღაზია.

16
ბოდიუ და დენიზი იმ დროს მივიდნენ, როცა ვენსარი ორ მამაკაცს ესაუბრებოდა.

– ნუ შეწუხდებით, – უთხრა მაუდის გამყიდველმა ვენსარს, – ჩვენ არ გვეჩქარება,


დავიცდით.

შემდეგ კართან დაბრუნდა და ძმისწულს წასჩურჩულა:

– აი, იმ გამხდარ კაცს ხომ ხედავ? «ბედნიერების» აბრეშუმის სექციის უფროსის


მოადგილეა, ხოლო ის მსუქანი ფაბრიკანტია.

დენიზი მიხვდა, ვენსარი ცდილობდა, თავისი მაღაზია «ქალთა ბედნიერების»


თანამშრომლისთვის, რობინოსთვის გადაეცა. ვენსარი თითქოს გულწრფელი
ადამიანი ჩანდა, მაგრამ ისე ლაღად იძლეოდა პატიოსან სიტყვას, ეტყობოდა,
ფიცის მიცემა არაფრად უღირდა.

მისი სიტყვით, მაღაზია ნამდვილი ოქროს საბადო იყო. ეს ჯანსაღი, ჯან-ღონით


სავსე კაცი ერთბაშად აკვნესდებოდა, ოხრავდა და ირწმუნებოდა, ეს წყეული
ავადმყოფობა მაიძულებს, ქონებაზე ხელი ავიღოო. მაგრამ ნერვიული და
გატანჯული რობინო მოუთმენლად აწყვეტინებდა სიტყვას: ძალიან კარგად ვიცი,
რა კრიზისს განიცდიან სიახლეების მაღაზიებიო და თავისი სიტყვის
დასამოწმებლად აბრეშუმის ერთი მაღაზიის ამბავი მოიტანა, იგი ხომ
«ბედნიერების» მეზობლობამ დაღუპაო.

– ეგ რა მოსატანია, დალახვროს ეშმაკმა! – ხმას აუმაღლა აღელვებულმა ვენსარმა,


– იმ ბრიყვ ვაბრს, სულერთია, გაკოტრება არ ასცდებოდა. ცოლმა გაუფლანგა
მთელი შემოსავალი... გარდა ამისა, ჩემი მაღაზია მთელი კილომეტრითაა
დაშორებული «ბედნიერებისგან», ხოლო ვაბრი თქვენი კარის მეზობელი იყო.

საუბარში აბრეშუმის მწარმოებელი გოჟანი ჩაერია. ხმას ისევ დაუწიეს, ამ


მაღაზიებმა სულ დაღუპეს ფრანგული წარმოებაო, – თქვა მან. სამი-ოთხი ასეთი
მაღაზია აწესებს კანონებს და ბაზრის ბატონ-პატრონებიც თვითონვე არიანო.
მათთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება წვრილი ვაჭრობის ხელის შეწყობაა,
რადგან მომავალი მათ ეკუთვნითო. იგი მსხვილ კრედიტს სთავაზობდა
რობინოს.

– ხომ ხედავთ, როგორ გექცევათ «ბედნიერება?» – უმტკიცებდა იგი, – არაფრად


აგდებენ, რა სამსახური გაუწევია ადამიანს მაღაზიისთვის და მხოლოდ ხალხის
ყვლეფაზე უჭირავთ თვალი. რამდენი ხანია სექციის უფროსობას გპირდებიან,

17
ვიღაც ვიგინდარა ბუტმონმა, რომელსაც თქვენ არაფრით ჩამოუვარდებით, ეს
თანამდებობა ადვილად მიიღო.

ამ უსამართლობის გამო, რობინოს ახლაც სტკიოდა გული. მიუხედავად ამისა,


მაღაზიის ყიდვა მაინც ვერ გადაეწყვიტა. ამბობდა, ფული ჩემი არაა, ჩემი
ცოლისაა, ეს სამოცი ათასი ფრანკი მემკვიდრეობით მიიღო და მეშინია, საეჭვო
საქმეში დავაბანდო, ვაითუ, ამოდენა თანხა დამეკარგოსო.

– არა, ჯერ ვერ გადამიწყვეტია, – თქვა მან ბოლოს, – დრო მომეცით, მოვიფიქრებ
და მერე მოვილაპარაკოთ.

– თქვენი ნებაა, – უპასუხა ვენსარმა და იმედის გაცრუება მოჩვენებითი


უდარდელობით დამალა, – მე თვითონ არ მინდა მაღაზიის გაყიდვა, მაგრამ...
ავად რომ არ ვიყო...

შემდეგ იქით გაემართა, სადაც ბატონი ბოდიუ იდგა:

– რითი შემიძლია გემსახუროთ, ბატონო ბოდიუ?

მაუდის გამყიდველმა, რომელიც ცალი ყურით უსმენდა მათ საუბარს, ძმისწული


გააცნო, ზოგი რამ უამბო მისი ცხოვრებიდან და დაუმატა, ორი წელი მუშაობდა
პროვინციის მაღაზიაშიო.

– და რაკი მითხრეს, გამყიდველს ეძებსო...

– ოჰ, რა საწყენია! – სინანულით წარმოთქვა ვენსარმა, – მთელი კვირა ვეძებდი


გამყიდველს და სწორედ ორი საათის წინ დავიქირავე.

სიჩუმე ჩამოვარდა. დენიზი თავზარდაცემულივით იდგა. რობინო თანაგრძნობით


უყურებდა და ეტყობოდა, მისმა უმწეო მდგომარეობამ შეაწუხა.

– რამდენადაც ვიცი, ჩვენთან, მზა ტანსაცმლის სექციაში გამყიდველი


სჭირდებათ, – თქვა მან ბოლოს.

ბოდიუმ ვერ შეიკავა თავი და ხმამაღლა წამოიყვირა:

– თქვენთან?! ოჰ, არა, ბატონო ჩემო! ესღა მაკლია!

ერთბაშად შერცხვა და ენა დაება. დენიზი გაწითლდა. იგი გაფიქრებასაც ვერ


ბედავდა, ამ მაღაზიაში მოვეწყობიო, მაგრამ გული სიამაყით უძგერდა, როცა
წარმოიდგენდა, შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს, მეც იქ ვიმუშავებო.
18
– კი მაგრამ, რატომ? – გაკვირვებით იკითხა რობინომ, – პირიქით, მადმუაზელს
ბედი ეწევა თუკი იქ მოხვდება. გირჩევთ, ხვალ დილით სექციის გამგესთან,
ქალბატონ ორელისთან მივიდეს. ბოლოს და ბოლოს, თუ არ სჭირდებათ
გამყიდველი, უარს ეტყვიან და ეს იქნება!

ბოდიუ ცდილობდა ზოგადი ფრაზებით დაეფარა თავისი შეშფოთება: კარგად


ვიცნობ ქალბატონ ორელის, ან უკეთ მის ქმარს ბატონ ლომს, მოლარეს, რომელიც
ავტობუსის ქვეშ მოჰყვა და მარჯვენა ხელი მოაჭრესო.

– თუმცა, ეს ჩემი ძმისწულის საქმეა, როგორც სურს, ისე მოიქცეს, – მკვახედ


დაასრულა მან.

იგი გამოეთხოვა გოჟანსა და რობინოს და მაღაზიიდან გავიდა. ვენსარმა კარამდე


მიაცილა, ბოდიში მოუხადა, თხოვნაც ვერ აგისრულეთო. დენიზი მიჯაჭვულივით
იდგა შუა მაღაზიაში, გულით უნდოდა, დაწვრილებით გამოეკითხა
რობინოსთვის სამუშაოს ამბავი, მაგრამ ვერ გაბედა და გამომშვიდობებისას ესღა
წასჩურჩულა:

– გმადლობთ, ბატონო.

დაფიქრებული ბოდიუ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა სახლისკენ. გზაში სიტყვა არ


უთქვამს დენიზისთვის, რომელიც თითქმის სირბილით მისდევდა უკან. ლა
მიშოდიერის ქუჩაზე, როცა ბოდიუ ის იყო შინ შესვლას აპირებდა, მას ხელი
დაუქნია მეზობელმა, თავისი დუქნის ზღურბლთან მდგარმა ვაჭარმა. დენიზიც
შეჩერდა.

– რა მოხდა, ძია ბურა? – იკითხა მაუდის გამყიდველმა.

ღრმად მოხუცებულ ბურას ორაკულის თავი, გრძელი თმა და წვერი, გამჭოლავი


თვალები, სქელი, გაბანჯგვლული წარბები ჰქონდა. იგი ხელჯოხებითა და
ქოლგებით ვაჭრობდა, ძველების შეკეთებაც ეხერხებოდა, სახელურებსაც
თვითონ ჭრიდა და მთელ უბანში კარგი ხელოსნის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
დენიზმა თვალი შეავლო დუქნის ვიტრინას, სადაც ქოლგები და ხელჯოხები
ჩაემწკრივებინათ. დუქნის შენობამ გააოცა. ეს იყო «ქალთა ბედნიერებასა» და
ლუი XIV-ის სტილის სასახლეს შორის მომწყვდეული საცოდავი მიწური.
გასაოცარი იყო მართლაც, როგორ მოხვდა ეს სახლი ამ ვიწრო ნაპრალში, რომლის
სიღრმეში ორი დაბალი სართული არც კი მოჩანდა ხეირიანად. მარჯვნივ და

19
მარცხნივ, მოღრეცილი და დახეთქილი სახურავი, ორფანჯრიანი დამსკდარი
ფასადი და ნახევრად წაშლილი, ჩაჟანგული ხის აბრა ჩამონგრევაზე იყო.

– იცით, ამ სახლის პატრონსაც მისწერა თურმე, თქვენი სახლის ყიდვა მინდაო, –


თქვა ბურამ აღშფოთებით და ბოდიუს მიაშტერდა.

მაუდის გამყიდველი გაფითრდა და მხრები აიჩეჩა. სიჩუმე ჩამოვარდა. მოხუცები


დაფიქრებული სახით შესცქეროდნენ ერთმანეთს.

– ყველაფერს უნდა მოველოდეთ, – წასჩურჩულა ბოლოს ბოდიუმ.

ბურა აპილპილდა, გრუზა თმა და წვერი შეარხია და წამოიყვირა:

– იყიდოს სახლი, ოთხმაგად გადაიხადოს! მაგრამ ვფიცავ, სანამ ცოცხალი ვარ,


აქედან ერთ ქვასაც ვერ წაიღებენ... იჯარის ვადა თორმეტი წლის შემდეგ
მითავდება... ვნახავთ, რას წაიღებენ... ვნახავთ!

ეს უკვე ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ბურა «ქალთა ბედნიერებისკენ»


იყურებოდა, თუმცა არც ბოდიუს, არც მას ამ მაღაზიის სახელი არ უხსენებიათ.
ბოდიუმ ჩუმად გადააქნია თავი, შემდეგ ოხვრა-კვნესით წაჩანჩალდა შინისკენ:

– ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! – გაიძახოდა ბერიკაცი.

დენიზმა მათი საუბარი მოისმინა და ახლა უკან გაჰყვა ბიძამისს. ქალბატონი


ბოდიუ და პეპე უკვე დაბრუნებულიყვნენ. ქალბატონი გრა, როცა გინდათ, მაშინ
აიყვანს ბავშვს თავის პანსიონშიო, უთხრა ბოდიუმ დენიზს, რომელსაც
შეშფოთებული სახე ჰქონდა, რადგან ჟანი არსად ჩანდა. მაგრამ ყმაწვილი მალე
დაბრუნდა და სახეგაბრწყინებულმა გატაცებით დაიწყო ლაპარაკი პარიზის
ბულვარებზე. დენიზმა ისე ნაღვლიანად შეხედა ძმას, რომ ჟანი გაწითლდა. მათი
ბარგი უკვე მოეტანათ. გადაწყვიტეს, ღამე ზემოთ გაეთიათ, სხვენზე.

– მართლა, ვენსართან რა გაიგეთ? – იკითხა ქალბატონმა ბოდიუმ.

მაუდის გამყიდველმა მოახსენა, ტყუილად წავედით, ადგილი დაკავებული


დაგვხვდაო, შემდეგ დაუმატა, ჩვენს ძმისწულს სამუშაო შესთავაზესო და
ამრეზით გაიშვირა ხელი «ქალთა ბედნიერებისკენ».

– აი, იქ! – წაიბუზღუნა მან.

მთელი ოჯახი შეურაცხყოფილი დარჩა.

20
პირველი ცვლა საღამოს ხუთ საათზე სადილობდა. დენიზი და მისი ძმები
ბოდიუს, ჟენევიევისა და კოლომბანთან ერთად მიუსხდნენ სუფრას. გაზის
ნათურა ენთო პატარა სასადილო ოთახში, სადაც საჭმლის სუნი იდგა. უსიტყვოდ
შეუდგნენ სადილს. მაგრამ დესერტზე ქალბატონი ბოდიუ, რომელიც ერთ
ადგილას ვერ ისვენებდა, დუქნიდან სასადილო ოთახში შემოვიდა და დენიზის
უკან დაჯდა. დილიდან შეკავებული ბოღმა ერთბაშად გადმოანთხიეს და იმ
ურჩხულის ლანძღვით გული მოიოხეს.

– რასაკვირველია, შენი საქმე შენ უკეთ იცი... როგორც გინდა, ისე მოიქეცი... –
დაიწყო ბოდიუმ, – ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებთ... მაგრამ, რომ იცოდე, ეს რა
ფირმაა!

და მან მოკლედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებით უამბო ოქტავ მურეს


თავგადასავალი. აი, ვის სწყალობს ბედი! სამხრეთელი ბიჭი, რომელსაც
ავანტიურისტის შემპარავი თავხედობა აქვს მომადლებული, პარიზში
ჩამოსვლისთანავე გაეხვა სასიყვარულო ორომტრიალში... ხან ერთი ქალი
გაყვლიფა, ხან მეორე; ერთხელ ისეთი თავმოსაჭრელი საქმე დაემართა, რომ
მთელი უბანი ახლაც მასზე ლაპარაკობს. და აი, ერთბაშად ღმერთმა უწყის,
როგორ მოახერხა, ქალბატონი ედუენი ჩაიგდო ხელში და მალე «ქალთა
ბედნიერების» მფლობელიც გახდა.

– საწყალი კაროლინა! – შეაწყვეტინა ქმარს ქალბატონმა ბოდიუმ, – იგი ჩემი


შორეული ნათესავი იყო. ეჰ, ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასე კი არ
წაგვივიდოდა საქმე! ჩვენი განადგურების უფლებას არავის მისცემდა!.. მაგრამ,
სწორედ მურემ მიიყვანა სიკვდილის პირას. მშენებლობის დროს მოხდა ეს
ამბავი! ერთ დილით სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა და ორმოში
ჩავარდა. სამი დღის შემდეგ ეს ჯან-ღონით სავსე, ლამაზი ქალი გარდაიცვალა
კიდეც. ამ სახლის ყოველ ქვას მისი სისხლის კვალი ატყვია.

ქალბატონმა ბოდიუმ დიდი მაღაზიისკენ გაიშვირა აკანკალებული, უფერული


ხელი. დენიზი ისე უგდებდა ყურს, როგორც ჯადოქრულ ზღაპრებს ისმენენ
ხოლმე და ტანში ჟრუანტელი უვლიდა. «ქალთა ბედნიერებაში» მოხვედრა
დენიზს ძალიან უნდოდა, მაგრამ თანაც ეშინოდა. იქნებ ეს შიში გამოწვეული იყო
ამ ქალის სისხლით, რომელსაც დენიზი თითქოს თვალნათლივ ხედავდა ქვედა
სართულის წითელ ბათქაშზე?!

21
– ამან ბედნიერებაც კი მოუტანა მას, – დაუმატა ქალბატონმა ბოდიუმ და მურეს
სახელი მაინც არ ახსენა.

მაუდის გამყიდველმა მხრები აიჩეჩა. იგი ზიზღნარევი მწარე ღიმილით უსმენდა


დედაკაცთა ამ ჭორებს, შემდეგ ისევ თვითონ განაგრძო მურეს ამბავი და
ნამდვილი კომერსანტის ენაწყლიანობით უამბო ძმისწულს საქმის ვითარება:

«ქალთა ბედნიერება» 1822 წელს დაარსდა ძმები დელეზების მიერ. უფროსი ძმის
სიკვდილის შემდეგ, მისი ქალიშვილი კაროლინა ტილოს მწარმოებლის ვაჟს,
შარლ ედუენს შეურთავს. კაროლინა რომ დაქვრივებულა, მურეს გაჰყოლია
ცოლად და ნახევარი მაღაზია მზითვად მიურთმევია. სამი თვის შემდეგ
ბიძამისიც მომკვდარა, მას შვილები არ დარჩენია და როცა საძირკვლის ჩაყრისას
კაროლინაც დაღუპულა, მურე ერთადერთი მემკვიდრე და «ქალთა ბედნიერების»
ერთადერთი მფლობელიც გამხდარა. აი, ვის სწყალობს ბედიო, დაამთავრა
მოხუცმა.

– ეს კაცი საშიში ფანტაზიორია, შფოთისთავი. ნებაზე რომ მიუშვა, მთელ უბანს


ყირაზე დააყენებს! – არ ცხრებოდა ბოდიუ, – დარწმუნებული ვარ, ბუნებით
რომანტიკოსი კაროლინა ამ ვაჟბატონის სულელურმა გეგმებმა გაიტაცა. ასე იყო
თუ ისე, მან ქალს გადააწყვეტინა მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე სახლები
შეესყიდა, ხოლო ქალის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი სახლი შეიძინა
თვითონ. აი, ასე იზრდება ეს სავაჭრო სახლი და ახლა წალეკვით გვემუქრება
ყველას!

მოხუცი დენიზს მიმართავდა, მაგრამ უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა,


უნდოდა ხმამაღლა გამოეთქვა ის, რასაც განიცდიდა და რაც მოსვენებას არ
აძლევდა. ამ ოჯახში იგი ყველაზე მეტად ანთხევდა ღვარძლს და შემტევი
უკმეხობით ლაპარაკობდა. ქალბატონი ბოდიუ გაშეშებული იჯდა და ხმას არ
იღებდა. ჟენევიევსა და კოლომბანს თვალები დაეხარათ, დაბნეული სახით
კრეფდნენ და პირში იყრიდნენ პურის ნამცეცებს. ვიწრო ოთახში ისე ცხელოდა,
ისეთი დახუთული ჰაერი იყო, რომ პეპეს მაგიდასთან ჩაეძინა და ჟანსაც
თვალები მიელულა.

– მოთმინება გვმართებს! – წამოიძახა ბოდიუმ და ერთბაშად სიბრაზე შემოაწვა, –


ეს გაიძვერები სადაცაა კისერს მოიტეხენ. მურე ახლა დიდ გასაჭირშია, ეს მე
კარგად ვიცი. მაღაზიის გიჟური გაფართოებისა და რეკლამის გამო მთელი
შემოსავალი დააბანდა. გარდა ამისა, როგორმე თანხა მოვაგროვოო და
22
თანამშრომლებს აიძულებს, მთელი მათი დანაზოგი ამ საქმეში დააბანდონ.
ამჟამად სახსრები არ გააჩნია და თუ სასწაული არ მოხდა, თუ სამმაგად არ
გაზარდა ვაჭრობა, როგორც ამის იმედი აქვს, ნახავთ, როგორ გაკოტრდება!.. ოჰ,
მე ბოროტი კაცი არ ვარ, მაგრამ იმ დღეს, სინდისს გეფიცებით, ილუმინაციებს
მოვაწყობ!

ბოდიუს ისე სწყუროდა შურისძიება, თითქოს თავის სახელგატეხილი ვაჭრობის


ღირსებას «ქალთა ბედნიერების» გაკოტრებით აღიდგენდა. გაგიგონიათ ასეთი
რამ? სიახლეების მაღაზია ჰქვია და რა გინდა იქ, რომ არ იყიდებოდეს! ეს რა,
ბაზრობაა თუ რა დოზანაა? ნოქრებიც კარგი ჰყავთ, კარგი იმათ მოუვათ!
უსაქმურების ბანდაა და მეტი არაფერი: ფაციფუცობენ, გეგონებათ, სადგურში
არიანო. საქონელსა და მყიდველებს ისე ექცევიან, როგორც ბარდანებს. ერთი
გადაბრუნებული ნათქვამი სიტყვისთვის ანგარიშის გასწორებას მოითხოვენ, ან
არა და, თავად დირექტორი დაითხოვს სამსახურიდან. არც საქმის სიყვარული,
არც საქმის ცოდნა, არც არავითარი წესრიგი მათ არ გააჩნიათო, ყვიროდა იგი
შემდეგ. ერთბაშად კოლომბანი მოიყვანა მოწმედ: კოლომბანმა შესანიშნავი
სკოლა გაიარა და ამიტომაც ჩინებულად იცის, რომ ჩვენი ხელობის ადამიანმა
ნელა, მაგრამ მტკიცედ უნდა შეიძინოს თავაზიანი მანერები და ვაჭრობის ხერხი.
საქმე ის კი არაა, ბევრი გაყიდო, – მთავარია ძვირად გაყიდო. კოლომბანს
შეუძლია გიამბოთ, როგორ ვექცეოდით, როგორ მივიღეთ ოჯახის წევრად, როგორ
ვუვლიდით ავადმყოფობის დროს, როგორ ვურეცხავდით, ვუკერავდით, როგორ
ვზრუნავდით მასზე და შვილივით გვიყვარდაო.

– რასაკვირველია! – ადასტურებდა პატრონის ყოველ წამოძახილს კოლომბანი.

– შენღა დამრჩი, ვაჟკაცო! – დაამთავრა დამტკბარმა ბოდიუმ, – შენისთანებს


სადღა ვიშოვი?! ერთადერთი ნუგეში შენღა ხარ ჩემი... იმიტომ რომ, თუ ამ ქაოსს
ვაჭრობა ჰქვია, მაშინ მე მისი არაფერი გამეგება და მირჩევნია, განზე გავდგე.

ჟენევიევს თავი გვერდზე გადაეხარა, იტყოდით, სქელი, შავი თმის სიმძიმეს


დაუძლევიაო და სახეგაბრწყინებულ ნოქარს შესცქეროდა. მის გამოხედვაში ეჭვი
იხატებოდა, თითქოს ამოწმებდა, ამდენი ქებისგან სინდისი თუ შეაწუხებს ან თუ
გაწითლდებაო, მაგრამ ვაჭართათვის დამახასიათებელ თვალთმაქცობას
შეჩვეული ეს მხარბეჭიანი ყმაწვილი მშვიდი და გულკეთილი სახით იჯდა და
ეშმაკური ღიმილი უკრთოდა ბაგეზე.

23
ბოდიუ როლში შევიდა, თავგამოდებით ადანაშაულებდა მოპირდაპირე მაღაზიის
ამ ველურებს, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ავლებენ მუსრს
და ოჯახურ კერასაც ანადგურებენ. მაგალითისთვის მათი აგარაკის მეზობლები,
ლომები დაასახელა: – მამა, დედა და ვაჟი – სამივენი «ქალთა ბედნიერებაში»
მუშაობენ, ოჯახი მათ არა აქვთ, მუდამ გარეთ დაწანწალებენ, რესტორნის ხშირი
სტუმრები არიან და მხოლოდ კვირადღეს თუ ისადილებენ შინო. მართალია, რომ
ჩვენი სასადილო ოთახი დიდი არაა, მას შუქიც აკლია და ჰაერიც, მაგრამ
სამაგიეროდ, მთელ დღეებს აქ ტკბილად და სიყვარულით ვატარებ შინაურებშიო.
ასე ქადაგებდა ბოდიუ და თან ოთახს ათვალიერებდა, შიშით, საკუთარი
თავისთვისაც ვერ გაემჟღავნებინა, შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ეს
ველურები საბოლოოდ გააჩანაგებენ ჩემს დუქანს და ამ ბუნაგიდანაც ამიკრავენ
გუდა-ნაბადს, სადაც ასე მყუდროდ ცხოვრობს ჩვენი ოჯახიო. მიუხედავად იმისა,
რომ იგი «ბედნიერებას» დარწმუნებით უწინასწარმეტყველებდა გაკოტრებას,
გულის სიღრმეში ეშინოდა, კარგად გრძნობდა, სულ მალე «ქალთა ბედნიერება»
მთელ უბანს დაიპყრობდა და გაანადგურებდა.

– იმიტომ კი არ გიყვები ამ ამბავს, რომ შენ ეს მაღაზია და ხალხი შეგაძულო, –


წარმოთქვა მან ბოლოს და შეეცადა დამშვიდებულიყო, – თუ იქ მოწყობა შენთვის
სარფიანი იქნება, პირველი მე გირჩევ: მოეწყვე!

– დარწმუნებული ვარ, ძია, – მორცხვად წაიბუტბუტა დენიზმა, რომელსაც


მოხუცის ქადაგებამ კიდევ უფრო გაუძლიერა «ქალთა ბედნიერებაში»
მოხვედრის სურვილი.

ბოდიუ მაგიდას დაეყრდნო და თვალებში შეაჩერდა ძმისწულს.

– ერთი ეს მითხარი, შენ ხომ ერკვევი ამ საქმეში, – როგორ ფიქრობ, განა


შეიძლება, რომ სიახლეების მაღაზია ყოველგვარ საქონელს ყიდდეს? წინათ, როცა
პატიოსანი ვაჭრობა იყო, სიახლეების მაღაზია მხოლოდ ქსოვილებს ყიდდა. ახლა
კი ეს ვაჟბატონები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაასხდნენ მეზობლებს
კისერზე და როგორ გადასანსლონ ყველაფერი. აი, რატომ ჩივის მთელი უბანი...
წვრილი კომერსანტები საშინლად დაზარალდნენ. ეს წყეული მურე ყველას
აკოტრებს... აი, ნახე: ბედორემ და მისმა დამ, გაიონის ქუჩაზე ტრიკოტაჟით რომ
ვაჭრობენ, ნახევარი კლიენტურა უკვე დაკარგეს. შუაზელის პასაჟზე
თეთრეულით მოვაჭრე მადმუაზელ ტატენი იძულებულია, საქონელს ფასები
დააკლოს, რათა კონკურენციას გაუძლოს... და ეს სენი უკვე ნევ-დე-პტი-შანის

24
ქუჩამდე მოედო, სადაც ძმები ვანპუიების ბეწვეულის სავაჭროა. ამბობენ, ვერც
ისინი უძლებენ მურეს შემოტევასო... არა, ერთი მითხარი, განა სასაცილო არაა,
რომ მეწვრილმანეები ბეწვეულს ყიდიან? და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მურეს
ასე მოეპრიანა!

– ხელთათმანების გაყიდვაც რომ დაიწყეს?! – გაახსენა ქალბატონმა ბოდიუმ, –


პირდაპირ საშინელებაა! მოეპრიანა და ხელთათმანების მთელი სექცია გახსნა!..
გუშინ, ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე მივდიოდი. კინეტი ისეთი დაღვრემილი
იდგა თავისი ფარდულის წინ, რომ ვეღარც კი ვკითხე, როგორ ბრძანდები-მეთქი.

– ქოლგები დაგავიწყდა? – განაგრძო ბოდიუმ, – ეს უკვე მეტისმეტია! ბურა


დარწმუნებულია, რომ მურეს მისი დაღუპვა განუზრახავს. აბა, სხვაგვარად
როგორ უნდა ავხსნათ მისი საქციელი? განა სადმე გაგიგონიათ, რომ ქოლგები და
ქსოვილები ერთად იყიდებოდეს? მაგრამ არა უშავს, ბურა ყოჩაღია, არავის
დააჩაგვრინებს თავს. მალე ვნახავთ, ვინ გავა ფონს!

ბოდიუმ სხვა კომერსანტებიც ჩამოთვალა, მთელი უბნის ამბები გამოამზეურა.


ხანდახან ფარული აზრიც წამოსცდებოდა: თუკი ვენსარი თავის სავაჭროს
გაყიდვას აპირებს, სხვებს ისღა დარჩენიათ, გუდა-ნაბადი აიკრან, რადგან
ვენსარი ერთი იმ ვირთხათაგანია, რომლებიც პირველნი გარბიან ხომალდიდან,
როგორც კი გემს წყალი შეუდგებაო. ამას კი ამბობდა ბოდიუ, მაგრამ მაშინვე
საწინააღმდეგოს იტყოდა – წვრილი ვაჭრები უნდა შეკავშირდნენ, გაერთიანდნენ
და საერთო ძალით უნდა შეებრძოლონ ამ ვეშაპსო. დიდხანს ყოყმანობდა. არ
იცოდა, ელაპარაკა თუ არა თავის საქმეებზე:

– პირადად მე, ჯერჯერობით არაფერი მაქვს საწუწუნო... რასაკვირველია, ამ


გაიძვერამ დიდი ზარალი მომაყენა, მაგრამ იგი მხოლოდ თხელ, საკაბე ქსოვილსა
და სქელ, ქალების საპალტოე მაუდს ყიდის. ვისაც მამაკაცის ტანსაცმლისთვის
საჭირო ქსოვილები დასჭირდება, ისევ ჩემთან მოდის, ჩემთან ყიდულობენ
ხავერდს სანადირო კოსტიუმისთვის, ლივრეისთვის... აღარაფერს ვამბობ
ფანელსა და მოლტონზე. ნურას უკაცრავად, მაგრამ ასეთი საქონლის საუკეთესო
და მრავალფეროვანი ასორტიმენტი მხოლოდ მე მაქვს... ეს კია, ჩემს
გაღიზიანებას ცდილობს ყმაწვილი, ძირს მითხრის... ტყუილუბრალოდ კი არ
მოაწყო მაუდის სექცია სწორედ ჩემი ფანჯრის პირდაპირ. ხომ ნახე მისი
ვიტრინები? მაუდის ქსოვილების ფონზე მზა ტანსაცმელი განგებ გამოფინა...
ბაზრის ტაკიმასხარასავით ცდილობს დედაკაცების ყურადღების მიქცევას...

25
მართალი გითხრა, სირცხვილით დავიწვებოდი, ასეთი ხერხი რომ მეხმარა! აი,
უკვე ასი წელია «ძველ ელბეფს» ყველა იცნობს და მას არავითარი ზიზილ-
პიპილები არ დასჭირვებია არასოდეს კლიენტებისთვის მახის დასაგებად. სანამ
ცოცხალი ვარ, დუქანი ისეთივე დარჩება, როგორიც მე მივიღე: მარჯვნივ და
მარცხნივ მაუდის ოთხ-ოთხი თოფი, მორჩა და გათავდა!

ბოდიუს აღელვება მთელ ოჯახს გადაედო. ბოლოს ჟენევიევიმ გაბედა და სიჩუმე


დაარღვია:

– ჩვენ ხომ კლიენტებს ვუყვარვართ, მამა! იმედს ნუ დავკარგავთ... ქალბატონი


დეფორჟი და ქალბატონი დე ბოვი დღესაც იყვნენ. ქალბატონი მარტიც უნდა
მოვიდეს, ფანელი სჭირდება.

– გუშინ ქალბატონ ბურდელისგან შეკვეთა მივიღე, – დაუმატა კოლომბანმა, –


მართალია, თქვა ინგლისური შევიოტი თქვენ პირდაპირ უფრო იაფად იყიდება
და არაფრით ჩამოუვარდება თქვენს საქონელსო, მაგრამ...

– წარმოგიდგენიათ? ამ სავაჭრო სახლს იმ დროიდან ვიცნობთ, როცა იგი


ცხვირსახოცისოდენა იყო, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ქალბატონმა ბოდიუმ, –
თუ დამიჯერებ, ჩემო დენიზ, როცა დელეზებმა ეს ფირმა დააარსეს, მათ მხოლოდ
ერთადერთი ვიტრინა ჰქონდათ ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე. იგი წააგავდა
კედლის კარადას, სადაც ჩითისა და კოლენკორის ორი-სამი თოფი ეტეოდა.
სივიწროვის გამო დუქანში კაცი ვერ მობრუნდებოდა... «ძველი ელბეფი» კი იმ
ხანებში კაი სამოცი წლის გახლდათ და უკვე ისეთი იყო, როგორც ახლა ხედავთ...
ოჰ, როგორ გამოიცვალა დრო, როგორ გამოიცვალა!

ქალმა თავი გადააქნია, მის მონოტონურ ლაპარაკში მთელი მისი ცხოვრების


ტრაგედია იგრძნობოდა. ის დაიბადა «ძველ ელბეფში» და მხოლოდ ამ დუქნითა
და ამ დუქნისთვის ცხოვრობდა. ერთ დროს ამაყობდა კიდეც ამ სავაჭრო სახლით,
რომელიც მთელ უბანში ყველაზე სოლიდური, კლიენტურით სავსე ფირმა იყო.
ამიტომაც იტანჯებოდა ქალი, მოქიშპე მაღაზიის გაძლიერებასა და ფეხის
მოკიდებას რომ ხედავდა. წინათ იქ შესვლასაც არ კადრულობდნენ, ახლა კი ისე
მოღონიერებულიყო და გამდიდრებულიყო, რომ ყველას ემუქრებოდა. ეს ამბავი
ღია იარას წარმოადგენდა საბრალო ქალისთვის. გული უკვდებოდა «ძველი
ელბეფის» დამცირების შემყურეს. თავისი დუქანივით ქალიც ინერციით
ცხოვრობდა, თუმცა კარგად ესმოდა, რომ მისი აგონია საკუთარი აგონია
იქნებოდა და რომ იგი იმ დღეს მოკვდებოდა, როცა დუქანი დაიკეტებოდა.
26
სიჩუმე ჩამოწვა. ბოდიუ თითებს ათამაშებდა მუშამბაზე. დაიქანცა და ნანობდა
კიდეც თავის გულახდილობას. მთელი ოჯახი ჩაფიქრებული იყო და
თვალცრემლიანი იგონებდა ამ მოხუცი კაცის უიღბლო ცხოვრებას. ბედი
არასოდეს სწყალობდათ. ბავშვები გაზარდეს, ქონებაც შეიძინეს და აი,
კონკურენციამ ერთბაშად გააკოტრა. გარდა ამისა, რამბუეის აგარაკიც არ
აძლევდა მოსვენებას. ათი წლის განმავლობაში მაუდის გამყიდველი ოცნებობდა,
რომ სოფელში გადასახლებულიყო. როცა ასეთი სახლი შეიძინა, გაიფიქრა –
სწორედ ბედმა გამიღიმაო. თუმცა მერე გაუჭირდა ამ ძველებური ქვის ნაგებობის
გამუდმებული შეკეთება და იძულებული გახდა, გაექირავებინა. მდგმურები
ქირასაც არ იხდიდნენ წესიერად და მთელი დანაზოგი ამ სახლს დაახარჯა.
ბოდიუ პატიოსანი კაცი იყო და ძველებურ ადათებს მაგრად ებღაუჭებოდა,
ამიტომაც გრძნობდა თავს დამნაშავედ.

– ეჰ, რამდენს ვლაყბობთ, – თქვა მან, – ახლა ავდგეთ და სუფრა სხვას


დავუთმოთ!

მთელი ოთახი თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდა. გაზის ნათურა შიშინებდა.


ოთახში სულის შემხუთველი სიცხე იდგა. სასწრაფოდ წამოდგნენ და
ჩამოწოლილი სიჩუმეც დაირღვა. მხოლოდ პეპეს ეძინა და ისიც ისე მაგრად, რომ
იქვე დააწვინეს, მოლტონის თოფზე. ჟანი კი ისევ კართან იდგა და ამთქნარებდა.

– ერთი სიტყვით, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, – გაუმეორა ბოდიუმ დენიზს, – მე


მხოლოდ გაგაცანი საქმის ვითარება, ესაა და ეს... დანარჩენი შენ იცი, შენ
საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით.

კაცი თვალს არ აშორებდა ძმისწულს, თითქოს გადამწყვეტ პასუხს ელისო


მისგან. ამ საუბარმა დენიზს «ქალთა ბედნიერების» მიმართ კიდევ უფრო მეტი
სიმპათია ჩაუნერგა. გოგონა წინანდებურად მშვიდად და ალერსიანად
გამოიყურებოდა, მაგრამ მისი სულის სიღრმეში ნორმანდიელი ქალის ჯიუტი
ნებისყოფა ბობოქრობდა.

– ვნახოთ, მოვიფიქრებ, ძია, – წაიჩურჩულა ბოლოს.

შემდეგ თქვა, წავალთ, ადრე დავწვებით, სამივენი ძალიან დავიქანცეთო. მაგრამ


რაკი მხოლოდ ექვსი საათი იყო, გადაწყვიტა, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო
დუქანში. დაღამდა. მზის ჩასვლისთანავე წვრილი, შხაპუნა წვიმა წამოვიდა და
ჩაბნელებული ქვაფენილი აალაპლაპა. დენიზი გაოცებული იყურებოდა:

27
რამდენიმე წამში მთელი ქუჩა გუბეებითა და მღვრიე წყლის რუებით დაიფარა.
ქვეითად მოსიარულე ხალხი სქელ, კოწიწა ტალახში მიაბიჯებდა.
კოკისპირულად წვიმდა და ქოლგების ბუნდოვანი კონტურებიღა მოჩანდა. ისინი
სიბნელეში გაშლილი შავი, უზარმაზარი ფრთებივით იბურცებოდნენ და
ერთმანეთს ეხეთქებოდნენ.

დენიზს შესცივდა და დუქნის სიღრმეში დააპირა შესვლა, მაგრამ, როცა


ჩაბნელებულ ოთახს მოჰკრა თვალი, გულზე სევდა შემოაწვა. ქუჩიდან ძველი
კვარტალის სუნთქვა და ნესტიანი ჰაერი შემოდიოდა. იტყოდით, ქოლგებიდან
ჩამოღვრილმა წყალმა დახლები დაასველა, ქვაფენილის გუბეები და ტალახი
ძველი შენობის ქვედა სართულში შეჭრილა და ნესტისგან ისედაც გათეთრებული
კედლები ობით დაუფარავსო. ეს იყო ძველი პარიზის აჩრდილი, რომლის სინესტე
ძვალსა და რბილში გაუჯდა დენიზს, აკანკალებდა, გული სტკიოდა, რომ ეს
უზარმაზარი ქალაქი ასეთი ცივი და ულამაზო დახვდა.

ქუჩის მეორე მხარეს კი «ქალთა ბედნიერების» გაზის ნათურები ციმციმებდნენ.


დენიზმა ნაბიჯი გადადგა წინ, კვლავ მოაჯადოვა თვალწინ გადაშლილმა
სანახაობამ და ამ მოგუზგუზე კერამ თითქოს კიდეც გაათბო. მანქანა კვლავ
ქშინავდა, მუშაობდა, გრუხუნ-გრუხუნით ამოსდიოდა უკანასკნელი ორთქლი,
ხოლო ნოქრები უკვე ახვევდნენ ქსოვილებს, მოლარეები შემოსავალს
ითვლიდნენ, გაორთქლილი მინების მიღმა მაღაზია ქარხნის ბურუსიან წიაღს
წააგავდა. წვიმის ფარდის უკან ეს შორეული, დახლართული სურათი გიგანტურ
საცეცხლეს მოგაგონებდათ, სადაც საქვაბის წითელი ალის ფონზე
მეცეცხლურების შავი სილუეტები მოძრაობდნენ. ვიტრინები სიბნელეში
ინთქმებოდა: პირდაპირ მხოლოდ მაქმანთა თოვლი მოჩანდა, რომელთა
სითეთრე გაზის მქრქალ შუქს აცოცხლებდა; ამ საკურთხევლის სიღრმეში მზა
ტანსაცმელი დიდებულად აღმართულიყო, ხოლო ვერცხლისფერი მელიის
ტყავით გამოწყობილი ხავერდის მანტო იდუმალებით სავსე პარიზის რომელიღაც
წვეულებაზე მიმავალი ქალის უთავო სილუეტს წააგავდა.

მოხიბლული დენიზი კართან მივიდა. წვიმის წვეთები კაბას უსველებდა, მაგრამ


ვერაფერს გრძნობდა. გავარვარებულ ქურასავით აბრდღვიალებულმა «ქალთა
ბედნიერებამ» საბოლოოდ დაატყვევა გოგონა. ამ ნაწვიმარ და ჩაბნელებულ
ქალაქში, მისთვის უცნობ პარიზში ეს მაღაზია შუქურასავით ენთო და ქალაქის
სიცოცხლედ, ერთადერთ მანათობლად ეჩვენებოდა. იგი მასში ხედავდა თავის

28
მომავალს, ბევრ რამეს ხედავდა, თუმცა არ იცოდა კი, რას – რაღაც შორეულს, რაც
უკვე შიშითა და სურვილით ათრთოლებდა.

ერთბაშად, შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს დაღუპული ქალი მოაგონდა და


ტანში ჟრუანტელმა დაუარა: შუქის ალი სისხლიანი მოეჩვენა, მაგრამ თოვლივით
თეთრმა მაქმანებმა მაშინვე დაამშვიდა. იმედითა და სიხარულით აევსო გული,
წვიმის ცივმა წვეთებმა ხელები გაუგრილა და ნამგზავრს აღგზნება დაუცხრო.

– ეს ბურაა, – თქვა ვიღაცამ მის ზურგს უკან. დენიზი წინ გადაიხარა და ბურა
შეამჩნია, იგი უძრავად იდგა ქუჩაში, ვიტრინის წინ, სწორედ იქ, სადაც დილით
ქოლგებისა და ხელჯოხებისგან გაკეთებული ძალიან საინტერესო ნაგებობა
შეამჩნია. მოხუცი სიბნელეში იდგა და თვალს არ აშორებდა ტრიუმფალურ
ვიტრინას. სახეზე მწუხარება აღბეჭდვოდა, წვიმის წვეთები თავზე
უტყაპუნებდა და წურწურით ჩამოსდიოდა ჭაღარა თმიდან, მაგრამ თვითონ
ვერაფერს გრძნობდა.

– გაცივდება ეს ბრიყვი! – შენიშნა იმავე ხმამ.

დენიზმა თავი მოაბრუნა და ბოდიუს მთელ ოჯახს მოჰკრა თვალი. ბურას ბრიყვი
უწოდეს, მაგრამ თავისდა უნებურად თვითონაც დუქნის ზღურბლზე
დამდგარიყვნენ და თვალს არ აშორებდნენ სანახაობას, რომელიც ყველას
ერთნაირად უფლეთდა გულს. ეს იყო ერთგვარი თვითგვემა. ჟენევიევს მკვდრის
ფერი დასდებოდა სახეზე. იგი დარწმუნებული იყო, რომ კოლომბანი მეორე
სართულზე მომუშავე გამყიდველი ქალების ცქერით ტკბებოდა. ბოდიუ
ცდილობდა გულში ჩაეკლა მოწოლილი ბრაზი, ხოლო ქალბატონ ბოდიუს
ცრემლით ავსებოდა თვალები.

– მაშ, ხვალ წახვალ, არა? – იკითხა მაუდის გამყიდველმა, რომელსაც


გაურკვევლობა სტანჯავდა, გრძნობდა, რომ მისი ძმისწული მოაჯადოვა ამ
საშინელმა ურჩხულმა.

– დიახ, ძია, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით.

II
29
მეორე დღეს, დილის რვის ნახევარზე, დენიზი «ქალთა ბედნიერების» წინ იდგა.
გადაწყვიტა, ჯერ მაღაზიაში მისულიყო და შემდეგ ჟანი წაეყვანა ოსტატთან,
რომელიც შორს, ტემპლის გარეუბნის ზემო მხარეს ცხოვრობდა. გოგონა მამლის
ყივილზე ადგომას იყო შეჩვეული და ახლაც ძალიან ადრე მოუვიდა სახლიდან
გამოსვლა: ნოქრები მხოლოდ ახლა მოდიოდნენ. დენიზს შეეშინდა, სიცილი არ
დამაყარონო და დარცხვენილმა გაიონის მოედანზე დაიწყო აქეთ-იქით სიარული.

სუსხიან ქარს ქვაფენილი გაეშრო. ცას ნაცრისფერი ედო. ზამთრის პირველი


სუსხი უკვე იგრძნობოდა. დილის მკრთალი შუქით განათებულ ქუჩებში
ნოქრები აბუზული მოდიოდნენ, პალტოს საყელო აეწიათ, ხელები ჯიბეებში
ჩაეწყოთ. ზოგი მარტო იყო და მაღაზიაში ისე სწრაფად შედიოდა, რომ
ყურადღებას არ აქცევდა მის გვერდით მიმავალს, ზოგნიც წყვილ-წყვილად
მოაბიჯებდნენ ქვაფენილზე და საუბრობდნენ. ყოველი მათგანი მაღაზიაში
შესვლის წინ ხელის ერთნაირი მოქნევით თხრილში სიგარის თუ პაპიროსის
ნამწავს აგდებდა.

დენიზმა შეამჩნია, რომ ბევრმა ნოქარმა ჩავლისას უტიფრად შეხედა სახეში. ამან
კიდევ უფრო დააბნია გოგონა და ვეღარ გაბედა, უკან გაჰყოლოდა მათ.
გადაწყვიტა, მხოლოდ მაშინ შესულიყო მაღაზიაში, როცა ეს პროცესია
დამთავრდებოდა. საშინლად გაწითლდა, როცა გაიფიქრა, შესაძლებელია კარებში
შესვლისას მამაკაცები დამეჯახონო, მაგრამ მაღაზიაში შემსვლელთა რიცხვი არ
მცირდებოდა. ცნობისმოყვარეთაგან თავის ასარიდებლად დენიზმა ნელი
ნაბიჯით შემოუარა მოედანს. დაბრუნებისას «ქალთა ბედნიერების»
შესასვლელთან მაღალი, ფერმკრთალი, უნიათო ყმაწვილი შენიშნა, რომელიც,
ეტყობოდა, მასავით ელოდებოდა რაღაცას.

– მადმუაზელ, – გაბედა მან ბოლოს და ენის ბორძიკით მიმართა დენიზს, –


გამყიდვლად ხომ არ მუშაობთ ამ მაღაზიაში?

უცნობი ახალგაზრდა კაცის შეკითხვაზე დენიზი ისე დაიბნა, რომ ვერაფერი


უპასუხა.

– იცით, რატომ გეკითხებით? – განაგრძო ყმაწვილმა და უარესად დაება ენა, –


ვიფიქრე, იქნებ თქვენ იცოდეთ, გამყიდველები ხომ არ სჭირდებათ...

ყმაწვილიც დენიზივით მორცხვი ჩანდა. ეტყობა, იგრძნო, ეს ქალიშვილიც


ჩემსავით შემკრთალიაო და ამიტომაც მიმართა მას.

30
– მოხარული ვიქნებოდი, მომეცა თქვენთვის რაიმე ცნობა, ბატონო, მაგრამ მე
თვითონაც არაფერი ვიცი. მეც მინდა იქ მოწყობა და ამიტომ მოვედი, – უპასუხა
დენიზმა ბოლოს.

– ოჰ, მართლა? – წაიბუტბუტა დაბნეულმა ყმაწვილმა.

ერთ ბედქვეშ მყოფი ორი მორცხვი ახალგაზრდა გაწითლებული შესცქეროდა


ერთმანეთს და ვერ გაებედათ, წარმატება ესურვებინათ ერთმანეთისთვის. როცა
იგრძნეს, რომ სიტყვასაც ვერ გამოძებნიდნენ სათქმელად, უარესად
დაიმორცხვეს, უხერხულად გაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე, რამდენიმე
ნაბიჯის მოშორებით დაიწყეს ბოლთის ცემა.

ამასობაში გამყიდველები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. როცა დენიზს გვერდით


ჩაუვლიდნენ, ცალი თვალით გადახედავდნენ და გაიხუმრებდნენ. ამან სულ
დააბნია გოგონა და გადაწყვიტა, იქაურობას გაშორებოდა ცოტა ხნით, მაგრამ ამ
დროს მისი ყურადღება ერთმა ახალგაზრდა კაცმა მიიპყრო, რომელიც პორმაონის
ქუჩაზე სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა. ეტყობოდა, რომელიღაც სექციის გამგე იყო,
რადგან ყველა ნოქარი ესალმებოდა. ეს იყო მაღალი ყმაწვილი, ფერმკრთალი
სახითა და შეკრეჭილი წვერით: ხავერდოვანი თვალები ძველი ოქროს მონეტის
ფერს მიუგავდა. მოედნის გადაჭრისას დენიზს მოჰკრა თვალი, ერთხანს
დააშტერდა და მაღაზიაში შევიდა. ამ შემოხედვით აღელვებული გოგონა
გაშეშებული იდგა ქუჩაში. რაღაც გაურკვეველმა თრთოლამ აიტანა იგი, ამ
თრთოლაში ძრწოლა უფრო იგრძნობოდა, ვიდრე აღფრთოვანება. შიშმა
საბოლოოდ მოიცვა და გასამხნევებლად გაიონის ქუჩას გაჰყვა ნელი ნაბიჯით.
შემდეგ სენ-როკის ქუჩაზე გავიდა.

ამ ახალგაზრდა კაცს სექციის გამგეზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ეს გახლდათ


თვით ოქტავ მურე. წინა ღამით არ სძინებია, ერთ ნაცნობთან, ბირჟის მაკლერთან
მოწყობილი მეჯლისის შემდეგ თავის მეგობართან და თეატრიდან წამოყვანილ
ორ ქალთან ერთად სავახშმოდ გახლდათ. ღილებზე შეკრული პალტო ფრაკსა და
თეთრ ჰალსტუხს უფარავდა.

მურე სწრაფად ავიდა თავის ოთახში, პირი დაიბანა და ტანსაცმელი გამოიცვალა.


როცა კაბინეტში საწერ მაგიდას მიუჯდა, ისეთი დასვენებული სახე, მკვირცხლი
გამოხედვა, ჯანსაღი სახის ფერი ჰქონდა, იტყოდით, ათი საათის განმავლობაში
ტკბილად ეძინა თავის საწოლშიო. კაბინეტი ფართო იყო, მუხის ავეჯით
მოწყობილი. მწვანე კედლებზე ერთადერთი სურათი, ქალბატონ ედუენის
31
პორტრეტი ეკიდა. მართალია, მთელ კვარტალს აქამდე საჭორაოდ ჰქონდა ამ
ქალის ამბავი, მაგრამ ოქტავი მუდამ მოწიწებით იგონებდა მას, მადლიერი იყო,
რომ მზითვში ამდენი სიმდიდრე მოუტანა. ახლაც, სანამ ბიუვარზე დაწყობილი
თამასუქების გადარჩევას დაიწყებდა, ბედნიერი ღიმილით შეხედა პორტრეტს.
განა დროს ტარების მოყვარული ეს ახალგაზრდა ქვრივი ყოველი მშფოთვარე
ღამის შემდეგ მუდამ მასთან არ ბრუნდებოდა სამუშაოდ?!

კარზე დააკაკუნეს და ახალგაზრდა კაცი, რომელმაც პასუხს არ დაუცადა,


კაბინეტში შემოვიდა. ამ მაღალ, გამხდარ მამაკაცს წვრილი ბაგეები და
წაწვეტებული ცხვირი, გადაგლესილი, ოდნავ შეჭაღარვებული თმა და
სერიოზული იერი ჰქონდა. მურემ ახედა და ხელის მოწერა არ შეუწყვეტია, ისე
ჰკითხა:

– როგორ გეძინათ, ბურდონკლ?

– გმადლობთ, ჩინებულად, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და ოთახში ბოლთის


ცემას მოჰყვა შინაურულად.

ლიმოჟის გარეუბნის ღარიბი ფერმერის შვილმა ბურდონკლმა «ქალთა


ბედნიერებაში» მურესთან ერთად დაიწყო მუშაობა, როცა მაღაზიას ჯერ მხოლოდ
გაიონის ქუჩის ერთი კუთხე ეჭირა. ჭკვიანი, ენერგიული კაცი იყო და თითქოს
ადვილად შეეძლო დაეჩრდილა თავისი თავქარიანი მეგობარი, რომელიც, ერთი
შეხედვით, ქარაფშუტა, ქალების მუსუსი ჩანდა, მაგრამ მოხერხებულობა არ
აკლდა. ბურდონკლს არ აღმოაჩნდა ფიცხი პროვანსელის ნიჭი, არც მისი
სითამამე, არც მისი მომხიბვლელი ელეგანტობა და ამიტომაც ჭკვიანი კაცის
ინსტინქტით მაშინვე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა მურეს.
როცა ოქტავმა თანამშრომლებს წინადადება მისცა, ფული ჩემს სავაჭრო ფირმაში
დააბანდეთო, პირველად ბურდონკლი დაეთანხმა და დეიდისგან
მოულოდნელად მიღებული მემკვიდრეობაც მურეს მიანდო. ამის შემდეგ, ნელ-
ნელა განვლო ყველა საფეხური: იყო გამყიდველი, სექციის გამგის მოადგილე,
აბრეშუმის სექციის გამგე, და ბოლოს, ფირმის უფროსის კომპანიონი გახდა,
ყველაზე საყვარელი, ყველაზე გავლენიანი იმ ექვს მეპაიეს შორის, რომლებიც
«ქალთა ბედნიერების» მართვაში ეხმარებოდნენ მურეს და მონარქის ირგვლივ
შემოკრებილ მინისტრთა საბჭოს მოგაგონებდათ. თითოეული მათგანი თავის
პროვინციას განაგებდა, ხოლო ბურდონკლს საერთო ხელმძღვანელობა ეკისრა.

– თქვენ როგორღა გეძინათ? – ჰკითხა მან.


32
როცა მურემ უპასუხა, სულ არ დავწოლილვარო, ბურდონკლმა თავი გადააქნია
და ჩაილაპარაკა:

– ეგ არ ვარგა, მავნებელია.

– ოჰ, კარგი ერთი! – მხიარულად შეეკამათა მურე, – თქვენზე მარჯვედ ვგრძნობ


თავს, ჩემო კარგო. ძილისგან თვალები დაგსიებიათ. გირჩევთ, ხშირ-ხშირად
გაერთოთ ხოლმე! მეტისმეტი სერიოზულობა მავნებელია, უნდა გახალისდეთ.

ასე მეგობრულად კამათობდნენ ისინი მუდამ. წინათ ბურდონკლი საყვარლებს


სცემდა თურმე, ძილს მიშლიანო. ახლა კი ქალები საერთოდ შეიზიზღა, თუმცა
მალულად მაინც ჰქონდა ალბათ სასიყვარულო გატაცებანი, მაგრამ ქალს მის
ცხოვრებაში ისეთი უმნიშვნელო ადგილი ეჭირა, რომ ხსენების ღირსადაც არ
თვლიდა. სამაგიეროდ, მაღაზიაში მოსულ კლიენტ ქალზე იყრიდა ჯავრს, ტყავს
აძრობდა. სძულდა ეს ჩიტირეკიები, რომლებსაც ლამის მთელი ავლადიდება
ჩვრებისთვის შეეწირათ.

მურე, პირიქით, ზედმეტი აღფრთოვანებით ექცეოდა ქალებს, თაყვანს სცემდა


მათ, ქათინაურებით ავსებდა და სულ ერთთავად

სასიყვარულო ხლართებში იყო გაბმული, რაც ერთგვარ რეკლამასაც კი


წარმოადგენდა მისი ფირმისთვის. იგი თითქოს ერთი და იმავე საალერსო
სიტყვით მიმართავდა მთელ დედათა სქესს, ცდილობდა თავბრუ დაეხვია
მათთვის და შემდეგ დაემორჩილებინა.

– გუშინ საღამოს ქალბატონი დეფორჟი ვნახე მეჯლისზე, – თქვა მან, – მშვენიერი


იყო.

– მერე ვახშმად ხომ არ წაგიყვანიათ? – ჰკითხა კომპანიონმა.

მურე აღშფოთდა.

– რას ამბობთ, ის ხომ მეტისმეტად წესიერი ქალია, ჩემო კარგო... არა, მე


ელიოზთან ვიყავი, «ფოლის» მსახიობია, ნამდვილი ბატიტვინაა, მაგრამ ძალიან
სასაცილოა.

მურემ თამასუქების ახალი დასტა აიღო და ხელის მოწერა განაგრძო.


ბურდონკლი კვლავ ოთახში დადიოდა, ზოგჯერ ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩას
გადახედავდა მაღალი ფანჯრებიდან. ერთბაშად მურეს წინ გაჩერდა.

33
– დამიჯერეთ, ერთიც იქნება, შურს იძიებენ.

– ვისზე ლაპარაკობთ? – ჰკითხა მურემ, რომელსაც უკვე დავიწყებოდა საუბრის


საგანი.

– ქალებზე.

მურეს გაეცინა და უხეშობა, რასაც აქამდე მგრძნობიარე აღფრთოვანების


საბურველი ეფარა, ერთბაშად გამოამჟღავნა: მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა,
ცარიელ ტომარასავით გავყრი გარეთ ყველას, ოღონდ ჯერ ქონების შესაძენად
მჭირდებიანო. მაგრამ ჯიუტი ბურდონკლი აუღელვებლად ჩასჩიჩინებდა:

– შურს იძიებენ... გამოჩნდება ერთი ქალი და ყველას ჯავრს ის ამოიყრის...


იცოდეთ, ეს არ აგცდებათ...

– დარდი ნუ გაქვთ! – წმინდა პროვანსული აქცენტით წამოიძახა მურემ, – ასეთი


ქალი ჯერ არ დაბადებულა, ჩემო კარგო, მაგრამ თუ ვინმე აღმოჩნდება, კარგად
იცით, რომ...

მან კალმისტარი ასწია და ჰაერში ისე მოიქნია, თითქოს ხანჯალი გაუყარა


უხილავ გულსო. კომპანიონი ისევ მოჰყვა ბოლთის ცემას. როგორც ყოველთვის,
ახლაც ქედი მოიხარა უფროსის წინაშე, რომლის ხინჯიანი ნიჭი თავგზას უბნევდა
მუდამ... თვითონ იმდენად გონიერი, უმწიკვლო, გულგრილი იყო, ფეხიც
არასოდეს აუცდებოდა და ამიტომ ვერ გაეგო ბიწიერების ეშხი, არ იცნობდა
პარიზს, რომელიც ერთი კოცნის გამო ყველაზე თამამს ადვილად ნებდებოდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. მურეს კალმის ფხაჭუნიღა ისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ მან
ბურდონკლს რამდენიმე შეკითხვა მისცა. ბურდონკლმაც ამომწურავი ცნობები
მიაწოდა ზამთრის ტანსაცმლის დიდი ბაზრობის შესახებ, რომელიც მომავალ
ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. მეტად სერიოზული საქმე წამოეწყოთ. მათ
კვარტალში დარხეული ხმები ძირითადად სწორი იყო, რადგან სავაჭრო სახლს
მთელი თავისი კაპიტალი სასწორზე დაედო. მურე ისეთი პოეტური გატაცებით
ჩაება სპეკულაციაში, ისეთი ხელგაშლილობითა და კოლოსალური
მოთხოვნილებებით, იტყოდით, მის შემოტევას ვერაფერი გაუძლებს და
ყველაფერი ერთბაშად გასკდებაო.

ეს გახლდათ ვაჭრობის ახალი ფორმა, კომერციული ფანტაზია, რაც ოდესღაც


მეტად აშინებდა ქალბატონ ედუანს და მიუხედავად პირველი წარმატებისა,

34
მეპაიეებს ახლაც აფიქრებდათ. ისინი ზურგს უკან კიდეც კიცხავდნენ მურეს
ასეთი სწრაფი ტემპების აღებისთვის, ბრალს სდებდნენ, დაუფიქრებლად
იქცევაო, ზედმეტად აფართოებს მაღაზიას, მით უმეტეს, რომ თვითონაც არაა
დარწმუნებული, საკმაოდ გაიზრდება თუ არა კლიენტთა რიცხვიო. მეპაიეებს
სასოწარკვეთა იპყრობდათ, როცა მურეს მთელი შემოსავალი გაჰქონდა

სალაროდან და ახალ საქმეში აბანდებდა, ან როცა დახლებს ათასგვარი საქონლით


ავსებდა და არც ერთ სუს არ იტოვებდა მარაგად. ახლაც, იმის შემდეგ, რაც
მაღაზიის გადაკეთებისთვის უზარმაზარი თანხა გადაიხადა, მთელი შემოსავალი
ახალი ბაზრობის მოწყობას მოახმარა. ისევ სასწორზე შეაგდო მათი ბედი, – ან
გაიმარჯვებდნენ, ან დაიღუპებოდნენ, თვითონ მურე კი ამ საერთო შეშფოთების
დროს შესანიშნავ გუნებაზე გახლდათ, დარწმუნებული იყო, რომ მილიონებს
მოიგებდა. საყვარლებისგან განებივრებულ მამაკაცს ჰგავდა, რომელსაც არ
სჯერა, ოდესმე რომელიმე ქალი მიღალატებსო.

როცა ბურდონკლმა გაბედა და შიში გამოთქვა, სექციების რიცხვი მეტად


გავზარდეთ, მათი შემოსავალი ჯერ კიდევ საეჭვოაო, მურემ გაიცინა და
დარწმუნებით წამოიძახა:

– დამშვიდდით, მეგობარო, მაღაზია ახლაც ძალიან პატარაა!

ბორდონკლი სახტად დარჩა, იგი უკვე ვეღარ მალავდა შიშს. – მაღაზია ახლაც
ძალიან პატარააო! ნუთუ პატარაა სიახლეების მაღაზია, სადაც ცხრამეტი სექცია
და ოთხას სამი თანამშრომელია?!

– რასაკვირველია, პატარაა! – შესძახა მურემ, – ალბათ, ამ წელიწადნახევარში


მაღაზიის გაზრდა მოგვიწევს... დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ... ქალბატონი
დეფორჟი დამპირდა, რომ ხვალ მის სახლში ერთ ადამიანს შემახვედრებს... ერთი
სიტყვით, როცა დრო დადგება, მოგელაპარაკებით...

მან დაამთავრა თამასუქებზე ხელის მოწერა, წამოდგა და კომპანიონს


მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი მხარზე. ბურდონკლი ჯერ კიდევ ვერ
მოსულიყო გონს. ამ დამფრთხალი ადამიანების შიშნარევი გამომეტყველება
სიცილს ჰგვრიდა მურეს. ერთხელ, უეცარი გულწრფელობისას, რითაც თავის
კოლეგებს ყოველთვის თავზარს სცემდა, მურემ განაცხადა, ჩემზე გაქნილ
ებრაელს ვერ იპოვით დედამიწის ზურგზეო.

35
მურე მამას ჰგავდა გარეგნობითაც და ხასიათითაც. სწორედ მისგან მოსდგამდა
ეს მხიარული ხასიათი და ფულის ყადრი, ხოლო დედისგან – დაუცხრომელი
ფანტაზია, რაც მისი წარმატების მიზეზი გახლდათ, ალბათ, რადგან კარგად
გრძნობდა თავისი გამბედაობის უძლეველ ძალას.

– თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჩვენ, მეპაიეები, ბოლომდე ერთგულნი ვიქნებით


და მუდამ ამოგიდგებით მხარში, – უთხრა ბურდონკლმა.

ვიდრე მაღაზიის ჩვეულებრივ შემოვლას დაიწყებდნენ, ჯერ სხვადასხვა


საკითხზე იმსჯელეს და ჩეკის წიგნაკის ნიმუში შეამოწმეს. ეს წიგნაკი
გაყიდული საქონლის ჩასაწერად გამოეგონებინა მურეს. როცა მან შეამჩნია, რომ
მოდიდან გასული, ჩაწოლილი საქონელი მით უფრო სწრაფად იყიდებოდა,
რამდენადაც მეტი პროცენტი ეძლეოდა გამყიდველს, ვაჭრობის ახალი წესი
შემოიღო. ამიერიდან გამყიდველი დაინტერესებული იქნებოდა, გაეყიდა
ყოველგვარი საქონელი. გაყიდული ქსოვილის პატარა ნაჭრისთვის თუ უბრალო
ნივთისთვის პროცენტებს აძლევდა ნოქრებს. ამ ახალმა წამოწყებამ მთელი
მაღაზია ააფორიაქა, რამაც არსებობისათვის ბრძოლა გამოიწვია ნოქართა შორის,
ხოლო ამასობაში მაღაზიის უფროსები მოგებას ჩაიჯიბებდნენ. მურეს ხელში ეს
ბრძოლა მამოძრავებელ ძალად იქცა, ორგანიზებულ პრინციპად, რომელსაც
დაბეჯითებით ატარებდა ცხოვრებაში. მურე საღერღელს უშლიდა ყველას,
იწვევდა მეტოქეობას, ნებას აძლევდა, ძლიერებს შთაენთქათ სუსტები, ხოლო
ინტერესთა ამ ჭიდილში თავად სუქდებოდა...

ჩეკის წიგნაკის ნიმუში მოიწონეს. ზემოთ ყდასა და მოსახევ ტალონზე


აღნიშნული იყო სექციის სახელი და გამყიდველის ნომერი: ტალონის ორივე
ნაწილში გრაფები იყო მეტრაჟის, საქონლის სახელწოდებისა და ფასისთვის,
სალაროში გაგზავნამდე გამყიდველს მხოლოდ ხელი უნდა მოეწერა ფურცელზე.
ამგვარი პროცედურა ძალიან აადვილებდა კონტროლს. საკმარისი იყო,
ერთმანეთისთვის შეედარებინათ სალაროს მიერ აღრიცხვის განყოფილებაში
გადაცემული ტალონი და გამყიდველთან დარჩენილი ყდა. გამყიდველები კი
ყოველ კვირაში მიიღებდნენ კუთვნილ პროცენტებსა და ჯილდოებს.

– დიდებული აზრი მოგსვლიათ თავში, – კმაყოფილებით შენიშნა ბურდონკლმა,


– ამიერიდან ნაკლებს მოგვპარავენ!

36
– წუხელ კიდევ ერთი კარგი რამ მოვიფიქრე, – თქვა მურემ, – დიახ, წუხელ,
ვახშმობისას... განზრახული მაქვს, მცირეოდენი პრემიები მივცე აღრიცხვის
განყოფილების თანამშრომლებს ყველა იმ შეცდომისთვის, რასაც გაყიდული
საქონლის ჩანაწერის შედარებისას იპოვიან... გესმით? მაშინ დარწმუნებული
ვიქნებით, რომ ისინი უყურადღებოდ არ დატოვებენ არც ერთ უმნიშვნელო
შეცდომას. პირიქით, შეეცდებიან, კიდეც აღმოაჩინონ.

მურემ გაიცინა, ხოლო არსებობისთვის ბრძოლის ამ ახალმა ხერხმა ბურდონკლი


აღაფრთოვანა. მურეს ჭეშმარიტად ჰქონდა ადმინისტრატორული ნიჭი. იგი
ოცნებობდა ისე წარემართა მაღაზიის მუშაობა, რომ სხვისი მადის
ექსპლუატაციით, ნელა, მაგრამ სრულად დაეკმაყოფილებინა საკუთარი მადაც.
თუ გსურს, მთელი წვენი გამოწურო ხალხს და თან პატიოსნებაც დაათმობინო, –
ხშირად ამბობდა იგი, – უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, პირად მოთხოვნილებაზე
ააღებინო მათ ხელი.

– აბა, ახლა კი წავიდეთ, – თქვა მურემ, – ბაზრობაზე უნდა ვიფიქროთ... აბრეშუმი


ხომ მოვიდა გუშინ? ბუტმონი, ალბათ, მიღების განყოფილებაშია.

ბურდონკლი გაჰყვა. განყოფილება სარდაფში იყო მოთავსებული, ნევ-სენტ-


ოგუსტენის მხრიდან. ქვაფენილის გასწვრივ კრიჭა იყო მოწყობილი,
ფურგონიდან დაცლილ საქონელს ჯერ წონიდნენ, შემდეგ ხელს ჰკრავდნენ
დაქანებულ დასაცურებელ მოედნისკენ, რომლის მუხისა და რკინის ნაწილები
ყუთებისა და ბარდანების გამუდმებული ხახუნის გამო პრიალებდა. ახლად
მოსულ საქონელს პირველად ამ პირდაღებულ კრიჭაში აგდებდნენ. აქ ისეთი
ხმაურით ვარდებოდა საქონელი, ჩანჩქერის ხმას მოგაგონებდათ. დასაცურებელი
მოედნიდან განსაკუთრებით დიდი ბაზრობის დროს მოედინებოდა
დაუშრეტელი ნიაღვარი: ლიონური აბრეშუმი, ინგლისური შალი, ფლანდრიული
ტილო, ელზასური კოლენკორი, რუანის ჩითი: ზოგჯერ ფურგონების გრძელი
რიგი იდგა მაღაზიასთან. ბარდანები ყრუ ხმაურით ეშვებოდნენ უფსკრულში,
თითქოს ქვებს ისვრიან წყალშიო.

მურე ერთხანს დასაცურებელ მოედანთან შეჩერდა. მუშაობა დუღდა: ყუთების


მწკრივი ქვემოთ ეშვებოდა, ადამიანის ხელი, რომელიც მათ ისროდა, არსად
ჩანდა და, იტყოდით, ყუთები თვითონ ცვივა ისე, როგორც წყალი ვარდება
წყაროს სათავიდანო. ყუთებს ბარდანები მოჰყვებოდა, რომლებიც აგორებული
ქვებივით ტრიალებდნენ. მურე ხმას არ იღებდა, მაგრამ თვალებში ცეცხლი ენთო,

37
წამში ათასობით ფრანკის მომტანი ნიაღვრის დანახვაზე. ასე მკვეთრად
არასოდეს უგრძნია დაწყებული ბრძოლა. სწორედ საქონლის ასეთი ნიაღვარი
უნდა მიუშვას მთელ პარიზში. მან უსიტყვოდ განაგრძო შემოვლა.

სარდაფის ფართო სარკმლიდან დღის უღიმღამო შუქი შემოდიოდა, რამდენიმე


მუშა ტვირთს იღებდა, ხოლო სხვა მსახურები სექციის გამგეთა თანდასწრებით
ყუთებსა და ბარდანებს ხსნიდნენ. სიცოცხლე ჩქეფდა მიწისქვეშეთში, ამ
უზარმაზარ სარდაფში, სადაც თუჯის ბოძები ჰქონდა შეყენებული თაღებს,
ხოლო მოტიტვლებული კედლები მოცემენტებული იყო.

– ხომ ყველაფერი მიიღეთ, ბუტმონ? – იკითხა მურემ და მხარბეჭიან


ახალგაზრდასთან მივიდა, რომელიც გახსნილ ყუთს ამოწმებდა.

– დიახ, ჩემი აზრით, ყველაფერი აქ უნდა იყოს, მაგრამ მათ გადათვლას, ალბათ,
მთელი დღე მოვუნდებით.

სექციის გამგე თვალის ერთი გადავლებით ამოწმებდა ფაქტურას. იგი დახლის


წინ იდგა, სადაც ერთი ნოქარი სათითაოდ აწყობდა ყუთებიდან ამოღებულ
აბრეშუმის თოფებს. ამ დახლის უკან საქონლით დატვირთული დახლები იდგა,
სადაც მსახურთა მთელი ჯგუფი საქონელს ამოწმებდა. ყველგან, ყოველ
კუნჭულში ხმაურით ხსნიდნენ ყუთებს, ათვალიერებდნენ ქსოვილებს,
აფასებდნენ.

სავაჭრო წრეებში უკვე სახელმოხვეჭილ ბუტმონს სავსე მთვარესავით მრგვალი


სახე ჰქონდა, გიშერივით შავი წვერი და ლამაზი თაფლისფერი თვალები.
მონპელიელი დარდიმანდი და ტრაბახა ყმაწვილი, გამყიდველად დიდი
ვერაფერი შვილი გახლდათ, სამაგიეროდ, საქონლის შესყიდვის საქმეში ბადალი
არ ჰყავდა. მამამისს სიახლეების მაღაზია ჰქონდა პროვინციაში და შვილი
პარიზში გამოაგზავნა, მაგრამ, როცა გადაწყვიტა, ჩემმა შვილმა, ალბათ, უკვე ისე
კარგად შეისწავლა საქმე, ახლა მეც ადვილად შემცვლისო, ვაჟიშვილმა სასტიკი
უარი უთხრა პროვინციაში დაბრუნებაზე. ამის შემდეგ, მამასა და შვილს შორის
გაუთავებელი ქიშპობა ჩამოვარდა. პროვინციელი ვაჭარი აღშფოთებისგან ცოფებს
ყრიდა, როცა ხედავდა, რომ უბრალო ნოქარს სამჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა,
ვიდრე მას, ხოლო შვილი ვაჭრობის ძველი წესის მიმდევარ მამას ყბად იღებდა.
იგი ტრაბახობდა თავისი შემოსავლით და მუდამ, როცა შინ ჩავიდოდა, მთელ
სახლს აფორიაქებდა. სხვა სექციის გამგეებივით, ისიც იღებდა დაწესებული სამი
ათასი ფრანკის გარდა განსაზღვრულ პროცენტს გაყიდული საქონლიდან.
38
გაოცებული და მოხიბლული მონპილიელები ამბობდნენ, ბუტმონის ვაჟმა
გასულ წელს თხუთმეტი ათასი ფრანკი ჩაიჯიბაო, ჯერ სად ხართ, მალე ეს ციფრი
ზღაპრულად გაიზრდებაო, უწინასწარმეტყველებდა ხალხი გაგულისებულ მამას.

ბურდონკლმა ხელში აიღო აბრეშუმის ქსოვილის თოფი და საქმის მცოდნე


ადამიანივით დაუწყო შემოწმება. ეს იყო ფაი, მოცისფრო-მოვერცხლისფრო
კანტით. მურე ამ ქსოვილით გადამწყვეტ დარტყმას უმზადებდა თავის მეტოქეს.

– მართლაც მშვენიერია, – თქვა ბურდონკლმა.

– იმდენად კარგი ხარისხის არაა, რამდენადაც ეფექტურია, – შეეკამათა ბუტმონი,


– დიუმონტეიმ მხოლოდ ჩვენთვის დაამზადა ეს ქსოვილი. უკანასკნელი
მოგზაურობის დროს, როცა გოჟანს ვერ მოვურიგდი, დიუმონტეი დამეთანხმა,
ასი დაზგა ამ ნიმუშის დასამზადებლად გადაეყვანა, ოღონდ მეტრში ოცდახუთი
სანტიმით მეტი მომთხოვა.

ბუტმონი თითქმის ყოველ თვეს მიემგზავრებოდა ლიონში და რამდენიმე დღეს


ფაბრიკებში ატარებდა. იგი ჩერდებოდა საუკეთესო სასტუმროში და ნაბრძანები
ჰქონდა, ნაღდი ანგარიშით გადაეხადა მწარმოებლისთვის. საერთოდ, ბუტმონი
უსაზღვრო თავისუფლებით სარგებლობდა და რაც მოეწონებოდა, ყველაფერს
ყიდულობდა, ოღონდაც მისი სექციის ბრუნვა ყოველწლიურად გაზრდილიყო.
სწორედ ამისთვის იღებდა იგი პროცენტებს მთელი მოგებიდან. ერთი სიტყვით,
«ქალთა ბედნიერებაში» მას, ისევე, როგორც სხვა სექციის გამგეებს, კომერსანტი-
სპეციალისტის მდგომარეობა ეკავა. ასეთი კომერციული წრე ფართო სავაჭრო
ქალაქის მსგავსად შეექმნათ იმ ხანებში.

– ესე იგი, გადაწყვეტილია, – თქვა მან, – აბრეშუმის ფასი ხუთი ფრანკი და


სამოცი სანტიმი იქნება... მოგეხსენებათ, ეს თითქმის თავისი ფასია!

– დიახ, დიახ... ხუთი ფრანკი და სამოცი სანტიმი, – სასწრაფოდ დაეთანხმა მურე,


– ჩემი ნება რომ იყოს, ფასდაკლებითაც გავყიდდი.

სექციის გამგეს გულიანად გაეცინა:

– ოჰ, ჩემი სურვილიც ესაა... ამით სამჯერ გაიზრდებოდა ვაჭრობა და რაკი ჩემი
ერთადერთი მიზანი მეტი სარგებლის მიღებაა...

სამაგიეროდ, ბურდონკლს არ ეცინებოდა, ბაგეები მოეკუმა და დაფიქრებული


ჩანდა. იგი საერთო შემოსავლიდან იღებდა პროცენტებს და ფასის დაკლება,
39
რასაკვირველია, ხელს არ აძლევდა. სწორედ მას ჰქონდა მინდობილი
ფასებისთვის თვალყურის დევნება, ეშინოდათ, საქონლის გასაღებით
გატაცებულ ბუტმონს მოგება მთლად არ შეემცირებინა. გარდა ამისა,
ბურდონკლი კვლავ შეიპყრო ეჭვმა – როგორღაც არ ეჭაშნიკებოდა რეკლამის
მიზნით წამოწყებული მთელი ეს კომბინაციები. ბოლოს გაბედა და თავისი შიში
ხმამაღლა გამოთქვა:

– თუ ამ ქსოვილს ხუთ ფრანკად და სამოც სანტიმად გავყიდით, გამოდის, რომ


წაგებაში ვიქნებით, რადგან დიდი ხარჯები გვაქვს დასაფარი... ამ აბრეშუმს
ყველანი შვიდ ფრანკად ყიდიან...

მურე გაბრაზდა, აბრეშუმის თოფს ხელი დაარტყა და მკვახედ მიახალა:

– ჰოდა, გაყიდონ! სწორედ ამიტომ მინდა საჩუქარი გავუკეთო ქალებს. იცით, რას
გეტყვით, ჩემო კარგო? თქვენ ქალის ბუნებას სრულიად არ იცნობთ. გაიგეთ
ერთხელ და სამუდამოდ, რომ ისინი ამ აბრეშუმისთვის თავ-პირს დაამტვრევენ
ერთმანეთს!

– რასაკვირველია! – შეაწყვეტინა კომპანიონმა, – მაგრამ, რაც მეტი იქნება თავ-


პირის მტვრევა, მით უფრო მეტ ზარალს ვნახავთ.

– გეთანხმებით. რამდენიმე სანტიმს აუცილებლად დავკარგავთ. მერედა, რა


მოხდა? დიდი ამბავია! სამაგიეროდ, ქალებს მოვიზიდავთ, დავიმორჩილებთ,
მოვხიბლავთ, გავაგიჟებთ, ამ საქონლით ქისებს დავუცარიელებთ. მთავარი ესაა,
ჩემო კარგო... ამისთვის კი ისეთი საქონელია საჭირო, რომელიც მათ თვალს
მოსჭრის, სენსაციას გამოიწვევს. ამის შემდეგ შეგიძლიათ, სხვა საქონელიც იმ
ფასში გაყიდოთ, როგორც სხვა მაღაზიებში იყიდება. ქალები დარწმუნებული
იქნებიან, რომ თქვენ უფრო იაფად ყიდით. მაგალითად, ტაფთას «ოქროსფერი
კანი», რომელიც ყველგან შვიდ ფრაკად და ორმოცდაათ სანტიმად იყიდება,
ჩვენთან არაჩვეულებრივ ქსოვილად მიიჩნევენ და იგი გადაჭარბებითაც
დაგვიფარავს «პარიზის ბედნიერებაში» მიღებულ წაგებას. აი, ნახავთ, საკუთარი
თვალით ნახავთ, რაც მოხდება!

მურე თანდათან აღეგზნო:

– გაიგეთ ერთი რამ: მე მსურს, ერთი კვირის განმავლობაში «პარიზის


ბედნიერებამ» გადატრიალება მოახდინოს მთელ კომერციულ სამყაროში. ეს
აბრეშუმი ჩვენი კოზირია, იგი მოგებასაც მოგვცემს და სახელსაც მოგვიხვეჭს.
40
ყველას პირზე ეკერება ჩვენი აბრეშუმი, მოცისფრო-ვერცხლისფერ კანტს მთელ
საფრანგეთში გაუვარდება სახელი... და თქვენი საკუთარი ყურით გაიგონებთ
ჩვენი კონკურენტების ამაო ღაღადს. წვრილ ვაჭრობას კვლავ მოეკვეცება
ფრთები, საბოლოოდ დავასამარებთ ძველმანებით მოვაჭრეებს, რომლებიც
ფარდულებში რევმატიზმისგან სულს ღაფავენ.

თანამშრომლები მიღებულ საქონელს ამოწმებდნენ და თან ღიმილით უსმენდნენ


უფროსს. ლაპარაკის დროს მურე თავის აზრს მუდამ ასაბუთებდა. ბურდონკლმა
ისევ დაყარა ფარ-ხმალი. ამასობაში ყუთი დაცარიელდა და ორი თანამშრომელი
მეორე ყუთის გახსნას შეუდგა.

– მწარმოებლებს ეს ამბავი არ მოსწონთ, – დაიწყო ბუტმონმა, – ლიონში


ამრეზილები არიან თქვენზე. ირწმუნებიან, საქონლის გაიაფებით ჩვენ
გავკოტრდებითო. იცით, გოჟანმა აშკარა ომი გამომიცხადა. დიახ, დაიფიცა, უმალ
ხანგრძლივ კრედიტს გავუხსნი წვრილ ვაჭრებს, ვიდრე შენს პირობებს მივიღებო.

მურემ მხრები აიჩეჩა:

– თუ გოჟანი ჭკუაზე არ მოვა, – უპასუხა მან, – გაკოტრება არ ასცდება... ნეტავ რა


აწუწუნებთ? ფულს ხომ მაშინვე ვუხდით?! რასაც გვაწვდიან, ყველაფერს
ვუსაღებთ, მეტი რაღა უნდათ? ყოველ შემთხვევაში, ფასების დაკლება მათ არ
ეხებათ! გარდა ამისა, მთავარია, მყიდველი დარჩეს მოგებული!

ნოქარი მეორე ყუთს ცლიდა, ხოლო ბუტმონი ფაქტურას ადარებდა. სხვა


თანამშრომელი დახლის მეორე ბოლოში – პირობით ნიშანს და შემოწმებაც ამით
მთავრდებოდა. სექციის გამგის მიერ ხელმოწერილი ფაქტურა ზემოთ
იგზავნებოდა, მთავარ სალაროში. მურე ერთხანს კიდევ ადევნებდა თვალყურს ამ
სამუშაოს, ბარდანებით გახსნით გამოწვეულ არეულ-დარეულობას. იმდენი
ყუთი იყო გარშემო, იტყოდით, სარდაფს წალეკვა ემუქრებაო. ბოლოს, თავისი
ქვეშევრდომების მუშაობით კმაყოფილი მურე იქაურობას გასცილდა.
ბურდონკლიც უკან გაჰყვა.

ნელი ნაბიჯით გაიარეს მთელი სარდაფი. აქა-იქ მკრთალი შუქი იჭრებოდა


სარკმლებიდან: ბნელ კუთხეებსა და ვიწრო დერეფნების გასწვრივ დღედაღამ
ენთო გაზის ნათურები. ამ დერეფნებში მარაგი ინახებოდა: აქ, დაბალი მოაჯირით
გადატიხრულ აკლდამებში, ყოველი სექცია ზედმეტ საქონელს ინახავდა. მურემ
გადახედა კალორიფერს, რომელიც პირველად ორშაბათს უნდა აენთოთ და

41
პატარა რკინის ბადეში ჩასმულ გიგანტურ მრიცხველთან მდგომ სახანძრო ხიდს.
ძველი სარდაფი პატარ-პატარა დარბაზებად გადაეკეთებინათ, სამზარეულოსა და
სასადილოსთვის. სასადილო მარცხენა კუთხეში, გაიონის ქუჩის მხარეზე
გადიოდა. მურე სარდაფის მეორე ბოლოში გავიდა, სადაც შინ მიტანის
განყოფილება მოეწყოთ. აქ მოჰქონდათ შეკრული ნავაჭრი, რაც კი მყიდველებს
თან ვერ წაეღოთ. ამ ფუთებს მაგიდაზე ახარისხებდნენ და პარიზის
კვარტალების მიხედვით თაროებზე ალაგებდნენ, შემდეგ, განიერი კიბით,
რომელიც «ძველი ელბეფის» მხარეს გადიოდა, ქვაფენილის პირად
ჩამწკრივებულ ფურგონებში მიჰქონდათ. «ქალთა ბედნიერების» მექანიზმი
ასეთი გახლდათ: ლა მიშოდიერის ქუჩაზე გამავალი კიბიდან განუწყვეტლივ
იყრებოდა საქონელი, გადაეცემოდა დახლებს და შემდეგ ნევ-სენტ-ოგუსტენის
ქუჩით, დასაცურებლად, მოედნიდან სარდაფში ჩადიოდა.

– კამპიონ, – მიმართა მურემ შინ მიტანის განყოფილების უფროსს, პირხმელ


ნასერჟანტალს, – როგორ მოხდა, რომ გუშინ, დაახლოებით დღის ორ საათზე,
მანდილოსანმა ექვსი წყვილი ზეწარი იყიდა ჩვენთან და საღამოსაც ვერ
მიუტანეთ შინ?

– სად ცხოვრობს ეს მანდილოსანი?

– რივოლის ქუჩაზე, ალჟირის ქუჩის კუთხეში... ქალბატონი დეფორჟი.

დილაობით დამხარისხებელი მაგიდა ცარიელი იყო; წინადღით დარჩენილი


რამდენიმე ფუთაღა ეგდო თაროებზე; სანამ კომპანიონი ამ ფუთებს
ათვალიერებდა და აღრიცხვის წიგნში მისამართს ეძებდა, ბურდონკლი მურეს
შეჰყურებდა და ფიქრობდა, ეს რა კაცია, ყველაფერი იცის, არაფერი გამოეპარება
და რესტორანსა თუ საყვარლების სარეცელზეც კი მაღაზიის საქმეებზე
ზრუნავსო.

სახლში მიტანის განყოფილების გამგემ, როგორც იქნა, შეცდომა იპოვა: სალაროს


აურევია სახლის ნომერი და ფუთაც უკან დაუბრუნებიათ.

– რომელ სალაროში გაიარა საქონელმა? – იკითხა მურემ, – რაო? მეათეში?

იგი ბურდონკლს მიუბრუნდა.

– მეათე სალარო ხომ ალბერისაა?! რას იზამ, ყური უნდა ავუწიოთ.

42
და სანამ მაღაზიის შემოვლას დაიწყებდა, გადაწყვიტა, ექსპედიციის
განყოფილებაში შესულიყო, რომელსაც რამდენიმე ოთახი ეკავა მესამე
სართულზე. პროვინციებიდან და უცხოეთიდან მიღებულ ყოველგვარ შეკვეთას
აქ იღებდნენ და მურეც ყოველ დილით შედიოდა კორესპონდენციების
გადასათვალიერებლად. ორი წლის განმავლობაში ეს კორესპონდენციები დღითი
დღე იზრდებოდა. ექსპედიციის განყოფილებას, სადაც ჯერ ათიოდე
თანამშრომელი მუშაობდა, ახლა უკვე ოცდაათამდე მუშახელი სჭირდებოდა.
ზოგი წერილებს კითხულობდა, დანარჩენები წერილებს ახარისხებდნენ,
ნომრავდნენ, შემდეგ ამ ნომრებს ცარიელ უჯრებზე აწებებდნენ; როცა წერილები
სექციის მიხედვით ნაწილდებოდა და სექციები შეკვეთილ საქონელს
გამოგზავნიდნენ, მათ ნომრის მიხედვით ალაგებდნენ უჯრებში. ბოლოს,
საქონლის შემოწმება და ყუთებში ჩალაგებაღა რჩებოდათ, ამას მეზობელ ოთახში
აკეთებდნენ. მუშების მთელი ჯგუფი დილიდან საღამომდე ყუთებს აჭედებდა
და თოკებით კრავდა.

მურემ ჩვეულებისამებრ იკითხა:

– დღეს რამდენი წერილი მიიღეთ, ლევასერ?

– ხუთას თოთხმეტი, ბატონო მურე, – უპასუხა ექსპედიციის განყოფილების


გამგემ, – მეშინია, ვაითუ ორშაბათს ბაზრობის შემდეგ, ხალხი არ მეყოს. გუშინაც
ძლივს გავართვით თავი სამუშაოს.

ბურდონკლი კმაყოფილებით აქნევდა თავს, სამშაბათ დღეს ამდენ წერილს არ


ელოდა. მაგიდას თანამშრომლები შემოსხდომოდნენ. წერილებს ხსნიდნენ და
კითხულობდნენ, ქაღალდის განუწყვეტელი შრიალი ისმოდა, ხოლო უჯრებიდან
უკვე დაეწყოთ საქონლის ამოლაგება. ექსპედიციის განყოფილება ყველაზე
უფრო სერიოზულ და რთულ სამუშაოს ასრულებდა მთელ მაღაზიაში: აქ
მუშაობა მუდამ დუღდა, რადგან დილით მიღებული ყოველი შეკვეთა, საღამოს
აუცილებლად უნდა ყოფილიყო გაგზავნილი.

– ხალხს იმდენს მოგაშველებთ, რამდენიც დაგჭირდებათ, ლევარსენ, – უპასუხა


მურემ, რომელიც თვალის ერთი გადავლებით დარწმუნდა, განყოფილება კარგად
მუშაობსო, – თქვენც კარგად მოგეხსენებათ, საქმე თუ მოითხოვს, მუშახელზე
უარს არავის ვეტყვი.

43
ზემოთ, სხვენზე, გამყიდველი ქალების საცხოვრებელი ოთახები იყო. მაგრამ
მურე ქვევით ჩაუყვა და მისი კაბინეტის გვერდით მოთავსებულ მთავარ
სალაროში შევიდა. ეს ოთახი ორად იყო გაყოფილი მინის ტიხრით. ტიხარში
სპილენძის ჩარჩოში ჩასმული პატარა სარკმელები გამოეჭრათ. ოთახის ბოლოს,
კედელში უზარმაზარი ცეცხლგამძლე სალარო იდგა. ორი მოლარე აქ აგროვებდა
შემოსავალს, რომელიც მაღაზიის მთავარ მოლარეს, ლომს მოჰქონდა. ფულის
მიღების შემდეგ მოლარეები ხარჯებს ფარავდნენ, უსწორდებოდნენ
მწარმოებელს, მოსამსახურე პერსონალს და ყველას, ვინც კი სავაჭრო სახლის
ხარჯზე ცხოვრობდა. სალარო გადიოდა მეორე, მწვანე საქაღალდეებით სავსე
ოთახში, სადაც ათიოდე თანამშრომელი ფაქტურებს ამოწმებდა. შემდეგი
განყოფილება – ანგარიშსწორების მაგიდა იყო. ექვსიოდე ახალგაზრდა კაცი
რეესტრებით დახვავებულ შავ კანტორებზე დახრილიყო, გაყიდული საქონლის
უწყისებს აჯამებდნენ და გამყიდველების კუთვნილ პროცენტებს
ანგარიშობდნენ. ეს განყოფილება ახლახან გაეხსნათ და ჯერ კიდევ არ იყო
მოწესრიგებული.

მურემ და ბურდონკლმა სალარო და კონტროლის განყოფილება გაიარეს და


ანგარიშსწორების განყოფილებაში შევიდნენ. მათ გამოჩენაზე ახალგაზრდები,
რომლებიც უსაქმოდ ისხდნენ და მხიარულად ყბედობდნენ, შეკრთნენ. მურეს
ერთი სიტყვითაც არ გამოუმჟღავნებია თავისი უკმაყოფილება და იმ პრემიების
სისტემის შესახებ ჩამოუგდო მათ ლაპარაკი, რომელიც ჩეკებში აღმოჩენილი
ყოველი შეცდომისთვის გამოეღო. მურეს გასვლისთანავე ახალგაზრდებს
ლაზღანდარობა გადაავიწყდათ და ეგებ შეცდომა აღმოვაჩინოთო,
თოფნაკრავებივით შეუდგნენ მუშაობას. მურე მაღაზიაში შევიდა და პირდაპირ
მეათე სალაროსკენ გაემართა, სადაც ალბერ ლომი იდგა და კლიენტების
მოლოდინში ფრჩხილებს იპრიალებდა. მაღაზიაში უკვე აშკარად ლაპარაკობდნენ
«ლომთა დინასტიის გამეფებაზე». საქმე ის იყო, რომ ქ-მა ორელიმ, მზა
ტანსაცმლის სექციის გამგემ, ჯერ თავისი ქმარი მოაწყო მთავარი მოლარის
თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ საცალო ვაჭრობის სალაროში ვაჟიშვილი
დაანიშვნინა. მაღალ, ფერმკრთალ და დროს ტარების მოყვარულ ყმაწვილს ერთ
ადგილას ვერ მოეკიდა ფეხი და დედასაც მისი ჯავრი არ ასვენებდა. როცა მურე
ახალგაზრდა კაცს მიუახლოვდა, ერთბაშად გადაიფიქრა საყვედურის თქმა: არ
უნდოდა ჟანდარმის როლში გამოსულიყო და ამით თავისი თავაზიანობისთვის
ჩრდილი მიეყენებინა, ბუნებითაც და ტაქტიკური მოსაზრებების გამოც, კეთილი

44
ღმერთის სახელი ერჩივნა. იგი ბურდონკლს, წესრიგის დამცველს აკისრებდა
მუდამ დამნაშავეების დასჯას და ახლაც მას ანიშნა:

– ბატონო ალბერ, – მკაცრად დაიწყო ბურდონკლმა, – თქვენ გუშინაც აგირევიათ


მისამართები და ნაყიდი საქონელი უკან დააბრუნეს... ეს უკვე აუტანელი ხდება!

მოლარე თავის მართლებას მოჰყვა და მოწმედ დამტარებელი მოიშველია,


რომელსაც საქონელი შეეხვია. ეს დამტარებელი, სახელად ჟოზეფი, ასევე ლომთა
დინასტიას ეკუთვნოდა და ისიც ქ-ნი ორელის წყალობით მოეწყო სამსახურში.
მოლარემ იფიქრა, ჟოზეფი შეცდომას მყიდველს გადააბრალებსო, მაგრამ
დამტარებელი დაიბნა, წიწკნა დაუწყო წვერს, რომელიც ისედაც გრძელ, ჩოფურა
სახეს უფრო მეტად უგრძელებდა. ყოფილი ჯარისკაცის სახეზე აშკარად
აღიბეჭდა ჭიდილი სინდისსა და მფარველისადმი მადლიერების გრძნობას შორის.

– ჟოზეფს თავი დაანებეთ, – იფეთქა ბურდონკლმა, – და რაც მთავარია,


შეკამათებას ნუ დამიწყებთ!.. თქვენი ბედი, რომ დედათქვენის უმწიკვლო
მუშაობას ასე ვაფასებთ!

ამასობაში მოხუცმა ლომმა მოირბინა. კართან მდებარე სალაროდან მოჩანდა


შვილის სალარო, რომელიც ხელთათმანების განყოფილებაში იყო.
გაჭაღარავებულ, უმოძრაობისგან დამძიმებულ მოხუცს ისეთი მოშვებული,
მკრთალი სახე ჰქონდა, თითქოს იმ ვერცხლის ელვარებას გაეხუნებინა, რასაც
დღენიადაგ ითვლიდა. ცალი მკლავი ამპუტირებული ჰქონდა, მაგრამ მუშაობაში
მაინც არ ეშლებოდა ხელი. ზოგჯერ თანამშრომლები ცნობისმოყვარეობით
ადევნებდნენ თვალს, როგორ ამოწმებდა იგი შემოსავალს: ასიგნაციები და
ლითონის მონეტები წარმოუდგენელი სისწრაფით სრიალებდნენ მისი მარცხენის
თითებში. იგი შაბლის გადასახადების ამკრეფის შვილი გახლდათ. პარიზში
ჩამოსვლის შემდეგ პორტ-ო-ვენის ერთ კომერსანტთან მუშაობდა ბუღალტრად.
შემდეგ, კიუვეს ქუჩაზე დასახლებულიყო, თავისი მეკარის, ელზასელი თერძის
ქალიშვილი ცოლად შეერთო და მაშინვე დამორჩილებოდა ცოლს. ქედი მოეხარა
მისი კომერციული ნიჭის წინაშე. ლომის მეუღლე მზა ტანსაცმლის სექციის გამგე
იყო და თორმეტი ათას ფრანკზე მეტს იღებდა წელიწადში, მაშინ, როცა თვითონ
მხოლოდ ხუთი ათასი ფრანკი ჰქონდა. რაკი აღმერთებდა ასეთი დიდი თანხის
ოჯახში შემომტან ცოლს, შვილსაც თაყვანს სცემდა, რადგან ის ხომ ამ ქალის
ნაშიერი იყო.

– რა მოხდა? – შეწუხებული სახით იკითხა მან, – ალბერმა ხომ არაფერი დააშავა?


45
და აი, ჩვეულებისამებრ, მურე ჩაერია საქმეში და კეთილი პრინცის როლი იკისრა.
თუ ბურდონკლი შიშის ზარს სცემდა ყველას, სამაგიეროდ, მურე თავის
პოპულარობაზე ზრუნავდა.

– არაფერია, ძვირფასო ლომ, თქვენი ალბერი ცოტა დაუფიქრებელია... მას


მართებს თქვენგან აიღოს მაგალითი.

შემდეგ საუბრის თემა შეცვალა და თავაზიანად ჰკითხა:

– კონცერტმა როგორ ჩაიარა იმ დღეს? ადგილი ხომ კარგი გქონდათ?!

მოხუც მოლარეს სიწითლემ გადაჰკრა ფერმკრთალ ღაწვებზე. იგი მუსიკის გიჟი


გახლდათ და მუსიკისადმი სიყვარულს თეატრებში, კონცერტებზე,
რეპეტიციებზე მარტოდმარტო სიარულით იკმაყოფილებდა. მიუხედავად
ამპუტირებული მკლავისა, მაშების მოხერხებული სისტემის წყალობით
თვითონაც უკრავდა ვალტორნზე და რაკი ქ-ნი ლომი ხმაურს ვერ იტანდა, იგი
მაუდში ახვევდა ინსტრუმენტს, საღამოობით უკრავდა და ამ უცნაური, ყრუ
ბგერებითაც ტკბებოდა ხოლმე. ოჯახურ უსიამოვნებას მუსიკით იქარვებდა;
სალაროში მუშაობისა და მუსიკის გარდა, მას სხვა არავითარი სიამოვნება არ
გააჩნდა, თუ ცოლისადმი თაყვანისცემას არ ჩავთვლით.

– მშვენიერი ადგილი მქონდა, – უპასუხა თვალებგაბრწყინებულმა ლომმა, –


გმადლობთ ყურადღებისთვის, ბატონო მურე.

ოქტავ მურეს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, როცა რითიმე გატაცებულ ადამიანს


ხელს უწობდა და ამიტომაც ლომს ხშირად ამარაგებდა ბილეთებით, რომლებსაც
ძალით აჩეჩებდნენ ქველმოქმედი მანდილოსნები. მან საბოლოოდ მოხიბლა
მოლარე, როცა აღტაცებით შესძახა:

– ბეთჰოვენი! მოცარტი!.. ღმერთო, რა მუსიკაა!

პასუხს არ დაუცადა, ისე გაშორდა ლომს და ბურდონკლს დაეწია. ბურდონკლს


უკვე მაღაზიის სექციების შემოვლა დაეწყო. მინით გადახურულ შიდა ეზოში –
ცენტრალურ დარბაზში აბრეშუმის სექცია მოეწყოთ. მურე და ბურდონკლი ჯერ
ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩის გალერიისკენ გაემართნენ, სადაც თეთრეული იყო
გამოფენილი. რაკი ყველაფერი წესრიგში დახვდათ, მოწიწებით მდგარ
გამყიდველებს ნელი ნაბიჯით ჩაუარეს და რუანის ჩითისა და ტრიკოტაჟის
სექციებში შევიდნენ. აქაც სრული წესრიგი სუფევდა, მაგრამ შალეულობის

46
სექციაში, რომელიც ლა მიშოდიერის ქუჩის გადამკვეთი გალერიის გასწვრივ იყო
მოთავსებული, ბურდონკლმა კვლავ დამსჯელის როლი იკისრა, როცა დახლზე
ჩამომჯდარი ახალგაზრდა კაცი შეამჩნია, უძილობისგან სახეგაფითრებული.
ლიენარი მდიდარი ვაჭრის შვილი იყო, მამამისს სიახლეების მაღაზია ჰქონდა
ანჟერში. მან უსიტყვოდ მოისმინა ბურდონკლის საყვედური: ამ ზარმაც,
უზრუნველ და მოქეიფე ყმაწვილს ერთადერთი შიში ჰქონდა – მამამ
პროვინციაში არ წამიყვანოსო. საყვედურებისა და შენიშვნების კორიანტელი
დააყენა ბურდონკლმა ამ სექციაში. ლა მიშოდიერის ქუჩის გალერეას ჭექა-
ქუხილმა გადაუარა: მაუდის სექციის ახალბედა გამყიდველი, რომელსაც
მაღაზიაში ჰქონდა ბინა, ისე გაკადნიერებულიყო, რომ წინაღამით თერთმეტი
საათის შემდეგ დაბრუნდა დასაძინებლად. გალანტერიის სექციის გამგის
მოადგილეს თამბაქოს მოწევაზე წაასწრეს. განსაკუთრებით, ხელთათმანების
სექციაში ატყდა აურზაური: ერთ პარიზელ ყმაწვილს, არფაზე დამკვრელი ქალის
უკანონო შვილს, «ლამაზ მინიოს» რომ ეძახდნენ, სასადილოში ჩხუბი აუტეხავს,
უგემურ სადილს გვაძლევთო. მაღაზიის თანამშრომლები სამ წყებად
საუზმობდნენ: პირველი ცვლა – ათის ნახევარზე, მეორე – თერთმეტის
ნახევარზე, მესამე – თორმეტის ნახევარზე. მინიო ჩიოდა, მესამე ცვლის ხალხს
ნარჩენებიღა გვრჩება და ულუფასაც გვიმცირებენო.

– როგორ, განა საჭმელი უგემური გაქვთ? – გულუბრყვილოდ იკითხა მურემ. იგი


ფრანკ-ნახევარს იძლეოდა დღეში თითო თანამშრომელზე; ხოლო სასადილოს
მთავარი მზარეული, ოვერნელი გაიძვერა კაცი იყო, მაინც ახერხებდა საკუთარი
ჯიბის გასქელებას და ამიტომაც მართლაც გულის ამრევი სადილები ჰქონდათ.
მაგრამ ბურდონკლმა მხრები აიჩეჩა, თითქოს უნდოდა ეთქვა, რაკი ჩვენი
მზარეული ყოველდღე ოთხას საუზმესა და სადილს ამზადებს სამი ცვლისთვის,
რასაკვირველია, ვერ მოვითხოვთ დიდი სიამოვნებით მომზადებულ კერძებსო.

– სულერთია! – წამოიძახა გულკეთილმა უფროსმა, – მე მსურს, რომ ჩვენს


თანამშრომლებს გემრიელი და ნოყიერი საჭმელი ჰქონდეთ და ისიც უხვად...
მზარეულს მე მოველაპარაკები.

მინიოს საჩივარი ამით დასრულდა. როცა მურე და მისი კომპანიონი ხელახლა


დაუბრუნდნენ იმ ადგილს, საიდანაც დაიწყეს შემოვლა, ერთხანს კართან
შეჩერდნენ, ქოლგებისა და ჰალსტუხების სექციასთან და ინსპექტორის ცნობა
მოისმინეს. მაღაზიაში ოთხი ინსპექტორი ჰყავდათ და მათ წესრიგის დაცვა
ევალებოდათ. ძია ჟუვს, გადამდგარ კაპიტანს ორდენი ჰქონდა მიღებული
47
კონსტანტენში. იგი ჯერ კიდევ ლამაზი მამაკაცი იყო – დიდი მგრძნობიარე
ცხვირისა და მელოტი თავის პატრონი: ჟუვი ერთ გამყიდველს უჩიოდა, უბრალო
შემჩნევის გამო «ბებერი შტერი» მიწოდაო. გამყიდველი მაშინვე მოხსნეს.

კლიენტები ჯერ არ ჩანდნენ. ცარიელ გალერეებში მხოლოდ მეზობელი ქუჩიდან


მოსული დიასახლისები დადიოდნენ. თანამშრომელთა მოსვლის აღმნუსხველმა
ინსპექტორმა წიგნაკი შეინახა და დაგვიანებულთა გვარები ცალკე ჩაიწერა.
გამყიდველებმა თავიანთ სექციებს მიაშურეს. ეს სექციები დილის ხუთ საათზე
უკვე დაგვილი და დალაგებული იყო. ძილისგან გაფითრებული ნოქრები
ქუდებსა და პალტოებს კარადებში კიდებდნენ და მთქნარებას ძლივს
იკავებდნენ. ზოგი ამხანაგს გადაულაპარაკებდა რამდენიმე სიტყვას, აქეთ-იქით
იყურებოდა, თითქოს ახალი სამუშაო დღის დასაწყებად ემზადებაო: ზოგი
ზანტად ხსნიდა მწვანე სარჟას, წინასაღამოს საქონელზე რომ გადაეფარებინათ
და ელოდნენ, როდის დაიწყებოდა ვაჭრობის აყალმაყალი და მხიარული დილის
შუქში გახვეულ სექციებს როდის ააფორიაქებდა და წალეკავდა ტილოს,
აბრეშუმისა და მაქმანის ორომტრიალი.

მზით გაკაშკაშებულ ცენტრალურ დარბაზში აბრეშუმის სექციის ორი


გამყიდველი დახლებთან იდგა და ხმადაბლა საუბრობდა. ერთი მათგანი,
ტანმორჩილი, კუნთმაგარი, ლამაზი ჭაბუკი შიდა ვიტრინისთვის ფერებს
არჩევდა. იუტენის მამას ყავახანა ჰქონდა ივეტოში. თვინიერი ხასიათისა და
შემპარავი მანერების წყალობით, წელიწადნახევარში საუკეთესო გამყიდველის
სახელი მოიხვეჭა, სხვათა შორის იგი გაშმაგებული მადის პატრონი იყო, უნდოდა
ყველაფერი და ყველანი გადაესანსლა, ოღონდ შიმშილის გრძნობის
დასაკმაყოფილებლად კი არა, პირადი სიამოვნებისთვის.

– ყური მიგდეთ, ფავიე, – ეუბნებოდა იგი მაღალ, გამხდარ, გაყვითლებულ და


ღვარძლიან ყმაწვილს, ბეზანსონელი ფეიქრის შვილს, რომელიც მოხდენილობას
ვერ დაიკვეხნიდა, გარეგნულადაც გულგრილი ჩანდა, მაგრამ უჩვეულო
ნებისყოფა ჰქონდა, – თქვენს ადგილას ღმერთმანი, სილას გავაწნიდი!

– სილის გაწვნით ვერაფერს გავხდები, – ფლეგმატურად უპასუხა მან, – მიჯობს,


მოვითმინო.

ისინი რობინოზე ლაპარაკობდნენ. როცა სექციის გამგე სარდაფში ჩავიდოდა,


გამყიდველებზე ზედამხედველობა მას ევალებოდა. იუტენი მის ადგილს
უმიზნებდა და ჩუმ-ჩუმად ძირს უთხრიდა. მაშინაც კი, როდესაც სექციის გამგის
48
ადგილი გათავისუფლდა და დაპირებისამებრ რობინო უნდა დაენიშნათ ამ
თანამდებობაზე, იუტენმა გადაბირება და რობინოს შეურაცხყოფა განიზრახა,
რომ მას უარი ეთქვა სექციის გამგეობაზე, მაგრამ რობინომ ყველაფერი აიტანა. ამ
დღიდან მათ შორის გამუდმებული შუღლი იგრძნობოდა. იუტენს იმედი ჰქონდა,
რომ მთელ სექციას განაწყობდა რობინოს წინააღმდეგ და ყოველდღიური
შეურაცხყოფითა და დაცინვით საბოლოოდ მაინც აიძულებდა მაღაზიის
დატოვებას. გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, თავაზიანად ექცეოდა და მხოლოდ
ფავიეს უსისინებდა. ხოლო, რაკი ეს ყმაწვილი გამყიდველი იყო, იუტენის
ხელქვეითად ითვლებოდა და თითქოს ყველაფერში ეთანხმებოდა, თუმცა მის
მორჩილებაში ფარული ღვარძლი იმალებოდა.

– ჩუმად! ჩვიდმეტი! – სწრაფად გადაულაპარაკა მან მეგობარს და ამით მურესა


და ბურდონკლის მოახლოება აცნობა.

ისინი შემოვლას განაგრძობდნენ და ახლა აბრეშუმის სექციაში შემოსულიყვნენ.


მურე და ბურდონკლი რობინოს მიუახლოვდნენ და მაგიდაზე დახვავებული
ხავერდის ქსოვილებზე დაუწყეს ლაპარაკი. რობინომ მოახსენა, ხავერდის
თოფების დასაწყობად ადგილი აღარ გვყოფნისო. მურეს გაეღიმა:

– აი გეუბნებოდით, ბურდონკლ, რომ მაღაზია ვიწროა-მეთქი, – უთხრა მან


კომპანიონს, – ერთ მშვენიერ დღეს, შუაზელის ქუჩამდე მოგვიხდება კედლების
დანგრევა. აი, ნახავთ, რა ზედახოცვა იქნება ორშაბათს!

რაკი მომავალი ბაზრობისთვის ყველა სექცია ემზადებოდა, მან მითითებები


მისცა რობინოს. მასთან საუბრის დროს იგი თვალს არ აშორებდა იუტენს,
რომელსაც ვერ გაებედა ლურჯი, ნაცრისფერი და ყვითელი აბრეშუმის
ქსოვილების შეხამება. გამყიდველმა რამდენჯერმე დაიხია უკან, ტონთა
ჰარმონიულობის შესამოწმებლად. მურემ ვეღარ მოითმინა და მიუახლოვდა.

– ასე ძალიან რატომ ფრთხილობთ? – უთხრა მან, – ნუ გეშინიათ!.. მყიდველს


თვალი უნდა მოსჭრათ... აი ასე! ყვითელი! მწვანე! წითელი!

იგი სათითაოდ იღებდა აბრეშუმის თოფებს, შლიდა ქსოვილებს, ჭმუჭნიდა,


თვალისმომჭრელ გამებს ქმნიდა. საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ მთელ
პარიზში ვიტრინების გაფორმებაში მურეს ბადალი არ ჰყავდა. იგი ნოვატორი იყო
და გამოფენის მეცნიერებაში გაბედული და დიდებული სკოლის დამაარსებლად

49
ითვლებოდა. მურე ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს
ქსოვილები გადატეხილი ყუთებიდან გადმოცვენილა. მას სურდა მეტისმეტად
მკვეთრ, აბდღვრიალებულ ფერებს ერთმანეთი გამოეცოცხლებინა. მაღაზიიდან
გასულ ქალებს თვალები უნდა სტკიოდეთო, ამბობდა იგი. იუტენი კი, პირიქით,
ფერთა სიმეტრიებისა და ჰარმონიულობის კლასიკური სკოლის მიმდევარი
გახლდათ, მაგრამ ახლა უსიტყვოდ, ყოველგვარი შეკამათების გარეშე უყურებდა
დახლზე აელვარებულ ქსოვილთა ხანძარს. ოღონდ ბაგეები აემრიზა, თითქოს
მხატვარია და ასეთმა უვიცობამ შეურაცხყოო.

– აი, ასე! – წამოიძახა მურემ ბოლოს, – ასევე დატოვეთ!.. ხოლო ორშაბათს


მეტყვით, მიიზიდა თუ არა მან ქალების ყურადღება.

სწორედ იმ დროს, როცა იგი ბურდონკლსა და რობინს დაეწია, ცენტრალურ


დარბაზში დენიზი შემოვიდა და ვიტრინის დანახვაზე სახტად დარჩა, მთელი
ერთი საათის ქუჩაში ხეტიალის შემდეგ, როგორც იქნა, მორცხვობა დაეძლია და
მაღაზიაში შემოსვლა გაებედა, მაგრამ ისე იყო დაბნეული, არაფერი ესმოდა, რას
ეუბნებოდნენ. ენის ბორძიკით ეკითხებოდა გამყიდველებს, სად შემიძლია
ქალბატონი ორელის ნახვაო, ხოლო როცა პასუხს მიიღებდა, მადლობას უხდიდა
და თუ ეტყოდნენ, მარჯვნივ წადითო, მარცხნივ მიდიოდა. ასე დაეხეტებოდა
მთელი ათი წუთი ქვემო სართულზე, გადადიოდა სექციიდან სექციაში,
ცნობისმოყვარე გამყიდველები კი დაცინვითა თუ პირქუში გულგრილობით
ადევნებდნენ თვალს. დენიზი მზად იყო, იქიდან გაქცეულიყო, მაგრამ მაღაზიიის
დათვალიერების სურვილი აკავებდა. ამ ურჩხულში, ჯერ კიდევ აუმუშავებელ
მანქანაში გზააბნეულს თავი ჭიანჭველად მიაჩნდა. ეშინოდა, ამ მოძრაობას,
რომლისგანაც კედლები უკვე ზანზარებდა, არ წაელეკა იგი. ბნელ და ვიწრო
«ძველ ელბეფთან» შედარებით, ეს მაღაზია უზარმაზარ, ოქროსფერი სხივებით
აკაშკაშებულ შენობად ეჩვენებოდა, ფიქრობდა, აქაურობა ძეგლებით,
მოედნებით, ქუჩებით მდიდარ ქალაქს ჰგავს, სადაც მე გზას ვერაფრით
გავიგნებო.

აბრეშუმის სექციაში შესვლას დიდხანს ვერ ბედავდა. ეს მაღალჭერიანი, შუშის


სახურავიანი დარბაზი, მდიდრული დახლები ტაძარს აგონებდა და შიშს
ჰგვრიდა, მაგრამ, როცა თეთრეულის სექციის ნოქრების დამცინავი შემოხედვა
იგრძნო, შეეშინდა, აბრეშუმის სექციაში შევარდა, ერთბაშად ახლად გაწყობილ
ვიტრინას შეეფეთა. მიუხედავად აღელვებისა, მასში უმალვე გაიღვიძა ქალურმა

50
ინსტინქტმა, ღაწვები გაუწითლდა, ყველაფერი გადაავიწყდა და მხოლოდ
აბრეშუმის ქსოვილთა ხანძრის ცქერამ გაიტაცა.

– ერთი შეხედე, – წასჩურჩულა იუტენმა ფავიეს, – წეღან, გაიონის მოედანზე რომ


აშაღლარა შემოგვხვდა, აქ მობრძანებულა!

მურეს ისე ეჭირა თავი, თითქოს ბურდონკლსა და რობინოს უგდებსო ყურს,


მაგრამ სინამდვილეში ამ უბრალო გოგონას აღტაცებამ დააინტერესა და
ასიამოვნა კიდეც. ასეთი აღელვება ეტყობა ხოლმე მარკიზას, როცა მეეტლის
თვალებში აელვარებულ უხეშ ვნებას ამოიკითხავს. დენიზმა თავი ასწია და
კიდევ უფრო დაიბნა, როცა სწორედ ის ახალგაზრდა კაცი შეამჩნია, რომელიც
სექციის გამგედ მიიღო ამ დილით. მოეჩვენა, რომ ეს კაცი მკაცრად უყურებდა
მას, უნდოდა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, მაგრამ თავგზა აებნა და იქვე
მდგომ ნოქარს, ფავიეს მიმართა კითხვით:

– მითხარით, გეთაყვა, სად შეიძლება ქალბატონი ორელის ნახვა?

ფავიე დიდი თავაზიანობით არ გამოირჩეოდა და მკვახედ მიახალა:

– მეორე სართულზე.

დენიზმა მადლობა გადაუხადა და რომ ამ მამაკაცების შემოხედვას, რაც


შეიძლება, სწრაფად გასცლოდა, კიბის მხარეს აპირებდა წასვლას. მართალია,
წეღან იუტენმა აშაღლარა შეარქვა, მაგრამ ახლა ერთბაშად გაეღვიძა ბუნებრივი
თავაზიანობა, შეაჩერა დენიზი და ზრდილობიანად უთხრა:

– არა, აი აქეთ, მადმუაზელ... თუ არ შეწუხდებით, აქეთ წამობრძანდით.

მან კიბემდე მიაცილა დენიზი, დარბაზის მარცხენა მხარეს, შემდეგ თავი დაუკრა
და ქალებისთვის გამომეტებული ჩვეულებრივი ღიმილით შეხედა.

– ზემოთ რომ ახვალთ, მარცხნივ შეუხვიეთ... მზა ტანსაცმლის სექცია სწორედ იქ


იქნება.

ამ უჩვეულო თავაზიანობამ დენიზი ააღელვა: მას მეგობრულად გაუწოდეს ხელი.


იუტენს შეხედა, მოეწონა მისი თვალები, ლამაზი სახე, ღიმილი, ალერსიანი ხმა,
რომელმაც შიში გაუფანტა. მადლიერების გრძნობით აევსო გული და აღელვებით
წაიბუტბუტა:

51
– რა თავაზიანი ბრძანდებით! ნუღარ შეწუხდებით... დიდი მადლობა, ბატონო.

მაგრამ, როგორც კი იუტენი თავის დახლს დაუბრუნდა, ჩვეული უხეშობით


გადაულაპარაკა ფავიეს:

– ეს რა მუდო ვინმე ყოფილა!

ზემო სართულში დენიზი პირდაპირ მზა ტანსაცმლის სექციაში მოხვდა. ვრცელი


ოთახის კედლების გასწვრივ ჩამწკრივებული იყო მუხის ჩუქურთმებიანი მაღალი
კარადები. ფანჯრები ლა მიშოდიერის ქუჩას გადასცქეროდა. აბრეშუმის კაბებში
გამოწყობილი ექვსიოდე გამყიდველი კოპწიად გამოიყურებოდა დახვეული
თმითა და უკან გადაწეული კრინოლინებით. ისინი ოთახში ფუსფუსებდნენ და
ხმადაბლა საუბრობდნენ. ერთი მათგანი, მაღალი, გამხდარი, სახეგრძელი ქალი,
რომელსაც თავლიდან გამოქცეული ცხენის მანერები ჰქონდა, კარადას
მიყუდებოდა, თითქოს უკვე ისე დაღლილა, არაფრის თავი არა აქვსო.

– სად შემიძლია ქალბატონი ორელის ნახვა? – იკითხა დენიზმა.

გამყიდველმა ქალმა ამრეზით გადახედა მის ღარიბულ ჩაცმულობას და არაფერი


უპასუხა. შემდეგ გაცრეცილი, გულაცრუებული და უმანკო გამომეტყველების
პატარა ტანის ქალს მიუბრუნდა:

– მადმუაზელ ვადონ, ხომ არ იცით, გამგე სადაა?

მადმუაზელი ვადონი ზომის მიხედვით კიდებდა როტონდებს და არც


შემობრუნებულა, ისე უპასუხა:

– არა, მადმუაზელ პრიუნერ, არ ვიცი.

სიჩუმე ჩამოვარდა. დენიზს ფეხი არ მოუცვლია, მაგრამ არც არავინ აქცევდა


ყურადღებას. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, ძალა მოიკრიბა და კვლავ იკითხა:

– როგორ ფიქრობთ, ქალბატონი ორელი მალე დაბრუნდება?

მაშინ გამგის მოადგილემ, გამხდარმა, ულამაზო, ყბაგამოშვერილმა ხეშეშთმიანმა


ქვრივმა, რომელიც დენიზს აქამდე ვერ შეემჩნია, კარადის სიღრმიდან, საიდანაც
იგი იარლიყებს ამოწმებდა, დაუყვირა:

– თუ პირადად მასთან გაქვთ საქმე, დაუცადეთ!

შემდეგ მეორე გამყიდველს მიუბრუნდა და დაუმატა:


52
– მიღების განყოფილებაში ხომ არაა?

– არა, ქალბატონო ფრედერიკ, არა მგონია. არც არაფერი უთქვამს.

– ალბათ, სადმე აქ იქნება, – უპასუხა გამყიდველმა.

როცა დენიზმა პასუხი მოისმინა, სადღა წავიდოდა, დარჩა. იქვე რამდენიმე სკამი
იდგა მყიდველი ქალებისთვის, მაგრამ მისთვის არავის შეუთავაზებია
დამჯდარიყო და თვითონ კი ვერ ბედავდა, თუმცა ამდენი აღელვებისგან
მუხლები ეკეცებოდა. ქალებმა იგრძნეს, რომ ეს გოგონა გამყიდველის ადგილს
ეძებდა და ალმაცერად დაუწყეს თვალიერება, ისე მტრულად უყურებდნენ,
თითქოს შემოხედვით უნდა გააშიშვლონო. ისინი იმ ადამიანებს ჰგავდნენ,
მაგიდასთან რომ სხედან და თავს არ იწუხებენ, ცოტათი შევიწროვდნენ და
მშიერს ადგილი დაუთმონ. დენიზი დაიბნა, ნელი ნაბიჯებით ბოლთის ცემას
მოჰყვა და გასამხნევებლად ფანჯარაში გადაიხედა. პირდაპირ «ძველი ელბეფი»
იყო თავისი ჭუჭყიანი ფასადითა და უღიმღამო ვიტრინით. მაღაზია ისეთი
საცოდავი, ისეთი უბადრუკი მოეჩვენა ამ ფუფუნებისა და ჟრიამულის შემდეგ,
რასაც აქ ხედავდა, რომ სინდისის ქეჯნისგან გული შეეკუმშა.

– არა, ნახეთ, რა ფერის ფეხსაცმელი აცვია! – წასჩურჩულა მაღალმა პრიუნერმა


მომცრო ტანის ვადონს.

– ერთი მის კაბას დამიხედეთ! – ჩურჩულითვე უპასუხა მეორემ.

დენიზი ფანჯარაში იყურებოდა, დაცინვები ესმოდა, მაგრამ არ გაბრაზებულა.


არც ერთი არ მოეწონა – არც მაღალი, რომელსაც ცხენის მსგავს კისერზე ფაფარი
ჩამოშლოდა, არც მეორე – პატარა ტანის ქალი, რომელსაც მაწვნისფერი,
დონდლო, თითქოსდა უძვლო სახე ჰქონდა.

კლარა პრიუნერი, ვივეტელი მეწაღის შვილი, წინათ გრაფ მარეილის სასახლეში


დადიოდა თეთრეულის დასაკემსად და იქაურ მსახურს შეეცდინა. შემდეგ
ლანგრის მაღაზიაში ემუშავა და ახლა პარიზელ მამაკაცებზე იყრიდა ჯავრს იმ
პანღურებისთვის, რომლითაც მამამისი ზურგს უჭრელებდა ხოლმე. მარგარიტა
ვადონი გრენობლიდან იყო, სადაც მის ოჯახს ტილოს მაღაზია ჰქონდა. იგი
«ქალთა ბედნიერებაში» ცოდვის დასამალად გამოეგზავნათ – უკანონო შვილი
ჰყავდა. ახლა წესიერად იქცეოდა. მალე პროვინციაში უნდა დაბრუნებულიყო,
თავის ბიძაშვილზე თხოვდებოდა და მშობლების მაღაზიას სათავეში
ჩაუდგებოდა.
53
– წარმოგიდგენიათ, რა შესახედავი იქნება იგი ჩვენს მაღაზიაში? – ჩუმი ხმით
წამოიწყო კლარამ.

მაგრამ ამ დროს ორმოცდახუთიოდე წლის მანდილოსანი შემოვიდა ოთახში და


ქალები გაჩუმდნენ. ეს გახლდათ ქალბატონი ორელი, მეტისმეტად მსუქანი
ქალი, აბრეშუმის შავ კაბაში გამოწყობილი. მსხვილი მხრები და მკერდი
მომწყვდეული ჰქონდა კორსაჟში, რომელიც ბეგთარივით ლაპლაპებდა. შუაზე
გაყოფილი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი, მსხვილი თვალები ერთი
წერტილისთვის მიეპყრო, ტუჩები მკაცრად მოეკუმა, მსუქანი ღაწვები ოდნავ
ჩამოშვებოდა და რაკი ასეთ თანამდებობაზე მუშაობდა, კეისრის ზვიადი იერი
მიეღო.

– მადმუაზელ ვადონ, – გაბრაზებით დაიწყო მან, – წელში გამოყვანილი მანტოს


მოდელი გუშინვე რატომ არ გააგზავნეთ ატელიეში?!

– შესასწორებელი იყო, ქალბატონო, – უპასუხა გამყიდველმა, – და მადამ


ფრედერიკმა უფლება არ მოგვცა.

გამგის მოადგილემ მოდელი კარადიდან გამოიღო და თავის მართლებას მოჰყვა.


როცა ქალბატონი ორელი რამეს დაიჩემებდა, ყველანი ემორჩილებოდნენ. იგი
იმდენად პატივმოყვარე იყო, რომ ქმრის გვარიც კი ეთაკილებოდა, ხოლო
მამამისზე ამბობდა, – მეკარე კი არა, თერძი გახლდათ და საკუთარი სახელოსნო
ჰქონდაო. კეთილად მხოლოდ მორჩილ და პირმოთნე ხელქვეითებს ექცეოდა,
რომლებიც აღტაცებით შესციცინებდნენ თვალებში. ადრე ქალბატონი ორელი მზა
ტანსაცმლის ატელიეში მუშაობდა, შემდეგ გადაწყვიტა, თავად ჩასდგომოდა
ატელიეს სათავეში, მაგრამ ბედმა უმუხთლა, ვერც ქონება შეიძინა, ვერც სახელი
მოიხვეჭა. ამ უიღბლობამ გააბოროტა. «ქალთა ბედნიერებაში» მიღწეული
წარმატებების მიუხედავად, წელიწადში თორმეტი ათასი ფრანკის მიუხედავად,
ძველი ღვარძლი აქამდე შერჩენოდა და ახალბედა გამყიდველებს ისევე მკაცრად
ექცეოდა, როგორც ოდესღაც მას მოექცა ბედი.

– გეყოფათ თავის მართლება! – მკვახედ შეაწყვეტინა მან, – სხვაზე ჭკვიანი არა


ბრძანდებით, ქალბატონო ფრედერიკ... მანტო ახლავე შეასწორონ...

ამასობაში დენიზი ფანჯარას მოშორდა. უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ სწორედ
ეს ქალი იყო ქალბატონი ორელი, მაგრამ მისმა ტონმა ისე შეაშინა, ადგილიდან
ვერ დაიძრა. სექციის გამგისა და მისი მოადგილის წაკინკლავებით ნასიამოვნები

54
გამყიდველები გულგრილი სახით მიუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოს და აზრად
არ მოსვლიათ, უხერხულობისგან ეხსნათ საბრალო დენიზი. რამდენიმე წუთმა
გაიარა ასე და ბოლოს ისევ ქალბატონმა ორელიმ შეამჩნია ერთ ადგილას
გაშეშებული გოგონა, გაუკვირდა მისი იქ ყოფნა და ჰკითხა, რა გნებავთო.

– ქალბატონი ორელის ნახვა მინდოდა.

– მე გახლავართ.

შეშინებულ დენიზს პირი გაუშრა, ხელები გაუცივდა. ბავშვობაშიც ასე იცოდა,


როცა ცემა ელოდა. ბოლოს თხოვნით მიმართა ქალბატონ ორელის, მაგრამ ისე
გაუგებრად ბუტბუტებდა, იძულებული გახდა, თხოვნა რამდენჯერმე
გაემეორებინა. ქალბატონი ორელი ფართოდ გახელილი თვალებით
მიშტერებოდა. მის დედოფლურ ნიღაბზე ერთი ნაკვთიც კი არ შერხეულა.

– კი მაგრამ, რამდენი წლის ხართ?

– ოცის, ქალბატონო.

– ოცის? მე კი თექვსმეტი წლისაც არ მეგონეთ.

გამყიდველმა ქალებმა თავი ასწიეს.

– ოჰ, მე ძალიან ღონიერი ვარ, ქალბატონო, – სწრაფად უთხრა დენიზმა.

ქალბატონმა ორელიმ მხრები აიჩეჩა და ბრძანა:

– კეთილი, ჩავიწერთ თქვენს გვარს... ჩვენ ყველა მთხოვნელის გვარს ვიწერთ...


მადმუაზელ პრიუნერ, წიგნაკი მომეცით.

მაგრამ წიგნაკი ვერ იპოვეს, ინსპექტორს წაეღო და ის იყო, კლარა მასთან


წასვლას აპირებდა, რომ ამ დროს მურე და ბურდონკლი შემოვიდნენ. ისინი
მეორე სართულის შემოვლას ამთავრებდნენ, უკვე დაეთვალიერებინათ
მაქმანების, ქსოვილებისა და თეთრეულის სექციები. ქალბატონი ორელი განზე
გადგა და მურეს უთხრა, პარიზის ერთ-ერთ მწარმოებელს პალტოები მინდა
დავუკვეთოო. ჩვეულებრივ, იგი საკუთარი პასუხისმგებლობით ყიდულობდა
საქონელს, მაგრამ, როცა საქმე ეხებოდა მნიშვნელოვან დაკვეთას, დირექციას
მიმართავდა ხოლმე რჩევისთვის. ბურდონკლმა არ დააყოვნა და მაშინვე უამბო,
თქვენმა ვაჟმა ასეთი დაუდევრობა დაუშვაო. ქალი აღელდა. ალბერი სიცოცხლეს
უმწარებდა. მართალია, არც მეუღლე გამოირჩეოდა დიდი ჭკუით, მაგრამ წესიერი
55
კაცი მაინც იყო. საერთოდ, საზრუნავიდან ვერ ამოსულიყო ლომთა დინასტიის
გადამკიდე, რომლის უცილობელი მეთაური თვითონ გახლდათ.

უცებ მურემ დენიზი შენიშნა და მისი აქ ყოფნით გაკვირვებულმა იკითხა, ამ


გოგონას რა უნდაო. როცა ქალბატონმა ორელიმ მოახსენა, სამუშაოს ეძებსო,
ქალთა მოძულე ბურდონკლი სიბრაზისგან კინაღამ დაიხრჩო.

– კარგი ერთი! რას ხუმრობთ? ამ მახინჯმა გოგომ ჩვენს მაღაზიაში რა უნდა


აკეთოს?! – წაიბუტბუტა დენიზის კადნიერებით წონასწორობადაკარგულმა.

– მართლაც ძალიან შეუხედავია, – დაეთანხმა მურე, ვერ გაბედა გოგონა დაეცვა,


თუმცა ვიტრინის წინ მისი აღფრთოვანებული გამომეტყველების დავიწყებაც ვერ
შეძლო.

ამასობაში, წიგნაკიც მოიტანეს და ქალბატონი ორელი დენიზს მიუბრუნდა.


გოგონა მართლაც არ ტოვებდა სანდომიანი ქალიშვილის შთაბეჭდილებას.
მართალია, ძველი, შავი კაბა ეცვა, მაგრამ ტანსაცმელს მნიშვნელობა არ ჰქონდა,
რადგან მაღაზიაში ყველა გამყიდველი ფორმას ატარებდა – შავი აბრეშუმის კაბას.
მთავარი ის გახლდათ, რომ დენიზი ძალიან გამხდარი იყო და მეტისმეტად
ნაღვლიანი გამომეტყველება ჰქონდა. გამყიდველი კი ლამაზი თუ არა,
მიმზიდველი მაინც უნდა ყოფილიყო.

ეს ხალხი კი ისე აკვირდებოდა, ისე ათვალიერებდა, თითქოს ბაზრობაზე


გამოყვანილი კვიცი ყოფილიყოს და დენიზიც შეშინებული თვალებით
იყურებოდა აქეთ-იქით.

– თქვენი გვარი? – ჰკითხა სექციის გამგემ, რომელსაც ფანქარი მოემარჯვებინა და


დახლის კუთხეს დაყრდნობილი, პასუხს ელოდა.

– დენიზი ბოდიუ, ქალბატონო.

– ასაკი?

– ოცი წელი და ოთხი თვე.

დენიზმა გაბედა და შიშით შეხედა მურეს, რომელიც კვლავ სექციის გამგე ეგონა.

– არ მეტყობა, მაგრამ ძალიან ღონიერი ვარ, – მორცხვად გაიმეორა მან.

ყველას გაეღიმა. ბურდონკლი მოუთმენლობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.

56
– პარიზის რომელ მაღაზიაში გიმსახურიათ? – განაგრძობდა დაკითხვას სექციის
გამგე.

– მე ვალონიდან ჩამოვედი, ქალბატონო.

კვლავ უიღბლობა. «ქალთა ბედნიერებაში» მოსახვედრად ერთი წლის სტაჟი


აუცილებელი იყო, ისიც, პარიზის რომელიმე პატარა ფირმაში. დენიზი
სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ალბათ, მაშინვე გაეცლებოდა იქაურობას და
ამით ბოლოც მოეღებოდა ამ უნაყოფო დაკითხვას, მაგრამ ბავშვები მოაგონდა და
ჯიუტად დაუცადა შედეგს.

– ვალონში ვისთან მუშაობდით?

– კორნაისთან.

– ვიცნობ, კარგი ფირმაც აქვს, – წამოსცდა მურეს.

ჩვეულებრივ, იგი არ ერეოდა თანამშრომლების დაქირავების საქმეში. სექციის


გამგეები თავიანთი პასუხისმგებლობით ირჩევდნენ მომსახურე პერსონალს.
მაგრამ ქალთა ბუნების კარგმა მცოდნემ მაშინვე იგრძნო ამ გოგონას ფარული
მიმზიდველობა, უჩვეულო მოხდენილობა და სულის სიფაქიზე, რასაც, ალბათ,
დენიზი თვითონაც კარგად ამჩნევდა. პირველი სამუშაო ადგილის რეპუტაციას
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ხშირად სწორედ ამის საფუძველზეც იღებდნენ
გამყიდველებს.

– კორნაისგან რატომ წამოხვედით? – შერბილებული ტონით ჰკითხა ქალბატონმა


ორელიმ.

– ოჯახური მდგომარეობის გამო, – გაწითლდა დენიზი, – მშობლები


გარდამეცვალნენ და ძმები პარიზში უნდა წამომეყვანა... აი, რეკომენდაცია.

რეკომენდაცია მართლაც ჩინებული ჰქონდა. დენიზს უკვე მიეცა იმედი, მაგრამ


უკანასკნელმა კითხვამ გული აუძგერა:

– პარიზში ხომ არ შეუძლია ვინმეს რეკომენდაციის მოცემა? სად ცხოვრობთ?

– ბიძასთან, – წაიჩურჩულა დენიზმა, ვერ გაებედა ბიძამისის ხსენება; ეშინოდა,


კონკურენტის ძმისშვილს, ალბათ, არ მიიღებენო, – ბიძასთან ვცხოვრობ...
ბოდიუსთან. აქვე, თქვენ პირდაპირ.

57
მურე მაშინვე ჩაერია ლაპარაკში:

– ოჰო, ბოდიუს ძმისწული ხართ?.. მან ხომ არ გამოგგზავნათ აქ?

– ოჰ, არა, ბატონო!

ეს აზრი ისე სასაცილოდ მოეჩვენა, რომ ღიმილი ვერ შეიკავა და ამ ღიმილმა


ერთბაშად შეუცვალა სახე: ღაწვები აუვარდისფრდა, ოდნავ სქელ ბაგეზე
მომდგარმა ღიმილმა სახე გაუფურჩქნა, თითქოს, რუხ თვალებში ნაზი შუქი
ჩაუდგა, ლოყები ჩაეკუჭა, თმა აეწეწა და მთელი მისი უმანკო სხეული
გულწრფელმა სიხარულმა აიტაცა.

– შეხედეთ, რა მშვენიერი ყოფილა! – წასჩურჩულა მურემ ბურდონკლს.


კომპანიონმა ხელი ჩაიქნია, თითქოს ანიშნა, ვერ დაგეთანხმებითო. კლარამ ბაგე
მოკუმა, ხოლო მარგარიტამ ზურგი შეაქცია. მხოლოდ ქალბატონი ორელი აქნევდა
თავს თანხმობის ნიშნად, როცა მურე კვლავ ალაპარაკდა:

ბიძათქვენი შეცდა, თვითონ რომ არ მოგიყვანათ... მისი რეკომენდაცია სავსებით


საკმარისი იქნებოდა... ამბობენ, ჩვენზე გაბრაზებულიაო. ჩვენ კი სხვა აზრის
ვართ. თუ მას არ შეუძლია ადგილი მისცეს საკუთარ ძმისწულს, კეთილი!
დავუმტკიცებთ, რომ საკმარისია, მისმა ძმისწულმა დაგვიკაკუნოს და მაშინვე
ფართოდ გავუხსნით კარს. გადაეცით, რომ მე წინანდებურად პატივს ვცემ.
რატომ უნდა მიბრაზდებოდეს? ყველაფერი ვაჭრობის ახალი სისტემის ბრალია.
ერთი სიტყვით, უთხარით, თუ გაჯიუტდა და სასაცილო, მოძველებულ აზრებს
ვერ დაეხსნა, გაკოტრება არ ასცდება.

დენიზს მკვდრის ფერი დაედო. მის წინ მურე მდგარა. მურეს სახელი არავის
უხსენებია, მაგრამ თვითონ ანიშნა, ვინც იყო. დენიზი ერთბაშად მიხვდა, რატომ
ააღელვა ამ ახალგაზრდა კაცის დანახვამ ჯერ ქუჩაში, შემდეგ აბრეშუმის
სექციაში. ახლა კი აქ ვერ მიმხვდარიყო ამ აღელვების მიზეზს, მაგრამ იგი მძიმე
ლოდივით აწვა გულზე. ერთბაშად მოაგონდა, რაც კი მის შესახებ უამბო
ბიძამისმა და უცნაური ის იყო, რომ ამ ნაამბობმა კიდევ უფრო აამაღლა მურე
დენიზის თვალში, შარავანდედით შემოსა, იმ საშინელი მანქანის ბატონ-
პატრონად გადააქცია, რომელმაც დილიდანვე რკინის კბილანებით ბორბლებში
მოიმწყვდია დენიზი. ამ ლამაზი სახის, შეკრეჭილი წვერის, ძველი ოქროს
მონეტისფერი თვალების მიღმა წარმოუდგა გარდაცვლილი ქალი, ქალბატონი

58
ედუენი, რომლის სისხლითაც იყო შედუღებული ამ სახლის ქვები.
გუშინდელივით გააჟრჟოლა და მურესადმი კვლავ შიში იგრძნო.

ქალბატონმა ორელიმ წიგნაკი დახურა. მას ერთი გამყიდველი სჭირდებოდა.


ჩაწერილი კი ათი მსურველი იყო, მაგრამ რაკი დირექტორისთვის უნდოდა
ესიამოვნებინა, აღარ შეყოყმანებულა. მიუხედავად ამისა, დენიზის თხოვნა
ჩვეულებრივ ინსტანციებს გაივლიდა: ინსპექტორი ჟუვი ცნობებს შეკრებდა,
დასკვნას მისცემდა, ხოლო შემდეგ სექციის გამგე მიიღებდა გადაწყვეტილებას.

– კეთილი, მადმუაზელ, – ზვიადად განაცხადა ქალბატონმა ორელიმ, რომ


საკუთარი ავტორიტეტი არ შეებღალა, – პასუხს წერილობით შეგატყობინებთ.

დაბნეული დენიზი ერთხანს იდგა, ბოლოს მადლობა გადაუხადა ქალბატონ


ორელის, მურესა და ბურდონკლს წინ ჩაუარა,

გამოსამშვიდობებლად თავი დაუკრა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს, ქალბატონ


ფრედრიკთან ერთად ახალი მანტოს მოდელს ათვალიერებდნენ. კლარამ ბრაზით
ჩაუკრა თვალი მარგარიტას, თითქოს ანიშნა, ახალ გამყიდველს ჩვენს სექციაში
ფიანდაზებს არავინ დაუგებსო. დენიზი გრძნობდა ამ მტრულ
დამოკიდებულებას და ისეთივე აღელვებული ჩადიოდა კიბეზე, როგორიც
ამოვიდა. შიშით განაგრძობდა ფიქრს, ცუდად ხომ არ მოვიქეცი, აქ რომ მოვედი,
ან მიმიღებენ თუ არაო. რაკი გარკვევით არ უთხრეს პასუხი, კვლავ ეჭვმა
შეიპყრო. დღევანდელი შთაბეჭდილებებიდან ორი რამ დარჩა მეხსიერებაში,
რამაც სხვა ყველაფერი წაშალა: შიშისმომგვრელი მურე და იუტენის თავაზიანი
მოქცევა, ერთადერთი სიხარული, რომელმაც მადლიერების გრძნობითა და ნაზი
სიამით აუვსო გული. როცა გასასვლელისკენ მიემართებოდა, გაფაციცებით
დაუწყო ძებნა ახალგაზრდა კაცს, უნდოდა, მადლობის ნიშნად ერთხელ კიდევ
შეეხედა მისთვის და გული დასწყდა, რომ თვალი ვერსად მოჰკრა.

– როგორაა თქვენი საქმე, მადმუაზელ, მიგიღეს? – აღელვებით ჰკითხა ვიღაცამ


ქუჩაში გასულ დენიზს.

ფერმკრთალი, მაღალ-მაღალი ყმაწვილი, რომელიც დილით მაღაზიასთან შეხვდა,


«ქალთა ბედნიერებიდან» გამოდიოდა და, ეტყობოდა, დენიზზე მეტად უფრო
იყო დაბნეული და კითხვებით გაბრუებული.

– ჯერ არაფერი ვიცი, ბატონო, – უპასუხა დენიზმა.

59
– ჩემს დღეში ყოფილხართ. რა უცნაურად იციან დაკითხვა და დათვალიერება! მე
მაქმანების სექციაში ვითხოვ ადგილს... აქამდე კრევკერთან ვმუშაობდი, მაილის
ქუჩაზე.

იდგნენ ასე და არ იცოდნენ, როგორ გაშორებოდნენ ერთმანეთს.


უხერხულობისგან ორივეს აფაკვლოდა ღაწვები. ბოლოს ახალგაზრდა კაცმა
დასძლია მორცხვობა და გაბედა, ეკითხა:

– თქვენი სახელი, მადმუაზელ?

– დენიზი ბოდიუ.

– მე ანრი დელოში მქვია!

ორივეს გაეღიმა. ერთ ბედქვეშ მყოფებმა ხელი გაუწოდეს ერთმანეთს.

– წარმატებას გისურვებთ!

– თქვენც ასევე!

III
შაბათობით, ოთხიდან ექვს საათამდე, ქალბატონი დეფორჟი ჩაითა და
ნამცხვრებით უმასპინძლდებოდა სტუმრად მოსულ ახლო მეგობრებს. ის
ცხოვრობდა რივოლისა და ალჟერის ქუჩების კუთხის სახლში, მეოთხე
სართულზე. ორი სასტუმრო ოთახის ფანჯრები ტიულერის პარკს გადაჰყურებდა.

ამ შაბათსაც მსახური სასტუმრო დარბაზისკენ მიაცილებდა მურეს, რომელმაც


მცირე სასტუმრო ოთახში ქალბატონი დეფორჟი შენიშნა. მურეს დანახვაზე ქალი
შეჩერდა. კაცი დიდი მოწიწებით მიესალმა დიასახლისს, მაგრამ როგორც კი
მსახურმა კარი მიხურა, მურემ ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა ქალს და ნაზად
აკოცა.

– ფრთხილად, სტუმრები მყავს, – ხმადაბლა უთხრა ქალმა და დიდ სასტუმრო


დარბაზზე მიანიშნა, – მარაოს მოსატანად მივდიოდი, მინდოდა მათთვის
მეჩვენებინა.

60
და მარაოს ბოლო მურეს ხუმრობით გაჰკრა სახეზე. ქალბატონი დეფორჟი
შავგვრემანი, საკმაოდ ტანსრული ქალი იყო და დიდი, ეჭვით სავსე თვალები
ჰქონდა, მურემ ხელი მაინც არ გაუშვა და ჰკითხა:

– მოვა?

– რასაკვირველია, დამპირდა.

ბარონ არტმანზე ლაპარაკობდნენ, «საიპოთეკო კრედიტის» დირექტორზე.


ქალბატონი დეფორჟი, სახელმწიფო მრჩევლის ქალიშვილი, ბანკირის ქვრივი იყო.
მისი თქმით, ქმარს არაფერი დაუტოვებია გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ სხვები
ირწმუნებოდნენ, პირიქით, უზარმაზარი სიმდიდრე დარჩაო. ჯერ კიდევ ქმრის
სიცოცხლეში, თუ ჭორებს დავუჯერებთ, იგი განსაკუთრებული მადლიერების
გრძნობით იყო გამსჭვალული მსხვილი ფინანსისტის, ბარონ არტმანისადმი,
რომლის რჩევას დეფორჟების ოჯახში დიდი გასავალი ჰქონდა. ქმრის სიკვდილის
შემდეგ, ანრიეტა განაგრძობდა ბარონთან მეგობრობას, ოღონდ ამ გრძნობას ახლა
თავშეკავებისა და სიმშვიდის იერი ედო და არავითარ აყალმაყალს არ იწვევდა.
დეფორჟი ჭორის საბაბს არასოდეს იძლეოდა. ამიტომაც სიამოვნებით იღებდნენ
მსხვილი ბურჟუაზიის წრეში. წარმოშობით ხომ იგი ამ წრეს ეკუთვნოდა, ხოლო
ჭკვიანი და სკეპტიკოსი ბანკირის გატაცება უკვე უბრალო მამობრივ სიყვარულში
გადასულიყო. ქალი ისეთი ტაქტითა და ზომიერებით იქცეოდა, იმდენ ანგარიშს
უწევდა მაღალ საზოგადოებას, ისე მოხერხებულად იყენებდა წესიერების
კანონებს და გარეგნულად ისე მკაცრად იცავდა მათ, რომ მის პატიოსნებაზე
ვერავინ გაბედავდა აუგის თქმას. საერთო ნაცნობებთან შეხვედრისას ის აბუჩად
იგდებდა მურეს, შემდეგ კი ახალგაზრდა კაცის თავშეუკავებელ ვნებებს აჰყვა და
დაუმეგობრდა კიდეც. მურეს იმედი ჰქონდა, ქალი გავლენას იქონიებდა ბარონზე
და ამიტომაც, მოხერხებულად გადმოიბირა. მართლაც, ქალბატონ დეფორჟს
გატაცებით შეუყვარდა მურე, ოცდათხუთმეტი წლის ქალი აღტყინებით
აღმერთებდა მას, თუმცა ირწმუნებოდა, მხოლოდ ოცდაცხრა წლის ვარო. იცოდა,
მურე მასზე ახალგაზრდა რომ იყო და მისი დაკარგვის შიშით ცახცახებდა.

– საქმის ვითარება ხომ გააცანი? – ჰკითხა მურემ.

– არა, თქვენ თვითონ ელაპარაკეთ, – რატომღაც «თქვენობით» დაიწყო საუბარი


ქალმა.

61
მურეს ისე ეჭირა თავი, თითქოს ქალბატონი დეფორჟისა და ბარონის წმინდა
მეგობრობის სჯერაო. ქალი შეჰყურებდა მურეს და ფიქრობდა, ალბათ არაფერი
იცის ჩვენ შესახებ, რაკი ასე მთხოვს, ბარონი ჩემს მხარეზე გადმოიბირეო. მურეს
კვლავ ეჭირა მისი ხელი, ეფერებოდა, საალერსო სიტყვებს ეუბნებოდა და ქალმაც
დაუთმო და აკოცა.

– გეყოფა, ჩუმად! მელოდებიან... ცოტა ხნის შემდეგ შემოდი! – ჩასჩურჩულა


ბოლოს.

დიდი სასტუმრო დარბაზიდან სქელი ფარდების გამო ლაპარაკის ხმა არ ისმოდა.


ანრიეტამ ხელი ჰკრა კარს და ფართოდ გააღო. შუა ოთახში ოთხი მანდილოსანი
იჯდა, ანრიეტა მიუახლოვდა მათ და მარაო გაუწოდა.

– აი, მარაოც, – თქვა მან, – აღარ მახსოვდა, სად მივუჩინე ადგილი, მოახლემ
ძლივს იპოვა.

შემდეგ მხიარული სახით შემობრუნდა და დაიძახა:

– მობრძანდით, ბატონო მურე, მცირე სასტუმრო ოთახით შემოდით,


შინაურულად.

მურე ქალებს მიესალმა. სასტუმრო დარბაზი ლუი XVI სტილის ავეჯით,


მოვარაყებული ბრინჯაოთი და ყუთებში ჩარგული მწვანე მცენარეებით იყო
მორთული და მიუხედავად მაღალი ჭერისა, სიმყუდროვე იგრძნობოდა.
ფანჯრებიდან ტუილრის წაბლის ხეები მოჩანდა, რომელთა ფოთლებს
ოქტომბრის ქარი აქეთ-იქით ატრიალებდა.

– მშვენიერი შანტილია! – წამოიძახა ქალბატონმა ბურდელემ, რომელსაც


მასპინძლის მარაო ეჭირა ხელში.

ეს გახლდათ ოცდაათიოდე წლის პატარა ტანის ქერა, თვალციმციმა ქალი, თხელი


ცხვირით. იგი ანრიეტას მეგობარი იყო პანსიონიდან. მისი ქმარი ფინანსთა
სამინისტროში მუშაობდა. ენერგიული, პრაქტიკული და გულღია ქალბატონი
ბურდელე ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი იყო, თავად უვლიდა სამ
ბავშვსა და ოჯახს.

– ნუთუ, მართლა ოცდახუთი ფრანკი მიეცი ამ ნაჭერში? – იკითხა მან და მაქმანის


თითოეული თვალი შეამოწმა, – რაო? ლიუკში იყიდე იქაურ ხელოსანთან? არა,
არა, ძვირი სულაც არაა... მაგრამ... ბუდე შენ გააკეთებინე, არა?
62
– რასაკვირველია, – უპასუხა ქალბატონმა დეფორჟმა, – ბუდე ორასი ფრანკი
დამიჯდა.

ბურდელემ გადაიხარხარა. ნუთუ ამაზე ამბობდა ანრიეტა, ამ ფასად პირდაპირ


ნაშოვნიაო?! ორასი ფრანკი ვენზილიან სპილოს ძვლის უბრალო ბუდეში! და
მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ბეწო შანტილის ყიდვისას ასი სუ დაეზოგა! ას ოც
ფრანკად უკვე მზა მარაოს იყიდის კაცი! და მან პუასონიერის ქუჩის მაღაზია
დაუსახელა.

მარაო ხელიდან ხელში გადადიოდა. წითურთმიანმა, მაღალმა და ტანწერწეტა


ქალმა, ქალბატონმა გიბალიმ, ცალი თვალით გადახედა მარაოს. სახეზე
გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ რუხი თვალები შურით
უელვარებდა. იგი არასოდეს დადიოდა საზოგადოებაში ქმართან ერთად. როგორც
ამბობდნენ, მისი ქმარიც, სასახლის ადვოკატი, სრული თავისუფლებით
სარგებლობდა და მხოლოდ სამსახურსა და დროს ტარებაზე ფიქრობდა.

– ჩემს ცხოვრებაში ორი მარაოც არ მიყიდია, – თქვა მან და მარაო გრაფ დე ბოვის
ცოლს გადასცა, – რასაც საჩუქრად ვიღებ, ისიც, არ ვიცი, სად წავიღო.

– ბედნიერი ხართ, ძვირფასო, ასეთი ყურადღებიანი ქმარი რომ გყავთ, – ფარული


ირონიით უთხრა გრაფის ცოლმა და თავის ოცი წლის, მაღალი ტანის ქალიშვილს
მიუბრუნდა, – ვენზელს დაუკვირდი, ბალანშ, რა შესანიშნავი ნახელავია! ალბათ,
ამ ვენზელის გამო ღირს ასე ძვირი.

ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონი დე ბოვი წარმოსადეგი, ქალღმერთის


გარეგნობის მანდილოსანი იყო – მსხვილი, სწორი სახის ნაკვთებითა და დიდი
მიბნედილი თვალებით. მისმა ქმარმა, ცხენსაშენის მთავარმა ინსპექტორმა,
სწორედ ამ სილამაზის გამო შეირთო იგი ცოლად. ვენზელის ფაქიზმა
ნამუშევარმა, ეტყობა, იმდენად ააღელვა გრაფის მეუღლე, რომ სურვილისგან
თვალთ დაუბნელდა.

– ბატონო მურე, თქვენ რას იტყვით, განა ეს ბუდე არ ღირს ორასი ფრანკი? –
ჰკითხა მან მურეს.

მურე მანდილოსნებს შორის იდგა და მათ საუბარს ღიმილით უგდებდა ყურს,


თითქოს ამ ქალთა მისწრაფებას უნდა ჩაწვდესო. მან ხელში აიღო მარაო, კარგად
დაათვალიერა და ის იყო, პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე, რომ მსახურმა
დიასახლისს მოახსენა:
63
– ქალბატონი მარტი.

ოთახში შემოვიდა გამხდარი, ჩოფურა, ულამაზო, მაგრამ კოხტა და გემოვნებით


ჩაცმული ქალი. მისი ასაკის გამოცნობა ძნელი გახლდათ. იმის მიხედვით, თუ რა
გუნებაზე იყო, ამ ოცდათხუთმეტი წლის ქალს ხან ოცდაათ წელს მისცემდით,
ხან კი ორმოცს. მარჯვენა მკლავზე ტყავის წითელი ჩანთა ჰქონდა
გადაკიდებული და ხელს არ უშვებდა.

– იმედი მაქვს, ძვირფასო, მაპატიებთ, რომ ჩანთით შემოვიჭერი, – უთხრა მან


ანრიეტას, – წარმოიდგინეთ, გზად «ბედნიერებაში» შევიარე და როგორც
ყოველთვის, ახლაც სისულელე ჩავიდინე... ჰოდა, ეტლში ვეღარ დავტოვე,
შემეშინდა, არ მოეპარათ...

უცებ მურე შენიშნა და სიცილით დაუმატა:

– ოჰ, ბატონო მურე, არ იფიქროთ, რომ რეკლამას გიკეთებდეთ... არც კი ვიცოდი,


თუ აქ ბრძანდებოდით... მაგრამ მართლაც დიდებული მაქმანები გაქვთ!

მარაო მიივიწყეს. ახლა მხოლოდ ქალბატონი მარტის მიერ ნაყიდი ნივთების


თვალიერება აინტერესებდათ. ყველამ იცოდა, როგორი მფლანგველიც იყო და
როგორ ვერ უძლებდა ცდუნებას. თუ ეს სანიმუშოდ პატიოსანი ქალი რკინის
ნებისყოფას იჩენდა და თაყვანისმცემელთა ვედრებას არაფრად აგდებდა,
სამაგიეროდ, ძონძების დანახვაზე მოეშვებოდა, კანკალებდა და ნივთის მონად
იქცეოდა. წვრილი მოხელის ქალიშვილი აკოტრებდა თავის ქმარს – ბონაპარტის
ლიცეუმის მეხუთე კლასის მასწავლებელს. საბრალო კაცი კერძო გაკვეთილებზე
დარბოდა, რათა გაეორკეცებინა ექვსი ათასი ფრანკი, რომელსაც ლიცეუმში
იღებდა და როგორმე დაეკმაყოფილებინა ოჯახის გამუდმებული მოთხოვნები.

ქალბატონი მარტი ჩანთას არ ხსნიდა, მუხლებზე ედო. ამბობდა, ჩემი თოთხმეტი


წლის გოგონა, ვალენტინა, ისეთი კეკლუცია, აღარ ვიცი, რა ვქნაო. სინამდვილეში,
დედა თავად ანებივრებდა ქალიშვილს და მასაც უკანასკნელ მოდაზე აცმევდა.

– იცით, ამ ზამთარს გოგონებისთვის წვრილი მაქმანით გაწყობილი კაბები იქნება


მოდაში, – განაცხადა მან, – და რაღა თქმა უნდა, როცა შესანიშნავი ვალენსიური
მაქმანები დავინახე...

როგორც იქნა, გადაწყვიტა ჩანთის გახსნა. ქალებს კისრები დაუგრძელდათ,


მიჩუმდნენ, მაგრამ ამ დროს ზარის წკარუნი გაისმა.

64
– ეს ჩემი ქმარია, – თქვა დამფრთხალმა ქალბატონმა მარტიმ, – ლიცეუმიდან აქ
უნდა გამოევლო ჩემთვის.

მარჯვედ დაკეტა ჩანთა და ინსტინქტურად სავარძლის ქვეშ შეაგდო. ქალებს


გაეცინათ. ქალბატონი მარტი გაწითლდა, ჩანთა ისევ მუხლებზე დაიდო და თქვა,
მამაკაცებს სულერთია, არაფერი ესმით ასეთი საქმეების და არც არის საჭირო,
იცოდნენო.

– ბატონი დე ბოვი! ბატონი ვალანიოსკი! – მოახსენა მსახურმა დიასახლისს.

ყველას გაუკვირდა. ქალბატონი ბოვი არ მოელოდა ქმართან აქ შეხვედრას.


ბატონი ბოვი მშვენიერი მამაკაცი იყო, ლამაზად დავარცხნილი წვერითა და
ულვაშით. მას სამხედრო მიმოხრა ჰქონდა, რაც ასე ძალიან მოსწონთ ტიულრიში.
კაცი ხელზე ემთხვია ქალბატონ დეფორჟს, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში
გაეცნო მამამისის ოჯახში. შემდეგ გზა დაუთმო მეორე სტუმარს, მაღალ
ახალგაზრდა კაცს, გამხდარსა და ფერმკრთალ არისტოკრატს და ისიც დიდი
გრაციოზულობით მიესალმა დიასახლისს.

ერთბაშად ორი წამოძახილი ერთხმად გაისმა:

– ოქტავ!

მურემ და ვალანიოსკმა მაგრად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. ახლა ქალბატონ


დეფორჟის გაკვირვების ჯერი დადგა და მან იკითხა, საიდან იცნობთ
ერთმანეთსო. პლასანის კოლეჯში ერთად ვსწავლობდით და თუ აქამდე
თქვენთან არ შევხვედრივართ, ეს შემთხვევის ბრალია და მეტი არაფერიო,
უპასუხეს ახალგაზრდებმა და ხელგაყრილნი მცირე სასტუმრო ოთახში გავიდნენ.
სწორედ ამ დროს მსახურმა შემოიტანა ვერცხლის სინით ჩინური სერვიზი და
ქალბატონი დეფორჟის ახლოს დადგა ბრინჯაოს ჭდეებიან მარმარილოს
მაგიდაზე. ქალები ახლოს დასხდნენ ერთმანეთთან და ხმამაღლა დაიწყეს
საუბარი. ბატონი ბოვი მათ უკან იდგა, დროდადრო ქალებისკენ იხრებოდა და
მისთვის ჩვეული მოხდენილობით სიტყვას ჩაურთავდა ხოლმე. ისედაც
ხალისიანი და ფაქიზი ავეჯით მორთული ფართო დარბაზი საუბარმა და სიცილმა
უფრო გამოაცოცხლა.

– ოჰ, პოლ, ჩემო მეგობარო! – იმეორებდა მურე.

65
მეგობრები მცირე სასტუმრო ოთახის სიღრმეში მოკალათდნენ, ოქროსფერი
აბრეშუმით გამოკრულ კოხტა ბუდუარში ტახტზე დასხდნენ, დანარჩენი
სტუმრების ლაპარაკი არ ესმოდათ და მხოლოდ ღია კარიდან ხედავდნენ მათ.
მეგობრები თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ხუმრობდნენ და მუხლებზე
უტყაპუნებდნენ ხელს. ჭაბუკობის წლები ერთბაშად თვალწინ გადაეშალათ:
პლასანის ძველი კოლეჯი, მისი ორი ეზო, ნესტიანი საკლასო ოთახები,
სასადილო, სადაც უთვალავი გველთევზა უჭამიათ, დორტუარი, სადაც ბალიშებს
ესროდნენ ერთმანეთს და საწოლებზე კორიანტელს აყენებდნენ, როგორც კი
აღმზრდელის ხვრინვას გაიგონებდნენ.

პოლი იურისტთა ტრადიციული ოჯახიდან იყო და გაღარიბებულ, უკმაყოფილო


კეთილშობილთა წრეს ეკუთვნოდა. მას ძალიან ემარჯვებოდა წერა, მუდამ
პირველ მოწაფედ ითვლებოდა, მასწავლებელს მისი გვარი პირზე ეკერა და
დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ოქტავი კი, მხიარული, ბუთხუზა
ბიჭი, სხვა ზარმაცებთან ერთად კლასის კუდში მიჩანჩალებდა და მთელ ენერგიას
კოლეჯის გარეთ გართობას ანდომებდა. მიუხედავად მათი განსხვავებული
ხასიათისა, ეს ორი ყმაწვილი დამეგობრდა და კოლეჯის დამთავრებამდე
განუყრელები იყვნენ. შემდეგ ბაკალავრები გახდნენ, – ერთმა მათგანმა
ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები, მეორე, მართალია, ორჯერ ჩაიჭრა, მაგრამ
ბოლოს გაჭირვებით მაინც მიიღო დიპლომი. მალე ცხოვრებამ მათი გზები გაყარა
და აი, ახლა, ათი წლის შემდეგ, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს უკვე შეცვლილნი
და დაკაცებულნი.

– ერთი მითხარი, რას აკეთებ?

– არაფერს.

მართალია, ვალანიოსკს ძალიან გაუხარდა მეგობრის ნახვა, მაგრამ მისთვის


ჩვეული დაღლილი და სასოწარკვეთილი იერი სახიდან არ მოშორებია. მურეს
გაუკვირდა.

– უსაქმოდ ხომ არ იქნები? მაინც რას აკეთებ?

– არაფერს.

ოქტავს გაეცინა. «არაფერი» ვერაფრის მთქმელი იყო მათთვის და თითო-თითო


ფრაზით დასტყუა პოლს თავგადასავალი, ჩვეულებრივი ამბავი ჭაბუკებისა,
რომლებიც ფიქრობენ, წარმოშობის წყალობით შეგვიძლია თავისუფალი
66
პროფესიის ხალხთა ჯგუფს ვეკუთვნოდეთო და ამიტომაც ისამარებენ თავს,
ამპარტავნულად იქცევიან, რაკი მაგიდის უჯრები სავსე აქვთ დიპლომებით,
კმაყოფილნი არიან, შიმშილით რომ არ სძვრებათ სული. პოლმა ოჯახურ
ტრადიციას არ უღალატა და იურიდიული განათლება მიიღო. იგი კარგა ხანი
ქვრივი დედის კმაყოფაზე იყო. საბრალო ქალმა ისედაც არ იცოდა, რითი ერჩინა
ორი ქალიშვილი. ბოლოს პოლმა სინდისის ქენჯნა იგრძნო, დარჩენილი ქონება
დედასა და დებს დაუთმო, თვითონ თხუნელას სორო მოძებნა – მოხელედ
მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

– ხელფასი რამდენი გაქვს?

– სამი ათასი.

– ოჰ, საბრალო მეგობარო, ძალიან მეცოდები! როგორი ნიჭიერი ყმაწვილი იყავი,


ყველას გვჯობდი, ახლა კი მხოლოდ სამი ათას ფრანკს გაძლევენ და ისიც ხუთი
წლის სტაჟის შემდეგ? არა, ეს უკვე უსამართლობაა! პირადად მე, დიდი ხანია
გამოვეთხოვე მათ... იცი, რას ვაკეთებ?

– დიახ, მითხრეს, კომერციული საქმიანობა დაიწყოო. თუ არ ვცდები, გაიონის


ქუჩაზე რომ მაღაზიაა, შენი უნდა იყოს!

– დიახ, ჩემო ძმაო, მეწვრილმანე გავხდი!

მურემ კვლავ დაუტყაპუნა ხელი მეგობარს მუხლზე და ისე გაიცინა, როგორც


იცინის ის, ვისაც თავისი ხელობა არ ეუკადრისება, რადგან მას სიმდიდრე მოაქვს.

– დიახ, მეწვრილმანე გავხდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!.. ხომ გახსოვს,


ვერ იქნა და ალღო ვერ ავუღე სკოლას, თუმცა სხვაზე ბრიყვი არ ვყოფილვარ.
ხოლო თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად გამოცდა ჩავაბარე, მხოლოდ იმიტომ,
რომ შინაურებს გული არ დასწყვეტოდათ. ჰოდა, რაკი ხარისხი მივიღე, შემეძლო,
სხვებივით მეც გავმხდარიყავი ადვოკატი ან ექიმი, მაგრამ შემეშინდა, ამ
პროფესიის ხალხივით შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. და აი, არც დამნანებია, ისე
მივაფურთხე დიპლომს... და კომერციაში გადავვარდი.

– რასაკვირველია, ტილოს გასაყიდად ბაკალავრის დიპლომი არ გჭირდებოდა, –


უთხრა ვალანიოსკმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ და უხერხულად გაეღიმა.

– მართალი ხარ, – მხიარულად უთხრა მურემ, – ჩემს დიპლომს მხოლოდ ერთ


რამეს ვთხოვ, იყოს თავისთვის და ხელს ნუ შემიშლის... რადგან თუ გაბრიყვდი
67
და დიპლომის გამო ხელ-ფეხი შეიკარი, მერე თავის დაძვრენა ადვილი აღარაა და
კუს ნაბიჯებით მოგიხდება ღოღიალი, მაშინ როცა სხვები, ვინც შებორკილი არ
არიან, თავქუდმოგლეჯილი მირბიან სარბიელზე.

მურემ შენიშნა, რომ მეგობარი მოიღუშა, ხელი მოჰკიდა და უთხრა:

– შენი წყენა არ მინდოდა, მაგრამ გულწრფელად მითხარი: განა რაში გამოგადგა


დიპლომები... რომელიმე სურვილი აგისრულდა? იცი თუ არა, რომ ჩემთან
აბრეშუმის სექციის გამგე წელიწადში თორმეტი ათას ფრანკს იღებს! იმ ყმაწვილს
ნათელი გონება აქვს, მაგრამ მთელი მისი განათლება წერა-კითხვითა და
არითმეტიკის ცოდნით შემოიფარგლება... ჩვეულებრივი გამყიდველები სამ-ოთხ
ათასს იღებენ, ესე იგი შენზე მეტს. სამაგიეროდ, განათლების მისაღებად კაპიკი
არ დაუხარჯავთ და არც წარმატების მაუწყებელი საგარანტიო ბარათებით
დაუწყიათ ცხოვრება... რასაკვირველია, ადამიანის ერთადერთი მიზანი ფულის
შოვნა არ უნდა იყოს, მაგრამ თავისუფალი პროფესიის ახალგაზრდები პურის
ფულსაც ვერ შოულობენ მაშინ, როცა პრაქტიკული ყმაწვილები, ცხოვრებისთვის
გაწაფულნი, თავიანთ ხელობას კარგად დაუფლებულნი არიან და თუ არჩევანზე
მიდგა საქმე, ვფიცავ, ერთი წუთით არ შევყოყმანდები და უპირატესობას
სწორედ მათ მივცემ. ამ ბიჭებს, ჩემი აზრით, მშვენივრად ესმით თავიანთი
დროის სულისკვეთება.

მურე ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ ჩაის დასხმაში გართულმა ანრიეტამ


მისკენ მოიხედა. მურემ შეამჩნია მისი მოღიმარი სახე, დანარჩენი ქალების
გაკვირვებული გამომეტყველება და თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა.

– ერთი სიტყვით, ჩემო მეგობარო, ახლა ყოველი ახალბედა ნოქარი მომავალი


მილიონერია!

ვალანიოსკი მოშვებულად მიეყრდნო ტახტის ზურგს, თვალები დახუჭა, მთელი


მისი არსება დაღლილობასა და უიმედობას გამოხატავდა. ეს ხელოვნური პოზა
რასის დაქანცულობას ამჟღავნებდა.

– ცხოვრება არ ღირს ამდენ ჯაფად! – ჩაილაპარაკა მან, – კარგი არაფერი ყრია


მასში.

და რაკი აღშფოთებული მურე გაოცებით შეჰყურებდა, დაუმატა:

68
– რამდენიც უნდა ეცადო, მაინც ვერაფერს მიაღწევ! ჯობს, გულზე
ხელდაკრეფილი იჯდე.

სასოწარკვეთილი ერთბაშად ალაპარაკდა თავისი ცხოვრების უფერულობასა და


უიღბლობაზე. ერთხანს ლიტერატურულ კარიერაზე ოცნებობდა თურმე, მაგრამ
პოეტებთან დაახლოებამ იმედი გაუცრუა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ
ყოველი ადამიანური მცდელობა ამაო, ფუჭი და უაზროა, ხოლო ეს ქვეყანა
საბოლოო ჯამში არარაობაა, თვით ცუდი საქციელიც კი ვერ იწვევს სიხარულს
ადამიანში.

– აბა, მითხარი, განა შენ ბედნიერი ხარ? – ჰკითხა მან ბოლოს მურეს.

მურე ერთხანს გაშეშებული იჯდა.

– რას ნიშნავს ბედნიერი ვარ თუ არა? – წამოიყვირა მან ბოლოს, – რას ამბობ?.. აი,
სადამდე მისულხარ, ჩემო ძმაო! რასაკვირველია, ბედნიერი ვარ! მე მაშინაც კი ვარ
ბედნიერი, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, რადგან ეს ნგრევა სიხარულს
მანიჭებს. მე გატაცების ადამიანი ვარ, მშვიდად არ შემიძლია ვუყურო ცხოვრებას,
ალბათ, ამიტომაც მომწონს ყველაფერი.

მურემ სასტუმრო ოთახისკენ გაიხედა და ხმას დაუწია:

– ვაღიარებ, ქალებმა თავი მომაბეზრეს. საკმარისია, რომელიმე მათგანთან


განვიზრახო დაახლოება, რომ მაშინვე, დალახვროს ეშმაკმა!.. მაშინვე ფეხქვეშ
მივარდებიან... და გარწმუნებ, არავის გულს არ ვუხსნი, ჩემს გრძნობებს არ
ვუმჟღავნებ... გარდა ამისა, მარტო ქალებმა კი არ მომაბეზრეს თავი... ერთი
სიტყვით, მთავარია, მოქმედების სურვილი გქონდეს, მთავარია შექმნა რამე...
ერთბაშად დაგებადება რაიმე აზრი, მის განხორციელებას მოეჭიდები, სხვებსაც
შთააგონებ ამ აზრს და აი, ხედავ, როგორ იზრდება და იმარჯვებს შენი
ჩანაფიქრი... დიახ, ჩემო ძმობილო, თავს ვირთობ!..

ქმედების მთელი სიხარული, სიცოცხლის სიყვარული ისმოდა მის სიტყვებში.


რამდენჯერმე გაიმეორა, მე ეპოქის შვილი ვარო. მართლაცდა უშნო, ხეიბარი,
გონებაჩლუნგი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ჩვენს დროში, როცა ყველაფერი
მომავალს ეკუთვნის, მუშაობაზე უარი თქვასო. მურემ აბუჩად აიგდო ყველა
სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული, პესიმისტი, მეცნიერების მიღწევათაგან
ნერვებაშლილი ადამიანი, რომლებსაც თანამედროვე გრანდიოზული
მშენებლობის დროს მხოლოდ მტირალა პოეტის ან სკეპტიკოსის მანჭია პოზა
69
აურჩევიათ. ოჰ, რა დიდებული, დროული და გონივრული რამაა, უსაქმობისგან
იდგე და ამთქნარებდე მაშინ, როცა სხვები მუშაობენ!

– ჩემი ერთადერთი სიამოვნება სწორედ ესაა, ვამთქნარო, როცა სხვა მუშაობს! –


გულგრილი ღიმილით თქვა ვალანიოსკმა.

მურეს აღტყინება ერთბაშად დაუცხრა.

– ოო, პოლ, – ალერსიანად წამოიწყო მან, – შენ წინანდებურად პარადოქსული


ხარ!.. მაგრამ ჩვენ ხომ საკინკლაოდ არ შევხვედრივართ ერთმანეთს.
საბედნიეროდ, ყველას თავისი აზრი აქვს ამ ცხოვრებაში! მაგრამ მე მაინც მინდა...
ჩემი მანქანა... ამოძრავებული გაჩვენო. მაშინ დარწმუნდები, რომ სისულელე არ
ჩამიდენია... კარგი, გვეყოფა... ახლა სხვა რამ მიამბე შენი ცხოვრებიდან. დედა და
დები ხომ კარგად არიან? თუ არა ვცდები, ექვსი თვის წინ ცოლის შერთვას
აპირებდი პლასანში, ასე არაა?..

მურემ ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან ვალანიოსკმა ხელი ჩაიქნია და შეშინებულმა


სასტუმროსკენ გაიხედა. მურემ თვალი გააყოლა და შენიშნა, რომ მადმუაზელ დე
ბოვი მათკენ იყურებოდა. მაღალი და წარმოსადეგი ბლანში დედას ჰგავდა,
მაგრამ მისი სახის უხეშ ნაკვთებს უკვე ქონი მოსძალებოდა. პოლმა მეგობარს
უპასუხა, ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი და, შეიძლება, არც არაფერი
გამოვიდეს ამ საქმიდანო. მადმუაზელ ბლანში გასულ წელს გაუცვნია
ქალბატონი დეფორჟის ოჯახში, სადაც ხშირად დადიოდა თურმე და თუ ოქტავს
ამდენ ხანს არ შეხვედრია ამ სახლში, მხოლოდ იმიტომ, რომ წელს იშვიათად
მოდიოდა. ვალანიოსკი დე ბოვების ხშირი სტუმარი ყოფილა, განსაკუთრებით,
ოჯახის უფროსი მოსწონდა – ძველი დარდიმანდი, რომელიც სამსახურიდან
გადადგომას აპირებდა. ოჯახს ცხოვრების სახსარი არ გააჩნდა: ქალბატონ დე
ბოვს იუნონას სილამაზის მეტი არაფერი მოუტანია მზითვად. ამიტომაც
უკანასკნელი, დაგირავებული ფერმის შემოსავლითღა ცხოვრობდნენ. გრაფი,
ცხენსაშენის მთავარი ინსპექტორი, ცხრა ათას ფრანკს

იღებდა და ამ თანხიდან ისე ცოტას აძლევდა ცოლ-შვილს, რომ ქალები ზოგჯერ


იძულებულნი იყვნენ, კაბები თვითონვე გადაეკეთებინათ... დანარჩენ ფულს
გრაფი ოჯახის გარეთ ხარჯავდა, რადგან სასიყვარულო თავგადასავლები აქამდე
ვერ მოეშალა.

– მაშინ, რაღად ირთავ? – ჰკითხა მურემ.

70
– ოჰ, ღმერთო ჩემო! სულერთი არაა? – თქვა ვალანიოსკმა და მოქანცული
ქუთუთოები აახამხამა, – გარდა ამისა, რაღაც იმედიც გვაქვს... სადაცაა მამიდა
მოკვდება და...

მურე თვალს არ აშორებდა ბატონ ბოვს, რომელიც სახეგაღიმებული ქალბატონი


გიბალის გვერდით იჯდა და გადაჭარბებული თავაზიანობით ელაპარაკებოდა
მას. მურემ მეგობარს გადახედა და ისე მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი,
რომ ვალანიოსკი მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს.

– არა, ეს არაა, – უთხრა მან, – ყოველ შემთხვევაში ჯერ არა... უბედურება ისაა,
რომ ისეთი სამსახური აქვს, ბინიდან გასვლის საბაბი არ ეძლევა: ულაყთა
ცხენსაშენების დასათვალიერებლად მთელ საფრანგეთში უხდება მოგზაურობა.
გასულ თვეს, მაგალითად, ცოლს ეგონა, პერპინიანშიაო, ნამდვილად კი პარიზის
ერთი მიყრუებული გარეუბნის სასტუმროში ნებივრობდა მუსიკის
მასწავლებელთან.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ვალანიოსკმა, რომელიც გრაფისა და ქალბატონი


გიბალის არშიყობას უთვალთვალებდა, ხმადაბლა დაუმატა:

– თუმცა, მგონი, მართალი ხარ... მით უმეტეს, რომ ეს ბანოვანი მიუკარებელი არ


უნდა იყოს. ამას წინათ ამ ქალისა და ერთი ოფიცრის ამბავი მითხრეს, სიცილით
კინაღამ მოვკვდი... ერთი შეხედე, გრაფი რა სასაცილოდ უჟუჟუნებს თვალებს!..
აი, ეს არის ძველი საფრანგეთი, ჩემო კარგო! მე ძალიან მიყვარს ეს კაცი...
თამამად შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მე მხოლოდ მისი სიყვარულით ვირთავ
მადმუაზელ დე ბოვს!..

მურემ გულიანად გადაიხარხარა. შემდეგ დაწვრილებით დაუწყო გამოკითხვა და


როცა გაიგო, ამ ქორწინების იდეა პირველად ქალბატონ დეფორჟს მოუვიდა
თავშიო, გუნებაში გაეცინა. ანრიეტას, როგორც ყველა ქვრივ ქალს, სიამოვნებას
ჰგვრიდა ახალგაზრდების დაქორწინება და როცა რომელიმე ქალიშვილს
გაათხოვებდა, მალე მის სალონში მამასაც გამოუძებნიდა ხოლმე მეგობარს. თანაც
ამას ისე ბუნებრივად, ისე წესიერად აწყობდა, რომ ცუდს ვერავინ დასწამებდა.
მუდამ დაკავებულ, საქმეში გართულ მურეს ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც ქალის
არსებობა, ხანდახან ისიც, რომ აუცილებელი იყო ქალის მოსახიბლავად საჭირო
ხერხებისთვის მიემართა. ალერსიც კი გამოზოგილი ჰქონდა. ანრიეტასადმი იგი
წმინდა მეგობრულ სიმპათიას გრძნობდა.

71
სწორედ ამ დროს ანრიეტა მცირე სასტუმრო ოთახის კარს მოადგა სამოციოდე
წლის მოხუცთან ერთად, რომლის მოსვლა მეგობრებმა ვერ შენიშნეს. ამასობაში
ქალებმა ხმას აუწიეს, მათი ლაპარაკის ხმას ჩინურ ფინჯნებში კოვზების
წკარუნი დაერთო. სიჩუმე თუ ჩამოვარდებოდა, მარმარილოს მაგიდაზე
დადგმული ლამბაქის ხმასაც მოჰკრავდა კაცი ყურს... ერთბაშად, ღრუბლების
მსხვილი ნაფლეთებიდან ჩამავალი მზის შუქი გამოიჭრა, ოქროსფრად აალაპლაპა
წაბლის ხის კენწეროები, მოყვითალო წითურ კონად მოაწყდა ფანჯრებს და
ფარჩა და ბრინჯაო ხანძარივით ააბრიალა.

– აქეთ მობრძანდით ბარონ, – თქვა ქალბატონმა დეფორჟმა, – ნება მომეცით,


გაგაცნოთ ოქტავ მურე, რომელიც თქვენი აშკარა თაყვანისმცემელია.

შემდეგ მურეს მიუბრუნდა:

– გაიცანით, ბარონი არტმანი.

მოხუცს ირონიული ღიმილი უკრთოდა ბაგეზე. ეს იყო დაბალი, კუნთმაგარი


მამაკაცი, დიდთავა ელზასელი, რომელსაც ბაგეებთან გაჩენილი ნაოჭები,
ქუთუთოების ყოველი თრთოლა ჭკვიანური გამომეტყველებით უშუქებდა
მსუქან სახეს. მთელი ორი კვირა ცდილობდა ანრიეტა ამ ორი კაცის შეხვედრას.
მოხუცი დიდხანს არ თანხმდებოდა, იმიტომ კი არა, რომ ეჭვიანობდა, არა.
როგორც ჭკვიან კაცს შეეფერება, იგი დიდი ხანია შერიგებოდა მამის როლს;
მაგრამ ანრიეტა უკვე მესამე მეგობარს აცნობდა და ცოტა არ იყოს, ბარონს
ეშინოდა, ხალხმა სასაცილოდ არ ამიგდოსო. ამიტომაც, ოქტავს შეკავებული
ღიმილით მიუახლოვდა, როგორც იციან მდიდარმა მფარველებმა, რომლებიც
გულკეთილობას გამოიჩენენ, მაგრამ თავს არავის გააბრიყვებინებენ.

– ოჰ, ბარონო, – წმინდა პროვანსური აღტყინებით წამოიძახა მურემ, –


უკანასკნელი ოპერაცია დიდებულად ჩაატარა «საიპოთეკო კრედიტმა». ვერ
წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ და როგორ ვამაყობ იმით, რომ საშუალება მაქვს,
ხელი ჩამოგართვათ.

– მეტად თავაზიანი ბრძანდებით, ბატონო, მეტად თავაზიანი! – ღიმილით


იმეორებდა ბარონი.

ანრიეტა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შესცქეროდა ორივეს თავისი


ნათელი თვალებით. ქალს მოკლესახელოებიანი, გულამოჭრილი მაქმანის კაბა
ეცვა, რომელიც მშვენიერ კისერს უჩენდა. იდგა ის ორ მამაკაცს შორის: ლამაზ
72
თავს ხან ერთისკენ მიაბრუნებდა, ხან მეორისკენ და აღტაცებული იყო მათი
გულთბილი შეხვედრით.

– ახლა კი დაგტოვებთ, ბატონებო... ისაუბრეთ! – თქვა მან და სავარძლიდან


წამომდგარ ვალანიოსკს მიუბრუნდა, – ჩაი არ გნებავთ, ბატონო ვალანიოსკ?

– სიამოვნებით დავლევდი, ქალბატონო.

და ისინი სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ. მურე გვერდით მიუჯდა ბარონ


არტმანს და ხელახლა მოჰყვა «საიპოთეკო კრედიტის» ოპერაციების ქება-
დიდებას. შემდეგ მისთვის საინტერესო საკითხს შეეხო: მან ახსენა ახალი გზა,
რომელიც რეომოურის ქუჩის გაგრძელება უნდა ყოფილიყო და რომლის
მეოხებით ბირჟისა და ოპერის მოედნებს შორის ახალი კუთხე გაჩნდებოდა. მას
ათი დეკემბრის ქუჩა დაერქმეოდა. ამ გზის გადაკვეთის აუცილებლობა
ოფიციალურად წლი-ნახევრის წინ აღიარეს, ხოლო ახლახან ექსპროპორციის
კომიტეტიც დაარსდა. მთელი კვარტალი აღელვებული იყო ამ გრანდიოზული
ნგრევის გამო, კამათობდნენ, როდის და რომელი სახლები უნდა აეღოთ.

მურე სამი წელი უცდიდა ამ სამუშაოების დაწყებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ
გრძნობდა, ამით ჩემს საქმეს ფართო გაქანება მიეცემაო, ხოლო გარდა ამისა,
მაღაზიის ისეთ გრანდიოზულ გაფართოებაზე ოცნებობდა, თავისი ჩანაფიქრის
ხმამაღლა გამხელა ვერც კი გაებედა. ათი დეკემბრის ქუჩას უნდა გადაესერა
შუაზელისა და ლა მიშოდიერის ქუჩები. მურეს უკვე წარმოედგინა «ქალთა
ბედნიერება» როგორ ჩაიგდებდა ხელში ამ ორ ქუჩასა და ნევ-სენტ-ოგუსტენის
ქუჩას შორის მდებარე მთელ კვარტალს, როგორი ფასადი ექნებოდა მის სასახლეს
ახალ ქუჩაზე. როცა მურემ გაიგო, რომ «საიპოთეკო კრედიტს» ხელშეკრულება
დაედო სახელმწიფოსთან და ათი დეკემბრის ქუჩის გადასერა იმ პირობით
ეკისრა, თუ ახლომახლო მდებარე მიწის ნაკვეთები მისი საკუთრება იქნებოდა,
ბარონი არტმანის გაცნობის გადაულახავი სურვილი გაუჩნდა.

– ნუთუ მართალია, – გულუბრყვილო იერით იმეორებდა იგი, – რომ სრულიად


მზა ქუჩას აბარებთ სახელმწიფოს, თავისი ქვაფენილებით, გაზით,
ლამპიონებით?! ახლომახლო მდებარე მიწის ნაკვეთები განა საკმარისი
კომპენსაცია იქნება? ოჰ, საინტერესოა! საინტერესო!

მალე მურე მტკივნეულ საკითხსაც შეეხო. მას გაეგო, რომ «საიპოთეკო კრედიტი»
ჩუმჩუმად ყიდულობდა სახლებს იმ კვარტალში, სადაც «ქალთა ბედნიერება»

73
იდგა და თანაც არა მარტო იმ სახლებს, რომლებიც წერაქვით უნდა
გაესწორებინათ მიწასთან, არამედ დანარჩენ სახლებსაც. მურე გრძნობდა, რომ ამ
საქმეში მომავალი მშენებლობის რაღაც პროექტი იმალებოდა, მაღაზიის
გაფართოების ბედი აწუხებდა და ეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს მისთვის გზა არ
გადაეღობა ყოვლისშემძლე ბანკს, რომელიც მის მფარველობაში მყოფ სახლებს,
რასაკვირველია, ხელიდან არ გაუშვებდა. სწორედ ამ შიშმა შთააგონა, რაც
შეიძლება სწრაფად დაახლოებოდა ბარონს და თანაც მაკავშირებელი რგოლი
ქალი ყოფილიყო, რადგან ქალი მუდამ მჭიდროდ აკავშირებს არშიყობის
მოყვარულ მამაკაცებს. რა თქმა უნდა, მურეს შეეძლო თავის კაბინეტში მშვიდად
მოლაპარაკებოდა ფინანსისტს და ამ მსხვილ წამოწყებაში მონაწილეობის
მიღებაც შეეთავაზებინა, მაგრამ ანრიეტასთან უფრო თამამად გრძნობდა თავს,
იცოდა, რომ ერთი და იმავე ქალის საყვარლობა მამაკაცებს აახლოებს და
აღელვებს მუდამ. როცა ქალი მისივე საყვარელი სუნამოთი გაბრუებულ ორ
მამაკაცს შორის აღმოჩნდებოდა, ღიმილით შეეცდებოდა, მათ შორის თანხმობა
ჩამოეგდო, სწორედ ეს მიაჩნდა წარმატების საწინდრად მურეს.

– ჩემს მაღაზიას რომ დიუვილარის სასახლე ეკვრის, თქვენ ხომ არ იყიდეთ? –


ერთბაშად ჰკითხა მან ფინანსისტს.

ბარონი არტმანი წუთით შეყოყმანდა, შემდეგ უარყო. მაგრამ მურემ თვალი


თვალში გაუყარა, სიცილი წასკდა და კეთილი, გულახდილი, საქმეში ჩახედული
ახალგაზრდა კაცის როლი გაითამაშა:

– იცით, რა, ბარონო, რაკი ასეთი პატივი მხვდა წილად და შეგხვდით, ნება
მომეცით გული გადაგიშალოთ... ოჰ, არ იფიქროთ, რომ თქვენგანაც მოვითხოვდე
საიდუმლოების გამჟღავნებას... გარდა ამისა, დიდი ხანია თქვენი რჩევა
მჭირდება, მაგრამ აქამდე ვერ გავბედე თქვენთან შეხვედრა.

და მან მართლა გადაუშალა გული, უამბო პირველი ნაბიჯები, არ დაუმალავს


ფინანსური კრიზისები, რომელიც წარმატების მიუხედავად, მაინც იჩენდა თავს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი უამბო: მაღაზიის თანდათანობითი გაფართოება,
მოგების დაბანდება, თანამშრომლების თანხების შეტანა საერთო საქმეში. ისიც
უთხრა, ყოველი ახალი ბაზრობის დროს სავაჭრო სახლის ბედი მუდამ ბეწვზე
ჰკიდია, რადგან მთელ კაპიტალს ერთბაშად შევაგდებ ხოლმე სასწორზეო.
მიუხედავად ამისა, ფული არ უთხოვია ბარონისთვის, კლიენტი ქალების იმედი
ჰქონდა, ფანატიკურად სჯეროდა მათი. მისი პატივმოყვარეობა უფრო შორს

74
მიდიოდა: მან კომპანიონობა შესთავაზა ბარონს და სთხოვა პაის ანგარიშში
«საიპოთეკო კრედიტის» კოლოსალური, საოცნებო სასახლე დამითმეო. თავის
მხრივ, მთელ ცოდნასა და სავაჭრო ფონდებს ამ საქმეს შესწირავდა. მთელი ამ
ჩანაფიქრის განხორციელება მეტისმეტად იოლ საქმედ მიაჩნდა.

– რად გინდათ მიწის ნაკვეთები და სახლები? – დაჟინებით ჩაეკითხა იგი, –


ალბათ, რაღაც გეგმები გაქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩანაფიქრი
ჩემს გეგმებს ვერ აჯობებს... იფიქრეთ ამის შესახებ! ხრიოკ ადგილზე ჩვენ
გავაშენებთ სავაჭრო გალერეას, დავანგრევთ ან გადავაკეთებთ შენობებს და
პარიზში ყველაზე დიდ მაღაზიას, მილიონების შემომტან ბაზარს გავხსნით. ოჰ,
ნეტავ უთქვენოდ შემეძლოს საქმის მოგვარება! – გულწრფელად წამოიყვირა
მურემ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი თქვენს ხელშია. გარდა ამისა, ამ
საქმისთვის აუცილებელი ავანსიც არასოდეს მექნება... ჩვენ აუცილებლად უნდა
მოვრიგდეთ... ნამდვილად ბოროტმოქმედება იქნება, ჩვენ რომ ვერ
შევთანხმდეთ!

– როგორი გატაცების ადამიანი ბრძანებულხართ, ბატონო ჩემო! –


თავშეკავებულად შენიშნა ბარონმა არტმანმა, – რა ფანტაზიები გქონიათ!

იგი ღიმილით აქნევდა თავს, მაგრამ გულში გადაწყვეტილი ჰქონდა, მურეს


გულწრფელობა უპასუხოდ დაეტოვებინა. «საიპოთეკო კრედიტის» გეგმა იმაში
მდგომარეობდა, რომ ათი დეკემბრის ქუჩაზე «გრანდ-ოტელის» კონკურენტი,
მდიდრული სასტუმრო აეშენებინათ, რომელიც ახლოს იქნებოდა ცენტრთან და
ამით უცხოელთა ყურადღებას მიიპყრობდა. რაკი სასტუმროს მხოლოდ და
მხოლოდ ახლომდებარე ნაკვეთი უნდა დაეკავებინა, ბარონს შეეძლო, მიეღო
მურეს წინადადება და მოლაპარაკება ეწარმოებინა კვარტალის დანარჩენი
ვრცელი ფართობის თაობაზე, მაგრამ ანრიეტას ორ მეგობარს უკვე გაუწია
დახმარება კრედიტის სახით და გულკეთილი მფარველის როლი, ცოტა არ იყოს,
უკვე მობეზრდა. გარდა ამისა, ბარონს უყვარდა ენერგიული, ჭკვიანი, გამბედავი
ახალგაზრდები და მუდამ მზად იყო ხელი მოემართა მათთვის, მაგრამ მურეს
კომერციული ნიჭი უფრო მეტად აოცებდა, ვიდრე ხიბლავდა. ზღაპრული,
წინდაუხედავი ოპერაცია. ხომ არაა ეს უსაზღვრო ფანტაზია? აუცდენელი
კატასტროფა ხომ არ ემუქრება მათ, სიახლეების მაღაზიას ასე უსაშველოდ თუ
გააფართოებენ? ერთი სიტყვით, ბარონს ამ საქმისა არ სჯეროდა და უარი თქვა.

75
– რასაკვირველია, იდეა თავისთავად მეტად საინტერესოა, – დაუმატა მან. –
ოღონდ იგი პოეტის ოცნებას ჰგავს... კლიენტებს სად იშოვით ამგვარი ტაძრის
შესავსებად?

მურე ერთხანს უსიტყვოდ შესცქეროდა ბარონს, თითქოს უარმა თავზარი


დასცაო: ნუთუ შესაძლებელია, – ფიქრობდა იგი, რომ ასეთმა გამჭრიახმა
ადამიანმა, რომელსაც ალღო კარნახობს, სად რა განძია დამარხული, უარი თქვას
ჩემს გეგმებზეო. შემდეგ ერთბაშად არტისტულად გაიშვირა ხელი სასტუმრო
ოთახში მყოფი ქალებისკენ და წამოიძახა:

– კლიენტებს? აი ისინი!..

მზე ჩაესვენა. მოწითალო-ოქროსფერი სხივთა კონები შემკრთალ შუქად


გადაქცეულიყო და მისი გამოსათხოვარი ანარეკლი ავეჯის ტილოებსა და
აბრეშუმში ჩაკვდა. ამ შებინდების ჟამს სასტუმრო ოთახს თბილი, ნაზი
ინტიმურობა გადაეფარა. გრაფი დე ბოვი და პოლ დე ვალანიოსკი ფანჯარასთან
საუბრობდნენ და ბაღს გადასცქეროდნენ, ქალები შუა ოთახში შეგროვილიყვნენ,
ისმოდა მათი სიცილი, ჩურჩული, გაცხარებული კითხვა-პასუხი, რითაც ფულის
ხარჯვისა და ჩვრებისადმი გატაცებას ამჟღავნებდნენ. მათი საუბრის საგანი
ჩაცმა-დახურვა გახლდათ. ქალბატონი დე ბოვი აღწერდა სამეჯლისო კაბას:

– იასამნისფერი აბრეშუმის კაბაზე ოცდაათი სანტიმეტრის სიგანის ძველებური


ალანსონური მაქმანის ვოლანები ეკერა.

– ოჰ, ვისაც აქვს შესაძლებლობა! – შეაწყვეტინა ქალბატონმა მარტიმ, – რა


ბედნიერია ზოგი ქალი!

ბარონმა არტმანმა თვალი გააყოლა მურეს ხელს და ღია კარიდან ქალები დაინახა.
და სანამ ახალგაზრდა კაცი გაცხოველებით ლაპარაკობდა სიახლეების მაღაზიის
ვაჭრობის ახალი სისტემის შესახებ და თავგამოდებით ცდილობდა მის
დარწმუნებას, ბარონი ცალი ყურით ქალებს უსმენდა.

ეს ვაჭრობა ახლა დაფუძნებული იყო კაპიტალის განუწყვეტელ და სწრაფ


ზრდაზე. ამას კი საქონლის ხშირი მიმოქცევით აღწევენ. ასე, მაგალითად,
მიმდინარე წელს მურეს კაპიტალი მხოლოდ და მხოლოდ ხუთასი ათას ფრანკს
შეადგენდა, მაგრამ იგი ოთხჯერ დაატრიალეს და ისეთი შემოსავალი მიიღეს,
თითქოს ორი მილიონი გაეშვათ. შემოსავლის გაათკეცება კი სულ ადვილი იყო,

76
რადგან მურეს სიტყვით, ზოგიერთ სექციაში კაპიტალს სულ მალე თხუთმეტჯერ
თუ ოცჯერ გაუშვებდნენ ბრუნვაში.

– მთელი სისტემა ეს გახლავთ, ბატონო ბარონო, ხომ გაიგეთ? ადვილი საქმეა,


მაგრამ მაინც მოფიქრება უნდა. ჩვენ არ გვჭირდება კაპიტალის დიდი მიმოქცევა.
ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გავასაღოთ შესყიდული
საქონელი, რომ იგი ახლით შევცვალოთ. ამას კი საგრძნობი პროცენტები მოაქვს.
ამგვარად, ჩვენ შეიძლება სულ მცირე სარგებლითაც დავკმაყოფილდეთ. რაკი
საერთო ხარჯი უზარმაზარ ციფრს – თექვსმეტ პროცენტს აღწევს, ხოლო
საქონელზე ოცი პროცენტის მეტს არასოდეს ვუმატებთ, ჩვენი მოგება საერთო
ჯამში ოთხი პროცენტის ტოლია. მაგრამ როცა დიდი რაოდენობით მოვახდენთ
კარგი და მუდმივად განახლებული საქონლის ოპერაციებს, მაშინ იგი მილიონსაც
მოგვიტანს. ხომ მიმიხვდით, რისი თქმაც მინდა?.. ვფიქრობ, ყველაფერი
ნათელია...

ბარონმა კვლავ გადააქნია თავი. მაინც ჯიუტობდა, ეშინოდა, თუმცა თვითონ არა
ერთხელ წამოუწყია უფრო სახიფათო საქმე. ამათგან განსაკუთრებით ერთს –
გაზით განათების პირველ ცდას – გამბედაობის ნიმუშად ახლაც კი
ასახელებდნენ.

– ვხვდები, კარგად ვხვდები საქმის ვითარებას, – უპასუხა მან, – თქვენ ყიდით


იაფად, რომ ბევრი გაყიდოთ და ყიდით ბევრს, რომ იაფად გაყიდოთ... ერთი
სიტყვით, მთავარია, გაყიდოთ! მაგრამ მე კვლავ გეკითხებით: ვის მიჰყიდით?
რისი იმედით შეინარჩუნებთ ასეთ კოლოსალურ ვაჭრობას?

სასტუმრო ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკი მოისმა და მურემ პასუხი ვეღარ


გასცა. ქალბატონი გიბალი ამტკიცებდა, ჯობდა ძველებური ალანსონური
მაქმანებით მხოლოდ წინსაფარი ყოფილიყო გაწყობილიო.

– კი, მაგრამ, ჩემო კარგო, – შეეკამათა ქალბატონი დე ბოვი, – წინსაფარიც


მაქმანებით იყო სწორედ გაწყობილი. ამაზე მდიდრული მორთულობა ჩემს
სიცოცხლეში არ მინახავს.

– ოჰ, თქვენ კარგი რამ მომაგონეთ... – შეაწყვეტინა ქალბატონმა დეფორჟმა, –


რამდენიმე მეტრი ალანსონური მაქმანი მაქვს... ცოტას კიდევ ვიყიდი...

77
ქალებმა ხმას დაუწიეს და ახლა მხოლოდ მათი ჩურჩულიღა ისმოდა. რაღაც
ციფრებს ასახელებდნენ და ვაჭრობის ეშხში შესულნი ისე ღელავდნენ, თითქოს
მაქმანების მთელი გროვა ეყიდათ უკვე.

– ეჰ, – წამოიწყო მურემ, – როცა გაყიდვა იცი, ყველაფერს გაყიდი! ესაა სწორედ
ჩვენი გამარჯვების საწინდარი!

და მან გატაცებით, პროვანსელისთვის ჩვეული აღტყინებით წამოიწყო საუბარი


ვაჭრობის ახალ სისტემაზე: პირველ რიგში, ყველანაირი საქონელი საკმაო
რაოდენობით უნდა ჰქონოდათ – ეს ხელს უწყობდა მის გასაღებასა და რეკლამას.
არჩევნის შეფერხება არ მოხდებოდა, რადგან მაღაზიაში ყველა სეზონისთვის
საჭირო საქონელი იყიდებობა. «მყიდველს თვალს სჭრის მათი მრავალფეროვნება
და ისიც სექციიდან სექციაში გადადის: აქ ქსოვილს ყიდულობს, იქ – ძაფს, უფრო
იქით – მანტოს... ერთი სიტყვით, თავიდან ფეხებამდე გამოეწყობა და როცა ამის
შემდეგ ისეთ ნივთს წააწყდება, რომლის ყიდვის იმედი ამ მაღაზიაში არ ჰქონდა,
მასაც იყიდის. მყიდველი ყიდულობს ყველაფერს, სულერთია, სჭირდება თუ
არა...» მურემ მტკიცედ დადგენილი ფასების უპირატესობაზეც ილაპარაკა.
სწორედ ამ აღმოჩენამ გამოიწვია მთელი გადატრიალება სიახლეებით ვაჭრობაში.
ძველებური კომერცია, წვრილი ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ ღაფავს სულს, რომ
ფირმის მიერ დაწესებული დაბალი ფასის კონკურენციას ვერ უძლებსო. –
ამჟამად ეს კონკურენცია ხალხის თვალწინ ხდება, საქონლის ფასის გასაგებად
საკმარისია ვიტრინებს შემოუაროთ, თითოეული მაღაზია იძულებულია, ფასები
დააკლოს, მინიმალური მოგებით დაკმაყოფილდეს. არავითარი მოტყუება! ვეღარ
შეხვდებით ისეთ შემთხვევას, როცა ქსოვილს თავის ფასთან შედარებით ორჯერ
ძვირად ყიდდეს ვინმე. წარმატების პირობა ვაჭრობის სწორი ორგანიზაციაა, ის
ხელს უწყობს შემოსავლის ზრდას, დაგროვებას და რაც უფრო აშკარად, ხალხის
თვალწინ წარმოებს ვაჭრობა, მით მეტია წარმატება. განა განსაცვიფრებელი
სისტემა არაა? მან მთელი ბაზარი ააფორიაქა, პარიზს სახე შეუცვალა, რადგან იგი
ქალის სისხლ-ხორცისგანაა შექმნილი!

– რაც მთავარია, ქალი ხელში მყავს, სხვა არაფრის დარდი არა მაქვს! – უხეში
გულწრფელობით წამოსცდა გატაცებულ მურეს.

ამ წამოძახილმა, ეტყობა, აზრი შეაცვლევინა ბარონ არტმანს. მისი ღიმილი


ირონიას გამოხატავდა, იგი სიმპათიით უყურებდა ახალგაზრდა კაცს, რომლის
რწმენა თანდათან მასაც გადაედო.

78
– ჩუმად! – მამობრივი მზრუნველობით წასჩურჩულა მურეს, – ქალები
გაიგონებენ თქვენს ნათქვამს!

მაგრამ სასტუმრო ოთახში ყველა ერთად ლაპარაკობდა და ისე იყვნენ


გატაცებულნი, რომ ერთმანეთისაც კი არ ესმოდათ. ქალბატონი დე ბოვი კვლავ
საღამოს ტუალეტს აღწერდა: იასამნისფერი აბრეშუმის ტუნიკა მაქმანის
ბაფთებით იყო შეკრული, ღრმად ამოჭრილ კორსაჟსაც მაქმანის ბაფთები ეკერა
მხრებთან.

– ასეთ კორსაჟს მე ატლასისგან შევიკერავ და აი, ნახეთ, როგორი იქნება! – თქვა


მან.

– მე კი ხავერდისას ვამჯობინებდი, – შეაწყვეტინა ქალბატონმა ბუდელემ, –


იქნებ შემთხვევით სადმე წავაწყდე...

– ნეტავ, აბრეშუმი რა ღირს? – იკითხა ქალბატონმა მარტიმ.

კვლავ ყველა ერთად ალაპარაკდა. ქალბატონები – გიბელი, ანრიეტა, ბლანში


ზომავდნენ, ჭრიდნენ, კერავდნენ. იყო ქსოვილების ერთი წეწვა-გლეჯა,
მაღაზიების ძარცვა. ფუფუნების სურვილი თანდათან ეღვიძებოდათ და ჩაცმა-
დახურვა შურით სავსე ოცნებად გადაჰქცეოდათ. ჩვრებში გახვევა, ჩვრებში
ცხოვრება ისევე აუცილებელი იყო ბედნიერებისთვის, როგორც ჰაერია
აუცილებელი არსებობისთვის.

მურემ თვალი გააპარა სასტუმრო ოთახისკენ, შემდეგ ბარონ არტმანს რამდენიმე


საიდუმლო სიტყვა წასჩურჩულა ყურში. თითქოს სასიყვარულო საიდუმლოებას
ანდობსო, როგორც ეს ზოგჯერ სჩვევიათ ხოლმე მამაკაცებს და თანამედროვე
მსხვილი ვაჭრობის მექანიზმის ახსნა-განმარტება დაასრულა. მის მიერ
მოყვანილი ფაქტების დასაგვირგვინებლად, ქალთა ექსპლუატაციის თეორია
გააცნო. ყველაფერი ამ მიზნისკენ მიისწრაფვისო: კაპიტალის განუწყვეტელი
ბრუნვა, საქონლის ერთ ადგილას თავის მოყრის სისტემა, გაიაფება, რომელიც
ქალთა ყურადღებას იპყრობს, წინასწარ ცნობილი ნიხრი, რაც მყიდველებს
ამშვიდებს. მაღაზიები სწორედ ქალების გამო ექიშპებიან ერთმანეთს, სწორედ
ქალების მახეში გაბმას ცდილობენ, როცა ვიტრინებით ახვევენ თავბრუს,
უღვიძებენ ახალ ვნებებს. მაღაზიები წარმოადგენენ უდიდეს ცდუნებას, რასაც
ქალი საბედნიეროდ აჰყვება ხოლმე: ჯერ კარგი დიასახლისივით იძენს საქონელს
ოჯახისთვის, შემდეგ სიკეკლუცე დაეუფლება და ბოლოს ამ ცდუნების

79
მსხვერპლიც ხდება. ვაჭრობის გაფართოებით, ფუფუნების დემოკრატიზაციით
მაღაზიები ფულის ხარჯვის საშინელ საშუალებად იქცევიან, აჩანაგებენ ოჯახებს
და გიჟურ მოდას აყოლილთ, ძვირად უჯდებათ თითოეული ნაბიჯი და თუ
მაღაზიებისთვის ქალი დედოფალია, რომელსაც ელაქუცებიან, ყურადღებას არ
აკლებენ და მის სისუსტეს ბოროტად იყენებენ, ის აქ მეფობს იმ შეყვარებული
დედოფალივით, რომელსაც ქვეშევრდომები ყიდიან და რომელიც თითოეული
კაპრიზის საფასურს საკუთარი სისხლის წვეთებით იხდის.

მიუხედავად გარეგნული თავაზიანობისა, მურეს საქციელში ხანდახან ებრაელი


ვაჭრის უხეშობა იგრძნობოდა, რომელიც ქალს გირვანქობით ყიდის. იგი ქალს
ტაძარს უგებდა, ნოქართა მთელ ლეგიონს აიძულებდა გუნდრუკი ეკმიათ
მისთვის, ახალი კულტის რიტუალს ქმნიდა, მხოლოდ მასზე ფიქრობდა,
შეუსვენებლივ ეძებდა და იგონებდა ახალ-ახალ, ძლიერ ცდუნებებს, მაგრამ როცა
ჯიბეს დაუცარიელებდა და ნერვებს აუშლიდა, აი, მაშინ დასცინოდა, აგდებით
იხსენიებდა, როგორც იციან მამაკაცებმა, თუკი ქალი გაბრიყვდა და დანებდა.

– ოღონდ ქალები გყავდეთ ბლომად, ბატონო ჩემო და თუ მოისურვებთ, მთელ


სამყაროს გაყიდით! – წასჩურჩულა მან ბარონს და გულიანად გაიცინა.

ბარონი ერთბაშად მიხვდა საქმის ვითარებას, რამდენიმე ფრაზამ ყველაფერი


ნათლად დაანახვა. ქალის ამ მოხერხებულმა ექსპლუატაციამ აღაგზნო,
დარდიმანდული წარსული გაახსენა. მან თვალი ჩაუკრა მურეს და ამით ანიშნა,
გაგიგეთო. ბარონი აღტაცებით შესცქეროდა ქალის დამორჩილების ამ ახალი
სისტემის გამომგონებელს. მართლაც რომ კარგი ჩანაფიქრია და მაინც, დიდმა
გამოცდილებამ იგივე სიტყვები უკარნახა, რასაც ბურდონკლი ეუბნებოდა მურეს:

– იცით, რას გეტყვით? ერთიც იქნება, ქალებს ჩაუვარდებით ხელში!

მურემ ზიზღით აიჩეჩა მხრები, თითქოს ამბობდა, ყველა ქალი ჩემი საკუთრებაა,
ჩემი ნივთია... მე კი არავის ვეკუთვნი, როცა ქალებს სიმდიდრესა და ყოველგვარ
სიამოვნებას გამოვძალავ, სანაგვე ყუთში გადავუძახებ ყველას, იქნებ კიდევ
გამოადგნენ ვინმესო. ასეთი ზიზღი დამახასიათებელია სამხრეთელი კაცისა და
საქმოსნისთვის.

– აბა, ბატონო ბარონო, – იკითხა მან ბოლოს, – გინდათ თუ არა, გახდეთ ჩემი
მოკავშირე? მიწის ნაკვეთების საკითხზე ხომ შეიძლება მოვრიგდეთ?

80
ბარონი თითქმის ჩიხში იყო მომწყვდეული, მაგრამ ასეთი ვალდებულების
აღებას მაინც ყოყმანობდა. მიუხედავად აღტაცებისა, გული მაინც ეთანაღრებოდა,
ცდილობდა, როგორმე პირდაპირი პასუხი აეცდინა. სწორედ ამ დროს
მანდილოსნებმა მურე მიიხმეს. ამან ბარონს უშველა და უხერხულობისგან იხსნა.

– ბატონო მურე! ბატონო მურე! – ისმოდა სასტუმრო ოთახიდან.

მურეს არ ესიამოვნა, რომ ლაპარაკი შეაწყვეტინეს და ისეთი სახე მიიღო, თითქოს


ქალების ძახილი არ ესმისო. მაშინ ქალბატონი დე ბოვი წამოდგა და კარს მოადგა:

– ბატონო მურე, ქალები გიხმობენ... როგორ გეკადრებათ, განმარტოებულხართ


და რაღაც საქმეებზე ლაპარაკობთ?!

მურე ბედს დამორჩილდა და ისე ხალისიანად და კმაყოფილი სახით წამოდგა,


რომ ბარონი კვლავ აღფრთოვანდა ამ ახალგაზრდა კაცის მოჩვენებითი
სიმშვიდით. ორივენი სასტუმრო ოთახში შევიდნენ.

– ქალბატონებო, მუდამ თქვენი მონა-მორჩილი ვარ! რას მიბრძანებთ? – თქვა


მურემ ოთახში შესვლისას.

ქალები მხიარული წამოძახილებით შეეგებნენ მას და ადგილი დაუთმეს. მზე


ბაღის ხეებს ამოფარებოდა, დღე იწურებოდა, ვრცელი ოთახი ნაზ ჩრდილში
გახვეულიყო. შებინდების ეს ტკბილი, ნეტარი წამი მაშინ დგება პარიზის
ბინებში, როცა დღის სინათლე ნელ-ნელა ქრება ქუჩებში, ხოლო საჯალაბოში
ლამპებს ანთებენ.

ბატონი დე ბოვი და ვალანიოსკი კვლავ ფანჯარასთან იდგნენ. მათი ჩრდილები


გაშლილ სუფრასავით ეფინებოდა ხალიჩას. მეორე ფანჯარასთან ბატონი მარტი
იდგა გაუნძრევლად, რამდენიმე წუთის წინ შეუმჩნევლად შემოსულიყო ოთახში.
ფანჯრიდან შემოსული სინათლე ეცემოდა მის საცოდავ პროფილს, ვიწრო, მაგრამ
სუფთა სერთუკს და შეუსვენებელი მუშაობით გადაფითრებულ სახეს. იგი
შეშფოთებით უგდებდა ყურს ქალების საუბარს ჩაცმა-დახურვაზე.

– ორშაბათს ხომ მოეწყობა ბაზრობა? – იკითხა ქალბატონმა მარტიმ.

– რასაკვირველია, – უპასუხა მურემ. როცა ქალებს ებაასებოდა, იგი მსახიობივით


იცვლიდა ხმას და ნაზად ლაპარაკობდა.

81
– ჩვენ ყველანი ვაპირებთ მისვლას, – თქვა ანრიეტამ, – ამბობენ, თურმე
სასწაულს გვიმზადებთ!

– სასწაულს? როგორ გითხრათ... – წაილაპარაკა მურემ მორცხვი


თავმომწონეობით, – ჩემი ერთადერთი მიზანია, თქვენი მოწონება დავიმსახურო.

ქალებმა კითხვა კითხვაზე დააყარეს. ქალბატონ ბურდელეს, ქალბატონ გიბალს


და თვით ბლანშსაც უნდოდათ გაეგოთ, რა საქონელს გამოიტანდნენ ამჯერად
ბაზრობაზე.

– დაწვრილებით გვიამბეთ, თუ შეიძლება, – ჩააცივდა ქალბატონი ბოვი, – ხომ


ხედავთ, სადაცაა ცნობისმოყვარეობა მოგვკლავს!

ქალები მურეს შემოეხვივნენ, მაგრამ ანრიეტამ უსაყვედურა მეგობრებს,


დააცადეთ, ჯერ ერთი ჭიქა ჩაი არ დაულევიაო. ქალები აფუსფუსდნენ, ოთხივე
ემსახურებოდა, ოღონდ პირობა ჩამოართვეს, ჩაის დალევის შემდეგ ყველა
კითხვაზე გვიპასუხეთო. ანრიეტა ჩაის ასხამდა, ქალბატონ მარტის ფინჯანი
ეჭირა, ხოლო ქალბატონები – დე ბოვი და ბურდელე, ერთმანეთს ეცილებოდნენ,
არა მე ჩავყრი შაქარს და არა მეო. მურემ არ მოისურვა დაჯდომა და ფეხზე
მდგომი შეუდგა ჩაის სმას, ქალები მიუახლოვდნენ, კაბების ვიწრო წრეში
მოიმწყვდიეს და თვალაჟუჟუნებულები შესციცინებდნენ სახეში.

– რას წარმოადგენს თქვენი «პარიზის ბედნიერება»? გაზეთები სულ ამ ქსოვილს


ახსენებენ, – მოუთმენლად იკითხა ქალბატონმა მარტიმ.

– ოო, არაჩვეულებრივი ქსოვილია, – უპასუხა მურემ, – მტკიცე, რბილი და


გამძლე... აი, ნახავთ, ქალბატონებო... თანაც ამ ქსოვილს სხვაგან ვერსად იშოვით,
რადგან უფლება მისი წარმოების საკუთრებაზე მხოლოდ ჩვენ შევისყიდეთ.

– ნუთუ შესაძლებელია, რომ კარგი აბრეშუმი ხუთი ფრანკი და სამოცი სანტიმი


ღირდეს? – წამოიძახა ქალბატონმა ბურდელემ, – დაუჯერებელია!

იმის შემდეგ, რაც ამ აბრეშუმის რეკლამირება დაიწყეს, მან განსაკუთრებული


ადგილი დაიჭირა ქალთა ცხოვრებაში: ეჭვებითა და სურვილებით გაწამებული
ქალები მხოლოდ ამ აბრეშუმზე ლაპარაკობდნენ, ოცნებობდნენ... ახლაც ისე
ეჭირათ თავი, თითქოს ცნობისმოყვარეობა ალაპარაკებდათ და ამიტომ არ
ასვენებდნენ მურეს, მაგრამ სინამდვილეში მყიდველი ქალების ტემპერამენტი
მჟღავნდებოდა: ფულის ხარჯვის ჭია ისე გასჯდომოდა ქალბატონ მარტის, რომ

82
განურჩევლად ყიდულობდა ყველაფერს, რაც კი «ქალთა ბედნიერების»
ვიტრინაში გამოჩნდებოდა. ქალბატონი გიბალი საათობით დასეირნობდა
მაღაზიაში, არასოდეს არაფერს ყიდულობდა, მაგრამ ნანახითაც
კმაყოფილდებოდა და ბედნიერი რჩებოდა. ქალბატონ დე ბოვს ნებისმიერი
ნივთის დანახვაზე თვალები შურით უბნელდებოდა და რაკი ხელმოკლეობის
გამო ყიდვა არ შეეძლო, გულზე ცეცხლი ეკიდებოდა. ქალბატონ ბურდელეს
ჭკვიანი და პრაქტიკული მეშჩანი ქალის ინტუიცია ჰქონდა და დიდ მაღაზიებში
მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდა, როცა გაიაფებული საქონლის გაყიდვის მომენტი
დადგებოდა. როგორც კარგი დიასახლისი არასოდეს აჰყვება აზარტს, ქალბატონმა
ბურდელემაც მშვიდი და მარჯვე ყიდვა იცოდა. მისი ხელმომჭირნეობა
გაგაოცებდათ. რაც შეეხება ანრიეტას, ეს კოპწია ქალი, ამ მაღაზიაში მხოლოდ
ხელთათმანს, წინდებს, ტრიკოტაჟსა და თეთრეულს ყიდულობდა.

– ჩვენ სხვა ქსოვილებიც გვაქვს, რომლებიც სიიაფითა და კარგი ხარისხით


გამოირჩევა, – განაგრძო მურემ, – შემიძლია გირჩიოთ, მაგალითად, ტაფტა –
«ოქროსფერი კანი» – შეუდარებელია თავისი ელვარებით... აბრეშუმებიდან
ათასნაირი ფერისა და სახის ქსოვილები შეარჩიეს ჩვენმა შემსყიდველებმა
უამრავ ნიმუშთა შორის. რაც შეეხება ხავერდს, სხვადასხვა ფერის მდიდარი
ასორტიმენტის ნახვა შეგეძლებათ... გაფრთხილებთ, ამ ზამთარს
განსაკუთრებით მაუდი იქნება მოდაში და ჩვენც შესანიშნავი არჩევანი გვექნება.
ამათ გარდა, სხვა უამრავი დასახელების ქსოვილსაც ნახავთ ბაზრობაზე!..

ქალები სულგანაბული უსმენდნენ, ერთმანეთს ეკვროდნენ, უცნაური ღიმილი


უკრთოდათ ბაგეზე. წინ წამოწეულიყვნენ და მთელი არსებით გამოხატავდნენ
მაცდურისადმი ლტოლვას, თვალთ უბნელდებოდათ, მსუბუქი ცახცახი
უთრთოლებდათ მხრებს. მურე კი გულგრილი დამპყრობელივით იდგა იმ
ამაღელვებელი არომატით გაბრუებული, რასაც ქალების თმა აფრქვევდა
ირგვლივ. იგი მშვიდად მიირთმევდა ჩაის, იტყოდა რამდენიმე სიტყვას,
მოსვამდა ჩაის, რომლის სურნელება ირგვლივ გამეფებულ მკვეთრ, ოდნავ
პირუტყვულ სუნს აბათილებდა. ბარონი არტმანი თვალს არ აშორებდა მურეს და
თანდათან ეუფლებოდა აღტაცება ამ თავშეკავებული მაცდურისადმი. გრძნობდა,
იმდენად ძლიერი ნებისყოფისაა, ადვილად შეუძლია თავის ნებაზე აათამაშოს
ქალი, ხოლო თვითონ არ აჰყვეს მის დამათრობელ გრძნობებსო.

83
– ესე იგი, მაუდი შემოდის მოდაში? – იკითხა ქალბატონმა მარტიმ, რომლის
ჩოფურა სახე კეკლუც აღტყინებას გაელამაზებინა, – ერთი ვნახოთ, როგორი
მაუდი გექნებათ.

ქალბატონ ბურდელეს ჯერ არ ეტყობოდა აღელვება და მშვიდად ჰკითხა მურეს:

– მითხარით, ქსოვილის დარჩენილ ნაჭრებს ხუთშაბათობით ყიდით, არა? მე ხომ


პატარების მთელი სამყარო მყავს შესამოსი და ამიტომაც ხუთშაბათამდე
დავიცდი.

მერე კოხტა, ქერა თავი დიასახლისისკენ მიაბრუნა და ჰკითხა:

– შენ ისევ სოვერს აკერინებ?

– დიახ, – უპასუხა ანრიეტამ, – სოვერი ძალიან ძვირად კერავს, მაგრამ რას იზამ?!
მთელ პარიზში მხოლოდ ამ ქალს შეუძლია ზედატანის შეკერვა... გარდა ამისა,
ბატონმა მურემ რაც უნდა თქვას, ყველაზე ლამაზსახიანი ქსოვილი მაინც
სოვერთან იშოვება. ტყუილია, ასეთი ქსოვილი სხვაგან არაა და თან ვერ ვიტან,
როცა ყველას ჩემისთანა კაბა აცვია!

მურეს ჯერ ეშმაკურად გაეღიმა. შემდეგ ქალებს ანიშნა, რომ ქალბატონი სოვერი
ყველა ქსოვილს მასთან ყიდულობდა. რასაკვირველია, ზოგს უშუალოდ
მწარმოებლისგან იღებდა, მაგრამ რაც შეეხება შავ აბრეშუმს, იგი მუდამ
უთვალთვალებდა, როდის დაიწყებოდა «ქალთა ბედნიერებაში» გაიაფებული
საქონლის გაყიდვა, დიდი რაოდენობით შეისყიდდა ხოლმე საქონელს და შემდეგ
ორმაგ ან სამმაგ ფასად ასაღებდა.

– ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ მისი რწმუნებულები მთელ «პარიზის


ბედნიერებას» ჩვენთან იყიდიან და მართლაც, რატომ უნდა შეიძინონ ეს
აბრეშუმი უფრო ძვირად ქარხანაში, როცა ჩვენთან გაცილებით იაფად იყიდება.
პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ ქსოვილს ისე ვყიდით, წაგებას ვართ!

ამ განცხადებით მურემ საბოლოოდ გააგიჟა მანდილოსნები. იფიქრეს, საქონელს


იაფად ვიყიდითო და სიხარბის გრძნობა აეშალათ. მყიდველი ქალი ორმაგად
ხარობს, განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს, როცა ჰგონია, ვაჭარს ვატყუებო.
მურემ კარგად იცოდა, რომ ფასდაკლებული საქონლის წინაშე ქალებს
თავშეკავება არ შეეძლოთ.

84
– ერთი სიტყვით, ჩვენ ყველაფერს იაფად ვყიდით! – მხიარულად წამოიძახა მან
და პატარა მაგიდაზე დადებული მარაო ხელში აიღო, – აი, თუნდაც ქალბატონი
დეფორჟის ეს მარაო... რა ბრძანეთ, რამდენი დაგიჯდათ?

– მაქმანში ოცდახუთი ფრანკი მივეცი, ხოლო ბუდე ორასი ფრანკი დამიჯდა, –


უპასუხა ანრიეტამ.

– მაქმანი ძვირად არ გიყიდიათ, მშვენიერი შანტილია!.. ასეთი მაქმანი ჩვენთან


თვრამეტი ფრანკი ღირს... რაც შეეხება ბუდეს, მაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ
საშინლად გაუფცქვნიხართ! პირადად მე, ვერ გავბედავ, რომ ასეთი ბუდე
ოთხმოცდაათ ფრანკზე ძვირად გავყიდო.

– რას გეუბნებოდით?! – წამოიძახა ქალბატონმა ბურდელემ.

– ოთხმოცდაათი ფრანკი?! – წაიჩურჩულა ქალბატონმა დე ბოვმა, – მართლაცდა,


ჯიბეგაფხეკილი უნდა იყო, ასეთი შემთხვევა რომ გაუშვა ხელიდან.

მან მარაო აიღო და ბლანშთან ერთად ყურადღებით დაუწყო თვალიერება.


სწორნაკვთებიანი ფართო სახე და მიბნედილი დიდი თვალები
დაუკმაყოფილებელი სურვილის გამო შურსა და სასოწარკვეთას გამოხატავდნენ.
მარაო კვლავ ხელიდან ხელში გადავიდა და ქალების შენიშვნებსა და
წამოძახილებს ბოლო არ უჩანდა. ამასობაში ბატონი დე ბოვი და ვალანიოსკი
ფანჯარას მოშორებოდნენ. ბატონი დე ბოვი ქალბატონ გიბალს მიუჯდა, თვალს
არ აშორებდა მის კორსაჟს, თუმცა წესიერი ადამიანის ზვიად იერს არ კარგავდა,
ხოლო ვალანიოსკი ბლანშისკენ დაიხარა, ცდილობდა, რაიმე სასიამოვნო სიტყვა
ეთქვა მისთვის.

– შავი მაქმანი თეთრ ბუდეში, ცოტა არ იყოს, სევდის მომგვრელია, თქვენ როგორ
ფიქრობთ, მადმუაზელ?

– ერთხელ სადაფის მარაო ვნახე თეთრი ბუმბულით... რაღაც ქალწულებრივი


სინაზე ჰქონდა, – სერიოზულად მიუგო ბლანშმა და მის ჩაბიჟვინებულ სახეს
არავითარი აღელვება არ დასტყობია.

ბატონმა დე ბოვმა, ეტყობა, შენიშნა რა სასოწარკვეთილებით უყურებდა მისი


ცოლი მარაოს და გადაწყვიტა, თვითონაც გამოეთქვა აზრი:

– ასეთი ნივთები სწრაფად ტყდება.

85
– ოჰ, ნუ იტყვით! – მანჭვით განაცხადა ქალბატონმა გიბალმა. წითურთმიანი
ლამაზი ქალები მუდამ ხელოვნურ გულგრილობას ამჟღავნებენ ყველაფრისადმი,
– გული გამიწყალა მარაოების შესაკეთებლად წაღებამ.

ამ საინტერესო თემით აღტყინებული ქალბატონი მარტი თავს ვერ იკავებდა,


მუხლებზე დადებულ წითელ ჩანთას აღელვებით ატრიალებდა, უნდოდა ახალი
ნაყიდი ნივთები ქალებისთვის ეჩვენებინა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ
მოეხერხებინა. და აი, უცებ გადაავიწყდა ქმარი, გახსნა ჩანთა და მუყაოზე
დახვეული რამდენიმე მეტრი ვიწრო მაქნამი ამოიღო.

– ეს ვალანსიური მაქმანი ჩემს ქალიშვილს ვუყიდე, – თქვა მან, – სიგანე სამი


სანტიმეტრი აქვს. ხომ შესანიშნავია? მერედა რა იაფია, რომ იცოდეთ!.. ერთი
ფრანკი და 90 სანტიმი ღირს მეტრი.

ქალებმა აღტაცების შეძახილებით დასტაცეს ხელი მაქმანს. მურე ირწმუნებოდა,


ამ მაქმანში ფაბრიკის ფასისთვის ერთი სუც არ დაგვიმატებიაო. ქალბატონმა
მარტიმ სასწრაფოდ დაკეტა ჩანთა, თითქოს შიგ ისეთი ნივთები ეწყო, რისი
ჩვენება არ შეიძლებოდა, მაგრამ როცა მაქმანი მოუწონეს, ვეღარ მოითმინა და
ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო:

– შეხედეთ, რა მშვენიერი ცხვირსახოცია!.. ბრიუსელის აპლიკაციითაა. პირდაპირ


ნაპოვნია, ისე იაფად ვიყიდე... სულ ოცი ფრანკი ღირს!

ამის შემდეგ, ჩანთა თითქოს უძირო გახდა: ქალბატონი მარტი სათითაოდ


იღებდა ათასგვარ წვრილმან ნივთს და თან ისე წითლდებოდა კმაყოფილებისგან,
თითქოს ტანთ ხდიან და რცხვენიაო. ეს კდემა განსაკუთრებულ სინაზეს სძენდა
მის სახეს. აქვე იყო ორ ფრანკად ღირებული ესპანური ბლონდის ჰალსტუხი. –
ამის ყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ ნოქარმა დაიფიცა, უკანასკნელიღა დამრჩა და
მალე ასეთი ჰალსტუხი გაძვირდებაო, – განაცხადა ქალბატონმა მარტიმ. შემდეგ
შანტილის ვუალი ამოიღო. – ცოტა ძვირია, ორმოცდაათი ფრანკი ღირს, მაგრამ
თუ ვერ მოვიხმარ, ქალიშვილს გავუკეთებ რამესო, – თქვა ბოლოს.

– ღმერთო ჩემო, მაქმანი ისეთი დიდებული რამაა, რომ... – რამდენჯერმე


გაიმეორა მან ნერვიული სიცილით, – როგორც კი მაღაზიაში შევდგამ ფეხს,
მორჩა... მზად ვარ, მთელი სექციები დავაცარიელო.

– ეს რაღაა? – ჰკითხა ქალბატონმა დე ბოვმა, რომელიც გიპიურის ნაჭერს


ათვალიერებდა.
86
– ესა? ჰოო... ეს ბაფთის ჩასადგამია... აქ ოცდაექვსი მეტრია და იცით, რა იაფია?
მეტრი ერთი ფრანკი ღირს.

– კი მაგრამ, რად გინდათ? – გაკვირვებით იკითხა ქალბატონმა ბურდელემ.

– მართალი გითხრათ, არც მე ვიცი... მაგრამ ისეთი ლამაზია, რომ... – ერთბაშად


თავი ასწია და გაოგნებული ქმარი შეამჩნია. საბრალოს მკვდრისფერი ედო
სახეზე და სასოწარკვეთილი იყო, რაკი საკუთარი თვალით ხედავდა ტანჯვით
ნაშოვნი ფულის ასე უმოწყალოდ ფლანგვას. მაქმანის ყოველი ნაგლეჯის
დანახვაზე გულ-ღვიძლი ეწვოდა, თვალწინ ედგა მუშაობაში გატარებული მწარე
დღეები, კერძო გაკვეთილებზე სირბილი ავდარში, მამასისხლად ნაშოვნი ყოველი
სანტიმი, რათა როგორმე ამოევსო გაღატაკებული ოჯახის უძირო ხვრელები.
ქალმა ვეღარ გაუძლო ქმრის მზერას და სასწრაფოდ უნდოდა დაემალა ვუალი,
ცხვირსახოცი, ჰალხტუხი: აკანკალებულ ხელებს აფათურებდა და ნაძალადევი
სიცილით იმეორებდა:

– მომეცით... მომეცით! იმდენს იზამთ, რომ ქმარი გამიჯავრდება... გარწმუნებ,


ჩემო კარგო, დროზე მოვედი გონს, თორემ იქ ხუთას ფრანკად ისეთი მშვენიერი,
განიერი მაქმანი იყიდებოდა, რომ თვალი ზედ დამრჩა!

– მერედა, რატომ არ იყიდეთ? – მშვიდად ჰკითხა ქალბატონმა გიბალმა, – ბატონი


მარტი ხომ სანიმუშო ქმარია!

მასწავლებელს ისღა დარჩენოდა, რომ ამ ქათინაურის წინაშე თავი დაეხარა და


განეცხადებინა, ჩემი ცოლი თავისუფალია, ისე მოიქცეს, როგორც ესიამოვნებაო.
მაგრამ როცა მოაგონდა, რა საფრთხეს უქადდა განიერი მაქმანი, სისხლი გაეყინა
ძარღვებში. ხოლო როცა მურემ იმის მტკიცება დაიწყო, ვაჭრობის ახალი სისტემა
საშუალო ბურჟუაზიის კეთილდღეობის გაზრდას უწყობს ხელსო, ბატონმა
მარტიმ განრისხებული თვალით შეხედა. ასეთი სიძულვილი იმ მოკრძალებული
ადამიანის მზერაში იგრძნობა, რომელიც ვერ ბედავს თავის მტრის დახრჩობას.

გაბრუებული ქალები ხელს არ უშვებდნენ მაქმანებს, დაშალეს, ხელიდან


სტაცებდნენ ერთმანეთს, ეს თხელი ძაფები კიდევ უფრო აახლოებდა,
აკავშირებდა მათ, ნაზი ქსოვილები მალამოსავით დაედო ქალთა მუხლებს და
ზედ ცოდვიანი ხელები აფათურდნენ. ქალები კვლავ მჭიდრო რკალად
შემოერტყნენ მურეს. ახალი კითხვები დააყარეს და რაკი ოთახში ჩამობნელდა,
მურეც იძულებული იყო, თავი დაბლა დაეხარა, წვერით შეხებოდა ქალების თმას,

87
რათა მაქმანის ნაქსოვი სახე უკეთ გაერჩია. მიუხედავად იმ ვნებაამშლელი
წუთისა, რაც შებინდებას მოჰყვება ხოლმე, მიუხედავად შიშველი მხრების
გამაბრუებელი არომატისა, მურე მაინც ქალთა მბრძანებლად რჩებოდა. ქალები
გრძნობდნენ, ამ ფაქიზი სულის პატრონმა როგორ დაიმორჩილა ყველანი,
ჩასწვდა მათ საიდუმლოს და საბოლოოდ მოხიბლა ისინი. ამიერიდან მურე
დარწმუნებული იყო, რომ ქალები ხელში მოიგდო და ძონძებთა სამეფოს
დესპოტური მონარქივით უხეშად დაეპატრონა მათ სამყაროს.

სასტუმროს ოთახში ჩამოწოლილ ბინდში მისუსტებული ჩურჩული ისმოდა:

– ოჰ, ბატონო მურე!.. ბატონო მურე!..

ცის მკრთალი ანარეკლი ბრინჯაოს ჭდეებიან ავეჯზე ღაფავდა სულს. ქალების


მუხლებზე დაყრილი მაქმანებიღა ციმციმებდა თეთრად. ახალგაზრდა კაცის
ირგვლივ შეგროვილი ბუნდოვანი ჯგუფი მუხლმოდრეკილ მლოცველებს ჰგავდა.
უკანასკნელი სხივი ჩაიდანზე აკიაფდა, თითქოს ღამის ნათურის მშვიდი და
ნათელი შუქი ციმციმებს არომატული ჩაით გამთბარ საწოლ ოთახშიო. მაგრამ
უცებ მსახურმა ორი ლამპა შემოიტანა და ტკბილი ზმანებაც გაქრა. სასტუმრო
ოთახი გამოფხიზლდა, ნათელი და მხიარული ქალბატონი მარტი მაქმანებს
ალაგებდა ჩანთაში, ქალბატონი დე ბოვი ნამცხვარს შეექცეოდა, ხოლო ანრიეტა
ფანჯარასთან იდგა და დაბალ ხმაზე ესაუბრებოდა ბარონ არტმანს.

– ძალიან სასიამოვნო კაცია, – თქვა ბარონმა.

– მოგეწონათ, ხომ? – გაბრწყინებული სახით აღმოხდა ქალს.

ბარონს გაეღიმა და მამობრივი შემწყნარებლობით გადახედა. პირველად ახლა


იგრძნო, რომ ანრიეტა ამჯერად სერიოზულად იყო გატაცებული. ბარონი მტკიცე
ნებისყოფის ადამიანი გახლდათ და ამიტომაც გული არ სტკენია, ოღონდ
შეეცოდა ქალი, რადგან იგი ხელში ჩაუვარდა ერთი შეხედვით ალერსიან, მაგრამ
სინამდვილეში ყინულივით ცივ ახალგაზრდას. იფიქრა, მოვალე ვარ,
გავაფრთხილო ანრიეტაო და ხუმრობით წასჩურჩულა:

– ფრთხილად, ძვირფასო, იგი ყველას გადაგსანსლავთ!

ანრიეტას მშვენიერ თვალებში ეჭვის შუქმა გაიელვა. ალბათ, თვითონაც აიღო


გუმანი, მურემ ბარონთან დაახლოებისთვის გამომიყენაო და ამიტომაც

88
გადაწყვიტა, ალერსით გაეგიჟებინა ეს საქმოსანი კაცი, რომლის წამიერი
სიყვარული მხიარულ სიმღერასავით მომხიბვლელი ჩანდა.

– ოჰ, არა! – ხუმრობითვე უპასუხა ქალმა, – ბოლოს მაინც კრავი ჭამს ხოლმე
მგელს!

ამ პასუხმა ბარონი ჩააფიქრა: იქნებ სწორედ ანრიეტა აღმოჩნდეს ის ქალი,


რომელმაც ყველას ნაცვლად უნდა იძიოს შურიო. და მან გასამხნევებლად თავი
დაუქნია.

ამასობაში მურე კვლავ ეპატიჟებოდა ვალანიოსკს, – მინდა ჩემი მანქანა


ამოძრავებული გაჩვენო და მოდიო. როცა გამოსამშვიდობებლად დიასახლისს
მიუახლოვდა, ბარონმა შეაჩერა და ჩაბნელებულ ბაღში გამავალ ფანჯარასთან
მიიყვანა. ბარონი საბოლოოდ მოიხიბლა მას შემდეგ, რაც მურე ქალებით
გარშემორტყმული ნახა, უკვე სწამდა მისი წარმატების. მურემ და ბარონმა
ერთხანს დაბალ ხმაზე ისაუბრეს, შემდეგ მოხუცმა განუცხადა:

– კეთილი, თქვენს წინადადებაზე ვიფიქრებ... თუკი ორშაბათის ბაზრობა


მართლა ისეთი გრანდიოზული იქნება, როგორც მარწმუნებთ, მაშინ საქმე
გადაწყვეტილად ჩათვალეთ.

მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და აღფრთოვანებული მურე წავიდა...

საღამოობით რომ «ქალთა ბედნიერებაში» არ შეევლო და შემოსავალი არ


შეემოწმებინა, გემრიელად ვერ ივახშმებდა.

IV
ორშაბათის, 10 ოქტომბრის, კაშკაშა მზემ, როგორც იქნა, გააპო ლეგა ღრუბლები,
მთელი კვირის განმავლობაში რომ აბნელებდა პარიზს. ჯერ კიდევ წინაღამეს
ცრიდა და სველ ქუჩებში ტლაპო იდგა, მაგრამ დილით ქარმა ღრუბლები გაფანტა
და ქვაფენილებიც გააშრო. ლურჯი ცა გამჭვირვალე და მხიარული გახდა,
გაზაფხულის ცას დაემსგავსა.

ასე რომ, დილის რვა საათიდან ბრწყინვალე მზის სხივები აციმციმებდა «ქალთა
ბედნიერებას». ამ დღეს ზამთრის სიახლეების ბაზრობა საზეიმოდ უნდა
გახსნილიყო. შესასვლელი კარი ალმებით მოერთოთ, დილის გრილი ნიავი შალის
89
ქსოვილის ნაჭრებს აფრიალებდა. გაიონის მოედანზე საბაზრო ჟრიამული
ისმოდა, ხოლო ორ ქუჩაზე გამოფენილი საქონლის მთელი სიმფონია ვიტრინებში
იგრძნობოდა, რომლის ლაპლაპა მინები უფრო მეტად აცხოველებდა მკვეთრ
ფერებს. ეს გახლდათ ფერთა ერთგვარი ღრეობა, მთელი ქუჩის საყოველთაო
ლხენა, ფართოდ გაშლილი, თვალთდამატკბობელი სამყარო.

მაგრამ მაღაზიაში ჯერ არ ჩანდნენ მყიდველები, რამდენიმე ქალი მოსულიყო


მხოლოდ – მეზობლად მცხოვრები დიასახლისები, უნდოდათ, ნაშუადღევის
ორომტრიალისთვის თავი აერიდებინათ. ალმებითა და ქსოვილებით მორთული
ფასადის მიღმა აშკარად იგრძნობოდა, რომ მაღაზია ჯერ ცარიელი იყო, მაგრამ
საბრძოლოდ მომზადებული და გაპრიალებული იატაკითა და დახლებზე
დაზვინული საქონლით ხვდებოდა კლიენტს. ხალხი მაღაზიის წინ
ნაბიჯშეუნელებლად მიდიოდა. მხოლოდ ცალი თვალით გადახედავდნენ
ვიტრინებს და საქმეზე მიეშურებოდნენ. ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩისა და
გაიონის მოედანზე, სადაც ეტლები უნდა ჩამწკრივებულიყო, ცხრა საათზე ჯერ
ორი ფიაკრი იდგა მხოლოდ. ამ უბნის მცხოვრებნი, განსაკუთრებით წვრილი
ვაჭრები შეჯგუფებულიყვნენ ქვაფენილზე. ალმებისა და ბუმბულების დანახვით
აღელვებულებს თავი მაღლა აეღოთ და მწარე შენიშვნებით კმაყოფილდებოდნენ.
ისინი აღშფოთებით შესცქეროდნენ ლა-მიშოდიერის ქუჩაზე «შინ მიტანის»
განყოფილების წინ მდგარ ფურგონს, რომელიც მალე მთელ პარიზს მოივლიდა.
მურეს ოთხი ასეთი ფურგონი ჰყავდა: მწვანე ფონზე ყვითელი და წითელი
ზოლები დაჰყვებოდა, ხოლო გალაქული კედლები წითელ-ყვითლად
ლაპლაპებდა მზეზე. ამჟამად ქუჩაზე გაჩერებული ფურგონიც ახლახან შეეღებათ,
ოთხივე მხარეს მაღაზიის სახელწოდება ჰქონდა წარწერად, ხოლო ზემოთ
ჩამოკიდებული აბრა ბაზრობის დღეს იუწყებოდა. როგორც იქნა, მოათავეს
წინადღით ნაყიდი საქონლის დატვირთვა და ფურგონში შებმული მშვენიერი
ცხენი ჩორთით გაუყვა გზას. «ძველი ელბეფის» კართან მდგარმა გაფითრებულმა
ბოდიუმ ბულვარამდე გააყოლა თვალი ფურგონს, რომელიც მთელ ქალაქში
მანათობელი ვარსკვლავივით მოატარებდა ამ აუტანელ სახელს – «ქალთა
ბედნიერება». ამასობაში რამდენიმე ეტლი მოადგა მაღაზიას. შესასვლელთან
მდგარი მსახურები აფუსფუსდნენ მყიდველების გამოჩენაზე. მათ ერთნაირი
ლივრეები ეცვათ: ღია მწვანე ფერის შარვლები და ქურთუკი, ყვითელზოლიანი
ჟილეტები. აქვე იდგა ინსპექტორი ჟუვი, გადამდგარი კაპიტანი. მას რედენგოტი
ეცვა, თეთრი ყელსახვევი ეკეთა, ხოლო მკერდს გარდასული დიდების
მაუწყებელი ორდენები უმშვენებდა. ინსპექტორი თავაზიანად, წელში მოხრით
90
ესალმებოდა მანდილოსნებს და გზას უჩვენებდა სექციებისკენ. ქალები
შედიოდნენ ვესტიბიულში, რომელიც აღმოსავლურ დარბაზად ექციათ.

ამგვარად, უკვე კარის ზღურბლიდანვე იწყებოდა მყიდველი ქალების


დამატყვევებელი სასწაულები და სიურპრიზები. ეს იდეა მურეს ეკუთვნოდა.
აღმოსავლეთში მან მეტად ხელსაყრელ პირობებში შეისყიდა ძველებური და
თანამედროვე ხალიჩები. ასეთ იშვიათ ხალიჩებს აქამდე მხოლოდ ანტიკვარიატის
მფლობელები ყიდდნენ და ისიც ძალიან ძვირად, მურემ კი ეს საქონელი
ბაზრობაზე უხვად გამოიტანა, თითქმის ნახევარ ფასად ყიდდა, თან
თვალისმომჭრელ დეკორაციად იყენებდა და ამით მაღალი გემოვნების მქონე
მყიდველს იზიდავდა. გაიონის შუა მოედნიდან უკვე მოჩანდა ეს აღმოსავლური
დარბაზი, სადაც მურეს ბრძანებით, მხოლოდ ხალიჩები და პორტიერები ეკიდა.
ჭერზე სმირნის ხალიჩები გაეკრათ, მათი დახლართული კვალი მკვეთრად ჩანდა
წითელ ფონზე. ოთხივე კედელზე ისევ პორტიერები დაეკიდათ: მწვანე,
ყვითელი და ალისფერზოლებიანი კარმანული და სირიული პორტიერები და
უფრო მდარე ხარისხის, მწყემსის ნაბადივით ხაოიანი ქურთისტანულიც მათ
შორის იყო. იქვე შენიშნავდით კედლის ხალიჩებს, ისპაჰანის, თეირანისა და
კერმანშაჰის გრძელ ნოხებს – ოცნების ბაღებში შექმნილ ფანტაზიებს... იატაკზე
ნოხები ეგო, თითქოს მატყლის გაქონილი კულულები დაუხვავებიათო: შუაში
აგრის დიდებული ხალი ეფინა – თეთრ ფონზე ცისფერ, ფართო ბორდიურს
იისფერი ფანტასტიკური სახეები მისდევდა. ყველგან სასწაულებს
წააწყდებოდით: მექური ხავერდისებური ხალიჩები, დაღესტნური სალოცავი
ნოხები სიმბოლური ნაწიბურებით; გაფურჩქნილი ყვავილებით მიმობნეული
ქურთული ნოხები; კუთხეში გერდესული, კულას და კირშეერული იაფფასიანი
ხალიჩების მთელი ზვინი იდგა. ყველაზე იაფი ხალიჩა თხუთმეტი ფრანკი ღირდა.
მდიდარი ფაშას ამ კარავში აქლემის ტყავით გადაკრული სავარძლები და
ტახტები დაედგათ: ზოგი ჭრელი რომბებივით იყო გამოჭრილი, ზოგიც უმანკო
ვარდებით მოხატული... თურქეთის, არაბეთის, სპარსეთის, ინდოეთის
სასახლეები დაეცარიელებინათ, მეჩეთები და ბაზრები გაეძარცვათ და მთელი
საგანძური აქ მოეტანათ. მოწითალო ოქროსფერები ჩრდილავდა ძველებურ
ხალიჩებს, რომელთა მიმქრალ ფერებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ძველი

მხატვრების დიდებულ საღებავთა მუქი, ჩამქრალი ქურის სხვადასხვა ტონები.


აღმოსავლეთი იგრძნობოდა ამ ბარბაროსული ხელოვნების ბრწყინვალებაში, ამ
მძაფრ სურნელში...

91
დილის რვა საათზე დენიზი, რომელიც პირველად სწორედ ამ ორშაბათს იწყებდა
მუშაობას, აღმოსავლური დარბაზის დანახვაზე გაოგნებული შედგა. შესასვლელ
კართან მოწყობილმა ამ ჰარამხანამ ისე გააშეშა, რომ მაღაზია ვეღარ იცნო.
მსახურის თანხლებით სხვენზე ავიდა და ქალბატონ კაბენთან გამოცხადდა. ამ
ქალს გამყიდველი ქალების ოთახების დალაგება და ზედამხედველობა
ევალებოდა. კაბენმა დენიზი მეშვიდე ოთახში დააბინავა, სადაც მისი სკივრი
უკვე შეეტანათ. მანსარდის ამ ვიწრო საკანს პატარა სარკმელი ჰქონდა, რომელიც
დაქანებულ სახურავზე გადიოდა. ოთახში პატარა საწოლი, კაკლის ხის კარადა,
ტუალეტის მაგიდა და ორი სკამი იდგა. ოცი ასეთი ოთახი ჩამწკრივებულიყო
ყვითლად შეღებილი დერეფნის გასწვრივ, რომელიც მონასტრის ტალანებს
მოგაგონებდათ. ოცდათხუთმეტ გამყიდველ ქალთაგან ოცი, ვისაც პარიზში არ
ჰქონდა სახლი, აქ ბინადრობდა, ხოლო დანარჩენი თხუთმეტი, როგორც თვითონ
ამბობდა, დეიდებთან თუ ბიძაშვილებთან ცხოვრობდა ქალაქში.

დენიზმა მაშინვე გაიხადა ხშირი წმენდისგან დაცრეცილი, იდაყვებგამოკერილი


ერთადერთი შალის კაბა, რომელიც ვალონიდან ჩამოჰყვა და საწოლზე
გადაფენილი ფორმა, შავი აბრეშუმის კაბა გადაიცვა. მართალია, კაბა მის ტანზე
გადაეკეთებინათ, მაინც გრძელი და მხრებში განიერი მოუვიდა. მაგრამ დენიზს
ისე ეჩქარებოდა და ისე ღელავდა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მას
ხომ პირველად ეცვა აბრეშუმის კაბა! აბრეშუმში გამოწყობილი გოგონა კიბეზე
დაეშვა, თავს უხერხულად გრძნობდა, დაჰყურებდა პრიალა ქვედატანს და როცა
მისი შარიშური ესმოდა, სირცხვილისგან ღაწვები ეწვოდა.

ქვემოთ, სექციაში შესვლისთანავე დენიზს ჩხუბის ხმა შემოესმა:

– ქალბატონო, მე მასზე ადრე მოვედი, – მკვახე ხმით ამბობდა კლარა.

– ტყუის, – ყვიროდა მარგარიტა, – ცალი ფეხი დარბაზში მედგა, როცა ხელი მკრა
კარში.

გამყიდველები იმაზე დავობდნენ, თუ პირველად ვინ მოაწერდა ხელს გრაფელის


დაფაზე, რადგან მომსახურების რიგი მაღაზიაში გამყიდველთა მოსვლის რიგზე
იყო დამოკიდებული. თითოეული კლიენტის გასტუმრების შემდეგ გამყიდველი
სიის ბოლოს აწერდა თავის გვარს. დღევანდელი დავა ქალბატონმა ორელიმ
მარგარიტას სასარგებლოდ გადაწყვიტა.

– მუდამ უსამართლობაა! – ბრაზიანად წაიბუზღუნა კლარამ.

92
მაგრამ დენიზის დანახვაზე ქალიშვილებს გაეცინათ და შერიგდნენ. ეს რა
ფეთხუმივით გამოწყობილაო, გაიფიქრა ორივემ.

დენიზი უხერხულად მიუახლოვდა დაფას, მისი სახელი უკანასკნელი აღმოჩნდა


გამყიდველთა სიაში. ქალბატონი ორელი უკმაყოფილოდ ათვალიერებდა
გოგონას, ბოლოს ვეღარ მოითმინა და უთხრა:

– ჩემო კარგო, ეს კაბა ისეთი განიერი გაქვთ, ორი თქვენისთანა ქალი ჩაეტევა.
უნდა დაავიწროვოთ... საერთოდ, გეტყობათ, ჩაცმა არ იცით. მოდით აქ, ცოტას
მაინც შეგისწორებთ.

და მან მაღალ სარკესთან მიიყვანა დენიზი. მზა ტანსაცმლით გამოტენილი


კარადების გვერდით ასეთი სარკეები იდგა უზარმაზარ ოთახში, რომელიც
ჩუქურთმიანი მუხის პანელებით იყო მორთული. იატაკზე დიდყვავილებიანი
წითელი ნოხი ეფინა. ამ სარკეებისა და ასეთი მოწყობილობის გამო ოთახი
სასტუმროს დარბაზს წააგავდა, სადაც გამვლელთა ნაბიჯები არ წყდებოდა.
აბრეშუმის კაბებში გამოწყობილი გამყიდველები კიდევ უფრო აღრმავებდნენ ამ
მსგავსებას. ისინი არასოდეს სხდებოდნენ კლიენტებისთვის განკუთვნილ
თორმეტიოდე სკამზე, საღილეში გაერჭოთ დიდი ფანქარი მაღლა აშვერილი
წვერით, ხოლო ჯიბიდან ჩეკის წიგნაკი თეთრ ლაქასავით მოუჩანდათ. თავიანთი
ჩაცმულობის ერთფეროვნებიდან თავის დასაღწევად ზოგ მათგანს გულსაბნევი,
ძეწკვი ან ბეჭედი ეკეთა, მაგრამ გამყიდველ ქალთა სიამაყეს, რითაც ერთმანეთს
ექიშპებოდნენ, გულდასმით დავარცხნილი, დახვეული, ფაფუკად დაყენებული
თმა წარმოადგენდა. ვისაც საკუთარი თმა არ ჰყოფნიდა, ხელოვნური ნაწნავები
და შინიონები ჰქონდა ჩამატებული.

– ქამარი წინ აიწიეთ! – უმეორებდა ქალბატონი ორელი დენიზს, – აი, ასე! ახლა
კუზი აღარ გაქვთ ზურგზე... ერთი ამის თმას შეხედეთ! განა შეიძლება მისი ასე
გაოხრება?! მერედა, რა მშვენიერი თმა გაქვთ!

მართლაცდა, დენიზის ერთადერთ სილამაზეს მისი თმა წარმოადგენდა.


ფერფლისფერი ქერა თმა კოჭებამდე სწვდებოდა და მისი დავარცხნაც კი
უჭირდა. ამიტომაც უკან დაიხვევდა ხოლმე და საბნევებით იმაგრებდა. ამ
ბუნებრივი, მშვენიერი თმის დანახვაზე კლარა შურმა კინაღამ დაახრჩო და
წაილაპარაკა, შეხედეთ, რა გვერდზე მოქცევია ფაფარიო. შემდეგ თითით მოიხმო
თეთრეულის სექციის სანდომიანი სახის გამყიდველი ქალი. მზა ტანსაცმლისა და
თეთრეულის სექციები გვერდიგვერდ იყო და ერთმანეთში მტრობა ჰქონდათ,
93
მაგრამ როგორც კი დასაცინი ობიექტი აღმოჩნდებოდა, ქალიშვილები მაშინვე
ამჟღავნებდნენ ერთსულოვნებას.

– მადმუაზელ კიუნიო, ერთი ამ ფაფარს შეხედეთ! – თქვა კლარამ, რომელსაც


მარგარიტა მუჯლუგუნს ჰკრავდა და სიცილისგან იგუდებოდა.

მაგრამ თეთრეულის გამყიდველს არ ეცინებოდა. იგი უყურებდა დენიზს და ამ


მაღაზიაში მუშაობის დაწყების პირველ დღეებში გადატანილი სიმწარე
აგონდებოდა.

– მერედა, რა მოხდა? ასეთ ფაფარს რომელი ჩვენგანი არ ინატრებდა! – თქვა მან


ბოლოს, ქალები პირდაღებული დატოვა და თავის სექციაში დაბრუნდა.

დენიზმა ყველაფერი გაიგონა, მადლიერი თვალით გადახედა ქალს. ამასობაში


ქალბატონმა ორელიმ ჩეკის წიგნაკი გადასცა და უთხრა:

– არა უშავს, ხვალ უკეთ ჩაიცვამთ... ახლა კი ეცადეთ, მაღაზიის ჩვევები


გაითავისოთ, თქვენს რიგს დაელოდეთ და ისე მოემსახურეთ კლიენტებს.
დღევანდელი დღე მძიმე იქნება, სამაგიეროდ, ვნახავთ, როგორი გამყიდველი
ხართ.

კლიენტები ჯერ არ ჩანდნენ, მზა ტანსაცმლის სექცია ადრე დილით მუდამ


ცარიელი იყო ხოლმე. გამყიდველი ქალები წელგამართულნი იდგნენ, ალბათ,
ძალას იზოგავდნენ და შუადღის დამქანცველი სამუშაოსთვის ემზადებოდნენ.
დენიზი გრძნობდა, რომ მის დებიუტს ყველა გაფაციცებით უთვალთვალებდა და
აღელვების დასაფარავად ფანქარს დაუწყო გათლა. შემდეგ სხვებს მიბაძა და
ფანქარი მკერდთან გაირჭო საღილეში. ცდილობდა გამხნევებულიყო და რადაც
უნდა დასჯდომოდა, სამუშაო ხელიდან არ გაეშვა. წინადღით აკი უთხრეს,
პირობით დაგიშვებთო. ჯერჯერობით განსაზღვრული ხელფასი არ ექნებოდა,
მხოლოდ პროცენტებსა და გაყიდული საქონლისგან მიღებულ მოგებას
მისცემდნენ, სამაგიეროდ, ბინა და საჭმელი უფასოდ ექნებოდა. მიუხედავად
ამისა, დარწმუნებული იყო, ათას ორას ფრანკს მაინც გამოიმუშავებდა. იცოდა,
მარჯვე გამყიდველი ასეთ მაღაზიაში ორი ათას ფრანკსაც იღებდა თვეში.
ბიუჯეტი მკაცრად ჰქონდა განაწილებული: თვეში ასი ფრანკი პეპეს პანსიონსა
და ჟანის რჩენას დასჭირდებოდა, ჟანი ხომ ჯერ უხელფასოდ მუშაობდა!
თავისთვისაც იყიდდა ტანსაცმელსა და რამდენიმე ხელ საცვალს. ოღონდ ამ
თანხის მისაღებად ყველას უნდა დაუმტკიცოს, რისი გამკეთებელია,

94
გამოამჟღავნოს საქმის უნარი და გარშემო მყოფების მტრული დამოკიდებულება
არაფრად ჩააგდოს. თუ საჭირო იქნება, კიდეც უნდა იბრძოლოს და თავისი წილი
ძალით გამოჰგლიჯოს თანამშრომლებს. დენიზი საბრძოლველად თავს
აგულიანებდა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდა კაცმა გაიარა და გაუღიმა. დენიზმა
იცნო დელოში, რომელიც წინადღით მაქმანების სექციაში მიეღოთ, გაუხარდა
ახალშეძენილი მეგობრის დანახვა, მისი ღიმილი ბედნიერების მაუწყებლად
ჩათვალა და თვითონაც გაუღიმა.

ათის ნახევარზე ზარმა აუწყა ყველას, პირველი ცვლის საუზმე იწყებაო. შემდეგ
მეორე ცვლის ხალხიც მოიხმეს, მყიდველები კი კვლავ არ ჩანდნენ. სექციის
გამგის მოადგილე, ქალბატონი ფრედერიკი, პირქუში ქვრივი, რომელსაც
ყოველგვარი მარცხი სიამოვნებას ჰგვრიდა, ამბობდა, გეფიცებით, ეს დღე
დაკარგულია, არავინ მოვა, ჯობს, კარადები დავკეტოთ და აქედან წავიდეთო. ამ
წინასწარმეტყველების გაგონებაზე, განსაკუთრებით ხარბ მარგარიტას მოექუფრა
ბრტყელი სახე, თავლიდან გამოქცეული ცხენის მანერების მქონე კლარა
ოცნებობდა, თუკი სავაჭრო სახლი გაკოტრდება, ვერიერის ტყეში წავალ
სასეირნოდო. რაც შეეხება ქალბატონ ორელის, იგი კრინტს არ ძრავდა, კეისრის
იერით დინჯად დასეირნობდა ცარიელ სექციაში და გამარჯვება-
დამარცხებისთვის პასუხისმგებელ მხედართმთავარს წააგავდა.

თერთმეტ საათზე რამდენიმე მანდილოსანი გამოჩნდა. დენიზის რიგი დადგა.


სწორედ ამ დროს ახალი კლიენტიც შემოვიდა სექციაში.

– პროვინციელი დუნდრუხა მობრძანდა! – წაიჩურჩულა მარგარიტამ.

ეს იყო ორმოცდახუთიოდე წლის ქალი, რომელიც დროდადრო პარიზში


ჩამოდიოდა მიყრუებული სოფლიდან. იგი თვეობით აგროვებდა მსხვილ თანხას
და ვაგონიდან ჩამოსვლისთანავე «ქალთა ბედნიერებაში» მირბოდა მთელი
დანაზოგის დასახარჯავად. იმდენად უხაროდა საკუთარი თვალით ნახვა და
საკუთარი თითებით შეხება საქონლისა, რომ იშვიათად თუ გამოიწერდა რამეს
პროვინციიდან ბარათით. ყიდულობდა ყველაფერს, ნემსებსაც კი, რაც, მისი
სიტყვით, მამასისხლად ფასობდა სოფელში. მთელი მაღაზია იცნობდა ამ ქალს,
იცოდნენ, რომ ქალბატონი ბუტარელი ერქვა და რომ ალბიში ცხოვრობდა. ხოლო
რითი არსებობდა ან რა საქმიანობას ეწეოდა, არავის ანაღვლებდა და არც არავის
აინტერესებდა.

95
– ხომ კარგად ბრძანდებით, ქალბატონო? – თავაზიანად ჰკითხა ქალბატონმა
ორელიმ და კლიენტს შეეგება, – რა გნებავთ? ახლავე მოგემსახურებიან.

შემდეგ მობრუნდა და შესძახა:

– ქალიშვილებო!

ის იყო, დენიზმა დააპირა მისვლა, რომ კლარამ დაასწრო. ჩვეულებრივ, იგი


ძალიან უხალისოდ და ზანტად ეკიდებოდა საქმეს, ამრეზით უყურებდა ფულს,
რადგან უშრომლადაც ბევრს შოულობდა სხვა გზით, მაგრამ ახალბედა
გამყიდველისთვის უნდოდა ხელიდან წაეგლიჯა სარფიანი კლიენტი და
ამიტომაც გამწარდა ასე.

– მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ჯერია, – უთხრა ამ საქციელით აღშფოთებულმა


დენიზმა.

ქალბატონმა ორელიმ მკაცრად გადახედა დენიზს და თვალით ანიშნა,


მომშორდიო.

– ჯერი რას მიქვია! აქ მე ვარ უფროსი, – თქვა მან, – ჯერ ისწავლეთ, როგორ უნდა
მოექცეთ მუდმივ მომხმარებელს.

გოგონამ უკან დაიხია, რათა თვალებზე მომდგარი ცრემლი დაეფარა, ფანჯრისკენ


მიბრუნდა, თითქოს ქუჩას ათვალიერებდა, ნუთუ გაყიდვას დაუშლიან? იქნებ
პირი შეკრეს, რომ სარფიანი მყიდველები წამართვან?.. – გაიფიქრა და მომავლის
შიშმა შეიპყრო. ასეთი ანგარების დანახვამ სასო წარუკვეთა, მარტოობა იგრძნო,
შუბლით მიეკრა ფანჯრის ცივ მინას და «ძველ ელბეფს» დაუწყო ცქერა. იქნებ
ჯობდა ბიძაჩემისთვის მეთხოვა, თქვენს დუქანში ამიყვანეთ როგორმე, გუშინ
თვითონაც ისე იყო აღელვებული, მგონი, უარს არ მეტყოდაო, – განაგრძობდა
ფიქრს დენიზი. ახლა სულ მარტოა ამ უზარმაზარ მაღაზიაში, სადაც არავის
უყვარს. შეურაცხყოფილად და უპატრონოდ გრძნობდა თავს. პეპე და ჟანი,
რომლებიც აქამდე არ მოშორებიან, ახლა გულიდან მოჰგლიჯეს და სხვაგან
ცხოვრობდნენ. ორმა მსხვილმა ცრემლმა, აქამდე რომ იკავებდა, თვალი
დაუნისლა და ბუნდოვნად ხედავდა ქუჩას.

მის უკან ზუზუნი ისმოდა.

– კუზს მიჩენს, – ამბობდა ქალბატონი ბუტარელი.

96
– ცდებით, ქალბატონო, – არწმუნებდა კლარა, – მხრებზე შესანიშნავად
მოგერგოთ... მაგრამ, იქნებ ბეწვით გაწყობილი პალტო უფრო მოგეწონოთ?

დენიზი შეკრთა. ვიღაცამ ხელი დაადო მხარზე. ქალბატონმა ორელიმ მკაცრად


უთხრა:

– ეს რას ჰგავს? ასე გულხელდაკრეფილი რად დამდგარხართ? გამვლელების


ცქერა გეყოფათ!.. ასე არ შეიძლება!

– კი მაგრამ, თუკი გაყიდვის საშუალებას არ მაძლევთ...

– სხვა სამუშაოც ბევრია, მადმუაზელ, ჯერ პატარა საქმით უნდა დაიწყოთ.


აქაურობა მიალაგეთ!

რამდენიმე კლიენტის გასასტუმრებლად მთელი კარადები აეფორიაქებინათ.


დარბაზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს მუხის გრძელ დახლებზე ყველა ზომისა
და ხარისხის მანტოები, ბეწვიანი პალტოები, როტონდები ეყარა. დენიზი
უსიტყვოდ შეუდგა მათ დახარისხებას, დაკეცვასა და კარადებში ჩალაგებას.
ახალი გამყიდველისთვის ეს შავი სამუშაო იყო. დენიზს საყვედური აღარ
წამოსცდენია. მიხვდა, სრულ მორჩილებას მთხოვენ და სანამ სექციის გამგე
გაყიდვის უფლებას მომცემდეს, ჯერ ბევრი უნდა მოვითმინოო. გულდასმით
კეცავდა და ალაგებდა მზა ტანსაცმელს, როცა მურე გამოჩნდა. მისმა მოსვლამ
გოგონა ააფორიაქა, გაწითლდა და შეეშინდა, არ დამელაპარაკოსო. მაგრამ მურეს
იგი არც კი შეუნიშნავს, საერთოდ, აღარც კი ახსოვდა იმ პატარა გოგოს არსებოდა,
რომლის აღტაცებულმა სახემ წამიერი თანაგრძნობა გამოიწვია მასში.

– ქალბატონო ორელი! – მოიხმო მან სექციის გამგე.

მურე ოდნავ ფერმკრთალი ჩანდა, მაგრამ გამოხედვა მაინც ნათელი და


გაბედული ჰქონდა. როცა ყველა სექცია ცარიელი დახვდა, დაფიქრდა,
დამარცხება ხომ არ მომდგომია კარსო, თუმცა ბედის ძალიან სჯეროდა.
რასაკვირველია, ჯერ თერთმეტი საათი იყო მხოლოდ. მან კი გამოცდილებით
იცოდა, რომ მყიდველები მხოლოდ ნაშუადღევს აწყდებოდნენ მაღაზიას. ამის
მიუხედავად, ზოგიერთი სიმპტომი მაინც აშინებდა. მაგალითად, წინა ბაზრობის
დროს დილიდანვე დაიწყო ხალხის შემოსევა, ახლა კი მეზობლად მცხოვრებნი, ამ
უბნის დიასახლისებიც ჯერ არსად ჩანდნენ და ისე, როგორც ნებისმიერ სარდალს
მოსდის ხოლმე ბრძოლის დაწყების წინ, ეს რისკის მოყვარული, გაბედული კაციც
ცრუმორწმუნეობრივმა სისუსტემ აიტანა. გრძნობდა, რომ საქმე ვერ იყო კარგად,
97
მაგრამ მიზეზს ვერ გეტყოდათ. ასე ეგონა, მისი დამარცხება ქალებს ეწერა
სახეზე.

სწორედ იმწუთას ქალბატონი ბუტარელი, რომელიც მაღაზიიდან ისე არ


გავიდოდა, რაიმე არ ეყიდა, გასასვლელისკენ გაემართა და ჩაილაპარაკა:

– არა, საჩემო არაფერი გაქვთ... დავიცდი, მოვიფიქრებ.

მურემ თვალი გააყოლა. ამ დროს ქალბატონმა ორელიმ მოირბინა. მურემ


გვერდზე გაიხმო და რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს. ქალს შეწუხებული
სახე ჰქონდა, ეტყობოდა, პატრონს არწმუნებდა, ბაზრობას კარგი პირი არ
უჩანსო. ერთხანს ჩუმად იდგნენ პირისპირ, ორივე იმ შიშს აეტანა, რომელსაც
გენერლები მუდამ უმალავენ ხოლმე ჯარისკაცებს. ბოლოს მურემ ხმამაღლა,
მისთვის ჩვეული რიხით თქვა:

– თუ ხალხი არ გეყოფათ, სახელოსნოდან მოიშველიეთ ქალები... ცოტას მაინც


დაგეხმარებიან.

სასოწარკვეთილმა მურემ შემოვლა განაგრძო. ბურდონკლთან შეხვედრას


დილიდან გაურბოდა, მისი შეშფოთებული გამოხედვა ანერვიულებდა.
თეთრეულის სექციიდან გასვლისას, სადაც ვაჭრობას კიდევ უფრო ცუდი პირი
უჩანდა, ბურდონკლს მაინც შეეჩეხა და იძულებული გახდა, მისი წუწუნი
მოესმინა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჯანდაბას წასულხართო, მიაძახა. როცა
ცუდ გუნებაზე იყო, მაღალი თანამდებობის პირსაც არ ერიდეოდა და უხეშად
ელაპარაკებოდა.

– თავი დამანებეთ! მშვენივრადაა საქმე... ბოლოს და ბოლოს, იმდენს იზამთ, რომ


ყველა ლაჩარს პანღურის კვრით გავაგდებ აქედან.

მურე მთავარი დარბაზის მოაჯირთან მარტო დადგა. აქედან მთელ მაღაზიას


გადაჰყურებდა. ზემოთ გამეფებული სიცარიელე განსაკუთრებით მძიმედ დააწვა
გულზე. მაქმანების სექციაში ერთმა ჩასუქებულმა ქალმა ყველა ყუთი
გადააქექვინა გამყიდველს, მაგრამ არაფერი უყიდია, ხოლო საცვლების სექციაში
სამი უსაქმო ქალი დაუსრულებლად ირჩევდა თვრამეტ სუდ ღირებულ
საყელოებს. სამაგიეროდ, ქვემოთ, ქუჩიდან შემოსული დღის შუქით განათებულ
დახურულ ტალანში მყიდველების რიცხვი გაზრდილიყო. ისინი ნელი ნაბიჯით
დასეირნობდნენ დახლებს გასწვრივ. ეს ნაკადი ხან მატულობდა, ხან იკლებდა.
გალანტერიისა და ტრიკოტაჟის სექციაში მხოლოდ ქალები შეჯგუფებულიყვნენ.
98
ხოლო ტილოსა და შალის სექციებში თითქმის არავინ იყო. ლითონის ფართო,
ბრჭყვიალაღილებიან მწვანე ფრაკებში გამოწყობილი მსახურები
გულხელდაკრეფილი ელოდნენ კლიენტებს. დროდადრო თეთრჰალსტუხიანი
ინსპექტორი ჟუვი გამოჩნდებოდა და მედიდურად გაივლიდა მათ შორის.
დარბაზის სამარისებური სიჩუმე განსაკუთრებით სტკენდა გულს მურეს.
სინათლე მაღლიდან შემოდიოდა. შუშიანი სახურავის მქრქალი მინა
ათრთოლებული თეთრი მტვერივით ატარებდა ამ სინათლეს და ამ შუქში
გახვეული აბრეშუმის სექცია თითქოს საკურთხევლის სიჩუმეში თვლემდა.
ხანდახან მოისმოდა ნოქრის ნაბიჯები, ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები,
მყიდველის კაბის შრიალი და ამ ხმასაც კალორიფერის სითბო ნთქავდა.
მიუხედავად ამისა, მაღაზიის წინ ეტლები წამდაუწუმ ჩერდებოდა, ისმოდა
ცხენების ერთბაშად შეჩერების ხმა, შემდეგ კარეტების კარის ჯახუნი.
ვიტრინასთან შეჯგუფულ უსაქმურთა ლაპარაკის გუგუნი და გაიონის მოედანზე
შეჩერებული მეეტლეების შეძახილები განუწყვეტლივ მოისმოდა გარედან. ეს
გახლდათ მოახლოებული ბრბოს ხმა. მურე უცქერდა სარკმელთან უსაქმოდ
მოკალათებულ მოლარეებს, შესაფუთ მაგიდებს, სადაც ნაყიდი საქონლის
ნაცვლად თოკები და ლურჯი ქაღალდები ეწყო მხოლოდ და ბრაზობდა თავის
თავზე, შიშმა რატომ ამიტანაო, თუმცა კი აშკარად გრძნობდა, რომ მისი
უზარმაზარი მანქანა უძრავად იდგა და ნელ-ნელა ცივდებოდა.

– მომისმინეთ, ფავიე, – წასჩურჩულა იუტენმა მეგობარს, – ერთი ჩვენს უფროსს


შეხედეთ, აი, იქ დგას, ზემოთ... რაღაც გუნებაზე ვერ უნდა იყოს...

– ეს მაღაზია კი არა, ბალაგანია, – უპასუხა ფავიემ, – წარმოგიდგენიათ, ჯერ


არაფერი გამიყიდია!

კლიენტების მოლოდინში ნოქრები რამდენიმე სიტყვას ისე


გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს, რომ არც კი უყურებდნენ თვალებში. ამავე
სექციის დანარჩენი გამყიდველები რობინოს მითითებით «პარიზის
ბედნიერებას» ალაგებდნენ, ხოლო ბუტმონი ხმადაბლა ესაუბრებოდა გამხდარ
ქალს და ეტყობოდა, რაღაც მნიშვნელოვან დაკვეთას იღებდა მისგან. ირგვლივ
თხელ, კოხტა თაროებზე კრემისფერ გრძელ ქაღალდში გახვეული აბრეშუმის
ქსოვილთა თოფები ელაგა, რომლებიც უჩვეულო ფორმატის ბროშურებს
წააგავდა. დახლებზე ათასგვარი აბრეშუმი დაეხვავებინათ: მუარი, ატლასი,
ხავერდი – მოცელილ ყვავილთა კვალი, ძვირფასი და ნაზი ქსოვილების

99
ნამდვილი სამკაული. ეს იყო ყველაზე ლამაზი სექცია, ჭეშმარიტი სალონი,
რომლის მოსაკაზმავად მსუბუქი ფართლეული გამოეყენებინათ.

– კვირისთვის ასი ფრანკი მჭირდება, – განაგრძო იუტენმა, – თუ დღეში


საშუალოდ თორმეტ ფრანკს არ გამოვიმუშავებ, დავიღუპები... მთელ იმედს ამ
ბაზრობაზე ვამყარებდი!..

– დალახვროს ეშმაკმა! ასი ფრანკი ხუმრობა საქმე არაა! – უპასუხა ფავიემ, – მე


ორმოცდაათი ან სამოცი ფრანკიც მეყოფა... გეტყობათ, პეწიან ქალებს
ახარჯებდით ფულებს.

– ო, არა ჩემო კარგო... – თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი სისულელე ჩავიდინე.


ნაძლევი წავაგე... ჰოდა, ახლა ხუთი კაცი უნდა დავპატიჟო, სამი ქალი და ორი
მამაკაცი. ამიტომ ავიღებ და პირველივე კლიენტს ოც მეტრ «პარიზის
ბედნიერებას» შევაჩეჩებ.

ასე იმუსაიფეს ერთხანს, წინა დღის თავგადასავალი უამბეს ერთმანეთს და


მომავალი კვირის გეგმებიც გაუზიარეს. ფავიე დოღით იყო გატაცებული. იუტენი
კი – ნაოსნობითა და კაფე-შანტანის ქალებით. ორივე ფულზე ფიქრობდა, ფულის
გამო ორშაბათიდან შაბათამდე წელზე ფეხს იდგამდნენ, რომ კვირადღეს
ერთბაშად დაეხარჯათ. მაღაზიაში ყოფნისას სხვა საზრუნავი არ ჰქონდათ და
ამიტომაც მიაჩნდათ იგი განუწყვეტელი და ულმობელი ბრძოლის ადგილად. და
აი, ამ გაიძვერა ბუტმონმა ცხვირწინ ააცალა ქალბატონ სოვერის შიკრიკი, ხმელ-
ხმელი ქალი, რომელსაც ახლა ელაპარაკებოდა სწორედ! ამ სახელგანთქმულ
მკერავს დიდი მადა ჰქონდა და 24-32 თოფზე ნაკლებ ქსოვილს არ უკვეთდა
არასოდეს. აუჰ! რა საქმე ჩაუშალეს! ამას ისიც დაემატა, რომ თითქოს პირი
შეკრესო, ახლა რობინომ ფავიესაც წაართვა კლიენტი.

– რობინოს ამას არ დავუვიწყებ! – წამოიძახა იუტენმა. რაკი მის ადგილს


უმიზნებდა, მუდამ საბაბს ეძებდა, როგორმე რობინოს წინააღმდეგ აემხედრებინა
სექცია, – გაგიგონიათ, რომ სექციის გამგე და მისი მოადგილე გამყიდველის
როლს იკისრებს? სინდისს ვფიცავ, თუ ოდესმე მოადგილე გავხდი, აი, ნახავთ, რა
კარგად მოგექცევით ყველას!

იუტენი – სანდომიანი გარეგნობის, ჩასუქებული და მომცრო ტანის


ნორმანდიელი – გულუბრყვილო კაცის როლს თამაშობდა მუდამ. ფავიემ თავი

100
ვეღარ შეიკავა და ალმაცერად გადახედა; მაგრამ ღვარძლიანმა ადამიანმა
ფლეგმატურობას მაინც არ უღალატა და ესღა უპასუხა:

– ვიცი... პირადად მე, ამაზე უკეთესს არაფერს ვინატრებდი!

ერთბაშად მათკენ მომავალი კლიენტი დაინახა და ხმადაბლა გააფრთხილა


მეგობარი, – ყურადღება! მყიდველი ქალი გიახლოვდებაო!

მართლაც, მოდიოდა ფურუნკულიანი ქალი, რომელსაც წითელი კაბა ეცვა და


თავზე ყვითელი ქუდი დაეკოსებინა. იუტენმა მაშინვე იგრძნო, რომ იგი არაფერს
იყიდდა, სწრაფად დაიხარა, თითქოს თასმები შეეხსნა ფეხსაცმელზეო და
დახლის უკან მიმალულმა ჩაიბუზღუნა:

– ...სხვამ მიხედოს! გმადლობთ! ამ დედაკაცისთვის რიგს არ გავაცდენ.

ამასობაში რობინომ დაუძახა:

– ვისი რიგია, ბატონებო? ბატონი იუტენის? კი მაგრამ, ბატონი იუტენი სადაა?

და რაკი ხმას არ იღებდა, სახეფურუნკულიანი ქალი სხვა გამყიდველს


გაუგზავნეს. მართლაც, ქალს მხოლოდ ნიმუშებისა და ფასების ნახვა
აინტერესებდა. ათი წუთი კითხვას კითხვაზე აყრიდა ნოქარს. რობინომ დაინახა
დახლიდან გამომძვრალი იუტენი და როცა ახალი კლიენტი გამოჩნდა,
გაბრაზებით შეაჩერა ახალგაზრდა კაცი:

– თქვენი ჯერი დადგა... გეძახდით და რაკი დახლის უკან მიიმალეთ...

– კი მაგრამ, ბატონო ჩემო, არ გამიგონია...

– გეყოფათ! მიდით და სიის ბოლოს მიაწერეთ თქვენი გვარი, ბატონო ფავიე,


კლიენტს მიხედეთ!

ფავიეს გუნებაში გაუხარდა, მაგრამ ისე გადახედა მეგობარს, თითქოს ბოდიშს


უხდისო. იუტენს სიბრაზისგან ტუჩები გაუფითრდა და სწრაფად მიბრუნდა.
განსაკურებით იმან გააცოფა, რომ ეს მშვენიერი, ქერათმიანი ქალი მათი მუდმივი
კლიენტი იყო და გამყიდველები «მზეთუნახავს» ეძახდნენ. არც მისი გვარი, არც
მისი ვინაობა არავინ იცოდა. მაღაზიაში ხშირად მოდიოდა, ყიდულობდა ბევრს,
ნაყიდ საქონელს ეტლში შეატანინებდა და გაქრებოდა. მაღალი, კოხტა,
დახვეწილი გემოვნებით ჩაცმული, ეტყობოდა, ძალიან მდიდარი იყო და რჩეულ
საზოგადოებას ეკუთვნოდა.
101
– რაო, რა გიბრძანათ კეკლუცმა? – ჰკითხა ფავიეს, როცა მან სალაროსთან
მიაცილა კლიენტი და დაბრუნდა.

– ოო, როგორ გეკადრებათ! იგი წესიერი ქალია... მგონი, ბირჟის მოხელის თუ


ექიმის ცოლი უნდა იყოს ან... ერთი სიტყვით, ასეთი პროფესიის კაცის...

– კარგით ერთი, კეკლუცია და მეტი არაფერი! მაგათ ვინ რას გაუგებს? ყველას
წესიერი ქალის იერი აქვს...

ფავიემ ჩეკის წიგნაკში ჩაიხედა:

– ამას არა აქვს მნიშვნელობა! – თქვა ბოლოს, – მთავარია, ორას ორმოცდაცამეტი


ფრანკი დავახარჯვინე. სამ ფრანკამდე მაინც ხომ დამრჩება?

იუტენმა ბაგეზე იკბინა და ჯავრი ჩეკის წიგნაკზე იყარა: რა სულელური


გამოგონებაა, ჯიბეებს გვიმძიმებსო. ორ გამყიდველს შორის ფარული ბრძოლა
წარმოებდა. ფავიეს მუდამ ისე ეჭირა თავი, თითქოს იუტენის უპირატესობას
აღიარებდა და ქედს იხრიდა მის წინაშე, მაგრამ ზურგს უკან ძირს უთხრიდა.
იუტენს ვერ მოენელებინა, ეს სამი ფრანკი, რომელიც, მისი აზრით, მასზე
უღირსმა გამყიდველმა

წააგლიჯა ხელიდან კლიენტს. რა ნავსიანი დღე გამითენდა, ასე თუ გაგრძელდა,


სელტერის წყლითაც ვერ გავუმასპინძლდები ჩემს სტუმრებსო, ფიქრობდა
იუტენი და ნადავლის მომლოდინე, კბილებალესილი ნადირივით ბოლთას
სცემდა დახლის წინ. ხოლო როცა დაინახა, სექციის გამგე როგორ თავაზიანად
მიაცილებდა ახალგაზრდა ქალს, შურმა კინაღამ დაახრჩო.

– კეთილი, შევთანხმდით! – ეუბნებოდა იგი ქალს, – გადაეცით, რაც ჩემზე იქნება


დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ და ბატონ მურეს დავითანხმებ.

მურე აღარ იდგა ანტრესოლის მოაჯირთან. მაგრამ აი, ერთბაშად პირველ


სართულზე ჩამავალი განიერი კიბის თავთან გამოჩნდა და იქიდან გადახედა
თავის სამფლობელოს.. ხალხის ტალღა ნელ-ნელა მატულობდა და მაღაზიას
ავსებდა. ამის დანახვაზე მურეს ღაწვები აეფაკლა, გულში რწმენა კვლავ ჩაესახა
და ამაყი იერი მიიღო. როგორც იქნა, დაიწყო დიდი ხნის ნანატრი ჭედვა,
ნაშუადღევის ჩოჩქოლი, რომლის იმედი ცოტა ხნის წინ გაუქრა. ყველა ნოქარი
თავის ადგილზე იყო, ზარის წკრიალმა მესამე ცვლის საუზმის დამთავრება
ამცნო. დილის უიღბლობა, რომელიც, ალბათ, კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია,

102
უეჭველად გამოსწორდებოდა, გადაწმენდილი ლურჯი ცა გამარჯვების
მაუწყებელი იყო, ანტრესოლზე მოწყობილ სექციებში გამოცოცხლება
იგრძნობოდა. მურე იძულებული გახდა, განზე გამდგარიყო, გზა დაეთმო
ქალებისთვის, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად თეთრეულისა და მზა
ტანსაცმლის სექციებში მიიჩქაროდნენ, ხოლო მაქმანებისა და მოსასხამების
სექციებიდან მსხვილი თანხის შრიალი მოისმოდა. განსაკუთრებით პირველი
სართულის გალარეის დანახვამ დაამშვიდა. გალანტერიის სექციებთან ზედახორა
იყო. თვით ტილოსა და შალეულობის სექციებშიც დაწყებულიყო ჭედვა,
მყიდველების მჭიდრო ნაკადში გვიან შემოსულ რამდენიმე დიასახლისს თუ
შეამჩნევდა კაცი. დანარჩენ ქალებს ქუდები ეხურათ. ოქროსფერი სხივებით
აკაშკაშებული აბრეშუმის სექციის დარბაზში ქალებს ხელთათმანები გაეხადათ,
«პარიზის ბედნიერებას» ხელით სინჯავდნენ და თავიანთ აზრს ხმადაბლა
გამოთქვამდნენ. მურეს არ ატყუებდა სმენა, – გარედან მოსული ხმაური,
ეტლების გრუხუნი, კარის ჯახუნი, ხალხის ზუზუნი იუწყებოდა, რომ მანქანა
უკვე ამოძრავდა, გამოცოცხლდა და გავარვარდა. სალაროებიდან ოქროს წკრიალი
ისმოდა, მაგიდებთან მდგარი მსახურები ნაყიდ საქონელს ქაღალდებში
ახვევდნენ; სარდაფებიდან, სახლში მიტანის განყოფილებიდან, სადაც შეხვეული
ფუთების ზვინი იდგა, გუგუნი ისმოდა და მთელ შენობას აზანზარებდა. ამ
ჩოჩქოლში ინსპექტორი ჟუვი დინჯად დასეირნობდა და ქურდბაცაცებს
უთვალთვალებდა.

– ოჰ, შენ აქ ხარ? – დაიყვირა უცებ მურემ, როცა პოლ დე ვალანიოსკი მიუყვანა
მსახურმა, – არა, არა, ხელს არ მიშლი... გარდა ამისა, თუ ყველაფერი გინდა ნახო,
ჩემ გვერდით იყავი და ფეხს ნუ მოიცვლი, ყველგან წამომყევი... დღეს ჩემს
პოსტს არ უნდა მოვშორდე!

ეტყობოდა, შიში სულ მთლად არ გაჰფანტოდა. მართალია, ხალხი მოდიოდა,


მაგრამ მოუტანდა კი ბაზრობა ნანატრ ტრიუმფს? მიუხედავად ამ შფოთისა,
სახეზე არაფერი ეტყობოდა, პოლს ეხუმრებოდა და ბოლოს სიცილით გაიყოლა
თან.

– მგონი, საქმე იჩარხება! – უთხრა იუტენმა ფავიეს, – მაგრამ ბედი არ მწყალობს...


გამოერევა ხოლმე უიღბლო დღე! რა არ შევთავაზე ამ ქეიჯას, მაგრამ არაფერი
იყიდა.

103
ერთ მყიდველზე მიუთითა. ქალი უკმაყოფილო სახით ათვალიერებდა
ქსოვილებს და თან გასასვლელისკენ მიდიოდა.

– ასე თუ გაგრძელდა და პროცენტები არ მერგო, ხელფასის ათასი ფრანკით თავს


როგორ გავიტან? – წუწუნებდა იუტენი.

ჩვეულებრივ, დღეში შვიდ-რვა ფრანკს იღებდა პროცენტის სახით, ასე რომ,


ჯამაგირთან ერთად საშუალოდ ათიოდე ფრანკი გამოსდიოდა დღეში. ფავიეს კი
რვა ფრანკზე მეტი არასოდეს მიუღია. სამაგიეროდ, ამ ტეტიამ საუკეთესო ლუკმა
გამოჰგლიჯა პირიდან. ახლახან ერთი საკაბეც გაასაღა, პირდაპირ საოცარია, რა
ბედი აქვს ამ უცხვირპიროს, რომელსაც კლიენტის გაცინებაც ვერ მოუხერხებიაო,
ფიქრობდა იუტენი.

– მეწინდეები და მეკოჭეები გროშებს აგროვებენ! – გაკენწლა ფავიემ


ტრიკოტაჟისა და გალანტერიის გამყიდველები.

იუტენი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და უცებ ფავიეს ჰკითხა:

– ქალბატონ დეფორჟს, ჩვენი პატრონის გულის ვარდს თუ იცნობთ? აი,


ხელთათმანების სექციაში დგას შავგვრემანი ქალი, რომელსაც მინიო
ხელთათმანებს აზომებს.

ერთხანს ჩაჩუმდა, მაგრამ მალე ხმადაბლა განაგრძო ლაპარაკი, თითქოს მინიოს


მიმართავსო, რომელსაც თვალს არ აშორებდა:

– მიდი, მიდი, ყმაწვილო! კარგად დაუსრისე თითები. იქნებ ამით მაინც მიაღწიო
რამეს! გიცნობთ, რა შვილიც ბრძანდებით და რა გზითაც ცდილობთ მოინადიროთ
მყიდველების გული!

ეს ორი ლამაზი მამაკაცი, იუტენი და მინიო, მეტოქეებად ითვლებოდნენ და


ქალებთან ღლაბუცში ერთმანეთს ეცილებოდნენ, თუმცა ვერც ერთი და ვერც
მეორე დიდ წარმატებას ვერ დაიკვეხნიდა. მინიო ტრაბახობდა, პოლიციის
კომისრის ცოლს გაგიჟებით ვუყვარვარო, ხოლო იუტენმა მართლაც მოხიბლა
მისი სექციის ქალი, რომელსაც საეჭვო სასტუმროებში ხეტიალი მოჰბეზრებოდა.
ორივენი ტყუოდნენ, როცა იდუმალებით მოცულ თავგადასავალს ყვებოდნენ,
გრაფის ცოლები საყიდლებზე მოსვლისას პაემანს გვინიშნავენო.

– ხელს რა გიშლით, მიდით, იქნებ მოსდოთ ჩანგალი, – დაცინვით გადაჰკრა


ფავიემ.
104
– კარგი აზრია! – წამოიყვირა იუტენმა, – აქ თუ მოვიდა, ანკესს მოვდებ! რადაც
უნდა დამიჯდეს, ასი სუ უნდა ვიშოვო!

ხელთათმანების სექციაში მწვანე ხავერდგადაკრული, ნიკელის ჭდეებიანი ვიწრო


დახლების წინ ქალების მთელი ჯგუფი იჯდა. გამყიდველები დახლიდან
ღიმილით იღებდნენ ვარდისფერი მუყაოს ბრტყელ ყუთებს, რომლებიც
იარლიყიან უჯრებს წააგავდნენ და კლიენტებს აწოდებდნენ. განსაკუთრებით
მინიო ცდილობდა ესიამოვნებინა კლიენტებისთვის, წამდაუწუმ ხრიდა ლამაზ,
ღაჟღაჟა სახეს და პარიზულ ღუღუნა ხმას ინაზებდა. მან თორმეტი წყვილი თხის
ტყავის ხელთათმანი მიჰყიდა ქალბატონ დეფორჟს. ამ ხელთათმანს
«ბედნიერება» ერქვა და მხოლოდ ამ მაღაზიაში იშოვებოდა. გარდა ამისა,
ანრიეტამ სამი წყვილი შვედური ხელთათმანი შეიძინა, ახლა კი საქსონურს
ირგებდა და ეჭვს გამოთქვამდა, მგონი, პატარა მაქვსო.

– რას ბრძანებთ, ქალბატონო, ზუსტად თქვენი ზომაა! – არწმუნებდა მინიო, –


თქვენთვის 6 და 3\4 დიდი იქნება!

დახლზე მიყრდნობილს, ქალის ხელი ეჭირა, მის თითებს სათითაოდ ეხებოდა და


ალერსიანი, შემპარავი მოძრაობით არგებდა ხელთათმანს. ისე შეჰყურებდა ქალს,
თითქოს უნდოდა ვნებიანი მოთენთილობა ამოეკითხა მის სახეზე. მაგრამ
ქალბატონ დეფორჟს იდაყვი ხავერდზე ჰქონდა დაყრდნობილი, ხელის მტევანი
აეწია და ისევე გულგრილად უშვერდა თითებს, როგორც ფეხს უშვერდა ხოლმე
მოახლეს ფეხსაცმლის შესაკრავად. იგი მინიოს მამაკაცად არ თვლიდა, ზედაც არ
უყურებდა და როგორც ყველა სხვა მსახურს, მასაც ამრეზით შესცქეროდა.

– ხომ არ გატკინეთ, ქალბატონო?!

ქალმა თავი გადააქნია. საქსონური ხელთათმანის ცხოველური სუნი, თითქოს და


მუშკის სურნელებაში შეზავებული, მას მუდამ აბრუებდა და ხანდახან სიცილით
აღიარებდა კიდეც, ძალიან მომწონს ეს ორაზროვანი სურნელება, რომელშიც,
მეძავის საპუდრისა არ იყოს, ბინძური სუნი იგრძნობაო. მაგრამ აქ, ბანალური
დახლის წინ, იგი გულგრილი იყო, ხელთათმანი ვერავითარ გრძნობას ვერ
უღვიძებდა ამ ვიგინდარა გამყიდველის მიმართ.

– კიდევ რას მიბრძანებთ, ქალბატონო?

– მეტს არაფერს, გმადლობთ... თუ შეიძლება, ეს ხელთათმანები მეათე სალაროში


მიიტანეთ ქალბატონი დეფორჟის სახელზე.
105
რაკი ქალი ამ მაღაზიის მუდმივი მომხმარებელი გახლდათ, გამყიდველთან
ერთად სალაროში მისვლით თავს არ იწუხებდა, მხოლოდ გვარს ატყობინებდა და
სახლში აგზავნიდა ნაყიდ საქონელს.

ქალბატონი დეფორჟი დახლს გაშორდა. მინიო იქვე მდგომ გამყიდველს


მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა, თითქოს ანიშნა უჩვეულო რამ მოხდაო.

– ნახე? – ცინიკურად წასჩურჩულა მან, – ასეთ ქალს თავიდან ფეხებამდე


ჩააცმევს კაცი!

ამასობაში ქალბატონი დეფორჟი ისევ საყიდლებს მიუბრუნდა, მარცხნივ შეუხვია


და თეთრეულების სექციაში შევიდა. შემდეგ უკან გაბრუნდა და შალეულის
სექციამდე მივიდა, გალერეის ბოლოს. თავისი მზარეულის მუშაობით კმაყოფილი
იყო და უნდოდა მისთვის საკაბე ეყიდა. აქ თავი მოეყარათ ბურჟუა ქალებს და
ტევა არ იყო, – სინჯავდნენ ქსოვილებს, ხმადაბლა ანგარიშობდნენ. ქალბატონი
დეფორჟი იძულებული გახდა, ცოტა ხნით ჩამომჯდარიყო. თაროებზე
დაზვინული ქსოვილის მსხვილ თოფებს გამყიდველები მარჯვედ იღებდნენ.
დაყრილი გროვის დანახვაზე ქალებს სახე ეცვლებოდათ, გონებას კარგავდნენ. ეს
გახლდათ შალის ქსოვილის მქრქალი, ღია, რუხი-ფოლადისფერი, მორუხო-
ცისფერი, მორუხო-ყვითელი ფერთა ზღვის მოქცევა, სადაც აქა-იქ შოტლანდიური
უჯრედებიანი ნაჭრები და სისხლისფერი ფანელები კიაფობდა, თეთრი
იარლიყები კი შავ მიწაზე ჩამოცვენილ თეთრ ფანტელებს წააგავდნენ.

ლიენარი ვიღაც მაღალ ქალიშვილს ეხუმრებოდა. ეს მკერავი ქალბატონს


გამოეგზავნა მერინოსის საყიდლად. ლიენარი კრულვით იხსენიებდა ხოლმე დიდ
ბაზრობას, რადგან ამ დღის შემდეგ მკლავები დიდხანს სტკიოდა, იგი მუდამ
არიდებდა თავს სამუშაოს, უგულოდ ვაჭრობდა, პროცენტების მიღებით თავს არ
იწუხებდა, მამამისი ფულს არ აკლებდა, ხოლო მაღაზიაში იმდენს მუშაობდა,
რომ სამუშაოდან არ მოეხსნათ და გარეთ არ გაეგდოთ.

– მოითმინეთ, მადმუაზელ ფანი, – ეუბნებოდა იგი ქალს, – რატომ ჩქარობთ?


მითხარით, იმ დღეს რომ ვიკუნიის ზოლებიანი ნაჭერი წაიღეთ, კარგი გამოდგა?
იცოდეთ, პროცენტებისთვის თქვენთან მოვალ.

მკერავი ქალი სიცილით გაიქცა, ხოლო ლიენარის წინ ქალბატონი დეფორჟი


აღმოჩნდა.

106
– რას ინებებთ, ქალბატონო? – ნაძალადევი თავაზიანობით ჰკითხა ქალს.
ქალბატონ დეფორჟს იაფფასიანი, მაგრამ გამძლე საკაბე უნდოდა. ლიენარი
მკლავებს უფრთხილდებოდა და შეეცადა, დახლზე დაწყობილი ქსოვილები
გაესაღებინა, ამიტომაც მათ ქებას მოჰყვა: ამ ქიშმირზე, სარჟაზე, ვიკუნიაზე
უკეთესს ვერაფერს ნახავთ, დიდხანს არ გაცვდებაო, მაგრამ კლიენტს არც ერთი
არ მოეწონა. ერთ თაროზე მოცისფრო ესკო შეამჩნია. ლიენარი იძულებული
გახდა, ესკოს თოფი გადმოეთრია. გასინჯვისთანავე ქალმა განაცხადა, უხეში
ქსოვილი ყოფილა და სხვა რამ მაჩვენეთო. ამის შემდეგ გამყიდველი სათითაოდ
აწყობდა დახლზე შევიოტის, დიაგონალის, შალის ქსოვილების ათასგვარ
ნიმუშებს. ქალი უფრო მეტად ცნობისმოყვარეობისა და საკუთარი
სიამოვნებისთვის სინჯავდა ქსოვილს, თორემ საქონლის ნამდვილი ღირსება
სულაც არ ადარდებდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც მოხვდებოდა, ის ეყიდა.
ნოქარი იძულებული გახდა, ყველაზე მაღალი თაროებიდან გადმოეღო საქონელი.
მხრები ასტკივდა, იმდენი აბრეშუმნარევი ქიშმირი და პოპლინი, შევიოტის
ხაოიანი ქსოვილი და ბუსუსებიანი ვიკუნია დაახვავა, რომ დახლი აღარ მოჩანდა.
ყოველნაირი ფერისა და ხარისხის ქსოვილი გამოფინეს ქალბატონი დეფორჟის
წინ. ქალმა გრენადინისა და შამბერიული ქსოვილის ნახვა მოისურვა, თუმცა
ყიდვას არ აპირებდა. და აი, ბოლოს, როცა ქსოვილების დათვალიერება
მობეზრდა, განაცხადა:

– ღმერთო ჩემო, მგონი მაინც პირველი ქსოვილი ჯობს. მზარეული ქალისთვის


მინდა... დიახ, აი, ის წვრილი წინწკლებიანი სარჟი, ორი ფრანკი რომ ღირს...

შეკავებული ბრაზისგან გაფითრებული ლიენარი ქსოვილს ზომავდა, როცა ქალმა


დაუმატა:

– გეთაყვა, წაიღეთ მეათე სალაროში... უთხარით, ქალბატონი დეფორჟის


სახელზე გაგზავნონ.

ქალმა წასვლა დააპირა, მაგრამ ერთბაშად ქალბატონი მარტი შეამჩნია. მას თან
ახლდა თოთხმეტი წლის ქალიშვილი, ვალენტინა, მაღალი, გამხდარი, მკვირცხლი
გოგონა, რომელიც ცოდვილი ქალის თვალით მისჩერებოდა ქსოვილებს.

– ოჰო, თქვენც აქა ხართ, საყვარელო?

– დიახ, ჩემო კარგო... ხედავთ, რა ზღვა ხალხია?

107
– ნუ იტყვით, სულს ვერ მოითქვამს ადამიანი! ოჰ, წარმატებაც ამას ჰქვია!
აღმოსავლური დარბაზი თუ ნახეთ?

– დიდებულია! გასაოცარია!

ორი მეგობარი ქალი ყურადღებას არ აქცევდა ხალხის ზღვას, იაფფასიანი შალის


სექციაში შემოსული ჯიბეგაფხეკილი მყიდველების მუჯლუგუნებს და ხოტბას
ასხამდნენ ხალიჩების გამოფენას. ქალბატონმა მარტიმ მეგობარს გაანდო,
მანტოსთვის ქსოვილს ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერაფერი ამირჩევია, მინდა ისევ
ორმხრივი მაუდი ვნახოო.

– შეხედე, დედა! – წასჩურჩულა ვალენტინმა, – ეს ნაჭერი ძალიან უბრალოა.

– აბრეშუმის სექციაში შევიდეთ, – შესთავაზა ქალბატონმა დეფორჟმა, – ერთი


ვნახოთ, რას წარმოადგენს მათი სანაქებო «პარიზის ბედნიერება».

ქალბატონი მარტი შეყოყმანდა. აბრეშუმი ძვირი დაჯდებოდა, მან კი ქმარს


პირობა მისცა, საზღვარს არ გადავალ და ბევრ ფულს არ დავხარჯავო. მაგრამ
უკვე ერთი საათი იყო, რაც ყიდულობდა და ყიდულობდა... საყიდლებით
ხელდატვირთული ნოქარი უკან მისდევდა: თავისთვის მუფტა და რუშები
ეყიდა, ქალიშვილისთვის – წინდები. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და
გამყიდველს, რომელიც ორმხრივ მაუდს უჩვენებდა, განუცხადა:

– არა, წავალ, აბრეშუმს ვნახავ. თქვენი საქონელი არ მომწონს.

ნოქარმა ნაყიდი საქონელი აიღო და წინ გაუძღვა ქალებს.

აბრეშუმის სექციაში ტევა არ იყო. განსაკუთრებით იუტენის მიერ მოწყობილ


ვიტრინასთან შეჯგუფებულიყო ხალხი. მურეს ოსტატური ხელი აშკარად
იგრძნობოდა. დარბაზის სიღრმეში ჭერს შეყენებული ჰქონდა თუჯის სვეტი,
რომელზედაც სხვადასხვანაირი აბრეშუმის ქსოვილი ეშვებოდა იატაკამდე და
აბობოქრებულ ჩანჩქერს წააგავდა. ჯერ ბრჭყვიალა ატლასისა და ნაზი აბრეშუმის
შადრევანი იღვრებოდა: აქ იყო ატლასები «ა ლა რენი», «რენესანსი», რომელთაც
წყაროს წყალივით გადაჰკრავდა სადაფის ელვარება; ამას მოჰყვებოდა მსუბუქი
ბროლივით გამჭვირვალე აბრეშუმი – «მწვანე ნილოსი», «ინდური ცა», «მაისის
ვარდი», «ცისფერი დუნაი». ბოლოს, უფრო სქელი, მკვეთრი ფერის ქსოვილები:
ატლასი, «მერვეი», აბრეშუმი – «დიუშესი», რომელიც მსხვილ ტალღებად
ეშვებოდა ქვემოთ. სვეტის ძირას კი, თითქოს და განიერ აუზში დაუსვენებიათო,

108
სახიან მძიმე ქსოვილებს ნახავდით: დამასკო, ფარჩა, ამოქარგული და
მარგალიტით ამოქსოვილი აბრეშუმი თვლემდა შავ, თეთრ, ფერადი ხავერდის
ფონზე ატლასითა და აბრეშუმით გარშემორტყმული და მოლივლივე ლაქებით
უძრავ ტბას ქმნიდა, სადაც ცისა და პეიზაჟის ანარეკლებს თითქოსდა ფერხული
ჩაებათ. აღტყინებულ ქალებს სახე გაჰფითრებოდათ და ისე იხრებოდნენ,
იტყოდით, თავიანთი ანარეკლის დანახვა სურთო. შეჰყურებდნენ ფუფუნების ამ
ნიაღვარს, ეშინოდათ, არ წაგვლეკოსო და თან თავშეუკავებლად მიილტვოდნენ
შიგ ჩასავარდნად და დასაღუპავად.

– აი, სად ყოფილხართ! – უთხრა ქალბატონმა დეფორჟმა დახლთან


მოკალათებულ ქალბატონ ბურდელეს.

– ოო, გამარჯობა, – თქვა მან და ქალებს ხელი ჩამოართვა, – დიახ, შემოვედი,


მინდოდა თვალი გადამევლო...

– რა დიდებული ვიტრინაა! პირდაპირ ოცნებაა! ჰო, მართლა, აღმოსავლური


დარბაზი ხომ ნახეთ?

– დიახ, დიახ... გასაოცარია!

მიუხედავად ამ საერთო აღფრთოვანებისა, ქალბატონი ბურდელე მაინც


ინარჩუნებდა პრაქტიკული დიასახლისის გულგრილობას. იგი

ყურადღებით აკვირდებოდა «პარიზის ბედნიერებას», რადგან მაღაზიაში


მხოლოდ ამ უჩვეულო იაფი ქსოვილისთვის მოსულიყო, და უნდოდა
დარწმუნებულიყო, ღირდა თუ არა მისი ყიდვა. ეტყობოდა, კმაყოფილი დარჩა
ქსოვილით, რადგან ოცდახუთი მეტრი გადააჭრევინა და მეგობრებს განუცხადა,
ჩემთვის საკაბედ ვიყიდე და ქალიშვილისთვის საპალტოედო.

– როგორ, უკვე მიდიხართ? – ჰკითხა ქალბატონმა დეფორჟმა, – წამოდით,


ერთხელ კიდევ შემოვუაროთ მაღაზიას.

– არა, გმადლობთ, სახლში მელოდებიან... აქ იმდენი ხალხია, არ მინდოდა


ბავშვების მოყვანა.

და იგი გაჰყვა ნოქარს, რომელსაც მის მიერ ნაყიდი ოცდახუთი მეტრი აბრეშუმი
მიჰქონდა. გამყიდველმა მეათე სალარომდე მიაცილა კლიენტი. ახალგაზრდა
მოლარეს, ალბერს, წამდაუწუმ სთხოვდნენ ანგარიშის გასწორებას და თავგზა
ებნეოდა. ნოქარმა ჯერ წიგნაკში ჩაიწერა გაყიდული საქონელი, შემდეგ როცა
109
სალაროსთან მივიდა, ფაქტურის სახელი მოლარეს გადასძახა. მოლარემ
სააღრიცხვო წიგნში შეიტანა ეს სახელწოდება, ხელახლა ჰკითხა თანხის
რაოდენობა, შეადარა და წიგნაკებიდან ამოხეული ჩეკი გრძელ ლურსმანზე
ჩამოაცვა, შტამპის გვერდით.

– ას ორმოცი ფრანკია, – განაცხადა ალბერმა.

ქალბატონმა ბურდელემ ფული გადაიხადა და მისამართი დატოვა, ფეხით


მოსულიყო და ნავაჭრის წაღებით თავის შეწუხება არ უნდოდა. სალაროს უკან
ჟოზეფი უკვე ახვევდა აბრეშუმს. საგორებელ კალათში ჩაგდებული ფუთა
სახლში მიტანის განყოფილებაში დაუშვეს. აქეთკენ ხმაურით მიექანებოდა
მაღაზიაში ნაყიდი ნივთები.

ამასობაში აბრეშუმის სექციაში იმდენი ხალხი შემოსულიყო, რომ ქალბატონმა


დეფორჟმა და ქალბატონმა მარტიმ დიდხანს ვერ მოახერხეს თავისუფალი
გამყიდველის ხელში ჩაგდება. ქალები საათობით ათვალიერებდნენ ქსოვილებს,
თითებში ატრიალებდნენ, მაგრამ ყიდვა მაინც ვერ გადაეწყვიტათ.
განსაკუთრებული წარმატება, რასაკვირველია, «პარიზის ბედნიერებას» ხვდა –
მის გარშემო თანდათან მატულობდა ის აღტყინება, ის უეცარი ციებ-ცხელება,
რასაც მოდა ერთ დღეში ამკვიდრებს ხოლმე. ნოქრები მხოლოდ ამ ქსოვილს
ზომავდნენ, გაშლილი თოფები ალისფრად ბრწყინავდა სპილენძის წნელზე
ჩამოკიდებულ მუხის არშინზე. ისმოდა მაკრატლის გაუთავებელი ღრჭიალი.
გაუმაძღარი კლიენტების დაკმაყოფილება ადვილი საქმე როდი იყო, ნოქრებს
ერთი თოფის გახსნაც ვერ მოესწროთ, რომ ახალი და ახალი თოფი სჭირდებოდათ
დასაჭრელად.

– ეს საქონელი ხუთი ფრანკი და სამოცი სანტიმი ღირს, ამ ფასად ურიგო არ უნდა


იყოს! – თქვა ქალბატონმა დეფორჟმა, როცა აბრეშუმის თოფი ხელში მოიგდო.

ქალბატონი მარტი და მისი ქალიშვილი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, გაზეთები


იმდენს გაჰკიოდნენ ამ ქსოვილის შესახებ, გვეგონა, რაღაც არაჩვეულებრივ
აბრეშუმს ვნახავდითო. ბუტმონმა ქალბატონი დეფორჟი იცნო და გადაწყვიტა,
გაარშიყებოდა ამ მშვენიერ ქალს, რომელსაც, ამბობდნენ, დიდი გავლენა აქვს
მაღაზიის მეპატრონეზეო. მისთვის ჩვეული მოუხეშავი თავაზით მიუახლოვდა
იგი ქალს: – როგორ! ჯერ არც ერთი გამყიდველი არ მოსულა თქვენთან?
შეუძლებელია! მაგრამ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინოთ და საბრალო ნოქრებს
აპატიოთ, დღეს იმდენი სამუშაო აქვთ, თავგზა აებნათ, – უთხრა მან ქალს და
110
სკამს დაუწყო ძებნა. მის გულიან სიცილში ავხორცობა იგრძნობოდა, და
ანრიეტას ეს კიდეც მოსწონდა.

ფავიე ამ დროს იუტენის უკან იდგა და ხავერდით სავსე ყუთს იღებდა. მან
იუტენს გადაუჩურჩულა:

– ხედავთ? ბუტმონი კლიენტის წართმევას გიპირებთ!

იუტენს უკვე გადავიწყებოდა ქალბატონი დეფორჟი. ვიღაც დედაბერს


გაებრაზებინა, ერთი მეტრი შავი საკორსაჟე ატლასის საყიდლად მთელი
ორმოცდახუთი წუთი დამაკარგვინაო. ახლა კი ქალბატონ ბუტარელს
ელაპარაკებოდა. ქალმა სამი საათი დაჰყო მაღაზიაში და უკვე ამთავრებდა
შემოვლას. ნოქრები აღარ იცავდნენ რიგს და თავის ნებაზე ემსახურებოდნენ
მყიდველებს. ფავიეს ნათქვამმა იუტენი ააფორიაქა. რადაც უნდა დასჯდომოდა,
უფროსის სატრფო ხელში უნდა ჩაეგდო და ასი სუ წაეგლიჯა. ამასაც თუ ვერ
მოახერხებდა, მართლაც უიღბლო ყოფილა და ის არის! ამ ბებერი დედაკაცების
გადამკიდეს ჯერ ხომ სამი ფრანკიც ვერ გამოემუშავებინა!

სწორედ ამ დროს ბუტმონმა ხმამაღლა დაიძახა:

– ბატონებო, ვინმემ მოგვხედოს!

იუტენმა სასწრაფოდ გადაულოცა ქალბატონი ბუტარელი იქვე მდგარ რობინოს:

– აი, ქალბატონო, სექციის გამგის მოადგილეს მიმართეთ. ჩემზე უკეთ ის


მოგაწვდით ყოველგვარ ცნობას.

ეს თქვა და ბუტმონისკენ გაეშურა, შალეულის სექციის გამყიდველს, ქალბატონ


მარტის საქონელი ჩამოართვა. ეტყობოდა, საერთო ნერვიული აღელვება მასაც
გადასდებოდა და ალღოს უჩლუნგებდა. ჩვეულებრივ, საკმარისი იყო,
კლიენტისთვის შეეხედა, მაშინვე გრძნობდა, იყიდდა თუ არა რამეს ან რა
რაოდენობის საქონელს შეიძენდა. შემდეგ მყიდველს საბოლოოდ
დაიმორჩილებდა, სასწრაფოდ მოათავებდა მასთან საქმეს და ახალ კლიენტთან
მიდიოდა, ამასაც დაარწმუნებდა, თქვენზე უკეთ ვიცი, როგორი ქსოვილი
გჭირდებათო და ძალით აყიდვინებდა რამეს.

– რომელი აბრეშუმი გნებავთ, ქალბატონო? – თავაზიანად ჰკითხა მან ქალბატონ


დეფორჟს. ქალმა ვერ მოასწრო პასუხის გაცემა, რომ მან უკვე თქვა:

111
– გასაგებია! ვიცი, რაც გჭირდებათ!

როცა ერთ-ერთ დახლზე სხვა აბრეშუმის ქსოვილთა შორის «პარიზის


ბედნიერება» გაშალეს, ქალბატონი მარტი და მისი ქალიშვილიც აქეთ
გამოემართნენ. იუტენი ოდნავ შეშფოთდა, მიხვდა, რომ ქალბატონი დეფორჟი
სხვისთვის არჩევდა ქსოვილს. ანრიეტა ხმადაბლა ურჩევდა მეგობარს:

– რასაკვირველია, ამ ფასად ისეთ საქონელს ვერ იყიდით, თხუთმეტი ან ათი


ფრანკი რომ ღირს...

– ძალიან იჭმუჭნება, – დაიჟინა ქალბატონმა მარტიმ, – ვშიშობ, მანტოსთვის არ


გამოდგება, რადგან საკმაოდ სქელი ნაჭერი არაა.

ნოქარი სასწრაფოდ ჩაერია ლაპარაკში. მის გადაჭარბებულ თავაზიანობაში


თავდაჯერებული კაცის მანერები იგრძნობოდა.

– ქალბატონო, ამ აბრეშუმის ღირსება სწორედ ისაა, რომ ნაზია, არ იჭმუჭნება.


დამიჯერეთ, სწორედ ასეთი ქსოვილია საჭირო თქვენთვის.

ეს ისეთი ღრმა რწმენით იყო ნათქვამი, რომ ქალებმა ხმა გაკმინდეს, ხელახლა
აიღეს ხელში აბრეშუმი და სინჯვა დაუწყეს. ერთბაშად ვიღაცამ ქალებს მხარზე
დაადო ხელი. ეს ქალბატონი გიბალი იყო. მთელი საათის განმავლობაში
დასეირნობდა მაღაზიაში, დახვავებული სიმდიდრით ტკბებოდა, ხოლო ყიდვით,
ერთი მეტრი კოლენკორიც არ უყიდია.

– ოო, ეს თქვენ ხართ?!

– დიახ, ოღონდ კინაღამ გამსრისეს.

– მართლა, რა ამბავია... კაცი ვერ მობრუნდება... აღმოსავლური დარბაზი როგორ


მოგეწონათ?

– დიდებულია!

– ღმერთო ჩემო! რა წარმატება ხვდათ წილად! დაიცადეთ და ერთად ავიდეთ


ზემოთ.

– არა, გმადლობთ, მე სწორედ იქიდან მოვდივარ.

იუტენი იცდიდა. მოუთმენლობა რომ დაემალა, იღიმოდა. ნეტავი, დიდხანს


გამაჩერებენ? ქალები განა ვინმეს მოერიდებიან? იმის ნაცვლად, რომ
112
გამყიდველმა იხეიროს მათგან, შეიძლება თვითონვე გაძარცვონ გამყიდველიო, –
ფიქრობდა იუტენი. როგორც იქნა, წავიდა ქალბატონი გიბალი. მან ნელი ნაბიჯით
განაგრძო სეირნობა და აღფრთოვანებული სახით შემოუარა აბრეშუმის
ვიტრინას.

– თქვენ ადგილას მზა მანტოს ვიყიდდი, – უთხრა ბოლოს ქალბატონმა


დეფორჟმა მეგობარს, – გაცილებით იაფად გამოხვალთ.

– მართალია, თორემ ვინ იცის, მანტოს შეკერვა, გაწყობა რა დაჯდება! –


დაეთანხმა ქალბატონი მარტი, – გარდა ამისა, მზა ტანსაცმლის სექციაში
არჩევანიც მეტია.

ქალები წამოდგნენ, ქალბატონი დეფორჟი იუტენს მიუბრუნდა:

– მზა ტანსაცმლის სექციამდე მიგვაცილე, თუ შეიძლება.

იუტენი გაშეშდა. ასეთ მარცხს არ მოელოდა. როგორ! ამ შავგვრემანმა


მანდილოსანმა არაფერი იყიდა?! ესე იგი, ალღომ უღალატა! მან თავი მიანება
ქალბატონ მარტის, მოხერხებული ნოქრისთვის დამახასიათებელი ხრიკები
მოიმარჯვა და ანრიეტას წინ ცმუკვა დაიწყო:

– ნუთუ აქედან არაფერი გნებავთ, ქალბატონო, შესანიშნავი ხარისხის ატლასი,


ხავერდი და სხვა ქსოვილი გვაქვს.

– გმადლობთ, სხვა დროს ვნახავ, – მშვიდად უპასუხა ქალმა, ზედაც არ შეხედა


და მინიოსავით, ისიც უყურადღებოდ დატოვა.

მეტი რა გზა იყო, იუტენმა კვლავ აიღო ქალბატონი მარტის ნაყიდი საქონელი და
მას ქალების მზა ტანსაცმლის სექციისკენ გაუძღვა. ერთბაშად თვალი მოჰკრა
რობინოს, რომელიც რამდენიმე მეტრ აბრეშუმს უზომავდა ქალბატონ ბუტარელს
და მწარედ ინანა: ეტყობა, დღეს ოთხ სუს ვერ მივიღებო, – გაიფიქრა.
მიუხედავად ამისა, თავაზიანი მანერებით მაინც მალავდა იმ ადამიანის
გაშმაგებას, რომელსაც ძარცვავენ და ტყავს აძრობენ.

– მეორე სართულზე აბრძანდით, ქალბატონო, – ღიმილით თქვა მან და ქალებს


გზა უჩვენა.

კიბეზე ასვლა გაძნელდა. ხალხის ტალღა გალერეებში მიედინებოდა და


ნაპირიდან გადმოსულ მდინარედ იღვრებოდა დარბაზში. ვაჭრობა

113
გაჩაღებულიყო, გამყიდველებს ქალთა ბრბო დაემორჩილებინათ, ხელიდან
სტაცებდნენ ერთმანეთს. გახურებული მანქანა კლიენტებს თავბრუდამხვევად
ატრიალებდა და ფულს აგლეჯდა სხეულიდან. შუადღის შემუსვრა
დაწყებულიყო, განსაკუთრებით აბრეშუმის სექციაში იგრძნობოდა სიგიჟე.
«პარიზის ბედნიერებას» იმდენი ხალხისთვის მოეყარა თავი, რომ იუტენს
რამდენიმე წუთი ნაბიჯი ვერ გადაედგა. ანრიეტას სუნთქვა ეკვროდა. ერთბაშად,
კიბის თავში მურე შენიშნა, რომელიც თავის პოსტს არ შორდებოდა და
გამარჯვებით ტკბებოდა. ქალმა გაუღიმა, იმედი მიეცა, იქნებ ჩამოვიდეს და
მიშველოსო. მაგრამ ამ უსაზღვრო ზღვაში მურემ ვერ დაინახა მეგობარი,
ვალანიოსკს ელაპარაკებოდა და გაბრწყინებული სახით ათვალიერებდა თავის
სავაჭრო სახლს. ქუჩის ხმაურს, ეტლების მოსვლისა და კარების მიჯახუნების
ხმას მაღაზიაში გამეფებული გუგუნი ფარავდა. მაგრამ ამ გუგუნში მაინც
იგრძნობოდა უხილავი პარიზის არსებობა, იმ პარიზისა, რომელიც მაღაზიებს
მუდამ ამარაგებს ხოლმე მყიდველი ქალებით.

კალორიფერის სითბო ნაზ სურნელს სძენდა ქსოვილს. თანდათან მატულობდა


ფეხების გაუთავებელი ტყაპუნით, დახლებთან წარმოთქმული ფრაზებით,
სპილენძის სალაროზე დაყრილი ოქროს წკრიალითა და პირდაღებულ სარდაფში
ფუთებით დატვირთული კალათების სრიალით გამოწვეული ყურთწამღები
ხმაური. წვრილი მტვრის ღრუბელში სექციები ერთმანეთში არეულიყო. ქვემოთ,
გალანტერიის სექციაში, საქონლის სიუხვის გამო დახლები აღარ ჩანდა. ცოტა
იქით, თეთრეულის სექციაში ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩის ვიტრინიდან
შემოჭრილი მზის სხივი თოვლში ჩარჭობილ ისარს წააგავდა. ხელთათმანებისა და
შალის ქსოვილების სექციებში ბუმბულიანი და ბაფთიანი ქუდებისა და ათასნაირ
მოდაზე დავარცხნილი თმის მეტი არაფერი მოჩანდა. აქა-იქ თუ მოჰკრავდით
თვალს მამაკაცის ქუდებს. დაღლილობისა და სიცხისგან ქალებს კამელიის
ფოთოლივით გამჭვირვალე გახდომოდათ სახე.

იუტენმა ძალა მოიკრიბა, მუჯლუგუნები მოიშველია და, როგორც იქნა, გზა


გაუკვლია ქალებს. მაგრამ, როცა კიბეზე ავიდნენ, ანრიეტას მურე თავის პოსტზე
აღარ დახვდა. მას გადაეწყვიტა, საბოლოოდ მოეჯადოებინა ვალანიოსკი და
შუაგულ ცეცხლში წაეყვანა. გარდა ამისა, თვითონაც გულით ეწადა წარმატების
ამ ტალღებში განბანილიყო. მართალია, უკვე სული ეხუთებოდა, მაგრამ მაინც
დიდ სიამოვნებას განიცდიდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სხეულის ყველა
კიდურზე განცხრომით ეწებებოდნენ კლიენტი ქალები.

114
იუტენი მოთმინებას კარგავდა, მაგრამ მაინც თავაზიანად მიმართავდა ქალებს:

– ახლა მარცხნივ, ქალბატონებო!

დეკორატიულ ქსოვილთა სექციაში, სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა, ახლა


ნემსი ვერ ჩავარდებოდა. წამოსასხამი შალების, ქურქებისა თუ ტილოს სექციებში
ხალხი ჭიანჭველებივით ფუთფუთებდა. როცა ქალებმა მაქმანების სექციას
ჩაუარეს, ნაცნობები შეხვდათ, ქალბატონი ბოვი და მისი ქალიშვილი. ორივენი
გატაცებით ათვალიერებდნენ მაქმანებს, რასაც დელოში უჩვენებდა მათ. ნაყიდი
საქონლით ხელდამძიმებული იუტენი იძულებული გახდა, კვლავ
შეჩერებულიყო.

– გამარჯობა, სწორედ თქვენზე ვფიქრობდი...

– მე კი თქვენ გეძებდით. მაგრამ, აბა, აქ ვის იპოვის ადამიანი?

– ხომ დიდებული სანახაობაა!

– გაუგონარი რამაა, ჩემო კარგო! ფეხზე ძლივს ვდგავარ...

– ყიდულობთ მაინც?

– არა, მხოლოდ ვათვალიერებთ. კიდევ კარგი, სკამებია და ვისვენებთ.

ქალბატონ დე ბოვს, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ მეეტლის გასასტუმრებელი


ფული ჰქონდა, ისე სიამოვნებდა მაქმანებისთვის ხელის შეხება, რომ ათასნაირი
ყუთების გადმოლაგებით საცოდავი გამყიდველი გააწვალა. ქალმა მაშინვე
იგრძნო, დელოში ახალბედა გამყიდველიაო, ნელი და მოუხერხებელი, იცოდა,
რომ ჯერ ვერ გაბედავდა შეკამათებას და ქალების ჭირვეულობას
უდრტვინველად შეასრულებდა. ამიტომ იყენებდა ბოროტად მის მორიდებულ
თავაზიანობას, უქმად აკარგვინებდა დროს და სხვადასხვა საქონელს სთხოვდა.
საღერღელაშლილი ქალი სიამოვნებისგან ათრთოლებულ ხელებს აფათურებდა
დახლზე დაზვინებულ მალინურ, ვალანსიურ, შანტილიის მაქმანების გროვაში.
მისი აღტყინება ქალიშვილსაც გადასდებოდა, რომელიც იქვე იდგა ფერმკრთალი,
მოთენთილი სახით. იუტენს ისე მოაბეზრა თავი ქალების გაუთავებელმა
ლაპარაკმა, რომ მზად იყო, სილა გაეწნა თითოეულისთვის, მაგრამ მაინც იდგა და
ელოდა.

115
– ოო, თქვენ ჩემნაირ ჰალსტუხებსა და პირბადეებს ათვალიერებთ! – დაიწყო
ქალბატონმა მარტიმ.

მართლაც ქალბატონ დე ბოვს შაბათიდან არ ასვენებდა ქალბატონი მარტის


მაქმანები, ცდუნებას ვერ გაუძლო და რაკი ქმრის ხელმომჭირნეობის გამო მათი
ყიდვა არ შეეძლო, გადაწყვიტა, ხელით მაინც შეხებოდა. ქალბატონი მარტის
შენიშვნაზე გაწითლდა და განაცხადა, ბლანშმა მოისურვა ესპანური ბლონდის
ჰალსტუხის ნახვაო.

– მზა ტანსაცმლის სექციაში მიდიხართ, არა? – იკითხა მან, – მაშინ ნახვამდის.


გინდათ, აღმოსავლურ დარბაზში შევხვდეთ ერთმანეთს?!

– აღმოსავლურ დარბაზში? კეთილი. ხომ დიდებულია?!

ქალები დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ დახლთან, სადაც იაფფასიანი გასაწყობი


მაქმანები და ხიშტიკები იყიდებოდა, ისეთი ზედახორა იყო, კინაღამ გული
წაუვიდათ. დელოში კმაყოფილი ჩანდა, საქმე არ ელეოდა და დედა-შვილის
წინაშე კვლავ მოჰყვა ყუთების ამოლაგებას. ინსპექტორი ჟუვი სამხედრო
ნაბიჯებით დასეირნობდა დახლის წინ შეკრებილ ხალხში, ამზეურებდა თავის
ორდენებს და თვალყურს ადევნებდა, რომელიმე კლიენტს არ მოეპარა ეს
ძვირფასი და ფაქიზი საქონელი, რომლის დამალვა ტანსაცმლის სახელოშიც
არავის გაუჭირდებოდა. როცა ქალბატონ დე ბოვს ჩაუარა, ქალის ნერვიულმა
გამომეტყველებამ და აკანკალებულმა ხელებმა გააოცა.

– ახლა მარჯვნივ! – უთხრა იუტენმა ქალებს და წინ გასწია. მოთმინება ელეოდა,


ქალებმა ის არ აკმარეს, ამდენი დრო რომ დააკარგვინეს, ახლა ყოველ ნაბიჯზე
აჩერებდნენ! იუტენს განსაკუთრებით ეტყობოდა მზა ტანსაცმლის სექციისადმი
სიძულვილი. ამ სექციებს გამუდმებული შუღლი ჰქონდათ, კლიენტების ხელში
ჩაგდებაში ერთმანეთს ეცილებოდნენ, მეტი პროცენტებისა და ჯილდოებისთვის
იბრძოდნენ. შალეულობის სექციაზე მეტად აბრეშუმის სექციას ეჯავრებოდა მზა
ტანსაცმლის გამყიდველები, რადგან კლიენტები საათობით არჩევდნენ ტაფტას
თუ ფაის, შემდეგ კი მზა მანტოს ყიდვას გადაწყვეტდნენ და ნოქრებიც
იძულებულნი იყვნენ, ტანსაცმლის სექციამდე მიეცილებინათ.

– მადმუაზელ ვადონ! – გაბრაზებით შესძახა იუტენმა, როცა დახლს მიაღწია.

მაგრამ გამყიდველმა მის ძახილს ყური არ ათხოვა და გვერდზე ჩაუარა. დარბაზში


იმდენი ხალხი იყო, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. ქალების რიგი ერთი
116
მიმართულებით ჭრიდა ოთახს: მაქმანის სექციის კარიდან შემოდიოდნენ და
პირდაპირ, ტილოს სექციის კარიდან გადიოდნენ. ოთახის სიღრმეში მყიდველ
ქალებს პალტოები გაეხადათ, ტანსაცმელს იზომებდნენ და სარკის წინ
ტრიალებდნენ. წითელი შალის ხალიჩა ნაბიჯების ხმას ახშობდა და ქვემო
სართულის გუგუნი ჩურჩულად მოისმოდა, ხოლო ქალების ამ ზედახორის გამო
ოთახში მძიმე, შეხუთული ჰაერი იდგა.

– მადმუაზელ პრიუნერ! – დაიყვირა იუტენმა და რაკი არც ამან მიაქცია


ყურადღება, კბილებში გამოცრა:

– ოო, თქვე ოხრებო!

მას განსაკუთრებით ეჯავრებოდა ეს გამყიდველები, რადგან დაღლილ-


დაქანცულს ხშირად უხდებოდა კიბეზე ასვლა და კლიენტების ამ სექციაში
მიცილება. ამიტომ ყოველი პროცენტის დაკარგვასაც მათ აბრალებდა. ამ ყრუ
ბრძოლაში გამყიდველი ქალებიც მონაწილეობდნენ. გამუდმებით ფეხზე
დგომით წელმომწყდარნი, გამოფიტულნი, ყურადღებას აღარ აქცევდნენ სქესთა
განსხვავებას და ერთადერთი რამ, რაც შერჩენოდათ, ეს იყო ვაჭრობით
გაღვივებული საპირისპირო ინტერესები.

– ნუთუ აქ არავინაა? – იკითხა იუტენმა.

ერთბაშად დენიზი შენიშნა. მას დილიდან მხოლოდ ტანსაცმელს აკეცვინებდნენ


და ისეთ კლიენტებს აჩეჩებდნენ, რომლებიც არაფერს ყიდულობდნენ. როგორც
კი იუტენმა ტანსაცმლის გროვაში ჩაფლული დენიზი შენიშნა, მაშინვე მისკენ
გაეშურა.

– მადმუაზელ, ეს მანდილოსნები თქვენ გელოდებიან, მიხედეთ, თუ შეიძლება!

და მან სასწრაფოდ მიაჩეჩა ხელში ქალბატონი მარტის ნაყიდი ნივთები,


რომელთა თრევა დიდი ხანია მოჰბეზრებოდა. სახეზე კვლავ აუკიაფდა ღიმილი,
მაგრამ ამ ღიმილში ფარული ღვარძლი იგრძნობოდა: გამოცდილი ნოქარი მიხვდა,
რა უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა მანდილოსნებსაც და ახალბედა
გამყიდველს. დენიზი აღელდა, როცა იუტენის წყალობით გაყიდვის საშუალება
მიეცა, ეს ყმაწვილი უცნობ მეგობრად, მოსიყვარულე ძმად, მშველელ ადამიანად
უკვე მეორედ მოევლინა. გოგონამ მადლიერების გრძნობით შეხედა და სანამ იგი
მუჯლუგუნით იკვლევდა გზას თავისი სექციისკენ, თვალი არ მოუშორებია.

117
– მანტო მინდოდა მენახა, – უთხრა ქალბატონმა მარტიმ.

დენიზმა ჰკითხა, როგორი მანტო გნებავთო, მაგრამ კლიენტმა განუცხადა, მე


თვითონ არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ოღონდ

მინდა ვნახო, როგორი მოდელები გაქვთ მაღაზიაშიო. უკვე დაქანცული, ამდენი


ხალხისგან გაბრუებული გოგონა დაიბნა: ვალონში, კორნაის მაღაზიაში მას მცირე
კლიენტურის მომსახურება უწევდა. გარდა ამისა, რიგიანად არც კი იცოდა, რა
მოდელები ჰქონდათ ან რომელ კარადაში რა იყო შენახული. ამასობაში ქალებს
მოუთმენლობა დაეტყოთ, და კიდევ კარგი, ამ დროს ქალბატონმა ორელიმ
შეამჩნია ქალბატონი დეფორჟი, რომლის სიახლოვე მურესთან, რასაკვირველია,
მან კარგად იცოდა, და მისკენ გაეშურა.

– ქალბატონო, ვინმე გემსახურებათ?

– დიახ, აი, ეს ქალიშვილი ეძებს რაღაცას, მაგრამ, ეტყობა, ამ საქმის არაფერი


გაეგება და ამდენ ხანს ვერაფერი გვირჩია, – უპასუხა ანრიეტამ.

დენიზს საბოლოოდ წაუხდა საქციელი, როცა სექციის გამგემ ხმადაბლა უთხრა:

– ხომ ხედავთ, რა მოუხერხებელი ხართ. თუ შეიძლება, განზე მიდექით.


მადმუაზელ ვადონ, მანტო მოიტანეთ, – ხმამაღლა დაუმატა მან.

სანამ მარგარიტა მოდელებს უჩვენებდა ქალებს, ქალბატონი ორელი იქაურობას


არ მოშორებია. მადმუაზელ ვადონი, ცოტა არ იყოს, უკმეხად, მაგრამ მაინც
თავაზიანად ელაპარაკებოდა კლიენტებს, მის უსიამოვნო მანერებში აშკარად
იგრძნობოდა უბრალო აბრეშუმის კაბაში ჩაცმული გამყიდველის ღვარძლი, შური
და სიბრაზე კოხტად გამოწყობილი ყველა კლიენტისადმი, რომლებსაც
გამუდმებით ემსახურებოდა. როცა ქალბატონმა მარტიმ უთხრა, იაფფასიანი
მანტო ამირჩიეთ, ორას ფრანკზე ძვირი რომ არ ღირდესო, მან სიბრალულით
აიმრიზა ტუჩები, თითქოს უნდა ეთქვა, მეტი უნდა გაიმეტოთ, თორემ ორას
ფრანკად უბადრუკ ტანსაცმელს იყიდით მხოლოდო. შემდეგ დახლზე დაყარა
იაფფასიანი მანტოები. ქალბატონმა მარტიმ ვერც კი გაბედა მათი მოწონება.

– განა მამაკაცი არ ჯობს გამყიდველად?! – წასჩურჩულა მან ქალბატონ დეფორჟს,


– მათთან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.

ბოლოს მარგარიტამ მინის მძივებით გაწყობილი აბრეშუმის მანტო მოიტანა და


მისი ქება დაიწყო. ქალბატონმა ორელიმ დენიზს დაუძახა:
118
– რამეში ხომ უნდა გამოგვადგეთ, – უთხრა მან, – ეს მანტო მაინც მოიხურეთ.

დენიზი სასოწარკვეთილი იდგა და გულისტკივილით ფიქრობდა, ამ მაღაზიაში


გასაქანს არ მომცემენ, ალბათ, მალე დამითხოვენ და ბავშვები ულუკმაპუროდ
დამრჩებიანო. ხალხის ზუზუნისგან თავი უსკდებოდა, ტანსაცმლის კეცვისგან
კუნთები სტკიოდა, მაგრამ რას იზამდა, სხვა გზა არ იყო და ისიც უსიტყვოდ
დაემორჩილა მარგარიტას, რომელიც ისე არგებდა მხრებზე მანტოს, თითქოს
მანეკენი ყოფილიყო.

– წელში გასწორდით! – უბრძანა ქალბატონმა ორელიმ.

მაგრამ ერთი წუთის შემდეგ დენიზი კვლავ მიავიწყდათ. ოთახში მურე,


ვალანიოსკი და ბურდონკლი შემოვიდნენ. მურე ქალებს მიესალმა, ქალებმა არ
დააყოვნეს და ხოტბა შეასხეს ზამთრის სიახლეების გამოფენას, აღმოსავლური
დარბაზი ხომ ცამდე აიყვანეს! მაღაზიის შემოვლის შემდეგ ვალანიოსკი უფრო
მეტად განცვიფრებული დარჩენილა, ვიდრე აღტაცებული, რადგან ამ
ფლეგმატური პესიმისტის აზრით, ყველაფერი ეს დიდი რაოდენობით
კოლენკორის ერთ ადგილას თავმოყრა იყო და მეტი არაფერი. ბურდონკლს
დავიწყებოდა, რომ ისიც ამ ფირმის ერთ-ერთი მეთაურთაგანი იყო, ცდილობდა,
დილანდელი ეჭვებითა და შიშით სავსე ფრაზები გაექრო და მურეს მხურვალედ
ულოცავდა გამარჯვებას.

– მართალი ხართ, ყველაფერი რიგზეა, მე კმაყოფილი ვარ, – იმეორებდა


სახეგაბრწყინებული მურე და ანრიეტას ნაზ შემოხედვას ღიმილით პასუხობდა, –
მაგრამ ახლა ხელს არ შეგიშლით, ქალბატონებო.

უცებ ყველას დენიზი მოაგონდა. მარგარიტა ნელ-ნელა ატრიალებდა მას და ისიც


უსიტყვოდ ემორჩილებოდა ქალბატონს.

– რას იტყვით? – ჰკითხა ქალბატონმა ანრიეტას.

მოდის უტყუარი კანონმდებელივით საბოლოო სიტყვა ქალბატონ დეფორჟს


უნდა ეთქვა.

– ცუდი არ არის, ფასონიც ორიგინალურია... ოღონდ, ჩემი აზრით, წელში ვერაა


კარგად გამოყვანილი.

119
– ქალბატონმა თავის ტანზე უნდა ნახოს, – ჩაერია ქალბატონი ორელი, – ხომ
ხედავთ, რომ მადმუაზელს კარგი ტანი არ აქვს და ამიტომაც იკარგება მთელი
შთაბეჭდილება. წელში გასწორდით, მადმუაზელ! რას დაამგვანეთ ეს მანტო?!

ქალებს გაეღიმათ. დენიზი გაფითრდა, რცხვენოდა, რომ მანეკენად აქციეს და ასე


ურცხვად ათვალიერებდნენ, კილავდნენ. ბუნებით თამამი ქალბატონი დეფორჟი
ამრეზით უყურებდა მორცხვ გოგონას, ნერვებს უშლიდა მისი სათნო
გამომეტყველება.

– რასაკვირველია, – ბოროტი ირონიით ჩაილაპარაკა მან, – მანტო სულ სხვა


იქნებოდა, მადმუაზელს რომ ტომარასავით განიერი კაბა არ ეცვას.

და მან დამცინავი თვალებით შეხედა მურეს. პარიზელი მანდილოსანი არად


აგდებდა პროვინციელი გოგონას ჩაცმულობას. ამ მზერაში მურემ ამოიკითხა
შეყვარებული ქალის ალერსი, თავისი სილამაზითა და გემოვნებით ბედნიერი
ქალის გამარჯვება, და როგორც მადლიერ სატრფოს შეეფერება, მურემაც
მოვალედ ჩათვალა თავი, თვითონაც დაეცინა დენიზისათვის. თუმცა, საერთოდ,
კეთილი თვალით უყურებდა მას. ქალების კარგი მცოდნე აშკარად გრძნობდა ამ
გოგონაში დამალულ მშვენიერებას.

– არც თმას აწყენდა დავარცხნა! ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.

ამ რეპლიკამ ყველაფერი დააგვირგვინა. რაკი უფროსმა იკადრა და გაიღიმა,


გამყიდველებმა გადაიხარხარეს. მარგარიტა, ვითომც კარგად გაზრდილი ქალი
ვარ და თავშეკავება ვიციო, ხმადაბლა მოჰყვა კაკანს, კლარამაც მას მიჰბაძა. ამ
საერთო სიცილის ფონზე ტილოს სექციის გამყიდველებმაც მოირბინეს, ხოლო
კლიენტები, როგორც მაღალი საზოგადოების ქალებს შეეფერებათ,
თავშეკავებულად იღიმოდნენ. მხოლოდ ქალბატონი ორელის ზვიადი პროფილი
არ შერხეულა, თითქოს მის წესიერ სამფლობელოში ამ ახალბედა გამყიდველის
მშვენიერმა, ურჩმა თმამ და ქალწულებრივმა ვიწრო მხრებმა პირადად იგი
შეარცხვინეს. დენიზი კი იდგა ამ გამქირდავ ხალხს შორის და მკვდრისფერი ედო.
თანაც ისე უმწეოდ, დამცირებულად გრძნობდა თავს, თითქოს გაეშიშვლებინათ.
განა მისი ბრალია, ასეთი გამხდარი რომაა ან ასეთი ხშირი თმა რომ აქვს?!
განსაკუთრებით მურესა და ქალბატონი დეფორჟის დაცინვამ ატკინა გული.
გოგონა ინსტინქტურად მიხვდა მათ შორის არსებულ კავშირს და უცნაურმა
ტკივილმა გული შეუკუმშა. რა ბოროტი უნდა იყოს ეს ქალი, ასე გულქვად რომ
ექცევა ხმაგაკმენდილ საბრალო გოგოს! მურე კი ისეთ შიშს ჰგვრიდა, რომ სხვა,
120
მისთვის გაუგებარი გრძნობები ერთბაშად წაიშალა. მიუხედავად ამ უმწეო
მდგომარეობისა, მიუხედავად მისი ქალური კდემამოსილების გათელვისა,
უსამართლობამ უცებ აღაშფოთა და ყელში მოწოლილი ქვითინი ჩაიხრშო.

– მართალია, მაგრამ, იმედია, ხვალ მაინც დაივარცხნის თმას! ასეთი საქციელი რა


საკადრისია! – ეუბნებოდა ბურდონკლი ქალბატონ ორელის.

მას რატომღაც თავიდან არ მოეწონა დენიზი და ამ გამხდარი გოგონასადმი


ზიზღით განიმსჭვალა.

სექციის გამგე დენიზს მიუახლოვდა, მანტო გახადა და წასჩურჩულა:

– კარგად დაიწყეთ, მადმუაზელ, თუ გინდოდათ გეჩვენებინათ, რისი მაქნისიც


ხართ... ამაზე უფრო დიდ მოუქნელობას ვერავინ გამოამჟღავნებდა...

დენიზს შეეშინდა, ცრემლი არ წამსკდესო და სასწრაფოდ მიუბრუნდა


ტანსაცმლის გროვას, რომელიც დახლზე უნდა გადაეტანა და გადაერჩია. ყოველ
შემთხვევაში, იქ არავინ მიაქცევდა ყურადღებას, თანაც ისე იყო დაღლილი,
ფიქრის თავი არ ჰქონდა.

უეცრად ტილოს სექციის გამყიდველი ქალი ამოუდგა გვერდით. ეს ქალი


დილითაც გამოექომაგა დენიზს და ახლაც არაფერი გამოჰპარვია.

– გულთან ნუ მიიტანთ, ჩემო საბრალო გოგონა, – უთხრა მან დენიზს, – ნურავის


აჩვენებთ, რომ გული გეტკინათ, თორემ უფრო მეტ უსიამოვნებას მოგაყენებენ.
მე შარტრერი ვარ... პოლინა კიუნიოს მეძახიან. ჩემი მშობლები მეწისქვილეები
არიან... ჰოდა, პირველად აქ რომ მოვხვდი, მეც შეჭმა დამიპირეს, მაგრამ
ბრჭყალები ვაჩვენე. აბა, გამაგრდით, ხელი მომეცით... როცა მოისურვებთ,
მოდით ჩემთან და მეგობრულად ვისაუბროთ...

ამ მეგობრულად გამოწვდილმა ხელმა კიდევ უფრო ააღელვა დენიზი. მალულად


მოუჭირა ხელი ქალს და სწრაფად აიღო მანტოების მთელი გროვა, შეეშინდა,
კიდევ არ დამწამონ რაიმე და მეგობრის შეძენისთვის არ გამიბრაზდნენო.

ამასობაში ქალბატონმა ორელიმ მანტო თავისი ხელით მოახურა მხრებზე


ქალბატონ მარტის. ატყდა წამოძახილები: «დიდებულია! მშვენიერია! სულ სხვა
იერი აქვს!..» ქალბატონმა დეფორჟმა განაცხადა, უკეთესს ვერაფერს ინატრებთო.
მურე გამოეთხოვა ქალებს, ვალანიოსკმა მაქმანების სექციაში ქალბატონი ბოვი
და მისი ქალიშვილი შენიშნა, იქით გაეშურა და გრაფის ცოლს მკლავი გაუწოდა.
121
მარგარიტა ანტრესოლის სალაროსთან იდგა უკვე და ქალბატონი მარტის ნაყიდ
საქონელს სათითაოდ ასახელებდა. ქალბატონმა მარტიმ ფული გადაიხადა და
დაიბარა, ყველაფერი ჩემს ეტლში წაიღეთო. ქალბატონ დეფორჟს თავისი ნაყიდი
ნივთები მეათე სალაროში დახვდა.

ქალებმა კვლავ აღმოსავლურ დარბაზში მოიყარეს თავი. მალე მაღაზიის


გასასვლელისკენ გაემართნენ, თან აღტაცებას ვერ ფარავდნენ. თვით ქალბატონი
გიბალიც კი უჩვეულო ექსტაზში იყო.

– მშვენიერია! გასაოცარი! აღმოსავლეთში მგონია თავი!

– ნამდვილი ჰარამხანაა, არა? და თანაც ისეთი სიიაფეა!

– სმირნის ხალიჩები როგორია! ოჰ, სმირნის ხალიჩები! რა ტონებია, რა ნაზი


ტონებია!

– ქურთისტანის ნაკლებია? ნამდვილად დელაკრუაა!

ხალხმა იკლო. ზარის ხმა, რომელიც ყოველ საათში გაისმოდა, პირველი ორი
ცვლის სადილობის დამთავრებას იუწყებოდა. მესამე ცვლისთვის უკვე
იშლებოდა სუფრა. აზარტში შესულ მყიდველებს დავიწყებოდათ დრო და აქა-იქ
დაცარიელებულ სექციებში დაწრიალებდნენ. ქუჩიდან უკანასკნელი ეტლების
გრუხუნი მოისმოდა. პარიზი კი სუნთქავდა და ამ სუნთქვაში გამაძღარი
ღორმუცელას ხვრინვა ისმოდა. დილიდანვე აბრეშუმით და მაქმანებით,
ტილოთი და მაუდით გაჭყეპილიყო და ახლა ინელებდა. ბინდბუნდში
კაშკაშებდა სავაჭრო სახლში ანთებული ნათურები, რომელთა შუქზე ბაზრობის
უკანასკნელი ამოსუნთქვა ისმოდა. მაღაზია ბრძოლის ველს წააგავდა, რომელიც
ჯერ კიდევ თბილი იყო ქსოვილთა ხოცვა-ჟლეტისგან. თაროები და დახლები ისე
იყო გაძარცული, თითქოს გამძვინვარებულ გრიგალს გადაუვლიაო.
დაღლილობისგან ილაჯგაწყვეტილი გამყიდველები იქვე მოკალათებულიყვნენ.
ქვემო სართულის გალერეაში სკამები უწესრიგოდ მიეყარ-მოეყარათ და გავლა
შეუძლებელი იყო. ხელთათმანების სექციაში მინიოს ირგვლივ დაყრილი
ყუთების ბარიკადების გადალაჯება უხდებოდათ. შალეულის სექციაში საერთოდ
შეუძლებელი იყო შესვლა. ლიენარი ქსოვილების ზღვაში თვლემდა. უფრო
მოშორებით, თეთრეულის სექციაში, იატაკი თოვლით დაფარული გეგონებოდათ.
ფეხით თელავდნენ ხელსახოცებს, ცხვირსახოცებს, მსუბუქ ჰაეროვან ფიფქებს.
ზემო სართულიც ასევე იყო დარბეული: იატაკზე ქურქების ზვინები

122
აღმართულიყო. მზა ტანსაცმელი ბრძოლის წინ დაყრილი ჯარისკაცების
ფარაჯებს წააგავდა. გაშლილი, დაჭმუჭნილი მაქმანი და საცვლები ისე ეყარა,
იტყოდით, ერთბაშად აღტყინებულ ქალთა ბრბოს ამ არეულობაში ტანთ
გაუხდიაო. ქვემოთ კი, მაღაზიის საწყობსა და შინ მიტანის განყოფილებაში
სამუშაო კვლავ დუღდა. ფუთების შეკვრასა და ფურგონების გაცილებას ვერ
აუდიოდნენ. განსაკუთრებით აბრეშუმისთვის შეუტევიათ კლიენტებს, მთელი
თაროები ისე დაუცლიათ, თავისუფლად შეიძლებოდა გავლა-გამოვლა. დარბაზი
დაცარიელებული იყო, «პარიზის ბედნიერების» უსაზღვრო მარაგი ისე
გამქრალიყო, გეგონებოდათ, კალიების გუნდი შემოსევია და მუსრი გაუვლიაო.

და ამ დაცარიელებულ დარბაზში იუტენი და ფავიე ჩეკის წიგნაკებს


ფურცლავდნენ და ახლახან დამთავრებული ბრძოლით სუნთქვაშეკრულნი
პროცენტებს ანგარიშობდნენ. ფავიეს თხუთმეტი ფრანკი გამოემუშავებინა.
მოგების სურვილისგან თვალებში სიხარბე უელვარებდა ორივეს. მთელი მაღაზია
გამოანგარიშებაში იყო გართული და ველური სიხარულით თრთოდა, ხოცვა-
ჟლეტის ღამეს რომ იგრძნობა ხოლმე.

– აბა, ბურდონკლ, ისევ გეშინიათ? – დაიყვირა მურემ.

ის კვლავ მეორე სართულზე იდგა, თავის სათვალთვალო პოსტზე, კიბის


მოაჯირთან, თვალწინ მიმოფანტული ქსოვილების ზღვას უყურებდა და
გამარჯვებული სახით იღიმოდა. საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა, დილით
რომ ეჭვი შეეპარა გამარჯვებაში, თუმცა ეს მისი წუთიერი სისუსტე არავის
შეუმჩნევია და არც არავინ იცოდა. ამიტომ სურდა ახლა, ხმამაღლა გამოეთქვა
თავისი სიხარული. ბრძოლა საბოლოოდ მოიგო. იმ კვარტალის წვრილი ვაჭრობა
განადგურებული იყო, ბარონი არტმანი თავისი მილიონებითა და მიწის
ნაკვეთებით ხელში ჰყავდა. მურე შეჰყურებდა უწყისებზე თავდახრილ
მოლარეებს, რომლებიც ციფრების გრძელ სვეტებს აჯამებდნენ, ყურს უგდებდა
სპილენძის თასებში ჩაყრილი ოქროს მსუბუქ წკრიალს და თვალწინ ედგა
გაზრდილი, უსაზღვროდ გაფართოებული «ქალთა ბედნიერება”, რომლის
გალერეები ათი დეკემბრის ქუჩამდე გაგრძელდებოდა.

– ახლა ხომ დარწმუნდით, რომ მაღაზია ძალიან პატარაა? – განაგრძო მან, – ასეთი
სივიწროვე რომ არ ყოფილიყო, ორჯერ მეტს გავყიდდით.

ბურდონკლმა ფარ-ხმალი დაყარა. თან ძალიან უხაროდა, რომ მისი შიში


უსაფუძვლო გამოდგა. ერთბაშად ორივემ დინჯი გამომეტყველება მიიღო:
123
ჩვეულებისამებრ, ყოველ საღამოს მთავარი მოლარე ლომი სალაროების
შემოსავალს აჯამებდა. საერთო თანხის გამოანგარიშების შემდეგ იგი წვეტიან
ლურსმანზე ჩამოაცვამდა ხოლმე დღიური შემოსავლის ფურცელს და ამით
საჯაროდ აცხადებდა თანხას. შემდეგ მთელი შემოსავალი პორტფელითა და
ტომსიკებით აჰქონდა ცენტრალურ სალაროში. ამ დღეს ოქროსა და ვერცხლის
მონეტა სჭარბობდა. ლომი ნელ-ნელა ადიოდა კიბეზე და სამი უზარმაზარი
ტომარა თან მიჰქონდა. რაკი მარჯვენა მკლავი იდაყვამდე ჰქონდა მოჭრილი,
ტომრები მარცხენა მკლავით მიეკრა მკერდზე და რომ არ ჩასცურებოდა, ნიკაპით
იჭერდა. მძიმედ სუნთქავდა. ნოქრები მოწიწებით შეჰყურებდნენ
ხელდამშვენებულ მოლარეს, რომელიც ამაყად მიაბიჯებდა წინ.

– რამდენია, ლომ? – ჰკითხა მიურემ.

– ოთხმოცი ათას შვიდას ორმოცდაორი ფრანკი და ათი სანტიმი.

«ქალთა ბედნიერებაში» სიხარულის შეძახილი აღმოხდა ყველას. ამ რიცხვმა


მთელ მაღაზიას გადაუქროლა. ამაზე მსხვილი თანხა სიახლეების მაღაზიას
არასდროს მიუღია ერთ დღეში.

საღამოს, როცა დენიზი დასაძინებლად ზემოთ ადიოდა, თუთიისსახურავიან


ვიწრო კორიდორის ტიხრებს ეყრდნობოდა ღონემიხდილი. როგორც კი თავისი
საკნის კარი მიხურა, ფეხებმა უღალატეს და ლოგინზე დაეგდო. ერთხანს
უაზროდ მისჩერებოდა ტუალეტის მაგიდას, კარადას, მთელ ამ უბადრუკ ავეჯს.
ესე იგი, ამიერიდან აქ იცხოვრებს?! პირველი დღე ისეთი მძიმე, საშინელი, ისეთი
დაუსრულებელი იყო!.. გაუძლებს კი კიდევ ასეთ დღეს?! ალბათ, არა, ძალა არ
ეყოფა. ერთბაშად იგრძნო, რომ აბრეშუმის კაბა ეცვა ტანზე. ეს ფორმა სხეულს
უწვავდა, უნდოდა, ახლავე გაეხსნა ჩემოდანი, ამოელაგებინა ყველაფერი, რაც
შიგ ეწყო. ბავშვურ სურვილს აყოლილმა, სკამის ზურგზე გადაკიდებული ძველი
შალის კაბა გადაიცვა. და როცა თავისი გაცრეცილი კაბა კვლავ ტანზე იგრძნო,
აღელვებისგან გული შეეკუმშა. დილიდან შეკავებული ქვითინი ერთბაშად ცხარე
ცრემლებად წასკდა, საწოლზე დაეცა, მოაგონდა ძმები და მწარედ აქვითინდა.
დაღლილობისა და მწუხარებისგან გაბრუებულ საბრალო გოგონას ძალა არ
ჰქონდა, ფეხზე გაეხადა.

124
V
მეორე დღეს დენიზმა ვერ მოასწრო სექციაში შესვლა, რომ ქალბატონმა ორელიმ
მკვახედ უთხრა:

– მადმუაზელ, დირექციაში გიბარებენ.

მწვანე რიფსგაკრულ დიდ კაბინეტში მურე მარტო იჯდა. მას ერთბაშად


გახსენებია «ფეთხუმი», როგორც ბურდონკლი ეძახდა დენიზს, და თუმცა
ჟანდარმის როლში გამოსვლა მუდამ ეჯავრებოდა, მაინც გადაწყვიტა, გამოეძახა
და თუ კვლავ პროვინციულად იქნებოდა ჩაცმული, საყვედური ეთქვა. წინადღით
მან ხუმრობაში გაატარა ქალბატონი დეფორჟის შენიშვნა, მაგრამ რაკი მისი
გამყიდველის ჩაცმულობა ყბად იღეს, თავმოყვარეობა შელახული ჰქონდა.
დენიზის მიმართ რაღაც გაურკვეველი გრძნობით იყო განწყობილი, კიდეც
ბრაზობდა მასზე და სიმპათიითაც იგონებდა.

– მადმუაზელ, – დაიწყო მან, – ბიძათქვენის ხათრით მიგიღეთ სამსახურში,


ამიტომ უნდა ეცადოთ, იძულებული არ გავხდეთ...

და სიტყვა გაუწყდა. მის წინ, საწერი მაგიდის მეორე მხარეს დენიზი მდუმარედ
იდგა და გაფითრებული და სერიოზული სახით უსმენდა. აბრეშუმის კაბა
ტომარასავით აღარ ეკიდა, პირიქით, ვიწროდ შემოტმასნოდა კოხტა ტანს და
ქალწულის მხრების უზადო ნაკვთებს ნათლად ავლენდა. თმაც წესიერად
დაევარცხნა. მართალია, მსხვილი ნაწნავი უკან დაემაგრებინა, მაგრამ ურჩი
კულულები გვერდზე მაინც ჩამოსწეწოდა. ტირილით დაოსებულს, წინაღამით
ისე ჩაეძინა, ტანზეც არ გაუხდია, მაგრამ დილის ოთხ საათზე გამოეღვიძა და
როცა თავისი ნერვიული აღგზნება მოაგონდა, შერცხვა. შემდეგ საწოლიდან
წამოხტა და კაბის გადაკეთებას შეუდგა. მთელი საათი იტრიალა სარკის წინ
თმის წესრიგში მოსაყვანად, თუმცა ჯიუტ კულულებს ვერაფერი მოუხერხა.

– მადლობა ღმერთს! – აღმოხდა მურეს, – დღეს უკეთ გამოიყურებით... ოღონდ ეს


რა ურჩი კულულები გქონიათ!

იგი წამოდგა და იმავე ფამილიარობით შეუსწორა თმა, როგორც წინადღით


ქალბატონი ორელი უსწორებდა კაბას.

– აი, ასე გადაიწიეთ ყურთან... შინიონი ძალიან მაღალი გაქვთ...

125
დენიზი უსიტყვოდ იდგა და გალამაზების უფლებას აძლევდა. როცა უთხრეს,
მურე გიბარებსო, მიხვდა, სამუშაოდან მომხსნიანო, და გადაწყვიტა, მამაცურად
შეხვედროდა ამ უბედურებას. მიუხედავად ამისა, მთელი ტანით ცახცახებდა.
მურეს აშკარა კეთილგანწყობამაც ვერ დააშოშმინა, კვლავ ეშინოდა მისი და ეს
ძრწოლა თავისი უფროსისადმი, რომელზეც მისი ბედი იყო დამოკიდებული,
ბუნებრივად მიაჩნდა. მურეს ეგონა, მისი შეხებისგან აკანკალდა გოგონა,
ავტორიტეტის დაკარგვის შეეშინდა და ინანა, ასე გულთბილად რად მოვექეციო.

– საერთოდ, მადმუაზელ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს


გარეგნობას, – უთხრა მან და საწერ მაგიდას შემოუარა, – ვალონში აღარ ხართ,
შეხედეთ პარიზელ ქალებს... ბიძათქვენის სახელი საკმარისი გახდა, რომ ჩვენი
ფირმის კარი გაგხსნოდათ, და ვფიქრობ, შეეცდებით, გაამართლოთ ჩვენი
იმედები. მთელი უბედურება ისაა, რომ ბევრი არ იზიარებს ჩემს აზრს თქვენზე.
მაშ ასე, გაფრთხილებული ბრძანდებით, ხომ მართალია? იმედია, არ
მიმტყუნებთ.

მურე ბავშვივით ექცეოდა დენიზს, ოღონდ გულკეთილობის ნაცვლად მხოლოდ


სიბრალულს ამჟღავნებდა. იგი მასში ათრთოლებულ ქალს ხედავდა, რომელიც
ყოველგვარ ცნობისმოყვარეობას აღვიძებდა ამ საცოდავ, უნიათო ბავშვში. სანამ
მურე ჭკუას არიგებდა, დენიზი ქალბატონი ედუენის პორტრეტს შესცქეროდა.
მოვარაყებული ჩარჩოდან სწორნაკვთებიანი, ლამაზი სახე დინჯად უღიმოდა მას,
და მიუხედავად მურეს დამამშვიდებელი სიტყვებისა, გოგონას ტანში
გააჟრჟოლა. იმ უბნის მცხოვრებლების გადმოცემით, ეს ქალი მურემ მოკლა და
მის სისხლზე სავაჭრო სახლი ააგო.

მურე კი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.

– ახლა თავისუფალი ხართ! – უთხრა მან ბოლოს, დაჯდა და წერა განაგრძო.

დენიზი გავიდა. დერეფანში შვებით ამოისუნთქა.

ამ დღიდან გოგონა გამხნევდა. მართალია, ხანდახან გრძნობა მოერეოდა, მაგრამ


მაშინვე გონებას მოიშველიებდა, თავის თავს არწმუნებდა, რომ საჭირო იყო
მამაცურად დაეძლია მარტოობა, უმწეობა და ლაღად აესრულებინა
დაკისრებული მოვალეობა. სათნო ბუნების მქონე, შეუმჩნევლად, წყნარად
აღწევდა თავს ყოველგვარ დაბრკოლებას და მშვიდად, ბუნებრივად მიიწევდა
წინ თავისი მიზნისკენ.

126
უპირველეს ყოვლისა, საშინელი დაღლილობა უნდა დაეძლია. ისე სტკიოდა
მკლავები და მთელი სხეული, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში საწოლში
გადაბრუნებისას ტკივილისგან ყვიროდა. ფეხსაცმელებმა ხომ საშინლად
გააწვალეს! ვალონიდან ჩამოყოლილი უხეში ფეხსაცმელები უფულობის გამო
აქამდე ვერ გამოეცვალა. დილიდან საღამომდე ფეხზე უხდებოდა დგომა. ერთი
წუთით რომ დაენახათ კედელზე მიყრდნობილი, საყვედურს არ ააცდენდნენ.
ბოლოს ისე დაუსივდა ფეხები, იტყოდით, ხუნდებით დაუჩეჩქვავთო. ქუსლები
ეწვოდა, ფეხისგულებზე წყლულები გაუჩნდა და ატყავებული ადგილები
წინდებზე ეწებებოდა. გარდა ამისა, მთელ ტანში ამტვრევდა, დაძაბული
კიდურები აღარ ემორჩილებოდა და სახეზე მკვდრისფერი ედო. მიუხედავად
ამისა, გარეგნულად სუსტმა და გამხდარმა გოგონამ ყველაფერს გაუძლო, მაშინ
როცა, ბევრი გამყიდველი პროფესიული სენით დაავადდა და იძულებული გახდა,
მაღაზია დაეტოვებინა. დენიზი შეჩვეული იყო აზრს, რომ ცხოვრებას ჯიუტად
უნდა შებრძოლებოდა და ამ ჭიდილში მრავალი ტანჯვის გადატანა
მოუხდებოდა, ამიტომ მაშინაც კი არ შორდებოდა ღიმილი სახეზე, როცა
დაღლილობისგან ფეხები ეკეცებოდა. ასეთ ფიზიკურ შრომას ზოგჯერ მამაკაციც
ვერ უძლებდა.

დენიზს ისიც აწუხებდა, რომ მთელი სექცია რატომღაც მტრულად უყურებდა.


ფიზიკურ ტანჯვას თანამშრომლების ფარული შუღლიც ემატებოდა. ორი თვის
განმავლობაში მოთმინებითა და მოკრძალებით ექცეოდა ყველას, მაგრამ მათი
გული მაინც ვერ მოიგო. ისე უხეშად, მწარე სიტყვებით, ათვალისწუნებით
ელაპარაკებოდნენ, რომ ალერსს მონატრებულ გოგონას გული სტკიოდა.
საკმარისი იყო, რომელიმე გამყიდველს კლიენტი გაეშვა ხელიდან, მაშინვე
მიაძახებდნენ, ვალონში მოგიხდება წასვლაო. როცა დაინახეს, რომ იგი მარჯვე
გამყიდველი გახდა და მაღაზიის საქმეებს ბრწყინვალედ ართმევდა თავს,
საერთო გაოცება და აღშფოთება გამოთქვეს. ქალიშვილებმა მოილაპარაკეს, არც
ერთი კარგი კლიენტი მისთვის არ დაეთმოთ. მარგარიტა და კლარა ინსტინქტური
სიძულვილით მოსვენებას არ აძლევდნენ, ამრეზით ექცეოდნენ, მაგრამ აშკარად
ეტყობოდათ, რომ ეშინოდათ ამ ახალბედას არ დაეჩრდილა ორივე. რაც შეეხება
ქალბატონ ორელის, იგი შეურაცხყოფილი გახლდათ დენიზის ამაყი
თავშეკავებულობით, ვერ ეპატიებინა, რომ სხვებივით თაყვანისცემით არ
ელაქუცებოდა მას. ამიტომაც არავის ტუქსავდა, როცა მისი რჩეული
გამყიდველები, რომლებიც გამუდმებით ეფარისევლებოდნენ, ხოტბას ასხამდნენ
და ამით კიდევ უფრო აძლიერებდნენ მის ავტორიტეტს, თავს ესხმოდნენ
127
დენიზს. სექციის გამგის მოადგილე, ქალბატონი ფრედერიკი ერთხანს არ
მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში, მაგრამ, როგორც კი აგრძნობინეს,
დენიზისადმი შენი კეთილგანწყობილება ხეირს არ მოგიტანსო, მაშინვე
გამოასწორა თავისი წინდაუხედაობა და უკმეხად დაუწყო მოქცევა. ამგვარად,
გოგონა სულ მარტო დარჩა, ყველანი გაშმაგებით დევნიდნენ, ავიწროვებდნენ
«ფეთხუმს» და ისიც ცდილობდა, შეგუებოდა ამ მტრულ გარემოცვას.

ასე ცხოვრობდა დენიზი. იგი იძულებული იყო, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი,


მხნე გამომეტყველება ჰქონოდა აბრეშუმის კაბაში, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
ნახევრად მშიერს, ყველასგან მიტოვებულს, მუდამ იმის შიში ჰქონდა,
სამსახურიდან არ დამითხოვონო. ერთადერთი თავშესაფარი, ერთადერთი
კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში გადატანილი ტანჯვის შემდეგ
თავისუფლად შეეძლო ეტირა, მისი პატარა ოთახი იყო. მაგრამ თუთიის
სახურავიდან, რომელიც დეკემბრის თოვლით იყო დაფარული, გამყინავი სიცივე
შემოდიოდა. დენიზი საწოლში იკუნტებოდა, ყინვისგან სახის კანი რომ არ
დასკდომოდა, საბნის ქვეშ ტიროდა. მურე აღარ დალაპარაკებია მეტად. როცა
მუშაობის დროს ბურდონკლის მკაცრ მზერას წააწყდებოდა, კანკალი აიტანდა.
გრძნობდა, რომ ბურდონკლი აშკარად მტრობდა და მცირეოდენ შეცდომასაც
არასდროს აპატიებდა. ამ საერთო მძულვარებაში, ინსპექტორი ჟუვის უცნაური
კეთილგანწყობა აოცებდა, როგორც კი დენიზს სადმე დაიმარტოხელებდა,
უღიმოდა და საალერსო სიტყვებს არ იშურებდა, ორჯერ საყვედურსაც
გადაარჩინა, მაგრამ ამ მფარველობით დენიზი მადლობის ნაცვლად, რატომღაც
შეშფოთებული რჩებოდა.

ერთ საღამოს, ნასადილევს, როცა კარადებს ალაგებდნენ, ჟოზეფმა დენიზს


უთხრა, ვიღაც ახალგაზრდა კაცი გკითხულობთო. დენიზი შეკრთა და ქვემოთ
ჩავიდა.

– ერთი შეხედეთ! – თქვა კლარამ, – ფეთხუმს საყვარელი ჰყოლია!

– ეტყობა, დამშეული ყოფილა ყმაწვილი! – უპასუხა მარგარიტამ.

ქვემოთ, შემოსასვლელთან ჟანი ელოდებოდა დენიზს. მან სასტიკად აუკრძალა


ძმას მაღაზიაში მოსვლა, მაგრამ ახლა ვერ გაუჯავრდა: ჟანს ისეთი შეწუხებული
სახე ჰქონდა, ისე ქშინავდა, ეტყობოდა, ტამპლის უბნიდან სირბილით
მოსულიყო და ქუდის დახურვაც დავიწყებოდა.

128
– ათი ფრანკი ხომ არ გექნება? – ჩაიბუტბუტა მან, – ათი ფრანკი რომ არ მომცე,
დავიღუპები!

ამ მაღალმა, თმახუჭუჭა, ქალივით ლამაზმა ქერა ყმაწვილმა ისე თეატრალურად


წარმოთქვა ეს ფრაზა, რომ დენიზს, ალბათ, სიცილი წასკდებოდა, ფულის
მოთხოვნას ცუდ გუნებაზე რომ არ დაეყენებინა.

– რას ამბობ! ათი ფრანკი საიდან უნდა მოგცე? – უთხრა მან, – რა მოხდა?

ჟანი გაწითლდა და ბოლოს გამოუტყდა, ერთი მეგობრის დას შევხვდიო.


დენიზმა მაშინვე შეაწყვეტინა ლაპარაკი, ჟანის უხერხულობა მასაც გადაედო და
აღარ უნდოდა დაწვრილებით მოესმინა მისი ამბავი. ჟანმა უკვე ორჯერ სთხოვა
ფული, მაგრამ პირველად მხოლოდ ოცდახუთი სუ გამოართვა, მეორედ –
ოცდაათი. ქალებთან მუდამ დახლართული თავგადასავლები ჰქონდა.

– ათ ფრანკს ვერ მოგცემ, – გაუმეორა დენიზმა, – ფული ცოტა მაქვს, პეპეს


პანსიონისთვის მჭირდება, ამ თვის ფული ჯერ კიდევ არ მიმიცია... გარდა ამისა,
ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო ჩემთვის, სულ გამიცვდა. შენ კი, ჟან, მეტისმეტად
ქარაფშუტულად იქცევი, ასე არ ვარგა.

– მაშინ დავიღუპე და ესაა! – ტრაგიკულად ჩაიქნია ხელი ჟანმა, – ყური მიგდე,


დაიკო, ის მაღალი ქალია... შავგვრემანი... მის ძმასთან ერთად კაფეში შევედით...
რას ვიფიქრებდი, რომ ასე ძვირი დამიჯდებოდა...

დენიზმა ისევ შეაწყვეტინა ლაპარაკი, მაგრამ, როცა ამ თავქარიანი, მაგრამ


საყვარელი ბიჭის თვალებში ცრემლი შენიშნა, საფულედან სასწრაფოდ ამოიღო
ათი ფრანკი და ხელში ჩაუდო. ჟანიც მაშინვე გამხიარულდა.

– ასეც ვიცოდი... მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევ, ეს უკანასკნელი თხოვნაა,


არამზადა ვიყო, თუ ამის შემდეგ შეგაწუხო!

და მან ორივე ლოყა გიჟივით დაუკოცნა დას და თავქუდმოგლეჯით მოკურცხლა.


მაღაზიის თანამშრომლები გაოგნებულნი დარჩნენ.

იმ ღამეს დენიზს ცუდად ეძინა. «ქალთა ბედნიერებაში» მუშაობის დაწყების


დღიდანვე მოსვენება არ ჰქონდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენს
გადაუხდიდნენ თვეში. და რაკი გამყიდველები სარფიან კლიენტებს
ართმევდნენ, იმ პროცენტებიდან, რაც თითო-ოროლა მყიდველთან ვაჭრობით
რჩებოდა, მხოლოდ პეპეს პანსიონის საფასურის გადახდას ახერხებდა.
129
აბრეშუმის კაბაში ჩაცმული დენიზი საშინელ სიდუხჭირეს განიცდიდა.
საცვლებისა და გაცრეცილი პერანგების კემსვაში ღამეებს ათენებდა და ხშირად
რეცხავდა კიდეც პირსაბანის ნიჟარაში. განსაკუთრებით კი თავისი ძველი შავი
კაბა აფიქრებდა. რაკი სხვა არაფერი ჰქონდა, იძულებული იყო, ყოველ საღამოს
ფორმის გახდისთანავე ეს ერთადერთი კაბა ჩაეცვა. ხშირი ხმარებისგან კაბა
ცვდებოდა, უმნიშვნელო ლაქის დანახვაზე დენიზი ცახცახებდა. ფული სულ არ
ჰქონდა არამცთუ ახალი კაბის, უბრალო წვრილმანი ნივთის საყიდლადაც. ორი
კვირა იცადა, სანამ ნემსისა და ძაფის ყიდვას მოახერხებდა. ამიტომ ეშინოდა
ჟანის დანახვის. ეს ბიჭი თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით ფულს
უთავბოლოდ ახარჯვინებდა. ძმისთვის მიცემული ყოველი ოცი სუ უძირო
ხვრელს აჩენდა დენიზის ბიუჯეტში. ახლა კი იწვა და ფიქრობდა, სად ეშოვა ათი
ფრანკი, რომ მეორე დღეს პანსიონში წაეღო. გათენებამდე კოშმარებმა არ
მოასვენა. დაესიზმრა, პეპე ქუჩაში გამოეგდოთ, ხოლო თვითონ გათოშილი
თითებით თხრიდა ქვაფენილს, იქნებ სადმე ფული გდიაო.

მეორე დღეს დენიზი იძულებული იყო, თავაზიანად, მოღიმარი სახით მიეღო


კლიენტები და კარგად აღზრდილი ქალიშვილის როლი ეთამაშა. მზა ტანსაცმლის
სექციაში საპატიო კლიენტები მოსულიყვნენ. ქალბატონმა ორელიმ რამდენჯერმე
მოიხმო დენიზი და ახალი მოდელის საჩვენებლად მანტო მხრებზე მოახურა.
სანამ იგი მოდით ნაკარნახევი გრაციოზულობით იგრიხებოდა მყიდველის
წინაშე, თავში სულ ორმოცი ფრანკი უტრიალებდა, რომელიც პეპეს პანსიონის
პატრონისთვის უნდა გადაეხადა იმ საღამოს. თვითონ ამ თვესაც როგორმე
იოლად გავიდოდა უფეხსაცმლოდ, მაგრამ ამ ოცდაათ ფრანკს ის მცირეოდენი
დანაზოგი, თითო-თითო სუდ შეგროვილი ოთხი ფრანკიც რომ დაამატოს,
ოცდათოთხმეტი ფრანკის მეტს ვერ უყრის თავს. ექვსი ფრანკი სად უნდა
ეშოვნა? ამდენი ფიქრისგან გული სტკიოდა საბრალოს.

– დააკვირდით, მანტო მხრებშია თავისუფალი, – ლაპარაკობდა ქალბატონი


ორელი, – ამიტომაც ძალიან მოსახერხებელია და თან ელეგანტურიც! აი, ნახეთ,
მადმუაზელს შეუძლია გულზეც დაიკრიფოს ხელები!

– ოო, თავისუფლად! – თავაზიანად უთხრა დენიზმა, – ვერც კი ვგრძნობ, თუ


მანტო მაცვია... მერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით, ქალბატონო!

დენიზი ნანობდა, წინაკვირას ქალბატონ გრასთან რატომ შევიარე პეპეს


წამოსაყვანადო. მან ბავშვი ელისეს მინდვრებზე გაასეირნა, საბრალო ბიჭუნა ისე

130
იშვიათად იყო დენიზთან! ჰოდა, ამ გასეირნებას ნამცხვრისა და პატარა ბარის
ყიდვაც მოჰყვა, შემდეგ მარიონეტების თეატრში შეიყვანა და ოცდაცხრა სუ
თვალის დახამხამებაში გაუქრა ხელიდან. ჟანი ხომ სულ არ ფიქრობდა ბავშვზე,
თავის ამბებით იყო გართული და ყველაფერზე დენიზს უნდა ეზრუნა!

– თუ ეს მანტო არ მოგწონთ, ქალბატონო... – განაგრძობდა ქალბატონი ორელი, –


მადმუაზელ, როტონდა გადაიცვით, ვნახოთ, იქნებ ის უფრო მოეწონოს...

დენიზმა როტონდა გადაიცვა და პატარა ნაბიჯებით გაიარ-გამოიარა ოთახში.

– ეს უფრო თბილია და უკანასკნელ მოდაზეა შეკერილი.

ასე ეწამა იგი საღამომდე, ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, ტრიალებდა


მყიდველების წინაშე, ფულზე ფიქრი კი სულსა და გულს უღრღნიდა. სხვა
გამყიდველებს იმდენი სამუშაო ჰქონდათ, რომ ერთი სარფიანი კლიენტი მასაც
შეხვდა, მაგრამ სამშაბათი დღე იყო და ხელფასს მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ
მიიღებდა. ნასადილევს გადაწყვიტა, ქალბატონ გრასთან მეორე დღეს წასულიყო,
ბოდიშს მოიხდიდა, არ გამათავისუფლესო, ეტყოდა, ამასობაში იქნებ სადმე
ეშოვა ექვსი ფრანკი.

დენიზი მცირე ხარჯებსაც კი გაურბოდა და როგორც კი სამუშაოს დაამთავრებდა,


თავის ოთახში ადიოდა. უფულოდ რა უნდოდა ქუჩაში, მით უმეტეს რომ არავის
იცნობდა, ყველას გაურბოდა და ამ დიდი ქალაქის იმდენად ეშინოდა, ხეირიანად
არც კი დაეთვალიერებინა. ზოგჯერ, როცა ჰაერზე ყოფნა მოუნდებოდა, პალე-
რუალამდე გაბედავდა გასეირნებას, მაგრამ სასწრაფოდ უკან ბრუნდებოდა,
თავის ბუნაგში იკეტებოდა და ან კემსავდა, ან თეთრეულს რეცხავდა. შენობის
მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული ოთახებიდან ნახევრადჩაცმული ქალები
დერეფანში გამოეფინებოდნენ, ჭუჭყიან საცვლებს რეცხავდნენ, ჭორიკნობდნენ,
გამუდმებით ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. რაკი დღისით ოთახში შესვლის
უფლება არ ჰქონდათ, გამყიდველი ქალები ცდილობდნენ, უკანასკნელ წუთს
მოსულიყვნენ, ცამეტი საათის მუშაობით ქანცგამოლეულები უსულო
გვამებივით დავარდნილიყვნენ საწოლზე, ღამე გაეთიათ, დილაუთენია კი პირის
დაბანისთანავე გაქცეულიყვნენ. დერეფანში მონაბერი ქარივით მათი უეცარი
გამოჩენა და გაქრობა ამ მანსარდას ფუნდუკს ამსგავსებდა, სადაც პირქუში და
დაქანცული მგზავრები ერთთავად იცვლებოდნენ. დენიზს მეგობრები არ ჰყავდა.
ამდენ ქალებში მხოლოდ პოლინა კიუნიო ექცეოდა გულთბილად. მაგრამ რაკი
მზა ტანსაცმლისა და თეთრეულის სექციები მტრულად იყვნენ განწყობილნი
131
ერთმანეთის მიმართ, ეს ორი ახალგაზრდა გამყიდველი რამდენიმე სიტყვას თუ
გადაულაპარაკებდა ერთმანეთს, ეს იყო და ეს. მართალია, პოლინა და დენიზი
მეზობელ ოთახებში ცხოვრობდნენ, მაგრამ პოლინა ნასადილევს გადიოდა
მაღაზიიდან და თერთმეტ საათზე ადრე სახლში არ ბრუნდებოდა. ასე რომ,
დენიზი სამუშაო საათების გარდა არსად ხვდებოდა მას და ღამით მხოლოდ მისი
მოსვლა და ლოგინში ჩაწოლის ხმა ესმოდა.

ამ საღამოს დენიზი კვლავ შეუდგა ფეხსაცმლის დაკერებას. იგი ხელში


ატრიალებდა ფეხსაცმელს, ათვალიერებდა და ფიქრობდა, თვის ბოლომდე თუ
გამიძლებსო. ბოლოს, ავარდნილ ლანჩას მსხვილი ნემსით დაუწყო მიკერება.
ამავე დროს საყელო და სამკლავურები საპნიან წყალში ჰქონდა ჩამბალი.

ყოველ საღამოს ხმაური ესმოდა. ქალები სათითაოდ ბრუნდებოდნენ,


ჩურჩულებდნენ, იცინოდნენ, ხანდახან ხმადაბლა კამათობდნენ კიდეც. შემდეგ
საწოლების ჭრიალი და მთქნარება მოისმოდა და ბოლოს ოთახები ღრმა ძილს
ეძლეოდა. მარცხენა ოთახის მეზობელი ძილში ხმამაღლა ლაპარაკობდა ხშირად,
დენიზს პირველ ხანებში კიდეც ეშინოდა. იქნებ სხვებიც ათენებდნენ
ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის დაკერებაში, მაგრამ რაკი ეს აკრძალული იყო,
ისინიც, ეტყობა, ფრთხილად მუშაობდნენ, ცდილობდნენ, არ ეხმაურათ და
ფეხაკრეფით დადიოდნენ თავიანთ ოთახებში. ახლაც სამარისებური სიჩუმე
გამეფებულიყო.

თერთმეტს ათი წუთი გადასცილდა, როცა დენიზს ფეხის ხმა მოესმა დერეფანში.
ვიღაცამ დაიგვიანაო, გაიფიქრა. როცა გვერდით ოთახის კარი გაიღო, მიხვდა,
პოლინა იყო. ერთი წუთის შემდეგ, დენიზი გაკვირვებისგან გაშეშდა:
თეთრეულის სექციის გამყიდველი ფეხის წვერებზე მობრუნდა ოთახიდან და მის
კარს მიუკაკუნა.

– ჩქარა გააღეთ, მე ვარ!

გამყიდველ ქალებს აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთის ოთახში შესვლა. ამიტომ


დენიზმა სწრაფად გააღო კარი, ეშინოდა, ქალბატონ კაბენს, ქალების
ზედამხედველს, პოლინასთან არ მიესწრო.

– აქაა? – ჰკითხა დენიზმა და კარი ჩაკეტა.

132
– ვინ? ქალბატონი კაბენი? ოჰ, მისი არ მეშინია! საკმარისია ათი სუ და საქმე
მოგვარებული იქნება... დიდი ხანია თქვენთან ლაპარაკი მინდოდა, ქვემოთ კი
ვერ ვახერხებ... ამ საღამოს, ვახშმობისას ისეთი ნაღვლიანი სახე გქონდათ...

გულაჩვილებულმა დენიზმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის და სკამი


შესთავაზა. მაგრამ ამ მოულოდნელ სტუმრობას ისე დაებნია, დასაკერებელი
ფეხსაცმელი ხელში შერჩა. პოლინამ შეამჩნია, თავი გადააქნია, ირგვლივ
მიმოიხედა და კაბის საყელოსა და სამკლავურებსაც მოჰკრა თვალი თასში.

– საბრალო გოგო! ასეც ვფიქრობდი... – ჩაილაპარაკა მან, – არა უშავს, გენაცვალე,


ასეთი მწარე დღეები მეც გამოვიარე. პირველ ხანებში, როცა შარტრიდან
ჩამოვედი და მამაჩემი ერთ სუსაც არ მიგზავნიდა, მეც ასე ვრეცხავდი პერანგებს!
დიახ, დიახ, პერანგების რეცხვაც მიხდებოდა, მხოლოდ ორი ხელი საცვალი
მქონდა და ერთი ხელი მუდამ დამბალი იყო.

პოლინა სკამზე ჩამოჯდა, ჩქარი სიარულისგან სულს ძლივს ითქვამდა, სიკეთე


უკრთოდა ფართო სახეზე. ქალს პატარა, მკვირცხლი თვალები და დიდი პირი
ჰქონდა. დენიზს თავისი ცხოვრება გადაუშალა: ბავშვობა წისქვილში
გაეტარებინა, მამამისი სასამართლო პროცესებს გაეკოტრებინა და ბედის
საძებრად ქალიშვილი პარიზს გამოეშვა ოცი ფრანკით ჯიბეში. ჯერ ბატინიოლის
მაღაზიაში მუშაობდა, შემდეგ – «ქალთა ბედნიერებაში». პირველ დღეებში ბევრი
შეურაცხყოფა და გაჭირვება გადაეტანა, მაგრამ ახლა ბედს არ უჩიოდა, თვეში
ორას ფრანკს იღებდა, უზრუნველად ატარებდა დღეებს და კარგადაც ერთობოდა.
ტანში კოხტად გამოყვანილ, ლურჯი მაუდის კაბაზე სამკაულებიც ეკეთა: გულის
ქინძისთავი და საათის ძეწკვი. თავზე რუხბუმბულიანი ხავერდის ქუდი ეხურა.

დენიზს შერცხვა, ფეხსაცმლის დაკერების დროს რომ მიუსწრეს, ყაყაჩოსავით


გაწითლდა და რაღაც წაიბუტბუტა.

– არა უშავს! აკი გეუბნებით, ასეთი რამ მეც გადამხდენია-მეთქი, – გაუმეორა


პოლინამ, – მე ხომ თქვენზე უფროსი ვარ, ოცდაშვიდი წელი მისრულდება...
თუმცა არ მეტყობა, ხომ? აბა, ახლა თქვენზე მითხარით რამე.

დენიზს ისე გულწრფელად შესთავაზეს მეგობრობა, რომ გული მოულბა.


ქვედატანის ამარა, მხრებზე მოსხმული ძველი შალით ჩამოჯდა კოხტად
გამოწყობილი პოლინას გვერდით და მუსაიფი დაიწყეს. ოთახში ყინავდა.
ციხესავით მოტიტვლებული მანსარდის კედლებიდან სიცივე იჭრებოდა. მაგრამ

133
აღსარებაში გართული ქალიშვილები ვერ გრძნობდნენ, როგორ გაეთოშათ ხელის
თითები. დენიზმა ნელ-ნელა გაუხსნა გული, ელაპარაკა ჟანსა და პეპეზე, უამბო,
როგორ წვალობდა ფულის ნაკლებობის გამო, ბოლოს მზა ტანსაცმლის
გამყიდველებზეც ჩამოაგდეს სიტყვა. პოლინა აღშფოთებული იყო.

– ოო, რა ავგული ხალხია! – წამოიძახა მან, – ისინი რომ მეგობრულად


გექცეოდნენ, ას ფრანკზე მეტს გამოიმუშავებდით.

– ყველას ვეჯავრები და არ ვიცი კი, რატომ, – ამბობდა ცრემლმორეული დენიზი, –


აი, თუგინდ ბატონი ბურდონკლი აიღეთ, გამუდმებით მადევნებს თვალს, უნდა
როგორმე დანაშაულზე წამასწროს, თითქოს ხელს ვუშლიდე... ერთადერთი ძია
ჟუვია...

პოლინამ შეაწყვეტინა:

– ეს ბებერი მაიმუნი ინსპექტორი? ოჰ, საყვარელო, არ ენდოთ... იცით,


გრძელცხვირა მამაკაცები სანდონი არ არიან... ორდენებით კი მოაქვს თავი,
მაგრამ ისეთი ამბავი გადახდენია ჩვენს სექციაში... ისეთ რამეებს ამბობენ, თმა
ყალყზე დაგიდგებათ! თქვენ კი ნამდვილი ბავშვი ყოფილხართ, ასე რომ
იხეთქავთ გულს. ასეთი მგრძნობიარობა ხომ უბედურებაა! განა მარტო თქვენ
იტანჯებით ასე! სამსახურში მიღების საფასურს გახდევინებენ, მორჩა და
გათავდა!

მან ხელი მოხვია დენიზს და გულში ჩაიკრა. ფულის საკითხი კი, სერიოზული
საზრუნავი იყო. რასაკვირველია, იმ რამდენიმე სუდ, რასაც სხვები არ
კადრულობენ და დენიზს მიუგდებდნენ ხოლმე, ორი ძმის რჩენა შეუძლებელი
იყო: უმცროსი ძმისთვის პანსიონის საფასური უნდა გადაეხადა და უფროსი ძმის
საყვარლებსაც გამასპინძლებოდა. მით უმეტეს, რომ მარტის ბოლომდე
ხელფასსაც ვერ მიიღებდა.

– ყური მიგდეთ, ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვერ გაუძლებთ, – უთხრა


პოლინამ, – თქვენს ადგილას, მე...

დერეფნიდან რაღაც ხმაური მოისმა და მეგობრები ჩაჩუმდნენ. ალბათ, მარგარიტა


იყო. ამბობდნენ, ღამღამობით ღამის პერანგის ამარა დერეფანში დაძრწის და
ყურს უგდებს, სძინავს თუ არა ყველასო. პოლინას ხელი არ გაუშვია

134
მეგობრისთვის და ყურებდაცქვეტილი შეჰყურებდა უსიტყვოდ. შემდეგ
ხმადაბლა განაგრძო:

– თქვენს ადგილას, მეგობარს გავიჩენდი, – რბილად, მაგრამ მტკიცედ უთხრა მან.

– ვინ მეგობარს? – წაიჩურჩულა დენიზმა, რომელიც ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რას


ურჩევდა პოლინა. მაგრამ როცა მიხვდა, ხელი გამოსტაცა და დაბნეული სახით
აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ამ რჩევამ შეაშინა. ასეთი აზრი არასდროს მოსვლია
თავში და ვერ გაეგო, რა სარგებლობა უნდა ჰქონოდა მას.

– ოჰ, რას ამბობთ! არა! – თქვა მან ბოლოს.

– მაშინ, ჩემო კარგო, საშველი არ ყოფილა და ისაა! თქვენ თვითონ დაფიქრდით:


ორმოცი ფრანკი უმცროს ძმას სჭირდება, ასი სუ დროდადრო უფროსს მიაქვს.
გარდა ამისა, მუდამ მათხოვარივით ხომ არ იქნებით ჩაცმული? ეს ფეხსაცმელები
მაინც არ უნდა გამოცვალოთ? ხომ ხედავთ, გამყიდველებს სულ ეს აკერიათ
პირზე! მართალი გითხრათ, ამ ფეხსაცმლის გამო ბევრს აგებთ! დამიჯერეთ, ჯობს
ვინმე გაიჩინოთ და გაცილებით გაგიადვილდებათ ცხოვრება...

– არა, – გაიმეორა დენიზმა.

– ოჰო, რა უჭკუო ყოფილხართ! სულ ერთია, ეს ამბავი არ აგცდებათ, ჩემო კარგო


და თანაც მეტად ბუნებრივი იქნება! ეს ყველას ხვედრია! მაგალითად, მეც
თქვენსავით უხელფასოდ ვმუშაობდი, უკაპიკოდ ვიჯექი. რასაკვირველია,
საჭმელი და თავშესაფარი მეც მქონდა, მაგრამ ჩაცმაც ხომ მინდოდა? და
საერთოდ, მუდამ უფულოდ ჯდომა ოთხ კედელს შორის და ჭერზე ბუზების
თვლა შეუძლებელია! ჰოდა, იძულებული ხარ, ამ გზას დაადგე!

და მან მოიგონა თავისი საყვარელი, იურისტის კლერკი. იგი მედონის ტყეში


სეირნობისას გაუცნია. მის შემდეგ ფოსტის მოხელესთან დაუწყია სიარული,
ბოლოს, გასული წლის შემოდგომიდან «ბონ-მარშეს» გამყიდველთან
მეგობრობდა, მაღალ, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცთან. ისინი თავისუფალ დროს
ერთად ატარებდნენ, თანაც, ერთ საყვარელზე მეტი ერთდროულად არასდროს
მყოლია, პატიოსანი ვარ და ვერ ვიტან იმ უსირცხვილო ქალებს, რომლებიც
პირველივე გამვლელს ნებდებიანო, დაამთავრა აღსარება პოლინამ.

– იმას კი არ გირჩევთ, ცუდ გზას დაადექით-მეთქი, – სწრაფად დაუმატა მან, – მე


პირადად ვერ წარმომიდგენია, კლარას საზოგადოებაში მნახოს ვინმემ, ხომ

135
იტყვიან, ესეც ხელიდანაა წასულიო! მაგრამ თუ ერთ ვინმესთან იქნებით, არავინ
გაგკიცხავთ! რა არის აქ ცუდი?

– არაფერი, – უპასუხა დენიზმა, – მაგრამ მე არ მაწყობს, მორჩა და გათავდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. მეგობრები ისხდნენ გაყინულ ოთახში და ხმადაბლა


საუბრით აღელვებულნი ერთმანეთს უღიმოდნენ.

– თანაც, თუ არ შემიყვარდა, როგორ უნდა ვიმეგობრო?! – დაუმატა დენიზმა და


გაწითლდა.

პოლინა გაოცდა, შემდეგ გაეცინა, კვლავ მოეხვია მეგობარს და უთხრა:

– ოჰ, ჩემო საყვარელო, როცა გაიცნობ, კიდეც შეგიყვარდება. რა სასაცილო ხართ.


ნუ გეშინიათ, არავინ დაგაძალებთ... რაკი ასეა, გინდათ, ბოჟეს ვეტყვი და კვირას
ქალაქგარეთ წაგვიყვანს და თან რომელიმე მეგობარს წამოიყვანს.

– არა, – მოკრძალებით, მაგრამ მაინც ჯიუტად გაუმეორა დენიზმა.

პოლინა აღარ ჩასციებია. იცოდა, ყველას თავისი აზრი ჰქონდა და როგორც


უნდოდა, ისე მოიქცეოდა. და თუ დენიზს რამე ურჩია, მხოლოდ კეთილი
გულით. გულწრფელად სწყინდა, რომ მისი მეგობარი ასე წვალობდა. შუაღამე
იყო. პოლინა წასასვლელად მოემზადა, წასვლის წინ დენიზს ძალით ჩაუდო
ხელში ექვსი ფრანკი, სთხოვა, უარს ნუ ეტყოდა, აეღო და თან უთხრა, ნუ
სწუხარ, როცა გექნება ფული, ვალი მაშინ დამიბრუნეო.

– ახლა კი, – დაუმატა მან, – სანთელი ჩააქრეთ, არ დაინახონ, რომელი კარი


გაიღო... შემდეგ ისევ აანთეთ.

დენიზმა სანთელი ჩააქრო და მეგობრებმა მაგრად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.


პოლინა ფრთხილად გაიპარა და ისე ჩუმად შევიდა ოთახში, კაბის ოდნავი
შრიალის მეტს არაფერს დაურღვევია დაღლილი ქალების ძილი.

დენიზს უნდოდა, დაწოლამდე დაემთავრებინა ფეხსაცმლის დაკერება და


სარეცხის გარეცხვა. ღამე ჩამოწვა, სიცივემ იმატა, მაგრამ პოლინას სიტყვებით
აღელვებული ამას ვერ გრძნობდა. მარტოხელა ქალს, მისი აზრით, უფლება
ჰქონდა, მოეწყო თავისი ცხოვრება, როგორც მოისურვებდა, ამიტომ არც
აღშფოთებულა პოლინას საქციელით. თვითონ სხვისი აზრებისთვის არასდროს
გაუწევია ანგარიში და თუკი პატიოსნად ცხოვრობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე

136
კარნახობდა თავისი ბუნება და საღი გონება. როგორც იქნა, საათის
პირველისთვის დენიზი დაწვა. არავინ უყვარდა. და თუ ასე იყო, რაღატომ
გაიფუჭოს ცხოვრება და ხელი აიღოს დედობრივ მზრუნველობაზე, თავის ორ
ძმას რომ უწევს?! მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ფიქრმა ძილი დაუფრთხო,
მთელი ტანით ცახცახებდა და დახუჭული თვალების წინ გაურკვეველი ზმანება
ესახებოდა, რომელიც მაშინვე სიბნელეში ქრებოდა.

ამ დღის შემდეგ დენიზი გულისყურით ისმენდა თანამშრომლების სასიყვარულო


ამბებს. თუ მაღაზიაში ბევრი სამუშაო არ იყო, ქალიშვილები მუდამ მამაკაცებზე
ლაპარაკობდნენ. მთელი კვირის განმავლობაში ჭორებსა და ათასგვარ
სათავგადასავლო ამბებს ბოლო არ უჩანდა: კლარა საყოველთაო რისხვას
იმსახურებდა. ამბობდნენ, სამი კაცის ხასაა, ხოლო შემთხვევით საყვარლებს ვინ
დათვლისო. კლარა უგულოდ მუშაობდა მაღაზიაში, დაღლას ერიდებოდა,
ხელფასიც არ აინტერესებდა, სხვა გზით უფრო მეტს შოულობდა, მაგრამ
სამუშაოს მხოლოდ იმიტომ არ ანებებდა თავს, რომ ოჯახის წევრებისთვის აეხვია
თვალი, განსაკუთრებით მამის ეშინოდა, რომელიც ემუქრებოდა, ჩამოვალ
პარიზში და ამ ჩემი ხის ქოშებით თავს გაგიხეთქავო... მარგარიტა, პირიქით,
წესიერად იქცეოდა, საყვარელი არ ჰყავდა. სხვათა შორის, ყველას უკვირდა,
რადგან მის წარსულს კარგად იცნობდნენ, პარიზშიც ხომ იმიტომ იყო ჩამოსული,
რომ ნაცნობებისთვის უკანონო შვილის გაჩენა დაემალა! ჰოდა, თუ წესიერი ქალი
იყო, ეს შვილი საიდან გაუჩნდაო? ზოგი ირწმუნებოდა, რას იზამ, ერთხელ
მღვდელიც შეცდება, ახლა კი პატიოსნად ცხოვრობს, შემდეგ გრენობლში წავა და
ბიძაშვილს გაჰყვება ცოლადო. გამყიდველები არც ქალბატონ ფრედერიკს
ინდობდნენ და ამბობდნენ, სერიოზულ მამაკაცებთან დადის ჩუმჩუმადო.
ნამდვილად არავინ არაფერი იცოდა, საღამოობით ეს პირქუში ქვრივი საქმიანი
სახით მიდიოდა სადღაც, მაგრამ ვერავინ გაიგო, სად ეჩქარებოდა ასე ძალიან. რაც
შეეხება, ქალბატონ ორელის ვნებებს, ირწმუნებოდნენ, მორცხვ ყმაწვილებს
გულგრილად ვერ უყურებს და მუდამ მშიერი თვალებით შესციცინებსო.
რასაკვირველია, ეს ტყუილი იყო და მხოლოდ უკმაყოფილო თანამშრომლები
უგონებდნენ თავის გასართობად. იქნებ, ის ვერ დაევიწყებინათ, რომ ერთხელ
მეტისმეტი დედობრივი სითბო გამოამჟღავნა თავისი ვაჟის მეგობრისადმი?!
სამაგიეროდ, ახლა სიახლეების მაღაზიაში სერიოზული ქალის სახელი ჰქონდა,
რომელსაც მსგავსი სისულელეები არ აინტერესებდა. არც დანარჩენი
გამყიდველები იყვნენ უცოდველნი. ყოველი ათი ქალიშვილიდან, ცხრას
უეჭველად საყვარელი ჰყავდა. საღამოობით, გაიონის მოედანზე, ლა
137
მიშოდიერისა და ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩების გასწვრივ და მაღაზიის
შესასვლელთან, მამაკაცები გუშაგებივით იყვნენ ჩამწკრივებულნი, იცდიდნენ
და შესასვლელ კარს უთვალთვალებდნენ. გამყიდველების გამოსვლისთანავე
თითოეული მათგანი თავის სატრფოსთან მივიდოდა, მკლავს შესთავაზებდა და
ცოლქმრული სიმშვიდით, მუსაიფ-მუსაიფით გაჰყვებოდნენ ქუჩას.

მაგრამ დენიზი ყველაზე უფრო კოლომბანის საიდუმლოების გაგებამ შეაწუხა.


როცა არ უნდა გადაეხედა ფანჯარაში, მუდამ ამჩნევდა «ძველი ელბეფის»
კართან ატუზულს. იგი თვალს არ აშორებდა მზა ტანსაცმლის სექციის
ქალიშვილებს. თუ დენიზს მოჰკრავდა თვალს, გაწითლდებოდა და თავს
მიაბრუნებდა, თითქოს ეშინოდა, ჟენევიევთან არ დამაბეზღოსო, თუმცა იმის
შემდეგ, რაც დენიზი «ქალთა ბედნიერებაში» მოეწყო, ბოდიუმ ყოველგვარი
ურთიერთობა გაწყვიტა თავის ძმისწულთან. კოლომბანი ისე უიმედო
თვალებით იყურებოდა «ქალთა ბედნიერებისკენ”, დენიზს ეგონა, მარგარიტა
მოსწონდა და რადგან ამ პატიოსან ქალს ბინა მაღაზიაში აქვს, მასთან
შეხვედრაზე ფიქრიც ზედმეტია და ეს დარდი აწუხებსო. მაგრამ რაოდენ დიდი
იყო მისი გაოცება, როცა დარწმუნდა, კოლომბანი კლარას სიყვარულში
გამოსტყდომოდა. რა იცოდა, რომ ლუი-ლე-გრანის ქუჩაზე მცხოვრებ,
თავისუფალი ყოფაქცევის ქალთან მისვლა ადვილი საქმე იყო, სანამ რომელიმე
ახალ მამაკაცს არ გაჰყვებოდა სასეირნოდ. კლარა, ეტყობოდა, ვერ ამჩნევდა
კოლომბანის ტანჯვას. ამ ამბავმა საშინლად შეაწუხა დენიზი. ნუთუ ასეთი ბრმაა
სიყვარული?! ახალგაზრდა კაცს ბედი კარზე მოსდგომია, ის კი ცხოვრებას
იფუჭებს და გარყვნილ ქალს წმინდანივით ათაყვანებსო. ამ დღიდან დენიზს
მუდამ ეკუმშებოდა გული, როცა «ძველი ელბეფის» მომწვანო შუშის მიღმა
ჟენევიევის ფერმკრთალ, გატანჯულ სახეს დაინახავდა.

ასეთ ფიქრში იყო საღამოობით დენიზი. გამყიდველი ქალები ქალაქში


მიჰყვებოდნენ საყვარლებს, ვინც «ქალთა ბედნიერებაში» არ ათევდა ღამეს,
მეორე დილამდე ქრებოდნენ, ხოლო დილით რაღაც ამაღელვებელი, უცხო
სურნელი მოჰქონდათ გარედან. ზოგჯერ პოლინა ღიმილით დაუქნევდა ხოლმე
თავს, მასაც ყოველდღე, საღამოს ცხრის ნახევარზე, გაიონის მოედანზე
შადრევანთან ელოდა ბოჟე. ყველაზე ბოლოს დენიზი გადიოდა მაღაზიიდან,
მუდამ მარტო სეირნობდა და ყველაზე ადრე ბრუნდებოდა. მუშაობდა თუ
საწოლში იწვა, ერთი ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ცნობისმოყვარეობას
შეეპყრო, გასცნობოდა ამ უცნობი ქალაქის ცხოვრებას. ამ ქალიშვილებისა

138
არაფერი შურდა, ბედნიერი იყო თავისი მარტოობით, გულჩათხრობილობით,
რომელიც თავშესაფრად ემსახურებოდა, მაგრამ მისი თანდასწრებით მოყოლილი
ამბები და სხვადასხვაგვარი გართობები თავში უტრიალებდა. თვალწინ ედგა
კაფეები, რესტორნები, თეატრები, მდინარის პირას ან ქალაქგარეთ რესტორნებში
გატარებული კვირადღეები. სხვის მიერ მოყოლილი ამბებით მიღებული
შთაბეჭდილებებისგან გული ეღლებოდა, თავი სტკიოდა, თითქოს დაქანცულაო
ამ დროს ტარებისგან, რომლის გემო ჯერ არც გაესინჯა.

სამუშაოთი დატვირთულს, ძალიან ცოტა დრო რჩებოდა ასეთი სახიფათო


ოცნებებისთვის. მაღაზიის გამყიდველი ქალებიც და მამაკაცებიც ცამეტი საათის
მუშაობით ისე იყვნენ გამოფიტულნი, რომ არავითარი ლტოლვა არ ჰქონდათ
ერთმანეთისადმი. ყოველი კაპიკისთვის გამუდმებულ ბრძოლას,
მუჯლუგუნებისგან მიყენებულ ტკივილებს ყოველგვარი სურვილი ჩაეკლა. ამ
მტრობასა თუ მეგობრულ დამოკიდებულებაში, სექციათა შორის არსებულ
უსიამოვნებებში, იშვიათად შეხვდებოდით სასიყვარულო კავშირს. ადამიანები აქ
პატარა ჭანჭიკებს წარმოადგენენ, ჩათრეულნი არიან აზანზარებული მანქანის
მიერ, რომელიც ამ ბანალურ და ყოვლისშემძლე ფალანსტერში მათ უარს
ათქმევინებდა საკუთარ «მე»-ზე და მხოლოდ სამუშაო ძალად იყენებდა. პირადი
ცხოვრება მაღაზიის გარეთ იწყებოდა, სადაც ვნება თავშეუკავებლად იღვიძებდა.

ერთხელ დენიზმა მათი სექციის გამგის ვაჟი, ალბერ ლომი, თეთრეულის


სექციასთან შეამჩნია. ბიჭმა წერილი ჩაუდო ხელში ერთ გამყიდველ ქალს.
ზამთრის პერიოდში, დეკემბრიდან თებერვლამდე ვაჭრობა უსიცოცხლოდ
მიმდინარეობს ხოლმე და ამ პერიოდს «მკვდარ სეზონს» უწოდებენ. ახლაც
ასეთი სეზონი იყო და დენიზმა სული მოითქვა, მყიდველების მოლოდინში
უსაქმოდ იდგა და მაღაზიის სიღრმეში იყურებოდა. მზა ტანსაცმლის სექციის
გამყიდველი ქალები უმთავრესად მაქმანის სექციის გამყიდველებთან
მეგობრობდნენ, მაგრამ ეს მეგობრობა ხუმრობის საზღვარს არ სცილდებოდა.
მაქმანის სექციის გამგის მოადგილეს ოხუნჯობა უყვარდა და კლარას უხამსად
ელაზღანდარებოდა, სიყვარულს ეფიცებოდა. ყველამ იცოდა, რომ იგი თავს
იქცევდა, თორემ ისე გულგრილად უყურებდა ამ ქალს, ერთხელაც არ უცდია,
მაღაზიის გარეთ შეხვედროდა. ერთი დახლიდან მეორე დახლამდე ისმოდა
ახალგაზრდების გადაკრული სიტყვები, რომელთა აზრი მხოლოდ მათ ესმოდათ,
მრავალმნიშვნელოვნად უყურებდნენ ერთმანეთს, ხანდახან, ბურდონკლის
შეცდომაში შესაყვანად ზურგშექცევით იდგნენ და ჩაფიქრებული სახით

139
მუსაიფობდნენ დაბალ ხმაზე. რაც შეეხება დელოშს, იგი დიდხანს
კმაყოფილდებოდა იმით, რომ ღიმილით შესცქეროდა დენიზს. შემდეგ გათამამდა
და ერთხელ იდაყვიც გაჰკრა ფრთხილად და მეგობრული სიტყვაც უთხრა. იმ
დღეს კი, როცა დენიზმა დაინახა, როგორ გადასცა წერილი ქალბატონი ორელის
ვაჟმა თეთრეულის გამყიდველ ქალს, დელოშმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და
დენიზს ჰკითხა, ხომ კარგად ისაუზმეთო. მასაც მოეკრა თვალი თეთრად
გაელვებული ქაღალდისთვის. ისინი ამ სასიყვარულო ინტრიგის უნებური
მოწმეები გახდნენ და გაწითლდნენ.

თუმცა ეს მგრძნობიარე ატმოსფერო დენიზში ქალს აღვიძებდა, იგი მაინც


წინანდებურად ინარჩუნებდა ბავშვურ სიმშვიდეს. ხანდახან იუტენთან
შეხვედრა თუ აუფორიაქებდა სულს, მაგრამ თვითონ ამ ამბავს მადლიერების
გრძნობით ხსნიდა და თავს არწმუნებდა, მისი თავაზიანობა მხიბლავსო.
საკმარისი იყო, იუტენს რომელიმე მყიდველი მოეცილებინა მზა ტანსაცმლის
სექციაში, რომ დენიზს მაშინვე ღაწვები აუფაკლდებოდა. რამდენჯერმე,
სალაროდან დაბრუნებისას, მაღაზიას შემოუარა და აბრეშუმის სექციის გავლით
დაბრუნდა თავის ადგილას. უკვირდა თავისი საქციელის და გული მაგრად
უცემდა. ერთხელ, ნაშუადღევს იგი მურეს შეხვდა. მურემ ღიმილი შეაგება,
ეტყობოდა, თვალს ადევნებდა. დენიზის ბედი სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ
ზოგჯერ მაინც გაიმეტებდა რამდენიმე სიტყვას, ხან ჩაცმაზე ჩამოუგდებდა
ლაპარაკს, ხან ხუმრობით დასცინოდა მის მოუხერხებლობასა და
გულჩათხრობილობას. მურეს მიაჩნდა, რომ დენიზი ბიჭს უფრო ჰგავდა, ვიდრე
ქალიშვილს და ქალების ყურადღებით განებივრებული ეს მამაკაცი თანდათან
რწმუნდებოდა, რომ მიუხედავად მთელი თავისი გამოცდილებისა, დენიზს
ვერასდროს დააწყებინებდა კეკლუცობას. ეს ამბავი ისე სასაცილოდ მიაჩნდა,
ხანდახან კიდეც ექილიკებოდა. მურე ჯიუტობდა, თავს არ უტყდებოდა, რომ ეს
კულულებაწეწილი გამყიდველი რაღაცით აფორიაქებდა. როცა დენიზმა
მოღიმარი მურე დაინახა, ისე აცახცახდა, თითქოს დანაშაულზე წაუსწრესო.
ნუთუ მიუხვდა, რატომ შემოვიდა აბრეშუმის სექციაში?! კი მაგრამ, თვითონაც
ხომ ვერ აეხსნა, რატომ ირჩევდა ასეთ გრძელ გზას თავის სექციაში
დასაბრუნებლად?!

იუტენი ვერც კი ამჩნევდა დენიზის მადლიერ შემოხედვას. გამყიდველი ქალები


არ მოსწონდა, ზიზღით ექცეოდა და ერთთავად ტრაბახობდა, კლიენტ ქალებთან
უჩვეულო თავგადასავლები მაქვსო: ბარონის ცოლს გაგიჟებით შევუყვარდი

140
პირველივე ნახვაზე, ხოლო ამას წინათ ერთი არქიტექტორის ცოლთან მივედი,
შეცდომით გადაზომილი ქსოვილის თაობაზე და ქალი მაშინვე მკლავებში
ჩამივარდაო. ამ ნორმანდიული ბაქიაობით მალავდა ლუდხანიდან და კაფე
შანტანიდან გამოყვანილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან კავშირს. სიახლეების
მაღაზიის სხვა ნოქრებივით, მასაც უყვარდა ფულის ფლანგვა. მთელი კვირის
განმავლობაში წელში წყდებოდა, ძუნწის სიჯიუტეს ამჟღავნებდა, რომ შემდეგ
კვირადღეს დოღზე, რესტორნებსა და ბალზე ერთბაშად გაეფლანგა ეს ფული.
არავითარი ხელმომჭირნეობა, ფულის დაზოგვა არ სწამდა. როგორც კი ხელფასს
აიღებდა, მაშინვე ხარჯავდა და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდა. ფავიე
ამფსონობას არ უწევდა ასეთ საქმეებში. მართალია, მაღაზიაში ყოფნისას
მეგობრობდნენ, მაგრამ, როგორც კი ქუჩაში გავიდოდნენ, ერთმანეთს
ემშვიდობებოდნენ და მეორე დილამდე არ ხვდებოდნენ. ბევრი გამყიდველი იყო
ასეთ ურთიერთობაში. მთელ დღეს ერთად ატარებდნენ სამუშაოზე და მაღაზიის
ზღურბლის გადაბიჯებისთანავე ერთმანეთისთვის უცხონი ხდებოდნენ.
იუტენის ახლო მეგობრად ლიენარი ითვლებოდა. ისინი ერთ სასტუმროში
ცხოვრობდნენ, სენტ-ანის ქუჩაზე. ამ პირქუშ სახლში, სასტუმრო «სმირნაში»,
სავაჭრო სახლების თანამშრომლები ბინადრობდნენ. იუტენი და ლიენარი
დილით ერთად მოდიოდნენ მაღაზიაში, საღამოს კი ის, ვინც პირველი
მიალაგებდა დახლს და გათავისუფლდებოდა, სენ-როკის ქუჩაზე მდებარე
პატარა კაფე, «სენ-როკში» ელოდებოდა მეორეს. აქ, ჩვეულებრივ, «ქალთა
ბედნიერების» ნოქრები მღეროდნენ და ბანქოს თამაშობდნენ. ხშირად ღამის
პირველ საათამდე ისხდნენ, სანამ კაფეს დაქანცული პატრონი გარეთ არ გაყრიდა
ყველას. უკანასკნელი თვის განმავლობაში, მეგობრები კვირაში სამჯერ
მონმარტის ერთ პატარა სამიკიტნოში ატარებდნენ დროს, თან მიჰყავდათ
მეგობრები და იუტენის უკანასკნელ მონაპოვარს, მომღერალ ქალს, მადმუაზელ
ლორის, ოვაციას უწყობდნენ. ქალის ნიჭის აღიარების ნიშნად მეგობრები ისე
მაგრად აკაკუნებდნენ ჯოხებს და ისეთი წივილ-კივილი ჰქონდათ, რომ უკვე
ორჯერ პოლიციას მოუხდა ჩარევა.

ასე გავიდა ზამთარი. დენიზს, როგორც იქნა, ჯამაგირი დაუნიშნეს, სამასი


ფრანკი. სწორედ დროზე მიუსწრეს: მის უხეშ ფეხსაცმელს ორი პარასკევიც არ
ედო წინ. ბოლო თვეში ქუჩაშიც იშვიათად გადიოდა, ეშინოდა, ლანჩა
ქვაფენილზე არ დარჩენოდა.

141
– ღმერთო ჩემო, რა საშინლად ხმაურობთ ამ ფეხსაცმლით, მადმუაზელ! – ხშირად
ეტყოდა ხოლმე ნერვებაშლილი ქალბატონი ორელი, – ნეტავი რა გაცვიათ ფეხზე!
ეს უკვე აუტანელია!

იმ დღეს, როცა დენიზი ხუთ ფრანკად ნაყიდი მაუდის ფეხსაცმლით გამოჩნდა,


მარგარიტამ და კლარამ ყველას გასაგონად ხმამაღლა გაიკვირვეს:

– ერთი შეხედეთ, ფეთხუმს თავისი ქოშები გაუხდია!

– ოო, ალბათ, როგორ გამოიტირა! ეს ხის ქოშები ხომ მისი დედიკოს ნაქონი იყო!

ბოლო ხანებში დენიზს მთელი სექცია აუჯანყდა. პოლინასთან მეგობრობა


ღალატად ჩაუთვალეს, ჩვენს ნათქვამს სიტყვასიტყვით გადასცემს ჩვენს
მტრებსო. მზა ტანსაცმლისა და თეთრეულის სექციების შუღლი კიდევ უფრო
გაღრმავდა. ასეთი მტრობა არასდროს ჰქონიათ. ქალები ცდილობდნენ,
გულისმომკვლელი სიტყვებით შეემკოთ ერთმანეთი. ერთ საღამოს სილის
გაწვნის ხმაც გაისმა პერანგების ყუთებს უკან. იქნებ, ამ შორეული ქიშპობის
მიზეზი ის იყო, რომ თეთრეულის სექციის გამყიდველებს შალის კაბა ჰქონდათ
ფორმად, ხოლო მზა ტანსაცმლის სექციის გამყიდველები აბრეშუმში იყვნენ
გამოწყობილნი. ყოველ შემთხვევაში, თეთრეულის სექცია ზიზღით იხსენიებდა
მეზობელს. სხვათა შორის, ფაქტებიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა:
შემჩნეული იყო, რომ აბრეშუმი გამრყვნელ გავლენას ახდენდა მზა ტანსაცმლის
გამყიდველებზე. კლარას ქირდავდნენ, საყვარლების მთელი ხროვა ჰყავსო,
მარგარიტას წამდაუწუმ წააძახებდნენ უკანონო შვილის გაჩენას, ქალბატონ
ფრედერიკსაც არ ინდობდნენ, ბრალს სდებდნენ, ჩუმ-ჩუმად სად დადის, კაცმა
არ იცისო. და მთელი ამ უსიამოვნების მიზეზი დენიზი გახლდათ!

– ქალიშვილებო, თავი შეიკავეთ, უხამსი სიტყვები არ გავიგონო! – დინჯად


აფრთხილებდა ქალბატონი ორელი თავის გაანჩხლებულ მრევლს, – ნუ
გავიწყდებათ, ვინ ხართ.

მას ერჩივნა, ქალების კინკლაობაში არ ჩარეულიყო. ერთხელ მურესთან


ლაპარაკის დროს აღიარა, ყველა გამყიდველი ქალი ერთმანეთზე უარესიაო.
მაგრამ, როცა ბურდონკლმა უთხრა, სარდაფში თქვენს შვილს მივუსწარით,
თეთრეულის სექციის გამყიდველს კოცნიდაო, ქალბატონი ორელი აპილპილდა
და მაშინვე თეთრეულის სექციას დასწამა ცილი, განგებ ჩაითრიეს ალბერი ამ
საზიზღარ ინტრიგაში, გამოუცდელ ყმაწვილს რყვნიან, ჩემს წინააღმდეგ

142
მოქმედებენ, იციან, ჩემი სექცია უმწიკვლოა და ახლა სურთ, სახელი
შემიბღალონო. იგი საქმის დასახლართად გაჰყვიროდა ასე ხმამაღლა, თორემ
კარგად იცნობდა თავის ვაჟს, იცოდა, რა შვილიც ბრძანდებოდა და რამდენი
სისულელის ჩამდენი იყო. ამ ამბავმა სერიოზული სახეც მიიღო, რადგან ამ
საქმეში სხვებიც იყვნენ გაბმულნი, მაგალითად, ხელთათმანების გამყიდველი
მინიო: თურმე ალბერი მას უგზავნიდა თავის საყვარლებს, ისინი მთელი
საათობით აფათურებდნენ ხელებს მუყაოს ყუთებში და მინიოც ყოველმხრივ
უწყობდა ხელს ალბერს. ამას ისიც დაემატა, რომ თეთრეულის სექციის
გამყიდველ ქალს შვედური ხელთათმანი აჩუქეს თურმე, მაგრამ დარწმუნებით
ვერავინ ვერაფერი გაიგო. ბოლოს, მზა ტანსაცმლის სექციის გამგე დაინდეს და
სკანდალი მიჩქმალეს. მურე პატივს სცემდა ქალბატონ ორელის. ბურდონკლმა
ერთი კვირის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა თეთრეულის გამყიდველი,
მამაკაცს სარდაფში კოცნის ნება რად მიეციო. თუ დირექცია თვალს ხუჭავდა
გარყვნილებაზე მაღაზიის გარეთ, «ბედნიერებაში» ოდნავ ლაზღანდარობასაც
არავის აპატიებდა.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დენიზი დაისაჯა. მართალია, ქალბატონმა ორელიმ


უკვე კარგად გაიცნო დენიზის ბუნება, მაგრამ მაინც ვერ აპატია პოლინასთან
მეგობრობა, ფიქრობდა, ჩემს ჯიბრზე აკეთებს ამას, ალბერზე ჭორაობსო. ქალი
კიდევ უფრო ცივად ექცეოდა დენიზს და ახლოს არ იკარებდა. დიდი ხანია
გადაეწყვიტა, თავისი ხელქვეითები ერთ კვირადღეს აგარაკზე მიეპატიჟებინა. ეს
აგარაკი რამბუიეს ახლომდებარე სოფელში შეიძინა ასი ათასი ფრანკის
დანაზოგით. და ახლა შემთხვევა ეძლეოდა, დაესაჯა დენიზი და არ წაეყვანა ამ
გასეირნებაზე. მართლაც, მხოლოდ დენიზმა არ მიიღო მიწვევა. ორი კვირის
განმავლობაში სექციის გამყიდველებს სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდათ.
უყურებდნენ მაისის მზით გასხივოსნებულ ცას, წინასწარ ვარაუდობდნენ, დღის
რომელ მონაკვეთში რას გააკეთებდნენ, ოცნებობდნენ, როგორ იჯერებდნენ
გულს რძით, გამტკიცული პურით. ყველაზე მეტად ის მოსწონდათ, რომ
მხოლოდ ქალები მოიყრიდნენ თავს. ქალბატონ ორელის ჩვეულებად გადაექცა,
დღესასწაული ქალთა საზოგადოებაში გაეტარებინა. იგი გადაჩვეული იყო
ოჯახში ყოფნას, იშვიათად თუ ისადილებდა ქმარ-შვილთან და მაშინაც
უხერხულად გრძნობდა თავს, რესტორანში სადილობა ერჩივნა. ლომიც გარბოდა
სახლიდან, მარტოხელა კაცის ცხოვრება ახარებდა. მშობლებს არც ალბერი
ჩამოუვარდებოდა და საყვარლებთან ატარებდა დროს. ასე რომ, ოჯახურ
მყუდროებას გადაჩვეულნი, ერთმანეთს გაურბოდნენ და თუ კვირადღეს სახლში
143
მოუხდებოდათ დარჩენა, მოწყენილობისა და უხერხულობისგან თავიანთ
ოთახებში დაბორიალებდნენ ცალ-ცალკე, თითქოს სასტუმროში ყოფილიყვნენ
ჩამომსხდარნი, ღამის გასათევად. როცა რამბუიეში გასეირნება გადაწყდა,
ქალბატონმა ორელიმ ალბერი გააფრთხილა, შენი იქ ყოფნა უხერხულია, ხოლო
მამაშენი, იმედია, ტაქტს გამოიჩენს და უარს იტყვის წამოსვლაზეო. მამაკაცები
სიხარულით ცას ეწივნენ. ამასობაში ნანატრი დღეც ახლოვდებოდა და
ქალიშვილები მოუთმენლად ემზადებოდნენ, ლაპარაკობდნენ ტუალეტებზე,
რომელსაც ამ დღისთვის იკერავდნენ, თითქოს ექვსი თვით მიდიოდნენ
სამოგზაუროდ. დენიზი კი იდგა და უსმენდა მათ გაუთავებელ ტიკტიკს.

– რაო, ხომ არ ბრაზობთ? – ჰკითხა ერთ დღეს პოლინამ, – თქვენს ადგილას ერთი
კარგად გავაცურებდი მათ! ისინი ერთობიან, არა? ჰოდა, მეც გავერთობოდი!
ჩვენთან წამოდით კვირას, ბოჟეს ჟუანვილში მივყავარ.

– არა, გმადლობთ, – მშვიდად უპასუხა დენიზმა.

– კი, მაგრამ, რატომ? ნუთუ ისევ გეშინიათ, რომ ძალით მოგიტაცებენ?

პოლინამ გულიანად გაიცინა. დენიზსაც გაეღიმა. მან კარგად იცოდა, რა


მოჰყვებოდა ხოლმე ასეთ გასეირნებას: გაჰყვება ქალიშვილი სასეირნოდ თავის
მეგობრებს, გააცნობენ ვითომდა შემთხვევით წამოყვანილ ნაცნობს, რომელიც
მერე მისი საყვარელი გახდება. დენიზს კი ასეთი რამ არ უნდოდა.

– ყური მიგდეთ, – უთხრა პოლინამ, – გეფიცებით, ბოჟე არავის წამოიყვანს.


მხოლოდ ჩვენ სამნი ვიქნებით... რაკი არ გინდათ, ძალით ხომ არ მოგახვევთ
ვინმეს!

დენიზი ყოყმანობდა, თუმცა ისე უნდოდა მათთან ერთად წასვლა, რომ ლოყები
აუვარდისფრდა. გამყიდველები იმდენს ლაპარაკობდნენ ქალაქგარეთ მიღებულ
სიამოვნებაზე, რომ სუნთქვა ეკვროდა, უნდოდა, მასაც ენახა უღრუბლო ცა,
მაღალი ბალახი, უზარმაზარი ხეები, რომელთა ჩრდილი გრილ წყაროსავით
მოელამუნებოდა. კონტანტენის ხშირ მწვანეში გატარებული ბავშვობა გაახსენდა
უცებ და მზე მოენატრა.

– კეთილი, წავიდეთ! – თქვა ბოლოს.

შეთანხმდნენ: ბოჟე დილის რვა საათზე შეხვდებოდათ გაიონის მოედანზე,


იქიდან ვენსენის სადგურზე წავიდოდნენ ეტლით. რაკი დენიზი თავისი

144
ხელფასიდან ყოველთვიურად ოცდახუთ ფრანკს ხარჯავდა ბავშვებზე, ახალი
კაბის ყიდვას ვერ მოახერხებდა და ისევ თავისი ძველი შავი შალის კაბა გაწმინდა
და ზედ უჯრედებიანი პოპლინის საყელო მიაკერა. ქუდიც თვითონ შეიკერა,
აბრეშუმი გადააკრა ძველ ქუდს და ცისფერი ბაფთა შემოავლო. ასე სადად
ჩაცმული დენიზი ბავშვს, ნაადრევად ტანაყრილ გოგონას ჰგავდა. ღარიბულად,
მაგრამ სუფთად ჩაცმული უხერხულად გრძნობდა თავს, რცხვენოდა, რომ
ყველას ყურადღებას იქცევდა მისი მდიდრული თმა, რომელსაც უბრალო ქუდი
უფარავდა. სამაგიეროდ, პოლინა იყო გამოპრანჭული, ეცვა იისფერი და
თეთრზოლებიანი აბრეშუმის საგაზაფხულო კაბა, ბუმბულით გაწყობილი პატარა
ქუდიც შესაფერი შეერჩია, ხელებსა და კისერზე სამკაულები მოერგო, ერთი
სიტყვით, შეძლებულ კომერსანტ ქალს ჰგავდა. ამ საკვირაო აბრეშუმის კაბით
იგი რევანშს იღებდა მთელი კვირის განმავლობაში შალის ფორმის ტარებისთვის.
დენიზი კი, პირიქით, ორშაბათიდან შაბათამდე აბრეშუმის კაბაში იყო
გამოწყობილი, ხოლო კვირაობით – გაცვეთილ, ღარიბულ შალის კაბაში.

– აი, ბოჟე, – დაანახვა პოლინამ მაღალი ჭაბუკი, რომელიც შადრევანთან იდგა.


შემდეგ გააცნო და ისეთი სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, დენიზმა
მაშინვე თავისუფლად იგრძნო თავი. მაღალ, მშვიდ და კამეჩივით ღონიერ ბოჟეს
ფლამანდიელის გრძელი სახე და ბავშვურად მოცინარი, არაფრისმეტყველი
თვალები ჰქონდა. დიუნკერკელი ბაყლის უმცროსი ვაჟი, მამასა და უფროს ძმას
იმდენად ბრიყვად მიაჩნდათ, კინაღამ სახლიდანაც კი გააგდეს. ბოჟეც
იძულებული გახდა, პარიზში ჩამოსულიყო და ახლა სამ-ნახევარ ათას ფრანკს
იღებდა «ბონ მარშეს» მაღაზიაში. მართალია, დიდი გაქანების კაცი არ გახლდათ,
მაგრამ შესანიშნავად ყიდდა ტილოს და არც ქალები იწუნებდნენ.

– ეტლი სადაა? – იკითხა პოლინამ.

ბულვარამდე ფეხით მოუხდათ წასვლა. მზე უკვე მაგრად აცხუნებდა. მაისის


მშვენიერი დილა ქუჩების ქვაფენილზე გაბადრულიყო. ცა მოწმენდილი იყო და
ბროლივით გამჭვირვალე ცისფერი ჰაერი გულს ახარებდა. დენიზს უნებურად
გაეღიმა, ღრმად სუნთქავდა, ასე ეგონა, ექვსი თვის სულის ხუთვა ერთბაშად
მოეხსნაო. დახშულ ჰაერს აღარ გრძნობდა ირგვლივ, «ქალთა ბედნიერება» მძიმე
ლოდად აღარ აწვა გულზე. მთელი დღე სუფთა ჰაერზე იქნებოდა! ერთაბაშად
გაჯანსაღდა თითქოს, უსაზღვრო სიხარული დაეუფლა და პატარა გოგოსავით
აცმუკდა. მაგრამ როცა ეტლში ჩასხდნენ და პოლინამ ტუჩებში აკოცა ბოჟეს,
დენიზი დაიბნა და განზე გაიხედა.
145
– შეხედეთ! – თქვა მან უცებ და ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია, – აგერ
ბატონი ლომი მიდის... როგორ მიიჩქარის!

– ვალთორნიც თან მიაქვს, – შენიშნა პოლინამ და ფანჯარაში გაყო თავი, – რა


სულელია ეს ბებერი, ისე მირბის, გეგონება, პაემანზე ეჩქარებაო.

ლომს იღლიაში ამოეჩარა ინსტრუმენტი, «ჟიმნაზის» გასწვრივ სწრაფი


ნაბიჯებით მიდიოდა, კისერი წაეგრძელებინა და ნეტარებისგან იღიმებოდა.
მთელ დღეს მეგობართან, მცირე თეატრის ფლეიტისტთან გაატარებდა, სადაც
კვირაობით მუსიკის მოყვარულნი იკრიბებოდნენ, რძიან ყავას სვამდნენ და
უკრავდნენ.

– ისიც დილის რვა საათზე! არა, ნამდვილად გიჟია! - განაგრძო პოლინამ, – იცით,
ქალბატონი ორელი და მისი ხროვა, ალბათ, ექვს საათსა და ოცდახუთ წუთზე
გამავალი მატარებლით წავიდოდნენ რამბუიეში. ეტყობა, დღეს ცოლ-ქმარი
ერთმანეთს არ შეხვდება.

ქალებმა რამბუიეში წასულ კამპანიაზე ჩამოაგდეს სიტყვა. რასაკვირველია,


წვიმაში მოყოლა არ უსურვებიათ მათთვის, რადგან მაშინ თავადაც
გაიწუწებოდნენ, მაგრამ რამდენს იცინებდნენ, უცებ იმ მხარეში თქეში
წამოსულიყო, ოღონდ ისე, რომ შხეფებს ჟუანვილამდე არ მიეღწია! შემდეგ
კლარას დაესხნენ თავს, ამ სულელმა ქალმა არ იცის, როგორ გაფლანგოს
საყვარლების ფულებიო. სამ წყვილ ფეხსაცმელს ერთბაშად ყიდულობს, მეორე
დღეს კი სამივე გადასაყრელია, ფეხებზე იმდენი ბებერა აქვს, ფეხსაცმელს
მაკრატლით ჭრისო. ერთი სიტყვით, სიახლეების მაღაზიის გამყიდველები
ფლანგვაში მამაკაცებს არ ჩამოუვარდებიან, ფულს ანიავებენ, თვეში ორას-სამას
ფრანკს ძონძებსა და ტკბილეულობაში ხარჯავენ და შავი დღისთვის ერთი სუც
არა აქვთ შემონახულიო.

– კი, მაგრამ ეს ცალხელა კაცი ვალთორნზე როგორ უკრავს? – იკითხა ბოჟემ.

მას აქამდე თვალი არ მოუშორებია ლომისთვის. პოლინა ზოგჯერ სასაცილოდ


იგდებდა თავის გულუბრყვილო სატრფოს, და ახლაც უთხრა, მოლარე კედელზე
აყრდნობს ინსტრუმენტსო. ბოჟემ დაუჯერა და განაცხადა, ეს რა მოხერხებული
კაცი ყოფილაო. პოლინას შერცხვა და სიმართლე უამბო: ლომმა სხეულზე
სპეციალური მაშები მოირგო, რომელსაც ხელივით ხმარობსო. ბოჟემ აღარ
დაუჯერა, თავი გადააქნია და უთხრა, რაღაცას მატყუებ, მაგრამ ვერ გამაცურებო.

146
– რა ბრიყვი ხარ, ჩემო!.. – გაეცინა პოლინას, – თუმცა არა უშავს, მაინც მიყვარხარ.

ეტლი მიქროდა და მიქროდა. ვენსენის ვაგზალზე დროზე მიუსწრეს მატარებელს.


როცა დენიზმა დაინახა, ყველაფრის საფასურს ბოჟე იხდისო, განაცხადა,
დანახარჯი აუცილებლად უნდა გავყოთო. შეთანხმდნენ, ანგარიშს საღამოს
გაასწორებდნენ. მეგობრები მეორე კლასის ვაგონში ავიდნენ, საიდანაც
მხიარული ჟივილ-ხივილი მოისმოდა. ნოჟანში სიცილ-ხარხარით ჩავიდნენ
მექორწილეები. ბოლოს ჟუანვილიც გამოჩნდა და ჩასვლისთანავე დენიზი და
მისი მეგობრები კუნძულისკენ გაემართნენ საუზმის შესაკვეთად. გადაწყვიტეს,
შორს არ წასულიყვნენ, სანაპირო ფერდობზე ესეირნათ მაღალი ალვის ხეების
ქვეშ, რომელიც მარნას ერტყა გარს. ჩრდილში გრილოდა, მზეშიც არ იგრძნობოდა
სიცხე, რადგან ნიავი ქროდა. ნელი სიო თითქოს მთელ სიგანეზე შლიდა
გამჭვირვალე შორეთს და მინდვრის მცენარეებს თავს დასტრიალებდა. დენიზი
ჩამორჩა პოლინას და მის სატრფოს, წელზე ხელმოხვეულნი რომ
მისეირნობდნენ, დაკრიფა ბაიები, დაჰყურებდა წყალს და გული სიამით
უძგერდა. ბოჟე დაიხარა და კისერზე აკოცა პოლინას. დენიზმა თავი ჩაღუნა,
ცრემლები მოადგა, თუმცა არაფერი ადარდებდა ამ წუთს. მაშ, რატომღა ჰქონდა
გული დამძიმებული? ან თვალუწვდენელი მინდორი, სადაც უზრუნველად
აპირებდა დღის გატარებას, რატომ იწვევდა მასში გაურკვეველ სევდას, რომლის
მიზეზი თავადაც ვერ აეხსნა?! საუზმის დროს პოლინას გიჟურმა მხიარულებამ
გააბრუა. იმ მსახიობი ქალივით, რომელიც მთელ სიცოცხლეს გაზის მაშუქასთან
და თეატრის დახუთულ სივრცეში ატარებდა, პოლინამაც დაიჩემა, ფანჩატურში
ვისაუზმოთო, თუმცა იქ საგრძნობლად გრილოდა. როცა ქარი დაუბერავდა და
სუფრას აფრიალებდა, სიხარულით ცმუკავდა, მოსწონდა ჯერ კიდევ
ფოთლებშემოძარცული ტალავერი, ახლად შეღებილი ცხაური ღობე, რომლის
რომბები თეფშებზე ირეკლებოდა. პოლინა ისე ხარბად ჭამდა, თითქოს მაღაზიაში
აშიმშილებდნენ და ახლა დრო იხელთა გულიანად დანაყრებულიყო. მისი
ერთადერთი ცოდვა მსუნაგობა იყო, მთელ ფულს ნამცხვრებზე, ხილსა და სხვა
ამგვარ სასუსნავზე ხარჯავდა. თავისუფალ დროს მუდამ რაღაცას აკნატუნებდა.
დენიზმა მხოლოდ კვერცხები, შემწვარი თევზი და წიწილა მოითხოვა.
ახალშემოსული მარწყვიც უნდოდა, მაგრამ ძვირი იყო, შეეშინდა მეტისმეტი არ
დავხარჯოო და თავი შეიკავა.

– ახლა რა გავაკეთოთ? – იკითხა ბოჟემ, როცა ყავა მოიტანეს.

147
ჩვეულებრივ, ნასადილევს პოლინა და ბოჟე პარიზში ბრუნდებოდნენ და
თეატრში მიდიოდნენ, მაგრამ დენიზის ხათრით ჟუანვილში

დარჩენა გადაწყვიტეს, რომ მას სოფელში ყოფნით გული ეჯერებინა. მთელი დღე
იხეტიალეს მინდვრებში, ნავითაც უნდოდათ გასეირნება, მაგრამ რაკი ბოჟეს
ნიჩბოსნობა არ ეხერხებოდა, გადაიფიქრეს. ასე შემოიარეს მთელი ბილიკები და
მაინც მარნის ნაპირს არ შორდებოდნენ. თვალს ადევნებდნენ მენიჩბეებით
დაფარულ მდინარეს, კარჭაპებისა და ნორვეგიული ნავების ფლოტილიას. მზე
დასავლეთისკენ იხრებოდა და მეგობრები ჟუანვილისკენ აპირებდნენ წასვლას,
როცა მდინარეზე ორი კარჭაპი გამოჩნდა. ისინი სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ
ერთმანეთს. ნაპირზე მიმდგარი ნავებიდან ლანძღვა-გინება მოისმინა:
«ლოთებო!»... «მეწვრილმანეებო!»...

– შეხედეთ! – წამოიძახა პოლინამ, – ბატონი იუტენი არაა?

– მართალია, – დაემოწმა ბოჟე, რომელსაც მზე თვალებში უჭყეტდა და თვალები


ხელით მოეჩრდილა, – წითელი ხის კარჭაპში ზის... მეორეში. ეტყობა,
სტუდენტები არიან.

და მან ქალიშვილებს უამბო, მოსწავლე ახალგაზრდებსა და მაღაზიის


გამყიდველებს შორის დიდი ხანია შუღლი არსებობს, რომელიც ხელჩართული
ჩხუბით მთავრდებაო. იუტენის ხსენებაზე დენიზი შეჩერდა, გაფაციცებით
დაუწყო ცქერა პატარა ნავს, ცდილობდა, მენიჩბეებს შორის იუტენი გაერჩია,
მაგრამ მხოლოდ ორ ქალს მოჰკრა თვალი. ისინი თეთრი ლაქებივით მოჩანდნენ
შორიდან. ერთი მათგანი საჭესთან იჯდა და წითელი ქუდი ეხურა. მალე
მდინარის ტყლაშუნმა მოკამათეების ხმა დაფარა.

– წყალში გადავყაროთ ლოთები! – გაისმა უკანასკნელად.

– წყალში გადავუძახოთ მეწვრილმანეებს, წყალში!

საღამოს მეგობრები კუნძულზე დაბრუნდნენ და რესტორანს მიაშურეს. ღია ცის


ქვეშ ძალიან გრილოდა და ისინიც იძულებულნი გახდნენ, გადახურულ
პავილიონში ევახშმათ, სადაც ზამთრის სინესტეს ისე დაენამა სუფრები,
იტყოდით, ახლახან გაურეცხავთო. ექვსი საათიდან თითქმის ყველა მაგიდა
დაკავებული იყო, მოსეირნეები თავისუფალ ადგილს ეძებდნენ, ოფიციანტებს
წარამარა მოჰქონდათ დამატებით სკამები, გრძელი მერხები, ახლო-ახლო
აწყობდნენ თეფშებს, სტუმრებიც გაჭირვებით სხდებოდნენ ერთმანეთის
148
გვერდით. ჰაერი ისე შეხუთულიყო, ფანჯრების გახსნა მოუხდათ. დღის შუქი
ქრებოდა, ალვის ხეებიდან სწრაფად ჩამოწვა მომწვანო ბინდი და დახურულ
პავილიონში სტუმრების შესახვედრად იძულებულნი გახდნენ, მაგიდებზე
სანთლები დაენთოთ. სიცილის, წამოძახილების, ჭურჭლის ყურთწამღები ხმაური
ისმოდა ყველგან. ღამის პეპლები ფრთებს აფარფატებდნენ საჭმლის ოხშივარით
გამთბარ ჰაერში, რომელსაც ხანდახან გრილი ნიავი გადაუქროლებდა.

– ერთი გადახედეთ, როგორ ერთობა ხალხი! – ამბობდა პოლინა და ღვინის


სოუსით შემზადებულ თევზს შეექცეოდა, თან ირწმუნებოდა, საუცხოო კერძიაო,
– ბატონი ალბერი იცანით? აი, იქ ზის.

ახალგაზრდა ლომი მეტად საეჭვო ყოფაქცევის სამ ქალბატონთან ერთად იჯდა:


ერთი მათგანი მოხუცი იყო, ყვითელი ქუდი ეხურა და მაჭანკლის ბილწი
გარეგნობა ჰქონდა. დანარჩენი ორი, მცირეწლოვანი, ცამეტი-თოთხმეტი წლის
ურცხვი გოგონები იყვნენ. ალბერ ლომი გალეშილი იჯდა, ჭიქას მაგიდაზე
არტყამდა და ოფიციანტს ემუქრებოდა, ახლავე თუ არ მომიტან ლიქიორს,
მაგრად მიგტყეპავო.

– იფ, რა ოჯახია! – თქვა პოლინამ, – დედა რამბუიეში ერთობა, მამა – პარიზში,


ხოლო შვილი – ჟუანვილში... აბა, კუდში კი არ დასდევენ ერთმანეთს!

დენიზს საშინლად ეჯავრებოდა ღრიანცელი, მაგრამ მაინც იღიმებოდა, ბედნიერი


იყო, ფიქრის საშუალება რომ არ ჰქონდა. ამ დროს მეზობელი ოთახიდან ისეთი
ყვირილი გაისმა, რომ ყოველგვარი ხმაური გადაფარა. ეტყობოდა, ჩხუბობდნენ,
რადგან გადაყირავებული სკამების ხმა, ბღლაძუნი და სილის გარტყმა გაისმა.
ისევ გაიგონეს ყვირილი, რომელსაც მდინარის ნაპირას მოჰკრეს ყური:

– წყალში გადავყაროთ ეს მეწვრილმანეები!

– წყალში, წყალში ეს ლოთები!

და როცა რესტორნის პატრონმა მოჩხუბრები დააშოშმინა, ერთბაშად იუტენი


გამოჩნდა. მას წითელი სვიტერი ეცვა, თავზე ბერეტი მოღრეცოდა და ხელი
ჩაევლო მაღალი ტანის თეთრი ქალისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ საჭეს ეჯდა
ნავში. ქალს კარჭაპის ფერი დასდებოდა და ყაყაჩოს პატარა კონა გაერჭო თმაში.
მათ გამოჩენას ყვირილითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. იუტენს სახე
უბრწყინავდა, მკერდი გამოეჯგიმა, მეზღვაურის ნაბიჯებით მოდიოდა და სილის
გარტყმისგან დალილავებულ ლოყას ამაყად ამზეურებდა საქვეყნოდ. ეტყობოდა,
149
ასეთი ყურადღებით თავი მოჰქონდა და ამიტომაც იბღინძებოდა. უკან მთელი
კამპანია მოსდევდა, ყველანი ერთ მაგიდას მისცვივდნენ და ღრიანცელით
დაიკავეს ადგილები. ბოჟემ ყური მოჰკრა ახალგაზრდების ლაპარაკს და ქალებს
მიუბრუნდა:

– იუტენის მეგობარი ქალი თურმე სტუდენტების ძველი ნაცნობი ყოფილა, ახლა


რომელიღაც სამიკიტნოში მღერის, მონმარტზე... ჰოდა, მის გამო აუტეხავთ
ჩხუბი... სტუდენტები ხომ ქალებს არასდროს ახარჯებენ ფულს!

– ყოველ შემთხვევაში, ამ უშნო ქალისთვის ჩხუბის ატეხა არ ღირდა, – ამრეზით


თქვა პოლინამ, – შეხედეთ, ნამდვილი სტაფილოსფერი თმა არა აქვს?
ღმერთმანი, ვერ გამიგია, სად გამოძებნის ხოლმე ბატონი იუტენი ასეთ ქალებს?!
ყველა ერთმანეთზე უარესია.

დენიზი გაფითრდა. მთელი სხეული გაეყინა, თითქოს სისხლი თითო წვეთობით


ეცლებოდა გულიდან. ჯერ კიდევ ნაპირზე, სწრაფმავალი კარჭაპის დანახვაზე
ნერვიული ცახცახი აუტყდა. ახლა კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს ქალი იუტენის
საყვარელი იყო. ყელში რაღაცამ მოუჭირა, ხელები აუცახცახდა და ჭამა შეწყვიტა.

– რა მოგივიდათ? – ჰკითხა პოლინამ.

– არაფერი, ცხელა და სუნთქვა მიჭირს.

იუტენი მეზობელ მაგიდასთან იჯდა. როცა ძველი ნაცნობი, ბოჟე შენიშნა,


ხმამაღლა გამოელაპარაკა, უნდოდა, მთელი დარბაზის ყურადღება მიეპყრო:

– ერთი მითხარით, «ბონ-მარშეში» ისევ უბიწოები ხართ?

– არა მგონია! – უპასუხა ბოჟემ და გაწითლდა.

– კარგი ერთი! თქვენთან მხოლოდ ქალწულებს იღებენ და საკმარისია, რომელიმე


გამყიდველმა შეხედოს მას, მაშინვე აღსარების ოთახში შეიყვანენ... ჰა, როგორ
მოგწონთ მაღაზია, სადაც გამყიდველებს აქორწინებენ?! კარგი რამაა, შენ არ
მომიკვდე!

სიცილ-ხარხარი ატყდა. ლიენარმა, რომელიც იუტენის კომპანიას ეკუთვნოდა,


დაუმატა:

– «ლუვრში» კიდევ უკეთესადაა საქმე: მზა ტანსაცმლის სექციას ბებიაქალი


ჰყავს, სინდისს ვფიცავ!
150
კვლავ გადაიხარხარეს. პოლინამაც ვეღარ შეიკავა თავი და სიცილი აუტყდა.
მაგრამ ბოჟე გააცოფა თავისი მაღაზიის აბუჩად აგდებამ და გაცეცხლებით
შეუტია:

– თქვენ კი კარგი დღე გადგათ «ქალთა ბედნიერებაში!» ერთი სიტყვის გამო


ქუჩაში გაგდებენ! პატრონი ხომ დიდებული ვინმე გყავთ! არც ერთ კლიენტს არ
უშვებს ხელიდან!

მაგრამ იუტენი ყურს აღარ უგდებდა და «პლას-კლიშის» მაღაზიას აქებდა. იქ მე


ერთ ქალიშვილს ვიცნობ, ისეთი წესიერია, კლიენტებს ერიდებათ სთხოვონ რამე,
ეშინიათ, არ ეწყინოსო. იუტენმა თეფში ახლოს მოიწია და დაიტრაბახა, ამ
კვირაში ას თხუთმეტი ფრანკი გამოვიმუშავე, გასაოცარი დღეები იყოო! ფავიემ
მხოლოდ ორმოცდათორმეტი ფრანკი მიიღოო... მომსახურების რიგს ვინ
უყურებდა. ჰოდა, შეხედეთ! საფულე გატენილი მაქვს... სანამ სულ არ
დავხარჯავ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. მაგრად იყო უკვე მთვრალი, ახლა
რობინოს დაესხა თავს, ეს ჩია კაცი საოცრად უკარებაა, ქუჩაში თავის
გამყიდველთან გავლას არ კადრულობსო.

– გაჩუმდით! ზედმეტს როშავთ! – შეაწყვეტინა ლიენარმა.

ჩამოცხა. ღვინის ლაქებით დაფარულ სუფრაზე გამდნარი სანთელი


იღვენთებოდა. როცა მოტრაპეზეთა ხმა შეწყდებოდა, მშვიდ ღამეში
იღვენთებოდა, მთვლემარე მდინარის შორეული დუდუნი და ალვის ხეების
შრიალი ისმოდა. ბოჟემ ანგარიში მოითხოვა, დენიზი კვლავ ცუდად გრძნობდა
თავს, ფერი წასვლოდა და შეკავებული ცრემლებისგან ნიკაპი უთრთოდა. მაგრამ
ოფიციანტს აქამდე ვერ მოეღწია და ისიც იძულებული იყო, კვლავ მოესმინა
იუტენის სისულელეები. იუტენი ტრაბახობდა, ლიენარზე უფრო ხელგაშლილი
მე ვარ, ლიენარი მამამისის ფულს ფლანგავს, მე კი საკუთარი შრომით, საკუთარი
ჭკუით ნაშოვნ ფულს ვხარჯავო. ბოლოს, როგორც იქნა, ბოჟემ ანგარიში
გაუსწორა ოფიციანტს და ქალებიც წამოდგნენ.

– ეს ქალი «ლუვრის» გამყიდველია, – ჩაილაპარაკა პოლინამ, როცა პირველ


დარბაზში მაღალი, გამხდარი ქალიშვილი შეამჩნია. იგი მანტოს იცვამდა.

– საიდან იცი? იცნობ? – ჰკითხა ბოჟემ.

– ერთი ამას დამიხედეთ! ჩაცმით ვერ მივხვდები? სწორედ რომ ბებიაქალის


სექციიდანაა! ჩემი ნათქვამი თუ გაიგონა, კმაყოფილი დარჩება.
151
გარეთ გავიდნენ. დენიზმა შვებით ამოისუნთქა. ასე ეგონა, ამ ყვირილსა და
დახუთულ ჰაერში გული გაუსკდებოდა, და თავის უგუნებობას ახლაც სიცხეს
აბრალებდა.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა სიგრილეს აფრქვევდა ირგვლივ. როცა ქალებმა


რესტორნის ბაღი გაიარეს, სიბნელეში ვიღაცის მოკრძალებული ხმა შემოესმათ:

– საღამო მშვიდობის, ქალიშვილებო!

მათ წინ დელოში იდგა. პირველ დარბაზში გავლისას ქალებმა ვერ შენიშნეს
კუთხეში მარტოდ მოკალათებული ყმაწვილი. იგი პარიზიდან ფეხით
ჩამოსულიყო. აღელვებულ დენიზს ისე სჭირდებოდა მეგობრული მხარდაჭერა,
რომ სიხარულით გამოელაპარაკა დელოშს:

– ბატონო დელოშ, ერთად დავბრუნდეთ პარიზში. მომეცით თქვენი მკლავი.

გაოცებული პოლინა და ბოჟე წინ მიდიოდნენ, ვერ წარმოედგინათ, რომ დენიზი


ასე მალე გაიჩენდა მეგობარს და ისიც ამ ახალგაზრდა კაცს. მატარებლის
გასვლამდე ერთი საათი რჩებოდა და გადაწყვიტეს, მდინარის ნაპირს
გაჰყოლოდნენ და კუნძულის ბოლომდე გაესეირნათ მაღალი ხეების ქვეშ.
დროდადრო წყვილი თავს აბრუნებდა და ჩურჩულებდა.

– სად არიან? ჰო, აი ისინიც... მაინც რა უცნაურია, არა?

დენიზი და დელოში ჩუმად მიდიოდნენ. რესტორნის ღრიანცელი ნელ-ნელა


წყდებოდა და ნანასავით ისმოდა ღამის სიმშვიდეში. წყვილი ღრმად იჭრებოდა
ხეების სიგრილეში, სადაც რესტორნის ბუღი და შუქი აღარ აღწევდა. გარშემო
ისეთი სქელი ბინდი ჩამოწოლილიყო, მუქ ფარდას მოგაგონებდათ. ბილიკზე
ფეხის დადგმა უჭირდათ, მაგრამ მაინც გაბედულად მიიწევდნენ წინ. როცა
თვალები სიბნელეს შეაჩვიეს, მარჯვნივ ალვის ხეები დაინახეს, რომელთა ტანი
და ტოტები ვარსკვლავებით მოჭედილ გუმბათსა და მუქ სვეტებს წააგავდა.
მარცხნივ კი წყალი ტყვიის სარკესავით ლაპლაპებდა სიბნელეში. ქარი ჩადგა და
ახლა მდინარის დუდუნიღა ისმოდა.

– თქვენთან შეხვედრა ძალიან გამიხარდა, – როგორც იქნა მოახერხა ხმის ამოღება


დელოშმა, – ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ, თქვენთან გასეირნების ნება
რომ მომეცით!

152
კაცი სიბნელემ გაამხნევა და რამდენიმე გაურკვეველი ფრაზის შემდეგ ერთბაშად
სიყვარულში გამოუტყდა ქალს. დიდი ხანია უნდოდა წერილის მიწერა, მაგრამ
ვერ ბედავდა. ალბათ, ამ მშვენიერი ღამის, ამ მოდუდუნე მდინარისა და ამ
ჩრდილოვანი ხეების გარეშე, რომლებიც ორივეს ფარავდა, დენიზი ვერასდროს
გაიგებდა მისი სიყვარულის საიდუმლოებას. გოგონა ხმას არ იღებდა,
მკლავგაყრილი მიჰყვებოდა დელოშს, რომელიც ცდილობდა, მის თვალებში
ამოეკითხა პასუხი. დენიზს ერთბაშად ქვითინი აუტყდა:

– ღმერთო ჩემო, – წამოიყვირა მან, – რატომ ტირით, მადმუაზელ, რატომ?


გაწყენინეთ, განა?

– არა, არა!

დენიზი ცდილობდა ცრემლების შეკავებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. რესტორანში


გული კინაღამ გაუსკდა შეკავებული ქვითინისგან და ახლა სიბნელეში ვეღარ
მოითმინა. დელოშის ნაცვლად იუტენი რომ გამოსტყდომოდა სიყვარულში,
ალბათ, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, და გაუმჟღავნა თუ არა თავს ეს
აღსარება, დაიბნა, სირცხვილისგან სახე აელეწა, ასე ეგონა, ამ ხეების ძირში უკვე
შესცოდა ახალგაზრდა კაცთან, რომელიც ცუდი ყოფაქცევის ქალებთან ყოფნით
თავს იწონებდა მუდამ.

– თქვენი წყენა არ მინდოდა, – იმეორებდა ცრემლმორეული დელოში.

– არა, ყური მიგდეთ! – აკანკალებული ხმით უთხრა დენიზმა, – თქვენზე არ


ვბრაზობ... ოღონდ, გთხოვთ, არასდროს ასე აღარ მელაპარაკოთ... ის, რასაც თქვენ
მთხოვთ, შეუძლებელია... მშვენიერი ყმაწვილი ხართ, დიდი სიამოვნებით
ვიქნები თქვენი მეგობარი, მაგრამ მეტს ნურაფერს მთხოვთ... გესმით? მეგობარი
ვიქნები მხოლოდ!

დელოში კანკალებდა. რამდენიმე ნაბიჯი ისე გაიარა, კრინტი არ დაუძრავს.

– ერთი სიტყვით, არ გიყვარვართ, ხომ? – წაიჩურჩულა ბოლოს.

დენიზმა იცოდა, რომ გულს ატკენდა დელოშს და ეს სასტიკი «არა» აღარ ახსენა.

– ასეც ველოდი, – დაიწყო დელოშმა მოკრძალებული და თან სასოწარკვეთილი


ხმით, – ბედი არასდროს მქონია, შეუძლებელია მე ბედნიერი ვიყო! სახლში
მცემდნენ, პარიზში მუდამ განტევების ვაცი ვიყავი... იცით, როცა ადამიანს არ
შეუძლია საყვარელი წაართვას სხვას, და იმდენად უნიათოა, რომ ბევრ ფულს
153
ვერ შოულობს, ჯობს, რაც შეიძლება მალე ამოსძვრეს სული სადმე ღობის ძირას.
ოჰ, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, მეტს აღარასოდეს შეგაწუხებთ...
დანარჩები ჩემი საქმეა, თქვენ ვერ დამიშლით, რომ ჩუმად მიყვარდეთ! დიახ,
მაინც მეყვარებით, მეყვარებით ჩემთვის, ერთგული ძაღლივით. რას იზამთ,
ასეთი ბედი მქონია!

ახლა დელოში ატირდა. დენიზი ამშვიდებდა და მეგობრულად აძლევდა რჩევებს.


შემდეგ საუბრიდან გამოირკვა, რომ ერთი და იმავე მხრიდან ყოფილან, დენიზი
ვალონიდან, დელოში – ბრეიბეკიდან, ცამეტი კილომეტრის დაშორებით. ამან
კიდევ უფრო დააახლოვა ისინი. მამამისი, სასამართლოს აღმასრულებელი,
ავადმყოფური ეჭვიანობით იყო შეპყრობილი, უმოწყალოდ სცემდა შვილს და
ნაბუშარს უწოდებდა: ასეთი ფერმკრთალი, გრძელი სახე და კანაფისფერი თმა
ჩვენს გვარში არავის ჰქონიაო. ახალგაზრდებმა გაიხსენეს ცოცხალი ღობით
გარშემორტყმული ვრცელი საძოვრები, თელის ქვეშ მიმალული ჩრდილოვანი
ბილიკები, პარკის ხეივნებით კორდშემოწყობილი გზები... ისე ჩამობნელდა,
თვალწინ თითს ვერ მიიტანდით. მდინარის ნაპირას ამოსული ლერწამი
ფოთლების შავ არშიასავით მოჩანდა მოციმციმე ვარსკვლავების შუქზე. ორივე
დამშვიდებულიყო, გულისტკივილი მივიწყებოდათ, უბედობას დაეახლოვებინა
და დამეგობრებულიყვნენ...

სადგურს მიუახლოვდნენ. პოლინამ განზე გაიხმო დენიზი და


ცნობისმოყვარეობით ჰკითხა:

– როგორაა საქმე?

დენიზი ღიმილზე მიუხვდა სათქმელს, გაწითლდა და უპასუხა:

– რას ამბობთ, ჩემო კარგო?! ეს არასდროს მოხდება! აკი, გითხარით, ასეთი რამ არ
მსურს-მეთქი! ის ჩემი მხარისაა... ჩემებურია... ვალონს ვიგონებდით.

პოლინა და ბოჟე ყურს არ უჯერებდნენ, არ იცოდნენ, რა ეფიქრათ. ბასტილიის


მოედანზე დელოში მეგობრებს გამოეთხოვა. მასაც მაღაზიაში ჰქონდა ბინა და
თერთმეტ საათზე შინ უნდა ყოფილიყო. დენიზს არ უნდოდა მასთან ერთად
მაღაზიაში დაბრუნდა, თანაც თეატრში წასვლის ნებართვა აეღო წინადღით, ასე
რომ, გვიან მისვლაც შეეძლო. პოლინასთან ახლოს რომ ჰქონოდა ბინა, ბოჟე სენ-
როკის ქუჩაზე გადმოსულიყო საცხოვრებლად. ეტლში დენიზმა გაიგო, რომ მისი
მეგობარი ქალი ბოჟესთან აპირებდა ღამის გათევას. კინაღამ თავზარი დაეცა.

154
პოლინამ უთხრა, ქალბატონ კაბენს ხუთ ფრანკს ჩავუდებ ხელში და საქმეც
მოგვარდებაო... სხვებიც ასე იქცევიანო. ბოჟემ სტუმრები თავის ოთახში შეიყვანა,
რომელიც ამპირის სტილის მამისეული ავეჯით იყო მოწყობილი. როცა დენიზმა
ანგარიშის გასწორება მოინდომა, ბოჟე ჯერ გაბრაზდა, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო
თხუთმეტი ფრანკი, რომელიც დენიზმა კომოდზე დაუდო. სამაგიეროდ, ბოჟემ
გადაწყვიტა, ჩაით გამასპინძლებოდა სტუმარს, სპირტქურა აანთო და შაქრის
საყიდლად გაიქცა. უკვე შუაღამე იყო, როცა ჩაი დაასხა.

– მე უნდა წავიდე, – წამდაუწუმ იმეორებდა დენიზი.

– ახლავე წახვალ, ახლავე, – ამშვიდებდა პოლინა, – თეატრში გვიან მთავრდება


წარმოდგენა.

მარტოხელა მამაკაცის ოთახში დენიზი უხერხულად გრძნობდა თავს. პოლინა არ


მორიდებია დენიზს, კაბა გაიხადა და კორსეტისა და ქვედატანის ამარა შეუდგა
საწოლის მომზადებას. გადასწია საბანი, შიშველი მკლავებით ბალიშები
ააბურთავა. დენიზი აფორიაქდა, კვლავ იუტენი გაახსენდა და გული ეტკინა. არა,
ასეთი დღეები სასიკეთოს არაფერს უქადდა მას!.. პირველის თხუთმეტ წუთზე
მეგობრებს გამოეთხოვა. ოთახიდან გასვლისას ერთხელ კიდევ გააწითლეს:
გულუბრყვილოდ უთხრა შეყვარებულებს, კეთილ ღამეს გისურვებთო,
თავქარიანმა პოლინამ კი მაშინვე გასცა პასუხი:

– გმადლობ, ღამე მართლა კეთილი გვექნება!

მურესა და მაღაზიის თანამშრომელთა ოთახების კარი ნევ-სენტ-ოგუსტენის


ქუჩაზე გადიოდა. ქალბატონი კაბენი ურდულს თოკით გადასწევდა ხოლმე,
მოსულს შეათვალიერებდა და მისი დაბრუნების დროს აღნიშნავდა.
ვესტიბიულში ღამის ნათურები ბჟუტავდა. დენიზი შიშით მიიწევდა წინ ამ
წყვდიადში. როცა ქუჩაზე შემოუხვია, კარში მამაკაცის სილუეტს მოჰკრა თვალი,
მურე თუ დაბრუნდა წვეულებიდან, იქნებ აქვე დგას და მე მელოდებაო,
გაიფიქრა და ტანში გააჟრჟოლა. ამ კაცის შიში ჯერაც არ გაჰქრობოდა. მეორე
სართულზე მართლა მიდიოდა ვიღაც, ფეხსაცმლის ჭრაჭუნი ისმოდა. დენიზი
დაიბნა, ხელი ჰკრა ღამის გუშაგისთვის ღიად დატოვებულ კარს და ჩითების
სექციაში ამოჰყო თავი.

– ღმერთო, რა ვქნა? – ჩურჩულებდა შეშინებული გოგონა.

155
უცებ მოაგონდა, რომ ზემოთ კიდევ იყო ერთი კარი, რომელიც ქალების
ოთახებისკენ გადიოდა. მაგრამ იქ მოსახვედრად მთელი მაღაზია უნდა
შემოევლო. მაინც შორი გზა არჩია. გალერეებში უკუნეთი ჩამოწოლილიყო, გაზის
ნათურები არ ენთო, ჭაღებზე შორიშორს ჩამოკიდებული ზეთის ლამპები
ბჟუტავდა მხოლოდ. და ეს მკრთალი შუქი, ეს ყვითელი ლაქები მაღაროში
ჩამოკიდებულ ფარნებს წააგავდა. გრძელი ჩრდილების ირგვლივ, დახვავებული
საქონლის ზვინები ძნელი გასარჩევი იყო და საშინელ გამოსახულებებს
იღებდნენ, ხან დანგრეულ სვეტებს ჰგავდნენ, ხან მოკრუნჩხულ მხეცს, ხანაც
ჩასაფრებულ ბანდიტებს. მძიმე სიჩუმე, რომელსაც შორეული სუნთქვა
არღვევდა, კიდევ უფრო აღრმავებდა ამ სიბნელეს. დენიზმა როგორც იქნა გზა
გაიკვლია: მარცხნივ – თეთრეულის სექცია ანარეკლს ისროდა, ასეთი
ჩალურჯებული ფერი აქვს ხოლმე სახლებს ზაფხულის ცის ქვეშ. დენიზს
ცენტრალური დარბაზით უნდოდა გავლა, მაგრამ ჩითის ქსოვილის თოფებს
დაეჯახა და გადაწყვიტა, ტრიკოტაჟისა და შალის ქსოვილების სექციებიდან
გასულიყო. ერთბაშად რაღაც გრუხუნმა თავზარი დასცა: დამტარებელი ბიჭი,
ჟოზეფი სამგლოვიარო ქსოვილის თოფზე გაწოლილიყო და ხვრინავდა. დენიზი
დარბაზში შევარდა, რომელიც შუშის სახურავის მქრქალი შუქით იყო
განათებული. დარბაზი თითქოს გაზრდილიყო, თითქოს მოჩვენებებით იყო
სავსე, კარადები გაშეშებულიყო, ხოლო უზარმაზარი არშინები წაქცეულ ჯვრებს
წააგავდა. დენიზი მირბოდა. გალანტერიისა და ხელთათმანების სექციებში
კინაღამ ჩაძინებულ დარაჯს წამოსდო ფეხი, ბოლოს, როგორც იქნა, კიბეს მიაგნო
და გაიფიქრა, გადავრჩიო. მაგრამ ზემოთ, მზა ტანსაცმლის სექციასთან შიშისგან
ძარღვებში სისხლი გაეყინა: ფარნის მოციმციმე თვალი წინ მიიწევდა.
მეხანძრეები შემოვლას აღნიშნავდნენ საკონტროლო დისკოზე. დენიზი იდგა და
ერთხანს ვერაფერს მიმხვდარიყო. მეხანძრეები შალის სექციიდან დეკორატიული
ქსოვილის სექციაში გავიდნენ, იქიდან ტილოს სექციაში შეიხედეს. დენიზს
აშინებდა მათი უცნაური ტრიალი, გასაღებების ჟღარუნი და ჩამოსაშვები რკინის
კარის გრუხუნი. როცა მეხანძრეები მისკენ წამოვიდნენ, იგი მაქმანების სექციაში
შევარდა, იქ კი ვიღაცის ხმა შემოესმა. უკანვე გამოვიდა და მოპირდაპირე
კარისკენ გაიქცა. დელოშის ხმა იცნო, რომელიც თავის სექციაში ათევდა ღამეს
რკინის ვიწრო ასაკეც საწოლზე. დელოშს არ ეძინა, თვალხილული იწვა და იმ
საღამოს გატარებულ ტკბილ წუთებს იგონებდა.

– მადმუაზელ, ნუთუ თქვენ ხართ? – შესძახა მურემ და ერთბაშად დენიზის წინ


შედგა კიბეზე ჯიბის ფარნით ხელში.
156
დენიზმა ჩაიბუტბუტა, სექციაში რაღაც დამრჩა და იმიტომ ჩამოვედიო. მაგრამ
მურე არ გასჯავრებია, მხოლოდ იდგა და უყურებდა გაოცებული სახით:

– თეატრში წასვლის ნებართვა გქონდათ?

– დიახ, ბატონო...

– კარგად გაატარეთ დრო? რომელ თეატრში იყავით?

– ქალაქგარეთ წავედი, ბატონო.

მურეს გაეცინა. შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა:

– მარტო?

– არა, ბატონო... მეგობარ ქალთან ერთად, – უპასუხა სახეალეწილმა დენიზმა, იგი


მიხვდა, რასაც ფიქრობდა უფროსი.

მურე გაჩუმდა, მაგრამ თვალს ვერ აშორებდა შავ სადა კაბასა და ცისფერ
ბაფთიან ქუდში გამოწყობილ ქალიშვილს. ნუთუ ეს პატარა ველური ოდესმე
ლამაზი ქალი დადგება? დენიზი მინდვრის სურნელებას აფრქვევდა და საოცრად
მომხიბვლელი იყო იმწუთას თავისი მშვენიერი, აწეწილი თმით! მურე კი მთელი
ექვსი თვეა ბავშვად თვლიდა მას, რჩევას აძლევდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ,
რომ თავის გამოცდილებაში ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყო, ბოროტი
სურვილი განეხორცილებინა, ენახა, როგორ იზრდებოდა და იღუპებოდა ქალი
პარიზში. მურე აღარ იღიმოდა, გაოცებული, შეშინებული და ამავე დროს
ალერსიანი თვალებით შეჰყურებდა გოგონას. ეტყობა, საყვარელი გაიჩინა და
ამიტომ გალამაზდა ასეო, გაიფიქრა და იმწამს ისეთი გრძნობა დაეუფლა,
თითქოს საყვარელმა ჩიტმა, რომელსაც ეთამაშებოდა, მწარედ უკბინა და სისხლი
ადინა.

– ღამე მშვიდობისა, ბატონო, – უთხრა დენიზმა და კიბეზე ასვლა განაგრძო.

მურემ არაფერი უპასუხა, ერთხანს თვალი გააყოლა, შემდეგ კი თავის ოთახში


შევიდა.

157
VI
როცა ზაფხულის მკვდარი სეზონი დადგა, «ქალთა ბედნიერებას» პანიკის ქარმა
დაუქროლა, გამყიდველებს სამსახურიდან დათხოვნის საფრთხე ემუქრებოდათ.
აგვისტოს ცხელ დღეებში მაღაზია თითქმის ცარიელი იყო და დირექციაც წმენდას
ატარებდა. მურე და ბურდონკლი ყოველდღიური შემოვლის დროს, სექციის
გამგეებს გვერდზე იხმობდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. თუ
ზამთრობით სექციის გამგეებს ზედმეტი გამყიდველების დაქირავებას
ურჩევდნენ, ამას ვაჭრობის ინტერესები მოითხოვდა, ახლა კი ხარჯების
შემცირება იყო საჭირო და ნოქართა მთელი მესამედი უმუშევრად რჩებოდა.
სამუშაოდან უსუსურებს ითხოვდნენ, რომლებსაც ბრძოლის უნარი არ გააჩნდათ
და ძლიერებს ანადგურებინებდნენ თავს.

– უეჭველად ისეთი გამყიდველებიც გყავთ, რომლებიც საქმეში გამოუსადეგარნი


არიან, – ეუბნებოდა მურე სექციის გამგეებს, – სადამდე უნდა იყვნენ ასე
გულხელდაკრეფილები?! ჯობს, გავათავისუფლოთ!

და თუ სექციის გამგე შეყოყმანდებოდა და ვერ გადაწყვეტდა, რომელი მათგანი


გაეღო მსხვერპლად, მურე გააფრთხილებდა:

– მოიფიქრეთ... ჩემი აზრით, ექვსი გამყიდველიც გეყოფათ, ოქტომბერში კი


სხვებს დაიქირავებთ, ქუჩაში უამრავი უმუშევარია.

ეგზეკუცია ბურდონკლს დაეკისრა. მისი თხელი ბაგეებიდან ერთთავად ისმოდა


საშინელი სიტყვები: «სალაროში მიბრძანდით!» და ამ სიტყვებზე გამყიდველი
მოცელილივით ეცემოდა. სამსახურიდან დასათხოვად ბურდონკლს საბაბი არ
ელეოდა, უბრალო შეცდომას, წინდაუხედაობას არ პატიობდა არავის: «მგონი,
შემეკამათეთ? სალაროში მიბრძანდით!». «რატომ გაცვიათ გაუპრიალებელი
ფეხსაცმელი? სალაროში მიბრძანდით!». ყველაზე გულადებიც კი კანკალებდნენ
ბურდონკლის ნაკვალევის დანახვაზე. მაგრამ რაკი ამ ხერხით მაღაზიას ვერ
მოაშორა დასათხოვი გამყიდველების წინასწარ დადგენილი რაოდენობა,
მაღაზიის შესასვლელთან დგებოდა და საკმარისი იყო ვინმეს სამი წუთი
დაეგვიანებინა, რომ ულმობელი – «სალაროში მიბრძანდით!» სირბილისგან
აქოშინებულ ახალგაზრდებს მაშინვე ჰკვეთდა თავს. ჩინებული გამოგონება
გახლდათ, ზუსტი და სწრაფი!

158
– რა საშინელი სახე გაქვთ! – უთხრა მან საწყალ ნოქარს, რომლის მოღრეცილი
ცხვირი ნერვებს უშლიდა, – სალაროში მიბრძანდით!

თუ ვინმეს მფარველი გამოუჩნდებოდა, უჯამაგირო შვებულებას აძლევდნენ. ეს


კი ხარჯების შემცირების საქმეში ადამიანურ ნაბიჯად ითვლებოდა.
გამყიდველები, რასაკვირველია, უდრტვინველად ურიგდებოდნენ ამ
უბედურებას, რომელიც ჩვეულებითა და აუცილებლობით იყო გამოწვეული.
პარიზში ჩამოსვლისთანავე ისინი ასეთ ადგილზე დიდხანს არ რჩებოდნენ:
შეგირდობას ერთ მაღაზიაში იწყებდნენ, მეორეში ამთავრებდნენ, ხან მათ
ითხოვდნენ, ხან თვითონ ანებებდნენ თავს, რადგან სხვაგან უფრო სარფიან
საქმეს წააწყდებოდნენ ხოლმე.

ასე წყდებოდა მუშაობა ფაბრიკაში, მუშებს ლუკმაპურს ართმევდნენ, ხოლო


მანქანა გულგრილად განაგრძობდა გუგუნს: უსარგებლო ჭანჭიკი რკინის
ბორბალივით გვერდზე იყო მიგდებული და მის მიერ გაწეული სამსახურისთვის
აღარავითარი მადლიერების გრძნობა არავის შერჩენოდა. მით უარესი მათთვის,
ვისაც თავისი წილის წაგლეჯა არ შეეძლო!

სექციებში მხოლოდ მოსალოდნელ შემცირებებზე ლაპარაკობდნენ, ახალი ამბები


მოჰქონდათ, სამსახურიდან დათხოვნილ ნოქრებს ისევე ასახელებდნენ, როგორც
ეპიდემიის დროს ითვლიან ხოლმე გარდაცვლილებსო. განსაკუთრებით
მოსასხამებისა და შალის სექციები დაზარალდა: ერთ კვირაში შვიდი გამყიდველი
დაითხოვეს. შემდეგ თეთრეულის სექცია ააწიოკეს: ერთი კლიენტი ცუდად
გამხდარა და როცა მოუსულიერებიათ, უთქვამს, ეტყობა, გამყიდველ ქალს
ნიორი უჭამია და მისმა სუნმა გამხადა ცუდადო. რასაკვირველია, გამყიდველი
მაშინვე მოხსნეს, თუმცა ამ მშიერ-მწყურვალ გოგონას მხოლოდ ხმელი პური
შეეჭამა დახლთან. კლიენტთა უმნიშვნელო საჩივარზე დირექცია ულმობლად
უსწორდებოდა გამყიდველებს. თავის გამართლებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტი
იყო! გამყიდველი მუდამ დამნაშავე იყო და ისევე უნდა გადაეგდოთ, როგორც
ვაჭრობის კარგი მექანიზმისთვის მავნე, გამოუსადეგარი ნაწილი. მეგობარი
მეგობარს ვერ დაეხმარებოდა, ვერ დაიცავდა, თითოეულს თავისი ბედი
აწუხებდა, პანიკას აეტანა. მიუხედავად სასტიკი აკრძალვისა, ერთხელ მინიო
იღლიაში ამოჩრილი პაკეტით გადიოდა მაღაზიიდან, მას კინაღამ ჩაავლეს და
ეგონა, მორჩა, ახლა კი მომხსნიანო. ლიენარის სიზარმაცე საყოველთაოდ იყო
ცნობილი. ერთ დღეს ბურდონკლმა იმ დროს მიუსწრო, როცა ინგლისური

159
ხავერდის თოფებს შორის ფეხზე მდგარს ეძინა, და თუ არ მოხსნეს, მხოლოდ
გავლენიანი მამის წყალობით. მაგრამ უმთავრესად მაინც ლომების ოჯახი წუხდა
გამუდმებით: ალბერის მოხსნას ყოველდღე ელოდნენ. დირექცია უკმაყოფილო
იყო მისი მუშაობით სალაროში. ქალები ხშირად აცდენდნენ სამუშაოდან.
ქალბატონმა ორელიმ ორჯერ იხსნა იგი დირექციის რისხვისგან.

ამ საერთო დარბევის დროს დენიზი გამუდმებული მუქარის ქვეშ იყო და


კატასტროფის მოლოდინში ცახცახებდა. ამაოდ ცდილობდა, გამხნევებულიყო,
მხიარული სახე მიეღო, სისუსტეს არ აჰყოლოდა, მაგრამ როგორც კი თავისი
ოთახის კარს მიიხურავდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა. სამსახურიდან რომ
დაითხოვონ, რა უნდა ჰქნას, სად წავიდეს, ვინ უშველის? ბიძამისი აქამდე
ებუტებოდა, ორი ბავშვი სარჩენი ჰყავდა, ხოლო ჯიბეში ერთი სუც კი არ ჰქონდა.
დენიზი ისევე იყო სასოწარკვეთილი, როგორც სამსახურის დაწყების პირველ
დღეებში. ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, თითქოს უზარმაზარი დოლაბის ქვეშ
მოყოლილი მარცვალი ყოფილიყო. გაიფიქრებდა, არარაობას წარმოვადგენ ამ
გიგანტურ მანქანაში, რომელიც მშვიდი გულგრილობით ერთ წუთში გამსრესსო,
და სულით ეცემოდა. რა საჭირო იყო ილუზიები? თუკი მზა ტანსაცმლის
სექციიდან ვინმეს მოხსნიდნენ, პირველ რიგში, რასაკვირველია, დენიზს!
რამბუიეში ყოფნისას, ქალიშვილებმა, ეტყობა, თავი გამოუჭედეს ქალბატონ
ორელის დენიზის ძაგებით, რადგან იმ დღის შემდეგ სექციის გამგე
განსაკუთრებული სიმკაცრითა და ღვარძლით ექცეოდა. ჟუანვილში წასვლაც
აქამდე ვერ ეპატიებინათ. ამბობდნენ, ჩვენს ჯიბრზე გააკეთა ეს, პროტესტის
ნიშნად ჩვენს მტერს გაჰყვა სასეირნოდო. ასეთი ტანჯვა არასდროს უგრძნია
დენიზს, ხოლო ამიერიდან მათი გულის მოგებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.

– რას აქცევთ ყურადღებას ამ ბატისტვინა პოზიორებს?! – წამდაუწუმ


უმეორებდა პოლინა.

მაგრამ სწორედ ამ პოზიორების მანერები აგდებდა საგონებელში დენიზს.


მდიდარ კლიენტურასთან ყოველდღიური ურთიერთობის გამო, თითქმის ყველა
გამყიდველი იპრანჭებოდა, გაურკვეველი კლასის წარმომადგენლად იქცეოდა,
რაღაც საშუალოს წარმოადგენდა მუშასა და ბურჟუა ქალს შორის, მაგრამ მათი
ჩაცმულობის, მანერებისა და დაზეპირებული ფრაზების მიღმა, ხშირად
იგრძნობოდა ყალბი განათლება, იაფფასიანი გაზეთების კითხვა, თეატრალური
ტირადები, პარიზის ქვაფენილზე ხეტიალით მიღებული სრული უმეცრება.

160
– ხალხნო, ფეთხუმს შვილი ჰყოლია! – სექციაში შესვლისთანავე შეჰყვირა კლარამ
ერთ დილით.

გაისმა გაკვირვების შეძახილები.

– გუშინ საღამოს მე თვითონ ვნახე, როგორ ასეირნებდა ბავშვს, – დაუმატა მან, –


ეტყობა, სადღაც მალავს...

ორი დღის შემდეგ, სასადილოდან დაბრუნებულმა მარგარიტამ ახალი ამბავი


მოიტანა:

– ფეთხუმის საყვარელი ვნახე! წარმოგიდგენიათ?! ვიღაც უბრალო მუშაა! ჰო,


ჭუჭყიანი მუშა... ყვითელთმიანი... შესასვლელთან უთვალთვალებდა.

ამ დღიდან ჭეშმარიტ ფაქტად იქნა აღიარებული, რომ დენიზს ვიღაც მუშა ჰყავდა
საყვარლად, ხოლო შვილს სადღაც იმ უბანში მალავდა. ენამწარე ნართაულებით
გულს უწყალებდნენ, მაგრამ, როცა მიხვდა, რას უკიჟინებდნენ, თავზარი დაეცა,
სახეზე მკვდრის ფერი დაედო და გადაწყვიტა, ახლავე გაებათილებინა ეს
საზარელი ჭორი!

– ღმერთო ჩემო, რას ამბობთ? ისინი ხომ ჩემი ძმები არიან! – წაიბუტბუტა მან.

– ოჰო, ძმებიო?! – გადაიხარხარა კლარამ.

– გაჩუმდით, ქალიშვილებო! – ჩაერია ქალბატონი ორელი, – ჯობს ეს იარლიყები


გამოცვალოთ... რაც შეეხება მადმუაზელ ბოდიუს, მაღაზიის გარეთ მას ნება აქვს,
ყირაზე დადგეს! მთავარია, აქ მუშაობდეს რიგიანად!

ამ დაცვაში აშკარა გაკიცხვა იგრძნობოდა. დენიზს ისე ეხუთებოდა სული,


თითქოს რაღაც ბოროტმოქმედებას აბრალებდნენ, ამაოდ ცდილობდა ამხანაგების
დარწმუნებას, იცინოდნენ, მხრებს იჩეჩდნენ, დენიზს გულს სტკენდნენ. მალე ეს
ამბავი მთელ მაღაზიას მოედო. დელოში ისე აღშფოთდა, ამბობდა, სილას გავაწნი
მზა ტანსაცმლის დედაკაცებსო, მაგრამ შეეშინდა, დენიზისთვის ამით სახელი არ
გაეტეხა და თავი შეიკავა. ჟუანვილში საუბრის შემდეგ დელოში მოკრძალებულ
სიყვარულს, თითქმის რელიგიურ ერთგულებას გრძნობდა მისდამი და
ალერსიანი ძაღლის თვალებით შეჰყურებდა. ცდილობდა, არავის გაეგო მათი
მეგობრობის შესახებ, მაინც ნატრობდა, ერთი ვინმე ჩემ თვალწინ აწყენინებდეს
დენიზს, თავს არ შევიკავებ და დამნაშავეს მუშტებით გავუსწორდებიო.

161
დენიზს ისე მობეზრდა ყველაფერი, რომ გაჩუმდა, აღარაფერს ამბობდა,
სულერთია, არავინ დამიჯერებსო! რომელიმე მათგანი თუ კვლავ გადაუკრავდა
სიტყვას, არაფერს უპასუხებდა, მხოლოდ მშვიდი, სევდიანი თვალებით
უყურებდა დიდხანს. გარდა ამისა, მატერიალური საზრუნავი კვლავ არ
ასვენებდა, ჟანის თავქარიანობა ისევ სადარდებლად ჰქონდა, ყმაწვილი
გამუდმებით სთხოვდა ფულს. კვირა ისე არ გავიდოდა, რომ ოთხგვერდიანი
წერილი არ მიეღო მისგან. როცა შვეიცარი მსხვილი ასოებით დაწერილ ბარათს
გადასცემდა, დენიზი სასწრაფოდ მალავდა ჯიბეში, რადგან ქალები სიცილს ვერ
იკავებდნენ და უხამს სიმღერებს ღიღინებდნენ. ბოლოს რაღაცას მოიმიზეზებდა
და წერილის წასაკითხად მაღაზიის ბოლოში მირბოდა. წერილის გადაკითხვის
შემდეგ ათასი საშინელება წარმოუდგებოდა, საბრალო ბიჭი მუდამ უფსკრულის
პირას ეგულებოდა, სიყვარულის ამბებში გამოუცდელს სჯეროდა, რასაც ჟანი
იგონებდა, ატყუებდა და ყოველი მისი გასაჭირი ნამდვილ საფრთხედ
ეჩვენებოდა. ჟანს ხან ორმოცი სუ სჭირდებოდა რომელიღაც ქალის ეჭვიანობისგან
თავის დასაღწევად, ხან ხუთი-ექვსი ფრანკით ვიღაც საცოდავი გოგო უნდა
დაეხსნა, რომელსაც მამა სიკვდილით ემუქრებოდა. და რაკი ასეთი
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დენიზს ჯამაგირი და პროცენტები არ
ჰყოფნიდა, გადაწყვიტა, ზედმეტი სამუშაო ეშოვა მაღაზიის გარეთ. თავისი
გასაჭირი რობინოს გაანდო, რომლის მიმართაც ვენსართან პირველად შეხვედრის
შემდეგ სიმპათიით განეწყო. რობინომ მართლაც გამოუძებნა ადვილი სამუშაო –
ჰალსტუხები უნდა შეეკერა და ყოველ თხუთმეტ ცალში ხუთ სუს იღებდა.
ღამით, ცხრა საათიდან პირველ საათამდე დენიზი სამოცდათორმეტ ცალს
კერავდა, ასე რომ, ღამეში ოცდაათ სუს აკეთებდა, აქედან ოთხი სუ სანთელში
ეხარჯებოდა, ხოლო ოცდაექვს სუს მთლიანად ჟანს აძლევდა. უძილობას
არაფრად თვლიდა, პირიქით, კმაყოფილიც იყო, რომ ძმას ეხმარებოდა და, ალბათ,
ბედნიერადაც ჩათვლიდა თავს, ერთ ამბავს კვლავ რომ არ გაერღვია მისი
ბიუჯეტი. როცა მეორე კვირის ბოლოს ჰალსტუხის სახელოსნოს მფლობელთან
მივიდა, კარი დაკეტილი დაუხვდა: ამ ქალის გაკოტრებამ თვრამეტი ფრანკი და
ოცდაათი სანტიმი წაართვა დენიზს. მთელი კვირის განმავლობაში კი ამ ფულის
იმედით იყო. ამ დარდთან შედარებით მზა ტანსაცმლის სექციაში მიყენებული
უსიამოვნებები სასაცილოდ მიაჩნდა.

– რატომ ხართ ასეთი მოწყენილი? – ჰკითხა პოლინამ, როცა ავეჯეულობის


სექციაში შეხვდა, – ხომ არაფერი გიჭირთ, მითხარით!

162
დენიზს თორმეტი ფრანკი უკვე მართებდა მისი და ამიტომ არაფერი გაანდო:

– არა, გმადლობთ... – ნაძალადევი ღიმილით უთხრა მან, – წუხელ ცუდად მეძინა


და ამიტომა ვარ ასე...

ეს იყო ოც ივლისს, მაღაზიიდან გამყიდველების დათხოვნის გაცხარებულ


პერიოდში. ოთხასი თანამშრომლიდან ბურდონკლს ორმოცდაათი უკვე მოეხსნა.
ამბობდნენ, ახალი გაცხრილვაა მოსალოდნელიო. მაგრამ დენიზი ამ საფრთხეზე
აღარ ფიქრობდა, სხვა დარდი გაუჩნდა: ჟანს ასეთი მოთხოვნა არასდროს
წაუყენებია მისთვის, ამჯერად თხუთმეტი ფრანკი სჭირდებოდა. ამ ფულით
მოტყუებული ქმრის შურისძიება უნდა ავიცდინო თავიდანო, წერდა იგი. დენიზს
წინადღით მიეღო ჟანის წერილი, სადაც საქმის ვითარებას დაწვრილებით
აღწერდა. შემდეგ ორი ბარათი გამოუგზავნა ზედიზედ, და პოლინასთან
შეხვედრისას სწორედ მეორე ბარათს კითხულობდა. ჟანი იწერებოდა, თუ
საღამოსთვის თხუთმეტ ფრანკს არ მიშოვი, ცოცხალს ვეღარ მნახავო. ამდენი
ფიქრისგან დენიზს თავი სტკიოდა. სად ეშოვა ფული? ორი დღის წინ პეპეს
პანსიონის გადასახადი შეიტანა და სანტიმიც აღარ ებადა. რობინოს იმედი
ჰქონდა, იქნებ სადმე იპოვოს ჰალსტუხების სახელოსნოს პატრონი და ჩემი
თვრამეტი ფრანკი და ცამეტი სუ დამიბრუნოსო, მაგრამ რობინო შვებულებაში
იყო ორი კვირით. პოლინა აღარ მოეშვა, მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა.
როგორც კი დროს მოიხელთებდნენ, რამდენიმე ფრაზას გადაულაპარაკებდნენ
ერთმანეთს და თან აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს. უცებ პოლინამ ანიშნა,
წადიო, შალის სექციიდან გამოსული ინსპექტორის თეთრ ჰალსტუხს მოჰკრა
თვალი.

– ოო, არაფერია, ძია ჟუვი ყოფილა! – წაიჩურჩულა ბოლოს დამშვიდებულმა, – არ


ვიცი, ეს ბებერი რატომ იცინის, როცა ერთად გვხედავს! თქვენს ადგილად
ფრთხილად ვიქნებოდი, რაღაც მეტისმეტად კეთილად გექცევათ... იცოდეთ,
ნამდვილი ძაღლია, ბოროტი და ღვარძლიანი. თავი ისე უჭირავს, თითქოს კვლავ
თავის ჯარისკაცებს ელაპარაკებოდეს!

ინსპექტორი ჟუვი ყველას ეჯავრებოდა, დათხოვნილთა ნახევარზე მეტი მისი


დაბეზღების მსხვერპლი გახდა. ეს წითელცხვირა ლოთი, ყოფილი კაპიტანი
მხოლოდ ქალების სექციაში იღიმოდა ადამიანურად.

– რატომ უნდა მეშინოდეს მისი? – იკითხა დენიზმა.

163
– შენ მიმართ კეთილი განწყობილებისთვის სამაგიერო არ მოგთხოვოს... –
სიცილით უპასუხა პოლინამ, – ამ გოგოებისგან ბევრი უპრაწავს თვალებს.

ჟუვი ისე წავიდა, თითქოს ვერც ერთი ვერ შეამჩნია. მალე მეგობრებმა გაიგონეს,
როგორ დაატყდა იგი თავს მაქმანების სექციის გამყიდველს, ნევ-სენტ-
ოგუსტენის ქუჩაზე წაქცეულ ცხენს უყურებდი ფანჯრიდანო.

– ჰო, მართლა, – წამოიწყო პოლინამ, – გუშინ, მგონი, ბატონ რობინოს ეძებდით!


ახლახან დაბრუნდა.

დენიზს გაუხარდა.

– გმადლობთ, წავალ, მაღაზიას შემოვუვლი და აბრეშუმის სექციაში შევალ... მით


უმეტეს, რომ მიზეზიც მაქვს, აზღუდების მოსატანად გამაგზავნეს სახელოსნოში.

ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დენიზმა საქმიანი სახე მიიღო, თითქოს


სალაროდან სალაროში დარბოდა რაღაც შეცდომის გამოსასწორებლად. კიბეზე
ჩავიდა და ჰოლში შევიდა. ათს თხუთმეტი წუთი აკლდა, პირველი ცვლის ზარი
საუზმისთვის დარეკეს. მცხუნვარე მზე სხივებს აჭერდა ფანჯრის შუშებს და
რუხი ტილოს შტორებიდან დარბაზში იჭრებოდა. დროდადრო გრილი ჰაერი
იგრძნობოდა პარკეტიდან, რომელსაც მაღაზიის მსახურები წყლის სუსტი
ნაკადით რწყავდნენ. ირგვლივ ისეთი სიცარიელე და სიჩუმე სუფევდა,
იტყოდით, შუა ზაფხულში ძილისთვის მიუციათ თავი ნასადილევსო.
მთვლემარე დახლები სამლოცველოს წააგავდა, სადაც უკანასკნელი წირვის
შემდეგ ბინდი ჩამოწვებოდა ხოლმე. გამყიდველები ფეხზე იდგნენ, ხანდახან
რომელიმე კლიენტი გამოჩნებოდა გარელეაში და სიცხისგან გათანგული,
ზლაზვნით გადაჭრიდა ჰოლს.

როცა დენიზი კიბეზე ჩამოდიოდა, ფავიე სწორედ თხელი აბრეშუმის ვარდისფერ


კოპლებიან საკაბეს უზომავდა ქალბატონ ბუტარეს, რომელიც სამხრეთიდან
ჩამოსულიყო წინადღით. თვის პირველი რიცხვებიდან მაღაზიაში მხოლოდ
პროვინციიდან ჩამოსულ კლიენტებს წააწყდებოდით. უგემოვნოდ ჩაცმული
ქალების, ყვითელი შალების, მწვანე ქვედატანების ნამდვილი პროვინციური
გამოფენა გადაგეშლებოდათ თვალწინ. ნოქრებს სიცილის თავი არ ჰქონდათ და
გულგრილად ისტუმრებდნენ მყიდველებს. ფავიემ ქალბატონი ბუტარელი
გალანტერიის სექციაში მიაცილა და როცა დაბრუნდა, იუტენს უთხრა:

164
– გუშინ ოვერნელებით აივსო მაღაზია, დღეს პროვანსელები მობრძანდნენ...
თავი ამატკივეს.

იუტენი უცებ აფუსფუსდა, მისი ჯერი დამდგარიყო და კლიენტი იცნო,


«მზეთუნახავი» მოსულიყო, როგორც მთელი სექცია ეძახდა მშვენიერ ქერა ქალს,
რომლის ვინაობა არავინ იცოდა. ყველა ღიმილით შესცქეროდა ახალმოსულს.
კვირა ისე არ გავიდოდა, რომ «ქალთა ბედნიერებაში» არ შემოევლო. მუდამ
მარტო მოდიოდა. ამჯერად კი თან ახლდა ოთხი-ხუთი წლის პატარა ბიჭუნა.
რასაკვირველია, მაშინვე მიეცათ სალაპარაკო თემა.

– ნუთუ გათხოვილია? – იკითხა ფავიემ, როცა იუტენი სალაროდან დაბრუნდა,


სადაც მას ოცდაათი მეტრი ატლასის – «დიუშესის» ჩეკი წაეღო.

– ალბათ! – უპასუხა იუტენმა, – თუმცა ბიჭის აქ ყოფნა არაფერს ნიშნავს... იქნებ


მეგობრის ბავშვია... ერთი რამ კი ცხადია, ქალს ისეთი ნაღვლიანი სახე და
დაწითლებული თვალები აქვს, ეტყობა, ბევრი უტირია!

სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე გამყიდველი უაზროდ იყურებოდა მაღაზიის


სიღრმეში. შემდეგ ფავიემ მონოტონური ხმით დაიწყო:

– გათხოვილი თუა, ქმარი გააწნავდა სილას.

– შესაძლებელია! – გაიმეორა იუტენმა, – თუმცა ვინ იცის, იქნებ საყვარლის


ფულებს ხარჯავს აქ!

და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დაუმატა:

– ეჰ, რა ჩემი საქმეა!

აბრეშუმის სექციაში დენიზმა ნაბიჯი შეანელა, აქეთ-იქით იყურებოდა და


რობინოს ეძებდა. რაკი ვერსად მოჰკრა თვალი, თეთრეულის სექციაში შევიდა.
შემდეგ ისევ გადაჭრა აბრეშუმის სექცია. ფავიემ და იუტენმა მისი წრიალი
შეამჩნიეს.

– ეს კაფანდარა ისევ გამოჩნდა! – ჩაიბუტბუტა იუტენმა.

– რობინოს ეძებს... რაღაცას ერთად ჩხირკედელაობენ... ოჰ, რასაკვირველია,


არაფერი სასეირო არ იქნება, რობინო ისეთი ტუტუცია, ასეთი რამ არ ეხერხება...
ამბობენ, რაღაც სამუშაო უშოვაო, მგონი, ჰალსტუხებს აკერვინებს. იშოვეს რაღა,
საქმე!
165
იუტენმა დენიზის გამასხრება განიზრახა და როგორც კი მის წინ გაიარა, შეაჩერა
და ჰკითხა:

– მე ხომ არ მეძებთ?

დენიზი გაწითლდა. ჟუანვილის შემდეგ საკუთარ გულში ჩახედვას ვერ ბედავდა,


რაღაც ბუნდოვანი გრძნობების ჭიდილი იყო შიგ, იუტენი მუდამ თვალწინ ედგა
იმ ჟღალთმიან ქალთან და თუ ისევ ძველებურად თრთოდა მის დანახვაზე,
მხოლოდ უსიამოვნო გრძნობები იყო ამის მიზეზი. უყვარდა კი იგი ოდესმე? ან
ახლა უყვარს? ამ მძიმე კითხვებზე დაფიქრებაც არ უნდოდა დენიზს.

– არა, ბატონო, – მორიდებულად უპასუხა დენიზმა.

იუტენს სასაცილოდ არ ეყო მისი დამორცხვება:

– იქნებ გნებავთ, სინით მოგართვან! ფავიე, რობინო მოართვით მადმუაზელს!

დენიზმა ისეთივე ნაღვლიანი და მშვიდი თვალებით შეხედა იუტენს, როგორც


თავისი სექციის ქალებს უყურებდა ხოლმე ქარაგმების მოსმენისას. აჰა, ესეც
ბოროტი ყოფილა! ესეც სხვებივით მიპირებს თავში ჩარტყმას! – გაიფიქრა
გოგონამ და გულის სიღრმეში უკანასკნელი ძაფი ჩასწყდა. სახეზე ისეთი ტანჯვა
ეწერა, ბუნებით გულცივი ფავიე მაშინვე მიეშველა:

– ბატონი რობინო დასახარისხებელ განყოფილებაშია. ალბათ, საუზმის დროს


დაბრუნდება. თუ მასთან პირადი საქმე გაქვთ, თორმეტ საათზე შეგიძლიათ
ნახოთ.

დენიზმა მადლობა გადაუხარა და თავის სექციას დაუბრუნდა. გაბრაზებულმა


ქალბატონმა ორელიმ უკმეხად მიახალა, მთელი ნახევარი საათი დაიგვიანეთ,
ნეტავი აქამდე სად იყავით, ყოველ შემთხვევაში სახელოსნოში არ იქნებოდითო.
დენიზმა თავი ჩაღუნდა, ეს რა ნავსი დღე გამითენდაო, გაიფიქრა, რობინო თუ არ
დაბრუნდა, დავიღუპები... რადაც უნდა დამიჯდეს, ერთხელ კიდევ უნდა ჩავიდე
ქვემოთო...

რობინოს დაბრუნებამ ააფორიაქა აბრეშუმის სექცია. ნოქრებს იმედი ჰქონდათ,


ამდენ უსიამოვნებას ვერ გაუძლებს და აღარ დაბრუნდებაო. მართლაც, იყო
მომენტი, როცა ვენსარი აღარ მოეშვა, გინდა თუ არა, ჩაიბარე ჩემი მაღაზიაო და
რობინომაც კინაღამ იყიდა. ნაღმი, რომელსაც იუტენი რამდენიმე თვეა ჩუმ-
ჩუმად უწყობდა გამგის მოადგილეს, გასასკდომად იყო მზად. შვებულებაში
166
წასულ რობინოს პირველი გამყიდველი, იუტენი ცვლიდა და ისიც ძალას არ
იშურებდა, როგორმე ხელში ჩაეგდო რობინოს ადგილი, დაემცირებინა იგი
სექციის გამგის თვალში, ათასნაირი ხრიკებით ცდილობდა მისი გულის მოგებას:
ხან წვრილმან წინდაუხედაობას შეამჩნევდა და მას ბერავდა, ხან
რაციონალიზატორულ პროექტსა და ახალ ნახაზებს წარადგენდა. სექციის ყოველ
თანამშრომელს, ახალბედა გამყიდველს თუ სექციის გამგეს, მხოლოდ ერთი
აკვიატებული აზრი ჰქონდა: თანამშრომელი გაეგდო, ერთი საფეხურით მაღლა
აწეულიყო და თუ ვინმე გზას გადაუღობავდა, მოესპო კიდეც. ეს დაუცხრომელი
ბრძოლა, ერთი ადამიანის მიერ მეორის განადგურება მანქანის კარგი მუშაობის
პირობას წარმოადგენდა. იგი აცოცხლებდა ვაჭრობას და წარმატების იმ
ქარცეცხლს ანთებდა, რაც ასე აკვირვებს ხოლმე პარიზს. იუტენის უკან ფავიე
იდგა რიგში, ფავიეს უკან კიდევ მრავალი სხვა. ისმოდა ყბების ხმამაღალი
ღრჭენა. რობინო უკვე სიკვდილმისჯილი იყო და მისი ძვლები სათითაოდ
მიჰქონდა ყველას. ამიტომაც, როცა იგი დაბრუნდა, საერთო ღმუილი ატყდა. ამ
მდგომარეობას ბოლო უნდა მოღებოდა: ნოქრების განწყობილება იმდენად
სახიფათო გახდა, რომ სანამ დირექცია რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა,
სექციის გამგემ დახარისხების განყოფილებაში გაგზავნა რობინო.

– თუ კვლავაც დატოვებენ, ჩვენ აქედან წავალთ, – განაცხადა იუტენმა.

ბუტმონს მობეზრდა ამდენი აყალმაყალი. მისი მხიარული გუნება-განწყობილება


სექციაში ამტყდარ კინკლაობას ვერ შეგუებოდა. როცა მოღუშულ სახეებს
ხედავდა ირგვლივ, იტანჯებოდა, მაგრამ არც უსამართლობის ჩადენა სურდა.

– თავი დაანებეთ, რას ერჩით? ვის რა გაუკეთა ცუდი?

ყველა ერთბაშად აყაყანდა:

– როგორ თუ რას ვერჩით! აუტანელი ადამიანია, მუდამ უკმაყოფილოა... და თან


ისეთი ამაყია, მზადაა ყველა ფეხით გათელოს!

ერთი სიტყვით, მთელი სექცია აჯანყდა. ქალივით სუსტი ნერვები ჰქონდა


რობინოს, ფიცხი და მტკიცე ხასიათის გამო საერთო უკმაყოფილებას იწვევდა.
ათას რამეს უგონებდნენ, აქაო და ვიღაც ახალგაზრდა კაცი მისი მიზეზით
ლოგინად ჩავარდაო, ენამწარე შენიშვნებით კლიენტებს ამცირებსო და ვინ იცის,
კიდევ რას არ ამბობდნენ.

167
– ბოლოს და ბოლოს, ჩემგან რა გინდათ? – თქვა ბუტმონმა, – დირექცია
გავაფრთხილე, ერთხელ კიდევ შევახსენებ... მეტი მე არაფერი შემიძლია!

ზარი დარეკეს, საუზმეზე უხმობდნენ. მთვლემარე მაღაზიაში დახშული წკრიალი


მოისმა სარდაფიდან.

იუტენი და ფავიე ძირს ჩავიდნენ. გამყიდველები სათითაოდ ტოვებდნენ


დახლებს, დღედაღამ გაზის ნათურებით განათებულ სამზარეულოს ვიწრო და
ნესტიან ტალანში ერთმანეთს არ აცლიდნენ შესვლას, უსიტყვოდ, დინჯი
სახეებით აწვებოდნენ ერთმანეთს და ჭურჭლის ხმაურითა და საჭმლის სუნით
სავსე დერეფანში რიგში დგებოდნენ. სარკმელთან მზარეული იდგა, ორივე
მხარეს თეფშების გროვა ეწყო, კოვზსა და ჩანგალს სპილენძის უზარმაზარ
ქვაბებში ჰყოფდა და ულუფას არიგებდა. როცა გვერდზე მიდგებოდა, თეთრი
წინსაფრით გაკრული მუცლის უკან აგუზგუზებული ქურა მოჩანდა.

– დასწყევლოს ეშმაკმა! ისევ ცხარე საწებლიანი მოხარშული ხორცი და


სკაროსია... – წაიბუზღუნა იუტენმა, როცა სარკმლის ზემოთ შავ დაფაზე გაკრულ
მენიუს გადახედა, – ამ ბალაგანში ერთხელ მაინც გვაჭამონ შემწვარი!
მოხარშული ხორცი და თევზი ყელში ამოგვივიდა!

ეტყობოდა, თევზი ყველას ეჯავრებოდა, რადგან მზარეულს მუდამ სავსე


რჩებოდა ტაფა. ფავიემ მაინც აიღო სკაროსი. იუტენი დაიხარა და სარკმელში
შესძახა:

– მოხარშული ხორცი მომეცით ცხარე საწებლით!

მზარეულმა ჩვეული მოძრაობით წამოაცვა ჩანგალზე ხორცის ნაჭერი და ერთი


კოვზი საწებელი დაასხა. იუტენს ფანჯრიდან ისეთი ცხელი ოხშივარი ეცა სახეში,
რომ სუნთქვაშეკრულმა სასწრაფოდ წაიღო თავისი ულუფა, ხოლო მის უკან
ლოცვასავით ისმოდა: «მოხარშული ხორცი საწებლით! მოხარშული ხორცი
საწებლით!» მზარეული კარგად მომართული საათივით რიტმული და სწრაფი
მოძრაობით აცვამდა ჩანგალზე ხორცის ნაჭერს და საწებელს ასხამდა.

– ეს წყეული სკაროსი სულ ცივია, – განაცხადა ფავიემ, რომელიც სითბოს ვერ


გრძნობდა თეფშიდან.

168
ახლა ყველა ერთი მიმართულებით მიდიოდა, თეფში მაგრად ეჭირათ ხელში და
ცდილობდნენ, ერთმანეთს არ დასჯახებოდნენ. ათი ნაბიჯის მოშორებით
ბუფეტი იყო: სარკმლის წინ, გაპრიალებული თუნუქის დახლზე, ღვინის პატარა,
ახალგარეცხილი ბოთლები ჩაემწკრივებინათ. გამყიდველები ცალი ხელით
საცობახდილ ბოთლებს იღებდნენ და ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ
მაგიდებისკენ, ეშინოდათ, თავიანთი წილი ღვინო არ დაეღვარათ.

– აგკიდებენ ამდენ ჭურჭელს და ჰაიდა, იარე! – ბუზღუნებდა უკმაყოფილო


იუტენი.

ფავიესა და იუტენის მაგიდა დერეფნის ბოლოს იდგა, უკანასკნელ სასადილო


ოთახში. ყველა ოთახი ერთი ზომისა იყო, ოთხი მეტრი სიგანე ჰქონდა და ხუთი
მეტრი სიგრძე. სასადილო ოთახები სარდაფიდან გადაეკეთებინათ,
შეებათქაშებინათ და შეეღებათ, მაგრამ სინესტეს მაინც გამოეჟონა, საღებავი
წაეშალა და ყვითელი კედლები მომწვანო ლაქებით აჭრელებულიყო. ვიწრო
სანათურებიდან, საიდანაც ქუჩის ქვაფენილი მოჩანდა, მკრთალი შუქი აღწევდა,
რომელსაც გამვლელთა ჩრდილი ეფარებოდა წამდაუწუმ. სასადილო ოთახებში
ივლისშიც ისევე ეხუთებოდა სული, როგორც დეკემბერში. სამზარეულოდან
შემოსული ცხელი ოხშივარი და გულისამრევი სუნი, ეტყობოდა, სამუდამოდ
დამკვიდრებულიყო.

იუტენი პირველი შევიდა სასადილოში. ერთი მხრიდან კედელში ჩაჭედილ


მაგიდას მუშამბა ეფარა და ჭიქები და დანა-ჩანგალი ეწყო. მაგიდის ორივე
კუთხეში თეფშები დაეხვავებინათ. შუა მაგიდაზე დანაგარჭობილი გრძელი პური
იდო. იუტენმა ბოთლი და თეფში მაგიდაზე დადო, კარადიდან ხელსახოცი
ამოიღო, ამოიოხრა და სუფრას მიუჯდა.

– ისე ვარ გამგელებული, ეს საჭმელი ერთ ლუკმად არ მეყოფა! – ჩაილაპარაკა


განაწყენებულმა.

– მუდამ ასეა, – გამოელაპარაკა ფავიე და მარცხნივ დაუჯდა, – სწორედ მაშინ


არაა საჭმელი, როცა ადამიანს შიმშილისგან კუჭი უხმება.

ოცდაორი გამყიდველისთვის გაშლილი სუფრა სწრაფად შეივსო.


ყოველდღიურად ცამეტი საათის მუშაობით დამშეულმა, კუნთმაგარმა ბიჭებმა
ყბები და ჩანგლები აამუშავეს. წინათ მაღაზიის თანამშრომლებს ერთი საათით
ათავისუფლებდნენ სასაუზმოდ, ისინი სწრაფად გადაკრავდნენ ყავას, რომ მერე

169
ქუჩაში გაცვენილიყვნენ. მაგრამ რაკი მაღაზიაში რეტდასხმულნი
ბრუნდებოდნენ და ვაჭრობის თავი აღარ ჰქონდათ, დირექციამ გადაწყვიტა
«ბედნიერებიდან» აღარ გაეშვა გამყიდველები. თუკი მაინცდამაინც უყავოდ
სიცოცხლე არ შეეძლოთ, არავინ უშლიდათ სამი სუს გადახდას და ყავის
დალევას. სამაგიეროდ, ახლა გამყიდველები ზანტად ილუკმებოდნენ, რადგან
საუზმისთვის მეტი დრო ჰქონდათ, შესვენების დამთავრებამდე სექციაში
დაბრუნება არ ეჩქარებოდათ. ბევრი მათგანი ბოთლზე მიდებულ დაკეცილ
გაზეთს კითხულობდა ჭამის დროს. ზოგი, როგორც კი მუცელს ამოიყორავდა,
ხმამაღლა იწყებდა ლაპარაკს. სასაუბრო თემა მუდამ ერთი და იგივე იყო:
უგემური სადილი, გამომუშავებული პროცენტები, წინა კვირის თავგადასავლები
ან მომავალი კვირის გეგმები.

– ერთი მითხარით, რობინოს საქმე როგორაა? – ჰკითხა იუტენს ერთმა


გამყიდველმა. აბრეშუმის სექციის ბრძოლა გამგის მოადგილესთან მთელი
მაღაზიის ყურადღებას იპყრობდა, სენ-როკის კაფეშიც შუაღამემდე
ლაპარაკობდნენ ამაზე ყოველდღიურად. იუტენმა, რომელიც უკმაყოფილოდ
შეექცეოდა მოხარშულ ხორცს, ესღა უპასუხა:

– რობინო ისევ მობრძანდა! – შემდეგ ერთბაშად გაბრაზდა.

– ეს რა ოხრობაა? ეტყობა, ვირის ხორცი შემოგვატყუეს! სინდისს ვფიცავ, ასეთი


სალაფავი არსად მინახავს!

– ნუ წუწუნებთ! – შეაწყვეტინა ფავიემ, – რომ იცოდეთ, როგორ ვნანობ, სკაროსი


რომ ავიღე! აყროლებულია!

ყველა ერთად აყაყანდა, აღშფოთებით ალაპარაკდნენ. მაგიდის ბოლოს,


კედელთან დელოში იჯდა ჩუმად და ჭამდა. საბრალო ყმაწვილს ისეთი მადა
ჰქონდა, ალბათ, მთელ ცხვარს შეჭამდა, მაგრამ ყოველდღე მშიერი დგებოდა
სუფრიდან. ხელფასსაც იმდენს არ იღებდა, რომ ზედმეტი ულუფა მოეთხოვა,
ამიტომ ამ უგემურ საჭმელს არ იწუნებდა და პურის დიდ ნაჭერს ანადგურებდა.
ყველა დასცინოდა მის მადას და ახლაც დაიყვირეს:

– ფავიეს, თქვენი სკაროსი დელოშს მიეცით... მას სწორედ ასეთი თევზი უყვარს.

– იუტენ, ეგ ხორცი დელოშს დაუთმეთ, დესერტად დააყოლებს!

170
საბრალო ყმაწვილი არაფერს ამბობდა და მხოლოდ მხრებს იჩეჩდა, რა მისი
ბრალი იყო, თუ შიმშილისგან კუჭი მუდამ ეწვოდა? თვითონ ვითომ იწუნებდნენ
სადილს, მაგრამ სულმოუთქმელად კი სანსლავდნენ ყველაფერს!

ერთბაშად ყველა ჩაჩუმდა. გამაფრთხილებელი სტვენა მოისმა დერეფნიდან.


მურე და ბურდონკლი მოსულიყვნენ. ბოლო ხანებში გამყიდველები ისე ხშირად
უჩიოდნენ სადილს, რომ დირექციამ იკადრა სასადილოში ჩასვლა და საკვების
ხარისხის პირადად შემოწმება, მზარეულს დღეში ოცდაათ სუს აძლევდნენ თითო
ულუფის მომზადებაში. ამ ფულით მას სურსათიც უნდა ეყიდა და ნახშირის,
გაზისა და დამხმარე პერსონალის საფასურიც უნდა გადაეხადა. როცა ყველაფერი
რიგზე არ იყო, დირექცია გულუბრყვილოდ გამოხატავდა გაკვირვებას. ამ დილით
თითოეულ სექციას თავისი დელეგატი გაეგზავნა დირექციასთან, რომელსაც
მინიო და ლიენარი უნდა მოლაპარაკებოდნენ. და აი, როგორც კი სიჩუმე
ჩამოვარდა, ყველამ ყური ცქვიტა, უნდოდათ მოესმინათ, რას იტყოდნენ მურე და
ბურდონკლი მეზობელ ოთახში. ბურდონკლმა მშვიდად განაცხადა, ხორცი
პირველი ხარისხისააო, მინიომ თავი ვეღარ შეიკავა და რამდენჯერმე გაუმეორა,
სცადეთ, დაღეჭეთ და მაშინ ნახავთო. ხოლო ლიენარი სკაროსს იწუნებდა, ნახეთ,
როგორ ყარს, ბატონოო. მურემ გულთბილი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა,
თქვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მამად მიგულეთ, უმალ
ხმელ პურს შევჭამ, ვიდრე იმას მოვითმენდე, რომ თქვენ ცუდად გკვებონო.

– სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავარკვევ, – თქვა ბოლოს ხმამაღლა, რომ მისი


ნათქვამი ყველას გაეგონა.

ასე დაამთავრა დირექციამ შემოწმება და კვლავ გაისმა ჩანგლების ჩხარაჩხური.

– კი, კი, დაუჯერეთ! მაგათი იმედი გქონდეთ! – ბუზღუნებდა იუტენი, – ლამაზი


სიტყვები არ გამოელევათ! დაპირებები ხომ გეყოფათ? კეთილი და პატიოსანი!
საჭმელად ძველი ლანჩები მოაქვთ და თან ძაღლივით გაგდებენ გარეთ!

ნოქარი, რომელმაც ერთხელ უკვე ჩამოაგდო სიტყვა რობინოზე, ახლაც


მიუბრუნდა იუტენს:

– თქვენ ამბობთ, რომ რობინო...

მაგრამ ჭურჭლის ხმაურში ვერაფერი გაიგონეს. გამყიდველები საკუთარ თავს


თავად ემსახურებოდნენ. მარცხნივ და მარჯვნივ დაწყობილი გროვა თანდათან

171
კლებულობდა და როცა მზარეულის შეგირდმა უზარმაზარი თუნუქის სინი
მოიტანა, იუტენმა წამოიყვირა:

– ორცხობილაში შემწვარი ბრინჯი! ესღა გვაკლდა!

– არაფრად ვარგა, – თქვა ფავიემ, მაგრამ ბრინჯი მაინც გადმოიღო.

ზოგს მოსწონდა ბრინჯი, ზოგი ამბობდა რეზინასავითააო, ხოლო ვისაც გაზეთი


ჰქონდა, ფელეტონის კითხვით ისე გართულიყო, ვერ ამჩნევდა, რას ჭამდა. ოფლი
წურწურით ჩამოსდიოდათ. ვიწრო სარდაფი მოწითალო ნისლით ავსებულიყო.
გამვლელთა ჩრდილები კვლავ შავ ძელებად დასრიალებდნენ ჭურჭლით სავსე
მაგიდებზე.

– დელოშს პური მიაწოდეთ! – იოხუნჯა ვიღაცამ.

მოტრაპეზენი თითო ნაჭერს მოიჭრიდნენ, დანას ყუამდე ურჭობდნენ ქერქში და


შემდეგ სხვას აწოდებდნენ.

– ვის უნდა ბრინჯი დესერტში გავუცვალო? – იკითხა იუტენმა.

ერთი გამხდარი ყმაწვილი დაითანხმა, შემდეგ ღვინის გაცვლაც მოინდომა,


მაგრამ მჟავე ღვინის მსურველი არავინ აღმოჩნდა.

– ჰო, იმას გეუბნებოდით, რობინო ისევ დაგვიბრუნდა, – განაგრძო იუტენმა,


თუმცა სიცილსა და ლაპარაკში მისი ნათქვამი ყველას არ ესმოდა, – მაგრამ მისი
საქმე წასულია... წარმოგიდგენიათ? გამყიდველ ქალებს გზიდან აცდენს!
მაღაზიის გარეთ სამუშაოს შოულობს მათთვის, ჰალსტუხებს აკერინებს თურმე!

– ჩუმად! – წასჩურჩულა ფავიემ, – მგონი, სწორედ მასზე კამათობენ.

მან თვალი ჩაუკრა და ბუტმონი დაანახვა, რომელმაც მურესა და ბურდონკლთან


ერთად სასადილოს წინ გაიარა. სამივეს შეწუხებული სახეები ჰქონდა და
გაცხოველებით ლაპარაკობდნენ დაბალ ხმაზე. სექციის გამგეებისა და
მოადგილეების სასადილო ოთახი პირდაპირ იყო. მურეს დანახვისთანავე
ბუტმონი სუფრიდან ადგა, მასთან მივიდა და სექციაში ამტყდარ უსიამოვნებაზე
დაიწყო ლაპარაკი. ახლა იმას ეუბნებოდა, მე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში
ვარ, როგორ მოვიქცე, არ ვიციო. მურე და ბურდონკლი ყურს უგდებდნენ, ასე
ადვილად ვერ გაემეტებინათ რობინო, პირველხარისხოვანი გამყიდველი,
რომელიც ჯერ კიდევ ქალბატონი ედუენის სიცოცხლეშიც მსახურობდა

172
მაღაზიაში. მაგრამ, როცა ბუტმონმა ჰალსტუხების ამბავი შეატყობინა,
ბურდონკლი აპილპილდა. ხომ არ გაგიჟდა ეს კაცი? როგორ გაბედა შუაკაცობა
ეკისრა გამყიდველისთვის დამატებითი სამუშაოს საშოვნელად? სავაჭრო სახლს
ისედაც ძვირად უჯდება თითოეული გამყიდველის შენახვა. თუკი ისინი
ღამღამობით იმუშავებენ, ცხადია, დღისით მაღაზიაში მათ საქმიანობას ფასი არ
ექნება, ამით მაღაზიას ძარცვავენ, საფრთხეში აგდებენ თავიანთ
ჯანმრთელობასაც, რაც მათ აღარ ეკუთვნით. ღამე იმისთვისაა, რომ დაიძინონ...

– მგონი, იჩარხება საქმე! – კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა იუტენმა.

როცა სამი მამაკაცი ნელი ნაბიჯებით ჩაუვლიდა სასადილო ოთახს, ნოქრები


გაფაციცებით უყურებდნენ, და ყოველ მოძრაობას თავისებურად აფასებდნენ.
ერთ მოლარეს ორცხობილაში შემწვარ ბრინჯში შარვლის ღილი ეპოვა, მაგრამ
ამისთვის ახლა არავის მიუქცევია ყურადღება.

– სიტყვას «ჰალსტუხს» მოვკარი ყური, – თქვა ფავიემ, – შეხედეთ ბურდონკლს,


როგორ გაუფითრდა ცხვირის წვერი?!

მურე ეთანხმებოდა კომპანიონს. მისი აზრით, რაკი გამყიდველი ქალი


იძულებულია, ღამით იმუშაოს, ამით შეურაცხყოფას აყენებს «ბედნიერებასო».
შემდეგ იკითხა, მითხარით, მაინც ვინაა ის სულელი ქალი, რომელსაც
პროცენტებითაც ვერ ურჩენია თავიო, და როცა ბუტმონმა დენიზი ახსენა, მურე
მაშინვე მოლბა, გამართლება დაუწყო: თუ ამ ქალიშვილზე ლაპარაკობთ, ჯერ
გამოუცდელია და თანაც ამბობენ, ნათესავებს არჩენსო. ბურდონკლმა უფროსს
ლაპარაკი შეაწყვეტინა და უთხრა, ახლავე უნდა მოვხსნათ, აკი, თავიდანვე
გაგაფრთხილეთ, ამ ფეთხუმისგან ვერაფერ ხეირს ვნახავთ-მეთქი. ბურდონკლს
აშკარად ეტყობოდა, რომ დენიზი ათვალისწუნებული ჰყავდა. მურე შეეცადა
ნაძალადევი სიცილით დაემალა უხერხულობა და მიუგო: – რა სასტიკი ხართ,
ბურდონკლ! ნუთუ შეუძლებელია ერთხელ მაინც ვაპატიოთ ამ გოგონას?
გამოვიძახოთ, საყვედური ვუთხრათ, მაგრამ რაც მთავარია, ის კი არაა დამნაშავე,
არამედ რობინო. მან ხომ იცის ჩვენი წესები. მადლობა ღმერთს, პირველი წელი
არაა, რაც აქ მუშაობს. ჰოდა, სწორედ მას უნდა ერჩია, ასეთი საქმისთვის ხელი არ
მოეკიდა.

– ნეტავი, რა აცინებს უფროსს? – იკითხა ფავიემ, როცა დირექციამ კარს ჩაუარა.

173
– დალახვროს ეშმაკმა! თუ გაჯიუტდებიან და რობინოს ისევ დაგვისვამენ თავზე,
ისეთ სკანდალს ავტეხ, რომ თავბედი იწყევლონ! – დაიფიცა იუტენმა.

ბურდონკლი თვალს არ აშორებდა მურეს. ბოლოს ამრეზით ჩაიქნია ხელი,


თითქოს აგრძნობინა, მიგიხვდით და სისულელედ მიმაჩნია თქვენი საქციელიო.
ბუტმონი კვლავ წუწუნებდა, საუკეთესო გამყიდველები იმუქრებიან, მაღაზიას
დავტოვებთო. მან კიდევ ერთი არგუმენტი წაუყენა დირექციას რობინოს
წინააღმდეგ: ამბობდნენ, მოლაპარაკებას აწარმოებს გოჟანთან, რომელიც თურმე
აქეზებს, საკუთარი მაღაზია გახსნას იმავე კვარტალში, დიდ კრედიტსაც
სთავაზობს, ოღონდ კი «ქალთა ბედნიერებას» ზარალი მიაყენოსო. სიჩუმე
ჩამოვარდა, აჰა, რობინო მათთან აპირებს ბრძოლას?! ამან მურე ჩააფიქრა, მაგრამ
მალე ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფრად აგდებდა ამ ამბავს და განაცხადა, ჯერ
ნურავითარ გადაწყვეტილებას ნუ მივიღებთ, საგანგაშო არაფერია, ვნახოთ,
მოველაპარაკოთო. და იგი მაშინვე ბუტმონს გაეხუმრა, ორი დღის წინ მამამისი
ჩამოსულიყო მონპელიედან, სადაც მას დუქანი ჰქონდა და როცა «ქალთა
ბედნიერების» ჰოლში შესულა და იქ გაბატონებული თავისი ვაჟი უნახავს,
სიბრაზისგან კინაღამ დამხრჩვალა. ისინი კვლავ დასცინოდნენ მოხუცს,
რომელიც სამხრეთელისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებით ლანძღავდა
ყველაფერს და ამტკიცებდა, სიახლეების მაღაზიები სრული გაკოტრებით
დაასრულებენ არსებობასო.

– აგერ რობინოც! – წაიჩურჩულა სექციის გამგემ, – უსიამოვნო შეხლა-შემოხლის


თავიდან ასაცილებლად დახარისხების განყოფილებაში გავაგზავნე განგებ.
მაპატიეთ, ასე რომ ჩაგაცივდით, მაგრამ მდგომარეობა ისე გამწვავდა, რაღაც
ზომები უეჭველად უნდა მივიღოთ.

რობინო მიესალმა მათ და თავის მაგიდისკენ გაემართა. მურემ ესღა უპასუხა


ბუტმონს:

– კეთილი, მოვიფიქრებთ!

მურე და ბურდონკლი წავიდნენ. იუტენსა და ფავიეს ეგონათ, ისინი მათ


სასადილო ოთახში შევიდოდნენ, მაგრამ რაკი არ გამოჩნდნენ, შვებით
ამოისუნთქეს და ჩაილაპარაკეს, ესღა გვაკლია ყოველდღე შემოვიდნენ აქ და
ლუკმა დაგვითვალონ. საუზმის დროს მაინც აწუხებდათ, რომ რობინო მშვიდად
შევიდა სასადილოში, ხოლო მურე კარგ გუნებაზე იყო. ეშინოდათ, ვაითუ, ჩვენ

174
მიერ წამოწყებულმა ბუნტმა ამაოდ ჩაიაროსო. გამყიდველებმა ხმას დაუწიეს,
უკმაყოფილების ახალ საბაბს ეძებდნენ.

– ვკვდები შიმშილით! – ხმამაღლა დაიყვირა იუტენმა, – სუფრიდან ადგომისას


უფრო მეწვის კუჭი.

თავისი წილი მურაბა უკვე შეჭამა, ამას ბრინჯში გაცვლილი მურაბაც დააყოლა,
მაგრამ მაინც ბუზღუნებდა.

– ჯანდაბას მაგათი თავი! დამატებითი ულუფა უნდა მოვითხოვო, – დაიყვირა


მან, – ვიქტორ, ერთი ულუფა მურაბა კიდევ მომიტანე...

მსახური დესერტის ჩამორიგებას ამთავრებდა. მალე ყავაც შემოიტანა და


მსურველებს სამ-სამი სუ გამოართვა. რამდენიმე ნოქარი წამოდგა და პაპიროსის
მოსაწევად ბნელ დერეფანში გავიდა. დანარჩენები მოდუნებულნი ისხდნენ
ჭუჭყიანი ჭურჭლით სავსე სუფრასთან, პურის გულის ბურთულებს აგორებდნენ
და გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავე თემაზე. აღარც დამწვარი
ქონის სუნს გრძნობდნენ და არც აუტანელ სიცხეს, რომლისგანაც ყურებიც კი
ასწითლებოდათ. კედლები ოფლის წვეთებით დაფარულიყო, დაობებული თაღი
თითქოს გულზე აწვა ყველას და სულს უხუთავდა. პურით გამომძღარი დელოში
კედელს მიყრდნობოდა, საჭმელს ინელებდა და სანათურს თვალს არ აშორებდა.
ყოველდღე საუზმის შემდეგ შესანიშნავი გასართობი ჰქონდა: ტროტუარზე
გამვლელთა ფეხებს ათვალიერებდა. კოჭებთან გადაჭრილი ფეხები, უხეში
ფეხსაცმელები, კოხტა, ყელიანი ფეხსაცმელები, თხელი ფეხსაცმელები...
ცოცხალი, მაგრამ უსხეულო და უთავო ფეხების ეს მიმოსვლა ძალიან ართობდა
მას. წვიმიან დღეებში ეს ფეხები ჭუჭყიანი იყო.

– როგორ, უკვე? – წამოიძახა იუტენმა.

დერეფნის ბოლოს ზარი აწკრიალდა. მესამე ცვლისთვის ადგილები უნდა


დაეთმოთ. ოთახში მსახურები შემოვიდნენ და თბილი წყლით სავსე სათლები და
მსხვილი ღრუბლები შემოიტანეს მუშამბების გასარეცხად. სასადილო ოთახები
ნელ-ნელა დაცარიელდა. ნოქრები ზანტად მიათრევდნენ ფეხებს კიბის
საფეხურებზე და თავიანთ სექციას უბრუნდებოდნენ. სამზარეულოს
სარკმელთან კვლავ დადგა მზარეული ძროხის ხორცით, სკაროსით და საწებლით
სავსე ქვაბებს შორის. კვლავ მოიმარჯვა ხელში ჩანგლები და კოვზები, რომ

175
კარგად მომართული საათის რიტმული მოძრაობით ერთხელ კიდევ აევსო ისინი
ულუფით.

იუტენი და ფავიე ყველაზე ბოლოს გავიდნენ სასადილოდან. უცებ დენიზი


შენიშნეს კიბესთან.

– ბატონი რობინო დაბრუნდა, მადმუაზელ, – დამცინავი თავაზიანობით უთხრა


იუტენმა.

– იგი საუზმობს, – დაუმატა ფავიემ, – მაგრამ თუ ძალიან გეჩქარებათ მისი ნახვა,


შეგიძლიათ, შეხვდეთ.

დენიზი კიბეზე ჩამოვიდა, მაგრამ მათთვის არც შეუხედავს და არც პასუხი


გაუცია. როცა სექციების გამგეებისა და მოადგილეების სასადილოს ჩაუარა, თავი
ვერ შეიკავა და შიგნით შეიხედა. რობინო მართლაც იქ იყო. დენიზმა გადაწყვიტა,
ნაშუადღევს მოველაპარაკებიო და თავის მაგიდისკენ გაეშურა, ოთახის მეორე
ბოლოში.

ქალებს ცალკე უშლიდნენ სუფრას მათთვის განკუთვნილ ორ დარბაზში. დენიზი


პირველ ოთახში შევიდა. ეს ოთახებიც სარდაფის ნაწილს შეადგენდა, რომელიც
სასადილოდ გადაეკეთებინათ. სამაგიეროდ, უკეთ იყო მოწყობილი. შუა ოთახში
ოვალური მაგიდა იდგა და სუფრა თხუთმეტი სულისთვის გაეშალათ. თეფშები
ხალვათად ეწყო, ხოლო ღვინო სურებში ესხა. სუფრის ორივე თავში სკაროსითა
და მოხარშული ხორცით სავსე სინები ელაგა. გამყიდველებს თეთრწინსაფრიანი
ოფიციანტები ემსახურებოდნენ. ასე რომ, ქალებს ულუფის მისაღებად
სამზარეულოს სარკმელთან რიგში დგომა არ უხდებოდათ. დირექციის აზრით,
ასე ჯობდა.

– რატომ დაიგვიანეთ? ისევ შემოუარეთ მაღაზიას? – ჰკითხა დენიზს პოლინამ,


რომელიც უკვე იჯდა სუფრასთან და პურს იჭრიდა.

– დიახ, კლიენტს ვაცილებდი, – უპასუხა დენიზმა და გაწითლდა.

ტყუოდა და დაბნეულმა იდაყვიც გაჰკრა მეზობელს. რა მოუვიდა დღეს


ფეთხუმს? – ფიქრობდნენ ქალები, – უცნაურად იქცევა, ზედიზედ რამდენიმე
წერილი მიიღო საყვარლისგან, შემდეგ ფეთიანივით დარბოდა მაღაზიაში და
ათასგვარ ხრიკებს იგონებდა, რომ სახელოსნოში გაეგზავნათ, მაგრამ ერთხელაც
არ შეუდგამს ფეხი იქ, არა, ნამდვილად რაღაც ამბავიაო. კლარა მშვიდად

176
შეექცეოდა სკაროსს, ეტყობოდა, გულაზიზი არ ბრძანდებოდა და ვინ იცის, ერთ
დროს იქნებ დამძაღებული ქონიც კარგად მიურთმევია. მან ლაპარაკი დაიწყო
უკანასკნელი საშინელი სენსაციის შესახებ, რომლითაც გაზეთები აეჭრელებინათ.

– წაიკითხეთ? ერთ კაცს საყვარლისთვის სამართებლით გამოუჭრია ყელი!

– აბა, რა ექნა, – შენიშნა ახალგაზრდა ქალმა, თეთრეულის გამყიდველმა,


რომელსაც სანდომიანი და ნაზი სახე ჰქონდა, – ვიღაცა მამაკაცთან შეუსწრია.
ახია მასზე!

– როგორ? – აღშფოთდა პოლინა, – თუ აღარ გიყვარს მამაკაცი, ამისთვის ყელი


უნდა გამოგჭრას?! არა, გენაცვალე, ეს უკვე მეტისმეტია!

მან ერთბაშად შეწყვიტა ლაპარაკი და ოფიციანტს მიუბრუნდა:

– პიერ, ამ ხორცის ჭამა შეუძლებელია... უთხარით, დამატებით იქნებ


ერბოკვერცხი მომიმზადონ...

და სანამ ახალ კერძს მოუტანდნენ, ჯიბეში ჩაიყო ხელი, სადაც მუდამ


ეგულებოდა რაიმე სასუსნავი, ამოიღო შოკოლადი და პურს მიატანა.

– რასაკვირველია, ასეთ მამაკაცთან საქმის დაჭერა სახიფათოა! – განაგრძო


კლარამ, – მერედა, რამდენია ასეთი ეჭვიანი! ამას წინათ ვიღაც მუშას ჭაში
ჩაუგდია თავისი ცოლი.

იგი თვალს არ აშორებდა დენიზს, ეგონა, მიხვდა მისი ფერწასულობის მიზეზს:


ალბათ, ეს უკარება საყვარელს ღალატობს და ახლა აკანკალებს, სილა არ
მითავაზოსო. ოჰ, რა სასაცილო იქნება პირდაპირ მაღაზიაში რომ
მოუვარდებოდესო, ფიქრობდა კლარა. ქალებმა საუბრის თემა შეცვალეს. ერთი
გამყიდველი დანარჩენებს ასწავლიდა, ლაქა როგორ ამოეყვანა ხავერდიდან.
შემდეგ თეატრ «გეტეში» წარმოდგენილი პიესა ახსენეს, გამოცდილ
მოცეკვავეებზე უკეთ პატარა გოგონები ცეკვავდნენო. პოლინამ უკმაყოფილოდ
შეჭმუხნა წარბები, როცა დამწვარი ერბოკვერცხი დაუდვეს წინ, მაგრამ გემო
გაუსინჯა და გამხიარულდა:

– ღვინო მომაწოდეთ, – სთხოვა მან დენიზს, – თქვენც შეგეკვეთათ ერბო


კვერცხი!

177
– ძროხის ხორციც მეყოფა, – უპასუხა გოგონამ. იგი ზედმეტ ხარჯებს გაურბოდა
და რანაირი უგემური სადილიც უნდა მიეტანათ, უარს არასოდეს ამბობდა.

როცა ოფიციანტმა შემწვარი ბრინჯი მოიტანა, ქალები აყაყანდნენ. ერთი კვირის


წინ არც ერთმა პირი არ დააკარა ამ კერძს და იმედი ჰქონდათ, მენიუდან
ამოიღებდნენ, მაგრამ ამაოდ. კლარას მიერ მოყოლილმა ამბებმა ისე დააფრთხო
დენიზი, ისე დააშინა ჟანის ბედმა, რომ არც დაფიქრებულა, ისე შეჭამა წინ
დადგმული თეფშიდან ბრინჯი. ქალებმა, რასაკვირველია, ზიზღით გადახედეს.
გამყიდველებმა დამატებითი კერძების კორიანტელი დააყენეს, მურაბებით
ამოივსეს მუცელი და თან თავი მოსწონდათ, საკუთარი ფულით ვიკვებებითო.

– იცით, მამაკაცებს უჩივლიათ და დირექცია დაჰპირებია... – წამოიწყო


თეთრეულის სექციის სანდომიანმა გამყიდველმა.

ქალებმა სიტყვა გააწყვეტინეს და სიცილი დააყარეს. დენიზის გარდა ყველამ


მოითხოვა ყავა, განაცხადა, არ მიყვარსო. ქალები ნებიერად შეექცეოდნენ ყავას და
დირექციაზე საუბრობდნენ. შალის კაბებში ჩაცმული თეთრეულის სექციის
გამყიდველები უბრალო მეშჩან ქალებს ჰგავდნენ, ხოლო მზა ტანსაცმლის
სექციის გამყიდველები აბრეშუმის კაბებითა და ყელთან გაკეთებული
ხელსახოცებით დინჯად ისხდნენ, იტყოდით, მანდილოსნები საჯალაბოში
ჩასულან, რომ მოახლეებთან ერთად ისაუზმონო. ქალებმა ფანჯარა გააღეს,
მეტისმეტად დახუთული და მყრალი სუნი იდგა ოთახში, მაგრამ ეტლის
გრუხუნმა შეაწუხა ყველა, თითქოს ბორბლები სუფრაზე მოგორავსო და
იძულებული გახდნენ, მაშინვე დაეკეტათ.

– ჩუმად! – წაიჩურჩულა პოლინამ, – ბებერი ტუტრუცანა მოდის.

ოთახში ინსპექტორი ჟუვი შემოვიდა. საუზმის შემდეგ მუდამ უყვარდა ქალების


ოთახთან ხეტიალი, თანაც ქალთა სასადილოს მეთვალყურეობაც ეკისრებოდა.
მოცინარი თვალებით შემოდიოდა ოთახში, მაგიდას შემოუვლიდა, ხანდახან
კიდეც გამოელაპარაკებოდა რომელიმეს, ეკითხებოდა, ხომ კარგად ისაუზმეთო.
მაგრამ ქალებს ისე აბეზრებდა თავს და აშინებდა, რომ ცდილობდნენ,
სასწრაფოდ გასცლოდნენ იქაურობას. ჯერ ზარიც არ დაერეკათ და კლარა უკვე
გაიპარა, სხვებიც მიჰყვნენ. მალე სასადილოში პოლინა და დენიზიღა დარჩნენ.
პოლინას ყავა დაემთავრებინა და შოკოლადის კანფეტებს შეექცეოდა.

178
– ჰო მართლა, წავალ, მსახურს გავაგზავნი და ფორთოხლებს ვაყიდვინებ! – თქვა
მან და წამოდგა, – მოდიხართ?

– ახლავე წამოვალ, – უპასუხა დენიზმა და პურის ქერქს დაუწყო ლოღნა. მას


უნდოდა ბოლოს გასულიყო სასადილოდან და გზაზე რობინოს მოლაპარაკებოდა.

მაგრამ, როცა ჟუვთან მარტო დარჩა, უხერხულობა იგრძნო და სასწრაფოდ


წამოდგა.

– მადმუაზელ ბოდიუ...

ჟუვი წინ დაუდგა და მამობრივი სიყვარულით უღიმოდა, ორდენით


დამშვენებული მკერდი წინ გამოეჯგიმა, ხოლო სქელი ჭაღარა წარბები და
ქოჩორბუჩქად შეკრეჭილი თმა პატიოსანი მეომრის იერს აძლევდა.

– რა გნებავთ, ბატონო ჟუვი? – მშვიდად ჰკითხა დენიზმა.

– დილითაც შეგამჩნიეთ, უკან რომ იდექით და მუსაიფობდით. ხომ იცით, ასეთი


რამ აკრძალულია... საკმარისია, პატაკი დავწერო და... ნუთუ ასე ძალიან
უყვარხართ თქვენს მეგობარ პოლინას?!

ჟუვმა ულვაში ააცმაცუნა, უზარმაზარი, მოკაუჭებული ცხვირი გაუწითლდა.

– აბა, მითხარით, რატომ გიყვართ ასე ერთმანეთი? – უთხრა მან დენიზს, ახლოს
მივიდა და თვალებში ურცხვად ჩახედა. დენიზი ვერაფერს მიმხვდარიყო და
დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქეთ.

– მართალი ხართ, ვსაუბრობდით, ბატონო ჟუვი, – წაილუღლუღა ბოლოს, – განა


დიდი ცოდვაა ცოტა ხანს თუ ვიმუსაიფებთ? მაგრამ გაფრთხილებისთვის მაინც
გმადლობთ... თქვენ ისე კეთილად მექცევით...

– წესით არ უნდა გექცეოდეთ ასე! მე მხოლოდ სამართლიანობას ვემსახურები.


მაგრამ თქვენისთანა ცქრიალა გოგონებს...

ჟუვი კიდევ უფრო ახლოს მივიდა, დენიზს შეეშინდა. პოლინას სიტყვები


მოაგონდა, ჟუვის მიერ დარბეული ქალები გაიხსენა, რომლებიც ყველანაირად
ცდილობდნენ ჟუვის გულის მოგებას. უნდა ითქვას, რომ ჟუვი მაღაზიაში მცირე
ფლირტითაც კმაყოფილდებოდა. თუ რომელიმე ქალიშვილი მოეწონებოდა,
დასიებულ თითებს ლოყებზე უთათუნებდა, ხელებს უსრესდა. მაგრამ ამას ისე
აკეთებდა, მამობრივი ალერსის მეტს ვერაფერს დასწამებდნენ. სამაგიეროდ,
179
მთელი თავისი პირუტყვული ზრახვები მაღაზიის გარეთ მჟღავნდებოდა, როცა
ქალიშვილებს სახლში იწვევდა, მუანოს ქუჩაზე და ტკბილეულობით
უმასპინძლდებოდა.

– თავი დამანებეთ! – წაიჩურჩულა დენიზმა და უკან დაიხია.

– აბა, აბა, ნუ ჯიუტობთ! მე ხომ თქვენი მეგობარი ვარ, თქვენი მფარველი?!


გთხოვთ, ამ საღამოს ჩემთან მოხვიდეთ, ნამცხვრითა და ჩაით
გაგიმასპინძლდებით... კეთილი გულით გთავაზობთ!

– არა, არა! – შეშინებული იმეორებდა დენიზი.

სასადილო ოთახი ცარიელი იყო, მსახურიც არსად ჩანდა. ჟუვმა ყური მიუგდო
ფეხის ნაბიჯებს, ირგვლივ მიმოიხედა, აღგზნებულმა თავი ვერ შეიკავა,
მამობრივი ფამილიარობის საზღვარი დაარღვია და კისერში დაუპირა კოცნა.

– ეს რა ბრაზიანი გოგონა ყოფილა! ამ მშვენიერი თმის პატრონი განა შეიძლება,


ასეთი სულელი იყოს? მოდით, ამ საღამოს, თავი შევიქციოთ!

მან კვლავ მიუახლოვა ანთებული სახე, დენიზმა მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო,
აღშფოთებულსა და თავზარდაცემულს თვალთ დაუბნელდა და ისე მაგრად ჰკრა
ხელი, რომ ჟუვი წაბარბაცდა და კინაღამ მაგიდას დაეჯახა. საბედნიეროდ, იქვე
სკამზე დავარდა, მაგრამ ამ ბიძგისგან სურა გადაყირავდა, ღვინო დაიღვარა და
შხეფებმა თეთრი ჰალსტუხი და ორდენის ბაფთა დაუსვარა. ამ მოულოდნელმა
წინააღმდეგობამ ისე გააცოფა ბებერი, რომ სკამზე გაშეშდა და ღვინის შხეფების
მოწმენდაც ვერ მოიფიქრა. როგორ გამიბედა! მე ხომ არაფერი მიკადრებია, ძალა
არ მიხმარია, უბრალოდ, კეთილი გულით მოვუნდომე მოფერებაო, ფიქრობდა
იგი და ბრაზი ახრჩობდა.

– კეთილი, მადმუაზელ! პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამ საქციელს განანებთ!


– ამოილუღლუღა ბოლოს.

დენიზი გაიქცა. სწორედ ამ დროს ზარიც დაირეკა. აკანკალებულს, აღელვებულს


რობინო გადაავიწყდა და პირდაპირ თავის სექციისკენ გაეშურა, ქვემოთ ჩასვლა
ვეღარ გაბედა. ნაშუადღევის მზეს ისე გაეხურებინა გაიონის მოედანზე გამავალი
ფასადი, რომ ჩამოშვებული შტორების მიუხედავად, ანტრესოლის დარბაზებში
სული ეხუთებოდათ. რამდენიმე კლიენტი შემოვიდა, დიდხანს აწვალეს
გამყიდველები და ისე წავიდნენ, არაფერი უყიდიათ. ქალბატონი ორელი

180
თვალხილული თვლემდა, ხოლო გამყიდველები წამდაუწუმ ამთქნარებდნენ.
ბოლოს, როცა დენიზმა შეამჩნია, რომ გამგეს რული მოეკიდა, ჩუმად გაიპარა და
საქმიანი სახით კვლავ შემოუარა მაღაზიას. იმის შიშით, იქნებ ვინმე
მითვალთვალებსო, მაშინვე არ შესულა აბრეშუმის სექციაში. ჯერ მაქმანის
სექციაში ჩავიდა, რუანის ჩითის სექციაში და უკვე ჰალსტუხების სექციაში
აპირებდა შესვლას, რომ ერთბაშად სახტად დარჩა: მის წინ ჟანი იდგა.

– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა და საშინლად გაფითრდა.

ჟანი სამუშაო კოსტიუმში იყო, უქუდოდ. ქერა თმა ასწეწოდა და ნაზ სახეზე
ჩამოჰყროდა. იგი დაფიქრებული იდგა ჰალსტუხების ყუთთან.

– აქ რას აკეთებ? – გაუმეორა დენიზმა.

– არაფერს, შენ გელოდებოდი... რაკი აქ მოსვლას მიშლი, მართალია, შემოვედი,


მაგრამ არავისთვის მიკითხავს არაფერი. ოჰ, ნუ გეშინია, თუ გინდა, თავი ისე
დაიჭირე, თითქოს არ მიცნობ.

ნოქრები გაკვირვებული იყურებოდნენ. ჟანმა ხმას დაუწია:

– იცი რა, მას უნდოდა, გამომყოლოდა... ჰო, მოედანზე იცდის, შადრევანთან...


ჩქარა მომეცი თხუთმეტი ფრანკი, თორემ ორივე დავიღუპებით!

დენიზი აღელდა, გამყიდველები ყურს უგდებდნენ და ხითხითებდნენ.


ჰალსტუხების სექციის უკან სარდაფში ჩასასვლელი კიბე იყო. დენიზმა ძმას
ხელი ჰკრა და ქვემოთ ჩაათრია. ჟანი ენის ბორძიკით ელაპარაკებოდა,
დაწვრილებით ყვებოდა ყველაფერს, ეშინოდა, არ დამიჯერებსო.

– ფულს ის კი არ მთხოვს, არა... იგი წესიერი ქალია... არც ქმარი მთხოვს...


დალახვროს ეშმაკმა! თხუთმეტი ფრანკი რას მიქვია, მილიონი რომ მისცე, ცოლს
მაინც აუკრძალავს... მას წებოს ქარხანა აქვს, აკი გიამბე, წესიერი ხალხია-მეთქი...
არა, ეს ფული ერთ გაიძვერას უნდა მივცე... ქალის მეგობარია... მან ჩვენ გვნახა...
ხომ გესმის? თუ ამ საღამოს თხუთმეტ ფრანკს არ მივაშავებ...

– გაჩუმდი! – წასჩურჩულა დენიზმა, – წადი, წადი წინ!

და-ძმა სახლში მიტანის განყოფილებაში ჩავიდა. სანათურებიდან შესული შუქი


მკრთალად ანათებდა ვრცელ სარდაფს, რომელიც «მკვდარი სეზონის» გამო
ჩაძინებულს წააგავდა. ციოდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო.

181
მაგრამ ერთი მსახური მაინც ახვევდა ფუთებს, ხოლო დასახარისხებელ მაგიდაზე
კამპიონი, სექციის გამგე იჯდა, თვალები დაეჭყიტა და ფეხებს აქნევდა.

– ქმარს ისეთი დანა აქვს... – განაგრძობდა ჟანი.

– წადი, ჩქარა წადი! – იმეორებდა დენიზი და ხელს ჰკრავდა.

ვიწრო დერეფანი გაიარეს, სადაც დღედაღამ გაზი ენთო. მარჯვნივ და მარცხნივ,


ბნელი სარდაფების სიღრმეში ხის მოაჯირების უკან, სათადარიგო საქონლის
გროვა ეყარა. ბოლოს დენიზი ერთ-ერთ მოაჯირთან შეჩერდა. მართალია, არავინ
შემოვიდოდა, მაგრამ იქ ყოფნა აკრძალული იყო და ამიტომაც ეშინოდა.

– ის გაიძვერა რომ ალაპარაკდეს, – დაიწყო ჟანმა, – მაშინ ქმარი, რომელსაც


უშველებელი დანა აქვს...

– სად უნდა გიშოვო თხუთმეტი ფრანკი? – წამოიძახა სასოწარკვეთილმა


დენიზმა, – ნუთუ არასოდეს დაჭკვიანდები? მუდამ შენ რატომ უნდა
შეგემთხვეს ასეთი ფათერაკები?

ჟანი მჯიღს ირტყამდა მკერდში, იმდენ რომანტიკულ ამბებს იგონებდა, რომ


თვითონაც აღარ იცოდა, რა იყო მართალი და რა ტყუილი. როგორც კი ფული
შემოაკლდებოდა, ღმერთმაც არ უწყოდა, რას არ გამოიგონებდა, მარაგში კი
უხვად ჰქონდა ფანტასტიკური თავგადასავლები.

– გეფიცები, თუკი ჩემთვის რამეა წმიდათაწმიდა, ამჯერად მართალს გეუბნები...


აი, ასე მეჭირა, ის კი მკოცნიდა...

დენიზმა ჩააჩუმა. მოთმინებადაკარგულმა, გატანჯულმა გაბრაზებით დაუყვირა:

– ნუ მიამბობ, არაფერი არ მინდა ვიცოდე! შენი უსაქციელობა შენთვის შეინახე.


ეს უკვე საზიზღრობაა, გესმის? კვირა ისე არ გავა, რომ არ დამტანჯო. მე კი
წელზე ფეხს ვიდგამ, რომ ასი სუ მაინც გიშოვო... დიახ, დიახ, ღამეებს ვათენებ...
ის არ გეყოფა, რომ ძმას ლუკმას ართმევ პირიდან?!

ჟანი გაფითრდა და პირი დააღო. როგორ? ნუთუ მისი საქციელი საზიზღრობაა?


აღარაფერი ესმოდა, დას ბავშვობიდან მეგობრულად ექცეოდა, ბუნებრივად
მიაჩნდა გული გადაეხსნა მისთვის, მაგრამ როცა გაიგო, რომ დენიზი ღამეებს
ათენებდა მის გამო, გული შეეკუმშა. თურმე ვაწვალებ, პეპესაც ლუკმას ვგლეჯ
პირიდანო, – გაიფიქრა ყმაწვილმა და ისე აფორიაქდა, რომ ტირილი წასკდა.

182
– მართალია, არამზადა ვარ! – წამოიყვირა მან, – მაგრამ ეს მაინც არაა
საზიზღრობა, არ იფიქრო... პირიქით, და სწორედ ამიტომ არ ვეშვებით! იცი, იგი
ოცი წლისაა და რაკი მე მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვარ, იფიქრა, თავს შევიქცევო...
ღმერთო, რა ბრაზი მომდის ჩემს თავზე, რა სიამოვნებით ავიჭრელებდი ზურგს!

ჟანმა ხელები დაუკოცნა დას და ცრემლებით დაუნამა.

– თხუთმეტი ფრანკი მომეცი, გეფიცები, უკანასკნელად გთხოვ... თუმცა, არა!


ნურაფერს მომცემ, ჯობს, მოვკვდე... თუკი ქმარი მომკლავს, შენც
გათავისუფლდები!

დენიზს ქვითინი წასკდა, ჟანმა სინდისის ქენჯნა იგრძნო.

– მე ხომ ისე გიამბე, დანამდვილებით არც კი ვიცი, როგორაა საქმე, იქნებ არავის
მოკვლას არ აპირებს... როგორმე ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველაფერს. სიტყვას
გაძლევ, ჩემო დაიკო... აბა, მშვიდობით, წავედი!

მაგრამ სწორედ ამ დროს ნაბიჯების ხმა მოესმათ დერეფნის ბოლოში და ორივენი


გაჩუმდნენ. დენიზმა კვლავ წაათრია ძმა ბნელ კუთხეში, საწყობისკენ. ერთხანს
გაზის შიშინის მეტი არაფერი ისმოდა, შემდეგ ნაბიჯების ხმა უფრო გარკვევით
გაიგონეს. დენიზმა თავი გაყო და ინსპექტორი ჟუვი იცნო, რომელიც გაჯგიმული
მობრძანდებოდა დერეფანში. შემთხვევით გამოიარა თუ ვინმემ შეატყობინა ჩემი
აქ ყოფნაო, ფიქრობდა დენიზი და შიშისგან თავგზა აებნა. მან ხელი ჰკრა ჟანს და
ბნელი სარდაფიდან გამოაგდო.

– წადი! წადი! – ეჩურჩულებოდა იგი.

ორივემ მოკურცხლა, უკან ძია ჟუვის ქლოშინი ესმოდათ, ისიც მორბოდა. და-ძმამ
სახლში მიტანის განყოფილება გაიარა და ლა მიშოდიერის ქუჩისკენ გამავალ
კიბესთან მივიდა.

– წადი, წადი, – გაუმეორა დენიზმა, – თუ მოვახერხე, თხუთმეტ ფრანკს


როგორმე გამოგიგზავნი.

გაოგნებულმა ჟანმა თავს უშველა. სირბილისგან სუნთქვაშეკრულმა


ინსპექტორმა თეთრ ბლუზასა და აწეწილ ქერა თმის კულულებს მოჰკრა თვალი.
ჟუვი შედგა, სული მოითქვა, უნდოდა, თეთრეულის სექციაში თოვლივით
თეთრი, ფართო ჰალსტუხი ეყიდა.

183
– ფუი, ეს რა სისაძაგლეა, მადმუაზელ! – ათრთოლებული ბაგეებით წაილაპარაკა
ჟუვმა, – დიახ, საძაგლობაა და მეტი არაფერი! ამაზე მეტი საზიზღრობა
შეუძლებელია! თუ ფიქრობთ, რომ სარდაფში მომხდარ ასეთ სისაძაგლეს
გაპატიებთ, ცდებით!

ამ სიტყვებით მისდევდა იგი დენიზს, რომელსაც აღელვებისგან ყელში უჭერდა


რაღაც და თავის გასამართლებლად ენის ამოღება ვერ მოეხერხებინა. ახლა
ნანობდა, რატომ გავიქეციო, ჯობდა, საქმის ვითარება ამეხსნა და ძმაც გამეცნო,
ვინ იცის, რას არ იტყვიან ახლა, ამაოდ დავიწყებ თავის მართლებას, სულერთია,
არავინ დამიჯერებსო. მას კვლავ გადაავიწყდა რობინო და სექციაში დაბრუნდა.

ჟუვმა დრო არ დაკარგა და პირდაპირ დირექციისკენ გაემართა მომხდარი ფაქტის


შესატყობინებლად. მსახურმა უთხრა, მურე,

ბურდონკლი და რობინო უკვე თხუთმეტი წუთია კაბინეტში სხედან და


საუბრობენო. ოდნავ შეღებული კარიდან მურეს ხმა ისმოდა. მხიარულად
ეკითხებოდა რობინოს, შვებულება ხომ კარგად გაატარეთო. სამივენი ისე
მეგობრულად მუსაიფობდნენ, არ ეტყობოდა, ვინმეს თუ უპირებდნენ მოხსნას.
პირიქით, სექციაში ჩასატარებლად ახალ ღონისძიებებზე მსჯელობდნენ.

– ხომ არაფერი გნებავთ, ბატონო ჟუვ? – ხმამაღლა იკითხა მურემ, – შემოდით!

მაგრამ ინსპექტორმა ინსტინქტურად შეიკავა თავი. ამასობაში ბურდონკლი


კაბინეტიდან გამოვიდა და ჟუვმა ამჯობინა, მისთვის ეამბნა ყველაფერი. ისინი
ნელი ნაბიჯით გაჰყვნენ შალის გალერეას, ერთი წელში მოხრილი ლაპარაკობდა
ხმადაბლა, მეორე ყურს უგდებდა, მაგრამ ამ დესპოტის სახეზე ერთი ნაკვთიც არ
შერხეულა.

– კეთილი! – ესღა თქვა ბოლოს.

ისინი მზა ტანსაცმლის სექციას მიუახლოვდნენ. ბურდონკლი შევიდა.


ქალბატონი ორელი დენიზს უჯავდებოდა, სად დაიკარგეთ, ახლაც ხომ ვერ
იტყვით, სახელოსნოში ვიყავიო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წინ და უკან
სიარული, ისიც უნებართვოდ, აუტანელი ხდებაო.

– ქალბატონო ორელ! – დაუძახა ბურდონკლმა.

მან გადაწყვიტა, მურესთან შეთანხმების გარეშე გასწორებოდა დამნაშავეს.


ეშინოდა, უფროსი კვლავ არ გამოჰქომაგებოდა დენიზს. როცა სექციის გამგე
184
მიუახლოვდა, მან ჩურჩულით უამბო მომხდარი ამბავი. მთელმა სექციამ იგრძნო
მოახლოებული კატასტროფა და დაძაბულნი იცდიდნენ. ბოლოს ქალბატონი
ორელი გამარჯვებული სახით მობრუნდა:

– მადმუაზელ ბოდიუ! – მისი დედოფლური იერი ყოვლისშემძლის ულმობელ


განაჩენს გამოხატავდა, – სალაროში მიბრძანდით!

ეს სასტიკი ფრაზა მეხივით გავარდა ცარიელ სექციაში. ცოცხალ-მკვდარი დენიზი


წელში გასწორდა და გაფითრდა. როგორც იქნა, ხმა ამოიღო და ალუღლუღდა:

– მე? მე? კი მაგრამ, რატომ? რა დავაშავე?

ბურდონკლმა მკვახედ უპასუხა, მშვენივრად იცით, რაც ჩაიდინეთ და ნუ


მაიძულებთ ყველაფერი პირში მოგახალოთო. მერე ჰალსტუხების კერვის ამბავი
გაუხსენა და დააყოლა, კარგად წაგვივა საქმე, ყველა ქალიშვილმა მამაკაცებს
სარდაფში დაუნიშნოს პაემანიო.

– რას ამბობთ! ის ხომ ჩემი ძმაა?! – დაიყვირა დენიზმა შეურაცხყოფილი


ქალწულის გააფთრებით.

მარგარიტამ და კლარამ ჩაიქირქილეს, ხოლო ჩვეულებრივად თავშეკავებულმა


ქალბატონმა ფრედერიკმა ურწმუნოდ გადააქნია თავი, თითქოს უნდოდა ეთქვა,
მუდამ ასე ამბობს ძმააო, ბოლოს და ბოლოს, ეს უკვე სისულელეა და მეტი
არაფერიო. დენიზი სათითაოდ დააცქერდა ყველას: ბურდონკლს, რომელმაც
პირველივე ნახვისთანავე აითვალწუნა, ჟუვს, რომელიც მოწმედ იდგა აქ და,
რასაკვირველია, მისგან არავითარ სამართლიანობას არ მოელოდა, გამყიდველებს,
რომელთა გული ვერაფრით მოიგო ცხრა თვის განმავლობაში და ახლა
სიხარულით ცას ეწეოდნენ, თუკი გარეთ გააგდებდნენ. მაშ, რაღა საჭიროა
ბრძოლა, თავის დაცვა? რაკი არავის უყვარს, რაღაზე უნდა მოახვიოს თავისი
თავი ძალით? და დენიზი უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას, ერთხელაც არ
მოუხედავს უკან, სადაც ასე დიდხანს იბრძოდა.

მაგრამ, როგორც კი მარტო დარჩა, ჰოლის მოაჯირთან შედგა, ტკივილებმა გული


შეუკუმშა. არავის უყვარს! ერთბაშად მურე გაახსენდა და გადაწყვიტა, ასე
უდრტვინველად არ დამორჩილებოდა ბედს. არა! არავის მისცემს უფლებას,
ძაღლივით გარეთ გააგდონ! ვინ იცის, იქნებ, მურემაც დაიჯეროს ეს შეთითხნილი
ჭორი – სარდაფში უცხო მამაკაცთან დანიშნული პაემანი?! ამის გაფიქრებაზე
დენიზს ისე შერცხვა, ისე დაიტანჯა, რომ თავის სიცოცხლეში არ უგრძნია ასეთი
185
დარდი. უნდოდა, ახლავე მისულიყო მურესთან, გულწრფელად ეამბნა
ყველაფერი, ხოლო როცა სიმართლეს შეატყობინებდა, მაღაზიის დატოვება
გაცილებით გაუადვილებდა. შიში, რომელსაც მურეს მიმართ გრძნობდა,
ერთბაშად გადაულახავ სურვილში გადაეზარდა – ახლავე ენახა მურე და
დაეფიცა, რომ იგი ჯერ არც ერთი მამაკაცის საკუთრება არ ყოფილა.

ხუთი ხდებოდა. აგრილდა, მაღაზია ნელ-ნელა გამოცოცხლდა. დენიზი


დირექციისკენ გაეშურა. მაგრამ, როგორც კი კაბინეტის კარებთან მივიდა,
სასოწარკვეთილებამ შეიპყრო და გულზე დარდი შემოაწვა, ენა დაება. ცხოვრება
მძიმე ლოდად დააწვა მხრებზე. არა, არც მურე დაუჯერებს, ისიც გაიცინებს! ამ
შიშმა უკანასკნელი ძალა გამოაცალა დენიზს. არა, ყველაფერი გათავდა: ჯობს,
მარტო დარჩეს, გაქრეს, მოკვდეს. მან არც დელოშს და არც პოლინას არ
შეატყობინა თავისი უბედურება და პირდაპირ სალაროსკენ წავიდა.

– ოცდაორი დღის ხელფასი გერგებათ, მადმუაზელ, – უთხრა მოაგნარიშემ, –


თვრამეტი ფრანკი და სამოცდაათი სუ. გარდა ამისა, შვიდი ფრანკი
პროცენტებისა და ჯილდოსი გერგებათ... ხომ სწორია?

– დიახ, ბატონო... გმადლობთ.

დენიზმა ფული აიღო, წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს რობინო შემოხვდა, მას
უკვე გაეგო დენიზის დათხოვნის ამბავი და შეჰპირდა, ჰალსტუხების დამკვეთს
გიპოვიო. იგი ხმადაბლა ამშვიდებდა დენიზს და თან ბრაზობდა, განა ეს
სიცოცხლეა? მათი კაპრიზების მსხვერპლი უნდა გახდე მუდამ, ყოველ წუთს
უნდა ელოდო, რომ სამსახურიდან დაგითხოვენ, ამასთანავე, მთელი თვის
ხელფასსაც არ გაძლევენო. დენიზი ქალბატონი კაბენის გასაფრთხილებლად
ავიდა, შევეცდები, ჩემი ბარგი საღამოს წავიღოო. ხუთ საათზე თავზარდაცემული
დენიზი გაიონის მოედანზე იდგა, სადაც ხალხი ჭიანჭველასავით ფუთფუთებდა.

იმავე საღამოს, როცა რობინო შინ დაბრუნდა, მან დირექციისგან


ოთხსტრიქონიანი წერილი მიიღო, სადაც აფრთხილებდნენ, შინაგანაწესის
თანახმად, დირექცია იძულებულია, უარი თქვას თქვენს სამსახურზეო. რობინო
შვიდი წელი მუშაობდა ამ ფირმაში. ჯერ კიდევ შუადღისას ესაუბრა ამ ხალხს.
ამიტომაც ისე მოულოდნელი იყო ეს ამბავი, თითქოს კომბალი ჩასცხეს თავშიო.
აბრეშუმის სექციაში ფავიე და იუტენი ისევე თავაწყვეტით ზეიმობდნენ
გამარჯვებას, როგორც კლარა და მარგარიტა მზა ტანსაცმლის სექციაში: უფ! ესეც
ასე, ერთით ნაკლებია კიდევ! ცოცხის ერთი მოსმით ადგილი დაცარიელდაო. როცა
186
ამ არეულობაში დელოში და პოლინა ერთმანეთს შეხვდებოდნენ, რამდენიმე
სიტყვას გადაულაპარაკებდნენ, გულთბილად იგონებოდნენ დენიზს, მხოლოდ
მათ ენანებოდათ ეს მოკრძალებული და პატიოსანი გოგონა.

– ნეტავი ოდესმე ბედი გაუღიმებდეს, რომ შემდეგ აქ დაბრუნდეს და ყელში


წაუჭიროს ამ არამზადებს! – ამბობდა ახალგაზრდა კაცი.

დენიზის დათხოვნის გამო ყველაზე მეტი ბურდონკლს მოხვდა მურესგან. როცა


მან დენიზის დათხოვნის ამბავი გაიგო, კინაღამ გაცოფდა. ჩვეულებრივ, იგი
იშვიათად ერეოდა თანამშრომლების საქმეში, მაგრამ ამჯერად უფლების
ჩამორთმევად, საკუთარი ავტორიტეტის შელახვად ჩათვალა ბურდონკლის
საქციელი. – რაკი სხვები იძლევიან განკარგულებებს, გამოდის, მე აღარ
ვყოფილვარ ამ მაღაზიის პატრონი? ყველაფერი ჩემი ნებართვით უნდა მოხდეს,
გესმით? ყველაფერი! კისერს მოვუგრეხ ყველას, ვინც წინააღმდეგობას
გაბედავსო, ყვიროდა მურე. იგი ისე იყო შეწუხებული, რომ აღარც მალავდა ამას,
თვითონ გამოარკვია საქმის ვითარება და კიდევ უფრო გაცოფდა: საწყალი გოგო
თურმე არ ტყუოდა. ის ახალგაზრდა კაცი მართლა მისი ძმა ყოფილა, კამპიონმა
იცნო, მაშ, რაღაზედ მოხსენითო, ამბობდა მურე და დენიზის აღდგენა
გადაწყვიტა.

როცა მურე ასე აყვირდებოდა, ბურდონკლი ხმას არ იღებდა, წინააღმდეგობას არ


უწევდა და თითქოს ემორჩილებოდა კიდეც. ახლაც ასე მოიქცა, ოღონდ მურეს
აკვირდებოდა. ერთ დღეს, როცა დარწმუნდა, მურე დამშვიდდაო, გაბედა და
მრავალმნიშვნელოვნად უთხრა:

– ყველასთვის ჯობს, რომ ეს ქალიშვილი აქედან წავიდა.

მურე დაიბნა და გაწითლდა.

– იქნებ, მართალიც ხარ, – უთხრა ბოლოს სიცილით, – ჩავიდეთ, ვნახოთ, როგორი


ვაჭრობაა. ჩემი აზრით, საქმე კარგად უნდა იყოს. გუშინ დაახლოებით ასი ათასი
ფრანკის შემოსავალი დაგვრჩა.

VII
187
დენიზი ერთხანს გაოგნებული იდგა მცხუნვარე მზის გულზე. ივლისის თაკარა
სიცხეს დაეშრო რუ. პარიზი გახვეული იყო ზაფხულის მოთეთრო შუქის
თვალისმომჭრელ ანარეკლებში. დენიზს ისე უცებ დაატყდა თავს უბედურება,
ისე მოულოდნელად გამოაგდეს გარეთ, რომ ახლა თავზარდაცემული იდგა
ტროტუარზე, ჯიბეში მექანიკურად ატრიალებდა ოცდაათ ფრანკსა და
სამოცდაათ სუს და ფიქრობდა, სად წასულიყო ან რა ექნა...

«ქალთა ბედნიერების» წინ კარგა ბლომად იდგა ეტლები და ქვაფენილიდან


დიდხანს ვერ გადმოვიდა. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა, ბორბლებს შორის
გაძვრა და გაიონის მოედანი გადაჭრა, ლუილე-გრანის ქუჩაზე დააპირა გასვლა,
მაგრამ გადაიფიქრა და სენ-როკის ქუჩისკენ გაუხვია, ეტყობოდა, ჯერ კიდევ ვერ
გადაეწყვიტა, სად წასულიყო და ნევ-დე-პტი შანის ქუჩის კუთხეში შეჩერდა.
შემდეგ გაჰყვა ამ ქუჩას, თან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, შუაზელის პასაჟში
შეუხვია, მალე მონსინის ქუჩაზე აღმოჩნდა და ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე
გავიდა. თავი უბრუოდა, დამტარებლის დანახვაზე ბარგი გაახსენდა. სად წაეღო?
ან რატომ გააწვალეს? ერთი საათის წინ ლოგინიც ჰქონდა და თავშესაფარიც.

დენიზი სახლის ფანჯრებს ათვალიერებდა, განცხადებათა მთელი გალერეა


გადაეშალა თვალწინ, მაგრამ ხეირიანად ვერც ერთს ვერ ხედავდა. ტანში
ჟრუანტელი უვლიდა და გაოცებული ეკითხებოდა თავს, ნუთუ ეს მე ვარ,
მარტოდმარტო ამ უზარმაზარ უცნობ ქალაქში, ყოველგვარი მფარველისა და
სახსრების გარეშე, სხვა თუ არაფერი, ჭამა და ძილი ხომ საჭიროა? ქუჩები
ერთმანეთს მისდევდა. დენიზი დაეხეტებოდა კვარტალებში, წრეს უვლიდა და
კვლავ ერთადერთ ნაცნობ გზაჯვარედინს უბრუნდებოდა. უეცრად ადგილზე
გაშეშდა, «ქალთა ბედნიერების» წინ იდგა ისევ. და ამ ცდუნებას რომ გასცლოდა,
ლა მიშოდიერის ქუჩაზე გავიდა.

საბედნიეროდ, ბოდიუ დუქნის წინ არ იდგა. «ძველი ელბეფი» ჩამკვდარი ჩანდა


ჩაბნელებულ ვიტრინებს მიღმა. არა, ბიძამისი ვერ დაინახავდა. დენიზს არ
სურდა მძიმე ტვირთად დასწოლოდა ბოდიუს იმ მარცხის შემდეგ, რასაც თავის
დროზე იგი უწინასწარმეტყველებდა. ქუჩის მეორე მხარეს ყვითელ განცხადებას
მოჰკრა თვალი: «ქირავდება ავეჯით მოწყობილი ოთახი!» იმ განცხადებათა
შორის, რაც დენიზმა დღეს ნახა, ეს პირველი იყო, რომელმაც შიში გაუქრო,
რადგან სახლი მეტად უბადრუკი შესახედაობის ჩანდა. მან ერთბაშად იცნო
დაბალი, სამსართულიანი სახლი ჟანგისფერი ფასადით, რომელიც «ქალთა
ბედნიერების» და დიუვილარის სასახლეს შორის იყო მომწყვდეული. ქოლგების
188
ფარდულის წინ მოხუცი ბურა იდგა, ორაკულივით გრძელი თმითა და წვერით,
ცხვირზე სათვალე ეკეთა და სპილოს ძვლის ბუნიკს ათვალიერებდა ხელჯოხზე.
სახლი მას იჯარით ჰქონდა აღებული, ერთადერთი მდგმური თვითონ იყო და
ბინის გადასახადი რომ შეემცირებინა, ორი სართულის ოთახებს აქირავებდა.
დენიზი ინსტინქტს აჰყვა, რაკი სახლი სანდოდ ჩათვალა და მოხუცს ჰკითხა:

– მგონი, ოთახებს უნდა აქირავებდეთ, ბატონო.

ბურამ გაფანჩვული წარბებიდან დიდი თვალები აახამხამა და გაკვირვებით


შეხედა დენიზს. ასეთ ქალიშვილებს კარგად იცნობდა იგი, მაგრამ, როცა მისი
სუფთა, უბრალო კაბა და მოკრძალებული იერი შეამჩნია, უთხრა:

– თქვენი შესაფერი არაფერი მაქვს.

– მაინც რა ღირს? – ჰკითხა დენიზმა.

– თვეში თხუთმეტი ფრანკი.

დენიზმა სთხოვა, თუ შეიძლება, ვნახავო. ვიწრო დუქანში შესულ დენიზს


მოხუცი ისე გაკვირვებით ათვალიერებდა, რომ გადაწყვიტა, თავისი გასაჭირი
გულწრფელად ეამბნა. უთხრა, რატომ წამოვიდა მაღაზიიდან და ბიძამისის
შეწუხებაც რატომ არ უნდოდა. პასუხის ნაცვლად მოხუცი დუქნის უკანა ბნელ
ოთახში შევიდა გასაღებების გამოსატანად. ამ ოთახს მოხუცი საძინებელ
ოთახადაც იყენებდა და სამზარეულოდაც. ჭუჭყიანი მინიდან ორი მეტრის
სიგანის პატარა ეზო მოჩანდა.

– მე წინ წავალ, ფეხი რომ არ წამოჰკრათ რამეს, – თქვა ბურამ, როცა დენიზი
ნესტიან დერეფანში შეიყვანა.

პირველ საფეხურს მაგრად დაადგა ფეხი და კიბეს აჰყვა. თან ყოველ ნაბიჯზე
ეუბნებოდა: ფრთხილად, აქ მოაჯირი კედელს ებჯინება, მოსახვევში ხვრელია,
მდგმურები ზოგჯერ აქ ცლიან ნაგვის ვედროებსო. დენიზი ვერაფერს არჩევდა
სიბნელეში, ის მხოლოდ ძველი, ნესტიანი ბათქაშის სუნს გრძნობდა. მაგრამ,
როცა მეორე სართულზე ავიდნენ, სარკმლის წყალობით, რომელიც ეზოში
გადადიოდა, ბუნდოვნად, თითქოს მტკნარი წყლის ფსკერზე ხედავსო,
მოღრეცილი კიბე, ჭუჭყისგან გაშავებული კედელი და ჭრაჭუნა, დახეთქილი კარი
შეამჩნია.

189
– ეს ოთახები თავისუფალი რომ იყოს, თქვენთვის გამოდგებოდა... მაგრამ მუდამ
ქალებითაა დაკავებული, – უთხრა ბურამ.

მესამე სართულზე მეტი სინათლე იყო და სახლის დამსკდარი ადგილები უფრო


აშკარად ჩანდა. პირველი ოთახი მეფუნთუშის შეგირდს ეჭირა, მეორე
თავისუფალი იყო. ბურამ კარი გააღო, ზღურბლთან შეჩერდა და დენიზი ოთახის
დასათვალიერებლად შეუშვა. კართან საწოლი იდგა და ზუსტად იმდენი ადგილი
რჩებოდა, ერთ ადამიანს რომ შეეძლო გავლა. ოთახის სიღრმეში კაკლის ხის
კომოდი, ფიჭვის გაშავებული მაგიდა და ორი სკამი იდგა. თუ მდგმურებს
საჭმლის მომზადება მოუნდებოდათ, მუხლებზე უნდა ჩაეჩოქათ ბუხრის წინ,
სადაც თიხის კერა იყო მოწყობილი.

– რასაკვირველია, მდიდრულად არაა მორთული, მაგრამ ფანჯრიდან კარგი


ხედია, ქუჩაზე მიმავალი ხალხის ყურება გაგართობთ, – თქვა ბურამ.

გაოცებულმა დენიზმა შეამჩნია, რომ საწოლის თავზე, ჭერის ერთ კუთხეში ქალს
თავისი სახელი, «ერნესტინა”, ანთებული სანთლის ჭვარტლით დაეწერა. ბურამ
შენიშნა დენიზის გაკვირვება და გულუბრყვილოდ უთხრა:

– ოთახის შესაკეთებლად ფული არასდროს გვრჩება... ერთი სიტყვით, აი, ეს


შემიძლია მხოლოდ შემოგთავაზოთ!

– მშვენივრად მოვეწყობი, – უპასუხა დენიზმა.

ერთი თვის ფული წინასწარ გადაუხადა, თეთრეული, ორი ზეწარი და ორი


პირსახოცი მოსთხოვა და მაშინვე გაიშალა ლოგინი. რაკი დასაწოლი კუთხე
იშოვა, დამშვიდდა და გამხნევდა. ერთი საათის შემდეგ ბარგის მოსატანად
დამტარებელი ბიჭი გაგზავნა და ოთახში დაბინავდა.

პირველი ორი თვე დენიზი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა. პეპეს პანსიონის


ფულის გადახდა აღარ შეეძლო, ამიტომ ბავშვი თავისთან გადმოიყვანა, ბურას
ნათხოვარ ძველ სავარძელში აწვენდა. ბინის ქირის ჩათვლით, დღეში ოცდაათი
სუ მაინც სჭირდებოდა. თვითონ ხმელ პურს ჭამდა, ოღონდაც ბავშვისთვის
ცოტაოდენი ხორცი ეყიდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში იოლად გადიოდა
სახარჯოდ დარჩენილი ათიოდე ფრანკით. მალე ბედმა გაუღიმა, ჰალსტუხების
დამკვეთი იპოვა და თავისი კუთვნილი თვრამეტი ფრანკი მიიღო. მაგრამ შემდეგ
ნამდვილ გასაჭირში ჩავარდა. დადიოდა «ბონ-მარშეში”, «ლუვრში”, «პლას-
კლიშში”, მაგრამ «მკვდარი სეზონის» გამო გამყიდველს არსად იღებდნენ,
190
შემოდგომაზე მოგვაკითხეთო, ეუბნებოდნენ. დენიზივით დათხოვნილი ხუთი
ათასი გამყიდველი უმუშევარი დადიოდა. ბოლოს, საცოდავმა გადაწყვიტა, სხვა
სამუშაო მოეძებნა, მაგრამ პარიზს არ იცნობდა და არ იცოდა, ვისთვის მიემართა.
არავითარ შრომას არ თაკილობდა, ზოგჯერ გასამრჯელოსაც ვერ იღებდა.
ხანდახან მხოლოდ პეპესთვის ამზადებდა საჭმელს, ცარიელ წვენს, ბავშვს
ეუბნებოდა, არ მშიაო და სასწრაფოდ ლოგინში წვებოდა, რადგან თავბრუ
ეხვეოდა და ტანში აჟრჟოლებდა. როცა ჟანი ასეთ მდგომარეობაში ხედავდა დას,
ისეთ სასოწარკვეთას ეძლეოდა, ისე ლანძღავდა თავის თავს, რომ დენიზი
იძულებული იყო, ტყუილი ეთქვა. ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, ორმოცი სუ ჩაედო
მისთვის ჯიბეში, უმტკიცებდა, ცოტაოდენი დანაზოგი მაქვსო. ბავშვებთან
არასოდეს წუწუნებდა. კვირაობით ჩაცუცქდებოდა და ყურს უგდებდა ბიჭების
მხიარულ, უზრუნველ კისკისს. ხოლო, როცა ჟანი წავიდოდა და პეპესაც
დააძინებდა, მარტო დარჩენილი მთელ ღამეს თეთრად ათენებდა და შიშით
ელოდა მეორე დღის გათენებას. სხვა დარდიც უფრთხობდა ძილს: მეორე
სართულის ორ მდგურ ქალს გვიან ღამით სტუმრები მოსდიოდათ. ზოგჯერ
მამაკაცს კარი შეეშლებოდა და დენიზის კარს ურტყამდა მუშტებს. როცა მან ამის
შესახებ ბურას შესჩივლა, მოხუცმა დაარიგა, ხმას ნუ გასცემო, და დენიზიც
ბალიშის ქვეშ შეყოფდა ხოლმე თავს, რომ გინება არ მოესმინა. გარდა ამისა,
კარის მეზობელმა დაუპირა გალაზღანდარავება. ეს მეფუნთუშე სახლში დილით
ბრუნდებოდა და წყლის ასაღებად გამოსულ დენიზს უთვალთვალებდა, ტიხარში
ნახვრეტი გააკეთა, პირის დაბანის დროს ოთახში რომ შეეჭვრიტა, მაგრამ დენიზი
მიუხვდა და ნახვრეტზე ტანსაცმელი მიაფარა. ქუჩაში ამტყდარი აყალმაყალი,
გამვლელთა უწმაწური ყვირილი განსაკუთრებით აწუხებდა. იმ უბნის
უსაქმურები დღედაღამ ტალახიან ქვაფენილს ტკეპნიდნენ და როცა
დაინახავდნენ ამ საეჭვო შესახედაობის სახლიდან გამოსულ დენიზს, რომელიც
ზოგჯერ სანთლის საყიდლად მიდიოდა, გათამამდებოდნენ, ქოშინით
აედევნებოდნენ და უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ: ქალიშვილო,
საყვარელი არ გინდათ? არა? რატომ? რა სასაცილო ხართ! სულერთია, ერთ
მშვენიერ დღეს მაინც ჩვენი ლუკმა გახდებითო, უყვიროდნენ მამაკაცები და
ბნელ ხეივანში ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. საკვირველი იყო, როგორ გაუძლო და
სულით არ დაეცა ეს მშიერ-მწყურვალი გოგონა ასეთ ვნებააშლილ გარემოში.

ერთ საღამოს წვნიანი მოუმზადა პეპეს, მაგრამ პურის საყიდლად ფული არ


ეყოთ. გზაზე ვიღაც ორდენიანი მამაკაცი აეკიდა და ხეივანს რომ მიუახლოვდნენ,
უხეშად დაუპირა ხელის წავლება. დენიზმა ზიზღით მიუხურა კარი ცხვირწინ.
191
ოთახში შევარდა და სკამზე ჩამოჯდა აცახცახებული. პატარას ეძინა. რა უნდა
ეთქვა, რომ გაღვიძებოდა და საჭმელი მოეთხოვა? ამ ატორღიალებულ მამაკაცს
რომ დასთანხმებოდა, გაჭირვებას ბოლო მოეღებოდა, მშვენიერი ოთახი, ფული,
კაბები თავზესაყრელად ექნებოდა. ეს იოლი საქმეა. ამბობენ, ყველა ქალის ბოლო
ესაა, რადგან მათ თავიანთი შრომით არ შეუძლიათ თავის რჩენა პარიზშიო.
მაგრამ დენიზს არ შეეძლო, იმდენად ეზიზღებოდა ასეთი ჭუჭყიანი და უაზრო
ცხოვრება, რომ მასში აღშფოთებას იწვევდა მხოლოდ, თუმცა არავის
ადანაშაულებდა, მიზეზს არ ეძებდა. ცხოვრებას ლოგიკურად, ბრძნულად და
მამაცურად უყურებდა.

თავის ბედზე ხშირად დაფიქრებულს არაერთხელ მოჰგონებია ძველი რომანსი...


ვალონში, როცა ცარიელ ქუჩას უყურებდა დენიზი, სენტიმენტალურ სიმღერებს
ღიღინებდა მუდამ. იქნებ, ვინმე ასეთი ვაჟკაცი მასაც უყვარდა? იუტენის
გახსენებაზე უხერხულად იშმუშნებოდა, ყოველდღე ხედავდა მას ფანჯრიდან.
იგი უკვე სექციის გამგის მოადგილედ დაენიშნათ და მაღაზიაში მარტოდმარტო
მიდიოდა, უბრალო გამყიდველები კი მოწიწებით მიჰყვებოდნენ შორიდან.
დენიზის ფანჯრისკენ ერთხელაც არ მიუხედავს და ამ პატივმოყვარეობით
ხსნიდა დენიზი თავის გულისტკივილს. თვალს არ აშორებდა მას და არც
ეშინოდა, თუ იუტენი მის შემოხედვას დაიჭერდა. ყოველ საღამოს მურეც
ჩაუვლიდა ხოლმე მის სახლს, მის დანახვაზე დენიზი კანკალებდა, იმალებოდა,
ყელში ცრემლები აწვებოდა, არ უნდოდა, მურეს სცოდნოდა მისი
ადგილსამყოფელი, რცხვენოდა ამ უბადრუკი სახლის და ფიქრობდა, ჯობს,
არსად შემხვდეს, თორემ ვინ იცის, რას იტყვის ჩემზეო.

დენიზი ისევ «ქალთა ბედნიერების» სამყაროში ცხოვრობდა თითქოს. თხელი


კედელი აშორებდა მის ოთახს თავისი სექციიდან და ამგვარად, დილიდანვე
სამუშაო დღის ფერხულში იყო ჩაბმული, გრძნობდა ხალხის შემოსვლასა და
ვაჭრობის გამოცოცხლებას... დენიზი მაინც ვერ ასცდა ნაცნობებთან შეხვედრას.
ორჯერ პირისპირ შეეჩეხა პოლინას. დენიზის უიღბლობით შეწუხებულმა
მაშინვე ჰკითხა, ხომ არაფერი გიჭირს, დაგეხმარებითო, დენიზს შეეშინდა,
მეგობარი მასთან არ მისულიყო, ან კვირადღით ბოჟესთან არ მიეპატიჟებინა და
იცრუა, კარგად ვარ, არაფერი მჭირდებაო. გაცილებით ძნელი იყო დელოშის
უიმედო სიყვარულისგან თავის დაღწევა: იგი მუდამ ჩასაფრებული იყო, მუდამ
კართან ელოდა, იცოდა, როგორ უჭირდა დენიზს და ერთ საღამოს ოცდაათი
ფრანკიც მისცა სესხად, ძმამ მომცაო, იცრუა. ასეთი შეხვედრების შემდეგ დენიზს

192
კვლავ მწარედ ენანებოდა მაღაზიის დატოვება და ისე აინტერესებდა იქაური
ამბები, თითქოს ახლაც იქ მუშაობდა.

დენიზთან თითქმის არავინ მოდიოდა და ამიტომ გაუკვირდა, ერთ ნაშუადღევს


კარზე რომ მიუკაკუნეს. კოლომბანი იყო. სტუმარი ოთახში შეიპატიჟა, მაგრამ
სკამი არ შეუთავაზებია. კოლომბანი უხერხულად ლუღლუღებდა რაღაცას, ჯერ
მისი ამბავი იკითხა, მერე «ძველი ელბეფიც» ახსენდა და დენიზს ეგონა, ძია
ბოდიუ ნანობს თავის საქციელს, ასე სასტიკად რომ მომექცაო. იგი აქამდე არ
ესალმებოდა ძმისწულს, თუმცა მისი გასაჭირი მშვენივრად იცოდა. დენიზის
შეკითხვაზე, ბიძაჩემს ხომ არ გამოუგზავნიხარო, კოლომბანი დაიბნა, ბოლოს
აბუტბუტდა, არა, მისი დავალებით არ მოვსულვარო და როგორც იქნა,
მიახვედრა, რაზეც იყო მისული. კლარა ახსენა, ეტყობოდა, მასზე უნდოდა
ლაპარაკი. შემდეგ გათამამდა და რჩევა ჰკითხა დენიზს, ალბათ, იმედი ჰქონდა
ძველ მეგობართან შუამავლობას გამიწევსო. ამაოდ გაუცრუა იმედი დენიზმა,
ამაოდ უსაყვედურა, ასეთი უგულო ქალისთვის ჟენევიევს როგორ აყენებ
ტანჯვასო, კოლომბანი მაინც არ მოშორდა, მეორედ მოვიდა, შემდეგ ყოველდღე
დადიოდა. იგი იმითაც ბედნიერი იყო, რომ თავის მოკრძალებულ სიყვარულზე
ელაპარაკებოდა ქალს, რომელიც ერთ დროს კლარას იცნობდა. ხოლო დენიზი
კიდევ უფრო მეტად სულდგმულობდა «ქალთა ბედნიერების» ცხოვრებით.

სექტემბრის ბოლო რიცხვებში დენიზი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. პეპე


გაცივდა და ავად გახდა. პატარასთვის ყოველდღე ბულიონი იყო საჭირო, მას კი
პურის ფულიც არ ჰქონდა. დენიზი ერთბაშად მოტყდა, სულიერად დაეცა. ასეთ
მდგომარეობაში მყოფი ქალიშვილები ან ცუდ გზას ადგებიან, ან სენის ტალღებში
ვარდებიან. ერთ საღამოს სასოწარკვეთილი დენიზი მწარედ აქვითინდა. ამ დროს
მოხუცმა ბურამ ფრთხილად მიუკაკუნა კარზე და პური და ბულიონით სავსე
თასი შეუტანა.

– აიღეთ! პატარას მოვუტანე, – უთხრა მან მკაცრად, – ნუ ტირით, მდგმურებს


შეაწუხებთ!

დენიზმა თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა, თან მადლობას უხდიდა


მოხუცს.

– გაჩუმდით-მეთქი! ხვალ ჩემთან მოდით, მოვილაპარაკოთ, სამუშაო უნდა


მოგცეთ.

193
იმის შემდეგ, რაც «ქალთა ბედნიერებაში» ქოლგების სექცია გახსნეს, ბურა ისე
დაზარალდა, რომ მუშახელს აღარ ქირაობდა. ხარჯების შესამცირებლად
ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა: წმენდდა, კემსავდა, კერავდა.
კლიენტურაც ისე შეუმცირდა, ხანდახან სამუშაოც აღარ ჰქონდა... როცა მეორე
დილით დენიზი მის დუქანში შევიდა, ბურა იძულებული გახდა, რაიმე სამუშაო
მოეძებნა მისთვის.

– ყოველდღე ორმოც სუს მიიღებთ ჩემგან, – უთხრა ბურამ, – როცა უკეთეს


სამუშაოს იშოვით, შეგიძლიათ, უარი თქვათ ამ მუშაობაზე.

დენიზს ეშინოდა მისი და ისე სწრაფად დაამთავრა სამუშაო, ბურამ აღარ იცოდა,
რაღა დაევალებინა. გოგონას აბრეშუმის ნაჭრების გაკერვა და მაქმანების დაკერვა
ევალებოდა. პირველ დღეებში იგი თავის აწევას ვერ ბედავდა, ვერ უყურებდა ამ
ბებერი ლომის ფაფარს, მის მოკაუჭებულ ცხვირს, ხშირ, ჯაგარა წარბებს და
გამჭოლ თვალებს. ბურას ისეთი როხროხა ხმა ჰქონდა და ისე გიჟივით იქნევდა
ხელებს, იმ უბნის დედაკაცები ბალღებს აშინებდნენ, წავალ და ახლავე მოვიყვან
ძია ბურასო, აი, ისე როგორც ჟანდარმებით ემუქრებიან ხოლმე ხელიდან წასულ
ბიჭებს. ბიჭები ისე არ ჩაუვლიდნენ მოხუცის დუქანს, რაიმე სისაძაგლე რომ არ
დაეყვირათ, ის კი წაიყრუებდა. სამაგიეროდ, მთელი გაანჩხლებით ატყდებოდა
თავს ამ გაიძვერებს, რომლებიც თურმე მის ხელობას სახელს უტეხდნენ. ისეთ
იაფფასიან საქონელს ყიდიან, მის ტარებაზე ძაღლებიც უარს იტყვიანო, ყვიროდა
იგი. დენიზი შიშისგან კანკალებდა, როცა გაცოფებული ბურა ყვიროდა:

– ხელობას არაფრად აგდებენ... გესმით თუ არა? ხეირიანი სახელური სანთლითაა


საძებარი... აბა, ერთი სინჯეთ და კარგი სახელური მიშოვეთ სადმე... ოც ფრანკს
გადავიხდი... ჯოხებს ნორმალურად აკეთებენ, მაგრამ სახელურის რა
მოგახსენოთ!

სიამაყით ამბობდა, ჩემნაირ მსუბუქ და მაგარ სახელურებს ვერც ერთი ხელოსანი


ვერ გააკეთებს პარიზშიო. მართლაც მშვენიერ ბუნიკებს თლიდა, ათასნაირ
სიუჟეტს იგონებდა: ყვავილები, ცხოველები, ხილი, ადამიანის სახეები ისეთი
ფანტაზიით, ისე ფაქიზად იყო ამოჭრეთილი, იტყოდით, ცოცხალიაო. საკმარისი
იყო ჯიბის დანა ხელში მოეგდო, მაშინვე სათვალეს დაიკოსებდა ცხვირზე და
მთელი დღეების განმავლობაში თლიდა და თლიდა ბზის ან აბანოზის ხეს.

194
– ამ უვიცებმა მხოლოდ ის იციან, რომ აბრეშუმს ჩხირებზე მიაწებებენ, მერე მზა
სახელურებსაც და მორჩა! სამაგიეროდ, შემდეგ როგორც მოესურვებათ, ისე
ყიდიან... გესმით, ხელობას არავითარი ფასი არ აქვს!

დენიზი ნელ-ნელა შეეჩვია მის ხასიათს. ბურას ძალიან უყვარდა ბავშვები და


პეპესაც დართო ნება, სათამაშოდ მასთან ჩასულიყო დუქანში. ასე რომ, როცა პეპე
იატაკზე ოთხით ხოხავდა, გასანძრევი ადგილი აღარ რჩებოდა დუქანში. დენიზი
კუთხეში იჯდა და კერავდა, მოხუცი ფანჯარასთან მოკალათებულიყო და
სათლელი დანით ხეს თლიდა. ყოველდღე ერთი და იმავე სამუშაო და ერთი და
იგივე სალაპარაკო თემა ჰქონდათ: ბურა გამუდმებით ლანძღავდა «ქალთა
ბედნიერებას» და მათ შორის ჩამოვარდნილი შუღლის მიზეზს გაუთავებლად
უამბობდა დენიზს. ეს სახლი ბურას 1845 წლიდან ეჭირა თურმე, ოცდაათი წლის
ვადით აეღო იჯარით და წელიწადში ათას რვაას ფრანკს იხდიდა. ავეჯით
მოწყობილ ოთხ ოთახს იგი ათას ფრანკად აქირავებდა. და ამრიგად, დუქანი
მხოლოდ რვაასი ფრანკი უჯდებოდა. ეს ფასი არ იყო დიდი: სახლი არავითარ
ხარჯს არ მოითხოვდა და ბურაც ერთხანს კიდევ გაუძლებდა კონკურენციას.
მისთვის რომ დაგეგდოთ ყური, მას აუცილებლად უნდა გაემარჯვა ამ ბრძოლაში
და ეს ურჩხული მიწასთან გაესწორებინა.

ერთბაშად ლაპარაკს შეწყვეტდა და იკითხავდა:

– განა მათ ოდესმე ჰქონიათ ასეთი ძაღლის თავები?!

სათვალის მიღმა მოჭუტავდა თვალებს და ახლახან გამოჭრილი დოგის თავს


ათვალიერებდა. ძაღლს ხახა დაეღო, ეშვები გარეთ გადმოეგდო და იღრინებოდა.
ძაღლის თავით აღტაცებული პეპე მოხუცის მუხლებზე აცოცებას ცდილობდა და
პატარა ხელებს ზემოთ იშვერდა.

– მთავარია, როგორმე თავი გავიტანო, თორემ დანარჩენის დარდი არ მაქვს, –


განაგრძო ბურამ, რომელიც ჯაყვის წვერით ფრთხილად თლიდა ძაღლის ენას, –
ამ არამზადებმა შემოსავალი გამინახევრეს, მაგრამ თუ მოგება არ მაქვს, არც
არაფერს ვკარგავ, ყოველ შემთხვევაში, ცოტას ვაგებ. და იცით, რა გადავწყვიტე?
უმალ კისერს მოვიტეხ, ვიდრე მათ რამეს დავუთმობდე!

გაბრაზებული ბურა საჭრეთელს გამალებით აქნევდა, ხოლო გრძელ თეთრ თმას


ქარი უფრიალებდა.

195
– მსხვილი თანხა რომ შემოგთავაზონ, ჩემი აზრით, უნდა დათანხმდეთ, –
ფრთხილად შეაპარა დენიზმა ისე, რომ ხელსაქმისთვის თავი არ მიუნებებია.

– არასოდეს! – აყვირდა მოხუცი, – ყელზე რომ დანა დამადონ, მაშინაც უარს


ვიტყვი! დიახ, ასეა! იჯარის ვადა ათი წლის შემდეგ მიმთავრდება, ჰოდა, ოთხ
კედელში გამომწყვდეულს შიმშილისგან სულიც რომ ამომხდეს, ამ ვადის
გასვლამდე სახლს ვერ მიიღებენ. ორჯერ უკვე მობრძანდნენ, მოთოკვა
მომინდომეს, დუქანში თორმეტი ათასი ფრანკი შემომაძლიეს, ხოლო იჯარის
გაუქმებაში თვრამეტი ათასი... სულ ოცდაათი ათასი ფრანკი... მე კი ორმოცდაათ
ათასადაც არ დავუთმობ! ეს გაიძვერები ჩემს ხელში არიან, მინდა ვნახო, როგორ
დაიწყებენ მუხლზე ხოხვას ჩემ წინაშე.

– ოცდაათი ათასი ფრანკი პატარა თანხა როდია! – შეეკამათა დენიზი, –


შეგიძლიათ სადმე, მოშორებით დუქანი გახსნათ... სახლი რომ მთლიანად
იყიდონ, მაშინ რაღას იზამთ?

ბურე ბუნიკზე ძაღლის ენის გამოყვანით იყო გართული და არაფერი უპასუხა. ამ


«მამა ზეციერის» ფერმკრთალ სახეზე ერთბაშად ბავშვური ღიმილი აკიაფდა და
ბოლოს თქვა:

– სახლის არ მეშინია... გასულ წელსაც აპირებდნენ მის შესყიდვას და ოთხმოცი


ათასი ფრანკი შეაძლიეს სახლის პატრონს, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ღირს,
მაგრამ სახლის პატრონმა, – წინათ ხილის გამყიდველი გახლდათ, – მეტის
გამორჩენა მოინდომა და დიდხანს აწუწუნა... გაიძვერობაში მათ არ ჩამორჩება!
მთავარი მაინც ისაა, რომ ჩემი ეშინიათ, კარგად იციან, არასგზით არ დავთმობ...
არა და არა! მე აქ ვცხოვრობ და აქ დავრჩები კიდეც!.. თვით იმპერატორი რომ
მოვიდეს თავისი ზარბაზნებით, აქედან ვერ გამაგდებს...

დენიზმა შეკამათება ვეღარ გაბედა, კერვა განაგრძო, ხოლო მოხუცი დროდადრო


მუშაობას წყვეტდა და წამოიყვირებდა, – ჯერ სადა ხართ, ეს დასაწყისია
მხოლოდ, მალე არაჩვეულებრივი ამბების მოწმე გახდებითო... მე ისეთი
ჩანაფიქრები მაქვს, მათი ქოლგების სექციას სულ მალე ყირაზე დავაყენებო!
მოხუცი ბურას სიჯიუტეში საბაზრო იაფფასიანი საქონლის შემოჭრის გამო
გამოწვეული წვრილი მესაკუთრის აღშფოთება იგრძნობოდა.

ამასობაში პეპე მოხუცის მუხლებზე აძვრა და პატარა ხელებს ძაღლის თავისკენ


იშვერდა:

196
– მომეცით, ბატონო!

– ახლავე, ჩემო პატარავ, – ალერსიანად ეუბნებოდა ბურა, – ჯერ თვალები არა


აქვს, ახლავე გავუკეთებ!

შემდეგ კვლავ მიუბრუნდა დენიზს:

– გესმით? გესმით, როგორ ხმაურობენ ამ კედლის იქით? სინდისს ვფიცავ,


ყველაზე უფრო ეს ხმაური მიშლის ნერვებს... ზურგს უკან გამუდმებით მესმის
ეს წყეული ხრიალი, თითქოს ორთქლმავალი ქშინავსო!

ბურა ამბობდა, ამ ხმაზე ჩემი პატარა მაგიდა ყანყალებსო, მაგიდა კი არა, მთელი
დუქანი ზანზარებდა. ნაშუადღევს არც ერთი მყიდველი არ შედიოდა მასთან,
სამაგიეროდ, «ქალთა ბედნიერებაში» შესული კლიენტებისგან სახლი ისე
ირყეოდა, მიწისძვრა გეგონებოდათ. ამიტომ ბუზღუნებდა მოხუცი. მან იცოდა,
როდის ჰქონდათ იქ იღბლიანი თუ უიღბლო ვაჭრობა. თუ სარფიანი დღე იყო,
კედლის იქით ხმაურობდნენ, ამ დროს აბრეშუმის სექციას ათი ათასი ფრანკის
მოგება მაინც დარჩებოდა. ხოლო კედლის იქით თუ სიჩუმე იყო, მოხუცი
ენამწარობდა: წვიმა მოვიდა და ვაჭრობა ჩავარდაო. მცირეოდენი კაკუნი თუ
შრიალი გაუთავებელი მსჯელობის საბაბს აძლევდა.

– გესმით? ვიღაცას ფეხი დაუსხლტა!ოჰ, ნეტავი ყველას მოსტყდებოდეს კისერი!


აი, ქალები ჩხუბობენ. მით უკეთესი! მით უკეთესი! გესმით, როგორ ისვრიან
ფუთებს სარდაფში? საშინელებაა!

ვაი, დენიზის ბრალი, თუ გაბედავდა მასთან შეკამათებას! მაშინვე წამოაძახებდა,


დაგავიწყდათ, რა უსინდისოდ მოგექცნენ, როგორ გამოგაგდეს მაღაზიიდანო?!
ასჯერ მაინც აამბობინა დენიზს, როგორ მოეწყო აბრეშუმის სექციაში, როგორ
იტანჯებოდა პირველ დღეებში, ჯანმრთელობისთვის რა მავნე ოთახები
ჰქონდათ, რა ცუდად კვებავდნენ, რა გაუთავებელი შუღლი იყო გამყიდველებს
შორის, და ასე, დილიდან საღამომდე ორივენი მხოლოდ ამ მაღაზიაზე
ლაპარაკობდნენ, ჰაერიც კი, რომლითაც სუნთქავდნენ, ამ მაღაზიით იყო
გაჟღენთილი.

– მომეცით, ბატონო! – ჯიუტად მოითხოვდა პეპე და ხელებს ზემოთ იშვერდა.

ძაღლის თავი მზად იყო, ბურა ეთამაშებოდა ბიჭუნას, ხან გამოაჩენდა თავის
ნახელავს, ხან უმალავდა და ხმამაღლა ხარხარებდა:

197
– ფრთხილად, გიკბენს! აჰა, ითამაშე, ოღონდ არ გატეხო.

შემდეგ ისევ თავის აკვიატებულ აზრს უბრუნდებოდა და კედლისკენ მუშტებს


იღერებდა:

– ამაოდ უთხრით ძირს ჩემს სახლს! სულერთია, არ დაინგრევა... მთელი ქუჩა რომ
ჩაიგდოთ ხელში, ამ სახლს მაინც ვერ მიიღებთ!

ამ უცნაური, მაგრამ გულკეთილი მოხუცის წყალობით დენიზს პურის ფული


ჰქონდა, მაგრამ სხვა სამუშაოს მაინც ეძებდა. მშვენივრად გრძნობდა, რომ
ხელმოკლე მოხუცს არავითარი დამხმარე არ სჭირდებოდა, ათას ხრიკს
მიმართავდა, ოღონდ რაიმე საქმე გამოეჩინა დენიზისთვის, რომელიც
სიბრალულის გამო აიყვანა თავის დუქანში. უკვე იმედი გაუქრა, მარტამდე
სამუშაოს ვეღარ ვიშოვიო, და აი, იანვრის ერთ საღამოს კართან დელოში დახვდა
და ურჩია, რობინოსთან მიდით, მგონი, გამყიდველი სჭირდებაო.

რობინო დიდხანს ყოყმანობდა, გამოეყენებინა თუ არა ცოლის მზითვი, სამოცი


ათასი ფრანკი მაღაზიის შესაძენად. ბოლოს, სექტემბერში მაინც გადაწყვიტა და
ვენსარის სავაჭრო იყიდა. აბრეშუმის ქსოვილებით ვაჭრობის უფლებაში ორმოცი
ათასი ფრანკი გადაიხადა, ხოლო ოცი ათასი ფრანკით ვაჭრობაც დაიწყო. ეს
თანხა, რასაკვირველია, საკმარისი არ იყო, მაგრამ გოჟანი მხარში ედგა და
ხანგრძლივი კრედიტით ეხმარებოდა. «ქალთა ბედნიერების» დირექციასთან
უსიამოვნების შემდეგ გოჟანის ერთადერთ ოცნებას კონკურენტის გაჩენა
წარმოადგენდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ უეჭველად გაიმარჯვებდა, თუკი
დიდი მაღაზიის გვერდით სხვადასხვა საქონლის რამდენიმე სპეციალური
მაღაზია გაიხსნებოდა. მხოლოდ მდიდარ მწარმოებლებს, როგორიც
დიუმონტეილი იყო, შეეძლოთ დაეკმაყოფილებინათ დიდი მაღაზიის
მოთხოვნილებები. მათი შეკვეთების წყალობით დაზგები მუდამ იმუშავებდა,
ხოლო მოგებას პატარა მაღაზიებიდან მიიღებდნენ, მაგრამ გოჟანს სად ჰქონდა
დიუმონტელის წელი! დიდი ხნის განმავლობაში იგი უბრალო კომისიონერი იყო
და მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წლის წინ შეეძინა საფეიქრო დაზგები. იგი
ამუშავებდა რამდენიმე ფეიქარს, რომლებსაც ნედლი მასალით ამარაგებდა,
ხოლო ფულს ნაღდად უხდიდა. ასეთი სისტემა თვითღირებულებას ზრდიდა და
გოჟანიც კონკურენციას ვეღარ უწევდა დიუმონტელს «პარიზის ბედნიერების»
დამზადებაში. ამიტომ ღვარძლი აქამდე ჩაემარხა გულში და აი, ახლა სიახლეების

198
მაღაზიასთან გადამწყვეტი ბრძოლის იარაღად რობინო გამოეყენებინა. ამ
მაღაზიას იგი ბრალს სდებდა, ფრანგული წარმოება გააკოტრაო.

როცა დენიზი რობინოსთან მივიდა, მას მხოლოდ ქალბატონი რობინო დახვდა.


გზისა და ხიდების ათისთავის ქალიშვილი ვაჭრობის საქმეში ვერ ერკვეოდა და
ბლუას მონასტერში აღზრდილი პანსიონერის მომხიბვლელი სიმორცხვე
შერჩენოდა. ეს იყო შავგვრემანი, ლამაზი ქალი, თვინიერი და მხიარული
ხასიათით, რაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა მას. იგი
აღმერთებდა ქმარს და მხოლოდ ამ სიყვარულით ცხოვრობდა. დენიზი უკვე
აპირებდა წასვლას, როცა რობინო შემოვიდა. მან მაშინვე დაიქირავა დენიზი,
რადგან წინადღით ერთი მისი გამყიდველი «ქალთა ბედნიერებაში» გადასულიყო
სამუშაოდ.

– არც ერთ კარგ გამყიდველს აღარ გვიტოვებენ, – თქვა მან, – მაგრამ თქვენთან
მუშაობა არ გამიჭირდება. ვიცი, ჩემი არ იყოს, არც თქვენ მოგწონთ ისინი... ხვალ
მოდით და მუშაობას შეუდექით!

საღამოს დენიზს ძალიან გაუჭირდა ეთქვა ბურასთვის, რომ სხვაგან გადადიოდა


სამუშაოდ. მოხუცი მართლაც გაჯავრდა, უმადური ყოფილხართო, უთხრა, მაგრამ
დენიზმა თავის მართლება დაიწყო, თვალებზე ცრემლები მოადგა და მიახვედრა,
განა არ ვიცი, რომ სამუშაო არ გაქვთ, მაგრამ გებრალებით და პურის ფულისთვის
მამუშავებთო. ბურა მოლბა და წაიბუზღუნა, სამუშაო თავზესაყრელად მაქვს,
სწორედ იმ დროს მტოვებთ, როცა ჩემი გაკეთებული ქოლგების გაყიდვას
ვაპირებდიო.

– პეპეს რაღას უპირებთ? – ჰკითხა მან.

ბავშვის ბედი მართლაც აწუხებდა დენიზს. ქალბატონ გრას პანსიონში მიბარებას


ვერ ბედავდა და ვერც ოთახში ჩაკეტავდა მთელი დღით.

– კარგი, მე მივხედავ, – გადაწყვიტა მოხუცმა, – ბიჭუნა ჩემს დუქანში თავს


კარგად გრძნობს... საჭმელსაც ერთად მოვამზადებთ...

დენიზს არ უნდოდა მოხუცის შეწუხება და უარის თქმას აპირებდა, მაგრამ


ბურამ აღარ აცალა:

– დალახვროს ეშმაკმა, იქნებ, არ მენდობით? ნუ გეშინიათ, არ შევჭამ თქვენს


ბავშვს!

199
დენიზი ბედნიერი იყო რობინოს მაღაზიაში. ხელფასს ცოტას იღებდა, სამოციოდე
ფრანკი ჰქონდა თვეში, კვებაც უფასო ჰქონდა, ოღონდ პროცენტებს არ
აძლევდნენ გაყიდვაში, რადგან ასეთი წესი არც ერთ ძველ მაღაზიაში არ იყო.
სამაგიეროდ, ალერსიანად ექცეოდნენ. თვით რობინო ნერვიული და მოუსვენარი
კაცი, ხანდახან უკმეხი იყო. პირველივე თვის ბოლოს დენიზი ისევე
შინაურულად გრძნობდა თავს, როგორც მეორე გამყიდველი, ჩუმი,
ტუბერკულოზით დაავადებული პატარა ტანის ქალი. ცოლ-ქმარი არ ერიდებოდა
ხელქვეითებს და სადილობის დროს, დუქნის უკანა ოთახში, რომელიც დიდ
ეზოში გადიოდა, გულახდილად ლაპარაკობდნენ ოჯახის ამბებზე. სწორედ აქ
გადაწყდა ერთ საღამოს – «ქალთა ბედნიერების» წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება.

სადილად გოჟანი ეწვიათ. როცა შემწვარი ცხვრის ბარკალი შემოიტანეს, მან


მაშინვე საქმეზე ლაპარაკი ლიონელისთვის დამახასიათებელი მიმქრალი ხმით
დაიწყო.

– ეს უკვე აუტანელია! იცით, რას აკეთებენ? დიუმონტელთან მიდიან, რომელიმე


ნახატზე უფლებას ისაკუთრებენ, სამასი თოფი ქსოვილი ერთბაშად მიაქვთ და
მეტრზე ორმოცდაათი სანტიმის დაკლებას მოითხოვენ. ხოლო, რაკი ფულს
ნაღდი ანგარიშით უხდიან, თვრამეტი პროცენტის ფასჩამოკლებაც ეკუთვნით.
დიუმონტელს ზოგჯერ ოცი სანტიმიც არ რჩება მოგება. იგი მხოლოდ იმისთვის
მუშაობს, რომ დაზგები უქმად არ იდგნენ, რადგან თუ დაზგა გაჩერდა, ის უკვე
მკვდარ დაზგად ითვლება... ჰოდა, ასეთ პირობებში, თანაც ჩვენი ფეიქრების
ამარა, როგორ გინდათ, გავუძლით ბრძოლას?!

რობინო ჩაფიქრდა და ჭამა შეწყვიტა:

– სამასი თოფი ქსოვილი! – წაიჩურჩულა მან, – მე კი ვკანკალებ, როცა


თორმეტიოდე თოფი მომაქვს და ისიც სამი თვის ვადით! თავისუფლად
შეუძლიათ ერთი ან ორი ფრანკით დაბალი ფასი დაადონ საქონელს... ამას წინათ
გამოვიანგარიშე, პრეისკურანტში აღნიშნული ფასები თხუთმეტი პროცენტით
დაბალია ჩვენს ფასებზე. აი, სწორედ ესაა წვრილი ვაჭრობის დამღუპველი.

რობინო უკანასკნელ ხანებში სასოწარკვეთილი ჩანდა. შეშინებული ცოლი


სიყვარულით შეჰყურებდა, მას არაფერი გაეგებოდა

ვაჭრობისა. ამ ციფრების გაგონებაზეც კი თავი სტკიოდა და ვერ მიმხვდარიყო, რა


საჭიროა, ადამიანმა ძალით გაიწვალოს თავი ამ საზრუნავებით, როცა ისეთი

200
ადვილია მხიარულად და სიყვარულით ცხოვრებაო. მაგრამ საკმარისი იყო,
ეგრძნო ქმარს გამარჯვება სწადიაო, ისიც მასთან ერთად აღიგზნებოდა და მზად
იყო, დახლთან მომკვდარიყო.

– კი, მაგრამ, მწარმოებლებს რა უშლით ხელს ერთმანეთში მოილაპარაკონ? –


აღელვებით წამოიწყო რობინომ, – ნუთუ არ ურჩევნიათ, კანონები თვითონ
მოახვიონ თავს, ვიდრე სხვის კანონებს დაემორჩილონ?!

გოჟანმა ერთი ნაჭერი ცხვრის ხორცი კიდევ აიღო და ნელა დაიწყო ღეჭვა.

– ოჰ, რა უშლით ხელს! რა უშლით ხელს! აკი, გითხარით, დაზგები უქმად არ


უნდა იყოს-მეთქი. რაკი საფეიქრო წარმოება ყველგანაა, ლიონის გარეუბანშიც,
გარშიც, იზერშიც, დაზგის ერთი დღით შეჩერებაც ზარალს მოუტანთ... თუ ჩვენ
ისეთ ფეიქრებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ათი-თხუთმეტი დაზგა აქვთ
მხოლოდ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ უფრო ვართ პროდუქციის ბატონ-
პატრონები და შეგვიძლია, არ გვეშინოდეს საქონლის ჩაწოლის. ხოლო მსხვილი
ფაბრიკანტები იძულებულნი არიან, რაც შეიძლება ფართო და სწორად შერჩეული
მუდმივი გასაღების ბაზარი ჰქონდეთ... აი, რატომ უხდებათ დიდი მაღაზიების
წინაშე მუხლებზე ცოცვა! მე ვიცნობ სამ-ოთხ ფაბრიკანტს, რომლებიც ერთმანეთს
ექიშპებიან და მზად არიან იზარალონ, ოღონდ შეკვეთა მიიღონ, სამაგიეროდ,
მსხვილი ფაბრიკანტები დანაკარგს ინაზღაურებენ ისეთი პატარა სავაჭროებით,
როგორიც თქვენია. დიდი მაღაზიების წყალობით არსებობის საშუალება
ეძლევათ, ხოლო თქვენი წყალობით, მოგებას იღებენ... ღმერთმა იცის, რიდის
დამთავრდება ეს კრიზისი!

– ეს უკვე საზიზღრობაა! – მრისხანედ წამოიძახა რობინომ, მაგრამ მაშინვე


დამშვიდდა.

დენიზი ჩუმად უგდებდა ყურს. გულის სიღრმეში დიდი მაღაზიების მხარეს იყო,
რადგან ინსტინქტურად უყვარდა ყველაფერი, რაც ლოგიკური და
ცხოვრებისეული იყო. ყველა დუმდა და დაკონსერვებულ მწვანე მუხუდოს
შეექცეოდა. ბოლოს დენიზმა ვეღარ მოითმინა და მხიარულად წამოიძახა:

– სამაგიეროდ, ხალხი არ ჩივის!

ქალბატონმა რობინომ სიცილი ვერ შეიკავა, რითაც ქმრისა და გოჟანის


უკმაყოფილება გამოიწვია. კლიენტი, რასაკვირველია, არ იჩივლებს, რადგან
მოგებული რჩება. მაგრამ ცხოვრება ხომ ყველას უნდა: სადამდე მივა საქმე, თუკი
201
საერთო კეთილდღეობის მიზეზებით მომხმარებელი მწარმოებლის ხარჯზე
გასუქდება?.. ატყდა დავა. დენიზი ვითომ ხუმრობდა და მეტად სერიოზულ
არგუმენტს ასახელებდა, – შუაკაცები, ფაბრიკის აგენტები, წარმომადგენლები,
კომისიონერები გაქრებიან, ეს კი ფასის დაკლებას შეუწყობს ხელს.
ფაბრიკანტებსაც აღარ შეეძლებათ დიდი მაღაზიების გარეშე ცხოვრება, რადგან
თუკი კლიენტურას დაკარგავენ, აუცილებლად გაკოტრდებიან. ერთი სიტყვით,
ვაჭრობის ნორმალურ ევოლუციასთან გვაქვს საქმე, შეუძლებელია, ნორმალურ
მსვლელობას ხელი შეუშალოთ, თუკი ნებსით თუ უნებლიეთ ყველა ამას
ცდილობსო.

– მაშასადამე, თქვენ სწორედ იმ ხალხს უჭერთ მხარს, ვინც გარეთ გაგაგდოთ? –


ჰკითხა გოჟანმა.

დენიზი გაწითლდა. თავადაც უკვირდა ასე გატაცებით რომ იცავდა დიდ


მაღაზიებს. ნეტავ, რა აღაფრთოვანებდა?!

– ღმერთო ჩემო! რასაკვირველია, არა! – უპასუხა მან, – იქნებ, ვცდები, თქვენ


უკეთ მოგეხსენებათ ასეთი ამბები... მე მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.
წინათ ორმოცდაათიოდე მაღაზია ადგენდა ფასებს, ხოლო ახლა ოთხი თუ ხუთი
მაღაზია ადგენს. სწორედ მათ დასწიეს ფასები მსხვილი კაპიტალისა და ფართო
კლიენტურის წყალობით... მით უკეთესი, მყიდველისთვის! აი, ეს მინდოდა
მეთქვა.

რობინო აღარ გაბრაზებულა, იგი ჩაფიქრდა და თვალი მიაშტერა სუფრას. მას


ხშირად უგრძნია ახალი ვაჭრობის სუნთქვა, ის ევოლუცია, რაზეც დენიზი
ლაპარაკობდა. და როცა შექმნილ მდგომარეობას ფხიზელი თვალით შეხედავდა,
ხშირად ეკითხებოდა თავს, რატომ ვეწინააღმდეგები ამ ძლიერ ნაკადს, რომელიც,
სულერთია, ყველაფერს წალეკავსო. ქალბატონმა რობინომ მაშინვე შენიშნა
ქმრის დაფიქრება და გამამხნევებლად გადახედა დენიზს, რომელიც ახლა
მორცხვად გაჩუმებულიყო.

– ვნახოთ, – თქვა გოჟანმა, რომ მოკლედ მოეჭრა, – ეს მხოლოდ თეორიებია...


ახლა საქმეზე გადავიდეთ.

ყველის შემდეგ მსახურმა მურაბა და მსხალი შემოიტანა. გოჟანმა მურაბა


გადმოიღო და სავსე კოვზით ხარბად დაიწყო ჭამა: ამ ჩასუქებულ კაცს,
ეტყობოდა, ტკბილეული ძალიან უყვარდა.

202
– საქმე აი, რაშია: თქვენ აუცილებლად უნდა მიაყენოთ ზარალი «პარიზის
ბედნიერებას», რომლის წყალობით წელს ასეთი მოგება მიიღეს ჩვენმა მტრებმა.
მე მოველაპარაკე რამდენიმე ლიონელ კოლეგას და შესანიშნავი მასალა
ჩამოგიტანეთ, შავი აბრეშუმი. ეს ფაი ხუთ ფრანკად და ორმოცდაათ სანტიმად
შეგიძლიათ გაყიდოთ. თუ არ ვცდები, «პარიზის ბედნიერება» ხუთი ფრანკი და
სამოცი სანტიმი ღირს... ჰოდა, ჩვენი ფაი ორი სუთი იაფი იქნება და სწორედ ეს
დაღუპავს მათ...

რობინოს თვალები გაუბრწყინდა. ამ მეტად ნერვიულ კაცს ხან შიში


ეუფლებოდა, ხან იმედი.

– ნიმუში გაქვთ? – ჰკითხა მან.

და როცა გოჟანმა საფულედან აბრეშუმის ნაკუწი ამოიღო, რობინომ


აღფრთოვანებით წამოიყვირა:

– ეს ქსოვილი გაცილებით სჯობს «პარიზის ბედნიერებას!» ყოველ შემთხვევაში,


უფრო ეფექტურია: ნაქსოვი უფრო მსხვილია... თქვენ მართალი ხართ, უნდა
ვცადოთ... ამჯერად ან მე გავთელავ მათ, ან მე მომეღება ბოლო!

მისი ენთუზიაზმი ქალბატონ რობინოსაც გადაედო და განაცხადა, დიდებული


აბრეშუმიაო. დენიზსაც აღარ ეპარებოდა ეჭვი რობინოს გამარჯვებაში. სადილმა
მხიარულად ჩაიარა. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ასე იტყოდით, «ქალთა
ბედნიერება» უკვე ღაფავს სულსო. ამ მუსაიფში გოჟანმა მთელი ქილა მურაბა
შესანსლა. თან ირწმუნებოდა, მე და ჩემი კოლეგები ვზარალობთ, ასე იაფად რომ
გითმობთ ამ აბრეშუმსო. მაგრამ მზად ვართ, გავკოტრდეთ, ოღონდ დიდი
მაღაზიები მოვსპოთო. ყავაზე ვენსარიც შემოემატათ, საქმე მქონდა აქეთ და
ვიფიქრე, მოდი, მემკვიდრეებთან შევივლი-მეთქი, – თქვა მან. მხიარულებამ
იმატა.

– დიდებულია! – წამოიძახა ახალმოსულმა, როცა აბრეშუმის ნიმუში გასინჯა, –


პირობას გაძლევთ, აჯობებთ! ჩემი სიგრძე სანთელი უნდა დამინთოთ! აკი
გეუბნებოდით, ოქროს მადანია ეს მაღაზია-მეთქი!

ვენსარს რესტორანი ჰქონდა გახსნილი ვენსენის ტყეში. ეს იყო მისი დიდი ხნის
ოცნება: სანამ აბრეშუმით ვაჭრობდა და მაღაზიის მყიდველის ლოდინში
გაკოტრების შიში არ ასვენებდა, სულ იმაზე ფიქრობდა, ფული ისეთ საქმეში
დაებანდებინა, რაც ხალხის გატყავების საშუალებას მისცემდა და ამიტომ
203
გადაწყვიტა, რესტორანი გაეხსნა. რესტორნის შეძენის აზრი ბიძაშვილის
ქორწინების შემდეგ დაებადა: პირი არავის გაუჩერებია, თანაც წყალწყალა
საჭმელში ათ-ათი ფრანკი ააფცქვნეს მექორწილეებს. გაკოტრების გზაზე
დამდგარი მაღაზია, რომელიც ვერაფრით გაესაღებინა, თითქმის ძალით მოახვია
თავს რობინოს და ახლა, როცა ამ ცოლ-ქმარს უყურებდა, ბედნიერებისგან სახე
გაბადროდა, მრგვალ თვალებსა და მსხვილ ბაგეზე სიხარული უკრთოდა და
ჯანსაღი ადამიანის აღტყინება ვერ დაეოკებინა.

– ტკივილები კვლავ გაწუხებთ? – თავაზიანად ჰკითხა ქალბატონმა რობინომ.

– რა ტკივილები? – გაუკვირდა ვენსარს.

– რევმატიზმი, რომელიც აქ ისე ძალიან გაწუხებდათ.

ვენსარს მოაგონდა თავისი მოგონილი ავადმყოფობა და გაწითლდა.

– ჰოო, ახლაც მაწუხებს... ოღონდ, იცით, სოფლის ჰაერმა... არაფერია!


სამაგიეროდ, შესანიშნავი მაღაზია ჩაიგდეთ ხელში... რევმატიზმი რომ არა, ათი
წლის შემდეგ ათი ათასი ფრანკის რენტა მექნებოდა, ალბათ... გეფიცებით
სინდისს!

ორი კვირის შემდეგ რობინოსა და «ქალთა ბედნიერებას» შორის ბრძოლა დაიწყო.


ხალხი ალაპარაკდა, პარიზის ბაზარი მხოლოდ ამით იყო დაინტერესებული.
რობინომ თავისი მეტოქის ხერხი გამოიყენა: გაზეთებში რეკლამები გაუშვა,
ვიტრინები მოაწყო, აბრეშუმის უზარმაზარი თოფებით აავსო. ზედ მიაკრა დიდი,
თეთრი იარლიყები, რომელზედაც უზარმაზარი ციფრებით მოჩანდა ფასი – ხუთი
ფრანკი და ორმოცდაათი სანტიმი. სწორედ ამ ციფრმა ააფორიაქა ქალები, ორი
სუთი უფრო იაფია, ხოლო აბრეშუმი უფრო მტკიცეაო, – გაიძახოდნენ.
პირველივე დღეებში კლიენტები რობინოს მაღაზიას მიაწყდნენ: ქალბატონმა
მარტიმ საკაბე იყიდა, თუმცა არ სჭირდებოდა. მისი სიტყვებით, ამით
ხელმომჭირნეობა გამოიჩინა. ქალბატონ ბურდელეს ძალიან მოეწონა აბრეშუმი,
მაგრამ გადაწყვიტა, ცოტა ხანს დაეცადა, გრძნობდა, რაღაც უნდა მომხდარიყო.
და მართლაც, მეორე კვირას მურემ «პარიზის ბედნიერებას» ოცი სანტიმით
დაუკლო ფასი და ხუთ ფრანკად და ორმოც სანტიმად გაყიდა: ბურდონკლთან
და სხვა კომპანიონებთან დიდი დავა მოუხდა მურეს სანამ დაარწმუნებდა, რომ
რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთო. აბრეშუმს ისედაც
თავის ფასად ყიდდნენ და ეს ოცი სანტიმი წმინდა წაგება იყო, მაგრამ სხვა გზა

204
არ ჰქონდათ. რობინოს თავზარი დაეცა, არ მოელოდა, თუ მოწინააღმდეგე კვლავ
დაუკლებდა ფასს, რადგან კონკურენციის გამო ამგვარი თვითმკვლელობა –
წაგებით გაყიდვა – ჯერ არავის ენახა. სიიაფეს დახარბებული კლიენტები კვლავ
შეესივნენ ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩას, ხოლო ნევ-დე-პტი-შანის ქუჩის მაღაზია
დაცარიელდა. გოჟანი სასწრაფოდ ჩამოვიდა ლიონიდან, შეშინებულმა
კომპანიონებმა მოითათბირეს და ბოლოს გმირული გადაწყვეტილება მიიღეს:
კვლავ დაეკლოთ ფასი აბრეშუმზე და ხუთ ფრანკად და ოცდაათ სანტიმად
გაეყიდათ. ამაზე იაფად გასაღებას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იკისრებდა.
მეორე დღეს მურემ თავისი აბრეშუმი ხუთ ფრანკად და ოც სანტიმად გაყიდა. და
აი, დაიწყო ნამდვილი სიგიჟე: რობინომ ხუთი ფრანკითა და თხუთმეტი
სანტიმით უპასუხა, მურემ ხუთი ფრანკი და ათი სანტიმი გამოაცხადა. ასე,
თითო სუს დაკლებით ანადგურებდნენ ერთმანეთს, თითქმის უფასოდ
არიგებდნენ აბრეშუმის ქსოვილს და საკმაოდ მსხვილ თანხას კარგავდნენ.
ქალებს უხაროდათ ეს დუელი, მათ სასარგებლოდ გამართული ეს ორთაბრძოლა.
ბოლოს მურემ ივაჟკაცა და აბრეშუმის ფასი ხუთი ფრანკი გახადა. კომპანიონებს
სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში, ფერი ეკარგებოდათ ბედის ასეთი თამაშით.
დამარცხებულ, მიწაზე გართხმულ რობინოს გამბედაობა აღარ ეყო, ფასი დაეკლო
და ისიც ხუთ ფრანკზე შეჩერდა. მტრები პირისპირ პოზიციებზე იდგნენ, არც
ერთმა მხარემ არ შეირცხვინა სახელი, მყიდველები ხელიდან გლეჯდნენ
ერთმანეთს საქონელს, მაგრამ რობინოსთვის ეს მდგომარეობა მომაკვდინებელი
გახდა. «ქალთა ბედნიერბას» ისეთი დიდი კრედიტი და კლიენტურა გააჩნდა,
რომ საშუალება მიეცა შემოსავალი გაეთანაბრებინა, ხოლო რობინოს მხოლოდ
გოჟანი ედგა მხარში, სხვა საქონლის გაყიდვით ზარალს ვერ აანაზღაურებდა და
უსახსროდ დარჩა. იგი ნელ-ნელა მიცურავდა გაკოტრების გზაზე. მიუხედავად
მრავალრიცხოვანი კლიენტურისა, რომელიც ბრძოლის პერიპეტიებმა მიიზიდა,
იგი მაინც იღუპებოდა თავისი გამბედაობის გამო, ჩუმად, უსიტყვოდ
იტანჯებოდა, როცა ხედავდა, რომ კლიენტურა, რომლის მისაზიდად ამდენი
ფული და ენერგია დახარჯა, თანდათან ტოვებდა მას და «ბედნიერებას»
უბრუნდებოდა.

ერთ დღესაც, სულ დაკარგა წონასწორობა. ქალბატონი ბოვი მანტოების


სანახავად მოსულიყო მასთან. რობინომ მზა ტანსაცმლის სექცია დაუმატა
აბრეშუმის განყოფილებას. ქალი დიდხანს ყოყმანობდა, ქსოვილის ხარისხს
იწუნებდა.

205
– «პარიზის ბედნიერება» გაცილებით სქელია! – განაცხადა მან ბოლოს.

რობინო ჯერ თავს იკავებდა, ეშინოდა, მოთმინება არ დაეკარგა და


გადაჭარბებული თავაზიანობით, ვაჭრისთვის დამახასიათებელი ზრდილობიანი
ტონით არწმუნებდა, ცდებით, ქალბატონოო.

– კი მაგრამ, ამ როტონდას დააკვირდით, – შეეკამათა ქალი, – ისეთი თხელი


აბრეშუმია, ობობას ქსელი ეგონება კაცს. რაც გინდათ, თქვით, მაგრამ მათი
ქსოვილი ამასთან შედარებით პირდაპირ ტყავივით გამძლეა!

რობინო გაწითლდა, კბილები დააკრაჭუნა და პასუხი არ გასცა. საქმე ის იყო, რომ


მან ეშმაკურ ხერხს მიმართა: მზა ტანსაცმლის აბრეშუმი თავის მეტოქესთან
შეისყიდა. ამგვარად, ახლა რობინო კი არა, მურე იყო წაგებული. მან მხოლოდ
ნაწიბური ჩამოაჭრა.

– მაშ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ «პარიზის ბედნიერება» უფრო სქელია? – იკითხა


მან.

– ათასჯერ უფრო სქელია! – უპასუხა ქალბატონმა ბოვმა, – შედარებაც არ


შეიძლება.

კლიენტის ამ უსამართლობამ, მისი საქონლის გაბიაბურებამ რობინო გააცოფა.


სანამ კლიენტი ტუჩების ამრეზით ატრიალებდა როტონდას, სარჩულზე
მოვერცხლისფრო-ცისფერი ნაწიბურის წვერი გამოჩნდა, რომელიც შემთხვევით
გადარჩენოდა მაკრატელს. აქ უკვე რობინომ ვეღარ დაიოკა მოწოლილი ბრაზი,
თავი გაწირა და გამოტყდა:

– ჰოდა, ქალბატონო, ეს ქსოვილი სწორედ «პარიზის ბედნიერებაა!» დიახ, მე


თვითონ შევისყიდე! ნაწიბურს დახედეთ და დარწმუნდებით.

შეურაცხყოფილი ქალბატონი ბოვი იმწამსვე გაეცალა იქაურობას. ეს ამბავი


გახმაურდა და სხვა მანდილოსნებმაც მიატოვეს რობინოს მაღაზია. გაკოტრების
პირას მისულ რობინოს მომავალი აშინებდა, მაგრამ იგი საკუთარი ბედის გამო
როდი წუხდა, არამედ აფიქრებდა ცოლი, რომელიც მშვიდობიანი და ბედნიერი
ცხოვრებისთვის იყო აღზრდილი და სიღარიბეს ვერ აიტანდა. რა ეშველებოდა ამ
სათნო ქალს, როცა გაკოტრებულნი და ვალებში ჩაფლულნი, ქუჩაში
დარჩებოდნენ ულუკმაპუროდ?!. – ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ჩემი ცოლის
ფულისთვის, სამოცი ათასი ფრანკისთვის, არ უნდა მეხლო ხელი, – ფიქრობდა

206
გატანჯული კაცი. ისევ ცოლი ამშვიდებდა. განა ეს ფული შენც ისევე არ
გეკუთვნოდა, როგორც მე? შენ ხომ გიყვარვარ, მე შენი სიყვარულის გარდა,
არაფერი მინდა, შენ გეკუთვნის ჩემი გულიც და ჩემი სიცოცხლეცო, – ამბობდა
ქალი და ნაზად ეფერებოდა. სავაჭრო სახლის ცხოვრება ნელ-ნელა ჩადგა
კალაპოტში. ზარალი ყოველთვიურად იზრდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა და ამით
ახანგრძლივებდა საბედისწერო დასასრულს. ცოლ-ქმარს რაღაცის იმედი ჰქონდა
და დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ «ქალთა ბედნიერებას».

– არაფერია, – ამბობდა რობინო, – ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ,


მომავალი ჩვენია!

– გარდა ამისა, განა ისეთი რა მოხდა? – კვერს უკრავდა ცოლი, – შენ ისე მოიქეცი,
როგორც გინდოდა, მორჩა და გათავდა! მთავარია, შენ იყო კმაყოფილი, ჩემო
საყვარელო, მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები!

დენიზმა ახლობელივით შეიყვარა ეს ცოლ-ქმარი, რაკი ხედავდა, როგორ ნაზად


უყვარდათ მათ ერთმანეთი. მაგრამ ეშინოდა, გრძნობდა, გაკოტრება არ
ასცდებოდათ და წუხდა, რომ მათ საქმეში ვერ ჩაერეოდა. სწორედ აქ
დარწმუნდა, რა უპირატესობა ჰქონდა დიდ მაღაზიებს და აღფთოვანდა ამ
ყოვლისშემძლე ძალით, რომელიც პარიზს ძირფესვიანად გარდაქმნიდა. აზრები
მოუმწიფდა, ვალონიდან ჩამოსული გოგონა მოხდენილ ქალად იქცა. ერთი
სიტყვით, მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა და სიდუხჭირისა, დენიზი
საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდა. მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომის
შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და პეპეს უვლიდა. მოხუცი ბურა, საბედნიეროდ,
საჭმელს არ აკლებდა ბავშვს, მაგრამ სხვა საზრუნავიც ბევრი ჰქონდა დენიზს: ხან
პერანგი უნდა გაერეცხა, ხან ხალათი უნდა დაეკერებინა. შუაღამემდე ვერ
ახერხებდა დასაძინებლად დაწოლას, კვირაობით სამუშაოს ვერ აუდიოდა, –
ოთახს ალაგებდა, აკერებდა, და ხანდახან ხუთ საათამდე თმის დასავარცხნად
ვერც იცლიდა. მიუხედავად ამდენი საქმისა, საღამოს ბავშვის გასეირნებასაც
ახერხებდა. პეპე ნეილისკენ მიჰყავდა ფეხით, იქ კი რომელიმე გლეხის ეზოში
შედიოდნენ და თითო ფინჯან რძეს სვამდნენ. ჟანს არ მოსწონდა ასეთი
გასეირნება და იშვიათად თუ შემოივლიდა დასთან, მაშინვე მოიმიზეზებდა,
წასასვლელი ვარო და გაქრებოდა. ფულს უკვე აღარ სთხოვდა დას, მაგრამ ისეთი
ნაღვლიანი სახით მოდიოდა, რომ შეშფოთებული დენიზი მაშინვე
გამოურბენინებდა მისთვის გადანახულ ას სუს.

207
– ასი სუ! – აყვირდებოდა ჟანი, – ღმერთო! რა კეთილი ხარ, ჩემო დაიკო! სწორედ
ქაღალდის მწარმოებლის ცოლი...

– გაჩუმდი! – აწყვეტინებდა დენიზი, – არ მაინტერესებს...

მაგრამ ჟანს ეგონა, ტრაბახში მწამებს ცილსო და განაგრძობდა:

– აკი გეუბნები, ქაღალდის მწარმოებლის ცოლია-მეთქი. ოჰ, მერედა რა ქალია,


რომ იცოდე!

სამი თვე გავიდა. კვლავ დადგა გაზაფხული. დენიზმა პოლინასა და ბოჟეს უარი
უთხრა ჟუანვილში წასვლაზე. იგი ხანდახან სენ-როკის ქუჩაზე ხვდებოდა მათ,
როცა რობინოს მაღაზიიდან მოდიოდა. ერთხელ პოლინამ გაანდო, შესაძლებელია,
ცოლად გავყვე ბოჟესო. პოლინა დიდხანს ყოყმანობდა, რადგან «ქალთა
ბედნიერებაში» გათხოვილი ქალები არ უყვარდათ. დენიზს ისე გაუკვირდა მათი
ქორწინების ამბავი, რომ ენა დაება და რჩევაც ვერ მისცა. ერთხელ კოლომბანმა
შეაჩერა შადრევანთან და კლარაზე ჩამოუგდო სიტყვა. სწორედ ამ დროს
კლარამაც გამოიარა, და რაკი კოლომბანი ჩააცივდა, მიდი, ჰკითხე, ცოლად თუ
გამომყვებაო, დენიზი იძულებული გახდა, გაქცეულიყო... რა მოუვიდა ამ ხალხს,
რატომ იწვალებენ თავს, რა ბედნიერი ვარ, რომ არავინ მიყვარსო, – ფიქრობდა
იგი.

– ახალი ამბავი გაიგეთ? – ჰკითხა ერთ საღამოს ქოლგის გამყიდველმა, როცა


დენიზი სახლში დაბრუნდა.

– არა, ბატონო ბურა.

– ამ არამზადებს დიუვილარის სახლი შეუსყიდიათ! მორჩა, ალყა შემომარტყეს.

მოხუცი გააფთრებით იქნევდა მკლავებს და თეთრი ფაფარი ყალყზე ედგა.

– ისეთი ძნელი საქმეა, ვერაფერს გაუგებს კაცი, – განაგრძო მან, – თურმე ეს


სახლი «საიპოთეკო კრედიტს» ეკუთვნოდა, ხოლო ამ ბანკის თავმჯდომარეს,
ბატონ არტმანს, ამ ვაჟბატონისთვის, მურასთვის, მიუყიდია... ახლა მე ისე ვყავარ
ჩაჭერილი, როგორც ეს ბუნიკი მაქვს ჩაბღუჯული!

მოხუცი მართალს ამბობდა. სახლის გაყიდვაზე ხელი წინადღით მოეწერათ.


ბურას სახლი, რომელიც «ქალთა ბედნიერებასა» და დილარის სასახლეს შორის
იყო მომწყვდეული, კედლის ნაპრალში მიწებებულ მერცხლის ბუდეს წააგავდა.

208
და როგორც კი მაღაზია დიულარის სასახლეში შეიჭრებოდა, ბურას სახლი
მაშინვე ჩამოინგრეოდა, ალბათ. კოლოსი გარს შემოერტყა ამ უსუსურ
დაბრკოლებას, გადასანსვლას უქადდა და ერთი მაგარი ამოსუნთქვით კიდეც
მოისპობოდა. ბურა კარგად გრძნობდა ამ მარწუხებს, ესმოდა დუქნის ჭრიალი და
ეგონა, მისი მაღაზია დაპატარავდა. ეს საშინელი მექანიზმი ისე ქშინავდა, რომ
მოხუცს ეშინოდა ისიც არ გადაეყლაპა და თავისი ქოლგებითა და ხელჯოხებით
ქუჩის მეორე მხარეს არ გადაესროლა.

– არა, გესმით თუ არა, – ყვიროდა იგი, – თითქოს კედლებს ღრღნიანო! ჩემს


სარდაფში, ჩემს სხვენზე, ყველგან, ყველგან ბათქაშში შერჭობილი ხერხის ხმა
ისმის... მაგრამ არა უშავს! ტყლაპივით მაინც ვერ გამაბრტყელებენ! ამას ვერ
მოესწრებიან! სახლს სახურავიც რომ ახადონ, კოკისპირულმა წვიმამ საწოლიც
რომ წამილეკოს, აქედან ფეხს მაინც არ მოვიცვლი.

სწორედ იმ დღეებში მურემ ახალი წინადადებით მიმართა ბურას: ფასს


მოგიმატებთ, მაღაზიასა და იჯარის უფლების დათმობაში ორმოცდაათ ათას
ფრანკს მოგცემთო. ამ წინადადებამ მოხუცი კიდევ უფრო გააცოფა და უარის
ნიშნად ლანძღვა-გინება შეუთვალა. ეტყობა, ამ ავაზაკებმა ხალხი გაატყავეს,
რაკი ორმოცდაათ ათას ფრანკს ისეთ რამეში იძლევიან, რაც ათი ათასი ფრანკიც
არ ღირსო. იგი ისე იცავდა თავის დუქანს, როგორც პატიოსანი ქალიშვილი
დაჰკანკალებს ქალწულობას, სახელისა და საკუთარი თავის პატივისცემის გამო.

დენიზი ამჩნევდა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ბურა ძალიან


დაფიქრებული დადიოდა, დუქანში ადგილს ვერ პოულობდა, კედლებს ზომავდა,
შუა ქუჩაში გადიოდა და არქიტექტორივით აკვირდებოდა სახლს. ბოლოს, ერთ
დილით მუშები მოვიდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა იწყებოდა. მოხუცს მეტად
გაბედული აზრი მოსვლოდა თავში: თანამედროვე ფუფუნებას აჰყოლოდა და
უნდოდა, «ქალთა ბედნიერება» თავისსავე ტერიტორიაზე დაემარცხებინა. როცა
კლიენტები ახალშეღებილ ფასადს დაინახავდნენ, ისევ დაბრუნდებოდნენ მის
მაღაზიაში. აკი მუდამ საყვედურობდნენ, თქვენს დუქანს ცხვირ-პირი
ჩამოსტირისო. მუშებმა დახეთქილი ადგილები თაბაშირით ამოავსეს, ფასადი
შეალამაზეს, ვიტრინა მწვანე ფერით შეღებეს და აბრაც მოავარაყეს. ბურამ ფული
არ დაიშურა, სამი ათასი ფრანკი, რომელიც შავი დღისთვის ჰქონდა
გადადებული, სახლის შეკეთებას მოახმარა. სამაგიეროდ, მთელი კვარტალი
აალაპარაკა. ხალხი მოდიოდა ბურას სანახავად, უნდოდათ ენახათ, როგორ
გრძნობდა თავს ამ განახლებულ «სასახლეში», მაგრამ ის ისე იყო დაბნეული,
209
ვეღარც ცნობდნენ. მოპირდაპირე ქვაფენილზე მიმავალი მგზავრები გაკვირვებით
უყურებდნენ მოხუცს, რომელიც უცნაურად იქნევდა ხელებს ან ბუნიკებს ჭრიდა.
ამ ახალ გატაცებას ციებცხელებასავით შეეპყრო საბრალო, ყველაფერს
უფრთხილდებოდა, ეშინოდა, არ დაესვარა რამე და თანდათან ეფლობოდა ამ
მდიდრულ კომერციაში, რომლისაც მას არაფერი ესმოდა.

რობინოს მსგავსად, ახლა ბურამ დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა


«ქალთა ბედნიერების» წინააღმდეგ. მალე გასაყიდად გამოუშვა თავისი
ნახელავი, გოფრირებული ქოლგები. «ბედნიერებამ» სასწრაფოდ გააუმჯობესა
ბურას გამოგონება. და აი, დაიწყო ფასების შეჯახება: ბურა ერთ ფრანკად და
ოთხმოცდათხუთმეტ სანტიმად ყიდდა ფოლადისჩხირებიან ქოლგებს,
რომლებიც, იარლიყებს თუ დავუჯერებთ, არასოდეს ცვდებოდა. მაგრამ რაც
მთავარია, იგი სახელურებით აპირებდა კონკურენტის განადგურებას. ალპაგისა
და მოერის ქსოვილები, სარჟა და ტაფტა მათ ხელში იყო, და გამარჯვება ისევ
«ბედნიერებას» დარჩა. სასოწარკვეთილი მოხუცი კვლავ ირწმუნებოდა, ხელობას
არაფრად აგდებენ, ისღა დამრჩენია, საკუთარი სიამოვნებისთვის გამოვჭრა
სახელურები, თორემ მათი გაყიდვის იმედი აღარ მაქვსო.

– ჩემი ბრალია! – ეუბნებოდა დენიზს, – განა ეს ოხრობა ერთ ფრანკად და


ოთხმოცდათხუთმეტ სანტიმად უნდა გამეყიდა? აი, სად მივყავართ ახალ
იდეებს! მივბაძე იმ არამზადებს, ჰოდა, ახია ჩემზე, ამის გამო სულიც რომ
გამძვრეს!

ივლისში საშინლად ჩამოცხა. შიფერისსახურავიანი სახლის პატარა ოთახში


დენიზს სული ეხუთებოდა. მაღაზიიდან დაბრუნებისთანავე პეპე ტუილრის
ბაღში მიჰყავდა და ბაღის ჭიშკრის დაკეტვამდე იქ რჩებოდა.

ერთ საღამოს წაბლის ხეების ხეივანში შესვლისას ერთბაშად ადგილზე გაშეშდა:


რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მისკენ მოდიოდა კაცი. ჯერ იუტენი ეგონა,
მაგრამ მალე გული აუძგერდა, მურე იცნო, რომელსაც სენის მარცხენა ნაპირას
ესადილა და ახლა ფეხით მიდიოდა ქალბატონ დეფორჟთან. დენიზი შეეცადა
თვალში არ მოხვედროდა «ბედნიერების» მფლობელს და ისე სწრაფად შეუხვია
შესახვევში, რომ მურეს ყურადღება მიიქცია.

– ეს თქვენა ხართ, მადმუაზელ?

210
დენიზი არ ელოდა, მურე თუ შეჩერდებოდა, ამიტომ დაიბნა და სიტყვა ვერ
უთხრა. მურეც აღელდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ერთხანს მფარველი კაცის
ღიმილით შეჰყურებდა ქალიშვილს.

– თქვენ ისევ პარიზში ხართ?

– დიახ, ბატონო, – წაილუღლუღა დენიზმა.

თან უკან იხევდა, ცდილობდა, სასწრაფოდ გამომშვიდობებოდა კაცს და თავისი


გზით წასულიყო. მაგრამ მურე შემობრუნდა და დიდი წაბლის ხეების ჩრდილში
გაჰყვა. შორიდან სალტეებით მოთამაშე ბავშვების სიცილი ისმოდა.

– ეს თქვენი ძმაა, არა? – ჰკითხა მურემ და პეპეს შეხედა.

უცნობი მამაკაცის დანახვაზე ბავშვმა მორცხვად დახარა თავი და მაგრად ჩასჭიდა


დას ხელი.

– დიახ, ბატონო, – უპასუხა დენიზმა და ღაწვები შეეფაკლა. გაახსენდა კლარასა


და მარგარიტას მიერ შეთითხნილი ჭორი. მურე მიუხვდა გაწითლების მიზეზს და
სწრაფად უთხრა:

– ყური მიგდეთ, მადმუაზელ! მე ბოდიში უნდა მოვიხადო თქვენ წინაშე... დიახ,


დიდი ხანია მინდოდა, მეთქვა, რომ იმ გაუგებრობის გამო, რაც მაშინ მოხდა,
ძალიან ვწუხვარ... დაუფიქრებლად დაგწამეს ცილი... მაგრამ შეცდომა
დაშვებულია... მე მხოლოდ მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს ყველამ იცის
ჩვენთან, როგორი თავდადებით გიყვართ თქვენი ძმები...

მურე ისეთი მოწიწებით ელაპარაკებოდა დენიზს, რომ «ქალთა ბედნიერების»


გამყიდველი ქალები, ალბათ, გაკვირვებულნი დარჩებოდნენ. დენიზი კიდევ
უფრო დაიბნა, მაგრამ გული სიხარულით აუძგერდა: მაშასადამე, მურემ იცის,
რომ მას საყვარელი არ ჰყავს! ორივე დუმდა. მურე გვერდით მიჰყვებოდა და
ნაბიჯს უწყობდა პატარა პეპეს. პარიზის შორეული გუგუნი გადაშლილი ხეების
ბნელი თაღის ქვეშ იკარგებოდა.

– მე მხოლოდ იმით შემიძლია გამოვასწორო ჩემი შეცდომა, რომ ჩვენთან


დაბრუნება გთხოვოთ, მადმუაზელ, – უთხრა მურემ, – რასაკვირველია, თუკი
მოისურვებთ...

211
– არ შემიძლია, ბატონო, – სასწრაფოდ გააწყვეტინა სიტყვა დენიზმა, – დიდი
მადლობელი ვარ, მაგრამ სხვა სამუშაო ვიშოვე.

მურემ იცოდა, ცოტა ხნის წინ ეთქვათ, რობინოსთან მუშაობსო. და ისე დაუწყო
მუსაიფი, როგორც თავის ტოლს. სიტყვა რობინოზე

ჩამოუგდო. შეაქო მისი ბევრი თვისება, ძალიან ნიჭიერი კაცია, ოღონდ მეტად
ნერვიული, აუცილებლად დაიღუპება, გოჟანმა მძიმე საქმე დააკისრა და ორივე
გაკოტრდებიანო. გათამამებულმა დენიზმა გაბედა და აგრძნობინა, რომ იმ
ბრძოლაში, რაც დიდ მაღაზიებსა და წვრილ ვაჭრობას შორის იყო, მას დიდი
მაღაზიების მხარი ეჭირა. დენიზი აღელვებით ლაპარაკობდა, მაგალითები
მოჰყავდა და აშკარად ემჩნეოდა, რომ ახალი იდეებით გატაცებული გოგონა
საქმის კურსში იყო. აღფრთოვანებული მურე გაკვირვებით უგდებდა ყურს,
თვალს არ აშორებდა, ცდილობდა, სიბნელეში კარგად გაერჩია მისი სახის
ნაკვთები. დენიზი თითქოს არ გამოცვლილიყო, კვლავ სადა კაბა ეცვა, სახის
გამომეტყველებაც წინანდებურად ნაზი ჰქონდა, მაგრამ ამ სისადავიდან
მომხიბვლელი სურნელი გამოსჭვიოდა, რომლის ძალას უკვე დაეტყვევებინა.
ეტყობა, პარიზის ჰავამ კარგად იმოქმედა ამ გოგონაზე, იგი უკვე ქალად
ქცეულიყო, ამაღელვებელ, ჭკვიან ქალად, რომელსაც მშვენიერი, ნაზი თმა
ამშვენებდა!

– თუკი ჩვენი მომხრე ბრძანდებით, მტრების ბანაკში რატომღა რჩებით? –


სიცილით უთხრა მურემ, – როგორც მითხრეს, ბინაც ბურასთან გქონიათ.

– ბურა კეთილშობილი ადამიანია, – წაილუღლუღა დენიზმა.

– კარგით ერთი, ბებერი ბრიყვია და სულელი. სიმდიდრეს ვპირდებოდი, ახლა კი


იძულებული ვარ, ულუკმაპუროდ დავტოვო ქუჩაში. გარდა ამისა, ბურასთან
გაჩერება არ შეიძლება... მის სახლს ცუდი რეპუტაცია აქვს... ისეთ ქალებზე
აქირავებს ოთახებს, რომ...

მურემ ერთბაშად იგრძნო, როგორ შეკრთა დენიზი და სასწრაფოდ დაუმატა:

– თუმცა პატიოსანი ადამიანი სადაც უნდა მოხვდეს, ყველგან უმწიკვლო


დარჩება... და თუ იგი ღარიბია, კიდევ უფრო მეტადაა დასაფასებელი მისი
სისპეტაკე.

212
ერთხანს კვლავ დადუმდნენ. პეპე ნაადრევად მომწიფებული ბავშვივით
უსმენდა მათ საუბარს. ხანდახან, როცა დენიზის ხელების კანკალს იგრძნობდა,
თავს ასწევდა და გაკვირვებით მიაშტერდებოდა.

– ყური მიგდეთ, – მხიარულად დაიწყო მურემ, – გინდათ, ჩემი მოციქული იყოთ?


განზრახული მაქვს, კვლავ მოვუმატო ფასი ბურას სახლს და ხვალ ოთხმოცი
ათასი ფრანკის შეთავაზებას ვაპირებ. მოდით, ჯერ თქვენ მოელაპარაკეთ ამის
შესახებ, აუხსენით, ნუ იღუპავს თავს... რაკი ასე გულთბილად გექცევათ, იქნებ
დაგიჯეროთ, თქვენ კი ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევთ!

– კეთილი, – ღიმილითვე უპასუხა დენიზმა, – შევასრულებ, რასაც მავალებთ,


ოღონდ წარმატებაში ეჭვი მეპარება.

სიჩუმე ჩამოვარდა. სალაპარაკო თემა შემოელიათ. მურემ ბიძამისზე სიტყვის


ჩამოგდება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა, მიხვდა, უხერხულ მდგომარეობაში
ჩააგდებდა გოგონას. ნელ-ნელა მისეირნობდნენ. მალე ხეივანში შევიდნენ, სადაც
სიბნელე ჯერ კიდევ არ ჩამოწოლილიყო და ბოლოს რივოლის ქუჩას
მიუახლოვდნენ. ბნელი ხეივნიდან გამოსულნი, ერთბაშად გამოფხიზლდნენ.
მურე მიხვდა, რომ დენიზს მეტად ვეღარ შეაჩერებდა და უთხრა:

– ღამე მშვიდობისა, მადმუაზელ!

– ღამე მშვიდობისა, ბატონო!

მაგრამ მურე ადგილიდან არ იძვროდა. ერთბაშად თავი ასწია და ალჟეს ქუჩის


კუთხეში განათებულ ფანჯარას მოჰკრა თვალი: ქალბატონი დეფორჟი ელოდა.
მურემ მეორე წამს დენიზს შეხედა. მკრთალ ბინდში კარგად არჩევდა მის სახეს:
ანრიეტასთან შედარებით ეს გოგონა მეტისმეტად დალეული იყო. მაშ, ასე
რატომღა უთბობდა გულს?!. ეს უკვე სულელური კაპრიზია და მეტი არაფერიო, –
გაიფიქრა ბოლოს.

– ეტყობა, ბიჭუნა დაიღალა, – უხერხულობისგან თავის დასაღწევად თქვა მან, –


მაშ ასე, დაიმახსოვრეთ: ჩვენი ფირმის კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის.
საკმარისია, მოგვმართოთ და ყველა თქვენი სურვილი დაკმაყოფილებული
იქნება! ნახვამდის, მადმუაზელ!

– მშვიდობით, ბატონო!

213
როცა მურე წავიდა, დენიზი წაბლის ხეების ბნელ ხეივანს დაუბრუნდა. დიდხანს
დახეტიალებდა უაზროდ ამ უზარმაზარი ხეების ქვეშ. სახეზე ალმური ასდიოდა,
მოზღვავებული ფიქრებისგან თავი უბრუოდა. პეპეს მის მკლავზე ჩაეჭიდა ხელი,
ცდილობდა, დისთვის ფეხი აეწყო. დენიზს ძმა გადავიწყებოდა კიდეც. ბიჭუნამ
ვეღარ მოითმინა და უთხრა:

– ძალიან სწრაფად მივდივართ!

დენიზი სკამზე ჩამოჯდა. დაღლილ ბავშვს მის მუხლებზე ჩამოეძინა. გოგონამ


მკერდზე მიიკრა ბავშვი და უძირო წყვდიადს გაფართოებული თვალებით
მიაშტერდა. ერთი საათის შემდეგ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ლა მიშოდიერის
ქუჩას. უკვე დამშვიდებულიყო და კვლავ გონიერი ქალის მშვიდი
გამომეტყველება ჰქონდა.

– ღვთის წყრომა! – შორიდან დაუყვირა ბურამ, – მორჩა! იმ შეჩვენებულ მურეს


ჩემი სახლი უყიდია!

მოხუცი ცოფებს ყრიდა, წინ და უკან დარბოდა დუქანში და გიჟივით აქნევდა


ხელებს, იფიქრებდით, აი, ახლა ჩაამტვრევს ვიტრინებსო.

– ოო, არამზადა! იცით, რამდენად იყიდა ეს სახლი? ორმოცდაათი ათას ფრანკად,


ოთხჯერ მეტად, ვიდრე ღირს! ხილის გამყიდველმა მომწერა ეს ამბავი... ნუ
გეშინიათ, ისიც კარგი ჯიბგირია! წარმოგიდგენიათ? ჩემ მიერ გალამაზებული
ფასადით უსარგებლია და ფასი აუწევია! დიახ, დიახ... ასე უთქვამს, სახლი
ახლახანაა შეკეთებულიო... ნეტავი ვიცოდე, დიდხანს მიპირებენ მასხრად
აგდებას?

ბურას ვერ მოენელებინა, რომ სახლის შეკეთებასა და შეღებვაზე დახარჯული


ფულით ხილის გამყიდველმა მოითბო ხელი. მის სახლს მურე დაეპატრონა, ახლა
მას უნდა უხადოს ქირა, გამოდის, რომ ამ საზიზღარი კონკურენტის მდგმური
უნდა იყოს ამიერიდან! აი, ეს აგიჟებდა მოხუცს.

– აქამდე მხოლოდ კედლების ბურღვის ხმა მესმოდა, ახლა კი სახლში


შემომივარდნენ, მალე საჭმელსაც ჩემი თეფშიდან შეჭამენ!

დახლზე ისე ურტყამდა მუშტებს, რომ იატაკი ზანზარებდა, ქოლგები კი აქეთ-


იქით ცვიოდა. შეშინებულმა დენიზმა ხმის ამოღება ვერ მოახერხა, იდგა და
მოხუცის დამშვიდებას ელოდა. პეპე ისე დაიღალა, სკამზე თვლემდა, ბოლოს,

214
როცა ბურა ოდნავ დაწყნარდა, დენიზმა მურეს დავალების შესრულება
გადაწყვიტა. მართალია, მოხუცი გაკაპასებული იყო, მაგრამ ამ უკიდურესი
გაანჩხლებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა,
შესაძლებელია, ერთბაშად წასულიყო დათმობაზე.

– ახლახან ერთ კაცს შევხვდი, – დაიწყო დენიზმა, – დიახ, იგი «ბედნიერებაში»


მუშაობს და კარგად იცნობს საქმის ვითარებას... თუ არ ვცდები, ხვალ აპირებენ
ოთხმოცი ათასი ფრანკი შემოგთავაზონ...

– ოთხმოცი ათასი ფრანკი?! – დაიღრიალა ბურამ, – ოთხმოცი ათასი! რაკი ასეა,


მილიონიც რომ მომცენ, მაინც არ დავთმობ!

დენიზს უნდოდა, გონს მოეყვანა მოხუცი, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო, დენიზს
ენა ჩაუვარდა და გაფითრებულმა უკან დაიხია. ოთახში ბოდიუ შემოვიდა,
გაფითრებული და გაყვითლებული სახით. ბურამ პალტოს ღილზე წაავლო ხელი
მეზობელს, სიტყვის თქმა არ აცალა და რაკი მოკავშირე იპოვა, მაშინვე მიახალა:

– იცით რას მთავაზობენ? ოთხმოც ათას ფრანკს! აი, სადამდე მივიდნენ ეს


ბანდიტები! მათ ჰგონიათ, კახპა ქალივით მოახერხებენ ჩემს მოსყიდვას. რაკი
სახლს დაეპატრონნენ, ფიქრობენ, მეც მათ ხელში ვარ. რასაკვირველია, იქნებ
კიდეც დამეთმო, მაგრამ სახლი რადგან მათ არ ეკუთვით, აბა, გაბედონ და
წაიღონ!

– მაშ, ეს ამბავი მართალია? – ჩუმად თქვა ბოდიუმ, – ახლახან მითხრეს, და


მოვედი, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი.

– ოთხმოცი ათასი ფრანკი! – იმეორებდა ბურა, – ასი ათასს ვითომ რატომ ვერ
იმეტებენ? ამ ფულის ტრიალი მაგიჟებს სწორედ... მაგათ ხომ არ ჰგონიათ, რომ
ფულის გამო ყოველგვარ სისაძაგლეს ვიკადრებ? არა და არა! ღმერთი გამიწყრეს,
თუ ეს სახლი მათ ერგოს! გესმით? არასოდეს, არასოდეს!

დენიზმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და მშვიდად უთხრა:

– სულერთია, ცხრა წლის შემდეგ, როცა იჯარის ვადა დაგიმთავრდებათ, სახლს


მაინც წაგართმევენ.

ქალი ბიძამისს აღარ ერიდებოდა და ბურას არწმუნებდა, დაუთმეთო. ბრძოლის


გაგრძელებას არ აქვს აზრი, ძალა არ გეყოფათ, ხოლო ასეთ თანხაზე უარის თქმა
უგუნურება იქნებაო. მოხუცი თავისას არ იშლიდა და უარზე იყო. იმედი ჰქონდა,
215
ცხრა წლის შემდეგ ცოცხალი არ იქნებოდა და მტრების გამარჯვებას ვერ
მოესწრებოდა.

– გესმით, ბატონო ბოდიუ? თქვენი ძმისწულიც მათ მხარეზეა... ჩემი მოტეხა


დაუვალებიათ... სინდისს ვფიცავ, ნამდვილად ასეა! ესეც იმ ბანდიტებს უჭერს
მხარს.

ბოდიუს აქამდე ისე ეჭირა თავი, თითქოს ვერ ამჩნევდა დენიზს. ასე იქცეოდა,
როცა მისი დუქნის წინ ჩავლილ ძმისწულს დაინახავდა. მაგრამ მერე ნელა
შემოუბრუნდა და შეხედა. მსხვილი ტუჩები აუკანკალდა.

– ვიცი, – თქვა მან ჩუმად.

იგი თვალს არ აშორებდა დენიზს. აღელვებულმა გოგონამ შეამჩნია, მწუხარებას


როგორ გაეტეხა მოხუცი და თვალებზე ცრემლი მოადგა. ბოდიუ კი გულის
სიღრმეში სინდისის ქენჯნას გრძნობდა, გაჭირვების დროს ხელი რომ არ
გაუწოდა საბრალო გოგოს, რომელმაც ამდენი სიმწარე ნახა. როცა სკამზე
ჩაძინებული პეპე დაინახა, გული აუჩუყდა.

– დენიზ, – უთხრა მან მშვიდად, – ხვალ ჩვენთან მოდი ვახშმად, ბიჭუნაც


წამოიყვანე... ჩემმა ცოლმა და ჟენევიევმა დამაბარეს, თუ ნახო, დაპატიჟეო.

დენიზი გაწითლდა და ბიძამისს მოეხვია. ბოდიუმ წასვლა დააპირა, მათი


შერიგებით გახარებულმა ბურამ ბოდიუს დაუყვირა:

– მოაჭკვიანეთ ეს გოგო, ცუდი გული არ აქვს... მე კი... დაე, ჩემი სახლი


ჩამოინგრეს, მე მხოლოდ ნანგრევებში მიპოვიან!

– ჩვენი სახლები უკვე ინგრევა, მეზობელო! – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბოდიუმ,


– ყველანი ნანგრევებში მოვყვებით!

VIII
მთელი კვარტალი ალაპარაკდა: ოპერასა და ბირჟას შორის ფართო ქუჩის გაჭრას
აპირებენ, რომელსაც ათი დეკემბრის სახელს არქმევენო. საკუთრების გასხვისება
უკვე მოეხდინათ და მნგრეველთა ორმა ჯგუფმა ორივე მხრიდან შეუტია. ერთი
ჯგუფი ლუი ლე-გრანის ქუჩაზე იღებდა ძველ სახლებს, მეორე – ყოფილი

216
«ვოდევილის» თხელ კედლებს ანგრევდა. წერაქვების დარტყმის ხმა თანდათან
ახლოვდებოდა და შუაზელისა და ლა-მიშოდიერის ქუჩები მწარედ
დასტიროდნენ განწირულ შენობებს... ორი კვირაც არ გაივლიდა, რომ ეს ხვრელი
შუაზე გახლეჩდა მათ.

მაგრამ ხალხს უმთავრესად «ქალთა ბედნიერების» მიერ წამოწყებული სამუშაო


აღელვებდა. ამბობდნენ, მაღაზია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და სამ ქუჩაზე –
ლა-მიშოდიერის, ნევ-სენტ-ოგუსენისა და მონსინის ქუჩებამდე ექნება ფასადიო.
იმასაც ამბობდნენ, მურემ ხელშეკრულება დაუდო «საიპოთეკო კრედიტის»
პრეზიდენტს, ბარონ არტმანს და მთელი კვარტლის დაკავებას აპირებსო. ბარონს
მხოლოდ ერთი შენობა რჩებოდა, ათი დეკემბრის ქუჩაზე გამავალი ფასადით. იმ
ადგილას არტმანს ახალი სასტუმროს აგება უნდოდა, რომელიც «გრანდ-ოტელს»
გაუწევდა მეტოქეობას. «ბედნიერება» ყველა ხელშეკრულებას იჯარაზე
ყიდულობდა, დუქნები იხურებოდა, მდგმურები საცხოვრებელ სახლებს
ათავისუფლებდნენ, ბათქაშის მტვრის კორიანტელში მუშათა არმია შენობების
გადაკეთებას იწყებდა. ყველაფერი ინგრეოდა, მაგრამ ბურას ქოხმახი ისევ
ხელუხლებელი იდგა და კალატოზებით შესეულ მაღალ კედლებს ტკიპასავით
მიკვროდა.

როცა მეორე დღეს დენიზი და პეპე ძია ბოდიუსთან გაემართნენ, ქუჩაზე გავლა
გაუჭირდათ, რადგან აგურებით დატვირთულ ფურგონებს ცლიდნენ
დიუვილარის ყოფილი სასახლის წინ. ძია ბოდიუ დუქნის ზღურბლთან იდგა და
პირქუშად შეჰყურებდა ამ სანახაობას. რაც უფრო მეტად იზრდებოდა «ქალთა
ბედნიერება», თითქოს მით უფრო პატარავდებოდა «ძველი ელბეფი». დენიზს
მოეჩვენა, რომ ვიტრინები უფრო ჩამუქებულიყო, ციხის მრგვალბაღიანი დაბალი
ანტრესოლის ქვეშ კიდევ უფრო მეტად მიჭყლეტილიყო. სინესტეს უფრო მეტად
გაეხუნებინა ძველი მწვანე აბრა და ჩაშავებული, თითქოსდა დაჩიავებული
ფასადიდან სასოწარკვეთა იგრძნობოდა.

– ოო, მოხვედით? – თქვა ბოდიუმ, – ფრთხილად, არ გაგჭყლიტონ!

დუქანში შესვლისას დენიზს კვლავ შეეკუმშა გული. იგი უფრო ჩაქუფრული და


ჩამკვდარი დახვდა. ცარიელ კუთხეებს ბნელი ორმოებივით დაეღოთ პირი;
დახლები და ყუთები მტვრით დაფარულიყო. მაუდის თოფებს სინესტის სუნი
ასდიოდა. სალაროსთან ქალბატონი ბოდიუ და ჟენევიევი ჩუმად ისხდნენ.

217
მაღაზიის მყუდროებას არავინ არღვევდა. დედა ჩვრების შემოტეხვით იყო
გართული, ქალიშვილს მუხლებზე დაეწყო ხელები და სივრცეს გაჰყურებდა.

– გამარჯობა, ბიცოლა, – უთხრა დენიზმა, – ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. თუ


რამე უსიამოვნება მოგაყენეთ, გთხოვთ, მაპატიოთ.

აღელვებული ქალბატონი ბოდიუ დენიზს მოეხვია.

– ჩემო კარგო გოგონავ, ასეთ უგუნურ დღეში არ უნდა შეგხვედროდი, მაგრამ


დარდმა მომინელა...

– გამარჯობა, დაიკო, – განაგრძო დენიზმა და ჟენევიევს ლოყაზე აკოცა.

ჟენევიევი ერთბაშად გამოცოცხლდა, დენიზს მოეხვია, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ


მოახერხა. ქალებმა ხელში აიყვანეს პეპე და მოფერება დაუწყეს. ასე შერიგდნენ
ნათესავები.

– უკვე ექვსი საათია, დროა, სუფრას მივუსხდეთ, – თქვა ბოდიუმ, – ჟანი რატომ
არ მოიყვანე?

– უნდა მოსულიყო, – დაბნეულად უპასუხა დენიზმა, – ამ დილით ვნახე და


მითხრა, მოვალო... მაგრამ ნუ დავუცდით. ალბათ, ოსტატმა დააყოვნა.

დენიზს ეშინოდა, კვლავ რამე ფათერაკს ხომ არ გადაეყარა ჟანიო და წინასწარ


შეეცადა მის გამართლებას.

– მაშ, ვისადილოთ, – გაიმეორა ბოდიუმ.

შემდეგ დუქნის ჩაბნელებული კუთხისკენ გაიხედა და შესძახა:

– კოლომბან, შეგიძლია, ჩვენთან ერთად ისადილო, სულერთია, არავინ მოვა.

დენიზს აქამდე არ შეემჩნია ნოქარი. ბიცოლამ უთხრა, იძულებული გავხდით,


ნოქარი და გამყიდველი ქალი დაგვეთხოვა, ჩვენი საქმე ისე ცუდადაა, რომ
დუქანში კოლომბანიც კმარაო. ისიც მთელი საათობით იჯდა უსაქმოდ და
თვალხილული თვლემდა.

სასადილო ოთახში გაზი აენთოთ, თუმცა გარეთ უკვე ზაფხულის ნათელი დღე
იყო. სასადილოში შესვლისას დენიზს შეაჟრჟოლა, ნესტიანი კედლებიდან სიცივე
იგრძნო. მან კვლავ დაინახა მრგვალი მაგიდა, მუშამბაზე დაწყობილი თეფშები.
ფანჯარა, საიდანაც შუქი და ჰაერი შემოდიოდა და აყროლებულ პატარა ეზოს
218
გადაჰყურებდა. დენიზს სასადილო ოთახიც უფრო ჩამუქებული ეჩვენა, თითქოს
მოქუფრულა და ცრემლად იღვრებაო.

– მამა, – თქვა ჟენევიევმა, რომელსაც დენიზის ერიდებოდა, – თუ შეიძლება,


ფანჯარას დავკეტავ, ცუდი სუნი შემოდის.

ბოდიუს არაფერი უგრძნია და ამიტომ გაუკვირდა.

– დახურე, თუ გინდა, ოღონდ სული შეგვეხუთება.

მართლაც ჩამოცხა. შინაურული სადილი ჰქონდათ. როცა წვენის შემდეგ


მსახურმა მოხარშული ხორცი შემოიტანა, ბოდიუმ კვლავ ჩამოაგდო სიტყვა
თავის მტრებზე და ერთხანს მოთმინებით უგდებდა ყურს ძმისწულის
მოსაზრებებს.

– ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, ძონძების მაღაზიების დაცვას არავინ გიშლის...


ყველას თავისი აზრი აქვს, შვილო... თუკი შენ ასე უსამართლოდ გამოგდება
არაფრად ჩააგდე და ეს ხალხი მაინც გიყვარს, ეტყობა, სერიოზული მიზეზიც
გაქვს... დარწმუნებული იყავი, კვლავაც რომ დაუბრუნდე ამ მაღაზიას, არ
მეწყინება... დიახ, არც ერთი ჩვენგანი არ გაგიჯავრდება, ხომ ასეა?

– რასაკვირველია! – დაემოწმა ქალბატონი ბოდიუ.

დენიზმა ისევე გააცნო ბიძამისს თავისი მოსაზრებები, როგორც რობინოს.


ილაპარაკა ვაჭრობის ბუნებრივ განვითარებაზე, თანამედროვე
მოთხოვნილებებზე, ახალი ფირმების გრანდიოზულობაზე და ბოლოს,
ადამიანების მზარდ კეთილდღეობაზე. ბოდიუ თვალდაჭყეტილი,
ბაგემოკუმული, დაძაბული უსმენდა ძმისწულს. როცა დენიზმა ლაპარაკი
დაასრულა, მან თავი გადააქნია და თქვა:

– ყველაფერი ეს ბოდვაა. ვაჭრობა ვაჭრობად რჩება მუდამ. ვერაფერს ახალს აქ


ვერ მოიგონებთ... დიახ, თანახმა ვარ, წარმატებას მიაღწიეს, ესაა და ეს. დიდხანს
მქონდა იმედი, მეგონა, კისერს მოიტეხდნენ... დიახ, ველოდი და ვითმენდი, ხომ
გახსოვს? ჰოდა, ეს არ მოხდა. ეტყობა, ახლა მხოლოდ ქურდები მდიდრდებიან,
ხოლო პატიოსან ხალხს გაჭირვებაში უნდა ამოხდეს სული... აი, სადამდე
მივედით, ჩემო კარგო! მე ისღა დამრჩენია, ფაქტების წინაშე თითი მოვკაკვო და
ვკაკვავ კიდეც... დიახ, ვკაკვავ...

219
შეკავებული ბრაზი თანდათან გამოამჟღავნა და უცებ ჩანგალი გააქანა მთელი
ძალით:

– მაგრამ «ძველი ელბეფი» არასოდეს წავა დათმობაზე... გესმის? ბურას


ვუთხარი: «მეზობელო, რას აჰყოლილხარ ამ შარლატანებს? მაღაზიის თითხვნა
სამარცხვინოა თქვენთვის!»

– ჭამე! – ქმრის აღელვებამ ქალბატონი ბოდიუ შეაშინა და ამიტომ შეაწყვეტინა


ლაპარაკი.

– დამაცადე, მინდა, ჩემი დევიზი კარგად იცოდეს ჩემმა ძმისწულმა... ყური


მიგდე, შვილო: მე ამ სურასავით ვარ, ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი. ისინი
წარმატებას აღწევენ, არა?! მით უარესი მათთვის! მე მხოლოდ პროტესტს
ვაცხადებ, ესაა და ეს!

მსახურმა შემწვარი ხბოს ხორცი შემოიტანა. ბოდიუმ აკანკალებული ხელებით


დაიწყო მისი დაჭრა. სადღა იყო მისი ზუსტი თვალი ან სიმარჯვე ულუფების
დასანაწილებლად?! რაკი დამარცხებულად აღიარა თავი, ოჯახის დარბაისელი
უფროსის თვითდარწმუნებაც დაკარგა. პეპეს ეგონა, ძია ჯავრობსო და შეშინდა.
დასამშვიდებლად დესერტი მისცეს, ნამცხვრით სავსე თეფში დაუდგეს წინ.
ბოდიუმ ხმას დაუწია და შეეცადა, სხვა თემა შეერჩია სასაუბროდ. ერთხანს
დანგრეულ სახლებზე ილაპარაკა, ათი დეკემბრის ქუჩის გაშენების პროექტი
მოიწონა, ჩვენს კვარტალში ვაჭრობას უეჭველად გამოაცოცხლებსო. მაგრამ მალე
ისევ «ქალთა ბედნიერებას» დაუბრუნდა. ასე იყო მუდამ: მიდგებოდა,
მოდგებოდა და მაინც ამ აკვიატებულ აზრს უბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც
სამშენებლო მასალით დატვირთულმა ფურგონებმა მთელი ქუჩა გადაღობეს,
ვაჭრობა შეჩერდა, კირმა ყველაფერი დაალპო. თანაც ამოდენა შენობა რად
უნდათ, სასაცილო იქნება და მეტი არაფერი, კლიენტი ქალები შიგნით
ჩაიკარგებიან, ბარემ დახურული ბაზარი აეშენებინათო, – ამბობდა მოხუცი და
ყურადღებას არ აქცევდა ცოლს, რომელიც უსიტყვო მუდარით შესცქეროდა.
ბოდიუ დიდხანს იკავებდა თავს, მაგრამ მშენებლობის საქმეს თავი მიანება და
ისევ მაღაზიის სავაჭრო მიმოქცევაზე ჩამოაგდო სიტყვა: – განა ეს დასაშვებია?
ჯერ ოთხი წელიც არ გასულა და სავაჭრო მიმოქცევა ხუთჯერ გაზარდეს...
წლიური შემოსავალი, რომელიც წინათ რვა მილიონს აღწევდა, უკანასკნელი
მონაცემების მიხედვით, ორმოც მილიონამდე ავიდა. ერთი სიტყვით, გაუგონარი
სიგიჟეა და მასთან ბრძოლა უკვე შეუძლებელია. დღითი დღე ჯიბეს ისქელებენ,

220
ათასამდე თანამშრომელი ჰყავთ და ოცდარვა სექცია აქვთო, – გაჰყვიროდა
ბოდიუ, რომელიც ამ ურიცხვ სექციებს მოთმინებიდან გამოჰყავდა. ზოგი
მათგანი, ალბათ, ორად გაყვეს, მაგრამ ახალი სექციაც ბევრია, მაგალითად,
ავეჯისა და ფუფუნების საგნების განყოფილებებიო. გაგონილა ასეთი რამ? –
განაგრძობდა ყვირილს, – ფუფუნების საგნები! არა, ღმერთი გამიწყრეს, თუ ამ
ხალხს თავმოყვარეობა ჰქონდეს! მალე თევზებსაც გაყიდიან, ალბათ...
ცდილობდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს იზიარებდა დენიზის მოსაზრებებს,
მაგრამ სინამდვილეში უნდოდა, გონს მოეყვანა ძმისშვილი.

– შეუძლებელია, გულწრფელად იცავდე ამ ხალხს! განა კარგი სანახავი ვიქნები,


მაუდს ქვაბების განყოფილება რომ დავუმატო? ხომ იტყვი, ბიძაჩემი გაგიჟდაო...
გამოტყდი, რომ ამ გაიძვერებს პატივს არ სცემ!

დენიზმა უხერხულად გაიღიმა, მიხვდა, რომ ყოველგვარი გონიერი საბუთის


მოტანა ამაო იქნებოდა. მოხუცი განაგრძობდა:

– ერთი სიტყვით, შენ იმათ მხარეზე ხარ. ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. არ ღირს
მათ გამო კამათი. ესღა მაკლდა, ახლა ოჯახის წევრები გადამკიდონ... დაბრუნდი
მათთან, თუ ასე გინდა, მაგრამ კატეგორიულად გიკრძალავ, ამიერიდან ყური
გამომიჭედო მათი სახელის ხსენებით.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბოდიუ ბედს დაემორჩილა და გაშმაგება ერთბაშად დაუცხრა.


გაზით გამთბარ ოთახში სუნთქვა ჭირდა და მოახლემ ფანჯარა გამოაღო. ეზოს
ნესტიანმა და შხამიანმა ჰაერმა მაგიდას გადაუქროლა. შემწვარი კარტოფილი
შემოიტანეს, ყველამ უხმოდ გადმოიღო თეფშზე და ჭამა დაიწყო.

– ერთი ამათ შეხედე! – წამოიწყო ისევ ბოდიუმ და ჩანგლით ჟენევიევზე და


კოლომბანზე მიუთითა, – ერთი ამათ ჰკითხე, უყვართ თუ არა შენი «ქალთა
ბედნიერება»!

კოლომბანი და ჟენევიევი გვერდიგვერდ ისხდნენ მათთვის მიჩენილ ადგილას,


სადაც თორმეტი წლის განმავლობაში დღეში ორჯერ ხვდებოდნენ სუფრასთან
ერთმანეთს. ისინი თავშეუკავებლად შეექცეოდნენ სადილს. ერთი სიტყვაც არ
უთქვამთ ერთმანეთისთვის. ახალგაზრდა კაცი ცდილობდა, რაც შეიძლება
კმაყოფილი იერი ჰქონოდა სახეზე, მაგრამ ჩამოშვებული წამწამების ქვეშ იმ
შინაგან ცეცხლს მალავდა, რომელიც დიდი ხანია ასე წვავდა. ქალიშვილს თითქოს

221
მშვენიერი თმის სიმძიმისგან დაეხარა თავი, რაღაც დარდს ისე გაეტანჯა, რომ
ცოცხალ-მკვდარი იჯდა სუფრასთან.

– გასული წელი უიღბლო აღმოჩნდა ჩვენთვის, – თქვა ბოდიუმ, – ქორწილის


გადადებაც ამიტომ მოგვიხდა... ძალიან გთხოვ, ჰკითხე ერთი, რას ფიქრობენ
შენს მეგობრებზე?

დენიზმა თხოვნა შეუსრულა.

– რატომ უნდა მიყვარდნენ, ჩემო კარგო? – უპასუხა ჟენევიევმა, – მაგრამ ნუ


გეშინიათ, ყველას როდი ეჯავრება ეს ხალხი!

და მან კოლომბანს გადახედა, რომელიც დაფიქრებული იჯდა და პურის გულის


ბურთულას აგორებდა. მან იგრძნო ჟენევიევის მზერა და ერთბაშად დაიყვირა:

– ბინძური ბალაგანია! ერთიმეორეზე გაიძვერები არიან! ერთი სიტყვით,


ნამდვილი შავი ჭირია მთელი კვარტალისთვის.

– გესმით? გესმით? – შესძახა აღტაცებულმა ბოდიუმ, – აი, ამ ყმაწვილს


ვერასდროს გადაიბირებენ! მიდი, მიდი, კოლომბან! შენღა დამრჩი ერთგული!
შენისთანები ახლა სანთლითაა საძებარი!

მაგრამ ჟენევიევი ნაღვლიანი და პირქუში სახით ადევნებდა თვალს კოლომბანს,


თითქოს მის გულში იყურებოდა. ამ შემოხედვით აფორიაქებული ყმაწვილი მეტი
გაშმაგებით კიცხავდა მტერს. ქალბატონი ბოდიუ უხმოდ იჯდა, ძრწოლვით
შესცქეროდა ხან ერთს, ხან მეორეს და რაღაც ახალ უბედურებას ხვდებოდა
გუმანით.

– დუქანში არავინაა, – თქვა მან და ამ მძიმე წუთების გასაფანტად სუფრიდან


წამოდგა, – კოლომბან, მიდით, მიხედეთ, მგონი, ვიღაც შემოვიდა.

სადილი დაამთავრეს და სუფრიდან წამოიშალნენ. ბოდიუ და კოლომბანი


დუქანში შემოსულ მაკლერს მიეგებნენ. ქალბატონმა ბოდიუმ პეპე წაიყვანა და
სურათები მისცა დასათვალიერებლად. მსახურმა სწრაფად აალაგა სუფრა,
დენიზი კი ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან და ეზოს გადასცქეროდა. როცა
ოთახისკენ შემობრუნდა, ჟენევიევი კვლავ მაგიდასთან იჯდა უძრავად და
ახალგარეცხილი მუშამბისთვის მიეშტერებინა თვალი.

– ცუდად ხომ არა ხართ, დაიკო? – ჰკითხა დენიზმა.

222
ჟენევიევმა ხმა არ გასცა, ფიქრებში წასული ერთ წერტილს მისჩერებოდა,
იტყოდით, მუშამბის ნაკეცს აკვირდებაო. ბოლოს ძლივს ასწია თავი, ირგვლივ
მიმოიხედა, – ნუთუ ყველანი გასულან ოთახიდან, მაშ მე რაღაზე ვზივარ აქო, –
გაიფიქრა, თავი მაგიდაზე დადო და ქვითინი ამოუშვა. ცრემლები ღაპაღუპით
სცვიოდა და სახელოს უსველებდა.

– ღმერთო ჩემო, რა მოგივიდათ? – მივარდა თავზარდაცემული დენიზი, –


დავუძახო ვინმეს?

ჟენევიევი ბიძაშვილის მკლავს ჩაებღაუჭა, არ გაუშვა ახლობლების


დასაძახებლად.

– არა, არა... ჩემთან დარჩით, – წაილუღლუღა მან, – ამის შესახებ დედამ არ უნდა
გაიგოს, თქვენთან არა უშავს... მაგრამ სხვებმა, სხვებმა არ უნდა დაინახონ!
გეფიცებით, უნებურად მომივიდა... მეგონა, მარტო ვიყავი... არ წახვიდეთ...
უკეთ ვარ ახლა... აღარ ვტირი...

მაგრამ შეკავებული ქვითინისგან, მისი სუსტი სხეული ნერვიულ კანკალს


აეტანა. გადაჯვარედინებულ მკლავებზე აქეთ-იქით აქნევდა მწუხარებისგან
დატანჯულ თავს, თმის სამაგრები გადმოუცვივდა, თმა კისერზე ჩამოეშალა და
მუქმა საფარმა მთლად დაფარა საბრალო გოგონა. დენიზი ამშვიდებდა,
ცდილობდა, არავის ყურადღება არ მიეპყრო, საყელო გაუხსნა და გული მოუკვდა,
როცა მის ავადმყოფურად გამხდარ სხეულს მოჰკრა თვალი. ჟენევიევს
მკერდჩავარდნილი, სისხლნაკლულობისგან დამდნარი, ქალწულის
განუვითარებელი სხეული ჰქონდა.

– გმადლობთ, როგორი კეთილი ხარ! – უთხრა ჟენევიევმა, – ძალიან გამხდარი


ვარ, არა? გაცილებით მსუქანი ვიყავი, მაგრამ ერთბაშად დავილიე... კაბა
შემიკარით, თორემ დედა შეამჩნევს ჩემს გამხდარ მხრებს. ყოველმხრივ
ვცდილობ, დავმალო... ღმერთო ჩემო, რომ იცოდეთ, რა ცუდად ვარ! ძალიან,
ძალიან ცუდად ვარ.

კრიზისმა გაუარა, ღონემიხდილი გოგონა გაუნძრევლად იჯდა და თვალს არ


აშორებდა დენიზს. ბოლოს, სიჩუმე დაარღვია:

– სიმართლე მითხარით, უყვარს?

223
დენიზმა იგრძნო, როგორ აელეწა სახე, მიხვდა, კოლომბანსა და კლარაზე
ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც გაიკვირვა:

– ვინ, საყვარელო?

ჟენევიევი ურწმუნოდ აქნევდა თავს.

– ნუ მატყუებთ, გთხოვთ. დიდ სამსახურს გამიწევთ, თუ სიმართლეს მეტყვით.


ვგრძნობ, თქვენ ყველაფერი იცით... ეს ქალი თქვენი ნაცნობია... ერთხელ
დავინახე, როგორ მოგდევდათ კოლომბანი და ხმადაბლა გელაპარაკებოდათ. მან
რაღაც დაგაბარათ იმ ქალთან, ხომ ასეა? ო, შემიბრალეთ და სიმართლე
მითხარით! გეფიცებით, უკეთ გავხდები.

ასეთი უხერხულობა დენიზს არასდროს უგრძნია. თვალი ვერ გაუსწორა ამ


გოგონას, რომელიც მუდამ ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა და თურმე ყველაფერს
ხვდებოდა. მაგრამ დენიზმა მაინც მოიკრიბა ძალა და იცრუა:

– მას მხოლოდ თქვენ უყვარხართ!

ჟენევიევმა უიმედოდ ჩაიქნია ხელი:

– მაშასადამე, არ გინდათ, მითხრათ... თუმცა სულერთია, მე თვითონ ვნახე


ერთად... სულ ქუჩაში დგას და მას უყურებს. ის წყეული კი ზის ზემოთ და
იცინის... ეტყობა, სადღაც კიდეც ხვდებიან ერთმანეთს.

– ახლა კი ცდებით, გეფიცებით! – წამოიძახა დენიზმა, რომელსაც თავისი


მტკიცება გადაავიწყდა, უნდოდა ეს ეჭვი მაინც გაექარწყლებინა და
დაემშვიდებინა ქალიშვილი.

ჟენევიევმა ამოიოხრა, ოდნავ გაიღიმა და სუსტი, გამოჯანსაღებული ავადმყოფის


ჩამქრალი ხმით უთხრა:

– თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ... მაპატიეთ, რომ გაწუხებთ... აი, იქაა


ბუფეტზე.

და როცა დენიზმა წყლით სავსე სურა მიაწოდა, ჟენევიევმა სულმოუთქმელად


დალია, თანაც ხელით იშორებდა დენიზს, რომელსაც ეშინოდა, ამდენი წყლის
სმით ცუდად არ გამხდარიყო.

224
– არა, არა... დამანებეთ თავი, საშინლად მწყურია... მუდამ მწყურია...
ღამღამობითაც ვდგები წყლის დასალევად...

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მშვიდად განაგრძო:

– ათი წლის განმავლობაში შევეჩვიე აზრს, რომ იგი ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო.
ჯერ კიდევ მოკლე კაბით დავდიოდი, როცა კოლომბანი ჩემს დანიშნულად
ითვლებოდა. თავადაც არ მახსოვს, როგორ მოხდა ეს. მუდამ ერთად
ვცხოვრობდით, ოთხ კედელში ჩაკეტილნი ერთმანეთს არ დავშორებულვართ
არასოდეს და ბოლოს მეც ჩავთვალე ჩემს მეუღლედ... ეტყობა, ნაადრევად
მომივიდა... არც კი ვიცოდი, მიყვარდა თუ არა... მისი საცოლე ვიყავი, ეს იყო და
ეს! ახლა კი სხვა ქალთან უნდა წასვლა! ღმერთო ჩემო, ნამდვილად გამისკდება
გული! ასეთი ტანჯვა არასოდეს განმიცდია... გული და თავი მისკდება! ეს
ტკივილი მთელ სხეულს ედება და მალე ბოლოსაც მომიღებს...

ცრემლი მოადგა თვალებზე. დენიზს ისე შეეცოდა, კინაღამ თვითონაც ატირდა.

– ბიცოლა ვერაფერს ამჩნევს? – ჰკითხა მან ბოლოს.

– ვფიქრობ, ხვდება... რაც შეეხება მამას, იგი ისეა აფორიაქებული, ვერც კი


ხვდება, როგორ გამაწვალა ქორწინების გაუთავებელი გადადებით. დედამ
რამდენჯერმე დაკითხვა მომიწყო... შეშინებულია, ასე რომ გავხდი. ისიც
არასოდეს ყოფილა ჯანმრთელი ქალი და როცა შემომხედავს, მაშინვე მეტყვის:
«ჩემო საცოდავო გოგო, რა სუსტი გაგაჩინე!» ამ დუქანში განა ბავშვი ჯანსაღი
გაიზრდებოდა?! ეტყობა, დედა ამჩნევს დღითი დღე რომ ვდნები... შეხედეთ ჩემს
მკლავებს, ასეთი რამ გინახავთ?

აკანკალებული ხელებით იგი კვლავ მისწვდა სურას, მაგრამ დენიზმა წართმევა


მოინდომა:

– არა, ძალიან მწყურია! მომეცი დავლიო! – ყვიროდა ჟენევიევი.

ბოდიუს ხმა შემოესმათ. დენიზმა დაიჩოქა, ჟენევიევს ალერსით მოხვია ხელები,


კოცნიდა, არწმუნებდა, ყველაფერი მოგვარდება, კოლომბანს ცოლად გაჰყვები,
გამოჯანმრთელდები და ბედნიერი იქნებიო. შემდეგ სწრაფად წამოხტა, ბიძამისი
ეძახდა.

– ჟანი მოვიდა! აქ მოდით!

225
ჟანი მართლაც მოსულიყო სადილად და ჩქარი სიარულისგან ძლივს სუნთქავდა.
როცა უთხრეს, უკვე რვა საათიაო, პირი დააღო, შეუძლებელია, პირდაპირ
სახელოსნოდან მოვდივარო. დაცინვა დაუწყეს, ალბათ, ვენსენის ტყით მოაღწიე
აქამდეო. მაგრამ როგორც კი დას მიუახლოვდა, ჩუმად უთხრა:

– ერთმა გოგონამ დამაგვიანა. მრეცხავია, საცვლები უნდა წაეღო... ეტლი


მელოდება, ორი საათით დავიქირავე. ასი სუ მომეცი!

შემდეგ გარეთ გავარდა და მაშინვე დაბრუნდა. ქალბატონმა ბოდიუმ


კატეგორიულად უთხრა, სანამ წვენს მაინც არ შეხვრეპ, ვერსადაც ვერ წახვალო.
ოთახში ჟენევიევი შემოვიდა, ჩვეულებისამებრ, ჩუმი და მოწყენილი იყო.
კოლომბანი დახლთან იდგა და თვლემდა. ბოდიუ ბოლთას სცემდა ცარიელ
დუქანში. გაზის ნათურა ენთო და დაბალი ჭერიდან ისე ეცემოდა ჩრდილი,
იტყოდით, შავი მიწა ცვივა ორმოშიო.

ასე გავიდა რამდენიმე თვე. დენიზი ყოველდღე შემოდიოდა ჟენევიევთან და


ართობდა მას. მაგრამ ბოდიუს ოჯახში დღითი დღე იზრდებოდა ნაღველი.
მშენებლობა, რომელსაც მათ პირდაპირ აწარმოებდნენ, გამუდმებულ ტანჯვას
აყენებდა ოჯახის წევრებს და საკუთარ უიღბლობას აგონებდა. აგურით
დატვირთული ფურგონის ხმაური, ხერხის ხმა ან უბრალოდ, რომელიმე
კალატოზის შეძახილი, ერთბაშად აქრობდა მათ ოჯახში დასადგურებულ იმედის
ნაპერწკალს ან წამიერ სიხარულს. თუმცა მარტო ისინი კი არა, მთელი კვარტალი
იყო აფორიაქებული. მესერიდან, რომელიც სამ ქუჩას ერტყა გარს, მუშაობის
მგზნებარე გუგუნი ისმოდა. ამ დახსნილი ეზოების შუაგულში ეკლესიასავით
განიერ ცენტრალურ გალერეას აშენებდნენ, რომლის მთავარი შესასვლელი
ფასადის ცენტრში, ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე გავიდოდა. როცა სარდაფის
მოწყობა დაიწყეს, დიდ დაბრკოლებას წააწყდნენ, რადგან წყალსადენი
რუებიდან წყალს გამოეჟონა და თან წამოღებულ შლამში ადამიანის უამრავი
ძვალი იპოვეს. გარდა ამისა, ასმეტრიანი სიღრმის ჭაბურღილის სამუშაომ
მეზობელი სახლების ყურადღება მიიპყრო. კედლები უკვე ამოეშენებინათ მეორე
სართულამდე. ხარაჩოები მთელ კვარტალს შემოარტყეს. ისმოდა თლილი ქვების
ამტანი ოწინარების ხრჭიალი, რკინის კოჭების გადმოტვირთვის გრუხუნი,
მუშების შეძახილი, რომელსაც წერაქვებისა და ჩაქუჩის კაკუნი უერთდებოდა.
მაგრამ ყველაზე გამაყრუებელი მაინც მანქანის გუგუნი იყო. ორთქლი
ამოძრავებდა ყველაფერს. მკვეთრი სტვენა აპობდა ჰაერს. ქარის ოდნავ
დაქროლაზეც კი კირის კორიანტელი დგებოდა და თოვლივით ედებოდა
226
მეზობელი სახლის სახურავებს. ბოდიუს ოჯახი სასოწარკვეთილი ადევნებდა
თვალს ამ ულმობელ მტვერს, რომელიც ყველგან, დაკეტილ კარადებშიც კი
იჭრებოდა, დუქანში ქსოვილებს სვრიდა, საძინებელ ოთახებს აჭუჭყიანებდა.
იმის გაფიქრება, რომ ამ მტვერს ყლაპავდნენ და იგი საბოლოოდ მოსპობდა
ყველას, სიცოცხლეს უწამლავდა მათ.

მათი მდგომარეობა მალე კიდევ უფრო გაუარესდა. სექტემბერში არქიტექტორს


შეეშინდა, დროზე ვერ მოვასწრებ მშენებლობის დამთავრებასო და გადაწყვიტა,
ღამითაც ემუშავათ. ირგვლივ უზარმაზარი ელექტრონათურები დადგეს და ახლა
ოცდაოთხი საათის განმავლობაში ყველაფერი ზანზარებდა. მუშების ერთ ჯგუფს
მეორე ცვლიდა, ჩაქუჩის კაკუნი არ წყდებოდა, მანქანები განუწყვეტლივ
სტვენდა, ხმამაღალი ყვირილისგან კირი თითქოს მაღლა იჭრებოდა და მერე
იფანტებოდა. სასოწარკვეთილ ბოდიუს ოჯახს ძილის საშუალებაც მოუსპეს.
ღამით საწოლებში კრთოდნენ, ხოლო როცა დაღლილობას თავისი გაჰქონდა და
ჩაეძინებოდათ, ეს გრუხუნი კოშმარად ექცეოდათ. მაშინვე წამოხტებოდნენ
საწოლებიდან, ნერვების დასამშვიდებლად ფეხშიშველი დადიოდნენ ოთახში და
თუ ფარდის აწევა მოუხდებოდათ, გაშეშებულნი შესცქეროდნენ უზარმაზარ
სამჭედლოსავით აბდღვრიალებულ «ქალთა ბედნიერებას», სადაც მათი
განადგურება იჭედებოდა. ელექტრონათურები თვალისმომჭრელი მკვეთრი
ლურჯი შუქით ანათებდნენ ნახევრად ამოყვანილ კედლებში დატოვებულ
ღიობებს, ასე შესრულდებოდა ორი საათი, შემდეგ სამი, ოთხი და როცა კვარტალს
ჩაეძინებოდა, მშენებლობა უზარმაზარ ფორმებს იღებდა პროჟექტორების
მთვარისებრ შუქზე, კოლოსალურ, ფანტასტიკურ შენობად იქცეოდა, სადაც
მყვირალა მუშების შავი ჩრდილები ფუთფუთებდა და მათი სილუეტები ახლად
ამოყვანილი კედლების მკვეთრ თეთრ ფონზე ციმციმებდა.

როგორც ბოდიუმ იწინასწარმეტყველა, მეზობელი ქუჩის წვრილ სავაჭროებს


საშინელი დარტყმა აგემეს. მუდამ, როგორც კი «ქალთა ბედნიერებაში» ახალი
განყოფილება გაიხსნებოდა, მას ახალი უბედურება მოჰქონდა ახლომდებარე
დუქნების მფლობელებისთვის. დარბევა დღითი დღე იზრდებოდა, თვით
უძველეს ფირმებსაც კი ეშლებოდათ საძირკველი. მადმუაზელ ტატენი, რომელიც
თეთრეულით ვაჭრობდა შუაზელის პასაჟში, გაკოტრებულად გამოაცხადეს;
ხელთათმანებით მოვაჭრე კინეტი რამდენიმე თვეს თუ გაძლებდა კიდევ;
ვამპუიები იძულებულნი გახდნენ, ხელახლა გაექირავებინათ თავიანთი
ბეწვეულის მაღაზიის ერთი ნაწილი; თუკი გაიონის ქუჩაზე ტრიკოტაჟით

227
მოვაჭრე და-ძმა ბედორეები აქამდე კიდევ სულდგმულობდნენ, ალბათ,
დანაზოგი რენტის წყალობით. დიდი ხნის წინ ნავარაუდევ ამ გაკოტრებას ახალ-
ახალი კრახი ემატებოდა: ფუფუნების ნივთების სექცია ჩასუქებულ სანგვინიკს,
დელინიერს ემუქრებოდა, რომელსაც სენ-როკის ქუჩაზე სამშვენისების სავაჭრო
ჰქონდა. ხოლო ავეჯის განყოფილებამ ლახვარი ჩასცა პირიოსა და რივუარს,
რომელთა მაღაზიები სენტ-ანის ქუჩის წყვდიადში უსაქმოდ თვლემდნენ. იმის
შემდეგ, რაც «ქალთა ბედნიერებამ» საფულეების ფასს ოცდაათი პროცენტი
დაუკლო, დელინიერი გონს ვერ მოსულიყო და ეშინოდათ, სისხლი არ ჩაჰქცეოდა
თავში. ავეჯის გამყიდველები უფრო მშვიდი ხალხი აღმოჩნდა და გარეგნულად
არაფერს იმჩნევდნენ, ხუმრობდნენ კიდეც, მეწვრილმანეები მაგიდასა და
კარადებს ყიდიანო. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ კლიენტები მათ მაღაზიას
ჩამოშორდნენ, ხოლო «ქალთა ბედნიერების» ავეჯის განყოფილებამ უჩვეულო
გამარჯვებას მიაღწია. მორჩა! ისღა დარჩენოდათ, ბედს შერიგებოდნენ! ამ
სავაჭროების შემდეგ სხვა დუქნებს ალაგმავდნენ და აღარავითარი საბაბი არ იყო,
ეჭვი შეეტანათ იმ ამბავში, რომ სულ მალე ყველა წვრილი მესაკუთრე
გამოგდებული იქნებოდა თავისი დახლიდან. ერთ მშვენიერ დღეს, მთელ
კვარტალს მხოლოდ «ქალთა ბედნიერების» ბანი გადაეხურებოდა, ალბათ.

ახლა დილით და საღამოს ათასობით თანამშრომელი შედიოდა და გამოდიოდა


«ქალთა ბედნიერებაში» და გაიონის მოედანზე ისეთი გრძელი რიგი ჩნდებოდა,
რომ ხალხი ჩერდებოდა და ისე უყურებდა, თითქოს მთელ პოლკს ჩაევლოს. ათი
წუთის განმავლობაში მყიდველები ტროტუარებს ავსებდნენ, ამ დროს წვრილი
ვაჭრები იდგნენ თავიანთი დუქნების კართან და იმაზე ფიქრობდნენ,
ერთადერთი ნოქარი როგორ შეენახათ. უკანასკნელი გამოანგარიშებით «ქალთა
ბედნიერების» წლიური მიმოქცევა ორმოც მილიონს შეადგენდა. ამ ციფრმა
მთელი მეზობლები ააფორიაქა. სახლიდან სახლს მოედო ეს ამბავი და ყველგან
გაკვირვებული და გაბრაზებული წამოძახილები ისმოდა: ორმოცი მილიონი!
წარმოგიდგენიათ?! რა თქმა უნდა, სუფთა მოგება ოთხ პროცენტზე მეტი არ
იქნება, ალბათ, თუ მხედველობაში მივიღებთ მაღაზიის მნიშვნელოვან ხარჯებსა
და იაფად გაყიდვის სისტემას. მაგრამ მილიონ ექვსასი ათასი პატარა თანხა
როდია! როცა ასეთ კაპიტალს ატრიალებ, ოთხი პროცენტის მოგებითაც
დაკმაყოფილდები. ამბობდნენ, მურეს ძირითადი კაპიტალი, ხუთასი ათასი
ფრანკი, ყოველწლიურად იზრდება და ახლა ოთხ მილიონს აღწევსო. მაშასადამე,
ეს კაპიტალი უკვე ათჯერ დაუტრიალებიათ დახლებზე გატანილ საქონელში.
როცა რობინომ დენიზის თანდასწრებით ეს გამოანგარიშება დაიწყო, ერთხანს
228
გაოგნებული იჯდა, ხმას არ იღებდა და ცარიელ თეფშს დაჰყურებდა. დენიზი
მართალი აღმოჩნდა, ახალი ვაჭრობის დაუძლეველი ძალა სწორედ კაპიტალის
განუწყვეტელ ტრიალშიაო, ფიქრობდა იგი. მხოლოდ ბურა უარყოფდა ფაქტებს,
არაფრის გაგება არ სურდა და ისიც, თავისი ამაყი ხასიათისა და
გონებაჩლუნგობის გამო. გაიძვერათა ბანდაა, მატყუარა ხალხია, შარლატანებია.
ერთ მშვენიერ დღეს ამ შარლატანებს გაგუდულს ამოიყვანენ ორმოდანო, –
ყვიროდა მოხუცი.

თუმცა, ბოდიუს გადაწყვეტილი ჰქონდა, «ძველი ელბეფის» ტრადიციები არ


შეეცვალა, მაინც ცდილობდა კონკურენციისთვის გაეძლო. რაკი კლიენტებმა
მოსვლა შეწყვიტეს, მაკლერების დახმარებით თვითონვე აკითხავდა
მყიდველებს. პარიზის მოედანზე იმ ხანებში ერთი მაკლერი იყო, რომელსაც
კავშირი ჰქონდა ყველა დიდ თერძთან. თუ მაკლერი მაუდისა და ფანელის
გამყიდველების წარმომადგენლობას იკისრებდა, გაჭირვებიდანაც გამოჰყავდა
ისინი. ბუნებრივია, მის გამო წვრილი ვაჭრები ერთმანეთს ექიშპებოდნენ და
ისიც იბღინძებოდა. ბოდიუც მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ
საუბედუროდ, მატინიონებთან ჰქონია გაბმული კავშირი. ასევე გააცურა
ზედიზედ ორმა მაკლერმა. მესამე – პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ უნიათო
გამოდგა. ერთი სიტყვით, ბოდიუს ოჯახი ნელ-ნელა იფერფლებოდა, კლიენტებს
სათითაოდ კარგავდნენ. ვაჭრობა შეჩერებული იყო. დადგა დღე, როდესაც
გადასახადის შეტანაც გაუჭირდათ. აქამდე ძველი დანაზოგებით ცხოვრობდნენ,
ახლა ვალების აღება დაიწყეს. დეკემბერში ხელმოწერილი თამასუქების
რაოდენობით თავზარდაცემულმა ბოდიუმ დიდი მსხვერპლი გაიღო: რამბუიეს
აგარაკი გაყიდა. მის შეკეთებაში უამრავი ფული დახარჯა და როცა ამ სახლიდან
სარგებლის მიღება გადაწყვიტა, მდგმურებმა ქირაც არ გადაუხადეს. აგარაკის
გაყიდვამ მთელი თავისი ოცნება ჩაუკლა, ისე სტკიოდა გული, თითქოს ცოცხალი
ადამიანი მოჰკვდომოდეს. მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და სახლი
სამოცდაათ ათას ფრანკად დათმო, თუმცა თვითონ ორასი ათასი ფრანკი
დაუჯდა. უხაროდა კიდეც, მყიდველი რომ იპოვა. სახლი მისმა მეზობლებმა,
ლომებმა იყიდეს. მათ ისე უნდოდათ თავიანთი მამულის გაფართოება,
გადაწყვიტეს, ეს შემთხვევა ხელიდან არ გაეშვათ.

სამოცდაათი ათასი ფრანკი ერთხანს შეინახავდა სავაჭრო სახლს. მიუხედავად


უიღბლობისა, ბოდიუს კვლავ მიეცა ბრძოლის მოგების იმედი. რაკი თამასუქები
გადახდილი მაქვს, იქნებ გამარჯვებაც მე დამრჩესო, – ფიქრობდა იგი.

229
იმ კვირადღეს, როცა ლომებს ფული უნდა მიეტანათ, ბოდიუმ მთელი ოჯახი
სადილად დაპატიჟა «ძველ ელბეფში». პირველად ქალბატონი ორელი მოვიდა.
მუსიკის მოყვარული მოლარე მოგვიანებით გამოცხადდა. ხოლო ალბერი,
მართალია, დათანხმდა, მოვალო, მაგრამ, მაინც არ მობრძანდა. სადილმა
უფერულად და მძიმედ ჩაიარა. ბოდიუს ოჯახი შეჩვეული იყო ვიწრო, უჰაერო
სასადილო ოთახს და როცა უწესრიგო, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვეულმა
ლომებმა სიმყუდროვე დაურღვიეს, ბოდიუ და მისი ჯალაბობა უხერხულად
გრძნობდა თავს. ქალბატონი ორელის დედოფლური მანერებით შეურაცხყოფილ
ჟენევიევს მთელი საღამო კრინტი არ დაუძრავს. სამაგიეროდ, კოლომბანი
აღტაცებით შესციცინებდა ქალბატონ ორელის, კლარას მბრძანებელს და ტანში
ჟრუანტელი უვლიდა.

საღამოს, როცა ქალბატონი ბოდიუ ლოგინში ჩაწვა დასაძინებლად, მაუდის


გამყიდველი დიდხანს სცემდა ბოლთას ოთახში. თბილოდა. ქუჩაში თოვლი
დნებოდა. მიუხედავად ჩაკეტილი ფანჯრებისა, მშენებლობაზე მომუშავე
მანქანების გრუხუნი ისმოდა გარედან.

– იცი, რაზე ვფიქრობ, ელიზაბეტ? – უთხრა მან ბოლოს ცოლს, – თუმცა ლომებს
ბევრი ფული აქვთ, მათ ცხოვრებას არ ვინატრებდი მაინც... გამდიდრებულან კი!
ხომ გაიგონე, რა თქვა ლომის ცოლმა? წელს ოცი ათას ფრანკზე მეტი მერგოო.
ამიტომაც შეძლეს ჩემი საცოდავი სახლის ყიდვა! რას იზამ? მართალია, აგარაკი
აღარ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, სალამურზე დასაკრავად არსად გავრბივარ და
არც შენ დაწანწალებ აქეთ-იქით... არა, შეუძლებელია, ბედნიერები იყვნენ!

ბოდიუს ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ასეთი მსხვერპლის გაღება და ბოღმით


ლაპარაკობდა ამ ხალხზე, ვინც უკანასკნელი ოცნება წაართვა. იგი მივიდოდა
საწოლთან და ხელების ქნევით ელაპარაკებოდა ცოლს, შემდეგ ფანჯარასთან
მიბრუნდებოდა, ერთხანს ჩაჩუმდებოდა, მშენებლობის ხმაურს უგდებდა ყურს,
ბოლოს ისევ აწუწუნდებოდა, ახალ დროს უჩიოდა, უიმედოდ ჩაიქნევდა ხელს
და წუწუნებდა: სად გაგონილა, უბრალო ნოქარი კომერსანტზე მეტს იღებდეს, ან
მოლარეები მაღაზიის პატრონისგან მამულს ყიდულობდნენ! კი, ნამდვილად
ინგრევა ყველაფერი, ოჯახი აღარ არსებობს, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახლში
პატიოსნად გატეხოს პური ადამიანმა, სასტუმროში ცხოვრობსო! ბოდიუმ იმით
დაასრულა თავისი ტირადა, რომ იწინასწარმეტყველა, ახალგაზრდა ალბერი
მსახიობ ქალებზე გაფლანგავს რამბუიეს მამულსო.

230
ქალბატონი ბოდიუ ყურს უგდებდა ქმარს, თავი უძრავად ედო ბალიშზე და სახე
მიტკალივით გასთეთრებოდა.

– ფული ხომ მოგცეს, რაღა გინდა? – მშვიდად უთხრა მან. ბოდიუს ხმა ჩაუწყდა,
ერთხანს თავდახრილი, კვლავ ბოლთას სცემდა ოთახში, შემდეგ ერთბაშად
წამოიწყო:

– მართალია, ფული გადამიხადეს და ბოლოს და ბოლოს, მათი ფული სხვის


ფულს არაფრით არ ჩამოუვარდება! სასაცილო ის იქნება, ამ ფულის წყალობით
ჩვენი საქმეების გამოსწორება რომ მოვახერხოთ! ოჰ, ასეთი მოხუცი და
დაქანცული რომ არ ვიყო!

სიჩუმე ჩამოვარდა. ფიქრში წასული მაუდის გამყიდველი რაღაც გეგმებს


სახავდა. უცებ ცოლი ალაპარაკდა. მას თვალი ჭერისთვის მიეპყრო და უძრავად
იწვა:

– ბოლო ხანებში ჩვენს შვილს თუ ამჩნევ რამეს?

– არა.

– ჰოდა, ძალიან მაშინებს... ფერი დაკარგა, სასოწარკვეთილი ჩანს...

გაოცებული ბოდიუ ცოლის საწოლთან შეჩერდა.

– კი, მაგრამ, რატომ? თუ ავადაა, გვითხრას. ხვალვე მოვიყვან ექიმს.

ქალბატონი ბოდიუ არ განძრეულა, გაჩუმდა და ბოლოს ჩაილაპარაკა:

– ჩემი აზრით, მისი და კოლომბანის ქორწინება უნდა დავაჩქაროთ.

ბოდიუმ ერთი შეხედა ცოლს და კვლავ ბოლთის ცემას მოჰყვა. ათასი რამ
მოაგონდა ერთბაშად. ნუთუ მისი ქალიშვილი ამ ნოქრის გამო ლოგინად
ჩავარდება? ნუთუ ისე უყვარს, რომ ცოტა ხანს ვერ მოიცდის? აი, კიდევ ახალი
ჯავრი! რაკი ამ ქორწინების იდეა მამას ეკუთვნოდა, ამიტომ აფორიაქდა ახლა. ამ
პირობებში ქორწინებაზე ფიქრი ზედმეტია, ამის უფლებას არასოდეს მისცემს
თავის თავს. მაგრამ შვილი გაახსენდა და გული აუჩუყდა.

– კეთილი, – თქვა მან, – კოლომბანს მოველაპარაკები.

და კვლავ დაიწყო წინ და უკან სიარული. მალე მისმა ცოლმა თვალები დახუჭა.
მძინარე ქალი მიცვალებულს წააგავდა. ბოდიუ კი დადიოდა და დადიოდა. სანამ
231
დაწვებოდა, ფარდები გადასწია და ფანჯარიდან გადაიხედა: ქუჩის მეორე
მხარეს, დიუვილარის ყოფილი სასახლის პირდაღებული ფანჯრიდან მშენებლობა
მოჩანდა, სადაც მუშები ელექტრონათურების შუქზე ფუსფუსებდნენ.

მეორე დილით ბოდიუმ ანტრესოლის ვიწრო საწყობში შეიყვანა კოლომბანი.


წინაღამით მოეფიქრებინა, რაც ჰქონდა სათქმელი.

– შვილო, – დაიწყო მან, – შენ, ალბათ, იცი, რომ რამბუიეს აგარაკი გავყიდე. ამით
საშუალება მეძლევა, ერთხელ კიდევ ვცადო ბედი... მაგრამ ჯერ მინდა, შენ
მოგელაპარაკო.

ახალგაზრდა კაცი, ეტყობა, ელოდა ამ წუთს და ახლა დაბნეული სახით უცდიდა,


მრგვალ, პატარა თვალებს მოუსვენრად ატრიალებდა, პირი დაეღო, რაც მის
ფართო სახეზე მღელვარების ნიშანი გახლდათ.

– კარგად დამიგდე ყური, – წამოიწყო მაუდის გამყიდველმა, – როცა ძია ოშკორმა


«ძველი ელბეფი» გადმომცა, ფირმა ყვაოდა. თავის დროზე ოშკორმაც კარგ
მდგომარეობაში მიიღო მაღაზია მოხუცი ფინესგან... შენ იცი ჩემი მოსაზრებები:
მე რომ ეს მემკვიდრეობა სავალალო მდგომარეობაში გადამეცა შვილებისთვის, ეს
საზიზღარი საქციელი იქნებოდა. აი, რატომ გადავდე ამდენჯერ შენი და
ჟენევიევის ქორწინება. დიახ, ვჯიუტობდი, იმედი მქონდა, ძველ
დოვლათიანობას დავიბრუნებდი, მინდოდა, სააღრიცხვო წიგნი მომეცა შენთვის
და მეთქვა: «აი, ნახე! იმ წელიწადს, როცა მაღაზიაში ფეხი შემოვდგი, ამდენი
მეტრი მაუდი გაყიდეს, ხოლო დღეს, როცა ვტოვებ მაღაზიას, ათი თუ ოცი ათასი
ფრანკით მეტია გაყიდული». ერთი სიტყვით, ხომ გესმის? ჩემ თავს ფიცი მივეცი,
ასე მოვქცეულიყავი... ეს კი ბუნებრივი სურვილი იყო, მინდოდა, საკუთარი
თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მაღაზიის საქმე ჩემს ხელში არ გაფუჭებულა...
სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, ასე ვიფიქრებდი, გაგძარცვეთ-მეთქი.

აღელვებისგან ხმა ჩაუწყდა, ცხვირი მოიწმინდა, სული მოითქვა და კოლომბანს


ჰკითხა:

– რატომ არაფერს ამბობ?

მაგრამ კოლომბანს არაფერი ჰქონდა სათქმელი. თავს აქნევდა, იცდიდა, თითქოს


ხვდებოდა, რისი თქმაც სურდა მოხუცს და ამიტომაც ღელავდა, ალბათ,
ქორწინების დაჩქარება სურსო, გაიფიქრა და არ იცოდა, როგორ ეთქვა უარი.
გამბედაობა არ ეყოფოდა. იმას რაღა უყოს? მას, ვისზეც ღამღამობით ოცნებობდა,
232
ვისი გახსენებაც ისეთ ცეცხლს უკიდებდა მთელ სხეულზე, რომ ეშინოდა, არ
დამწვარიყო და იატაკის ცივ ფილებზე შიშველი გორავდა?!

– დღეს ჩვენ ფული გაგვიჩნდა, – განაგრძო ბოდიუმ, – ეს ფული გადაგვარჩენს.


მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მაგრამ იქნებ, მოვიხმაროთ უკანასკნელი
საშუალება და... ერთი სიტყვით, მოვალე ვარ, გაგაფრთხილოთ... ჩვენ, ალბათ,
სასწორზე დავდებთ ყველაფერს. თუ წავაგეთ, რას ვიზამთ, ამ მაღაზიაში
დავიმარხებით... ოღონდ, ჩემო კარგო, მაშინ თქვენი ქორწინება კვლავ
გადაიდება. გაჭირვებაში ხომ არ მიგატოვებთ?! განა ეს უნამუსობა არ იქნება?

კოლომბანმა შვებით ამოისუნთქა და მოლტონის თოფებზე ჩამოჯდა. ფეხები ჯერ


კიდევ უკანკალებდა, ეშინოდა, სიხარული არ გამოემჟღავნებინა,
თავჩაქინდრული იჯდა და მუხლებზე ისვამდა ხელებს.

– რატომ დუმხარ? – გაუმეორა ბოდიუმ.

დიახ, ყმაწვილი დუმდა, პასუხი ვერ გამოეძებნა. მაუდის გამყიდველმა მშვიდად


განაგრძო:

– დარწმუნებული ვიყავი, ეს ამბავი შეგაწუხებდა... უნდა გამხნევდე, თავს


შეუძახე, ასე თავზარდაცემული ნუ ხარ... მთავარია, ჩემი მდგომარეობა გაიგო.
ასეთი მძიმე ტვირთი როგორ მოგახვიო თავს? იმის ნაცვლად, რომ აწყობილი
საქმე გადმომეცა შენთვის, გაკოტრებულ მაღაზიას გიტოვებთ. არა, ასეთი ოინი
მხოლოდ არამზადას შეეფერება... რასაკვირველია, მე მხოლოდ თქვენი
ბედნიერება მწადია, მაგრამ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მოქმედებას
ვერავინ მაიძულებს!

ასე ილაპარაკა მან დიდხანს, იბნეოდა, ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს


გამოთქვამდა, უნდოდა, მაშინვე გაეგოთ, რისი თქმაც სურდა და გაემხნევებინათ.
რაკი ამ ყმაწვილს თავისი ქალიშვილსა და დუქანს შეჰპირდა, პატიოსნება
აიძულებდა, ორივე კარგ მდგომარეობაში, ყოველგვარი ხინჯისა და ვალების
გარეშე გადაეცა. თვითონ დაღლილი იყო, ტვირთი ემძიმებოდა და მის
აკანკალებულ ხმაში ვედრება იგრძნობოდა, სიტყვები ერეოდა, ფიქრობდა,
კოლომბანს გულის სიღრმიდან აღმოხდება ყვირილი, გამამხნევებელი
შეძახილიო, მაგრამ ამაოდ ელოდა.

– მე კარგად ვიცი, – წაიბუტბუტა მან, – რომ მოხუცებს ცეცხლი გვაკლია...


ახალგაზრების ხელში საქმე გამოცოცხლდება... ბუნებრივიცაა, მათ ხომ სისხლი
233
უდუღთ!.. მაგრამ არა, არა, სინდისს ვფიცავ, არ შემიძლია! ახლა რომ დავთმო,
შემდეგ მეტყვით საყვედურს.

აცახცახებული მოხუცი გაიტრუნა და რაკი ახალგაზრდა კაცი კვლავ


თავჩაქინდრული იჯდა, ეს აუტანელი სიჩუმე დაარღვია და მესამედ ჰკითხა:

– რატომ დუმხარ?

კოლომბანს თავი არ აუწევია და ბოლოს როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– რა უნდა ვთქვა... თქვენ ხართ უფროსი, თქვენ უფრო გონიერი ბრძანდებით!


რაკი, ასე მოითხოვთ, დავიცდით, შევეცდებით ჭკვიანურად მოვიქცეთ.

ეს იყო და ეს. ბოდიუს იმედი ჰქონდა, ყმაწვილი კაცი მკლავებში ჩაუვარდებოდა


ყვირილით: «მამა, დაისვენეთ, ახლა ჩვენ ვიბრძოლებთ! მოგვეცით დუქანი ისეთ
მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, მის გადასარჩენად სასწაულს მოვახდენთო!»
მან გადახედა კოლომბანს და თვითონვე შერცხვა, გულის სიღრმეში ბრალი
დასდო თავს, ბავშვების გაბრიყვება როგორ განვიზრახეო. მემაუდის მანიაკურმა
პატიოსნებამ კვლავ გაიღვიძა მასში. ეს ფრთხილი ახალგაზრდა კაცი მართალია,
კომერციაში გრძნობებს არ აქვს ადგილი, აქ ციფრებია მთავარიო.

– მოდი, მომეხვიე, შვილო, – თქვა მან ბოლოს, – შევთანხმდეთ, ქორწინებაზე


ერთი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ. პირველ ყოვლისა, სერიოზულად უნდა
დავუფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობას.

საღამოს, საძინებელ ოთახში ქალბატონმა ბოდიუმ ქმარს ჰკითხა, რითი


დამთავრდა თქვენი საუბარიო. მოხუცს ძალა ეყო, კვლავ დაეცვა

თავისი მოსაზრებები და ჯიუტად გაეტანა თავი. იგი აქებდა კოლომბანს,


სერიოზული ყმაწვილია, მტკიცე ნებისყოფის პატრონია, წესიერად აღზრდილი
და პრინციპულიო. კლიენტ ქალებს არასოდეს დაუწყებს ღლაბუცს, როგორც ეს
«ბედნიერების» მუსუსებმა იციან. ნამდვილად პატიოსანი ბიჭია, ოჯახის
მოყვარული, არასოდეს ჩააგდებს საფრთხეში სავაჭრო სახლს და თამაშს არ
დაიწყებს, როგორც ბირჟაზე იციან ფასიანი ქაღალდებით თამაშიო.

– კი, მაგრამ ქორწინება როდის მოხდება? – იკითხა ქალბატონმა ბოდიუმ.

– უფრო მოგვიანებით... როცა ჩემს დაპირებას შევასრულებ.

ქალი არ განძრეულა.
234
– ჩვენი ქალიშვილი ვერ გადაიტანს ამ ამბავს, – თქვა მან ბოლოს.

ბოდიუმ ძლივს შეიკავა თავი. იქნებ, ვერც მას გადაეტანა ეს ამბავი, თუ ასე
გაუთავებლად აუშლიდნენ ნერვებს. განა მისი ბრალია? მას ხომ ძალიან უყვარს
ქალიშვილი, მის გამო წყალში გადავარდება, მაგრამ სავაჭრო სახლის
გაკოტრებისგან გადარჩენა მასზე არ არის დამოკიდებული. ჟენევიევმა ჭკუას
უნდა მოუხმოს და მოითმინოს, სანამ მაღაზიას უკეთესი შემოსავალი ექნება!
დალახვროს ეშმაკმა, ნუ ეშინია, მისი კოლომბანი არსად გაიქცევა და არც არავინ
მოსტაცებს.

– პირდაპირ წარმოუდგენელია! – იმეორებდა იგი, – თითქოს წესიერად


აღზრდილი ქალიშვილია და...

ქალბატონ ბოდიუს ხმა არ ამოუღია. რასაკვირველია, იგი ხვდებოდა, რა ეჭვები


აწვალებდა ჟენევიევს, მაგრამ ვერ ბედავდა ქმრისთვის გაენდო. უცნაური
ქალური კდემამოსილება მუდამ უშლიდა ხელს საჩოთირო საქმეებზე ელაპარაკა
ქმართან. ცოლი დუმდა, ბოდიუმ კი მთელი სიბრაზე მათი დუქნის წინ მომუშავე
ხალხზე გადმოანთხია და მშენებლობას მუშტი მოუღერა, – იმ ღამეს
განსაკუთრებულად ხმაურობდნენ ჩაქუჩები, რკინის კოჭებს ამაგრებდნენ.

დენიზი «ქალთა ბედნიერებაში» აპირებდა დაბრუნებას. დიდი ხანია გრძნობდა,


რომ რობინო იძულებული იყო, შეემცირებინა მოსამსახურეების რიცხვი და არ
იცოდა, რა საბაბით გაეთავისუფლებინა დენიზი. თუ საკუთარი ხელით
გააკეთებდნენ ყველაფერს, იქნებ, ცოტა ხანს კიდევ ეარსება მის მაღაზიას.
გოჟანი კვლავ ჯიუტად ანთხევდა ბოღმას «ქალთა ბედნიერებაზე», კრედიტის
ვადას უხანგრძლივებდა რობინოს და ჰპირდებოდა, სესხს გიშოვითო. მაგრამ
ცოლ-ქმარს მაინც ეშინოდა და გადაწყვიტეს, ხელმომჭირნედ ეცხოვრათ.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დენიზი გრძნობდა, რობინოებს მისი
ერიდებოდათ და ამიტომაც თვითონ დაუწყო ლაპარაკი, უთხრა, სხვაგან ვიშოვე
სამუშაოო. ცოლ-ქმარმა შვებით ამოისუნთქა. აღელვებული ქალბატონი რობინო
დენიზს გადაეხვია და უთხრა, თქვენთან დაშორებას მუდამ ვინანებო. მაგრამ,
როცა მათ შეკითხვაზე დენიზმა უპასუხა, მურესთან ვბრუნდებიო, რობინო
გაფითრდა.

– სწორად იქცევით! – უხეშად დაუყვირა მან.

235
გაცილებით ძნელი აღმოჩნდა ამ ამბის ბურასთვის გამხელა. სულერთია, დენიზი
მაინც უნდა წასულიყო მისგან, მაგრამ ღელავდა, მოხუცის პატივისცემას
ვერასდროს გადაიხდიდა. ბურა შფოთავდა, მეზობელი მშენებლობის
გამაყრუებელი ხმაური ნერვებს უშლიდა, მის დუქანთან მისვლა შეუძლებელი
იყო, სამშენებლო მასალით დატვირთული ფურგონები გზას უღობავდნენ.
სახლის კედლებზე წერაქვებს ურტყამდნენ, ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე
ქოლგები და ხელჯოხები აქეთ-იქით ცვიოდა. ასე იტყოდით, ქოხმახი, რომელიც
ჯიუტად იდგა ამ ნანგრევებს შორის, სადაცაა წაიქცევაო. მაგრამ ყველაზე
საშინელება ის იყო, რომ «ბედნიერებისა» და დიუვილარის სასახლეში
მოწყობილი განყოფილებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, არქიტექტორს
პასაჟის მონგრევა იმ პატარა სახლის ქვეშ გადაეწყვიტა, რომელიც ამ ორ შენობას
ერთმანეთისგან ყოფდა. ეს სახლი ეკუთვნოდა «მურე და კომპანიის»
საზოგადოებას და რაკი ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, მდგმური სარემონტო
სამუშაოს ხელს ვერ შეუშლისო, ერთ დილით მუშები გამოცხადდნენ. ბურას
კინაღამ დამბლა დაეცა. ნუთუ, არ კმარა, რომ ისედაც ყოველმხრივ, მარცხნიდან
თუ მარჯვნიდან ავიწროებდნენ?! ახლა კი ნიადაგი უნდა გამოაცალონ? მან
კალატოზები გარეთ გააგდო და სასამართლოში იჩივლა. კი, ბატონო, სარემონტო
სამუშაოებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ახლა მორთვა-გალამაზება მოინდომეს,
ამის ნებას კი არ მივცემო, – განაცხადა მან. იმ უბნის მცხოვრებლები
ფიქრობდნენ, პროცესს ბურა მოიგებსო, მაგრამ დანამდვილებით რამის თქმა
ძნელი იყო.

იმ დღეს, როცა დენიზი ბურასთან აპირებდა გამომშვიდობებას, მოხუცი


ადვოკატიდან იყო ახალი დაბრუნებული.

– წარმოგიდგენიათ?! – დაიყვირა მან, – ახლა ამბობენ, სახლი მაგარი არააო,


უნდათ დაამტკიცონ, ფუნდამენტია გამოსაცვლელიო... დასწყევლოს ღმერთმა!
იმდენი ანჯღრიეს ამ დაწყევლილი მანქანებით, რა გასაკვირია, ფუნდამენტი თუ
ვერ გაუძლებს.

როგორც იქნა, დენიზმა გაბედა და უთხრა, უნდა დაგტოვოთ, რადგან


«ბედნიერებაში» ათასფრანკიან სამუშაოს მთავაზობენო. მოხუცს ენა ჩაუვარდა
და გაოგნებულმა აკანკალებული ხელები ზეცისკენ აღმართა. ბოლოს,
აღელვებული მოხუცი მძიმედ დაეშვა სკამზე.

236
– თქვენც? თქვენ? – წაიბუტბუტა მან, – გამოდის, მხოლოდ მეღა დავრჩი.
მხოლოდ მე!

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, იკითხა:

– პატარას რა ეშველება?

– ქალბატონ გრასთან დაბრუნდება. მას ძალიან უყვარს პეპე.

კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. დენიზს ერჩივნა, ბურა გაბრაზებულიყო, ელანძღა,


მუშტები დაერტყა მაგიდაზე. ამ თავზარდაცემული მოხუცის დანახვა გულს
უკლავდა. ბურა ნელ-ნელა გონს მოეგო და ყვირილი დაიწყო.

– ათასი ფრანკი წყალში გადასაყრელი არაა. ყველანი წახვალთ. წაბრძანდით,


ბატონო, დამტოვეთ, მარტო დამტოვეთ! გესმით? მარტო! არის ადამიანი,
რომელიც არასოდეს მოიდრეკს კისერს! და ასეც უთხარით, უკანასკნელი
პერანგის გაყიდვაც რომ მომიხდეს, პროცესს მაინც მოვიგებ!

დენიზი თვის ბოლოს უნდა წამოსულიყო რობინოსგან. იგი მოელაპარაკა მურეს


და საქმეც მალე მოგვარდა. ერთ საღამოს სახლში ბრუნდებოდა, როცა ჭიშკართან
დელოში დახვდა. ეს-ეს არის, თქვენი ამბავი გავიგე, ბედნიერი ვარ, მთელი
მაღაზია თქვენი დაბრუნების შესახებ ლაპარაკობსო, უთხრა მან და ბევრი აცინა,
როცა გამყიდველების მოსაზრებები გააცნო:

– უნდა ნახოთ, რა სახე აქვთ მზა ტანსაცმლის სექციის ქალებს!

შემდეგ, ერთბაშად სხვა თემაზე გადახტა:

– კლარა პრიუნერი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ამბობენ, ჩვენი მურე მასთან... ხომ
გესმით?

დელოში გაწითლდა, ხოლო დენიზს მკვდრისფერი დაედო სახეზე და


წამოიყვირა:

– რა თქვით? ბატონი მურე?

– რა უცნაური გემოვნება ჰქონია, არა? ეს ქალი ხომ ჯაგლაგ ცხენს ჰგავს.


თეთრეულის გამყიდველი, რომელსაც შარშან ერთი-ორჯერ პაემანი დაუნიშნა,
სანდომიანი გოგო მაინც იყო! თუმცა, რა ჩვენი საქმეა, თვითონ უკეთ იცის!

237
სახლში დაბრუნებულ დენიზს კინაღამ გული შეუწუხდა, იფიქრა, კიბე სწრაფად
ამოვირბინეო. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა, ფანჯრის რაფას დაეყრდნო და
ერთბაშად ვალონი მოაგონდა, მისი უკაცური ქუჩებით, ხავსით დაფარული
ქვაფენილებით, რომელიც მისი პატარა ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა. მოუნდა იქ
დაბრუნება, პროვინციის მშვიდი და განმარტოებული ცხოვრება. პარიზი ნერვებს
უშლიდა, «ქალთა ბედნიერება» ეზიზღებოდა, ვერ გაეგო, რატომ დათანხმდა იქ
დაბრუნებას, ალბათ, კვლავ გააწვალებენ! დელოშთან ლაპარაკის შემდეგ რაღაც
გაურკვეველ ტკივილს გრძნობდა და იტანჯებოდა კიდეც. უცებ ცრემლები
წასკდა და ფანჯარას მოშორდა, დიდხანს ტიროდა, ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა
და გადაწყვიტა, გამხნევებულიყო.

მეორე დღეს რობინომ საქმეებზე გააგზავნა დენიზი. როცა «ძველი ელბეფის» წინ
გაიარა, კარი შეაღო. კოლომბანი მარტო იყო დუქანში. ბოდიუს ოჯახი
საუზმობდა, სასადილო ოთახიდან დანა-ჩანგლის ხმაური ისმოდა.

– შემოდით, – უთხრა ნოქარმა, – საუზმობენ...

დენიზმა გააჩუმა, კუთხეში გაიყვანა და ხმადაბლა უთხრა:

– მე თქვენთან მაქვს საქმე... ნუთუ ასეთი უგულო ხართ? ნუთუ ვერ ხედავთ,
როგორ უყვარხართ ჟენევიევს? სიყვარულისგან ჩამოხმა გოგო!

დენიზი კანკალებდა. წინაღამის მღელვარებას აქამდე არ გაევლო. კოლომბანი


დაიბნა, დენიზი ისე უცებ დაესხა თავს, სიტყვის თქმა ვერ მოახერხა.

– გესმით, რას გეუბნებით? ჟენევიევმა იცის, რომ თქვენ სხვა გიყვართ. მე


მითხრა, უბედური ბავშვივით ტიროდა ჩემთან... საბრალო გოგო! ნუთუ ვერ
ხედავთ, როგორ ჩამოდნა? მისი გამხდარი მკლავები რომ გენახათ, გული
მოგიკვდებოდათ! შეუძლებელია, ასე გულგრილად უყუროთ მის ნელ-ნელა
სიკვდილს...

აფორიაქებულმა კოლომბანმა როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– თქვენ აჭარბებთ... იგი ავად არაა... მე ვერაფერს ვამჩნევ... გარდა ამისა, მე რა


შუაში ვარ? მამამისი აყოვნებს ქორწინებას...

დენიზმა უხეშად შეაწყვეტინა და მიახალა, ტყუითო. იგი გრძნობდა, რომ


საკმარისი იყო, კოლომბანს დაჟინებით მოეთხოვა და ბოდიუ მაშინვე
დათანხმდებოდა მათ ქორწინებას. რაც შეეხება კოლომბანს, მისი გაოცება
238
გულწრფელი იყო, ჟენევიევის ნელი აგონია მას მართლაც არ შეუმჩნევია და ახლა
უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.

– ისიც, ვის გამო! – განაგრძო დენიზმა, – ვიღაც ვიგინდარა ქალისთვის... ნუთუ არ


იცით, ვინ გიყვართ? აქამდე არ მინდოდა თქვენი განაწყენება, ვერიდებოდი,
მეპასუხა თქვენს დაჟინებულ კითხვებზე... ჰოდა, აი, ახლა კი გიპასუხებთ: დიახ,
ყველასთან დაწანწალებს... თქვენ დაგცინით, არასდროს დაიჭერს თქვენთან
კავშირს, ან თუ დაიჭერს, მხოლოდ ერთხელ... ისე, როგორც სხვებთან...

ფერწასული კოლომბანი უსმენდა და თითოეული ფრაზის გაგონებაზე ბაგეები


უთრთოდა. დენიზი კი ისე იყო გაკაპასებული და გაბოროტებული, რომ
თვითონაც არ იცოდა, რას ახლიდა პირში.

– მეტსაც გეტყვით, – დაამატა მან, – იგი ბატონი მურეს საყვარელია.

დენიზს ხმა ჩაუწყდა, კოლომბანზე უფრო თვითონ გაფითრდა, თვალი თვალში


გაუყარეს ერთმანეთს.

– რა ვქნა, მიყვარს! – წაილუღლუღა ბოლოს ნოქარმა.

დენიზს შერცხვა, რატომ ელაპარაკებოდა ასე სასტიკად ამ ყმაწვილს, ან თვითონ


რატომ ღელავდა ასე ძალიან?.. კოლომბანის წარმოთქმულმა ერთმა უბრალო
სიტყვამ ზარის შორეული წკარუნივით ჰპოვა გამოძახილი მის გულში: «მიყვარს!
მიყვარს!» და ეს სიტყვა ახლა უკვე ხმამაღლა ესმოდა...

დენიზი მობრუნდა და სასადილო ოთახში ზღურბლთან ჟენევიევი შეამჩნია.

– გაჩუმდით! – სწრაფად გადაულაპარაკა მან კოლომბანს.

გვიანღა იყო. ჟენევიევმა ყველაფერი გაიგონა. სახეზე სიცოცხლის ნატამალი არ


ეტყობოდა. ბედზე კლიენტმა შემოაღო კარი. «ძველი ელბეფის» ერთგული
კლიენტი, ქალბატონი ბურდელე შემოვიდა. ბოდიუს ქსოვილებს ყველაზე
გამძლედ თვლიდა ეს ქალი. ქალბატონი ბოვი მოდას აჰყოლოდა და
«ბედნიერებაში» დადიოდა. დიდი მაღაზიის ვიტრინებით მოხიბლული
ქალბატონი მარტიც აღარ ყიდულობდა ბოდიუსთან არაფერს. ჟენევიევი მუშტარს
შეეგება და ჩამქრალი ხმით ჰკითხა:

– რა გნებავდათ, ქალბატონო?

239
ქალბატონ ბურდელეს ფანელის ნახვა სურდა. კოლომბანმა ფანელის თოფი
გადმოუღო თაროდან და ჟენევიევმა მყიდველს გაუწოდა. ორივე ერთად იდგა,
ორივეს გაყინვოდათ ხელები. ამასობაში, ქალბატონი ბოდიუ პატარა ოთახიდან
გამოვიდა და სალაროს მიუჯდა. მას ბოდიუც მოჰყვა, მაგრამ ვაჭრობაში არ
ჩარეულა, დენიზს გაუღიმა და ქალბატონ ბურდელეს ცალი თვალით გადახედა.

– მაინცდამაინც ლამაზი არაა, – თქვა ქალმა, – მაჩვენეთ, რაც საუკეთესო გაქვთ!

კოლომბანმა სხვა ქსოვილი გადმოუღო. სიჩუმე ჩამოვარდა. ქალბატონი


ბურდელე ქსოვილს სინჯავდა.

– რა ღირს?

– ექვსი ფრანკი, ქალბატონო, – უპასუხა ჟენევიევმა.

მუშტარი სწრაფად შემობრუნდა.

– ექვსი ფრანი? კი, მაგრამ თქვენ პირდაპირ იგივე ქსოვილი ხომ ხუთი ფრანკი
ღირს?

ბოდიუს სახე აუკანკალდა, თავი ვერ შეიკავა და თავაზიანად ჩაერია ლაპარაკში:

– ცდებით, ქალბატონო! ასეთ ნაჭერს იქ ექვს ფრანკად და ორმოცდაათ სანტიმად


ყიდიან. შეუძლებელია, ხუთი ფრანკი ღირდეს! ან იქნებ, სხვა ქსოვილია...

– არა, არა, – ჯიუტად იმეორებდა ქალი იმ ბურჟუასავით, რომელსაც თავისი თავი


ყველაფრის მცოდნედ მიაჩნია, – ქსოვილი იგივეა, შეიძლება უფრო სქელიც კი
იყოს!

კამათი გამწვავდა, ბოდიუს მწვანე ფერი დაედო სახეზე, მაგრამ ცდილობდა


ღიმილი შერჩენოდა. «ბედნიერებისადმი» სიძულვილი ყელში ებჯინებოდა.

– იცით, რას გეტყვით? – უთხრა ბოლოს ქალბატონმა ბურდელემ, – გირჩევნიათ,


წესიერად მელაპარაკოთ, თორემ სხვებივით მეც პირდაპირ მაღაზიას მივაშურებ.

ბოდიუმ ვეღარ მოითმინა, წონასწორობა დაკარგა და გაბრაზებით მიაყვირა:

– ჰოდა, მიბრძანდით, ქალბატონო!

შეურაცხყოფილი ქალი მაშინვე წამოდგა და გავიდა.

– ჰოდა, მივდივარ, ბატონო! – გამოცრა კბილებში.

240
ყველა გაოგნდა. ოჯახის უფროსის უხეშობამ გააშეშა ყველანი. თავადაც დაიბნა,
საკუთარმა ნათქვამმა თავზარი დასცა, ეს სიტყვები მისდა უნებურად წამოსცდა,
თითქოს დაგროვილ ბრაზს ამოეხეთქოს. მთელმა ოჯახმა თვალი გააყოლა
მიმავალ ქალბატონ ბურდელს და ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს ამ ქალს
მათი კეთილდღეობა მიჰქონდა თან. როცა «ქალთა ბედნიერების» მაღალ
შესასვლელში დინჯად შევიდა, როცა მისი სილუეტი ხალხის ჯგუფში გაქრა, მათ
გულებში რაღაც ჩაწყდა.

– კიდევ ერთი მუშტარი წაგვართვეს! – ჩაილაპარაკა ბოდიუმ. შემდეგ დენიზს


მიუბრუნდა, მაღაზიაში დაბრუნების ამბავი უკვე იცოდა:

– შენც დაგიყოლიეს... წადი, შენზე არ ვბრაზობ... რაკი ფული აქვთ, ძალაც მათ
მხარეზეა.

დენიზი კი სწორედ ამ დროს ჟენევიევს ეჩურჩულებოდა. იმედი ჰქონდა, იქნებ არ


გაუგონია კოლომბანის ნათქვამიო:

– მას მხოლოდ თქვენ უყვარხართ, ახლა მაინც გამხიარულდით!

მაგრამ ბიძაშვილმა ხმადაბლა, გულისმომკვლელი ხმით უპასუხა:

– რატომ ტყუით?! შეხედეთ, თავი ვერ შეუკავებია და სულ იქით იყურება... მე


კარგად ვიცი, რომ ისიც ისევე წაგვართვეს, როგორც ყველაფერი!

შემდეგ დედასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა სალაროსთან. დედა მაშინვე


მიხვდა, რომ შვილს კვლავ მოუკლეს გული. იგი ნაღვლიანად შესცქეროდა ხან
ქალიშვილს, ხან კოლომბანს, ხანაც «ბედნიერებას». დიახ! «ქალთა ბედნიერებამ»
მართლაც გაძარცვა ეს ოჯახი: მამას ქონება წაართვა, დედას – ქალიშვილი
მოუკლა, ქალიშვილს – ქმარი მოსტაცა, რომელსაც ათი წელი ელოდა. დენიზს
სიბრალულით ევსებოდა გული ამ განწირული ოჯახის დანახვაზე. გაიფიქრა
კიდეც, მეც ხომ არა ვარ ბოროტი, მშველელად რომ მივდივარ ამ მანქანასთან,
რომელიც ამ საცოდავ ხალხს სრესსო. მაგრამ რაღაც უხილავი ძალა მაინც
მიათრევდა მისკენ, აგრძნობინებდა, რომ ცუდს არ აკეთებდა.

– არა უშავს, ამასაც გავუძლებ როგორმე! – ჩაილაპარაკა ბოდიუმ


გასამხნევებლად, – ერთ მუშტარს თუ დავკარგავთ, სამაგიეროდ, ორს შევიძენთ!
გესმის, დენიზ? სამოცდაათი ათასი ფრანკი მაქვს, რომელიც შენს მურეს ბევრ

241
უძილო ღამეს გაატარებინებს... თქვენ რაღა მოგივიდათ? რას ჩამოგტირით
სახეები?

მაგრამ რაკი შინაურების გამხიარულება ვერ მოახერხა, თვითონაც დაღონდა და


ფერი დაეკარგა. ყველანი ფეხზე იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ ამ ურჩხულს,
«ქალთა ბედნიერებას»... თითქოს საკუთარი უბედურების ნახვა იზიდავდათ,
იმორჩილებდა და აკმაყოფილებდათ. მშენებლობა მთავრდებოდა. ხარაჩოებს
ფასადიდან ხსნიდნენ, კოლოსალური შენობის ერთი ნაწილი თეთრი კედლებითა
და ნათელი, ფართო ფანჯრებით უკვე მოჩანდა. როგორც იქნა, მოძრაობა აღდგა.
სწორედ ამ დროს ქვაფენილის გასწვრივ, მსახურები სახლში მიტანის
განყოფილებასთან ჩამწკრივებულ რვა ფურგონს ტვირთავდნენ. მზის სხივები
მთელ სიგრძეზე ეფინებოდა ქუჩას. ფურგონთა ყვითელ-წითელზოლიანი მწვანე
გვერდები სარკესავით პრიალებდა და თვალისმომჭრელ ანარეკლს ისროდა
«ძველი ელბეფის» სიღრმეში. შავებში ჩაცმულ დინჯ მეეტლეებს სადავეები
მოეჭიმათ, ხოლო მდიდრულად შეკაზმული ცხენები მოვერცხლილ ლაგამებს
აჟღარუნებდნენ. თითოეული ფურგუნის დატვირთვის შემდეგ ქვაფენილზე
ეტლის ბორბლების გრიალი მოისმოდა, რისგანაც მეზობელი დუქნები
ყანყალებდა.

ბოდიუს ოჯახი დღეში ორჯერ ესწრებოდა ამ ტრიუმფალურ მსვლელობას და


გული უკვდებოდათ. თავზარდაცემული მამა სულ იმაზე ფიქრობდა, ნეტავი,
ამდენი საქონელი სად მიაქვთო. ხოლო ქალიშვილის ტანჯვით დაავადებული
დედა თვალცრემლიანი იდგა და უაზროდ გასცქეროდა ქუჩას...

IX
ორშაბათს, თოთხმეტ მარტს, «ქალთა ბედნიერების» ახალ სექციებში ზაფხულის
სიახლეების დიდი გამოფენა გაიხსნა, რომელიც სამ დღეს უნდა
გაგრძელებულიყო. ცივი, სუსხიანი ქარი ქროდა. ზამთრის მოულოდნელი
დაბრუნებით გაოცებული გამვლელები პალტოებს იკრავდნენ და სწრაფად
მიაბიჯებდნენ. მეზობელ დუქნებში მღელვარება არ ცხრებოდა, ფანჯრებში

242
მოჩანდნენ გაფითრებული კომერსანტები, რომლებიც ნევ-სენტ-ოგუსტენის
ქუჩაზე მაღაზიის მთავარ შესასვლელთან შეჩერებულ ეტლებს ითვლიდნენ.
მაღალ, ეკლესიის კარიბჭესავით ღრმა შესასვლელზე აღმართული
სკულპტურული ანსამბლი განიერი ჩარდახის ქვეშ იყო შეფარებული. სათანადო
ემბლემებით გარშემორტყმული ამ ჯგუფის წევრები ხელს უწვდიდნენ
ერთმანეთს. ახალმოვარაყებული ჩარდახი ისე ლაპლაპებდა და ისეთ ანარეკლს
ისროდა ქუჩაზე, იტყოდით, მცხუნვარე მზის სხივებისგან ბრწყინავს
ქვაფენილიო. თოვლივით თეთრი ფასადები მარჯვნივ და მარცხნივ
ჩამწკრივებულიყო, მონსინისა და ლა მიშოდიერის ქუჩებს გარს უვლიდა და
მთელი კვარტალი ეჭირა. გამონაკლისს წარმოადგენდა ათი დეკემბრის ქუჩა,
სადაც «საიპოთეკო კრედიტი» სასტუმროს აშენებას აპირებდა. ყაზარმასავით
წაგრძელებული ამ შენობის გასწვრივ გავლილი წვრილი ვაჭრები დახვავებულ
საქონელს ამჩნევდნენ სამივე სართულის ფანჯრების სარკისებრი შუშებიდან,
რომელთა წყალობით ბაზარი ცას უფარავდა წვრილ ვაჭრებს, ყინულოვან საგნად
ევლინებოდა, რომლისგანაც ძაგძაგებდნენ გაყინული დახლის უკან მდგარნი.

ექვსი საათიდან მურე უკვე ადგილზე იყო და უკანასკნელ განკარგულებებს


იძლეოდა. ცენტრში, მთავარი შესასვლელის ხაზზე, მაღაზიის ერთი ბოლოდან
მეორემდე ფართო გალერეა გადიოდა, რომელსაც მარჯვნივ და მარცხნივ ორი,
უფრო ვიწრო ტალანი ეკრა: მონსინისა და ლა მიშოდიერის. ჰოლად
გადაკეთებული ეზოები მინით გადაეხურათ, ქვემო სართულიდან რკინის კიბე
ამოდიოდა, ხოლო ორივე სართულზე, ერთი ბოლოდან მეორეზე რკინის ხიდები
იყო გადებული. ახალგაზრდა, ნიჭიერი არქიტექტორი თანამედროვე ხელოვნებით
იყო გატაცებული, ქვა მხოლოდ სარდაფსა და კუთხის ბოძებისთვის
გამოეყენებინა. მთელი კარკასი რკინის იყო, ხოლო სვეტები შეყენებული ჰქონდა
კოჭებსა და ძელებს. თაღები და შიგნითა ტიხრები აგურის იყო. მთელი შენობა
ვრცელი, ნათელი, ჰაერით იყო სავსე, კლიენტები თავისუფლად დასეირნობდნენ
გადაშლილი შადრევნების ქვეშ. ეს გახლდათ კლიენტი ქალებისთვის აგებული,
თანამედროვე, მონუმენტური და ამავე დროს მსუბუქი სავაჭრო ტაძარი. ქვემოთ,
ცენტრალურ გალერეაში, შესასვლელთან მოწყობილი დახლის შემდეგ, სადაც
იაფფასიან საქონელს ყიდდნენ, ჰალსტუხების, ხელთათმანების, აბრეშუმის
სექციები გაეხსნათ. მონსინის გალერეაში ტილოსა და ჩითს ყიდდნენ, ლა
მიშოდიერის გალერეაში გალანტერიის, ტრიკოტაჟის, მაუდისა და შალის
ქსოვილების სექციები გამოეყოთ. მეორე სართულზე მზა ტანსაცმლის,
თეთრეულის, შალის, მაქმანებისა და მთელი რიგი ახალი სექციები
243
მოეთავსებინათ, ხოლო მესამე სართულზე ქვეშაგები, ნოხები, დეკორატიული
ქსოვილი და ავეჯი გადაეტანათ. სულ ოცდაცხრამეტი სექცია იყო მაღაზიაში,
ამგვარად, მთელი პატარა სახელმწიფო გაჩენილიყო ამ ლითონის თაღებქვეშ.

მურეს ერთადერთ სურვილს ქალის დამარცხება წარმოადგენდა. მას უნდოდა,


ქალი დედოფალი ყოფილიყო ამ სახლში, მისთვის ააგო ეს ტაძარი, ოღონდ
ბოლოს მაინც უნდა დამორჩილებოდა. მისი ტაქტიკა ასეთი გახლდათ:
გალანტური ყურადღებით გაებრუებინა ქალი, მისი სურვილებით ევაჭრა და მისი
ვნებებით ესარგებლა. დღედაღამ იმაზე ფიქრობდა, რამე სიახლე შეეტანა
«ბედნიერებაში». ნაზი ქალები კიბეზე ასვლა-ჩამოსვლით რომ არ
დაღლილიყვნენ, ხავერდით გამოკრული ორი ლიფტი მოაწყო, შემდეგ ბუფეტი
გახსნა, სადაც კლიენტებს უფასოდ უმასპინძლდებოდა სიროფითა და
ნამცხვრით. იქვე, სამკითხველო დარბაზიც იყო და მდიდრულ ფართო ტალანში
სურათების გალერეაც მოაწყო. მისი მთავარი ამოცანა ხომ ქალის გულის მოგება
გახლდათ! რაკი ქალი დედა გახდება, კეკლუცობას თავს ანებებს და მისი
გადმობირება მხოლოდ შვილის მეოხებით შეიძლება. ეს იცოდა მურემ, ყოველ
ღონეს ხმარობდა, ქალის ყოველ გრძნობას ალღოს უღებდა, ხსნიდა სექციებს
ბიჭებისა და გოგონებისთვის, დედებს შუა გზაზე აჩერებდა, რომ ბავშვები
სურათებითა და ჰაერბურთებით დაესაჩუქრებინა. ჭეშმარიტად გენიალური
ჩანაფიქრი გახლდათ: თითოეულ ქალს გამჭვირვალე საჰაერო ბურთებს
ურიგებდნენ, რომელსაც მსხვილი ასოებით ეწერა მაღაზიის სახელწოდება.
წვრილ თოკზე ჩამოკიდებული ბურთები ცოცხალ რეკლამად დაქროდა ქუჩაში.

მაღაზიის ძალა უმთავრესად დაბეჭდილი რეკლამა იყო. მურე პრეისკურანტის,


განცხადებებისა და აფიშების დასაბეჭდად სამასი ათას ფრანკს ხარჯავდა
წელიწადში. ზაფხულის სიახლეების ბაზრობისთვის ორასი ათასი ცალი
პრეისკურანტი დააბეჭდვინა, აქედან ორმოცდაათი ცალი უცხო ენებზე
ათარგმნინა და საზღვარგარეთ გაუშვა. პრეისკურანტები ილუსტრირებული იყო
და ქსოვილების ნიმუშიც ჰქონდა დართული. ეს უკვე რეკლამის უმაღლესი
მწვერვალი გახლდათ. «ქალთა ბედნიერება» მთელ მსოფლიოს ხვდებოდა
თვალში, კედლებზე, გაზეთებში და თეატრალურ ფარდებზეც კი მისი სახელი იყო
წაწერილი. მურე ირწმუნებოდა, ქალი უძლურია რეკლამის წინაშე და მაშინვე
აჰყვება ფეხის ხმასო. რაკი შესანიშნავად იცნობდა ქალის ფსიქოლოგიას, უტყუარ
ხაფანგსაც ამიტომ უგებდა: მაგალითად, მან შეამჩნია, რომ ქალი სიიაფეს ვერ
უძლებს და საკმარისია, დარწმუნდეს, საქონელი სარფიანიაო, სჭირდება თუ

244
არა, მაინც ყიდულობს. ამ დაკვირვების შედეგად, მან ჩაწოლილ საქონელზე
ფასების თანდათანობითი დაკლების სისტემა შექმნა. ჯობს, ეს საქონელი
ზარალით გავყიდოთ, ოღონდ კი სწრაფად მოვიშოროთ თავიდანო, ეუბნებოდა
იგი კომპანიონებს. ამის შემდეგ, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ქალის გულში და
«დაბრუნების» სისტემა შემოიღო, მოტყუების წმინდა იეზუიტური შედევრი:
«წაიღეთ, ქალბატონო, თუ საქონელი აღარ მოგეწონათ, დაგვიბრუნეთ!» და თუ
ქალი აქამდე ყოყმანობდა, ახლა თავს იმით იმართლებდა, სისულელე თუ
ჩავიდინე, მერე რა? გამოვასწორებო. ჰოდა, ყიდულობდა და სინდისიც სუფთა
ჰქონდა. ნივთების დაბრუნება და ფასების დაკლება ახალი ვაჭრობის კლასიკურ
მეთოდს წარმოადგენდა.

მურეს უბადლო ოსტატობა მაღაზიის მოწყობის დროს გამომჟღავნდა. მან წესად


შემოიღო, რომ «ქალთა ბედნიერების» არც ერთი კუნჭული ცარიელი არ უნდა
დარჩენილიყო. მოითხოვდა, – ყველგან ჟრიამული, სიცოცხლე უნდა
იგრძნობოდეს, რადგან ერთი სიცოცხლე მეორე სიცოცხლეს იზიდავს, აჩენს და
ამრავლებსო. ამის განსახორციელებლად ათასნაირი ხერხი მოიგონა. პირველ
ყოვლისა, კართან მუდამ ხალხის ჭედვა უნდა ყოფილიყო, რათა გამვლელებს
ეფიქრათ, მაღაზიაში აყალმაყალია და მოდი, შევიდეთო. ამასაც მიაღწია: მაღაზიის
კართან იაფფასიანი საქონლით სავსე კალათები და ყუთები დაალაგა და
ჩამოფასებული ნივთების გაყიდვა მოაწყო. დაბალი ფენის კლიენტები მუდამ
იყრიდნენ აქ თავს, გზას უღობავდნენ მყიდველებს და ამგვარად, შთაბეჭდილება
იქმნებოდა, რომ მაღაზია სავსე იყო ხალხით. თუმცა შიგნით ხშირად სიცარიელე
იყო. მურე ცუდად მოვაჭრე სექციებსაც მოხერხებულად ნიღბავდა. ასეთი
სექციები იყო: მოსასხამი შალის სექცია ზაფხულში, და ჩითის სექცია ზამთარში.
ამ სექციების ირგვლივ ისეთი განყოფილებები მოაწყო, სადაც მუდამ
გაცხოველებული ვაჭრობა და ჟრიამული ისმოდა. ხალიჩებისა და ავეჯის
განყოფილებები მესამე სართულზე რომ გადაიტანეს, ესეც მურეს გამჭრიახობაზე
მეტყველებდა. აქ ხალხი იშვიათად შედიოდა და მეორე სართულზე რომ
მოეწყოთ, რასაკვირველია, ცარიელი მაღაზიის შთაბეჭდილებას დატოვებდა.
ამრიგად, საშუალება რომ ყოფილიყო, მურე, ალბათ, მთელ ქუჩას გაჭრიდა
მაღაზიაში, ოღონდ კი ხალხს ევლო.

და აი, ერთ შაბათ საღამოს, მურე ახალი შთაგონებით აღივსო: ორშაბათს


საზაფხულო ბაზრობა უნდა დაწყებულიყო, მთელი თვე ემზადებოდნენ ამ
დღისთვის. მურემ თვალი გადაავლო სამზადისს და ერთბაშად დარწმუნდა, რომ

245
სექციები უაზროდ იყო განლაგებული. თუმცა უნდა ითქვას, რომ მის მიერ
ნაკარნახევი განლაგება სავსებით ლოგიკურად ჩაითვლებოდა – ერთ მხარეს
ქსოვილები, მეორე მხარეს – მზა ტანსაცმელი. ეს საზრიანი წესრიგი კლიენტს
საშუალებას აძლევდა, თვითონვე გაეკვლია გზა. წინათ, ქალბატონი ედუენის
ვიწრო დუქანში მურე სწორედ ასეთ განლაგებაზე ოცნებობდა, ხოლო როცა
განახორციელა, აღარ მოეწონა და გადაიფიქრა. მან ერთბაშად გადაწყვიტა,
ყველაფერი ყირაზე დაეყენებინა. მის განკარგულებაში ორმოცდარვა საათი იყო
და მაღაზიის ერთი მხარე სულ უნდა შეეცვალათ. შეშინებულმა, აფორიაქებულმა
თანამშრომლებმა ორი ღამე და მთელი კვირადღე გაატარეს ამ არეულობაში.
ორშაბათ დილას, მაღაზიის გახსნამდე ერთი საათით ადრე, საქონელი ჯერ კიდევ
არ იყო თავის ადგილას დალაგებული. არა, ნამდვილად გაგიჟდა ჩვენი უფროსიო,
– ფიქრობდნენ გაოგნებული თანამშრომლები.

– აბა, ვიჩქაროთ! – ყვიროდა მურე, რომელიც თავის თავში საოცრად


დარწმუნებული იყო, – აი, ეს ტანსაცმელი ზემოთ აიტანეთ... ცენტრალურ
მოედანზე ხომ დაალაგეთ იაპონური ფაიფური? ერთხელ კიდევ მოიკრიბეთ
ძალა, ბავშვებო, და მალე ნახავთ, რა ვაჭრობაც გაჩაღდება!

ბურდონკლიც მხარში ედგა დილიდანვე. სხვებივით არც მას ესმოდა, რას


აკეთებდნენ, შეშინებული უყურებდა დირექტორს, შეკითხვის მიცემასაც ვერ
უბედავდა, იცოდა, ასეთ წუთებში რა პასუხსაც მიიღებდა მურესგან.
მიუხედავად ამისა, მაინც ვერ შეიკავა თავი, გაბედა და ბოლოს ჰკითხა:

– ნუთუ აუცილებელი იყო მთელი მაღაზიის აფორიაქება გამოფენის გახსნიდან


წინადღეს?

მურემ ჯერ მხრები აიჩეჩა და პასუხი არ გასცა, მაგრამ რაკი ბურდონკლი აღარ
მოეშვა, აყვირდა:

– მაშ, რა, მუშტრები ერთ კუთხეში შეჯგუფდნენ? ასეთი სულელური აზრი


როგორ მომივიდა თავში?! არა, ამას არასოდეს ვაპატიებდი ჩემს თავს... ნუთუ
ვერ ხვდებით, რომ მე ერთ ადგილას ვაგროვებდი თურმე ხალხს! ქალი
შემოვიდოდა, პირდაპირ იქით გაემართებოდა, სადაც საქმე ჰქონდა, აქ ქვედატანს
იყიდდა, იქ კაბას, ცოტა იქით მანტოს, შემდეგ ისე გავიდოდა მაღაზიიდან, რომ
გზა არ შეეშლებოდა... ვერც ერთი ქალი წესიერად ვერ დაათვალიერებდა ჩვენს
სექციებს.

246
– კი მაგრამ, ახლა, როცა ყველაფერი აურიეთ და ოთხივე კუთხეში მიმოფანტეთ
საქონელი, გამყიდველები ხომ წელში გაწყდებიან, სანამ ერთი სექციიდან მეორე
სექციაში მიიყვანენ მუშტარს?!

მურემ ხელი აიქნია:

– რა მენაღვლება! ისინი ახალგაზრდები არიან, გამოცდილებას მიიღებენ... მით


უკეთესი, თუ ისეირნებენ! ხალხის ჯგუფს მიემატებიან და მაღაზია მუდამ სავსე
იქნება! დაე, ერთმანეთი გასრისონ, მაინც კარგად წავა საქმე...

მურე იღიმებოდა. ბოლოს, იკადრა და თავისი გეგმა ხმადაბლა გააცნო


კომპანიონს:

– ბურდონკლ, მოისმინეთ, რა შედეგი მოჰყვება ამ ჩემს მოსაზრებას: ჯერ ერთი,


მუშტრების გაუთავებელი მისვლა-მოსვლის გამო გამყიდველები ყოველ
კუთხეში იქნებიან გაფანტულნი, მათი რიცხვი ორმაგად გაიზრდება კლიენტების
თვალში და გზაკვალს აურევს. მეორეც, თუ კლიენტს კაბის შემდეგ სარჩულის
ყიდვა მოუნდება, საჭირო გახდება მისი მიცილება მაღაზიის ერთი ბოლოდან
მეორეში, ამით კი ჩვენი შენობა სამჯერ უფრო დიდი მოეჩვენება კლიენტს.
მესამეც, ქალები იძულებულნი გახდებიან, ისეთ სექციაში შევიდნენ, სადაც არ
აპირებენ ფეხის შედგმას, ცდუნებას აჰყვებიან, გზაზე შეჩერდებიან და მახეში
გაებმებიან – იყიდიან ყველაფერს... მეოთხეც...

ახლა ბურდონკლს აუტყდა სიცილი, მურე შეჩერდა და მსახურებს დაუყვირა:

– კარგია, ბიჭებო! ახლა ცოცხის ერთი მოსმა და ყველაფერი წესრიგში იქნება!

ერთბაშად მობრუნდა და დენიზი შეამჩნია. მურე და ბურდონკლი მზა


ტანსაცმლის სექციის წინ იდგნენ. ეს სექცია ორად გაყვეს, კაბები და კოსტიუმები
მეორე სართულზე აატანინეს, მაღაზიის მეორე ბოლოში. გამყიდველი ქალებიდან
პირველად დენიზი ჩასულიყო ქვემოთ და ამ არეულ-დარეულობის დანახვაზე
თვალები დაეჭყიტა და დაბნეული იყურებოდა.

– რა მოხდა? – ჩაილაპარაკა მან, – სხვაგან ხომ არ გადავდივართ?

მურეს, რომელსაც მუდამ უყვარდა თეატრალური ეფექტები, დენიზის


გაოცებულმა გამომეტყველებამ სიხარული მოჰგვარა. დენიზი თებერვლის
პირველ დღეებში დაბრუნდა «ქალთა ბედნიერებაში» და ძალიან გაუკვირდა,
როცა თანამშრომლები თავაზიანად, თითქმის მოწიწებით შეხვდნენ.
247
განსაკუთრებით, ქალბატონი ორელი მოექცა გულთბილად. მარგალიტა და
კლარაც მოტეხილნი ჩანდნენ. ძია ჟუვიც უხერხულად იბუზებოდა, თითქოს
ცდილობდა, წარსულის უსიამოვნო მოგონება გაექარწყლებინა. საკმარისი იყო,
ერთი სიტყვა ეთქვა მისთვის მურეს, ყველანი ჩურჩულებდნენ და თვალს არ
აშორებდნენ დენიზს. მაგრამ ამ საერთო კეთილდღეობაში, დელოშის უცნაური
სევდა და პოლინას ეშმაკური ღიმილი გულს უკლავდა.

მურე აღტაცებით შეჰყურებდა დენიზს:

– რას ეძებთ, მადმუაზელ? – ჰკითხა მან ბოლოს.

დენიზს ვერ შეემჩნია მურე და ახლა გაწითლდა. დაბრუნების დღიდან, ყოველ


ნაბიჯზე გრძნობდა მურეს ყურადღებას და მადლიერი იყო მისი. პოლინამ
რატომღაც დაწვრილებით უამბო დირექტორისა და კლარას სასიყვარულო ამბები,
რამდენჯერმე ახსენა, სად ხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენს აძლევდა მურე
ქალს, და ერთხელ ისიც უთხრა, მურეს მეორე საყვარელიც ჰყავს, ქალბატონი
დეფორჟი, რომელსაც მთელი მაღაზია იცნობსო. ამ ჭორებმა ააფორიაქა დენიზი,
წინანდებურად ეშინოდა მურესი, უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა და
გაუთავებელ ჭიდილს გრძნობდა გულში, გაბრაზებასა და მადლიერებას შორის.

– ამ არეულობამ გამაკვირვა, – ჩაილაპარაკა მან ბოლოს.

მურე მიუხვდა და ხმადაბლა უთხრა:

– თუ შეიძლება, ამ საღამოს მაღაზიის დახურვის შემდეგ, ჩემს კაბინეტში


შემოდით. უნდა დაგელაპარაკოთ.

დენიზი შეკრთა, თვალები დახარა და არაფერი უპასუხა. შემდეგ სწრაფად


შევიდა სექციაში, სადაც გამყიდველი ქალები მიეშურებოდნენ. ბურდონკლმა
ყური მოჰკრა მურეს სიტყვებს და ღიმილით შეხედა უფროსს. როცა მარტო
დარჩნენ, გაბედა და ჰკითხა:

– ახლა ამის ჯერი დადგა? ფრთხილად იყავით, სერიოზული სახე არ მიიღოს ამ


ხუმრობამ!

მურემ თავის მართლება დაიწყო, ცდილობდა, აღელვება უდარდელობით


შეენიღბა:

248
– კარგი ერთი, თავს ვირთობ! ქალი, რომელიც ხელში ჩამიგდებს, ჯერ არ
დაბადებულა, ჩემო კარგო!

და რადგანაც მაღაზია უნდა გაეხსნათ, გაშორდა, უკანასკნელად უნდა გადაევლო


თვალი უამრავი დახლისთვის. ბურდონკლმა თავი გადააქნია. დენიზი, ეს
უბრალო და მორცხვი ქალიშვილი, რატომღაც აშინებდა. პირველად გაიმარჯვა,
უხეშად მოხსნა სამსახურიდან, მაგრამ კვლავ გამოჩნდა, მას იგი სახიფათო
მტრად მიაჩნდა, ამიტომაც დუმდა და იცდიდა.

ბურდონკლი დაეწია მურეს შემოსასვლელი კარის პირდაპირ გახსნილ ჰოლში,


რომელიც სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე გადიოდა.

– ხომ არ დამცინით? – ყვიროდა მურე, – აკი, გითხარით, ცისფერი ქოლგები


ირგვლივ შემოავლეთ-მეთქი! ახლავე შეასწორეთ! სწრაფად!

თავის მართლება ზედმეტი იყო, სულერთია, ყურს არ დაუგდებდა და


მსახურების მთელ ჯგუფს ქოლგების ვიტრინის გადაკეთება მოუხდათ. როცა
მურემ შეამჩნია, კლიენტები მაღაზიაში შემოსვლას აპირებენო, რამდენიმე
წუთით კარი დააკეტვინა. იგი იმუქრებოდა, სანამ ცისფერი ქოლგები შუა
ვიტრინაში იქნება, კარს არ გავხსნიო. ქოლგების ასეთი განლაგება მის
კომპოზიციას არღვევდა. ვიტრინის ცნობილი ოსტატები: იუტენი, მინიო და
სხვები მოდიოდნენ, ვიტრინას აკვირდებოდნენ. გაოცებულნი მისჩერებოდნენ
მურეს, რადგან მისი არაფერი ესმოდათ.

ბოლოს, როგორც იქნა, კარი გაიღო და ხალხის ტალღა შემოვარდა. პირველივე


წუთიდან, სანამ მაღაზია ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი იყო, ვესტიბიულში
ისეთი ჭედვა დაიწყო, რომ ქვაფენილზე მოძრაობის აღსადგენად პოლიციას
დასჭირდა ჩარევა. მურემ ყველაფერი ზედმიწევნით გაითვალისწინა:
დიასახლისები, ჩაჩიანი და მეშჩანი ქალები ქუჩაში გატანილ ჩამოფასებულ
საქონელს და დარჩენილი ქსოვილის ნაკუწებს მისცვივდნენ. მაღაზიის
შესასვლელთან ჩამოკიდებულ ქსოვილებს ათასი ხელი სინჯავდა. აქ იყო შვიდ
სუდ ღირებული კოლენკორი, ცხრა სუდ ღირებული ბამბანარევი შალის ქსოვილი
და ოცდათვრამეტ სანტიმად ღირებული აბრეშუმნარევი თხელი ქსოვილი,
რომელიც განსაკუთრებით აცარიელებდა ქალების ისედაც თხელ ქისებს. ყუთები
და კალათები სავსე იყო ფასდაუდებელი საქონლით, ათ სანტიმად ღირებული
მაქმანებით, ხუთ სუდ ღირებული ბაფთებით, სამ სუდ შეფასებული
წვივსაკრავებით, ხელთათმანებით, ქვედატანებით, ჰალსტუხებით, მოკლე
249
წინდებით, ბამბის წინდებით, რომლის გულისთვის წეწვა-გლეჯა ჰქონდათ
ქალებს, მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ ერთმანეთს და სვავებივით ნთქავდნენ
ყველაფერს. ქუჩაში ციოდა, მაგრამ გარეთ მოწყობილ დახლებს იმდენი ხალხი
მიაწყდა, გამყიდველები ვერ ართმევდნენ საქმეს თავს. ვიღაც ფეხმძიმე ქალმა
კივილი მორთო, ორი გოგონა კინაღამ გაიგუდა.

მთელი დილა გაგრძელდა ასეთი ზედახორა. დღის პირველ საათზე რიგი გაჩნდა,
ქუჩები ისე იყო გადაღობილი, როგორც ამბოხების დროს იციან ხოლმე.
ქალბატონი დე ბოვი და მისი ქალიშვილი, ბლანში პირდაპირ ტროტუარზე
იდგნენ და ყოყმანობნენ. ამ დროს მათ ქალბატონი მარტი მიუახლოვდა,
ქალიშვილთან ერთად.

– ერთი ნახეთ, რა ზღვა ხალხია! – თქვა ქალბატონმა დე ბოვმა, – შიგნით კიდევ


უარესია... არ უნდა წამოვსულიყავი, ავად ვარ, ლოგინში ვიწექი, მაგრამ
გასასეირნებლად გამოვედი და...

– არც მე ვაპირებდი მოსვლას, – თქვა ქალბატონმა მარტიმ, – ქმარს შევპირდი,


რომ მისი დის სანახავად წავიდოდი მონმარტზე, მაგრამ... სულ ერთი არაა, აქ
ვიყიდი თუ სხვაგან? ოჰ, ზედმეტს არც ერთ სუს არ დავხარჯავ! რაც მთავარია,
საყიდელიც არაფერი მაქვს.

მიუხედავად ამისა, მაღაზიის კარს თვალი ვერ მოსწყვიტეს,


მოჯადოებულებივით იდგნენ, ხალხის აღელვება მათაც გადაედო.

– არა, არ შევალ, მეშინია, – წაიბუტბუტა ქალბატონმა დე ბოვმა, – ბლანშ,


წავიდეთ აქედან, თორემ გაგვჭყლეტენ!

ქალს ნელ-ნელა ჩაუქრა ხმა და ხალხს მიჰყვა. მაღაზიაში შესვლის სურვილი


ვეღარ დაეოკებინა. ამ მაცდურმა ზედახორამ შიშიც გაუქრო. ქალბატონ მარტისაც
გადაავიწყდა თავისი გადაწყვეტილება და ქალიშვილს მიუბრუნდა:

– კაბის კალთაზე ჩამჭიდე ხელი, ვალენტინა... მსგავსი არაფერი მინახავს! ხალხის


ტალღა ძალით მიგვათრევს... შიგნით რაღა იქნება?..

ქალები ხალხის ნაკადში მოხვდნენ და უკან დახევა აღარ შეეძლოთ. როგორც


მდინარეები იერთებენ ხეობის ნაკადულებს, ასევე ისრუტავდა ხალხით სავსე
ვესტიბიული ქუჩაში გავლილ კლიენტს და პარიზის ოთხივე კუთხის
მცხოვრებლებს თავისკენ იზიდავდა. ქალები ნელა მიიწევდნენ წინ. ისე

250
აწვებოდნენ ყოველი მხრიდან, სუნთქვა ეკვროდათ, ფეხი ვერც დაედგათ
ქვაფენილზე. მიუხედავად ამ წვალებისა, ეს ნელი და გაჭირვებული მსვლელობა
მაინც მოსწონდათ და რაც უფრო წინ მიიწევდნენ, ცნობისმოყვარება უფრო
მეტად ეღვიძებოდათ. აბრეშუმში გამოწყობილ მანდილოსნებს, უბრალო
ქვედატანში ჩაცმულ მეშჩანებს, თავდაუხურავ ქალებს, – ყველას აქ მოეყარა
თავი, ერთნაირი ცეცხლით შეპყრობილნი და აღგზნებულნი იყვნენ. კორსაჟთა
ზღვაში ჩაძირული თითო-ოროლა მამაკაცი შიშით იყურებოდა აქეთ-იქეთ. ერთი
ძიძა შუა ნაკადში მოხვედრილიყო და კმაყოფილისგან სახეგაბადრულ ჩვილს
მაღლა სწევდა. ვიღაც გამხდარი ქალი ილანძღებოდა, აღშფოთებული უყვიროდა
მეზობელს, ფრთხილად, ნეკნები ნუ ჩამიწელეო.

– ქვედატანი ჩამაძვრეს, მგონი! – იმეორებდა ქალბატონი დე ბოვი.

სუფთა ჰაერზე ყოფნით ლოყააწითლებული ქალბატონი მარტი კრინტს არ


ძრავდა, ფეხის წვერებზე დგებოდა, უნდოდა, სხვებზე ადრე დაენახა მაღაზიაში
მოწყობილი სექციები. ნაცრისფერი თვალები სინათლიდან შემოსულ კატასავით
მოეჭუტა და ახალგამოღვიძებული ქალივით დასვენებული სახე და ნათელი
გამოხედვა ჰქონდა.

– უჰ, როგორც იქნა! – თქვა მან და შვებით ამოისუნთქა.

ქალები სამშვიდობოს გავიდნენ და სენტ-ოგუსტენის ჰოლში აღმოჩნდნენ,


ძალიან გაუკვირდათ, როცა იგი თითქმის ცარიელი დახვდათ. მაინც განცხრომაში
იყვნენ, გარეთ ზამთარი იდგა, აქ კი გაზაფხულის სითბოში მოხვდნენ. თუ იქ
წვიმანარევი სუსხიანი ქარი ქროდა, «ბედნიერების» გალერეებში უკვე
გაზაფხული იდგა და იტყოდით, მსუბუქი ქსოვილები, ნაზი ნიუანსის
მდიდრული ციალი, მხიარული ფერის საზაფხულო ტანსაცმელი და ქოლგები
სითბოს აფრქვევენ ირგვლივო.

– ერთი შეხედეთ! – შესძახა ქალბატონმა დე ბოვმა, რომელიც ადგილზე


გაშეშებულიყო და თავი მაღლა აეწია.

მან ქოლგების გამოფენას მოჰკრა თვალი. გაშლილი, ფარებივით


მომრგვალებული ქოლგები მინიან ჭერსა და გაპრიალებულ მუხის ლავგარდანს
შორის ბანივით ეხურა მთელ ჰოლს. თაღებს ირგვლივ ქოლგები
ყვავილწნულივით ჩამოეშვათ, მოაჯირებს მჭიდროდ შემოჰკვროდნენ.
სიმეტრიულად განლაგებული, კედლებზე დაკიდებული მწვანე, წითელი და

251
ყვითელი ქოლგები დიდი დღესასწაულის დროს ანთებულ ვენეციურ ფარნებს
წააგავდნენ. კუთხეებში სხვადასხვა ფორმით დაელაგებინათ: ოცდაცხრამეტ სუდ
ღირებული ღია ფერის ქოლგები ვარსკვლავებივით დაეწყოთ, ღია ცისფერი,
კრემისფერი და ნაზი-ვარდისფერი ქოლგები ღამის ნათურასავით ციმციმებდნენ.
ზემოთ, ხანძრის შუქ-ჩრდილივით ელვარებდნენ უზარმაზარი იაპონური
ქოლგები, რომელზედაც მეწამულ ცაზე მოფარფარე ოქროსფერი წეროები
ამოექარგათ.

ქალბატონმა მარტიმ სიტყვა ვერ იპოვა აღტაცების გამოსახატავად.

– ზღაპრული სანახაობაა! – ესღა მოახერხა მხოლოდ. შემდეგ შეეცადა, გზა


გაეკვლია და დაუმატა:

– ყაითანი გალანტერიის განყოფილებაში უნდა იყოს... როგორც კი ვიყიდი,


მაშინვე წავალ აქედან. ბლანშ, ცოტა ხანს გავიაროთ მაღაზიაში, არა?

როგორც კი შესასვლელს გასცდნენ, ქალები დაიბნენ. მარცხნივ გაუხვიეს, მაგრამ


რაკი გალანტერიის სექცია სხვა ადგილას გადაეტანათ, ჯერ რუშების დახლთან
აღმოჩნდნენ, შემდეგ – სამკაულების სექციაში. დახურულ გალერეაში ძალიან
ცხელოდა, სათბურის დახშული და ტენიანი ჰაერი იდგა, რომელსაც ქსოვილთა
სუნი და ნაბიჯის ჩახშობილი ხმა ერეოდა. ქალები ისევ შესასვლელისკენ
მიბრუნდნენ, მაგრამ იქ უკვე ხალხი შეჯგუფებულიყო, მაღაზიიდან გასვლა
უნდოდათ ქალებსა და ბავშვებს, რომელთა თავზე წითელი ბურთების მთელი
ღრუბელი დაცურდა. ორმოცი ათასი ცალი ჰაერბურთი დაემზადებინათ, მათი
დარიგება სპეციალურ მსახურებს ევალებოდათ. ქუჩაში გამავალი ქალების
დანახვაზე იფიქრებდით, უხილავ ძაფზე მიბმული უზარმაზარი საპნის ბუშტები
ჰაერში დაფარფატებენ და თან ქოლგების ვიტრინის ხანძარს ირეკლავენო.
მთელი მაღაზია ამ ბუშტებით იყო განათებული.

– მთელი სამყარო გაუშენებიათ აქ! – წამოიძახა ქალბატონმა დე ბოვმა, – ადამიანს


გზა-კვალი დაებნევა.

ქალები დიდხანს შეჩერდნენ შესასვლელთან, რადგან ხალხის ნაკადი ორი


მიმართულებით მიედინებოდა. საბედნიეროდ, ინსპექტორი ჟუვი მიეშველა
მანდილოსნებს, იგი ვესტიბიულში იდგა, დინჯად და ყურადღებით
აკვირდებოდა კარისკენ მიმავალ თითოეულ ქალს. მაღაზიის პოლიციის
მოვალეობა სწორედ მას ევალებოდა, ქურდბაცაცებს უთვალთვალებდა,

252
განსაკუთრებით სქელ დედაკაცებს დარაჯობდა და როცა რომელიმე მათგანს
თვალები სიხარბით გაუბრწყინდებოდა, ჟუვი შეშფოთდებოდა და უკან
აედევნებოდა.

– გალანტერიის სექცია გნებავთ, ქალბატონებო? – თავაზიანად იკითხა მან, –


მარცხნივ წაბრძანდით, აი, იქით, ტრიკოტაჟის სექციის უკან.

ქალბატონმა დე ბოვმა მადლობა გადაუხადა. ამ დროს ქალბატონი მარტი


მობრუნდა, თავისი ქალიშვილი ვერსად ნახა, შეეშინდა, მაგრამ მალე სენტ-
ოგუსტენის დარბაზის ბოლოს მოჰკრა თვალი. გოგონა «შეთავაზების» მაგიდაზე
დაყრილი ცხრამეტ სუდ ღირებული ჰალსტუხების დათვალიერებით იყო
გართული. მურეს პრაქტიკაში შემოეღო «შეთავაზება». გამყიდველი ხმამაღლა
ასახელებდა საქონელს, სთავაზობდა კლიენტს, ისინიც ხაფანგში ებმებოდნენ და
ფულს ფლანგავდნენ. მურე იყენებდა ყოველგვარ რეკლამას და დასცინოდა
თავშეკავებულ კოლეგებს, რომელთა აზრით, რეკლამა კი არა, თვით საქონელი
უნდა იტაცებდეს კლიენტის თვალსო. სპეციალურად გამოყოფილი
გამყიდველები, პარიზელი უსაქმურები და მკვეხარები ასე ასაღებდნენ
ყოველგვარ უვარგის საქონელს.

– ოჰ, დედიკო, ერთი ამ ჰალსტუხს შეხედე, – წაიჩურჩულა ვალენტინამ, –


კუთხეში ჩიტი აქვს ამოქარგული.

გამყიდველი ძალით აჩეჩებდა საქონელს, იფიცებოდა, სუფთა აბრეშუმისაა,


გაკოტრებული ფაბრიკანტებისგან შევიძინეთ და ასეთ რამეს კვლავ ვეღარ
შეხვდებითო.

– ცხრამეტი სუ? მართლა? ქალბატონ მარტის გადაედო ქალიშვილის აღტაცება და


თვითონაც მოიხიბლა ამ ჰალსტუხით, – ორ ცალს ავიღებ, მგონი, ამით არ
გავკოტრდებით.

ქალბატონი დე ბოვი ამრეზილი სახით იდგა. ეს «შეთავაზება» და ნოქრის


ყვირილი ნერვებს უშლიდა და მზად იყო, გაქცეულიყო. ქალბატონი მარტი
გაკვირვებით ეკამათებოდა, რა მოხდა მერე, საქონელს თუ აქებენო. მას
სხვაგვარი ბუნება ჰქონდა: იგი ეკუთვნოდა ქალთა იმ ჯგუფს, რომელსაც
ყოველგვარი ძალმომრეობა სიხარულს ჰგვრიდა, საქონლის საჯარო ქებითა და
შეძახილებით ტკბება და რაკი შესაძლებლობა ეძლევა ხელით შეეხოს ყველაფერს
და ფუჭ ლაყბობაში დრო გაიყვანოს, სიხარულით ცას ეწევა.

253
– ახლა კი სასწრაფოდ გავეშუროთ ყაითნების საყიდლად... – განაცხადა მან, –
აღარაფრის ნახვა აღარ მსურს.

მიუხედავად ამისა, როცა ხილაბანდებისა და ხელთათმანების სექციაში მოხვდა,


გული კინაღამ შეუწუხდა. მქრქალ შუქზე მხიარული და მკვეთრი ფერის
საქონელი გამოეფინათ და წარუშლელ შთაბეჭდილებას ქმნიდა. სიმეტრიულად
განლაგებული დახლები ყვავილის თაიგულებს წააგავდა, ხოლო მთელი დარბაზი
– ფრანგულ ყვავილნარს, სადაც ყვავილთა ნაზი გამები ციმციმებდა. ყუთები
თაროებზე აღარ ეტეოდა და პირდაპირ დახლზე ეყარა, საიდანაც ხილაბანდების
მთელი სამკალი მოჩანდა: ზოგი ნემსიწვერასავით ღაჟღაჟებდა წითლად, ზოგს
პეტუნიას სითეთრე გადაჰკრავდა, ზოგი ქრიზანთემასავით ბრწყინავდა
ოქროსფრად, ხოლო ზოგს ვერბენას სილურჯე გადაჰკრავდა. ზემოთ, სპილენძის
წნელზე სხვაგვარი ყვავილწნული გაფურჩქნულიყო. გაშლილი ყელსახვევები და
ბაფთები ბრჭყვიალა თასმებით შემოეხვიათ მთელი სვეტების სიგრძეზე და
სარკეში ირეკლებოდა. ყველაზე მეტად ხალხი ხელთათმანების სექციაში
მოწყობილმა საოცრებამ მოხიბლა. მანიომ ამ შედევრის შექმნას ორი დღე
მოანდომა. ქვედა სართულზე შავი ხელთათმანები მოსართავად გამოეყენებინა
და ფანჯრების, აივნებისა და კრამიტის მაგივრობას ეწეოდნენ.

– რას ინებებთ, ქალბატონო? – ჰკითხა მინიომ შვეიცარული ქოხის წინ


გაშეშებულ ქალბატონ მარტის, – ეს შვედური ხელთათმანები პირველი
ხარისხისაა და ერთი ფრანკი და სამოცდათხუთმეტი სანტიმი ღირს.

იგი თავგამოდებით უხმობდა კლიენტებს, სთავაზობდა საქონელს და ზედმეტი


თავაზიანობით თავს აბეზრებდა. თუმცა ქალბატონმა მარტიმ უარყოფის ნიშნად
თავი გადააქნია, მინიო მაინც არ მოეშვა.

– ტიროლური ხელთათმანები ერთი ფრანკი და ოცდახუთი სანტიმი ღირს...


ტიურინის ხელთათმანებიც გვაქვს ბავშვებისთვის... ყველა ფერის
ხელთათმანებს გაჩვენებთ...

– არა, გმადლობთ, არ მჭირდება, – უპასუხა ქალბატონმა მარტიმ. მაგრამ იგრძნო,


როგორ უსუსტდებოდა ხმა. მინიო ჩააცივდა და მოქარგული ხელთათმანები
დაუწყო წინ. ქალბატონმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ერთი წყვილი ხელთათმანი
იყიდა. როცა შეამჩნია, რომ ქალბატონი დე ბოვი ღიმილით უყურებდა, გაწითლდა
და ალუღლუღდა:

254
– ოო, რა ბავშვივით ვიქცევი... ახლავე თუ არ ვიყიდე ყაითანი და აქედან არ
მოვკურცხლე, დავიღუპები.

საუბედუროდ, გალანტერიის სექციაში ისეთი ჭედვა იყო, რომ ქალბატონმა


მარტიმ გამყიდველი ვერასგზით ჩაიგდო ხელში. ქალები ათი წუთი ელოდნენ,
ნერვები აეშალათ, ერთბაშად ქალბატონ ბურდელეს და მის სამ ბავშვს მოჰკრეს
თვალი და ყველაფერი გადაავიწყდათ. ქალბატონმა ბურდელემ ლამაზი და
პრაქტიკული ქალის ჩვეული სიმშვიდით განაცხადა, მინდოდა მაღაზია
ბავშვებისთვის მეჩვენებინაო. მადლენი ათი წლის იყო, ედმონი – რვის, ხოლო
ლუსიენი – ოთხი წლის. რაკი დიდი ხნის დანაპირები შეუსრულეს, სამივე
კმაყოფილებისგან იღიმოდა.

– რა საოცარი ქოლგებია, წითელს ვიყიდდი ჩემთვის! – თქვა ქალბატონმა მარტიმ,


რომელსაც უქმად დგომა მოჰბეზრებოდა.

მან აირჩია ქოლგა და თოთხმეტი ფრანკი და ორმოცდაათი სანტიმი გადაიხადა.


ქალბატონმა ბურდელემ არ მოუწონა საქციელი და მეგობრულად ურჩია:

– ამაოდ აჩქარდით! ერთი თვის შემდეგ ათ ფრანკად იყიდდით ამ ქოლგას... მე


ვერ გამაცურებენ!

და მან პრაქტიკული დიასახლისის მოსაზრებები გააცნო მეგობრებს, – რაკი


მაღაზიები განუწყვეტლივ აკლებენ ფასებს, უნდა მოვიცადოთ, რატომ უნდა
გავაყვლეფინოთ თავი, პირიქით! პირადად მე, მუდამ შემთხვევით გაყიდვას
ველოდებიო. ამ ეშმაკურ ბრძოლაში ხშირად ებმებოდა და თავი მოჰქონდა,
ჩემგან ერთი სუს მოგებაც არ მიუღია მაღაზიას არასდროსო.

– ჰო, მართლა, ბავშვებს დავპირდი, სალონში სურათებს გაჩვენებთ-მეთქი. –


თქვა მან ბოლოს, – თქვენც წამოდით, დრო ხომ გაქვთ?

ქალბატონ მარტის ყაითანი (მაქმანი) გადაავიწყდა და მაშინვე მეგობარს გაჰყვა,


ხოლო ქალბატონმა დე ბოვმა უარი თქვა, ჯერ ქვედა სართულს
დავათვალიერებო. ქალებს იმედი ჰქონდათ, ზემოთ კვლავ შეხვდებოდნენ
ერთმანეთს. ქალბატონი ბურდელე კიბეს ეძებდა და იქვე ლიფტი შეამჩნია,
ბავშვები შიგნით შეყარა, რითაც ძალიან გაახარა პატარები. ქალბატონი მარტი და
ვალენტინაც შევიდნენ ამ ვიწრო გალიაში, სადაც გასანძრევი ადგილი არ იყო.
სამაგიეროდ, სარკეების, ხავერდით გადაკრული გრძელი სკამისა და ოსტატურად
გაკეთებული სპილენძის კარის დათვალიერებაში ისე გაერთნენ, რომ მანქანის
255
მსუბუქი ტორტმანი არც კი უგრძნიათ. მაქმანების სექციაში ახალი სიურპრიზი
ელოდათ. ბუფეტთან ჩასვლისას, ქალბატონმა ბურდელემ სიროფი დაალევინა
შვილებს, ბუფეტი მოთავსებული იყო კვადრატულ დარბაზში, სადაც განიერი
მარმარილოს დახლი იდგა. ოთახის ორივე კუთხეში ვერცხლისფერი შადრევნები
წყლის წვრილ ნაკადს აფრქვევდა. დახლს უკან ბოთლები იყო თაროებზე
ჩამომწკრივებული, სამი მსახური ჭიქების გარეცხვასა და ასვებას ვერ აუდიოდა...
მოწყურებული კლიენტების შესაკავებლად, იძულებულნი იყვნენ, ხავერდით
გადაკრული ბარიერის უკან რიგი დაეწესებინათ, როგორც თეატრშია ხოლმე.
ქალები მოაჯირს მიაწყდნენ, უფასო სასუსნავის დანახვამ ზოგს ყოველგვარი
სირცხვილი დააკარგვინა და მოურიდებლად მიასკდნენ სიროფსა და ნამცხვარს.

– ნეტავი სად გაქრნენ? – წამოიყვირა ქალბატონმა ბურდელემ, როცა ბავშვებს


პირი მოსწმინდა ცხვირსახოცით და ხალხის ჭედვას თავი დააღწია. მალე შორს,
სულ სხვა გალერეაში შეამჩნია ქალბატონი მარტი და მისი ქალიშვილი. ისინი
ქალების ჯგუფში იდგნენ და რაღაცას ყიდულობდნენ. დედა-შვილი ფულის
ხარჯვის ციებ-ცხელებას აჰყოლოდა და უფსკრულისკენ მიექანებოდა.

სამკითხველო დარბაზში შესვლისას ქალბატონმა ბურდელემ მადლენა, ედმონი


და ლუსიენი დიდ მაგიდასთან დასვა. წიგნის კარადიდან ფოტოალბომი
გადმოიღო და წინ დაუდო. გრძელი ოთახის თაღისთვის ვარაყი არ
დაეშურებინათ. ოთახის ორივე ბოლოში უზარმაზარი ბუხრები მოეწყოთ
ერთმანეთის პირდაპირ. კედლებზე მდიდრულ ჩარჩოებში ჩასმული უბრალო
სურათები ეკიდა, ხოლო სვეტებს შორის, ოვალური ფანჯრების წინ, რომლებიც
სექციებს გადაჰყურებდა, მაიოლიკის ლარნაკები იდგა მაღალი, მწვანე
მცენარეებით. ხალხი ჩუმად იჯდა გაზეთებით, ჟურნალებით, საფოსტო
ქაღალდებითა და სამელნეებით დახვავებულ მაგიდასთან. ქალები
ხელთათმანებს იძრობდნენ ხელიდან და წერილებს წერდნენ. მამაკაცები
სავარძელში მოკალათებულიყვნენ და გაზეთებს კითხულობდნენ. ზოგი
უსაქმოდ იჯდა: ქმრები ცოლებს უცდიდნენ, რომლებიც სექციებში
დახეტიალებდნენ, ახალგაზრდა ქალები საყვარლებს უთვალთვალებდნენ, ხოლო
ხანშიშესული მშობლები შვილებს ისე მიეგდოთ აქ, როგორც პალტოს მიაბარებენ
ხოლმე გარდერობის ოთახში. სავარძელში მყუდროდ მოკალათებული ეს ხალხი
თან ისვენებდა და თან მაღაზიის სექციებსა და დარბაზებს გადაჰყურებდა,
რომელთა შორეული გუგუნი კალმის წრიპინსა და გაზეთების შრიალში ირეოდა.

– როგორ, თქვენ აქ ხართ? – იკითხა ქალბატონმა ბურდელემ, – ვერ გიცანით!


256
მისი ბავშვების გვერდით ვიღაც ქალი ჟურნალის ფურცლებს ამოჰფარებოდა.
ქალბატონი გიბალი იყო. მას არ ესიამოვნა მეგობართან შეხვედრა, მაგრამ არ
შეიმჩნია და უთხრა, მინდოდა, ცოტა ხანს დამესვენა და ამ ზედახორისთვის
თავი ამერიდებინაო. როცა ქალბატონმა ბურდელემ ჰკითხა, რის საყიდლად
მოხვედითო, იმ მკაცრი გამოხედვის შესარბილებლად, რომელიც ამ ეგოისტი
ქალის თვალებში გამოკრთოდა მუდამ, მან მიმქრალი ტონით უთხრა:

– ოჰ, არა... პირიქით, ნაყიდი საქონლის დასაბრუნებლად მოვედი. პორტიერები


უნდა დავაბრუნო, აღარ მომწონს, მაგრამ იმდენი ხალხია, ვიცდი, სანამ იმ
სექციაში შესვლას მოვახერხებ.

შემდეგ განაცხადა, საქონლის დაბრუნების ეს ახალი სისტემა ძალიან


მოსახერხებელია, წინათ არაფერს ვყიდულობდი, ახლა კი ხანდახან მაინც ავყვები
ცდუნებასო. სინამდვილეში, ხუთ ნივთს რომ იყიდდა, ოთხს აუცილებლად
დააბრუნებდა. ამ უცნაური ვაჭრობის გამო ყველა სექციაში იცნობდნენ უკვე.
მუდამ უკმაყოფილო სახით არჩევდა საქონელს, რამდენიმე დღეს სახლში
გააჩერებდა და ბოლოს სათითაოდ აბრუნებდა. ლაპარაკის დროს ქალბატონი
გიბალი თვალს არ აშორებდა სამკითხველო დარბაზის კარს და ბოლოს, როცა
ქალბატონი ბურდელე ბავშვებს მიუბრუნდა ფოტოსურათებზე ახსნა-
განმარტების მისაცემად, შვებით ამოისუნთქა. ამ დროს ბატონი დე ბოვი და პოლ
დე ვალანიოსკიც შემოვიდნენ. ქალბატონმა გიბალმა და გრაფმა გადახედეს
ერთმანეთს, შემდეგ ქალმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც კი შეუმჩნევია იგი და
გაზეთის კითხვა დაიწყო.

– ოჰო, პოლ! – შესძახა ვიღაცამ მათ ზურგს უკან. მურე შემოსულიყო. იგი
ერთხელ კიდევ ამოწმებდა მაღაზიას, მამაკაცებს ხელი ჩამოართვა და მაშინვე
იკითხა:

– ქალბატონმა დე ბოვმა თუ დაგვდო პატივი და მობრძანდა?

– სამწუხაროდ, არა, – უპასუხა გრაფმა, – ძალიან წუხს, მაგრამ თავს გრძნობს


ცუდად... არა, საშიში არაფერია!

შემდეგ, ვითომ ახლა შენიშნა ქალბატონი გიბალიო, მისკენ გაეშურა,


მიუახლოვდა და ქუდი მოიხადა. მურე და პოლი შორიდან მიესალმნენ ქალს.
პოლს გაეღიმა: როგორც იქნა, მიხვდა ყველაფერს და ხმადაბლა უთხრა მურეს,
რიშელიეს ქუჩაზე შევხვდი გრაფს, არ მომეშვა, «ბედნიერება» აუცილებლად

257
უნდა დაათვალიეროთო. ეს ქალი უკვე ერთი წელია ფულს ახარჯვინებს, დროს
ატარებს მასთან, მაგრამ წერილებს არასოდეს სწერს. პაემანზე საჯარო
ადგილებში იბარებს: ეკლესიებში, მუზეუმებსა და მაღაზიებში, სადაც შემდეგი
შეხვედრის ადგილსაც უნიშნავსო.

– დარწმუნებული ვარ, ყოველი შეხვედრის დროს სასტუმროს იცვლიან, –


ჩურჩულებდა ახალგაზრდა კაცი, – გასულ თვეში გრაფი ცხენსაშენების
დასათვალიერებლად იყო წასული. მაგრამ მე მას ბატინიოლში მოვკარი თვალი,
ავეჯით გაქირავებულ ბინაში შედიოდა... ერთი შეხედე, რა მშვენიერი მამაკაცია,
რა დიდებული და წარმოსადეგი! აი, ეს არის, ჩემო კარგო, ძველი საფრანგეთი!
დიახ, ძველი საფრანგეთი!

– შენი ქორწინების საქმე როგორაა? – ჰკითხა მურემ.

პოლი თვალს არ აშორებდა გრაფს და უპასუხა, მამიდას სიკვდილს ველოდებიო.


შემდეგ გამარჯვებული კაცის ტონით განაცხადა:

– დაინახე? გრაფი დაიხარა და მისამართი ჩაუდო ხელში ქალს. ოო, რომ იცოდეთ,
რა საშინელი ქალია... ეს წითური მანჭია ვითომ გულგრილია ყველას მიმართ,
მაგრამ... ეჰ, ჩემო ძვირფასო, შენს მაღაზიაში კარგი ამბები არ ტრიალებს!

– ეს ქალები ჩემთან კი არ არიან სტუმრად, არამედ თავიანთ სახლში! – ღიმილით


უთხრა მურემ.

და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო: სიყვარულს, ისე, როგორც მერცხალს, ჩემი


მაღაზიისთვის ბედნიერება მოაქვს. რასაკვირველია, მე ვიცი, რომ ბევრი ქალი
უსაქმოდ დადის აქ და ნოქრებს ეღლაბუცება, ან ზოგი მანდილოსანი ვითომ
შემთხვევით, საყვარელსაც ხვდება. და თუ ეს ქალები არაფერს ყიდულობენ,
ხალხის რიცხვს ხომ ზრდიან.

მურემ თავისი თანაკლასელი სალონის კართან მიიყვანა. პირდაპირ ცენტრალური


გალერეა მოჩანდა, ხოლო ქვემოთ – ჯვარედინი ტალანები. სამკითხველო
სალონში კვლავ სიჩუმე იყო, კალმის წრიპინი და გაზეთების შრიალი ისმოდა
მხოლოდ. ერთ სქელ მამაკაცს კითხვაში ჩასძინებოდა. გრაფი დე ბოვი სურათებს
ათვალიერებდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, განზრახული ჰქონდა, როგორმე
დასხლტომოდა ხელიდან სასიძოს. ამ მშვიდ სამყაროში მხოლოდ ქალბატონი
ბურდელეს ხმა ისმოდა, რომელიც ართობდა თავის ბავშვებს.

258
– ხომ ხედავ, თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, – გაუმეორა მურემ,
ხელები გაშალა და ქალთა ბრბოზე მიუთითა, რომელთაც სექციები ვეღარ იტევდა.

ამ არეულობაში ქალბატონმა დეფორჟმა მანტო კინაღამ დაკარგა და ბოლოს,


როგორც იქნა, «ბედნიერებაში» შევიდა. როცა დიდ გალერეასთან მივიდა, ზემოთ
აიხედა. გალერეა ორსართულიანი მოაჯირებით გარშემორტყმულ ნავს წააგავდა,
რომელიც დაკიდებული კიბითა და გადადებული ხიდებით იყო დასერილი.
რკინის კიბე ათასგვარად იკლაკნებოდა ორი მიმართულებით, ხოლო სივრცეში
გადებული რკინის ხიდები სწორ ხაზად აზიდულიყვნენ მაღლა. შემინული
სახურავიდან შემოსულ მქრქალ შუქზე მთელი ეს რკინის არმატურა მსუბუქ
არქიტექტურულ ანსამბლს მოგაგონებდათ, დახლართულ, გამჭვირვალე მაქმანს,
თანამედროვე სტილით აშენებულ ზღაპრულ სასახლეს, მრავალსართულიან,
ფართოდარბაზიან ბაბილონის კოშკს, რომელიც სხვა სართულებისა და
დარბაზების თვალუწვდენელ ჰორიზონტს გადაჰყურებდა. ყველაფერი რკინის
იყო. ახალგაზრდა არქიტექტორს იმდენი გამბედაობა და პატიოსნება გამოუჩენია,
რომ საღებავით არ შეუთხიპნია რკინა, რათა იგი ქვისთვის ან ხისთვის
მიემსგავსებინა. ქვემოთ, საქონელი რომ უფრო კარგად გამოჩენილიყო, დარბაზის
მოწყობილობა სადა, მშვიდ ფერებში იყო გაკეთებული, მაგრამ რაც უფრო ზემოთ
იწევდა ლითონის კარკასი, სვეტების კაპიტელები სულ უფრო და უფრო
მდიდრული ხდებოდა, ბოქლომები გაშლილი ვარდის ფორმის გაეკეთებინათ,
კონსოლებსა და კრონშტეინებზე ქანდაკებები იდგა, ზემო ნაწილი მკვეთრი
ფერებით, ვარაყშემოვლებული, მწვანედ და წითლად ბრწყინავდა. ვარაყი უხვად
გამოეყენებინათ მინანქრიან და მოსავადებულ მინებზეც კი. გადმოხურულ
გალერეაში აგურები მკვეთრი ფერის მინანქრით იყო მოხატული: ორნამენტების
მოზაიკა და ქაშანური აცოცხლებდა ფრიზებს და თავისი ცოცხალი ტონებით
ანსამბლის სიმკაცრეს არბილებდა. წითელი ხავერდით გადაკრულ მოაჯირიან
კიბეს დაკბილული და გაპრიალებული რკინა ამშვენებდა, რომელიც აბჯრის
ფოლადივით ბზინავდა.

თუმცა ქალბატონი დეფორჟი მაღაზიის ახალი განლაგების პროექტს იცნობდა, ამ


უზარმაზარი, აბობოქრებული დარბაზის დანახვაზე სახტად დარჩა. ხალხის
ტალღა ორი მიმართულებით აწყდებოდა კარს, ზოგი შედიოდა, ზოგიც გადიოდა
და ამ მორევის ქუხილი ქსოვილთა სექციამდე აღწევდა. მაღაზიაში ჭრელი ხალხი
ირეოდა: მეშჩანი ქალები, დიასახლისები, პირბადეჩამოფარებულნი, თალხიანი
ქალები, შემთხვევით შემოსული ძიძები, რომლებიც მუჯლუგუნებს

259
იშველიებდნენ ჩვილი ბავშვების დასაცავად. და ეს უამრავი სხვადასხვა ფერის
ქუდი, უთავსაფრო ქერა თუ შავი თმის ტალღა გალერეის ერთი ბოლოდან
მეორემდე მიედინებოდა და ქსოვილთა მკვეთრი ფერების ფონზე უფერულად და
უღიმღამოდ გამოიყურებოდა. ქალბატონი დეფორჟი უზარმაზარციფრებიან დიდ
იარლიყებს ამჩნევდა ყველგან. ეს იარლიყები მკვეთრ ლაქებად ედო ღია ფერის
ჩითებს, პრიალა აბრეშუმს და მუქი ფერის შალის ქსოვილებს. ფანელის მთელი
კედელი კონცხივით ამობურცულიყო წინ. სარკეებს უსაზღვრო შორეთში
გადაჰყავდა დარბაზი, გამოფენილ საქონელსა და მყიდველთა ჯგუფებს
გადაყირავებული სახით, გადაკვეთილი მხრებითა და მკლავებით არეკლავდა.
ხოლო მარჯვნივ და მარცხნივ, გვერდითი გალერეებიდან, სხვა სექციები მოჩანდა,
თოვლივით ქათქათა თეთრეულის სიღრმე, ტრიკოტაჟის დაწინწკლული ფსკერი,
თვალუწვდენელი შორეთი, რომელსაც ფანჯრიდან შემოჭრილი შუქის ზოლი
კვეთდა და სადაც ადამიანთა ბრბო თითქოს მტვრად ქცეულიყო უკვე.
ქალბატონმა დეფორჟმა ზემოთ აიხედა და კიბის გასწვრივ, გადებულ ხიდებზე,
ყველა სართულის მოაჯირების ირგვლივ განუწყვეტელი მოზუზუნე ნაკადი
დაინახა, თითქოს ხალხი ცაში მიჰქროდა, ლითონის უზარმაზარი ჩონჩხის
ამონაჭერებში მოგზაურობდა და შავ სილუეტებად ციმციმებდა მინანქრით
დაფარულ შუშის ფონზე. ჭერზე ვეებერთელა მოვარაყებული ჭაღები ეკიდა.
ხალიჩები, მოქარგული აბრეშუმი, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილები პრიალა
დროშებად ეშვებოდა ბალუსტრადიდან. შენობის ერთი ბოლოდან მეორემდე
ფრიალებდა მაქმანები, თრთოდა მუსლინი, ფარფატებდა აბრეშუმი. ირგვლივ
ნახევრად შიშველი მანეკენების აპოთეოზი იგრძნობოდა და მთელი ამ ქაოსის
ზემოთ, სულ წვერში, ლეიბებითა და თეთრი ფარდებით გაწყობილი პატარა
საწოლები ჰაერში ჩამოკიდებულივით მოჩანდა...

– იაფფასიანი წვივსაკრავი ხომ არ გნებავთ, ქალბატონო? – ჰკითხა გამყიდველმა


ადგილზე გაშეშებულ ქალბატონ დეფორჟს, – სუფთა აბრეშუმისაა და ოცდაცხრა
სუ ღირს.

ქალმა პასუხის ღირსად არ გახადა. მის ირგვლივ გამყიდველების გამაყრუებელი


შეძახილები ისმოდა, ყველა თავის საქონელს სთავაზობდა კლიენტებს.
ქალბატონი დეფორჟი შეეცადა, გზა გაეკვლია. მარცხნივ ალბერ ლომის სალარო
იყო, იგი შორიდან იცნობდა ქალს და თავს ნება მისცა, თავაზიანად გაეღიმა.
ალბერი აუჩქარებლად მუშაობდა, თუმცა ფაქტურები დაუსრულებად
მოსდიოდა. მის უკან, თოკების ყუთთან, ჟოზეფი იდგა და ნაყიდი საქონლის

260
შეფუთვას ვერ აუდიოდა. ქალბატონი დეფორჟი ერთბაშად მიხვდა, რომ
აბრეშუმის სექციასთან იყო, მაგრამ ხალხის ტალღა ისე სწრაფად იზრდებოდა,
მთელი ათი წუთი დასჭირდა იქ შესასვლელად. უხილავ ძაფებზე მიბმული
უთვალავი ბურთი ჰაერში დასრიალებდა, მეწამულ ღრუბლად იქცეოდა და ნელ-
ნელა მიიწევდა კარისკენ, რომ შემდეგ პარიზისკენ აეღო გეზი. ამ ფარფატა
ბურთების გამო ქალბატონი დეფორჟი განუწყვეტლივ ხრიდა თავს, ბავშვები კი
კმაყოფილი სახით მიაბიჯებდნენ პაწაწინა თითებზე დახვეული ძაფებით.

– როგორ, მაინც გაბედეთ მოსვლა, ქალბატონო? – მხიარულად შეჰყვირა


ბუტმონმა, როცა ქალბატონი დეფორჟი დაინახა.

სექციის გამგე მურეს წყალობით მოხვდა ქალბატონი დეფორჟის ოჯახში და


დროგამოშვებით ფინჯან ჩაიზე ეწვეოდა ხოლმე ქალს. ანრიეტა მის შესახებ
ამბობდა, მოუხეშავი, მაგრამ თავაზიანი ახალგაზრდააო. ეს ტემპერამენტიანი,
მხიარული ყმაწვილი ართობდა მას. გარდა ამისა, ორი დღის წინ ყოველგვარი
ანგარების გარეშე, დაუფიქრებლად უამბო მურესა და კლარას რომანის ამბავი.
ასეთი სისულელე ხშირად მოსდით სიცილის მოყვარულ სქელ მამაკაცებს. ეჭვით
შეპყრობილი ქალი გარეგნულად ქედმაღლობით მალავდა დაკოდილ
თავმოყვარეობას, მაინც მოვიდა მაღაზიაში, უნდოდა, საკუთარი თვალით ენახა
თავისი მეტოქე, რადგან ბუტმონმა სახელი არ გაანდო, უთხრა მხოლოდ, რომ მზა
ტანსაცმლის სექციის გამყიდველიაო.

– გინდათ, რამე იყიდოთ? – ჰკითხა ბუტმონმა.

– რასაკვირველია, ისე არც მოვიდოდი... საშინაო კაბისთვის ფულიარი მინდოდა...


ხომ გაქვთ?

ანრიეტას იმდენად უნდოდა იმ ქალის ნახვა, იმედი მიეცა, იქნებ, ბუტმონს


როგორმე დავსტყუო სახელიო. ბუტმონმა ფავიე მოიხმო. ფავიე კი ამ დროს
სწორედ იმ მშვენიერ ქერა ქალს ემსახურებოდა, რომელსაც მთელი სექცია
«მზეთუნახავს» ეძახდა, რადგან არც მისი სახელი და არც ვინაობა არავინ იცოდა.
ქალი ძაძებში იყო ჩაცმული. ვინ მოუკვდა? ქმარი? მამა? არა, მამის გამო არ
ეცმეოდა შავები, თორემ მაშინ უფრო ნაღვლიანი იქნებოდა. ნეტავ, რაზე
ჭორავდნენ ამ ქალს? იქნებ დედა მოუკვდა? ასე ჩურჩულებდნენ ნოქრები და
გაცხოველებული მუშაობის მიუხედავად, ათასგვარ ვარაუდს უზიარებდნენ
ერთმანეთს.

261
– სწრაფად! სწრაფად! ეს უკვე აუტანელია, – მივარდა იუტენი ფავიეს, როცა მან
კლიენტი სალარომდე მიაცილა და უკან დაბრუნდა, – ამ ქალს რომ დაინახავთ,
ვეღარ შორდებით, ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის თქვენი
საქციელი?

– ისევე, როგორც მე არ მყოფნის იგი სასაცილოდ! – წყენით მიუგო ნოქარმა.

იუტენი დაემუქრა, დირექციასთან გიჩივლებთ თუ მყიდველს მეტი


პატივისცემით არ მოეპყრობითო. იმის შემდეგ, რაც მთელმა სექციამ პირი შეკრა
და რობინოს ადგილას იუტენი დაასახელა, იგი რატომღაც სასტიკად და
ღვარძლიანად ელაპარაკებოდა ყველას. იმდენად აუტანელი გახდა, რომ მისი
მომხრეები ჩუმ-ჩუმად ახლა ფავიეს ამხედრებდნენ მის წინააღმდეგ.

სექციის ცენტრში საზაფხულო აბრეშუმის გამოფენა ამომავალი მნათობივით


ანათებდა მთელ დარბაზს და ცისარტყელას უნაზესი ფერები, ღია ვარდისფერი,
ღია ყვითელი, ღია ცისფერი გარიჟრაჟის ციალივით ციმციმებდა. აქ იყო
ღრუბელივით გამჭვირვალე ფულიარი, ხიდან აფრენილ ქინქლაზე მსუბუქი
სიურა, ჩინელი გოგონების კანივით ნაზი ატლასი, იაპონური პონჟე, ინდური
ტიუსორი და კორა. ფრანგულ მსუბუქ აბრეშუმს ხომ ვინღა მოთვლიდა! აქ
ნახავდით ზოლიან, კუბოკრულ, ყვავილებიან ნამდვილ ყვავილნარს, რომელიც
მოგაგონებდათ მაისის დილით მაღალხეებიან პარკში სასეირნოდ გამოსულ
ფურჩალიან კაბებში გამოწყობილ ქალებს.

– აი, ამას ავიღებ, ვარდების თაიგულიან «ლუი XIV-ს» – თქვა ქალბატონმა


დეფორჟმა.

და სანამ ფავიე ქსოვილს ზომავდა, მან ერთხელ კიდევ სცადა, როგორმე


დაეტყუებინა მეტოქის სახელი და იქვე მდგარ ბუტმონს მიუბრუნდა:

– მზა ტანსაცმლის სექციაში ავალ, სამგზავრო მანტოები მინდა ვნახო... იმ ამბის


გმირი ქალი ქერაა?

ანრიეტა ისე ჩააცივდა, სექციის გამგე უკვე შეშფოთდა და პასუხის ნაცვლად


გაიღიმა. სწორედ ამ დროს დენიზმა ჩაიარა. მას მერინოსის სექციაში ლიენართან
მიჰყავდა ქალბატონი ბუტარელი, პროვინციელი ქალი, რომელიც წელიწადში
ორჯერ პარიზში ჩამოდიოდა და მთელი წლის დანაზოგ ფულს «ქალთა
ბედნიერებაში» ფლანგავდა. ფავიე უკვე აპირებდა ქალბატონი დეფორჟის

262
ნაყიდი ფულიარის სალაროში წაღებას, მაგრამ იუტენს მისი წყენა განეზრახა და
შეაჩერა:

– ნუ წუხდებით, მადმუაზელი სამსახურს გაგიწევთ და ქალბატონს გააცილებს.

დენიზი შეკრთა, მაგრამ მაშინვე აიღო პაკეტი და ანგარიში. იუტენთან


შეხვედრისას მუდამ სირცხვილს გრძნობდა, ცოდვას აგონებდა, თუმცა ეს ცოდვა
მხოლოდ ოცნებებში ჩაედინა!

– მითხარით, – ჩუმად ჰკითხა ქალბატონმა დეფორჟმა ბუტმონს, – ეს უნიათო


გოგო ხომ არაა?! ჩანს, ისევ აღუდგენიათ სამსახურში! გასაგებია! იმ ამბის გმირიც
ის იქნება უეჭველად!

– ვინ იცის, – ღიმილით უპასუხა სექციის გამგემ, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა


გადაწყვეტილი, სიმართლე არ გაემჟღავნებინა.

ქალბატონი დეფორჟი ნელა მიჰყვებოდა დენიზს. ხალხის ისეთი ძლიერი ნაკადი


მიედინებოდა ქვემოთ, რომ ქალს ეშინოდა, არ წამლეკონო და ყოველ წამს
ჩერდებოდა. მთელი შენობა ზანზარებდა, კიბის საფეხურებიც ისე ირყეოდა,
თითქოს ბრბოს სუნთქვას აეკანკალებინოს. საფეხურებზე კოსტიუმში, პალტოში
ან დილის ხალათში ჩაცმული მანეკენები ჩაემწკრივებინათ, რომლებიც საზეიმო
აღლუმისთვის ორ მწკრივად განლაგებულ ჯარისკაცებს მოგაგონებდათ...

ქალბატონმა დეფორჟმა თითქმის მიაღწია მეორე სართულს, როცა ხალხის


ძლიერმა ტალღამ ადგილზე გააშეშა. საოცარი სანახაობა გადაეშალა ქვემოთ.
პირველი სართულის სექციები, რომლებიც ახლახან გაარღვია, ჭიანჭველების
ბუდესავით ფუთფუთებდა. ხალხს მხოლოდ თავები მოუჩანდა, თეთრი
იარლიყები წვრილ ზოლებს წააგავდა, ბაფთების ზვინი თითქოს გაჭყლეტილიყო,
ფანელის კონცხი ვიწრო კედლად ჰყოფდა დარბაზს, ხოლო ბალუსტრადიდან
ჩამოშვებული ნოხები და მოქარგული აბრეშუმი პატრონიკეში განლაგებულ
საეკლესიო დროშებივით ეცემოდა მის ფეხქვეშ. ქალბატონი დეფორჟი შორს,
გვერდით გალერეების კუთხეებს არჩევდა, როგორც სამრეკლოდან ამჩნევენ
ხოლმე მეზობელი ქუჩების გზაჯვარედინებზე მიმავალ ხალხს. მაგრამ ერთი რამ
აცვიფრებდა მას: აბდღვრიალებული ფერებით დაქანცულ და დაბრმავებულ
თვალებს რომ დახუჭავდა, უფრო მკვეთრად გრძნობდა ხალხს, ზღვის

მოქცევასავით რომ ბუბუნებდა და ოხშივარი ასდიოდა სხეულიდან. ქალების


სუნით: მათი სხეულის, კაბისა და თმის სუნით გაჟღენთილი მტვერი ადიოდა
263
იატაკიდან. ეს სუნი მოსდებოდა ყველაფერს და ქალის სხეულის კერპისთვის
აგებულ ამ ტაძრის საკმევლად ქცეულიყო.

მურე და ვალანიოსკი ისევ სამკითხველო სალონთან იდგნენ. მურე ისუნთქავდა


ამ სუნს და გაბრუებული იმეორებდა:

– ქალები ისე გრძნობენ აქ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მე ვიცი, რომ


ზოგიერთი მათგანი მთელ დღეებს აქ ატარებს, ნამცხვრებს შეექცევა და
წერილებს წერს... ახლა ისღა დაგვრჩენია, საწოლი ოთახებიც მოვუწყოთ...

ვალანიოსკს გაეცინა, ამ პესიმისტ კაცს სისულელედ მიაჩნდა კაცობრიობის ამ


წარმომადგენლების დაუცხრომელი წყურვილი ძონძებისადმი. როცა თავისი
კლასელის სანახავად შემოვიდოდა ხოლმე, მუდამ შეურაცხყოფილი გადიოდა
მაღაზიიდან, ვერ გაეგო, რა სიხარულს პოულობდა მურე ამ ქალბატონების
სამყაროში. ნუთუ ამ ქარაფშუტა, უგულო ქალთაგან ვერც ერთი ვერ
დაუმტკიცებს არსებობის ამაოებას და უაზრობას? მაგრამ დღეს ოქტავს თითქოს
დაეკარგა მისთვის ჩვეული წონასწორობა. ჩვეულებრივ, იგი დასტაქარის მშვიდი
მოხდენილობით უღვივებდა ცეცხლს ქალებს, ახლა კი თვითონაც იმ ვნებას
აჰყოლოდა, რომელიც ნელ-ნელა ედებოდა მაღაზიას. როცა მურემ კიბეზე
ამომავალი დენიზი და ქალბატონი დეფორჟი დაინახა, რატომღაც წამოწითლდა.
ცდილობდა, თავი მათ მხარეს არ მიებრუნებინა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ
ქალები, მით უფრო მეტად ღელავდა, სახეზე ალმური მოედო და, კლიენტი
ქალების არ იყოს, მასაც აღტაცების სხივი ჩაუდგა თვალებში.

– ალბათ, რა უღმერთოდ გძარცვავენ, არა? – უთხრა მას ვალანიოსკმა, რომელიც


ყოველ ადამიანში ბოროტმოქმედს ხედავდა.

მურემ ფართოდ გაშალა ხელები:

– ამის წარმოდგენა ყოველგვარ საზღვარს სცილდება, ჩემო კარგო!

მურეს გაუხარდა, სალაპარაკო თემა რომ იშოვა და აღგზნებულად დაიწყო


ფაქტების ჩამოთვლა, დაწვრილებით აღწერდა ქურდების სხვადასხვა ტიპს.
პირველ რიგში, პროფესიონალი ქურდბაცაცა ქალები ახსენა. ყველაზე ნაკლებ
ზიანს ისინი აყენებდნენ მაღაზიას, რადგან პოლიცია თითქმის ყველა მათგანს
იცნობდა. შემდეგ მოდიან ქურდობის მანიით შეპყრობილი ქალები, მათ სისხლში
აქვთ გამჯდარი ეს გამრყვნელი სურვილი, რაც, ფსიქიატრის აზრით, ნევროზის
ახალი სახეა და დიდი მაღაზიების ცდუნების შედეგიაო. ბოლოს, აღსანიშნავია,
264
ფეხმძიმე ქალები, რომლებიც მხოლოდ ერთი რომელიმე სახის საქონელს
იპარავენ, მაგალითად, ერთ მათგანს პოლიციის კომისარმა ორას ორმოცდარვა
წყვილი ვარდისფერი ხელთათმანი აღმოუჩინა, რომელიც მას პარიზის
სხვადასხვა მაღაზიაში მოეპარა.

– აი, თურმე ქალებს რატომ აქვთ ასეთი უცნაური თვალები! – ჩაილაპარაკა


ვალანიოსკმა, – ვუყურებდი და მიკვირდა, ისეთი ხარბი და თან დამფრთხალი
გამომეტყველება ჰქონდათ, ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟდნენ-მეთქი...

– რას იზამ! მართალია, ყველანაირ პირობას ვუქმნით, რომ შინაურულად იგრძნონ


თავი, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, მოპარული საქონლით ჯიბე გაიტენონ და
ჩვენც დაუსჯელად გავუშვათ აქედან! წარმოიდგინეთ, არც წესიერი ქალები
აკლებენ ხელს... გასულ კვირას სასახლის მრჩევლის ცოლსა და მეაფთიაქეს დას
მივუსწარით... ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, ვჩქმალავთ.

მურემ ლაპარაკი შეწყვიტა და ინსპექტორი ჟუვი დაანახვა, რომელიც ბაფთების


სექციაში ერთ ფეხმძიმე ქალს უთვალთვალებდა. ამ ქალის ვეებერთელა მუცელს
კარგი დღე არ ადგა ამ ჭედვაში და ეტყობა, თავის დასაცავად მეგობარი ქალი
წამოეყვანა. ქალს, როგორც კი იგი დახლთან გაჩერდებოდა, ჟუვი თვალს არ
აშორებდა.

– ოო, ჟუვი ახლა ამ ქალს წაასწრებს, – განაგრძო მურემ, – შესანიშნავად იცის


ყველა მათი ხრიკი.

მურეს ერთბაშად ხმა აუკანკალდა და ნაძალადევად გაიღიმა. მთელი ამ ხნის


განმავლობაში ცალი თვალით დენიზს და ანრიეტას უყურებდა, რომლებმაც
ძლივს დააღწიეს თავი ხალხს და მის ახლოს ჩაიარეს. მურე მორიდებულად
მიესალმა დენიზს და სახელი რომ არ გაეტეხა, არ შეაჩერა. მაგრამ ბუტმონის
ნაამბობით გაფრთხილებული ანრიეტა ფხიზლად იყო და ადვილად შენიშნა
მურეს განსაკუთრებული მზერა. ნამდვილად ესაა ჩემი მეტოქე, რომლის
სანახავადაც აქ მოვედიო, – გაიფიქრა.

მზა ტანსაცმლის სექციაში გამყიდველ ქალებს თავგზა ერეოდათ. ორი


გამყიდველი ავად იყო, ხოლო გამგის მოადგილე, ქალბატონი ფრედერიკი,
წინადღით გაეთავისუფლებინათ. ისიც იმწამსვე მისულა სალაროსთან და თავის
წილი თანხა მოუთხოვია. მიუხედავად გაცხოველებული ვაჭრობისა,
გამყიდველები დილიდანვე ამაზე ჭორაობდნენ. კლარამ, რომელიც მხოლოდ და

265
მხოლოდ მურეს კაპრიზის გამო ჩერდებოდა ამ სექციაში, განაცხადა, ფრედერიკი
«კლასიკურად» მოიქცაო. მარგარიტა ამბობდა, უნდა ნახოთ, ბურდონკლი
როგორაა გაცოფებულიო. განსაკუთრებით ქალბატონი ორელი იყო ნაწყენი,
ქალბატონ ფრედერიკს მე მაინც გავეფრთხილებინე, ასეთი გულჩათხრობილობა
მეტისმეტიაო. და თუმცა ქალბატონ ფრედერიკს არავისთვის გაუნდვია
საიდუმლოება, ეჭვი ჰქონდათ, სიახლეების მაღაზიაში მუშაობას იმიტომ დაანება
თავი, რომ ცენტრალური ბაზრის გვერდით მდებარე აბანოს პატრონს მიჰყვება
ცოლადო.

– სამგზავრო მანტო გნებავთ, ქალბატონო? – ჰკითხა დენიზმა ქალბატონ


დეფორჟს და სკამი მიაწოდა.

– დიახ, – მკვახედ მიუგო ქალმა, რომელსაც გადაეწყვიტა, რაც შეიძლებოდა,


უხეშად მოქცეოდა ამ ქალიშვილს.

ეს ახალი სექცია მდიდრულად და მკაცრად მოეწყოთ: ჩუქურთმიანი მუხის ხის


მაღალი კარადები, კედლების გასწვრივ ჩამწკრივებული სარკეები, შალის
წითელი ნოხი, რომელიც მყიდველთა გაუთავებელი ნაბიჯების ხმას ახშობდა.
სანამ დენიზი სამგზავრო მანტოს ურჩევდა მყიდველს, ქალბატონმა დეფორჟმა
მიიხედ-მოიხედა, სარკეში თავის გამოსახულებას მოჰკრა თვალი და დიდხანს
დააშტერდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, ხომ არ დაბერდა, რაკი პირველ
შემხვედრ ქალიშვილთან ღალატობდნენ. მთელი აფორიაქებული სექცია მოჩანდა
სარკეში, მაგრამ იგი მხოლოდ თავის გაცრეცილ სახეს ამჩნევდა, არც კლარას
ლაპარაკი ესმოდა, რომელიც ქალბატონი ფრედერიკის ხრიკებს ანდობდა
მარგარიტას. მისი თქმით, ქალბატონი ფრედერიკი შუაზელის პასაჟით იმიტომ
დადიოდა, ალბათ, უნდოდა, ყველას ეფიქრა, სენის მარცხენა სანაპიროზე
ცხოვრობსო.

– აი, ჩვენი უკანასკნელი მოდელები! – უთხრა დენიზმა ანრიეტას, – ასეთი მანტო


სხვადასხვა ფერის გვაქვს.

მან ოთხი თუ ხუთი მანტო დააწყო დახლზე, ქალბატონი დეფორჟი


ტუჩაბზეკილი ათვალიერებდა მანტოებს და უხეშად ელაპარაკებოდა დენიზს. რა
საჭიროა ეს ნაკეცები? ტანსაცმელს ავიწროებს მხოლოდ! ან ეს მანტო რას ჰგავს?
მხრები ისეთი კვადრატულია, თითქოს ცულით ჩამოუჭრიათო. ეს კი სადარაჯო
ჯიხურს ჰგავს! განა ასეთ მანტოში შეიძლება მოგზაურობა?!

266
– სხვა რამ მაჩვენეთ, მადმუაზელ!

დენიზი ისე შლიდა და კეცავდა ტანსაცმელს, ერთი უკმაყოფილო სიტყვა არ


დასცდენია, ქალბატონ დეფორჟს კი სწორედ ეს მშვიდი თავშეკავებულობა
აცოფებდა. იგი კვლავ იყურებოდა სარკეში და დენიზს ადარებდა თავს. ნუთუ
შესაძლებელია, რომ ეს უბრალო გოგო ამჯობინონ?! უცებ მოაგონდა, რომ დენიზი
სწორედ ის ქალიშვილი იყო, რომლის დებიუტს ამ მაღაზიაში თვითონაც
დაესწრო. მაშინ მას სოფლელი ბატების მწყემსის მოუხერხებელი მანერები და
ბრიყვული იერი ჰქონდა. რასაკვირველია, ახლა უკეთ უჭირავს თავი, აბრეშუმის
კაბა ჩაუცვამს და წესიერად, სანდომიანად გამოიყურება, მაგრამ, მაინც რა
უბრალო, ბანალური გარეგნობა აქვსო.

– სხვა მოდელებს მოგიტანთ, ქალბატონო! – მშვიდად უთხრა დენიზმა.

როცა დაბრუნდა, ანრიეტამ იგივე სცენა მოუწყო: მაუდი მეტისმეტად მძიმეა და


არაფრად ვარგაო, – ამბობდა ქალი და თან აქეთ-იქით ატრიალებდა თავს,
ცდილობდა, ქალბატონი ორელის ყურადღება მიეპყრო, იმედი ჰქონდა, ის
გაუსწორდებოდა დენიზს. მაგრამ «ქალთა ბედნიერებაში» დაბრუნების შემდეგ
დენიზმა ნელ-ნელა მოიგო მთელი სექციის გული, ახლა შინაურულად გრძნობდა
თავს. იგი ისე თავაზიანად, მოღიმარი სახით ეხმარებოდა მყიდველებს საქონლის
არჩევაში, რომ სექციის გამგე დიდად აფასებდა მის იშვიათ თვისებებს. ამიტომ
ახლაც არ ჩაერია მის საქმეში, ოღონდ მხრები აიჩეჩა.

– იქნებ დაახლოებით მაინც მითხრათ, რა გნებავთ? – მშვიდად ჰკითხა დენიზმა


ქალბატონ დეფორჟს.

– რა უნდა გითხრათ, როცა არაფერი გაქვთ! – წამოიძახა ქალმა.

ერთბაშად ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან გაუკვირდა, ვიღაცამ ხელი დაადო


მხარზე. ქალბატონი მარტი მოსულიყო, ფულის ხარჯვის სურვილს აყოლილი,
ახლა მთელ მაღაზიაში დაქროდა. ჰალსტუხების, მოქარგული ხელთათმანებისა
და წითელი ქოლგის ყიდვის შემდეგ, მისი ნივთები იქამდე გაზრდილიყო, რომ
უკანასკნელ გამყიდველს მკლავები დასწყვიტა პაკეტმა, იძულებული გახდა,
სკამზე დაედო და ისე წაეღო სხვა სექციებში. ქალბატონი მარტი უკან
მიჰყვებოდა ქვედაკაბებით, ხელსახოცებით, ფარდებით, ლამპითა და ჩალის სამი
ჭილოფით დაზვინულ სკამს.

– ოჰო, სამგზავრო მანტოს ყიდულობთ? – ჰკითხა მან ქალბატონ დეფორჟს.


267
– არა, არა... ისეთი საშინელი მანტოებია, რომ...

უცებ ქალბატონმა მარტიმ ზოლებიანი მანტო დაინახა, რომელსაც მისი


ქალიშვილი ათვალიერებდა და ძალიან მოეწონა. დენიზმა მარგარიტა მოიხმო და
გადაწყვიტა, გასული წლის მოდელი გაესაღებინა. მარგარიტამ ჩაწოლილ
საქონელს ქება დაუწყო, ფასი ორჯერ დავაკელით ამ მანტოს, ჯერ ას
ორმოცდაათი ფრანკი ღირდა, მერე ას ოცდაათი ფრანკი გავხადეთ, ხოლო ახლა ას
ათ ფრანკად, ჩალის ფასად ვყიდითო. ქალბატონმა მარტიმ ცდუნებას ვერ
გაუძლო და მანტო იყიდა. გამყიდველმა, რომელიც აქამდე მიაცილებდა მას,
სასწრაფოდ მიატოვა ნაყიდი საქონლით დახუნძლული სკამი, ჩეკები მარგარიტას
მიაჩეჩა და წავიდა. კლიენტების უკან კი გამყიდველები კვლავ ქალბატონ
ფრედერიკს ჭორავდნენ.

– ნუთუ მართალია? მაშ, საყვარელი ჰყავს? – ეკითხებოდა ახალბედა


გამყიდველი.

– დიახ, ჩემო კარგო... აბანოს პატრონი... დასწყევლოს ეშმაკმა! მოდი და ამის


შემდეგ ჩუმჩუმა ქვრივებს ენდე!

სანამ მარგარიტა მანტოს ფაქტურას აფორმებდა, ქალბატონმა მარტიმ თავი


მოაბრუნა, ქალბატონ დეფორჟს ხელი გაჰკრა და კლარა დაანახვა:

– იცით, ბატონი მურეს უკანასკნელი გატაცება ყოფილა! – წასჩურჩულა მან.

ქალბატონ დეფორჟს გაუკვირდა, ჯერ კლარას გადახედა, მერე დენიზს და თქვა:

– არა, მაღალი კი არა, აი, ეს პატარა ტანისა!

და რაკი ქალბატონმა მარტიმ დანამდვილებით ვეღარაფერი უთხრა, ანრიეტამ


ხმას აუმაღლა და ისეთი ამრეზით უპასუხა, როგორც მოახლეებს ელაპარაკებიან
ხოლმე:

– შეიძლება პატარაც იყოს და მაღალიც, ოღონდ კი მოისურვონ და...

დენიზმა გაიგონა მისი ნათქვამი და დიდი, სუფთა თვალები შეანათა ამ უცნობ


ქალს, რომელმაც ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. ალბათ, სწორედ ესაა მურეს
საყვარელი, რომელსაც მაღაზიის გარეთ ხვდება, – გაიფიქრა მან. ქალებმა
ერთმანეთს შეხედეს. დენიზს ისეთი ნაღვლიანი, ისეთი გულწრფელი
გამომეტყველება ჰქონდა, რომ ანრიეტამ უხერხულობა იგრძნო.

268
– თუკი უკეთესს ვერაფერს მაჩვენებთ, – ერთბაშად წამოიწყო მან, – კაბებისა და
კოსტიუმების სექციაში მიმიყვანეთ.

– მეც წამოვალ! – წამოიყვირა ქალბატონმა მარტიმ, – ვალენტინასთვის კოსტიუმი


მინდა ვნახო.

მარგარიტამ სკამის ზურგს ხელი ჩაავლო, ამდენი წანწალით დანჯღრეული სკამი


უკანა ფეხებზე წააყირავა და თან წაათრია. დენიზს მხოლოდ ქალბატონი
დეფორჟის მიერ ნაყიდი ფულიარი მიჰქონდა. კაბებისა და კოსტიუმების
სექციაში მოსახვედრად გრძელი გზის შემოვლა მოუხდებოდათ, რადგან
მაღაზიის ბოლოში გადაეტანათ, მესამე სართულზე.

და აი, დაიწყო მოგზაურობა ხალხით გატენილ გალერეებში. წინ მარგარიტა


მიდიოდა, ურიკასავით მიათრევდა სკამს და ნელა არღვევდა ხალხის ტალღას.
ტილოს სექციას რომ მიაღწიეს, ქალბატონი დეფორჟი წუწუნს მოჰყვა: რა
სულელურადაა განლაგებული ეს სექციები, ნამდვილი ბაზარია, ერთი პატარა
ნივთის საყიდლად მთელი ორი ლიე უნდა გაიაროო. ქალბატონი მარტიც უჩიოდა
დაღლას, ფეხზე ძლივს ვდგავარო, მაგრამ საქონლით დატვირთულ მაღაზიაში
სეირნობით მოქანცულობა მაინც ჰგვრიდა სიამოვნებას. მურეს ნიჭს საბოლოოდ
დაეტყვევებინა იგი და ყოველ დახლთან ჩერდებოდა, პოლინამ პერანგები
მიჰყიდა. მარგარიტამ სკამი პოლინას შეაჩეჩა და თვითონ გათავისუფლდა.
ქალბატონ დეფორჟს შეეძლო არ შეჩერებულიყო და მალე გაეშვა დენიზი, მაგრამ
ეტყობა, სიამოვნებდა მის უკან უსიტყვოდ მდგარი გოგონას ლოდინი. და
ამიტომაც ქალბატონ მარტისთან ერთად ისიც ათვალიერებდა საქონელს.
ახალდაბადებული ბავშვების მზითვის ნახვამ აღტაცებაში მოიყვანა ქალები,
თუმცა იქ არაფერი უყიდიათ. შემდეგ ქალბატონი მარტი კვლავ აჰყვა ცდუნებას:
ჯერ შავი ატლასის კორსეტი მოეწონა და იყიდა, მერე ქურქის სამკლავურები,
რომელიც ფასდაკლებით იყიდებოდა, რაკი სეზონური საქონელი არ იყო, შემდეგ
რუსული მაქმანები შეიძინა სუფრის თეთრეულის გასაწყობად. სკამზე ტევა არ
იყო, პაკეტები პაკეტებს ემატებოდა, სკამი ჭრიალებდა და უფრო და უფრო
მძიმდებოდა. გამყიდველი ქალები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,
ძლივსღა მიათრევდნენ.

– აქეთ წამობრძანდით, ქალბატონო, – ამბობდა დენიზი ყოველი შეჩერების


შემდეგ და ერთხელაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება.

269
– ეს ხომ უაზრობაა! – წამოიძახა ქალბატონმა დეფორჟმა, – ნეტავი როდემდე
უნდა ვიაროთ ასე? კაბები და კოსტიუმები პალტოების გვერდით ვერ
მოათავსეს? ნამდვილი დომხალია და მეტი არაფერი!

ქალბატონი მარტი თვალებდაჭყეტილი უყურებდა ამ მდიდრულ საქონელს და


გაბრუებული იმეორებდა:

– ღმერთო ჩემო, რას მეტყვის ქმარი! თქვენ მართალი ხართ, ამ მაღაზიაში დიდი
არეულობაა, ადამიანს გზა-კვალი ერევა და სისულელეს სჩადის.

კიბით დიდ მოედანზე ძლივს გაეტია სკამი, მაგრამ მურეს მთელი მოედანი აევსო
ფუფუნების საგნებით: მოვარაყებული თუთიის თასებითა და ლიქიორის
დასადგმელებით. მისი აზრით, გასასვლელი ცარიელი იყო და დიდი ჭედვა არ
შეიქმნებოდა. გარდა ამისა, ერთ გამყიდველს დაავალა მაგიდა დაედგა იაპონური
და ჩინური იაფფასიანი ნივთებით, რომლებსაც მყიდველი ქალები ხელიდან
აგლეჯდნენ ერთმანეთს. წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და
მურე ფიქრობდა, ასეთი ნივთებით ვაჭრობა გაეფართოებინა. ქალბატონი მარტის
სკამი ახლა უკვე ორ მსახურს მოჰქონდა მესამე სართულზე. ქალმა ამასობაში
სპილოს ძვლის ექვსი ღილი, აბრეშუმის ნაჭრისგან გაკეთებული თაგვი და
ფრანგული მინანქრით დაფარული სასანთლე იყიდა.

მეორე სართულზე მოგზაურობა კვლავ განახლდა. დენიზი ფეხზე ძლივს იდგა,


თუმცა გარეგნულად მშვიდად, თავაზიანად გამოიყურებოდა. დეკორატიული
ქსოვილების სექციაში მას კვლავ მოუხდა ლოდინი. ქალბატონ მარტის მშვენიერი
კრეტონი მოეწონა. შემდეგ ავეჯის განყოფილებაში სამუშაო მაგიდამ მოხიბლა,
ხელები უკანკალებდა და სიცილით ეხვეწებოდა ქალბატონ დეფორჟს,
დამიშალეთ, ნუღარაფერს მაყიდვინებთო. სწორედ ამ დროს ქალბატონი გიბალი
შემოხვდათ ხალიჩების სექციაში. იგი ხუთი დღის წინ ნაყიდ აღმოსავლური
პორტიერების დასაბრუნებლად მოსულიყო და ახალ მაღალ-მაღალ გამყიდველს
ელაპარაკებოდა. ეს ყმაწვილი თავისი ძლიერი მკლავებით ისეთ ტვირთს
ატრიალებდა დილიდან საღამომდე, რომელსაც ხარიც კი ვერ მოერეოდა. მას,
რასაკვირველია, თავზარი დაეცა, როცა საქონელი დაუბრუნეს, რადგან ამით
პროცენტები აკლდებოდა და ამიტომაც შეეცადა, მყიდველი ქალი უხერხულ
მდგომარეობაში ჩაეგდო, ვითომ ეჭვობდა, ამ ამბავს კარგი სუნი არ უდისო. იქნებ
პორტიერები მეჯლისისთვის დასჭირდა ქალს და იმის ნაცვლად რომ ავეჯის
გადამკვრელთან ერთი ღამით დაექირავებინა, გადაწყვიტა «ქალთა

270
ბედნიერებიდან» ცოტა ხნით წავიღებ და შემდეგ დავაბრუნებო. მან იცოდა,
ბურჟუაზიულ ოჯახებში ხშირად იქცეოდნენ ასე, ხელმომჭირნეობის გამო.
გამყიდველმა უთხრა ქალბატონ გიბალს, რაღაც საფუძველი მაინც უნდა
გქონდეთ ნაყიდი ნივთის დასაბრუნებლადო, იქნებ ნახატი ან ფერი არ მოგწონთ,
შემიძლია, სხვა გაჩვენოთ. ფართო ასორტიმენტი გვაქვსო. ქალბატონი გიბალი
დედოფლური იერით ისმენდა მის ნართაულებს და ბოლოს მშვიდად უპასუხა,
პორტიერები არ მომწონს, მორჩა და გათავდაო. დაწვრილებითი პასუხის ღირსი
არ გახადა, არც სხვა პორტიერის ნახვა მოისურვა. გამყიდველი იძულებული
გახდა, დაეთმო, რადგან ნაბრძანები ჰქონდათ, ნახმარი საქონელიც მიეღოთ უკან.

ქალებმა ეს განყოფილებაც უკან მოიტოვეს. ქალბატონი მარტი ისე იტანჯებოდა


სამუშაო მაგიდის ყიდვის სურვილით (თუმცა იგი სრულიად არ სჭირდებოდა),
რომ ქალბატონმა გიბალმა მისთვის ჩვეული სიმშვიდით ურჩია:

– თუ ასე ძალიან გინდათ, იყიდეთ... არ მოგეწონებათ და დააბრუნებთ! ხომ


ნახეთ, რა ადვილი საქმეა? უბრძანეთ, სახლში წაიღონ, დადეთ სასტუმრო
ოთახში, ერთხანს დატკბით მისი ცქერით და როცა მოგბეზრდებათ, დააბრუნეთ!

– დიდებული აზრია! – წამოიძახა ქალბატონმა მარტიმ, – თუ ქმარი


გამიბრაზდება, რაც ვიყიდე, ყველაფერს დავაბრუნებ.

რაკი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა, რაც კი მოეწონებოდა, ყველაფერს


ყიდულობდა. გულის სიღრმეში კი გადაწყვეტილი ჰქონდა, უკან არაფერი
დაებრუნებინა. არ ეკუთვნოდა ქალთა იმ ჯგუფს, რომელიც ადვილად თმობს
რაიმე ნივთს.

ბოლოს, როგორც იქნა, კაბებისა და კოსტიუმების სექციასაც მიაღწიეს. დენიზმა


ქალბატონი დეფორჟის ნაყიდი ფულიარი ერთ-ერთ გამყიდველს გადასცა და
წასვლა დააპირა, მაგრამ ანრიეტამ განუცხადა, გადავწყვიტე, ღია ნაცრისფერი
მანტო ვიყიდოო, დენიზი იძულებული გახდა, დაეცადა და მზა ტანსაცმლის
განყოფილებაში უკანვე მიეცილებინა. დენიზი მშვენივრად გრძნობდა, რომ ამ
ამაყ კლიენტს მისი დამცირება ჰქონდა განზრახული და მოახლესავით ექცეოდა,
მაგრამ თავის თავს ფიცი მისცა, ეს კაპრიზიც შეესრულებინა მისთვის და თავისი
მოვალეობაც მოეხადა. მიუხედავად შელახული თავმოყვარეობისა, მიუხედავად
აღშფოთებისგან აძგერებული გულისა, მაინც მშვიდად იდგა და იცდიდა. ამ
სექციაშიც ქალბატონმა დეფორჟმა, რა თქმა უნდა, არაფერი იყიდა.

271
– დედა, – წამოიძახა ვალენტინამ, – შეხედე ამ კოსტიუმს, მგონი, ჩემი ზომისაა!

ქალბატონი გიბალი ჩურჩულით უხსნიდა მეგობარს თავის ტაქტიკას: როცა


რომელიმე კაბა მაღაზიაში მომეწონება, მაშინვე სახლში გავაგზავნინებ, თარგს
ავიღებ, ხოლო კაბას უკანვე ვაბრუნებო. ქალბატონმა მარტიმ სასწრაფოდ უყიდა
შვილს კოსტიუმი და თქვა:

– ჩინებული აზრია, ძალიან პრაქტიკული ქალი ყოფილხართ, ქალბატონო!

იძულებული გახდნენ, სკამი ავეჯის განყოფილებაში დაეტოვებინათ. სამუშაო


მაგიდასთან ერთად, ტვირთი მეტისმეტად მძიმე იყო და სკამის უკანა ფეხები
სადაცაა გადატყდებოდა. გადაწყვიტეს, ნაყიდი ნივთები ერთ სალაროში
დაეგროვებინათ და შემდეგ სახლში მიტანის განყოფილებაში ჩაეტანათ.

დენიზის თანხლებით ქალები ისევ შეუდგნენ მოგზაურობას, კვლავ შემოიარეს


სექციები, კიბე, გალერეები, ხვდებოდნენ ნაცნობებს, ჩერდებოდნენ.
სამკითხველო სალონთან ქალბატონ ბურდელეს და მის სამ შვილს შეეფეთნენ,
ბავშვებსაც პაკეტები ეჭირათ ხელში: მადლენას კაბა ამოეჩარა იღლიაში, ედმონს
პატარა ფეხსაცმელების მთელი კოლექცია მოჰქონდა, ხოლო ლუსიენს ახალი კეპი
ეხურა.

– შენც აქ ხარ? – ჰკითხა ქალბატონმა დეფორჟმა პანსიონის ამხანაგს.

– ნუ მეტყვი! – წამოიყვირა ქალბატონმა ბურდელემ, – გაცოფებული ვარ... ახლა


ბავშვების წყალობით ჩაგვიგდეს ხელში! შენც კარგად იცი, სისულელეებში ფულს
არასდროს ვხარჯავ, მაგრამ ბავშვებს როგორ ვუთხრა უარი. ვიფიქრე, ბავშვებს
ცოტა ხნით გავასეირნებ-მეთქი, მე კი მთელი მაღაზია გავცალე!

მურე იქვე იდგა ვალანიოსკთან და ბატონ დე ბოვთან ერთად და ღიმილით


უგდებდა ყურს ამ საუბარს. ქალმა იმწამსვე შენიშნა მურე და მხიარულად
მოჰყვა წუწუნს. გულის სიღრმეში მართლა იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ
დედებს სუსტი ადგილი უპოვეს და მახე დაუგეს. აღშფოთებული ვარ, ასე
ქარაფშუტულად რომ ავყევი თქვენს რეკლამებსო, ეუბნებოდა მურეს, რომელიც
ღიმილით უქნევდა თავს და უხაროდა ეს გამარჯვება. ბატონმა დე ბოვმა
ათასგვარი ხერხი იხმარა, რომ ქალბატონ გიბალს მიახლოებოდა, ბოლოს უკან

გაჰყვა, ცდილობდა, ვალანიოსკი როგორმე მოეშორებინა თავიდან, მაგრამ


ახალგაზრდა კაცი ისე იყო დაღლილი ამდენი აყალმაყალით, კარისკენ

272
მიემართებოდა და მალე კიდეც დაეწია გრაფს. დენიზი ისევ ელოდა ქალებს,
ზურგშექცევით იდგა მურესგან, რომელსაც ისე ეჭირა თავი, თითქოს მის იქ
ყოფნას ვერ ამჩნევდა. ეჭვიანი ქალისთვის დამახასიათებელი ფაქიზი
ინსტინქტით ქალბატონი დეფორჟი მაშინვე მიხვდა მურეს ტაქტიკას და სანამ
მურე თავაზიანად იხდიდა მაღაზიის პატრონის მოვალეობას და მას ბაასით
მიაცილებდა, ქალი იმაზე ფიქრობდა, როგორ გამოეაშკარავებინა ღალატში. წინ
გრაფი დე ბოვი, ვალანიოსკი და ქალბატონი გიბალი მიდიოდნენ. ისინი
მაქმანების სექციას მიუახლოვდნენ, რომელიც მზა ტანსაცმლის სექციის
გვერდით იყო და ჩუქურთმებიანი მუხის უჯრებიანი კარადებით მოწყობილ
მდიდრულ სალონს წარმოადგენდა. წითელი ხავერდით გადაკრულ სვეტებზე
თეთრი მაქმანები სპირალურად ეხვია. დარბაზის ერთი ბოლოდან მეორემდე
გიპიური გადაეჭიმათ, დახლებზე ვალანსური და მალინის მაქმანებით სავსე
მუყაოს ყუთების მთელი ზვინი ელაგა. დარბაზის სიღრმეში მოვარდისფრო-
სოსანისფერი აბრეშუმის ტრანსფარანტის წინ, რომელზედაც დელოში
შანტილიის ნაჭრებს ადებდა, ორი ქალი იჯდა, უსიტყვოდ ათვალიერებდნენ
მაქმანებს და ვერ გადაეწყვიტათ, რომელი აერჩიათ.

– როგორ! – წამოიყვირა გაკვირვებულმა ვალანიოსკმა, – აკი ამბობდით,


ქალბატონი დე ბოვი შეუძლოდააო... აგერ არ ზის, მადმუაზელ ბლანშთან
ერთად?

გრაფი შეკრთა და ქალბატონ გიბალს ალმაცერად გახედა:

– ერთი დახედეთ, მართლა აქ არ არიან? – თქვა მან.

დარბაზში საშინელი სიცხე იყო. ქალებს სუნთქვა ეკვროდათ და სახე


გაჰფითრებოდათ, თვალები მაინც უელვარებდათ, იტყოდით, მთელი სექციის
ცდუნებები ამ უკანასკნელი ცდუნებით დაგვირგვინდაო. აქ იყო საბოლოო
დაცემის სარეცელი, ის კუთხე, სადაც ყველაზე ძლიერნიც კი ფარ-ხმალს ყრიდნენ.
აცახცახებული ხელები მაქმანის უძირო ზღვაში ეფლობოდა და მისი შეგრძნებით
თვრებოდა.

– ჩემი აზრით, ქალბატონები გაკოტრებენ, გრაფო! – უთხრა ვალანიოსკმა,


რომელსაც ამ ოჯახის წევრების მოულოდნელი შეხვედრა ართობდა.

გრაფმა დე ბოვმა ისე ჩაიქნია ხელი, თითქოს ამბობდა, ჩემი ცოლის


თავშეკავებულობაში ეჭვი არ მეპარება, მით უმეტეს, ერთ ზედმეტ კაპიკს არ

273
ვაძლევო. ქალბატონ დე ბოვს და მის ქალიშვილს ისე შემოევლოთ მთელი
სექციები, არაფერი ეყიდათ და ამ დაუკმაყოფილებელი სურვილით გაგიჟებული
ქალი ახლა მაქმანების სექციაში იკლავდა ჟინს. დაღლილობისგან ფეხზე ძლივს
იდგა, მაგრამ დახლს მაინც ვერ შორდებოდა, მაქმანის ზვინში ხელებს
აფათურებდა, მთელი სხეული მოსდუნებოდა და გაოფლიანებოდა. როცა
ქალიშვილი გვერდით მიბრუნდა, ხოლო გამყიდველი იქ აღარ იდგა, ქალბატონმა
დე ბოვმა ალანსური მაქმანის დამალვა დააპირა მანტოს სახელოში, მაგრამ
მაშინვე გაუშვა ხელი, რადგან ვალანიოსკის მხიარული შეძახილი მოესმა და
შეკრთა.

– ხომ დაგიჭირეთ, ქალბატონო!

ქალი გაფითრდა, ენა ჩაუვარდა, შემდეგ ერთბაშად გამოერკვა, მიხვდა, რასაც


ეუბნებოდა ვალანიოსკი და თქვა, უკეთ ვიგრძენი თავი და სუფთა ჰაერზე
მომინდა გასეირნებაო. როცა მისი ქმარი და ქალბატონი გიბალი ერთად დაინახა,
ისე ქედმაღლურად შეხედა ორივეს, რომ ქალბატონი გიბალი იძულებული გახდა,
თავი გაემართლებინა:

– ქალბატონ დეფორჟთან ერთად მაღაზიაში დავსეირნობდი, როცა თქვენი


მეუღლე და ბატონი ვალანიოსკი შეგვხვდნენ.

ამ დროს მართლაც გამოჩდნენ სხვა ქალებიც, მურეს შეეჩერებინა გზაზე.


უნდოდა, ინსპექტორი ჟუვი დაენახვებინა თურმე, იგი ფეხმძიმე ქალს და მის
მეგობარს უთვალთვალებდა ისევ. ძალიან საინტერესო ამბავია, თქვა მურემ
მაქმანების სექციაში შემოსვლისას. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ქურდბაცაცა ქალს
ვიჭერთ ამ სექციაშიო. ქალბატონი დე ბოვი ყურს უგდებდა და თან ფიქრობდა, რა
სანახაობა იქნებოდა, ორ ჟანდარმს შორის რომ ვენახე ორმოცდახუთი წლის
მანდილოსანი, მდიდარი, მაღალი თანამდებობის პირის ცოლიო.

მაგრამ სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა, პირიქით, ნანობდა, როგორ ვერ


მოვახერხე მანტოს სახელოში მაქმანის დამალვაო. ამასობაში ჟუვს ფეხმძიმე
ქალის დაკავება გადაეწყვიტა, რადგან ისე მოხერხებულად ამოძრავებდა
თითებს, რომ ინსპექტორმა ბოროტმოქმედების ადგილას მისი დაჭერის იმედი
დაკარგა. იგი დარწმუნებული იყო, ქალს ჯიბეები სავსე ჰქონდა ნაქურდალი
ნივთებით, მაგრამ როცა გვერდზე გაიყვანა და გაჩხრიკა, ჟუვს შერცხვა, ვერც
ერთი ჰალსტუხი, ვერც ერთი ღილი ვერ უპოვა ქალს, სამაგიეროდ, მისი მეგობარი

274
სადღაც გამქრალიყო. ჟუვი მიხვდა ყველაფერს: სწორედ ის ქალი ქურდობდა,
ხოლო ფეხმძიმე მეგობარი თვალის ასახვევად მოეყვანა მაღაზიაში.

ამ ამბავზე ბევრი იცინეს მადილოსნებმა. ნირწამხდარმა მურემ ესღა თქვა:

– ამჯერად ძია ჟუვს აჯობეს ეშმაკობაში, მაგრამ არაფერია, მალე აიღებს რევანშს!

– არა მგონია! – დაასკვნა ვალანიოსკმა, – თქვენი ბრალია, მეგობარო, რად გინდათ


ამდენი საქონელი რომ გამოგიფენიათ? ახია თქვენზე, თუკი გაგძარცვავენ!
ძალიან გინდათ, ამ საცოდავ, უსუსურ ქალებს ცოდვა ჩაადენინოთ!

ეს სიტყვები ყალბ ნოტად გაისმა სექციების მთელი დღის გამოცოცხლებულ


ვაჭრობაში. ქალები ერთმანეთს დაშორდნენ, უნდოდათ, უკანასკნელად
შემოევლოთ გატენილი დახლები. ოთხი საათი იყო. ჩამავალი მზის სხივები
ირიბად იჭრებოდა ფასადის ფართო ფანჯრებში და ალმაცერად ანათებდა
დარბაზის მინიან ტიხრებს. ხალხის გაუთავებელი სიარულისგან დილიდანვე
დაყენებული მტვერი ოქროსფერი ღრუბელივით ადიოდა ხანძრის ამ ანარეკლში.
ცენტრალური გალერეა გამჭვირვალე ნისლით დაიფარა. ალისფერ ფონზე კიბე და
ხიდები – სივრცეში ჩამოკიდებული რკინის ეს მაქმანი მოჩანდა. ფრიზის მოზაიკა
და ქაშანური მკვეთრად ბრწყინავდა. ნახატების წითელი და ყვითელი ფერები
ვარაყით უხვად მოფენილ კედლებზე ლაპლაპებდა. დარბაზი კოცონს ჰგავდა,
სადაც ახლა ვიტრინები გუზგუზებდა. ხელთათმანებისა და ჰალსტუხების
სასახლე, მაქმანისა და ბაფთების ნაპერწკალთკონა, შალის ქსოვილთა და
კოლენკორის მაღალი ზვინები, ჰაეროვანი აბრეშუმითა და ფულიარით
აყვავებული ჭრელი ყვავილნარი ბზინავდა. სარკეები ლივლივებდა, ფარივით
მომრგვალებული ქოლგები, ლითონის ანარეკლს შორს ისროდნენ, ჩრდილის
ზოლის მიღმა დახლები ბრწყინავდა და მზის სხივით განათებული კლიენტებით
ფუთფუთებდა.

ვაჭრობის დრო იწურებოდა, და აი, ამ გახურებულ ჰაერში ქალები


გამეფებულიყვნენ, ერთი შეტევით აეღოთ სექციები და აყრილ-დაყრილ
საქონელთა შორის ისე დაბანაკებულიყვნენ, როგორც დამპყრობელთა ურდოები
ბანაკდებიან დაპყრობილ ქვეყნებში. ხელისუფალთა ტირანიით ექცეოდნენ
დაღლილობისგან წელმოწყვეტილ, ხმაურისგან დაყრუებულ გამყიდველებს,
რომლებიც უკვე მათ საკუთრებას წარმოადგენდნენ. ჩასუქებული ქალები
მუჯლუგუნებს არ იშურებდნენ. გამხდარი ქალები გათავხედებულიყვნენ,
ყველას მაღლა აეღო თავი და უხეშად იქნევდნენ ხელებს, შინაურულად
275
გრძნობდნენ თავს, დავიწყებოდათ ყოველგვარი ზრდილობა და მხოლოდ იმას
ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი წაეგლიჯათ მაღაზიიდან. მზად იყვნენ,
მტვერიც კი აელოკათ კედლებიდან. დანახარჯის ასანაზღაურებლად ქალბატონმა
ბურდელემ კვლავ წაიყვანა ბავშვები ბუფეტში. ახლა კლიენტი ქალები
გაშმაგებული მადით დაეწაფნენ სასმელ-საჭმელს. დედები ხარბად სვამდნენ
მალაგის ღვინოს. მაღაზიის გახსნის წუთიდან ოთხმოცი ლიტრი სიროფი და
სამოცდაათი ბოთლი ღვინო შეისვა. ქალბატონმა დეფორჟმა სამგზავრო მანტო
იყიდა და სალაროში სურათები მიიღო საჩუქრად. მაღაზიიდან წასვლისას
გადაწყვიტა, დენიზი როგორმე სახლში მიეყვანა, მურეს თანდასწრებით
დაემცირებინა და მათი სახის გამომეტყველებით საბოლოოდ დარწმუნებულიყო
თავის ეჭვებში. ამასობაში გრაფმა დე ბოვმა ხალხში შერევა მოახერხა და
ქალბატონ გიბალთან ერთად მაღაზიიდან გაქრა. ხოლო მისმა ცოლმა სახლში
წასვლის წინ დაიჩემა, წითელი ბურთი მეც მინდაო, თუმცა არაფერი უყიდია, ასე
რომ, ხელცარიელიც არ წავიდოდა მაღაზიიდან და თან მეკარის შვილიშვილის
გულსაც მოიგებდა. დახლთან, სადაც ბურთებს არიგებდნენ, კლიენტებმა
უკანასკნელი ბურთები მიიღეს. მაღაზიის თბილ ჰაერში აფრენილი ორმოცი ათასი
წითელი ღრუბელი უკვე მოსდებოდა პარიზის ყველა კუთხეს და ზეცისკენ
მიჰქონდა წარწერა: «ქალთა ბედნიერება”.

საათმა ხუთჯერ ჩამოკრა. მანდილოსნებიდან მხოლოდ ქალბატონი მარტი და


მისი ქალიშვილი ესწრებოდნენ ვაჭრობის უკანასკნელ ამოსუნთქვას,
დაღლილობისგან ცოცხალ-მკვდარნი მაინც ვერ მოშორებოდნენ დახლებს,
აღარაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ მაინც უბრუნდებოდნენ ერთსა და იმავე
სექციას, თითქოს ანდამატი იზიდავთო. ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ
ყველაფერს. ეს ის დრო იყო, როცა რეკლამით გამოწვეული აღტყინება და წეწვა-
გლეჯა ნელ-ნელა მშვიდდებოდა. სამოცი ათასი ფრანკი კედლებზე გაკრულ
აფიშებში დაიხარჯა, ორასი ათასი ფრანკის პრეისკურანტი გამოუშვეს,
სამაგიეროდ, ქალებს ქისები დაუცარიელეს და გააბრუეს, მათ აქამდე ვერ
დაევიწყებინათ მურეს ვაჭრობის ახალი სისტემა, ფასების დაკლება, საქონლის
დაბრუნება, თავაზიანი მოქცევა. ქალბატონი მარტი განუწყვეტლივ ჩერდებოდა
შეთავაზების მაგიდასთან, სადაც ხმაჩახლეჩილი ნოქრები მყიდველებს
უხმობდნენ. სალაროდან ესმოდა ოქროს წკრიალი. არც სარდაფში ჩაგორებული
პაკეტების ხმა გამოჰპარვია, სართულიდან სართულზე, სექციიდან სექციაში
დარბოდა, შემოიარა თეთრეულის, აბრეშუმის, ხელთათმანების, შალეულობის
სექციები, ყურს უგდებდა დაკიდებული კიბეებისა და გადებული ხიდების
276
ლითონის ზანზარს, უბრუნდებოდა მზა ტანსაცმლის, თეთრეულის, მაქმანების
სექციებს, შედიოდა ავეჯისა და ქვეშაგების განყოფილებაში და ყველგან
დაქანცული გამყიდველები – იუტენი და ფავიე, მინიო და ლიენარი, დელოში,
პოლინა და დენიზი – ხვდებოდნენ, რომლებიც ძალას იკრებდნენ, რომ ციებ-
ცხელების უკანასკნელი შეტევით შეპყრობილი კლიენტებისთვის კვლავ
წაეგლიჯათ გამარჯვება. ეს აღტყინება ისევე სწრაფად გაიზარდა, როგორი
სისწრაფითაც ახლაგახსნილი საქონლის ყუთები აბრუებდა ხალხს. ჩამავალი
მზის ხანძარი ხალხის ტალღას მოსდებოდა. ქალბატონი მარტი იმ ბავშვივით იყო
აღგზნებული და ანერვიულებული, რომელსაც ღვინო დაალევინეს, იგი ნათელი
თვალებითა და ქუჩის სიცივისგან აწითლებული სახით შემოვიდა მაღაზიაში,
მაგრამ ამ სიმდიდრისა და ამ მკვეთრი ფერების დანახვამ, რომელთა
განუწყვეტელი ციმციმი აგიჟებდა, თვალებში სხივიც ჩაუქრო და სახის კანიც
გაუცრიცა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა, შინ წასულიყო, მაგრამ, როცა
ნაყიდი საქონლის ანგარიშს დახედა, სახე ჩამოუგრძელდა, თვალები
მომაკვდავივით გაუფართოვდა და წაილუღლუღა, ყველაფერი შინ მომიტანეთ
და ფულს იქ გადაგიხდითო. კართან საშინელი ჭედვა იყო, ხალხი ჩხუბობდა,
ფასდაკლებულ საქონელს ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. ქალბატონი მარტი
ძლივს გავიდა გარეთ, როგორც იქნა, ქალიშვილი იპოვა, ძალაგამოცლილს ტანში
აჟრჟოლებდა.

საღამოს, როცა დენიზი სასადილოდან ამოდიოდა, მსახურმა შეაჩერა და უთხრა:

– მადმუაზელ, დირექციაში გთხოვენ.

მას სულ გადაავიწყდა, რომ დილით მურემ უბრძანა, სამუშაოს დამთავრების


შემდეგ ჩემს კაბინეტში შემოდითო. მურე ფეხზე იდგა და დენიზს ელოდა.
ოთახში შესვლისას დენიზმა კარი ღია დატოვა.

– მადმუაზელ, ჩვენ კმაყოფილი ვართ თქვენი მუშაობით, – დაიწყო მურემ, და


გვინდა, დაგიმტკიცოთ კიდეც ჩვენი კეთილგანწყობა... თქვენ იცით, რა უღირსად
მიგვატოვა ქალბატონმა ფრედერიკმა. ხვალიდან გამგის მოადგილის
თანამდებობაზე იმუშავებთ.

დენიზი გაოცებული უსმენდა. ბოლოს ხმის კანკალით უპასუხა:

– კი მაგრამ, ამ სექციაში ბევრი გამყიდველი ჩემზე ადრეა მოსული...

277
– მერე რა? – შეეკამათა მურე, – თქვენ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე სერიოზული
ხართ და ბუნებრივია, თუ არჩევანი თქვენზე შევაჩერეთ... განა უკმაყოფილო
ხართ?

დენიზი გაწითლდა. იგი ბედნიერი იყო და თან უხერხულობას გრძნობდა. მაგრამ


რაც მთავარია, შიში საბოლოოდ გაუქრა. ერთბაშად წარმოიდგინა, რა ჭორებს არ
შეთხზავდნენ ამ მოულოდნელი წყალობის გამო! გული მადლიერების გრძნობით
ჰქონდა სავსე, მაგრამ მაინც დაიბნა. მურე კი ღიმილით შესცქეროდა გოგონას,
მის დიდებულ ქერა თმას, მის სადა შავ კაბას, რომელსაც ერთი უბრალო
სამკაულიც არ ამშვენებდა. დენიზი ახლა უფრო ნაზი და გრაციოზული ეჩვენა,
თავისი თეთრი სახის კანით, ფაქიზი, დინჯი გარეგნობით. ცოტა ხნის წინ სუსტი,
შეუხედავი გოგონა, ახლა მომხიბვლელ, თავშეკავებულ და სულში ჩასაძვრენ
პატარა ქალად ქცეულიყო.

– არ ვიცი, თქვენს სიკეთეს რით გადავიხდი, ბატონო...

ერთბაშად სიტყვა გაუწყდა, კარში ბატონი ლომი იდგა. ჯანსაღი ხელით


უზარმაზარი ტყავის ჩანთა ეჭირა, ხოლო ხეიბარი მკლავით მკერდზე
ვეებერთელა პორტფელი მიეკრა. უკან ალბერი მოსდევდა სავსე ჩანთებით.

– ხუთას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ათი ფრანკი და ოცდაათი სანტიმი! –


დაიყვირა მოლარემ, რომლის მოშვებული, გაცრეცილი სახე თითქოს ამ მსხვილი
თანხიდან არეკლილ სხივს გაესხივოსნებინა.

«ქალთა ბედნიერებას» თავისი არსებობის მანძილზე ასეთი დღიური შემოსავალი


არ ახსოვდა! შორს, სექციებიდან, რომლებიც ლომმა მძიმე ტვირთით
დამძიმებული ხარის ნაბიჯებით გამოიარა, გაოცებისა და სიხარულის გუგუნი
ისმოდა, რაც გიგანტურ შემოსავალს გამოეწვია.

– ჩინებულია! – თქვა აღფრთოვანებულმა მურემ, – აქ დააწყვეთ, ძვირფასო ლომ.


ახლა კი დაისვენეთ, ფერი აღარ გადევთ სახეზე. მე ამ ფულს ცენტრალურ
სალაროში წავიღებ. დიახ, დიახ, ჩემს საწერ მაგიდაზე დაყარეთ! მინდა, თვალწინ
მქონდეს ამ ფულის გროვა.

მურეს ბავშვივით უხაროდა. მოლარემ და მისმა ვაჟმა ტვირთი მოიხსნეს. ტყავის


ჩანთიდან ოქროს სუფთა წკრიალი მოისმა, დატენილი ორი ტომრიდან ვერცხლი
და სპილენძი გადმოცვივდა, პორტფელიდან ქაღალდის ფული გამოჩნდა. ათი

278
საათის განმავლობაში დაგროვილმა სიმდიდრემ დიდი საწერი მაგიდის ერთი
კუთხე დაფარა.

ლომი და ალბერი ოფლის წმენდით გავიდნენ კაბინეტიდან. მურე ერთხანს


უძრავად იდგა და დაბნეული უყურებდა ფულს. შემდეგ თავი ასწია და როცა
განზე გამდგარი დენიზი შეამჩნია, ღიმილი კვლავ აუკიაფდა სახეზე. მან დენიზი
მოიხმო და უთხრა, რასაც მუჭში მოიმწყვდევთ, იმდენ ოქროს გაჩუქებთო. ამ
ხუმრობაში სასიყვარული კავშირის დადების ფარული აზრი იყო ჩაქსოვილი.

– მიდით, ჩანთიდან აიღეთ! ისეთი პატარა ხელი გაქვთ, ნაძლევს დავდებ, ათას
ფრანკზე მეტს ვერ წაიღებთ!

დენიზმა უკან დაიხია. ნუთუ მურეს იგი უყვარს? ერთბაშად ყველაფერს მიხვდა,
თვალწინ დაუდგა, როგორ აღგზნებულად უყურებდა ხოლმე მაღაზიაში
დაბრუნების შემდეგ. მაგრამ ყველაზე უფრო საკუთარმა აღელვებამ გააკვირვა,
გული ისე უძგერდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობსო. ასე რატომ
შეურაცხყო და ფული რატომ შესთავაზა? იგი ხომ ისედაც თანახმაა, უსაზღვროდ
ყველაფერი დაუთმოს? მურე ნელ-ნელა უახლოვდებოდა და თან ხუმრობდა.
მაგრამ ბურდონკლის გამოჩენამ გუნება წაუხდინა. ბურდონკლმა მოირბინა,
უნდოდა, საჩქაროდ ეცნობებინა «ბედნიერებაში» იმ დღეს მოსულ კლიენტთა
რიცხვი. ერთ დღეში სამოცდაათი ათასი კლიენტი! ერთ დღეში სამოცდაათი ათასი
მყიდველი მოსულიყო მათ მაღაზიაში. დენიზმა ერთხელ კიდევ გადაუხადა
მურეს მადლობა და სასწრაფოდ გავიდა.

X
აგვისტოს პირველ კვირადღეს მაღაზიაში აღწერა დაიწყეს. თანამშრომლები
ჩვეულებისამებრ დილიდანვე გამოცხადდნენ და შეუდგნენ მუშაობას.

დენიზი არ ჩასულა ქვემოთ სხვა გამყიდველებთან ერთად. ხუთშაბათიდან არ


გამოსულა ოთახიდან, რადგან სახელოსნოში ასვლისას ფეხი იღრძო. ახლა
გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ რაკი ქალბატონი ორელი ანებივრებდა,
ისიც არ ჩქარობდა, გაჭირვებით ჩაიცვა ფეხზე და გადაწყვიტა, სექციაში
აუჩქარებლად ჩასულიყო. გამყიდველი ქალების ოთახები ახალი შენობის მეექვსე
279
სართულზე იყო განთავსებული, მონსინის ქუჩის გასწვრივ. სამოციოდე ოთახი
წინანდელზე კომფორტულად მოეწყოთ, თუმცა ავეჯი თითქმის არ შეუცვლიათ.
ისევ რკინის საწოლი, კაკლის დიდი კარადა და ტუალეტის მაგიდა.
გამყიდველები ახლა უფრო კარგად ცხოვრობდნენ, ხმარობდნენ ძვირფას საპონსა
და თხელ საცვლებს და იმის მიხედვით, რაც უფრო უმჯობესდებოდა მათი
პირობები, ბურჟუაზიული ცხოვრებისადმი მისწრაფება უფრო ეზრდებოდათ.
მაგრამ უხეში გამოთქმები და დილა-საღამოს ორპირი ქარისგან კარის ჯახუნი
ისევ ხშირ-ხშირად მოისმოდა. როგორც სექციის გამგის მოადგილეს, ყველაზე
დიდი ოთახი დენიზს ერგო. მანსარდაზე გამავალი ორი ფანჯარა ქუჩას
გადაჰყურებდა. გოგონას მატერიალური პირობები გაუმჯობესდა და ზოგიერთი
ნივთიც შეიძინა: იყიდა ბუმბულის წითელი საბანი, გიპიურის გადასაფარებელი,
კარადასთან ნოხიც დააგო, ხოლო ტუალეტის მაგიდისთვის ყვავილების ცისფერი
შუშის ორი ლარნაკი შეიძინა.

დენიზმა ფეხზე ჩაიცვა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ოთახში. თან ავეჯს


ეყრდნობოდა, რადგან ჯერ კიდევ კოჭლობდა. არა უშავს, გაივლისო, გაიფიქრა
მან. სწორად მოიქცა, უარი რომ შეუთვალა ძია ბოდიუს მასთან სადილად
მისვლაზე. სიარულს, რასაკვირველია, ვერ შეძლებდა. ბიცოლას დაუბარა, პეპე
თქვენ წამოიყვანეთ პანსიონიდანო. დენიზი ფრთხილად განაგრძობდა სიარულს
და ფიქრობდა, საღამოს ადრე ჩავწვები ლოგინში და ფეხს დავასვენებო. ამ დროს
კარზე დაუკაკუნეს, ზედამხედველმა, ქალბატონმა კაბენმა საიდუმლოებით
მოცული სახით წერილი გადასცა. როცა კარი დაიხურა, ქალის თავშეკავებული
ღიმილით გაოცებულმა დენიზმა კონვერტი გახსნა და სკამზე დაეშვა: წერილი
მურესგან იყო. იგი წერდა, მოხარული ვარ, უკეთ რომ გრძნობთ თავს და თუ
ჯერჯერობით ოთახიდან გასვლა არ შეგიძლიათ, გთხოვთ, საღამოს ჩემთან
ჩამოხვიდეთ და ერთად ვისადილოთო. ბარათი ფამილიარული და თან
მზრუნველი ტონით იყო დაწერილი და არაფერი შეურაცხმყოფელი არ
იგრძნობოდა. მაგრამ თავის მოტყუება ზედმეტი იყო: «ქალთა ბედნიერებაში»
კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა ასეთი მიპატიჟება. ამის შესახებ ლეგენდებსაც
ჰყვებოდნენ: კლარა თუ სხვა გამყიდველი, რომელსაც კი დირექტორი
ამოირჩევდა, მასთან სადილობდა, ხოლო ნასადილევს, როგორც ნოქრები
ენამახვილობდნენ, დესერტს შეექცეოდნენ. დენიზს გაფითრებულ ღაწვებზე
სისხლი მოაწვა, ბარათი ხელიდან გაუვარდა, გული მაგრად უძგერდა,
ფანჯრიდან შემოსულ მკვეთრ შუქს თვალი მიაპყრო და გაირინდა. სწორედ ამ
ოთახში, ერთ-ერთ უძილო ღამეს გამოუტყდა საკუთარ თავს: თუკი მურეს
280
დანახვაზე ცახცახებდა, ეს უკვე შიშით არ იყო გამოწვეული. ახლა მან ისიც
იცოდა, რომ წინანდელი შიშიც და აფორიაქებაც სიყვარულის მიზეზი იყო. რატომ,
როდის მოხდა ეს, არ ახსოვდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მუდამ უყვარდა იგი. დიახ,
პირველივე შეხვედრის დღიდან, როცა მის დანახვაზე შეკრთა და აცახცახდა. მას
იგი უყვარდა სწორედ მაშინ, როცა მისი ეშინოდა, როცა სასტიკ უფროსად
თვლიდა. უყვარდა მაშინაც, როცა სიყვარულით გატაცებული იუტენზე
ოცნებობდა. მაგრამ იგი კიდევაც რომ შემცდარიყო ვინმესთან, ამ კაცის მეტი
მაინც არავინ ეყვარებოდა, მის ერთ შემოხედვაზე მთელ ტანში ჟრუანტელი
უვლიდა. მთელი წარსული ცოცხლად წარმოიდგინა, ნათლად გადაეშალა
თვალწინ: პირველ ხანებში გადატანილი გაჭირვება, ტიულრის პარკში წაბლის
ხეების ჩრდილში სეირნობა და ბოლოს მურეს აღტყინებული თვალები,
რომლითაც იგი «ქალთა ბედნიერებაში» დაბრუნებულ დენიზს შესცქეროდა.
წერილი იატაკზე ეგდო. დენიზი კი ისევ მიშტერებოდა ფანჯარას, თუმცა მზის
შუქი თვალებს სჭრიდა.

კარზე დააკაკუნეს. დენიზმა სწრაფად აიღო წერილი და ჯიბეში ჩაიდო. პოლინა


იყო, რაღაც მოუმიზეზებია და სექციიდან გამოპარულა, უნდოდა ცოტა ხანს
ემუსაიფა მეგობართან.

– უკეთ ხართ, საყვარელო?.. რამდენი ხანია არ გვისაუბრია!

რაკი ერთმანეთის ოთახებში შესვლა და მით უმეტეს, შიგნით ჩაკეტვა


ეკრძალებოდათ, დენიზმა დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა მეგობარი, სადაც,
დირექტორის გულკეთილობის წყალობით, სალონი მოეწყოთ გამყიდველი
ქალებისთვის. აქ საშუალება ჰქონდათ, ღამის თერთმეტ საათამდე ესაუბრათ ან
ხელსაქმით დაკავებულიყვნენ. ამ თეთრ, მოვარაყებულ ოთახში, რომელიც
ბანალური სიცარიელით ძალიან წააგავდა სასტუმროს დარბაზს, იდგა პიანინო,
შუაში მრგვალი მაგიდა, კედლების გასწვრივ თეთრშალითიანი რამდენიმე
სავარძელი და დივანი. გამყიდველებმა რამდენიმე საღამო კი გაატარეს ერთად,
მაგრამ შემდეგ ისე არ შემოვიდოდნენ ამ ოთახში, რომ მწარე სიტყვა არ ეთქვათ
ერთმანეთისთვის. ასე რომ, უკანასკნელ ხანებში მისაღებ სალონს მხოლოდ
კორსეტების სექციის გამგის მოადგილე, მისს პიელი ეწვეოდა ხოლმე
საღამოობით. იგი აუღელვებლად უკრავდა შოპენს, ხოლო მისი ნიჭით შურით
ავსილი გამყიდველი ქალები მაშინვე გარბოდნენ ოთახიდან.

281
– როგორც ხედავთ, ფეხი თითქმის მომირჩა და სექციაში ვაპირებ ჩასვლას, –
უთხრა დენიზმა პოლინას.

– ნეტავი თქვენ, მოგცლიათ! – წამოიძახა თეთრეულის გამყიდველმა, – რატომ


იჩენთ ასეთ გულმოდგინებას? ოჰ, ოღონდ საბაბი მქონდეს და მე ვიცი, როგორც
ვინებივრებდი!

დივანზე ჩამოსხდნენ. მას შემდეგ, რაც დენიზი სექციის გამგის მოადგილედ


დანიშნეს, პოლინა სულ სხვა თვალით უყურებდა მეგობარს. ჩვეულ
გულთბილობას მოწიწება დაემატა. იგი გაოცებით უკვირდებოდა ამ სუსტ,
პატარა ქალს და დარწმუნებულიც იყო მის მომავალ წარმატებაში. დენიზს
ძალიან უყვარდა პოლინა და მაღაზიაში მომუშავე ორასი ქალიდან მხოლოდ მას
ენდობოდა.

– რა მოგივიდათ? – ჰკითხა პოლინამ, როგორც კი დენიზს დაბნეულობა შეამჩნია.

– არაფერი, – ნაძალადევი ღიმილით უპასუხა მან.

– არა, არა, რაღაც გაწუხებთ... ნუთუ აღარ მენდობით? რატომ არ გინდათ,


გამიზიაროთ თქვენი დარდი?

დენიზი აღელვებას ვერ ფარავდა და ამიტომ იძულებული იყო, დაეთმო. ჯიბიდან


წერილი ამოიღო და მიაწოდა.

– აი, წაიკითხეთ! – უთხრა მან, – ეს-ეს არის, წერილი მივიღე მისგან.

მეგობრებს ბევრჯერ უსაუბრიათ მურეზე, მაგრამ მისი სახელი არასოდეს


უხსენებიათ, თუმცა ეს დუმილიც მათი საიდუმლოების აღიარება იყო. პოლინა
ყველაფერს ხედავდა, ახლა წერილი გადაიკითხა, დენიზი გულზე მიიკრა, წელზე
მოხვია ხელი და ხმადაბლა უთხრა:

– ჩემო საყვარელო, გულწრფელად უნდა ვაღიარო, მე მეგონა, ეს უკვე დიდი


ხანია მოხდა. ნუ ჯავრობთ! გარწმუნებთ, მთელი მაღაზია ჩემსავით ფიქრობს. ასე
სწრაფად გამგის მოადგილედ დაგნიშნავდათ? გარდა ამისა, ყოველ წუთს თქვენ
ირგვლივ ტრიალებს, ეს კი თვალებს სთხრის ყველას.

მან მაგრად აკოცა დენიზს და ჰკითხა:

– რა თქმა უნდა, ამ საღამოს წახვალთ, ხომ ასეა?


282
დენიზი უყურებდა მეგობარს და ხმას არ იღებდა. შემდეგ მხარზე დაადო თავი და
აქვითინდა. პოლინა გაოცდა.

– დამშვიდდით, აქ ისეთი არაფერია, რომ ნერვები აიშალოთ!

– არა, არა, თავი დამანებეთ... – ბუტბუტებდა დენიზი, – რომ იცოდეთ, როგორ


ვიტანჯები! როცა ეს წერილი მივიღე, ასე მეგონა, სიცოცხლის რამდენიმე წელი
დავკარგე... უნდა ვიტირო, იქნებ, გულზე მომეშვას.

პოლინა აღელვებული უსმენდა, ვერაფერი გაეგო და თანაც ცდილობდა, როგორმე


დაემშვიდებინა მეგობარი: ჯერ ერთი, კლარას თავი დაანება, აღარ ხვდება,
ამბობენ, ვიღაც ქალთან დადისო, მაგრამ ნამდვილად არავინ არაფერი იცის.
გარდა ამისა, ასეთი დიდი

მდგომარეობის მამაკაცზე ეჭვიანობა ვის გაუგონია? მთავარი ისაა, რომ იგი ჩვენი
უფროსია და ბევრი ფული აქვსო, – არწმუნებდა პოლინა.

დენიზი ყურს უგდებდა და თუკი აქამდე ვერ გრძნობდა, როგორ ძალიან


უყვარდა მურე, ახლა, როცა კლარა და ქალბატონი დეფორჟი უხსენეს, თითქოს
ლახვარი ჩასცეს გულშიო, და მიხვდა, რომ გაგიჟებით უყვარდა: ყურებში კლარას
საზარელი ხმა ესმოდა, თვალწინ დაუდგა ქალბატონი დეფორჟი, ამრეზილი
სახით რომ დაათრევდა მას მაღაზიაში.

– ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავით, წახვიდოდით? – ჰკითხა მან ბოლოს.

– რასაკვირველია, აბა, როგორ?! – არც დაფიქრებულა, ისე წამოიყვირა ქალმა და


შემდეგ დაუმატა: – ახლა, რა თქმა უნდა, არა... მაგრამ წინათ... ახლა ბოჟეს
მივყვები ცოლად, და ასეთი საქციელი უღირსი იქნებოდა!

ბოჟე ცოტა ხნის წინ «ბედნიერებაში» გადმოსულიყო «ბონმარშედან» და


რამდენიმე კვირის შემდეგ პოლინას შერთვას აპირებდა. ბურდონკლს არ
უყვარდა ცოლ-ქმრის მაღაზიაში გაჩერება, მაგრამ მაინც მისცა ნებართვა. წყვილს
იმედი ჰქონდა, ორკვირიან შვებულებასაც მივიღებთო.

– ხომ ხედავთ, – შეეკამათა დენიზი, – როცა მამაკაცს ქალი უყვარს, ცოლად


ირთავს მას! ხომ გირთავთ ბოჟე?

პოლინამ გულუბრყვილოდ გაიცინა.

283
– კი მაგრამ, ჩემო საყვარელო, ეს სულ სხვა საქმეა. ბოჟე იმიტომ მირთავს
ცოლად, რომ ბოჟეა, ჩემი ტოლი და სწორია! ასე რომ, ეს ბუნებრივი ამბავია,
ხოლო ბატონი მურე... განა შეიძლება, რომ ბატონმა მურემ თავისი გამყიდველი
ცოლად შეირთოს?

– არა, არა, – შეჰყვირა დენიზმა, რომელიც ასეთმა უაზრო შეკითხვამ ააღელვა, – რა


თქმა უნდა, არა... მაგრამ სწორედ ამიტომ არ უნდა მოეწერა ასეთი წერილი.

დენიზის მსჯელობამ სულ დააბნია თეთრეულის გამყიდველი. მსუქან სახეზე და


პატარა, კეთილ თვალებში სიბრალული გამოეხატა. იგი წამოდგა. პიანინოს თავი
ახადა და უხერხულობისგან თავის დასაღწევად, ჩუმად, ცალი თითით «მეფე
დაგობერის» დაკვრა დაიწყო. ოთახში, რომელიც თეთრი შალითების გამო
ცარიელი ჩანდა, ქუჩის ხმაური და მუხუდოს გამყიდველის მონოტონური,
გაბმული ყვირილი შემოდიოდა. დენიზი ტახტის ზურგს მიეყრდნო. ქვითინისგან
მთელი ტანი უცახცახებდა, ბოლოს კი ცხვირსახოცი პირთან მიიტანა, ტირილის
ხმის ჩასახშობად.

– ისევ! – წამოიძახა პოლინამ, როცა მისკენ მიბრუნდა, – ნამდვილად გაგიჟდით!


აქ რაღაზედ მომიყვანეთ? ჯობდა, თქვენს ოთახში დავრჩენილიყავით.

იგი დენიზის წინ ჩაცუცქდა და დამშვიდება დაუწყო: თქვენს ადგილას


ბედნიერად ჩავთვლიდი თავს... თუ არ გინდათ, ამაზე ადვილი რაა? საკმარისია,
უარი თქვათ და... ნერვებს ნუღარ იშლით, მაგრამ, გირჩევთ, სანამ ასეთ რისკზე
წახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით. გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს თქვენს
«არას»? მით უმეტეს, რომ არავისთან არ ხართ დაკავშირებული. ნუთუ ასეთ
საშინელებად მიგაჩნიათ ეს ამბავი, – ეკითხებოდა პოლინა, მხიარულად
ეჩურჩულებოდა და იცინოდა. ამ დროს დერეფანში ფეხის ხმა მოისმა. პოლინა
კარისკენ გაიქცა და გარეთ გაიხედა:

– ქალბატონი ორელია, – წაიჩურჩულა მან, – მივრბივარ... თვალები ამოიწმინდეთ,


არ არის საჭირო, თქვენი ამბავი ყველამ იცოდეს!

დენიზი მარტო დარჩა. წამოდგა. ცრემლებს ძლივს იკავებდა, მაგრამ იმის შიშით,
რომ ვინმე დაინახავდა, მიბრუნდა და აკანკალებული ხელით პიანინოს თავი
დახურა. მალე მიხვდა, რომ ქალბატონი ორელი მას ოთახის კარზე უკაკუნებდა
და საჩქაროდ გავიდა სალონიდან.

284
– როგორ, უკვე ადექით? – წამოიყვირა გამგემ, – ეს უკვე დაუდევრობაა, ჩემო
ბავშვო. თქვენს სანახავად ამოვედი, თან მინდოდა, მეთქვა, რომ უთქვენოდ
იოლად გავალთ დღეს.

დენიზმა დაარწმუნა, უკეთ ვარ და პირიქით, სამუშაო კიდეც გამართობსო.

– არ დავიღლები, ქალბატონო, სკამზე დავჯდები და ვწერ.

ერთად ჩავიდნენ ქვემოთ. ქალბატონი ორელი არ მოეშვა, სანამ დენიზი მკლავზე


არ დაეყრდნო. ცალი თვალით უყურებდა ქალიშვილს, ეტყობოდა, მისი
ნამტირალევი თვალები შეამჩნია.

ეს იყო მოულოდნელი გამარჯვება: დენიზმა, როგორც იქნა, მთელი სექცია


გადმოიბირა. წინათ თითქმის ათი თვის განმავლობაში იტანჯებოდა მუშაობით,
მუდმივი შიშით, ამხანაგების მტრული დამოკიდებულებით, მაგრამ აი,
ერთბაშად რამდენიმე კვირაში ყველა მოთოკა, იმასაც მიაღწია, რომ მოწიწებით
და მორჩილად ექცეოდნენ. ქალბატონი ორელის უეცარი გულკეთილობა ძალიან
დაეხმარა სხვების გულის მოგებაში. ამბობდნენ, სექციის გამგე მურეს დიდად
უწყობს ხელს დელიკატური საქმეების მოგვარებაშიო, და მართლაც, მან ისე
მონდომებით აიყვანა დენიზი თავისი მფარველობის ქვეშ, რომ ცხადია, ამას
განსაკუთრებული მიზეზები უნდა ჰქონოდა. თავის მხრივ, დენიზიც
გულთბილად ექცეოდა ყველას და მისმა მტრებმა ფარ-ხმალი დაყარეს. ეს არც
ისეთი იოლი საქმე იყო, რადგან დენიზი სხვაზე ადრე დააწინაურეს და ახლა
როგორმე უნდა გამოესწორებინა ეს მისდაუნებური «დანაშაული». ქალიშვილები
ჩიოდნენ, უსამართლოდ მოგვექცნენო. დენიზს ბრალს სდებდნენ, მაღაზიის
პატრონთან სადილობის შემდეგ დესერტად მიიღო სექციის გამგის მოადგილის
თანამდებობაო, ათასგვარ სისაძაგლეს აწერდნენ, მაგრამ მიუხედავად მათი
უკმაყოფილებისა, მოადგილის ტიტული მაინც მოქმედებდა მათზე და დენიზმა
ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ ყველაზე ჭირვეულებიც კი მოდრიკა. მალე
ახალბედა გამყიდველთა შორის მლიქვნელებიც აღმოჩნდნენ. დენიზის
მოკრძალებულმა და მშვიდმა ხასიათმა ხომ საბოლოოდ დააგვირგვინა მისი
გამარჯვება. მარგარიტა მის მხარეზე გადავიდა. მხოლოდ კლარა განაგრძობდა
თავის ღვარძლიანი ბუნების გამომჟღავნებას, ენამწარობდა, იხსენებდა დენიზის
მეტსახელ «ფეთხუმს», მაგრამ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა სიცილს აღარ
იწვევდა. მურეს ხანმოკლე კაპრიზი კლარამ ბოროტად გამოიყენა, ზარმაცობდა,
უგულოდ მუშაობდა, ლაყბობდა და ქედმაღლობდა. და კაცსაც მალევე

285
მოჰბეზრდა და მიატოვა. მაგრამ კლარა არც გაბრაზებულა, იმდენად გარყვნილ
ცხოვრებას ეწეოდა, ეჭვიანობის უნარიც არ ჰქონდა. იგი იმითაც კმაყოფილი იყო,
რომ უსაქმოდ ყოფნას პატიობდნენ. მაგრამ ვერ მოენელებინა, დენიზი რომ
ქალბატონი ფრედერიკის შემცვლელი გახდა. მისი აზრით, ეს თანამდებობდა მას
ეკუთვნოდა, რადგან დენიზზე ადრე დაიწყო ამ მაღაზიაში მუშაობა. ამ
უსამართლობამ გაამწარა იგი, თორემ, შესაძლებელია, სექციის გამგის
მოადგილის თანამდებობაზე უარიც ეთქვა, რადგან ამდენი დავიდარაბის თავი არ
ჰქონდა!

– აგერ, მელოგინე მოჰყავთ! – წაიბუტბუტა მან, როცა ქალბატონი ორელის


მკლავზე დაყრდნობილი დენიზი დაინახა.

– ვერაფერი ხუმრობაა! – მიუგო მარგარიტამ და მხრები აიჩეჩა.

ცხრა საათი იყო, მუქ ლურჯ ცაზე მზე კაშკაშებდა და ქუჩებს სხივებს აფრქვევდა,
ეტლები სადგურისკენ მიგორავდნენ, საზეიმოდ გამოწყობილი პარიზელები
გრძელ მწკრივებად მიმოდიოდნენ წინ და უკან. მზის სხივებით გაკაშკაშებულ
მაღაზიაში თანამშრომლებს საქონლის აღწერა დაეწყოთ. კარის სახელურები
მოეხსნათ, გამვლელები ტროტუარზე ჩერდებოდნენ, მაღაზიაში იჭყიტებოდნენ
და ჩაკეტილ კარში უჩვეულო ფუსფუსის დანახვაზე გაოცებული რჩებოდნენ,
გალერეების ყოველ კუთხეში, შენობის ყველა სართულზე გამყიდველები აქეთ-
იქით დარბოდნენ და მაღლა ისროდნენ პაკეტებს. მკლავების მოძრაობას თან
სდევდა წამოძახილები, ციფრების დასახელება, ყურისწამღები ხმაური.
ოცდაცხრამეტი სექცია ცალ-ცალკე მუშაობდა, ყურადღებას არ აქცევდა მეზობელი
სექციის საქმიანობას. მაგრამ თაროებზე დაწყობილი საქონლის აღწერა ჯერ არ
მოეთავებინათ. საჭირო იყო უფრო ჩქარი ტემპის აღება, თუკი იმ საღამოს
აპირებდნენ აღწერის დამთავრებას.

– რატომ ჩამოხვედით? – ალერსიანად ჰკითხა მარგარიტამ დენიზს, – დაიღლებით


და ცუდად გახდებით, ჩვენ კი აქ საკმარისი ხალხი გვყავს.

– მეც ეს ვუთხარი, – განაცხადა ქალბატონმა ორელიმ, – მაგრამ არ დაიშალა, უნდა


მოგეხმაროთო.

ქალიშვილები დენიზს შემოეხვივნენ. მუშაობა შეჩერდა, გამოჯანმრთელებას


ულოცავდნენ. ქალბატონმა ორელიმ მაგიდასთან დასვა დენიზი და საქონლის
ჩაწერა დაავალა. იმ კვირადღეს, როცა აღწერა იწყებოდა, ყველა, ვისაც კი კალმის

286
ხელში დაჭერა შეეძლო, მუშაობდა: ინსპექტორები, მოლარეები, მოანგარიშეები
და მსახურებიც კი. დენიზი ლომისა და ჟოზეფის გვერდით აღმოჩნდა. ისინი
ქაღალდის დიდ ფურცლებს ჩაჰკირკიტებდნენ.

– ქურქით გაწყობილი მაუდის ხუთი მანტო, მესამე ზომა, ფასი – ორას ორმოცი
ფრანკი, – ყვიროდა მარგარიტა, – ოთხივე ასეთივე მანტო პირველი ზომა, ფასი –
ორას ოცი ფრანკი.

მუშაობა გაცხარდა. მარგარიტას უკან სამი გამყიდველი მანტოებს კარადიდან


იღებდა, ახარისხებდა. მარგარიტა ასახელებდა საქონელს, შემდეგ მაგიდაზე
ყრიდა. ლომი სიას იწერდა. ჟოზეფი მეორე სიას ადგენდა კონტროლისთვის.
ამასობაში, ქალბატონი ორელი სამი გამყიდველის დახმარებით აბრეშუმის კაბებს
ითვლიდა, ხოლო დენიზს სიაში შეჰქონდა. კლარას დაზვინული ტანსაცმელი ისე
უნდა დაეწყო მაგიდაზე, რაც შეიძლება, ნაკლები ადგილი დაეკავებინა. ამ
სამუშაოსაც ვერ ართმევდა თავს და ტანსაცმელი იატაკზე იყრებოდა.

– მითხარით, მართლა გიმატებენ ხელფასს? – ჰკითხა მან ახალგაზრდა


გამყიდველს, რომელსაც ზამთარში დაეწყო მუშაობა... – ხომ გაიგეთ, ჩვენს
მოადგილეს ორი ათას ფრანკს უნიშნავდნენ თვეში, ასე რომ, პროცენტების
ჩათვლით შვიდი ათასი ფრანკი ექნება.

ახალბედა გამყიდველს როტონდების გადაცემა არ შეუწყვეტია და უპასუხა,


თუკი რვაას ფრანკს არ მომცემენ თვეში, ამ დუქანს ამწუთას მივატოვებო.
ხელფასის მომატება ჩვეულებრივ, აღწერის მეორე დღეს ხდებოდა. სწორედ ამ
დღეს ირკვეოდა წლიური მიმოქცევის თანხა, შემდეგ ამ ჯამს შეუდარებდნენ
გასული წლის თანხის ჯამს და მათი განსხვავებიდან სექციის გამგეებს
პროცენტებს აძლევდნენ. აღწერის დროს ამტყდარი ხმაური და არეულობა
გამყიდველებს ხელს არ უშლიდა, შეუჩერებლივ ელაპარაკათ. სასაუბრო თემად
მუდამ ფულს ირჩევდნენ. ხმა გავარდა, ქალბატონი ორელი ოცდახუთ ათას
ფრანკზე მეტს მიიღებსო. ასეთი თანხის წარმოდგენაც კი აფორიაქებდა
გამყიდველ ქალებს. მარგარიტას, რომელიც დენიზის შემდეგ საუკეთესო
გამყიდველად ითვლებოდა, ოთხი ათას ხუთასი ფრანკი ერგებოდა, აქედან ათას
ხუთასი ხელფასი იყო, ხოლო დანარჩენი სამი ათასი – პროცენტები. კლარას სულ
ორი ათას ხუთასი ფრანკი გამოემუშავებინა.

– რაში მჭირდება ხელფასის მომატება? – წამოიწყო კლარამ და ახალბედა


გამყიდველს მიუბრუნდა, – მამაჩემი რომ მომკვდარიყო, მე ვიცი, როგორც
287
გავჩერდებოდი აქ... მაგრამ, იცი, რა ვერ მომინელებია? ვიღაც ვიგინდარამ შვიდი
ათასი ფრანკი უნდა მიიღოს, მე კი...

ქალბატონმა ორელიმ მედიდურად გადმოხედა ქალებს და მკვახედ შეაწყვეტინა


ლაპარაკი:

– გაჩუმდით, ქალებო! ღმერთმანი, არაფერი ისმის...

და განაგრძო:

– შვიდი სიცილიური მოსასხამი, პირველი ზომა, ფასი – ას ოცდაათი ფრანკი,


სიურას სამი ქურქი, მეორე ზომა, ფასი – ას ორმოცდაათი ფრანკი. ჩაიწერეთ,
მადმუაზელ ბოდიუ?

– დიახ, ქალბატონო.

კლარა იძულებული გახდა, მაგიდაზე დაზვინული ტანსაცმელი წესრიგში


მოეყვანა, მისწი-მოსწია საქონელი და ადგილიც მოიგო, მაგრამ მალე მიანება
თავი სამუშაოს და თავისი სექციიდან გამოპარულ მინიოს გაუბა საუბარი. მან
ოცი ფრანკი სთხოვა სესხად კლარას. მთელი კვირის შემოსავალი დოღზე წაეგო
და მეორე დღეს ქალისგან ოცდაათი ფრანკი უსესხებია. ახლაც ეჩურჩულებოდა.
წინადღით მიღებული ხელფასი უკვე შევჭამე და კვირისთვის კაპიკი არ მაქვსო.
კლარას ათი ფრანკი ჰქონდა მხოლოდ ჯიბეში და მაშინვე მისცა. მერე ბუჟივალის
რესტორანში გამართული ქეიფი მოიგონეს: ექვსი ამხანაგი ერთად წასულიყო,
ქალებს თავიანთი წილი გადაეხადათ. ასე ჯობდა. არც ერთი უხერხულად არ
ვგრძნობდით თავსო, – განაცხადა კლარამ. მინიო მოლარესთან მივიდა და ყურში
რაღაც ჩასჩურჩულა, ეტყობოდა, ფულს სთხოვდა. ათი ფრანკი კიდევ ჰქონდა
საშოვნელი. ლომმა წერას თავი მიანება, მინიოს თხოვნა არ ესიამოვნა, მაგრამ

უარი მაინც ვერ უთხრა და საფულეში ათფრანკიან მონეტას დაუწყო ძებნა.


სწორედ ამ დროს ქალბატონმა ორელიმ მოიხედა, გაუკვირდა, მარგარიტას ხმა
რომ არ ესმოდა, ის კი ლომს ელოდებოდა. როცა ქალმა მინიო შეამჩნია,
ყველაფერს მიხვდა და მკვახედ მიმართა. ახლავე წაბრძანდით თქვენს სექციაში,
ესღა მაკლია ახლა აქ დაიწყონ სიარული და ქალიშვილები საქმეს მოაცდინონო, –
წაიბუზღუნა მან. ეჭვობდა, რომ მინიო ალბერის უახლოესი მეგობარი იყო.
ყოველგვარ ჭუჭყიან საქმეში უწყობდა ხელს მის ვაჟს და ამიტომ ეშინოდა მათი
საქმიანობა ერთ მშვენიერ დღეს ცუდად არ დამთავრებულიყო. როცა მინიომ ათი

288
ფრანკი მიიღო და წავიდა, ქალბატონმა ორელიმ თავი ვერ შეიკავა და ქმარს
უსაყვედურა:

– განა ასე შეიძლება? ხომ ხედავთ, როგორ გაბრიყვებთ!

– რა მექნა, ძვირფასო, უარს ხომ ვერ ვეტყოდი?!

ქალმა მსუქანი მხრები აიჩეჩა და ლომიც ჩაჩუმდა. ქალბატონმა ორელიმ შეამჩნია,


გამყიდველი ქალები ყურს უგდებდნენ ამ ოჯახურ სცენას და მკაცრად დაიყვირა:

– აბა, მადმუაზელ ვადონ, ნუ გძინავთ!

– ქიშმირის ოცი პალტო, მეოთხე ზომა, ფასი – თვრამეტი ფრანკი და ორმოცდაათი


სანტიმი, – განაგრძო მარგარიტამ.

ლომმა თავი დახადა და წერას შეუდგა. მართალია, მისი ხელფასი ახლა ცხრა ათას
ფრანკს აღწევდა, მაგრამ, მაინც დამცირებულად გრძნობდა თავს ცოლის წინაშე,
რომელსაც ოჯახში სამჯერ მეტი შემოსავალი შეჰქონდა.

ერთხანს გაცხოველებით მუშაობდნენ, ისმოდა ციფრების განუწყვეტელი


წამოძახილი, ტანსაცმელი ზვინებად ეყარა დახლებზე, მაგრამ კლარამ ახალი
თავშესაქცევი გამოიგონა: დამტარებელ მსახურს, ჟოზეფს აწვალებდა, ჩააცივდა,
კარგად ვიცი, ნიმუშების განყოფილების თანამშრომელი მოგწონსო. ეს გამხდარი,
ფერმკრთალი, ოცდარვა წლის ქალიშვილი, ქალბატონი დეფორჟის თხოვნით
მიეღოთ «ქალთა ბედნიერებაში». მან ამაღელვებელი ისტორია უამბო მურეს: ეს
ობოლი გოგონა პუატუდან იყო და ძველი, კეთილშობილი საგვარეულოს, დე
ფონტენაის უკანასკნელი ყლორტი ყოფილა. პარიზში ლოთ მამას წამოუყვანია
და მიუხედავად საშინელი გაჭირვებისა, მაინც უმწიკვლოდ დარჩენილიყო.
საუბედუროდ, იმდენად ელემენტარული განათლება ჰქონია მიღებული, რომ
მასწავლებლად მუშაობა ან მუსიკის გაკვეთილების მიცემაც არ შეეძლო. მურე
საერთოდ აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა გაღარიბებული არისტოკრატის
ქალიშვილების მიღებას სთხოვდნენ, მისი აზრით, მათზე უფრო უნიჭო,
აუტანელი და გონებაჩლუნგები არც ერთ ფენაში არ მოიძებნებოდნენ. გარდა
ამისა, ადამიანი გამყიდველი რომ გახდეს, ჯერ ეს მეტად ფაქიზი და ძნელი
ხელობა უნდა შეისწავლოსო, – ამბობდა იგი. მიუხედავად ამისა, ქალბატონი
დეფორჟის პროტეჟეს მაინც ვერ უთხრა უარი და ნიმუშების განყოფილებაში
დანიშნა. რეკლამების განყოფილებაშიც ჰყავდათ ორი ასეთი არისტოკრატი ქალი,
გრაფისა და ბარონის ცოლები, რომლებიც ამხანაგების თხოვნით მიიღო და
289
ბანდეროლებისა და კონვერტების დაწებება მიანდო. მადმუაზელ დე ფონტენაი
დღეში სამ ფრანკს იღებდა, რაც ძლივს ჰყოფნიდა საარსებოდ. იგი არჟანტეის
ქუჩაზე ცხოვრობდა პაწაწინა ოთახში. ჟოზეფი ღარიბულად ჩაცმულ, ნაღვლიან
ქალიშვილს რომ უყურებდა, გული სტკიოდა. გარეგნულად პირქუში,
სიტყვაძუნწი ყოფილი ჯარისკაცი ძალიან მგრძნობიარე იყო. თავს არ
უტყდებოდა, მაგრამ, როგორც კი მზა ტანსაცმლის სექციის ქალები გაბრაზებას
დაუწყებდნენ, მაშინვე წითლდებოდა. ნიმუშების განყოფილება გვერდით
ოთახში იყო მოთავსებული და კარის წინ ჟოზეფის წრიალი დიდი ხანია
შეემჩნიათ.

– ჟოზეფს გასართობი უპოვია, – ამბობდა კლარა, – ცხვირი მუდამ თეთრეულის


სექციისკენ აქვს მიბრუნებული.

მადმუაზელ დე ფონტენაი ამ დღეს თეთრეულის სექციაში ეხმარებოდა


გამყიდველებს საქონლის აღწერაში. ჟოზეფიც მართლა სულ მათკენ იყურებოდა,
ამიტომ დასცინოდნენ ქალიშვილები. ჟოზეფს შერცხვა და უწყისებში ჩარგო
ცხვირი, ხოლო მარგარიტამ ხმამაღლა დაიწყო ტანსაცმლის დასახელება, ეს
ჟრიამული რომ დაეფარა.

– ინგლისური მაუდის თოთხმეტი ჟაკეტი, მეორე ზომა, ფასი – თხუთმეტი


ფრანკი.

ამ ყვირილმა ქალბატონი ორელის ხმაც დაფარა. იგი როტონდებს ითვლიდა და


მარგარიტას საქციელით შეურაცხყოფილმა, ქედმაღლურად უთხრა:

– თუ შეიძლება, ხმას დაუწიეთ, მადმუაზელ! ბაზარში ხომ არ ვართ? თქვენ კი,


ქალიშვილებო, ქარაფშუტებივით იქცევით!.. სისულელეებით ერთობით... ისიც
მაშინ, როცა ყოველი წუთი ძვირფასია ჩვენთვის.

კლარას დაუდევრობამ შედეგი გამოიღო, უწესრიგოდ დაყრილი მანტოები


დახლიდან გადაცვივდა, სხვა ტანსაცმლებიც დაითრია და მთელი იატაკი დაფარა.

– აჰა, რას გეუბნებოდით! – დაიყვირა მოთმინებიდან გამოსულმა გამგემ, –


მადმუაზელ პრიუნერ, ყურადღებით იმუშავეთ! ეს უკვე აუტანელია...

ამ დროს სექციაში ჩოჩქოლი ატყდა: მურე და ბურდონკლი გამოჩნდნენ. უფრო


ხმამაღლა გაისმა ტანსაცმლის ჩამოთვლა. კალმის წვერები აწრიპინდა, კლარა კი
სასწრაფოდ შეუდგა მანტოების დალაგებას. დირექტორს მუშაობა არ

290
შეუჩერებია, უხმოდ იდგა და იღიმებოდა. როგორც ყოველთვის, მაღაზიის
აღწერის დროს, სახეზე ახლაც მხიარული და გამარჯვებული გამომეტყველება
ჰქონდა, ოღონდ ბაგეები უთრთოდა ოდნავ. როცა დენიზი შენიშნა, სახეზე
გაკვირვება გამოეხატა: მაინც ჩამოვიდა სამუშაოდ? მურემ და ქალბატონმა
ორელიმ თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს, მურე ერთხანს დაფიქრებული
იდგა და შემდეგ მზითვის სექციაში შევიდა.

დენიზმა უხერხულობა იგრძნო, თავი ასწია და მურეს დანახვისთანავე, კვლავ


დახარა. აღელვება თანდათან დაუცხრა. მუდამ ასე იცოდა, მგრძნობიარე ბუნების
გოგონას ცრემლები ყელში უჭერდა, სიყვარულისგან იტანჯებოდა, მაგრამ მალე
მოდიოდა გონს, კვლავ ეუფლებოდა სიდინჯე, თავს შეუძახებდა და მტკიცე,
თვინიერ ნებისყოფას თავისი გაჰქონდა. ახლაც სხივი ჩაუდგა თვალებში და
თუმცა ისევ გაფითრებული იყო, მუშაობა მაინც განაგრძო. გადაწყვიტა,
გულისთქმა ჩაეხშო.

საათმა ათჯერ ჩამოკრა. წამოძახილები და არეულობა თანდათან მატულობდა


სექციებში. ციფრების ხმამაღლა დასახელებისას, ახალი ამბავი არაჩვეულებრივი
სისწრაფით მოედო მთელ მაღაზიას. ყველამ გაიგო, რომ დენიზს იმ დილით
წერილი მიეღო და მურე სადილად პატიჟებდა. ყველაფერი კი პოლინას
დაუდევრობის ბრალი იყო. დენიზთან საუბრით აღელვებულს, მაქმანების
სექციაში დელოში შეხვედრია, ყურადღება არ მიუქცევია ლიენარისთვის,
რომელიც იქვე მდგარა და თავის აღელვება დელოშისთვის გაუნდვია:

– მოსახდენი მოხდა, ძვირფასო... ახლახან წერილი მიიღო... ამ საღამოს სადილად


ეპატიჟება.

დელოში გაფითრებულა, ერთბაშად მიმხვდარა ყველაფერს, რადგან ამის შესახებ


არაერთხელ უკითხავს პოლინასთვის. ისინი ხშირად საუბრობდნენ დენიზზე,
მურეს წუთიერ გატაცებებზე. გამყიდველი ქალების სადილად მიპატიჟებაზე,
რასაც მუდამ ერთი შედეგი ჰქონდა ხოლმე. პოლინა ამტყუნებდა დელოშს. ამდენ
ხანს გულში რად ინახავ შენ სიყვარულს, სულერთია, ვერაფერს გახდებიო, და
როცა დელოში იწონებდა დენიზის სიმტკიცეს მურეს მიმართ, პოლინა მხრებს
იჩეჩდა.

– ფეხი უკეთ აქვს, – განაგრძო პოლინამ, – მალე ქვემოთ ჩამოვა. ნუ ჩამოგტირით


სახე... მისთვის ნამდვილი ბედნიერებაა ეს ამბავი!

291
– მაშ ასე, კეთილი! – ჩაილაპარაკა ლიენარმა, რომელსაც ყველაფერი მოესმინა, –
ფეხნაღრძობ ქალიშვილზე ლაპარაკობთ, არა?..

ლიენარი მაშინვე გაქცეულა და შალეულობის სექციის ნოქრებისთვის უცნობებია


ახალი ამბავი. ათი წუთის შემდეგ მთელმა მაღაზიამ იცოდა, რომ დენიზმა
დირექტორისგან წერილი მიიღო.

ლიენარის უკანასკნელი ფრაზა ყავახანა «სენ-როკში» მომხდარ სცენას ეხებოდა.


დელოში და ლიენარი განუყრელი მეგობრები გახდნენ ბოლო დროს. დელოშმა
იუტენის ოთახი დაიკავა სასტუმრო «სმირნაში», როცა იუტენმა სექციის გამგის
თანამდებობის მიღების შემდეგ სამოთახიანი ბინა დაიქირავა. დელოში და
ლიენარი დილით ერთად მიდიოდნენ «ქალთა ბედნიერებაში», ხოლო საღამოს
ერთმანეთს ელოდებოდნენ და სახლშიც ერთად ბრუნდებოდნენ. სასტუმროში
მეზობელი ოთახები ეჭირათ, რომლის ფანჯრები ეზოს გადაჰყურებდა. ეზო
ვიწრო ჭას წააგავდა და მყრალი სუნით წამლავდა მთელ სახლს. ნოქრები
მეგობრულად ცხოვრობდნენ, თუმცა განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ. ერთი
უზრუნველად ფლანგავდა ფულს, რომელსაც მამას სტყუებდა, მეორე
ჯიბეგახვრეტილი იყო და ხელმომჭირნეობას იჩენდა. სამაგიეროდ, ერთი რამ
ჰქონდათ საერთო: ორივე მოუხერხებელი, უნიათო გამყიდველი გახლდათ,
არავითარი პერსპექტივა ან ხელფასის მომატების იმედი არ ჰქონდათ.
სამსახურის შემდეგ «სენ-როკის» კაფეში ატარებდნენ საღამოებს. კაფე დღისით
მუდამ ცარიელი იყო და მხოლოდ ცხრის ნახევარზე ივსებოდა გაიონის ქუჩის
სადარბაზოდან გამოსული გამყიდველებით. იწყებოდა დომინოს
დაუსრულებელი თამაში, მოისმოდა სიცილი, წივილ-კივილი, კაფე ჩიბუხის
ბოლში ეხვეოდა, ყავა და ლუდი ნიაღვრებივით იღვრებოდა. მეგობრები ოთახის
მარცხენა კუთხეში სხდებოდნენ, ლიენარი ძვირფას საჭმელს უკვეთავდა, ხოლო
დელოში ერთი ჭიქა ლუდით კმაყოფილდებოდა, რომელსაც ოთხი საათის
განმავლობაში წრუპავდა. სწორედ აქ მოჰკრა მან ყური ფავიეს ლაპარაკს. იგი
მეზობელ მაგიდასთან იჯდა და დენიზზე ჭორაობდა. ჩვენი უფროსი იმით
«ჩაიჭირა», რომ კიბეზე ასვლისას კაბას მაღლა იწევდაო. დელოშმა თავი შეიკავა,
თორემ უნდოდა, სილა გაეწნა. ფავიე განაგრძობდა ლაყბობას, ირწმუნებოდა,
დენიზი ყოველ საღამოს საყვარელთან დადისო. აქ უკვე ვეღარ მოითმინა
დელოშმა და გააფთრებით დაუყვირა, ცრუპენტელა ყოფილხარო:

– ტყუის ეს ბინძური პირუტყვი, გესმით? ტყუის!

292
აღელვებისგან ენა ებმებოდა და მთელი ტანით ცახცახებდა:

– დენიზს კარგად ვიცნობ და მისი ამბები ვიცი... ერთადერთი მამაკაცი, რომელიც


მას მოსწონდა, იუტენი იყო... დიახ... მაგრამ აბა ჰკითხეთ ბატონ იუტენს, თუ
რაიმე უგრძნია დენიზისგან? იუტენი იმასაც ვერ დაიტრაბახებს, რომ თითი
დაეკარებინოს მისთვის...

რასაკვირველია, ამ ჩხუბის ამბავი გაბერეს, გადააკეთეს, მთელ მაღაზიას მოსდეს


და სიცილისგან იფხრიწებოდნენ. ხოლო ამ დროს მურეს მიერ გაგზავნილი
წერილის ამბავი მეხივით გავარდა. ლიენარმა ჯერ აბრეშუმის სექციის
გამყიდველებს გაანდო საიდუმლოება. იქ მშვიდად და სწრაფად მიმდინარეობდა
აღწერა. ფავიე და ორი ნოქარი ტაბურეტებზე შემდგარიყვნენ, თაროებს ცლიდნენ
და საქონელს იუტენს აწოდებდნენ. იუტენი იარლიყს ამოწმებდა, კარნახობდა
ციფრებს, შემდეგ კი ქსოვილის თოფებს იატაკზე ყრიდა, სადაც შემოდგომის
ზღვის მოქცევასავით იზვირთებოდა საქონლის ზვინი. სხვა თანამშრომლებს
სიაში შეჰქონდათ ციფრები. ალბერ ლომი ნოქრებს ეხმარებოდა. მისი გაცრეცილი,
გამოფიტული სახე ლა შაპელის ფუნდუკში გატარებულ უძილო ღამეებზე
მეტყველებდა. დარბაზის მინიანი სახურავიდან ლურჯი ცა მოჩანდა. მზის
სხივები უხვად იფრქვეოდა ოთახში.

– შტორები ჩამოუშვით! – დაიყვირა ბუტმონმა, რომელიც ყურადღებით


ადევნებდა თვალს სამუშაოს, – საშინლად აცხუნებს მზე.

ფავიე ფეხის წვერებზე აიწია თაროდან ახალი თოფის გადმოსაღებად და


წაიბუზღუნა:

– განა შეიძლება ასეთ მშვენიერ ამინდში ადამიანი ოთახში ჩაკეტო?! აბა, აღწერის
დღეს წვიმა ხომ ჯიბრზე არ წამოვა! მთელი პარიზი სეირნობს, შენ კი
კატორღელივით ხარ აქ ჩაკეტილი!

აბრეშუმის თოფი იუტენს გადასცა. იარლიყზე აღნიშნული იყო, რამდენი მეტრი


ქსოვილი დარჩა ბაზრობის შემდეგ, რაც ძალიან აადვილებდა სამუშაოს.

– აბრეშუმი «ფანტაზია», კუბოკრული, ოცდაერთი მეტრი, ფასი – ექვსი ფრანკი


და ორმოცდაათი სანტიმი, – დაიყვირა გამგის მოადგილემ და აბრეშუმის თოფს
იატაკზე გადაუძახა. შემდეგ ფავიეს მიუბრუნდა და შეწყვეტილი ლაპარაკი
განაახლა:

293
– მაშ, ცემა დაგიპირათ, არა?

– რასკვირველია, ჩემთვის ვიჯექი და ლუდს ვწრუპავდი... რაღად დამწამა ცილი


ტყუილში არ ვიცი, აკი მურესგან მართლა მიუღია სადილზე მიპატიჟების ბარათი!
მთელი მაღაზია ამაზე ლაპარაკობს.

– როგორ, ნუთუ ამდენ ხანს არაფერი მომხდარა?

ფავიემ ქსოვილის თოფი გაუწოდა:

– ეტყობა! მე კი სანაძლეოს დავდებდი, რომ იგი დიდი ხანია მურეს საყვარელი


იყო.

– იგივე ქსოვილი, ოცდახუთი მეტრი, – დაიყვირა იუტენმა და ქსოვილის თოფის


დავარდნის ყრუ ხმა მოისმა. შემდეგ ხმადაბლა დაუმატა:

– იცით, რა ამბავში იყო ის გოგო, როცა იმ ბებერ გიჟთან, ბურასთან ცხოვრობდა?

ახლა უკვე მთელი სექცია იქცევდა თავს დენიზზე ჭორაობით, მაგრამ სამუშაოს
არ სცდებოდნენ. ყველას დენიზის სახელი ეკერა პირზე, იბუზებოდნენ,
უჭვრეტდნენ. ბუტმონმა, რომელსაც ჭორების მოსმენა უყვარდა, თავი ვეღარ
შეიკავა, უწმაწურად იოხუნჯა და ყველაზე მეტი თვითონ იცინა. ალბერიც
გამოფხიზლდა და დაიფიცა, მზა ტანსაცმლის სექციის გამგის მოადგილე ორ
სამხედრო პირთან ერთად ვნახე გრო-კაიუშიო. ამ დროს მასთან მინიო მივიდა
ნასესხები ოცი ფრანკით, ათი ფრანკი ხელში ჩაუდო და საღამოსთვის პაემანი
დაუნიშნა. უფულობის გამო გადადებული ქეიფი, მიუხედავად მცირე თანხისა,
მაინც შედგებოდა. როცა ლამაზმა მინიომ მურეს წერილის ამბავი გაიგო, ისეთი
უხეში სიტყვა წამოისროლა, რომ ბუტმონი იძულებული გახდა, ჩარეულიყო:

– კარგით, გეყოფათ, ბატონებო... ეს ჩვენი საქმე არაა. ბატონო იუტენ, განაგრძეთ!

– კუბოკრული აბრეშუმი «ფანტაზია”, ორი მეტრი, ფასი – ექვსი ფრანკი და


ორმოცდაათი სანტიმი, – დაიყვირა იუტენმა.

კალმები ისევ აწრიპინდა, პაკეტები იატაკზე იყრებოდა, ქსოვილთა ტალღა ისე


იზრდებოდა, იტყოდით, მდინარე შემოვარდნილაო. წამდაუწუმ ყვიროდნენ
აბრეშუმის სახელწოდებას. ფავიემ ხმადაბლა შენიშნა, უამრავი საქონელი
დაგვრჩენია, დირექცია რას გვეტყვისო. ეს ბრიყვი ბუტმონი იქნებ მართლაც
ქსოვილების საუკეთესო შემსყიდველია, მაგრამ გამყიდველად არ ვარგაო.

294
იუტენს ესიამოვნა, გაიღიმა და ფავიეს მეგობრულად ჩაუკრა თვალი. რობინოს
თავიდან მოსაშორებლად ბუტმონი მან მოიყვანა «ქალთა ბედნიერებაში», ახლა
კი ძირს უთხრიდა, მის ადგილს უმიზნებდა. წინანდელი ბრძოლა მეორდებოდა:
ვერაგულ სიტყვებს ყურში აწვეთებდნენ დირექციას, თავის გამოსაჩენად
გულმოდგინეობას იჩენდნენ, ერთი სიტყვით, გარეგნული თავაზიანობით მთელ
კამპანიას ატარებდნენ. მაგრამ ეს აწოწილი, გულცივი და ღვარძლიანი ფავიე,
რომელსაც იუტენი კვლავ სწყალობდა, მალულად უთვალთვალებდა იუტენს.
ეტყობოდა, ეს მომცრო ტანის, ჯმუხი ყმაწვილი მისი საკბილო გახდებოდა, თუკი
იუტენი ბუტმონს მოსპობდა. როცა იუტენი სექციის გამგის თანამდებობას
მიიღებდა, ფავიეს იმედი ჰქონდა, რომ მის მოადგილედ დანიშნავდნენ. შემდეგ
რაც მოხდებოდა, ამას მომავალი დაანახვებდა ყველას. მთელი მაღაზია ხელფასის
მომატებაზე ლაპარაკობდა, მუშაობას არ წყვეტდნენ, მაგრამ წინასწარ
ვარაუდობდნენ, ვის რამდენი უნდა მიეღო: ბუტმონს ოცდაათი ათასი ფრანკი
ერგება, იუტენს – ათი ათასი ფრანკი, ხოლო ფავიე პრემიალურითა და ხელფასით
ხუთი ათას ფრანკს მიიღებსო. ყოველ სეზონზე ამ სექციის საქმე
უმჯობესდებოდა. გამყიდველებს ისევე ემატებოდათ რანგი და ხელფასი,
როგორც ომის ოფიცრებს – წოდება თითოეული ლაშქრობის შემდეგ.

– დალახვროს ეშმაკმა! ეს თხელი აბრეშუმი რომ აღარ გათავდა! – წამოიძახა


გაბრაზებულმა ბუტმონმა, – წვიმიანი გაზაფხულის ბრალია! მხოლოდ შავი
აბრეშუმი საღდება.

მისი სქელი, მოღიმარი სახე მოიქუფრა. იატაკზე ქსოვილების გროვა ეყარა, ხოლო
იუტენი გამარჯვებული სახით განაგრძობდა ყვირილს:

– კუბოკრული აბრეშუმი «ფანტაზია», ოცდარვა მეტრი, ფასი – ექვსი ფრანკი და


ორმოცდაათი სანტიმი.

ამ აბრეშუმით გაჭედილი მთელი თარო კიდევ დარჩენილიყო. ფავიეს მკლავები


სტკიოდა და ნელა იღებდა თოფებს. ბოლოს უკანასკნელი თოფი გაუწოდა
იუტენს და წასჩურჩულა:

– ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა! იცით, თუ არა, რომ მზა ტანსაცმლის გამგის
მოადგილეს თურმე თქვენ უყვარდით?

ახალგაზრდა კაცს ძალიან გაუკვირდა:

– როგორ თუ ვუყვარდი?!
295
– დიახ, ასეა! იმ ბრიყვმა დელოშმა გაგვანდო ეს საიდუმლო... ახლა მაგონდება,
ისე გიყურებდათ ხოლმე, თითქოს თვალებით გიპირებდათ გადაყლაპვას.

იუტენმა, იმის შემდეგ, რაც გამგის მოადგილედ დანიშნეს, კაფე შანტანის


მომღერალი ქალები მიატოვა და ამბობდა, მასწავლებელ ქალებთან მაქვს საქმეო.
ახალი ამბავი, როცა ფავიემ შეატყობინა, ძალიან ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია
და ამრეზით უპასუხა:

– მე მსუქანი ქალები მირჩევნია, ჩემო კარგო, და თანაც ჩვენი უფროსივით ყველა


ვიგინდარასთან კი არ დავიჭერ კავშირს!

შემდეგ მუშაობა განაგრძო და დაიყვირა:

– თეთრი «პუ დე სუა», ოცდათხუთმეტი მეტრი, ფასი – რვა ფრანკი და


სამოცდათხუთმეტი სანტიმი.

– მადლობა ღმერთს! – შვებით ამოისუნთქა ბუტმონმა.

სწორედ ამ დროს ზარი აწკრიალდა, მეორე ცვლას სასაუზმოდ იწვევდნენ. ფავიე


ტაბურეტიდან ჩამოვიდა და მისი ადგილი მეორე გამყიდველმა დაიკავა. ფავიე
იძულებული გახდა, იატაკზე დაზვინული საქონლისთვის გადაელაჯებინა.
სექციები სავსე იყო იატაკზე დაყრილი ნივთებით. ყუთები, კარადები, თაროები
ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ფეხქვეშ, დახლებს შორის, ყველგან, ყოველ კუთხეში
აღმართულიყო ქსოვილების თოფების მთები. თეთრეულის სექციიდან
კოლენკორის მძიმედ დავარდნის ხმა ისმოდა, გალანტერიის სექციიდან მუყაოს
კოლოფების წყნარი კაკუნი, ხოლო ავეჯის განყოფილებიდან –
გადაადგილებული ავეჯის შორეული გრუხუნი. ყველანაირი ხმა, ყრუ თუ
გამყინავი, ერთად ისმოდა, ჰაერში ციფრები სტვენდა, შენობის უზარმაზარ ნავს
გრგვინვასავით გადაურბენდა და უნებურად ტყის გნიასს მოგაგონებდათ, როცა
იანვრის ქარი ტოტებში ზუზუნებს.

ფავიემ, როგორც იქნა, გზა გაიკაფა და სასადილოსკენ მიმავალ კიბეზე ავიდა.


«ქალთა ბედნიერების» გადაკეთების შემდეგ, სასადილო ახალი შენობის მეხუთე
სართულზე მოეწყოთ. ფავიე ისე ჩქარობდა, რომ მის წინ მიმავალ დელოშსა და
ლიენატს დაეწია, მან მაშინვე შეანელა ნაბიჯი და მინიოს დაუცადა.

– დალახვროს ეშმაკმა! როგორ ეტყობა, რომ დღეს აღწერაა, – წამოიძახა


სამზარეულოს დერეფანში შესულმა ფავიემ, როცა შავ დაფაზე მენიუს გადაავლო

296
თვალი, – ნამდვილი ქეიფია! წიწილა, ცხვრის რაგუ და ერბოში შემწვარი
არტიშოკი. რაგუ არაფრად ვარგა, თვითონ მიირთვან!

– ეტყობა, ფრინველს ჭირი დაერია! – იხუმრა მინიომ.

როცა დელოშმა და ლიენარმა თავიანთი ულუფა მიიღეს, ფავიე სარკმელთან


დაიხარა და ხმამაღლა დაიყვირა:

– წიწილა მომართვით!

მაგრამ ლოდინი მოუხდა. მზარეულის შეგირდმა თითი გაიჭრა და მუშაობაც


შეფერხდა. ფავიე ღია ფანჯარასთან იდგა და სამზარეულოს ათვალიერებდა:
უზარმაზარ ოთახში ცენტრალური ქურა იდგა, რომლის ზემოთ, ჭერზე მიკრულ
ორ ლიანდაგზე ჯაჭვებისა და გორგოლაჭების მეშვეობით ვეებერთელა ქვაბები
მოძრაობდა. ამ ქვაბების აწევა ოთხ მამაკაცსაც გაუჭირდებოდა. თეთრებში
ჩაცმულ მზარეულებს გრძელსახელურიანი ჩამჩები ეჭირათ ხელში, რკინის
სამფეხებზე შემდგარ, გავარვარებულ თუჯის ქვაბებთან იდგნენ და ბულიონს
ამზადებდნენ ვახშმისთვის. კედლებზე გრძელი შამფურები, უშველებელი
ქვაბები, ჭურჭლის უზარმაზარი სათბურები და წყლით სავსე მარმარილოს
რეზერვუარი ჩაემწკრივებინათ. ქვაბებში მთელი ცხვარიც მოიხარშებოდა.
მარცხნივ, სარეცხი მოწყობილობა, აუზივით განიერი ქვის ბაკანი მოჩანდა. ხოლო
მარჯვნივ, საკუჭნაო იყო, სადაც ლითონის კავებზე ხორცის წითელი ნაჭრები
ეკიდა. კარტოფილის საწმენდი მანქანა წისქვილივით რაკუნებდა. ორმა ბიჭმა
გაწმენდილი სალათით დატვირთული ურიკა მოაგორა და შადრევანს შეუყენა.

– წიწილა! – მოუთმენლად გაიმეორა ფავიემ, შემდეგ შემობრუნდა და ხმადაბლა


დაუმატა: – ვიღაცას თითი გაუჭრია... რა საზიზღრობაა, სისხლი პირდაპირ
საჭმელს ეწვეთება ქვაბში.

მინიოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და სარკმელში შეიხედა. მის უკან


უშველებელი რიგი გაჩენილიყო, გამყიდველები იცინოდნენ, მუჯლუგუნებს
ჰკრავდნენ ერთმანეთს, ხოლო მინიოსა და ფავიეს სარკმელში გაეყოთ თავი და ამ
ფალანსტერულ სამზარეულოს აკრიტიკებდნენ, სადაც ყოველი ჭურჭელი,
შამფური თუ ხორცის დასატენი მახათი უზარმაზარი ზომის იყო. ყოველდღე ორი
ათასი საუზმე და ორი ათასი სადილი მზადდებოდა აქ, ხოლო მოსამსახურეთა
რიცხვი კვირიდან კვირამდე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ეს იყო
ნამდვილი უფსკრული: ერთ დღეში თექვსმეტი ჰექტოლიტრი (წინათ კუბური

297
მეტრის ანალოგიურადაც გამოიყენებოდა. –რედ.) კარტოფილი, ას ოცი გირვანქა
ერბო, ექვსასი კილოგრამი ხორცი ინთქმებოდა. თითო ჯერზე ღვინის სამ კასრს
ხსნიდნენ, ბუფეტის დახლთან ყოველდღე შვიდას ლიტრ ღვინოს სვამდნენ.

– მადლობა ღმერთს! – წაიბუზღუნა ფავიემ, როცა მორიგე მზარეული გამოჩნდა.


მან ჯამიდან წიწილის ბარკალი ამოიღო და ფავიეს მიაწოდა.

– წიწილა მომეცით!

ორივე ბუფეტისკენ გაეშურა თეფშებით ხელში, აიღეს ღვინო და სასადილოსკენ


წავიდნენ. ამასობაში, სამზარეულოსთან განუწყვეტლივ ისმოდა: «წიწილა!»
ხოლო მზარეული სწრაფი მოძრაობით არჭობდა ჩანგალს წიწილის ნაჭერში.

გამყიდველების სასადილო დიდ დარბაზს წარმოადგენდა, სადაც საუზმე და


სადილი სამ ცვლად იმართებოდა და თითოეული ცვლისთვის ხუთას კაცზე
იშლებოდა სუფრა. სასადილო ოთახის სიგანეზე, გრძელ, წითელი ხის მაგიდებზე,
ორ რიგად იშლებოდა თეფშები. ინსპექტორებისა და სექციის გამგეებისთვისაც
ასეთივე მაგიდები დაედგათ დარბაზის ორივე ბოლოში, ხოლო შუა ოთახში
დამატებითი ულუფების დახლი მოეწყოთ. მარჯვნივ და მარცხნივ, დიდი
ფანჯრები მკვეთრად ანათებდა ამ გალერეას, რომლის ჭერი, მიუხედავად ოთხი
მეტრის სიმაღლისა, მაინც დაბალი და დაქანებული ჩანდა შენობის
არაპროპორციული ზომის გამო. ღია ყვითელი ფერის ზეთის საღებავებით
შეღებილი კედლების ერთადერთ მოსართავს ხელსახოცების პატარა თაროები
წარმოადგენდა. პირველი სასადილო ოთახის გვერდით დამტარებელი
მსახურებისა და მეეტლეების სასადილო ოთახი იყო. სუფრას იქ საჭიროების
მიხედვით შლიდნენ და არა განსაზღვრულ დროს.

– ეს რა, მინიო, თქვენც ბარკალი შეგხვდათ? – ჰკითხა ფავიემ, რომელიც მის


პირდაპირ დაჯდა.

მალე სხვა გამყიდველებიც შემოემატათ. მაგიდაზე სუფრა არ ეფარა და თეფშები


წითელ ხეზე წკარუნებდა. წამოძახილებს ბოლო არ უჩანდა, რადგან ამ მაგიდაზე
თითქმის ყველას წიწილის ბარკალი შეხვედროდა.

– ამ ფრინველებს მხოლოდ ბარკლები ჰქონიათ! – იხუმრა მინიომ.

ვისაც ზურგის ნაჭერი შეხვდა, უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა. თუმცა იმის


შემდეგ, რაც დირექციამ ზომები მიიღო, კვების საქმე გაცილებით გაუმჯობესდა.

298
მურეს აღარ ჰყავდა სამზარეულოს ზედამხედველი. მაღაზიის სექციებივით აქაც
გამგეები, მოადგილეები და ინსპექტორები დაენიშნა. მართალია, ხარჯები
გაიზარდა, სამაგიეროდ, კვება გააუმჯობესეს და გამყიდველებიც უკეთ
მუშაობდნენ. კაცთმოყვარეობის ეს პრაქტიკული წინდახედულობა ბურდონკლს
დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას.

– ჩემი ნაჭერი რბილი მაინცაა! – განაგრძობდა მინიო, – ერთი, პური მომაწოდეთ,


გეთაყვა!

პურმა მაგიდას შემოუარა. მინიომ სულ ბოლოს მოიჭრა ერთი ნაჭერი და დანა
ისევ ქერქში ჩაარჭო. დაგვიანებულები სათითაოდ მორბოდნენ. სასადილო
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე იგრძნობოდა გამყიდველების გაშმაგებული
მადა, რაც დილიდან შეუსვენებელ მუშაობას უფრო გაემძაფრებინა. ისმოდა
დანა-ჩანგლის ჩხარუნი, ბოთლებიდან ჩამოსხმული ღვინის რაკრაკი, ჭიქების
წკარუნი და ხუთასი მაგარი ყბის ენერგიული ხრაშახრუში. საჭმლით
გამოტენილი პირები ჯერჯერობით დუმდნენ.

დელოში ბოჟესა და ლიენარის შორის იჯდა, თითქმის ფავიეს პირდაპირ. ისინი


მტრულად შესცქეროდნენ ერთმანეთს. წინადღინდელი ჩხუბის მოწმენი
ხმადაბლა ჩურჩულებდნენ. შემდეგ მუდამ დამშეული დელოშის უიღბლობა
აიგდეს სასაცილოდ. წყეული ბედის გამო, ყოველთვის ცუდი ნაჭერი ხვდებოდა,
ახლაც წიწილის კისერი შეხვედროდა ზურგის ჩამონაჭერით. დელოში
ყურადღებას არ აქცევდა მათ დაცინვებს, უხმოდ ნთქავდა პურის უზარმაზარ
ნაჭერს და თან წიწილის კისერს ისეთი საოცარი მოხერხებულობით წმენდდა,
რომ ერთი ნამცეცი ხორცი არ გაუყოლებია ძვლისთვის.

– სხვა ნაჭერი მოითხოვეთ! – უთხრა მას ბოჟემ.

დელოშმა მხრები აიჩეჩა. ღირს კი? სულერთია, ხეირიანი ნაჭერი მაინც არ


შეხვდება. საკმარისი იყო, უკმაყოფილება გამოეთქვა და მისი საქმე უარესად
წავიდოდა.

– იცით, მეკოჭეებს თავიანთი კლუბი გაუხსნიათ! – დაიწყო მინიომ, – დიახ,


«კოჭის კლუბი»... სენტ-ონორეს ქუჩაზე ვიღაც სირაჯი ერთ ოთახს უთმობს
თურმე შაბათობით და იქ იყრიან თავს.

მინიო გალანტერიის გამყიდველებზე ლაპარაკობდა. მთელი მაგიდა


გამხიარულდა, გადაყლაპავდნენ ერთ ნაჭერს, თითო-ოროლა სიტყვას იტყოდნენ
299
და ისევ საჭმელს მიუბრუნდებოდნენ. გაზეთის კითხვაში გართული
მამაკაცებიღა იყვნენ ჩუმად, არაფერი ესმოდათ, ცხვირი გაზეთში ჩაერგოთ და ისე
შეექცეოდნენ საუზმეს. ერთი რამ ცხადი იყო: ვაჭრობის მუშაკები
ყოველწლიურად იხვეწებოდნენ, თითქმის ნახევარი გერმანულად ან
ინგლისურად ლაპარაკობდა. მოდაში აღარ იყო ბიულიეს რესტორანში სკანდალის
მოწყობა ან კაფე-შანტანებში მახინჯი მომღერლისთვის სტვენის ატეხა. არა, ახლა
ოციოდე გამყიდველი ერთად იყრიდა თავს, და ერთ წრეს ან კლუბს აყალიბებდა.

– ტილოს გამყიდველების მსგავსად, მათაც აქვთ პიანინო? – იკითხა ლიენარმა.

– რა საკითხავია! აქვთ და მერე როგორი! «კოჭების კლუბში» მღერიან კიდეც და


უკრავენ კიდეც, – დაიყვირა მინიომ, – ერთი მათგანი, ლექსებსაც კითხულობს.

ყველანი გამხიარულდნენ. ახალგაზრდა ბავუ სასაცილოდ აიგდეს, მაგრამ ამ


დაცინვების მიუხედავად, მოწიწებით უყურებდნენ მაინც. მერე «ვოდევილების»
ახალი პიესა ახსენეს, სადაც გამყიდველი უარყოფით ტიპად ყოფილა
გამოყვანილი. ზოგი აღშფოთებას გამოთქვამდა, ზოგს კი ის აწუხებდა, დროზე
თუ გაგვიშვებენ დღეს აქედან, სტუმრად მივდივართო. ამ ვეებერთელა
დარბაზის ყოველი კუთხიდან თითქმის ასეთი ლაპარაკი ისმოდა ჭურჭლის
ხმაურში. საჭმლის სუნისა და ხუთასი თეფშიდან ადენილი ოხშივარისგან
გასანიავებლად ფანჯარა გაეღოთ. ჩამოშვებული შტორები აგვისტოს მცხუნვარე
მზეს გაევარვარებინა. ქუჩიდან ცხელმა ნიავმა დაუქროლა, ოქროსფერი ანარეკლი
ყვითლად ღებავდა ჭერს, გამყიდველთა ოფლიან სახეებს კი მოწითალო შუქში
ახვევდა.

– განა შეიძლება, კვირადღეს და ისიც ასეთ ამინდში ოთახში ჩაკეტო ადამიანი? –


გაიმეორა ფავიემ.

ამ შეკითხვამ გამყიდველებს სამუშაო გაახსენა. იღბლიანი წელი გვაქვსო, თქვეს


და კვლავ ხელფასზე და ჯამაგირის მომატებაზე ჩამოაგდეს სიტყვა. ეს საკითხი
მუდამ აღელვებდა ყველას და ახლაც გამოცოცხლდნენ... მუდამ, როცა საუზმეზე
ფრინველი მოჰქონდათ, დარბაზში ისეთი ყაყანი იყო, რომ იქ გაჩერება
შეუძლებელი გახლდათ. ოფიციანტებმა ერბოში შემწვარი არტიშოკი შემოიტანეს.
მორიგ ინსპექტორს ნაბრძანები ჰქონდა, დღეს ლმობიერება გამოეჩინა და ეს
ყურისწამღები ხმაური ეპატიებინა გამყიდველებისთვის.

– მართლა, ახალი ამბავი გაიგეთ? – წამოიძახა ფავიემ.

300
მაგრამ მისი ხმა საერთო ხმაურში დაიკარგა.

– ვის არ უყვარს არტიშოკი? ჩემს დესერტს არტიშოკზე ვცვლი! – დაიძახა მინიომ.

არავინ გამოეხმაურა. არტიშოკი ყველას უყვარდა. დღევანდელ საუზმეს მაღალი


შეფასება მისცეს, რადგან დესერტად ატამს ელოდნენ.

– მან სადილად დაპატიჟა, ჩემო კარგო, – ეუბნებოდა ფავიე მის გვერდით მჯდომ
გამყიდველს, – ნუთუ არ იცოდით?

ახალი ამბავი ყველამ იცოდა და კიდეც მოჰბეზრებოდათ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ,


მაინც დაიწყეს ხუმრობა. აცახცახებულმა დელოშმა თვალი თვალში გაუყარა
ფავიეს, რომელიც დაჟინებით იმეორებდა:

– თუ ჯერ არ ჰყავს ხელში, მალე ეყოლება, ამ ქალიშვილისთვის კი პირველი ხილი


არ იქნება... დიახ, არ იქნება...

გამომწვევად შეხედა დელოშს და დაუმატა:

– ვისაც ძვლების წუწვნა უყვარს, შეუძლია ას სუდ მიიღოს!

მან სწრაფად დახარა თავი, რადგან მოთმინებიდან გამოსულმა დელოშმა მთელი


ჭიქა ღვინო შეასხა სახეში და ენის ბორძიკით მიაძახა:

– მიიღე, ბინძურო ცრუპენტელავ! კარგი იყო, გუშინვე გაგმასპინძლებოდი ასე!

სკანდალი ატყდა. ღვინის წვეთები ფავიეს გვერდზე მსხდომთ მოხვდათ, ფავიეს


მხოლოდ თავი დაუსველდა. აკანკალებული ხელით მისხმული ღვინო სუფრის
მეორე მხარეს დაიღვარა. მეინახეები აყაყანდნენ: ნეტავ, ასე გამწარებით რომ
იცავს, მისი საყვარელი ხომ არაა? რა ბრიყვია ეს ოხერი! ერთი კარგად უნდა
ვასწავლოთ ჭკუაო, – ბრაზობდნენ ყველანი, მაგრამ ერთბაშად ჩაჩუმდნენ.
ინსპექტორი შემოსულიყო და კინკლაობაში დირექციის წარმომადგენლების
ჩარევა საჭიროდ არ მიაჩნდათ. ფავიემ ესღა უთხრა დელოშს:

– ერთი მომხვედროდა, ნახავდი, რასაც მიიღებდი პასუხად!

მალე ხუმრობაში გაატარეს ყველაფერი. სიბრაზისგან აცახცახებული დელოში


ცარიელ ჭიქას მისწვდა და წყურვილის მოსაკლავად პირთან მიიტანა. სიცილი
წასკდათ. დელოშმა ჭიქა სუფრაზე დადგა და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა,
არტიშოკის ფოთლებს დაუწყო ღეჭვა:

301
– დელოშს წყლის სურა გადაეცით, სწყურია! – დინჯი სახით ბრძანა მინიომ.

ხარხარი ატყდა. გამყიდველები სუფთა თეფშებს სათითაოდ იღებდნენ მაგიდის


კუთხეში დაწყობილი ჭურჭლიდან. ოფიციანტებმა დესერტი შემოიტანეს და
კალათებში ჩაწყობილი ატმები ჩამოარიგეს.

– კაცია და გუნება! დელოშს ღვინით უყვარს ატამი, – დაუმატა მინიომ და კვლავ


ახარხარდა.

დელოში გაუნძრევლად იჯდა, თავი ჩაექინდრა და დაცინვებს ყურს არ უგდებდა.


მწარედ ნანობდა თავის საქციელს და ფიქრობდა, ეს ხალხი მართალია, რა
უფლებით ვიცავ დენიზს, რა თქმა უნდა, ყოველგვარ სისაძაგლეს შეთითხნიანო.
არა, ბედი მართლა არა აქვს, ჯობს, აქვე გაუსკდეს მიწა! შეუძლებელია, გულის
წადილს აჰყვეს და სისულელე არ ჩაიდინოს! თვალებზე ცრემლი მოაგდა, განა
ჩემი ბრალი არაა, რომ მთელი მაღაზია მურეს წერილზე ლაპარაკობსო, –
ფიქრობდა იგი და მოაგონდა, როგორ ხარხარებდნენ და რა უწმაწურად
ხუმრობდნენ ამ დაპატიჟების გამო, რომლის შესახებ მხოლოდ ლიენარმა იცოდა.
დელოში ნანობდა, პოლინას რატომ არ შევაწყვეტინე ლაპარაკი, როცა დავინახე,
ლიენარი იქვე იდგაო. ამ დაუდევრობას ვერასოდეს აპატიებდა თავს.

– რატომ მოსდეთ ეს ამბავი ყველას? – ნაღვლიანად უთხრა მან ლიენარს, –


ძალიან ცუდად მოიქეცით!

– მე? – გაუკვირდა ლიენარს, – მე ხომ ერთ თუ ორ ამხანაგს ვუამბე და თან


ვთხოვე, საიდუმლოდ შეენახათ. ღმერთმა იცის, როგორ ვრცელდება ხოლმე
ასეთი ჭორები!

როცა დელოშმა მაინც გაბედა წყლის დალევა, მთელმა მაგიდამ ისევ დააყარა
სიცილი. საუზმე მთავრდებოდა და სკამებზე გადაწოლილი გამყიდველები ზარის
მოლოდინში შორიდან ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. დამატებითი ულუფა
თითქმის არავის მოუთხოვია ცენტრალური ბუფეტიდან. მით უმეტეს, რომ დღეს
ყავას უფასოდ არიგებდნენ. ფინჯნებს ოხშივარი ასდიოდათ და ამ მსუბუქ
ორთქლში, რომელიც მოლურჯო ღრუბელივით იღვრებოდა, ოფლიანი სახეები
უპრიალებდათ. შტორები ოდნავადაც არ ირხეოდა ფანჯრებზე. ერთბაშად ცალი
შტორი აიწია, მზის სხივების კონა დარბაზში შემოიჭრა და ხანძრის ანარეკლივით
მოედო ჭერს. ისეთი ყაყანი იყო, რომ კედლები ზანზარებდა და ზარის წკარუნი

302
მხოლოდ კართან მდგარ მაგიდებზე გაიგონეს. შემდეგ ყველანი წამოიშალნენ და
დერეფანში გავიდნენ.

დელოში უკან ჩამორჩა, ენაკვიმატი ხალხის მოსმენა აღარ შეეძლო. ბოჟემაც კი


გაასწრო ოთახიდან, თუმცა მუდამ ცდილობდა, უკანასკნელი გასულიყო და
ქალების სასადილო ოთახთან პოლინას შეხვედროდა. ასე იყვნენ
შეთანხმებულნი: მხოლოდ ამ საშუალებით შეეძლოთ ერთმანეთის ნახვა
სამუშაო საათებში. და ახლაც, სწორედ იმ დროს, როცა დერეფნის კუთხეში
ქურდულად აკოცეს ერთმანეთს, დენიზმა გამოიარა კოჭლობით.

– ოჰ, საყვარელო, ხომ არავის ეტყვით? – უთხრა პოლინამ და გაწითლდა.

მხარბეჭიანი გოლიათი ბოჟე ბავშვივით დაფრთხა.

– რომ გაგვიგონ, აქედან გაგვყრიან... – წაილუღლუღა მან, – ჩვენი ქორწინების


შესახებ უკვე განვაცხადეთ, მაგრამ ეს პირუტყვები განა მიხვდებიან, რომ
ადამიანს ხანდახან კოცნის სურვილიც აქვს!

აღელვებულმა დენიზმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი დაენახოს და ბოჟეც


გაიქცა. ამ დროს დელოშმა გამოიარა. დენიზს ბოდიში მოუხადა, დენიზმა
ვერაფერი გაიგო, მაგრამ როცა დელოშმა პოლინას უსაყვედურა, ლიენართან რად
ახსენე წერილის ამბავიო, პოლინა დაიბნა. დენიზი ერთბაშად მიხვდა, მთელი
დღის განმავლობაში რას ჩურჩულებდნენ გამყიდველები ერთმანეთში: თურმე
მურეს წერილის ამბავი ყველას სცოდნია. და დენიზი ისევე აიტანა ცახცახმა,
როგორც დილით, წერილის მიღებისას. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს
მამაკაცებმა თავიდან ფეხებამდე გააშიშვლეს.

– რა ვიცოდი?! – იმეორებდა პოლინა, – თანაც რა არის აქ ისეთი? ილაპარაკონ


რამდენიც უნდათ! შურით სკდებიან და ესაა!

– ჩემო კარგო, ნუ ღელავთ, მე თქვენზე არ ვარ ნაწყენი, – მისთვის ჩვეული


სიდინჯით მიუგო დენიზმა, – თქვენ ხომ მხოლოდ ის თქვით, რაც მოხდა! მე
მართლა მივიღე წერილი, ხოლო რა პასუხს გავცემ, ეს უკვე ჩემი საქმეა.

დელოში ცოცხალ-მკვდარი წავიდა. გაიფიქრა, დენიზი უეჭველად დათანხმდება


მურეს მიპატიჟებაზე და საღამოს პაემანზე წავაო. როცა დენიზმა და პოლინამ
კეთილმოწყობილ სასადილო ოთახში ისაუზმეს, პოლინა მიეხმარა მეგობარს
კიბეზე ჩასვლაში, რადგან მას ფეხი ძალიან ასტკივდა.

303
ნასადილევს აღწერა უმაღლეს წერტილამდე გაცხოველებულიყო. გადამწყვეტი
წუთები იდგა, ყველა დაძაბულად მუშაობდა, უნდოდათ, სამუშაო საღამომდე
დაემთავრებინათ. გუგუნი იზრდებოდა, მკლავები თაროებს აცარიელებდა და
ძირს ყრიდა საქონელს. მაღაზიაში გავლა შეუძლებელი იყო: იატაკზე დაყრილი
პაკეტებისა და ფუთების მთა დახლამდე აღწევდა. თავებისა და აქნეული
ხელების ჭავლი სექციების უსაზღვრო სიღრმეში იკარგებოდა. ხელჩართული
ბრძოლის უკანასკნელი წუთი დადგა და მანქანა კინაღამ გასკდა. ხოლო ქუჩაში,
დაკეტილი მაღაზიის შუშებიდან თითო-ოროლა გამვლელი მოჩანდა კვირადღის
მოწყენილობისგან გაცრეცილი სახეებით. ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩის
ქვაფენილზე სამი მაღალი, უქუდო, დაუდევრად ჩაცმული, თმააწეწილი ქალი
გაჩერებულიყო და უსირცხვილოდ იჭვრიტებოდნენ ფანჯარაში, უნდოდათ,
გაეგოთ, რას ფაციფუცობდნენ შიგნით.

დენიზი სექციაში დაბრუნდა. ქალბატონი ორელი მარგარიტას ეუბნებოდა,


ტანსაცმლის აღწერა თქვენ დაამთავრეთო. სიების შემოწმებაღა დარჩენოდა და
გადაეწყვიტა მყუდრო ადგილი მოეძებნა. სექციის გამგემ ნიმუშების
განყოფილება აირჩია და დენიზიც თან წაიყვანა.

– ჩემთან წამოდით, სიები შევადაროთ, შემდეგ კი შეაჯამებთ!

რაკი გამყიდველებისთვისაც უნდოდა თვალყურის დევნება, ქალბატონმა


ორელიმ კარი ღიად დატოვა, მაგრამ ხმაური მაინც აღწევდა და ერთმანეთის არ
ესმოდათ. ეს იყო ფართო ოთხკუთხა ოთახი, სადაც სკამები და სამი გრძელი
მაგიდა იდგა. კუთხეში დიდი მექანიზირებული დანები ეწყო ნიმუშების
ჩამოსაჭრელად. ნიმუშებისთვის ბევრი ქსოვილი სჭირდებოდათ: ვიწრო
თასმებად დაჭრილი ქსოვილი სხვადასხვა კუთხეში იგზავნებოდა ნიმუშების
სახით, რაზედაც სამოცი ათასი ფრანკი იხარჯებოდა წელიწადში. დილიდან
საღამომდე დანები, ცელებივით, ერთი მოსმით აქუცმაცებდა აბრეშუმის, შალის,
ტილოს ქსოვილს. შემდეგ ამ ნაკუწებს აგროვებდნენ და რვეულებში აწებებდნენ
ან აკერებდნენ. ფანჯრებს შორის ეტიკეტების დასამზადებლად უზარმაზარი
საბეჭდი დაზგაც იდგა.

– ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ! – გასძახებდა დროდადრო ქალბატონი ორელი


თავის ქვეშევრდომებს.

როცა პირველი სიების შედარება დაამთავრეს, გამგემ მარტო დატოვა დენიზი,


რომელმაც შეჯამება დაიწყო. ქალბატონი ორელი თითქმის მაშინვე დაბრუნდა
304
მადმუაზელ დე ფონტენაისთან ერთად. დენიზს უთხრა, ეს ქალიშვილი
დაგეხმარებათ, ჩვენთვის ხომ ყოველი წუთი ძვირფასიაო. მაგრამ «მარკიზას»
გამოჩენამ, როგორც ავყია კლარა ეძახდა ამ ქალიშვილს, მთელი სექცია ააფორიაქა.
ჟოზეფს მოსვენებას არ აძლევდნენ, დასცინოდნენ, უხეშად ეხუმრებოდნენ.

– ახლოს დაჯექით, თქვენ სრულიად არ მიშლით, – უთხრა მას დენიზმა,


რომელსაც ძალიან ებრალებოდა ქალი, – ერთი სამელნე ორივეს გვეყოფა.

უბედურებისგან დაბეჩავებული მადმუაზელ ლე ფონტენაიმ მადლობის


სათქმელად სიტყვა ვერ გამოთქვა. ახალგაზრდა ქალს აშკარად ეტყობოდა, რომ
სვამდა, გამხდარ სახეს ტყვიისფერი ედო, მხოლოდ ხელები, თეთრი, ნატიფი
ხელები მეტყველებდნენ მის არისტოკრატულ წარმოშობაზე.

სექციაში ერთბაშად შეწყვიტეს სიცილი, განახლებული მუშაობის ზომიერი


ხმაური მოისმოდა მხოლოდ: მურე კვლავ ამოწმებდა სექციებს. იგი შეჩერდა,
თვალებით დენიზს დაუწყო ძებნა, შემდეგ ქალბატონ ორელის ანიშნა, მასთან
მისულიყო, განზე გაიხმო და ხმადაბლა დაუწყო ლაპარაკი. ეტყობოდა, დენიზის
შესახებ ჰკითხა რაღაც, ქალმა თვალით ანიშნა ნიმუშების ოთახი, რაღაც
წასჩურჩულა, ალბათ, უთხრა, დენიზი დილით ტიროდაო.

– კეთილი, – ხმამაღლა წამოიძახა მურემ, – აბა, სიები მაჩვენეთ!

– აქეთ მობრძანდით, ხმაურს გამოვექეცით და აქ შევაფარეთ თავი.

მურე მეზობელ ოთახში შეჰყვა. კლარა მაშინვე მიუხვდა მათ მანევრს და


ხმადაბლა გადაულაპარაკა ამხანაგს, ბარემ ახლავე შეიტანონ შიგ საწოლიო,
მაგრამ მარგარიტამ ზედიზედ მიაყარა ტანსაცმელი, რომ საქმე არ გამოლეოდა და
ენისთვის კბილი დაეჭირა. დენიზი შესანიშნავი მეგობარია, ხოლო მისი პირადი
საქმე არავის ეხებაო, – ფიქრობდა იგი. მთელი სექცია დენიზის მხარეზე იყო.
ქალები სწრაფად ამუშავდნენ, ლომსა და ჟოზეფს უწყისებზე დაეხარათ თავი და
წაიყრუეს. როცა ინსპექტორმა ჟუვმა შორიდან მოჰკრა თვალი ქალბატონი
ორელის მანევრს, ახლოს მივიდა და იმ დარაჯის ზომიერი ნაბიჯით დაიწყო
ნიმუშების განყოფილების კარის წინ სიარული, რომელიც თავისი უფროსის
თავშექცევას დარაჯობს.

– აჩვენეთ აღწერის უწყისები ბატონ მურეს! – თქვა გამგემ ოთახში შესვლისას.

305
დენიზმა უსიტყვოდ მიაწოდა ქაღალდები. როცა მურე შემოვიდა, იგი შეკრთა,
მაგრამ მაშინვე შეიკავა თავი და ახლა მშვიდად იჯდა, ოღონდ გაფითებულიყო.
მურეს არც კი შეუხედავს მისთვის, უწყისს დაჰყურებდა. ოთხივე დუმდა.
ქალბატონი ორელი მადმუაზელ დე ფონტენაისთან მივიდა, რომელსაც თავიც არ
მოუბრუნებია მურეს შემოსვლისას. ისეთი სახე მიიღო, თითქოს გოგონას
მუშაობით უკმაყოფილო დარჩაო და ხმადაბლა უთხრა:

– ჯობს, წახვიდეთ და ტანსაცმლის დალაგებაში დაეხმაროთ... გამოანგარიშებას


ჯერ არ ხართ მიჩვეული.

ისიც ადგა და სექციაში შევიდა. მის გამოჩენას ჩურჩულით შეხვდნენ. ჟოზეფი ისე
დააბნია გამყიდველი ქალების დამცინავმა ღიმილმა, რომ თვითონაც არ იცოდა,
რას წერდა. კლარას მშველელის მოსვლა გაუხარდა, მაგრამ მაინც უხეშად
ჰკრავდა ხოლმე ხელს, ისიც ისევე ეჯავრებოდა, როგორც ამ მაღაზიაში მომუშავე
ყველა ქალი. განა სისულელე არ არის, მარკიზის შვილი იყო და უბრალო მუშას
გონება დაუბნელო? კლარას შურდა ასეთი სიყვარულის.

– კარგია, ძალიან კარგია! – იმეორებდა მურე ისეთი სახით, თითქოს მართლა


კითხულობდა უწყისებს.

ქალბატონი ორელი კი თავს იმტვრევდა და ფიქრობდა, ისე როგორ გასულიყო


ოთახიდან, რომ მისი საქციელი შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო არავისთვის.
დიდხანს იწრიალა, მექანიზირებულ დანებს ათვალიერებდა და ბრაზი მოსდიოდა
ქმარზე, რატომ ვერ მოიფიქრებს რამეს და არ დამიძახებსო. თუმცა, როდის
გამოსდგომია იგი რამეში, შეუძლია, წყაროსთან იდგეს და წყურვილით
მოკვდესო, ფიქრობდა ქალი. ისევ მარგარიტამ მოიფიქრა და რაღაც რჩევისთვის
მიმართა გამგეს.

– მოვდივარ, – მაშინვე გამოეხმაურა ქალი.

მისი ღირსება შეუბღალავი დარჩა. საბაბი მიეცა, მარტო დაეტოვებინა დენიზი და


მურე და გამყიდველების წინაშეც გამართლებული ყოფილიყო, ისინი ხომ
გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს! ქალბატონი ორელი ისეთი მედიდური და
კეთილშობილური სახით გამოვიდა ოთახიდან, რომ ქალებმა გაღიმებაც ვერ
გაბედეს.

306
მურემ სია აუჩქარებლად დადო მაგიდაზე და დენიზს შეხედა. გოგონას
კალმისტარი ეჭირა ხელში, მურეს შემოხედვაზე თვალი არ მოურიდებია, მაგრამ
უფრო გაფითრდა.

– საღამოს ხომ მოხვალთ? – ჰკითხა მურემ.

– არა, ბატონო, არ შემიძლია... ბიძაჩემთან სადილად უნდა წავიდე, ჩემი ძმებიც


იქ იქნებიან.

– კი მაგრამ... ფეხი რომ გტკივათ? თქვენ ხომ ძალიან გიჭირთ სიარული...

– როგორმე მივალ. ახლა გაცილებით უკეთ ვარ.

როცა მურემ მისი მშვიდი უარი მოისმინა, თვითონაც გაფითრდა, ბაგეები


ნერვიულად უთრთოდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და იმ ლმობიერი უფროსის
გამომეტყველება მიიღო, რომელსაც თავის ხელქვეითთან თავის შექცევა
გადაუწყვეტია.

– რომ გთხოვოთ, მაინც უარს მეტყვით? ხომ იცით, როგორ გცემთ პატივს.

დენიზმა მოკრძალებით შეხედა.

– დიდი მადლობელი ვარ იმ სიკეთისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, ბატონო,


თანაც დღევანდელი დაპატიჟებისთვის გმადლობთ, მაგრამ, როგორც გითხარით,
არ შემიძლია... ამ საღამოს ძმები მელოდებიან.

დენიზს ისე ეჭირა თავი, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა, კარი ღია იყო, მაგრამ
გრძნობდა, მთელი მაღაზია მზად იყო, მიეხურა იგი. ამ უარის გამო პოლინა
მეგობრულად ეტყოდა, ბრიყვი ხარო, სხვებიც დასცინებდნენ, ალბათ, ქალბატონი
ორელი განგებ გავიდა ოთახიდან, მარგარიტა განზრახ იმაღლებდა ხმას, ლომი
გატრუნული იჯდა. ერთი სიტყვით, ყველას სურდა მისი გაუბედურება, ყველა
უფსკრულისკენ ჰკრავდა ხელს. და აღწერის ეს შორეული გუგუნი, ეს უამრავი
საქონელი, რომელსაც ხელიდან ხელში ისროდნენ და ხმამაღლა ასახელებდნენ,
თითქოს ცხელი ქარი იყო, რომელიც დენიზის ვნების გაღვივებას ცდილობდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ხმაური, რომელიც თან სდევს ბრძოლაში მოპოვებულ მეფურ


სიმდიდრეს, ხანდახან მურეს სიტყვებსაც ფარავდა.

– მაშინ როდის მოხვალთ? იქნებ ხვალ?

307
ამ უბრალო შეკითხვამ დენიზი დააბნია და აფორიაქებულმა წაილუღლუღა:

– არ ვიცი, არ შემიძლია...

მურეს გაეღიმა და სცადა, ხელი წაევლო დენიზისთვის, მაგრამ მან სწრაფად


გამოსტაცა ხელი.

– რისი გეშინიათ?

დენიზმა ამაყად შეხედა სახეში, შემდეგ მისთვის ჩვეული ალერსიანი ღიმილით


გაბედულად მიუგო:

– მე არაფრის მეშინია, ბატონო, მაგრამ ადამიანი ისე იქცევა, როგორც მას სურს,
ასე არაა? მე კი არ მინდა... ესაა და ეს!

გაჩუმდა. ამ დროს მისი ყურადღება კარის ჭრიალმა მიიქცია, მოიხედა და


დაინახა, რომ კარი ნელა იხურებოდა. ინსპექტორ ჟუვს ეკისრა კარის დახურვა.
სხვათა შორის, მის ფუნქციებში შედიოდა ისიც, რომ არც ერთი კარი ღიად არ იყო
დარჩენილი! იგი კვლავ დინჯად დადგა სადარაჯოზე და ბოლოს ისე უბრალოდ
მიხურა კარი, რომ მხოლოდ კლარამ შეამჩნია. მან კი მაშინვე იპოვა საბაბი
უწმაწური გამოთქმისთვის და მადმუაზელ დე ფონრენაის რაღაც
გადაულაპარაკა.

დენიზი ფეხზე წამოდგა. მურე აკანკალებული ხმით ეუბნებოდა:

– ყური მიგდეთ, მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ ეს დიდი ხანია იცით, ნუ იღებთ


ისეთ სახეს, თითქოს ვერაფერს ხვდებოდეთ... ნუ მექცევით ასე სასტიკად...
გარდა, ამისა ნურაფრის გეშინიათ. რამდენჯერ მინდოდა ჩემს კაბინეტში
მომეხმეთ, მარტოდმარტო ვიქნებოდით და საკმარისი იყო, კარი დამეკეტა, რომ...
მაგრამ ასეთი რამ არ მინდოდა... ხომ ხედავთ, ისეთ ადგილას გელაპარაკებით,
სადაც ყველას შეუძლია შემოსვლა... მე თქვენ მიყვარხართ, დენიზ!

დენიზი ფერწასული იდგა, მურეს სახეში უყურებდა და უსმენდა.

– მითხარით, რატომ მეუბნებით უარს? თქვენ ხომ გიჭირთ ცხოვრება? განა ძმები
მძიმე ტვირთად არ გაწევთ კისერზე? რასაც მომთხოვთ, რასაც მიბრძანებთ...

დენიზმა სწრაფად შეაწყვეტინა:

– გმადლობთ, მე ახლა იმაზე მეტს ვიღებ თვეში, ვიდრე მჭირდება.

308
– კი მაგრამ, მე ხომ თავისუფლებას, სიმდიდრეს, დროს ტარებას, უზრუნველ
ცხოვრებას გთავაზობთ... თქვენ გექნებათ საკუთარი სახლი, თქვენს სახელზე
პატარა კაპიტალსაც შევიტან...

– არა, გმადლობ. უსაქმოდ მომწყინდა... ათი წლისაც არ ვიყავი, ლუკმაპურით


მუშაობა რომ დავიწყე.

სასოწარკვეთილმა მურემ ხელი ჩაიქნია. პირველი შემთხვევა იყო, რომ ქალი


უარს ეუბნებოდა. საკმარისი იყო, თითი დაექნია, რომ ყველა ქალი მის სურვილს
უსიტყვოდ დაჰყოლოდა. დენიზი კი უარს ეუბნებოდა და თან არავითარი
გასამართლებელი საბუთი არ ჰქონდა. დიდი ხანია ამ სურვილს იოკებდა, ახლა კი
წინააღმდეგობამ თითქოს სიგიჟე შემატა, იმედი დაუკარგა. იქნებ, ცოტა
შესთავაზა? ერთბაშად დაპირებები გაუათკეცა, ჩააცივდა, მაგრამ...

– არა, არა, გმადლობთ, – იმეორებდა დენიზი, რომელსაც არავითარი ყოყმანი არ


ეტყობოდა.

მაშინ მურემ ვეღარ შეიკავა თავი და ყვირილი აღმოხდა:

– ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ ვიტანჯები? დიახ, სისულელეა, მაგრამ ბავშვივით


ვიტანჯები!

მურეს ცრემლი მოადგა თვალებზე. სიჩუმე ჩამოვარდა. აღწერის ჩახშობილი


გუგუნი მოისმა, რომელიც შეწყვეტილი ზეიმის ხმას წააგავდა, თითქოს მაღაზიის
პატრონის დამარცხებას ახლდა თან.

– თქვენ ჩემი უნდა იყოთ! მე ასე მინდა, – შესძახა მურემ და მკლავში წაავლო
ხელი გოგონას.

დენიზს ხმა არ ამოუღია, ოღონდ თვალებში სხივი ჩაუქრა. ერთბაშად სისუსტე


იგრძნო... ამ კაცის თბილი ხელებიდან სითბო იგრძნო, რომელმაც ტკბილი
სურვილი აღუძრა. ღმერთო! როგორ მიყვარს! რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ
შემეძლოს, ყელზე შემოვხვიო მკლავები და მკერდზე მივეკრაო, – ფიქრობდა
დენიზი.

– დიახ, ასე მსურს, – იმეორებდა გონებადაკარგული მურე, – თუ ამ საღამოს არ


მოხვალთ, იცოდეთ, ზომებს მივიღებ...

309
მურე უკვე უხეშად იქცეოდა, ხელი ისე მოუჭირა მკლავში, რომ დენიზმა
ტკივილისგან შეჰკივლა, ერთბაშად გამოფხიზლდა, ხელი ჰკრა, წელში გასწორდა
და მტკიცე ხმით უთხრა:

– თავი დამანებეთ, მე კლარა არ ვარ, მეორე დღეს რომ მიმაგდოთ. გარდა ამისა,
თქვენ მე კი არა... ის ქალი გიყვართ... დიახ, ის მანდილოსანი, რომელიც აქ
დადის... ჰოდა, იყავით მასთან! გასაყოფი არავისთან არაფერი მინდა!

გაოცებული მურე ადგილზე გაშეშდა. რას ამბობს? რა უნდა? ქალიშვილები,


რომელსაც იგი წუთიერი დროსტარებისთვის შეარჩევდა ხოლმე მაღაზიაში,
სიყვარულზე არასოდეს ფიქრობდნენ! მურემ კინაღამ სასაცილოდ აიგდო
დენიზი, მაგრამ, როცა მის ნაზ, ამაყ გამომეტყველებას შეხედა, სული
აუფორიაქდა.

– ბატონო მურე, კარი გააღეთ! ჩაკეტილ ოთახში ამდენ ხანს ყოფნა უხერხულია
და თანაც რა საკადრისია!

მურე უსიტყვოდ დაემორჩილა. საფეთქლები უხურდა, არ იცოდა, როგორ


დაემალა თავისი ტანჯვა და ქალბატონი ორელი მოიხმო. უსაყვედურა, ამდენი
როტონდა რად დაგრჩენიათო. ფასის დაკლება იქამდე არ უნდა შეგეწყვიტათ,
სანამ სულ არ გაიყიდებოდაო... სავაჭრო სახლს ასეთი წესი ჰქონდა: ჩაწოლილ
საქონელს ყოველწლიურად იშორებდნენ თავიდან. ერჩივნათ სამოცი პროცენტის
ზარალით გაეყიდათ, ვიდრე ძველი მოდელები ან მოდიდან გასული ქსოვილები
მაღაზიაში დაეტოვებინათ. სწორედ ამ დროს ბურდონკლი მოსულიყო
დირექტორის სანახავად და ჟუვის მიერ დაკეტილ კართან იცდიდა. ინსპექტორმა
სერიოზული სახით ჩასჩურჩულა რამდენიმე სიტყვა ბურდონკლს. ისიც ვერ
ბედავდა მურეს მყუდროების დარღვევას. ნუთუ შესაძლებელია, რომ ასეთ
საქმიან დღეს, ამ უსუსურ ქალთან?!. კარი გაიღო და ბურდონკლმა მოახსენა,
აბრეშუმი «ფანტაზიის» მთელი თოფი დაგვრჩენიაო. მურეს გაუხარდა, რაკი
საბაბი იპოვა ვინმეზე გადმოენთხია თავისი ბრაზი და ყვირილი დაიწყო: მერედა
ბუტმონი რას ფიქრობდა... განა დასაშვებია, რომ საქონლის შემსყიდველს ყნოსვა
აკლდეს? რატომ ჩაიდინა ასეთი სისულელე და იმაზე მეტი იყიდა, რისი
გასაღებაც არ შეეძლო, – იყვირა მან და ოთახიდან გავიდა.

– ნეტავ, რა მოუვიდა? – ჩურჩულებდა ქალბატონი ორელი, რომელიც მურესგან


საყვედურს არ მოელოდა.

310
ქალიშვილებიც გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს. ექვსი საათისთვის აღწერა
დასრულდა. მზე ისევ ანათებდა, ზაფხულის კაშკაშა მზე, რომლის ოქროსფერი
სხივები ფართო ფანჯრებიდან იფრქვეოდა მაღაზიაში. ქალაქში შეხუთული ჰაერი
იდგა. პარიზელები ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ ქალაქგარეთა სეირნობიდან,
დაღლილ-დაქანცულებს თაიგულები ეჭირათ ხელში და ბავშვებს მიათრევდნენ.
მაღაზიის სექციებში სიჩუმე სუფევდა, თითო-ოროლა ნოქარი თუ დარჩენილიყო,
ყველანი ამთავრებდნენ სამუშაოს. უკანასკნელი ყუთების დაცლის ხმა მოისმა,
შემდეგ ეს ხმებიც მიწყდა და მთელი დღის ყაყანიდან უკანასკნელი ამოოხვრაღა
ისმოდა ამ აყრილ-დაყრილ საქონელს შორის. თაროები, კარადები, მუყაოს
კოლოფები და ყუთები ცარიელი იყო. არც ერთი მეტრი ქსოვილი. არც ერთი
ზედმეტი ნივთი არ დარჩენილა ადგილზე. ვრცელ სექციებში მხოლოდ კარკასიღა
მოჩანდა, შიშველი თაროებითა და დახლებით. იტყოდით, დღეს პირველად
იხსნება მაღაზიაო. ეს სიცარიელე წესიერი და ზუსტი აღწერის მაუწყებელი იყო.
იატაკზე თექვსმეტი მილიონი ფრანკის საქონელი ეყარა, – აბობოქრებული ზღვა,
რომელსაც დახლები და მაგიდები საბოლოოდ წაელეკა. ამ საქონლის გროვაში
კისრამდე ჩაფლულმა გამყიდველებმა საქონლის დალაგება დაიწყეს. ათი
საათისთვის მთელი სამუშაო უნდა დამთავრებულიყო.

ქალბატონი ორელი პირველ ცვლაში სადილობდა და სასადილოდან


დაბრუნებულმა წლიური მიმოქცევის ანგარიში მოიტანა, რომელიც თითოეულ
სექციას ცალკე შეეჯამებინა. საერთო ჯამში ოთხმოც მილიონს უდრიდა და ათი
მილიონით მეტი იყო წინა წლის მიმოქცევაზე. მხოლოდ «ფანტაზიამ» აჩვენა
რეალური წაგება.

– ბატონი მურე თუ კიდევ უკმაყოფილოა, აღარ ვიცი, რას ელოდება! – დაუმატა


სექციის გამგემ, – შეხედეთ, მთავარი კიბის თავზე დგას და რა განრისხებული
ჩანს.

ქალიშვილები მის სანახავად გაეშურენენ: ის მარტო იდგა და პირქუშად


დაჰყურებდა მის ფეხქვეშ დაყრილ მილიონებს.

ამ დროს დენიზი მიუახლოვდა ქალბატონ ორელის და სთხოვა:

– ქალბატონო, თუ შეიძლება, ნება მომეცით, წავიდე. სულერთია, ვერაფერში


დაგეხმარებით, მტკივანი ფეხის გამო... მე კი ბიძასთან ვარ დაპატიჟებული
სადილად... ძმები მელოდებიან.

311
ამ განცხადებამ საერთო გაოცება გამოიწვია. როგორ, ნუთუ უარი უთხრა მურეს?
ქალბატონი ორელი ყოყმანობდა, მის ხმაში უკმაყოფილება ისმოდა. კლარა
მხრებს იჩეჩდა, თითქოს ამბობდა, კარგი ერთი, ცხადია, მურემ აღარ მოისურვა
მასთან დროს ტარებაო. პოლინა და დელოში ჩვილი ბავშვების სექციასთან
იდგნენ, როცა ეს ამბავი გაიგეს. ახალგაზრდა კაცს ისე გაუხარდა, რომ პოლინა
კიდეც გაუჯავრდა, ნეტავი ვიცოდე, შენ რა შეგემატა ამით, ან იქნებ, ის გიხარია,
რომ შენმა მეგობარმა ასეთი სისულელე ჩაიდინა და ბედი ხელიდან გაუშვაო.
ბურდონკლი ვერ ბედავდა მურესთან მისვლას. ეშინოდა, ეს პირქუში
განმარტოება არ დაერღვია და თვითონაც შეწუხებული სახით დასეირნობდა
მაღაზიაში.

ამასობაში დენიზი ქვემოთ ჩავიდა. მარცხენა კიბის უკანასკნელ საფეხურს რომ


მიაღწია, გამყიდველთა ჯგუფს წააწყდა. ისინი იცინოდნენ და მის სახელს
ახსენებდნენ. დენიზი მიხვდა, რომ ვერ შეამჩნიეს.

– კარგი ერთი, – ამბობდა ფავიე, – იპრანჭება და მეტი არაფერი! წმინდა წყლის


აღვირახსნილობაა! მე ვიცნობ ერთ მამაკაცს, რომლის ხელში ჩაგდებას დიდხანს
ლამობდა!

და მან იუტენს გადახედა. იგი იქვე იდგა და იმ ლაზღანდარობაში არ ერეოდა,


გამგის მოადგილის სახელს უფრთხილდებოდა. მაგრამ როცა თანამშრომლების
შურით სავსე გამოხედვა დაიჭირა, გაიბღინძა და კბილებში გაცრა:

– ოო, რომ იცოდეთ, როგორ მომაბეზრა თავი ამ ქალმა!

დენიზს თითქოს დანა ჩაარტყესო გულში, ისეთი ტკივილი იგრძნო და მოაჯირს


მოეჭიდა. გამყიდველები სიცილ-ხარხარით გაიქცნენ, ალბათ, დენიზი შეამჩნიეს
იქვე. იუტენი მართალია, ფიქრობდა დენიზი... ჩემი ბრალია ყველაფერი... განა ამ
კაცზე ოცნება შეიძლებოდა? მაგრამ ასეთი ლაჩარი თუ იქნებოდა, არ მეგონა,
არავინ ასე ძალიან არ მეჯავრება ახლაო, – განაგრძობდა ფიქრს. აფორიაქდა.
უცნაური არაა განა, რომ ძალა მეყო და საყვარელ ადამიანს ხელი ვკარი?.. ხოლო
წინათ ისეთი სისუსტე გამოვიჩინე, რომ ამ არამზადა ბიჭის სიყვარულზე
ვოცნებობდი... დენიზს გონება სულ სხვას კარნახობდა, გული კი სხვას და ვეღარ
გარკვეულიყო ამ დახლართულ გრძნობებში. სწრაფად გაიარა ჰოლი...

სანამ ინსპექტორი დილიდანვე ჩაკეტილ კარს გაუღებდა, ინსტინქტურად ზემოთ


აიხედა და მურე დაინახა. იგი ისევ იქ, კიბის თავში იდგა, ცენტრალურ მოედანზე,

312
რომელიც მთელ დარბაზს გადაჰყურებდა. მურე აღწერაზე არ ფიქრობდა, ვერც
თავის სამეფოსა და სიმდიდრით დახუნძლულ დახლებს ამჩნევდა. გუშინდელი
ხმაურიანი გამარჯვებები, ხვალინდელი კოლოსალური სიმდიდრე, ყველაფერი
ერთბაშად გაქრა. სასომიხდილი, თვალს ვერ აშორებდა დენიზს და როცა იგი კარს
მიეფარა, მასთან ერთად ყველაფერი გამოეცალა ხელიდან... მთელი სახლი
სიბნელეში შთაინთქა...

XI
ამ დღეს ბუტმონი პირველი მოვიდა ქალბატონ დეფორჟთან, სადაც ოთხ საათზე
მეგობრებს უნდა მოეყარათ თავი ფინჯან ჩაიზე. ქალბატონი დეფორჟი მარტო
იჯდა ღია ფერის ქსოვილგადაკრული, ლუი XVI-ის სტილის ავეჯით მოწყობილ
სალონში. იგი სწრაფად წამოდგა და მოუთმენლად ჰკითხა:

– როგორაა საქმე?

– როცა ვუთხარი, დღეს თქვენთან მოვდიოდი, დამპირდა, მეც მოვალო.

– აგრძნობინეთ მაინც, რომ ბარონსაც ველოდები?

– რასაკვირველია, ეტყობა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თქვენთან მოსვლა.

ისინი მურეზე ლაპარაკობდნენ. გასულ წელს ბუტმონს ისე დაუახლოვდა მურე,


რომ ყველაფერს ანდობდა, ანრიეტასთანაც მიიყვანა. უხაროდა, რომ ამ ყმაწვილს
სიხალისე შეჰქონდა მისთვის უკვე მოსაბეზრებელ სასიყვარულო კავშირში.
ამგვარად, აბრეშუმის სექციის გამგე თავისი უფროსისა და ლამაზი ქვრივის
მესაიდუმლე გახდა. ორივეს უსრულებდა კაპრიზებს, ზოგჯერ შემრიგებლის
როლსაც ასრულებდა. ეჭვიანობის დროს ანრიეტა ისე გულახდილად
ელაპარაკებოდა, რომ ბუტმონი უხერხულად გრძნობდა თავს და იბნეოდა.
მაღალი წრის ქალისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე და გარეგნული წესის
დაცვა ხშირად ავიწყდებოდა ანრიეტას.

– თქვენ თვითონ უნდა წამოგეყვანათ, – თავშეუკავებლად წამოიყვირა მან, –


მაშინ უფრო დარწმუნებული ვიქნებოდი!

313
– რა ჩემი ბრალია, თუ ბოლო დროს გამირბის? – უპასუხა ბუტმონმა და
გულიანად გაიცინა, – მაგრამ, მაინც ვუყვარვარ! ის რომ არა, ჩემი საქმე ცუდად
იქნებოდა მაღაზიაში.

მართლაც, უკანასკნელი აღწერის შემდეგ ბუტმონს ნიადაგი შეერყა «ქალთა


ბედნიერებაში». ამაოდ იმართლებდა თავს, წვიმიანი გაზაფხული იყოო.
აბრეშუმის «ფანტაზიის» დარჩენილ დიდძალ მარაგს არ აპატიებდნენ. იუტენიც
ცდილობდა, ამ შემთხვევით ესარგებლა და ძირს უთხრიდა დირექციასთან,
ტყავიდან ძვრებოდა, თავის გამოჩენა სურდა. ბუტმონი გრძნობდა, რომ ფეხქვეშ
ნიადაგი ეცლებოდა. მურემ განაჩენიც გამოუტანა. ეტყობა, ამ უაზრო
ფამილიარობით დაიღალა და კიდეც მოჰბეზრდა ეს მოწმე, რომელიც
ანრიეტასთან კავშირის გაწყვეტას უშლიდა, მაგრამ იგი კვლავ ერთგულად
იცავდა თავის ტაქტიკას და ბურდონკლს ჩუმ-ჩუმად აქეზებდა ბუტმონის
წინააღმდეგ. მას კი არწმუნებდა, დირექციის სხდომა ისე არ ჩაივლის,
ბურდონკლმა და სხვა მეპაიეებმა შენი მოხსნა რომ არ მოითხოვონ, მარტო მე არ
ვეთანხმები, პირიქით, კიდეც გიცავ, თუმცა შეიძლება ამით უსიამოვნება
შემხვდესო.

– კეთილი, დავუცდი, – თქვა ქალბატონმა დეფორჟმა, – ხომ იცით, ის გოგო ხუთ


საათზე აქ იქნება! პირისპირ უნდა შევახვედრო... რადაც უნდა დამიჯდეს, მათი
საიდუმლოება უნდა გავიგო.

და მან თავისი გეგმა ბუტმონს გააცნო. ქალბატონი ორელისთვის ეთხოვა,


დენიზი გამოეგზავნა, მანტო ცუდად მაქვს ტანზე და მინდა, მან ნახოსო. როცა
დენიზი საწოლ ოთახში მოხვდებოდა, ანრიეტა მურესაც დაუძახებდა, შემდეგ კი
საჭიროებისამებრ მოიქცეოდა.

ბუტმონი მის პირდაპირ იჯდა და ცდილობდა სერიოზული გამომეტყველება


მიეცა თავისი ლამაზი მოცინარი თვალებისთვის. ეს მხიარული ყმაწვილი,
ოხუნჯი დარდიმანდი, რომელსაც გასკონელის სისხლი უდუღდა ძარღვებში,
ახლა იმაზე ფიქრობდა, რომ მაღალი წრის ქალები ძალიან ბოროტები არიან და
როცა გულახდილად დაიწყებენ ლაპარაკს, დარწმუნდებით, რა ღვარძლი უდევთ
გულშიო. არა, – დაასკვნა მან ბოლოს, – ჩემი ამხანაგების საყვარლები,
მედუქნეების შვილებიც, კი არ იკადრებენ ასეთ გულახდილობასო.

– ნება მომეცით, გკითხოთ, რად გჭირდებათ ასეთი რამ? აკი დავიფიცე, მათ
შორის არაფერი არ არის-მეთქი.
314
– საქმეც ესაა! – წამოიძახა ქალმა, – მურეს იგი უყვარს. დანარჩენი ქალები, მისი
შემთხვევითი და წუთიერი გატაცებები, არ მაინტერესებს, მაგრამ ეს..

მან ზიზღით მოიხსენია კლარა. უამბეს, დენიზის უარის შემდეგ, მურე კვლავ ამ
ცხენისთავა წითურ დედაკაცს მივარდაო, განგებ აჩერებს მაღაზიაშიო, ყველას
დასანახავად საჩუქრებით ავსებსო. გარდა ამისა, უკანასკნელი სამი თვის
განმავლობაში უმსგავსოდ იქცევა, ისე ფლანგავს ფულს, რომ მთელი ხალხი
აალაპარაკა: ვიღაც მეძავი მსახიობისთვის სასახლე უყიდია, ორი თუ სამი
არამზადა ქალი ერთმანეთს ეცილება, ვინ მეტად გაფცქვნის სულელური და
გამაკოტრებელი კაპრიზებითო.

– ყველაფერი კი ამ ოხერი გოგოს ბრალია! – იმეორებდა ანრიეტა, – ვგრძნობ,


სხვებთან იმიტომ ფლანგავს ფულს, რომ ეს ქალიშვილი ხელს ჰკრავს... მე მისი
ფულის დარდი არ მაქვს! ღარიბი რომ იყოს, უფრო მეტად შემიყვარდებოდა...
თქვენ ჩემი ახლო მეგობარი ხართ და იცით, როგორ მიყვარს იგი!

ანრიეტა შეჩერდა, ცრემლები ახრჩობდა, კინაღამ ქვითინი წასკდა, დაიბნა და


ორივე ხელი ბუტმონს გაუწოდა. მას მართლაც გაგიჟებით უყვარდა მურე მისი
ახალგაზრდობისა და წარმატებების გამო. არც ერთ მამაკაცს არ გამოუწვევია
მასში ასეთი თრთოლა. მურეს დაკარგვაზე ფიქრი საბედისწერო ასაკის – ორმოცი
წლის მოახლოებასაც ახსენებდა ანრიეტას და შიშით ფიქრობდა, რითიღა
შეეცვალა ეს უსაზღვრო სიყვარული?!

– ოო, იცოდეთ, შურს ვიძიებ! თუ ცუდად მოიქცევა, სამაგიეროს გადავუხდი! –


ბუტბუტებდა სასოწარკვეთილი ქალი.

ბუტმონს მისი ხელები ეჭირა. ანრიეტა ჯერ კიდევ ლამაზი ქალი იყო, მაგრამ
საყვარლად, ალბათ, არაფრად ვარგოდა, მოსაბეზრებელი იქნებოდა. მას კი ასეთი
ქალები არ უყვარდა. თუმცა ამ შემთხვევაში დაფიქრება იყო საჭირო, ვინ იცის,
იქნებ, ღირდეს რისკის გაწევა?!

– რატომ საკუთარ მაღაზიას არ ხსნით? – მოულოდნელად ჰკითხა ანრიეტამ და


ხელები გაათავისუფლა.

ბუტმონმა გაოცებით შეხედა.

– ამისთვის უზარმაზარი თანხაა საჭირო, – მიუგო მან ბოლოს, – მართალია,


გასულ წელს ერთი აზრი ამეკვიატა... დარწმუნებული ვარ, პარიზში ჯერ კიდევ

315
მოიპოვება იმდენი კლიენტურა, რომ ორ-სამ მაღაზიას ეყოს. მთავარია, კარგი
კვარტალის შერჩევა: «ბონ-მარშე» – სენის მარცხენა ნაპირასაა, «ლუვრი» ცენტრს
ემსახურება, ჩვენ, «ქალთა ბედნიერებით» დასავლეთის მდიდრული კვარტალები
ჩავიგდეთ ხელში. დარჩა ჩრდილოების მხარე, სადაც «პლას კლიშის»
კონკურენტის შექმნა შეიძლებოდა. ოპერის ახლოს მშვენიერი ადგილიც ავირჩიე.

– მერე?

ბუტმონმა გადაიხარხარა:

– წარმოიდგინეთ, სისულელე ჩავიდინე და მამას მოველაპარაკე. დიახ, იმდენად


გულუბრყვილო ვიყავი, ვთხოვე, ტულუზაში აქციონერი მიშოვე-მეთქი.

და მან ენამახვილად უამბო, როგორი გაანჩხლებით დასხმია თავს მოხუცი


პარიზის ფირმებს, რომლებიც ამ პროვინციელ მედუქნეს საშინლად ეჯავრებოდა.
მოხუც ბუტმონს აქამდე ვერ მოენელებინა, რომ მისი შვილი წელიწადში
ოცდაათი ათას ფრანკს იღებდა და შემოუთვალა, უმალ ჩემი მეგობრებისა და
ჩემს ფულს რომელიმე საქველმოქმედო დაწესებულებას შევწირავ, ვიდრე ერთი
სანტიმით დავეხმარები ისეთ მაღაზიებს, რომლებიც სავაჭრო საქმეში ნამდვილ
საროსკიპოებს წარმოადგენენო.

– ესეც რომ არ იყოს, – დაასრულა ახალგაზრდა კაცმა, ასეთი მაღაზიის


გასახსნელად მილიონებია საჭირო.

– რომ იშოვოთ?

ბუტმონმა სერიოზული სახით შეხედა. იქნებ, ეს მხოლოდ ეჭვიანი ქალის


სიტყვებია? მაგრამ ქალმა დაფიქრების დრო არ მისცა და დაუმატა:

– ხომ იცით, რა ყურადღებით ვარ თქვენ მიმართ? ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ.

შემოსასვლელში ზარმა დარეკა. ქალბატონი დეფორჟი წამოდგა, ხოლო ბუტმონმა


ინსტინქტურად გასწია სავარძელი, თითქოს დანაშაულზე წაუსწრესო.
მხიარული შპალერით გამოკრულ სალონში, რომელიც ფანჯრებს შორის
დადგმული მწვანე მცენარეების გამო ბაღს მოგაგონებდათ, სიჩუმე ჩამოვარდა.
ქალბატონი დეფორჟი წელგამართული იდგა და შემოსასვლელისკენ ჰქონდა
გულისყური.

– ისაა, – წაიჩურჩულა მან.

316
მსახურმა მოახსენა:

– ბატონი მურე! ბატონი დე ვალანიოსკი!

ანრიეტამ თავი ვერ შეიკავა და გაბრაზებით ჩაიქნია ხელი. რატომ მარტო არ


მოვიდა? ალბათ განგებ შეუარა მეგობარს, რომ მასთან მარტო დარჩენისთვის
თავი აერიდებინა. როცა მამაკაცები შემოვიდნენ, ქალი უკვე იღიმოდა და ხელს
უწვდიდა:

– რა იშვიათი სტუმარი გახდით... ეს თქვენც გეხებათ, ბატონო ვალანიოსკ!

ბოლო ხანებში ანრიეტა სასოწარკვეთილი იყო, გრძნობდა, რომ სუქდებოდა და


ამიტომაც იცვამდა შავი აბრეშუმის კაბებს, მაგრამ ლამაზი სახე და შავი თმა
სანდომიან, ნაზ იერს აძლევდა. მურემ შინაურულად შეათვალიერა და უთხრა:

– ამაოა გკითხოთ, როგორ ბრძანდებით... ვარდივითა ხართ გაფურჩქნილი.

– ოო, მართლაც კარგად ვგრძნობ თავს! – უპასუხა ქალმა, – თუმცა რომ


მოვმკვდარიყავი, თქვენ, ალბათ, ვერც გაიგებდით!

ისიც ათვალიერებდა მურეს და დაასკვნა, რომ დაღლილი და განერვიულებული


ჩანდა, ქუთუთოები ჩამოსიებოდა, სახეზე ნაცრისფერი ედო.

– სამაგიერო ქათინაურს ვერ გეტყვით... – ნაძალადევად იხუმრა ანრიეტამ, –


დღეს ვერ გამოიყურებით კარგად.

– საქმეების ბრალია! – უპასუხა ვალანიოსკმა.

მურემ კი პასუხის ნაცვლად ხელი ჩაიქნია. უცებ ბუტმონი შეამჩნია და


მეგობრულად დაუქნია თავი. წინათ, როცა მასთან ყოფნა უხაროდა, თვითონ
გამოჰყავდა მაღაზიიდან გაცხოველებული მუშაობის დროსაც კი და ანრიეტასთან
მოჰყავდა, მაგრამ დრო შეიცვალა და ახლა ხმადაბლა უთხრა:

– დღეს ადრე გამოპარულხართ... თქვენი წასვლა შეამჩნიეს და გაბრაზდნენ.

იგი ისე ლაპარაკობდა, თითქოს თვითონ კი არა, ბურდონკლი ან სხვა რომელიმე


მეპაიე ყოფილიყოს უფროსი.

– მართლა? – იკითხა შეწუხებულმა ბუტმონმა.

– დიახ, მე თქვენთან საქმე მაქვს... მომიცადეთ, ერთად გავიდეთ!

317
ანრიეტა სავარძელში ჩაჯდა. ყურს უგდებდა ვალანიოსკს, რომელიც ეუბნებოდა,
ქალბატონი დე ბოვი აპირებს თქვენთან შემოვლასო. თან თვალს არ აშორებდა
მურეს. მურე ჩუმად იყო. ავეჯს ათვალიერებდა და თითქოს რაღაცას ეძებსო,
ჭერს აკვირდებოდა. როცა ანრიეტა სიცილით მოჰყვა წუწუნს, ჩაიზე მხოლოდ
მამაკაცები იყრიან ჩემთან თავსო, მურეს ტაქტის გრძნობამ უღალატა და
პირდაპირ მიახალა:

– მეგონა, ბატონი არტმანი თქვენთან დამხვდებოდა.

ანრიეტა გაფითრდა, მშვენივრად იცოდა, რომ მურე ბოლო დროს ბარონთან


შესახვედრად მოდიოდა მასთან, მაგრამ ხომ შეეძლო, თავი შეეკავებინა და
თავისი გულგრილობა ასე აშკარად არ გამოემჟღავნებინა!

კარი გაიღო და მსახური შემოვიდა. ანრიეტამ ანიშნა, მითხარი, რა გინდაო, ისიც


დაიხარა და მოახსენა:

– მოვიდნენ... თქვენ ხომ მიბრძანეთ, რომ მოვა, მომახსენეთო... ქალიშვილი


შემოსასვლელში იცდის...

– დამიცადოს! – ყველას გასაგონად თქვა ანრიეტამ და მთელი თავისი ეჭვი ამ


ზიზღით ნათქვამი სიტყვით გამოხატა.

– ბუდუარში ხომ არ შევიყვანო?

– არა, არა. შემოსასვლელში მომიცადოს.

როცა მსახური გავიდა, ქალბატონმა დეფორჟმა მშვიდად გაუბა მასლაათი


ვალანიოსკს. მურე ისე იყო ჩაფიქრებული, ანრიეტასა და მსახურის ლაპარაკი არც
გაუგონია და ვერც ვერაფერს მიხვდა. ხოლო ბუტმონს უკვე აწუხებდა ქალის
საქციელი და ხმას არ იღებდა. კარი კვლავ გაიღო და ორი მანდილოსანი
შემოვიდა.

– წარმოიდგინეთ, ეტლიდან ჩამოვდიოდი და თაღის ქვეშ ქალბატონი დე ბოვი


დავინახე! – თქვა ქალბატონმა მარტიმ.

– დიახ, მშვენიერი ამინდია და რაკი ჩემი ექიმი მოითხოვს, რომ სუფთა ჰაერზე
ვიარო... – წამოიწყო ქალბატონმა დე ბოვმა და როცა სტუმრებს მიესალმა,
დაუმატა:

– ახალი მოახლის აყვანას ხომ არ აპირებთ?


318
– არა, – უპასუხა გაკვირვებულმა დიასახლისმა, – რატომ მეკითხებით?

– შემოსასვლელში ახალგაზრდა ქალი შევნიშნე და...

ანრიეტამ სიცილით შეაწყვეტინა:

– მაღაზიის გამყიდველები მართლაც ჰგვანან მოახლეებს... არა, გამყიდველია,


მანტოს შესაკეთებლად მოვიდა.

ამ სიტყვებმა მურე დააეჭვა და თვალებში შეხედა ანრიეტას, რომელიც


ნაძალადევი მხიარულებით ჰყვებოდა, რამდენიმე დღის წინ «ქალთა
ბედნიერებაში» მზა მანტო ვიყიდეო.

– მაშ, თქვენ სოვერთან აღარ იკერავთ? – ჰკითხან ქალბატონმა მარტიმ.

– რასაკვირველია, ვიკერავ, ჩემო კარგო, მაგრამ მინდოდა, მზა მანტოც მეცადა,


როგორი იქნებოდა. ერთხელ სამგზავრო მანტო ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი
დავრჩი, ამჯერად კი უხეირო გამოდგა. რაც უნდა თქვათ, ჩვენს დიდ მაღაზიებში
წესიერად ვერ გამოეწყობა ქალი... დიახ, ამის განცხადება სრულიად არ
მეუხერხულება ბატონი მურეს დასწრებით... მაღალი წრის ქალს გემოვნებით
ვერასოდეს გამოაწყობთ!

მურეს არც უფიქრია თავისი მაღაზიის დაცვა. თვალს არ აშორებდა ანრიეტას და


ცდილობდა, დარწმუნებულიყო, რომ ასეთ რამეს ვერ გაბედავდა. «ქალთა
ბედნიერების» დაცვა ბუტმონს მოუხდა:

– თუკი მაღალი წრის ყველა ქალი, რომელიც ჩვენთან იცვამს, ასეთივე აზრისაა,
მაშინ ძალიან გაგიკვირდებათ ჩვენი კლიენტურის რაოდენობა, რომ გაიგოთ...
სცადეთ და შეგვიკვეთეთ რამე და ისეთ ტანსაცმელს მიიღებთ, რომელიც
არაფრით ჩამოუვარდება სოვერისას, თანაც ორჯერ იაფი დაგიჯდებათ. საქმე ისაა,
რომ რაკი ჩვენთან იაფია, ამიტომ იწუნებთ.

– მაშ, მანტო არ გამოგადგათ? – იკითხა ქალბატონმა დე ბოვმა, – დიახ, დიახ,


ახლა მაგონდება ის ქალიშვილი... თქვენს შემოსასვლელში საკმაოდ ბნელოდა და
ვერ ვიცანი...

– დიახ, – დაუმატა ქალბატონმა მარტიმ, – ჯერ მეც ვერასგზით გავიხსენე, სად


მენახა... რაღას უცდით, საყვარელო, წადით, ჩვენი ნუ გერიდებათ!

– მოვასწრებ, რა მეჩქარება? – ქედმაღლური უდარდელობით უპასუხა ანრიეტამ.


319
ქალებმა კვლავ ჩამოაგდეს სიტყვა დიდი მაღაზიების მზა ტანსაცმელზე. შემდეგ,
ქალბატონმა ბოვმა ქმარი ახსენა, სენ-ლოს ცხენსაშენის ულაყების
დასათვალიერებლად წავიდაო. გრაფის ხსენებაზე ანრიეტას რატომღაც
ქალბატონი გიბარი მოაგონდა და თქვა, ფრანშ-კონტეში წავიდა, დეიდა ჰყოლია
ავადო. დღეს არც ქალბატონ ბურდელეს ველი, რადგან ყოველი თვის ბოლოს
მკერავი მიდის მასთან და ისიც არ გამოდის სახლიდან, ხუმრობა საქმე როდია,
ამდენი ბავშვის გამოწყობაო! ქალბატონი მარტი შეწუხებული ჩანდა, რაღაც
დარდი ტანჯავდა. მის ქმარს ვერ ჰქონდა კარგად საქმე ბონაპარტის ლიცეუმში.
უფულობის გამო საეჭვო რეპუტაციის სასწავლებელში დაეწყო გაკვეთილების
მიცემა, იქ კი, ამბობდნენ, ბაკალავრის ხარისხის დიპლომებით აშკარად ვაჭრობენ
თურმე. საცოდავი კაცი ყველა გზით ცდილობდა ფულის შოვნას, რათა მისი
ოჯახის დამღუპველი ხარჯები როგორმე დაეფარა. სამსახურიდან დათხოვნის ისე
ეშინოდა, რომ ერთ საღამოს ცოლს თვალცრემლიანიც კი უნახავს. ქალბატონი
მარტის ანრიეტასთვის უთხოვია, რომ იგი თავის ნაცნობს, სახალხო განათლების
სამინისტროს ხელმძღვანელს მოლაპარაკებოდა. ანრიეტამ დაამშვიდა,
ყველაფერი მოგვარდებაო. ბატონი მარტი პირადად აპირებს თქვენთან მოსვლას
მადლობის სათქმელადო, უთხრა ქალბატონმა მარტიმ.

– თქვენ, მგონი, უქეიფოდ ბრძანდებით, ბატონო მურე? – ჰკითხა ქალბატონმა


დე ბოვმა.

– საქმეების ბრალია! – მისთვის ჩვეული ფლეგმატური ირონიით გაიმეორა


ვალანიოსკმა.

მურე სწრაფად წამოდგა, გულში ბრაზობდა, რა მომივიდა, ასე როგორ მოვეშვიო


და თავაზიანად ჩაება საუბარში. იგი ახლა ზამთრის მოდებით იყო გატაცებული
და განაცხადა, მაქმანების დიდი ასორტიმენტი მივიღეო. ქალბატონმა დე ბოვმა
ალანსონური მაქმანების ფასი ჰკითხა, იქნებ ვიყიდოო. ბოლო დროს იმ ზომამდე
მისულიყო ქალი, რომ მეეტლესთვის მისაცემი ოცდაათი სუც არ ჰქონდა. ხოლო
მაღაზიის ვიტრინის წინ თუ მოუხდებოდა შეჩერება, ნაღვლიანი ბრუნდებოდა
სახლში. ორი წლის განმავლობაში ერთ მანტოს ატარებდა, ოცნებობდა ამ
დედოფლურ მხრებზე ძვირფასი ქსოვილი ენახა. როცა ოცნებიდან გამოერკვეოდა
და გადაკეთებულ კაბას იგრძნობდა ტანზე, ასე ეგონა, ტყავთან ერთად ააგლიჯეს
საოცნებო კაბებიო. უბედურება ის იყო, რომ არავითარი იმედი აღარ ჰქონდა, აღარ
ჯეროდა რომ ოდესმე მაინც დაიკმაყოფილებდა თავის სურვილს.

320
– ბარონი არტმანი! – მოახსენა დიასახლისს მსახურმა.

ანრიეტამ შეამჩნია, რა სიხარულით შეეგება მურე სტუმარს. ბარონი ქალებს


მიესალმა, ხოლო მურეს იმ გამჭრიახი თვალით გადახედა, რომელიც ელზასელის
მსხვილნაკვთიან სახეს უნათებდა ზოგჯერ.

– ისევ ნაჭრებზეა ლაპარაკი! – ღიმილით თქვა მან. შემდეგ, დიასახლისს


მიუბრუნდა და შინაურულად იკითხა:

– შემოსასვლელში მშვენიერი ქალიშვილი დავინახე... ვინ არის?

– ოო, არავინ! – უპასუხა ქალბატონმა დეფორჟმა, – მაღაზიის გამყიდველი


მელოდება.

ამასობაში მსახური ჩაის ჭურჭელს ამზადებდა, შემოდიოდა, გადიოდა და პატარა


მრგვალ მაგიდაზე ჩინურ ფინჯნებსა და სენდვიჩებითა და ნამცხვრით სავსე
თეფშებს აწყობდა. დარბაზის კარი ოდნავ გაღებული რჩებოდა. მარადმწვანე
მცენარეებით შერბილებული მკვეთრი შუქი ალაპლაპებდა ბრინჯაოს ნაჭედებს,
ხოლო ავეჯზე გადაკრულ აბრეშუმს ნაზ ფერებში ახვევდა. კარის გაღებისას
მქრქალი მინიდან შემოსული სინათლით განათებული წინა ოთახის კუთხე
მოჩანდა. ამ ნახევრად ბნელ კუთხეში ქალის შავი სილუეტი მოთმინებით და
უძრავად იდგა. იქვე ტყავგადაკრულ სკამს შენიშნავდით, მაგრამ დენიზი მაინც
ფეზე იდგა, თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა, ამ სახლში დამჯდარიყო.
გრძნობდა, დამცირება არ ასცდებოდა. უკვე ნახევარი საათი იცდიდა
გაუნძრევლად. ქალებმა და ბარონმა დაკვირვებით გამოაყოლეს თვალი. მსუბუქ
სუნთქვასავით ესმოდა ლაპარაკის ხმა სალონიდან. ეს ცივი ფუფუნება თითქოს
სახეში უტყლაშუნებდა, მაგრამ ადგილიდან მაინც არ იცვლიდა ფეხს. ერთბაშად
შეღებული კარიდან მურე დაინახა. მურეც უცებ მიხვდა, ვინც იცდიდა
შემოსასვლელში.

– თქვენი გამყიდველია? – ჰკითხა მას ბარონმა არტმანმა.

მურე შეეცადა, აღელვება როგორმე არ გამოემჟღავნებინა, მაგრამ ხმა მაინც


აუკანკალდა.

– ალბათ, მაგრამ არ ვიცი კი, რომელი...

– ახალგაზრდა ქერა ქალია მზა ტანსაცმლის სექციიდან, – სწრაფად მოახსენა


ქალბატონმა მარტიმ, – თუ არ ვცდები, გამგის მოადგილე უნდა იყოს...
321
ანრიეტა თვალს არ აშორებდა მურეს.

– ჰო? – წაილაპარაკა მან ბოლოს.

და საუბარი რომ სხვა თემაზე გადაეტანა, წინადღით პარიზში ჩამოსულ პრუსიის


მეფის პატივსაცემად გამართულ ზეიმზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ ბარონი ისევ
დაუბრუნდა მაღაზიის გამყიდველის ისტორიას. უნდოდა გაეგო მათი ცხოვრების
ამბები, კითხვას კითხვაზე აყრიდა: სადაურები არიან? ნუთუ მართლა ისეთი
ცუდი ყოფაქცევისაა ყველა, როგორც ირწმუნებიან? კამათი გაიმართა.

– ნუთუ გულწრფელად მიგაჩნიათ ისინი წესიერ ქალებად?

მურე ისეთი გატაცებით იცავდა თავის გამყიდველების უმწიკვლოებას, რომ


ვალანიოსკს გაეცინა. ბუტმონიც მიეშველა მურეს: რა თქმა უნდა, ყველანაირი
ქალი შეიძლება იყოს იქ – გარყვნილებიც და პატიოსნებიც, სხვათა შორის, მათი
მორალური დონე თანდათან მაღლდება, წინათ მაღაზიებში სავაჭრო სამყაროს
ნაძირალები, საეჭვო ყოფაქცევის ქალები და ღარიბი გოგონები მუშაობდნენ, ახლა
კი, სევრის ქუჩის ბევრი ოჯახი «ბონ-მარშეში» სამუშაოდ ზრდის თავის
ქალიშვილებს. ერთი სიტყვით, მათ ბუნებაზეა დამოკიდებული, თუ სურთ,
წესიერადაც იცხოვრებენ, რადგან ჭამასა და თავშესაფარზე ზრუნვა აღარ
უხდებათ პარიზის ქუჩების უბრალო მუშებივით, საჭმელიც აქვთ და საწოლიც.
რასაკვირველია, ცხოვრება უზრუნველყოფილი აქვთ, მაგრამ მაინც მძიმეა.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა არა
აქვთ, ისინი რაღაც საშუალოს წარმოადგენენ მედუქნეებსა და მანდილოსნებს
შორის. მდიდრულ გარემოში მოხვედრილებს ხშირად დაწყებითი განათლებაც არ
აქვთ და ამიტომ რაღაც განსაკუთრებულ, უსახელო კლასს ქმნიან. მათი
უბედურებაც და ბიწიერებაც ამითაა განპირობებულიო.

– პირადად მე, – თქვა ქალბატონმა დე ბოვმა, – მათზე მეტად არასასიამოვნო


არსებები არ მეგულება... ზოგჯერ მზადა ვარ სილა გავაწნა.

და ქალებმა შეკავებული ღვარძლი ერთბაშად გადმოანთხიეს. თითოეულ


დახლთან გამუდმებული ბრძოლა იყო, ქალი მზადაა შეჭამოს ქალი, ერთმანეთს
ფულსა და სილამაზეში ექიშპებიან. გამყიდველ ქალებს კარგად ჩაცმული
კლიენტურის შურთ, იმ მანდილოსნების შურთ, რომელთა მანერების
გადაღებასაც ცდილობენ. ხოლო წვრილი ბურჟუაზიული წრიდან გამოსულ,
ღარიბულად ჩაცმულ კლიენტებს აბრეშუმის კაბებში გამოწყობილი

322
გამყიდველები სძულთ და ცდილობენ, რაღაც ათიოდე სუდ ღირებული ნივთის
ყიდვის დროს დაამცირონ და მოახლესავით დაიმონონ.

– ოჰ, კარგი ერთი! – წამოიყვირა ანრიეტამ, – ყველა ეს არამზადა ქალი ისევე


იყიდება, როგორც მათ მიერ გაყიდული საქონელი!

მურემ ნაძალადევად გაიღიმა. ბარონი არტმანი თვალს ადევნებდა და


აღტაცებული იყო მისი თავშეკავებულობით. შემდეგ, საუბარი მეფის
პატივსაცემად გამართულ ზეიმზე გადაიტანა: დიდებული სანახაობა იქნება.
პარიზის სავაჭრო სამყარო ამ შემთხვევას კარგად გამოიყენებს და ისარგებლებსო.
ანრიეტა ჩაფიქრებული იჯდა, უნდოდა, დენიზი კიდევ შეეჩერებინა ერთხანს,
მაგრამ ეშინოდა, მურე განზრახვას არ მიმიხვდეს და არ წავიდესო. ამიტომ,
სავარძლიდან წამოდგა და თქვა:

– თუ ნებას მომცემთ, ცოტა ხნით დაგტოვებთ!

– რასაკვირველია, ძვირფასო, – უთხრა ქალბატონმა მარტიმ, – თქვენ მაგივრად


ვიდიასახლისებ.

შემდეგ წამოდგა, ჩაიდანი აიღო და ფინჯნები აავსო. ანრიეტა ბარონ არტმანს


მიუბრუნდა:

– იმედია, ჩემს მოსვლამდე არ წახვალთ!

– არა, ბატონ მურესთან მაქვს სალაპარაკო. მცირე სასტუმრო ოთახში შევალთ.

ანრიეტა გავიდა და მისი შავი აბრეშუმის კაბა ბუჩქებში შესრიალებულ


ანკარასავით აშრიალდა კარში.

ბარონმა მანდილოსნები ვალანიოსკსა და ბუტმონის ანაბარა დატოვა და მურე


წაიყვანა. ისინი მეზობელი ოთახის ფანჯარასთან დადგნენ და ხმადაბლა დაიწყეს
მუსაიფი. ახალი საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი. მურე დიდი ხანია ოცნებობდა,
«ქალთა ბედნიერებისთვის» მთელი კვარტალი ჩაეგდო ხელში, მონსინის
ქუჩიდან ლა მიშოდიერის ქუჩამდე და ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩიდან ათი
დეკემბრის ქუჩამდე. სახლების ამ მასივში, უკანასკნელ გზაზე უზარმაზარი
მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც ჯერჯერობით მას არ ეკუთვნოდა. სწორედ ეს
ნაკვეთი უშლიდა ხელს თავისი დიდი ოცნების განხორცილებაში. საბოლოო
დაპატრონების სურვილი მოსვენებას არ აძლევდა, სურდა, იმ ადგილას
აპოთეოზივით აეგო შენობის მონუმენტური ფასადი. სანამ მაღაზიის მთავარი
323
შესასვლელი ძველი პარიზის ამ ბნელი ქუჩიდან, ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩიდან
იქნებოდა, მისი «ქალთა ბედნიერება» ულოგიკო და დამახინჯებული
დარჩებოდა. მურეს უნდოდა, რომ მის ქმნილებას ახალი პარიზისკენ ჰქონოდა
პირი, ახლახან გაყვანილ გამზირზე აღმართულიყო, სადაც თანამედროვე
ორომტრიალი მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ ჩქეფდა. თვალწინ ედგა კომერციის
გოლიათური სასახლე, რომელიც ამაყად გადაჰყურებდა ყველაფერს, ლუვრზე
მეტ ჩრდილში ხვევდა ქალაქს. მაგრამ ჯერჯერობით «საიპოთეკო კრედიტი» გზას
უღობდავდა მურეს. მისი ხელმძღვანელები არ ეშვებოდნენ დიდი ხნის
გადაწყვეტილებას – ამ ნაკვეთზე «გრანდ-ოტელის» კონკურენტი, ახალი
სასტუმრო უნდოდათ აეგოთ. პროექტი უკვე მზად ჰქონდათ და საძირკვლის
ჩასაყრელად მხოლოდ ათი დეკემბრის ქუჩის საბოლოო გასუფთავებას
ელოდებოდნენ. მურემ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ბარონი არტმანი
თითქმის დაიყოლია.

– გუშინ ისევ ვითათბირეთ, – დაიწყო ბარონმა, – იმედი მქონდა, აქ გნახავდით


და ამიტომაც მოვედი, მინდოდა, მეცნობებინა, რომ ისინი კვლავ ჯიუტობენ.

ახალგაზრდა კაცმა მოუთმენლად ჩაიქნია ხელი.

– რა უგუნურებაა! მაინც რას ამბობენ?

– იმასვე ამბობენ, რასაც მე გეუბნებოდით და რასაც ზოგჯერ ახლაც ვფიქრობ...


თქვენი ფასადი მხოლოდ მოსართავია, ახალი ნაგებობები თქვენი მაღაზიის
ზედაპირის მეათედ ნაწილს თუ გაზრდის მხოლოდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
რეკლამის გამო მსხვილი თანხა წყალში გადავყაროთ.

მურე აპილპილდა:

– რეკლამა! რეკლამა! ყოველ შემთხვევაში, ეს რეკლამა ქვისგან იქნება აგებული


და ჩვენზე დიდხანს იცოცხლებს. გაიგეთ, რომ ამით ჩვენი შემოსავალი
გაორმაგდება! ორ წელიწადში მთელ დახარჯულ კაპიტალს დაგიბრუნებთ. თუ
მიწის ნაკვეთი, როგორც თქვენ ამბობთ, ამაოდ დაიკარგება, მერედა რა მოხდა?
თუკი ეს ნაკვეთი უზარმაზარ მოგებას მოგიტანთ?! ნახავთ, რამდენი ხალხი
მოიყრის თავს, როცა ჩვენი კლიენტები ნევ-სენტ-ოგუსტენის ვიწრო ქუჩაზე კი
აღარ დაიხრჩობიან, არამედ ფართო გზას მიაწყდებიან, სადაც ექვსი ეტლი
გაჭენდება თავისუფლად.

324
– რასაკვირველია, ასე იქნება! – სიცილით დაემოწმა ბარონი, – მაგრამ გიმეორებთ,
თქვენ თავისებური პოეტი ბრძანდებით! ჩვენს აქციონერებს კი მიაჩნიათ, რომ
მაღაზიის კიდევ მეტად გაფართოება სახიფათოა. ისევ თქვენს საკეთილდღეოდ
იჩენენ სიფრთხილეს.

– რაო? სიფრთხილეს იჩენენ? აღარაფერი მესმის... კი მაგრამ, ციფრები თვალწინ


არ გაქვთ? ეს ციფრები ხომ ჩვენი ვაჭრობის შეუჩერებელ ზრდას მოწმობენ?! ჯერ
ხუთასი ათასი ფრანკის კაპიტალით ორ მილიონამდე მიმოქცევა მივიღე. ეს
კაპიტალი ოთხჯერ გავუშვით ბრუნვაში. შემდეგ ოთხ მილიონამდე გაიზარდა,
ათჯერ იყო ბრუნვაში და ორმოცი მილიონის მოგება მოგვცა. ბოლოს, კაპიტალის
თანმიმდევრული ზრდის შემდეგ, უკანასკნელი აღწერის დროს დავრწმუნდი,
რომ ჩვენი მიმოქცევა დღესდღეობით ოთხმოც მილიონს აღწევს, ძირითადი
კაპიტალი, მართალია, ძალიან არ გაზრდილა, იგი მხოლოდ ექვს მილიონს აღწევს,
სამაგიეროდ, თორმეტჯერ იყო ჩვენი მაღაზიის საქონელბრუნვაში.

მურემ ხმას აუწია და მარჯვენა ხელის მუშტს მარცხენა ხელის გულზე ირტყამდა,
თითქოს მილიონებს თხილივით ამტვრევს ხელშიო.

– ვიცი, ვიცი, – შეაწყვეტინა ბარონმა, – მაგრამ ნუთუ იმედი გაქვთ, რომ ამ ზრდას
ბოლო არ ექნება?

– რატომაც არა? – გულუბრყვილოდ უპასუხა მურემ, – არავითარი საფუძველი არ


გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ზრდა შეჩერდება. მე დიდი ხანია
ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს კაპიტალი თხუთმეტჯერ შეიძლება გავუშვათ
ბრუნვაში. ზოგ სექციაში ოცდახუთჯერ... შემდეგ კი... დიახ, შემდეგ ახალ
საშუალებას გამოვძებნით და კიდევ მეტჯერ გავუშვებთ ბრუნვაში. პარიზი ხომ
ქალებს ეკუთვნით, ქალები ჩვენია!

ბარონმა ორივე ხელი დაადო მხრებზე მურეს და მამობრივი მზრუნველობით


ჩახედა თვალებში:

– იცით რა, თქვენ ყმაწვილი ხართ... მომწონხართ. თქვენთან კამათი


შეუძლებელია, ჩვენ ერთხელ კიდევ დავუფიქრდებით ამ საკითხს და იმედი
მაქვს, იმათაც დავარწმუნებ. აქამდე მხოლოდ ვამაყობდით თქვენით... თქვენი
დივიდენდები ბირჟას აკვირვებდა... ეტყობა, მართალი ხართ და სჯობს, თქვენს
მანქანაში დავაბანდოთ ფული, ვიდრე «გრანდ-ოტელთან» კონკურენციის
საფრთხეში ჩავიგდოთ თავი.

325
მურე ერთბაშად ჩაიფერფლა, მან მადლობა გადაუხადა ბარონს, მაგრამ
ძველებური აღტყინება აკლდა. ბარონი ამჩნევდა, რომ მურე წამდაუწუმ
მეზობელი ოთახის კარისკენ იყურებოდა. გრძნობდა, რაღაც აწუხებდა, მაგრამ
მალავდა. ვალანიოსკი მიხვდა, რომ მამაკაცებმა მოლაპარაკება დაამთავრეს,
მათთან მივიდა და ყური მოჰკრა ბარონის სიტყვებს:

– ყური მიგდეთ, მგონი, უკვე იძიებენ შურს! – ეშმაკური ღიმილით უთხრა მან.

– ვინ? – დაბნეულად იკითხა მურემ.

– ქალები... მათ უკვე მოჰბეზრდათ თქვენს მონობაში ყოფნა, ახლა, ჩემო კარგო,
თქვენ ხართ მათ ხელში! რას იზამთ, სამართლიანია!

მან ხუმრობა დაიწყო, კარგად იცოდა ახალგაზრდა კაცის მშფოთვარე


თავგადასავლები: მსახიობი ქალისთვის ნაყიდი სასახლითა და საეჭვო
ყოფაქცევის ქალებზე დახარჯული მსხვილი თანხების ამბები ისე ართობდა
ბარონს, თითქოს ახალგაზრდობაში ჩადენილ საკუთარ ცოდვებს ამართლებდა და
ასეთ საქმეებში გამოცდილი კაცი სიამოვნებით განიცდიდა მურეს წარმატებებს.

– მართალი გითხრათ, არ მესმის, რას მეუბნებით, – გაუმეორა მურემ.

– მშვენივრად გესმით! უკანასკნელი სიტყვა მუდამ ქალებს ეკუთვნით. ასეც


ვფიქრობდი: შეუძლებელია, ასეთი ძლიერი არ იქნება, ალბათ, ტრაბახობს-მეთქი.
ჰოდა, ჩავარდით, მეგობარო! მაშ, გამოსწუწნეთ ქალებს ყველაფერი, რაც კი
შესაძლებელია, ქვანახშირის საბადოსავით ექსპლუატაცია გაუწიეთ, რომ შემდეგ
თვითონ გაგყვლიფონ და ცხვირში ამოგადინონ ყველაფერი! ფრთხილად იყავით!
ქალები უფრო მეტ სისხლსა და ფულს გამოგწუწნიან, ვიდრე თქვენ გაყვლიფეთ
ისინი!

ბარონი ხმამაღლა იცინოდა, ხოლო მის გვერდით ვალანიოსკი უსიტყვოდ


ქირქილებდა.

– რას იზამთ, ყველაფერი უნდა გამოცადოს კაცმა! – დაეთანხმა ბოლოს მურე


ნაძალადევი ღიმილით, – რა საჭიროა ფული, თუკი არ დახარჯავთ?

– აი, ამაში გეთანხმებით! – წამოიძახა ბარონმა, – დრო გაატარეთ, ჩემო კარგო.


მორალს ვერ წაგიკითხავთ, ვერც იმ კაპიტალისთვის დავიწყებ კანკალს,
რომელიც თქვენ მოგანდვეთ. ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა მოიგიჟიანოს თავი,
ყველაფერი გამოცადოს, ამის შემდეგ თავი უკეთ მუშაობს... გარდა ამისა,
326
ქონების ფლანგვა არც ისეთი უსიამოვნო საქმეა, როცა შეგიძლია, კვლავ შეიძინო.
მაგრამ თუკი ფული არაფერია, ისეთი ტანჯვა ხომ არსებობს ამ ქვეყანაზე,
რომელიც...

სათქმელი აღარ დაამთავრა, მხოლოდ ნაღვლიანად გაეღიმა. მის სკეპტიკურ


ირონიაში ძველმა დარდმა იჩინა თავი. ბარონი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა
თვალს მურესა და ანრიეტას დუელს. მას ჯერ კიდევ აინტერესებდა სხვისი
სასიყვარულო დრამები. იგი გრძნობდა, რომ კრიზისის ხანა დადგა: მას შემდეგ
რაც მურესა და დენიზის ამბავს ყური მოჰკრა, მას შემდეგ, რაც დენიზი
შემოსასვლელში ნახა, ბარონს კარგად ესმოდა შექმნილი მდგომარეობის
ტრაგიზმი.

– რაც შეეხება ტანჯვას, ეს მე არ მეხება, – გამომწვევად თქვა მურემ, – ჩემგან


ისიც კმარა, რომ ფულს ვიძლევი!

ბარონი ერთხანს უსიტყვოდ უყურებდა, აღარ უნდოდა, ჩასცინებოდა და


მშვიდად დაუმატა:

– ნუ ცდილობთ, გამოჩნდეთ იმაზე ცუდი, ვიდრე სინამდვილეში ხართ... ფულზე


ძვირად დაგიჯდებათ ეს ამბავი! დიახ, მეგობარო, თავს წააგებთ!

ცოტა ხნის შემდეგ ხუმრობით იკითხა:

– ხომ მართალს ვამბობ, ბატონო ვალანიოსკ!

– ამბობენ, ასეაო, ბატონო ბარონო! – უპასუხა მან.

ამ დროს მეზობელი ოთახის კარი ფართოდ გაიღო და მურე, რომელიც პასუხის


გაცემას აპირებდა, შეკრთა. მამაკაცები კარისკენ მიბრუნდნენ. ქალბატონმა
დეფორჟმა კეკლუცად გამოყო თავი და დაიძახა:

– ბატონო მურე! ბატონო მურე!

როცა ბარონი და ვალანიოსკი შეამჩნია, ბოდიში მოიხადა:

– ნება მომეცით, ბატონი მურე ცოტა ხნით წაგართვათ, რაკი უვარგისი მანტო
მომყიდა, რჩევა მაინც მომცეს და მიშველოს... ეს გოგო ისეთი ბრიყვია, ვერაფერი
მოუხერხებია... გიცდით, ბატონო მურე.

327
მურე ყოყმანობდა, უნდოდა, თავი აერიდებინა იმ სცენისთვის, რომელიც
წინასწარ წარმოედგინა, მაგრამ რას იზამდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ხოლო
ბარონმა ნახევრად მამობრივი, ნახევრად დამცინავი კილოთი უთხრა:

– წადით, წადით, ჩემო ძვირფასო, ქალბატონ დეფორჟს თქვენი დახმარება


სჭირდება.

მურე ქალს გაჰყვა. კარი მიიხურა და ვალანიოსკის ქირქილი მოისმა. მთელი


სხეული მოუდუნდა, მას შემდეგ რაც ანრიეტა სასტუმრო ოთახიდან გავიდა და
დენიზი ამ ბინაში, ეჭვიანი მეტოქის ხელში ეგულებოდა, მურე საშინლად
ღელავდა, უბრალო ჩამიჩუმსაც ყურს უგდებდა, ზოგჯერ შეკავებული ქვითინიც
ესმოდა. რა გადაეწყვიტა ნეტა ამ ქალს? რითი უნდა დენიზის დასჯა? ფიქრობდა
იგი და მის საშველად და მხარის დასაჭერად თავისი სიყვარული, რომელიც
აქამდე მასაც ძალიან აკვირვებდა, მოიშველია. არასოდეს ასე ძლიერ არავინ
ჰყვარებია, არასოდეს განუცდია ტანჯვის ესოდენ მომხიბვლელობა. ამ საქმიანი
კაცის ყოველგვარი წუთიერი გატაცება, მათ შორის, ლამაზი და კოხტა ანრიეტაც,
რომელიც მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა, მხოლოდ სასიამოვნო დროს
ტარება, ზოგჯერ ანგარება იყო და სარგებლობას მოელოდა მისგან. საყვარლების
ბინიდან მუდამ მშვიდად გამოდიოდა, ღამეს შინ ათევდა, მარტოხელა კაცის
თავისუფალი ცხოვრება მოსწონდა და არავითარ სინანულს ან საზრუნავს არ
გრძნობდა. ახლა კი გული დარდით ეკუმშებოდა, მთელი მისი ცხოვრება ამ
გრძნობაზე იყო დამოკიდებული, ძილი აღარ შეეძლო, თავის განიერ საწოლში
მოუსვენრად ტრიალებდა. დენიზი მუდამ თვალწინ ედგა, ამ წუთშიც მასზე
ფიქრობდა, მიჰყვებოდა ანრიეტას და ეშინოდა, რაიმე საშინელი სცენა არ
დახვედროდა, მაგრამ ჯობდა, მასთან ახლოს ყოფილიყო, რომ უკეთ დაეცვა.

ჯერ საწოლი ოთახი გაიარეს, იქ სიჩუმე და სიცარიელე სუფევდა. შემდეგ


ქალბატონი დეფორჟი ბუდუარში შევიდა, მურეც შეჰყვა. ეს იყო წითელი
აბრეშუმით გამოკრული ოთახი, სადაც მარმარილოს ტუალეტის მაგიდა და
სამკარიანი კარადა იდგა დიდი სარკეებით. ფანჯარა ეზოში გადიოდა, ოთახში
ბნელოდა და გაზის ორი ნათურა აენთოთ, რომელთა მონიკელებული ბრები
კარადის ორ მხარეს იყო წაგრძელებული.

– აბა, ახლა იქნებ რამე გვეშველოს! – თქვა ქალბატონმა დეფორჟმა.

მურემ შესვლისთანავე დაინახა დენიზი, რომლის სახე მომეტებულად


ფერმკრთალი მოჩანდა გაზის მკვეთრ შუქზე. იგი წელგამართული იდგა, ტანზე
328
სადა ქიშმირის კაბა და წელში გამოყვანილი ჟაკეტი ეცვა, ხოლო თავზე შავი
ქუდი ეხურა. «ქალთა ბედნიერებაში» ნაყიდი მანტო მკლავზე გადაეკიდა. როცა
ახალგაზრდა კაცი დაინახა, ხელები აუკანკალდა.

– მე მინდა, ბატონმა მურემ თვითონ ნახოს, – თქვა ანრიეტამ, – მომეხმარეთ,


მადმუაზელ!

დენიზი მიუახლოვდა და მანტო მიაწოდა. პირველი გასინჯვისას მხრებზე


ქინძისთავები დაემაგრებინა, მაგრამ მანტო მაინც ცუდად ედგა ტანზე. ანრიეტა
სარკის წინ ტრიალებდა.

– გულწრფელად მითხარით, განა ეს მანტო ვარგა?

– არა, ნამდვილად უვარგისია, ქალბატონო, – დაეთანხმა მურე, უნდოდა, ამ


კომედიას სწრაფად მოღებოდა ბოლო, – ნუ წუხართ, მადმუაზელი ზომას
აგიღებთ და სხვა მანტოს შეგიკერავთ.

– არა, არ მინდა, სწორედ ეს მანტო მაწყობს, თან ახლავე, – სხაპასხუპით მიაყარა


ანრიეტამ, – ოღონდ საქმე ისაა, რომ მკერდთან ვიწრო მაქვს, ხოლო აი, ზურგთან
ტომარასავით მკიდია.

შემდეგ დენიზს მიუბრუნდა და უკმეხად უთხრა:

– მარტო ჩემი თვალიერებით მანტოს ნაკლს ვერ გამოასწორებთ, მადმუაზელ,


მოიფიქრეთ რამე, ეს თქვენი მოვალეობაა.

დენიზი უხმოდ შეუდგა ქინძისთავების დაბნევას, დიდხანს მოუნდა, ჯერ ერთი


მხარე მოათავა, მერე – მეორე. წინიდან მანტოს დასაწევად დახრა, თითქმის
მუხლებზე ჩაჩოქება მოუხდა. ქალბატონი დეფორჟი კი იდგა, მკაცრი სახით
დაჰყურებდა ზემოდან და იმ ჭირვეულ ქალბატონს წააგავდა, რომელსაც
ვერაფრით ასიამოვნებ. იგი ბედნიერი იყო, რომ მოახლესავით იმსახურებდა
დენიზს, მოკლე ფრაზებით აძლევდა ბრძანებებს და თან მურეს აკვირდებოდა,
არც ერთი უმნიშვნელო ნერვიული ცახცახი არ გამოჰპარვია.

– აქ ჩაურჭეთ ქინძისთავი... ოჰ, არა! აი აქ, სახელოსთან. ნუთუ არ გესმით, რას


გეუბნებით? ისევ ცუდადააა, ისევ ტომარასავით კიდია... ფრთხილად, თუ
შეიძლება, ნუ დამჩხვლიტეთ!

329
მურე ორჯერ შეეცადა, ბოლო მოეღო ამ სცენისთვის, მაგრამ ამაოდ. გული
უკვდებოდა, როცა უყურებდა, როგორ ამცირებდნენ მის სიყვარულს. უყურებდა
ამ კეთილშობილ გოგონას, რომელიც უსიტყვოდ იტანდა ყველაფერს და
გრძნობდა, რომ კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა. მართალია, ხელები
უკანკალებდა, მურეს თანდასწრებით რომ ექცეოდნენ ასე, მაგრამ მაინც მხნედ
და ამაყი მორჩილებით ასრულებდა თავის მოვალეობას. როცა ქალბატონი
დეფორჟი მიხვდა, რომ არც ერთი არ გასცემდა თავს, სხვა ხერხი იხმარა, მურეს
გაუღიმა, თითქოს უნდოდა დენიზისთვის აშკარად დაენახვებინა, რომ იგი მისი
საყვარელი იყო და რაკი ქინძისთავები დააკლდათ, მურეს სთხოვა:

– მეგობარო, ერთი მიდით და ნახეთ, სპილოს ძვლის ყუთში უნდა იყოს,


ტუალეტის მაგიდაზე... ცარიელია? ნუთუ? მაშინ, გეთაყვა, საწოლ ოთახში
შეიხედეთ, ბუხარზე იქნება... ხომ იცით, სად? სარკესთან, კუთხეში...

ამით დენიზი მიახვედრა, რომ ეს კაცი აქ შინაურია, მასთან ათევს ხოლმე ღამეს
და კარგად იცის, სად აწყვია სავარცხლები თუ ჯაგრისები. როცა მურემ
ქინძისთავები მოიტანა, ანრიეტამ აიძულა, მის წინ მდგარიყო და კოლოფი
დაეჭირა. იგი სათითაოდ იღებდა ქინძისთავებს. თვალებში შეჰყურებდა და
ხმადაბლა ლაპარაკობდა:

– მგონი, კუზიანი არ უნდა ვიყო... მხრებზე დამისვით ხელი... ნუთუ ასეთი


არაპროპორციული აგებულების ვარ?

დენიზმა ნელა აიხედა ზემოთ, მკვდრისფერი ედო სახეზე. უსიტყვოდ შეუდგა


ქინძისთავების დაბნევას. მურე მხოლოდ ნაზ კისერთან დახვეულ თმას
ხედავდა, მაგრამ გოგონა ისე ცახცახებდა, გრძნობდა, რა დარცხვენილი და
უხერხული გამომეტყველებაც ექნებოდა სახეზე. ამიერიდან დენიზი საბოლოოდ
მოიშორებს მას თავიდან. მიუგდებდა ამ ქალს, რომელიც უცხოსთან აღარ ფარავს
მათ კავშირს. მურეს ბრაზისგან მუშტები ისე ეკუმშებოდა, მზად იყო,
ანრიეტასთვის გაერტყა. როგორ ჩააჩუმოს ეს ქალი? ან როგორ დაარწმუნოს
დენიზი, რომ გაგიჟებით უყვარს, რომ ამიერიდან მხოლოდ დენიზი არსებობს
მისთვის და რომ მზადაა, მისი წუთიერი გატაცებანი მას მიუტანოს მსხვერპლად?
ქუჩის ქალიც კი არ მისცემდა თავს ნებას ისეთი ორაზროვანი ფამილიარობით
მოქცეოდა მამაკაცს, როგორც ამ ბურჟუა ქალმა ჩაიდინა. მან ხელი მოაშორა
ანრიეტას მხარს და გაუმეორა:

– ამაოდ ჯიუტობთ, ქალბატონო! აკი, მე თვითონ ვხედავ, რომ მანტო უვარგისია!


330
ერთ-ერთი გაზის ნათურა შიშინებდა და სულის შემხუთველ ტენიან ჰაერში
მხოლოდ ეს შიშინი მოისმოდა. კარადის სარკეები მკვეთრ შუქს ფართო
ზოლებად არეკლავდნენ წითელი აბრეშუმით გაკრულ კედლებზე, სადაც ორი
ქალის ჩრდილი ირხეოდა. ვერბენას სუნამოს ბოთლები თავღიად იდგა და
დამჭკნარი თაიგულის გაურკვევლ სუნს აფრქვევდა.

– მე სხვა არაფერი შემიძლია, – თქვა ბოლოს დენიზმა და წამოდგა.

იგი გრძნობდა, რომ ძალას კარგავდა, თვალებში უბნელდებოდა, ქინძისთავი


ორჯერ ჩაირჭო ხელში. ნუთუ მურეც ურევია ამ შეთქმულებაში? იქნებ უარით
განაწყენებულმა განგებ გამოგზავნა აქ და აჩვენა, რომ სხვა ქალები ჭკუას
კარგავენ მისთვის? ასე ფიქრობდა დენიზი და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა.
არასოდეს, მაშინაც კი, როცა ლუკმაპური არ ჰქონდა, ამდენი სიმხნევე და ძალის
მოკრება არ დასჭირვებია, მაგრამ რა იყო ეს დამცირება იმასთან შედარებით,
რასაც იგი განიცდიდა, როცა იგრძნო, რომ მისი იქ ყოფნა არაფრად ჩააგდეს და
თითქმის ხელგადახვეულები იდგნენ!

ანრიეტამ სარკეში ჩაიხედა და მკვახედ უთხრა:

– ეტყობა, ხუმრობთ, მადმუაზელ! ახლა უფრო გაგიფუჭებიათ, შეხედეთ,


მკერდთან როგორ მოგიჭიმიათ, ძიძას ვგავარ!

დენიზმა ვეღარ შეიკავა თავი და მიახალა:

– რა ვქნა, ქალბატონო, თქვენ ცოტა... მსუქანი ხართ... თქვენს სისრულეს ჩვენ


ვერაფერს მოვუხერხებთ!

– მსუქანი! მსუქანი! – შეჰყვირა ანრიეტამ და გაფითრდა, – უკვე გათავხედდით,


მადმუაზელ... გირჩევთ, სხვა ვინმე გააკრიტიკოთ!

აცახცახებული ქალები პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს ათვალიერებდნენ. აქ


აღარ იყო განსხვავება მაღალი წრის მანდილოსანსა და მაღაზიის გამყიდველს
შორის, ორი თანაბარუფლებიანი ქალი იდგა, ორი მეტოქე. ერთმა გაშმაგებით
მოიშორა მანტო მხრებიდან და სკამზე მიაგდო, მეორემ ხელში შერჩენილი
რამდენიმე ქინძისთავი ტუალეტის მაგიდაზე დაყარა.

– მიკვირს, – განაგრძო ანრიეტამ, – ბატონი მურე როგორ ითმენს ამდენ


სითავხედეს! მეგონა, ბატონო მურე, რომ უფრო დაფიქრებით არჩევდით
თანამშრომლებს.
331
– თუკი ბატონი მურე სამსახურში მაჩერებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე
საყვედური არ ეთქმის... მე მზად ვარ, ბოდიში მოგიხადოთ... თუ იგი მიბრძანებს!

მურე ისე გააოგნა ქალების ამ შეჯახებამ, რომ ხმას ვერ იღებდა. ქალების
კინკლაობა მუდამ ეჯავრებოდა, მის ფაქიზ ბუნებას შეურაცხყოფდა ასეთი
უხეშობა. ანრიეტას უნდოდა, ეიძულებინა მურე, რომ დენიზი გაეკიცხა, მაგრამ
რაკი იგი ენაჩავარდნილივით იდგა, გადაწყვიტა, თვითონ გასწორებოდა მეტოქეს
შეურაცხმყოფელი სიტყვით:

– ჩანს, თქვენ გსურთ, ბატონო ჩემო, რომ საკუთარ სახლში თქვენი საყვარლის
თავხედური სიტყვები მოვისმინო... და თანაც ვისგან? ვიღაც ქუჩის
დედაკაცისგან!

ორი მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა დენიზს ლოყებზე. დიდი ხანია იკავებდა


ცრემლებს, მაგრამ ამ შეურაცხყოფამ უკანასკნელი ძალა გამოაცალა. როცა მურემ
დაინახა, რომ დენიზი ჩუმად ტიროდა და არავითარი მკვახე სიტყვით არ
აპირებდა პასუხის გაცემას, აღარ შეყოყმანებულა, სიყვარულით მიაშურა მას,
ხელი მოხვია და წასჩურჩულა:

– ახლავე წადით აქედან, ჩემო პატარა, დაივიწყეთ ეს სახლი.

ანრიეტა გაშეშებული უყურებდა ორივეს და ბრაზი ახრჩობდა.

– მოიცადეთ, – დაუძახა მურემ დენიზს და თავისი ხელით დაკეცა მანტო, – თან


წაიღეთ ეს ტანსაცმელი... ქალბატონი დეფორჟი სადმე სხვაგან იყიდის მანტოს.
გთხოვთ, ნუ ტირით... თქვენ ხომ იცით, როგორ გაფასებთ!

მან კარამდე მიაცილა დენიზი და კარი მიხურა. დენიზი უხმოდ მიჰყვებოდა,


ფერი მოუვიდა, თვალებზე ისევ მოადგა ცრემლები, ოღონდ ამჯერად
ბედნიერებისგან.

ანრიეტას სუნთქვა ეკვროდა, ცხვირსახოცი ამოიღო და გაშმაგებით მოიწმინდა


ტუჩები. დაინგრა მთელი მისი გეგმები, მის მიერ გაბმულ მახეში თვითონვე
გაება. ეჭვიანობით გატანჯულმა მეტისმეტად ღრმად შეტოპა. ნუთუ ამ უბრალო
გოგოს გამო უნდა მიატოვონ, დაამცირონ მისი თანდასწრებით?! ახლა მას
შელახული თავმოყვარეობა უფრო ტანჯავდა, ვიდრე სიყვარული.

– მაშ, ეს ქალიშვილი გიყვართ? – ძლივს ამოილუღლუღა მან.

332
მურემ მაშინვე არ გახადა პასუხის ღირსად. აღელვებული ბოლთას სცემდა
ოთახში, ცდილობდა, განრისხება დაეოკებინა. ბოლოს შეჩერდა და ძალიან
ზრდილობიანად, მტკიცე ხმით, მშვიდად უთხრა:

– დიახ, ქალბატონო.

გაზის ნათურა კვლავ შიშინებდა, ოთახში ცხელოდა. სარკეების ანარეკლზე აღარ


მოძრაობდნენ ჩრდილები, ოთახი თითქოს დაცარიელდა და დადარდიანდა.
გაცოფებული ანრიეტა სკამზე ჩამოჯდა, აცახცახებულ ხელში ცხვირსახოცს
აწვალებდა და თვალცრემლიანი ამბობდა:

– ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ!

მურე ერთხანს უძრავად იდგა და უყურებდა ქალს, შემდეგ მშვიდად გავიდა


ოთახიდან. მარტო დარჩენილმა ანრიეტამ ქვითინი ამოუშვა. ტუალეტის
მაგიდაზე და იატაკზე ქინძისთავები ეყარა.

როცა მურე პატარა სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, იქ მხოლოდ ვალანიოსკი


დახვდა. ბარონი ქალებთან შესულიყო, მურე ნაცემივით დაეშვა დივანზე.
მეგობარი მიუხვდა, რომ იგი თავს ცუდად გრძნობდა და ცნობისმოყვარე ქალებს
რომ არ დაენახათ, წინ ჩამოეფარა. ისინი უსიტყვოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
ვალანიოსკს გულში ეცინებოდა მურეს აფორიაქებაზე და დაცინვით ჰკითხა:

– ერთობი, არა?

მურე ერთბაშად ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა, მაგრამ როცა მათი საუბარი
გაიხსენა ცხოვრების სიცარიელესა და ტანჯვის უაზრობაზე, სწრაფად უპასუხა:

– რა თქმა უნდა, ამდენი რამ არასოდეს გადამიტანია... ოჰ, ნუ იცინი, ჩემო


მეგობარო, ყველაზე მოკლე წუთები ცხოვრებაში ის წუთებია, როცა ტანჯვისგან
კვდებიან.

მან ხმას დაუწია, დიდი სურვილი ჰქონდა, გულიანად ეტირა, მაგრამ თავს ძალა
დაატანა და მხიარულად განაგრძო:

– შენ ხომ ყველაფერი იცი? ეს წუთია, ორივემ გული დამიფლითა, მაგრამ იცი, რას
გეტყვი? ქალის მიერ მოყენებული ჭრილობა, ალერსივით სასიამოვნოა მაინც... მე
მოვტყდი, მეტი აღარ შემიძლია. არა უშავს! შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ

333
მიყვარს ცხოვრება! ოო, ბოლოს მაინც ჩემი იქნება ეს პატარა გოგო, რომელიც
ჯერჯერობით ხელს მკრავს!

– მერე? – ჰკითხა ვალანიოსკმა.

– მერე? მერე ის, რომ ის ჩემი იქნება... განა ეს საკმარისი არაა? შენი თავი თუ
ძლიერი მიგაჩნია იმით, რომ სისულელეების ჩადენა და ტანჯვა არ გინდა,
ნამდვილად ბრიყვი ყოფილხარ და ესაა!

მაგრამ ვალანიოსკი მეტისმეტად აჭარბებდა თავისი პესიმიზმით: რა საჭიროა


ამდენი შრომა, თუ ფული სრულ ბედნიერებას არ იძლევა? პირადად იგი, თუკი
ერთ მშვენიერ დღეს დარწმუნდებოდა, რომ სანატრელ ქალს მილიონადაც ვერ
იყიდის, მაშინვე დაკეტავდა დუქანს, მხართეძოზე წამოწვებოდა და თითსაც არ
გაანძრევდა. მურე ჩაფიქრებული უგდებდა ყურს, შემდეგ კვლავ განიმსჭვალა
ნებისყოფის ყოვლისშემძლეობის რწმენით და გატაცებით შეეკამათა:

– რაკი მე ქალი მთელი ჩემი არსებით მინდა, იგი ჩემი იქნება კიდეც... და თუ
ხელიდან გამისხლტება, აი, ნახავ, რა მანქანას ავაგებ ჩემს განსაკურნებლად! ესეც
დიდებული რამ იქნება! შენ ეს ამბები არ გესმის, ჩემო კარგო, თორემ
გეცოდინებოდა, რომ მოქმედება უკვე შეიცავს ჯილდოს: იმოქმედო, შექმნა,
შეებრძოლო ფაქტებს, გაიმარჯვო მათზე ან დაგამარცხონ ამ ფაქტებმა, აი, ესაა
ადამიანური სიხარული და კეთილდღეობა!

– ეს, უბრალოდ, თავდავიწყების საშუალებაა! – ჩაილაპარაკა ვალანიოსკმა.

– კეთილი, თუნდაც ასე იყოს! მირჩევნია, თავდავიწყებას მივეცე... თუ


მოვკვდები, დაე, მოვკვდე... სჯობს, სიყვარულმა მომკლას, ვიდრე
მოწყენილობამ.

ორივეს გაეცინა. ამ საუბარმა სკოლის მერხებზე წამოწყებული კამათი გაახსენათ.


ვალანიოსკი მოთენთილი ხმით მსჯელობდა ცხოვრების უმსგავსობაზე. იგი
ტრაბახობდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი უსაქმო და ცარიელი იყო. დიახ, ხვალ
ისევ მოწყენილი იქნება სამინისტროში, როგორც გუშინ იყო. სამი წლის
განმავლობაში თანდათან უმატებდნენ ხელფასს, ექვსასი ფრანკიდან სამი ათას
ექვსას ფრანკამდე ავიდნენ, მაგრამ ეს ფული წესიერი სიგარების საყიდლადაც არ
ჰყოფნიდა. მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა და თუ თავს არ
იკლავს, მხოლოდ სიზარმაცის ბრალია, თავის შეწუხება ეზარება. როცა მურემ
სიტყვა ჩამოუგდო მადმუაზელ დე ბოვთან ქორწინებაზე, მან უპასუხა, მამიდა
334
ჯიუტობს, აქამდე არ მოკვდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეუღლებაო. ყოველ
შემთხვევაში, მშობლებმა გადაწყვიტეს ასე, მე კი ნებისყოფა არ მყოფნის, რაიმე
მოვიმოქმედო, ან რა მნიშვნელობა აქვს, სულერთი არაა? გინდა თუ არ გინდა,
შენ ვინ გკითხავს, ამ ცხოვრებაში განა შენი სურვილის მიხედვით კეთდება
რამეო, განაცხადა მან და თავისი აზრის დასასაბუთებლად მომავალი სიმამრის
მაგალითი მოიტანა: ქალბატონ გიბალს იმიტომ დაუახლოვდა, იფიქრა,
ფლეგმატური ქალია და ერთი საათის კაპრიზს დამიკმაყოფილებსო, მაგრამ
ისეთი ქალი აღმოჩნდა, რომ ამდენი ხანია ძველი ჯაგლაგივით ათრევს და
ლიმონივით წურავს. ყველანი დარწმუნებული არიან, გრაფი სენ-ლოს წავიდა
ცხენსაშენის ულაყების დასათვალიერებლად, ნამდვილად კი ეს ქალი
უკანასკნელ კაპიკებს აფცქვნის ვერსალში ერთ დაქირავებულ სახლშიო.

– შენზე ბედნიერი ყოფილა! – უთხრა მურემ და წამოდგა.

– ბედნიერი? რა თქმა უნდა! – დაეთანხმა ვალანიოსკი, – ეტყობა, მხოლოდ


ბიწიერება ართობს ადამიანს!

მურე გამოცოცხლდა, უნდოდა, როგორმე ისე წასულიყო ამ სახლიდან, რომ


გაქცევად არ ჩაეთვალათ. ამიტომ გადაწყვიტა, ერთი ფინჯანი ჩაი დაელია,
მეგობართან ერთად ხუმრობა-ხუმრობით დაბრუნდა სალონში. ბარონმა
არტმანმა მაშინვე ჰკითხა, მანტო თუ შეასწორებინეთო. მურე არ დაბნეულა და
უპასუხა, მე თვითონ ვაღიარებ, რომ მანტო უვარგისიაო. გაისმა წამოძახილები,
სანამ ქალბატონი მარტი ჩაის უსხამდა, ქალბატონი დე ბოვი მაღაზიის ლანძღვას
მოჰყვა, თქვენი მზა ტანსაცმელი მუდამ ვიწროაო. მურე გვერდით მიუჯდა
ბუტმონს, რომელიც, ეტყობა, ადგილიდან არ განძრეულა და არც არავინ აქცევდა
ყურადღებას. შეშინებული ბუტმონი მაშინვე მიუბრუნდა მურეს. უნდოდა,
გაეგო, რა ბედი ელოდა. მურემ აღარ დააყოვნა და უთხრა, დირექციამ
გადაწყვიტა, სამსახურიდან დაგითხოვოსო. იგი ნელ-ნელა შეექცეოდა ჩაის და
თან ეუბნებოდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი, აყალმაყალი ატყდა,
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და აღშფოთებულმა თათბირი მივატოვე, მაგრამ რას
ვიზამ, ასეთი უბრალო რამისთვის ამ ხალხთან ხომ ვერ გავწყვეტ კავშირსო.
ბუტმონი გაფითრდა, მაგრამ მადლობის მეტი რა ეთქმოდა მურესთვის.

– ეტყობა, მართლა საშინელი გამოდგა მანტო, – შენიშნა ქალბატონმა მარტიმ, –


ანრიეტა აქამდე არ გამოსულა ოთახიდან.

335
დიასახლისის მიერ სტუმრების ასე დიდი ხნით მიტოვება უკვე უხერხულობას
იწვევდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქალბატონი დეფორჟი.

– თქვენც გადაუდექით, არა? – შესძახა მხიარულად ქალბატონმა დე ბოვმა.

– რაზე მეკითხებით?

– ბატონმა მურემ გვითხრა, რომ ვერაფერი მოუხერხა მანტოსო.

ანრიეტამ გაკვირვებული სახე მიიღო:

– ბატონმა მურემ, ალბათ, იხუმრა. მისი გადაკეთება შესანიშნავად შეიძლება.

მას მშვიდი, მომღიმარი სახე ჰქონდა. ეტყობოდა, პირი დაებანა, რადგან


ნამტირალევი თვალები არ ემჩნეოდა. მაღალი საზოგადოების ქალისთვის
დამახასიათებელი გარეგნული სიმშვიდით იგი ფარავდა სულიერ ტანჯვას,
რისგანაც მთელი სხეული უცახცახებდა. მან მხიარულად გაუწოდა სენდვიჩი
ვალანიოსკს. ბარონი კარგად იცნობდა ქალბატონ დეფორჟს და არ გამოჰპარვია
არც მისი ბაგეების ოდნავ თრთოლა, არც ის სევდა, რომელიც თვალებში აქამდე არ
ჩამქრალიყო. იგი მიხვდა, რა სცენაც დატრიალდა საწოლ ოთახში.

– რას იზამთ, ყველას თავისი გემოვნება აქვს, – თქვა ქალბატონმა დე ბოვმა და


სენდვიჩი აიღო, – მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც უბრალო ბაფთასაც «ლუვრში»
ყიდულობენ, ხოლო ზოგს მხოლოდ «ბონ-მარშეზე» ამოსდით მზე და მთვარე.
ჩანს, ტემპერამენტზეა დამოკიდებული.

– «ბონ-მარშე» მეტისმეტად პროვინციული მაღაზიაა, – თქვა ქალბატონმა მარტიმ,


– ხოლო «ლუვრში» თაგვი ვერ მოიქნევს კუდს, იმდენი ხალხია!

ქალები კვლავ დიდ მაღაზიებზე ალაპარაკდნენ. მურე იძულებული გახდა,


თავისი აზრი გამოეთქვა. ასე მიუახლოვდა ქალებს, სამართლიანი კაცის იერი
მიიღო და განაცხადა, «ბონ-მარშე» დიდებული ფირმაა, დარბაისული და
სოლიდური, სამაგიეროდ, «ლუვრის» კლიენტურა რჩეული ქალებისგან
შედგებაო.

– მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც «ქალთა ბედნიერება» გირჩევნიათ! – ღიმილით


უთხრა ბარონმა.

– დიახ, – მშვიდად უპასუხა მურემ, – ჩვენთან კლიენტები უყვართ.

336
ქალები დაეთანხმნენ. მართალია, «ბედნიერებაში» ისე გრძნობ თავს, თითქოს
სასიამოვნო საზოგადოებაში იყო, თბილად, ალერსიანად და სიყვარულით
გეხვევიან გარს და ამიტომაა, რომ ყველაზე პატიოსანი ქალიც კი მოხიბლული
რჩება. მაღაზიის ესოდენ დიდი წარმატებაც გალანტური მოქცევის შედეგიაო.

– მართლა, ბატონო მურე, ჩემი პროტეჟე როგორაა? – ჰკითხა ანრიეტამ, რომელიც


ცდილობდა, ძალდაუტანებლად ელაპარაკა, – რა მოუხერხეთ? ხომ მიხვდით,
ვისზე გეკითხებით? მადმუაზელ დე ფონტენაიზე!

შემდეგ ქალბატონ მარტის მიუბრუნდა და დაუმატა:

– მარკიზის ქალიშვილია, ძვირფასო, მაგრამ გაჭირვებაში ჩავარდა.

– მადმუაზელ დე ფონტენაი ქსოვილების ნიმუშებს აკერებს რვეულში და დღეში


სამ ფრანკს იღებს, – მიუგო მურემ, – მალე, ალბათ, ერთ ჩვენ დამტარებელზე
გავათხოვებ.

– ფუი, რა საშინელებაა! – წამოიყვირა ქალბატონმა დე ბოვმა.

მურემ ქალს გადახედა და მშვიდად უპასუხა:

– რატომაა საშინელება, ქალბატონო? განა არ სჯობს პატიოსან, მშრომელ


ყმაწვილს ჰყავდეს ცოლად, ვიდრე ქვაფენილზე დაეთრეოდეს და ვინმე
მაწანწალამ ჩაიგდოს ხელში?!

ვალანიოსკი ხუმრობით ჩაერია ლაპარაკში:

– ნუ გაახელებთ, ქალბატონო, თორემ ახლავე გეტყვით, ჯობს, საფრანგეთის


ძველი ოჯახის წარმომადგენელმა ჩითის გაყიდვა დაიწყონო.

– ყოველ შემთხვევაში, ბევრი მათგანისთვის სასახელო ბოლო იქნება ასეთი რამ.

ყველას გაეცინა. მურე კი ხოტბას ასხამდა იმას, რასაც იგი შრომის


არისტოკრატიას უწოდებდა. ქალბატონი დე ბოვი უკმაყოფილოდ უგდებდა
ყურს, მაგრამ, როცა წარმოიდგინა, თვითონაც რა ხრიკებს არ მიმართავდა
გაჭირვებიდან თავის დასაღწევად, ღაწვები აელეწა. სამაგიეროდ, ქალბატონი
მარტი ეთანხმებოდა მურეს, რადგან საცოდავი ქმრის გახსენებაზე სინდისი
ქენჯნიდა. სწორედ ამ დროს მსახურმა ოთახში შემოიყვანა ბატონი მარტი,
რომელსაც ცოლის წასაყვანად შემოევლო. მასწავლებელს აპრიალებული თხელი
სურთუკი ეცვა და მძიმე შრომისგან კიდევ უფრო დალეულიყო და მოტეხილიყო.
337
მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ დეფორჟს სამინისტროში დახმარებისთვის.
შემდეგ ისეთი შეშინებული თვალებით გადახედა მურეს, იტყოდით, მისი
დამღუპველი ბოროტების განსახიერებას შეხვდაო. იგი დაიბნა, როცა მურემ
მიმართა:

– თქვენ ხომ მეთანხმებით, ბატონო მარტი, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს


ადამიანი?

– შრომით და მომჭირნეობით! – შეუსწორა შემკრთალმა მასწავლებელმა, –


მომჭირნეობაც დაუმატეთ, ბატონო!

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუტმონი სავარძლიდან არ განძრეულა. მურეს


სიტყვები კვლავ ყურებში უწიოდა. ბოლოს წამოდგა, ანრიეტასთან მივიდა და
ხმადაბლა უთხრა:

– იცით, მან თავაზიანად გამომიცხადა, რომ მოხსნილი ვარ სამსახურიდან...


მაგრამ ღმერთი გამიწყრეს, თუ არ ვანანო! მე უკვე მოვიგონე ჩემი ფირმის
სახელწოდება: «წლის ოთხი დრო», რომელსაც ოპერის ახლოს გავხსნი.

ქალმა მიბნედილი თვალებით შეხედა:

– ჩემი იმედი გქონდეთ, მოკავშირედ მიგულეთ! ცოტა ხანს მოიცადეთ!

ანრიეტა წამოდგა, ბარონი განზე გაიხმო, ფანჯარასთან მიიყვანა და ბუტმონის


ქებას მოჰყვა: ეს ახალგაზრდა კაცია, მთელ პარიზს ააფორიაქებს, საკუთარი
მაღაზია რომ გახსნასო, მაგრამ, როცა დაფინანსებაზე ჩამოაგდო სიტყვა, ბარონმა
შეშინებული თვალებით შეხედა ქალს, თუმცა, დიდი ხანია, აღარაფერი უკვირდა
და ყველაფერს შეჩვეული იყო. ქალი უკვე მეოთხე ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის
მფარველობას სთხოვდა და ცოტა არ იყოს, სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა.
მიუხედავად ამისა, გადაჭრით მაინც ვერ უთხრა უარი, რადგან «ქალთა
ბედნიერებისთვის» კონკურენციის შექმნის იდეა კიდეც მოეწონა: სხვებისთვის
რომ მადა წაეხდინა, თვითონაც მოუნდა, მოეფიქრებინა ასეთი კონკურენციის
შექმნა საბანკო საქმეში. გარდა ამისა, ქალბატონი დეფორჟის დაწყებული
ინტრიგა კიდეც ართობდა. ამგვარად, ბარონი ბოლოს შეჰპირდა, ამ საკითხზე
ვიფიქრებო.

338
– ამ საღამოს უნდა მოვილაპარაკოთ, – წასჩურჩულა ანრიეტამ ბუტმონს, – ცხრა
საათზე ჩემთან მოდით! ბარონი მხარს გვიჭერს.

სასტუმრო ოთახი კვლავ ახმაურდა. მურე ისევ ქალებს შორის იდგა და


მომაჯადოებლად ლაპარაკობდა. იგი სიცილით იცავდა თავს იმ ბრალდებისგან,
თითქოს ძონძების გაყიდვით ქალებს აკოტრებდა და ციფრების მოშველიებით
ამტკიცებდა, ჩემი წყალობით ყოველ ნაყიდ ნივთზე ოცდაათი პროცენტის
მომჭირნეობას ეწევითო. ბარონი არტმანი, ეს ძველი დარდიმანდი, აღტაცებით
შეჰყურებდა თავის თანამოძმეს. მაშ ასე, დუელი დამთავრებულია და ანრიეტა
მიწაზეა გაშოტილი! მაშასადამე, ეს ის ქალი არ ყოფილა, რომელსაც მურე უნდა
დაემარცხებინა. ბარონს ერთბაშად თვალწინ წარმოუდგა ახალგაზრდა
ქალიშვილი, რომლის ნაზი პროფილი შემოსასვლელში შეამჩნია. გოგონა
მოთმინებით იცდიდა, სწორედ ეს მოკრძალება წარმოადგენდა ერთადერთ
საშიშროებას მურეს დასამარცხებლად.

XII
«ქალთა ბედნიერების» ახალი შენობის მშენებლობა ოცდახუთ სექტემბერს
დაიწყო. დაპირებისამებრ, ბარონმა არტმანმა მურეს წინადადება «საიპოთეკო
კრედიტის» მორიგ სხდომაზე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მურესაც,
როგორც იქნა, დიდი ხნის ოცნების განხორცილების შესაძლებლობა მიეცა:
ფასადი, რომელიც ათი დეკემბრის ქუჩაზე უნდა აღმართულიყო, მისი ქონების
გაზრდის საწინდარს წარმოადგენდა. ამიტომაც უნდოდა საძირკვლის ჩაყრის
ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ჩაეტარებინა. მან ჯილდოები დაურიგა
გამყიდველებს, ხოლო საღამოს ნანადირევითა და შამპანურით გაუმასპინძლდა.
მურე შესანიშნავ გუნებაზე იყო და პირველი ქვა და ერთი ბარი ცემენტი თვითონ
ჩაყარა გამარჯვებული სახით. ბოლო ხანებში ისეთი გატანჯული,
განერვიულებული დადიოდა, რომ თავისი მღელვარების დაფარვას ძლივს
ახერხებდა. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე ცოტა დამშვიდდა, დარდი
გულიდან გადაიყარა. მთელი დღე ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჯანსაღი კაცის
მხიარული განწყობილება ერთბაშად დაუბრუნდაო, მაგრამ როგორც კი მაღაზიაში
შევიდა და შამპანურის დასალევად სასადილოში შეჰყვა თანამშრომლებს, ისევ

339
გაუფუჭდა გუნება, მოიწყინა, ნაძალადევად იღიმოდა და დარდმა, რომელიც
ამდენი ხანია ღრღნიდა, სახის ნაკვთები ჩამოუგრძელა. მურე იტანჯებოდა.

მეორე დღეს კლარა პრიუნერი შეეცადა, გული მოეკლა დენიზისთვის. მას უკვე
შეემჩნია კოლომბანის სიყვარული და ბოდიუს ოჯახის აბუჩად აგდება
გადაეწყვიტა. კლარა მარგარიტას მიუბრუნდა, რომელიც კლიენტების
მოლოდინში ფანქარს წვერს უთლიდა და ხმამაღლა უთხრა:

– პირდაპირ სახლში რომ მიჯნური მყავს, ხომ იცნობთ? რა ვქნა, უკვე შემაცოდა
თავი, იმ ბნელ სოროში, რომელსაც კლიენტი სათოფედ არ ეკარება, სულ ჩამოხმა
საცოდავი.

– ნუ გეშინიათ, არც ისე უბედურია, როგორც თქვენ გგონიათ, – უპასუხა


მარგარიტამ, – ეს ყმაწვილი დუქნის პატრონის ქალიშვილს ირთავს ცოლად.

– ვითომ?! სასაცილო არ იქნება, რომ წავართვა?! სინდისს ვფიცავ, უნდა ვცადო!

თქვა მან და დენიზს გადახედა. მისი აღშფოთებული სახე კმაყოფილებას


ჰგვრიდა. დენიზი ყველაფერს აპატიებდა, მაგრამ საქმროს უგულობით
სიკვდილის პირას მისული ბიძაშვილის აუგად ხსენებამ მოთმინებიდან
გამოიყვანა. სწორედ ამ დროს მყიდველიც შემოვიდა. დენიზმა გამგის მოვალეობა
იკისრა და კლარას დაუძახა:

– მადმუაზელ პრიუნერ, მუსაიფის ნაცვლად, სჯობს კლიენტს მიხედოთ!

– მე არ ვმუსაიფობდი.

– თუ შეიძლება, გაჩუმდით და კლიენტს მიხედეთ.

კლარა იძულებული გახდა, დამორჩილებოდა. როცა დენიზი ხმის აუმაღლებლად


ვინმეს გაუჯავრდებოდა, ვერავინ უბედავდა შელაპარაკებას. სწორედ
მოკრძალებულობით მოიპოვა მან ავტორიტეტი. კლარასთან შეტაკების შემდეგ,
უხმოდ დადიოდა სექციაში, გამყიდველებიც გაყუჩებულიყვნენ. მარგარიტა
კვლავ შეუდგა ფანქრების თლას, რადგან წვერი გამუდმებით ტყდებოდა.
მხოლოდ მარგარიტა უწონებდა გამგის მოადგილეს ამ სიჯიუტეს, რომელსაც
მურეს მიმართ იჩენდა. იგი არ ტყდებოდა, რომ უკანონო შვილი ჰყავდა,
სამაგიეროდ, თავს აქნევდა და ამბობდა, ქალიშვილმა რომ იცოდეს,
ქარაფშუტობას რა მოსდევს, გაცილებით ფრთხილად მოიქცეოდაო.

340
– გაგაბრაზეს? – ზურგს უკან ჰკითხა დენიზს ვიღაცამ.

პოლინა შემოსულიყო, მას ყველაფერი მოესმინა და ახლა ღიმილით


ელაპარაკებოდა მეგობარს.

– ძალაუნებურად მიხდება გაბრაზება, – დენიზმაც დაბალ ხმაზე უპასუხა, – ჩემს


მრევლს სხვაგვარად ვერ გავუმკლავდები.

პოლინამ მხრები აიჩეჩა.

– კარგი ერთი, რომ მოინდომებდეთ, ჩვენი დედოფალი გახდებოდით!

პოლინა ვერ იქნა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ ეუბნებოდა დენიზი უარს მურეს.
თვითონ აგვისტოს ბოლოს გათხოვილიყო და ხუმრობით ამბობდა, დიდი
სისულელე ჩავიდინეო. ბურდონკლი უკვე კუშტად უყურებდა პოლინას,
ვაჭრობაში აღარ გამოგვადგებაო. პოლინას ეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს ის და
მისი ქმარი სამსახურიდან არ დაეთხოვათ და არ ეთქვათ, წადით და რამდენიც
გინდათ, იმდენი ესიყვარულეთ ერთმანეთს მაღაზიის გარეთო. დირექციას
მიაჩნდა, რომ სიყვარული ფირმის დამღუპველი და გამანადგურებელია. ამიტომ,
როცა პოლინა და ბოჟე რომელიმე სექციაში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ქალი ისე
ჩაივლიდა, თითქოს ქმარს არ სცნობდა. ახლაც გულგახეთქილი მოსულიყო
დენიზთან. ძია ჟუვს კინაღამ მიუსწრია მისთვის, როცა ქმარს ელაპარაკებოდა
თეთრეულის ფუთასთან.

– შეხედეთ! ეტყობა, ფეხდაფეხ მომდევდა, – დაამთავრა პოლინამ თავისი


თავგადასავლის მოყოლა, – ხედავთ, როგორ აცმაცუნებს თავის გრძელ ცხვირს?
ალბათ, ჩემს კვალს ყნოსავს.

მართლაც, თეთრი ჰალსტუხით მორთული, კოხტად გამოწყობილი ჟუვი


თეთრეულის სექციიდან გამოვიდა და ცხვირი ისე აეშვირა, თითქოს დანაშაულზე
უნდა მიესწრო ვიღაცისთვის. დენიზის დანახვისთანავე თავაზიანი იერი მიიღო
და აბუზული წავიდა.

– გადავრჩი! – წაიჩურჩულა პოლინამ, – იცით, საყვარელო, თქვენ რომ დაგინახათ,


ნამდვილად იმიტომ დააჭირა ენას კბილი. მითხარით, რაიმე ხიფათს რომ
გადავეყარო, ხომ დამიცავთ? დიახ, დიახ, თავს ნუ იკატუნებთ... თქვენი ერთი
სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ მთელი მაღაზია ყირაზე დადგეს.

341
იგი სწრაფად გაეშურა თავისი სექციისკენ. დენიზი გაწითლდა, ამ მეგობრულმა
ნართაულმა დააბნია. თუმცა პოლინა მართალს ამბობდა, ირგვლივ ყველა ისე
ელაქუცებოდა, ძალაუნებურად იგრძნო თავისი ყოვლისშემძლეობა. როცა
ქალბატონი ორელი დაბრუნდა და დაინახა, რომ მთელი სექცია მშვიდად
მუშაობდა მოადგილის მეთვალყურეობის ქვეშ, მეგობრულად გაუღიმა დენიზს.
იგი უკვე მურეს ხათრით კი არა, თავისთავად გულთბილად ექცეოდა ამ სათნო
ადამიანს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სექციის გამგის თანამდებობას
დაიჭერდა. დენიზს გამეფების პერიოდი ეწყებოდა.

მხოლოდ ბურდონკლი არ ყრიდა იარაღს. ჩუმ ბრძოლას განაგრძობდა დენიზის


წინააღმდეგ. მისი საქციელი ჯერ იმით აიხსნებოდა, რომ დენიზის თვინიერი და
მომხიბვლელი ბუნება ეზიზღებოდა, გარდა ამისა, მისი გავლენა დამღუპველად
მიაჩნდა. იმ დღეს, როცა მურე დამარცხებულად აღიარებდა თავს, ფირმის
არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებაო, ფიქრობდა იგი. მას ეჩვენებოდა, რომ ამ
უაზრო სიყვარულის გამო დირექტორის კომერციული უნარი ნელ-ნელა
იფერფლებოდა და ის, რასაც ქალების წყალობით მიაღწიეს, ერთი გოგონას
მეშვეობით ხელიდან გაუქრებოდათ. ქალები არ აღელვებდნენ ბურდონკლს, იგი
ვნებადაცლილი მამაკაცის ათვალისწუნებით ექცეოდა ყველა ქალს და მხოლოდ
პროფესიული მოვალეობის გამო იტანდა მათ არსებობას, იცოდა, რომ მათი
წყალობით უხდებოდა ცხოვრება. სწორედ მაღაზიაში ყოველდღიურად ქალებთან
შეხვედრამ დაუკარგა უკანასკნელი ილუზიები. სამოცდაათი ათასი კლიენტის
არომატი სხვებივით კი არ ართობდა, პირიქით, აუტანელ შაკიკს ჰგვრიდა და
სახლში დაბრუნებისას უგულოდ სცემდა საყვარლებს. მთელი უბედურება ის
იყო, რომ ბურდონკლს არ სჯეროდა ამ პატარა გამყიდველის უანგარობისა და
გულწრფელობის. დენიზი დღითი დღე უფრო სახიფათო ხდებოდა მისთვის.
ბურდონკლის აზრით, იგი განგებ ამბობდა უარს მურეს სიყვარულზე,
თამაშობდა და მეტად მოხერხებულადაც თამაშობდა. მას რომ მაშინვე დაეთმო,
ცხადია, მურე მეორე დღესვე მიატოვებდა, ახლა კი თავისი უარით აღიზიანებდა
კაცს, ჭკუიდან შლიდა და ყოველგვარ სისულელეს ჩაადენინებდა. ვერც ერთი
გამოცდილი მეძავი ქალი, ყველაზე ბიწიერი დედაკაცი ვერ იმოქმედებდა ისე
მოხერხებულად, როგორც ეს უმანკო გოგონა იქცეოდა. ამიტომ ვერ იტანდა იგი
დენიზის სუფთა თვალებს, თვინიერ გამომეტყველებას, მთელ მის
მოკრძალებულ გარეგნობას. დენიზის დანახვაზე ისეთი შიში იპყრობდა, თითქოს
გადაცმული კაციჭამია ედგა წინ. როგორღა გამოეაშკარავებინა ამ ცრუ უმანკოს
ტაქტიკა? დღე და ღამე იმას ცდილობდა, როგორმე გამოეცნო მისი მზაკვრობა და
342
შემდეგ საჯაროდ ემხილა. შეუძლებელი იყო, სადმე არ წაეკრა ფეხი და სწორედ
მაშინ მიუსწრებდა რომელიმე საყვარელთან, კვლავ გააგდებდა აქედან, სავაჭრო
სახლიც კალაპოტში ჩადგებოდა და კარგად მომართულ მანქანასავით
იმუშავებდა.

– თვალი ადევნეთ, ბატონო ჟუვ! – უმეორებდა ბურდონკლი ინსპექტორს, –


პატივისცემა ჩემზე იყოს.

მაგრამ ჟუვი არ ჩქარობდა, კარგად იცნობდა ქალებს და ფიქრობდა, ჯობს, ამ


გოგონას დავუჭირო მხარი, დღეს თუ ხვალ, იქნებ სრულუფლებიანი დიასახლისი
გახდესო! მართალია, თვითონ თითიც ვერ დააკარა, მაგრამ მაინც აღიარებდა,
ლამაზი ქალიაო. აგონდებოდა, რომ მისი პოლკოვნიკი ერთი შეხედვით
დაატყვევა სწორედ სუსტმა და მოკრძალებულმა, გარეგნულად შეუმჩნეველმა
ქალიშვილმა და თავიც მოაკვლევინა.

– ნუ გეშინიათ, თვალყურს ვადევნებ! – უპასუხებდა იგი ბურდონკლს, – მაგრამ


სინდისს გეფიცებით, ჯერ ვერაფერს წავაწყდი.

მართალია, დენიზს ყურადღებითა და მოწიწებით ექცეოდნენ, მაგრამ იგი მაინც


გრძნობდა, რომ მის ირგვლივ საშინელი ჭორის ბუდე გაჩენილიყო. მთელი
მაღაზია ალაპარაკებულიყო, წინათ იუტენი იყო მისი საყვარელიო. ვერავინ
ბედავდა, დარწმუნებით ეთქვა, გრძელდებოდა თუ არა აქამდე მათი კავშირი,
ოღონდ ეჭვი ჰქონდათ, ალბათ, კიდევ ხვდებიან ერთმანეთსო. მალე დელოშიც
მის საყვარლად გამოაცხადეს, დღე ისე არ გავა, სადმე, ბნელ კუთხეში არ ვნახოთ
მუსაიფში გართულნიო. ერთი სიტყვით, ნამდვილი სკანდალი ატყდა.

– ნუთუ ვერც აბრეშუმის სექციის გამგესთან და ვერც მაქმანის გამყიდველთან


ვერ დაიჭირეთ? – აცივდებოდა ბურდონკლი.

– ვერა, ბატონო, ჯერჯერობით არაფერი შემიმჩნევია! – არწმუნებდა ინსპექტორი.

ბურდონკლს იმედი ჰქონდა, დელოშთან უფრო დაიჭერდა დენიზს. ერთ დილით,


საკუთარი თვალით დაინახა დენიზი და დელოში, სარდაფში რომ იდგნენ და
იცინოდნენ, მაგრამ ჯერ იძულებული იყო, ტოლივით მოჰქცეოდა დენიზს. ბოლო
ხანებში სიძულვილიც გაუქრა თითქოს, რადგან გრძნობდა, იმდენი ძალა ჰქონდა,
რომ მიუხედავად ათი წლის უანგარო სამსახურისა, ბურდონკლსაც ადვილად
დააჩოქებდა, თუ ტყუილუბრალოდ დასწამებდა ცილს.

343
– თვალი ადევნეთ მაქმანის გამყიდველს, – ეუბნებოდა იგი ინსპექტორს, – ისინი
მუდამ ერთად არიან. როგორც კი ჩაავლებთ, მაშინვე მაცნობეთ, დანარჩენი მე
ვიცი!

მურე სასოწარკვეთილი იყო. ვერ დაეჯერებინა, რომ ეს პატარა გოგო აწვალებდა


ასე. მურეს თვალწინ წარმოუდგა, როგორი ფეხსაცმლით, შავი ძველი კაბით,
დაბნეული სახით მოვიდა პირველად მაღაზიაში. ხმასაც ვერ იღებდა, რაღაცას
ბუტბუტებდა, ყველა დასცინოდა და თვითონაც მახინჯად ჩათვალა პირველ
ნახვაზე. მახინჯი! ახლა ამ მახინჯს ერთი შეხედვით შეუძლია ფეხქვეშ გაიგოს
იგი! ეს მახინჯი ახლა შარავანდენით მოსილად მიაჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ იგი
ყველაზე უხეირო გამყიდველად ითვლებოდა, ყველა ხელს ჰკრავდა, აბუჩად
იგდებდა, თვითონაც ცნობისმოყვარე ბრიყვს უწოდებდა. რამდენიმე თვის
განმავლობაში აკვირდებოდა მის ზრდას, ერთობოდა ამ ცდის ჩატარებით და ვერ
ხვდებოდა, რომ ამ თამაშში საკუთარი გულიც ჩაითრია. დენიზი კი ამასობაში
იზრდებოდა. ვინ იცის, იქნებ სწორედ პირველივე ნახვაზე შეუყვარდა, სწორედ
მაშინ, როცა მისი აზრით, ებრალებოდა მხოლოდ?! მაგრამ იმ საღამოს, როცა ისინი
წაბლის ხეების ქვეშ სეირნობდნენ ტიულტის ბაღში, აი, მაშინ იგრძნო მხოლოდ,
რომ ამ გოგონას გულგრილად არ უყურებდა. მისი ცხოვრებაც ამ წუთიდან
დაიწყო, ბავშვების სიცილი აქამდე ესმოდა ყურში. შადრევნის შორეული რაკრაკი
ნანასავით სიამოვნებდა, თვალწინ ედგა მის გვერდით მიმავალი დენიზი,
რომელიც უსიტყვოდ მიაბიჯებდა საღამოს ბინდში. შემდეგ უკვე აღარაფერი
ახსოვდა, მისი სიყვარული თანდათან ღრმავდებოდა, მთელი მისი ფიქრი, მთელი
არსება დენიზს ეკუთვნოდა. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ ბავშვმა ასე
დატანჯოს?! როცა გვერდით ჩაუვლიდა, მისი კაბის მსუბუქი შრიალი ქარიშხლის
გრგვინვად ეჩვენებოდა და ფეხები ეკეცებოდა.

ერთხანს კიდეც ბრაზობდა თავის თავზე, ახლაც ხშირად აშფოთებდა ხოლმე,


უნდოდა, როგორმე დაეღწია თავი ამ სულელური მონობისგან. მაინც რითი
მოახერხა ამ ბავშვმა მისი ასე მოჯადოება? განა მან ფეხშიშველა არ ნახა იგი? განა
სიბრალულის გამო არ მიიღო სამსახურში? ისეთი გამომწვევი სილამაზის მქონე
ქალი რომ ყოფილიყო, რომელიც ერთბაშად ააღელვებს კაცს, კიდევ ჰო! მაგრამ ეს
ხომ შეუმჩნეველი გარეგნობის პატარა გოგონა იყო?! მისი უბრალო, თვინიერი
სახე არაფრისმეტყველია, ალბათ, ჭკუითაც არ ბრწყინავს, კარგად ახსოვს მისი
დებიუტი მაღაზიაში! ასე არწმუნებდა მურე თავს, როგორც კი მასზე
აღშფოთდებოდა, მაგრამ სიბრაზე სწრაფად გაუვლიდა, სიყვარულს თავისი

344
გაჰქონდა და ღმერთის შერისხვასავით ეშინოდა თავისი კერპის ასეთი
შეურაცხყოფა. ყოველგვარ მშვენიერს, რაც კი ქალს აქვს, დენიზის ბუნებაში
პოულობდა: სულის სიმტკიცეს, მხიარულებას, უბრალოებას. მის
კდემამოსილებაში იგი გრძნობდა არომატივით დამათრობელ ფაქიზ
მომხიბვლელობას. პირველი ნახვისას ყურადღებასაც არ მიაქცევდით, შეიძლება
ხელიც გეკრათ ვიღაც გამვლელივით, მაგრამ მისი ეშხი ნელ-ნელა, შეუმჩნეველად
გიმორჩილებდათ, მისი ერთი ღიმილი სამუდამოდ მოგაჯადოებდათ. დიახ,
გაიღიმებდა და მთელი სახე უცინოდა. ფერმკრთალი სახეც, მუქი ლურჯი
თვალებიც, ჩაკუჭული ნიკაპიც, ხოლო მძიმე, ქერა თმა რაღაც დედოფლური,
დამატყვევებელი მშვენიერებით ელვარებდა. ასე ფიქრობდა მურე და
დამარცხებულად თვლიდა თავს: დენიზი ისევე ჭკვიანია, როგორც მშვენიერი,
მისი გონება მისი სრულყოფილი თვისებების შედეგია. «ბედნიერების»
გამყიდველებს, მორალურად დაცემულ ამ ქალებს, მხოლოდ ზერელე განათლება
და ძალით მიწებებული პეწი ჰქონდათ, რომელიც ადვილად შორდება ადამიანს,
დენიზისთვის უცხო იყო ყოველგვარი ყალბი ელეგანტურობა, იგი ბუნებით
გახლდათ ფაქიზი. მისი წმინდა შუბლი ნებისყოფასა და წესრიგის
მოყვარულობას გამოხატავდა, ხოლო მის მიღმა პრაქტიკული გამოცდილებით
მიღებული ფართო კომერციული აზრები იბადებოდა. რასაკვირველია, ასეთი
მსჯელობის შემდეგ, მურე მზად იყო, გულხელდაკრეფილს, მუხლმოდრეკილს
ეთხოვა პატიება აღშფოთების დროს მისი ღირსების შებღალვისთვის.

მაგრამ ასე ჯიუტად რად ეუბნებოდა უარს? რამდენჯერ ეხვეწა, რა არ შესთავაზა!


ჯერ ფული, უზარმაზარი თანხა, შემდეგ იფიქრა, იქნებ პატივმოყვარეაო და
დაჰპირდა, როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, სექციის გამგის
თანამდებობას მოგცემთო. არაფერმა გაჭრა, მაინც უარზე იყო. გაოგნებული მურე
ადგილს ვერ პოულობდა, ამ ბრძოლამ გააგიჟა, დენიზის დაპყრობის სურვილი
გაუორკეცდა. შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს, როცა იქნება, დათმობსო,
ფიქრობდა იგი, რადგან ქალის უმანკოება მუდამ პირობითად მიაჩნდა.
არავითარი სხვა მიზანი, აღარავითარი სურვილი არ გააჩნდა მურეს, უნდოდა,
მხოლოდ სახლში ჰყოლოდა იგი, მუხლებზე დაესვა, დაეკოცნა მისი სახე! ეს
ზმანება სისხლს უდუღებდა ძარღვებში და დაუკმაყოფილებელი სურვილით
თავზარდაცემული, მთელი ტანით ცახცახებდა.

ასეთ ტანჯვაში ატარებდა იგი დღეებს. გაიღვიძებდა თუ არა, დენიზის სახე


თვალწინ ედგა, სიზმარშიც მხოლოდ ის ეზმანებოდა, კაბინეტში მიდიოდა თუ

345
საწერ მაგიდასთან იჯდა, სადაც დილის ცხრა საათიდან ათ საათამდე
მექანიკურად მუშაობდა, დენიზის ლანდი გვერდით ედგა და აუღელვებლად
პასუხობდა: «არა!» ათ საათზე ფირმის თორმეტ მეპაიეთა თათბირს, ერთგვარ
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. კამათობდნენ მაღაზიის შინაგანაწესზე,
განიხილავდნენ საქონლის შესყიდვის საკითხებს, ამტკიცებდნენ ვიტრინის
მაკეტებს, მაგრამ აქაც არ შორდებოდა დენიზის სახე, ციფრების დასახელებისას
მისი ტკბილი ხმა ესმოდა, დახლართული ფინანსური პირობების განხილვისას
მის ნათელ ღიმილს ხედავდა. თათბირის დამთავრების შემდეგ დენიზის ლანდი
კვლავ მიაცილებდა, სექციებს ერთად ამოწმებდნენ, ერთად ბრუნდებოდნენ
კაბინეტში და მის სავარძელთან იდგა ორიდან ოთხ საათამდე, სანამ
საფრანგეთის ყოველი კუთხიდან ჩამოსული ფაბრიკანტების მთელ ჯგუფს,
მსხვილ მწარმოებლებს, ბანკირებს, გამომგონებლებს იღებდა. ეს იყო
სიმდიდრისა და ინტელექტის გაუთავებელი მსვლელობა, მილიონების გიჟური
როკვა, ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროს პარიზის უმსხვილესი საქმეები
იჩარხებოდა. თუკი მურეს რომელიმე წარმოების გაკოტრებისა და გაფურჩქვნის
საკითხის გადაწყვეტის დროს ერთი წუთით მაინც მიავიწყდებოდა დენიზი,
გული მაშინვე დაუწყებდა ჩხვლეტას და მოაგონებდა, რომ დენიზი იქვე იდგა.
მაშინვე ხმა ჩაუწყდებოდა და გაიფიქრებდა, რა ჯანდაბად მინდა ეს აურაცხელი
სიმდიდრე, თუ იგი მაინც უარს მეუბნებაო. ბოლოს, როცა ხუთ საათზე
კორესპონდენციებზე ხელის მოსაწერად მაგიდას მიუჯდებოდა, ხელი კვლავ
მექანიკურად მუშაობდა, ხოლო დენიზი ყოვლისშემძლე მბრძანებელივით მის
წინ იდგა, უფრო მეტად იმორჩილებდა და მშფოთვარე მარტოობაში გატარებული
ღამის განმავლობაში მაგრად უჭერდა მკლავებს, რომ არავისთვის დაეთმო. ასე
მეორდებოდა ყოველდღე და ამ მოუსვენარ, კოლოსალური საქმეებით სავსე
დღეებს პატარა გოგოს აჩრდილის გამოჩენა კიდევ უფრო აფორიაქებდა.

უმთავრესად მაღაზიის ყოველდღიური შემოვლის დროს იტანჯებოდა მურე. ააგო


ასეთი გიგანტური მანქანა, იბატონო მთელ ამ სამყაროზე და დარდით მოკვდე
იმის გამო, რომ ერთ პატარა გოგოს არ მოსწონდე, მართლაც რომ საშინელებაა!
მურეს თავი შესძულდა იმ გამუდმებული სირცხვილის გამო, რომელსაც
საკუთარი უბედურება აგრძნობინებდა. ზოგჯერ თავისი სიძლიერეც ჰგვრიდა
ზიზღს, მაღაზიის შემოვლის დროს გული ერეოდა. ხანდახან კი სურვილი
გაუჩნებოდა, უფრო გაეფართოებინა თავისი სამეფო, გაეზარდა ისე, რომ მისი
ნახვით აღტაცებულ და შეშინებულ დენიზს თანხმობა მიეცა.

346
სარდაფში ჩასვლისას ჯერ მოედნის წინ შეჩერდებოდა. ეს მოედანი კვლავ ნევ-
სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე გადიოდა, მაგრამ გაეფართოებინათ და ახლა მდინარის
კალაპოტს წააგავდა, სადაც საქონლის შეუჩერებელი ნაკადი ზღვის ხმაურით
ვარდებოდა. მთელი მსოფლიოს კუთხიდან გამოგზავნილი ტვირთი აქ
მოჰქონდათ, ყოველი სადგურიდან მოსულ ფურგონთა მწკრივი აქ იდგა. ტვირთს
განუწყვეტლივ ცლიდნენ. ყუთებისა და ფუთების ნიაღვარი მიწისქვეშ
ედინებოდა, რომელსაც გაუმაძღარი ფირმა ისრუტავდა. მურე უყურებდა მის
ფეხქვეშ ჩავარდნილ საქონლის მორევს, ფიქრობდა, რომ ამ სახალხო სიმდიდრის
ერთ-ერთი ბატონ-პატრონი თვითონ იყო, რომ ფრანგული წარმოების ბედი ხელში
ჰქონდა, მაგრამ ერთი გამყიდველის კოცნის ყიდვა ვერ მოეხერხებინა.

შემდეგ მიღების განყოფილებაში გადიოდა, რომელსაც იმ დროს სარდაფის


გვერდით მხარე ეჭირა, მონსინის ქუჩის მხრიდან. იქ ოცი მაგიდა იდგა,
სანათურებიდან შემოსული შუქი მკრთალად ანათებდა სარდაფს.
თანამშრომლების მთელი არმია აცარიელებდა ყუთებს, ამოწმებდა საქონელს და
შემდეგ პირობით ნიშნებს უკეთებდა. დასაცურებელი მოედნიდან
განუწყვეტლივ ისმოდა გრუხუნი და ხალხის ყაყანს ახშობდა. განყოფილების
გამგეები წამდაუწუმ აჩერებდნენ მურეს, რომელსაც საშუალება უნდა
გამოეძებნა ამა თუ იმ დაბრკოლების გადასალახავად ან დირექციის მიერ
გაცემული ბრძანებები დაემტკიცებინა. რას არ ნახავდით ამ სარდაფში! პრიალა
ნაზ ატლასს, თოვლივით თეთრ ტილოს, მაქმანებში არეულ ბეწვეულს,
აღმოსავლურ პორტიერებში გაბნეულ ფუფუნების საგნებს. მურე ფრთხილად
დადიოდა ყუთებიდან გადმოცვენილ, იატაკზე უწესრიგოდ მიმოფანტულ ან
ერთმანეთზე დაყრილ სიმდიდრეს შორის. ეს საქონელი მალე ზემოთ,
ვიტრინებში აკიაფდებოდა, ფულს სალაროებისკენ გარეკავდა და მაღაზიაში
ატეხილ ორომტრიალში ისევე სწრაფად გაქრებოდა, როგორც დახლებზე
გამოჩნდა, მურე კი ისევ დენიზზე ფიქრობდა. მთელი ეს სიმდიდრე, აბრეშუმი
და ხავერდი, ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა, გულღიად შევთავაზე, მაგრამ
თავისი ქერათმიანი თავი ოდნავ გადააქანია და უარი მითხრაო.

შემდეგ მურე სარდაფის მეორე მხარეს მიდიოდა და სახლში მიტანის


განყოფილების მუშაობას ამოწმებდა. გაზით განათებული უთვალავი დერეფნის
გასწვრივ, საკეტებით ჩარაზული საკუჭნაოები ჩაემწკრივებინათ. ეს იყო
ერთგვარი მიწისქვეშა მაღაზიები, მთელი სავაჭრო კვარტალი, სადაც
გალანტერიის, თეთრეულის, ტილოს, ხელთათმანების სექციები თვლემდნენ.

347
ცოტა მოშორებით კალორიფერი იდგა. იქვე, სახანძრო პოსტი ლითონის გალიაში
ჩადგმულ ცენტრალურ აღმრიცხველს იცავდა. სახლში მიტანის განყოფილებაში
დასახასირსხებელი მაგიდები სავსე იყო პაკეტებით, მუყაოს ყუთებითა და
კოლოფებით, რომლებსაც განუწყვეტლივ აგროვებდნენ კალათებით.
განყოფილების გამგე კამპიონი, როგორც კი მურეს დაინახავდა, მაშინვე ცნობებს
აწვდიდა, ამასობაში კი ოცი თანამშრომელი პაკეტებს აწყობდა პატარა თაროებზე,
რომლებზედაც პარიზის სხვადასხვა კვარტალის სახელი ეწერა. აქედან
მსახურებს ეს პაკეტები ქვაფენილებზე ჩამწკრივებულ ფურგუნებში შეჰქონდათ.
ისმოდა შეძახილები, ყვიროდნენ სახელწოდებებს, იძლეოდნენ განკარგულებებს,
ერთი სიტყვით, ისეთი ყაყანი და ხმაური იდგა, როგორც ღუზის ამოღების დროს
არის ხოლმე ნავსადგურში. მურე ერთხანს გარინდული უყურებდა ამ საქონლის
გაქრობას, რომელიც ახლახან სარდაფის მეორე კუთხიდან მის თვალწინ
შემოიტანეს მაღაზიაში. უზარმაზარი ნიაღვარი აქ გროვდებოდა, სალაროებში
ოქროს ზოდებს ტოვებდა და შემდეგ ქუჩაში მიედინებოდა, მაგრამ არც სახლში
მიტანის განყოფილების გახურებული მუშაობა აღარ ახარებდა მურეს, თვალები
უბნელდებოდა და მხოლოდ ერთი ფიქრი აწვალებდა, მიეტოვებინა ყველაფერი,
შორს წასულიყო, სადმე გადაკარგულიყო, თუკი დენიზი კვლავ გაჯიუტდებოდა
და უარს ეტყოდა.

ბოლოს, ისევ ზემოთ ადიოდა და შემოვლას განაგრძობდა, ლაპარაკობდა,


მოძრაობდა, მაგრამ ფიქრებს მაინც ვერ იშორებდა თავიდან. მესამე სართულზე
ექსპედიციის განყოფილებაში შედიოდა, ცდილობდა შარი მოედო ვინმესთვის და
როცა ყველაფერი რიგზე იყო, გული მოსდიოდა. მის მიერ მოწესრიგებული ეს
განყოფილება დღითი დღე სოლიდური ხდებოდა. აქ უკვე ორასი თანამშრომელი
მუშაობდა, ზოგი პროვინციებიდან და საზღვარგარეთიდან მიღებულ წერილებს
ხსნიდა, კითხულობდა და ახარისხებდა, ზოგი კი დამკვეთთა მიერ მოთხოვნილ
საქონელს ყუთებში უყრიდა თავს. მიღებული წერილების რაოდენობა ისე
გაიზარდა, რომ უკვე კი არ ითვლიდნენ, არამედ წონიდნენ. დღეში ასი გირვანქა
ბარათი მოდიოდა. აღელვებული მურე ამ განყოფილების გამგესთან,
განყოფილების სამ დარბაზს შემოივლიდა, განყოფილების გამგესთან,
ლევასერთან კორესპონდენციის წონას გამოარკვევდა, რომელიც ოთხმოც,
ორმოცდაათ, ხოლო ორშაბათობით ას გირვანქას აღწევდა. ეს რიცხვი ყოველდღე
მატულობდა და მურე აღტაცებული უნდა დარჩენილიყო, მაგრამ შემფუთავების
მიერ ყუთების დაბეჭდვის ხმაზე მურე მხოლოდ ნერვულად კანკალებდა. ამაოდ
დადიოდა მაღაზიაში, აკვიატებული აზრი მაინც არ შორდებოდა, და რაც უფრო
348
მეტ სიმდიდრეს თუ თანამშრომელთა არმიას დაინახავდა მის წინ ჩავლილს, მით
უფრო ღრმად გრძნობდა თავის შეურაცხმყოფელ უძლურებას. დაკვეთები
ევროპის ყოველი კუთხიდან მოდიოდა, კორესპონდენციის გადასაზიდად
სპეციალური ფურგონი გახდა საჭირო, მაგრამ დენიზი კვლავ უარზე იყო, ისევ
«არაო» ამბობდა.

მურე ისევ ქვემოთ ჩადიოდა ცენტრალური სალაროს შესამოწმებლად, სადაც


ოთხი მოლარე ორ გიგანტურ ცეცხლგამძლე სალაროს დარაჯობდა. გასულ წელს
ამ სალაროებიდან ოთხმოცდარვა მილიონი ფრანკი გამოიღეს! შემდეგ, ფაქტურის
შემმოწმებელ კანტორაში შეიხედავდა, სადაც საგანგებოდ შერჩეული, ოცდახუთი
გამოცდილი თანამშრომელი მუშაობდა. მერე აღრიცხვის კანტორაში შევიდოდა.
აქ ოცდახუთი ახალგაზრდა კაცი საბუღალტრო პრაქტიკას გადიოდა,
ხარჯთაღრიცხვას ამოწმებდა და გამყიდველების კუთვნილ პროცენტებს
ანგარიშობდა. იქედან მურე ისევ ცენტრალურ სალაროში ბრუნდებოდა,
ცეცხლგამძლე სალაროების დანახვა ნერვებს უშლიდა, უყურებდა ამ მილიონებს
და მათი უსარგებლობა აშმაგებდა. დენიზი ისევ უარზე იყო, ისევ «არას»
ამბობდა.

ყველა სექციაში, გალერეაში, დარბაზში, მთელ მაღაზიაში ისმოდა მხოლოდ «არა»


და «არა»! აბრეშუმის სექციიდან ავეჯის ქსოვილების სექციაში შედიოდა,
თეთრეულის სექციიდან – მაქმანების სექციაში. სართულიდან სართულზე
ადიოდა, გადებულ ხიდებზე ჩერდებოდა, მანიაკური, ავადმყოფური
გულმოდგინებით აჭიანურებდა შემოვლას. მაღაზია უსაზღვროდ გაზრდილიყო,
ერთი სექციის შემდეგ მეორე გახსნა. მას იმდენი თანამშრომელი ჰყავდა, ერთ
პატარა ქალაქს ეყოფოდა დასასახლებლად. აქ იყო ათას ხუთასი გამყიდველი,
ათასი მომსახურე პერსონალი, აქედან ორმოცი ინსპექტორი და სამოცდაათი
მოლარე. მარტო სამზარეულოში ოცდათორმეტი კაცი მუშაობდა, ათი
თანამშრომელი რეკლამას განაგებდა, ლივრეაში ჩაცმული სამას ორმოცდაათი
მსახური დამტარებლად მუშაობდა, ოცდაოთხი მეხანძრე მაღაზიას არ
შორდებოდა, ხოლო სამეფო საჯინობოსავით მოწყობილ თავლაში, რომელიც
მაღაზიის პირდაპირ, მონსინის ქუჩაზე აეშენებინათ, ას ორმოცდახუთი ცხენი
ჰყავდათ. ცხენების მდიდრული აკაზმულობა საერთო ყურადღებას იქცევდა.
წინათ, როცა «ბედნიერებას» მხოლოდ გაიონის მოედნის კუთხე ეჭირა,
მეზობელი მედუქნეები სავაჭრო სახლის ოთხი ფურგონის დანახვაზე ღელავდნენ
და ცოფდებოდნენ. ახლა მაღაზიას სამოცდაორი ფურგონი ჰქონდა: ხელის პატარა

349
ურიკები, ერთცხენიანი ეტლები და ორცხენიანი მძიმე ფურგონები. შავ
ტანსაცმელში ჩაცმული მეეტლეები მთელ პარიზში დააქროლებდნენ ამ
ფურგონებს, რომელთა მოვარაყებულ წითელ აბრაზე დიდი ასოებით ეწერა
«ქალთა ბედნიერება». მათი დანახვა შეიძლებოდა ქალაქგარეთაც, ბისეტრის
ოღროჩოღრო ქუჩებზე, მარნის ნაპირებზე, სენ-ჟერმენის ტყის ჩრდილებში.
ზოგჯერ გასხივოსნებული შარაგზიდან უკაცური ადგილების სამარისებურ
სიჩუმეში გამოჩნდებოდა მშვენიერი ცხენებით შებმული რომელიმე ასეთი
ფურგონი და თავისი ბრჭყვიალა, გალაქული რეკლამით ბუნების იდუმალ
სიმყუდროვეს არღვევდა. მურე ოცნებობდა, ეს ფურგონები კიდევ უფრო შორს
გაეგზავნა, მეზობელ დეპარტამენტებში, სურდა მათი გრუხუნი საფრანგეთის
ყველა გზაზე, ყველა საზღვარზე გაეგონათ. მაგრამ მისი საყვარელი ცხენების
სანახავად ახლა ერთხელაც არ შეიხედავდა საჯინიბოში. რა ჯანდაბად უნდა
სამყაროს დაპყრობა, თუკი მაინც უარს ეუბნებოდა, თუკი ისევ «არა» ესმის.

საღამოობით, როცა სალაროსთან მივიდოდა, ჩვეულებისამებრ, გადახედავდა


მოლარის გვერდით ლურსმანზე ჩამოცმულ ფურცელს, რომელზედაც
შემოსავლის თანხა ეწერა. ასი ათას ფრანკზე დაბალი რიცხვი იშვიათად იყო,
ზოგჯერ, დიდი ბაზრობის დროს რვაას ან ცხრაას ათასსაც აღწევდა. ეს ციფრი
აღარ ესმოდა გამარჯვების ბუკად, კიდეც ნანობდა, ნეტავი არ მენახაო. მას უკვე
ეზიზღებოდა ფული, ღვარძლითა და სიძულვილით ევსებოდა გული.

მურეს ტანჯვას ბოლო აღარ უჩანდა, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა, ახლა
ეჭვიანობა დაიწყო. ერთ დილით ბურდონკლი სხდომის დაწყებამდე შევიდა მის
კაბინეტში და გაბედა მოეხსენებინა, მზა ტანსაცმლის სექციის ქალიშვილი
აშკარად დაგცინითო.

– როგორ თუ დამცინის? – იკითხა მურემ და საშინლად გაფითრდა.

– დიახ, ასეა! მას აქ, მაღაზიაში საყვარლები ჰყავს.

მურემ ძალა დაატანა თავს და გაიღიმა.

– მე მასზე აღარ ვფიქრობ, ჩემო კარგო. შეგიძლიათ, მელაპარაკოთ... ვინ არიან


მისი საყვარლები?

– ამბობენ, ერთი იუტენი უნდა იყოს, მეორე კი – მაქმანის გამყიდველი დელოში,


თუ გახსოვთ, ერთი აყლაყუდა ბრიყვი ყმაწვილია. პირადად დარწმუნებით

350
ვერაფერს გეტყვით, ჩემი თვალით არ მინახავს. მაგრამ, ეტყობა, მისი საქციელი
ყველას თვალში ეჩხირება.

სიჩუმე ჩამოვარდა, მურეს ისე ეჭირა თავი, თითქოს ქაღალდები მოჰყავდა


წესრიგში საწერ მაგიდაზე, სინამდვილეში კი, ხელების კანკალი უნდოდა
დაემალა. ბოლოს, თავი არ აუწევია, ისე წაიბტბუტა:

– ამის დასაბუთებაა საჭირო! შეეცადეთ, საბუთი მომიტანოთ. მე კი, გიმეორებთ,


ჩემთვის სულერთია! უკვე დიდი ხანია, მომბეზრდა! მაგრამ ასეთ უმსგავსობას
ჩვენს მაღაზიაში ვერ დავუშვებთ!

– დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, – უპასუხა ბურდონკლმა, – დამამტკიცებელ


საბუთს ამ დღეებში მიიღებთ. მე უკვე ვუთვალთვალებ!

მურემ საბოლოოდ დაკარგა მოსვენება. გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ყოველდღე


ეკითხა ბურდონკლისთვის თვალთვალის შედეგი და ყოველ წამს ელოდა
კატასტროფას, რომელიც საბოლოოდ გაუპობდა გულს. იგი ისე განერვიულდა,
რომ მთელი მაღაზია მის წინაშე ცახცახებდა. უკვე აღარ ეფარებოდა
ბურდონკლის ზურგს, დამნაშავეებს თვითონვე სჯიდა. მოთხოვნილებად
გადაექცა ბოღმა გადმოენთხია, გული ეჯერებინა და ბოროტად გამოეყენებინა
უფლებები, რომელიც უძლური გამოდგა მისი ერთადერთი სურვილის
დასაკმაყოფილებლად. ყოველ შემოვლაზე სექციებს აწიოკებდა, პანიკურ შიშს
თესავდა. «მკვდარი სეზონი» დგებოდა და მურემ სექციების წმენდა დაიწყო,
მსხვერპლი ქუჩაში გაყარა. პირველ რიგში იუტენისა და დელოშის გაგდება
დააპირდა, მაგრამ მერე დაფიქრდა, თუ აქედან წავიდნენ, ვეღარაფერს გავიგებო
და მათ ნაცვლად უდანაშაულო გამყიდველებზე იძია შური. თანამშრომლები
დაფრთხენ, ხოლო როცა საღამოობით მურე მარტო რჩებოდა, თვალები
ცრემლებისგან დასივებული ჰქონდა.

ერთ დღეს განსაკუთრებული ტერორი გამოიწვია მაღაზიაში. ერთმა ინსპექტორმა


ეჭვი აიღო, ხელთათმანების გამყიდველი მინიო ქურდობსო. მუდამ საეჭვო
რეპუტაციის ქალები წრიალებენ მის დახლთან. აი, ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს,
სამოცი წყვილი ხელთათმანი უპოვეს თეძოებზე და მკერდთან დამალული. ამის
შემდეგ მინიოს ჩაუსაფრდნენ და ინსპექტორი სწორედ მაშინ დაადგა თავს, როცა
იგი ვიღაც ქერა ქალს, «ლუვრიდან» დათხოვნილ გამყიდველს, ხელს უწყობდა
ხელთათმანების მოპარვაში. მინიო ძალიან მოხერხებულად იქცეოდა. სანამ ქალი
ხელთათმანებს მალავდა, იგი ვითომ ხელთათმანებს აზომებდა, ხოლო შემდეგ,
351
სალაროში მიჰყავდა და ერთი წყვილის საფასურს ახდევინებდა, საუბედუროდ,
მურე სწორედ ხელთათმანების სექციაში იყო ამ დროს. ჩვეულებრივ, არ უყვარდა
ასეთ ბნელ საქმეებში ჩარევა, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გახშირდა.
მიუხედავად კარგად მომართული მექანიზმისა, «ქალთა ბედნიერების» ზოგიერთ
სექციაში დიდი უწესრიგობა იყო, და კვირა ისე არ გავიდოდა, რომ
ქურდობისთვის ერთი გამყიდველი მაინც არ დაეთხოვათ. დირექციას ერჩივნა,
მიეჩქმალა ასეთი ქურდობა და პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან ამით დიდი
მაღაზიების ერთ-ერთ საბედისწერო ნაკლს საქვეყნოდ გამოააშკარავებდა, მაგრამ
ამ დღეს მურეს უნდოდა ვინმეზე დაენთხია თავისი ბრაზი და გაშმაგებული
მივარდა ლამაზ მინიოს, რომელიც შიშისგან კანკალებდა, სახე მოღრეცოდა და
მკვდრისფერი ედო.

– ახლავე პოლიციას შევატყობინებ! – ყვიროდა მურე გამყიდველის გასაგონად, –


მაგრამ ჯერ მითხარით, ვინაა ის ქალი? ვფიცავ, ახლავე გავაგზავნი პოლიციის
კომისრის მოსაყვანად, თუ სიმართლეს არ მეტყვით.

ქალი წაიყვანეს, ორი გამყიდველი ქალი შეუდგა მის გაჩხრეკას. მინიო კი


ბუტბუტებდა:

– ბატონო მურე, მე მას არ ვიცნობ, იგი მოვიდა...

– ნუ ტყუით მაინც! – შეაწყვეტინა გაცოფებულმა მურემ, – ნუთუ მთელ სექციაში


არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენ გაგვაფრთხილებდა?! პირი გაქვთ
შეკრული! მთელი მაღაზია ბანდიტებით სავსეა! ნამდვილი ბონდის ტყეა,
გვქურდავენ, გვძარცვავენ, აგვაოხრეს! ისღა დაგვრჩენია, რომ მაღაზიიდან არავინ
გავუშვათ გაუჩხრეკავად!

ჩურჩული მოისმა. სამი თუ ოთხი კლიენტი ხელთათმანების საყიდლად


მოსულიყო და შიშისგან გარინდულიყო.

– ჩუმად! – დაიყვირა გაშმაგებულმა მურემ, – თორემ ყველას გაგყრით აქედან!

ამ დროს ბურდონკლმა მოირბინა, შეეშინდა, სკანდალი არ ამტყდარიყო, მაგრამ


რაკი გვიან იყო და საქმე გახმაურდა, იგი მურესთან მივიდა, რამდენიმე სიტყვა
წასჩურჩულა და დაარწმუნა, მინიო ინსპექტორის ოთახში გავგზავნოთო. ეს
ოთახი ქვემო სართულზე იყო, გაიონის მოედანზე გამავალი შესასვლელის
გვერდით. ქალი იქ მიეყვანათ და ახლა მშვიდად იცვამდა კორსეტს. მას ალბერ
ლომი დაუსახელებია. როცა მინიოს კვლავ დაუწყეს დაკითხვა, იგი დაიბნა და
352
ატირდა, მე არაფერ შუაში ვარ, ალბერი თავის საყვარლებს მიგზავნის... პირველ
ხანებში უბრალოდ, შეღავათს ვაძლევდი, იაფფასიან საქონელს ვასაღებინებდი,
ხოლო როცა ქურდობა დაიწყეს, სახელი ისე მქონდა გატეხილი, დირექციას ვერ
გავაფრთხილებდიო. ასე გაიხსნა სხვა ბოროტმოქმედებებიც: ზოგი ქალი
შევიდოდა თურმე ბუფეტის ახლოს მოთავსებულ საპირფარეშოში, რომლის წინ
მუდამ მწვანე მცენარეები იდგა ყუთებით და ნაპარავ საქონელს კაბის ქვეშ
მალავდა. ზოგჯერ გამყიდველი მიაცილებდა კლიენტს სალაროსთან, მაგრამ
ნაყიდი საქონლის ჩაწერა «ავიწყდებოდა», ხოლო საფასურს მოლარე და
გამყიდველი იყოფდნენ. დაბრუნების განყოფილებაშიც ბევრი თაღლითობა
აღმოჩნდა: საქონელს დასაბრუნებლად აღრიცხავდნენ, ხოლო სალაროს მიერ
დაბრუნებულ ფულს თვითონვე იჯიბავდნენ. კლასიკურ ქურდობაზე ლაპარაკი
ხომ ზედმეტი იყო! სერთუკის ქვეშ ხანდახან მთელი პაკეტები გამოჰქონდათ
საღამოობით, რომელიც წელზე ჰქონდათ შემოხვეული ან სულაც, ბარძაყზე
ჩამოკიდებული. თოთხმეტი თვის განმავლობაში, მინიოსა და სხვა
გამყიდველების წყალობით, რომელთა დასახელებაზე ალბერმა და მინიომ უარი
განაცხადეს, სალარო საეჭვო დუქნად იქცა. მაღაზიის ზარალის ზუსტი თანხის
დადგენა, რასაკვირველია, შეუძლებელი გახდა.

ამასობაში მთელ სექციებს მოედო ახალი ამბავი. ვისაც სინდისი სუფთა არ


ჰქონდა, შიშისგან ცახცახებდა, თვით პატიოსან გამყიდველებსაც ეშინოდათ,
საერთო დარბევის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. ყველამ დაინახა ინსპექტორის
ოთახში შესული ალბერი, სადაც მალე ლომიც შევიდა, საცოდავი მამა მძიმედ
სუნთქავდა და ისე იყო გაჭარხლებული, იტყოდი, საცაა დამბლა დაეცემაო. ცოტა
ხნის შემდეგ ქალბატონი ორელიც გამოიძახეს, იგი თავაწეული მიაბიჯებდა
ცვილის ნიღაბივით გაფითრებული და შესივებული სახით. დაკითხვა დიდხანს
გაგრძელდა, მაგრამ დაწვრილებით ვერავინ გაიგო მისი შედეგი: ამბობდნენ, მზა
ტანსაცმლის სექციის გამგემ ისეთი სილა გააწნა შვილს, რომ კინაღამ კისერი
მოუგრიხაო. მამა ქვითინებდა თურმე, ხოლო დირექტორს ჩვეული თავაზიანობა
დავიწყებოდა, მეეტლესავით იგინებოდა და ყვიროდა, დამნაშავეებს
პასუხისგებაში მივცემო. მიუხედავად ამისა, სკანდალი მიჩქმალეს, მხოლოდ
მინიო მოხსნეს. ალბერი ორი დღის შემდეგ გააქრეს, ეტყობა, დედამისმა
მოახერხა, ერთბაშად არ დაეთხოვათ სამსახურიდან და ამით ჩირქი არ
მოსცხდებოდა ოჯახს. პანიკა დიდხანს არ დამცხრალა მაღაზიაში და საკმარისი
იყო, ვინმეს გაებედა და სამუშაოდან თავი აეღო, რომ მურე მაშინვე
მივარდებოდა გაშმაგებით.
353
– აქ რას აკეთებთ, ბატონო ჩემო? ბუზებს ითვლით, არა? მიბრძანდით სალაროში!

ერთ დღეს იუტენსაც დაატყდა დირექტორის რისხვა. ფავიე, რომელიც


მოადგილედ დაენიშნათ, მის ადგილს უმიზნებდა და ძირს უთხრიდა. ისიც
წინანდელ ტაქტიკას იყენებდა: ჩუმჩუმად აბეზღებდა დირექციასთან, ყველა
შემთხვევით სარგებლობდა, რომ გამგე რაიმე შეცდომაზე დაეჭირათ. ერთ
დილით, როცა მურე აბრეშუმის სექციაში შევიდა, გაოცებული ადგილზე გაშეშდა.
ფავიე იარლიყს უცვლიდა შავი ხავერდის დარჩენილ დიდ თოფს.

– რატომ აკლებთ ფასს? – იკითხა მურემ, – ვინ გასცა ეს განკარგულება?

ფავიეს, ეტყობა, განზრახული ჰქონდა, როგორმე მიექცია დირექტორის


ყურადღება და მუშაობის დროს განგებ ხმაურობდა.

– ბატონმა იუტენმა ბრძანა, ბატონო... – გულუბრყვილო ტონით უპასუხა მან.

– ბატონმა იუტენმა? სადაა ბატონი იუტენი?

გამყიდველი მაშინვე აფრინეს მიღების განყოფილებაში და როცა სექციის გამგე


დაბრუნდა, ცხარე შელაპარაკება მოუხდათ. როგორ გაბედეთ ფასების
თვინებურად დაწევაო, უყვირა მურემ. თავის მხრივ, იუტენი გაოცებული იყო,
მან მართლაც უთხრა ფავიეს, ალბათ, ფასის დაკლება მოხდებაო, მაგრამ
არავითარი განსაკუთრებული მითითება არ მიუცია. მაშინ ფავიემ ისეთი სახე
მიიღო, თითქოს ძალიან წუხდა, რომ თავისი უფროსი უხერხულ მდგომარეობაში
ჩააყენა, მზად იყო, თავის თავზე აეღო დანაშაული, ოღონდ კი იუტენი ეხსნა
უსიამოვნებისგან. ამან კიდევ უფრო გააფუჭა საქმე.

– გესმით, ბატონო იუტენ? – ყვიროდა მურე, – თვითნებობის უფლებას არ


მოგცემთ! ფასებს მხოლოდ ჩვენ ვადგენთ!

და იგი ისე უხეშად, ისეთი შეურაცხმყოფელი ტონით ლანძღავდა სექციის გამგეს,


რომ გამყიდველები გაკვირვებულები დარჩნენ. ასეთი შეკინკლავება
ჩვეულებრივ საჯაროდ არ ხდებოდა და თანაც, ამ შემთხვევაში, იქნებ მართლაც
უბრალოდ გაუგებრობის ბრალი იყო ყველაფერი. ყველამ იგრძნო, რომ მურე
რაღაც ფარულ ღვარძლს ამჟღავნებდა იუტენის წინააღმდეგ. როგორც იქნა, ხელში
ჩაიგდო ეს კაცი, რომელიც დენიზის საყვარლად მიაჩნდა! როგორც იქნა,
საშუალება ეძლეოდა ჯავრი ეყარა და ეგრძნობინებინა, რომ უფროსი თვითონ

354
იყო! მურე იქამდე მივიდა, სიტყვა გადაუკრა, ფასის დაკლება, ალბათ, ბნელი
მაქინაციებისთვის დაგჭირდათო.

– ბატონო მურე, სწორედ თქვენთვის ვაპირებდი, მომეხსენებინა, რომ ფასის


დაკლებაა საჭირო, – იმეორებდა იუტენი, – თქვენც კარგად იცით, რომ ეს ხავერდი
არ გამოგვადგა და ფასის დაკლება აუცილებელია.

მურემ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ლაპარაკისთვის და უკმეხად მიახალა:

– ამის შესახებ ჩვენ კიდევ მოვითათბირებთ! მეორედ კი არ გაბედოთ ასეთი რამ,


თუ აქ მუშაობა არ მოგბეზრებიათ...

და მან ზურგი შეაქცია. გაოგნებულ და გაბრაზებულ იუტენს ფავიეს გარდა


ვერავინ ეპოვა, რომ გული გადაეხსნა და დაიფიცა, ამ პირუტყვს ახლავე
მოვთხოვ, გამათავისუფლოსო. თუმცა ერთი წუთის შემდეგ გადაწყვეტილება
გადაავიწყდა და დირექციის ლანძღვას მოჰყვა, გაიხსენა ყველა შეთითხნილი
ჭორი, რასაც კი მათზე ამბობდნენ გამყიდველები. ფავიე ცბიერად შესციცინებდა
გამგეს, თავს იმართლებდა, ვითომ მთელი გულით თანაუგრძნობდა. რა მექნა,
ხომ არ შემეძლო პასუხი მიმეცა მის შეკითხვაზე, ან რას წარმოვიდგენდი, თუ ასე
გაფიცხდებოდა უბრალო რამეზე? რა მოუვიდა, ბოლო ხანებში პირდაპირ
აუტანელი გახდაო.

– რა მოუვიდა? გასაგებია, რაც მოუვიდა... – მიუგო იუტენმა, – რა ჩემი ბრალია,


თუ ის უნამუსო დედაკაცი, მზა ტანსაცმლის სექციიდან სასაცილოდ იგდებს და
სახედარივით ასულელებს! აი, სადაა, ჩემო ძმაო, დამარხული ძაღლის თავი! იცის,
რომ იმ გომბიოსთან ვცხოვრობდი და არ სიამოვნებს, ან იქნებ თვითონ ის გოგო
ცდილობს, აქედან გამაგდოს, რაკი ხელს ვუშლი... ვფიცავ, თუ ხელში ჩავიგდე,
ისეთ დღეს დავაყრი, დიდხანს არ დაავიწყდება!

ორი დღის შემდეგ, იუტენი მანსარდაზე ადიოდა სამკერვალო ატელიეში ნაცნობი


მკერავისთვის რეკომენდაციის მისაცემად და სახტად დარჩა, როცა დერეფნის
ბოლოს დენიზი და დელოში ფანჯარასთან დაინახა. მათ რაფაზე დაეწყოთ
მკლავები და ისე იყვნენ გართულნი მეგობრულ საუბარში, მისკენ არც კი
მოუხედავთ. იუტენმა შეამჩნია, რომ დელოში ტიროდა და იფიქრა, არიქა, ახლავე
უნდა მოვახერხო დირექციის გაფრთხილებაო. მაშინვე ფეხაკრეფით გაიპარა,
კიბესთან ბურდონკლსა და ჟუვს დაეწია და მოიგონა, ცეცხლსაქრობს კარი
მოსძრობიაო. დარწმუნებული იყო, ორივე გაეშურებოდა ცეცხლსაქრობის

355
შესამოწმებლად და დენიზსა და დელოშს გამოიჭერდნენ. პირველად
ბურდონკლმა დაინახა ახალგაზრდები, გაშეშდა, შემდეგ ჟუვს უბრძანა, ახლავე
წადი და დირექტორი მოიყვანეთ, მე კი აქ დავრჩებიო. ინსპექტორი დაემორჩილა,
თუმცა ამ ინტრიგაში ჩარევა არ ესიამოვნა.

«ქალთა ბედნიერების» ხმაურიან სამყაროში ყველაზე მიყრუებული კუთხე


სწორედ ეს დერეფანი იყო. აქ ასასვლელად ათასნაირი მიხვეულ-მოხვეული კიბე
და კულუარი უნდა გაგევლოთ. სხვენზე ატელიე იყო მოწყობილი მთელი რიგი
დაბალჭერიანი ოთახებით, რომლებსაც თუთიის სახურავზე გამოჭრილი ფართო
ფანჯრები ანათებდა. ოთახებში მხოლოდ გრძელი მაგიდები და თუჯის
უზარმაზარი ღუმელი იდგა. მაგიდებთან თეთრეულისა და ტანსაცმლის
მკერავები, მაქმანების დამკერებლები და ხალიჩის მქსოველები
ჩამწკრივებულიყვნენ, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ამ სულის შემხუთველ
სიცხესა და სახელოსნოს სპეციფიკურ სუნში ცხოვრობდნენ. დერეფნის ამ
მივარდნილ კუთხეში მისასვლელად მთელი შენობის ფრთის გასწვრივ უნდა
წასულიყავით, ატელიეს შემდეგ მარცხნივ შეგეხვიათ და ხუთ საფეხურზე
ასულიყავით. როცა ზოგჯერ, ძალიან იშვიათად კლიენტს აქ ამოსვლა
მოუხდებოდა რაიმე დაკვეთის მისაცემად, სულს ძლივს ითქვამდა, ფეხები
ეკეცებოდა და ისეთი გრძნობდა ჰქონდა, თითქოს მთელი საათის განმავლობაში
ერთ ადგილას ტრიალებდა და ქუჩიდან ასი ლიეთი მაინც იყო დაშორებული.

დენიზს არაერთხელ დახვედრია აქ დელოში. გამგის მოადგილეს ხშირად


უხდებოდა ატელიეში ამოსვლა, მოდელების გარდა, ტანსაცმლის გადაკეთებაზეც
მუშაობდნენ. დღე ისე არ გაივლიდა, აქ რომ არ ამოსულიყო რაიმე
განკარგულების მისაცემად. დელოში ჩასაფრებული ჰყავდა, ხან რას მოიგონებდა,
ხან რას და უკან მისდევდა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ სახეს იღებდა, თითქოს
გაუკვირდა დენიზის ნახვაო. ბოლოს დენიზი შეეჩვია ამ, თითქოსდა წინასწარ
დანიშნულ პაემანებს და ეცინებოდა კიდეც გულში. მთელი დერეფნის გასწვრივ
რეზერვუარი, ფურცლოვანი რკინის უზარმაზარი კუბი იდგა, რომელიც სამოც
ათას ლიტრ წყალს იტევდა. მეორე, ასეთივე სიდიდის კუბი სახურავის ქვეშ
იდგა, სადაც რკინის კიბით ადიოდნენ. დელოში რეზერვუარს მიეყრდნო და
მუშაობისგან მოხრილ სხეულს ასვენებდა. წყალი დუდუნებდა და ამ იდუმალი
ხმის მუსიკალური ვიბრაცია ფურცლოვან რკინაში გადადიოდა. სამარისებური
სიჩუმის მიუხედავად, დენიზი წამდაუწუმ იყურებოდა ირგვლივ, ეჩვენებოდა,
რომ ღია ყვითლად შეღებილ შიშველ კედლებზე რაღაც ლანდებმა გაირბინა. მალე

356
ფანჯარაში ყურებით გაერთნენ ორივენი და რაფაზე დაყრდნობილებმა მუსაიფი
გააბეს, იცინოდნენ, იგონებდნენ სოფელს, სადაც ბავშვობა გაეტარებინათ.
ქვემოთ, ცენტრალური გალერეის მინიანი სახურავი გადაშლილიყო, შუშის
ნამდვილი ტბა, რომელსაც პატარ-პატარა ბანები ლოდიან ნაპირივით ერტყა გარს.
ზემოთ მხოლოდ ცა მოჩანდა, ცის სუდარა, რომლის მოცურავე ღრუბლები და
ლაჟვარდის ნაზი სილურჯე შემინული სახურავის ამ დამდგარ წყალზე
ირეკლებოდნენ.

იმ დღეს დელოში ვალონს იგონებდა.

– როცა ექვსი წლის ვიყავი, დედას ორთვალით დავყავდი ქალაქის ბაზარში.


თქვენც ხომ იცით, იქამდე მთელი ცამეტი კილომეტრია... ბრიკბეკიდან დილის
ხუთ საათზე გვიხდებოდა წამოსვლა... ისეთი ლამაზი ადგილებია ჩვენში!
ყოფილხარ იქ?

– როგორ არა! – ნელა უპასუხა დენიზმა, რომელიც სადღაც შორს იყურებოდა, –


ერთხელ წამიყვანეს... ოღონდ ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს, გზის ორივე
მხარეს გაზონები იყო, ხომ ასეა? დროდადრო, წყვილ-წყვილად გადაბმული
ცხვრები თავიანთი დუშაყის თოკს მიათრევდნენ.

დენიზი გაიტრუნა, შემდეგ უცნაურად გაიღიმა და განაგრძო:

– ჩვენში პირდაპირი გზებია და ჩრდილოვან ხეებს შორის რამდენიმე ლიეზეა


გადაჭიმული... საძოვრებიც გვაქვს, ჩემზე მაღალი წნულღობეები არტყია და შიგ
ცხენები და ძროხები ძოვენ... ჩვენში პატარა მდინარეცაა. იქ ერთი ადგილი ვიცი,
ბუჩქნარის ქვეშ, სადაც წყალი ყინულივით ცივია...

– ჩვენშიც ასეა, დიახ, ზუსტად ასეა! – აღტაცებით წამოიძახა დელოშმა, –


ირგვლივ მხოლოდ ბალახია, ყველა კარ-მიდამო კუნელით და თელითაა
შემოღობილი, ირგვლივ სიმწვანეა, ისეთი სიმწვანე, რომ პარიზელებს არასოდეს
დაესიზმრებათ, ვერასოდეს წარმოიდგენენ... ღმერთო ჩემო, რამდენი მითამაშია
იმ ხრამში, წისქვილის მარცხნივ რომაა...

ორივეს ხმა უკანკალებდა, უყურებდნენ მზით გასხივოსნებულ ამ მინის ტბას და


თვალისმომჭრელი წყლიდან მირაჟი მოცურავდა: უსაზღვრო საძოვრები, ოკეანის
სუნთქვით გაჟღენთილი და ნათელი ნისლით დაფარული სოფელი კონტანტენი.
ეს ნისლი აკვარელის ნაზ რუხ ტონებში ძირავდა მთელ ჰორიზონტს. ქვემოთ,
რკინის კოლოსალური ნივნივების ქვეშ, აბრეშუმის დარბაზში, ვაჭრობა დუღდა,
357
ამუშავებული მანქანა გრუხუნებდა. ხალხის განუწყვეტელი სიარულისგან,
გამყიდველთა ფაციფუცისგან, იმ ოცდაათი ათასი ადამიანის სუთქვისგან,
რომლებიც აქ ისრისებოდნენ, მთელი შენობა ირყეოდა. ხოლო ოცნებაში წასული
ეს ორი ახალგაზრდა ამ ყრუ, შორეულ გუგუნს, რომლისგანაც სახურავი
ზანზარებდა, ბალახზე და მაღალი ხის კენწეროებზე გადაქროლილი ზღვის
ქროლას მიაწერდა.

– ოჰ, მადმუაზელ დენიზ, – წაიჩურჩულა უცებ დელოშმა, – რატომ არ გინდათ,


უფრო გულთბილად მომექცეთ?! ხომ იცით, როგორ მიყვარხართ!

დელოშს ცრემლები მოადგა თვალებზე. დენიზი შეეცადა ჩაეჩუმებინა, მაგრამ


ყმაწვილმა სწრაფად განაგრძო:

– არა, ნება მომეცით, ერთხელ კიდევ გითხრათ, ჩვენ ისე კარგად გავუგებდით
ერთმანეთს... თანამემამულეებს იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი!

დენიზმა ისარგებლა იმით, რომ დელოშს სუნთქვა შეეკრა და წამოიწყო:

– ასეთი ლაპარაკი არ მომწონს. აკი, პირობა მომეცით, ამაზე აღარ


ვილაპარაკებდით?! ეს შეუძლებელია, მე თქვენ მეგობრულად გექცევით იმიტომ,
რომ პატიოსანი ყმაწვილი ხართ, მაგრამ მე თავისუფალი მინდა ვიყო.

– დიახ, დიახ! ვიცი, – აკანკალებული ხმით განაგრძო დელოშმა, – თქვენ მე არ


გიყვარვართ. შეგიძლიათ, პირდაპირ მითხრათ... მე ყველაფერი მესმის... განა ვერ
ვხვდები, რომ არაფერი ისეთი არ მაქვს, რის გამოც შეგიძლიათ შემიყვაროთ...
ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერი წუთი იყო, ისიც იმ საღამოს, როცა
ჟუანვილში შეგხვდით, გახსოვთ? იქ, ხეების ქვეშ ისე ბნელოდა, რომ მომეჩვენა,
თითქოს ხელი გიკანკალებდათ და ისეთი სულელი ვიყავი, წარმოვიდგინე...

დენიზმა შეაწყვეტინა. მისმა ფაქიზმა სმენამ ბურდონკლისა და ჟუვის ნაბიჯების


ხმა დაიჭირა დერეფნის ბოლოში.

– ყური დაუგდეთ... ვიღაცამ გაიარა.

– არა, – დაამშვიდა დელოშმა, – ეს ხმა რეზერვუარიდანაა, წყალი მუდამ ისე


უცნაურად ბუყბუყებს, თითქოს შიგ ხალხი იყოს.

და იგი კვლავ მოჰყვა ალერსითა და მოკრძალებით სავსე წუწუნს, მაგრამ დენიზი


ყურს აღარ უგდებდა: ოცნებაში წასულიყო, ნანასავით ესმოდა ეს საალერსო

358
სიტყვები და «ქალთა ბედნიერების» სახურავებს აყოლებდა თვალს. მინიანი
გალერეების მარჯვნივ და მარცხნივ სხვა გალერეები და დარბაზები ლაპლაპებდა
მზეზე. ყაზარმის ფლიგელივით სიმეტრიულად ჩამწკრივებული და
დაცხრილული ფანჯრების ზემოთ სახურავები ჩანდა. რკინის კარკასები მაღლა
აღმართულიყო, კიბე და ხიდები ცის სილურჯეში გაჭიმულ მაქმანს წააგავდა და
გეგონებოდათ, სამზარეულოს ბუხრის საკვამურიდან ამოდისო. ხოლო ცის ქვეშ
თუჯის ბოძებზე შეყენებული დიდი კვადრატული რეზერვუარი ბარბაროსული
ნაგებობის უცნაურ პროფილს წააგავდა, რომელიც ადამიანს ამაყად აუგია. შორს
პარიზი ბუზღუნებდა.

დენიზი დიდხანს დაქროდა «ბედნიერების» სამყაროს თვალუწვდენელ სივრცეში


და როცა ამ ოცნებიდან მიწაზე დაეშვა, შეამჩნია, რომ დელოშს მისი ხელი ეჭირა.
მას ისეთი აფორიაქებული, გატანჯული სახე ჰქონდა, დენიზმა ვეღარ წაართვა
ხელი.

– მაპატიეთ, – ჩურჩულებდა დელოში, – ახლა ყველაფერი გათავდა, მაგრამ


ძალიან უბედური ვიქნები, თუ დამსჯით და მეგობრულ გრძნობასაც
წამართმევთ... გეფიცებით, სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა. დიახ, ჩემს თავს
პირობა მივეცი, საღად შემეხედა ამ მდგომარებისთვის და წესიერად
მოვქცეულიყავი...

მას კვლავ წასკდა ტირილი, მაგრამ ცდილობდა, მტკიცე ხმით ელაპარაკა:

– მშვენივრად მესმის, რა მელის ცხოვრებაში. ჰოდა, ამჯერად რაღაზე უნდა


გაეღიმა ჩემთვის ბედს? სახლში ვიყავი და თავში მირტყამდნენ, პარიზში
ჩამოვედი და თავში მირტყამენ, ერთი სიტყვით, ცემა არსად ამცდენია. აგერ უკვე
ოთხი წელია, ვმუშაობ და მაინც ყველაზე ცუდი გამყიდველი ვარ... თქვენთვის
მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ჩემ გამო ნუ სწუხართ, ჩემი წუწუნით აღარ
მოგაბეზრებთ თავს... ეცადეთ, ბედნიერი იყოთ, შეიყვარეთ ვინმე... დიახ, ამით
მეც კმაყოფილი ვიქნები... თქვენი ბედნიერება ჩემი ბედნიერება იქნება!

მეტი ვერაფერი თქვა და დანაპირების დასამტკიცებლად მონასავით ეამბორა


ხელებზე. დენიზს გული აუჩუყდა, მაგრამ სიბრალულის დასაფარავად
ალერსიანი ხმით უთხრა:

– ჩემო საბრალო ბიჭო!

ერთბაშად ორივე შეკრთა და მოტრიალდა, მათ წინ მურე იდგა.


359
ჟუვი მთელი ათი წუთის განმავლობაში ეძებდა დირექტორს. მურე ახალი
შენობის ხარაჩოებზე წასულიყო ათი დეკემბრის ქუჩაზე. ყოველდღე რამდენიმე
საათს ატარებდა იქ, ცდილობდა, გართულიყო იმ სამუშაოებით, რომლის
დაწყებაზე ამდენი ხანია ოცნებობდა. იქ, კალატოზთა შორის, რომლებიც თლილი
ქვებისგან კუთხურ ბურჯებს ამაგრებდნენ, ზეინკლებს შორის, რომლებიც
მთავარი ხარაჩოების რკინის სამუშაოს ასრულებდნენ, დარდს იქარვებდა მურე.
ფასადს უკვე ამოეყო თავი საძირკვლიდან, ფართო შესასვლელის მეორე
სართულის ფანჯრების ღიობები და მთელი სასახლის კონტურები უკვე
იხაზებოდა. მურე კიბეზე ადიოდა და არქიტექტორს სასახლის ორნამენტებზე
ედავებოდა, რომელიც თავისებური, სრულიად ახალი სტილის უნდა ყოფილიყო.
შემდეგ, რკინეულობისა და აგურის გროვებს გადაალაჯებდა და სარდაფში
ჩადიოდა. ორთქლის მანქანის გუგუნი, ოწინარის ჭრიალი, ჩაქუჩების კაკუნი,
მუშების ყაყანი, რაც ამ შემოფიცრულ, უზარმაზარ გალიაში მოისმოდა,
რამდენიმე წუთით აბრუებდა მხოლოდ. თაბაშირში ამოსვრილი, ლითონის
ნაქლიბით გაშავებული და ონკანის წყალში ფეხებდასველებული გამოდიოდა
იქიდან. მაინც არაფერი შველოდა, ვერაფერი უმსუბუქებდა დარდს, პირიქით,
უარესად უღრღნიდა სულს და რაც უფრო მეტად შორდებოდა მშენებლობის
ხმაურს, მით უფრო მკვეთრად გრძნობდა გულისტკივილს. ამ დღეს ფრიზების
მოსართავმა მოზაიკამ და მაილიკის დათვალიერებამ კარგ გუნებაზე დააყენა.
სწორედ ამ დროს მოირბინა აქოშინებულმა ჟუვმა, რომელიც უკმაყოფილოდ
ბუზღუნებდა, სერთუკი ამოსვროდა კირში. მურემ დაუყვირა, რა მოგივიდათ,
ცოტა ხანს ვერ მომასვენებთო, მაგრამ, როცა ჟუვმა რამდენიმე სიტყვა უთხრა
ყურში, მისთვის უკვე არ არსებობდა აღარაფერი, ჯერ დაუმთავრებელი ფასადიც
ერთბაშად დაიმსხვრა: რაღა საჭირო იყო ეს დიდებული, საამაყო ტრიუმფი, თუკი
ჩურჩულით წარმოთქმული ქალის სახელიც კი ასეთ აუტანელ ტანჯვას
მიაყენებდა?

როცა ზემოთ ავიდნენ, ბურდონკლმა და ჟუვმა გაპარვა ამჯობინეს. დელოშიც


გაიქცა და მარტო დენიზი შერჩა ხელში მურეს. მას მკვდრისფერი ედო სახეზე,
მაგრამ ალალ-მართალი თვალებით შეხედა სახეში.

– თუ შეიძლება, გამომყევით, მადმუაზელ!

დენიზი გაჰყვა. მათ გაიარეს ორი სართული. უსიტყვოდ ჩაუარეს ავეჯის


გადასაკრავისა და ხალიჩების სექციებს და კაბინეტთან მივიდნენ. მურემ კარი
ფრთხილად გააღო:
360
– შემობრძანდით, მადმუაზელ!

შემდეგ კარი დახურა და საწერ მაგიდასთან მივიდა. დირექტორის ახალი


კაბინეტი წინანდელზე მდიდრულად გამოიყურებოდა. კედელზე გაკრული
კრეპსის ნაჭერი მწვანე ხავერდით შეეცვალათ, დიდი წიგნის კარადა სპილოს
ძვლის ინკრუსტაციით მთელი კედლის გასწვრივ იდგა. არავითარი სურათი არ
ამშვენებდა ოთახს, გარდა ქალბატონი ედუენის პორტრეტისა. ლამაზი,
ახალგაზრდა ქალი მშვიდად იღიმებოდა მოვარაყებული ჩარჩოდან.

– მადმუაზელ, – დაიწყო მურემ და შეეცადა სასტიკი ტონით ელაპარაკა, – არის


ერთი რამ, რასაც ვერ მოვითმენთ... წესიერი ყოფაქცევა მკაცრად უნდა დავიცვათ
ჩვენს მაღაზიაში...

იგი გაჩუმდა, სიტყვებს ეძებდა, რომ ყელში მოწოლილი ბოღმა ერთბაშად არ


გადმოენთხია. მაშ ასე, ფიქრობდა იგი, აი, თურმე ვინ ჰყვარებია! ერთი საცოდავი
ნოქარი, რომელსაც მთელი სექცია მასხრად იგდებს! ეს ყველაზე უბადრუკი,
ყველაზე უნიათო ბიჭი არჩია მას, მთელი მაღაზიის პატრონს! აკი საკუთარი
თვალით ნახა, თუ როგორ უკოცნიდა დელოში დენიზს ხელებს!

– მე მუდამ კეთილად ვიყავი თქვენდამი განწყობილი, მადმუაზელ, – თავს ძალა


დაატანა და ხმა ამოიღო მურემ, – არ მოველოდი, თუ ასე გადამიხდიდით
სამაგიეროს!

ოთახში შესვლისთანავე დენიზის ყურადღება ქალბატონი ედუენის პორტრეტმა


მიიპყრო და მიუხედავად ძლიერი აღელვებისა, თვალს ვერ აშორებდა. მუდამ,
როცა კი მურეს კაბინეტში შევიდოდა, მისი თვალები ამ ქალის თვალებს
ხვდებოდა. დენიზს ცოტათი ეშინოდა კიდეც მისი, თუმცა გრძნობდა, რომ ეს
ქალი კეთილი უნდა ყოფილიყო. ახლაც ისე უყურებდა პორტრეტიდან, თითქოს
ამხნევებდა.

– მართალი ბრძანდებით, ბატონო მურე, – მოკრძალებით დაიწყო მან, –


დამნაშავე ვარ, რომ სამუშაო საათებში უსაქმოდ ვიდექი და ვმუსაიფობდი.
მაპატიეთ ეს შეცდომა. ეს ყმაწვილი ჩემი სოფლიდანაა და...

– მე დღესვე გავაგდებ მას, – დაიყვირა მურემ და ამ გაშმაგებული ყვირილით


გამოხატა ტანჯვა.

361
თავზარდაცემულმა კაცმა დირექტორის მოვალეობა დაივიწყა, წესრიგის
დარღვევისთვის საყვედურებით აავსო და უხეში სიტყვებით მიმართა
«დამნაშავეს»: ნუთუ არ გრცხვენიათ? თქვენისთანა ქალიშვილმა ასეთ უბადრუკ
ბიჭთან როგორ დაიჭირეთ კავშირიო. მურემ საშინელი ბრალდებები წაუყენა
დენიზს, იუტენთან და სხვა მამაკაცებთან კავშირი წამოაძახა და სიტყვების
ისეთი კორიანტელი დააყენა, რომ დენიზმა თავის დაცვა ვერ მოახერხა. არა
უშავს, ყვიროდა მურე, მაღაზიას მალე გავწმენდ და ყველას გარეთ გავყრიო.
როცა ჟუვს წამოჰყვა მშენებლობიდან, გადაწყვიტა, მშვიდად დაეკითხა დენიზი,
მაგრამ ახლა თავი ვერ შეიკავა და ეჭვიანობის სცენა მოაწყო.

– დიახ, ყველანი თქვენი საყვარლები არიან! დიდი ხანია, მეუბნებოდნენ, მაგრამ


იმდენად ბრიყვი ვიყავი, არ მჯეროდა... დიახ, მხოლოდ მე არ მჯეროდა, მხოლოდ
მე!

გაოგნებული დენიზი სუნთქვაშეკრული უგდებდა ყურს. პირველად ვერაფერს


მიხვდა, ნუთუ ასეთი ზნედაცემული ქალი ვგონივარ, ღმერთო ჩემო! – ფიქრობდა
იგი და როცა მურემ კიდევ ერთხელ შეურაცხმყოფელი სიტყვა იხმარა, პასუხის
ნაცვლად, კარისკენ გაემართა. მურემ მისი შეჩერება დააპირა და დენიზმა,
როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– გამიშვით, ბატონო მურე, უნდა წავიდე... თუკი ასეთ ქალად მიგაჩნივართ,


ერთი წუთითაც არ დავრჩები თქვენს მაღაზიაში.

მურე კარს მივარდა.

– გაიმართლეთ მაინც თავი! თქვით რამე!

დენიზი წელგამართული იდგა და კრინტს არ ძრავდა. აღელვებული მურე


დიდხანს აწვალებდა შეკითხვებით, მისი სიჩუმე, ღირსეული პოზა კვლავ
სასიყვარულო საქმეებში გამოქექილი ქალის მოხერხებულ ხრიკად ჩათვალა.
უკეთესად ვერავინ გაითამაშებდა შეურაცხყოფილი ქალის როლს. ეჭვით
დაღრღნილი მურე მზად იყო, მუხლებზე ეხოხა, ოღონდ კი დენიზს ეს ეჭვები
გაებათილებინა.

– თქვენ ამბობთ, რომ იგი თქვენებურია... იქნებ სოფელშიც ხვდებოდით


ერთმანეთს? დაიფიცეთ, რომ თქვენ შორის არაფერი მომხდარა!

362
მაგრამ, როცა მიხვდა, რომ დენიზი პასუხის ღირსადაც არ თვლიდა, კარის
გაღებასა და წასვლას ლამობდა, მურემ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და
გამწარებით დაიყვირა:

– ღმერთო ჩემო! ნუთუ ვერ ხვდებით, როგორ მიყვარხართ? დიახ, მიყვარხართ...


რატომ გსიამოვნებთ ჩემი ტანჯვა? მშვენივრად იცით, რომ თქვენ გარდა,
აღარაფერი არსებობს ჩემთვის. იმ ხალხის დარდი არ მაქვს, ვისზედაც ახლახან
გელაპარაკებოდით, მაგრამ ისევ თქვენ გამო ვერ ვიტან მათ... თქვენზე ძვირფასი
არავინ მყავს დედამიწის ზურგზე... მეგონა, ეჭვიანობდით და ყველა ჩემი
წუთიერი გატაცება თქვენ შემოგწირეთ. გითხრეს, საყვარლები მყავდა, ყველას
ჩამოვშორდი, ახლა სახლიდანაც არ გავდივარ თითქმის. იმ ქალთან რომ ვიყავით,
განა თქვენ არ მოგეცით უპირატესობა? განა იმისთვის არ გავწყვიტე მასთან
კავშირი, რომ მხოლოდ თქვენი ვყოფილიყავი? სამაგიეროდ, ერთი
გამამხნევებელი სიტყვა, ცოტაოდენი მადლობა მინდოდა თქვენგან, მეტი
არაფერი! თუ გეშინიათ, რომ იმ ქალს დავუბრუნდები, დამშვიდებული
ბრძანდებოდეთ: იგი იმით იძიებს შურს, რომ ერთ ჩემ ყოფილ თანამშრომელს
ეხმარება მეტოქე სავაჭრო ფირმის დაარსებაში... მითხარით, დაგიჩოქოთ? იქნებ,
ამით მაინც მოგილბოთ გული!

მურე მზად იყო, ფეხქვეშ ჩავარდნოდა დენიზს. ადამიანი, რომელიც


გამყიდველებს უბრალო დანაშაულს არ პატიობდა, უბრალო კაპრიზისთვის
ქუჩაში ყრიდა, იქამდე მისულიყო, რომ თავის ხელქვეითს ემუდარებოდა, არ
წახვიდეთ, ნუ გამაუბედურებთ და ნუ მიმატოვებთო. იგი კარს აეფარა, მზად
იყო, ყველაფერი ეპატიებინა, ყველაფერზე დაეხუჭა თვალები, თუნდაც ტყუილი
ეთქვა და ეჭვები გაებათილებინა. მურემ სიმართლე უთხრა: თეატრის მსახიობი
ქალები თუ კაფე-შანტანის მომღერლები ზიზღს იწვევდნენ მასში, აღარც კლარას
ხვდებოდა, ფეხი აღარ დაუდგამს ქალბატონი დეფორჟის სახლში, სადაც ახალი
მაღაზიის გახსნის მოლოდინში ბუტმონი გამეფებულიყო. გაზეთები სავსე იყო
«წლის ოთხი დროის» რეკლამებით.

– მითხარით, დაგიჩოქოთ? – გაიმეორა მან და შეკავებული ცრემლები ყელში


აწვებოდა.

დენიზმა ხელი მოჰკიდა და შეაჩერა, თვითონაც აფორიაქებული იყო,


სიყვარულისგან გატანჯული მურეს დანახვამ შეაძრწუნა.

363
– ამაოდ იგვემავთ თავს, ბატონო მურე, გეფიცებით, მთელი ეს ამბები ძალით
შეთითხნილი ჭორებია... ის საბრალო ყმაწვილი ჩემსავით უდანაშაულოა.

დენიზი ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, ისეთი წმინდა თვალებით უყურებდა


სახეში, რომ მის სიმართლეში მურემ ეჭვი ვეღარ შეიტანა.

– კეთილი, მე მჯერა თქვენი, – წაიბუტბუტა მურემ, – არც ერთ თქვენს მეგობარს


არ მოვხსნი სამსახურიდან, რაკი თქვენ მფარველობთ... მაგრამ თუ არავინ
გიყვართ, ხელს რაღაზედ მკრავთ?

დენიზი დაიბნა, დაიმორცხვა და გაწითლდა.

– გიყვართ ვინმე? – აკანკალებული ხმით ჰკითხა მურემ, – მითხარით პირდაპირ,


მე ხომ თქვენს სიყვარულზე არავითარი უფლება არ მაქვს?! გიყვართ ვინმე?

აწითლებულ დენიზს პირზე მოადგა აღსარება, გრძნობდა, ტყუილს ვერ ეტყოდა,


სულერთია აღელვება გასცემდა. ტყუილი კი ეჯავრებოდა, სახეზე მუდამ ეწერა,
რასაც ფიქრობდა.

– დიახ, – წყნარად თქვა მან ბოლოს, – ახლა კი გეხვეწებით გამიშვით, ბატონო


მურე... რომ იცოდეთ, როგორ მაწვალებთ!

დენიზი იტანჯებოდა, განა არ კმაროდა, რომ მურესგან უხდებოდა თავის დაცვა?


ნუთუ ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგადაც უნდა წავიდეს? უარყოს ის ნაზი
სიყვარული, რომელიც ზოგჯერ უძლურს ხდიდა? როცა მურე ასე
ელაპარაკებოდა, როცა ხედავდა, როგორ ღელავდა და იტანჯებოდა, თვითონაც
აღარ ესმოდა, რატომ ეუბნებოდა უარს! პასუხს დაფიქრების შემდეგ პოულობდა
მხოლოდ: ამ ჯანსაღი ბუნების მქონე გოგონას გონება და თავმოყვარეობა ძალას
აძლევდა ჯიუტად გაეწია წინააღმდეგობა და უბიწოდ დარჩენილიყო. არა,
სათნოების კარნახით არ ჯიუტობდა ასე, მას მხოლოდ ბედნიერება და მშვიდი
ცხოვრება სურდა. იგი დიდი სიამოვნებით ჩაუვარდებოდა მკლავებში მურეს,
რომლისკენაც მთელი სულითა და ხორცით მიილტვოდა, მაგრამ, როცა გაიხსენა,
რა ელოდა მომავალში, თუკი მას დანებდებოდა, აღშფოთებას, თითქმის ზიზღს
ვეღარ მალავდა. იმის გაფიქრება, რომ მისი საყვარელი უნდა გამხდარიყო, შიშს
ჰგვრიდა.

364
დენიზის ერთმა სიტყვამ უკანასკნელი იმედი წაართვა მურეს. აღარაფერი
ესმოდა, საწერ მაგიდასთან მივიდა, ქაღალდების დასტა გადაფურცლა, ისევ
დაკეცა და თქვა:

– შეგიძლიათ წახვიდეთ, მადმუაზელ, ძალით ვერ გაგაჩერებთ!

– კი მაგრამ, მაღაზიიდან წასვლა მე არ მითხოვია! – ღიმილით უთხრა დენიზმა, –


თუ გჯერათ, რომ პატიოსანი ქალი ვარ, დავრჩები... პატიოსან ქალებს მუდამ
უნდა დაუჯეროთ, ბატონო მურე. გარწმუნებთ, ბევრი ქალია წესიერი!

დენიზს უნებურად ქალბატონი ედუენის პორტრეტისკენ გაექცა თვალი, ამ


ჭკვიანი ქალისკენ, რომლის სისხლმა, როგორც ამბობდნენ, ბედნიერება მოუტანა
მაღაზიას. მურემ თვალი გააყოლა დენიზს და შეკრთა, რადგან მოეჩვენა, თითქოს
ეს ფრაზა მისმა გარდაცვლილმა ცოლმა წარმოთქვა, თითქოს იცნო მისი ნათქვამი.
ეს იყო მკვდრეთით აღდგომა. გონებითა და სულიერი სიმშვიდით დენიზი
წააგავდა ქალს, რომელიც მან დაკარგა, ხმაც მასავით ტკბილი ჰქონდა, ლიტონი
ფრაზები არც მას უყვარდა. ამ მსგავსებამ თავზარი დასცა და კიდევ უფრო
დაანაღვლიანა.

– კარგად იცით, რომ თქვენი მონა ვარ, – წაილაპარაკა მურემ, – რაც გინდათ, ის
მიყავით!

– აი, ეს მომწონს! – მხიარულად უპასუხა დენიზმა, – როგორი მოკრძალებულიც


არ უნდა იყოს ქალი, თუკი იგი ჭკვიანია, მისი აზრების მოსმენა მუდამ
სასარგებლოა... თუ მომენდობით, ნამდვილი პატიოსანი ადამიანი გახდებით
ჩემს ხელში!

დენიზი მიმზიდველი გულუბრყვილობით ხუმრობდა, მურემ ნაღვლიანად


გაიღიმა და მოწიწებით მიაცილა კარამდე, თითქოს მაღალი წრის ქალს
მიაცილებდა.

მეორე დღეს დენიზი სექციის გამგედ დანიშნეს. დირექციამ გადაწყვიტა, მზა


ტანსაცმლის განყოფილება ორად გაეყო: დენიზისთვის სპეციალურად შეიქმნა
ბავშვთა კოსტიუმების სექცია, რომელიც მზა ტანსაცმლის სექციის გვერდით
მოაწყვეს. ალბერის მოხსნის შემდეგ ქალბატონი ორელი მუდმივ შიშში იყო,
გრძნობდა, რომ დირექციამ გული აიყარა მასზე, თანაც დენიზის გავლენა დღითი
დღე იზრდებოდა. ადვილად შესაძლებელია, ფიქრობდა იგი, რაიმე საბაბი
გამომიძებნონ და მის გამო მსხვერპლად შემწირონო. ქალბატონი ორელის
365
ქონმოდებული, დედოფლური სახე ლომის დინასტიის შერცხვენის გამო თითქოს
დაპატარავებულიყო და ჩამოგრძელებულიყო. ბოლო ხანებში ყოველ საღამოს
ქმართან ერთად მკლავგაყრილი გადიოდა მაღაზიიდან: უბედურებამ ცოლ-ქმარი
დაახლოვა, ეტყობა, მიხვდნენ, რომ ყველაფრის მიზეზი ოჯახში გამეფებული
უწესრიგობა იყო. საცოდავი კაცი ცოლზე უფრო თავზარდაცემული ჩანდა,
ეშინოდა, მასზეც არ აეღოთ ეჭვი ქურდობაში, შემოსავალს ორჯერ თვლიდა
ხმამაღლა და ხეიბარი მკლავით სასწაულებს ახდენდა. როცა ქალბატონმა
ორელიმ გაიგონა, დენიზი ბავშვთა ტანსაცმლის სექციის გამგედ დანიშნესო, ისე
გაუხარდა, რომ დენიზის მიმართ გულწრფელი გრძნობები გამოხატა საჯაროდ.
რაკი იმდენი კეთილშობილება გამოიჩინა, რომ ადგილი არ წაართვა, ქალბატონი
ორელი მეგობრულად ექცეოდა და ისე ამაყად მიდიოდა მასთან სასაუბროდ,
თითქოს დედა-დედოფალი ახალგაზრდა დედოფლის სანახავად მიდისო.

ერთი სიტყვით, დენიზმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. სექციის გამგედ


დენიზის დანიშვნა მის მტრებს საბოლოოდ გაანადგურებდა. აქა-იქ კიდევ
ჭორაობდნენ, მაგრამ რას იზამთ? ერთად თავშეყრილ ქალებსა და მამაკაცებს
მუდამ ექავებათ ენა! სამაგიეროდ, თავმდაბალ სალამს არ აკლებდნენ. მარგარიტა
მზა ტანსაცმლის სექციის გამგის მოადგილედ დაენიშნათ და დენიზის ქების
მეტს არაფერს აკეთებდა. თვით კლარაც კი მოტყდა, გულის სიღრმეში მოწიწებას
გრძნობდა ასეთი წარმატების გამო, რომელსაც თვითონ ვერასოდეს მიაღწევდა.
დენიზის გამარჯვება განსაკუთრებით მამაკაცებს ეტყობოდათ: ჟუვი ორად
მოკაკვული ელაპარაკებოდა, იუტენს შიშის ზარი სცემდა, რადგან კარგად
გრძნობდა, ნიადაგი ეცლებოდა ფეხიდან, ხოლო ბურდონკლი თავის
უძლურებაში საბოლოოდ დარწმუნდა. როცა ნახა, რომ დენიზი მშვიდად,
მოღიმარი სახით გამოვიდა დირექტორის კაბინეტიდან და მეორე დღეს მურემ
ახალი სექციის გახსნა მოსთხოვა დირექციას, ქალის ყოვლისშემძლეობით
ელდანაკრავი ბურდონკლი ბედს დაემორჩილა. იგი ხომ მუდამ უთმობდა მურეს,
რომელიც გიჟური გეგმებისა და თავაწყვეტილი გატაცების მიუხედავად, თავის
მბრძანებლად აღიარა. ამჯერად ქალმა აჯობა ყველას და ბურდონკლს გული
საგულეს აღარ ჰქონდა, გრძნობდა, რომ ამ ნანგრევებში თვითონაც მოჰყვებოდა.

თავის გამარჯვებას დენიზი გასაოცარი სიმშვიდით შეხვდა. ასეთმა დაფასებამ


გული აუჩუყა, მადლიერი იყო, რომ თანაუგრძნეს პირველ ხანებში გადატანილი
გაჭირვებისთვის და დიდი ხნის უჩვეულო სიმხნევემ ნაყოფი გამოიღო. ამიტომ
ღიმილითა და სიხარულით ხვდებოდა ყოველგვარ მეგობრულ ყურადღებას და

366
იმდენად მოკრძალებული, თავაზიანი და გულისხმიერი იყო თითოეულის
მიმართ, რომ ბევრს მართლა გულწრფელად შეუყვარდა. დენიზი მხოლოდ
კლარას ექცეოდა ცივად. გაიგო, რომ ამ ქალბატონს აუსრულებია თავისი მუქარა.
ერთ საღამოს კოლომბანი სახლში წაუყვანია და რაკი ნოქარს დიდი ხნის ნატვრა
დაუკმაყოფილებია, შინ აღარ ათევდა ღამეს. საცოდავი ჟენევიევი ჯავრისგან
ჩამომხმარიყო, «ბედნიერებას» გასართობი ეპოვა და დღედაღამ ამის შესახებ
ყბედობდნენ.

დენიზის ერთადერთი სადარდებელი ეს იყო ახლა, მაგრამ გარეგნულად არაფერს


იმჩნევდა. უნდა გენახათ, რა კარგი იყო იგი თავის სექციაში, როცა სხვადასხვა
ასაკის ბავშვები გარს ეხვია! მას გაგიჟებით უყვარდა პატარები, ასე რომ, უკეთესი
თანამდებობის შერჩევა მისთვის შეუძლებელი იყო. ზოგჯერ ასიოდე გოგო-ბიჭი
მოიყრიდა თავს, მთელი პანსიონი, ისმოდა ჟივილ-ხივილი, უკვე იგრძნობოდა
კეკლუცობის ჩანასახი. ამ არეულობაში დედები თავგზას კარგავდნენ, დენიზი კი
მშვიდად იტანდა მათ ჟრიამულს, ღიმილით ჩაამწკვრივებდა პატარა სკამებზე და
თუ მათ შორის ბუთხუზა ბავშვს შეამჩნევდა, თვითონვე ემსახურებოდა,
მოჰქონდა კაბები, უფროს დასავით უალერსებდა და ფუმფულა მხრებზე
არგებდა ტანსაცმელს. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების სიცილი,
აღტაცებული წამოძახილები და დედების ბუზღუნი ისმოდა. ზოგჯერ ცხრა-ათი
წლის გოგონა მაუდის პალტოს ჩაიცვამდა და ქალივით ტრიალებდა სარკის წინ,
თვალებში უკვე უკრთოდა სურვილი, რომ ყველას მოსწონებოდა. დახლები სავსე
იყო აბრეშუმის ვარდისფერი და ცისფერი კაბებით ერთიდან ხუთი წლის ასაკის
ბავშვებისთვის, მეზღვაურთა ზეფირის კოსტიუმებით, ნაკეცი ქვედა კაბებითა
და პერკალის აპლიკაციებით გაწყობილი ბლუზებით, ლუი XI სტილის
კოსტიუმებით, პალტოებით, ჟაკეტებით, ათასნაირი ვიწრო ტანსაცმლით,
რომელიც კარადიდან ამოღებული თოჯინების სამოსს მოგაგონებდათ. დენიზს
მუდამ ჰქონდა ჯიბეში რაიმე ტკბილეული, რითაც ამშვიდებდა ხოლმე
გულამომჯდარ ბავშვს, რომელსაც წითელი შარვალი არ უყიდეს. ამ ბავშვებს
შორის დენიზი ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში და როცა მის
ირგვლივ ამ გულუბრყვილო, სათუთ არსებებს უყურებდა, თვითონაც ბავშვი
ხდებოდა.

ახლა იგი ხშირად ემუსაიფებოდა მურეს მეგობრულად. როცა მასთან შესვლა


მოუხდებოდა რაიმე განკარგულების მისაღებად ან თავისი მოსაზრებების
გასაცნობად, მურე ცდილობდა, დიდხანს არ გაეშვა, უყვარდა მასთან მუსაიფი და

367
როგორც თვითონ ხუმრობდა, ასე «აქცევდა პატიოსან ადამიანად». ამ
ნორმანდიელი ქალის გამჭრიახ, ჭკვიან გონებაში მუდამ ტრიალებდა ათასგვარი
აზრი და გეგმები ახალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. დენიზმა თავისი იდეები
ჯერ რობინოს გაუზიარა ნაწილობრივ, შემდეგ, ტუილერის ბაღში სეირნობისას,
მურესაც გაანდო. მას არ შეეძლო, რომ პასიურად ემუშავა, მშვიდად ედევნებინა
თვალი სხვათა საქმიანობისთვის, სურვილი ჰქონდა, წესრიგში მოეყვანა
ყველაფერი, გაეუმჯობესებინა ამ სავაჭრო სახლის მექანიზმი. «ქალთა
ბედნიერებაში» მოხვედრისთანავე გამყიდველთა ბედით იყო შეწუხებული,
სამსახურიდან ერთბაშად დათხოვნა აღშფოთებას იწვევდა მასში, მიაჩნდა, რომ
ეს იყო უსამართლო და უხერხული წესი, რომელიც ზიანს აყენებდა როგორც
მაღაზიას, ისე თანამშრომლებს. პირველ დღეებში გადატანილი გაჭირვება აქამდე
არ დავიწყებოდა და ამიტომაც ებრალებოდა ყველა ახალბედა, რომლებიც
დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ და ტირილისგან თვალები ჰქონდათ
დასივებული. თავიანთ სიდუხჭირეს აბრეშუმის კაბებში მალავდნენ და ძველი
გამყიდველების გულღვარძლიან სიტყვებს გულში იკლავდნენ. ეს ძაღლური
ცხოვრება საუკეთესო გამყიდველებს აფუჭებდა და იწყებოდა საბედისწერო
ამბები: მძიმე მუშაობით გამოფიტული ქალები ორმოცი წლის ასაკში ადამიანად
აღარ ვარგოდნენ, ზოგს გაჭირვებაში ხდებოდა სული, ზოგიც ტუბერკულოზით ან
სისხლნაკლულობით ავადდებოდა დახუთულ სივრცეში მძიმე მუშაობის გამო,
ზოგი ქუჩაში იწყებდა წანწალს, ხოლო ზოგს, თუ ბედი გაუღიმებდა,
გათხოვდებოდა და პროვინციის ბნელ დუქანში ამთავრებდა სიცოცხლეს. ნუთუ
მაღაზიების მიერ ყოველწლიურად ჩატარებული ეს ულმობელი აწიოკება
სამართლიანი და ადამიანური იყო?! დენიზი თავგამოდებით იცავდა ამ პატარა
ადამიანებს, ოღონდ არა სენტიმენტალური მოსაზრებებით, არამედ თვით
უფროსების ინტერესების გამო. თუკი სოლიდური მანქანის შექმნა გინდათ,
კარგი ხარისხის რკინა უნდა იხმაროთ. თუ რკინა გატყდა ან გააფუჭეს, მუშაობა
შეფერხდება, დამატებითი ხარჯების გაღება მოგიხდებათო, – ამბობდა იგი.
ხანდახან ოცნებაში გადავარდებოდა, თვალწინ წარმოუდგებოდა იდეალური,
უზარმაზარი მაღაზია, ვაჭრობის ფალანსტერი, სადაც მოგებიდან ყოველი მუშაკი
დამსახურებულად იღებდა წილს. როცა მურე დენიზს უსმენდა, ცოტა ხნით
დარდი ეყრებოდა გულიდან, ისიც ხუმრობდა, სოციალიზმის მომხრე ხართო,
ეუბნებოდა და უმტკიცებდა, თქვენი ოცნებები განუხორციელებელიაო. დენიზი
მართლაც გულწრფელად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ლაპარაკობდა და
როცა თავისი კეთილი გულით ნაკარნახევი თეორიების უსაფუძლვლობას

368
მიხვდებოდა, მომავლის იმედიღა რჩებოდა. მურე მოხიბლული იყო მისი
ტკივილიანი, ახალგაზრდული ხმით, რომელიც გადატანილი უბედურებისგან
ჯერ კიდევ კანკალებდა, ხიბლავდა მისი დამაჯერებელი მსჯელობა იმ
რეფორმების შესახებ, რომელსაც სავაჭრო სახლისთვის კეთილდღეობა უნდა
მოეტანა. იგი ყურს უგდებდა, ეხუმრებოდა დენიზს, მაგრამ გამყიდველების
ბედი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა, გამყიდველთა მასიური დათხოვნა «მკვდარი
სეზონის» დროს, შვებულების სისტემით შეიცვალა. მალე ურთიერთდამხმარე
სალაროს შექმნაც გადაწყვიტეს, რომელიც უზრუნველყოფდა თანამშრომელთა
ბედს უმუშევრობისა და სიბერის დროს. ეს გახლდათ მომავალი საუკუნის
მუშათა მსხვილი ორგანიზაციის ჩანასახი.

დენიზი მარტო იმ იარების მოშუშებით არ კმაყოფილებოდა, რომელთა სიმწარე


თვითონაც განეცადა. ქალისთვის დამახასიათებელ ფაქიზ აზრებსაც
შთაუნერგავდა მურეს და ამით კლიენტების აღტაცებას იმსახურებდა. მან
ძალიან გაახარა ლომი, რომელსაც მხარი დაუჭირა დიდი ხნის ოცნების
განხორციელებაში: მაღაზიის თანამშრომელთა ორკესტრის ჩამოყალიბება
გადაწყვიტეს. სამი თვის შემდეგ ლომს ას ოცი მუსიკოსისგან შემდგარი
ორკესტრი ჰყავდა და მთელი თავისი სიცოცხლის ოცნება აუხდა. მაღაზიაში დიდი
ზეიმი მოაწყვეს კონცერტითა და ბალით. «ბედნიერების» ორკესტრი მყიდველთა
წინაშე, მთელი სამყაროს წინაშე წარდგა, გაზეთებში დიდხანს წერდნენ ამის
შესახებ, რეკლამებმა ბურდონკლიც კი ჩააჩუმა, რომელიც უკმაყოფილოდ
ბუზღუნებდა ამ ახალი წამოწყების გამო. მალე გამყიდველებს დასასვენებელი
ოთახი მოუწყვეს: შიგნით ბილიარდის ორი მაგიდა, ჭადრაკის დაფები და სხვა
გასართობი იყო. მაღაზიასთან საღამოს კურსები გაიხსნა, სადაც ინგლისური და
გერმანული ენები, გრამატიკა, არითმეტიკა და გეოგრაფია ისწავლებოდა. გაიხსნა
ბიბლიოთეკა ათი ათასი წიგნით. მაღაზიას უკვე თავისი ექიმიც ჰყავდა და უფასო
კონსულტაციებს უწევდა გამყიდველებს. მოაწყვეს აბაზანები, ბუფეტი,
საპარიკმახერო. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი ადამიანს სჭირდებოდა.
«ქალთა ბედნიერება» თვითონ აკმაყოფილებდა თანამშრომელთა მატერიალურ
და კულტურულ მოთხოვნილებებს, ხოლო პარიზი თვალს ადევნებდა ამ
სიახლეს, შრომის ამ ქალაქს, რომელიც ძველი ქუჩების ნაკელზე
აღმოცენებულიყო და მზის სხივებზე ციმციმებდა.

ამის შემდეგ დენიზის ირგვლივ კვლავ ატყდა მითქმა-მოთქმა. რაკი


დამარცხებული ბურდონკლი ახლო მეგობრებთან წამდაუწუმ იმეორებდა, რას არ

369
მივცემდი, ოღონდ კი შემეძლოს ეს ქალი ჩემი ხელით ჩავუწვინო ლოგინში
მურესო, ყველა დარწმუნდა, რომ დენიზმა არ დაუთმო თავის უფროსს და რომ
მთელი მისი სიძლიერე სწორედ ამ გაჯიუტების შედეგი იყო. ამ დღიდან დენიზმა
საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა, აღტაცებულნი იყვნენ მისი მტკიცე
ხასიათით. როგორც იქნა, აღმოჩნა ქალი, რომელმაც დირექტორი დაიმორჩილა,
სხვების მაგივრად შური იძია და მარტო დაპირებებს კი არა, დანაპირების
ასრულებასაც მიაღწია. ამ ქალის წყალობით უბრალო ხალხს ცოტათი მაინც
სცმედნენ პატივს. როცა ეს ჯიუტი, მაგრამ სულით ფაქიზი და ნაზი ქალი
სექციებში გაივლიდა, გამყიდველები თავაზიანად იღიმებოდნენ, ამაყობდნენ
მისი ნაცნობობით, მზად იყვნენ, ყველასთვის ეჩვენებინათ იგი. დენიზი
ბედნიერი იყო, რომ ხალხის სიმპათიას იმსახურებდა. ღმერთო, – ფიქრობდა იგი,
– ნუთუ სიზმარში ვარ? წარმოუდგებოდა ის დრო, როცა ღარიბულად ჩაცმული
პირველად შემოვიდა აქ, როგორ დააბნია ამ საშინელი მანქანის რთული
მექანიზმის დანახვამ, რამდენ ხანს მიაჩნდა თავი არარაობად, ამ დოლაბში
მოხვედრილ უსუსურ მარცვლად, რომელიც მთელ სამყაროს ფქვავდა. ახლა კი
სწორედ ამ სამყაროს სული და გული გახდა, მხოლოდ მას უწევდნენ ანგარიშს.
საკმარისი იყო, ერთი სიტყვა ეთქვა და მის პატარა ფეხთან გართხმული კოლოსის
მსვლელობა ან აჩქარდებოდა ან შენელდებოდა. განა იფიქრებდა ასეთ რამეს? იგი
ხომ ყოველგვარი ანგარების გარეშე მოვიდა აქ, მოკრძალებულობის გარდა
არაფერი გააჩნდა ხალხის მოსაჯადოებლად! ზოგჯერ თვითონაც ეშინოდა
საკუთარი ყოვლისშემძლეობის. რა მოხდა ისეთი, რომ ყველა მას ემორჩილება?
ლამაზი ქალი არ არის, არც ბოროტია, რომ მის წინაშე ძრწოდნენ... მაშ, რა მოხდა?
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, შვებით ამოისუნთქავდა და გაიღიმებდა: მთელი
მისი ძალა მისსავე სიკეთეში, გონიერებაში, სიმართლის სიყვარულსა და
ლოგიკაში იყო!

ყველაზე დიდ სიხარულს მაშინ გრძნობდა, როცა შეეძლო პოლინას დახმარებოდა.


ახალგაზრდა ქალი ბავშვს ელოდებოდა და მუდმივ შიშში იყო, სამსახურიდან არ
დამითხოვონო. რამდენიმე ხნის წინ შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი
გაეთავისუფლებინათ მაღაზიიდან. დირექცია გათხოვებას, როგორც იქნა,
შეურიგდა, მაგრამ ბავშვის გაჩენის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მართალია,
პოლინას ქმარიც აქვე მუშაობდა, მაგრამ ქალს მომავალი აშინებდა, იცოდა,
დახლთან აღარ გააჩერებდნენ და გადაწყვიტა, რაც შეიძლება დიდხანს არ
გაემხილა თავისი საიდუმლო და ისე იჭერდა კორსეტს, ხანდახან სულის
მოთქმაც უჭირდა. კორსეტის ასეთი ხმარების შედეგად ერთ გამყიდველს
370
მკვდარი ბავშვი დაებადა. თვითონ კი ბეწვზე გადარჩა. ბურდონკლს არ
გამოჰპარვია მისი ფეხმძიმობა: იგი აკვირდებოდა პოლინას სახის ფერს, მძიმე
სიარულს და ერთ დილით თეთრეულის სექციაში პოლინას გვერდით დადგა. ამ
დროს ერთმა დამტარებელმა ტვირთი ასწია და უნებურად ხელი გაჰკრა
პოლინას, რომელმაც იკივლა და ორივე ხელი მუცელზე მიიფარა. ბურდონკლმა
იმავე წამს დაკითხა პოლინა, პასუხი დირექციას მოახსენა და დაუმატა,
გამყიდველი ახლავე უნდა მოვხსნათო. საბაბად ის წამოაყენა, რომ სოფლის
სუფთა ჰაერზე სჭირდება დასვენება, მუცელი რომ მოსწყდეს, როგორც გასულ
წელს ბავშვის თეთრეულის სექციის გამყიდველს მოუვიდა, ხალხი გაიგებს და
კლიენტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენსო. მურე ამ თათბირს არ
ესწრებოდა, მისი აზრი მხოლოდ საღამოს მოისმინეს, მაგრამ დენიზი დროზე
ჩაერია. მურემ ბურდონკლი ჩააჩუმა და მაღაზიის ინტერესები მოიშველია: ნუთუ
გინდათ, რომ დედების უკმაყოფილება გამოიწვიოთ და ახალგაზრდა ფეხმძიმე
კლიენტები შეურაცხყოთ? – ჰკითხა მან. შემდეგ დანერგეს, ფეხმძიმობის დროს
გამყიდველი ქალი სპეციალურად მოწვეული ბებიაქალის მეთვალყურეობის ქვეშ
იქნებოდა და როგორც კი მისი დახლთან გაჩერება უხერხული იქნებოდა,
ბებიაქალთან გადავიდოდა საცხოვრებლად.

მუცელში გაკრული მუჯლუგუნის შედეგად პოლინა იძულებული გახდა


ლაზარეთში დაწოლილიყო. მეორე დღეს დენიზი მის სანახავად მივიდა. პოლინამ
ლოყაზე აკოცა მეგობარს და უთხრა:

– როგორ მიხარია, რომ მოხვედით! თქვენ რომ არა, ქუჩაში გამაგდებდნენ... ჩემზე
ნუ წუხხართ. ექიმი ამბობს, ყველაფერი კარგად ჩაივლისო.

ბოჟე სექციიდან გამოქცეულიყო და პოლინას თავზე ედგა. მადლობის


გამოსახატავად რაღაცას ბუტბუტებდა, დენიზს ვეღარ ელაპარაკებოდა
ტოლივით, სამსახურებრივი უპირატესობა არ აძლევდა ნებას და მორიდებით
ექცეოდა. თქვენ რომ ვინმემ ერთი სიტყვით მაინც აუგად გახსენოთ, გვერდებს
დავუზელო, ლუღლუღებდა მხოლოდ. პოლინამ ქმარი დაითხოვა და ხუმრობით
აიჩეჩა მხრები:

– რა სისულელეებს ამბობ, ჩემო კარგო? წადი, მარტო დაგვტოვე, სალაპარაკო


გვაქვს!

ლაზარეთი თეთრფარდებიანი, გრძელი, ნათელი ოთახი იყო, თორმეტი საწოლით.


პოლინას საწოლი მარტო იდგა, ფართო ფანჯარასთან, რომელიც ნევ-სენტ-
371
ოგუსტენის ქუჩას გადაჰყურებდა. მარტო დარჩენილმა მეგობრებმა ტკბილად
დაიწყეს ჩურჩული და გული გადაუშალეს ერთმანეთს. გაქათქათებული
თეთრეულის ლავანდის არომატით გაჟღენთილი ოთახი თვლემდა.

– მიკვირს, ყოველ სურვილს რომ გისრულებთ! რა სასტიკი ხართ, ასე რომ


აწვალებთ! რაკი გავბედე და ამ საკითხზე ჩამოგიგდეთ სიტყვა, ამიხსენით, რაშია
საქმე? გეჯავრებათ?

მას დენიზის ხელი ეჭირა. დენიზი უცებ აღელდა, ღაწვები აუფაკლდა, ამ


პირდაპირმა და მოულოდნელმა შეკითხვამ დააბნია, ბალიშში თავი ჩარგო და
გულში დამარხული საიდულოება წამოსცდა:

– მიყვარს!

პოლინა სახტად დარჩა.

– რა თქვით? გიყვართ? მაშინ რაღა გიშლით ხელს? დაეთანხმეთ.

დენიზი სახეს ბალიშში მალავდა, თავი გააქნია. სწორედ იმიტომ ეუბნებოდა


უარს, რომ უყვარდა. ამის ახსნა არ შეეძლო, ალბათ, სასაცილოდ აიგდებდნენ,
მაგრამ რა ექნა, ხომ ვერ გარდაიქმნებოდა? პოლინას გაკვირვებას საზღვარი არ
ჰქონდა და ჰკითხა:

– იქნებ, იმიტომ იქცევით ასე, რომ ცოლად გინდათ შეგირთოთ?

დენიზმა ერთბაშად ასწია თავი, ელდა ეცა.

– მე შემირთავს ცოლად? ოო, არა! არა! გეფიცებით, არაფერი მსგავსი არასოდეს


მომსვლია თავში! ხომ იცით, ტყუილის თქმა მეჯავრება!

– ჩემო საყვარელო, – მშვიდად უთხრა პოლინამ, – რაკი მის საყვარლობაზე უარს


ამბობდით, ეტყობა, გინდოდათ ცოლად შეერთეთ!.. ოდესმე ხომ უნდა
დამთავრდეს ეს ამბავი?.. ჰოდა, რაკი სხვა რამ არ გინდათ, ქორწინებაღა
დაგრჩენიათ! ყური მიგდეთ... უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყველა ასე ფიქრობს,
დარწმუნებულნი არიან, იმიტომ ექცევით ასე სასტიკად, რომ ბოლოს ქალაქის
მერთან მიიყვანოთ ჩვენი უფროსი... ღმერთო ჩემო, რა სულელი ხართ!

მან დამშვიდება დაუწყო დენიზს, რომელსაც კვლავ ჩაერგო თავი ბალიშში და


ქვითინებდა. «რაკი ისეთ რამეს ფიქრობენ, რაც არასოდეს მომსვლია თავში, სულ
წავალ ამ მაღაზიიდან... რასაკვირველია, თუკი მამაკაცს ქალი უყვარს, კიდეც
372
უნდა შეირთოს, მაგრამ მე ხომ არაფერს ვთხოვ, არავითარი ანგარება გულში არ
მაქვს... ერთ რამეს ვევედრები ყველას, მომეცით საშუალება, მშვიდად ვიცხოვრო
ჩემი სიხარულითა და ჩემი დარდებით... თუ არადა, წავალ აქედან და ის იქნება»,
– ლუღლუღებდა თავისთვის.

სწორედ ამ დროს მურე სექციებში დაწრიალებდა. მტანჯველი ფიქრის


მოსაშორებლად მშენებლობაზე მისულიყო. რამდენიმე თვე გავიდა, შენობის
ფასადს ამაყად აეზიდა მონუმენტური კონტურები, მაგრამ ხალხის თვალს ჯერ
კიდევ ემალებოდა და ფიცრების სამოსელში გახვეულიყო. დეკორატორების
მთელი არმია შესეოდა სამუშაოს: მარმარილოს, ქაშანურის, მოზაიკის ოსტატები
მუშაობას არ წყვეტდნენ. შესასვლელი კარის ცენტრალურ ორნამენტულ ჯგუფს
ვარაყს უსვამდნენ, ხოლო საფრანგეთის საფეიქრო ქალაქების ქანდაკებების
საძირკველს აკროტერიუმზე აცემენტებდნენ. ახლახან გახსნილი ათი დეკემბრის
ქუჩის გასწვრივ ხალხი ამაოდ იყურებოდა ზემოთ, უნდოდათ, ენახათ ამ
ფასადის სასწაულები, რომელზედაც ლაპარაკი არ წყდებოდა და რომლის
საზეიმო გახსნა მთელ პარიზს ააფორიაქებდა. მურე თვალს ადევნებდა ამ
გაცხოველებულ მშენებლობას, სადაც კალატოზების მიერ დაწყებულ სამუშაოს
მხატვრები ფრთებს ასხამდნენ და არასდროს ასე მწარედ არ უგრძნია თავისი
დიდების ამაოება. დენიზის გახსენება გულს უკუმშავდა, ეს აკვიატებული ფიქრი
განუკურნებელი სენივით უღრღნიდა სულს. მურე გაიქცა, ნუგეში ვერსად პოვა,
შეეშინდა, ცრემლი არ შეემჩნიათ და გამარჯვებისადმი ზიზღი თან გაიყოლა.
დიდებულად აღმართული ეს ფასადი ისე უსუსურად მიაჩნდა, როგორც
ბავშვების მიერ ქვიშისგან აგებული კედელი. ქალაქის თავიდან ბოლომდეც რომ
გადაეჭიმათ ეს შენობა, ვარსკვლავებამდეც რომ აეზიდათ, მისი გულის
სიცარიელეს მაინც ვერ ამოავსებდნენ. მის გულს მხოლოდ ამ გოგონას ერთი
სიტყვა, ერთი «დიახ» გაახარებდა.

მურე კაბინეტში დაბრუნდა, შეკავებული ქვითინი ახრჩობდა. ნეტავ, რა უნდა


დენიზს? ფულის შეთავაზებას ვეღარ ბედავდა და აი, სასოწარკვეთილ
ახალგაზრდა ქვრივს ნელ-ნელა დაებადა თავში ქორწინებაზე ფიქრი, მაგრამ
საკუთარი უძლურებით ისე იყო დასუსტებული, რომ თავი ვეღარ შეიკავა და
ცრემლები წასკდა. მურე უბედური იყო.

XIII
373
ნოემბრის ერთ დილას, როცა დენიზი პირველ განკარგულებას იძლეოდა
სექციაში, მასთან ბოდიუს მსახური მოვიდა და უთხრა, მადმუაზელ ჟენევიევი
ღამით ცუდად იყო და სასწრაფოდ გიხმობთო. ბოლო ხანებში საწყალი გოგონა
დღითი დღე სუსტდებოდა და ორი დღის წინ ლოგინად ჩავარდნილიყო.

– გადაეცით, რომ ახლავე მოვალ, – უთხრა შეწუხებულმა დენიზმა.

კოლომბანის უეცარმა გაქრობამ საბოლოოდ მოსპო ჟენევიევი. კლარას


დაცინვებით გაწამებული კოლომბანი ღამესაც აღარ ათევდა სახლში,
გულჩათხრობილი და უბიწო ყმაწვილკაცების გიჟურ გატაცებას აჰყვა, ამ ქალის
ფინიად გადაიქცა და ერთ ორშაბათს, დილით სულაც არ დაბრუნდა დუქანში.
გამოსამშვიდობებელი წერილი გამოუგზავნა ბოდიუს. ბარათი
თვითმკვლელობის წინ დაწერილი ფრაზებით იყო შედგენილი. შესაძლებელია, ამ
ვნებააშლილობას ანგარებაც ერთვოდა! იქნებ, ეს მზაკვარი ყმაწვილი კაცი
ბედნიერიც კი იყო ამ ბედკრული ქორწინების ჩაშლით?! მაუდის სავაჭრო ისევე
ღაფავდა სულს, როგორც მისი დანიშნული და ამიტომაც სისულელის ჩადენის
მომიზეზებით გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ხალხს კი სიყვარულის სვებედიან
მსხვერპლად მიაჩნდა კოლომბანი.

როცა დენიზი «ძველ ელბეფში» მივიდა, დუქანში მხოლოდ ქალბატონი ბოდიუ


იყო. მის ჩამომხმარ, სისხლნაკლულ სახეს მკვდრისფერი ედო, სალაროსთან ისე
გარინდულიყო, იტყოდით, დუქნის სიჩუმესა და სიცარიელეს დარაჯობსო.
ნოქრები აღარ ჰყავდათ. მოახლე მტვერს ცოცხით აშორებდა თაროებს. მალე მასაც
გაისტუმრებდნენ ალბათ და მხოლოდ მზარეულს დაიტოვებდნენ. გამყინავი
სიცივე იგრძნობოდა ჭერიდან, მთელი დღე ისე გაივლიდა, არც ერთი კლიენტი არ
შემოიხედავდა ამ ჩაბნელებულ დუქანში, ხოლო საქონელი, რომელიც მუდამ ერთ
ადგილას ეწყო, გვარჯილას დაეფარა.

– რა მოხდა? – იკითხა შეშინებულმა დენიზმა, – განა ასე ცუდადაა ჟენევიევი?

ქალბატონმა ბოდიუმ ჯერ ხმა ვერ ამოიღო, თვალებზე ცრემლი მოადგა და


ბოლოს წაილუღლუღა:

– არაფერი ვიცი, მე არაფერს მეუბნებიან... ო, დავიღუპეთ! დავიღუპეთ!

ცრემლებისგან დანისლული თვალებით შეჰყურებდა დუქანს. თითქოს


გრძნობდა, რომ ერთდროულად ქალიშვილსაც კარგავდა და სავაჭროსაც.
374
სამოცდაათი ათასი ფრანკი, რომელიც რამბუიეს მამულის გაყიდვით მიიღეს, ორი
წლის განმავლობაში კონკურენციის ორომტრიალში გაუქრათ ხელიდან. «ქალთა
ბედნიერებამ» მამაკაცის საპალტოე მაუდით, ლივრეის და სანადირო კოსტიუმის
ხავერდითაც დაიწყო ვაჭრობა. მასთან საბრძოლველად დიდი მსხვერპლის გაღება
დასჭირდათ, მაგრამ ეს არ აკმარეს: მეტოქეებმა მოლტონებისა და ფანელის
ისეთი ასორტიმენტი გამოიტანეს ბაზარზე, რაც აქამდე არ ყოფილა. ბოდიუ
მიწაზე დაანარცხეს. ვალები თანდათან იზრდებოდა და იგი იძულებული გახდა,
უკიდურესი საშუალებისთვის მიემართა, იჯარით გაეცა ძველი სახლი, რომელშიც
მისმა წინაპარმა, მოხუცმა ფინემ ფირმა დააარსა ლა მიშოდიერის ქუჩაზე. მათი
დღეები დათვლილი იყო, სახლი ნელ-ნელა იფშვნებოდა, ჭერი, სადაცაა,
ჩამოინგრეოდა და ყველაფერი მტვრად იქცეოდა. ასე ინგრევა ხოლმე
ძველისძველი, დამპალი შენობა ქარის ერთი შემოტევით.

– მამა ზემოთაა, – ჩაილაპარაკა ქალბატონმა ბოდიუმ ჩახლეჩილი ხმით, –


რიგრიგობით ვატარებთ იქ ორ-ორ საათს... დუქანსაც ხომ უნდა მიხედვა... ოჰ, რა
თქმა უნდა, სიფრთხილისთვის, თორემ ისე...

ხელის ჩაქნევით დაამთავრა სათქმელი. მაღაზიის დარაბებსაც სიამოვნებით


დაკეტავდნენ, მაგრამ კომერციული თავმოყვარეობა არ აძლევდათ ამის ნებას,
კვარტალში თავს არ შეირცხვენდნენ.

– მაშინ მეც ზემოთ ავალ, – თქვა დენიზმა.

ამ უტყვმა სასოწარკვეთილებამ, რომელიც მაუდის თოფებსაც კი ეტყობოდათ,


გული შეუკუმშა.

– ადი, ჩქარა ადი, შვილო... მოუთმენლად გელის... მთელი ღამე გიხმობდა... რაღაც
უნდა გითხრას...

ამ დროს ზემო სართულიდან ბოდიუ ჩამოვიდა. სახეზე ისეთი მწვანე ფერი ედო,
იტყოდით, ნაღველი გადასხმიაო, ხოლო თვალები ჩასისხლიანებოდა.
ავადმყოფის ოთახიდან გამოსული მოხუცი ახლაც ფეხის წვერებზე დადიოდა.

– სძინავს, – წაიჩურჩულა მან, თითქოს ეშინოდა, მისი ნათქვამი ზემოთ არ


გაეგონათ. ბოდიუს ფეხები მოეკვეთა და სკამზე ჩამოჯდა. ოფლი მოიწმინდა
შუბლიდან, ისე მძიმედ სუნთქავდა, გეგონებოდათ, ახლახან მძიმე სამუშაო
შეასრულაო.

375
სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს ბოდიუ დენიზს მიუბრუნდა და უთხრა:

– მალე ნახავ... როცა სძინავს, ასე მგონია, განიკურნა-მეთქი...

კვლავ ჩაჩუმდნენ, დედ-მამა პირისპირ იჯდა და ერთმანეთს შეჰყურებდა.


შემდეგ ბოდიუ ხმადაბლა აწუწუნდა თავის უბედურებაზე, თუმცა არც არავის
ასახელებდა და არც არავის მიმართავდა.

– რას ვიფიქრებდი? იგი ხომ ჩემი უკანასკნელი იმედი იყო, საკუთარი შვილივით
გავზარდე... ვინმეს რომ ეთქვა, ამასაც წაგართმევენ და ნახე, რა
თავქუდმოგლეჯილი წავაო, ვუპასუხებდი: «ეს რომ მოხდეს, მაშასადამე,
ღმერთი არ ყოფილა!» მართლაც ქუდმოგლეჯილი გაიქცა! ოო, ის საცოდავი!
მერედა, რა გამოცდილი ნოქარი იყო! სულ ჩემნაირად აზროვნებდა! მერედა, ვის
გამო ჩაიდინა ასეთი უღირსი საქციელი?! ვიღაც მაიმუნის, ისეთივე უგულო
მანეკენის გამო, როგორიც საეჭვო რეპუტაციის მაღაზიების ვიტრინებშია
გამოდგმული. არა, ნამდვილად გაგიჟდება კაცი!

ბოდიუ თავს აქნევდა, უაზრო თვალებით დაჰყურებდა მრავალი თაობის


კლიენტების მიერ გათელილი იატაკის ნესტიან ფილებს.

– იცით, – განაგრძო მან ხმადაბლა, – ზოგჯერ ჩემს თავს ვადანაშაულებ


ყველაფერში. დიახ, ჩემი ბრალია, თუ ჩვენი საცოდავი გოგო სიცხით გათანგული
წევს ახლა ზემოთ... რას ვაყოვნებდი, რატომ არ დავაქორწინე თავის დროზე?
ავყევი რაღაც სულელურ თავმოყვარეობას. მინდოდა, კარგ პირობებში გადამეცა
მაღაზია... ახლა ჩემს შვილს გვერდით ეყოლებოდა საყვარელი ადამიანი და იქნებ
სწორედ ახალგაზრდებს მოეხდინათ სასწაული, რომლის განხორციელება მე ვერ
შევძელი. მე, ბებერ ბრიყვს სიყვარულის არაფერი გამეგებოდა, რა ვიცოდი, თუ
ამისთვის ლოგინადაც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი... ის კი, არაჩვეულებრივი
ყმაწვილი იყო... ვაჭრობის ნიჭი უდავოდ ჰქონდა, თანაც პატიოსანი, უბრალო,
წესრიგის მოყვარული... ერთი სიტყვით, ჩემი გაზრდილი მოწაფე იყო...

მოხუცი ხანდახან ასწევდა თავს და ამ ვერაგი ნოქრის გამოქომაგებით საკუთარ


აზრებს იცავდა. დენიზმა ვეღარ აიტანა ბიძამისის თვითგვემა. ამ დამცირებული,
თვალცრემლიანი მოხუცის დანახვამ, რომელიც ოდესღაც ამაყად დადიოდა თავის
დუქანში და სრულუფლებიანი ბუზღუნა პატრონი იყო, გული აუჩუყა და უთხრა:

– ძია, გეხვეწებით, ნუ ამართლებთ მას! კოლომბანს არასოდეს ჰყვარებია


ჟენევიევი, რომც დაგექორწინებინათ, სულერთია, მაინც გაიქცეოდა. მე თვითონ
376
ველაპარაკე. მშვენივრად იცოდა, რომ საცოდავი გოგო მისთვის იტანჯებოდა...
როგორც ხედავთ, ამან ხელი არ შეუშალა, რომ უსინდისოდ გაპარულიყო.
ჰკითხეთ ბიცოლას, თუ ჩემი არ გჯერათ!

ქალბატონმა ბოდიუმ უსიტყვოდ დაუქნია თავი. მემაუდე კიდევ უფრო


გაფითრდა, თვალებცრემლიანი ვერაფერს ხედავდა.

– ეტყობა, სისხლში ჰქონიათ... – წაიბუტბუტა მან, – მამამისი მრუშებს დასდევდა


და შარშან ზაფხულს მოკვდა.

მოხუცი თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, დუქნის ბნელ კუთხეებში ცარიელ


დახლებსა და საქონლის დატვირთულ თაროებს ათვალიერებდა. ბოლოს ცოლს
მიაჩერდა, რომელიც სალაროსთან იჯდა გაუნძრევლად და ამაოდ ელოდა
მყიდველის შემოსვლას.

– მოკლედ, ყველაფერი გათავდა! – თქვა მოხუცმა, – ვაჭრობა ხომ ჩაგვიკლეს,


ახლა მათი არამზადა დედაკაცი შვილს გვიკლავს.

ეტლების ხმაური სიჩუმეს არღვევდა, იატაკის მძიმე ფილებს აყანყალებდა და


სამგლოვიარო დაფდაფივით მოისმოდა ამ დაბალჭერიან, შეხუთულ ოთახში.
უეცრად სულთმობრძავი დუქნის პირქუშ სიჩუმეში ჯოხის კაკუნი მოისმა
ზემოდან. ჟენევიევს გამოღვიძებოდა და საწოლთან მიყუდებულ ჯოხს
ურტყამდა იატაკს.

– ჩქარა ავიდეთ ზემოთ, – თქვა ბოდიუმ და წამოხტა, – ეცადეთ, მხიარული სახე


მიიღოთ. მან არაფერი უნდა იცოდეს.

კიბეზე ასვლისას ბოდიუ გულმოდგინედ იწმენდდა თვალებს, რომ ცრემლების


კვალი მოესპო. ოთახის კარის შეღება ვერ მოასწრეს, რომ იქიდან სუსტი,
შეშინებული ყვირილი მოესმათ:

– მარტო ნუ დამტოვებთ... მეშინია... ნუ დამტოვებთ მარტო...

დენიზის დანახვაზე ჟენევიევი დამშვიდდა და გახარებულმა გაიღიმა:

– როგორც იქნა, მოხვედით! რომ იცოდეთ, როგორ გელოდებით, გუშინ საღამოდან


სულ გელოდით... უკვე ვფიქრობდი, დენიზმაც მიმატოვა-მეთქი.

მისი ნახვა გულს მოგიკლავდათ. ოთახის ფანჯარა ეზოს გაჰყურებდა.


ფანჯრიდან მკრთალი, სუსტი შუქი შემოდიოდა. მშობლებს ჯერ თავიანთ საწოლ
377
ოთახში დაეწვინათ ავადმყოფი, მაგრამ მათი ოთახის სარკმელი ქუჩას
გადაჰყურებდა და «ქალთა ბედნიერების» ნახვით ისე აშლოდა ავადმყოფს
ნერვები, რომ ისევ თავის ოთახში გადმოეყვანათ. გოგონა ისე
დაპატარავებულიყო, საბნის ქვეშ ძლივს იგრძნობოდა სხეულის კონტურები.
ჭლექისგან გამხმარი, გავარვარებული მკლავები განუწყვეტლივ მოძრაობდნენ,
რაღაცას ჯიუტად და უაზროდ ეძებდნენ, ფათურობდნენ საბანზე. მძიმე შავი თმა
თითქოს უფრო გასქელებოდა. ასე იფერფლებოდა პარიზის ძველი სავაჭრო
მოდგმის უკანასკნელი ყლორტი...

დენიზს სიბრალულისგან გული უკვდებოდა. ხმა ვერ ამოეღო, ეშინოდა, ტირილი


არ წასკდომოდა. ბოლოს, როგორც იქნა, წაიბუტბუტა:

– როგორც კი შემატყობინეს, მაშინვე მოვირბინე... რით შემიძლია, გიშველოთ?


ჩემი ნახვა გინდოდათ, არა? გინდათ, თქვენთან დავრჩე?

ჟენევიევს სუნთქვა უჭირდა. თითებით საბნის ნაკეცებს ასწორებდა და დენიზს


თვალს არ აშორებდა.

– არა, გმადლობთ... არაფერი მჭირდება... ოღონდ, მინდოდა ერთხელ მაინც


მოგხვეოდით.

ტირილისგან ქუთუთოები დასივებული ჰქონდა. დენიზი დაიხარა, ლოყაზე აკოცა


და როცა ბაგეები მის ალმოდებულ ღაწვებს შეეხო, შეკრთა. ავადმყოფმა მაგრად
ჩაიკრა გულში და დიდხანს, დიდხანს, არ გაუშვა ხელი. შემდეგ მამას გადახედა.

– გინდათ, მე დავრჩები, – გაუმეორა დენიზმა, – იქნებ რამე გჭირდებათ?

– არა, არა.

ჟენევიევი თვალს არ აშორებდა მამას. მოხუცი უძრავად, უსიტყვოდ იდგა და


უაზროდ იყურებოდა. ბოლოს მიხვდა და უხმოდ გავიდა ოთახიდან. მისი მძიმე
ნაბიჯები კიბის საფეხურებზე გაისმა.

– მითხარით, ისევ იმ ქალთანაა? – მაშინვე იკითხა ავადმყოფმა, ბიძაშვილს ხელი


წაავლო და საწოლზე დასვა, – დიახ, თქვენი ნახვა მინდოდა... მხოლოდ თქვენ
შეგიძლიათ მის შესახებ მითხრათ რაიმე... ისინი ერთად ცხოვრობენ, ხომ?

დენიზი ასეთ შეკითხვას არ მოელოდა, რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ მალე


იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა, არაფერი დაემალა.

378
კლარას უკვე მოჰბეზრებია კოლომბანი, რომელიც მძიმე ტვირთად აწვა კისერზე
და გარეთ გაუგდია. სასოწარკვეთილი ახალგაზრდა კაცი ნაცემი ძაღლივით
დასდევს თურმე ქალს, ცდილობს, დროდადრო მაინც შეხვდეს, ამბობენ, ახლა
«ლუვრში» ეწყობაო.

– რაკი ასე ძალიან გიყვართ, იქნებ დაბრუნდეს, – დენიზი შეეცადა, უკანასკნელი


იმედი მიეცა და დაემშვიდებინა ავადმყოფი, – მალე გამოჯანმრთელდით, ისიც
მიხვდება თავის დანაშაულს და ცოლად შეგირთავთ.

ჟენევიევმა ერთბაშად შეაწყვეტინა. აქამდე დაძაბული უგდებდა ყურს და ისე


იყო აღელვებული, კიდეც წამოიწია ლოგინიდან, მაგრამ მალე ისევ დავარდა
საწოლზე.

– არა, გეყოფათ... განა არ ვიცი, რომ ვკვდები... იმიტომ ვდუმვარ, რომ მამაჩემის
ტირილი მესმის... დედაც ცუდად გახდება... თქვენც კარგად ხედავთ, რომ
ვკვდები... ღამე გიხმობდით, მეშინოდა, დილამდე ვერ გავატან-მეთქი... ღმერთო
ჩემო, წარმოგიდგენიათ? ბედნიერი მაინც ყოფილიყო!

დენიზი ამაოდ არწმუნებდა, სასიკვდილო არაფერი გჭირთო. ჟენევიევმა


ლაპარაკი შეაწყვეტინა, საბანი გადაიწია უმანკო ქალწულის მოძრაობით,
რომელიც სიკვდილის წინ აღარაფერს ერიდება, მუცლამდე გაიშიშვლა სხეული
და თქვა:

– შემომხედეთ! განა სიკვდილის პირას არა ვარ?!

აკანკალებული დენიზი საწოლიდან წამოდგა, თითქოს შეეშინდა, მის სუნთქვას


არ გაექრო ეს საცოდავი შიშველი სხეული. საქმროს ლოდინით ჩამომხმარ
საპატარძლოს სხეულზე ხორცის ნატამალიც არ იყო და პატარა ბავშვის სუსტ
სხეულს წააგავდა. ჟენევიევმა საბანი გადაიფარა და გაიმეორა:

– ხომ ხედავთ, მე უკვე ქალი აღარ ვარ, საძაგლობა იქნებოდა, მასთან ყოფნა რომ
მომნატრებოდა!

ბიძაშვილები გაყუჩდნენ, სიტყვებს ვერ პოულობდნენ და ერთმანეთს


მიშტერებოდნენ. ბოლოს, ისევ ჟენევიევი ალაპარაკდა:

– ახლა წადით... ისედაც ბევრი საქმე გაქვთ, გმადლობთ... ერთი სული მქონდა,
სანამ ყველაფერს გავიგებდი... ახლა კმაყოფილი ვარ... თუ ნახავთ, უთხარით,

379
რომ ვაპატიე... მშვიდობით, საყვარელო! მოდით, დენიზ, უკანასკნელად
მაკოცეთ!

დენიზი გაუჯავრდა, ასე ნუ ლაპარაკობთო და მოეხვია:

– არა, არა, ნერვებს ნუ იშლით, კარგად უნდა იმკურნალოთ. დიახ, კარგი მოვლა
გჭირდებათ და მეტი არაფერი.

მაგრამ ავადმყოფი ჯიუტად აქნევდა თავს და იღიმებოდა. როცა დენიზი კარისკენ


გაემართა, ჟენევიევმა შეაჩერა:

– მოითმინეთ, ჯერ ჯოხით დააკაკუნეთ... მამა ამოვიდეს. მარტო დარჩენის


მეშინია...

როცა ბოდიუ შემოვიდა ამ ვიწრო, პირქუშ ოთახში, ჟენევიევმა ნაძალადევი


მხიარულებით დაუყვირა დენიზს:

– ხვალ არ მოხვიდეთ, არაა საჭირო... მაგრამ კვირას აუცილებლად გელოდებით...


ნასადილევს ჩემთან დარჩებით!

მეორე დღეს, გარიჟრაჟზე, ოთხი საათის წვალების შემდეგ, ჟენევიევი


გარდაიცვალა. შაბათს დაკრძალეს... უღიმღამო ამინდი იყო, გათოშილ ქალაქზე
მძიმედ ეკიდა გამურული ცა. «ძველ ელბეფზე» გაკრული თეთრი მაუდი ღია
ლაქასავით ანათებდა ქუჩას. ანთებული კელაპტრები შებინდებისას
აციმციმებულ ვარსკვლავებს წააგავდა. გვირგვინს და თეთრი ვარდების
უზარმაზარ თაიგულს დაეფარა კუბო, პატარა ბავშვის ვიწრო კუბო, რომელიც
სახლის წინ, ბნელ ხეივანში ისე ახლო დაედგათ ქვაფენილის გასწვრივ ჩამავალ
რუსთან, რომ ეტლების ბორბლებს თეთრი სუდარა უკვე გაეჭუჭყიანებინა. ძველ,
ნესტიან კვარტალს ობმოდებული სარდაფის სუნი ასდიოდა. გამვლელების
მისვლა-მოსვლა არ წყდებოდა.

ცხრა საათზე დენიზი უკვე აქ იყო, ბიცოლასთან უნდა დარჩენილიყო. უბედური


ქალი უკვე აღარც ტიროდა. როცა სამგლოვიარო პროცესია ეზოდან გასვლას
აპირებდა, დენიზს სთხოვა, მიცვალებული გააცილე და ბიძაშენს მიხედეო.

ბოდიუს უსიტყვო გახევება და გაშტერებული თვალები ყველას აშინებდა. როცა


დენიზი ქვემოთ ჩავიდა, ქუჩა სავსე დახვდა ხალხით. იმ კვარტალის წვრილი
კომერსანტები ბოდიუს ოჯახისადმი თანაგრძნობის გამოსახატავად
მოსულიყვნენ. ამით თავისებული დემონსტრაციაც მოუწყვეს «ქალთა
380
ბედნიერებას», რომელსაც ჟენევიევის სიკვდილში სდებდნენ ბრალს. ამ
ურჩხულის ყველა მსხვერპლს თავი მოეყარა აქ: გაიონის ქუჩის გალანტერიის
მაღაზიის მფლობელებს, ბედორეს და მის დას, ქურქის გამყიდველებს, ძმებ
ვამპუიებს, სამშვენისების გამყიდველს, დელინიერს, ავეჯით მოვაჭრეებს, პიოსა
და რივუარს, დიდი ხნის წინ გაკოტრებულ, ტილოს გამყიდველს, მადმუაზელ
ტატენს და ხელთათმანების მაღაზიის პატრონს, კინეტს, თავი ვალდებულად
ჩაუთვლიათ ჩამოსულიყვნენ, ერთი – ბატინიოლის გარეუბნიდან, მეორე კი –
ბასტილიიდან, სადაც ისინი უბრალო გამყიდველებად მუშაობდნენ. კატაფალკი
რატომღაც იგვიანებდა და მის მოლოდინში შავებში ჩაცმული ხალხი ტალახში
იდგა და ზიზღით შესცქეროდა «ქალთა ბედნიერებას», რომლის ნათელი,
მხიარულად აციმციმებული ვიტრინები «ძველი ელბეფის» შეურაცხყოფად
მიაჩნდათ. ძაძით მოსილი დუქანი ნაღველს აფრქვევდა. პირდაპირ ფანჯრებიდან
ცნობისმოყვარე ნოქრები იყურებოდნენ, მაგრამ კოლოსი მთელი სისწრაფით
გაშვებული იმ მანქანების გულგრილობას ამჟღავნებდა, რომელიც პასუხს არ
აგებს, თუ გზაზე ვინმეს სასიკვდილოდ გასრესს.

დენიზი აქეთ-იქით იხედებოდა, ძმას ეძებდა. ბოლოს ბურას დუქნის წინ


შეამჩნია, მივიდა და სთხოვა, ძიას გაჰყევი და თუ სიარული გაუჭირდეს, ხელი
მოჰკიდეო. ბოლო ხანებში ჟანი დაფიქრებული ჩანდა, რაღაც დარდი აწუხებდა.
იგი უკვე დავაჟკაცებულიყო და დღეში ოც ფრანკს იღებდა. შავ სერთუკში
გამოწყობილს ისეთი ნაღვლიანი, დინჯი სახე ჰქონდა, დენიზს კიდეც
გაუკვირდა, არ მოელოდა, თუ მას ასე ძალიან უყვარდა ჟენევიევი. პეპე არ
წამოეყვანა ქალბატონი გრას პანსიონიდან, უნდოდა, ეს მძიმე შთაბეჭდილება
აეცდინა ბავშვისთვის. ოღონდ გადაეწყვიტა, ნაშუადღევს შეევლო მასთან და
ნათესავებთან მოეყვანა.

კატაფალკი ისევ არ ჩანდა, აღელვებული დენიზი კელაპტრის ციმციმა ალს


შესცქეროდა, როცა უცებ ზურგს უკან ნაცნობი ხმა შემოესმა. ბურა წაბლის
გამყიდველს უხმობდა. ამ კაცის ვიწრო ჯიხური ბურას დუქნის პირდაპირ იდგა
და ღვინის ფარდულზე იყო მიკრული.

– ეი, ვიგურუ, – ეუბნებოდა ბურა, – ერთი თხოვნა უნდა შემისრულო... ხომ


ხედავ, კარს ვხურავ... თუ ვინმე მოვიდეს, უთხარით, მერე შემოიაროს. იქნებ, არც
არავინ შეგაწუხოთ... ვინ მოვა!

381
შემდეგ ქვაფენილის კიდეზე დადგა, ხალხს შეუერთდა და კატაფალკის მოსვლას
დაელოდა. დენიზმა მორცხვად გადაავლო თვალი მის დუქანს, რომელიც
უპატრონოდ მიგდებულ ქოხს უფრო ჰგავდა: გახუნებული ქოლგები და
გაშავებული ხელჯოხები არეულ-დარეულად ეყარა ვიტრინაში. ღია მწვანედ
შეღებილი კედლები, სარკეები, მოვარაყებული აბრა, – ყველაფრი დამსკდარიყო,
გაჭუჭყიანებულიყო და შეთხიპნილი ნანგრევების, ყალბი ფუფუნების სწრაფ,
საბედისწერო მოსპობაზე მეტყველებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველ,
დამსკდარ ადგილებს ეჩინა თავი და სინესტის ლაქებს ვარაყი დაეფარა, სახლი
მაინც ჯიუტად იდგა, «ქალთა ბედნიერებას» სამარცხვინო ხორცმეტად
მიჰკვროდა ფერდზე და თუმცა დამჭკნარი და დამპალი იყო, ჩამოვარდნას მაინც
არ აპირებდა.

– არამზადები! – ბუზღუნებდა ბურა, – ბავშვის გატანის საშუალებასაც არ


გვაძლევენ.

როგორც იქნა, კატაფალკი მოვიდა. იგი შეეჩერებინა «ქალთა ბედნიერების»


გალაქულ, მნათობივით აბრიალებულ ფურგონს, რომელსაც შესანიშნავი ორი
ცხენი მიაქროლებდა. მოხუცმა ვაჭარმა ანთებული თვალებით გადმოხედა
დენიზს გაფანჩვლული წარბებიდან.

პროცესია ნელა დაიძრა. ეტლები და ომნიბუსები ქუჩის გასწვრივ


შეჩერებულიყვნენ. ხალხი ტალახის გუბეებში მიაბიჯებდა. თეთრი ქსოვილით
გამოკრული კუბო გაიონის მოედანს მიუახლოვდა. გამცილებლებმა ერთხელ
კიდევ გადახედეს უზარმაზარი მაღაზიის ფანჯრებს, სადაც სანახაობის
მოყვარული ორი გამყიდველი იდგა მხოლოდ. ბოდიუ ძლივს მიჩანჩალებდა
კუბოს უკან და მექანიკურად მიათრევდა ფეხებს. მან ჟანს ანიშნა, ხელს ნუ
მომკიდებო. გამცილებლებს სამი სამგლოვიარო კარეტა მიჰყვებოდა. ნევ-დე-პტი-
შანის ქუჩის ბოლოს, პროცესიას რობინო შეუერთდა.

სენ-როკის ეკლესიაში ქალები იცდიდნენ – ამ კვარტალის წვრილი მოვაჭრეები,


რომლებიც სახლში არ მისულიყვნენ, ეგონათ, ბევრი ხალხი იქნებაო. ეს
სამგლოვიარო პროცესია საპროტესტო დემონსტრაციის ხასიათს იღებდა. წირვის
დამთავრების შემდეგ მამაკაცები კვლავ გაჰყვნენ კუბოს, თუმცა სენტ-ონორეს
ქუჩიდან ავიდნენ და «ქალთა ბედნიერებას» ერთხელ კიდევ ჩაუარეს.
ახალგაზრდა ქალიშვილის გვამი ისე შემოატარეს უზარმაზარი მაღაზიის
ირგვლივ, როგორც რევოლუციის დროს გასროლილი ტყვიის პირველ მსხვერპლს

382
ატარებენ ხოლმე ქუჩებში. მაღაზიის შესასვლელში წითელი ფლანელის ქსოვილს
ქარი ალამივით ფრიალებდა, ხოლო ვიტრინაში გამოფენილი ხალიჩები
ვეებერთელა ვარდებისა და გაფურჩქნილი იორდასალამების სისხლისფერ
საყვავილეს წააგავდა.

დენიზი კარეტაში ჩაჯდა, დარდისა და ფიქრებისგან ისე სტკიოდა გული, რომ


ფეხები ეკეცებოდა. პროცესია იძულებული გახდა, ათი დეკემბრის ქუჩაზე
შეჩერებულიყო ახალი ფასადის ხარაჩოებთან, რომელიც ქუჩის მოძრაობას ისევ
აფერხებდა. დენიზმა თვალი მოჰკრა კარეტის გვერდით ტალახში ძლივს
მოლასლასე ხალხს ჩამორჩენილ ბურას. რა თქმა უნდა, ფეხით ვერასოდეს
მიაღწევდა სასაფლაომდე. დენიზმა დააძალა, მოხუცმა თავი ასწია, შეხედა და
კარეტაში ჩაჯდა.

– ეს წყეული მუხლები მღალატობს! – ბუტბუტებდა იგი, – განზე რად გაიწიეთ?


იჯექით! თქვენ არავის ეჯავრებით!

დენიზმა იგრძნო მოხუცის წინანდებური მეგობრული და ბუზღუნა ტონი. ბებერი


ბოდიუ, ეტყობა, ჯერ მაგრადაა, თუკი ასეთ თავზარდაცემულს ფეხით სიარული
შეუძლია კიდევო, – ჩაილაპარაკა ბურამ. პროცესია ნელა მიიწევდა წინ. დენიზმა
თავი გაყო კარეტიდან და ბიძამისი დაინახა. იგი ჯიუტად, მძიმე ნაბიჯებით
მიჰყვებოდა კუბოს და თითქოს სამგლოვიარო პროცესიის ყრუ, ზომიერ სვლას
აწესრიგებდა. დენიზი კარეტის კუთხეში მოიკრუნჩხა და ბორბლების ნაღვლიანი
რიტმის ქვეშ ქოლგებით მოვაჭრე მოხუცის გაუთავებელ წუწუნს უგდებდა
ყურს.

– დროა პოლიცია ჩაერიოს და გზა გაუთავისუფლოს ხალხს! უკვე წელიწად-


ნახევარია თავიანთი ფასადით გასასვლელი გადაგვიღობეს... იმ დღეს ერთი კაცი
კიდევ ჩამოვარდა ხარაჩოებიდან და სასიკვდილოდ დაშავდა. რა ენაღვლებათ?
კიდევ თუ მოისურვებენ გაფართოებას, ალბათ, ხიდებს გადადებენ ქუჩებზე...
ამბობენ, თქვენთან ორი ათას შვიდასი კაცი მუშაობსო, ხოლო კაპიტალის
მიმოქცევა წელს ას მილიონს მიაღწევსო! ასი მილიონი! წარმოგიდგენიათ? ასი
მილიონი!

დენიზმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა. პროცესია შოსე დ’ანტენის ქუჩაზე გავიდა,


სადაც ეტლებმა კვლავ გადაუღობეს გზა. ბურა ამღვრეული თვალებით
განაგრძობდა ჩივილს, თითქოს ძილში ლაპარაკობსო. იგი აქამდე ვერ

383
მიმხვდარიყო, რატომ იმარჯვებდა «ქალთა ბედნიერება», მაგრამ ძველი
კომერციის დამარცხებას უკვე აღიარებდა.

– საწყალი რობინოც გაკოტრდა, დამხრჩვალივით ფართხალებს... ბედორე და


ვამპუიები სადაცაა წაიქცევიან, ჩემი არ იყოს, ფეხები წამტვრეული აქვთ.
დელინიერს სისხლი ჩაექცევა მალე. პიო და რივიუარი სიყვითლით დაავადდნენ.
ერთი სიტყვით, კარგ დღეში ვართ! ამ საცოდავ ბავშვს ჩონჩხების არმია
მიაცილებს სასაფლაოზე! ალბათ, რა სასაცილოდ გამოიყურება გაკოტრებულების
ეს აღლუმი იმათ თვალში, ვინც შორიდან გვიყურებს?! მაგრამ, ჩანს, დარბევა ჯერ
არ დამთავრებულა. ეს არამზადები ახალი სექციების გახსნას აპირებენ თურმე:
ყვავილების, ქუდების, პარფიუმერიის, ფეხსაცმლის და კიდევ რა ვიცი, რისი!
გრამონის ქუჩაზე პარფიუმერიის მაღაზიის პატრონი, გრონიე, მალე ჯვარს
გადაუსვამს თავის მაღაზიას, ხოლო დ’ანტენის ქუჩის მეწაღეს, ნოდს, ახლა ათ
ფრანკსაც არ მივცემდი მის დუქანში. შავი ჭირი შენტ-ანას ქუჩასაც მოედო, ორი
წელიც არ გაივლის და ყვავილებითა და ფრთებით მოვაჭრე ლაკასანი და
შოედილი, რომელთა ქუდებს ასეთი მოწონება ჰქონდა მუდამ,
გაცამტვერდებიან... მათ სხვა მიჰყვება, იმათ კიდევ სხვა და ასე შემდეგ... ამ
კვარტალის ყველა ვაჭრის ბედი ეს იქნება... რაკი ეს მეწვრილმანეები უკვე
საპნითა და კალოშებით ვაჭრობენ, ალბათ, მალე შემწვარ კარტოფილსაც
გაყიდიან! ღმერთმანი, ამ ქვეყანაზე ყველაფერი აირ-დაირია!

კატაფალკი ტრინიტეს მოედანზე გავიდა. ბნელი კარეტის კუთხეში


გარინდებული დენიზი ყურს უგდებდა მოხუცი ვაჭრის გაუთავებელ წუწუნს.
ამასობაში კატაფალკი შოსე დ’ანტენის ქუჩას აჰყვა და ბლანშის ქუჩაზე გავიდა.
ბოდიუ რეტდასხმული ხარის ნაბიჯებით უხმოდ და ბრმად მიაბიჯებდა, ხოლო
მთელი უბნის გაკოტრებული ვაჭრები უკან მიჰყვებოდნენ, მიტოპავდნენ
პარიზის ტალახში და თან მიათრევდნენ თავიანთ გაკოტრებას. ბურას ხმა ახლა
ყრუდ მოისმოდა, იტყოდით, ბლანშის ქუჩის აღმართი სუნთქვას უძნელებსო.

– მე უკვე გამისწორეს ანგარიში! მაინც ხელში მყვანან და ვერც გამისხლტებიან.


მან ისევ წააგო პროცესი. მართალია, ეს საქმე იაფი არ დამჯდომია, თითქმის ორი
წელი გრძელდებოდა პროცესი, ამას კიდევ დაუმატეთ ადვოკატები, ნაფიცი
მსაჯულები... არა უშავს, ჩემს დუქანს მაინც ვერ გამოუთხრიან ძირს!
სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი სამუშაო არ ჩაითვლება შეკეთებად.
წარმოგიდგენიათ, რა აზრი მოსვლია თავში იმ ვაჟბატონს? იქ, მიწის ქვეშ, შუქის
სალონის მოწყობა მოუნდომებია, რათა გაზის სინათლეზე ქსოვილის ელფერი
384
უკეთ გაარჩიონ. ეს უზარმაზარი მიწისქვეშა ოთახი ტრიკოტაჟის სექციას მაუდის
სექციასთან შეაერთებდა. და აი, სწორედ ამიტომ ცოფდება, ვერ მოუნელებია,
რომ ჩემსავით მიხრწნილი ბებერი დაბრკოლებას უქმნის, მაშინ, როცა ყველა
მუხლმოდრეკილია მისი ფულის წინაშე... არასოდეს დავთმობ! მორჩა და
გათავდა, ეს გადაწყვეტილია... შეიძლება ქვაფენილზე დავრჩე ულუკმაპუროდ,
რას იზამ?! მას შემდეგ, რაც სასამართლოს აღმასრულებელთან მაქვს საქმე, ეს
გაიძვერა ჩემს თამასუქებს ყიდულობს... ალბათ, რაღაც ხრიკს მიწყობს. მაგრამ
არაფერია, იგი ამბობს: «ჰო», მე ვამბობ: «არა!» და დასწყევლოს ღმერთმა, მაშინაც
კი, როცა ამ ბავშვივით, წინ რომ მიაქვთ, ოთხ ფიცარს შორის გამომამწყვდევენ,
მაშინაც «არას» ვიტყვი!

როცა კლიშის ბულვართან მივიდნენ, კარეტა უფრო სწრაფად წავიდა წინ.


ისმოდა გამცილებელთა მძიმე სუნთქვა, პროცესიამ უნებურად აუჩქარა ნაბიჯს.
მხოლოდ ერთი რამ არ ახსენა ბურამ. სახელდობრ ის, რომ სულს იქით აღარაფერი
ებადა, რომ ამდენი ფიქრისგან თავგზა აებნა, უფსკრულისკენ მიექანებოდა,
მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობდა ბრძოლას, ხოლო გაპროტესტებული
თამასუქები სეტყვასავით ეცემოდა თავზე. დენიზმა იცოდა მისი მდგომარეობა
და ამიტომ შეევედრა:

– ბატონო ბურა, ნუღარ ჯავრობთ... ნება მიბოძეთ, მე მოვაგვარო ეს საქმე.

– გაჩუმდით! – გაბრაზებით შეაწყვეტინა მოხუცმა, – ეს არავის საქმე არაა! თქვენ


მშვენიერი გოგონა ხართ, ვიცი, როგორ გაამწარეთ ის ვაჟბატონი, რომელსაც
ეგონა, ისევე შეიძლებოდა თქვენი ყიდვა, როგორც ჩემი სახლის, მაგრამ თქვენ
რაღას მიპასუხებდით, მე რომ მერჩია, დათანხმდით-მეთქი? ალბათ,
ჯანდაბისკენ დამილოცავდით გზას. ჰოდა, რაკი მეც «არას» ვამბობ, სხვის
საქმეში ცხვირს ნუ ყოფთ!

კარეტა სასაფლაოს ალაყაფთან შეჩერდა. მოხუცი და დენიზი გადმოვიდნენ.


ბოდიუს საგვარეულო აკლდამა პირველ ხეივანში იყო, მარცხნივ. ცერემონია
რამდენიმე წუთში დამთავრდა. ჟანმა გვერდზე გაიყვანა ბიძა, რომელიც უაზროდ
მისჩერებოდა პირდაღებულ ორმოს. გამცილებლები მეზობელ საფლავებზე
მიმოიფანტნენ. ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან სისხლნაკლული
მედუქნეები კიდევ უფრო მახინჯნი ჩანდნენ მოქუფრული ცის ფონზე. როცა
კუბო ნელა ჩაუშვეს საფლავში, დამსწრეებს წითელი ლაქებით დაფარული
ღაწვები გაუფითრდათ, ანემიისგან წაწვეტებული ცხვირები დაუგრძელდათ,

385
დაავადებული, ნაღველისგან ჩაყვითლებული ქუთუთოები დახარეს და
ციფრებით გაფუჭებული თვალებით მიწას მიაჩერდნენ.

– ყველანი ამ ორმოში უნდა ჩავეყაროთ, – უთხრა ბურამ დენიზს, – ამ ბავშვის


სახით მთელ ჩვენს კვარტალს ვმარხავთ. ოო, როგორც იქნა, მივხვდი: თეთრ
ვარდებს, ამ ბავშვს რომ აყრიან, ვაჭრობის ძველი სისტემაც უნდა გაჰყვეს თან.

დენიზმა ბიძა და ძმა სამგლოვიარო კარეტით წაიყვანა შინ. ამ დღეს სადარდელი


არ გამოელია დენიზს. ჟანის ფერმკრთალმა სახემ შეაშინა, მაგრამ, როცა გაიგო,
ახლაც ქალია მიზეზიო, მოსმენაც არ მოისურვა. გადაწყვიტა, ფული მიეცა და
ამით ჩაეჩუმებინა. ჟანმა თავი გააქნია, ფულზე უარი თქვა, ამჯერად სერიოზული
საქმეა, მდიდარი კონდიტერის ძმისწული ჩემგან იის კონასაც არ იღებს
საჩუქრადო. ნაშუადღევს დენიზი პეპეს წამოსაყვანად წავიდა ქალბატონ
გრასთან, რომელმაც განუცხადა, ბიჭუნა ისე გაიზარდა, რომ ჩემთან ვეღარ
დავტოვებო. ახალი საზრუნავი გაუჩნდა დენიზს, კოლეჯი უნდა მოეძებნა და
პეპესთან დაშორება მოუხდებოდა. როცა მან პეპე მოხუც ბოდიუსთან მიიყვანა,
ისედაც დამძიმებული გული «ძველ ელბეფში» დაგუბებულმა
სასოწარკვეთილებამ უარესად შეუკუმშა. დუქანი დაკეტილი იყო, ცოლ-ქმარი
პატარა სასტუმრო ოთახში დახვდა, გაზის ანთება არც მოჰგონებიათ და ზამთრის
მოღრუბლული დღის გამო ჩამობნელებულ, გაკოტრებულ, დაცარიელებულ
სახლში მარტოდმარტონი ისხდნენ. ქალიშვილის სიკვდილს თითქოს კიდეც
უფრო გაეღრმავებინა ბნელი კუთხეები და სინესტისგან დამპალი ძველი ხის
კოჭებიც უფრო ჩამოეშალა. თავზარდაცემული მოხუცი ერთ ადგილზე ვერ
ჩერდებოდა, მაგიდას ირგვლივ უვლიდა, ვერაფერს ამჩნევდა და ისეთივე
გაშტერებული თვალები ჰქონდა, როგორც დილით, სასაფლაოზე მიმავალს.
დედაც დუმდა, ძალაგამოლეული მისვენებულიყო სავარძელში. თითქოს წვეთ-
წვეთობით იცლებაო სისხლისგან. პეპეს დანახვაზე თვალებიც არ
აცრემლიანებიათ მოხუცებს, ბავშვმა ლოყაზე აკოცა ორივეს, დენიზს ცრემლი
ახრჩობდა.

ამავე საღამოს მურემ დენიზი მოიხმო ბავშვის ახალი ტანსაცმლის მოდელზე


მოსალაპარაკებლად. მას გადაეწყვიტა, შოტლანდიური და ზუავური
ქსოვილებისგან კომბინირებული კოსტიუმები გაეშვა გასაყიდად. ამდენი
უბედურების ნახვით გატანჯულმა, ამდენი ხალხის საცოდაობით
გულდათუთქულმა დენიზმა თავი ვერ შეიკავა, ჯერ მიწასთან გასწორებულ
მოხუც ბურაზე ჩამოუგდო სიტყვა, მაგრამ მისი სახელის ხსენებაზე მურე
386
აპილპილდა. ეს ბებერი გიჟი, როგორც იგი ბურას ეძახდა, თვალებში ესობა
ეკალივით, თავისი იდიოტური სიჯიუტით უარს ამბობს სახლის გაყიდვაზე,
სიცოცხლეს უმწარებს და გამარჯვებაში ხელს უშლის. ეს კედლებჩამონგრეული
ქოხმახი აჭუჭყიანებს «ქალთა ბედნიერებას», კოშმარად ექცა, ვერასგზით
ჩაუგდია ხელში. დენიზის ნაცვლად სხვა რომ გამოჰქომაგებოდა ბურას, ალბათ,
გარეთ გააგდებდა. მურე ისე იყო გამწარებული, სიამოვნებით ამოჰკრავდა ფეხს
ამ ქოხმახს და მიანგრევდა. უკვე აღარ იცოდა, რა ექნა, ნუთუ ეს დანგრეული
ბუნაგი «ქალთა ბედნიერების» გვერდით უნდა დარჩეს? არა, არა, რა თქმა უნდა,
იგი უნდა გაქრეს და მაღაზიას დაუთმოს გზა. ახია ამ შერეკილ ბეხრეკზე! რა არ
შესთავაზეს?! ბოლოს ასი ათასი ფრანკიც კი შეაძლია ამ მიწურში! როგორღა უნდა
მოქცეულიყო? იგი ხომ არავის არასოდეს ევაჭრებოდა, იმდენს აძლევს,
რამდენსაც მოსთხოვენ, ოღონდ თვითონაც მოიხმარონ ცოტა ჭკუა და მასაც
მისცენ საშუალება, წამოწყებული საქმე დაამთავროს. განა ვინმეს შეუძლია
გაქანებული ორთქმავალი შუა გზაზე შეაჩეროს?! დენიზი თავდახრილი უგდებდა
ყურს და გრძნობდა, მურე მართალი იყო. მაგრამ მოხუციც ებრალებოდა და
უთხრა, იქნებ ცოტა დაგეცადათ, ბურა ისეა მოტეხილი, დიდხანს ვერ იცოცხლებს,
გაკოტრება ბოლოს მოუღებსო. მურემ უთხრა, მე აღარ მეხება ეს საქმე,
ბურდონკლს მივანდეთ, რადგან დირექციამ გადაწყვიტა, ერთხელ და
სამუდამოდ გაათავოს მასთან ატეხილი კინკლაობაო. ამის შემდეგ დენიზმა
ვეღარაფერი თქვა, თუმცა სიბრალულით გული უკვნესოდა.

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, მურემ ბოდიუს ოჯახი ახსენა. ჯერ გულისტკივილი
გამოთქვა მათი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. ეს მეტისმეტად პატიოსანი,
უმწიკვლო ხალხი უიღბლონი ყოფილანო, – თქვა მან და შემდეგ თავისი
არგუმენტების გამართლებას მოჰყვა, ამ უბედურებაში თვითონვე მიუძღვით
წვლილი, რას ჩააცივდნენ ასე ამ დაპალ ჯიხურს?! ნუღარ გაუკვირდებათ, მალე
სახლიც რომ ჩამოენგრეთ. აკი ათასჯერ უწინასწარმეტყველა კატასტროფა, არ
აგცდებათო?! აკი, დენიზსაც დაავალა, გააფრთხილეთ ეს ხალხი, თუ ამ მიწურს
არ მოეშვებიან, გაკოტრება ელითო და აი, გამართლდა კიდეც მისი სიტყვები! ამ
კატასტროფას ახლა ვეღარავინ შეაჩერებდა. ხოლო ჭკუათმყოფელი ადამიანი
მურეს ვერ მოსთხოვს, ეს დუქნები დაინდოს და თვითონ გაღატაკდეს! კიდეც
რომ გაბრიყვდეს და «ბედნიერება» დახუროს, სულერთია, სხვა მაღაზია გაიხნება:
მთელი ქალაქი ახალი იდეებითაა განმსჭვალული, მუშათა და ინდუსტრიული
ქალაქების გამარჯვებაზე მეტყველებს ახალი ეპოქის სული, რომელიც წარსულის
დამყაყებულ ნარჩენებს მიწიდან აღგვის! მურე ნელ-ნელა აღელდა და
387
მჭევრმეტყველური გატაცებით იცავდა თავს უნებური მსხვერპლის ზიზღისგან,
სულთმობრძავი, წვრილი წარმოებების მფლობელთა ჩივილისგან, ყოველ
ნაბიჯზე რომ ესმოდა. მკვდრების ზემოთ გაჩერება აღარ შეიძლება, სასწრაფოდ
უნდა დამარხონო, ამბობდა მურე, ისიც ხელის ერთი მოსმით საერთო სამარეში
ისტუმრებდა ძველი ვაჭრების გვამებს, რომელთა გახრწნილი, მყრალი ნეშტები
ახალი პარიზის მზით განათებული ქუჩებისთვის ნამდვილად სამარცხვინო იყო.
არა, არავითარ სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა, თავის საუკუნის საქმეს
აკეთებდა მხოლოდ. დენიზს კარგად ესმოდა ეს ამბავი, მას ხომ უყვარს
სიცოცხლე, გატაცებულია გრანდიოზული წამოწყებებით, რომლებიც ყველას
თვალწინ იქმნება. დენიზი დიდხანს უგდებდა ყურს და ბოლოს აფორიაქებული
გავიდა ოთახიდან.

იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს, ძილი გაუტყდა, ლოგინში ტრიალებდა. როგორც


კი თვალს მილულავდა, კოშმარები აწვალებდა. ეჩვენებოდა, პატარა იყო,
ვალონის მამისეულ ბაღში ცრემლად იღვრებოდა, ხედავდა, როგორ ჭამდნენ
ბუტბუტები ობობებს, ხოლო ობობები – ბუზებს. ნუთუ მიწის გასაპოხიერებლად
სიკვდილი აუცილებელია? ნუთუ არებობისთვის ბრძოლამ ცოცხალი ადამიანები
სასაკლაოზე უნდა გაისტუმროს? შემდეგ მოეჩვენა, რომ იმ საფლავში იწვა,
სადაც ჟენევიევი დამარხეს. დაესიზმრა, ბნელ სასადილო ოთახში ჩამონგრევის
ყრუ ხმაური ისმოდა. წყალდიდობისგან ბოძებგამოცლილი სახლი თავზე
ენგრეოდა ბურას. მერე ირგვლივ ყველაფერი მიჩუმდა, მაგრამ ერთბაშად ახალი
ნგრევის ხმა მოისმა, მას მოჰყვა მეორე, მესამე... რობინოს, ბედორე და მისი დის,
ძმები ვამპუიების სავაჭრო სახლები სათითაოდ ინგრეოდა, სენ-როკის
კვარტალის წვრილი კომერცია წერაქვის ერთი დარტყმით ისპობოდა, თითქოს
ქვებით სავსე ფურგონს ცლიან ხმაურითო. ამ მოჩვენებამ დენიზი საბოლოოდ
გამოაფხიზლა და გულზე სევდა შემოაწვა: ღმერთო ჩემო! რამდენი ტანჯვაა
ირგვლივ! ატირებული ოჯახები, ქუჩაში გაყრილი მოხუცები, გაკოტრების გულის
მომკვლელი ტრაგედიები! ის კი ვერავის შველის, თანაც გრძნობდა, რომ ეს ასეც
უნდა მომხდარიყო ხვალინდელი პარიზის გასაჯანსაღებლად! მხოლოდ
გარიჟრაჟზე დამშვიდდა, ღრმა სევდით შეპყრობილი, თვალღია იწვა და ცისკრის
მოახლოებას გაჰყურებდა ფანჯარაში. დიახ, ასეა! სისხლს ხარკი სჭირდება.
ყოველი რევოლუცია მსხვერპლს ითხოვს. წინსვლისთვის გვამებზე გადალაჯებაა
საჭირო. წინანდელი შიში, რომ იქნებ თვითონაც ბოროტი სულია, რაკი ხელს
უწყობს თავისი ახლობლების განადგურებას, ერთბაშად გაუქრა და ახლა
მხოლოდ სიბრალულს იწვევდა ის გარდაუვალი უბედურება, რომელიც
388
თითოეული თაობის მტკივნეულ მშობიარობას წარმოადგენდა. ბოლოს იმაზე
დაიწყო ფიქრი, თუ რა საშუალება გამოეძებნა ამ ტკივილების
შესამსუბუქებლად, თავისი ახლობლების საბოლოო განადგურების
გადასარჩენად.

შემდეგ მურე გაახსენდა. წარმოიდგინა მისი შთაგონებული სახე და ალერსიანი


თვალები. რასაკვირველია, იგი არაფერზე ეტყვის უარს დენიზს. ზარალის
ანაზღაურებასაც კი იკისრებს. დენიზი ცდილობდა, სამართლიანად ემსჯელა
მურეს ყოველი საქციელის შესახებ. იგი კარგად იცნობდა ამ კაცის წარსულს,
იცოდა, რომ მისი გატაცებები ხშირად ანგარებიანი იყო, ქალს გასაყვლეფ ნივთად
თვლიდა, საყვარლები საქმეების მოსაგვარებლად სჭირდებოდა, ქალბატონ
დეფორჟთან კავშირის ერთ-ერთი მიზანი ბატონ არტმანის გადმობირება იყო.
დენიზმა იცოდა მურეს ყოველი ნაბიჯი, წამიერი გატაცება კლარასთან, რომელიც
ფულით მოხიბლა და მერე სხვებივით მიაგდო. სასიყვარულო თავგადასავალი,
მთელი მაღაზიის დაცინვის საგანი გამხდარიყო, მაგრამ ამ კაცის გენიალურ
აზრებს, გამარჯვების უნარს ვერავითარ ჩრდილს ვერ აყენებდა. იგი ცდუნებების
განხორციელება იყო და დენიზი, ალბათ, ვერასოდეს აპატიებდა ადრინდელ
თვალთმაქცობას, გარეგნული თავაზიანობით შენიღბულ ანგარებიან სიყვარულს.
რაკი მურე მის გამო ასე საშინლად იტანჯებოდა, დენიზსაც ნელ-ნელა უქრებოდა
გულიდან ღვარძლი. ამ ტანჯვამ აამაღლა იგი მის თვალში. მურე საკმარისად
დაისაჯა, აშკარად ინანიებდა თავის სიძულვილს ქალებისადმი და თითქოს
წინანდელი ცოდვების გამოსყიდვას ცდილობდა.

იმავე დილით, დენიზმა მურე დაითანხმა, რომ ბოდიუ და მოხუცი ბურა იმ


კომპენსაციას მიიღებდნენ, რასაც დენიზი გადაწყვეტდა. როგორც კი თავისუფალ
დროს მოიხელთებდა დენიზი, მაშინვე ბიძამისთან შეივლიდა, ცდილობდა,
გაემხნევებინა, სიცოცხლე შეეტანა მის დუქანში. განსაკუთრებით ქალბატონი
ბოდიუ აშფოთებდა. ჟენევიევის სიკვდილის შემდეგ ქალი ნელ-ნელა
იფერფლებოდა. როცა ჰკითხავდნენ, თავს როგორ გრძნობთო, გაკვირვებულ
სახეს იღებდა, რად წუხხართ, მე კარგად ვარ, ოღონდ რატომღაც გაბრუებული
ვარ, ძილს ვერ ვართმევ თავსო. მეზობლები თავს აქნევდნენ, საცოდავს დიდხანს
არ მოუხდება ქალიშვილზე დარდიო.

ერთ დღეს დენიზი ბოდიუს სახლიდან ბრუნდებოდა. როცა გაიონის მოედანზე


გადაუხვია, უეცრად საშინელი კივილი მოესმა. გამვლელები შეჩერდნენ, მთელი
ქუჩა ერთ წამში აფორიაქდა, პანიკამ მოიცვა, შიში დენიზსაც გადაედო. მის წინ
389
ყავისფერძრავიანი ომნიბუსი იდგა, რომელიც ბასტინიოლის გარეუბნამდე
დადიოდა. ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩაზე რომ გავიდა, ზედ შადრევანთან მამაკაცი
გაუსრისავს. მეეტლე კოფოზე იდგა და ცხენების შესაჩერებლად რაღაცას
გაჰყვიროდა და იგინებოდა:

– ეშმაკმა წაიღოს! შე ოხერო შენა, თვალი ვერ გაახილე?! ოი, დაგწყევლოს ჩემმა
გამჩენმა!

ომნიბუსი გაჩერდა. ხალხი დაზარალებულს შემოეხვია. შემთხვევით


პოლიციელიც იქვე აღმოჩნდა. მეეტლეს მოწმედ მოჰყავდა იმპერიალზე მყოფი
მგზავრები, რომლებიც ფეხზე წამომდგარიყვნენ და გასისხლიანებულ ქვაფენილს
დასცქეროდნენ. ყელში მოწოლილი სიბრაზისგან მეეტლე ცოფებს ყრიდა და
სასოწარკვეთილი ხელებს იქნევდა:

– რას ვიფიქრებდი?! ეს რა ყეყეჩი ვინმე ყოფილა! ისე მშვიდად იდგა შუა ქუჩაში,
თითქოს შინ ყოფილიყოს! დავუყვირე, მაგრამ გაგიგონიათ?! პირდაპირ
ბორბლებში შევარდა.

ამ დროს მეზობელი სახლის ვიტრინასთან მომუშავე მღებავმა მოირბინა და ისე


ხმამაღლა დაიყვირა, ხალხის ყაყანი დაფარა:

– შენი რა ბრალია?! ნუ წუხხარ! ჩემი თვალით დავინახე, როგორ შევარდა


ბორბლებში... აი, ასე გასწია წინ თავი და... ეტყობა, სიცოცხლე მოჰბეზრებოდა
საცოდავს!

სხვებიც დაემოწმნენ, ნამდვილად თავის მოკვლა უნდოდაო. პოლიციელმა ოქმი


შეადგინა, რამდენიმე გაფითრებული ქალი ომნიბუსიდან ჩამოვიდა და
უკანმოუხედავად მოშორდა იქაურობას, თითქოს ისევ გრძნობდნენ, რა რბილად
გადაუარა ბორბლებმა ადამიანის სხეულს. დენიზიც შეერია ხალხს. ქუჩაში
მომხდარი უბედურება მუდამ გულთან ახლოს მიჰქონდა, ძაღლი იყო
გაჭყლეტილი თუ ცხენი დავარდებოდა უღონოდ ან სახურავის ოსტატი
მოსწყდებოდა სახურავს, ყველა ებრალებოდა. დენიზმა მაშინვე იცნო ტალახში
ამოსვრილი უბედური მამაკაცი, რომელიც უგონოდ ეგდო ქვაფენილზე.

– ეს ხომ ბატონი რობინოა! – წამოიკივლა მან.

პოლიციის სერჟანტმა მაშინვე გამოჰკითხა დაზარალებულის გვარი, პროფესია და


მისამართი. მეეტლეს დროზე მოუფიქრებია, ომნიბუსი მოებრუნებინა და ამის

390
წყალობით მხოლოდ ფეხები მოჰყოლოდა ბორბლებქვეშ. ეტყობოდა, რობინოს
ორივე ფეხი ჰქონდა გადატეხილი. ოთხმა მამაკაცმა დაჭრილი აფთიაქში
გადაიყვანა, გაიონის ქუჩაზე, ხოლო ომნიბუსი ნელა გაუდგა გზას.

– ოჰ, დასწყევლოს ეშმაკმა! – წასვლის წინ დაიყვირა მეეტლემ და ცხენებს


შოლტი გადაუჭირა, – ეს რა ნავსი დღე გამითენდა!

დენიზიც გაჰყვა აფთიაქში რობინოს. ექიმი ვერსად იპოვეს და მის ლოდინში


აფთიაქის პატრონმა განაცხადა, ამ კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და
რაკი ახლოს ცხოვრობს, ჯობს, სახლში გადაიყვანოთო. ერთი მამაკაცი პოლიციაში
წავიდა საკაცის მოსატანად, ხოლო დენიზმა გადაწყვიტა, წინ წავალ, ქალბატონ
რობინოს მოვამზადებ ამ უბედურების შესახვედრადო. მან ძლივს გაარღვია
შეჯგუფებული ხალხი. სიკვდილის დანახვაზე ბრბო მუდამ სიხარბეს იჩენს და
ახლაც ყოველ წუთს იზრდებოდა ცნობისმოყვარეთა რიცხვი. ბავშვები და ქალები
ფეხისწვერებზე დგებოდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ მუჯლუგუნებს. კარში
გასვლისას დენიზმა ყური მოჰკრა, ვიღაც ამბობდა, ცოლის საყვარელს ქმარი
ფანჯრიდან გადმოუგდიაო.

ნევ-დე-პტი-შანის ქუჩაზე დენიზმა შორიდანვე დაინახა ქალბატონი რობინო,


რომელიც თავისი დუქნის კართან იდგა. იგი შეჩერდა და გამოელაპარაკა,
ცდილობდა, რაც შეიძლება ფრთხილად შეეტყობინებია ეს საშინელი ამბავი. ეს
იყო აბრეშუმის ქსოვილით ორ მოქიშპე ვაჭარს შორის დიდი ომის წინასწარ
ნავარაუდევი შედეგი. «პარიზის ბედნიერებამ» თავისი მეტოქე ხუთი სანტიმის
დაკლებით გასრისა: იგი ახლა მხოლოდ ოთხ ფრანკად და ოთმოცდათხუთმეტ
სანტიმად იყიდებოდა, გოჟანის აბრეშუმმა ვატერლოო განიცადა. უკანასკნელი
ორი თვის განმავლობაში რობინო საშინელ მდგომარეობაში იყო, გაკოტრების
თავიდან ასაცილებლად ძალას არ იშურებდა.

– გაიონის მოედანზე თქვენი ქმარი ვნახე, – დაიწყო დენიზმა, – რომელიც უკვე


დუქანში შესულიყო.

ქალბატონი რობინო, თითქოს გულმა უგრძნოო, შიშით იყურებოდა ქუჩაში:

– ახლახან ნახეთ, არა? ველოდები, აქამდე უნდა მოსულიყო, დილით ბატონი


გოჟანი მოვიდა და ერთად გავიდნენ.

იგი ახლაც მშვენიერი, ნაზი, მოღიმარი იყო, მაგრამ ფეხმძიმობა ღლიდა,


შეშინებული სახე ჰქონდა, ასეთი უმწეობა არასოდეს უგრძნია, ხოლო ამ სავაჭრო
391
საქმეებმა, რომლისაც მის ფაქიზ ბუნებას არაფერი გაეგებოდა, სულ დააბნია.
ერთი რამ აშკარა გახდა მისთვის, საქმეს კარგი ბოლო არ უჩანდა. რა საჭიროა
ყველაფერი ეს? ხშირად იმეორებდა ქალი, განა არ ჯობდა მშვიდად გვეცხოვრა
პატარა ბინაში და ცარიელი პური გვეჭამა?

– ჩემო საყვარელო, – ნაღვლიანი ღიმილით მიმართა მან დენიზს, – თქვენთან


არაფერი მაქვს დასამალი... ცუდადაა ჩვენი საქმე, ჩემს ქმარს ღამეები არ სძინავს.
ამ დილითაც გული შეუწუხა გოჟანმა ვადაგასული თამასუქების გამო ...
პირდაპირ არ ვიცი, რა ვქნა, როცა მარტო ვრჩები, ისე მეშინია, გული მისკდება...

ქალბატონმა რობინომ კარისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ მოახლოებული ხალხის


ხმაური გაიგონა და შეჩერდა. მიხვდა, რომ საკაცით ვიღაც მოჰყავდათ, ხოლო
ცნობისმოყვარეები, რასაკვირველია, ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდნენ
და დაჭრილს მოაცილებდნენ. დენიზმა ვერაფერი მოიგონა ქალის
გასამხნევებლად და იძულები გახდა, პირდაპირ ეთქვა:

– არ შეგეშინდეთ, – დაიწყო მან და ნერწყვი გადაყლაპა, – საშიში არაფერია...


დიახ, ბატონი რობინო ვნახე... უბედური შემთხვევა მოხდა... ახლავე მოიყვანენ,
ოღონდ გთხოვთ, ნუ ინერვიულებთ!

ახალგაზრდა ქალი სულგანაბული უსმენდა, მკვდრისფერი დაედო და ვერ


მიმხვდარიყო რას ეუბნებოდნენ. ქუჩა ხალხით გაივსო, ეტლები შეჩერდნენ,
მეეტლეები ილანძღებოდნენ. მამაკაცებმა მაღაზიის წინ დადეს საკაცე და
შუშიანი კარის გახსნას ცდილობდნენ.

– უბედურება შეემთხვა, – განაგრძო დენიზმა, რომელსაც გადაეწყვიტა,


თვითმკვლელობა არ ეხსენებინა, – ქვაფენილზე იდგა, ომნიბუსი დაეჯახა... ოო,
ისეთი არაფერია... ბორბლებმა ფეხებზე გადაუარა... ექიმის მოსაყვანად უკვე
გაგზავნეს კაცი...

ქალბატონი რობინო მთელი ტანით აცახცახდა, შეჰკივლა და შემდეგ საკაცის წინ


ჩაიკეცა, აკანკალებული ხელებით ტილო გადასწია. რობინო გონს მოსულიყო და
სულ უბრალო მოძრაობაზეც კი საშინელ ტკივილს გრძნობდა. როცა ცოლი
დაინახა, ორი მსხვილი ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. ქალი კოცნიდა, თვალს არ
აშორებდა და ტიროდა. ქუჩაში ტევა არ იყო, ხალხი ანთებული თვალებით
შეჰყურებდა ამ გულისმომკვლევ სანახაობას, თითქოს გასართობი ეშოვათ.
ატელიედან გამოპარულმა ქალებმა კინაღამ ვიტრინები შეამტვრიეს. დენიზმა

392
გადაწყვიტა, უხერხულია მაღაზიის კარის ღიად დატოვებაო და ამ
ცნობისმოყვარე ხალხის თავიდან მოსაშორებლად ლითონის დარაბების დაკეტვა
დააპირა. სახელური მოატრიალა, ლითონი საცოდავად აჭრიალდა და რკინის
ფურცლები ისე ნელა ჩამოეშვა, როგორც მძიმე ფარდა ეშვება ხოლმე სცენაზე და
მეხუთე აქტის დამთავრებას იუწყება. დენიზმა პატარა, მომრგვალებული კარი
გამოიხურა და მაღაზიაში შევიდა. დარბაზში გამოჭრილი ვარსკვლავის ფორმის
ორი ჭუჭრუტანიდან შემოსული სინათლე ანათებდა ოთახს. ქალბატონ რობინოს
მკლავები მოეხვია ქმრისთვის. გაკოტრებული დუქანი ქვესკნელს წააგავდა. ამ
უეცარი და უზარო კატასტროფის თავზე ორი ვარსკვლავიღა ბრწყინავდა.
ქალბატონმა რობინომ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– ოო, საყვარელო, ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო!

სხვა სიტყვა ვერ ეპოვა უბედურ ქალს. რობინოს სული ეხუთებოდა. როცა
დაჩოქილი ცოლი დაინახა, რომელიც გაბერილი მუცლით ეკვროდა საკაცეს,
სინდისის ქენჯნა იგრძნო და ყველაფერი უამბო. განძრევა არ შეეძლო, ფეხები
ტყვიასავით დამძიმებოდა და ეწვოდა.

– მაპატიე, ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი... როცა რწმუნებულმა გოჟანის თანდასწრებით


მითხრა, ხვალ გაკოტრების შესახებ განცხადებას გავაკრავთო, თვალწინ ცეცხლის
ალები ამითამაშდა, თითქოს კედლებს ხანძარი მოედო... შემდეგ აღარაფერი
მახსოვს... ლა მიშოდიერის ქუჩაზე მოვდიოდი და მომეჩვენა, «ქალთა
ბედნიერების» გამყიდველები დამცინოდნენ, ხოლო ის საზიზღარი სავაჭრო
სახლი გასრესას მიპირებდა... და როცა ომნიბუსი ჩემკენ შემობრუნდა, ლომი და
მისი მკლავი მომაგონდა... და ბორბლებქვეშ შევვარდი...

ამ აღსარებამ ელდა დასცა ქალბატონ რობინოს და იატაკზე ჩაიკეცა. ღმერთო!


მაშასადამე, თავის მოკვლა სდომებიაო, – გაიფიქრა ქალმა და დენიზს ხელი
მოუჭირა. რობინო დაიღალა და ისევ დაკარგა გრძნობა. ექიმი არსად ჩანდა, ორ
კაცს მთელი კვარტალი შემოევლო და ახლა მეკარე გაქცეულიყო მის მოსაძებნად.

– ნუ გეშინიათ, დამშვიდდით! – იმეორებდა დენიზი და ქვითინებდა.

ქალბატონი რობინო იატაკზე იჯდა, თავი საკაცეზე მიედო, ლოყით ეხებოდა


ტილოს, დარდი ვეღარ დაიოკა და ალაპარაკდა:

– ოო, ყველაფერი უნდა გიამბოთ. მან ჩემი გულისთვის გადაწყვიტა თავის


მოკვლა, რამდენჯერ გამიმეორა: «მე შენ გაგძარცვე... ეს ხომ შენი ფული იყო!»
393
სიზმარშიც კი არ ავიწყდებოდა ეს სამოცი ათასი ფრანკი, ოფლში გაღვრილი
იღვიძებდა და უნიათოს ეძახდა თავის თავს. როცა საკუთარი თავის იმედი არ
გაქვს, სხვისი ფული საფრთხეში არ უნდა ჩააგდოო. თქვენც კარგად იცით, რა
ნერვიული და მუდამ აფორიაქებული იყო. ბოლოს ისეთი რამ ეჩვენებოდა, შიშით
სულს ვერ ვიბრუნებდი. ხან მოეჩვენებოდა, რომ ძონძებში ჩაცმული ვეგდე და
ვმათხოვრობდი. მას კი ისე ძალიან ვუყვარვარ, სულ იმის ნატვრაში იყო,
მდიდარი და ბედნიერი ვყოფილიყავი!…

როცა თავი მოაბრუნა და დაინახა, რომ რობინო გახელილი თვალებით იწვა,


ალუღლუღდა:

– ჩემო საყვარელო, რატომ ჩაიდინე ეს? ნუთუ ისეთი საძაგელი ქალი გეგონე?
განა ჩვენს გაკოტრებას რამედ ვაგდებ? ოღონდ კი ერთად ვიყოთ და ამითაც
ბედნიერი ვიქნები... დაე, ყველაფერი წაიღონ, რა გენაღვლება? მოვშორდეთ
აქაურობას, შორს წავიდეთ, რომ მათი სახელი არსად გვესმოდეს! შენ ისევ
დაიწყებ მუშაობას და ნახავ, რა კარგად წავა ჩვენი საქმე!

ქალის შუბლი ქმრის ფერმკრთან შუბლს ეხებოდა. ორივენი დუმდნენ,


სევდიანნი და გულჩათხრობილნი. ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, იტყოდით,
მაღაზიამ ბინდში ჩათვლიმაო. რკინის დარაბიდან ქუჩის ხმაური ისმოდა,
ეკიპაჟები გრუხუნებდნენ, გამვლელები სწრაფი ნაბიჯებით მიეშურებოდნენ,
ცხოვრება ჩვეულებრივ დუღდა. დენიზი, რომელიც წამდაუწუმ გადიოდა
ვესტიბიულში და კარში იყურებოდა, უცებ შემოვიდა და დაიყვირა:

– ექიმი მოდის!

ახალგაზრდა ექიმს მკვირცხლი თვალები ჰქონდა. მან იქვე, საკაცეზე გასინჯა


ავადმყოფი. მარცხენა ფეხი კოჭთან ჰქონდა გადატეხილი და არავითარი
საშიშროება არ იყო მოსალოდნელი. საწოლ ოთახში აპირებდნენ რობინოს
შეყვანას, როცა გოჟანი შემოვიდა. მას რობინოსთვის უნდა შეეტყობინებინა,
ერთხელ კიდევ ვცადე საქმის მოგვარება, მაგრამ ვერაფერს გავხდიო.

– რა მოხდა? – ჩაილაპარაკა მან ოთახში შემოსვლისას, – რა მოხდა?

დენიზმა ორი სიტყვით შეატყობინა ყველაფერი. გოჟანი დაიბნა. ამ დროს


რობინომ ხმა ამოიღო:

394
– მე თქვენზე არ ვბრაზობ, – სუსტი ხმით დაიწყო მან, – თუმცა ნაწილობრივ
თქვენც ხართ დამნაშავე.

– ო, ღმერთო! მთელი უბედურება ისაა, რომ ორივენი სუსტი ხასიათისა


აღმოვჩნდით, ჩემო კარგო... ხომ იცით, თქვენზე მტკიცე ნებისყოფის არც მე ვარ...

საკაცე აიღეს. ავადმყოფმა ძალა მოიკრიბა და უთხრა:

– ოო, ამას ძლიერი ადამიანიც ვერ გაუძლებდა... ახლა მესმის, რომ ის ბებერი
კერპები, როგორიც ბურა და ბოდიუ არიან, უმალ მოკვდებიან, ვიდრე დათმობენ.
მაგრამ ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ჩვენ ახალ წყობას უნდა შევგუებოდით! არა,
გოჟან, ქვეყნის დასასრული დადგა!

რობინო წაიყვანეს. მისმა ცოლმა სიხარულით გადაკოცნა დენიზი, რაკი ამ


საშინელ საქმეზე თავის ტეხას მორჩნენ. გოჟანი დენიზს გაჰყვა და გზად
გამოუტყდა, რობინო მართალს ამბობდა, «ქალთა ბედნიერებასთან» ბრძოლა
სისულელეა, პირადად მე, თუ ბედმა არ გამიღიმა, დაღუპული კაცი ვარო.
წინადღით იუტენთან, რომელიც ლიონში აპირებდა გამგზავრებას, ფარულად
მოუსინჯავს ნიადაგი, მაგრამ გოჟანს მისი იმედი არ ჰქონდა და გადაეწყვიტა,
დენიზი მიემხრო. იცოდა, რა დიდი გავლენა ჰქონდა მურეზე.

– დიახ, – თქვა მან, – მით უარესი წარმოებისთვის! სხვისი ინტერესებისთვის


ბრძოლაში რომ გავკოტრდე, სასაცილოდ ამიგდებენ... მაშინ, როცა ეს
ვაჟბატონები ერთმანეთს ეცილებიან... ღმერთმანი, მართალი იყავით, როცა
ამბობდით, რომ ახალი მეთოდებით ფეხი უნდა აუწყო პროგრესსო. ყველაფერი
მოგვარდება, ოღონდ კი ხალხი იყოს კმაყოფილი.

– წადით და ყველაფერი მურეს პირადად უთხარით, – ღიმილით ურჩია დენიზმა,


– იგი გულღვარძლიანი არაა, მით უმეტეს, თუ მეტრზე ერთ სატიმს დაუკლებთ!

ქალბატონი ბოდიუ იანვარში გარდაიცვალა. ნათელი, მზიანი დღე იყო.


უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დუქანში აღარც ჩასულა. ცარიელ
დახლებს ახლა დღიურად დაქირავებული ქალი დარაჯობდა. მთელი დღეების
განმავლობაში ავადმყოფი საწოლზე იჯდა, ბალიშებით გარშემორტყმული. მის
გაცრეცილ სახეზე მხოლოდ თვალებს ეტყობოდათ სიცოცხლის ნიშანწყალი. თავი
ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და «ქალთა ბედნიერებას» თვალს არ
აშორებდა. ეს მიშტერებული მზერა აშინებდა ბოდიუს, მაგრამ რამდენჯერაც
დააპირა ფარდების გადაწევა, ცოლმა ისეთი მუდარით შეხედა, რომ იძულებული
395
იყო, დაეთმო. ქალი კი გაჯიქებულიყო და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდოდა
მტრის დანახვა. ამ ურჩხულმა ყველაფერი წაართვა, – ქალიშვილიც და დუქანიც,
«ძველ ელბეფთან» ერთად თვითონაც ქრებოდა, სიცოცხლე ისე ნელ-ნელა
ეცლებოდა, როგორც კლიენტები შემოეფანტნენ. მას სწორედ იმ დღეს აღმოხდა
სული, როცა დუქანს აგონიის ხრიალი დაეწყო. ქალმა იგრძნო, ვკვდებიო,
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ქმარს სთხოვა, ორივე ფანჯარა გაეღო.
თბილოდა, მზის მოციმციმე სხივთა კონა ოქროსფრად აკაშკაშებდა
«ბედნიერებას», დახავსებული ბინის ბნელი ოთახი კი თითქოს კანკალებდა.
ქალბატონი ბოდიუს გარინდულ მზერაში ირეკლებოდა ის ტრიუმფალური
შენობა, ის გამჭვირვალე მინები, რომელთა მიღმა გიჟური ჭენებით დაქროდნენ
მილიონები. თვალებს ნელ-ნელა დაეკარგათ ფერი, დაინისლა და როცა
სიკვდილმა საბოლოოდ ჩააქრო მათი სხივი, ფართოდ გახელილნი, ცრემლიანნი
კიდევ დიდხანს იყურებოდნენ შორს.

იმ კვარტალის გაკოტრებული წვრილი ვაჭრები ისევ მიჰყვებოდნენ პროცესიას.


კვლავ მისულიყვნენ ძმები ვამპუები, დეკემბერში მათ ისეთი უბედურება
დასტყდომოდათ თავს, რომ სახეზე სისხლის ნატამალი აღარ ეტყობოდათ.
გადასახადებმა უკანასკნელი ლუკმაპური წაართვა და, რასაკვირველია,
ვერასოდეს გაიმართებოდნენ წელში. ფირმის, «ბედორე და მისი დის» პატრონი
ბედორე ჯოხს დაყრდნობოდა და ჩანდა, ამდენ მღელვარებას საბოლოოდ მოეღო
ბოლო ისედაც კუჭით დაავადებული კაცისთვის. დელინიერს სისხლი ჩაჰქცეოდა
თავში. პიო და რივუარი უსიტყვოდ მიაბიჯებდნენ თავჩაქინდრულნი და
აშკარად ეტყობოდათ, რომ მათი საქმე წასული იყო. ვერავინ ბედავდა, ეკითხა,
სად იყვნენ მადმუაზელ ტატენი და ბევრი სხვა, რომლებსაც დილით და
საღამოთი უბედურების მორევი ითრევდა, იტაცებდა, ფსკერისკენ მიაქანებდა.
რობინოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. იგი ფეხმოტეხილი იწვა ლოგინში.
განსაკუთრებით ახალ კომერსანტებს არ აშორებდნენ თვალს ვაჭრები,
რომელთაც უკვე მოსდებოდათ შავი ჭირი: პარფიუმერიის მაღაზიის პატრონს –
გრონიეს, მექუდეს – ქალბატონ შადეილს, მეყვავილეს – ლაკასანს და
ფეხსაცმლის მკერავს – ნოდს. ისინი ჯერ კიდევ ფეხზე იდგნენ, მაგრამ კარგად
გრძნობდნენ მოახლოებულ განსაცდელს. ბოდიუ ისეთივე რეტდასხმული
მიჰყვებოდა კატაფალკს, როგორც ქალიშვილის დაკრძალვის დღეს. სამგლოვიარო
კარეტაში ბურას თოვლივით თეთრი წვერი, ანთებული თვალები და ხშირი
წარბები მოჩანდა.

396
დენიზს საფიქრალი არ გამოელია. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში
იმდენი საზრუნავი ჰქონდა, რომ გაწამდა. პეპე კოლეჯში იყო მისაყვანი, ჟანმაც
ბევრი თავსატეხი გაუჩინა: კონდიტერის ძმისწული ისე უყვარდა, დას
მოსვენებას არ აძლევდა, წადი და ჩემ ნაცვლად ხელი სთხოვეო. ამას
ბიცოლამისის სიკვდილიც დაერთო. ასე რომ, ძალიან გაიტანჯა. მურემ კვლავ
გაუმეორა თავაზიანად, როგორც თქვენ მეტყვით, ისე დავეხმარები ბიძათქვენს
და სხვებსაცო. ერთ დილით, როცა დენიზმა გაიგო, ბურა ქუჩაშია გაგდებული,
ხოლო ბოდიუ დუქანს კეტავსო, კვლავ დაელაპარაკა მურეს. ნასაუზმევს
გადაწყვიტა, ორივე ენახა და გაემხნევებინა.

ბურა ლა მიშოდიერის ქუჩაზე იდგა თავისი სახლის პირდაპირ, საიდანაც


წინადღით გამოეგდოთ. ადვოკატს მოხერხებული ხრიკი მოეფიქრებინა: რაკი
მურეს მისი თამასუქი ხელთ ჰქონდა, ადვილად მიაღწია ქოლგების გამყიდველის
ვალაუვალად გამოცხადებას, ხოლო შემდეგ ხუთას ფრანკად იჯარის უფლება
შეისყიდა საჯარო ვაჭრობით. ასე რომ, გაკერპებული მოხუცი იძულებული გახდა,
ასი ათასი ფრანკის ნაცვლად, რომელსაც წინათ სთავაზობდნენ, ხუთასი
ფრანკიღა მიეღო. მოხუცი მაინც არ იცვლიდა ფეხს თავისი დუქნიდან.
არქიტექტორი მუშების მთელი არმიით მოვიდა და მან პოლიციის კომისრის
დახმარებით გამოაძევა მოხუცი სახლიდან. საქონელი გაყიდეს, ავეჯი გარეთ
გაყარეს, ბურა კი მაინც არ იშლიდა და იმ კუთხეს არ სცილდებოდა, სადაც წინათ
იწვა ხოლმე. მუშებმა თითქმის თავზე ჩამოანგრიეს სახურავი, დამპალი შიფერი
ააცილეს, ჭერი ჩამოიქცა, კედლები ინგრეოდა, ის კი უტეხად იდგა ნანგრევებში.
ბოლოს, პოლიციას ვეღარ გაუძალიანდა და წავიდა. მეზობელ სახლში ავეჯით
გაქირავებულ ოთახში გაათია ღამე, მეორე დღეს კი, დილაადრიან გამოცხადდა და
დუქნის პირდაპირ დადგა.

– ბატონო ბურა, – ჩუმი ხმით დაუძახა დენიზმა.

მოხუცს არ გაუგონია, აელვარებული თვალებით უყურებდა მნგრეველებს,


რომლებიც უკვე ურტყამდნენ დუქნის ფასადს წერაქვებს. პირდაღებული
ღიობიდან მოჩანდა სახლის შიდა ნაწილი, უბადრუკი ოთახები და ბნელი კიბე,
სადაც ორასი წლის განმავლობაში მზეს ერთხელაც არ შეუჭყიტავს.

– ოჰ, ეს თქვენ ხართ? – გამოელაპარაკა იგი დენიზს, როცა იცნო, – ხედავთ? ამ


ქურდებმა საქმე გაიჩინეს!

397
დენიზი ისე ააღელვა ძველი სახლის ამ მდგომარეობაში ნახვამ, რომ ხმის ამოღება
ვეღარ გაებედა და დახავსებული ქვების ცვენას მიშტერებოდა. ზემოთ, მისი
ყოფილი ოთახის ერთ კუთხეში სანთლის ჭვარტლით დაწერილი, შავი,
მიბრეცილი ასოებით გამოყვანილი სახელი «ერნესტინა» კვლავ დაინახა. ამ
ოთახში გადატანილი გაჭირვების მოგონებამ თანაგრძნობით განაწყო ყველა
დაჩაგრულის მიმართ. მუშები ერთბაშად აპირებდნენ მთელი კედლის
ჩამონგრევას და შენობას საძირკვლიდან შეუტიეს. კედელი შეინძრა.

– ოჰ, ნეტავ, ყველანი ქვეშ მოიყოლოს! – გაშმაგებით წაიბუტბუტა ბურამ.

საშინელი გრიალი გაისმა. შეშინებული მუშები შუა ქუჩაზე გადახტნენ. ერთმა


ჩამოგრეულმა კედელმა სხვა კედლებიც შეარყია და დაანგრია. ეტყობა,
სახურავჩამოწოლილი და კედლებდამსკდარი ქოხი ძლივს იდგა, ერთი ბიძგი
გახდა საკმარისი, რომ შენობა მთლიანად დანგრეულიყო. ასე საცოდავად წაიქცა,
მიწასთან გასწორდა წვიმისგან დანესტიანებული, ჭანჭრობის ეს ხუხულა. არც
ერთი ტიხარი არ გადარჩენილა, ნანგრევების გროვა გზის პირად გადმოყრილი
წარსულის ფერფლივით ეყარა მიწაზე.

– ღმერთო ჩემო! – დაიყვირა მოხუცმა, თითქოს ხანჯლის წვერი გაუყარეს გულ-


ღვიძლში.

ბურა გაოგნებული იდგა, არ მოელოდა, თუ ასე სწრაფად დამთავრდებოდა


ყველაფერი. უყურებდა ამ გამოშიგნულ პირღია სივრცეს,

რომელიც «ქალთა ბედნიერების» ფერდში გაჩენილიყო. როგორც იქნა,


«ბედნიერება» განთავისუფლებულიყო ამ სამარცხვინო ხორცმეტისგან. რაკი
ქინქლი გასრისეს, უკანასკნელი გამარჯვებაც მოიპოვეს ამ უსუსურ
გაჯიუტებაზე და მთელი კვარტალი დაპყრობილი და დამორჩილებული
ჰქონდათ. გამვლელები შეჯგუფებულიყვნენ და ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ
მნგრეველებს, რომლებიც გაბრაზებით ამბობდნენ, ეს ძველი ქოხმახი
ადამიანების დასამახინჯებლად ვარგა მხოლოდო.

– ბატონო ბურა, – მიმართა დენიზმა და შეეცადა, იქაურობას მოეშორებინა


მოხუცი, – ნუ გეშინიათ, უპატრონოდ არ დაგტოვებთ... ყურადღებას არ
მოგაკლებთ.

მოხუცი წელში გასწორდა.

398
– მე არაფერი მჭირდება... იმათ გამოგაგზავნეს, არა? ჰო, გადაეცი, რომ ძია ბურას
ჯერ კიდევ შეუძლია მუშაობა და სადაც მოინდომებს, ყველგან იშოვის
სამსახურს-თქო... კარგად მოუგონებიათ, მე და ჩემმა ღმერთმა! ჯერ მოკლავენ
ადამიანს, მერე კი წყალობას წაუგდებენ!

– გეხვეწებით, დაეთანხმეთ... ამ დარდს ნუ ჩამიტოვებთ გულში!

მოხუცმა ჯიუტად გადააქნია თავი:

– არა, არა, უკვე მორჩა... მშვიდობით... თქვენ ახალგაზრდა ხართ, ბედნიერი


იყავით, ოღონდ ბებრებს ხელს ნუ უშლით, თავიანთი აზრები სამარეში თან
ჩაიტანონ!

მოხუცმა უკანასკნელად გადახედა ნანგრევების გროვას და მძიმე ნაბიჯებით


გაშორდა იქაურობას. დენიზმა თვალი გააყოლა გამვლელთა ტალღაში შერეულ
მის მოხრილ ზურგს, რომელმაც გაიონის მოედნის კუთხეში შეუხვია და
გაუჩინარდა.

დენიზი ერთხანს უძრავად იგდა. შემდეგ ბიძამისთან შეიარა. მაუდის ვაჭარი


მარტო იჯდა «ძველი ელბეფის» ბნელ დუქანში. მსახური ქალი დილა-საღამოს
მოდიოდა მხოლოდ, დარაბებს აღებდა, სადილს დაამზადებდა და საღამოს ისევ
დახურავდა დარაბებს. მთელი დღეების განმავლობაში მარტო იყო ბოდიუ,
კაციშვილი არ შედიოდა მასთან და თუკი რომელიმე კლიენტი გაბედავდა და მის
დუქანში შეიხედავდა, მოხუცი ისე იბნეოდა, საქონელსაც ვერ პოულობდა.
შეუსვენებლივ სცემდა ბოლთას ამ ჩაბნელებულ ოთახში, რომლის სიჩუმეს მისი
მძიმე ნაბიჯების ხმა არღვევდა მხოლოდ. ავადმყოფურ მოთხოვნილებად
გადაექცა ეს წინ და უკან სიარული, თითქოს ამით დარდსა და ტკივილს
იქარვებდა.

– ხომ უკეთ ბრძანდებით, ძია?

ბოდიუ ერთი წუთით შეჩერდა, მერე სალაროსკენ გაიარა და უკან, დუქნის ბნელ
კუთხეში დაბრუნდა.

– დიახ... დიახ... ძალიან კარგად ვარ... გმადლობ.

დენიზი შეეცადა, რაიმე სანუგეშო, გამამხნევებელი ეთქვა, მაგრამ ვერაფერი


მოიფიქრა.

399
– გაიგეთ, რა ხმაური იყო? სახლი დაანგრიეს!

– მართლა? – წაიბუტბუტა გაკვირვებულმა მოხუცმა, – ჰო, მართლა, სახლი უნდა


ყოფილიყო! ვიგრძენი, როგორ შეინძრა მიწა... როცა დღეს დილით სახურავზე
დავინახე ის ხალხი, მაშინვე დავხურე კარი.

მან ხელი ჩაიქნია, თითქოს ამბობდა, აღარაფერი მაინტერესებსო. მუდამ, როცა


სალაროსთან მივიდოდა, გაქექილ, ხავერდგადაკრულ სკამს უყურებდა,
რომელზედაც ჯერ მისი ცოლი იჯდა ხოლმე, ხოლო მერე – მისი ქალიშვილი
ბავშვობისას. ოთახის მეორე კუთხეში

დაბრუნდებოდა, სიბნელეში ჩაფლულ თაროებს გადახედავდა, სადაც


დაობებული მაუდის რამდენიმე თოფი ეწყო. ასეთი იყო ეს დაობლებული სახლი.
ვინც ბოდიუს უყვარდა, ყველა წავიდა, ვაჭრობა სამარცხვინოდ ჩავარდა და
ამდენი უბედურებისგან რეტდასხმული, თავმოყვარეობა შელახული და
გულმოკლული მოხუცი მარტო დაჩანჩალებდა ოთახში, უყურებდა ჩაშავებულ
ჭერს, ყურს უგდებდა სიჩუმეს, რომელიც პატარა სასტუმრო ოთახის
სიბნელიდან, იმ მყუდრო კუნჭულიდან მოდიოდა, სადაც ერთ დროს ყველაფერი,
თვით შეხუთული ჰაერიც კი ძვირფასი იყო მისთვის. ამ ძველ ბინაში ახლა
ოდნავაც არ იძვროდა ჰაერი. მისი მძიმე,ზომიერი ნაბიჯები ისე ყრუდ მოისმოდა,
თითქოს მთელი თავისი სიყვარული დაემარხოს და ახლა საფლავის ფილებს
ადგამდა ფეხს.

ბოლოს დენიზმა გაბედა და უთხრა, რისთვის მოსულიყო:

– ძია, თქვენი აქ დარჩენა შეუძლებელია, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ!

– უდავოდ, მაგრამ რა ვქნა? დუქნის გაყიდვა დავაპირე... არავინაა მსურველი...


რას იზამ? ერთ მშვენიერ დღეს დავხურავ ჩემს დუქანს და წავალ.

დენიზმა იცოდა, რომ ვალაუვალად გამოცხადება არ ემუქრებოდა ბიძამისს.


კრედიტორებმა ანგარიში გაუწიეს მის თავზე დამტყდარ ამდენ უბედურებას და
შეთანხმდნენ.

– მერე რას იზამთ? – ჰკითხა დენიზმა, არ იცოდა, როგორ გაებედა თავისი


გადაწყვეტილების გაზიარება.

– მართალი გითხრა, თვითონ არ ვიცი, – თქვა მოხუცმა, – ალბათ, ვინმე


შემიკედლებს.
400
ბოდიუმ სიარულის მიმართულება შეიცვალა: ახლა სასადილო ოთახიდან
ფანჯრებამდე მივიდოდა, უნებურად გააყოლებდა თვალს ვიტრინებს, სადაც
საქონელი აქა-იქ ეყარა საცოდავად, იგი არ უყურებდა «ქალთა ბედნიერების»
ტრიუმფალურ ფასადს, რომელიც თავისი არქიტექტურული დიდებულებით
ქუჩის ორივე მხარეს გადაჭიმულიყო. ბოდიუ ისე იყო განადგურებული, რომ
გაბრაზების თავიც არ ჰქონდა.

– მომისმინეთ, ბიძაჩემო, – დაბნეულად დაიწყო დენიზმა, – თქვენთვის, ალბათ,


მოიძებნება ადგილი.

და ენის ბორძიკით განაგრძო:

– დიახ, მე დამავალეს ინსპექტორის ადგილი შემომეთავაზებინა თქვენთვის.

– სად?

– ღმერთო ჩემო, სად და იქ, პირდაპირ... ექვსი ათასი ფრანკი გექნებათ თვეში და
სამუშაოც ძნელი არაა.

ბოდიუ ერთბაშად მის წინ გაჩერდა. დენიზს ეშინოდა, გაბრაზდებაო, მაგრამ ამის
ნაცვლად, მოხუცი საშინლად გაფითრდა და ისე აღელდა, ისეთი უბედური
გამომეტყველება ჰქონდა, იტყოდით, ახლავე დაეცემაო.

– პირდაპირ... პირდაპირ... – წაიბუტბუტა მან ბოლოს, – მაშ, შენ გინდა, რომ მე


იქ, პირდაპირ, დავიწყო მუშაობა?

მისი მღელვარება დენიზსაც გადაედო, ერთბაშად გაახსენდა ორი მაღაზიის


ხანგრძლივი ბრძოლა, გაახსენდა ჟენევიევისა და ქალბატონი ბოდიუს
დასაფლავება, თვალწინ დაუდგა მიწაზე გართხმული და ფეხქვეშ გათელილი
«ძველი ელბეფი», წარმოიდგინა, რომ ბიძამისი იქ იმუშავებდა. თეთრ
ჰალსტუხში გამოპრანჭული მაღაზიაში ისეირნებდა და სიბრალულისა და
აღშფოთებისგან გული შეეკუმშა.

– აბა, შენ თვითონ დაფიქრდი, დენიზ. განა, ასეთი რამ შესაძლებელია, შვილო? –
თქვა მოხუცმა და აკანკალებული ხელები გულზე დაიკრიფა.

– არა, არა, ძია! – გულწრფელად წამოიყვირა დენიზმა, – გთხოვთ, მაპატიეთ!

ბოდიუ ისევ მოჰყვა წინ და უკან სიარულს, მისი მძიმე ნაბიჯების ხმა სახლში
გამეფებულ სამარისებურ სიჩუმეს არღვევდა. როცა დენიზი წავიდა, მოძრაობის
401
წყურვილით შეპყრობილს სიარული არ შეუწყვეტია. სასოწარკვეთილებაში
ჩავარდნილი ადამიანი მუდამ ერთ ადგილას ტრიალებს, რადგან სხვა გზა ვერ
დაუნახავს.

დენიზმა კიდევ ერთი უძილო ღამე გაატარა. ერთბაშად იგრძნო მთელი თავისი
უბედურება, ახლობლებსაც ვერაფრით უშველა, ეტყობა, მოწმესავით უნდა
შეჰყურებდეს ცხოვრების ამ ურყევ გამარჯვებას, რომელსაც სიკვდილი სჭირდება
ახალ-ახალი ჩანასახებისთვის. დენიზი უკვე უარს ამბობდა წინააღმდეგობის
გაწევაზე, შეურიგდა ბრძოლის ამ კანონს. მაგრამ კაცობრიობის ტანჯვას მაინც
ვერ უყურებდა გულგრილად. მისი ქალური ბუნება სიბრალულით იყო
განმსჭვალული და მზად იყო, ყველა წამებულისთვის ძმურად გაეწოდებინა
ხელი. მთელი წლების განმავლობაში ამ მანქანის ბორბალი მასაც წაღმა-უკუღმა
ატრიალებდა. განა თვითონაც არ დაიცალა სისხლისგან? განა ისიც არ აწვალეს,
ქუჩაში არ გააგდეს, შურაცხყოფა არ მიაყენეს?! დღესაც ხშირად შეეშინდებოდა,
ამდენი ტანჯვის შემდეგ მე რაღაზედ გამიღიმა ბედმა, მე ხომ ისეთი სუსტი,
ისეთი უსუსური ვიყავიო. მისმა სუსტმა ხელმა რატომ მოიპოვა ასეთი გავლენა
ამ ურჩხულის საქმიანობაში? სწორედ იმ ძალამ, რომელიც არაფერს ინდობს, რაც
კი გზაზე დახვდება, ისიც ჩაითრია, თუმცა მისი გამოჩენა რევანში უნდა
ყოფილიყო! ამ მექანიზმის მოქმედება, რომელიც მურემ ხალხის
გასანადგურებლად გამოიგონა, აღშფოთებას იწვევდა მასში. მურემ ნანგრევებით
მოფინა მთელი კვარტალი, ზოგი გაძარცვა, ზოგი მოკლა. მიუხედავად ამისა,
დენიზს იგი მაინც უყვარდა ასეთი ფართო გაქანებისთვის, მისი ძლიერი
ნებისყოფისთვის, უყვარდა მაშინაც კი, როცა მის მიერ განადგურებული ხალხის
უბედურების მნახველი ცრემლად იღვრებოდა!

XIV
ათი დეკემბრის ახალი ქუჩა, თოვლივით ქათქათა სახლებითა და ჯერ კიდევ
დაუმთავრებელი შენობების ხარაჩოებით, თებერვლის მზის სხივებზე
გაშოტილიყო. ეტლების ფართო ნიაღვარი ზეიმით მიედინებოდა მზით
გასხივოსნებულ პროსპექტზე, რომელიც სენ-როკის ძველი კვარტალის ნესტიან
ჩრდილს აპობდა. ლა მიშოდიერისა და შუაზელის ქუჩებს შორის ტევა არ იყო,

402
ერთი თვის განმავლობაში რეკლამებით აღტყინებული ხალხი ერთმანეთს
ჭყლეტდა, თვალს არ აშორებდა «ქალთა ბედნიერების» მონუმენტურ ფასადს,
რომლის საზეიმო გახსნა თეთრეულის გამოფენის პატივსაცემად ორშაბათს უნდა
მომხდარიყო.

ეს მრავალფეროვანი ფართო, მოვარაყებული შენობა თავისი ახალშეღებილი


კედლებით თავისთავად ლაპარაკობდა მაღაზიის შიგნით გამოცოცხლებულ
ვაჭრობაზე, ხოლო მკვეთრი ფერებით აპრიალებული გიგანტური ვიტრინები
ადამიანის თვალს ახარებდა. ქვედა სართულის მოწყობილობა უფრო სადა იყო,
რათა არ დაეჩრდილა ვიტრინებში გამოფენილი საქონლის ეფექტი. შენობის
ცოკოლი ზღვისფერი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, კუთხის ბურჯები და
საყრდენი ბოძები – შავი მარმარილოთი, რომლის სიმკაცრეს მოვარაყებული
დაბოლოებები ამხიარულებდა. შემდეგ მოდიოდა რკინის ჩარჩოში ჩასმული
სარკეები, საიდანაც დღის მკვეთრი შუქი გალერეებისა და დარბაზების
სიღრმემდე იჭრებოდა. რაც უფრო ზემოთ მიიწევდა სართულები, ფერები მით
უფრო მკვეთრი ხდებოდა. ქვემო სართულის ფრიზზე მოზაიკა გადაშლილიყო,
წითელი და ცისფერი ყვავილების გირლიანდები. მათ ენაცვლებოდა მარმარილოს
ფილები, რაზედაც საქონლის სახელწოდება ამოეკვეთათ. ეს გირლიანდები მთელ
შენობას ერტყა გარს. მეორე სართულის კაფელით მოპირკეთებული აგურის
ცოკოლი საყრდენად გამოეყენებინათ ფართო უამალგამო სარკეებისთვის,
რომლებიც ფრიზს სწვდებოდა. ფრიზი წარმოადგენდა მოვარაყებულ ფარებს
საფრანგეთის ქალაქების გერბებითა და ტერატოკზე ამოკვეთილი სიუჟეტებით.
ტერატოკის ჭიქურა ისეთივე ღია ფერის იყო, როგორც ცოკოლი. ბოლოს, სულ
ზემოთ, ანტაბლემენტზე, მთელი ფასადის ფერები იყო თავმოყრილი და ჭრელ
ყვავილნარს წააგავდა. მოზაიკა და ქაშანური უფრო მკვეთრ ტონებში
წარმოედგინათ, ხოლო აკროტერიუმზე ქანდაკებები ჩამოემწკრივებინათ
საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული ქალაქების სკულპტურული
გამოსახულებებით, რომელთა ნატიფი სილუეტები ლურჯი ცის ფონზე
იხატებოდა. განსაკუთრებით მთავარი შესასვლელი ხიბლავდა ხალხს.
ტრიუმფალური თაღივით მაღალი შესასვლელი მოზაიკით, მაიოლკით და
ტერაკოტით მოეპირკეთებინათ. ზემოთ, მოვარაყებული სკულპტურული
ქანდაკება იდგა. ეს ალეგორიული ანსამბლი გამოხატავდა ქალს, რომელსაც
პატარა ამურები სიცილით აცმევდნენ და ეალერსებოდნენ.

403
დღის ორ საათზე პოლიციის რაზმი გამვლელთა და ეტლების მოძრაობის
მოწესრიგებას შეუდგა. ახალაშენებული სასახლე გიჟური ფლანგვისთვის
აღმართულ ტაძარს ჰგავდა, მთელ კვარტალს გადაჰყურებდა და თავისი
ჩრდილით ფარავდა. ბურას ქოხის დანგრევით ამ შენობის ფერდზე გაჩენილი
ნაიარევი ისე სწრაფად შეხორცებულიყო, რომ იმ ხორცმეტის ადგილის პოვნა
ძნელი ხდებოდა. ოთხი ქუჩის გასწვრივ, ოთხი უზადო, დიდებული ფასადი
აღმართულიყო. მეორე მხარეს, აკლდამასავით ამოქოლილი, დარაბებჩაკეტილი
«ძველი ელბეფი» იდგა, რომლის პატრონი, მოხუცი ბოდიუ დავრდომილთა
თავშესაფარში გადასულიყო საცხოვრებლად. ეტლების ბორბლებისგან შესხმული
ტალახის შხეფებით ამოსვრილ დუქანზე განცხადებებისა და რეკლამების მთელი
გროვა მიეკრათ, იტყოდით, ბარით უკანასკნელი მიწა მიუყრიათ ძველი ვაჭრობის
სამარეზეო. ქუჩის ტალახში ამოსვრილ, პარიზული ზიზილ-პიპილებით
აჭრელებულ ამ ჩამკვდარი ვიტრინის პირდაპირ, დაპყრობილ სამყაროზე
აფრიალებული ალამივით გაშლილიყო სულ ახალი, ყვითელი უზარმაზარი აფიშა,
რომელიც ერთმეტრიანი ასოებით იუწყებოდა «ქალთა ბედნიერებაში» გახსნილი
დიდი ბაზრობის შესახებ. გეგონებოდათ, ეს კოლოსი სირცხვილსა და ზიზღს
შეუპყრია იმ ჩაბნელებული კვარტალების მიმართ, სადაც იგი ოდესღაც
მოკრძალებულად გაჩნდა, შემდეგ მიწასთან გაასწორა, ახლა კი ზურგი შეუქცევია
მისთვის, ვიწრო ქუჩების ტალახი უკან მოუტოვებია და ახალი პარიზის
ხმაურიანი და გასხივოსნებული გზისკენ ბედნიერი სახე შემოუბრუნებია.
რეკლამაზე გამოხატული სურათის მიხედვით, იგი წააგავდა ზღაპრულ
კაციჭამიას, რომლის ბუმბერაზული მხრები სადაცაა ღრუბელს გახლეჩდა.
სურათის წინა პლანზე პატარა, შავი ქანდაკებებით სავსე ათი დეკემბრის, ლა
მიშოდიერისა და მონსინოს ქუჩები იყო გამოხატული. ეს ქუჩები უსაზღვროდ
ფართოვდებოდა, თითქოს მთელი მსოფლიოს კლიენტებს აძლევდა გასასვლელს.
შემდეგ, ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე, უზარმაზარი სიდიდის შენობა მოჩანდა
გადახურული გალერეების სახურავთა ჯგუფით, შემინული ეზოებით, სადაც
დარბაზები უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, მინისა და თუთიის
თვალუწვდენელი ტბა მზის სხივებზე ლაპლაპებდა. შენობის მიღმა პარიზი
გადაჭიმულიყო, ოღონდ დაპატარავებული, ურჩხულის მიერ გადაყლაპული
პარიზი. სახლები სამარცხვინო ქოხმახებს ჰგავდა და საკვამურების მთელ ტყეს
შერეოდა. არქიტექტორული ძეგლებიც არარაობად ექციათ, პარიზის
ღვთისმშობლის ტაძარი ორი შტრიხით შემოეხაზათ. მარცხნივ, პატარა თაღი
ინვალიდთა სახლს გამოხატავდა. მარჯვნივ, ბოლოს, დარცხვენილი,

404
უგრეხელასავით პაწაწინა პანთეონი უკანა პლანზე მოჩანდა. ჰორიზონტი
წაშლილი იყო, ჩარჩოსღა წარმოადგენდა მხოლოდ, შატიონის სიმაღლეებიდან
ვრცელ მინდვრებამდე გადაჭიმულიყო, რომელთა ბურუსიანი შორეთი სრულ
დამონებაზე ღაღადებდა.

მაღაზიის წინ დილიდან შეჯგუფებულიყო ხალხი, რომლის რიცხვი ყოველ წუთს


მატულობდა. არც ერთ მაღაზიას არ აუფორიაქებია ქალაქი ამდენი რეკლამით.
ახლა «ბედნიერება» აფიშებში, ანონსებსა და ყოველგვარ რეკლამაში ექვსასი ათას
ფრანკს ხარჯავდა წელიწადში. დაგზავნილ პრეისკურანტთა რიცხვი ოთხასი
ათასს აღწევდა, ხოლო ნიმუშებისთვის ასი ათასი მეტრი ქსოვილი იხარჯებოდა.
გაზეთები და სახლების კედლები რეკლამებით იყო აჭრელებილი. დედამიწის
ოთხივე კუთხეში დაკრული სპილენძის ბუკივით ესმოდა ხალხს ამ დიდი
ბაზრობის მაუწყებელი ხმაური. ამიერიდან თვით ფასადი, რომლის წინ ხალხი
ერთმანეთს ჭყლეტდა, ცოცხალ რეკლამას წარმოადგენდა, თავისი ვარაყიანი,
აჭრელებული ფუფუნებით, ფართო ვიტრინებით, სადაც ქალის ტანსაცმლის
მთელი პოეზია გამოეფინათ, მოხატული, დატვიფრული, ამოთლილი აბრებით,
რომლითაც მოფენილი იყო პირველი სართულის მარმარილოს დაფები თუ
სახურავის ქვეშ მორკალული, თაღისმაგვარი რკინის ფურცლები, რომელზედაც
ოქროს ასოებით ეწერა სავაჭრო სახლის სახელი და ლურჯი ცის ფონზე მკვეთრად
პრიალებდა. ბაზრობის საზეიმოდ გახსნის აღსანიშნავად, გამარჯვების ნიშნებით
– ალმებით მოერთოთ ყოველი სართული, დროშებსა და ბაირაღებზე
საფრანგეთის მთავარი ქალაქების გერბები ბრწყინავდა. სულ ზემოთ, მაღალ
ანძებზე დამაგრებულ უცხოურ ალმებს აფრიალებდა ქარი. ხოლო ქვემოთ,
ვიტრინებში გამოფენილი თეთრეული თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა.
ვიტრინებში მხოლოდ თეთრეული ეწყო: ზეწრების მთელი მთა აღმართულიყო
მარცხნივ, ფარდებისგან გაკეთებული სამლოცველოები და ცხვირსახოცების
პირამიდები მარჯვნივ იდგა და ყველაფერი ისე ქათქათებდა, თვალს ვერ
გაუსწორებდით. კართან ტილოს, კოლენკორის, მუსლინის ნაჭრები
სუდარასავით ეშვებოდა ქვემოთ და თოვლის ზვავს მოგაგონებდათ. მათ შორის
მოცისფრო მუყაოს ფურცლები, მოდის ჟურნალები ელაგა, იქვე ნატურალური
სიმაღლის ორი მანეკენიც მოეთავსებინათ: ერთი პატარძალს გამოხატავდა, ხოლო
მეორე – სამეჯლისო ტანსაცმელში გამოეწყოთ. ორივე მანეკენი არშიებისა და
აბრეშუმის ქსოვილებში იყო გახვეული და დახატული სახეებით იღიმებოდნენ.
უსაქმო ხალხი ერთი წუთით არ შორდებოდა ვიტრინას და ამ გაოგნებულ ხალხში
სიმდიდრის სურვილი თავისთავად იბადებოდა.
405
«ქალთა ბედნიერებისადმი» ღრმა ინტერესს ხელი შეუწყო იმ ტრაგიკულმა
ამბავმა, რომლის შესახებ მთელი პარიზი ლაპარაკობდა. სამი კვირის წინ ოპერის
გვერდით გახსნილ მაღაზიას, ბუტმონის «წლის ოთხ დროს» ხანძარი გაუჩნდა და
დაიწვა, გაზეთები წვრილ ცნობებს იძლეოდნენ: ღამით გაზი აფეთქებულა,
თავზარდაცემული გამყიდველი ქალები ღამის პერანგების ამარა გავარდნილან
ქუჩაში, ხოლო ბუტმონს დიდი გმირობა გამოუჩენია – ხუთი გამყიდველი თავისი
ხელით გამოუყვანია ხანძრიდან. სხვათა შორის, უზარმაზარი ზარალი მაშინვე
აუნაზღაურებიათ და ხალხი მხრებს იჩეჩდა, თუკი ეს ამბავი რეკლამისთვის
დასჭირდათ, დიდებული გამოგონებააო. თუმცა, ჯერჯერობით ხალხის
ყურადღება «ქალთა ბედნიერებისკენ» იყო მიპყრობილი: ყველას პირზე ეკერა ეს
გრანდიოზული ბაზრობა, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ადგილი
უნდა დაეჭირა. მართლაც, რომ იღბალი აქვს მურეს! პარიზი მის ვარსკვლავს
ესალმებოდა, მის სანახავად მოსულიყო, უნდოდა წელგამართული მბრძანებელი
ენახა, რაკი ხანძარმა მისი კონკურენტი ფეხქვეშ განართხო. უკვე ანგარიშობდნენ
მიმდინარე სეზონის მოგებას, ცდილობდნენ, წინასწარ განესაზღვრათ კლიენტთა
რიცხვი, რომელიც მის კარს მიაშურებდა მოქიშპე მაღაზიის ძალაუნებურად
დახურვის შემდეგ. იყო მომენტი, როცა მურე დაფრთხა, იგრძნო, რომ მის
წინააღმდეგ ქალი მოქმედებდა, ქალბატონი დეფორჟი, რომელსაც ნაწილობრივ
უმადლოდა თავის წარმატებას. ბარონ არტმანის ფინანსურმა უპრინციპობამაც
ააღელვა მურე. ფული ორივე მაღაზიაში ჰქონდა დაბანდებული. მურეს
განსაკუთრებით ის ვერ მოენელებინა, რომ ბუტმონის გენიალური აზრი მას არ
მოუვიდა თავში: ამ ოხუნჯ ახალგაზრდა კაცს მაღაზიის კურთხევა მოეფიქრებინა
და წმინდა მადლენის ეკლესიის მღვდელი თავისი მრევლით მოეწვია. მართლაც,
რომ საოცარი ცერემონიალი გახლდათ! რელიგიური პროცესია აბრეშუმისა და
ხელთათმანების სექციაში დასეირნობდა, ღვთისმსახური ქალის საცვლებსა და
კორსეტებს აკურთხებდა. მართალია, ამ ლოცვა-კურთხევამ მაღაზიას ვერ უშველა
და მაინც დაიწვა, მაგრამ რეკლამაზე დახარჯული მილიონებად ღირდა ის
შთაბეჭდილება, რომელიც მაღალი საზოგადოების კლიენტურაზე მოახდინა
ღვთისმსახურებამ. ამ დღიდან მურე არქიეპისკოპოსის მოწვევაზე ოცნებობდა.

მაღაზიის კარის თავზე დაკიდებულმა საათმა სამჯერ ჩამოკრა. ნაშუადღევის


ჭედვა დაწყებულიყო, ასი ათას კლიენტს სული ეხუთებოდა გალერეებსა და
დარბაზებში. ათი დეკემბრის ქუჩის გასწვრივ ეტლების მწკრივი იდგა. ოპერის
მხარეს ეტლების სხვა ჯგუფს მთელი ჩიხი ეკავა, რომელიც ახლო მომავალში
ახალ პროსპექტს შეუერთდებოდა. უბრალო ფიაკრები, მდიდრული კარეტები
406
ერთმანეთში ირეოდა. მეეტლეები დინჯად იცდიდნენ, ცხენები ჭიხვინებდნენ,
მზეზე აბრჭყვიალებულ ეჟვანებს აწკარუნებდნენ. მაღაზიის მსახური რომელიმე
ეტლს გამოიძახებდა, მათ ნაცვლად კი ეტლების ახალი რიგი ჩნდებოდა. ფეხით
მიმავალი მგზავრები შეშინებული გარბოდნენ, თავშესაფარს ეძებდნენ,
ქვაფენილები სავსე იყო მოფუსფუსე ხალხით, რომელიც განიერ და სწორ გზაზე
იფანტებოდა. თეთრ შენობებს შორის გუგუნი ისმოდა, ადამიანთა ტალღა
ხმაურით მიედინებოდა ძლიერი, ნეტარი სუნთქვით შეპყრობილი პარიზის
ქუჩებში.

ქალბატონი დე ბოვი და მისი ქალიშვილი ბლანში ვიტრინის წინ


შეჩერებულიყვნენ და ქალბატონ გიბალთან ერთად გამოჭრილი კოსტიუმების
თარგებს ათვალიერებდნენ.

– ოჰ, ერთი ამ ტილოს კოსტიუმს შეხედეთ, ცხრამეტი ფრანკი და


სამოცდათხუთმეტი სანტიმი ღირს! – წამოიძახა ქალბატონმა დე ბოვმა.

ბაფთებით შეკრული ეს შეუკერავი კოსტიუმები ისე მოხერხებულად


ჩაელაგებინათ ოთხკუთხა კოლოფებში, რომ მხოლოდ წითელი და ლურჯი
ძაფებით ამოქარგული მოსართავები მოჩანდა. კოლოფების კუთხეში სურათი
იდო, პრინცესასავით მშვენიერ ქალს ამ თარგის მზა კოსტიუმი ეცვა ტანზე.

– ღმერთო ჩემო! რა მოხდა, ასეთი კოსტიუმი მეტი არც ღირს! – წამოიძახა


ქალბატონმა გიბალმა, – ხელით რომ შეეხოთ, დარწმუნდებით, რომ ჩვარია და
მეტი არაფერი!

იმის შემდეგ, რაც ნიკრისის ქარებით დაავადებული გრაფი დე ბოვი სავარძელს


იყო მიჯაჭვული, ქალბატონი დე ბოვი და ქალბატონი გიბალი ახლო მეგობრები
გამხდარიყვნენ. ცოლი მოთმინებით იტანდა ქმრის საყვარელს, ურჩევდა, მის
სახლში მომხდარიყო მათი შეხვედრა და რადგან გრაფი იძულებული გახდა,
თვითონაც წასულიყო დათმობაზე, ქალბატონი დე ბოვი ჯიბის ფულსაც
სტყუებდა ქმარს.

– შევიდეთ, – თქვა ქალბატონმა გიბალმა, – გამოფენა ხომ უნდა ვნახოთ! მგონი


სიძემაც შიგ დაგვინიშნა პაემანი, არა?

ქალბატონმა დე ბოვმა არაფერი უპასუხა, მისი ყურადღება ეკიპაჟების მწკრივს


მიექცია. ეტლების კარი სათითაოდ იღებოდა და კლიენტები გაუთავებლად
ჩამოდიოდნენ მაღაზიის წინ.
407
– დიახ, – დაღლილი ხმით უპასუხა ბლანშმა დედის მაგიერ, – პოლი
სამინისტროდან გამოგვივლის და სამკითხველო დარბაზში შემოგვაკითხავს ოთხ
საათზე.

ბლანში და პოლ დე ვალანიოსკი ერთი თვის წინ დაქორწინებულიყვნენ.


სამხრეთში გატარებული სამკვირიანი შვებულების შემდეგ, ვალანიოსკს მუშაობა
განეახლებინა. ახალგაზრდა ქალი უკვე დედამისივით დასრულებულიყო,
თითქოს გათხოვებას გაეფუებინოს.

– აგერ, ქალბატონი დეფორჟი, – წამოიძახა გრაფის მეუღლემ, როცა


შემოსასვლელთან ეტლი შეჩერდა.

– ოჰო, წარმოგიდგენიათ? მთელი იმ ამბის შემდეგ მაინც მოვიდა... ალბათ, ახლაც


დასტირის «წლის ოთხ დროში» გაჩენილ ხანძარს.

ანრიეტა მართლაც მოსულიყო. მან თვალი მოჰკრა ქალებს და მხიარული სახით


მიუახლოვდა.

– ოჰ, ღმერთო ჩემო! დიახ, ახალი გამოფენის სანახავად მოვედი, – თქვა მან და
შეეცადა, მაღალი საზოგადოების მანერებით დაეფარა თავისი დამარცხება, – ჯობს
საკუთარი თვალით ვნახო ყველაფერი, ასე არაა? ო, მე და ბატონი მურე კვლავ
კარგი მეგობრები ვართ... თუმცა, ამბობენ, იმის შემდეგ, რაც მის მოქიშპეს
დავეხმარე, გაბრაზებული ყოფილა ჩემზე... პირადად მე ერთი რამ ვერ
მიპატიებია მისთვის, ალბათ, გაიგებდით, მისი წყალობით მადმუაზელ დე
ფონტენაი ჟოზეფზე გათხოვილა...

– როგორ? უკვე გაათხოვა? – შეაწყვეტინა ქალბატონმა დე ბოვმა.

– დიახ, ძვირფასო. ისიც მხოლოდ ერთი მიზნით ჩაიდინა ეს: ჩვენი დამცირება
უნდოდა. მე მას კარგად ვიცნობ, უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ჩვენი
არისტოკრატი ქალიშვილები ღირსნი არიან მაღაზიის დამტარებლებს გაჰყვნენ
ცოლად...

ქალბატონი დეფორჟი აღელვებით ლაპარაკობდა. ქალები ქვაფენილზე იდგნენ


და შესასვლელთან მიხლა-მოხლას ყურადღებას არ აქცევდნენ. მალე ისინი
ხალხის ტალღამ აიტაცა და ისე შეიყვანა მაღაზიაში, ლაპარაკში გართულებს არც
შეუმჩნევიათ. ქალებმა ქალბატონი მარტის ამბავი ჰკითხეს ერთმანეთს. ამობენ,
თურმე მისი ქმარი საშინელი ოჯახური სცენების შემდეგ განდიდების მანიით

408
გამხდარა ავად. ეჩვენება საცოდავს, ვითომ განძს მუჭებით იღებს მიწიდან,
აცარიელებს ოქროს საბადოებს, ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით ავსებს
ორბორბლიან ურიკებს.

– საბრალო კაცი! – თქვა ქალბატონმა გიბალმა, – გახსოვთ, რა გახუნებული


კოსტიუმი ეცვა და როგორი დაბეჩავებული სახე ჰქონდა? დღედაღამ მისი
მოსვენება არ იყო, სულ გაკვეთილებზე დარბოდა... ცოლი როგორღაა?

– ახლა ბიძამისს ატყავებს... – უპასუხა ანრიეტამ, – ერთი პატიოსანი მოხუცია


თურმე და როცა დაქვრივებულა, ქალბატონ მარტისთან შეუფარებია თავი...
ქალბატონ მარტის, ალბათ, ვნახავთ დღეს, აუცილებლად იქნება აქ.

ქალებს ისეთი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ, რომ ადგილზე გაშეშდნენ.


როგორც რეკლამები იუწყებოდა, «ქალთა ბედნიერება» მართლაც გრანდიოზული
მაღაზია იყო მთელ მსოფლიოში. ცენტრალური დიდი გალერეა ახლა მთელ
შენობას ორად ყოფდა და ათი დეკემბრის და ნევ-სენტ-ოგუსტენის ქუჩებზე
გადიოდა. მარჯვნივ და მარცხნივ, ეკლესიის ეკვდერების მსგავსად, უფრო ვიწრო
გალერეები – მონსინისა და ლა მიშოდიერის – ორი ქუჩის გასწვრივ
გადაჭიმულიყო. ადგილ-ადგილ დარბაზები გზაჯვარედინებიდან
ფართოვდებოდა, სადაც რკინის დაკიდებული კიბეებისა და გადებული ხიდების
მთელი ლითონის კონსტრუქცია გადაშლილიყო. შიდა განლაგებაც
გადაეკეთებინათ: ჩაწოლილი საქონელი ათი დეკემბრის ქუჩაზე იყიდებოდა,
აბრეშუმის სექცია შუა შენობაში იყო, ხელთათმანების სექცია – მაღაზიის
სიღრმეში, სენტ-ოგუსტენის დარბაზში მოეთავსებინათ. მთავარი
ვესტიბიულიდან კვლავ მოჩანდა საწოლის თეთრეულის სექცია, ოღონდ იგი
მესამე სართულის ერთი ბოლოდან მეორეზე გადაეტანათ. სექციების რიცხვი
უსაზღვროდ გაეზარდათ და ახლა ორმოცდაათს აღწევდა, თანაც ბევრი მათგანი
სულ ახალი, იმ დღეს გახსნილიყო. სხვა სექციები იმდენად გაფართოებულიყო,
რომ ვაჭრობის შესამსუბუქებლად ორად გაეყოთ. სავაჭრო მიმოქცევის
განუწყვეტელი ზრდის გამო ამ სეზონში სამი ათას ორმოცდახუთი
თანამშრომელი აეყვანათ.

თეთრეულის გრანდიოზული გამოფენის დიდებულმა სანახაობამ ქალები


დაატყვევა. ჯერ მარტო ვესტიბიულის ნახვა რად ღირდა! უზარმაზარი ჰოლი
სარკეებითა და მოზაიკის იატაკით ბრწყინავდა. ხალხი ირეოდა, იაფფასიანი
საქონლის ვიტრინებს ვერ შორდებოდა. გალერეები თვალისმომჭრელი

409
სითეთრით ბზინავდა, შორეული ჩრდილოეთის მხარეს, მზით გასხივოსნებულ
მყინვარებს, თოვლის სამყაროს უსაზღვრო ტრამალს ჰგავდა, სადაც ყარაყუმები
დაცუნცულებდნენ. აქაც იგივე თეთრეული გამოეფინათ, რაც გარეთ ვიტრინებში
იყო, მაგრამ თითქოს უფრო გაცოცხლებულიყო. იტყოდით, აფეთქებული ხანძრის
თეთრი ალი უზარმაზარი ტაძრის ნავს მოსდებიაო. თეთრი ფერის მეტს ვერაფერს
შეამჩნევდით ირგვლივ, ყოველ სექციაში თეთრი არშია, თეთრი მნათობი
მეფობდა, რომლის ციმციმიც ისე ჭრიდა თვალს, რომ სითეთრის ამ ზღვაში
ერთბაშად ვერაფერს გაარჩევდით. თუმცა თვალი მალე ეჩვეოდა: მარცხნივ,
მანსინის გალერეაში, ტილოსა და კოლენკორის თეთრი კონცხები, ზეწრების,
ხელსახოცებისა და ცხვირსახოცების ლოდები აღმართულიყო. მარჯვნივ, ლა
მიშოდიერის გალერეაში, სადაც გალანტერიის, ტრიკოტაჟის და შალის სექციები
მოეწყოთ, სადაფის ღილების თეთრი შენობები, თეთრი წინდების უზარმაზარი
დეკორაცია ამშვენებდა თეთრი მოლტონით გაკრულ დარბაზს, რომელსაც
შორეული შუქი ანათებდა. განსაკუთრებით ცენტრალური გალერეა იყო
აბდღვრიალებული, ბაფთების, ხილაბადნების, ხელთათმანებისა და აბრეშუმის
სექციებით. დახლები დაფარული იყო თეთრი აბრეშუმითა და ბაფთებით,
ხელთათმანებითა და თავსაფრებით. რკინის სვეტებზე თეთრი მუსლინის კონები
დაეხვიათ, რომლებიც ადგილ-ადგილ თეთრი ფულარით შეენასკვათ. კიბეები
თეთრად იყო მოფარდაგებული, თეთრ პიკეს ბამბაზია ცვლიდა, რომელიც კიბის
მოაჯირებზე გადაეჭიმათ, დარბაზებს გარს ერტყმოდა და მესამე სართულამდე
ადიოდა. ამ თეთრ აღმართს ფრთები შეესხა, თითქოსდა აფრენილი გედების
გუნდივით მიიწევდა წინ. ქვემოთ, თაღებქვეშ, თეთრეული ბუმბულის
წვიმასავით, მსხვილფიფქებიანი თოვლის კორიანტელივით ეშვებოდა ძირს:
თეთრი საბნები და თეთრი პლედები ჰაერში ფრიალებდა და საეკლესიო დროშებს
ჰგავდა. გიპიურის ტალღა თეთრი პეპლების მდუმარე გუნდივით ირეოდა
ჰაერში. მაქმანების თრთოლა იგრძნობოდა ირგვლივ, მათ თეთრი სუნთქვით
აევსოთ ჰაერი. ამ სითეთრის სასწაულს, მის რელიგიურ საკურთხეველს
აბრეშუმის სექციის თავზე მოთავსებული ჰოლი წარმოადგენდა, სადაც მინის
სახურავიდან ჩამოშვებული თეთრი ფარდებიდან კარავი მოეწყოთ. მუსლინი,
გიპიური მსუბუქ ტალღებად ეშვებოდა, ხოლო მდიდრული, ამოქარგული ტიული
და ვერცხლის ძაფით ამოტვიფრული აღმოსავლური აბრეშუმის ნაჭრები იმ
გოლიათური დეკორაციის ფონად გამოეყენებინათ, რომელიც ერთსა და იმავე
დროს საკურთხეველსაც წააგავდა და ალკოვსაც. იტყოდით, ქალწულის
უზარმაზარი, თეთრი სარეცელი დაუდგამთ და ახლა ზღაპრულ პრინცესას

410
ელოდებიან, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს თეთრი საქორწინო ლეჩაქით
გამოცხადდება და ამ სამყაროს დაიპყრობს.

– ოო, რა დიდებული სანახაობაა! – წამოიძახეს ქალებმა, – საოცარია!

ქალები არ იღლებოდნენ ამ თეთრი ფერის სადიდებელი «ჰიმნის მოსმენით»,


რომლის «ხმებიც» თითქოს გამოფენილი ქსოვილებიდან მოედინებოდა. მურეს
არაფერი შეუქმნია ამაზე გრანდიზული, ასე გენიალურად ჯერ არ მოუწყვია
ვიტრინები. თაროებიდან ვითომდა შემთხვევით ჩამოყრილი, ერთი შეხედვით
არეულ-დარეული ქსოვილებით შექმნილი სითეთრის ამ წყალვარდნილში
თავისებული ჰარმონია იგრძნობოდა: თეთრი ფერის ყოველი ნიუანსი
ენაცვლებოდა ერთმანეთს, იშლებოდა, იფურჩქნებოდა დიდი ხელოვანის მიერ
შექმნილი ფუგის რთული ორკესტრირებით, რომელიც უსაზღვრობაში მიათრევს
ადამიანის სულს. მხოლოდ თეთრი ფერი მეფობდა ირგვლივ, მაგრამ არა
ერთნაირი თეთრი, არამედ ყოველი ნიუანსის თეთრი ფერი ენაცვლებოდა,
უპირისპირდებოდა, ავსებდა ერთმანეთს და ბოლოს, სინათლის ციალს აღწევდა.
თეთრი სიმფონია კოლენკორისა და ტილოს მქრქალი სითეთრით იწყებოდა, მას
ცვლიდა ფლანელისა და მაუდის რბილი ტონები, შემდეგ მოდიოდა ხავერდი,
აბრეშუმი, ატლასი აღმავალი გამებით, თეთრი ფერი თანდათან მკვეთრ ელფერს
იღებდა. ხოლო ქსოვილის ნაკეცებში თვალისმომჭრელად ბდღვრიალებდა.
ზემოთ, თეთრი ფერი ფარდების გამჭვირვალობას იღებდა, ხოლო მუსლინში,
გიპიურში, მაქმანებსა და განსაკუთრებით კი ტიულში, რომელიც ისეთი მსუბუქი
იყო, შეუმჩნეველ მუსიკალურ ნოტს წააგავდა. გიგანტური ალკოვის სიღრმეში კი
აღმოსავლური აბრეშუმის ვერცხლი მაღალ ტონებში მღეროდა.

ამასობაში სექციებში ცხოვრება ჩქეფდა, ხალხი ლიფტებს, ბუფეტებსა და


სამკითხველო დარბაზს აწყდებოდა, შემდეგ სითეთრით დაფარულ სივრცეებში
მოგზაურობდა. ისინი შავად მოჩანდნენ. იტყოდით, დეკემბერში პოლონური
ტყის ყინულზე მოციგურავეები დასრიალებენო. ქვედა სართულზე ზღვის
მოქცევასავით ღელავდა ხალხის შავი მასა, რომელშიც ქალების აღტაცებულ და
ლამაზ სახეებს შეამჩნევდით. რკინის კარკასის მალებზე, კიბეების გასწვრივ,
გადებულ ხიდებზე გრძელ მწკრივად ადიოდა პატარა სილუეტები, თითქოს
თოვლის მთებში გზადაკარგული მგზავრებიაო. ამ «ყინულოვან მწვერვალებზე»
ისეთი სულის შემხუთველი სიცხე იყო, იტყოდით, სათბურში მოვხვდიო.
მდინარის მინის სახურავი და ოქროცურვილი როზერები თეთრეულის
უზარმაზარ ვიტრინებში ალპებზე აბრწყინებულ მზის სხივებს წააგავდა.
411
– კარგი, გეყოფა! – თქვა ქალბატონმა დე ბოვმა, – ერთ ადგილას ხომ არ
ვიდგებით? წინ წავიდეთ!

როგორც კი ეს ქალი ჰოლში შევიდა, კართან მდგარ ინსპექტორს თვალი არ


მოუშორებია მისთვის. ქალბატონმა დე ბოვმა თითქოს იგრძნო ჟუვის შემოხედვა,
თავი მოაბრუნა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ქალმა გზა განაგრძო,
ჟუვი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა და შორიახლო მიჰყვა, თითქოს ყურადღებას
არ აქცევსო.

– ერთი ამ იებს შეხედეთ! – წამოიწყო ქალბატონმა გიბალმა და პირველ


სალაროსთან შეჩერდა, – რა დიდებულად მოუფიქრებიათ!

«ქალთა ბედნიერების» ახალი ამბებით მურემ გაზეთები ააჭრელა: ნიცაში დიდი


რაოდენობით შეესყიდა იის კონები და საკმარისი იყო, კლიენტს უბრალო ნივთი
ეყიდა, მაშინვე იების კონას მიართმევდნენ საჩუქრად. ყოველ სალაროსთან
ლივრეაში ჩაცმული მსახური ინსპექტორის ზედამხედველობით არიგებდა ამ
პრემიებს და ყვავილებით ხელდამშვენებული კლიენტები იის სურნელებას
აფრქვევდნენ ირგვლივ და ისე დასეირნობდნენ მაღაზიაში, თითქოს საქორწინო
პროცესიას მიჰყვებიანო.

– დიახ, კარგი აზრი მოსვლიათ! – შურით წაიბუტბურა ქალბატონმა დეფორჟმა.

მაგრამ იმ დროს, როცა ისინი გზის გაგრძელებას აპირებდნენ, ქალბატონმა


დეფორჟმა ყური მოჰკრა ორი ნოქრის ლაპარაკს. ისინი იის კონებს ახსენებდნენ
და ხუმრობდნენ. მაღალი და გამხდარი გამყიდველი გაკვირვებას გამოხატავდა,
ამბობდა, ალბათ, დირექტორისა და ბავშვთა კოსტიუმების სექციის გამგის
ქორწინება მალე შედგებაო, ხოლო, მეორემ, დაბალმა და მსუქანმა ნოქარმა
უპასუხა, ჯერ არავინ არაფერი იცის, თუმცა, როგორც ხედავთ, ყვავილები უკვე
ნაყიდიაო.

– როგორ! – წამოიძახა ქალბატონმა დე ბოვმა, – ბატონი მურე ცოლს ირთავს?

– დიახ, უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ასე უნდა იყოს! – ნაძალადევი


გულგრილობით უპასუხა ანრიეტამ, – თუმცა რა, ასეც უნდა დამთავრებულიყო!

გრაფის მეუღლემ თავის ახალ მეგობარს გადახედა. ახლა ორივესთვის ცხადი


გახდა, რატომ მობრძანდა ქალბატონი დეფორჟი «ქალთა ბედნიერებაში».
მიუხედავად მურესთან საბოლოო განხეთქილებისა, ეტყობა, გადაულახავ

412
სურვილს აჰყვა, ტანჯვის ფასადაც რომ დასჯდომოდა, მაინც უნდოდა,
ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.

– მე თქვენთან დავრჩები, – უთხრა ანრიეტას ქალბატონმა გიბალმა, რომელიც


ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, – ქალბატონ დე ბოვს სამკითხველო დარბაზში
შევხვდებით.

– კეთილი, – დაეთანხმა გრაფის ცოლი, – მე მაინც მეორე სართულზე მაქვს ჯერ


საქმე... მოდიხარ, ბლანშ?

ქალბატონი დე ბოვი ქალიშვილთან ერთად ავიდა კიბეზე, ხოლო ინსპექტორი


ჟუვი შეუმჩნევლად აედევნა უკან მეორე კიბით. ანრიეტა და ქალბატონი გიბალი
პირველი სართულის ტალღას შეერივნენ.

მიუხედავად საშინელი ჭედვისა, სექციებში მხოლოდ მაღაზიის პატრონის


სიყვარულზე ლაპარაკობდნენ. გამყიდველები აღტაცებულნი იყვნენ დენიზის
ნებისყოფით. ამბავს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში პირზე ეკერა
ყველას, უმაღლეს წერტილს მიეღწია: წინადღით გაეგოთ, რომ მიუხედავად
მურეს ხვეწნა-მუდარისა, დენიზს უთქვამს, დასვენება მჭირდებაო და
«ბედნიერებას» ტოვებსო. ატყდა დავა. ზოგი ირწმუნებოდა, არსად არ წავა,
დარჩებაო, ზოგიც აცხადებდა, უთუოდ წავაო. რამდენიმე გაქნილმა ნოქარმა
ნაძლევიც კი დადო, აი, ნახავთ, თუ მათი ამბავი ქორწინებით არ დამთავრდესო.
ვისაც დენიზის წასვლა უდავოდ მიაჩნდა, სარწმუნო საბუთების გარეშე არ
იმეტებდა ფულს ამ ნაძლევისთვის: მართალია, მადმუაზელ დენიზი
მიუკარებელია, სწორედ ამითაა დასაფასებელი, მაგრამ მურე მდიდარი ქვრივი
და თავმოყვარე კაცია და შეიძლება მოთმინება დაკარგოსო. სამაგიეროდ, ყველანი
ერთ რამეში შეთანხმდნენ, ერთხმად აღიარებდნენ, რომ ამ პატარა ქალმა
გამოცდილი ადამიანის მოხერხებით წაიყვანა საქმე და პირდაპირ დაუსვა
საკითხი: ან ცოლად მომიყვანე, ან აქედან წავალო.

დენიზს ფიქრადაც არ მოსვლია ასეთი რამ. იგი უპრეტენზიოდ, უანგაროდ


იქცეოდა მუდამ. თუ წასვლა გადაწყვიტა, მხოლოდ იმიტომ, რომ გაუთავებლად
ზომავდნენ ყოველ მის ნაბიჯს, უკვირდათ ყოველი მისი საქციელი. განა, ოდესმე
ასეთი რამ გულში გაუვლია? განა, ისეთი ცბიერი, გაქნილი, პატივმოყვარე იყო?
მაღაზიაში უპრეტენზიოდ მოვიდა და ყველაზე ადრე თვითონ დარჩა
გაკვირვებული, რად შეუყვარდა ყველას ასე ძალიან. ახლა, როცა სამსახურიდან
წასვლა დააპირა, რაღაზე მიაჩნდათ ეს გადაწყვეტილება ეშმაკურ ფანდად?! განა
413
ეს საქციელი ბუნებრივი არაა? მაღაზიაში გაუთავებელმა მითქმა-მოთქმამ, მურეს
აკვიატებულმა აზრმა, საკუთარ თავთან ჭიდილმა ისე აუშალა ნერვები, ისე
დატანჯა, რომ შეეშინდა, ერთ დღეს არ დაეთმო და მერე მთელი სიცოცხლის
განმავლობაში არ ენანა. ამიტომაც არჩია წასვლა. თუკი ეს გადაწყვეტილებაც
ჭკვიანურ ტაქტიკად ჩაუთვალეს, თვითონ მაინც ვერ მიმხვდარიყო, პირიქით,
სულ იმის ფიქრში იყო, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო იმისთვის, რომ საქმროს
დამჭერი ქალის სახელი არ მომაკერონო. ახლა ქორწინების გაფიქრებაც კი
ნერვებს უშლიდა და მტკიცედ გადაეწყვიტა, თუ მურე ასეთ სულელურ ნაბიჯს
გადადგამდა, უარი ეთქვა. დაე, მარტო მან იტანჯოს! მურესთან დაშორებას რომ
წარმოიდგენდა, თვალებზე ცრემლები ადგებოდა, მაგრამ ამხნევებდა,
არწმუნებდა თავს, ასეა საჭირო, სხვაგვარად სამუდამოდ დაკარგავდა
სიხარულსა და სიმშვიდეს.

როცა მურემ მისი განცხადება მიიღო წასვლის შესახებ, თავი შეიკავა, გულგრილი
სახე მიიღო და ხმა არ ამოუღია. შემდეგ ცივად უთხრა, ერთი კვირის ვადას
გაძლევთ დასაფიქრებლად, რადგან, იმედი მაქვს, გონს მოხვალთო. ერთი კვირის
შემდეგ დენიზმა კვლავ გაუმეორა თხოვნა, მტკიცედ გადავწყვიტე, დიდი
ბაზრობის მეორე დღეს წავიდეო. მურე არც ახლა გაბრაზებულა, ოღონდ კვლავ
შეეცადა, დაერწმუნებინა, რომ ხელიდან უშვებდა გამდიდრების
შესაძლებლობას, ასეთ პირობებს ვერსად იშოვის და თუ სხვაგან უკეთესი
ადგილი შეაძლიეს, ეთქვა და ყოველგვარ პირობებს შეუქმნიდა. დენიზმა
უპასუხა, სხვაგან მუშაობაზე არ მიფიქრია ჯერ, თქვენს მაღაზიაში მიღებული
დანაზოგებით მინდა ერთი თვით ვალონში წავიდე და დავისვენოო. მაშინ მურემ
ურჩია, თუ მხოლოდ დასასვენებლად მიდიხართ, ხელს რა გიშლით დასვენების
შემდეგ უკანვე დაბრუნდეთო. ამ დაკითხვებით განაწამები დენიზი გაჩუმდა.
მურემ გადაწყვიტა, დენიზი სატრფოსთან ან საქმროსთან მიდისო, აკი
გამოუტყდა ერთ საღამოს, რომ ვიღაც უყვარდა! დაბნეულობის დროს
წამოცდენილი ეს აღსარება მურეს ხანჯალივით მოხვდა გულში და აქამდე არ
დავიწყებია. რა თქმა უნდა, თუ ის კაცი მის შერთვას აპირებს, დენიზი
ყველაფერს დათმობს. მორჩა! მისი სიჯიუტეც სწორედ ამ მიზეზით აიხსნებაო,
ფიქრობდა მურე და გულგრილად განუცხადა, რაკი წასვლის ნამდვილ მიზეზს არ
მეუბნებით, მიბრძანდით, აღარ დაგაკავებთო. დენიზი მოელოდა, რომ მურე
გაბრაზდებოდა, მაგრამ ამ საქმიანმა, მშვიდმა ტონმა უფრო ააფორიაქა.

414
მთელი იმ კვირის განმავლობაში, რაც დენიზს «ქალთა ბედნიერებაში» ყოფნა
დარჩენოდა, მურე საშინელი ფერმკრთალი და დარდიანი დადიოდა. სექციებში
გავლისას დენიზს ზედ არ უყურებდა, საქმიანი, დაფიქრებული სახით გაივლიდა.
გამყიდველები კვლავ ნაძლევს დებდნენ, მხოლოდ მეტად გაბედულები
დებდნენ და აცხადებდნენ, ქორწინებას ვერ ასცდებაო. ასეთი უჩვეულო
გულგრილობით მურე საშინელ მერყეობას და სულიერ ტანჯვას მალავდა.
სიბრაზისგან სისხლი აწვებოდა თავში. გაცოფებული იყო, უნდოდა, ხელი ეტაცნა
დენიზისთვის, გულში ჩაეკრა, არსად გაეშვა, კოცნით ჩაეხშო მისი ყვირილი.
შემდეგ დაფიქრდებოდა და მის შესაჩერებელ საშუალებებს ეძებდა, მაგრამ
უძლური იყო, ვერაფერი ეღონა, გრძნობდა, არც ფული და არც ძალა აღარ
უშველიდა. ამ ათასნაირ გიჟურ გეგმებში ერთი აზრი აეკვიატა ერთბაშად,
ბევრჯერ შეეცადა თავიდან მოეშორებინა, მაგრამ ამაოდ, ძვალსა და რბილში
გაუჯდა. ქალბატონი ედუენის გარდაცვალების შემდეგ მან დაიფიცა, ცოლს არ
შევირთავო. რაკი პირველ წარმატებას ქალს უმადლოდა, გადაწყვეტილი ჰქონდა,
ამიერიდან ყველა ქალის დახმარებით გამდიდრებულიყო. მას, როგორც
ბურდონკლს, თავისებური ცრურწმენა ჰქონდა: სიახლეების უნივერსალური
მაღაზიის პატრონი უცოლო კაცი უნდა ყოფილიყო, თუ სურდა მრავალრიცხოვანი
კლიენტი ქალი მოეზიდა, მის თაყვანისმცემლად დიდხანს დარჩენილიყვნენ და
სურვილით აღტყინებულნი მუდამ ხელში ჰყოლოდა. აქ რომ ცოლი შემოეყვანა,
ატმოსფერო შეიცვლებოდა, თავისებურ სურნელს შემოიტანდა და სხვა ქალებს
განდევნიდა. მურე დიდხანს ებრძოდა ფაქტების ამ ულმობელ ლოგიკას,
დათმობას სიკვდილი ერჩია. ერთბაშად გაცეცხლდებოდა, გრძნობდა, რომ
დენიზი სხვა ქალების მაგივრად იღებდა რევანშს. ცოლად რომ შეერთო, ეშინოდა,
მისი ქალური სინაზე ისე დაიმორჩილებდა, რომ დამარცხებული და
წელმოტეხილი, ამ მილიონების გროვაზე დაეცემოდა. შემდეგ, ნელ-ნელა
აჰყვებოდა ამ სისუსტეს, უკუაგდებდა თავისივე მოტივებს: რატომ უნდა
მეშინოდეს? დენიზი ისეთი წყნარი და ჭკვიანია, შემიძლია, მშვიდად ვენდოო.
ერთ საათში ოცჯერ მაინც იცვლიდა აზრს, წვალობდა, იტანჯებოდა, თავს
ებრძოდა. თავმოყვარეობა უფრო უღიზიანებდა იარას, ზოგჯერ სიგიჟემდე
მიდიოდა, როცა გაიფიქრებდა, რა დათმობაზეც უნდა წავიდე, თუ დენიზს სხვა
უყვარს, მუდამ უარს მეტყვისო. დიდი ბაზრობის გახსნის დილას ჯერაც არ
მიეღო გადაწყვეტილება, დენიზი კი მეორე დღეს ტოვებდა მაღაზიას.

როცა ამ დღეს ბურდონკლი ჩვეულებისამებრ სამ საათზე შევიდა დირექტორის


კაბინეტში, მურე საწერ მაგიდასთან დახვდა. ხელები თვალებზე მიეფარებინა და
415
ფიქრს მისცემოდა. ბურდონკლი იძულებული გახდა, მხარზე შეხებოდა, მურემ
თავი აიღო და ბურდონკლმა დაინახა, რომ მას ღაპაღუპით ჩამოსდიოდა
ცრემლები. მამაკაცებმა შეხედეს და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ამ ხელის
ჩამორთმევით თითქოს გაიხსენეს, რამდენჯერ უწარმოებიათ ერთად
კომერციული ბრძოლა. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბურდონკლი
სულ სხვა თვალით უყურებდა დენიზს, აშკარად აღიარებდა მის უპირატესობას
და ჩუმ-ჩუმად კიდეც აქეზებდა დირექტორს, ცოლად შეირთეო. ამ ტაქტიკას
მხოლოდ იმიტომ მიმართა, რომ ამ ქალის უტყუარ ძალას მაღაზიიდან არ გაეგდო
იგი. მის ასეთ სახეცვლილებას სხვა მოსაზრებაც ჰქონდა. წინანდელმა
პატივმოყვარეობამ ისევ იჩინა თავი, მოკრძალებული იმედი გაუღვივდა და
გადაწყვიტა, დროა მე თვითონ მოვსპო მურე, რომლის წინაშე ამდენი ხანია თავს
ვხრიო... ამის შესაძლებლობა სავაჭრო სახლში უკვე იგრძნობოდა,
არსებობისთვის ბრძოლაში ვლინდებოდა, ბრძოლით გამოწვეული დარბევა კი
ვაჭრობას გამუდმებით აცოცხლებდა. ბურდონკლი გაიტაცა მანქანის ტრიალმა,
აჰყვა სიხარბეს, რომელიც აქეზებს ძლიერებს ამა ქვეყნისას, წალეკონ
უსუსურები. თუ აქამდე ამ კაცმა თავისი კლანჭები არ გამოაჩინა, მხოლოდ
იმიტომ, რომ რაღაც რელიგიური შიში, იღბლიანობის შიში უშლიდა ხელს.
დირექტორიც თითქოს ბავშვობაში ჩავარდნილიყო, აჰყოლოდა ქორწინების
სულელურ აზრს, იღუპავდა თავს, ხელიდან უშვებდა ბედს, კარგავდა გავლენას
და მომხიბვლელობას, რომელიც აქამდე ჰქონდა კლიენტებზე. ჰოდა, რად უნდა
გადააფიქრებინოს ეს განზრახვა? თუკი მას მოკლე ხანში შესაძლებლობა
მიეცემოდა ხელში ჩაეგდო ქალის კლანჭებში მოხვედრილი ამ დაღუპული
ადამიანის მემკვიდრეობა?! ამიტომაც ჩამოართვა ასე აღელვებით ხელი მურეს,
როგორც ეს განშორების ჟამს ხდება ხოლმე და გულწრფელი თანაგრძნობით
უთხრა:

– გეყოფათ! გამხნევდით! დალახვროს ეშმაკმა, ბარემ ცოლად შეირთეთ და


გაათავეთ!

მაგრამ მურეს უკვე შერცხვა თავისი წუთიერი სისუსტის და შესძახა:

– არა, არა, ეს უკვე მეტისმეტი სისულელე იქნებოდა! – იგი ფეხზე წამოდგა, –


მაღაზიაში რა ხდება? ვაჭრობა ხომ გაჩაღდა? წამოდით, ვნახოთ, ვფიქრობ,
დიდებული დღე იქნება!

416
შემოვლა დაიწყეს კლიენტებით გაჭედილ სექციებში. ბურდონკლი ცალი თვალით
უყურებდა მურეს, ყურადღებით აკვირდებოდა მის ბაგეებს, ცდილობდა,
სულიერი ტკივილების გამომხატველი პატარა ნაოჭი მაინც დაეჭირა.

მართლაც, ისეთი გაცხოველებული ვაჭრობა იყო დარბაზებში, რომ შენობა მთელი


სისწრაფით გაქანებული დიდი ხომალდივით ირხეოდა. დენიზის სექციაში
დედებს გოგო-ბიჭების არმია შემოეყვანათ და სიცხისგან შეხუთულ ჰაერში
ტანსაცმელს არგებდნენ. ეს სექციაც თეთრ ფერში გახვეულიყო: აქ ნახავდით
თეთრი მაუდის პალტოებს, პიკეს, ნანსუკის, თეთრი ქიშმირის კაბებს,
მეზღვაურისა და ზუავის თეთრ კოსტიუმებს. შუა დარბაზის ვიტრინაში პირველი
ზიარების სამოსი გამოეფინათ, თუმცა ამის სეზონი ჯერ არ დამდგარიყო: თეთრი
მუსლინის კაბა და პირბადე, თეთრი ატლასის ფეხსაცმელი, მთელი ჰაეროვანი,
ციმციმა ყვავილნარი, რომელიც უმანკოებისა და უმწიკვლოების დიდ თაიგულს
წააგავდა. ქალბატონ ბურდელეს სიმაღლის მიხედვით დაესვა თავისი სამი
შვილი, მადლენა, ედმონი და ლუსიენი და მკაცრად უჯავრდებოდა უმცროსს,
რომელიც ხელებსა და ფეხებს აფართხალებდა და შალის მუსლინის ჟაკეტის
მოზომების საშუალებას არ იძლეოდა.

– მოისვენე, წყნარად დადექი! განა ვიწრო არ აქვს ეს ჟაკეტი, მადმუაზელ?! –


ეკითხებოდა იგი დენიზს და გამოცდილი ქალივით, რომელსაც არასოდეს
ატყუებს თვალი, ქსოვილს, ფასონსა და ნაკერს უკვირდებოდა.

– არა, – თქვა მან ბოლოს, – ზუსტად აქვს ტანზე. ადვილი საქმე როდია ამ
წვრილფეხობის გამოწყობა! ახლა კი, ამ ქალიშვილისთვის მჭირდება პალტო.

კლიენტების მრავალრიცხოვნობის გამო, დენიზი თვითონაც ეხმარებოდა


გამყიდველებს. ახლაც დააპირა პალტოს არჩევა, მაგრამ ერთბაშად გაკვირვებით
წამოიყვირა:

– როგორ, შენ აქა ხარ? რა მოხდა?

მის წინ ჟანი იდგა, რომელსაც ხელში რაღაც შეკვრა ეჭირა. ჟანი ერთი კვირის წინ
დაქორწინებულიყო და შაბათს, მისი ცოლი, პატარა ტანის შავგვრემანი ქალი,
რომელსაც მწუხარე და ლამაზი სახე ჰქონდა, «ქალთა ბედნიერებაში» მთელი
დღით მოსულიყო საყიდლებზე. ახალჯვარდაწერილები ვალონში მიდიოდნენ და
ამგვარად, ნამდვილი საქორწილო მოგზაურობა ელოდათ წინ. ერთ თვეს იმ
ადგილებში დაისვენებდნენ, რომელთანაც ამდენი მოგონება აკავშირებდათ.

417
– წარმოიდგინე, – უთხრა ჟანმა დას, – ტერეზას კიდევ ბევრი რამ ჰქონია
საყიდელი და რადგან თვითონ დრო არა აქვს, მე გამომგზავნა, ეს პაკეტიც
გამომატანა... ახლავე აგიხსნი..

მაგრამ დენიზმა ლაპარაკი შეაწყვეტინა, იქვე პეპეც დაინახა:

– პეპეც აქაა? კი მაგრამ, კოლეჯი?

– უნდა გამოგიტყდეთ, რომ გუშინ, კვირას, შემეცოდა და ნასადილევს აღარ


წავიყვანე კოლეჯში. ამ საღამოს წავა... საწყალ ბიჭს სწყინს, რომ თვითონ
პარიზში უნდა დარჩეს, როცა ჩვენ იქ ვისეირნებთ.

დენიზს დარდი გადაეყარა გულიდან და სიყვარულით გაუღიმა ძმებს.


ქალბატონი ბურდელე ერთ-ერთ გამყიდველს გადააბარა, ხოლო თვითონ
ძმებთან ერთად კუთხეში მიდგა. ბავშვები, როგორც მათ დენიზი ეძახდა, უკვე
დავაჟკაცებულიყვნენ. თორმეტი წლის პეპე დენიზზე მაღალი და სრული იყო.
წინანდებურად ჩუმ, ნაზ და ალერსიან ყმაწვილს გიმნაზიის ფორმა ეცვა.
მხარბეჭიანი ჟანი მთელი თავით მაღალი იყო დაზე. ქერა კულულები ლამაზად
აწეწოდა და ხელოვანს ამსგავსებდა. ხოლო დენიზი ისევ ისეთი ტანწერწეტა და,
როგორც თვითონ ხუმრობდა, ტოროლასავით გამხდარი იყო, კვლავ იჩენდა
დედობრივ მზრუნველობას ძმების მიმართ და პატარა ბავშვებივით ექცეოდა
მათ. წუხდა, ცდილობდა, არაფერი დაჰკლებოდათ, მუდამ წესიერად
ყოფილიყვნენ ჩაცმული, ხან ღილებს შეუკრავდა ჟანს, ხან ამოწმებდა, პეპეს
სუფთა ცხვირსახოცი თუ ჰქონდა ჯიბეში. დას ბიჭებიც თვალებში შეჰყურებდნენ
მუდამ. პეპეს ნამტირალევი თვალები რომ შეამჩნია, ტკბილად უსაყვედურა:

– შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ჩემო პატარა? სწავლის შეწყვეტა როგორ შეიძლება?
არდადეგებზე მე თვითონ წაგიყვან დასასვენებლად... მითხარი, რა გიყიდო... ან
იქნებ გირჩევნია, რამდენიმე სუ მოგცე?

შემდეგ უფროს ძმას მიუბრუნდა:

– სულ შენი ბრალია, ყმაწვილო... ბავშვს აღიზიანებ! იმდენი ელაპარაკე, ალბათ,


მასაც ჰგონია, თავშესაქცევად მივდივარო... დროა, ჭკუაზე მოხვიდე!

დენიზმა უფროს ძმას თავისი დანაზოგის ნახევარი, ოთხი ათასი ფრანკი აჩუქა
ოჯახის მოსაწყობად. უმცროსი ძმის შენახვაც ცოტა არ უჯდებოდა. ასე რომ,
მთელი მისი ხელფასი კვლავ ძმებზე იხარჯებოდა. დენიზის ცხოვრებისა და

418
მუშაობის მიზანი ეს ორი ბიჭი იყო მხოლოდ, რადგან მტკიცედ ჰქონდა
გადაწყვეტილი, არასოდეს გათხოვილიყო.

– აი, რაშია საქმე, – დაიწყო ჟანმა, – ამ პაკეტში თამბაქოსფერი პალტოა, რომელიც


ტერეზამ...

ჟანს სიტყვა გაუწყდა, დენიზს გაუკვირდა, რად შეჩერდაო და თავი მოაბრუნა.


მათ უკან მურე იდგა. რამდენიმე წუთის წინ მოსულიყო და ამ პატარა დედას
უყურებდა, რომელიც თავის ორ ბავშვს ხან უჯავრდებოდა, ხან უალერსებდა.
ბურდონკლი განზე გამდგარიყო, ვითომ ვაჭრობას ადევნებდა თვალს, მაგრამ
მთელი გულისყური აქეთ ჰქონდა.

– თქვენი ძმები არიან, არა? – იკითხა მურემ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ. იგი ისევ
გულგრილი, მოღუშული სახით ელაპარაკებოდა დენიზს. დენიზს სახიდან
ღიმილი გაუქრა, შეეცადა, აღელვება არ შეემჩნია და მშვიდად უპასუხა:

– დიახ, ბატონო... უფროსი უკვე დავაქორწინე და აი, ცოლმა ჩემთან გამოაგზავნა


საყიდლებზე.

მურე გულდასმით აკვირდებოდა სამივეს და ბოლოს უთხრა:

– უმცროსი ძალიან გაზრდილა, მახსოვს, ერთხელ თქვენთან ერთად ვნახე


ტიულერის ბაღში...

ხმა აუკანკალდა, დენიზსაც სუნთქვა შეეკრა, აღელვებული დაიხარა, ვითომ


ქამარს უსწორებდა პეპეს. ლოყებაწითლებული ყმაწვილები თავიანთი დის
უფროსს თავაზიანად უღიმოდნენ.

– ძმები თქვენ გგვანან! – დაუმატა მურემ.

– ოჰ, რას ბრძანებთ! – წამოიძახა დენიზმა, – ისინი ჩემზე ლამაზები არიან!

მურე იდგა და ერთმანეთს ადარებდა და-ძმებს. მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო ამ


სურათს. ოო, როგორ უყვარს ძმები! გაიფიქრა მან და წასვლა დააპირა, შემდეგ
მობრუნდა და დენიზს ყურში ჩასჩურჩულა:

– მაღაზიის დახურვის შემდეგ კაბინეტში შემოდით, გამგზავრებამდე მინდა,


მოგელაპარაკოთ!

419
მურემ მაღაზიის შემოვლა განაგრძო. კვლავ აუფორიაქდა სული. ნანობდა,
პაემანი რატომ დავუნიშნეო. დენიზსა და მისი ძმების ერთად ნახვამ ააღელვა
ასე? რაკი ნებისყოფა ღალატობდა, მასთან ლაპარაკის განახლება სისულელე იყო!
თუმცა რა მოხდა? გამომშვიდობებისას ერთ სიტყვას ეტყვის და მორჩა!
ბურდონკლი დაეწია, იგი აღარ იყო ისეთი შეწუხებული, როგორც დილით, მაგრამ
მურეს თვალს არ აშორებდა.

ამასობაში დენიზი ქალბატონ ბურდელეს დაუბრუნდა:

– როგორაა საქმე, მოგწონთ ეს პალტო?

– დიახ, დიახ, ძალიან კარგია. დღეისთვის კმარა, მეტს აღარაფერს ვიყიდი, თორემ
ამ პატარების გადამკიდე ნამდვილად გავკოტრდები.

რადგან დენიზს წასვლის საშუალება მიეცა, ჟანს მიუბრუნდა, მოუსმინა და


სექციებში გაუძღვა, სადაც ჟანი, ალბათ, გზას ვერ გაიკვლევდა. ჯერ
თამბაქოსფერი პალტო უნდა გადაეცვალათ თეთრი მაუდის იმავე ფასონისა და
ზომის პალტოზე. დენიზმა პაკეტი გამოართვა ჟანს და მზა ტანსაცმლის
სექციისკენ გაუძღვა ძმებს.

ამ სექციაში ნაზი ფერის ტანსაცმელი გამოეფინათ, თხელი აბრეშუმის და შალის


ქსოვილისგან შეკერილი საზაფხულო ჟაკეტები და მანტოები. მთავარი ვაჭრობა
სხვაგან იყო გადატანილი, ამიტომ აქ შედარებით ნაკლებ ხალხს მოეყარა თავი.
გამყიდველებიც ახალი შეერჩიათ. კლარა ერთი თვის წინ გაპარულიყო: ზოგი
ამბობდა, რომელიღაც კლიენტის ქმარმა მოიტაცაო. ზოგი კი ირწმუნებოდა,
ქუჩის

ცხოვრება არჩიაო. რაც შეეხება მარგარიტას, იგი სულ მოკლე ხანში გრენობლში
დაბრუნდებოდა, სადაც საკუთარი დუქანი უნდა გაეხსნა და თავის ბიძაშვილზე
გათხოვილიყო. ძველი თანამშრომლებიდან ქალბატონი ორელიღა შერჩენოდა
სექციას. შავი აბრეშუმის კაბა კვლავ ჯავშანივით ეკრა ტანზე, მის დედოფლურ
ზვიად სახეს კი ანტიკური მარმარილოს სიყვითლე დასდებოდა. იგი საშინლად
გაეწამებინა მისი ვაჟის, ალბერის, ზნედაცემულ ცხოვრებას. სიამოვნებით
გადავიდოდა საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ ამ უქნარა ყმაწვილმა დიდი
ზარალი მიაყენა ოჯახის შემოსავალს და ახლა რიგოლის მამულის ნაწილ-ნაწილ
გადაყლაპვასაც ლამობდა. ეტყობოდა, დანგრეული კერა ალბერის მეშვეობით
იძიებდა შურს! დედა კვლავ აწყობდა ექსკურსიებს გამყიდველ ქალებთან

420
ერთად, მამა კვლავ უკრავდა ვალტორნაზე. ბურდონკლი უკმაყოფილო თვალით
უყურებდა ქალბატონ ორელის და უკვირდა, ამ ქალს რატომ არ ჰყოფნის ტაქტი,
რომ დროზე დაანებოს თავი სამსახურსო. იგი უკვე დაბერებულად მიაჩნდა
ვაჭრობისთვის. შორს არ იყო დრო, როცა სამგლოვიარო ზარი დაირეკებოდა და
ლომების დინასტიას თან წაიღებდა.

– ოჰ, ეს თქვენ ხართ? – გადაჭარბებული თავაზიანობით მიმართა მან დენიზს, –


პალტო უნდა გამოვცვალოთ? ახლავე... თქვენი ძმები არიან, არა? როგორ
დავაჟკაცებულან!

თავისი მედიდური იერის მიუხედავად, ქალბატონი ორელი სიამოვნებით


ემსახურებოდა დენიზს მუხლმოდრეკილი. მზა ტანსაცმლის სექციაში, ისე
როგორც სხვაგან, მხოლოდ დენიზის წასვლაზე ლაპარაკობდნენ. სექციის გამგეს
ძალიან ატკინა გული ამ ამბავმა, რადგან მისი ყოფილი ხელქვეითის
მფარველობის იმედი ჰქონდა ბოლო ხანებში.

– ამბობენ, თურმე გვტოვებთ, – უთხრა მან ხმადაბლა, – ნუთუ მართალია?

– მართალია! – უპასუხა დენიზმა.

მარგარიტა ყურს უგდებდა, იმის შემდეგ, რაც მისი ქორწინება გადაწყვეტილიყო,


ფერმკრთალ სახეს ამრეზილი იერი დასდებოდა, იგი მიუახლოვდა ქალებს და
დენიზს უთხრა:

– სწორად იქცევით! უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თავის თავს უნდა სცეს


პატივი. ასე არაა? ნება მომეცით, ძვირფასო, გამოგემშვიდობოთ!

კლიენტები შემოვიდნენ, ქალბატონმა ორელიმ ცივად მიმართა მარგარიტას,


საქმეს მიხედეთო. როცა დენიზმა პალტო აიღო და წასვლა დააპირა, ქალბატონმა
ორელიმ ხელები აასავსავა და დამტარებელი მოიხმო. დენიზის კარნახით მურეს
ახალი წესი შემოეღო: დასაბრუნებელი საქონელი სპეციალურად გამოყოფილ
მსახურ ქალებს მიჰქონდათ, რითაც გამყიდველებს შრომა უმსუბუქდებოდათ.

– გააცილეთ, ქალბატონი, – უთხრა ქალბატონმა ორელიმ დამტარებელს და


პალტო გადასცა, შემდეგ დენიზს მიუბრუნდა:

– გთხოვთ, კიდევ დაფიქრდეთ... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მწყინს თქვენი


წასვლა.

421
ქალების ნაკადში გარეული ჟანი და პეპე ღიმილით ელოდნენ დას და მალე უკან
გაჰყვნენ. მზითვების სექციაშიც უნდა გაევლოთ, ექვსიოდე ისეთივე პერანგი
უნდა ეყიდათ, როგორიც ტერეზას შეუძენია შაბათს. თეთრეულის სექციაში,
სადაც თაროები თოვლივით ქათქათებდა, იმდენი ხალხი იყო, ნაბიჯის გადადგმა
და სულის მოთქმა შეუძლებელი გახლდათ.

კორსეტების სექციაში პატარა არევ-დარევა მოხდა. ქალბატონი ბუტარელი


ამჟამად ქმრითა და ქალიშვილით ჩამოსულიყო სამხრეთიდან. იგი ქალიშვილს
ათხოვებდა და მზითვის შესაძენად დილიდან დაქროდა გალერეებში. ქმრის
რჩევის გარეშე არაფერს ყიდულობდა და მათ თათბირს ბოლო არ უჩანდა. ახლა
მთელი ოჯახი თეთრეულის სექციაში შემოსულიყო. სანამ ქალიშვილი სათითაოდ
არჩევდა თეთრეულს, დედას შეუმჩნევლად უნდოდა გაპარულიყო, თავისთვის
კორსეტი, ეყიდა. როცა ბატონმა ბუტარელმა, ჩაფსკვნილმა სანგვინიკმა, ცოლი
ვერსად დაინახა, ქალიშვილი მიატოვა და მის საძებნელად გავარდა. მალე
ტანსაცმლის მოსარგებ სალონში იპოვა, სადაც თავაზიანად სთხოვეს, კართან
დაიცადეთო. სალონი დაყოფილი იყო მქრქალმინიანი ვიწრო საკნებად, სადაც
ქმრების შესვლაც სასტიკად აეკრძალა დირექციას. გამყიდველი ქალები
წამდაუწუმ შერბოდნენ და გამორბოდნენ საკნებში და კარის გაღება-დახურვისას

ადვილად შეიძლებოდა პერანგის ამარა კლიენტების დანახვა. მსუქან ქალებს


თეთრად უელავდათ შიშველი მკერდი და მკლავები, ხოლო გამხდრებს
სპილოსძვლისფერი დასდებოდათ. რამდენიმე მამაკაცი სკამზე ჩამომჯდარიყო
და მოწყენილი სახით ელოდა ცოლის გამოჩენას. როცა ბატონი ბუტარელი
მიხვდა, რაც ხდებოდა ამ პატარა საკნებში, ძალიან გაბრაზდა, ყვირილი დაიწყო,
ცოლის ნახვა მინდა, უნდა ვნახო, რას უპირებთ მანდ ჩემს ცოლს, უჩემოდ მისი
გაშიშვლების ნებას არ მოგცემთო. ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას,
დარწმუნებული იყო, რაღაც უკადრისი ხდებოდა იქ. ქალბატონ ბუტარელს
ძალაუნებურად მოუხდა გამოსვლა, ხოლო ხალხი ჭორაობდა და ხითხითებდა.

დენიზმა და მისმა ძმებმა, როგორც იქნა, გზა გაიკაფეს. ქალის საცვლები და


ყოველგვარი თეთრეული, რომელიც ჩვეულებრივ, დამალული იყო, ახლა
დარბაზებში გამოეფინათ და სხვადასხვა სექციებში გაენაწილებინათ. ერთი
კუთხე კორსეტებსა და ტურნიურებს ეკავა: აქ იყო გრძელწელიანი კორსეტები,
აბჯრის მსგავსი კორსეტები, თეთრი კორსეტები კი მარაოსავით დაელაგებინათ.
დღეს კორსეტების სპეციალური გამოფენა მოეწყოთ, უთავო და უფეხო
მანეკენების მთელი არმია ჩაემწკრივებინათ, თოჯინას სხეული და ბრტყელი
422
მკერდი ავადმყოფი ადამიანის ავხორცობას გაგრძნობინებდათ ამ აბრეშუმის
ქსოვილის ქვეშ. იქვე ახლოს ჯოხებზე, ძუისა და ბრჭყვიალა ქსოვილის
ტურნიურები ეკიდა, ხოლო ჯოხების ბოლოს უზარმაზარი, წაგრძელებული გავა
მიეკრათ, რომლის კარიკატურული ფორმა უცნაურ შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ფართო დარბაზი სავსე იყო ქალის ტუალეტის ნივთებით, იტყოდით, ლამაზი
ქალიშვილების მთელი ჯგუფი ერთი სექციიდან მეორეში გადასვლისას ნელ-ნელა
შიშვლდება, სანამ ატლასივით ნაზი კანი არ გამოუჩნდებათო. თხელი საცვლები,
თეთრი სამკაულები და ჰალსტუხები, თეთრი ხილაბანდები და საყელოები
ათასგვარი მსუბუქი, იაფფასიანი ნივთი ელაგა აქ. ზოგი თეთრი ქაფივით
მოჩანდა კოლოფებიდან, ზოგი ჩამოეკიდათ და ისე თრთოდა, თითქოს თოვლის
ფიფქები დაფარფატებსო. ცოტა იქით, ტილოს, ნანსუკის, მაქმანის კოფთები,
ბიუსტჰალტერი, დილის ხალათები, პენუარები ეწყო, განიერი, გრძელი, მსუბუქი
თეთრი სამოსი, რომელიც ადვილად წარმოგიდგენდათ, როგორ იზმორებოდა
მოთენთილი ქალი ალერსში გატარებული ღამის შემდეგ. იქით, ქალის ქვედა
საცვლები მოჩანდა: ყველა სიგრძის თეთრი ქვედა კაბები, მოკლე, კოჭებამდე
გრძელი. ერთი სიტყვით, ქვედა კაბების მთელი ზღვა გადაშლილიყო, სადაც
ადვილად ჩაეფლობოდა ადამიანი. პერკალის, ტილოს, პიკეს, ფართო თეთრი
საცვლები მამაკაცებსაც კი განიერი ექნებოდათ თეძოებზე. ღამის პერანგები
ყელამდე იყო დახურული, ხოლო ვიწრო სამხრეებიანი დღის პერანგები გულ-
მკერდს აჩენდა, აქ ნახავდით უბრალო კოლენკორის, ირლანდიური ტილოს,
ბატისტის პერანგებს, რომლებიც მკერდიდან თავისუფლად ცურავდა თეძოებზე.
მზითვის სექცია თავშეკავებულობით ვერ დაიკვეხნიდა: აქ ქალს ყოველ მხარეს
ატრიალებდნენ და ათვალიერებდნენ, მაგრამ არა მარტო ტილოს საცვლებში
ჩაცმულ მეშჩან ქალებს, არამედ მაქმანებში ჩაფლულ მდიდარ მანდილოსნებსაც.
ეს იყო საჯარო დათვალიერებისთვის გახსნილი ალკოვი, რომლის სიმდიდრე,
პლისეები, ნაქარგები, ვალანსური მაქმანები ავხორცულ გრძნობებს აღვიძებდა,
მით უმეტეს, თუ ეს კაპრიზი საზღვარს გადასცილდებოდა. ქალი აქ კვლავ
შემოსილი იყო და საცვლების თეთრ წყალვარდნილს კვლავ მიჰქონდა
ათრთოლებული, საიდუმლოებით მოცული ქვედა კაბები, მკერავის თითებში
გატკეცილი პერანგები, გრილი ქვედა საცვლები, რომლებსაც ჯერ კიდევ
შერჩენოდათ ნაკეცები ყუთებში დებისგან. დახლებზე დაყრილი ან ზვინებად
დაწყობილ პერკალის თუ ბატისტის ამ უსიცოცხლო საქონელს მალე სულს
ჩაჰბერავდა, გამოაცოცხლებდა, სიყვარულის არომატსა და სითბოს გადასცემდა
სხეული. ეს გახლდათ თითქოს თეთრი ნისლი, რომელიც ღამღამობით დედამიწას

423
ფარავს. იგი მისრიალებდა ზემოთ, აშიშვლებდა ვარდისფერ მუხლებს, თეთრ
ფონზე მკვეთრად რომ მოჩანდა და ხალხს ჭკუიდან შლიდა. ამის შემდეგ კიდევ
ერთი დარბაზი იყო: ახლადაბადებულთა ნივთების დარბაზი, სადაც ქალის
ვნებიანი სითეთრე, ბავშვის უმწიკვლო სითეთრით იცვლებოდა. ბუსუსებიანი
პიკეს ლიფები, ფლანელის ჩაჩები, პაწაწინა პერანგები და ქუდები, მოსანათლად
შეკერილი კაბები, ქაშმირის პელერინები თეთრი ბუმბუკის ნაზ წვიმას წააგავდა,
უმანკოება და სიფაქიზე მოსდებოდა და ქალში დედობის გრძნობას აღვიძებდა.

– იცი, აი, ეს ჩამოსაშვები პერანგებია! – თქვა ჟანმა, რომელიც აღტაცებით


უყურებდა ქალის ტუალეტის მთელ ამ გამოფენას, ძონძების ამ მოურიდებელ
სანახაობას.

როცა პოლინამ მზითვის სექციაში დენიზს მოჰკრა თვალი, მაშინვე მიირბინა


მასთან და ვიდრე ჰკითხავდა, რისთვის გვეახელიო, ხმადაბლა გაუბა მუსაიფი.
იგი ძალიან აღელვებულა, როდესაც გაუგია, დენიზი წასვლას აპირებსო. მისი
სექციის ორი გამყიდველი კიდეც წასჩხუბებია ერთმანეთს. ერთი ირწმუნებოდა,
დენიზი მიდისო, მეორე იჩემებდა, ნამდვილად ვიცი, რომ რჩებაო.

– თავს მოვიჭრი, თუ მართალი არ ვიყო! ხომ არ მიდიხართ? ოო, ღმერთო ჩემო,


თქვენ რომ წახვიდეთ, მე რაღა მეშველება?!

მაგრამ როცა დენიზმა უთხრა, ხვალ დილით მივდივარო, პოლინამ შეჰყვირა:

– არა, არა! შეიძლება, გადაწყვიტეთ წასვლა, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ მოხდება...


ახლა, როცა მე ბავშვი მყავს, აუცილებლად უნდა დამნიშნოთ თქვენს
მოადგილედ... ბოჟეც ამის იმედითაა, ჩემო კარგო!

პოლინა იმდენად იყო დარწმუნებული, დენიზი არ წავაო, რომ მის სახეს ღიმილი
არ შორდებოდა. შემდეგ ექვსი პერანგი მიჰყიდა ჟანს და როცა ყმაწვილმა
განაცხადა, ცხვირსახოცებიც მჭირდებაო, პოლინამ დამტარებელი მოიხმო და
პერანგები და მზა ტანსაცმლის დამტარებლის მიერ დატოვებული პალტო
ჩააბარა. ეს დამტარებელი მადმუაზელ დე ფონტენაი გახლდათ, რომელიც
რამდენიმე კვირის წინ ცოლად გაჰყოლოდა ჟოზეფს, ხოლო ახლახან წყალობის
თვალითაც გადაუხედავთ მისთვის და დამტარებლის თანამდებობა მიუციათ. მას
გრძელი, შავი ბლუზა ეცვა, რომელსაც მხარზე ნომერი ჰქონდა.

– გააცილეთ მადმუაზელ, – უთხრა მას პოლინამ, შემდეგ დენიზს მიუბრუნდა და


ხმადაბლა უთხრა:
424
– მაშ ასე, გადაწყვეტილია, მე თქვენი მოადგილე ვიქნები!

დენიზმა ხუმრობითვე უპასუხა მის ხუმრობას და სიცილით დაჰპირდა,


აუცილებლად დაგნიშნავთო. შემდეგ ძმებთან ერთად კიბეზე აჰყვა
დამტარებელს. შალეულობის სექციაში შევიდნენ, რომელიც გალერეის ბოლოს
მოეთავსებინათ, დარბაზის კედლებზე თეთრი მოლტონი და ფლანელი გაეკრათ.
ლიენარი, რომელსაც მამა დაბეჯითებით სთხოვდა, ანჟერში დაბრუნდიო, ლამაზ
მინიოს ელაპარაკებოდა. იგი მაკლერი გამხდარიყო და ისე გათამამებულიყო,
«ქალთა ბედნიერებაში» მისვლა არ მორიდებია. ეტყობა, ახლაც დენიზზე
ლაპარაკობდნენ, რადგან მის გამოჩენაზე ჩაჩუმდნენ და თავაზიანად
მიესალმნენ. სექციებში გავლისას თანამშრომლები აღელვებით ადევნებდნენ
თვალს დენიზს და მოკრძალებით უკრავდნენ თავს. ყველას აინტერესებდა, რა
ბედი ეწეოდა მას მეორე დილით. ჩურჩულებდნენ, ზოგი ამბობდა, ამ
ბრძოლიდან დენიზი გამოვა გამარჯვებულიო. კვლავ დიდი გატაცებით დებდნენ
სანაძლეოს და დენიზის მომხრეები არტანჟის ღვინოსა და მწვადს
ჰპირდებოდნენ მოგებულებს. დენიზმა თეთრეულის გალერეა გადაკვეთა და
ცხვირსახოცების სექციისაკენ გაემართა, რომელიც გალერეის ბოლოს იყო
მოთავსებული. თეთრი ფერი აქაც ლივლივებდა, ბამბის ქსოვილები,
მადაპოლამი, ბამბაზია, პიკე, კოლენკორი, სელის ტილო, ნანსუკი, მუსლინი,
მარმაში. უფრო შორს ტილოს თოფების უზარმაზარი სვეტები აღმართულიყო,
რომლებიც სუფთად თლილ ქვის კუბებს წააგავდა. მათ მოსდევდა ათასგვარი
თეთრეულის დახლები, საშინაო თეთრეულის, სუფრის თეთრეულის,
სამზარეულოს თეთრეულის, ერთი სიტყვით, თეთრეულის ნამდვილი ზვავი –
ზეწრები, ბალიშის პირები, ათასნაირი ხელსახოცები, სუფრები, წინსაფრები და
ჭურჭლის ტილოები. გამყიდველები თავაზიანად ესალმებოდნენ დენიზს და
გზას უთმობდნენ. ტილოს სექციაში ბოჟე ღიმილით შეეგება, თითქოს მაღაზიის
კეთილ დედოფალს ესალმებაო. ბოლოს, როცა თეთრი ალმებით მორთულ
გადასაფარებლის დახლს ჩაუარა, დენიზი ცხვირსახოცების სექციაში შევიდა,
რომლის გაფორმებას ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა. აქ აღმართული თეთრი
სვეტები, თეთრი პირამიდები, თეთრი კოშკები, მთელი ეს რთული
არქიტექტორული ნაგებობა მხოლოდ ცხვირსახოცებით იყო აშენებული –
ლინობატისტის, კამბრეს ბატისტის, ირლანდიური ტილოს, ჩინური აბრეშუმის,
ვენზელიანი, ნაცურით ამოქარგული, მაქმანებით გაწყობილი, აჟურული
ნაწიბურებით და ვინიეტებით ამოქსოვილი ცხვირსახოცებით. ეს იყო

425
სხვადასხვანაირი თეთრი აგურებით დამშვენებული ქალაქი, რომელიც თეთრად
ალივლივებულ აღმოსავლურ ცის ფონზე მირაჟივით გამოკვეთილიყო.

– შენ ამბობ, კიდევ თორმეტი ცალი გინდათ? – ჰკითხა დენიზმა ძმას.

– დიახ, მგონი, აი, ამის მსგავსი, – უპასუხა ჟანმა და პაკეტიდან ცხვირსახოცი


ამოიღო.

ჟანი და პეპე ერთი ნაბიჯით არ შორდებოდნენ დენიზს და ისევე ეკვროდნენ მის


კალთას, როგორც პარიზში ჩამოსვლის პირველ დღეს. ეს უზარმაზარი მაღაზია,
სადაც დენიზი შინაურულად გრძნობდა თავს, მაინც აშინებდა ბიჭებს, ბავშვობა
აგონდებოდათ და ინსტინქტურად დის ფრთას ეფარებოდნენ, პატარა დედის
მფარველობას ეძებდნენ. ყველა თვალს აყოლებდა ამ ორ მოზრდილ ყმაწვილს,
რომლებიც ფეხდაფეხ მისდევდნენ გამხდარ, სერიოზულ ქალიშვილს და ღიმილს
ვერ იკავებდნენ. წვერულვაშდამშვენებული ჟანი და გიმნაზიის ფორმაში
გამოწკეპილი პეპე შეშინებული და დაბნეული აცეცებდნენ თვალებს. ამ სამი
ქერათმიანი და-ძმის დანახვაზე მთელ სექციებში ჩურჩული ისმოდა:

– მისი ძმები არიან, მისი ძმები!

სანამ დენიზი გამყიდველს ეძებდა, მათ კვლავ შემოხვდათ მურე.


ბურდონკლთან ერთად გალერეაში შემოსულიყო, დენიზს წინ დაუდგა, თუმცა
ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სწორედ ამ დროს ქალბატონმა დეფორჟმა და
ქალბატონმა გიბალმა ჩაიარეს. ანრიეტა მთელი ტანით აცახცახდა. მან მურეს
შეხედა, შემდეგ დენიზს. ორივემ ანრიეტას გადახედეს. ეს წუთიერი თვალის
გადავლება ამდენ ხალხში უტყვი კვანძის გახსნა გახლდათ, რომლითაც სულიერი
დრამა მთავრდება ხოლმე. მურემ გზა განაგრძო, ხოლო დენიზი და მისი ძმები
სექციის სიღრმეში შევიდნენ თავისუფალი გამყიდველის საძებნელად. უეცრად
ანრიეტამ ყვითელნომრიან ბლუზაში ჩაცმული დამტარებელი დაინახა, რომელიც
დენიზს მიაცილებდა და მადმუაზელ დე ფონტენაი იცნო. ანრიეტამ შეხედა მის
გაუხეშებულ, მიწისფერ სახეს და გაანჩხლებით მიმართა ქალბატონ გიბალს:

– ნახეთ, სანამდე მიიყვანა, ეს უბედური... განა ეს შეურაცხმყოფელი არაა?


წარმოგიდგენიათ? მარკიზის ქალიშვილი! ის კი აიძულებს, ძაღლივით მისდიოს
უკან ქუჩიდან აყვანილ დედაკაცებს!

ერთბაშად გონს მოვიდა, შეეცადა თავი შეეკავებინა და გულგრილად დაუმატა:

426
– აბრეშუმის სექციაში წავიდეთ, ვნახოთ ერთი, რა გამოფენა მოაწყვეს!

აბრეშუმის სექცია შეყვარებულთან შესახვედრად მომზადებულ დიდ ოთახს


ჰგავდა, რომელიც თეთრი ქსოვილით მოეფარდაგებინათ, რათა გაშიშვლებულ
ქალს თავისი თოვლივით თეთრი სხეული ოთახის სითეთრესთან გაეჯიბრებინა.
მქრქალი რძისფერი სხეულის ელფერს იძლეოდა ეს ქსოვილები. ზოგი
ხავერდოვან, თეთრ გულმკერდს მოგაგონებდათ, ზოგს აბრეშუმივით ნაზი
ბარძაყების ფერი დაჰკრავდა, ზოგი კი ატლასისებური კისრის ბზინვას
გადმოსცემდა. სვეტებს შორის ხავერდის ნაჭრები გაეფინათ, ხოლო აბრეშუმისა
და ატლასის მოფარდაგება ლითონის და ფაიფურის ანარეკლს იღებდა მოთეთრო-
კრემისფერ ფონზე. აქვე, რკალის ფორმით ჩამოშვებული პუდესია და მტკიცე
სიცილიური აბრეშუმი, ფულიარი და მსუბუქი სიურა, ნორვეგიელი ქერა ქალის
თეთრ კანს თუ ჟღალთმიანი იტალიელი ან ესპანელი ქალის მზეზე
ავარდისფრებულ, გამჭვირვალე სახის კანს მოგაგონებდათ.

ფავიე თეთრ ფულიარს უზომავდა «მზეთუნახავს», როგორც გამყიდველები


კოხტა ქერათმიან ქალს, სექციის მუდმივ კლიენტს ეძახდნენ. რამდენიმე წლის
განმავლობაში მოდიოდა იგი მაღაზიაში, მაგრამ მისი ვინაობა აქამდე ვერ გაეგოთ,
არც მისი ცხოვრება, არც მისი მისამართი, არც გვარი არავინ იცოდა. სხვათა შორის,
არც არავინ ცდილობდა ამის გაგებას. თუ ყოველ მის გამოჩენას ათასი ვარაუდით
ხვდებოდნენ, ეს იმიტომ, რომ სალაპარაკო თემა ჰქონოდათ. ხან გამხდარი
ეჩვენებოდათ, ხან გასუქებული, ხან კარგად გამოძინებული, ხან ღამენათევი.
მაღაზიის გარეთ მისი ცხოვრების ამბებსა და ოჯახურ დრამებს ათასნაირ
კომენტარებს უკეთებდნენ. დღეს მას მხიარული სახე ჰქონდა და ფავიემ,
რომელსაც სალარომდე მიეცილებინა, თავისი მოსაზრება იუტენს გაუზიარა:

– ეტყობა, მეორედ თხოვდება!

– განა ქვრივი იყო?

– არ ვიცი... ოღონდ, ხომ გახსოვთ, ერთხელ თალხებში ჩაცმული მოვიდა... ან


იქნებ, სულაც მსხვილი თანხა მოიგო ბირჟაზე!

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დაუმატა:

– ეჰ, ეს უკვე მისი საქმეა.. რამდენი ქალი აქ მოვა, ყველას რომ გაუშინაურდე...

427
იუტენი ჩაფიქრებული ჩანდა. ორი დღის წინ შელაპარაკება მოუხდა
დირექტორთან და გრძნობდა, განწირული იყო: დიდი ბაზრობის შემდეგ
აუცილებელად დაითხოვდნენ. დიდი ხანია მისი მდგომარეობა შერყეული იყო.
საქონლის უკანასკნელი აღწერის დროს უსაყვედურეს, წინასწარ დაგეგმილ
მიმოქცევას ვერ მიაღწიეო. გარდა ამისა, ამ უზარმაზარი მანქანის გრუხუნში მის
წინააღმდეგ ბრძოლის ყრუ ხმაც ესმოდა, ეს გახლდათ ფავიეს ძირგამომთხრელი
კბილების ხმამაღალი კრაჭუნი. ფავიეს უკვე დაჰპირდნენ, გამგედ დაგნიშნავთო.
იუტენი მშვენივრად ხვდებოდა საქმის ვითარებას და იმის ნაცვლად, რომ თავისი
ძველი ამხანაგისთვის ერთი მაგარი სილა ეთავაზებინა, შეურიგდა აზრს, ძალა
მის მხარეზეაო. ერთი რამ აკვირვებდა მხოლოდ: ასეთმა ფლეგმატურმა
ყმაწვილმა, ერთი შეხედვით დამჯერემ, რომელიც მან რობინოსა და ბუტმონის
მოხსნაში მოიშველია, როგორ მოახერხა ასეთი რამ?! ამის გამო იუტენი
მოწიწებასაც კი გრძნობდა ფავიესადმი.

– სხვათა შორის, ის რჩება! ყველამ დაინახა, როგორ ჩაუკრა თვალი დირექტორმა...


პირადად მე ერთ ბოთლ შამპანურს ვდებ სანაძლეოდ...

ფავიე დენიზზე ლაპარაკობდა. მითქმა-მოთქმა კვლავ მოედო ყველა სექციას.


განსაკუთრებით აბრეშუმის სექცია აფორიაქებულიყო და კარგა დიდ სანაძლეოს
დებდნენ.

– დალახვროს ეშმაკმა! – წამოიძახა იუტენმა, თითქოს ძილიდან გამოფხიზლდაო,


– რა ბრიყვი ვიყავი, რომ ეს გოგო ხელიდან გავუშვი და საყვარლად არ გავიხადე...
უნდა გენახათ, რა შნოიანი კავალერი ვიქნებოდი დღეს!

ფავიემ გადაიხარხარა, ხოლო იუტენი წინანდელი ჭორის გამაბათილებელ


აღიარებაზე უბედურად გაწითლდა და ნაძალადევად გაიცინა. შემდეგ შეეცადა
დაცდენილი სიტყვა გამოესწორებინა და დაუმატა, სწორედ ამ დედაკაცმა
გამიფუჭა საქმე დირექტორთანო. მას ძალიან უნდოდა, ვინმეზე გადმოენთხია
თავისი ბრაზი და კლიენტების სიმრავლით დაბნეულ გამყიდველებს მივარდა,
მაგრამ ამ დროს ქალბატონი დეფორჟი და ქალბატონი გიბალი დაინახა,
რომლებიც ნელა მოსეირნობდნენ და მის სახეზე კვლავ აკიაფდა ღიმილი.

– დღეს ხომ არ ინებებდით რამეს, ქალბატონო?

– არა, გმადლობ, – უპასუხა ანრიეტამ, – უბრალოდ ვსეირნობ, მინდოდა, მენახა,


რა ხდებოდა თქვენთან.

428
ქალი შეჩერდა და იუტენმა ხმადაბლა გაუბა მუსაიფი. ერთბაშად ბრწყინვალე
აზრი მოუვიდა: ქალს ლაქუცი დაუწყო და «ქალთა ბედნიერების» ძაგებას მოჰყვა.
კმარა, მირჩევნია, აქაურობას მოვშორდე, ვიდრე ასეთ არეულობაში ვიმუშავოო.
ანრიეტა სიამოვნებით უგდებდა ყურს, იფიქრა, «ბედნიერებას» ამ ნოქარს
წავართმევო და შესთავაზა, როცა მაღაზია «წლის ოთხი დრო» კვლავ გაიხსნება,
ბუტმონთან გადადით სამუშაოდ სექციის გამგის თანამდებობაზეო. ერთხანს
იჩურჩულეს, ხოლო ქალბატონი გიბალი ამასობაში გამოფენილ საქონელს
ათვალიერებდა.

– ნება მიბოძეთ, იების კონა მოგართვათ, – ხმადაბლა უთხრა იუტენმა და


მაგიდაზე დადებული სამი თუ ოთხი კონა აჩვენა, რომელიც სალაროდან წამოეღო
ქალების დასასაჩუქრებლად.

– ოო, არა! – წამოიძახა ანრიეტამ და უკან დაიხია, – ესღა მაკლია! საქორწინო


ნადიმში მონაწილეობის მიღება არ მსურს!

ერთმანეთს გაუგეს, მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთურთს და ღიმილით


დაშორდნენ.

ქალბატონი გიბალის ძებნაში ანრიეტა ქალბატონ მარტის წააწყდა, რომელიც


მთელი ორი საათის განმავლობაში დაძრწოდა მაღაზიაში ქალიშვილთან ერთად.
იგი კვლავ შეეპყრო ფულის დახარჯვის სურვილს, რომლის გავლის შემდეგ
მუდამ დარცხვენილი და ნაცემივით რჩებოდა. მას შემოუვლია ავეჯის სექცია,
რომელიც თეთრი გალაქული ავეჯის მეშვეობით გასათხოვარი ქალის
ვეებერთელა ბედუარად ექციათ. შესულა ბაფთებისა და ხილაბანდების სექციაში,
რომელთა თეთრ სვეტებს შორის თეთრი კარავი გადაეჭიმათ. ყოფილა
გალანტერიის და სირმების სექციაში, სადაც ღილების ყუთებსა და ნემსების
პაკეტების მთას თეთრი ფოჩები ერტყა გარს. ტრიკოტაჟის სექციაც არ
დავიწყებია, სადაც უზარმაზარი დეკორაციის სანახავად მოსულ ცნობისმოყვარე
ხალხს სული ეხუთებოდა: წითელი წინდების ფონზე თეთრი წინდების
სამმეტრიანი ასოებით ეწერა: «ქალთა ბედნიერება». ქალბატონი მარტი
განსაკუთრებით ახალმა სექციებმა აღაფრთოვანა. იგი ყველა მაღაზიაში
ესწრებოდა ახალი სექციის გახსნას. მაშინვე მირბოდა და რაც თვალში
მოხვდებოდა, ყველაფერს ყიდულობდა. ახლაც, თითქმის ერთი საათი
გაეტარებინა ქუდების სექციაში, რომელიც მეორე სართულის ახალ სალონში
მოეწყოთ. ქალბატონმა მარტიმ გადაქექა თითოეული კარადა, სათითაოდ

429
ჩამოაღებინა ქუდები მაგიდაზე დადგმული წითელი ხის საკიდრებიდან და
ირგებდა, თან ქალიშვილს არგებდა რომელიმე მათგანს. შემდეგ პირველ
სართულზე ჩავიდა და გალერეის ბოლოს იმ დღეს გახსნილი ახალი სექციის,
ჰალსტუხების სექციის უკან მოთავსებული ფეხსაცმლის განყოფილება
მოინახულა. იქაც ყირამალა დააყენა ვიტრინები და ავადმყოფურმა სურვილმა
შეიპყრო, აბრეშუმის არშიები, ლუი XV-ის სტილის თეთრი ატლასის ფეხსაცმელი
და ყელიანი ფეხსაცმელი მოესინჯა.

– ოო, საყვარელო, – უთხრა მან ანრიეტას, – ვერ წარმოიდგენთ, რა შესანიშნავი


ქუდები აქვთ! ერთი ჩემთვის ავიღე, მეორე – ქალიშვილისთვის... ფეხსაცმელს ნუ
იკითხავთ! რას იტყვი, ვალენტინ!

– გასაგიჟებელია! – გამოცდილი ქალის ტონით უპასუხა ქალიშვილმა, – ოო, რომ


იცოდეთ, რა კარგი ყელიანი ფეხსაცმელია ოც ფრანკად და ორმოცდაათ სანტიმად.

გამყიდველი უკან მოსდევდათ საქონლით დატვირთული სკამით.

– თქვენი მეუღლე როგორაა? – ჰკითხა ანრიეტამ.

– მგონი, უკეთ უნდა იყოს! – უპასუხა ქალბატონმა მარტიმ, რომელსაც იმ დროს


დაუსვეს ეს ბოროტი კითხვა, როდესაც მფლანგველობის სიგიჟეს შეეპყრო, – ისევ
იქაა! დღეს ბიძაჩემი უნდა წასულიყო მის სანახავად.

ერთბაშად ლაპარაკი შეწყვიტა და აღტაცებით შეჰკივლა:

– შეხედეთ, რა ლამაზია!

ქალებს რამდენიმე ნაბიჯი გადაედგათ და ხელოვნური ყვავილებისა და


ბუმბულის სექციის წინ აღმოჩნდნენ, რომელიც ცენტრალურ გალერეაში
მოეწყოთ, აბრეშუმისა და ხელთათმანების სექციებს შორის. მინის სახურავიდან
შემოსულ მკვეთრი მზის შუქზე ეს სექცია უზარმაზარ ყვავილნარს, მუხის
ხესავით მაღალ და განიერ თეთრ კონას წააგავდა, რომელსაც წვრილი
ყვავილების, იების, შროშანას, სუმბულის, გვირილის ყვავილწნული ერტყა გარს,
ხოლო ზემოთ თეთრი ვარდები, ხორცისფერი ელფერით, მსხვილი თეთრი
იორდასალამები ბაცი ალისფერი ლაქებით, ოქროსწინწკლებიანი თეთრი
ფუშფუშა ქრიზანთემების თაიგულები ეწყო. მათ ზემოთ კი ტანწერწეტა თეთრი
შროშანი, აყვავებული ვაშლის ხის ტოტები, სურნელოვანი იასამნის ვეებერთელა
კონები გადაეშალათ. ამ გაფურჩქნილი ბაღნარის თავზე, მეორე სართულის

430
ლავგარდანთან სირაქლემას ფრთების თეთრი ჯიღები ისე ფარფალებდნენ,
თითქოს ყველა ამ თეთრი ყვავილნარის სუნთქვა აქ მოგროვილაო. ფლერ
დ’ორჟანის გვირგვინებითა და მოსართავებით იყო სავსე მთელი კუთხე. აქ
ნახავდით ლითონის ყვავილებს, ვერცხლის ნარშავებს, ვერცხლის თავთავებს.
ყვავილის ფოთლებსა და გვირგვინებში, ამ მუსლინსა, აბრეშუმსა და ხავერდს
შორის, სადაც წებოს წვეთები ცვრის წვეთებს მოგაგონებდათ, ანტილიის
კუნძულის ჩიტები დაფარფატებდნენ. შავკუდიანი, მეწამული ფერის ტანგარა
და ცისარტყელას ფერებით მუცელშეფერილი შვიდფერა ჩიტები ქუდების
მოსართავად გაეკეთებინათ.

– ვაშლის ხის ტოტს ვიყიდი, – თქვა ქალბატონმა მარტიმ, – ხომ მშვენიერია? ეს


ჩიტი? შეხედე, ვალენტინ! ამასაც ვიყიდი.

ამასობაში ქალბატონ გიბალს უქმად დგომა მოჰბეზრდა და თქვა:

– თქვენ, ალბათ, დიდხანს ივაჭრებთ აქ, ჩვენ წავალთ ზემოთ!

– არა, არა, მომიცადეთ! – წამოიყვარა ქალბატონმა მარტიმ, – მეც ამოვალ... აქ


პარფიუმერიის სექცია გაუხსნიათ... აუცილებლად უნდა ვნახო.

ეს სექცია წინადღით გაეხსნათ სამკითხველო დარბაზის გვერდით. კიბეზე


ჭედვის თავიდან ასაცილებლად, ქალბატონი დეფორჟი ლიფტით აპირებდა
ასვლას, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან დიდი რიგი იდგა. ქალებმა ბუფეტს
ჩაუარეს, სადაც იმდენი ხალხი იყო, რომ ერთ-ერთი ინსპექტორი ხარბი
კლიენტების მადის შეკავებას ცდილობდა და ჯგუფ-ჯგუფად უშვებდა ხალხს.
ქალებმა აქედანვე იგრძნეს პარფიუმერიის სექციის სიახლოვე. კლიენტები
ხელიდან აგლეჯდნენ ერთმანეთს საპონ «ბედნიერებას», ფირმის სიამაყეს.
დახლების მინიანი სახურავის ქვეშ ბროლის პატარა თაროებზე პომადისა და
პასტის ქილები, პუდრისა და კრემის კოლოფები, ტუალეტის წყლისა და სუნამოს
ფლაკონები ჩაემწკრივებინათ. ცალკე კარადაში თხელი ფუნჯები, სავარცხლები,
მაკრატლები და ჯიბის ფლაკონები ეწყო. გამყიდველები ვიტრინების მოწყობაში
დახელოვნებულიყვნენ და თეთრი ფაიფურის ქილებითა და თეთრი ბროლის
ბოთლებით თაროები აევსოთ. ვერცხლის შადრევანი ყველას ხიბლავდა, იგი
ყვავილებში ჩამდგარ მწყემს ქალს გამოხატავდა, შადრევნიდან განუწყვეტლივ
ჩქეფდა იის წყალი, რომელიც მელოდიური რაკრაკით ლითონის აუზში
მიედინებოდა. შესანიშნავი სურნელება იფრქვეოდა ირგვლივ და შადრევანთან
ჩავლილი ქალები შიგ ცხვირსახოცებს ასველებდნენ.
431
– აი, მორჩა! ახლა თქვენს განკარგულებაში ვარ! – წამოიძახა ქალბატონმა მარტიმ,
რომელსაც ტუალეტის წყლის ბოთლები, კბილის პასტები და კრემის ქილები
მოჰქონდა, – წავიდეთ, ქალბატონი დე ბოვი ვნახოთ.

ცენტრალური კიბის მოედანზე იაპონურმა ფაიფურმა კვლავ შეაჩერა ისინი. იმის


შემდეგ, რაც მურემ სწორედ ამ ადგილას პატარა მაგიდა დაადგმევინა
ძველებური სამშვენისების გასაყიდად, ეს სექციაც გაიზარდა და მოულოდნელ
წარმატებას მიაღწია. არც ერთ სექციას არ ჰქონია ასეთი მოკრძალებული
დებიუტი, ახლა იგი სავსე იყო ძველებური ბრინჯაოს, სპილოს ძვლის ნივთებით.
სექციას ერთ-ნახევარი მილიონის მიმოქცევა ჰქონდა წელიწადში. მოგზაურები
აფორიაქებდნენ მთელ შორეულ აღმოსავლეთს, მურესთვის ყველა სასახლესა და
ტაძარს ჩხრეკდნენ. სექციების რაოდენობა «ქალთა ბედნიერებაში» თანდათან
იზრდებოდა, დეკემბერში კიდევ ორი ახალი სექცია გაეხსნათ «მკვდარი
სეზონის» ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად. ეს იყო წიგნებისა და სათამაშოების
სექცია, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდებოდა და მეზობელ
სავაჭროებს ალაგმავდა. თავისი არსებობის ოთხი წლის განმავლობაში იაპონური
ფაიფურის სექციამ მთელი არტისტული პარიზის ყურადღება მიიპყრო.

თუმცა ქალბატონ დეფორჟს ფიცი ჰქონდა დადებული, ამ მაღაზიაში არაფერს


ვიყიდიო, მაინც ვერ შეიკავა თავი და სპილოს ძვლის ფაქიზი ნივთი შეიძინა.

– ოთხმოცდაათი ფრანკი ღირს, არა? – სწრაფად ჩაილაპარაკა მან, – სალაროში


წაიღეთ!

როცა დაინახა, ქალბატონი მარტი და მისი ქალიშვილი იაფფასიან ფაიფურს


სინჯავდნენ, ქალბატონი გიბალი გაიყოლა და წავიდა:

– სამკითხველო დარბაზში გვიპოვით, – უთხრა წასვლისას ქალბატონ მარტის, –


ფეხები დამაწყდა, ცოტა უნდა დავისვენო.

სამკითხველო დარბაზში ქალებმა დასვენება ვერ მოახერხეს. გაზეთებით


დატვირთული მაგიდის ირგვლივ ყველა სკამი დაკავებული აღმოჩნდა.
ჩასუქებულ მამაკაცებს მუცლები წინ გამოეშვირათ, სკამებზე
გაშხლართულიყვნენ და გაზეთს კითხულობდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ,
თავაზიანობა გამოეჩინათ და ქალებისთვის სკამი დაეთმოთ. რამდენიმე ქალს
ქაღალდებში ჩაერგო ცხვირი, ისინი წერილებს წერდნენ, რომელთაც ქუდების
ყვავილებით ფარავდნენ. რაკი ქალბატონი დე ბოვი სამკითხველო დარბაზში ვერ

432
ნახეს, ანრიეტამ წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს ვალანიოსკი დაინახა, ისიც
ცოლსა და სიდედრს ეძებდა. ვალანიოსკი ქალებს მიესალმა და უთხრა:

– ისინი ალბათ მაქმანების სექციაში არიან, ასე ადვილად ვერც გამოიყვანენ


იქედან... წავალ, ვნახავ...

მან იმდენი თავაზიანობა გამოიჩინა, წასვლის წინ სკამები უშოვა ქალებს.


მაქმანების სექციაში ხალხის რიცხვი ყოველ წუთს იზრდებოდა. უფაქიზესი და
უძვირფასესი თეთრი საქონლის გრანდიოზული გამოფენის ნამდვილი ტრიუმფი
აქ გახლდათ. ცდუნება ისეთი ძლიერი იყო, გიჟურ სურვილს ისე გაეტაცა ქალები,
რომ ჭკუიდან შეშლილებს ჰგავდნენ. სექცია თეთრ სამლოცველოდ
გადაქცეულიყო. ტიული და გიპიური ზემოდან ეშვებოდა, ქმნიდა თეთრ ცას,
ღრუბელთა მსუბუქ ფარდას, რომელიც თავისი თხელი საფარით ფერს
უკარგავდა დილის მზეს. სვეტების ირგვლივ მალინური და ვალანსური
მაქმანების ვოლანები ბალერინის თეთრი კაბებივით თრთოლით ეშვებოდნენ
ქვემოთ. დახლებზე, დახლებს ირგვლივ, ყველგან თეთრი თოვლის ცვენა იყო:
იტყოდით, ნიავის ქროლვისთვის მსუბუქი ესპანური ბლონდისგან, თხელ
კანვაზე მსხვილი ყვავილებით ამოქარგულ ბრიუსელს აპლიკაციებისგან, ხელით
ნაქსოვი არშიებისა და მსხვილსახიანი ვენეციური მაქმანებისგან, მეფურად
მდიდრული და რელიგიურად შთამბეჭდავი არშიებისა და ბრიუგის
მაქმანებისგან, ჩვრების ქალღმერთისთვის თეთრი სამსხვერპლო მოუწყვიათო.

ქალბატონ დე ბოვს ისეთი სურვილი ჰქონდა, ამ მაქმანებში ეფათურებინა


ხელები, რომ დიდხანს დასეირნობდა ქალიშვილთან ერთად დახლების წინ.
ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და დელოშს სთხოვა, ალანსიონური მაქმანები
მაჩვენეთო. დელოშმა ჯერ იმიტაცია ამოიღო, მაგრამ ქალმა ნამდვილი მაქმანი
მოსთხოვა, არ დაკმაყოფილდა წვრილი, გასაწყობი მაქმანით, რომელიც სამასი
ფრანკი ღირდა მეტრი და ათასფრანკიანი განიერი ვოლანების, შვიდას-რვაას
ფრანკად ღირებული ცხვირსახოცებისა და მარაოების ნახვა მოისურვა. დახლზე
მთელი სიმდიდრე დაახვავეს. თუმცა აქამდე ქალბატონი დე ბოვი გულგრილი
სახით დასეირნობდა სექციაში, ხალხის ტალღას ამოფარებული ინსპექტორი ჟუვი
თვალს არ აშორებდა მას.

– ხელით ნამუშევარი მაქმანის პელერინა თუ გაქვთ? – იკითხა გრაფის ცოლმა, –


მაჩვენეთ, თუ შეიძლება.

433
ქალს ისეთი დედოფლური გარეგნობა და მედიდური ტონი ჰქონდა, რომ დელოში
უკვე ოცი წუთის განმავლობაში ითმენდა მის მოთხოვნებს და ვერაფერს
ეუბნებოდა. ზანტად კი უსრულებდა თხოვნას, რადგან ნაბრძანები ჰქონდათ,
ძვირფასი მაქმანებით არ აევსოთ დახლები. გასულ კვირას ათი მეტრი მაქმანი
მოჰპარეს, მაგრამ ამ კლიენტის რატომღაც ერიდებოდა, ვეღარაფერი გააწყო, ერთი
წუთით თვალი მოაშორა დახლზე დაყრილ ალანსონურ მაქმანებს და თაროსკენ
მიბრუნდა პელერინების გადმოსაღებად.

– შეხედე, დედა! – თქვა ბლანშმა, რომელიც დედის გვერდით იდგა და


იაფფასიანი წვრილი მაქმანებით სავსე კოლოფში იქექებოდა, – იქნებ ბალიშის
პირების გასაწყობად აგვეღო?

რაკი დედამისმა არაფერი უპასუხა, ქალიშვილმა თავისი მოდუნებული სახე


მოაბრუნა და დაინახა, რომ ქალბატონ დე ბოვს მაქმანების გროვაში ხელები
შეეყო და ალანსიონური ვოლანის დამალვას ცდილობდა მანტოს სახელოში.
ქალიშვილს რატომღაც არ გაჰკვირვებია მისი საქციელი და ინსტინსტურად
ახლოს მივიდა დედასთან და წინ აეფარა. ინსპექტორი ჟუვი იმწამსვე წამოადგათ
თავზე, დაიხარა და გრაფის მეუღლეს ზრდილობიანად წასჩურჩულა:

– ქალბატონო, კეთილი ინებეთ და გამომყევით!

ქალმა აღშფოთებით შეხედა:

– ვითომდა რატომ, ბატონო?

– კეთილი ინებეთ და გამომყევით, ქალბატონო! – ხმის აუმაღლებლად გაუმეორა


ინსპექტორმა.

შეშინებულმა ქალმა სწრაფად მოავლო თვალი ირგვლივ, შემდეგ კვლავ მიიღო


მედიდური სახე, ინსპექტორს დაემორჩილა და ისე გაჰყვა, იტყოდით,
დედოფალმა ადიუტანტის გვერდით გავლა იკადრაო. კლიენტებს არაფერი
შეუმჩნევიათ, ხოლო დახლისკენ მობრუნებული დელოში პირდაღებული დარჩა
და პელერინებით ხელში გაოგნებული უყურებდა, როგორ მიჰყავდათ ქალი.
შეუძლებელია! ნუთუ ამანაც იკადრა? კი მაგრამ, ეს ხომ კეთილშობილთა
წრიდანაა? ღმერთმანი, ისღა დაგვრჩენია, კაბები გავუჩხრიკოთ ყველასო, –
ფიქრობდა გამყიდველი. ბლანში არ დაუკავებიათ, იგი შორიდან მიჰყვებოდა
დედას და გაცრეცილი სახით ძლივს იკაფავდა გზას ხალხში. არ იცოდა, როგორ
მოქცეულიყო, მოვალეობა კარნახობდა, რომ დედა არ მიეტოვებინა, მაგრამ თან
434
ეშინოდა, მეც არ დამიჭირონო. როცა დედამისი ბურდონკლის კაბინეტში
შეიყვანეს, იგი კარის წინ მოჰყვა სიარულს. ბურდონკლი ახლახან დაშორებოდა
მურეს და თავის კაბინეტში იჯდა. ჩვეულებრივ, დარბაისელი ქალების მიერ
ჩადენილი დანაშაულის დასჯა ბურდონკლს ევალებოდა. ჟუვს რამდენიმე
საათის წინ გაეფრთხილებინა იგი, ქალბატონი დე ბოვი საეჭვოდ იქცევა და
თვალს ვადევნებო. ამიტომაც არ გაკვირვებია, როცა კაბინეტში შემოსვლისთანავე
ინსპექტორმა საქმის ვითარება მოახსენა. გარდა ამისა, იგი უჩვეულო შემთხვევის
მოწმე ყოფილა და მიაჩნდა, როგორც კი ქალი ჩაცმის გიჟურ გატაცებას აჰყვება,
ყველაფერს იკადრებსო. მან იცოდა, რომ ახალმოყვანილი ქურდი მაღალი წრის
ქალი და დირექტორის ნაცნობი იყო და ამიტომ ზრდილობიანად მიმართავდა:

– ქალბატონო, ჩვენ მუდამ მზად ვართ, ყველას ვაპატიოთ ეს წუთიერი


სისუსტე... მაგრამ, გთხოვთ, თვითონ დაუფიქრდეთ, სადამდე შეუძლია
მიგიყვანოთ ასეთმა უგუნურმა თავდავიწყებამ?! ვინმეს რომ დაენახა, როგორ
მალავდით მაქმანს...

აღშფოთებულმა ქალმა შეაწყვეტინა. რას ამბობთ? როგორ ბედავთ? ვინ


გგონივართ? როგორ, მე ქურდი ვარ? ალბათ, არ იცით, რომ მე გრაფი დე ბოვის
მეუღლე ვარ! ჩემი ქმარი ცხენსაშენის მთავარი ინსპექტორია და სასახლის კარზეა
მიღებული.

– ვიცი, ვიცი, ქალბატონო, – მშვიდად უპასუხა ბურდონკლმა, – მაქვს პატივი,


გიცნობდეთ, ახლა კი კეთილ ინებეთ და დააბრუნეთ მაქმანები, რომელიც
დამალული გაქვთ.

ქალი კვლავ აყვირდა, ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა ბურდონკლს.


აღელვებისგან კიდევ უფრო მშვენიერი ჩანდა და შეურაცხყოფილი
მანდილოსანივით კიდეც ატირდა. სხვა მამაკაცი რომ ყოფილიყო, ალბათ,
შეყოყმანდებოდა, ხომ არ შევცდიო, მით უმეტეს, რომ გრაფის ცოლი
ემუქრებოდა, ამ შეურაცხყოფისთვის სასამართლოში გიჩივლებთო.

– ფრთხილად იყავით! ჩემი ქმარი მინისტრამდე მივა!

– ოჰო, როგორც ვხედავ, სხვისი არ იყოს, თქვენც უგუნური ყოფილხართ! –


დაუყვირა მოთმინებიდან გამოსულმა ბურდონკლმა, – რაკი ასეა, ახლავე
გაგჩხრეკთ!

ქალი არ დაიბნა და არც შეყოყმანებულა, მედიდურად უთხრა:


435
– კეთილი, გამჩხრიკეთ... მაგრამ გაფრთხილებთ, ასეთი საქციელით სახელს
უტეხთ თქვენს მაღაზიას!

ჟუვი კაბინეტიდან გავიდა კორსეტების გამყიდველის მოსაყვანად.


დაბრუნებისას ბურდონკლს აცნობა, ამ ქალის შვილი კარს არ სცილდება, იქნებ,
ჯობს, ისიც დავაპატიმროთ, თუმცა ქურდობა არ შემიმჩნევიაო. ბურდონკლმა
სიფრთხილე გამოიჩინა და გადაწყვიტა, ქალიშვილი არ შემოეყვანათ ამ ოთახში,
სადაც დედას გაწითლება მოუხდებოდა შვილის წინაშე. მამაკაცები გვერდით
ოთახში გავიდნენ, ხოლო ამასობაში გამყიდველმა ქალებმა ჩხრეკა დაუწყეს
ქალბატონ დე ბოვს, კაბაც კი გახადეს, უნდოდათ ენახათ, ნაქურდალი ტანზე ხომ
არა ჰქონდა შემოკრული. მანტოს სახელურში ათას ფრანკად ღირებული
თორმეტი მეტრი ალანსიონური მაქმანის ვოლანები დაემალა, მკერდზე და
თეძოებთან დაჭმუჭნილი, ჯერ კიდევ თბილი ცხვირსახოცი, მარაო და ჰალსტუხი
უპოვეს, სულ თოთხმეტი ათასი ფრანკის საქონელი. გიჟური, შეუკავებელი
სურვილით შეპყრობილი ქალბატონი დე ბოვი ასე ქურდობდა მთელი წლის
განმავლობაში. ეს ბიწიერება თანდათან ღრმად იკიდებდა ფეხს, სერიოზულ
სახეს იღებდა, წააგავდა რაღაც გადაულახავ ვნებას, რომლის დაკმაყოფილებას
მთელი მისი არსება ითხოვდა. ქალმა დაკარგა ყოველგვარი სიფრთხილე და
ისეთი მძაფრი სიამოვნებით ქურდობდა, რომ აღარაფერს ერიდებოდა, საქვეყნოდ
არცხვენდა სახელს, პატიოსნებას, არცხვენდა ქმრის მაღალ მდგომარეობას. ახლა,
როცა ქმრის მაგიდის უჯრები მის განკარგულებაში იყო და ჯიბეში ფული
გამოულევლად ჰქონდა, თავს მაინც ვერ იკავებდა და ქურდობდა. ქურდობის
სურვილი აიძულებდა, მოეპარა, როგორც სიყვარულის სურვილი აიძულებს
ხოლმე ადამიანს, უყვარდეს ვინმე. დიდი მაღაზიების ცდუნებამ ისე გაუძლიერა
სიმდიდრისადმი წყურვილი, რომ ქალი სულიერ ტანჯვას განიცდიდა.

– მახე დამიგეს! – დაიყვირა მან, როცა ჟუვი და ბურდონკლი დაბრუნდნენ, –


გეფიცებით, ეს მაქმანები განგებ შეაპარეს ჩემს ტანსაცმელში!

იგი სკამზე დაეცა, მწარედ აქვითინდა, სული ეხუთებოდა და ვერ ამჩნევდა, რომ
კაბა ბოლომდე არც ჰქონდა შეკრული. ბურდონკლმა გამყიდელი ქალები გაუშვა
და ქალბატონ დე ბოვს მშვიდად გაუბა მასლაათი:

– თქვენი ოჯახის პატივისცემით, ქალბატონო, ამ უსიამოვნო ამბავს არ


გავახმაურებთ. სამაგიეროდ, ხელი უნდა მოაწეროთ ასეთი შინაარსის ბარათზე:
«ქალთა ბედნიერებაში» მოვიპარე მაქმანები....» და ჩამოთვალეთ, რა მაქმანებიც

436
მოიპარეთ და თარიღიც დასვით. გარდა ამისა, ორი ათას ფრანკს საქველმოქმედო
საქმისთვის მომიტანთ და ამ საბუთს მაშინვე დაგიბრუნებთ.

ქალი წამოხტა და აღშფოთებით წამოიყვირა:

– არასგზით არ მოვაწერ ხელს ასეთ საბუთს! უმალ თავს მოვიკლავ!

– თავს არ მოიკლავთ, ქალბატონო. ოღონდ გაფრთხილებთ, წინააღმდეგ


შემთხვევაში, პოლიციის კომისარს გამოვიძახებ.

ამ განცხადებას საშინელი ისტერიკები მოჰყვა: ქალმა ბურდონკლი გალანძღა, ენა


ებმოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ეთქვა, მანდილოსნის ასეთი წამება ლაჩრობაა და
მეტი არაფერიო. იუნონას სილამაზე და მედიდური ქალის იერი ერთბაშად გაქრა
და ახლა ბაზრის დედაკაცი იდგა მათ წინ. ქალბატონი დე ბოვი მალე მოტყდა,
შეეცადა, სიბრალულის გრძნობა გამოეწვია მამაკაცებში, ეხვეწებოდა, ნუ
დამღუპავთ, მზად ვარ, მუხლმოდრეკილმა ვიხოხო თქვენ წინაშეო, მაგრამ
მამაკაცები ამგვარ სცენებს შეჩვეულნი იყვნენ და გულგრილად უყურებდნენ.
ქალბატონი დე ბოვი ერთბაშად მიუჯდა მაგიდას და აკანკალებული ხელებით
წერა დაიწყო. კალამი თხაპნიდა, სიტყვების «მე მოვიპარე» დასაწერად ისეთი
გაშმაგებით დააწვა კალამს, რომ თხელი ქაღალდი კინაღამ გახია, თან ჩამქრალი
ხმით იმეორებდა:

– აჰა, ინებეთ... ბატონებო... თქვენს ძალმომრეობას ვემორჩილები, ბატონებო...

ბურდონკლმა ქაღალდი აიღო, გულდასმით დაკეცა, ყუთში შეინახა და უთხრა:

– როგორც ხედავთ, ასეთი საბუთების მთელი კოლექცია გვაქვს. ქალებს,


რომლებიც გვარწმუნებენ, უმალ მოვკვდებით, ვიდრე ამ საბუთს ხელს
მოვაწერთო, ხშირად ავიწყდებათ ამ «სასიყვარულო» ბარათების უკან წაღება...
ხოლო ღირს თუ არა იგი ორი ათასი ფრანკი, ეს უკვე თქვენ თავად განსაჯეთ!

სანამ ქალი კაბას იკრავდა, ჩვეული მედიდურობა კვლავ დაუბრუნდა, მით


უმეტეს, რომ თავისი საქციელის საფასური უკვე გადაიხადა.

– შემიძლია წავიდე? – გამოცრა კბილებში.

ბურდონკლი სხვა საქმით იყო დაკავებული და მისთვის არ მიუქცევია


ყურადღება. ჟუვის განცხადების საფუძველზე დელოშის მოხსნა გადაეწყვიტა: ეს
გამყიდველი მეტისმეტად ბრიყვია, მუდამ ატყუებენ და კლიენტებს შორის

437
ავტორიტეტით არ სარგებლობსო. ქალბატონმა დე ბოვმა შეკითხვა გაუმეორა და
მამაკაცებმა თავით ანიშნეს, მიბრძანდითო, ქალმა გამგმირავი თვალით
გადახედა ორივეს და ძლივს შეიკავა სალანძღავი სიტყვები, რომელიც ენის
წვერზე ადგა.

– გაიძვერებო! – წამოსცდა მაინც და ხმაურიანად მიიჯახუნა კარი.

ამასობაში ბლანში კაბინეტის კარს არ მოშორებია. მან არ იცოდა, შიგნით რა


ხდებოდა, მაგრამ ჟუვისა და გამყიდველი ქალების წრიალმა ააფორიაქა,
ჟანდარმები, სასამართლო, ციხე ელანდებოდა. უცებ ადგილზე გაშეშდა: მის წინ
ვალანიოსკი იდგა. ჯერ ერთი თვეც არ გასულიყო, რაც იგი მისი ქმარი იყო, მასთან
«შენობით» ლაპარაკსაც ვერ შეჩვეოდა და ახლა რა ექნა, რა ეთქვა მისთვის?!
ვალანიოსკმა კითხვა კითხვაზე მიაყარა ცოლს და მისმა დაბნეულმა სახემ სულ
დააბნია:

– დედა სადაა? ერთმანეთი დაკარგეთ? მიპასუხე, რა მოგივიდა?!

ბლანშმა ტყუილის თქმა ვერ მოახერხა, ვერაფერი მოიგონა და სასოწარკვეთით


წაიჩურჩულა:

– დედა... დედამ... მოიპარა.

რაო, მოიპარაო? ვალანიოსკი როგორც იქნა, მიხვდა, ცოლის შეშუპებულმა,


გაცრეცილმა, შიშისგან მიღრეცილმა სახემ შეაძრწუნა.

– დიახ, მაქმანები, აი, ასე, სახელოში... – ბუტბუტებდა ბლანში.

– შენც დაინახე? შენც აქ იყავი? – ჰკითხა ქმარმა და ძარღვებში სისხლი გაეყინა


იმის გაფიქრებაზე, რომ მისი ცოლიც იყო ამ ქურდბაცაცობის მონაწილე.

ცოლ-ქმარი იძულებული გახდა, გაჩუმებულიყო. ისინი ხალხის ყურადღებას


იქცევდნენ უკვე. ვალანიოსკი ერთხანს გაშეშებული იდგა.

რა უნდა ექნა? ბურდონკლის კაბინეტში შესვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს მურე


დაინახა გალერეაში. ვალანიოსკმა ცოლს უთხრა, დამიცადეო და სკოლის
მეგობარს ხელი წაავლო მკლავში. აღელვებისგან სუნთქვაშეკრულმა თავისი
უბედურება გაანდო. მურემ სასწრაფოდ შეიყვანა კაბინეტში და დაამშვიდა,
ყველაფერი მოგვარდებაო. იგი არწმუნებდა, შენი ჩარევა საჭირო არ არისო და
აუხსნა, რა შედეგიც მოჰყვებოდა ამ ამბავს. მურეს არ გაჰკვირვებია ეს ქურდობა,

438
თითქოს ელოდა კიდეც ასეთ ბოლოს, ვალანიოსკს აღარ ეშინოდა, რომ მის
სიდედრს მაშინვე დააპატიმრებდნენ, მაგრამ გულგრილად მაინც ვერ შეხვდა მის
საქციელს. იგი გადაწვა ღრმა სავარძელში და რაკი მსჯელობის უნარი
დაუბრუნდა, კვლავ თავის ბედზე მოჰყვა წუწუნს. განა დასაშვებია ასეთი რამ?
გამოდის, იგი ქურდების ოჯახს ჩასიძებია! გრაფით მოხიბლულმა,
დაუფიქრებლად გადაწყვიტა მისი ქალიშვილის შერთვა... მურე გაოცებული
შესცქეროდა ავადმყოფი ბავშვივით გაანჩხლებულ, მოწუწუნე მეგობარს და მისი
ადრინდელი პესიმისტური მსჯელობები აგონდებოდა. განა პირველად ესმოდა
ვალანიოსკის აზრები ცხოვრების არარაობის შესახებ, რომელშიც, მისი თქმით,
მხოლოდ ბოროტება იყო საინტერესო?! ამიტომ გადაწყვიტა, როგორმე გაერთო
იგი და მეგობრულად ეხუმრა, შენს გულგრილობას რად ღალატობო. ვალანიოსკი
გაწიწმატდა: ადრინდელ თეორიებს ფასი დაეკარგა მის თვალში, ხოლო აღზრდა
და კეთილშობილება ნებას არ აძლევდა, არ აღშფოთებულიყო სიდედრის
საქციელის გამო. როგორც კი რაიმე უსიამოვნება შეემთხვეოდა, როგორც კი რაიმე
სისაძაგლეს წააყდებოდა, რომელსაც წინათ გულგრილად დასცინოდა, ეს ტრაბახა
სკეპტიკოსი სულით ეცემოდა. ეს უკვე საზიზღრობაა, ჩემი წარმოშობა, ჩემი
სახელი ტალახშია ამოსვრილიო, ყვიროდა იგი და ასე ეგონა, მთელი სამყარო
ინგრეოდა ამის გამო.

– ყური მიგდე, დამშვიდდი! – უთხრა მურემ, რომელსაც მეგობარი შეეცოდა, – მე


იმის რწმუნებას აღარ დავიწყებ, რომ ყველაფერი სისულელეა ამ ცხოვრებაში, ეს
შენ ახლა არ დაგამშვიდებს, მაგრამ, ჩემი აზრით, სკანდალის ატეხას სჯობს
წახვიდე და მკლავი გაუწოდო ქალბატონ დე ბოვს... ეს საქციელი გაცილებით
ჭკვიანური იქნება, დასწყევლოს ღმერთმა! შენ არ იყავი, ქვეყანაზე გამეფებული
არამზადების წინაშე გულგრილობას რომ ქადაგებდი?!

– რა თქმა უნდა, ოღონდ, როცა საქმე სხვას ეხებოდა! – გულუბრყვილოდ


წამოიძახა ვალანიოსკმა. შემდეგ წამოდგა და მეგობრის რჩევას დაჰყვა.

ისინი სწორედ მაშინ გავიდნენ გალერეაში, როცა ქალბატონი დე ბოვი


ბურდონკლის კაბინეტიდან გამოდიოდა. ქალმა ამაყად გაუყარა ხელი სიძეს,
ხოლო მურემ მოწიწებით დაუკრა თავი, თუმცა ქალის ნათქვამი კარგად გაიგონა:

– ბოდიში მომიხადეს, რა აღმაშფოთებელი გაუგებრობა მოხდა!

ბლანში დაეწია დედას და ქმარს და უკან გაჰყვა. მალე სამივე ხალხს შეერია.

439
მურე დაფიქრებით გაუდგა გზას. ამ სცენამ გადაავიწყა თავისი დარდი,
დაფერფლილი გულისტკივილი, მაგრამ მარტოდ დარჩენილმა უფრო ღრმად
იგრძნო თავისი უბედურება და საბოლოო ბრძოლისთვის მოემზადა. მას
ერთმანეთთან ვერ დაეკავშირებინა ყველა ის ფაქტი, რომელიც თავში
უტრიალებდა: ამ ქალის მიერ ჩადენილი სამარცხვინო ქურდობა, ცდუნებით
განადგურებული და დამორჩილებული კლიენტების უკანასკნელი სიგიჟე და მის
ყელზე მიბჯენილი ქუსლები, რითაც დენიზი გამარჯვებული, შურისმაძიებელი
და ამაყი სახით უპირებდა გასრესას. მურე ცენტრალური კიბის მოედანზე შედგა
და დიდხანს უყურებდა კოლოსალურ ნავს, სადაც ქალებს სული ეხუთებოდათ.

ექვსი საათი სრულდებოდა. დღე იწურებოდა, დახურულ გალერეაში სიბნელე


ჩამოწოლილიყო და მთელი მაღაზიაც ნელ-ნელა ეხვეოდა ბინდში. ჩამავალი მზის
მკრთალ შუქზე სათითაოდ ინთებოდა ელექტრონათურები. მათი მქრქალი,
მოთეთრო თალფაქები მთვარესავით ციმციმებდნენ დარბაზის სიღრმეში. ეს იყო
უძრავი დაფა თვალისმომჭრელი თეთრი შუქით და უფერულ მნათობთა
გამოსხივებასავით ფანტავდა სიბნელეს. როცა ყველა ნათურა აინთო, აღტაცების
ჩურჩული გაისმა ხალხში. ამ უჩვეულო განათების ქვეშ თეთრი ფერის გამოფენამ
აპოთეოზის ზღაპრული ბრწყინვალება მიიღო. გეგონებოდათ, თეთრი ფერის ეს
გრანდიოზული ორგიაც აგიზგიზდა და სინათლედ იქცაო. სითეთრის ჰიმნი
ამომავალი გარიჟრაჟის თეთრი ნათებისკენ მიჰქროდა. თეთრი შუქი
გამოკრთოდა მონსინის გალერეაში გამოფენილი ტილოებიდან, კოლენკორიდან
და აღმოსავლეთიდან გადაჭიმულ მკვეთრ ზოლს წააგავდა, რომელიც პირველად
აკიაფდება ხოლმე ცაზე. ლა მიშოდიერის გალერეის გასწვრივ გალანტერიისა და
ბუზმენტების სექციები შორეული გორაკების ანარეკლს იძლეოდა და სადაფის
ღილების, მოვერცხლილი ბრინჯაოს და მარგალიტის სითეთრით ბრწყინავდა.
განსაკუთრებით ცენტრალური ნავი მღეროდა ალმოდებული სითეთრის ჰიმნს:
სვეტის გარშემო შემოკრული თეთრი მუსლინი, თეთრი ბამბაზიითა და პიკეთი
მოფარდაგებული კიბეები, ალმებით ჩამოკიდებული თეთრი გადასაფარებლები,
ჰაერში აფრიალებული თეთრი მაქმანი და გიპიური ამ თვალისმომჭრელ
სითეთრეში ედემის ბაღის კარს აღებდა, საოცნებო ცის კამარას ხსნიდა, სადაც
უხილავი დედოფლის ქორწილს ზეიმობდა. აბრეშუმის სექციის კარავი ამ
დედოფლის ალკოვად ქცეულიყო, ხოლო თეთრი ფარდების, თეთრი გაზის და
თეთრი ტიულის ბრწყინვალება ხალხის თვალს უმალავდა პატარძლის თეთრ
სიშიშვლეს. მხოლოდ ეს თვალისმომჭრელი სითეთრე ეფინა ირგვლივ, თეთრი

440
ფერის ყოველი ნიუანსი ერთმანეთში ირეოდა, ვარსკლავთა მტვერი თოვლივით
ცვიოდა ამ თეთრ შუქზე.

მურე ამ ანაშუქში გახვეულ კლიენტ ქალებს გადაჰყურებდა. შავი ჩრდილები


მკვეთრად გამოიხატებოდა თეთრ ფონზე, შემხვედრი ნაკადი შუაზე აპობდა
ბრბოს, დიდი ბაზრობის ციებ-ცხელება ქარიშხალივით დაქროდა და აღელვებდა
თავების უწესრიგო ჭავლს. ხალხი უკვე გადიოდა მაღაზიიდან, ქსოვილთა
ნარჩენები დახლებზე ეყარა, სალაროებში ოქრო წკრიალებდა. გაძარცული,
გატანჯული ქალები ცოცხალ-მკვდარი მიდიოდნენ სახლებში, ვნებადამცხრალი
და ყრუ სირცხვილით შეპყრობილნი, როგორც საეჭვო რეპუტაციის მქონე
სასტუმროებიდან გამოდის ხოლმე ქალი დაკმაყოფილებული სურვილის შემდეგ.
მურემ საქონლის განუწყვეტელი მოზღვავებით, ფასების დაკლებით, ნაყიდი
ნივთების დაბრუნების სისტემით, თავაზიანობითა და რეკლამით დაიმორჩილა
ეს ქალები. დედებიც კი ხელში ჩაიგდო, დესპოტის სისასტიკით ბატონობდა
ყველაზე. მისი კაპრიზით ოჯახები ინგრეოდა, იგი ქმნიდა ახალ რელიგიას,
დაცარიელებული ეკლესიები და შერყეული რწმენა ბაზრობით შეცვალა,
რომელიც ამიერიდან სულიერ საკვებს აძლევდა ხალხს. ქალი ახლა მასთან
ატარებდა თავისუფალ დროს, იმ ათრთოლებულ და მღელვარე წუთებს, რასაც
წინათ სამლოცველოში კარგავდა. ქალს მუდამ სჭირდებოდა თავისი ვნებების
დასაცლელი ადგილი, სჭირდებოდა, მოეძებნა თავშესაფარი ღმერთსა და ქმარს
შორის გაუთავებელი ბრძოლის დროს და ამიტომაც ეძლეოდა უპირატესობა აქ
სხეულის კულტს, რომელსაც იგი ღვთაებრივი სილამაზის სამყაროში შეჰყავდა.
მურეს რომ ქალებისთვის კარი დაეკეტა, ქუჩაში აჯანყდებოდნენ, იმ
ღვთისმოსავი ქალების სასომიხდილი კივილი დაიწყებოდა, რომლებსაც
სააღმსარებლოსა და საკურთხეველს ართმევდნენ. ამ ათი წლის განმავლობაში
ქალებს თანდათან უძლიერდებოდათ სიმდიდრისადმი ლტოლვა, დილიდან
საღამომდე ჯიუტად დაძრწოდნენ ლითონის ამ უზარმაზარ ნაგებობაში,
დაკიდულ კიბეებსა და გადებულ ხიდებს შორის.

ქალბატონი მარტი და მისი ქალიშვილი ზემო სართულზე ასულიყვნენ და ავეჯის


სექციაში დაეხეტებოდნენ. შვილების გადამკიდე ქალბატონი ბურდელი აქამდე
ვერ წასულიყო მაღაზიიდან და ახლა თვალი ვერ მოეწყვიტა ფუფუნების პატარა
საგნებისთვის. ვალანიოსკთან მკლავგაყრილი ქალბატონი დე ბოვი ბლანშის
თანხლებით ყველა სექციაში ჩერდებოდა და ამაყი სახით ათვალიერებდა
საქონელს. მაგრამ კლიენტი ქალების მთელ ამ ბრბოში, რომელიც თითქოს

441
დედოფლის ქორწინების გამო გამართულ სახალხო ზეიმს ესწრებოდა,
სიცოცხლითა და სურვილით ათრთოლებულ, იების კონებით დამშვენებულ
მკერდთა შორის მურე მხოლოდ ქალბატონი დეფორჟის შიშველ მხრებს არჩევდა.
იგი ქალბატონ გიბალთან ერთად ხელთათმანების სექციაში იდგა და
გულღვარძლიანობის მიუხედავად, ისიც ყიდულობდა. მურემ სამყაროს
მბრძანებლად იგრძნო კვლავ თავი. ელექტრონის ცეცხლში გახვეული ყველა ეს
ქალი გამოწველილი ჯოგივით იწვა მის ფერხთ.

მურე მექანიკურად მიჰყვა გალერეებს. ისე იყო გართული ფიქრებში, რომ


ყურადღებას არ აქცევდა ამ ჭედვას. როცა თავი აიღო, ქუდების სექციაში
აღმოჩნდა. ფანჯრები ათი დეკემბრის ქუჩაზე გადიოდა. მურე შეჩერდა, შუბლი
შუშას მიადო და მაღაზიიდან გამავალ ხალხს დაუწყო ყურება. ჩამავალი მზე
მოყვითალო შუქში ხვევდა თეთრი სახლების სახურავების კეხებს. სიოს ქროლით
გაგრილებული ლურჯი, უღრუბლო ცა ნელ-ნელა კარგავდა ფერს. ქუჩებში ბინდი
ჩამოწოლილიყო, მაგრამ «ქალთა ბედნიერების» ელექტრონათურები მზის
ჩასვლისას ჰორიზონტზე აციმციმებულ ვარსკვლავებივით კიაფობდნენ. ოპერისა
და ბირჟის მიმართულებით სამ რიგად ჩამწკრივებულიყო სიბნელეში უძრავად
გაჩერებული ეკიპაჟები. ხანდახან ცხენის აკაზმულობა თუ არეკლავდა მკვეთრ
შუქს, ფანრის სინათლეს ან მოვერცხლილი ლაგამის ციმციმს. ყოველ წამს
ლივრეაში ჩაცმული მეკარის ძახილი ისმოდა და ხან ერთი, ხან მეორე ეტლი სხვა
ეტლებს გამოეყოფოდა, სადარბაზოს მიადგებოდა, კლიენტი ქალი შიგ ჯდებოდა
და ეტლიც ჩორთით გაუდგებოდა გზას. ეკიპაჟების ჯგუფი ნელ-ნელა
თხელდებოდა, ექვსი ეტლი ერთად მოგორავდა მთელი ქუჩის სიგანეზე, ისმოდა
კარის ჯახუნი, მათრახის ტყლაშუნი, ბორბლებს შორის მიქცევ-მოქცევით
ჩავლილი მგზავრების ბუზღუნი. მყიდველები, რომლებმაც «ქალთა ბედნიერება»
დააცარიელეს, ახლა განიერ ნაკადად მიედინებოდნენ ქალაქის ოთხივე მხარეს.
მაგრამ «ბედნიერების» სახურავები, აბრებზე წაწერილი ოქროს ვებერთელა
ასოები, ცაში აფრიალებული ალმები ისევ ელვარებდნენ ჩამავალი მზის შუქზე და
ისეთ გოლიათურ ზომას იღებდნენ, რეკლამათა ურჩხულები, ფალანტერები
გეგონებოდათ, რომელთა ფრთები განუწყვეტლივ მრავლდებოდა, კვარტალებს
შთანთქავდა და ქალაქგარეთა შორეულ ტყეებსაც აღწევდა. პარიზის ნაზი,
ძლიერი სული საღამოს სიმშვიდეში ნელ-ნელა აძლევდა ძილს თავს, ალერსით
ელამუნებოდა უკანასკნელ ეტლებს, რომლებიც ხალხისგან დაცარიელებულ და
ბინდში გახვეულ ქუჩებში მიქროდნენ.

442
მურე კვლავ იდგა და შორს იყურებოდა: ერთბაშად იგრძნო, რომ მის სულში
რაღაც დიდი ცვლილება მოხდა. მართალია, მთელი სხეული უთრთოდა
გამარჯვებისგან, მართალია, დაპყრობილი პარიზი და დამორჩილებული ქალები
მის ფეხებთან გართხმულიყვნენ, მაგრამ თვითონ ისე დასუსტდა, ნებისყოფა ისე
მოუდუნდა, რომ მიხვდა, უხილავმა ძალამ ისიც დაანარცხა მიწაზე. ეს ძალა
გახლდათ გადაულახავი სურვილი – თვითონაც დამარცხებული ენახა თავი ამ
გამარჯვების დროს, ეს წააგავდა ჯარისკაცის უგუნურ სურვილს ბრძოლის მეორე
დღეს, ბავშვის კაპრიზის გამო, დაეყარა იარაღი. რამდენიმე თვის განმავლობაში
ებრძოდა თავის თავს, ამ დილითაც ფიცი დადო, ჩაეხშო თავისი სურვილი, მაგრამ
ახლა ერთბაშად იგრძნო, რომ მზადაა, ყველაფერი დათმოს, თითქოსდა
მწვერვალზე ასულს თავბრუ დაეხვა და ბედნიერი იქნებოდა, თუ შეასრულებდა
იმას, რასაც წინათ სისულელედ თვლიდა. ეს უეცარი გადაწყვეტილება ისეთი
ძლიერი გახდა, რომ ამაზე საჭირო და აუცილებელი აღარაფერი ეგულებოდა
ცხოვრებაში.

საღამოს, ნასადილევს იგი კაბინეტში იცდიდა და იმ ჭაბუკივით ღელავდა,


რომელსაც მთელი თავისი მომავალი სასწორზე შეეგდო. ადგილზე ვერ
ჩერდებოდა, კართან მიდიოდა და მაღაზიის ხმაურს უგდებდა ყურს.
გამყიდველები დახლზე დაყრილ საქონელს ალაგებდნენ. როგორც კი ნაბიჯის
ხმას გაიგონებდა, გული გამალებით უცემდა და, აი, შორიდან ფეხის ხმა მოესმა,
ვიღაც კაბინეტს მიუახლოვდა, აღელვებული მურე კარს მივარდა.

ლომი იყო. დღიური შემოსავლით დატვირთული მოლარე ნელ-ნელა


უახლოვდებოდა დირექტორის ოთახს. დღეს მისი ჩანთები იმდენად მძიმე იყო,
წკრიალა მონეტები, სპილენძი და ვერცხლი ისეთი დიდი რაოდენობით
შემოსულიყო სალაროში, რომ ლომს ორი დამტარებლის აყვანა მოუხდა
დამხმარედ. ჟოზეფი და მისი ამხანაგი ორად მოხრილიყვნენ ტომრების სიმძიმის
ქვეშ, ეს ვეებერთელა ჩანთები კირით სავსე ტომრებივით მოეკიდებინათ
ზურგზე. ლომი წინ მიუძღოდათ, თან მოჰქონდა საკრედიტო ქაღალდებითა და
ოქროთი სავსე პორტფელი, ხოლო კისერზე ჩანთები ეკიდა. სიმძიმისგან
მარჯვნივ გადახრილიყო, დასახიჩრებული მკლავის მხარეს. ოფლში გაღვრილმა,
აქოშინებულმა, ნელი ნაბიჯით გაიარა სექციები, სადაც გამყიდველები
აღელვებით აყოლებდნენ თვალს. ხელთათმანებისა და აბრეშუმის სექციებში მას
ხუმრობით შესთავაზეს, მოდით, ტვირთს შეგიმსუბუქებთო, ხოლო მაუდისა და
შალეულის სექციებში ხმამაღლა ინატრეს, ნეტა, ფეხი დაუცდებოდეს და მთელი

443
ეს ოქრო მაღაზიაში გაიფანტებოდესო. მოლარე კიბეზე ავიდა, რამდენიმე
დარბაზს ჩაუარა, სადაც თეთრეულის, ქუდების, გალანტერიის სექციების
გამყიდველები ექსტაზში შესულნი შეჰყურებდნენ ამ სიმდიდრეს, რომელიც
თითქოს ჰაერში მოგზაურობდა. მეორე სართულზე, მზა ტანსაცმლის,
პარფიუმერიის, მაქმანებისა და წამოსასხამების სექციებში გამყიდველები რაღაც
ღვთისმოსაური გრძნობით გამწკრივდნენ მის წინ, თითქოს თვით ღმერთს
ჩაევლოსო. ნელ-ნელა ხმაური გაძლიერდა, ხალხის ყიჟინად გადაიქცა, რომელიც
ოქროს კერპს ესალმებოდა.

მურემ კარი გააღო. გამოჩნდა ლომი ორი მსახურის თანხლებით, რომლებიც


ძლივს, ფეხის ბორძიკით შემოვიდნენ. სუნთქვაშეკრულმა ლომმა მაინც
მოახერხა და ხმამაღლა დაიყვირა:

– მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ფრანკი და ოთხმოცდათხუთმეტი სანტიმი!

როგორც იქნა! სწორედ ამ მილიონზე, ერთ დღეში აღებულ მილიონზე ოცნებობდა


ოქტავ მურე ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ ახლა ისეთი სახე ჰქონდა,
თითქოს ვიღაც მაბეზარამ მოლოდინი გაუცრუაო. მოთმინებადაკარგულმა,
სასოწარკვეთილმა გაბრაზებით ჩაიქნია ხელი:

– მილიონი? კეთილი, აი, აქ დააწყვეთ!

ლომმა იცოდა, რომ სანამ დღიურ შემოსავალს ცენტრალურ სალაროს ჩააბარებდა,


მურეს უხაროდა თავის მაგიდაზე დახვავებული ფულის ნახვა. დღევანდელმა
მილიონმა მთელი საწერი მაგიდა, ქაღალდები დაფარა, კინაღამ სამელნე
გადააბრუნა. ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ფულისგან ჩანთები სკდებოდა,
ტომრებიდან ცვიოდა. უზარმაზარ ზვინად ეყარა ეს შემოსავალი, რომელსაც ჯერ
კიდევ შერჩენოდა კლიენტი ქალების სითბო.

იმ დროს, როცა დირექტორის გულგრილობით ნაწყენი მოლარე კაბინეტიდან


გადიოდა, ბურდონკლი შემოვიდა და მხიარულად დაიყვირა:

– აჰა, ამჯერად ჩვენს ხელთაა! მილიონი ხომ გამოვგლიჯეთ კლიენტებს!

უცებ მურეს აღელვებულ სახეს მოჰკრა თვალი, ყველაფერს მიხვდა და ჩაჩუმდა.

თვალებში სიხარული უკიაფებდა და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ უთხრა:

– გადაწყვიტეთ, არა? ღმერთო ჩემო, აი, ეს მომწონს!

444
მაგრამ მურე მოულოდნელად წამოდგა, წინ დაუდგა და ისე დაიყვირა, როგორც
მწარე კრიზისის დროს იცოდა ხოლმე:

– ერთი ეს მითხარით, ჩემო კარგო! ასე ძალიან რატომ გიხარიათ? იქნებ, უკვე
დაღუპულთა შორის მიგულებთ და კბილებს ილესავთ?! ფრთხილად! ჩემი შეჭმა
არც ისე ადვილია!

ამ გამჭრიახი კაცის შორსმჭვრეტელობამ ბურდონკლი დააბნია.

– რას ამბობთ? – წაიბუტბუტა მან, – ხუმრობთ? განა, არ იცით, რა აღტაცებული


ვარ მუდამ თქვენი საქციელით?

– ნუ ტყუით! – განაგრძო აღტყინებულმა მურემ, – ხომ გახსოვთ, როგორი


სულელული ცრურწმენა გვქონდა? ქორწინება დაგვღუპავსო, ვფიქრობდით,
მაგრამ განა ქორწინება ჯანმრთელობა, ძალა და ცხოვრების წესი არ არის?! დიახ,
ჩემო კარგო, მე მას ცოლად ვირთავ და ყველას, ვინც კი კრინტს დაძრავს,
გავაგდებ აქედან. დიახ, დიახ, ბურდონკლ! თქვენც სხვებივით მოგიხდებათ
სალაროსკენ გასეირნება!

მან ხელით ანიშნა კომპანიონს, გასულიყო. ბურდონკლმა იგრძნო, რომ


სიკვდილმისჯილი იყო, რომ ამ ქალის გამარჯვებამ გარეთ გააგდო. კარში დენიზს
შეეფეთა და მოწიწებით დაუკრა თავი.

– მადლობა ღმერთს, მოხვედით! – ჩუმად ჩაილაპარაკა მურემ.

აღელვებული დენიზი გაფითრებულიყო. ახალმა დარდმა გული ატკინა. დელოშს


შეუტყობინებია, სამსახურიდან დამითხოვესო. როგორ არ ეცადა დენიზი, ცოტა
ხნით მაინც შეეჩერებინა, დირექციას მოველაპარაკებიო, არწმუნებდა, მან
გადაჭრით უარი უთხრა, ჯიუტად იმეორებდა, უიღბლო კაცი ვარ, არაფერი
მიშველის, უნდა მოვშორდე აქაურობასო. რა საჭიროა დარჩენა? რატომ უნდა
შევავიწროვო ბედნიერი ხალხიო, – ამბობდა იგი და თვალცრემლიანი დენიზს
მეგობრულად, გულთბილად გამოემშვიდობა. განა თვითონაც განმარტოებას არ
აპირებდა? რამდენიმე წუთში ყველაფერს ბოლო მოეღებოდა, თავის დაშრეტილ
ძალას უკანასკნელად ევედრებოდა, სიმხნევე არ დაეკარგა, დაშორებისთვის
გამაგრებულიყო. კიდევ რამდენიმე წუთი და თუ საკუთარი გულის
დასაოკებლად გამბედაობა ეყოფოდა, მაშინ შეძლებდა წასულიყო შორს და
მარტოობაში გამოეტირა თავისი უბედურება.

445
– ჩემი ნახვა გინდოდათ, ბატონო მურე? – მშვიდად დაიწყო დენიზმა, – თუმცა მე
თავად ვაპირებდი თქვენთან მოსვლას, ამდენი სიკეთისთვის მადლობა რომ
მეთქვა.

შემოსვლისას მაგიდაზე გაბნეულ მილიონებს მოჰკრა თვალი და ამ გამოფენილმა


ფულმა შეურაცხყო. ზემოთ თითქოს ყველაფერს უკვირდებაო, ქალბატონი
ედუენი იღიმოდა მოვარაყებული ჩარჩოდან.

– მაშ, მაინც არ იშლით და მიდიხართ, გვტოვებთ... – აკანკალებული ხმით ჰკითხა


მურემ.

– დიახ... ასეა საჭირო.

მურემ ხელი მოჰკიდა და იმ გულგრილი ტონის ნაცვლად, რომლის


შენარჩუნებასაც ცდილობდა ბოლომდე, ნაზად უთხრა:

– ცოლად შეგირთავთ, დენიზ, მაინც წახვალთ?

დენიზმა უკან დაიხია და ისე აასავსავა ხელები, თითქოს რაღაც უბედურება


დაატყდა თავსო.

– ოო, ბატონო მურე, გთხოვთ, გაჩუმდით! გეყოფათ ჩემი ტანჯვა! მეტი აღარ
შემიძლია... მეტი აღარ შემიძლია, ღმერთია მოწმე, სწორედ ამიტომ მივდივარ,
რომ ეს უბედურება აგაშოროთ!

ქალი ლუღლუღებდა, თავს იცავდა: ნუთუ არ მეყოფა ის წამება, რაც ამ მაღაზიაში


გავრცელებულმა ჭორებმა მომაყენა? ნუთუ გინდათ, რომ ამ ხალხისა და
საკუთარ თვალში უსინდისო ქალის სახელი მქონდეს?! არა, არა, მე კიდევ მეყოფა
ძალა, ასეთი სისულელის ჩადენის საშუალება არ მოგცეთო.

განაწამები მურე ყურს უგდებდა.

– ასე მინდა... სხვაგვარად არ შემიძლია... – წამოიძახა მან ბოლოს.

– შეუძლებელია... არა, არა! ძმებს რაღა ვუყო? მე ხომ დავიფიცე, არასოდეს


გავთხოვდები-მეთქი... ორი ბავშვით გინდათ, შემირთოთ?

– ისინი ჩემი ძმები იქნებიან... მომეცით თანხმობა, დენიზ!

მურეს ნელ-ნელა ღალატობდა ძალა. ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობამ სულ


გააგიჟა. ნუთუ ამ ფასადაც ვერ მიაღწევს მის თანხმობას! თანამშრომელთა სამი
446
ათასიანი არმიის ხმაური და ლაპარაკი შორიდან ესმოდა. ისინი მის სამეფო
სიმდიდრეს ატრიალებდნენ. ეს უაზრო მილიონიც აქ ეყარა! ბედის დაცინვად
ჩათვალა ეს ფული და მზად იყო, ქუჩაში გადაეყარა.

– ჰოდა, წაბრძანდით! – დაიყვირა მან და თვალებიდან ცრემლი წასკდა, – მასთან


წაბრძანდით, ვინც ასე ძალიან გიყვართ... განა ეს არაა მთავარი მიზეზი? აკი,
გამაფრთხილეთ... მე უნდა მცოდნოდა და აღარ გამეწვალებინეთ!

დენიზი ისე გააშეშა ამ თავშეუკავებელმა სასოწარკვეთამ, რომ კინაღამ გული


შეუღონდა და ერთბაშად ბავშვური უშუალობით ყელზე შემოეჭდო, თვითონაც
აქვითინდა და წაილუღლუღა.

– ოო, ბატონო მურე, ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თქვენს მეტი არავინ მიყვარს?!

უკანასკნელი ტალღა ხმაურით აზვირთდა «ქალთა ბედნიერებაში», ხალხის


მხიარული შეძახილები მოისმა. ქალბატონ ედუენს კვლავ მკრთალი ღიმილი
უკრთოდა სახეზე. ღონემიხდილი მურე მილიონებით დაფარულ მაგიდაზე
დაეშვა, რომელსაც უკვე არაფრად აგდებდა. დენიზს ხელს არ უშვებდა,
სიყვარულით იკრავდა მკერდზე და ეჩურჩულებოდა: ახლა შეგიძლია, წახვიდე,
ერთი თვე ვალონში დაისვენო, ამასობაში ხალხის მითქმა-მოთქმა შეწყდება,
ხოლო შემდეგ მე თვითონ ჩამოვალ შენს წამოსაყვანად და პარიზში
ყოვლისშემძლე დედოფალივით დაგაბრუნებო.

447

You might also like