You are on page 1of 28

1.

არაბთა სახალიფოს წარმოშობა; ხალიფა აბუ ბაქრი და ისლამის განმტკიცება არაბეთის


ნახევარკუნძულზე

632 წელს, მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა არაბთა თეოკრატიულ


სახელმწიფოს (სახალიფოს), რომლის საფუძველს წარმოადგენდა მოციქულის მიერ
დასავლეთ არაბეთში შექმნილი მუსლიმური თემი (უმმა). მუჰამადს არ დაუტოვებია
მითითებები თავისი სიკვდილის შემთხვევაში, მას არ ჰყავდა არც პირდაპირი მემკვიდრე
მამრობითი ხაზით. მუჰამადი ითავსებდა 3 ძირითად ფუნქციას: ის იყო საერთო ლოცვის
ხელმძღვანელი — იმამი, თემის პოლიტიკური ხელმძღვანელი — ამირა და უმაღლესი
მსაჯული. საერთო ლოცვის ხელმძღვანელის ფუნქცია მუჰამადმა სიკვდილის წინ გადასცა აბუ
ბაქრს. მუჰამადმა თავის მიმდევრებს დაუტოვა დასრულებული რელიგიური სისტემა, მაგრამ
მუსლიმური თემის შემდგომი განვითარება შეიძლება სხვადასხვაგვარად წარმართულიყო: ან
ისლამი გამხდარიყო არაბეთის ნახევარკუნძულის მცხოვრებთა რელიგია, ან როგორც ეს
მოხდა, გასულიყო მის ფარგლებს გარეთ და გამხდარიყო ერთ-ერთი სამ მსოფლიო რელიგიას
შორის. მოციქულის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების წინაშე დადგა 2 მწვავე საკითხი:
ვინ გახდებოდა მისი მემკვიდრე და როგორ უნდა ემართათ მზარდი ისლამური საზოგადოება?
მუჰამადი იყო ალაჰის მოციქული და მისმა მიმდევრებმა იცოდნენ, რომ თავის პოლიტიკურ
და სოციალურ გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობდა ღვთიური მითითებებით. მისი
გარდაცვალებით შეწყდა ღმერთის უშუალო ჩარევა მორწმუნეთა თემის ცხოვრებაში. არანაირი
მითითება მუსლიმური თემის მართვასთან დაკავშირებით არ არსებობდა. ამდენად,
მოციქულის მიმდევრებს შეეძლოთ მხოლოდ დაყრდნობოდნენ საკუთარ ინტუიციას და
ცოდნას. მუსლიმური თემის ახალი ხელმძღვანელი უნდა აერჩიათ მუჰამადის მიმდევრების
წრიდან — ესენი იყვნენ მუჰაჯირები და ანსარები. მუჰამადის გარდაცვალების დღესვე
შეიკრიბნენ ანსარები ბანუ სა‘დის ფარდულში და პრეტენზია განაცხადეს მათი წრიდან
აერჩიათ მუსლიმური თემის მეთაური. როდესაც მუჰაჯირებმა შეიტყეს ანსართა განზრახვის
შესახებ, ‘უმარი, აბუ ბაქრი, აბუ ‘უბაიდა და კიდევ რამდენიმე მუჰაჯირი მივიდნენ ამ
შეკრებაზე. ანსარებს შორის დაპირისპირების გამო ერთ-ერთმა ანსარმა შესთავაზა
მუჰაჯირებს წარედგინათ ორი კანდიდატი, ერთი მუჰაჯირების, ხოლო მეორე — ანსარების
წრიდან. ეს წინადადება მიუღებელი იყო მუჰაჯირებისათვის, რადგანაც გამოიწვევდა
მუსლიმური თემის ორ ნაწილად გაყოფას. აბუ ბაქრმა წარმოთქვა სიტყვა და ხაზი გაუსვა, რომ
ყურანით უპირატესობა ენიჭებოდათ მუჰაჯირებს და ხალიფა უნდა აერჩიათ მოციქულის
ტომიდან. დასახელდა სამი კანდიდატი: ‘უმარი, აბუ ‘უბაიდა და აბუ ბაქრი. ანსართა
მხარდაჭერამ განაპირობა აბუ ბაქრის არჩევა მუსლიმური თემის მეთაურად. აბუ ბაქრმა მიიღო
ხალიფას ტიტული, რაც ნიშნავს მოადგილეს.
პირველი „მართლმორწმუნე“ ხალიფა გახდა აბუ ბაქრი (632-634). მისი მეტსახელი იყო „ ას-
სიდდიკ“ (სიმართლის მოყვარული). ის იყო მდიდარი მექელი ვაჭარი, მუჰამადის უახლოესი
მიმდევარი და მრჩეველი. ზოგიერთი ტრადიციით, აბუ ბაქრი იყო პირველი მამაკაცი
მუჰამადის შემდეგ, ვინც მიიღო ისლამი. ის თან ახლდა მუჰამადს ყველა ლაშქრობის დროს,
მხარს უჭერდა მას და უშუალო მონაწილეობას იღებდა ისლამის ადრეულ ბრძოლებში
ურწმუნოთა წინააღმდეგ. აბუ ბაქრის განსაკუთრებულ მდგომარეობას მუსლიმურ თემში
ხელი შეუწყო მუჰამადის ქორწინებამ მის ქალიშვილზე — ‘აიშა ბინთ აბი ბაქრზე. აბუ ბაქრის
მმართველობის წლები კრიტიკული იყო ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოსათვის. 632-33
წელს მოხდა სხვადასხვა არაბული ტომების გამოსვლა ხალიფას ხელისუფლების წინააღმდეგ,
რომელსაც ისლამური ტრადიცია ისლამიდან განდგომას და წარმართობაზე დაბრუნებას
უწოდებს (არ-რიდდა — „სარწმუნოებისაგან განდგომა“). ბედუინთა ზოგიერთმა ტომმა,
რომლისთვისაც ისლამი ასოცირდებოდა მუჰამადის პიროვნებასთან, მისი სიკვდილის შემდეგ
უარი თქვა ეცნო ხალიფას ხელისუფლება და გადაეხადა ზაქათი. აჯანყებულებს
ხელმძღვანელობდნენ ე.წ. „ცრუ მოციქულები”. მათ შორის ქალი - საჯაჰი და მასლამა
(მუსაილიმა). „ცრუ მოციქულები” თავს აცხადებდნენ ღმერთის მოციქულად, ბაძავდნენ
მუჰამადს და არაბული ტომების გარკვეული ნაწილი აიძულეს უარი ეთქვათ ახალ
რელიგიაზე. ამ პირობებში აბუ ბაქრს მოუხდა გამოეჩინა შეუპოვრობა და სიმტკიცე, რათა
შეენარჩუნებინა ისლამური სახელმწიფოს ერთიანობა. ზაქათი იყო და არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ღვთიური მითითება, რომლის გადახდა ყურანით არის განსაზღვრული და
ნებისმიერი კომპრომისი ამ საკითხზე ნიშნავდა ისლამის საფუძვლებიდან გადახვევას.
ხალიფამ აჯანყებულთა წინააღმდეგ გააგზავნა 11 შეიარაღებული რაზმი და იარაღის ძალით
დაიმორჩილა განმდგარი ტომები. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა ისლამის საბოლოო გამარჯვება
არაბეთში, რამაც ხალიფა აბუ ბაქრს დაპყრობითი ომების დაწყების შესაძლებლობა მისცა. 634
წლის დასაწყისში აბუ ბაქრმა გააგზავნა რამდენიმე ათასი მეომარი არაბთა
მიწებისდასაპყრობად ბიზანტიის სამფლობელოებში. სირიაში სამხედრო რაზმებს
მეთაურობდა ხალიდ იბნ ალ-ვალიდი.
ხალიფა აბუ ბაქრი გარდაიცვალა 634 წელს დასიკვდილის წინ მან თავის მემკვიდრედ
დაასახელა მუჰამადის უახლოესი მიმდევარი, მისი ერთ-ერთი ცოლის ჰაფსას მამა —‘უმარი,
რომელსაც მუსლიმურმა თემმა მისცა ერთგულების ფიცი.

2. ომარ I-ის რეფორმები. ხალიფა ომარ I-ის რეფორმები.რეფორმატორული საქმიანობა


არაბთა სახალიფოში/632-661/.

‘უმარ I გახდა მე-2 „მართლმორწმუნე” ხალიფა (634-644). მან დაახლ. 613 წ. მიიღო ისლამი,
მანამდე მტრულად იყო მის მიმართ განწყობილი. მუჰამადთან ერთად შეასრულა ჰიჯრა და
მონაწილეობდა ყველა მის ლაშქრობაში.
‘უმარის დროს სწრაფად გაფართოვდა მუსლიმთა სამფლობელო არაბეთის ნახევარკუნძულის
ფარგლებს გარეთ (დას. ირანი, ერაყი და ალ-ჯაზირა, სირია, ეგვიპტე, კირენაიკა,
შეიჭრნენ ამიერკავკასიაში). ერთმორწმუნე არაბთა თემი გადაიქცა მრავალეროვნულ
სახელმწიფოდ, გაჩნდა სხვა სარწმუნოების მოსახლეობა. ამან მოითხოვა ‘უმარისაგან
გარკვეული ღონისძიებების გატარება ადმინისტრაციული აპარატის ორგანიზაციისათვის და
უზარმაზარი შემოსავლების გასანაწილებლად.
‘უმარმა განავითარა მუჰამადის მიერ ჩამოყალიბებული სოციალური თანასწორობისა და
საზოგადოებრივი სამართლიანობის ისლამური საფუძვლები. მიწას და მტკნარ წყალს
საზოგადოებრივ მონაპოვრად თვლიდა და მან აუკრძალა არაბებს უძრავი ქონების
(დაპყრობილი მიწების) დასაკუთრება-დანაწილება. ამის სანაცვლოდ, დაახლ. 640 წელს
‘უმარმა სამხედრო ჯამაგირი და სასურსათო ულუფა დაუწესა ყველა ასჰაბსა და დაპყრობითი
ომის მონაწილეს, რომელთა სახელებიც შეიტანეს საგანგებო სიებში — დივანი (დივან)
ანუ რეესტრი. მასში შედიოდნენ ცალკეული პირები და ტომები, რომელთაც უფლება
ჰქონდათ მიეღოთ ფულადი სახსრები შეკრებილი დამორჩილებული მოსახლეობიდან. თუ
ხალიფა აბუ ბაქრი ამჯობინებდა გათანაბრების პრინციპს, რაც დამახასიათებელი იყო
თავდაპირველი თემისათვის, ‘უმარის მიერ შემოღებული სისტემა განსხვავებული იყო:
ჯამაგირის ოდენობა განისაზღვრებოდა არა მუსლიმის მიერ დაკავებული თანამდებობით,
არამედ ალაჰის მოციქულთან სიახლოვით, ისლამის მიღების დროით, ჰიჯრასა და
ბრძოლებში მონაწილეობით. ამის საფუძველზე ყველაზე მეტ ჯამაგირს ღებულობდნენ არა
მუსლიმური თემის მეთაური ან მისი ნაცვლები, არამედ მუჰამადის ქვრივები (6-12
ათასი დირჰამი). ჯამაგირის დანიშვნისას გაითვალისწინებოდა მათი დამსახურება
ისლამის წინაშე დამოციქულთან სიახლოვე. დივანში მეორე ადგილზე იყვნენ მუჰაჯირები
და ანსარები (2-6 ათასი დირჰამი); ამასთან, რაც უფრო ადრე ჰქონდათ მიღებული ისლამი, მით
უფრო მეტ ხელფასს იღებდნენ ისინი. დივანში მესამე ადგილი დაიკავეს იმ ტომებმა,
რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობებში და იმყოფებოდნენ დაპყრობილ
ტერიტორიებზე (მეომრები - 300-500 დირჰამი). შემოსავლების ნაწილი იხარჯებოდა
სახელმწიფოს საჭიროებისათვის.
ხალიფა ‘უმარმა შემოიღო ყადის (კადი) ინსტიტუტი, ჰიჯრის წელთაღრიცხვა (638 წ.),
რომელიც ემყარება მთვარის მოძრავ კალენდარს და დააწესა მრავალი რელიგიური და
სამოქალაქო მითითება: ყოველწლიური პილიგრიმობა, რომელსაც თვითონ
ხელმძღვანელობდა; მათრახით დასჯა; დიია-ს (სისხლის საფასური - კომპენსაცია
მკვლელობის, დაჭრისა და დასახიჩრებისათვის) ზომის ფიქსაცია; მრუშობისათვის ქვებით
ჩაქოლვა; ერაყში ჩატარდა მიწების კადასტრი და დადგინდა ხარაჯას და ჯიზიას ზომა
(მაგ., არამუსლიმ მამაკაცებს 15 წლის ზევით უნდა გადაეხადათ 12, 24 და 48 დირჰამი);
ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ უმარმა ბრძანა იქიდან ხორბლის შემოტანა მექისა და
მედინისათვის; შემოიტანა სიგრძის და მოცულობის ერთიანი სახელმწიფო ზომები და სხვ.
‘უმარს დიდი წვლილი მიუძღვის ყურანის ტექსტების შეგროვებაში. მან აუკრძალა
არამუსლიმებს ჰიჯაზში გაჩერება სამ დღეზე მეტი. ‘უმარის გადაწყვეტილებები
პრეცედენტად იქცა მისი მემკვიდრეებისათვის. ‘უმარმა აუკრძალა აგრეთვე მუჰამადის
მიმდევრებს მედინას დატოვება და სხვა ქალაქებში დასახლება, რადგანაც ის ენდობოდა მათ
და ავალებდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს.
‘უმარმა შემოიღო აგრეთვე სამხედრო და სამოქალაქო ნაცვლების ინსტიტუტი (18/639 წელს
სირიის გამგებლად დანიშნა მუ‘ავია ბ. აბი სუფიანი) და დააარსა ქსელი სამხედრო ბანაკებისა
(ამსარ), რომელთაგანაც წარმოიშვნენ ქალაქები — ფუსტატი ეგვიპტეში, ქუფა და ბასრა
ერაყში, ალ-ჯაბიია სირიაში. ‘უმარი ისტორიაში შევიდა როგორც „ხალიფა-მშენებელი”. მის
დროს გაფართოვდა მოციქულის მეჩეთი მედინაში, ხელახლა აშენდა ქააბას ტაძარი.
644 წლის 3 ნოემბერს, მედინის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს ‘უმარი მოკლა ბასრის
მმართველის სპარსელმა(ქრისტიანმა) მონამ, რომლის თხოვნა ხალიფამ არ შეასრულა
‘უმარი დაიკრძალა მედინაში, მოციქულის მეჩეთში მუჰამადისა და აბუ ბაქრის გვერდით.
მის მიერ დანიშნულმა საბჭომ (აშ-შურა) მომავალ ხალიფად აირჩია ‘უსმანი მოციქულთან
მისი სიახლოვის, მისი გვარის და გამოცდილების გამო.

3. ხალიფა ოსმანი და სოციალ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება სახალიფოში.


ხალიფა ოსმანი და ყურანი.

‘უსმანი გახდა მე-3 მართლმორწმუნე ხალიფა 644-656 წწ. ის იყო მდიდარი მექელი ვაჭარი,
კურაიშის ტომის, უმაიიას გვარიდან. ‘უსმანი იყო მუჰამადის ერთ-ერთი პირველი
მიმდევარი. ის ხელმძღვანელობდა მუსლიმთა ემიგრაციას ეთიოპიაში, ხოლო 623 წ. ჩავიდა
მედინაში.
‘უსმანის მმართველობის პერიოდში სახალიფომ გააფართოვა თავისი საზღვრები ჩრდილოეთ
აფრიკაში თუნისამდე, საბოლოოდ გაანადგურა სასანიანთა სახელმწიფო და დაიმორჩილა
ამიერკავკასია. სწორედ ‘უსმანის დროს ჩამოყალიბდა არაბული ფლოტი, რითაც ბოლო მოეღო
ბიზანტიის საზღვაო უპირატესობას.
ხალიფა ‘უსმანის ინიციატიცით მომზადდა ყურანის სრული ტექსტი, რომლის შედგენა
დაევალა
მუჰამადის მდივანს — ზაიდ იბნ საბითს (იასრიბელი, ხაზრაჯის ტომიდან) სამ მექელთან
ერთად. ეს ტექსტი გამოცხადდა კანონიკურად და ყველა მუსლიმისათვის სავალდებულოდ.
‘უსმანის ხალიფობის პერიოდში ზაიდი იყო მედინის ყადი და ხალიფას ხაზინის მცველი.
ხალიფამ შეცვალა აგრეთვე ლოცვის რიტუალი — დაამატა მესამე მოწოდება ლოცვისაკენ
და დააწესა ორის ნაცვლად ოთხი მიწიერი თაყვანისცემა ჰაჯის დროს ‘არაფათის მთასთან და
მინას დაბლობზე.
‘უსმანის მმართველობის ბოლოს ხალიფას პირველად დაუპირისპირდა ოპოზიცია, დაიწყო
მღელვარებები და აჯანყებები პროვინციებში. უკმაყოფილებას განაპირობებდა ის, რომ
‘უსმანი პროვინციების, ოლქების გამგებლებად და მხედართმთავრებად ნიშნავდა თავის
ნათესავებს (ძირითადად მუჰაჯირებს), რომელთაც ასაჩუქრებდა მიწებით და დიდძალი
ფულადი თანხით სახალიფოს ხაზინიდან. ‘უსმანი იყო პირველი ხალიფა ისლამში,
რომელმაც გარკვეული შეღავათები დაუწესა ძირითადად უმაიიანებს და გამოიყენა დივანი
პერსონალური და პოლიტიკური ინტერესებისათვის.
გადმოცემით, ‘უსმანის სიკვდილის დღეს, მის პირად ხაზინაში იყო 150 000 დინარი და 1 მლნ.
დირჰამი. მისი სიმდიდრით სარგებლობდა მუჰამადის რამდენიმე უახლოესი მიმდევარიც
და ხდებოდა მუსლიმთა ქონების ძარცვა, როგორც ეს აღწერილია წყაროებში. ასჰაბები
თვლიდნენ, რომ სიმდიდრე და ფუფუნება არღვევდა ისლამის ფასეულობებს და
მოითხოვდნენ მუჰამადისა და პირველი ორი ხალიფას დროინდელი წესების დაცვას,
სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფეროს დაქვემდებარებას მუსლიმური თემისადმი,
ნადავლის თანაბარ განაწილებას, მოწყალებისათვის განკუთვნილი თანხების გაზრდას.
ძირითადი წინააღმდეგობა იყო უმაიან დიდებულებსა და სამხედრო ბანაკებში (ქუფა, ბასრა,
ფუსტატი) განლაგებულ არაბთა ტომობრივი არმიის ჯარისკაცებს შორის, რომლებიც
იყვნენ არაბთა დაპყრობითი ომების ძირითადი მონაწილეები და უკმაყოფილონი
იყვნენ იმით, რომ მათი სამხედრო წარმატების შედეგებით სარგებლობდა მექის
არისტოკრატია.
ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა, სოციალურმა, ეკონომიკურმა და რელიგიურმა
ფაქტორებმა განაპირობა უკმაყოფილება ქვეყნის მოსახლეობაში ‘უსმანის მმართველობის
ბოლო პერიოდში (650-656). ეს მოვლენები ისტორიაში შევიდა როგორც ფითნა („არეულობა”).
ხალიფას წი- ნააღმდეგ გამოსვლები დაიწყო სახალიფოს სხვადასხვა პროვინციებში,
განსაკუთრებით ერაყსა და ეგვიპტეში. 656 წ. მაისის დასაწყისში, მცირე პილიგრიმობის
საბაბით, უკმაყოფილო მუსლიმთა ჯგუფები ეგვიპტიდან, ბასრიდან და ქუფიდან ჩავიდა
მედინაში. მათ პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს ხალიფას, რომელმაც აღუთქვა, რომ
შეისწავლიდა მათ პრობლემებს, გამოასწორებდა შექმნილ ვითარებას და შეცვლიდა
პროვინციათა მმართველებს. აჯანყებულებთან ინციდენტი ამით არ დამთავრდა.
გადმოცემით, ‘უსმანმა თითქოს წერილი გაუგზავნა ეგვიპტის ნაცვალს და უბრძანა
დაეპატიმრებინა ისინი ჩასვლისთანავე. ეს წერილი ხელში ჩაუვარდათ ეგვიპტელ არაბებს,
რომლებიც უკან დაბრუნდნენ და სხვა უკმაყოფილო მუსლიმებთან ერთად ალყა
შემოარტყეს ხალიფას სასახლეს და მოსთხოვეს უარი ეთქვა ხალიფას ტახტზე. სასახლის ალყა
დაახლოებით 40 დღეს გაგრძელდა და 656 წლის 17 ივნისს აჯანყებულები შეიჭრნენ მის
სახლში და მოკლეს ხალიფა. ‘უსმანის მკვლელის სახელი ზუსტად არაა ცნობილი.
გადმოცემით, მოკლული ხალიფას სისხლით შეიღება ყურანი, რომელიც მას გვერდით ედო.
ასეთი „უსმანისეული” ყურანები ინახებოდა მრავალ მეჩეთში (მათ შორისაა ტაშკენტის
მეჩეთი).
‘უსმანის სიკვდილმა გამოიწვია მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სახალიფოში და სათავე
დაუდო განხეთქილებას მუსლიმურ თემში.

4. ხალიფა ალი. პირველი სამოქალაქო ომი სახალიფოში.

‘უსმანის შემდეგ მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფად აირჩიეს ‘ალი (656-661) — მოციქულ


მუჰამადის ბიძაშვილი და სიძე, ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღო ისლამი. ის იყო მუჰამადის
ყველა ლაშქრობის მონაწილე, ყურანისა და სუნას საუკეთესო მცოდნე, შესანიშნავი ორატორი.
‘ალი გახალიფებისთანავე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან უნდა დაეწყო ‘უსმანის
მკვლელების
დევნა, როგორც ამას მოითხოვდა მრავალი ცნობილი მუსლიმი; ან დაედანაშაულებინა ამ
კრიზისში თვითონ ‘უსმანი, როგორც ამაზე მიუთითებდნენ რადიკალური წრეების
წარმომადგენლები. ‘ალიმ უარი თქვა მკვლელების დასჯაზეც და ‘უსმანის მისამართით
ბრალდების გამოხატვაზეც. მან გადადო საქმის განხილვა იქამდე, ვიდრე არ გაძლიერდებოდა
მისი ხელისუფლება. თუმცა მუჰამადის ზოგიერთმა მიმდევარმა ‘ალის ეს ქმედება შეაფასა
მკვლელების დაფარვად და დაიწყო გამოსვლა ‘ალის წინააღმდეგ.
თავდაპირველად ‘ალის მხარი დაუჭირეს ეგვიპტემ, ერაყმა და წმინდა ქალაქებმა — მექამ და
მედინამ, მაგრამ მერე აუჯანყდნენ მუჰამადის მიმდევრები: ტალჰა და აზ-ზუბაირი,
რომელთაც მიემხრო მუჰამადის ქვრივი აიშა. ეს დაჯგუფება ‘ალის ხელისუფლებისათვის
ებრძოდა. 36/656წ.
ე.წ. „აქლემის ბრძოლაში“ (ბასრასთან ახლოს). ‘ალიმ მოახერხა ტალჰას და აზ-
ზუბაირის მცირერიცხოვანი რაზმის განადგურება, ხოლო აიშას აუკრძალა პოლიტიკურ
საქმეებში ჩარევა. ‘ალი ეყრდნობოდა ერაყის არაბულ ტომებს. ამის გამო „აქლემის ბრძოლის”
შემდეგ მან თავისი რეზიდენცია მედინიდან ქუფაში გადაიტანა. ამის შემდეგ მედინამ
თანდათან დაკარგა თავისი, სახალიფოს პოლიტიკური ცენტრის, მნიშვნელობა.
‘ალიმ შეცვალა ხალიფა ‘უსმანის მიერ დანიშნული გამგებლები, რამაც კიდევ უფრო
გაართულა ახალი ხალიფას ურთიერთობა ‘უმაიიას გვართან. სირიის გამგებელმა, ხალიფა
უსმანის ბიძაშვილმა, მუ‘ავია ბ. აბუ სუფიანმა, არ ცნო ‘ალი ხალიფად. 657 წლის ივლისში
სიფფინთან— ერაყელ შიიტებსა (მათ ხელმძღვანელობდა ‘ალი) და სირიელ უმაიიანებს (მათ
ხელმძღვანელობდა მუ‘ავია) შორის გაიმართა ბრძოლა, რომელიც სამი დღე გაგრძელდა.
თავდაპირველად უპირატესობა ‘ალის მხარეზე იყო, მაგრამ მუ‘ავიას მომხრეებმა
მოწინააღმდეგეებს მოუწოდეს საღვთო წიგნის მითითებების საფუძველზე
გადაეწყვიტათ სადავო საკითხი. ‘ალიმ შეწყვიტა ბრძოლა და დათანხმდა სამედიატორო
სასამართლოზე, რაც მის ბანაკში განხეთქილების მიზეზი გახდა. ‘ალი მიატოვა 12 ათასმა
მეომარმა, რომლებმაც სამედიატორო სასამართლო „ალლაჰის სიტყვის” დარღვევად მიიჩნიეს.
ხარიჯიტების რელიგიურ-პოლიტიკურმა დაჯგუფებამ მათგან აიღო სათავე. ხარიჯიტებმა
აქტიური ბრძოლა დაიწყეს არა მარტო მუ‘ავიიას, არამედ ‘ალის წინააღმდეგაც. სამედიატორო
სასამართლო შედგა 658 ან 659 წელს, სიფფინთან ბრძოლის 7 თვის შემდეგ.გამარჯვება
მოიპოვა მუავიამ.
‘ალის ხალიფობის ბოლო პერიოდი აღინიშნა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით,
დაეცა მისი პირადი ავტორიტეტიც. ‘ალიმ დაკარგა კონტროლი პროვინციებზე და თავის
უახლოეს მიმდევრებზეც. გააქტიურდნენ სახალიფოს საგარეო მტრებიც (ბიზანტია შეეცადა
დაებრუნებინა ადრე დაკარგული ტერიტორიები). გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობაც.
661 წ. 22 იანვარს ხარიჯიტმა მოწამლული ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა ‘ალი ქუფის
საკრებულო მეჩეთის კართან. ხალიფა ‘ალი დაკრძალეს ქუფასთან ახლოს, სადაც შემდეგ
აშენდა შიიტთა წმინდა ქალაქი ან-ნაჯაფი (ქუფიდან 10 კმ.-ზე), შიიტთა პილიგრიმობის ერთ-
ერთი უდიდესი ცენტრი. ‘ალის მომხრეებმა შექმნეს „ალის პარტია” (ში‘ათ ‘ალი), რომელმაც
სათავე დაუდო შიიზმის ჩამოყალიბებას.
სწორედ პირველი სამოქალაქო ომის (656-661) მსვლელობის პერიოდში,
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩაეყარა საფუძველი ისლამის ძირითად მიმდინარეობებს:
ხარიჯიზმს, შიიზმს და სუნიზმს. პირველ ეტაპზე მათ შორის განსხვავება იყო მხოლოდ
ხელისუფლების საკითხში. ხარიჯიტების აზრით, ხალიფად შეიძლება გამხდარიყო ყველა,
სოცია¬ლური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, თვით მონაც კი,
თუ მას მუსლიმური თემი აირჩევდა. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ისინი აღიარებდნენ
აბუ ბაქრს და ‘უმარს. ‘უსმანი მათი აზრით სამართლიანად იყო მოკლული, ხოლო ალიმ
დაკარგა თავისი უფლებები ხალიფას ტახტზე მას შემდეგ, რაც დათანხმდა მუავიას
სამედიატორო სასამართლოზე. სუნიტების აზრით, ხალიფა შეიძლებოდა გამხდარიყო
ყველა, ვისაც მუსლიმური თემი აირჩევდა, მაგრამ ის უნდა ყოფილიყო კურაიშის ტომის
წარმომადგენელი. შესაბამისად, ისინი აღიარებენ პირველი ოთხი ხალიფას კანონიერებას.
შიიტების აზრით კი, მხოლოდ ალისა და ფატიმას შთამომავლებს ჰქონდათ კანონიერი
უფლება ხელისულებაზე და პირველ სამ ხალიფას უზურპატორებად მიიჩნევდნენ.

5. ომაიანთა სახალიფოს წარმოშობა. მუავია I.

ომაიანები, უმაიანები (ბანუ უმაიია) - არაბული დინასტია, რომელიც მართავდა ომაინთა


სახალიფოს (661-750) და ესპანეთში კორდოვას საამიროსა (756-929) და კორდოვას სახალიფოს
(929-1031).
ომაინთა სახალიფოს მართავდა ამ დინასტიის ორი შტო: სუფიანები, რომლებიც
მმართველობდნენ 661 წლიდან 684 წლამდე და მარვანიანები, რომლებიც მმართველობდნენ
684 წლიდან 750 წლამდე. ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი გახდა დამასკო (სირია).‘ალის
მკვლელობის (661წ.) შემდეგ სირიის ნაცვალმა მუ‘ავიამ (661-680) დააფუძნა უმაიანთა
სახალიფო, რომლის სატახტო ქალაქიც გახდა დამასკო. მუ‘ავიამ ხალიფას თანამდებობა
მემკვიდრეობითი გახადა მრავალი მუსლიმის უკმაყოფილების მიუხედავად,
რომელთათვისაც მემკვიდრეობითი მმართველობის იდეა ახალი იყო.
ომაიანთა დინასტიის დასაყრდენს წარმოადგენდნენ სირიულ-არაბული
ტომები,რომლებიც იყოფოდნენ ორ ჯგუფად: ქალბიტები და კაისიტები. ამ ორ დაჯგუფებას
შორის ბრძოლა მიმდინარეობდა პოლიტიკური უპირატესობისათვის, ჯერ კიდევ ჯაჰილიას
დროიდან. უმაიანები წარმოშობით კაისიტები იყვნენ, მაგრამ მათი აღზევების დროიდან
(661წ.) დინასტიის ორიენტაცია ქალბიტებზე განპირობებული იყო მათი ძლიერი პოზიციით
საკუთრივ სირიაში. უმაიანთა ეს ურთიერთობა ქალბიტებთან განმტკიცდა საქორწინო
კავშირებითაც.
მუ‘ავიას გახალიფებისთანავე, 661 წელს შიიტებმა ალის მემკვიდრედ გამოაცხადეს მისი
უფროსი ვაჟი ფატიმასაგან - ალ-ჰასანი. თუმცა მან ხალიფას ტახტისათვის ბრძოლას არჩია
მუავიასთან მოლაპარაკება, რის შემდეგაც ქუფის მეჩეთში მან საჯაროდ უარი განაცხადა
ხალიფობაზე. ამისთვის მან მიიღო დიდი ფულადი კომპენსაცია. შიიტთა ვერსიით
ხელშეკრულება ითვალისწინებდა უმაღლესი ხელისუფლების დაბრუნებას ალ-
ჰასანისათვის მუ‘ავიას გარდაცვალების შემდეგ. შეთანხმების შედეგად, მოციქულის
შვილიშვილმა დატოვა ერაყი და დასახლდა მედინაში. ალ-ჰასანი გარდაიცვალა 669 წელს და.
ალ-ჰუსაინი გახდა ალიდთა გვარის უფროსი და დაბრუნდა ქუფიდან მედინაში.
მუ‘ავიამ, ერაყისა და სახალიფო აღმოსავლეთი პროვინციების დასამორჩილებლად, ქუფასა
და ბასრაში გააგზავნა მისდამი ერთგული მმართველები. 664 წელს ბასრის მმართველად
დანიშნა ზიად იბნ აბიჰი (გარდ. 673წ.). ზიადი ცენტრალური ხელისუფლებისათვის ძლიერი
და გავლენიანი პიროვნება იყო. ამდენად, მუ‘ავიამ შეძლო მისი მიმხრობა და ის
ოფიციალურად თავის ძმად გამოაცხადა (მისი წარმოშობა არ იყო ნათელი, რის გამოც ეწოდა
იბნ აბიჰი - თავისი
მამის ძე). სწორედ ზიადის დახმარებით, მუ‘ავიამ შეძლო ჩაეხშო მავალების (არაბთა მიერ
დაპყრობილ ქვეყნებში გამუსლიმებული პირნი, რომელთაც რომელიმე არაბული ტომი
მფარველობდა) გამოსვლები ქუფაში ჰიჯრის 43/663-4 წელს და ხარიჯიტების გამოსვლები,
რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი დემოკრატიული პრინციპების განხორციელებისათვის. მან
მოახდინა არაბთა ტომობრივი არმიის რეორგანიზაცია.
მუ‘ავიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა წმინდა ქალაქებშიც - მექასა და მედინაში. ამ ქალაქებში
თავი მოიყარეს მუჰამადის მიმდევრებმა და უახლოესმა ნათესავებმა, რომლებიც
ჩამოცილდნენ პოლიტიკურ ხელისუფლებას. დამასკოში სახალიფოს დედაქალაქის
გადატანის შემდეგ ჰიჯაზმა მხოლოდ რელიგიური სტატუსი შეინარჩუნა. ე. წ. ძველი
მუსლიმები - მექელი და მედინელი მუსლიმები ომაიანებს საეჭვო მუსლიმებად თვლიდნენ.
თუმცა მუ‘ავია I-ს ისინი უყურებდნენ როგორც ადამიანს, რომელსაც შეეძლო აღედგინა
მუსლიმური თემის ერთიანობა.
მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ მუ‘ავიას მმართველობა სახალიფოსათვის
შედარებით სტაბილური აღმოჩნდა. განმტკიცდა სახალიფოს საგარეო პოლიტიკური
ვითარებაც, გაფართოვდა სახალიფოს საზღვრები. მუ‘ავიას დროს გაგრძელდა დაპყრობითი
ომები. არაბებმა აღმოსავლეთით დაიპყრეს ხორასანი და შუა აზიის მთელი რიგი ქალაქები.
განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა ქ. კონსტანტინოპოლზე ხმელეთით და ზღვით, ხოლო
ჩრდილოეთ აფრიკაში 670წ. დაარსდა ქ. კაირავანი როგორც ბაზა დასავლეთში შემდგომი
ლაშქრობებისათვის.
მუ‘ავიამ შექმნა ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. მუ‘ავიას უმნიშვნელოვანესი
პოლიტიკური აქცია იყო თავისი შვილის, იაზიდისათვის ხელისუფლების გადაცემა,
როგორც მემკვიდრისათვის. ამით მან შემოიღო ხალიფას ხელისუფლების
მემკვიდრეობითობის პრინციპი.

6. ხალიფა იაზიდ I. ქერბელას ტრაგედია.მეორე სამოქალაქო ომი.

680 წელს ხალიფა გახდა იაზიდ I (680-683), რომელიც დაკავშირებული იყო სამხრეთარაბულ
ტომებთან, რამდენადაც მისი დედა და ცოლი წარმოშობით იყვნენ კუდა‘ას ტომიდან და
ამასთან ქელბიტები იმ დროს დინასტიის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდნენ. იაზიდი
იყო იმავდროულად პოეტი და მუსიკის, სიმღერისა და ცეკვების მოყვარული.
680 წელს, მუ‘ავიას გარდაცვალებისთანავე, გააქტიურდა ანტიომაიანთა ოპოზიცია ერაყში და
დაიწყო მეორე სამოქალაქო ომი (680-692). შიიტებმა ‘ალის მემკვიდრედ გამოაცხადეს
მისი მეორე ვაჟი ფატიმასაგან - ალ-ჰუსაინი, მოუწოდეს მას მოეწყო აჯანყება ხალიფა იაზიდის
წინააღმდეგ და აღუთქვეს დახმარება. ჰუსაინი დათანხმდა და გაემართა ქუფისაკენ. ერაყის
ნაცვალმა ჰიჯაზიდან ერაყამდე მთელ გზაზე პოსტები მოაწყო და თავისი სამხედრო რაზმები
განალაგა. სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ჰუსაინი გამოჩნდა. მას ახლდა მცირერიცხოვანი
რაზმი -
40 ქვეითი და 32 მხედარი, ძირითადად მისი ახლობლები და ნათესავები. ისინი დაბანაკდნენ
ქ.
ნინავაში, სადაც შემდეგ წარმოიშვა ქალაქი ქერბელა. იქ მალევე მივიდა ხალიფას სამხედრო
რაზმი (4 000 მეომარი). თავდაპირველად ხალიფას რაზმიდან არავინ ესხმოდა მას თავს, არ
სურდათ თავის თავზე აეღოთ მოციქული შვილიშვილის დაღვრილი სისხლი. ბოლოს ერთმა
მათგანმა დაარტყა ჰუსაინს ხმალი თავში, რის შემდეგაც თავს დაესხნენ, 33 ჭრილობა მიაყენეს
ისრებით და მოკლეს. ამ შეტაკების დროს დახოცეს ჰუსაინის მიმდევრებიც, ქალების და
ბავშვების გარდა. დახოცილთა თავები ხალიფას გაუგზავნეს დამასკოში (ზოგიერთი ცნობით,
ხალიფა იაზიდმა სინანული გამოთქვა მოციქულის შვილიშვილის დაღუპვის გამო და ბრძანა
მისი მოჭრილი თავი ქარბალაში გადაესვენებინათ. აქ, იმამ ჰუსაინის დაკრძალვის ადგილზე
გაჩნდა ქალაქი ქარბალა, რომელიც შიიტების მეორე საპილიგრიმო ადგილი გახდა ან-ნაჯაფის
შემდეგ). ეს მოხდა ჰიჯრის 61 წ. 10 მუჰარრამს - 680 წლის 10 ოქტომბერს. ეს ბრძოლა
ისტორიაში შევიდა როგორც ქერბელას ტრაგედია, რომელმაც ძლიერი
შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. ალ-ჰუსაინი წამებულად მიიჩნიეს და
შიიტთა მესამე იმამად აღიარეს. ალ-ჰუსაინის დაღუპვის დღე აღინიშნება შიიტთა მიერ,
როგორც ტრაური - ‘აშურა.
მუ‘ავიას სიკვდილის შემდეგ, იაზიდს დაუპირისპირდნენ მექელი და მედინელი მუსლიმები.
მედინელმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს, რომ გათავისუფლებულიყვნენ უმაიანთა
ბატონობისაგან. ისინი შეიკრიბნენ მედინის მთავარ მეჩეთში და უარი თქვეს ეცნოთ
იაზიდი კანონიერ ხალიფად. სირიის არმია მექისაკენ დაიძრა, სადაც იყო ‘აბდ ალ-ლაჰ იბნ
აზ-ზუბაირი (მმართველობდა 683-692 წწ.), რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ხალიფას
ტახტზე. სირიის არმიამ ალყა შემოარტყა მექას. წყაროებში დასახელებულია სხვადასხვა
ტიპის ქვისსატყორცნი მანქანები, რომლებიც გამოიყენეს ქალაქის ალყის დროს. ქალაქში
ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ქააბას ტაძარიც. მოულოდნელად ხალიფა გარდაიცვალა და
სირიის არმია იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. იაზიდის გარდაცვალებისთანავე,
‘აბდ ალ-ლაჰი ხალიფად გამოცხადდა ჰიჯაზში, ერაყში, სამხრეთ არაბეთში. ‘აბდ ალ-ლაჰი
ხალიფად სცნო სირიის ნაწილმაც, თუმცა სირიული ტომების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა
ომაიანებს.
685 წელს ტახტზე ავიდა ‘აბდ ალ-მალიქი (685-705).

7. ხალიფა აბდ ალ-მალიქის რეფორმები.. ხალიფა აბდ ალ-მალიქი და მისი რეფორმები.

‘აბდ ალ-მალიქ ბ. მარვანი (685-705). მას ტახტზე ასვლისას ემორჩილებოდა მხოლოდ სირია
და ეგვიპტე. დასავლეთი და ცენტრალური არაბეთი, ერაყი და მასზე დამოკიდებული
სახალიფოს აღმოსავლური პროვინციები ექვემდებარებოდა მექის ხალიფას ‘აბდ ალ-ლაჰ ბ.
აზ- ზუბაირს.
‘აბდ ალ-მალიქმა შეძლო ჩაეხშო თავისი მოწინააღმდეგეების გამოსვლები: ‘აბდ ალ-ლაჰ ბ.
აზ-ზუბაირის მექაში (683-692) და მისი მომხრეების ერაყში (685-691). ‘აბდ ალ-მალიქმა
აღადგინა იაზიდის გარდაცვალების შემდე დაშლილი სახალიფოს ერთიანობა, დაამთავრა II
სამოქალაქო ომი (692წ.). ამის შემდეგ, 694 წელს ჰაჯაჯ იბნ იუსუფმა ხალიფას ფირმანი
მიიღო, რომ ის დანიშნული იყო ერაყის გამგებლად. 694-714 წწ.-ში ის იყო ერაყის მმართველი,
სადაც უპირატესად ირანული ელემენტი იყო წარმოდგენილი. ჰაჯაჯმა ააშენა ცნობილი
ქალაქი ვასიტი, რომელიც მდებარეობდა ქუფასა და ბასრას შორის. სპეციალურად ააშენა,
რათა იქ ჰყოლოდა ჯარი და კონტროლი გაეწია სახალიფოს აღმოსავლეთი ნაწილისათვის
ამ სტრატეგიული ადგილიდან. მის ასეთ ქმედებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. მან მალე
დაამყარა წესრიგი ამ დაუმორჩილებელ პროვინციაში. ჰაჯაჯმა მოაწესრიგა საირიგაციო
სისტემაც. გათხარეს ახალი არხები, ხოლო ევფრატსა და ტიგროსს შორის არსებული დიდი
არხი შეაკეთეს. არხების ქსელი ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას და
ტვირთების გადასატანადაც გამოიყენებოდა.
‘აბდ ალ-მალიქის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად არაბთა ძალაუფლება
დაპყრობილ ქვეყნებში საგრძნობლად განმტკიცდა. მიმდინარეობდა სახალიფოს
არაბიზაციისა და ისლამიზაციის პროცესიც. 1. სპარსულის (ერაყი), კოპტურის (ეგვიპტე) და
ბერძნულის (სირია) ნაცვლად სახელმწიფო უწყებებში არაბული ენა შემოიღო. ამის შემდეგ
საქმის წარმოება არაბულ ენაზე უნდა წარმართულიყო. 2. შემოიღო ერთიანი ფულადი
სისტემა მთელ სახალიფოში.
ბიზანტიელთა (რომაულ-ბიზანტიური დინარები) და სასანიანთა მონეტების (ირანული
დრაჰმები) ნაცვლად მოჭრა არაბული მონეტები - დინარები (ოქროს მონეტა) და
დირჰამები (ვერცხლის მონეტა). ახალი სამონეტო სისტემის შემოღება მიუთითებდა
ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარებაზე მთელს სახალიფოში. 3. დამასკოსთან
სახალიფოს შორეული პროვინციების დასაკავშირებლად დაარსა ბარიდები (საფოსტო
სადგურები), რაც სწრაფი მიმოსვლისა და ინფორმაციის მიწოდების საშუალებას იძლეოდა.
დივან ალ-ბარიდი (საფოსტო სამსახურის დივანი), ძირითადი ფუნქციების (ფოსტის მიტანა
დანიშნულების ადგილზე; გზების, ქარავ-სარაიების მშენებლობა და რემონტი) გარდა,
ასრულებდა საიდუმლო პოლიციის ფუნქციებს. გაძლიერდა დამასკოს კონტროლი ოლქების
ამირების მიმართ 4. 700 წლის კანონით (გამოიცა 700 წელს) აიკრძალა მავალების
ჯიზიასაგან გათავისუფლება. ისლამის მიღების შემთხვევაში მუსლიმი თავისუფლდებოდა
ჯიზიასაგან. თავდაპირველად ხარაჯასაგანაც ათავისუფლებდნენ. ამან გამოიწვია
გადასახადების რაოდენობის შემცირება.
არის ცნობები, რომ ‘აბდ ალ-მალიქმა სცადა მუსლიმთა ყურადღება გადაეტანა პალესტინაზე,
რადგანაც ჰიჯაზში იყო ე. წ. ოპოზიცია. პილიგრიმობა მექის ნაცვლად უნდა
შესრულებულიყო იერუსალიმში. აბდ ალ-მალიქმა ააშენა კუბბათ ას-სახრა (კლდის გუმბათი)
იერუსალიმში. ეს მეჩეთი აშენდა 688/9-691/2 წლებში მორიას მთაზე.‘აბდ ალ-მალიქის დროს
განახლდა სამხედრო მოქმედებები ბიზანტიასთან, რომელმაც ისარგებლა სახალიფოში
არასტაბილური მდგომარეობით და დაიპყრო მნიშვნელოვანი ტერიტორიები. აბდ ალ-
მალიქმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა და გაამაგრა სირიის სასაზღვრო ზოლი
ბიზანტიასთან.

8. ომაიანთა სახალიფო აბდ ალ-მალიქის მემკვიდრეების დროს.

‘აბდ ალ-მალიქის მემკვიდრეები იყვნენ ალ-ვალიდ I და სულაიმანი.


ვალიდ I (705-715) - ის მმართველობის პერიოდი გამოირჩევა სტაბილურობით და სახალიფოს
ყველა ოლქში საზოგადოებრივი ცხოვრების აღმავლობით. როგორც ‘აბდ ალ-მალიქისა და ალ-
ვალიდის დროს გაიზარდა ქალაქები, სადაც განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა. ვალიდ I
დიდ თანხებს ხარჯავდა ქალაქების კეთილმოწყობაზე, რასაც ხელს უწყობდა დაპყრობილი
ომებიდან მიღებული ხარკი და ნადავლი. ვალიდ I-ის დროს შენდებოდა სასახლეები,
მეჩეთები, საავადმყოფოები, გაყავდათ გზები. ის იყო ინიციატორი უმაიანთა ცნობილი
მეჩეთის მშენებლობის დამასკოში, გააფართოვა მოციქული მეჩეთი მედინაში.
მისი მმართველობის პერიოდში მუსლიმებმა დაიპყრეს ახალი ტერიტორიები. გამუდმებული
სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა ბიზანტიის წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში აქტიურ
მონაწილეობას იღებდნენ ხალიფას შვილები. მუსლიმებმა მოიპოვეს საზღვაო
გამარჯვებებიც. მათ დაიპყრეს კუნძული სიცილია. ჩრდილოეთ აფრიკაში ნაცვალმა - მუსა იბნ
ნუსაირმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. მის დროს ბერბერებმა მიიღეს ისლამი. ამის
შემდეგ დაიწყო ლაშქრობები ანდალუსიაში. განხორციელდა ლაშქრობები შუა აზიაში და
მუსლიმი მხედართმთავარი აკონტროლებდა მთელ შუა აზიას, სისთანს, მავერანაჰრს და
ქაბულს.
სულაიმან იბნ ‘აბდ ალ-მალიქი (715-717) - ხალიფა გახდა თავისი ძმის გარდაცვალების
შემდეგ. ღვინო, ქალები და სიმღერები იყო სულაიმანის დროს სასახლის კარის მთავარი
ატრიბუტები. მან შეცვალა ყველა პროვინციის გამგებელი - ხორასნის მმართველი, და
ანდალუსიის მმართველი. ორივე შეეცადა არ დამორჩილებოდა ახალ ხალიფას, მაგრამ
შეთქმულებების დროს დაიღუპნენ. ამ საკადრო ცვლილებებმა არ მისცა საშუალება ხალიფას,
გაეგრძელებინა დაპყრობები. ერთადერთი მსხვილი სამხედრო ოპერაცია მისი ხალიფობის
პერიოდში იყო მუსლიმთა მიერ კონსტანტინოპოლის უშედეგო ალყა 715-717 წწ. ში ან 716-718
წწ.-ში.

9. ხალიფა ომარ II-ის რეფორმები.


‘უმარ (717-720) ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღვთისმოსავი და სამართლიანი
მმართველი ისლამის მთელი ისტორიის მანძილზე. ამდენად მისი მმართველობის პერიოდს
ზოგჯერ ადარებენ მართლმორწმუნე ხალიფების მმართველობის ეპოქას, ხოლო მას კი მეხუთე
მართლმორწმუნე ხალიფად მოიხსენიებენ. მუსლიმი ისტორიკოსების ცნობით, ის მრავალი
წლის მანძილზე სწავლობდა ისლამურ მეცნიერებებს, უპირველეს ყოვლისა, ისლამურ
კანონმდებლობას. ალ-ვალიდის დროს ის იყო მედინის ნაცვალი (706-712) და მას
ემორჩილებოდა მექა და ტაიფიც. გახალიფებამდე ის ეწეოდა უმაიანთათვის ჩვეულ
ცხოვრებას - უყვარდა ფუფუნება, ძვირფასი ტანსაცმელი, კეთილსურნელებები,
მფარველობდა პოეტებს, მაგრამ მკვეთრად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი გახალიფების
შემდეგ. მან დაიფიცა, რომ არაფერს არ აიღებდა სახელმწიფო ხაზინიდან. მან უარი თქვა
მემკვიდრეობით წილზე, გაყიდა მთელი ქონება და მონები, ხოლო მიღებული შემოსავალი
საქველმოქმედო საქმეებზე დახარჯა. ასევე შეუწყვიტა მარვანიანებს მრავალი პირადი
პრივილეგია. ‘უმარმა გაატარა ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც სახალიფოში
პრაქტიკულად არ დარჩნენ ღარიბი ადამიანები. მან მაღალი ჯამაგირი დაუნიშნა ყველა
სახელმწიფო მოხელეს, რათა თავიდან აეცილებინა უფლებამოსილების გადაჭარბება, ქრთამის
აღება, ხაზინის ძარცვა და გამოძალვა. ‘უმარმა შეცვალა ყველა ნაცვალი და სახელმწიფო
მოხელე, ვინც მართავდა არასამართლიანად და ხარჯავდა სახელმწიფო სახსრებს. ‘უმარმა
მნიშვნელოვნად გაზარდა არმიის დაფინანსება, როგორც დინასტიის საიმედო დასაყრდენის.
ის ატარებდა აქტიურ რელიგიურ პოლიტიკას, პატივს მიაგებდა მუსლიმ ღვთისმეტყველებს.
მისი მმართველობის პერიოდში ისლამი მიიღო სახალიფოს მრავალმა ქვეშევრდომმა.
‘უმარი შეეცადა ჩაეხშო სახალიფოში სოციალური და ეთნიკური დაპირისპირებები და
ცხოვრებაში გაეტარებინა შარიათის ნორმები, უ. ყ. გადასახადებით დაბეგვრის საქმეში.
‘უმარმა გაათავისუფლა მავალები ჯიზიასაგან, გააუქმა 700 წლის კანონი. ხელფასი დაუწესა
მეომარ- მავალებს და ბრძანა მათი შეყვანა დივანში. რაც შეეხება ხარაჯას, ის უნდა აეღოთ
ყველა მიწის მფლობელისაგან, მათი სარწმუნოების მიუხედავად. ის მკაცრად მოითხოვდა
დაპყრობილ მოსახლეობასთან დადებული ხელშეკრულებების პირობების დაცვას (მაგ.,
ხალიფა ‘აბდ ალ- მალიქმა ხარკი კუნძულ კვიპროსიდან გაზარდა 1000- დინარით. ‘უმარმა
მოხსნა ეს დანამატი) და ნებას რთავდა მათ საკამათო საკითხების დროს სამედიატორო
სასამართლოსათვის მიემართათ. ეკლესია და სამღვდელოება (დაპყრობილ ტერიტორიებზე)
გაათავისუფლა გადასახადებისაგან. ქრისტიანებს და იუდეველებს მიეცათ უფლება
დაეარსებინათ ვაკფი. ამის გამო შემცირდა შემოსავლები პროვინციებიდან ცენტრალურ
ხაზინაში და უმარს უარის თქმა
მოუხდა ახალ დაპყრობებზე. ‘უმარი შეეცადა ხარიჯიტების, ალიდების და აბასიანების
შემორიგებას. მან გააუქმა ის პრაქტიკა, რომელიც შემოიტანა მუ‘ავიამ სიფფინთან ბრძოლის
შემდეგ და გაგრძელდა ომაიანი ხალიფების მიერაც - პარასკევის ღვთისმსახურების დროს
‘ალი ბ. აბუ ტალიბის წყევლა. მან ერთიანობისაკენ მოუწოდა ხარიჯიტებს, ყურანისა და სუნას
მითითებების სავალდებულო შესრულების საფუძველზე. ‘უმარ II-მ გამოიწვია სირიის
გარნიზონები ერაყიდან და ხორასანიდან იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებოდა ამ პროვინციებში
სტაბილურობის განმტკიცებაში.
‘უმარ II-ის რეფორმები გაუქმებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. ის გარდაიცვალა 720
წელს ხუნასირში (ჩრდ. სირია) და დაკრძალული იქნა იქვე ახლოს, სიმეონის მონასტერში
(ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ის მოწამლა ‘აბდ ალ-მალიქის ოჯახმა.
10. ხალიფა ჰიშამის საშინაო პოლიტიკა.

ჰიშამ ბ. ‘აბდ ალ-მალიქი (724-743) - მისი მმართველობის პერიოდში სტაბილურობა და


სიმშვიდე სახალიფოში არ დარღვეულა, თუმცა ეწყობოდა ცალკეული აჯანყებები მმართველი
დინასტიის წინააღმდეგ. მან გახალიფებისთანავე შეცვალა ერაყის გამგებელი - იბნ ჰუბაირა
(კაისიტთა ლიდერი) და დანიშნა ხალიდი (724-738). მართალია ის იემენელი იყო, მაგრამ
მცირედით თუ განსხვავდებოდა ჰაჯაჯისაგან. 14 წლის განმავლობაში მან მოახერხა სიმშვიდე
ყოფილიყო ამ დაუმორჩილებელ პროვინციაში.
ჰიშამის მმართველობაში გამოიყოფა ორი პერიოდი: 724-738წწ., როდესაც თავის პოლიტიკაში
ძირითადად ეყრდნობოდა ქელბიტებს, და 738 წლის შემდეგ, როდესაც ჰიშამი, თავისი
წინამორბედის იაზიდ II-ის მსგავსად მიემხრო კაისიტებს, რადგანაც შეეშინდა აჯანყებების
მათი მხრიდან. ამას მძიმე შედეგები მოჰყვა. ქელბიტები შეეჩვივნენ პრივილეგიებს, ამიტომ
რეაქცია მწვავე იყო მათი მხრიდან. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ ჰიშამი გადავიდა
დამასკოდან ქ. რუსაფაში (პალმირას ჩრდილოეთით). ამის პარალელურად გაძლიერდა
ფარული პროპაგანდა აბასიანთა სასარგებლოდ. 740 წელს ქუფაში მოეწყო აჯანყება
ომაიანთა წინააღმდეგ ზაიდ იბნ ‘ალის ხელმძღვანელობით (ჰუსაინ ბ. ‘ალის
შვილიშვილი). მას სურდა იარაღით ხელშიდაედასტურებინა თავისი უფლება
იმამატზე. მას მხარი დაუჭირა შიიტთა იმ ნაწილმა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ
ალიდი იმამების პოლიტიკური პასიურობით. რამდენიმე დღეში ეს აჯანყება ჩაახშეს,
თვითონ ზაიდი მოკლული იქნა. მოგვიანებით ზაიდის მომხრეებმა შექმნეს ზაიდიტების
სექტა შიიზმში (რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც მიზნად ისახავდა შეექმნა
თეოკრატიული სახელმწიფო ‘ალის საგვარეულოს იმამის ხელმძღვანელობით), რომელსაც
დღესაც ჰყავს თავისი მომხრეები იემენში. მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გამო, 740-1 წელს
მოეწყო ბერბერთა გამოსვლები ჩრდილოეთ აფრიკაში (თუნისიდან მაროკომდე).
მავერანაჰრში აჯანყდნენ შუააზიელები თურქებთან კავშირში. ეს აჯანყება დამარცხებულ
იქნა ხორასნის გამგებლის მიერ.
ჰიშამი გარდაიცვალა 743 წელს, თავის რეზიდენციაში, ქ. რუსაფაში და იქვე დაკრძალეს.

11. მარვან II იბნ მუჰამადი. მესამე სამოქალაქო ომი სახალიფოში.

მარვან II იბნ მუჰამადი (744-750) - ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა, ცნობილი


მხედართმთავარი. 743-744 წწ.-ში იყო ომაიანთა ნაცვალი ამიერკავკასიაში. მან თავისი
რეზიდენცია გადაიტანა მესოპოტამიაში - ქ. ჰარრანი. ის ცდილობდა დაყრდნობოდა
კაისიტებს (ჩრდილოარაბულ ბედუინურ ტომებს) და ამან გამოიწვია უკიდურესი
უკმაყოფილება ქელბიტების მხრიდან, რომლებიც იყვნენ უფრო მრავალრიცხოვანნი,
უკეთესად ორგანიზებულნი. ისინი გარნიზონებად იდგნენ სირიასა და ერაყში. ხალიფას
წინააღმდეგ ეწყობოდა აჯანყებები სახალიფოს სხვადასხვა პროვინციაში. მარვან II-მ
განახორციელა რამდენიმე ლაშქრობა ანტიომაიანთა მოძრაობის, განსაკუთრებით
ხარიჯიტების წინააღმდეგ სირიაში, მესოპოტამიაში და ერაყში. თუმცა ყველაზე დიდი
წინააღმდეგობა უმაიანებს შეხვდა შიიტების მხრიდან. მარვანმა მოახერხა აჯანყების ჩახშობა
ქუფაში, მაგრამ შიიტთა აჯანყებები გავრცელდა სხვა პროვინციებშიც, რის შედეგადაც მთელი
დას. ირანი აღმოჩნდა შიიტთა კონტროლის ქვეშ. შიიტთა წარმატებას ხელს უწყობდა
მთავრობის ფისკალური პოლიტიკა. მთელს სახალიფოში - ცენტრალურ ოლქებსა თუ
აღმოსავლეთ პროვინციებში - დაიწყო მღელვარებები მაღალი გადასახადებისა და საირიგაციო
სისტემების რემონტთან დაკავშირებული იძულებითი სამუშაოების გამო. უმაიანთა
ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ მავალები, რომლებიც უფლებებით არაბებთან
გათანაბრებას მოითხოვდნენ; არაბი მიწისმფლობელები, ადგილობრივი ფეოდალები,
გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, მონები; თვით ქელბიტებსა და კაისიტებს შორის
დაპირისპირება და დაუსრულებებლი ბრძოლა მარჯვედ გამოიყენეს ომაიანი ხალიფების
მოწინააღმდეგეებმა. ეს უთანხმოებანი კარგად გამოიყენეს თვით აბასიანებმაც, რომელთაც
დაიწყეს პროპაგანდა, რომ აბასიანები მუჰამადის პირდაპირი მემკვიდრეები არიან და ტახტზე
მეტი უფლებები აქვთ. თუმცა ომაიანთა სახალიფო ფაქტობრივად ხორასნის აჯანყებულმა
გლეხებმა დაამხეს. 747 წელს ხორასანში მოეწყო გლეხთა აჯანყება აბუ მუსლიმის
მეთაურობით. აბუ მუსლიმი იყო წარმოშობით სპარსელი, ყოფილი მონა. აბასიანების
მომხრეთა დავალებით 747 წელს მარვის ოაზისში სათავეში ჩაუდგა აჯანყებას, რომელიც
სწრაფად მოედო დას. ირანსა და ერაყს. აჯანყებაში მონაწილეობდნენ ომაიანთა
ხელისუფლებით უკმაყოფილო ირანელი გლეხები და ფეოდალები, მონები, ხორასნის
არაბული (ქელბიტები) ტომები.
747-748 წწ.-ში აბუ მუსლიმის ლაშქარმა აიღო ქ. მარვი, 748 წ. ქ. ნიშაბური და ტუსი, 749 წ. კი
დაამარცხა ომაიანები ქ. ნეჰავენდთან. 749 წელსვე აბუ მუსლიმმა დაიკავეს ქუფა -
ანტიომაიანთა აჯანყების მთავარი ცენტრი. 750 წლის დასაწყისში აბასიანთა არმიამ ამოიპოვა
გადამწყვეტი გამარჯვება მარვან II-ის არმიაზე მდ. დიდ ზაბზე (მდ. ტიგროსის შესართავი). ამ
ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მარვანი გაიქცა სირიაში, შემდეგ ეგვიპტეში და ცდილობდა
იქ შეეგროვებინა ძალები ხორასნის არმიასთან საბრძოლველად. მაგრამ მარვანი მოკლეს 750
წლის აგვისტოში. აბასიანები სასტიკად გაუსწორდნენ ომაიანებს. უკვე 749 წლის 30
ოქტომბერს (ან 28 ნოემბერი) ხალიფად გამოცხადდა აბასიანი - აბულ-‘აბბასი. ამით
დასრულდა უმაიანთა დინასტიის მმართველობა სახალიფოში.

12. რეფორმატორული საქმიანობა ომაიანთა სახალიფოში

ომაიანთა სახალიფოში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები. ომაიანთა დინასტიის


პირველმა ხალიფა მუ‘ავიამ ხალიფას თანამდებობა მემკვიდრეობითი გახადა. თუმცა
ძირითადი რეფორმების ავტორი გახდა აბდ ალ-მალიქი (685-705), რომლის დროსაც
მიმდინარეობდა სახალიფოს არაბიზაციისა და ისლამიზაციის პროცესიც. ასევე სპარსულის
(ერაყი), კოპტურის (ეგვიპტე) და ბერძნულის (სირია) ნაცვლად სახელმწიფო უწყებებში
არაბული ენა შემოიღო. ამის შემდეგ საქმის წარმოება არაბულ ენაზე უნდა წარმართულიყო.
შემოღებულ იქნა აგრეთვე ერთიანი ფულადი სისტემა მთელ სახალიფოში. ბიზანტიელთა
(რომაულ-ბიზანტიური დინარები) და სასანიანთა მონეტების (ირანული დრაჰმები) ნაცვლად
მოიჭრა არაბული მონეტები - დინარები (ოქროს მონეტა) და დირჰამები (ვერცხლის მონეტა).
დამასკოსთან სახალიფოს შორეული პროვინციების დასაკავშირებლად დაარსდა ბარიდები
(საფოსტო სადგურები), რაც სწრაფი მიმოსვლისა და ინფორმაციის მიწოდების საშუალებას
იძლეოდა. 700 წლის კანონით (გამოიცა 700 წელს) აიკრძალა მავალების ჯიზიასაგან
გათავისუფლება. ერაყის მმართველმა ჰაჯაჯ იბნ იუსუფმა დააარსა ახალი ქალაქი ვასიტი. ‘აბდ
ალ-მალიქისა და ალ-ვალიდის (705-715) დროს გაიზარდა და კეთილმოეწყო ქალაქები, რასაც
ხელს უწყობდა დაპყრობილი ომებიდან მიღებული ხარკი და ნადავლი. ალ-ვალიდმა
შემოიტანა პირველად სირიაში ღარიბთა დახმარებისა და ქველმოქმედების სისტემა. მის
დროს განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, შენდებოდა სასახლეები, მეჩეთები,
საავადმყოფოები, გაყავდათ გზები. ის იყო დამასკოში უმაიანთა ცნობილი მეჩეთის
მშენებლობის ინიციატორი, გააფართოვა მოციქული მეჩეთი მედინაში. ვალიდის
მმართველობის პერიოდში აიგო აგრეთვე მასჯიდ ალ-აკსა იერუსალიმში. ხალიფა უმარს II-ს
მეხუთე მართლმორწმუნე ხალიფად მოიხსენიებენ. მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები:
ა) მაღალი ჯამაგირი დაუნიშნა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რათა თავიდან აეცილებინა
უფლებამოსილების გადაჭარბება, ქრთამის აღება, ხაზინის ძარცვა და გამოძალვა; ბ) უმარი
ატარებდა აქტიურ რელიგიურ პოლიტიკას, პატივს მიაგებდა მუსლიმ ღვთისმეტყველებს.
მისი მმართველობის პერიოდში ისლამი მიიღო სახალიფოს მრავალმა ქვეშევრდომმა. უმარი
შეეცადა ჩაეხშო სახალიფოში სოციალური და ეთნიკური დაპირისპირებები და ცხოვრებაში
გაეტარებინა შარიათის ნორმები, უ. ყ. გადასახადებით დაბეგვრის საქმეში. უმარმა
გაათავისუფლა მავალები ჯიზიასაგან, გააუქმა 700 წლის კანონი. ხელფასი დაუწესა მეომარ-
მავალებს და ბრძანა მათი შეყვანა დივანში. არაარაბებს მიენიჭათ მეტი სამოქალაქო
უფლებები. ქრისტიანებს და იუდეველებს მიეცათ უფლება დაეარსებინათ ვაკფი. ამის გამო
შემცირდა შემოსავლები პროვინციებიდან ცენტრალურ ხაზინაში და ‘უმარს უარის თქმა
მოუხდა 1 ახალ დაპყრობებზე. თუმცა უმარის მემკვიდრეებმა კვლავ აღადგინეს 700 წლის
კანონი და ყველა საგადასახადო შეღავათი გააუქმეს. ომაიანი ხალიფებიდან გარკვეული
რეფორმების გატარება მიეწერება ხალიფა ჰიშამსაც (724-743). მის დროს აღდგა სახალიფოს
ეკონომიკური ძლიერება, რასაც ხელი შეუწყო მკაცრმა ფისკალურმა პოლიტიკამ და
საირიგაციო სისტემის მოწესრიგებამ. 744 წელს სახალიფოში დაიწყო II სამოქალაქო ომი,
რომელმაც გამოიწვია ომაიანთა დინასტიის დაცემა.

13. ხალიფა ალ-მანსურის საშინაო პოლიტიკა; ვეზირის ინსტიტუტი.

აბუ ჯაფარი [ალ-მანსური - 754-775] – იყო აბუ ლ-აბბასის ძმა და მასთან ერთად
მონაწილეობდა ანტიომაიანთა მოძრაობაში. ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში აბუ ლ-
აბბასის სიკვდილის შემდეგ.
ხალიფა ალ-მანსურმა 762 წ. დაარსა ქალაქი ბაღდადი, რომელიც გახდა სახალიფოს
დედაქალაქი. ალ-მანსურმა თვითონ შეარჩია ადგილი ამ ქალაქის მშენებლობისათვის,
მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზე. მისი მშენებლობა 5 წელი მომდინარეობდა, 10 000
ხელოსანი და მუშა მუშაობდა, გასამრჯელო საკმაოდ მაღალი იყო. ალ-მანსურს
დაუმზადებინებია სპეციალური აგური, მზეზე გამომშრალი და გამომწვარი, თაბაშირი,
ლერწამი და დაუშლელი კირი. ქალაქის მშენებლობა 5 მილიონი დირჰამი დაჯდა. ქალაქის
ცენტრში იყო ხალიფას სასახლე - ‘ოქროს სასახლედ’ წოდებული. სასახლის გვერდით
მდებარეობდა მეჩეთი. IX საუკუნეში ბაღდადი გახდა ხელოსნობისა და სატრანზიტო
ვაჭრობის ცენტრი. სავაჭრო-საქარავნო გზები მას აკავშირებდა სპარსეთის ყურესთან,
ხმელთაშუაზღვის სანაპიროებთან, ირანთან, ამიერკავკასიასა და არაბეთის
ნახევარკუნძულთან. მდ. ტიგროსის სანაოსნო სისტემის მეშვეობით ბაღდადს საზღვაო
ვაჭრობა ჰქონდა ინდოეთთან, აფრიკასა და სხვა ქვეყნებთან. მანამდე სახალიფოს
დედაქალაქი
იყო ქ. ქუფა, მაგრამ იქ თავმოყრილი იყვნენ შიიტები და ხარიჯიტები, რომლებიც საფრთხეს
უქმნიდნენ ხალიფას უმაღლეს ხელისუფლებას. ამასთან ხალიფას სურდა ისეთი ქალაქი,
რომელიც თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით უპასუხებდა სახალიფოს გაზრდილ
მოთხოვნებს. ეს ქალაქი უნდა ყოფილიყო საკომუნიკაციო-სავაჭრო ცენტრი. ქალაქს ჰქონდა
არაჩვეულებრივი დაგეგმარება: ის იყო მრგვალი ქალაქი, დიამეტრი 3 კმ. მას გარშემოტყმული
ჰქონდა ორმაგი კედლები, გარე კედელს 4 კარიბჭე ჰქონდა. ცენტრში იყო ხალიფას ოქროს
სასახლე (ასე იწოდებოდა ოქროს შესასვლელის გამო). სასახლის გვერდით მდებარეობდა
მეჩეთი. ქალაქში იყო აბანო, ბაზარი, მოედანი, შემდეგ გაჩნდა ვაჭართა სადგომებიც,
სასტუმროები.
ალ-მანსურმა გაატარა ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები, ხელს უწყობდა ვაჭრობისა
და ხელოსნობის განვითარებას. ხალიფა ალ-მანსურის დროს გაჩნდა ვეზირის [არაბ. ვაზირუნ
_ თანაშემწე, დამხმარე, ვაზირი, მინისტრი] ინსტიტუტი.
ვაზირი პირველად გვხვდება სასანიანთა ირანის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც
ის გადაიღეს აბასიანთა დინასტიის არაბმა ხალიფებმა. აბასიანთა 1-ლი ვეზირი - აბუ სალამა
ამ ტიტულს ატარებდა “დამხმარეს” მნიშვნელობით, მხოლოდ ალ-მანსურის დროს ჩნდება
ვაზირი, როგორც ადმინისტრაციული აპარატის თავმჯდომარე. პირველი ვეზირები იყვნენ
ბარმაქელები, ირანის ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები (წარმოშობით
ბალჰიდან), რომელთა ძალაუფლება თითქმის 50 წელს გაგრძელდა. ამ დინასტიის
პირველი წარმომადგენელი იყო ხალიდ იბნ ბარმაქი. ბარმაქიანები კარგი სახელმწიფო
მოღვაწენი იყვნენ. ბარმაქიანებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს სახალიფოს
ადმინისტრაციული და ფისკალური სისტემის ჩამოყალიბებაში.

14. ჰარუნ არ-რაშიდის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ბარმაქიანთა ოჯახის


განადგურების მიზეზები და შედეგები.
ჰარუნ არ-რაშიდი (786-809; არ-რაშიდ - სამართლიანი). მისი მმართველობის პერიოდში
სახალიფომ თავისი ძლიერებისა და დიდების მწვერვალს მიაღწია. ის იყო საუკეთესო
პოლიტიკოსი და მამაცი მეომარი. ის ხალიფა გახდა 24 წლის ასაკში. მუსლიმი
ისტორიკოსების გადმოცემით, ის იყო ღვთისმოსავი ადამიანი, დიდ დროს უთმობდა
ლოცვებს, დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებისათვის და ხშირად ასრულებდა ჰაჯს.
ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მან გაათავისუფლა ციხიდან სპარსი - იაჰია
ბ. ხალიდ ალ-ბარმაქი, რომელიც დააპატიმრა ალ-ჰადიმ. იაჰია, რომელიც იცნობდა ჰარუნს
ბავშვობიდან, მონაწილეობას იღებდა მის აღზრდაში და რომელსაც ჰარუნი მამას ეძახდა,
გახდა ხალიფას ვეზირი (786-803). ბარმაქიანთა ოჯახს უდიდესი გავლენა ჰქონდა და ბევრი
გააკეთა სახალიფოს ასაღორძინებლად. ჰარუნმა დანიშნა იაჰიას ვაჟები ეგვიპტის და
ხორასანის ნაცვლებად. ბარმაქელები აქტიურად მონაწილეობდნენ აჯანყებების ჩახშობაში
სახალიფოს შიგნით. თუმცა მათ თავიანთი პირადი ინტერესები ჰქონდათ. ისინი ფუფუნებაში
ცხოვრობდნენ და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდათ. თანდათანობით ეს იწვევდა
დიდებულთა უკმაყოფილებას. თვითონ ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდსაც შეეშინდა მათი
ძლიერების (ჰარუნს არ მოსწონდა ბარმაქიანთა დამთმობი პოლიტიკა ალიდების მიმართ) და
მისი ურთიერთობა მათდამი შეიცვალა: მოხდა მათი ქონების ქონფისკაცია, იაჰია, ალ-
ფადლი და მისი შთამომავლები საპყრობილეში ჩასვეს, ხოლო ჯა‘ფარი - ჰარუნის მრჩეველი
803 წ. მოკლეს ხალიფას ბრძანებით. იაჰია და ალ-ფადლი საპატიმროში გარდაიცვალნენ.
ბარმაქელთა დასჯამ გამოიწვია მათი მომხრეების - ირანელი და სხვა ფეოდალების
აღშფოთება, მაგრამ ჰარუნ არ- რაშიდი იხსნა იმან, რომ მან დაწერა ანდერძი, რომლის
თანახმადაც სახალიფოს ტერიტორია უნდა გაყოფილიყო მის ორ ვაჟიშვილს შორის: ალ-
ამინმა, რომელიც დედით არაბი იყო, მიიღო ხალიფას ტიტული და არაბული მიწები, ხოლო
მეორე ვაჟმა - ალ-მამუნმა, რომელიც დედით სპარსელი მონისაგან (მურაჯილი) იყო
დაბადებული, სპარსეთის ტერიტორიები. ამასთან, ალ- მამუნს მიეცა დიდი
უფლებამოსილება, ის უნდა გამხადარიყო ხორასნის და რეის გამგებელი და ალ-ამინს
უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო მის საქმეებში. ეს დოკუმენტი ფიცით განამტკიცეს ალ-ამინმა
და ალ- მამუნმა და ჩამოკიდეს ალ-ქააბაში.
ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის დროს სახალიფოში განვითარდა სოფლის მეურნეობა,
ხელოსნობა, ვაჭრობა (მის დროს სახალიფო აქტიურად ვაჭრობდა მრავალ ქვეყანასთან
ჩინეთიდან დას. ევროპამდე) და კულტურა (ხალიფამ ააგო მდიდრული სასახლე, დაარსა
უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა, გაიხსნა სკოლები და საავადმყოფოები. სავალდებულო
გახადა ქაღალდის გამოყენება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. იწვევდა სასახლეში
მეცნიერებს, ექიმებს, მუსიკოსებს, პოეტებს, მათ შორის უცხოელებს). ჰარუნი განაგრძობდა
ბრძოლას ბიზანტიასთან. არაბეთ-ბიზანტიის საზღვარზე დაარსებულ იქნა სპეციალური
სასაზღვრო სამსახური. არაბული სასაზღვრო არმიის შტაბი გახდა ქ. ტარსუსი. ომი
ბიზანტიასთან დაიწყო 797 წელს და 802 წლამდე გრძელდებოდა. არაბები მივიდნენ
ეფესამდე და ანკარამდე.3 საზავო ხელშეკრულებისპირობებით, დამარცხებულ ბიზანტიას
სახალიფოსათვის უნდა ეხადა დიდძალი ხარკი (დაახლ.70 ათასი დინარი ყოველწლიურად).
ჰარუნის დროს მოხდა აგრეთვე სახალიფოს შორეული საზღვრების გაფართოება. ჰარუნის
მმართველობის ბოლო პერიოდში გახშირდა ანტისახელისუფლებო აჯანყებები
სახალიფოს სხვადასხვა ოლქში. ჰარუნ არ-რაშიდი გარდაიცვალა 809 წელს ქ. ტუსში
(ხორასნის პროვინცია, სადაც ის დაიკრძალა), როდესაც ის ხორასანში მომხდარი აჯანყების
ჩასახშობად მიემართებოდა. მის მმართველობას ზოგჯერ უწოდებენ სახალიფოს ‘ოქროს
საუკუნეს’.

15. ხალიფა ალ-მამუნი.


მუთაზილობა.

ალ-მა’მუნი (813-833)- თავისი ძმის ალ-ამინის სიკვდილის შემდეგ, ის დარჩა მერვში,


ხორასნის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში და არ გადასულა ბაღდადში. იქიდან
ნიშნავდა პროვინციათა ნაცვლებს, რომლებსაც სრული თავისუფლება ჰქონდათ.
ფაქტობრივად ის ჩამოსცილდა სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო საქმეების
წარმართვა მიანდო თავის მომხრეებს. ბაღდადში დაიწყო მღელვარება, რომლებიც
უკმაყოფილო იყვნენ ხალიფას პოლიტიკით. მათი უკმაყოფილება გაღრმავდა იმით, რომ მან
დანიშნა თავის მემკვიდრედ ‘ალი ბ. მუსა (ალ-მა’მუნმა აბასიანთა შავი ალამი ალიდების
მწვანე ალმით შეცვალა). ის იყო მოციქულის შთამომავალი და ხალიფამ თავისი
კეთილგანწყობის ნიშნად მისცა მას სახელი - არ-რიდა (არაბ. იყო კმაყოფილი). აბასიანები
აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ალ- მა’მუნმა უანდერძა ტახტი ალიდების
წარმომადგენელს. ამის გამო, 817 წელს ბაღდადის აბასიანებმა ხალიფად გამოაცხადეს ალ-
მა’მუნის ბიძა - იბრაჰიმ ალ-მაჰდი, პოეტი, ლიტერატორი და მუსიკოსი (მისი საპატიო
ტიტული ალ-მუბარრაქ). ამან აიძულა ალ-მა’მუნი ჩასულიყო დედაქალაქში (ბაღდადში). მან
თან წაიყვანა ‘ალი ბ. მუსა, რომელიც გზაში მოულოდნელად გარდაიცვალა, ქ. ტუსში (818წ.).
ამ ცნობის მიღების შემდეგ ბაღდადის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო: ალ-მა’მუნის
მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მისმა მომხრეებმა 819 წ. იბრაჰიმი ჩამოაგდეს და ამის
შემდეგ მას პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა აღარ მიუღია. ამის შემდეგ ხალიფა
შევიდა ბაღდადში და განახორციელა საკადრო ცვლილებები.
ხალიფა ალ-მამუნი მოექცა მუთაზილიტთა გავლენის ქვეშ. ეს იყო რელიგიურ-
ფილოსოფიური მიმდინარეობა. მუთაზილიტებმა გონებას მიმართეს, როგორც
რელიგიური ცოდნის კრიტერიუმს. ისინი ქადაგებდნენ ნებისყოფის თავისუფლებას. ალაჰს
ისინი თვლიდნენ წმინდა სულად და უარყოფდნენ მის ღვთიურ ატრიბუტებს. აქედან
გამომდინარე, დაისვა საკითხი ყურანის წარმოშობის შესახებ. სუნიტების მტკიცებით, ყურანი
მარადიულია და შეუქმნელი,
ხოლო მუთაზილიტების აზრით კი, ყურანი არის ადამიანის მიერ დაწერილი, თუმცა ალაჰის
შთაგონებით. ალ-მა’მუნმა მუთაზილიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად გამოაცხადა. მან
დაიწყო რეპრესიები ორთოდოქსი ღვთისმეტყველების წინააღმდეგ. ამ ღონისძიებებმა მიიღო
სახელწოდება -მიჰნა (გამოცდა). ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა აჰმად ბ. ჰანბალიც.
ალ-მა’მუნის დროს მსხვილი სამხედრო ოპერაციები არ წარმოებდა. ამას ხელს უშლიდა
არასტაბილური მდგომარეობა სახალიფოს შიგნით, გადატრიალებები სასახლის კარზე,
მღელვარებები ბიზანტიაში. თუმცა, რამდენიმე ლაშქრობა განახორციელა ბიზანტიაში.
სამხედრო ოპერაციების დროს ალ-მა’მუნი დარწმუნდა, რომ სახალიფოს
ბრძოლისუნარიანობა დაეცა. არაბებს უკვე აღარ სურდათ ბრძოლა, რამდენადაც მათ დიდ
ნაწილს საკმარისი ქონება ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ სპარსელებიც. ამის გამო
ხალიფამ გადაწყვიტა დაეკომპლექტებინა არმია მეომარი თურქებით, რომლებიც
ცხოვრობდნენ სახალიფოს ძირითადი ცენტრებისაგან მოშორებით. ეს რაიონები არ
გამოირჩეოდა ცხოვრების მაღალი დონით. ხალიფას არმიაში თურქების მოზიდვა დაევალა
ხალიფას ძმას - ალ-მუთასიმს.

16. ხალიფა ალ-მუთასიმის სამხედრო რეფორმა და მისი


შედეგები.

ალ-მუთასიმი (833-842) - 833 წელს გარდაიცვალა ალ-მა’მუნი და ხალიფა გახდა მისი ძმა ალ-
მუთასიმი (ის იყო ჰარუნ არ-რაშიდის ვაჟი თურქი მონა-ქალისაგან - მარიდა). ალ-მა’მუნს
სურდა მემკვიდრედ გამოეცხადებინა თავის ვაჟი - აბასი, მაგრამ მან უარი თქვა ტახტზე
თავისი ბიძის სასარგებლოდ. ტახტზე ასვლამდე მონაწილეობას იღებდა მცირე აზიაში
ბიზანტიის წინააღმდეგ სახალიფოს მიერ წარმოებულ საომარ ოპერაციებში და
იმავდროულად ეგვიპტეს განაგებდა.
ალ-მუთასიმმა გაატარა სამხედრო ‘რეფორმა’ _ ჩამოაყალიბა ‘თურქული გვარდია’. ხალიფას
გვარდია შედგებოდა თურქი ღულამებისა (სამხედრო ტყვეები, რომლებსაც იპყრობდნენ
განუწყვეტელი სასაზღვრო ბრძოლების დროს) და დაქირავებულთაგან. თავდაპირველად
მასში იყო 3-5 ათასი მეომარი. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ალ-მუთასიმის
მმართველობის ბოლოს და მისი მემკვიდრეების დროს (20-25 ათასი). მხოლოდ ხალიფას
პირად გვარდიაში მსახურობდა დაახლ. 10 000 თურქი. სხვადასხვა დროს ხალიფას გვარდიაში
თურქებთან ერთად იყვნენ არათურქული წარმოშობის მეომრებიც - მაღრიბელები, და
ფერღანელები, ხოლო X ს. ბოლოს - დეილემელი ქვეითი მეომრები. თუმცა თურქები
ყოველთვის მნიშვნელოვან უმრავლესობას წარმოადგენდნენ ხალიფას გვარდიაში - დაახ.
2/3 (15 000 მეომარი). მეომრების საშუალო ხელფასი დაახლ. 6,9 დინარი იყო თვეში.
განსხვავებული იყო ქვეითის და ცხენოსნის ხელფასი (9 დინარი). X საუკუნიდან (908წ.)
თურქულ გვარდიას ხელმძღვანელობდა - ‘ამირ ალ-უმარა’[ამირთა ამირა, მთავარსარდალი].
არაბული წყაროების დამოკიდებულება თურქული გვარდიისადმი განსხვავებულია. ერთნი
უარყოფითად აფასებენ, მეორენი კი მას ‘ისლამის საყრდენად’ და ‘ხალიფას დაცვად’
თვლიან.
ალ-მუთასიმმა 836 წელს მიატოვა სახალიფოს პოლიტიკური ცენტრი და თავის სამეფო
კართან ერთად ბაღდადის ჩრდილოეთით, მდინარე ტიგროსის მარცხენა ნაპირზე აგებულ ქ
სამარაში გადავიდა. ის შეეცადა თავი დაეღწია სახალიფოს ცენტრში მომძლავრებული
თურქული ელემენტისაგან. ეს თავშესაფარი იწოდებოდა ასე: სურრა მან რა’ა (დაარსა, ვინც
დაინახა). ეს ქალაქი დაარსდა როგორც აბასიანთა რეზიდენცია და სატახტო ქალაქი იყო
56 წელი, 892 წლამდე.
ხალიფა ალ-მუთასიმმა სწორედ თურქული გვარდიის დახმარებით ჩაახშო ალ-ბაბექის
აჯანყება (816-837). თურქული გვარდიის თვითნებობამ მოგვიანებით გამოიწვია ხალიფას
ხელისუფლების დასუსტება.

17. ალ-მუთავაქილის საშინაო პოლიტიკა; ხალიფა ალ-მუთავაქილის რელიგიური


პოლიტიკა. ხალიფა ალ-მუთავაქილი და ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში.

ალ-მუთავაქილი (847-861) _ ის იყო ხალიფა ალ-მუთასიმის ძმა. ალ-ვასიკის სიკვდილის


შემდეგ, გახალიფებისთანავე ალ-მუთავაქილმა მემკვიდრეებად გამოაცხადა თავისი 3
შვილი, რის შემდეგაც ისინი დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.
ხალიფა ალ-მუთავაქილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სახალიფოს
ტერიტორიაზე არამუსლიმებს უნდა ჩაეცვათ მუსლიმებისაგან განსხვავებული ტანისამოსი.
აიკრძალა მათი მიღება სახელმწიფო სამსახურში. შეიცვალა აქამდე არსებული პროშიიტური
პოლიტიკა, რაც ალიდების მიმართ მტრობაში გადაიზარდა: ხალიფას ბრძანებით, 850 წელს
დაანგრიეს ალ- ჰუსაინ ბ. ‘ალის მავზოლეუმი ქერბელაში და მიმდებარე ნაგებობები. ამასთან
აიკრძალა შიიტთა წმინდა ადგილების მონახულება. ალიდებს ჩამოართვეს საკუთრება
ფადაკის ოაზისში, რომელიც მოციქულმა მუჰამადმა უანდერძა მათ.
ალ-მუთავაქილის დროს სახელმწიფო რელიგიად კვლავ ისლამის სუნიტური მიმართულება
გამოცხადდა. მან შეიწყალა ყველა რეპრესირებული ღვთისმეტყველი. იმამი აჰმად ბ.
ჰანბალი, რომელიც მუთაზილიტთა დროს ციხეში ჩასვეს, ხალიფამ მიიწვია ბაღდადში და
დიდი პატივითმიიღო.
ხალიფას უყვარდა დამასკო და უნდოდა იქ დედაქალაქის გადატანა. 858 წელს მან დაიწყო
მშენებლობა ქალაქის ჩრდილოეთით და ააშენა იქ დიდი სასახლე, მაგრამ დამასკოში
დაჰყო დაახლ. ორი თვე, რის შემდეგაც დაიწყო სამარას მახლობლად ქალაქ ალ-მაჰუზის
მშენებლობა. მოგვიანებით ამ ქალაქს ეწოდა ალ-მუთავაქილიია (ან ალ-ჯაფარიია). იქ
ხალიფა გადავიდა 860 წელს.
ალ-მუთავაქილის დროს სწრაფი ტემპით დაიწყო სახალიფოს სამხედრო-პოლიტიკური
ძლიერების დაცემა და უცხო თურქული ელემენტის მომძლავრება, რისი მსხვერპლიც გახდა
ხალიფა. თავისი მმართველობის ბოლოს ალ-მუთავაქილმა გადაწყვიტა თავის მემკვიდრედ
გაეხადა ალ-მუთაზი, რომელიც ადრე გამოცხადებული იყო მეორე მემკვიდრედ, ალ-
მუსთანსირის შემდეგ. ამან გამოიწვია ალ-მუნთასირის უკმაყოფილება, რაც გადაიზარდა
მტრობაში ძმის და მამის მიმართ. საბოლოოდ ხალიფას თურქულმა გვარდიამ, რომელიც
ასევე უკმაყოფილო იყო ალ-მუთავაქილით, ალ-მუნთასირთან ერთად შეთქმულება მოაწყვეს
და მოკლეს ხალიფა. შეთქმულებს ხელმძღვანელობდა გვარდიის უფროსი, ხალიფას
ნდობით აღჭურვილი პირი, სახელად ბუღა.
18. თურქ-სელჩუკთა შემოსევები აღმოსავლეთში. თურქ-სელჩუკთა მიერ ბაღდადის
აღება. ბაღდადის აღება თურქ-სელჩუკთა მიერ.

სელჩუკიანები - თურქული დინასტია, რომელიც თავისი ძლიერების ზენიტში, XI-XII სს.-


ში უშუალოდ ან ვასალი გამგებლების მეშვეობით მართავდა ვრცელ ტერიტორიას შუა აზიასა
და ახლო აღმოსავლეთში. საგვარეულოს მამამთავარია სელჩუკი (გარდ. 1005-1013 წწ.შორის),
რომელმაც X-XIსს. მიჯნაზე მიიღო ისლამი. მისგან მოდის ამ თურქული მოდგმის ხალხის
სახელწოდებაც - თურქ- სელჩუკები. საძოვრების კრიზისმა განაპირობა მათი მოძრაობა
ხვარიზმისა და მავერანნაჰრის, შემდეგ კი ხორასნის მიმართულებით, სადაც
დაუპირისპირდნენ ღაზნევიანებს. 1038წ. თურქ-სელჩუკთა ბელადმა, სელჩუკის
შვილიშვილმა თოღრულ-ბეგმა (ტუღრილი, 1038-1063) ნიშაბურში თავი სულტნად
გამოაცხადა. ეს წელი ითვლება თურქ-სელჩუკთა, ე.წ. დიდ სელჩუკთა (სელჩუკიანთა)
სახელმწიფოს შექმნის თარიღად.
სელჩუკებმა თავი გამოაცხადეს სუნიზმის დამცველებად და შიიტი ბუვეიანების მტრებად,
რომელთაც მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია სახალიფოში. 1055 წლის დეკემბერში
თოღრულ-ბეგი დაიძრა ბაღდადის მიმართულებით. 1055 წელს მან გააძევა მცირერიცხოვანი
ბუვეიანთა გარნიზონი, დაიკავა ქ. ბაღდადი და აიძულა ხალიფა ალ-კა‘იმი (1031-1075)
გამოეცხადებინა ის სულტნად და გამგებლად “აღმოსავლეთის და დასავლეთის”, რის
ნიშნადაც დაადგა თავზე ორრქიანი გვირგვინი. ხალიფას მან დაუტოვა მხოლოდ
მინიმალური რელიგიური ხელისუფლება. თუმცა გარეგნულად ყველა ღირსებით შეამკეს.
თოღრულ-ბეგი პირადად ჩავიდა ბაღდადში, მუხლებზე დაემხო ხალიფას წინ, მაგრამ ამასთან
ერთად მთელი ხელისუფლება თავის ხელში აიღო. 1059 წელს ყოფილმა ბუვეიანმა
მხედართმთავარმა არსლან ალ-ბასასირმა სცადა დაებრუნებინა ხელისუფლება ბაღდადში,
ისარგებლა ბუვეიანთა მხარდაჭერით, მაგრამ თოღრულ-ბეგმა გადამწყვეტ
მოქმედებებს მიმართა. ჩავიდა არმიით ბაღდადში, გაანადგურა ალ-ბასასირის რაზმი,
დააპატიმრა ის და აღადგინა სელჩუკთა ხელისუფლება ქვეყანაში.
სელჩუკიანთა დინასტიამ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია პირველი სამი სულტნის
თოღრულ-ბეგის (1038-1063), ალფ-არსლანისა(1063-1072) და მალიქ-შაჰის(1072-1092) დროს.

19. ბაღდადის აღება მონღოლთა მიერ.მონღოლთა მიერ ბაღდადის აღება. მონღოლთა


ექსპანსია და აბასიანთა სახალიფოს დაცემა

ჰულაგუ ხანი (1217-1265) იყო ჰულაგუნიანების დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი,


ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მისი ლაშქრობა დასავლეთით დაიწყო 1253/4 წელს. მის
ლაშქარში დაახლ. 250-300 ათასი მონღოლი იყო. 1256 წელს ჰულაგუმ მუსლიმ მმართველებს,
მათ შორის აბასიანთა ხალიფა იყო მუსთა‘სიმს (1242-1258), სთხოვა მონაწილეობის
მიღება ისმაილიტ-ასასინთა წინააღმდეგ ბრძოლაში ალამუთის ციხესიმაგრეზე. თუმცა
ხალიფასაგან პასუხი ვერ მიიღო. ჰულაგუმ აიღო ისმაილიტთა ორდენის მთავარი ციხე-
სიმაგრეები - ალამუთი და სხვ. იმავე 1256 წელს ჰულაგუ-ხანმა საფუძველი ჩაუყარა
მონღოლთა სახელმწიფოს, რომელსაც დამაარსებლის სახელის მიხედვით ჰულაგუნიანთა ან
ილხანთა სახელმწიფო ეწოდება. სელჩუკებმა დაიმორჩილეს სირია, აზერბაიჯანი, ჰამადანი.
1257 წლის აპრილ-მაისში მონღოლთა ელჩი მივიდა ბაღდადში და მოითხოვა მისგან
მორჩილება. შექმნილ ვითარებაში (ჯერ კიდევ 1256 წელს ბაღდადში დაიწყო ქალაქის
ღარიბთა მღელვარება) ვაზირი იბნ ალ-ალკამი ურჩევდა მას დამორჩილებოდა
დამპყრობლებს, გაეზავნა ჰულაგუსათვის ხარკი და ეცნო მისი უმაღლესი ხელისუფლება,
ხოლო მხედართმთავრები მოითხოვდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ხალიფა ყოყმანობდა,
ბოლოს უარი განაცხადა და ჰულაგუ დაემუქრა მას ომით.
1258 წელს ბაღდადი ბლოკადაში აღმოჩნდა. 4 თებერვალს მათ ხელში ჩაიგდეს ქალაქის
აღმოსავლეთის კედლები, ხოლო 10 თებერვალს შეიჭრნენ ქალაქში და ხალიფა მუსთა‘სიმი
მათ ყოველგვარი პირობების გარეშე დანებდა. მონღოლებმა წაიღეს საგანძური (ოქროთი და
ძვირფასი თვლებით სავსე) და 10 დღის შემდეგ დააპატიმრეს აბასიანთა საგვარეულო.
ხალიფას უმცროსი ვაჟი მუბარაქი და მისი სამი და შეიწყალეს. ყველა მთავარი სახელმწიფო
მოღვაწე დააპატიმრეს. მათ შეიწყალეს ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები და იუდეველები,
რომელთაც ჰულაგუ უყურებდა როგორც პოტენციურ მოკავშირეებს. დაცვის სიგელები
მიიღეს მსხვილმა ვაჭრებმა, რომლებიც ადრე მონღოლებთან საქმიან ოპერაციებს
აწარმოებდნენ. მეხუთე დღეს ჰულაგუმ ბრძანა შეეწყვიტათ ქალაქის განადგურება. თუმცა ამ
დროისათვის უკვე იწვოდა ბაღდადის დიდი ნაწილი, დაიწვა ასევე ხალიფას მეჩეთი და
შიიტთა წმინდა საპილიგრიმო ადგილი ქ. ქაზიმაინი. ცეცხლში დაიწვა მოსახლეობის დიდი
ნაწილიც (დახოცილთა რიცხვი მერყეობდა 800000-დან 2 მლნ-მდე. ამით ბაღდადის
სახალიფომ შეწყვიტა არსებობა, ხოლო ბაღდადმა სამუდამოდ დაკარგა ისლამური სამყაროს
დედაქალაქის როლი. ბაღდადთან ერთად მონღოლებმა დაიპყრეს ვასიტი, ბასრა
უბრძოლველად დანებდა და მთელი ერაყი შევიდა მონღოლთა სახელმწიფოს
შემადგენლობაში.ჰულაგუმ ბაღდადი დატოვა1258 წლის მაისში. 1260 წელს მონღოლები
სირიამდე მივიდნენ.

20. კორდოვას ომაიანთა საამირო. კორდოვას სახალიფო

კორდოვას ომაიანთა დინასტიის და საამიროს ფუძემდებელი არის აბდ არ-რაჰმან I (756-


788). მან აღადგინა ომაიანთა დინასტია ალ-ანდალუსიაში. მისი მეტსახელი იყო “ად-დაჰილ”
(ახალმოსული, უცხო, იმიგრანტი). დამასკოს ომაიანთა სახალიფოს დამხობის შემდეგ. ის
გაიქცა პალესტინაში, იქიდან ეგვიპტეში, შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში. 755 წელს გადავიდა
ანდალუსიაში, ისარგებლა კაისიტების, ქელბიტებისა და ბერბერების შინაომით, 756 წ.
მარტში აიღო სევილია, მაისში კორდოვასთან დაამარცხა ანდალუსიის მმართველი და თავი
ანდალუსიის ამირად [ამირ ალ-ანდალუს] გამოაცხადა, რომლის ტერიტორია
ვრცელდებოდა ბარსელონადან სარაგოსამდე.
ესპანურ-რომაული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო ისლამი (მუვალლადუნ),
ბევრი დარჩა ქრისტიანად. აბდ არ-რაჰმან I ებრძოდა არაბ-ბერბერული ტომების
სეპარატისტულ ტენდენციებს, მოიგერია ჩრდილოეთ ესპანეთის ქრისტიანი მმართველებისა
და კარლოს დიდის თავდასხმები.
კორდოვას საამიროს გამორჩეული მმართველი იყო აბდ არ-რაჰმან III (912-961). მისი
მმართველობა არის ყველაზე ბრწყინვალე ხანა მუსლიმური ესპანეთის ისტორიაში. მან
მიიღო
ტიტული - “ამირ ალ-მუ’მინინ” . ჯერ კიდევ IX საუკუნის მიწურულს კორდოვას საამირო
დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ არ-რაჰმანის მიერ გატარებული
ღონისძიებების შედეგი იყო კორდოვას საამიროს პოლიტიკური გაერთიანება. მან
კონტროლი დაამყარა მთელ ესპანეთზე და პორტუგალიაზე. როდესაც მან შეიტყო აბასიანი
ხალიფა ალ-მუკთადირის მკვლელობის ამბავი და თურქი მხედართმთავრების ზეწოლის
შესახებ ხალიფებზე, მან გადაწყვიტა თავი გამოეცხადებინა ხალიფად. ეს მოხდა 929 წელს
და ამ დროიდან ესპანეთში ომაიანთა მუსლიმური სახელმწიფო იწოდებოდა კორდოვას
სახალიფოდ. მას ეკუთვნოდა მთელი ძალაუფლება (საერო და სასულიერო). ხალიფას
შემდეგ მეორე პირი სახალიფოში იყო ჰაჯიბი - მთავარი მინისტრი. ცენტრალური
ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შეადგინა ევროპელი მონების გვარდია. მან
გააქტიურა საგარეო პოლიტიკაც: ერთი მხრივ, იბრძოდა ქრისტიანული ესპანეთის
წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, ფატიმიანთა წინააღმდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში გავლენის
მოპოვებისათვის. 931 წ. აიღო სუეტა, 932წ. ტოლედო, 955 წლიდან მოხარკეებად გაიხადა
ლეონი და ნავარა. მან დაიწყო იმ დროისათვის უმსხვილესი სამხედრო ფლოტის
მშენებლობა, რომელიც ითვლიდა 200 გემს. აბდ არ-რაჰმან III-მ დაამყარა დიპლომატიური
ურთიერთობა ბიზანტიასა და რომის იმპერატორთან. სამხედრო წარმატებებმა იმდენად
განამტკიცა მისი მდგომარეობა, რომ ფრანგებმა, იტალიელებმა და გერმანელებმა მას
გაუგზავნეს ელჩები პატივისცემის გამოსახატავად.
კორდოვას ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ.-ზე გაშენდა - მადინათ აზ-ზაჰრა’
(ბრწყინვალე), მთელი ქალაქი სასახლეებითა და ბაღებით, რომლის მშენებლობაც 936 წელს
დაიწყო და 25 წელი დასჭირდა.
ალ-ჰაქამ II (961-976) - ეს იყო სამართლიანი და განათლებული მმართველი, კარგი
მეცნიერი, შესანიშნავად იცოდა ისლამური სამართალი და ისტორია, მფარველობდა
მეცნიერებს. ის გატაცებული იყო წიგნების შეგროვებით. მან დატოვა უმდიდრესი
ბიბლიოთეკა. მისი მმართველობის პერიოდში მუსლიმურმა ესპანეთმა აყვავებას მიაღწია,
განვითარდა მეცნიერება და დიდ წარმატებებს მიაღწია განათლებამ (მან კორდოვაში დაარსა
27 სასწავლებელი).
ალ-ჰაქიმის შემდეგ კორდოვას სახალიფოს განაგებდა ჰაჯიბი. XI საუკუნის I მესამედი
კორდოვას სახალიფოში ფეოდალური შინაომებით აღინიშნა. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს
და კორდოვადან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. ამის შემდეგ კორდოვას სახალიფო
მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.

21. ფატიმიანთა სახალიფო. ფატიმიანთა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემა.

ამ დინასტიის ფუძემდებელი და პირველი მისიონერი ხალიფა იყო უბაიდ ალ-ლაჰი. 909


წელს უბაიდ ალ-ლაჰი ჩავიდა სირიიდან ჩრდილოეთ აფრიკაში. ბერბერთა დახმარებით მან
დაამხო აღლაბიანთა მმართველობა იფრიკიაში და თავი გამოაცხადა მაჰდიდ (მიიღო ახალი
სახელი - ალ-მაჰდი, 909-934) და ხალიფას ტიტული მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი
ფატიმიანთა სახალიფოს (909-1171). ფატიმანები თავს თვლიდნენ ერთადერთ კანონიერ
ხელისუფლებად მთელ ისლამურ სამყაროში თავისი წარმოშობით და “ღვთიური
რჩეულობით”. ამიტომ მათ საბოლოო მიზანს შეადგენდა აბასიანთა დამხობა, ბაღდადის
დაუფლება და თავიანთი ძალაუფლების ქვეშ ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას.
ფატიმიანთა სახალიფოს ტერიტორია განსაკუთრებით გაიზარდა ხალიფა ალ-მუიზის
დროს (934-975). ფატიმიანები, რომლებიც განაგებდნენ თუნისსა და მაროკოს, დაეუფლნენ
ეგვიპტეს, პალესტინასა და სირიის ნაწილს. ეგვიპტის დაპყრობისთანავე, 969 წელს
ფატიმიანთა სარდალმა ჯავჰარმა ფუსტათის გვერდით დაარსა ახალი ქალაქი კაირო (ალ-
კაჰირა), რომელიც 971 წლიდან (როცა იქ ალ-მუიზი გადავიდა) იქცა სატახტო ქალაქად.
ფატიმიანთა კონტროლს ექვემდებარებოდა წმინდა ქალაქებიც _ მექა და მედინა.
ფატიმიანებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს XI ს. შუა ხანებისათვის. მათ
უზენაესობას აღიარებდა სულაიჰიანთა დინასტია იემენში. 1057 წელს ბაღდადში და 1059
წელს ბაღდადში ფატიმიანთა სახელზე ხუტბაც კი აღავლინეს. ისინი საკმაო ტოლერანტობას
იჩენდნენ სხვა რელიგიური მიმდინარეობების აღმსარებელთა მიმართ. გამონაკლისია ალ-
ჰაქიმის (996-1021) მმართველობის ხანა, როცა ქრისტიანული და ებრაული მოსახლეობა
პერიოდულად რეპრესიებს განიცდიდა. ალ-ჰაქიმის გაუჩინარების შემდეგ მისმა
მიმდევრებმა დრუზების თემი შექმნეს.
XI ს.-ის 60-იანი წლებიდან თურქ-სელჩუკთა გაძლიერებამ, შიდა თემობრივმა
უთანხმოებებმა განაპირობეს ფატიმიანთა დინასტიის დაკნინება. 1171 წელს მას ბოლო
მოუღო ქურთული წარმოშობის ამირამ _ სალაჰ ად-დინმა (სალადინი) აიუბიანთა
საგვარეულოდან, რომელმაც აღადგინა სუნიზმის გაბატონებული მდგომარეობა ეგვიპტეში
და ხუტბა აღავლინა აბასიანი ხალიფას სახელზე.

22. ბურჯელ მამლუქთა სახელმწიფო. ბაჰრელ მამლუქთა სახელმწიფო. მამლუქთა


სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური სისტემა.
მამლუქებს უწოდებდნენ მონა მეომრებს, რომლებითაც აკომპლექტებდნენ
სამხედრო შენაერთებს. IX ს-დან ტერმინი მამლუქი გამოიყენებოდა უპირატესად
თეთრი მონის, ღულამის (“ჭაბუკი”, “მონა”, “მეომარი”) სინონიმად. განსაკუთრებით
გაიზარდა მამლუქთა შენაერთების მნიშვნელობა აიუბიანთა ეპოქაში. 1250 წ.
გაძლიერებულმა მამლუქმა ამირებმა დაამხეს აიუბიანები და ხელთ იგდეს ძალაუფლება
ჯერ ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ სირიაშიც. მამლუქთა რიგები ეგვიპტეში ივსებოდა
ძირითადად ვოლგისპირეთიდან და ჩრდ. კავკასიიდან შემოყვანილი მონებით,
რომლებიც, სპეციალურ სასწავლებლებში სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ,
იღებდნენ თავისუფლებას და იწყებდნენ სამხედრო კარიერას. მამლუქთა
სახელმწიფოს, სასულტნოს ისტორიაში გამოიყოფა ორი დიდი პერიოდი: 1250-1382
წწ. და 1382-1517 წწ. პირველ პერიოდში ბატონობდნენ უპირატესად თურქული
(ყივჩაღური) წარმომავლობის მამლუქები - ბაჰრელი მამლუქები, რომელთა
ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო; მეორეში - უპირატესად
ჩრდილოკავკასიური, ჩერქეზული წარმოშობის მამლუქები - ბურჯელი მამლუქები
(ისინი განლაგდნენ კაიროს ციხესიმაგრე ბურჯ-ში - აქედან მოდის მათი
სახელწოდება). ისინი აგრძელებდნენ წინამორბედ აიუბიანთა პოლიტიკას.
მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები, განდევნეს
ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). 1261 წ. სულტანმა ბეიბარსმა კაიროში
მიიწვია ბაღდადის უკანასკნელი აბასიანი ხალიფას ალ-მუსთა‘სიმის (რომელიც 1258
წ. ილხანმა ჰულაგუმ მოკლა) ბიძა და აღადგინა აბასიანთა სახალიფო, თუმცა კი
ხალიფებს არ გააჩნდათ რეალური ძალაუფლება. პერიოდულად მამლუქი სულტნები
ახორციელებდნენ რეპრესიულ ზომებს ზიმიების წინააღმდეგ. განსაკუთრებით
აღსანიშნავია 1321 წ., როცა სულტან ნასირ მუჰამადის ბრძანებით ეგვიპტეში
დაანგრიეს მრავალი ეკლესია და მონასტერი.
1510 წ. ოსმალებმა ჰალაბის (სირია) მახლობლად, მარჯ დაბიკთან დაამარცხეს მამლუქები
და 1517 წ. დაიპყრეს სირია და ეგვიპტე. ოსმალებმა შეინარჩუნეს მამლუქთა შენაერთები
ეგვიპტეში. XVII ს. შუა ხანებიდან, როცა ოსმალეთი სუსტდება, იწყება მამლუქი ამირების
(ბეგების) აღზევება. მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა
XVIII ს. მეორე ნახევრიდან ამ დროს მამლუქთა სამხედრო ზედაფენა ფაქტობრივად
განაგებდა ეგვიპტეს. მათ მძიმე დარტყმა მიაყენა ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციამ
(1798-1801). 1811 წ. მამლუქთა სამხედრო ორგანიზაცია გაანადგურა ეგვიპტის გამგებელმა
მუჰამად ალიმ.
1749-1831 წწ. მამლუქები ბატონობდნენ ერაყში. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი
წარმომადგენელია დაუდ ფაშა გურჯი (1816-1831), რომლის ანტიოსმალურ აჯანყებას
მოჰყვა ერაყის მამლუქთა განადგურება.
საქართველოს საკმაოდ გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა მამლუქთა
სახელმწიფოსთან თითქმის მთელი მისი არსებობის მანძილზე. დიპლომატიური
კონტაქტები მათ შორის არ წყდებოდა 1260-1312-13 წლებშიც, როცა ქართველები
მონაწილეობდნენ მამლუქთა წინააღმდეგ მონღოლთა ყველა ლაშქრობაში, რომელთა
ასპარეზიც იყო სირია. მამლუქთა ანტიქრისტიანული პოლიტიკა შეეხო ქართველებსაც.
XII ს. 70-იანი წლების დამდეგს მამლუქებმა ქართველებს ჩამოართვეს და მეჩეთად
გადააკეთეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. 1321 წ. ეგვიპტეში დანგრეულ ეკლესია-
მონასტერთა შორის იყო ქართველთა ეკლესიაც ფუსტატში. მაგრამ ქართული
დიპლომატიის ძალისხმევით მოხერხდა ჯვრის მონასტრის დაბრუნება (1310 წ.)
და პალესტინაში ქართველთა ოდინდელი უფლებებისა და პრივილეგიების აღდგენაც.
ქართველი ელჩები XIV-XVI ს. დამდეგს კაიროს ხშირი სტუმრები იყვნენ.
იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ინახება ეგვიპტის სულტნების
წერილები ქართველი მეფეებისადმი; არაბულ წყაროებში დაცულია ქართველ მეფეებთან
ეგვიპტის სულტნების მიმოწერის ნიმუშები. მართალია, 1250-1517 წწ. მამლუქთა
ძირითად მასას შეადგენდნენ ჯერ ყივჩაღები და მერე ჩერქეზები, მათ შორის
საგულვებელია ქართველებიც. ბაჰრელ მამლუქთა არაერთი ამირა სახელად ატარებს
ქურჯის, რაც არაბულად ნიშნავს ქართველს.

23. ოსმალთა მიერ არაბული ქვეყნების დაპყრობა.

ოსმანები, ოსმალები (1281-1922) - თურქული დინასტია, რომელიც მართავდა ანატოლიას,


ბალკანეთს, არაბულ ტერიტორიებს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდ. აფრიკაში. დინასტიის
ფუძემდებელია ოსმან I (დაახლ. 1281-1324). ოსმანიდან მოდის სახელწოდებები “ოსამანები”
და “ოტომანთა იმპერია”, რომელთა ქართული შესატყვისებია “ოსმალები” და
“ოსმალეთის იმპერია”. სელიმ I-ის (1512-1520) დროს განსაკუთრებით ძლიერდება
ოსმალეთის შეტევა სეფიანთა ირანის, ამიერკავკასიისა და არაბული ქვეყნების
წინააღმდეგ.1516 წელს, ირანის წინააღმდეგ ომში მოპოვებული წარმატების შემდეგ, სელიმ
I-მა გადაწყვიტა დაეწყო ომი მამლუქთა ეგვიპტის წინააღმდეგ. 1516 წლის 5 აგვისტოს
ოსმალეთის ჯარებმა გადალახეს სირიის საზღვარი. ამ დროს სირია ეგვიპტის
შემადგენლობაში შედიოდა. 1516 წლის 24 აგვისტოს ალეპოს ჩრდილოეთით, მარჯ-დაბიკის
ველზე მოხდა ბრძოლა ოსმალეთისა და ეგვიპტის ჯარებს შორის, რომელიც სელიმის
გამარჯვებით დამთავრდა (ოსმალთა არმია სამჯერ აღემატებოდა რაოდენობრივად
მოწინააღმდეგეს). ამ შეტაკებამ აჩვენა მამლუქთა არმიის სამხედრო-ტექნიკური და
ტაქტიკური ჩამორჩენილობა. ბრძოლის ბედი გადაწყვიტა თურქთა არტილერიამ, რომელიც
იმ დროს საუკეთესოდ ითვლებოდა მსოფლიოში. მამლუქთა ზარალი მეტად დიდი იყო.
ოსმალებმა წაიღეს ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის იყო “ოსმანისეული ყურანი”.
მაგრამ ყველაზე დიდი დანაკარგი მამლუქებისათვის იყო სირია. 1516 წლის
28აგვისტოს სელიმ I თავისი ლაშქრით ალეპოში შევიდა. მეორე დღეს ალეპოს საკრებულო
მეჩეთებში მიიღო საპატიო ტიტული: ‘ორი წმინდა ქალაქის მსახური’. ადრე ეს ტიტული
მიკუთვნებული ჰქონდათ მამლუქ სულტნებს და ეს ნიშნავდა, რომ სელიმ I თავის
თავზე იღებდა რელიგიურ და საერო მეთაურობაზე ყველა მუსლიმის, რომელთათვისაც
წმინდა ქალაქებად ითვლებოდა მექა და მედინა, რომლებიც იმყოფებოდა მამლუქი
სულტნების ხელში. ამიერიდან ოსმალო სულტნები იწოდებოდნენ ხალიფებად და ეს
ტიტული შეინარჩუნეს 1924 წლამდე.
1516 წლის 9 ოქტომბერს აღებულ იქნა დამასკო. სირიისა და პალესტინის მოსახლეობა,
რომელიც შეწუხებული იყო მამლუქთა ბატონობით, ხშირ შემთხვევაში დახმარებას უწევდა
ოსმალებს. ნოემბრის ბოლოს მთელი სირია და პალესტინა ოსმალთა ხელში აღმოჩნდა.
დაკავებულ ქალაქებში თურქთა გარნიზონები იქნა ჩაყენებული. დამასკოში ყოფნის დროს
სელიმი შეუდგა ოსმალური ადმინისტრაციის შემოღებას, რაზედაც უნდა დამყარებულიყო
ოსმალთა ბატონობა. ადგილობრივი მოსახლეობა მალე მიხვდა, რომ ოსმალები ისეთივე
დამპყრობლები იყვნენ, როგორც მამლუქები.
1517 წლის 26 იანვარს კაირო აიღეს. ღალატის მეშვეობით თუმან-ბეი დაატყვევეს და 13
აპრილს, სელიმის ბრძანებით, კაიროს კარიბჭის თაღზე ჩამოახრჩეს ეგვიპტის უკანასკნელი
მამლუქი სულტანი. მოხდა მამლუქთა ქონების კონფისკაცია.
კაიროში ყოფნის დროს სელიმ I-ს ეახლა ჰიჯაზის (დასავლეთ არაბეთის) ამირას
ელჩობა. ელჩმა დაარწმუნა სელიმი, რომ მას აღიარებდნენ ყველა მუსლიმის ხალიფად და
ჰიჯაზი შევიდოდა ოსმალეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, მაგრამ შეინარჩუნებდა
ავტონომიას საშინაო საქმეებში.
სელიმ I-ს დაპყრობითი ომების შედეგად ოსმალეთს შეუერთდა სირია, ლიბანი,
პალესტინა, ეგვიპტე, ალჟირი. ოსმალეთს დაემორჩილა აგრეთვე მექა და მედინა. ოსმალებმა
დაიმორჩილეს ერაყი და სუდანიც.
1521-1522 წლებში ავტონომია ლიკვიდირებულ იქნა და სირია და ეგვიპტე გადაიქცნენ
ოსმალეთის იმპერიის პროვინციებად - სათავეში ნაცვლები, რომლებიც უშუალოდ
ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. სირიაში ჩამოყალიბდა 3 პროვინცია.
ეგვიპტე გამოიყო ცალკე ვილაიეთად. პროვინციათა სათავეში იდგნენ სულტნის მიერ
დანიშნული ფაშები, რომელთა ხელში იყო ადმინისტრაციული ხელისუფლება და
მხედართმთავრის ფუნქციები. ფაშას განკარგულებაში იყო რეგულარული სულტნის არმია
და ადგილობრივი დამხმარე რაზმები. ფაშა ინიშნებოდა 1 წლით, მაგრამ ხელისუფლების
სათავეში იყო უფრო დიდხანს. ყოველწლიური ხარკის ნაწილი იგზავნებოდა სტამბოლში,
ხოლო ნაწილი რჩებოდა ადგილობრივი ფაშების განკარგულებაში გარნიზონისა და
ადმინისტრაციის შესანახად (ეგვიპტიდან 100 000 დინარი ხარკი მთლიანად იგზავნებოდა
სტამბოლში). მოხარკე პროვინციები ინარჩუნებდნენ ნახევრადდამოუკიდებელ
მდგომარეობას.

24. არაბთა პირველი ლაშქრობები საქართველოში


არაბთა პირველი რაზმი საქართველოს, სახელდობრ თბილისის წინააღმდეგ 643-4 წწ.-ში იქნა
გამოგზავნილი ხალიფა ომარის დროს, ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით. არაბებს რამდენიმე
წლის შემდეგ განუახლებიათ საქართველოს დაპყრობის ცდა. ამჯერად უკვე ხალიფა ოსმანის
დროს. ქართველებმა გაითვალისწინეს მტრის ძალა და წინააღმდეგობის გაწევას არაბებთან
მოლაპარაკება არჩიეს. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მოსულა ჰაბიბთან ჯურზანის
მოსახლეობის წარმომადგენელი და მორჩილება გამოუცხადებია. როგორც ჩანს, ქართლის
ერისმთავარმა სტეფანოზმა, რომელიც პატრიკიოსის ტიტულს ატარებდა, თავისი ელჩი
მიაგება არაბ სარდალს საჩუქრებით. მოციქულს ჰაბიბისათვის გადაუცია ქართლის
პატრიკიოსის წერილი, ასი დინარის ღირებულების საჩუქარი და თავისიხალხისა და
გამგებლის სახელით ზავი უთხოვია. არაბთა სარდალს მისი თხოვნა დაუკმაყოფილებია და
საზავო ხელშეკრულების ტექსტი შეუდგენია. დაცვის სიგელით, განისაზღვრა არაბებისა და
ქართლის (თბილისის) მოსახლეობის ურთიერთობა. სიგელის ძალით: 1. ქართველები
აღიარებდნენ მორჩილებას და იხდიდნენ ჯიზიას კომლის თავზე თითო დინარს. კომლის
გაზრდის ან შემცირების უფლება არცერთმხარეს არ ჰქონდა; 2. მოსახლეობა შეძლების
ფარგლებში ვალდებული იყო დახმარებოდა რჩევითა და საქმით მუსლიმებს მათი მტრების
წინააღმდეგ; 3. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ასევე შეძლების ფარგლებში, დახმარება
აღმოეჩინათ ჩამორჩენილი მუსლიმებისათვის, მიეყვანათ უახლოეს რაზმამდე, მიეცათ ბინა
ღამით და გამასპინძლებოდნენ საღვთო წერილის მიხედვით მუსლიმთათვის ნებადართული
საჭმელ-სასმელით; 4. ისლამის მიმღები ითვლებოდა არაბთა ძმად, ხდებოდა მათი მავალი
(კლიენტი) და სარგებლობდა ყველა მუსლიმისათვის საერთო უფლებით; 5. სანაცვლოდ
არაბები ქართველებს აძლევდნენ პირადი უშიშროების, ქონებისა და სარწმუნოების
ხელშეუხებლობის გარანტიას და კისრულობდნენ დახმარებოდნენ მათ საერთო მტრის
წინააღმდეგ ბრძოლაში. VII ს. I ნახ. და მე-8 საუკუნის დასაწყისიც ისეთი ხანა იყო, როდესაც
არაბთა მფლობელობა ქართლში ვერ იდგა მყარ ნიადაგზე. არაბებს ხშირად უხდებოდათ მე-7
ს. 50-იან წწ.-ში ქართლის პატრიკიოსის მიერ მიღებული ვალდებულების გასანაღდებლად
ახალ-ახალი დამსჯელირაზმების გამოგზავნა და “დაცვის სიგელის” მუხლების ხელახალი
დამტკიცება. მაგრამ მურვან- ყრუს ექსპედიციამდე არაბ-ქართველთა ურთიერთობა ჰაბიბ იბნ
მასლამას მიერ გაცემულიხელშეკრულების ფარგლებში თავსდებოდა და ხარკის ირგვლივ
ტრიალებდა. არაბთა ხელისუფლება ამ სახით მეტნაკლებად მთელ აღმოსავლეთ
საქართველოზე ვრცელდებოდა.

You might also like