You are on page 1of 185

ჰარუკი

მურაკამი

1
ჰარუკი მურაკამი

მწვანე მხეცი
(მთარგმნელი: ზურაბ ქემოკლიძე)

ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო


დავრჩი. გულხელდაკრეფილი ვიჯექი. მერე მზერა ფანჯარაში,
შტორებს შორის გავაპარე, მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი
გულის მესაიდუმლეს. ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე
ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც უახლოეს მეგობარს. მაშინაც
ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე - აღარ მახსოვს. აღარც ის
მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ,
დრო წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე ჩამოწვა. მი-
წის შემარყეველმა ყრუ ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს
ეს ხმა ჩემივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა. სმენითი ჰალუცინა-
ცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა. სუნთქვა შემეკრა
და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტან-
ში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი.უეცრად მუხის
ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად დაქუც-
მაცდა - სიღრმეში ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე
ერთიანად დავიძაგრე და გამიელვა: "მოსახდენი ახლა მოხდება!"
ბრჭყალმა უსწრაფესად ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა
ამოყო თავი. ამ უცნაურმა არსებამ მიწის ნაფშვენები დაიბერტყა
და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი შოლტივით მოიქნია. ადა-
მიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად
2
შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი.
ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და თქვენც.ცხოველი მოუახ-
ლოვდა სახლს და ცხვირის წვერით კარზე დააკაკუნა. "კაკ-კუკ,
"კაკ-კუკ" - გაისმა ყრუ კაკუნი. მალულად გავყევი კედელს და სხვა
ოთახში გავედი. ყვირილს აზრი არ ჰქონდა: ირგვლივ ძე-ხორციე-
ლი არ ჭაჭანებდა, ქმარი კი კარგა ხნის მერე აპირებდა მოსვლას.
გასაქცევი აღარსად მქონდა: უცნაური არსება ერთადერთ კარებს
მოადგა და აკაკუნებდა. ისღა დამრჩენოდა, გავრინდულიყავი, რა-
თა ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შინ არავინ იყო. როცა
არავინ გეპასუხება, იძულებული ხარ უკან გაბრუნდე. ჩვეულებ-
რივ ასეა, მაგრამ ეს ნაძრახი ცხოველი არსად არ აპირებდა წას-
ვლას. მან ცხვირის წვერი მოღუნა, საკეტში შეყო. საკეტმა გაიჩხა-
კუნა და კარი გაიღო. ცხოველი ოთახში შემოვიდა, თავი გველი-
ვით ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო. კართან რომ ვიდგე,
კარგი იქნებოდა, კუდს უმალვე მოვაჭრიდი", - სამზარეულოში
უამრავი მჭრელი დანა იდო. მაგრამ ცხოველმა, გეგონებოდა ჩემი
ჩანაფიქრი ამოიცნოო, ჩაიფხუკუნა: "ეს ცხვირი თუ კუდი ხვლიკი-
სას წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა, მაინც გაიზრდე-
ბა".ღმერთო ჩემო! უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე
მეტისმეტია! არავის არ მივცემ უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს
ხელები. მით უმეტეს, ამ საზიზღრობას. ცივმა ოფლმა დამასხა. რა
უნდა ჩემგან? შემჭამოს? მიწის ქვეშ ჩამიყოლიებს? ჯანდაბას! რაც
არის, არის! არცთუ ისე მახინჯია: თათებზე წამოზრდილი ბრჭყა-
ლებიც არა აქვს მთლად საშინელი! და თან არც ისე აგრესიულია...
- რაღა თქმა უნდა, - წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, - ნუთუ
გგონიათ, რომ შეგჭამთ? არა! არა და არა! მე თქვენ არაფერს გერ-
ჩით! მე არც ისეთი ბარბაროსი ვარ!ღმერთმანი, ყველაფერი ეყურე-

3
ბა, რასაც კი გავიფიქრებ!- ეი, დიასახლისო! მე მოვედი, რათა ხე-
ლი გთხოვოთ. განზრახ ამოვძვერი მიწისქვეშეთიდან. ეს უბრალო
საქმე არ გეგონოთ: დიდძალი მიწის ქანები გამოვარღვიე. ბრჭყა-
ლები დამელეწა! მე თქვენ მომწონხართ! აი, ამისთვის მოვედი აქ!
თქვენზე ვფიქრობდი ღრმა მიწისქვეშეთში. ვეღარ გავძელი და აქ
ამოვედი. არ მირჩევდნენ ამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და
ამოვედი. ძალა მოვიკრიბე და თავი გავიმხნევე. ვიცი, რასაც გა-
იფიქრებთ: "აჰ, შე ცხოველო, შე თავხედო, რამ გაგაბედვინა ხელის
თხოვნა!"- განა ასე არ არის? შემოიჭრა თავხედი ცხოველი და სიყ-
ვარულს მოითხოვს!ამის თქმა იყო და ცხოველს სახე მოექუფრა,
ემოციების მოძალებასთან ერთად იისფერმა გადაჰკრა. ერთიანად
დაპატარავდა, დაჩიავდა. მე გულხელი დავიკრიფე და ამ უცნაუ-
რობას მივაჩერდი. იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან
ერთად იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და
მგრძნობიარე გული იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების
შანსი! "კიდევ ერთხელ ვცადოთ. მაგრამ შენ ხომ უმსგავსი ცხოვე-
ლი ხარ!" - გავიფიქრე და შინაგანი ხმით გავახმიანე კიდეც გულში
სათქმელი. ამის გაფიქრება იყო და მწვანე ცხოველს ჯერ თვალები
გაუფართოვდა. მერე კი მსხვილი ცრემლები წამოსცვივდა.შიში
გამინელდა და სწორედ ამის შემდეგ წარმოვისახე ყველაზე საში-
ნელი სცენა. ფიქრში მჭიდროდ შევბოჭე მწვანე ცხოველი და პინ-
ცეტით სათითაოდ წავაცალე მწვანე ქერცლი. დანით ვჩხვლეტდი
და სარჩილავით შეშუპებულ თვალებს ვუღიზიანებდი. მე ზედი-
ზედ წარმოვიდგინე ეს სცენები, ცხოველი კი ტკივილისგან დრო-
დადრო მწარედ ტიროდა. წამოიყვირებდა ხოლმე, თითქოს ნამ-
დვილად ემართებოდა ყოველივე... ფერადი ცრემლი სდიოდა,
დორბლი ენთხეოდა, ყურებიდან გაზს აფრქვევდა, თვალებიდან

4
გამჭოლ მზერას ასხივებდა... "ეი, დიასახლისო! გთხოვთ, ღვთის
გულისათვის, მოიშორეთ, განაგდეთ ეს სასტიკი ფიქრები! გეხვე-
წებით, გემუდარებით ნუ გაივლებთ ჩემზე ცუდს ნურაფერს!
თქვენს მიმართ ავი ზრახვა არ მქონია, მე მხოლოდ და მხოლოდ
ვფიქრობდი თქვენზე". "რაც გინდა, ის ილაპარაკე! შენ მოულოდ-
ნელად შემოიჭერი ჩემს სახლში, არავის დაუპატიჟიხარ. ამიტომ
მე რასაც მინდა, იმას გავიფიქრებ". ამის თქმა იყო და გონებაში
უფრო და უფრო საშინელი წარმოსახვები ამოტივტივდა. მე ვაწა-
მებდი, ვჩხვლეტდი და ვშანთავდი ცხოველის სხეულს სხვადასხვა
მექანიზმებით და ინსტრუმენტებით: დათრგუნვის არანაირი სა-
შუალება არ გამიშვია ხელიდან. "მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი,
რა არის ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი, ათასგვარ წარმო-
სახვებში გადაგადნობ და ათას ფიქრში გაგატარებ!" ამის პასუხად
ცხოველის კონტურები დაირღვა, ის დაპატარავდა, როგორც ნაწ-
ვიმარი ჭიაყელა, თითქოს მარტო წაგრძელებული ცხვირიღა დარ-
ჩა. მერე ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებ-
და. გეგონებოდა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, დავიწყებული
სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა, გამომეტყველება დაკარ-
გა, და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას საღა-
მოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა, თუმცა ჰაერში მისი გადმოკარ-
კლული თვალები ელავდა. "ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგი-
ვა, შენი საქმე წასულია". ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ თვა-
ლებიც გაიფანტა სიცარიელეში, გარინდებული ოთახი ღამის
წყვდიადმა მოიცვა.

5
პეიზაჟი უთოთი

ტელეფონმა დაახლოებით შუაღამისას დარეკა. ძიუნკო ტელე-


ვიზორს უყურებდა. კეისუკე თავისთვის კუთხეში მიმჯდარიყო,
თავზე ყურსასმენები ჩამოეცვა და თვალდახუჭული უკრავდა
ელექტროგიტარაზე - ეტყობა პასაჟებს ამუღამებდა, ისე სწრაფად
დარბოდნენ სიმებზე თითები. ზარის ხმა არ გაუგონია.
ყურმილი ძიუნკომ აიღო.
— ხომ არ გეძინა? - როგორც ყოვეთვის ჩურჩულით იკითხა
მიაკემ.
— არა, ჯერ არ დავწოლილვარ, - უპასუხა ძიუნკომ.
— ეხლა სანაპიროზე ვარ. მორებითაა სავსე აქაურობა. კარგი
რამე გამოვა. მოხვალ?
— მოვალ. გადავიცვამ და ათ წუთში მანდ ვიქნები.
ძიუნკომ კოლგოტკები და გახეხილი ჯინსები ჩაიცვა, მაღალ-
ყელიანი სვიტერი. პალტოს ჯიბეში სიგარეტი, საფულე, ასანთი
და ბრელოკი ჩაიდო. მერე კეისუკეს ფეხი წაჰკრა ზურგში. კეისუკე
შეკრთა და სასწრაფოდ მოიხსნა ყურსასმენები.
სანაპიროზე მივდივარ, კოცონს დავანთებთ.
— ისევ იმ მიაკესთან, არა? - მოიღუშა კეისუკე. - მაგარი ხუმ-
რობაა. გარეთ თებერვალია, შუაღამე. ეს კი სანაპიროო... კოცო-
ნიო...
— არ გაძალებ, მარტოც მშვენივრად წავალ.
კეისუკემ ამოიოხრა:
— კარგი, წამოვალ. მოიცა, უცებ მოვემზადები.
6
გამაძლიერებელი გამორთო, პიჟამაზე შარვალი ამოიცვა, სვი-
ტერი გადაიცვა და ბოლომდე შეიკრა ქურთუკის ელვა. ძიუნკომ
შარფი შემოიხვია, თავზე შალის ქუდი დაიკოსა.
— ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? —
ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა,
მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოს-
ცდება თუ არა, იქვე იყინება.
— „პერლ ჯემში“ რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არა-
ფერი, - უპასუ ძიუნკომ.
—„პერლ ჯეიმს“ ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს
მთელ მსოფლიოში...
— კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი
წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
— რაც მართალია, მართალია, - დაეთანხმა კეისუკე.
— ერთ მშვენიერ დღეს „პერლ ჯეიმი“ აღარ იქნება, კოცონის
თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
— ეგეც სიმართლეა.
კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
— მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა
იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემ-
დეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარია ის არს, რაც ახლაა. იცის კი
ვინმემ რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია ფიქ-
რობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და
გიდგებოდეს. რა, არა?
კიბით მოლოზე ავიდნენ და იქ, როგორც ყოველთვის, მიაკეს
ფიგურა დაინახეს. მიაკეს ერთად შეეგროვებინა ნაპირზე გამორი-
ყული ნაირ-ნაირი ფორმის კუნძები და ფრთხილად ალაგებდა

7
ერთ ადგილას. გამორიყულ ხეებს შორის ერთი მოზრდილი მო-
რიც იყო. აქამდე მოთრევა ეტყობა არც ისე იოლი უნდა ყოფილი-
ყო.
მთვარის შუქზე სანაპირო ზოლი ალესილ სამართებლის პირს
ჰგავდა. ზამთრის ტალღები საოცრად ჩუმად ლოკავდნენ ქვიშას.
ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო.
— რას იტყვით, ბევრია? - თეთრი ორთქლის ღრუბლად ამოი-
სუნთქა მიაკემ.
— აჰა! - წამოიძახა ძიუნკომ.
— ჰო, დროდადრო გროვდება ხოლმე. ამ რამდენიმე დღის წინ
ძლიერი შტორმი იყო. ეგ არის, თოლიებს უნდა მიუგდო ყური:
„დღეს აუარებელ ხე-ტყეს გამორიყავს“.
— გეყოფათ ბაქი-ბუქი, ცოტათი გავთბეთ, თორემ ამ ყიამეთში
ჩემი მეურნეობა წამეყინა, - ხელების ფშვნეტით თქვა კეისუკემ.
— თუ შეიძლება, ნუ გვაჩქარებ. ამ საქმეში მთავარი წესრიგია.
ჯერ ყველაფერი უნდა იანგარიშო, შეამოწმო, რამე ხომ არ გამოგ-
რჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუჩქარებლად დაანთო. ფა-
ცი-ფუცით არაფერი არ გამოვა. აჩქარდები და ყველაფერს გააფუ-
ჭებ.
— აჰა, ნუ ფაცი-ფუცობ კლიენტის ქვეშ.
— ეგეთი ხუმრობები ჯერ ადრეა შენთვის, - თავი გადააქნია
მიაკემ.
სქელი მორითა და რამდენიმე ნაფოტით მიაკემ ოსტატურად
აღმართა რაღაც ავანგარდული სკულპტურის მსგავსი. მერე რამ-
დენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, ყურადღებით შეათვალიერა კონ-
სტრუქცია, რაღაც შეასწორა, ისევ უკან წავიდა და კიდევ ერთხელ
მოავლო თვალი მორებს. და როგორც ყოველთვის, ეს რამდენჯერ-

8
მე გაიმეორა. უყურებდა დალაგებულ შეშას და თვალნათლივ ხე-
დავდა როგორ აბრიალდებოდა კოცონი - სკულპტორივით, ხე-
ლუხლებელ ქვაში რომ ხედავს სხვისთვის ჯერ კიდევ არარსებულ
ფიგურას.
„აი ეს უკვე სხვა საქმეა,“ ჩაილაპარაკა მიაკემ, როცა მორები
ისე დალაგდნენ, როგორც ჩაფიქრებული იყო. მერე საამისოდ შე-
მონახული გაზეთ დაახვია, სულ ძირში შეაცურა და ჩვეულებრივი
პლსტმასის სანთებელათი მოუკიდა. ძიუნკონ ჯიბიდან სიგარეტი
ამოიღო, პირში გაიჩარა და ასანთს გაჰკრა. თვალებმოჭუტული შე-
აცქერდა მიაკეს ზურგსა და სიმელოტეშეპარულ კეფას. ეს ყველა-
ზე დაძაბული წუთი იყო - მოეკიდება თუ არა? და როგორ აბრი-
ალდება...
ორნი ჩუმად შესცქეროდნენ მორების გორას. ცეცხლი მოედო
გაზეთს, ერთხანს ალში გაუჩინარდა, მაგრამ სულ მალე ერთიანად
გაშავდა და ჩაქრა. ეს იყო და ეს. „არაფერი გამოვიდა“, - გაიფიქრა
ძიუნკომ, - ეტყობა ძალიან ნესტიანი მორებია.“ ის იყო, სულ გა-
დაეწურა იმედი, რომ ამ დროს ცეცხლის ნაღდი ნიშანი - თეთრი
კვამლის წვრილი ძარღვი აიკლაკნა ზევით. ქარი არ ქროდა და ბო-
ლიც აი ასე გაწვრილებული წავიდა მაღლა-მაღლა. სადღაც ნამ-
დვილად დაინთო, მაგრამ სად, ჯერჯერობით არ ჩანდა.
ყველანი ხმაგაკმენდილები იდგნენ. ჯიბეში ხელებჩაწყობილი
კეისუკეც ჩუმად იყო. მიაკე ჩაცუცქდა, ძიუნკომ გულხელი დაიკ-
რიფა და მხოლოდ დროდადრო არტყამდა ნაფაზს.
ასეთ დროს ძიუნკო ყოველთვის ჯეკ ლონდონის „კოცონზე“
ფიქრობდა. მოთხრობაზე, რომელშიც კაცი სადღაც შუა ალიასკაში
ცდილობს კოცონის დანთებას. ვერ დაანთებს და გაიყინება. მზე
კი ჰორიზონტისკენ ეშვება. საერთოდ ძიუნკო ცოტას კითხულობ-

9
და, მაგრამ ეს წიგნი, რომლიც არდადაგებზე წასაკითხად მისცეს,
რამდენჯერმე გადაიკითხა. მთელი სცენა ცოცხლად, ძალიან ბუ-
ნებრივად ედგა თვალწინ. გულისცემას, შიშს, იმედსა და სასოწარ-
კვეთას სიკვდილის პირად მყოფ ადამიანის , ისე გრძნობდა, თით-
ქოს ეს ყველაფერი მის თავზე ხდებოდა. მაგრამ ამ ამბავში ყველა-
ზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაცი თვითონვე ეძებდა სიკ-
ვდილს. ძიუნკომ ეს იცოდა. მიზეზის ახსნა არ შეეძლო, მაგრამ იმ-
თავითვე გრძნობდა ამას. მგზავრი მართლა ეძებდა სიკვდილს,
იცოდა, რომ ეს მისთვის ყველაზე შესაფერისი დასასრული იქნე-
ბოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთელი ძალით იბრძოდა. თავის
გადასარჩენად თავისზე ძლიერ მეტოქისთვის უნდა ეჯობნა. ძი-
უნკო სწორედ ამ პრინციპულმა, ერთი შეხედვით აბსურდულმა
წინააღმდეგობამ შესძრა სადღაც შუა მოთხრობაში.
მასწავლებელმა სასაცილოდ აიგდო მისი მოსაზრება. გაკვირ-
ვებულმა ჰკითხა: „მაინც რა შავ ქვად ეძებს მოთხრობის გმირი
სიკვდილს? ეს რაღაც ახალია, თან ერთობ ორიგინალური“. ნაწყვე-
ტი ძიუნკოს ნაწერიდან ყველას გასაგონად წაიკითხა. კლასში სი-
ცილი ატყდა.
მაგრამ ძიუნკო დარწმუნებული იყო - ყველა ცდებოდა. ასე
რომ არ ყოფილიყო, მაშინ რატომ ჰქონდა მოთხრობას ასეთი წყნა-
რი და ლამაზი ფინალი?
— მგონი ჩაქრა, არა? - მორიდებით იკითხა კეისუკემ.
— ყველაფერი რიგზეა, არ ჩამქრალა. ძალას იკრებს, სულ მა-
ლე აბრიალდება. ხომ ბოლავს ისევ? როგორც იტყვიან ხომე: „კვამ-
ლი უცეცხლოდ არ არსებობს“.
— ისევე, როგორც სისხლის გარეშე არ აგიდგება.

10
— შენ რა, სხვა არაფერი გიტრიალებს თავში? - გაუკვირდა მი-
აკეს.
— თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ცეცხლი არ ჩამქრალა?
— მართლა. სულ ცოტა და აალდება.
— საინტერესოა, სად დააგროვეთ ამდენი სიბრძნე?
— რა სიბრძნე? პატარაობაში ბოისკაუტი რომ ვიყავი, მაშინ
ვიწვალე. რას რას და კოცონის დანთებას, გინდა არ გინდა მაინც
გასწავლიან.
— ოჰო! - წამოიძახა კეისუკემ, - გამოდის ბოისკაუტიც ყო-
ფილხართ?
— მარტო მაგიტომ არა, რა თქმა უნდა. ეტყობა, რაღაც ნიჭიც
მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ კოცონს ჩვეულებრივ ადამიანებზე
უკეთ ვანთებ.
— საინტერესო უნარია, თუმცა ფულს მაგ ხელობით ვერ
იშოვნი.
— რაც მართალია, მართალია, ფულს ვერ იშოვნი,- გაეღიმა
მიაკეს.
და როგორც იწინასწარმეტყველა, მალე სიღრმეში ალი გამოჩ-
ნდა. შეშა ატკაცუნდა. ძიუნკომ შვებით ამოისუნთქა. ახლა სანერ-
ვიულო მართლა აღარაფერი იყო. კოცონი დაინთო. კიდევ ცოტაც
და სამივენი გათოშილ ხელებს მიუშვერენ. ჯერჯერობით არაფ-
რის გაკეთება აღარ არის საჭირო, უნდა იდგნენ და უყურონ რო-
გორ იკრებს ცეცხლი ძალას. „ხუთასი საუკუნის წინათ ადამიანები
ალბათ ზუსტად ასე ითბობდნენ ხელებს კოცონთან“, - გაიფიქრა
ძიუნკომ.
— თქვენ მგონი თქვით, რომ წარმოშობით კობედან ხართ? -
თითქოს უცებ გაახსენდაო, იკითხა კეისუკემ.

11
— თქვენიანებიდან არავინ დაშავებულა?
— არც კი ვიცი. დიდი ხანია ყველანაირი კავშირი გაწყვეტი-
ლი მაქვს.
— დიდი ხანია თუ ცოტა, აქცენტი მაინც არ შეგსუსტებიათ.
— მართლა? თვითონ როგორღაც ვერც კი ვგრძნობ.
— თუ ეს კანსაური აქცენტი არ არის, მაშინ რომელ დიალექ-
ტზე უნდა ვლაპარაკობდე, არა?
— რაც არ შეგიძლია, ხელი არც უნდა მოკიდო. ამ შემთხვევაში
ეს სწორედ მაგ დიალექტს ეხება. ეგღა აკლია კანსაურს, რომ იბა-
რაკელებმა დაამახინჯონ. თქვენ გაცილებით უკეთ დროშებით მო-
ტოციკლეტებზე ჭენება გამოგდით (საუბარია ე.წ. „ბოსოძოკუზე“,
დაჯგუფების წევრებზე, რომლებიც საცობებს აწყობენ გზებზე, მო-
ტოციკლეტებითა და მოპედებით დაჰქრიან დროშებით ხელში.
მთარგმნ.)... მოსავალს რომ აიღებთ ხოლმე.
— ესეც ჩვენი ჩუმჩუმელა მიაკე, პასუხისთვის ჯიბეში არ და-
იწყებს ქექვას. კარგი არ არის ასეთ უბრალო რამეზე ჩრდილოეთ
კანტოს გულუბრყვილო პიპლების დაჩაგრვა (კანსაი იაპონიის სი-
დიდით მეორე რაიონია. ამ რაიონში შედის ქალაქები კობე, ოსაკა,
კიოტო. ჩრდილოეთ კანტო ტოკიოდან ჩრდილოეთითაა და რამ-
დენიმე პრეფექტურისგან შედგება. ერთი მათგანია იბარაკი.
მთარგმნ.), - თქვა კეისუკემ. — ისე კი, ხუმრობის გარეშე, იქ ყვე-
ლაფერი რიგზეა? ვიღაც ნამდვილად გადარჩებოდა. თქვენ რა,
ახალ ამბებს არ უყურებთ?
— კარგი, გვეყოფა ამაზე, - შეაწყვეტინა მიაკემ. - დალევ ვის-
კის?
— უარს არ ვიტყოდი.
— შენ, ძიუნ-ტიან?

12
— სულ ცოტას.
მიაკემ ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ლითონის თხელი მათარა
ამოიღო და კეისუკეს მიაწოდა. იმას სახურავი მოხსნა და ისე გა-
დაჰკრა ერთი ყლუპი, ტუჩები არ მიუკარებია.
— მშვენიერია! - სული რომ მოითქვა დააყოლა. — ნაღდი
„სინგლ მოლტია“, ოცდაერთი წლის დაძველებით. მუხის კასრი.
შოტლანდიის სანაპიროს ტალღების შხუილი და ანგელოზების
სუნთქვა ისმის.
— ნუ სულელობ. ჩვეულებრივი „სანტორია“, კვადრატული
ბოთლიდან.
ძიუნკომ კეისუკეს მათარა გამოართვა, თავსახურში დაისხა,
მერე კი თითქოს წრუპავსო, რამდენჯერმე სულ ცოტა მოსვა. ოდ-
ნავ დაიჭყანა. იგრძნო როგორ ჩაიღვარა თბილი სითხე ყელიდან
კუჭში. სხეულს სითბომ დაუარა. მიაკემაც დალია, მერე მათარა
ისევ კეისუკეს გადაუწოდა, იმანაც ბევრი არ ახვეწნინა. სანამ მა-
თარა ხელიდან ხელში გადადიოდა, ცეცხლმა იძალა და ნამდვილ
კოცონს დაემსგავსა. მაგრამ არც ისე აბურბურებულა, ნელ-ნელა,
თანდათანობით, ზუსტად ისე, როგორც მიაკე ვარაუდობდა. ამაში
იყო მთელი მისი მომხიბლაობა. ალი რბილად, რაღაცნაირად ნა-
ზად ძლიერდებოდა. ფრთხილად, აუჩქარებლად ელამუნებოდა
მორებს. ეს იყო ადამიანების სულების გასათბობად მოწოდებული
ალი.
კოცონის წინ ძიუნკო არასოდეს იღებდა ხმას. მხოლოდ დრო-
დადრო იცვლიდა პოზას და მეტი აღარ ინძრეოდა. ეს ალი დაუყ-
ვედრებლად იღებდა სხვადასხვა საგნებს, თავის წიაღში მიჰქონ-
და, თითქოს პატიობდა კიდეც რაღაცას!“ სწორედ ისე, როგორც
ნამდვილ ოჯახში უნდა იყოს“, - ფიქრობდა ძიუნკო.

13
ძიუნკო იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა ქალაქში მაისში,
გამოსაშვები კლასის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა. მამის საბან-
კო ანგარიშიდან სამასი ათასი იენი გამოიტანა, „ ბოსტონის“ ჩანთა
ტანისამოსით გატენა და შინიდან წავიდა.თავის მშობლიურ ქალაქ
ტოკოროძავას სადგურიდან გაემგზავრა, რამდენიმე მატარებელი
გამოიცვალა და იბარაკაში, ზღვისპირა პატარა ქალაქში აღმოჩნდა.
ამ ქალაქზე არაფერი არ იცოდა, არც კი გაეგონა. უძრავი ქონების
პირველივე შემხვედრ სააგენტოში ერთოთახიანი ბინა დაიქირავა
და უკვე შემდეგ კვირიდან მუშაობა დაიწყო ხალხმრავალ გზატკე-
ცილისპირა სადღეღამისო მაღაზიაში. დედას კი მისწერა: „არ
ინერვიულო, ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. ნუღარ მომძებნი.“
აღარც სკოლაში სიარული უნდოდა და აღარც მამის დანახვა.
პატარაობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უქმეებზე ხშირად მოგ-
ზაურობდნენ. მის გვერდით ძალასა და სიამაყეს გრძნობდა. მაგ-
რამ როცა დაწყებითი სკოლის ბოო კლასში თვიურები დაეწყო,
ბოქვენზე თმა ამოუვიდა და მკერდიც დაუმრგვალდა, მამამ რაღაც
უცნაურად დაუწყო ყურება. თხუთმეტი წლისას კი, როცა ის სა-
მოცდაათ სამოცდაათ სანტიმეტრს ასცდა, მამა საერთოდ აღარ აქ-
ცევდა ყურადღებას.
სწავლაში წარმატებებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა. სა-
შუალო სკოლაში რო გადადიოდა, კლასში საუკეთესო იყო. წლის
ბოლოს კი სიის ბოლში დაეშვა. მესამე საფეხურის სკოლაში ძლივ-
ძლივობით მოეწყო. თავი ძველებურად რიფზე ჰქონდა, მაგრამ
რაღაცნაირად გაფანტული იყო. ვერც ერთ საქმეს ბოლომდე ვერ
აბამდა თავს.

14
შეეცდებოდა თუ არა მორეოდა თავს, მაშინვე თავი ასტკივდე-
ბოდა, სუნთქვა გაუხშირდებოდა, პულსი აერეოდა. სკოლაში სწავ-
ლა გაუთავებელ წამებად ექცა.
ახალ ქალაქს ხეირიანად არც კი იყო შეჩვეული, როცა კეისუკე
გაიცნო. ბიჭი ორი წლით უფროსი იყო, საუკეთესო სერფერის სა-
ხელი ჰქონდა დაგდებული. მაღალი იყო, თმას წაბლისფრად იღე-
ბავდა და სიცილის დროს კოხტად ჩარიგებული კბილებით იწო-
ნებდა თავს. ეს ქალაქი თავის განსაკუთრებული ტალღებით იყო
განთქმული, ჰოდა ისიც დარჩა აქ საცხოვრებლად, ძმაკაცებთან
ერთად უკრავდა როკ-ჯგუფში. მეორეხარისხოვან ინსტიტუტში
მოეწყო, მაგრამ ლექციებზე არ დადიოდა და დიპლომსაც როგორ-
ღაც საეჭვო პირი უჩანდა. კეისუკეს მშობლებს მიტოში, პრეფექ-
ტურის ცენტრში, ტკბილეულის ცნობილი მაღაზია ჰქონდათ. ბო-
ლო-ბოლო ეს საქმე მემკვიდრეობით კი დარჩებოდა, მაგრამ სა-
კონდიტროს მეპატრონედ გახდომა მაინცდამაინც არ უნდოდა.
ძმაკაცებთან ერთად სატვირთო „დაცუნით“ აქეთ-იქით გრიალი,
ტალღის თავზე მოქცევა და მოყვარულთა ჯგუფში გიტარაზე დაკ-
ვრა უფრო მოსწონდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე ცხოვრება
უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ძიუნკო მიაკეს მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა კეისუკესთან
დაიწყო ცხოვრება. მიაკე ორმოცდახუთი წლის თხელ-თხელი, სა-
თვალიანი მამაკაცი იყო. მოგრძო სახ ჰქონდა, მოკლე თმა, ხშირი
წვერი, საღამოთი თმა მუქ ჩრდილად ამოეჯაგრებოდა ხოლმე სა-
ხეზე. შარვალზე გადმოშვებული ხალათითა და თეთრი, გაცვეთი-
ლი კედებით დადიოდა. ზამთრობით ზემოდან დაჭმუჭნილ ტყა-
ვის ქურთუკს იცვამდა, ზოგჯერ ბეისბოლის კეპს ჩამოიფხატებდა

15
ხოლმე. ძიუნკოს სხვა ტანისამოსში არ ენახა, მაგრამ ის, რაც ეცვა,
ყოველთვის გულდაგულ იყო გარეცხილი.
ზღვისპირა პატარა ქალაქ კასიმაში კანსაურ დიალექტზე მო-
ლაპარაკე სხვა ადამიანი არ აღმოჩნდა და მიაკე უნებურად იქცევ-
და ყურადღებას. ძიუნკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონამ
თქვა, რომ ეს კაცი სადღაც აქ ახლოს ცხოვრობს და სურათებს ხა-
ტავსო. არა, სულაც არ არის ცნობილი, მისი ნახატებიც არავის არ
უნახავს, მაგრამ ცხოვრობს როგორც ყველა, ისე იგი, რაღაცას აკე-
თებს, ხანდახან ტოკიოში მიემგზავრება საღებავისა და ფუნჯები-
სათვის და იმავე საღამოთივე ბრუნდება. რამდენი ხანია, რაც აქ
ცხოვრობს? ხუთი? სანაპიროზე ხშირად ანთებს კოცონს. როგორც
ჩანს, მოწონს ეს საქმე. თვალებზე ეტყობა როგორი გატაცებულიც
არის. ჩუმია, ცოტა უცნაური, მაგრამ ცუდი ადამიანი არ უნდა
იყოს.
მიაკე დღეში სამჯერ შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში. დილით
პურს, რძესა და გაზეთს ყიდულობდა, შუადღისას - ბენტოს (სხვა-
დასხვა წვრილ-წვრილი კერძებისა და ბრინჯისგან შედგენილი
კომპლექსური კერძი), საღამოთი კი - ცივ ლუდსა და რამე მისატა-
ნებელს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. ერთსა და იმავე დროს -
დილით, შუადღისას და საღამოს. მიესალმებოდა და ათასში ერ-
თხელ თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა. ძიუნკოს რო-
გორღაც ბუნებრივად გაუჩნდა სიმპათია.
— გასაგებია, რომ სადღაც ახლოს ცხოვრობთ, მაგრამ ამგვარ
საყიდლებზე რატომ დადიხართ ყოველდღე? უფრო იოლი არ
არის იყიდოთ რძის ან ლუდის რაღაც მარაგი და მაცივარში შეინა-
ხოთ? ასე უფრო მოხერხებული არ იქნება? მე, რა თქმა უნდა, ჩვე-

16
ულებრივი გამყიდველი ვარ და ჩემთვის მართალი გითხრათ,
სულ ერთია...
— სრული სიმართლეა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყიდვა ჯობს,
მაგრამ არის ამის მიზეზები რომელთა გამოც ასე არ ვიქცევი.
— საინტერესოა რატომ?
— როგორ გითხრათ... ისეთი წვრილმანია...
— მაპატიეთ, ალბათ თავს გაბეზრებთ ჩემი შეკითხვებით.
ისეთს ნურაფერს იფიქრებთ, უბრალოდ, როცა რამე არ ვიცი, თავს
ვერ ვიკავებ, რომ არ ვიკითხო. ეს სიბოროტით ნამდვილად არ
მომდის.
მიაკემ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გადააქნია - რაღაცნაირად
დაბნეულმა.
— მე, სიმართლე თუ გინდათ, მაცივარი არცა მაქვს, არ მიყ-
ვარს მაცივრები.
— არც მე მახატია მაინცდამაინც გულზე, - გაიცინა ძიუნკომ,
— მაგრამ ერთი მაინც მაქვს. უმაცივროდ როგორღაც ძნელია.
— იქნებ ძნელიც არის, მაგრამ რას იზამ - მშვიდად ვერ ვიძი-
ნებ იქ, სადაც ეს მაცივრები დგას.
რა უცნაურია, გაიფიქრა ძიუნკომ, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ
მიაკეთი უფრო მეტად დაინტერესდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სანაპიროზე სეირნობისას ძიუნკომ


დაინახა როგორ ანთებდა მარტო მიაკე კოცონს. კოცონი ერთი
ციცქნა იყო. ძიუნკომ თავი ვერ შეიკავა, მიუახლოვდა და ხელები
მიუშვირა ცეცხლს. გვერდით რომ ედგა, გოგონა მიხვდა, რომ ხუ-
თიოდე სანტიმეტრით მაღალი იყო. მიესალმა, მერე კი ჩუმად შეს-
ცქეროდა ცეცხლს.

17
და სწორედ მაშინ მოხდა პირველად: საკმარისი იყო ჩაშტერე-
ბოდა ცეცხლის ენებს, რომ მაშინვე რაღაც იგრძნო. რაღაც ძალიან
ღრმა. შედედებული განწყობის მაგვარი. რაღაც მეტისმეტად ცოც-
ხალი და რეალური წონით, რომ ამისთვის იდეა დაგერქმია. და აი
ამ რაღაცამ მთელ სხეულში დაუარა, გამსჭვალა და გაქრა, მკერ-
დში კი სულის მათრობელა გრძნობა დაუტოვა. ხოლო როცა გაქ-
რა, ცეცხლისკენ გაშვერილ ხელებზე კარგა ხანს გრძნობდა ბუსუ-
სებდაყრილ კანს.
— მიაკე-სან, თქვენ როცა კოცონს უყურებთ, უცნაური არაფე-
რი გეჩვენებათ?
— რას გულისხმობ?
— იმას, რასაც ვერ ვგრძნობთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, უცებ
ცოცხალ რეალობად აღიქვამ. როგორ ვთქვა... ალბათ ჭკუა არ
მყოფნის და სიტყვებით არ შემიძლია ამის გამოხატვა. მაგრამ ვუ-
ყურებ ცეცხლს და რატომღაც ვმშვიდდები.
მიაკე ჩაფიქრდა.
— ცეცხლს თავისუფალი ფორმა აქვს. და რადგან ასეა, თი-
თოეული ადამიანი თვითონ ირჩევს გულით რისი დანახვაც უნდა.
შენ მშვიდდები, ესე იგი, სიმშვიდე, რომელიც შენში ბუდობს, ბუ-
ნებრივად ირეკლება ცეცხლში. ხვდები, როს თქმა მინდა?
— აჰა.
— მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ემართება ყველანაირ
ცეცხლს. საამისოდ ცეცხლი თავისუფალი უნდა იყოს. გაზის გა-
მათბობელში ეს არასდროს არ მოხდება. არც სანთებელაში. ისევე
როგორც არც ნებისმიერ კოცონში. ცეცხლი რომ თავისუფალი
იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას თავისუფლად
ყოფნა შეეძლება. ეს კი ყველას არ შეუძლია.

18
— მგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ?
— ხან - ჰო, ხან - არა. მაგრამ უფრო ხშირად ვახერხებ. თუ
სულს ჩაატან, მაშინ გამოდის.
— ასე გიყვართ კოცონი?
მიაკემ თავი დაუქნია:
— რაღაც ავადმყოფობასავით არის. ისე გამოდის, თითქოს ამ
პატარა ქალაქში იმიტომ დავსახლდი, რომ ამ სანაპიროზე სხვებ-
თან შედარებით მეტი მორები გამოაქვს. ეტყობა, ეს არის მიზეზი.
აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ კოცონები დავანთო.
ამის შემდეგ ძიუნკო შეძლებისდაგვარად მოდიოდა სანაპი-
როზე, როცა მიაკე კოცონს ანთებდა. გამონაკლისი მხოლოდ ზაფ-
ხულის სეზონის პიკი იყო, როცა პლაჟი გვიანობამდე სავსე იყო
ხალხით. მიაკე კოცონს ხან კვირაში ორჯერ ანთებდა, ხანაც თვე
ისე გავიდოდა, ერთხელაც არ დაანთებდა. ყველაფერი იმაზე იყო
დამოკიდებული, რამდენ შეშას გამორიყავდა ზღვა. მაგრამ რო-
გორც კი გადაწყვეტდა კოცონის დანთებას, აუცილებლად ურეკავ-
და ძიუნკოს. „შენი კოცონის მეგობარიო“, ხუმრობით ეტყოდა
ხოლმე კეისუკე. საერთოდ არანორმალური ეჭვიანი კეისუკე რა-
ტომღაც მხოლოდ მიაკეს ენდობოდა.

ცეცხლი ყველაზე დიდ მორს მოედო, ალი ნელ-ნელა დამ-


შვიდდა. ძიუნკო ქვიშაზე დაჯდა, ტუჩები მოკუმა და აალებულ
სტიქიას მიაშტერდა. ჯოხმომარჯვებული მიაკე ალს სიკვდილის
საშუალებას არ აძლევდა, დროდადრო საამისოდ მომარაგებულ
შეშას შეუკეთებდა ხოლმე მისი აზრით საჭირო ადგილას.
— რაღაც მუცელი ამტკივდა, - დაიჩივლა კეისუკემ, - ეტყობა
შემაცივა. ქოთანი მაინც იყოს, ცოტა მომეშვებოდა.

19
— თუ გინდა შინ წადი, - უთხრა ძიუნკომ.
— ალბათ აჯობებს, - საცოდავად დაიკნავლა კეისუკემ. — შენ
რას იზამ?
— ძიუნ-ტიანს მე მოვაცილებ სახლამდე, არ ინერვიულო, -
თქვა მიაკემ.
— მაშნ კარგი, - და კეისუკე დაემშვიდობათ.
— სულელი, - თქვა ძიუნკომ როცა კეისუკე წავიდა და თავი
გადააქნია. - ჯერ თავის ასატკენს გაიჩენს, მერე კი წუწუნებს.
— ეგრეა, ეგრე ძიუნ-ტიან: ბავშვობიდანვე თავთან არ მეგობ-
რობს, ცუდად მისდის საქმე. უვარგისი ადამიანები არიან. მაგრამ
კეისუკეს თავისი ღირსებებიც აქვს.
— შეიძლება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არაფერზე არ
ფიქრობს.
— ახალგაზრდები საერთოდ სიტყვებს დაუფიქრებლად ფან-
ტავენ.
ისევ გაჩუმდნენ, თითოეული თავისას ფიქრობდა. დროც
სხვადასხვანაირად გადიოდა.
— მიაკე-სან. რაღაც მინდოდა მეკითხა. შეიძლება გკითხოთ?
— მაინც რა?
— პირადული. ცოტა არ იყოს, უხერხული.
მიაკემ რამდენჯერმე გაისვა ხელი აჯაგრულ ლოყაზე.
— რა ვიცი. მაგრამ რადგან მეკითხები, მკითხე.
— ალბათ გყავთ ცოლი, არა?
მიაკემ ქურთუკის ჯიბიდან მათარა ამოიღო, სახურავი მოხსნა
და აუჩქარებლად დალია დარჩენილი ვისკი. სახურავი ისევ მოახ-
რახნა, მათარა ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა სა-
ხეში ძიუნკოს:

20
— ასე უცებ საიდან მოგივიდა თავში?
— უცებ არა. უბრალოდ გავიფიქრე... როცა კეისუკემ მიწის-
ძვრაზე დაიწყო ლაპარაკი... სახეზე შემოგხედეთ. კოცონთან
მჯდარი ადამიანების თვალები არ ტყუიან. ერთხელ ეს თქვენთვი-
თონ მითხარით.
— მართლა?
— შვილებიც გყავთ?
— ჰო, ორი.
— კობეში?
— იქ სახლი გვაქვს. იქ ცხოვრობენ.
— რა ადგილას?
— ხიგასინადას რაიონში (1995 წლის მიწისძვრის დროს ეს
რაიონი ყველაზე ძლიერ დაზარალდა. მთარგმნ.)
მიაკემ თვალები მოჭუტა, ზღავს გახედა, მერე ისევ ცეცხლს
მიაცქერდა.
— ნუ ეძახი კეისუკეს სულელს. ეს ჩვენი განსასჯელი არ არის.
აი, მე მაგალითად არაფერზე არ ვფიქრობ. არც მეტი, არც ნაკლები,
სულელების მეფე ვარ. გესმის ჩემი?
— მეტი არაფრის მოყოლა არ გინდათ?
— არა, არ მინდა.
— კარგი, - თქვა ძიუნკომ. — მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარ-
გი ადამიანი ხართ.
— პრობლემა ეგ არის, - თავი გადააქნია მიაკემ. ჯოხის წვე-
რით ქვიშაზე რაღაცას ხაზავდა. — ძიუნ-ტიან, შენ ოდესმე დაფიქ-
რებულხარ სიკვდილზე?
ძიუნკომ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გადააქნია.
— აი მე კი ხშირად ვფიქრობ.

21
— და როგორ აპირებთ სიკვდილს?
— მაცივარში გავიყინები. გაგიგონია მსგავსი რამ? როცა ბავ-
შვები თამაშობენ და გადაგდებულ მაცივარში ძვრებიან. კარი იკე-
ტება და ისინი იქ იხუთებიან. აი ასეთი სიკვდილით.
მოზრდილი კუნძი წამოიქცა და ფერფლი გაფანტა. მიაკე იჯ-
და და შეჰყურებდა, ხელიც არ გაუნძრევია. ცეცხლის ათინათები
არარეალურ ჩრდილებს დაათამაშებდა მის სახეზე.
— უჩუმრად, ნელ-ნელა მოვკვდე ვიწრო და ბნელ ადგილას.
კარგი იქნება უჰაერობით დაიხრჩო, მაგრამ ეს ყველაფერი ასე იო-
ლი არ არის. სადღაც ჭუჭრუტანიდან ჰაერი აღწევს, ამიტომ მო-
ხუთვა არ გამოდის. სანამ მოკვდები, კარგა დრო უნდა გავიდეს.
რამდენიც გინდა იყვირე, მაინც ვერავინ გაიგონებს. არავინ არ შე-
ფუცხუნდება. თან ისეთი სივიწროვეა, ვერ გაინძრევი. რამდენიც
არ უნდა ეცადო, არც კარი გაიღება.
ძიუნკო ხმას არ იღებდა.
— ვერც კი დაითვლი, რამდენჯერ ვნახე ერთი და იგივე კოშ-
მარი. შუაღამისას ოფლში გაღვრილს მეღვიძება. თან ყოველთვის
ვკვდები სიზმარში - უკუნ სიბნელეში, საზარელი და ნელი სიკ-
ვდილით. მეღვიძება და კოშმარი არ მტოვებს. ყველაზე საშინელი
სწორედ ეს არის. თვალებს ვახელ, ყელი გამშრალი მაქვს. სამზა-
რეულოში მივდივარ. მაცივართან. რა თქმა უნდა, მაცივარი არა
მაქვს, ამიტომ უნდა მესმოდეს, რომ ეს სიზმარია. მაგრამ იმ წუთას
ეს სულ არ მახსოვს. ვაგრძელებ ფიქრს: რაღაც ისე ვერ არის, თან
მაცივრის კარს ვაღებ. შიგნით უკუნი წყვდიადია. ნათურა ჩაქრა.
ჩემთვის ვფიქრობ: ნუთუ სინათლე გამორთეს-მეთქი და შიგნით
ვყოფ თავს. უცებ იქიდან ვიღაცის ხელი მწვდება ყელში. ვგრძნობ,
რომ მიცვალებულის ხელია. და აი ეს ხელი არაადამიანური ძა-

22
ლით მიმათრევს. რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ. ახლა კი
ნამდვილად მეღვიძება. აი ეგეთი კოშმარია. ყოველთვის ერთი და
იგივე ერთნაირი. და ყოველთვის საშინელი.
მიაკემ ჯოხი წაჰკრა კუნძს და თავის ადგილზე დააბრუნა.
— იმდენად რეალურია, რომ მგონია - უკვე რამდენჯერმე
მოვკვდი.
— დიდი ხანია, რაც გესიზმრებათ?
— იმდენი, რომ გახსენებაც მიჭირს. ზოგჯერ ვახერხებდი თა-
ვის დაღწევას. ერთი... თითქმის ორი წლითაც. მაშინ ვფიქრობდი,
რომ საბოლოოდ მიმატოვა და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ მერე
კოშმარი ისევ ბრუნდებოდა. საკმარისი იყო დამეჯერებინა, რომ
საბოლოოდ გავთავისუფლდი, ახლა ყველაფერი რიგზე იქნება-
მეთქი, რომ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ზუსტად ისე,
როგორც ადრე. ვერც ვერსად გაექცევი, - მიაკემ თავი გადააქნია: —
მაპატიე ძიუნ-ტიან, რომ ასეთ საშინელებებს გიყვები.
— არაფერია, - თქვა გოგონამ, სიგარეტი პირში ჩაიდო და ასა-
ნთს გაჰკრა. მერე მოქაჩა და მოკლედ თქვა: — მოყევით...
ცეცხლი თანდათან ნელდებოდა. დარჩენილი შეშებიც კარგა
ხანია კოცონში იწვოდა ტალღები წინანდელზე მეტად ხმაურობ-
დნენ.
— არის ერთი ამერიკელი მწერალი, ჯეკ ლონდონი.
— ის, რომელმაც კოცონზე მოთხრობა დაწერა?
— ჰო. საიდან იცი? მოკლედ ეგ მწერალი გამუდმებით ფიქ-
რობდა, რომ ზღვაში დაიხრჩობოდა. სჯეროდა, რომ სწორედ ასე-
თი სიკვდილით მოკვდებოდა. ჩავარდებოდა ღამის ზღვაში და ჩა-
იძირებოდა, ისე, რომ ვერც ვერავინ შენიშნავდა.
— და რა, ზუსტად ეგრე მოკვდა?

23
მიაკემ თავი გააქნია.
— არა, მორფით მოიწამლა.
— გამოდის, რომ წინათგრძნობა არ გამართლდა. ან იქნებ სა-
განგებოდა მოაწყო ისე, რომ არ გამართლებულიყო?
— ერთი შეხედვით, - თქვა მიაკემ. ჩამოვარდა პაუზა. — მაგ-
რამ რაღაც თვალსაზრისით არ შემცდარა. ის მართლა დაიხრჩო,
როცა მარტოდმარტო დარჩა ბნელ, ღამის ზღვაში. გალოთდა. ნება
მისცა სასოწარკვეთას მთელ მის სხეულს დაუფლებოდა. ტანჯვით
კვდებოდა. წინათგრძნობა ერთგვარი საცდურია. ხანდახან რე-
ალობასაც ჯაბნოს და ცოცხალ არსებას ემსგავსება. ამაშია მთელი
მისი საშიშროება. გესმის ჩემი?
ძიუნკო ჩაფიქრდა. არა, არ ესმოდა.
— ადრე არასდროს მიფიქრია ამაზე, თუ როგორ მოვკვდებო-
დი. როგორ უნდა მეფიქრა სიკვდილზე, როცა ისიც კი არ ვიცი,
როგორ ვიცხოვრო.
მიაკემ თავი დაუქნია.
— ამაში მართალი ხარ. მაგრამ პირიქითაც ხდება - სიკვდი-
ლის არჩევანით ცხოვრების გზაც საცნაური ხდება.
— და ასეთია თქვენი გზა?
— არ ვიცი. მხოლოდ ხანდახან მეჩვენება ასე.
მიაკე ძიუნკოს გვერდით დაჯდა. როგორღაც თითქოს ჩამოჭ-
კნა და დაბერდა. ყურებს ზემოდან თმის ბღუჯა გამოშვეროდა.
— როგორ სურათებს ხატავთ?
— რამდენიმე სიტყვით ვერ ავხსნი.
ძიუნკომ კითხვა შეცვალა:
— კარგი, მაშინ რას ხატავდით ამ ბოლო დროს?

24
— სამი დღის წინ დავამთავრე „პეიზაჟი უთოთი“. შუა ოთახში
უთო დგას. მეტი არაფერი.
— მერედა, რატომ არის ეს ძნელი ასახსნელი?
— იმიტომ, რომ სინამდვილეში უთო არ არის.
ძიუნკომ სახეში შეხედა მიაკეს.
— გამოდის რომ უთო უთ არ არის?
— ეგრეა.
— გინდათ თქვათ, რომ საცდურია?
— ჰო.
— და სულ სხვა რაღაცის მაგივრად არის დახატული?
მიაკემ თავი დაუქნია.
ძიუნკომ ახედა: ვარსკვლავები მომრავლებულიყო. მთვარესაც
კარგა გრძელი გზა გაევლო. მიაკემ, აქამდე რომ ხელში ეჭირა, ის
უკანასკნელი ჯოხიც შეაგდო ცეცხლში. ძიუნკო ნელა მიეყრდნო
მხარზე. მიაკეს ტანსაცმელი სხვა ათასი კოცონის სუნით იყო გაჟ-
ღენთილი და გოგონაც აუჩქარებლად ისრუტავდა ამ სურნელს.
— იცით რა?
— რა?
— მე... მთლიანად ცარიელი ვარ.
— სერიოზულად ამბობ?
— ჰო.
ძიუნკომ თვალები დახუჭა და ატირდა. ცრემლები ღაპა-ღუ-
პით ჩამოსდიოდა ლოყაზე. ძიუნკომ მარჯვენათი მუხლს ზემოთ,
შარვალში ჩაებღაუჭა მიაკეს, სხეული უთრთოდა. კაცმა ხელი
მოხვია და ფრთხილად მიიკრა. ცრემლები კი მოდიოდა და მოდი-
ოდა.

25
— მართლა გეუბნებით, სრულიად არაფერი, - ცოტა ხნის შემ-
დეგ გაბზარული ხმით თქვა. — სრული სიცარიელე.
— მესმის.
— მართლა?
— ეგეთ რამეებში ცოტა ვერკვევი.
— რა უნდა ვქნა?
— უნდა გამოიძინო. გაიღვიძებ და ნახავ - ყველაფერი გაივ-
ლის.
— ჩემი აზრით ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
— შეიძლება. შეიძლება მართლა ასე მარტივად არ არის საქმე.
შეშა აშიშინდა და ქშენით გამოუშვა ორთქლი. მიაკემ თავის
ასწია, თვალები მოჭუტა და ერთხანს კოცონს მიჩერებოდა.
— ახა რა უნდა ვქნა? - გაიმეორე ძიუნკომ.
— მართლაცდა რა? იქნებ ერთად მოვკვდეთ?
— სერიოზულად ამბობთ?
— სერიოზულად.
მიაკე გაჩუმდა. ძიუნკომ მის ძველ ქურთუკში ჩარგო სახე.
— ნებისმიერ შემთხვევაში მოიცადე სანამ ჩაიწვება, - თქვა მი-
აკემ. — რაც არ უნდა იყოს კოცონია. ბოლომდე ჩემთან იყავი. ჩაქ-
რება და სულ დაბნელდება. აი მაშინ კი მოვკვდეთ. კარგი?
— კარგი, - უპასუხა ძიუნკომ, — ოღონდ როგორ?
— მოვიფიქროთ.
— აჰა.
კოცონი აბოლდა. ძიუნკომ თვალები დახუჭა. მხარზე მოხვეუ-
ლი მიაკეს ხელი, მოზრდილი ადამიანებისთვის მეტისმეტად პა-
ტარა, გახევდა.

26
საეჭვოა, რომ ამ კაცთან ცხოვრება შევძლო, ფიქრობდა ძიუნ-
კო. რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ვერ შევძლებ მის გულში შეღწე-
ვას. მაგრამ სიკვდილს მასთან ერთად ნამდვილად მოვახერხებ.
ნელ-ნელა ძილი მოერია. ვისკი თავისას შვრებოდა. მთელი
შეშა კარგა ხანია ჩაიფერფლა. მხოლოდ ყველაზე დიდი მორი კაშ-
კაშებდა ნარინჯისფრად. მისი მშვიდი სითბო მთელ სხეულზე
ედებოდა. ალბათ კიდევ დიდხანს არ ჩაიწვებოდა.
— არა უშავს თუ დავიძინებ?
— არა უშავს.
— როცა ჩაქრება გამაღვიძებთ?
— ნუ ღელავ. ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ
გინდოდეს, გაგეღვიძება.
ძიუნკომ თავისთვის გაიმეორა ეს სიტყვები. „ცეცხლი ჩაქრება
თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება“. მერე მო-
იკუნტა და დაიძინა - დიდი ხნით არა, მაგრამ ღრმად.

27
ალმოდებული ფარდულები შუაღამისას

საზიზღარ გუნებაზე გაეღვიძა ნამთვრალევ იოსიას. მთელი


ძალით დაქაჩა თვალები, მაგრამ მხოლოდ ერთის გახელა მოახერ-
ხა. მარჯვენა ქუთუთო არ ემორჩილებოდა. ისეთი გრძნობა ჰქონ-
და, თითქოს იმ ღამეს ყველა კბილი ერთბაშად ასტკივდა.
დამპალი ფესვებიდან წუთხი მოჟონავდა. თუ რამეს არ იღო-
ნებს, ტვინისგან აღარაფერი დარჩება და ვეღარაფრით იფიქრებს.
რა უნდა ქნას, ასეა და ასე იყოს, გაუელვა თავში. ცოტა კიდევ მა-
ინც რომ წაეძინა... მაგრამ იოსიამ მშვენივრად იცოდა, რომ ვეღარ
დაიძინებდა. აბა, სცადე და დაიძინე, როცა ასე ტრაკულად გრძნობ
თავს. საწოლის თავთან მაღვიძარასკენ სცადა თვალის გაპარება,
მაგრამ სადღაც გამქრალიყო. საათი თავის ადგილზე არ იყო. არც
სათვალე. ალბათ სადღაც მოისროლა... ისე, შემთხვევით. ადრეც
ემართებოდა მსგავსი რამ.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ
დაეხვა და იოსია ისევ ლოგინზე გაიშალა. სადღაც ქუჩაში სარეც-
ხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა. შეგეძლო ძველი
ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი ირწმუნებოდა
რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე მათი ფასი არ შეცვლილიყო. შუ-
ახნის კაცის მკვეთრი, გაბმული ხმა იყო. ამ ხმაზე იოსიას კიდევ
უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე მდგარს აქანავებდა. მაგრამ
გულის ასარევად მარტო გულისრევის შეგრძნება არ კმარა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს უყუ-
რებდა. საკმარისი იყო გაეგონა სატელევიზიო “კუდიანებზე მონა-

28
დირის” სულისგამყინავი წივილი ბოჰემური ცხოვრების ამბებზე,
რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი ნარჩენე-
ბიც პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
მაგრამ იმ დილით იოსიას იმის ძალაც კი არ ჰქონდა ტელევი-
ზორს მიწვდომოდა. ძლივს სუნთქავდა. სადღაც თვალის გუგების
სიღრმეში გამჭვირვალე სინათლე ჯიუტად ერეოდა თეთრ
კვამლს. პერსპექტივა საოცრად ბრტყელი იყო. მგონი სიკვდილი
უნდა იყოს, გაუელვა თავში. ასე იყო თუ ისე, გამეორების სურვი-
ლი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე მოკვდეს. ”მხოლოდ
ერთს გთხოვ, ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ მსგავსი რამ კიდევ ერ-
თხელ განვიცადო”.
ღმერთის ხსენებაზე იოსიას დედა გაახსენდა. სწყუროდა. და-
ძახება დააპირა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ სახლში მის გარდა
არავინ იყო. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად სამი დღის წინ გა-
ემგზავრა კანსაიში. მაინც რა სხვადასხვანაირები არიან ადამიანე-
ბი, გაიფიქრა. დედა ღვთის ნებაყოფლობითი მსახურია, შვილი კი
აი ეგეთ დღეშია. წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მარჯვენა თვალს
ისევ ვერ ახელს. “ნეტა სად გავიტრიტე ეგრე? არ-მახ-სოვს”. სცადა,
მაგრამ ტვინი გაქვავებულივით ჰქონდა. “არა უშავს, მერე გავიხსე-
ნებ”.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან შე-
მოჭრილი მზის კაშკაშა სხივები აშკარას ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ
დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია გამომცემლობაში მუ-
შაობდა და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა თანამშრომლების უმ-
ნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევ-
დნენ.

29
საღამოთიც შეიძლებოდა დაკარგული დროის ანაზღაურება,
მთავარია საქმე არ გაფუჭებულიყო. თუმცა სამსახურში სადილის
შემდეგ გამოცხადებას უფროსი აღარ გაპატიებს - პირში გეტყვის
ყველაფერს რასაც შენზე ფიქრობს. ისე, შეიძლება ერთ ყურში შე-
უშვას და მეორედან გამოუშვას, მაგრამ არ უნდოდა, რომ უხერ-
ხულ მდგომარებაში ჩაეგდო ერთი ნაცნობი მორწმენე, რომელმაც
ამ სამუშაოზე მოაწყო. საბოლოოდ იოსიამ შინიდან მხოლოდ პირ-
ველ საათზე გააღწია.
სხვა დროს რამე საპატიო მიზეზს, მაგალითად ავადმყოფობას
მოიგონებდა და სახლში დარჩებოდა, მაგრამ დღეს თითქოს ჯიბ-
რზე დისკეტაზე შენახული ერთი დოკუმენტი უნდა მოემზადები-
ნა და ამოებეჭდა. ამ საქმის სხვისთვის მინდობა არ გამოდიოდა.
იოსია დედასთან ერთად ასაგაიას რაიონში ცხოვრობდა. ამი-
ტომ ცენტრალური ხაზით იოცუიას სადგურამდე მივიდა. იქ მა-
რუნოუჩის ხაზზე გადაჯდა, კასუმიგასეკამდე მივიდა, კიდევ ერ-
თხელ გადაჯდა ხიბიას ხაზზე და კამია-ჩიოს სადგურზე ამოვიდა.
დადუნებული, ბამბადქცეული ფეხებით ადიოდა და ჩადიოდა
მრავალრიცხოვან კიბეებზე. გამომცემლობა სადგურიდან შორს არ
იყო.
გამომცემლობა საზღვარგარეთის ქვეყნების ტურისტულ
გზამკვლევებს ბეჭდავდა. საღამოს თერთმეტის ნახევარზე შინ
რომ ბრუნდებოდა, სადგურ კასუმიგასეკში უბიბილოო კაცი და-
ინახა. ორმოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეჭაღარავებული. მაღა-
ლი, სათვალეების გარეშე, ძველმოდურ ტვიდის პალტოთი და
ტყავის პორტფელით მარჯვენა ხელში. რაღაცაზე ჩაფიქრებული
ნელა მიაბიჯებდა ხიბიას ხაზის ბაქნიდან ჩიოიდას ხაზის ბაქნის-
კენ. იოსია დაუფიქრებლად გაჰყვა უკან. როცა გონს მოვიდა, ყელ-

30
ში მშრალი გორგალი გასჩროდა. იოსიას დედა ორმოცდასამისა
იყო, მაგრამ ოცდაათზე ცოტათი მეტს თუ მისცემდა კაცი. სახის
სწორი ნაკვთები, ძალიან აკურატული. პურიტანული კვება და
დილა-საღამოს ვარჯიში ხელს უწყობდა მშვენიერი ფიგურისა და
სახის კანის შენარჩუნებაში. თან მასსა და მის ვაჟს სულ რაღაც
თვრამეტი წელიწადი ჰყოფდა, რის გამოც ხშირად მისი უფროსი
და ეგონათ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა
თავს დედად. შეიძლება უბრალოდ ექსცენტრული ბუნებისა იყო.
მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში გადავიდა და სექსუა-
ლური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა სულაც
შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს იყო, საძინებლები ჰქონდათ ცალ-
ცალკე. მაგრამ როცა
დედას მარტოობა შეაწუხებდა, იოსიას ოთახში შედიოდა, აზ-
რადაც არ მოსდიოდა რამე წამოესხა, ლოგინში შეუწვებოდა, მიეკ-
ვრებოდა და დაიძინებდა.
იოსიას მშვენივრად ესმოდა, რომ დედას ისეთი არაფერი გან-
ზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ეს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებდა.
თვითონ დედას კი ეტყობა ვერაფრით შეეგნო, რომ აგზნებული
ბიჭი იძულებული იყო უხერხულ, არაბუნებრივ პოზაში წოლი-
ლიყო.
იოსიას ეშინოდა დედასთან ურთიერთობა ფატალურ შედეგე-
ბამდე არ მისულიყო და გამწარებული ეძებდა ისეთ ქალს, უსიტ-
ყვოდ რომ ჩაუწვებოდა ლოგინში. და რადგან ასეთის პოვნა არ
ხერხდებოდა, დროდადრო ხელოვნურად იკმაყოფილებდა მოთ-
ხოვნილებას. უფროს კლასში საღამოობით გამომუშავებული ფუ-
ლით სათაკილო დაწესებულებებში ხარჯავდა. თვითონ იოსია სა-

31
კუთარ მოქმედებას როგორც მეტისმეტ სექსუალური დაძაბულო-
ბის მოხსნის საშუალებად კი არა, შიშის გამო აღმოცენებულ მოვ-
ლენად აფასებდა.
ალბათ სახლიდან უნდა წასულიყო და დამოუკიდებელი
ცხოვრება დაეწყო. იოსია დიდხანს ფიქრობდა ამაზე. მაშინ როცა
ინსტიტუტში მოეწყო და მაშინაც როცა მუშაობა დაიწყო. თუმცა
ახლა ოცდახუთი წლის ასაკშიც კი ვერა დ ავერ გაებედა. ერთერ-
თი მიზეზი ის იყო, რომ არ იცოდა რა დაემართებოდა დედას რო-
ცა მარტო დარჩებოდა. ისედაც მრავალი წელი, უამრავი ძალა და
ენერგია შეალია იმას, რათა არ განხორციელებულიყო დედის
თვითდამღუპველი (თუმცა კი კეთილმოსურნე) გეგმები.
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ სახლი-
დან მიდის და მაშინვე ისტერიკა დაემართება. აქამდე ხომ ერთხე-
ლაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე იცხოვრებდა. ცა-
მეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის არსებობისა.
იოსიას მშვენივრად ახსოვს როგორ დარდობდა დედა, როგორ
ინგრეოდა მის გარშეო ყველაფერი. ნეხევარი თვე თითქმის არა-
ფერს არ ჭამდა, არ ლაპარაკობდა. არ იბანდა, არ ივარცხნიდა, საც-
ვლებსაც კი არ იცვლიდა. თვიურის დროს თავს არ უვლიდა.
ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთ ჭუჭყიანსა და აქო-
თებულს. გულს ტკენდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მსგავსი რამ
ოდესმე ისევ შეიძლებოდა გამეორებულიყო. იოსია უმამოა. დაბა-
დებიდან მხოლოდ დედა ჰყავს. ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე
ესმის მისგან:
— მამაშენი უზენაესია. - (ასე ეძახდნენ თავიანთ ღმერთს) —
უზენაესის ადგილი კი ზეცაშია. ჩვენთან ცხოვრება არ შეუძლია.

32
მაგრამ უზენაესი - ესე იგი მამაშენი - ერთთავად თვალყურს გა-
დევნებს და გიფარავს.
ამასვე ეუბნებოდა მეურვე ტაბატა, რომელიც ლამის დაბადე-
ბიდანვე ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა.
— ვთქვათ და არ გყავს ამქვეყნად მამა. გამოჩნდებიან ბოროტი
ადამიანები, რომლებიც ამისთვის დაგძრახავენ. მაგრამ სამწუხა-
როდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრუ-
ლი და საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან. მაგრამ შე-
ნი უზენაესი მამა თვითონ არის ქვეყნიერება. და შენ ერთიანად
მისი სიყვარულით გარშემორტყმული ცხოვრობ. იამაყე ამით და
იცხოვრე ისე, როგორც წესი და რიგია. - მაგრამ ღმერთი ხომ ყვე-
ლასთვის ერთია? - კითხულობდა სკოლაში ახალი მისული იოსია.
- მაგრამ მამები ხომ ყველას სხვადასხვა ჰყავს? ასე არ არის? - იცი,
იოსია, მამაშენი ადრე თუ გვიან გამოგეცხადება. მოულოდნელად,
სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილზე, მაგრამ აუცილებლად
გამოგეცხადება. მაგრამ თუ შენ დაეჭვდები ან უფრო უარესი -
რწმენას მიატოვებ - ის განაწყენდება და მაშინ დაემშვიდობე ყვე-
ლაფერს. გასაგებია? - გასაგებია. - არ დაგავიწყდება ჩემი სიტყვე-
ბი? - არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
თუმცა თუ ალალად ვიტყვით, იოსიას მისი სიტყვები სერიო-
ზულად არც მიუღია. რატომ? ის სულაც არ გრძნობდა თავს რაღაც
განსაკუთრებულ “ღვთის შვილად”. ყველანაირად და ყველა
თვალსაზრისით ჩვეულებრივი ბიჭი იყო. იქნებ პირიქითაც - ჩვე-
ულებრივზე უარესი: განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, შეცდო-
მებისა და დაუდევრობების გროვა. ცამეტი წლისა მაინცდამაინც
კარგად ვერ სწავლობდა, სპორტში იმედის ნაპერწკალიც არ ჩანდა.
ნელა დარბოდა, ძლივს იჭერდა ფეხები, თან არც მხედველობა

33
უვარგოდა და ხელებიც თითქოს იმ ადგილას არ ჰქონდა ამოზ-
რდილი. ბეისბოლის მოედანზე ბურთს ვერ იჭერდა. თანაგუნდე-
ლები ბუზღუნებდნენ, მაყურებელი გოგოები ხითხითებდნენ.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. ”ცხოვრების
ბოლომდე მტკიცე ვიქნები ჩემს რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში,
რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი არაფერი (ყო-
ველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა ღმერთია,
აუცილებლად შეისმენს ამ უბრალო რამეს”. თუმცა მუდარა არ
ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი ისევ და ისევ უსხლტებოდა ხელთათ-
მანიდან.
— იოსია, ეს უზენაესის გამოწვევაა, - მკაცრი ტონით ამბობდა
ტაბატა. - ის, რომ ევედრები ცუდი არ არის, მაგრამ უფრო დიდი
რამისთვის უნდა ილოცო. რაღაც კონკრეტულისთვის ლოცვა, ისე-
თი რამისთვის, რასაც საზღვარი აქვს, არაფრად არ ვარგა. როცა
იოსიას ჩვიდმეტი შეუსრულდა, დედამ მისი დაბადების საიდუმ-
ლო თუ რაღაც ამის მსგავსი გაანდო.
— დადგა დრო, შენ ეს უნდა იცოდე, - დაიწყო დედამ. - ახალ-
გაზრდობაში სრულ წყვდიადში ვცხოვრობდი. სულში ქაოსი სუ-
ფევდა, ზუსტად ისე, როგორც პირველქმნილ სამყაროში. შავბნე-
ლი ღრუბლები ფარავდნენ ჭეშმარიტების სხივს. იმ დროს უკვე
გამოცდილი მქონდა მამაკაცებთან ურთიერთობა სიყვარულის გა-
რეშე. ხომ გესმის სიტყვა “ურთიერთობის” მნიშვნელობა? - მესმის,
- უპასუხა იოსიამ.
როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდებოდა, დედა მოძველებულ
სიტყვებს ხმარობდა. თვითონ იოსიას იმ დროისთვის უკვე ჰქონ-
და “სიყვარულის გარეშე ურთიერთობის გამოცდილება” რამდენი-
მე ქალთან.

34
დედა განაგრძობდა:
— პირველად უფროსი სკოლის მეორე კლასში (სკოლა იაპო-
ნიაში სამ ასაკობრივ ჯგუფად არის დაყოფილი - უმცროსი, საშუა-
ლო და უფროსი. უფროსი ჯგუფის მეორე კლასში 16 წლის ბავშვე-
ბი სწავლობენ. მთარგმნ. შენ.) დავორსულდი. მაშინ ამისთვის დი-
დი ყურადღება არ მიმიქცევია. წავედი საავადმყოფოში, რომელიც
ერთმა ნაცნობმა მირჩია და აბორტი გავიკეთე. გინეკოლოგი ახალ-
გაზრდა, თავაზიანი კაცი იყო.
ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა
თავი. მითხრა, რომ აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე
სულისთვისაც, თან არც ვენერიული სნეულებით დაავადებაა გა-
მორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი მომცა და
მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ ყო-
ველთვის ვხმარობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც არასწო-
რად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, პრეზერვატივის წე-
სიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ სულელი არა ვარ. ყოველ-
თვის ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი თუ არა, მე თვითონ ჩამო-
ვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ ენდობი. ხომ იცი რა არის პრეზერვა-
ტივი?
— ვიცი, - უპასუხა იოსიამ. - ორი თვის შემდეგ ისევ დავორ-
სულდი, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგად ვფრთხილობდი. და
მაინც ყველაფერი გამეორდა. პირდაპირ დაუჯერებელია. სხვა რა
გზა მქონდა, ისევ იმ ექიმთან წავედი. შემომხედა და მითხრა, ახ-
ლახან არ გაგაფრთხილეო? ნეტა რას ფიქრობო. ტირილ-ტირი-
ლით ავუხსენი, როგორ ვცდილობდი თავის დაცვას. მაგრამ არ
დამიჯერა და გამომლანძღა: პრეზერვატივით რომ გესარგებლა,
ასეთი რამ არ დაგემართებოდაო. - დედამ იოსიას შეხედა და გა-

35
ნაგრძო: — ეს გრძელი ამბავია. ბოლო-ბოლო, დაახლოებით ნახე-
ვარი წლის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად ამ ექიმს ჩავუწექი ლოგინ-
ში. მაშინ ოცდაათი წლის იქნებოდა, ახალგაზრდა იყო, უცოლო.
ურთიერთობაში ცოტა მოსაწყენი კაცი იყო, მაგრამ წესიერი და პა-
ტიოსანი. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა... მარჯვენა
ყურის ბიბილო აკლდა, ძაღლმა მოაკვნიტა ბავშვობაში. თავის-
თვის მიდიოდა და უცებ საიდანღაც ვეებერთელა შავი ძაღლი გა-
მოხტა. ჰოდა მოაჭამა ყური. “კიდევ კარგი
მარტო ბიბილო, - მეუბნებოდა, — ბიბილოს გარეშეც შეიძლე-
ბა ცხოვრება. აი, უცხვიროდ უარეს დღეში ვიქნებოდი”. მეც რა
თქმა უნდა ვეთანხმებოდი. - ერთმანეთს ვხვდებოდით. თანდათან
საკუთარი თავი დავიბრუნე. მასთან სხვა არაფერზე არ ვფიქრობ-
დი. მისი ნახევარი ყურიც მომწონდა. ბევრს მუშაობდა, ლოგინში
კი იმას მიყვებოდა, როგორ დამეცვა თავი დაორსულებისგან. რო-
გორ და როდის არის საჭირო პრეზერვატივის გაკეთება, როდის
და როგორ უნდა გაიძრო. მოკლედ თავდაცვის იდეალური საშუა-
ლებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დავორსულდი.
აუცილებელი ანალიზების შემდეგ ორსულობა დადასტურდა.
მაგრამ ბავშვის მამად აღიარებაზე ექიმმა უარი განაცხადა. თქვა,
რომ როგორც სპეციალისტი, ასპროცენტიან ზომებს იღებდა ორ-
სულობის თავიდან ასაცილებლად და დედა სხვა კაცებთან ურთი-
ერთობაში დაადანაშაულა.
— ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა.
შენ ხომ იცი როგორი წყენა ვიცი ხოლმე? — ვიცი. — სანამ მას
ვხვდებოდი, სხვა კაცთან არ ვწოლილვარ. ის კიდე გარყვნილ გო-
გოდ მთვლიდა. მას მერე აღარ მინახავს. არც აბორტი გამიკეთებია.
ერთადერთი ფიქრი მქონდა, ავმდგარიყავი და იქვე მოვმკვდარი-

36
ყავი. ბატონი ტაბატა რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბორანზე დავ-
ჯდებოდი და ზღვას მივცემდი თავს. მაშინ სიკვდილის არ მეში-
ნოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, შენც არ იქნებოდი ეხლა. მაგ-
რამ ბატონმა ტაბატამ ჭეშმარიტების გზაზე დამაბრუნა და ამით
გადამარჩინა. როგორც იქნა ვიხილე სინათლის პაწაწკინტელა სხი-
ვი. და სხვა მორწმუნეთა დახმარებით ამ ქვეყანას მოგავლინე.
დედასთან შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტაბატამ თქვა:
— მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომისა, შენ მაინც ორ-
სულდებოდი. თანაც სამჯერ ზედიზედ. გგონია ეს შემთხვევითია?
მე ასე არ ვფიქრობ. რიცხვი სამი უზენაესის გამოცხადების ნიშა-
ნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოოძაკი-სან, ღმერთი თქვენგან
ბავშვის გაჩენას თხოულობს. და ეს ბავშვი შემთხვევითი ვინმესი
კი არა, ცათა შინა მყოფისაა. ბიჭს იოსია დავარქვათ (იოსი იაპონუ-
რად სიკეთეს ნიშნავს). როგორც იწინასწარმეტყველა ტაბატამ, ბი-
ჭი დაიბადა. იოსია დაარქვეს. მას შემდეგ დედა არც ერთ მამაკაც-
თან აღარ წოლილა, მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძ-
ღვნა. - გამოდის, - გაუბედავად იკითხა იოსიამ, - ჩემი ბიოლო-
გიური მამა ის ექიმი-გინეკოლოგია? - არა, რას ამბობ! ის იდეალუ-
რად იცავდა თავს. როგორც ბატონი ტაბატა ამბობს, მამაშენი უზე-
ნაესია. შენ სქესობრივი აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით
გაჩნდი, - მოკლედ მოჭრა, თან ელვა გაუკრთა თვალებში. რო-
გორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. მაგ-
რამ იოსიას ეჭვიც არ შეპარვია: მამამისი ექიმი-გინეკოლოგია. ეტ-
ყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი რა უნდა მომხდარი-
ყო? - ექიმმა რა, იცის ჩემი დაბადების შესახებ? - ვფიქრობ, არა, -
უპასუხა დედამ, - საიდან უნდა იცოდეს, თუ მას შემდეგ ერთმანე-
თი აღარ გვინახავს? მამაკაცი ჩიოიკოს ხაზზე აბიკოს მომართუ-

37
ლებით მიმავალ ვაგონში ჩაჯდა. იოსიაც იმავე ვაგონში შეხტა. სა-
ღამოს თერთმეტ საათზე ვაგონში ხალვათობაა. კაცი დაჯდა, პორ-
ტფელიდან ჟურნალი ამოიღო. მონიშნულ გვერდზე გადაშალა.
იოსიას მოეჩვენა, რომ რაღაც სპეციალური ჟურნალი იყო. მოპირ-
დაპირე მხარეს ჩამოჯდა, გაზეთი გაშალა და ისეთი სახე მიიღო,
თითქოს კითხულობდა. თხელ-თხელი კაცი იყო, თლილი, სერიო-
ზული სახე ჰქონდა. “ექიმსა ჰგავს”, გაიფიქრა იოსიამ. ზუსტად იმ-
დენისა უნდა იყოს და რაც მთავარია, მარჯვენა ყურის ბიბილო არ
ჰქონდა. თან ისე ჩანს, თითქოს მართლა ძაღლის ნაკბენის კვალია-
ო.
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო
იოსიამ. მაგრამ მან არ იცის რომ ამ ქვეყნად ვარსებობ მე. და ახლა
რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ დარწმუნებულია,
რომ იდეალურად იცავდა თავს.
მატარებელი გასცდა სინ-ოჩიანუ-მიცუს სადგურს, სენდაგის,
მაჩიას და მიწის ზედაპირზე ამოვიდა. ყოველი სადგურის შემდეგ
სულ უფრო კლებულობდა მგზავრები. კაცი ჟურნალს კითხუ-
ლობდა და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას.
ადგომას არ აპირებდა. იოსია დროდადრო გამომცდელად გა-
ხედავდა და სურვილის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა საღამოს
გაზეთის კითხვას. თან წინა ღამის ამბებსაც იხსენებდა. თავის
უნივერსიტეტელ მეგობართან და მის ორ ნაცნობ გოგოსთან ერ-
თად გადაწყვიტეს როპონგიზე დაელიათ. თუ როგორ გადაინაც-
ვლეს მერე ყველამ დისკოთეკაზე ეს ახსოვდა, უფრო სწორად, რო-
გორღაც აღიდგინა ეს ფაქტი მეხსიერებაში. “მერე რა იყო იმ გო-
გოსთან? არა, მგონი არაფერიც არ იყო. ისე გავიტრიტე, რომ მაგის
თავი არც მქონდა”.

38
საღამოს გაზეთის ახალი ამბების განყოფილება ისევ მიწის-
ძვრაზე სტატიებით იყო აჭრელებული. დედა სხვა მორწმუნეებ-
თან ერთად ერთერთი რელიგიური ორგანიზაციის ოფისში დაბი-
ნავდნენ. ყოველ დილით გატენიდნენ ზურგჩანთებს პირველი
მოხმარების ნივთებითა თუ პროდუქტით და საგარეუბნო მატა-
რებლით იქამდე მიდიოდნენ, სადამდეც შეიძლებოდა მისვლა. მე-
რე ფეხით მიდიოდნენ აყრილ-დაყრილი გზატკეცილით კობემდე.
იქ ხალხს თან მოტანილს ურიგებდნენ. შვილთან ტელეფონით სა-
უბრისას ამბობდა, რამდენს იწონიდა ზურგჩანთა, ხანდახან მთელ
თხუთმეტ კილოგრამს. იოსიას ეჩვენებოდა, რომ მის წინ მჯდარ
კაცსა და იმ
ადგილს ტრილიონი სინათლის წელიწადი აშორებდა ერთმა-
ნეთს. სანამ იოსია დაწყებით სკოლაში სწავლობდა, კვირაში ერ-
თხელ დედასთან ერთად დადიოდა ქადაგებაზე. ამ ორგანიზაცია-
ში ქადაგება სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. ლამაზი იყო, ახალგაზ-
რდა, ყველაფრის მიხედვით ალბათ განათლებულიც (რაც სიმარ-
თლეს შეეფერებოდა), ადამიანებს თბილად ეპყრობოდა. და კიდევ
თან პატარა ბიჭიც ედგა გვერდით. ადამიანები უნებურად კარგავ-
დნენ სიფხიზლეს. მათ არ აინტერესებდათ რელიგია, მაგრამ თა-
ნახმა იყვნენ მისთვის დაეგდოთ ყური. დედა სადა, მაგრამ თავისი
ფიგურისთვის მომგებიან კოსტიუმს იცვამდა, სახლებში დადი-
ოდა, რელიგიურ ბუკლეტებს ავრცელებდა და სახეზე ღიმილით,
ყოველგვარი დაძალების გარეშე უყვებოდა რა ბედნიერებაა რწმე-
ნაში ცხოვრება. ასეთივე ღიმილით სთავაზობდა დახმარებას, თუ
რამე პრობლემა შეექმნებოდათ.
— ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ჩვენ მხოლოდ გავცემთ, - მხურ-
ვალედ არწმუნებდა თვალებში სხივჩამდგარი. - ჩემი სული ადრე

39
წყვდიადში ბორგავდა, მაგრამ ამ მოძღვრების დახმარებით გადავ-
რჩი. ეს ბიჭი მუცელში მყავდა, როცა მასთან ერთად ზღვაში გადა-
ვარდნა და თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ უზენაესმა ზეცი-
დან გამომიწოდა ხელი და ახლა შვილთან და უზენაესთან ერთად
ნათელში ვცხოვრობ.
იოსიას არ უჭირდა დედასთან ხელჩაკიდებულს უცხო სახ-
ლებში სიარული. ასეთ წუთებში დედა საოცრად ნაზი იყო, მისი
ხელი - თბილი. არც თუ იშვიათად არაფრის მოსმენა არ სურდათ
და აგდებდნენ სახლებიდან. ამიტომ ახარებდათ ნებისმიერი თბი-
ლი სიტყვა და ძალიან ამაყობდნენ, როცა ახლად გამომცხვარ მორ-
წმუნეს იშოვიდნენ. მაშინ იოსია ფიქრობდა: “აი ეხლა კი ჩემი მამა-
უფალი ბოლოს და ბოლოს მაღიარებს”.
თუმცა, როგორც კი გადავიდა საშუალო სკოლაში, რწმენაზე
უარი თქვა. მასში ეგოიზმმა გაიღვიძა. ახლა უკვე აღარ შეეძლო მი-
ეღო საზოგადოებრივ აზრთან შეუთავსებელი ორგანიზაციის
მკაცრი მცნებები. თუმცა მარტო ეს არ იყო - რწმენას ძირითადად
მშობლების უსაზღვრო გულგრილობამ ჩამოაშორა. სული დაუმ-
ძიმდა. იქ სიბნელემ ჩაიბუდა, გულში - ქვამ. დედას ძალიან სწყინ-
და შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ იოსია ურყევად იდგა თავი-
საზე. მამაკაცმა ჟურნალი პორტფელში ჩადო, ადგა და კარისკენ
წავიდა. ეს იყო ბოლო სადგური ჩიბას პრეფექტურის წინ. იოსია
უკან მიჰყვა. მამაკაცმა ჯიბიდან სამგზავრო ტალონი ამოიღო და
ტურნიკეტი გაიარა. იოსია შეჩერდა - სპეციალურ ავტომატში ფუ-
ლის დამატება იყო საჭირო. კინაღამ არ დააგვიანა, როცა მამაკაცი
ტაქსიში ჯდებოდა. იოსია მომდევნო მანქანაში შეხტა და საფულე-
დან ათი ათას იენიანი ახალი კუპიურა ამოიღო.
— აი იმ ტაქსს მიყევით.

40
მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა იოსია, მერე კუპიურა.
- რამე სახიფათოა? კრიმინალი ხომ არ არის? - საშიში არაფე-
რია, - დაამშვიდა იოსიამ. - ჩვეულებრივი თვალთვალია. მძღოლ-
მა უხმოდ გამოართვა კუპიურა და მანქანა დაძრა. - მაგრამ მრიც-
ხველის მიხედვითაც გადაიხდით. უკვე ჩავრთე. ორი მანქანა ჟა-
ლუზებდაშვებული სავაჭრო კვარტლის გასწვრივ გასრიალდა,
რამდენიმე მოტიტვლებული ადგილი გაიარეს, უკან მოიტოვეს გა-
ნათებულ ფანჯრებიანი საავადმყოფო და იაფფასიანი მშენებლო-
ბების პატარ-პატარა ნაკვეთები. გზაზე მოძრაობა თითქმის არ
იყო, ამიტომ დევნა არ ჭირდა და არც მაინცდამაინც თავგადასა-
ვალს წააგავდა. მძღოლი ნელ-ნელა ეშხში შევიდა: ხან ჩამორჩებო-
და, ხან ისევ შეამცირებდა დისტანციას.
— ღალატის საქმეს იძიებთ? - არა, რაღაც ტვინებზე ნადირო-
ბას უფრო ჰგავს - ორი ფირმა ერთ სპეციალისტზე ნადირობს. -
ოჰო, - გაიკვირვა მძღოლმა, - არ ვიცოდი თუ კონკურენციამ ასეთ
მასშტაბებს მიაღწია.
საცხოვრებელი სახლები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდათ,
ქარხნებითა და მდინარის გასწვრივ ჩარიგებული საწყობებით სავ-
სე სამრეწველო რაიონში აღმოჩნდნენ. გარშემო სულიერის ჭაჭანე-
ბა არ იყო, მხოლოდ ახალ-ახალი ფარნები გამოკრთებოდნენ ხოლ-
მე სიბნელიდან. პირველმა მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა მა-
ღალ და გრძელ ბეტონის კედელთან. იოსიას მძღოლმა დროზე შე-
ნიშნა სტოპ-სიგნალები, ასი მეტრის მოშორებით შეაჩერა მანქანა
და ფარები ჩააქრო. ბეტონის ღობის გარდა არაფერი არ ჩანდა, მარ-
ტო მდუმარედ მდგარი ლამპები ანათებდნენ ასფალტს. თითქოს
დანარჩენ სამყაროს იწვევსო, კედლის თავს მავთულხლართების
რიგები გასდევდა. წინა მანქანის კარი გაიღო და უბიბილოო კაცი

41
გადმოვიდა. იოსიამ მძღოლს უსიტყვოდ გაუწოდა ორი ათასი-
ენიანი.
— აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდე-
ბით უკან. იქნებ დაგელოდოთ? - იკითხა მძღოლმა, მაგრამ იოსიამ
უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით
გაჭიმულ გზას. ისევე როგორც მეტროს სადგურში, მისი ნაბიჯები
ნელი და მოზომილი იყო. კარგად აწყობილ რობოტს ჰგავდა, მაგ-
ნიტით რომ იზიდავენ საიდანღაც. იოსია პალტოს საყელოებაწეუ-
ლი მისდევდა კაცს, ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო,
დროდადრო თეთრ ორთქლს უშვებდა პირიდან. მის ყურამდე
მხოლოდ მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის ჭრიალი აღწევდა. იოსიას
რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელი სულ უხმოდ მიაბიჯებდა ას-
ფალტზე.
ირგვლივ სიცოცხლის სულ მცირე ნიშანწყალიც არ იყო, სიზ-
მარში ნანახ პეიზაჟს ჰგავდა. დასრულდა გრძელი ღობე და ძველი
მანქანების საყრელი გამოჩნდა. მანქანები ღობის იქით ახოხოლა-
ვებულიყვნენ. წვიმებისგან საღებავი უკვე გასცლოდათ და ლამპე-
ბის შუქზე საბოლოოდ დაჰკარგოდათ ფერი. მამაკაცი არ შეჩერე-
ბულა. იოსიას ვერაფერი გაეგო. ნეტა რისთვის გადმოვიდა ტაქსი-
დან ამ შემზარავ ადგილას? სად ბრუნდებოდა, შინ? თუ ცოტა გა-
სეირნება გადაწყვიტა? მაგრამ თებერვლის ღამე სეირნობისთვის
მაინცდამაინც შესაფერი დრო ვერ არის, ცივა. სუსხიანი ქარი
დროდადრო ზურგში სცემდა იოსიას.
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი გა-
იჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც შეწყდა, ვიწრო შესახვევი გამოჩნდა.
მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ შეუხვია.

42
შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა,
რა იყო იქით. იოსია ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მაინც შეაბიჯა სიბ-
ნელეში მამაკაცის კვალდაკვალ. რადგან აქამდე მოვიდა, უკან გაბ-
რუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო მოქ-
ცეული. სწორი იყო და ვიწრო. იმდენად ვიწრო, რომ კაცს ვერ ას-
ცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის ჭრიალი ისმოდა. იმავე
ტემპით მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სიმათლის სხივი
ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა. მაგრამ მალე ისიც დაიკარ-
გა.
ნუთუ შენიშნა რომ უთვალთვალებდნენ? ალბათ შეჩერდა,
სუნთქვა შეიკრა და იცდის. წყვდიადში იოსიას გული ეკუმშებო-
და. სუნთქვა აღიდგინა და ისევ განაგრძო გზა. რა მნიშვნელობა
აქვს შეამჩნევს თუ არა თვალთვალს? ასე უკეთესიც არის: საშუა-
ლება ექნება პირდაპირ, ღიად გაუბას საუბარი. მაგრამ შესახვევი
თუ გასასვლელი დამთავრდა. ჩიხი. წინ გზა რკინის ღობით არის
გადაკეტილი. თუმცა თუ კარგად დააკვირდები, ნაპრალი ჩანს –
თავისუფლად გაძვრება ადამიანი. აშკარად ვიღაცამ გააკეთა ეს გა-
საძრომი. იოსიამ პალტოს კალთები აიკეცა, დაიხარა და ნაპრალში
ჩაყვინთა. მინდორში აღმოჩნდა. არა, მინდორში კი არა, უფრო მო-
ედანზე. იოსია მთვარის მკრთალ შუქზე იდგა და ცდილობდა
გარკვეულიყო სად მოხვდა. კაციშვილი არ ჩანდა.
ბეისბოლის მოედანი. მოედნის ბოლოში, რკალის ცენტრში
იდგა. ბალახი ფეხქვეშ გათელილია, ალაგ-ალაგ არის ამოჩრილი.
“ქალაქის” იქით, სტადიონის მეორე მხარეს დამცველი ბადის შავი
ფრთები მოჩანდა. პიტჩერის ბორცვი წანაზარდივით მოჩანდა მი-

43
წის ზედაპირზე. აუტფილდის გასწვრივ რკინის მავთულია გაჭი-
მული. ქარი აქეთ-იქით დაათრევს კარტოფილის ჩიპსების პარკს.
იოსიამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შეჩერდა იმის მოლოდინში
თუ რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. მარჯვნივ გა-
იხედა, მერე მარცხნივ, სადაც პიტჩერი
ეგულებოდა, მიწას დახედა ფეხებთან და ცისაკენ ასწია თავი.
იქ გარკვევით იხატებოდა რამდენიმე ღრუბლის კონტური. მთვა-
რის შუქზე მათი სილუეტები უცნაურად ანათებდა. ბალახებიდან
სულ ოდნავ სცემდა ძაღლის ექსკრემენტების სუნი. მამაკაცი გაქ-
რა. უკვალოდ. ახლა აქ ტაბატა რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტ-
ყოდა:
— ხედავ, იოსია, როგორი მოულოდნელი ფორმით გამოგვეც-
ხადება ხოლმე უზენაესი.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის კი-
ბოთი. ბოლო რამდენიმე თვე ისე იტანჯებოდა, რომ საცოდავი სა-
ნახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია ღმერთს. მხოლოდ
ის სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა ისე მკაცრად
იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან შედარებით ისე ახლოს იყო
ღმერთთან, რომ იოსიას აზრით მარტო ლოცვების ამარა უნდა ყო-
ფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე კონკრეტულია და საზ-
ღვარიც აქვს). თანაც, - სხვათა შორის გაიფიქრა იოსიამ, - რატომ
არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები, ადამია-
ნებს კი არა? საფეთქლებში ტეხდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, წუ-
ხანდელი სიმთვრალისა იყო თუ სხვა რამის. მოიღუშა, ჯიბეები-
დან ხელები ამოიღო და ნელი, ფართო ნაბიჯით წავიდა “ქალაქის-
კენ”. სულ ახლახან სუნთქვაშეკრული მისდევდა კაცს, რომელიც
მამას აგონებდა და სხვა არაფერზე ფიქრობდა. მაგრამ აი სრული-

44
ად უცნობ ადგილას, რომელიღაც პატარა ქალაქის ბეისბოლის
სტადიონზე აღმოჩნდა. საკმარისი იყო მამაკაცი გამქრალიყო და
იოსიამ დაკარგა მთელი თავისი მოქმედებების თანმიმდევრულო-
ბის შეგრძნება.
თვითონ აზრი უკვე დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნ-
დება. ზუსტად ისე, როგორც ადრე “ფლაი-აუტი” შეიცავდა სიკ-
ვდილ-სიცოცხლის ამოუხსნელ ამოცანას, მერე კი სულაც დაკარგა
თავისი მნიშვნელობა.
მაინც რა მინდოდა? - გზადაგზა ეკითხებოდა თავს იოსია. ან
თვითონ ვცდილობდი შემემოწმებინა კავშირი იმასთან, რაც აქ
არის, ანდა იმედი მქონდა, რომ ახალ სცენარში მომათავსებენ და
უფრო მნიშვნელოვან როლს შემომთავაზებენ? არა, ასე არ არის. მე
მივდევდი წყვდიადის კუდს, რომელიც თვითონ ჩემში ზის. სრუ-
ლიად შემთხვევით მოვკარი თვალი, გავეკიდე, ჩავეჭიდე კიდეც
და ბოლოს და ბოლოს უფრო მრუმე წყვდიადში ამოვყავი თავი. მე
მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ. იოსიას სული ადგილსა და დრო-
ში ერთიან, მშვიდსა და ნათელ ადგილას მოხვდა. ახლა მისთვის
სულერთი იყო, ვინ იყო ის მამაკაცი: მამა, ღმერთი თუ სრულიად
უცხო ადამიანი, რომელმაც სადღაც დაკარგა ყურის ბიბილო. იქ
უკვე ერთი გამოვლენა, ერთი იდუმალი ნაკვალევი იყო. დიდება
უზენაესს?
პიტჩერის ბორცვზე ავიდა, სანახევროდ გაცვეთილ ფირფიტა-
ზე დადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიშალა მხრებში. თითე-
ბი გადააჯვარედინა და თავზემოთ
შემართა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და კიდევ
ერთხელ ახედა მთვარეს. ვეებერთელა იყო. ხან იზრდება, ხანაც
პატარავდება, ნეტა რატომ? პირველი და მესამე ბაზის იქით პატა-

45
რა ტრიბუნები ჩანდა. რა თქმა უნდა, შუა თებერვალში იქ არავინ
არ არის. მარტო სამი სწორი და გათოშილი სკამების მჭიდრო რი-
გია გაჭიმული. ბადის იქით რამდენიმე პირქუში შენობაა, ალბათ
საწყობი. არც სინათლეა, არც ჩქამი არ ისმის.
შემაღლებულზე რომ იდგა იოსია ხელებს ამოძრავებდა – ზე-
ვით, განზე, ქვევით. რიტმში ფეხებსაც აყოლებდა, ხან ერთს, ხან
მეორეს, ხან წინ, ხან განზე, ცეკვას ჰგავდა. ნელ-ნელა გათბა, ცოც-
ხალი სხეულის შეგრძნება დაუბრუნდა. თან თავის ტკივილმაც
გაუარა. უნივერსიტეტელი მეგობარი გოგო “ბაყაყს” ეძახდა. რა-
ტომ? რომ ცეკვავდა ბაყაყს ჰგავდა. იმ გოგოს ცეკვა უყვარდა და
ხშირად დაჰყავდა დისკოთეკებზე. -შენ თვითონ ვერ ხედავ რამ-
სიგრძე ხელები და ფეხები გაქვს? კი არ ცეკვავ, დაატყაპუნებ. მაგ-
რამ ისეთი კარგი ხარ, როგორც ბაყაყი წვიმაში. - ეტყოდა ხოლმე.
იოსიას ამის მოსმენა არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ მიატო-
ვა და რაღაც დროის შემდეგ ცეკვაც შეუყვარდა. საკმარისი იყო მუ-
სიკის რიტმს აჰყოლოდა და მაშინვე რელურად გრძნობდა როგორ
თანხვდებოდა მისი სხეულის ბუნებრივი რიტმი სამყაროს ძირი-
თად რიტმს. მიქცევა და მოქცევა, მდელოზე მონავარდე ქარი, ვარ-
სკვლავების მოძრაობა - მეც ცალსახად ვარ დაკავშირებული ამ
ყველაფერთან, - ფიქრობდა იოსია.
გოგო ეუბნებოდა, რომ არასდროს არ უნახავს ასეთი დიდი პე-
ნისი.
— ასეთი დიდი რომ გაქვს, ცეკვაში არ გიშლის? - ხელს მოჰკი-
დებდა და ისე ეკითხებოდა. - არა, რას ამბობ, სულაც არ მიშლის, -
პასუხობდა იოსია.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან მოყო-
ლებული. მაგრამ რამეში რომ გამოდგომოდეს, გახსენებით ვერა-

46
ფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის გამო უარიც
კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი მეტისმე-
ტად დიდი იყო, ზორზოხი და იდიოტურად ტლანქი შესახედაობა
ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან მოეფარებინა.
— ის, რომ იოსიას ასეთი ვეებერთელა მეურნეობა აქვს,
ღვთიშვილობის ნაღდი ნიშანია, - სიამაყით ამბობდა დედა. თვი-
თონ იოსიასაც სჯეროდა ამისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყვე-
ლაფერი საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს ვევედრებოდი,
ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან კი ასეთი მსხვილი
ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია შესაძლებელი
მსგავსი გარიგება?
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. “დიდი ამბავი,
ვითომ რატომაც არა. ვიცეკვებ. - გაიფიქრა. - არც ეს არის ცუდი”.
თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს ისრუტავდა და მარტო
ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით გაიხ-
სენა ხალისიანი მუსიკა და ბალახის შრიალს, ღრუბლების დინე-
ბას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებს. აშკარად
იგრძნო ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც გრძნობდნენ
ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ვინც არ უნდა ყოფი-
ლიყო. თუკი უნდა ყურება, უყუროს. ყველა ღვთიშვილს შეუძლია
იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა ჰა-
ერში. თითოეული მისი მოძრაობა მომდევნოს იწვევდა და რიტ-
მულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა ფიგურებს ხა-
ტავდა, თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია, ექ-
სპრომტი იკითხებოდა. რიტმის უკუღმა პირიდან სხვა რიტმი იყო,
მათ შორის კი უჩინარი მესამე. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა

47
მათ მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში, როგორც სუ-
რათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი ცხოველები აფარებდნენ
თავს. მათ შორის აქამდე არნახული საშინელი მტაცებლები.
მალე ის ამ ტყეს გაივლის. მაგრამ შიშს ვერ გრძნობს. ანდა რა-
ტომ უნდა იგრძნოს - ეს ტყე ხომ თვითონ მასშია. ტყე, რომელიც
თვითონ გააშენა და ეს მხეცებიც იქა ჰყავდა. იოსიას არ ახსოვდა
რამდენ ხანს ცეკვავდა. ალბათ დიდხანს. იქამდე ცეკვავდა, სანამ
ერთიანად არ დასველდა. მერე კი უცებ მიწის ფსკერზე იგრძნო
თავი.
თავდაჯერებულად მიაბიჯებდა. გარშემო მრუმე წყვდიადის
ყრუ ბუბუნი ისმოდა, ადამინთა სურვილების იდუმალი ნაკადი
მოედინებოდა, ფუთფუთებდნენ ლორწოვანი მწერები. მიწის-
ძვრების ბუნაგი, რომელმაც ქალაქი ნანგრევებად აქცია. და ეს ყვე-
ლაფერი მიწის ერთადერთი შეტოკებაა. იოსიამ ცეკვა შეწყვიტა,
სული მოითქვა და ფეხქვეშ დაიხედა - თითქოს უძირო უფ-
სკრულში იყურებოდა.
დედასა და დანგრეულ ქალაქზე ფიქრობდა. დრო რომ უკან
დაბრუნდეს და დღევანდელ მეს შეეძლოს შეხვედრა დედასთან,
როცა მისი სული ჯერ კიდევ წყვდიადში დაბორიალობდა, ნეტა
რა გამოვიდოდა? ალბათ ორივე დავიბნეოდით, ერთმანეთს შე-
ვერწყმებოდით, ერთმანეთს ვშთანთქავდით და სასტიკად დავის-
ჯებოდით. მაგრამ ვის აღელვებს ეს? კავმა რომ თქვას, შურისგება
გაცილებით ადრე გველოდა. ქალაქი ჩემს გარშემო უნდა დან-
გრეულიყო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობარი გოგო ქორ-
წინებაზე ალაპარაკდა:

48
— მინდა ცოლად გამოგყვე, ჩემო ბაყაყო. შენთან მინდა ვიც-
ხოვრო და ბავშვი გაგიჩინო. ბიჭი, ისეთივე დიდი მეურნეობით,
როგორიც შენ გაქვს. - არ შემიძლია, - უპასუხა იოსიამ. - ადრე არ
მითქვამს შენთვის, მაგრამ მე ღვთიშვილი ვარ. ამიტომ არ შემიძ-
ლია დავქორწინდე პირველ შემხვედრზე.
— რა, მართლა? - მართლა, - უპასუხა იოსიამ. - მართლა. თუ
შეიძლება, მაპატიე.
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით ქვი-
შა მოხვეტა და ნელა გასცრა თითებშუა. კიდევ მოხვეტა ერთი მუ-
ჭა, მერე კიდევ... ცივი ქვიშა თითებშუა იწრიტებოდა. იოსიას გაახ-
სენდა უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას გაძვალტყავებულ
ხელს.
— იოსია, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, - ხრიალით
ამბობდა ტაბატა. იოსიამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ტაბატამ
სუსტი მოძრაობით ანიშნა. - ესეც საკმარისია.
ცხოვრება კოშმარული სიზმარია. მე გზა მიჩვენეს და აქამდე
მოღწევა შევძელი. მაგრამ სიკვდილის წინ აი რა მინდა გითხრა.
მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა. მე ხშირად მომდიოდა
თავში უკეთური აზრები დედაშენზე. როგორც იცი, ოჯახი მყავს
და მე ჩემი ოჯახი მთელი გულით მიყვარს. დედაშენს კი უცოდვე-
ლი სული აქვს. მიუხედავად ამისა, მე მისი სხეული მწყუროდა.
და ვერც შევიკავე თავი. ამისათვის პატიება მინდა გთხოვო.
“საბოდიშო აქ არაფერია. “უკეთური აზრები” მხოლოდ თქვენ
არ გსტუმრობდნენ. მე, მისი შვილიც კი ცთუნების ზღვარზე ვი-
დექი”, უნდოდა ეთქვა იოსიას, მაგრამ გადაიფიქრა. იტყოდა და,
მხოლოდ გაანაწყენებდა ტაბატას. იოსიამ უხმოდ აიღო მისი ხელი
და დიდხანს ეჭირა ასე. თითქოს ხელის საშუალებით უნდოდა გა-

49
დაეცა ყველაფერი, რაც მის სულში ხდებოდა. ჩვენი გული ქვა არ
არის. დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული კი
არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ჩვენ უსას-
რულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები სუბ-
სტანცია. ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა. მეორე დღეს ტაბატა
აღესრულა.
იოსია პიტჩერის წრეზე იდგა და თავი დროის მდინარების-
თვის მიენდო. სადღაც შორიდან სასწრაფო დახმარების სირენის
ხმა ისმოდა. დაუბერა ქარმა, ააშრიალა ბალახი, ყური მიუგდო მის
სიმღერას და ისევ ჩადგა.
- ღმერთო, - აღმოხდა იოსიას.

50
თაფლის კვერი
(თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა)

- დათვმა მასაკიტიმ იმდენი თაფლი მოაგროვა ფუღუროებში,


რომ მთელ სოფელს გააძღობდა. კასრში გადაასხა, მთიდან
ჩამოვიდა და ქალაქს მიაშურა გასაყიდად. მასაკიტი ფუღუროდან
თაფლის ამოღების ნამდვილი ოსტატი იყო.
- საიდან ჰქონდა დათვს კასრი? - ჰკითხა სარამ.
- უბრალოდ, ჰქონდა, მორჩა და გათავდა. გზაზე ეგდო. იმანაც
აიღო. იფიქრა, ერთხელაც იქნება, გამომადგებაო, - აუხსნა
ძიუნპეიმ.
- ჰოდა, გამოადგა კიდეც.
- სწორეა, გამოადგა. წავიდა მასაკიტი ქალაქში, მოედანზე
ადგილი შეარჩია, აბრა გამოკიდა “ძალიან გემრიელი
ნატურალური თაფლი, ჭიქა - 200 იენი” და დაიწყო ვაჭრობა.
- დათვმა რა, წერა იცის?
- ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, - თქვა ძიუნპეიმ. - ერთ
გვერდით მდგომ კაცს სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.
- ფულის დათვლა თუ იცის?
- იეს. ფულის დათვლა იცის. მასაკიტი ბავშვობიდან
ადამიანებთან ცხოვრობდა. მაშინ ისწავლა ლაპარაკი და ფულის
დათვლა. გონიერი დათვია.
- ესე იგი, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავდება.

51
- აჰა. ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც
განსხვავდება. მასაკიტი განსაკუთრებული დათვია. ამიტომ
ერიდებიან ჩვეულებრივები.
- რას ნიშნავს “ერიდებიან”?
- იმას ნიშნავს, რომ ამბობენ: “ერთი შეხედეთ, როგორ
იბღინძება” და ცდილობენ არ იმეგობრონ მასთან. ვერ ეწყობიან.
მასაკიტი განსაკუთრებით ჩხუბისთავ ტონკიტის არ უყვარს.
- საბრალო მასაკიტი.
- მართლაც და საბრალო. თუმცა... გარეგნობა კი დათვისა აქვს,
მაგრამ ადამიანები ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: “შენ ფულის
დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე ლაპარაკიც”. მაგრამ
არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.
- საბრალო, საბრალო მასაკიტი. მეგობრები მაინც თუ ჰყავს?
- მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა
იპოვოს მეგობარი?
- სარას საბავშვო ბაღში მეგობრები... ჰყავს.
- რა თქმა უნდა, - თქვა ძიუნპეიმ, - რა თქმა უნდა, სარას ჰყავს
მეგობრები.
- ძიუნ-ტიანს თუ ჰყავს მეგობრები? - სარას ეზარებოდა “ბიძია
ძიუნპეის” სრულად წარმოთქმა და უბრალოდ “ძიუნ-ტიანს”
ეძახდა.
- სარას მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედაც ჩემი
მეგობარია.
- კარგია... როცა მეგობრები გყავს.
- ჰო. - თქვა ძიუნპეიმ, - კარგია, როცა მეგობრები გყავს.
მართალი ხარ.

52
ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას
სახელდახელოდ მოგონილ ამბებს. როცა სარა რამეს ვერ
გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად
პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე
მწვავე და ღრმა იყო. პასუხზე ფიქრისას ძიუნპეი ამბის
გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს.
საიოკომ ქალიშვილს თბილი რძე მოუტანა.
- დათვი მასაკიტის ისტორიაა, - აუხსნა სარამ დედას. -
მასაკიტი ფუღუროებში თაფლის ცნობილი შემგროვებელია,
მაგრამ მეგობრები არა ჰყავს.
- მასაკიტი დიდია? - ჰკითხა სარას საიოკომ. გოგონამ
დაბნეულმა შეხედა ძიუნპეის:
- მასაკიტი დიდია?
- არც ისე, - უპასუხა ძიუნპეიმ. - კაცმა რომ თქვას, პატარაც
კია. დაახლოებით სარასხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს
არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით ტკბება.
საიოკომ “კალმახი” წაიღიღინა.
- მუსიკას როგორ უსმენს? მასაკიტის რა კომპაქტ-დისკ
პლეიერი აქვს? - ჰკითხა სარამ ძიუნპეის.
- სადღაც გზაზე მაგნიტოლა იპოვა. აიღო და შინ მიიტანა.
- რაღაც მეტისმეტად ხშირად პოულობს ტყეში დაკარგულ
ნივთებს... - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა სარამ.
- იცი... იქ ისა... ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ
ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან ყველაფერ ზედმეტს: “მეტი აღარ
შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება. რაში
მჭირდება ეს კასრი? ანდა მაგნიტოლა?” აი ასე გროვდება საჭირო
ნივთები გზაზე.

53
- როგორ მესმის იმათი, - თქვა საიოკომ, - როცა ყველაფერი
გინდა თავიდან მოიცილო.
- აი სარას კი - არა.
- იმიტომ რომ პატარა ძუნწი ხარ, - უთხრა ქალიშვილს
საიოკომ.
- სულაც არა ვარ ძუნწი, - გააპროტესტა სარამ.
- ეს იმიტომ, რომ სარა ჯერ კიდევ პატარა და სიცოცხლით
სავსეა, - შეუსწორა ძიუნპეიმ საიოკოს. - ესეც ასე. ეხლა კი რაც
შეიძლება სწრაფად ვსვამთ რძეს. თუ დალევ, მოყოლას
გავაგრძელებ.
- კარგი, - თქვა სარამ, ორივე ხელით აიღო ჭიქა და ყლუპ-
ყლუპით გამოცალა. - ნეტავ მასაკიტი რატომ არ აცხობს თაფლის
კვერებს და არ ჰყიდის? ქალაქელებს თაფლის კვერები უბრალო
თაფლზე უფრო მოეწონებათ.
- მშვენიერი აზრია! კვერებიდან მეტი შემოსავალი ექნება, -
გაიცინა საიოკომ.
- ახალ მიმართულებებს ვირჩევთ დამატებითი შემოსავლის
ძიებაში. ამ ბავშვისგან ურიგო მეწარმე არ დადგება, - თქვა
ძიუნპეიმ.

სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა.


ძიუნპეი და საიოკო დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და
სამზარეულოში გავიდნენ. იქ ერთმანეთის პირიპირ დასხდნენ და
ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა გონზე, ძიუნპეი კი
ისევ უკან, თავის რაიონში - იოიოგი-უეხარაში უნდა
დაბრუნებულიყო.

54
- მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, - თქვა საიოკომ. -
მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი... აბა შენს
მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება. კანთან დარეკვას ხომ აზრი
არა აქვს.
ძიუნპეიმ თავი დაუქნია, ლუდი მოსვა და თეფშიდან კრეკერი
აიღო:
- ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ
ვიძინებ. თან ღამით გზები ცარიელია - უცბათ მივალ.
- მუშაობდი?
- ცოტ-ცოტა...
- მოთხრობას წერდი?
ძიუნპეიმ თავი დაუქნია.
- მიდის ნელ-ნელა?
- როგორც ყოველთვის. ვწერ მოთხრობას, რომელსაც
დაბეჭდავენ ლიტერატურულ ალმანახში. რომელსაც არავინ არ
წაიკითხავს.
- მე შენს ყველა მოთხრობას ვკითხულობ.
- გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ, - თქვა ძიუნპეიმ. - მაგრამ
რადგან ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი... იცი, რაც დრო გადის, მით
უფრო ჩქარა ძველდება თვითონ მოთხრობის ფორმაც - ზუსტად
ისე, როგორც საცოდავი ლოგარითმული სახაზავი. კარგი,
მოვრჩეთ ამაზე. სარაზე მინდა გკითხო. მსგავსი რამ ადრეც
ემართებოდა?
საიოკომ თავი დააქნია:
- მარტო “ადრეც ემართებოდა” რომ იყოს! თითქმის ყოველ
დღე: შუაღამისას იღვიძებს და ისტერიკა ემართება. ერთიანად

55
ცახცახებს. რაც არ უნდა იღონო, არ ჩერდება. მეტი აღარ
შემიძლია.
- რას ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი?
საიოკომ ლუდი დალია და ცარიელ ჭიქას დააშტერდა.
- მგონია, რომ ტელევიზორში ნაჩვენები მიწისძვრის ამბების
ბრალია. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს მეტიმეტია. მას მერე, რაც
ბიძგები შეწყდა, ღამით ეღვიძება. სარა ამბობს, რომ ვიღაც უცნობი
ძია მოდის მასთან. ძია-მიწისმნჯღრეველი. ამბობს, რომ აღვიძებს
და პატარა ყუთში ჩასმას უპირებს. ყუთი კი ისეთია, რომ ადამიანი
ვერაფრით ჩაეტევა. სარა რაც ძალი და ღონე აქვს წინააღმდეგობას
უწევს, იმას კი მკლავში ჩაუვლია ხელი და ტენის ყუთში. ძვლებს
ჭახა-ჭუხი გაუდის. სარა ყვირის და ეღვიძება.
- ძია-მიწისმნჯღრეველი?
- ჰო, აყლაყუდა და ბებერი. როგორც კი დაინახავს სარა,
ყველგან სინათლეს რთავს და მთელ სახლში ეძებს: კარადებში,
ფეხსაცმლის თაროზე, საწოლის ქვეშ, კომოდის უჯრებში.
ვეუბნები, სიზმარი იყო-მეთქი. მაგრამ არ იჯერებს. და მხოლოდ
მას შემდეგ იძინებს, როცა დარწმუნდება, რომ ის ძია არსად არ
იმალება. ამასობაში ორი საათი მაინც გადის. მე კი ძილის თავი
აღარა მაქვს. ქრონიკული უძილობისგან მაქანავებს. სამუშაოზე
რომ არაფერი ვთქვა.
საიოკო ყოველთვის არ იყო ასეთი გულახდილი.
- შეეცადე, რომ ახალ ამბებს არ უყუროს, - თქვა ძიუნპეიმ. - და
საერთოდაც, რაღაც დროის განმავლობაში სულ ნუ მიუშვებ
ტელევიზორთან. ეხლა ყველა არხზე მხოლოდ მიწისძვრაა.
- თითქმის არც ვუყურებთ, მაგრამ ეს აღარ შველის. სულ
ერთია, ძია-მიწისმნჯღრეველი თავს აღარ ანებებს. ექიმთანაც

56
ვიყავით. რაღაც დამამშვიდებელი გამოუწერა, ძილის საშუალების
მაგვარი.
ძიუნპეი ჩაფიქრდა.
- მოდი, თუ გინდა, კვირას ზოოპარკში წავიდეთ. სარას
ნამდვილი დათვის ნახვა უნდა.
საიოკომ თვალები მოჭუტა და ძიუნპეის შეხედა:
- კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია
ოთხივე ერთად არსად არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე
კანს, კარგი?

ძიუნპეი ოცდათექვცმეტისაა. ხიოგოს პრეფექტურის ქალაქ


ნიშინომიაში დაიბადა. მდინარე სიუკუგავას ნაპირზე მშვიდ
კვარტალში გაიზარდა. მამამისს საათებისა და საიუველირო
ნაწარმის ორი მაღაზია ჰქონდა ოსაკასა და კობეში. ჰყავს ექვსი
წლით უმცროსი და. კობეში კერძო სკოლა რომ დაამთავრა,
ერთბაშად ორ, კომერციულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე
ჩააბარა გამოცდები. მაგრამ წუთიც არ უყოყმანია ისე აირჩია
ფილოლოგიური, თან მშობლები მოატყუა, ეკონომიკურზე
მოვეწყეო. ლიტერატურის შესასწავლად მშობლები ფულს არ
მისცემდნენ. ძიუნპეის არ უნდოდა ეკონომიკის სისტემის
შესასწავლად ტყუილად გაეფლანგა ოთხი წელიწადი.
ლიტერატურის შესწავლა, უფრო სწორად კი, მწერლობა უნდოდა.
ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე კან ტაკაცუკისა და
საიოკოს დაუმეგობრდა. ტაკაცუკი ნაგანოდან იყო, უფროს
კლასებში ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა. მაღალი იყო,
ფართობეჭიანი. მხოლოდ მეორე ცდაზე მოეწყო უნივერსიტეტში,
ძიუნპეიზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრებას რეალისტურად

57
უყურებდა, შეუპოვარი იყო. იოლად ახერხებდა ადამიანების
კეთილგანწყობის მოპოვებას. ნებისმიერ ჯგუფში როგორღაც
თავისთავად ხდებოდა ლიდერი. ერთადერთი, რასაც ვერც გულს
უდებდა და არც გამოსდიოდა, წიგნების კითხვა იყო.
ფილოლოგიურზე მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ყველა
დანარჩენ ფაკულტეტზე ჩაფლავდა. “ჰოდა, ძალიანაც კარგი, -
თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე, - ჟურნალისტი გავხდები,
სტატიების წერას ვისწავლი”.
ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა, რით მიიპყრო ტაკაცუკის
ყურადღება. როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, ძიუნპეი
განმარტოვდებოდა თავის ოთახში, სადაც უსასრულოდ შეეძლო
წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. სპორტი არ აინტერესებდა,
მისი სტიქია სიმშვიდე იყო. ადამიანებს შეძლებისდაგვარად
ერიდებოდა, ნაცნობების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა.
ამიტომაც უცნაური იყო, დანახვისთანავე რატომ გადაწყვიტა
ტაკაცუკიმ მასთან დამეგობრება. ძველი ნაცნობივით მიესალმა,
მხარზე მოუტყაპუნა ხელი და სადმე წავისადილოთო, დაპატიჟა.
აი ასე, ერთ დღეში იქცნენ განუყრელ მეგობრებად.
დაახლოებით ასე გაიცნეს საიოკოც. ხელი მოუტყაპუნეს
მხარზე და სადილად დაპატიჟეს. ასე შეიკრა ეს მჭიდრო კომპანია.
ყველაფერს ერთად აკეთებდნენ: ერთმანეთისგან იწერდნენ
კონსპექტებს, სადილობდნენ უნივერსიტეტის სასადილოში,
ლექციებს შორის დროს მომავალზე ლაყბობით კლავდენ კაფეში.
ჯიბის ფულის საშოვნადაც ერთ სამუშაოს მოძებნიდნენ ხოლმე.
ერთად უყურებდნენ კინოს ღამის კინოთეატრებში, როკ-
კონცერტებზე დადიოდნენ და ხანაც უბრალოდ, უმიზნოდ
დახეტიალობდნენ ტოკიოს ქუჩებში, გატრეტამდე სვამდნენ

58
ლუდბარებში. მოკლედ, აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც ასე
ჩვეულებრივია მსოფლიოს ყველა პირველკურსელისთვის.
საიოკო ასაკუსადან იყო /ტოკიოს ისტორიული კვარტალი.
ცნობილია ქალაქის მთავარი ბუდისტური ტაძრით. მთარგმნ./.
მამამისს კიმონოს აქსესუარების მაღაზია ჰქონდა, რომელიც
თაობიდან თაობაზე გადადიოდა მემკვიდრეობით. კლიენტები
კაბუკის თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ. მის უფროს ძმას
ეს საოჯახო ბიზნესი ერგო, უმცროსი კი საპროექტო ბიუროში
მუშაობდა. უნივერსიტეტში მოწყობამდე ვასედა საიოკომ
ინგლისური ენის აღმოსავლეთის ქალთა კოლეჯი დაამთავრა.
უნივერსიტეტშიც ფილოლოგიური აირჩია - ინგლისურენოვანი
ლიტერატურის კვლევის გაგრძელება სურდა. ბევრს
კითხულობდა. ძიუნპეი და საიოკო ხშირად ცვლიდნენ წიგნებს
და ყოველთვის ცხარედ მსჯელობდნენ წაკითხულზე.
საიოკოს ლამაზი თმა და ჭკვიანური თვალები ჰქონდა.
მშვიდი და რბილი საუბარი იცოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა
შეკუმშული ზამბარა მაინც იგრძნობოდა. ამას სიტყვებზე უკეთ
ტუჩების მკაცრი მოხაზულობა მეტყველებდა. იცვამდა სადად, არ
იღებებოდა, და საერთოდაც, მიმზიდველი გოგოების სიაში ვერ
ჩაწერდი. თუმცა საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და როცა
ხუმრობდა, თვალებში ცუღლუტი ღიმილი გაუკრთებოდა ხოლმე.
ასეთ წუთებში ძიუნპეის ძალიან მოსწონდა მისი სახე.
დარწმუნებული იყო, რომ საიოკო სწორედ ის ქალი იყო,
რომელსაც ეძებდა. მასთან შეხვედრამდე არავინ არ ჰყვარებია.
სკოლაში ბიჭებს არც ისე დიდი შანსი აქვთ დაუახლოვდნენ
გოგონებს.

59
თუმცა საიოკოსთვის თავისი გრძნობების გამხელა ძიუნპეიმ
მაინც ვერ მოახერხა. ეშინოდა: ერთხელ ნათქვამს უკან ვეღარ
დააბრუნებდა. სამუდამოდ რომ დაეკარგა? ასეც რომ არ
მომხდარიყო, სამეულის ურთიერთობაში ბალანსი საბოლოოდ
დაირღვეოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც
არის, ფიქრობდა ძიუნპეი. ვნახოთ, რა გამოვა.
პირველი ნაბიჯი ტაკაცუკიმ გადადგა.
- ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, მაგრამ... - უთხრა ძიუნპეის, -
საიოკო მომწონს. შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა,
როცა ძიუნპეი ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე
აუხსნა ტაკაცუკიმ.
ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის
აზრს უცებ ვერც კი ჩახვდა. გულზე ლოდივით დააწვა რაღაც.
არჩევანიც აღარ ჰქონდა.
- არა, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, - გაიღიმა ტაკაცუკიმ, - რაც არ უნდა
იყოს, ეს შენც გეხება. არ მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენს
მეგობრობაზე ემოქმედა. მაგრამ, ძიუნპეი, ეს ადრე თუ გვიან
აუცილებლად მოხდებოდა. გესმის? ახლა თუ არა, მომავალში
მაინც ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, სამივენი
ისევ მეგობრებად დავრჩებით. ასე არაა?
შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ
ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა, სამუშაოდ აღარ დადიოდა,
საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი /დაახლოებით
9 კვ მ. მთარგმნ./ ოთახიდან. ჭამდა მაცივარში დარჩენილ
პროდუქტს, ხანდახან კი ახლადგამოფხიზლებულივით

60
დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად ფიქრობდა
უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე უცნობ ქალაქში, უცხო
ადამიანებთან გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე
კი წერტილს დაუსვამდა თავის მარტოხელა ცხოვრებას. ჰო,
ალბათ ასე აჯობებსო.

ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი


პერანგი და ბამბის შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
- რატომ არ დადიხარ ლექციებზე? ყველა შეწუხებულია, იმ
თავის ბინაში ხომ არ ამოხდა სულიო. ჰოდა კანმა შენს სანახავად
გამომგზავნა. როგორც ჩანს, თვითონ ცხედრებს ვერ იტანს...
- ცუდად ვიყავი, - თქვა ძიუნპეიმ.
- ცუდად გახდებოდი, აბა რა, ერთიანად ჩამომხმარხარ, -
ყურადღებით შეათვალიერა და ისე თქვა საიოკომ. - მოდი, რამეს
მოგიმზადებ?
ძიუნპეიმ თავი გააქნია:
- არ მშია.
საიოკომ მაცივრის კარი გამოაღო, შიგ შეიხედა და დაიჯღანა:
იქ ლუდის ორი მარტოხელა ქილა იდგა, ერთი დამჭკნარი კიტრი
და რაღაც დეზოდორანტი. საიოკო ძიუნპეის გვერდით ჩამოჯდა.
- იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე
ხომ არა ხარ გაბრაზებული?
- არა, გაბრაზებული არა ვარ, - თქვა ძიუნპეიმ.
მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი.
თუკი ვინმეზე ბრაზობდა, ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა
უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით ბუნებრივია. ტაკაცუკიმ ეს
მოახერხა, თვითონ კი - ვერა.

61
- შეიძლება ლუდი დავისხა? - იკითხა საიოკომ.
- მიდი.
საიოკომ მაცივრიდან ქილა გამოიღო და ჭიქებში დაასხა.
ერთი ძიუნპეის გაუწოდა. უხმოდ დალიეს. მერე საიოკომ დაიწყო:
- იცი, როგორღაც მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი. ხომ ისევ
მეგობრებად დავრჩებით? მარტო ეხლა კი არა, მერეც. როცა
დავბერდებით. კანი მომწონს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შენც
მჭირდები. მაპატიე, ამას რომ გეუბნები.
ძიუნპეიმ ხეირიანად ვერც გაიგო რა უთხრეს, მაგრამ ყოველი
შემთხვევისთვის თავი მაინც დაუქნია.
- რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ
იქცეს, სხვადასხვა რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც,
ცხოვრება გაიოლდება, - განაგრძო საიოკომ.
ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა
უნდოდა ამით. თავისთვის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც
რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და უაზროდ
მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.
რა მოხდებოდა ადრე რომ გამოტყდომოდა სიყვარულში
საიოკოს? ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდა. მხოლოდ ერთი რამ
იცოდა ზუსტად: როგორც არ უნდა მოენდომებინა, ეს არ
მოხდებოდა.
ისმოდა როგორ ეცემოდა ცრემლები ტატამზე. საოცრად
ხმამაღლა. წამით მოეჩვენა, რომ თვითონ ტიროდა. მაგრამ ეს
საიოკოს ცრემლები იყო. თავი მუხლებში ჩაერგო, მხრები
უცახცახებდა.
ძიუნპეიმ უნებურად გასწია ხელი და მხარზე დაადო. მერე
ნელა მიიზიდა თავისკენ. საიოკო წინაარმდეგობას არ უწევდა.

62
ძიუნპეიმ წელზე მოხვია ხელი, ტუჩებით ტუჩები მოძებნა.
საიოკომ თვალები დახუჭა და კოცნაზე კოცნით უპასუხა. ძიუნპეი
გრძნობდა ცრემლების მომლაშო გემოს, მისი სუნთქვით
სუნთქავდა, მკერდით გრძნობდა საიოკოს ძუძუების სირბილეს.
თავში თითქოს რაღაც გადამრთველმა გაიჩხაკუნა. ძიუნპეიმ ხმაც
კი გაიგონა. თითქოს ქვეყნიერების ყველა სახსარმა ერთად
დაიჭრიალა. სულ ეს იყო. საიოკო გონს მოეგო, თავი დახარა და
ხელით მოიშორა ძიუნპეი.

- არა, - ჩუმად თქვა და თავი გადააქნია, - ასე არ შეიძლება.


ძიუნპეიმ მოუბოდიშა. საიოკომ არაფერი უპასუხა. ერთხანს
ასე ისხდნენ. მოღებული ფანჯრიდან ნიავმა რადიოს ხმა მოიტანა.
რომელიღაც პოპულარული მელოდია. ეს სიმღერა ალბათ
სიკვდილამდე არ დამავიწყდება, გაიფიქრა ძიუნპეიმ. თუმცა სულ
რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ძალიანაც ეცადა, მაგრამ ვერც
სახელი და ვეღარც მელოდია ვეღარ გაიხსენა.
- საბოდიშო არაფერი გაქვს, არაფერი დაგიშავებია, - თქვა
საიოკომ.
- ეტყობა, სულ ამერია თავგზა, - ალალად გამოუტყდა
ძიუნპეი.
საიოკო ხელით შეეხო:
- ხვალ ხომ მოხვალ ლექციაზე? ადრე არასოდეს მყოლია
შენნაირი მეგობარი. ძალიან მჭირდები. დავიჯერო ეს არაფერს
ნიშნავს?
- ვითომ ეგ საკმარისია?
- მაგას არ ვგულისხმობ, - ჩაწყვეტილი ხმით თქვა საიოკომ და
თავი დახარა. - მაგას არ ვგულისხმობ.

63
მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის
ბოლომდე სამივე ისევ ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად
გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი მოხვევა და კოცნა
საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც
დამშვიდებულიყო. ყოველ შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია,
ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა. რა ვუყოთ, რომ ეს
გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.
საიოკომ ძიუნპეის თანაკურსელი გოგონები გააცნო. დროს
გასატარებლად ოთხნი ერთად დადიოდნენ. ერთერთ მათგანთან
ცხოვრებაში პირველად დააჭაშნიკა კიდეც ქალი. ეს მოხდა
მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ძიუნპეის ოცი წელი
შეუსრულდებოდა /ოცი წლის ასაკში იაპონელი ახალგაზრდები
სრულწლოვანებად ითვლებიან. მთარგმნ./. მაგრამ იმ გოგოზე
გული არ მისდიოდა, ძიუნპეის გული სხვას ეკუთვნოდა. მეგობარ
გოგოს თავაზიანად ექცეოდა, ნაზიც იყო მაგრამ ამ ყველაფერს
როგორღაც აკლდა ცეცხლი, ის რაც არასდროს ენანებოდა თავისი
მოთხრობებისთვის. გოგონამ მალე სულ სხვაგან იპოვა სითბო და
მიატოვა. ასე გამეორდა რამდენჯერმე.
მშობლებმა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
შეიტყვეს, რომ მათმა ვაჟმა ფილოლოგიური ფაკულტეტი
დაამთავრა და მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს.
მამას უნდოდა რომ მემკვიდრე სამშობლოში, კანსაიში
დაბრუნებულიყო და მისი საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ ძიუნპეის
მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. თქვა, რომ ტოკიოში რჩებოდა,
პროფესიად კი მწერლობას იხდიდა. საქმე დიდი აურზაურით
დასრულდა - ისეთი რამეები ითქვა, რაც, როგორც წესი, არ უნდა

64
თქმულიყო. ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა - მას შემდეგ
თავისი ოჯახის წევრები აღაც უნახავს. ძიუნპეის მიაჩნდა, რომ
მათი ურთიერთობა თავიდანვე მაინცდამაინც სახარბიელო ვერ
იყო. უმცროსი დისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის
მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ძიუნპეი ბავშვობიდანვე
ეურჩებოდა მათ.
- რა გაეწყობა, გამოდის, რომ ვიყრებით. - თავისთვის ჩაიცინა,
ზუსტად ისე, როგორც ტაისიოს ერის მწერალმა.
ძიუნპეის სამუშაოზე მოწყობა არც უცდია. სახელდახელოდ
გამომუშავებული ფულით იკვებებოდა, მთელ დარჩენილ დროს
კი მოთხრობების წერას ანდომებდა. იმ ხანებში მორიგ ნაწარმოებს
რომ მორჩებოდა, ჯერ საიოკოს აჩვენებდა. მოუსმენდა მის
გულახდილ რჩევებს და ამ რჩევების მიხედვით ასწორებდა
ტექსტს. რამდენჯერმე მოთმინებით გადაწერდა სანამ მისგან არ
გაიგონებდა: “აი ახლა კარგია”. არც მასწავლებლები ჰყავდა, არც
კოლეგები. მხოლოდ საიოკოს რჩევები უწევდა მბჟუტავი შუქურას
მაგივრობას.
ოცდაოთხის რომ შესრულდა, მისმა ერთმა მოთხრობამ
დამწყები ავტორების სალიტერატურო ჟურნალის პრემია მიიღო,
რის შემდეგაც აკუტაგავას პრემიაზეც წარადგინეს. მომდევნო
ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ მოხვდა ამ პრემიის
ნომინანტებში, რაც თავითავად სერიოზულ წარმატებას ნიშნავდა.
თუმცა საბოლოოდ პირველ პრემიას ვერ შესწვდა და მუდმივ
იმედისმომცემ ნომინანტად დარჩა.
“ამ ასაკის დამწყები მწერლისთვის ტექსტის დონე საკმაოდ
მაღალია, რაღაც-რაღაცები შეინიშნება სცენების, ხასიათების
აღწერაში, მაგრამ ალაგ-ალაგ იპარება სენტიმენტალური

65
წიაღსვლების ტენდენცია, თავს იჩენს ამბის მოყოლის
პერსპექტივა, მოთხრობა ჰკარგავს სიმსუბუქეს”, - ხშირად
წერდნენ რეცენზენტები. ტაკაცუკი კითხულობდა ამ რეცენზიებს
და გულიანად იცინოდა:
- მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას
ნიშნავს ”ამბის მოყოლის ტენდენცია”? ნორმალური კაცი ასეთ
სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ ცოტაღა უკლიათ
მაგალითად აი აქამდე: “საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა
სუკიაკიში”.
მეოთხე ათწლეულის ზღურბლთან ძიუნპეიმ მოთხრობების
ორი კრებული გამოსცა. პირველი - “ცხენი წვიმაში”, მეორე -
“ყურძენი”. “ცხენი” ათი ათასი ტირაჟით გაიყიდა, “ყურძენი” ორი
ათასით მეტი. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორის
მოკლე პროზის, თანაც წმინდა ლიტერატურული კრებულისთვის
ეს მაჩვენებელი არც ისე ურიგოა. საგაზეთო და საჟურნალო
კრიტიკა დადებითი იყო, თუმცა ენერგიული მხარდაჭერა მაინც
არ იგრძნობოდა.
ძიუნპეის მოთხრობების ძირითადი თემა ახალგაზრდების
უპასუხო სიყვარული იყო. ფინალი როგორც წესი - პირქუში,
რაღაცით სანტიმენტალურიც კი. მოიგონებსო რა, ამბობდნენ
ადამიანები. მაგრამ მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, ვერც ერთ
მოდურ ლიტერატურულ მიმდინარეობაში ვერ ეწერებოდა.
სტილი ლირიკული ჰქონდა, სიუჟეტები ძველმოდური. მისი
თაობის მკითხველებს გაცილებით ინოვაციური ფორმები და
ამბები სწყუროდა. ან რა გასაკვირი იყო რეპისა და
კომპიუტერების ეპოქაში! რედაქტორმა არაერთხელ შესთავაზა
რომანის ჟანრში ესინჯა თავი. განაგრძე მოთხრობების წერა და

66
გინდა არ გინდა დაიწყება გამეორებები, გაღარიბდება მწერლის
ლიტერატურული სამყარო. ასეთ ვითარებაში რომანი ხშირად
გჩუქნის სრულიად განსხვავებულ, სულ სხვა რაკურსით
დანახულ სამყაროს. ფაქტიურად რომანს მოთხრობაზე
გაცილებით ძლიერად შეუძლება მიიქციოს ყურადღება და თუ
აპირებ პროფესიულად წერას, მოთხრობის ჟანრში
სპეციალიზაცია გაგიჭირდება. იოლი არ იქნება. მიზეზი აშკარააა -
მოთხრობების წერით ცხოვრება ძნელია.
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ძიუნპეი ბუნებით მაინც
მოთხრობების მთხზველი იყო. ჩაიკეტებოდა ოთახში, ყველაფერ
ზედმეტს გვერდზე გადადებდა და სულშეგუბებული წერდა
სიჩუმეში. სამ აი ასეთ დღეში მოთხრობა მზად იყო. მერე ოთხი
დღე ასწორებდა რის შემდეგაც, რაღა თქმა უნდა, საიოკოსა და
რედაქტორს აძლევდა წასაკითხად. რამდენჯერმე გადაწერდა
თავიდან ბოლომდე, ხეშეშ ადგილებს არბილებდა, ზედმეტი
რაღაცებისგან წმენდდა ტექსტს. თუმცა მოთხრობის ბედი
ძირითადად მაინც პირველ კვირაში წყდებოდა. ფორმა
ყველაფერი მნიშვნელოვანისთვის სწორედ ამ პერიოდში უნდა
მიეცა. აი ასეთნაირი მუშაობა მოსწონდა - უკიდურესი
მობილიზება დროის მცირე მონაკვეთში. რაფინირებული სახეები
და სიტყვები. მაგრამ საკმარისია რომანს მოკიდოს ხელი, რომ
მაშინვე სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდება. როგორ შევძლებ
რამდენიმე თვის მანძილზე, ან შეიძლება მთელი წელიწადიც
ყურადღების კონცენტრაციას, მის მართვას? - ფიქრობდა ძიუნპეი.
ამგვარ რიტმს აყოლა ნამდვილად არ შეეძლო.
რომანის დაწერის რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე
უკან დაიხია. უნდოდა თუ არ უნდოდა, მისი მოწოდება

67
მოთხრობა იყო. მოთხრობა იყო მისი სტილი. როგორც არ უნდა
გაიჭინთო, სხვის ტყავში ვერ შეძვრები. ნიჭიერი მეკარე
ვერასოდეს ვერ გახდება კარგი თავდამსხმელი.
ძიუნპეი ძველებურად მარტო ცხოვრობდა. ასეთი ცხოვრება
დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა. ისეთს და იმდენ სამუშაოს
ჰკიდებდა ხელს, რომ საჭმელად ჰყოფნოდა. ჰყავდა ჩუმი,
სამფერიანი კატა. დროდადრო უპრეტენზიო ქალებთან გააბამდა
ურთიერთობას, ხოლო როცა მობეზრდებოდა მიზეზს პოულობდა
თავის დასაღწევად. ხანდახან, დაახლოებით თვეში ერთხელ,
ძიუნპეის თავზარდაცემულს გაეღვიძებოდა ხოლმე შუაღამისას:
მშვენივრად ხვდებოდა, რომ საითაც არ უნდა გაქცეულიყო, რაც
არ უნდა ექნა, ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა. ასეთ წუთებში ან
გალურჯებამდე მუშაობდა, ანდა ასევე გალურჯებამდე სვამდა. ეს
იყო და ეს, დანარჩენ დროს მისი ცხოვრება მშვიდად
მიედინებოდა.

რაც შეეხება ტაკაცუკის, როგორც ოცნებობდა, პრესტიჟულ


გაზეთში მოეწყო. სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა,
მაგრამ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა გასაუბრებაზე.
კომისიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საიოკო,
როგორც თავიდან აპირებდა, ასპირანტურაში დარჩა.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისინი
დაქორწინდნენ. ქორწილი ტაკაცუკის სტილში მოეწყო -
ხმაურიანად და მდიდრულად. თაფლობის თვე საფრანგეთში
გაატარეს. შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარი უბერავდათ მათ
იალქნებს. მერე კოენძის რაიონში ოროთახიანი ბინა იყიდეს.
კვირაში ერთი-ორჯერ ძიუნპეი ესტუმრებოდათ ხოლმე. ერთად

68
ვახშმობდნენ. ახალდაქორწინებულებს ძალიან ახარებდათ მისი
მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს საკუთარ
ინტიმურ ცხოვრებას კი არა, მასთან გატარებულ დროს
შეჰხარიანო.
ტაკაცუკი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით ტკბებოდა.
ჯერ ქალაქის ახალი ამბების განყოფილებაში გაანაწილეს. ძლივს
ასწრებდა ერთი შემთხვევიდან - მეორემდე. იმდენი და
იმდენნაირი ცხედარი ნახა, რომ გულახდილად აღიარა -
ვეღარაფერს ვგრძნობ მათ დანახვაზეო. როგორი ცხედრები აღარ
ნახა - მანქანით გაჭყლეტილი, მატარებლით დაჭრილ-
დაქუცმაცებული, დამწვარ-დანახშირებული, სანახევროდ
დაფერფლილები, დამხრჩვალი ადამიანების ამაზრზენი ფერის
გასივებული სხეულები, ტვინგადმონთხეულები, ნაჯახით
დანაწევრებულები. “სიცოცხლეში ადამიანები რაღაცით მაინც
განსხვავდებიან, მიცვალებულებს კი ყველას ერთი სახე აქვს -
გადამუშავებული ხორცი”.
არც თუ იშვიათად შინ გათენებისას ბრუნდებოდა. ასეთ
დღეებში საიოკო ხშირად ურეკავდა ძიუნპეის - იცოდა რომ
დილამდე არ იძინებდა.
- ახლა დაკავებული ხარ? შეგიძლია დამელაპარაკო?
- რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მოწევას ვაპირებდი, -
არწმუნებდა ძიუნპეი.
მერე მოდგებოდნენ და ახლად წაკითხულ წიგნებზე, თავ-
თავიანთ ცხოვრებაზე ლაყბობდნენ. ხანდახან წარსულსაც
გაიხსენებდნენ, ახალგაზრდობას, იმ დროს, როდესაც
თავისუფლები იყვნენ და უამრავი სისულელის უფლებას
აძლევდნენ თავს. მომავალს თითქმის არ ეხებოდნენ. ამ

69
საუბრების დროს ძიუნპეის ადრე თუ გვიან აუცილებლად
გაახსენდებოდა, როგორ მოეხვია ოდესღაც საიოკოს. ტუჩები,
ცრემლის სურნელი, რბილი ძუძუები - ეს ყველაფერი თითქოს
სულ ახლახან მოხდა. შემოდგომის მზის იმ გამჭვირვალე
სხივებსაც კი ხედავდა მისი ოთახის ტატამზე რომ იყო დაფენილი.
საიოკოს ის ის იყო ოცდაათი წელი შეუსრულდა, როცა
დაორსულდა. მაშინ უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობდა.
დეკრეტში გავიდა და გოგონა გააჩინა. სამივე ერთად ფიქრობდა
ბავშვის სახელზე. ბოლოს ძიუნპეის შეთავაზებულზე შეჩერდნენ:
სარა. “სარა შესანიშნავად ჟღერს”, თქვა საიოკომ. მშვიდობიანად
დასრულებული მშობიარობის შემდეგ ძიუნპეი და ტაკაცუკი
ღამით ერთად ისხდნენ ბინაში და სვამდნენ საიოკოს გარეშე.
კარგა ხანია ასე არ მჯდარიყვნენ - მარტონი, სამზარეულოს
მაგიდასთან. სულ მალე ძიუნპეის მოტანილი ვისკის ბოთლი
დაცარიელდა.
- ნეტა რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - გრძნობააშლილი
წუხდა ტაკაცუკი. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. - სულ
ახლახან არ მოვეწყეთ უნივერსიტეტში? იქ გაგიცანით შენ,
საიოკო... ახლა კი უკვე ბავშვები... მამიკო გავხდი. აჩქარებულ
კინოსავით. რაღაც უცნაური გრძნობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ.
შენ ისე ცხოვრობ, თითქოს ისევ სტუდენტი იყო. მშურს კიდეც.
- ნატა რა არის აქ შესაშური?
მაგრამ ძიუნპეის მშვენივრად ესმოდა, რას გულისხმობდა
ტაკაცუკი. საიოკო დედა გახდა. ამან ძიუნპეიც შეაცბუნა. კიდევ
ერთხელ დარწმუნდა, რომ ცხოვრების ბორბალი შეუჩერებლად
ტრიალებს და წარსული აღარ დაბრუნდება. ძიუნპეის

70
წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახვედროდა ამ
ყველაფერს, როგორ გადაეხარშა.
- ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე
შენ უფრო მოსწონდი, - თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო.
მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.
- შეუძლებელია, - გაიცინა პასუხად ძიუნპეიმ.
- სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას
ვერ მიხვდი. ლამაზი, გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება,
მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ კაცზე უარესად ერკვევი.
ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც
შევადარებდი და ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი
არჩევანი მქონდა - ჩემი უნდა გამხდარიყო. ეხლაც ქვეყნად
საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ, რომ მასზე
არავითარი უფლება არ მქონდა?
- ვინ გეკამათება, - უპასუხა ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ თავი
დაუქნია:
- მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ,
რომ გამოუსწორებელი იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა
აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი ადამიანი იყო. აი,
სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.
- თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გავერკვიე, არა?
- ზუსტად. თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ
გაერკვიე. ვერაფერში. მწერალი კი გქვია.
- კარგად იცი, რომ მოთხრობები აქ არაფერ შუაშია.
- ახლა უკვე ოთხნი ვართ, - ოდნავ ამოიოხრა ტაკაცუკიმ. -
ოთხი /იაპონურად “სი”. ეს სიტყვა სიკვდილსაც ნიშნავს.
მთარგმნ./ ნორმალური რიცხვია?

71
2

ტაკაცუკისა და საიოკოს ურთიერთობის კრახზე ძიუნპეიმ


სარას დაბადებიდან სამი დღის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ
როგორღაც დამნაშავესავით თვითონ საიოკო გამოუტყდა. ჯერ
კიდევ ორსულად იყო, როცა ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ბოლო
დროს კი სახლში თითქმის აღარ მოდიოდა. საყვარელი მისი
კოლეგა იყო. მაგრამ როგორ გულმოდგინედ და წვრილადაც არ
უხსნიდა საიოკო, ძიუნპეი ვერაფრით მიმხვდარიყო რისთვის
დასჭირდა ტაკაცუკის სხვა ქალი. თვითონვე არ თქვა სწორედ იმ
ღამეს, სარა რომ დაიბადა, საიოკო მთელ ქვეყანაზე საუკეთესო
ქალიაო? ეტყობოდა კიდეც, რომ ამას გულწრფელად ამბობდა.
თანაც ტაკაცუკი ჭკუას ჰკარგავდა ქალიშვილზე. რატომ უნდა
მიეტოვებინა ოჯახი?
- მე ხშირად დავდიოდი თქვენთან სავახშმოდ. ასე არ იყო?
მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ბედნიერ, ლამის იდეალურ
ოჯახად გთვლიდით.
- ჰო, ეგრე იყო, - ღიმილი გაუკრთა სახეზე საიოკოს. - მაგრამ
ჩვენ არ ვიტყუებოდით, არც ფარსი გაგვითამაშებია. მაგრამ ამას
ახლა რა აზრი აქვს. ახლა ის ქალი ჰყავს და წარსულში დაბრუნება
შეუძლებელია. ჰოდა გადავწყვიტეთ დავშორებოდით ერთმანეთს.
მაგრამ ამ ყველაფერს გულთან ნუ მიიტან. ასე აჯობებს. ყველა
თვალსაზრისით.
“ყველა თვალსაზრისით”, ასე თქვა საიოკომ. მაინც რამდენი
ძნელად ასახსნელი სიტყვაა ქვეყნად, გაიფიქრა ძიუნპეიმ.

72
რამდენიმე თვის შემდეგ ტაკაცუკი და საიოკო
ოფიციალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაშორდნენ
ერთმანეთს. არც საყვედურები, არც პრეტენზიები. ტაკაცუკი
სახლიდან წავიდა და საყვარელთან დაიწყო ცხოვრება. სარა
დედასთან დარჩა /იაპონიაში განქორწინებისას, როგორც წესი,
დედას არა აქვს ბავშვების დატოვების უფლება. მთარგმნ./.
კვირაში ერთხელ, ტაკაცუკი სარას სანახავად კოენძიში მოდიოდა.
საერთო შეთანხმებით ამ დროს ძიუნპეიც იქ იყო ხოლმე. ვითომ
ასე უფრო იოლი იყო? თვითონ ძიუნპეის მიაჩნდა, რომ როგორღაც
უცბათ დაბერდა, თუმცა მხოლოდ ოცდაცამეტისა იყო.
სარა ტაკაცუკის “მამას” ეძახდა, ძიუნპეის - “ძიუნ-ტიანს”.
ოთხივე ერთად ერთგვარ ფსევდო-ოჯახს ჰგავდა. როცა
ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტაკაცუკი ერთთავად შეუსვენებლად
ლაქლაქებდა, საიოკოს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერიც არ
მომხდარა. ძიუნპეის ეჩვენებოდა, რომ საიოკოს ახლა უფრო
ბუნებრივად ეჭირა თავი. სარას ჯერჯერობით ვერ შეეგნო, რომ
მშობლები დაშორდნენ. ძიუნპეი პატიოსნად ასრულებდა მისთვის
გამოყოფილ როლს. ზუსტად ისე, როგორც ადრე, ხუმრობდნენ,
იგონებდნენ წარსულს. ძიუნპეიმ მხოლოდ ერთი რამ იცოდა
დანამდვილებით: ეს სჭირდებოდა თითოეულ მათგანს.
- ძიუნპეი, - დაიწყო ტაკაცუკიმ, როცა ერთ მშვენიერ დღეს
უკან ბრუნდებოდნენ. იანვრის ღამე იდგა. ჰაერში ბღუჯა-ბღუჯად
გამოდიოდა ამონასუნთქი თეთრი ორთქლი. - საცოლე გყავს?
- არა, - უპასუხა ძიუნპეიმ.
- ქალი მაინც თუ გყავს?
- ვფიქრობ, რომ არა.
- რა იქნებოდა საიოკოსთან რომ...

73
ძიუნპეიმ გაოცებულმა შეხედა:
- რა დაგემართა?
- რას ნიშნავს “რა დაგემართა?” - ძიუნპეიზე მეტად გაოცდა
ტაკაცუკი. - რა არის აქ უცნაური და გაუგებარი. შენს გარდა ვინ
შეძლება გახდეს სარას მამა?
- სულ ეს არის? ამისთვის შევირთო ცოლად საიოკო?
ტაკაცუკიმ ამოიოხრა და ვეებერთელა ხელი ძიუნპეის დაადო
მხარზე.
- რა, არ გინდა მასზე დაქორწინება? ჩემი ადგილის დაკავება
არ გინდა?
- მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ვფიქრობ - ნუთუ ეს
ყველაფერი გარიგებით შეიძლება მოგვარდეს? მგონი ეს სხვა
კატეგორიის პრობლემაა. ვფიქრობ, წესიერების.
- არანაირი გარიგება ეს არ არის, - თქვა ტაკაცუკიმ. -
წესიერებაც არაფერ შუაში არ არის. შენ ხომ მოგწონს საიოკო? სარა
ხომ გიყვარს? რა, არა? თუ არც ეს არის მთავარი? მესმის,
შენებურად ცოტა არ იყოს უცნაურად ფიქრობ. მაგრამ მე რომ
მკითხო, შენ ტრუსის გაძრობას შარვლის გაუხდელად აპირებ.
ძიუნპეი ხმას არ იღებდა. გაჩუმდა ტაკაცუკიც. თან იმდენი
ხნით, რაც მას სულ არ ახასიათებდა. აი ასე, ბღუჯა-ბღუჯა
ორთქლს უშვებდნენ და ისე უახლოვდებოდნენ უახლოეს
სადგურს.
- ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბებული რეგვენი ხარ, -
თქვა ბოლოს ძიუნპეიმ.
- შეიძლება მართალი ხარ, - დაეთანხმა ტაკაცუკი. - ისე,
გულახდილად თუ ვიტყვი, ნამდვილად მართალი ხარ. არ
გეკამათები. მე თვითონ გავითახსირე ცხოვრება. მაგრამ აქ, ჩემო

74
მეგობარო, ვერაფერს იზამ. შეჩერება შეუძლებელი იყო.
თვითონაც არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. არცა მკითხო. ასე მოხდა,
მორჩა და გათავდა. მარტო ეხლა არა. სადღაც ადრე უკვე მოხდა
მსგავსი რამ.
ძიუნპეის მოეჩვენა თუ ნამდვილად გაახსენდა, რომ მსგავსი
სიტყვები ადრეც ჰქონდა გაგონილი.
- შენ არ იყავი სარას დაბადების ღამეს რომ მეუბნებოდი -
საიოკო ქვეყნად საუკეთესო ქალიაო? არ გახსოვს? ქალი,
რომელსაც ვერავისზე ვერ გასცვლიო.
- ეგ ეხლაც ეგრეა. მაგ თვალსაზრისით არაფერი არ
შეცვლილა. ამიტომაც არის ქვეყნად ისეთი რამეები, რომლებსაც
ვერაფერს მოუხერხებ.
- არ მესმის, რას გულისხმობ.
- შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ, - თქვა ტაკაცუკიმ და თავი
გადააქნია. დიალოგს წერტილი სწორედ მან დაუსვა.

განქორწინებიდან ორი წელიწადი გავიდა. საიოკო


უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. ძიუნპეიმ ერთ ნაცნობ
რედაქტორს სთხოვა და საიოკოს სამუშაო გამოუძებნა - რაღაც
სათარგმნები. საქმე აეწყო. ლინგვისტიკური ტალანტის გარდა
საიოკო მშვენივრად ფლობდა სტილს. სამუშაოს სწრაფად და
აკურატულად ასრულებდა. შედეგმა რედაქტორზე ისეთი
შთაბეჭდილკება მოახდინა, რომ სულ რაღაც თვის შემდეგ
ლიტერატურული თარგმანი ანდეს. ჰონორარი დიდი არ იყო,
მაგრამ ტაკაცუკის ალიმენტთან ერთად დედა-შვილს ნორმალური
ცხოვრებისთვის სავსებით ჰყოფნიდათ.

75
ისინი ისევ იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ და სარასთან
ერთად სადმე სადილობდნენ. ისეც ხდებოდა, რომ ტაკაცუკის
სასწრაფო საქმე გამოუჩნდებოდა და ვერ მოდიოდა. ასეთ
დღეებში საიოკო, ძიუნპეი და სარა სამნი სადილობდნენ.
ტაკაცუკის გარეშე ყველაფერი როგორღაც ჩუმად და საქმიანად
ჩაივლიდა ხოლმე. უცხო თვალისთვის ერთი ჩვეულებრივი,
ნამდვილი ოჯახივით გამოიყურებოდნენ. ძიუნპეი თავის,
ერთხელ უკვე არჩეულ გზას არ ღალატობდა. ოცდათხუთმეტი
წლისამ მოთხრობების მეოთხე კრებული “მდუმარე მთვარე”
გამოუშვა. წიგნმა პრემია დაიმსახურა. პირველი მოთხრობის
მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მოთხრობებს შორის
თავისუფალ დროს მუსიკალური რეცენზიების რამდენიმე პატარა
ტომი და მებაღეობის თეორიაზე წიგნი დაბეჭდა. ჯონ აპდაიკის
კრებული თარგმნა. ყველა ამ ნამუშევარს წარმატება ხვდა.
ძიუნპეის საკუთარი სტილი ჰქონდა და უბრალო, დამაჯერებელი
სიტყვებით იოლად ახერხებდა ბგერის ღრმა ექოსა და სინათლის
ძლივსშესამჩნევი ელფერის გადმოცემას. მკითხველის საკუთარი
წრე გაიჩინა, შემოსავალი სტაბილური გახდა. თანდათანობით
ძიუნპეიმ პროფესიონალი ავტორის სახელი დაიმკვიდრა.
უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი ხელი ეთხოვა
საიოკოსთვის. ხანდახან მთელი ღამე ამის ფიქრში ატარებდა.
გათენდებოდა და თვალს ისევ არ ეკარებოდა ძილი. ისეც
ხდებოდა, რომ არაფრის გაკეთების თავი არ ჰქონდა. მიუხედავად
ამისა, საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა. ისე, კაცმა რომ თქვას
მისი ურთიერთობა საიოკოსთან თავიდანვე ვიღაცის მიერ
წინასწარ იყო განსაზღვრული. მისი პოზიცია, როგორიც იყო,
ისეთივე დარჩა - პასიური. ერთმანეთს ხომ ისინი სწორედ

76
ტაკაცუკიმ გააცნო. ტაკაცუკიმ გამოარჩია ისინი მთელი
კურსიდან, ეს მან ჩამოაყალიბა სამეული. მერე თავისთვის
დაიტოვა საიოკო, ცოლად შეირთო, ბავშვი გაუჩინა, გაეყარა. ახლა
კი მას, ძიუნპეის სთავაზობს საიოკოს ცოლად შერთვას. რა თქმა
უნდა, ძიუნპეის უყვარდა საიოკო. ამას კითხვაც არ უნდა. ახლა
იდეალური შანსია საიოკოს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება.
საეჭვოა, რომ საიოკომ უარი თქვას. ესეც ცხადია. მაგრამ
ყველაფერი რაღაც ძალზე იოლად გვარდება, ეჩვენებოდა
ძიუნპეის. შეუძლებელი იყო ამაზე არ დაფიქრებულიყო. რას
მიჰყავს ამ საქმის მოგვარებამდე? ის ძველებურად ყოყმანობდა.
ვერა და ვერ გადაეწყვიტა. და აი... დედამიწა აზვირთდა.
აცახცახდა.

როცა ეს მოხდა, ძიუნპეი ესპანეთში იყო - ბარსელონაში


რომელიღაც ავიაკომპანიის მასალებს აგროვებდა ერთ-ერთი
ჟურნალისთვის. საღამოთი სასტუმროში რომ დაბრუნდა,
ტელევიზორი ჩართო, ახალ ამბებში დანგრეული ქალაქის
კადრები და ზედ დაწოლილი შავი ბოლი დაინახა. თითქოს
დაებომბათ. დიქტორი ესპანურად ლაპარაკობდა და ძიუნპეი
მაშინვე ვერ მიხვდა რომელი ქალაქი იყო. როგორც ჩანს - კობე.
თვალში რამდენიმე ნაჩნობი პეიზაჟი მოხვდა. ქალაქ ასიას ახლოს
ჩქაროსნული ავტოსტრადა ჩაწოლილიყო.
- ბატონო ძიუნპეი, თქვენ მგონი კობედან ხართ არა? - ჰკითხა
მასთან მომუშავე ფოტოგრაფმა.
- ჰო.
მაგრამ შინ დარეკვა არ უცდია – მეტისმეტად ხანგრძლივი და
ღრმა იყო გახეთქილება მასა და მის მშობლებს შორის, რომ

77
ურთიერთობის აღდგენის რაღაც შანსი მაინც დარჩენილიყო.
თვითმფრინავში ჩაჯდა და ტოკიოში თავის ჩვეულ ცხოვრებას
დაუბრუნდა. ტელევიზორს თითქმის არ რთავდა, გაზეთებს არ
კითხულობდა. მიწისძვრაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი,
ჩუმდებოდა. მისთვის ეს ყველაფერი სულში კარგა ხნის წინათ
დამარხული წარსულის გამოძახილი იყო. მეტი არაფერი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში
ერთხელაც არ დაბრუნებულა. თუმცა ეკრანზე დანახული
ნანგრევების პეიზაჟები მაინც აშიშვლებდნენ გულში შერჩენილ
შეუხორცებელ ჭრილობებს. გიგანტურმა, სიკვდილისმთესველმა
უბედურებამ შეუმჩნევლად, მაგრამ კარდინალურად შეცვალა
მთელი მისი ცხოვრების სტილი. ძიუნპეი აქამდე ჯერ არ
განცდილი გაუცხოების გრძნობამ შეიპყრო. მე არა მაქვს ფესვები,
ფიქრობდა ძიუნპეი, ამიტომაც არსაით და არაფერი არ მეწევა.

იმ დილით, როცა ზოოპარკში წასვლაზე იყვნენ


შეთანხმებული, დარეკა ტაკაცუკიმ. სასწრაფოდ უნდა
გაფრენილიყო ოკინავაზე - ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ამ
პრეფექტურის გუბერნატორთან. გუბერნატორი როგორც იქნა
დათანხმდა დაეთმო ჟურნალისტისთვის ერთი საათი.
- მაპატიე, მაგრამ ზოოპარკში უჩემოდ წადით, - დათვს არ
ეწყინება თუ მე არ ვიქნები.
ძიუნპეი ზოოპარკში საიოკოსა და სარასთან ერთად წავიდა.
სარა კისერზე შეისკუპა და დათვები აჩვენა.
- ეს არის მასაკიტი? - იკითხა სარამ და თითით ვეებერთელა,
კუპრივით შავ ჰიმალაიურ დათვზე უჩვენა.

78
- არა, ეს მასაკიტი არ არის. მასაკიტი უფრო პატარაა და
გონიერი სიფათი აქვს. ეს ჩხუბისთავი ტონკიტია.
- ეი, ტონკიტი! - რამდენჯერმე შეუძახა სარამ დათვს. დათვი
ყურადღებას არ აქცევდა. სარამ ძიუნპეის შეხედა და სთხოვა: -
ძიუნ-ტიან, კიდევ მომიყევი რამე ტონკიტიზე.
- გულახდილად რომ გითხრა, ტონკიტის შესახებ საინტერესო
ამბები ცოტაა. ჩვეულებრივი დათვია. მასაკიტისგან განსხვავებით,
ფულის დათვლა და ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია.
- მაგრამ რაღაც კარგი ალბათ მაინც აქვს...
- აქვს, როგორ არა აქვს, - თქვა ძიუნპეიმ. - შენ მართალი ხარ.
ნებისმიერ ჩვეულებრივ დათვს რაღაც კარგი, თუნდაც სულ ცოტა,
მაინც აქვს. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. აი ეს ტონტიკი...
- თუ ტონკიტი? - მაშინვე შეუსწორა სარამ.
- მაპატიე... აი ეს ტონკიტი ოსტატურად იჭერდა თევზებს.
მდინარეში კლდეს ამოფარებული იდგა და ისე იჭერდა. ეს კი
მხოლოდ მოხერხებულ დათვებს შეუძლიათ. ტონკიტი
მაინცდამაინც ჭკვიანი დათვი არ არის, მაგრამ თევზს სხვებზე
მეტს იჭერს. იმდენს, რომ ვერც კი გამოლევ. მაგრამ
ადამიანებივით ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ ქალაქში წასვლა და
გაყიდვაც არ შეეძლო.
- მაგრამ ეს ხომ ძალიან ადვილია, - გაუკვირდა სარას, - ხომ
შეეძლო მასაკიტისთვის თაფლზე გადაეცვალა. მასაკიტისაც ხომ
იმდენი თაფლი აქვს, რომ ვერ გამოლევ.
- ეგრეა. ზუსტად ეგრეა. ტონკიტიმაც ზუსტად ის გაიფიქრა,
რაც სარამ. თაფლისა და თევზის გაცვლა დაიწყეს და უფრო
კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ჰოდა, გაირკვა, რომ მასაკიტი სულაც
არ ყოფილა უმეგობრო და უკარება, ტონკიტი კი - ჩხუბისთავი. აი

79
ასე დამეგობრდნენ. შეხვდებოდნენ, დასხდებოდნენ და აქეთურ-
იქეთურზე ლაპარაკობდნ. ერთმანეთს უყვებოდნენ თუ რამე
საინტერესო იცოდნენ, არც ანეკდოტები ავიწყდებოდათ. ტონკიტი
თევზს იჭერდა, მასაკიტი თაფლს აგროვებდა. მაგრამ ერთ დღეს -
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით - მდინარეში თევზი
გაქრა.
- მოწმენდილ ცაზე?
- მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით. ესე იგი
მოულოდნელად, - აუხსნა საიოკომ.
- გამოდის, თევზი საერთოდ გაქრა, - შეწუხდა სარა. - მაგრამ
რატომ?
- თევზებმა ყრილობა მოიწვიეს და გადაწყვიტეს, რომ იმ
მდინარეში აღარ შესულიყვნენ. არც იყო გასაკვირი - იქ ხომ
სახელგანთქმული მეთევზე ტონკიტი ცხოვრობდა. ამის შემდეგ
ტონკიტის არც ერთი თევზი აღარ დაუჭერია. ხანდახან თუ
გაებმებოდა გამხდარი ბაყაყი. გამხდარ ბაყაყზე უარესი კი
ქვეყნად არაფერია. რა უნდა ექნა?
- საწყალი ტონკიტი, - თქვა სარამ.
- მერე? - დაინტერესდა საიოკო, - ზოოპარკში გაამწესეს?
- ოო, ეგ გრძელი ამბავია, - თქვა ძიუნპეიმ და ჩაახველა.
- მაგრამ დაახლობით ეგრე იყო, არა?
- და რა, მასაკიტი არ დაეხმარა? - იკითხა სარამ.
- რა თქმა უნდა, სცადა დახმარება. ისინი ხომ განუყრელი
მეგობრები იყვნენ. მეგობარი ხომ ამისთვის არის საჭირო. და აი
მასაკიტიმ გადაწყვიტა თაფლი გაეყო მისთვის. ტონკიტიმ კი
უთხრა: “ასე არ შეიძლება. არ ღირს ჩემი განებივრება”. მასაკიტიმ

80
კი თქვა: “ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. ჩემ
ადგილას შენც ასე მოიქცეოდი. რა, მართალს არ ვამბობ?”
- ეგრეა, ეგრე, - კმაყოფილმა დაუკრა კვერი სარამ.
- მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, - ჩაერია საიოკო.
- ჰო, დიდხანს არ გაგრძელებულა, - თქვა ძიუნპეიმ. -
ტონკიტიმ თქვა: ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. როცა ერთი
იძლევა, მეორე კი მხოლოდ იღებს, ეს ნამდვილი მეგობრობა აღარ
არის. მე ამ ტყეს გავეცლები მეგობარო, ახალ ადგილზე ვცდი
ბედს. ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ
დავმეგობრდებით.” აი ასე მიუტყაპუნეს ერთმანეთს თათები და
დაშორდნენ. მაგრამ გასცდა თუ არა ტონკიტი ტყეს, სულელი
მაშინვე მონადირის დაგებულ მახეში გაება. ასე დაკარგა
თავისუფლება, ასე აღმოჩნდა ზოოპარკში.
- საწყალი ტონკიტი.
- ნეთუ სხვა გამოსავალი არ იყო, ისეთი, რომ ყველას
ბედნიერად ეცხოვრა? - ცოტა ხნის მერე იკითხა საიოკომ.
- ჯერ არ მომიფიქრებია.

იმ კვირასაღამოს სამივე საიოკოისთან, ასაგაიაში ვახშმობდა.


საიოკო “კალმახს” ღიღინებდა, სპაგეტის ხარშავდა და ტომატის
სოუსს ალღობდა. ძიუნპეი ლობიოსა და ხახვის სალათს
ამზადებდა. ღვინო გახსნეს და ჭიქები შეივსეს. სარა ფორთოხლის
წვენს სვამდა. სუფრა რომ აალაგეს, ძიუნპეი ისევ სურათებიან
წიგნს უკითხავდა სარას. კითხვას რომ მორჩა, სარას ძილის დროც
მოვიდა. მაგრამ სარას დაძინება არ უნდოდა.
- დედა, შეიხსენი ლიფი! - უთხრა დედას. საიოკო გაწითლდა:
- არა. გესმის რას ამბობ სტუმართან?

81
- უცნაურია. რანაირი სტუმარია ძიუნ-ტიანი?
- რა ხდება? - იკითხა ძიუნპეიმ.
- ისეთი არაფერი. ერთი სულელური ფოკუსია.
- დედა იხსნის ლიფს პირდაპირ, ტანსაცმლის გაუხდელად.
მაგიდაზე დებს და ისევ იკეთებს. ცალი ხელით, მეორე მაგიდაზე
უდევს. დროზე. დედას მაგრად გამოსდის.
- აბა, რას ამბობ, სარა, - ჩაიბუზღუნა საიოკომ და თავი
გადააქნია. - ესეთ თამაშებს მე და შენ მარტო ვთამაშობთ. ოჯახის
საიდუმლო გინდა გასცე?
- მაცდურად ჟღერს, - თქვა ძიუნპეიმ.
- დედა, ძალიან გთხოვ, აჩვენე ძიუნ-ტიანს. ერთხელ მაინც.
თუ აჩვენებ, მაშინვე წავალ დასაძინებლად.
- რა უნდა გიყოს კაცმა? - თქვა საიოკომ. მაჯიდან
ელექტრონული საათი შეიხსნა და სარას მისცა.
- და მაშინვე წახვალ დასაძინებლად. როგორც კი ვიტყვი
“დავიწყეთ”, იქიდან დაინიშნე. - საიოკოს შავი სქელი უსაყელი
ჯემპრი ეცვა. ორივე ხელი მაგიდაზე დადო და: - ერთი... ორი...
სამი... დავიწყეთ!
ჯერ ხელი ჯემპრის სახელოში შემალა - კუსავით, თითქოს
ზურგის მოფხანვას აპირებსო. მარჯვენა რომ ისევ გამოჩნდა ახლა
იგივე მარცხენათი გაიმეორა. ოდნავ შეაბრუნა თავი და მარცხენა
სახელოდან გამოაძვრინა. მუჭში თეთრი ლიფი ეჭირა. პატარა,
სამაგრების გარეშე. საიოკომ ისევ შემალა სახელოში მარცხენა,
ისევ გამოჩნდა. მერე მარჯვენამ ჩაყვინთა. ზურგზე გაირბინა და
ისევ გამოძვრა სახელოდან. მორჩა. ორივე ხელი მაგიდაზე იდო.
- ოცდახუთი წამი, - თქვა სარამ. - დედა, ახალი რეკორდია!
აქამდე ყველაზე ჩქარა ოცდათექვსმეტი იყო.

82
ძიუნპეიმ ტაში დასცხო:
- მშვენიერია! ნამდვილი ჯადოქრობაა!
სარამ ხელები დაატყაპუნა მაგიდაზე. საიოკო ადგა:
- მორჩა, შოუ დამთავრებულია. აბა, ლოგინში!
სანამ დაიძინებდა, სარამ ძიუნპეის ლოყაზე აკოცა.

როგორც კი დარწმუნდა, რომ სარას ეძინა, საიოკო სასტუმრო


ოთახში დაბრუნდა და დივანზე დაჯდა.
- უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე.
- რას გულისხმობ?
- ლიფი აღარ ჩამიცვამს. მოვაჩვენე, ვითომ ჩავიცვი.
სახელოდან იატაკზე დავაგდე.
- რა საშინელი დედაა, - გაიცინა ძიუნპეიმ.
- დიდი ამბავი, უბრალოდ ახალი რეკორდის დამყარება
მინდოდა, - თვალები მოჭუტა საიოკომ. კარგა ხანია ასე
ბუნებრივად არ გაუღიმია. თითქოს ნიავმა შეარხია ფარდები, ისე
იცვალა დროის ღერძმა ადგილი. ძიუნპეიმ მხარზე შეახო ხელი
საიოკოს. საიოკო მიეკრო ხელს. დივანიდან არ ამდგარან,
ერთმანეთს მოეხვივნენ. ერთი კი გაუელვა ფიქრმა ძიუნპეის -
ცხრამეტის რომ იყო, მას მერე სულ არაფერი არ შეცვლილიყო,
საიოკოს ტუჩებს ისევ ის ნაზი სურნელი ჰქონდა.
- ჩვენ თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით, - ჩუმად თქვა
საიოკომ, როცა ლოგინში გადაინაცვლეს. ოღონდ შენ ეს არ
გესმოდა. არაფერი არ გესმოდა მაშინ. სანამ მდინარიდან სულ არ
გაქრა თევზი.
ტანისამოსი გაიხადეს და ჩუმად ჩაეკვრნენ ერთმანეთს.
უხერხული მოფერება - თითქოს გოგო და ბიჭი ცხოვრებაში

83
პირველად იწვნენ ერთად. საკმაო დრო დასჭირდათ რომ
დარწმუნებულიყვნენ და ძიუნპეიმ ნელა, ძალიან ნელა და
ფრთხილად მოსინჯა. წინააღმდეგობა არ უგრძვნია, პირიქით,
თითქოს იტყუებდნენ, მოუხმობდნენ. მაგრამ მაინც არ სჯეროდა,
რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. თითქოს ხელის ცეცებით
მიიკვლევდა გზას ნახევრად სიბნელეში უკაცურ და უსასრულო
ხიდზე. საიოკო მის ყოველ მოძრაობას პასუხობდა. რამდენჯერმე
ძიუნპეის გათავება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ეშინოდა,
გაათავებს და სიზმარიც აორთქლდება, გარშემო კი ყველაფერი
გაქრება.
მაგრამ ამ დროს სადღაც ზურგს უკან რაღაცამ გაიჭრიალა.
საძინებლის კარი გაიღო და დაჭმუჭნულ ლოგინს დერეფნიდან
სინათლე დაეცა. ძიუნპეი წამოიწია, შებრუნდა და კარის ღიობში
სარა დაინახა. საიოკომ ჩუმად შეჰკივლა, ძიუნპეი ფრთხილი
ხელისკვრით მოიშორა, ზეწარი მკერდზე აიფარა და თმა
გაისწორა.
მაგრამ სარა არ ტიროდა, ისტერიკისა არაფერი ეტყობოდა.
იდგა, კარის სახელურზე ეკიდა ხელი მაგრად და მათ
შესცქეროდა. და ვერაფერს ხედავდა. თვალები სიცარიელეს
მიშტერებოდა.
- სარა, - ჩუმად დაუძახა საიოკომ.
- ძიამ მითხრა, რომ აქ მოვსულიყავი, - მონოტონურად,
თითქოს ეს ეს არის ძილს გამოსტაცესო, ჩამარცვლა სარამ.
- ძიამ? - იკითხა საიოკომ.
- ძია-მიწისმნჯღრეველმა, - თქვა სარამ. - მოვიდა ძია-
მიწისმნჯღრეველი, გააღვიძა სარა და დედასთან გამოგზავნა იმის

84
სათქმელად, რომ კოლოფს სახურავი მოვხადე და გელოდებითო.
ასე უთხარი, მიხვდებაო.

იმ ღამეს სარას საიოკოს ლოგინში ეძინა. ძიუნპეიმ ერთი


პლედი აიღო და სასტუმრო ოთახში დივანზე მოეწყო. ვერაფრით
ვერ მოახერხა დაძინება. დივანის წინ ტელევიზორი იდგა.
ერთხანს ბრმად მისჩერებოდა მკვდარ ეკრანს. იქ, სიღრმეში ისინი
არიან. ყუთს სახურავი ახადეს და იცდიან. ზურგზე ჟრჟოლამ
ჩაურბინა. ძიუნპეი იცდიდა, მაგრამ შეგრძნებამ არ გაუარა.
მაშინ დაძინების მცდელობას თავი დაანება, სამზარეულოში
გავიდა და ყავა მოიდუღა. იჯდა და ნელა წრუპავდა მწარე
სითხეს. ფეხი რაღაცას წამოსდო. საიოკოს ლიფი. ისევ იატაკზე
ეგდო. ძიუნპეიმ ლიფი აიღო და სკამის საზურგეზე ჩამოკიდა.
ტუალეტის უბრალო, თეთრი უსიცოცხლო ნივთი. სულ პატარა
ზომის. სკამზე დაკიდებული დილის ბინდ-ბუნდში შორეული
წარსულიდან შემოღეტებულ ანონომურ მოწმეს ჰგავდა.
ძიუნპეიმ ის დრო გაიხსენა, როცა ის ის იყო მოეწყო
უნივერსიტეტში. ტაკაცუკისთან პირველი შეხვედრა. მისი ხმაც
გაიგონა: “მოდი სადმე წავიდეთ, ვისადილოთ”. საოცრად თბილი
ხმა. ძველი მეგობრის სახეზე ღიმილი კიაფობს, როცა ნაცნობ სახეს
ხედავს: “ეი, მოეშვი ცოტა, მსოფლიო სულ უფრო და უფრო
უკეთესი ხდება”. სად წავედით მაშინ? აი ეს კი ძიუნპეიმ ვერა და
ვერ გაიხსენა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...
- რატომ დამპატიჟე სადილად? - ჰკითხა მაშინ ძიუნპეიმ.
ტაკაცუკიმ გაიღიმა, როგორღაც თავდაჯერებულმა მიიკაკუნა
თითი საფეთქელზე და თქვა:

85
- საოცარი ტალანტი მაქვს ყველგან და ყოველთვის სწორად
ვიპოვო მეგობრები.
ტაკაცუკი არ ცდებოდა, გაიფიქრა ძიუნპეიმ, თან ყავის
ფინჯანს ათვალიერებდა. მართლა ჰქონდა ამის ნიჭი. თუმცა ეს
საკმარისი არ არის. კარგი მეგობრების პოვნა და მთელი გრძელი
ცხოვრების მანძილზე მათი სიყვარული ერთი და იგივე არ არის.
ძიუნპეიმ თვალები დახუჭა და უკვე ჩავლილ წლებზე დაფიქრდა.
არ უნდოდა ისე გამოსულიყო, რომ ამოდენა დრომ სრულიად
უაზროდ ჩაიარა.
საიოკო გაიღვიძებს და მაშინვე ვთხოვ ცოლად გამომყვეს.
გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს. ძიუნპეი აღარ ყოყმანობდა. ერთ
წუთსაც აღარ დავკარგავ. ფრთხილად, უხმაუროდ შეაღო
საძინებლის კარი და პლედში გახვეულ სარასა და საიოკოს
შეხედა. სარა დედასთან ზურგშექცევით იწვა, საიოკოს მხარზე
ჰქონდა ხელი მოხვეული. ძიუნპეი ბალიშზე გაშლილ საიოკოს
თმას შეეხო, სარას ვარდისფერ ლოყაზე მოუთათუნა თითი. არც
ერთი არ ინძრეოდა. ძიუნპეი საწოლის გვერდით, ხალიჩაზე
დაჯდა, კედელს მიეყრდნო და საგუშაგოდ მოეწყო.
საათის ისრებს შესცქეროდა კედელზე თან სარასთვის ამბის
გაგრძელებაზე ფიქრობდა. მასაკიტიზე და ტონკიტიზე. ჯერ ამ
ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვოს. ტონკიტი აი ასე,
ვითომც არაფერიო, არ უნდა ჩაამწყვდევინოს ზოოპარკში.
ვიღაცამ უნდა უშველოს. ძიუნპეი თავიდან გამოჰყვა ფიქრით
მთელ მონათხრობს და უცებ რაღაც იდეაც გაჩნდა. კვირტი
ყვავილად იქცა, მერე ნაყოფად და კონკრეტული ფორმაც
გამოიკვეთა.

86
ტონკიტიმ მოიფიქრა მასაკიტის თაფლისგან ღვეზელების
გამოცხობა. ცოტა წაივარჯიშა და მიხვდა, რომ მასში მცხობელის
ტალანტი თვლემდა. მასაკიტის კი თაფლის ღვეზელები ქალაქში
მიჰქონდა და ჰყიდდა. ადამიანებს მოეწონათ თაფლის ღვეზელები
და თვალის დახამხამებაში აცარიელებდნენ დახლს. ახლა აღარ
იყო აუცილებელი ცალ-ცალკე ცხოვრება. არც არაფერი აკლდათ
თავიანთ ტყეში და მეგობრებადაც დარჩნენ.

სარას აუცილებლად მოეწონება ამ ისტორიის ახალი ბოლო.


საიოკოსაც.
მოდი რაღაც ისეთს დავწერ, რაც არ ემგვანება არც ერთ აქამდე
დაწერილს, გაიფიქრა ძიუნპეიმ. ამბავს იმაზე, რომ ვიღაცას ღამით
სძინავს და სიზმარში მოუთმენლად ელის როდის გაილევა ღამე,
რათა რაც შეიძლება ჩქარა ჩაიკრას გულში საყვარელი ადამიანები
ამომავალი მზის პირველივე სხივებზე. მაგრამ მანამდე აქ უნდა
ვიჯდე და ამ ორი ქალის ძილს ვუდარაჯო. ვინც არ უნდა იყოს, ამ
ვიღაცას უფლებას არ მივცემ რაღაც ყუთში ჩაამწყვდიოს ქალები.
ზეცაც რომ ჩამოიქცეს, მიწამაც რომ დააღოს ღრიალით პირი...

87
ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა
(თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა)

(მოთხრობა შესულია 2000 წელს გამოცემულ


კრებულში “მიწისძვრის შემდეგ”).

საზიზღარ გუნებაზე გაეღვიძა ნამთვრალევ იოსიას. მთელი


ძალით დაქაჩა თვალები, მაგრამ მხოლოდ ერთის გახელა
მოახერხა. მარჯვენა ქუთუთო არ ემორჩილებოდა. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს იმ ღამეს ყველა კბილი ერთბაშად ასტკივდა.
დამპალი ფესვებიდან წუთხი მოჟონავდა. თუ რამეს არ იღონებს,
ტვინისგან აღარაფერი დარჩება და ვეღარაფრით იფიქრებს. რა
უნდა ქნას, ასეა და ასე იყოს, გაუელვა თავში. ცოტა კიდევ მაინც
რომ წაეძინა... მაგრამ იოსიამ მშვენივრად იცოდა, რომ ვეღარ
დაიძინებდა. აბა, სცადე და დაიძინე, როცა ასე ტრაკულად გრძნობ
თავს.
საწოლის თავთან მაღვიძარასკენ სცადა თვალის გაპარება,
მაგრამ სადღაც გამქრალიყო. საათი თავის ადგილზე არ იყო. არც
სათვალე. ალბათ სადღაც მოისროლა... ისე, შემთხვევით. ადრეც
ემართებოდა მსგავსი რამ.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ
დაეხვა და იოსია ისევ ლოგინზე გაიშალა. სადღაც ქუჩაში
სარეცხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა. შეგეძლო
ძველი ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი
ირწმუნებოდა რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე მათი ფასი არ
შეცვლილიყო. შუახნის კაცის მკვეთრი, გაბმული ხმა იყო. ამ
88
ხმაზე იოსიას კიდევ უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე
მდგარს აქანავებდა. მაგრამ გულის ასარევად მარტო გულისრევის
შეგრძნება არ კმარა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს
უყურებდა. საკმარისი იყო გაეგონა სატელევიზიო “კუდიანებზე
მონადირის” სულისგამყინავი წივილი ბოჰემური ცხოვრების
ამბებზე, რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი
ნარჩენებიც პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
მაგრამ იმ დილით იოსიას იმის ძალაც კი არ ჰქონდა
ტელევიზორს მიწვდომოდა. ძლივს სუნთქავდა. სადღაც თვალის
გუგების სიღრმეში გამჭვირვალე სინათლე ჯიუტად ერეოდა
თეთრ კვამლს. პერსპექტივა საოცრად ბრტყელი იყო. მგონი
სიკვდილი უნდა იყოს, გაუელვა თავში. ასე იყო თუ ისე,
გამეორების სურვილი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე
მოკვდეს. ”მხოლოდ ერთს გთხოვ, ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ
მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განვიცადო”. ღმერთის ხსენებაზე
იოსიას დედა გაახსენდა. სწყუროდა. დაძახება დააპირა, მაგრამ
მაშინვე გაახსენდა, რომ სახლში მის გარდა არავინ იყო. დედა სხვა
მორწმუნეებთან ერთად სამი დღის წინ გაემგზავრა კანსაიში.
მაინც რა სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, გაიფიქრა. დედა
ღვთის ნებაყოფლობითი მსახურია, შვილი კი აი ეგეთ დღეშია.
წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მარჯვენა თვალს ისევ ვერ ახელს.
“ნეტა სად გავიტრიტე ეგრე? არ-მახ-სოვს”. სცადა, მაგრამ ტვინი
გაქვავებულივით ჰქონდა. “არა უშავს, მერე გავიხსენებ”.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან
შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივები აშკარას ხდიდნენ იმ ფაქტს,
რომ დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია

89
გამომცემლობაში მუშაობდა და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა
თანამშრომლების უმნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ
ყურადღებას არ აქცევდნენ. საღამოთიც შეიძლებოდა დაკარგული
დროის ანაზღაურება, მთავარია საქმე არ გაფუჭებულიყო. თუმცა
სამსახურში სადილის შემდეგ გამოცხადებას უფროსი აღარ
გაპატიებს - პირში გეტყვის ყველაფერს რასაც შენზე ფიქრობს. ისე,
შეიძლება ერთ ყურში შეუშვას და მეორედან გამოუშვას, მაგრამ არ
უნდოდა, რომ უხერხულ მდგომარებაში ჩაეგდო ერთი ნაცნობი
მორწმენე, რომელმაც ამ სამუშაოზე მოაწყო.
საბოლოოდ იოსიამ შინიდან მხოლოდ პირველ საათზე
გააღწია. სხვა დროს რამე საპატიო მიზეზს, მაგალითად
ავადმყოფობას მოიგონებდა და სახლში დარჩებოდა, მაგრამ დღეს
თითქოს ჯიბრზე დისკეტაზე შენახული ერთი დოკუმენტი უნდა
მოემზადებინა და ამოებეჭდა. ამ საქმის სხვისთვის მინდობა არ
გამოდიოდა.
იოსია დედასთან ერთად ასაგაიას რაიონში ცხოვრობდა.
ამიტომ ცენტრალური ხაზით იოცუიას სადგურამდე მივიდა. იქ
მარუნოუჩის ხაზზე გადაჯდა, კასუმიგასეკამდე მივიდა, კიდევ
ერთხელ გადაჯდა ხიბიას ხაზზე და კამია-ჩიოს სადგურზე
ამოვიდა. დადუნებული, ბამბადქცეული ფეხებით ადიოდა და
ჩადიოდა მრავალრიცხოვან კიბეებზე. გამომცემლობა
სადგურიდან შორს არ იყო. გამომცემლობა საზღვარგარეთის
ქვეყნების ტურისტულ გზამკვლევებს ბეჭდავდა.
საღამოს თერთმეტის ნახევარზე შინ რომ ბრუნდებოდა,
სადგურ კასუმიგასეკში უბიბილოო კაცი დაინახა. ორმოცდაათზე
მეტის იქნებოდა, შეჭაღარავებული. მაღალი, სათვალეების გარეშე,
ძველმოდურ ტვიდის პალტოთი და ტყავის პორტფელით

90
მარჯვენა ხელში. რაღაცაზე ჩაფიქრებული ნელა მიაბიჯებდა
ხიბიას ხაზის ბაქნიდან ჩიოიდას ხაზის ბაქნისკენ. იოსია
დაუფიქრებლად გაჰყვა უკან. როცა გონს მოვიდა, ყელში მშრალი
გორგალი გასჩროდა.

იოსიას დედა ორმოცდასამისა იყო, მაგრამ ოცდაათზე


ცოტათი მეტს თუ მისცემდა კაცი. სახის სწორი ნაკვთები, ძალიან
აკურატული. პურიტანული კვება და დილა-საღამოს ვარჯიში
ხელს უწყობდა მშვენიერი ფიგურისა და სახის კანის
შენარჩუნებაში. თან მასსა და მის ვაჟს სულ რაღაც თვრამეტი
წელიწადი ჰყოფდა, რის გამოც ხშირად მისი უფროსი და ეგონათ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა
თავს დედად. შეიძლება უბრალოდ ექსცენტრული ბუნებისა იყო.
მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში გადავიდა და
სექსუალური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა
სულაც შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს იყო, საძინებლები
ჰქონდათ ცალ-ცალკე. მაგრამ როცა დედას მარტოობა შეაწუხებდა,
იოსიას ოთახში შედიოდა, აზრადაც არ მოსდიოდა რამე წამოესხა,
ლოგინში შეუწვებოდა, მიეკვრებოდა და დაიძინებდა.
იოსიას მშვენივრად ესმოდა, რომ დედას ისეთი არაფერი
განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ეს მდგომარეობას ვერ
უმსუბუქებდა. თვითონ დედას კი ეტყობა ვერაფრით შეეგნო, რომ
აგზნებული ბიჭი იძულებული იყო უხერხულ, არაბუნებრივ
პოზაში წოლილიყო.
იოსიას ეშინოდა დედასთან ურთიერთობა ფატალურ
შედეგებამდე არ მისულიყო და გამწარებული ეძებდა ისეთ ქალს,
უსიტყვოდ რომ ჩაუწვებოდა ლოგინში. და რადგან ასეთის პოვნა

91
არ ხერხდებოდა, დროდადრო ხელოვნურად იკმაყოფილებდა
მოთხოვნილებას. უფროს კლასში საღამოობით გამომუშავებული
ფულით სათაკილო დაწესებულებებში ხარჯავდა. თვითონ იოსია
საკუთარ მოქმედებას როგორც მეტისმეტ სექსუალური
დაძაბულობის მოხსნის საშუალებად კი არა, შიშის გამო
აღმოცენებულ მოვლენად აფასებდა.
ალბათ სახლიდან უნდა წასულიყო და დამოუკიდებელი
ცხოვრება დაეწყო. იოსია დიდხანს ფიქრობდა ამაზე. მაშინ როცა
ინსტიტუტში მოეწყო და მაშინაც როცა მუშაობა დაიწყო. თუმცა
ახლა ოცდახუთი წლის ასაკშიც კი ვერა და ვერ გაებედა.
ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ არ იცოდა რა დაემართებოდა
დედას როცა მარტო დარჩებოდა. ისედაც მრავალი წელი, უამრავი
ძალა და ენერგია შეალია იმას, რათა არ განხორციელებულიყო
დედის თვითდამღუპველი (თუმცა კი კეთიმოსურნე) გეგმები.
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ
სახლიდან მიდის და მაშინვე ისტერიკა დაემართება. აქამდე ხომ
ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე
იცხოვრებდა. ცამეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის
არსებობისა. იოსიას მშვენივრად ახსოვს როგორ დარდობდა
დედა, როგორ ინგრეოდა მის გარშემო ყველაფერი. ნეხევარი თვე
თითქმის არაფერს არ ჭამდა, არ ლაპარაკობდა. არ იბანდა, არ
ივარცხნიდა, საცვლებსაც კი არ იცვლიდა. თვიურის დროს თავს
არ უვლიდა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთ
ჭუჭყიანსა და აქოთებულს. გულს ტკენდა იმის გაფიქრებაც კი,
რომ მსგავსი რამ ოდესმე ისევ შეიძლებოდა გამეორებულიყო.

იოსია უმამოა. დაბადებიდან მხოლოდ დედა ჰყავს.

92
ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე ესმის მისგან:
- მამაშენი უზენაესია. - (ასე ეძახდნენ თავიანთ ღმერთს) -
უზენაესის ადგილი კი ზეცაშია. ჩვენთან ცხოვრება არ შეუძლია.
მაგრამ უზენაესი - ესე იგი მამაშენი - ერთთავად თვალყურს
გადევნებს და გიფარავს.
ამასვე ეუბნებოდა მეურვე ტაბატა, რომელიც ლამის
დაბადებიდანვე ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა.
- ვთქვათ და არ გყავს ამქვეყნად მამა. გამოჩნდებიან ბოროტი
ადამიანები, რომლებიც ამისთვის დაგძრახავენ. მაგრამ
სამწუხაროდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს
გადაკრული და საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან.
მაგრამ შენი უზენაესი მამა თვითონ არის ქვეყნიერება. და შენ
ერთიანად მისი სიყვარულით გარშემორტყმული ცხოვრობ. იამაყე
ამით და იცხოვრე ისე, როგორც წესი და რიგია.
- მაგრამ ღმერთი ხომ ყველასთვის ერთია? - კითხულობდა
სკოლაში ახალი მისული იოსია. - მაგრამ მამები ხომ ყველას
სხვადასხვა ჰყავს? ასე არ არის?
- იცი, იოსია, მამაშენი ადრე თუ გვიან გამოგეცხადება.
მოულოდნელად, სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილზე,
მაგრამ აუცილებლად გამოგეცხადება. მაგრამ თუ შენ დაეჭვდები
ან უფრო უარესი - რწმენას მიატოვებ - ის განაწყენდება და მაშინ
დაემშვიდობე ყველაფერს. გასაგებია?
- გასაგებია.
- არ დაგავიწყდება ჩემი სიტყვები?
- არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
თუმცა თუ ალალად ვიტყვით, იოსიას მისი სიტყვები
სერიოზელად არც მიუღია. რატომ? ის სულაც არ გრძნობდა თავს

93
რაღაც განსაკუთრებულ “ღვთის შვილად”. ყველანაირად და
ყველა თვალსაზრისით ჩვეულებრივი ბიჭი იყო. იქნებ პირიქითაც
- ჩვეულებრივზე უარესი: განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა,
შეცდომებისა და დაუდევრობების გროვა. ცამეტი წლისა
მაინცდამაინც კარგად ვერ სწავლობდა, სპორტში იმედის
ნაპერწკალიც არ ჩანდა. ნელა დარბოდა, ძლივს იჭერდა ფეხები,
თან არც მხედველობა უვარგოდა და ხელებიც თითქოს იმ
ადგილას არ ჰქონდა ამოზრდილი. ბეისბოლის მოედანზე ბურთს
ვერ იჭერდა. თანაგუნდელები ბუზღუნებდნენ, მაყურებელი
გოგოები ხითხითებდნენ.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. ”ცხოვრების
ბოლომდე მტკიცე ვიქნები ჩემს რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში,
რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი არაფერი
(ყოველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა
ღმერთია, აუცილებლად შეისმენს ამ უბრალო რამეს”. თუმცა
მუდარა არ ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი ისევ და ისევ
უსხლტებოდა ხელთათმანიდან.
- იოსია, ეს უზენაესის გამოწვევაა, - მკაცრი ტონით ამბობდა
ტაბატა. - ის, რომ ევედრები ცუდი არ არის, მაგრამ უფრო დიდი
რამისთვის უნდა ილოცო. რაღაც კონკრეტულისთვის ლოცვა,
ისეთი რამისთვის, რასაც საზღვარი აქვს, არაფრად არ ვარგა.

როცა იოსიას ჩვიდმეტი შეუსრულდა, დედამ მისი დაბადების


საიდუმლო თუ რაღაც ამის მსგავსი გაანდო.
- დადგა დრო, შენ ეს უნდა იცოდე, - დაიწყო დედამ. -
ახალგაზრდომაში სრულ წყვდიადში ვცხოვრობდი. სულში ქაოსი
სუფევდა, ზუსტად ისე, როგორც პირველქმნილ სამყაროში.

94
შავბნელი ღრუბლები ფარავდნენ ჭეშმარიტების სხივს. იმ დროს
უკვე გამოცდილი მქონდა მამაკაცებთან ურთიერთობა
სიყვარულის გარეშე. ხომ გესმის სიტყვა “ურთიერთობის”
მნიშვნელობა?
- მესმის, - უპასუხა იოსიამ.
როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდებოდა, დედა მოძველებულ
სიტყვებს ხმარობდა. თვითონ იოსიას იმ დროისთვის უკვე
ჰქონდა “სიყვარულის გარეშე ურთიერთობის გამოცდილება”
რამდენიმე ქალთან.
დედა განაგრძობდა:
- პირველად უფროსი სკოლის მეორე კლასში (სკოლა
იაპონიაში სამ ასაკობრივ ჯგუფად არის დაყოფილი - უმცროსი,
საშუალო და უფროსი. უფროსი ჯგუფის მეორე კლასში 16 წლის
ბავშვები სწავლობენ. მთარგმნ. შენ.) დავორსულდი. მაშინ
ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. წავედი
საავადმყოფოში, რომელიც ერთმა ნაცნობმა მირჩია და აბორტი
გავიკეთე. გინეკოლოგი ახალგაზრდა, თავაზიანი კაცი იყო.
ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა თავი.
მითხრა, რომ აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე
სულისთვისაც, თან არც ვენერიული სნეულებით დაავადებაა
გამორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი მომცა
და მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ
ყოველთვის ვხმარობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც
არასწორად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს,
პრეზერვატივის წესიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ
სულელი არა ვარ. ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი

95
თუ არა, მე თვითონ ჩამოვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ ენდობი.
ხომ იცი რა არის პრეზერვატივი?
- ვიცი, - უპასუხა იოსიამ.
- ორი თვის შემდეგ ისევ დავორსულდი, მიუხედავად იმისა,
რომ ორმაგად ვფრთხილობდი. და მაინც ყველაფერი გამეორდა.
პირდაპირ დაუჯერებელია. სხვა რა გზა მქონდა, ისევ იმ ექიმთან
წავედი. შემომხედა და მითხრა, ახლახან არ გაგაფრთხილეო? ნეტა
რას ფიქრობო. ტირილ-ტირილით ავუხსენი, როგორ ვცდილობდი
თავის დაცვას. მაგრამ არ დამიჯერა და გამომლანძღა:
პრეზერვატივით რომ გესარგებლა, ასეთი რამ არ
დაგემართებოდაო. - დედამ იოსიას შეხედა და განაგრძო: - ეს
გრძელი ამბავია. ბოლო-ბოლო, დაახლოებით ნახევარი წლის
შემდეგ, ჩემდა გასაკვირად ამ ექიმს ჩავუწექი ლოგინში. მაშინ
ოცდაათი წლის იქნებოდა, ახალგაზრდა იყო, უცოლო.
ურთიერთობაში ცოტა მოსაწყენი კაცი იყო, მაგრამ წესიერი და
პატიოსანი. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა... მარჯვენა
ყურის ბიბილო აკლდა, ძაღლმა მოაკვნიტა ბავშვობაში.
თავისთვის მიდიოდა და უცებ საიდანღაც ვეებერთელა შავი
ძაღლი გამოხტა. ჰოდა მოაჭამა ყური. “კიდევ კარგი მარტო
ბიბილო, - მეუბნებოდა, - ბიბილოს გარეშეც შეიძლება ცხოვრება.
აი, უცხვიროდ უარეს დღეში ვიქნებოდი”. მეც რა თქმა უნდა
ვეთანხმებოდი.

- ერთმანეთს ვხვდებოდით. თანდათან საკუთარი თავი


დავიბრუნე. მასთან სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი. მისი ნახევარი
ყურიც მომწონდა. ბევრს მუშაობდა, ლოგინში კი იმას მიყვებოდა,
როგორ დამეცვა თავი დაორსულებისგან. როგორ და როდის არის

96
საჭირო პრეზერვატივის გაკეთება, როდის და როგორ უნდა
გაიძრო. მოკლედ თავდაცვის იდეალური საშუალებაა, თუმცა,
მიუხედავად ამისა, მაინც დავორსულდი.
აუცილებელი ანალიზების შემდეგ ორსულობა დადასტურდა.
მაგრამ ბავშვის მამად აღიარებაზე ექიმმა უარი განაცხადა. თქვა,
რომ როგორც სპეციალისტი, ასპროცენტიან ზომებს იღებდა
ორსულობის თავიდან ასაცილებლად და დედა სხვა კაცებთან
ურთიერთობაში დაადანაშაულა.
- ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა.
შენ ხომ იცი როგორი წყენა ვიცი ხოლმე?
- ვიცი.
- სანამ მას ვხვდებოდი, სხვა კაცთან არ ვწოლილვარ. ის კიდე
გარყვნილ გოგოდ მთვლიდა. მას მერე აღარ მინახავს. არც აბორტი
გამიკეთებია. ერთადერთი ფიქრი მქონდა, ავმდგარიყავი და იქვე
მოვმკვდარიყავი. ბატონი ტაბატა რომ არ ყოფილიყო, ალბათ
ბორანზე დავჯდებოდი და ზღვას მივცემდი თავს. მაშინ
სიკვდილის არ მეშინოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, შენც არ
იქნებოდი ეხლა. მაგრამ ბატონმა ტაბატამ ჭეშმარიტების გზაზე
დამაბრუნა და ამით გადამარჩინა. როგორც იქნა ვიხილე
სინათლის პაწაწკინტელა სხივი. და სხვა მორწმუნეთა
დახმარებით ამ ქვეყანას მოგავლინე.
დედასთან შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტაბატამ თქვა:
- მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომისა, შენ მაინც
ორსულდებოდი. თანაც სამჯერ ზედიზედ. გგონია ეს
შემთხვევითია? მე ასე არ ვფიქრობ. რიცხვი სამი უზენაესის
გამოცხადების ნიშანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოოძაკი-სან,
ღმერთი თქვენგან ბავშვის გაჩენას თხოულობს. და ეს ბავშვი

97
შემთხვევითი ვინმესი კი არა, ცათა შინა მყოფისაა. ბიჭს იოსია
დავარქვათ (იოსი იაპონურად სიკეთეს ნიშნავს).
როგორც იწინასწარმეტყველა ტაბატამ, ბიჭი დაიბადა. იოსია
დაარქვეს. მას შემდეგ დედა არც ერთ მამაკაცთან აღარ წოლილა,
მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა.
- გამოდის, - გაუბედავად იკითხა იოსიამ, - ჩემი
ბიოლოგიური მამა ის ექიმი-გინეკოლოგია?
- არა, რას ამბობ! ის იდეალურად იცავდა თავს. როგორც
ბატონი ტაბატა ამბობს, მამაშენი უზენაესია. შენ სქესობრივი
აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით გაჩნდი, - მოკლედ
მოჭრა, თან ელვა გაუკრთა თვალებში.
როგორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც
ამბობდა. მაგრამ იოსიას ეჭვიც არ შეპარვია: მამამისი ექიმი-
გინეკოლოგია. ეტყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი რა
უნდა მომხდარიყო?
- ექიმმა რა, იცის ჩემი დაბადების შესახებ?
- ვფიქრობ, არა, - უპასუხა დედამ, - საიდან უნდა იცოდეს, თუ
მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს?

მამაკაცი ჩიოიკოს ხაზზე აბიკოს მომართულებით მიმავალ


ვაგონში ჩაჯდა. იოსიაც იმავე ვაგონში შეხტა. საღამოს თერთმეტ
საათზე ვაგონში ხალვათობაა. კაცი დაჯდა, პორტფელიდან
ჟურნალი ამოიღო. მონიშნულ გვერდზე გადაშალა. იოსიას
მოეჩვენა, რომ რაღაც სპეციალური ჟურნალი იყო. მოპირდაპირე
მხარეს ჩამოჯდა, გაზეთი გაშალა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს
კითხულობდა. თხელ-თხელი კაცი იყო, თლილი, სერიოზული
სახე ჰქონდა. “ექიმსა ჰგავს”, გაიფიქრა იოსიამ. ზუსტად იმდენისა

98
უნდა იყოს და რაც მთავარია, მარჯვენა ყურის ბიბილო არ
ჰქონდა. თან ისე ჩანს, თითქოს მართლა ძაღლის ნაკბენის
კვალიაო.
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო
იოსიამ. მაგრამ მან არ იცის რომ ამ ქვეყნად ვარსებობ მე. და ახლა
რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ დარწმუნებულია,
რომ იდეალურად იცავდა თავს.
მატარებელი გასცდა სინ-ოჩიანუ-მიცუს სადგურს, სენდაგის,
მაჩიას და მიწის ზედაპირზე ამოვიდა. ყოველი სადგურის შემდეგ
სულ უფრო კლებულობდა მგზავრები. კაცი ჟურნალს
კითხულობდა და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. ადგომას არ
აპირებდა. იოსია დროდადრო გამომცდელად გახედავდა და
სურვილის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა საღამოს გაზეთის
კითხვას. თან წინაღამის ამბებსაც იხსენებდა. თავის
უნივერსიტეტელ მეგობართან და მის ორ ნაცნობ გოგოსთან
ერთად გადაწყვიტეს როპონგიზე დაელიათ. თუ როგორ
გადაინაცვლეს მერე ყველამ დისკოტთეკაზე ეს ახსოვდა, უფრო
სწორად, როგორღაც აღიდგინა ეს ფაქტი მეხსიერებაში. “მერე რა
იყო იმ გოგოსთან? არა, მგონი არაფერიც არ იყო. ისე გავიტრიტე,
რომ მაგის თავი არც მქონდა”.
საღამოს გაზეთის ახალი ამბების განყოფილება ისევ
მიწისძვრაზე სტატიებით იყო აჭრელებული. დედა სხვა
მორწმუნეებთან ერთად ერთერთი რელიგიური ორგანიზაციის
ოფისში დაბინავდნენ. ყოველ დილით გატენიდნენ ზურგჩანთებს
პირველი მოხმარების ნივთებითა თუ პროდუქტით და
საგარეუბნო მატარებლით იქამდე მიდიოდნენ, სადამდეც
შეიძლებოდა მისვლა. მერე ფეხით მიდიოდნენ აყრილ-დაყრილი

99
გზატკეცილით კობემდე. იქ ხალხს თან მოტანილს ურიგებდნენ.
შვილთან ტელეფონით საუბრისას ამბობდა, რამდენს იწონიდა
ზურგჩანთა, ხანდახან მთელ თხუთმეტ კილოგრამს. იოსიას
ეჩვენებოდა, რომ მის წინ მჯდარ კაცსა და იმ ადგილს ტრილიონი
სინათლის წელიწადი აშორებდა ერთმანეთს.

სანამ იოსია დაწყებით სკოლაში სწავლობდა, კვირაში


ერთხელ დედასთან ერთად დადიოდა ქადაგებაზე. ამ
ორგანიზაციაში ქადაგება სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. ლამაზი
იყო, ახალგაზრდა, ყველაფრის მიხედვით ალბათ განათლებულიც
(რაც სიმართლეს შეეფერებოდა), ადამიანებს თბილად
ეპყრობოდა. და კიდევ თან პატარა ბიჭიც ედგა გვერდით.
ადამიანები უნებურად კარგავდნენ სიფხიზლეს. მათ არ
აინტერესებდათ რელიგია, მაგრამ თანახმა იყვნენ მისთვის
დაეგდოთ ყური. დედა სადა, მაგრამ თავისი ფიგურისთვის
მომგებიან კოსტიუმს იცვამდა, სახლებში დადიოდა, რელიგიურ
ბუკლეტებს ავრცელებდა და სახეზე ღიმილით, ყოველგვარი
დაძალების გარეშე უყვებოდა რა ბედნიერებაა რწმენაში
ცხოვრება. ასეთივე ღიმილით სთავაზობდა დახმარებას, თუ რამე
პრობლემა შეექმნებოდათ.
- ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ჩვენ მხოლოდ გავცემთ, -
მხურვალედ არწმუნებდა თვალებში სხივჩამდგარი. - ჩემი სული
ადრე წყვდიადში ბორგავდა, მაგრამ ამ მოძღვრების დახმარებით
გადავრჩი. ეს ბიჭი მუცელში მყავდა, როცა მასთან ერთად ზღვაში
გადავარდნა და თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ უზენაესმა
ზეციდან გამომიწოდა ხელი და ახლა შვილთან და უზენაესთან
ერთად ნათელში ვცხოვრობ.

100
იოსიას არ უჭირდა დედასთან ხელჩაკიდებულს უცხო
სახლებში სიარული. ასეთ წუთებში დედა საოცრად ნაზი იყო,
მისი ხელი - თბილი. არც თუ იშვიათად არაფრის მოსმენა არ
სურდათ და აგდებდნენ სახლებიდან. ამიტომ ახარებდათ
ნებისმიერი თბილი სიტყვა და ძალიან ამაყობდნენ, როცა ახლად
გამომცხვარ მორწმუნეს იშოვიდნენ. მაშინ იოსია ფიქრობდა: “აი
ეხლა კი ჩემი მამა-უფალი ბოლოს და ბოლოს მაღიარებს”.
თუმცა, როგორც კი გადავიდა საშუალო სკოლაში, რწმენაზე
უარი თქვა. მასში ეგოიზმმა გაიღვიძა. ახლა უკვე აღარ შეეძლო
მიეღო საზოგადოებრივ აზრთან შეუთავსებელი ორგანიზაციის
მკაცრი მცნებები. თუმცა მარტო ეს არ იყო - რწმენას ძირითადად
მშობლების უსაზღვრო გულგრილობამ ჩამოაშორა. სული
დაუმძიმდა. იქ სიბნელემ ჩაიბუდა, გულში - ქვამ. დედას ძალიან
სწყინდა შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ იოსია ურყევად იდგა
თავისაზე.

მამაკაცმა ჟურნალი პორტფელში ჩადო, ადგა და კარისკენ


წავიდა. ეს იყო ბოლო სადგური ჩიბას პრეფექტურის წინ. იოსია
უკან მიჰყვა. მამაკაცმა ჯიბიდან სამგზავრო ტალონი ამოიღო და
ტურნიკეტი გაიარა. იოსია შეჩერდა - სპეციალურ ავტომატში
ფულის დამატება იყო საჭირო. კინაღამ არ დააგვიანა, როცა
მამაკაცი ტაქსიში ჯდებოდა. იოსია მომდევნო მანქანაში შეხტა და
საფულედან ათი ათას იენიანი ახალი კუპიურა ამოიღო.
- აი იმ ტაქსს მიყევით.
მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა იოსია, მერე კუპიურა.
- რამე სახიფათოა? კრიმინალი ხომ არ არის?

101
- საშიში არაფერია, - დაამშვიდა იოსიამ. - ჩვეულებრივი
თვალთვალია.
მძღოლმა უხმოდ გამოართვა კუპიურა და მანქანა დაძრა.
- მაგრამ მრიცხველის მიხედვითაც გადაიხდით. უკვე ჩავრთე.
ორი მანქანა ჟალუზებდაშვებული სავაჭრო კვარტლის
გასწვრივ გასრიალდა, რამდენიმე მოტიტვლებული ადგილი
გაიარეს, უკან მოიტოვეს განათებულფანჯრებიანი საავადმყოფო
და იაფფასიანი მშენებლობების პატარ-პატარა ნაკვეთები. გზაზე
მოძრაობა თითქმის არ იყო, ამიტომ დევნა არ ჭირდა და არც
მაინცდამაინც თავგადასავალს წააგავდა. მძღოლი ნელ-ნელა
ეშხში შევიდა: ხან ჩამორჩებოდა, ხან ისევ შეამცირებდა
დისტანციას.
- ღალატის საქმეს იძიებთ?
- არა, რაღაც ტვინებზე ნადირობას უფრო ჰგავს - ორი ფირმა
ერთ სპეციალისტზე ნადირობს.
- ოჰო, - გაიკვირვა მძღოლმა, - არ ვიცოდი თუ კონკურენციამ
ასეთ მასშტაბებს მიაღწია.
საცხოვრებელი სახლები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდათ,
ქარხნებითა და მდინარის გასწვრივ ჩარიგებული საწყობებით
სავსე სამრეწველო რაიონში აღმოჩნდნენ. გარშემო სულიერის
ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ახალ-ახალი ფარნები
გამოკრთებოდნენ ხოლმე სიბნელიდან. პირველმა მანქანამ
მკვეთრად დაამუხრუჭა მაღალ და გრძელ ბეტონის კედელთან.
იოსიას მძღოლმა დროზე შენიშნა სტოპ-სიგნალები, ასი მეტრის
მოშორებით შეაჩერა მანქანა და ფარები ჩააქრო. ბეტონის ღობის
გარდა არაფერი არ ჩანდა, მარტო მდუმარედ მდგარი ლამპები
ანათებდნენ ასფალტს. თითქოს დანარჩენ სამყაროს იწვევსო,

102
კედლის თავს მავთულხლართების რიგები გასდევდა. წინა
მანქანის კარი გაიღო და უბიბილოო კაცი გადმოვიდა. იოსიამ
მძღოლს უსიტყვოდ გაუწოდა ორი ათასიენიანი.
- აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდებით
უკან. იქნებ დაგელოდოთ? - იკითხა მძღოლმა, მაგრამ იოსიამ
უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით
გაჭიმულ გზას. ისევე როგორც მეტროს სადგურში, მისი ნაბიჯები
ნელი და მოზომილი იყო. კარგად აწყობილ რობოტს ჰგავდა,
მაგნიტით რომ იზიდავენ საიდანღაც. იოსია პალტოს
საყელოებაწეული მისდევდა კაცს, ცდილობდა შეუმჩნეველი
დარჩენილიყო, დროდადრო თეთრ ორთქლს უშვებდა პირიდან.
მის ყურამდე მხოლოდ მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის ჭრიალი
აღწევდა. იოსიას რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელი სულ უხმოდ
მიაბიჯებდა ასფალტზე.
ირგვლივ სიცოცხლის სულ მცირე ნიშანწყალიც არ იყო,
სიზმარში ნანახ პეიზაჟს ჰგავდა. დასრულდა გრძელი ღობე და
ძველი მანქანების საყრელი გამოჩნდა. მანქანები ღობის იქით
ახოხოლავებულიყვნენ. წვიმებისგან საღებავი უკვე გასცლოდათ
და ლამპების შუქზე საბოლოოდ დაჰკარგოდათ ფერი. მამაკაცი არ
შეჩერებულა. იოსიას ვერაფერი გაეგო. ნეტა რისთვის გადმოვიდა
ტაქსიდან ამ შემზარავ ადგილას? სად ბრუნდებოდა, შინ? თუ
ცოტა გასეირნება გადაწყვიტა? მაგრამ თებერვლის ღამე
სეირნობისთვის მაინცდამაინც შესაფერი დრო ვერ არის, ცივა.
სუსხიანი ქარი დროდადრო ზურგში სცემდა იოსიას.
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი
გაიჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც შეწყდა, ვიწრო შესახვევი

103
გამოჩნდა. მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ
შეუხვია. შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის
გარკვევა, რა იყო იქით. იოსია ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მაინც
შეაბიჯა სიბნელეში მამაკაცის კვალდაკვალ. რადგან აქამდე
მოვიდა, უკან გაბრუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო
მოქცეული. სწორი იყო და ვიწრო. იმდენად ვიწრო, რომ კაცს ვერ
ასცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის ჭრიალი ისმოდა.
იმავე ტემპით მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სიმათლის
სხივი ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა. მაგრამ მალე ისიც
დაიკარგა.
ნუთუ შენიშნა რომ უთვალთვალებდნენ? ალბათ შეჩერდა,
სუნთქვა შეიკრა და იცდის. წყვდიადში იოსიას გული
ეკუმშებოდა. სუნთქვა აღიდგინა და ისევ განაგრძო გზა. რა
მნიშვნელობა აქვს შეამჩნევს თუ არა თვალთვალს? ასე უკეთესიც
არის: საშუალება ექნება პირდაპირ, ღიად გაუბას საუბარი. მაგრამ
შესახვევი თუ გასასვლელი დამთავრდა. ჩიხი. წინ გზა რკინის
ღობით არის გადაკეტილი. თუმცა თუ კარგად დააკვირდები,
ნაპრალი ჩანს – თავისუფლად გაძვრება ადამიანი. აშკარად
ვიღაცამ გააკეთა ეს გასაძრომი. იოსიამ პალტოს კალთები აიკეცა,
დაიხარა და ნაპრალში ჩაყვინთა. მინდორში აღმოჩნდა. არა,
მინდორში კი არა, უფრო მოედანზე. იოსია მთვარის მკრთალ
შუქზე იდგა და ცდილობდა გარკვეულიყო სად მოხვდა.
კაციშვილი არ ჩანდა.
ბეისბოლის მოედანი. მოედნის ბოლოში, რკალის ცენტრში
იდგა. ბალახი ფეხქვეშ გათელილია, ალაგ-ალაგ არის ამოჩრილი.
“ქალაქის” იქით, სტადიონის მეორე მხარეს დამცველი ბადის შავი

104
ფრთები მოჩანდა. პიტჩერის ბორცვი წანაზარდივით მოჩანდა
მიწის ზედაპირზე. აუტფილდის გასწვრივ რკინის მავთულია
გაჭიმული. ქარი აქეთ-იქით დაათრევს კარტოფილის ჩიპსების
პარკს.
იოსიამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შეჩერდა იმის მოლოდინში
თუ რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. მარჯვნივ
გაიხედა, მერე მარცხნივ, სადაც პიტჩერი ეგულებოდა, მიწას
დახედა ფეხებთან და ცისაკენ ასწია თავი. იქ გარკვევით
იხატებოდა რამდენიმე ღრუბლის კონტური. მთვარის შუქზე მათი
სილუეტები უცნაურად ანათებდა. ბალახებიდან სულ ოდნავ
სცემდა ძაღლის ექსკრემენტების სუნი. მამაკაცი გაქრა. უკვალოდ.
ახლა აქ ტაბატა რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა:
- ხედავ, იოსია, როგორი მოულოდნელი ფორმით
გამოგვეცხადება ხოლმე უზენაესი.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის
კიბოთი. ბოლო რამდენიმე თვე ისე იტანჯებოდა, რომ საცოდავი
სანახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია ღმერთს.
მხოლოდ ის სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა
ისე მკაცრად იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან შედარებით ისე
ახლოს იყო ღმერთთან, რომ იოსიას აზრით მარტო ლოცვების
ამარა უნდა ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე
კონკრეტულია და საზღვარიც აქვს). თანაც, - სხვათა შორის
გაიფიქრა იოსიამ, - რატომ არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია
გამოცადოს ადამიანები, ადამიანებს კი არა?

საფეთქლებში ტეხდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, წუხანდელი


სიმთვრალისა იყო თუ სხვა რამის. მოიღუშა, ჯიბეებიდან ხელები

105
ამოიღო და ნელი, ფართო ნაბიჯით წავიდა “ქალაქისკენ”. სულ
ახლახან სუნთქვაშეკრული მისდევდა კაცს, რომელიც მამას
აგონებდა და სხვა არაფერზე ფიქრობდა. მაგრამ აი სრულიად
უცნობ ადგილას, რომელიღაც პატარა ქალაქის ბეისბოლის
სტადიონზე აღმოჩნდა. საკმარისი იყო მამაკაცი გამქრალიყო და
იოსიამ დაკარგა მთელი თავისი მოქმედებების
თანმიმდევრულობის შეგრძნება. თვითონ აზრი უკვე
დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნდება. ზუსტად ისე,
როგორც ადრე “ფლაი-აუტი” შეიცავდა სიკვდილ-სიცოცხლის
ამოუხსნელ ამოცანას, მერე კი სულაც დაკარგა თავისი
მნიშვნელობა.
მაინც რა მინდოდა? - გზადაგზა ეკითხებოდა თავს იოსია. ან
თვითონ ვცდილობდი შემემოწმებინა კავშირი იმასთან, რაც აქ
არის, ანდა იმედი მქონდა, რომ ახალ სცენარში მომათავსებენ და
უფრო მნიშვნელოვან როლს შემომთავაზებენ? არა, ასე არ არის. მე
მივდევდი წყვდიადის კუდს, რომელიც თვითონ ჩემში ზის.
სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი, გავეკიდე, ჩავეჭიდე
კიდეც და ბოლოს და ბოლოს უფრო მრუმე წყვდიადში ამოვყავი
თავი. მე მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ.
იოსიას სული ადგილსა და დროში ერთიან, მშვიდსა და
ნათელ ადგილას მოხვდა. ახლა მისთვის სულერთი იყო, ვინ იყო
ის მამაკაცი: მამა, ღმერთი თუ სრულიად უცხო ადამიანი,
რომელმაც სადღაც დაკარგა ყურის ბიბილო. იქ უკვე ერთი
გამოვლენა, ერთი იდუმალი ნაკვალევი იყო. დიდება უზენაესს?
პიტჩერის ბორცვზე ავიდა, სანახევროდ გაცვეთილ
ფირფიტაზე დადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიშალა
მხრებში. თითები გადააჯვარედინა და თავზემოთ შემართა. მერე

106
ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და კიდევ ერთხელ ახედა
მთვარეს. ვეებერთელა იყო. ხან იზრდება, ხანაც პატარავდება,
ნეტა რატომ? პირველი და მესამე ბაზის იქით პატარა ტრიბუნები
ჩანდა. რა თქმა უნდა, შუა თებერვალში იქ არავინ არ არის. მარტო
სამი სწორი და გათოშილი სკამების მჭიდრო რიგია გაჭიმული.
ბადის იქით რამდენიმე პირქუში შენობაა, ალბათ საწყობი. არც
სინათლეა, არც ჩქამი არ ისმის.
შემაღლებულზე რომ იდგა იოსია ხელებს ამოძრავებდა –
ზევით, განზე, ქვევით. რიტმში ფეხებსაც აყოლებდა, ხან ერთს,
ხან მეორეს, ხან წინ, ხან განზე, ცეკვას ჰგავდა. ნელ-ნელა გათბა,
ცოცხალი სხეულის შეგრძნება დაუბრუნდა. თან თავის
ტკივილმაც გაუარა.

უნივერსტეტელი მეგობარი გოგო “ბაყაყს” ეძახდა. რატომ?


რომ ცეკვავდა ბაყაყს ჰგავდა. იმ გოგოს ცეკვა უყვარდა და ხშირად
დაჰყავდა დისკოთეკებზე.
-შენ თვითონ ვერ ხედავ რამსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს?
კი არ ცეკვავ, დაატყაპუნებ. მაგრამ ისეთი კარგი ხარ, როგორც
ბაყაყი წვიმაში. - ეტყოდა ხილმე.
იოსიას ამის მოსმენა არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ
მიატოვა და რაღაც დროის შემდეგ ცეკვაც შეუყვარდა. საკმარისი
იყო მუსიკის რიტმს აჰყოლოდა და მაშინვე რელურად გრძნობდა
როგორ თანხვდებოდა მისი სხეულის ბუნებრივი რიტმი სამყაროს
ძირითად რიტმს. მიქცევა და მოქცევა, მდელოზე მონავარდე ქარი,
ვარსკვლავების მოძრაობა - მეც ცალსახად ვარ დაკავშირებული ამ
ყველაფერთან, - ფიქრობდა იოსია.

107
გოგო ეუბნებოდა, რომ არასდროს არ უნახავს ასეთი დიდი
პენისი.
- ასეთი დიდი რომ გაქვს, ცეკვაში არ გიშლის? - ხელს
მოჰკიდებდა და ისე ეკითხებოდა.
- არა, რას ამბობ, სულაც არ მიშლის, - პასუხობდა იოსია.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან
მოყოლებული. მაგრამ რამეში რომ გამოდგომოდეს, გახსენებით
ვერაფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის გამო
უარიც კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი
მეტისმეტად დიდი იყო, ზორზოხი და იდიოტურად ტლანქი
შესახედაობა ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან მოეფარებინა.
- ის, რომ იოსიას ასეთი ვეებერთელა მეურნეობა აქვს,
ღვთიშვილობის ნაღდი ნიშანია, - სიამაყით ამბობდა დედა.
თვითონ იოსიასაც სჯეროდა ამისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს
ყველაფერი საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს
ვევედრებოდი, ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან კი
ასეთი მსხვილი ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია
შესაძლებელი მსგავსი გარიგება?
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. “დიდი ამბავი,
ვითომ რატომაც არა. ვიცეკვებ. - გაიფიქრა. - არც ეს არის ცუდი”.
თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს ისრუტავდა და მარტო
ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით
გაიხსენა ხალისიანი მუსიკა და ბალახის შრიალს, ღრუბლების
დინებას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებს.
აშკარად იგრძნო ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც
გრძნობდნენ ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ვინც არ

108
უნდა ყოფილიყო. თუკი უნდა ყურება, უყუროს. ყველა
ღვთიშვილს შეუძლია იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა
ჰაერში. თითოეული მისი მოძრაობა მომდევნოს იწვევდა და
რიტმულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა ფიგურებს
ხატავდა, თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია,
ექსპრომტი იკითხებოდა. რიტმის უკუღმა პირიდან სხვა რიტმი
იყო, მათ შორის კი უჩინარი მესამე. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ
მოახერხა მათ მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში,
როგორც სურათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი ცხოველები
აფარებდნენ თავს. მათ შორის აქმდე არნახული საშინელი
მტაცებლები. მალე ის ამ ტყეს გაივლის. მაგრამ შიშს ვერ გრძნობს.
ანდა რატომ უნდა იგრძნოს - ეს ტყე ხომ თვითონ მასშია. ტყე,
რომელიც თვითონ გააშენა და ეს მხეცებიც იქა ჰყავდა.
იოსიას არ ახსოვდა რამდენ ხანს ცეკვავდა. ალბათ დიდხანს.
იქამდე ცეკვავდა, სანამ ერთიანად არ დასველდა. მერე კი უცებ
მიწის ფსკერზე იგრძნო თავი. თავდაჯერებულად მიაბიჯებდა.
გარშემო მრუმე წყვდიადის ყრუ ბუბუნი ისმოდა, ადამინთა
სურვილების იდუმალი ნაკადი მოედინებოდა, ფუთფუთებდნენ
ლორწოვანი მწერები. მიწისძვრების ბუნაგი, რომელმაც ქალაქი
ნანგრევებად აქცია. და ეს ყველაფერი მიწის ერთადერთი
შეტოკებაა. იოსიამ ცეკვა შეწყვიტა, სული მოითქვა და ფეხქვეშ
დაიხედა - თითქოს უძირო უფსკრულში იყურებოდა.
დედასა და დანგრეულ ქალაქზე ფიქრობდა. დრო რომ უკან
დაბრუნდეს და დღევანდელ მეს შეეძლოს შეხვედრა დედასთან,
როცა მისი სული ჯერ კიდევ წყვდიადში დაბორიალობდა, ნეტა
რა გამოვიდოდა? ალბათ ორივე დავიბნეოდით, ერთმანეთს

109
შევერწყმებოდით, ერთმანეთს ვშთანთქავდით და სასტიკად
დავისჯებოდით. მაგრამ ვის აღელვებს ეს? კავმა რომ თქვას,
შურისგება გაცილებით ადრე გველოდა. ქალაქი ჩემს გარშემო
უნდა დანგრეულიყო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობარი გოგო
ქორწინებაზე ალაპარაკდა:
- მინდა ცოლად გამოგყვე, ჩემო ბაყაყო. შენთან მინდა
ვიცხოვრო და ბავშვი გაგიჩინო. ბიჭი, ისეთივე დიდი
მეურნეობით, როგორიც შენ გაქვს.
- არ შემიძლია, - უპასუხა იოსიამ. - ადრე არ მითქვამს
შენთვის, მაგრამ მე ღვთიშვილი ვარ. ამიტომ არ შემიძლია
დავქორწინდე პირველ შემხვედრზე.
- რა, მართლა?
- მართლა, - უპასუხა იოსიამ. - მართლა. თუ შეიძლება,
მაპატიე.
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით
ქვიშა მოხვეტა და ნელა გასცრა თითებშუა. კიდევ მოხვეტა ერთი
მუჭა, მერე კიდევ... ცივი ქვიშა თითებშუა იწრიტებოდა. იოსიას
გაახსენდა უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას
გაძვალტყავებულ ხელს.
- იოსია, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, - ხრიალით
ამბობდა ტაბატა. იოსიამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ტაბატამ
სუსტი მოძრაობით ანიშნა. - ესეც საკმარისია. ცხოვრება
კოშმარული სიზმარია. მე გზა მიჩვენეს და აქამდე მოღწევა
შევძელი. მაგრამ სიკვდილის წინ აი რა მინდა გითხრა. მრცხვენია
ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა. მე ხშირად მომდიოდა თავში
უკეთური აზრები დედაშენზე. როგორც იცი, ოჯახი მყავს და მე

110
ჩემი ოჯახი მთელი გულით მიყვარს. დედაშენს კი უცოდველი
სული აქვს. მიუხედავად ამისა, მე მისი სხეული მწყუროდა. და
ვერც შევიკავე თავი. ამისათვის პატიება მინდა გთხოვო.
“საბოდიშო აქ არაფერია. “უკეთური აზრები” მხოლოდ თქვენ
არ გსტუმრობდნენ. მე, მისი შვილიც კი ცთუნების ზღვარზე
ვიდექი”, უნდოდა ეთქვა იოსიას, მაგრამ გადაიფიქრა. იტყოდა და,
მხოლოდ გაანაწყენებდა ტაბატას. იოსიამ უხმოდ აიღო მისი ხელი
და დიდხანს ეჭირა ასე. თითქოს ხელის საშუალებით უნდოდა
გადაეცა ყველაფერი, რაც მის სულში ხდებოდა. ჩვენი გული ქვა
არ არის. დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული
კი არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ჩვენ
უსასრულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები
სუბსტანცია. ყველა ღვთიშვილს შეუძლია ცეკვა. მეორე დღეს
ტაბატა აღესრულა.
იოსია პიტჩერის წრეზე იდგა და თავი დროის
მდინარებისთვის მიენდო. სადღაც შორიდან სასწრაფო
დახმარების სირენის ხმა ისმოდა. დაუბერა ქარმა, ააშრიალა
ბალახი, ყური მიუგდო მის სიმღერას და ისევ ჩადგა.
- ღმერთო, - აღმოხდა იოსიას.

111
სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით
(თარგმანი ჟანრი და ლუიზა ლოდეშვილებისა)

დავბადებულვარ 1951 წლის 4 იანვარს, მეოცე საუკუნის


მეორე ნახევრის პირველი წლის, პირველ-სავე კვირაში. ჩემმა
მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ამაში იყო რაღაც
დასამახსოვრებელი და ჰაჯიმე დამარქვეს, რაც ”დასაწყისს”
ნიშნავს. სხვა მხრივ კი არაფრით გამოირჩეოდა ჩემი დაბადება.
მამა დიდ საბროკერო ბირჟაში მუშაობდა, ხოლო დედა
დიასახლისობდა. მამა სტუდენტი იყო, როცა საომრად გამოიძახეს
და სინგაპურს გაამგზავრეს. ომის დამთავრების მერე, იქ ერთხანს
ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული. სახლი სადაც დედა
ცხოვრობდა 1945 წელში BB-29-ით დაბომბვის შემდეგ
დანგრეულა. მათი თაობა ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდა
ომისგან.
მე როცა გავჩნდი, ვეღარც კი იფიქრებდით, ომი ოდესმე თუკი
ყოფილა. არც გადამწვარი ნანგრევები ჩანდა ირგვლივ და აღარც
საოკუპაციო ჯარი იდგა. ფირმამ მამას საცხოვრებელად სახლი
მისცა ერთ პატარა მყუდრო ქალაქში. სახლი ომამდე იყო
აშენებული, ცოტა მოძველებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი
ფართი ჰქონდა, ეზოში ნაძვები ხარობდნენ, ქვაში ჩადგმული
რამდენიმე შუქურა და პატარა გუბურაც კი გვქონდა.
ქალაქის შემოგარენში ვცხოვრობდით, იქ სადაც ძირითადად
საშუალო კლასი ბინადრობდა. ჩემი სკოლელებიც ასეთივე ცალკე
112
სახლებში ცხოვრობდნენ, ზოგიერთნი ცოტათი უფრო დიდშიაც
კი, მაგრამ ყველას ერთნაირი მთავარი შესასვლელი და ნაძვნარი
ეზო ჰქონდა. ჩემი ამხანაგების მამები, კომპანიების
თანამშრომელნი, ანდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები
იყვნენ. არცერთი ჩემი ამხანაგის დედა არ მუშაობდა. ყველას
სახლში ჰყავდა ძაღლი ან კატა. რამდენადაც ვიცოდი, არავინ
ცხოვრობდა არც მრავალბინიან სახლში და არც აპარტამენტებში.
მოგვიანებით ქალაქის სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად,
მაგრამ იქაურობაც გარეგნულად ისევე გამოიყურებოდა. ასე, რომ
სანამ ტოკიოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში არ გადავედი
სასწავლებლად, მეგონა ადამიანები საკუთარ სახლებში
ცხოვრობდნენ, ეზოში ნაძვნარი ედგათ, შინაური ცხოველები
ჰყავდათ და სამსახურში კოსტუმში გამოწყობილნი დადიოდნენ.
სხვა სტილის ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
იმ ქალაქში, სადაც მე ვიზრდებოდი, ოჯახებში ჩვეულებრივ
ორი, ან სამი შვილი ჰყავდათ. ბავშვობის დროინდელი ჩემი
ამხანაგებიც სწორეთ ასეთი ოჯახიშვილები იყვნენ. თუ ოჯახი
ორშვილიანი არ იყო, მაშინ მათ სამი შვილი ჰყავდათ და პირიქით,
თუ ოჯახი სამშვილიანი არ იყო, მაშინ მათ ორი შვილი უნდა
ჰყოლოდათ. ექვს, ან შვიდშვილიანი ოჯახები მართლაც ძალიან
დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იშვიათობა
ერთშვილიანი ოჯახი გახლდათ.
ისე მოხდა, რომ ჩვენ უიშვიათეს ოჯახთა რიცხვს
მივეკუთვნებოდით, რადგან მე დედისერთა ვიყავი. ამის გამო
თავს დიდხანს არასრულფასოვნად ვთვლიდი, თითქოს
სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი, მოკლებული იმას, რაც
ყველას ჰქონდა.

113
არ მსიამოვნებდა სიტყვა “დედისერთა”. ყოველთვის როცა კი
მესმოდა ეს სიტყვა, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს
მახსენებდნენ, რომ ჩემს პიროვნებას რაღაცა აკლდა - თითქოს
სრულყოფილი ადამიანი არ ვყოფილიყავ და თითქოს ამ სიტყვის
წარმომთქმელი თითს ჩემსკენ ბრალმდებელივით იშვერდა.
იმ გარემოში სადაც ვიზრდებოდი, ყველა დარწმუნებული
იყო, დედისერთები მშობლების მიერ ზედმეტად
განებივრებულნი, თავნებანი და ჭირვეულები არიანო. ეს ისეთივე
ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, როგორც ის, რომ მაღლა ასვლისას
წნევა ვარდება, ანდა ძროხები რძეს, რომ იძლევიან. ამიტომ იყო
რომ ჭირის დღესავით მეჯავრებოდა, როცა ვინმე მეკითხებოდა,
თუ რამდენი და ან ძმა მყავდა. როგორც კი ჩემს პასუხს
მოისმენდნენ, რომ არც ერთი არ მყავდა, ინსტიქტურად
გაიფიქრებდნენ "აჰ, დედისერთაა? განებივრებული და თავნება
იქნება!" მათი ასეთი რეაქცია ტკივილს მაყენებდა და ცუდ
ხასიათზე ვდგებოდი, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეული იყო და
კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებდა, იმის შეგრძნება, რომ
რასაც ისინი ჩემზე ფიქრობდნენ, სრული სიმართლე გახლდათ.
დაწყებით სკოლაში, ექვსი კლასის მანძილზე, მე მხოლოდ
ერთ დედისერთას შევხდი. ის გოგონა დღესაც კარგად მახსოვს,
დავუმეგობრდი და მასთან ათას რამეზე ვლაპარაკობდი. ჩვენ
კარგად ვუგებდით ერთმანეთს და არ შეცდებით, თუ იფიქრებთ,
რომ მიყვარდა კიდეც.
შიმამოტო ერქვა. ახალდაბადებული პოლიომიელიტით
დაავადებულიყო და მარცხენა ფეხი ოდნავ უფრო მძიმედ
მიჰქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენს სკოლაში მეხუთე კლასის
ბოლოს გადმოვიდა სხვა სკოლიდან, ამიტომ ჩემთან შედარებით,

114
ის ბევრად უფრო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო და
ჩემი პრობლემები მის ფონზე ბევრად უფრო მსუბუქი ჩანდა.
ფსიქოლოგიურმა სტრესმა ეს პატარა, დედისერთა გოგონა,
გააძლიერა და იმაზე უფრო თავდაჭერილი გახა-და ვიდრე მე
როდისმე ვყოფილვარ. არასდროს წუწუნებდა და არავის უჩიოდა.
ვერ მიხვდებოდით თუ რა ულხინდა. რაც არ უნდა მომხდარიყო
მის თავს, მას ყოველთვის შეეძლო გაეღიმა და თუ უარესი
ხდებოდა მის თავს, მისი ღიმილი კიდევ უფრო ფართო ხდებოდა.
მე მიზიდავდა მისი ღიმილი, ის მაწყნარებდა და მამშვიდებდა.
"ყველაფერი კარგად იქნება, ესეც მოითმინე და მალე ყველა
ტკივილი გაგივლის" თითქოს მეუბნებოდა მისი ღიმილი. წლების
მერეც, როცა მასზე ვფიქრობ, პირველი რაც მახსენდება, მისი
ღიმილია.
შიმამოტო ყველასთან თავაზიანი იყო და მასაც ყველა პატივს
სცემდა. ამით ჩვენ ერთმანეთისგან დიდად განვსხავდებოდით,
თუმც ორივე დედისიერთები ვიყავით. ეს რა თქმა უნდა, არ
გულისხმობდა, რომ ის ძალიან მოსწონდათ. არა, უბრალოდ, არ
აბეზრებდნენ და არ დასცინოდნენ. მეგობრობით კი, ჩემს მეტი
ნამდვილი მეგობარი მას არ ჰყოლია.
სხვა ბავშვები მას მეტისმეტად ცივ და ზედმეტად
თავდაჭერილად სთვლიდნენ. მე კი შევამჩნიე, რომ ის მეტად
სათუთი, ნაზი და მიმნდობი ბუნებისა იყო. დამალობანას თამაშის
მსგავსად, მისი ნამდვილი ბუნება უნდა გამოგეცნო და დაგენახა,
რადგან ის ღრმად ჩამალულიყო, სამშვინველის სიღრმეში და
პირველ აღმომჩენს ელოდებოდა.
მამამისს სამსახური სხვადასხვა ადგილას აგზავნიდა, რის
გამოც შიმამოტოს უკვე რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოესწრო.

115
აღარ მახსოვს მამამისს რა ევალებოდა, თუმც ერთხელ ამიხსნა,
თუ რას საქმიანობდა ის, მაგრამ როგორც ბავშვების უმეტესობას
ახასიათებთ, მეც ეს ამბავი ერთი ყურიდან იმიტომ შევუშვი,
მეორედან რომ გამოსულიყო. ბუნდოვნად მახსენდება, რომ ის
ბანკის, ან საგადასახადოს, ანდა რაღაც ასეთის, პროფესიული
მოხელე იყო. ისინი კომპანიის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ,
სახლი ჩვეულებრივზე უფრო დიდი იყო, დასავლურ ყაიდაზე
აშენებული, გარშემორტყმული დაბალი, ქვიანი კედლით.
კედლის ზევით კი მარადმწვანე ბუჩქნარი, ღობესავით
შემოვლებოდა და მასში, აქა-იქ დარჩენილი სიცარიელედან
ილანდებოდა ლამაზი ბაღი, დიდი მწვანე მოლით.
შიმამოტო მაღალი გოგო იყო, თითქმის ჩემსიმაღლე,
გამოკვეთილი სახის ნაკვთებით. ასეთი გარეგნობა კი იმის
საწინდარი იყო, რომ რამდენიმე წელში ულამაზეს ქალად
იქცეოდა. პირველად როცა შევხდი, მის სხეულს ჯერ კიდევ არ
მიეღო, ის ფორმა, რაც მის ხასიათს უნდა შესაბამებოდა. ჯერ
კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეულის გამო, ის ბევრს
მიმზიდველადაც კი არ მიაჩნდა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ
ბავშვური ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა, რაც დისჰარმონიაში იყო,
უკვე ქალიშვილობაში შესულ მის სხეულთან. ამ დისჰარმონიის
გამო შიმამოტოს ბევრი უხერხულობა ექმნებოდა.
ჩვენ სკოლაში მიღებული იყო, რომ ახალ მოსწავლეზე
ზრუნვა, მისსავე მეზობლად მცხოვრებ მოსწავლისთვის მიენდოთ
და რადგან ჩვენი სახლები გვერდიგვერდ იდგა, ის სკოლაში
მოსვლისთანავე, დროებით ჩემს გვერდით დასვეს. ახალმოსულს
ვუხსნიდი სკოლური ცხოვრების თავისებურებებს: თუ რა
სახელმძღვანელოები დასჭირდებოდა, რა საკონტროლოები

116
ექნებოდა კვირის მანძილზე დასაწერი, გაკვეთილებზე რა უნდა
მოეტანა, თითოეული სახელმძღვანელოდან რა მასალა უნდა
ესწავლა, კლასი როგორ უნდა დაგველაგებინა და სასადილოში
როდის მოუწევდა მორიგეობა. მასწავლებელმა საგანგებოდ
მთხოვა რომ შიმამოტოს, კოჭლობის გამო განსაკუთრებულად
მოვფრთხილებოდი.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საპირისპირო სქესის
თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკის ბავშვებში, ჩვენც დასაწყისში
გვიჭირდა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ როგორც კი გავიგეთ
რომ ორივე დედისერთები ვიყავით, უხერხულობა გაქრა. აქამდე
ხომ არავინ გვენახა სხვა დედისერთა. ორივეს დედმამიშვილის
უქონლობით გამოწვეული განცდები გვტანჯავდა და ამის გამო
უამრავი სათქმელი დაგვგროვებოდა. სახლში ძალიან ხშირად
ერთად ვბრუნდებოდით. გზად კილომეტრი მაინც უნდა
გაგვევლო და მისი დაზიანებული ფეხის გამო ნელა მოვდიოდით.
დრო უამრავ რამეზე საუბრით გაგვყავდა. რაც მეტს
ვსაუბრობდით, მით მეტად ვრწმუნდებოდით, რომ ძალიან ბევრი
რამ გვქონდა საერთო, დაწყებული წიგნებისა თუ მუსიკის
სიყვარულით და კატებთან თამაშით დამთავრებული. ორივეს
გვიჭირდა სხვებთან ჩვენი გრძნობების გამჟღავნება. ორივეს
საჭმელთა გრძელი ჩამონათვალი გვქონდა, რომელთა მიღებაც
არაფრით არ გვსურდა. რაც შეეხებოდა სასკოლო საგნებს,
არანაირი პრობლემა არ გვქონდა, იმ საგნებში რომლებიც
მოგვწონდა, მაგრამ იყო საგნებიც, რაც არ მოგწონდა და მათი
მომზადება ჭირის დღესავით გვეჯავრებოდა. ოღონდ ერთი
არსებითი განსხვავება იყო ჩვენს შორის: ჩემგან განსხვავებით
შიმამოტო ცდილობდა ესწავლა ის საგნებიც, რაც არ მოსწონდა.

117
ამას ის მთელი შეგნებით აკეთებდა და დიდი წარმატებითაც. მას
ყველაფერში კარგი ნიშნები ჰქონდა. როცა სკოლის სასადილოში,
იმ კერძს სთავაზობდნენ, რაც არ მოსწონდა, ის მაინც სჭამდა. სხვა
სიტყვებით, მას ჩემზე ბევრად მაღალი, დამცავი კედელი
შემოევლო, თუმცა ის, რაც კედლის შიგნით იყო, საოცრად
მაგონებდა საკუთარ თავს.
შიმამოტოსთან ყოფნის დროს სიმშვიდე მეუფლებოდა. ასეთი
რამ, ადრე არც ერთ სხვა გოგონასთან არ მიგრძვნია. მსიამოვნებდა
მასთან ერთად სკოლიდან დაბრუნება, გვერდით ოდნავ მძიმედ
რომ მომყვებოდა. ხშირად შუაგზაზე სკამზე ჩამოჯდებოდა და
ისვენებდა, ეს მე არ მაწუხებდა. სიმართლე გითხრათ,
მსიამოვნებდა კიდეც, რადგან უფრო მეტ ხანს ვიქნებოდით
ერთად. მალე ერთმანეთის გვერდით, უფრო და უფრო მეტ დროს
ვატარებდით. არ მახსენდება ამის გამო ვინმეს რომ გამოეჯავრა
ჩვენთვის. ეს ამბავი მაშინ არ მაოცებდა, ეხლა კი უცნაურად
მეჩვენება, რადგან იმ ასაკის ბავშვებისთვის ნიშანდობლივია,
დასცინონ ადრეულად დაახლოებულ წყვილებს. ამის მიზეზი
ალბათ შიმამოტოს მტკიცე ხასიათი იყო. მის გვერდით სხვები ხომ
შეზღუდულად გრძნობ-დნენ თავს და ამჯობინებდენ ამ
გოგოსთან სისულელე არ წამოეროშათ. ზოგჯერ მეჩვენებოდა
მასწავლებლებიც კი იძაბებოდნენ მის გვერდით, რაც შეიძლება
მისი ფიზიკური ნაკლით იყო გა-მოწვეული. ასე იყო თუ ისე,
ბევრნი ფიქრობდა შიმამოტოს გამოჯავრება არ შეიძლებაო, რაც მე
ძალიან მაწყობდა.
სპორტის გაკვეთილების დროს მაყურებელთა ადგილას
იჯდა, ხოლო როცა ჩვენი კლასი მთის დასალაშქრავად
მიჰყავდათ, ის სახლში რჩებოდა. ასევე იქცეოდა მაშინაც, როცა

118
საცურაოდ მივყავდით. ყოველწლიური სპორტული შეჯიბრების
დღეებში, თავს ალბათ ვერ გრძნობდა კარგად, მაგრამ თუ არ
ჩავთვლით, ამ რამდენიმე დღეს, მისი სასკოლო ცხოვრება,
სხვათაგან არ გამოირჩეოდა. არ მახსენდება, როდისმე რაიმე
ეთქვას, ფეხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. ყოველ
შემთხვევაში, მე არც ერთი საუბარი არ მახსენდება. სკოლიდან
წამოსულებს, არასდროს მოუბოდიშებია, მის გამო, რომ
ვყოვნდებოდით. არც სახეზე შემიმჩნევია, თუ სწუხდა ამის გამო,
ოღონდ მშვენივრად ვხდებოდი, რომ ყოველთვის თავის ფეხზე
ფიქრობდა და სწორედ ამის გამო მასზე არასდროს ლაპარაკობდა.
არ უყვარდა სხვა ბავშვთა სახლებში სტუმრობა, რადგან იაპონური
წესისამებრ, მას შესასვლელშივე ფეხსაცმელი უნდა გაეხადა,
არადა ქუსლებს ერთნაირი სიმაღლე არ ჰქონდათ. და
ფეხსაცმლებიც ერთნაირად არ გამოიყურებოდნენ, ეს კი სულაც
არ უნდოდა, სხვებს რომ შეემჩნიათ. ფეხსაცმელს ეტყობოდა
სპეციალური შეკვეთით უმზადებდნენ. სახლში მისული პირველი
რასაც აკეთებდა, ის იყო, რომ ფეხსაცმელს იხდიდა და სასწრაფოდ
კარადაში აწყობდა.
შიმამოტოს სახლში, საცხოვრებელ ოთახში, სრულიად ახალი
სტერეო ფირსაკრავი იდო და მე იქ ხშირად შევდიოდი მუსიკას
მოსასმენად. სტერეო ფირსაკრავი მართლაც, რომ საუცხოო
ხარისხის იყო, რასაც ვერ იტყოდით, მამამისის მიერ ნაყიდ
გრამფირფიტებზე. სულ თხუთმეტიოდე გრამფირფიტა თუ
ექნებოდათ, მსუბუქი მუსიკის იაფი კოლექცია. თხუთმეტივე
მათგანისთვის, ათასჯერ მაინც მოგვესმინა, ეხლაც კი მახსოვს ის
მუსიკა, არც ერთი ნოტი არ დამვიწყებია.

119
საკრავ მოწყობილობას ყოველთვის შიმამოტო
დასტრიალებდა. დისკს ფრთხილად იღებდა კონვერტიდან და
სათუთად სდებდა დასაკრავად, ამასთან ცდილობდა
გრამფირფიტის საკრავ ნაწილს თითებით არ შეხებოდა. ნემს
გრამფირფიტაზე მხოლოდ მაშინ დასდებდა, როცა
დარწმუნდებოდა რომ ის მტვრისგან თავისუფალი იყო. ჩანაწერის
მოსმენის მერე გრამფირფიტას ჯერ სულს შეუ-ბერდა, მერე
ნაჭრით გადაწმენდდა, კონვერტში აბრუნებდა და თაროზე
შემოდებდა ხოლმე, სადაც ყველა გრამფირფიტას თავისი ადგილი
ჰქონდა. ეტყობოდა ეს პროცედურა მამას ესწავლებინა მისთვის
და ისიც, მას მთელი სერიოზულობით ასრულებდა, რაც მის
სახეზეც აისახებოდა, თვალები უვიწროვდებოდა და
დაძაბულობისგან სუნთქვა ეკვროდა. იმ დროს, სავარძელში
მჯდომარე, მის ყველა მოძრაობას ვუთვალთვალებდი. ის კი,
მხოლოდ მას მერე, როცა დარწმუნდებოდა, რომ გრამფირფიტა
თაროს უვნებლად დაბრუნებულიყო, ჩემსკენ მობრუნდებოდა და
ოდნავ გამიღიმებდა. ამ დროს ყოველთვის ერთი და იგივე ფიქრი
გამიელავდა: ის, რასაც ასე ელოლიავებოდა, გრამფირფიტა კი არ
იყო, არამედ ჭურჭელში გამომწყვდეული მისი სამშვინველი.
სახლში, ჩვენ არც გრამფირფიტები გვქონდა და არც სტერეო
ფირსაკრავი. ჩემს მშობლებს მუსიკა სულაც არ აინტერესებდათ.
მე კი მუსიკას პატარა, პლასტმასის რადიოთი ვუსმენდი,
რომელიც მარტო საშუალო ტალღებს იჭერდა. როკენროლი
ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ მალე შიმამოტოსთან
მოსმენილ კლასიკურ მუსიკასაც გავუგე გემო. ის იყო სულ სხვა
სამყაროდან მოსული მუსიკა და თავისი განუმეორებელი
მიზიდულობა ჰქონდა, ოღონდ მე ის მუსიკა იმის გამო უფრო

120
მიყვარდა, რომ "ის" ნაწილი იყო იმ სამყაროსი. კვირაში ერთხელ
ან ორჯერ მაინც, მე და შიმამოტო სავარძლებში მოკალათებულნი,
ვსვამდით დედამისის მიერ ჩვენთვის დაყენებულ ჩაის და
ვუსმენდით როსინის უვერტიურას, ბეთჰოვენის “პასტორალს”
ანდა სულაც “პერ გიუნტ” სუიტას. დედამისს მოსწონდა ხშირად
რომ ვსტუმრობდი, სიამოვნებდა ახალ სკოლაში გადასულ მის
ქალიშვილს, ასე მალე მეგობარი რომ გაეჩინა. დარწმუნებული
ვარ, ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ იმ დღეებისთვის, საგანგებოდ
ვიყავი ხოლმე გამოწყობილი. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება
იმის თქმა, რომ დედამისი მეც მომწონდაო. არა, არანაირი
საგანგებო მიზეზი მის შესაძულებლად არ მქონია, დედამისი ხომ
ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ
რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ მის ხმაში გაღიზიანებული
ადამიანის ტონმა გაიჟღერა და ამის შემდეგ თავს იქ მოუსვენრად
ვგრძნობდი ხოლმე.
მამამისის ყველა გრამფირფიტადან, ერთი გამორჩეულად
მომწონდა. ეს იყო ლისტის საფორტეპიანო კონცერტები, თითო
კონცერტი გრამფირფიტის ორივე მხარეს. ეს გრამფირფიტა ორი
რამის გამო მომწონდა, ჯერ ერთი, ის ძალიან ლამაზ კონვერტში
იდო. მეორეც, რამდენადაც ვიცოდი, ჩემი ნაცნობებიდან არავის,
რა თქმა უნდა შომამოტოს თუ არ ჩავთვლით, ლისტის
საფორტეპიანო კონცერტები არასდროს არ მოესმინა. ამ ფაქტის
მარტო წარმოდგენაც კი მაამაყებდა. მე ხომ ისეთ სამყაროში
შევაბიჯე, სადაც ჩემი ნაცნობები არასდროს ყოფილან, თითქოს
საიდუმლო ბაღი ყოფილიყოს, სადაც შესვლის ნება მხოლოდ მე
დამრთეს. ვუსმენდი და ვგრძნობდი, ზევით როგორ ვიწეოდი,
როგორ ავდიოდი არსებობის ახალ დონეზე.

121
რა თქმა უნდა, მუსიკაც თავისთავად მომაჯადოებელი იყო.
თავიდან ის გაზვიადებული, ხელოვნური და ერთმანეთთან
დაუკავშირებელი ნაწილებისგან შედგენილი მეჩვენებოდა, მაგრამ
ნელ-ნელა, თანდათანობით, ხშირი მოსმენის შემდეგ, ჩემს
წარმოდგენაში, ჯერ ბუნდოვანი, ხოლო შემდეგ ჩამოყალიბებული
და გააზრებული ფორმა მიიღო. როცა თვალდახუჭული, მუსიკას
გულისყურით ვუსმენდი, ამ ბგერების ფონზე, მორევს ვხედავდი.
ჯერ კიდევ ახალ გაჩენილ წყლის ჭავლს, მეორე უფრო მაღალი
ჭავლი მოსდევდა, ხოლო მას მალევე მესამე. დღევანდელი
გადასახედიდან ცხადია, რომ მორევები და წყლის ჭავლები
განყენებული, აბსტრაქციების გამოხატულებანი იყვნენ. მახსოვს,
მაშინ ყველაზე მეტად, შიმამოტოსთან მათზე მინდოდა
მელაპარაკა, მაგრამ სალაპარაკო ენა უძლური იყო საამისოდ,
საჭირო იყო სრულიად ახალი სიტყვები, რომ გამომეთქვა ის,
რასაც განვიცდიდი. მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, ასეთი
სიტყვები თუ არსებობდნენ, თანაც არ ვიყავი დარწმუნებული,
საერთოდ თუ ღირდა იმ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა.
სამწუხაროდ მახსოვრობამ ვერ შემომინახა, იმ პიანისტის გვარი.
რაც კარგად მახსოვს ეს არის იმ დისკის ლამაზი, ფერადი
კონვერტი და თვითონ გრამფირფიტის წონა, ის სრულიად
გაუგებარ მიზეზთა გამო, საგრძნობლად მძიმე და ზედმეტად
მასიური იყო.
მისი სახლის გრამფირფიტების კოლექციაში იყო ნათ კინგ
კოულის და ბინ კროსბის თითო დისკი. ორივეს ხშირად
ვუსმენდით. კროსბის დისკზე საშობაო სიმღერები იყო ჩაწერილი,
მაგრამ მას წლის ყველა დროს ვუკრავდით. საოცარია, როგორ
შეგვეძლო ასეთი სიმღერების გაუთავებლად მოსმენა.

122
შობა უკვე მოახლოვებულიყო, როცა გვიანი დეკემბრის ერთ
დღეს, შიმამოტო და მე სავარძელში ჩვეულებისამებრ მოვეწყეთ
და გრამფირფიტებს ვუსმენდით. დედამისი რაღაც საქმეზე იყო
სახლიდან გასული და ჩვენ მარტონი ვიყავით. ზამთრის
მოღრუბლული და მოქუფრული დღე იდგა. მზის სხივები ძლივს
არღვევდნენ მძიმე ღრუბლებს და ჰაერში ირიბ ნათელ ზოლებს
სტოვებდნენ. ირგვლივ სიბნელე და უღიმღამობა სუფევდა.
შებინდდა. ოთახი სულ ჩამობნელდა, თითქოს უკუნი ღამე
ყოფილიყოს. მხოლოდ პარაფინის გამათბობელი გამოსცემდა
მკრთალ შუქს. ნათ კინგ კოული მღეროდა '' Pretend'' . რა თქმა
უნდა მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა სიმღერის შინაარსზე და მას
როგორც სასიამოვნო მელოდიას აღვიქვამდით. სიმღერა საკმაოდ
მომწონდა და იმდენჯერ მქონდა მოსმენილი რომ შემეძლო მისი
დასაწყისი სიტყვების წამღერება:

Pretend you're happy when you're blue,


It isn't very hard to do.
ეს სიმღერა მუდამ მომღიმარ შიმამოტოს სახეს მახსენებს და
ამიტომაც ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულ მოგონებად მექცა.
როგორც ვხდებოდი, სიმღერა ცხოვრების მიმართ თავისებურ
დამოკიდებულებას გვთავაზობდა, ოღონდ მაშინ, ამ წესით
ცხოვრება, შეუძლებლად მეჩვენებოდა.
შიმამოტოს ყელთან მრგვლად ამოჭრილი ლურჯი სვიტერი
ეცვა. კარგად მახსოვს რამდენიმე ასეთი სვიტერი ჰქონდა.
ეტყობოდა ლურჯი ფერი ძალიან მოსწონდა, თუმც შეიძლება მათ
სულაც იმიტომ იცვამდა, რომ ისინი უხდებოდნენ მის მუქ-ლურჯ
პალტოს, რომლითაც სკოლაში დადი-ოდა. სვიტერიდან თეთრი

123
საყელო მოუჩანდა. ამ ყველაფერს კი ამშვენებდა კუბოკრული
ბოლოკაბა და თეთრი ბამბის წინდები. მსუბუქი, ოდნავ
შემოჭიმული სვიტერი, შესამჩნევს ხდიდა მის ახლად ამოზნექილ
მკერდს. შიმამოტომ ფეხები შემოიკეცა და სავარძელში
მოკალათდა. სავარძლის ზურგს მიყრდნობილი, სადღაც შორს
იყურებოდა და მუსიკას ისე უსმენდა.
„როგორ ფიქრობ, მართალნი არიან როცა ფიქრობენ, რომ
დედისერთა ბავშვთა მშობლები ერთმანეთში არც ისე კარგად
არიანო?” შეკითხვით მომმართა.
დავფიქრდი ერთხანს, მაგრამ ერთმანეთთან მიზეზობრივი
კავშირი ვერ დავინახე, ვერც შესაძლო ეფექტი წარმოვიდგინე. “ეს
სადღა მოისმინე?” იქით დავუბრუნე კითხვა.
„დიდი ხნის წინათ ნაცნობმა მითხრა: როცა ცოლ-ქმარი
კარგად ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ისინი ერთი ბავშვით
კმაყოფილდებიანო. მაშინ ამის მოსმენამ ძალიან დამაღონა.”
გაოცებისგან უცნაური ბგერები ამოვუშვი.
„შენი დედ-მამა ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ?”
მე უცბად ვერ ვუპასუხე. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.
„დედა ფიზიკურად სუსტია” ვუპასუხე. “არა ვარ
დარწმუნებული, მაგრამ მგონია რომ მეორე ბავშვი, მისთვის
მეტისმეტად ძნელი იქნებოდა”.
„დაფიქრებულხარ თუ რა მოხდებოდა და, ან ძმა რომ
გყოლოდა?”
„არა”.
„კი მაგრამ რატომ? რატომ არ დაფიქრებულხარ?”
კონვერტი ავიღე რაშიც დისკი იდო, იმდენად ბნელოდა, რომ
შეუძლებელი იყო მასზე ნაწერის გარჩევა. კონვერტი უკანვე

124
დავდე და თვალები მაჯით რამდენჯერმე მოვისრისე. ერთხელ
დედამ უკვე დამისვა იგივე შეკითხვა. მაშინ ჩემმა პასუხმა, ის არც
გაახარა და არც დაანაღვლიანა. მას უბრალოდ გაუკვირდა. არადა
სრულიად გულახდილად ვუპასუხე და რაც მთავრია, საკუთარ
თავთან მართალი ვიყავი. მაშინ რისი თქმაც მინდოდა, ვერ
მოვახერხე წესიერად ამეხსნა, რადგან შესაფერისი სიტყვების ვერ
ვიპოვე. არადა მინდოდა მეთქვა, რომ მე და-ძმის გარეშე
გავიზარდე და ასეთად უკვე ჩამოვყალიბდი. თუ და, ან ძმა
მეყოლებოდა, მე უკვე ის არ ვიქნებოდი, რაც ეხლა ვარ, ამიტომ
არაბუნებრივია, ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდებოდა, ისინი რომ
მყოლოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მომეჩვენა, რომ დედის
შეკითხვა, აზრს მოკლებულიყო.

იგივე პასუხი გავეცი შიმამოტოსაც. სანამ ვლაპარაკობდი,


დაჟინებით, თვალმოუწყვეტლივ მიყურებდა. სახის
გამომეტყველებაში, რაღაც ჰქონდა ისეთი, რაც ხალხს იზიდავდა.
დიდი ხნის შემდეგღა მივხდი, რომ როგორც ვარდის ყვავილს,
სათითაო ფოთოლს რომ გააცლიან ხოლმე, შიმამოტოც ისე, ფენა-
ფენად, აცლიდა იმ უფაქიზეს გარს, რაშიაც ადამიანის გულია
გახვეული. სახის გამომეტყველების ყოველ ცვლილებას, ტუჩების
ოდნავი მოძრაობით გამოხატავდა. ძლივს შევძელი, მის თვალთა
სიღრმეში გაელვებული შუქის შემჩნევა, რომელიც ვიწრო ოთახში,
მოციმციმე პაწია სანთელს უფრო ჰგავდა.
„ვფიქრობ მიგიხვდი რისი თქმაც გსურდა.” მითხრა წყნარი
ხმით.
„მართლა?”

125
„აჰა! ამ ქვეყნად ზოგი რამის შეცვლა შესაძლებელია და
ზოგისა კი არა. დრო კი ისეთია, რასაც უკან ვერ დააბრუნებ.
მოხდა რაღაც და მორჩა! ვეღარაფერს იზავ. განა, ასე არაა”?
დავეთანხმე.
„გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მომხდარი უკვე
სიმყარეს იძენს, აი ისე, ცემენტი რომ მაგრდება ხოლმე და ამიტომ
მომხდარს ვეღარ შეცვლი. შენ იმის თქმა გინდოდა, რომ ცემენტი,
რომლითაც შენ ხარ შექმნილი, უკვე გამყარდა და შენ უკვე, შენ
ხარ და სხვა ვეღარ იქნები.”
„მგონია მართლაც მაგის თქმა მინდოდა.” გაუბედავად
მივუგე მე.
შიმამოტო ერთხანს ხელებს დაჰყურებდა.
„იცი? ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორი ვიქნები, როცა
გავიზრდები და გავთხოვდები, ან როგორ სახლში ვიცხოვრებ,
ანდა რას ვისაქმიანებ და კიდევ რამდენი შვილი მეყოლება.”
„ვაუ!!!”
„შენ? შენ თუ როდისმე გიფიქრია ამაზე?”
თავი გავაქნიე უარის ნიშნად. განა ბიჭები 12 წლის ასაკში
ასეთ რამეებზე ფიქრობენ?
„და რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?”
აქამდე ხელი სავარძლის ზურგზე ედო და ეხლა კი მუხლზე
დაიდო. დაბნეული ვუყურებდი, თუ თითს როგორ ამოძრავებდა
ბოლოკაბის უჯრედების გასწვრივ. რაღაც ძალიან საგულისხმო
ხდებოდა, თითქოს მისი თითებიდან გამოსული უხილავი ძაფები
ერთმანეთში იბურდებოდნენ და ერთი ძველი მითისა არ იყოს,
სრულიად ახალ დროს ჰქმნიდნენ. თვალები დავხუჭე და
სიბნელეში, ჩემს თვალწინ მორევთა ნაკადი გამოჩნდა. უთვალავი

126
მორევი, გამოჩენისთანავე უჩუმრად გაქრა. სადღაც შორს, ნათ
კინგ კოული მღეროდა “ South of the Border”. მექსიკაზე მღეროდა,
მაგრამ მაშინ ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. სიტყვები South of
the Border ჩემთვის უცნაურად მიმზიდავად ჟღერდა.
დარწმუნებული ვიყავ, რაღაც მიმზიდველი, მართლაც რომ იდო
სამხრეთით, საზღვრის მიღმა. თვალები როცა გავახილე,
შიმამოტო თითებს ისევ ისე ამოძრავებდა უჯრედების გასწვრივ.
სადღაც შიგნით, სიღრმეში მოტკბო-მომწარო ტკივილი ვიგრძენი.
„უცნაურია, მაგრამ როცა ბავშვებზე ვფიქრობ ერთზე მეტი
ვერაფრის დიდებით ვერ წამომიდგენია. შვილი რომ მყავდეს, ეს
ადვილი წარმოსადგენია! აი, ვითომ დედა ვარ და ბავშვი მყავს! ეს
უპრობლემოდ შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ ვერ
წამომიდგენია, რომ ბავშვს ან და, ან ძმა ჰყავდეს. ის ჩემს
წარმოდგენაში აუცილებლად დედისერთაა”.
ეჭვგარეშეა ნაადრევად დაქალიშვილებულიყო.
დარწმუნებული ვარ, მოვწონდი კიდეც, როგორც საპირისპირო
სქესის წარმომდგენელი და რაღაა თქმა უნდა პირიქითაც, მეც ის
ძალიან მომწონდა, მაგრამ იმ ასაკში ვიყავი, რომ წარმოდგენაც კი
არ მქონდა, თუ რა უნდა მექნა ამ გრძნობებისთვის. ვგონებ ეს არც
შიმამოტომ იცოდა. ჩვენი ხელები მხოლოდ ერთხელ შეეხნენ
ერთმანეთს. ერთხელ სადღაც მიმიძღოდა და ხელში ჩამავლო,
თითქოს უნდოდა ეთქვა "აქეთკენ, სწრაფად!'' ჩვენი ხელები სულ
ათიოდე წამით შეერთდნენ, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა,
თითქოს ნახევარი საათი მაინც გასულიყოს. როცა ხელი შემიშვა,
მაშინვე მოვეშვი. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოუვიდა,
ხელი თითქოს სრულიად შემთხვევით მომკიდა, მაგრამ
ვგრძნობდი, კვდებოდა, ისე მოუნდა შემხებოდა.

127
გრძნობას, რაც მისი ხელის შეხებამ დამიტოვა, არასდროს
მივუტოვებივარ. ის ხომ ასე განსხვავდებოდა ყველა სხვა
ხელისაგან, რაც კი ოდესმე ხელში მჭერია, ყველა შეხებისაგან, რაც
კი მქონია. ჰო, თორმეტი წლის გოგოს პატარა, თბილი ხელი.
ოღონდ ეგაა, მისი თითები და ხელისგული შეიცავდა ყველაფერს,
რაც კი მინდოდა მცოდნოდა და რაც აუცილებლად უნდა
მცოდნოდა. თავისი ხელით, ჩემსაზე შეხებით, მან გამაგებინა და
დამანახა მათი არსებობა, ჩვენი რეალური სამყაროს გვერდით. იმ
ათიოდე წამის მანძილზე, პაწია ჩიტად გადავიქეცი, რომელიც
ჰაერში აიჭრა და ქარივით მიფრინავდა. ციდან თვალსაწიერი
გამიფართოვდა, მაგრამ სიშორის გამო სიცხადე დავკარგე, იმასაც
მივხდი, რომ ერთხელაც იქნებოდა, იქ აუცილებლად მივაღწევდი.
ამ ხილვამ სუნთქვა შემიკრა და მკერდში ტკივილი ვიგრძენი.
სახლში დაბრუნებული, მაგიდას მივუჯექი და დიდხანს
დავცქეროდი ჩემს თითებს, ახლახანს, რომ ეჭირათ შიმამოტოს
ხელებს. მისი ხელის, ჩემს ხელზე მოჭერით, აღტაცებული ვიყავი.
მისი ნაზი თითების კვალი. კიდევ მრავალ დღეს მითბობდა
გულს. იმავდროულად გვარიანად შეცბუნებული და ცოტა არ
იყოს სევდიანი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა უნდა
მოვუხერხო ამ სითბოს?
დაწყებითი სკოლის დამთავრების მერე, ჩემი და შიმამოტოს
გზები გაიყარა. ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში
გადავიდა. სხვა ქალაქი კი ვთქვი, მაგრამ სინამდვილეში, სადაც
ადრე ვცხოვრობდით, იქ ჩასასვლელად, მატარებლის სულ ორი
გაჩერება იყო საჭირო და ჩვენი გადასვლიდან პირველი სამი თვის
მანძილზე, მას სამჯერ თუ ოთხჯერ მივაკითხე, ოღონდ მეტჯერ
აღარ. ორივე ისეთ ასაკში ვიყავით, რომ სხვადასხვა სკოლაში

128
სიარულმა და ორი გაჩერებას იქით საცხოვრებლად გადასვლამ,
ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, თითქოს სხვა სამყაროში
მოვხვედრილიყავით: ახალი ამხანაგები, ახალი სასკოლო ფორმა
და ახალი სახელმძღვანელოები. უცბად დამეწყო სწრაფი
ცვლილებები, ტანი სხვანაირი გამიხდა, ხმაც, სამყაროსაც
სხვანაირად დავუწყე ყურება და ადრინდელი გულითადი
დამოკიდებულება დაგვერღვა. შიმამოტოც, რა თქმა უნდა,
ცვლილებებს განიცდიდა, როგორც სხეულით, ასევე
ფსიქოლოგიურად. ეს ყველაფერი მაფორიაქებდა. დედამისმაც
უცნაურად დამიწყო ყურება. თითქოს ამბობდა: "რატომ
აგრძელებს ეს ბიჭი ჩვენთან სტუმრობას? ის ხომ აქ უკვე აღარ
ცხოვრობს და თანაც სხვა სკოლაში გადავიდა", ან იქნებ, არც
უთქვამს მას არაფერი ამის მსგავსი და მე ზედმეტად მგრძნობიარე
ვიყავი.
ასე დავშორდით მე და შიმამოტო. გავიზარდეთ და ჩვენი
უშუალო და გულწრფელი ურთიერთობაც დამთავრდა. მას აღარ
ვნახულობდი. ეს ალბათ შეცდომა იყო (თუმცა დანამდვილებით
ამის თქმა არ შემიძლია და არც ჩემი მახსოვრობის ყველა შრის
მონახულება მაქვს განზრახული, რათა დავადგინო, თუ რა იყო,
სწორე გადაწყვეტილება და რა მცდარი). სულ მის ახლოს უნდა
ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მე ხომ ის
მჭირდებოდა და მასაც ვჭირდებოდი! მაშინ ზედმეტად მორცხვი
ვიყავი და პატარა რამესაც, კი შეეძლო გულისტკენა. ჰო, მას მერე
აღარ მინახავს. მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ შევხდი
ხელახლა.
ჩვენი შეხვედრების შეწყვეტის მიუხედავად, მასზე მუდამ
სათუთად ვფიქრობდი. ზრდასრულობაში შესვლა ხშირად ბევრ

129
ტკივილთან იყო დაკავშირებული და ასეთ დროს მასზე
მოგონებები მამხნევებდნენ და მამშვიდებდნენ. ძალიან დიდი
ხნის მანძილზე მას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩემს
გულში. იმ ადგილს მას ისე ვუნახავდი, როგორც რესტორნის
მეპატრონე, კუთხეში მაგიდას, წარწერით “დაკავებულია”,
უნახავს მისთვის ცნობილ მუშტარს, იმის მიუხედავად, რომ
დარწმუნებული ვიყავი, შიმამოტოს აღარასოდეს ვნახავდი.
როცა მას ვხდებოდი თორმეტის წლისა ვიყავი, ნამდვილი
სექსუალური სურვილების გარეშე. რა თქმა უნდა ჩემთვის
უცხო არ ყოფილა იმაზე ფიქრი, თუ რატომ ჰქონდა მკერდი
ამობურთული, ან ბოლოკაბის შიგნით ნეტა რას მალავსო,
მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, სინამდვილეში ეს რას
ნიშნავდა და რა შედეგი შეეძლო გამოეღო ამაზე ფიქრს.
თვალდახუჭულს, წარმომედგინა ადგილი ერთი. ჩემს
წარმოდგენებში ის ადგილი არ იყო სრული. ის იყო
დაბურული, გაურკვეველი, ბუნდოვანი მონახაზებით.
მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვიყავი იქ, ჩემი
სიცოცხლისთვის, სრულიად აუცილებელი რამ მელოდებოდა.
ისიც ვიცოდი, რომ შიმამოტოც იგივეს მზერდა.
ჩვენ, ორივე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელნი ვიყავით,
როცა სრულიად მოულოდნელი და ჯერ კიდევ გასათავისებელი
გრძნობა გვეწვია, გრძნობებით სავსენი, ერთარსად ვიქეცით და
იმ კარის წინ აღმოვჩნდით, რომელიც მანამდე არ შეგვემჩნია.
მკრთალი შუქის ფონზე პირისპირ დარჩენილებმა, ერთმანეთის
ხელებს ჩავაფრინდით, სულ რაღაც ათიოდე წამით.

130
2

უფროს კლასებში სხვათაგან აღარ გამოვირჩეოდი. ეს იყო


ცხოვრების მეორე საფეხური, ახალი ნაბიჯი, ჩემი, როგორც
პიროვნების განვითარებაში, როცა ჩემს გარიყულობაზე ფიქრი
შევწყვიტე და ნორმალურ ადამიანად ვიგრძენი თავი. რა თქმა
უნდა პრობლემები კვლავაც ბევრი მქონდა, მაგრამ ვინაა, 16 წლის
ასაკში მათგან თავისუფალი? ნელ-ნელა ცხოვრებას ვიღებდი
ისეთს, როგო-რიც ის იყო და ცხოვრებაც უფრო გამიადვილდა.
როცა 16 წლის გავხდი, ჩემზე უკვე ვეღარ იტყოდით
დონდლო, დედიკოს ბიჭიაო. ახალ სკოლაში გადასვლისთანავე
ცურვაზე დავიწყე ვარჯიში, კროლის სტილში დავოსტატდი.
აუზი ჩვენს სახლიდან ახლოს იყო, კვირაში ორჯერ მივდიოდი იქ
და გრძელ მანძილზე ვცურავდი. მხრები და მკერდის არე
გამიფართოვდა, კუნთები დამეჭიმა და გამიმაგრდა. აღარ ვიყავი
სუსტი ბავშვი, წარამარა რომ ცივდებოდა. ხშირად აბაზანაში
შესული, სარკის წინ ვდგებოდი და შევყურებდი ჩემს შიშველ
სხეულს, საგულდაგულოდ ვათვალიერებდი სხეულის ყოველ
ნაწილს.
თითქმის ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა სხეულის სწრაფი
ცვლილებები, რაც ძალიან მომწონდა. იმას კი არ ვამბობ, თითქოს
დიდობაში შესვლით აღფრთოვანებული ვყოფილიყავი,
ზრდასრულობაში შესვლაზე მეტად, ჩემში მიმდინარე
განუწყვეტელი ცვლილებები მომწონდა. ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს სხვა ვინმე ვხდებოდი.

131
წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა მიყვარდა. წიგნები
ყოველთვის მიტაცებდა და ეს შიმამოტოსთან მეგობრობამ კიდევ
უფრო გამიმტკიცა. ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი გავხდი,
ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი ხელში მომხვდებოდა. თუკი
წიგნის კითხვას დავიწყებდი, აუცილებლად ბოლომდე უნდა
ჩამემთავრებინა. კითხვა ნარკოტიკივით მოქმედებდა,
ვკითხულობდი ყველგან და ყოველთვის: ჭამის დროსაც და
მატარებლით მგზავრობისაც, ლოგინში მწოლარე, შუაღამემდე.
თქვენ წარმოიდგინეთ, გაკვეთილების დროსაც კი
ვკითხულობდი, წიგნს ისე ვმალავდი რომ შემძლებოდა მალული
კითხვა. მომცრო, სტერეო ფირსაკრავი, უკვე კარგა ხნის ნაყიდი
მქონდა და ჩემს ოთახში ჯაზს დიდხანს ვუსმენდი. არანაირი
სურვილი არ მქონდა ვინმესთვის გამეზიარებინა, ის განცდები,
რაც წიგნების კითხვისა, თუ მუსიკის მოსმენისას მეუფლებოდა.
საკმაოდ ბედნიერი ვიყავი საკუთარ თავთან მარტო ყოფნით.
თამამად შეგეძლოთ, ჩემთვის ამპარტავანი და კუდაბზიკა
გეწოდებინათ. არ მიყვარდა გუნდური თამაშობანი, მეჯავრებოდა
ყოველნაირი შეჯიბრება, როცა სხვებზე მეტი ქულები უნდა
მოგეგროვებინა, ამას ბევრად მერჩია, მარტოს მეცურა, სრულ
სიჩუმეში.
ამასთან, არც მთლად მარტოსული ვიყავი. სკოლაში
მეგობრები გამიჩნდნენ, თუმც არც ისე ბევრნი. სკოლა
მეჯავრებოდა. მეჩვენებოდა, რომ იქ კლასელები ჩემს დაჩაგვრას
ცდილობდნენ. ასე, რომ მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავ
თავდაცვისათვის, ამის გამო უფრო გაბედული ვხდებოდი.
მეგობრები რომ არ გამეჩინა, ყმაწვილკაცობის ეს წლები კიდევ
უფრო მტკივნეული იქნებოდა.

132
რაც ცურვაზე დავიწყე სიარული, საჭმლის მიმართაც
ნაკლებად აზიზი გავხდი და აღარც გოგონებთან საუბრისას
ვიბნეოდი. შევამჩნიე, რომ სხვებზე, დედისერთას
შთაბეჭდილებას, უკვე აღარ ვტოვებდი. აი ასე, გარეგნულად
მაინც, გავთავისუფლდი დედისერთობით გამოწვეული
ფსიქოლოგიური სტრესიდან.
ერთ გოგოსთანაც დავახლოვდი.
განსაკუთებული სილამაზით არ გამოირჩეოდა. არა,
ნამდვილად არ იყო ისეთი გარეგნობის, დედას, სკოლელთა
სურათების თვალიერებისას, სკოლის მშვენებად რომ მიეჩნია.
თუმც გაცნობისთანავე, მეტად სასიამოვნო გოგოდ აღვიქვი.
ფოტოზე არ ემჩნეოდა, მაგრამ აშკარად მეტად სათუთი და
გულიანი გოგო იყო, რაც ყველას ძალიან ხიბლავდა. უმშვენიერესს
ნამდვილად ვერ დაუძახებდით, მაგრამ მეც ხომ არ ვწყვეტდი,
ცაზე ვარსკვლავებს?
ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობდით და ვხდებოდით
გაკვეთილების შემდეგ, თავიდან სხვებთან ერთად, ხოლო მერე,
მარტო ორნი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის გვერდით, ყოველგვარი
დაძაბულობა მიქრებოდა, შემეძლო მელაპარაკა ყველაფერზე, ის
კი ყურადღებით მისმენდა. მე შეიძლება გატაცებით, რაღაც
სისულელეზე მელაქლაქა, მისი სახის გამომეტყველებით, კი
იფიქრებდით, რომ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გამეკეთებინოს,
რომელიც მთლიანად შეცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას. ის
შიმამოტოს შემდეგ, პირველი გოგონა იყო, ვისაც ჩემი ყოველი
ნათქვამი აღაფრთოვანებდა. მეც არანაკლებ მაინტერესებდა
ყველაფერი რაც მას ეხებოდა, რას ჭამდა ყოველდღიურად, ანდა,

133
როგორ ოთახში ცხოვრობდა და ფანჯრებიდან რისი დანახვა
შეეძლო.
მას იძუმი ერქვა, ''მომწონს შენი სახელი'' ვუთხარი
პირველსავე შეხვედრისას. მისი სახელი ''მთის წყაროს'' ნიშნავდა.
''ცულს თუ ჩააგდებ წყაროში, ფერია ამოვა'' ვუთხარი ერთი
ზღაპრის შთაბეჭდილებით. მას გაეცინა. იძუმის სამი წლით
უმცროსი და და ხუთი წლით უმცროსი ძმა ჰყავდა. მამამისი
კბილის ექიმი იყო. რასაკვირველია, საკუთარ სახლში
ცხოვრობდნენ და ძაღლიცა ჰყავ-დათ. გინდა დაიჯერეთ და
გინდა არა, მაგრამ ნაგაზს კარლს ეძახოდნენ, კარლ მარქსის
საპატივცემულოდ. მამამისი, იაპონიის კომუნისტური პარტიის
წევრი იყო. კომუნისტი კბილის ექიმები რომ შეგროვილიყვნენ
ერთად, ალბათ ოთხი, მაქსიმუმ ხუთი ავტობუსი გაევსოთ.
მესიამოვნა ჩემი შეყვარებულის მამა, ადამიანთა ასეთ იშვიათ
კატეგორიას რომ მიეკუთვნებოდა. იძუმის მშობლები ჩოგბურთის
დიდად მოყვარულნი იყვნენ და მათ ყოველ კვირადღეს ნახავდით
ჩოგნებით ხელში კორტებისკენ მიმავალთ. ჩოგბურთზე შეშლილი
კომუნისტი, კბილის ექიმი, მართლაც უიშვიათესობა იყო. იძუმის
პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ მშობლები ძალიან
უყვარდა და მათი ხათრით ხშირად მიჰყვებოდათ კორტებზე
სათამაშოდ. ცდილობდა მეც მეთამაშა, მაგრამ ჩოგბურთი არ იყო
ჩემი საქმე.
ჩემი შურდა დედისერთა რომ ვიყავი. ის ვერც ძმას და ვერც
დას ვერ ეწყობოდა. მას თუ დავუჯერებდით, ისინი უგულო
იდიოტები იყვნენ და ოდნავადაც არ შეწუხდებოდა, თუ მათ
აღარასოდეს ნახვადა. ''ყოველთვის მსურდა დედისერთა

134
ვყოფილიყავი'' მითხრა ერთხელ, ''მეცხოვრა ჩემი გემოვნებით და
არავის შევეწუხებინე''.
ჩვენი მესამე პაემნის დროს პირველად ვაკოცე. იმ დღეს ჩვენს
სახლში მოვიდა. დედა საყიდლებზე იყო გასული, ასე რომ ხელს
არავინ გვიშლიდა. როცა სახე მივუახლოვე და ტუჩებით შევეხე,
თვალები დახუჭა და გაიტრუნა. იმ შემთხვევაში, თუ
გაბრაზდებოდა, თავის გასამართლებლად რამდენიმე მიზეზი
მქონდა მოფიქრებული, მაგრამ არცერთი ეს მიზეზი არ
დამჭირვებია. ტუჩები არ მომიცილებია, ხელები შემოვხვიე და
მივიზიდე. ზაფხულის მიწურული იყო და ზოლებიანი თხელი
კაბა ეცვა. წელზე ქამრით გაბანტული, რომლის ბოლოებიც
კუდივით ეკიდა. ხელებით შევეხე აზღუდის შესაკრავებს.
კისერთან მისი სუნთქვა ვიგრძენი. აღგზნებისაგან გული ისე
მიცემდა, თითქოს სხეულიდან უნდა ამომხტარიყო. ასო
ამოსაფრქვევად გამზადებულიყო. მის ბაყვებს მივაჭირე. იძუმი
ოდნავ მიიწია. ეტყობოდა თავს უხერხულად სულაც არ
გრძნობდა.
სავარძელში ჩავჯექით ერთხანს და ერთმანეთს მჭიდროდ
ვეკვროდით. ჩვენს პირდაპირ კატა მოკალათებულიყო სკამზე,
თვალები გაახილა, ჩვენსკენ გამოიხედა, გაიზმორა და თვალები
ისევ მილულა დასაძინებლად. თმაზე ვეფერებოდი და მის
მომცრო, თხელ ყურებს ვკოცნიდი. ვხვდებოდი, რომ რაღაცა უნდა
მეთქვა, მაგრამ თავში არაფერი მომდიოდა. ლაპარაკი კი არა,
სუნთქვაც მიჭირდა. ისევ ავიღე მისი ხელი და კიდევ ერთხელ
ვაკოცე. მერე დიდხანს ვსდუმდით ორივე.
სადგურზე გამოვემშვიდობე, მაგრამ ვერაფრით დავწყნარდი.
სახლში დაბრუნებული დივანზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი.

135
აზრები მერეოდა. მალე დედაც დაბრუნდა და ვახშმად მიმიხმო.
საჭმელი ყველაზე ნაკლებად მადარდებდა იმ წუთას. უსიტყვოდ
ავდექი და გავედი ქალაქში სახეტიალოდ. უცნაური განცდებით
ვიყავი სავსე. თითქოს აღარც მარტოხელა ვიყავი და თანაც
მარტოსულობა ისეთი ძალით მომეძალა, როგორც არასდროს.
ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს, სათვალე პირველად მეხმაროს
და პერსპექტივა უცბად შემცვლოდეს. ვგრძნობდი შორეულ
საგნებს რომ მივწდებოდი, ადრინდელი ბუნდოვანებაც
სიმკვეთრეს ღებულობდა.
იმ დღეს, გამომშვიდობებისას, იძუმიმ მადლობა გადამიხადა
და მითხრა რომ ბედნიერი იყო. რაღა თქმა უნდა, მეც გახარებული
ვიყავ: დაუჯერებელი მომხდარიყო და გოგოს კოცნის ნება მოეცა,
განა შეიძლება აღფრთოვანებული არ ვყოფილიყავ? ამის
მიუხედავად ეს ბედნიერება არ იყო უპირობო. კოშკს ვგავდი,
საძირკველი რომ გამოსცლოდა. ზეაჭრილს, სიშორის ცქერისას,
წონასწორობა დამრღვეოდა. რატომ ის? ვეკითხებოდი საკუთარ
თავს. რა ვიცი საერთოდ მასზე? რამდენჯერმე კი შევხვედრილვარ,
გვისაუბრია კიდეც ცოტა ხნით და სულ ესაა. განერვიულებულს
და აფორიაქე-ბულს თავშეკავება მიჭირდა.
ეჰ, შიმამოტო რომ ყოფილიყო, ეჭვები არც კი გამიჩნდებოდა,
ჩვენ ხომ ორივენი, უსიტყვოთ გავუგებდით ერთმანეთს, არც
უხერხულობა და არც მწარე ფიქრები, არ შემაწუხებდა, მაგრამ
შიმამოტო აღარ იყო ჩემს გვერდით. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა,
მე კი ჩემი. შიმამოტოსა და იძუმის შედარება უაზრობა იყო.
შიმამოტოსა და ჩემს შორის, სივრცე მძიმე კარებით ჩარაზულიყო,
მე კი ახალ ცხოვრებაში ადგილი უნდა მეპოვნა.

136
აღმოსავლეთით, ცა მზის სხივებისგან ალაჟვარდდა, მე კი
ისევ მეღვიძა. წავთვლიმე ორიოდე საათით, შხაპი მივიღე და
სკოლას მივაშურე. წინადღით, ჩვენს შორის მომხდარზე, მსურდა
იძუმის დავლაპარაკებოდი და მას ძებნა დავუწყე. მსურდა
პირდაპირ ეთქვა, რომ ჩემდამი მისი გრძნობები არ შეცვლილიყო.
გამომშვიდობებისას აკი მითხრა ბედნიერი ვარო, თუმცა ვინ
იცის? იქნებ ეს სულაც უძილო ღამის ზმანება იყო და მეტი
არაფერი. დღე ისე გავიდა, რომ ვერ მოვახერხე მასთან
დალაპარაკება. შესვენებებზე მუდამ თანაკლასელ გოგონებთან
ტრიალებდა, ხოლო გაკვეთილების შემდეგ, სასწრაფოდ
სახლისკენ გასწია. მხოლოდ ერთხელ, როცა სხვა საკლასო ოთახში
გადავ-დიოდით, დერეფანში ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს.
თვალები უცინოდა და მეც საპასუხოდ გავუღიმე. სულ ეს იყო!
მისი ღიმილი მიდასტურებდა წინადღის ამბავს: ''გუშინ
ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო''. მატარებლით სახლისკენ
მიმავალს, გაურკვევლობა აღარ მტანჯავდა. მე ის მინდოდა და
ჩემმა სურვილმა, მისადმი გაჩენილი ყველა ეჭვი გაფანტა.
თუ რა მინდოდა, სრულიად ცხადი იყო. მინდოდა იძუმი
გამეშიშვლებინა და გამეჟიმა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევამდე,
გრძელი გზა მქონდა გასავლელი. აუცილებელი იყო მანამდე,
გარკვეულ წინაპირობათა, მთელი რიგი შესრულებულიყო. რომ
გააშიშვლო, ჯერ უნდა გოგოს კაბის ელვა-შესაკრავი ჩახსნა, ხოლო
ამის მერე, სანამ საქმე სექსზე მივა, კიდევ ოცი, ანდა შეიძლება
ოცდაათიც კი, სრულიად აუცილებელი რამ, უნდა გქონდეს უკვე
მოგვარებული.
პირველ რიგში, საჭირო იყო პრეზერვატივების შოვნა.
სინამდვილეში მანამდე საქმე მივიდოდა თუ არა, არავინ უწყოდა,

137
მაგრამ მათი ქონა აუცილებელი იყო. არაფრით არ შემეძლო
აფთიაქში შევსულიყავი, ხურდები დამეყარა და
პრეზერვატივების შეკვრა მომეთხოვა. თავს ვერ გადავახტებოდი,
მე ხომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავ, არ მქონდა ამდენი
გამბედაობა. ჩვენს უბანში იყო რამდენიმე ავტომატი, სადაც ამ
საუნჯის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან მეშინოდა, რომ
ვინმე დამინახავდა. სამი თუ ოთხი დღე გაუთავებლად
ვფიქრობდი ამ პრობლემაზე. საბოლოოდ, საქმე იმაზე უფრო
ადვილად მოგვარდა, ვიდრე ეს წარმომედგინა. ჩვენს
სამეგობროდან ერთი, ამგვარი საქმეების, დიდ ექსპერტად
ითვლებოდა და მას ვთხოვე დახმარება: ''იცი რა? ძალიან
მჭირდება რამდენიმე პრეზერვატივი, ხომ ვერ მირჩევ როგორ
მოვიქცე?'' ''მე პრეზერვატივთა მთელ შეკვრას მოგცემ. ჩემმა ძმამ
ეხლახანს კატალოგით მთელი ტონა გამოიწერა. აზრზე არა ვარ
რად უნდა ამდენი, მისი უჯრები სავსეა პრეზერვატივებით და
ვერც კი შეამჩნევს, ერთ შეკვრას თუ ავიღებ". ''ფანტასტიკურია''
გახარებულმა მივუგე. მეორე დღეს, სკოლაში ქაღალდში
გახვეული პრეზერვატივები მომიტანა. მე სანაცვლოდ სკოლის
სასადილოში დავპატიჟე და ვთხოვე, ეს ამბავი არავის-თვის
ეთქვა. ''ნუ გეშინია'' მითხრა მან. რაღა თქმა უნდა, მან ეს ამბავი
თავის უახლოეს მეგობრებს უთხრა, მათ კი სხვებს და მალე
მთელმა სკოლამ იცოდა, რომ მე პრეზერვატივთა პარტია
შევიძინე. ეს იძუმიმაც გაიგო და გაკვეთილების მერე, სკოლის
სხვენზე დამიბარა.
''ჰაჯიმე, მართალია, რომ ნიშიდამ პრეზერვატივები
გადმოგცა?'' სიტყვა პრეზერვატივი ძლივს გადმოსცდა მის ბაგეს,
თითქოს ამ სიტყვას, თან რაღაც გადამდები ჭირი ამოჰყვაო.

138
''ეჰ... ჰოო." დავეთანხმე, თან წარუმატებლად ვცდილობდი
სწორი სიტყვების პოვნას. ''ეგ ხომ არაფერს ნიშნავს. ვიყიდე
იმიტომ, რომ შეიძლება საჭირო გახდეს“.
''ჩემს გამო იყიდე?''
''არა, ნამდვილად არა'' ვუთხარი. ''უბრალოდ მაინტერესებდა,
რა იყო, მაგრამ თუ შენ ეს გაწუხებს, უკანვე დავუბრუნებ, ანდა
სულაც გადავყრი''.
ჩვენ სხვენის კუთხეში, ქვის მომცრო სკამზე ვიჯექით.
მოჟამული ამინდი იდგა, ყოველწუთას შეიძლებოდა
გაწვიმებულიყო. სრულიად მარტონი ვიყავით. ირგვლივ
მდუმარებას დაესადგურებინა. ვერასდროს ვიფიქრებდი ჭერში
ასეთი სიჩუმე თუ იქნებოდა.
ჩვენი სკოლა ბორცვის თავზე იდგა და სხვენიდან
ხელისგულივით მოჩანდა ქალაქის დარჩენილი ნაწილიც და
ზღვის სანაპიროც. ერთხელ მე და ჩემმა მეგობრებმა, სკოლის
რადიოკვანძიდან გრამფირფიტები მოვიპარეთ და დავიწყეთ
სხვენიდან მათი სროლა, ისე როგორც დისკებს ისვრიან ხოლმე,
ფრისბის თამაშისას. გრამფირფიტები ცაში წარმოსახვითი თაღის
გასწვრივ მოძრაობდნენ და შორიდან ისეთ შაბეჭდილებას
სტოვებდნენ, თითქოს ისინი ნავსადგურის მიმართულებით
მიფრინავენო, თითქოს მათთვის, წამიერი სიცოცხალე
მიენიჭებინათ, რათა ბედნიერებს ლაჟვარდში ელივლივად.
სამწუხაროდ, ერთი მათგანი ჰაერში გასრიალების მაგივრად,
უხეშად ამოტრიალდა და მოჭრით დაეცა ჩოგბურთის კორტებზე,
სადაც სავარჯიშოდ გამოსული, პირველკლასელი გოგონები
გვარიანად შეაშინა. ამის გამო მკაცრად დაგვსაჯეს. მას მერე,
წელიწადზე მეტი გასულიყო და აი ეხლა, იგივე ადგილზე, იძუმი

139
პრეზერვატივთა გამო მკიცხავდა. მაღლა ავიხედე და ჩიტი
შევნიშნე, რომელმაც ნახევარწრე შემოხაზა და უცბად მივხდი, თუ
რა დიდებულია ფრინველად ყოფნა, მათ ხომ მხოლოდ ფრენა
მოეთხოვებათ და არასდროს იტკივებენ თავს, ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებებზე ფიქრით.
''ნამდვილად მოგწონვარ?'' ხმადაბლა მკითხა.
''რა თქმა უნდა'' მივუგე სასწრაფოდ, ''რასაკვირველია, ძალიან
მომწონხარ''.
ტუჩები მოკუმა და პირდაპირ შემომხედა. იმდენად დიდხანს
მიცქერდა რომ უხერხულად ვიგრძენი თავი.
“მეც მომწონხარ“ მითხრა დიდი ხნის სიჩუმის მერე. ''მაგრამ''
თავში გამიელვა მაშინვე და არც შევმცდარვარ.
''მაგრამ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რატომ უნდა
ავჩქარდეთ''.
მე თავი დავუქნიე.
''ნუ იქნები სულსწრაფი. მე ცხოვრების საკუთარი რიტმი
მაქვს და არც ისე საზრიანი ვარ, გადაწყვეტილებები სწრაფად
მივიღო. ლოდინი შეგიძლია?''
ხმის ამოუღებლად ერთხელ კიდევ დავუქნიე თავი.
''მპირდები?''
''გპირდები''.
''გულს ხომ არ მატკენ?''
''არა, გულს არ გატკენ''.
ერთხანს ძირს, თავის ფეხსაცმელს დაჰყურებდა.
ჩვეულებრივი შავი ფეხსაცმელი ეცვა. ჩემებთან შედარებით
ძალიან პატარები, თითქოს სათამაშო ყოფილიყოს.

140
''მეშინია''. მითხრა მან. ''ბოლო დროს მეჩვენება, თითქოს
ლოკოკინა ვიყო, რომელსაც ნიჟარა წაართვეს''.
''მეც მეშინია''. მივუგე პასუხად. ''თავს ისე ვგრძნობ, თითქოს
ბაყაყი ვიყო, ფეხის აფსკების გარეშე''.
იძუმიმ შემომხედა და გაიღიმა.
უსიტყვოდ ავდექით და სხვენის დაჩრდილულ ნაწილში
გადავედით. ხელები შემოვხვიეთ და ვაკოცეთ ერთმანეთს,
ნიჟარაწართმეული ლოკოკინა და უფეხო ბაყაყი. ახლოს
მივიზიდე. მისი ენა ჩემსას შეეხო. მის მკერდს ვგრძნობდი
ჯემპრის ქვეშ. არ გამძალიანებია, უბრალოდ თვალები მილულა
და ღრმად ამოიოხრა. მას მომცრო ძუძუები აღმოაჩნდა,
რომლებიც ჩემს ხელისგულში თავსდებოდნენ, თითქოს ისინი
ჩემი ხელებისთვის შექმნილიყვნენ. მისი ხელი, ჩემს მკერდს
შეეხო, ზედ გულისფიცარს და მისი თრთოლვა, ჩემი გულისცემის
რიტმს შეუერთდა. მართალია შიმამოტო არაა და მას ვერ
შეცვლის, მაგრამ ის, ხომ ჩემია და ცდილობს, მომცეს ყველაფერი,
რისი მოცემაც შეუძლია. განა შემიძლია მას როდისმე გული
ვატკინო?
მაშინ მე არაფერი მესმოდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი,
რომ ადამიანს შესაძლოა ისეთი სულიერი იარა მიაყენო, რომელიც
მოუშუშებელ ჭრილობად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.
იარის გასახსნელად კი საკმარისი იქნება, შენი არსებობის
შეხსენება.

141
3

იძუმის წელიწადზე მეტ ხანს ვხვდებოდი. კვირაში ერთხელ,


ან კინოში მივდიოდით, ანდა ბიბლიოთეკაში ერთად
ვმეცადინეობდით, ხშირად კი მივსეირნობდით, საითაც თვალებს
მივყავდით. სექსი არ გვქონია. თუმც დაახლოებით თვეში ორჯერ,
როცა ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, იძუმი ჩვენთან მოდიოდა
და საწოლზე გაშხლართულები ერთმანეთს ვეხვეოდით.
ტანსაცმელს არ იხდიდა, რისი მიზეზიც ყოველთვის ჰქონდა
"არასდროს იცი ვინ როდის მოვა". ზედმეტად ფრთხილობდა,
თუმც მშიშარა არ იყო. უბრალოდ არ უნდოდა უხერხულ
სიტუაციაში მოხვედრილიყო.
რადგან მეტის უფლება არ მქონდა, ჩაცმულს ვეხვეოდი. მისი
ტანსაცმლის ქვეშ, ხელების შესაცურებლად, გვარიანი ჯიკაობა
მჭირდებოდა.
"გთხოვ დაწყნარდი'' მეუბნებოდა, როცა
დაუკმაყოფილებლობას ვეღარ ვმალავდი. ''ხომ იცი, დრო
მჭირდება."
ძალას არც მე ვატანდი, მაგრამ აშკარად, გაუგებარ
სიტუაციაში ვიყავი და გულაცრუებული ვრჩებოდი. რა თქმა
უნდა საკმაოდ მომწონდა და მისი დიდა მადლობელიც ვიყავი, ის
რომ არა, ჩემი იმ დროინდელი წლები უფერული და მოსაწყენი
იქნებოდა. ის ხომ სასიამოვნო და გულიანი გოგონა იყო, აი ისეთი,
ხალხს რომ მოსწონთ. ოღონდ ეგაა, სრულიად განსხვავებული
ინტერესები გვქონდა. ის ვერ იგებდა იმ წიგნებს, მე რომ
ვკითხულობდი და არც ის მუსიკა მოსწონდა, მე რომ ვუსმენდი.

142
ამიტომ ეს თემები სასაუბროდ გამორიცხული იყო. ამით იძუმი
ძალიან განსხვავდებოდა შიმამოტოსგან.
მეორეს მხრივ, საკმარისი იყო, მის ახლოს აღმოვჩენილიყავი
და მის თითებს შევხებოდი, სითბო ელვასავით დამივლიდა,
ხოლმე მთელს ტანში. მისთვის შემეძლო მეთქვა ყველაფერი, რაც
კი ენაზე მომადგებოდა. მიყვარდა, როცა ქუთუთოებსა და
ტუჩისთავზე ვკოცნიდი. ძალიან მომწონდა როცა თმას ზევით
ავუწევდი და პაწია, თხელ ყურებთან ვკოცნიდი, ის კი
ღუტუნისგან თავშეუკავებლად იცინოდა. ეხლაც კი, როცა მასზე
ვფიქრობ, თვალწინ წარმომოდგება ხოლმე, მშვიდი კვირა დილა.
სასიამოვნო, ნათელი დღე, რომელიც ეს-ესაა დაიწყო. არც საშინაო
დავალებაა გასაკეთებელი და წინაც მთელი დღეა, შეგიძლია
გააკეთო ის, რაც მოგესურვება. მასზე ფიქრი ყოველ-თვის
''წამოწექი და დაისვენე, კვირა დილაა''ს გამწყობილებაზე
მაყენებს.
რა თქმა უნდა, უნაკლო არ ყოფილა, ჯიუტი იყო, არც
წარმოსახვის გამაუმჯობესებელ კურსებზე სიარული აწყენდა.
გარემო სადაც აღიზარდა, მოსწონდა და არაფრით არ უნდოდა
გასცდენოდა შეჩვეულ სიტუციას. არასდროს გაუტაცია ისეთ
რამეს, რაც ჭამას ან ძილს დაავიწყებდა. უყვარდა და პატივს
სცემდა მშობლებს, მაგრამ ზედმეტად დამოკიდებული იყო
მათზე. მისი შეხედულებები ყოველთვის წინასწარ შეგეძლო
გამოგეცნოთ, ისინი მთლიანად ემთხვეოდა 16-17 წლის გოგო-
ბიჭების სტანდარტულ წარმოდგენებს, რაც თავისთავად
მოულოდნელი არ ყოფილა. მეორეს მხრივ, მას არასდროს
უძაგებია ვინმე და არც ამპარტავნობა შემიმჩნევია მისთვის.
მოვწონდი და ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ.

143
მასთან საკუთარ თავზე ბევრს ვლაპარაკობდი. განსაკუთრებით
მიყვარდა იმის ახსნა, თუ როგორ მომავალზე ვოცნებობდი, რაც
დღევანდელი გადასა-ხედიდან წმინდა წყლის, სიჭაბუკის
ნარცისული ზღაპარი იყო. ''მჯერა, შესანიშნავი პიროვნება
გახდები, არის შენში რაღაც განსაკუთრებული'' ხშირად და
მთელი სერიოზულობით მეუბნებოდა. ჩემი არასდროს, არავის არ
სჯეროდა ისე, როგორც მას.
ხოლო მისი ალერსი, თუნდაც ჩაცმულის, სრულიად
ფანტასტიკური იყო. ოღონდ ერთი რამ ძალიან მაოგნებდა და
გულს მწყვეტდა. მასში ვერასდროს აღმოვაჩინე ის, რაც მარტო
ჩემთვის იქნებოდა განკუთვნილი. აშკარა იყო, რომ რასაც კი
ვხედავდი, იმ ღირსებათა ჩამონათვალიც კი ბევრად უფრო
გრძელი გამოვიდოდა, არა მარტო მის ნაკლთა ჩამონათვალზე,
არამედ ჩემს ღირსებებზეც, თუმცა რაღაცა ყოველთვის
მაკლდებოდა. რაღაცას, სრულიად აუცილებელს, ვერ ვამჩნევდი.
ის რომ აღმომეჩინა, დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობა
სექსითაც გამდიდრდებოდა. არადა ყოველი შეხვედრის მერე
დაუკმაყოფილებელი ვიყავი. შეიძლება დიდი დრო
დამჭირვებოდა, მაგრამ აუცილებლად დავარწმუნებდი, ჩემთან
ჟიმაობის აუცილებლობას. იმ რაღაცის შემჩნევას, ეტყობა ნიჭი
სჭირდებოდა, რაც აშკარად მაკლდა. მე ხომ 17 წლის სულსწრაფი
ბიჭი ვიყავი, სურვილითა და განუცდელის განცდის მოლოდინით
სავსე. თავი მართალია აბურდული აზრებით მქონდა
გამოტენილი, იმდენს კი ვხდებოდი, რომ იძუმი არ უნდა
მეიძულებინა და შესაფერ მომენტს დავლებოდებოდი, სურვილის
დასაკმაყოფილებლად.

144
თუმცა ერთხელ მაინც მოვახერხე მისი შიშველი სხეულის
ალერსით დატკბობა. ''აღარ მინდა შენი ტანსაცმლის ქვეშ
ვიქექებოდე'' როგორც იყო გავბედე და ვუთხარი რასაც
ვფიქრობდი. ''თუ სექსი არ გინდა ჩემთან, კი ბატონო, მაგრამ
მინდა შიშველი გნახო, მინდა შენი სხეული მთლიანად დავინახო
და ხელებით შევეხო. გაიგე ეს მე მჭირდება და მეტის მოთმენა
აღარ შემიძლია''.
იძუმი ერთხანს ჩაფიქრდა და მერე მითხრა, რომ თუ ეს
მართლაც ჩემი დიდი სურვილი იყო, ის ამას არ
შეეწინაღმდეგებოდა. ''ოღონდ შემპირდი'' მთელის
სერიოზულობით მიყურებდა, ''რასაც ეხლა მთხოვ, მაგაზე მეტს
ნუღარ მომთხოვ. ნუ გააკეთებ იმას, რაც არ მსურს.''
ნოემბრის დასაწყისის, მშვენიერი, მოწმენდილი კვირა დღე
იდგა, როცა იძუმი ჩვენს სახლში მოვიდა. უკვე აგრილებულიყო,
თუმც ცივი ამინდების დრო ჯერ არ დამდგარიყო. ჩემი მშობლები,
მამის ერთ-ერთი ნათესავის, მოსახსენებელ ცერემონიაზე იყვნენ
წასულები. წესით მეც თან უნდა ვხლებოდი, მაგრამ
გაუთვალისწინებელი ტესტისთვის მომზადება მოვიმიზეზე და
სახლში მარტო დავრჩი. ვიცოდი გვიან ღამით დაბრუნდებოდნენ.
იძუმი ნაშუადღევს მოვიდა. ჩვენ საწოლს მივაშურეთ და
ერთამანეთს ჩავეხუტეთ. გახდა დავუწყე. თვალები მილულა და
გახდაში ხელს არ მიშლიდა. მისი გახდა არც ისე ადვილი
აღმოჩნდა. ყველა თითს ვხმარობდი, მაგრამ ხომ იცით გოგოების
ტანსაცმელს რამდენი რამე აქვთ გასახსენელი. ეტყობა ძალიან
დიდხანს ვირჯებოდი. ნახევრადგახდილმა თვალები გაახილა და
დარჩენილი სამოსი უცბად გაიძრო. ეცვა ღია-მოლურჯო
ტრუსები, შესაფერისი აზღუდით. ეტყობოდა საგანგებოდ ამ

145
დღისთვის შეეძინა. აქამდე მისი თეთრეული, დედების მიერ
მოსწავლე გოგოებისთვის ნაყიდ სტანდარტულ საცვლებს
წააგავდა. ბოლოს მეც გავშიშვლდი.
მის შიშველ სხეულს ვეხვეოდი, ყელზე და მკერდზე
ვკოცნიდი. მის გლუვ კანს ხელს ვუსვამდი და ღრმად
ვისუნთქავდი მის სურნელს. გაშიშვლებულნი ერთმანეთს
ვეალერსებოდით, რაც ენით აუწერელ სიამოვნებას მგვრიდა.
ცოტა ხანში სურვილის შეკავება შეუძლებელი გახდა, შიგნით თუ
არ შევიდოდი, გავგიჟდებოდი. როგორც კი დავუპირე, გაიწია და
მომიბოდიშა. მერე დაიხარა და ასოს პირი ჩაავლო, მთლიანად
ბაგეში მოათავსა და წუწვნა დაუწყო. ადრე არასდროს, ასეთი რამ
არ გაეკეთებინა. ენას ზედიზედ უსვამდა ასოს თავს მანამდე, სანამ
რამეზე ფიქრი კიდევ შემეძლო და არ ამოვაფრქვიე.
კიდევ უფრო მივიზიდე, ვეფერებოდი მისი სხეულის ყოველ
წერტილს. შემოდგომის მზის სხივებ-ში განბანილ მის ულამაზესს
სხეულს დაუსრულებლად ვკოცნიდი ყველგან. უბრწყინვალესი
ნაშუადღევი დაგვგომოდა. მჭიდროდ ვეხვეოდით ერთმანეთს. იმ
დღეს მე კიდევ რამდენჯერმე გავათავე. ყოველ ამოფრქვევაზე
აბაზანაში გარბოდა პირის გამოსარეცხად და სიცილით ამბობდა:
"რა უცნაურია ეს ყველაფერი?''
მართალია წელიწადზე მეტ ხანს ვხდებოდით ერთმანეთს,
მაგრამ ეჭვსგარეშეა იმდღევანდელი დღე ყველაზე ბედნიერი იყო.
გაშიშვლებულებს არაფერი გვქონდა ერთმანეთისთვის დასამალი.
ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იმ დღეს, მასზე ბევრად მეტი გავიგე,
ვიდრე ჩვენი ნაცნობობის მთელ მანძილზე. დარწმუნებული ვარ,
ისიც ასევე ფიქრობდა. თურმე სიტყვებზე და დაპირებებზე მეტად
მყარი სინამდვილის შეგრძნება გვჭირდებოდა.

146
იძუმი დიდხანს იწვა, თავი ჩემს მკერდზე ედო, თითქოს ჩემს
გულისცემას უსმენდა, მე კი მის თმას ვეფერებოდი. ჩვიდმეტი
წლის გახლდით, ჯანმრთელი, სრულწლოვანებისთვის
მომზადებული. ცხოვრება ვარდისფერ ფერებში მეხატებოდა.
საათის ოთხზე, როცა იძუმიმ გადაწყვიტა ლოგინიდან
ადგომა და წასასვლელად მომზადება, კარებზე ზარმა დარეკა.
თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე, რადგან წარმოდგენა არ
მქონ-და, ვინ შეიძლება ყოფილიყო. თუ არ გამოვეხმაურებოდი,
ვინც არ უნდა ყოფილიყო, შეეშვებოდა და წავიდოდა, მაგრამ
ზარი განუწყვეტლად რეკდა. ალბათ ქალია, გავიფიქრე მაშინ.
''შენი მშობლები ხომ არ დაბრუნდნენ?'' იძუმიმ მკითხა.
ლოგინიდან უკვე ამდგარიყო და ტანსაცმელს კრეფდა.
"ნუ გეშინია. ისინი ასე ადრე ვერ დაბრუნდებოდნენ, თანაც
მათ გასაღები აქვთ და კარებზე არ დარეკავდნენ''.
"ჩემი ფეხსაცმელი!''
''ფეხსაცმელი?'' ვერ მივხდი რას გულისხმობდა.
''ფეხსაცმელი შემოსასვლელის წინ დავტოვე''.
ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი, მისი ფეხსაცმელი კარადაში
შევაწყე და კარები გავაღე. ჩემი უმცროსი დეიდა მოსულიყო.
ჩვენგან მატარებლით ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა და
ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე.
''სად გადაიკარგე? მეგონა კარებს არასდროს გამიღებდი''.
''მუსიკას ვუსმენდი ყურსასმენებით და ვერ გავიგე, ვიცრუე. ''
მშობლები სახლში არ არიან, ისინი მოსახსენებელ ცერემონიაზე
არიან წასულები და გვიან ღამემდე ვერ დაბრუდებიან. მეგონა
იცო-დით ეს ამბავი.''

147
''კი, მითხრეს. პატარა საქმეზე ვიყავი აქვე და რადგან მარტო
იყავი სახლში, გადავწყვიტე შემომევლო და ვახშამი
მომემზადებინა შენთვის. რაც საჭირო იყო ყველაფერი უკვე
ვიყიდე''.
''რატომ შეწუხდით, ვახშამს ხომ მეც გავიკეთებდი. გაიგეთ,
რომ ბავშვი აღარ ვარ.''
''მე უკვე ყველაფერი ვიყიდე. რამდენადაც ვიცი შენ
დაკავებული უნდა იყო, არა? სანამ შენ იმეცა-დინებ მე ვახშამს
მოგიმზადებ.''
ღმერთო, ეს რა დღეში ჩავვარდით! იძუმი როგორ უნდა
დაბრუნდეს თავის სახლში? საძინებელი ოთახიდან ჩვენი სახლის
დასატოვებლად, ჯერ საცხოვრებელი ოთახი უნდა გაიარო და
შემდეგ გასასვლელი, რომელსაც სამზარეულოსთან საერთო
სარკმელი აქვს. რა თქმა უნდა შემეძლო იძუმი დეიდასთვის
წარმედგინა, როგორც სკოლის მეგობარი, რომელმაც მომაკითხა,
მაგრამ მე ხომ სამეცადინოდ ვიყავი აქ დარჩენილი და თუ
გამოაშკარავდებოდა, რომ მშობლების არყოფნის დროს, სახლში
გოგო მომყავდა, კარგი დღე არ დამადგებოდა. თუ დეიდა მას
შეამჩნევდა, მშობ-ლებს აუცილებლად ეტყოდა, მე გინდაც ბევრი
მეთხოვა, ეს ამბავი რომ არ გაემჟღავნებინა. არა, დეიდა სულაც არა
იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ საიდუმლოებების შენახვა, არ იყო
მისი ხასიათის ძლიერი თვისება.
სანამ დეიდა სამზარეულოში ნაყიდს ამოალეაგებდა, მე
იძუმის ფეხსაცმელი ავიღე და მაღლა ავუტანე. ის ჩაცმული
დამხვდა. სიტუაცია ავუხსენი. გაფითრებულმა წამოიძახა: ''რა
ჯანდაბა უნდა ვქნა? იცი რა მოხდება აქ დარჩენა რომ მომიწიოს?
ხომ იცი, სანამ ვახშმის დრო მოატანს, აუცილებლად უნდა ვიყო

148
სახლში.თუ სახლში ვერ დავბუნდი იმ დროისთვის, უამრავი
პრობლე-მის წინ აღმოვჩნდები''.
''ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. რაიმეს
მოვიფიქრებთ'' შევეცადე დამემშვიდებინა, თუმც აზრზე არ
ვიყავი , რა უნდა გაგვეკეთებინა.
''წვივსაკრავებიც ვეღარ მიპოვნია, თუმც ყველგან
მოვათვალიერე'.'
''წვივსაკრავები?" შევეკითხე დაბნეულმა.
''მეტალის პატარა ნივთია, აი ამხელა.''
იატაკიდან დაწყებული საწოლის თავამდე ყველაფერი
გულდაგულ დავათვალიერე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.
''ვწუხვარ, მაგრამ ერთხელ წინდების გარეშე მოგიწევს გარეთ
გასვლა''.
სამზარეულოში დავბრუნდი. დეიდა უკვე ბოსტნეულს
ჭრიდა და მცენარეული ზეთი სჭირდე-ბოდა, მთხოვა ზეთი
სასწრაფოდ მეყიდა. მეტი რა გზა მქონდა, ველოსიპედს
შემოვაჯექი და უახლოეს ჯიხურს მივაშურე. ბინდდებოდა. თუ
ასე გაგრძელდებოდა იძუმის შეიძლება დიდხანს ეყურყუტა
ჩემთან. რამე უნდა მომეფიქრებინა, სანამ ჩემი მშობლები
დაბრუნდებოდნენ.
'' როცა დეიდა ტუალეტში შევა, მაშინ შეუმჩნევლად გაპარვის
შანსი მოგეცემა და მაგით უნდა ვისარგებლოთ'' ვუთხარი იძუმის.
''გგონია ეს გამოგვივა?''
''უნდა ვცადოთ. ხელებდაკრეფილი ლოდინი არ
გამოგვადგება.''
გადავწყვიტეთ დეიდას ტუალეტში შესვლას, ქვევით
დავლოდებოდი და ეს ამბავი ტაშის შემოკვრით იძუმისთვის

149
მეცნობებინა. ამ ხმაზე იძუმი ფრთხილად ჩამოვიდოდა კიბეზე და
უჩუმრად გაიპარებოდა. წარმატების შემთხვევაში უახლოესი
ტელეფონ-ავტომატიდან დამირეკავდა.
დეიდა თავისთვის ბედნიერად მღეროდა და მისო-სუფის
მოსამზადებლად ბოსტნეულს ანაკუწებდა, თანაც ცეცხლზე
მდგარ ტაფამწვარს უთვალთვალებდა. ტუალეტში გასვლას კი სუ-
ლაც არ აპირებდა. ამასობაში, შიშით აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი,
რაც კი დეიდაზე ვიცოდი, აშკარად მეტყველებდა, რომ დეიდა
თავისუფლად შეიძლებოდა გინესის რეკორდების წიგნში
მოხვედრილიყო, როგორც მსოფლიოში, ყველაზე დიდი შარდის
ბუშტის მქონე პიროვნება. ის იყო, იმედი საბოლოოდ გადამეწურა,
რომ დეიდამ წინსაფარი მოიხსნა და ტუალეტს მიაშურა. მე
სასწრაფოდ გავედი საცხოვრებელ ოთახში და ტაში ორჯერ
ძლიერად შემოვკარი. იძუმი ფეხისთითებზე შემდგარი ჩამოვიდა,
ხელში ფეხსაცმელი ეჭირა. ისინი გასასვლელთანღა ჩაიცვა და რაც
შეეძლო ჩუმად გაძვრა კარიდან. მე სამზარეულოში გავედი, რათა
დამენახა გარეთა ჭიშკრიდან როგორ გავიდოდა. ორიოდე წამში
დეიდაც შემობრუნდა ტუალეტიდან. როგორც იყო შვებით
ამოვისუნთქე.
ხუთი წუთის შემდეგ იძუმიმ დამირეკა. დეიდას ვუთხარი,
რომ თხუთმეტ წუთში დავბრუნდე-ბოდი და გარეთ გავედი.
ტელეფონის ავტომატთან იძუმი მელოდა.
''მეზიზღება ასეთი სიტუაციები'' მითხრა მან, სანამ მე ხმის
ამოღებას მოვასწრებდი. ''ამას აღარასდროს გავაკეთებ.''
სრული მიზეზი ჰქონდა გაბრაზებული და განაწყენებული
ყოფილიყო. სადგურის გვერდით მდებარე ბაღში მივიყვანე და
სკამზე დავსვი. ხელზე ნაზად შევეხე. წითელ ჯემპრზე

150
მოვარდისფრო პალტო ეცვა. სიყვარულით ვიგონებდი, თუ რა
იმალებოდა მათ ქვეშ.
«მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი შესანიშნავი იყო! რა თქმა
უნდა სანამ დეიდა მოვიდოდა. განა ასე არ ფიქრობ?» შევეკითხე.
«რა თქმა უნდა, მეც ძალიან ვისიამოვნე. ყოველთვის
მსიამოვნებს, როცა კი შენთან ვარ, მაგრამ როგორც კი მარტო
ვრჩები, ეჭვები მიპყრობს.»
«რა გაეჭვებს?»
«მომავალი. როცა სკოლას დავამთავრებთ, შენ ტოკიოში
გადახვალ უნივერსიტეტში, მე კი აქ დავრჩები. რა ბედი გველის?»
მართლაც, მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლის
დამთავრების შემდეგ სწავლა ტოკიოში გამეგრძელებინა.
მშობლიური ქალაქის მიტოვება და მშობლებისაგან ცალკე,
დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სასიცოცხლო
მოთხოვნილებად გადამქცეოდა. სკოლის საბოლოო ნიშნები არც
ისე მაღალი მიჩანდა, მაგრამ იმ საგნებში, რომლებიც მომწონდა,
საკმაოდ მაღალ ნიშნებს ვღებულობდი, ისე, რომ წიგნებში არც კი
ვიხედებოდი. ამიტომ, რომელიმე კერძო უნივერსიტეტში
მოხვედრა, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. იქ
ხომ მისაღები გამოცდები მხოლოდ რამდენიმე საგანში
ბარდებოდა. იძუმის ტოკიოში გადმოსვლის კი არანაირი იმედი
არ იყო. მის მშობლებს უნდოდათ, რომ იძუმი ახლოს ჰყოლოდათ
და მარტოს არაფრის დიდებით, დიდ ქალაქ-ში არ
გამოუშვებდნენ. არც იძუმი შეეწინაღმდგებოდა მშობელთა
სურვილს, ამიტომ სურდა მეც აქ დავრჩენილიყავი. მარწმუნებდა,
ჩვენი ქალაქის უნივერსიტეტი, სულაც არააო ურიგო.

151
«რა საჭიროა ტოკიოში გამგზავრება?» აშკარა იყო, აქ დარჩენას
თუ შევპირდებოდი, მაშინ არც სექსზე მეტყოდა უარს.
«მოიცა! ისე ლაპარაკობ, თითქოს საზღვარგარეთ მივდიოდე!
ტოკიო, ხომ მხოლოდ სამი საათის სავალზეა! თანაც
უნივერსიტეტის სტუდენტებს გრძელი არდადეგები აქვთ. ასე
რომ ყოველწლიურად სამს, ანდა შეიძლება ოთხ თვესაც კი, აქ
გავატარებ» არაერთხელ მითქვამს მისთვის.
«შენ თუ აქაურობას მიატოვებ, მეც დამივიწყებ.
დარწმუნებული ვარ იქ ახალ გოგოს გაიჩენ» მითხრა იძუმიმ.
არც ამ არგუმენტს ვისმენდი პირველად. მეც ყოველთვის
ვარწმუნებდი, რომ ეს არ მოხდებოდა. "'მე ხომ ძალიან მომწონხარ
და ასე ადვილად როგორ დაგივიწყებ?" მაგრამ სიმართლე
გითხრათ ამაში მთლად დარწმუნებული არ ვიყავი. სცენარის
შეცვლას, შეიძლება გამოეწვია დროის დინები-სა და ემოციათა
ნაკადის ძლიერი ძვრა, ასეთი რამ, ერთხელ უკვე მოხდა, როცა
შიმამოტოს დავცილდი, ვისთანაც ალბათ სხვა სიტუაციში,
ძალიან ახლო ურთიერთობა მექნებოდა, მაგრამ საცხოვრებლის
გამოცვლამ და რამდენიმე კილომეტრით დაცილების შემდეგ, მე
და შიმამოტო ცალკ-ცალკე ვაგრძელებდით ცხოვრებას. იმის
მიუხედავად, რომ ის ძალიან მომწონდა და შიმამოტოსაც
ნათქვამი ჰქონდა რომ მიმიკეთხებინა მისთვის. ერთხანს კი
ვნახულობდი, მაგრამ მალე შევწყვიტე მასთან ვიზიტები.
"არის ერთი რამ, რაც არ მესმის" იძუმიმ მითხრა "მეუბნები
რომ ძალიან მოგწონვარ და გსურს ჩემზე ი ზრუნო, მაგრამ ხშირად
ვერაფრით მიმხვდარვარ, რა ხდება შენში და რა აზრები მოგდის
თავში".

152
ამ დროს იძუმიმ პალტოს ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, და
ცრემლები მოიწმინდა. ეხლაღა მივ-ხდი, რომ ტიროდა. არ
ვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ მეც ჩამოვჯექი და უხმოდ
ველოდებოდი, როდის გააგძელებდა საუბარს.
" შენ მიჩვეული ხარ გადაწყვეტილებების დამუკიდებლად
მიღებას და არ მოგწონს როცა ვინმე შენ საქმეებში ერევა. ალბათ
იმიტომ, რომ დედისერთა ხარ. შეჩვეული ხარ გადაწყეტილებებიც
მარტომ მიიღო და მარტომაც იმოქმედო. თუ კი რამეს სწორედ
ჩათვლი, თავსაც აჯერებ, რომ ეს მართლაც ასეა და სხვათა აზრი
აღარ გაინტერესებს''. იძუმიმ თავი გააქნია, ''ეს მე არ მომწონს.
ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს მიტოვებული ვიყო".
დედისერთა! დიდი ხანია აღარ გამეგონა ეს სიტყვა. დაწყებით
კლასებში როცა ვიყავი, ამ სიტყვას ტკივილი მოჰქონდა, მაგრამ
ეტყობოდა იძუმი ამ სიტყვაში სხვა აზრს სდებდა. მისი
"დედისერთა'' განებივრებულ და თავნება ბავშვს კი არ
გულისხმობდა, არამედ უფრო სხვათაგან დამოუკიდებელს,
სხვებთან ყოველთვის დისტანციაზე მყოფს. ის არ
მსაყვედურობდა, უბრალოდ ეს სიტუაცია აწუხებდა.
''ძნელია სიტყვებით გამოვთქვა, რა ბედნიერი ვიყავი, როცა
ერთმანეთს ვეხვეოდით" გამომ-შვიდობებისას მითხრა, "იმედიც
კი მომეცა, იგება ჩვენი ურთიერთობაც საოცხოოდ წარიმართოსო,
მაგრამ ეტყობა ცხოვრება არც ისე მარტივადაა მოწყობილი.''
სახლისკენ მიმავალი იძუმის სიტყვებზე ვფიქრობდი და მათ
სიმართლეში ვრწმუნდებოდი. მართლაც, არ მიყვარდა სხვებთან
გულღია ყოფნა. იძუმი მთლიანად მომენდო, მე კი არ შემეძლო
იგივეთი მეპასუხა. იძუმი ნამდვილად მომწონდა, მაგრამ რაღაც
მაკავებდა.

153
სადგურიდან სახლისკენ მიმავალი გზა ათასჯერ მაინც
გამევლო, მაგრამ ეხლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცხო
ადილას მოვხვედრილიყავ. იძუმის შიშველი სხეული თვალწინ
მედგა, მკვრივი ძუძუები, თმები ლამაზ ადგილზე, რბილი და
დამყოლი წელი. ხილვები ისეთი ძლიერი იყო, რომ იძულებული
გავხდი ავტომატიდან სიგარეტი მეყიდა, დავბრუნებულიყავი
ბაღში, იგივე სკამზე ჩამოვმჯდარიყავ და სიგარეტი მომეწია
დასამშვიდებლად.
დეიდას რომ არ შემოესწრო, ასე არ ავფორიაქდებოდით, იმ
დღეს ერთმანეთს ძალიან თბილად დავცილდებოდით და თავსაც
ბედნიერად ვიგრძნობდით. თუმცა, უკვე ცხადი იყო, რომ გინდაც
იმ დღეს დეიდას არ დავეფეთებინეთ, ერთხელაც იქნებოდა,
რაღაც ამის მსგავსი მოხდებოდა. მთავარი პრობლემა კი ის იყო,
რომ იძუმის ვერ ვარწმუნებდი, ყველაფერი კარგად რომ იყო, ანდა
როგორ დავაჯერებდი, როცა მე თვითონ არ ვიყავი ამაში
დარწმუნებული.
მზე უკვე ჩასულიყო. ცივმა ქარმაც დაჰქროლა. ზამთრისპირი
იდგა. ნაახალწლევს მისაღები გამოცდები დაგვეწყებოდა და წინ
სრულიად სხვა ცხოვრება გველოდა. ეს მაფორიაქებდა.
ცვლილებებს ცხოვრებაში არა მარტო ველოდი, არამედ მსურდა
კიდეც. სხეულიც და გულიც ახალი ცხოვრებისკენ მიილტვოდნენ.
იმ წელს იაპონიის უნივერსიტეტები სტუდენტურ მოძრაო-ბას
მოეცვა, ტოკიო დემონსტრანტებით იყო სავსე. მსოფლიო ჩემს
თვალწინ იცვლებოდა და უსიკ-ვდილოდ მსურდა ამ
ცვლილებათა მონაწილე ვყოფლიყავი. თუნდაც იძუმის ჩემი აქ
დარჩენის სანაცვლოდ რეგულარული სექსი შემოეთავაზებინა,
ვიცოდი რომ ამ მიძენებულ ქალაქში ჩემი ცხოვრების დღეები,

154
უკვე დათვლილიყო. მე წავიდოდი, გინდაც ამას ჩვენი
ურთიერთობების შეწყვეტა გამოეწვია, ამაზეც თანახმა ვიყავი.
ვგრძნობდი, ამ ქალაქში დარჩენის შემთხვევაში, როგორც
პიროვნებას, ისეთი რამ მომაკლდებოდა, რაც არაფრის დიდებით,
არ უნდა დამკარგვოდა. ეს იყო მწველი ოცნება, დაუოკებელი
სურვილი, ისეთი, როგორიც მხოლოდ 17 წლის ასაკში შეიძლება
ჰქონდეთ.
იძუმი ჩემს ოცნებას ვერ იგებდა, მას თავისი ოცნება ჰქონდა,
რომელიც სულ სხვა სამყაროში ხდებოდა და ძალიან
განსხვავდებოდა იმისგან, საითაც ჩემს საკუთარ ოცნებებს
მივყავდი.
სანამ ახალი ცხოვრება კარს გაგვიღებდა მოხდა ისეთი რამ,
რამაც მთლიანად დაამსხვრია ჩვენი ურთიერთობა.

ისე მოხდა რომ პირველი ვინც გავჟიმე, დედისერთა იყო.


იძუმის არ იყოს, არც ის იყო ისეთი გარეგნობის, ქუჩაში მიმავალ
კაცებს, კისერი მოქცეოდათ მის საცქერად, უმეტესობა მას ვერც კი
შეამჩნევდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი თვალი მოვკარი,
ჩემზე ისე იმოქმედა, თითქოს ცამოწმენდილზე მეხი დამცემოდეს.
არანაირი ყოყმანი, ან დაეჭვება, ყველაფერი ერთ წამში გადაწყდა.
რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ჩვეულებრივ
ლამაზი ქალები ჩემზე დიდ რეაქციას არ ახდენენ. ყოფილა ისე,
რომ ქუჩაში მეგობებთან მოსეირნეს, მეგობარს ხელი ჩაუვლია
155
ჩემთვის და უთქვამს "აუჰ! დაინახე, რა გოგოა!" და რაოდენი
უცნაურიც არ უნდა ყოფილიყოს, მე არავინ შემიმჩნევია ისეთი,
ვისაც მეგობრის ასეთი რეაქცია შეეძლო გამოეწვია. დიდად არც
თვალწარმტაცი მსახიობები და არც ტოპმოდელები მოქმედებენ
ჩემზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ასეა. ჩემთვის საზღვარი
ოცნებასა და სინამდვილეს შორის ყოველთვის ბუნდოვანი იყო.
ჭაბუკობისასაც კი, ქალის ლამაზი სახე, არ ყოფილა საკმარისი,
ჩემს აღსაგზნებლად. ნაკლებად მხიბლავდა ის, რაც
რაოდენობრივი და გარეგნული იყო. უფრო მიზიდავდა ის, რაც
ქალის ღრმა ბუნებიდან მოდიოდა, ის რაც მის არსებით მხარეს
წარმოადგენდა. არიან ადამიანები, რომელთაც გამოუცნობ
მიზეზთა გამო, უკუნი სიბნელე იზიდავთ, ზოგთაც გრიგალნი,
ანდა მიწისძვრანი. მე კი მოპირდაპირე სქესში გაურკვეველი ''ის''
მიზიდავდა. მოდი, უკეთესი სიტყვების უქონლობის გამო,
დავუძახოთ მას მაგნეტიზმი. მოგვწონს თუ არა, ეს ის ძალაა, რაც
გვითრევს და გვმართავს.
მიახლოებითი წარმოდგენისთვის, ის შეიძლება სუნამოს
ზემოქმედებას შევადაროთ. ალბათ არც სურნელთა გაზავების
ოსტატს ძალუძს აგიხსნათ, უამრავ სხვა სურნელიდან, რატომ
მაინცდამაინც მის მიერ გამოყვანილ სუნამოს აქვს სხვებზე მეტი
მიზიდულება. მეცნიერებაც უძლურია ამ ფენომენის ასახსნელად,
თუმც დადგენილია, რომ ზოგიერთ სურნელთა ნაზავს, შეუძლია
ისე იმოქმედოს, საპირ პირისპირო სქესის წარმომადგენელებზე,
რომ ისინი მძუნაობის პერიოდის ცხოველებს დაამსგავსოს.
ზოგიერთ სურნელს, ასიდან ორმოცდაათზე შეუძლია
მიმზიდველად მოქმედება, სხვა სურნელს კი დანარჩენ
ორმოცდაათზე, მაგრამ არსებობენ ისეთი სურნელნიც, რომელნიც

156
მარტო ერთს, ან ორს გადაიყვანს ჭკუიდან. მეც ზუსტად ასეთ
სურნელზე ვარ დაგეში-ლი და თუ ეს ვისმესგან შევიგრძენი,
მსურს მივუახლოვდე იმ ქალს, საიდანაც ასეთი აურა მოდის და
ვუთხრა "მე ის ვარ ვინც გრძნობს და ამ ქვეყნად ასეთი მარტო მე
ვარ."
იმ გოგოს დანახვისთანვე, მისი გაჟიმვა მომინდა. უფრო
მეტიც, ვიგრძენი რომ მას აუცილებლად გადავჟიმავდი და
ინსტიქტურად იმასაც მივხდი, რომ მანაც იგივე იგრძნო. მის
გვერდით როგორც კი მოვხდი, ჩემი სხეული, თუ შეიძლება ასე
ითქვას, მთლიანად შეირყა და ისე ამიდგა, რომ სიარულს
ძლივსღა ვახერხებდი. ეს ალბათ იმ მიზიდილობის ნაყოფი იყო,
რისი პროტოტიპიც შიმამოტოსთან განვიცადე, თუმც მაშინ
ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, ეგ რომ გამეგო, ანდა მისთვის
სახელი დამერქმია. წლების მერე, როცა იმ ახალ გოგოს შევხდი, მე
უკვე ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, სკოლის ბოლო კლასის მოსწავლე,
ხოლო ის ოცი წლის გახლდათ, უნივერსიტეტის მეორე კურსის
სტუდენტი და რაც მთავარია ის იძუმის მამიდაშვილი იყო. მას
უკვე ჰყავდა მეგობარი ვაჟი, მაგრამ ჩვენ ორივესთვის, ამას
არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არაფერი შეიცვლებოდა, ის
თუნდაც ორმოცდაორის ყოფილიყო და თანაც სამი შვილი
ჰყოლოდა, ანდა სულაც უკანალზე ორი კუდი გამოსჩენოდა. ისე
ძლიერი მაგნეტიზმი მოდიოდა მისგან, რომ მე ეს არ შემაწუხებდა.
მივხდი, თუ იმ გოგოს ხელიდან გავუშვებდი, მერე მთელი
ცხოვრება ვინანებდი.
ასე, რომ ჩემი ცხოვრების პირველი ქალი, იძუმის
მამიდაშვილი გახდა, თანაც არა უბრალოდ, ერთ-ერთი მისი
ნათესავთაგანი, არამედ ის, ვისთანაც იძუმის ყველაზე კარგი

157
ურთიერთობა ჰქონდა. ისინი, ხომ ბავშობიდან მოყოლებულნი
ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. მამიდაშვილი კიოტოს
უნივერსიტეტში სწავლობდა. ბინა კი დაკავებული ჰქონდა გოშოს,
იმპერატორის ძველი სასახლის დასაველეთის კარიბჭის,
სიახლოვეს. იძუმი და მე ერთხელ კიოტოს ვესტუმრეთ,
ტელეფონით დავურეკეთ და ერთად ვისადილეთ. ეს მოხდა
დეიდასთან მომხდარი პატარა ფარსიდან ორი კვირის შემდეგ.
სადილის დროს იძუმი ორიოდე წუთით გავიდა, დრო
ვიხელთე და ტელეფონი ვსთხოვე. მოვიმიზეზე, კიოტოს
უნივერსიტეტის შესახებ შეიძლება რამდენიმე შეკითხვა
გამიჩნდესო. ორი დღის მერე დავურეკე და ვთხოვე პირველსავე
კვირა დღეს შევხვედროდით. ცოტა ყოყმანის შემდეგ
დამთანხმდა. მისი ხმის ჟღერადობამ დამარწმუნა, რომ მასაც
უნდოდა ჩემთან ჟიმაობა. კვირა დღეს მარტო გავემგზავრე
კიოტოს, შევხდი და ნასადილევს უკვე ლოგინში ვიყავით.
მომდევნო ორი თვის მანძილზე ისეთი თავბრუდამხვევი
სექსი გვქონდა, რომ ვფიქრობდი შევქან-დებოდით. არანაირი
კინო, ან სეირნობა, არც წაკითხულის შთაბეჭდილებათა
გაზიარება, არანაირი საუბარი არც მუსიკაზე, არც ომსა თუ
რევოლუციაზე. ერთადერთი რასაც ვაკეთებდით ამოფრქვევა იყო.
ალბათ ხანდახანს ცოტას კი წავიმუსაიფებდით რამეზე, მაგრამ
მთელი დარჩენილი ცხოვრე-ბაც რომ ვიფიქრო, ვერ გავიხსენებ
თუ რაზე. მეხსიერებას შემორჩა კონკრეტულ საგანთა მონახაზე-
ბი, მაღვიძარა მუთაქის გვერდით, სარკმლის ჟალუზები,
მაგიდაზე მდგარი შავი ტელეფონი, კა-ლენდრის სურათები,
იატაკზე მიმოფანტული მისი ტანსაცმელი. ამათ გარდა მისი ხმა
და სურ-ნელი მისი კანისა. არასდროს არაფერი მიკითხავს, არც მას

158
დაუსვამს შეკითხვა. მხოლოდ ერთხელ მასთან ლოგინში
მწოლარემ, უცბად გამოვთქვი ვარაუდი, რომ ის ალბათ
დედისერთა იყო.
''მართალი ხარ''-- გაკვირვებით შემომხედა, "მაგრამ როგორ
მიხვდი?"
''არ ვიცი, უბრალოდ ვიგრძენი''
ერთხანს გამომცდელად მიყურა და მომიგო ''შენც
დედისერთა უნდა იყო, არა?''
''სწორედ მიხვდი''.
სულ ესაა რაც ჩვენი საუბრებიდან მახსოვს. იშვიათად
ვწყდებოდით ერთმანეთს, ისიც მხოლოდ საჭმლის ან სასმელის
მისაღებად. როგორც კი თვალს მოვკრავდით ერთმანეთს,
უსიტყვოდ ვიძ-რობდით ტანსაცმელს და ერთმანეთს ვეცემოდით
ხოლმე. რასაც ვხედავდი, ისე აღმაგზნებდა, რომ შიგნით
ყველაფერი მიხურდა და ისიც იგივე დღეში იყო. ყოველი
შეხვედრისას ოთხჯერ, ან ხუთ-ჯერ ვახერხებდით. ვიწურებოდი,
ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სანამ კიდევ შეიძლებოდა წვე-
თების გამოშვება და ასო ტკივილისაგან არ გასივდებოდა, მასთან
ვრჩებოდი. მიუხედავად დაუო-კებელი ვნებისა და იმ ცხოველი
ძალისა, რაც ერთმანეთისკენ გვიბიძგებდა, არცერთს აზრადაც არ
მოგვსვლია, ხანგრძლივი საყვარლები გავმხდარიყავით. კარგად
ვხდებოდით, რომ იმ გრიგალის ეპიცენტრში ვიყავით, რომელიც
მალე გადაივლიდა. ვხდებოდით რა ამას, ვგრძნობდით, რომ ყვე-
ლა ჩვენი შეხვედრა, თავისუფლად შეიძლება ბოლოც ყოფილიყო,
რაც კიდევ უფრო გვიღვივებდა სურვილს.
შეყვარებული მასზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, და არც ის
იყო ჩემზე შეყვარებული. ჩემთვის ყვარება-არყვარების საკითხი

159
საერთოდ არ მდგარა, რადგან რისკენაც მივისწრაფოდი, იყო იმის
განცდა, რომ ვყოფილიყავი ველური და ბობოქარი ძალის ქვეშ,
რომლის შუაგულში მდებარეობდა ჩემთვის აბსოლუტურად
აუცილებელი რამ. აზრეზე არ ვიყავ, თუ რა იყო ეს, მაგრამ
მინდოდა შემეყო მისი სხეულის შიგნით და შევხებოდი იმას, რაც
არ უნდა დამხვედეროდა იქ.
იძუმი მართალია ძალიან მომწონდა, მაგრამ მასთან ყოფნისას
არასდროს განმიცდია ასეთი დაუო-კებელი ძალის ზემოქმედება.
მის მამიდაშვილზე მართალია არაფერი ვიცოდი, სამაგიეროდ
მისი ზემოქმედება მეტად ღრმა იყო ჩემზე. არასდროს გვქონია
ოდნავ მაინც სერიოზული საუბარი რაი-მეზე, რადგან ამის
საჭიროებას არ ვგრძნობდით. თუ კი იმდენი ენერგია გვექნებოდა,
რომ გვესაუბ-რა, მას აუცილებლად ახალი სერიისთვის
გამოვიყენებდით.
მოვლენები თუ ნორმალურად განვითარდებოდა,
ურთიერთობა, რომელშიც ორივე გავებით და რომელიც
ამოსუნთქვის საშულებასაც კი არ გვაძლევდა, დიდხანს ვერ
გასტანდა და რამდენიმე თვეში დამთავრდებოდა, რადგან
რომელიმე ჩვენთაგანს ის ყელში ამოუვიდოდა. ურთიერთობა
გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ის აუცილებელი იყო ორივესათვის,
ის ხომ ბუნებრივი აქტი იყო, რომელიც თავიდანვე ყოველგვარ
ეჭვს და ყოყმანს გამორიცხავდა, ისევე როგორც სიყვარულს, ან-და
დანაშაულის განცდას, ან სულაც მომავალზე ფიქრს. ასე, რომ, თუ
ჩვენი კავშირი არ გამოაშკა-რავდებოდა (თუმც წარმოუდგენელი
იყო რომ არ შეემჩნიათ, რადგან ინტესიურმა სექსმა, ორივეს
გონება დაგვიბნელა) მე და იძუმის შეიძლება ერთხანს კიდევ
გაგვეგრძელებინა ისეთივე ურთიერ-თობა, როგორიც მანამდე

160
გვქონდა, ალბათ ყოველ საზაფხულო არდადეგებზე
შევხდებოდით ერთმანეთს. არავინ იცის რამდენ ხანს გასტანდა ეს,
მაგრამ უეჭველია, რამდენიმე წლის მერე, ერთ-ერთი ჩვენთაგანი
აუცილებლად შეწყვეტდა ამ ურთიერთობას, რადგან აშკარად
სხვდასხვანაირე-ბი ვიყავით, ძალიან ცოტა რამ გვაერთიანებდა
და დრო, ნელ-ნელა ამ განსხვავებას კიდევ უფრო გააღრმავებდა.
დღევანდელი გადასახედიდან ეს სრულიად აშკარაა. მე რომ მისი
მამიდაშვილი არ გამეჟიმა, ალბათ ჩვენი დაცილება მშვიდობიანი
და მეგობრულიც კი იქნებოდა და ყოველგვარი ტკივილის გარეშე,
გადავიდოდით ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა.
სინამდვილეში იძუმის მოუშუშებელი ჭრილობა მივაყენე.
არც ისე დიდი დრო დამჭირდა მიმხვდარიყავი, თუ რა ღრმა იყო
ეს იარა. სკოლაში მისი ნიშნების პატრონს, ყველაზე პრესტიჟულ
უნივერსიტეტში შეეძლო ესწავლა, მაგრამ ყველა მისაღები
გამოცდა ჩააფლავა და იძულებული გახდა, ქალთა მესამე
ხარისხის კოლეჯში ევლო. მას მერე რაც გამოაშკარავდა ჩემი
კავშირი მის მა-მიდაშვილთან, იძუმის მხოლოდ ერთხელღა
შევხდი. დიდხანს ვიკამათეთ ჩვენს საყვარელ კაფე-ში, სადაც
ხშირად ტკბილად გვიმუსაიფია. ვცდილობდი გულწრფელად
ამეხსნა, თუ რა მოხდა, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევდი, ჩემი
განცდები სწორედ რომ გადმომეცა. ვუთხარი, რომ ის რაც ჩემსა
და მის მამიდაშვილს შორის მოხდა, სულაც არ ყოფილა
დაგეგმილი და რომ ის ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, რომ ეს
კავშირი იყო მხოლოდ ფიზიკური ძალის ზემოქმედება, რომელ-
მაც გონება აგვირია. ასევე ვუთხარი, რომ ამ კავშირს, ღალატსაც კი
ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ მას სინანულის გრძნობაც კი არ

161
დაუტოვებია ჩემში. ვარწმუნებდი, რომ იმ კავშირს უბრა-ლოდ
არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩვენს ურთიერთობაზე.
რაღა თქმა უნდა იძუმიმ ვერ გაიგო, თუ რას ვგულისხმობდი
და ბინძური მატყუარა მიწოდა. მარ-თალიც იყო, ამას
ვიმსახურებდი. მის ზურგს უკან, მისგან დამალულად, მის
მამიდაშვილთან ვჟი-მაობდი. ამასთან არა ერთხელ, ან ორჯერ,
არამედ ათჯერ, შეიძლება ოცჯერაც. თავიდანვე ვუღალა-ტე. თუ
კი მართლაცდა გულწრფელად ვმოქმედებდი, ტყუილი რაღა
საჭირო იყო? იძუმის რატომ პირდაპირ არ ვუთხარი: "შენი
მამიდაშვილი მინდა გავჟიმო, მინდა მკლავებში მყავდეს მოქცეუ-
ლი და ათასჯერ მაინც შევიდე მასში, ყველა შესაძლო
მდგომარეობიდან. ნუ ინერვიულებ, ამას შენთან არანაირი
კავშირი არა აქვს." ალბათ თავიდანვე ასე უნდა მეთქვა და
წამდაუწუმ არ უნდა მეცრუა. აღარ დამჭირდებოდა, ახალ-ახალი
მიზეზების ძებნა, რათა მასთან შეხვედრები, სხვა დროისთვის
გადამედო, მე კი კიოტოს გავგზავრებულიყავ და მისი
მამიდაშვილის ლოგინში შევ-მძვრალიყავი. ამ ფაქტებს ვერსად
გავექცეოდი და საკუთარი თავის გარდა, სხვას ვერავის დავა-
დანაშაულებდი.
იძუმიმ ჩვენი ამბავი იანვრის მიწურულს გაიგო, ჩემი
მეთვრამეტე დაბადების დღიდან მალევე. თებერვალში
საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ადვილად ჩავაბარე და
მარტში უკვე ტოკი-ოში უნდა გადავსულიყავი სასწავლებლად.
სანამ მშობლიურ ქალაქს დავტოვებდი, ტელეფონზე წამდაუწუმ
ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონს არ იღებდა. მერე გრძელი
წერილების მიწერა დავიწყე, მაგრამ პასუხი არასდროს მიმიღია.
გიჟს ვგავდი, არ მინდოდა მისი ასეთ მდგომარეობაში დატო-ვება,

162
მაგრამ ვერაფერი გავაწყე. იძუმის ჩემი სახელის გაგონებაც არ
სურდა.
ტოკიოსკენ სწრაფი მატარებლით მივქროდი, ცვლად პეიზაჟს
უგულოდ ვათვალიერებდი და საკუთარ თავზე ვფიქრობდი-- ვინ
ვიყავი? სარკმელში არეკლილ ჩემს სახეს და ხელებს ვუყურებდი--
''რა არამზადა ხარ'' მესმოდა სინდისის ხმა. პირველად
სიცოცხლეში მძულდა საკუთარი თავი. რა ჩავიდინე? როგორ
მოხდა ეს რომ შემემთხვა? უბედურება ის იყო, რომ მშვენივრად
ვიცოდი, არა მარტო ის, თუ რა მოხდა, არამედ ისიც, თუ როგორ
მოხდა. ყველაფერი თავიდან რომ დაწყებულიყო, არაფერი
შეიცვლებოდა! მე ისევ ისე მოვიქცეოდი. მიუხედავად იმისა, რომ
კვლავ და კვლავ უნდა მეცრუა იძუმისთვის, მაინც ვიჟიმავებდი
მის მამიდაშვილთან, იძუმის როგორც არ უნდა სტკენოდა გული.
ამის აღიარება არ იყო მარტივი, მაგრამ ეს სიმართლე იყო.
გული მარტო იძუმისათვის არ მომიკლავს. მივხდი, რომ
საკუთარი თავისთვისაც მიმიყენებია ჭრილობა, თუმც იმჟამად
წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენად ღრმა იყო ეს იარა. წესით
ამ გამოცდილებით ბევრი რამ უნდა მესწავლა, მაგრამ როცა
განვლილ ცხოვრებას თვალი გადავავლე, მივხდი, რომ თურმე
მხოლოდ ერთი რამისთვის მიმიღწევია, რისი უარყოფაც
შეუძლებელია. ეჭვს გარეშეა, რომ მე ვიყავი პიროვნება, რომელსაც
ბოროტების ჩადენა შეეძლო. მართალია არასდროს დამიგეგმავს,
ვინმესთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ დამჭირდებოდა,
შემეძლო მემოქმედა, როგორც ეგოიზმით სავსე, სასტიკ
პიროვნებას. ისეთი ადამიანი ვიყავი, ვისაც შეეძლო, საპატიო რა-
მის მომიზეზებით, მოუშუშებელი ტკივილი მიმეყენებინა
მათთვის, ვინც გულუბრყვილობის გამო მომენდნენ.

163
უნივერსიტეტის სწავლის გამო, ახალ ქალაქში გავაგრძელე
ცხოვრება, სადაც შევეცადე ერთხელ კი-დევ შევცლილიყავი,
გავმხდარიყავი ახალი პიროვნება, გამომესწორებინა წარსულის
შეცდომები. საამისოდ თავდაპირველად საკმაოდ ოპტიმისტურად
ვიყავი განწყობილი და მეგონა რომ ამას მო-ვახერხებდი.
ცხოვრებამ კი საპირისპირო გვიჩვენა: საითკენაც არ უნდა
წავსულიყავი, საკუთარ თავს ვერ გავექცეოდი, მივხდი, რომ ვერ
შევიცვლებოდი. ერთსა და იგივე შეცდომას მრავალჯერ
ვუშვებდი, ვაყენებდი რა სხვა ადამიანებს ძლიერ ტკივილს, ამით
საკუთარ თავსაც არ ვინდობდი.
როცა ოცი წლის გავხდი, მწარედ ამეკვიატა ერთი აზრი "იქნებ
სამუდამოდ დავკარგე ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბების
შანსი?" იქნებ ჩემს პიროვნებაში დაბადებიდანვეა ჩადებული ის,
რისი შედეგიცაა ჩემს მიერ ჩადენილი შეცდომები? თითქოს
უსაშველოდ ვვარდებოდი და ვიცოდი ძირს რაც მელოდებოდა.

მეშვიდე თავი

I ნაწილი
(თავი ცოტათი უფრო გრძელია ვიდრე წინა თავები და მისი გაწყვეტა
მომიწია)

ოცდაათის ვიყავი როცა დავქორწინდი. მეუღლე


საზაფხულო შვებულებისას გავიცანი, მაშინ მარტო
ვმოგზაურობდი. ის ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო.
მივსეირნობდი რომელიღაც სოფლის გზაზე, როცა
მოულოდნელად ძლიერ გაწვიმდა. შევვარდი პირველსავე
164
ადგილას, სადაც კი თავის შეფარება შეიძლებოდა. ის და მისი
მეგობარი გოგონა იქ დამხვნენ. სამივე გალუმპულები ვიყავით და
წვიმის გადაღებას ვუცდიდით. მალე მეგობრულ საუბარს
შევყევით. მაშინ რომ ძლიერ არ გაწვიმებულიყო, ანდა ქოლგა თან
მქონოდა (რაც თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო, რადგან
ამაზე დიდხანს ვფიქრობდი სასტუმროდან გამოსვლის წინ) მას
ვერასდროს შევხდებოდი, და თუ მას ვერ შევხდებოდი, კვლავაც
გამომცემლობაში ვიმუშავებდი, ღამღამობით ჩემს ბინაში მარტო
ვილოთებდი და საკუთარ თავთან ვიკამათებდი. გაფიქრებაც კი
მზარავს თუ რა შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობანი.
იუკიკო და მე თავიდანვე მოვიხიბლეთ ერთმანეთით. მისი
მეგობარი უფრო ლამაზი იყო, მაგრამ მე იუკიკოს დავადგი
თვალი. ჩვენ შორის ისეთი იდუმალი მიზიდულობა დამყარდა,
რომლის მსგავსი დიდი ხანია აღარ განმეცადა. ისიც ტოკიოში
ცხოვრობდა და მოგზაურობიდან დაბრუნებულები პაემნებზე
ვხდებოდით, რაც უფრო ხშირად ვნახულობდი, მით უფრო მეტად
მომწონდა. ის არ იყო ისეთი გარეგნობის, რითაც მამაკაცები
უცბად იხიბლებიან, მაგრამ მის სახეში იყო რაღაც, რასაც მარტო
მე ვამჩნევდი. ყოველი შეხვედრისას ხანგრძლივი მზერით
ვათვალიერებდი და უფრო მეტად მიყვარდებოდა ის, რასაც
ვხედავდი.
''რატომ მიყურებ ასე?'' შემეკიხა.
''იმიტომ რომ უმშვენიერესი ხარ'' ვუპასუხე.
''ეს შენს მეტს არავის უთქვამს.''
''იმიტომ რომ ჩემს მეტმა არავინ იცის ეს ამბავი'' ვუპასუხე.
''დამიჯერე, ვიცი რასაც ვამბობ''.

165
ჯერ არ სჯეროდა, მაგრამ მალე მართლაც დამიჯერა.
შეხვედრისთვის ყოველთვის წყნარ ადგილს ვამჯობინებდით და
დიდხანს ვსაუბრობდით. მასთან შემეძლო ყველაფერზე მესაუბრა,
რაც კი მაწუხებდა, არაფერი მქონდა მასთან დასამალი.
ვგრძნობდი როგორ მეხსნებოდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში
უაზროდ გატარებული ცხოვრებისაგან გამოწვეული ტვირთი.
სანამ ჯერ კიდევ შეიძლებოდა, უნდა დამებრუნებინა
გაფლანგული ახალგაზრდობა. ყოველთვის, როცა კი იუკიკოს
გვერდით ვიყავი, ვგრძნობდი ტანში ჟრუანტელი როგორ
მივლიდა. გამომშვიდობებისას კი თითქოს ვწყდებოდი
აქაურობას. მარტოსულობა ტკივილამდე მაწუხებდა. სიჩუმე
აუტანელი ხდებოდა. ოცდაათი წელი ერთ კვირაში
მისრულდებოდა, ჩვენი შეხვედრები უკვე სამ თვეს
გრძელდებოდა, გავბედე და ცოლობა ვთხოვე.
მამამისი საშუალო სიდიდის სამშენებლო კომპანიის
პრეზიდენტი იყო, გამორჩეული პიროვნება, სკოლაშიც კი არ
ევლო ბოლომდის, მაგრამ ნამდვილი საქმის კაცი იყო, ჩემი
გემოვნებით შეიძლება ზედმეტად აქტიურიც კი. დიდ
შთაბეჭდილებას ახდენდა ცხოვრებისადმი მისი
დამოკიდებულება, რაც არავისას არ ჰგავდა. მის მსგავსს
ცხოვრებაში არავის შევხვედრილვარ. მართალია ტოკიოში მას
მერსედესი ემსახურებოდა, საკუთარი მძღოლით, მაგრამ
მედიდურობის არაფერი ეტყობოდა. შევხდი, რათა მეცნობებინა,
მისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა რომ მსურდა. მან წყნარად
მითხრა ''თქვენ უკვე ბავშვები აღარ ხართ და თუ მოგწონთ
ერთმანეთი, დაე მასე იყოს.'' მე ვერაფრით და-ვიტრაბახებდი, არც

166
ისე კარგი კომპანიის უბრალო მოსამსახურე ვიყავი, მაგრამ ეს
მისთვის არ ყოფილა დაბრკოლება.
იუკიკოს უფროსი ძმა და უმცროსი და ჰყავდა. ძმა იგივე
კომპანიის პრეზიდენტის მოადგილე იყო და სრულიად ცხადი
იყო, რომ მომავალში ოჯახური ბიზნესის გამგრძელებელი
იქნებოდა. ურიგო მამაკაცი არ იყო, მაგრამ აშკარად
იჩრდილებოდა მამის გვერდით. სამი შვილიდან ყველაზე
საქმიანი უმცროსი და ჩანდა, რომელიც ჯერ ისევ სტუდენტი იყო.
მას ნამდვილად შეეძლო საქმეთა წარმართვა და ვფიქრობ თავის
ძმაზე უკეთესი პრეზიდენტიც დადგებოდა.
ქორწინებიდან ნახევარი წლის თავზე, იუკიკოს მამამ
შემომითვალა, რომ ჩემი ნახვა სურდა. თავისი ქალიშვილისაგან
იცოდა, რომ სახელმძღვანელოთა გამომცემ კომპანიაში მუშაობა
დიდ ბედნიერებას არ მანიჭებდა და მკითხა, ვაპირებდი თუ არა
სამუშაოსთვის თავის დანებებას.
''დანებება არაა პრობლემა.'' ვუპასუხე. ''პრობლემა ისაა, რომ
არ ვიცი სხვა რა გავაკეთო.''
'' იქნებ ჩემთან გადმოსულიყავი სამუშაოდ?'' მკითხა.
''იცოდე, ბევრს გამუშავებ, მაგრამ ხელფასით უკმაყოფილო არ
იქნები''.
''იცით, რა? სახელმძღვანელოთა რედაქტირება ნამდვილად
არაა ჩემი საქმე, მაგრამ არც სამშენებლო ფირმაში მუშაობა უნდა
იყოს ჩემი მოწოდება.'' ზრდილობიანად ვიუარე. ''დიდად
მადლობელი ვარ შემოთავაზებისთვის, მაგრამ თუ მაგ სამუშაოსაც
ვერ შევეწყე, ყველაფერი უფრო ცუდად დამთავრდება და
ნამდვილად არ ღირს თქვენი ამდენად შეწუხება.''

167
''ალბათ მართალი ხარ. ადამიანები არ უნდა აიძულო აკეთონ
ის, რაც არ სურთ''. მიპასუხა. მომე-ჩვენა რომ ჩემი პასუხით
კმაყოფილი დარჩა. საუბრის მერე ცოტა დავლიეთ. მისი ვაჟი
ლიქოირს ძნელად ეწყობოდა, ასე რომ ხანდახან ჩვენ ორნი
ვსვამდით ერთად. ''სხვათაშორის, ჩემი კომპანია ეხლა აოიმაში
აშენებს. მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა და ალბათ შემდეგ
თვეში მოვრჩებით. ადგილმდებარეობა საუცხოოა, იქ მალე წყნარი
უბანი იქნება. ამჯერად იქ მთლად ადვილი მისასვლელი არაა,
მაგრამ იცოდე, ეგ პერსპექტიული ადგილია და უბანი მალე
გაიზრდება. ვიფიქრე, იქნება ღირდეს მანდ რაიმეს გახსნა? ეს
კომპანიის საკუთრებაა, რის გამოც ქირა უნდა გადაგვიხადო,
მაგრამ თუ ეს სერიოზულად დაგაინტერესებს, მე შემიძლია
იმდენი გასესხო, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი''.
ამ წინადადებამ დამაფიქრა. რამდენიმე ერთმანეთზე უფრო
საინტერესო შესაძლებლობა მესახე-ბოდა.
აი, ასე გავხსენი ჯაზ-ბარი, აოიამაზე მდებარე სრულიად
ახალი ცათამბჯენის მიწისქვეშა სართულზე. უნივერსიტეტში
სწავლის დროს პარალელურად ბარში ვმუშაობდი, ასე რომ
ჩემთვის ნაცნობი იყო, თუ როგორ სასმელს და საჭმელს ჰქონდა
ბარში გასავალი, ვიცოდი მუსიკა და გარემო როგორ უნდა
შემეხამებინა და როგორ მომხმარებელზე ამეღო ორიენტაცია. ჩემი
სიმამრის კომ-პანიამ შიდა დეკორაცების დამთავრება თავის
თავზე აიღო, მათ დაიქირავეს საუცხოო დიზაინერები და მათ
მოქმედების სრული თავისუფლება მისცეს. საოცარია, მაგრამ ეს
ყველაფერი საკმაოდ ზომიერი თანხა დაჯდა და როცა ისინი
საქმეს მორჩნენ, შედეგი საუცხოო სანახავი იყო.

168
ბარი იმაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას
ყველაზე ოპტიმისტურ ოცნებაში წარმოვიდგენდი. ორი წლის
შემდეგ, მეორე მსგავსი ბარი გავხსენი, ისევ აოიამაზე. ეს უკვე
ბევრად უფრო ფართო იყო, თანაც აქ ყოველ საღამოს ჯაზ-ტრიო
უკრავდა. ამ საქმემ დიდი დრო და ენერგია წაიღო, დიდძალ
ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე
გავხდი ძალიან პოპულარული კლუბის მფლობელი. ნამდვილად
შევძელი შემოთავაზებული, ღირსეული სამუშაოს გამოყენება და
მისი არც თუ ურიგოდ შესრულება. ეხლა შეიძლებოდა ცოტათი
მაინც ამომესუნთქა, თანაც ზუსტად იგივე პერიოდში, პირველი
ქალიშვილი შეგვეძინა. თავდაპირველად სალაროსთანაც
ვდგებოდი და კოკტეილებსაც ვაზავებდი, მაგრამ მეორე ბარის
გახსნის შემდეგ, მთლიანად ბიზნესზე დავკავდი. დარწმუნებული
უნდა ვყოფილიყავი, რომ ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდა:
ფასებზე მოლაპარაკება, საჭირო პერსონალის დაქირავება,
ბუღალტერია. ყველაზე მეტად მომწონდა იმის განცდა, თუ
როგორ ესხმებოდა ხორცი, თავში მოსულ იდეებს და როგორ
იძენდნენ ისინი სრულიად კონკრეტულ ფორმას. ხანდადახან
მენიუსაც კი ვადგენდი და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა
მოგეჩვენოთ, არც ისე ურიგოს. მიყვარდა როცა საქმე ნულიდან
იწყებოდა, როცა სირთულეებს ნელ-ნელა ვართმევდი თავს და
მანამდე ვაგრძელებდი მუშაობას, სანამ ის სრულყოფილებას არ
მიაღწევდა. ეს იყო ჩემი ბარი, ჩემი პატარა სამყარო. განა ასეთ
ბედნიერებას როდისმე მოგანიჭებთ სახელმძღვანელოთა
კორექტურების კითხვა? არასოდეს.
დღისით უამრავ საქმეს ვანდომებდი დროს, ხოლო
შეღამებისას ორივე ბარს ვსტუმრობდი, ვსინ-ჯავდი კოკტეილი

169
ხომ არ იყო უგემოვნოდ დამზადებული, მომხმარებელთა
რეაქციას ვაკვირდე-ბოდი, ვამოწმებდი, პერსონალი საქმეს
როგორ ართმევდა თავს და რა თქმა უნდა მუსიკასაც ვუს-მენდი.
ყოველთვიურად სიმამრს ფულს ვურიცხავდი, ვალის
გამოსაქვითად და მაინც საკმაოდ დიდი თანხა მრჩებოდა. მე და
იუკიკომ ვიყიდეთ ოთხ საძინებლიანი აპარტამენტი აოიამაზე,
ხოლო ჩემთვის BMW 320 შევიძინე. მალე მეორე შვილიც
შეგვეძინა, მეორეც გოგო. ასე, რომ სანამ აზრზე მოვიდოდი, უკვე
ორი გოგონას მამა გავხდი.
როცა ოცდათექვსმეტი შემისრულდა, აგარაკი შევიძინე
ჰაკონში, პატარა კოტეჯი, ხოლო იოკი-კოსთვის ვიყიდე წითელი
''ჯიპ ჩეროკი'', სავაჭროდ რომ ევლო და ხანდახან ბავშვები სადმე
გაეყ-ვანა. ბარებიდან იმდენი შემოსავალი შემოდიოდა, რომ
შეიძლებოდა მესამე ბარის ყიდვაც, მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არ
შედიოდა. ორი ადგილის ყველა დეტალზე ზრუნვას საკმაოდ
დიდი დრო მიჰქონდა, უფრო მეტის გაძღოლა კი, დროს სულ
წამართმევდა. ორი ბარის მოვლაც, იმდენ ენერგიას მოითხოვდა,
რომ დამატებითი საზრუნავს ვეღარ გავუძლებდი.
ჩემს სიმამრს ველაპარაკე და მან მირჩია, მორჩენილი ფულით
აქციები მეყიდა, ანდა უძრავ ქონებაში დამებანდებინა. ეს არც ისე
ბევრ დროს მოითხოვსო, მითხრა მან. სამწუხაროდ აქციებისა და
უძრავი ქონებისა არაფერი გამეგებოდა. სიმამრმა ამიხსნა
''წვრილმანები მე მომანდე. თუ ისე მოიქცევი, როგორც მე გირჩევ
ნამდვილად არ ინანებ. ამგვარ საქმეებს ალღო და მუღამი
სჭირდება''. ასე რომ ფული დავაბანდე, ისე როგორც მან მირჩია
და ძალიან მალე სოლიდური მოგებაც ვნახე.

170
''კმაყოფილი ხარ, არა?'' მკითხა სიმამრმა. '' დაბანდებას ალღო
უნდა. შეიძლება კომპანიაში ასი წელიც კი იმუშაო და ამდენი ვერ
გამოიმუშაო. წარმატებისთავის იღბალიც საჭიროა და ჭკუაც.
უამათოდ არაფერი გამოვა, მაგრამ მარტო ესენი არ კმარა. საჭიროა
თავდაპირველი კაპიტალი, ხელმოკლეობა ხელფეხს გიბორკავს,
მაგრამ ყველაზედ უფრო მნიშვნელოვანი კი მუღამია, უიმისოდ
ყველა დანარჩენი უძლურია.''
''მართალს უნდა ბრძანებდეთ'' მივუგე საპასუხოდ. ვიცოდი
რასაც გულისხმობდა. როცა კი ''მუღამზე'' ლაპარაკობდა, ის
გულისხმობდა მის მიერ შექმნილ სისტემას. ეს იყო საკმაოდ
რთული მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლეოდა საგრძნობი
თანხის ჩადებით, დიდი მოგების მიღებას, რაც ეყრდნობოდა
საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, ნაცნობთა მეშვეობით.
შეუდარებელი იყო კანონებსა და საგადასახადო სიტემებთან
მანევრირებისას, როცა პროცესში ყველაფერი მუდმივად
იცვლებოდა და შემოსავალი კი განუზომლად იზრდებოდა.
ჩემი სიმამრი რომ არა, ისევ სასკოლო სახელმძღვანელოთა
კორექტურები უნდა მეკითხა, ვიცხოვრებდი ვიწრო ბინაში, სადმე
ნიშიოგიკუბოსთან და კვლავ დაზიანებულ კონდიციონერიანი
ტოიტა-კორანათი ვივლიდი. ეხლა კი, შედარებით მოკლე ხანში
გავხდი ორი ბარის მფლობელი, ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ
უბანში, ოცდაათზე მეტი ადამიანის ბოსი და იმაზე უფრო მეტ
ფულს ვშოულობდი, ვიდრე ეს შეიძლება მეოცნება. საქმე
იმდენად წარმატებულად მიდიოდა, რომ ჩემს ბუღალტერს
უკვირდა კიდეც. ორივე ბარს მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. მე
ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვისაც შეეძლო ასეთი წარმატება

171
ჰქონოდა. ოღონდ ეგაა, სიმამრის ფინანსური დახმარებისა და
მისი ''მუღამის'' გარეშე ვერასდროს მივაღწევდი ამ მდგომრეობას.
ამ გარემოებით მთლად კმაყოფილი არ ვიყავი. ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს გზა უპატიოსნო გზით გამეკვლია. ბოლოს და
ბოლოს, მე ხომ გვიანი სამოციანელების თაობის შვილი ვიყავი,
თაობისა, რომელმაც სტუდენთა რადიკალური მოძრაობა
წარმოქნა. ჩვენ პირველნი ვიყავით, ვინც მკაფიო ''არა'' უთხრა
გვიანი კაპიტალიზმის ლოგიკას, რომელიც ომისშემდგომ
ყოველგვარ იდეალს უმოწყალოდ თრგუნავდა. ჩვენი პროტესტი
ციებ-ცხელებით შეპყრობილი ქვეყნის აფეთქება უფრო იყო,
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების წინ. დრონი იცვალნენ და
ეხლა მე თვითონ ვიყავი იგივე კაპიტალისტური ლოგიკის
გავლენის ქვეშ. საკუთარ BMW-ში ვუსმენდი შუბერტის
''მგზავრობა ზამთრობისას'' და ველოდებოდი აოიამას
გადასახვევთან როდის აინთე-ბოდა შუქნიშნის მწვანე ფერი. იქნებ
სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და არა იმით რაც ჩემი უნდა
ყოფილიყო? იმ პიროვნებიდან, ვისაც საკუთარ თავად
მოვიხსენიებ, რა ნაწილია მართლა ჩემი? და რა არაა ნამდვილად
ჩემი? ამ ხელების, მტკიცეთ რომ ჩეაბღუჯათ BMW-ს საჭე –
რამდენი პრო-ცენტი მეკუთვნის მე? სხვების მიერ დადგმულ
სცენარში რა ნაწილი თამაშდებოდა და რა ნაწილი იყო
სინამდვილე? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ კითხვებზე, მით
უფრო ცოტა მესმოდა.
ეს იმიტომ კი არა, თითქოს ბედნიერი არ ვყოფილიყავ.
იუკიკო ძალიან სათნო და გულისხმიერი ქალი აღმოჩნდა და
მიყვარდა. მშობიარობის შემდეგ წონაში მოიმატა და ამიტომ
სერიოზულად დაინტერესდა დიეტითა და ფიზიკური

172
ვარჯიშებით. ოდნავი სიმსუქნე სულაც არ მანაღვლებდა, მე მაინც
მას ძალიან ლამაზად აღვიქვამდი. მსიამოვნებდა მის გვერდით
ყოფნა და მიყვარდა მასთან ლოგინში წოლა. ყველაფერი რაც მას
ეხებოდა, ერთობ დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე. არაფრის
დიდებით აღარ ვისურვებდი ის დღეები დამბრუნებოდა, რითაც
ვცხოვრობდი ცოლის მოყვანამდე, სიმარტოვისა და
თვითიზოლაციის დღეები. ეხლა ვგრძნობდი, რომ იუკიკოს
ვეკუთვნოდი, ვცხოვრობდი იქ, სადაც ჩემი თავი უყვარდათ და
ზრუნავდნენ, იქ სადაც მეც შემეძლო მყვარებოდა და მეზრუნა
მეუღლესა და შვილებზე. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა
მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩენა იყო, სრულიად ახალ
შეგრძნებათა წყარო.
ყოველ დილით უფროსი გოგონა მანქანით მიმყავდა კერძო
საბავშვო ბაღში და მთელი გზა, მანქანის სტრეომაგნიტოფონის
ფონზე, მამა-შვილი საბავშვო სიმღერებს ვმღეროდით. ამის მერე,
სანამ იქვე, მეზობლად დაქირავებულ პატარა ოფისში
გადავიდოდი სამუშაოდ, უმცროს გოგონას ვეთამაშებოდი.
ზაფხულობით ყოველ შაბათ-კვირას, ჰაკონეში მდებარე ჩვენს
კოტეჯს ვსტუმრობდით, სადაც ხან ფეიერვერკებს ვაწყობდით,
ხანაც ტბის გარშემო დავსეირნობდით და ხანაც გორაკებზე
ავდიოდით.
ჩემი ცოლის ორსულობის დროს რამდენიმე თავგადასავალი
მქონდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა სერიოზული. ეს
ქალები თითოჯერ გავჟიმე, ზოგიერთი ორჯერაც, . . . კარგი,
სამჯერ და ამაზე მეტად ნამდვილად არა. ეს ურთიერთობები
ღალატადაც არ ჩამითვლია. უბრალოდ მინდოდა ვინმეს
გადაჟიმვა და ეტყობა, ჩემს პარტნიორებსაც იგივე სურდათ.

173
გართულებების თავიდან ასაცილებლად, ეს ქალები
საგულდაგულოდ მყავდნენ შერჩეულნი. ეტყობა ლოგინში
რაღაცის დახვეწა მინდოდა. ვცდილობდი ამ ქალებში მეპოვა ის,
რაც მაინტერესებდა და გამეგო, თუ რას ეძებდნენ ისინი ჩემში.
პირველი შვილის დაბადებიდან არ იყო დიდი ხანი გასული,
როცა ღია ბარათი მივიღე, ის მშობლების სახლში მისულიყო, მათ
კი ტოკიოში გადმომიგზავნეს. დაკრძალვის მაუწყებელი ცნობა
იყო, გარდაცვლილი ქალის ვინაობით, რომელიც ამ ქვეყნიდან
ოცდათექვსმეტი წლის ასაკში წასულიყო. ეს სახელი არაფერს
მეუბნებოდა. ღია ბარათი ნაგოიადან გამოეგზავნათ. კარგა ხნის
ფიქრი დამჭირდა, რომ მივხვედროდი თუ ვინ იყო
გარდაცვლილი. ის იძუმის მამიდაშვილი იყო. აი ის, კიოტოში
რომ ცხოვრობდა. მისი სახელი სრულიად დამვიწყებოდა. მის
მშობლებს ეტყობა ნაგოიაში უცხოვრიათ. დღესავით ცხადი იყო,
რომ ღია ბარათი იძუმის გამოგზავნილი იყო. სხვა არავინ იყო ამ
ქვეყნად, ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა. საინტერესო იყო, თუ
რატომ შემატყობინა? თავიდან ვერაფრით მივხდი, მაგრამ ღია
ბარათის არაერთგზის გადაკითხვის შემდეგ, როცა მთლი-ანად
ვიგრძენი, ის გამყინავი სიცივე, რაც ამ სტრიქონებს თან ახლდა,
მივხდი რომ იძუმის არათუ არ დავიწყებია ის, რაც მოვიმოქმედე,
არამედ არც არასდროს უპატიებია ჩემთვის. ეტყობოდა უღიმღამო
ცხოვრობა ჰქონდა -- წარმატებული და ბედნიერი ქალი, ასეთ ღია
ბარათს არ გამოაგ-ზავნიდა, ან თუ გამოაგზავნიდა ორიოდე
სიტყვით მაინც მოიწერებოდა მომხდარ ამბავზე.
იძუმის მამიდაშვილი და ყველაფერი, რაც მასთან
მაკავშირებდა თვალწინ დამიდგა. მისი ოთახი, მისი სხეული და
თავბრუდამხვევი სექსი, მაგრამ ამ მოგონებებს უკვე სიცხადე

174
აკლდა და ისინი ისევე მშორდებოდნენ, როგორც კვამლი ქარიან
ამინდში. წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა იყო სიკ-ვდილის
მიზეზი. ოცდათექვსმეტი წელი სიკვდილისთვის ძალიან
არაბუნებრივი ასაკია. გვარი არ შეეცვალა, რაც ნიშნავს რომ ან
საერთოდ არ გათხოვილა, ანდა გაცილებული ყოფილა.
იძუმიზე და მის ადგილსამყოფელზე თანაკლასელმა მიამბო.
იძუმიზე და მის ადგილსამყოფელზე თანაკლასელმა მიამბო.
მას წაეკითხა ჩემდამი მიძღვნილი სპეციალური სტატია ''ტოკიოს
ბარების მეგზური'', რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ
''ბრუტუსმა'' გამოაქვეყნა. გარეკანზე ჩემი ფოტო იყო დაბეჭდილი
და შეიტყო რომ აოიამაზე ორი ბარის მფლობელი ვყოფილვარ.
ერთ საღამოს შემოიარა და სალაროსთან მჯდომარეს
მომიახლოვდა: ''გამარჯობა, როგორ ხარ? საუკუნეა არ მინახიხარ.''
სპეციალურად ჩემს სანახავად მოსულს არ ჰგავდა. ეტყობოდა
თანამეინახეებთან ერთად იყო დასალევად შემოსული და
გადაწყვიტა გამომლაპარაკებოდა.
''ამ ბარში ხშირად დავდივარ'' მითხრა თანაკლასელმა
''სამსახურიდან ორ ნაბიჯზეა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა,
შენ თუ გეკუთვნოდა. რა პატარაა ეს ქვეყანა, არა?''
უფროსკლასებში მე აუტსაიდერთა რიცხვში ვიყავი, მას კი
კარგი ნიშნები ჰქონდა და სპორტშიც გამორჩეული იყო.
მოსწავლეთა საბჭოს წევრიც ხშირად ყოფილა. სასიამოვნო
ადამიანი იყო, არასდროს მოგაბეზრებდა თავს. სკოლის
საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და მაშინვე კაი ზორბა ვინმე
იყო, მაგრამ ეხლა გვარიანად გასუქებულიყო, ღაბაბი
ჩამოშვებოდა, ხოლო მუქი ლურჯი კოსტუმი-სამეული აშკარად
ვიწროდ ჰქონდა. როგორც ამიხსნა, სამსახურის გამო ხშირად

175
უწევდა გავლენიან მომხმარებელთა გამასპინძლება, რაც მის
ფიგურას საგრძნობლად დაეტყო. ''დიდი კომპანიები ბორბლებზე
შემდგარი ჯოჯოხეთია, არავინ დაგიდევს სამუშაო საათებს,
მომხმარებელთა გამასპინძლება, მივლინებები, თუ სამუშაო
ადგილის შეცვლა, ჩვეულებრივი ამბავია. ვერ გაართმევ თავს
კარგად და ამოგკრავენ პანღურს და ისე გამოგისვრიან. მათ
მოთხოვნებს შეასრულებ და ისინიც უფრო და უფრო მეტს
მოგთხოვენ. ბიზნესში წესიერ ადამიანთა ადგილი არაა''. მისი
სამსახური აიომას პირველივე უბანში ყოფილა, ქუჩის ბოლოს,
აქედან ორიოდე ნაბიჯის იქით.
ჩვენ ავლაპარაკდით და ბუნებრივია ერთმანეთს უამრავი
კითხვით მივმართეთ. რამდენი რამის გაგება მოგინდება
თანაკლასელისაგან, რომელიც თვრამეტი წელი არ გინახავს!
თავდაპირველად კითხვები სამსახურს, ოჯახს, შვილებს
შეეხებოდა. მერე საერთო ნაცნონები გავიხსენეთ, ვინ როდის
შეგვხვდა. აი, ამ დროს ახსენა იძუმის სახელი.
''გახსოვს, გოგოს რომ ხვდებოდი? სულ ერთად რომ იყავით?
მგონი ოჰარა ერქვა''.
''კი, იძუმი ოჰარა'' მივუგე მაშინვე.
''მართალი ხარ, იძუმი ოჰარა! იცი, არც ისე დიდი ხნის წინ
ვნახე.''
''ტოკიოში?'' გაკვირვებულმა ვიკითხე.
''არა, ტოკიოში კი არა, არამედ ტოიოჰაში''.
''ტოიოჰაში?'' კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვუთხარი.
''აიცჩის პრეფექტურაში, რომ ტოიოჰაშია, იქ?''
''კი, მანდ.''

176
''ვერაფერი გამიგია, როგორ შეხვდი იძუმის ტოიოჰაში? რა
ჯანდაბა უნდოდა მას იქ?'' მომეჩვენა რომ ჩემს ხმაში მკაცრი და
მომთხოვნი ტონი შენიშნა.
''არ ვიცი რატომ.'' წაიდუდღუნა. ''უბრალოდ იქ ვნახე.
სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვი. არც კი ვარ ბოლომდე
დარწმუნებული, ის თუ იყო''.
მან კიდევ ერთი ვისკი ''გარეული ინდაური'' შეუკვეთა, მე კი
ისევ კოკტეილი ჯიმლეტი ავიღე.
''არ მაინტერესებს ბევრი გაქვს თუ ცოტა სათქმელი. მსურს
ვიცოდე ყველაფერი რაც კი იცი.''
''იცი რა?'' ეტყობოდა ყოყმანობდა. ''იმის თქმა მინდოდა, რომ
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც კი მინახავს. უცნაური
გრძნობაა, თითქოს გესიზმრა, მაგრამ იცი რომ ეს სინამდვილეში
მოხდა, ალბათ ასეთი რამ შენც განგიცდია. ძნელია სიტყვებით
გადმოსცე.''
''მაგრამ ხომ სინამდვილეში მოხდა?'' შევეკითხე
მოუთმენლად.
''კი'' მიპასუხა.
''მაშ მომიყევი.'' თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ვისკი
მოსვა. ''ტოიობაში ჩემი უმცროსი და ცხოვრობს და მას ვესტუმრე.
ნაგოიაში ვიყავი სამსახურის საქმეებზე, რადგან პარასკევი იყო,
გადავწყვიტე დას ვსტუმრებოდი და ღამე იქ გამეთენებინა. ჰოდა,
ზუსტად იქ შევხდი იძუმის. ის ჩემი დის სახლის ლიფტში
შემხვდა. გავიფიქრე კიდეც: ეს ქალი რა საოცრად ჰგავს ოჰარას.
მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია! შეუძლებელია, ჩემი დის სახლის
ლიფტში, ჩემს კლასელს რომ შევხდე. მისი სახე სხვანაირად

177
გამოიყურებოდა. საკუთარ თავისთვისაც კი ვერ ამიხსნია,
იმწუთშივე როგორ ვიცანი. ალბათ ინსტიქტია.''
''დარწმუნებული ხარ რომ იძუმი იყო?''
მან თავი დამიქნია.''აღმოჩნდა რომ ის ჩემი დის სართულზევე
ცხოვრობს. ჩვენ ორივე ერთდროულად გამოვედით ლიფტიდან
და კორიდორშიც ერთი მიმართულებით წავედით. ის იმ ბინაში
ცხოვრობს, რომელიც ლიფტიდან იგივე მხარესაა რაც ჩემი დის,
სანამ ჩემი დის ბინის კარს მიადგები, ჯერ მისი უნდა გაირო, ჩემი
დის კარებამადე, ორი კარით ადრე. დავინახე როგორ შევიდა
თავის ბინაში, ცნობისმოყვარეობამ მძლია და კარებზე წარწერაც
წავიკითხე. ოჰარა ეწერა''.
''შეგამჩნია?'' შევეკითხე.
თავი გადააქნია. ''მართალია ერთ კლასში ვსწავლობდით,
მაგრამ ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით. ამის გარდა მას მერე
ძალიან გავსუქდი და ვეღარ მიცნობდა''.
“ მაგრამ იყო კი ის მართლა იძუმი? ოჰარა საკმაოდ
გავრცელებული გვარია, და მისი მსგავსი სხვა ადამიანებიც
იარსებებენ.”
''მეც თავდაპირველად მასე ვიფიქრე, ამიტომაც დას ვკითხე,
თუ როგორი პიროვნება იყო მისი მეზობელი ოჰარა. ჩემმა დამ
მიჩვენა მაცხოვრებელთა სია. ხომ იცი, ყველა სახლში აქვთ ასეთი
სია, რათა შეძლონ გაუთვალისწინებელი ხარჯის უცბად
გადანაწილება. იქ ყველა მაცხოვრებლის სახელი და გვარი ეწერა.
იქიდან გავიგე, რომ ის მართალაც იძუმი ოჰარა იყო. ამასთან
იძუმი კატაკანათი ეწერა, ხოლო ოჰარა ჩინური იეროგლიფებით,
ასეთნი კი არც ისე ბევრნი უნდა იყვნენ. ამაში შენც დამეთანხმები,
არა? ''

178
''მართლაც, ასეთი კომბინაცია დიდი იშვიათობაა. ეგ იმასაც
ნიშნავს რომ არ გათხოვილა, არა?''
''ჩემმა დამ არაფერი იცის ამის თაობაზე'' მიპასუხა. ''როგორც
გავიგე, იძუმი ოჰარა იმ სახლის ყველაზე გამოუცნობი ბინადარია.
ამდენი ხნის მანძილზე, სახლის ვერც ერთმა მაცხოვრებელმა ვერ
მოახერხა, მასთან ერთხელ მაინც გამოლაპარაკება. თუ
კორიდორში შეგხვდა და მიესალმები, ის უსიტყვოდ ჩაგივლის.
თუ კარებზე დაურეკავ, არ გაგიღებს. სახლის ყველაზე
პოპულარული მაცხოვრებლის ტიტულის მოსაპოვებელ
კონკურსში გამარჯვების ნამდვილად არანაირი შანსი არა აქვს''.
''შეუძლებელია რომ ის იყოს'' გავიცინე და თავი გავაქნიე.
''იძუმი ყოველთვის თავაზიანი პიროვ-ნება იყო, სულ იღიმებოდა
და ძალიან ადვილი იყო მასთან გამოლაპარაკება.''
''შეიძლება მართალიც იყო'' მიპასუხა. ''შეიძლება მართლაც
სხვა ვინმე შემხვდა, სხვა პიროვნება, რომელსაც იგივე სახელი და
გვარი აქვს. მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.''
”მაგრამ იქ იძუმი ოჰარა მარტო ცხოვრობს?''
''მასე გამოდის. არავის შეუმჩნევია როდისმე მისი
აპარტამენტიდან ვინმე გამოსულიყოს. არავინ იცის თუ რითი
არსებობს. ეს საკითხი სრული იდუმალებითაა მოცული''.
''შენ პირადად რას ფიქრობ?''
''რის შესახებ?''
''მასზე. იძუმი ოჰარას შესახებ, ვინც შეიძლება იყოს, ანდა
სულაც არ იყოს ის, ვისაც იგივე სახელით იცნობენ. შენ ხომ ის
ნახე? ხომ შეამჩნიე მისი სახე ლიფტში? რას ფიქრობ მასზე? როგორ
ფიქრობ კარგად გამოიყურება?''

179
ის ცოტას ჩაფიქრდა და მიპასუხა: ''ვფიქრობ რომ კარგად
უნდა იყოს.''
''როგორ გამოიყურება ეხლა?''
მან ვისკის ჭიქას ხელი მოუჭირა, უცნაური ხმა გამოსცეს
ყინულის ნამტვრევებმა.
''რა თქმა უნდა უკვე ასაკი ეტყობა. ის ხომ უკვე
ოცდათექვსმეტისაა, ისევე როგორც შენც და მეც. მეტაბოლიზმი
იკლებს. წონაში იმატებ, ყოველთვის უფროსკლასელად ვერ
დარჩები''.
''გეთანხმები.''
''რატომ სხვა თემაზე არ გადავალთ? ის ალბათ სხვა ვინმე
იყო.''
თავი დავუქნიე. ორივე ხელით დავეყრდნე რაფას, სახეში
შევხედე და ვუთხარი. ''მისმინე, მე მინდა ვიცოდე. მე ეს უნდა
ვიცოდე! სკოლის დამთავრების წინ მე და იძუმი დავშორდით.
ყველაფერი საზიზღრად დამთავრდა. ნამდვილად ძალიან ცუდად
მოვექეცი და გულიც მწარედ ვატკინე. იმის მერე მასზე არაფერი
გამიგია. წარმოდგენა არ მქონდა, სად იყო და რას აკეთებდა..
გთხოვ მითხრა სიმართლე, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა
იყოს ის! განა ის იძუმი არ იყო?''
მან თავი დამიქნია. ''თუ ასეა საქმე, რა გაეწყობა. კი
ნამდვილად იძუმი იყო. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ''.
''გულწრფელად მითხარი, როგორ გამოიყურებოდა?''
ის ერთხანს ჩუმად იყო. ''თვდაპირველად ერთი რამ მინდა
იცოდე. მეც ხომ მის კლასში ვსწავ-ლობდი და ყოველთვის ძალიან
მომწონდა, მართლაც სასიამოვნო გოგო იყო, არაჩვეულებრივი

180
პიროვნება. ძალიან ლამაზიაო ვერ იტყოდი, მაგრამ საოცრად
მიმზიდველი კი იყო, ალბათ შენც ასევე ფიქრობდი, არა?''
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
' 'მართლა გინდა სიმართლე იცოდე?''
''დანამდვილებით.''
''სიმართლე არ მოგეწონება.''
''ეგ ნაკლებად მადარდებს. მსურს ვიცოდე სიმართლე.''
მან ერთხელ კიდევ მოსვა ვისკი. ''შენი მშურდა სულ მის
გვერდით რომ იყავი. მეც მინდოდა მყოლოდა ასეთივე
მომხიბვლელი გოგო. ეხლა უკვე შემიძლია ეს გაგიმხილო.
არასდროს დამვიწ-ყებია. მისი სახე კი, ყოველთვის ათბობდა ჩემს
სკოლისდროინდელ მოგონებებს. ამიტომ იყო, განვლილი
თვრამეტი წლის მიუხედავად, გულმა ის ლიფტში შესვლისთანავე
იცნო. ამით მინდა გითხრა რომ, არანაირი მიზეზი არ მაქვს მისი
ძაგებისთვის. დამიჯერე მეც ელდასავით მეცა და არაფრით
მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს სიმართლე იყო. მირჩევნია ასე
ჩამოვაყალიბო საბოლოო აზრი: ის უკვე აღარ არის მომხიბვლელი
არსება''.
მღელვარებისგან ტუჩზე ვიკბინე. ''რას გულისხმობ?''
''იმ სახლის ბავშვთა უმრავლესობას მისი ეშინიათ.''
''ეშინიათ?'' უაზროდ გავიმეორე. თვალები არ მომიცილებია
მისთვის. ეტყობა სიტყვები სწორედ ვერ შეარჩია.
''რას გულისხმობ, როცა ამბობ რომ მისი ეშინიათ?''
''იქნება ამით მოვრჩეთ, კარგი? ნამდვილად არ მსურს ასე რომ
გავაგრძელოთ.''
“მოიცა, მოიცა! რას აკეთებს ასეთს? ბავშვებს ცუდად
მიმართავს?''

181
''როგორც უკვე გითხარი, მას არასოდეს, არავისთან, არც
ერთი სიტყვა არ დასცდენია.''
''ისე გამოდის რომ ბავშვებს მისი სახე აშინებთ.''
''სწორედ მიხვდი.''
“იქნებ შრამი აქვს, ანდა რაღაც მისი მსგავსი?''
''არანაირი შრამი.''
''მაშ რა აშინებთ?''
ვისკი ბოლომდე გამოცალა, ჭიქა მიაცურა და ძალიან
დიდხანს უსიტყვოდ მიყურა. აშკარად ნერვიულობდა და
გვარიანად შეცბუნებულიც იყო. მისი გამომეტყველება სხვა
რამესაც მეუბნებოდა. მისი სახე, უფრო და უფრო დაემსგავსა იმას,
რასაც სკოლის პერიოდში კარგად ვიცნობდი. მიყურა კიდევ
ერთხანს და მერე მზერა შორს გადაიტანა, თითქოს გარეთ, უცბად
მოვარდნილ ნიაღვარს უთვალთვალებსო. ბოლოს ამოღერღა.
''ამის კარგად ახსნა შეუძლებელია და არც სურვილი მაქვს.
ამიტომ ნურც მომთხოვ, კარგი? საკუთარი თვალით უნდა ნახო,
რომ გაიგო. მის უნახავად ვერავინ მიხვდება, თუ რაზეა საუბარი.''
უსიტყვოდ თავი დავუქნიე და ჯიმლეტს მივუბრუნდი. მისმა
მშვიდმა კილომ დამარწმუნა, რომ შემდეგ გამოკითხვას აზრი
აღარ ჰქონდა. ის ეხლა მიყვებოდა, ორი წლის წინანდელ
ბრაზილიაში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს, თუ
როგორ შეეჩეხა სან-პაულოში, თავის ერთ-ერთ ადრინდელ
თანაკლასელს, რომელსაც იქ, ტოიოტას ფირმაში ინჟინერად
უმუშავია. მისი სიტყვები უკვე აღარაფერს მეუბნებოდნენ.
წასვლისას, მხრებზე მსუბუქად დამკრა და მითხრა:
''რას იზამ, წლები ადამაინებს სხვადასხვანაირად ცვლის. არ
ვიცი თქვენს შორის რა მოხდა მაშინ, მაგრამ რაც არ უნდა

182
მომხდარიყოს, ყველაფერს საკუთარ თავს ნუ დააბრალებ. ასე თუ
ისე, ყველა ჩვენთაგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა. მეც მათ შორის,
და ეს ხუმრობის გარეშე! მეც გამომიცდია ეგ, მაგრამ ვერაფერს
გააწყობ. სხვა ადამიანის ცხოვრება, იმ ადამიანის ცხოვრებაა და
შენ ვერ აიღებ მასზე პასუხისმგებლობას. თითქოს უდაბნოში
ვიყოთ. უნდა შეეგუო. დაწყებით კლასებში, განა არ გაჩვენეს
დისნეის ფილმი ''ცოცხალი უდაბნო?''
''კი'' ვუპასუხე.
''სამყაროც სადაც ვცხოვრობთ ზუსტად ისეთია. წვიმა მოდის
და ყვავილები ყვავიან. გვალვაა და ხმებიან. ჭია-ღუები მწერებს
ჭამენ, ხოლო მათ ჩიტები ჭამთ, მაგრამ ბოლოს ყველა იღუპება და
მტვრად იქცევა. თაობა მიდის და თაობა მოდის. ასეა, ეს ცხოვრება
მოწყობილი. მრავალნაირი არჩევანია სიცოცხლისაც და
სიკვდილისაც. მაგრამ ბოლოს განა დიდი სხვაობაა? ჩვენს შემდეგ
მხოლოდ უდაბმო დარჩება''.
ის სახლისკენ წავიდა. მე კიდევ დიდხანს ვიჯექი და ვსვამდი.
ბარის დაკეტვის შემდეგაც, მას მერეც, რაც ყველა მომხმარებელმა
დასტოვა ბარი და იმის შემდეგაც, რაც ბარში მომუშავე ყველა
პერსონალი წავიდა. მე ვიჯექი და ვსვამდი. არ მსურდა, ამ
ხასიათზე მყოფი სახლში მივსულიყავი. ცოლს დავურეკე და
ვუთხარი, რომ სამუშაოზე რაღაც მისახედი იყო და გვიან
დავბრუნდებოდი. სინათლე ჩავაქრე და სიბნელეში ვისკს
დიდხანს ვსვამდი. ყინულის მოძებნის თავი არ მქონდა და
გაუზავებლს მივეძალე. ყველაფერი გასაქრობადაა გამზადებული.
ზოგიერნი უბრალოდ უჩინარდებიან, თითქოს ამოჭრესო. სხვანი
ნელ-ნელა ქრებიან. ჩვენს შემდეგ მხოლოდ უდაბმო დარჩება.

183
ბარი გამთენიისას დავტოვე. აოიამის მთავარ ქუჩაზე
გამოსულს, მსუბუქი წვიმა წამომეწია. განადგურებული ვიყავი.
წვიმა უხმოდ ასველებდა შენობათა რიგს, რომლებიც სასაფლაოს
ქვებივით იდგენენ. მანქანა ბარის წინ, ავტოსადგომზე დავტოვე
და სახლისკენ ფეხით დავადექი. გზად შემოღობილზე ჩამოვჯექი,
ერთხანს უზარმაზარ ყვავს დავუწყე ყურება, რომელიც
შუქნიშანზე შემომჯდარიყო და დიდის ამბით ყრანტალებდა.
დილის ოთხ საათზე ქუჩები მოუვლელი და დანაგვიანებულნი
ჩანდნენ. ირგვლივ ტოტალური დაშლის და განადგურების
აჩრდილი მძლავრობდა. მეც მისი ნაწილი ვიყავ, ჩრდილი
რომელიც კედელზე მიდუღებულიყო.

184
სარჩევი

1. მწვანე მხეცი......................................................... 1
2. პეიზაჟი უთოთი................................................... 6
3. ალმოდებული ფარდულები შუაღამისას............ 28
4. თაფლის კვერი...................................................... 51
5. ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა.................... 88
6. სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით..112

185

You might also like