You are on page 1of 2

(ჭითავა)

,, ქართველები იარაღით ხელში ებრძოდნენ ოსმალებს, ირანელებს, დაღესტნელებს ‘’

(ნიკა)

დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, გორისუბანში, თავად გიორგი


გურამიშვილის ოჯახში.

საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც


ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია
გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ «დავითიანშიც»
ვპოულობთ: «მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო». (სარგის ცაიშვილი,
«დავით გურამიშვილი», თბ. 1980)

დავითს ბავშვობა გორისუბანში გაუტარებია. ძველ საქართველოში


დამკვიდრებული წესისამებრ მაღალი წოდების ბავშვები პირველ წლებში
აღსაზრდელად მიჰყავდათ გლეხების ოჯახში. დავითიც, როგორც ამას თვით პოეტი
გვიმოწმებს თავის ლექსებში, აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს, ეტყობა იმდენად
ღარიბ ოჯახში, რომ მასაც არაერთხელ საკუთარ თავზე უგრძვნია მშრომელ
ადამიანთა გასაჭირი. ღმუილაანთ მიხაკო ყოფილა მისი აღმზრდელი გლეხი. უთუოდ
ძიძასთან ყოფნის დროს შეითვისა დავითმა მდიდარი ხალხური სიტყვიერება,
მადლიანი ქართული, რომელიც მას ღრმა მოხუცებულობამდე, სამშობლოდან
მოწყვეტილს ასე ცოცხლად შემორჩა.

იმდროინდელი აფორიაქებული ცხოვრების გამო, დავითს შესაფერისი სასკოლო


განათლება ვერ მიუღია. «ჩემს ყრმობაში სულს გარს მტრად გვადგა თურქ-
ყიზილბაშობა, მით იკლო სწავლამა…» _ იგონებს გურამიშვილი.

(ქორიძე)

(ჭითავა)

,, რომელმაც აუწერელი ტანჯვით აღსავსე ცხოვრება არგუნა მომავალში პოეტს. ‘’

(ნიკა)

დავითის დატყვევებისას ლეკებს ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ისე როგორც სხვა


ტყვე ქართველები, ისიც ან საქონელში უნდა გადაეცვალათ, ან მიეყიდათ ყირიმელი
ვაჭრებისათვის, რომლებიც ხშირ-ხშირად ჩამოდიოდნენ ტყვეთა ბაზრობაზე
დაღესტანში.

გურამიშვილი დიდხანს როდი შერიგებია ამგვარ ყოფას და არც ლოცვა-ვედრებას


დანდობია მხოლოდ. მან ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და სცადა კიდეც,
გაპარულიყო. იგი შეუპყრიათ და კიდევ უფრო სასტიკად უწამებიათ, მაგრამ მარცხმა
ვერ გატეხა მისი უდრეკი ნება.

(ქორიძე)

(ჭითავა)

,, რა საშინელი ანარქია სუფევდა იმ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში . ‘’

(ნიკა)

გადის ათეული წლები, პოეტი ცხოვრების მიმწუხრს ატარებს თავის მეორე


სამშობლოში, უკრაინაში, მაგრამ როგორც მისივე შემოქმედებიდან ჩანს , მას არა
ერთი და ორი ღამე გაუთენებია ფიქრში სამშობლოზე.

You might also like