You are on page 1of 1

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33
2018 წლის 30 ივლისი

ქ. წალკა

 
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის
დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის
დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1
დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250020.35.155.016258) დამტკიცებულ დანართში
შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო
სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში
ერთჯერადი ფულადი დახმარება;“

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151   მუხლი:

„მუხლი 151 . სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე   (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის
მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების
შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ


საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში
დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში –


საინფორმაციო ბარათი);

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის
ირაკლი გიგინეიშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge 01025002035155016290

You might also like