You are on page 1of 5

გორდიანე I

მარკუს ანტონიუს გორდიანე


სემპრონიანუს რომანუს
აფრიკანუსი (ლათ. Marcus Antonius
Gordianus Sempronianus Romanus
Africanus) (დ. 159 — გ. 15 აპრილი
238) — რომის იმპერატორი 238
წელს. მდიდარი წარჩინებული
გვარიდან. მამის მხრიდან
წარმოშობით გრაკხების
საგვარეულოდან იყო, დედა
იმპერატორ ტრაიანეს
ენათესავებოდა. გორდიანე
იკავებდა რომის რამდენიმე
პროვინციის პრეტორის, კონსულის
(რამდენიმეჯერ), პროკონსულის
(მოადგილის) თანამდებობებს. 238
წელს, პროვინცია აფრიკის
პროკონსულად ყოფნისას,
იმპერატორ მაქსიმინუსის
წინააღმდეგ ადგილობრივი
დიდებულების აჯანყების დროს 80
წლის გორდიანე ავგუსტუსად
(იმპერატორად) გამოაცხადეს. მან
მაშინვე თავისი შვილი (გორდიანე
II) დანიშნა თანამმართველად.
რომში, სადაც გაემგზავრა
გორდიანე I, სენატმა ორივე
მათგანი გამოაცხადა
იმპერატორად მაქსიმინისუსის
მაგივრად. პროვინციების
უმრავლესობა ამ
გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
თუმცა მმართველობის
დაწყებიდან დაახლოებით ერთ
თვეში თავი ჩამოიხრჩო, ვერ
გადაიტანა შვილის დაღუპვა,
რომელიც კართაგენში საქმეების
მოსაწესრიგებლად დატოვა.

გორდიანეს სესტერცი
ლიტერატურა
Маяк И. Л. ГОРДИАН (http://old.bigen
c.ru/text/2370236)  // Большая
российская энциклопедия. т. 7. —
М., 2007. — стр. 427.

რომის
შემდეგ
წინამორბედი: იმპერატორი
გორდია
მაქსიმინუსი
II
238

მოძიებულია
„https://ka.wikipedia.org/w/index.php?
title=გორდიანე_I&oldid=3827342“-დან
ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 15:13,
12 მარტი 2020. •
შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი
ლიცენზიით (თუ სხვა არ არის
მითითებული): CC BY-SA 3.0 .

You might also like