You are on page 1of 1

3 ივლისი

Გამარჯობა დღიურო, გუშინ დაბადების დღე მქონდა და ბაბუაჩემმა დღიური


მაჩუქა, წერა-კითხვა ფოთში ყოფნისას ჩემი ახალი მეგობრის ბებიამ მასწავლა.
დღეს ახალ სოფელში ჩავედით, ადგილი ვიპოვეთ და იქ გავაჩაღეთ ჩვენი ბანაკი.
დილით აქაური სოფლის ბავშვები ჩამოვიდნენ მდინარეზე საბანაოდ, ერთ-ერთს
რატომღაც თოფი ჰქონდა თან. Მდინარიდან რომ ამოვიდნენ ეტყობოდათ, რომ
ჩვენთან მოსვლას ყოყმანობდენენ, ნელ-ნელა მოდიოდნენ ბოლოს მხოლოდ
თოფიანი ბიჭი წამოვიდა. ბაბუაჩემი ჩემს ძმებთან ერთად დახვდნენ და გაიცნეს, ნოდარი
ერქვა და ის თოფი ბაბუამისისა ყოფილა, ნოდარს მალე დავუმეგობრდი და
საღამოს უკვე მის მეგობრებთან ერთად ვსეირნობდით. ჩვენთან ბანაკში კი როგორც
ყოველთვის პირველ დღეს, ახალ ადგილზე მისვლისას, უფროსები კარვებს შლიდნენ

5 ივლისი

Ნოდართან უკვე კარგად ვმეგობრობდით. დილაობით მდინარეზე დავდიოდით


ხოლმე. ასეთიმეგობარი ჯერ არ მყოლია. Დიახ, სხვასოფლებშიშემხვედრიაბავშვები,
მაგრამ ნოდარს ძალიან დავუმეგობრდი. ის ჩვენს ბანაკში ხშირი სტუმარი იყო,
ბიძაჩემი გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა, სხვები კიდევ “ჩიჩოტკის” ცეკვას.
ხშირადდედაჩემიდა დეიდაჩემისოფელშიგაჰყავდადა ისინიიქაურ ხალხს
უმკითხავდბდენ. დეიდაჩემს და დედაჩემს ბევრი რაღაც მოჰქონდათ მარჩიელობიდან ხან
ღორი, ხან თხა ,ხან კიდევ კრუხი. Დედაჩემი ფეხმძიმედ იყო და ჩემს ძამიკოს ან
დაიკოს ელოდებოდა. Მარჩიელობის დროს მშობიარობა დაეწყო და უკან უკვე
ჩემს ახალ ძამიკოსთან ერთად გრიშასთან დაბრუნდა.

12 ივლისი

Დღეს საღამოს ბაბუაჩემს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. გულით ძალიან არ


მინდოდა წასვლა, ყოველთვის, როდესაც სოფლიდან მივდიოდით არ მქონდა
ისეთი განცდა როგორც ახლა რადგან ნოდარი ჩემი პირველი და ერთადერთი მეგობარი
გახლდათ.

13 ივლისი

Დღეს უკვე სხვა სოფლიდან ვწერ დღიურო, წავლისას ჩოხატაურში შესვლისას


მილიციამ დაგვიჭირა და სოფლიდან მოქალაქეები მოიყვანა, ჩვენს ოჯახს
სოფლის გაქურდვას აბრალებდნენ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მხოლოდ ხალხის
მოცემული საქონელი წამოვიღეთ, რომ ჩამოვიდნენ სოფლელები, მთელი ოჯახი
ვკანკალებდით, მაგრამ ხალხმა სთქვა,რომ ეს საქონელი გვაჩუქეს, მილიციის უფროსი
გაღიზიანებული ყვიროდა, მაგრამ ბოლოს ჩვენს ოჯახს ბოდიში მოუხადეს და
გაგვიშვეს. Მომენატრება ნოდარი და მასთან საუბრები, თუმცა ბოშების ცხოვრება
მუდმივი გადაადგილებაა და ჩვენი თავგადასავლებიც გრძელდება.

You might also like