You are on page 1of 28

ქიმიის კონსპექტი

ოქსიდების დაყოფა ფუძე და მჟავა ოქსიდებად :

ორი ელემენტისაგან წარმოქმნილ რთულ ნივთიერებას, რომელშიც ერთ-


ერთი ელემენტი ჟანგბადია, ოქსიდი ეწოდება. ოქსიდს წარმოქმნის ყველა
ელემენტი, სამი ინერტული აირის- ჰელიუმის(He), ნეონის(Ne), და არგონის(Ar)
გარდა.
1) ოქსიდებს, რომლებიც მჟავებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან
მარილსა და წყალს, ფუძე ოქსიდები ეწოდებათ. მათ შეესაბამიბათ ფუძეები.
ფუძე ოქსიდები ლითონის ოქსიდებია! თუ ლითონი 1 და 2 ვალენტიანია იგი
ფუძე ოქსიდია. მაგ:Na2O, CuO, CrO და ა.შ. ხოლო თუ ლითონი 2ზე მეტ
ვალენტიანია მას ამფოტერული ოქსიდი ეწოდება. მაგ: Cr2O3, BeO, ZnO, .
2) ოქსიდებს, რომლებიც ფუძეებთან ურთიერთქმედებისას
წარმოქმნიან მარილსა და წყალს, მჟავა ოქსიდები ეწოდებათ. მათ შეესაბამებათ
მჟავები. მჟავა ოქსიდებს წარმოქმნიან არალითონები! მჟავა ოქსიდი 2ზე მეტ
ვალენტიანია! 1 და 2 ვალენტიანი არალითონები მაგ: N2O, NO, CO, SiO
მარილარწარმომქნელი ოქსიდებია.

ოქსიდის ფორმულის შედგენა და სახელწოდების დადგენა;

საერთაშორისო ნომენკლატურით თუ ელემენტი წარმოქმნის მხოლოდ ერთ


ოქსიდს მას ამ ელემენტის ოქსიდი ეწოდება. მაგ: CaO-კალციუმის ოქსიდი,
Al2O3-ალუმინის ოქსიდი. თუ ელემენტი წარმოქმნის რამდენიმე ოქსიდს,
სახელწოდების შემდეგ ფრჩხილებში რომაული ციფრით მიეთითება
ელემენტის ვალენტობა. მაგ: FeO - რკინა(II)-ის ოქსიდი, Fe2O3- რკინა(III)-ის
ოქსიდი, P203-ფოსფორ(III)-ის ოქსიდი და ა.შ.

ფუძეები, მჟავები და მარილები

ფუძეები რთული ნივთიერებებია, რომლებშიც ლითონის თითოეული


ატომი დაკავშირებულია ჰიდროქსილის ერთ ან რამოდენიმე ჯგუფთან.
საერთაშორისო ნომენკლატურის მიხედვით, ფუძეების სახელწოდება შედგება
ლითონის დასახელებისა სა სიტყვა- ჰიდროქსიდისაგან. მაგ: NaOH- ნატრიუმის
ჰიდროქსიდი, Fe(OH)2- რკინა(II)-ის ჰიდროქსიდი და ა.შ. არსებობს წყალში
ხსნადი ფუძეები: ტუტეები (NaOH, KOH, LiOH, Ca(OH)2, CsOH, RbOH Ba(OH)2,
FrOH Sr(OH)2. დანარჩენი ფუძეები უხსნადია : ))
მჟავები რთული ნივთიერებებია, რომლებიც შედგებიან მჟავური ნაშთისა
და ლითონით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადატომისაგან.
შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ ჟანგბადიან და უჟანგბადო მჟავებს:
ჟანგბადიანი მჟავებია
H2SO4 - გოგირდმჟავა
H2SO3- გოგირდოვანი მჟავა
H3PO4- ფოსფორმჟავა
H3PO3- ფოსფოროვანი მჟავა
HPO3- მეტაფოსფორ მჟავა
H2CO3- ნახშირმჟავა
H2SiO3 - სილიციუმ მჟავა
უჟანგბადო მჟავებია:
HCl- ქლორწყალბადმჟავა
HBr- ბრომწყალბადმჟავა
H2S- გოგირდწყალბადმჟავა
HI- იოდწყალბადმჟავა

მარილები- რთული ნივთიერებებია, რომელთა მოლეკულაში ლითონის


ატომები დაკავშირებულია მჟავურ ნაშთთან. მაგ: Na2So4- ნატრიუმის
სულფატი, Na3PO4- ნატრიუმის ფოსფატი.
მარილებში მჟავების სახელწოდებებია:
H2SO4- სულფატი
H2SO3- სულფიტი
H3PO4- ფოსფატი
H3PO3- ფოსფიტი
H2CO3- კარბონატი
H2SiO3- სილიკატი
HCl - ქლორიდი
H2S- სულფიდი
HBr- ბრომიდი
HNO3 - ნიტრატი
HNO2 - ნიტრიტი

ნაერთთა კლასები

1) ფუძე ოქსიდების მიღება და ქიმიური თვისებები:

1) ლითონების წვა:
2Ca+O2 => 2CaO
2)უხსნადი ფუძეების თერმული დაშლით:
Cu(OH)2 => CuO + H2O
3)მარილების დაშლით
CaCO3 => CaO + H2O
ქიმიური თვისებები:
1)ტუტე და ტუტე მიწა ლითონების ოქსიდები ურთიერთქმედებენ
წყალთან:
Na2O + H2O => 2NaOH
2)ურთიერთქმედებენ მჟავებთან
CuO + H2SO4 => CuSO4 + H2O
CaO + 2HCl => CaCl2 +H2O
2) რეაქციაში შედიან მჟავა ოქსიდებთან
CaO + CO2 => CaCO3

2) მჟავა ოქსიდების მიღება და ქიმიური თვისებები:

1)არალითონების წვა:
S +O2 => SO2
4P + 5O2 => 2P2O5
2)მჟავების დაშლით:
H2SO4 => SO3 + H2O
3) მარილის დაშლით:
CaCO3 => CaO + CO2

ქიმიური თვისებები :
1) მჟ. ოქსიდი+ წყალი
SO3 + H2O => H2SO4
2) + ფუძე
CO2 + 2NaOH => Na2CO3 + H2O
3) + ფუძე ოქსიდი
SO2 + K2O => K2SO3

3)ფუძეების მიღება და ქიმიური თვისებები:


1) Na + H2O => NaOH
2) CuSO4 + 2NaOH => Na2SO4 + Cu(OH)2

ქიმიური თვისებები:
1) დისოცირდებიან წყალში გახსნისას:
KOH ↔ K+ + OH-
2.ფუძეების ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ურთიერთქმედება
მჟავასთან, რომლის დროსაც მიიღება მარილი და წყალი:
2NaOH+H2SO4=Na2SO4+2H2O
ამ რეაქციის შედეგად მიღებულ ხსნარში არ არის არც მჟავა და არც ტუტე.
ხსნარს,რომელშიც არ არის არც მჟავა და არც ტუტე, ნეიტრალური ხსნარი
ეწოდება.
მჟავასთან რეაქციაში შედიან ასევე უხსნადი ფუძეებიც:
Cu(OH)2+2Cl=CuCl2+2H2O
მჟავას ურთიერთქმედებას ფუძესთან, რის შედეგადაც მიიღება მარილი და
წყალი, ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
3.ტუტეები ურთიერთმოქმედებს მჟავაოქსიდებთან:
2NaOH+CO2=Na2CO3+H2O
KOH+SO3=K2SO4+H2O
4.ტუტე ურთიერთქმედებს მარილთან, თუ რეაქციის შედეგად გამოიყოფა
წყალში უხსნადი ფუძე ან მარილი:
2NaOH+CuCl2=Cu(OH)2(ილექება)+2NaCl
5.წყალში უხსნადი ფუძე გახურებით იშლება:
Cu(OH)2 → CuO+H2O
2Fe(OH)3 → Fe2O3+3H2O
6.ტუტეების კონცენტრირებული ხსნარები მოქმედებს ორგანულ
ნივთიერებებზე და შლის მათ. ამიტომ NaOH-ს, KOH-ს და სხვ. მწვავე ტუტეებს
უწოდებენ სხეულზე მათი მოხვედრა ძალიან სახიფათოა.

4)მჟავების მიღება და ქიმიური თვისებები :


1)არალითინისა და წყალბადის შეერთებით:
H2+ Cl2 =>2HCl(ქლორწყალბადმჟავა, იგივე მარილმჟავა)
2)SO3 + H2O => H2SO4

ქიმიური თვისებები:
1) დისოციაცია
HCl = H+ + Cl-
HNO3 = H+ + NO3
2) ურთიერთქმედებენ ლითონებთან. ელემენტები, რომლებიც
მოთავსებულები არიან წყალბადის მარჯვნივ, წყალბადს მჟავიდან ვერ
აძევებენ, ხოლო ის ელემენტები, რომლების მოთავსებული არიან წყალბადის
მარცხნივ- აძევებენ.
Fe + 3HCl => FeCl2 + H2
ვერც ერთი ლითონი ვერ აძევებს წყალბადს აზოტმჟავიდან და
კონცენტრირებული გოგირდმჟავიდან.
Cu + 4HNO3(60%) => Cu(NO3)2 +2NO2 + 2H2O(კონცენტრირებული)
3Cu +8HNO3(30%) => 3Cu(NO3)2 +2No +4H2O (განზავებული)
Cu +2H2SO4(60%) => CuSO4 +SO2 +2H2O
3) ურთიერთქმედებენ ფუძე ოქსიდებთან:
BaO + H2SO4 => BaSO4(თეთრი ფერის ნალექი) +H2O
4) ფუძეებთან(ნეიტრალიზაციის რეაქცია)
H2SO4 + 2NaOH => Na2SO4 +2H2O
5)მარილებთან:
H2SO4 + BaCl2 =>BaSO4 + 2HCl
5) მარილების მირება და ქიმიური თვისებები :

მარილის ფორმულის შედგენისა და დასახელებისას მოქმედების


ალგორითმი ასეთია:

1. ვწერთ ერთმანეთის გვერდით მეტალისა და მჟავური ნაშთის


ფორმულებს. მაგალითად კალციუმის ფოსფატი შედგება კალციუმისა და
ფოსფორმჟვას ნაშთისგან:
CaPO4

2. თავზე ვაწერთ ვალენტობის აღმნიშვნელ რიცხვებს


II III
CaPO4

3. ვალენტობის მიხედვით ვადგენთ ინდექსებს და ვწერთ შესაბამისად,


მეტალთან და მჟავურ ნაშთთან(ჟანგბადიანი ნაშთი უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში
და გარეთ მივუწეროთ ინდექსი).
Ca3(PO4)2
ფორმულას ვკითხულობთ ასე: კალციუმ სამი პე –ო –ოთხი ორჯერ.
მარილის სახელწოდების შედგენისას ჯერ ვასახელებთ მეტალს (თუ
მეტალი ცვალებადვალენტიანია, მივუთითებთ მის ვალენტობას), შემდეგ კი
მჟავურ ნაშთს - კალციუმის ფოსფატი.
(მარილის ქიმიური ფორმულის შედგენისას თუ ინდექსები იკვეცება, მათ
შევკვეცავთ).
III II
Al2(SO4)3 - ალუმინის სულფატი

მარილის ფორმულაში არამეტალის ვალენტობის განსაზღვრისათვის


ვიყენებთ ჟანგვის ხარისხის განსაზღვრის წესებს, რადგან ამ შემთხვევაში
ჟანგვის ხარისხი ემთხვევა ვალენტობას.
მაგალითად, კალიუმის ნიტრატში KNO3 აზოტის ვალენტობა შეიძლება ასე
გამოვთვალოთ:
ჟანგბადის ჟანგვის ხარისხია -2, კალიუმის +1, რადგან ის ერთვალენტიანი
ელემენტია. როგორც ვიცით, ჟანგვის ხარისხების ალგებრული ჯამი ნულის
ტოლი უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით აზოტის ჟანგვის ხარისხი იქნება
-(2)∙3 +1= +5
ესეიგი აზოტი ამ მარილში ხუთვალენტიანია
V
K+1N+5O3-2

მარილების მიღება:
1)ფუძე+ მჟავა
CaO + CO2 => CaCO3
2) H2SO4 + 2NaOH => Na2SO4 + H2O
3) H2S + CuCl2 => CuS +2HCl
4) Ca(OH)2 + CO2 => CaCO3 +H2O
5) 3KOH + FeCl3 => Fe(OH)3 + 3KCl
6) BaCl2 + Na2SO4 => BaSO4 +2NaCl (მარილსა და მარილს შორის
რექციის დროს ერთ-ერთი მარილი უხსნადი უნდა წარმოიქმნას ამისათვის
ვიყენებთ ხსნადობის ცხრილს)
7) CaO + SiO2 => CaSiO3
8) Fe + S => FeS
9) 2Al + 6HCl => 2AlCl3 + 3H2
10) Fe + CuSO4 => FeSO4 + Cu ( არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ელემენტი
მის შემდეგ მდგომ ლითონს აძევებს!)

თვისებები:
1) Zn + CuSO4 => ZnSO4 + Cu
2) CuSO4 + 2NaOH => Cu(OH)2 +Na2SO4
3) CuSO4 + H2S => CuS + H2SO4
4) 2AgNo3 + BaCl2 => Ba(NO3)2 + 2AgCl (ნალექი)
5) CaCo3=> CaO + CO2 (მარიელბი იშლებიან)
ატომის აღნაგობა

ატომი შედგება - პროტონებისაგან (P) დადებითად დამუხტული


ნაწილაკები, ელექტრონებისაგან (e) უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები და
ნეიტრონებისაგან (n) უმუხტო ნაწილაკი. პროტონი და ელექტრონი ემთხვევა
ელემენტის რიგობით ნომერს. მაგ: რამდენი პროტონი აქვს სილიციუმს?(Si)
ვიხედებით პერიოდულ სისტემაში, ვპოულობთ სილიციუმს. მისი რიგობითი
ნომერია 14, ესეიგი მას აქვს 14 პროტონი და 14 ელექტრონი. იმისათვის რომ
გავარკვიოთ, თუ რამდენი ნეიტრონი აქვს სილიციუმს, მის მასას ანუ 28-ს
ვაკლებთ პროტონების რიცხვს ანუ-14-ს. 28-14=14. ესეიგი სილიციუმს ჰქონია 14
ნეიტრონი : )

ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, რომელთაც აქვს პროტონების


ერთნაირი რაოდენობა, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით, ე. ი.
მასური რიცხვით, იზოტოპები ეწოდებათ.
იზოტოპები ერთი და იგივე ელემენტის ატომებია, ისინი პერიოდულ
სისტემაში ერთ უჯრაშია მოთავსებული ერთი და იგივე რიგობრივი ნომრით. E

პერიოდულ სისტემაში ჯგუფში ლითონების აქტივობა ზევიდან ქვევით


ძლიერდება და არალითონურის სუსტდება. ყველაზე აქტიური ლითონია
ფრანციუმი(Fr) ხოლო ყველაზე აქტიური არალითონი ფტორი(F)! ხოლო
პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ ლითონების აქტივობა მცირდება ხოლო
არალითონები იზრდება.

ჟანგვის ხარისხი

ჟანგვის რიცხვი, ჟანგვის ხარისხი — ელექტროსტატიკური მუხტის


რიცხვითი სიდიდე, რომელიც მიეწერება ატომს მოლეკულაში იმ დაშვებით,
რომ ქიმიური ბმის წარმომქმნელი ელექტრონული წყვილები მთლიანადაა
წანცალკევებული ნაკლებად ელექტროდადებითი ატომებიდან
ელექტროუარყოფით ატომებისაკენ.
ჟანგვის ხარისხი შეესაბამება იონის მუხტს, ან მოლეკულაში ან ქიმიურ
ერთეულში ატომის ფორმალურ მუხტს, მაგ.:
ჟანგვის რიცხვი მიეთითება ელემენტის სიმბოლოს თავზე. ატომის მუხტის
მითითების წესისგან განსხვავებით, ჟანგვის ხარისხის მითითებისას ჯერ
იწერება ნიშანი, შემდეგ კი მნიშვნელობა და არა პირიქით:

— ჟანგვის ხარისხი,

— მუხტი.
მოლეკულაში ატომების ჟანგვის ხარისხის ალგებრული ჯამი ყოველთვის
0-ის ტოლია:

რეაქციის ტიპები
1) ურთიერთქმედების ხასიათის(შეერთების, დაშლის, მიმოცვლის,
ჩანაცვლბის)
2) სითბური ეფექტის მიხედვით(ეგზოთერმული და ენდოთერმული)
3) ჟანგვა-აღდგენითი და ჟანგვა-არააღდგენითი
4) მიმართულების მიხედვით(შექცევადი და შეუქცევადი)
შეერეთებისაა რეაქცია თუ ორი მარტილი ნივთიერებისაგან წარმოიქმნება
ერთი რთული. მაგ: H2 + O2 =>H2O
დაშლისაა რეაქცია თუ ერთი რთული ნივთიერებისაგან წარმოუქმნება ორი
მარტივი. მაგ: CaCO3=> CaO + CO2
მიმოცვლისაა რეაქცია თუ ორი რთული ნივთიერება მიმოიცვლის თავიანთ
შემადგენელ ნაწილაკებს. მაგ: AgNO3 +NaCl=>AgCl+NaNO3
ჩანაცვლებისაა რეაქცია თუ მარტივი ნივთიერების ატომებით ხდება
რთული ნივთიერების მოლეკულაში ერთ-ერთი ელემენტის ატომთა
ჩანაცვლება. მაგ: Zn+HCl=>ZnCl2+H2

ეგზოთერმულია რეაქცია თუ ის მიმდინარეობა სითბოს გამოყოფით(+Q).


ეგზოთერმული ნაერთები მდგრადები არიან(H2O,NH3,H2SO4).
ენდოთერმულია რეაქცია თუ იგი მიმდინარეობს სითბოს შთანთქმით(-
Q).ენდოთერმული ნაერთები უმდგრადია(NO,N2O5,H2O2)

რეაქცია ჟანგვა-აღდგენითია თუ მასში შემავალი ატომები იცვლიან ჟანგვის


ხარისხს. ხოლო არაჟანგვა-აღდგენითია თუ არ იცვლიან ჟანგვის ხარისხს.
1) დაჟანგვა არის ატომის, მოლეკულის ან იონის მიერ ელექტრონის
გაცემის პროცესი.ხოლო ატომებს, მოლეკულებს და იონებს,რომლებიც გასცემენ
ელექტრონებს აღმდგენებს უწოდებენ.(ანუ თუ ელემენტის ჟანგვის ხარისხი
იმატებს).
2) აღდგენა არის ატომის, მოლეკულის ან იონის მიერ ელექტრონის
შეძენის პროცესი. ხოლო ატომებს, მოლეკულებს ან იონებს, რომლებიც შეიძენენ
ელექტრონს მჟანგავებს უწოდებენ.(ანუ თუ ელემენტის ჟანგვის ხარისხი
მცირდება)

შექცევადია რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს როგორც პირდაპირი ისე


შებრუნებული მიმართულებით. მაგ: N2+32=>2N3
შეუქცევადია რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს პირდაპირი
მიმართულებით.(წარმოიქმნება ნალექი ან გამოიყოპა აირი).

ბმები
კოვალენტურ არაპლარული ბმა- მყარდება ისეთ ატომებს შორის,
რომელთა ელექტროუარყოფითობები ერთნაირია: H2,Cl2,O2,N2,I2,Br2,F2.

H. + .H → H:H
პოლარულ კოვალენტური ბმა- მყარდება იმ შემთხვევაში თუ
ელექტრონული ღრუბელი გადაწეულია მეტად ელექტროუარყოფოთი
ელემენტისაკენ. მაგ: ავიღოთ წყალბადი და ბრომი (HBr).

იონური ბმა წარმოიქმნება საწინააღმდეგო ნიშნით დამუხტულ იონებს


შორის. მაგ: NaCl
ამ დროს ნატრიუმის ერთი ელექტრონი, რომელიც მის გარე შრეზე
მოძრაობს, მთლიანად გადადის ქლორის ატომის გარე შრეზე, რის შედეგადაც
ორივე ატომი ღებულობს დასრულებულ რვაელექტრონიან გარე შრეს და
გარდაიქმნებიან დადებით და უარყოფით იონებად. ხოლო მათ შორის ბმა
მყარდება არა საზიარო ელექტრონული წყვილით, არამედ იონთა შორის
ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად.

1) იონთა შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად დამყარებულ


ბმას იონური ბმა ეწოდება.

იონური ბმა მყარდება მკვეთრად განსხვავებული


ელექტროუარყოფითობების მქონე ატომებს შორის უფრო მცირე ე/უ-ს მქონე
ატომის გარე შრიდან უფრო დიდი ე/უ-ს მქონე ატომის შრეზე ელექტრონების
სრულად გადასვლით.

ქიმიური კინეტიკა ☺
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია სამი ნივთიერების კონცენტრაციის
ცვლილება დროში. აქედან Bარის კატალიზატორი, A-პროდუქტი, ხოლო C-
საწყისი ნივთიერება.(ზუსტად ეს სურათი მომივიდა პრეტესტზე ოთხშაბათს)))

ქიმიური ელემენტები(არაორგანული ქიმია)

1) ქლორი (Cl2)- გავრცელების მიხედვით მე-11 ელემენტია. იგი


მომწვანო-მოყვითალო აირადი ნივთიერებაა. წყალში კარგად ხსნადი. მისი
მოლეკულა ორატომიანია. ახასიათება კოვალენტურ არაპოლარული ბმა.
მიღება:
1) MnO2+ 4HCl =>MnCl2 + Cl2 +2H2O
2) 2NaCl+ 2H2O => Cl2+ H2 + 2NaOH
თვისებები:
1) H2+Cl2 => 2HCl
2) 2Na +Cl2 =>2NaCl
3) Cl2+H2O => HCl + HClO
4) ქლორი აძევებს ყველა ჰალოგენს ფტორის გარდა!

2) გოგირდი (S)- თვითნაბადი გოგირდი დიდი რაოდენობითაა


გავრცელებული. იგი შედის ცილოვან ნივთიერებებში.გვხვდება 2 ალოტროპიის
სახით: რომბული და მონოკლინური გოგირდი.
მიღება:
1) 2H2S + O2 => 2H2O+ S
თვისებები:
1)S +H2=>H2S
2) S+O2=> SO2
3)2Al+3S=>Al2S3
გოგირდი გამოიყენება ასანთის, ქაღალდის, რეზინის, კოსმეტიკური და
სამედიცინო პრეპარატების წარმოებაში. სოფლის მეურნეობაში ფხვნილი სახით
მცენარის მავნებლების წინააღმდეგ.

აზოტი (N2) – იგი ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. აზოტი


უფერო, უსუნო აირია. მას გააჩნია სამმაგი ბმა. (2სიგმა და 1 პი).
მიღება:
1) NH4NO2 => N2 +2H2O
თვისებები:
N2+ 3H2=> 2NH3

(C) ნახშირბადი- მენდელეევის პერიოდული სისტემის 2-ე პერიოდის მე-4


ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, მისი რიგითი ნომერის 6,
იზოტოპების ბუნებრივი ნარევის ატომური მასა არის 12,0107 გ/მოლი. არსებობს
2 ალოტროპიის სახით: ალმასი და გრაფიტი.

1) CH4 => C+ 2H2


2) 2C+O2=>2CO
3) C+O2 => CO2
4) C+ 2H2 =>CH4
5) 3C+4AL => Al4C3

ნატრიუმი (Na)- (ლათ. Natrium). ქიმიური ელემენტი, თეთრი ფერის რბილი


ტუტე ლითონი. ატომური ნიმერი Z=11, ატომ. მასა - 22,9898 დაჟანგვის რიცხვი
- 1, მუხლი (+) ნატრიუმი მესამე პერიოდის პირველი ელემენტია.
ნატრიუმის ატომის სქემა
მისი ელქტრონული სტრუქტურა 1s² 2s² 2P6 3s. ნატრიუმი როგორც
აქტიური ლითონი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება, იგი ნაერთების
სახითაა ბუნებაში. ნატრიუმის ნაერთები მრავლად არის გავრცელებული
ბუნებაში. ნატრიუმის შემცველობა დედამიწაზე შეადგენს 2,64 წონით %-ს.
მიღება და თვისებები:
1)2 NaCl => 2Na+Cl2
2) 4NaOH => 4Na+O2+2H2O
1)2Na+O2 =>Na2O2+2Na =>Na2O
2)2Na+Cl2=>2NaCl
3)2Na+S=>Na2S
4)2Na+2H2O=> 2NaOH+H2

ალუმინი (Al)- ენდელეევის პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის


მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია -
13. აღინიშნება სიმბოლით Al (ლათ. Aluminium). მიეკუთვნება მსუბუქი
ლითონების ჯგუფს. ყველაზე გავრცელებული ლითონი და მესამე ელემენტი
(ჟანგბადისა და სილიციუმის შემდეგ) გავრცელების მიხედვით დედამიწის
ქერქში.მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის, მსუბუქი, ლითონი.
მიღება და თვისებები:
1)2Al2O3 => 4Al+3O2
1)4Al+3O2 =>Al2O3
2)2Al+ 3Cl2=>2AlCl3
3)2Al+3S=>Al2S3
4)2Al+6HCl=>2AlCl3+ 3H2
კალციუმი(Ca) - ლათინურიდან - კირს ნიშნავს პერიოდული სისტემის II
ჯგუფის ელემენტი, ატომური ნომერია - 20, ატომური მასაა - 40,08; ბუნებრივი
ელემენტი წარმოადგენს 6 სტაბილური იზოტოპის ნაერთს: 40Ca, 42Ca, 43Ca,
44Ca, 46Ca da 48Ca, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია 40Ca
(96,97%).კალციუმი - მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონია. არსებობს ორ
ალოტროპიულ მოდიფიკაციით.
მიღება და თვისებები:
1)CaCl2=> Ca+Cl2
1)2Ca+O2=>2CaO
2)Ca+Cl2 =>CaCl2
3)Ca +S =>CaS
4)Ca+2H2O=>Ca(OH)2 +H2
კალციუმის იონები დიდ როლს ასრულებენ სისხლის შედედებაში. CaCl2
გამოიყენება სისხლდენის შესჩერებლად.

რკინა(Fe) - მენდელეევის პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის,


მეერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური
ნომერია - 26. აღინიშნება სიმბოლოთი Fe (ლათ. Ferrum). ერთ ერთი ყველაზე
გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის
შემდეგ).რკინა — ტიპიური ლითონია, თავისუფალ მდგომარეობაში —
მოვერცხლისფრო-თეთრი ფერისა რუხი ელფერით. სუფთა ლითონი
პლასტიკურია, სხვადასხვა მინარევები (კერძოდ — ნახშირბადი) ზრდიან მის
სიმაგრეს და სიმყიფეს.
მიღება და თვისებები:
1)Fe2O3+3H2=>2Fe +3H2O
1)3Fe+2O2=>Fe3O4(რკინის ხენჯი)
2)2Fe+3Cl2=>2FeCl3
3)Fe+S=>FeS
4)Fe+ 2HCl=>FeCl2+H2
5)2Fe+O2=>2FeO
4Fe+3O2=>2Fe2O3

ორგანული ქიმია
ალკანები - „ალკანები“ ანუ „პარაფინები“ ნაჯერი ნახშირწყალბადებია ანუ
ისინი შედგებიან მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან.
ალკანების უჯერი ნახშირწყალბადებისაგან ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ
ალკანებში ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ მარტივი ბმებით
ანუ ნახშირბადის თითოეული ატომი დაკავშირებულია წყალბადის ატომების
მაქსიმალურ რაოდენობასთან (ანუ ნახშირბადი გაჯერებულია წყალბადით).
განასხვავებენ ციკლურ და წრფივ (არაციკლურ) ალკანებს.
წრფივი ალკანების ჯგუფური ზოგადი ფორმულაა: CnH2n+2 სადაც n არის
მთელი რიცხვი. სავალენტო კუთხე 109.28გრადუსია, მანძილი ატომებს შორის
0.154ნმ. SP3 ჰიბრიდიზაცია. ნორმალურ პირობებში ალკანები CH4-იდან C4H10-
ამდე — აირებია; C5H12-იდან C15H32-ამდე — სითხეები, ხოლო C18H38-ს მერე —
მყარი სხეულები.
მიღება და თვისებები:
1)CH3COONa +NaOH=>CH4 +Na2CO3
2)Al4C3+ 12H2O=>4Al(OH)3 +3CH4
3) CH3Cl+2Na+CH3Cl=>2NaCl+ CH3-CH3
1)CH4+Cl2=>CH3Cl+HCl
CH3Cl+Cl2=>CH2Cl2+Hcl
CH2Cl2+Cl2=>CHCl3+Hcl
CHCl3+Cl2=> CCl4+Hcl
2)CH4+O2=>CO2+H2O
3)CH4+HONO2=>CH3NO2+H2O(nitrireba)
4)C2H6=>C2H4+H2
ალკენები - ალკენი – უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას
შეიცავს ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n.
ჰიბრიდიზაციის ტიპია sp2. ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია
ეთილენი(C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და
გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი
იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და
ტრანს იზომერია.
მიღება და თვისებები:
1)CH3=CH2OH=>CH2=CH2+H2O
2)C2H6=>C2H4+H2
1)C2H4+3O2=>2Co2+2H2O
2)CH2=CH2+Br2=>CH2Br-CH2Br
3)CH2=CH2+HBr=>CH3-CH2Br
4)CH2=CH2+H2O=>C2H5OH (etilis spiriti)
5)nCH2=CH2 => (-CH2-CH2-)n (polimerizacia)
ალკინები - უჯერი ნახშირწყალბადია, რომელშიც ორ ნახშირბადს შორის
სამმაგი ბმაა. ალკინების ზოგადი ფორმულაა CnH2n–2. უმარტივესი ალკინია
აცეტილენი(სხვათაშორის ამ სახელითაც მოიხსენებენ მთლიანად ალკინების
ჯგუფს), რომელსაც საერთაშორისო ნომენკლატურით ეთინი ჰქვია. ალკინებში
გვხვდება ნახშირბადის ჯაჭვის და სამმაგი ბმის მდებარეობის იზომერია[1]. SP
ჰიბრიდიზაცია. 0.120ნმ. სავალენტო კუთხე 180 გრადუსი.
მიღება და თვისებები:
1)CaC2+ 2H2O=>CH≡CH + Ca(OH)2
2)2CH4=>C2H2+H2
1)2C2H2+5O2=>4CO2+2H2O
2) CH≡CH + Br2=>CHBr=CHbr+Br2=>CH2Br-CH2Br
3) CH≡CH +H2 =) CH2=CH2+H2=>CH3-CH3
4) CH≡CH +H2O =>CH3CHO (ძმრის ალდეჰიდი)

ბენზოლი- CnH2n-6, აქროლადი, მოძრავი სითხეა. წყალში უხსნადი.


ფორმულა- C6H6. SP2 ჰიბრიდიზაცია, 0,140ნმ.
მიღება და თვისებები:
1) C2H2=> C6H6

1)2C6H6+15O2=>12CO2+6H2O
2)C6H6+Br2=> C6H5Br+HBr
3)C6H6+6Cl2=>C6Cl6+6HCl
4)C6H6+ HONO2=>C6H5NO2+H2O
5)C6H6+3H2=>C6H12
C6H6+4H2=>C6H14

ნახშირწყალბადების პირველი წარმომადგენელია ბენზოლი -


სპირტები- R-OH an CnH2n+1OH. C1-C11 სითხეებია C12-დან მყარი.
მიღება და თვისებები:
1)CH2=CH2+HOH=>CH3=CH2OH
1)2CH3OH+3O2=>2CO2+4H2O
2)2C2H5OH+2Na=>2C2H5ONa+H2
3)CH3-CH2OH=> CH3CHO+H2
4)შიგამოლეკულური დეჰიდრატაცია - CH3-CH2OH=>CH2=CH2+H2O
5)მოლეკულათაშორისი დეჰიდრატაცია- C2H5OH-C2H5OH=>C2H5-O-C2H5
+H2O

ეთილენგლიკოლი - იგი სიროფისებრი სითხეა,ტკბილი,მომწამლავი.


გამოიყენება როგორც ანტიფრიზი. ორატომიანი სპირტია- CH2OH-CH2OH.
გლიცერინი - ბლანტი, უფერო, ტკბილი სითხეა. იყენებენ
მედიცინაში,ანტიფრიზების დასამზადებლად.სამატომიანი სპირტია- CH2OH-
CHOH-CH2OH

ალდეჰიდები - CnH2nO, SP2 ჰიბრიდიზაცია. მხოლოდ პირველი წევრია


აირი დანარცენი სითხეა.
თვისებები:
1)HCHO+Ag2O=>HCOOH +2Ag
HCOOH+Ag2O=>CO2+H2O+2Ag
2)HCHO+H2=>CH3OH
კარბონმჟავები -CnH2nO2
მიღება და თვისებები:
1)CH3CHO+O2=>CH3COOH (ძმარმჟავა)
1) R-COOH=> R-COO(minusit) +H+
2)2CH3COOH+Mg=>Mg(CH3COO)2 + H2
3)2CH3COOH+Na2O=>NaCH3COO+H2O
4)CH3COOH+NaOH=>NaCH3COO+H2O
5)2CH3COOH+CaCO3=>Ca(CH3COO)2+CO2+H2O
6)CH3COOH+C2H5OH=>CH3COOC2H5+H2O (ეთერიფიკაციის რეაქცია-
ძმარმჟავა+ეთილის სპირტი=>რთული ეთერი)

ცხიმები - ნაჯერი მჟავების ცხიმები მყარია, ხოლო უჯერის-თხევადი.


ყველა ცხიმი წყალზე მსუბუქია.
თვისებები:
1)ჰიდროლიზი
CH2O-CO-R CH2OH RCOONa
CHO-CO-R +3NaOH => CHOH + RCOONa
CH2O-CO-R CH2OH RCOONa
2)ჰიდრირება
CH2O-CO-C17H33 CH2O-CO-C17H35
CHO-CO-C17H33 +3H2 => CHO-CO-C17H35
CH2O-CO-C17H33 CH2O-CO-C17H35
P.S ესენი არამგონია მოვიდეს, მაგრამ პროგრამაში წერია და რავი იყოს))
ნახშირწყლები - მონოსაქარიდი- გლუკოზა. ტკბილი,თეთრი,კრისტალური,
წყალში ხსნადი. C6H12O6.მას ყურძნის შაქარსაც უწოდებენ.დიდი
რაოდენობითაა ყურძნის წვენში,თაფლში,კენკრაში და მწიფე ხილში.
ფრუქტოზა- გლუკოზას იზომერი (C6H12O6). შედის ხილის
შემადგენლობაში და თაფლში.
საქაროზა- C12H22O11, თეთრი, კრისტალური გლუკოზაზე ტკბილი.იგი
დიდი რაოდენობითაა თეთრ ჭარხალში,შაქრის ლერწამში,ნესვში,საზამთროში,
სიმინდში და ბოსტნეულში.
C12H22O11+H2O =>C6H12O6(გლუკოზა) + C6H12O6(ფრუქტოზა)
სახამებელი - C6H10O5,წარმოიქმნება მცენარეებში ფოტოსინტეზის
დროს.იგი არის თეთრი,წყალში უხსნადი ფხვნილი.იგი შედის
კარტოფილში,სიმინდში, ბრინჯში და სხვა ხორბლეულში.
C6H10O5=>C6H10O5=>C12H22O11=>C6H12O6
(სახამებლის ჰიდროლიზით ჯერ წარმოიქმნება დექსტრინები,შემდგომ
მალტოზა(საქაროზას იზომერი) და ბოლოს გლუკოზა).
ცელულოზა - მცენარეებს ანიჭებს სიმტკიცეს. C6H10O5.იგი შედის ბამბის
შემადგენლობაში ასევე სელში,კანაფში,მერქანში.სუფთა ცელულოზა
თეთრი,მყარი,ბოჭკოვანი ნივთიერებაა,არ იხსნება წყალში.
C6H10O5+H2O =>C6H12O6(გლუკოზა)
ამინები - წარმოადგენენ ამიაკის წარმოებულ ნივთიერებებს, რომელშიც
ამიაკის სამი წყალბადის ატომიდან ერთი, ორი, ან სამივე ორგანული
რადიკალებით არის ჩანაცვლებული. აქ ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისია:
თუ ერთ–ერთი რადიკალი კარბონილის ჯგუფს შეიცავს, ნივთიერებებს არა
ამინები, არამედ ამიდები ეწოდება. ამიდებია აგრეთვე ამიაკის ის
წარმოებულები, რომელშიც წყალბადის ერთი ატომი ორგანული რადიკალითაა
ჩანაცვლებული, მეორე კი _ მეტალით (მაგ: (CH3)2NLi ლითიუმის
დიმეთილამიდია). ზოგადი ფორმულაა- R-NH2.
1) CH3-NH2 +H2O =>CH3-NH3OH
2)CH3-NH2+HCl => CH3-NH3Cl

ამინომჟავები - ეწოდება ორგანულ ნივთიერებებს რომელთა მოლეკულები


ერთდროულად შეიცავენ ამინო ჯგუფს - NH2 და კარბოქსილის ჯგუფს - COOH.
ამინომჟავები ამფოტერული ბუნებისაა.
NH2-CH2COOH+NH2-CH2COOH => NH2-CH2-C=O-N-H-CH2COOH +H2O
P.S არამგონია ესეც რომ იყოს მაგრამ რადგან პროგრამაში წერია აქაც
ეწეროს : ))

პრეტესტის კითხვები
(წითლად აღნიშნულია სწორი პასუხი)
1)რომელს ახასიათებს წვა?
ა)ალკანებს ბ)ალკენებს გ)ბენზოლს დ)სამივეს
2)რომელი არ იწვის?
ა)СO ბ)CO2 გ)NO
3)რომელი აანთებს მბჟუტავ კვარს?
ა)N2 ბ)O2 გ)CO2 (ჩააქრობს CO2)
4)ჩამოთვლილთაგან რომელია მშრალი ყინული?
ა)CO ბ)CO2 გ)NO2
5)რა ჰქვია ამ ელემენტს?=>O2
ა)ჟანგბადი ბ)წყალბადი გ)აზოტი დ)ოსმიუმი
6)რომელია ერთატომიანი სპირტი?
ა)R-OH ბ)R-(OH)2 გ)R-(OH)3
7)რომელი შედის ხილის შემადგენლობაში?
ა)ცელულოზა ბ)ფრუქტოზა გ)საქაროზა
8)რომელ კლასს მოეკუთვნება ცელულოზა?
ა)სპირტებს ბ)ნახშირწყლებს გ)ალდეჰიდებს დ)რთულ ეთერებს
9)რომელი რეაქციის დროს არ გამოიყოფა აირი?
ა)Na+H2O=>
ბ)Na2O+H2O=>
გ)CuCO3 + HCl=>
10)რომელია ამ ელემენტების სახელწოდება? Mg K
ა)მაგნიუმი და კალციუმი
ბ)მანგანუმი და კალიუმი
გ)მაგნიუმი და კალიუმი
დ)მანგანუმი და კალციუმი
11)მოცემულია ორი რეაქცია: 1)Na+H2O=>NaOH +H2
2)CuO+H2O=>Cu(OH)2
რომელი რექაციის დროს წარმოიქმნება ნალექი?
ა)პირველის ბ)მეორის გ)ორივეს დ)არცერთის
12)როგორია სპილენძისა და გოგირდის მასების თანაფარდობა შემდეგ
ნაერთში? => CuS?
ა)1\2 ბ)1 გ)2 დ)2\1 (რადგან სპილენძის მოლური მასაა 64 ხოლო გოგირდის
32=>64\32=2\1)
13)2NaOH+CuSO4=>Na2SO4+Cu(OH)2 რა არის წარმოქმნილი მარილის
სახელწოდება?
ა)ნატრიუმის სულფიტი
ბ)ნატრიუმის სულფატი
გ)ნატრიუმის სულფიდი
დ)ნატრიუმის ფოსფატი
14)C2H4+H2=> რა შეიძლება წარმოიქმნას?
ა)ეთანი ბ)ეთინი გ)ბუტანი დ)პროპანი
15)რომელ ოქსიდშია ჟანგბადის მასური წილი ყველაზე დიდი?
ა)MgO ბ)СuO გ)Ag2O
16)კარტოფილს დააწვეთეს იოდი,წარმოიქმნა ლურჯი ლაქა.რას შეიცავს ვაშლი?
ა)ფრუქტოზას ბ)სახამებელს გ)ცელულოზას (იოდი სახამებლის აღმომჩენი
რეაქტივია)
17)რომელია SO4ის აღმომჩენი იონი?(ვიხედებით ხსნადობის ცხრილში და
ვეძებთ რომელ ელემენტთანაა SO4 უხსნადი)
ა)ბარიუმი ბ)ნატრიუმი გ)კალიუმი
18)რომელია არომატული ნახშირწყალბადი?
ა)ალკანი ბ)ალკენი გ)ბენზოლი დ)სამივე
19)რომელია ალდეჰიდი?
ა)პირ
ველი ბ)მეორე გ)მესამე დ)მეოთხე
(როგორ ვხვდებით? თეთრი ბურთულებით აღნიშნულია წყალბადები,შავით-
ნახშირბადები,ხოლო წითლით ჟანგბადები.აქედან გამომდინარე ალდეჰიდებს
შეესაბამება მეოთხე).
20)რომელში არ არის სპირტი?
ა)ყურძნის წვენი ბ)არაყი გ)კონიაკი დ)ღვინო
21)რომელი შედის ბუნებრივი აირის შემადგენლობაში?
ა)ბუტანი ბ)პროპანი გ)ჰექსანი დ)მეთანი
22)რომელი ავლენს ყველაზე მეტად არალითონურ თვისებას მწკრივში: C-N-O-
F?
ა)ნახშირბადი ბ)აზოტი გ)ჟანგბადი დ)ფტორი
23)

(II,III)
24)წინა სურათიდან გამომდინარე რომელ ნაწილშია CaCO3?(I)
25)რისი იზომერია 2მეთილ პროპანი?
ა)ბუტანი ბ)პროპანი გ)პენტანი დ)არცერთი
26)რომელია რკინის ხენჯი?
ა)FeO ბ)Fe2O3 გ)Fe3O4
27)რომელი იჯანგება ტენიან ჰაერზე?
ა)რკინა ბ)გოგირდი გ)ვერცხლისწყალი
28)რომელს ინახავენ ნავთში?
ა)რკინა ბ)ნატრიუმი გ)ოქრო
29)ქლორი(ნულოვანი) გადავიდა ქლორ(მინუსიანში) რა ხდება?
ა)ქლორი დამჟანგველია და იერთებს ელექტრონს
ბ)ქლორი აღმდგენია და გასცემს ელექტრონს
გ)ქლორი აღმდგენია და იერთებს ელექტრონს
დ)ქლორი დამჟანგველია და გაცემს ელექტრონს
30)რა არის ცელულოზია სრული ჰიდროლიზის პროდუქტი?
ა)გლუკოზა ბ)დექსტრინი გ)მალტოზა დ)საქაროზა
31)რომელია ნაჯერი?
ა)ალკანი ბ)ალკენი გ)ალკინი დ)სამივე
32)რომელ ნაერთებში შედის გოგირდი?
ა)ფოსფატებში ბ)სულფატებში გ)კარბონატებში დ)ნიტრატებში
33)ორგანული ნაერტების ძირითადი კომპონენტია?
ა)გოგირდი ბ)ნატრიუმი გ)ნახშირბადი დ)ფოსფორი
34)დაადგინეთ KNO3ის ფარდობითი მოლეკულური მასა.
ა)91 ბ)100 გ)102 დ)150
(როგორ ვადგენთ:Mr(KNO3)=39+14+(3x16)=91)
35) რამდენი პროტონი აქვს სილიციუმს?
ა)14 ბ)2 გ)28
36)რისი ფორმულაა H2SO4?
ა)გოგირდმჟავა ბ)ფოსფორმჟავა გ)გოგირდოვანი მჟავა
37)რომელი არ შეიცავს ცხიმს?
ა)შოკოლადი ბ)მარგარინი გ)შაქარი დ)მზესუმზირა
38)რა არის კაუჩუკი?
ა)ბუნებრივი პოლიმერი ბ)ხელოვნური პოლიმერი
39)რომელია ბენზოლი?
ა)C6H6 ბ)C6H10O5 გ)C6H12O6 d)C12H22O11
40)რა არის ერთმანეთისთვის გლუკოზა და ფრუქტოზა?
ა)იზომერი ბ)პოლიმერი გ)ალოტროპია დ)იზოტოპი
41)რომელი არ იხსნება წყალში?
ა)გლუკოზა ბ)ფრუქტოზა გ)ცელულოზა დ)საქაროზა
42)რომელია იზოტოპი?
ა)O18 da O16 ბ)Na da K გ)Mg da Mn
43)რა ფერს მისცემს ლაკმუსი მჟავას?
ა)წითელს ბ)ლურჯს გ)იისფერს დ)არ შეღებავს
44)რა ფერს მისცემს ლაკმუსი ტუტეს?
ა)წიტელს ბ)ლურჯს გ)იისფერს დ)არ ღებავს
45)რომელია პროპანის ფორმულა?
ა)C4H8 b)C3H8 g)C3H10
46)

(II,III)
47)

(სწორია მესამე)
48)როგორი ბმაა NaCl-ში?
ა)კოვალენტურ-პოლარული ბ)კოვალენტურ-არაპოლარული გ)იონური
49)ჭურჭერლში მოთავსებულია 0.1მოლი ამიაკი.რა მასის ამიაკია ჭურჭელში?
(ამ ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა ფორმული ცოდნა=> m=M*ნიუზე, სადაც
m-მასაა, M-მოლური მასა ანუ Mr, niu-მოლია. აქედან გამომდინარე→
Mr(NH3)=3+14=17გ\მოლი → m=0.1*17=1.7)
დავიმახსოვროთ რამოდენიმე ფორმულა!
1)თუ ამოცანაში გვჭირდება ამა თუ იმ ნივთიერების მასის პოვნას ვიყენებთ
ფორმულას: m=M*niu,სადაც m-მასაა, M-Mr, Niu-მოლები. აქედან გამომდინარე
M=m\niu, Niu=m\M
2)თუ ამოცანაში გვჭირდება ამა თუ იმ ნივთიერების მოცულობის პოვნა
ვიყენებთ ფორმულას: V=Vm*niu,სადაც → V-მოცულობა, Vm-22.4ლ\მოლი, ნიუ-
მოლები. აქედან გამომდინარე → Vm=V\Niu, Niu=V\Vm
3)თუ ამოცანაში გვეკითხებიან ატომების ან მოლეკულების რიცხვს ვიყენებთ
ფორმულას: N=Na*Niu, N-მოლეკულების რიცხვი, Na-6*10^23, Niu-
მოლები.აქედან გამომდინარე → Na=N\Niu, Niu=N\Na ☺
4)თუ გვეკითხებიან ნივთიერების მასურ წილს ვიყენებთ ფორმულას:
w=m(ნივ)\m(ხს) → w(ომეგა)-მასური წილი, m(ნივ)-ნივთიერების მასა, m(ხს)-
ხსნარის მასა. აქედან გამომდინარე → m(ნივ)=w*m(xs), m(xs)=m(miv)*w.

გისურვებთ წარმატებას!

You might also like