You are on page 1of 1

ციცინათელას ზღაპარი

(ციცინოს ამბავი)
იყო და არა იყო რა იყო ერთი ციცინათელა. ის დიდ ოჯახთან ერთად
ცხოვრობდა და უამრავი და-ძმა ჰყავდა.
ერთ წყნარ, თბილ და მშვენიერ ღამეს პაწია ციცინათელა გამოფრინდა სახლიდან
გასართობად და სათამაშოდ,ბევრი იფრინა,
ხან უღან ტყეში შეფრინდა და იქ გაანათა ყველაფერი, ხან ჭაობში დიდ
დუმფარის ფოთოლზე დაფრინდა და მთელი ჭაობი გაანათა. ვერავინ ვერ ნახა
თავისი ჭკუის რომ ერთად ეთამაშათ . ყველას ეძინა ამ დროს.
ციცინათელას კი გართობა და თამაში უნდოდა. დაღონებული გაფრინდა
სახლისაკენ. გზაში ვიღაცის ტირილი მოესმა. ციცინათელამ მიიხედ-მოიხედა და
რას ხედავს: პაწია ბაჭია ზის და გულამოსკვნილი ტირის.
— რატომ ტირი ბაჭია??- კითხა ციცინათელამ.
— დავიკარგეეე— ტირილით უპასუხა ბაჭიამ. გზა კი ვიცი მაგრამ ვერ ვხედავ
რადგან ღამეა. დილით კი გავიგნებ გზას მაგრამ ჩემი დედიკო ინერვიულებს და
იტირებს. მეცოდება ჩემი დედიკო გული არ გაუსკდეს ჩემზე ნერვიულობით.—
ტირილით მოთქვავდა ბაჭია.
უცებ მიხვდა პაწია ციცინათელა თუ რა დანიშნულება ჰქონდა მის მუცელზე
განათებას.
— მე დაგეხმარები
— მე გაგინათებ გზას.
— იმედია იცი საითაც უნდა წახვიდე.
— კი კი ვიცი— იმედიანად უთხრა ბაჭიამ.
— მთავარია გზა დავინახო.
ციცინათელამ გაანათა იქაურობა და ბაჭიამ გზაც დაინახა. სულ ხტუნვა-
ხტუნვით გაიქცა ბილიკზე.
ირბინა, იხტუნა და მიადგა თავის სახლს, საიდანაც ტირილის ხმა გამოდიოდა.
ბაჭიას დედა გულამოსკვნილი ტიროდა: ალბათ მგელმა შემიჭამა ჩემი
ყურცქვიტაო.
— დედიკოოოო!! შესძახა ბაჭიამ და დედიკოს ყელზე ჩამოეკიდა.
— იცი ვინ გადამარჩინა? აი ამ ციცინათელამ. გზა გამინათა და შენთან მომიყვანა.
ყველა მადლობას უხდიდა გმირ ციცინათელას, რომელიც ძალიან ბედნიერი და
გახარებული იყო.
ამ ამბის შემდეგ ბაჭიამ ციცინო შეარქვა ციცინათელას და ყველა ციცის ეძახდა.
ციცი მიხვდა, რომ ციცინათელების მთავარი დანიშნულება გზის განათება და
დაკარგულების მოძებნა იყო, და არა მარტო, გართობა და თამაში.

You might also like