You are on page 1of 3

Das ist kein spaß

კევინი არის 15 წლის. მას ყოველთვის უყვარდა


სკოლაში სიარული და კარგ შეფასებებს იღებდა.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა რამდენიმე დღის
განმავლობაში. მობილურზე რამდენიმე
სულელური შეტყობინებებით დაიწყო: "გამარჯობა
დედიკოს ბიჭო" და "ძალიან ბევრს სწავლობ,
ბეჯითო ნაბიჭვარო?" - წაიკითხა მან. თავიდან
კევინს ეგონა, რომ ვიღაც ცუდად ხუმრობდა. მან
უბრალოდ წაშალა შეტყობინებები. მაგრამ შემდეგ
მან ნახა თავისი ფოტო ინტერნეტში. ვიღაცამ დიდი
სათვალეები დახატა ფლომასტერებით და ჩააცვა
შავ-თეთრი ქურთუკი. ის საშინლად
გამოიყურებოდა. შემდეგ კი კომენტარები
წაიკითხა. რა თქმა უნდა, სახელები არ იყო,
ყველაფერი ანონიმური იყო. მეორე დილით კევინი
არ ადგა, უბრალოდ საწოლში დარჩა. მთელი დღე
მხოლოდ ფოტოზე ფიქრობდა ინტერნეტში.

კევინის მსგავსი რამ ბევრ ახალგაზრდას და


ზრდასრულს დაემართა. ექსპერტები თვლიან, რომ
გერმანიაში ყოველი მესამე ადამიანი აქვს
კიბერბულინგის პრობლემა. მცდარი ამბები,
საზიზღარი კომენტარები და უშნო ფოტოები
ინტერნეტში - აი რას ნიშნავს კიბერბულინგი
მსხვერპლებისთვის.

ჯონ პალფრეი და ურს გასერი აღწერენ ამ


პრობლემას თავიანთ წიგნში „Generation Internet“
(ინტერნეტის თაობა). ავტორების აზრით, ბულინგი
ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ინტერნეტი
განსაკუთრებით აადვილებს ბულინგს
დამნაშავეებისთვის. მათ ბევრი მკითხველი ჰყავთ
ინტერნეტში და შეუძლიათ დარჩნენ სრულიად
ანონიმური. ეს ძალიან საშიშია მსხვერპლისთვის.

რისი გაკეთებაა შესაძლებელი კიბერბულინგის


წინააღმდეგ? არავითარ შემთხვევაში არ უნდა
დარჩე მსხვერპლი, ამბობენ ექსპერტები. რაღაც
უნდა გააკეთო. შემდეგ კევინმა მშობლებს უამბო
თავისი პრობლემის შესახებ. სკოლის
დირექტორთან ერთად მივიდნენ და გამოსავალი
ერთად იპოვეს. ერთი დღის შემდეგ კევინის ფოტო
და კომენტარები ინტერნეტში აღარ იყო. შემდეგ
მოსწავლეებმა განიხილეს კიბერბულინგის
პრობლემა სასკოლო პროექტებში. დღეს კევინი
კითხულობს ყველა ტექსტურ შეტყობინებას კვლავ
სიამოვნებით, არა, თითქმის ყველას.

You might also like